Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საზოგადოებრივი მეცნიერებები > ამორძალები


Posted by: basa-ttt 30 Apr 2011, 22:28
ამორძალები ლეგენდად დარჩნენ ისტორიაში...
მათზე ბევრს წერდნენ თუმცა ვერც ერთხელ ვერ აღმოჩინეს მათი საფლავი...

მათი ადგილმდებარეობა შავი ზღვის პირეთში მოიაზრება..
სად? - ზუსტად არ იციან...

ტროას ომის დროს მეომარი ქალები ტროელების მხარეს იბრძოდნენ....
ისინი არსებობდნენ ნამდვილად...
ან არსებობდნენ კი?

user posted image

user posted image
Amazon preparing for a battle (Queen Antiop or Armed Venus), by Pierre-Eugène-Emile Hébert 1860 (National Gallery of Art, Washington, D.C.)

Posted by: Paranormal 1 May 2011, 18:01
QUOTE
ან არსებობდნენ კი?


თუ ახლა არსებობენ , მაშინ რატომ ვერ იქნებოდნენ მეომარი ქალები ?

ლოგიკასთან ძალიან ახლოს არის რომ იქნებოდნენ,

საფლავები და მტკიცებულებების არ ქონა არ ნიშნავს იმას , რომ მათი არსებობა უნდა უარვყოთ

Posted by: Led_Zeppelin 3 May 2011, 15:35
QUOTE
საფლავები და მტკიცებულებების არ ქონა არ ნიშნავს იმას , რომ მათი არსებობა უნდა უარვყოთ

კასპთან არ იყო გზის გაყვანისას- სფლავები რომ აღმოაჩინეს. დაღუპული მეომრების, ჩონჩხები, რომლებიც შეტაკებაში დაიღუპნენ. მათ ძვლებზე ნახეს ნაკვეთი ჭრილობები. ჩონჩხის შესწავლისას არმოჩნდა
რომ ესენი არიან მეომარი ქალები.................................................... yes.gif

Posted by: kanian_U 3 May 2011, 15:53
QUOTE (Led_Zeppelin @ 3 May 2011, 15:35 )
QUOTE
საფლავები და მტკიცებულებების არ ქონა არ ნიშნავს იმას , რომ მათი არსებობა უნდა უარვყოთ

კასპთან არ იყო გზის გაყვანისას- სფლავები რომ აღმოაჩინეს. დაღუპული მეომრების, ჩონჩხები, რომლებიც შეტაკებაში დაიღუპნენ. მათ ძვლებზე ნახეს ნაკვეთი ჭრილობები. ჩონჩხის შესწავლისას არმოჩნდა
რომ ესენი არიან მეომარი ქალები.................................................... yes.gif

რომელი საუკუნით დაათარიღეს? baby.gif

Posted by: Led_Zeppelin 3 May 2011, 16:39
როგორც მახსოვს 7-8 საუკუნე ქრისტემდე ....................................basa-ttt ეხსომება ზუსტათ ესეთ ინფორმაციას ის აფიქსირებს ხოლმე.............................................U.პ

Posted by: basa-ttt 3 May 2011, 18:04
Led_Zeppelin
მეომრები რომ ნახეს გზის პირას ეგ მახსოვს, მაგრამ ქალები რომ აღმოჩნდნენ - ეს პირველად მესმის...

Posted by: Led_Zeppelin 3 May 2011, 19:15
ნმდვილათ ქალები იყვნენ იმიტომ, რომ მეც ძალიან გამიკვირდა. ლაპარაკი იყო ქალ მეომრებზე, ნამდვილათ კარგათ მახსოვს. რომელთაგანაც ერთ ერთს გულმკერდის არეში ქონდათ ნაჭრილობევი .

Posted by: basa-ttt 3 May 2011, 20:17
Led_Zeppelin
ექიმი ხარ და მიხვდები რისი თქმა მინდა:
ქართველ ქალებში ხშირია ვირილიზმის შემთხვევები

ესაა ზედმეტი თმიანობა ქალებში, რაც დაკავშირებულია მამაკაცურ ჰორმონთან - ტესტოსტერონთან,
(ვირილიზმი L. virilis "მამაკაცისა" ქალებში: მეორეული მამაკაცური სქესობრივი ნიშნების (ულვაშების, მამაკაცური აგებულების, ბოხი ხმის...) წარმოქმნა.)

სულ მქონდა ეჭვი, რომ ქართველ ქალებს ამორძალების სისხლი ურევიათ...
wink.gif

Posted by: Led_Zeppelin 3 May 2011, 20:52
მაგ შემთხვევსათან დაკავშირებით, სადღაც გვქონდა გარჩევა, ალბათ სამსახურში . დაველაპარაკები ჩვენებს ალბათ გაიხსენებენ . არც ეგ ერის გამორიცხული ვირილიზმს ვგულისხმობ ,მაგრამ,
თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ როლს რომელიც ქალებს ქონდათ დაკისრებული. მატრიარქარტი, ქალის კულტი, ეს ყველაფერი................ამიტომ მეომარი ქლები ყველანაირათ ჯდება მაგ კონტექსტში yes.gif

Posted by: gochaj 4 May 2011, 01:21

ამორძალების ქართული წარმომავლობის ნაღდი საბუთი:
სიტყვა შედგება ორი ნაწილისგან; პროტოქართული "ამო" და დღემდე შემორჩენილი "რძალები".
იყო მოწოდება ომში: "ამო[დით] რძალებო" ომშიოოო!

Posted by: basa-ttt 4 May 2011, 08:03
gochaj
ამორძალებზე წერდნენ:
ჰომეროსი, პლუტარქე, ასევე ნახსენები არიან ისინი ბერძნულ მითოლოგიაში - მაგ ჰერაკლეს გმირობებში...

Согласно мифу, амазонки жили на побережье Чёрного моря, при реке Фермодонт и близ реки Ирис, сейчас Иешил-Ирмак. /... ареал обитания амазонок практически совпадал с контурами турецких вилаетов Амасия, или Амазья, и что, возможно, этот топоним хранит следы названия легендарного племени, и Самсун («Курс — Море Мрака»). Отсюда они предпринимали свои походы в Азию. Ими, согласно преданию, построены Эфес, Смирна и другие города.
ანუ დღესაცაა თურქეთში ტოპონიმი ამასია...

ბოლო ხსენება ამორძალებისა გვაქვს ალექსანდრე მაკეონელის დროს - იქ ნახსენებია ამორძალები და ამის მერე მათი კვალი იკარგება...

სავარაუდოდ ისინი ცხოვრობდნენ დღევანდელ ტრაპიზონში, ყირიმში, და არაა გამორიცხული რომ ყოფილიყვნენ საქართველოს შავიზღვისპირეთშიც...\

Amazons were said to have lived in Pontus, which is part of modern day Turkey near the shore of the Euxine Sea (the Black Sea). There they formed an independent kingdom under the government of a queen named Hippolyta or Hippolyte ("loose, unbridled mare").[8] The Amazons were supposed to have founded many towns, amongst them Smyrna, Ephesus, Sinope, and Paphos. According to the dramatist Aeschylus, in the distant past they had lived in Scythia (modern Crimea), at the Palus Maeotis ("Lake Maeotis", the Sea of Azov), but later moved to Themiscyra on the River Thermodon (the Terme river in northern Turkey). Herodotus called them Androktones ("killers of men"), and he stated that in the Scythian language they were called Oiorpata, which he asserted had this meaning.

Posted by: basa-ttt 5 May 2011, 01:14
user posted image
მაშ ვინ იყვნენ ეს მეომარი ქალები, რომელთაც შეინარჩუნეს მატრიარქატის ელემენტები ანტიკურ ხანამდე?
არქეოლოგებმა ნაწილობრივ გასცეს პასუხი ამ კითხვას -
რუსეთის და უკრაინსი სამხრეთით - იქ სადაც ადრე სარმატები და სკვითები ცხოვრობდნენ, ნახულობენ მეომარი ქალების სამარხებს.... ნახულობენ მათ სრულ სამხედრო ეკიპირებას - თუმცა ესენი მაინც არ არიან ლეგენდარული ამორძალები - ეს სარმატების სამარხებია.
სარმატები იყვნენ სკვითური წარმოშობის მომთაბარე ტომები - ინდოევროპული წარმოშობის,
მათი გამოჩენა დღევანდელი კურსკის რაიონში მოხდა 1000 წელს ჩვ წ -აღმდე - მაშინ როცა ამორძალები ნახსენებია ტროას ომის დროს...
ანუ სარმატები სავარაუდოდ უკვე იყვნენ ამორძალების და სკვითური ტომების ასიმილაციის შედეგად წარმოქმნილი ტომი
user posted image
სარმატების საფლავებში ქალები იყვნენ დამარხული სრული აღჭურვილობით, მაშინ როცა მამაკაცებს არანაირი იარაღი არ ჰქონდათ ჩატანებული. ეს მიუთითებდა მატრიარქატის არსებობაზე... ამორძალების დედაქალაქი იყო ფემიკსირა Фемиксира . ჰერაკლეს მეცხრე გმირობა იყო ამორძალების დედოფლისგან ჯადოსნური ქამრის მოტაცება. ამორძალები იბრძოდნენ ტროას ომში ტროელების მხარეს.

