Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Games > plati.ru - ვეღარ ვყიდულობ


Posted by: ngomelauri 16 Mar 2016, 18:06
რა მაგარი საიტი იყო, 2-3 დოლარად ვყიდულობდი სულ სტიმ თამაშებს. ახლა დაამატეს რაღაც 3D security და ჩვენ ბანკებს არა აქვს ამის მხარდაჭერა. ეს WMZ-ები კიდე ვერაფრით ვიყიდე.

თქვენ სად როგორ ყიდულობთ?

Posted by: zep 16 Mar 2016, 19:32
QUOTE
ეს WMZ-ები კიდე ვერაფრით ვიყიდე.

ვებმანის ანგარიშზე ჩარიცხავ ბანკომატიდან ან კარტიდან

https://forum.ge/?showtopic=34432959&hl=webmoney

პ.ს ვიზა და მასტერკარდს არ იღებს? spy.gif

Posted by: ვახტანგი 17 Mar 2016, 01:01
ცოტა ხანი იყოს ეს თემა

მეც მაინტერესებს qiwi ბარათი მომიხსნეს მაგის გამო და ახალსაც ვერ ვაბავ

Posted by: Snes 18 Mar 2016, 09:18
საკრედიტო ბარათით ყიდვის პრინციპი შეიცვალა web money აქაუნთი უნდა გააკეთოთ და იქედან იყიდოთ აწი.

Posted by: ვახტანგი 18 Mar 2016, 11:52
Snes
მაგაზე ვისა რომ მივაბა შეიძLება?

რუსეთის მოქალაქის პასპორტს არ ითხოვს?

Posted by: მიშკა 19 Mar 2016, 23:46
მეც არა ვთქვი რა დედის მისისა უნდა თქო 2 დღე ვეჩალიჩე და ვერ ვიყიდე ვიზა გოლდით. ბოლოს სხვა საიტზე ვიყიდე

Posted by: ngomelauri 20 Mar 2016, 13:57
zep
არა. მივწერე მაგათ და 3D security უნდა ქონდეს თქვენს ბარათსო. ორივე მაქვს VISA-ც და მასტერიც. არცერთი არ მუშაობს.

მერე ჩვენთან ბანკში გავარკვიე და არ ვიცითო როდის გვექნებაო მასეთი ტიპის ფუნქციაო.

ვებმანი-ზე კიდე შევქმენი ეკაუნტი მაგრამ ვერ ჩავრიცხე ბარათიდან მანდ. მთელ ამბავს ითხოვენ. პასპორტის ასლი გამოგზავნეო და ასე შემდეგ. ამათი დედებიც. ეს QIWI-ც არ მარეგისტრირებს. მხოლოდ რუსულ ნომრებს იღებს. რა ვქნა არ ვიცი

Posted by: პანკისელი 20 Mar 2016, 20:15
QUOTE
ორივე მაქვს VISA-ც და მასტერიც. არცერთი არ მუშაობს.

რომელი ბანკის კარტა გაქ? 2-3 დრის წინ ვიყიდე მანდ თამასი საბანკო ბარატით

Posted by: ვახტანგი 21 Mar 2016, 02:16
ngomelauri
საქ ბანკს ააქვსო მარა 30$ ღირსო

მოკლედ გამოსავალი უნდა ვნახოთ თორე აპარატიდან დიდი % მიაქ

Posted by: San1 21 Mar 2016, 09:36
თიბისის ინტ. ბანკიდან ვირიცხავ მე ვებმანიზე ჩვეულებრივად, პროსტა მინიმალური 5 ლარი უნდა

Posted by: ngomelauri 21 Mar 2016, 16:57
პლატი ამუშავდაა. ალბათ ამოიღეს ეგ სეკურიტი. დღეს ვიყიდე ჩვეულებრივად ვიზა კარტით. გამიხარდა

Posted by: ვახტანგი 21 Mar 2016, 17:10
San1
% უფრო მაგალი არ მიაქ ვიდრე პლასტიკურს?

