Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ბრონქიტი.


Posted by: Lilith 18 Nov 2005, 14:46
მოვიდა ზამთარი და ჩემი წვალებაც დაიწყო, ვახველებ გაუჩერებლივ, ცალკე ხველება მაწუხებს, ცალკე ამდენი ხველებისგან თავისტკივილი, რას მირჩევთ, ექიმთან მისვლის გარდა, ან ვინმე კარგი ექიმი მირჩიეთ... user.gif

Posted by: miau 18 Nov 2005, 15:13


ხველებისათვის უამრავი რამ არსებობს, გამოგიგზავნი

PM-ით Lilith

Posted by: FreeWind 18 Nov 2005, 15:50
Lilith
წადი ექიმთან, აუცილებლად. კარგი ექიმი თუ დაგჭირდა PM-ით შეგატყობინებ (თუ გჭირდება მომწერე).

Posted by: Lilith 18 Nov 2005, 17:08
miau
FreeWind
გამოხმაურებისთვის მადლობელი ვარ, მომწერეთ აუცილებლად ექიმის კოორდინატებიც და რით ვუშველო თავს, მაგრამ აქ რატომ არ გინდათ რომ დაწეროთ? იქნებ ვინმეს კიდევ გამოადგეს smile.gif

Posted by: Sidonia 20 Nov 2005, 05:49
Lilith
მცენარეებით გიცდია როდესმე გემკურნალა? ძალიან კარგია ძირტკბილას ფესვები და ძეძვის ფარი.(ლესელიძეზე მწვანე აფთიაქია და იქ შეგიძლია შეიძინო) კიდევ კომშის ფოთლის ნაყენი ან კომშის გულებისგან მოდუღებული წვენი, (ისე რომ ბლანტი იყოს). ან ცხელი რძე ბორჯომით. ბრონხიტი არამგონია მოგირჩინოს, მაგრამ ძალიან დაგეხმარება

Posted by: Lilith 21 Nov 2005, 11:36
QUOTE
ძირტკბილას ფესვები და ძეძვის ფარი

რუსულად როგორაა იქნებ მითარგმნო? ქართულად არ ვიცი სამკურნალო მცენარეების დასახელებები user.gif

Posted by: FreeWind 21 Nov 2005, 16:43
Lilith


მოკლედ, თუკი ასეთი მდგომარეობა ყოველ წელს მეორდება, უმჯობესია პულმონოლოგის კონსულტაცია მიიღო. პირადა მე გია ხეჩინაშვილს გირჩევდი. ის ავადმყოფებს წინასწარი ჩაწერით იღებს რეაბილიტაციის ცენტრში (ვაჟა-ფშაველას 18ა).

Posted by: datoR 27 Nov 2005, 20:17
ზამთარში ალერგიული ხველა იშვიათად ვითარდება, თუმცა არის ერთეული შემთხვევები, შენი პრობლემა ალბათ უფრო გაცივებასთან(ვირუსულ ინფექციასთან) იქნება კავშირში. შემაწუხებელი ხველისთვის კარგია სინეკოდის წვეთები, მაგრამ არა სისტემატიური ხმერებისთვის. ისე უკეტესი იქნებოდა იმუნიტეტისთვის მიგეხედა, არსებობს მცენარეული წარმოშობის იმუნოსტიმულატორები.

Posted by: faustina 13 Nov 2010, 20:36
2 თვეა მახველებს ძლიერად, ანტიბიოტიკებიც დავლიე, სახლშI კი რძე, გვივრივლის ჩაი თაფლტან ერთად, კომშIს ნახარში, ყელაფერი ვცადე, მაგრამ არაფერიმა მიშველა...
ფილტებზე გადავიღე და სუფთა მაქვს.
ახლა ისევ დამინიშნა 10 დღე ანტიბიოტიკები sad.gif


თქვენ სხვა შIნაური საშUალებები ხომ არ იცით რომ გავაკეთო??

ევკალიპტი კარგიაო გამიგია გაციებისთის, მაგრამ არ ვიცი თუ ბრონქითისთვისაც,

და როგორ უნდა მომზედდეს?

იქნებ დამეხმაროთ, ტორემ გამისკდა თავი და გული ამდენი ხველებისგან sad.gif

Posted by: Ninoshka7 23 May 2011, 14:23
დიდხანს ვეძებე მაგრამ ეს თემა ვერსად ვნახე.
ჩემს შვილს ხშირად ემართება (წელიწადში 2-3 -ჯერ) ბრონქიტი. მირჩიეს ზამთარ-ზაფხულ რამდენიმე წელი კურორტებზე ტარება. ყველა სხვადასხვა ადგილს მირჩევს. იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება, ვისაც მსგავსი პრობლემა გქონდათ და შედეგი მიიღეთ. თქვენი რცევები ძალიან დამეხმარება.მადლობა წინასწარ.

