Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > არქიტექტურა-პროექტირება


Posted by: bridgestone 22 Aug 2007, 00:22
მაინტერესებს, რა ღირს პროექტის შედგენა, რამე განსაკუთრებულის და ორიგინალურის კი არა, უკვე აპრობირებული პროექტის არჩევა და დასამტკიცებლად მომზადება.

მაგალითად, ერთსართულიანი სახლი, 100 კვ მეტრი პროექტის შედგენა-დამტკიცება ღირს X თანხა, 2-სართულიანი 150 კვ. მეტრის პროექტის შედგენა და დამტკიცება Y თანხა.

თუ ვინმემ იცით, მითხარით, და რომელი კომპანიები აკეთებენ?


Posted by: daiv 22 Aug 2007, 10:45
100კვ.მ - 5000 აშშ დოლ. მაქს.
150კვ.მ - 5000-6000 აშშ დოლარი მაქს.
შპს "პირამიდა"
შპს "ჰაუსარტი"

Posted by: bridgestone 22 Aug 2007, 20:44
THANKS!
მადლობა!

+30 .................................

Posted by: mode 23 Aug 2007, 01:11
ჩვენ კვადრატულს 15 $ ად ვაკეთებთ.
ვართ ახლადჩამოყალიბებული კომპანია "ჰაუსი" .
ცნობილი ფირმა არა ვართ მაგრამ არანაკლებათ პროფესიონალები ვართ. ფასი ნორმალურზე გაცილებით იაფია. და დაკლებაც შეიძლება
თუ დაინტერესდები შეგიძლია დაგვიკავშირდე smile.gif

Posted by: SnowFlakes 23 Sep 2007, 00:28
პროექტის არა,მაგრამ უკვე დაპროექტებული სამზარეულოს 3D-ში გაკეთება მინდა და მერე ინტერიერზე ვიცი ვინც იზრუნებს.

ვინ,სად და რა ფასებში აკეთებს ამას?



Posted by: HELPme_ 23 Sep 2007, 01:22
ფიფქა ეგ 3D ცოტა არ იყოს ძვირი სიამოვნებაა.
ხოდა ფასს რომ გეტყვიან მემგონი გადაიფიქრებ biggrin.gif
ისე ცოტა ქვევით დიზაინერების განყოფილებაა და იქ იკითხე ეგ

Posted by: SnowFlakes 23 Sep 2007, 12:48
HELPme_

ჰმ boli.gif



* * *
QUOTE
ისე ცოტა ქვევით დიზაინერების განყოფილებაა და იქ იკითხე ეგ


სად აბა?
მე ვერ ვნახე.

Posted by: control 24 Sep 2007, 20:34
QUOTE
SnowFlakes
რამდენი კვადრატულია ფასი მაგაზე არის დამოკიდებული რაც დიდია 1 კვადრატული მით უფრო იაფი დაგიჯდება.და კიდე სირთულეს და დეტალიზაციას გააჩნია. თუ გინდა პირადზე მოწერე დეტალურად და გეტყვი.

Posted by: Natosha 24 Sep 2007, 21:10
შ.პ.ს "არქიკომი" პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფია. თვითონ ფირმა არსებობს 15 წელი.
1 კვ.მ-ს აკეთებენ 15$-ად. თუ რამეა შემიძლია მოგცე კოორდინატები.

Posted by: mako11 9 Dec 2007, 05:49
1 კვ.მ-ს აკეთებენ 15$-ად, რა ამბავია. ოქროს ნახაზსს ხომ არ აკეთებთ თქვე დალოცვილებო?

Posted by: daitio_1 9 Dec 2007, 09:34
მე გირჩევდით www.geoplaza.ge
საკმაოდ კარგად აპროექტებენ, აშენებენ და 3D-შიც საკმაოდ კარგ დიზაინებს აკეთებენ და არემონტებენsmile.gif
რეკლამასავით გამომივიდა, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ამათი მომსახურებით

Posted by: fanqari 15 Dec 2007, 20:41
1 კვ.მ დამიჯდა 5 დოლარი. მომცეს ყველანაირი ნახაზის კომპიუტერული ვერსია. ასე რომ წესით ნებისმიერმა დებილმა ხელოსანიც გაიგებს, თუ გჭირდებათ შემოძლია ტელეფონი მოგცეთ

Posted by: civciva 17 Dec 2007, 00:35
ხალხო მარტო პროეკტი რატ გინდა ტუ არ იქნება გამოტვლები! გეოდეზიური, სეისმომედგური ტუ მაგას ვიღა ითვლის


Posted by: mode 17 Dec 2007, 01:20
QUOTE
1 კვ.მ დამიჯდა 5 დოლარი. მომცეს ყველანაირი ნახაზის კომპიუტერული ვერსია. ასე რომ წესით ნებისმიერმა დებილმა ხელოსანიც გაიგებს, თუ გჭირდებათ შემოძლია ტელეფონი მოგცეთ

იიფ biggrin.gif და მაგას დამტკიცება არ უნდა? ალბომის შედგენა თავისი ნაჰაზებიან ყველაფრიანა? გეოლოგია გეოდეზია ტოპოები და ათასი ოჰრობა? biggrin.gif


Posted by: nindarsk 19 Dec 2007, 13:07
აბა ნახეთ www.indproject.com

პროფესიონალი არქიტექტორია სერიოზული გამოცდილებით, მოგაწვდით არქიტექტურულ, სანტექნიკურ, ელექტრონულ და სხვა ნახაზებს და გეგმებს, ფასი აქრიტექტურასა და დიზაინზე მერყეობს 4-10$ კვ.მ-ზე ის ფარგლებში, გააჩნია პროექტს.

თვითონ ითავებს ყველანაირ ურთიერთობას სახელმწიფოსთან დამტკიცების სფეროში.

Posted by: annak 29 Jan 2008, 15:47
ხომ არ იცით არქიტექტორული ფირმა, რომელიც აზომვით ნახაზებს აეროფოტო გადაღებით აკეთებს.
დაჩისთვის ჭირდება ჩემს მეგობარს და მცხეთის რაიონის ფოტო ბევრს არა აქვს.
Help please!

Posted by: ZEVSI 30 Jan 2008, 18:44
პეკინის 27-ში მიდი, მეორე სართულზე ძალიან სერიოზული ფირმაა, ყველაფერში მოგეხმარებიან, აი ნომერი 899562276 როსტომი ჰქვია

Posted by: ლადო 31 Jan 2008, 16:29
ზემოთხსენებული ფასები 5-7-10$ მოცემულია ეXტერიერზე და არა ინტერიერზე.
ესეიგი სამზარეულო რო იყოს 20 კვ.მ. (რომელიც დიზაინერმა ნავაროჩენი უნდა გააკეთოს) 7$-ზე 140 გამოდის და ეგ აფსურდია. არავინ მოკიდებს ხელს.



სარეკლამო შეთავაზებები PM-ში პლზ smile.gif



Posted by: cunculukebi 1 Feb 2008, 17:39
ხო 3D არამგონია მასე ვინმემე გაგიკეთეს , მაგრამ არის ხალხი რომლებიც სწრაფად მუშაობენ და იმ 4-5 დღეში აწყობთ ეგ 150-200 დოლარი.

Posted by: სეპია 9 Jun 2008, 14:12
3D-ზე შემიძლია დაგეხმაროთ, მაგ სფეროში ვმუშაობ 3 წელი სულ მცირე.

რაც შეეხება პროექტს არსებობს ორი სახის პროექტი არქიტექტურაში ( ნუ აღარ გავაგრძელებ იმაზე რომ არქიტექტურა ეს ერთი მთლიანობაა და ა.შ. ვიტყვი გლეხურად smile.gif : პროექტი სახლის ასაშენებლად, ან პროექტი ფასადის სარეკონსტრუქციოდ (ორივეს ჭირდება დამტკიცება) და პროექტი ინტერიერისთვის (ამას არ ჭირდება დამტკიცება).

პირველი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: არქიტექტურა, კონსტრუქცია, სანიტარული გამართვა, ელ-მომარაგება, გეოლოგია-გეოდეზია. და ძემოთ მოყვანილი ფასები, როგორც cunculukebi აღნიშნა არის ამისა.

მეორე შედგება: არქიტექტურისგან, გნებავთ დიზაინი (მე პირადად არ განვარჩევ) და ელ-ნახაზისგან. ამ უკანასკნელის ფასები გაცილებით დიდია სადღაც 15-20 $-დან საშუალოდ, შეიძლება ნახოთ იაფადაც (შესაბამისი ხარისხით) . აი, ზედა ზღვარი ამ საქმეში არ არსებობს!! gigi.gif

Posted by: Arci 9 Jun 2008, 14:31
bridgestone

დარეკე:
258102
258103

აგიხსნიან ყველაფერს

არქიტექტურული სტუდია არსი

Posted by: no_one 9 Jun 2008, 15:23
SnowFlakes
QUOTE
დაპროექტებული სამზარეულოს 3D-ში გაკეთება

ისე გაითვალისწინე რომ შეიძლება ისე მოხდეს რომ 3D მოგეწონოს მაგრამ რეალში ისეთი კარგი არ გამოვიდეს

რამდენიმე ეგეთი შემთხვევა მაქვს ნანახი და ისიც ვნახე როგორ ხოცავდნენ მფლობელი, 3Dშნიკი და პრარაბი ერთმანეთს იმაზე თუ ვისი ბრალი იყო

Posted by: katedudu 9 Jun 2008, 16:24
bridgestone

პროექტს 10X10-ზე სახლის გაჩუქებ თუ გინდა და დამტკიცება შენთვითონ გააკეთე
yes.gif

Posted by: SnowFlakes 9 Jun 2008, 16:39
no_one

მაგიტომაც გადავიფიქრეთ და ჩვეულებრივად დავიწყეთ კეთება. იდეაში კარგი გამოდის და ჯერ-ჯერობით კმაყოფილია ყველა : )

Posted by: gio-floyd88 10 Jun 2008, 02:17
ჩემი მეზობელი კვადრატულს აკეთებს 15 ლარად მგონი

Posted by: Loony 10 Jun 2008, 13:26
კვადრატული 15-30 $


გააჩნია სადამდე გინდა მიიყვანო პროექტი.

პროექტირება
შეთანხმება
ალბომის აკინძვა (გეოლოგია,კონსტრუქცია, წყალი, დენი ა.შ)
მშენებლობის ნებართვა

Posted by: no_one 10 Jun 2008, 23:02
SnowFlakes
QUOTE
იდეაში კარგი გამოდის და ჯერ-ჯერობით კმაყოფილია ყველა : )

ღმერთმა ხელი მოგიმართოს :-)

Posted by: მაჰათმა განდი 11 Jun 2008, 00:55
daitio_1
QUOTE
მე გირჩევდით www.geoplaza.ge
საკმაოდ კარგად აპროექტებენ, აშენებენ და 3D-შიც საკმაოდ კარგ დიზაინებს აკეთებენ და არემონტებენ
რეკლამასავით გამომივიდა, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ამათი მომსახურებით

ვნახე საიტი. მამეწონა ხომ იცი gigi.gif

საიტზე რა ნამუშევრებიც დევს თუ მართლა მათია და არ იტყუილებიან მაშინ, ყოჩაღ!!!!!!

ცოტა ხანში მეც მექნება ბინის დიზაინი გასაკეთებელი და შეიძლება მათთან მივიდე.


Posted by: ლადო 11 Jun 2008, 17:55
QUOTE
რამდენიმე ეგეთი შემთხვევა მაქვს ნანახი და ისიც ვნახე როგორ ხოცავდნენ მფლობელი, 3Dშნიკი და პრარაბი ერთმანეთს იმაზე თუ ვისი ბრალი იყო

ეგ მეავეჯეებზეა საუბარი და 3Dშნიკობას ძალით იბრალებენ biggrin.gif

რავი მე არ მქონია მასეთი შეთხვევა არასდროს..
დამკვეთს ვაწვდი სხვადასხვა რაკურსით (კამერით) ესკიზებს+ანიმირებულს (მარტო ინტერიერზეა საუბარი და არა ავეჯზე და ხშირ შემთხვევაში დამკვეთი მეუბნები რომ პროსტა ტაკ ჩავსვათ ავეჯი ვიზუალისთვის,ანუ უფრო ფართის დიზაინი აინტერესებს თუ როგორი იქნება ე.წ. გიფსონ კარდონის სხვადასხვა ვარიანტები და განათება) და თუ ავეჯს ვაკეთებ მაშინ დეტალნა ზომებში და რეალისტური უნდა იყოს და თავიდანვე ხელოსნის თანხმობის შემთხვევაში მერე უკვე სულ არ მაინტერესებს როგორს გამოიყვანს რეალში smile.gif

Posted by: gennaro 9 Jul 2008, 16:02
რაგაც პროეკტს ვაკეტებ, ვინმეს შეგიძლიათ მომაწოდოთ პროექტის არქიტექტურული ნაწილის ავტო კადში გაკეტებული ვერსია? ძალიან დამეხმარებით wink.gif

Posted by: Kakha 9 Jul 2008, 16:09
საშუალო ფასი არის 10 ლარი კვ.მ.
ეხლა ბევრი აკეთებს უკვე

Posted by: lashadzia 17 Jul 2008, 00:06
ისე მაკეტებს თუ მოდელებს არ აკეთებენ? მაგრად გაასწორებს ნახაზებს რომ მაკეტიც მოყვებოდეს,

Posted by: }{THE-END}{ 17 Jul 2008, 11:01
ისა და, მე თვითონ რომ გავაკეთო პროექტი, შევკრა ალბომი და მივიდე დასამტკიცებლად არ დამიმტკიცებენ?
ანუ არქიტექტორი არ ვარ მაგრამ იმდენი კი მესმის და შემიძლია მაგის გაკეთება

Posted by: gigibuba 17 Jul 2008, 11:05
www.cstudio.ge


დაბალი ფასები და პროფესიონალური კადრები, მუშაობენ აუტსორსინგებზე და პროფესიონალებს ქირაობენ პროექტების ფარგლებში
ან ნომერი: 893 956 256

Posted by: გალოგენი 5 Nov 2008, 22:04
უკვე 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე საპროექტო სტუდია: პროექტირება,დიზაინი, (სრული პაკეტი, ანუ დამტკიცების ჩათვლით)
კონსულტაცია უფასოა smile.gif
899675600

Posted by: kakikakikakikaki 27 Mar 2009, 01:28
ესეიგი რისი თხოვნა მინდა. რამე სახელმძღვანელო არ გაქვთ წიგნი არა კომპში

1) გზების დაგებაზე,
2) ესტაკადებზე,
3) დამცავ ჯებირებზე,
4) ხიდებზე(დროებით ხიდებზეც)

თუ დამეხმარებით მადლობელი დავჩები.. დგეს დამირეკეს ავტობანის მშენებლობაში უნდა ჩავერთო და გზების არაფერი გამეგება yes.gif

Posted by: ნინო1965 7 Feb 2010, 15:02
ხალხო, რა ღირს მცხეთაში სახლი 6 მეასედით ხომ არ იცით ვინმემ?
(ჩემს ახლობელს უნდა ფასის გაგება, შეიძლება ორსართულიანი ძველი აშენებული, სარემონტო ვიყიდოო...) თუ ვინმე ყიდით, თვითონ დაგიკავშირდებათ.

Posted by: GSKI 7 Feb 2010, 15:31
ვაშენებთ და ვარემონტებთ ასევე ვაკეთებთ დიზაინს 4 $ იდან კვადრატულს 3 D -ში


დაგვიკავშირდით

smile.gif



http://forum.ge/?f=93&showtopic=34045134

Posted by: exidrid 8 Feb 2010, 15:12
სასაცილოა მოკლედ სადამდე შეილება დაეცეს არქიტეტორი...... ხალხო თვენ არ გესმით რას ნიშნავს პროექტი. ან თუნდაც დიზაინი. პროექის დახაზვა რომ ნებისმიერს შეეძლოს არქიტექტორის პროფესია რატო იარსებებდა საერთოდ?? ხოდა გასაგებია რომ ამ ბოლო დროს ყველა არქიტექტორობას იბრალებს და სადაცაა ერთ კაი სახინკლეზე გააკეთოს "პროექტი".... წესით არქიტექტორს მთელი პროექტის ღირებულების 3 დან 18% ეკუთვნის ... მაგრამ დრეს სადაცაა კვადრატული 2 დოლარში მაგარი ფასია..... ლოოლზ მოკლედ ხალხს დიზაინში 500$ გადახდა არ უნდა და მერე იმ ბინაში ერთი 5000$ მარტო ჟალუზს დაკიდებენ... გაგისკდება გული აბა რაა

ხოდა ვისაც სახლი გინდათ ლიჟბი რომიდგას რა ფეხებთ გინდათ არქიტექტორები აი გაიხედეთ სოფელში პრარაბები აშენებენ ისე როგორც იციან... არც პროექტი ჭირდებათ რამე და არც დამტკიცება თანაც აგერ მერიამ ხომ დაგიწყოთ უფასო პროექტები მიდით და აკეთეთ

Posted by: სეპია 8 Feb 2010, 18:38
exidrid
გეთანხმებით, რომ ცუდი ვითარებაა არქიტექტურის სფეროში, მაგრამ ამის თავი და თავი ლიცენზირების არ არსებობაა. კაცისშვილი არ ამოწმებს "საპოჟნიკი" აკეთებს პროექტს, თუ მზარეული! cry.gif
ამიტომ, ვისაც უნარი გაქვთ, აკეთეთ პროექტები! gigi.gif
***
QUOTE
თანაც აგერ მერიამ ხომ დაგიწყოთ უფასო პროექტები მიდით და აკეთეთ

ცუდს რას ხედავთ ამაში?!

Posted by: exidrid 9 Feb 2010, 01:07
ცუდს არაფერს არ ვხედავ მაგაში! ცუდს სხვა რამეში ვხედავ

Posted by: SaamI 9 Feb 2010, 01:10
სეპია
QUOTE
QUOTE
QUOTE
თანაც აგერ მერიამ ხომ დაგიწყოთ უფასო პროექტები მიდით და აკეთეთ



ცუდს რას ხედავთ ამაში?!


არაფერს, თვითონ პროექტების გარდა.

Posted by: exidrid 9 Feb 2010, 01:18
SaamI
ეგ სხვა საკითხია კიდე! რამდენად კეთილსინდისიერად ტარდება კონკურსები. ეგ საქართველოს და პოსტ საბჭოეთი გლობალური პრობლემაა და ნუ ის კიდევ რომ ვინმეს შვილი უნდა იყო ან ვინმეს ნაცნობი!

Posted by: სეპია 9 Feb 2010, 10:36
QUOTE
რამდენად კეთილსინდისიერად ტარდება კონკურსები. ეგ საქართველოს და პოსტ საბჭოეთი გლობალური პრობლემაა და ნუ ის კიდევ რომ ვინმეს შვილი უნდა იყო ან ვინმეს ნაცნობი!

ანუ ეს იგულისხმებოდა ადრე ნათქვამში -
QUOTE
თანაც აგერ მერიამ ხომ დაგიწყოთ უფასო პროექტები მიდით და აკეთეთ

პ.ს. ინტრიგანი არ გეგონოთ, მაინტერესებს...
***
SaamI
QUOTE
არაფერს, თვითონ პროექტების გარდა.

ნუთუ ყველა პროექტი?

Posted by: ananokiss 9 Feb 2010, 11:02
exidrid
QUOTE
ცუდს არაფერს არ ვხედავ მაგაში! ცუდს სხვა რამეში ვხედავ


ერთის მხრივ მაგაშიც არის ცუდი. იმიტომ რომ არქიტექტორს სამუშაო ეკარგება. დამკვეთს რო სახლი უნდა აღარ მივა არქიტექტორთან და აირჩევს "უფასო" პროექტს, ხალხს ურჩევნია ცუდი იყოს ვიდრე ფული იხადოს კარგ პროექტში. აქიდან გამომდინარე არქიტექტორის უფლელბები ვფიქრობ იზღუდება. და სამუშაოც ეკარგება მერიის დამსახურებით.

Posted by: S_T_R_U_V_E 9 Feb 2010, 13:30
Вот готовые проекты www.plans.ru я купил, согласовал и построил в ШЕКВЕТИЛИ. На мой взгляд, нормальные цены.
* * *
Вот готовые проекты www.plans.ru я купил, согласовал и построил в ШЕКВЕТИЛИ. На мой взгляд, нормальные цены.
* * *
да, номер моего проекта 35-75 мугу просто подарить если кому надо.

Posted by: სეპია 9 Feb 2010, 14:10
QUOTE
ერთის მხრივ მაგაშიც არის ცუდი. იმიტომ რომ არქიტექტორს სამუშაო ეკარგება. დამკვეთს რო სახლი უნდა აღარ მივა არქიტექტორთან და აირჩევს "უფასო" პროექტს, ხალხს ურჩევნია ცუდი იყოს ვიდრე ფული იხადოს კარგ პროექტში. აქიდან გამომდინარე არქიტექტორის უფლელბები ვფიქრობ იზღუდება. და სამუშაოც ეკარგება მერიის დამსახურებით.

აგერ }{THE-END}{-მა http://forum.ge/?showtopic=33762192&view=findpost&p=10448102
QUOTE
არქიტექტორი არ ვარ მაგრამ იმდენი კი მესმის და შემიძლია მაგის გაკეთება

ვთქვათ, ის იღებს რომელიმე კატალოგიდან სახლს (რომელიც მოსწონს და უნდა ასეთში ცხოვრება), გადახაზავს (ამდენი ესმის), მოარგებს თავის მიწის ნაკვეთს და შეიტანს შესათანხმებლად.
სამსახური ატყობინებს, რომ დარღვეულია სხვადასხვა ნორმები და აკლია: ტოპოგრაფია, გეოლოგია და ა. შ. }{THE-END}{ * გადის, ამ საქმიანობით დაკავებული ფირმებით გაჯერებულ ბაზარზე და ყიდულობს (აკეთებინებს): გეოლოგიას, კონსტრუქციას და ა. შ.-ს. მერე აბრუნებს შესათანხმებლად და ნებართვასაც ღებულობს. რა ქნას არქიტექტორმა? როგორ უნამუსოდ მოატყუა }{THE-END}{-მა ყველა არქიტექტორი და წაართვა მათ სამუშაო!
***
ახლა სავარაუდო კონტრ-კითხვა: "კი მაგრამ ყველას ხომ არ აქვს უნარი დახაზოს/გადახაზოს, ისინი ხომ არიან არქიტექტორების პოტენციური დამკვეთები და მერიამ ამ პროექტით წაართვა მათ ისინი!"
პასუხი: მივდივარ მე, აზრზე არ ვარ ხაზვის (მით უფრო სივრცეში აზროვნების), კონსტრუქტორთან**, ვაძლევ კატალოგის სახლს ("კრასივიე დამა"-დან) და ვუკვეთავ - აი ეს სახლი, დამიმუშავე კონსტრუქციები და მომირგე ტოპოზე. და შემდეგ იგივე პროცედურა სამსახურთან რაც ზემოთ. მე უნამუსომ სამუშაო წავართვი არქიტექტორს!
შედეგი, კმაყოფილება!
***
ინდივუდუალური საცხოვრებელი სახლების უმეტესობა, რომელიც პროექტირდებოდა თბილისში, ისეთივე დონისა იყო, რაც თუნდაც "კრასივიე დამა"-ში მოცემული, იშვიათი შემთხვევების გარდა. ხოლო განსხვავებული სახლის მსურველი ყოველთვის მივა ნამდვილ (საშინელებაა ამის ხმარება რომ მიწევს) არქიტექტორთან და დაუკვეთავს არქიტექტურას! და ამ მხრივ სამუშაო არ ერთმევა ნამდვილ არქიტექტორს!

რაც შეეხება არქიტექტურულ ბაზარზე გაჯერებულ "პროფესიულ" წარმომადგენლებს, თუ მათ "დამკვეთი" მოაკლდათ, სამაგიეროდ თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაზოგა ფული "არქიტექტორში" (და არც თუ ისე ცოტა). ესაა ჩმა კონსკურსთან დაკავშირებით.
***
მე სულაც არ ვამტკიცებ, რომ მისაღებია მზარეულმა აკეთოს პროექტი, მით უფრო არქიტექტურა.
ამიტომაა საჭირო ლიცენზირება! სულ მცირე დიპლომირება!
მაგრამ ისიც ხომ გაგიგონიათ: პურიმ მეპურემ გამოაცხოსო! იმიტომ კი არა, რომ არქიტქტორმა არ იცის პურის ცხობა, არამედ იმიტომ რომ არქიტექტორი არ მოცდეს ამაზე, და პირიქით. ესაა ცხოვრება ქალაქში - საქმის გადანაწილება, თორემ სოფლად, ყველა გლეხი თვითონ აცხობს პურსაც და თვითონ აშენებს სახლსაც (ამას ჰქვიან ვერნაკულარული არქიტქეტურა). wink.gif
--------------------------------
* იმედია THE-END არ მიწყენს სახალისო მაგალითს. smile.gif
** არქიტექტორს შეგნებულად ვტოვებ და ეს შესაძლებელია, თუმცა შეიძლება არქიტექტორმა გაუკეთოს ესეთი სამუშაო (ტოპოზე მორგება), მაგრამ ეს არქიტექტურული დაკვეთა სულაც არ არის!

Posted by: 098 9 Feb 2010, 14:26
QUOTE (ananokiss @ 9 Feb 2010, 11:02 )
არქიტექტორის უფლელბები ვფიქრობ იზღუდება. და სამუშაოც ეკარგება მერიის დამსახურებით.

სოკოებივით ერთნაირი სახლები ლამაზია???

სულ რო ძალიან მაგარი პროექტი იყოს...

ან ყველა გარემოში სტანდარტული პროექტი როგორ ჩაჯდება???

Posted by: vedmed 9 Feb 2010, 18:08
ე.ი ბატონებო და ქალბატონებო!
ჩემი მოთხოვნა ასეთია -- მაქვს 1500კვ.მ (ბრტყელი smile.gif ) მიწის ნაკვეთი - ნაკვეთი თბილისშია, მინდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენება.
არქიკადში პროექტი მე თვითონ ავაწყვე, ტოპო, საკადასტრო და ეგეთი რამეები მაქვს.
მჭირდება ადამიანი, რომელიც გონივრულ ფასად ამას ყველაფერს მისცემს დასამტკიცებელ ფორმას და შეიძლება (ან არა) დამტკიცებაში დამეხმაროს.
ინტერიერი, შიდა დაგეგმარება და ეგეთი რამეები საერთოდ არ მაინტერესებს

Posted by: exidrid 9 Feb 2010, 18:43
სეპია
არ ვიცი შენ ჩემს ნაწერში რას ხედავ მაგრამ უფრო გასაგებად გავიმეორებ და განვმარტავ ჩემს პოზიციას და გულის ტკივილს.
1. მე მერიის კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა. მაგ დროს ძალიან დაკავებული ვიყავი. თუმცა დაკავებული რომ არ ვყოფილიყავი მივიღებდი მონაწილეობას და იმედი მექნებოდა რომ იმ 36 ადგილიდან თუ რამდენიც იყო შეიძლება გამმართლებოდა. რაც შეეხება პროექტებს რამდენიმე ჩემი მეგობარია გამარჯვებული და ჩემი კურსელიც ვის მონაცემებსაც კარგად ვიცნობ, ის რაც მომეწონა ამ კონკურსში ის რომ არქიტექტორის საავტორო უფლებები დაცული უნდა იყოსო. ნუ როგორ ინება დაცული ეგ სხვა საკითხია რაც არ მომეწონა ეს ისაა რა ანაზღაურებაც იყო. კიდევ ის არ მომეწონა რომ კონკურსის პირობებში აშკარა იყო რომ ეძებდნენ დაბალ ბიუჯეტიან სახლს საშუალო ფენისათვის... გამარჯვებულებში ეგეთები მაინც და მაინც ბევრი არაა. ვიტყვი ასევე იმას რომ ბევრი პროექტით აღფთოვანებული არ ვარ. არის რამდენიმე რომელიც მომეწონა. (მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია და ეს არ ნიშნავს რომ ის პროექტები ცუდია) მეორეც უკვე მიბმა კონკრეტულ ადგილზე სადაც ეს სახლი უნდა აშენდეს. მე რამდენაც ვხვდები ეს გამარჯვებულმა არიტექტორმა უნდა გააკეთოს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ რომლის ტარიფიც დადგენილი არაა და თუ მე ამას სხვა არქიტექტორს წავუღებ პროექტის ავტორის საავტორო უფლებები დაირღვევა(ეს დღეს ყველას მოშნად კიდია მაგრამ) ნუ საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის მიუხედავად მე ვთივლი რომ ალბათ მერიის ეს წამოწყება დადებითი იყო .
რაც შეეხება ფრაზას მერიამ ხომ დაგიწყოთ პროეტები. ამაში ვიგულისხმე ის რომ ნუ გააკეთებინებტ პროეტს ვაი არქიტექტორს. ანუ ტიპს რომელმაც დაამტავრა ვთქვათ იქ საავტომობილო მშენებლობა ყველაზე კარგ ვარიანტში, რამდენიმე თევ იმუშავა ავტოკადზე რომელიღაც სამშენებლო ფირმაში და ახლა აცხადებს რომ გააკეთებს არქიტექტურას და დიზაინს.... 1$ კვადრატულში ან თუნდაც ერთ კარგ სახინკლეზე. აი ამის წინაარმდეგი ვარ ნამდვილად!!!

ახლა კი რაც შეეხება კონკურსებს და ტენდერებს ზოგადად! ჩემ პესიმიზმს ძალიან მყარი საფუძველი აქვს და მოყოლებული ჯერ კიდე იმ დროიდან როცა გე პე ი ში ვსწავლობდი. მე მესმის რომ ქართველებს გვახასიატებს ეგეთი რამ რომ თუ ვერ გაიმარჯვე კონკურსში აუცილელად უნდა იძახო რომ აუ ჩაწყობილი იყო და ესეთი რაღაცეები. მაგრამ მერწმუნეთ მე არ ვარ ეგეთი ტიპი და ვცდილობ ობიეტურად შევაფასო ხოლმე სიტუაცია. ჯერ არ ყოფილა სამეცნიერო კონფერენცია ან კონკურსი რომ დამსახურებულად გაემარჯვოს ვინმეს თუ მაინც და მაინც მესამე ადგილი ან უკეთეს შემთხვევაში მეორე. და მოქმედებს პრინციპი ვინ ვისი შვილია ვინ ვისი ახლობელია და ვინ ვისი ხელმძგვანელი. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ არგუმენტს არ მივიღებ იმიტომ რომ ესეთი ბევრი მინახავს!!! და ამაზე აზრს არ შევიცვლი. ნუ ტენდერებში კიდე საერთოდ სხვა ამბავია დამაგაზე ლაპარაკიც არ ღირს. მა
მგრამ ყველაფერი ამის გათვალისწინებით ისევ ყოველ წელს ვერთვები კონკურსში და სამეცნიერო კონფერენციებში და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი ინტერესისთვის მაგრამ საბოლოო შედეგიყოველთვის ერთია მოვა ვინმე და მოგითათუნებს მხარზე არ დაღონდე კარგი ნამუშვეარია შემდეგში შენ გაიმარჯვებო!!!
პ.ს

Posted by: სეპია 9 Feb 2010, 19:18
exidrid
საქმე ის იყო, რომ ვერაფერს ვერ ვხედავდი შენს ნაწერში და მხოლოდ ვვარაუდობდი. მადლობა ინტერესის დაკმაყოფილებისთვის. smile.gif
ვიზიარებ პათოსს და გარკვეულწილად ნააზრევსაც (თუმცა მათ ადრეც ვიზიარებდი):
QUOTE
ის რაც მომეწონა ამ კონკურსში ის რომ არქიტექტორის საავტორო უფლებები დაცული უნდა იყოსო. ნუ როგორ ინება დაცული ეგ სხვა საკითხია

ნამდვილად იქნება, დამერწმუნე. ნებისმიერი კორექტირებისას, თუ კორექტირებას სხვა არქიტექტორი აკეთებს, საჭიროა ავტორის თანხმობის წარდგენა, ისე არაფერი გამოგივა.
QUOTE
რაც არ მომეწონა ეს ისაა რა ანაზღაურებაც იყო

ვიზიარებ, თუმცა დადებითი ისაა, რაც საკმაო საპირწონეა ამ მცირე ანაზღაურებისა, რომ შენს პროექტს მთელი თბილისი და არა მარტო ათვალიერებს, აშენებს და ხდები ცნობადი სახე ბაზარზე, სადაც მანამდე კაციშვილი არ გიცნობდა. ეს რამდენ დაკვეთას გულისხმობს, ხომ წარმოგიდგენიათ?
QUOTE
კიდევ ის არ მომეწონა რომ კონკურსის პირობებში აშკარა იყო რომ ეძებდნენ დაბალ ბიუჯეტიან სახლს საშუალო ფენისათვის... გამარჯვებულებში ეგეთები მაინც და მაინც ბევრი არაა.

ასეა. თუ თვალყურს ადევნებდი, სახლების ნაწილი არ იყო ამაზე გათვლილი, რადგან კონკურსანტებმა ეს არ გაიაზრეს, თუმცა არც პირადპირი მოთხოვნა ყოფილა.

QUOTE
რაც შეეხება პროექტებს რამდენიმე ჩემი მეგობარია გამარჯვებული და ჩემი კურსელიც ვის მონაცემებსაც კარგად ვიცნობ,

ჩემიც smile.gif
***
vedmed
QUOTE
არქიკადში პროექტი მე თვითონ ავაწყვე, ტოპო, საკადასტრო და ეგეთი რამეები მაქვს.

თუ საიდუმლო არაა, ეგებ თვალსაჩინოებისთვის დადოთ პროექტი (ნახაზი, პერსპექტიული ხედი)? საინტერესოა ამდენი საუბრის მერე, არა არქიტექტორის გაკეთებული რა არის.. smile.gif

Posted by: vedmed 9 Feb 2010, 19:38
QUOTE
თუ საიდუმლო არაა, ეგებ თვალსაჩინოებისთვის დადოთ პროექტი (ნახაზი, პერსპექტიული ხედი)? საინტერესოა ამდენი საუბრის მერე, არა არქიტექტორის გაკეთებული რა არის..

ხოხ, "არქიტექტორების" გაკეთებული რო ვნახე მერიის საიტზე, იმიტომ მიწევს ჩემით ჩალიჩი

Posted by: სეპია 10 Feb 2010, 10:04
vedmed
QUOTE
ხოხ, "არქიტექტორების" გაკეთებული რო ვნახე მერიის საიტზე, იმიტომ მიწევს ჩემით ჩალიჩი

ნუთუ არქიტექტორი დაილია ამ ქვეყანაზე?! biggrin.gif
რატომ ღებულობთ შეურაცხყოფად! საინტერესოა უბრალოდ არაარქიტექტორის არქიტექტურა, მეტი ხომ არაფერი მიკადრებია?
* * *
ამას გარდა, მერიის პროექტს ის უპირატესობა აქვს, რომ 3 დღეში მშენებლობის ნებართვა გიჭირავს ხელში, თან მოპ (ПОС) არ გჭირდება. wink.gif

Posted by: vedmed 12 Feb 2010, 17:50
ე.ი ბატონებო და ქალბატონებო!
ჩემი მოთხოვნა ასეთია -- მაქვს 1500კვ.მ (ბრტყელი smile.gif ) მიწის ნაკვეთი - ნაკვეთი თბილისშია, მინდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენება.
არქიკადში პროექტი მე თვითონ ავაწყვე, ტოპო, საკადასტრო და ეგეთი რამეები მაქვს.
მჭირდება ადამიანი, რომელიც გონივრულ ფასად ამას ყველაფერს მისცემს დასამტკიცებელ ფორმას და შეიძლება (ან არა) დამტკიცებაში დამეხმაროს.
ინტერიერი, შიდა დაგეგმარება და ეგეთი რამეები საერთოდ არ მაინტერესებს

Posted by: merabk 12 Feb 2010, 18:54
ვანის 4-ში ფირმაა და დაგეხმარებიან

Posted by: lolalola 12 Feb 2010, 18:55
დარეკე 33 46 42 -მანანა გაგიკეთებს პროფესიონალურად. 899334642

Posted by: qali_vulkani 12 Feb 2010, 19:43
საქმე იმაშია, რომ თქვენ არქიტექტორი არ გჭირდებათ smile.gif))))))))))))))))))
smile.gif))))))))))))))) smile.gif))))))))))))))))))
ალბათ რაიმე სარეკლამო რგოლი უნდა დაატრიალონ რუსთავი2-ზე რომ მასამ ამ სიტყვის მნიშვნელობა გაიგოს smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))
ძალიან ბევრი ვიცინე smile.gif))))))

Posted by: HEPHAESTUS 12 Feb 2010, 20:37
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ვაააჰ რას არ გაიგებ კაცი....

Posted by: vedmed 13 Feb 2010, 16:22
HEPHAESTUS
qali_vulkani

იქნებ ამიხსნათ მე, გაუნათლებელს, რაა სასაცილო, რომ მეორედ არ გავხდე თქვენი უგანათლებულესობების დასაცინი


* * *
lolalola
merabk
ორივეს დიდი მადლობა, ვნახავ

Posted by: გ ი ო რ გ ი 14 Feb 2010, 16:40
vedmed

სასაცილო არაფერია. no.gif

ახლა რაშია საქმე, იმისათვის, რომ შენ შენობა (სახლი) დაგიმტკიცონ და ააშენო გჭირდება ორი რაიმე:

1. პროექტი
2. ოფიციალური საპროექტო/სამშენებლო ფირმა, რომელიც პროექტზე შტამპებს გააკეთებს და ხელს მოაწერს.


ახლა განვიხილოთ ცალ-ცალკე:

1. პროექტი
იმისათვის თუ რას მოიცავს პროექტი, რათა ის ვარგისი იყოს დასამტკიცებლად უნდა მიმართო ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს. ისინი მოგცემენ ზუსტ ჩამონათვალს + დამტკიცებისათვის მანდვე უნდა მიიტანო პროექტი.

ზოგადად კი პროექტი მოიცავს:
- არქიტექტურულ ნაწილს
- კონსტრუქციულ ნაწილს
- ელექტრობას
- წყალგაყვანილობას
- ვენტილაციას
(შეიძლება სხვა წვრილმანსაც...)

გარდა ამისა დაგჭირდება: ტოპოგეგმა, საკადასტრო რუქა და გეოლოგიური დასკვნა.

რაც შენ ააწყვე ArchiCAD-ში არის არა პროექტი, არამედ მთლიანი პროექტის არქიტექტურული ნაწილი. (რაც გულისხმობს შენობის არქიტექტურულ გეგმარებას, ფასადებს, ვიზუალურ მხარეს და ა.შ.) ეს ერთი საქმეა და საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

ამის გარდა თვითონ არქიტექტურულ ნაწილშივე შეიძლება მოგთხოვონ შენობის ჩასმა არსებულ გარემოში - სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია ანუ ფოტომონტაჟი. ამას მგონი ყოველთვის არ ითხოვენ, ეს იმისთვის არის, რომ ჩანდეს როგორ შეერწყმება მიმდებარე გარემოს ახლადასაშენებელი სახლი.

ასევე უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული ნაწილი. ამის გარეშე არავინ დაგიმტკიცებს შენობას. ეს გულისხმობს სახლის ანგარიშს სხვადასხვა დატვირთვებზე (მათ შორის სეისმური და საკუთარი სიმძიმე) და ანგარიშიდან გამომდინარე კონსტრუქციული ნახაზების გაკეთებას, უშუალოდ რის მიხედვითაც უნდა აშენდეს სახლი, რომ იყოს მტკიცე და მდგრადი.

ამას კი წინ უნდა უსწრებდეს გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია შენობის საძირკვლის დაფუძნებისთვის.

რაც შეეხება ელექტრობას, წყალგაყვანილობას, ვენტილაციას და მსგავს წვრილმანს, ეს ზოგჯერ სავალდებულო არ არის. (წესით ისინი წარმოადგენენ დენსადენების, კანალიზაციის და ვენტილაციის პროექტებს).

აი, ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის პროექტს. დეტალურად და ზუსტად კი თუ რას მოითხოვენ, ამაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნე მერიის არქიტექტურულ სამსახურს უნდა მიმართო, მაგრამ სულ მცირე: არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილები + გეოლოგიური დასკვნა აუცილებელი იქნება.

2. ოფიციალური საპროექტო/სამშენებლო ფირმა, რომელიც პროექტზე შტამპებს გააკეთებს და ხელს მოაწერს.

მას შემდეგ, რაც პროექტით გათვალისწინებული ნახაზები (დოკუმენტაცია) ხელთ გექნება საჭირო გახდება ოფიციალური ხელისმომწერი ამ ყველაფერზე, რომელიც იურიდიულ სახეს მისცემს წარსადგენად და თავის მხრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს... ანუ ძალიან კარგია, რომ შენ შენით გაამზადე არქიტექტურული ნაწილი ArchiCAD-ში, (ეს საქმე მოცილებული გექნება და თანხებიც დაგეზოგება) მაგრამ მას დასჭირდება შტამპიან ფორმატებზე დაბეჭდვა. გარდა მისა ის სხვა ნაწილებიც: კონსტრუქციული უპირველესად და სხვებიც თუ საჭიროა უნდა დაიბეჭდოს შტამპიან ქაღალდებზე, მოეწეროს ხელი და გაფორმდეს ოფიციალურად საპროექტო ფირმის მიერ.

Posted by: archiman 14 Feb 2010, 17:30
გ ი ო რ გ ი

მე როგორც ვიცი,ეხლა უკვე აღარ ითხოვენ,ელექტროობის და წყალგაყვანილობის პროექტს(ითხოვენ მხოლოდ დიდ,მასშტაბურ,პროექტებზე)...
...მაგრამ არის ერთი პრობლემა,vedmed-მა ააწყო არხიკადში,პროექტი,რომელსაც (სავარაუდოდ) ექნება ბევრი არქიტექტურული ხარვეზი,ამასთანავე ეს არ იქნება მუშა ნახაზი.ფაქტიურად დამკვეთს უწევს იგივე,პროექტის დაკვეთა,ჩვეულებრივი პროექტის ფასებში.ეს უფრო ის მომენტია,როცა დამკვეთს მოაქვს ჟურნალიდან გადმოღებული პროექტი,ანუ გთავაზობს მხოლოდ იდეას და არა მთლიან არქიტექტურულ ნაწილს.ასე,რომ vedmed წესით შენ მაქსიმუმ 100-150 დოლარის შეღავათი მიიღო ამ საქმეში.(ყოველ შემთხვევაში მე ასე დავაკლებდი მთლიან თანხას)

Posted by: გ ი ო რ გ ი 14 Feb 2010, 18:11
archiman
QUOTE
მე როგორც ვიცი,ეხლა უკვე აღარ ითხოვენ,ელექტროობის და წყალგაყვანილობის პროექტს (ითხოვენ მხოლოდ დიდ, მასშტაბურ, პროექტებზე)...

მეც ეგრე ვიცი ანუ პრაქტიკულად ეგრეა, მაგრამ მაინც გადასამოწმებელია მერიაში კონკრეტული ობიექტის მიმართ.
QUOTE
...მაგრამ არის ერთი პრობლემა,vedmed-მა ააწყო არხიკადში,პროექტი,რომელსაც (სავარაუდოდ) ექნება ბევრი არქიტექტურული ხარვეზი,ამასთანავე ეს არ იქნება მუშა ნახაზი.

ეს უკვე არქიტექტურის საკითხია. (მე არ ვარ არქიტექტორი)
ამბობს რომ ArchiCAD-ში ავაწყვეო, მაგრამ მხოლოდ მოცულობა თუ მუშა ნახაზებიც, ეს აღარ უთქვამს.

ასევე ვერაფერს ვიტყვი სხვა ხარვეზებზე.

QUOTE
ფაქტიურად დამკვეთს უწევს იგივე,პროექტის დაკვეთა,ჩვეულებრივი პროექტის ფასებში.ეს უფრო ის მომენტია,როცა დამკვეთს მოაქვს ჟურნალიდან გადმოღებული პროექტი,ანუ გთავაზობს მხოლოდ იდეას და არა მთლიან არქიტექტურულ ნაწილს.ასე,რომ vedmed წესით შენ მაქსიმუმ 100-150 დოლარის შეღავათი მიიღო ამ საქმეში.(ყოველ შემთხვევაში მე ასე დავაკლებდი მთლიან თანხას)

შეიძლება ასეც იყოს.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა არის რეალურად აწყობილი ArchiCAD-ში და რა მდგომარეობაში...

Posted by: HEPHAESTUS 15 Feb 2010, 07:09
სასაცილოა სატირალი რო არისყოს... ყველას ვისც კომპი აქ და არხიკადის დაკრეკვა შეუძლია... არქიტექტორია...
პ.ს. რა ვიზლუალურ, სივრცულ და ფისქოლგიურ პორბლემებს მოუტანს ეგ შენობა და ეგრე "დახაზული", თვით გარემოს და რაც მთავარია თვით მაგის ავტორს როცა შიგნით იცხოვრობს მერე ნახავს...
თან ყოლველ დღე რო რაღაცა შეგაწუხენს და ვერ ხვდები რაგაწუხებს (ფიზიკურად და ფისქოლოგიურად)... ამ ყველაფრის უკნა შენი დაპროექტბული საცხოვრებელი გარემო იქნება... smile.gif
არგეგონოს რო შენი გემოვნებით "დაპროექტებული" ამ ყველაფერს აგარიდებს...
პირიქით...
სრულიად პირიქით...
იმიტომ კი არა რო შენ ესე გინდა... არა იმიტომ რო შენ სივრცის ორგანიზება არ იცი... smile.gif (ეს არის აქრქიტექტურა და საცხოვრისი გარემო უპირველესია, და არა დავახაზე-დამტკიცების პრობლემა)

პ.ს. წარმატებები

პ.ს.ს. წყალ კანალს აღარ თხოულობენ.

პ.ს.ს.ს. კონსტრუქციის მოთხოვნა პროექტისთვის მაგარი ფიქციაა იმიტომ რომ არავინ ამოწმებს მაგ კონსტრქუციას კონსტრუქტორის დონეზე. უბრალოდ გადაფურცლვან და ეგაა. (ძაან მარტივი მიზესი გამო, კონტსრუქტორი იქ არავინ არის)

პატავისცემით, თბილისის ურბანული დეპარტამენტის ქალაქგეგმარების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი. (არ გამოუგდივართ, ჩემით წამოვედი)

Posted by: vedmed 15 Feb 2010, 10:10
გ ი ო რ გ ი
დიდი მადლობა დაწვრილებითი ინფორმაციისათვის და რაც მთავარია კეთილგანწყობისათვის.

რაც შეეეხებათ მესამე პირში მოსაუბრეებს... რა გითხრათ აბა, თქვენი დამოკიდებულებაც გასაგებია, შეიძლება თქვენს პროფესიულ ღირსებასაც კი შევეხე, შეიძლება მე ტერმინოლოგიაში რაიმე მეშლებოდეს, მაგრამ ეს არაა ჩემთვის სირცხვილი.
სამაგიეროდ მე ზუსტად ვიცი რა და როგორი მინდა და რაც მთავარია რა მატერიალური საშუალებები მაქვს ამის განხორციელების.

არქიტექტურული ნაწილი აწყობილი მაქვს არა უბრალოდ მოცულობითი მხარე, არამედ თავის საძირკვლიან, კოლონებიან, სარტ###ბიან, გადახურვიან, მზიდი კედლებიანად. ანუ ჩემი გაგებით (შეიძლება კი არა და ალბათ მეშლება) კონსტრუქციული ნაწილიც ესაა და მუშა ნახაზებიც.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებებისათვის,

ისე კიდევ შემოვიხედავ ამ თემაში, რაიცი, რა ხდება

Posted by: გ ი ო რ გ ი 15 Feb 2010, 11:17
vedmed
QUOTE
დიდი მადლობა დაწვრილებითი ინფორმაციისათვის და რაც მთავარია კეთილგანწყობისათვის.

არაფრის. smile.gif
QUOTE
არქიტექტურული ნაწილი აწყობილი მაქვს არა უბრალოდ მოცულობითი მხარე, არამედ თავის საძირკვლიან, კოლონებიან, სარტყელებიან, გადახურვიან, მზიდი კედლებიანად.

ზუსტად ეგ არის მოცულობითი მხარე.

მოცულობითი მხარე თავისთავად გულისხმობს საძირკვლებს, მზიდ კედლებს, კოლონებს, რიგელებს, გადახურვებს და ა.შ.

მოცულობითი ნაწილი არის ყველაფერი ეს, აწყობილი 3-განზომილებაში ანუ სივრცეში.

რაც შეეხება მუშა ნახაზებს. მუშა ნახაზები არის იგივე, ზემოთ ხსენებული ელემენტები დახაზული სიბრტყეზე, გეგმაში, დაღერძილი (ანუ ღერძები დასმული) და შესაბამისად ყველა ზომა გამოტანილი. (ღერძებს შორის მანძილი, ღიობების მიბმა, ნიშნულები და ა.შ.) + ექსპლიკაციები.

ეს არის არქიტექტურული ნაწილის მუშა ნახაზები.

QUOTE
კონსტრუქციული ნაწილიც ესაა და მუშა ნახაზებიც.


მუშა ნახაზები ზემოთ განვმარტე. ე.ი. თუ გაქვს სიბრტყეზე (გეგმაში) ზომებში დახაზული ნახაზები, თავისი ღერძებით და ა.შ. მაშინ გქონია არქიტექტურული ნაწილის მუშა ნახაზები.

ახლა, რაც შეეხება კონსტრუქციულ ნაწილს:

კონსტრუქციულ ნაწილსაც აქვს თავისი მუშა ნახაზები. კონსტრუქციული ნაწილი გულისხმობს რკინა/ბეტონის + ლითონის (თუ საჭიროა) კონსტრუქციულ მუშა ნახაზებს. ანუ შენობის გაანგარიშების შემდეგ (ძირითადად საკუთარ წონაზე და სეისმიკაზე) გამოითვლება კონსტრუქციული ელემენტების ზომა და არმირება, რომლის შემდეგ იხაზება შესაბამისი ნახაზები დეტალური კვანძების ჩათვლით.

ასეთ ნახაზებში ნაჩვენებია არმატურის დიამეტრები, არმატურის ბადეები, ხამუტები... საძირკვლების, სართულშუა გადახურვების, რიგელების და კოლონების მუშა ჭრილები (თავისი არმატურით) და ა.შ. ყველაფერი ის რის მიხედვითაც მშენებლები ადგილზე აშენებენ შენობას.

გარდა ამისა კონსტრუქციული ნაწილი გულისხმობს სპეციფიკაციებს, სადაც დათვლილია მასალების რაოდენობა. (რამდენი მ3 ბეტონი, რამდენი ტონა არმატურა და ა.შ. დაიხარჯება კონკრეტული პროექტის განხორციელებისათვის).

აი, მაგალითად ArchiCAD-ში არქიტექტორმა დასვა 40X40სმ-ზე კოლონები, მაგრამ რეალურად ეს არ აკმაყოფილებს ანგარიშის პირობებს და ვთქვათ ამხელა კოლონებით შენობა შეიძლება ჩაინგრეს მშენებლობის პროცესშივე ანდა უკეთეს შემთხვევაში პირველივე მიწისძვრაზე. (ბზარებზე და დეფორმაციებზე არც არის ლაპარაკი...) არქიტექტორმა არ იცის და მას არ ეხება შენობის სიმტკიცე და მდგრადობა. ის ვიზუალურ და სამომხმარებლო ნაწილზეა პასუხისმგებელი. ამისთვის საჭიროა კონსტრუქციული ნაწილი (მუშა ნახაზები), სადაც უკვე ანგარიშების მიხედვით იქნება გამოხაზული კოლონები, რიგელები, გადახურვები და ა.შ. ყველაფერი იმ ზომების და იმ სისქის, რაც გაუძლებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ წონას და შემდეგ სეისმურ ბიძგებსაც + ამას დამატებული არმირება. საჭიროა ყოველი კოლონა, რიგელი, სართულშუა გადახურვა თუ სხვა მზიდი ელემენტი უშუალოდ ბეტონის გარდა, ისე უნდა იყოს არმირებული რომ დააკმაყოფილოს კონსტრუქციული მოთხოვნები.

წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სულ მცირე შენობა დაიბზაროს. ცუდ შემთხვევაში კი მიწისძვრისას დაინგრეს და კიდევ უფრო ცუდ შემთხვევაში თავისითაც დაინგრეს. (და სამწუხაროდ ამ უკანასკნელის შემთხვევებიც ყოფილა...)

კონსტრუქციული ნაწილის გარეშე პროექტს არ დაგიმტკიცებენ.

Posted by: vedmed 15 Feb 2010, 12:02
გ ი ო რ გ ი
კიდევ ერტხელ დიდი მადლობა ამომწურავი პასუხ(ებ)ისათვის, თითქმის ყველაფერი გასაგებია

კონსტრუქციულ ნაწილს რაც შეეხება, გასაგებია და რა თქმა უნდა მართალი ბრძანდებით

მუშა ნახაზები კი არქიკადის პროექტში ხო ყველა ეგ მონაცემი დევს (ანუ მე ზუსტად, მმ-ს სიზუსტით მაქვს დახაზული), უბრალოდ სწორი ჭრილების ამობეჭდვაა საჭირო, თუ ისევ ვცდები?

Posted by: გ ი ო რ გ ი 15 Feb 2010, 12:34
vedmed
QUOTE
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამომწურავი პასუხ(ებ)ისათვის, თითქმის ყველაფერი გასაგებია.

არაფრის. smile.gif
აქ იმისთვის ვართ რომ ერთმანეთს პასუხი გავცეთ, რაღაც ვასწავლოთ და რაღაც ჩვენც ვისწავლოთ.
QUOTE
კონსტრუქციულ ნაწილს რაც შეეხება, გასაგებია და რა თქმა უნდა მართალი ბრძანდებით.

გარდა იურიდიული საჭიროებისა, (დამტკიცებისათვის) კონსტრუქციული ნაწილი შენობის უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია.

რეალურად, ადგილზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, მშენებლები ხელმძღვანელობენ კონსტრუქციული ნახაზების მიხედვით. (და არა არქიტექტურული) yes.gif

QUOTE
მუშა ნახაზები კი არქიკადის პროექტში ხო ყველა ეგ მონაცემი დევს (ანუ მე ზუსტად, მმ-ს სიზუსტით მაქვს დახაზული), უბრალოდ სწორი ჭრილების ამობეჭდვაა საჭირო, თუ ისევ ვცდები?

რასაკვირველია ძირითადი მონაცემები დევს.
ერთის მხრივ სწორი ჭრილების და გეგმების ამობეჭდვაა საჭირო და დახარისხება. მეორეს მხრივ კი ზომების და ნიშნულების დაწერა.

ერთი სიტყვით, გარკვეული (მცირედი) კორექტირებები ალბათ საჭირო იქნება, რომ საბოლოო მუშა ნახაზების ფორმა მისცე.






Posted by: vedmed 15 Feb 2010, 12:37
QUOTE
გარდა იურიდიული საჭიროებისა, (დამტკიცებისათვის) კონსტრუქციული ნაწილი შენობის უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია.

საკუთარი 4 შვილის ჯანმრთელობის ხიფათში ჩაგდებას ნამდვიალად არ ვაპირებ. უსაფრთხოება უპრველეს ადგილზეა.

Posted by: Mr_Crowley 15 Feb 2010, 13:08
vedmed
გიორგიმ როგორც დაწერა კონსტრუქციული ნაწილი აუცილებელია რომ გაკეთდეს ინჟინერ-კონსტრუქტორის მიერ, ეს როგორც მერიაში დამტკიცებისთვის ასევე პირადად თქვენთვის არის აუცილებელი რომ 100% იყოთ დარწმუნებული შენობის მდგრადობაში. სამზარეულოში ფართი 50კვმ იქნება თუ 52კვმ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუმცა სვეტში რა მარკის ბეტონი უნდა იყოს და რა დიამეტრის არმატურის ღერო იმისათვის რომ უზრუნველყოს შენობის მდგრადობა არის აუცილებელი ამას კი პროფესიონალის მიერ შესრულებული ანგარიში ჭირდება და ოფიციალური (შტამპიანი) ორგანიზაციის პროექტი.
წარმატებას გისურვებთ.

Posted by: vedmed 15 Feb 2010, 13:15
Mr_Crowley
აბსოლუტურად გეთანხმებით. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის.
გ ი ო რ გ ი
კონსტრუქციულ ნაწილზე თქვენთან თუ შეიძლება დაკავშირება?

Posted by: გ ი ო რ გ ი 15 Feb 2010, 13:39
vedmed
QUOTE
კონსტრუქციულ ნაწილზე თქვენთან თუ შეიძლება დაკავშირება?

შეიძლება.
PM ნახეთ.

Posted by: archiman 15 Feb 2010, 22:47
"სამზარეულოში ფართი 50კვმ იქნება თუ 52კვმ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუმცა სვეტში რა მარკის ბეტონი უნდა იყოს და რა დიამეტრის არმატურის ღერო..."

მოკლედ Mr_Crowley "მშვენიერ" რჩევას აძლევთ ადამიანს და წარმატებულად აკნინებთ,არქიტექტორის პროფესიას,მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი,კარგი არქიტექტორი 6 კვადრატულ მეტრში უფრო მოსახერხებელ სამზარეულოს გააკეთებს,ვიდრე ნებისმიერი არაარქიტექტორი 52 კვადრატულში))))))ეს ისე ცნობისთვის და ამასთანავე არქიტექტორი ვარ და ჩვეულებრივ ტიპიურ,ინდივიდუალური სახლის კონსტრუქციას მეც მშვენივრად გავაკეთებ(ზემოთ მოყვანილი ლოგიკით),მაგრამ ამას ჩემზე უკეთ კარგი კონსტრუქტორი გააკეთებს...ასე,რომ ვცეთ ერთმანეთის პროფესიას პატივი...)))

Posted by: Definitely Maybe 16 Feb 2010, 11:38
vedmed
და არქიტექტორისთვის ფული გენანება? რაში ზოგავთ არ მესმის, რომ დარჩენილი მთელი ცხოვრება დასტრესული იარონ თქვენმა ოჯახის წევრებმა იმიტომ რომ თავის დროზე არქიტექტორისთვის ფული დაგენანათ? როდისშეიგნებს ხალხი რომ ყველამ თავისისაქმე უნდა აკეთოს?

პ.ს. არქიკადის გამომგონებელის იქ დედა მოვტYან უნგრეთში

Posted by: pekineli 16 Feb 2010, 11:43
qali_vulkani
QUOTE
საქმე იმაშია, რომ თქვენ არქიტექტორი არ გჭირდებათ smile.gif)))))))))))))))))) smile.gif))))))))))))))) smile.gif))))))))))))))))))

ხოო იურისტია საჭირო იურისტიიი smile.gif ადმინისტრაციული სამართლის სპეცილისტიი smile.gif

Posted by: გ ი ო რ გ ი 16 Feb 2010, 14:06
archiman
Definitely Maybe

ნაწილობრივ გეთანხმებით ანუ რა თქმა უნდა კარგი არქიტექტურა ფასეულია, ერთის მხრივ შენობის სწორი გეგმარების გამო (რაც სამუდამოდ დარჩება), მეორეს მხრივ კი ნაკლები პრობლემები მერიაში უშუალოდ დამტკიცებაზე.

ცხადია ყველაფერი პროფესიონალმა უნდა გააკეთოს, ასე სჯობს საერთო საქმისთვის, მაგრამ აქ აქცენტი გაკეთდა სხვა რაიმეზე. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ არასწორ გეგმარებაზე, გამოუყენებელ ფართზე, არარაციონალურ განაწილებაზე თუ გარეგნულ სიმახინჯეზე თუ ამით გამოწვეულ ადამიანურ სტრესზე (რაც არაპროფესიონალი არქიტექტორის შემოქმედების თანმდევია) ის მაინც არ არის ადამიანის სიცოცხლესთან უშუალოდ კავშირში.

კონსტრუქციულმა დარღვევამ შეიძლება დაანგრიოს შენობა და ქვეშ მოიყოლოს ადამიანები, გამოიწვიოს ადამიანების მძიმედ დაშავება და სიკვდილიც კი. (სამწუხაროდ არაერთხელ მომხდარა yes.gif ).

ანუ არქიტექტორის პროფესიას და აუცილებლობას კი არავინ აკნინებს, მაგრამ ცუდი არქიტექტურა უფრო ნაკლებად სავალალო შედეგებით მთავრდება ვიდრე ცუდი კონსტრუქციები.

აი, ამაშია საქმე. yes.gif

Posted by: vedmed 16 Feb 2010, 14:36
Definitely Maybe
QUOTE
და არქიტექტორისთვის ფული გენანება? რაში ზოგავთ არ მესმის, რომ დარჩენილი მთელი ცხოვრება დასტრესული იარონ თქვენმა ოჯახის წევრებმა იმიტომ რომ თავის დროზე არქიტექტორისთვის ფული დაგენანათ? როდისშეიგნებს ხალხი რომ ყველამ თავისისაქმე უნდა აკეთოს?


დიახაც მენანება კვ.მ-შ- 20$ -ის გადახდა და შედეგად იმაზე უარესის მიღება, ვიდრე მე თვითონ შემიძლია დავგეგმო ჩემი საცხოვრებელი სივრცე.

QUOTE
მთელი ცხოვრება დასტრესული იარონ თქვენმა ოჯახის წევრებმა

ეს ძაან მაგარი იყო.

Posted by: Definitely Maybe 16 Feb 2010, 15:57
გ ი ო რ გ ი
QUOTE
ცუდი არქიტექტურა უფრო ნაკლებად სავალალო შედეგებით მთავრდება ვიდრე ცუდი კონსტრუქციები.

არავითარ შემთხვევაში, ეგაა რომ "ცუდი არქიტექტურის" შედეგი მოგვიანებით ვლინდება
QUOTE
არ არის ადამიანის სიცოცხლესთან უშუალოდ კავშირში.

როგორ არ არის, არის და თან როგორ,


vedmed
მასეთივე ლოგიკით კბილი რომ აგტკივდებათ არ წახვიდეთ ექიმთან? პლასკო ან ბრტყელტუჩა და მისი ჯანი რა საჭიროა ამისთვის სტომატოლოგი კბილის ამოღებას რა უნდა.


QUOTE
დიახაც მენანება კვ.მ-შ- 20$ -ის გადახდა

გამოთქმა მაინც არ გაგიგიათ? Ìm not reach enough to afford cheap things.

ბოლოში მაინც მიხვდებით რომ არქიტექტორი თურმე საჭირო ყოფილა, აიყვანთ ვინმე "გრიშა"-ს რომელიც 5 ლარად მთელ თქვენ პროექტს გაგიშანშალებთ "პროფესიონალურ"სახეს მისცემს, პროექტიც დამტკიცდება და ყველა ბედნიერი იქნება.

სხვა რა გითხრათ წარმატებები

Posted by: გ ი ო რ გ ი 16 Feb 2010, 16:29
Definitely Maybe
QUOTE
QUOTE
არ არის ადამიანის სიცოცხლესთან უშუალოდ კავშირში.

როგორ არ არის, არის და თან როგორ.

მაინც როგორ? rolleyes.gif
მაინც როგორ არის ადამიანის სიცოცხლესთან უშუალო კავშირში ცუდი არქიტექტურა?


Posted by: მიხეილ რძე 16 Feb 2010, 17:18
vedmed
იმის მიზანი რა იყო, რომ პროექტი შენ გააკეთე -- ფულის ეკონომია თუ საკუთარი იდეების გატანის სურვილი?

დადე აბა ერთი შენი პროექტი smile.gif

იქნებ შენშიც ზის არქიტექტორი და მერე სხვებსაც აუწყო ხოლმე პრეოქტები არქიკადში და ნუ შემოსავლის დამატებითი წყარო და მთელი ამბები smile.gif

Posted by: Definitely Maybe 16 Feb 2010, 17:49
გ ი ო რ გ ი
თუნდაც სახანძრო ნორმების დარღვევა პირდაპირ კავშირშია ადამიანების სიცოცხლესთან.
არ გაუკეთო მოაჯირი ფრანგულ აივანს და ნუ ათასი წვრილმანი.

თუმცა ეს სულ სხვა თემაა.


Posted by: vedmed 16 Feb 2010, 18:23
მიხეილ რძე
QUOTE
vedmed
იმის მიზანი რა იყო, რომ პროექტი შენ გააკეთე -- ფულის ეკონომია თუ საკუთარი იდეების გატანის სურვილი?

რა თქმა უნდ ფულის ეკონომია, თორემ ჩემს იდეებზე ძვირიან არქიტექტორთანაც მივაღწევდი კონსენსუსს
QUOTE
იქნებ შენშიც ზის არქიტექტორი და მერე სხვებსაც აუწყო ხოლმე პრეოქტები არქიკადში და ნუ შემოსავლის დამატებითი წყარო და მთელი ამბები

არა, ბატონო, ჩემი ინტერესები სხვა სფეროშია, ეს ისე, ინტერესისა და პრინციპისათვის


Definitely Maybe
QUOTE
გამოთქმა მაინც არ გაგიგიათ? Ìm not reach enough to afford cheap things.

