რა არის ლაშქრობა?ბევრი ძებნის მიუხედავათ ვერ მივაგენი პასუხს ამ კითხვაზე რა არის ლაშქრობა?.ამიტომ თავად შევეცდები გავცე ამ კითხვას პასუხი.ლაშქრობა ჩემი აზრით პირველ რიგში არის საკუთარ თავთან განმარტოების და გამოცდის
ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.უმთავრესად კი ლაშქრობის მიზანი იმ კუთხების მონახულებაა, რომლებსაც სკოლაში ეგრეთ წოდებულ “ექსკურსიებზე” არ გვანახებდნენ.ფეხით სიარულის დროს ბევრად უფრო კარგად შეიგრძნობ ამა თუ იმ კუთხის სილამაზეს,თუნდაც ერთი და იგივე ადგილას ლაშქრობისას ყოველთვის აღმოაჩენ რაღაც ახალს რაც, წინა გასვლისას არ გინახავს ან უბრალოდ არ დაკვირვებიხარ.
ძალიან ბევრს ერთმანეთში ეშლება ლაშქრობა და ექსკურსია სწორედ ამიტომ ზოგჯერ პირველად წასულები ლაშქრობაში უკმაყოფილოები ბრუნდებიან.როგორც ავღნიშნე ლაშქრობა ეს არის საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო შესაძლებლობა, ლაშქრობისას აღმოაჩენ ისეთ საკუთარ თავს რომელიც აქამდე არასდროს გინახია. როგორც წესი ლაშქრობისას ადამიანი სრულად გამოავლენს ხოლმე ხასიათს.ექსკურსიისას ეს არ ხდება იმიტომ რომ არ იღლები და როგორც წესი არც სიცივე გაწუხებს არც შიმშილი.
როგორ მოვემზადოთ ხანგრძლივი ლაშქრობისთვის ორზე მეტ დღიანი ლაშქრობისთვის პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ.უნდა დავფიქრდეთ შევძლებთ თუ არა კონკრეტული მარშუტის გავლას,ეს იმისთვისაა საჭირო რო სხვა მოლაშქრებისთვის მუხრუჭი არ გავხდეთ,ეს როგორც თქვენ ნერვებზე ასევე სხვის ნერვებზეც იმოქმედებს, მაგრამ როგორც წესი სურვილი ყოველთვის ბევრს ახდენს ანუ თქვენ თუ გექნებათ სურვილი რაღაცის გაკეთებისა ამას აუცილებლად გააკეთებთ.უნდა ვიცოდეთ რომ ლაშქრობისას როგორც წესი მოკლებული იქნებით “ევროპულ” საპირფარეშოს ასევე აბაზანას მათ შემცვლელად ბუჩქები და მდინარები იქნება.ასეთ ელემენტარულ რაღაცებზე წინასწარ უნდა დაფიქრდეს ყველა დამწყები მოლაშქრე.ეხლა უფრო კონკრეტულად:
ორზე მეტ დღიანი ლაშქრობისთვის აუცილებელია:
1) ჩანთა.აუცილებლად კარგად მორგებული ზურგზე სასურველია ცნობილი ფილმის ძვირადღირებული,მაგრამ თუ არის იაფასიანი ჯობია ნაკერები ხელახლა გადავაკერებინოთ ლაშქრობისას ჩანთის დაზიანებამ შეიძლება დიდი პრობლემები გაგვიჩინოს.
2) ფეხსაცმეილი არ არის სასურველი ახალი ფეხსაცმლით წასვლა ლაშქრობაში დიდი ალბათობა ფეხის დაზიანების ანუ გადაყვლეფის.ლაშქრობამდე რამოდენიმე დღით ადრე ჯობია ფეხსაცმელი მოვთელოთ და გარკვეული მანძილი გავიაროთ.
3) დანა სასურველია საშუალო ზომის ნაკლებად მძიმე.
4) საწვიმარი გამოდგება როგორც წვიმისგან დასაცავი ასევე კარვის გასაკეთებლად.
5) პირადი ჰიგიენის ნივთები
6) ასანთი სასურველია რამოდენიმე ცალი.შევინახოთ სხვადასხვა ადგილას წყალგამძლე პარკში.
7) პირადი აფთიაქი.
8) თანსაცმელი სასურველია რამოდენიმე წყვილი.
9) წინდები რაც მეთი მით უკეთესი
10) მზისგან დამცავი საშუალებები გამოდგება როგორც კეპი ასევე პანამა.
ასევე ბენდენა შემაგი და სპეციალური მზისგან დამცავი კრემები.(მთაში მზე განსაკუთრებით მცხუნვარეა)
11) პარალონი სასურველია მაგარი. რბილი ადვილად იხევა და არაკომფორტულიც არის.
12) ფანარი. სასურველია თავზე გასაკეთებელი ძალიან მოსახერხებელია და საჭირო რიგ შემთხვევებში.
ცალკე განვიხილოთ მხოლოდ რამოდენიმე პუნქტი ამ ჩამონათვალიდან.
პირადი აფთიაქი:1)სასურველია შევინახოთ პლასტმასის წყალგაუმტარ კონტეინერში.