Posted by: Led_Zeppelin 6 Jul 2011, 22:41
http://pix.ge/

უკვე 17-ე საუკუნეში იტალიელი არქიეპისკოპოსი არკანჯელო ლამბერტი კავკასიაში მოგზაურობისას შეხვდა ამორძალებს. მისი თქმით, იქ ცხოვრობდა ამორძალთა სამი ტომი, რომლებიც შეუპოვრად ებრძოდნენ თათრებსა და ყალმუხებს… – აი, ის არასრული სია, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში ამორძალების არსებობას ადასტურებს.

..ზაფხულის მზიანი დღე. ზღვის სანაპირო. თვალუწვდენელი მიდამო – გმირის მიერ დაპყრობილი ნახევარი მსოფლიო… ის დაიღალა. ნუთუ ვერ მიაღწია იმას, რაზეც ოცნებობდა?… ფიქრებში გართულს მსახური მიუახლოვდა: “ვიღაც წარმოსადეგი ქალბატონი გეწვიათ”. “შემოუშვით” – ბრძანა ბატონმა.
უცხოქვეყნელი ქალი აღმოჩნდა. ის მარტო არ ჩამოსულა – სამას ახალგაზრდა და მამაც მეომარ ქალთან ერთად ეწვია”ბატონს”. გმირმა გაკვივრვებით გახედა უცნაურ მხედარს. ქალი გამჭოლი მზერით უთვალთვალებდა მასპინძელს. “როგორი პატარა და გალეულია”, გაიფიქრა უცნაურმა მხედარმა. არადა ის სულ სხვანაირი წარმოედგინა და “ღმერთების ტოლად”მიაჩნდა.
გმირი ალექსანდრე მაკედონელი იყო, რომელსაც იმ დროის მსოფლიოს ნახევარი ეკუთვნოდა. მსი ბანაკი იმ დროს კასპიის ზღვის სანაპიროზე იყო განთავსებული. უცხოქვეყნელი კი ამორძალების დედოფალი, ფალესტრისი იყო, რომელიც “კავკასიისა და მდინარე ფაზისს” შორის ტერიტორიას განაგებდა. მხოლოდ მისი ჩაცმულობა ბადებდა ეჭვს მის დიდგვაროვანებაზე. მხედარს მოკლე ქვედაბოლო ეცვა, ხელში ფარი ეჭირა, მოშიშვლებული მკერდი მოუჩანდა. მისი სურვილი იყო გმირისგან დაფეხმძიმება და გოგონას გაჩენა, რომელიც სამეფო სისხლის მატარებელთა შორის ყველაზე ლამაზი და მამაცი იქნებოდა. მაკედონელი გააოცა უჩვეულო თხოვნამ, თუმცა, ამორძალების დედოფალს თანხმობა მისცა.
…ორი კვირა გაგრძელდა მხიარულება. სამასი ამორძალი ქალი და მაკედონელის საუკეთესო მხედრები ორგიებს აწყობდნენ, ლოთობდნენ, ცეკვა-თამაშში ათენებდნენ. ორი კვირის შემდეგ ფალესტრისი თავის სამეფოში გაემგზავრა…
ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების ამ საოცარ ეპიზოდს მოგვითხრობს წიგნი “ალექსანდრე მაკედონელი” (ავტორი კურციუს რუფუსი). მისი სიტყვებით ამორძალთა მეფის და მაკედონელის შეხვედრა ჩვ.წ.აღ.-მდე 330 წელს მოხდა. თუმცა მეორე, ნაკლებად ცნობილი ბიოგრაფი გვამცნობს, რომ “ამორძალთა ტომმა მაკედონელის წინამორბედამდეც ვერ მოაღწია”. მისი აზრით, ეს რომაელების ფანტაზიის ნაყოფი იყო. ნამვდილი ამორძალები (თუ ისინი მართლა არსებობდნენ), ალბათ რამდენიმე ასწლეულის წინ ცხოვრობდნენ. მაკედონელის ეპოქაში მათ შესახებ ისტორია უკვე ლეგენდადქცეული იყო და მათი ზღაპრული სამეფოს არსებობა ძალზე ძნელი დასაჯერებელია.

Posted by: soxumar 7 Jul 2011, 16:54
ამორძალები არ ვიცი და მშვილდოსანი ქალების რაზმები იბრძოდნენ მცხეთასთან, მაკედონელის სარდალი, აზო რომ შემოვიდა მაშინ
იმენნა მშვილდოსნები ქალები იყვნენ და ხეებიდან ისროდნენ
და ტყე გადაწვა მაგიზა აზომ
თუ სწორად მახსოვს, ეგრე მასწავლიდნენ თავის დროზე

Posted by: MaXinJi_k0nkia 4 Jan 2012, 02:24
basa-ttt


ესაა ზედმეტი თმიანობა ქალებში, რაც დაკავშირებულია მამაკაცურ ჰორმონთან - ტესტოსტერონთან,
(ვირილიზმი L. virilis "მამაკაცისა" ქალებში: მეორეული მამაკაცური სქესობრივი ნიშნების (ულვაშების, მამაკაცური აგებულების, ბოხი ხმის...) წარმოქმნა.)

QUOTE
სულ მქონდა ეჭვი, რომ ქართველ ქალებს ამორძალების სისხლი ურევიათ...



მმდააა...მე კი ქართული გენის ''მტარვალთა'' გენთAნ შერწყმის შედეგი მეგონა: (((

ხუმრობ ხო ? : ))

Posted by: basa-ttt 4 Jan 2012, 10:40
QUOTE
მმდააა...მე კი ქართული გენის ''მტარვალთა'' გენთAნ შერწყმის შედეგი მეგონა: (((

ხუმრობ ხო ? : ))

არა არ ვხუმრობ
ექიმი ვარ და საკმაოდ ხშირად ვაწყდები ვირილიზმის მოვლენას ქალებში
საქართველოში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ვირილიზმის.
ამიტომ მომივიდა ასეთი აზრი.

Posted by: grindelvaldi 4 Jan 2012, 11:39
basa-ttt
არ ქრება მათი კვალი ალექსანდრეს დროს. რომაელებმა პომპეუსთან მებრძოლი იბერიელი ქალები ამორძალებად მოიხსენიეს და რომში ხმები გაავრცელეს "პომპეუსი აღმოსავლეთში ამორძალებს ებრძვისო" smile.gif

Posted by: Hyperzet 12 Jan 2012, 16:03
basa-ttt
QUOTE
ექიმი ვარ და საკმაოდ ხშირად ვაწყდები ვირილიზმის მოვლენას ქალებში
საქართველოში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ვირილიზმის.

როგორც მივხვდი ეჭვობ, რომ ამორძალებთან რაიმე შეხება,, შესაძლოა, ქართველ ქალებსაც ჰქონოდათ?

საინტერესოა, საიდანაა წარმოშობილი სიტყვა "ამორძალი"?

ისე, რატომღაც, ვფიქრობ, რომ მკერდს მშვილდისრიდან კარგად სატყორცნად არ უშანთავდნენ.
არანაირად არ უშლის ხელს მკერდი მშვილდით სროლას.

Posted by: basa-ttt 12 Jan 2012, 19:45
QUOTE
როგორც მივხვდი ეჭვობ, რომ ამორძალებთან რაიმე შეხება,, შესაძლოა, ქართველ ქალებსაც ჰქონოდათ?

გამორიცხული არაა...
სარმატი ქალების საფლავებში ნაპოვნია სრული აღჭურვილობა და იარაღი -
თუმცა თავად სარმატები და სავრომატები სავარაუდოდ სკვითური ტომების და ამორძალების შთამომავლები არიან უკვე და უფრო ყირიმისკენ სახლობდნენ. ამორძალები კი იყვნენ შავიზღვისპირეთში, მაგრამ კონკრეტულად სად - ძნელი სათქმელია. ჩრდილოეთით (ყირიმი) კოლხეთში თუ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე...
ფაქტია, რომ ისინი უძველესი მკვიდრნი არიან შავიზღვისპირეთის და ტროას ომშიც მონაწილეობდნენ.

QUOTE
საინტერესოა, საიდანაა წარმოშობილი სიტყვა "ამორძალი"?

ალბათ რძალთანაა კავშირში - ზუსტად ვერ გეტყვით.

Posted by: LOLZ 13 Jan 2012, 00:44
Hyperzet
QUOTE
ისე, რატომღაც, ვფიქრობ, რომ მკერდს მშვილდისრიდან კარგად სატყორცნად არ უშანთავდნენ.


შეიძლება მშვილდისარი ის მითი იყო რითიც ამ ბარბაროსობას ამართლებდნენ. რეალური მიზეზი კი იგივე, რის გამოც დღესაც კი უუთოვებენ მკერდს აფრიკაში პატარა გოგოებს - რომ დაკარგონ ქალური მომხიბლაობა და "დროზე" ადრე არ დაოჯახდნენ/დაიწყონ სექსუალური ცხოვრება.

Posted by: basa-ttt 13 Jan 2012, 01:53
QUOTE
შეიძლება მშვილდისარი ის მითი იყო რითიც ამ ბარბაროსობას ამართლებდნენ. რეალური მიზეზი კი იგივე, რის გამოც დღესაც კი უუთოვებენ მკერდს აფრიკაში პატარა გოგოებს - რომ დაკარგონ ქალური მომხიბლაობა და "დროზე" ადრე არ დაოჯახდნენ/დაიწყონ სექსუალური ცხოვრება.

