2013 წელს - ზამთარი ახალი შემოსული იყო და ფორუმის მომხმარებლები ნელ-ნელა იწყებდნენ მზადებას ახალი 2014 წლის დასახვედრად.
ზოგი ინდაურის ფასს ამოწმებდა, სხვანი მეორე მომხმარებელს უკავშირდებოდნენ "გოჭი ვიყიდოთ და შემდეგ გავიყოთ - უფრო იაფად გამოვძვრებით" მოტივაციით.
უმრავლესობას გოზინაყი ესახებოდა თვალებში.
ერთეულნი ბარში იჯდნენ სევდიანად და გასცქეროდნენ ქუჩაში მოსიარულე წყვილებს, რომლებიც საჩუქრებს დასცქეროდნენ სევდიანი თვალებით. ფიქრობდნენ რა ო'ჰენრის მოთხრობაზე, ერთი ამოსუნთქვით გადაჰკრავდნენ მწველ სასმელს, პირქუში მზერით ტოვებდნენ ჩაის და გადიოდნენ ცივ ქუჩაში მარტოობასთან ერთად.
მაგრამ, ფორუმის უკიდეგანო განყოფილებებისა და ქვე-განყოფილებების ფონზე - ერთი განყოფილება არ იზიარებდა საერთო ფერხულში.
ლიტერატურის განყოფილებაში მოღვაწე მომხმარებლებს განსახვავებული აზრი ჰქონდათ - ფიზიკურ და გასტრონომიულ ლტოლვებზე მეტად, ინტელექტუალურ ლტოლვაზე ფიქრობდნენ და იმავე წლის 6 დეკემბერს - ფორუმის სივრცეში დაიბადა ლიტერატურული კლუბი.
კლუბი, რომელიც 7 წლის განმავლობაში იქცა მრავალი მომხმარებლის ინტელექტუალურ თავშესაფრად.
მას შემდეგ ამ კლუბში განხილულ იქნა არა ერთი წიგნი.
კონკრეტულად კი - 85 დასახელების ნაწარმოები.
( უნდა აღინიშნოს რომ განხილულ წიგნებში გვყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი - უილიამ ფოლკნერი )
85 ნაწარმოებიდან ზოგის განხილვას დისკუსიები და კამათები მოჰყვა, ზოგის განხილვამ კი უჩინრად ჩაიარა - ხოლო ერთეულები საერთოდ განხილვის გარეშე დარჩა რიგი მიზეზებისდა გამო.
მრავალი მომხმარებელი პოსტავდა ამ თემაში და იმედს ვიტოვებ - დაბრუნდებიან, მათი საინტერესო მოსაზრებებით, არგუმენტებით და ლიტერატურული კლუბი იქნება ისეთი აქტიური, როგორიც არასდროს ყოფილა.
ასევე დიდი სიამოვნებით მივიღებთ ახალ და ახალ წევრებს.
რაც უფრო მეტი ადამიანის განსხვავებული მოსაზრება იქნება, მით უფრო - სასიამოვნო და საინტერესო პროცესი იქნება - ნაწარმოებების განხილვა.
პირველი ნაწილი და წაკითხული წიგნები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლიტერატურული კლუბი1. ჯერომ სელინჯერი - "კლდის პირზე ჭვავის ყანაში"
2. ალბერ კამიუ - "უცხო"
3. ფრანც კაფკა - "პროცესი"
4. ჯემალ ქარჩხაძე - "ანტონიო და დავითი"
5. კნუტ ჰამსუნი - "მისტერიები"
6. ჯეკ კერუაკი - "გზაზე"
7. უილიამ ფოლკნერი - "დროშები მტვერში"
8. ჯორჯ ორუელი - "1984"
9. ჯონ სტაინბეკი - "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა"
10. ჰაინრიხ ბიოლი - "კლოუნის თვალთახედვა"
11. უილიამ ფოლკნერი - "სული რომ ამომდიოდა"
12. ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი"
მეორე ნაწილი და წაკითხული წიგნები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლიტერატურული კლუბი_ნაწილი II1. ჰენრი მილერი - ,,კირჩხიბის ტროპიკი"
2. ბორის ვიანი - ,,გულსაგლეჯი"
3. ჰერტა მიულერი - ,,მეფე დაიხრება და კლავს"
4. გაბრიელ გარსია მარკესი - ,,სიყვარული ქოლერის დროს"
5. ალფრედ დობლინი - ,,ბერლინი, ალექსანდერპლაცი"
6. ანტონ ჩეხოვი - ,,პალატა #6"
7. ალბერ კამიუ - ,,დაცემა"
8. უილიამ ფოლკნერი - ,,ხმაური და მძვინვარება"
9. ფიოდორ დოსტოევსკი - ,,ორეული"
10. ერიკ ემანუელ შმიტი - ,,ნოეს შვილი"
11. ჰარპერ ლი - ,,ნუ მოკლავ ჯაფარას"
12. ჯონ კუტზეე - ,,სირცხვილი"
13. ხორხე ლუის ბორხესი - მოთხრობები
14. მარკუს ზუზაკი - ,,წიგნის ქურდი"
15. ენდი უირი - ,,მარსელი"
16. ძმები სტრუგაცკები - ,,ორშაბათი იწყება შაბათს"
17. ჟოზე სარამაგუ - ,,სიბრმავე"
მესამე ნაწილი და წაკითხული წიგნები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლიტერატურული კლუბი1. დენიელ კიზი - ,,ბილი მილიგანის მრავალი გონება"
2. რობერტ ჰაინლაინი "კარი ზაფხულში"
3. თომას მანი - ,,დოქტორი ფაუსტუსი"
4. კურტ ვონეგუტი - ,,სარწეველა ფისოსთვის"
5. ედით უორტონი - ,,უმანკოების ხანა"
6. რეი ბრედბერი - ,,ბაბუაწვერას ღვინო"
7. ვლადიმერ ნაბოკოვი - ,,ლუჟინის დაცვა"
8. ანტონ ჩეხოვი - ,,ალუბლის ბაღი"
9. სიუ ტაუნსენდი - ,,ედრიან მოულის საიდუმლო დღიური"
10. იტალო კალვინო - ,,უხილავი ქალაქები"
მეოთხე ნაწილი და წაკითხული წიგნები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლიტერატურული კლუბი1. ჯეინ ოსტინი - ,,ემა".