Posted by: მიშკა 22 Mar 2016, 01:08
ვახტანგი
პალსტიკური ბარათით იყიდე? 3-4 დღის წინ ვეწვალებოდი და ვერაფრით ვერ ვიყიდე ვიზა გოლდით

Posted by: ვახტანგი 22 Mar 2016, 02:11
მიშკა
no.gif

ყველაზე დაბალ % ვარიანტები ანუ ჩვენი ვიზა რომ მივაბათ არის კივი მარა 3d ###ობა დაამატეს და webmoney იქ რუსული პასპორტია საჭირო

სხვა მე არ მეგულება ამიტომ ან კიდევ ახალი უნდა ვეძებოთ ან რავი ველოდოთ ისე webmoney კარგად გასარკვევია იქნებ არაა პასპორტის გარეშეც შეიძLება პროსტო მეზარება ერთხელ ჩავუჯები და მივწერ საპორტს

Posted by: მიშკა 22 Mar 2016, 04:06
ვახტანგი
შენ არ გწერდი შემეშალა. აგერ ზემოთ დაწერა ngomelauri-მა ჩვეულებრივად ვიყიდე ვიზა კარტითო. ესეიგი გაუხსნიათ ისევ. ვებმანიზეც ვარ დარეგისტრირებული მამენტ და შეიძლება მაქედანაც ჩარიცხო და მასე გადაიხადო, მარა წერენ რო კონვერტაციას მიაქ ბევრიო. პლასტიკური თუ ამუშავდა კიდე კაია. ისე მაგასაც მიაქ რაღაც %

Posted by: Mikerson 22 Mar 2016, 21:57
რა მაინტერესებს, სწრაფი გადახდის ტერმინალები ვებმანიზე რკინის ფულებს არ იღებენ? დღეს ჩემი მეგობარი რიცხავდა ვებმანიზე, მაგრამ რკინის ლარიანი და ორლარიანი არ მიიღოვო

Posted by: მიშკა 23 Mar 2016, 03:18
Mikerson
ვებმანი რა შუაშია. აპარატის ბრალი იქნებოდა, ზოგჯერ უბერავს ხოლმე.

Posted by: Stalker563 24 Mar 2016, 21:41
კაროჩე ვებმანიზე ვერ ვრიცხავ რამდენი ხანია უკვე, საქართველო აპარატს დედააქ მოდ*ნული უკვე რამდენი ხანია არ რიცხავს, ფეიბოქსით თანხა ჩავრიცხე რამდენჯერმე და არ დაჯდა არცერთხელ :| ვისაც შეგიძლიათ 1.40 ვმზ-ს ღირებულების თამაში მიყიდეთ და ტელეფონზე ჩაგირიცხავთ თანხას რა, გააკეთეთ კეთილი საქმე givi.gif

Posted by: UnkNown555 26 Mar 2016, 04:11
გამოსწორდა ყიდვა Visa და MasterCard-ით ? rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: I3eqa 26 Mar 2016, 12:52
QUOTE (UnkNown555 @ 26 Mar 2016, 04:11 )
გამოსწორდა ყიდვა Visa და MasterCard-ით ? rolleyes.gif rolleyes.gif

მე ვიყიდე ჩვეულებრივ მასტერქარდით yes.gif

Posted by: TROJAN 16 Apr 2016, 13:24
აი ამას წერს მეგაპსნ ზე კარტით ყიდვისას sad.gif(............

Posted by: ვახტანგი 16 Apr 2016, 14:58
TROJAN
qiwi ჩარიცხე აპარატიდან ისე იყიდე

Posted by: GrdzelOo 21 Apr 2016, 23:37
Warning:



https://forum.ge/?f=28&showtopic=34439029

Posted by: zep 21 Apr 2016, 23:40
GrdzelOo
drug.gif drug.gif
პოსტი იშლება

Warning:
მორჩი რეკლამას
არი ყიდვა გაყიდვის თემა და იქ დაწერე

Posted by: UnlimitedDriver 29 Apr 2016, 23:50
გამარჯობათ, მაინტერესებს plati.ru -ს სისტემა, თამაშების ყიდვა მინდა და როგორც ვნახე საკმაოდ იაფიცაა, მაგრამ კერძო პირები ყიდიან ? არის შანსი რომ რამე მოიტყუონ? და საერთოდ როგორ მუშაობს ?