სხვათაშორის ზოგიერთ ბერძნულ ბარელიფზე ამორძალები გამოსახულია ორივე მკერდით - არანაირი ამოშანთვა
აი მაგალითAდ ამაზე

user posted image
на греческих барельефах амазонки имеют нормальную грудь, все найденные доспехи прекрасных всадниц абсолютно симметричны!

აი აქაც თითქოს ორივე ძუძუ აქვს ამორძალს
user posted image
Битва греков с амазонками, барельеф на саркофаге

user posted image
Амазонки. Барельеф из Бассэ (Храм Аполлона Эпикурейского). Ок. 450-420 до н.э.

user posted image
Marble Sarcophagus Depicting Greeks and Amazons, Found at Tell Barak Near Caesarea

აქაც ორივე მკერდი აქვს
user posted image

user posted image

user posted image

user posted image
http://www.fscclub.com/history/fame-amazon.shtml

ესეც ქალი მეომრის სამარხი
user posted image
http://www.e-reading.org.ua/chapter.php/19043/155/Dzheiims%2C_Torp_-_Taiiny_drevnih_civilizaciii.html

Posted by: mamuka1 13 Jan 2012, 18:46
ამორძალები იცავდნენ დიდი დედის ტერიტორიას..სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან..
* * *
ამორძალები იცავდნენ დიდი დედის ტერიტორიას..სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან..

Posted by: Hyperzet 13 Jan 2012, 22:53
LOLZ
QUOTE
შეიძლება მშვილდისარი ის მითი იყო რითიც ამ ბარბაროსობას ამართლებდნენ. რეალური მიზეზი კი იგივე, რის გამოც დღესაც კი უუთოვებენ მკერდს აფრიკაში პატარა გოგოებს - რომ დაკარგონ ქალური მომხიბლაობა და "დროზე" ადრე არ დაოჯახდნენ/დაიწყონ სექსუალური ცხოვრება.

მასე ორივე ძუძუ უნდა მოეშანთათ.

basa-ttt
რა გამოდის, ზოგ ამორძალს ამოშანთული ჰქონდა ძუძუ და ზოგს არა?

რაღაც არ ჯდება ლოგიკაში.


Posted by: Heimdall 14 Jan 2012, 00:44
QUOTE (Hyperzet @ 12 Jan 2012, 16:03 )

საინტერესოა, საიდანაა წარმოშობილი სიტყვა "ამორძალი"?

ძველ სპარსულად ჰა-მაზან ნიშნავს "მეომარს", ამდენად აქედან უნდა იყო ძველი ბერძნული სიტყვა ჰ'ამაძონ-ოს. როგორც ცნობილია, ბერძნებს არა აქვთ ასოგბერა ზ, რომელიც შესაბამისად გადადის ძ-ში, ასე რომ ყველაზე ლოგიკური ეს ვერსიაა.

არის მეორე ვერსიაც, რომ წარმოდგენა ირანული სიტყვა 'ამა-ჯინაჰ'-ისგან, რაც ნიშნავს მამაკაცთა მკვლელს.

Posted by: basa-ttt 14 Jan 2012, 00:48
QUOTE
რა გამოდის, ზოგ ამორძალს ამოშანთული ჰქონდა ძუძუ და ზოგს არა?

ბარელიეფებზე საერთოდ არა ცალმკერდიანი ამორძალები
მე პირადად ვერ შევამჩნიე....

QUOTE
ამორძალები იცავდნენ დიდი დედის ტერიტორიას..სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან..

შესაძლოა რაღაც უძველესი კულტიდან და ტრადიციებიდან მოდის მათი ცხოვრების წესი.
რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი კრეტა მინოსში ქურუმები მხოლოდ ქალები იყვნენ
და ხარის მსხვერპლშეწირვის რიტუალსაც მხოლოდ ქალები ატარებდნენ....

Posted by: Led_Zeppelin 14 Jan 2012, 12:00
http://imageshack.us/photo/my-images/831/43606613.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

შვეიცარიელმა ისტორიკოსმა იაკობ ბაჰოფენმა (1815–1887) პირველმა შემოგვთავაზა თეორია, რომელმაც თავიდანვე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მისი ვერსიის თანახმად ანტიკურ ხანაში ადამიანები მატრიარქატის კანონებით ცხოვრობდნენ. ტომის თავში ყოველთვის ქალები იდგნენ. ისინ ითვლებოდნენ ქვეყანაში მიწის მფლობელებად და სახლში დიასახლისებად. თუ ბაჰოფენის მოღვაწეობის პერიოდში და ალბათ ჩვენს საუკუნეშიც შესაძლებელია ზოგიერთი კონტინენტის ტროპიკულ ტყეებში ისეთი ტომების ხილვა, რომლებიც ცხოვრების წესით ქვის ხანის ადამიანებს მოგვაგონებენ რატომ არ შეიძლება რეალობად იქნეს მიჩნეული ამორძალების არსებობა?… და მაინც, ისტორია ყოველთვის რჩება “მითოლოგიურ მეცნიერებად”, სანამ მას არქეოლოგები არ ეხებიან…
პირველად ეს 1928 წელს მოხდა, როცა საბჭოთა მეცნიერებმა შავი ზღვის სანაპიროზე სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. აღმოჩენილი იქნა სამარხი, რომელშიც განისვენებდა”თავადი” და რამდენიმე მეომარი სრული შეიარაღებით. ჩონჩხების დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ისინი მეომარ ქალებს ეკუთვნოდნენ. ვინ იყვნენ ისინი? ამორძალები?…
1971 წელს უკრაინაში აღმოჩენილ სამარხში მეფური დიდებით დასვენებულ ჩონჩხს (ქალის) წააწყდნენ. მის ფეხქვეშ კი უფრო მოზრდილი ორი ჩონჩხი (მამაკაცის) იპოვეს. სამარხში აღმოაჩინეს ოქროს განძეულობა, იარაღი. მეცნიერების აზრით ეს იყო “ამორძალების დედოფალი, რომელიც მის პატივსაცემად მოკლულ მონებთან ერთად განისვენებდა”.
1993-1997 წლებში ყაზახეთში გათხრებისას, პროკოვკის მახლობლად ნაპოვნი იქნა საფლავი. ქალების ჩონჩხთან ისრის წვეტი და ხანჯალი ნახეს. ცხადია, ისინი ბრძოლაში თავს არავის დააჩაგვრინებდნენ. პალეონტოლოგებმა სამარხის ასაკი დაადგინეს. იგი ორნახევარი ათასი წლისაა. ვისთან გვაქვს საქმე? ისევ ამორძალებთან?

Posted by: Hyperzet 14 Jan 2012, 14:46
Heimdall
QUOTE
ძველ სპარსულად ჰა-მაზან ნიშნავს "მეომარს", ამდენად აქედან უნდა იყო ძველი ბერძნული სიტყვა ჰ'ამაძონ-ოს. როგორც ცნობილია, ბერძნებს არა აქვთ ასოგბერა ზ, რომელიც შესაბამისად გადადის ძ-ში, ასე რომ ყველაზე ლოგიკური ეს ვერსიაა.

მეც ამ ვერსიას უფრო მივემხრობოდი.

bas a-ttt
QUOTE
ბარელიეფებზე საერთოდ არა ცალმკერდიანი ამორძალები
მე პირადად ვერ შევამჩნიე....

მკერდის ამოშანთვის მცდარი ვერსია საიდან მოდის, ახლა ის უნდა მოვჩხრიკოთ.

Posted by: Led_Zeppelin 14 Jan 2012, 14:49
http://imageshack.us/photo/my-images/714/amorzalebi2.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: mamuka1 15 Jan 2012, 01:56
მორძალებს ალბათ მარჯვენა მკერდი უბრალოდ აკრული ქონდათ..ტყავის ნაჭრით...თუ დააკვირდებით თანამედროვე შეჯიბრს მშვილდოსნობაში ქალებს შორის..
ქალბატონებს ვისაც უშლის მკერდი სროლისას..აკრული აქვს ტყავის ნაჭრით (სპეციალური სპორტული ინვევტარია..)

Posted by: Obscured 15 Jan 2012, 11:57
http://imageshack.us/photo/my-images/408/66162213.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/254/10710953.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: grindelvaldi 15 Jan 2012, 13:28
Obscured
ბოლო სურათზე ნამდვილი ამორძალია აეუფ lol.gif lol.gif შუა საუკუნეების აბჯრით და რამე lol.gif

Posted by: basa-ttt 15 Jan 2012, 13:31
QUOTE
ბოლო სურათზე ნამდვილი ამორძალია აეუფ  შუა საუკუნეების აბჯრით და რამე

თან მუცელი და ბარძაყები მოშიშვლებული რომ აქვს...
ყველაზე ადვილად დასაჭრელი და მნიშვნელოვანი ადგილი...

მოვძებნი მერე სადმე თუ არის ინტერნეტში ამორძალების აბჯარი (სამარხებში ნაპოვნი)..
ძალიან მძიმეს ვერ ატარებდნენ ალბათ
საინტერესოა როგორ იმოსებოდნენ....

