#51091648 · 5 Aug 2017, 19:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PNG კარგი კითხვაა. იმიტომ არ წაგვართვეს, რომ წართმევის შემთხვევაში ჩვენზე ზეწოლის ეს ბერკეტი აღარ ექნებოდათ, წართმეული იქნებოდა და მორჩებოდა ამით.
დღეს იგივეა გალის შემთხვევაში, რატომ არ აიძულებენ ქართველებს მასობრივად დატოვონ იქაობა? იმიტომ რომ როგორც აფხაზეთი იყო ქართველებზე ზემოქმედების ბერკეტი ისეთივე ბერკეტია გალი აფხაზებზე. თუ დადგება ის დრო რომ რუსეთი აფხაზეთის პირდაპირ მიერთებას გადაწყვეტს, ცხადია ეს აფხაზებს არ მოეწონებათ და არ მოუნდებათ, სხვა გზა არ ექნებათ მაგრამ მაინც ინციდენტები და სუსტი წინააღმდეგობა გამორიცხული არაა..... აი ამ დროს აამოქმედებენ რუსები გალის ფაქტორს, გალის დაკარგვით და მისი გამოყოფით დაემუქრებიან, ისე როგორც ეს ჩვენ გვიქნეს აფხაზეთის შემთხვევაში.
რუსებმა კარგად იციან რომ აფხაზს აფხაზეთში კონკურენციას მხოლოდ ქართველი თუ გაუწევს, რუსების რაოდენობა მიზერულია და ისინი კომპაქტურად არ ცხოვრობენ, სომხების რაიოდენობა მცირდება და ისინიც რაიმე სერიოზულ ხელმოსაჭიდ ანკლავებს არ ქმნიან.... ხოლო გალი აქვეა, ზედ ადმინისტრაციულ საზღვარზე 45 000 მოსახლით(მთლიანი აფხაზების ნახევარი ანუ) და ეს ყოველთვის შეიძლება გამოიყენონ.
ასეა, იმპერიის პოლიტიკა "დაყავი და იბატონე" უკვდავია, ამიტომ არ წაგვართვეს სსრკ-ს დროს აფხაზეთი, ამიტომ არ აძევებენ ქართველებს ახლა გალიდან.
|