კი, მაგრამ როცა საბოლოო პროდუქტის ხარისხში არ ვარ დარწმუნებული, მირჩევნია ეფი გადავიხადო.
QUOTE
თელი ცხოვრება დასტრესული იარონ თქვენმა ოჯახის წევრებმა

ხრუშოვკებში და მოსკოვის პროექტებში ვცხოვრობთ ათწლეულები და ისეთი არა გვიშავს და საკუთარი გემოვნებით დაპროექტებულში გავძლებ როგორმე.



Posted by: მიხეილ რძე 16 Feb 2010, 18:27
vedmed
ხოდა ფულის ეკონომია თუ გინდა, დადე შენი პროექტი smile.gif

შეიძლება რამდენიმე რჩევით ბეტონის და არმატურის დიდი ეკონომია გაგიკეთოთ.

პ.ს. შენი მიგომა ძალიან არასწორია, მაგრამ რა გაეწყობა. ამაში მხოლოდ დრო დაგარწმუნებს, ჩვენ ნაღდად ვერა.

Posted by: vedmed 16 Feb 2010, 18:42
მიხეილ რძე
საჯარო განხილვა მოვაწყოთ? რაღაც არ მიტაცებს ეგ იდეა

Posted by: brus lee 16 Feb 2010, 19:39
ნაკვეთში მინდა სახლის აშენება და სად შეიძლება ვნახო სახლის პროექტები თან პასებიც რო ეწეროს რა დაჯდება

Posted by: vedmed 16 Feb 2010, 19:45
brus lee
მაგალითად ხის სახლები
http://ჭჭჭ.pakohouse.ge/index.html#

Posted by: გ ი ო რ გ ი 16 Feb 2010, 21:44
Definitely Maybe
QUOTE
თუნდაც სახანძრო ნორმების დარღვევა პირდაპირ კავშირშია ადამიანების სიცოცხლესთან.
არ გაუკეთო მოაჯირი ფრანგულ აივანს და ნუ ათასი წვრილმანი.

ნუ, კი, მაგრამ მაინც ზღვაში წვეთია კონსტრუქციულ კოლაფსთან შედარებით.

ეგრე, ისიც შეიძლება თქვა, რომ თუ არქიტექტორმა კიბეს სახელური არ გაუკეთა იქიდან შეიძლება გადმოვარდეს ადამიანი და დაიმტვრესო. (ვინ იცის დაიღუპოს კიდეც...)

მე არ ვიძახი რომ არქიტექტორს ფული არ უნდა მისცენ, ან რომ პროფესიონალის გაკეთებული არ ვარგა ან რომ არ არის საჭირო და ა.შ. მაგრამ უბრალოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით კონსტრუქციებზე გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა მოდის.

ეს უბრალოდ ასეა და ამას ბევრი დისკუსია არ სჭირდება. yes.gif

P.S. ერთმანეთის პროფესიებს პატივი უნდა ვცეთ. არაადექვატურია იმის მტკიცება რომ არქიტექტორის საქმე უტოლდება კონსტრუქტორის საქმეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა არქიტექტურასაც აქვს თავისი პლიუსები - დიზაინი, შემოქმედებითობა, გარეგნული იერსახე - ეს ყველაფერი არის ის, რაც იზიდავს ადამიანებს და რჩება ისტორიას. წლების შემდეგ აღარავის ახსოვს რომელი შენობა ვინ იანგარიშა კონსტრუქციულად, მაგრამ რჩება მისი გარეგანი იერსახე და ავტორი ანუ არქიტექტორი.

brus lee
QUOTE
ნაკვეთში მინდა სახლის აშენება და სად შეიძლება ვნახო სახლის პროექტები თან ფასებიც რო ეწეროს რა დაჯდება

ჩემი აზრით ჯობია, რომ არქიტექტორს დაუკვეთო და მასთან მოლაპარაკებით გაკეთდეს შენთვის სასურველი არქიტექტურა.

1. ერთის მხრივ გაგიჭირდება ზუსტად შენთვის სასურველი პროექტის (არქიტექტურული ნაწილის) მონახვა, რომელიც ყოველმხრივ სასურველი იქნება + განხორციელებაც (აშენებაც) ხელმისაწვდომი.

2. მეორეს მხრივ კი ყოველი ასეთი არქიტექტურა არის კონსტრუქციულ ნაწილს მოკლებული, რადგან აბსტრაქტული პროექტები, რომელიც არ არის მიბმული გეოლოგიაზე, ყოველთვის საჩოთიროა, რადგან კონკრეტულ გეოლოგიას (რომელიც არსებულ ნაკვეთზეა) თავისი მახასიათებლები გააჩნია, გამომდინარე საიდანაც უნდა გაკეთდეს საძირკვლები, (შეიძლება სვეტებიც და ა.შ.) რამაც ნაწილობრივ შეიძლება შეცვალოს არქიტექტურაც და რაც მთავარია მშენებლობის ღირებულება, რადგან წინასწარ არ ვიცით რა გრუნტთან გვაქვს საქმე და რა ღონისძიებები იქნება გასატარებელი.

ისე, აგერ, გვერდზე თემაში ყიდიან მზა არქიტექტურულ ნაწილს და თუ მოგეწონება ნახე:

http://forum.ge/?showtopic=33935606&view=findpost&p=17744419

Posted by: exidrid 16 Feb 2010, 22:07
გ ი ო რ გ ი
ფსიქო-ემოციურ ფაქტორს რატომ არ ითვალისწინებთ? რაღაცატომ ეს ყველას კიდია... და მეათე ხარისხოვნად მიაჩნია მაგრამ ადამიანის ქვეცნობიერება ძალიან ბევრ რამეზე რეაგირებს ისე რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. დაწყებული ფერიდან და ინსოლაციიდან ჭერის სიმაღლით დასრულებული არ მაქვს საუბარი ფენშუიზე. თუნდაც ვენტილიაციის ან ინსოლიაციის კანონების არ ცოდნამ ხანგრძლივ დროის განმავლობაში ფსიქოლოგიაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შუძლია. რა თქმა უნდა კონსტრუქციული ნაწილი ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე დგას მაგრამ ეს არაა ერთად ერთი პრობლემა.
რაც შეეხება ფასებს აქ რთულადაა საქმე და უფრო ღრმად მიდის ფესვები. მაგრამ მე მიმაჩნია რომ უნდა მოხდეს არქიტექტორების ლიცენზირება ზუსტად ისევე როგორც მოხდა ექიმების.

ქართული არქიტექტურა როგორც ესეთი არ არსებობს!!! ამას ბევრი გამომწვევი ფაქტორი აქვს და მიზეზები ღრმად მიდის ისტორიაში პირველი პრობლემა არის ის რომ განატლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში 10 ბალიანი სისტემინდან ყველაზე დიდი 3 ქაჩავდეს! სანამ არ გამოსწორდება განათლების სისტემა. საქართველოს ბაზარზე სამშენებლო ბიზნესი ყოველთვის დაცაგრავს არქიტექტურას და არ მისცემს მას საშუალებას განვიტარდეს. ამ პრობლემის ჩემი ხედვა ესეთია

Posted by: გ ი ო რ გ ი 16 Feb 2010, 22:12
exidrid
QUOTE
რა თქმა უნდა კონსტრუქციული ნაწილი ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე დგას

მეც ამის მეტს კი არაფერს ვამტკიცებ.
QUOTE
მაგრამ ეს არაა ერთად ერთი პრობლემა.

რა თქმა უნდა არაა ერთადერთი პრობლემა.

Posted by: სეპია 17 Feb 2010, 01:02
HEPHAESTUS
QUOTE
პ.ს.ს.ს. კონსტრუქციის მოთხოვნა პროექტისთვის მაგარი ფიქციაა იმიტომ რომ არავინ ამოწმებს მაგ კონსტრქუციას კონსტრუქტორის დონეზე. უბრალოდ გადაფურცლვან და ეგაა. (ძაან მარტივი მიზესი გამო, კონტსრუქტორი იქ არავინ არის)

შენ პროვოკაციებს და ხალხის დაბნევას თავი გაანებე! biggrin.gif
რა მნიშვნელობა აქვს კონსტრუქტორი არის თუ არა?! საჭიროა კონსტრუქციული პროექტი იდოს! ეს იმას ნიშნავს ჯიგარო, რომ გადაფურცვლისას ნახავენ: კონსტრუქციები არის, ნახავენ რომ ხელს აწერს კონსტრუქტორი, მაშასადამე მასზე პასუხისმგებელი, ე.ი. ყველაფერი რიგზეა. და თუ, სახლი ჩამოინგა და გამოძიებამ არასწორად შერჩეული კონსტრუქციები ამხილა, პასუხს კონსტრუქტორი აგებს და აქ არაფერ შუაშია - კონსტრუქტრი ფურცლავს თუ არა შეთანხმებისას პროექტს!
* * *
QUOTE
მჭირდება ადამიანი, რომელიც გონივრულ ფასად ამას ყველაფერს მისცემს დასამტკიცებელ ფორმას და შეიძლება (ან არა) დამტკიცებაში დამეხმაროს.

დამტკიცებაში დამეხმაროსო, რა იგულისხმეთ, თუ საიდუმლო არაა?

Posted by: HEPHAESTUS 17 Feb 2010, 02:40
QUOTE
ხოხ, "არქიტექტორების" გაკეთებული რო ვნახე მერიის საიტზე, იმიტომ მიწევს ჩემით ჩალიჩი

აბა მიდი ეხლა ჩემო სეპია და ელეპარაკე ვერნაკულარიზიმზე ამას...

Posted by: tintorento 17 Feb 2010, 14:01
მე იცით რა მიკვირს? ფასს როცა კითხულობს დამკვეთი და მაგალითად ერთმა თქვა გაგიკეთებ დიზაინს 2 დოლარადო,მეორემ 10 დოლარად და რომ გარბიან უხარიათ 2 დოლარიანი ვიშოვეო.მაინტერესებს თუ ფიქრდებიან იმაზე რომ ეს ორი ადამიანი ერთიდაიგივე საქონელს არ ყიდის და შეუძლებელია გაგიხარდეს,იმიტომ რომ პროფესიონალი და არაპროფესიონალი ხომ სხვადასხვა რამეს შემოგთავაზებს.
განვმარტავ უბრალო მოკვდავთვის: მაგალითად ყიდულობ პურს ერთ მაღაზიაში ღირს 1 ლარი მეორეში 2 ლარი,რათქმაუნდა გაგიხარდება იაფიანი ადგილის ნახვა და იYიდი იქ სადაც ი გ ი ვ ე პური ღირს იაფი.
ეხლა მეორე ვარიანტი იყიდება პური 1 ლარად და სხვა მაღაზიაში იყიდება ტორტი 5 ლარად, როგორ უნდა გაიქცე და იყიდო 1 ლარიანი პური,მხოლოდ იმიტომ რომ ის 1 ლარი ღირს,ხომ უნდა დაფიქრდე გაარკვიო კი მაგრამ 5 ლარი რომ ღირს ისიც პურია თუ ის სხვა რამეა,ტორტი მაგალითად.
მოკლედ არ ვიცი გამიგეთ თუ არა რისი თქმა მინდოდა,ძალიან ძნელია ორ სიტყვაში გადმოვცე და რაც მტავარია დავაფიქრო ჩვეულებრივი დამკვეთი რაში უშვებს შეცდომას.
იმაში გეთანხმებით რომ ძვირი არ ნიშნავს აუცილებლად კარგს ან პირიქით,უბრალოდ მთავარი უნდა გესმოდეთ.....თქვენ ერთი და იგივე პროდუქტს არ ყიდულობთ ყველგან,ამიტომ ჯერ უნდა გაარკვიოთ ვინ რას გთავაზობთ?რა ფასში და მერე უნდა გადაქყვიტოთ რა გინდათ პური თუ ტორტი?

პატივისცემით,

Posted by: სეპია 18 Feb 2010, 14:41
brus lee
მერიის საჩუქარია თბილისელებს:
http://www.tbilisi.gov.ge/architect/monacileebi/

Posted by: lampari 19 Feb 2010, 02:28
QUOTE (vedmed @ 16 Feb 2010, 18:23 )
ხრუშოვკებში და მოსკოვის პროექტებში ვცხოვრობთ ათწლეულები და ისეთი არა გვიშავს და საკუთარი გემოვნებით დაპროექტებულში გავძლებ როგორმე.

გვიშავს, როგორ არ გვიშავს yes.gif

Posted by: ilo-suja 9 Mar 2010, 19:45
საკმაოდ კარგი თემა აიწია აქ.
სამწუხაროდ დზალიან ცუდ დგეშია საქართველოში არქიტექტურა და მშენებლობა ხო საერთოდ...
დგეს კარგი არქიტექტორების დიდი დეფიციტია და ამას ფასზე არავითარი მნიშვნელობა არაა აქვს (დზალიან ბევრს ზედმეტი ცარმოდგენა რო ჰქონდეს საკუთარ თავზე და ანაზგაურებაც მასეთი მოგთხოვოს რა დიდი გასაკვირია)
სხვათაშორის ბევრი კარგი არქიტექტორი ზის უსაქმოდ
არქიტექტურა არაა ისეთი ადვილი და ერთი ხელის მოსმით გასაკეთები როგორც ერთი შეხედვიტ ეჩვენებათ, დზალიან ბევრი რამეა გასათვალისცინებელი და ყურადღებამისაქცევი დაწყებული გენგეგმიდან და ორიენტაციის ცოდნისაგან კარის სახელურებამდენ დამთავრებული, რასაც უბრალოდ თუ არ იცი ვერ გააკეთებ , აქ შეცდომა დზალიან ძვირი ჯდება, ან მთელი ცხოვრება უნდა უყურო სიმახინჯეს.

Posted by: Oracle 29 May 2010, 22:00
საბოლოოდ გადავწყვიტე რომ თემა გამეხსნა, ფორუმელების იმედად დავრჩი smile.gif რადგან არქივში 2 დღის მონდომებული ძებნის მიუხედავად ყავლაშვილის პროექტის ბინის ნახაზი ვერ აღმოვაჩინე smile.gif
ჯერ ჩემს კორპუსს ვეძებდი, შემდეგ Google Maps-ის დახმარებით და დაკვირვებების შედეგად სხვა ანალოგიური პროექტის კორპუსების ოთახების ნახაზის ძებნა დავიწყე თუმცა ესეც უშედეგოდ, ბოლოს მითხრეს რომ სავსებით შესაძლებელია ჩვენთან არქივში არ იყოსო user.gif (არადა პროექტის ჩაბარების აქტი კი ვიპოვე, დაწყების და ნახაზის ვერანაირ კვალს ვერ მივაგენი).
რემონტის გაკეთებას ვაპირებ, კედლების განლაგების შეცვლაც მინდა, მაინტერსებს რომელია საყრდენი, რომელში გადის მილები, რომელს შეიძლება შევეხო და ა.შ.
ამიტომ, თუ ვინმე ცხოვრობთ აღნიშნული ტიპის კორპუსის (კვადრატული ფორმის, ბიჯგებზე დგას smile.gif გლდანშია უმეტესობა smile.gif) 2 ოთახიანში (პატარა ლიფტის გამოსასვლელიდან მარჯვნივ) და თუ გაქვთ ეს ნახაზი, (დედას ან მამას შენახული ექნება biggrin.gif )უმორჩილესად გთხოვთ დამიქსეროქსეთ, დამისკანერეთ ან როგორმე მომაწოდეთ smile.gif

თუ არ გაქვთ, "ნაკოლი" მაინც მომეცით სად შეიძლება რომ ვიპოვო smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: CityDesign 29 May 2010, 23:02
უფრო მარტივი არ იქნება ააზომინო ვინმეს? ვინც აზომავს ისიც მიხვდება საყრდენი რომელია და რომელი არა

Posted by: Oracle 30 May 2010, 00:24
chiefangel
კაი კაცი ხარ, მადლობა, მაგრამ ჩემი სხვანაირი ყავლაშვილია smile.gif

აი დააახლოებით ასეთია რა, ეს ჩემი ნაწვალები არქიკადში smile.gif

...

Posted by: Breaky 30 May 2010, 02:11
Oracle
ჰეჰეჰე, ნუცუბიძეზე რომ ვცხოვრობდი 1 წელი, ზუსტად ამ პროექტის იყო. აქამდე არ ვიცოდი, რომ ასე ერქვა თურმე biggrin.gif

Posted by: Oracle 30 May 2010, 12:25
Breaky
ხოოო? biggrin.gif
რავი, ასე ეძახინ ამ პროექტებს და მეც მასე დავწერე smile.gif

აი ტუალეტის ადგილმდებარეობა არ მომწონს, აბაზანაში მინდა გადავიტონო და ეგ ადგილი სხვანაირად გამოვიყენო, მაგრამ ტუალეტის მარცხენა კედელი (ნახაზზე მარცხენა) შედგება 2 ნაწილისაგან - 90 სმ არის სქელი დიდი კედელი (ნახაზზე წითლად მონიშნული) და დაახლოებით 70 სმ არის თხელი (ალბათ 1 აგურის სისქის) კედელია, ხოდა აი ის სქელი კედელი ვერ დავამუღამე რისია? მგონი საყრდენია, თუმცა ამ ბინის ძველი პატრონი, რომელიც ახლა იქ ცხოვრობს, მეუბნება რომ "მემგონი არააო" smile.gif

დაზუსტება მინდა ეგეთი რაღაცეების და სხვა წვრილმანების, აზომვა რომ გავაკეთო ასე 100 ლარი მაინც დაჭირდება, ისე თუ მივედი იქამდე მეც ავზომავ დეტალურად და 1 საღამო გავარჩევ არქიკადს დამატებით და მეც დავხაზავ biggrin.gif

ისე ძველი ნახაზი უფრო მირჩევნია, თავიდან როგორ რა იყო რომ ვნახო, ახლა აივნები ამოშენებულია და სხვა სახე აქვს.

Breaky აამუშავე კავშირები biggrin.gif

ეს მერიის არქივი "იმენნა" "ცისფერი მთებია" smile.gif


Posted by: Breaky 30 May 2010, 16:41
Oracle
მე მინახავს ზუსტად ეგეთი ბინა გადაკეთებული ისე, რომ ტუალეტი გატანილი იყო აბაზანაში და მისი ადგილი მერთებული
იყო სამზარეულოს, სამზარეულოსთან მომიჯნავე კედელი იყო მთლიანად მონგრეული (წითელიც და შავიც biggrin.gif) და ერთი
დიდი სასადილო-სამზარეულო ოთახი იყო გაკეთებული. სამაგიეროდ სამზარეულოდან ლოჯში გასასვლელი კედელი
ამოშენებული ქონდა და ზალასა და ლოჯს შორის კიდევ პირიქით, მოხსნილი. საკმაოდ სიმპატიური ბინა იყო საერთო ჯამში.
უი, შენს ნახაზზე სამზარეულოდან ლოჯში გასასვლელი ისედაც არაა spy.gif
ხო, მე სადაც ვცხოვრობდი იმათ სამზარეულოს აივანი ამოშენებული ქონდათ და სამზარეულოსთან მოერთებული. ლოჯსაც
ქონდა კუთხის აივანი, მგონი თან მომრგვალებული ფორმა ქონდა. ასევე მინახავს საძინებლის აივანი მოერთებული საძინებელთან.

Posted by: Oracle 30 May 2010, 17:07
Breaky
ამასაც ყველა აივანი მიერთებული აქვს (რუსეთია და სეპარატისტული რეგიონები მიიერთა biggrin.gif ) მომრგვალებული არც ერთი არაა, მართკუთხა ფორმებია smile.gif
სამზარეულოდან ლოჯში გასასვლელი ამოშენებულია, ზალაში ლოჯის კედელი მოხსნილი არაა ფართე გასასვლელია. როგორც ხედავ ნახაზზე ზუსტად ეგეთია ყოველგვარი აივნების გარეშე, ესაა სრული ფართი.
საღამოს სკაიპში შემოვალ და გკითხავ დამატებით რაღაცეებს smile.gif

QUOTE
ტუალეტი გატანილი იყო აბაზანაში და მისი ადგილი მერთებული იყო სამზარეულოს, სამზარეულოსთან მომიჯნავე კედელი იყო მთლიანად მონგრეული და ერთი დიდი სასადილო-სამზარეულო ოთახი იყო გაკეთებული

მეც მასე მინდა რომ გავაკეთო yes.gif

ეეჰ, არავინ არ ჩანს ...
მომიწევს ისევ ჩემი ხელით ნახაზების აგება, დათვლები, მარჩიელობა და ა.შ. ... user.gif


Posted by: Pier-Pablo 1 Jun 2010, 02:38
Oracle

საყრდენია თუ არა?! საკითხავი აი ეს არის gigi.gif

ხვალ მოვიკითხავ ერთი, ხო იცი გაშვებული მყავს ყველგან ჩიტუნიები yes.gif



Posted by: Oracle 1 Jun 2010, 11:46
Pier-Pablo
შენი იმედი მაქვს 2kiss.gif
თუ ჭკვიანად იქნები, სრულად ჩაგრთავ პროექტში biggrin.gif თან მენეჯერის თანამდებობის პონტში გაგჩითავ tongue.gif


Posted by: Pier-Pablo 1 Jun 2010, 12:52
Oracle

ოოოოოოოოოოოოოოოოოო აქ გასაკეთებელი კიდევ ბევრი ყოფილა gigi.gif

Posted by: chiefangel 1 Jun 2010, 18:58
Oracle
Pier-Pablo
Warning:
მოდერ ოფტოპიკის სრი : ორი ფორუმელი რომლებსაც ტელეფონში ვიცნობ მხოლოდ smile.gif ერთს მე დავურეკე მეორემ მე დამირეკა smile.gif

Posted by: გალოგენი 2 Jun 2010, 10:33
არქიტექტორი აგიზომავთ ფართს და ზუსტად გეტყვით კვადრატულობას, ასევე რომელი კედელია მზიდი, რომლის მოხსნა შეიძლება ან თაღის გამოყვანა და აშ. რემონტთან დაკავშირებითაც ძალიან პრაქტიკულ რჩევებს მოგცემთ, ისე დიზაინსაც აკეთებს, დაურეკეთ და გაესაუბრეთ, დარწმუნებული ვარ დაგეხმარებათ. 899675600

Posted by: Pier-Pablo 2 Jun 2010, 17:04
chiefangel

ჰაჰა lol.gif lol.gif lol.gif

__________________________________

და გალოგენი დაახლოებითი ფასები იცი მისი მომსახურების?

Posted by: levan222 11 Aug 2010, 16:25
ნუთუ რთულია კინკლაობის მაგივრად დაინტერესებულ ადამიანს გააგებინოთ:

ვისთან რა ჯდება საკუთარი სახლის პროექტი!!!

თუ წერთ პროექტის ფასს, მიუთითეთ საკონტაქტო ტელეფონიც!!!

Posted by: nat77 12 Aug 2010, 13:27
12 ლარი (კონსტრუქციაც შედის) 893 14 68 82

Posted by: CityDesign 12 Aug 2010, 14:46
nat77
გეოლოგია და "POS"-ი არ შედის ?

Posted by: ანდუუ 12 Aug 2010, 15:22
არქიკომი მოიშველიე .................................................................

Posted by: nat77 12 Aug 2010, 15:30
CityDesign
არა გეოლოგია და "POS"-ი არ შედის

Posted by: CityDesign 12 Aug 2010, 16:37
nat77
როცა შედის მაშინ რა ღირს? ან როცა ყველაფერი შედის, წყალ-კანალიც, ელექტროობაც , ხარჯთაღრიცხვა, გეოლოგია, პოსი და რაც რეალურად ჭირდება პროექტს და არა მხოლოდ დასამტკიცებლად

Posted by: nat77 12 Aug 2010, 17:03

CityDesign

QUOTE
როცა შედის მაშინ რა ღირს? ან როცა ყველაფერი შედის, წყალ-კანალიც, ელექტროობაც , ხარჯთაღრიცხვა, გეოლოგია, პოსი და რაც რეალურად ჭირდება პროექტს და არა მხოლოდ დასამტკიცებლად


ასე დაწვრილებით არ ვიცი ნამდვილად, ვიცი რომ 12 ლარში შედის, კონსტრუქცია, წყალკანალი, ელექტროობა.

Posted by: CityDesign 12 Aug 2010, 17:23
nat77
12 ლარი და არაფერს არა აქვს მნიშვნელობა?პროექტის ზომას, სირთულეს, დროს...და პირველ რიგში ხარისხს

Posted by: George2008 12 Aug 2010, 21:49
QUOTE (CityDesign @ 12 Aug 2010, 17:23 )
nat77
12 ლარი და არაფერს არა აქვს მნიშვნელობა?პროექტის ზომას, სირთულეს, დროს...და პირველ რიგში ხარისხს

რატო ეჩხუბები ამ ადამიანს ვერ გავიგე გარკვევით თქვა ყველაფერი, თუ დაინტერესდება კლიენტი, მერე მაინც იმდენი დეტალებია კიდე რომ მაინც უნდა დურეკოს ან შეხვდეს და ისე გაერკვიოს.

Posted by: CityDesign 12 Aug 2010, 22:58
George2008
ვინ ეჩხუბება? no.gif რატომ ელანდებათ ხალხს ყველგან ჩხუბი და საიდან ამდენი ეჭვები? ვეკითხები, იქნებ რაში მჭირდება, რახან მეც არქიტექტორი ვარ აუცილებლად უნდა ვეჩხუბო? პირიქით ჩვენ უფრო ვცემთ პატივს ერთმანეთს და ჩვენს შემოქმედებას ვიდრე ნებისმიერი სხვა. რატომღაც მეგონა დამოუკიდებელი არქიტექტორი იყო და მაინტერესებდა

Posted by: nat77 13 Aug 2010, 11:37
CityDesign
QUOTE
ვინ ეჩხუბება? no.gif რატომ ელანდებათ ხალხს ყველგან ჩხუბი და საიდან ამდენი ეჭვები? ვეკითხები, იქნებ რაში მჭირდება, რახან მეც არქიტექტორი ვარ აუცილებლად უნდა ვეჩხუბო? პირიქით ჩვენ უფრო ვცემთ პატივს ერთმანეთს და ჩვენს შემოქმედებას ვიდრე ნებისმიერი სხვა. რატომღაც მეგონა დამოუკიდებელი არქიტექტორი იყო და მაინტერესებდა



smile.gif)) კარგია თუ პატივს ცემთ ერთმანეთს, მე არქიტექტორი არ ვარ ნამდვილად... უბრალოდ ეს ინფორმაცია მქონდა smile.gif)) ისე როგორი სტერეოტიპია იცით, როდესაც შედარებით დაბალ თანხას ამბობ, ყველას ხარისხში ეპარება ეჭვი smile.gif)) ჩემი მეგობრების გამოცდილებით გეუბნებით, თუმცა ისინი ენის სპეციალისტები არიან. ეტყობა ეს პრინციპი არქიტექტურაშიც მოქმედებს smile.gif

Posted by: cubege 15 Aug 2010, 20:22
www.cube.ge
დაგვიკავშირდი .

Posted by: CityDesign 15 Aug 2010, 20:27
nat77
ეგ სტერეოტიპი კლიენტებისგან მოდის, და არა ჩვენგან smile.gif თუმცა დარწმუნებული ვარ პროფესიონალმა 5 $ რომ უთხრას და არაპროფესიონალმა 15 $, მეორესთან მეტი მივა, ბევრ სფეროში ხდება ანალოგიური,თუ ადამიანს არ ესმის კონკრეტული სფერო და ფასით აკეთებს არჩევანს, დაუდე იტალიური გინდა კერამიკა გინდა ავეჯი და დაადე ფასი 100 ლარი, (ეს უბრალოდ ექსპერიმენტისთვის) მერე ჩინური ანახე 500 $ ად და გადაწყვიტავს რომ 500 $ იანი მაგარია, არა?

ისე მაინც არაა ადვილი კარგი და იაფი ნახო, მაგრამ მანდაც გააჩნია ვისგან მიხვალ, და შეიძლება ბევრად იაფად გააკეთო ვიდრე პირდაპირ მისვლით. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, მე არ გამკვირვებია იაფი ფასი, როცა ჩემი ფირმის გავლით კეთდება დაუშვათ კონსტრუქცია, ან ნებისმიერი სხვა, ისე პირდაპირ რომ მივიდეს ადამიანი იქ სადაც მე ვაკეთებ მინიმუმ 2-3 ჯერ მეტი დაუჯდება, არადა ერთიდაიგივე ადამიანი აკეთებს smile.gif

Posted by: remixtedi 7 Sep 2010, 19:58
ხალხო ხომ არ იცით რომლი სამშენებლო კომპანია აშენებს ამ ბინას , ძალინ მომწონს და ყიდვა მინდა აქ ბინის , კომპანია საიდან გავიგო რომელი აშენებს რომ პირობები გავიგო???? "ვარდების ბაგთან რომ შენობაა" სურათზე :

Posted by: cubege 7 Sep 2010, 21:03
ეს ბინა კი ? გაჩერებულია ალბათ ერთი 5 წელია

Posted by: Natia_N_N 7 Sep 2010, 21:23
remixtedi
რამ მოგაწონა???????????????????????????????? ჩემი ნება იყოს, აღვგვიდი

Posted by: cubege 7 Sep 2010, 21:59
QUOTE (Natia_N_N @ 7 Sep 2010, 21:23 )
remixtedi
რამ მოგაწონა???????????????????????????????? ჩემი ნება იყოს, აღვგვიდი

+1 .

Posted by: CityDesign 7 Sep 2010, 22:43
Natia_N_N
cubege
+1
remixtedi
არ გირჩევ მაინც, აგერ Natia_N_N ცოტა ხანში რომ ჩვენი მთავრობის სათავეში აღმოჩნდეს(არ ვხუმრობ) , და არა მარტო ნათია , ბევრია ასეთი დამიჯერე, თუნდაც მე , მართლა არ აცდება მაგ შენობას "აღგვა" smile.gif და დარჩები სახლის გარეშე

Posted by: remixtedi 16 Sep 2010, 22:38
რატომ არ ვარგა აგარ მოგბეზრდატ ისეტი სჰენობები მტელი ტემკა და დიგომი რომ გადაცჰიმულია? ცჰვეულებრივი კუბიკებია, ეს უცხოა და ტან ეს აივნების გამოკვეთილები ძალინ უხდება, აი ბოლო სართულზე რომ არის ეგ მომწონს ძაან მანდ პატარა ჯაკუზს გავაკეთებდი ზაპხულში დაჩის პონტი იქნებოდა, მოკლედ მოსახერხებელია ადგილიც მაგარია მარჯანიშვილს მიჩვეული ვარ. მოკლედ მომწონს რომ შეირებება უფრო ვიდიანი გახდება,,,,, ცავიდა უბრალო კუბიკების დრო.......

Posted by: CityDesign 16 Sep 2010, 22:43
remixtedi
იმედია ხუმრობ smile.gif

Posted by: HELPme_ 17 Sep 2010, 02:32
remixtedi
თვით შIგ მაცხოვრებელ მოსახლეობას ჰკითხე თ

Posted by: Suleluka 17 Sep 2010, 09:44
remixtedi
წესით ლურჯი ფერის აბრა უნდა ჰქონდეს

Posted by: fotoni 4 Nov 2010, 01:14
ვინმემ ხო არ იცით ამ პროექტს რა ქვია ან სხვა მონაცემები?

Posted by: SaamI 8 Dec 2010, 22:48
საკუთარი სახლის პროექტის შეძენის მსურველთათვის კარგი წინადადება გავაქვს. ის მოგცემთ შანსს, მიიღოთ თქვენთქვის სასურველი პროექტი უფასოდ. არსი იმაში მდგომარეობს რომ, ჩვენ ვაკეთებთ პროექტებს მერიის კონკურსისათვის, შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს რა შინაარსის პროექტს შევასრულებთ. ამიტომ შეგვიძლია კონკრეტული მოქალაქის კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისი პროექტი გავაკეთოთ და წარვადგინოთ. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ის მოქალაქე, უფასოდ მიიღებს პროექტსაც და ნებართვასაც. მე მგონი კარგი შანსია.

Posted by: tuchka84 9 Dec 2010, 10:59
SaamI
QUOTE
მე მგონი კარგი შანსია

yes.gif
up.gif

Posted by: pekineli 9 Dec 2010, 11:02
SaamI
ძაააანნ მაგარია smile.gif მაგრამ მემგონი ჯობდა ასე-გეთქვა პოექტები სიმბოლურ ფასად biggrin.gif ი ტო ხლებ biggrin.gif

Posted by: CityDesign 9 Dec 2010, 19:36
SaamI
მერიისთვის უფასო პროექტებს რამდენადაც ვიცი იმ მიწაზე აკეთებდნენ რომელსაც მერია მისცემდა, ანუ სახელმწიფო მიწებზეა ლაპარაკი,და მხოლოდ იმ მიწის ყიდვის შემთხვევაში იღებდა ადამიანი უფასო პროექტს,თუ შეიცვალა რამე??

Posted by: GMS 9 Dec 2010, 22:37
CityDesign

ადრეც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ამოერჩია პროექტი და თავისი მიწის ნაკვეთისთვის გამოეყენებინა, პროექტი უფასოდ ეძლეოდა და ნებართვაც გამრტივებულად იღებოდა, უბრალოდ ასარჩევი ბევრი არაფერი იყო იმ პროექტბში smile.gif

Posted by: SaamI 10 Dec 2010, 00:28
CityDesign
QUOTE
მერიისთვის უფასო პროექტებს რამდენადაც ვიცი იმ მიწაზე აკეთებდნენ რომელსაც მერია მისცემდ

არა, ნაკვეთს მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: SAROKAWA 10 Dec 2010, 00:33
დააკონკრეტეთ თუ შეიძლება რეკონსტრუქციის პროექტსაც აკეთებთ თუ ახალი სახლის პროექტებს მარტო?

Posted by: SysOp 10 Dec 2010, 06:47
დავინტერესდი smile.gif

1 სართულიანი სახლის პროექტი მინდა სკანდინავიურ სტილში smile.gif

იქნებ მომწეროთ ?

ნუ მიწის ნაკვეთი რო მქონდეს საკუტარი შესაძლებელია მერიამ უფასოდ დამიპროექტოს და მშენებლობის ნებართვა მომცეს ? ვინც ერკვევით იქნებ მომწეროთ PM-ში smile.gif

Posted by: ხორხე 10 Dec 2010, 09:22
SaamI
QUOTE
საკუთარი სახლის პროექტის შეძენის მსურველთათვის კარგი წინადადება გავაქვს. ის მოგცემთ შანსს, მიიღოთ თქვენთქვის სასურველი პროექტი უფასოდ. არსი იმაში მდგომარეობს რომ, ჩვენ ვაკეთებთ პროექტებს მერიის კონკურსისათვის, შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს რა შინაარსის პროექტს შევასრულებთ. ამიტომ შეგვიძლია კონკრეტული მოქალაქის კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისი პროექტი გავაკეთოთ და წარვადგინოთ. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ის მოქალაქე, უფასოდ მიიღებს პროექტსაც და ნებართვასაც. მე მგონი კარგი შანსია.

მშვენიერია

თუ თანამშრომლობ მერიასთან იიქნება მიაწვდინო ხმა gigi.gif

საშინლად არაპრაქტიკული პროექტები უდევთ

ნუ მე ასე გავთვალე როცა ვნახე

ბევრი მასალა + ცოტა საცხოვრეველი ფართი = მერიის უფასო პროექტს


მაგას ჯობს პროექტში ფული გადაიხადო და მასალაზე გაცილებით ცოტა დაგეხარჯება

Posted by: CityDesign 10 Dec 2010, 14:09
GMS
კი ეგ ვიცი მაგრამ მთლად უფასო არ გამოდის, იმიტომ რომ სხვა მიწაზე მორგება უნდა, მაგის უფლება მხოლოდ ავტორს აქვს და ნებისმიერ შემთხვევაში ისევ ავტორთან გიწევს მისვლა და გადაკეთება, ეგ კი უფასო აღარ იყო, ვითომ არაფერი მაგრამ აგდ სხვა მონაცემებითაა, სხვა კოეფიციენტებით, ამ მონაცემებში უნდა ჩაეტიო, მოარგო, ამობეჭდო, აკინძო... smile.gif მილიონი წვრილმანია მოკლედ, ამას უფასოდ არ აკეთებს ავტორი. ნუ ასარჩევი რომ არაფერი იყო ეგ სხვა თემაა. რა ვქნა და ძალიან წინააღმდეგი ვარ ამ უფასო პროექტების. სახლის აშენების ფული მქონდეს და რატომ უნდა ავიღო უფასო პროექტი ვერ ვხვდები, როცა შეუძლია რომ სხვამაც აიღოს და მითუმეტეს რომ ასარჩევი ბევრი არაფერია, რამოდენიმე იყო კარგი, და ის რამოდენიმე იქნება პოპულარული ბევრისთვის, შეზღუდვა არაა რაოდენობაზე, ხოდა ერთხელაც გაივლი და შენს სახლს დაინახავ სხვა მიწაზეsmile.gif ჯერ ერთზე, მერე მეორეზე, და ასე სოკოებივით.... იმხელა სახლები მაინც იყოს რომ ღირდეს, 100 კვადრატული გაწიე გამოწიე 1000 -1500$ დაგიჯდეს სრული პროექტი, და სადაც აშენების თავი გაქვს, ამ თანხის გამო საკუთარი გემოვნების სახლზე უარი თქვა არ მესმის

Posted by: SaamI 10 Dec 2010, 20:14
მერია არ დაგიპროექტებთ უფასოდ.

ის ფაქტიც ცნობილია ჩემთვის რომ უკვე არსებულ პროექტებში მხოლოდ რამოდენიმე თუ არის ისეთი რომლის აშენებაც შეგიძლიათ.
უფრო მეტიც ვიცნობ ადამიანებს რომლებიც დიდი მოთმინებით ელოდებოდნენ მერიის კონკურსის დამთავრებას და შემდეგ იმედგაცრუებულები დარჩნენ, სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით გავხსენი ეს თემა.

უბრალოდ წინადადება იმაში მდგომარეობს რომ თბილისის მერიას გამოცხადებული ისევ აქვს კონკურსი, აპირებს გამარჯვებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების შესყიდვას და შემდგომში ამ პროექტების მსურველებისთვის გადაცემას უფასოდ, თანაც პროექტი უკვე დამტკიცებული იქნება. თუ თქვენ გამომიგზავნით თქვენთვის მისაღებ მონაცემებს, მათ შორის მიწის ნაკვეთის მონაცემებსაც მაშინ ამ მონაცემების გათვალისწინებით შევქმნით პროექტს, რომელსაც არავითარი გადაკეთება აღარ დაჭირდება და ამ პროექტს გავიტანთ კონკურსზე. გამარჯვების შემთხვევაში თქვენ მერიისგან უფასოდ მიიღებთ ზუსტად იმ პროექტს რომელიც გჭირდებათ.

მონაცემებში იგულისხმება: მიწის ნაკვეთის ფართობი, ტოპოგრაფიული გეგმა, შენობის სასურველ ფართობი, ოთახების რაოდენობა, სართულიანობა, გადახურვის ტიპი, შენობის სტილი ან ისეთი შენობის სურათები რომელიც მოგწონთ და ასე შემდეგ (ანუ ის რასაც შეათახმებდით არქიტექტორთან, პროექტის გაკეთება რომ შეგეკვეთათ)... ბუნებრივია გასაგება რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას მომაწოდებთ, მით უფრო მეტად დაემსგავსება პროექტი თქვნთვის სასურველს...

Posted by: GMS 10 Dec 2010, 20:44
SaamI

თქვენი წინადადება ყველანაირად მისაღები უნდა იყოს იმათთვის, სახლის აშენებას ვინც აპირებს და ჯერ პროექტი არ აქვს ხელზე. სულ ცოტა $2000 დოლარის ეკონომია გამოუვა smile.gif. სამწუხაროდ ეგ ეტაპი უკვე გავლილი მაქ თორემ აუცილებლად მოგმართავდით. თუმცა არის ერთი მომენტიც, რამდენ ხანს გასტანს მერიის კონკურსი, ანუ როდის გამოცხადდება გამარჯვებული პროექტები და მათში თუ იქნება ის რომელსაც დაგიკვეთავთ კლიენტი...

Posted by: SaamI 10 Dec 2010, 20:59
QUOTE
თუმცა არის ერთი მომენტიც, რამდენ ხანს გასტანს მერიის კონკურსი, ანუ როდის გამოცხადდება გამარჯვებული პროექტები და მათში თუ იქნება ის რომელსაც დაგიკვეთავთ კლიენტი...


გამარჯვებული პროექტები თებერვალში გამოცხადდება. რაც შეეხება იქნება თუ არა გამარჯვებულებში ის პროექტი, მგონი ასეთი თანხის ეკონომიისთვის და პლიუს უფრო მნიშვნელოვანი დამტკიცების პროცესებში დროისა, და ენერგიისთვის, მგონი ღირს (თუ ეს ეტპი გავლილი გაქვთ სწორად მიმიხვდებით რას ვგულისხმობ). ამ პროექტებს კი მერია უკვე შეთანხმებულს გასცემს.

Posted by: SoulTaker 13 Dec 2010, 19:45
მოკლედ მაგარი აზრია ძალიან
bis.gif bis.gif
შეიძლება ვისარგებლო?
დანარჩენი დეტალები პმ ში smile.gif
მე ჩაინიკი ვარ ამ საკითხში და იმედია დამეხმარებით იმის გარკვევაში კონკრეტულად რა მინდა smile.gif))

Posted by: GG2209 20 Dec 2010, 18:55
ნახეთ იქნებ მოგეწონოთ და გამოიყენოთ, საერტო ფართი 200 კვადრატული მეტრია


http://pix.ge/


http://pix.ge/


http://pix.ge/


http://pix.ge/


http://pix.ge/


http://pix.ge/

Posted by: HELPme_ 20 Dec 2010, 22:48
QUOTE (SaamI @ 8 Dec 2010, 22:48 )
საკუთარი სახლის პროექტის შეძენის მსურველთათვის  კარგი წინადადება გავაქვს.  ის  მოგცემთ შანსს, მიიღოთ თქვენთქვის სასურველი პროექტი უფასოდ.  არსი იმაში მდგომარეობს რომ,  ჩვენ ვაკეთებთ პროექტებს მერიის კონკურსისათვის, შესაბამისად, ჩვენთვის  პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს რა შინაარსის პროექტს შევასრულებთ.  ამიტომ  შეგვიძლია კონკრეტული  მოქალაქის კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისი პროექტი გავაკეთოთ და წარვადგინოთ.  კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში,  ის მოქალაქე, უფასოდ მიიღებს პროექტსაც და ნებართვასაც.    მე მგონი კარგი შანსია.


ჩავერთვები მეც თუ სურვილი გაქვთ და გათბობა ვენტილაცია კონდეცირებას გაუკეთებ სახლს smile.gif
user posted image

Posted by: SaamI 26 Dec 2010, 11:50
HELPme_
ეს რა სისტემაა?

Posted by: chiefangel 26 Dec 2010, 16:44
SaamI
QUOTE
ეს რა სისტემაა?

რას გულისხმობ? ვენტილაციის სისტემაა

Posted by: temart 6 Jan 2011, 16:22
არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზები,მშენებლ.ორგან.გეგმა 1კვად.მეტრი - 15 დოლარი

ელ-ფოსტა: daraarch@gmail.com
ვებ-გვერდი: www.indproject.com

Posted by: bivgeo 6 Jan 2011, 17:02
ფასები 7$-დან იწყება და ადის 25მდე გააჩნია ვინ როგორ შეგატყუებს. 12$ზე ზევით უკვე გაბუქებული ფასია, რეალურად ყველაფერს, გეოლოგიასაც და კონსტრუქციებსაც 9-10$ გააკეთებინებს კაცი, თუ ძალიან ჩაეძიები 7$დაც შეიძლება ნახვა, მარა ხარისხი არ ვიცი რამდენად იქნება დაცული. რა თქმა უნდა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას გააჩნია, რაც უფრო ბევრია დასახაზი, მით უფრო იაფია.

Posted by: HELPme_ 6 Jan 2011, 18:01
QUOTE
რა ღირს პროექტის შედგენა?

მე მაინტერესებს გათბობა კონდიცირება ვენტილაციის ფასები fig.gif

Posted by: tsotne_94 13 Jan 2011, 12:54
QUOTE (Natosha @ 24 Sep 2007, 21:10 )
შ.პ.ს "არქიკომი" პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფია. თვითონ ფირმა არსებობს 15 წელი.
1 კვ.მ-ს აკეთებენ 15$-ად. თუ რამეა შემიძლია მოგცე კოორდინატები.

ნატოშა. შეგიძლია მომცე არქიკომის კოორდინატები რომ დეტალურად დაველაპარაკო ბოლო ფასზეც და შესრულების ხარისზე.

Posted by: wolf_ge 13 Jan 2011, 18:46
9 სართულიანი ჩეხურის მეცხრე სართულზე ჭერის აწევა მინდა... 2 ოთახიანის და 3 ოთახიანის თავზე... ჭერი პრივატიზირებულია...

P. s. ხო მართლა ჩვენი ჭერი მაღალია კორპუსთან შედარებით და გამოყოფილია დანარჩენი ჭერიდან!!!

რა დამიჯდება მთლიანობაში 180 კვადრატული მეტრია!

Posted by: vanilla field 18 Jan 2011, 13:28
იქნებ აქ მაინც მიპასუხოს ვინმემ, ვინც გამოცდილია ამ საქმეში, როცა უკვე პროექტი და სხვა საჭირო საბუთებიც გამზადებულია, შეიძლება ტუ არა რომ მერიამ არ გასცეს ნებართვა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ლაპარაკია კერძო სახლზე სართულების დაშენებაზე.

ანუ შეიძლება მერიამ უმიზეზოდ თქვას უარი დამტკიცებაზე. ანუ ყველა საბუთებსა და პროექტზე ფულს რომ დავხარჯავ, დაზღვეული ვიქნები იმისგან რომ უარით არ გამომისტუმრებენ?

Posted by: SaamI 18 Jan 2011, 13:57
vanilla field
QUOTE
აბუთებიც გამზადებულია, შეიძლება ტუ არა რომ მერიამ არ გასცეს ნებართვა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ლაპარაკია კერძო სახლზე სართულების დაშენებაზე.

არა, თუ კონსტრუქციული ნაწილი სწორადაა გათვლილი და ქალაქის იერს არ დაამახინჯებთ. ოღონდ ეგაა რომ ჩვენთან ძალიან იშვიათად იპოვით კერძო სახლს, რომელზეც თუნდაც ერთი სართულის დაშენება უპრობლემოდ შეიძლება. ორზე და მეტზე აღარაფერს ვამბობ.
* * *
wolf_ge
QUOTE
9 სართულიანი ჩეხურის მეცხრე სართულზე ჭერის აწევა მინდა... 2 ოთახიანის და 3 ოთახიანის თავზე

ჭერის აწევა გინდათ თუ მანსარდის გაკეთება? ეგ ორი რამ ძალიან განსხვავდება, ჭერის აწევა უაზრობაა. მანსარდის შემთხვევაში კი ყველაფერი დათვლის საგანია,

Posted by: vanilla field 18 Jan 2011, 19:20
SaamI

რას გულისხმობთ, ანუ ნებართვის გაცემა ხდება პრობლემატურად?

Posted by: სეპია 19 Jan 2011, 14:32
vanilla field
QUOTE
იქნებ აქ მაინც მიპასუხოს ვინმემ, ვინც გამოცდილია ამ საქმეში, როცა უკვე პროექტი და სხვა საჭირო საბუთებიც გამზადებულია, შეიძლება ტუ არა რომ მერიამ არ გასცეს ნებართვა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ლაპარაკია კერძო სახლზე სართულების დაშენებაზე.

ანუ შეიძლება მერიამ უმიზეზოდ თქვას უარი დამტკიცებაზე. ანუ ყველა საბუთებსა და პროექტზე ფულს რომ დავხარჯავ, დაზღვეული ვიქნები იმისგან რომ უარით არ გამომისტუმრებენ?


თუ მოთხოვნა კანონიერია, ანუ არ ეწინააღმდეგება მოქმედ ქალაქთმშენებლობით-სამშენებლო სამართლებრივ დოკუმენტაციას, შენობა არ არის განსაკუთრებული რეგულირების ზონაში, სადაც ყურადღება ექცევა ექსტერიერს, და დოკუმენტაციაც გამართულადაა მომზადებული, უარის მიზეზი არ არსებობს!

ზოგადად, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზებზე დაშვებულია ნებისმიერი სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარება შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტის საფუძველზე.

Posted by: vanilla field 19 Jan 2011, 17:43


მადლობა პასუხისთვის
.............





Posted by: cubege 19 Jan 2011, 19:13
დაკვიკავშირდით!
15 $ კვადრატული მეტრი

არქიტექტურული ნაწილი + კონსტრუქციული ნაწილი + მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი + სამშენებლო ზედამხედველობა

გეოლოგი შემიძლია გირჩიოთ

Posted by: teushki 20 Jan 2011, 09:49
თუ შეიძლება გამარკვიეთ: როგორ ხდება ფასების დაანგარიშება - მთლიანი ფართობის მიხედვით თუ მხოლოდ მიწის ფართობის მიხედვით. ანუ, ვთავქთ მე ეზოში 150კვმ-ზე ვაპირებ 3სართულიანი კერძო სახლის აშენებას, და ვთქვათ პროექტი ღირს 10$კვმ, უნდა გადავიხადო 150*10=1500 თუ 150*3*10=4500? შავი კარკასის ფასიც შესაბამისად ჯამური ფართის მიხედვითაა?
ამავე დროს ნებართვების ან გეოლოგიური გაზომვების და საერთოდ სხვა რაღაც დოკუმენტაციის დაანგარიშებაზეა საუბარი, იქ როგორ ანგარიშობენ?

Posted by: cubege 20 Jan 2011, 15:13
ნაკვეთის ფართი არ იანგარიშება , იანგარიშება იმ სართულების საერთო ფართების ჯამი რის აშენებასაც აპირებთ. 3 გამრავლება ცოტა უხეშად დათვლილი გამოვა იმიტომ რომ სართულებზე შეიძლება სხვადასხვა ფართი იყოს. ის ფასი რაც მე მოგცერეთ არის გეოლოგიის გარდა მთლიანი პაკეტი რაც მერიაში შესათანხმებლად გჭირდებათ +სამშენებლო ზედამხედველობა. გეოლოგია უფრო სპეციფიურია, შურფები უნდა ჩაასონ , რამდენი დაჭირდება თქვენს ნაკვეთს იმის და მიხედვით გამოდის ფასი

Posted by: CityDesign 22 Jan 2011, 18:28
QUOTE (სეპია @ 19 Jan 2011, 14:32 )
vanilla field
QUOTE
იქნებ აქ მაინც მიპასუხოს ვინმემ, ვინც გამოცდილია ამ საქმეში, როცა უკვე პროექტი და სხვა საჭირო საბუთებიც გამზადებულია, შეიძლება ტუ არა რომ მერიამ არ გასცეს ნებართვა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ლაპარაკია კერძო სახლზე სართულების დაშენებაზე.

ანუ შეიძლება მერიამ უმიზეზოდ თქვას უარი დამტკიცებაზე. ანუ ყველა საბუთებსა და პროექტზე ფულს რომ დავხარჯავ, დაზღვეული ვიქნები იმისგან რომ უარით არ გამომისტუმრებენ?


თუ მოთხოვნა კანონიერია, ანუ არ ეწინააღმდეგება მოქმედ ქალაქთმშენებლობით-სამშენებლო სამართლებრივ დოკუმენტაციას, შენობა არ არის განსაკუთრებული რეგულირების ზონაში, სადაც ყურადღება ექცევა ექსტერიერს, და დოკუმენტაციაც გამართულადაა მომზადებული, უარის მიზეზი არ არსებობს!

ზოგადად, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზებზე დაშვებულია ნებისმიერი სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარება შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტის საფუძველზე.

ბევრი ნიუანსია , რის გამოც შეიძლება უარი გითხრან, შეიძლება არ იყოს განსაკუთრებული რეგულირების ზონაში მაგრამ კოეფიციენტი აღარ გაძლევდეს საშუალებას, მიუხედავად იმისა რომ შესაძლებელია შესყიდვა, მანდაც შეიძლება პრობლემას წააწყდე, პირველ რიგში ფასს, ძალიან ძვირი ჯდება კვადრატული, მითუმეტეს თუ ქალაქის ცენტრშია. რაც არ უნდა გამართულად იყოს საბუთები მომზადებული, თვითონ შენობა კონსტრუქციულად იძლევა თუ არა საშუალებას დაშენების, მაგას აუცილებლად დასჭირდება და მოითხოვენ ექსპერტიზას და კონსტრუქციულ დასკვნას, ამ ყველაფრის მერე ექსტერიერი და ა.შ.
* * *
ანუ დაზღვეული ნამდვილად ვერ იქნები რომ უარს არ გეტყვიან, სამწუხაროდ ასეა

Posted by: ilo-suja 23 Jan 2011, 02:40
თბილისი სიმახინჯეების ქალაქი..........
ძალიან სამწუხაროდ...............sad.gif

Posted by: exploit 23 Jan 2011, 03:11
გამოდის კაპიკებში გამიკეთებია პროექტი tongue.gif

1500$ გადავიხადე 308 კვ-ში wink.gif

Posted by: rio 23 Jan 2011, 16:46
გამარჯობათ...
იქნებ მიპასუხოთ ვინმემ. მე-2 სართულზე მინდა მიშენება 10 კვ.-ს , კორპუსის უკანა მხარეა და არანაირი ექსტერიერი არ მახინჯდება, მითუმეტეს ყველას მიშენება აქვს ჩემს გარდა. ვინც ხართ საქმის ყურში ამის თაობაზე იქნებ მითხრათ რა ნებართვა არის ამისთვის საჭირო, რამდენად ადვილად ხდება ნებართვების გაცემა .? და რა დოკუმენტაციებია საჭირო ამ ნებართვის მიღებაზე ?

Posted by: vanilla field 27 Jan 2011, 01:07
CityDesign

შესყიდვა არ გვჭირდება იმიტომ რომ საკუთარ სახლზეა ლაპარაკი, რომელიც ორ ოჯახს გვეკუთვნის. ისე შეგიძლიათ მითხრათ რა ღირს კვადრატული ვაკეში? ოღონდ აშენებული ფართის არა

Posted by: CityDesign 27 Jan 2011, 20:32
vanilla field
კოეფიციენტის შესყიდვაზეა ლაპარაკი, და ზუსტადაც საკუთარი სახლები ვისაც აქვთ , მათ უწევთ თუ არ ყოფნით კოეფიციენტი. ანუ თუ უკვე მაქსიმალურია გამოყენებული, უბნების მიხედვით არაა ფასები, რეგულიგების ზონების მიხედვითაა, შეგიძლიათ მერიაში 2 სართულზე მიხვიდეთ და გეტყვიან ზუსტად ქუჩის მიხედვით.

Posted by: სეპია 29 Jan 2011, 12:07
QUOTE (CityDesign @ 22 Jan 2011, 19:28 )

ბევრი ნიუანსია , რის გამოც შეიძლება უარი გითხრან, შეიძლება არ იყოს განსაკუთრებული რეგულირების ზონაში მაგრამ კოეფიციენტი აღარ გაძლევდეს საშუალებას, მიუხედავად იმისა რომ შესაძლებელია შესყიდვა, მანდაც შეიძლება პრობლემას წააწყდე, პირველ რიგში ფასს, ძალიან ძვირი ჯდება კვადრატული, მითუმეტეს თუ ქალაქის ცენტრშია. რაც არ უნდა გამართულად იყოს საბუთები მომზადებული, თვითონ შენობა კონსტრუქციულად იძლევა თუ არა საშუალებას დაშენების, მაგას აუცილებლად დასჭირდება და მოითხოვენ ექსპერტიზას და კონსტრუქციულ დასკვნას, ამ ყველაფრის მერე ექსტერიერი და ა.შ. 
* * *
ანუ დაზღვეული ნამდვილად ვერ იქნები რომ უარს არ გეტყვიან, სამწუხაროდ ასეა

ამიტომ არსებობს წინასწარი შეთანხმების პროცედურა - მიგაქვს ესკიზი, საჭირო ინფორმაცია და ეკითხები: მომცემ თუ არა ამაზე ნებართვას. თუ კი, მიდიხარ და აკეთებ პროექტს. smile.gif
***
rio
QUOTE
გამარჯობათ... იქნებ მიპასუხოთ ვინმემ. მე-2 სართულზე მინდა მიშენება 10 კვ.-ს , კორპუსის უკანა მხარეა და არანაირი ექსტერიერი არ მახინჯდება, მითუმეტეს ყველას მიშენება აქვს ჩემს გარდა. ვინც ხართ საქმის ყურში ამის თაობაზე იქნებ მითხრათ რა ნებართვა არის ამისთვის საჭირო, რამდენად ადვილად ხდება ნებართვების გაცემა .? და რა დოკუმენტაციებია საჭირო ამ ნებართვის მიღებაზე ?

ექსტერიერის არდამახინჯება მარტო ლამაზად შელესვა-შეღებვა კი არ არის! ნებისმიერი არაკომპოზიციური ელემენტი მიშენებული შენობაზე, იმავე ფერში შეღებილიც კი, უკვე სიმახინჯეა - როგორც მეჭეჭი.
"ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები" გვასწავლის, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს მხარეს და არ იკითხება ქუჩიდან, უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ლოჯიების ან სხვა არქიტექტურული კონსტრუქციის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, რომელზედაც დოკუმენტურად დადასტურებული იქნება მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა, ნებადართულია ერთიანი პროექტის ფარგლებში, ნაკლული ლოჯიების ან სხვა არქიტექტურული კონსტრუქციის ინდივიდუალური მიშენება, იერსახის აღდგენის მიზნით.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სახლს უკვე დამახინჯებული აქვს ექსტერიერი (დაკარგული ერთიანი კომპოზიცია), საჭიროა შეთანხმდეს იერ-სახის მოწესრიგების ერთიანი პროექტი და ამის შემდეგ გაიცემა ნებართვები ინდივიდუალურად.
ქუჩს მხარეს ფასადებზე ნებართვაც ერთიანად გაიცემა და არა ინდივიდუალურად.
გააკეთეთ წინასწარი შეთანხმება!

Posted by: CityDesign 30 Jan 2011, 14:27
სეპია
რომელი წინასწარი |შეთანხმება, კონსულტაციაში?? smile.gif როდესმე სწორი პასუხით გამოსულხარ მანდედან? ესკიზი კი არა დასრულებული პროექტი მიმიტანია, თავისი კონსტრუქციებით და გათვლებით და იმაზეც კი ვერ მითხრეს, გარდა ამისა, მფლობელს ეგ შეღავათს არ აძლევს, იმ ესკიზშიც ხო მოუწევს გადახდა, ისე ვინ გაუკეთებს, და ზუსტად ეგ აინტერესებდა ადამიანს, ტყუილად რომ არ გაეწია ხარჯები, უღირდა თუ არა საერთოდ დაწყება

Posted by: POKER_CHIP 30 Jan 2011, 15:58
მოგესალმებით პოკერის მოყვარულებს smile.gif
ითამაშეთ ნამდვილი პოკერი მეგობრებთან ერთად საკუთარ სახლში
!!!ვყიდი პოკერის სათამაშო ფიშკებს ამერიკული წარმოების!!!
ამ დროისთვის გვაქვს 69, 99 ,160, 175, 225 და 280 ლარიანი კომპლექტები.
69ლ (200 X 7.5გრ)+2კარტი
99ლ (200 X 7.5გრ)+ 2კარტი + ალუმინის ქეისი
160ლ (300 X 11.5გრ)+2კარტი + ალუმინის ქეისი
175ლ ( 500 X 11.5გრ)+2კარტი +ალუმინის ქეისი
225ლ (300 X 14გრ) +2კარტი +ალუმინის ქეისი
280ლ ( 300 ხ 14გრ) + 2კარტი+ ხის ორიგინალური ქეისი

ადგილზე მიტანა უფასოა. შეკვეთას მიიგებთ შეკვეთიდან 48ს განმავლობაში
გადახდა ხორციელდება EMONEY_ის საშვალებებით

ამ პროდუქციის შეკვეთა და შეძენა შეგიძლიათ
მობ: 897 09 19 88
სკაიპი: poker_chip

Posted by: სეპია 30 Jan 2011, 18:58
CityDesign
QUOTE
რომელი წინასწარი |შეთანხმება, კონსულტაციაში?? smile.gif როდესმე სწორი პასუხით გამოსულხარ მანდედან? ესკიზი კი არა დასრულებული პროექტი მიმიტანია, თავისი კონსტრუქციებით და გათვლებით და იმაზეც კი ვერ მითხრეს, გარდა ამისა, მფლობელს ეგ შეღავათს არ აძლევს, იმ ესკიზშიც ხო მოუწევს გადახდა, ისე ვინ გაუკეთებს, და ზუსტად ეგ აინტერესებდა ადამიანს, ტყუილად რომ არ გაეწია ხარჯები, უღირდა თუ არა საერთოდ დაწყება

კონსულტაცია რომ მეგულისხმა, ასეც დავწერდი. ამას გარდა, კონსულტაცია არის ის რასაც ეხლა მე ვაკეთებ მაგალითად (და ისინი მე-7 ოთახში) და არა ის, რასაც თქვენ წერთ - პროექტი მივიტანე და პასუხი ვერ მომცესო?! smile.gif მასეთ საკითხზე (მაგ.: მომცემთ თუ არა ნებართვას) სამსახურის რამდენიმე განყოფილება მუშაობს და ისე ამზადებენ პასუხს, და კონსულტანტმა მაქსიმუმ ის გითხრათ, რასაც მე გიწერთ აქ: წადი და წინასწარი შეთანხმება გააკეთეო - იმიტომ რომ ესაა კონსულტაცია და არა პასუხი კითხვაზე: მოგცემს თუ არა სამსახური ნებართვას!
***
წინასწარი შეთანხმება არის ჩვეულებრივი ზოგადი პროცედურა - მიმართავ განცხადებით სამსახურს (შინარსი: გთხოვთ განიხილოთ ამა და ამ საკითხის შესაძლებლობა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) და დაურთავ ყველა საჭირო საბუთს: საკადასტროს, წინასწარ ტენიკურ მაჩვენებლებს, წინასწარი ვიზუალური კვლევის შედეგებს (სურვილისამებრ), ფოტომასალას, რედერებს და ელოდები.
***
რა უფრო ძვირია ესკიზის შედგენა თუ სრული პროექტის? აბა, სამსახური კიო არ არის, რომ გულისნადებს მიუხვდეს, რაღაც ინფორმაცია თუ არ მიაწოდე.

Posted by: vato3 2 Feb 2011, 03:23
QUOTE
მაინტერესებს, რა ღირს პროექტის შედგენა, რამე განსაკუთრებულის და ორიგინალურის კი არა, უკვე აპრობირებული პროექტის არჩევა და დასამტკიცებლად მომზადება.


Posted by: ninaco 2 Feb 2011, 08:21
დღეს-დღეობით ფასები არქიტექტურული პროექტირების 8$-15$ მდეა smile.gif

Posted by: Picki-119 2 Feb 2011, 22:12
2 შესასვლელიან გარაჟს საერთო ფართზე 60 კვ/მ ზე მერიაშთან 3 ეტაპიანი შეთანხმება უნდა გავიარო თუ როგორ ხდება დამაკვალიანეთ

Posted by: CityDesign 2 Feb 2011, 23:24
სეპია
მეც მანდ ვარ ზუსტად , რომ ესკიზურის შედგენა მაინც უწევს ადამიანს, რაც არ უნდოდა, ამიტომაც დავწერე რომ მხოლოდ კონსულტაცია ვერ უშველიდა, რაც შეეხება ჩემს პროექტს რომელზეც პასუხი ვერ მომცეს, კონსულტაციაშიც კი უნდა მოეცათ, იმიტომ რომ კონკრეტულ კანონს ეხებოდა და სულ რაღაც 16 კვადრატულის გამო დამიბრუნეს უკან, როცა თავიდანვე შეეძლოთ ეთქვათ რომ ის 16 კვადრატული მომეშორებინა და არც მე ვიწვალებდი ზედმეტად და არც ისინი, კანონები თვითონაც არ იციან და თუ შენ არ მიუთითე და არ შეახსენე, შეიძლება არც გითხრან, სამწუხაროდ ყველამ არ იცის ეს კანონები, ან ცვლილებები, და იქ იმიტომაც მიდის ადამიანი რომ კომპეტენტური პირისგან მიიღოს პასუხი, ეს ცვლილება ახალი იყო და მართლა არ ვიცოდი რომ ლეგალიზაცია მხოლოდ 500 კვადრატულამდე შეიძლებოდა, მივიტანე პროექტი ბოლომდე გაკეთებული ( ისე არ მიიღებდნენ, ისევ მათივე მოთხოვნით), და პროექტი ისე მოხდა რომ 516 იყო, და არცერთმა არ მითხრა რომ განხილვაზეც კი არ გაიტანდნენ ამ 16 კვადრატულის გამო, არ უნდა ეთქვათ რომ მომეხსნა ის ზედმეტი ფართი??? როგორ ფიქრობ, ზუსტად იმ წინასწარი განხილვისთვის მქონდა მზად მაგრამ არც გაუტანიათ

Posted by: ხორხე 5 Feb 2011, 08:36
შემოდგომაზე მინდა პროექტი bis.gif


გაზაფხულზე უკვე უნდა დავიწყო

და გარე ნახაზი რომ მქონდეს, (ანუ ის სადაც კომუნიკაციები და რაღაცეები არ არის გათვალისწინებული) რამე შეღავათს მომცემს?

