ვისაც გაქვთ ჩირის/ბოსტნეულის საშრობი რჩევა მჭირდება.
საშრობის არჩევის მთავარი კრიტერიუმია:
სიმძლავრე - რაც მეტია სიმძლავრე უფრო მალე აშრობს პროდუქტს, სამაგიეროდ დენის ხარჯი მეტია.
სართულების რაოდენობა- რაც მეტია სართულები მეტი პროდუქტი ეტევა, მაგრამ კონსტრუქციიდან გამომდინარე ყველა სართულზე არ ხდება თანაბარი შრობა თუ საშრობი მაღალია ქვედა მხარეს უფრო სწრაფად შრება პროდუქტი ვიდრე ზედა ნაწილში და საჭირო ხდება თაროების გადალაგება.
თაროების სიმაღლის რეგულირება - ზოგ აპარატს შესაძლებელია დაურეგულირდეს სართულის სიმაღლე, ამიშ შესაძლებელია უფრო სქელი ნაჭრების გამოშრობა.
ტემპერატურის რეგულირება - რაც უფრო დიდია ტემპერატურის დაყენების დიაპაზონი მით უკეთესი.
ავტომატური გათიშვა/ტაიმერი- შესაძლებელია დროის მითითება, რომლის მერეც გაითიშება საშრობი. ზოგ მოდელს აქვს 0,5 სთიანი ხოლო ზოგს 1 სთიანი ინტერვალები.
გადახურებისგან დაცვა - იცავს ძრავს გადახურებისგან და თავისით ითიშება.
ხმაურის დონე- იქიდან გამომდინარე, რომ ზოგჯერ პროცესი გრძელდება 30 სთ. რაც ნელა მუშაობს მით უკეთესია.
ვაპირებ ყიდვას და განვიხილავ 4 მოდელს, რომელიც თითქმის ერთიდაიგივე ფასთა დიაპაზონშია.
ვერ გადამიწყვეტია რომელი ავიღო.
საშრობებიყველა მათგანი აშრობს ხილს და ბოსტნეულს, მაგრამ მინდა გავაკეთო ჯერკი და თევზი.
პირველის გათიშვის ფუქნცია და ტაიმერი აქვს, მაგრამ სიმძლავრე აქვს დაბალი.
დამარჩენები უფრო მძლავირა.
მინდა თვზის საშრობად და ჯერკის გასაკეთებლად- რომელს მირჩევთ?