2. ჯოჯო მოიესი - ,,მე შენამდე".
3. პატრიკ როტფუსი - ,,ქარის სახელი".
4. უმბერტო ეკო - ,,ვარდის სახელი".
5. ალეკო შუღლაძე - ,,გადამალვა".
6. ფილიპ როთი - ,,ამერიკული პასტორალი".
მეხუთე ნაწილი და წაკითხული წიგნები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლიტერატურული კლუბი1.მიხეილ ბულგაკოვი - " ოსტატი და მარგარიტა"
2.გურამ დოჩანაშვილი -" სამოსელი პირველი"
3.უილიამ ფოლკნერი - "აგვისტოს ნათელი"
4.ჯონ სტეინბეკი- " თაგვებსა და ადამიანებზე"
5.მარჯან სატრაპი- "პერსეპოლისი"
6.ხუან რულფო - "პედრო პარამო"
7.პოლა ჰოუკინსი- "გოგონა მატარებელში"
8.ტონი მორისონი -" საყვარელი"
9.აკა მორჩილაძე- "სანტა ესპერანსა "
10.დენიელ კიზი - " ყვავილები ელჯერნონისთვის"
11.მაქს ფრიში - " ჰომო ფაბერი"
12.ჯეინ ოსტინი - "სიამაყე და ცრურწმენა"
მეექვსე ნაწილი და წაკითხული წიგნები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლიტერატურული კლუბი1. ჯეინ ოსტინი - "სიამაყე და ცრურწმენა"
2. ჯონ სტეინბეკი - "ედემის აღმოსავლეთით"
3. უნბერტო ეკო - "პრაღის სასაფლაო"
4. ჰაინრიხ ბიოლი - "კატარინა ბლუმის შელახული ღირსება"
5. სტივენ კინგი - "მწვანე გზა"
6. ფრენკ ჰერბერტი - "დიუნი"
7. მარიო ვარსგას ლიოსა - "ვაცის ნადიმი"
8. ბოსის პასტერნაკი - ''ექიმი ჟივაგო"
9. იუკიო მიშიმა- "ოქროს ტაზარი"
10.ჟოზე სარამაგუ - "კაენი"
11.ჩაკ პალანიკი - "ხრჩობა"
12. გუსტავ მაირინიკი - "გოლემი"
13.ჯოზეფ კონრადი - "წყვდიადის გულში"
14.ერიხ მარია რემარკი - "ტრიუმფალური თაღი"
15.იბრაჰიმ ალ-ქუნი - "ქვიდან ნაჟური სისხლი"
16.ბრუნო შულცი - ''დარიჩინის ქულბაქები"
17. უილიამ ფოლკნერი -"სოფელი"
18.ნიკოს კაზანძაკისი - "ალექსის ზორბასის ცხოვრება"
მეშვიდე ნაწილი და წაკითხული წიგნები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლიტერატურული კლუბი,1. ვინფრიდ ჯორჯ ზებალდი - "ემიგრანტები"
2. ლუი-ფერდინანდ სელინი - მოგზაურობას ღამის დასალიერში
3. ოლდოს ჰაქსლი - "საოცარი ახალი სამყარო"
4. კენ კიზი - "გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა"
5. ზეიდი სმითი - ,,თეთრ კბილები"
6. ჟოზე სარამაგუ - "სიკვდილი ისვენებს"
7. დანტე ალიგიერი - "ღვთაებრივი კომედია"
8. ალბერტო მორავია - "მოწყენილობა"
9. რეი ბრედბერი - "ბაბუაწვერას ღვინო"
10. ჟოზე სარამაგუ - "სპილოს მოგაზურობა"
მაშასადამე, არ დაგვწყებოდეს სელინისეული ინტელექტუალისათვის სახასიათო წიაღსვლები, სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ ლიტერატურულ კლუბში და დავიწყოთ !