Hello100 1. გირჩი აგინებდა პაატა ბურჭულაძეს, ერთ თვეში მაგის პარტიაში შევიდნენ.ეს გირჩის საწინააღმდეგო არგუმენტია თუ სოფლის ბირჟაზე მოსმენილი ჭორი?
ვინ ვის აგინებდა არ ვიცი, მარა თვითონვე გაიაზრეს მალევე რო შეცდომა დაუშვეს და დატოვეს ეგ ცრუბლოკი. აღიარეს შეცდომა საჯაროდ. ამაზე მეტი შეცდომა არ მოსვლიათ ხო ქოც-ნაცებს?
კაი, ნუ გავჩერდებით ამ პუნქტზე.
2. დღეს აგინებენ ნაციონალურ მოძრაობას - მაგათთან ერთად იყვნენ წლები და ერთხელაც არ გაუკრიტიკებიათ მმართველობის პერიოდში.ვინ იყო მაგათთან ერთად? თვითონ პარტია ეხლახანს შეიქმნა და...
ერთადერთი ჯაფარიძე იყო და თან 2012 წელს დაემატა ნაცმოძრაობას თუ არ ვცდები. ნაცების შეცდომებზე მაგ პარტიაში მისვლამდე, პარტიაში ყოფნისას პარლამენტში და პარტიის დატოვების შემდეგაც არაერთხელ ულაპარაკია საჯაროდ. ვიდეოც არის უამრავი და რავი....
"გირჩი ნაცმოს პროექტია" და ასეთ სისულლელეებს არ ფიქრობ იმედია.
ეს პუნქტიც გავატაროთ რა. უსუსური დარტყმაა გირჩზე.
3. გირჩი ფიქრობს რომ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის რა ურჩევნია ან რა უნდა გააკეთოს და სახელმწიფო მაგალითად გადასახადს თუ ზრდის - ესეიგი ის ფიქრობს რომ ადამიანი "ყ ლ ე ა" (იხილე გირჩის ერთერთი ვიდეო, ზუსტად ამას ამბობენ). თუმცა საოცარია, თუ მართლა ადამიანი ასეთი ჭკვიანია და თუ გირჩის პროგრამა ასეთი კარგია, რატომ არ აძლევს ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც ხმას გირჩს (ან თუნდაც 5%) - ანუ ხალხი პოპულიზმის მსხვერპლია. შესაბამისად გირჩი ფიქრობს რომ ხალხი ძალიან ჭკვიანია (ამიტომაც გადასახადები არ უნდა მოვთხოვოთ) მაგრამ ამასთან ერთად ეს იგივე ხალხი გოიმდება ვინმე პოლიტიკოსის უაზრო ტყუილებზე.(აქ რეალურად საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან)არ ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს.
ის, რომ ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ, არავითარ შემთხვევაში აძლევს ხელისუფლებას იმის უფლებას რო ჩაერიოს და აკონტროლოს ჩვენი ცხოვრება და ფინანსები ასე ძლიერ.
მითუმეტეს დღევანდელი ჩვენი მთავრობა თავიდან ბოლომდე ჩვენივე ხარჯებით ისევ ჩვენ გვაზის თავზე წურბელასავით. ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავენ ცრუ და პოპულისტურ პროექტებში რო რეიტინგი დაიჭირონ ბრბოში. გაბერილი ბიუროკრატიით ჭრიან უამრავ ფულს ლევად. ნეპოტიზმში იხრჩობა ქვეყანა და მიდის მილიონები მანდ.... და ა.შ.
ხოდა გირჩი იძახის რო მინიმალური უფლებები და ბერკეტები უნდა ჰქოდნეს მთავრობას. ლოგიკურიცაა.
მთავრობა რო მინიმალურ ფულს წაგვართმევს(მხოლოდ აუცილებელი ხარჯებისთვის), შენ მეტი ფულ იდაგრჩება ჯიბეში. იმ მეტ ფულს გინდა გართობაში დახარჯავ, გინდა ბიზნესშI ჩადებ, გინდა ყანას გააშენებ, გინდა ჯანმრთელობაზე დახარჯავ და რავი.
