forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (33) « პირველი ... 31 32 [33]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ნევროზი, დეპრესია და სტრესი , vol. 3
taka26
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4677
წევრი No.: 204074
რეგისტრ.: 23-June 15

გამოგზავნილია: 13 Dec 2018, 23:44  #53928447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
thug
thug
კი გამოკვლეული მაქ, მარ ხან ექიმის არ მჯერა ხან დიაგნოზის ხან გამეხარდება, ჰაჰ ჰა 2 დღე და მერე ისევ ახლოდან მეწყება...
Gi000
მოგწერეთ


--------------------
ყველა დაღმართის მერე აღმართი მოდის.....!
ყველა მზის ჩასვლას მზის ამოსვლა მოსდევს....!
ყველა იმედგაუცრების შემდეგ ,ყველაზე დიდი იმედი მოდის..![COLOR=red][I]
Gi000
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 230133
რეგისტრ.: 16-March 17

გამოგზავნილია: 14 Dec 2018, 01:46  #53928832      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთ ერთ იუზერს მივწერე და იგივეს დავაკოპირებ, რომ იქნებ რამეში მაინც დაგეხმაროთ:

მოკლედ რატო და რაზე დამემართა ეგ სხვა საკითხია და ვფიქრობ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.უბრალოდ ამეკვიატა ერთ-ერთი დაავადების შიში, ანალიზების , ექიმებთან გაუთავებელი სიარულის მიუხედავად ვერ ვიშორებდი ამ შიშს, იმ დონეზე ამერია აზროვნება, რომ ანალიზების პასუხებს ვაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ, ექიმების კვალიფიკაციას, იმას ვფიქრობდი წინა პაციენტის ნახმარი შპრიცით ხო არ ამიღეს მექანიკურად სისხლი თქო. როგორც კი ერთ შიშს განვდევნიდი უარესი მომდიოდა თავში, რომ იქნებ ძალით დამაავადეს ეს ჯანმრთელი ადამიანი თქო, იმდენად მოჯადოებულ წერეზე შევედი, იმდენად სასტიკი და შემაძრწუნებელი იყო ეს ყველაფერი რომ ალტერნატიულ სამყაროში ვიწყებდი ცხოვრებას, ვერ აგიღწერთ ეს რას ნიშნავს. აქ რასაც ვკითხულობ მონაგონია იმასთან შედარებით რაც მე გადავიტანე, აი ფილმებში რომ არის ფლეშ ბექები ან რაღაც მსგავსი, ოთახს ვუყურებდი და უცბად თვალის ერთი დახამხამების შემდეგ ბნელ, ცივ, უფანჯრო ოთახში ვხვდებოდი ( არასოდეს არანაირი ნარკოტიკი არ მიმიღია, არც მოსაწევი) და ოთახის კედლები ნელ ნელა იწყებდა დაპატარავებას,, აი ეს მომენტი იყო და მეწყებოდა ცივი ოფლის დასხმა სახეზე, ტანზე, მიხშირდებოდა სუნთქვა, მეწყებოდა გულის ტკივილი და ერთადერთი გამოსავალი რასაც ვპოულობდი დამაძინებელების დალევა და დაძIნება იყო თუმცა აზრი არ ქონდა იმ ძილს, დილით გაღვიძებული მარტო ვრჩებოდი ისევ....
სანამ ამდენს წაიკითხავთ ან თუ საერთოდ წაიკითხავთ გეტყვით, რომ გამოსავალი არის !! გამოსავალი არის თითოეულ ჩვენგანში. შეიძLება ბევრს უთქამს ეს და გაცვეთილი გგონიათ მაგრამ არა ! წ ა ი კ ი კ ი თ ხ ე თ კარგად ! გამოსავალი არის და ამას ქვია : ქ ვ ე ც ნ ო ბ ი ე რ ი !!!
