Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > ჰაერის დაბინძურების კონტროლი თბილისში


Posted by: bequa 23 May 2018, 17:24
მოსაშორებელია ყველა დიზელიანი თუ ბენზინიანი ავტომობილი თბილისში რომელიც ოდნავ მაინც ბოლავს!

ზოგი გაჭირვებული და უსინდისო მძღოლი ხსნის კატალიზატორებს ამ ყვითელ მარშუტკა/ავტობუსებს და აბარებენ ზედმეტი "პრემია" რომ აიღონ, ვერ ხვდებიან ან არ იციან რომ ამით თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს, ახლობლებს და ყველას ძალიან დიდ ზარალს აყენებენ გამონაბოლქვით!

სიმწვანე არის სასწრაფოდ გასაშენებელი ქალაქის ცენტრში განსაკუთრებით
ასევე მომხრე ვარ გაიყიდოს მხოლოდ მაღალი ხარისხის საწვავი თბილისში, პრემიუმი, სუპერი!
რაიონებში კი ბატონო რეგულარი ალაგ-ალაგ თუ ძალიან ითხოვს ხალხი.

სავსეა საავადმყოფოები დაავადებებიანი ბავშვებით თუ მოზრდილებით,

ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე, მივაწვდინოთ ხმა ვისაც საჭიროა,

ყარს ქალაქი ხალხნო, სუნთქვა შეუძლებელი გახდა უკვე, აქ არ ცხოვრობთ თქვენც ???!!!

user posted image

Posted by: piltakva 23 May 2018, 17:29
"ოჯახი რითი არჩინონ" გაპრავება არ დაწერილა ჯერ ხომ? smile.gif
ხოდა არც დაწეროთ.

საკუთარი სარგებლის გამო რომ უამრავ ადამიანს ჯანმრთელობას უწამლავ, იმათ რა ქნან?

ბუნებრივი გაზი (ქარხნულად) და ელექტრო მანქანა არის იდეალური ვარიანტი, გააუქმონ განბაჟების და სხვა გადასახადები ასეთი ტიპის მანქანებზე. ჰაერის დაბინძურება აქვს 0. ნახევარი მაინც რომ ჩანაცვლდეს, იქნება უდიდესი პროგრესი და უდიდესი სხვაობა ჰაერში. ეგრევე ვიგრძნობთ შედეგს... მაგრამ აწყობთ ეს ნავთობკორპორაციებს? მთავრობა კიდე მაგათ ვერაფერს უბედავს.

Posted by: PAINKILLER 23 May 2018, 17:30
QUOTE
ზოგი გაჭირვებული და უსინდისო მძღოლი ხსნის კატალიზატორებს ამ ყვითელ მარშუტკა/ავტობუსებს და აბარებენ ზედმეტი "პრემია" რომ აიღონ, ვერ ხვდებიან ან არ იციან რომ ამით თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს, ახლობლებს და ყველას ძალიან დიდ ზარალს აყენებენ გამონაბოლქვით!

bequa


ეგეთ ბოლს კატალიზატორი არ ფილტრავს, 90 წლამდე გამოსულ მანქანების უმეტესობას საერთოდ არა აქვს კატალიზატორი მაგრამ თუ ძრავი წესრიგშია არ უნდა ბოლავდეს




ტექდათვალიერება უნდა შემოვიდეს სასწრაფოდ, თორემ კიდევ მოიმატებს ეგეთი მხრჩოლავი მანქანები თბილისში

Posted by: RUDIARIUS 23 May 2018, 17:31
აზბესტის ,,კალოდკების'' მადლმა. ცენტრალური უბნებში და მაგსიტრალის მიმდებრე დასახლებებში მცხოვრებები, ონკოლოგიური დაავადებების რისკვეშ არიან.
პ.ს. იზელის საზოგადებრივი ტრანსპორტი მოსაშორბელია 1.5 მილიონიან ქალაქში.
ტრამვაი გააკეთეთ ბიჭოოოdrug.gif

Posted by: PAINKILLER 23 May 2018, 17:32
QUOTE
ტრამვაი გააკეთეთ ბიჭოოო


+1111111111111111111111111111111111111111111111111111

Posted by: Ryu 23 May 2018, 17:33
მე კიდე მეგონა ჩემი სიგარეტით ვწამლავდი ერს.... გუგული დეიდას მიანდეთ ეს საკითხი, ღიპი-ცელულიტების კანონის მერე, ამას შეერკინება lol.gif lol.gif

Posted by: bequa 23 May 2018, 17:59
რჩევები თბილისის მერიას და საქართველოს მთავრობას:

1. იყოს ელექტრო მანქანების პარკირება უფასო, ჰიბრიდის 50%, დანარჩენი გაძვირდეს გაორმაგდეს / გასამმაგდეს.
2. გაიყიდოს მხოლოდ მაღალი ხარისხის საწვავი თბილისში, ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობის გარეშე (მაგალითად: აიკრძალოს რეგულარი და მისნაირები)
3. დაჩქარდეს ტექ-დათვალიერება, გაკეთდეს 2 წელიწადშე ერხელ და მანქანის განბაჟებისას / გადაფორმებისას.
4. შემოწმდეს საცხებ-საპოხი მასალა და დადგინდეს მოთხოვნილებები და აკრძალვები მათ შემოადგენლობაზე (მაგალითად: აიკრძალოს აზბესტის მასალიანი ხუნდების გაყიდვა!)
5. პოლიციას უფლება მიეცეს გამონაბოლქვიანი მანქანის დაჯარიმების / საჯარიმოზე გადაყვანის.
6. ახალი სახლების მშენებლობისას აუცილებელი მოთხოვნა იყოს გამწვანება, პარკირებასთან ერთად. მაგალითად 1000 კვადრატზე 1 ხე.
7. გაკეთდეს შეტყობინებები მასს-მედიის საშუალებით, გავუფრთხილდეთ ბუნებას და საკუთარ თავებს.

8,9,10 და მეტს კიდევ მოვიფიქრებ.


Posted by: Perfecto_77 23 May 2018, 22:48
bequa
QUOTE
რჩევები თბილისის მერიას და საქართველოს მთავრობას:

1. იყოს ელექტრო მანქანების პარკირება უფასო, ჰიბრიდის 50%, დანარჩენი გაძვირდეს გაორმაგდეს / გასამმაგდეს.
2. გაიყიდოს მხოლოდ მაღალი ხარისხის საწვავი თბილისში, ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობის გარეშე (მაგალითად: აიკრძალოს რეგულარი და მისნაირები)
3. დაჩქარდეს ტექ-დათვალიერება, გაკეთდეს 2 წელიწადშე ერხელ და მანქანის განბაჟებისას / გადაფორმებისას.
4. შემოწმდეს საცხებ-საპოხი მასალა და დადგინდეს მოთხოვნილებები და აკრძალვები მათ შემოადგენლობაზე (მაგალითად: აიკრძალოს აზბესტის მასალიანი ხუნდების გაყიდვა!)
5. პოლიციას უფლება მიეცეს გამონაბოლქვიანი მანქანის დაჯარიმების / საჯარიმოზე გადაყვანის.
6. ახალი სახლების მშენებლობისას აუცილებელი მოთხოვნა იყოს გამწვანება, პარკირებასთან ერთად. მაგალითად 1000 კვადრატზე 1 ხე.
7. გაკეთდეს შეტყობინებები მასს-მედიის საშუალებით, გავუფრთხილდეთ ბუნებას და საკუთარ თავებს.

8,9,10 და მეტს კიდევ მოვიფიქრებ.


up.gif up.gif
QUOTE
აიკრძალოს აზბესტის მასალიანი ხუნდების გაყიდვა!

აი ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა:


CRRC_ს ბოლო მონაცემები
CRRC Georgia:
http://www.euronews.com/2018/05/02/9-out-of-10-people-breathing-polluted-air-worldwide

თბილისი ევროპის 3 ყველაზე დაბინძურებულ ქალაქს შორის არის (სკოპიესა და ანკარასთან ერთად).

მაჩვენებლები საგანგაშოა. ტრაგედიაა პირდაპირ.

Posted by: amandamari 24 May 2018, 00:46
დააგვიანეთ დააგვიანეთ. ეს მოთხოვნები მინიმუმ 10 წლის წინ უნდა წამოგეყენებინათ. ყლაპეთ ეხლა ტყვიის და კიბოს შემცველი ჰაერი
თბილისს არაფერი ეშველება გარდა ერთისა
როდესაც მიწისძვრა დაანგრევს ამ ახალაშენებულ შენობებს და ძველებსაც მაშინ მაინც გამოიღვიძეთ და თბილისის აღსადგენად ნუღა დაუშვებთ ყოველი ფეხის ნაბიჯზე კორპუსის შენებას და.გააშენეთ მაღ ადგილზე მწვანე საფარი ისე როგორც კომუნისტებს ჰქონდათ დაგეგმილი...... სხვა ამ ქალაქს არ ეშველება. გინდაც კორპუსის კრიშებზე ხეები დარგეთ.....

Posted by: iBoss 24 May 2018, 01:15
QUOTE
მოსაშორებელია ყველა დიზელიანი თუ ბენზინიანი ავტომობილი თბილისში რომელიც ოდნავ მაინც ბოლავს!

რას ამბობ აგერ მერია ტენდერს აცხადებს 100 დიზელის ავტობუსსზე lol.gif

Posted by: Nunez de Balboa 24 May 2018, 01:22
რა არასაინტერესო თემაა, არც პედერასტებზეა, არც ნარკუშა ბარიგებზე. არც სამღვდელოება ჩანს და არც შავკანიანები. მაშ რა საჭიროა თემა, თუ ის "პრადვინუტობამდე" ვერ მიგვიყვანს!
.... ჰა ჰა, მაქსიმუმ 10-12 ფოსტი ამის შემდეგ, მე-3 გვერდამდე ვერ ავა!

