forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხეზე მუშაობა, დურგლობა, ყველაფერი ხეზე მუშაობის შესახებ
suiciderspoon
რი-member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 142
წევრი No.: 146164
რეგისტრ.: 5-April 12

  გამოგზავნილია: 5 Jun 2017, 16:18  #50703911      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთი თემა ვერ ვიპოვე ხეზე მუშაობის შესახებ. ლაპარაკი მაქვს მხოლოდ ხის მასალაზე და არა ლამინატზე, მდფ-ზე და სხვა.

რაც ვნახე არის ხის სახლის აშენების, კონრეტული ხის მასალის გაჩუქების, ხელოსნის ძებნის, ხის კარ-ფანჯრის ხელოსნის ძებნის და ა.შ. შესახებ.

user posted image

მე კი ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ ეს თემა მოიცავს:

ა) დამწყებ ხეზე მომუშავეებისთვის რჩევებს (მათ შეკითხვებს, კითხვა-პასუხს).
ბ) ხეზე სამუშაო იარაღების სპეციფიკაციებზე და გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილებას გაზიარებას - მაგ. სარანდი საშუალების, ან ე.წ. heat-ერის.
გ) საკუთარი მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარებას/ტრიპაჩობას, თავის მოწონებას.
დ) იარაღების და მასალების შესაძენი ადგილების შესახებ რჩევებს
ე) გამოცდილი ხელოსნების შესახებ რჩევებს.
ვ) ვიდეო tutorial-ებს.

ასე რომ, დავიწყოთ popcorn.gif
* * *
მე მაგალითად ახლა ვაპირებ ძველი სკამებისთვის ლაქის და საღებავის გაცლას და ბაიცის (ე.წ. საჟღენთი საღებავის) წასმას და ხელმეორედ გალაკვას smile.gif

ხოდა ლაქის და საღებავის გასაცლელად ვიყიდე ეს
user posted image

დღეს შესაბამის "შკურკებსაც" ვიყიდი და შევუდგები საქმეს.

თუმცა აღმოვაჩინე, რომ საღებავის გასაცლელად ასევე გამოიყენება ე.წ. Heater-ი. რომელიც აცხელებს და მერე შეგიძლია შპატელით ააცალო.

იდეაში ალბათ უკეთესი მეთოდია, მაგრამ ეგ ჰითერი ჯერ არ მაქვს. თუმცა ამას დავადგი თვალი: https://www.amazon.com/gp/product/B004NDX7O...d=ATVPDKIKX0DER

ვნახოთ, რა იქნება smile.gif სკამებზე before & after ფოტოებს დავდებ smile.gif


--------------------
Try not. Do… or do not. There is no try
PANTALONE
I'm Your Pizza


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14796
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02

გამოგზავნილია: 5 Jun 2017, 18:59  #50704935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
იატაკი მინდა მოვხვეწო ჩემი ძალებით/ მენანება ფულის მიცემა/
რომელ ინსტრუმენტს მირჩევთ?

ბრტყელი ვიბრაციული თანაბრად იღებს მაგრამ ნელა მუშაობს/


--------------------
https://marebito75.deviantart.com/gallery/
farsmaneli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 389
წევრი No.: 129505
რეგისტრ.: 1-April 11

გამოგზავნილია: 6 Jun 2017, 16:51  #50710948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
suiciderspoon
კაპაროლს აქვს კარგი ლაქები სასურველ ფერზე დაგისვამენ და ბაიცზე უკეთესად და ლამაზად გამოდის
PANTALONE
იქირავე გერმანული ციკლოვკის აპარატი ცოტა ვიდეოებს გადახედე იუუბზე და გამოხვალ იაფად
ხელის იარაღებით იატაკი არ გამოგივა კარგი და ვერც გაუძლებს დაიწვება
rommel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 31 Jul 2017, 23:31  #51064417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა კარგ თემას გადავაწყდი❤️

ვეძებდი ადრე მსგავს თემას და ვერ ვნახე. მე ვარ გატაცებული დურგლობით. ხეზე მუშაობაზე სასიამოვნო და საინტერესო საქმე არ მეგულება. მონდომების შემთხვევაში უამრავი დეკორატიული და პრაქტიკული ნივთის დამზადება შეიძლება ხის მასალისგან, თუნდაც მეორადისგან.