და თუ კი

რამდენს?

Posted by: CityDesign 5 Feb 2011, 14:36
ხორხე
შეღავათს სად და რაში? მერიაში წარსადგენად?

Posted by: ხორხე 6 Feb 2011, 00:38
CityDesign
არა ფასში

ჩემმა მეგობარმა მე გაგიკეთებო, ნუ ერთად დავსხდებით

და ეს შიდა რამეები არიცის, კომუნიკაციების დახაზვა და ა.შ

დამავიწყდა ფასები და biggrin.gif 120 კვადრატული საცხოვრებელი (ნუ ვატა ტუალეტიც და ყველაფერიც რომ შედის) მიახლოებით რა დაჯდება პროექტი? user.gif

Posted by: CityDesign 6 Feb 2011, 15:00
ხორხე
ვანა ტუალეტში რას გულისხმობ smile.gif გეგმარებაში ეგ ისედაც იქნება და წყალ-კანალიზაციის პროექტს თუ გულისხმობ, არ გჭირდება ეგ დამტკიცების დროს, არც ელექტროობის სქემა გჭირდება, მარტო ესკიზური პროექტი, კონსტრუციები, და მშენებლობის ორგანიზაცია (POS-ი). და რათქმაუნდა ყველაფერი შტამპიანი და ხელმოწერილები

Posted by: chiefangel 6 Feb 2011, 17:05
CityDesign
QUOTE
ვანა ტუალეტში რას გულისხმობ  გეგმარებაში ეგ ისედაც იქნება და წყალ-კანალიზაციის პროექტს თუ გულისხმობ, არ გჭირდება ეგ დამტკიცების დროს, არც ელექტროობის სქემა გჭირდება, მარტო ესკიზური პროექტი, კონსტრუციები, და მშენებლობის ორგანიზაცია (POS-ი). და რათქმაუნდა ყველაფერი შტამპიანი და ხელმოწერილები

შენთან საქმე ამქვს smile.gif იქნებ დამეხმარო smile.gif

Posted by: ხორხე 6 Feb 2011, 19:01
CityDesign
QUOTE
ვანა ტუალეტში რას გულისხმობ smile.gif გეგმარებაში ეგ ისედაც იქნება და წყალ-კანალიზაციის პროექტს თუ გულისხმობ, არ გჭირდება ეგ დამტკიცების დროს, არც ელექტროობის სქემა გჭირდება, მარტო ესკიზური პროექტი, კონსტრუციები, და მშენებლობის ორგანიზაცია (POS-ი). და რათქმაუნდა ყველაფერი შტამპიანი და ხელმოწერილები

ჰოდა ეს ყველაფერი რა ჯდება თქო კვადრატული

ძალიან უხეშად user.gif

Posted by: CityDesign 6 Feb 2011, 20:42
ხორხე
მე მეგონა მეგობარი გეხმარებოდა და ფასი იმიტომ აღარ დავწერე, ისე ფასი ყველას სხვადასხვა აქვს, მოლაპარაკებაზეა და სირთულეზე, სადღაც 7 დან 15 დოლარი მაქსიმუმ, 15 ში ჩვენ წყალ-კანალიანად და ელექტროობიანადაც ვაკეთებთ, პლუს გეოლოგია. 120 კვადრატული დაახლოებით 800-1000 დოლარად უნდა გააკეთო წესით, შეიძლება მეტიც მოგთხოვონ, შეიძლება ნაკლებიც შემოგთავაზონ smile.gif ( აუქციონია აქ ხომ იცი) მე 800 რომ დავწერო ვიღაც 50 დოლარით ნაკლებს იტყვის smile.gif

chiefangel
აბა რითი დაგეხმარო გენაცვალე? მითხარი და მზად ვარ smile.gif

Posted by: ხორხე 7 Feb 2011, 00:21
CityDesign
QUOTE
მე მეგონა მეგობარი გეხმარებოდა და ფასი იმიტომ აღარ დავწერე, ისე ფასი ყველას სხვადასხვა აქვს, მოლაპარაკებაზეა და სირთულეზე, სადღაც 7 დან 15 დოლარი მაქსიმუმ, 15 ში ჩვენ წყალ-კანალიანად და ელექტროობიანადაც ვაკეთებთ, პლუს გეოლოგია. 120 კვადრატული დაახლოებით 800-1000 დოლარად უნდა გააკეთო წესით, შეიძლება მეტიც მოგთხოვონ, შეიძლება ნაკლებიც შემოგთავაზონ( აუქციონია აქ ხომ იცი) მე 800 რომ დავწერო ვიღაც 50 დოლარით ნაკლებს იტყვის

800-1000 დოლარი თუ ჯდება მაშინ მგონი აღარ ღირს გაყოფა (ანუ არე ნახაზი რომ მეგობარმა გამიკეთოს და შიდა გაყვანილობები რომელიმე ფირმამ)

ჰოდა კიდე user.gif

პროექტზე მუშაობის დაწყებიდან რამდენ ხანში მექნება დამტკიცებული ნებართვა?

Posted by: exploit 7 Feb 2011, 00:46
ხორხე
პროექტს მიიტან მერიაში და 90 თუ 60 დღის ვადაში გიმტკიცებენ ზუსტად არ მახსოვს
გადასახადს კვადრატულზე 1 ლარს იხდი და მგონი 30 ლარი ღირს განცხადების შეტანა
მომავალი მეზობლობის ხათრით თუ გინდა მიგასწავლი არქიტექტორს მე ვინც გამიკეთა პროექტი
ნორმალურად აკეთებს და ძვირსაც არ იღებს

Posted by: ხორხე 7 Feb 2011, 01:33
exploit
აი ნორმალურად გაკეთება რას ნიშნავს?


სახლი მაქსიმალურად ტევადი უნდა იყოს და უპტიმალური კონსტრუქციის, ბევრი მასალა რომ არ წავიდეს უაზროდ


ივერთუბნელი ხარ ძმი? gigi.gif

Posted by: porkyman 7 Feb 2011, 01:48
დაზუსტებული ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ვინმეს

სახლი არის დასრულებული, მაგრამ პროექტისგან განსხვავებით რამოდენიმე ცვლილებით(მხედველობაში არ მაქვს 5-10 სმ-იანი ცდომილება)

რა სახის სანქციები თუ ჯარიმებია?



მე რამდენადაც ვიცი ჯარის თანხა მერყეობს პროექტიდან გადახრის შესაბამისად და რა თანხის ფარგლებში მერყეობს ვერ გავიგე, იქნებ გამარკვიოთ

დიდი მადლობა

Posted by: exploit 7 Feb 2011, 01:51
ხორხე
QUOTE
ივერთუბნელი ხარ ძმი?

yes.gif

QUOTE
სახლი მაქსიმალურად ტევადი უნდა იყოს და უპტიმალური კონსტრუქციის, ბევრი მასალა რომ არ წავიდეს უაზროდ

ხო ჩემს სახლზე მეტი მასალა მიდიოდა კონსტრუქციებში და ეხლა ველოდები კონსტრუქტორს რომ ამოიღოს ის რაც ზედმეტია

ამ დღეებში იქნება ეგ და თვის ბოლოსკენ იმედი მაქვს რომ დავიწყებ უკვე მიწის თხრას

Posted by: ხორხე 7 Feb 2011, 02:18
exploit
QUOTE
ხო ჩემს სახლზე მეტი მასალა მიდიოდა კონსტრუქციებში და ეხლა ველოდები კონსტრუქტორს რომ ამოიღოს ის რაც ზედმეტია

ამ დღეებში იქნება ეგ და თვის ბოლოსკენ იმედი მაქვს რომ დავიწყებ უკვე მიწის თხრას

ჰოდა ძალიან კარგი

რამდენ კვადრატულს აშენებ და რამდენს ვარაუდობ მშენებლობას (თეთრი და შავი კარკასი)

Posted by: CityDesign 7 Feb 2011, 16:27
ხორხე
20 სამუშაო დღე ყოველ ეტაპზე, შეიძლება დაჩქარებაც, შენზეა დამოკიდებული, თუმცა ვერ გავიგე exploit რას გულისხმობს განცხადების 30 ლარში და კვარტალურ 1 ლარში,ან 60-90 დღეში, მსგავსი გადასახადები მერიაში არ არის, თუ ისე ართმევდა არქიტექტორი თანხას ამ მომსახურებისთვის, ეგ სხვა საქმეა, ისე უფასოა ყველაფერი. გადასახადი გექნება მხოლოდ დაჩქარების შემთხვევაში, შეგიძლია ფასებს თავად გადახედო თბილისის მერიის საიტზე http://architect.tbilisi.gov.ge/ , და პლუს მიწის მოსაკრებლის გადასახადი, ეს თანხა ზუსტად იმდენია , რამდენ ფართსაც იკავებს შენობა მიწაზე, ანუ შეიძლება მთლიანი შენობა 120 კვადრატული იყოს, მაგრამ 2 სართულიანი თუ არის და მიწაზე მხოლოდ 60 გამოდის, ესეიგი გადასახადი გექნება 60 ლარი, კვადრატული 1 ლარი.
რაც შეეხება პროექტის თანხას, 800-1000 რომ დავწერე იქ მხოლოდ პროექტი ( ესკიზურიც და მუშა ნახაზებიც), კონსტრუქცია და პოს-ი შედის, თუ კომუნიკაციებიანად გინდა მაშინ უკვე 12-15 $ კვადრატული, მაშინაც დავწერე მახსოვს, რომ ამ ფასში ჩვენთან ეგენიც შედის, მაგრამ ამ ეტაპზე არ გჭირდება დამიჯერე, ტყუილად გადაყრი ფულს.

Posted by: ხორხე 7 Feb 2011, 16:39
CityDesign
კონსტრუქცია და პოს რატო არ მინდა

ანუ მე მინდა მეორე გაზაფხულზე დავიწყო

იქამდე მიწის სამუშაოები გავაკეთო + საძირკველი ჩავასხა, გაზაფხულზე კიდე სახურავის ქვეშ მოვაქციო და ეს პოს და კონსტრუქციები რატო არ დამჭირდება?


Posted by: CityDesign 7 Feb 2011, 17:02
ხორხე
კონსტრუქცია და პოსი პირიქით , გინდა, მაგას ითხოვენ აუცილებლად, დანარჩენს არაფერს. ხო მიწერია რომ ეგენი შედის smile.gif.

Posted by: exploit 7 Feb 2011, 17:34
ხორხე
მოსაკრებლის 1 ლარს ვგულისხმობდი
ვადებში მექანიკური შეცდომა მომივიდა 20 სამუშაო დღეა როგორც სითიდიზაინმა აღნიშნა


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ცხელ ხაზს ტელ: 72 22 22
თეა უგულავა ტელ: 877 17 10 71


Posted by: krespo 8 Feb 2011, 16:44
ვეძებ მანსარდის ხელოსნებს, სახურავის აწევა მინდა, ასევე მაინტერესებს წვიმის და ქარის ხმაურმა რომ არ შემაწუხოს, ასევე სიცხემ და სიცივემ როგორ უნდა მოვიქცე. კარის მეზობელი ამბობს რომ მასთან (მანსარდში) ზაფხულში ძალიან ცხელა და ზამთარში ცივა, აწუხებს წვიმისა და ქარის ხმები. არადა ორმაგი თბოიზოლაციაა ჩატანებული. გთხოვთ მირჩიოთ

Posted by: SaamI 9 Feb 2011, 18:13
krespo
QUOTE
კარის მეზობელი ამბობს რომ მასთან (მანსარდში) ზაფხულში ძალიან ცხელა და ზამთარში ცივა, აწუხებს წვიმისა და ქარის ხმები. არადა ორმაგი თბოიზოლაციაა ჩატანებული. გთხოვთ მირჩიოთ

ორი ქურქიც რომ ჩაიცვათ, თუ ორივე დახეულია ან ღილები არ იკვრება, მაინც შეგცივდებათ,

Posted by: iaiameri 10 Feb 2011, 14:32
QUOTE
არადა ორმაგი თბოიზოლაციაა ჩატანებული. გთხოვთ მირჩიოთ


მეც მაინტერესებს ეს საკითხი..

ტუკ ტუკ

არის აქ ვინმე კომპეტენტური?
rolleyes.gif

Posted by: krespo 10 Feb 2011, 14:44
უფრო კომპეტენტურად თუ შეიძლება.

Posted by: daiv 10 Feb 2011, 15:53
კომპეტენტურმა ადამიანმა გაგცათ პასუხი smile.gif რომელიც ასე იშიფრება, შესაძლებელია იზოლაცია ფიზიკურად არსებობს მაგრამ თუ ჰერმეტულობა დარღვეულია და იზოლაციას შორის ნაპრალებია მაშინ გინდ გქინიათ და გინდ არავოოოო.

ასევე შესაძლებელია იზოლაცია არასაკმარისი სისქისაა და არასათანადო დანიშნულების.

Posted by: iaiameri 10 Feb 2011, 16:04
QUOTE
ორი ქურქიც რომ ჩაიცვათ, თუ ორივე დახეულია ან ღილები არ იკვრება, მაინც შეგცივდებათ,



QUOTE
რომელიც ასე იშიფრება, შესაძლებელია იზოლაცია ფიზიკურად არსებობს მაგრამ თუ ჰერმეტულობა დარღვეულია და იზოლაციას შორის ნაპრალებია მაშინ გინდ გქინიათ და გინდ არავოოოო.


daiv

თარგმანისთვის მადლობა..
biggrin.gif

SaamI

სპს
biggrin.gif

Posted by: VoK 11 Feb 2011, 16:10
ახლა რაშია საქმე, ვცხოვრობ კომუნისტების დროს აშენებულ 16 სართულიან სტანდარტულ 4 ოთახიან სახლში.
მგონი ყავლაშვილის პროექტია. აბაზანა, ტუალეტი და სამზარეულო გაკეთებული მაქვს. გასარემონტებელია დანარჩენი ფართი დაახლოებით 80 კვ.მეტრი.
ჰოდა, მინდა დავარღვიო კომუნისტური ერთფეროვნება და რამდენადაც ბინა შესაძლებლობას მომცემს თანამედროვე სული შტავერო. smile.gif
არანაირი შეთანხმებები, ნებართვები და სხვა მილიონი მაიმუნობა საჭირო არაა.
რამდენი დამიჯდება მხოლოდ შიდა ფართის დაპროექტება?
თემას რომ გადავხედე დიზაინი 15$ და მეტი ღირსო, ნაღდად მეძვირა, არ იძლევა ჩემი სახლი 15$–იანი ფატაზიის გაშლის შესაძლებლობას.
კტო მენშე? smile.gif biggrin.gif

Posted by: CityDesign 11 Feb 2011, 19:07
VoK
შენ არ დაგჭირდება ის ყველაფერი რაც 15 $-ში შედის

Posted by: ხორხე 11 Feb 2011, 19:13
ვახ ვეღარ ვიპოვე მერიის უფასო პროექტები


CityDesign
პირდაპირი ლინკი შეგიძლიათ მომაწოდოთ? smile.gif))

ადრე ძაან კოშმიური რამეები იყო და ახლები იქნებ უკეთესი აღმოჩნდეს

Posted by: GMS 11 Feb 2011, 19:33
ხორხე

http://architect.tbilisi.gov.ge/monacileebi/

მაგრამ ახლები აქ არაა, ახალი კონკურსი არ ჩაუტარებიათ მემგონი

Posted by: CityDesign 11 Feb 2011, 20:23
ხორხე
ჯერ არ დამთავრებულა კონკურსი, ისე აქ დევს მონაცემები http://architect.tbilisi.gov.ge/new_competition/index.php?page=demonstration

Posted by: ninaco 11 Feb 2011, 20:23
ხორხე
http://architect.tbilisi.gov.ge/new_competition/index.php?page=demonstration ჯერ არ დასრულებულა

Posted by: VoK 11 Feb 2011, 21:42
CityDesign
QUOTE
შენ არ დაგჭირდება ის ყველაფერი რაც 15 $-ში შედის

ახალი ამბავი. მაგი მეც ვიციsmile.gif
რამდენად გამიკეთებ მეთქი?

Posted by: CityDesign 11 Feb 2011, 21:59
VoK
ეგ შენ უნდა თქვა ჯერ რა გინდა რომ გავაკეთო და მერე გეტყვი ფასს, მე ვიგულისხმე რომ სრული პროექტი არ დაგჭირდება, მაგრამ იმდენად ბევრი რამ შედის რომ შენ თუ არ მითხარი რა გამოვრიცხო ისე როგორ გითხრა ფასი

Posted by: VoK 11 Feb 2011, 22:11
CityDesign
QUOTE
ეგ შენ უნდა თქვა ჯერ რა გინდა რომ გავაკეთო და მერე გეტყვი ფასს

მე რა უნდა გითხრა?
წინადადებებს შენგან ველი...
სტანდარტული 4 ოთახიდან მინდა მივიღო ცოტა უფრო გათანამედროვებული...
კედლების დანგრევა და გადატიხვრა არ მჭირდება, ელექტრობა და გიფსოკარდონების ჭერი, კი ბატონო...
აბაზანა, ტუალეტი და სამზარეულო გაკეთებული მაქვს.

Posted by: სეპია 11 Feb 2011, 22:45
porkyman
QUOTE
დაზუსტებული ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ვინმეს
სახლი არის დასრულებული, მაგრამ პროექტისგან განსხვავებით რამოდენიმე ცვლილებით(მხედველობაში არ მაქვს 5-10 სმ-იანი ცდომილება)
რა სახის სანქციები თუ ჯარიმებია?
მე რამდენადაც ვიცი ჯარის თანხა მერყეობს პროექტიდან გადახრის შესაბამისად და რა თანხის ფარგლებში მერყეობს ვერ გავიგე, იქნებ გამარკვიოთ
დიდი მადლობა


პროექტის დარღვევაზე, შენობის კლასის მიხედვით არის ჯარიმის თანხის ოდენობა განსხვავებული:
I კლასი - 1000 ლარი;
II კლასი - 2000 ლარი;
III კლასი - 3000 ლარი;
IV კალსი - 4000 ლარი.

კლასს ნახავთ ნებართვის ბრაძნებაში, თუ არ წერია ე. ი. ძველი ნებართვაა, მაშინ სამსახურის ვებ-საიტზე შედით და იქ ნახავთ კლასის პარამეტრებს. smile.gif

http://architect.tbilisi.gov.ge/ > მშენებლობის ნებართვა > ახალი მშენებლობა >

Posted by: CityDesign 11 Feb 2011, 22:48
გათბობის სქემა გინდა თუ არა და ავეჯის დიზაინი თავისი მუშა ნახაზებით, პლუს ზედამხედველობა რემონტის დროს, თუ ზედამხედველობას არ გაუწევს დიზაინერი, მაშინ დიზაინშიც ტყუილად გადაყრი ფულს ან ნერვები დაგაწყდება პრარაბებთან, ანუ მარტო ვიზუალიზაცია თუ გინდა გეგმებით და ელექტროობით 7-8 $, ავეჯით 10 $ , ზედამხედველობა და ხარჯთაღრიცხვა თუ ჩემმა ხელოსნებმა გააკეთეს თავისთავად შევა, თუ სხვებმა მაშინ არა

Posted by: ხორხე 11 Feb 2011, 23:00
მადლობა


ვნახავ


და როდის მთავრდება კონკურსი?

იქნებ ცოტა ნორმალური პროექტები დადონ

კომპაქტური და ტევადი :დ

Posted by: CityDesign 11 Feb 2011, 23:03
ხორხე
დაათვალიერე??? მგონი შEიძლება არჩევა წელს, დაახლოებით თვის ბოლოს იქნება შედეგები

Posted by: სეპია 11 Feb 2011, 23:11
CityDesign
წელს მართლაც ჩანს წინსვლა, უკეთესია მიდგომა ავტორების და გადაწყვეტებიც მეტ-ნაკლებად ადექვატურია კონკურსის.

Posted by: CityDesign 11 Feb 2011, 23:13
სეპია
კიი, შარშანდელ განსაკუთრებით ერთ პროექტს ვერ ვივიწყებ, "იზბუშკა ნა კურიინიხ ნოჟკახ" smile.gif მართლა გავდა იზბუშკას

Posted by: სეპია 11 Feb 2011, 23:16
CityDesign
lol.gif ეგეთი წელსაც არის ისე, თან ორი: ერთი არქაული სტილისტიკით და მეორე მოდერნისტული lol.gif

Posted by: ხორხე 11 Feb 2011, 23:20
CityDesign
QUOTE
დაათვალიერე??? მგონი შEიძლება არჩევა წელს, დაახლოებით თვის ბოლოს იქნება შედეგები

კი

უფრო საინტერესო პროექტებია smile.gif

ჩავუჯდები მერე საფუძვლიანად

ვიტრაჟიანი სახლი მინდა, კოხტა :დ


Posted by: krespo 11 Feb 2011, 23:23
"ასევე შესაძლებელია იზოლაცია არასაკმარისი სისქისაა და არასათანადო დანიშნულების" - რა სისქის და სათანადო დანიშნულების უნდა იყოს? დიდი მადლობა

Posted by: CityDesign 12 Feb 2011, 00:48
სეპია
კი არის ფეხებზე შემხტარი, მაგრამ ეს თანამედროვე მაინც არის biggrin.gif რა შედარებაა, ის რომ ვნახე პირველი კითხვა რაც გამიჩნდა იყო, ეს სახლი ტრიალებსთქო?

Posted by: ninaco 12 Feb 2011, 09:17
ბევრი ძალიან ნორმალური პროექტია, სირცხვილი ისაა რაც იქ ხდება ღვარზლიანი კომენტარები.

Posted by: CityDesign 12 Feb 2011, 12:27
ninaco
კი გეთანხმები, შარშანაც ყველაზე ცუდი კომენტარები იმ პროექტებს ჰქონდა, რომელიც გამორჩეული იყო, წელს უარესი ხდება, ისეთ საშინელ პროექტებს აქებენ (სავარაუდოდო ისევ მათივე ავტორები) და ისეთ კარგ პროექტებს ლანძღავენ რომ დიდი გენიოსობა არ ჭირდება მიხვდე ვინ აკეთებს

Posted by: ხორხე 12 Feb 2011, 15:01

დღეს ვნახე ჩემი მეგობარი

მერიის უფასო პროექტი ავიღეო შარშან და ყოველ გადაკეთებაზე ცალკე მახდევინებდნენო და მერე ელექტრონული ვერსია არ მომცა ავტორმაო და საერთო ჯამში (ობში შოტშიო ეგრე მითხრა და გადმოვთარგმნე gigi.gif ) იმაზე მეტი დამიჯდაო ვიდრე ჩვეულებრივად პროექტის გაკეთებაო biggrin.gif


ასე რომ მერია გვასუქებს მეგობრებო !

Posted by: CityDesign 12 Feb 2011, 15:12
ხორხე
ახალი ამბავი biggrin.gif, საერთოდ ეგ როგორც წესი ყოველთვის ასეა, უფასო მარტო ყველია სათაგურში, როცა გინდა იაფად გამოხვიდე, 3 ჯერ მეტი გიჯდება. თან უფასო მხოლოდ მაშინ გამოდის როცა არაფრის შეცვლა არ გინდა, თუ სხვა ტერიტორიაზე გიწევს დაპროექტება აგდ-დან დაწყებული, გენგეგმით და რენდერებით დამთავრებული ყველაფერი შესაცვლელია, ამას ავტორის მეტი ვერავინ გააკეთებს, უფლება არ აქვს, მერე როცა უკვე გადახდილი გაქვს მერიაში თუნდაც მინიმალური,გენანება და ყველანაირ პირობაზე გიწევს დათანხმება რომ ბოლომდე მიიყვანო პროექტი, მაგას თავი რომ დავანებოთ, რა ვქნა და არ მესმის, როცა სახლის მშენებლობის ფული და საშუალება გაქვს, რატომ უნდა გააკეთო ეკონომია 1000 $ ის გამო, შენი ინდივიდუალური პროექტი გქონდეს და არა რამე ისეთი,(რაც არ უნდა კარგი იყოს) რომ სხვამაც შეძლოს მსაგვსის აშენება????

Posted by: ხორხე 12 Feb 2011, 15:33
CityDesign
გეთანხმებით აბსოლიტურად smile.gif


ბარემ შენს ჭკუაზე მოაწყობ

პ.ს მიწა რომ მოვასწორო პროექტის დამტკიცებამდე ხოარ გამიხურებენ? შეიძლება გამზადებული მქონდეს პროექტი (დაუმტკიცებელი) და საძირკველისთვის რო გავთხარო მაგაზე გამიხურებენ? :დ


Posted by: CityDesign 12 Feb 2011, 15:38
ხორხე
თუ ბეტონს არ ჩაასხავ მგონი არა, მიწის თხრაზე ჯერ არ აჯარიმებენ smile.gif მთავარია ვინმეს რამე გაყვანილობა არ დაუზიანო, ტოპო გაქვს?

Posted by: ხორხე 12 Feb 2011, 15:43
CityDesign
არ მაქვს ტოპო

არ უნდა იყოს ქვემოთ არანაირი გაყვანილობა, წყლის ცენტრალური სადენი გადის, მაგრამ ის გვერდითაა

საერთოდ არაფერი არ მაქ იმედის გარდა biggrin.gif

უბრალოდ კომპლექსურად მინდა ყველაფერი გავაკეთო და ვაგეგმარებ ნაბიჯებს smile.gif)

Posted by: CityDesign 12 Feb 2011, 15:48
ხორხე
იმედი თუ გაქვს და სტიმული ჩათვალე ნახევარი გქონია უკვე smile.gif ტოპო აიღე პირველ რიგში, რომ აგდ-ზე შეიტანო განცხადება

Posted by: ხორხე 12 Feb 2011, 16:04
CityDesign
მე უნდა დავიწყო მომავალ გაზაფხულზე, იქამდე უკვე უნდა მქონდეს მასალები , დიდი ნაწილი და პროექტი, აგდ რა არის? ეგეც პროექტის ნაწილია? ხოარ ჯობს რომ ყველაფერი ერთად გავაკეთო? smile.gif


Posted by: CityDesign 12 Feb 2011, 16:10
ხორხე
კი მაგრამ დროს მოიგებ, აგდ არის არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება,1 ეტაპს რომ ეძახიან, სულ 3 ეტაპია. კონკრეტულ მიწაზე რისი აშენების უფლება გაქვს მაგას გაიგებ, ტოპო გასაკეთებელია, ასაზომია, 2 ეტაპი ესკიზური პროექტის შეთანხმებაა, მესამე მშენებლობის ნებართვის აღება, ეს ყველაფერი ბოლოს საკმაოდ დიდ დროს წაგართმევს, ასე რომ თუ ეხლა გაქვს დრო, ჯობია ასეთი წვრილმანები მოიშორო. ყველა ეტაპს 20 სამუშაო დღე ჭირდება, უარის შემთხვევაში და თავიდან შეტანაში ისევ 20 სამუშაო დღე და ა.შ. 2 თუ 3 წელი აქვს ვადა და რას კარგავ

Posted by: ხორხე 12 Feb 2011, 16:23
CityDesign
და ამ აგდ-ებს და ამბებვს პროექტი არ ჭირდება ისე შეიძლება შეიტანო ხო?

იმიტომ რომ ზუსტად არვიცი ჯერ როგორი სახლი მინდა smile.gif

Posted by: CityDesign 12 Feb 2011, 16:36
ხორხე
არა არ ჭირდება, გეტყვი რაც დაგჭირდება
1. ტოპო
2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3. საკადასტრო რუქა
4. ტერიტორიის სურათები ახლანდელ მდგომარეობაში
5. სიტუაციური გეგმა (გუგლიდან შეგიძლია ამოიღო)
მერე შედი http://architect.tbilisi.gov.ge/ აქ , ელექტრონული რეგისტრაციები ნახე და შეგიძლია პირდაპირ გააგზავნო, მისვლაც არ დაგჭირდება

Posted by: ხორხე 12 Feb 2011, 17:12
CityDesign

QUOTE
1. ტოპო
2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3. საკადასტრო რუქა
4. ტერიტორიის სურათები ახლანდელ მდგომარეობაში
5. სიტუაციური გეგმა (გუგლიდან შეგიძლია ამოიღო)

ამ ყველაფერს ჩემი მეგობრები მომცემენ საჯარო რეესტრიდან? :დ




* * *
ნუ სურათებს მე გადავიღებ ახლანდელი მდგომარეობით smile.gif

Posted by: CityDesign 12 Feb 2011, 18:09
ხორხე
არა საჯაროდან ვერ მოგცემენ ყველაფერს

Posted by: სეპია 12 Feb 2011, 20:15
QUOTE
მიწა რომ მოვასწორო პროექტის დამტკიცებამდე ხოარ გამიხურებენ? შეიძლება გამზადებული მქონდეს პროექტი (დაუმტკიცებელი) და საძირკველისთვის რო გავთხარო მაგაზე გამიხურებენ?

ინფორმაციისთვის, მშენებლობა დაწყებულად ითვლება, თუ მასალებს მიიტან ტერიტორიაზე! ასე რომ საძირკვლის კეთება, უკვე დარღვევაა, ამიტომ გირჩევთ "თუ"-ზე 10000 ლარს ნუ გარისკავთ!
CityDesign
QUOTE
მაგას თავი რომ დავანებოთ, რა ვქნა და არ მესმის, როცა სახლის მშენებლობის ფული და საშუალება გაქვს, რატომ უნდა გააკეთო ეკონომია 1000 $ ის გამო, შენი ინდივიდუალური პროექტი გქონდეს და არა რამე ისეთი,(რაც არ უნდა კარგი იყოს) რომ სხვამაც შეძლოს მსაგვსის აშენება???

იმიტომ, რომ 3 დღეში გიჭირავს ნებართვა ისე, რომ ფული არ გადაგიხდია არქიტექტურაში, კონსტრუქციებში და პოსში და თუ მაინცდამაინც ოფოფები არ გაწუხებს და უბრალოდ გაკმაყოფილებს არჩეული პროექტი - ზედმეტი ხლაფორთის გარეშე იწყებ მშენებლობას და აბარებ.
მგონი არაა პატარა პლიუსი. საქმე ისაა, რომ დამკვეთების უმეტესობამ შუა მშენებლობაში რამე რომ არ შეცვალოს არ შეიძლება უბრალოდ! biggrin.gif ხო და, აბა მერიის პროექტი კი არა, ნებისმიერი რომ იყოს, იგივე ხლაფორთია. wink.gif
"ტაკ შტო" უსამართლოდ ნუ აკნინებთ არქიტექტურის სამსახურის მონდომებას. smile.gif

Posted by: CityDesign 12 Feb 2011, 20:22
სეპია
უსამართლობა რა შუაშია smile.gif სხვა რამე ვთქვი, რომ თუ ფული მაქვს, მირჩევნია ისეთი პროექტი გავაკეთებინო, რომელსაც სხვა ვეღარ იყიდის და დადგავს , ეგ ჩემი სუბიექტური აზრია, სახლს თუ ვაშენებ, პირადად მე არ მესიამოვნება ზუსტად იგივე თუ სხვაგანაც ვნახე. გადრა ამისა, ჩემს მიწაზე ხომ მაინც მომიცევს შეცვლა პროექტის, ანუ თვითონ პროექტის არა მაგრამ , წითელი ხაზებიდან გამომდინარე, გენგეგმის, ყველა გეგმის, ფასადების და ასე შEმდეგ ამობეჭდვა გახდება საჭირო თავიდან, ამაში ავტორი ცალკე გახდევინებს, და პლუს 3 დღე უკვე ზღაპარია ამ შემთხვევაში smile.gif. რაც შეეხება კონსტრუქციას და პოსს, მაქსიმუმ 1 კვირის ამბავია ორივე ერთად ( ჩემთან ასეა ყოველშემთხვევაში ამხელა ფართობებზე). თანაც მთლად "უფასო" არაა ეგ პროექტები ხომ? ააქვე მოიყვანა ადამიანმა ფაქტი რომ უფრო მეტიც დაუჯდა ამ გადაკეთებების გამო . user.gif

Posted by: ხორხე 12 Feb 2011, 20:38

CityDesign
QUOTE
არა საჯაროდან ვერ მოგცემენ ყველაფერს

მადლობა smile.gif


სეპია
QUOTE
ინფორმაციისთვის, მშენებლობა დაწყებულად ითვლება, თუ მასალებს მიიტან ტერიტორიაზე! ასე რომ საძირკვლის კეთება, უკვე დარღვევაა, ამიტომ გირჩევთ "თუ"-ზე 10000 ლარს ნუ გარისკავთ!

wow.gif

მოიცა ჩემს ტერიტორიაზე მასალების დალაგების უფლება არ მაქ?

სად წერია ეგ ხომარიცი? user.gif

Posted by: CityDesign 12 Feb 2011, 21:15
ხორხე
ცოტა დავაკონკრეტებ სეპია-მ რაც იგულისხმა, როცა მასალები ტერიტორიაზეა, და ამ დროს ისიც ჩანს რომ დაწყებულია მიწის სამუშაოები, მაშინ ზედამხედველობას ვერ დაუმტკიცებ რომ უნებართვო მშენებლობა არ გაქვს დაწყებული. გვქონდა მსგავსი შემთხვევა, ოღონდ იქ მართლა დაწყებული იყო, განსხვავებით შენი სიტუაციისგან, ის ბევრად ადრე იყო დაწყებული, 2007 წლამდე, როდესაც ჯარიმა აღარ ეხება, და სამშენებლო მასალებიც ეყარა, თუმცა ბევრი კითხვა გაჩნდა, და მოგვიწია დამტკიცება რომ მართლა 2007 წლამდე იყო დაწყებული, ისე არავინ დაიჯერა რომ იმ დროეინდელი მასალები ეყარა, ტავიდან ჯარიმაც გამოუწერეს 13000 ლარი, და ზუსტად 1 თვეში შევიდა კანონში ცვლილება რომ 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულები თავისუფლდებოდნენ ამ ჯარიმისგან

Posted by: ხორხე 13 Feb 2011, 01:42
CityDesign
QUOTE
ცოტა დავაკონკრეტებ სეპია-მ რაც იგულისხმა, როცა მასალები ტერიტორიაზეა, და ამ დროს ისიც ჩანს რომ დაწყებულია მიწის სამუშაოები, მაშინ ზედამხედველობას ვერ დაუმტკიცებ რომ უნებართვო მშენებლობა არ გაქვს დაწყებული. გვქონდა მსგავსი შემთხვევა, ოღონდ იქ მართლა დაწყებული იყო, განსხვავებით შენი სიტუაციისგან, ის ბევრად ადრე იყო დაწყებული, 2007 წლამდე, როდესაც ჯარიმა აღარ ეხება, და სამშენებლო მასალებიც ეყარა, თუმცა ბევრი კითხვა გაჩნდა, და მოგვიწია დამტკიცება რომ მართლა 2007 წლამდე იყო დაწყებული, ისე არავინ დაიჯერა რომ იმ დროეინდელი მასალები ეყარა, ტავიდან ჯარიმაც გამოუწერეს 13000 ლარი, და ზუსტად 1 თვეში შევიდა კანონში ცვლილება რომ 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულები თავისუფლდებოდნენ ამ ჯარიმისგან

გასაგებია ეხლა მადლობა

თორე გამოვშტერდი smile.gif



მე ჩემს ნაკვეთზე თუ საქართველოს კანონმდებლობა არ კრზალავს ატომურ ბომბებს დავალაგებ :დ

Posted by: iaiameri 13 Feb 2011, 08:36
ხორხე
QUOTE
მე ჩემს ნაკვეთზე თუ საქართველოს კანონმდებლობა არ კრზალავს ატომურ ბომბებს დავალაგებ :დ



lol.gif lol.gif lol.gif

წარმატებას გისურვებ ხორხე..
თბილი და გემრიელობა სახლი აგეშენებინოს..smile.gif)
მერე ხეღა გექნება დასრგავი და ბავშვი გასაკეთებელი tongue.gif

Posted by: ხორხე 13 Feb 2011, 10:19
iaiameri
QUOTE
თბილი და გემრიელობა სახლი აგეშენებინოს..smile.gif) მერე ხეღა გექნება დასრგავი და ბავშვი გასაკეთებელი tongue.gif

ხები მაქვს დარგული

14 ცალი

ნუ ბავშვსაც არ დავიზარებ ალბათ biggrin.gif

Posted by: cubege 13 Feb 2011, 18:58
ეს მანსარდი თუ თბილისის ერთერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მდებარეობს, ჯერ იქიდან უნდა დაიწყო რომ ახალი კანონის გამო მერიაში არ განიხილება მხოლოდ ერთი მობინადრის მიერ შემოტანილი განცხადება, მოკლედ მთელმა ბოლო სართულმა უნდა გამოთქვას სურვილი და ერთიანი პროექტი უნდა იქნას წარდგენილი.

Posted by: სეპია 13 Feb 2011, 20:08
CityDesign
QUOTE
უსამართლობა რა შუაშია  სხვა რამე ვთქვი, რომ თუ ფული მაქვს, მირჩევნია ისეთი პროექტი გავაკეთებინო, რომელსაც სხვა ვეღარ იყიდის და დადგავს , ეგ ჩემი სუბიექტური აზრია, სახლს თუ ვაშენებ, პირადად მე არ მესიამოვნება ზუსტად იგივე თუ სხვაგანაც ვნახე.

გასაგებია, ვიზიარებ, მაგრამ საშუალო ფენაში ვისაც მერიის პროექტი ჭირდება პირადპირი გაგებით, ამის პრობლემა არ აქვთ (კარგი გაგებით) - მათი მიზანია სახლის აშენება, რომელიც წინასწარ ვიზუალიზაციაზე ნახეს და მოეწონათ, დროულად და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯით - ამაში რომ მერიის პროექტი ნამდვილად ეხმარებათ, იმედია დამეთანხმებით. თუ ვინმეს ბევრი ფულის აქვს (ნუ კარგი სახლის ასაშენებლად საკმარისი) ანდა ოფოფები აწუხებს, ეს უკვე მეერიის პროექტის პრობლემა არაა და ნებისმიერ არქიტექტორთან მოუვა იგივე (თუ უარესი არა), რაც ამ შემთხვევაში გადაკეთებისას. ამას ვგულისხმობდი, როდესაც დავწერე უსამართლოდ ნუ აკნინებთ-მეთქი. smile.gif
QUOTE
გადრა ამისა, ჩემს მიწაზე ხომ მაინც მომიცევს შეცვლა პროექტის, ანუ თვითონ პროექტის არა მაგრამ , წითელი ხაზებიდან გამომდინარე, გენგეგმის, ყველა გეგმის, ფასადების და ასე შEმდეგ ამობეჭდვა გახდება საჭირო თავიდან, ამაში ავტორი ცალკე გახდევინებს, და პლუს 3 დღე უკვე ზღაპარია ამ შემთხვევაში

ყველა გეგმა და ფასადი რა შუაშია?! 3 დღეში იღებ ნებართვას და პირობაში გეწერება, რომ მიწის სამუშაოების დაწყებამდე წარადგინო სამსახურში: კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მიბმა- გენ-გეგმა (1:500), გეოლოგიური პირობები და საძირკვლის კონსტრუქციული სქემა. ამაში კი, პროექტის ავტორი არაფერ შუაშია (კარგად ნახეთ კონკურსის პირობები, წერია: გარდა კონკრეტულ რელიეფზე მორგებისაო! ) და ნებისმიერ არქიტექტორს, ან თუნდაც კონსტრუქტორს, რომელიც საძირკვლის სქემას გიკეთებს, შეგიძლია გააკეთებინო მიბმა (გენ-გეგმა), რაც მაქსიმუმ კონსტრუქციებთან ერთად, 100-150 ლ. დაჯდეს.

Posted by: iaiameri 13 Feb 2011, 21:01
cubege

და თუ მხოლოდ მანსარდია ჩემი და არა ბოლო სართული?

Posted by: polyurethane 13 Feb 2011, 21:27
krespo
QUOTE
არადა ორმაგი თბოიზოლაციაა ჩატანებული. გთხოვთ მირჩიოთ


რა ტიპის თბოიზოლაციაა ჩატანებული ?

QUOTE
"ასევე შესაძლებელია იზოლაცია არასაკმარისი სისქისაა და არასათანადო დანიშნულების"-რა სისქის და სათანადო დანიშნულების უნდა იყოს


XPS-ი 4 სმ სისქის. ან ქვაბამბა დაახლოებით 80 კგ/მ3 და 5 სმ სისქის ან EPS-ი... მოკლედ ბევრი ვარიანტია, ჯობია დაწერო როგორი თბოიზოლაციაა გაკეთებული და გეტყვით არის თუ არა საკმარისი..

Posted by: ხორხე 14 Feb 2011, 00:16
სეპია
QUOTE
ანდა ოფოფები აწუხებს,

smile.gif

Posted by: daiv 14 Feb 2011, 10:58
იზოლაცია არის:
1. რბილი (მინაბამბა, როკვული, იზოვერი,)
2. ფხვიერი (პემზა, პერლიტი, წიდა)
3. მყარი (პენოპლასტი; XPS)
კიდევ არსებობს წასასმელი მაგრამ მას თავი დავანებოთ.
მანსარდის და ზოგადად მყარი სახურავის შემთხევვაში როგორც წესი გამოიყენება რბილი თბოიზოლაცია. იზოლაციის სისქე დამოკიდებულია ტემპერატურულ სხვაობაზე. ყველაზე კარგი თბოიზოლაცია რაც კი შეიძლება მსგავსი ტიპის სახურავისთვის გამოიყენო არის "როკ-ვულის" იგივე ქვაბამბას გამოყენება სისქით 75მმ

Posted by: ზაზა_147 14 Feb 2011, 17:09
daiv
QUOTE
იზოლაცია არის:
1. რბილი (მინაბამბა, როკვული, იზოვერი,)
2. ფხვიერი (პემზა, პერლიტი, წიდა)
3. მყარი (პენოპლასტი; XPS)


იქნებ ამათი ფასებიც გვითხრათ დაახლოებით smile.gif

დიდი მადლობა

Posted by: daiv 14 Feb 2011, 17:16
ბოლო ფასები სამწუხაროდ არ ვიცი.
რაც მახსოვს კი ასე გამოიყურება:
მინაბამბა 50მმ - 6ლ/კვ.მ
როკვული 50მმ - 18ლ/კვ.მ
იზოვერი 30მმ - 12ლ/კვ.მ
პენოპლასტი 25მმ - 3ლ/კვ.მ
XPS 30მმ - 15ლ/კვ.მ
პემზა და წიდა 60ლ კბ/მ
პერლიტი - 80ლ კბ/მ

Posted by: krespo 14 Feb 2011, 19:18
QUOTE (cubege @ 13 Feb 2011, 18:58 )
ეს მანსარდი თუ თბილისის ერთერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მდებარეობს, ჯერ იქიდან უნდა დაიწყო რომ ახალი კანონის გამო მერიაში არ განიხილება მხოლოდ ერთი მობინადრის მიერ შემოტანილი განცხადება, მოკლედ მთელმა ბოლო სართულმა უნდა გამოთქვას სურვილი და ერთიანი პროექტი უნდა იქნას წარდგენილი.

მანსარდის ყველა მობინადრეს აწეული აქვს სახურავი, დავრჩი მხოლოდ მე. ახლა ვიყიდე ბინა. რა შეიძლება გავაკეთო ამ შემთხვევაში?

Posted by: CityDesign 14 Feb 2011, 19:34
სეპია
არქიტექტორი ხარ? მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ეგ ვითომ გამარტივებული გზები, მთლად მასეც არაა, ან იქნებ მერიის თანამშრომელი ხარ და გგონია რომ გადაკეთებაში არავინ არაფერს ართმევს, პირველ რიგში ავტორის უფლების დარღვევაა როცა სხვა არქიტექტორის აკეთებინებს და ეს ჩემი აზრით უნდა იდოს პირობაში, ოღონდ მანდ კი არა ,არქიტექტორთან დადებულ პირობაში, გარდა ამისა 100-150 ლარი კონსტრუქცია??? მეც მითხარი სად აკეთებენ, ყველა გეგმა და ფასადი კი ეხლავე აგოხსნი რა შუაშია, წითელი ხაზების დატანას პროექტის შეთანხმების დროს ყველა სართულზე ითხოვენ, მითუმეტეს როცა სხვა ტერიტორიას არგებ, ფასადებზეც და ჭრილებზეც უნდა ჩანდეს ვერტიკალური წითელი ხაზები ( ამიტომ გკითხე არქიტექტორი ხარ თუ არა თქო, ეს ხომ ყველამ არ იცის როგორ კეთდება).,ასე რომ ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი, ვითომ არაფერი, უმარტივესი, მაგრამ შრომატევადი და ამას ისე არავინ გაუკეთებს, მერე პროექტი უნდა ამობეჭდო და აკინძო თავიდან, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან პირადად მე და ხელი მოაწერო kar.gif smile.gif რა 100-150 ლარი smile.gif ეეჰჰ ვიტყოდი ეხლა რასაც გავს ეს ყველაფერი მაგრამ ზრდილობა არ მიშვებს smile.gif

თუ კიდევ არ გჯერა, ზუსტად დაგითვლი და დაუჯდება ადამიანს გადაკეთება და სხვა მიწაზე მორგება (გეოლოგია, კონსტრუქცია, პოსი და თვითონ არქიტექტოთან გადაკეთება) პლუს მერიაში გადახდილი მინიმალური თუ რასაც ეზახიან თანხა, და მერე შევადაროთ რა ჯდება ისე რომ მიხვიდე არქიტექტორთან, თუ მაინცდამაინც ვიზუალურობის გამო არჩევენ, მაგას ჯობია ნახო ვისი დაპროექტებულია და იმ არქიტექტორს მიმართო

Posted by: სეპია 14 Feb 2011, 23:55
CityDesign
რომ გითხრათ არქიტექტორი ვარ-მეთქი, რა შეიცვლება?! ვერ გაიგეთ ეტყობა კარგად, რას ვწერ...
ყველა გეგმა და ფასადი რა შუაშია, ან კიდევ საკადასტრო საზღვრების დატანა ნახაზებზე ამ პროექტებთან?! , მე რომ მეკითხებით პროფესიას, თქვენ გაგიკეთებიათ საკონკურსო პროექტის რელიეფზე მორგება?! (ცუდად არ გამიგოთ გთხოვთ!)
არავინ ითხოვს ფასადების და გეგმების თავიდან შეთანხმებას, რელიეფზე მორგების გამო! თან, გამარჯვებულ არქიტექტორებთან ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ კონკრეტულ რელიეფზე მორგება (და შიდა გეგმარების ცვლილება) არ საჭიროებს ავტორთან შეთანხმებას და თუ ვინმეს არ აწყობს ხელსაც ნუ მოაწერს... დანარჩენი გადაკეთება კი, საავტორო უფლების დაცვით ხდება და ესეც წერია პირობაშიც და ხელშეკრულებაშიც.

თუ გადაკეთება არ გინდა, 3 დღეში გიჭირავს ნებართვა და იმდენი სიკეთე მე, რამდენსაც ის პირობა შეუსრულებია დროულად, გეოლოგიური კვლევის, გენ-გეგმის და საძირკვლის კონსტრუქციული სქემის წარმოდგენაზე მიწის სამუშაოების დასრულებამდე. მართლა უნამუსობაა ამის ფონზე მერიის პროექტი დააკნინო! (ეს ზოგადად, პირადად ნუ მიიღებთ).

რაც, შეეხება კონსტრუქციების ფასს, მე დავწერე საძირკვლის კონსტრუქციული სქემა-მეთქი, ეგ რომ 200 ლარად გაგიკეთოს ვინმემ სირცხვილია უბრალოდ! ჯერ II კლასის ობიექტებს ისედაც კონსტრუქციული სქემები ჭირდება და არა პროექტი, მით უფრო დეტალური; და ახლა მხოლოდ საძირკვლის ნაწილი და ისიც 200 ლარი?! რაც ინდ. საცხ. სახლის კონსტრუქციული ნაწილის ღირებულების ნახევარია... კარგით რააა...
პ. ს. გეოლოგიის ფასი მე არც მიხსენებია, თუმცა ის იგივე იქნება, რაც ჩვეულებრივი პროექტის გაკეთებისას დაუჯდებოდა დამკვეთს.

Posted by: CityDesign 15 Feb 2011, 01:18
სეპია
საკონკურსო არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ, შენც სწორად გამიგე smile.gif საკადასტრო ხაზები არა, წითელი ხაზები ქვია მაგას, და ჩვეულებრივი პროექტის დროს ითხოვენ, პირველადშიც და გადაკეთებულშიც, და მანდ თუ არ ითხოვენ გასაგებია უკვე რა დონეზეა ლაპარაკი. არ გეწყინოს და არცერთი არქიტექტორის არ მესმის ვინც მანდ იღებს მონაწილეობას, თვითონვე იუფასურებენ თავს (მაპატიე პირდაპირობისთვის, აქამდე ვცდილობდი ცოტა ლოიალურად გამომსვლოდა). უაზროა ჩვენი დავა, გასაგებია შენი დამოკიდებულებაც და ჩემიც, ყველას აქვს არჩევანის უფლება და ნება, ეგ შEნი არჩევანია, ჩემი კი არასდროს იქნება, კაცია და გუნება, ამიტომ არ ღირს დავა

Posted by: სეპია 15 Feb 2011, 18:03
QUOTE
საკადასტრო ხაზები არა, წითელი ხაზები ქვია მაგას, და ჩვეულებრივი პროექტის დროს ითხოვენ,

მადლობა შესწორებისთვის, თუმცა მე ხაზები კი არა საზღვრები დავწერე, რადგან "წითელი ხაზები" ეგრეთ წოდებული სახელია საკადასტრო საზღვრებისა - წითლად აღინიშნება საკადასტრო ნახაზებზე (და არქიტექტურულ ნახაზებზე, შესაბამის პროექციებში) ... biggrin.gif
QUOTE
და მანდ თუ არ ითხოვენ გასაგებია უკვე რა დონეზეა ლაპარაკი.

დონე რა შუაშია, როდესაც თემა, რაზეც ეს მიმოწერა დავიწყეთ, იყო მერიის უფასო პროექტის კრიტიკა, რომლის გადაკეთებაც უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ახალი პროექტის კეთება, და აქ მისი დონე რა შუაშია?! ფაქტი ერთია (გავიმეორებ): 3 დღეში გიჭირავს ნებართვა ისე, რომ ფული არ გადაგიხდია არქიტექტურაში, კონსტრუქციებში და პოსში. პირობაში გეწერება რაც უნდა წარადგინო და როდის, და რომც დროულად ვერ შეასრულო - არავინ გეკიდება. ასეთი პლიუსები გაქვს და მინუსად ის ჩაუთვალო, რომ მისი კორექტირება უფრო ძვირი გიჯდება, ვიდრე ახალი პროექტის კეთება, მაშინ როცა სხვა პროექტის გადაკეთებისგან არაფრით განსხავვდება, უბრალოდ უსამართლობაა!
QUOTE
არ გეწყინოს და არცერთი არქიტექტორის არ მესმის ვინც მანდ იღებს მონაწილეობას, თვითონვე იუფასურებენ თავს (მაპატიე პირდაპირობისთვის, აქამდე ვცდილობდი ცოტა ლოიალურად გამომსვლოდა).

მე რატომ უნდა მეწყინოს, მით უფრო ჩემთან "პირადულობა/არაპირადულობა" რა შუაში იყო? ალბათ ფიქრობთ, რომ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ... biggrin.gif

არც იმ ახალგაზრდა არქიტექტორის გესმით, რომელმაც ეს-ესაა პროექტების კეთება დაიწყო დამოუკიდებლად და რომელსაც არავინ იცნობდა ბაზარზე მანამ, სანამ მერიის პროექტში გაიმარჯვებდა?

Posted by: ზაზა_147 15 Feb 2011, 18:39
daiv
QUOTE
ბოლო ფასები სამწუხაროდ არ ვიცი.
რაც მახსოვს კი ასე გამოიყურება:
მინაბამბა 50მმ - 6ლ/კვ.მ
როკვული 50მმ - 18ლ/კვ.მ
იზოვერი 30მმ - 12ლ/კვ.მ
პენოპლასტი 25მმ - 3ლ/კვ.მ
XPS 30მმ - 15ლ/კვ.მ
პემზა და წიდა 60ლ კბ/მ
პერლიტი - 80ლ კბ/მ

დიდი მადლობა გაიხარე, მეც მანსარდისთვის მაინტერესებდა და არ ღირებულა ძვირი smile.gif


Posted by: CityDesign 15 Feb 2011, 18:54
სეპია
რომელი ახალგაზრდა, მაგალითად ჩემი ლექტორის? smile.gif თუ მეგობრის ბაბუის, ნეტა მარტო ახალგაზრდები ყოფილიყვნენ, პირიქით, მოხარული ვიქნებოდი და მაგას სულ ვიძახი ისედაც, რომ ეგ სტუდენტური კონკურსია და უნდა იყოს, მაშინ მისაღები იქნებოდა, და წითელი ხაზები რა ვქნა ასე ქვია ჩემო კარგო, თორემ მეც კარგად ვიცი რა ხაზებია wink.gif. პირველად არ მიწევს მაგათი ხაზვა, მითუმეტეს კონკურსებში სულ არ ითხოვნ თურმე და მე დამჩაგრეს, ყოველ პროექტზე ყველა ნახაზზე მთხოვენ, გეგმებზეც და ვერტიკალურზეც smile.gif (ფასადები და ჭრილები ანუ)

Posted by: სეპია 15 Feb 2011, 21:02
QUOTE
რომელი ახალგაზრდა, მაგალითად ჩემი ლექტორის? smile.gif თუ მეგობრის ბაბუის, ნეტა მარტო ახალგაზრდები ყოფილიყვნენ

საინტერესოდ მიგყავთ საუბარი: არცერთი არქიტექტორის არ მესმის ვინც მანდ იღებს მონაწილეობასო, და აღმოჩნდა, რომ სულ იძახით: სტუდენტური კონკურსიაო, ანუ ახალგაზრდა არქიტექტორების მაინც გესმით, ასე თუ ისე... (რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან იქ) smile.gif.
QUOTE
წითელი ხაზები რა ვქნა ასე ქვია ჩემო კარგო, თორემ მეც კარგად ვიცი რა ხაზებია

ესეც ძალიან საინტერესოა: თუ იმას მიხვდით, რასაც ვამბობდი, შენიშვნა რაღა საჭირო იყო, თან არც თუ სასხვათაშორისოდ მიწერილი?! ups.gif
არა, ინტრიგანი არა ვარ, უსამართლობას ვერ ვიტან...

Posted by: CityDesign 15 Feb 2011, 21:21
სეპია
ინტრიგანობა არაფერ შუაშია, რაღაც უცნაურად დაწერე, მე კი მივხვდი მაგრამ სხვა ბევრი ჩვეულებრივი მოქალაქე შეიზლებოდა ვერ მიმხვდარიყო რის შეცვლაზე იყო საუბარი და რატომ. კაი შევეშვათ მაგას, რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი მომავალი არქიტექტორები არიან smile.gif, ასე რომ შეიძლება აქ ჩვენი აზრები არ ემთხვევა და ამიტომაც ვერ გამიგე, მაგრამ როცა საკუთარ ლექტორს ხედავ იქ, რომელიც წესით და რიგით დიდი ხანია ენთუზიამზე აღარ უნდა მუშაობდეს და ბევრად მაღლა იდგეს, რავიცი ...მეტი რა მაგალითი მოვიყვანო. მოდი აღარ გავაგრძელებ, გულს ვატკენ უბრალოდ ვინმეს აქ რომ შემოვიდეს და ნახოს ეს ნაწერი და ეგ ნამდვილად არ მინდა. სადაც ამდენი ხანი ჩემთვის ვინახავ ჩემს აზრს (და არა მარტო ჩემს, ბევრი არქიტექტორის, რომელიც ასე თუ ისე რაღაცას წარმოადგენს და საკუთარი თავის ფასი იცის), ნუ მაიძულებ ყველაფერი ვთქვა smile.gif 2kiss.gif ასე რომ სტუდენტებს პირიქით, გზას დავულოცავ, გამარჯვებასაც ვუსურვებ , იმედია ლექტორებს არ ეწყინებათ (სხვა შემთხვევაში უნდა უხაროდეთ, მაგრამ როცა მათ ეჯიბრებიან...და თან იმარჯვებენ smile.gif )

Posted by: სეპია 15 Feb 2011, 21:34
QUOTE
რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი მომავალი არქიტექტორები არიან smile.gif, ასე რომ შეიძლება აქ ჩვენი აზრები არ ემთხვევა და ამიტომაც ვერ გამიგე

ნამდვილად არ ემთხვევა, ეხლა გამოჩნდა ნაწერში. smile.gif
"ლექტორებზე" კი დაგეთანხმებოდი, რომ არა ის სოციალური ფონი, რაც ჩვენ ქვეყანაშია და ამიტომაც ძნელია თქვა: თავს იუფასურებენო.

Posted by: CityDesign 15 Feb 2011, 21:36
სეპია
აღარ განვავრცობ smile.gif მართლა არ მინდა ვინმეს ვაწყენინო და ვთქვა ბევრი რამ, სხვა შემთხვევაში მეც შენსავით ვიფიქრებდი

Posted by: SaamI 16 Feb 2011, 12:06
ხორხე
აი კარგი პროექტი. თუ მერიის კონკურსზე გაიმარჯვებს, უფასო იქნება.
http://architect.tbilisi.gov.ge/new_competition/index.php?page=view_full&id=58

Posted by: buzghuntia 20 Feb 2011, 12:08
გთხოვთ მირჩიოთ, რა არის საჭირო იმისათვის რომ მივიღოთ მანსარდის დაშენების ნებართვა? მადლობა

Posted by: buzghuntia 20 Feb 2011, 20:03
აივნიანი სახლის პროექტი თუ გაქვთ -- ორი სართული?

Posted by: SaamI 20 Feb 2011, 20:35
buzghuntia
აი ეს პროექტი შევიტანეთ კონკურსზე.
http://architect.tbilisi.gov.ge/new_competition/index.php?page=view_full&id=58
მსურველებმა გვიგულშემატკივრეთ და დაელოდეთ. თუ გაიმარჯვებს უფასო იქნება.
* * *
ასევე შეგიძლიათ ნახოთ http://forum.ge/?showtopic=33935606&view=findpost&p=17744419

Posted by: krespo 22 Feb 2011, 21:17
პროექტის გეგმა, არქიტექტორის ხელმოწერით, კონსტრუქტორის ხელმოწერით, მეზობლების უმრავლესობის ხელმოწერა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, და კიდევ ბევრი რამ. მერიაში მეორე სართულზე არქიტექტურის სამსახურია და უფასო კონსულტაციებია. ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. მე კმაყოფილი დავრჩი მომსახურებით. უბრალოდ ძალიან ბევრი საბუთი მოითხოვეს, რაც მგონი არ არის საჭირო.

Posted by: juzi_juzi 26 Feb 2011, 06:11
QUOTE (SaamI @ 20 Feb 2011, 20:35 )
buzghuntia
აი ეს პროექტი შევიტანეთ კონკურსზე.
http://architect.tbilisi.gov.ge/new_competition/index.php?page=view_full&id=58
მსურველებმა გვიგულშემატკივრეთ და დაელოდეთ. თუ გაიმარჯვებს უფასო იქნება.
* * *
ასევე შეგიძლიათ ნახოთ http://forum.ge/?showtopic=33935606&view=findpost&p=17744419

გამარჯობათ!
აი ამ პროექტის რეალობად ქცევა რამდენი დაჯდება - თეთრი კარკასის კონდიციამდე რომ მივიყვანო?? (თუკი გაქვთ დაანგარიშებული)

Posted by: SaamI 26 Feb 2011, 10:57
juzi_juzi
QUOTE
აი ამ პროექტის რეალობად ქცევა რამდენი დაჯდება - თეთრი კარკასის კონდიციამდე რომ მივიყვანო?? (თუკი გაქვთ დაანგარიშებული)

ფასი, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც კონკრეტულ ტერიტორიასთან მიბმისა და დამკვეთთან მასალების შეთანხმების შემდეგ განისაზღვრება,
ამიტომ მხოლოდ საშუალო საორიენტაციო ფასზე შეიძლბა საუბარი. ჩვენი გათვლებით, ხარისხიანი კერძო სახლი, "გასაღების ჩაბარებით" საშუალოდ 800$ ჯდება კვ.მ. შესაბამისად ამ სახლის ღირებულება საშუალოდ 180 000 $ იქნება,

Posted by: Pink_ Panther 26 Feb 2011, 13:31
SaamI


ეს შემოთავაზება, სახლის პროექტთან დაკავშირებით, კიდე ძალაშია? user.gif
არა ხო... კაი cry.gif

Posted by: SaamI 26 Feb 2011, 15:20
Pink_ Panther
QUOTE
ეს შემოთავაზება, სახლის პროექტთან დაკავშირებით, კიდე ძალაშია?

მერიაში პროექტების წარდგენის ვადა 25 იანვარს დასრულდა. იხ. http://architect.tbilisi.gov.ge/new_competition/index.php?page=demonstration

Posted by: juzi_juzi 26 Feb 2011, 19:33
QUOTE (SaamI @ 26 Feb 2011, 10:57 )
juzi_juzi
QUOTE
აი ამ პროექტის რეალობად ქცევა რამდენი დაჯდება - თეთრი კარკასის კონდიციამდე რომ მივიყვანო?? (თუკი გაქვთ დაანგარიშებული)

ფასი, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც კონკრეტულ ტერიტორიასთან მიბმისა და დამკვეთთან მასალების შეთანხმების შემდეგ განისაზღვრება,
ამიტომ მხოლოდ საშუალო საორიენტაციო ფასზე შეიძლბა საუბარი. ჩვენი გათვლებით, ხარისხიანი კერძო სახლი, "გასაღების ჩაბარებით" საშუალოდ 800$ ჯდება კვ.მ. შესაბამისად ამ სახლის ღირებულება საშუალოდ 180 000 $ იქნება,

ბატონო თეთრი კარკასი თეთრი!
და კიდევ : მე საძირკველი უკვე ჩასხმული მაქვს , სარდაფიც ამოყვანილია - მსურს ასეთი სახლის დაშენება დაშენება....
და კიდევ სად და როგორ უნდა გნახოთ რომ დეტალები გავიაროთ თემასთან დაკავშირებით?
პ.ს. იქნებ მანამდე ჯერ ამ კითხვებზე მიპასუხოთ

Posted by: SaamI 26 Feb 2011, 22:16
juzi_juzi
QUOTE
პ.ს. იქნებ მანამდე ჯერ ამ კითხვებზე მიპასუხოთ

მშენებლობაში ყველაფერი დათვლადია. ჩემი ტელ. ნახეთ PM-ში

Posted by: Pink_ Panther 27 Feb 2011, 13:09
SaamI
მადლობა და კიდევ ერთი კიდევ შეკითხვა მაქვს, იქ ვერ მივხვდი საცხოვრებელი ფართობი რომელია, საიტზე..
იქნებ ამიხსნა user.gif

Posted by: SaamI 27 Feb 2011, 15:09
Pink_ Panther
QUOTE
და კიდევ ერთი კიდევ შეკითხვა მაქვს, იქ ვერ მივხვდი საცხოვრებელი ფართობი რომელია, საიტზე..
იქნებ ამიხსნა

282 კვმმეტრი არის სრული შიგა ფართი, ანუ: ოთახების ფართობებს + სანკვანძები + კიბე + გარაჟი + დამხმარე ფართი.

