ერთადერთი მასშტაბური განსასვენებელი იმ სამხედროებისა, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის დაიღუპნენ მდებარეობს აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევების ეზოში.
ბევრ ადამიანს ვკითხე თუ ვინ შეიძლება იყვნენ დაკრძალულები აქ და პასუხები იყო:
- დიდგორის ბრძოლაში დაცემული ქართველები და ევროპელი ჯვაროსნები;
- ერწუხის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საძვალე;
- კლდეკარის საერისთაოსათვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველთა საძვალე;
- ბაგრატ მეოთხეს პერიოდში იმ კლდეკარელ ქართველთა საძვალე, რომლებიც თბილისის საამიროს შემოერთებას ცდილობდნენ.
- ზოგისაგან გამიგია, რომ გამოსახულებათა ნაწილი ქართულია ნაწილი კი სტეპური და შეიძლება ქართველები და ყივჩაღები იყვნენ დაკრძალულები დავითის პერიოდშიო.
თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
და რატომაა ასე მიტოვებული და მოუვლელი ამ გმირთა მემორიალი?
და მისადგომად რთული მოსახვედრია მსუბუქი მანქანით? ასვლას ვგეგმავ და მაინტერესებს.
This post has been edited by Foreign-Affairs on 2 Dec 2022, 10:58
რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei.
მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.