ამ მოგზაურობამ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა,
ჩავთვალოთ რომ ამ მსვლელობაში ჩემი პლიუსი იყო მხოლოდ 2.
1. ფიზიკურად არ ვიღლებოდი (ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული)
2. რადაც არ უნდა დამჯდომოდა უშგულამდე ვაპირებდი მიღწევას, თუნდაც ფეხის ძვლებზე გამეარა.
დანარჩენი ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა... კიდევ ვიმეორებ ჩემი გამოუცდელობის და დაუდევრობის გამო!!!
ადამიანს რაღაც პერიოდები აქვს როცა გარკვეული ობსესიით არის მოცული.
აი მე მაგალითად, თბილისში რაც ჩამოვედი, მთელი დღეების განმავლობაში ვკითხულობ წინდებზე მასალებს, ვუყურებ სპეციალურ ვიდეოებს, ვადრებ სხვადასხვა ბოჭკოსგან დამზადებულ წინდებს, ვეცნობი უამრავ რეცენზიებს დასავლელი ჰაიკერების მიერ დაწერილს... ისეთი ტკივილები გადავიტანე რომ...
* * *
გათენდა მოგზაურობის მესამე დილა.
ეს დღე იქნება არამარტო ამ მსვლელობის განმავლობაში როგორც ყველაზე რთული
არამედ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ შავ დღედ ჩაითვლება.
დილის 06:30-ზე გავუქექი გზას, გავიარე გორის რკინის ხიდი და ავუყევი დიდ აღმართს რომელიც
თითქმის რუისის მისასვლელებამდე გრძელდება.
სოფელ ორთაშენში ერთ-ერთ ოჯახს მივადექი წყლაზე.
ძალიან ალალი და ხალასი იუმორის ხალხი აღმოჩნდნენ, კარგ ხასიათზე დამაყენეს
კარგი წყალიც დამალევინეს, აი ისინიც
ეს არის ტრასის გასწვრივ გზა სადაც ფეხებს ვასვენებდი. ძალიან პაპანაქება იყო
სოფლებში ხალხს აინტერესებდათ ჩემი მოგზაურობის მიზეზები.
როცა ისინი გებულობდნენ რომ სვანეთში მივდიოდი ფეხით
თითქმის უმეტესობას ჰქონდა ასეთი ტიპის კითხვა: "ჩათქმული გაქვს?" - "არა არ მაქვს ჩათქმული, უბრალოდ მივდივარ" - ამას უკვე ვეღარ ხვდებოდნენ რა ძალა მედგა
...
როგორც არ უნდა ყოფილიყო კეთილ სურვილებს არავინ იშურებდა და გულიანად დამილოცავდნენ გზას.
ხელმარცხნივ რომ ზის ბიჭი, ერთ-ერთია ვისი ლოცვის სიტყვები თითქმის უშგულამდე ჩამესმოდა!
თბილისელი ყოფილა და სოფელ რუისში დედულეთში იყო ჩამოსული. როგორც მითხრა ერისთავის ქუჩაზე ვცხოვრობ ნახალოვკაშიო... რაღაცნაირი ქართველი.... ჯიგარი!!!!
ქუჩა იმიტომ ვახსენე რომ ამხელა ფორუმზე შეიძლება ვინმეს მეზობელი იყოს და ჩემგან გადაეცით დიდი მოკითხვა
* * *
ცოტა ხანში ტკივილებმა ექიმი ირაკლი გამახსენა
წყლულების ისეთი წვა დამეწყო რომ ძლივს ვადგამდი ფეხს.
ვცდილობდი მარჯვენა ფეხი მალევე ამეღო მიწიდან რადგან ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მტკიოდა.
არასწორმა სიარულმა მუხლზე მიიღო გადამეტებული დატვირთვა და უცბად ერთ მომენტში ვიგრძენი რომ რაღაც ჩამეღვარა,
სიმწრისგან შევჩერდი და უკვე ნაბიჯს ვეღარ ვადგამდი...
მოხდა ის რომ მარჯვენა მუხლის სახსარი და უკანა მყესები "ჩამეკეტა" ასე ვიტყოდი - სამედიცინო ენაზე არ ვიცი რას დააქმევდნენ ამას.
ვდგევარ შუა რუისში და სიმწრისგან არანორმალურივით მეღიმება და ცას ვუყურებ.
როგორც იქნა გავაგრძელე გზა მაგრამ კუს ნაბიჯებით.
უკვე სრულიად სხვა ფიზიკური შესაძლებლობის ადამიანი გავხდი...
ახლა მარჯვენა მუხლის პრობლემა დამემატა რომელმაც წყლულების ტკვილი გადაფარა, იცით რა?! ცოტა მეუხერხულება სულ ტკივილი, ტკივილი - ამაზე რომ ვწერ მაგრამ,
წარმოიდგინეთ ჩემი მოგზაურობა იყო ტკივილის, წყურვილის და დასახულისკენ სწრაფვის ნაერთი.