Posted by: gudbai 2 Apr 2011, 16:07
თუ იცით ვინმე,კერძო პირი ან ფირმა,ვინც აკეთებს კერძო სახლების პროექტებს?! მოკლედ,მინდა სახლის აშენება 12X12ზე,ორი სარტული მიწის ზემოთ და ერთი კვემოთ,სადაც იქნება მანქანის სადგომი ,მარანი ,ბილიარდი და სხვა ტექნიკური ნაწილი... პირველ სართულზე ,სასადილო ოთახი სამზარეულოთი,დიდი (ზალა),კაბინეტი,ერთი საძინებელი ოთახი, სველი წერტილი და კიდევ რაიმე,ხოლო მეორე სართულზე არა ნაკლებ 6 საძინებლისა სველი წერტილი და ალბათ საშუალო სიდიდის (ჰოლი) სახლის გარეთა ფორმა კართული კლასიკური.....წინანსწარ გიხდით მადლობას. ამდენი საძინებელი არ გაგიკვირდეთ დიდი ოჯახი მყავს war.gif
* * *
QUOTE
თუ იცით ვინმე,კერძო პირი ან ფირმა,ვინც აკეთებს კერძო სახლების პროექტებს?! მოკლედ,მინდა სახლის აშენება 12X12ზე,ორი სარტული მიწის ზემოთ და ერთი კვემოთ,სადაც იქნება მანქანის სადგომი ,მარანი ,ბილიარდი და სხვა ტექნიკური ნაწილი... პირველ სართულზე ,სასადილო ოთახი სამზარეულოთი,დიდი (ზალა),კაბინეტი,ერთი საძინებელი ოთახი, სველი წერტილი და კიდევ რაიმე,ხოლო მეორე სართულზე არა ნაკლებ 6 საძინებლისა სველი წერტილი და ალბათ საშუალო სიდიდის (ჰოლი) სახლის გარეთა ფორმა კართული კლასიკური.....წინანსწარ გიხდით მადლობას. ამდენი საძინებელი არ გაგიკვირდეთ დიდი ოჯახი მყავს


Posted by: otar-construction 3 Apr 2011, 09:11
gudbai
ვაპროექტებთ კიდევაც და ვაშენებთ კიდევაც, თუ დაინტერესდებით პმ-ში მოგწერთ

Posted by: teonala 3 Apr 2011, 10:53
როგორი გრამატიკულად გამართული ნიკია ... givi.gif


ასეა რა... ინგლისური და კომპიუტერი არ იცის მაგრამ სახლს იშენებს, ვინ თქვა ქვეყანა არ მიდისო წინ ?სანამ ქართული კლასიკური სტილის სახლები შენდება საქართველოს გადაშენება არ უწერია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. არაფერი პირადული

Posted by: diapragma 3 Apr 2011, 12:59
შეგვიძლია შევასრულოთ თქვენი მოთხოვნა სწორად ქართულ სტილში.
შპს დიაფრაგმა. პროექტირება, მშენებლობა, დიზაინი, რემონტი.

+995 99 196893 rati2377@yahoo.com

Posted by: CityDesign 3 Apr 2011, 13:03

...........................................................................

Posted by: gudbai 3 Apr 2011, 20:06

QUOTE
ასეა რა... ინგლისური და კომპიუტერი არ იცის მაგრამ სახლს იშენებს, ვინ თქვა ქვეყანა არ მიდისო წინ ?სანამ ქართული კლასიკური სტილის სახლები შენდება საქართველოს გადაშენება არ უწერია
დიახ,ბატონო თუ ქალბატონო!? სწორი ბრდზანდებით! არ ვიცი ინგლისური და კომპიუტერსაც ცუდად ვფლობ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ , ფულის შოვნა არ ვიცოდე,ინგლისურის გარდა არსებობს სხვა ენა, რომელიც საკმარისია ჩემი სამსახურისთვის

Posted by: TA-SO 3 Apr 2011, 20:34
gudbai
თუ დაინტერესდებით მე შემიძლია დგაკავშიროთ სამშენებლო ფირმას,რომელიც საუკეთესოდ შეგისრულებთ სამუშაოს

Posted by: GSKI 3 Apr 2011, 21:18
gudbai


ვაპროექტებთ, ვაშენებთ და ვარემონტებთ

ჩვენი არქიტექტორის პროექტები რამოდენიმე დევს მერიის პროექტებში, მაგრამ უმეტესად ხდება მათი ჩასწორება ცვილება კონკრეტულ შემთხვევაზე.

ასევე შესაძლებელია თქვენთან შეთანხმებით დაპროექტდეს სახლი ან არჩიოთ სხვა მზა პროექტი

დამატებით იხილეთ ჩვენი გვერდი და დაგვიკავშირდით,

http://forum.ge/?f=7&showtopic=34045134&st=240

აშენების შემთხვევაშიც გვაქვს შეღავათიანი ფასები smile.gif

ტელ : 898 101 543 , 890 33 00 79 , 857 720 240

პატივისცემით,
,,ალტერო+"

Posted by: otar-construction 4 Apr 2011, 06:55
teonala
QUOTE
ასეა რა... ინგლისური და კომპიუტერი არ იცის მაგრამ სახლს იშენებს, ვინ თქვა ქვეყანა არ მიდისო წინ ?სანამ ქართული კლასიკური სტილის სახლები შენდება საქართველოს გადაშენება არ უწერია

არ შეიძლება ასეთი მიდგომა, ალბათ პატარა ხარ, პირადად მე ინგლისური სულ არ ვიცი, მაგრამ მოსკოვში დავამთავრე ასპირანტურა და ხარისხიც იქ დავიცავი, თან ძველ დროს, მართლა რომ სწავლა იყო... ამიტომ რა, ინგლისური თუ არ ვიცით - არაფერი არ ვიცით?!

Posted by: teonala 4 Apr 2011, 07:06
otar-construction
QUOTE
ამიტომ რა, ინგლისური თუ არ ვიცით - არაფერი არ ვიცით?!


პირიქით, ინგლისურის ცოდნას რომ თხოვენ ყველას მაგას არ ვეთანხმები ზუსტად და ერთგვარი შავი იუმორი იყო, რომელსაც რატომღაც ვერავინ მიხვდა
user.gif

Posted by: papilo 4 Apr 2011, 16:03
ინგლისურიც ვიცით, რუსულიც, ქართულიც, დაპროექტება, მშენებლობა, რემონტი და ავეჯიც. ასე რომ ყველა ენაზე გაგიგებთ და დაგეხმარებით. მომწერეთ ან დამირეკეთ 879-001-011

Posted by: natela 31 May 2011, 12:13
მეგობრებო,

მესაჭიროება დახმარება. მაქვს 60 კვადრატული მეტრი მანსარდის შავი კარკასის მდგომარეობაში. არ აქვს მისამართი და არ არის მიყვანილი კომუნიკაციები. გადავწყვიტე დავიწყო რემონტი და მივიყვანო ცხოვრებად კონდიციამდე შემჭიდროებულ ბიუჯეტში. რა თქმა უნდა სესხის გარეშე ვერაფერს გავხდები, შესაბამისად იქნებ ვინმეს გქონდეთ ხარჯთახრიცხვის ნიმუში საბაზრო ფასებით. გარდა ამისა მინდა თქვენი დახმარება შემდეგ საკითხებში:

1. როგორ დავარეგისტრირო მისამართი - კორპუსი დიდი ხნის ჩაბარებულია, უბრალოდ მანსარდა მინდა საცხოვრებლად გამოვიყენო, შესაბამისად მინდა მისამართი.

2. სჭირდება თუ არა რამე სპეც ნებართვა მანსარდის საცხოვრებლად გამოყენებას.

3. სჭირდება თუ არა რაიმე ნებართვა აივნების მოაჯირის გაკეთებას.

4. სად და როგორ უნდა მოვიპოვო ნებართვა კიდევ ერთი ფანჯრის ამოჭრაზე.

5. სად და როგორ უნდა შევიყვანო გაზი, დენი და წყალი (ამაზე ვიცი რომ არის რამდენიმე თემა, თუმცა აგარაკებზე კომუნიკაციების შეყვანას ეხება, თან უკეთესია სრული ინფო მქონდეს ერთ თემაში.)

6. გავაკეთებინო თუ არა რემონტი რომრლიმე ფირმას, თუ მოვიძულო ჩემი დრო და ნერვები და დავზოგო ცოტა ფული?

მადლობელი დაგრჩებით თუკი მომაწვდით რაიმე ტიპის ხარჯთაღრიცხვის ნიმუშს, საბაზრო ფასებით ან მათ გარეშე. თუ მთლად ახლოს არ იქნება მახასიათებლებთან, არაა პრობლემა მე დავაადაპტირებ!

Posted by: kotora 28 Jun 2011, 15:31
მჭირდება არქიტექტორი ერთსართულიანი საწარმო შენობის პროექტის გასაკეთებლად, შენობა არის აშენებული და სჭირდება ფასადის კორექტირება მერია მთხოვს პროექტს, ფართი არის დაახლოებით 200 კვ/მ, ვიხდი 500 ლარს, არის საკმაოდ მარტივი რადგან არ არის ბევრი ტიხრები, ერთი დიდი დარბაზივით არის და ერთი პატარა ოთახი,

თუ ვინმეს გააჩნია კომპეტენცია ამ სფეროში მომწერეთ აქ ან დამიკავშირდეთ, ტელ: 599 65 39 62 ლაშა

Posted by: smarthouse 19 Jul 2011, 22:47
ერთი ესეთი კითხვა მაქვს, შენობა ცდება არსებულ წითელ ხაზებს უმნიშვნელოდ სანტიმეტრებით დაშვებული შეცდომების გამო აზომვით ნახაზებში და ასე შემდეგ აშენდა ასე., ირგვლივ არის ქონების მართვის სააგენტოს მიწები, რა მექანიზმები არსებობს რომ მოვაქციოთ ხაზებში, კორექტირება ხაზების თუ რა?

Posted by: CityDesign 20 Jul 2011, 01:32
smarthouse
კორექტირება აუცილებლად, ჩვენს ერთ ობიექტზე მოხდა მსგავსი შემთხვევა, მეზობლის სახლი იყო შემოჭრილი თითქმის ნახევარი მეტრით, ტან ძალიან დიდი ხნის აშენებული, ანუ შეცდომა აზომვის დროს იყო დაშვებული, ჩვენ კი მერიიდან თანხმობა გვქონდა იმ მიწის გამოყენების სადაც საცხოვრებელი სახლი იყო დაპროექტებული, ამიტომ კორექტირება გააკეთეს და იმ ნაწილის მაგივრად სხვა მხრიდან მოგვიმატეს

Posted by: zilfo 20 Aug 2011, 11:35
მირჩიეთ ვინმემ კარგი არქიტექტორი. ვინც დამეხმარება ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციების გაკეთებაში. აივნის მიშენებას მინდა, მერიაში შევიტანე განაცხადი და რაგაც დოკუმენტაციები მომთხოვეს ამასთან დაკავშირებით.. ვიცი ბევრი არსებობს არქიტექტურული სამსახურები , მაგრამ არ ვიცი ვინ გამიკეტებს კარგად ამ ყველაფერს. მირჩიეთ კარგი არქიტექტორი ..

Posted by: ალტერო+ 20 Aug 2011, 13:39
მოგესალმებით


ჩვენ ვაშენებთ და ვარემონტებთ ამჟამად გვაქვს 10 %იანი ფასდაკლება
http://forum.ge/?f=7&showtopic=34286121

გვყავს კარგი არქიტექტორი, რომელსაც შეუძლია აღნისნულში დახმარება,მისი პროექტები არის მერიის კონკურსში გამრჯვებული;


დაგვიკავშირდით 598 10 1543

პატივისცემით,
,,ალტერო+"

Posted by: Goddess 5 Sep 2011, 16:08
მოგესალმებით.

მაქვს სამსართულიანი კერძო სახლის შავი კარკასი. კედლები ბოლომდეა ამოყვანილი + გადახურული.
1. არსებული პროექტი არ მომწონს, შიდა განლაგება საერთოდ მინდა შევცვალო, ასევე გარე ფასადშიც მინდა კორექტირების შეტანა.
2. რაც აშენებულია, ნაწილობრივ დარღვევით არის აშენებული, ანუ, როგორც პროექტშია გაწერილი, ისე არ არის გაკეთებული, რაც ახალ პროექტში გასათვალისწინებელი იქნება, რომ კონსტრუქცია მყარი და სანდო გამოვიდეს.


მჭირდება კარგი არქიტექტორი, რომელსაც ნამუშევარი აქვს კერძო სახლებზე (გემოვნებიანი და თანამედროვე, რომ ჭიჭყინი არ დამიწყოს, აბაზანას რა უნდა საძინებელშიო და ა.შ), რომელსაც ეყოლება ძლიერი კონსტრუქტორები (რომ სახლი გარანტირებულად მყარი და სანდო იყოს - მიწისძვრაფობიაკი ვარ).

ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც ვითხოვ არის ის, რომ კაპიტოლიუმის დაპროექტების ფასი არ უნდა მომთხოვოს კორექტირებულ პროექტში.

სასურველია მირჩიოთ უკვე გამოცდილი.

წინასწარ გმადლობთ.

Posted by: CityDesign 5 Sep 2011, 16:27

Posted by: Goddess 5 Sep 2011, 16:31
CityDesign
ფასები როგორი გაქვთ? 3 სართულიანი სახლის პროექტის კორექტირება პლუს მერიასთან ურთიერთობა და დამტკიცებული ახალი პროექტის ჩაბარება უხეშად, რა შეიძლება დაჯდეს?

Posted by: CityDesign 5 Sep 2011, 19:37
Goddess
PM
.................

Posted by: chiefangel 5 Sep 2011, 21:12
Goddess
დამიჯერე მართლა კარგი დიზაინერია.CityDesign
უფრო სწორედ გემოვნებიანი თორემ კარგი მთლად ვერ შეეფერება. ძალიან კარგი ჯობია.
ნუ მე იმიტომ მომწონს მასთან საქმიანი ურთიერთობა რომ აფერისტი არაა რეალისტია.

Posted by: SaamI 5 Sep 2011, 22:00
Goddess
QUOTE
1. არსებული პროექტი არ მომწონს, შიდა განლაგება საერთოდ მინდა შევცვალო, ასევე გარე ფასადშიც მინდა კორექტირების შეტანა.

http://www.gbic.ge/index.php?page=cprojects

Posted by: Goddess 5 Sep 2011, 22:41
chiefangel
დიზაინერი ცუდი არ არის smile.gif მისი ნამუშევრები დავათვალიერე. ცოტა გემოვნებაში ვერ ვემთხვევით, თუმცა, მაინც მომეწონა, მაგრამ მე მჭირდება არქიტექტორი და არა დიზაინერი ამ ეტაპზე.
როგორც მივხვდი, სადაც თავად მუშაობს, იქ არქიტექტორიც ჰყავთ და კონსტრუქტორიც. სავარაუდოდ, ამ დღეებში ვესტუმრები კონსულტაციაზე.

Posted by: CityDesign 5 Sep 2011, 22:51
Goddess
არა chiefangel-მა დაწერა არასწორად, არქიტექტორი ვარ, და გემოვნებას რაც შეეხება, ყველა ნამუშევარი კონკრეტულად კლიენტის გემოვნებიდან გამომდინარე კეთდება, ასე რომ შეიძლება ბევრი რამ სხვას კი არა მეც არ მომწონდეს ,მაგრამ ასე უნდოდათ და ჩვენი (არქიტექტორების და დიზაინერების) ბრალი არა ასეთ შემთხვევაში smile.gif. საქართველოში ჯერ კიდევ დასახვეწია ეს თემა, ბევრი საერთოდ რატომ მიდის დიზაინერტან, თუ არ ითვალისწინებს მის რჩევას ვერ ვხდები ხოლმე, მეტ-ნაკლებად ყველა დიზაინერის და არქიტექტორის პრობლემაა ეს საქართველოში (სამწუხაროდ)

chiefangel 2kiss.gif

Posted by: chiefangel 6 Sep 2011, 00:23
Goddess

QUOTE
ცოტა გემოვნებაში ვერ ვემთხვევით

ვერ დამთხვევა შენ ჩემს მიერ მიყვანილ ერთ კლიენტთან უნდა ნახო smile.gif
საერთოდ რა უნდა არ იცის smile.gif
გააწამა ქალაქ დაგეგმარება smile.gif
თუმცა მე რასაც ვუყურებ ჯერ სხვის აზრს ისმენს მერე კიდევ აკეთებს და არა მიდიი biggrin.gif
QUOTE
არა chiefangel-მა დაწერა არასწორად

ჩემთვის დიზაინერ არქიტექტორ კონსტრუქტორ მებათქაშე ერთია. გათბობაზე ვისაუბროთ თუ გინდათ
ერთმანეთის არა რაიმე ტერიტორიის biggrin.gif

Posted by: Goddess 6 Sep 2011, 10:02
CityDesign
ჰო, მესმის, რომ ყველას გემოვნების გათვალისწინება გიწევთ smile.gif
მე მიყვარს სადა და მარტივი დიზაინი. თქვენს სურათებში ძირითადად გადატვირთული იყო ბევრი სხვადასხვა სტრუქტურით, ფერით და სანათებით. ისე, შესრულების მხრივ მომეწონა.

Posted by: SaamI 7 Sep 2011, 14:28
Goddess
QUOTE
მე მიყვარს სადა და მარტივი დიზაინი

აი სადა და მარტივი

Posted by: Tavtechnics 12 Sep 2011, 19:40
http://pix.ge/

http://pix.ge/



გამარჯობათ მაინტერესებს

გარედან მოხაზულის მთლიანი ამოშენება გადახურვით გალესვით რა დაჯდება?

პ.ს მოდერ იქ გავხსენ ისადაც საჭიროა და არავინ არ მპასუხობს იყოს აქ 1 დღით რა

Posted by: SaamI 12 Sep 2011, 19:56
tavgass1
QUOTE
მჭირდება რჩევა, გამოცდილო ხალხო იქნებ დამეხმაროთ

თქვენ რჩევა კი არა ხარჯთაღრიცხვა გჭირდებათ.

Posted by: the undertaker 12 Sep 2011, 20:11
tavgass1
აგეზომა შე კაი კაცო სიგრძე,სიგანე და სიმაღლე.ეგრე სურათზე ძნელია თქმა.

Posted by: Tavtechnics 12 Sep 2011, 23:26
ნუ დაახლოებით?

და კიდე

ტუალეტის გაკეთება კანალიზაცია ეზოში ორმოს ამოთხირთ


დაახლოებით რა თანხა დაჯდებამე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს.. იქნებ მითხარტ

Posted by: SPC 16 Sep 2011, 13:38
გამარჯობათ
ამ 2 ნახაზს ვინ გააკეთებს არქიკადში? რომ მერემიდი 3დ-ში ნახვა იყოს შესაძლებელი და რა დაჯდება?

ერთი კარებია და მეორე მოაჯირე (მოაჯირე 2 გვინდა, უბრალოდ მეორე აღარ ავტვირთე) ანუ სულ 3 ნახაზია
აქ შეგიძლიათ იხილოტ
http://imageshack.us/photo/my-images/38/image0001jb.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/62/imagelpdx.jpg/

Posted by: voyage 19 Sep 2011, 23:24
გამარჯობა, მაინტერესებს არსებობს თუ არა ასეთი ტიპის მომსახურება საქართველოში, ჯგუფი რომელიც დაეხმარება მშენებლობის სწორედ წარმართვას მის ყველა ეტაპზე, როგორც კოსტრუქციულ-ინჟინერული თვალსაზრისით ასევე გააკონტროლებს მშენებლობის გრაფიკსა და შეძენილი მასალის ხარისხსა თუ ფასს. მოკლედ დაიცავს დამკვეთის ინტერესებს.
არ ვგულისხმობ ე.წ. "პრარაბს" რომელიც ხშირად, მხოლოდ შემსრულებელი ფირმის და საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: chiefangel 19 Sep 2011, 23:41
voyage
QUOTE
გამარჯობა, მაინტერესებს არსებობს თუ არა ასეთი ტიპის მომსახურება საქართველოში, ჯგუფი რომელიც დაეხმარება მშენებლობის სწორედ წარმართვას მის ყველა ეტაპზე, როგორც კოსტრუქციულ-ინჟინერული თვალსაზრისით ასევე გააკონტროლებს მშენებლობის გრაფიკსა და შეძენილი მასალის ხარისხსა თუ ფასს. მოკლედ დაიცავს დამკვეთის ინტერესებს.
არ ვგულისხმობ ე.წ. "პრარაბს" რომელიც ხშირად, მხოლოდ შემსრულებელი ფირმის და საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის

კი არსებობს მაგრამ იაფი არ დაგიჯდება
მაგრამ შენ ადგილზე სითი დიზაინს მოვსინჯავდი ფორუმელია

Posted by: voyage 20 Sep 2011, 03:09
chiefangel
და კონკრეტულად ხომ არ შეგიძლია დამისახელო ფირმების სახელები ან რეკვიზიტები?

Posted by: chiefangel 20 Sep 2011, 12:51
QUOTE
და კონკრეტულად ხომ არ შეგიძლია დამისახელო ფირმების სახელები ან რეკვიზიტები?

http://forum.ge/?showuser=99576

Posted by: SaamI 20 Sep 2011, 17:35
voyage
QUOTE
გამარჯობა, მაინტერესებს არსებობს თუ არა ასეთი ტიპის მომსახურება საქართველოში, ჯგუფი რომელიც დაეხმარება მშენებლობის სწორედ წარმართვას მის ყველა ეტაპზე, როგორც კოსტრუქციულ-ინჟინერული თვალსაზრისით ასევე გააკონტროლებს მშენებლობის გრაფიკსა და შეძენილი მასალის ხარისხსა თუ ფასს. მოკლედ დაიცავს დამკვეთის ინტერესებს.


კი, შეგვიძლია ეგ სამსახური გაგიწიოთ.
http://www.gbic.ge/index.php?page=advices
http://www.gbic.ge/index.php?page=reccomendations
ესენიც ნახეთ.
http://forum.ge/?showtopic=33935606&view=findpost&p=24929336
http://forum.ge/?showtopic=33935606&view=findpost&p=12665277
ფასი სამშენებლო ობიექტის მოცულობასა და სირთულეზეა დამოკიდებული. თუმცა, თუ კეთილსინდისიერ მშენებელს აიყვანთ, ცალკე კონტროლის დაქირავება არ დაგჭირდებათ.

Posted by: voyage 21 Sep 2011, 00:55
გასაგებია ყველაფერი
დიდი მადლობა ყველა გამოხმაურებისათვის

Posted by: tony41 15 Nov 2011, 16:23
არქიტექტორის შემდეგ ნახაზს ხომ ტექნიკური სპეციალისტი ამუშავებს?

Posted by: NEWDRIVER 15 Nov 2011, 18:22
ტექნიკური სპეციალისტი ეს რომელია?

Posted by: gigi19 16 Nov 2011, 08:57
შენებლობის კონტროლი რას ნიშნავსსსსსსსსსსსს

Posted by: Natia_N_N 16 Nov 2011, 18:24
gigi19
საავტორო ზედამხედველობაა არქიტექტორის მხრიდან

Posted by: lashmena 17 Dec 2011, 02:46
მოდერ ბოდიში თუ რამე არასწორად გავხსენი smile.gif


მერიაში შევიტანეთ განცხადება ფანჯრების ამოშენებაზე და დღეს მოვიდა მესიჯი პასუხი არის უკვე და მითხრეს რო საიტზეც შეიძლება ნახვა და რომელ საიტზე შეიძლება ნახვა თუ შეუძლია ვინმეს ზუსტი ლინკი მომწერეთ მარტო ნმერი უნდა ჩაწეროო და პასუხსაც ნახავო






და ერთი კითხვა მაქვს
გაზის მილების გადაკეთება მიხდება სახლში, გადაკეთება რა მზრივ უბრალოდ უნდა დამოკლდეს და მაგაზეც ნებართვაა საჭირო??? თუ შეიძლება პირდაპირ გავაკეთოთ ჩვენით ???



მადლობა წინასწარ




მოდერ ბოდიში კიდე ბოდიში smile.gif

Posted by: SaamI 17 Dec 2011, 11:04
lashmena
წესით აქ უნდა იყოს http://architect.tbilisi.gov.ge/

Posted by: daiv 17 Dec 2011, 11:40
lashmena
თუ გაზის მილის გადატანა არ ხდება წესით არ უნდა იყოს პრობლემა

Posted by: lashmena 19 Dec 2011, 03:10
SaamI
QUOTE
ესით აქ უნდა იყოს http://architect.tbilisi.gov.ge/

კი მაგ საიტზეა მაგრამ ზუსტად სად უნდა ჩავწერო ჩემი ნომერი არ ვიცი და ვერ მივაგენი sad.gif

daiv
QUOTE
თუ გაზის მილის გადატანა არ ხდება წესით არ უნდა იყოს პრობლემა

გადატანა რა მხრივ სხვა ადგილას???

უბრალოდ არის მაღლა და გვინდა ერთი ნახევარი მეტრით ქვევით ჩამოვწიოთ და შკაფში დავმალოთ თორემ ძალიან უშნოდ ჩანს smile.gif

თუ იცი რამე მაგ კანონის შესახებ რომ უნდა გააკეთო განაცხადი მართალია თუ არა
უბრალოდ მეც ახლახანს გავიგე ჭორის დონეზე ეგეთი კანონიაო და რავიცი არ მინდა გარისკვა ნაღდად თუ არი მირჩევნია გავაკეთო განაცხადი smile.gif

Posted by: CityDesign 19 Dec 2011, 12:58
lashmena
http://architect.tbilisi.gov.ge/ ზე მარცხენა მხარეს ჩამონათვალში მესამე პუნქტია სახელით "მოძებნეთ სამსახურის პასუხი" მაგრამ არ მუშაობს რამოდენიმე დღეა უკვე, განახლება მიდის საიტზე

Posted by: lashmena 20 Dec 2011, 02:43
CityDesign
QUOTE
http://architect.tbilisi.gov.ge/ ზე მარცხენა მხარეს ჩამონათვალში მესამე პუნქტია სახელით "მოძებნეთ სამსახურის პასუხი" მაგრამ არ მუშაობს რამოდენიმე დღეა უკვე, განახლება მიდის საიტზე

კარგი დიდი მადლობა wink.gif

Posted by: Pretorian 10 Jan 2012, 18:34
ისე ჩემი სხვანაირია აბა ნახეთ
http://dl.dropbox.com/u/6200480/Project.png

ნუ მე ერთი ბალკონი ლოჯს მივუერთე wink.gif
შემოსასვლელი გადიდებული (შემოსასვლელს და ზალას კედელი ყოფდა)

Posted by: Pshaveli 11 Jan 2012, 16:12
Oracle
მაგ კედელზე მარტო მზიდი კონსრუქციის პრობლემა არ არის.
გასქელებულ კედელში შეიძლება სავენტილაციო შახტა გადიოდეს(როგორც სამზარეულოსი, ასევე ტუალეტის) და მისი მონგრევით მეზობლები დარჩნენ ვენტილაციის გარეშე.
ტიპიური პროექტის შოვნა შეიძლება:
"თბილქალაქპროექტის" არქივში(მარჯანიშვილზე, მეტროს უკან, შესასვლელი ეზოდან).

Posted by: new_user 25 Jan 2012, 14:14
მოკლედ მაქვს კერძო სახლი და ვაპირებ მეორე სართულის დაშენებას, ამისთვის დამჭირდება პროექტი და მაინტერესებს არსებულის და ასაშენებელი ფართის პროექტიც უნდა გაკეთდეს თუ მხოლოდ ასაშენებელი ფართის?

Posted by: ივანიჩ 25 Jan 2012, 18:23
QUOTE (new_user @ 25 Jan 2012, 14:14 )
მაინტერესებს არსებულის და ასაშენებელი ფართის პროექტიც უნდა გაკეთდეს თუ მხოლოდ ასაშენებელი ფართის?

პროექტში უნდა აჩვენო არსებული ფასადი ჭრილი გეგმა და საპროექტო ფასადი ჭრილი გეგმაც

პ.ს. საპროექტო ტერიტორიას გააჩნია კიდე,
საერთოდ შეიძლება მანდ დაშენება? სახლი მდგრადია კონსტრუქციულად?
კულტ მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი ხო არაა?
ან სხვა შეზღუდვები ხომ არაა რამე?

Posted by: DCS_Group 26 Jan 2012, 18:05
თუ გაინტერესებთ რემონტი და მშენებლობა დაგვიკავშირდით - ჩვენ გვყავს პროფესიონალი მშენებლები, უკვე მრავალწლიანი გამოცდილებით; მასალა შემოგვაქვს ევროპის ქვეყნებიდან, თუმცა დამკვეთის სურვილისამებრ და არჩევანის მიხედვით ქართულ ბაზარზეც არ ვაკეთებთ გამონაკლისს. კონსულტაცია და ხარჯთაღრიცხვა უფასოა, ფასები შესაბამისად მასალის ხარისხისა და კატეგორიის მიხედვით.
მოგვცერეთ PM-ში ან ელ-ფოსტაზე: info@dcsgroup.ge

Posted by: 088 5 Feb 2012, 20:16
QUOTE
ბოლო ფასები სამწუხაროდ არ ვიცი.
რაც მახსოვს კი ასე გამოიყურება:
მინაბამბა 50მმ - 6ლ/კვ.მ
როკვული 50მმ - 18ლ/კვ.მ
იზოვერი 30მმ - 12ლ/კვ.მ
პენოპლასტი 25მმ - 3ლ/კვ.მ
XPS 30მმ - 15ლ/კვ.მ
პემზა და წიდა 60ლ კბ/მ
პერლიტი - 80ლ კბ/მ



აქედან ერთერთია საჭირო თუ რამდენიმე უნდა გაკეთდეს კარგი თბოიზოლაციისთვის? ან სად იყიდება ეს მასალები? ასევე ამ საქმის კარგი ხელოსანი თუ არსებობს თბილისში და რამდენად მუშაობენ?

Posted by: papashage 6 Feb 2012, 12:18
მანსარდას ისე ვერ გააკეთებ რომ ზაფხულში არ ცხელოდეს ან ზამთარში არ ციოდეს ...რაც არ უნდა 2მაგი ან 3-მაგი თბოიზოლაცია გააკეთო..რაღაც დონეზე დააკავებს მარა არა ისე როგორც ქვედა სართულზე გაქ.

Posted by: 088 6 Feb 2012, 12:21
papashage
QUOTE
მანსარდას ისე ვერ გააკეთებ რომ ზაფხულში არ ცხელოდეს ან ზამთარში არ ციოდეს ...რაც არ უნდა 2მაგი ან 3-მაგი თბოიზოლაცია გააკეთო..რაღაც დონეზე დააკავებს მარა არა ისე როგორც ქვედა სართულზე გაქ.


ცოტას გათბობა და კონდიცირება დაეხმარება smile.gif

Posted by: gast 9 Feb 2012, 20:21
CityDesign
QUOTE
კი ეგ ვიცი მაგრამ მთლად უფასო არ გამოდის, იმიტომ რომ სხვა მიწაზე მორგება უნდა, მაგის უფლება მხოლოდ ავტორს აქვს და ნებისმიერ შემთხვევაში ისევ ავტორთან გიწევს მისვლა და გადაკეთება, ეგ კი უფასო აღარ იყო,

პროექტი რომ ინტრენტიდან ავიღოტ, სულაც უფასო არ არის, უამარავი პროექტებია

Posted by: SaamI 9 Feb 2012, 22:51
gast
QUOTE
პროექტი რომ ინტრენტიდან ავიღოტ, სულაც უფასო არ არის, უამარავი პროექტებია

ინტერნეტში მხოლოდ ესკიზებია. სრულ პროექტს ვერ იპოვით. რომც იპოვოთ მიბმა და დამტკიცება მაინც უნდა.

Posted by: Salome_L 10 Feb 2012, 19:45
როდის მოვიგებ ლოტოში ??? biggrin.gif აბა ისე პერსპექტივას ვერ ვხედავ, 2 კარგი, თბილი, მყუდრო, გემრიელი კერძო სახლი მინდა, ერთი თბილისში , მეორე ფასანაურში love.gif


Posted by: 022022 15 Feb 2012, 13:17
Goddess

gvenetadze.net

ძალიან მაგარი არქიტექტორია

Posted by: Salome_L 15 Feb 2012, 13:47
არ მომწონს ეს სახლი რაღაც სითბო აკლია და არა მარტო, რა ვიცი, ინდივიდუალურია, მაგრამ ...

Posted by: SaamI 15 Feb 2012, 14:49
Salome_L
QUOTE
არ მომწონს ეს სახლი რაღაც სითბო აკლია და არა მარტო, რა ვიცი, ინდივიდუალურია, მაგრამ ...

ეს სწორედ ის სფეროა, სადაც გემოვნებაზე არ დაობენ. პირადად ძალიან მიყვარს ფორმის მინიმალიზმი. სამაგიეროდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვიდაოდ კიდეც, რა არის კომფორტი.
ჩემი აზრით, ჩვენთან ხალხი სისულელეში მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ნამდვილ კომფორტში.

Posted by: Salome_L 15 Feb 2012, 16:43
QUOTE
მინიმალიზმი


ეს მეც ძალიან მომწონს, და არც ისეთი სახლები მიზიდავს სამუზეუმო ექსპონატებივით რომაა გამოფენილი ავეჯი, დაჯდომა რომ "არ შეიძლება" არ დაისვაროს, და ერთი სული მაქვს სტუმრები როდის წავლენ , რომ ხალიჩა გავწმინდო biggrin.gif

ამიტომ დავწერე ინდივიდუალურიათქო smile.gif

Posted by: Pshaveli 15 Feb 2012, 17:03
SaamI
QUOTE
http://www.gbic.ge/index.php?page=cprojects

სან. კვანძებში მარჯვენა რიგში ზემოდან მეორე აშკარად უმაღლესი პილოტაჟია, გრძივი და განივი ნაკერები ერთმანეთსაა დამთხვეული.
არ ვიცი სინამდვილეში რა ხარისხია, მაგრამ სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "კაფელშჩიკის" ეგეთი ნამუშევარი სულ რამდენიმე მაქვს ნანახი, მიუხედავად 15 წლიანი პრაქტიკისა ამ სფეროში. მალადეც!

Posted by: SaamI 15 Feb 2012, 17:20
Pshaveli
სამწუხაროდ ყველა სურათი არ მაქვს, უფრო რთული რაღაცეები გვიკეთებია, ეგ დამთხვევა ძალიან იოლი გასაკეთებელია. უბრალოდ ჯერ იატაკი კეთდება, მერე კედლები.

Posted by: mixa 21 Feb 2012, 20:48
papashage
სწორად თუ გააკეთე უკეთესიც იქნება. უბრალოდ ძვირი ჯდება ვიდრე ბლოკის კედელი...

Posted by: tsu-girl 21 Feb 2012, 23:15
მოგესალმებით ყველას... მოკლედ, ერთი შეკითხვა მაქვს. მაქვს დაახლოებით 60 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, რომლის 4 ფანჯარაც გამოდის ქუჩაზე, შესასვლელი აქვს ეზოდან. ამ სახლში არასოდეს არავის უცხოვრია და ახლა გადავწყვიტე ხელის შევლება. გარედან მინდა კარის გაჭრა და შიგნით ოთახების განლაგების შეცვლა, სავარაუდოდ გაერთიანება, სველი წერტილების მოწყობა და ა.შ. და არ ვიცი ეხლა მე არქიტექტორი მჭირდება, ინტერიერის დიზაინერი თუ ორივე და დაახლოებით რა დამიჯდება და ვის მივმართო.
დიდი მადლობა წინასწარ wink.gif

Posted by: modeliani1983 27 Feb 2012, 19:43
გამარჯობათ გთხოვთ დამეხმაროდ სახლის პროექტის ასაგებად სად და რა მჭირდება? მაგალიტად 70 კვმ???

Posted by: CityDesign 27 Feb 2012, 20:06
modeliani1983
PM-შიც მოგწერეთ, აქ მოგვიანებით ვნახე, აქაც გეტყვით, მოკლედ პირველ რიგში 60 კვადრატულამდე შეგიძლია ნებართვის გარეშე გაკეთება, თუ 10 კვადრატული არ გიწყვიტავთ რამეს, თუ 60 ზემოთ, მაშინ I ეტაპისთვის უნდა გააკეთოთ:
ნომენკლატურა:
• მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები
• მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
*** ....არებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის (საპროექტო ტერიტორიის) ტოპოგრაფიული გეგმა, მასშტაბი 1:500
• ....ტოპოგრაფიული გეგმის pdf ფაილი
• ....ტოპოგრაფიული გეგმის CAD ფაილი (AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით)
*** ....მოთხოვნის შინაარსი
• ....მოთხოვნის ტექსტი
*** ....არსებული სიტუაციის ფოტოსურათები
• ....ფოტოსურათების pdf ფაილი
*** ....ობიექტის ფუნქციური დანიშნულება
• ....ფუნქციური დანიშნულება

• ....ესკიზური ვარიანტის pdf ფაილი

შემდეგ მეორე და მესამე ეტაპი, პროექტი, კონსტრუქციული ნაწილი, მშენებლობის ორგანიზაცია, გეოლოგია. ამას უკვე საპროექტო გააკეთებს

Posted by: modeliani1983 27 Feb 2012, 20:25
ეჰჰჰ მაგას მე ვერ გავწვდები და ალბათ გირაოთი მომწევს უგრმესი მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის

Posted by: CityDesign 27 Feb 2012, 20:29
modeliani1983
ხოდა 60 გააკეთე და გადარჩები მაგ პრობლემებს smile.gifდაგეხმარებით ჩვენც

Posted by: modeliani1983 29 Feb 2012, 13:30
მიწის ნაკვეტი როგორ ვიყიდო? მასწავლედ რა..

Posted by: CityDesign 29 Feb 2012, 13:55
modeliani1983
ძალიან ბევრი საიტი არის, saqme.ge, new.saqme.ge, sapovnela.ge, თუ ფირმაში მისვლა არ გინდა ამ საიტებით შეგიძლია რამე მოძებნო. რამმხელა ფართს ეძებ, სად და რა ფასში?

Posted by: modeliani1983 29 Feb 2012, 14:05
სადმე რაც მტავარია გზაზსტან ახოლოს და კომუნიკაციები. 5000$ მდე მირიასჰი რომ მივიდე ვერ დამეხმარებიან? მერიისგან რო ვიყიდო დაახლოებიტ 150 170 კვმ ანუ პატარა სახლი რომ ჩაიდგას

Posted by: modeliani1983 4 Mar 2012, 23:11
თუ იცით რა დამიჯდება 60 კვმ +მანსარდით სრული პროექტი ???
* * *
თუ იცით რა დამიჯდება 60 კვმ +მანსარდით სრული პროექტი ???

Posted by: bakoba 5 Mar 2012, 04:58
http://www.facebook.com/photo.php?fbid=354605771238693&set=a.353674297998507.88606.183817551650850&type=1&theater
* * *
http://www.facebook.com/photo.php?fbid=354605771238693&set=a.353674297998507.88606.183817551650850&type=1&theater
* * *
http://www.facebook.com/photo.php?fbid=354605771238693&set=a.353674297998507.88606.183817551650850&type=1&theater

Posted by: kotebe1980 5 Mar 2012, 12:25
გამარჯობათ.განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილება თუ შეიძლება,ერთ კონკრეტულ პროექტზე,ანუ პროექტის შეცვლა თუ შეიძლება?კერძოდ არის სავაჭრო ცენტრის პროექტი განსაზღვრულ მიწის ფართზე,რომელიც შედის განაშენიანების რეგულირების გეგმაში.და მე მინდა ავტოსერვისის აშენება,შეცვლიან პროექტს შესაძლებელია ეგ?საზოგადოებრივ საქმიან ზონაშია მიწა.თუ კომპეტენტურია ვინმე ამ საკითხში იქნებ მიპასუხოთ.წინასწარ დიდი მადლობა

და დაახლოვებით რა დაჯდება 800 კვადრატულ მეტრზე პროექტის შედგენა,პროექტის შეცვლა,დამტკიცება?

Posted by: CityDesign 5 Mar 2012, 12:57
kotebe1980
კი შესაძლებელია უპრობლემოდ

Posted by: kotebe1980 5 Mar 2012, 13:06
CityDesign
და სად ვისთან მირჩევთ რომ მივიდე ამ საკითხის თაობაზე?და ფასი რა დაჯდება ესაც ხომ არ იცით დაახლოვებით?ყიდვა მინდა მიწის და არ ვიცი როგორ გავიგო სასწრაფოდ ავტოსერვისის აშენების ნებართვას მომცემენ თუ არა.პროექტის შეცვლას

Posted by: CityDesign 5 Mar 2012, 13:10
kotebe1980
იმ მიწის ყიდვა გინდათ სადაც განაშენიანების პროექტია?? ვერ გავიგე კარგად, ნებისმიერ შემთხვევაში თუ იყიდით საკადასტრო მონაცემები შეიცვლება და მხოლოდ იმ მიწის აგდ-ს მოგცემენ, პროექტი ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ.

Posted by: kotebe1980 5 Mar 2012, 13:16
CityDesign
QUOTE
იმ მიწის ყიდვა გინდათ სადაც განაშენიანების პროექტია??

კი ზუსტად.

QUOTE
პროექტი ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ.

პროექტის შეცვლა დამტკიცებით თუ მარტო პროექტი?

QUOTE
საკადასტრო მონაცემები შეიცვლება

ეგ კი პრობლემა არ არის.მთავარია აშენების ნებართვა და პროექტის ცვლილება

Posted by: CityDesign 5 Mar 2012, 15:39
kotebe1980
დამტკიცებით რათქმაუნდა, განაშენიანება თქვენ აღარ შეგეხებათ, გამოეყოფა მიწა და ცალკე მიეკუთვნება ახალი კოდი

Posted by: zika083 5 Mar 2012, 19:03
გამარჯობათ, ახალ ბინაში მინდა გადასვლა და ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა, კრედიტის გაკეთებას ვაპირებ 30-ის ფარგლებში და 2 ოთახიანი ვიყიდო სადმე მიკარგულში, თუ ბაბუაჩემის საკუთარი სახლის ეზოში ადგილია და იქ წამოვიწყო პატარა 2 სართულიანი სახლის მშენებლობა, გამოცდილება არ მაქვს ამ საკითხში და ეგ მაშინებს, 45-50 კვადრატული რო იყოს თითო სართული, პირველზე სამზარეულო და მისაღები და მეორეზე 2 საძინებელი ვანა-ტვალეთით და სხვენში მინდა პატარა საძინებელიც არ მახსოვს რა ქვია, სახურავი რომაა სამკუთხედი და იქ პატარა ოთახირომაა ხოლმე, მანსარდა თუ რაც ქვია, მოკლედ ხალხო 30-ში რა დონემდე მივალ? სავარაუდოდ ალBათ თუ ავაშენებ ბლოკით, სადაც მინდა აშენება იქ ეხლა ძველი ალიზის სახლია, თუმცა იმის დანგრევა გატანაზე ფული არ დამეხარჯება დიდი მეთითონ დავანგრევ და გატნაზეც ახლობელი მკყავს დიდი მანქანით ის დამეხმარება.
მირჩიებ გთხოვთ არ დაიზაროთ, 30ით ესეთ პატარა სახლს 60% მაინც არ ეყოფა???

Posted by: Khronop 5 Mar 2012, 22:08
CityDesign
QUOTE
მოკლედ პირველ რიგში 60 კვადრატულამდე შეგიძლია ნებართვის გარეშე გაკეთება
მაქვს მიწის ნაკვეთი და მსურს სწორედ 60 კვ/მ მდე სახლი ავაშენო ორონდ მანსარდით, ვსარგებლობ თქვენი გულისხმიერებით და იქნებ დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ რა არის საჭირო იმისათვის რომ მშენებლობა დავიწყო, (რაღაც საბუთები ხომ არის საჭირო?) და მანსარდა შედის თუ არა სართო ფართში?
წინასწარ გმადლობთ.


Posted by: N&T 5 Mar 2012, 22:49
QUOTE
მანსარდა შედის თუ არა სართო ფართში?

შედის yes.gif

Posted by: CityDesign 6 Mar 2012, 00:02
Khronop
მანსარდა შედის რათქმაუნდა, როგორც N&T-მ აღნიშნა, თუ მანსარდიანად 60 გამოვა (ითვლება მხოლოდ შიდა ფართი, ესეც გასათვალისწინებელია) , კედლების გარეშე, მაშინ მხოლოდ ამონაწერი და ფოტომონტაჟი დაგჭირდებათ, და ელექტრონულად გადააგზავნით განაცხადს www.tas.ge-დან

Posted by: bakoba 6 Mar 2012, 08:40
http://www.facebook.com/pages/GREYSTUDIO-Architecture-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/183817551650850
* * *
პროექტირება

http://www.facebook.com/pages/GREYSTUDIO-Architecture-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/183817551650850

Posted by: CityDesign 6 Mar 2012, 14:56
bakoba
Warning:
ნუ ფლუდავ, ამჯერად მხოლოდ გაფრთხილება, შემდეგზე მიიღებთ ვორნს


Posted by: ikaaa 6 Mar 2012, 17:21
პატარა სახლის აშენება მინდა ჩემი მშობლების ეზოში, როდესაც დავიწყე საბუთების გარკვევა პროექტისთვის აღმოჩნდა რომ ჩვენი ეზო მოქცეულია საერთო ნაკვეთში ჩვენს სამ მეზობელთან ერთად და მათგან ხელმოწერებია საჭირო, ეს პრობლემა არაა მაგრამ ერთი მეზობელი დიდი ხანია უკვე რუსეთში ცხოვრობს, მოხუცია და თანაც მგონი ბრმაცაა ყოველ შემთხვევაში რომ დავუკავშირდით ასე თქვეს. ჩვენ ვთხოვეთ რომ იქედან გამოეგზავნათ ან მინდობილობა ან წერილობით რამე საბუთი რომ წინააღმდეგები არ არიან მშენებლობის მაგრამ ამბობენ რომ არანაირი საბუთი არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი, თითქოს დაკარგული აქვთ.ჩემი აზრით სინამდვილეში განათლების არქონის გამო ვერ ხვდებიან რისთვის გვინდა ეს საბუთი და ეშინიათ რამე არ ვუჩალიჩოთ რადგან აქ სახლი აქვთ ფაქტიურად მიტოვებული , დაკარგვის ეშინიათ. რაღაც გამოსავალი ხომ უნდა იყოს მსგავსი შემთხვევების დროს. ერთგან გვირჩიეს რომ კოოპერატივი გაგვეკეთებია და ამ კოოპერატივით თუ ამხანაგობით მოხერხდებოდა იმ მეზობლების ავლით მოგვარება.

მოკლედ ვინმემ თუ იცის როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა დაწერეთ რა gigi.gif

Posted by: CityDesign 6 Mar 2012, 17:40
ikaaa
მგონი იურისტები უფრო გაგცემენ ამაზე პასუხს, ყველა საბუთი რომ გექნება მზად მერე დაგეხმარებათ არქიტექტორი და მშენებელი

Posted by: Khronop 6 Mar 2012, 21:25
იქნებ ვინმემ დამეხმაროთ და დადოთ 60 კვ/მ მდე ფართის სახლის(რომელსაც ნებართვა არ სჭირდება) ტიპური მაკეტი ან ფოტო; და კიდევ ერთი რამ... ვთქვათ ავაშენე 60 კვ/მ როგორც მოთხოვნილია. შემიძლია თუ არა ასევე ნებართვის გარეშე განცალკავებით ავშენო ვთქვათ აბანო-ტუალეტი...
წინასწარ გმადლობთ

Posted by: bakoba 6 Mar 2012, 23:54
ikaaa

ცუდად გაქვს საქმე
biggrin.gif

Posted by: ikaaa 7 Mar 2012, 15:34
bakoba
sad.gif
ჰო,
იმ ადგილას სათავსო მაქვს კაპიტალური და ნეტა სახლად გადაკეთება უფრო მარტივი ხომ არაა საბუთების ამბავში მისი...

Posted by: bakoba 7 Mar 2012, 19:31
ikaaa
რა ფართია..........?

* * *
facebookze შეგძლიათ შემოხვედეთ რომ გეცლებათ..? იქ გავისაუბროთ ..

http://www.facebook.ge/art
* * *
ikaaa
მიწა არ გავსთ დარეგისტრირებული ალბათ
* * *
CityDesign
არ მაქვს ლინკის დადების უფლება?

Posted by: ikaaa 8 Mar 2012, 01:16
bakoba
ოკ facebookze შეგეხმიანებით
მიწა ყველანაირად დარეგისტრირებულია და გაფორმებული
სათავსოს ფართი დაახლოებით 30კვ.მ იქნება
მთლიანი მიწის ფართი 400კვ. მეტრამდე

Posted by: Khronop 8 Mar 2012, 09:27
იქნებ ვინმემ დამეხმაროთ და დადოთ 60 კვ/მ მდე ფართის სახლის(რომელსაც ნებართვა არ სჭირდება) ტიპური მაკეტი ან ფოტო; და კიდევ ერთი რამ... ვთქვათ ავაშენე 60 კვ/მ როგორც მოთხოვნილია. შემიძლია თუ არა ასევე ნებართვის გარეშე განცალკავებით ავშენო ვთქვათ აბანო-ტუალეტი...და კიდევ შემიძლია თუ არა ავაშენო 60 კვ/მ ე.წ. ''ბელეტაჟზე'' (ქართულად არ ვიცი, ბოდიშს ვიხდი) და რა სიმაღ ლეზე შეიძლება იყოს მიწის ზედაპირიდან.....
წინასწარ გმადლობთ

Posted by: CityDesign 8 Mar 2012, 18:42
Khronop
ასეთი პროექტები მერიის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, მერიის უფასო პროექტებში, ტიპიური არ არსებობს ასეთი, ნებისმიერი წავა რომელიც 60 კვადრატულს არ გადააჭარბებს
* * *
bakoba
ლინკის დადების უფლება როგორ არ გაქვს, მაგრამ ერთიდაიგივე ტექსტი, თანაც უშინაარსო არ შეიძლება, ფლუდზე მოგეცით შენიშვნა და არა ლინკის დადებაზე

Posted by: bakoba 9 Mar 2012, 02:35

Khronop
60 კვადრატულიანი არ არის მერიის საიტზე.... 120-150 დან იწყება.. მაგრამ თუ იმიტომ გინდა 60 კვ რომ პროექტში ფული არ დაგეხარჯება - ვერც მაგას ააშენებ პირდაპირ.- პროექტი მანდაც კეთდება, ოღონდ I კლასის, რომელიც რა თქმა უნდა შედარებით იაფი ჯდება მაგრამ, მაგაზე ძვირი არ დაგიჯდება მერიის პროექტებიდან რომ აირჩიოთ, სრული პაკეტი 1300 ლარს არ აცდება , აქ შდის გეოლოგიური პროექტი, ტოპოგრაფიული ანაზომიც , კონსტრუქციული პროექტიც და არქიტექრორის ანაზღაურება რომელმაც უნდა მოარგოს თქვენს კუთვნილ ტერიტორიას

Posted by: kuda 14 Mar 2012, 10:59
CityDesign
მოკლედ, პროექტირება, დამტკიცება და ა.შ. ანუ წინა სამშენებლო სამუშაოები მინდა, აი, ეს არის http://forum.ge/?f=93&showtopic=34367779, რა დამიჯდება, შეგიძლიათ თქვენი ფასი რომ მომწეროთ? ფართი იგივე ანუ 113,86 კვ.მ

Posted by: jambuliko66 15 Mar 2012, 19:24
მერიიდან გვაქვს ნებართვა ვიტრაჟის გაჭრის თაობაზე-გზის მხარეს გავჭერით კიდეც სამ ნაწილიანი მინის ვიტრაჟი(სიგრძე 2.80, სიმაღლე-3.00), დამტკიცებული პროექტის მიხედვით გავაკეთეთ კიდეც ეს ვიტრაჟი. საბჭოზე პროექტის განხილვას ვესწრებოდი მეც და ჩემი არქიტექტორიც. პირველად ფოტომონტაჟზე დატანებული იყო დამცავი ჯალუზებიც,მაგრამ საბჭომ გვთხოვა,ამოგვეღო ეს ჟალუზები, ვინაიდან აუცილებელი იყო მინის ვიტრაჟის სრული რაკურსით გამოჩენა ფოტმონტაჟზე (?) და რომ დამცავ ჟალუზებზე პრობლემა არ შეგვექმნებოდა-ეს სიტყვიერად მხოლოდ (:-( ). ამის შემდეგ ელქტრონული წესით შევიტანეთ მოთხოვნა ჯალუზებზე და მოგვივიდა უარყოფითი პასუხი: არსებული ფოტომონტაჟით უარი გეთქვათ დამცავ ჟალუზებზეო...გასაჩივრების უფლება გვაქვს. მე მაინც ჩემს ყოფილ არქიტექტორს ვაბრალებ, ვფიქრობ,მისი პროფესიული უყურადღებობის გამო ვზარალდები, რადგან თუ ჟალუზზე ნებართვა არ მომცეს, მაშინ ამოდენა მინის ვიტრაჟის გაკეთება აზრს ჰკარგავს-იგი აბსოლუტირად დაუცვლი იქნება, მითუმეტეს ფართი არ მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე. რას მირჩევთ? იქნებ მირჩიოთ ასეთ სიტუაციებში გამოცილი არქიტექტორი ვინმე და დამეხმაროს გადაწყვეტილების გასაჩივრებასა და ჩემთვის მისაღები (ვფიქრობ-სამართლიანი) გადაწყვეტილების გამოტანაში...დიდი მადლობა

Posted by: chernobill 25 Mar 2012, 19:44
მოკლედ ვერ ვიპოვე სხვა თემებში და ამინ არ დამიხური რა...პროექტი მინდა უკვე გაკეთებული ახლობელს სახლის აშენება უნდა და რო ვაჩვენო, თბილისში რო იყო უფასო არქიტექტურული პროექტები ეგ აღარ არის? ან სად შეიძლება ვნახო ვარიანტები??

Posted by: DRM888 26 Mar 2012, 15:35
აქ ვინმეს შეუძლია შეიფ ფაილი რომ არის ეხლა საჭირო ( მაგასთან დაკავშირებით დახმარება?

Posted by: lasha-9 28 Mar 2012, 17:35
ხომ არ იცით მერიაში რამდენი უნდა გადავიხადო საკუთარ მიწის ნაკვეთზე ჩემივე პროექტით რომ სახლი ავაშენო, ანუ არა მერის შემოთავაზებული პროექტი არამედ ჩემი შერჩეულით რო ავაშენო.

პროექტის დამტკიცება რა ღირს

Posted by: SaamI 28 Mar 2012, 22:22
lasha-9
QUOTE
ჩემი პროექტით სახლის აშენება, რა დამიჯდება საკუთარ მიწის ნაკვეთზე

თქვენი პროექტით რას ნიშნავს?
პროექტი რომ მერიამ დაამტკიცოს, შესაბამისი ფორმით უნდა იყოს შედგენილი. და წარდგენილი. ამას სპეციალისტი (არქიტექტორი) ჭირდება. მოსაკრებელი კი მხოლოდ 1 ლარია მოშენების 1 კვ.მ-ზე.

Posted by: goga1009 10 Apr 2012, 11:18
მერიის საიტზე უფასო არქიტექტურული სამშენებლო პროექტები რომ არის, ვერ მოვიძიე და თუ შეიძლება რომ მომწეროთ. ბინის აშენება მინდა და იქნებ რაიმე ვნახო. მადლობა წინასწარ

Posted by: DCS_Group 11 Apr 2012, 00:51
goga1009
QUOTE
მერიის საიტზე უფასო არქიტექტურული სამშენებლო პროექტები რომ არის, ვერ მოვიძიე და თუ შეიძლება რომ მომწეროთ.


http://tas.ge/?p=iframe&id=1
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები მერიაში

Posted by: t_kvintra 12 Apr 2012, 08:55
მაგ მერიის პროექტებში კონსტრუქციული ნაწილიც არის თუ ეგ უკვე ჩვენი საჩალიჩოა ???

Posted by: new_user 18 Apr 2012, 15:50
კერძო სახლზე მჭირდება კედლის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი კედლის ამოყვანა, მერიაში ვიყავი და მითხრეს რომ არაფერი არ არის საჭირო მხოლოდ ფოტომონტაჟი გააკეთებინეო.
იქნებ იცოდეთ რამე ორგანიზაცია რომელიც ამ ფოტომონტაჟს გააკეთებს?

Posted by: homedepot 18 Apr 2012, 22:33
ხალხო შეგვიძლია პროექტის საიჟინრო ნაწილის კეთება გათბობა-კონდიცირება(თბილი იატაკები რადიატორები ფანკოილები საქვაბეები ........) სახანძრო სისტემები (სპრინკლერები, გაზით ქრობა) სუსტი დენები (სახანძრო სიგნალიზაციები , დაცვის ინტერნეტი ) ელექტრობა, ვრვ სისტემები. ვენტილაცია სანიტარული წყალგაყვანილობა, სანიავღვრე სისტემები მოკლეთ თუ რამე გამომრჩა მთელი ჯგუფი ვართ, შესრულებული ნახაზების მოწვდაც შეგვიძლია smile.gif

Posted by: iaiameri 19 Apr 2012, 00:10
new_user
ნებისმიერი საპროექტო და მერიიდან რომ გამოხვედით იქვე არიან როგორც კი გზას,ანაგის იგივე შარტავას ქუჩას გადმოკვეთთ კორპუსის პირველ სართულზე. ..სარეკლამო აბრებისთვის რომ შეგეხედათ წაიკითხავდით კიდეც

Posted by: donvaso 19 Apr 2012, 14:48
iaiameri
ანუ, ფოტოშოპშია სამუშაო ხო? ძველი და დამუშავებული თუ როგორს გეგმავ... არა?

Posted by: რაპუნცელი 23 Apr 2012, 12:21
ვის შეუძლია ლანდშაფტის დიზაინერი მირჩიოს?

Posted by: bakari_777 24 Apr 2012, 16:06
100 კვადარტული -1200 დოლარი არქიტექტურული ნახაზი . 400 დოლარი კონსტრუქციული. 1000 დოლარი ინტერიერის დიზაინი.

მშენებლობის ორგანიზება და ხარჯთაღრიცხვა 500 დოლარი. ამ ფასში შედის პროექტის შეთანხმება მონიციპალიტეტთან.


New Line Studio.
Barnovi str. 17. Tbilisi, Georgia.
Architecture. Design.Construction.
Utilizable programs: AutoDesk-AutoCad. AutoDesk-3ds Max. Archicad. Artlantis Render.
tel: +995 32 2 98 33 98
mail: NL_studio@yahoo.com
mob: +995 91 188 189



Posted by: damaokebeli 30 May 2012, 12:02
სალამი ხალხს

ვერსად ვერ ვნახე ვერც გუგლში და ვერც ამ ფორუმზე

წესივრად რომ ეწეროს რა არის აპზ მიწის ნაკვეთისთვის და იქნებ გამოცდილმა ხალხმა განმიმარტოს

მადლობა

Posted by: Pshaveli 30 May 2012, 12:54
არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება(ქართულად ალბათ აგდ)
Архитектурно-планировочное задание(АПЗ).

Posted by: LaSha_FS 30 May 2012, 16:45
ესეგი მინდა რო აივანო ამოვაშენო და მინდა თქვენი დახმარება


ამოშენებაში რას ვგულისხმობ, სადამდეც აივანის "რკინებია" მაქამდე ამოშენდეს რამით (არვიცი რითი, აგური და ბლოკი არმინდა იმიტომ რომ მძიმეა(ალბათ)) და შემდეგ ბოლომდე უკვე მეტალოპლასმასის პანჯრები ჩავსვა.

თქვენი დახმარება მჭირდება რაში:

1) მჭირდება ადამიანი ვისაც გაუკეთებია მსგავსი რამ
2) როგორც ვიცი მერიას უნდა ვამცნობო ამის შესახებ რო ნებართვა მომცეს და სად რა როგორ ვქნა



პ.ს. და დაახლოებით $ რამდენი დამჭირდება user.gif


Posted by: SaamI 30 May 2012, 17:33
QUOTE
ესეგი მინდა რო აივანო ამოვაშენო და მინდა თქვენი დახმარება
ამოშენებაში რას ვგულისხმობ, სადამდეც აივანის "რკინებია" მაქამდე ამოშენდეს რამით (არვიცი რითი, აგური და ბლოკი არმინდა იმიტომ რომ მძიმეა(ალბათ)) და შემდეგ ბოლომდე უკვე მეტალოპლასმასის პანჯრები ჩავსვა.

http://forum.ge/?showtopic=33935606&view=findpost&p=31267756

Posted by: LaSha_FS 30 May 2012, 18:07
SaamI

ეგრე მეც ვიფიქრე მარა მინდა რო მაგ ადგილას კარმა დავაყენო და არამგონია პლასმასმა გაუძლოს user.gif

Posted by: SaamI 30 May 2012, 21:59
LaSha_FS
QUOTE
ეგრე მეც ვიფიქრე მარა მინდა რო მაგ ადგილას კარმა დავაყენო და არამგონია პლასმასმა გაუძლოს

მაშინ ჩვეულებრივ თაბაშირმუყაოს კარკასზე, გარედან ფასადის ფილებით, შიგნით თ/მ. მათ შორის ორი ფენა სტეკლოვატა.

Posted by: lancia 2 Jun 2012, 10:09
ვაპირებ მანსარდის აწევას და რამდენჯერ არ გავაგზავნე მერიაში პასუხი იმდენჯერვე შუალედური მომივიდა,როგორც ჩანს არ მოსწონთ ჩემი გაკეთებული ფოტომონტაჟი და გადაღებული ხედები იქნებ მირჩიოთ რომელიმე ფირმა ვინც მშნეებლობის ნებართვის აღებაში დამეხმარება,პასუხი იქნება აუცილებლად დადებით რადგან კარის მეზობელს აქვს უკვე აწეული მთავარია რასაც ითხოვს მერია ხარისხიანად გადავაგზავნოთ.

ანუ ესკიზის შეთანხმებას
მშნეებლობის ნებართვას

ვინც გააკეთებს იქნებ მომწეროთ კოორდინატები.

მადლობა

Posted by: temart 4 Jun 2012, 11:10
დღეს შესაძლებელი გახდა პროექტის ონლაინ შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება,რა ღირს ეს მომსახურება ?

Posted by: Goddess 4 Jun 2012, 17:10
http://forum.ge/?showtopic=34294030&view=findpost&p=31505462

Posted by: bakari_777 4 Jul 2012, 16:47
http://www.facebook.com/NLS.Architecture

Posted by: davit727 17 Jul 2012, 09:38
მოგესალმებით ყველას,
სურვილი მაქვს ავაშენო ბელეტაჟზე სახლი 150 კვ.მ. ფართობის დაახლობებით, მესაჭიროება სახლის პროექტი, იქნებ ჰქონდეთ რაიმე თუნდაც თქვენი დაჯღაპნილი smile.gif ნებისმიერი პროექტი, ძალიან დამეხმარებით,
მადლობა წინასწარ.

Posted by: gangsta 17 Jul 2012, 22:25
ქარელის რაიონში, სოფელ აგარაში მჭირდება ნაკვეთის აზომვა (რეესტრისთვის). ხომ ვერ მეტყვით ვის უნდა მივმართო?

Posted by: ივანიჩ 18 Jul 2012, 11:46
ქარელში ან ხაშურში არ არიან მიწის ამზომველები?

აქედანაც შეგიძლია წაიყვანო- უბრალოდ ტრანსპორტირება მოგიწევს მათი smile.gif

Posted by: gangsta 18 Jul 2012, 17:14
IVANICHA
იქნებიან ალბათ.. უბრალოდ ვიფიქრე იქნებ ვინმეს საკონტაქტო ტელეფონი ქონდეს ან კონკრეტულად იცოდეს სად შეიძლება მათი პოვნა გინდა ქარელში და გინდაც ხაშურში..

Posted by: ივანიჩ 18 Jul 2012, 22:33
ქარელში და ხაშურშ არ ვიცი და აქ მარჯანიშვილის მეტროსთან ოხრად არიან biggrin.gif
საჯარო რეესტრის საიტზეცაა რამდენიმეს საკონტაქტოები, ავტორიზებულები ჰქვიათ http://reestri.gov.ge/?m=205

Posted by: bakari_777 21 Jul 2012, 23:58
http://nlstudio.com.ge/

არქიტექტურა.
ინტერიერის დიზაინი
ლანდშაფტის დიზაინი
კონსტრუქცია
მშენებლობის ორგანიზება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება
ავეჯის დიზაინი
სარეკლამო დიზაინი

Posted by: Chinawoman 6 Aug 2012, 11:57
მე რომ გავაკეთო პროექტი (არქიტექტურული განათლება მაქვს), + სხვა არქიტექტორებთან რომ გავიარო პატარა კონსულტაცია,
მერიაში წარვადგინო პროექტი დასამტკიცებლად,
არსებობს რეალური შანსი რომ დამიმტკიცონ?

უფრო ზუსტად, მაინტერესებს რა ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა დამჭირდება.

Posted by: ივანიჩ 6 Aug 2012, 12:18
Chinawoman
თქვენს ნაკვეთზე აკეთებთ?
თუ არა მინდობილობა დაგჭირდებათ მესაკუთრის........


ბიუროკრატიულ ბარიერებს რაც შეეხება, საპროექტო დოკუმენტაციის ხელზე წარდგენა თითქმის აღარ ხდება,
ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლის შემდეგ ყველა დოკუმენტაცია იტვირთება www.tas.ge ზე PDF ან СAD ფაილებად....
უნდა დარეგისტრირდე ამ საიტზე და მერე ელექტრონული განაცხადების მეშვეობით გააკეთებ შესაბამის განაცხადს
აირჩევ შესაბამის ნომენკლატურას საპროექტო შენობის ან ნაწილის მიხედვით
და ვადებიც შესაბამისია

Posted by: Chinawoman 6 Aug 2012, 12:54
IVANICHA
კი, ჩემ ნაკვეთზე.

მადლობა,
ჯერ პროექტი არ მაქვს გამზადებული, ბოლომდე უნდა მივიყვანო.

Posted by: ივანიჩ 6 Aug 2012, 13:03
Chinawoman
რა პროექტს ამზადებთ?
პირველი სტადია გავლილი გაქვთ?

