Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ორი წლის გოგონას დაუდგინდა სოკო


Posted by: buburatino 14 Apr 2010, 00:07
გამარჯობათ,იქნებ მირჩიოთ? გინეკოლოგი რომელიც ბავშვებთანაც მუშაობს ან პედიატრ- გინეკოლოგი,სასწრაფოდ მჭირდება,იმედი მაქვს მალე გამომეხმაურებით.

Posted by: Solveig 14 Apr 2010, 01:00
buburatino
ჟორდანიაში არის ბავშვთა კაბინეტი. პირველივე სართულზე.


და სოკო ვიღამ დაუდგინა?

Posted by: Gedsa_Neo 14 Apr 2010, 01:03
buburatino


იაშვილის კლინიკის 1 სართულზეც არის ბავშვთა გინეკოლოგია...

თქვენს საწოლში არ უნდა ჩაიწვინოთ ბავშვი ...

Posted by: blblbl 14 Apr 2010, 01:07
QUOTE
თქვენს საწოლში არ უნდა ჩაიწვინოთ ბავშვი ...

ეს რა შუაშია,წყლიდან და აუზიდანაც შეიძლება შეხვდეს სოკო,აუცილებელი არაა მშობლისგან გადასდებოდა

Posted by: ikebana 14 Apr 2010, 01:43
buburatino
ვინ დაუდგინა და რა სიმპტომები აქვს?


Posted by: Natuka NGN 14 Apr 2010, 03:11
Gedsa_Neo
QUOTE
თქვენს საწოლში არ უნდა ჩაიწვინოთ ბავშვი ...

ეს არაფერ შუაში არაა... შეიძLება ანტიბიოტიკებმა უქნას, ვიცი ასეთი შემთხვევები... და უფრო ხშირად ამის ბრალია... რა შუაშია საწოლი?

Posted by: buburatino 14 Apr 2010, 10:44
მოკლედ დაუდგინა ექიმმა,თავის დროზე ბევრი ანტიბიოტიკები აქვს მიღებული.დაბანის დროს აქვს წვა და თეთრი ნადები აქვს.სეიოზულისპეციალისტი გვჭირდება,არაფრი დაუსავოს ბავშვს არასწორი დოზირებით ან პრეპარატებით.კაბინეტში კი გვყავდა.

Posted by: rtuli 14 Apr 2010, 10:52
blblbl
Natuka NGN
QUOTE
რა შუაშია საწოლი?

თავშია თავიდანვე,ბავშვებო smile.gif
დავიწყოთ იქიდან რომ არაჰიგიენურია ბავშვის მშობლების საწოლში ჩაწოლა.
სოკო სეიძლება გაუჩნდეს ბევრი მიზეზების გამო:
ჩვენი წყალი არვარგა,საპნები არვარგა,საწოლში ჩაწოლა არშეიძლება,ანტიბიოტიკების მიღებამაც იცის,დაქვეითებული იმუნიტეტმა იცის,შიგნით ლორწოვან გარსსი ბაკტერიების დისბალანსმაც იცის და კიდევ არის სხვა მიზეზებიც.

მოკლედ ამას ექიმი სჭირდება და ანალიზის ჩატარება.

QUOTE
ჟორდანიაში არის ბავშვთა კაბინეტი

+1

Posted by: Natuka NGN 14 Apr 2010, 12:26
rtuli
მოდი იქიდან დავიწყოთ რომ ბავშვი ნამდვილად არ ვარ smile.gif შენზე უფროსი ვარ... მეორეც... http://www.unimed-dnk.ru/php/content.php?id=302 მოდი ამ ბმულს გაადხედე და ნახე ბავშვებში რა სიტუაციაში შეილძება წამოიშვას კანდიდა. ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკები და შესაძლოა ავიტამინოზი იყოს მიზეზი. და თუ დედას და მამას არ ჭირს სოკო, მაშინ ლოგინის თეორია საერთოდაც...
buburatino
წვა და ნადები გასაგებია, მაგრამ ბაქტერიოლოგიური ანალიზი გაკეთდა? აუცილებალდ საჭიროა ამ ნადების ანალიზის გაკეთება. ბავშვი პამპერს ხომ არ ატარებს ღამე ისევ? მოაშორე. დაბალი იმუნიტეტისა და კანის ჩახურებისას, დიდი შანშია კანდიდას გამარველბისა. სოკო ისედაც ყევლა სგვაქვს ორგანიზმში. მას არ უნდა მიეცეს გამრავლების საშუალება. რძიანა თითქმის ყევლა ახალშობილს აქვს. კიდევ არავითარ შემთხვევაში არ დაბანო სეივგარდისა და პროტექსის საპნით. ამ შემთხვევაში ბავშვის საპონიც ვერ დაარეგულირებს საჭირო PH ბალანს. ამიტომ, მხოლოდ გვირილის ნაყენით ჩაბანე. და ბავშვს კუჭის მოქმედება როგორი აქვს? შეიძლება მთლიანი დისბაქტერიოზი ჰქონდეს.

