გააჩნია ღობეს. ჯერ ერთი ღობის მთელ პერიმეტრზე გამტარობა უნდა იყოს კარგი და კარგი იზოლაცია მიწასთან. მერე რა რომ თუნდაც მაღალი ძაბვა გაუშვა მთელი ღობის პერიმეტრზე გამტარობა გინდა კარგი. მეორეც ყველა ვარიანტში დაგჭირდება აბრების გაკვრა რამდენიმე ადგილას რომ მაღალი ძაბვაა, საჭიროა ამ აბრის გამოკვრა თუნდაც შუაგულ ტყეში ჰქონდეს შემოღობილი.
36 ვოლტი არაფერია, მინიმუმ 10000 ვოლტზე მეტი გინდა რომ დენმა ნებისმიერი იზოლაცია ფეხსაცმელს ვგულისხმობ რომ გაარღვიოს და შეკრას წრედი მიწასთან , წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაარტყამს ადამიანს, ფეხშიშველა ხომ არ მივა ადამიან მაგ ღობესთან?..
ამიტომ ძაბვა აწიე მაღლა 10000 და მეტი ვოლტი. ამპერი 10 მილიამპერი კმარა ან ცოტა შეგიძლია მოუმატო მაგრამ 100 მილიამპერი ბევრია. მაინდამაინც მოკვლა ხომ არ გინდა ვინმესი...
მაგრამ მანდ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი შეიძლება მივიდეს ვინმე ხელი მოკიდოს ღობეს და დენის დარტყმის დროს ჩაიკეცოს ადამიანი და უკან კი არ დაიხიოს ან გადავარდეს პირიქით ღობეს ჩაებღაუჭოს და მიეკროს, რომ ჩაიკეცოს ღობესთან?... მერე რას შვრები?... დენის ძალა მცირედი იქნება მაგრამ მაგ შემთხვევაში პარალიზებულია კუნთები და თავისით ვერ მოცილდება ადამიანი ღობეს მითუმეტეს ინსტიქტურად თუ ჩაებღაუჭა ხელის გაშვებაც გაუჭირდება და თუ ასე გაგრძელდა ის მცირედი დენის ძალაც კი მოკლავს მას გარკვეული დროის მანძილზე თუ ვინმე არ მიეხმარა გამოსათრევად....
ასე რომ სანამ რამეს მოიფიქრებ მანდ ბევრი რამ არის გასათვალიწინებელი, სქემა ჭირდება ნორმალური და ასევე კარგად დამუშავებული. დარტყმის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ითიშებოდეს ძაბვა და იძლეოდეს სიგნალს რომ ღობეს ვიღაც შეეხო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეხლა თუ იცის ადამიანმა რომ ღობეზე დენია, ბოლო-ბოლო დაამიწებს (დააკაროტკებს მიწასთან) დააჯენს ძაბვას და შენი დენი არაეფექტური იქნება. როცა დაცვა ექნება ძაბვას დენის ძალაზე, და დაცვის შემთხვევაში სიგნალის ჩართვაზე ასეთ შემთხვევაში გინდა ხელი მოუკიდია და გინდა დაუმიწებია...... სიგნალიზაცია ყველა ვარიანტში უნდა ჩაირთოს და ძაბვა უნდა გამოირთოს ღობეზე თუნდაც ეს გამორთვა იყოს გარკვეული დროის პერიოდით რამდენიმე წამით და მერე ისევ უნდა ჩართოს ძაბვა. რადგან თუ ვინცობაა დაარტყა დენი და ჩაკეცა ადამიანი ღობესთან დენის გამორთვის შემდეგ თავად მოახერხებს რომ მოცილდეს ინსტიქტურად ღობეს....კიდე მოკიდებს და კიდე დარტყამს და გამოირთვება, უნდა გამოირთოს ძაბვა რამდენიმე წამით რომ შესაძლებობა ჰქონდეს მოცილდეს ღობეს. დენის დარტყმა უნდა იყოს მისთვის გამაფრთხილებელი საშუალება და არა დამღუპველი.
ეს ყველაფერი კარგად უნდა გათვალო რომ მერე სამართლებლივად რამე რომ მოხდეს იურიდიურად ვერავინ შეგედავება არ არის მასე ძაბვა პირდაპირ მიუშვა ღობეზე. ყველა იურიდიური წვრიმანია გასათვალისწინებელი.
This post has been edited by procesora on 25 Jan 2021, 20:48