გპირდებით რომ ხაშურს იქით მოგონებებში ნაკლებად ვახსენო ტკივილები (ნუ ძალიან იშვიათად
)
წყლის დასალევად რომ ვჩერდებოდი ან ფეხების გასანიავებლად შემდეგ უკვე ადგილიდან დაძვრა ძალიან მიჭირდა, ამიტომ ვცდილობდი არ შევჩერებულიყავი და მყესები სულ გახურებული მქონოდა!
განსაკუთრებულ ქრისტიანად ვერ ვთვლი თავს, პირიქით უფროა სამწუხაროდ, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში ბევრი ურწმუნოც მოჰყვებოდა ლოცვას.
ხოდა აი მეც თითქმის განუწყვეტლივ ვევედრებოდი უფალ იესოს და ღვთისმშობელს რომ სულ ოდნავ დაემებინათ.
იცით რა ხდებოდა ამ დროს?! თითქოს რაღაცას უხილავი ძაფით ვყავდი ჩაბმული და მივყავდი, საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა. ბოლო 35 კილომეტრი თითქმის ცალ ფეხზე ვიარე, რადგან მარჯვენას მხოლოდ დასაფიქსირებლად ვდგამდი.
ქარელის გადასახვევთან რომ მივედი მგონია რომ ალბათ 20 კილომეტრი მაქვს დარჩენილი ხაშურამდეთქო.
ადგილობრივებს ვეკითხები და მეუბნებიან რომ ზუსტად 28 არისო... ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს ასეთი ცვლილების მოსმენა. თან ჩემს მდგომარეობაში. კაი...
სოფელ აგარას ტრაფარეტი რომ გამოჩნდა მეგონა უკვე ხაშურში ვიყავი
ისე გამიხარდა.
შესასვლელშივე შევეკითხე ერთ-ერთს, რამდენია ხაშურამდეთქო ოჰ ბევრი 15-იო
მეთქი არაუშავს,
შუა სოფელში შეკითხვა გავიმეორე და იქ უკვე 18-იო. დავიზაფრე !!!
აგარის გასასვლელში მდებარე მშრალი ხიდიდან დავლანდე ხაშური, თუმცა სამწუხაროდ ეს მხოლოდ მირაჟი ყოფილა
(ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ეს ქალაქი ასე თუ მომწყურდებოდა
) დიახ დიახ მწყუროდა!
გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ლოგიკურად გამოვითვალე. ალბათ ასე 7 კმ იქნება დარჩენილითქო,
ამის ანალიზს რომ ვაკეთებდი იქვე ბირჟასთან მივედი რათა გადამემოწმებინა ჩემი ვერსია.
მათ პირველ რიგში ლუდზე მიმიწვიეს მაგრამ სამწუხაროდ არ ვსვამდი გზაზე.
ჯიგარო ხაშურამდე რომ არ მოგატყუოთ 18 კმ არის დარჩენილიო.
წარმოიდგინეთ მე რა მომივიდოდა.
სამწუხაროდ მერე ირკვევა რომ ისინი მართლები იყვნენ.
(ო ეს დაუსრულებელი ქართლის გზები)
მივუყვები ხეივანს რომელსაც ბოლო არ უჩანს. შორს სადღაც ჰორიზონტზე ვხედავ ტრასის ორივე მხარეზე გადაჭიმულ დიდ ტრაფარეტს რომელზეც უეჭველი მგონია რომ ხაშური აწერია.
რომ არ მოგატყუოთ ამ ტრაფარეტამდე ზუსტად ერთი საათი ვიარე და რომ მივაღწიე ხაშურის მაგივრად აღმოჩნდა 2003 წლის საარჩევნო რეკლამის მკრთალი კვალი.
აქ წერია "დავიბრუნოთ ანაბრები, დავიბრუნოთ საქართველო, დავიბრუნოთ პენსიები"
იმ დღეს რამდენიმე მირაჟი გამიქრა......!!!!
უკვე ძალიან ცუდად ვიყავი ყველანაირად და ასე დამწუხრებულმა განვაგრძე გზა.
მივდიოდი მაგრამ ხაშურს ვერ ვუახლოვდებოდი.
გზაში დამიღამდა სრულიად.
როდესმე ჩემი პოსტიც ხომ უნდა დავასრულო და ამიტომ მოკლედ დავწერ რომ მივაღწიე ხაშურამდე სადაც ჩემი მეგობარი
პაკო დამხვდა და წამიყვანა სახლში.
აბანოში როგორ შევედი და როგორ მოვახერხე ბანაობა მიკვირს, ისეთი გაშეშებული ვიყავი.
ფეხებს საერთოდ ვეღარ ვამოძრავებდი.
იმ საღამოს ვერანდაზე დიდი რომანიტიული ვახშამი იყო გაშლილი მაგრამ ჩემი სხეული სრულიად შეუსაბამო!
მეგობრებო დროებით, ხვალ გავაგრძელებ...