ვაშააააა მგონი ეშველა, აშკარად მოიკლო წვეთების ინტენსივობამ. ეს აშკარად X მეზობელის დამსახურებაა.
verdi
ამ პირუტყვმა საქონელმა Y მეზობელმა ღამის 5 საათზე გამაღვიძა: ჯერ მძიმე რაღაც დამიხეთქა ჭერზე, მერე მგონი ფეხბურთის თამაში დაიწყეს ქალის ქუსლებიანი ტუფლებით
მაგრამ სასამართლოს და დინგის განგრევის გარდა (დიპლომატია დიდი ხანია ამოწურულია) ამ შემთხვევაში კიდევ ერთი შანსი მრჩება:
თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა, ხოდა აწი ვაჩვენებ მაგას, გემის სირენას რომ ჩავურთავ შუაღამისას
მაქვს წერტილოვანი დარტყმის მიყენების შესაძლებლობა, კეთილსინდისიერი მეზობლები რომ არ დაზარალდნენ
ასეთი გამოხტომების საპასუხოდ ჩაქუჩის რახუნი ჭერზე უკვე აპრობირებული მაქვს