Posted by: ArsebaA 30 Apr 2016, 01:55
UnlimitedDriver

გინდა მანდ გიყიდია თამაში და გინდა აქ ფორუმზე ერთი სისტემაა

Posted by: UnlimitedDriver 30 Apr 2016, 10:59
ხო გავიგე , მარა როგადაუხადო და არა მოგატყუონ რიტ უნდა დაიცვა თავი

Posted by: ArsebaA 30 Apr 2016, 11:40
UnlimitedDriver

რისი ყიდვა გინდა თქვი მეც ვყიდი თამაშებს და აქაუნთებს და ეს კაციც nodika, ქართველისგან იყიდო ჯობია ვიდრე შვიშტოკი რუსისგან smile.gif ნუ ეს ჩემი ობიექტური აზრია smile.gif

Posted by: UnlimitedDriver 30 Apr 2016, 13:07
uplay-ზე ვიყიდე the crew wild run, და რუსული აღმოჩნდა :@ გადაცვლა მინდა ინგლისურში.ან გაყიდვა ამის და იმის ყიდვა.
gta 5 იც მინდა, NFS 2015 -იც, plati.ru-ზე საინტერესო ფასებია და მაგიტომ დავინტერესდი.

Posted by: ArsebaA 30 Apr 2016, 14:48
UnlimitedDriver

uplayზე crews მე პირადად უფასოდ ვურიგებ ხოლმე ხალხს smile.gif ფასები კიდე მანდ ცოტათი იაფია იმიტომ რო მაგათ კიდიათ მომხმარებელი და აქაუნთს რო პაროლი შეეცვალოს 1 საათში ეგეც მაგრა კიდიათ, აქ ჩვენთან კიდე უფრო რთულადაა იმიტომ რო მე პირადად თუ ვყიდი რამე აქაუნთს იმაზე პასუხსაც ვაგებ რო რამე არ მოუვიდეს და ძირითადად შემოწმებული აქაუნთები მაქვს. აქაუნთები რომლებსაც მეილიც მოყვება და შეგეძლება ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლა უფრო ძვირები ჯდება ვიდრე ჩვეულებრივი აქაუნთი მარტო ID:PASS რო იყიდება, დანარჩენი შენი ასარჩევია რომელი გიღირს smile.gif აგერ დივიზიონის აქაუნთი მაქვს ისეთი რო პატრონიც არ შემოდის საერთოდ 2 თვეა მე მაქვს არაფერი არ შემიცვლია და კაციშვილი არ შემოდის აქაუნთზე smile.gif

Posted by: ვახტანგი 30 Apr 2016, 16:07
UnlimitedDriver
გტ5 შეზღუვა აქ ქვეყნებზე კარგად წაიკითე ხოლმე აღწერა ჩემი შეცდომა არ დაუშვა

Posted by: harry713 14 May 2016, 19:31
ვერ ვყიდულობ... რა გამოსწორდა... ვებნაი კიდევ ვერ ვიპოვე თიბისი-პაიზე... პეი ბოქსმა კიდევ თვითონ პეი ბოქსის ანგარიში შეავსე და მერე გადარიცხე ვებმანიზეო... ხოდა ეგ პეიბოქსის ანგარიში რომ შეავსო პეიბოქსიდან უნდა ჩარიცხო ფული და თუ აპარატამდე მივედი ბარემ ვებმანიზე ჩავრიცხავ ეს დეეეედა აქაფებული... კაროჩე რა... საიდან მოიტანეს ეს 3d secure... ან რატომ არ აქვს თიბისი ბანკს ან საქართველოს ბანკს... რამე სხვა ხერხი არ იცით სახლიდან გაუსვლელად რომ შევიძინო თამაში პლატი.რუ-ზე?

Posted by: vieri 14 May 2016, 19:49
რა სირობა ქნეს ეგ 900000 კარტა მოვსინჯე და აზრი არააქ ვერ ვყიდულობ,გამოსწორდა არა ის კიდე ........