Posted by: Chinawoman 6 Aug 2012, 14:48
IVANICHA
ძალიან ბევრი მონახაზები მქონდა ძველი გაკეთებული,
ახლაც ვცდილობ უამრავი მონახაზები და იდეები ერთ პროექტში მოვაქციო,
ვნახოთ რა გამომივა.

Posted by: shrek777 8 Aug 2012, 11:38
გამარჯობატ
მჭირდება ტელეკომუნიკაციის ანძების დიზაინი ან პროექტები, ვინმეს თუ გაქვთ რომ მომცეთ.
მადლობტ წინასწარ

Posted by: username23 8 Aug 2012, 14:40
გამარჯობათ , ხომ არ იცით დაახლოვებით რა ჯდება მინის ვიტრაჟის დამზადება ოღონთ ალუმინის ჩარჩოში.

Posted by: ივანიჩ 8 Aug 2012, 15:35
Chinawoman
და ჯერ გაგერკვია რისი კეთება შეიძლება საპროექტო ტერიტორიაზე და რისი არა
ტყულა რომ არ დაკარგო დრო givi.gif

Posted by: Chinawoman 8 Aug 2012, 16:59
QUOTE
და ჯერ გაგერკვია რისი კეთება შეიძლება საპროექტო ტერიტორიაზე და რისი არა
ტყულა რომ არ დაკარგო დრო

კი რა თქმა უნდა ვარკვევ.

Posted by: mrudall 20 Aug 2012, 13:42
davit727
QUOTE
სურვილი მაქვს ავაშენო ბელეტაჟზე სახლი 150 კვ.მ. ფართობის დაახლობებით, მესაჭიროება სახლის პროექტი, იქნებ ჰქონდეთ რაიმე თუნდაც თქვენი დაჯღაპნილი  ნებისმიერი პროექტი, ძალიან დამეხმარებით,
მადლობა წინასწარ.

http://www.homeplans.ru/search/index.php?info=sq150

https://www.google.ge/search?q=%D0%B4%D0%BE%D0%BC%D0%B0%20%D0%BD%D0%B0%20%D0%B4%D0%B2%D0%B5%20%D1%81%D0%B5%D0%BC%D1%8C%D0%B8&rlz=1C1NNVC_enGE475GE475&aq=f&sugexp=chrome,mod%3D7&um=1&ie=UTF-8&hl=ka&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=sggyUPGuEoXT4QTP3oH4DQ&biw=1680&bih=913&sei=tQgyUK3MMOOI4gS25YHQAw#um=1&hl=ka&rlz=1C1NNVC_enGE475GE475&tbm=isch&sa=1&q=%D0%BF%D1%80%D0%BE%D0%B5%D0%BA%D1%82+%D0%B4%D0%BE%D0%BC%D0%B0+%D0%BD%D0%B0+%D0%B4%D0%B2%D0%B5+%D1%81%D0%B5%D0%BC%D1%8C%D0%B8&oq=%D0%BF%D1%80%D0%BE%D0%B5%D0%BA%D1%82+%D0%B4%D0%BE%D0%BC%D0%B0+%D0%BD%D0%B0+%D0%B4%D0%B2%D0%B5+%D1%81%D0%B5%D0%BC%D1%8C%D0%B8&gs_l=img.12...43504.43737.0.45032.0.0.0.0.0.0.0.0..0.0...0.0...1c.oHiOO85b6Ug&pbx=1&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_qf.&fp=87c51bd079c3877f&biw=1680&bih=913


* * *
https://www.google.ge/search?q=%D0%B4%D0%BE%D0%BC%D0%B0%20%D0%BD%D0%B0%20%D0%B4%D0%B2%D0%B5%20%D1%81%D0%B5%D0%BC%D1%8C%D0%B8&rlz=1C1NNVC_enGE475GE475&aq=f&sugexp=chrome,mod%3D7&um=1&ie=UTF-8&hl=ka&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=sggyUPGuEoXT4QTP3oH4DQ&biw=1680&bih=913&sei=tQgyUK3MMOOI4gS25YHQAw

Posted by: bobola 23 Aug 2012, 18:01
ღობე მინდა დავანგრიო და ახალი ავაშენო და რეესტრში ფოტო მონტაჟი მთხოვეს ნიმუში გამოვართვი და რაგაც რაგაცები გავიგე რაგაცები ვერა მაგალიტად: "კედელი ამოშენდება წითელი აგურის ფილებით და შეიგებება ლაქ-საგებავთ" ჩემ შემთხვევაში როგორ მივუთითო თუ მინდა ბეტონის ჩასხმა შემდეგ გალესვა და "გაბრიზგვა"?
* * *
არავის არ აქვს რამე აშენებული ან მიშენებული რო იცოდეს და მიპასუხოს?

Posted by: ninosaba 29 Aug 2012, 14:41
ვცხოვრობ ქ.თბილისსჰი, ისანში საერთო ბინაში, პირველ სართულზე, ჩემს სახლს აქვს ღია აივანი და მინდა ამ ღია აივანზე ამოვიყვანო ფანჯარა, თუ იცის საჭიროა თუ არა ამაზე ნებართვის აღება, იძლევა თუ არა ამაზე მერია ნებართვას და თუ იძლევა და რა რაბუთებია ამისთვის საჭირო

Posted by: ივანიჩ 29 Aug 2012, 15:16
bobola
რეესტრში თუ არქიტექტურის სამსახურში spy.gif

ფოტომონტაჟზე კიდე უნდა მიუთითოთ როგორც აკეტებთ - ჩაწერთ რომ აშენდება რკინა ბეტონის კონსტრუქციით, გაიესება ცემენტის ხსნარით და ბრიზგი აღარ მახსოვს მგონი შეფითხვაა ქართულად - ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩაწერთ ზუსტად ისე როგორც უნდა გააკეთოთ....

ninosaba
ფანჯრის ამოყვანა რას ნიშნავს?
ალბათ ამოშენება გინდათ ღია აივნის? spy.gif

Posted by: ninosaba 29 Aug 2012, 15:22
დიახ, ამოშენება მინდა და ტუ იძლევიან ამაზე ნებართვას

Posted by: ივანიჩ 29 Aug 2012, 19:27
ninosaba
საერთოდ კი, თუმცა გააჩნია კორპუსი სად მდებარეობს, იერსახე დარღვეული აქვს თუ არა, ე.წ ,,ხრუშჩოვკა" არის თუ არა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ხომ არაა და აშ...

ღია აივნის ამოშენება წარმოადგენს I კლასის სამუშაოებს და საჭიროებს თბილისის არქიტექტურის სამსახურის წერილობით თანხმობას. აღნიშნულის განხორციელების მიზნით თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.tas.ge ავტორიზაციის შემდეგ ელექტრონული განაცხადების ,,I კლასი – მცირე არქიტექტურული ობიექტების" ჯგუფში უნდა აირჩიოთ ,,ღია აივნის ამოშენება/შემინვა", განსაზღვროთ ქმედება, საპროექტო ტერიტორიის მდებარეობა ინტერაქტიულ რუკაზე და ატვირთოთ მითითებული დოკუმენტაცია შესაბამის ველებში....
5 სამუშაო დღეში მოგივათ პასუხი smile.gif

Posted by: xmaster 2 Sep 2012, 16:18
500კვ/მ მიწის აშენება მინდა და რა დამიჯდება კიბეები უნდა იყოს აუცილებლამ მარმარილოსი ??? :.........

Posted by: CityDesign 2 Sep 2012, 20:33
xmaster
ჩამოყალიბდი რა გინდა და ისე დაგვისვი კითხვა smile.gif, ნუ აბნევ ხალხს. ( 2 ნიანგი მიფრინავდა ერთი მარჯვნივ მეორე მწვანე, ეგ პონტია)

Posted by: SAROKAWA 3 Sep 2012, 18:05
xmaster
პოსტებ იმატებ თუ სერიოზულად კითხულობ? rolleyes.gif

Posted by: ალტერო+ 3 Sep 2012, 19:25
xmaster

რამდენ სართულიანი სახლი გსურთ ააშენოთ ?
შიდა კიბეები შეგიძლიათ ხეში შეიფითოთ მონოლოთის შემდეგ, PM ში მოგწერეთ დამატებით

არქიტექტორი გამოცდილი გვყავს და თქვენი გემოვნებით დაგიპროექტებთ სახლს !


http://forum.ge/?f=7&showtopic=34286121&st=150
პატივისცემით,
კომპანია ,,ალტერო+"
ტელ : 598 10 15 43, 0790 33 00 79
მის: მ.გელოვანის # 3

Posted by: HELPme_ 6 Sep 2012, 04:15
QUOTE
ხალხო შეგვიძლია პროექტის საიჟინრო ნაწილის კეთება გათბობა-კონდიცირება(თბილი იატაკები რადიატორები ფანკოილები საქვაბეები ........) სახანძრო სისტემები (სპრინკლერები, გაზით ქრობა) სუსტი დენები (სახანძრო სიგნალიზაციები , დაცვის ინტერნეტი ) ელექტრობა, ვრვ სისტემები. ვენტილაცია სანიტარული წყალგაყვანილობა, სანიავღვრე სისტემები მოკლეთ თუ რამე გამომრჩა მთელი ჯგუფი ვართ, შესრულებული ნახაზების მოწვდაც შეგვიძლია

შეგილია შესრულებული ნახაზები გადმომიგზავნო მაილზე?
მაინტერესებს გათობობა ვენტილაცია კონდეცირების პროექტები
helpme3335@yahoo.com

Posted by: guria:) 13 Sep 2012, 07:55
კითხვა მაქვს. სხვენი ვიყიდეთ უნდა ავაშენოთ.

http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=189867

აქ ზედა არის ის რაც იყო და ქვედა ის რაც უნდა აშენდეს.
შეგიძლიათ მითხრათ ქვედა ნახაზში მარჯვენა მხარეს რომ წერია ზედა ზღვარი 2.90 და 2.20 ეს 2-20 რას ნიშნავს?

მარჯვენა მხარეს კეთდება სამი სამერცხლული:

http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=189868

და ვერ გავიგე ამ სამერცხლულებზე დაქანებისას რამდენია ზედა ზღვარი.

რომ ვყიდულობდი მაშინ მითხრეს რომ ჭერის სიმაღლე დაიწყებოდა 2.50-დან, ავიდოდა 2,.75-ზე და ჩამოვიდოდა 2-ზე. და ამ 2.50-ს ვერაფრით ვპოულობ ამ ნახაზებში.

გმადლობთ წინასწარ

* * *
გმადლობთ, უკვე გავარკვიე :დ არავითარი ორნახევრიდან არ იწყებოდა თურმე, 2.20-დან იწყება. ასე რომ რჩევა! ნუ ენდობით ბრმად არქიტექტორს, და ნურც ნურავის, ერთი და იგივე ინფორმაცია გადაამოწმეთ რამდენჯერმე, ერთსა და იმავე და სხვადასხვა ადამიანთან :დ

Posted by: Kobalty 14 Sep 2012, 16:03
თუ შეგიძლიათ დაზუსტებით მითხრათ, საჭიროა თუ არა მშენებლობის ნებართვა სოფელში სახლის აშენებისას?
არის რამეზე დამოკიდებული ეს, ანუ ვგულისხმობ ფართობს?

და თუ საჭიროა, დაახლოებით რა ღირს ეს ნებართვა?

Posted by: ივანიჩ 14 Sep 2012, 18:25
Kobalty
მშენებლობა ისეთი სფეროა რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით სჭირდება ნებართვა.........
არ აქვს ტერიტორიას მნიშვნელობა, თბილისში გასცემს თბილისის არქიტექტურის სამსახური, სხვა რაიონებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური....
პროცედურა ყველგან ერთია - სამი ეტაპი სჭირდება მშენებლობის ნებართვას:

I-მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (იგივე გაპ-ი, იგივე აპზ,აგდ ძველი შესატყვისით)
ამ დოკუმენტის აღების დროს ხდება საპროექტო ტერიტორიის ფუნქციური ზონის, დადგენილი კოეფიციენტების ან სხვა სპეციფიური მოთხოვნების დადგენა....

II სტადიაა საპროექტო შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება (გეგმები, ჭრილები, ფასადები, რენდერები)

III სტადია მშენებლობის ნებართვის აღება....

გამონაკლისი კანონმდებლობით არის მხოლოდ I კლასის შენობა- ნაგებობები რომლებშიც შედის - 60 კვ.მ-მდე შენობა, 4 მეტრამდე სიმაღლის ღობე, და სხვა მცირე სამუშაოები - მაგ. ღიობების გადიდება ან დაპატარავება, საჩრდილობლის მოწყობა, აბრები და რეკლამები, დროებითი ნაგებობები, კონდიციონერების და ვენტილაციის მოწყობა და აშ.....
ამ ტიპის შენობა-ნაგებობებზე და სამუშაოებზე ნაცვლად მშენებლობის ნებართვისა- გაიცემა წერილობითი დასტური (წერილობითი თანხმობა)
პრინციპში ნებართვას უტოლდება, თუნდაც იმიტომ რომ მაგის გარეშე მშენებლობა განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა და ისევე ისჯება ჯარიმით როგორც უნებართვო მშენებლობა....

რაც შეეხება ღირებულებას - ნებართვა უფასოა, იხდით მხოლოდ განაშენიანების მიხედვით მოსაკრებელს - 1 კვ.მ ზე - 1 ლარი....დოკუმენტაციის მომზადებისას უხდით კერძო არქიტექტორს რასაც მოურიგდებით თანხას....

Posted by: venturara 14 Sep 2012, 22:05
გამარჯობათ,
მჭირდება პროექტი ორი ბინის გასამიჯნად, კერძოდ, რა ტიპის სამუშაოებია შესასრულებელი და როგორ. ექსპერტიზის დასკვნა, რომ გამიჯვნა შესაძლებელია არსებობს. ბინები მდებარეობს ბათუმში, რომელ კომპანიასაც არ დაუკავშირდი ბათუმში, უარი თქვეს დახმარებაზე შეკვეთის მცირე მოცულობის გამო. თბილისიდანაც არავის არ უნდა წასვლა ბათუმში. ხომ არ შეგიძლიათ დახმარება? თუ კი მომწერეთ PM-ში.
გმადლობთ

Posted by: kote2525 14 Sep 2012, 22:24
1 გეგმა ანაზომი - ტექ ბიუროდან
2 მფლობელების თანხმობა (თუკი რამოდენიმეა წინააღმგდეგ შემთხვევაში სასამართლო)
3 ექსპერტი რომელიც შეასრულებს სასამართლოზე წარსადგენ დოკუმენტაციას გამიჯვნის შესახებ თუკი ეს რეალურად შესაძლებელია სხვადასხვა გარემოებებისან გამომდინარე და წინააღმდეგობაში არ მოდის მომქმედ კანონმდებლობასთან.

შეიძლება ნახაზს გადავხედო ?
poma2525@i.ua

Posted by: Kobalty 14 Sep 2012, 22:53
IVANICHA
სიტყვებით ვერ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას, გმადლობთ ასე უანგაროდ ამხელა დახმარებისთვის.
იმედია ოდესმე მეც მომეცემა სიკეთის გადახდის საშუალება. smile.gif

QUOTE
გამონაკლისი კანონმდებლობით არის მხოლოდ I კლასის შენობა- ნაგებობები რომლებშიც შედის - 60 კვ.მ-მდე შენობა

და 2 სხვადასხვა შენობა რომ ჩავდგა, თითოეული 60კვ-ზე ნაკლები ზომის. ამ შემთხვევაშიც გავრცელდება ეს შეღავათი?
თუ კი, შემიძლია თუ არა ეს 2 შენობა დავუკავშირო ერთმანეთს, ვთქვათ კარიდორით?

2, დაახლოებით თუ იცი, საშუალოდ რამდენს ითხოვენ არქიტექტორები ბინის დაგეგმვაში? (მარტივი პროექტი, 50კვ-ს ფარგლებში). მიახლოებით მაინტერესებს რა, 2000 თუ 5000 თუ უფრო მეტი?

Posted by: ივანიჩ 15 Sep 2012, 00:08
QUOTE (Kobalty @ 14 Sep 2012, 22:53 )
[/QUOTE]
და 2 სხვადასხვა შენობა რომ ჩავდგა, თითოეული 60კვ-ზე ნაკლები ზომის. ამ შემთხვევაშიც გავრცელდება ეს შეღავათი?
თუ კი, შემიძლია თუ არა ეს 2 შენობა დავუკავშირო ერთმანეთს, ვთქვათ კარიდორით?

2, დაახლოებით თუ იცი, საშუალოდ რამდენს ითხოვენ არქიტექტორები ბინის დაგეგმვაში? (მარტივი პროექტი, 50კვ-ს ფარგლებში). მიახლოებით მაინტერესებს რა, 2000 თუ 5000 თუ უფრო მეტი?

1. ერთმანეთზე მიდგმული თუ იქნება, ის უკვე ერთ შენობად აღიქმება (მითუმეტეს თუ დერეფნით დააკავშირებთ) და უკვე II კლასის შენობის პარამეტრები გამოდის, რომელსაც სამივე სტადია დასჭირდება....
ერთმანეთზე მიდგმული თუარ იქნება კიდე შეიძლება რამე გამოვიდეს, თუმცა ტერიტორიასაც გააჩნია, ფართი რამხელაა, რესურსი როგორია და აშ...

2. არქიტექტორს გააჩნია, არიან ისეთებიც რომლებიც 1 კვ.მ დახაზვაში 10-15 დოლარს იღებენ და ისეთებიც რომლებიც 50-ს...

Posted by: Kobalty 15 Sep 2012, 00:53
IVANICHA
კიდევ და კიდევ მადლობა. smile.gif

Posted by: kedo 21 Sep 2012, 21:27
საპროექტო ხუროთმოძღვარში 10-15 ლარის დარგლებში მერყეობს კვ.მ. თუმცა რაც უფრო დიდ პროექტზეა საუბარი ფასზე შეთანხმება შეიძლება...
* * *
Kobalty
ბატონ ივანიჩას ინფორმაციას ერთი იმას დავამატებ რომ I კლასის ნაგებობას ვერ დაირეგისტრირებ.ჩემი აზრით სრული უაზრობაა მაგრამ კანონია ასეთი

Posted by: frunzika 21 Sep 2012, 22:39
სამედიცინო კლინიკისტვის საჭიროა ვინტილაციის და ელექტროობის პროექტი. კლინიკებისთვის ვინტილაციის ცპეციალური კანონი ყოფილა . ვის მივმართო და რა დაჯდება. ნახაზი არის და კიდევ რაა საჭირო? თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ.

Posted by: kedo 21 Sep 2012, 22:46
frunzika
ვიცნობ პიროვნებებს რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.ძველი სკოლაა.მაგრამ აუტოკადშიც ასრულებენ ნახაზსს როგორც ვიცი

Posted by: frunzika 22 Sep 2012, 08:52
QUOTE
ვიცნობ პიროვნებებს რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.ძველი სკოლაა.მაგრამ აუტოკადშიც ასრულებენ ნახაზსს როგორც ვიცი

პროფესიონალებია საჭირო, ვისაც გაუკეთებია მასეთი პროექტი

* * *
QUOTE
ვიცნობ პიროვნებებს რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.ძველი სკოლაა.მაგრამ აუტოკადშიც ასრულებენ ნახაზსს როგორც ვიცი

როგორ დავუკავშირდე

Posted by: kedo 23 Sep 2012, 18:12
frunzika
მოდი ჯერ მე დავუკავშირდები.დაკავებულია როგორც ვიცი ძალიან და პასუხს უახლოეს მომავალში შეგატყობინებ.გამოცდილებას რაც შეეხება გიპრომეზი თუ გაგიგია სხვა რამის თქმა აღარცაა საჭირო.
* * *
bridgestone
150კვმ-2400ლ 100კვმ-1600 შ.პ.ს ხუროთხმოძღვარი.ერთი ნაკლი ისაა რომ რუსთავშია ეს საპროექტო.
* * *
frunzika
555 51 15 64 ნოდარი მოდებაძე.საპროექტოს დირექტორია და გაგარკვევს ყველაფერში

Posted by: frunzika 24 Sep 2012, 22:54
QUOTE
555 51 15 64 ნოდარი მოდებაძე.საპროექტოს დირექტორია და გაგარკვევს ყველაფერში

დიდი მადლობა

Posted by: HELPme_ 25 Sep 2012, 19:52
frunzika
თვენ დამკვეთი ხართ?
მარტო პროექტი გაინტერესებთ თუ შესრულებაც
მცირე ჩამონათვალს დაგიწერთ შესრლებული სამუშაოების
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო იმუნოლოგიის სამედიცნიერო-პრაქტიკული ცენტრი -პროექტი
"მედის" კლინიკები - პროექტი
უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრი - პროექტი, შესრულება
საუნივერსიტეტო კლინიკა - პროექტი, შესრულება
ენდოკრინოლოგიის ეროვნული ცენტრი - პროექტი, შესრულება
რკინიგზილეთა სახლში მამოლოგიის ცენტრი - პროექტი, შესრულება


user posted imageuser posted imageuser posted image
user posted image
PM შეგეხმიანებოდათ ჩემი თანამშრომელი

Posted by: frunzika 25 Sep 2012, 22:05
QUOTE
მარტო პროექტი გაინტერესებთ თუ შესრულებაც

მარტო პროექტი. 100 კვმ
* * *
QUOTE
PM შეგეხმიანებოდათ ჩემი თანამშრომელი

არ შემხმიანებია, და მაინტერესებს რა დაჯდება თქვენთან 100 კვმ

Posted by: andamat3 27 Sep 2012, 23:45
kedo
QUOTE
I კლასის ნაგებობას ვერ დაირეგისტრირებ.ჩემი აზრით სრული უაზრობაა მაგრამ კანონია ასეთი

ეს რას ნიშნავს, 60 კვ მეტრამდე სახლი თუ ავაშენე, იმაზე საკუთრების უფლება არ მექნება? ოფიციალურად ვერ გავყიდი და რამე?


* * *
ყველაზე იაფად რამდენად გამიკეთებენ 60 კვ მეტრი სახლის პროექტს? საკმაოდ მარტივი პროექტი მინდა.

Posted by: ივანიჩ 28 Sep 2012, 01:09
QUOTE (kedo @ 21 Sep 2012, 21:27 )
I კლასის ნაგებობას ვერ დაირეგისტრირებ.ჩემი აზრით სრული უაზრობაა მაგრამ კანონია ასეთი

პირველად მესმის...
მაგას რომელი კანონი კრძალავს?
ან რეესტრის უარში რა წერია დასაბუთება?


Posted by: Glekhi 28 Sep 2012, 23:09
იმედია ფორუმის წესებს არ ვარღვევ და ამისთვის ადმინისტრატორები არ დამსჯიან . თუ ასეა ბოდიშს ვიხდი და გთხოვთ ეს თემა გადაიტანოთ შესაბამის განყოფილებაში.

დიღომში, მინდა დაახლოებით 300-350M2 ორ სართულიანი სახლის აშენება და მჭირდება პროექტი. გადახურვა მინდა სწორი. ან პარაპეტით დამალული სახურავი. მოკლედ ეს წვეტიანი სახურავები არ მომწონს. თუ ვინმეს რამე მზა პროექტები გაქვთ შემომეხმიანეთ. სასურველია თუ შეხვედრამდე მაჩვენებთ თქვენს პორთფოლიოს. ეზო არის სწორი, 500მ2.

Posted by: ალტერო+ 29 Sep 2012, 02:27
Glekhi

ჩვენ ვაშენებთ და ვაპროექტებთ გვყავს მერიის პროექტებში გამარჯვებული არქიტექტორი

დაგვიკავშირდით

http://forum.ge/?f=7&showtopic=34286121&st=165
პატივისცემით,
კომპანია ,,ალტერო+"
ტელ : 598 10 15 43, 0790 33 00 79
მის: მ.გელოვანის # 3

Posted by: Glekhi 29 Sep 2012, 10:27
ალტერო+ მე მევეძებ მხოლოდ კარგ აქიტექტორს. რომელსაც შეუძლია თავისი პორთფოლიო მანახოს. რის საფუძველზეც მივიღებ გადაწყვეტილებას . მადლობა გამოხმაურებისათვის.

Posted by: CityDesign 29 Sep 2012, 17:42
Glekhi
არქიტექტურის თემაში გადავიტან იქ მეტი ნახავს, თან არსებობს ამისთვის ცალკე თემა

Posted by: Definitely Maybe 21 Oct 2012, 12:31
Glekhi
პმ მოგწერე, თუ კიდევ ეძებ
QUOTE
კარგ აქიტექტორს


Posted by: Pshaveli 22 Oct 2012, 10:04
ბინაში, რომლის საერთო ფართია 90 კვ.მ.(მაქსიმუმ) მინდა კაპიტალური რემონტის გაკეთება. ობიექტი არის თბილისში.
პირველ რიგში მჭირდება გეგმარების ესკიზური პროექტი და მის საფუძველზე შემდეგ მუშა პროექტის დამუშავება(კონსტრუქციული და საინჟინრო ნაწილების გარეშე).
აუცილებელია სამუშაოთა(სამშენებლო და მოსაპირკეთებელი) მოცულობების უწყისის გაკეთებაც.
ვაცხადებ ტენდერს.
შეფასების მთავარი კრიტერიუმებია ფასი, ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია.
გაითვალისწინეთ, რომ შემკვეთი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში არის კომპეტენტური პიროვნება და კონკრეტულად იცის თუ რა უნდა.

Posted by: SaamI 22 Oct 2012, 19:26
Pshaveli
http://www.facebook.com/pages/GBIC/238676122889150?sk=photos_albums

Posted by: ალტერო+ 22 Oct 2012, 23:02
Pshaveli


ბინის პროექტი გადმოგვიგზავნეთ alteroplus@inbox.ru მაილზე და დაგიანგარიშებთ დიზაინისა და სარემონტო ხარჯებს

http://forum.ge/?f=7&showtopic=34286121&st=165
პატივისცემით,
კომპანია ,,ალტერო+"
ტელ : 598 10 15 43, 593 36 80 00
მის: თბილისი, მ.გელოვანის # 3

Posted by: Pshaveli 23 Oct 2012, 10:32
მხოლოდ პროექტის გაკეთება მინდა, მხოლოდ პროექტის...
მერე არ თქვან არქიტექტორებმა საქართველოში საჩვენო სამუშაო არ არისო!

Posted by: ალტერო+ 23 Oct 2012, 13:36
Pshaveli


კი ბატონო დაგვიკავშირდით და მობრძანდით ოფისში გავისაუბროთ

პატივისცემით,
კომპანია ,,ალტერო+"
ტელ : 598 10 15 43, 593 36 80 00
მის: თბილისი, მ.გელოვანის # 3

Posted by: Chincha 24 Oct 2012, 09:41
ვეძებ არქიტექტორს ქობულეთში არსებული სახლის დაშენების და რეკონსრუქციის პროექტის გასაკეთებლად თუ რამეა მომწერეთ პმ-ში

Posted by: kedo 24 Oct 2012, 17:22
IVANICHA
სხვებსაც გაუჩნდათ კითხვა და ბოდიში დაგვიანებისთვის.პირველი კატეგორიის ნაგებობა არ რეგისტრირდება როგორც საცხვრებელი ფართი.რეგისტრირდება როგორც დამხმარე სათავსო.საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება.(ამონაწერს არ მოგცემენ) იქნება მხოლოდ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული სადაც მითითებული იქნება რომ მიწის ნაკვეთზე არის დამხმარე ნაგებობა და არა საცხოვრებელი.მე ასე ვიცი. ბოლომდე ამის არსს ვერ ჩავწვდი მაგრამ...

Posted by: გიო777 26 Oct 2012, 19:21
გამარჯობათ. შემთხვევით ხომ არ გაქვთ ქალაქური პროექტის ბინის აზომვითი ნახაზი. სადაც მითითებული იქნება ზომები ცალ-ცალკე ოთახების (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე)

Posted by: kedo 31 Oct 2012, 19:00
სახოვრებელი კორპუსის სარდაფის პირველი სართულის დამეორის გეგმა ზომებით ხოარ გეგულება სად ვნახო.გუგლში სრულყოფილი ზომებით არაა

Posted by: გიო777 1 Nov 2012, 12:17
შემთხვევით ხომ არ გაქვთ ქალაქური პროექტის 2 ოთახიანი ბინის გეგმა-ნახაზი. სადაც მითითებული იქნება ზომები ცალ-ცალკე ოთახების (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე)

Posted by: ივანიჩ 1 Nov 2012, 18:24
kedo
და რატო?
იქნებ მე საცხოვრებლად მაქვს აშენებული?
60 კვმ სულაც არაა ცოტა.....

Posted by: NLstudio 2 Nov 2012, 17:35
New Line Studio

არქიტექტურული პროექტის მომზადება
კონსტრუქციული პროექტის მომზადება
ლანდშაფტის დიზაინი
ინტერიერის დიზაინი
ავეჯის დიზაინი

------------
17 Barnovi Street
Tbilisi 0108, Georgia
Phone: +995 32 298 33 98
http://www.nlstudio.com.ge


Posted by: lemona7778 3 Nov 2012, 11:18
გამარჯობათ,შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით რა დაკდება ასეთი სახლის აშენება?

Posted by: kedo 3 Nov 2012, 12:21
IVANICHA
აი რატო ეგ ნამდვილად არვიცი.ერთის მხრივ შეღავათი ძალიან დიდია(აქტების წერა,ზედამხედველობასთან ურთიერთობა) მაგრამ...ცხოვრებას არავინ გიკრძალავს.პლიუსი კიდევ ისაა რომ პროექტი წერილობით გადის რაც დროის დიდი ეკონომიაცაა

Posted by: kedo 3 Nov 2012, 12:30
გიო777
ეს თუ გაწყობს...

Posted by: გიო777 5 Nov 2012, 14:16
QUOTE (kedo @ 3 Nov 2012, 12:30 )
გიო777
ეს თუ გაწყობს...

დიდი მადლობა მაგრამ არ წავა ..................................

Posted by: kedo 5 Nov 2012, 15:43
"პრეზიდენტის სასახლის" აშენებამდე მაგ ტერიტორიის სურათი ხომარ გაქვთ ვინმეს?

* * *
გიო777
იქნებუ უფრო ზუსტად თქვა რა ტიპის ბინას ეძებ რა ფართის დაახლოებით?ჩეხური დსკ...თუ რომელი
ეს ე.წ ხრუშოვკა

Posted by: გიო777 8 Nov 2012, 17:06
QUOTE (kedo @ 5 Nov 2012, 15:43 )
"პრეზიდენტის სასახლის" აშენებამდე მაგ ტერიტორიის სურათი ხომარ გაქვთ ვინმეს?

* * *
გიო777
იქნებუ უფრო ზუსტად თქვა რა ტიპის ბინას ეძებ რა ფართის დაახლოებით?ჩეხური დსკ...თუ რომელი
ეს ე.წ ხრუშოვკა

ზუსტად ეგეთი მინდა ოღონდ ქალაქური პროექტის. ხრუშოვკის განლაგებაა მაგრამ ჭერი 2.75 აქ. 8 სართულიანებია. ბევრია თბილისში

Posted by: kedo 8 Nov 2012, 22:55
გიო777
იქნებ თქვა რისთვის გინდა თორემ ვერ გავიგე.თუ ეს გეგმაა სართულის სიმაღლეს რა აზრი აქვს.

Posted by: გიო777 9 Nov 2012, 12:28
QUOTE (kedo @ 8 Nov 2012, 22:55 )
გიო777
იქნებ თქვა რისთვის გინდა თორემ ვერ გავიგე.თუ ეს გეგმაა სართულის სიმაღლეს რა აზრი აქვს.

დაგეგმვა მინდა ვირტუალურად და დიზაინის გაკეტება. სართულს არ აქვს მნიშვნელობა. 8 სართულიანია თქო მიგანიშნე ქალაქური კორპუსი რომელია თქო. შენ რომ დადე ნახაზები ი
სეთი მინდა ოღონდ ქალაქური პროექტის 2 ოთახიანის. გავს ხრუშოვის 2 ოთახიანს

Posted by: actoria 9 Nov 2012, 18:28
გამარჯობათ, ჩაინიკურ კითხვას ვსვამ მაგრამ იქნებ ვინმემ ამიხსნათ დაკვალვა რას ნიშნავს და რისთვის არის საჭირო?

Posted by: kedo 9 Nov 2012, 18:35
actoria
• მიწის ნაკვეთის კუთხის წერტილების ადგილზე იდენტიფიცირება

• გრძივი და განივი პროფილების ადგილზე იდენტიფიცირება

• საპროექტო შენობა-ნაგებობების ღერძების ადგილზე იდენტიფიცირება

Posted by: Definitely Maybe 9 Nov 2012, 23:48
kedo
: ) ცოტა რთულად ვერ აუხსენი?

actoria
რაც ნახაზზე გიახაზია იმის გადატანა სამშენებლო ტერიტორიაზე. ეგაა და ეგ. : )

Posted by: kutcha 10 Nov 2012, 11:49
მაინტერესებს ღობის ფოტომონტაჟს სად აკეთებენ და რა ჯდება

Posted by: kedo 10 Nov 2012, 13:23
Definitely Maybe
ხო მარტივად გამომივიდა

Posted by: actoria 10 Nov 2012, 22:07
QUOTE
ხო მარტივად გამომივიდა

დაკვალვას ჯობდა biggrin.gif
გამოდის მთლიანად პროექტს და ნახაზებს ეხება. მაშინ იცით რა მაინტერესებს სამეზობლო მიჯნების ზუსტი დადგენა როგორ ხდება? აი ზუსტად რომ განისაზღვროს ფართობი ნაკვეთის. ცოტა ხნის წინ მიწა ვიყიდეთ და 300 კვადრატულია აზომვითი ნახაზითაც და ყველაფრით და ადგილზე ცოტა ნაკლებია. როგორც მითხრეს ღობე არის არასწორად გაკეთებული და ახლა რომ გავასწორო არ მინდა მეზობელთან უთანხმოება და მაინტერესებს რაიმე თუ არის ამონაწერის და საკადასტრო გეგმის გარდა საჭირო

Posted by: SaamI 10 Nov 2012, 22:50
lemona7778
QUOTE
გამარჯობათ,შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით რა დაკდება ასეთი სახლის აშენება?

საშუალოდ 700$ კვ. მ. დასრულებული.

Posted by: kedo 11 Nov 2012, 12:47
actoria
ჯპს ით უნდა დაზუსტდეს კოორდინატები.გირჩევ სტაციონალური ჯპს ით დააზუსტო ბევრად ნაკლები ცდომილებაა.ხელის ჯპსით რომ კეთდება ცდომილება გაცილებით დიდია და ხშირად ხდება გადაფარვა(შენი და მეზობლის ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს).მიწა სადაც გაქვს მიდი იქ და შეიძლება თვითონ აკეთებენ საკადასტრო აზომვებს და გადაფარვის საფრთხეც ნაკლები იქნება.მე გარდაბანთან მქონია შეხება ძირითადად და ძალიან არეული სიტუაციაა.სისტემური რუკები უაზროდაა მიბმული ერთმანეთზე ზოგი გზებზე გადადის და ა.შ. მოკლედ თვითონ იმ რაიონის მიწათმოწყობის სამსახურში გააკეთებინო ჯობს ყველაფერს.ცოტა მეტი დაგიჯდება მაგრამ მერე ტვინის ბურღი ნაკლები იქნება

Posted by: actoria 11 Nov 2012, 13:49
QUOTE (kedo @ 11 Nov 2012, 12:47 )
actoria
ჯპს ით უნდა დაზუსტდეს კოორდინატები.გირჩევ სტაციონალური ჯპს ით დააზუსტო ბევრად ნაკლები ცდომილებაა.ხელის ჯპსით რომ კეთდება ცდომილება გაცილებით დიდია და ხშირად ხდება გადაფარვა(შენი და მეზობლის ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს).მიწა სადაც გაქვს მიდი იქ და შეიძლება თვითონ აკეთებენ საკადასტრო აზომვებს და გადაფარვის საფრთხეც ნაკლები იქნება.მე გარდაბანთან მქონია შეხება ძირითადად და ძალიან არეული სიტუაციაა.სისტემური რუკები უაზროდაა მიბმული ერთმანეთზე ზოგი გზებზე გადადის და ა.შ. მოკლედ თვითონ იმ რაიონის მიწათმოწყობის სამსახურში გააკეთებინო ჯობს ყველაფერს.ცოტა მეტი დაგიჯდება მაგრამ მერე ტვინის ბურღი ნაკლები იქნება

მადლობა რჩევისთვის. აუცილებლად გავარკვევ, ნამდვილად არ მინდა უაზრო დავები მეზობელთან

Posted by: JPEG 20 Nov 2012, 21:41
აივნის პროექთი წარსადგენად უეჭველი არქიტექტორმა უნდ აგააკეთოს, რთულია მე ვერგავაკეტებ? სამაგალითო რამეს ვერ მომცემთ , თვითონაც ინჯინერივარ ოდნავ სხვა პროფილით უბრალოდ

Posted by: zika083 1 Dec 2012, 01:09
გამარჟობათ, რა მინატერესებს მინდა საძინებლიდან პატარა კარების ამოჭრა საშრობი(სუშილკა)––ის ჩემი ნახევარი, რომ მივიერთო და როგორც მითხრეს არავინ მაგის ნებართვას არ მოგცემსო არის შანსი რო გამიშვან??? ნახევარს აქვს შემდეგნაირად გაკეთებული საძინებლის ფანჯარა მოხსნილი აივანი მოშენებული ისე, რომ აივნის ნახევარი გადადის საშრობზეც და გარედან შესასვლელი, როგორც მითხრეს ზედამხედველობის საქმეა მართალია? თქვენ რას ფიქრობთ? და ზოგადად როგორ ან სად დავაზუსტო რომელი კედელია საყრდენი და რომელი არაა?

Posted by: kedo 1 Dec 2012, 11:23
zika083
გაშვების შანსი არის,მაგრამ ძალიან მცირე.ეგ მერიის სამსახურში უნდა გაარკვიო... უფლების მოცემა არმოცემა მერიის საქმეა.ზედამხედველობა იმ შემთხვევაში ჩაერევა თუ უნებართვოდ გააკეთებ რამეს ან პროექტიდან გადაუხვევ.მზიდი კედელი უნდა ანახო ვინმე მაგ სფეროში გარკვეულს.ნუ ერთი ისაა რომ 300-400მმ ზე ნაკლები არიქნება. ღიობის ჩაჭრა მზიდშიც შეიძლება, მოჩარჩოების შემთხვევაში.გააჩნია რომელი სართულია და რა ზომაზე ჭრი.მაგრამ რაცარუნდა იყოს კონსტრუქტორის გარეშე არაფერი გააკეთო,შეიძლება სახლი ჩამოინგრეს.
* * *
JPEG
დავიწყოთ იმით რომ ჯერ მერიასთან უნდა შეთანხმდე მოგცემენ თუ არა მაგ ადგილას აივნის მოწყობის უფლებას.მერე დაგჭირდება მონტაჟი-- საკადასტრო,საჯაროს ამონაწერი,(საჯარო რეესტრის საიტზეა ესენი)--განმარტებითი ბარათი,კონსტრუქციული დასკვნა(ამას კონსტრუქტორი ჩირდება რომელიც ხელს მოაწერს)--არსებულის გეგმა-საპროექტო აივნის გეგმა--ფასადები--ჭრილი--კონსტრუქციული ნაწილი.ხო კიდევ წითელი ხაზები უნდა დაიტანო ნახაზებზე...ბოლოს რომელიმე საპროექტო დაგჭირდება ვინც ბეჭედს დაარტყამს. მგონი არაფერი გამომრჩა

Posted by: CityDesign 1 Dec 2012, 14:35
QUOTE (kedo @ 1 Dec 2012, 11:23 )

JPEG
დავიწყოთ იმით რომ ჯერ მერიასთან უნდა  შეთანხმდე მოგცემენ თუ არა მაგ ადგილას აივნის მოწყობის უფლებას.მერე დაგჭირდება მონტაჟი-- საკადასტრო,საჯაროს ამონაწერი,(საჯარო რეესტრის საიტზეა ესენი)--განმარტებითი ბარათი,კონსტრუქციული დასკვნა(ამას კონსტრუქტორი ჩირდება რომელიც ხელს მოაწერს)--არსებულის გეგმა-საპროექტო აივნის გეგმა--ფასადები--ჭრილი--კონსტრუქციული ნაწილი.ხო კიდევ წითელი ხაზები უნდა დაიტანო ნახაზებზე...ბოლოს რომელიმე საპროექტო დაგჭირდება ვინც ბეჭედს დაარტყამს. მგონი არაფერი გამომრჩა

სანამ მონტაჟს არ გააკეთებს არავინ ეტყვის მისცემენ თუ არა უფლებას, ასე მარტივად რომ იყოს რაღა გგვიჭირს smile.gif

Posted by: kedo 1 Dec 2012, 15:36
CityDesign
ხომ შეიძლება ისეთი ადგილი იყოს სადაც არანაირ აივანზე აძლევენ უფლებას.ამის სხვადასხვა მიზეზები არსებობს და ეტყვიან პასუხს.მონტაჟი დასჭირდება თავისთავად შემდეგ.უბრალოდ თუნდაც მონტაჟზე რომარ იწვალოს ტყუილად მაგიტომ უნდა გაარკვიოს.ახლა გადავხედე და თავიდან ცოტაარიყოს ცუდად ამიხსნია smile.gif

Posted by: juzi_juzi 4 Dec 2012, 23:43
გამარჯობა!
მაქვს სამოსახლო ნაკვეთი... დაწყებულია სახლის მშენებლობა... ფუნდამენტი ჩასხმულია და ამოყვანილ-დახურულია ნახევარსარდაფი 12X12-ზე...
მინდა ერთი სართული დავაშენო ან სართულნახევარი... ოღონდ არა მანსარდით... მსურს ბრტყელი გადახურვით... პატარა და ლამაზი სახლი მინდა იყოს... ვიზუალურად ვერ ჩამოვყალიბებურავ როგორი მინდა ზუსტად... ამიტომაც თუ რამე ვარინტები გაქვთ PM-ში მანახეთ ან გნებავთ აქვე დაპოსტეთ smile.gif თუ საჭირო იქნება ფოტოს დავდებ ნახვერსარდაფისას... smile.gif

Posted by: ივანიჩ 5 Dec 2012, 17:42
QUOTE (juzi_juzi @ 4 Dec 2012, 23:43 )
გამარჯობა!
მაქვს სამოსახლო ნაკვეთი... დაწყებულია სახლის მშენებლობა... ფუნდამენტი ჩასხმულია და ამოყვანილ-დახურულია ნახევარსარდაფი 12X12-ზე...
მინდა ერთი სართული დავაშენო ან სართულნახევარი... ოღონდ არა მანსარდით... მსურს ბრტყელი გადახურვით... პატარა და ლამაზი სახლი მინდა იყოს... ვიზუალურად ვერ ჩამოვყალიბებურავ როგორი მინდა ზუსტად... ამიტომაც თუ რამე ვარინტები გაქვთ PM-ში მანახეთ ან გნებავთ აქვე დაპოსტეთ smile.gif თუ საჭირო იქნება ფოტოს დავდებ ნახვერსარდაფისას... smile.gif

თუ უკვე უნებართვოდ დაწყებული გაქვთ მშენებლობა, რანაირი პროექტიც არ უნდა შეადგინოთ, შესაბამისი ჯარიმის გადახდის გარეშე ვერ შეათანხმებთ wink.gif

Posted by: juzi_juzi 6 Dec 2012, 12:32
IVANICHA
QUOTE
შესაბამისი ჯარიმის გადახდის გარეშე ვერ შეათანხმებთ

თავის დროზე როცა დავიწყე ნებართვაც რომ მქონდა და პროექტიც (ეხლა ძველ პროექტს ვადა გაუვიდა)... ამ შემთხვევაშიც?

Posted by: ივანიჩ 6 Dec 2012, 13:59
juzi_juzi
მაშინ ახალი ნებართვა დაგჭირდებათ და მანამდე კიდე შეთანხმებული პროექტის კორექტირება

Posted by: juzi_juzi 6 Dec 2012, 14:46
IVANICHA
QUOTE
მაშინ ახალი ნებართვა დაგჭირდებათ და მანამდე კიდე შეთანხმებული პროექტის კორექტირება

და ამიტომაც მჭირდება ჯერ ეკიზი... და შემდეგ მოწონებული ესკიზის ახალი პროექტი... smile.gif თორემ ძველი პროექტით 4 სართულიანი უნდა აშენებულიყო smile.gif

Posted by: SaamI 6 Dec 2012, 23:33
juzi_juzi
QUOTE
და ამიტომაც მჭირდება ჯერ ეკიზი... 

დაურეკეთ 555 38 29 21 - ანა.
ადგილზე აირჩევთ სტილს. ეტყვით რა გეგმარება გჭირდებათ და იმის მიხედვით გაგიკეთებენ პროექტს.
თან იქონიეთ ფუნდამენტისა და სარდაფის გეგმა.

Posted by: nzaro 13 Dec 2012, 21:00
რეაკრიაციულ ზონაში რისი აშენება შეილება ?

მოდერ თუ არასწორე გავხსენი გადაიტანე sad.gif

Posted by: CityDesign 14 Dec 2012, 21:25
NZaro
პირველ რიგში გთხოვთ კითხვა შესაბამის თემაში დასვათ.
რაც შეეხება თვითონ კითხვას, სარეკრეაციო ზონაში მშენებლობასთან დაკავშირებით, საცხოვრებელ ობიექტს ვერ ააშენებთ, თუ საზოგადოებრივი ობიექტები გაინტერესებთ :

სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა). აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა:
ა) განათების;
ბ) სარწყავი სისტემის;
გ) სარეკლამო ბილბორდის;
დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტის.


სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.
მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0,2.


სარეკრეაციო ზონა-3 (რზ-3) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.
ზონისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად დგინდება:
ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0.3;
ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი (კ-3) - 0,5;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) -1,0.

Posted by: moonlight 22 Dec 2012, 20:29
გამარჯობა .
ხალხნო ვინც კომპეტენტურებიხართ მიპასუხეთ, რა შეილება კაცმა მოიმოქმედოს, როდესაც:
გინდა იყიდო ნაკვეთის ნაწილი(ვიცი ეს არ არის პრობლემა დააკადასტრებ ცალკე მიწად და კოდიც მიენიჭება)
მე მაინტერესებს ამ მიწის ნაკვეთის-
- სამშენებლოდ გამოყენების პირობები
ანუ წინასწარ მინდა ვიცოდე ამ ადგილზე(მიწაზე) როგორ შეიძლება აშენდეს,
უფრო სწორად კი რა მანძილზე (წითელი ხაზიდან)და რა მონაკვეთზე, ზოგადად ვიცი რომ შეიძლება სახლის აშენება მაგრამ როგორ?
ანუ ჩემთვის მთავარი კითხვაა -წითელი ხაზიდან რა მანძილზე მომცემენ ნებართვას...
ამისთვის შესაბამისი სამუშაო დაახლ 10 დღიანი როგორც მერიის საიტზეა აღნიშნული 100 ლარი ჯდება მაგრამ მე
მაინტერესებს ჯერ კიდევ გაუყოფელ(მისი გაყოფა არ გაყოფა სწორედ ნებართვის შინაარსზეა დამოკიდებული)
ნაკვეთზე და ეს პროცედურულად როგორ მოხერხდება?
ანუ "წარმოსახვით ნაკვეთზეა"ფაქტიურად საუბარი.
ვინმეს თუ შეუძლია ამ საკითხებში ჩახედულს გამომეხმაუროს
გმადლობთ.

Posted by: ივანიჩ 22 Dec 2012, 22:58
QUOTE (moonlight @ 22 Dec 2012, 20:29 )
გამარჯობა .
ხალხნო ვინც კომპეტენტურებიხართ მიპასუხეთ, რა შეილება კაცმა მოიმოქმედოს, როდესაც:
გინდა იყიდო ნაკვეთის ნაწილი(ვიცი ეს არ არის პრობლემა დააკადასტრებ ცალკე მიწად და კოდიც მიენიჭება)
მე მაინტერესებს ამ მიწის ნაკვეთის-
- სამშენებლოდ გამოყენების პირობები
ანუ წინასწარ მინდა ვიცოდე ამ ადგილზე(მიწაზე) როგორ შეიძლება აშენდეს,
უფრო სწორად კი რა მანძილზე (წითელი ხაზიდან)და რა მონაკვეთზე, ზოგადად ვიცი რომ შეიძლება სახლის აშენება მაგრამ როგორ?
ანუ ჩემთვის მთავარი კითხვაა -წითელი ხაზიდან რა მანძილზე მომცემენ ნებართვას...
ამისთვის შესაბამისი სამუშაო დაახლ 10 დღიანი როგორც მერიის საიტზეა აღნიშნული 100 ლარი ჯდება მაგრამ მე
მაინტერესებს ჯერ კიდევ გაუყოფელ(მისი გაყოფა არ გაყოფა სწორედ ნებართვის შინაარსზეა დამოკიდებული)
ნაკვეთზე და ეს პროცედურულად როგორ მოხერხდება?
ანუ "წარმოსახვით ნაკვეთზეა"ფაქტიურად საუბარი.
ვინმეს თუ შეუძლია ამ საკითხებში ჩახედულს გამომეხმაუროს
გმადლობთ.

ქალაქგეგმარებით დასკვნაზე შეავსეთ იმავე საიტზე და მოთხოვნაში ზუსტად ჩაწერეთ რისი გაკეთება გინდათ....
5 სამუშაო დღეში გექნებათ პასუხი

Posted by: bakari_777 30 Dec 2012, 12:04
5000 კვადრატული მეტრი ღვინის ქარხნის პროექტის სრული პაკეტის გაკეთება მინდა. არქიტექტურა, კონსტრუქცია, გეოდეზია, წყალმომარაგება,ვენტილაცია, ელექტროობა და ხარჯთაღრიცხვა. რა დამიჯდება?

Posted by: KORDZAA 30 Dec 2012, 17:26
QUOTE (bakari_777 @ 30 Dec 2012, 12:04 )
5000 კვადრატული მეტრი ღვინის ქარხნის პროექტის სრული პაკეტის გაკეთება მინდა. არქიტექტურა, კონსტრუქცია, გეოდეზია, წყალმომარაგება,ვენტილაცია, ელექტროობა და ხარჯთაღრიცხვა. რა დამიჯდება?

პირველ რიგში უნდა გაკეთდეს პროექტი ესკიზის დონეზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში გაკეთდება ყველა დანარჩენი პოზიცია.

Posted by: Definitely Maybe 30 Dec 2012, 17:37
რა შუაშია აქ ესკიზი,კაცს ფასი აინტერესებს. bakari_777 მთავარი ტექნოლოგია გამოგრჩა : ) ასე 10-15 ლარი ალბათ კვადრატული. რა თქმა უნდა შეიძლება 5 ლარიანი არქიტექტორიც ნახო : )

Posted by: KORDZAA 30 Dec 2012, 17:53
QUOTE (Definitely Maybe @ 30 Dec 2012, 17:37 )
რა შუაშია აქ ესკიზი,კაცს ფასი აინტერესებს. bakari_777 მთავარი ტექნოლოგია გამოგრჩა : ) ასე 10-15 ლარი ალბათ კვადრატული. რა თქმა უნდა შეიძლება 5 ლარიანი არქიტექტორიც ნახო : )

თუ პროექტი არ გაკეთდა, ხარჯთაღრიცხვა ვერ გაკეთდება smile.gif) ეგ არის აქსიომა tongue.gif

Posted by: Definitely Maybe 30 Dec 2012, 18:00
KORDZAA
თუ არ ვცდები აქ პროექტის ფასზეა ლაპარაკი და არა მშენებლობის ხარჯებზე

Posted by: Lex 30 Dec 2012, 21:50
მერიის უფასო პროექტები რომაა ეგენი ნებისმიერ ადგილას შეიძლება აშენდეს თბილისში თუ როგორ არის ეგ ამბავი ?


http://tas.ge/?p=iframe&id=1

Posted by: ივანიჩ 2 Jan 2013, 17:36
QUOTE (Lex @ 30 Dec 2012, 21:50 )
მერიის უფასო პროექტები რომაა ეგენი ნებისმიერ ადგილას შეიძლება აშენდეს თბილისში თუ როგორ არის ეგ ამბავი ?

არა ყველას არ ერგება
ზოგი რელიეფზეა გათვლილი ზოგი დიდ კვადრატულიან მიწის ნაკვეთზე და აშ
ეგ წინასწარ უნდა დააზუსტო

Posted by: Lex 2 Jan 2013, 19:02
IVANICHA

და საერთოდ რა ჯდება პროექტის გაკეთება მიახლოებით ?


Posted by: ივანიჩ 2 Jan 2013, 21:59
QUOTE (Lex @ 2 Jan 2013, 19:02 )
და საერთოდ რა ჯდება პროექტის გაკეთება მიახლოებით ?

მაგ პროექტების მიხედვით სახლის აშენება ძვირი გამოდის...
ისე ინდ საცხოვრებელი სახლის პროექტის გაკეთება კონკრეტულ არქიტექტორზეა დამოკიდებული - საშუალოდ იანგარიშე 10-15 დოლარი კვადრატულ მეტრზე
თუმცა შესაძლებელია იაფიანიც შეგხვდეს მაგრამ ხარისხი სავარაუდოდ არ იქნება კარგი...დამტკიცებისას ხარვეზები ექნება, რაღაც გამორჩება პროექტში და აშ

Posted by: LEON_ 3 Jan 2013, 01:33
გამარჯობათ გილოცავთ ახალ წელს .

მაენტერესებს თბილისში ზოგიერთ ბინებს რატომ ჰქვია ეგრეწოდებული ჩეხური პროექტის ბინები ?

ერთმა პიროვნებამ მითხრა რო სინამდვილეში ეგ ჩეხური ბინები ყავლაშვილის პროექტი არისო .

ხალხი ერთმანეთისგან მკაფიოდ ანსხვავებს ჩეხურს და ყავლაშვილის პროექტის ბინებს და რატომ შეერქვა ჩეხური ? მე რამდენადაც ვიცი მსგავსი პროექტის ბინები ჩეხეთის დედაქალაქში პრაღაში არაა smile.gif

http://pix.ge/

Posted by: temart 5 Jan 2013, 19:05
nindarsk
QUOTE
აბა ნახეთ www.indproject.com

მისამართი შეიცვალა www.indproject.itnovations.ge

Posted by: Breaky 5 Jan 2013, 23:51
ვეძებ არქიტექტორს კერძო სახლის ასაშენებლად. სასურველია, რომ ნამუშევრებიც ვნახო.
რაღაცნაირი ტენდენციაა დღეს, რა პროექტებსაც არ ვნახულობ, 95%-ს ბრტყელი გადახურვა აქვთ (საქართველოს და ქართველი არქიტექტორების ნამუშევრებს ვგულისხმობ).
მე დახრილი სახურავი მინდა (არ ვიცი რა ქვია მაგას). ხოდა ნამუშევრებიც, რომლებსაც ვნახავ, შესაბამისად სასურველია დახრილი გადახურვით იყოს.
არ ვიცი, შეიძლება მე ევრ ვნახულობ კარგად biggrin.gif

Posted by: temart 6 Jan 2013, 15:11
Breaky
QUOTE
მე დახრილი სახურავი მინდა (არ ვიცი რა ქვია მაგას).

დათბუნებული სახურავი ჰქვია თავისი მაღალი თბოსაიზოლაციო თვისების გამო,მეც ასეთი სახურავების მომხრე ვარ საქართველოში,შედი ჩემს საიტზე დაათვალიერე.www.indproject.itnovations.ge

Posted by: Definitely Maybe 6 Jan 2013, 16:04
temart
QUOTE
მაღალი თბოსაიზოლაციო თვისები

ბრტყელ სახურავს ვერ ექნება?

Posted by: JPEG 6 Jan 2013, 18:16
შენობის არქიტექტორი ვინაა როგორ გავიგო ისიც კიარვიცი რა კომპანია აშენებდა, სად ვიკოთხო მერიასი მეტკივან?
ნებართვაზე მომთხოვეს არქიტექტორის ნებარტვაც და ვთქვათ არაა ამჯამად ქვეკანაში არქიტექტორი უნდა ველოდო?

Posted by: KORDZAA 13 Jan 2013, 13:40
QUOTE (JPEG @ 6 Jan 2013, 18:16 )
შენობის არქიტექტორი ვინაა როგორ გავიგო ისიც კიარვიცი რა კომპანია აშენებდა, სად ვიკოთხო მერიასი მეტკივან?
ნებართვაზე მომთხოვეს არქიტექტორის ნებარტვაც და ვთქვათ არაა ამჯამად ქვეკანაში არქიტექტორი უნდა ველოდო?

მერიაში დარეკე ცხელ ხაზზე და გეტყვიან ყველაფერს ან მიაკითხეთ იუსტიციის სახლში შესასვლელში შეგაწუხებენ იმდენნი არიან biggrin.gif

Posted by: NewsAvatar 18 Jan 2013, 13:47
user posted image



როგორც ვიცი ასეთი ნახაზი ძვირი ჯდება.. ეს მე გავაკეთე , დაახლოებით ესეთია საპროექტო ნახაზი..
მაღაზიაა სადაც უნდა ამოიჭრას ფანჯარა და ჩაისვას შუშა, ზემოდან კი ჟალუსით დაიფარება...
ამ ნახაზს კიდე რაღაცეები აკლია,მაგალითად ზომები,და სხვა რამ კიდე,იქნებ მითხრათ რაა..
ან ვინმეს თუ ნიმუში მომაწოდეთ და მის მიხედვით გევაკეთებ..
მადლობა წინასწარ 2kiss.gif war.gif

Posted by: JPEG 18 Jan 2013, 21:36
KORDZAA
იუსტიიცის სახლის წინ აზომვითი ნახაზები და რამეა , მე კიდე იმენა ის მწირდება ჩემი სახლი ვინც დააპროექტა sad.gif
NewsAvatar
მაღაზიაზე არვიცი მაგრამ აივანი გამიკეტეს მე და კარგადაც გამოვიდა ვიცი კვლაფერისად რა როგორ და აგიხსნი დაკონკრეტე რაგინდა და ........
ზომების დაწერასაც დიდი არაფერი არუნდა გამოიტანე წიტელი ხაზები დააწერე და ეგაა smile.gif სხვა თუ რამე გინდა რაცშეიძლება კონკრეტული კითხვა დასვი და შევეცდები დაგეხმარო

Posted by: NewsAvatar 18 Jan 2013, 23:24
JPEG
რამდენი სანტიმეტრია დაშვებული ცდომილება?

Posted by: JPEG 19 Jan 2013, 09:57
ცდომილება ასე არ რეგულირდება მგონი წიტელ ზონას არ უნდა გასცდე და შუშა ერთიორი სანტიმეტრით თუ შეგეშალა არავინ არაფერს გეტკვის , და ნორმალურად ვერ ზომავ თუ რაპრობლემაა?

Posted by: NewsAvatar 19 Jan 2013, 11:35
JPEG
არა უბარლოდ სიზუსტე ძნელია. მაშინ წინასწარ უნდა გაამზადო ჩააშენო და მერე აზომო biggrin.gif
რაღაც მაღაზიაა და ექსპერტ არქიტექტორებს ხომ არ მოვიწვევ რომ ზუსტად გამოითვალონ ყველაფერი...

Posted by: kedo 20 Jan 2013, 19:48
NewsAvatar
10 სანტიმეტრია მშენებლობაში ცდომილება დაშვებული.ეს უფრო გაბარიტულ ზომებს ეხება.

Posted by: telod 20 Jan 2013, 20:15
მოგესალმებით!
მეც მინდა საკუთარი სახლის აშენება 200-დან 250 კვ.მ-მდე და ძალიან ბევრი ვირბინე სხვადასხვა საპროექტოებში და ვკითხულობდი ფასებს პროექტზე 1კვ.მ ფასი დაახლოებით 10-15$ მითხრეს უმრავლეს საპროექტოებში, მაგრამ არიან საპროექტოები რომლებიც 5-7$ დოლარად აკეტებენ თავისი შეთანხმებით და გეოლოგიური დასკვნით. მაგრამ რაც შეეხება მშენებლობას თეთრ კარკასზე სხვადასხვა ფასებია დაახლოებით 250-350$ მდე. მაგრამ როგორც გამოცდილ ხალხმა მითხრეს, თუ კომპანიას არ დაიქირავებ შეიძლება ფასმა 180-200 $ დაიწიოს 1 კვ.მ-ზე.
მაინტერესებს თქვენი აზრიც იგივეზე.
* * *
არსებობს უცხოური საიტებიც სადაც არის სახლს პროექტები და თუ შეუკვეთავ აღნიშნულ პროექტს ფასიც უწერიათ რამდენი დაჯდება პროექტირება. და როგორც შევადარე საქართევლოს ფასებს აქ როგორც ყოველთვის ძალიან ძვირს აფასებენ,ნამუშევრებზეც ვერ დარჩები ძალიან მოხიბლული, არადა გენიოსებად მოაქვთ თავი ჩვენ არქიტექტორებს, რათქმაუნდა ეს ყევლას არ ეხება მაგრამ არის ასეთი არქიტექტორებიც

Posted by: NewsAvatar 20 Jan 2013, 21:40
QUOTE (kedo @ 20 Jan 2013, 19:48 )
NewsAvatar
10 სანტიმეტრია მშენებლობაში ცდომილება დაშვებული.ეს უფრო გაბარიტულ ზომებს ეხება.

ოკ კაი მიშინ მივიღებ შეკვეთებს ნახევარ ფასსში lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: SaamI 20 Jan 2013, 22:38
telod
QUOTE
არსებობს უცხოური საიტებიც სადაც არის სახლს პროექტები და თუ შეუკვეთავ აღნიშნულ პროექტს ფასიც უწერიათ რამდენი დაჯდება პროექტირება. და როგორც შევადარე საქართევლოს ფასებს აქ როგორც ყოველთვის ძალიან ძვირს აფასებენ,ნამუშევრებზეც ვერ დარჩები ძალიან მოხიბლული, არადა გენიოსებად მოაქვთ თავი ჩვენ არქიტექტორებს, რათქმაუნდა ეს ყევლას არ ეხება მაგრამ არის ასეთი არქიტექტორებიც

1. სტანდარტული, პროექტები აქაც იაფია. აგერ მერიას სულ (თითქმის უფასოდ) აქვს. აარჩიე და გაჩუქებენ. ოღონდ უნდა იცოდეთ რომ როგორც მერიის ისე მაგ საიტების პროექტებიც მხოლოდ ესკიზური პროექტებია, მაგათ ბოლომდე დამუშავაებას კიდევ ბევრი რამ და შესაბამისი თანხა ჭირდება.
QUOTE
მაგრამ რაც შეეხება მშენებლობას თეთრ კარკასზე სხვადასხვა ფასებია დაახლოებით 250-350$ მდე. მაგრამ როგორც გამოცდილ ხალხმა მითხრეს, თუ კომპანიას არ დაიქირავებ შეიძლება ფასმა 180-200 $ დაიწიოს 1 კვ.მ-ზე.

არ დაიჯეროთ.
1. იკითხეთ რომელ ფართზეა საუბარი, შიგა ფართზზე თუ გარე ფართზე. მანდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა, განსაკუთრებით აივნებიც თუ მიგიმატეს. ზოგი სახურავის ფართსაც ამატებს.
2. იკითხეთ რა მასალისგან გიშენებენ კედლებს და რა სისქით. როგორ ფუნდამენტს უკეთებენ და ასე შემდე კიდეგ მრავალი წვრილმანი
3. ეს პოსტები ნახეთ. თან რამდენადაც ვხვდები მაგ პიროვნებამ თითქმის ყველაფერზე თვითონ იწვალა.
http://forum.ge/?showtopic=34183131&view=findpost&p=34064606
http://forum.ge/?showtopic=34183131&view=findpost&p=34068297

Posted by: VTEC 25 Jan 2013, 14:51
გაუმარჯოს!
ხრუშოვკის სამოთახიანის გეგმა სად შეიძლება ვნახო?
ოთახების ზომები მაინტერსებს

Posted by: MSN 29 Jan 2013, 04:06
მჭირდება ყურძნის ღვინო მასალად გადამამუშავებელი ქარხნის დაპროექტება 200 ტონაზე.
ასევე საწარმოო დანიშნულების სიმძლავრეების შერჩევა.

ვის მივმართო???

Posted by: tigeona 29 Jan 2013, 04:40
MSN

აქ რამ მოგიყვანა მერე შე დალოცვილო biggrin.gif

ბიზნესში და ეკონომიკაში უნდა დაგეპოსტა biggrin.gif

Posted by: JPEG 29 Jan 2013, 22:48
ჩემი ბინის აქრქიტექტორი ვინაა როგორ გავიგო? ახალი აშენებულიაა

Posted by: Breaky 29 Jan 2013, 23:25
გეოლოგია+ტოპო+კონსტრუქცია+არქიტექტურა

რა არის დღეს ამათი ფასი? კვადრატულის მიხედვით ანგარიშობენ?

Posted by: ივანიჩ 30 Jan 2013, 00:07
JPEG
ამხანაგობის თავმჯდომარეს ჰკითხე და მაგას ეცოდინება wink.gif
-----------------------------------------------------------------------

Posted by: Definitely Maybe 30 Jan 2013, 00:21
MSN
QUOTE
მჭირდება ყურძნის ღვინო მასალად გადამამუშავებელი ქარხნის დაპროექტება  200 ტონაზე. ასევე საწარმოო დანიშნულების სიმძლავრეების შერჩევა. ვის მივმართო???

