forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სასტუმროების ვაკანსიები დუბაიში და მის გარშემო, მხოლოდ დაკვალიანება(უფასოდ)
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2549
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 13 Nov 2018, 12:45  #53769395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
senpai
კონტრაქტში წერია, რომ 9 საათი უნდა იყო სამუშაოზე.
ამ 9 საათიდან 8 საათი უნდა იმუშაო და 1 საათი დაისვენო.
ეს 1 საათი შეიძლება იქნას გაყოფილი 30-30 წუთებად ან 15 წუთებად შენსა და მენეჯერს შორის მოლაპარაკების საფუძველზე.
ჩემს ერთ სასტუმროში(მე სადაც ვმუშაობდი), სხვა განყოფილების მენეჯერი, მაგალითად, სტაფს ამუშავებდა ყოველ დღე 12 საათი.
ამუშავებდა მათ ვისთანაც "გასდიოდა".
ყავდა თანამშრომლები, რომლებსაც რომ ეტყოდა "დღეს 1 საათი კიდევ უნდა იმუშაო(ანუ 9+1სთ) - ეუბნებოდა "არა, ვერ დავრჩები, მეჩქარება". და მიდიოდა.
და სხვა რომ ეტყოდა ამავე მენეჯერს "9 საათი გავიდა და სახლში არ გავუშვებ?"
არას პასუხობდა და "1 საათი კიდევ"-ებით 12 საათი ამუშავებდა.
იმავე სასტუმროში ჩემს განყოფილებაში მსგავსი რამ არ ხდებოდა.
პირიქით, რადგან %-იც გვქონდა - შეგვეძლო დავრჩენილიყავით ზედმეტი საათი და გამოგვემუშავებინა მეტი(ჩვენი საკუთარი სურვილით).
მე პირადად ზედმეტი საათების თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ იყვნენ გოგოები - რჩებოდნენ-ხოლმე და მუშაობდნენ.

თუ ზემოთ აღწერილი სიტუაცია მოხდა - შეგიძლია ეიჩარში მიხვიდე და დაელაპარაკო და უთხრა, რომ არ გაქვს სურვილი მოხალისედ იმუშაო ზედმეტი საათები უფასოდ ან არც მადიანად არ გინდა 9 საათზე მეტი იმუშაო smile.gif
და ისინი მოაგვარებენ.
თუ ეიჩარიც განაგლდა და "აბა, რაა, უნდა იმუშაო"-ს გეტყვის პასუხად - ქა უკვე უნდა ახსენო უმაღლესი ინსტანციები.
დუბაიში სასამართლო საკმაოდ კარგად მუშაობს, ყველა დიდ სასტუმროს აქვს punch in, punch out, ანუ სამუშაოზე შესვლისას და გამოსვლისას ან თითების ანაბეჭდით ადასტურებ სამუშაოზე მისვლას ან კარტა გაქვს შენი და იმას გაატარებ, და ამით ფიქსირდება შენი სამუშაო მოსწრება და ამის მიხედვით გერიცხება ხელფასი.
სასამართლოს შეუძლია ამოიღოს ეს ჩანაწერები და გამოიყენოს კომპანიის წინააღმდეგ შენს სასარგებლოდ.
კომპანია დაჯარიმდება შენს სასასრგებლოდ და გადაგიხდიან მორალური ზარალის და ნამუშევარი ზედმეტი საათების კომპენსაციას.

ასე, რომ ჭრის სასამართლოთი "დაშინება".
უბრალოდ რომ ახსენო smile.gif

კიდევ 1 რამ არის:
იქიდან გამომდინარე, რომ შენზე ამდენი თანხა დახარჯა კომპანიამ(გიყიდა ჩასასვლელი ბილეთი, გაგიკეთა ვიზა, ანალიზებზე და ანაბეჭდებზე წაგიყვანა) - ეშინიათ, რომ მათთან თუ არ მოგრწონა - სახლში დაბრუნებას გადაწყვეტ ან სხვა უკეთეს სამუშაოს იპოვი და გადახვალ და მათ ეს დახარჯული ფული წყალში ჩაეყრებათ(შენს ადგილზე ხომ სხვა უნდა ჩამოიყვანონ სამუშაოდ - შენ თუ წახვალ, ანუ ხელახალი ხარჯი ექნებათ), ამის "პრევენციისთვის" იტოვებენ შენს პასპორტს და გაძლევენ მხოლოდ ადგილობრივ ბინადრობის მოწმობას smile.gif
ესეც არ არის პრობლემა - აქვს ახსენებ მაღალ ინსტანციებს, კენძოდ "labor office"-ს და სასწრაფოდ გამოგიტანენ პასპორტს smile.gif
რადგან პიროვნების პასპორტის დამალვა და არ დაბრუნება კანონსაწინააღმდეგოა და იქ კიდევ კანონის დარღვევაში მხილება არავის აწყობს(კომპანიებს ვგულისხმობ).
ჩემი თანამშრომლები შვებულებაში რომ მიდიოდნენ (ვაი თუ არ ჩამოვიდესო) ხელწერილის აწერინებდნენ(რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არალეგალურად ხდებოდა) , რომ მე თუ არ ჩამოვედი - ჩემს ჯარიმას გადაიხდის ესა და ეს(და ხელს აწერინებდნენ 2 თანამშრომელს).
smile.gif
ანუ პიროვნება თუ არ დაბრუნდა შვებულებიდან კონტრაქტის დამთავრებამდე(ყველა კონტრაქტი 2 წლიანია) - მაშინ "ჯარიმას" გამოუქვითავდნენ იმ 2 თანამშრომელს.
ჯარიმაში ანგარიშობდნენ შენზე დახარჯულ თანხას.
მე ჩემი პასპორტი ყოველთვის თან მქონდა.
მომიწია ლეიბორ ოფისის ხსენება რომ არ მაძლევდა ვისაც ჰქონდა ყველას პასპორტები შენახული smile.gif