Posted by: ვახტანგი 14 May 2016, 21:40
harry713
qiwi ცჰარიცხე აპარატიდან

ვებმონეი კიდევ აქ ტბს ონლაინ ბანკს კარგად ნახე

Posted by: ngomelauri 31 May 2016, 20:12
მოკლედ როგორც მივხვდი ისევ აღარ მუშაობს პლატი ჩვენი რეგიონის პლასტიკურებზე. თამაში მინდოდა ახლა და ვერ ვიყიდე ისევ.

მაშინ დაგვრჩენია ვებმანიზე გადავიდეთ. მოვძებნი აბა როგორც იძახით TBC-ს ინტერნებანკიდან ირიცხებაო

Posted by: wilkinson 31 May 2016, 20:16
ვებმანის პროფილის შექმნას რა უდგას წინ,მარტივზე მარტივია
თიბისიდანაც ჩარიცხავთ ჩვეულებრივ.

Posted by: ngomelauri 31 May 2016, 20:19
wilkinson
მინიმუმ რამდენი უნდა ჩაირიცხოს?

....................................

Posted by: warghost 18 Jun 2016, 12:15
აქ სცადე ყიდვა: http://uplays.net/1228-350-steam-.html

Posted by: Gioma771 2 Jul 2016, 01:25
თიბისი ბანკის ინტერნეტბანკიდან რანაირად რიცხავთ webmoney-ზე?? შესული ვარ ეხლა თიბისის ინტერნეტბანკში "გადარიცხვებში" მაგრამ ოპციებში ვებმანი არსად არ ჩანს.

პ.ს. ამ ###ობა დაცვის მომგონს... რა უნდოდათ ტო?.. sad.gif
ვებმანის ანგარიში მაქვს, მაგრამ არ მინდა აპარატიდან ჩარიცხვა, ლამის 2.5 აქვთ მგონი დოლარის კურსი და პრაქტიკულად აზრი ეკარგება plati.ru-ზე ყიდვას.

Posted by: ვახტანგი 2 Jul 2016, 14:42
Gioma771
არის სხვადასხვაში

Posted by: Gioma771 2 Jul 2016, 19:11
ვახტანგი

ხო გავარკვიე ეგ. მოკლედ ისევ აპარატით ჩავრიცხე იმიტომ რომ რატომღაც დოლარის ანგარიშიდან გადარიცხვა არ შეიძლებოდა და ლარის ანგარიშიდან განვადების სესხს ვიხდი და არ მინდოდა ეხლა მაგის არევ-დარევა smile.gif)

Posted by: 123omari123 10 Jul 2016, 11:43
The crew აქაუნთი უფასოდ ვინმეს ხომ არ გეგულებათ? biggrin.gif

Posted by: alt+R 24 Jul 2016, 11:03
აუ რამე სხვა მსგავსი საიტი არ იცით?

Posted by: david_888 16 Oct 2016, 12:30
ეს რა რამე ახალი თემაა? მე ჯერ კიდე 2 წლის წინ ვერ ვყიდულობდი კარტებით, ყოველთვის webmoney-ს ვიყენებდი
* * *
Gioma771
QUOTE
თიბისი ბანკის ინტერნეტბანკიდან რანაირად რიცხავთ webmoney-ზე?? შესული ვარ ეხლა თიბისის ინტერნეტბანკში "გადარიცხვებში" მაგრამ ოპციებში ვებმანი არსად არ ჩანს.

კომუნალურ გადახდებში დაამატე

Posted by: David Miller 17 Oct 2016, 00:44
ვებმანიზე მქონდა 10 დოლარი და ერთი კვირაა არ შევსულვარ დღეს შევედი უნდა მეყიდა რაღაც და აღარ დამხვდა დავიბრუნებ ?