Posted by: Ninoshka7 25 May 2011, 13:02
ნუთუ არავის გაქვთ რაიმე რჩევა ჩემთვის?
მართლა ძალიან დამეხმარებით....

Posted by: Natuka NGN 25 May 2011, 13:08
http://forum.ge/?f=43&showtopic=33622698
არის ტეა, თუმცა ბევრიარაფერი წერია...ვაერთებ

Posted by: Ninoshka7 27 May 2011, 12:15
ე.ი. მირჩიეს შოვი, სურამი ან აბასთუმანი. ბრონქიტის პროფილაქტიკისა და გაკაჟებისთვის რომელი უფროა შესაფერისი?

Posted by: nutsiko 28 May 2011, 21:33
Ninoshka7
შოვია ძალიან კარგი, თუმცა სურამსაც არა უშავს.

აბასთუმანი უფრო ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის არის საუკეთესო იქ არსებული გარემოს გამო.

Posted by: kiss sky 28 May 2011, 21:51
მე როგორც ვიცი აბასთუმანი ხველებისთვისაც მაგარია. ჩემ ძმას აქვს ზუსტად ეს პრობლემა და იქ აპირებს წასვლას. smile.gif

Posted by: Ninoshka7 30 May 2011, 11:47
QUOTE
Ninoshka7
შოვია ძალიან კარგი, თუმცა სურამსაც არა უშავს.


მადლობა. ალბათ შოვში წავალ... ცოტა შორსაა მისასვლელად, მაგრამ ადგილია უნიკალური, ბავშვობაში დავდიოდი... ბეშუმზე ან ლებარდეზე იცით ვინმემ რამე? ინტერნეტში ძალიან მწირი ინფორმაციაა.....

Posted by: Leoner 13 Nov 2011, 16:36
კარგი ექიმი ამ სფეროში იცით ვინმემ ? !!!!!!!!!!!!!!!!!
* * *
უპ ვინემე იცით ბროქიტიტს კარტი ექიმი, პურნოლოგი, ალერგოლოგი თუ რა ჯანდაბაც ქვია...........

Posted by: macaco-fast65 14 Nov 2011, 00:10
Ninoshka7
ბაკურიანი.მე ყველა ექიმმა ჩემი შვილისათვის ბაკურიანი მირჩია.

Posted by: matilda123 14 Nov 2011, 00:55
Leoner
QUOTE
კარგი ექიმი ამ სფეროში იცით ვინმემ ? !!!!!!!!!!!!!!!!! * * * უპ ვინემე იცით ბროქიტიტს კარტი ექიმი, პურნოლოგი, ალერგოლოგი თუ რა ჯანდაბაც ქვია...........

პულმონოლოგი ჰქვია, მაგრამ უბრალო ბრონქიტს თერაპევტიც უმკურნალებს. და საქართველოში პულმონოლოგები რამდენადაც მე ვიცი არ არიან და არც სპეციალიზირებული ფილტვების და სასუნთქი გზების დაავადებების კლინიკა არსებობს. არიან ფტიზიატრები, რომლებიც ტუბერკულოზს მკურნალობენ და თერაპევტები ანუ მკურნალები.

Posted by: eka-eka- 14 Nov 2011, 12:25
ყველას ჯობა რამოდენიმე ექიმის დასკვნა. რითია გამოწვეული ხველა. ბაკურიანი, აბასთუმანი, საირმე და ბახმარო კაია მარა თუ ვერ ახერხებ ჩაიცვი თბილატ და დილით ადრე ისეირნე, სუფთა ჰაერი ღრმათ ჩაისუნთქე. არ მოწიო! და გააცნია სად ცხოვრობ. ჰაერში ტყვიის შემცველობა რამდენია. ბევრი რამეა კიდე smile.gif სახლი და ითახები დღეში ერთხელ თუ ვერა კვირაში ერთხელ მაინც გაანიავე.

Posted by: Leoner 14 Nov 2011, 17:31
matilda123
მადლობთ, რომ გამომეხმაურეsmile.gif და არა უბრალო ბრონქიტს ვინ მკურნალობს? ანალიზები სად კეთდება, თუ სპეციალური კლინიკა არ არის? ბრონქიტზე. გამწვავებული ბროქიტი გაქვსო ყველანაირი ანალიზის გარეშე უთXრეს ჭყიპავენ წამლებით სამი კვირაა და უარესად არის, ბროქიალური ასთმა გინვითარდებაო, პროფესიონალიზმის პიკია რა.......... სად შეიძლებაანალიზების გაკეთება და ნორმალური მკურნალობის მიღება თბილისში ამ კუთხით?