Posted by: dvbt2 24 May 2018, 01:25
დღეს ვიმგზავრე 17 ნომერი ავტობუსით მუხიანში. რო ჩამოვედი ისეთი შავი ბოლი გასდოდა...
სახელმწიფოს კუთვნილი ტრასნპორტი არაა წესრიგში და ტექდატვალიერებაო.

Posted by: miauvi 24 May 2018, 05:47
საერთაშორისო საინფორმაციო არხებზე ამინდის პროგნოზთან ერთად ჰაერის სისუფთავის ხარისხსაც აჩვენებენ. საქართველო ტურქეთთან და რუსეთთან ერთად ევროპის ყველაზე დაბინძურებულ ჰაერს ვისუნთქავთ.

Posted by: NorthSea 24 May 2018, 07:16
QUOTE
> ჰაერის დაბინძურების კონტროლი თბილისში, სერიოზული პრობლემა
ჰო, აბა სუ მაგისთვისაა კალაძე მანდ! მაგეებზე იფიქროს!
ადრე თუ კომუნისტების დროს კომბინატორებს "მეშოკებით" მიქონდათ ფულები სახლში
ამას კამაზებით გააქვს ოფშორებსა თუ შვეიცარია-ბელგიებში
თელი საქართველოს ჰეს-გრესები ლამის ამისია, და "იმისი"
"იმისი" ისეც ყველაფერია
ის "ბარკალიც", ადრე სისხლიანი სააკაშვილი ქათამს რო დააკვლევინდბდა ქუთეისში და საშოსთან ერთად რომ ამოაჭრევინებდა სანდრას
popcorn.gif








30 რობიკო სტურუა, ლანა ღოღობერიძე, კიწი დოლიძე, კავსაძე, ბერიკაშვილი და ... ენძელა მაჭავარიანი
მადლობა ბატონი ბიძინი

Posted by: UMTS 24 May 2018, 09:23
QUOTE
მოსაშორებელია ყველა დიზელიანი თუ ბენზინიანი ავტომობილი თბილისში რომელიც ოდნავ მაინც ბოლავს!

QUOTE
ტექდათვალიერება უნდა შემოვიდეს სასწრაფოდ

QUOTE
ტრამვაი გააკეთეთ ბიჭოოო

დღეს რაღაა და ხვალიდან დავიწყებთ biggrin.gif

QUOTE
აიკრძალოს აზბესტის მასალიანი ხუნდების გაყიდვა

შეცვალა ბატონმა ბიძინამ აზბესტის სახურავები მაგრამ ვინ დაუფასა

Posted by: Alien_Piglet 24 May 2018, 09:30
ვინ რას იზამს? მერია კი არა, გარემოსთვის ოპტიმალური რომელი ინიციატივაც უნდა დაიდოს, თუნდაც, ამ ფორუმზე, ეგრევე შემოდიან და ხელის შემშლელ ასი ათას გარემოებას დებენ. ამ გარემოებათა მოკლე შინაარსია - "მანქანების მფლობელები შევწუხდებით". შეეგუეთ ბედს, ან გაასწარით.

Posted by: Bowman 24 May 2018, 09:30
ძაან დიდი პრობლემაა, არავინ არ ფიქრობს ამაზე.
ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც წასვლა მინდა sad.gif
ტიპების მანქანები ხრჩოლავენ, მაგათ გამო წესს ვარღვევ, რომ გადავასწრო და მაგათ უკან არ ვიარო. რო მიუსიგნალებ ვერ იგებენ რის გამო...

არანაირი ინიციატივა რომ არ არის ამ კუთხით მერიის ან მთავრობის მხრიდან აი ეგ არის ძაიან ცუდი.
ტრამვაი მაგარი იქნებოდა...
მაგრამ ხო შეიძლება უბრალოდ ამოიღო ხმარებიდან კანონის დონეზე ეს 10 წელზე უფრო ძველი მანქანები მაინც.

Posted by: ბახარხალა 24 May 2018, 10:30
უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარება რაც ხდება. პიკის საათში გადატვირთულ ქუჩებზე ისეთი სუნია, ღრმად რომ ამოისუნთქოთ შეიძლება ადგილზევე გარდაიცვალოთ :|

ყოველი მესამე/მეოთხე მანქანა ბოლავს. პირველ რიგში მოსაწესრიგებელია საზ.ტრანსპორტი.

გზაზე შენს წინ გაჩერებული ყვითელი მარშუტკა / ავტობუსი თუ დაიძრა, ისეთ შავ ნისლს ატენებს, როგორც მინიმუმ რამოდენიმე წამი უნდა დაელოდო სანამ ბოლი გაიფანტება, რომ დაინახო წინ რა ხდება :| და ეს ხდება ყოველდღიურად, ყოველწამიერად :|

შემოიღონ ტექდათვალიერება და აიკრძალოს ნებისმიერი კანონდამრღვევი ტრანსპორტის ექსპლუატაცია (სანამ ნორმებს არ დააკმაყოფილებს).

"ამ გაჭირვებულმა ხალხმა რა ჭამოს" არგუმენტი საერთოდ არაა მისაღები, იმიტომ რომ რადგან გაჭირვებულია, არავის აქვს უფლება ნელნელა წამებით მოკლას სხვა (1992 წლიანი ავტომობილი მყავს და ტექნიკურად ისეა გამართული, ყველაზე კლიაოზნიკ ტექ.დამთვალიერებელს "გაუძლებს")!

Posted by: akkai 24 May 2018, 10:38
პლეხანოვი და გმირთა მოედანი

ყველაზე საშინლად ეს 2 უბანია ამ მხრივ თბილისში.



Posted by: ბახარხალა 24 May 2018, 10:44
akkai
ეტყობა წერეთელზე არ გაგივლია sad.gif ცრემლები წამოგივა სიმწრისგან :|

Posted by: Alien_Piglet 24 May 2018, 10:48
ყველგან გაუარესდა. ვაჟაზე დღის ნებისმიერ დროს საცობია, 24-საათიანი პიკის საათია. საღამოს გასეირნება ვაკე-საბურთალოზე აღარ შეიძლება, ვაკის პარკში ორი საათით გასული სახლში შემოვედი და ჩემი ავატარის ფერი ვიყავი.

Posted by: artenius 24 May 2018, 11:02
ასეთ პრობლემაზე აქციას არავინ გეგმავს.ისე თვითონ რას სუნთქავენ?

Posted by: AstraG 24 May 2018, 11:38
ყვითლები ძაან წამლავენ ჰაერს. .

Posted by: akkai 24 May 2018, 11:49
QUOTE
ასეთ პრობლემაზე აქციას არავინ გეგმავს.ისე თვითონ რას სუნთქავენ?



მწვანეები რომელთა უფროსი ბიძინას სიითაა პარლამენტში.

სუ კიდია პარტიაც ..სიმწვანეც და ყველაფერი.


პარტია არსებობს თუ არა აც ვიცი.

არ დაფიქსირებულან დიდი ხანია არსად

Posted by: dat111 24 May 2018, 12:38
QUOTE
დაჩქარდეს ტექ-დათვალიერება, გაკეთდეს 2 წელიწადშე ერხელ და მანქანის განბაჟებისას / გადაფორმებისას.

მაგ სურათზე ნაჩვენები მხრჩოლავისთვის ტექდათვალიერება არც გაუქმებულა არასოდეს და ჩვენი ხელისუფლების თქმით უკვე გამკაცრებულიც არის მაგრამ არც ეგეთი მარშუტკების შემცირებას ვერ ვხედავ და ვერც ამაზე უარესი ბოლის გამშვები სამშენებლო ტექნიკის,
შესაბამისად ტექდათვალიერება იმოქმედებს მხოლოდ მსუბუქ კერძო მანქანებზე და ისიც მისი მიზანი მხოლოდ ფულის ამოღება იქნება.

პ.ს. ჰაერი და ჯანმრთელობა თბილისში დაივიწყეთ სამუდამოთ

Posted by: Bowman 24 May 2018, 15:09
akkai
QUOTE
მწვანეები რომელთა უფროსი ბიძინას სიითაა პარლამენტში.

ჩხუბი და სისულელეების ბრახაბრუხი ეხერხება მაგას ეკონომიკაზე.
არადა იყო პერიოდი, როცა ეგ კომპეტენტური კაცი მეგონა, არ ვიცი რატო, ალბათ შესახედაობის გამო biggrin.gif

ხოდა მართლა, ამ კუთხით რო ვინმემ აქცია გამართოს არა?
ყველას ადგება ზიანი ამითი... სულ ყველას.
დაავადებები რომ გაახალგაზრდავდა პირველ რიგშI ამისი დამსახურებაა.
ხალხი რო მირბის, ამისი დამსახურებაც არის.
ფიზიკურად ვერ გაჩერდები აქ.
ამ მხრჩოლავებს კიდე მართლა არაფერი ეშველებათ, თუ არ ამოიღეს საერთოდ. ეგენი თუ გადიან ტექდათვალიერებას ხო ხვდებით როგორი ტექდათვალიერებაც გვაქვს...

Posted by: Alien_Piglet 24 May 2018, 15:22
QUOTE (Bowman @ 24 May 2018, 15:09 )
ხოდა მართლა, ამ კუთხით რო ვინმემ აქცია გამართოს არა?
ყველას ადგება ზიანი ამითი... სულ ყველას.
დაავადებები რომ გაახალგაზრდავდა პირველ რიგშI ამისი დამსახურებაა.
ხალხი რო მირბის, ამისი დამსახურებაც არის.
ფიზიკურად ვერ გაჩერდები აქ.
ამ მხრჩოლავებს კიდე მართლა არაფერი ეშველებათ, თუ არ ამოიღეს საერთოდ. ეგენი თუ გადიან ტექდათვალიერებას ხო ხვდებით როგორი ტექდათვალიერებაც გვაქვს...