Posted by: mamuka1 15 Jan 2012, 21:17


http://aldanov.livejournal.com/391086.html http://www.kkz-unesco.ru/mir/brosh2.php

Posted by: basa-ttt 15 Jan 2012, 22:04
mamuka1
კარგი სტატიაა
ОДЕЖДА И ВООРУЖЕНИЕ АМАЗОНОК
«Как у писателей, так и у художников не существовало особенных разногласий в отношении одежды и вооружения амазонок. На ранней стадии их истории это был короткий хитон или туника, перехваченная на талии знаменитым поясом так, что она редко доставала колен, верхняя часть ее скалывалась на левом плече, оставляя открытой правую грудь. Однако в более поздний период одежда делается более пышной и приобретает плавные очертания, что, вероятно, является следствием перехода от пешего боя к конному. Говорят, что самые ранние из хитонов представляли собой всего лишь шкуры убитых на охоте зверей. Страбон особо упоминает о том, что «они делают шлемы и одежды для тел и пояса из шкур диких животных». Конечно, сыромятные кожи использовались во всех временах и местах, по той простой причине, что предполагали некоторую защиту от дротиков и другого оружия.
Поэтому использование шкур диких зверей азиатскими амазонками и змей африканскими женщинами просто указывает на то, что могущество их оформилось в тот период, когда они находились еще на варварской стадии развития. Тем не менее, в изобразительном искусстве, за возможным исключением некоторых примитивных керамических изделий, одежда явно имеет вид тканой. В качестве оборонительного вооружения амазонки наделяются низкими нагрудными панцирями, иногда, на поздних образцах, царицы облачены в кирасы, украшенные изображением Медузы. Нижняя часть тела защищена пластинами в виде юбочки. Поножи прикрывают спереди их ноги, головы покрыты шлемами. Шлемы сначала принадлежат к типу Минервы, они высокие, снабжены защитным гребнем и плюмажем. Потом они становятся более легкими и форма их следует форме головы, а после восточных походов уступают место высоким кидариям или подобиям фригийских колпаков, иногда с остриями над ушами и на шее. К поножам добавляются сандалии, охватывающий лодыжку ремешок со шпорами, а в случае отсутствия поножей шнуровка сандалий может подниматься до половины голени. Иногда мы видим амазонок, как на интересном фрагменте терракоты из Коллекции Таунли в Британском Музее, облаченными в короткие хитоны и высокие сапоги с отогнутыми поверху голенищами, украшенными спереди изображениями львиной морды, и загнутыми вверх носками, что свидетельствует о восточном влиянии. На лучших произведениях искусства ноги амазонок неприкрыты и босы, на них виден лишь ремешок со шпорами.
После завоеваний во Фригии и походов на Персию, мы видим амазонок в персидских одеждах, состоящих из тесной облегающей туники и штанов, высоких сапог и либо облегающих голову шлемов, либо кидариев. Щиты амазонок, носящие название пельта, невелики, и либо имеют форму полумесяца либо изображены с двойным полумесяцем. При этом внешний край щита описывает почти полную окружность, в то время как внутренний вогнут, образуя две кривых и три вершины; однако часто мы видим полный круг. Все эти три формы рассматривались в качестве лунных эмблем. Наступательное вооружение амазонок состояло из лука и стрел, дротика, копья и длинной пики. Последняя являлась просто приспособлением метательного оружия к нуждам близкого кавалерийского боя. Характерным оружием для них являлся двусторонний топор, которому многие авторы приписывают символическое значение. В нем, вне сомнения, видели эмблему власти — первоначально божественной — и рассматривали как аналогию двойного громового перуна. В качестве оружия эта двойная секира имеет азиатское происхождение и, похоже, была принесена в Малую Азию страшными воинами хеттов. При первых столкновениях с восточными народами это оружие вызывало ужас в рядах греков и римлян. Квинт Смирнский пересказывает предание о том, что Геракл, похитивший священную двустороннюю секиру у царицы амазонок, отдал ее Омфале, царице Лидии. Утверждают, что подобный боевой топор являлся эмблемой царской власти вплоть до дней Кандавла, последнего из Гераклидов. В преданиях об амазонках мечи упоминаются лишь изредка, что свидетельствует об их крайней древности, или же, по меньшей мере, верности примитивным обычаям.
Об умении женщин-воительниц владеть луком и стрелами складывались легенды. Дротики их летали с быстротой взгляда или даже мысли, и солдаты Марка Красса в куда более поздние времена рассказывали о «странной разновидности стрел», которые использовали против них парфяне. Оружие это, по мнению потрясенных римлян, летало «быстрее молнии и поражало цель едва ли не раньше, чем было выпущено из руки». Далеко натягивая тетиву, варвары посылали свои стрелы с такой скоростью, что пронзали легкие панцири, а, попадая в конечности врагов, прибивали их ноги к земле, а руки к щитам. Почти то же самое нам рассказывают о женщинах-воительницах, ибо от их оружия не было защиты, кроме пропитанной магией шкуры Немейского льва или не менее волшебного щита, защищавших соответственно Геракла или Ахиллеса.
Однако, как мы уже говорили, азиатские амазонки редко применяли меч. С ранних времен конь стал спутником юных воительниц, и владение ими искусством верховой езды заслуживало восхищение всех тех, кому оно не вселяло ужас. Конница амазонок всегда была легкой, лошади практически обходились без упряжи, ограничиваясь простой уздечкой, и стихией ее являлись быстрые маневры. Сидя на коне, амазонки пользовались луком, стрелами и дротиками, а также копьем и топором. Отступая, они пускали стрелы назад, и даже делали сальто на спине животного, чтобы находиться при этом лицом к врагу. Такими изображали амазонок художники. Скульпторы также донесли до нас изображения трюков, вполне совместимых с тактикой варваров. Таким образом, греки подчеркивали происхождение воительниц, родиной которых являлись бескрайние степи. Кроме того, как нам рассказывают, что, бежав с кораблей Геракла, высадившись на сарматском берегу и превратившись в прекрасных кентавров женского пола, они без промедления напали на ничего не подозревающих местных жителей.
В трудах некоторых авторов можно найти короткие упоминания о боевом применении амазонками сетей, набрасывавшихся на врагов, которых после удавливали арканами или добивали копьями. Вне сомнения это украшение и без того живописной легенды рождено поэтической метафорой, символизировавшей либо попадание в сети женских чар, или коварные охватывающие передвижения гибких воительниц, стремившихся обойти врага, но быстро отступавших, чтобы возобновить атаку. Все войско превращалось в гибкую сеть, из которой не было выхода, которую нельзя было вспороть или разрезать. Нам известно, что варвары-гладиаторы (вооруженные трезубцами ретиарии) выступали на арене с сетями, однако об использовании таковых в боевых действиях свидетельств не осталось. С другой стороны, сети и узловатые веревки широко использовались богами и сверхъестественными созданиями из большинства мифологий мира в борьбе между собой или с человеком, тесно связывая этот процесс с чарами и магией.
Такие подробности дошли до нас из второстепенных произведений изобразительного искусства и литературы. Отмечено, что в лучших аналогах греческой культуры амазонки всегда изображаются в приятной простоте. Наряд их обыкновенно ограничивается короткой рубашкой; руки, ноги, голова и часть груди обнажены, хотя более поздние скульптуры иногда представляют нам этих женщин в длинном, спускающемся ниже колена хитоне, из-под которого выглядывают сандалии. Существует немного свидетельств об использовании ими другого защитного оружия, кроме сравнительно редкого использования шлемов и небольших щитов. Оружием их остаются лук и стрелы, копье и двулезвийный топор. Признаки усложнения наряда наблюдаются лишь во второстепенных работах. Вне сомнения, эта заученная простота во многом являлась следствием желания отобразить крайнюю давность происходивших сражений; аналогичным образом и греческие воины фигурируют или полностью обнаженными или в весьма скудной одежде, хотя головы их венчают роскошные шлемы, а в руках блистают великолепные щиты.»
Приводим эту цитату из книги «Золотой век амазонок» Г.К.Ротери, Ф.М.Беннет, М:. -Вече, 2004, с. 56-61.
В.В.Литвин,
президент Краснодарского краевого Центра ЮНЕСКО,
академик АМТН, академик КНА, академик МАНЭБ

Posted by: Obscured 16 Jan 2012, 10:46
http://imageshack.us/photo/my-images/109/46118053.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/404/85159402.jpg/


Posted by: Hyperzet 18 Jan 2012, 22:19
mamuka1
QUOTE
მორძალებს ალბათ მარჯვენა მკერდი უბრალოდ აკრული ქონდათ..ტყავის ნაჭრით...თუ დააკვირდებით თანამედროვე შეჯიბრს მშვილდოსნობაში ქალებს შორის..
ქალბატონებს ვისაც უშლის მკერდი სროლისას..აკრული აქვს ტყავის ნაჭრით (სპეციალური სპორტული ინვევტარია..)

გეთანხმები, აკრული ექნებოდათ და არა მოკვეთილი.

