#58872867 · 15 Feb 2022, 11:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
androabuladze
QUOTE | ჩვეულებრივი ელეტრო ენერგიით მოძრაობენ ორგანიზმები |
როგორც ბიოფიზიკოსი, ელექტროქიმიურ ენერგიას უფრო ვიტყოდი. ცნობილი ამბებია, ტრანსმემბრანული გრადიენტი (მემბრანის ერთ მხარეს უარყოფითი იონების დაგროვება, მეორე მხარეს _ დადებითი) და ატფ-სინთეზის/დეკომპოზიციის ტუმბოები. ატფ და მაკროერგული ნაერთები _ ქიმიური ენერგიის უნივერსალური მარაგი ცოცხალ უჯრედებში, რომლებიც შეთავსებით ქიმიური აკუმულატორებიც არიან. სხვადასხვა ორგანიზმები სხვადასხვა პრინციპით მოძრაობენ: ზოგი ამებოიდურად, ზოგი _ შოლტის ბრუნვით პროპელირდება თხევად გარემოში, მაგრამ ჩვენი მოძრაობა ჩონჩხის კუნთების შეკუმშვით მიდის და მანდ აქტინის და მიოზინის ფილამენტების ერთმანეთის მიმართ გადაადგილებაში პირდაპირ ატფ-ის ენერგია იხარჯება. გვითავდება ატფ მარაგი და ვეღარც ვაწარმოებთ ადგილზე _ ჩონჩხის კუნთი იღლება და ჩერდება...
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|