Posted by: beberoo1 31 Oct 2016, 10:54
საქართველოს ბანკის ბარათებს აქვს 3დ სორსის მხარდაჭერაო მარტო გუშინ გავიგე ის სუ ქივით ვყიდულობ მეც ძააან დიდი % მიაქ გინდ ვებ მანის და გინდ ქივის მინიმუმ 2000 რუბლი კი გინდა ნორმალური თამაში რო იყიდო და 10-20 ლარს ზედმეტს იხდი

Posted by: ATIFaN 4 Nov 2016, 06:05
და აბა საიდან ჯობია მაშინ ყიდვა ბარემ ეგეც თქვით...

Posted by: UnkNown555 19 Nov 2016, 17:46
ბარათით ვერაფრით ვერ ვიყიდე

საქართველოს ვიზა ბარათი მაქვს დავიტანჯე ეს რა უბედურებაა რამე უკეთესი გადახდის მეთოდი არარსებობს? ამ Webmoney-ზე ხო პრობლემაა ფულის გადარიცხვა ბარათზე მაქ ფული და ვერაფრით ვერ გადავიტანე მანდ

გარეთაც ვერ გავდივარ ისეთ ადგილას ვარ რო აპარატიდან შევიტანო Webmoney-ზე

Posted by: TROJAN 29 Nov 2016, 22:51
მეგაპსნ ზე ყიდვა მოსულა?

პრობლემა რო იყო რაღაც გასწორდა???
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: TROJAN 18 Aug 2017, 22:45
გასწორდა ყიდვის პრობლემა რო იყო?
.,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: ვახტანგი 18 Aug 2017, 22:46
TROJAN
საქართველოს ბანკის ბარათით უპრობლემოთ 3დ ფუნქციას ჩაგირთავენ და ვსო


მე ვიყენებ კმაყოფილი ვარ

Posted by: TROJAN 18 Aug 2017, 22:47
ვახტანგი

ეგ რას ნიშNავს? 3დ ფუნქცია?

ხვალ რო დავრეკო ტელეფონით ჩამირთავენ?

Posted by: ვახტანგი 19 Aug 2017, 13:11
TROJAN
კი უნდა მიხვიდე მემგონი


3დ ანუ სმს მოგდის დასტურისთვის

Posted by: giorgi_23 19 Aug 2017, 18:47
მეგობრებო plati.ru ზე მინდა cs complete gift ყიდვა არ ვიცი ყიდვა მე და დამეხმარებით ყიდვაში?

Posted by: ვახტანგი 19 Aug 2017, 18:55
qiwi.ru დარეგიტირიდ შენი მობილურით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ჩარიცხე შემდეგ პლატიზე შეიძინე

Posted by: giorgi_23 19 Aug 2017, 19:28
ვახტანგი პლატიზე დარეგისტრირება უნდა?

Posted by: TROJAN 23 Aug 2017, 00:44
ვახტანგი
შენ გაიხარე. ჩავრთე და ვიყიდე ექაუნთი როგორც იქნა. თან ნორმალური ფასები აქვთ
აქ რაც ვნახე ძაან ძვირად ყიდიან, ცოტას რო წაამატებ დისკი მოგდის მაგ ფასში biggrin.gif

Posted by: 2017 31 Aug 2017, 17:15
პლატიზე მინდა თამაშის Gift ყიდვა მაყიდინეთ

Posted by: administratorr 7 Sep 2017, 19:36
მე ვყიდულობ ჩვეულებრივ
რეგისტრაცია გავლილი გაქვს საერთოდ?

Posted by: zep 7 Sep 2017, 19:41
administratorr
პოსტებს ვიმატებთ? spy.gif


Posted by: Таргариен 21 Jan 2018, 17:37
ფეიბოქსიდან ვრიცხავ webmoney_ს ანგარიშზე და ვყიდულობ უპრობლემოდ ყველაფერს რაც მინდა

plati.ru_ზე რატქმაუნდა )))))

Posted by: Niku7a 7 Dec 2018, 15:46
პს4 თამაშებს სად ვიყიდი იაფად?
სანდოა ეს პლატი.რუ?

Posted by: Ghost Recon FS 27 Jan 2019, 14:10
QUOTE
პს4 თამაშებს სად ვიყიდი იაფად?
სანდოა ეს პლატი.რუ?

