CoderiotGeეგ კალკულატორი სწორია რაც
sergo_bero-მ დალინკა. თუმცა მანდ არის კატერორია რომელიც გენიჭება რაღაცეების გათვალისწინებით, ოჯახური მდგომარეობა, რამდენი ბავშვი გყავს და ა.შ. მე მე-4 ვექცეოდი მაგალითად და ბავშვიანებს და ოჯახიანებს უფრო ნაკლებად ბეგრავენ ვიდრე დაუოჯახებლებს. გარდა მაგისი არის კიდე გადასახადები მაგალითად სავალდებულო საპენსიო(მაგი თუ წამოხვალ ქვეყნიდან მერე შეგიძლია დაიბრუნო რაც დააგროვე) კიდე სოლიდარობის ეკლესიის და რაღაც წვრილმანები.
ბინის შოვნა ძალიან ჭირს, მე 2 თვე კომპანიამ მომაქირავა ოთახი რა დროსაც ვეძებდი და ბოლოს ძლივს ვიპოვე. ფაქტიურად პირველივე რეალური ვარიანტი იყო ვინც მითხრა მოგაქირავებო და აღარ მიფიქრია. 1280 ევრო ქირა პლიუს 300ევრო გადასახადები(ელექტროობას კიდე ცალკე ვიხდიდი).
გარდა მაგისა არის ეგეთი რამე რომ წლის განმავლობაში რაც ხარჯები გაქვს მაგის საბუთებს ინახავ და წლის ბოლოს შეგაქვს განაცხადი ფულის დაბრუნებაზე. წინასწარ ვერ გაიგებ რას აქცევენ ყურადღებას, ძალიან ბევრ რამეს ექცევა ყურადღება. მაგალიტად პირველს წელს 3000 ევრომდე დამიბრუნეს, მეორე წელს 180
ნუ ცდათ ღირს აუცულებლად.
კიდე არის რაღაცეები რაზეც სახელმწიფო დაწესებულებებში ადაპტური ფასებია. მაგალითად ბაღში რომ დამყავდა ბავშვი საერთოდ არ გადამახდევინეს ფული, წინა წლების შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი მომთხოვეს და რომ ნახე ჩემი ხელფასები შენ არაფერი არ გადაიხადოო