Posted by: blblbl 14 Apr 2010, 12:35
rtuli
არა ეგ კი ვიცი რომ საწოლიდანც შეძლება აიკიდოს ,მაგრამ უბრალოდ ძალიან ცუდა?თ მომხვდა ყურში და მე რომ იმ ბავშვის დედა ვიყო მეწყინებოდა,თუ მაგ მიზეზიტ არ აქვს ბავშვს და როგოც არმოჩნდა არც ჰქონია,მაგის გამო,მაგის თქმა მინდოდა,არ იყო საჭირო მაშინვე მშობლის დადანაშაულება მანამ მიზეზს არ გაიგებდი

buburatino
იაშვილში მიიყვანე,ჟორდანიას არ გირჩევ პირადი გამოდილებით.

Posted by: Gedsa_Neo 14 Apr 2010, 14:20
blblbl
Natuka NGN


თქვენ რატომ გაღიზიანდით ვერ მივხვდი wink.gif

ხშირად ემართებათ ბავშვებს ვაგინალური სოკო იმის გამო რომ მშობლები აწვენენ თავიანთ საწოლში... რათქმაუნდა სოკო სხვა მიზეზის გამოც შეიძლება დაემართოს

არავის არ "ვადანაშაულებ" რა სისულელეა biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 14 Apr 2010, 14:40
Gedsa_Neo
QUOTE
თქვენ რატომ გაღიზიანდით ვერ მივხვდი 

არანაირად არ გავღიზიანებულვარ, დამიჯერე... უბრალოდ ამ დასკვნის
QUOTE
ხშირად ემართებათ ბავშვებს ვაგინალური სოკო იმის გამო რომ მშობლები აწვენენ თავიანთ საწოლში... რათქმაუნდა სოკო სხვა მიზეზის გამოც შეიძლება დაემართოს
ფაქტორბრივი კვლევები და დადასტურება გაქვს? შესაძლოა სწორედ მაგი ჰგონიათ და სულ სხვაა მიზეზი. მასე აბაზანა უფრო საშიშია, იქ სადაც სისველეა. და ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი მაინც იმუნტეტია, იმიტომ რომ იგივე რძიანა ნებისმიერ ახლადაბადებულ ბავს აქვს და ყველაში არის.

blblbl
QUOTE
არა ეგ კი ვიცი რომ საწოლიდანც შეძლება აიკიდოს ,მაგრამ უბრალოდ ძალიან ცუდა?თ მომხვდა ყურში და მე რომ იმ ბავშვის დედა ვიყო მეწყინებოდა,თუ მაგ მიზეზიტ არ აქვს ბავშვს და როგოც არმოჩნდა არც ჰქონია,მაგის გამო,მაგის თქმა მინდოდა,არ იყო საჭირო მაშინვე მშობლის დადანაშაულება მანამ მიზეზს არ გაიგებდი

გეთანხმები და მით უმეტეს, რომ კანდიდოზი ვენერიული დაავადება არაა. უფ, დავიღალე უკვე საერთოდ ფორუმზე ბეჭვდით... ყველა განყოფილება თანდათან მბეზრდება.
ალბათ კაი ხანი აღარ შემოვალ... თუ შმეოვედი საერთოდ...

Posted by: Gedsa_Neo 14 Apr 2010, 14:50
Natuka NGN
QUOTE
ფაქტორბრივი კვლევები და დადასტურება გაქვს? შესაძლოა სწორედ მაგი ჰგონიათ და სულ სხვაა მიზეზი. მასე აბაზანა უფრო საშიშია, იქ სადაც სისველეა. და ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი მაინც იმუნტეტია, იმიტომ რომ იგივე რძიანა ნებისმიერ ახლადაბადებულ ბავს აქვს და ყველაში არის.



რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევა მე არ ჩამიტარებია ნამდვილად biggrin.gif

მაგრამ თბილისში ძალიან ბევრი გინეკოლოგი აღნიშნავს რომ ბავშვტა ვაგინალური სოკოს ყველაზე ხშირი მიზეზი არის ის რომ საწოლში იწვენენ მშობლები.
უმეტეს შემთხვევებში ეს არის მიზეზი ბავშვთა კანდიდოზის შემთხვევების.
სტატისტიკურად ჭარბობს ეს მიზეზი ამის თქმა მინდა

მე ახალი და განსაკუთრებული არაფერი მითქვამს
yes.gif

Posted by: Solveig 14 Apr 2010, 15:22
rtuli
QUOTE
დავიწყოთ იქიდან რომ არაჰიგიენურია ბავშვის მშობლების საწოლში ჩაწოლა.

მე მგონი, მანდ სადავო არაფერია.
მაგრამ ვაგინალურ კანდიდოზთან ეგ არაფერ შუაშია, მე რამდენადაც ვიცი...


ძალიან წარმოიუდგენელი ჩანს, როგორ შეიძლება გადავიდეს ვაგინალური კანდიდოზი "ლოგინში ჩაწვენით" (თუ გადატანითი მნიშვნელობით არ გავიგებთ ამას). ეს ვენერული დაავადება-ვთქვათ, სიფილისი ან გონორეა ხომ არაა. მესმის კიდევ-საცურაო აუზი ან აბანო იყოს.

კანდიდოზის მიზეზი ასეთ პატარაში შეიძლება იყოს ცუდი ჰიგიენა, ხშირი ოფლიანობა (მაგალითად, სინთეტიკური, მოჭერილი საცვლის გამო, პამპერსიც ახსენეს უკვე), ანტიოტიკების დიდი რაოდენობით მიღება, შეუმჩნეველი შაქრიანი დიაბეტი (ამ დროს შარდში ნახშირწ###ბის არსებობის გამო ლორწოვანზე ხელსაყრელი პირობები იქმნება), იმუნიტეტის დაქვეითება..სხვათა შორის, ტუალეტის ქაღალდმაც შეიძლება გამოიწვიოს მიკროფლორის დარღვევა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რასაც ტუალეტის ქაღალდს ეძახიან, ხშირად კაცმა არ იცის, როგორ და რა პირობებშია დამზადებული.


QUOTE
თბილისში ძალიან ბევრი გინეკოლოგი აღნიშნავს რომ

ეჰ..


Posted by: buburatino 14 Apr 2010, 17:56
დიდი მადლობა.

ყველას.

თუ შეიძლება მითხარით გვარი და სახელი კონკრეტული ადამიანის იაშვილის კლინიკაში?

blblbl თქვენ შეგიძლიათ მითხრათ?

პამპერსი აღარ აცვია,მაგრამ ბევრი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს..

Posted by: Gedsa_Neo 14 Apr 2010, 18:10
buburatino


კონკრეტული სახელი და გვარი ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ გეტყვით სადაა დაახლოებით იაშვილში როგორც შეხვალთ ცენტრალური ფოიედან დაცვა სადაც დგას იქ არა, მოპირდაპირე მხარეს შეხვალტ კარებში და ბავშვტა გინეკოლოგიური კაბინეტი აწერია კარებს ხელმარჯვნივ (იმედია ოთახი არ შეუცვლიათ) თუ არ ვცდები 2 ექიმი მუშაობდ ცვლებში...


QUOTE
ძალიან წარმოიუდგენელი ჩანს, როგორ შეიძლება გადავიდეს ვაგინალური კანდიდოზი "ლოგინში ჩაწვენით"

თეთრეულიდან... ინტერნეტში არის სტატიები, როგორ უნდა დამუშავდეს თეთრეული რომ ეს პრობლემა ავიცილოთ ტავიდან ამაზეც არის საუბარი...

QUOTE
მაგრამ ვაგინალურ კანდიდოზთან ეგ არაფერ შუაშია, მე რამდენადაც ვიცი...



drug.gif[B]

Posted by: rtuli 14 Apr 2010, 19:44
Natuka NGN
QUOTE
მოდი იქიდან დავიწყოთ რომ ბავშვი ნამდვილად არ ვარ  შენზე უფროსი ვარ...