2)სტერირული ბინტი 1ან ორი ცალი
3)ელასტიური ბინტი ერთი ცალი ნახევარმეტრიანი
4)იოდი
5)ე.წ “სველი სალფეტკი”
6)სანტავიკი სასურველია რამოდენიმე ცალი
7) ანტიბიოტიკი (ციპროფლოქსაცინი ან ციპრობაი ან ციპრინოლი 500მგ) 10-12 ტაბლეტი
8) ტკივილგამაყუჩებელი (ტორადოლი 6 აბი)
9) რეჰიდრონის პაკეტი (ფაღარათის დროს მიიღება, იხსნება 1 პაკეტი 1 ლიტრ წყალში) 2 პაკეტი
10) წყალბადის ზეჟანგი (პლასტმასის ბოთლში!!!!) ჭრილობების დასამუშავებლად
1) თუ ადამიანი ალერგიულია - ტელფასტი ან სუპრასტინი ან ტავეგილი უნდა ატაროს, ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერის კბენის შემთხვევაში.
12)გაციების საწინაღმდეგო სპეციალური ჩაის ფხვნილები.
13) ვალერიანი ან ვალიდოლი
პ.ს ეს არის სასურველი წამლების ჩამონათვალი არ არის აუცილებელი ყველაფერი თან ატაროთ აირჩიეთ შეხედულებისამებრ.
ეს ნივთები არ დაიკავებს დიდ ადგილს თქვენს ჩანტაში სამაგიეროდ შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ ლაშქრობისას.
პირადი ნივთები:
1) ჭიქა.სასურველია ალუმინის ან პლასტმასის.
2) თეფში სასურველია არა ერთჯერადი.
3) კოვზი დანა ჩანგალი სასურველია სპეციალური დასაკეცი
4) ტუალეტის ქაღალდი 1 ც. ხელსახოცები ე.წ ნოვა,სელპაკი.
5) კბილის ჯაგრისი
კვება ლაშქრობაში კვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორზე მეტ დღიანი ლაშქრობის დროს.ვინაიდან უჭმელობა იწვევს ენერგიეს სწრაფ კარგვას.ლაშქრობაში დღეში იხარჯება 3500-4000 კალორიამდე გააჩნია რელიეფს.უ მჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ მაღალკაროლურ საჭმელს.
რომელი საკვები რას შეიცავს მომეტებით
ცილა: ყველი, ხორცი, კვერცხი, ხაჭო, ლობიო, სოიო, არახისი, სოკო, თხილი.
ცხიმი: კარაქი, მარგარინი, ცხოველური ცხიმები, რძის ნაწარმი
ნახშირწყალი: თაფლი, ხილი, ბოსტნეული, შაქარი, თეთრი პური, მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი
თან ვატაროთ:
1) პური.
2) შუხარი
3) სუპის კონცენტრატები -
4) პიურეს კონცენტრატები
5) ხორცის და თევზის
6) ძეხვი და პაშტეტი
7) ყველი ჩვეულებრივი ან მდნარი საუკეთესოა შებოლილი ასევე დაწნული.
8) შედედებული რძე (მალაკო)
9) შაქარი, მარილი, ჩაი, ყავა
10) მიწის თხილი, ქიშმიში, ხალვა, ჩურჩხელა
11) შოკოლადი - სიცხეში მალე კარგავს ფორმას, ამიტომ ჩალაგებისას სად დებთ მიაქციეთ ყურადღება. სნიკერსი იდეალურია.
12) პეჩენია-სუხარი
13) კანფეტი სასურველია საწუწნი
ეს ჩამონათვალი არის რეკომენდაცია და არა აქსიამო საჭმელი საკუთარი შეხედულებისამებრ აარჩიეთ.
როგორ ჩავალაგოთ ჩანთა
ხანგრძლივი ლაშქრობისას გასათვალიწინებელია ის თუ როგორ ჩავალაგებთ ჩანთას.როდესაც ყველა ნივთს ერთად მოკრიბავთ შეეცადეთ გადარჩიოთ აუცილებელი და ნაკლებად აუცილებელი ნივთები.ხანგრძლივი ლაშქრობისას არაფერში გჭირდებათ ზედმეტად მძიმე გამოუსადეგარი ნივთები მაგალითად წიგნები ან ზონტიკი.
ყველა ნივთი მოათავსეთ ერთად და კიდევ გადახედეთ გაქვთ თუ არა ყველა ის ნივთი რომელიც გჭირდებათ. უმნიშვნელო მაგრამ საჭირო ნივთის დავიწყების შემთხვევაში შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ.სასურველია თუ გექნებათ სია საჭირო ნივთების და აღნიშნავთ ყველა ნივთს.
ჩანთის ჩალაგებისას გავითვალისწინოთ მოლაშქრის ოქროს წესი ყველა მძიმე ნივთი მოვათავსოთ ჩანთის ძირში ან ზურგთან ახლოს,ჩანთის ბოლოში ასევე ჩაალაგეთ ნივთები რომელიც სიარულის დროს არ დაგჭირდებათ,მაგალითად ტუშონკები ან საძილე ტომარა,ნივთები რომელიც შეიძლება გზაში დაგჭირდეთ უმჯობესია ან ზემოთ მოათავსოთ ან გარეთა ჯიბებში იქონიოთ მაგალითად საწვიმარი ან პატარა აფთიაქი.წონის სწორად გადანაწილების შემთხვევაში ჩანთის როგორც მოკიდება ასევე ტარება სასიამოვნო იქნება.
