ჰმ რა საინტერესო თემაა. მანქანის მძღოლები ანგელოზებად მოგეჩვენება ამ თემის წაკითხვის შემდეგ...
მე დავდივარ მოპედით, წითელზე ვაჩერებ, ტროტუარზე არ ავდივარ და პავაროტნიკებს ვხმარობ ზოლიდან ზოლზე გადასვლისას.
და აი რამოდენიმე საინტერესო ფაქტი:
1) 2-ჯერ კინაღამ გამიტანა მარშრუტკის მძღოლმა (პავაროტნიკის არ ჩართვის გამო) და 2-ჯერ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა (იგივე მიზეზით). ამ შემთხვევების მერე, მანქანებს აღარ ვუსწრებ თუ უსაფრთხო ტერიტორია არაა.
2) წითელზე ვიდექი გაგარინზე, პატრული მედგა გვერდით, გამომხედა თვალებში და მეუბნება - "მოპედი გაიარე". მეც გავიარე რადგან პატრულმა მომცა მწვანე.
ახლა იმათთვის ვინც დაწერილის ინტერპრეტაციას ვერ ახდენს:
1) მოპედის მძღოლები რომ ხშირად არღვევენ ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მოდი ნუ გამოვიყვანთ მანქანის მძღოლებს ანგელოზებად. ისეთი შეუგნებელი ფალოსი ზის ხშირად საჭესთან რომ პრავის მიმცემს აგინებ. ამიტომ პრავა ბევრს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა რომ წითელზე აღარ გაივლიან. რაც მამენტ, პატრულს რომ უნდოდეს დააჯარიმებს 10 ლარით როგორც წითელზე გადამსვლელ ქვეითს (მინახავს ასეთი შემთხვევაც).
2) პატრულს თუ არ აქვს ბრძანება მიცემული, რომ დასაჯოს წითელზე გასული (ან სხვა საგზაო წესის დამრღვევი) მოპედისტი, რატომ გგონიათ, რომ ეს მოპედისტის ბრალია?
მოპედისტები კი არა, მკვლელობაზე დასჯის კანონი რომ გააუქმო, მალევე ანარქია აიწევა. ამიტომ, მოპედის მძღოლებს კი ნუ აგინებთ ფორუმზე, ჯობია მასიურ პეტიციას მოაბათ თავი და შეადგინოთ ადეკვატური მოთხოვნა თუ ასე ძალიან გაწუხებთ მოპედისტები (რაც ძალიან მეეჭვება).
This post has been edited by DarK on 20 Jul 2020, 08:11