თუ გეწყინათ ბოდიშს მოვიხდი smile.gif

QUOTE
მეორეც... http://www.unimed-dnk.ru/php/content.php?id=302 მოდი ამ ბმულს გაადხედე და ნახე ბავშვებში რა სიტუაციაში შეილძება წამოიშვას კანდიდა.

smile.gif

მე ამას ვუწევ რეკომენდაციას რომ გაეცნოთ yes.gif
http://archive.diary.ru/~mama-doctor/?comments&postid=24491295
პატივისცემით ნინო.

Posted by: Solveig 14 Apr 2010, 21:07
Gedsa_Neo
QUOTE
თეთრეულიდან...

QUOTE
... ინტერნეტში არის სტატიები, როგორ უნდა დამუშავდეს თეთრეული რომ ეს პრობლემა ავიცილოთ ტავიდან ამაზეც არის საუბარი...

ბევრი ვეძებე და მსგავსი ვერაფერი ვნახე...საუბარია ტანსაცმელზე, რომელიც უშუალოდ აცვია ადამიანს, მაგრამ არა ლოგინის თეთრეულზე და მისგან კანდიდოზის გადადების შესაძლებლობაზე.

და არც არაფერი განსაკუთრებული არ არის საჭირო, საკმარისია 60-70 გრადუსზე გარეცხვა და ცხელი უთოთი გადავლა...


ნებისმიერ შემთხვევაში, როცა არსებობს გადასარევი ხელისშემწყობი ფაქტორები-ანტიბიოტიკების მიღება, იმუნოსუპრესია, ცუდი ჰიგიენა, ჩახურება და უსუფთაო წყალი/ქაღალდი, ლოგინში ჩაწვენიდან კანდიდოზის გადადება ძალიან ნაკლებმოსალოდნელად ჩანს...

აგერ, მაგალითად:

http://www.herpes-coldsores.com/std/yeast_infection.htm

Posted by: Gedsa_Neo 14 Apr 2010, 23:47
Solveig
QUOTE
აგერ, მაგალითად:

http://www.herpes-coldsores.com/std/yeast_infection.htm



მაგ ლინკში ბავშვებში როგორ ხდება ვაგინალური კანდიდოზის ტრანსმისია არ წერია smile.gif მხოლოდ ქალები და მამაკაცები წერია ...

პ.ს. თემის ავტორმა გაარკვია მემგონი რაც აინტერესებდა smile.gif)




Posted by: Solveig 15 Apr 2010, 01:35
Gedsa_Neo
QUOTE
მაგ ლინკში ბავშვებში როგორ ხდება ვაგინალური კანდიდოზის ტრანსმისია არ წერია

რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ბავშვია თუ უფროსი ასაკის?

ნამდვილად ვერსად მივაგენი საწოლის თეთრეულიდან კანდიდოზის გადადების შესახებ ინფორმაციას.


ახლა, თუ ვინმეს ისეთი გაჭირვება ადგას, რომ სხვის ნაცვამ საცვალს იცვამს, ეგ არ ვიცი...მაგრამ მშობელი ნამდვილად ვერ ჩააცმევს შვილს.


QUOTE
თემის ავტორმა გაარკვია მემგონი რაც აინტერესებდა

ეს მისი საქმეა და თუ უნდა, დახურავს თემას..ჯერ არ დაუხურავს.

ფორუმს საყოველთაო დანიშნულება აქვს და არ არის მხოლოდ ერთი ადამიანისათვის..თუ საჭიროდ მიაჩნია მოდერატორს,დ ახურავს...კითხვა გინეკოლოგთან არის და იქაც შეიძლებოდა მიერთება.

Posted by: Gedsa_Neo 15 Apr 2010, 01:43
Solveig
QUOTE
რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ბავშვია თუ უფროსი ასაკის?


rolleyes.gif

QUOTE
ეს მისი საქმეა და თუ უნდა, დახურავს თემას..ჯერ არ დაუხურავს.

ფორუმს საყოველთაო დანიშნულება აქვს და არ არის მხოლოდ ერთი ადამიანისათვის..თუ საჭიროდ მიაჩნია მოდერატორს,დ ახურავს...კითხვა გინეკოლოგთან არის და იქაც შეიძლებოდა მიერთება.


კეთილი და პატიოსანი yes.gif

Posted by: buburatino 15 Apr 2010, 10:54
მართლა გავარკვიე და ყველას დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.კიდევ..ტუალეტის ქაღალდი ყოფილა სოკოს ერთერთი მთავარი გამავრცელებელი და არომატული საპნების მოხმარება ხელისშემწყობი..