ყველა ნივთის ჩანთაში მოთავსების მერე მოიკიდეთ ჩანთა შეამოწმეთ ზურგზე რამე ხო არ გერჭობათ ან ცალ მხარეს უფრო მეტი წონა ხო არ არის.შეამოწმეთ ყველა რემენი რომელიც ჩანთას აქვს,ასევე ყველა შესაკვრელი რაიმე გაფუჭებული ხო მარ არ არის.კარავს,პარალონს და სხვა ისეთ ნივთებს რომელსაც წვიმის არ ეშინია შეგვიძლია გარედან დავკიდოთ.
მაგრამ არ შეიძლება ჩანთის როგორც სწრაფად მოხსნა ისე მოკიდება.შეეცადეთ ორივე ქმედების დროს ჩანთა რაიმეზე დადოთ და ისე მოიხსნათ ან მოიკიდოთ თუ ასეთი ახლო-მახლო არაფერია მაშინ მეორე მოლაშქრის მუხლის გამოყენება შეიძლება.
შეძლებისდაგვარად შევეცადე ერთად მომეგროვებინა ყველა ის ინფორმაცია რომელიც საჭიროა ლაშქრობისას.ბედნიერ ლაშქრობებს გისურვებთ და გახსოვდეთ რომ ლაშქრობაში თუ სხვასთან ერთად ხართ ყოველთვის იფიქროთ მასზე და არა მარტო საკუთარ თავზე ასე უფრო სასიამოვნო ლაშქრობა გამოვა.
აუცილებელი წესები რომელიც უნდა დავიცვათ ლაშქრობის დროს
1) ლაშქრობაში წასვლამდე აუცილებლად დავგეგმოთ და დროში გავწეროთ მთელი ლაშქრობა.
2)წასვლის წინ რამოდენიმე ადამიანი გავაფრთხილოდ სად და როგორ მივდივართ ასევე ჩამოსვლის დრო.სასურველია გზიდან ვატყობინებდეთ ჩვენ მდგომარეობას,ასევე სასურველია ლაშქრობის დამთავრების მერე ვუთხრათ რო მშვიდობით დამთავრდა ყველაფერი.(ეს დაგვეხმარება უეცერი გართულებების თავიდან აცილებაში და ღმერთმა არ ქნას რაღაც მოხდეს ადვილად შესაძლებელი იქნება თქვენი პოვნა)
3)აუცილებლად ვიცოდეთ მოლაშქრების ზუსტი რაოდენობა
4)დავსენების დროს სასურველია ბანაკის მოწყობისას პირადათ შემოწმოთ გარემო შეარჩიოთ როგორ საპირფარეშოს ისე ბანაკის ადგილი
5)გახსოვდეთ საპირფარეშო აუცილებლად იმ მხარეს უნდა იყოს საითაც ქარი უბერავს თომრემ ბანაკის ირგვლივ სულ სუნი იქნება
6)არავიტარ შემთხვევაში კრგში არ განვალაგოთ კარვები და შუაში ცეცხლი არ დავანთოთ
7)ცეცხლსა და კარავს შორის სასრულველი დისტანცია 3-4 მეტრია
8)გავუკეთოთ კარავს ირგვლივ ტრანშეები
9)საჭმელი შევინახოთ სუფტა არანესტიან ადგილას (მაგ:კარავში)
10)სასურველია საპირფარეშოში გასვილისას ან უბრალოდ დასათვალიერებლად ლაშქრობის ორგანიზატორმა იცოდეს ვინ სად წავიდა.ასევე უმჯობესია თუ ცალ ცალკე არ ივლით
11)ყურადღებით მოვეკიდოთ ისეთ ნივთებს რომელიც შეიძლება მალე აალდეს ან გამოიწვიოს აალება
12)არ დავტოვოთ ნაგავი იქ სადაც ვიქნებით გახსოვდეთ იმ ადგილას სხვაც უნდა ავიდეს
13)შეძლებისდაგვარად წამოვიღოთ საკუთარ ნაგავთან ერთად სხვისი ნაგავიც
14)არ ვატაროთ დანა გაშლილი
15)არ ვატაროთ ჯოხი წვეტიანი თავით ჩვენსკენ
16)გავუფრთხილდეთ ბუნებას
17)პონტის გულისთვის არ გავანადგუროთ ფლორა ფაუნა
18)პატივი ეცით თანამოლაშქრეს
19)თუ ერთი მოლაშქრე ვერ დადის არ ეჩხუბოთ ეს უფრო შეანელებს მას
20)ეცადეთ დასახულ გეგმას არ გადაუხვიოთ------
ფორუმელი "პაპა"-ს მიერ გამოქვეყნებული წერილი კარვის შერჩევი შესახებ:
როგორ შევარჩიოთ კარავიამ პოსტში ახსნილია თუ როგორ შევარჩიოთ სასურველი კარავი სწორი არჩევანიდღეს ბაზარზე უამრავი კომპანიის უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი და მათში გარკვევა ადვილი საქმე არაა, მით უმტეს, გამოუცდელისათვის. თანაც, ერთი შეხედვით ერთნაირ საქონელზე ფასები იმდენად განსხვავებულია, რომ კაცი ადვილად შეიძლება დაიბნეს.