არქიტექტორს : )

Breaky
QUOTE
გეოლოგია+ტოპო+კონსტრუქცია+არქიტექტურარა არის დღეს ამათი ფასი? კვადრატულის მიხედვით ანგარიშობენ?

გააჩნია მოცულობას. ჩეჩმაა თუ აეროპორტი?

Posted by: Breaky 30 Jan 2013, 21:39
Definitely Maybe

მაგალითად კერძო სახლი, 2 სართულიანი, ყოველგვარი პეროების და ფოიფოის გარეშე. ვთქვათ, 300 კვ.მ. საერთო ფართი ორივე სართულზე ერთად.
ასევე ავტოფარეხით და სარდაფით.


ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან მხოლოდ არქიტექტურის ფასი რა არის, ეგეც მაინტერესებს.

Posted by: KORDZAA 30 Jan 2013, 23:00
QUOTE (Breaky @ 30 Jan 2013, 21:39 )
Definitely Maybe

მაგალითად კერძო სახლი, 2 სართულიანი, ყოველგვარი პეროების და ფოიფოის გარეშე. ვთქვათ, 300 კვ.მ. საერთო ფართი ორივე სართულზე ერთად.
ასევე ავტოფარეხით და სარდაფით.


ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან მხოლოდ არქიტექტურის ფასი რა არის, ეგეც მაინტერესებს.

ჩემი პროექტირების ფასია 1კვ = 10$ . პროექტის შეთანხმების შემდეგ კეთდება ხარჯთაღრიცხვა. ამის შემდეგ გეცოდინება საბოლოო ფასი. თუ დაინტერესდები მომწერე პირადში.

Posted by: 088 30 Jan 2013, 23:13
KORDZAA
QUOTE
ჩემი პროექტირების ფასია 1კვ = 10$


რა შედის შენს ფასში შეგიძლია დეტალურად დაუწერო?

Posted by: KORDZAA 30 Jan 2013, 23:24
QUOTE (088 @ 30 Jan 2013, 23:13 )
KORDZAA
QUOTE
ჩემი პროექტირების ფასია 1კვ = 10$


რა შედის შენს ფასში შეგიძლია დეტალურად დაწერო?

არქიტექტურული სამშენებლო ნახაზების სრული პაკეტი, კონსტრუქციული ნახაზები (ხარჯთაღრიცხვის გარდა).

Posted by: 088 31 Jan 2013, 01:01
KORDZAA
QUOTE
არქიტექტურული სამშენებლო ნახაზების სრული პაკეტი, კონსტრუქციული ნახაზები (ხარჯთაღრიცხვის გარდა).


ანუ გელოგია, საინფორმაციო დაფა, რენდერი და ა.შ ყველაფერი შედის ხომ? პირობითად გაჩვენე მიწა და ნებართვის ჩათვლით ყველაფერს აკეთებ მაგ ფასში. შიდა ფართში მაგ ფასში რა შედის

Posted by: Definitely Maybe 31 Jan 2013, 01:11
KORDZAA
QUOTE
ჩემი პროექტირების ფასია 1კვ = 10$

ანუ გინდა თქვა რომ $ 3000 ად კაი 2 სართულიანი სახლის პროექტს გააკეთებ, თავისი მუშანახაზებით, კონსტრუქციით, გათბობა, ვენტილაცია, კანალიზაცია ...

რატომ აუფასურებ შენს პროფესიას? !

Posted by: Breaky 31 Jan 2013, 20:22
Definitely Maybe
QUOTE
რატომ აუფასურებ შენს პროფესიას? !


და რა ღირს აბა იმათთან, ვინც არ აუფასურებს?

Posted by: Definitely Maybe 31 Jan 2013, 20:41
Breaky
QUOTE
და რა ღირს აბა იმათთან, ვინც არ აუფასურებს?

10 000

Posted by: KORDZAA 1 Feb 2013, 14:17
QUOTE (MSN @ 29 Jan 2013, 04:06 )
მჭირდება ყურძნის ღვინო მასალად გადამამუშავებელი ქარხნის დაპროექტება 200 ტონაზე.
ასევე საწარმოო დანიშნულების სიმძლავრეების შერჩევა.

ვის მივმართო???

შემიძლია შემოგთავაზოთ ქარხნის ესკიზური პროექტი, რისთვისაც დამჭირდება ტერიტორიის ტოპო გადაღება. შემეხმიანეთ პირადში.

Posted by: marcvala 3 Feb 2013, 22:22
დაგიმზადებთ მეტალო-პლასმასის კონსტრუქციებს (კარებს, ფანჯრებს) ისეთი ცნობილი ფირმების მასალებისაგან, როგორც LG WINHOUSE ROTOLINES SARPLAS SARAY VILLADECO KVCPEN გერმანული, ავსტრიული, ესპანური და თურქლი აქსესუარებით, ვამონტაჟებთ მათ თბილისში და მის გარეუბნებში. ზომა და დიზაინი დამოკიდებილია მხოლოდ კლიენტის სურვილზე.
1 კვ. მეტრის ფასი: 50 $- დან დატვირთვის მიხედვით
გადახდა ხდება ლარებში კურსის მიხედვით.
აზომვა , ადგილზე მიტანა , ძველი კარ-ფანჯრების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი
უფასოა!!!
თუ კონსტრუქციის საერთო ფართი აღემატება 50 კვ. მ.
მოქმედებს ფასდაკლება !!!

598 974996
Lmarcvaladze@yahoo.com

ასევე
რკინის საამქრო ,სამჭედლო რომელიც დაგიმზადებთ: რკინის კარს, გისოსებს, აივნის მოაჯირებს, კიბე მოაჯირებს, ლითონის ნაკეთობებს კატალოგის მიხედვით ჭედური და მხატვრული დიზაინით, აგრეთვე ძველებურ ნაჭედ კარებებს რესტავრაციით.

ტელ: 598 974996
Lmarcvaladze@yahoo.com


Posted by: KORDZAA 4 Feb 2013, 11:04
QUOTE (Definitely Maybe @ 31 Jan 2013, 01:11 )
KORDZAA
QUOTE
ჩემი პროექტირების ფასია 1კვ = 10$

ანუ გინდა თქვა რომ $ 3000 ად კაი 2 სართულიანი სახლის პროექტს გააკეთებ, თავისი მუშანახაზებით, კონსტრუქციით, გათბობა, ვენტილაცია, კანალიზაცია ...

რატომ აუფასურებ შენს პროფესიას? !
Definitely Maybe
QUOTE
რატომ აუფასურებ შენს პროფესიას? !


და რა ღირს აბა იმათთან, ვინც არ აუფასურებს?

Definitely Maybe >> აქ ლაპარაკია მარტო არქიტექტურულ ნახაზებზე. შენ თუ მაგას ვერ არჩევ რა შედის ამაში ეგ შენი პრობლემაა smile.gif) ....
Breaky >> მე ამ ფასში ვმუშაობ. აქ არ არის ლაპარაკი ექსკლუზივზე (რაც 10 000ზე სამჯერ მეტიც დაგიჯდება) და ჩემი გადმოსახედიდან 10 000 ბევრია... ნუ ყველას თავის ფასი აქვს smile.gif)

Posted by: janjala999 4 Feb 2013, 18:56
გამარჯობათ ყველას.
კითხვა მაქვს და დამეხმაროთ იქნებ...

მოკლედ: ვაპირებ 1 სართულზე აივნის მიშენებას საბუთები გავარკვიე რა და როგორ მაგრამ ერთი ეს ვერ გავიგე მთხოვენ მიშენების ფოტო მონტაჟს პდფ ფაილში და ეს როგორ უნდა გავაკეთო რამე ნიმუში ხომ არ გაქვთ?
ასევე მთხოვეს მივუთითო რა მასალას ვიყენებ რა ფერი იქნება და ზომები ხოდა ერთობლიობაში მინდა ამ ყველაფრის ნიმუშის ნახვა რომ ჩემი ნამაიმუნარის გამო მერე უარი არ მითხრან...

იქნებ დამეხმაროთ და გამიზიაროთ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცდილება როგორ მოვიქცე...

Posted by: Definitely Maybe 6 Feb 2013, 00:29
KORDZAA
QUOTE
Definitely Maybe >>  აქ ლაპარაკია მარტო არქიტექტურულ ნახაზებზე. შენ თუ მაგას ვერ არჩევ რა შედის ამაში ეგ შენი პრობლემაა ) ...



იქნებ გადახედო რა დაწერე წინა გვერდზე?

კითხვაზე
QUOTE
რა შედის შენს ფასში შეგიძლია დეტალურად დაუწერო?

შენ უპასუხე
QUOTE
არქიტექტურული სამშენებლო ნახაზების სრული პაკეტი, კონსტრუქციული ნახაზები (ხარჯთაღრიცხვის გარდა).


janjala999
QUOTE
იქნებ დამეხმაროთ და გამიზიაროთ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცდილება როგორ მოვიქცე...

სპეციალისტს მიმართე : )

Posted by: marcvala 6 Feb 2013, 17:15
janjala999
QUOTE
მთხოვენ მიშენების ფოტო მონტაჟს პდფ ფაილში და ეს როგორ უნდა გავაკეთო რამე ნიმუში ხომ არ გაქვთ? ასევე მთხოვეს მივუთითო რა მასალას ვიყენებ რა ფერი იქნება და ზომები ხოდა ერთობლიობაში მინდა ამ ყველაფრის ნიმუშის ნახვა რომ ჩემი ნამაიმუნარის გამო მერე უარი არ მითხრან...


ქალაქის მაშტაბით უამრავია ისეთი კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მოგიგვარებს
რამდენიმე მეც ვიცი:

არტ სფეისი - კოსტავას ქ. 14

არქსტუდია - პიემი. ვაჟა-ფშაველას გამზ. 71

ენ სტუდიო (თუ სწორად მახსოვს) ყაზბეგის გამზ. 12ბ

კად სტუდია - მ. კოსტავას I შესახ. 33 office@cadstudio.ge

წარმატებები.

Posted by: arqiteqtori_A 17 Mar 2013, 23:57
გამარჯობათ, სასწრაფოდ მესაჭიროება ფასები, რა ჯდება კანალიზაციის, ვენტილაციის, გათბობის, ელექტროობის და კონსტრუქციული პროექტის მომზადება დაახლოებით 7000 კვ.მ. შენობისთვის.
ასევე გეოლოგია 3000 კვ.მ. მოშენებისთვის.
გთხოვთ მომწეროთ პმ-ში

Posted by: BABACA 26 Mar 2013, 11:52
გამარჯობათ,

შევიძინეთ სამოსახლო ნაკვეთი და გვინდა სახლის აშენება. ნაკვეთი მდებარეობს ქალქაგარეთ სოფელში. სახლის ასაშენებლად პროექტის შედგენა და დამტკიცება არის საჭირო ხომ? და რა დამიჯდება ან სად შეიძლება კონსულტაცია მივიღო. მადლობა წინასწარ.

Posted by: JPEG 26 Mar 2013, 22:46
ქალაქის მთავარი არქიტექტორი ლევანი გეგეშიძეა?

Posted by: andamat3 26 Mar 2013, 23:31
წერილობითი ნებართვის საფუძველზე და ფოტომონტაჟის შესაბამისად ავაშენთ 60 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (სახლი მდებარეობს სოფელ გლდანში 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე). გვინდა ეს სახლი რეესტრში გავატაროთ. რა პროცედურებია საჭირო და რა დაგვიჯდება ეს პროცედურა?

Posted by: ივანიჩ 26 Mar 2013, 23:43
JPEG
არა
ქალაქის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა დღეს როგორც ასეთი არც არსებობს.....

Posted by: JPEG 27 Mar 2013, 00:26
IVANICHA

სამსახური უფროსის გარესე ეგ როგორ? ასევთქვათ ზედა ინსტანციას ვინ წარმოადგენს მაშინ?

Posted by: ივანიჩ 27 Mar 2013, 15:32
JPEG
სამსახურს ჰყავს თავისი უფროსი,
მაგრამ ქალაქის არქიტექტორის თანამდებობა ესეთი აღარაა ბუნებაში

Posted by: WHITE BEAR 28 Mar 2013, 22:48
ვინც არქიტექტურასა და მშენებლობაში ერკვევით, ამიხსენით თქვენს გახარებას, როგორი განსაზღვრება აქვს სადარბაზოს და კიბის უჯრედს (თხოვნაა ჩემი მიმითითოთ ლიტერატურა სადაც სწერია ეგ განსაზღვრება). საჯარო რეესტრმა ჯვარს მაცვა-ვერ მივაღწიე რომ მაგათგან ნორმალური პასუხი მივიღო.

Posted by: alex77 31 Mar 2013, 19:50
ჩვენ 1კვმ. ვაკეთებთ - 5$ ხიზანიშვილი და კომპანია.

Posted by: Definitely Maybe 31 Mar 2013, 20:05
alex77
QUOTE
ჩვენ 1კვმ. ვაკეთებთ - 5$ ხიზანიშვილი და კომპანია.

ნებისმიერი პროექტი?

Posted by: DiamondMan 1 Apr 2013, 21:37
ესე,
30 წლის წინ გაშენებული შენობის დეტალური პროექტი მაინტერესებს...
სად და როგორ შეიძლება მისი ნახვა?

Posted by: reestriplus 3 Apr 2013, 19:32
ვაკეთებთ შიდა და საკადასტრო აზომვით ნახაზებს ხარისხიანად (რეესტრისთვის, მერიისთვის, ბანკისთვის).

სიტუაციური გეგმის და ორთოფოტოს ამოღება საქართველოს მასშტაბით.

ს ა ე ვ ა კ უ ა ც ი ო გ ე გ მ ე ბ ი ს შედგენა

არქიტექტორული პროექტის გაკეთება საუკეთესო ხარისხით და მისაღები ფასებით .

3D პროექტირება და მოდელირება , "რენდერი"

ფოტომონტაჟები. I კლასის სამშენებლო ნებართვები.

ლე გ ა ლ ი ზ ე ბ ა, პ რ ი ვ ა ტ ი ზ ა ც ი ა

იურიდიული მომსახურება.

შ.პ.ს რეესტრი + 593 37 28 55, 597 77 47 88

ფასები : PM-ში

Posted by: gangsta 10 Apr 2013, 14:33
გამარჯობა,

ვცხოვრობ 3 სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე, მაქვს ვიწრო აივანი და მინდა კედელი ჩემს საცხოვრებელ ფართში შემოვწიო, ანუ ოდნავ გავადიდო აივნის ფართი. და ასევე მინდა 1 ფანჯრის ამოშენება.

ეს ყველაფერი ხდება ეზოს მხრიდან, ანუ ფასადი არაა.

ეხლა მაინტერესებს არის თუ არა ამ საქმის გასაგეკებლათ საჭირო მერიაში რამე საბუთების შეტანა, მეზობლებისაგან უფლების აღება და ასე შემდეგ?

გთხოვთ დეტალურად მითხრათ თუ რა არის ამისათვის საჭირო..

მადლობა წინასწარ.

Posted by: Nini_Ninia 13 Apr 2013, 07:09
მაინტერესებს.აივანი არის ავარიული. ახალი კანონის მიხედვით გამაგრებით სამუსაოებს ესაჭიროება თუ არა ნებართვა

Posted by: tsimakuridze1 14 Apr 2013, 21:53
მოკლედ ვარ დამწყები არქიტექტორი და ვაკეთებ მანსარდის პროექტს. მაინტერესებს რა სახის უნდა იყოს პროექტი ? ანუ არსებობს 2 სართული და ზემოდან გვინდა დაშენება. გავაკეთო ასერებული 2 სართულის გეგმა და + საპროექტო მანსარდის გეგმაც ? გენგეგმაც ტოპოსთან ერთად ?ფასადები, ჭრილები ( არსებული ,საპროექტო) ესეც დამჭირდება ? და როგორ გავიგო რომელ კლასს მიეკუთვნება შენობა ? სულ დასრულებული სახით იქნება 300 კვ.მ და II კლასში გავა ? და შენობის მაქსიმალური სიმაღლის განმსაზღვრელი სქემა დამჭირდება ?

Posted by: vasofg 15 Apr 2013, 17:24
http://www.houseplanset.com/listing/house-plan-1-001/
* * *
QUOTE
http://www.houseplanset.com/listing/house-plan-1-001/

ვისაც პატარა ფართი აქ და პატარა, მყუდრო სახლის აშენება უნდა.... ეს საიტი დაგეხმარებათ წარმოდგენებში smile.gif

Posted by: sharlot 15 Apr 2013, 22:26
რამე პროგრმაა მინდა, რომელიც მაჩვენებს თუ როგრი იქნება ვერანდა ამა თუ იმ მცენარეებით. ან ადამაინი ვინც მსგავს პროგრამაში მუშაობს.
ან საიტი სადაც ამას ავაწყობ.

ჰელპ

Posted by: giorgi6262 1 May 2013, 10:20
გამარჯობა. ქონების მართვიდან მომივიდა თანხმობა და შემდეგი ეტაპი რა არის ხომ ვერ მეტყვით?
განცხადებაში რომ შევდივარდ ერთადერთი დაჩქარების ფუნქცია აქვს და ვერ გავერკვიე რა უნდა გავაკეთო
http://www.radikal.ru

Posted by: ივანიჩ 2 May 2013, 14:59
giorgi6262
რაზე გქონდა რო შეტანილი?
ანუ განცხადება რაზე დაგაწერინეს?

Posted by: kote2525 2 May 2013, 23:39
თამაში სიმულიატორი განახორციელებს ყველა იდეას

http://www.google.ru/#q=sims+%D1%81%D0%BA%D0%B0%D1%87%D0%B0%D1%82%D1%8C+%D1%81+%D1%82%D0%BE%D1%80%D1%80%D0%B5%D0%BD%D1%82%D0%B0&newwindow=1&hl=ru&source=lnt&tbs=qdr:m&sa=X&ei=lMCCUZ25MIraswaH4ICIAQ&ved=0CBwQpwUoBA&bav=on.2,or.r_qf.&bvm=bv.45960087,d.ZWU&fp=6663ea2c7ae245c4&biw=1920&bih=891

Posted by: giorgi6262 3 May 2013, 10:27
IVANICHA
QUOTE
რაზე გქონდა რო შეტანილი?ანუ განცხადება რაზე დაგაწერინეს?

ჩემს საკუთრებაში არსებული ფართის მომიჯნავედ მინდოდა გალამაზება ტერიტორიის. რომელიც არის ქონების მართვის სააგენტოს საკუთრებას და ასევე არის 6 კვადრატზე მეტი. საკადასტრო რუკა, ფოტომონტაჟი და ა.შ. გავაგზავნე. რამდენჯერმე შუალედური პასუხიც მომივიდა. 300 ლარიც გადავიხადე უსაფრთხოების სქემის საფასური. აქამდე სტატუსში ეწერა ხელახლა განხილვაზე, ეხლა თანხმობა აწერია. სმს-იც მომივიდა რო თქვენი განცხადების განხილვა დასრულებულიაო. ხოდა ვერ გავიგე ეხლა რა უნდათ......
მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: kutaisi1 3 May 2013, 17:18
გამარჯობათ.

მაინტერესებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის შესადგენი ნორმატივები თუ არის დღეისათვის გადათარგმნილი ქართულ ენაზე?
და თუ არის ვის მივმართო ან სად ვნახო...
მადლობა წინასწარ

Posted by: telod 3 May 2013, 19:54
მაქვს მიწის ნაკვეთი და მინდა 2 სართულიანი სახლის აშენება, ასევე მაქვს სახლისფოტო როგორიც მინდა და მისი ოტახების განლაგებაც ასევე, გთხოვთ დამეხმაროთ და მომაძებნინოთ კარგი საპროექტ რომელიც არც ძვირი იქნება და 5 ლარიც არ ეგირება

Posted by: kote2525 3 May 2013, 21:21
QUOTE (kutaisi1 @ 3 May 2013, 17:18 )
გამარჯობათ.

მაინტერესებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის  ვის მივმართო ან სად ვნახო...
მადლობა წინასწარ

რამოდენიმე დღის წინ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიყავი, და მაგ თემაზეც გვქონდა საუბარი.

ჯერჯერობით ახალი არაფერია ამ მიმართულებით სრული ქაოსია 2009 წელს რაღაც ამონაკრებები გააკეთენ სნ და წესებიდან რაც თვითონ ჭირდებოდათ ისიც 1992 წლის ნორმებით ვსარგებლობთ ასე რომ საიმედოს ვერაფერს გეტყვით,.

ცალკეულ შემთხვევებში რუსული ნორმებით ვსარგებლობ რა თქმა უნდა ახალით, პროექტებშიც მივანიშნე მაგრამ პრეტენზია არ წამოუყენებიათ,
თუმცა იქაც შავი ხვრელები ბევრია; დემონტაჟზე დამჭირდა ნორმები (რათქმაუნდა რაღაც არის მაგრამ არა დამაკმაყოფილელად) მაგრამ ვერ მოვიძიე, კიდევ რამოდენიმე მიმართულებით სიცარიელე ბევრია.

ადრე ბევრი ინსტიტუტი მუშაობდა ამ თემაზე ეზლა საქართველოში ამისათვის არც რესურსია და არც ფინანსები საკმარისი ტყუილა კი ამ სამუშაოს ვერავინ ვერ შეაცრულებს ალბათ ხვდებით რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ყოველივე.

ჩადახედეთ რუსულ საითებს და იკ მოიძებნეტ საჭირო ინფორმაცია მხოლდ ეს შემიძლია გირჩიოთ თუ თქვენ თვითონ უნდა შეასრულოთ სამუშაო, ან კიდევ მოიძიეთ ამ მიმარტულების სპეციალისტები ისინი ჩვენ კიდევ გვყავს და არა მარტო თბილისში შეგიძლიათ ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიაროთ და სამშენებლო ფაკულტეტზე იკითხოთ იქ დაგეხმარებიან ასრულებენ დაკვეთით ბევრ სამუშაოს).
* * *
QUOTE (telod @ 3 May 2013, 19:54 )
მაქვს მიწის ნაკვეთი და მინდა 2 სართულიანი სახლის აშენება,  არც ძვირი იქნება და 5 ლარიც არ ეღირება

5 ლარი ვერ გეყოფათ 1 ლარი ტრანსპორტით მისვლა მოსვლაში დაგეხარჯებათ: საჯარო რეესტრიც 2 ლარი დაგიჯდებათ პირველად საბუთების დამზადება მეორედ წამოღება, ესეიგი კიდევ 5 ლარი გინდათ 2-ს არქიტექტორს მიცემთ 1-საც კონსტრუქტორს და ისინი თავიანთი ხარჟებით დაფარავენ ტოპო-გადაღების, გეოლოგიის განაშენიანების მოსაკრებელს და სხვა წვრილმანებს. ასე რომ 20-20-ი თეთრი მათაც შეიძლება დარჩეთ.

Posted by: ივანიჩ 3 May 2013, 21:42
giorgi6262
არაფერიც არ უნდათ, აცადე ვადა აქვს ჯერ მაგ განცხადებას
უბრალოდ შედეგი უკვე ჩანს მაგრამ ოფიციალურ პასუხს მიიღებ როცა განხილვის ვადა დასრულდება

Posted by: SaamI 3 May 2013, 21:56
telod
QUOTE
მაქვს მიწის ნაკვეთი და მინდა 2 სართულიანი სახლის აშენება, ასევე მაქვს სახლისფოტო როგორიც მინდა და მისი ოტახების განლაგებაც ასევე, გთხოვთ დამეხმაროთ და მომაძებნინოთ კარგი საპროექტ რომელიც არც ძვირი იქნება და 5 ლარიც არ ეგირება

https://www.facebook.com/ETarchitects?fref=ts
555382921 ანა.

Posted by: giorgi6262 4 May 2013, 16:41
IVANICHA
QUOTE
არაფერიც არ უნდათ, აცადე ვადა აქვს ჯერ მაგ განცხადებასუბრალოდ შედეგი უკვე ჩანს მაგრამ ოფიციალურ პასუხს მიიღებ როცა განხილვის ვადა დასრულდება

მადლობა დიდი

Posted by: Pshaveli 10 May 2013, 13:30
პროექტანტებთან მაქვს შეკითხვა.
სახელმწიფო საპროექტო ტენდერს აცხადებს ერთ-ერთ ობიექტზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=82351
სატენდერო დოკუმენტაცია გავხსენი(pdf ფაილი) და პირობებში საინტერესო მოთხოვნას წავაწყდი:
"1.3 მომსახურების გაწევის ვადები და პირობები:
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს დასრულებული პროექტი ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით და ელექტრონული ვერსია, ხარჯთაღრიცხვა."

სწორედ ხარჯთაღრიცხვამ გამაკვირვა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა?
რა ერთეული განფასების საფუძველზე დგება ხარჯთაღრიცხვა?
თუ სამუშაოთა მოცულობების უწყისია საჭირო(და მე მგონი ეს არის მთავარი)?

Posted by: kote2525 10 May 2013, 19:09
QUOTE (Pshaveli @ 10 May 2013, 13:30 )
პროექტანტებთან მაქვს შეკითხვა.
სახელმწიფო საპროექტო ტენდერს აცხადებს ერთ-ერთ ობიექტზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=82351


სწორედ ხარჯთაღრიცხვამ გამაკვირვა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა?
რა ერთეული განფასების საფუძველზე დგება ხარჯთაღრიცხვა?
თუ სამუშაოთა მოცულობების უწყისია საჭირო(და მე მგონი ეს არის მთავარი)?

ლინკი ვერ გავიგე სხვა რამე დადეთ ალბათ( SPA130010172 ესეც თქვენი სატენდერო განაცხადის ნომერი გადაამწმეთ)

სატენდერო განცხადებებში მიღებული პრაქტიკაა პროექტის შემადგენელი ნაწილია და არა მარეო ხარჯთაღრიცხვა ბევრი რამ ამოაგდეს რაც პროექტის დამტკიცების სტანდარტულ პროცედურას ჭირდება ნორმალურ ქვეყნებში.
საამშენებლო ნორმები და წესები
https://www.google.ge/search?q=%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98&hl=ru&source=lnms&sa=X&ei=BAuNUZG7J8SXtAaVi4DoBQ&ved=0CAkQ_AUoAA&biw=1920&bih=891#hl=ru&sclient=psy-ab&q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&oq=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&gs_l=serp.12..0i30.51876.51876.4.53063.1.1.0.0.0.0.151.151.0j1.1.0...0.0...1c.2.12.psy-ab.mSrLBABIqN8&pbx=1&bav=on.2,or.r_qf.&bvm=bv.46340616,d.bGE&fp=cb2bc2da3c2b4da3&biw=1920&bih=891[B][/B]
ფორმა 2
https://www.google.ge/search?q=%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98&hl=ru&source=lnms&sa=X&ei=BAuNUZG7J8SXtAaVi4DoBQ&ved=0CAkQ_AUoAA&biw=1920&bih=891#hl=ru&sclient=psy-ab&q=%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90+2+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D&oq=%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90+%232&gs_l=serp.1.3.0i30l4.87393.93789.5.96145.8.8.0.0.0.0.246.1268.0j7j1.8.0...0.0...1c.1.12.psy-ab.CCoEFGLH4Mc&pbx=1&bav=on.2,or.r_qf.&bvm=bv.46340616,d.bGE&fp=cb2bc2da3c2b4da3&biw=1920&bih=891
ენირი
http://www.tehlit.ru/e_enir.htm

და დანარჩენი ტენდერების გადატვარიელების შედეგად გახდება ცნობილი

დფაილებს ვერ ვამაგრებ არ იტვირთება

Posted by: Minion of Fortune 11 May 2013, 16:08
გამარჯობა და წინასწარ დიდი მადლობა კონსულტაციისათვის.
საკითხი, რომელზეც გწერთ, აბსოლუტურად უცნობი სფეროა ჩემთვის.
ახალ კორპუსში გადმოვედი საცხოვრებლად. კორპუსთან 5-7 მეტრში ორი კვირის წინ დადგეს ტრანფორმატორი. მისი გუგუნისგან ოთახები ვიბრირებდა (ფანჯრის გაუხსნელად). გუშინ ძვირფასმა თელასმა გამოცვალა ტრანსფორმატორი, თუმცა ხმა მაინც შემზარავია.
კორპუსი არ არის ჩაბარებული. მშენებელეთუხუცესი აცხადებს, რომ აქვს ნებართვა ტრანფორმატორის ამ ადგილას დადგმაზე.
გთხოვთ, მითხრათ, თუ იცით, სად შეიძლება, გავიგო, არსებობს თუ არა მართლა ნებართვა? ნუთუ არ არსებობს რაიმე ტექნიკური სტანდარტი, რომელიც აკრძალავდა საცხოვრებელ სახლთან მიჯრით ტრანსფორმატორის დადგმას? მზად ვარ, რკინის ქალამანი ჩავიცვა სამართლის საპოვნელად - გთხოვთ, მირჩიოთ, ვის და სად მივმართო. დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: 088 11 May 2013, 17:53
Minion of Fortune
QUOTE
სად შეიძლება, გავიგო, არსებობს თუ არა მართლა ნებართვა?


www.tas.ge აქ მოძებნე ან პირდაპირ არქიტექტურის სამსახურს მიმართე. ნებართვით იქნება შეზღუდული ხმის დასაშვები ნორმა

Posted by: kote2525 11 May 2013, 18:31
1. ალბათ საუბარია მრავალფუნქციონალურ კომპლექსზე (სახლი, კორპუსი), რომელიც ფუნქციონალურ დანიშნულებას ღებულობს საქართველოს რესპუბლიკაში მომქმექმედი კანონმდებლობის შესაბამისად ( შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების და დამტკიცების საფუძველზე) და საცხოვრრებლად ითვლება მხოლოდ ეკსპლოატაციაში მიღების შემდეგ. (თუკი თქვენ იმავე კორპუსში ცხოვრობთ რომელიც არ დამთავრებულა)
2. არსებობს სახელმწიფო ნორმები და წესები რომელიც თუმცა მოძველდა, მაგრამ დაუმთავრებელ შენობა ნაგებობებში ცხოვრება ს.ნ. და წესებით მიუღებელია; ეს სხვა ქვეყნის ნორმებშიაცაა ასახული.
3. და ყველა ნორმის უგულველყოფის შემდეგ რა უნდა გააკეთონ მშენებლებმა, რათა დაასრულონ შენობა ნაგებობა თუკი თვითონ მენაშენეები აუკრძალავენ სხვადასხვა საამშენებლო ტექნიკის და დანადგარების გამოყენებას რაც აუცილებელია ნებისმიერი ობიექტის დამთავრებისათვის.?
4. საერთო ინფორმაცია საამშენებლო ნორმრბის და წესების შესახებ შეიძლება მიიღოთ შესაბამის სამსახურებში, რამაც შეიძლება გააჭიანუროს თქვენი ობიექტის ექსპლოატაციაში გაშვება (ტული ის თქვენიც არის, რაშიც ეჭვი მეპარება, თუკი დარღვევები არ არის დაშვებული სამუშაოთა წარმოების პროცესში); რაც თქვენთვისაც არასასარგებლო იქნება.
5. თქვენი მონაცემები არ იძლევა საშუალებას გაგცეთ ამომწურავი პასუხი, თუმცა არ ვფიქროფ შემდგომში განვავრცო თემა.

* * *
და კიდევ არსებობს ნორმების რომელიც განსაზღვრავს თუ რა მანძილი, დეციბელი და სხვა დასაშვები სვადასხვა შენობის ტიპებთან ნებისმიერი შენობა ნაგებობების საინჯინრო კომუნიკაციების მოწყობა განთავსებისათვის

Posted by: kuda 15 May 2013, 10:22
მოკლედ, ავაშენე სახლი და უნდა ჩავაბარო. მერიაში მოგვთხოვეს საკადასტრო ნახაზი, ახალი, უკვე რეალური სურათით. ეზოს წერტილები განსაზღვრულია და ვიცი და აუცილებელია ჯიპიესით დავასმევინო სახლიც?
მერიამ არ დაგვიკონკრეტა, არქიტექტორმა გვითხრა, ჯიპიესით ამოწმებენო. მერე რომ დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე, შვიდჯერ გადაგვრთეს, თვითონაც არ იცოდნენ რას ითხოვდნენ და ბოლოს კიო, მაგრამ დიდად დასაჯერებელი არ ყოფილა.
ჰოდა რას მირჩევთ? უბრალოდ თანხაშია სხვაობა ძალიან დიდი და ტყუილად არ მინდა გადავყარო ფული.

Posted by: zviadcardio 15 May 2013, 23:36
100%-ით ამ თემას არ ეხება, თუმცა უფრო ახლოს მდგომი თემა ვერ ვიპოვე.
მომიტევეთ...

მოკლედ მინდა თბილსის მერიისგან შევიძინო მიწის ნაკვეთი, ჯერ აუქციონზე გავატანინო და ა.შ.
ამ სურათზე 4 ფერის ისარია.
რომელი მიწის ყიდვაა შესაძლებელი უშუალოდ მერიისგან?
მე რამდენადაც ვხვდები წითელი და ლურჯი ისრით მითითებულის.
რა სხვაობა ამ ორ ნაკვეთს შორის?
სიამოვნებით მივიღებ დამატებით რჩევებს საქმის მცოდნეთაგან.
გმადლობთ.

Posted by: dato291177 15 May 2013, 23:44
დაგიმზადებთ აზომვით ნახაზებს სწრაფად და ხარისხიანად (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობის შიდა აზომვითი ნახაზი, სიტუაციური გეგმა, ორთოფოტო, ტოპო) ასევე დაგიკვალავთ ნაკვეთებს. 555440087

Posted by: arqiteqtori_A 16 May 2013, 13:58
მწვანე ისრით მითითებული ნაკვეთის ყიდვა არ შეგიძლიათ.
წითელი და ლურჯი ისრით მითითებული ნაკვეთები თვითმმართველობის მიწებია და უშუალოდ მერიისგან ვერ იყიდით
ყვითელი ისრით მითითებული ნაკვეთი მერიის საკუთრებაა და უშუალოდ მერიისგან შეგიძლიათ იყიდოთ. თქვენ თვითონ უნდა შემოხაზოთ ნაკვეთის ფორმა და ფართობი და ჩააბაროთ მერიის ქონების მართვის სააგენტოს განცხადების სახით.
* * *
QUOTE
მოკლედ, ავაშენე სახლი და უნდა ჩავაბარო. მერიაში მოგვთხოვეს საკადასტრო ნახაზი, ახალი, უკვე რეალური სურათით. ეზოს წერტილები განსაზღვრულია და ვიცი და აუცილებელია ჯიპიესით დავასმევინო სახლიც?


პროექტში არსებობს გენგეგმა სადაც სახლი მიბმულია წითელ ხაზებზე. თუ სახლი ზომების დაცვით გაქვთ ჩასმული მაშინ ჯიპიესი არ გჭირდებათ. გენგეგმა მიუტანეთ ნებისმიერს, ვინც საკადასტრო გეგმებს ამზადებს და მოგიმზადებთ. ასევე დაგჭირდებათ Shape ფაილის მომზადება, რომელიც საკადასტრო გეგმასთან ერთად მზადდება.

Posted by: kuda 16 May 2013, 15:57
arqiteqtori_A
QUOTE
პროექტში არსებობს გენგეგმა სადაც სახლი მიბმულია წითელ ხაზებზე. თუ სახლი ზომების დაცვით გაქვთ ჩასმული მაშინ ჯიპიესი არ გჭირდებათ. გენგეგმა მიუტანეთ ნებისმიერს, ვინც საკადასტრო გეგმებს ამზადებს და მოგიმზადებთ. ასევე დაგჭირდებათ Shape ფაილის მომზადება, რომელიც საკადასტრო გეგმასთან ერთად მზადდება.

ავზომეთ უკვე ჯიპიესის დახმარებით, არ ყოფილა ისეთი ძვირი, არქიტექტორმა როგორც მითხრა.

Posted by: Minion of Fortune 16 May 2013, 18:23
088
მადლობა, ვნახავ აუცილებლად.
მირჩიეს, მერიის ზედამხედველობის სამსახურს მივმართო, მათ ჰქონიათ რაღაც ინსტრუმენტი, რომელიც ადგენს ხმაურის შესაბამისობას დასაშვებ ნორმასთან.

Posted by: zviadcardio 16 May 2013, 22:48
arqiteqtori_A
დიდი მადლობა.

Posted by: Lady HaWaI 22 May 2013, 16:24
გამარჯობათ,
ერთი შეკითხვა მაქვს ვისაც გაქვთ ინფორმაცია არ დაიზაროთ მომწერეთ)))
საიტი რომ არის http://oda.ge/ აქ არის პროექტები, რომლების ანალოგებიც აღმოვაჩინე რუსულ საიტებზე. საიტზე უწერიათ რომ საავტორო უფლებები დაცულიაო და პროექტის შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია ცვლილებების შეტანაცო. მეილი რომ მივწერე ოფისი სად გაქვთ რომ გავისაუბროთთქო, ოფისი არ გვაქვსო, მხოლოდ მეილით ვკონტაქტობთო, რაც არ მომეწონა და მეორე მეილი მივწერე ცვლილების შემთვევაში თუ პროექტის ავტორი ქართველი არ არის როგორ ხდება პროცედურათქო და აღარ მიპასუხეს.
ეჭვი გამიჩნდა რომ სულაც არ აქვთ ამ პროექტების გაყიდვის უფლება და ვინმე იცნობთ ამ კომპანიას? სანდოა?

Posted by: CityDesign 22 May 2013, 16:30
Lady HaWaI
ამ პროექტებს ყიდიან თუ უფასოდ სთავაზობენ მშენებლობის შემთხვევაში? თვითონ თუ აქვთ იმ საიტიდან ნაყიდი მაშინ შეუძლიათ გამოყენება

Posted by: Lady HaWaI 22 May 2013, 16:36
ყიდიან, ფასები უდევთ პროექტებზე

Posted by: CityDesign 22 May 2013, 16:44
Lady HaWaI
კითხეთ თვითონ თუ შეძენილი აქვთ ეგ პროექტები და აქვთ უფლება გამოყენების, მაშინ არაა პრობლემა, თუ არა აქვთ შეძენილი მაშინ იმის იმედი აქვთ რომ ვერავინ ნახავს და არავინ უჩივლებთ smile.gif

Posted by: Lady HaWaI 22 May 2013, 16:52
smile.gif გასაგებია, მადლობა)) მასე მეც შემიძლია გადმოვიღო იმ რუსული საიტიდან და ჩემი ინიციატივით შევცვალო რაღაცეები და ავაშენო, რას გაიგებენ. უბრალოდ არასწორია

Posted by: CityDesign 22 May 2013, 16:55
Lady HaWaI
ხო აბა რა, არამარტო რუსულიდან, ბევრი საიტია უცხოურიც სადაც გეგმებიც ჩანს

Posted by: Lady HaWaI 22 May 2013, 16:57
CityDesign
მერე მასე გადმოღებული პროექტის მიხედვთ აშენება კანონიერია?

Posted by: Definitely Maybe 22 May 2013, 17:50
ეჰ როდის დავა ჩვენ ტვინამდე რომ არქიტექტურაზე არ შეიძლება ეკონომია? აგერ ფასდკლების საიტზეც ვნახე, 5 ლარად 50% იანი ფასდაკლება ერთ ერთ არქ. კომპანიის მომსახურებზე. მარაზმი რა.

რად გინდათ ეს მზა ვარიანტები? ან რა ცეცხლი გიკიდიათ რომ ვერ ითმენთ და თქვენ მოთხოვნებზე არქიტექტორთან ერთად დაჯდეთ და თქვენთვის სასურველი პროდუქტი მიიღოთ? ან ნუთუ ვერ ხვდებით რომ ის 3-5 ათასის ეკონომია არაფრის მომტანია და პირიქით დიდი ალბათობით დაგაზარალებთ უახლოეს მომავალში?

Posted by: cricket 23 May 2013, 23:15
მაინტერესებს რა არის საჭირო სხვენის მშენებლობის ნებართვისთვის. არის ყავლაშვილის ბინები, სხვენის სიმაღლე არის ორი მეტრი ( ანუ ყველა კედელი არის აშენებული "ზავოდსკოი" ზემოდან ბრტყელი გადახურვით) მინდა ერთი მეტრით აწევა ჭერის, ერთი მხარე გამოდის ცენტრალურ ქუჩაზე, ხოლო მეორე ეზოს მხარეს. რეესტრში დარეგისტრირებულია, ანუ რეალურად არაფრის აშენება არ ხდება, მხოლოდ ჭერის აწევა და ფანჯრების და აივნის გაკეთება ეზოს მხრიდან.

Posted by: Lady HaWaI 24 May 2013, 08:54
საკუთარ მიწაზე რომ საცხოვრებელი სახლი ავაშენო მაგისთვის მერიიდან რამე მჭირდება? ვინმემ თუ იცის პროცედურები იქნებ გამარკვიოთ

Posted by: 088 24 May 2013, 10:07
Lady HaWaI
QUOTE
საკუთარ მიწაზე რომ საცხოვრებელი სახლი ავაშენო მაგისთვის მერიიდან რამე მჭირდება?


მშენებლობის ნებართვა გჭირდება

Posted by: Lady HaWaI 24 May 2013, 14:31
088

მერიიდან ვიღებ ხო მაგ ნაბართვას?

Posted by: kuda 24 May 2013, 15:54
Lady HaWaI
QUOTE
საკუთარ მიწაზე რომ საცხოვრებელი სახლი ავაშენო მაგისთვის მერიიდან რამე მჭირდება? ვინმემ თუ იცის პროცედურები იქნებ გამარკვიოთ

მშენებლობის ნებართვა უნდა აიღო მერიისგან, განაცხადი შეგაქვს და 21 სამუშაო დღეში გაძლევენ პასუხს თუ სწორად მახსოვს. თუ დაგრთავენ ნებას, მერე პროექტი შეგაქვს და ელოდები, მოეწონებათ თუ არა. თუ ეგეც დაგიდასტურეს, მაშინ აშენებ სახლს და რომ რჩები, აბარებ მერიას, მანდაც რამდენიმე საბუთია მისატანი და 15 სამუშაო დღე ლოდინი მოგიწევს.

Posted by: dato291177 24 May 2013, 16:09
გამარჯობათ ხარჯთაღრიცხვა სად შეიძლება რომ გამიკეთონ რა დამიჯდება მშენებლობა? პროექტი მაქ

Posted by: batula01 6 Jun 2013, 05:24
მაქვს 60კვ კაპიტალური ავტოფარეხი(რეესტრში გატარებული) მინდა დავაშენო კომერციული ფართი.
რა დამიჯდება >>>> მშენებლობის ნებართვები, პროექტები და შავი კარკასის აშენება.
თუ ვინმე რეალურია აქ და მომიგვარებს ყველაფერს რეალურ ფასად მომწეროს პირადში.

Posted by: forger 6 Jun 2013, 17:46
მინდა 90 კვადრატული მანსარდის აწევა 5 სართულიან შენობაზე. სახურავი არის 1.5 დან 2 მეტრა სიმაღლის დაქანების და შედგება სინკარებისაგან

მაინტერესებს: შავი კარკასის მშენებლობის სრული მასალების და ხელობის ფასები, სამუშაო დრო.

ასევე როგორ ხდება ნებართვის აღება

Posted by: fetish2013 10 Jun 2013, 09:05
კვადრტული მშენებლობა რა ჯდება ფასი ხომ არ იცით?

Posted by: OIL EXPERT 12 Jun 2013, 00:24
არავინააა პასუხი გაეცით ადაიანს...

Posted by: ივანიჩ 12 Jun 2013, 01:09
forger
მანსარდა გაქვთ და ფართის გაზრდა გსურთ?
ყველა ვარიანტში გჭირდებათ კარგი არქიტექტორი და კონსტრუქტორი
ხარჯები კიდე დამოკიდებულია რა მასალით აკეთებთ და როგორ...

ნებართვის აღებამდე ჯერ უნდა შეათანხმოთ შესაბამისი არქიტექტურული პროექტი თბილისი არქიტექტურის სამსახურში ელექტრონული ფორმით სამსახურის საიტის მეშვეობით www.tas.ge, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ და შესაბამის ნომენკლატურაში უნდა ატვირთოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია....

Posted by: forger 12 Jun 2013, 12:20
სახურავის მანსარდა არის მეტრა ნახევარი სიმაღლის. მინდა სინკარები ავწიო რომ გახდეს ორი მეტრა ნახევარი მაინც. როგორც გავიგე დანკრატებით იწევა და დამატებითი აგური ემატება. დიდი სირთულე ამაში არაფერია. მაინტერესებს ხელობა და მასალა რა დამიჯდება?

Posted by: ივანიჩ 12 Jun 2013, 15:14
QUOTE (batula01 @ 6 Jun 2013, 05:24 )
მაქვს 60კვ კაპიტალური ავტოფარეხი(რეესტრში გატარებული) მინდა დავაშენო კომერციული ფართი.
რა დამიჯდება >>>> მშენებლობის ნებართვები, პროექტები და შავი კარკასის აშენება.

იმ ავტოფარეხებზე რაც საცხოვრებელი კორპუსის წითელ ხაზებშია, ანუ მის საზღვრებშია მოქცეულია გარაჟზე დაშენების უფლება არ მოგცემენ wink.gif
* * *
Lady HaWaI
მშენებლობის ნებართვა გაიცემა 3 ეტაპად:
1) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების აღება (განისაზღვრება კოეფიციენტები, პირობები, შეზღუდვები და აშ)
2) შესაბამისი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად
3) მშენებლობის ნებართვის აღება...

განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით ქალაქი დაყოფილია სხვადასხვა ზონებად: საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, სამრეწველო სატრანსპორტო, სარეკრეაციო და აშ. ყველა ამ ზონებში მოქმედებს განსხვავებული განაშენიანების კოეფიციენტები და ასევე მშენებლობისათვის დასაშვები ობიექტების სახეობები, მაგ, სამრეწველო ზონაში საცხოვრებელ სახლს ვერ ააშენებთ, სარეკრეაციოში საერთოდ ვერაფერს ვერ ააშენებთ, და აშ...
ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილას არის კიდევ გარკვეული შეზღუდვები (რკინიგზის, გაზის, თბილისის ზღვის, ავტომაგისტრალის გაფართოების, სასაფლაოების და აშ),
ამიტომ
სანამ რამეს გადაწყვეტთ
ჯერ გაარკვიეთ არქიტექტურის სამსახურში
რომელ ზონაშია საპროექტო ტერიტორია
და რისი აშენება შეიძლება მასზე wink.gif

პ.ს. და კიდევ, დაიქირავეთ კარგი არქიტექტორი, ყველა ვინც 3დმაქსი და არქიკადი ისწავლა, არქიტექტორი არ არის

Posted by: ივანიჩ 12 Jun 2013, 15:25
რეკონსტრუქციაა ეგ არსებული სხვენის და დაგჭირდებათ არქიტექტურული პროექტი და ნებართვა, + კონსტრუქტორის დასკვნაც

პ.ს. 5 სართულიანი ხრუშოვკა თუა, შეიძლება არ მოგცენ ნებართვა, ხრუშოვკებზე არ იძლევიან როგორც წესი

Posted by: Lady HaWaI 13 Jun 2013, 13:48
IVANICHA

გაიხარე))) ძალიან დიდი მადლობა)))
თხინვალაში ვაპირებთ აშენებას, იქ ეხლა ბევრი პროექტის მშენებლობა მიდის და ესე იგი სავარაუდოდ პრობლემა არ შეგვექმნება ნებართვაზე.
არქიტექტორს აუცილებლად დავიქირავებ, ინტერნეტში რამდენიმე პროექტი ვნახე რუსულ საიტებზე, რომლებიდანაც რაღაც დეტალების გადმოღება მინდა და ეს ყველაფერი ხომ უნდა დაალაგოს.
* * *
kuda

დიდი მადლობა)))

იცით რა მაინტერესებს კიდევ, ნებართვას რომ ავიღებ, დრო განსაზღვრული მექნება რამდენ ხანში უნდა ავაშენო?
ვიღაცას უთქვია ჩემი ოჯახის წევრისთვის რომ თუ დიდხანს გაგეწელება ჯარიმებიაო და რაღაც არარეალური მეჩვენება
მსგავსი ინფორმაცია იცით ვინმემ თუ სხვანაირი ინტერპრეტაციით უთხრეს?

Posted by: kuda 13 Jun 2013, 14:11
Lady HaWaI
QUOTE
იცით რა მაინტერესებს კიდევ, ნებართვას რომ ავიღებ, დრო განსაზღვრული მექნება რამდენ ხანში უნდა ავაშენო?
ვიღაცას უთქვია ჩემი ოჯახის წევრისთვის რომ თუ დიდხანს გაგეწელება ჯარიმებიაო და რაღაც არარეალური მეჩვენება
მსგავსი ინფორმაცია იცით ვინმემ თუ სხვანაირი ინტერპრეტაციით უთხრეს?

დროს მოგცემენ, კი. თუ ვერ ჩაეტევი, მერე გადაავადებ. ახლა რაღაცები შეცვალეს და ვადა რამდენია, არ ვიცი, წელიწადნახევარი მქონდა მე დრო, მაგრამ არ დამჭირდა მაგდენი, დღეს ჩაიბარა მერიამ bis.gif

Posted by: ივანიჩ 13 Jun 2013, 16:17
Lady HaWaI
პროექტთან ერთად არქიტექტორი ადგენს მშენებლობის ორგანიზების გრაფიკს დღეების მიხედვით
და მაქედან უნდა გამოითვალოს საჭირო ვადები მშენებლობისათვის

Posted by: Lady HaWaI 13 Jun 2013, 17:50
kuda
IVANICHA

გასაგებია, დიდი მადლობა.
ნუ ყოველ შემთხვევაში თუ დროზე ვერ დავიწყე მშენებლობა, მითითებული ვადის გადავადება ხდება და ჯარიმებზე საუბარი ზედმეტია

Posted by: ივანიჩ 14 Jun 2013, 01:44
Lady HaWaI
მთავარია ვადის გასვლამდე მოახდინოთ ახალი ნებართვის არება, თუ არადა მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი თავიდან უნდა გადაიხადოთ
ხშირად არაა ეს დიდი თანხა (დამოკიდებულია განაშენიანების ფართზე)მაგრამ მაინც

Posted by: Lady HaWaI 14 Jun 2013, 09:12
IVANICHA

გასაგებია, დიდი მადლობა)))

Posted by: SaamI 14 Jun 2013, 09:20
Lady HaWaI
QUOTE
არქიტექტორს აუცილებლად დავიქირავებ,

მიმართეთ arqiteqtori_A -ს
https://www.facebook.com/ETarchitects?fref=ts
QUOTE
ნუ ყოველ შემთხვევაში თუ დროზე ვერ დავიწყე მშენებლობა, მითითებული ვადის გადავადება ხდება და ჯარიმებზე საუბარი ზედმეტია

მშენებლობის ვადებს ორგანიზაციის პროექტში თვითონ უთითებთ, შეგიძლიათ რამდენიმე წელიც ჩაწეროთ.

Posted by: dato291177 14 Jun 2013, 11:24
აზომვითი ნახაზები:
მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, შენობის შიდა აზომვითი ნახაზები, ორთოფოტო, სიტუაციური გეგმა, ტოპო, ასევე დაგიკვალავთ მიწის ნაკვეთებს. მისამართი: კანდელაკის ქუჩა #14. ტელ: 555 44 00 87, 597 65 17 45

Posted by: Toxic:) 14 Jun 2013, 12:00
დროში რომ მოვიგო ასეთი რაღაც თუ არის შესაძლებელი, 60 კვადრატულამდე რომ დავიწყო მშენებლობა რასაც ნებართვა არ ჭირდება და შემდეგ რომ დავაშენო მეორე სართული ?

Posted by: ივანიჩ 14 Jun 2013, 13:33
QUOTE (Toxic:) @ 14 Jun 2013, 12:00 )
დროში რომ მოვიგო ასეთი რაღაც თუ არის შესაძლებელი, 60 კვადრატულამდე რომ დავიწყო მშენებლობა რასაც ნებართვა არ ჭირდება და შემდეგ რომ დავაშენო მეორე სართული ?

1) ნებართვა შეიძლება არ სჭირდება, როგორც ასეთი მაგრამ წერილობითი დასტური მაინც საჭიროა მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსგან - თბილისის შემთხვევაში - თბილისის არქიტექტურის სამსახურისაგან
2) დაშენების დროს - ეგ უკვე გამოდის არსებული სახლის რეკონსტრუქცია და ყველა ვარიანტში მშენებლობის ნებართვის მისაღებად სამივე სტადია მაინც დაგჭირდებათ

Posted by: giorgi510 3 Jul 2013, 17:49
მოგესალმებით,

დაჩაზე ავაშენე სახლი. დამრჩა გასაკეთებელი ფასადი. ჯერ ჯერობით ვერ გადავწყვიტე რითი გავაკეთო. ვფიქრობ ქვით, თუმცა არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული. გთხოვთ მირჩიოთ....
სახლი არის ორსართულიანი, განსაკუთრებული არქიტექტურის გარეშე.

Posted by: kuda 4 Jul 2013, 10:24
giorgi510
QUOTE
დამრჩა გასაკეთებელი ფასადი. ჯერ ჯერობით ვერ გადავწყვიტე რითი გავაკეთო.

აგურით, რად უნდა მაგას ფიქრი yes.gif

Posted by: hento 6 Jul 2013, 13:09
გამარჯობა.. ვარ ასეთ სიტუაციაში, ვიყიდე თექვსმეტსართულიანი კორპუსის პირველი სართული, მინდა გამოვიყენო როგორც კომერციული ფართი და ამიტომ მინდა რაგაცეების შეცვლა, ანუ მინდა რამდენიმე კედლის მონგრევა რათა გავაფართოვო ფართი.. მაინტერესებს სად შეიძლება გავიო რომელი კედლის დანგრევა შეიძლება და რომლის არა ან ვინ უნდა მომცეს ამის ნებართვა..

Posted by: dato_kolxeta 7 Jul 2013, 10:44
QUOTE
გამარჯობა.. ვარ ასეთ სიტუაციაში, ვიყიდე თექვსმეტსართულიანი კორპუსის პირველი სართული, მინდა გამოვიყენო როგორც კომერციული ფართი და ამიტომ მინდა რაგაცეების შეცვლა, ანუ მინდა რამდენიმე კედლის მონგრევა რათა გავაფართოვო ფართი.. მაინტერესებს სად შეიძლება გავიო რომელი კედლის დანგრევა შეიძლება და რომლის არა ან ვინ უნდა მომცეს ამის ნებართვა..

თუ ფასადს არ ეხები და არ იცვლება მაშინ არ გინდა ნებართვა თუ ფასადმა უნდა განიცადოს ცვლილება მაშინ მერიას უნდა მიმართო. რაც შეეხება შიდა სამუშაოებს შეგვიძლია მოვიდეთ და კონსულტაცია გაგიწიოთ და მინიმალურ ფასებში მოგემსახუროთ, როგორც დემონტაჟი ასევე მონტაჟი

Posted by: marleyy 8 Jul 2013, 17:46
ვინმემ იცით კარგი და იაფიანი არქიტექტორი? 200 კვ.მ ს აშენება მინდა კერძო სახლის... თუ იცით ნომრები მომწერეთ.

Posted by: Definitely Maybe 9 Jul 2013, 02:21
QUOTE
კარგი და იაფიანი არქიტექტორი?

არ არსებობს ასეთი.

Posted by: dato291177 12 Jul 2013, 23:40
გვესაჭიროება არქიტექტორი ოფისში სამუშაოდ. 55440087

Posted by: ივანიჩ 16 Jul 2013, 22:15
hento
კონსტრუქტორი გჭირდებათ რომელმაც უნდა გითხრათ რომელია მზიდი კედლები და რომელი არა
მზიდ კედლებს თუ ეხებით ეგეც რეკონსტრუქციაა და გჭირდებათ შესაბამისი არქიტეტქურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან, მარტო ფასადზე არაა აქ საუბარი
განაცხადის შევსება მხოლოდ ელექტრონული წესით ხდება www.tas.ge

Posted by: hernandez 17 Jul 2013, 01:24
marleyy
პმ-ში მოგწერე და ნახე smile.gif )))

Posted by: telod 25 Jul 2013, 14:12
მე პროექტს მიკეტებენ 7 ლარადა, თავის შეთანხმებიან ნახაზებიანად ად გეოდეზიანად, სრულად , როგორი ფასია. მემგონი დზალიან გამოცდილები არაინ რადგან ძალიან ბევრი პროექტი აქვთ გაკეთებული
* * *
ყველაზე სასაცილო იცით რა არის? ყველა ხომ იძახის პროექტი 15-20$ და ა.შ ჯდებაო, ველას გონია რომ მაგარი პროექტიროვშიკები არიან, არადა ნამუშევარი მათი სულ არ მოგეწონება biggrin.gif, ნუთუ თვითონ არ ათვალიერებენ საიტებს? რუსულ საიტებზე ბევრად ლამაზი და კარგი პროექტებიადა ბევრად იაფიც ღირს, უბრალოდეს საქართველოა რაა biggrin.gif:D:D

Posted by: dato_davita 27 Jul 2013, 20:04
QUOTE (telod @ 25 Jul 2013, 14:12 )
მე პროექტს მიკეტებენ 7 ლარადა, თავის შეთანხმებიან ნახაზებიანად ად გეოდეზიანად, სრულად , როგორი ფასია. მემგონი დზალიან გამოცდილები არაინ რადგან ძალიან ბევრი პროექტი აქვთ გაკეთებული
* * *
ყველაზე სასაცილო იცით რა არის? ყველა ხომ იძახის პროექტი 15-20$ და ა.შ ჯდებაო, ველას გონია რომ მაგარი პროექტიროვშიკები არიან, არადა ნამუშევარი მათი სულ არ მოგეწონება biggrin.gif, ნუთუ თვითონ არ ათვალიერებენ საიტებს? რუსულ საიტებზე ბევრად ლამაზი და კარგი პროექტებიადა ბევრად იაფიც ღირს, უბრალოდეს საქართველოა რაა biggrin.gif:D:D

არამგონია 7 ლარად სრული საპროექტო დოკუმენტაცია მოგაწოდო: არქიტექტურა, კონსტრუქცია, სპეცსაინჟინრო ნაწილი და ხარჯთაღრიცხვა wink.gif smile.gif
* * *
QUOTE (dato291177 @ 24 May 2013, 16:09 )
გამარჯობათ ხარჯთაღრიცხვა სად შეიძლება რომ გამიკეთონ რა დამიჯდება მშენებლობა? პროექტი მაქ

მე ვიცნობ ხარჯთაღმრიცხველებს, შემიძლია მოგცეთ ნომერი, მომწერეთ პ.მ. ში
* * *
QUOTE (forger @ 6 Jun 2013, 17:46 )
მინდა 90 კვადრატული მანსარდის აწევა 5 სართულიან შენობაზე. სახურავი არის 1.5 დან 2 მეტრა სიმაღლის დაქანების და შედგება სინკარებისაგან

მაინტერესებს: შავი კარკასის მშენებლობის სრული მასალების და ხელობის ფასები, სამუშაო დრო.

ასევე როგორ ხდება ნებართვის აღება

გჭირდებათ ძალიან კარგი კონსტრუქტორი, პირველ რიგში. გამოყენებული მასალების მიხედვით "სმეჩიკი" დაგიმზადებთ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და ფასიც შესაბამისად გეცოდინებათ
* * *
QUOTE (Minion of Fortune @ 16 May 2013, 18:23 )
088
მადლობა, ვნახავ აუცილებლად.
მირჩიეს, მერიის ზედამხედველობის სამსახურს მივმართო, მათ ჰქონიათ რაღაც ინსტრუმენტი, რომელიც ადგენს ხმაურის შესაბამისობას დასაშვებ ნორმასთან.

მიმართეთ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს", არიან ექსპერტები რომლებიც მუშაობენ ,,ხმაურმზომით" და იძლევიან ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით შესაბამის დასკვნას. ღუდუშაურის კლინიკასთან არი საინჟინრო დეპარტამენტი wink.gif smile.gif)
* * *
QUOTE (cricket @ 23 May 2013, 23:15 )
მაინტერესებს რა არის საჭირო სხვენის მშენებლობის ნებართვისთვის. არის ყავლაშვილის ბინები, სხვენის სიმაღლე არის ორი მეტრი ( ანუ ყველა კედელი არის აშენებული "ზავოდსკოი" ზემოდან ბრტყელი გადახურვით) მინდა ერთი მეტრით აწევა ჭერის, ერთი მხარე გამოდის ცენტრალურ ქუჩაზე, ხოლო მეორე ეზოს მხარეს. რეესტრში დარეგისტრირებულია, ანუ რეალურად არაფრის აშენება არ ხდება, მხოლოდ ჭერის აწევა და ფანჯრების და აივნის გაკეთება ეზოს მხრიდან.

გჭირდებატ კარგი არქიტექტორი და კარგი კონსტრუქტორი, რომლებიც შესაბამისად დამუშავებულ პროექტს შეგიდგენეგ, თუ რა სამუშაოები უნდა შესრულდე smile.gif

Posted by: Toxic:) 29 Jul 2013, 15:50
QUOTE
მე პროექტს მიკეტებენ 7 ლარადა, თავის შეთანხმებიან ნახაზებიანად ად გეოდეზიანად, სრულად , როგორი ფასია. მემგონი დზალიან გამოცდილები არაინ რადგან ძალიან ბევრი პროექტი აქვთ გაკეთებული
* * *
ყველაზე სასაცილო იცით რა არის? ყველა ხომ იძახის პროექტი 15-20$ და ა.შ ჯდებაო, ველას გონია რომ მაგარი პროექტიროვშიკები არიან, არადა ნამუშევარი მათი სულ არ მოგეწონება biggrin.gif, ნუთუ თვითონ არ ათვალიერებენ საიტებს? რუსულ საიტებზე ბევრად ლამაზი და კარგი პროექტებიადა ბევრად იაფიც ღირს, უბრალოდეს საქართველოა რაა biggrin.gif:D:D



დღეს რამდენიმე ადგილას დავრეკე და მეც ასეთი განსხვავებული ფასები მითხრეს. მინიმალური 6 დოლარი მაქსიმალური 15 დოლარი, შენ ამბობ რომ ხარისხი ერთნაირია ორივე შემთხვევაში?

Posted by: ET-architects 30 Jul 2013, 15:39
საბაზრო ღირებულებები ასეთია: გეოლოგია (ფორმალური) ჯდება 150-200 ლარი
გეოლოგია (რეალური) ჯდება 1000 ლარი
ტოპო-გეგმა ჯდება 200-300 ლარი
მერიაში ოფიციალური გადასახადი მოშენების ფართობის კვ.მ. 1 ლარი
არქიტექტურული პროექტი (შედგენილი არქიტექტორის მიერ, რომელსაც არქიტექტურული განათლება არ აქვს) ჯდება კვ.მ. 5-7 ლარი, პროექტის შეთანხმების ვადა 4-6 თვე
არქიტექტურული პროექტი (შედგენილი გამოცდილი არქიტექტორის მიერ, ვარიანტებისა და ვიზუალის შერჩევის გარეშე) ჯდება კვ.მ. 8-10 ლარი, პროექტის შეთანხმების ვადა 1-1.5 თვე
არქიტექტურული პროექტი (შედგენილი გამოცდილი არქიტექტორის მიერ, სხვა და სხვა ვარიანტებითა და სტილის შერჩევით, სანამ არ მიიღებთ "ოცნების" პროეტს) ჯდება კვ.მ. 10-15 ლარი, პროექტის შეთანხმების ვადა 1-1.5 თვე
კონსტრუქციული პროექტი (ფორმალური, სადაც დატვირთვებს კონკრეტული შენობისთვის არ ანგარიშობენ და არმატურა ჩადებულია საჭირო რაოდენობაზე) 3-4 ჯერ მეტი) ჯდება კვ.მ. 1-1.5 ლარი
კონსტრუქციული პროექტი (რეალური, სადაც დატვირთვებს კონკრეტული შენობისთვის ანგარიშობენ) ჯდება კვ.მ. 2-3 ლარი

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის მომზადებისთვის რა თქმა უნდა ძალიან "გონივრული" იქნება 1000-2000 ლარის ეკონომიის გაკეთება, სანაცვლოდ მიიღებთ არქიტექტურას, არც ისე ძალიან მოგწონთ (არა უშავს მომდევნო სახლს უფრო ლამაზს ააშენებთ) და კონსტრუქციულ პროექტს სადაც არმატურის ხარჯი 3000-10000 დოლარით მეტია ვიდრე გჭირდებათ
გისურვებთ წარმატებებს smile.gif

Posted by: ივანიჩ 30 Jul 2013, 17:40
რომლის ალტერ ნიკია ახლა ეს გაიგე ნეტა biggrin.gif

თუმცა სრული რეალობა წერია ჩვენდა სამწუხაროდ...............