Posted by: The Secret 15 Apr 2010, 11:15
buburatino
რა სიმპტომები ქონდა?

Posted by: rtuli 15 Apr 2010, 13:10
buburatino
QUOTE
მართლა გავარკვიე და ყველას დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.კიდევ..ტუალეტის ქაღალდი ყოფილა სოკოს ერთერთი მთავარი გამავრცელებელი და არომატული საპნების მოხმარება ხელისშემწყობი..

+100%
მე ჩავეკვეხე ამ თემაში პირადული გამოცდილებიდან.
მთელი ოჯახი კარგათ იტანს დეოდორიზებულ ტუალეტის ქარალდს,საფენებს და საპნებს,მხოლოდ მე აღმოვჩნდი ის ვინც ვერ იტანს sad.gif
ჩემი უმთავრესი პრობლემაა იმუნიტეტის დაქვეითება და ეს იწვევს ჩემს ასეთ რეაქციას სურნელოვან ჰიგიენურ საშვალებებზე sad.gif
ამოვაგდე ყოველგვარი დეო დანამატიანი საფენები,საპნები,ტუალეტის ქაღალდები და დავისვენე.

ეს პრობლემა არამხოლოდ ბავშვს ეხება, დიდებსაც,თან ორგანიზმს გააჩნია.

Posted by: blblbl 15 Apr 2010, 13:45
rtuli
მეც მასე მჭირს,სურნელოვანს ერაფერს ვიკარებ.

Posted by: Solveig 15 Apr 2010, 13:51
QUOTE
დანამატიანი საფენები,საპნები,ტუალეტის ქაღალდები

ალერგიულიც შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი მათზე.

Posted by: svani67 15 Apr 2010, 14:29
QUOTE
თბილისში ძალიან ბევრი გინეკოლოგი აღნიშნავს რომ ბავშვტა ვაგინალური სოკოს ყველაზე ხშირი მიზეზი არის ის რომ საწოლში იწვენენ მშობლები.



თბილისში იმასაც ეუბნებიან ექიმები ჰეპატიტიანებს, რომ თურმე ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ ინტერფერონის კურსი, ალბათ იმიტომ, რომ ჰეპატოლოგებს ფული არ შემოაკლდეთ, თორემ ის ფაქტი, რომ ეგ წამალი ორგანიზმს ანგრევს (მით უმეტეს მრავალჯერადი გამოყენების დროს, მის ფანტასტიკურ ღირებულებას რომ თავი დავანებოთ) და ერთზე მეტი კურსის ჩატარებას უბრალოდ აზრი არა აქვს, ეგ არ ადარდებთ

ასე რომ რასაც თბილისში ამბობენ, ყველაფერი სიმართლე არაა

პრინციპშI როცა ბავშვს ამდენი ანტიბიკოტიკი დაუნიშნეს, პარალელურად სოკოს საწინააღმდეგო წამალიც უნდა დაენიშნათ, ხომ იცოდნენ, რომ ბავშვს ასიანი გაუჩნდებოდა სოკო ანტიბიოტიკების გამო. არც ამაზე უზრუნიათ როგორც სჩანს იმ ბავშვის ექიმებს სამწუხაროდ

Posted by: alikiti 27 Apr 2010, 16:49
buburatino

სოკო არის მრავალნაირი,მარტო სოკო არაფრის მთქმელი არ არის,მთავარია რა სახის სოკოა.

Posted by: Thandrus 28 Apr 2010, 14:25
დიაბეტი ხომ არ აქვს ბავშვს ან სხვა რაიმე ენდოკრინული პრობლემა? ანტიბიოტიკებს ხომ არ იღებდა მანამდე? პამპერსი ხომ არ აცვია?

იყავით ექიმთან?

alikiti

QUOTE
სოკო არის მრავალნაირი,მარტო სოკო არაფრის მთქმელი არ არის,მთავარია რა სახის სოკოა.


ალბათ კანდიდა უნდა იყოს...

Posted by: alikiti 30 Apr 2010, 10:25
Thandrus

მინდოდა მეთქვა,რომ ასეთ დროს დიაგნოზია ეჭვის ქვეშ.ვინც სოკოს დიაგნოზი დასვა,სახეც უნდა მიეთითებია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)