Posted by: zazuli90 15 Nov 2011, 12:25
თუ ვინმემ იცით ნუ დაიზარებთ რა და მითხარით რა ასთმისთვის რომელი აეროზოლო ჯობია?

Posted by: rezi-rezi 15 Nov 2011, 14:21
კი ეგრეა, თანამედროვე მედიცინაც კი როცა უძკურია ექიმები აბასთუმანში ურჩევენ გამგზავრებას გარკვეული დროიით

Posted by: matilda123 15 Nov 2011, 20:55
Leoner
QUOTE
მადლობთ, რომ გამომეხმაურეsmile.gif და არა უბრალო ბრონქიტს ვინ მკურნალობს? ანალიზები სად კეთდება, თუ სპეციალური კლინიკა არ არის? ბრონქიტზე. გამწვავებული ბროქიტი გაქვსო ყველანაირი ანალიზის გარეშე უთXრეს ჭყიპავენ წამლებით სამი კვირაა და უარესად არის, ბროქიალური ასთმა გინვითარდებაო, პროფესიონალიზმის პიკია რა.......... სად შეიძლებაანალიზების გაკეთება და ნორმალური მკურნალობის მიღება თბილისში ამ კუთხით?

არ გვაქვს საქართველოში სპეციალიზირებული კლინიკა დავწერე ზემოთაც. თუ ასთმას ფიქრობენ მაგის დადგენა ადვილია, არსებობს სპეციალური ტესტები-ფილტვების ფუნქციის ტესტი, სპირომეტრია, ბოდიპლეტოსმოგრაფია,- რომლელთა ნახვის შემდეგაც გამოცდილ ექიმს უკვე შეიუძლია თქვას აქვს თუ არა ამ პიროვნებას ასთმა smile.gif გარდა ამისა საჭიროა ალერგიული ტესტიც, სისხლში სპეციფიური იმუნოგლობულინ E-ს ნახვა, მომატებული ეოზინოფილია და ა.შ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიმართე ალერგოლოგს, საქართველოში ასთმა მაგათ ეხებათ.
წარმატებები.

Posted by: luciusaurelius 16 Nov 2011, 18:36
აბასთუმანი კარგია და წონაში მომატებასაც უწყობს ხელს

Posted by: blblbl 16 Nov 2011, 19:13
QUOTE
წონაში მომატებასაც უწყობს ხელს

ბანების მატებას კი სხვადასხვა ნიკის შექმნა უწყობს ხელს yes.gif

Posted by: monchita 16 Nov 2011, 19:47
QUOTE

QUOTE
წონაში მომატებასაც უწყობს ხელს

ბანების მატებას კი სხვადასხვა ნიკის შექმნა უწყობს ხელს


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: matilda123 16 Nov 2011, 20:31
blblbl
QUOTE
ბანების მატებას კი სხვადასხვა ნიკის შექმნა უწყობს ხელს yes.gif

--------------------



lol.gif biggrin.gif biggrin.gif
პ.ს. უკაცრავად თემას რომ გადავუხვიე, საყვარელი მოდერი ხარ 2kiss.gif

Posted by: blblbl 16 Nov 2011, 20:59
matilda123
მადლობა 2kiss.gif biggrin.gif

Posted by: januki17 20 Nov 2011, 01:35
QUOTE
ე.ი. მირჩიეს შოვი, სურამი ან აბასთუმანი. ბრონქიტის პროფილაქტიკისა და გაკაჟებისთვის რომელი უფროა შესაფერისი?

ბრონხებისთვის სურამია ძალიან კარგი. ძალიან შველის.

Posted by: flameboy 24 Jun 2016, 21:33
მოკლედ ბათუმში 7-ში რაც წვიმაში მოვყევი მაგის მერე დამემართა
ბოლომდე რომ ამოვისუნთქავ ფილტვები ხრიალებს და ყვითელი ნახველი ამომდის ყელის ტკივილი არ მაქ

ნახველი განსაკუთრებით დილით რომ ვიღვიძებ მაშინ მაქვს ასევე ცხვირში გაჭედილი ვარ დილაობით
რომ მოვწესრიგდები მერე აღარაფერი მთელი დღე მარა ამ ფილტვებმა დამტანჯა რა


იქნება რამე წამალი ან ტრადიციული საშულება მასწავლოთ ვინმემ sad.gif


Posted by: Solveig 25 Jun 2016, 17:42
flameboy

ექიმმა უნდა მოგისმინოს ჯერ. შეიძლება, რენტგენიც დაგჭირდეს.
წამლებსაც ის დაგინიშნავს.

QUOTE
იქნება რამე წამალი ან ტრადიციული საშულება მასწავლოთ ვინმემ

no.gif პულმონოლოგთან უნდა მიხვიდე.

http://tsamali.ge/%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)