მოგესალმებით ყველას, ვინც ზაფხულის ცხელ დღეებში მგულშემატკივრობდა სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა (FB) და ფორუმებზე.
წარმოიდგინეთ რომ შინაგანად მართლა ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, თქვენც დიდი ხანი ელოდებოდით ახალი თემის გახსნას და
მე კი ძალიან მიჭიანურდებოდა რიგი ობიექტური მიზეზების გამო.
როგორც იქნა "დავამონტაჟე" ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული ვიდეობი ერთ მთლიან კოლაჟად.
მაქსიმალურად ყურებადი რომ გამოსულიყო ამიტომ მინიმუმამდე შევამცირე - გამოვიდა 70 წთ.
ნელ-ნელა დავდებ სურათებსაც და შევეცდები მოგითხროთ მოგზაურობის დეტალები.
აი ასე იწყებოდა ყველაფერი (შესაძლებელია პირველ პოსტს გადაავლოთ თვალი)
თბილისი - უშგული 2010 ჩემი მოგზაურობა დაიწყო 22 ივლისს დილის ექვს საათზე აბაკელიას ქუჩიდან (მთაწმინდა).
იდეა გასვლამდე 3 თვით ადრე მომივიდა და მაშინათვე შევუდექი ინტენსიურ ვარჯიშს.
დავუბრუნდეთ გასვლის დღეს...
საოცარი სიწყნარე იყო თბილისის ქუჩებში როცა გრიბოედოვიდან რუსთაველზე და შემდეგ კი ელბაქიძის დაღმართს ჩავუყევი.
აქა იქ თუ შეამჩნევდით მეეზოვეების ნარინჯისფერ სილუეტებს. ყველაფერი მიუთითებდა იმისკენ რომ
რაღაც "რომანტიული" (არ ვიცი ბრჭყალებში ჩავსვა თუ არა რომანტიული) იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში.
თბილისის გასასვლელამდე 3 საათი მოვანდომე სწრაფი სიარულით. არადა ჩემი ნაბიჯებით მინიმუმ 5 კილომეტრს გავდივარ, ხშირად 6-იც მივლია
ახლობლების რჩევები გამახსენდა - ისინი მთხოვდნენ რომ დიღმის გასასვლელიდან დამეწყო მოგზაურობა. რატომ უნდა მოიმატო ზედმეტი კილომეტრებიო.
მე კი ვეუბნებოდი მათ, უშგულამდე რამდენიმე ასეული კილომეტრი უნდა გავიარო და 15-ოდე კილომეტრი რა სალაპარაკოათქო
ეს კი ჩემი პირველი შესვენების ადგილი, ალბათ ხვდებით სადაც არის
ამოვალაგე დედაჩემის სახელდახელოდ გამოცხობილი ჭიშდვარები, ხაჭაპურები და კატლეტები
პირველი დღე იყო და მადაც ნორმალური მქონდა.
მცხეთას რომ გავცდი ავტობანზე ჩემს წინ ჯიპი გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა პიროვნება,
მივხვდი რომ ჩვენი თანაფორუმელი მთასვლელი
mamababu იყო.
კიდევ ერთხელ ამიხსნა თუ როგორი არაკეთილგონივრულია 15 კილოგრამიანი ზურგჩანთით მგზავრობა ამხელა გზაზე.
მითხრა ფოთში მივდივარ და თუ გინდა გაგიყოლებო
ყოველმხრივ ძალიან სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა!
დავემშვიდობე და გავაგრძელე გზა.
სოფელ წეროვანს რომ მივუახლოვდი ფეხის ტერფებმა პირველი გამაფრთხილებელი სიგნალი მომცა.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს იქნება ჩემი მოგზაურობის აქილევსის ქუსლი.
ახლავე გეტყვით საქმე რაში იყო და რა ფუნდამენტური შეცდომები
მაქვს დაშვებული ჩემი გამოუცდელობის და სიჯიუტის გამო.
1. მეცვა ახალი სალაშქრო ფეხსაცმელი (მოუთელავი)
მაგრამ რაც არ უნდა მოთელილი ყოფილიყო იმ პაპანაქება სიცხეში
აჯობებდა სალაშქრო სანდლები მცმოდა
2. არ მეცვა სათანადო წინდი (ნასკები) - (ამაზე ისევ ვისაუბრებ შემდგომში)
3. ამხელა გზაზე მაქსიმუმ 10 კგ უნდა მქონოდა ტვირთი.
4. დღეში უნდა გამევლო 25 - 30 კმ. მე ხშირად 40 - 45 და მეტსაც დავდიოდი.
5. ჩქარი ტემპით დავდიოდი
ამ ყველაფერმა განაპირობა ის რომ სოფელ გოროვანს რომ მივუახლოვდი,
თუმცა თავად სოფელს ვერანაირად ვერ მიუახლოვდები, რადგან ავტობანიდან
კარგა გვარიანად არის დაშორებული, ანუ იმის თქმა მინდა რომ გოროვნის ტრაფარეტს რომ გავცდი
მარჯვენა ქუსლზე და ტერფებზე წყლულები გამისკდა, ისინი წარმოიქმნება ფეხის გადახურებისა და სინთეტიკური "ნასკების" ხახუნის შედეგად.
ტკივილი ისეთი აუტანელი არის რომ, წარმოიდგინეთ ტერფებზე გაქვთ სითხით სავსე ბალიშები და ისინი უცბად სკდება. (ძაან მწარეა)
ვხვდები რომ ვეღარ ვაგრძელებ სვლას, ვფიქრობ რა ვქნა?! ახლოს არანაირი სოფელი, წყალიც მხოლოდ რამდენიმე ყლუპიღა მაქვს დარჩენილი.
ძლივს ჩავგორდი ავტობანიდან გრუნტის გზაზე და ჩამოვჯექი, ვფიქრობ პირველივე დღესვე რა საშინელებები მომდისთქო.
ამოვიღე კოლხური მალამო და წავისვი, ოდნავ დამიამა.
უცბად თავში მომივიდა აზრი, აქვე ხომ არ გამეშალა კარავი და ხვალამდე იქნებ
მომეშუშებინა წყლულებითქო. მაგრამ უწყლოდ ხომ ვერ გავძლებდი მეორე დილამდე
ასე რომ ეს იდეა იმ წუთსვე გამოვრიცხე და ვაი ვაგლახით გავაგრძელე გზა.
ამ სურათზე კიდევ მშვენივარად გამოიყურება ფეხი,
იმასთან შედარებით რაც მერე დამემართება!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ცოტა ხანი უნდა დაგტოვოთ, სამსახურში ვარ და აქაურობაც მისახედია
მალე დავბრუნდები და გავაგრძელებ თემას მანამდე კი
გთავაზობთ მოგზაურობის რუქას და ვიდეო კოლაჟს რომელიც 9 ნაწილად ავტვირთე იუტუბზე.
მგონი საინტერესო უნდა იყოს
http://www.youtube.com/watch?v=cOhujAPdFVohttp://www.youtube.com/watch?v=7x_Cd74zc0khttp://www.youtube.com/watch?v=315gAIFxMl0http://www.youtube.com/watch?v=OVcoXzbGBp4http://www.youtube.com/watch?v=3lH27gnUgoghttp://www.youtube.com/watch?v=AjES-G0TYE8http://www.youtube.com/watch?v=qPuFHLmE3Ishttp://www.youtube.com/watch?v=Y8UMLtsjTAwhttp://www.youtube.com/watch?v=ylkePlGV9OU This post has been edited by mahatma-gandhi on 17 Dec 2013, 12:37