DaniXზოგადად, სანამ ჩვენს, ქართულ ანბანს მიენიჭებოდა საკუთარი, უნიკალური კოდები კლავიატურაზე, ანუ სანამ უნიკოდ ფონტები იქნებოდა, იქამდე კომპიუტერში ყველაფერი ლათინური იყო.
შესაბამისად, ქართველებმა ლათინური ფონტები დაარედაქტირეს ისე, რომ ლათინურად აკრეფილი ტექსტის წაკითხვისას, გამოჩენილიყო ქართული ასოები.
მაგალითად, რომ დაწერდი magida - გამოჩნდებოდა როგორც "მაგიდა"
ასეთი ფონტებია AcadNusx, LitNusx და ა.შ.
ხოდა, თუ ტექსტი, ასეთი ფონტით ჩანს ქართულად, ე.ი. სინამდვილეში წერია ლათინურად, უბრალოდ ფონტი აჩვენებს ქართულს.
ამიტომ, სადმე თუ გადააკოპირებ, სადაც ეგ ფონტი არაა, winodws, word და ნებისმიერი პროგრამა აღიქვამს როგორც ინგლისურს.
თუ ქართულ კოდირებაში გადაყვანა უნდა, მაშინ კონვერტერი უნდა გამოიყენოს. ამ თემაშია ლინკები
acadnusx-დან დან sylfaen-ში გადაყვანა