Posted by: ზაზა_147 31 Jul 2013, 16:10
ახალი აშენებული კორპუსის პირველ სართულზე მაქვს შავი კარკასი და ვაპირებ რემონტს. ხომ ვერ მეტყვით მერიაში რაიმე ნებართვა მჭირდება?


Posted by: ET-architects 31 Jul 2013, 16:12
ფასადს თუ არ ეხებით, შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის ნებართვა არ გჭირდებათ

Posted by: goga321 31 Jul 2013, 21:18
უპრცედენტო ფასად: ბინების,სახლების,ოფისების, ბარ-რესტორნების: როექტირება, დიზაინი, ფოტომონტაჟი, პროექტის დამტკიცება მერიაში, შიდა ტიხრები, აზომვითი სამუშაოები.555506705
პ.ს ვმუშაობ ცნობილ საპროექტო ფირმაში და შეკვეთებს ვიღებ კერძოდ.

Posted by: juzi_juzi 1 Aug 2013, 00:22
goga321
კერძო სახლის პროექტი მსურს და... თქვენი პროექტების ნახვა თუ შეიძლება სადმე?
უპრეცდენტო ფასიც მითხარით როგორია?....

Posted by: Novak 1 Aug 2013, 18:16
ET-architects
QUOTE
საბაზრო ღირებულებები ასეთია: გეოლოგია (ფორმალური) ჯდება 150-200 ლარი
გეოლოგია (რეალური) ჯდება 1000 ლარი
ტოპო-გეგმა ჯდება 200-300 ლარი
მერიაში ოფიციალური გადასახადი მოშენების ფართობის კვ.მ. 1 ლარი
არქიტექტურული პროექტი (შედგენილი არქიტექტორის მიერ, რომელსაც არქიტექტურული განათლება არ აქვს) ჯდება კვ.მ. 5-7 ლარი, პროექტის შეთანხმების ვადა 4-6 თვე
არქიტექტურული პროექტი (შედგენილი გამოცდილი არქიტექტორის მიერ, ვარიანტებისა და ვიზუალის შერჩევის გარეშე) ჯდება კვ.მ. 8-10 ლარი, პროექტის შეთანხმების ვადა 1-1.5 თვე
არქიტექტურული პროექტი (შედგენილი გამოცდილი არქიტექტორის მიერ, სხვა და სხვა ვარიანტებითა და სტილის შერჩევით, სანამ არ მიიღებთ "ოცნების" პროეტს) ჯდება კვ.მ. 10-15 ლარი, პროექტის შეთანხმების ვადა 1-1.5 თვე
კონსტრუქციული პროექტი (ფორმალური, სადაც დატვირთვებს კონკრეტული შენობისთვის არ ანგარიშობენ და არმატურა ჩადებულია საჭირო რაოდენობაზე) 3-4 ჯერ მეტი) ჯდება კვ.მ. 1-1.5 ლარი
კონსტრუქციული პროექტი (რეალური, სადაც დატვირთვებს კონკრეტული შენობისთვის ანგარიშობენ) ჯდება კვ.მ. 2-3 ლარი

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის მომზადებისთვის რა თქმა უნდა ძალიან "გონივრული" იქნება 1000-2000 ლარის ეკონომიის გაკეთება, სანაცვლოდ მიიღებთ არქიტექტურას, არც ისე ძალიან მოგწონთ (არა უშავს მომდევნო სახლს უფრო ლამაზს ააშენებთ) და კონსტრუქციულ პროექტს სადაც არმატურის ხარჯი 3000-10000 დოლარით მეტია ვიდრე გჭირდებათ
გისურვებთ წარმატებებს 


ვეთანხმები

Posted by: gvido 1 Aug 2013, 19:15
ET-architects
QUOTE
გეოლოგია (რეალური) ჯდება 1000 ლარი
ტოპო-გეგმა ჯდება 200-300 ლარი
მერიაში ოფიციალური გადასახადი მოშენების ფართობის კვ.მ. 1 ლარი
არქიტექტურული პროექტი (შედგენილი გამოცდილი არქიტექტორის მიერ, სხვა და სხვა ვარიანტებითა და სტილის შერჩევით, სანამ არ მიიღებთ "ოცნების" პროეტს) ჯდება კვ.მ. 10-15 ლარი, პროექტის შეთანხმების ვადა 1-1.5 თვე
კონსტრუქციული პროექტი (რეალური, სადაც დატვირთვებს კონკრეტული შენობისთვის ანგარიშობენ) ჯდება კვ.მ. 2-3 ლარი


საკუთარ სახლს 200 კვადრატულზე მცირეს ვერ ააშენებ მარტო გარაჟი და ვერანდა მოითხოვს მაგდენს, ნუ ჯანდაბას ნუ ვიღორებთ და ავიღოთ 300 კვადრატული მეტრი
გეოლოგია 1000 ლარი
ტოპო-გეგმა 300 ლარი
მერია 300 ლარი
პროექტი 4500 ლარი
კონს. პროექტი 900 ლარი

საბოლოო ჯამში 7000 ლარი biggrin.gif
ეს ჯერ კიდევ მშენებლობა არ დაწყებულა

აშენება რა დაჯდება?
მერე რემონტი ?
biggrin.gif

Posted by: SaamI 1 Aug 2013, 20:08
telod
QUOTE
ყველაზე სასაცილო იცით რა არის? ყველა ხომ იძახის პროექტი 15-20$ და ა.შ ჯდებაო, ველას გონია რომ მაგარი პროექტიროვშიკები არიან, არადა ნამუშევარი მათი სულ არ მოგეწონება

სულ არაა აუცილებელი სხვისი პროექტი თქვენ მოგეწონოთ. ინდივიდუალური სახლის პროექტი კეთდება კონკრეტულ ადამიანზე და კონკრეტული დამკვეთის გემოვნებას უნდა შეესაბამებოდეს.
რუსული საიტის პროექტებს რაც შეეხება, ყველა ესკიზია და მთლიანად გადამუშავებას მოითხოვს. რაც რა თქმა უნდა დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული. ზოგადად იაფიან პროექტებს რაც შეეხება, სიტუაცია ასეთია. ორმა ჩემმა ნაცნობმა, მშენებელს რომ გაესაუბრა, უკვე დამტკიცებული პროექტი გამოიტანა და ახალი პროექტი გააკეთებინა. კიდევ ბევრი წყალქვეშა რიფია, რომელსაც დაბალ ფასს წამოგებული გამოუცდელი დამკვეთი ვერ ხვდება, მერე კი იმდენივეს ან უფრო ძვირს იხდის.

Posted by: Novak 2 Aug 2013, 09:41
კიდევ ერთი ფაქტორია, რასაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას "ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი"-ის დამკვეთები
საცხოვრებელი სახლი, არ არის აუცილებელი რომ იყოს არქიტექტურის ნიმუში, ძალიან ლამაზი ან პროპრციული, პირველ ადგილზე ყოველთვის უნდა იყოს ფუნქციონალიზმი
რა თქმა უნდა ფუნქციონალიზმის და ელეგანტური არქიტექტურის შეთავსება შესაძლებელია, მაგრამ ხშირად გარეგნული სახე მეტად ადარდებთ ვიდრე შიგნით ცხოვრება
გვახსოვდეს რომ სახლს ვიშენებთ ჩვენთვის და არა მეზობლისთვის, რომ კარგი ხედი ჰქონდეს
ამიტომ ჯერ ჩვებნ მოვირგოთ სახლი ისე, რომ შიგნით ცხოვრება გვსიამოვნებდეს


Posted by: ET-architects 2 Aug 2013, 15:16
gvido
ანგარიში სწორია თუმცა არც მაგდენად რთულადაა საქმე.
კონკრეტულ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი სახლი 200-300 კვ.მ-ია. 1000 ლარიანი გეოლოგია აუცილებელი არაა, რადგანაც გეოლოგებს აქვთ ბაზა და უბნების გეოლოგიის მიხედვით აკეთებენ დასკვნას.
მერიაში გადასახადი იანგარიშება I სართულის ფართობი გარე პერიმეტრზე, თუ თქვენი 300 კვ.მ. ორ სართულზეა განაწილებული, გადასახადი იქნება 150 ლარი.
300 კვ.მ. სახლისთვის პროექტის სრულყოფილი ვერსია, შეთანხმებითა და კონსტრუქციული პროექტით ჯდება 4000- 5000 ლარი

* * *
Novak
აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს რომ შენობის ფუნქციურად სწორად დაგეგმარება, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც ტექნიკური აზროვნების უნარი აქვს, ხოლო ლამაზი შენობის დახატვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვინც ხატვა იცის. არქიტექტორის პროფესიის დანიშნულება სწორედ ისაა, რომ პროექტში გააერთიანოს შენობის თანაბრად მნიშვნელოვანი ორივე თვისება.

Posted by: Novak 2 Aug 2013, 15:53
ET-architects
QUOTE
აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს რომ შენობის ფუნქციურად სწორად დაგეგმარება, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც ტექნიკური აზროვნების უნარი აქვს, ხოლო ლამაზი შენობის დახატვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვინც ხატვა იცის. არქიტექტორის პროფესიის დანიშნულება სწორედ ისაა, რომ პროექტში გააერთიანოს შენობის თანაბრად მნიშვნელოვანი ორივე თვისება.


კი მართალს ამბობ, მაგრამ ფუქნციური დაგეგმარების გარდა, გეგმარებაში - არის უამრავი დეტალი გასათვალისწინებელი, რისი ცოდნაც არქიტექტორს პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე აქვს,
ხოლო ტექნიკური აზროვნების ადამიანს მხოლოდ თეორიულ დონეზე.
რა საკვირველია არქიტექტორი, სწორედ ის პროფესიაა, ვინც ფუნქციონალიზმს და ვიზუალს აერთიანებს, მე უბრალოდ იმ ჯიუტ დამკვეთებზე ვსაუბრობ, რომლებიც სახლის "გასამარიაჟებლად" არაპრაქტიკულ გადაწყვეტილებას იღებენ

Posted by: ET-architects 2 Aug 2013, 16:13
Novak
სამწუხარო რეალობაა, მინახავს ბევრი "ჯიუტი" და ბევრიც უარესი დამკვეთები
ვფიქრობ რომ ჩვენს საზოგადოებაში არაა საკმარისი ცოდნა, არქიტექტურასა და მშენებლობაზე. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არასერიოზულად უყურებენ მშენებლობის საკითხს.


Posted by: Novak 2 Aug 2013, 16:24
ET-architects
QUOTE
სამწუხარო რეალობაა, მინახავს ბევრი "ჯიუტი" და ბევრიც უარესი დამკვეთები
ვფიქრობ რომ ჩვენს საზოგადოებაში არაა საკმარისი ცოდნა, არქიტექტურასა და მშენებლობაზე. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არასერიოზულად უყურებენ მშენებლობის საკითხს.


გეთანხმები, ყველა ქართველი ხო, ყველაზე მაგარი პოლიტიკოსი, ფეხბურთის მწვრთნელი, ეკონომიკის ექსპერტი და არქიტექტორ დიზაინერია smile.gif))
აბა მერე ვიღას დასჭირდება შენი დიპლომი და ცოდნა smile.gif

Posted by: KANCELARIA 2 Aug 2013, 16:58
გადახურვის საშუალებები (ლუმინისბითუმის,კრამიტის) ნამდვილი იტალიური წარმოების.

ასევე რუსული წარმოების კარები

http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=8030&Itemid=1&lang=ka

http://imageshack.us/photo/my-images/209/o39o.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
http://imageshack.us/photo/my-images/69/s74p.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: bigzura 3 Aug 2013, 23:14
Arqiteqtors gavaketebine proeqti. 20 dgis win mitxra rom chavabare dasamtkiceblato da gushin gavarkvie rom ar chaubarebia. Ra vqna rogor moviqce?
Rame dachqarebuli wesi arsebobs damtkicebis?
Kidev erti kitxva shetanil8 proeqtit sanam ar damtkicdeba sheidzleba daviwyo sadzirkveli da rame drois mogebis miznit

Posted by: ივანიჩ 3 Aug 2013, 23:19
bigzura
1. არ გაგიმართლათ, კიდევ ერთი მატყუარა არქიტექტორი შეგხვდათ
2. დაჩქარებული წესი ახალმა მთავრობამ გააუქმა
3. არ შეიძლება, ნებართვის გარეშე სამშენებლო სამუშაოების მათ შორის საძირკვლის, დაწყება, ზედამხედველობის სამსახური მაინც გაგაჩერებინებთ

Posted by: bigzura 3 Aug 2013, 23:24
IVANICHA
QUOTE
ზედამხედველობის სამსახური მაინც გაგაჩერებინებთ

Jarima aris?

RA VQNA ROGOR MOVIQCE DROSHIC SHEZGUDULI VAR AXALI ARQITEQTORI UNDA VEDZEBO?

Posted by: ივანიჩ 3 Aug 2013, 23:29
უნებართვო მშენებლობა ისჯება ჯარიმით, რაოდენობა შენობის კლასის მიხედვითაა და კიდე მდებარეობის......
და იმ ძველმა რა პასუხი გაგცათ
ან ფული არ გადაუხადოთ ან ცემეთ რავიცი

Posted by: bigzura 3 Aug 2013, 23:38
Tanxis nawili micemuli maqvs. Meubneba rom shegpirdi 10 aqvistos iqneba 10 agvistoso.ranairad iqneba roca arcki chaubarebia.

Posted by: ივანიჩ 3 Aug 2013, 23:42
10 აგვისტოს დაელოდეთ და თუ არ იქნა მზად, მერე ის ფული რაც მიეცით უკან გამოართვით, ნახაზები კიდე თავზე გადაახიეთ smile.gif რომ კიდე სხვა არ მოატყუოს biggrin.gif

Posted by: ET-architects 5 Aug 2013, 11:28
QUOTE
10 აგვისტოს დაელოდეთ და თუ არ იქნა მზად, მერე ის ფული რაც მიეცით უკან გამოართვით, ნახაზები კიდე თავზე გადაახიეთ  რომ კიდე სხვა არ მოატყუოს

biggrin.gif კარგი იდეაა, მაგრამ მგონი დროს დაკარგავს კიდევ. აჯობებს სხვა არქიტექტორი მოძებნოს, ძველს გამოართვას ნამუშევრის სრული ვერსია და დააწერინოს ნოტარიული თანხმობა, რომ პროექტს სხვა გააგრძელებს და ახალ არქიტექტორს დაასრულებინოს სამუშაო.

Posted by: offer 7 Aug 2013, 17:23
მივმართავ არქიტექტორებს და დიზაინერებს, ვისაც გაქვთ მიმდინარე და სამომავლო პროექტები, გელით საკმაოდ საინტერესო და მომგებიანი წინადადება. ვისაც გყავთ მსგავსი ტიპის ნაცნობები შეგიძლიათ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია.
დაინტერესებულმა პირებმა გამომეხმაურეთ.

Posted by: goga321 8 Aug 2013, 14:20
juzi_juzi
გამარჯობათ იცით ააა პრობლემა ჩემი პროექთებისნახვა თუ დაინტერესებული ხართ მითითებული მაქვს ტელეფონის ნომერი და შეგვიძლია დავკონტაქტდეთ. მაქვს ცნობილი ადამიანების სახლები დაპროექტებული და დიზაინი გაკეთებული, ან შეგვიძლია ვისაუბროთ პ.მ. ში. უპრეცედენტო ფასიც მდგომარეობს იმაში რომ კომპანიაში დაკვეთა დაგიჯდებათ გაცილებით ძვირი და იქაც მე უნდა დაგიმზადოთ პროექტი და ამიტომ კერძოთ ვმუშაობ. და ამ შემთხვევაში მხოლოთ ჩემი შრომის ანაზღაურება მოგიწევთ. შეგიძლიათ გაიგოთ ქალაქში ფასები და შემდეგ შეადაროთ ჩემი ფასი. ასერომ ყველაფერი მარტივია. ხარისხზე პასუხისმგებელი ვვარ რატქმაუნდა.

Posted by: dato291177 8 Aug 2013, 18:40
არქიტექტურა,დიზაინი, პროექტირება, მშენებლობა, აზომვითი ნახაზები, ტოპო, ორთოფოტო, სიტუაციური გეგმა, მიწის ნაკვეთის დაკვალვა. 555440087,597651745

Posted by: ET-architects 11 Aug 2013, 16:31
goga321
გეთანხმებით, თუ ფირმას არ შეუკვეთავ პროექტს 30%-ით უფრო იაფი ჯდება
თუმცა არსებობს მთელი რიგი გაურკვევლობა.
ვთქვათ პროექტის მომზადება შევუკვეთე ფიზიკურ პირს, თუ კომპანია ვარ, საშემოსავლოს მე ვიხდი, ან ხარჯებში ვერ ვატარებ და იგივე გამოდის.
თუ მეც ფიზიკური პირი ვარ და ფულს საკუთარი ჯიბიდან ვიხდი, მაშინ ვაფორმებ ხელშეკრულებას, თანხის ნაწილს ვიხდი წინასწარ და იმედს ვიტოვებ, რომ არქიტექტორი ყველაფერს კეთილსინდისიერად შეასრულებს. ვთქვათ არქიტექტორმა არაკეთილსინდისიერად შეასრულა სამუშაო და სახლი გამოვიდა "მახინჯი", ამის შემჩნევა შესაძლებელია.
ვთქვათ არქიტექტორმა ფული დაზოგა ტოპო-გეგმის მომზადებაში, ამას ვერ შევამჩნევ, მაგრამ შეიძლება შესასვლელში სამი საფეხურის ნაცვლად მშენებლობას რომ დავიწყებ მივიღოთ ათი საფეხური, ან სახლის უკანა ფასადი გამომივიდეს ნახევრად მიწაში, ან მიწის სამუშაოები გამეზრდება 50%-ით, რაც პროექტის ღირებულების 30%-ზე მეტი იქნება.
ვთქვათ კონსტრუქციული პროექტი მოამზადებინა ვინმე არა კომპეტენტურ პირს, რომელსაც აქვს რაღაც ტექნიკური განათლება და შეუძლია დახაზოს ნახაზები, რომელიც კონსტრუქციულ პროექტს გავს, მე ამასაც ვერ გავიგებ, თანაც ვერასოდეს, რატომ დასჭირდა ორსართულიანი კერძო სახლს იმდენივე არმატურა, რამდენიც მეზობელი კორპუსის ორ სართულს. (მინახავს ასეთი კონსტრუქციული პროექტი)
ვთქვათ გეოლოგიისთვისაც აიღო გვერდით უბანში გაკეთებული კვლევა და საძირკვლის კონსტრუქცია მოარგო არარეალურ გეოლოგიას (შედეგები შესაძლებელია კატასტროფული იყოს)
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პროექტის მომზადებას ფიზიკურ პირს ვუკვეთავ, ხარისხზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ, რაც სისულელეა, როცა შეიძლება, რომ კომპანიასთან გავაფორმო ხელშეკრულება და ყველაფერზე პასუხისმგებლობა კომპანიას დავაკისრო

Posted by: goga321 12 Aug 2013, 12:27
იცით აქ ამ თემაზე კამათს ჩემთვის აზრი არ აქვს. თქვენი საუბრიდან გამომდინარე გამოდის რომ მე შეიძლება ვცრუოდე ხო? მოკლედ გეტყვით იმ კომპანიაშიც ჩვეულებრივი ადამიანი აკეთებს ამ პროექტებს. არსებობს ხელშეკრულება სადაც გარანტიებია ხო? უფლება მოვალეობები დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. იმ კომპანიაში მე ვუწევ ამ სამუშაოებს ორგანიზებას. რაც თქვენ ჩამოთვალეთ. და იქნებ არ გამოვიდეს და იქნებ ესე მოხდეს ცოტა ბავშვური ნათქვამია. როგორ როდესაც სოლიდურ თანხას იხდი და ესე ვარაუდიით? ესეიგი ვიგაც აფერისტია ხო? და თქვენი საუბრიდან ისე გამოდის რომ მე შეიძლება აფერისტი ვიყოო? ცოტა უხერხულია . თქვენ ხომ ჩემი პროექტები არ გინახიათ? და კონკრეტულად არ დაინტერესებულხართ? ვაი და იქნებ სერიოზულ ხალხს არ ემართებათ

* * *
ET-architects
იცით აქ ამ თემაზე კამათს ჩემთვის აზრი არ აქვს. თქვენი საუბრიდან გამომდინარე გამოდის რომ მე შეიძლება ვცრუოდე ხო? მოკლედ გეტყვით იმ კომპანიაშიც ჩვეულებრივი ადამიანი აკეთებს ამ პროექტებს. არსებობს ხელშეკრულება სადაც გარანტიებია ხო? უფლება მოვალეობები დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. იმ კომპანიაში მე ვუწევ ამ სამუშაოებს ორგანიზებას. რაც თქვენ ჩამოთვალეთ. და იქნებ არ გამოვიდეს და იქნებ ესე მოხდეს ცოტა ბავშვური ნათქვამია. როგორ როდესაც სოლიდურ თანხას იხდი და ესე ვარაუდიით? ესეიგი ვიგაც აფერისტია ხო? და თქვენი საუბრიდან ისე გამოდის რომ მე შეიძლება აფერისტი ვიყოო? ცოტა უხერხულია . თქვენ ხომ ჩემი პროექტები არ გინახიათ? და კონკრეტულად არ დაინტერესებულხართ? ვაი და იქნებ სერიოზულ ხალხს არ ემართებათ

Posted by: Shota525 13 Aug 2013, 17:30
გაუმარჯოს,კეთილ ხალხს... ვინმემ მიმასწავლეთ სად შეიძლება ვიპოვო ბაკურიანის განაშენიანების გეგმა?ან ახალი დიდველის განაშენიანების გეგმა. მაცნეზე ვიპოვე დადგენილება და ეწერა რომ დანართ 2-ში არის რუქა,მაგრამ მიმაგრებული არ არის... წინასწარ მადლობა პასუხისთვის...

Posted by: ივანიჩ 14 Aug 2013, 12:46
Shota525
ვინც მიიღო ეგ დადგენილება იმას უნდა ჰკითხო, და მოთხოვო როგორც საჯარო ინფორმაცია...
მაცნეზე არ იტვირთება ალბათ მოცულობის გამო

Posted by: Shota525 14 Aug 2013, 13:17
QUOTE (IVANICHA @ 14 Aug 2013, 12:46 )
Shota525
ვინც მიიღო ეგ დადგენილება იმას უნდა ჰკითხო, და მოთხოვო როგორც საჯარო ინფორმაცია...
მაცნეზე არ იტვირთება ალბათ მოცულობის გამო

პრეზიდენტს მოვთხოვო? smile.gif თბილისის არის ინტერნეტში და ბაკურიანის არ იქნება?

Posted by: ივანიჩ 14 Aug 2013, 14:41
Shota525
პრეზიდენტს ყავს თავისი ადმინისტრაცია და იმას უნდა მიმართო wink.gif
განაცხადები მიიღება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღებში (სამუშაო დღეებში 10:00 - დან 18:00 საათამდე) მისამართზე: თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1.

ტელ.: (995 32) 2282736

Posted by: Toxic:) 14 Aug 2013, 15:34
მერიაში როგორც გავიგე აღდგა დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა, საიტზე არ განუახლებიათ რაც შარშან იდო ისევ ისე ტარიფები და ვადებია, ანუ არ შეცლილა არაფერი და რაც გაუქმებადე იყო ისევ ის ფასები და ვადები დარჩა?

Posted by: bavaria87 14 Aug 2013, 16:54
ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან და ვინც ერკვევით იქნებ დამეხმაროთ. სოფელში მინდა სახლის აშენება. თბილისს არ ეკუთვნის და ამიტომ გამარტივებულია ხომ პროცედურები ალბათ.ანუ მიწა მაქვს ჩემს სახელზე გაფორმებული, მინდა საძლის აშენების ნებართვა და პროექტი. მგონი სხვა რამე არაა საჭირო ხომ ასაშებებლად? და რა დამიჯდება ეგ ნებართვა და კაი პროექტი? ორი ან სამსართულიანი სახლის.

Posted by: ივანიჩ 14 Aug 2013, 17:04
bavaria87
რომელ მუნიციპალიტეტსაც ეკუთვნის, იქ უნდა მიხვიდე, იქ იქნება შესაბამისი სამსახური და მათთან უნდა შეათანხმო არქიტექტურული პროექტიც და აიღო მშენებლობის ნებართვაც

ხარჯებს რაც შეეხება, დამოკიდებულია პროექტზე და კიდევ ტერიტორიაზეც

Posted by: bavaria87 14 Aug 2013, 17:36
QUOTE (IVANICHA @ 14 Aug 2013, 17:04 )
bavaria87
რომელ მუნიციპალიტეტსაც ეკუთვნის, იქ უნდა მიხვიდე, იქ იქნება შესაბამისი სამსახური და მათთან უნდა შეათანხმო არქიტექტურული პროექტიც და აიღო მშენებლობის ნებართვაც

ხარჯებს რაც შეეხება, დამოკიდებულია პროექტზე და კიდევ ტერიტორიაზეც

მე საერყოდ ვერ ვერკვევი და უბრალოდ მიახლოებით რომ მაინც თქვათ რა დაჯდება ეგ ნებართვა და პროექტი? სახლი სამსართულიანი რომ იყოს? მიახლოებით რა? ალბათ პროექტი უფრო ძვირია ხომ? და ამ პროექტს მე ვისაც მინდა იმ არქიტექტორს გავაკეთებინებ?

Posted by: ივანიჩ 15 Aug 2013, 10:34
bavaria87
გააჩნია არქიტექტორს და პროექტის სირთულეს
არიან ვინ 5$ დოლარად გააკეთებენ და არიან ვინც 50 დოლარად დაგიმზადებენ კვადრატულს.....

პროექტის გაკეთება ნებისმიერ არქიტექტორთან შეგიძლიათ, მაგაზე შეზღუდვა არ არის....
ნებართვის აღება უფასოა, ნებართვის გამცემ ორგანოში გამზადებული პროექტი უნდა მიიტანოთ, იხდით ნებართვის გაცემაზე მოსაკრებელს რომელიც კვადრატულობით გამოითვლება, 1 კვმ 1 ლარია თბილისში, და იმ რეგიონში შესაბამისი ფასი იქნება, მეტი არა მგონი იყოს, ან ტოლი ან ნაკლები...



Posted by: Novak 15 Aug 2013, 11:12
bavaria87
QUOTE
მე საერყოდ ვერ ვერკვევი და უბრალოდ მიახლოებით რომ მაინც თქვათ რა დაჯდება ეგ ნებართვა და პროექტი? სახლი სამსართულიანი რომ იყოს? მიახლოებით რა? ალბათ პროექტი უფრო ძვირია ხომ? და ამ პროექტს მე ვისაც მინდა იმ არქიტექტორს გავაკეთებინებ?


მოჭრილი თანხა თუ გინდა წარმოიდგინო, გეოლოგიის და ტოპოს ჩათვლით, დაახლოებით ესე იმერყევებს 2500 $-4000 $ , გააჩნია ვისთან მიხვალ,

Posted by: bavaria87 15 Aug 2013, 16:24
QUOTE (Novak @ 15 Aug 2013, 11:12 )
bavaria87
QUOTE
მე საერყოდ ვერ ვერკვევი და უბრალოდ მიახლოებით რომ მაინც თქვათ რა დაჯდება ეგ ნებართვა და პროექტი? სახლი სამსართულიანი რომ იყოს? მიახლოებით რა? ალბათ პროექტი უფრო ძვირია ხომ? და ამ პროექტს მე ვისაც მინდა იმ არქიტექტორს გავაკეთებინებ?


მოჭრილი თანხა თუ გინდა წარმოიდგინო, გეოლოგიის და ტოპოს ჩათვლით, დაახლოებით ესე იმერყევებს 2500 $-4000 $ , გააჩნია ვისთან მიხვალ,

მადლობა ყველას, ანუ სადღაც 3000 ლარში ჩავეტევი მგონი

Posted by: Definitely Maybe 15 Aug 2013, 19:46
bavaria87
3000 ლარში გინდა ჩაატიო 3 სართულიანი სახლის პროექტი? თავისი გეოლოგიით და ტოპო გადაღებით? ალბათ კონსტრუქციასაც ვვარადუობ რომ ამ თანხაში გაუშვა?
3 სართულიანი სახლი მიახლობით 300 კვადრატულია, ამას ტოპოს, გეოლოგიის, კონსტრუქციები ფასი გამოაკელი, და გამოვა კვადრატულზე არქიტექტორისთვის 5 ლარი კარგ შემთხვევაში. "კაფილშიკი" გაიცლებით მეტს იღებს. ბაზარი არაა უნამუსო არქიტექტორი 2500 ლარადაც გაგიკეთებს შეიძლება, მაგრამ რავიცი სახლია მობილური ჰომ არა? რომ არ მოგეწონება ხმარებაში და მერე გამოცვალო.

Posted by: ივანიჩ 16 Aug 2013, 11:06
Definitely Maybe
აქ ეგრეა ხო იცი
კარგი პროექტი კარგი ფული ჯდება
და
აქ კიდე იაფად უნდა უნდა ყველას
vis.gif

Posted by: Definitely Maybe 16 Aug 2013, 11:21
IVANICHA
ჰოდა ვერ ვხვდები რა ლოგიკაა.

ექიმს ვარჩევ არა თუ რა თანხას იღებს არამედ რამდენად გამოცდილ;ი და კარგი სპეციალისტია ჰო? იგივეა ეს პროფესიაც, მაგ სახლში უნდა გაატარო შენი ცხოვრება და, ამ სივრცის დაპროექტებაში ზოგავ თანხას?


Posted by: KANCELARIA 22 Aug 2013, 14:09
მინდა შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის გადახურვის მასალები.
იტალიური ექსკლუზივი - TEGOLA(შინგლი), MAzzonetto(ალუმინი) და Ceprano(კრამიტი).
ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, მახასიათებლებით და რეალური გარანტიით.
განხორციელებული პროექტებიდან გამოსარჩევია - პლეხანოვის რეკონსტრუქცია, რიყე, აბანოთუბანი, რაბათი, კახეთი, გორის რეკონსტრუქცია და ა.შ. კერძო სექტორში.
თუ თქვენი მხრიდან იქნება დაინტერესება გთხოვთ მომწერეთ, შეგხვდებით და დეტალურად გაგაცნობთ პროდუქციას, ნიმუშებით და ბეჭრდვითი მასალებით.
იმედია ჩვენი პროდუქცია მოგცემთ საშუალებას წარმატებულად დაგეგმოთ პროექტები.
ჩვენი ფეისბუქ გვერდი, სადაც იხილავთ ნამუშევრებს და მასალებს
https://www.facebook.com/KolkhiGroupLtd/photos_albums

მადლობა

Posted by: K13 30 Aug 2013, 01:16
გამარჯობათ
მაინტერესებს სამტრედეს (დორმერი ქვია თუ ლუკარნა თუ ორივე ერთად smile.gif ) გაკეთება მინდა სახურავს აქვს დახრა და სხვენშიც არის საკმაო სიმაღლის ფართი და რა დონეზე ჭირდება ნებართვა მერიაში, და რა სახის არქიტექტურული სამუშაოები ჭირდება ? კარგად რო ამიხსნათ და ვის შეუძლია ფორუმზე ამის შესრულება

ხო ისა ერთსართულიან სახლზეა საუბარი და ქუჩაზე არ გადის

Posted by: patiii88 30 Aug 2013, 11:22
მინდა აივნის მოშენება და დამტკიცება, მითხრეს რომ საჭიროა ფოტოები და აივნის პროექტი და რა დამიჯდება ამ ყველაფრის გაკეთება?

Posted by: dato291177 31 Aug 2013, 12:45
გამარჯობათ, archicad-ს ფაილის გადაკეთება მინდა autocad-ის ფაილად, როგორ შეიძლება რომ გადავაკეთო?

Posted by: goga321 17 Sep 2013, 22:51
უპრცედენტო ფასად: ბინების,სახლების,ოფისების, ბარ-რესტორნების: როექტირება, დიზაინი, ფოტომონტაჟი, პროექტის დამტკიცება მერიაში, შიდა ტიხრები, აზომვითი სამუშაოები.555506705
პ.ს ვმუშაობ ცნობილ საპროექტო ფირმაში და შეკვეთებს ვიღებ კერძოდ.

Posted by: datosia 17 Sep 2013, 23:25
77777777777777777777777777777777777777777777777

Posted by: gia_k 24 Sep 2013, 21:45
ინტერიერის დიზაინისთვის გთავაზობთ ფერად მხატვრულ ვიტრაჟებს, ოთახსშორის კარებში,ავეჯის დეკორისთვის,შეკიდულ ჭერში და სხვა . იხილე გვერდი facebook ზე vitraji feradi mina

Posted by: gia_k 24 Sep 2013, 21:49
კიდევ ერთი მაგალითი , ფასზე მოვრიგდებით

Posted by: NIKI. 25 Sep 2013, 20:41
კარგი, გამოცდილი არქიტექტორი მჭირდება. ან პმ მომწერეთ ან თუ ვინმე იცით მისი ნომერი მომეცით.

Posted by: Toxic:) 26 Sep 2013, 12:25
გამარჯობათ, არქიტექორი მეუბნება შევიტანე მშენებლობის ნებართვაზე პროექტიო და ჯერ კონსტრუქციული პროექტი დე გეოლოგიური დასკვნა არ აქვს გაკეთებული. ასე შესაძლებელია ანუ ერთად არ ხდება ამ ყველა დოკუმენტის შესხვა არქიტექტურის სამსახურში?

Posted by: OrdinaryMen 26 Sep 2013, 17:26
ბოქსების აშენებისას რაიმე სტანდარტები არსებობს? კარი რამხელა უნდა იყოს, თვითონ შენობა, ჭერის სიმაღლე , თითოეული ბოქსის სიგანე და ასე შენდეგ

მადლობა წინასწარ

Posted by: Definitely Maybe 26 Sep 2013, 21:14
Toxic:)
დღესდღეობით სამწუხაროდ მასე ითანხმებენ, კონსტრუქციული და სხვა საინჟინრო ნაწილების გარეშე.

OrdinaryMen
იარსებებს ბუნებრივია.

Posted by: kuda 27 Sep 2013, 13:34
კონსულტაცია მჭირდება.
არ ვიცი ამ პროექტს რა ქვია, მისაღები, დიდი ლოჯი, სამზარეულო, დიდი საძინებელი და საკმაოდ დიდი შემოსასვლელი აქვს. აბაზანა-ტუალეტი ცალცალკეა და უნდა გაერთიანდეს. აუცილებელია პატარა საძინებელიც იყოს.
მოთხოვნების გათვალისწინებით ასე გავანაწილე ოთახები და ვარგა? რამე სხვა ვერსიას ხომ არ შემომთავაზებდით?
შემოსასვლელი რომ ბნელი არ იყოს და სივრცე იგრძნობოდეს, მისაღებსა და შემოსასვლელს შორის დეკორატიული კედელია, თაროს მოვალეობას შეასრულებს. მისაღებიდან გავჭერი კარი სამზარეულოში და აბაზანიდან სამზარეულოში გასასვლელი ჰოლი გადავკეტე. ამით ადგილი მოვიგე დიდი სათავსოსთვის, თორემ კარადების ნაკლებობაა. მისაღები ძალიან რომ არ დაბნელდეს, მისაღებისა და საბავშვო ოთახის გამყოფ კედელზე 40 სმ სიმაღლის შუშაა ჩასმული მთელს გაყოლებაზე (ესეც ბინადრის სურვილის გათვალისწინებით).

Posted by: giorgi7_3 28 Sep 2013, 17:16
QUOTE (bavaria87 @ 14 Aug 2013, 16:54 )
ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან და ვინც ერკვევით იქნებ დამეხმაროთ. სოფელში მინდა სახლის აშენება. თბილისს არ ეკუთვნის და ამიტომ გამარტივებულია ხომ პროცედურები ალბათ.ანუ მიწა მაქვს ჩემს სახელზე გაფორმებული, მინდა საძლის აშენების ნებართვა და პროექტი. მგონი სხვა რამე არაა საჭირო ხომ ასაშებებლად? და რა დამიჯდება ეგ ნებართვა და კაი პროექტი? ორი ან სამსართულიანი სახლის.

პროცედურა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანია, თუმცა თბილისში ზედამხედველობის სამსახური უფრო სკრუპულოზურად ამოწმებს. არქიტექტურულ პროექტზე პასუხისმგებელია არქიტექტორი და პრაქტიკულად დამტკიცებამდე სრულად მიჰყავს. თქვენ მხოლოდ დასამტკიცებლად ჩაბარება გიწევთ. მშენებლობა პროცედურულად უფრო მარტივია. რაც შეეხება ფასებს თუ უნამუსო ხალხის ხელში არ ჩავარდი, მაქსიმალურად დაიგეგმება თქვენი ბიჯეტის შესაბამისად

Posted by: Breaky 30 Sep 2013, 18:48
არ ვიცი, რამდენად საამთემო კითხვაა, მაგრამ ინტერიერის თემაში მგონი არავინ პოსტავს, ამიტომ აქაც ვიკითხავ:

საკუთარ სახლში, რომელშიც მისაღები (ე.წ. "ზალა") არის სადღაც 50-60 კვ.მ. ფარგლებში, მინიმუმ რამდენი უნდა იყოს ჭერის სიმაღლე, რომ ძალიან ბრტყელი და "ხრუშოვკა" ვიზუალი არ შეიქმნას? დანარჩენი ოთახები შედარებით მცირე ფართისაა.

Posted by: goga321 1 Oct 2013, 19:16
Breaky
მინიმუმ 3 მეტრი უნდა იყოს

Posted by: SaIrMe 3 Oct 2013, 09:24
საკუთარ სახლის ერთი კედლის გასწვრივ 9მX3.5მ-ზე მინდა მიხურვა. ანუ მხოლოდ სახურავი და ბოძები, კედელი მხოლოდ სახლს რომელიც აქვს ის იქნება. მაინტერესებს არის თუ არა ნებართვა საჭირო და თუ არის რა ნებართვაა საჭირო. წინასწარ მადლობა.

Posted by: goga321 3 Oct 2013, 11:37
SaIrMe
tas.ge ამ საიტზე შედი და აარჩიე 1 კლასი, მცირე არქიტექტურული მშენებლობა დამანდ არის საჩრდილობელი. ერთ კვირიანი პროცედურაა. პოტომონტაჟს გააგზავნი. და ერთ კვირაში ნებართვის პასუხი მოგივა. ნებართვის აღება უფასოა

Posted by: tsimakuridze1 3 Oct 2013, 12:28
QUOTE (SaIrMe @ 3 Oct 2013, 09:24 )
საკუთარ სახლის ერთი კედლის გასწვრივ 9მX3.5მ-ზე მინდა მიხურვა. ანუ მხოლოდ სახურავი და ბოძები, კედელი მხოლოდ სახლს რომელიც აქვს ის იქნება. მაინტერესებს არის თუ არა ნებართვა საჭირო და თუ არის რა ნებართვაა საჭირო. წინასწარ მადლობა.

თუ სახლის განაშენიანების ფართი 60კვ.მ-ზე მეტია მაშინ პროექტს მოგთხოვენ ( იმიტომ რომ ბოძებს იყენებ საჩრდილობელის საყრდენად). თუ ბოძების გარეშე გააკეთებ საჩრდილობელს მაშინ I კლასში გავა რამხელაც არ უნდა იყოს სახლის განაშენიანება.

Posted by: 4l7ar 3 Oct 2013, 14:59
QUOTE (tsimakuridze1 @ 3 Oct 2013, 12:28 )
QUOTE (SaIrMe @ 3 Oct 2013, 09:24 )
საკუთარ სახლის ერთი კედლის გასწვრივ  9მX3.5მ-ზე მინდა  მიხურვა. ანუ მხოლოდ სახურავი და ბოძები, კედელი მხოლოდ სახლს რომელიც აქვს ის იქნება. მაინტერესებს არის თუ არა ნებართვა საჭირო და თუ არის რა ნებართვაა  საჭირო. წინასწარ მადლობა.

თუ სახლის განაშენიანების ფართი 60კვ.მ-ზე მეტია მაშინ პროექტს მოგთხოვენ ( იმიტომ რომ ბოძებს იყენებ საჩრდილობელის საყრდენად). თუ ბოძების გარეშე გააკეთებ საჩრდილობელს მაშინ I კლასში გავა რამხელაც არ უნდა იყოს სახლის განაშენიანება.

და თუ დაბლა მარტო ბეტონი დუსხი მაშინ რა ხდება გადის 1 კლასიდან თუ არა

Posted by: SaIrMe 6 Oct 2013, 19:21
QUOTE
თუ სახლის განაშენიანების ფართი 60კვ.მ-ზე მეტია მაშინ პროექტს მოგთხოვენ ( იმიტომ რომ ბოძებს იყენებ საჩრდილობელის საყრდენად). თუ ბოძების გარეშე გააკეთებ საჩრდილობელს მაშინ I კლასში გავა რამხელაც არ უნდა იყოს სახლის განაშენიანება.

იგივე ფართი ეზოში რო გავაკეთო აი როგორც ხეივანი. სახლიდან დავაშორო ერთი მეტრით. ამასაც სჭირდება ნებართვა?

Posted by: tsimakuridze1 7 Oct 2013, 12:19
QUOTE (4l7ar @ 3 Oct 2013, 14:59 )
და თუ დაბლა მარტო ბეტონი დუსხი მაშინ რა ხდება გადის 1 კლასიდან თუ არა

ანუ ბორდიული გააკეთო ?
I კლასი- ფასადზე მცირე ზომის არქიტექტურული ელემენტების და ტექნიკური საშუალებების მოწყობა ( ანუ კიბე, პანდუსი, ბორდიული).
თუ ბეტონის დასხმა მთლიან ეზოში გინდა მაშინ არ ვიცი.
* * *
QUOTE (SaIrMe @ 6 Oct 2013, 19:21 )
იგივე ფართი ეზოში რო გავაკეთო აი როგორც ხეივანი. სახლიდან დავაშორო ერთი მეტრით. ამასაც სჭირდება ნებართვა?

ნებართვა ჭირდება ყველაფერს.
I კლასი - როტონდა
___________________________________

Posted by: pataragio 8 Oct 2013, 21:10
ამ თემასთან ბოდოში მარა არქიტექტორებს გეცოდინებათ და იქნებ დამეხმაროთ,
სად შეიდძლება ვიყიდო ფარგლების ნაბორი შეღავათიან ფასებში ?

Posted by: tsimakuridze1 9 Oct 2013, 14:53
QUOTE (pataragio @ 8 Oct 2013, 21:10 )
ამ თემასთან ბოდოში მარა არქიტექტორებს გეცოდინებათ და იქნებ დამეხმაროთ,
სად შეიდძლება ვიყიდო ფარგლების ნაბორი შეღავათიან ფასებში ?

ეჰ წავიდა ფარგლებისა და სახაზავების დრო smile.gif არხიკადი და მისი ჯანი.
კოხინორის მაღაზიაში იყიდება კარგი ნაბორი მარა ფასი აქვთ ცოტა ძვირი. იაფად კიდობანში იშოვნი.

Posted by: Definitely_Maybe 10 Oct 2013, 10:42
ეჰ რეისფეტერის ყიდვა მინდოდა საჩუქრად მეგობრისთვის და ცნობილი მაღაზია რომ არის ყაზბეგზე ადრე ედდინგი იყო იქ დავრეკე თუ გაქვთ თქო და პასუხი იყო: რეისფეტერი რა არის?

Posted by: Kobalty 11 Oct 2013, 01:48
მაქვს მზა პროექტი 120 კვადრატული კერძო ბინის/აგარაკის.
რომლის კორექტირებაც შეიძლება სურვილისამებრ..
შემიძლია 1/5-ედ ფასში მივყიდო მსურველს..

Posted by: KANCELARIA 11 Oct 2013, 10:29
პროექტებისთვის მინდა შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის გადახურვის მასალები.
იტალიური ექსკლუზივი - TEGOLA(შინგლი), MAzzonetto(ალუმინი) და Ceprano(კრამიტი).
ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, მახასიათებლებით და რეალური გარანტიით.
განხორციელებული პროექტებიდან გამოსარჩევია - პლეხანოვის რეკონსტრუქცია, რიყე, აბანოთუბანი, რაბათი, კახეთი, გორის რეკონსტრუქცია და ა.შ. კერძო სექტორში.
თუ თქვენი მხრიდან იქნება დაინტერესება გთხოვთ მომწერეთ, შეგხვდებით და დეტალურად გაგაცნობთ პროდუქციას, ნიმუშებით და ბეჭრდვითი მასალებით.
იმედია ჩვენი პროდუქცია მოგცემთ საშუალებას წარმატებულად დაგეგმოთ პროექტები.
ჩვენი ფეისბუქ გვერდი, სადაც იხილავთ ნამუშევრებს და მასალებს
https://www.facebook.com/KolkhiGroupLtd/photos_albums

მადლობა

Posted by: Проектыкоттеджей 12 Oct 2013, 14:19
გთავაზობთ მზა პროექტების ფართო არჩევანს.
სახლები და აგარაკები
http://postimage.org/ http://www.catalog-plans.ru/projects/item/1125-48-21-10-13-13#fwrealestatetop http://postimage.org/ http://www.catalog-plans.ru/projects/item/934-59-81-9-9-8-5#fwrealestatetop http://postimage.org/ http://www.catalog-plans.ru/projects/item/929-13-18-10#fwrealestatetop http://postimage.org/ http://www.catalog-plans.ru/projects/item/468-57-17-9#fwrealestatetop http://postimage.org/ http://www.catalog-plans.ru/projects/item/312-57-28-16#fwrealestatetop http://postimage.org/ http://www.catalog-plans.ru/projects/item/223-57-38-10#fwrealestatetop

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს საიტს: http://www.catalog-plans.ru/

Posted by: ika91 25 Oct 2013, 23:36
მოგესალმებით. 4-5 კამერიანი მეტალოს ფანჯრების დამზადბა მინდა. პროფილები თურქული, მექანიზმები გერმანული, ავსტრიული ან ესპანური. იქნებ ვინმემ ნახოს ვინც ხარისხიანად ამზადებს და გთხოვთ შემომთავაზოთ რამდენში დამიმზადებთ. თეთრი ფერის მასალით. პირადში მომწერეთ
http://radikal.ru/fp/a633d0edb25f4c70a3db31b47d27b8b0

7214f99064026a145a7c43fcab030]user posted image[/URL]

d76b7c2b743d0a8be4f2c7ba1c43a]user posted image[/URL]

Posted by: goga321 28 Oct 2013, 14:18
უპრცედენტო ფასად: ბინების,სახლების,ოფისების, ბარ-რესტორნების: როექტირება, დიზაინი, ფოტომონტაჟი, პროექტის დამტკიცება მერიაში, შიდა ტიხრები, აზომვითი სამუშაოები.555506705
პ.ს ვმუშაობ ცნობილ საპროექტო ფირმაში და შეკვეთებს ვიღებ კერძოდ.

Posted by: Definitely_Maybe 28 Oct 2013, 20:22
goga321
საინტერესოა რას გულისხმობს ეს უპრეცედენტო ფასი?

Posted by: goga321 28 Oct 2013, 20:38
Definitely_Maybe
რას და რომ დაგჭირდებათ ჩვენი მომსახურება და კმაყოფილი რომ დარჩებით ხარისხით და შესაბამისად ფასით იმას

Posted by: Definitely_Maybe 28 Oct 2013, 21:35
goga321
: ) მე ნამდვილად არ დამჭირდება, სხვა მხრივ წარმატებები.

Posted by: ddchdze 30 Oct 2013, 23:39
საკუთარი სახლი მაქვს ვერაზე , იდეალური და მშვიდი ადგილია(სახლი ძველია და დასანგრევია). სამწუხაროდ ფინანსები არ მაქვს რომ ავაშენო. მიწის Fართი არის 400მ2.
თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ასაშენებლად შემეხმიანეთ და განახებთ. ტელ 599 11 42 49

Posted by: ika91 11 Nov 2013, 00:36
გამარჯობათ. კარების ჩარჩო მინდა გავაკეთებინო და ვინმე კარგ დურგალს ხომ ვერ მირჩევთ?ცოტა შეღავათიან ფასში რომ დამიმზადოს tongue.gif

Posted by: Definitely_Maybe 11 Nov 2013, 01:10
დურგლები და არქიტექტორები ცოტათი მაინც განსვავდებიან ერთმანეთისგან, ნუ შეიძლება ანაზღაურებით არც იმდენად მაგრამ მაინც : ) ისე ვიცნობ ძალიან კარგი ხის ხელოსანია მაგრამ შეღავათიან ფასში ნაკლებად, თუმცა ხარისხი მაგარი აქვს, ფასიც ბუნებრივია შესაბამისი : )

Posted by: ika91 12 Nov 2013, 20:09
Definitely_Maybe
სად აქვს სახელოსნო? შეგიძლია ნომერი მომცე? არაუშავს კარგად გამიკეთოს და ფასზე მოვრიგდებით wink.gif

Posted by: kline 14 Nov 2013, 16:26
შინდისის ტერიტორიაზე ჩემი მიწა ხვდება გზის მოდერნიზაციის შეზღუდვაში რომელიც ითვალისწინებს ორთაჭალიდან თაბორის მთით შინდისი-ტაბახმელასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.
მჭირდება სახლის მშენებლობის ნებართვა რომელსაც არქიტექტურული სამსახური არ გასცემს ამის გამო, მეუბნებიან დროებით შეზღუდვაშიაო. ეს გზაც ან გაკეთდება და არა, კეთილმოწყობაში მეუბნებიან რომ 2014 წლის ბიუჯეტში არ ზისო და მომავალში რა იქნება რა ვიცითო.

რას მირჩევთ? როგორ მოვიქცე? 60 კვადრატულამდე არ ჭირდება ნებართვა ხომ? ამ შემთხვევაში მაინც დაჭირდება ნებართვა?

Posted by: ET-architects 14 Nov 2013, 17:05
ატვირთეთ ოფიციალური განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ასაღებად. შეზღუდვაში შეიძლება იყოს არა მთელი ნაკვეთი, არამედ რაღაც ნაწილი და მეორე ნაწილზე მოგცენ მშენებლობის უფლება. არქიტექტურის სამსახურიდან ოფიციალური პასუხის მიღების შემდეგ, შეიძლება გაასაჩივროთ გადაწყვეტილება.
რაც შეეხება 60-კვ. მდე შენობას, წერილობითი თანხმობა მაინც საჭიროა. უნდა მომზადდეს სახლის ვიზუალური მხარე, ფოტომონტაჟი ზომების და მასალის მითითებით და აიტვირთოს არქიტექტურის სამსახურის გვერდზე ელექტრონულად. თუმცა გამორიცხული არაა, რომ შეზღუდვის გამო წერილობითი თანხმობაც არ მოგცენ. უბრალოდ 60-კვ. მდე შენობის პროექტის მომზადება და განხილვა უფრო ცოტა ხარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული

Posted by: ივანიჩ 15 Nov 2013, 12:47
kline
ატვირთვას და ჩალიჩს, მიდით არქიტეტქურაში, უთხარით საკადასტრო კოდი მიწის ნაკვეთის და რუკაზე იქვე ნახავთ მთლიანადაა შეზღუდვაში თუ ნაწილობრივ....
ET-architects
გასაჩივრებას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს, მთავრობის დადგენილებით არის ეგ შეზღუდვები...

Posted by: Zuka20 20 Nov 2013, 15:30
ნს სტუდიო smile.gif ორჯერ მომიწია. დაპროექტება . პირველად ძალიან გავწვალდი, მაგრამ შემდეგ მეგობარმა მირჩიაა ნს სტუდიო და ყველანაირად კმაყოფილი დავრჩი . ფასებით , მომსახურეობით., დიზაინით.მოკლედ ყველას გირჩევთ!

Posted by: A_M_I_K_O 21 Nov 2013, 20:33
Ert otaxiani xrushovkis gadaketeba minda rogorme...
Ra variantebi arsebobs?
Mitxres ro saabazanos gadaketeba/gadmocvis shedegad samzareulos gadideba da sazoneblad gadaketeba aris shesazlebeli.
Kide 1000 ragac mitxres am temaze, zogi rame sainteresoa...
Icit vinmem rame amaze?
An rame standartuli naxazebi xo ar arsebobs ro vnaxo?

Posted by: iako74 21 Nov 2013, 23:03
http://forum.ge/?f=93&showtopic=34576089 A_M_I_K_O

Posted by: BloodElf 25 Nov 2013, 18:24
მოკლედ გვქვს პატარა მიწის ნაკვეთი და გვინდა პატარა სახლის ჩადგმა (მცხეთის ერთ-ერთ სოფელში).. გავიგეთ რომ 60კვ/მ დე ფართის სახლს პროექტი არ სჭირდება.. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?

Posted by: ივანიჩ 25 Nov 2013, 18:52
BloodElf
პროექტი და დიდი დამუშავება არა მაგრამ საჭიროა ფოტომონტაჟი ობიექტის (როგორი იქნება) და შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური მის განთავსებაზე (ნებართვის ტოლფასია ფაქტიურად ეგ დოკუმენტი)

Posted by: ET-architects 26 Nov 2013, 01:15
QUOTE
მოკლედ გვქვს პატარა მიწის ნაკვეთი და გვინდა პატარა სახლის ჩადგმა (მცხეთის ერთ-ერთ სოფელში).. გავიგეთ რომ 60კვ/მ დე ფართის სახლს პროექტი არ სჭირდება

http://www.facebook.com/media/set/?set=a.301563469976822.1073741827.206845802781923&type=3 აქ არის 60კვ/მ დე ფართის სახლის რამოდენიმე პროექტი, თუ მოგეწონებათ რომელიმე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Posted by: formula3000 26 Nov 2013, 14:50
ET-architectsრა დაჯდება ანტრესოლიანი სახლი მაგ პროექტებში რომ არის ხომ ვერ მეტყვით დაახლ?

Posted by: BloodElf 26 Nov 2013, 18:08
IVANICHA
დაწვრილებითი ინფორმაცია ამ საკითხზე სად შეიძლება მოვიძიო ? საიტი რამე არსებობს?

Posted by: ივანიჩ 26 Nov 2013, 18:46
BloodElf
თბილისისთვის არის არქიტექტურის სამსახურის საიტი საიდანაც ხდება ელექტრონული განაცხადების გაკეთება და ინფოც დევს
www.tas.ge
სხვა მუნიციპალიტეტებში როგორაა არ ვიცი ესლი ჩესნა smile.gif

Posted by: Lady HaWaI 5 Dec 2013, 16:48
გამარჯობათ
ერთი კითხვა მაქვს, მაქვს სასურველი სახლის ნახატები, დაახლოებით რა დამიჯდება აშენება მინდა მაგის დაანგარიშება. ვინმეს თუ შეუძლია დაახლოებით მითხრას?
* * *
http://i016.radikal.ru/1312/db/cbfb0955fe32.jpg
* * *
http://i074.radikal.ru/1312/88/5716dbeb61bf.gif
* * *
ერთი სახლის ფასადია, მეორე შიდა განლაგება. თუმცა მანდ რაღაცეები უნდა შევცვალო. მეორე სართულზე სულ 2 ოთახი იქნება

Posted by: ET-architects 5 Dec 2013, 18:24
QUOTE
დაახლოებით რა დამიჯდება აშენება მინდა მაგის დაანგარიშება

უფასო საინჟინრო კონსულტაციების თემაში იკითხეთ.
თქვენი პროექტი დაახლოებით 300 კვ.მ. გამოდის. აჯობებს თუ პროექტს შეადგენთ და იმის მიხედვით დეტალურად დაათვლევინებთ მშენებელს.

Posted by: SaamI 5 Dec 2013, 19:55
Lady HaWaI
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს, მაქვს სასურველი სახლის ნახატები, დაახლოებით რა დამიჯდება აშენება მინდა მაგის დაანგარიშება. ვინმეს თუ შეუძლია დაახლოებით მითხრას?

http://forum.ge/?showtopic=33880468&view=findpost&p=38399398

Posted by: Lady HaWaI 5 Dec 2013, 21:52
ET-architects
SaamI

დიდი მადლობა

Posted by: Definitely_Maybe 5 Dec 2013, 23:20
Lady HaWaI
კარგი იქნება თუ არქიტექტორს მიმართავ, ნახატებით სახლს ვერ ააშენებ, ან თუ ააშენებ მერე მიხვდები რომ დიდი შეცდომა დაუშვი : )

Posted by: Lady HaWaI 5 Dec 2013, 23:28
Definitely_Maybe

რათქმაუნდა ვაპირებ არქიტექტორს მივმართო, ვეძებ ეხლა, პირადპირ მისვლა არ მინდა, ნაცნობს ვეძებ რომ სანდო იყოს და კარგად გამიკეთონ

Posted by: ET-architects 6 Dec 2013, 01:45
ნაცნობი არქიტექტორი არ ნიშნავს პროფესიონალს, ზოგჯერ არც კეთილსინდისიერ შემსრულებელს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში, მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ პროექტირებასთან დაკავშირებით. კონსულტაცია ფასიანი არაა smile.gif

Posted by: tsartsidze1986 8 Dec 2013, 12:05
გამარჯობათ, თბილისში მინდა სახლის აშენება და მაინტერესებს რა ჯდება საშუალოდ ნებართვა(აშენების,წყლის,კანალიზაცის,ელექტროენერგიის,გაზის და დასუფთავების) ერთ კვადრატულ მეტრზე.წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Definitely_Maybe 8 Dec 2013, 12:38
tsartsidze1986
1 ლარი : )

Posted by: Meine18 8 Dec 2013, 20:21
გთავაზობთ საშობაო/საახალწლო ფასდაკლებას სრულ არქიტექტურულ სერვისზე.

1 კვ.მ ღირებულება 9 $ - დან
დაგვიკავშირდით: გთავაზობთ საშობაო/საახალწლო ფასდაკლებას სრულ არქიტექტურულ სერვისზე.

1 კვ.მ ღირებულება 9 $ - დან
დაგვიკავშირდით: https://www.facebook.com/siprastudio

პროექტის შემადგენლობა:

არქიტექტურული ნაწილი
კონსტრუქციული ნაწილი
გეოლოგიური კვლევა
გეოდეზია
პროექტის შეთანხმება და დამტკიცება.

პროექტის შემადგენლობა:

არქიტექტურული ნაწილი
კონსტრუქციული ნაწილი
გეოლოგიური კვლევა
გეოდეზია
პროექტის შეთანხმება და დამტკიცება.

Posted by: Meine18 8 Dec 2013, 20:22
გთავაზობთ საშობაო/საახალწლო ფასდაკლებას სრულ არქიტექტურულ სერვისზე.

1 კვ.მ ღირებულება 9 $ - დან
დაგვიკავშირდით: გთავაზობთ საშობაო/საახალწლო ფასდაკლებას სრულ არქიტექტურულ სერვისზე.

1 კვ.მ ღირებულება 9 $ - დან
დაგვიკავშირდით: https://www.facebook.com/siprastudio

პროექტის შემადგენლობა:

არქიტექტურული ნაწილი
კონსტრუქციული ნაწილი
გეოლოგიური კვლევა
გეოდეზია
პროექტის შეთანხმება და დამტკიცება.

პროექტის შემადგენლობა:

არქიტექტურული ნაწილი
კონსტრუქციული ნაწილი
გეოლოგიური კვლევა
გეოდეზია
პროექტის შეთანხმება და დამტკიცება.

Posted by: Lady HaWaI 8 Dec 2013, 23:26
ET-architects

ეგ კარგია))) მისამართი რომ მომწეროთ და სამუშაო საატები, დავგეგმავ და გეწვევით.

Posted by: ET-architects 9 Dec 2013, 05:52
მის.: ქ. თბილისი, ხვიჩიას ქ. 31. ტელ.: 555180008, სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:00. თუ თქვენთვის სამსახურის გამო სამუშაო საათები მისაღები არაა, დაუკავშირდით ოფისმენეჯერს მითითებულ ნომერზე და დაუტოვეთ ინფორმაცია თქვენთვის ხელსაყრელ დროსთან დაკავშირებით.

Posted by: JPEG 9 Dec 2013, 09:45
Meine18
აივნის მიშენება მინდა და და დამტკიცებას გააკეთებთ მე გამიჭირდა სავით არქიტექტორის ნებართვა გუინდა მერე არქიტექტორმ რაგც იბოდიალა და რავი
გამოცდილი ხალხი იქნებ უფრო მოაგვარებთ ამ საქმეს

Posted by: Lady HaWaI 9 Dec 2013, 15:31
ET-architects
კარგით. შეგეხმიანებით აუცილებლად.

Posted by: Meine18 9 Dec 2013, 23:14
JPEG
მიწერეთ ამ გვერდზე https://www.facebook.com/siprastudio პირად მესიჯში და მოაგვარებენ. წარმატებები smile.gif

Posted by: rev@z 16 Dec 2013, 23:39
გამარჯობათ მაინტერესებს ტენტის გაკეთებაზე თუ არის საჭირო მერიის ნებართვა...ამაზე მინდა ტენტის გაკეთება
http://radikal.ru/fp/914abfe16b5d44cda5693005226f16cf

Posted by: ივანიჩ 17 Dec 2013, 12:33
rev@z
წერილობითი დასტურია საჭირო საჩრდილობლის მოწყობაზე
მარტვი პროცედურაა, www.tas.ge ზე უნდა დარეგისტრირდეთ, ელექტრონულ განაცხადებში მოძებნით I კლასის სამუშაოებს, მერე საჩრდილობლის მოწყობა, ქმედებებში რეკონსტრუქცია, განსაზღვრავთ საკადასტრო ერთეულს, ატვირთავთ არსებული სიტუაციის ფოტოს და სასურველ ფოტომონტაჟს ზომებისა და მასალის მითითებით...
პასუხი უნდა მოვიდეს 5 სამუშაო დღეში

Posted by: rev@z 18 Dec 2013, 23:07
დიდი მადლობა გაიხარე,იმედია უარი არ იქნება

Posted by: jadarozi 19 Dec 2013, 12:41
შეკითხვა მაქვს ასეთი... კერძო სახლის დამტკიცებულ პროექტში მინდა შევცვალო სახლის ფერი აგრეთვე აივნების და ვერანდის მოაჯირები და შიდა ტიხრები (ოთახების განლაგება). ჯერ არ არის მშენებლობა დამთავრებული და ჩაბარებული. მაინტერესებს ამას რა პროცედურები დაჭირდება და რა პერიოდი დაახლოვებით და თუ არის შესაძლებელი სამუშაოები ვაწარმოო პარალელულ რეჟიმში თუ უნდა დაველოდო კორექტირებას.

Posted by: ET-architects 19 Dec 2013, 13:56
კორექტირებული პროექტი უნდა გაგზავნოთ მერიაში შეთანხმებული პროექტის ცვლილებაზე.
კორექტირებული პროექტი უნდა მოამზადოს არსებული პროექტის ავტორმა ან ნოტარიული თანხმობა უნდა მისცეს სხვა არქიტექტორს.
პროექტის შეთანხმებასა და ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემას დასჭირდება 20 სამუშაო დღე.
პარალელურ რეჟიმში შეგიძლიათ განაგრძოთ მშენებლობა, გარდა იმ სამუშაოებისა, რომლის ცვლილებების შეტანასაც აპირებთ პროექტში.

Posted by: jadarozi 19 Dec 2013, 18:29
QUOTE
კორექტირებული პროექტი უნდა გაგზავნოთ მერიაში შეთანხმებული პროექტის ცვლილებაზე.
კორექტირებული პროექტი უნდა მოამზადოს არსებული პროექტის ავტორმა ან ნოტარიული თანხმობა უნდა მისცეს სხვა არქიტექტორს.
პროექტის შეთანხმებასა და ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემას დასჭირდება 20 სამუშაო დღე.
პარალელურ რეჟიმში შეგიძლიათ განაგრძოთ მშენებლობა, გარდა იმ სამუშაოებისა, რომლის ცვლილებების შეტანასაც აპირებთ პროექტში


დიდი მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: Kobalty 20 Dec 2013, 16:21
ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს: არის კერძო ბინაში შემოყვანილი გაზი და მიერთებულია მხოლოდ 1 წერტილი (გაზქურა). მინდა მეორე ოთახშიც გავიყვანო გაზი და მივუერთო გამათმობელი.
ამას რაიმე ნებართვა ჭირდება საიდანმე? თუ შემიძლია ჩემით, კუსტარულად (ხელოსნის დახმარებით) გავიყვანო ეს მეორე წერტილის მილები?

მადლობა წინასწარ.

Posted by: ET-architects 20 Dec 2013, 22:43
არავითარი ნებართვა არ გჭირდებათ, თუ რა თქმა უნდა თქვენი საცხოვრებელი სახლი არ შედის ძეგლთა დაცვის სიაში.

Posted by: ET-architects 5 Jan 2014, 14:51
სასწრაფოდ! არქიტექტურულ კომპანიას გვესაჭიროება დამხმარე არქიტექტორი.

Posted by: Nate_Drake 6 Jan 2014, 13:50
კერძო სახლზე მეორე სართულის დაშენებისთვის მხოლოდ დასაშენებელი სართულის პროექტის მომზადებაა საჭირო თუ ორივე სართულის პროექტი უნდა მომზადდეს?

Posted by: ET-architects 6 Jan 2014, 17:57
ორივე სართულის პროექტია საჭირო. უნდა მომზადდეს არსებული და საპროექტო დოკუმენტაცია.