ახლა ფანჩატურს ვაკეთებ. დავდებ ხვალ ფოტოებს და თუ ვინმეს დაჭირდება გამოცდილებასაც გავუზიარებ.
pekineli
შოპენომანი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18999
წევრი No.: 54277
რეგისტრ.: 24-February 08

გამოგზავნილია: 31 Jul 2017, 23:57  #51064595      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (suiciderspoon @ 5 Jun 2017, 16:18 )
ერთი თემა ვერ ვიპოვე ხეზე მუშაობის შესახებ. ლაპარაკი მაქვს მხოლოდ ხის მასალაზე და არა ლამინატზე, მდფ-ზე და სხვა.

რაც ვნახე არის ხის სახლის აშენების, კონრეტული ხის მასალის გაჩუქების, ხელოსნის ძებნის, ხის კარ-ფანჯრის ხელოსნის ძებნის და ა.შ. შესახებ.

user posted image

მე კი ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ ეს თემა მოიცავს:

ა) დამწყებ ხეზე მომუშავეებისთვის რჩევებს (მათ შეკითხვებს, კითხვა-პასუხს).
ბ) ხეზე სამუშაო იარაღების სპეციფიკაციებზე და გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილებას გაზიარებას - მაგ. სარანდი საშუალების, ან ე.წ. heat-ერის.
გ) საკუთარი მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარებას/ტრიპაჩობას, თავის მოწონებას.
დ) იარაღების და მასალების შესაძენი ადგილების შესახებ რჩევებს
ე) გამოცდილი ხელოსნების შესახებ რჩევებს.
ვ) ვიდეო tutorial-ებს.

ასე რომ, დავიწყოთ popcorn.gif
* * *
მე მაგალითად ახლა ვაპირებ ძველი სკამებისთვის ლაქის და საღებავის გაცლას და ბაიცის (ე.წ. საჟღენთი საღებავის) წასმას და ხელმეორედ გალაკვას smile.gif

ხოდა ლაქის და საღებავის გასაცლელად ვიყიდე ეს
user posted image

დღეს შესაბამის "შკურკებსაც" ვიყიდი და შევუდგები საქმეს.

თუმცა აღმოვაჩინე, რომ საღებავის გასაცლელად ასევე გამოიყენება ე.წ. Heater-ი. რომელიც აცხელებს და მერე შეგიძლია შპატელით ააცალო.

იდეაში ალბათ უკეთესი მეთოდია, მაგრამ ეგ ჰითერი ჯერ არ მაქვს. თუმცა ამას დავადგი თვალი: https://www.amazon.com/gp/product/B004NDX7O...d=ATVPDKIKX0DER

ვნახოთ, რა იქნება smile.gif სკამებზე before & after ფოტოებს დავდებ smile.gif

ეგ რა მაგარი რამეა რა ღირდა?
სად იყიდე?

კარგად მუშაობს თუ სუსტია?
მე ძველი კარების გადაშკურკვა მინდა და თუ გამომადგება ნეტავ


--------------------
ღმერთოო ცოტა გენიოსებსაც მოგვხედე...
გმადლობთ რომ მომხედე... <3


იმერლებს არ ვენდობოდი არასოდეს,
ჩემი კრედოა იმერელს არაფერში ვენდო.
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23170
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 3 Aug 2017, 14:08  #51078987      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
suiciderspoon
ლაქის ასაცლელად გადავწყვიტე გამოვიყენო V33-ის სპეციალური სითხე. http://v33.ru/cniatia-lakokrasochnyi-pokryitii
ესაა...
ძალიან მაგარი პარამეტრები აქვს, დავრეკე ბრიკორამაში და ქონდათ, ახლა არ ვიცი. 3 ფენა ალკიდურ ლაქვს აშორბს 3 წუთში, 10 ფენას - 15 წუთში. დროის და ენერგიის არაჩვეულებრივი დანაზოგია.