მერე ერთი მომენტი იყო, საერთოდ ყველასგან განმარტოება დავიწყე და ჩემ თავთან საუბარი, შეკითხვების დასმა, რომელზეც პასუხებს მხოლოდ ჩემივე თავი გასცემდა და არა სხვა. ნერვოზის და ესეთი მდგომარეობის დროს რა გვინდა ყველაზე მეტად? ვიღაცამ თავზე ხელი გვისვას და კარგად ხარ არაფერი არ გჭირს ხო? არა !! მხოლოდ შენი თავი მიგიყვანს მაგ აზრამდე. მთავარია სწორი შეკითხვები დაუსვა შენ თავს და შენი ქვეცნობიერი თვითონვე გიპასუხებს , შენთვითონვე მიხვალ სწორ პასუხებამდე. რაზე ნერვიულობ რატო ნერვიულობ ვაბშე რა ხდება საერთოდ. ადამიანის ტვინში რაც ხდება ისევ იმ ადამიანიდანვე ხდება ეს ყველაფერი. ეს არის მთავარი და ეს ყველაფერი მოდის შ ი შ ი ს გ ა ნ ! ცხოვრებისეული მაგალითები გაიხსენე რისიც შეგშინებია გამართლებულა? მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ რა რელიგიის ხარ სადაური ხარ... გინდა ბოროტი უწოდე, გინდა შინაგანი ხმა, რაც გინდა ის. ადამიანს თავისი თავი ებრძვის !. მე აი ესე ხმამაღლა ვეკითხებოდი ჩემივე ქვეცნობიერს რა გინდა? რატო მებრძვი და პასუხებს ასევე ხმამაღლა მეთვითონ ჩემდა უნებურად ვცემდი. და იცი სადამდე მივედი ? რა პასუხამდე? იქამდე რომ ჩემივე ქვეცნობიერი იმდენად ჩემი რეალური ჩემი თავის დაცვაზე იყო ორიენტირებული, რომ ეს ყველა შიში გამოიწვია, რომ ავად არ გავხმდარიყავი, გარეთ არ გავსულიყავი, იმიტომ რომ რამე არ მომსვლოდა, საჭესთან არ დავჯდარიყავი იმიტომ რომ ავარიაში არ მომკვდარიყავი და ასე უსასრულოდ !! ეს იყო პირველი ეტაპი იმაზე არგუმენტების მოპოვებისა რომ მე რეალურად არაფერი არ მჭირს, უბრალოდ ჩემ თავში რაღაც კოდი ამოქმედდა, რომელიც იმდენად ეგოიზმით, ნარცისიზმით , სილაჩრითა და სიფრთხილით იყო გავსებული რომ მეთვითონვე მიცავდა ამ ნაჭუჭში ჩაკეტვით, ჩათვალე ძველი ბიოსია რომელიც უნდა გადაფლეშო რომ ახალი სისტემა ჩაწერო.. ამის მერე ერთი საფეხურით წინ წავედი, წამლების და ანტიდეპრესანტების დალევას დავანებე თავი, გადავწყვიტე, რომ თვალებჩაშავებულმა და გაბომჟებულმა კი არ უნდა ვიარო ისევ ხოდზე უნდა ვიყო და ისევ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე, ვარჯიში დავიწყე, ჰაერზე სეირნობა, ფეხბურთის ყურება, ყველაფრის იმის კეთება რისგანაც სიამოვენბა მიმიღია ცხოვრებაშI, ეხლა უკვე იქამდე მივედი, რომ გემრიელი 1 ჭიქა ყავის დალევისასაც კი სიამოვნებას ვიღებ... ჩვენივე თავშია გასაღები, სხვაგან, მეგობრებში, წარსულში ძიებაში, ინტერნეტში ქექვაში, ექიმებთან სიარულში კი არა ჩვენივე თავში ! იმედია ოდნავ მაინც დაგეხმარეთ ჩემი ამ ისტორიით

This post has been edited by Gi000 on 14 Dec 2018, 01:48
rinfit
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 246167
რეგისტრ.: 23-October 18

გამოგზავნილია: 14 Dec 2018, 02:17  #53928910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მარიხუანა მართლა იწვევს დეპრესიების საბოლოოდ?
thug
life


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37605
წევრი No.: 7904
რეგისტრ.: 25-December 04

გამოგზავნილია: 14 Dec 2018, 03:24  #53929002      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GeorgeSword

კი მოსაწევმა დამმართა.
რავი ეხლა არ მინდა 100% მოსაწევს დავაბრალო მაგრამ მაგ პერიოდში ვეწეოდი როცა დამეწყო. + ალბათ ყოველდღიური სტრესი.
ეხლა რომ მახსენდება ადრე რამდენჯერაც პანიკური შეტევა მქონდა ყოველთვის როცა ვეწეოდი გადაბმულად მაშინ მომსვლია.