მარკეტზე. ან აქ ფორუმზე. პლატი რუზე აქაუნთებია რაც შეიძლება მოპარული იყოს და კონსოლი დაგიბლოკონ.

Posted by: tiger-onix 18 Mar 2019, 03:08
ერთი კვირის წინ ვიყიდე მანდ. წესით არ დაგვერხა.

Posted by: zsartana1990 25 Mar 2019, 22:56
epicgames-ზე საქართველოდან რომ იყიდო ენის ან რამე შეზღუდვა მოქმედებს თუ იცით??
This purchase is region-locked to account country
This game will be language-locked for purchases made from Russia, Ukraine and CIS countries.

Posted by: Z.e.f.i.r 27 Mar 2019, 14:15
ვინც ყიდულობთ პლაწი რუზე.ფულს დაგირიცხაცთ და ექაუნთი მიყიდეთ კაი თამაშებით ps3 მინდა..პირადში მომწერე ნომერი დაგირეკავთ

Posted by: david_888 29 Mar 2019, 13:23
Z.e.f.i.r
და შენ რა გიშლის ხელს ყიდვაში? ჩვეულებრივად იყიდი პირდაპირ საბანკო ბარათით

Posted by: Z.e.f.i.r 29 Mar 2019, 18:30
david_888

რო არ ვიცი sad.gif ..მოკლედ თუ ამიხსნი კაი იზამ მადლობელი ვიქნები

Posted by: david_888 29 Mar 2019, 18:37
QUOTE (Z.e.f.i.r @ 29 Mar 2019, 18:30 )
david_888

რო არ ვიცი sad.gif ..მოკლედ თუ ამიხსნი კაი იზამ მადლობელი ვიქნები

რავი რა ცოდნა უნდა? ჩვეულებრივად იხდი ბარათით როგეც ნებისმიერ საიტზე

Posted by: Maturelly 29 Jul 2019, 14:13
გამარჯობა, ქართული ინტერნეტ მაღაზია შემხვდა ამ დღეეებში სადაც ორიგინალ თამაშებს ყიდიან https://gameshop.ge/gameshop/ , და მაინტერესებს რუსული საიტებიდან გამომდინარე ქართულ ბაზარზე რომ იგივე თამაში იყიდო რაც მაგალითად პლატიზე უფრო უსაფრთხო არ არის? ადრე პლატიზე კეი ვიყიდე მარა არ მუშაობდა და არ გამომიცვალეს იმის მერე აღარაფერი მიყიდია მანდ და ახლა ეს ვნახე და თუ ვინმეს შეგიძენიათ აქედან მითხარით სანდოა თუ არა

Posted by: bagrati123 1 Aug 2019, 13:55
plati.ru-ზე ვაპირებ ბოქსის გოლდის ყიდვას და შეიძლება რამე ფპრობლემა შემექმნას?

Posted by: Maturelly 13 Aug 2019, 17:44
QUOTE (Maturelly @ 29 Jul 2019, 14:13 )
გამარჯობა, ქართული ინტერნეტ მაღაზია შემხვდა ამ დღეეებში სადაც ორიგინალ თამაშებს ყიდიან https://gameshop.ge/gameshop/ , და მაინტერესებს რუსული საიტებიდან გამომდინარე ქართულ ბაზარზე რომ იგივე თამაში იყიდო რაც მაგალითად პლატიზე უფრო უსაფრთხო არ არის? ადრე პლატიზე კეი ვიყიდე მარა არ მუშაობდა და არ გამომიცვალეს იმის მერე აღარაფერი მიყიდია მანდ და ახლა ეს ვნახე და თუ ვინმეს შეგიძენიათ აქედან მითხარით სანდოა თუ არა

მე თურამეა https://gameshop.ge/ ზ ვყიდულობ ყველაფერს რავი იაფიცაა და შედარებით დაცულიც ვიდრე რუსული საიტები

Posted by: David Miller 28 Oct 2019, 11:10
/////////////////////////////////

Posted by: brevalo 12 May 2020, 21:07
master card-ით ან ვიზათი ხომ შევძლებ გადახდას?

Posted by: ვახტანგი 13 May 2020, 03:04
brevаlo
კი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)