This post has been edited by Natuka NGN on 3 Aug 2017, 14:10


--------------------
http://natalimade.wordpress.com/
http://psiqea.wordpress.com
https://www.facebook.com/TrendyHandmadeBeadsByNatalie
Dr NULL
Fagopyrum in olio vafanсulo


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2015
წევრი No.: 62467
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 3 Aug 2017, 21:21  #51081312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Natuka NGN
QUOTE
ლაქის ასაცლელად გადავწყვიტე გამოვიყენო V33-ის სპეციალური სითხე

გამოყენების მერე შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ smile.gif
ერთი პრობლემაა, აფხეკის მერე გარეცხეთო და ორმეტრბახევრიანი კარები როგორ გავრეცხო ))))


--------------------
"In a Hierarchy Every Employee Tends to Rise to His Level of Incompetence."
The Peter Principle

Давайте ходить по газонам, подвергаясь штрафу.
И. Ильф, Е. Петров
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23170
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 4 Aug 2017, 10:41  #51083452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dr NULL
მგონი შხაპის ქვეშ არ უნდა რეცხო smile.gif) არამედ თბილი წყალი და აბრეშუმის ჯაგრისითო. ანუ დასველებული ჯაგრისით აიღო დარჩენილი.
ჯერ მნამდე მტვრიანი სამუშაოები მაქვს. ისე კი გავქკეთე ნეზობლის ძველი კარადაuser posted image
rommel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 7 Aug 2017, 11:06  #51100156      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც დაპირებული ფოტოები.

ორივე დიდი პაპა დურგალი მყავდა და ბევრი ძველი ხეზე სამუშაო იარაღი შემომრჩა. შემთხვევით სხვენში პაპაჩემის 100-120 წლის წინ გაკეთებული ორნამენტებიანი თაღები და მოაჯირის გულები აღმოვჩინე, სხვა მეორადი ხის მასალაც მქონდა და გადავწყვიტე ფანჩატური გამეკეთებინა.

ყველაზე რთული თაღების და მოაჯირის რესტავრაცია გამოდგა. საღებავი ესვა საოცარი ხარისხის. სპეციალური ინსტრუმენტები არ მქონდა, ამიტომ გაზის მილს რკინის მილის ნაჭერი წამოვაცვი, ცეცხლი მოვუკიდე და ასე ვადნობდი საღებავს, გაცხელებულ საღებავს კი დანით ან "შპატელით" ვაძრობდი. ამგვარად გასუფთავებულ ხეს ჯერ შედარებით მსხვილი, შემდგომში კი წმინდა შკურკით ვამუშავებდი. საბოლოოდ უფერო ხის დამცავს ვუსვამდი.

მოაჯირის გული დამუშავებამდე
user posted image

დამუშავების შემდეგ

user posted image


ესეც მოაჯირები
user posted image
PANTALONE
I'm Your Pizza


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14796
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02

გამოგზავნილია: 7 Aug 2017, 11:26  #51100245      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
სალამი , ხის ფანჯარა რითი დავგრუნტო?
ოლიფაზე იაფიანი გრუნტი რა ვიცით?
თან წყალი ესხმება ეზოს მხრიდან და ჰიდრო გამძლე უნდა გავხადო.
suiciderspoon
რი-member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 142
წევრი No.: 146164
რეგისტრ.: 5-April 12

გამოგზავნილია: 7 Aug 2017, 11:29  #51100257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (pekineli @ 31 Jul 2017, 23:57 )

ეგ რა მაგარი რამეა რა ღირდა?
სად იყიდე?