დავიწყოთ იმით, თუ რა იქნება ოპტიმალური არჩევნი?
ჩემი აზრით, კარავი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სწორად არჩეულად, თუ კი ის სრულად აკმაყოფილებს თქვენს ყველა მოთხოვნას.
კარავი მარტივი ნაგებობაა, რომელიც რამდენიმე პარამეტრით ხასიათდება და ყველა ამ პარამეტრის მიხედვით უნდა იყოს წაყენებული გარკვეული მოთხოვნა. ამ დროს, ზოგი მოთხოვნა ერთმანეთის საწინააღმდეგო ან გამომრიცხავი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც საკმაოდ ართულებს მრავალუცნობიანი ამოცანის ამოხსნას.
კარვის სახეებიკარვები, რომლებიც მასიური მოხმარებისათვის იწარმოება, შეიძლება დაიყოს 4 მსხვილ, პირობით კატეგორიად:
• ტურისტული კარვები, რომლებიც გამოიყენება რეკრეაციისათვის (პიკნიკი, მსუბუქი ტრეკინგი, თევზაობა, დაბლობში ნადირობა და სხვა) გაზაფხულიდან ზამთრამდე;
• კემპინგის კარვები;
• სამთო ტურიზმის კარვები;
• კარვები, რომლებიც გათვლილია ექსტრემალური პირობებისათვის (ძირითადად ალპინისტური)
მონადირე/მეთევზეებში უფრო ხშირად გამოიყენება პირველი კატეგორიის კარვები, ამიტომ არჩევანის წრე საკმაოდ დავიწროვდა. ამ კატეგორიის კარვები, ზედა კატეგორიებთან შედარებით ან ნაკლებს იწონის, ან კომპაქტურია, ან უფრო მარტივი კონსტრუქციისა ან უფრო იაფია.
თან გასათვალისწინებელია, რომ მონადირეები/მეთევზეები, ძირითადად, ხვდებიან დაბლობ ან დაბალმთიან ზონაში (იშვიათი გამონაკლისის გარდა) სადაც ტემპერატურა ძალიან ქვემოთ არ ჩამოდის და ნალექებიც ზომიერია, თან ეს ხდება ან გაზაფხულზე, ან ზაფხულში, ან ადრეულ შემოდგომაზე.
ძირითადი პარამეტრებიშევეცდები ჩამოვთვალო ის პარამეტრები, რომლებიც მეთევზემ უნდა გაითვალისწინოს კარვის შერჩევისას.
პირველ რიგში, ეს არის დაცვა წყლისგან, ქარისაგან, სიცივისა და მწერებისაგან. ასევე, კარვის წონა, კომფორტის დონე, გაშლისა და დაკეცვის სიმარტივე, გამძლეობა და, რა თქმა უნდა, ფასი. ეს პარამეტრები ერთმანეთთან ძლიერ კორელაციაშია, და ეს დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა პარამეტრში მიიღწეს მაქსიამლური ეფექტი. როგორც წესი, ერთის გაუმჯობესება იწვევს სხვა პარამეტრის გაუარესებას. მაგალითად, კარავი, რომელიც ადვილად იშლება – ძნელად იკეცება ან წონის შემცირება იწვევს ფასის მომატებას და ა. შ.
ამიტომ კარვის არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირობების ცოდნა, რომლებშიც მოგიწევთ მისი ექსპლუატაცია. ასეთ შემთხვევაში, გაცილებით ადვილია იმ პარამეტრების განსაზღვრა, რომლებზე უარის თქმა ქვეყანას არ დააქცევს და რომელთა დათმობაც არ შეიძლება.
უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. მაგალითად, თუ თქვენ ფეხით უნდა იაროთ, მაშინ პირველ პლანზე გამოდის წონა, ხოლო თუ მანქანით მგზავრობთ, მაშინ კარვის კომფრტის დონე უფრო მნიშვნელოვანია.
ყველა ზამოჩამოთვლილი პარამეტრი დამოკიდებულია კარვის კონსტრუქციულ ელემენტებზე და გამოყენებულ მასალებზე. ქვემოთ განვიხილავთ ამ საკითხებს.
კონსტრუქციაკონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე სახე შეიძლება გამოვყოთ, მაგრამ პრაქტიკულობის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესოა ტენტების მიხედვით – ერთტენტიანი და ორტენტიანი, ან სხვანაირად ერთ– ან ორშრიანსაც უწოდებენ.
ერთტენტიანი არის წყალგაუმტარი მასალისაგან დამზადებული კარავი, რომელსაც ზემოდან სხვა ტენტი გადაფარებული არ აქვს. ასეთი ტენტები, როგორც წესი, მსუბუქია, ადვილია მათი გაშლა და შედარებით იაფი ღირს. ნაკლოვანებებიდან უნდა აღინიშნოს სუსტი ვენტილაცია და აქედან გამომდიანრე, კარვის შიდა ზედაპირზე კონდენსატის წარმოქმნა.