Posted by: mamuka1 18 Jan 2012, 23:33
ბერძნებს უყვართ გადაჭარბება...ველურობისათვის რომ ხაზი გაესვათ..მოიგონეს მკერდის ამოშანთვა...არაფერში საჭირო ოპერაცია..იყვნენ მსუბუქად შეიარაღებულები..
ხელჩართულ ბრძოლაში (იქ სადაც ძალა ჭირდება..ხმლის მოგერიებას..თავს არიდებდნენ..კარგად ისროდნენ..ყველანაირ სასროლ იარაღს..ქონდათ ხანჯლები..
საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი სამარხია მოძებნილი სადაც ქალი არის დამარხული იარაღით...შიშისაგან ვერ არქმევენ რომ არის მეომარი ქალის საფლავი...თანამედ-
როებაშიც ქალები კარგი მსროლელები არიან..

Posted by: basa-ttt 19 Jan 2012, 00:05
QUOTE
საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი სამარხია მოძებნილი სადაც ქალი არის დამარხული იარაღით...შიშისაგან ვერ არქმევენ რომ არის მეომარი ქალის საფლავი.

mamuka1
უფრო ზუსტი ინფო არ გაქვს ამაზე?
პმ ნახეეეე.

Posted by: Obscured 25 Jan 2012, 11:34
http://imageshack.us/photo/my-images/444/033ez.jpg/


Posted by: Obscured 26 Jan 2012, 15:36
http://imageshack.us/photo/my-images/824/historyribera.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/651/polyanitsa.jpg/


Posted by: აბულაბას 30 Jan 2012, 09:51
ქართველი ქალი როგორც ასეთი მეომარი არასდროს ყოფილა

Posted by: Obscured 30 Jan 2012, 11:49
QUOTE
Abulabas

QUOTE
ქართველი ქალი როგორც ასეთი მეომარი არასდროს ყოფილა


მაია წყნეთელი?? მებრძოლი არ იყო???
http://imageshack.us/photo/my-images/263/80138077.jpg/


XVIII საუკუნის მებრძოლი ქალები

მაია წყნეთელი

ხალხური

გლეხის ქალს, მაია წყნეთელს, მეფე ერეკლეს დროს უცხოვრია (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი). უასაკო ყოფილა, როცა ბატონს ძალით მიუყვანია სახლში და ნამუსი აუხდია. მაიას მშობლებს ვერ აუტანიათ ეს მწუხარება და მალე გამოსალმებიან წუთისოფელს. მამას ტყეში ჩამოუხრჩვია თავი, დედას შიმშილით თავი მოუკლავს. ერთ ღამეს ჩაუცვამს მამამისის ტანისამოსი, შემოურტყამს ხმალი, ხანჯალი, მხარზე მამის თოფი გადაუკიდია და ჩასულა თბილისში. ასე ვაჟურად გამოწყობილი მისულა მეფე ერეკლეს კარზე და მფარველობა უთხოვია. მეფეს მიუღია იგი. მაიას სახელად მათე დაურქმევია. არ გასულა დიდი ხანი, რომ კახეთის მხარეს დასცემიან ლეკები. მეფეს შეუყრია საჩქაროდ ჯარი და თან გაუყოლებია შინაყმანიც. მათრიცხვში ყოფილა მაიაც. ყველანი კარგად გარჯილან მტერთან ბრძოლაში, მაგრამ მაიასებრი ვაჟკაცობა ვერავის გამოუჩენია. ამ დროს მაია ოცი წლისა ყოფილა. მეფე გაუკვირვებია მის მხნეობას, სიმარდესა და ვაჟკაცობას. გახარებული გადახვევია, ორთავ თვალებში უკოცნია და უთქვამს:

- აი, შენ კი გენაცვალე! კაციც შენა ყოფილხარ და ქუდიც შენ გხურებიაო!

თბილისში რომ დაბრუნებულან, მეფეს კიდევ მოსვლია ამბავი, სომხებს თათრის ჯარი შემოესიაო. მაშინ მდევარი შეუგროვებიათ. შემდგარა რჩეული ბიჭების დასტა, რომელიც პირველად უნდა შებრძოლებოდა მტერს. მათეც იქ ყოფილა. ომი ყოფილა სოღანლუღს ქვევით. ხმალამოღებულ მაიას შეუჭენებია ცხენი მტრის გუნდში და მეთაურისათვის ანაზდად გაუგდებინებია თავი. არეულა მტრის ჯარი და ქართველებს ისე დაუმარცხებიათ, რომ ამბის წამღები კაციც აღარ დარჩენილა.

მაია თურმე თავზარს სცემდა გარეშე და შინაურ მტერს. მისი დროის პირშავ კაცებს თორმეტი გოგო-ბიჭი მიუყიდიათ სპარსელებისათვის. ამ ამბის შესატყობინებლად მეფესთან ერთი მოხუცებული კაცი წამოსულა. მეფის კარზე მაია დახვედრია, მოხუცს თავისი გასაჭირი უთქვამს თუ არა, მაიას მაშინვე შეუკრებია თავისი ამხანაგები, შემსხდარან ცხენებზე და გამოსდგომიან ყიზილბაშებს. მისწევიან ლილოსთან, დაუხოცავთ, გაუთავისუფლებიათ დაყიდული გოგო-ბიჭები, მერე მეფის კარზე მობრუნებულან. მაია წამდგარა მეფის წინაშე და უთქვამს გლეხობის მძიმე მდგომარეობის შესახებ:

- გლეხობა განადგურდა და გაწყდა, ბოროტმოქმედ კაცთაგან აოხრდა სოფლები. ბატონებმა დაჰყიდეს მთელი სოფლის გლეხობა; ვინც გადარჩა, იმათ კიდევ გუთანში, ურემსა და კალოში სულს აძრობენ. მეფევ გთხოვთ, მოსპოთ ასეთი ავკაცობა და ბოროტმოქმედებაო..

მეფეს მეორე დღესვე მოუწვევია სასახლეში მღვდელმთავრები და ჯვარითა და სახარებით შეუჩვენებიათ ავნი კაცნი. ამგვარი საჩივრებით ისე შეუწუხებია მაიას ბოროტმოქმედნი, რომ მათ გადაუწყვეტიათ მაიას მოკვლა.

ერთ დღეს მეფეს მაია სადღაც გაუგზავნია. ეს შეუტყვიათ მის მტრებს და გამოსდგომიან უკან; მაგრამ მაიას მდევარი დაუხოცავს. ერთ მათგანს #####უებია: ერეკლეს ნებავს შენი სიკვდილიო. მაიას თავზარი დასცემია, ეჭვი გასჩენია, იქნებ მართლა უნდა მეფეს ჩემი სიკვდილიო, თან გული სტკენია, გადაუწყვეტია: - გავშორდები და ყაჩაღად გავალო. თრიალეთისაკენ გადასულა და დაბინავებულა ერთ თყეში, რომლისთვისაც ხალხს “მაიას საბუდარი” დაურქმევია. აქედან გამოდიოდა თურმე გზებზე, უსაფრდებოდა გამვლელ-გამოვლელ თავგასულ კაცებს, ხოცავდა და ძარცვავდა მათ. ბოლოს შეუტყვიათ მტრებს მისი ბინა და დაუწყიათ დევნა. მაშინ მაიას დაუტოვებია თავისი საბუდარი და წასულა სომხეთისაკენ. დასახლებულა სოფლად და თავისი ვინაობა დაუფარავს.

ერთ დღეს მეფე ერეკლე მისულა იმ სოფელში, სადაც მაია ყოფილა. ერთი სოფლიდან მეორეში აცილებდნენ თურმე მეფეს სოფლელები, მაიაც გაჰყოლია. იმჟამად უკვე მოხუცებული ყოფილა და მეფეს ვეღარ უცვნია. ხმა იყო გავარდნილი, რომ მაია დიდი ხანია რაც მოკვდაო. გზაში მეფეს მტერი შემოხვდა. მაიას მეტს თოფ-იარაღი არავის ჰქონია მზად. იმან კი თურმე ჯერ თოფი ესროლა მტერს, მერე კი ხმალდახმალ მიუხდა. ამის მხილველი სხვებსაც გული მისცემიათ, გამხნევებულან, შებმიან მტერს და გაუმარჯვიათ. მეფეს უკითხავს მაიასათვის: შენ ძმობილო, ვინა ხარ ეგეთი გმირიო?

- ბატონისაგან გამოდევნილი მათე გახლავარო. ... ამასთანავე ვაცხადებ დიდებული მეფის წინაშე, რომ მე ვარ დედაკაცი და არა მამაკაციო.

ამის შემდეგ, მაიას გაუხდია კაცური ტანისამოსი და ჩაუცვამს ქალური; მაგრამ დიდხანს აღარ დასცლია სიცოცხლე. სპარსელები შემოსევიან საქართველოს, მაიაც გარევია ქართველთ ლაშქარში, ქალური ტანსაცმელი სცმია. სპარსელებს გაჰკვირვებიათ მისი მამაცობა და ხანებს უბრძანებიათ ცოცხლად მისი დაჭერა. მართლაც, დაუტყვევებიათ და თან წაუყვანიათ; მაგრამ მაია გზიდან გამოპარულა და ერევნის ბოლოს მოუკლავთ.

1959 წელს გადაიღეს ფილმი “მაია წყნეთელი”, სადაც მაიას როლს ასრულებს ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე.