კარგად მუშაობს თუ სუსტია?
მე ძველი კარების გადაშკურკვა მინდა და თუ გამომადგება ნეტავ

ამაზონიდან გამოვიწერე და ჯერ ისევ ვერ მოვიცალე გასატესტად smile.gif როგორც კი გავტესტავ, გაჩვენებთ

სკამებზე paint stripper მირჩიეს, ამ ხელსაწყოთი, როგორც წესი, მხოლოდ სწორ ზედაპირს შკურკავენო, ასე რომ, მიხვეულ-მოხვეულ ადგილებში, ისევ ხელით მომიწევდა შკურკვა.

ჯერ არ გამიტესტავს არც ფეინთ სთრიფერი, იმიტო რო სახლში ვერ იზამ მაგას, კარგად განიავებად ადგილზე უნდა გააკეთო. თუმცა ხელსაწყოები მზად მაქვს, ფუნჯი, თვითონ ეს სითხე, რკინის ჯაგრისი (მერე ვიდრე ბაიცს დაასვამ, ჯობს მაგითი ჩამოწმინდო თურამე დარჩებო) და უსაფრთხოებისთვის, სათვალე, ხელთათმანები და რესპირატორი ))

ასე რომ, პირველივე შესაძლებლობისთანავე ვცდი )
* * *
QUOTE (rommel @ 7 Aug 2017, 11:06 )
ესეც დაპირებული ფოტოები.

ორივე დიდი პაპა დურგალი მყავდა და ბევრი ძველი ხეზე სამუშაო იარაღი შემომრჩა. შემთხვევით სხვენში პაპაჩემის 100-120 წლის წინ გაკეთებული ორნამენტებიანი თაღები და მოაჯირის გულები აღმოვჩინე, სხვა მეორადი ხის მასალაც მქონდა და გადავწყვიტე ფანჩატური გამეკეთებინა.

ყველაზე რთული თაღების და მოაჯირის რესტავრაცია გამოდგა. საღებავი ესვა საოცარი ხარისხის. სპეციალური ინსტრუმენტები არ მქონდა, ამიტომ გაზის მილს რკინის მილის ნაჭერი წამოვაცვი, ცეცხლი მოვუკიდე და ასე ვადნობდი საღებავს, გაცხელებულ საღებავს კი დანით ან "შპატელით" ვაძრობდი. ამგვარად გასუფთავებულ ხეს ჯერ შედარებით მსხვილი, შემდგომში კი წმინდა შკურკით ვამუშავებდი. საბოლოოდ უფერო ხის დამცავს ვუსვამდი.

მოაჯირის გული დამუშავებამდე
user posted image

დამუშავების შემდეგ

user posted image


ესეც მოაჯირები
user posted image

სუპერ.

შეგიძლიათ დაწეროთ ფანჩატურს როგორ აკეთებთ? smile.gif

მე ეს ვიდეო ვნახე და ამის მიხედვით არ უნდა იყოს ძნელი, თუმცა ჩემი მოთხოვნებისთვის მეტისმეტად მახინჯია gigi.gif მე ექვსკუთხა მინდა და უფრო დიდი ))



ძალიან მინდა ჩემი ხელით ავაწყო და ფუნდამენტზე და გადახურვაზე ვნერვიულობ )) იდეაში, ეს ონდულინი არ უნდა იყოს ძნელი დასამაგრებელი, მოქნილი მასალაა, მაგრამ ვიზუალიც დიდი ვერაფერი აქვს ))
* * *
გუშინ რაც მოვახერხე, ესენია:

ძველი საკეტები გამოვცვალე სოფელში ))

user posted image

user posted image
rommel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 7 Aug 2017, 11:42  #51100315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხის ძელებისგან კარკასი შევკარი. ბეტონის ხიმინჯებზე დავსვი მიწასთან შეხება რომ არ ქონოდა, თან ჰორიზონტალურ სიბრტყეში გავასწორე.
user posted image


იატაკი ფორთოხლის გულის მსგავსად გავაკეთე. ცოტა საჩალიჩოა, სამაგიეროდ ლამაზია და მისწრებაა, როდესაც მასალის დეფიციტი გაქვს. ფაქტობრივად ყველა ზომის ნაჭერს იყენებ.
user posted image