რა არის, იცი? ორი მომენტია. აი, მე სიამოვნებით გავალ მაგ აქციაზე. მაგრამ მე საერთოდ არ მყავს მანქანა, შესაბამისად, არაფერი ამეწვება, ზოგი მხრჩოლავი ჯართის მფლობელისგან განსხვავებით. ამ დროს უმრავლესობას ან თავად ჰყავს ტექნიკურად გაუმართავი მანქანა, ან ოჯახის წევრს. მეორე პრობლემა ისაა, რომ არ მოგვწონს, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე ვერ ვთანხმდებით, ან არ ვიცით. ჰოდა ძალიან ცოტა მივა ასეთ აქციაზე, სამწუხაროდ. ტრამვაი - მოძველებულიაო, ვერ შეეტევა ამა და იმ ქუჩაზეო, ახლა მაგისი ლიანდაგების დაგებაო. ველოსიპედს მეტი ხელშეწყობა და პრივილეგია - აღმართზე რა ავაო. ტექდათვალიერება - კორუფციის ბუდეო. მანქანებზე შეზღუდვა - საცოდავი გაჭირვებული ტაქსისტებიო და რა ვიცი, ყველას ვერც გავიხსენებ, კილომეტრიანი მოხსენებები დაიწერა უკვე და კიდევ დაიწერება, რამდენჯერაც ეს თემა წამოტივტივდება.
ამასობაში ვიხრჩობით, ალერგიები არ გვასვენებს, სიმსივნეებით ვიხოცებოთ და ვართ ბედნიერები.

პ.ს. ცა რა ფერია, გახსოვთ?

Posted by: Bowman 24 May 2018, 15:30
Alien_Piglet
მოტივებზე გეთანხმები და მეც მაგას ვამბობ: საზოგადოებას არ აწუხებს. არადა უნდა აწუხებდეს, როცა ყველას შეაწუხებს მერე გვიანი არ იყოს.
საშიშია ეს ოხერი.
მე მყავდა 2003 წლიანი მანქანა. რომ ვამბობ 10 წელზე ძველი აკრძალონ მეთქი აი სიამოვნებით გადავაგდებდი იმ მანქანას, ეგეთი კანონი რომ ამოქმედებულიყო.
მანქანა ეხლაც მყავს, ახალი ბევრად უფრო და ჰიბრიდი, ტექნიკურად გამართული და არანაირ ბოლს არ უშვებს. თუმცა, რამენაირად რომ მეხებოდეს მანქანას მივხედავდი და არ ვიტყოდი ეს რა მოინდომეს თქო. ელემენტარული მოთხოვნები აუცილებლად უნდა იყოს და სულ მკიდია ის "საცოდავი" ტაქსისტი, რომელიც გკლავს.
მარაზმია ეგ. საცოდავი თუა გააკეთოს რაღაცა კანონის ფარგლებში და ისე იტაქსაოს. პრობლემა ისაა რო ეხლა ესე რო გკლავს ეგეც კანონის ფარგლებშია. ამას ჭირდება დაუყოვნებლივ მიხედვა. და თანაც, მარტო ტაქსისტები და მარშრუტკები არ არიან. ჩვეულებრივი მუტრუკებიც ოხრად არიან, დადიან და ხრჩოლავენ დიზელის მატორებიდან.

Posted by: Purifier 24 May 2018, 15:48
საშინელი მდგომარეობაა ქალაქში. და უმეტოსობის თავში
იმედია მალე გამიჩნდება შანსი რომ აქედან წავიდე

Posted by: golaso 24 May 2018, 15:52
QUOTE
დააგვიანეთ დააგვიანეთ. ეს მოთხოვნები მინიმუმ 10 წლის წინ უნდა წამოგეყენებინათ. ყლაპეთ ეხლა ტყვიის და კიბოს შემცველი ჰაერი
თბილისს არაფერი ეშველება გარდა ერთისა
როდესაც მიწისძვრა დაანგრევს ამ ახალაშენებულ შენობებს და ძველებსაც მაშინ მაინც გამოიღვიძეთ და თბილისის აღსადგენად ნუღა დაუშვებთ ყოველი ფეხის ნაბიჯზე კორპუსის შენებას და.გააშენეთ მაღ ადგილზე მწვანე საფარი ისე როგორც კომუნისტებს ჰქონდათ დაგეგმილი...... სხვა ამ ქალაქს არ ეშველება. გინდაც კორპუსის კრიშებზე ხეები დარგეთ.....



ესაა სიმართლე თუ გინდათ yes.gif yes.gif

Posted by: Bowman 24 May 2018, 16:34
golaso
მაგის მიხედვით გამოსავალი არ არის, არადა როგორ არ არის.
მანქანებზე შეზღუდვა ან ნორმალური კონტროლი და ბევრად უკეთესად იქნება სიტუაცია.

Posted by: eddie153 24 May 2018, 18:26
მეტი ბასლაინი, უნდა გაძვირდეს პარკინგი +ტექდათვალიერება და შემცირდება მოწამვლის კოეფიციენტიც

მხოლოდ ხეების დარგვა ვერ უშველის საქმეს

Posted by: Hawley 24 May 2018, 18:50
ჩამოაჯვით მანქანებიდან, იყიდეთ სკუტერები, მოტოციკლები, ველოსიპედები. რასაც მხოლოდ ზაფხულის სეზონში ხარჯავთ ბენზინში, იგივე ფასად იყიდით სკუტერს. უმრავლესობა ყოველდღიურად მანქანით მიდის სამსახურში და მოდის, მარტო.

აქ ყველას უტყდება ორთვლიან ტრანსპორტზე ჯდომა, სავარძელზე თუ არ გადაწვა და კარებზე ხელი არ გადმოკიდა რა ქართველია აბა.

გუშინწინ მარცხენა სანაპიროზე გვირაბში მომიწია მოტოციკლით საცობში დადგომა, გავიგუდე კინაღამ.

Posted by: senpai 24 May 2018, 18:57
ხო თქვეს რომ ნახევარმაც ვერ გაიარა ტექ.დათვალიერება. ვერც ავტობუსებმა და ვერც მარშრუტკებმა.

შემოიყვანონ საკმარისი რაოდენობის ახალი ავტობუსი და ძველები, რომლებიც გამართული იქნება დაუმატონ იმ ხაზებს, სადაც არ ყოფნის რაოდენობა.

Posted by: iBoss 24 May 2018, 21:24
100 მილიონი მიეცათDელტასთვის და აწყობდა ელექტრო ბუსებს, ქართVელ ბიზნესმენებზე უფანტაზიო Xო არავინაა

Posted by: GeorgeSurgeon 24 May 2018, 22:06
ტრამვაის ალტერნატივა არ აქვს. სწორი ნაბიჯი იქნება მისი გაკეთება. განტვირთვა ქალაქი.

Posted by: bequa 28 May 2018, 22:45
რა ტრამვაი ხალხნო გეყოფათ ტროლი, ელექტრომობილების დრო მოვიდა დიდი ხანია!

არც ამდენი მარშუტკაა საჭირო, ერთიდაიგივე მიმართულებით 5 მარშუტკა რომ მიდის არაა კარგი,

თითო მიმართულებით თითო დიდი ავტობუსი ნახევარ საათში ერთხელ თუნდაც გაზზე, თუ ელექტრო ვერა, ბოლოს შემოყვანილი ლურჯი ავტობუსებისნაირი, რომელიცარ აბინძურებს ჰაერს!


Posted by: iBoss 28 May 2018, 22:46
bequa
QUOTE
რა ტრამვაი ხალხნო გეყოფათ ტროლი, ელექტრომობილების დრო მოვიდა დიდი ხანია!

აგერ მერიამ დღეს 40 მილიონის იზელის ავტობუსების ტენდერი გამოაცხადა lol.gif

Posted by: bequa 28 May 2018, 22:52
ელექტროს ავტობუსების შემთხვევაში, შეიძლება რომ ჩაიდოს ინვესტიცია მზის და ქარის ენერგიის მიღებაში და გამოყენება მუნიციპალური ტრანსპორტისთვის!
გრძელვადიან პერსპექტივაში დაიზოგება ძალიან ბევრი ფული საწვავში რომლის გამობოლქვიც კლავს, კიდევ ძალიან ბევრ უაზრო სავალ ნაწილში თუ ზეთში და 1000 რამეში.

დიდი დიღომი ქარის ბუნებრივი წყარო იდეალურია ავტოპარკისთვის..

მაგალითისთვის:
ჰოლანდიაში ყველა მატარებელი მზის და ქარისგან მიღებული ენერგიის გამოყენებით მოძრაობს.

იხილეთ სურათში გერმანიის მაგალითი,
ავტოსადგომი, მის თავზე სულ მზის პანელები, ელ მანქანის პარკინგი უფასო + დამტენები შიგნით.

user posted image

Posted by: titlikana qalebi 28 May 2018, 23:20
bequa
მეორე სერია ნხე ამის

https://youtu.be/CsplLiZHbj0
* * *
...........



Posted by: Moen26 29 May 2018, 00:59
QUOTE (piltakva @ 23 May 2018, 17:29 )
"ოჯახი რითი არჩინონ" გაპრავება არ დაწერილა ჯერ ხომ? smile.gif
ხოდა არც დაწეროთ.

საკუთარი სარგებლის გამო რომ უამრავ ადამიანს ჯანმრთელობას უწამლავ, იმათ რა ქნან?

ბუნებრივი გაზი (ქარხნულად) და ელექტრო მანქანა არის იდეალური ვარიანტი, გააუქმონ განბაჟების და სხვა გადასახადები ასეთი ტიპის მანქანებზე. ჰაერის დაბინძურება აქვს 0. ნახევარი მაინც რომ ჩანაცვლდეს, იქნება უდიდესი პროგრესი და უდიდესი სხვაობა ჰაერში. ეგრევე ვიგრძნობთ შედეგს... მაგრამ აწყობთ ეს ნავთობკორპორაციებს? მთავრობა კიდე მაგათ ვერაფერს უბედავს.

ისეთი ტვინგამხმარი ქოცისაქონლები ყრიან ზემოთ რომ არცერთს მოუვიდა თავში აზრი პირიქით ფასი დაეწიათ ბუნებრივ აირზე რომ მასიურად გადასულიყო მანქანები, თან ტენდენციაც იყო ბევრი გადადიოდა გაზზე და აქციზი გააძვირეს.. 1,05 ლარიდან 1,50 ზე ააგდეს ფასი ხელოვნურად..