თამრო ვაშლოვნელი

ხალხური

თამროს დედა მალე მოუკვდა. მამაც რომ გამოესალმა ამ წუთისოფელს, ბატონმა თამრო ვიღაც გადამთიელს მიჰყიდა, მაგრამ თამრომ თვითონვე დაიხსნა თავი. მამის ოჯახში რომ ბრუნდებოდა, გამოიარა ერთ ტყეში, სადაც დათვი დახვდა წინ და დაეჭიდა, მაგრამ უშიშარმა გმირმა ქალმა მოკლა დათვი და დაიხსნა თავი მეორე განსაცდელისაგან. თამრო ცხოვრობდა სოფელ ვაშლოვანში. ყოფილა სასტიკი და გაუტეხელი, მეხი დედაკაცი, რის გამოც მისი სახელი განთქმულა საქართველოში. სოფელში უიმისოდ არა კეთდებოდა რა. ერთხელ ვაშლოვანს თათრები დასცემიან, აუკლიათ სოფელი, დაუნგრევიათ ეკლესიები და მცხოვრებნი ტყვედ წაუყვანიათ. თამრო გამოსდგომია თათრებს, დასწევია თავისი რაზმით და საკვირველი გმირობა გამოუჩენია. მტერი დაუმარცხებია და გაუთავისუფლებია ქართველი ტყვეები. ეს ამბავი ერეკლე მეფეს რომ შეუტყვია, ძლიერ დიდის მადლობით უთქვამს თამროსათვის:

- ოჰ, შვილო! შენ გენაცვალოს ჩემი მოხუცი თავი, რომ შენის მაგალითით კაცებიც გამხნევდნენო.

მეფეს მიუცია მისთვის და მისი ამხანაგებისატვის ტყვია-წამალი და ერთ ზარბაზანსაც დაჰპირებია.

თამროს თავის რაზმში ბევრი მეომარი ქალიც ჰყოლია. თამროს და მის რაზმს ბევრჯერ გადაურჩენია ვაშლოვანის მცხოვრებნი ლეკებისა და თათრების თარეშისაგან.

ერთ ავ აზნაურს მისი დიდება და ქება შეშურებია და ქვეყნის ღალატი დაუბრალებია. მეფეს პირზე დაუყენებია მაბეზღარი თამროსათვის. თამროს დაუმტკიცებია თავისი ერთგულება სამშობლო ქვეყნისა და მტრობა და ღალატი თვით იმ მაბეზღარი აზნაურისა. მაშინ მეფეს უთქვამს თამროსათვის:

- წადი შვილო თამრო, ეცადე შენი მაგალითით მამაკაცებიც გაუერთგულო სამშობლოსო.

ამ დროს მეფესთან ყოფილან თავადები და რადგან მოსწონებიათ თამროს ახოვანება, უთხოვიათ, აი იმ ფალავანს დაეჭიდეო, თამროს უარი არ უთქვამს, დასჭიდებია და დაუმარცხებია ეს ფალავანი.

ფალავნობამ თამროს ბევრი მტერი გაუჩინა. ამიტომ დამალულა და არავის ეჩვენებოდა. იგი იცავდა გლეხების ოჯახებს ბოროტმოქმედი ბატონებისაგან, რის გამოც ბატონები გადაემტერენ. ერთ დღეს დაუჭერიათ და მდინარე მტკვარში გადაუგდიათ. თამროს ბევრი უწვალია და ერთ ბურჯზე ასულა, მაგრამ იქიდან სისუსტის გამო ვეღარ ჩამოსულა და მშიერ-მწყურვალს სული განუტევებია. მისი გვამი დიდი პატივით დაუსაფლავებიათ თრიალეთის ეკლესიაში.



თინა წავკისელი

ხალხური

თინა წავკისელი გაბაშვილის ყმა ყოფილა. ისეთივე გმირობა და გულშემატკივრობა გამოუჩენია გლეხებისადმი, როგორც მაია წყნეთელს. სიყმაწვილეშივე შეურაცხყოფისათვის მოუკლავს თავისი ბატონი, მაგრამ თინაზე ეჭვი არავის მიუტანია.

ამის შემდეგ გასულა ხანი. თინა და კიდევ სხვა გოგო-ბიჭები ბატონის ნათესავებს მიუყიდიათ სპარსელებისათვის. გზაზე მყიდველთ მოუნდომებიათ მათზე ძალადობა. თინას შეუტყვია მათი განზრახვა, დაურიგებია თავისი ამხანაგები, წაურთმევიათ სპარსელებისათვის ხანჯლები და დაუხოცავთ ყველანი, შემსხდარან მათ ცხენებზე, წამოსულან მეფე ერეკლესთან და ყველაფერი დაწვრილებით უამბიათ. მეფეს გაკვირვებია მათი მხნეობა. სხვა ქალები დაუთხოვნია, თინა კი სასახლეში შეუნახავს. სასახლეში ყოფნისას თინას კარგად შეუსწავლია თოფის სროლა, ხმლისა და ხანჯლის ხმარება და ცხენზე ჯდომა. მას არა ერთხელ უსახელებია თავი მამაცობით, მხნეობითა და ხმლის ხმარებით.

ერთ ომში თინას და ერთ გლეხს ისე მამაცურად უომიათ, რომ მეფეს ძლიერ მოსწონებია ისინი, მიუწვევია თავისთან ორივენი და უბრძანებია მათთვის შეუღლება. მათ აღუსრულებიათ ბატონის ბრძანება და დასახლებულან წავკისს. თინას შესძენია ორი ვაჟი, მაგრამ მაინც არ მოუკლია ქვეყნისათვის სამსახური: ის ყოფილა თავისი სოფლის, წავკისის მცველი მტერთაგან.

თინას აღა-მახმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაშიც მიუღია მონაწილეობა (1795 წ.). გადმოცემით, იგი ბოლნისის მხარეს მოუკლავთ და ერეკლემ იქვე, ბოლნისის სიონთან, დაასაფლავებინა ქმრის გვერდით, საფლავის ქვაზე მათი სახე ამოაჭრევინა, მათ ობლებს კი სასახლეში ზრდიდა.


Posted by: აბულაბას 30 Jan 2012, 12:11
Obscured
QUOTE
მაია წყნეთელი?? მებრძოლი არ იყო???

კიდე?

Posted by: Obscured 30 Jan 2012, 14:02
QUOTE
კიდე?

QUOTE
თამრო ვაშლოვნელი

QUOTE
თინა წავკისელი

ყველგან იყვნენ ასეთი ქალები: ბაბილონში, ჩინეთში, ვიეტნამში, აფრიკაში, დაგომეაში და ნიგერიაში. საფრანგეთში – ჟანა დარკი და ჟანა დე ბოლევილი (რომელიც მოგვიანებით მეკობრე გახდა). საქართველოში კი, ძველად, ხელჩართული ბრძოლების შემდეგ ბრძოლის ველზე ძალიან ხშირად პოულობდნენ მოკლულ მეომარ ქალებს, რაც ყოველთვის მტრების გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევდა.

ჩვენს ერამდე მეექვსე–მეოთხე საუკუნეების სამარხებში პოულობენ ბევრ საფლავს, სადაც ქალები დამარხულნი არიან სრული საბრძოლო ამუნიციით, იარაღით, ხოლო ზოგიერთ მათგანს ძლიერი ჭრილობები აღენიშნება, მათ სხეულებში ისრების ნარჩენებიც კია აღმოჩენილი. ერთ–ერთი მათგანი, 14 წლის გოგო ასევე იარაღთან ერთად იპოვეს და უკვე ამ ასაკში მისი ფეხები დეფორმირებული იყო ცხენზე გამუდმებული ჯდომისაგან. იმავე ეპოქის მამაკაცებს კი საბრძოლო იარაღის გარეშე პოულობენ, ხოლო ერთ–ერთ სამარხში აღმოჩენილია მამაკაცი ჩვილი ბავშვით ხელში. სწავლულები თვლიან, რომ ეს პერიოდი მატრიარქატი იყო: ქალები იბრძოდნენ, ხოლო კაცები ბავშვებს უვლიდნენ და მეურნეობას ეწეოდნენ. მაგრამ მეოთხე საუკუნის შემდეგ მხოლოდ მამაკაცი მეომრების სამარხებს პოულობენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქალებმა შეწყვიტეს ბრძოლა. მაგრამ რამ აიძულა ისინი გადასულიყვნენ ცხოვრების სულ სხვა ყაიდაზე? აი ეს არის სწორედ გამოცანა...



ამორძალები – ყველა დროისა და ხალხის მებრძოლი ქალები
არსებობს ლეგენდა, რომ საუკუნეების წინათ მატრიარქატი იყო, ხოლო შემდეგ დადგა პატრიარქატის ეპოქა. მაგრამ სინამდვილეში ეს მართალია თუ გამონაგონი არავინ იცის. ვინ არიან ქალები და მამაკაცები, რაშია მათი განსხვავება გარდა ფიზიკური სქესობრივი განსხვავებისა, შეიძლება თუ არა მამაკაცმა შეცვალოს ქალი, ხოლო ქალმა მამაკაცი? არსებობს თუ არა პროფესიები, რომლებიც მხოლოდ განსაზღვრული სქესისათვის გამოდგებიან? თუ ეს მითია? აი რამდენი შეკითხვა იბადება მაშინვე, როგორც კი სიტყვა "ამორძალი" გვესმის. მებრძოლი ქალებისათვის არ არსებობს საზღვრები და ნაცია, მათთვის არ არსებობს განსაზღვრული ისტორიული თარიღები.

