არ ვიცი სად გამეკეთებინა ეს თემა და ავირჩიე აქ, რამეთუ ვნახე სხვა თითქმის იგივე თემა, მაგრამ იქ არ იყო კონკრეტულად საუკუნეების მიხედვით და იყო აჯაფსანდალივით, ანუ სხვადასხვა ქვეყნის აღჭურვილობები.
ჩემი შეკითხვაა არის რამე გვერდი ინტერნეტში სადაც მარტო ქართული იარაღები და აღჭურვილობები არის ჩამოთვლილი სურათებით საუკუნეების მიხედვით? თუ არა იქნებ შეძლებისდაგვარად ჰქმნათ სიკეთე
და ატვირთოთ აქ? კივნახე ძებნის შედეგად ქართულ ფორუმზე მსგავსი, მაგრამ ძააან ბევრი სურათი უკვე წაშლილია და არ იხსნება, არ ვიცი შეიძლება თუ არა სხვა საიტებზე ბმულის დადება თორემ დავდებდი.
საუკუნეების მიხედვით იქნება კაი თუ შეიძლება, ანუ ვთქვათ 12-ე საუკუნეში ხმარობდნენ ამ ხმალსა და ამ აბჯარს , ამ მეფის დროს და ასე შემდეგ, იმედია მიხვდებით რას ვგულისხმობ.
და კიდევ ერთი კითხვა, არის ცნობილი რა ტანსაცმელს ხმარობდნენ ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე? რამეთუ დიდად არ მგონია საუკუნეების მანძილზე ერთი და იგივენაირი ტანსაცმელი ცმოდათ ჩვენს წინაპრებს.
წინასწარ მადლობთ და ბოდიშით თუ სხვა სექციაში უნდა გამეხსნა ეს თემა.
ბოლო შეკითხვა, იმ ქართულ ფორუმზე ვნახე ესეთი ფარი, ნამდვილია და თუა რომელ საუკუნეს მიეკუთვნება?
მიმაგრებული სურათი
ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი, არც რუსია, არც თურქ-ოსმალ-სელჩუკი, არც ირანელ-სპარსი, არც მონღოლი და სხვანი. არამედ ჯიბეში გამოზრდილი ბოღმითა და სიძულვილით შეპყრობილი ქართველი. რომელიც თავისი ბოღმის და სიძულვილის ამოსაღებად, მტერსაც კი უდგებოდა გვერდით და ხშირ შემთხვევაში მოუძღოდა კიდევაც.