ამ ტიპის კარვებიდან ჩვენს მაღზაიებში გვქონდა იტალიური კომპანია „ANDE“–ს კარავი, რომელიც იყო ძალიან კომპაქტური, მსუბუქი და ღირდა 54 ლარი. წყლისგან დაცვა ჰქონდა საკმაოდ დაბალი (500 მმ) და შესაბამისად, მისი გამოყენების არეალი იყო ძალიან შეზღუდული. ასეთ კარავს, პირადად მე, ალბათ არ ვიყიდი, ხოლო თუ ვინმე მაჩუქებდა, მაქსიმუმ გამომეყენებინა რამდენიმესაათიანი გასვლებისათვის (თუ ამ დროს წამოწვიმდა) და არა ღამისთევისათვის.
თანამედროვე ტექნლოგიების განვითარების პირობებში არსებობს მაღალი დაცვისა და „მსუნთქავი“ ერთტენტიანი კარვები, მაგრამ ისინი ძალიან ძვირია.
მეორე ტიპია ორტენტიანი კარვები. ეს არის ჩვეულებრივი კარავი, რომლებასც ზემოდან კიდევ ეფარება მეორე ტენტი (კონსტრუქციული გადაწყვეტა სხვადასხვანაირი შიძლება არსებობდეს), რომელიც იმეორებს ქვედას ფორმას და ამ ორ ტენტს შორის იქმნება ჰაერის საიზოლაციო შრე.
ამ კონსტრუქციაში, თითქოს, ერთი კარავი დგას მეორეს შიგნით. შიდა სათავსოს აქვს ძირი და კარგი ვენტილაცია, ხოლო გარეთა ტენტი წარმოადგენს „ფუტლიარს“, რომელიც შიდა კარავს იცავს წვიმისა და ქარისაგან.
ორტენტიანი კარვები სხვადასხვანაირად იშლება, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, იდგმება შიდა კარავი, რომელსაც ზემოდან ეფარება გარე ტენტი.
გარე და შიდა ტენტს შორის არსებული ჰაერი ქმნის თბოსაიზოლაციო შრეს. ამას გარდა, გარე ტენტი იძლევა საშუალებას გაკეთდეს ტამბურები, სადაც შეიძლება შეინახოთ ისეთი ნივთები, რომლებიც საძინებელ ზონაში არაფერში გჭირდებათ, მაგ.ზურგჩანთა ან რეზინის ბოტები.
ფორმაფორმის მიხედვით არჩევენ სამ ტიპს: ნახევრადსფეროს („გუმბათი“), ნახევრადკასრს („ცილინდრი“, „ანგარი“) და ორმხრივად დახრილ ფორმას.
მესამე, ნაუ ორმხრივადდახრილი კარვები საკმაოდ იშვიათია, საქართველოში გაყიდვაში არც მინახავს.
თუ კი შევადარებთ მრგვალ და კასრის („ანგარის“) ფორმის კარვებს, ვნახავთ, რომ ეს უკანასკნელი უფრო მძიმეა, დაკეცილ მდგომარეობაში იკავებს მეტ ადგილს, უფრო ძნელად გასაშლელია და ქარისადმი მდგრადობაში აგებს მრგვალ კარავთან. თუმცა უფრო დიდი შიდა სივრცე და დიდი ტამბური აქვს, რაც განაპირობებს მის მეტ კომფორტულობას. ამიტომ ამ ფორმის კარვები, ძირითადად, გამოიყენება კემპინგებისათვის, ასევე მანქანაზე მისადგმელი კონსტრუქციების შემთხვევაში.
ყველაზე ხშირი კი ნახევრადსფერული, მრგვალი ფორმაა. ისინი მსუბუქია, კომპაქტური და ადვილად გასაშლელი. კომპაქტურობაში იგულისხმება არა მარტო დაკეცილ მდგომარეობაში პატარა ზომები, არამედ ისიც, რომ გასაშლელი ფართი მას ნაკლები სჭირდება. ეს ფაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება მცენარეებით დაფარულ ან ქვიან ნაპირებს, რომლებსაც ხშიარდ შეხვდებით მდინარის ან ტბის პირა.
ამ ტიპის კარვებში ტენტი მაგრდება ორ ან სამ დრეკად, რეზინაგაყრილ რკალზე, რომლებიც ერთმანეთზეა გადაჯვარედინებული.
ასეთი კონსტრუქციის გამო მათი დადგმა შესაძლებელია ნებისმიერი სიმყარის გრუნტზე და ამასთან, შესაძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ისე, რომ არ დაშალოს. მათი ხმარება ადვილი და მოსახერხებელია და, სხვა უპირატესობებთან ერთად, ამის გამო ყველაზე გაყიდვადი კარვებია დღეისათვის.
ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მრგვალ კარვებსაც ორი – წინა და უკანა შესასვლელი აქვს, რაც სიცხეში ორპირი ქარით განიავების შესაძლებლობას იძლევა და თან ორი ტამბურის არსებობაც საკამაოდ მოსახერხებელია.
მასალაკარვის პასპორტში მწარმოებლები ყოველთვის უთითებენ გამოყენებული ქსოვილებისა და მასალების დასახელებებს. ამ სახელწოდებებში გარკვეული თანმიმდევრობით ჩამოწერილია რაღაც უცხოური სიტყვები, შემოკლებები და ციფრები, რომლებიც ხშირად ძნელად გასაგებია მყიდველისათვის.