ამის შემდეგ ძელების ზედა ნაწილი შევკარი. შურუპი საკმარისია, თუმცა წებოსაც ვიყენებ.
user posted image


გამაგრების შემდეგ სიმაღლეში ზედმეტი რაც იყო მოვაჭერი.
user posted image
user posted image


გადახურვის ჯერიც დადგა. პირველი 2 ძელი მიწაზევე შევკარი. ასე უფრო ადვილია სასურველი დახრილობის განსაზღვრა.
user posted image
user posted image


დანარჩენი ძელები ზედვე უნდა დამაგრდეს.
user posted image
user posted image

ამ ძელებზე ფიცრები დავაკრი. მზად მაქვს კრამიტის დასაფარებლად, მაგრამ ტოლის დადებაც გადავწყვიტე ყოველი შემთხვევისთვის და ჯერჯერობით გადახურვას აღარ ვეხები.

ბოლოს მოაჯირები გავაკეთე.
user posted image
user posted image


ცუდი ხარისხის ფოტოების გამო ბოდიშს გიხდით.
suiciderspoon
რი-member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 142
წევრი No.: 146164
რეგისტრ.: 5-April 12

გამოგზავნილია: 7 Aug 2017, 11:53  #51100393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მაგარია smile.gif

ხიმინჯებზე უფრო დეტალურად შეგიძლიათ? ანუ ის მილი რა არის, რაშიც ბეტონი ასხია? და ხე ეგრევე ბეტონშია ჩარჭობილი? ანუ ვთხრით ორმოს, ვსვამთ ამ მილს შიგნით, ვარჭობთ ხეს და ვასხამთ გარშემო ბეტონს? სწორად წარმოვიდგინე? smile.gif
* * *
QUOTE (Natuka NGN @ 3 Aug 2017, 14:08 )
suiciderspoon
ლაქის ასაცლელად გადავწყვიტე გამოვიყენო V33-ის სპეციალური სითხე. http://v33.ru/cniatia-lakokrasochnyi-pokryitii
ესაა...
ძალიან მაგარი პარამეტრები აქვს, დავრეკე ბრიკორამაში და ქონდათ, ახლა არ ვიცი. 3 ფენა ალკიდურ ლაქვს აშორბს 3 წუთში, 10 ფენას - 15 წუთში. დროის და ენერგიის არაჩვეულებრივი დანაზოგია.

ზუსტად ეგ არა, მარა ბრიკორამაში ვიყიდე კაკ რაზ იგივე ფუნქციონალის სითხე.

დღეს საღამოს თუ მოვიცალე, ერთ სკამს დავესხმები თავს ))
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23170
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 7 Aug 2017, 13:51  #51101247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PANTALONE
QUOTE
ოლიფაზე იაფიანი გრუნტი რა ვიცით?

ოლიფა არ გინდა, ცოტა ხანში ჩაგიგდებ რა გამოიყენო შედარებით იაფიანი.

---
http://wishlist.ge/domino/%E1%83%A7%E1%83%...83%A0%E1%83%98/
ეს, აკრილის იმპეგრანტია, წყლის ბაზაზე. არის სრულიად უფეროც და ფერიანიც. სამუშაოდ ძალიან კარგია.
* * *
suiciderspoon
რომელი ფირმისაა? ფასიც მითხარი, ეს ცოტა ძვირია და ჯერ იმდენი ხარჯი მაქვს მაგას ვერ ვყიდულობ. შედეგები გვამცნე smile.gif

rommel
რა მაგარია....

This post has been edited by Natuka NGN on 7 Aug 2017, 14:04
PANTALONE
I'm Your Pizza


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14796
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02

გამოგზავნილია: 7 Aug 2017, 14:17  #51101414      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
Natuka NGN
კარგი რამე ჩანს, ეს იგივე აკრილის გრუნტია ხომ?
სახატავი ტილოების დასაგრუნტადაც გამოდგება/

მადლობთ, ამას ვიყიდი
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0173 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]