Posted by: anamaria77 29 May 2018, 02:31
QUOTE (piltakva @ 23 May 2018, 17:29 )
"ოჯახი რითი არჩინონ" გაპრავება არ დაწერილა ჯერ ხომ? smile.gif
ხოდა არც დაწეროთ.



რით არჩინონ ოჯახი ხომ გეკითხები შენ ?! lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif

Posted by: bequa 14 Jul 2018, 00:54
პატრულს დაევალოს გამონაბოლქვიანი მანქანის გაჩერება და საჯარიმოზე გადაყვანა შემდგომი შემოწმების მიზნით,

რათქმაუნდა გაუმართაობის დაზუსტების შემთხვევაში აეკრძალოს მანქანას მოძრაობა საქართველოში!!!

სასწრაფოდ არის მისარები ზომები ხალხნო, მარტო კალას ახალი ტენდერი ვერ უშველის ამ საქმეს!

უცოდინარების და უნამუსოების გამო იწამლება ხალხი, თქვენც, აი თქვენც !!!!


Posted by: fat man2 14 Jul 2018, 01:57
bequa
QUOTE
მოსაშორებელია ყველა დიზელიანი თუ ბენზინიანი ავტომობილი თბილისში რომელიც ოდნავ მაინც ბოლავს!

yes.gif no.gif
თუკი საწვავი შეიცავს ტყვიას, როგორი გამართულიც არ უნდა იყოს ავტო მაინც საშიშია.
ბოლი ძირითადად ზეთის ძრავში წვის შედეგია, ზეთები ტყვიას არ შეიცავს. ფაქტია, რომ ბოლი არაა სასიამნოვნო, მაგრამ არც ისე მავნებელია, როგორც ტყვია.

ბენზინის ხარისხი თუ არ გამოსწორდა ისე რაც გინდათ ქნან ქალაქს არაფერი არ ეშველება........

განსაკუთრებით ვკაიფობ იმ პეროგაყრილ იდიოტებზე ქუჩაში რომ ზიან ჭამენ და თან ჭკვიანური სახით ნოუტბუკებს მისჩერებიან.
ბიჯოოო, იმ საჭმელში ხომ მთელი იმ ქუჩის ნაგავი ედება მტვრის სახით.
კინოში აქვენ ნანახი - იევროპაში ხომ ენგრეა facepalm.gif

Posted by: zigfried 14 Jul 2018, 02:00
რავიცი ძმაო ველოსიპედით რომ მოვდივარ ღამის 11 საათზე გაგარინიდან
ვგრძნობ რომ ბინძურია ჰაერი
ჩასუნთქვა არ მინდება ღრმად

ღამის 11 ზე ხო ჯერ ისეთი მოძრაობაა მიმიქარავს ნიუ იორკი
და მერე ჰაერი მაგ დროსაც კი გამონაბოლქვით არის სავსე

Posted by: არისტოტელე999 14 Jul 2018, 02:04
###ზე კიდია ხალხს
არადა ჩვენი ნომერ 1 პრობლემაა
საშინელებაა ვკლავთ ბავშვებს
ყველანი მკვლელები ვართ და მაინც პიდარასტების და პენსიის 2 ლარით გაზრდის თემა გვანაღვლებს

ეს არის ჩვეულებრივი მკვლელობა
ტაქსისტებს ძალიან დიდი წილი მიუძღვით

ჩამოდიან, ჰყიდიან სახლებს და გაუმართავი ოპელ ასტრათი ტაქსაობენ

არადა ხალხი ხმას რომ იღებდეს თვეებში შეიცვლებოდა სიტუაცია, მაგრამ დაე ვიყოთ მკვლელები!

Posted by: fat man2 14 Jul 2018, 03:32
არისტოტელე999
QUOTE
ტაქსისტებს ძალიან დიდი წილი მიუძღვით


ვიმეორებ, მანქანის ძრავის გაუმართაობა არაფერ შუაშია ტყვიასთან.
ბენზინი თუ შეიცავს ტყვიას, არადა შეიცავს, ის გამოიყოფა ნებისმიერ შემთხვევაში.

მაშინაც კი, როცა მანქანა დგას.

მძრავის გაუმართაობის დროს გამოიყოფა ბოლი, რომელიც ასევე შეიცავს უამრავ კარცენოგენებს, მაგრამ სიგარეტის კვამლზე გაცილებით ნაკლებს.

დაწერეთ პლაკატები ქალაქში Wissoli კლავს

პირველი რაც გასაკეთებელია ესაა ის, რომა ბენზინის ღორები აიძულონ შემოიტანონ საქვავი ტყვიის შემცველობის გარეშე.

ვერცერთი მანქანა ვერ გაივლის ტექ დათვალიერებას, თუკლი ბენზინი იქნება უხარისხო

Posted by: exim 14 Jul 2018, 03:39
fat man2
QUOTE

პირველი რაც გასაკეთებელია ესაა ის, რომა ბენზინის ღორები აიძულონ შემოიტანონ საქვავი ტყვიის შემცველობის გარეშე.


ტყვიის გარეშე რაც შეამოაქვთ, მერე ადგილზე ურევენ ტყვიის შემცველ მინარევებს, ოქტანობის გაზრდის მიზნით.

ანუ იმპორტის საბუთს განახებს რომ ტყვიის გარეშეა, მარა აქ რას ურევს, იმაზე არაფერს ამბობენ.

Posted by: fat man2 14 Jul 2018, 03:49
exim
QUOTE
ანუ იმპორტის საბუთს განახებს რომ ტყვიის გარეშეა, მარა აქ რას ურევს, იმაზე არაფერს ამბობენ.

მერე რა პრობლემაა, შეამოწმონ პირდაპირ გასამართ სადგურებზე, შეტენონ კაი მსუყე ჯარიმები, ბუჯეტიც შეივსება და პენსიებიც გაიზრდებაsmile.gif

Posted by: marimari11 14 Jul 2018, 03:55
QUOTE (bequa @ 28 May 2018, 19:45 )
რა ტრამვაი ხალხნო გეყოფათ ტროლი, ელექტრომობილების დრო მოვიდა დიდი ხანია!

არც ამდენი მარშუტკაა საჭირო, ერთიდაიგივე მიმართულებით 5 მარშუტკა რომ მიდის არაა კარგი,

თითო მიმართულებით თითო დიდი ავტობუსი ნახევარ საათში ერთხელ თუნდაც გაზზე, თუ ელექტრო ვერა, ბოლოს შემოყვანილი ლურჯი ავტობუსებისნაირი, რომელიცარ აბინძურებს ჰაერს!

ღადაობ? რა ნახევარ საათში ერთხელ??
საშინელება მოხდება

გერმანიის 300 000 ქალაქში დადის 10 წუთში ერთხელ ავტობუსი
ნახევარ საათში ერთელ დადის 20.30დან

Posted by: mustafa_ibrahim 14 Jul 2018, 09:02
მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, ევროსტანდარტის ბენზინი რომ შემოიტანონ, ევროსტანდარტის ფასი უნდა დაადონ, გადაიხდით ბენზინში 4-5 ლარს?
ფაქტია რომ უდა დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, თორემ დავიხოცებით ცოტა ხანში ყველანი...

Posted by: jije1 14 Jul 2018, 10:06
mustafa_ibrahim
QUOTE
თორემ დავიხოცებით ცოტა ხანში ყველანი...


სისხლში ტყვიით გადავრჩებით?

თუ ჩვენ ბავშვებს გადავარჩენთ ტყვიით?

Posted by: Dark_Angell 14 Jul 2018, 10:12
Ryu
QUOTE
მე კიდე მეგონა ჩემი სიგარეტით ვწამლავდი ერს...

მაგითაც წამლავ.
კაი ინიციატივაა, მარტო აქუბრდია არ ემხრობა სხვები მხარს ვუჭერთ.
იქნება და არ მინდა სახლსჰი სიგარეტის სუნით გამჭვარტლული მივიდე.
ვინმე მეკითხებოდა?

miauvi
QUOTE
საერთაშორისო საინფორმაციო არხებზე ამინდის პროგნოზთან ერთად ჰაერის სისუფთავის ხარისხსაც აჩვენებენ. საქართველო ტურქეთთან და რუსეთთან ერთად ევროპის ყველაზე დაბინძურებულ ჰაერს ვისუნთქავთ.

86 ადგილზე ვართ მსოფლიოში, ევროპის ყველაზე დაბინძურებამდე ძაან ბევრი გვიკლია.

Posted by: sanzona40 14 Jul 2018, 11:45
მოწამლა მთელი მარშალ გელოვანი დღისით მზისით((((

Posted by: kenj 14 Jul 2018, 11:53
QUOTE (არისტოტელე999 @ 14 Jul 2018, 02:04 )
###ზე კიდია ხალხს
არადა ჩვენი ნომერ 1 პრობლემაა
საშინელებაა ვკლავთ ბავშვებს
ყველანი მკვლელები ვართ და მაინც პიდარასტების და პენსიის 2 ლარით გაზრდის თემა გვანაღვლებს

ეს არის ჩვეულებრივი მკვლელობა
ტაქსისტებს ძალიან დიდი წილი მიუძღვით

ჩამოდიან, ჰყიდიან სახლებს და გაუმართავი ოპელ ასტრათი ტაქსაობენ

არადა ხალხი ხმას რომ იღებდეს თვეებში შეიცვლებოდა სიტუაცია, მაგრამ დაე ვიყოთ მკვლელები!

yes.gif yes.gif საზოგადოებამდე დადის მაინც ყველაფერი,, კონდიციონერზე რაიმე რო უთხრა მძღოლს ხალხი დაგაყრის დაანებე გაფუჭებული აქვსო, ''ამავე დროს იგივე ხალხს ტრაკში ოფლის ღვარღვარი ექნება მარა ჩაკეტილია ტვინი ამ დროს და რა გინდა რო ქნა.