სულ ბოლოს კიდევ განებებული მქონდა პლანზეც სიგარეტზეც არც ვსვავდი და მაგ დროს მომივიდა პანიკური შეტევა.(ყველაფერს 1 დღეს იმიტომ გავანებე თავი რომ მაშინაც მოწეულზე გულში გამიარა მოკლედ ფიზიკური სიმპტომები დამეწყო და შემეშინდა მაგრად მეგონა გულზე დამერხა, ლაითი პანიკ ატაკი მქონდა მოკლედ მაშინაც)
ჩემი დასკვნა ასეთია რომ ადრე ადვილად ვაგორებდი როცა მოწეულზე მომსვლია რამე ვაბრალებდი დაბოლილი ვიყავი დავისიცხე ან რავი სხვა რამე.
ყველაფერს რომ გავანებე თავი და ფხიზელზე დამემართა უკვე სერიოზულად ჩავიციკლე მაგაზე ანუ უფრო დავიჯერე და ეხლა დავიწყე ძლივს გამოსვლა 2 თვე გავიდა...



taka26

წაიკითხე Gi000 ის პოსტი კარგი რჩევები აქვს.

მეც ეგრე ვიყავი ეხლა ვარ გამოსწორების გზაზე ბოლომდე არ ვარ გამოსული მაინც.
როცა ფიზიკური სიმპტომები ახლავს ნევროზს ეგ არის ყველაზე ძნელი დასაძლევი თითქოს აანალიზებ რომ არაფერი გჭირს გამოხვალ კიდეც კარგად ხარ და ბრახ უცბად რაღაც გრძნობა ან თავბრუსხვევა ან გულში გაგივლის ან რამე და გითრევს ისევ უკან.
მოკლედ არ უნდა აყვე ამ გრძნობებს ყველაფერი რაც ხდება გაანალიზე რომ არის ნევროზისგან. არ უარყო რათქმაუნდა დისკომფორტია და არაა კარგი გრძნობა მაგრამ როცა შენ ამ გრძნობას ემალები ან ცდილობ ყურადღება გატაიტანო ან გადადო ან დაემალო ეს არ გადაჭრის პრობლემას უარესად იძირები ესე.

გაანალიზე როცა გიტევს ეს აზრები ან პანიკური შეტევა გაქვს არ ეცადო დააღწიო თავი არ ეცადო გადაიტანო ყურადღება არც შეგეცოდოს შენი თავი მოკლედ მიუდექი ისე როგორც არის რეალობაში: ეს არის პანიკური შეტევა, ეს არის ნევროზი, არ არის სასიამოვნო რათქმაუნდა მაგრამ უნდა დაუდგე და მიიღო ისე როგორც არის და პირველი წავიდეს ის შენგან და არა შენ დაემალო მას.

კიდევ ერთი რამე დაიმახსოვრე ნევროზს ახლავს უამრავი ფიზიკური სიმპტომი და რეაქცია რომელიც ჩვეულებრივი რეალური გრძნობებია მაგრამ არ არის საშიში რადგან ეს არის ნევროზი და არა სხვა რამე ავადმყოფობის გამო გამოწვეული.



--------------------
"Some day a real rain will come and wash all the scum off the streets."
Adi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 613
წევრი No.: 233935
რეგისტრ.: 19-July 17

გამოგზავნილია: 14 Dec 2018, 04:15  #53929034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავიღალე უკვე. ბრძოლის თავი აღარ მაქვს.
გამოვიფიტე საკმაოდ. დასვენება და სიკვდილი მინდა.
ჯამრთელობაზე მუდმივი კონცენტრირება და კონტროლი არის ჯოჯოხეთი.
არადა მუდმივად კვების კონტროლი მიწევს რამაც უკვე საბოლოოდ შეიწირა ჩემი ნერვები.
აღარაფერი მინდა საერთოდ.. ამის იქით არ არსებობს ჩემი ცხოვრება.
ღამის გათენება არ შეიძლებაო, არაფერზე უნდა ვინერვიულო ზედმეტად, არ შეიძლება გულისთვის დაძაბულობა და ემოციებიო..


vis.gif vis.gif




*უბრალოდ რო ქრებოდეს ადამიანი არ შეიძლება?! cry.gif

This post has been edited by Adi on 14 Dec 2018, 04:27
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (33) « პირველი ... 31 32 [33]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0267 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]