http://irrigation.ge/technology/#!/ * * *
წვეთოვანი მორწყვა
მცენარეების წვეთოვანი მორწყვის იდეა დაიბა იქ სადაც იყო სარწყავი წყლის
დეფიციტი. ამ მეთოდმა მანამდე უდაბური მიწები გადააქცია სოფლის
მეურნეობისათვის გამოსადეგად.
წვეთოვანი მორწყვა არის ირიგაციის ყველაზე საუკეთესო მეთოდი. მისი
საშუალებით შესაძლებელია:
• მოვრწყათ ფერდობები, რომელიც სხვა მეთოდებით შეუძლებელია მოირწყას,
ან ტექნიკურად რთული და ძვირადღირებული შესასრულებელია.
• დავზოგოთ წყალი, ენერგია, დანახარჯები.
• შევამციროთ მცენარეთა დაავადებები რომელიც უკავშირდება მორწყვის სხვა
მეთოდებს. ამასთან ერთად შევამციროთ წარმოების ხარჯები.
• შევამციროთ სარეველების ფონი. ამით იზოგება თანხები ჰერბიციდებზე,
მიწის კულტივაციაზე; ნაკლები ზიანი ადგება გარემოს; მცირდება რისკი
მოსავლის დაკარგვისა.
• გამოვკვებოთ მცენარე სასუქების და მიკროელემენტების
ეფექტური ათვისებით, ამ მასალების ხარჯვის შემცირებით.
შედეგად იზოგება თანხები და ნაკლები ზიანი ადგება გარემოს.
• წვეთოვანი სისტემა იძლევა საშუალებას ფესვების გარშემო ფიზიკო-ქიმიური
გარემოს მართვისა რაც ხელს უწყობს სასუქების და მიკროელემენტების
ეფექტურ ათვისებას.
• სარწყავი წყალი მცენარეს მიეწოდება მოზომილად, მაშინ როდესაც მცენარეს
სჭირდება. ის საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ მცენარის მცირე
სტრესებიც კი, რაც მისი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას უწყობს
ხელს.
• წვეთოვანი სარწყავი სისტემა საშუალებას იძლევა მცენარის მორწყვა და
ფერთიგაცია ავტომატიზირებული გავხადოთ რაც მნიშვნელოვნად ამცირებს
წარმოების რისკს.
• წვეთოვანი მორწყვა იცავს მიწას ეროზიისაგან, რომლის ერთ-ერთი მიზეზი
სწორედ დიდი მოცულობითი მორწყვაა (მიღვარვა ან დაწვიმებითი მეთოდი).
ისევე როგორც წვეთოვანმა სისტემამ უდაბნო ჩააყენა სასოფლო-სამეურნეო
წარმოებაში, მას შეუძლია საქართველოს ფერდობები გახადოს
ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო ფართობებად. ამით შეგვიძლია
არააქტუალური გავხადოთ ჩვნი ქვეყნის მცირემიწიანობის პრობლემა.
წვეთოვანი სარწყავი სისტემის შემადგენელი ნაწილებია თვით წვეთოვანი
მილები, რომლებიც მისი ღირებულების 50-70%-ს შეადგენს.
წვეთოვანი მილების ფასი მერყეობს მათი კედლის სისქის სიდიდის
მიხედვით, რომელიც შეიძლება იყოს 0,1 მმ-დან 1.2 მმ-მდე.
წვეთოვანი მილების მნიშვნელოვანი პარამეტრებია წყლის დინების
სიჩქარე თითო ნახვრეტიდან და მანძილი ნახვრეტებს შორის. მათი
შერჩევა უნდა განხორციელდეს შესაბამისი ამოცანის; მიწის თვისებების,
მცენარის მოთხოვნილებების გათვალისწინებით კონკრეტული რაიორნის
კლიმატური პირობების შესაბამისად და დანახარჯების ოპტიმიზაციის მიხედვით
სპეციალისტის მიერ.
წვეთოვანი სარწყავი სისტემის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია წყლის
ფილტრ(ებ)ი. მისი წილი სისტემის სრულ ღირებულებაში 50-30 %-ია.
მორწყვის ყველა ვარიანტში საჭიროა წყლის ფართობთან მიმყვანი
ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა
ღირებულებისაა.
არაპროფესიონალური მიდგომის შედეგად წვეთოვანი სარწყავი სისტემა ვერ
ასრულებს თავის ფუნქციას და ხშირად უფრო ძვირი ჯდება. ამის
მაგალითები ბევრია. შედეგად წვეთოვანი სისტემის აგრონომიულ და
ეკონომიურ უპირატესობას სრულად ვერ ხედავს ფერმერი. ამიტომ
სპეციალისტის მიერ წვეთოვანი სისტემის დაგეგმვა აუცილებელი პირობაა
იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოთ.
დანახარჯი წვეთოვანი სისტემის მოწყობაზე ცოტა არ არის,
მაგრამ ის ანაზღაურდება პირველსავე სეზონში ნამეტი
პროდუქციით და მოყვანის ხარჯების შემცირებით!
მხოლოდ ტექნიკურ პროგრესს, მეტ
ინფორმაციას, საკითხის ღრმა ცოდნას
შეუძლია მნიშვნელოვანი მოგების
მოტანა!!!!!!!!!