Posted by: არისტოტელე999 14 Jul 2018, 12:30
QUOTE
საზოგადოებამდე დადის მაინც ყველაფერი


რა თქმა უნდა ეგრეა

აი ეს თემაც ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა ჩვენთვის, მაგრამ სულ რაღაც 4 გვერდი, როცა სხვა თემები ასობით გვერდებზე ადის.
რეალურად მოსახლეიბოს 5% შეგვტკივა ალბათ ამაზე გული, სხვები იტყვიან მოიცა რა რაის ეკოლოგია ბიჭოო გეტყვიან, ამიტომაც იმ 5%-ს ეს ხალხი კიდევ დიდხანს ვერ გაგვიგებს და კიდევ დიდხანს ვერ მოეგება გონს...
ერთადერთი გამოსავალი აქედან წასვლაა...
ერთხელ და სამუდამოდ!

Posted by: exim 15 Jul 2018, 01:47
mustafa_ibrahim
QUOTE

მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, ევროსტანდარტის ბენზინი რომ შემოიტანონ, ევროსტანდარტის ფასი უნდა დაადონ, გადაიხდით ბენზინში 4-5 ლარს?


ვინც ვერ გადაიხდის, იაროს საზ. ტრანსპორტით.

პლუს წლიური გადასახადიც უნდა დაწესდეს მანქანის ყოლაზე. 2-3 მანქანა რომ ყავთ, თან ჯართები, მაგათზე ცალკე გადასახადი.

Posted by: Alien_Piglet 15 Jul 2018, 10:01
QUOTE (Hawley @ 24 May 2018, 18:50 )
ჩამოაჯვით მანქანებიდან, იყიდეთ სკუტერები, მოტოციკლები, ველოსიპედები.

ტი შტოოო... ერთხელ იუთუბზე ვუყურებდით მე და ჩემი მეგობარი, კარგი კომპაქტური სკუტერი იყო. ტიპი ყველა საცობში გაძვრა, გამოძვრა, მიგორავს გემრიელად. ვეუბნები, რა მაგარია, ნეტა თბილისში ყველა ასეთებზე გადავიდეს მეთქი. ცხვირი აიბზუა, კაცისთვის პატარააო. (ვიდეოშიც კაცი იჯდა არადა, პატარა სუსლიკა ბიჭი კი არა, ნორმალური კაცი)

Posted by: Asklipiodotaa 15 Jul 2018, 10:03
QUOTE (Alien_Piglet @ 15 Jul 2018, 10:01 )
QUOTE (Hawley @ 24 May 2018, 18:50 )
ჩამოაჯვით მანქანებიდან,  იყიდეთ სკუტერები, მოტოციკლები, ველოსიპედები.

ტი შტოოო... ერთხელ იუთუბზე ვუყურებდით მე და ჩემი მეგობარი, კარგი კომპაქტური სკუტერი იყო. ტიპი ყველა საცობში გაძვრა, გამოძვრა, მიგორავს გემრიელად. ვეუბნები, რა მაგარია, ნეტა თბილისში ყველა ასეთებზე გადავიდეს მეთქი. ცხვირი აიბზუა, კაცისთვის პატარააო. (ვიდეოშიც კაცი იჯდა არადა, პატარა სუსლიკა ბიჭი კი არა, ნორმალური კაცი)

სკუტერი კარგი იდეაა მაგრამ, კაცი მანქანაში ვერაა უსაფრთხოდ ამ საგიჟეთში და სკუტერით გასვლა საერთოდ დიდი რისკია drug.gif

Posted by: blue_velvet 15 Jul 2018, 10:10
არისტოტელე999
QUOTE
###ზე კიდია ხალხს
არადა ჩვენი ნომერ 1 პრობლემაა
საშინელებაა ვკლავთ ბავშვებს
ყველანი მკვლელები ვართ და მაინც პიდარასტების და პენსიის 2 ლარით გაზრდის თემა გვანაღვლებს

ეს არის ჩვეულებრივი მკვლელობა
ტაქსისტებს ძალიან დიდი წილი მიუძღვით

ჩამოდიან, ჰყიდიან სახლებს და გაუმართავი ოპელ ასტრათი ტაქსაობენ

არადა ხალხი ხმას რომ იღებდეს თვეებში შეიცვლებოდა სიტუაცია, მაგრამ დაე ვიყოთ მკვლელები!

მე არ მკიდია!!!!

მკიდია კიარა ალბათ 5 თემა მაქვს აქ გახსნილი და უამრავ ადამიანთან ნალაპარაკები ამ პრობლემაზე!!

შეგნებულ ადამიანებს არ კიდიათ ეს საკითხი!
პრობლემა იმაშია რომ შეგნებული ცოტაა სამწუხაროდ. საკუთარ ჯიბის და ქონების იქით ვეღარ იხედება მასა. დაბრმავებულია!

გააკეთოს ვინმემ აქცია სახელით მომეცით ჰაერი ან მომეცით არსებობის საშUალება და თქვენთან ვარ!!!!!!!!!!!

რამდენი კიბოს შემთხვევა მესმის გარშემო : ((( რას იზავ ცნობიერება გვაქვს ქართველების ძალიან დაბალი.

ეს ყველას ჯანმრთელობას აზიანებს : ((((((

ეს ის პრობლემაა რომელიც ყველა ფენას ეხება!

kenj
QUOTE
კონდიციონერზე რაიმე რო უთხრა მძღოლს ხალხი დაგაყრის დაანებე გაფუჭებული აქვსო,

ამას წინათ ეგრე მომივიდა. მე ვერავინ დამაყარა მაგრამ მხარიც არავინ ამიბა. მძღოლმა ნი სლიშუ გამიკეთა.......
ამ დროს 40 გრადუსი იყო სიცხე და 30 კაცი მარშუტკაში.

ერს ძინავს!!!!!!!

Posted by: dat111 15 Jul 2018, 10:22
არ უნდა ბენზინში 5 ლარის გადახდა, პრემიუმიც და სუპერიც სავსებით ნორმალურია რომ გამართულმა მანქანამ იაროს ეგ ერთი, მეორე არ არის ტყვია ბენზინში და რატომ ჩაიხვიეთ?
სამშენებლო მასალები (ცემენტი, ქვიშა და ა.შ) ვინმემ შეამოწმა? ან იგივე ასფალტის შემადგენლები საიდან მოაქვთ?
გაიგეთ რა ერთი ბაკი ტყვიანი ბენზინი კატალიზატორს სრულიად სპობს, უამრავი მანქანაა თუნდაც ახალგამოყვანილი რომლის კატი აბსოლუტურად გამართულია რაც ვერანაირად ვერ მოხდებოდა ტყვიის არსებობისას საწვავში.
აი მძიმე ტრანსპორტის მიერ გამოშვებული ჭვარტლი ნამდვილად კლავს მაგრამ მაგას არავინ ეხება, ისიც მარშუტკებზე წავიშვიშების გარდა

Posted by: LuxAeterna 15 Jul 2018, 10:45
თბილისში სამი საკონტროლო სადგურია, სამივე იაპონიამ გვაჩუქა.....

Posted by: არისტოტელე999 15 Jul 2018, 12:51
blue_velvet

მესმის, მაგრამ ცოტანი ვართ ძალიან
2 დღეა ეს თემაა და 5 გვერდს ვერ გასცდა არ არის აქტუალური ამ ქვეყანაში და რას ვიზამთ?

გავალ 3 კაცი იმ აქციაზე

Posted by: lemona 15 Jul 2018, 13:03
dat111
QUOTE
სამშენებლო მასალები (ცემენტი, ქვიშა და ა.შ)

საღებავები, ავეჯის მასალა, ლამინატები, წებოები. . .


QUOTE
ან იგივე ასფალტის შემადგენლები საიდან მოაქვთ?

ხო ნუ ასფალტით საერთოდ შიდა საუბნო-სამეზობლო ტროტუარებს ვაგებთ ქალაქში.

1) ჩრდილშიც კი 3-4 გრადუსით მაღალი ტემპერატურაა ვიდრე თუნდაც ფილაქანზე (ისე ხო არ ცხელა ქალაქში)
2) რა ნივთიერებები აქროლდება მაქედან ხზ უბანში გაივლი და ასფალტის სუნად ყარს. . .

ზატო იაფია.


Posted by: Omid77 15 Jul 2018, 13:08
არისტოტელე999

არ ვართ ცოტანი, ძალიან ბევრს აწუხებს ეს ამბავი, აი ძალიან ბევრს! ეს არის მოგონილი ზღაპატი რომ თურმე ხალხს კიდია!

Posted by: bequa 14 Aug 2018, 20:05
დარეკეთ ყველამ მერიის ცხელ ხაზზე 2 72 22 22
ჩააწერინეთ მანქანის ნომერი რომელიც ბოლავს,
იმედია ყურად იღებენ და აღარ გამოუშვებენ სამოძრაოდ ისეთ სამარშუტო ტაქსს თუ ავტობუსს რომელიც კლავს მთელ მოსახლეობას.

დანარჩენი ჩვეულებრივი კერძო მანქანების მიმართ კი იქნებ გამოაცხადონ მასს მედიის საშუალებით რომ ნუ ივლიან გაუმართავი მანქანებით, დააჯარიმონ და აკრძალონ მანქანების მოძრაობა რომლებიც ბოლავენ და მაინც ივლიან!

დიდი თხოვნა მექნება ჩვენ მთავრობასთან, შესაბამის სამსახურებთან თუ არის შესაძლებელი რომ დაევალოს ან საპატრულო პოლიციას ან რაიმე ახალი სამსახური რომ ჩამოყალიბდეს ზედამხედველობის, რომელიც გადაიყვანს ყველა ავტომობილს რომელიც ბოლავს სპეციალურ სადგომზე და არ გამოუშვენენ სანამ არ გამართავენ თავიანთ მანქანებს და თუ ვერ გამართავენ ჩამოერთვას მოძრაობის უფლება, მხოლოდ ნაწილებად იყოს შესაძლებელი გამოყენება ასეთები.

