#56110175 · 6 Apr 2020, 18:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giorga888 გამარჯობა. QUOTE | ნარკოზით რომ გავიკეთო ვერაფერს გავიგებ |
ოპერაციის დროს მიყენებულ ტკივილს ვერ გაიგებ. გაღვიძების შემდეგ შესაძლოა გქონდეთ დისკომფორტი. ტკივილის შემთხვევაში ექიმი მოგცემთ ტკივილგამაყუჩებელს.
უნდა მიმართოთ უროლოგს. კლინიკაში მოგცემენ ფორმა 100-ს და კალკულაციას. ამის შემდეგ გაიგებთ თუ რა დაჯდება აღნიშნული ოპერაცია. ყველა კლინიკაში განსხვავებული ფასებია, მაგრამ დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც წესი.
QUOTE | სახლში რომ მოვიმარაგო რაც საჭირო იქნება? |
ოპერაციის შემდეგ ექიმი მოგცემთ რჩევა-დარიგებებს, ასევე დაგჭირდებათ შეხვევები. ამისთვის დაგჭირდებათ სახარჯი მასალები, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ.
QUOTE | რამდენი დღის შემდეგ გწერენ პალატიდან? |
როგორც წესი კლინიკაში მაქსიმუმ 2 დღე აჩერებენ მსგავს პაციენტებს.
ოპერაციის შემდეგ ასოს მგრძნობელობა მომატებულია, რასაც თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შესაბამისად განსხვავდება მათი შეგრძნებები ზოგი მეტად, ზოგიც კი ნაკლებად განიცდის ამას.
QUOTE | მინდა მარტო გავიკეთო არავის გავაგებიო |
გირჩევთ ვინმე მაინც ჩააყენოთ საქმის კურსში(მეგობარი, ახლობელი), თუმცა სრულწლოვანი ხართ და ეს თქვენი გადასაწყვეტია
გისურვებთ ჯანმრთელობას.
--------------------
Memento mori
|