#53448622 · 18 Sep 2018, 17:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
_Pablo_ შეხედე ერთ პატარა განსხვავებას ჩემო კარგო ...
შეიძლება კომუნიკაბელური ადამიანი ბევრი იყოს თუმცა ეფექტური კომუნიკაციის უნარი არ გააჩნდეს სულ ყველას, ამიტომ გავმიჯნე ერთმანეთისგან...
შეიძლება მოგწონდეს ხალხთან კომუნიკაცია თუმცა იმდენად ცუდად გამოგდიოდეს რომ სხვა გენდერი უბრალოდ უკმაყოფილო დარჩეს ან აზრი ვერ გამოიტანოს ან ვინმე კარგი ლოგოპედი გირჩიოს :დდ
ინტელექტუალურზე რატო გაამახვილე ყურადღება არვიცი ინტელექტუალურს მე ვეძახი ადამიანს რომელიც უბრალოდ, ზოგადად ერუდირებულია და საინტერესო, აქვს სწრაფვა საინტერესო და უცნობი სიახლეების მიმართ.
მე ვთვლი რომ გამოვიმუშავე, ანუ სივ-ში არ მიწერია სამუშაო გამოცდილება, თუმცა რამოდენიმე ისეთ ადგილას მიმუშავია სადაც უშუალოდ ხალხთან კონტაქტი მევალებოდა, მართალია ზოგჯერ ინტერნეტის საშუალებით, ტელეფონის, ზოგჯერაც პირადად, მაგრამ რავი არც იმას გამოვრიცხავ რომ კომუნიკაბელურობა თანდაყოლილი ნიჭი იყოს... * * * ბოდიშით დაგვიანებისთვის <3 არშემომიხედავს რამდენიმე დღეა
This post has been edited by Industrialyzer on 18 Sep 2018, 18:12
|