4. გირჩი არის პოპულისტური პარტია იმიტომ რომ რაღაც სეგმენტებს იზიდავენ სრულად შეუსწავლელი დაპირებებით (როგორიც მაგალითად მარიხუანის ლეგალიზაცია ან საშემოსავლოს 0%-მდე დაწევა) და შემდეგ ეუბნებიან რომ ეს ცვლილები აბსოლუტურად აუცილებელია ქვეყნის პროგრესისა და გამდიდრებისთვის. მაგალითისთვის, არავინ უკვე ლამის აღარ დაობს იმაზე რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია აუცილებელია მაგრამ ლეგალიზაცია რომ საუკეთესო შემთხვევაში არაფერს არ შეცვლის ამასაც უნდა ხვდებოდეთ ალბათ. ასევე მაგალითისთვის, გირჩი გვპირდება რომ თუ ყველა გადასახადი აქციზი/დეღეგეს გარდა იქნება 0, ეკონომიკა გაიზრდება წელიწადში საშუალოდ 20%-მდე : ვინმეს სჯერა ამის? ამასთან ერთად ლოგიკა რომლითაც ამ დასკვნამდე მივიდნენ აბსოლუტურად უაზროა - რადგანაც 2007 წელს იყო 12%-იანი ზრდა და მთავრობის ზომა 25%, თუ მთავრობის ზომა ორჯერ შევამცირებთო, შესაბამისად ეკონომიკა 2-ჯერ უფრო ჩქარა გაიზრდება ვიდრე 2007 წელსო. ანუ ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, თუ მთავრობის ზომა არის 0, ანუ მთავრობა (სახელმწიფო) არ არსებობს, ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 300%-იანი. აბსურდი.აი რას ამბობ ტო? გირჩი როგორ არის პოპულისტური? ყველაზე არაპოპულისტური პარტია რომ არის და რეიტინგი კიდიათ, მაგიტო აგინებს ნახევარი ქვეყანა და უფრო მეტად ეზიზღებათ ვიდრე ნაცქოცები.
შეუსწავლელი დაპირება რომემლია? პირიქით, მაგათგან ერთი ინიციატივა არ მომისმენია რო ძაან მაგრად არ ჰქონდეთ ჩაშლილი და დასაბუთებული. მარიხუანაზე და მის ეფექტებზე იმდენი რამე დაუწერიათ და ულაპარაკიათ რო რავი.... მეც 100%ით ვემხრობი მარიხანის ლეგალიზაციას. სიკეთის გარდა არაფერს მოიტანს.
ეკონომიკას რაც შეეხება, გირჩს თU რამე არ შეეშლება ეს არის ეკონომიკა და ეკონომიკური გათვლები
ფაქტიურად საკმაოდ ჭკვიან ეკონომისტებზე დგას ეგ პარტია.
ეგ კონკრეტული ციფრები საიდან მოიტანე არ ვიცი. ვიდეოს თუ დადებ ვიმსჯელოთ კონტექსტის მიხედვით.
5. ახლა კი ეკონომიკაზე. გირჩი ამბობს რომ უმუშევრობის მთავარი მიზეზი არის ზედმეტი რეგულაცია. ჩვენთან მინიმალური ხელფასი ფაქტიურად არ არსებობს, არც რეგულაციები გვაქვს, მაგრამ უმუშევრობა მაინც 12%-ია და 50% დასაქმებულების თვით დასაქმებულია (გლეხი, ტაქსისტი,ა.შ..., არ გეგონოთ სტარტაპების მენეჯერებზე იყოს ლაპარაკი).უმუშევრობის გამომწვევი მიზეზები და ამ პრობლემის აღმოფხვრა საკმაოდ ვრცელი თემაა. თვითონ ზურას აზრი არაერთხელ მომისმენია ტელევიზორი და ადეკვატურად ხსნის ხოლმე ჩვენს მდგომარეობას და გამოსავალს. ესე თავზე ხელაღებით რეგულაციებზე არავინ ტეხავს ჯოხს.
დაიდოს ვიდეო და განვიხილოთ
6. ციტატა გირჩის მანიფესტიდან : "მოწევის აკრძალვა კერძო საკუთრებაში - ბარები და რესტორნები ადამიანების საკუთრებაა, ამიტომ თუ დღეს ხელისუფლებას შევუშვებთ ბარში, ხვალ ის ლოგინში შემოგვიძვრება და თუ დღეს თქვენი საკუთრების გაუპატიურებას ცდილობს, ხვალ იგივეს თქვენს საყვარელ ადამიანს დაუპირებს". მოწევა აკრძალულია უკვე კარგა ხანია უმეტეს ევროპულ ქვეყანაში - ვინმე სადმე ვინმეს შეუძვრა ლოგინში?ეგ გირჩის ერთ ერთი ის ინიციატივათაგანია, რომელსაც არ ვემხრობი
მოწევას საჯარი სივრცეებში თუ აკრძალავენ გამიხარდება, მკლავს ეგ ხრჩოლი.
მარა მთლად ბოლომდეც არ ვარ დარწმუნებული რომ სწორი პოზიცია მაქვს.
ის ბარი თუ რესტორანი ჩემი საკუთრებაა და მინდა სიგარეტის მოწევას დავრთავ ნებას და მინდა ცოცხისას.
ჩემია და მე ვწყვიტავ. შენ თუ არ მოგწონს ნუ შემოხვალ , არავინ გაძალებს.
უამრავი კაფე და ბარია დღეს თბილისში სადაც მოწევა მთლიანად აკრძალულია, ხოდა იქ წადი.
ვისაც მოწევა ურჩევნია ჩემთან მოვა. რა პრობლემაა?
ვსო ამ საკითხშიც ვეთანხმები გირჩს, ეხლა გადავწყვიტე!