#55435155 · 1 Nov 2019, 22:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო. ბინის შეძენა მინდა ერთერთ სამშენებლო კომპანიაში და ფართს ზომავენ შემდეგნაირად: შიდა კედლები რაზეც დგას, იმის თანხასაც მახდევინებენ და მეუბნებიან, რომ ეს ბინის ფართში შედის და ასევე გარე კედლების ფართის ფასიც შენ უნდა გადაიხადოვო. ანუ მოკლე მაგალითი რომ ვთქვა, ვთქვათ კუთხის ბინას ვიღებ და გარე კედელი აშენებულია 20-იანი (20 სმ) ბლოკით, ამ კედლის ფართსაც მახდევინებენ. არადა 1000 დოლარამდე ღირს 1 კვმ და მარტო ამ კედლებს მიაქვს 3500 დოლარი, 10 000 ლარზე მეტი. ვინც ერკვევით ამ ბინის ფართების აზომვაში მართლა ასეა? შიდა და გარე კედლებისაც უნდა გადავიხადო? ვერ გავიგე კედელი რანაირი ბინის ფართია, მითუმეტეს კორპუსის გარე კედელი.
|