მეტი სხვა არაფერი ისეთი არ ხდება.
კანონი ყველას ერთნაირად იცავს და ყველას ერთნაირად "ეშინია" კანონების(ადგილობრივებსაც და ჩამოსულებსაც).
ქალი 100%-ით დაცულია ყველანირი მამრისგან.
იკანალზეც რომ გიჩქმიტოს ვინმემ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ - შეგიძლია უჩივლო და მიაბრძანებენ სადაც საჭიოა და გაადეპორტებენ.
ახლა თუ იტყვი იმას - ადგილობრივეს ხომ ვერ გაადეპორტებენ, რა სასჯელიაო მათთვის - ადგილობრივები მსგავს ***ბებს არ აკეთებენ.
ძალიან დარბაისელი ხალხია. ზრდილი + კანონს და ადათ-წესებს ყველა პატივს სცემს.


--------------------
ეეეეეეეეჰჰ

....................................

როს კარგავენ-მის ფასს მერე იგებენ
....................................

მამრობითი სქესის ადამიანები გადაშენდნენ....................?
senpai
хранитель слов


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11488
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 13 Nov 2018, 14:58  #53770147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria
საინტერესო და სასარგებლო ინფოებს წერ, მადლობა.

კიდევ ერთი საკითხი თუ შეიძლება რომ დაწერო. კონკრეტულად იქ ცხოვრების დონე და ხალხი(იქაური მაცხოვრებლები) როგორია.
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2549
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 14 Nov 2018, 01:47  #53773355      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
senpai
არაფერს
smile.gif

ყველანაირი დონეა იქ: ბინძურ ბარაკებსაც ნახავ პაკისტანებით/ავღანელებით/ბანგლადეშელებით დასახლებულს და მდიდრების ვილებსაც და ცათამბჯენებსაც.
smile.gif

ადგილობრივები - ძალიან წესიერი ხალხია, დარბაისელი, როგორც აღვნიშნე.
ზედმეტს არც შენ გაკადერებენ და არც თვითონ იკადრებენ.

ახალგაზრდების უმრავლესობა განათლებულია.
ბევრ მათგანს საზღვარგარეთ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული.(სახელმწიფო აფინანსებს მათ სწავლას).

ერთი ქუჩაა, სადაც საღამოობით (ხუთშაბათს და პარასკევს) თავისი ძალიან ძვირი მანქანებით დასეირნობენ ადგილებრივი გოგო-ბიჭები და შეგიძლია გახვიდე და მანქანები დაათვალიერო
wink.gif

მთვრალ ხალხს ვერ ნახავ ვერსად გარდა ღამის კლუბებისა.

თუ რამე ''გამომრჩა'' - მკითხე და ვეცდები გიპასუხო
smile.gif
LUXURY PLAN
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 283
წევრი No.: 129067
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 14 Nov 2018, 03:34  #53773567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
-----------------------------------------------------------------------------------
simohaya
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1399
წევრი No.: 233841
რეგისტრ.: 16-July 17

გამოგზავნილია: 15 Nov 2018, 02:26  #53779384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასაკს მნიშვნელობა აქვს...

33 ის ვარ

მასაჟის კურსები რომ გავიარო აქ და წავიდე დუბაიში გამოვა რამე...

ერთი ორი წელი დავრჩებოდი
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2549
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 15 Nov 2018, 02:36  #53779402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
simohaya
მასაჟისტები, თანამშრომლები მაქსიმუმი 40-43 წლისები მყავდა.
არ არის პრობლემა 33 წელი.
smile.gif

გაიარეთ მასაჟის კურსები.
აიღეთ სერთიფიკატი.
პრაქტიკა გაიარეთ ახლობლებზე, მეგობრებზე.(მასაჟის კურსების დროსაც არის პრაქტიკა).

შემდეგ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და გეტყვით რა და როგორ უპასუხოთ სპას მენეჯერის შეკითხვებს ინტერვიუზე.
smile.gif

აგიხსნით ყველაფერს რაც საჭიროა.

პ.ს. სივიში ცოტა ტყუილის ჩაწერა მოგიწევთ, რომ ვითომ ნამუშევარი ხართ უკვე სპაში მასაჟისტად.
ამასაც მოვიფიქრებთ რამეს - როგორ დავწეროთ.
smile.gif

simohaya
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1399
წევრი No.: 233841
რეგისტრ.: 16-July 17

გამოგზავნილია: 15 Nov 2018, 02:39  #53779405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria
ძალიან კარგი...გავივილი მასაჟის კურსებს და დაგიკავშირდები...

თუ ფულის შეგროვებას შევძლებ...კი გავჩერდები 22 წელი biggrin.gif
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2549
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 15 Nov 2018, 04:31  #53779493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
simohaya
QUOTE
თუ ფულის შეგროვებას შევძლებ...კი გავჩერდები 22 წელი biggrin.gif

გააჩნია რამდენის შეგროვება გინდა smile.gif
მე წელიწადნახევარში 9 000$+ შევაგროვე ისე რომ არაფერი მოვაკელი ჩემს თავს.
რომ მოიკლო - უფრო მეტს შეაგროვებ smile.gif
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (2 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0179 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]