შევეცადოთ გავშიფროთ ეს „აბრა–კადაბრა“.
თანამედროვე კარვების წარმოებაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ქსოვილები, რომლებიც დამზადებულია პოლიამიდისა და პოლიეთერის ბოჭკოებისაგან.
პირველს განეკუთვნება კაპრონი, ნეილონი (nylon), ხოლო მეორეს – ლავსანი, პოლიესტერი (polyester). ორივეს დადებით მხარედ მიიჩნევა დაბალი წონა, მაღალი სიმტკიცე და დაბალი ჰიგროსკოპიულობა (წყლით გაჟღენთვა). მაგრამ პოლიამიდური ქსოვილები დასველებისას იწელება, რაც, მაგალითად, წვიმის დროს იწვევს ტენტის ჩაზნექვას. სამაგიეროდ, პოლიეთერული ქსოვილები გაცილებით ძვირია.
არსებობს ამ ქსოვილების ქსოვის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც სავაჭრო მარკირებაში აღინიშნება შემდეგნაირად: Taffeta, Oxford, Rip Stop. Taffeta – ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ დროს ქსოვილი პატარა რომებების ფორმისაა და გამოდის თხელი, მაგრამ მტკიცე. მას ძირითადად იყენებენ კარვების გარე ტენტებში. Oxford უფრო სქელი და მტკიცე ქსოვილის წარმოებისათვის გამოიყენება, რომელსაც ხმარობენ ძირისათვის ან კარვის რკალების ქსოვილზე დასამაგრებელი ჯიბეებისათის. Rip Stop გულისხმობს ქსოვისას ჩვეულებრივ ბოჭკოებში უფრო სქელი და მტკიცე ძაფის ჩამატებას და გამოიყენება იმ დროს, როცა უნდათ გაზარდონ ქსოვილის მედეგობა გახეხვისადმი ან გახევისა და გამოძენძვისადმი. ასეთ გამაძლერებელი ქსოვა ადვილად შესამჩნევია, რადგან ამ დროს ქსოვილის ზედაპირი იძენს პატარა კუბოკრულ ამობურცულბებს, რომელიც ე.წ. „ვაფლის პირსახოცის“ ზედაპირს ჰგავს. ასეთი ზედაპირის შემჩნევისას შამოწმეთ, რომ იგი ძალიან ხორკლიანი არ იყოს. თუ ძაფები ძალიან ამობურცულია, არის საშიშროება, რომ წყალამრეკლი დაფარვა, რომელიც ამ ტიპის ქსოვილზე დააქვთ, კარგად არ არის შესრულებული და შეიძლება წყალი გააპაროს.
მასალის წყალგაუმტარობა ან წყალმედეგობა ფასდება წყლის სვეტის სიმაღლით, რომელსაც უძლებს ქსოვილი ისე, რომ არ სველდება. ეს პარამეტრი ითვლება მილიმეტრებში და აღწევს 10 000 მმ–ს. (ტანსაცმელზე მინახავს 25000 მმ–იც, მაგრამ კარავზე 10000–ზე მეტი არ შემხვედრია).
კარვის ძირს, შიდა და გარე ტენტებს სხვადასხვა მოთხოვნები წაეყენება, ამიტომ განვიხილოთ თითოეული მათგანი.
გარე ტენტიკარვის ეს ნაწილი იღებს თავის თავზე მთელ დატვირთვას: წვიმას, სეტყვას, ქარს, ტემპარატურის ცვალებადობას, ულტრაიისფერ და ინფრაწითელ გამოსხივებას. შესაბამისად ტენტი აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად მტკიცე, გამძლე და არ უნდა სველდებოდეს. მაგრამ ამ თვისებების გაზრდა იწვევევს წონის მატებას, დაკეცვისა და გაშლის გაძნელებას, ან ფასის კატასტროფულ ზრდას და ა. შ. ამიტომ ყველა ეს მონაცემი უნდა შეირჩეს გონივრული საკმარისობის პრინციპით.
ლიტერატურაში თავს იზღვევენ და წერენ, რომ 3000 მმ წყლისმედეგობის ქსოვილი უძლებს პრაქტიკულად ყველანაირ წვიმას. ისე კი წყალს ატარებს < 600 მმ წყლისმედოგობის კარვები, კოკისპირული და გადაუღებელი თქეშის შემთხვევაში ოდნავ ატარებს წყალს 800 მმ–იანი ორტენტიანი კარავები. 1200 მმ და უფრო მაღალი წყალგაუმტარობის არც ერთ კარავი წყალს არ უშვებს პირველ ჯერზე თუმცა ექსპლუატაციაში წყალს ისიც გაატარებს. იდეაში რაც უფრო მაღალი მედეგობა აქვს კარვს მით უფრო დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს იგი წყლის შეკავების ფუნქციას.