გამონაბოლქვი ჩვენ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა რომელზეც არავინ არ ლაპარაკობს,
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ქალაქზე და მომავალზე.


Posted by: animationKKB 14 Aug 2018, 21:49
მენტალობის პრობლენა თორე ეგეგეთი მანქანით როგორ უნდა იაროს ადამიანმა . მერე არ მიცემენ ტეხასმოტრს გაუჩრებენ მანქამას და დაიწყებს ტვინის ტყ........ ეს რა მიანესო და არ არის ღირსიი?

Posted by: GEORGIA007 15 Aug 2018, 00:42
QUOTE
მოსაშორებელია ყველა დიზელიანი თუ ბენზინიანი ავტომობილი თბილისში რომელიც ოდნავ მაინც ბოლავს!


100

Posted by: Snow93 15 Aug 2018, 12:03
თითქმის ყოველდღე მიწევს ისნიდან დიდ დიღომამდე სიარული და გამორიცხულია გზაში მინიმუმ 5 მანქანა მაინც არ შემხვდეს, რომელიც კუპრივით შავ კვამლს უშვებს facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: system32 25 Aug 2018, 18:58
პოლიტიკაში ხო არ ჯობს ამ თემის გდატანა?
ყველაზე მეტი ხალხი იქ შედის
უმეტესობას ეს პრობლემ კი კიდია მაგრამ სუ არაფერს წაკითხვით მაინც რო წაიკითხონ ეგეც რაღაცაა

Posted by: kataxxl 26 Aug 2018, 12:47
LuxAeterna

გერმანიაში ყოველდღე ქვეყნდება ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები ყოველ ქალაქში სხვადასხვა უბნების მიხედვით

გაზეთებშიც იბეჭდება

მტვერი რამდენია ეგეც იბეჭდება


Posted by: Snow93 21 Sep 2018, 17:02
ჰაერში ტყვიის შემცველობაზე მონიტორინგის არეალი ფართოვდება. კვლევები დედაქალაქში 4 ლოკაციაზე უკვე დაიწყო და მას ქართველი სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც ჩაატარებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ნინო თანდილაშვილი ამბობს, რომ აღებული სინჯების შესწავლის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ხომ არ აჭარბებს ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას.

„ჩვენ დღეს დავიწყეთ აქტიური მონიტორინგი დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან. მოგეხსენებათ, რომ რუსთაველის გამზირიდან დავიწყეთ და დღეს კიდევ სამ ლოკაციაზე ავიღებთ ატმოსფერული ჰაერის სინჯებს სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, რომელიც შემდგომში გადაიგზავნება ჩვენსავე ლაბორატორიაში და იქ ჩატარდება უკვე მისი ლაბორატორიული კვლევები. ამის შემდგომ ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, რომ ვიცოდით ტყვიის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში რა ოდენობით არის, ხომ არ აჭარბებს დასაშვებ კონცენტრაციას,“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ჰაერში ტყვიის შემცველობაზე შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო სექტორმა საგანგაშო მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ბავშვების 40 პროცენტს ორგანიზმში ტყვია აღმოაჩნდა. ლაბორატორიული შემოწმების შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი

Posted by: Snow93 24 Oct 2018, 10:46
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აიღეს ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ფანასკერტელის ქუჩაზე 162-ე საჯარო სკოლის, ასათიანის ქუჩაზე 43-ე საჯარო სკოლის, ფალიაშვილის ქუჩაზე 54-ე საჯარო სკოლის და პეტრიაშვილის ქუჩაზე მე-6 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

Posted by: kataxxl 24 Oct 2018, 11:30
Snow93

იმდენი მაგათი დედები დავტყანი

შემოხვალ ქალაქში და საერთოდ კერასინკის სუნია ყველგან

მარტო ტყვიაა მავნებელი??

დებილი დედას ###### ყველასი ვინც აქამდე ათრია ტექ დათვალიერება და კატალიზატორებზე ვინც 2020 მდე გადადო

Posted by: Perfecto_77 24 Oct 2018, 11:32
თბილისის აყროლებულ ჰაერს დიდი ხანი არ ეშველება არაფერი. როგორც ჩანს არავითარი ნება არ არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.


Posted by: Snow93 24 Oct 2018, 11:33
kataxxl
ზუსტად, ერთი ნახევარი საათი რომ გახვიდე ქალაქგარეთ და დაბრუნდე თბილისში პროსტა ვეღარ ისუნთქებ....
ისეთივე დასკვნაა როგორიც ხადურის დაპირება მყარდება ლარიო

Posted by: Snow93 31 Oct 2018, 14:09
თბილისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, მხარდასაჭერად პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
„ძალიან ბევრს ვსაუბროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მის გამოსასწორებლად. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ჰაერის მტვრით დაბინძურება, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების, სამშენებლო მოედნების, ამტვერებადი მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის, განთავსების, დამუშავებისა და რეალიზაციისთვის სპეციფიკური რეგულაციების არარსებობა წარმოადგენს. ეს დღეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამის ჯგუფს დავალებული ჰქონდა, კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განეხორციელებინა. საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში, პარლამენტს გადავცემთ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა იქნება, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილებაა.
რაც შეეხება თავად კანონპროექტს, თბილისის მერის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სანქციების ამოქმედებას შემდეგი მიმართულებით: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობისთვის; მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის; განთავსებისას, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსებისა და რეალიზაციისთვის.
„ეს ის მიმართულებებია, რომელზეც სანქციები გამკაცრდება. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. რა თქმა უნდა, ქალაქში მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაზეც ვთქვით, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების სრულიად ახალი პარკი გვექნება. ასევე, ვსაუბრობთ მეტროს განახლებასა და მოწესრიგებაზე, სადგურების სრულ რეაბილიტაციაზე და მიწისზედა მეტროს პროექტზე. რა თქმა უნდა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, რომელიც მთლიანობაში, შედეგს მოგვცემს. იგეგმება საქალაქო პარკების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მათი მოვლა-პატრონობაც“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობაზეც აიღებს, რომელშიც მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.

Posted by: Snow93 13 Nov 2018, 16:56
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთელი ქალაქის მასშტაბით ელექტრომობილების მფლობელებისათვის უფასო საპარკინგე ადგილები მოეწყობა, უფასოდ დამონტაჟდება დამტენი საშუალებეიც.
როგორც კალაძემ ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბანკები მზად არიან თავიანთი ავტოპარკი ჰიბრიდული და ელექტროავტომობილებით ჩაანაცვლონ, თანამშრომლები კი აღნიშნული ავტომობილების შეძენისას წაახალისონ.
„დედაქალაქის მერია მთელი რიგი პროექტების განხორციელებას აპირებს, ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მწვანე სივრცეების რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა, ახლის მშენებლობა. საუბარი ასევე შეეხო სამშენებლო სექტორში შესაბამის რეგულაციებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბანკების მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა. მათგან მოვისმინეთ, რომ აპირებენ ავტოპარკის ჩანაცვლებას ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული ავტრომობილებით, გარდა ამისა, წაახალისებენ თავიანთ თანამშრომლებს, რომ შეიძინონ ელექტროავტომობილები. ჩვენი მხრიდან, დედაქალაქის მერია მთელი ქალაქის მასშტაბით უფასო საპარკინგე ადგილებს მოაწყობს. ასევე, ელექტრომობილების მფლობელებს ჩვენ დავუყენებთ დამტენებს უფასოდ. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ეტაპობრივად შევძლოთ ელექტრომობილებზე გადასვლა და გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა კალაძემ.

Posted by: ნიკა 13 Nov 2018, 17:40
უფასო ამქვეყნად არაფერია. ანუ ისევ ჩვენი ჯიბიდან გადავიხდით ამათი დენის ფულს და თან ბანკები არიანო მზად, რომ ჩვენი ფულით დატენონ თავისი მანქანები biggrin.gif

Posted by: Snow93 28 Jan 2019, 18:06
NDI 2018 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, დედაქალაქის პრობლემებს მოიცავს. თბილისში მაცხოვრებლების მოსაზრებით, დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გარემოს დაბინძურება, კომუნალური გადასახადი და საგზაო მოძრაობაა. მათთვის მნიშვნელოვანია, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, პარკირების, უსახლკარო ცხოველებისა და ქუჩების სისუფთავის პრობლემა.
user posted image
რაც შეეხება უშუალოდ ეკოლოგიურ პრობლემებს, ისინი, სიმწვავის მიხედვით, თბილისელებისთვის ასე ნაწილდება:

1.ჰაერის დაბინძურება;

2.საკვების უსაფრთხოება;

3.ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობა;

4.მომწამვლელი ნარჩენებით მიწისა და წყლის დაბინძურება;

5.დაუმუშავებელი ნარჩენები, ნაგავსაყრელები;

6.სასმელი წყლის დაბინძურება…

user posted image

Posted by: AraGviani 6 Feb 2019, 16:10


3 წელია აღარ ვაბინძურებ. ნებისმიერ მანძილზე ვიყენებ ტრანსპორტად და... სიგარეტსაც დავანებე თავი. ძალიან დამეხმარა. 30 წელი ვეწეოდი... wink.gif

Posted by: MANMUS 6 Feb 2019, 19:13
მოაშთონ ეს აყროლებული მარშუტკები, ტრამვაი არის დასაბრუნებელი რაც ჩვენს მერიას საერთოდ არ აინტერესებს

