#58880887 · 17 Feb 2022, 18:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბაკურიანში ვიყავი წინა კვირას, ახალი თოვლი იდო რომ ავედი. მთავარ ქუჩაზეც და შიდა ქუჩებზეც კარგად დატკეპნილი თოვლი იყო. წინა წამყვანი მანქანით + კარგი ზამთრის საბურავებით ყველგან ვიარე. დიდ მიტარბშიც გადავედი, ანდეზიტშიც, ანდეზიტის მაღლა ტყეშიც ვიმოძრავე ნახევრად გაკვალულ თოვლში და ციხისჯვარშიც წავედი, სოფლის ბოლომდე, ბიპის ნავთობსადენამდე. მერე იქ პოლიციის პიკეტთან გავჩერდი და მოვბრუნდი. ციხისჯვარიდან საკირემდე ვეღარ ჩახვალო, არ არის გაკვალული გზაო, მაგ პოლიციელებმა მითხრეს.
--------------------
Novus ordo seclorum...
|