კარვის დადგმის დროს აუცილებელია, რომ კარვის გარე ტენტი იყოს ძალიან კარგად დაჭიმული, რათა არ იყოს ჩაზნექილობები, საიდანაც შეიძლება წყალი გააპაროს.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილის ხარისხს. პირველ რიგში, ეს ეხება ქსოვის ტიპს და ძაფის სისქეს. კარგი მაჩვენებელია 185-190 ძაფი, მაღალია 210 ძაფი ერთ კვადრატულ დიუმზე, რაც აღინიშნება ასე: 185T ან 210T. ასო T წარმოდგება ინგლისური Texture Element, შემოკლებით T. სლენგეზე ე.წ. „ტექსებსაც“ უწოდებენ. როგორც აღვნიშნეთ, ეს არის გრძივი და განივი ძაფების საერთო რაოდენობა ერთ კვადრატულ დიუმზე. რაც უფრო მაღალია „T“–ს რიცხვი, მით უფრო მჭიდრო და მტკიცეა ქსოვილი.
ასევე მაღალ მაჩვენებლად ითვლება ძაფის სისქე 70-75D. Den წარმოდგება ფრანგული Denier–სგან. დენიე აღნიშნავს ძაფის სისქეს ქსოვილში და უდრის მასას გრამებში, რომელსაც იწონის 9 კმ. სიგრძის ძაფი. აბრეშუმის ჭიის ძაფის წონაა – 1 დენიე, ხოლო ადამიანის თმისა – 50 დენიე.
ქსოვის ტიპზე ზემოთ უკვე დავწერე, მაგრამ გავიმეორებ, რომ Rip Stop ითვლება ყეველაზე მაღალი ხარისხის ქსოვად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი ქსოვა ძალიან ზრდის ქსოვილის სიმტკიცეს, თან ისე, რომ არ იწვევს წონის შესამჩნევ მატებას.
ზოგიერთი კომპანია ტენტის დამცავი თვისებების გაუმჯობესების მიზნით მიმართავს ქსოვილის გაჯირჯვას წყალამრეკლი ნივთიერებით, ან ქსოვილის დაფარვას სპეციალური მასალით (პოლიურეთანული დაფარვა აღინიშნება ასოებით PU, ხოლო სილიკონური - Si ). შესაძლებელია იყოს გაჯირჯვაც და დაფარვაც. ორივე ეს ხერხი აუმჯობესებს ტენტის მდგრადობას გარე ფაქტორებისადმი და ზრდის მისი მუშაობის ხანგრძლივობას.
სერიოზული მწარმოებელი ნაწარმის პასპორტში ყოველთვის უთითებს მასალას, რომლისგანაცაა გაკეთებული კარავი. რა თქმა უნდა სხვადასხვა კომპანიის აღნიშვნები და ნაწარმის აღწერები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ ძირითადი დასკვნების გაკეთების საშუალებას ყოველთვის იძლევა.
ჰოლანდიური კომპანია ჰოლანდიური EUROTRAIL, კარავი CAMP 3.
FLY: 185T polyester PU coated 1500 mm.
INNERTENT: Breathable polyester, fire retardent
გავშიფროთ ეს ჩანაწერი:
გარე ტენტი არის პოლიესტერის, რომელის ქსოვის სიმჭიდროვე შეადგენს 185 ძაფს კვადრატულ დიუმზე, ტენტი დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 1500 მმ–ის ტოლია.
შიდა ტენტი: მსუნთქავი პოლიესტერი, რომელსაც ცეცხლი არ ეკიდება
ცოტა განსხვავებული წარწერა აქვს კანადურს COLEMAN–ს. მაგ. კარავი MONTANA 4:
Flysheet fabric: Polyester taffeta 75D, 450 mm PU coated
Inner tent fabric: Polyester 68D mesh and Polyester taffeta 75 D 450 mm PU coated.
გავშიფროთ ეს ჩანაწერი:
გარე ტენტი არის პოლიესტერის, რომელიც taffeta–ს მეთოდითაა ნაქსოვი და ამისთვის გამოყენებულია 75 დენიეს სისქის ძაფი, ტენტი დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 450 მმ–ის ტოლია.
შიდა ტენტი: ანტიმოსკიტური ბადეები ნაქსოვია 68 დენიეს, ხოლო ტენტი 75 დენიეს სისქის ძაფებით, დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 450 მმ–ის ტოლია.
ასევე განსხვავებულია THE NORTH FACE-ს წარწერა. მაგ. კარავი VE 25
Fabric: fly: 75D 185T nylon ripstop, 1500 mm PU coated, water-resistance finish.
ქსოვილი: გარე ტენტი ნაქსოვია ნეილონის 75 დენიეს სისიქის ძაფით, რიპსტოპის ტიპით, 185 ძაფის სიმჭიდროვით და წყალგაუმტარობა 1500 მმ–ია.
უნდა აღვნიშნო, რომ გარდა ამ მონაცემების გაცნობისა, გირჩევთ მეტი ინფორმაცია მოიძიოთ კომპანიების საიტებზე. ამის აუცილებლობაში დაგარწმუნებთ შემდეგი ფაქტი – მიუხედავად მონაცემების მსგავსებისა, EUROTRAIL-ის კარავი CAMP 3 ღირს 80 დოლარი, ხოლო THE NORTH FACE-ს კარავის VE 25 ფასი 600 დოლარია. საქმე ისაა, რომ VE 25 ალბათ, ყველაზე ცნობილი კარავია ალპინისტებში და იწარმოება უკვე 20 წელია. მისი ქსოვილის რეალური წყალმედეგობა 10000 მმ. უბრალოდ, ამერიკელი მწარმოებელი თავის კარავზე იძლევა გარანტიას მთელი სისცოცხლის განმავლობაში და ის, რაც წერია პასპორტში (1500 მმ), არის ყველზე პრობლემური ნაკერის წყალგაუმტარობა, რომელიც შენარჩუნებული ექნება კარავს 30–40 წლის შემდეგაც კი. რა თქმა უნდა, ამის გარდა ფასს განსაზღვრავს წონა, კარკასის ხარისხი, ძირის მახასიათებლები და სხვა.