Posted by: Snow93 26 Feb 2019, 10:27
როგორც ჩანს, ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით ფუნქციონირება მალე დასრულდება. თავდაპირველად, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის, ხოლო შემდგომ, დედაქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან მკაფიოდ გაცხადდა, რომ ის, რაც იქ ხდება, დაუშვებელია, თუმცა იმის გამო, რომ ტერიტორია, სადაც ბაზრობაა განთავსებული, კერძო საკუთრებაა, მერია ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება.
სპეციალისტების შეფასებით, თუ ბოლო დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ და დაგეგმილ ცვლილებებს გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ მერია ე.წ. „რბილი ძალის“ პრინციპით მოქმედებს. ცდილობს, ისეთი საკანონმდებლო ბაზა შექმნას, რომელიც ბაზრობის მესაკუთრეებს აიძულებულს, ან ბაზრობის გადატანას დათანხმდნენ, ან ტერიტორია ახალ რეგულაციებში გაწერილი ნორმების შესაბამისად მოაწყონ.
დიდი ალბათობით, რეალობასთან ახლოს უფრო პირველი ვარიანტია. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, პარლამეტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც თბილისში მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს. მაგალითად, დედაქალაქის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას, დასჯადი ხდება (ჯარიმა 500 დან 2000 ლარამდე). სანქციები წესდება ამტვერებადი მასალების დარღვევით ტრანსპორტირებაზეც. 500 დან 1000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათაც, ვინც მეორადი საბურავების, ჯართის და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება და რეალიზაციის წესებს დაარღვევს. სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ იმ პირებს, ვინც ტრანსპორტირებისას ბეტონს დაღვრის. თბილისში ვერც სამშენებლო მასალით დაბინძურებული მანქანები იმოძრავებენ. საჯარიმო სანქციების შემოღებას კანონმდებლები თბილისში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობით ხსნიან. ეკოლოგების მოსაზრებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ელიავას ბაზრობის მოვაჭრეთა დიდმა ნაწილმა ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია შეძლოს. შესაბამისად, ბაზრობისათვის ადგილმდებარეობის შეცვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია, აცხადებენ სპეციალისტები.
“მე მგონია, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს ელიავას ბაზრობაზე, ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და ჩვენთვის, ქალაქის მთავრობისთვის. ორი ალტერნატივა გვაქვს: ერთი – ბაზრობის გადატანა სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე და მეორე – უკვე ამ არსებული ტერიტორიის მოწესრიგება, გათანამედროვეობა, რათა მიიღოს ნორმალური სახე, როგორც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია.“ -აცხადებს დედაქალაქის მერი.
შეგახსენებთ, რომ „ელიავას ბაზრობა” განთავსებულია 15,5 ჰექტარზე. ამ სივრცეში დარეგისტრირებულია რამდენიმე ათასი იურიდიული და ფიზიკური პირი.

Posted by: Nescafe13 28 Mar 2019, 18:24
QUOTE
როგორც ჩანს, ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით ფუნქციონირება მალე დასრულდება. თავდაპირველად, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის, ხოლო შემდგომ, დედაქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან მკაფიოდ გაცხადდა, რომ ის, რაც იქ ხდება, დაუშვებელია, თუმცა იმის გამო, რომ ტერიტორია, სადაც ბაზრობაა განთავსებული, კერძო საკუთრებაა, მერია ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება.


ალბათ ეგ რომ მოხდეს მინიმუმ საქართველოს მთლიანი ბიუჯეტია საჭირო
დაუკმაყოფილებელი ვინ წავა იქედან სანამ ალტერნატივას არ შეთავაზებენ , მეორეც ვისაც კუთვნილებაში აქ 2 ჯერ მეტს მაინც მოითხოვენ

სანამ ელიავას მიადგებიან , ჯერ ეს რუსული ნაგავი გაზიდონ აქედან , დღეს შეშელიძეზე კამაზმა აიარა თუ კი რამე ჩანდა ხილვადობა მგონი 5 % ზე დაიყვანა , აი რასაც ქვია ჭვარტლი გაუშვა
ამ საცოდავებს ტრანსპორტის პრობლემა ვერ მოუგვარებიათ და რა ჰაერის და სხვა პრობლემებზეა საუბარი

Posted by: Snow93 29 Mar 2019, 10:45
თბილილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ელექტროავტომობილების დამტენებს კომპანია „ქართლი ენერჯი“ დაამონტაჟებს.
როგორც ქალაქის მერი კახი კალაძე აცხადებს, საკუთარ სახლთან ელექტროდამტენის დამონტაჟების მოთხოვნით სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე 59 განაცხადია შესული. მერიის ქონების მართვის საგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ელექტროდამტენები 30 მისამართზე დამონტადება:

გლდანი, ვასაძის ქუჩა, ნაკვეთი 18-ის მიმდებარე ტერიტორია

აკაკი წერეთლის გამზირი #136

დავით აღმაშენებლის გამზირი #142-154-ის მიმდებარე ტერიტორია

ილია ჭავჭავაძის #64-74-ის მიმდებარე ტერიტორია

თავისუფლების მოედანი (საქართველოს ბანკის) მიმდებარე ტეროტპრია

დავით აღმაშენებლის გამზირი #46-72-ის მიმდებარე ტერიტორია

ვაჟა-ფშაველას გამზირი #6-8-ის მიმდებარე ტერიტორია

ონიაშვილის ქუჩა #2-ის მიმდებარე ტერიტორია

26 მაისის სახელობის მოედანი #1-ის მიმდებარე ტერიტორია

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი # 37-ის მიმდებარე ტერიტორია

გლდანის საცხოვრებელი რეიონი, I კვარტლის მიმდებარე ტერიტორტია

მუხიანის I მ/რ, კორპუსი #5-ის მიმდებარე ტერიტორია

ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩა, უნივერსამის მიმდებარე ტერიტორია

ცაბაძის ქუჩა #5-ის მიმდებარე ტერიტორია

უზნაძის ქუჩა #19-ის მიმდებარე ტერიტორია

წინანდლის ქუჩა #9-ის მიმდებარე ტერიტორია

აწყურის ქუჩა #45-ის მიმდებარე ტერიტორია

მეტრო ვარკეთილის მოპირდაპირე მხარეს, საყრდენი კედლის მიმდებარე ტერიტორია

ვარკეთილი, სესილია თაყაიშვილის ქუჩა #1-ის მიმდებარე ტერიტორია

ქვიშხეთის ქუჩა #1-ის მიმდებარე ტერიტორია

ვაჟა-ფშაველას გამზირი #18-26-ის მიმდებარე ტერიტორია

ვაჟა-ფშაველას გამზირი #46 მიმდებარე ტერიტორია

გამსახურდიას ქუჩა N16-20-ის მიმდებარე ტერიტორია

ფარნავაზ მეფის გამზირი, ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორია

დიდ დიღომის მე-2, მიკრო/რაიონი, პეტრიწის ქუჩა, კორპუსი N17-7-ის მიმდებარე ტერიტორია

ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორია

მერაბ კოსტავას #47-ის მიმდებარე ტერიტორია

ირაკლი აბაშიძის #11-19-ის მიმდებარე ტერიტორია

ირაკლი აბაშიძის #35-41-ის მიმდებარე ტერიტორია

ილია ჭავჭავაძის #29-33-ის მიმდებარე ტერიტორია

Posted by: kataxxl 29 Mar 2019, 12:00
რა იდიოტი პოპულისტია კალაძე რაა

იმის მაგივრად რომ ინფრასტრუქტურა ააგონ ელ მანქანებისთვის ნძრევით არიან დაკავებული


Posted by: Krusty_the_Clown 29 Mar 2019, 12:02
kataxxl
პოპულისტი არა, ოროსანი გლეხი სნობია, მენტალურად. ასეთები კი საშიშნი არიან საზოგადოებისთვის.


Posted by: Snow93 11 Jun 2019, 10:38
თბილისში ჰაერის ხარისხის მწვავე მდგომარეობა, 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს გაუარესებულია – ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის შედეგების პრეზენტაციას, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 11 ივნისს 11:00 სთ-ზე ექსპო-ჯორჯიას მე-10 პავილიონში გამართავენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის air.gov.ge-ის მიერ წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზი როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის და იწვევს რიგ დაავადებებს.
„პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მონაცემები წერეთლის გამზირზე დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოჭარბებული დამაბინძურებლების და ავტოტრანსპორტის ნაკადების რაოდენობაზე, რაც ადასტურებს კავშირს ტრანსპორტის ემისიებსა და ჰაერის დაბინძურებას შორის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტოპარკის 90% მოძველებულია. 2020 წელს ავტოტრანსპორტისთვის სავალდებულო ხდება კატალიზური გარდამქმნელები, მაგრამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ მაისში წარდგენილი კვლევის თანახმად, აღნიშნული რეფორმა საფრთხის წინაშე დგას. ღონისძიებაზე გარემოსა და ჯანდაცვის სპეციალისტები ისაუბრებენ აღიშნული მონაცემების უარყოფით გავლენაზე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Posted by: dat111 11 Jun 2019, 12:22
QUOTE
თბილისში ჰაერის ხარისხის მწვავე მდგომარეობა, 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს გაუარესებულია

რა გასაკვირია, დაამატონ კორპუსები კიდევ და მდგომარეობა უფრო დამძიმდება, ის მწვანე ზონები საიდანაც ჰაერი შემოდის ქალაქში აქრტიურად ნადგურდება და კორპუსებით ივსება, მთავარი დაბინძურების წყარო დიზელის მძიმე და მუნიციპალური ტრანსპორტია და მშენებლობები რასაც არ და ვერ ეშველება, მეტიც მარშუტკებს ვადა ფაქტიურად გაურკვეველი დროით გადაუწიეს და ამასთან დიზელის ავტობუსებს ყიდულობენ, დარღვევით პარკირებაზე რაც კატასტროფულ საცობებს იწვევს რეაგირებას არ ახდენენ, მერე პოპულიზმით გამოდიან ელექტრომანქანები იყიდეთო

Posted by: ბერმუხა 11 Jun 2019, 17:22
QUOTE
წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზი როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2


როდესაც ცდილობ გამონაბოლქვში შეამცირო CO-ს შემცველობა ავტომატურად ზრდი NO-ს.