ამორძალები ლეგენდის თანახმად სასტიკი, ვერაგი ღმერთისაგან არესისაგან და ჰარმონიისაგან წარმოიშვნენ და თაყვანს სცემდნენ ომის ღმერთს არესს და ნადირობის ღმერთს არტემიდას. არსებობს ვერსია, რომ ისინი მცირე აზიაში ბინადრობდნენ, შავსა და აზოვის ზღვებს შორის და ასევე კავკასიაში (!). მათ შესახებ ჯერ კიდევ ჰეროდოტე წერდა. გადმოცემის თანახმად მათი აშენებულია ეფესი, სმირნა და დედაქალაქი – ფემისკირა.

ითვლება, რომ სიტყვა "ამორძალი" წარმოიშვა სიტყვისაგან – "უმკერდო". მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს მებრძოლი ქალები იდაღავდნენ ერთ ძუძუს, რათა უკეთესად ესროლათ მშვილდ–ისარი, თუმცაღა არცერთ ძველ გამოსახულებაზე ისინი მკერდის გარეშე არ არიან გამოსახულნი. არის კიდევ ერთი ვერსია – ისინი ბავშვებს ძუძუთი არ კვებავდნენ. წელიწადში ერთხელ ამორძალები მეზობელი ტომის მამაკაცებთან, ან უბრალოდ მათ მიერ დატყვევებულებთან ატარებდნენ ღამეს, ხოლო შემდეგ, თუ გოგონა იბადებოდა, იტოვებდნენ მას და მებრძოლად ზრდიდნენ, ხოლო თუ ბიჭი – ან კლავდნენ, ან მამას გადასცემდნენ. გადმოცემის თანახმად, ამორძალების უძველესმა დედოფალმა თავისი თავი ალექსანდრე მაკედონელს შესთავაზა შესანიშნავი მებრძოლი ქალის გაჩენის მიზნით. მოგვიანებით კი გაჩნდა ორი ვერსია იმის შესახებ, რომ ამორძალების ჯგუფი ებრძოდა ამ დამპყრობელს და ეს ბრძოლა მაკედონელისათვის ძალიან მძიმე იყო, ან პირიქით, შეუერთდა მას და მის გვერდით იბრძოდა. ერთი რამ კი ზუსტადაა ცნობილი: აღმოსავლეთის უძველეს ქვეყნებში და გერმანულ ტომებში ქალები მამაკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ და მათ სიამოვნებით იღებდნენ ჯარში. ინდოეთში, ცნობილი მეფე აშოკის დროს იყო დაცვის მთელი არმია, რომელიც მხოლოდ ქალებისაგან შედგებოდა და მშვილდ–ისრით იყო შეიარაღებული. ეს იყო მეფის პირადი დაცვა.

ამორძალები ათენსაც კი დაესხნენ თავს, მაგრამ დამარცხდნენ, თუმცა ჰეროდოტე ამბობს, რომ ეს ტომები ძალიან ხშირად იმარჯვებდნენ. ერთ-ერთ მითში ნათქვამია, რომ თესევსმა მოიტაცა ამორძალების დედოფალი ანტიოპა, ჩამოიყვანა საბერძნეთში და დაქორწინდა მასზე. ხოლო მისმა ერთგულმა ამორძალებმა გადაწყვიტეს, რომ ანტიოპა ცუდად ცხოვრობდა და მის დასახმარებლად წამოვიდნენ. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ დედოფალი დაიღუპა, ამორძალები წავიდნენ ქალაქიდან, ხოლო თესევსი უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდა. ამ მითის მეორე ვერსიის თანახმად, თესევსმა თავისთან წაიყვანა ანტიოპა, მაგრამ შემდეგ ცოლად სხვისი მოყვანა გადაწყვიტა და როცა გაბრაზებული ქალი ცდილობდა ხელი შეეშალა ქორწილისათვის, ჰერაკლემ, თესევსის მცველმა, მოკლა უბედური, შეყვარებული ამორძალი. სად არის სიმართლე? ჩანს თუ არა მითის მეორე ვერსიაში მამაკაცის სურვილი, მიუჩინოს ქალს თავისი ადგილი – ისტორიის დამახინჯების ხარჯზე? მითებში, ლეგენდებში, "ილიადაში" – ყველგან შეხვდებით ამორძალებს. ისინი მონაწილეობას ტროას ომშიც კი იღებდნენ.

მაგრამ მხოლოდ ამორძალები არ იყვნენ მეომრები. იმავე საბრძნეთში ამასტისმა ჰერაკლურიიდან ააგო თავისი მეგაპოლისი, დაიპყრო რა ოთხი ქალაქი და შეაერთა ისინი. მეორე ბერძენი ქალი – არტემისია 1 (480 წ.ჩვ.წელთაღრიცხვამდე), გალიკარნასის სახელმწიფოს მმართველი – საბრძოლო ხომალდის მმართველი იყო. ხოლო თელესილამ ჩვ.წ. მე–5 საუკუნეში გააერთიანა ქალთა ჯარები ოკუპირებულ არგოსში და გაიყოლა ისინი სამშობლოს დასაცავად მტრების წინააღმდეგ.

ძველ სპარტაში პატივს სცემდნენ ქალებს და თავისუფლებას ანიჭებდნენ მათ. ამის მაგალითებია ორი პრინცესა ჩვ,წ–მდე მესამე საუკუნეში: არაქიდამია, რომელიც ქალთა რიგებს ხელმძღვანელობდა და ჰელიდო–ნისი – მშობლიური ქალაქის კედლების დამცველი. ხოლო ძველ რომში ქალი–გლადიატორებიც არსებობდნენ. კალიგულას დედამ აგრიპინამ კი საკუთარი ქალიშვილი საბრძოლო კარავში გააჩინა, როცა ჰერმანიკასთან ერთად საბრძოლო ლაშქრობაში მიდიოდა.

ბრიტანული კუნძულებიდან 61 წელს ბოუდიკამ, კელტმა მებრძოლმა ქალმა, ქალებისაგან შემდგარი ჯარით განდევნა რომაელები საკუთარი მიწიდან. ისინი არასოდეს იყვანდნენ ტყვეებს. მოგვიანებით ამ ჯარში მამაკაცებიც შევიდნენ.

Posted by: mavina 31 Jan 2012, 14:59
ამორძალი ქალები ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან, რა დღეს არ იბრძვიან ომებში ,,სნაიმპერი" ქალები, ან მთელი ისრაელის ქალები რა ჯარისკაცი–ამორძალები არ არიან?

Posted by: ხუციშვილი 31 Jan 2012, 20:51
დიდი მადლობა ყველას ვინც ამ თემაში დაპოსტა , თქვენ მე დამეხმარეთ ჩემი ისტორიის კონფერენციის დამუშავებაში :* თენქიუ თენქიუ ვეი მაჩ

Posted by: tujji 12 Feb 2012, 21:58
http://imageshack.us/photo/my-images/832/92899amazonka.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/688/kittybyloopydave.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: Boyarg 17 Feb 2012, 04:59
ამორძალები სკვითები იყვნენ გადმოცემის მიხედვით.. ანუუუ თუ კოლხი მედეა ქართველი არის მაშინ ამორძალები ოსები ყოფილან

Posted by: grindelvaldi 17 Feb 2012, 09:29
Boyarg
რატომ ყოფილან ოსები? smile.gif ალანები არიან? smile.gif

Posted by: Boyarg 17 Feb 2012, 16:21
grindelvaldi
ალანები სკვითური ტომია, ისევე როგორც გალები იყვნენ კელტური ტომი ანდა გოთები გერმანული ტომი ანდა ეტრუსკები იტალიკური ტომი smile.gif ანდა კახები ქართული ტომი