შიდა კარავი (შიდა ტენტი)მისი ძირითადი დანიძნუელბაა იყოს კომფორტული და მშრალი საცხოვრებელი. ამისათვის იგი უნდა „სუნთქავდეს“, ჰქონდეს კარგი ვენტილაცია, დაცული იყოს კონდენსატის გაჩენისაგან და ამასთან იყოს მტკიცე და მსუბუქი.
როგორც წესი, შიდა ტენტის წყალგაუმტარობა უფრო დაბალია, ვიდრე გარე ტენტის. მისთვის უფრო ხშირად ხმარობენ ნეილონის ქსოვლს, რომლების კარგად იცავენ შიდა სივრცეს ქარისგან და გარეტ ადვილად გამოაქვთ ჰაერი და ორთქლი.
ძირიწყალგაუმტარობის და სიმტკიცის მხრივ, კარვის ძირს ყველზე მეტი მოთხოვნა წაეყენება. ის შიგნიდან უნდა უძლებდეს ადამიანის მუხლებისა და იდაყვების ზეწოლას, ხოლო გარედან იცავდეს წყლის ნაკადისაგან, რომლის გზაზეც შეიძლება კარავი აღმოჩნდეს უამინდობის დროს. თუმცა, მეორეს მხრივ, ამის გამო არ შეიძლება უსაშველოდ გაიზარდოს კარვის წონა და მოცულობა.
სასურველია, რომ ძირის წყალგაუმტარობა იყოს მინიმუმ 3000 –50000 მმ, რადგან ძლიერი ზეწოლისას მან წყალი არ გააპაროს. ზოგადად ითვლება, რომ 3000 მმ კარგად უძლებს ტანის ზეწოლას, 5000 მმ მუხლებისას, ხოლო 10000 მმ იდაყვებისას. ეს, რა თქმა უნდა, მთლად ზუსტი არაა და იგი ბევრადაა დამოკიდებული ქსოვის ტიპზე, ძაფის სისქეზე და ნაწარმის ხარისხზე, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას შეგიქმნით რატომ უნდა იყოს ძირი მომატებული წყალმედეგობის.
უფრო ხშირად ძირის მასალად გამოიყენება ან ნეილონი ან არმირებული პოლიეთილენი.
სასურველი მონაცემები ასე გამოიყურება: Nylon Oxford 210Т PU 5000 Rip Stop WR. აღნიშვნა WR ნიშნავს water resistant–ს. მაგალითად, THE NORTH FACE-ის VE 25 –ის ძირის მონაცემები ასეთია: 70 D 210T nylon taffeta, 10 000 mm PU coating, water resistant finish.
კარვის კარკასისაკამოდ მნიშვნელოვანია, თუ რისგანაა გაკეთებული კარკასი. იგი უნდა იყოს მტკიცე, მსუბუქი და ადვილად იშლებოდეს და იწყობოდეს.
დღეს კარკასი კეთდება ან მინაქსოვილისაგან (ფიბერგლასი) ან ალუმინისაგან.
ფიბერგლასის კარკასს ალუმინთან შედარებით აქვს მხოლოდ ერთი უპირატესობა – დაბალი ფასი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტურისტულ კარვებში, რომლებასაც ძირითადად მეთევზეები იყენებენ, მინაქსოვილის ჯოხები სავსებით საკმარისია.
სხვა საქმეა სამთო ტურიზმისა და ალპინისტური კარვები. მათში აუცილებელია ალუმინის კარკასის გამოყენება არამარტო იმიტომ, რომ ისინი უფრო მტკიცეა, მსუბუქი და არ აქვთ ნარჩენი დეფორმაცია. ძირითადი აქ არის მკვეთრი ტემპერატურული გადახრებისადმი მდგრადობა. მაღალ მთაში ღამით ძალიან ცივა და ხშირად მინუსი ფიქსირდება, ხოლო დღისით, მზის გულზე ტემპერატურა 25–30 გრადუსსაც აღწევს. სწორედ ამ დროს ფიბერგლასის ჯოხები იბზარება, სკდება და იმტცრევა, ხოლო ალუმინისაზე ეს ფაქტორი არ მოქმედებს. თანაც მინაქსოვილის ჯოხები ვერ უძლებს დარტყმას და დაცემას, ალუმინისა კი ამის მიმართაც გამძლეა.
ყველაზე გავრცელებული მარკები, რომლებიც გამოიყენება კარვის კარკასებისათვის არის 7001, 7071, 7075, რომელთაც თითქმის თანაბარი სიმტკიცე აქთ. ზოგჯერ მარკირებისას შეიძლება მითითებული იყოს ჩამოსხმის სიმტკიცე, მაგ. 7075-
This post has been edited by mahatma-gandhi on 19 Jul 2013, 01:03