ვინც იცის მიხვდება რა შემთქვევაშია მაღალი NO გამონაბოლქვში.

ტეხასმოტრი ...... lol.gif

QUOTE
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტოპარკის 90% მოძველებულია.


ამ ქვეყანაში მარტო ავტოპარკია მოძველებული facepalm.gif გამოსავალი მხოლოდ ერთია, ეკონომიკური ზრდა.
მთლიანი შიდა პროდუქტით მსოფლიოში 118-ე ადგილზე ვართ და რანაირად უნდა გვქონდეს განახლებული ავტოპარკი ამიხსენით ვინმემ ....

Posted by: Snow93 12 Jun 2019, 10:01
dat111
რატო კაცო სააკაძეზე ხო დარგეს ხეები givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: PAINKILLER 13 Jun 2019, 00:51
QUOTE (Snow93 @ 11 Jun 2019, 10:38 )
თბილისში ჰაერის ხარისხის მწვავე მდგომარეობა, 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს გაუარესებულია – ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის შედეგების პრეზენტაციას, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 11 ივნისს 11:00 სთ-ზე ექსპო-ჯორჯიას მე-10 პავილიონში გამართავენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის air.gov.ge-ის მიერ წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზი როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის და იწვევს რიგ დაავადებებს.
„პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მონაცემები წერეთლის გამზირზე დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოჭარბებული დამაბინძურებლების და ავტოტრანსპორტის ნაკადების რაოდენობაზე, რაც ადასტურებს კავშირს ტრანსპორტის ემისიებსა და ჰაერის დაბინძურებას შორის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტოპარკის 90% მოძველებულია. 2020 წელს ავტოტრანსპორტისთვის სავალდებულო ხდება კატალიზური გარდამქმნელები, მაგრამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ მაისში წარდგენილი კვლევის თანახმად, აღნიშნული რეფორმა საფრთხის წინაშე დგას. ღონისძიებაზე გარემოსა და ჯანდაცვის სპეციალისტები ისაუბრებენ აღიშნული მონაცემების უარყოფით გავლენაზე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წერეთელზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი არის სამშენებლო მასალების მტვერი (ელიავა-შმელიავა მიაქვს ცემენტის, ქვიშის და სხვა მასალების საწყობებს და ქუჩაში ყრია ეგ მასალები), და ასევე ათასგვარი საამქროების (ე.წ. ცეხების) მიერ ბინძურდება მიმდებარე ტერიტორიები ყველანაირი საზიზღრობით, დაწყებული გადამუშავებული ზეთით და დამთავრებული ნახმარი კალოდკებით და საბურავებით...


QUOTE
როდესაც ცდილობ გამონაბოლქვში შეამცირო CO-ს შემცველობა ავტომატურად ზრდი NO-ს.

ბერმუხა

თანამედროვე კატალიზატორები ამცირებს როგორც CO-ს ასევე NO-საც wink.gif

Posted by: Snow93 13 Jun 2019, 09:48
QUOTE (PAINKILLER @ 13 Jun 2019, 00:51 )

თანამედროვე კატალიზატორები ამცირებს როგორც CO-ს ასევე NO-საც wink.gif

ეგ საერთოდ ცალკე თემაა.. ტიპები თხოულობენ კატალიზატორებს და სხვა აუცილებელ ნაწილებს რომ ტექნიკური შემოწმება გაიარონ და არც მალავენ facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif რანაირად უნდა გამოსწორდეს მაგის მერე

Posted by: Snow93 18 Jun 2019, 10:13
გამწვანების კოეფიციენტის დაბალი მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტის სიჭარბე და სამშენებლო მტვერი – სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ თბილისში, ჯანმრთელობისათვის საშიში აირების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმებს რამდენჯერმე აღემატება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ თვეში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ჰაერში გასულ წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა. თუ შარშან ამ დამბინძურებლის კონცენტრაცია ჰაერში ნორმას 33%-ით აჭარბებდა, წლეულს ემ მაჩვენებელი 58 %-მდე გაიზარდა. თბილისის ჰაერში მაღალია მყარი ნაწილაკების (PM2.5 და PM10) კონცენტრაციაც. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, PM2.5-ის რაოდენობა წლიურ საშუალო ნორმას 16%-ით აჭარბებს,ხოლო PM10-ით დაბინძურება წლიურ ნორმას 34 %–ით აღემატება.
“თითოეული ხსენებული დამაბინძურებელი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადობის მაჩვენებელთან, თუმცა მყარი ნაწილაკები გაცილებით მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ნივთიერება” – ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.
თბილისში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანიც. მისივე თქმით, დედაქალაქში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილების გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერია.
„განსაკუთრებით ზაფხულის დადგომის შემდეგ ყველას აქვს განცდა, რომ ქალაქში სუნთქვა ჭირს.ჰაერის დაბინძურების მთავრი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია.
დღეს ასეთი ვითარებაა – საწვავის შემომტანი ვალდებულია ექსპერტიზა გაუკეთოს თავის შემოტანილ საწვავს, მართალია კრიტერიუმები დადგენილია, მაგრამ შემდეგ ამის კონტროლი აღარ ხდება. მე ვთვლი, რომ საქართველოში გაყიდული საწვავი არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც მიღებულია ევროკავშირის ქვეყნებში.
ქალაქში დადიან ჯერ კიდევ 2007 წელს ნაყიდი „ბოგდანის“ ავტობუსები, რომლებიც ბოლავენ. ასევე მძიმე მდგომარეობაშია ყვითელი მიკროავტობუსები. ისინი ქალაქს აბინძურებენ არა მხოლოდ მორალურად, არამედ ჰაერის ერთ -ერთი მთავარი დამაბინძურებლები არიან.
რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ პრობლემა შედარებით მოწესრიგდეს – პირველ რიგში, უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაც შეეხება ტექდათვალეირებას – ერთი მხრივ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამან გამოიღო პოზიტიური შედეგი, მეორე მხრივ მივდივართ ქუჩაში და ვხედავთ, რომ ისეთი მანქანები დადიან, რომლებიც ბოლავენ, ჩვენ ხომ გვაქვს თვალები? ახლა, წესით, ასეთი მანქანები აღარ უნდა დადიოდნენ, მაგრამ მაინც გვხვდებიან.
ჰაერის მეორე დამაბინძურებელი სამშენებლო მტვერია. ასევე ქალაქს გარემომცველი მწვანე სარტყელის პრობლემა აქვს. რაკი თვალი ევროპისკენ გაგვირბის და გვინდა ცოტათი დავემსგავსოთ რაღაცეებში, იქ ფატობრივად, ტყეში არის ქალაქები და ამ ქალაქებში გამჭოლი მწვანე სივრცეებია. ქალაქის განიავებისთვის გამჭოლი მწვანე სივრცეები კარგ ეფექტს იძლევა“- აცხადებს გიორგობიანი.

Posted by: kataxxl 18 Jun 2019, 21:25
PAINKILLER

ჰო მოხსნილი საბურავი აბიმძურებს ჰაერს და მანქანა არა

კი კი სულ მასეთი სიმართლით იარე

Posted by: PAINKILLER 18 Jun 2019, 23:57
QUOTE (kataxxl @ 18 Jun 2019, 21:25 )
PAINKILLER

ჰო მოხსნილი საბურავი აბიმძურებს ჰაერს და მანქანა არა

კი კი სულ მასეთი სიმართლით იარე

და ვინ ამბობს რომ მანქანა არ აბინძურებს?? რა სიმართლეზე მელაპარაკები??

წერეთელზე ვცხოვრობ თვითონ და ზუსტად ვიცი რას ვსუნთქავ



მაგ ჰაერის სინჯების აღება სადაც ხდება იმ პუნქტიდან 50 მეტრში ვცხოვრობ


რაც საბურთალოზე მანქანები მოძრაობს, მაგის მეათედიც არ მოძრაობს წერეთელზე

Posted by: vaxo55 9 Jul 2019, 09:05
bequa
piltakva
QUOTE
მოსაშორებელია ყველა დიზელიანი თუ ბენზინიანი ავტომობილი თბილისში რომელიც ოდნავ მაინც ბოლავს!
ზოგი გაჭირვებული და უსინდისო მძღოლი ხსნის კატალიზატორებს ამ ყვითელ მარშუტკა/ავტობუსებს და აბარებენ ზედმეტი "პრემია" რომ აიღონ, ვერ ხვდებიან ან არ იციან რომ ამით თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს, ახლობლებს და ყველას ძალიან დიდ ზარალს აყენებენ გამონაბოლქვით!
სიმწვანე არის სასწრაფოდ გასაშენებელი ქალაქის ცენტრში განსაკუთრებით
ასევე მომხრე ვარ გაიყიდოს მხოლოდ მაღალი ხარისხის საწვავი თბილისში, პრემიუმი, სუპერი!რაიონებში კი ბატონო რეგულარი ალაგ-ალაგ თუ ძალიან ითხოვს ხალხი.
სავსეა საავადმყოფოები დაავადებებიანი ბავშვებით თუ მოზრდილებით,
ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე, მივაწვდინოთ ხმა ვისაც საჭიროა,
ყარს ქალაქი ხალხნო, სუნთქვა შეუძლებელი გახდა უკვე, აქ არ ცხოვრობთ თქვენც ???!!!

კარგი იქნებოდა ამ შესანიშნავ დადგენილებათა ნუსხას ძირითადი მოსახლეობისთვის საკმარისი მატერრიალური ანაზღაურება რომ მიგვემატებინა
QUOTE
"ოჯახი რითი არჩინონ" გაპრავება არ დაწერილა ჯერ ხომ? smile.gif
ხოდა არც დაწეროთ.
საკუთარი სარგებლის გამო რომ უამრავ ადამიანს ჯანმრთელობას უწამლავ, იმათ რა ქნან?

რომელი უფრო "უამრავია"–ის ფენა,ვინც ეკოლოგიაზე წუწუნებს,თუ– "ოჯახი რითი არჩინონ"?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)