Posted by: grindelvaldi 17 Feb 2012, 17:15
Boyarg
user posted image
ალანები და სკვითები საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მასე მარტივადაც არ არის საქმე. მანდ მოხდა რაღაც მიგრაციები, ბევრი რამ შეიცვალა... ნუ პირდაპირ ვერ იტყვი რომ ოსები იყვნენო ყოველ შემთხვევაში და მაგიტომ დავწერე მასე, თორემ ჩემივე სტატიაა:
ალანები( ძვ.ბერძ.Ἀλανοί, ლათ.Alani, Halani) – მომთაბარე ირანულენოვანი სკვითურ-სარმატული ტომი. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან ახ.წ I საუკუნიდან, როცა აზოვისა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიებზე გამოჩნდნენ. ალანების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ხალხთა დიდ გადასახლებაში, დანარჩენი ნაწილი კი კავკასიაში დასახლდა. ალანთა ტომების გაერთიანებას ალანია ეწოდა და მან საკმაოდ დიდხანს იარსება, სანამ მონღოლ-თათართა შემოსევებმა არ გაანადგურა და დაიმონა ეს ხალხი. ალანთა ნაწილი ჩრდილო კავკასიის სამხრეთ ნაწილისკენ დაიძრა, რის შემდეგაც მათ ოსებად მოიხსენიებდნენ. ოსებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩრდილო კავკასიურ კულტურასა და ისტორიაში და სხვა ადგილობრივ ხალხებზეც მოახდინეს გავლენა.
ახ.წ I-III საუკუნეებში ალანები სარმატულ ტომებს შორის ყველაზე ძლიერები გახდნენ და დაიკავეს ჩრდილოეთ კავკასიისა და აზოვის ზღვის მიდამოები, საიდანაც გაუთავებელი თავდასხმებით აწუხებდნენ ყირიმს, კავკასიას, მცირე აზიას და მიდიას. 372 წელს ჰუნებმა მოახერხეს მათი დამარცხება, რის შედეგადაც ალანთა ნაწილმა ხალხთა დიდ გადასახლებაში მიიღო მონაწილეობა და პანონიის, გალიისა და პირენეის ნახევარკუნძულის გავლით ჩრდილოეთ აფრიკას მიაღწია, სადაც ჩამოყალიბდა ვანდალ-ალანური სახელმწიფო. ალანებმა მონაწილეობა მიიღეს 451 წელს გამართულ “ხალხთა ომში”, კატალაუნის ველზე ბრძოლაში, რომაელების მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვერ გამოიჩინეს თავი, რომაელებმა მაინც შეძლეს ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება. ალანთა სახელი ისტორიაში გვიანდელი შუა საუკუნეებიდან ნელ-ნელა ქრებოდა და საბოლოოდ ეს სარმატული ხალხი ოსებად ჩამოყალიბდა, მცირერიცხოვან ხალხის ჯგუფად, რომელიც ახლაც ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობს.
user posted image
როქსოლანები(ლათ.Roxolani, ძვ.ბერძ. Ροξολάνοι, ალანურიroxs alan/ruxs alan “თეთრი ალანი”) – სარმატული ტომი. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი(ძვ.წ I – ახ.წ I) მოიხსენიებს მათ როგორც მომთაბარეებს. დაახლ. 70 წელს როქსოლანები თავს დაესხნენ მეზიას. სტრაბონის დროს ცხოვრობდნენ მდინარე დონსა და დნეპრს შორის მიწებზე და აზოვის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნერონის მმართველობის დროს ისინი დაიძრნენ მდინარე დუნაისკენ და დაემუქრნენ იმპერიის საზღვრებს მეზიაში. დუნაის მახლობლად ისინი II-III საუკუნეებში სახლობდნენ და ისტორიკოსების მიერ მოიხსენიებოდნენ როგორც პონტოელი ხალხები. როქსოლანებმა მონაწილეობა მიიღეს დაკიის პირველ ომში, რომის იმპერატორის, მარკუს ულპიუს ტრაიანეს წინააღმდეგ. II საუკუნის რომაელი მწერლები სკორტიანი, კაპიტოლინი და ბერძენი პტოლემაიოსი და დიონ კასიოსი წერენ იმპერატორ ადრიანეს მოლაპარაკების შესახებ როქსოლანებთან. ადრიანე იძულებული გახდა წლიური ხარკი ეხადა მათთვის. უფრო გვიან ამ ტომის წარმომადგენლები გადადიოდნენ მდინარე დუნაიზე და რომის სამსახურში დგებოდნენ. ტიტუს ტაციტუსი როქსოლანებს სარმატ ხალხს უწოდებს(Sarmatica gens), მაგრამ თანამედროვე მეცნიერება სარმატებს და ამ ტომის მთავარ წარმომადგენლებს, ალანებს ინდოევროპული ეთნოსის ირანულ შტოს უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ვენეტებს, რომლებიც სლავების წინაპრებად მოიაზრებიან, ტაციტუსი სარმატებს უპირისპირებს და გვიჩვენებს, რომ პირველი ხალხს მუდმივი საცხოვრებელი გააჩნია, იბრძვის ქვეითად და იყენებს ფარს, როცა სარმატ-როქსოლანები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, ცხოვრობენ ურიკებსა და ფორნებში, იბრძვიან ცხენზე ამხედრებულები და არ შეუძლიათ ქვეითად ბრძოლა, იყენებენ მხოლოდ მსუბუქ შეიარაღებას და არ ხმარობენ ფარებს. ცნობები როქსოლანების შესახებ იკარგება მეექვსე საუკუნიდან, გოთი ისტორიკოსის იორდანის დროს.
როგორც სხვა სარმატული ტომები, როქსოლანებიც ჰუნებმა დაიპყრეს IV საუკუნეში, რის შემდეგაც მათი ნაწილი გაითქვიფა ევროპის ხალხებში. არ არის გამორიცხული, რომ როქსოლანების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო და წვლილი შეიტანა ახალი, პროტოსლავური ეთნოსის წარმოშობაში. უკრაინაში, ქალაქ ოდესის მახლობლად, სამხრეთით, ახლაც არის სოფელი “როქსოლანები”.

ნიკა ხოფერია

Posted by: Boyarg 18 Feb 2012, 00:06
grindelvaldi
სკვითში ერთი კონკრეტული ტომი არ მოისაზრება, როცა მარცელინუსი ალანებს აღწერს იქვე იმასაც ამბობს რომ კასპიის ზღვის ჩრდილოეთით და მის აღმოსავლეთით სადღაც ასე რუსეთის ტერიტორიაზე ამბობს არის უამრავი სკვითური ტომიო . ალანები თუ სარმატული ტომია სარმატები ნამდვილად სკვითური ტომია ანუ გამოდის რო ალანები სკვითური ტომია ისევე როგორც პიქტები იყვნენ კელტური ტომი მაგრამ გალებისგან განსხვავდებოდნენ,,,, ოსები ერთადერთი ერია რომელიც სკვით ალანურ ენაზე ლაპარაკობს და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქავთ რომ სკვით სარმატთა მემკვიდრეები არიან... მაგ სტატიაში ერთი მნიშვნელოვანი რამ გამოჩნდა თვითონ სიტყვა ალანი რას ნიშნავს... რაც ინდო ირანულ დიალექტზე არიელს ნიშნავს და თვითონ სკვითებსაც უწოდებდნენ არიელებს....... ენა ერთი აქვთ მაგ ტომებს მასე გერმანული ტომებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან და კელტურიც მაგრამ პიქტებს და გალებს მაინც ერთი სახელი კელტები ქვიათ და კიმბრებს და ტევტონებს მაინც ერთი გერმანელები,,, ასევე შეგვიძლია ვთქვათ სკვითურ ტომებზე

Posted by: grindelvaldi 18 Feb 2012, 00:34
Boyarg
შეიძლება ზოგადად მოვიაზროთ ნამდვილად yes.gif საერთოდ სარმატებს რომ მეომარი ქალები ჰყავდათ ეგ არცაა ახალი smile.gif
user posted image
user posted image

Posted by: Boyarg 18 Feb 2012, 01:59
ზევითა მგონი ქალია სვირინგებიანი smile.gif რუსეთის სტეპებშია ნაპოვნი ქვევითა კაცია ირანშია ნაპოვნი ორივე სკვითია


user posted image

user posted image

Posted by: Led_Zeppelin 11 May 2017, 18:42
უნიკალური აღმოჩენა – ამორძალთა სახელები კავკასიური ენების მეშვეობით ამოიკითხეს!
http://premiumi.ge/?p=11936

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ძველბერძნული კერამიკული ჭურჭელი შეისწავლა და მათზე დატანილი ამორძალთა სახელების ამოკითხვა და თარგმნა შეძლო. ედრიენ მეიორმა და დევიდ სონდერსმა 12 ლარნაკზე აღბეჭდილი ამორძალთა სურათების ქვეშ არსებული წარწერები ფონემებად აქციეს და აღმოაჩინეს, რომ მათი ამოკითხვა მხოლოდ ჩრდილოკავკასიური ენების მეშვეობით იყო შესაძლებელი.

საქმე იმაშია, რომ ლარნაკებზე ბერძნული ანბანით დატანილი წარწერები არც ბერძნულ და არც სხვა ძველ ენებსა თუ დიალექტებზე არ ითარგმნებოდა. მეცნიერებსა და ისტორიკოსებს ისინი ასოთა უაზრო ნაკრებად მიაჩნდათ. ბრიტანლემა მკვლევარებმა ამ წარწერების ტრანსკრიპცია კანადელ ლინგვისტს და კავკასიის იშვიათი ენების მცოდნეს ჯონ კოლარუსოს გადასცეს, ხოლო წარწერების წარმომავლობზე არაფერი უთქვამთ. ჯონ კოლარუსომ, რომელიც ფლობს ჩერქეზულ, აფხაზურ, ოსურ და უბიხურ ენებს, შეძლო ამ წარწერების თარგმნა. როგორც აღმოჩნდა, ამორძალთა სახელები ამავდროულად მათ თვისებებსაც განსაზღვრავდნენ და შემდეგნაირად ითარგმენბოდნენ: პრინცესა, ცეცხლოვანგვერდიანა, არდაუთმო, ჯავშნის ღირსი, საბრძოლო შეძახილი და ა.შ. ამრიგად, მეცნიერებმა 2500 წლის წინ დაკარგული ენა ააჟღერეს. რორგორც ჩანს, ეს სვითელი მომთაბარეები იყვნენ, რომლებიც ელადასთან ხან ომობდნენ, ხან კი ვაჭრობდნენხოლმე. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ლარნაკებზე ამორძალთა და მათი სახელების გამოსახვით ელინები ცდილობდნენ შეენერჩუნებინათ ინფორმაცია მათ შესახებ, ფონეტიკური სახითაც კი.
* * *
http://pix.ge/ http://pix.ge/

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)