Posted by: the_dude 8 Jan 2014, 21:52
დამტკიცებული მაქვს კერძო სახლის პროექტი 3 სართულიანი და მაინტერესებს თუ შეიძლება კორექტირებაში შევიტანო რომ 3 სართულიანის მაგივრად 2 იანი ავაშენო

Posted by: duduna18 8 Jan 2014, 22:54
გამარჯობა. თქვენი რჩევა მჭირდება და ვისაც შეგიძლიათ გთხოვთ დამეხმაროთ - ვინმე ხომ არ ცხოვრობთ კომპანია განის მიერ აშენებულ სახლში? მაინტერესებს თუ აშენებენ ხარისხიან ბინებს? რას მირჩევთ შევიძინო კომპანია განის მიერ აშენებულ კორპუსში ბინა?

Posted by: ET-architects 9 Jan 2014, 20:55
QUOTE
დამტკიცებული მაქვს კერძო სახლის პროექტი 3 სართულიანი და მაინტერესებს თუ შეიძლება კორექტირებაში შევიტანო რომ 3 სართულიანის მაგივრად 2 იანი ავაშენო

კი რა თქმა უნდა შეგიძლიათ. უნდა მოამზადოთ ორ სართულიანი სახლის პროექტი და განაცხადი ატვირთოთ tas.ge - ზე შეთანხმებული პროექტის ცვლილებაზე.

QUOTE
რას მირჩევთ შევიძინო კომპანია განის მიერ აშენებულ კორპუსში ბინა?

აჯობებს გამოცდილი ინჟინერი წაიყვანოთ და აჩვენოთ, შეგიფასებთ მშენებლობის ხარისხს და სავარაუდო რისკებს.

Posted by: GG2209 11 Jan 2014, 19:52
QUOTE
დამტკიცებული მაქვს კერძო სახლის პროექტი 3 სართულიანი და მაინტერესებს თუ შეიძლება კორექტირებაში შევიტანო რომ 3 სართულიანის მაგივრად 2 იანი ავაშენო

შეიტანეთ განაცხადი კორექტირებაზე და დაურთეთ ახალი ნახაზი.

Posted by: jadarozi 16 Jan 2014, 10:19
სახლს ვაშენებ და ასეთი პრობლემა შემექმნა - პროექტით გათვალისწინებულია ვერანდის მოაჯირები 65 სმ რკინის კონსტრუქცია, რაც ძალიან დაბალია მინდა მოაჯირის სიმაღლე გავზარდო 90-მდე თუ იცით პროექტის კორექტირება დამცჰირდება?

Posted by: ET-architects 16 Jan 2014, 10:25
QUOTE
მინდა მოაჯირის სიმაღლე გავზარდო 90-მდე თუ იცით პროექტის კორექტირება დამცჰირდება?

კი აუცილებლად კორექტირება დაგჭირდებათ.
ან 65 სმ უნდა გააკეთოთ და სახლის ჩაბარების შემდეგ აიღოთ ნებართვა სიმაღლის გაზრდაზე (I კლასი)
თუმცა თუ პროექტი ელექტრონულადაა შეთანხმებული და კარგადაა გაკეთებული არც ისე რთული იქნება კორექტირება.

Posted by: jadarozi 16 Jan 2014, 11:25
კი აუცილებლად კორექტირება დაგჭირდებათ.
ან 65 სმ უნდა გააკეთოთ და სახლის ჩაბარების შემდეგ აიღოთ ნებართვა სიმაღლის გაზრდაზე (I კლასი)
თუმცა თუ პროექტი ელექტრონულადაა შეთანხმებული და კარგადაა გაკეთებული არც ისე რთული იქნება კორექტირება.

მადლობა რჩევისთვის

პროექტი ელექტრონულად არის გაკეტებული 2013 შია დამტკიცებული თუ დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული ჯობია შევცვალო, რადგან მერე გადაკეთება დიზაინსაც შემიცვლი ან მთლიანად ახალი უნდა გავაკეტო და საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

კიდევ მაქვს ერთი კითხვა სახლის ჩაბარების დროს კერძო სახლზეა საუბარი მხოლოდ გარე შემოწმება ხდება თუ შიგნიტაც ამოწმებენ. და თუ შEიძლება სახლის ჩაბარება ისე რომ არ იყოს მიერტებული კანალიზაცია და წყალი. დიდი მადლობა

Posted by: ET-architects 16 Jan 2014, 12:04
წყალ-გაყვანილობას არ ამოწმებენ.
ჩაბარების დროს ამოწმებენ როგორც გარე ისე შიდა ზომებს.
რაც შეეხება პროექტის კორექტირებას, აჯობებს თუ პროექტის ავტორთან მიიტანთ კორექტირებაზე, რადგან მისთვის უფრო მარტივი იქნება შეცვლა და შესაბამისად შედარებით უფრო იაფი დაგიჯდებათ.

Posted by: jadarozi 16 Jan 2014, 17:24
წყალ-გაყვანილობას არ ამოწმებენ.
ჩაბარების დროს ამოწმებენ როგორც გარე ისე შიდა ზომებს.
რაც შეეხება პროექტის კორექტირებას, აჯობებს თუ პროექტის ავტორთან მიიტანთ კორექტირებაზე, რადგან მისთვის უფრო მარტივი იქნება შეცვლა და შესაბამისად შედარებით უფრო იაფი დაგიჯდებათ.

რაღაც შეღავატებიაო ესე მითხრეს მაისამდე თუ ჩააბარებთო და თქვენ გეცოდინებათ სიმართლეეს შეესაბამება თუ არა. შიგნით ალბათ საყრდენ კედლებს თუ ზომავენ თორტე ტიხრებს მგონი არ ეხებიან ხო მე ესე მიტხრა პროექტი ვინც გამიკეთა ტიხრები შენ როგორც გინდა ისე გადაკეთეო. ფანჯრებს და კარბებსაც გაზომავენ ხო ალბათ + - რამდენი სმ-ია ხომ არ იცით. ალბათ ძალიან ბევრ კითხვებს ვსვავ და თავი რომ არ მოგაბეზროთ იქნებ მითხრათ ეს ყველაფერი რომელ სამართლებრივ აქტებშია გაწერილი რო წავიკითხო და თქვენ აგარ შეგაწუხოთ. დიდი მადლობა.

Posted by: Lady HaWaI 18 Jan 2014, 21:24
გამარჯობათ,
თუ შეგიძლიათ მითხარით ნაკვეთის ტიპოგრაფიული რუკის და ტერიტორიის გეოლოგიის გაკეთება რა ჯდება და რა პროცედურებია გასაკეთებილი

Posted by: ET-architects 18 Jan 2014, 22:08
QUOTE
თუ შეგიძლიათ მითხარით ნაკვეთის ტიპოგრაფიული რუკის და ტერიტორიის გეოლოგიის გაკეთება რა ჯდება და რა პროცედურებია გასაკეთებილი

ტოპო გეგმის მომზადება ფასი დამოკიდებულია მიწის ნაკვეთის ფართობზე და დაახლოებით სამასი ლარიდან იწყება.
გეოლოგიის მომზადების ღირებულება დამოკიდებულია ნაკვეთის მდებარეობაზე, რა ფართობისაა და რა ტიპის მშენებლობას აპირებთ. თუ ორ-სამ სართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპირებთ მაშინ ბურღების გაკეთება შესაძლოა არ გახდეს საჭირო და დაახლოებით 300 ლარი დაგიჯდებათ. მაგრამ თუ ბურღების გაკეთება გახდა საჭირო მაშინ ფასი ათასი ლარის ზემოთ უნდა ივარაუდოთ.

QUOTE
რაღაც შეღავატებიაო ესე მითხრეს მაისამდე თუ ჩააბარებთო და თქვენ გეცოდინებათ სიმართლეეს შეესაბამება თუ არა. შიგნით ალბათ საყრდენ კედლებს თუ ზომავენ თორტე ტიხრებს მგონი არ ეხებიან ხო მე ესე მიტხრა პროექტი ვინც გამიკეთა ტიხრები შენ როგორც გინდა ისე გადაკეთეო. ფანჯრებს და კარბებსაც გაზომავენ ხო ალბათ + - რამდენი სმ-ია ხომ არ იცით

შეღავათები განსაზღვრული იყო ამ წლის 16 იანვრამდე, ვადის გადაწევის შესახებ ზედამხედველობას ჯერ არაფერი უთქვამს. რაც შეეხება შიდა გეგმარებას, დიდი შანსია რომ არ შეამოწმონ, მაგრამ შემოწმების უფლება აქვთ. რისკი თქვენ გეხებათ და არა თქვენს არქიტექტორს. კარ-ფანჯრის ღიობების ზომებსაც ამოწმებენ, მაქსიმალური დასაშვები გადახვევა 10 სმ-ია.

Posted by: Lady HaWaI 18 Jan 2014, 23:36
ET-architects

დიდი მადლობა

Posted by: jadarozi 18 Jan 2014, 23:48
შეღავათები განსაზღვრული იყო ამ წლის 16 იანვრამდე, ვადის გადაწევის შესახებ ზედამხედველობას ჯერ არაფერი უთქვამს. რაც შეეხება შიდა გეგმარებას, დიდი შანსია რომ არ შეამოწმონ, მაგრამ შემოწმების უფლება აქვთ. რისკი თქვენ გეხებათ და არა თქვენს არქიტექტორს. კარ-ფანჯრის ღიობების ზომებსაც ამოწმებენ, მაქსიმალური დასაშვები გადახვევა 10 სმ-ია.

დიდი მადლობა დღეს მყავდა არქიტექტორი და კორექტირებაზე შევიტანთ რაც შეეხება შეღავათებს სავარაუდოდ გააგრძელებენ მაისამდე სავარაუდოდ.

Posted by: gegu987 26 Jan 2014, 22:12
გამარჯობათ,
თუ შეიძლება დამეხმარეთ, ახალ მშენებარე სახლში მინდა გაზის შეყვანა, რომელსაც შიდა აზომვითი ნახაზია საჭირო. ეს ნახაზი შეიძლება გაკეთდეს თუ სახლში ტიხრები არ არის გაკეთებული, ასევე მე-2 სართულის ერთი ოთახის გარე პერიმიეტრის კედელი არ არის ამოშებნებული. შიდა აზომვითი ნახაზი რაც სახლის რეესტრში გასატარებლად არის საჭირო ზუსტად რას მოიცავს ხომ ვერ მეტყოდით. (ამჯამად მიმდინარეობს შენობის გადახურვა)

Posted by: artgt14 27 Jan 2014, 00:22
გამარჯობათ

მინდა საკუთარი სახლის მეორე სართულს გავუკეთო მიშენება. მიშენების სიგანეა 3.10 სიგრძე 11.50 მეტრი - 35.6 კვადრატული მეტრი გამოდის.

მაქვს ესეთი სამი შეკითხვა.

1. მაინტერესებს რომელი ინსტანციები და რა პროცედურები მექნება გასავლელი ნებართვის ასაღებად?
2. მხოლოდ მეორე სართულის მიშენების შემთხვევაშიც (ბოძებზე დადგება მიშენება) მაინც უნდა დავტოვო რაღაც ადგილი მეზობლის ღობედან თუ შემიძლია პირდაპირ ღობეს პირიდანვე აშენება? ანუ ჩემი ტერიტორია შემიძლია სრულად გამოვიყენო თუ არსებობს რაღაც კანონი რომლის მიხედვითაც ღობედან რაღაცა გარკვეული მანძილი უნდა მივატოვო და იქედან დავიწყო მიშენება?
3. სულ დაახლოვებით 1 კვ მეტრი ნებართვის აღება რა დამიძდება თანხობრივად?

წინასწარ მადლობა პასუხებისთვის

http://pix.ge/

Posted by: ივანიჩ 27 Jan 2014, 13:24
artgt14
სამივე სტადიის გავლა დაგჭირდებათ
ანუ
1.მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება,
2. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
3. მშენებლობის ნებართვის გაცემა.

2. სამეზობლო მიჯნები აუცილებლად უნდა იყოს დაცული, აღნიშნულს ქ. თბილისში არეგულირებს განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც 2009 ში დაამტკიცა თბილისის საკრებულომ
ტერიტორიის სრულად ათვისება დამოკიდებულია თუ რამხელა ფართობია მთლიანად საკადასტრო ერთეული (მიწის ნაკვეთი) და რა ფართობია უკვე ათვისებული, ასევე ის თუ რომელ ფუნქციურ ზონაში იმყოფება, რადგან სხვადასხვა ზონაში სხვადასხვაა განაშენიანების კოეფიციენტები.

3. მშენებლობის მოსაკრებელი 1 კვ.მ- ზე არის 1 ლარი.

ისე ზოგადად ნებართვის აღება უფასოა დადგენილ ვადაში.

Posted by: kosheen 27 Jan 2014, 15:36
რამე მარტივი პროგრამა მირჩიეთ, მეთითონ რომ დავაპროექტო ჩემი ბინა და ვაჩვენო ხელოსნებს.

იდეები მაქვს, გადაცემის პრობლემა მაქვს და თან ფერების შეხამებაც მინდა მეთითონ ვნახო და შევძლებ?

Posted by: artgt14 27 Jan 2014, 17:23
kosheen
http://ru.homestyler.com/designer ონლაინში შეგიძლია პროექტის შექმნა...

IVANICHA
მადლობა დახმარებისთვის
თუ შეგიძლია უფრო დამიკონკრეტო, სად მივიდე პირველი ინსტანცია? ანუ ეტაპობრივად რის მერე რა უნდა გაკეთდეს?
გაზაფხულიდან მინდა დავიწყო მიშენება, და მანამდე მინდა რომ მზად მქონდეს საბუთები.



Posted by: Lady HaWaI 27 Jan 2014, 21:25
გამარჯობათ, გილოცავთ ნინოობას
რა მაინტერესებს იცით. ტოპო გეგმა რომ შემიდგინეს იქ კარგად ჩანს როგორ გადი წყლის მილი ნაკვეთზე და ვინმემს ხომ არ იცით რამხელა დაშორება უნდა იყოს მილიდან მშენებლობა დავიწყო და მერე აღმოჩნდეს რომ დასაშვებზე ახლოს ვაშენებ არ მინდა.

Posted by: ივანიჩ 27 Jan 2014, 23:13
artgt14
ყველა სტადიის გასასვლელად მერიის არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართოთ, შარტავას 7 მე2 სართულზეა საკონსულტაციო,
დოკუმენტაცია ყველა სტადიისათვის უნდა აიტვირთოს ელექტრონული სახით, სამსახურის ვებ გვერდზე www.tas.ge

პ.ს. თუ ამ სფეროში სპეციალური გამოცდილება ან განათლება არ გაქვთ, კარგი არქიტექტორი დაგჭირდებათ აუცილებლად

Posted by: cmpt 28 Jan 2014, 04:08
თბილისს რაც შეეხება გასაგებია, პროექტია საჭირო, მაგრამ დაუშვათ თბილისს გარდა, რაიონში/სოფელში/აგარაკზე მინდა სახლის აშენება იქაც პროექტია საჭირო?

პროექტის გარეშე რომ ავაშენო ჩემს მიწაზე რაც მინდა არ შეიძლება?


Posted by: artgt14 28 Jan 2014, 11:25
IVANICHA
მადლობა. ეხლა ყველაფერი გასაგებია.

Posted by: ივანიჩ 28 Jan 2014, 13:08
cmpt
თბილისი არაფერ შუაში არაა ამ შემთხვევაში,
საქართველოს მთავრობის დადგენილება რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს და სანებართვო პირობებს აწესრიგებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
ანუ,
არქიტექტურული პროექტის შესათანხმებლად და შენობის/ნაგებობის ასაშენებლად ყველა ქალაქში თუ მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვაა საჭირო, რომელსაც მერიის/გამგეობის შესაბამისი სამსახური გასცემს.

რაც შეეხება არქიტექტურული პროექტის ან ნებართვის გარეშე მშენებლობას, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" საფუძველზე, წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას და ისჯება ჯარიმით (ან დამატებით აშენებული ობიექტის დემონტაჟითაც).

Lady HaWaI
მილის დიამეტრზეა დამოკიდებული
ისე ქალაქგეგმარებითი დასკვნა აგეღოთ მაგ მიწის ნაკვეთზე და იქ წერენ როგორც წესი- რამდენ მეტრზე უნდა იყოს დაშორება ხაზოვანი ნაგებობიდან smile.gif

Posted by: cmpt 28 Jan 2014, 13:13
IVANICHA

მადლობა ამომწურავი პასუხისთვის...

რამდენია ჯარიმა სოფელში სახლი რომ ავაშენო ნებართვის გარეშე?

Posted by: ივანიჩ 28 Jan 2014, 13:23
cmpt
ჯარიმა ბევრნაირია
უნებართვო მშენებლობაზე ცალკეა
მსენებლობის უსაფრტხოების წესებს თუ დააღვევთ იმაზე ცალკეა
ბანერს თუარ გამოკიდებთ ობიექტზე იმაზე ცალკეა
და აშ
დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს საიტზე
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1659419&lang=ge

პ.ს. პირდაპირ დაჯარიმებაც არ ხდება, ჯერ ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მოახდინოს რეაგირება, შეადგინოს შესაბამისი მიწერილობა, მოგცეთ ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, და თუ ამ ვადაში ვერ ან არ აღმოფხვრით დარღვევას, მერე დაგაჯარიმებენ smile.gif

Posted by: cmpt 28 Jan 2014, 14:33
IVANICHA

QUOTE
მუხლი 43. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება

უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება:
ა) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – 
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით ;
ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – 
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – 
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.



სულ 200 ლარი თუ სწორედ გავიგე, ადეკვატური თანხაა პროექტის ღირებულებას და მისი დამტკიცების ხარჯებს და წვალებას თუ გავითვალისწინებთ.

ძალიან ეჭვი მეპარება სოფელში გლეხები სახლებს სულ ბანერგამოკრული დამტკიცებული პროექტებით აშენებდნენ

Posted by: ივანიჩ 28 Jan 2014, 15:16
cmpt
კანონი კანონია გლეხისთვისაც და ქალაქში მცხოვრებისთვისაც wink.gif
სხვა საქმეა ვინ ასრულებს და ვინ არა, ან ვინ აკონტროლებს და ვინ არა

Posted by: kosheen 29 Jan 2014, 00:08
artgt14
შენ გაიხარე ))

ესეც ჩემი დაპროექტებული სახლი, მაქსიმალურად მივამსგავსე ფორმა,მაგრამ აქ მოცემული ზომები ზუსტი არ არის(( სულ არის 55.4 კვ.მ. აბაზანა-ტუალეტი არის 10 კვ.მ., აივანი დაახლოებით 3 კვ.მ. (პროექტში არ ჩანს,სამზარეულოში რომ კარია ის კარი გადის აივანზე) დანარჩენი განლაგება ასეთია. მემგონი ამ ავეჯს დავატევ. ჯერ თეთრი კარკასია, რემონტს ვიწყებ როგორც კი გამოვა ამინდები და ცოტა დათბება.

გთხოვთ თქვენი იდეები გამიზიაროთ ნებისმიერი, ავეჯის განლაგებასთან, ფერებთან და ა.შ. დაკავშირებით.

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: JOOJ55 11 Feb 2014, 21:55
დამეხმარეთ.
დიდ დიღომში ახალაშენებულ კორპუსში მინდა გავაკეთო დაშენება. ბოლოს სართული ჩემია და დაშენების უფლებაც მაქვს მშენებლისგან. რა საბუთებია საჭირო და რა თანხა შეიძლება დაჯდეს ნებართვა მერიიდან??? 85 კვადრატი უნდა დავაშენო.კოეფიციენტის ყიდვა მომიწევს მგონი და კვადრატულზე რამდენია ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: Lady HaWaI 12 Feb 2014, 11:02
IVANICHA

ეგ სად უნდა ავიღო შეგიძლია მითხრა? მადლობა ინფორმაციისთვის))

Posted by: ივანიჩ 12 Feb 2014, 11:33
Lady HaWaI
მარტივი პროცედურაა, www.tas.ge ზე უნდა დარეგისტრირდეთ, ,,ელექტრონულ განაცხადებში" მოძებნით ,,ქალაქგეგმარებას", მერე ,,ქალაქგეგმარებითი დასკვნა", განსაზღვრავთ საკადასტრო ერთეულს, ატვირთავთ სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებს (თუ საჭიროა) და გააგზავნით.
პასუხი უნდა მოვიდეს 5 სამუშაო დღეში.

პ.ს. სხვა კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიხვიდეთ თბილისის მერიაში შარტავას ქ #7, მე2 სართულზე, არქიტექტურის სამსახურის საკონსულტაციო ოთახში (#7).

Posted by: Lady HaWaI 12 Feb 2014, 11:57
IVANICHA

ავტვირთე ამ წუთას)) სანამ მომწერდით დავგუგლე და თქვენი პოსტი ვნახე სხვა გვერდზე სადაც წერდით როგორ უნდა გაკეთდეს))) მადლობა

Posted by: Mam2703 12 Feb 2014, 19:34
მოგესალმებით, ვცხოვრობ ბოლო სართულზე, მინდა კიბის გაგრძელება სხვენზე ასასვლელად,უნდა რამე ნებართვა?

Posted by: Definitely_Maybe 12 Feb 2014, 22:19
რა თქმა უნდა საჭიროა ნებართვა. კიბის უჯრედი საერთო საკუთრებისაა მარტო თქვენი ხომ არ არის? : )

Posted by: ET-architects 13 Feb 2014, 11:29
ნებართვის ასაღებად საჭიროა არსებული სიტუაციის ფოტოები, ფოტომონტაჟი და კრების ოქმი ნოტარიულად დამოწმებული. სურვილის შემთხვევაში მისამართი და საკონტაქტო ნომერი მოგვწერეთ პმ-ში და გამოგიგზავნით შემსრულებელს

Posted by: MarART 14 Feb 2014, 21:22
დამეხმარეთ რა :შ ავტოკადში საშრობი გეგმაში როგორ გამოისახება ? biggrin.gif

Posted by: dato291177 19 Feb 2014, 15:29
არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, აზომვითი ნახაზები, გეოდეზია, ტოპო გეგმა, მიწის ნაკვეთის დაკვალვა, ფოტომონტაჟი. 555440087,597651745

Posted by: Lady HaWaI 28 Feb 2014, 20:32
გამარჯობათ, ვინმეს თუ შეუძლია მითხრას. ბანერის გაკეთებისას მითხრეს რომ ზედ მშენებელი ფირმის ან პრარაბის სახელი და ტელეფონი უნდა ეწეროს. მე ჯერ არ შემირჩევია პრარაბი და ჩემი მეუღლის სახელი რომ ეწეროს არ შეიძლება? ვინმე ამოწმებს აქვს თუ არა შესაფერისი განათლება მშენებლის?

Posted by: tamo7779 1 Mar 2014, 22:02
საკუთარი სახლი.
მინდა დიდი აივანის ამოშენება, შიდა კიბის დამატება, და სახურავზე ბაღის გაკეთება (ანუ გასასვლელი უნდა იყოს სახურავზე).
დაახლოებით რა შეიძლება ღირდეს ამ ყველაფრის დაპროექტება და იმ ფორმამდე მიყვანა, რომ მერიაში მივიტანო?


Posted by: chiefangel 2 Mar 2014, 00:10
https://www.facebook.com/events/654571141272876/?ref_newsfeed_story_type=regular

Posted by: dzaguli 2 Mar 2014, 14:55
QUOTE (tamo7779 @ 1 Mar 2014, 22:02 )
საკუთარი სახლი.
მინდა დიდი აივანის ამოშენება, შიდა კიბის დამატება, და სახურავზე ბაღის გაკეთება (ანუ გასასვლელი უნდა იყოს სახურავზე).
დაახლოებით რა შეიძლება ღირდეს ამ ყველაფრის დაპროექტება და იმ ფორმამდე მიყვანა, რომ მერიაში მივიტანო?

ფასი ბეევრ რამეზეა დამოკიდებული http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=5158064 ამათ დაუკავშირდით და ყველაფერში დაგეხმარებიან.

Posted by: ajupe 2 Mar 2014, 16:32
გამარჯობათ .... რაიონში , სოფელში სახლის აშენებას თუ ჭირდება პროექტი და ნებართვა და რა ჯდება ვინმემ თუ იცით ? ძალიან დამეხმარებით

Posted by: tamo7779 2 Mar 2014, 19:44
dzaguli
მადლობა
..........................................................

Posted by: Definitely_Maybe 3 Mar 2014, 22:56
ajupe
კი ჭირდება. ზოგადად სახლი რომ აშენდეს საჭიროა პროექტი : ). შეთანხმებაც ჭირდება, თუმცა უფრო მარტივად ხდება ეს ვიდრე თბილისში. რაიონსაც გააჩნია.

Posted by: pukaaa 4 Mar 2014, 12:43
გამარჯობა,

საძინებელი გამომდის 5მ-2.90ზე და ცუდია ძალიან? გრძელი და წვრილი ხომ არ არის?

Posted by: tamo7779 4 Mar 2014, 14:11
pukaaa
გააჩნია რა უნდა დადგა საძინებელში.....

Posted by: pukaaa 4 Mar 2014, 14:38
tamo7779

საწოლი, კარადა (არც ისე პატარა), 2 "ტუმბოჩკა", პატარა სამუშაო მაგიდა.. დატევით ყველაფერი დაეტევა, მაგრამ უშნო ხომ არ არის ის მაინტერესებს, გრძელია და წვრილი

Posted by: dzaguli 4 Mar 2014, 16:36
არა ცუდი არ იქნება ნორმალური ზომაა თუ სხვანაირი ვერ გამოდის.

Posted by: ajupe 7 Mar 2014, 20:08
Definitely_Maybe
მადლობა
dzaguli
მადლობა

Posted by: topcha 22 Mar 2014, 00:42
გთავაზობთ ყველა სერვისს რაც მშენებლობას შეეხება აქ ხშირად არ ვარ დამიკავშირდით მე ვაგვარებ ყველა დეტალს. 551-571-172

Posted by: topcha 24 Mar 2014, 23:49
ნამდვილად უშნოა გრძელი და წვრილია, თუ საშუალება გაქვთ 3 მეტრი მაინც უნდა იყოს სიგანე

Posted by: temart 30 Mar 2014, 13:38
შემიძლია გაგიწიოთ კონსულტაცია ბინის საპროექტო-არქიტექტურულ ვარგისიანობასთან დაკავშირებით.გამოცდილება 25 წელი .
1 საათი 50 ლარი ან 1 კვ.მ 1 ლარი. ტელ: 595353065. 2315752

Posted by: nijaradze 3 Apr 2014, 18:29
მშვენიერ პროგრამაში პროექტს ვაკეთებ 2დში 3 დშიც მაგრამ ფოტომონტაჟი მაწვალებს არსებული ეზოს სურათზე მეუბნება დიდ ზომებშია და ვერა ჯდებაო მირჩიეთ იქნებ მიმახვედროთ. არადა არც არქიტექტურისა და არც დიზაინისა არაფერი გამეგება!

Posted by: ET-architects 3 Apr 2014, 19:10
მომწერეთ პმ-ში და მოგეხმარებით ფოტომონტაჟის გაკეთებაში

Posted by: herMajesty 3 Apr 2014, 20:02
მცხეთა–მთიანეთის სიტუაციური გეგმა (dwg ფომატში) სად ვიშოვო ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: nijaradze 4 Apr 2014, 12:52

პმ- ში რომ ვისწავლი მერე მოგწერ

Posted by: PajeroIO 7 Apr 2014, 20:15
მეგობრებო,

გთხოვთ მირჩიოთ კომპანია, რომელიც შეადგენს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტს პროფესიონალურად. კომპანია ან დამოუკიდებელი არქიტექტორი, რომელსაც აქვს პორტფოლიო.

ეს არის ის კომპანიები, რომელთა მოძიებაც მე შევძელი:

http://www.arch-bureau.com/
http://www.bbstudio.ge/
http://www.designbureau.ge/
http://www.dmark.ge/
http://www.mosulishvili.com/
http://www.progresi.com.ge/
http://www.ccn1.ge/
http://www.senson.ge/
http://www.studiaarci.ge/
http://www.tds.ge/
http://www.tourbillioni.com/
http://helix.com.ge/
http://www.homespace.ge/
http://www.geoplaza.ge/

პირადი გამოცდილებით თუ მირჩევდით რომელიმე კომპანიას.
პ.ს. ხარისხი პრიორიტეტულია

Posted by: dato291177 8 Apr 2014, 12:11
herMajesty
QUOTE
მცხეთა–მთიანეთის სიტუაციური გეგმა (dwg ფომატში) სად ვიშოვო ხომ არ იცით ვინმემ?

მე შემიძლია გაგიკეთოთ

Posted by: SaamI 9 Apr 2014, 22:05
PajeroIO
QUOTE
გთხოვთ მირჩიოთ კომპანია, რომელიც შეადგენს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტს პროფესიონალურად.

https://www.facebook.com/ETarchitects?ref=ts&fref=ts
https://www.facebook.com/media/set/?set=a.331627733593988.74851.238676122889150&type=1

Posted by: nijaradze 10 Apr 2014, 18:38
აუტოდესკ ში . ფოტომონტაჟი გავაკეთე ,მაგრამ ზომებს და მასალის დასახელებას ვერ ვაწერ იქნებ რამე მირჩიოთ!

Posted by: Ti-Ni 10 Apr 2014, 21:23
გამარჯობა! დიდი იმედი მაქვს მიპასუხებთ: სამშენებლო კომპანიამ ჩემს მშენებარე ბინაში სააბაზანოში ზედა მეზობლის კანალიზაციის გაყვანილობა დაამონტაჟა ჩემი აბაზანის ჭერზე ქვემოდან. ანუ გაყვანილობა მიმაგრებულია ჩემს ჭერზე. ნახაზებზე ას ასე არ ყოფილა დატანილი და არც არავის უთქვამს ამის შესახებ ჩემთვის. ხდება ასეთი რამ ბუნებაში? გამოვთქვი უკმაყოფილება და ყურიც არ შეიბერტყეს. მაქვს თუ არა უფლება, რომ გადავჭრა ჩემს ჭერზე მიმაგრებული მეზობლის კანალიზაციის მილები, თუ როგორ მოვიქცე, ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: SaamI 10 Apr 2014, 21:37
Ti-Ni
QUOTE
მაქვს თუ არა უფლება, რომ გადავჭრა ჩემს ჭერზე მიმაგრებული მეზობლის კანალიზაციის მილები, თუ როგორ მოვიქცე, ხომ ვერ მეტყვით?

კი. ოღონდ კარგად თუ არ ამოავსე, უფრო უარესი მოხდება.

Posted by: Toxic:) 10 Apr 2014, 22:12
მეორე კლასის შენობის აშენებას ვაპირებ და მინდა უკვე დამტკიცებული პროექტიდან პადვალი ამოვიღო, ასე მითხრეს რადგან მეორე კლასის შენობაა კორექტირებაც არ გინდაო არავინ არაფერს არ იტყვის ჩაბარების დროსო. რამდენად მართალია ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: topcha 11 Apr 2014, 01:18
რა უნდა ამოავსოს რეებს იძახით ხალხო გაგიჯდით? რა უნდა მეზობლის კანალიზაციას თქვენს ჭერზე?
სასწრაფოდ გაასაჩივრეთ სანამ გვიან არ არის.

Posted by: Ti-Ni 11 Apr 2014, 12:12
topcha

რის საფუძველზე გავასაჩივრო, არის რაიმე სტანდარტი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ზედა მეზობლის კანალიზაციის გაყვანილობის ქვედა მეზობლის ჭერზე ქვემოდან გაყვანა-მიმაგრება? რომ დაწერონ, აუცილებელი იყო ასე გაკეთება რაღაც მიზეზების გამოო? მე რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოიფიქრონ.

Posted by: davit727 12 Apr 2014, 09:28
გამარჯობათ, სახლის გადაკეთება მინდა და ჩემებური პროექტი გავაკეთე, თხოვნა იქნება მცოდნემ, რომ გადაავლოს თვალი პროექტს და შემისწოროს დეტალები თუ კი იქნება საჭირო. მაგ: ოთახების, კარებების, შიგა კიბის, კალედორის განლაგება და ა.შ.
დიდ მადლობას გიხდით წინასწარ smile.gif
(ვორდის ფაილში მაქვს პროექტი დახაზული და შესწორებები წითელი ხაზით დაიტანეთ)
http://bin.ge/dl/118214/saxli-1.rar.html

Posted by: topcha 12 Apr 2014, 19:51
QUOTE (Ti-Ni @ 11 Apr 2014, 12:12 )
topcha

რის საფუძველზე გავასაჩივრო, არის რაიმე სტანდარტი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ზედა მეზობლის კანალიზაციის გაყვანილობის ქვედა მეზობლის ჭერზე ქვემოდან გაყვანა-მიმაგრება? რომ დაწერონ, აუცილებელი იყო ასე გაკეთება რაღაც მიზეზების გამოო? მე რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოიფიქრონ.

რა სტანდარტები უნდა მაგას? დაფიქრდით ეგ რომ დაზიანდეს და გასკდეს რა მოხდება?

Posted by: Definitely_Maybe 18 Apr 2014, 14:45
davit727
სალამი. კალედორი რა არის? : )

Posted by: davit727 19 Apr 2014, 13:05

QUOTE
Definitely_Maybe

შენიშვნა მიღებულია smile.gif
რაც შეეხება პროექტს თუ შეგიძლია, რომ დამეხმარო?

Posted by: gio1126 19 Apr 2014, 20:52
ნებისმიერი ფართის არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი სრული პაკეტი, ფოტომონტაჟი. საკმაოდ დაბალ ფასად. უფრო ვრცლად ეწვიეთ ჩვენს გვერდს

www.facebook.com/gt.design.architect
574 85 38 53 თამარი

Posted by: gio1126 25 Apr 2014, 13:43
ფოტომნტაჟი 50ლარიდან, პროექტირება 3 $ დან
574 85 38 53 დაგვიკავშირდით

Posted by: king001 25 Apr 2014, 20:25
გამარჯობათ, მოკლედ რაიონში მაქვს 80 კვადრატი მიწა და მშენებლობის ნებართვა 70 კვადრატზე. მაინტერესებს რა სანქცია მომელის შენობა 80 კვადრატზე რომ ავაშენო???

Posted by: topcha 25 Apr 2014, 21:50
,,შპს თოფჩა" გთავაზობთ სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს.


თუ არ გსურთ ყოველდღე ელიავას ბაზრობაზე სიარული წვიმაში და მზეში, ამაში ჩვენ დაგეხმარებით.
1კვმ-150$დან. ფასში შედის ხელობაც და მასალაც. ეს არის მინიმალური ფასი და ის იცვლება ხარისხის მიხედვით.
ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით ასევე გადარიცხვით.
თქვენ მოგემსახურებათ სანდო ხელოსნები ქართლიდან. არც ერთ თეთრი არ იქნება თქვენგან დაფარული,
ყველაფერი გაფორმდება ხელშეკრულებით და თქვენ ყოველგვარი არასასიამოვნო შედეგისგან დაცული იქნებით
ტ: 551-571-172 თემური.

Posted by: Lady HaWaI 30 Apr 2014, 10:37
გამარჯობათ, კითხვები მაქვს და ვინც იცით არ დამზარდეთ რა პასუხზე.
1, თუ იცით რას ამოწმებენ ჩაბარების დროს?
2. კონსტრუქციებში გათვალისწინებულ მასალას რომ გადავუხვიოთ ჩაბარებისას პრობლემა იქნება?
3. გარე კედლები გათვალისწინებულია 40იანი ბლოკით და 30 იანით რომ ავაშენოთ ეს მაინტერესებს იდეაში თუ შეიძლება.

Posted by: ccmm 1 May 2014, 11:23
ჩეხური 3 და 4 ოთახიანის და ყავლაშვილის პროექტის ბინების აზომვითი ნახაზები დადეთ რა, პრინციპში განლაგება მაინტერესებს ოთახების

არ დაიზაროთ რა ვისაც გაქვთ, წინასწარ მადლობა

Posted by: gio1126 4 May 2014, 20:39
გვესაჭიროება დამხმარე არქიტექტორული პროექტების შესრულებაში. უნდა ფლობდეს არქიკადის, 3 დ მაქს და ფოტოშოპს. სამუშაო საათებში შეზღუდული არ იქნება, შეგიძლიათ სტუდენტებიც გამოგვეხმაუროთ, ანაზღაურება თვეში 150 ლარი + პროცენტი თითო შესრულებულ პროექტზე. 574 85 38 53 თამარი

Posted by: kopchika 6 May 2014, 12:45
გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ, მჭირდება რამე ფოტომონტაჟის მაგალითი, ან როგორ კეთდება რომ ამიხსნათ. მაგალითად ავტოფარეხის ან აივნის. ვინმეს თუ გაქვთ ერთი ფოტო მაინც იქნებ დადოთ რაა, ან სად ვნახო ეგ მაინც მითხარით.

Posted by: 4Motivi 7 May 2014, 23:24
გამარჯობათ, ვინმემ ხომ არ იცით რას აღნიშნავს ამ ნახაზზე მოცემული რიცხვები ? სიგრძეს და სიგანეს ფართობის ?

Posted by: yaramoney 8 May 2014, 01:03
7,8,9,10,11 ოთახების ნუმერაცია უნდა იყოს
16,22 11,75 16,78 10,50 29,21 კვადრატული მეტრები ოთახების
4,7 4,51 4,68 4,7 კედლის სიგრძეები
1,7 კარების სიგანე
3,46 2,6 3,8 მემგონი ეგენიც კედლის სიგრძეები უნდა იყოს..





ალბათ არქიტექტორები უკეთესად გაგარკვევენ.. შეიძლება მეშლებოდეს

Posted by: topcha 8 May 2014, 11:24
ყველაფერი მართალია კარების სიგანის გარდა. ეგეც ოთახის სიგანეა

Posted by: gio1126 13 May 2014, 20:11
ფოტომონტაჟი ინტერნეტის ან ოფისში მომსახურებით 50 ლარი.
ფოტომონტაჟი ადგილზე მომსახურებით 60 ლარი
მოვალთ გადავიღებთ სურათს ,ავზომავთ. დავამზადებთ და ადგილზე მოგართმევთ ან შევაგზავნით მერიაში დასამტკიცებლად(თქვენი სურვილისამებრ)

574 85 38 53
კანდელაკის ქუჩა 8
www.gtdesign.ge
https://www.facebook.com/gt.design.architect?fref=ts

Posted by: gio1126 23 May 2014, 14:18
კომპანია ,,G&T Design,,-ი გთავაზობთ: ნებისმიერი ფართის არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი სრული პაკეტი, ფოტომონტაჟი, გეოლოგია. ტოპოგრაფია, კონსტრუკციული ნახაზი. ავეჯი იტალიიდან(ექსკუზიურად) ასევე საქართველოში დამზადება და დაგეგმარება ნებისმიერი დიზაინის სამზარეულოების საძინებლების და კარადების.

კანდელაკის ქუჩა 8
www.facebook.com/gt.design.architect

Posted by: maldini 24 May 2014, 07:49
https://www.youtube.com/watch?v=i4quy81f-j8

აი ეს სახლი დაახლოებით რამდენი დაჯდება?
20-30 არის სიგრძე სიგანე 3 სართულია და საცხოვრებელი ფართია 136 მეტრკვადრატი
ამაზე ძალიან სახლი არ მომწონებია))))

Posted by: shani 24 May 2014, 11:52
მაინტერესებს ვის მივმართო! ჩემი სახლის გვერდით კანდელაკის 7 ნომერში, ინვესტორი აშენებს მრავალსართულიან სახლს. მშებებლობა დაიწყო. ორი სართული უკვე ამოიყვანა და ჩვენი 16 სართულიანი სახლის ბალკონების წინ ყრუ კედელს გვიშენებს ისე, რომ მთლიანად ფარავს მზეს. არც აბრა აქვს გამოკრული რომ გავიგოთ რას აშენებს, თავიდან თქვა 10 სართულიანიაო, ეხლა როცა მადა გაეხსნა ამატებს და ამატებს სარტულებს. დგეს დაველაპარაკე და ვუთხარი რას აკეთებ, ეს როგორ შეიძლება მეთქი ხალხმა ბინა იყიდეს, უკანასკნელი ფული ჩადეს და შენ სუნათლეს უბნელებ მეთქი? მან მიპასუხა ხალხს ვინ კითხავს მე ფული გადავიხადე და რასაც მინდა ავაშენებო. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს "გაღორებული" ინვესტორი შევაჩერო. მთელი კანდელაკის ქუჩა უკვე გადათხარა და არაფრის არ ეშინია.

Posted by: Girl 26 May 2014, 21:55
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რაღაც შეკითხვები მაქვს, მითხარით სად უნდა ავიღო ნებართვა (საგურამოსთან მაქვს მიწის ნაკვეთი) სახლი რომ ავაშენო.
და დაახლ რა დამიჯდება 100-150 კვადრატული 1 სართულიანი სახლის პროექტის გაკეთება ?? (ყველაზე მარტივი!! და ადვილად ასაშენებელი, რომ ძვირი არ დამიჯდეს აშენება, არანაირი უცნაური იდეები და ორიგინალურობები არ მინდა) უბრალოდ პატარა სახლი მინდა დავდგა.

Posted by: ივანიჩ 27 May 2014, 01:45
shani
მიმართე მერიის არქიტექტურის სამსახურის საიტს (www.tas.ge) და ნახე ინტერაქტიულ რუკაზე რისი პროექტი აქვს შეთანხმებული და რამდენ სართულიანის
|თუ რამეს არღვევს ზედამხედველობის სამსახურს უნდა მიმართო და გააჩერებინებენ მშენებლობას ...
Girl
საგურამო მგონი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და იქაურ გამგეობას უნდა მიმართო ე.წ. გაპ-ის აასაღებად, არქიტექტურული პროექტის შესათანხმებლად და მშენებლობის ნებართვის მისაღებად. 150 კვმ ფართის სახლი მე2 კლასის ობიექტია და ამიტომ სამივე სტადიის გავლა დაგჭირდებათ, აიყვანეთ კარგი არქიტექტორი smile.gif

Posted by: Girl 27 May 2014, 10:22
IVANICHA

მადლობთ პასუხისთვის. გეხვეწები თუ არ დაგეზარება ეს ამიხსენი რას ნიშNავს :
QUOTE
150 კვმ ფართის სახლი მე2 კლასის ობიექტია და ამიტომ სამივე სტადიის გავლა დაგჭირდებათ, აიყვანეთ კარგი არქიტექტორი smile.gif


2 კლასის ობიექტი რას ნიშნავს..

და სამივე სტადია რომელია ?

კარგი არქიტექტორი კი მინდა მაგრამ ბიუჯეტშიც უნდა ჩავეტიო როგორმე. პროექტი თუ დამიჯდა სახლის ფასი და დამრჩა ჩემი სახლი ფურცელზე დახატული ძალიან საინტერესო სიტუაცია იქნება : )))) ამიტომ ფასებს ვარკვევ. კარგი არქიტექტორებისაც ჯერ არაფერი გამეგება ყველა არქიტექტორია ვისაც არ ეზარება ; ) ეხლა ვიწყებ გარკვევას ამ ყველაფერში.

ანუ ზოგადად როგორ მოვიქცე რითი დავიწყო ჯერ მივიდე ამ მცხეთის მუნიციპალიტეტში და ვიკითხო რა მჭირდება ? უპროექტოდ უყველაფროდ მივიდე რომ ზოგადად მშენებლობის ნებართვა მომცენ თუ აზრი არა აქვს უპროექტოდ მისვლას. ..

Posted by: ივანიჩ 27 May 2014, 14:34
Girl
smile.gif
მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის სამი სტადია არსებობს:
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების (ე.წ. გაპ) აღება, რომლის დროსაც განისაზღვრება კოეფიციენტები, შეზღუდვები, მოთხოვნები კონკრეტული მიწის ნაკვეთის განვითარებისათვის და აშ.
2. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
3. მშენებლობის ნებართვის გაცემა.
თანმიმდევრობაც ესეთია, ანუ ნებართვას ისე არ მოგცემენ თუ პროექტი არ გექნება შეთანხმებული.....


რაც შეეხება კლასებს,
ყველა ტიპის სამშენებლო ობიექტი მისი მასშტაბიდან ან მოცულობიდან გამომდინარე იყოფა 5 კლასად.
150კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლი მიეკუთვნება II კლასის ობიექტს რომლის მშენებლობისათვის ზემოთ როგორც დავწერე საჭიროა სამივე სტადიის გავლა.

პ.ს. დეტალურად თუ გაინტერესებს, არსებობს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება, სადაც ეგ კლასებია განსაზღვრული. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს საიტზე შეგიძლია ნახო (matsne.gov.ge)

თუ დიდი სახლი არ გინდა მაინცდამაინც და 60 მ2-მდე სართულების იატაკების დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან, საშუალოდ, 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა მისაღებია შენთვის, მაშინ უფრო მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის გადაწყვეტა.
I კლასის ობიექტის მშენებლობას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული პროცედურები, მხოლოდ ფოტომონტაჟის საფუძველზე ხდება მის განთავსებაზე წერილობითი დასტურის მიღება. 60 კვ.მდე შენობა თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება I კლასის შენობა-ნაგებობას/ობიექტს, რომლის მშენებლობა/მონტაჟი არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. წერილობითი ფორმით დადასტურების გარეშე I კლასის შენობა-ნაგებობის/ობიექტის მშენებლობა/მონტაჟი განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ანუ განსხვავება მხოლოდ ისაა რომ ობიექტი (ანუ შენობა) 60 კვმ-მდე ფართის უნდა იყოს, 60-ზე ზემოთ 300 მდე II კლასია უკვე და ყველანაირი საბუთები და პროცედურები სჭირდება რაც ზემოთ დავწერე.

Posted by: Girl 27 May 2014, 16:40
IVANICHA


გასაგებია. დიდი მადლობა. არა 60 კვ.მ არ მეყოფა ესე იგი წავედი ჯერ მცხეთის მუნიციპალიტეტში ეგ რაღაც გაპ-ი ავიღო ჯობია = ))

Posted by: ივანიჩ 30 May 2014, 17:08
Girl
როგორაა საქმეები, იყავით მცხეთაში?
------------------------------------------

Posted by: pekineli 3 Jun 2014, 14:59
მეგობრებო პირველი კლასის მშნებელობაზე მინდა რომ გავაგზავნო პროეტი ფოტომონტაჟი და რომელ პროგრამაში აკეთებთ მონტაჟს?

ასევე ხომ ვერ დამეხმარებით?

მინდა 60 ჯკვადრატუმადე დროებითი ნაგებობა ავაგო ეზოში და მაინტერესებს:

1) როგორი პროექტია წარსაგდენი სამივე ხედი?
2) მჭირდება თუ არა თანამესაკუტრის თანხმობა და რა ფორმით (როდესაც არაა ამხანაგობა?)

Posted by: ივანიჩ 3 Jun 2014, 15:15
pekineli
ფოტოშოპში გააკეთე მარტივად, ზედმეტი გეგმა პროექციების გარეშე, უბრალოდ ზომები და გაბარიტები ასევე რა მასალით იქნება ის უნდა მიუთითო.
თანამესაკუთრის თანხმობა აუცილებლად გჭირდება ნოტარიული ფორმით დამტკიცებული და სკანირებული ვერსია ატვირთული, ან კიდევ არის მე2 ვარიანტი თანაგანმცხადებლად უნდა დაარეგისტრირო smile.gif

Posted by: pekineli 3 Jun 2014, 15:55
IVANICHA
თანხმობას რო განაცხადებს, იქ ტექსტში ეწერება რომ თანახმაა, რა პროექტზე თანახმა იქ ხო არ ჩანს ნოტარიული დოკუმენტიდან?

Posted by: ივანიჩ 3 Jun 2014, 16:02
pekineli
თუ ეგეც გინდა რომ გამოჩნდეს დანართი გაუკეთე იმ თანხმობას და ეგაა

Posted by: pekineli 3 Jun 2014, 16:10
IVANICHA
ამხანაგობა ამიტომაა კაი რა შეადგენ ოქმს მოაწერს ხელს ეგაა.

მოკლედ რამდოენიმე რამის გაკეთება მინდ ეზოში და ისე გავაკეთებ რომ მიდინარე სამUშაობეზე დამრთოს ნება ასე თუ შეიძლება თუ იმენა უნდა დავაკონრეტო რა და როგორ - ანუ დაწეროს რომ თანახმაა ამხელა და ამხელა კონსტრუქციის აგებაზე ასე და ასე.

Posted by: ივანიჩ 5 Jun 2014, 17:17
pekineli
გპასუხობ პმში და ვერ გპასუხობ სავსე გაქვს ინბოქსი
წესით რასაც აკეთებ იმაზე უნდა დაგრთოს ნება

მაგრამ არის მე2 გამოსავალიც
ყველა სამუშაოზე ხომ გააგზავნი არქიტექტურაში განაცხადს, იმ განაცხადზე თანაგამცხადებლად დაარეგისტრირე ეგ თანამესაკუთრეები და აღარ დაგჭირდება ცალკე თანხმობები

Posted by: pekineli 5 Jun 2014, 17:54
IVANICHA
აჰაა,

შეიძლება სავსე მაქვს ბოქსი და გავატვისუფლებ და ერთი ორი კითვით შეგაწუხებ რა smile.gif

Posted by: nijaradze 12 Jun 2014, 22:07
შეთანხმებული პროექტის ელექტრონული ვერსია მქონდა ,ახლა 2 ივნისს ვადა გაუვიდა მშენებლობის ნებართვას. არქიტექტურა მთხოვს საქმისწარმოების ანუ ვადის აღსადგენად განცხადებას შეთანხმებული პროექტის ელ ვერსიის ფაილი დაურთე თანო. ეს დისკიც და არქიტექტორიც ვეღარ მიპოვია მერიის არქიტექტურის სამსახურს უნდა მივაკითხო ასლისათვის ? მირჩიეთ რამე .

Posted by: SAROKAWA 13 Jun 2014, 11:39
nijaradze
თუ ჩაბარებული გაქვთ თავის დროზე, მაშინ ასლი გამოითხოვეთ სამსახურის არქივიდან smile.gif

Posted by: nijaradze 13 Jun 2014, 21:32
QUOTE

SAROKAWA დიდი მადლობა კონსულტაციისათვის!


* * *
ვინმეს ხომ არ გაქვთ არქიტექტურული პროგრამა რუსულ ან ქართულ ენაზე , ისეთი ფოტომონტაჟი რომ გავაკეთო დილეტანტი ვარ არქიტექტურქში და იქნებ ვინმემ დამილაიკოს ასეთი პროგრამა მე რაღაცას ვცოდვილობ და არ გამომდის.

Posted by: goni_2010 14 Jun 2014, 08:46
მაქვს მიწის ნაკვეთი 614 კვ.მ ( საცხ.ზ. 3 კ2-1.5. შეიძლება გაზრდა 1,8) დაინტერესებილი ვარ დაბალი ინტენსივობის საცხ. კორპუსის აშენებით, მთავაზობენ რაღაც უსახურ პროექტებს.
არქიტექტორებს გთხოვთ თუ გაქვთ რაიმე პროექტი დადოთ თუნდაც ფოტომონტაჟი, მოწონების შემთხვევაში შეიძლება ვითანამშრომლო

Posted by: gio1126 14 Jun 2014, 15:57
მოგესალმებით!
თუ გსურთ საკუთარი სახლის, ბინის ან სხვა ნებისმიერი ფართის დაპროექტება ან ინტერიერის დიზაინი.
,,G&T Design,,-ი გათავაზობთ ხარისხიან მომსახურებას და რაც მთავარია საკმაოდ დაბალ ფასად. ჩვენი გუნდი მზად არის შეგიქნათ მაქსიმალური კომფორტი თქვენი ოცნების სივრცის შესაქმნელად, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი შესრულებული პროექტები:
https://www.facebook.com/gt.design.architect?ref=hl
პროექტირება (არქიტექტურული ნაწილი) ____ 3 $ დან 1კვ.მ
პროექტირება (კონსტრუქციული ნაწილი) ____ 1$
შიდა ტიხრების გეგმარება _________________ 1ლარი 1კვ.მ
ფოტომონტაჟი (ნებისმიერი სახის)___________ 50 -70 ლარი
ინტერიერის დიზაინი(სრული მომსახურება) ____ 5 $ დან 1კვ.მ
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწერით ამ თემაში ან დაგვიკავშირდეთ:

მისამართი: კანდელაკის ქ. 8
ტელ: 579 77 51 15
592 57 95 59
https://www.facebook.com/gt.design.architect?ref=hl
პატივისცემით ,,G&T Design,,

Posted by: gio1126 21 Jun 2014, 17:02
იქნებ მითხათ ბოლნისში გვინდა გაპ-ის აღება და ადგილობრივ გამგეობაში უნდა შევიტანოოთ განცხადება?

Posted by: guramata 21 Jun 2014, 21:14
მინდა ავაშენო სახლი მერიის ერთერთი პროექტის მიხედვით..
http://architect.tbilisi.gov.ge/new_competition/index.php?page=view_full&id=108

ვეძებ კომპანიას, ბრიგადას, რომელიც დამითვლის აშენების ფასს და თუ მისარები იქნება ავაშენებინებ-კიდეც..

მინდა თეთრი კარკასის ფასი ცალკე და საშუალო დონის რემონტის ჩათვლით ფასი ცალკე..

Posted by: SAROKAWA 24 Jun 2014, 11:15
gio1126
გამგეობაში (მუნიციპალიტეტში) უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო (ყველგან სხვადახვა სახელი ქვიათ)
smile.gif
წარმატებები

Posted by: gio1126 24 Jun 2014, 13:12
SAROKAWA
გაიხარე მადლობ

Posted by: MISHAB 29 Jun 2014, 00:54
პოლიგონალური ვექტორული Shapefile როგორ კეტდება ? რომელი პროგრმა გამოვიყენო?

Posted by: grizly2 30 Jun 2014, 11:57
გამარჯობა 60კვ/მ (უფასო პროექტის) სახლი როგორი უნდა იყოს? ანუ სიმაღლე შეზრუდულია? მეორე სართულის დადგმის ვარიანტში

Posted by: ივანიჩ 30 Jun 2014, 12:38
grizly2
კი
შეზღუდულია -
60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
აი ეს არის პირველი კლასის ობიექტის განსაზღვრება - მისი განთავსებისათვის გაიცემა წერილობითი დასტური (თანხმობა) და საჭიროებს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას


Posted by: grizly2 2 Jul 2014, 00:32
IVANICHA
გასაგებია, მადლობა...
* * *
ჯერ ამ ეტაპზე პატარა გარაჯის აშენება მინდა(ესაც საჭიროებს არქიტექტორული პროექტის შეთანხმებას და ნებართვის გაცემას?) და შემდეგ პატარა ერთ ოთახიანი სახლი რო მივაშენო ზედვე სულ 60მ2-ში რო ჩავეტიო

Posted by: ივანიჩ 2 Jul 2014, 00:50
grizly2
რა მნიშვნელობა აქვს გარაჟი იქნება თუ სხვა
60 კვმ–მდე თუა ერთიდაიგივე პროცედურებია გასავლელი........
60 ზე მეტი თუა ის მშენებლობის ნებართვის გაცემის სამივე სტადიას საჭიროებს
1. სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების გაცემა (დგინდება ფუნქციური ზონა, კოეფიციენტები, მოთხოვნები, შეზღუდვები)
2. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
3. მშენებლობის ნებართვის გაცემა.

პ.ს. ისე ჯერ სახლი ააშენე და მერე მიადგი გარაჟი არ ჯობია? smile.gif

Posted by: grizly2 2 Jul 2014, 13:14
IVANICHA
ჰო მასე ჯობია, უბრალოდ ჩემი ფინანსებით ჯერ ვერ ვეტევი სახლის აშენებაში, მარა იქნებ მოვახერხო რამე
გაიხარე მეგობარო მადლობა

Posted by: mobilturist 4 Jul 2014, 18:04
გამარჯობათ,,,,სოფელში მაქ კერძო სახლი და ეზოში მინდა გარაჯი გავაკეთო,,,რჩევები მინდარა თქვენი,,,,,,,ეხლა რახდება წინ მეზობელს აქვს როგორ გითხრათ ჩემს ეზოში არის იმის კედელი გაშენებულირა,,,,,რაცეგ მე მაწყობს კაკრაზ კედლის აშენებადა დამატებითი ხარჯები არმომიწევს,,,,ეხლა რახდება ამ კედელს მინდა მივადგა ესგარაჯი,,,,,წინ მინდა ორი იმკედლის,,,,,,,ფიცარი დავასვარა ანუ შესასვლელს ვიძახი,,,,,თითო არის (6)მეტრა,,,,,,,,ძირებს ერთი პაჩკა ცემენტი ხომ მეყოფარო????? ძირი გაუმაგრდესრა,,,,ამკედელს თუაცდება მაღლა გადავხერხავ იმის ზომაზე,,,,,,,,ეხლა დარჩა გვერდები და ჩერი სახურავი,,,,,,,,,ჩერზე რასმირჩევთ რაგადავაფარო??? წვიმადა სიცხეროდაიკავოს?? თან მინდარო ძალიან იაფად როგამოვიდერა,,,,,,,,,,არმინდა კედლებით და სტიაშკებით გაკეთება და გალესვადა რაგაცეები,,,,,,,,,,ბრეზენტით გადაფარება ივარგებს ქარში ხოარ მოაგდებინებს დაასე შემდეგრა,,,,,,,,იქნებ დამაკვალიანოთ რჩევები მომაწოდოთ თქვენი მადლობა წინასწარ

Posted by: ikakako 17 Jul 2014, 00:44
არქიტექტურა,პროექტირება დიზაინი,ფოტომონტაჟი,აზომვითი ნახზები,გეოდეზია, გელოგია.მიწის ნაკვეთის დაკვალვა,
599-95-54-37

Posted by: ikakako 17 Jul 2014, 00:44
არქიტექტურა,პროექტირება დიზაინი,ფოტომონტაჟი,აზომვითი ნახზები,გეოდეზია, გელოგია.მიწის ნაკვეთის დაკვალვა,
599-95-54-37

Posted by: abes777 23 Jul 2014, 22:07
გამარჯობა. მინდა პროექტი გავაკეთო ჩემით .ამისათვის რომელი კომპიუტერული პროგრამა უნდა გამოვიყენო?

Posted by: khatunia 29 Jul 2014, 13:12
ვაპირებ შევიძინო მიწის ნაკვეთი დიდ დიღომში, სადაც შემდეგ უნდა ავაშენო სახლი საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 120 კვ.მ
შესაბამისად დამიგროვდა კითხვები. თუ ვინმე დამაკვალიანებთ მადლობელი ვიქნები:-)

1. ნაკვეთის შეძენისას რა უნდა ვიცოდე ანუ მყიდველთან რა მონაცემები უნდა დავაზუსტო. (კოეფიციენტები და ა. შ ?);
2. რა დოკუმენტაცია უნდა გააჩნდეს გამყიდველს;
3. რას ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო და არა-სასოფლო-სამეურნეო მიწა (რომელ მათგანზე შეიძლება სახლის აშენება?);

დანარჩენს პასუხის მიხედვით ვიკითხავ :-)

Posted by: nijaradze 29 Jul 2014, 21:06
ქალაქის არქიტექტურამ ჩემი განცხადება გადაუგზავნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს შესათანხმებლად ვინმემ ხომ არ იცით რამდენხანს ანდომებს ამ საქმეს თვითონ კულტურის და ძეგლთა დაცვის სააგენტო?

Posted by: ივანიჩ 29 Jul 2014, 23:22
nijaradze
უჰ მტრისას, იქ ძაან დომხალი აქვთ, შეიძლება 1 თვეც კი მოანდომონ....
khatunia
სანამ იყიდით, ჯერ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მიხედვით არქიტექტურის სამსახურში გაარკვიეთ რომელ ფუნქციურ ზონაში ხვდება მიწის ნაკვეთი და რამე შეზღუდვები ხომ არ არის მასზე ან მიმდებარედ...
გამყიდველს უნდა ჰქონდეს რეესტრის ამონაწერი ბოლო მდგომარეობით განახლებული
სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწას შორის რა განსხვავებაა თითონ სიტყვები გეუბნებიან, საცხოვრებელი სახლის აშენება ორივეზე დასაშვებია.

Posted by: khatunia 30 Jul 2014, 09:17
IVANICHA
დიდი მადლობა :-)






Posted by: ოთხი სტიქია 6 Aug 2014, 09:53
მეგობრებო,

ბინის ან სახლის პროექტირებისას არ დაგავიწყდეთ ცენტრალური გათბობის პროექტის დახაზვაც.. smile.gif smile.gif smile.gif

ჩვენ უფასოდ დაგიხაზავთ smile.gif

Posted by: picxela777 6 Aug 2014, 11:19
გამარჯობათ , ნებისმიერი გათბობის ,თუ კონდიცირების (ბინებისთვის) სრულიად უფასოდ შემიძლია გამოვაგზავნო თბოტექნიკი...



ქ.თბილისი წერეთლის 116 საგა
2356979
571525020

Posted by: nijaradze 6 Aug 2014, 22:39
IVANICHA
პასუხები მივიღე , მაგრამ ბოლოს ხარვეზად მითვლიან საზოგადოებრივ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ჩემი მიწისნაკვეთის საკადასტრო საზღვარზე ჩემს მიწისნაკვეთზე 2.2 მ სიმაღლის ღობის აშენებისათვის მეზობელი მიწისნაკვეთების რეესტრიდან ამონაწერები და მეზობლების თანხმობები ნოტარიულად დამტკიცებული უნდა წარმოგვიდგინოო როდესაც სამეზობლო საზღვართან არაფერს არ ვაშენებ და 3,01 მეტრზე ახლოს არც ავაშენებ.იქნებ გამარკვიოთ რაღაცაშია საქმე ან მე ვერ ვიგებ და აუცილებელია მეზობელი მიწისნაკვეთების მესაკურეები ნოტარიუსში უნდა წავიყვანო და ან ვივარაუდო რომ რაღაცა დეტალი არქიტექტურას ან ვერ მივაწოდე სწორად ან მექანიკურად რაღაცა შეეშალათ და პირადი შეხვედრისას როგორმე რაღაცას გავარკვევ . მანამდე იქნებ რამე მირჩიოთ, თორემ უსახსრობისგამო კვალიფიციურ არქიტექტორთან ვერ მივდივარ.

Posted by: picxela777 7 Aug 2014, 10:46
http://saga.ge/ka/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90.html

Posted by: ივანიჩ 7 Aug 2014, 11:08
nijaradze
შეგიძლიათ საკონსულტაციოში გაარკვიოთ ეგ- არიან იქ არქიტექტორები...
ასევე შეგიძლიათ შემსულებელთანაც მოითხოვოთ შეხვედრა თუ რაიმე დეტალის დაზუსტება გსურთ

Posted by: Nutsa_nuc 25 Aug 2014, 13:51
გამარჯობა, მაინტერესებს რაიმე საიტი სადაც სახლს ავაწყობ და მოვაწყობ. მახსოვს ადრე ვიღაცამ მითხრა, უბრალოდ საიტის სახელს ვერ ვიხსენებ. 3დ-ში ჯერ ფართს ნიშნავ შემდეგ "არემონტე" და ბოლოს ავეჯსაც დგამ. იქნებ იცოდეთ ვინმემ და და მეხმაროთ smile.gif

Posted by: ივანიჩ 25 Aug 2014, 23:39
Nutsa_nuc
planner5d.com
აბა ეს ნახე
შეიძლება გამოგადგეს smile.gif

Posted by: temart 1 Sep 2014, 19:02
PajeroIO
QUOTE
ან დამოუკიდებელი არქიტექტორი, რომელსაც აქვს პორტფოლიო.

https://www.facebook.com/indproject123

Posted by: Nutsa_nuc 7 Sep 2014, 12:11
IVANICHA
მადლობა, რაღაც კარგი ჩანს bis.gif bis.gif

Posted by: ET-architects 8 Sep 2014, 12:47
მეგობრებო ვეძებთ დამხმარე არქიტექტორს.
თუ ვინმე იცნობთ კარგ პიროვნებას არქიტექტურული განათლებით ან არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტს გთხოვთ დაგვეხმაროთ შესაბამისი კანდიდატის მოძებნაში.
საკონტაქტო ნომერი: 555180008
დახმარებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: freezergio 15 Sep 2014, 17:51
გამარჯობათ

მაქვს ერთ ოთახიანი ხრუშოვკის ტიპის ბინა,
მინდა გადავაკეთო როგორმე ისე რომ იყოს ორი დასაძინებელი ოთახი smile.gif
ანუ რა იგულისხმება ამაში, მისაღებში ყველა ვარიანტში დასაძინებელი იქნება-გასაშლელი კუთხის დივანი,
პრობლემა იმაშია რომ ცალკე ერთი ოთახი მინდა როგორმე გაკეთდეს (ანუ ყველანაირი მოდერნიზება იგულისხმეა, გადატიხვრა, დანგრევა, აშენება, ანგრევა და ჩანგრევა მეზობელთან smile.gif) არ შეიძლება მიშენება ოღონდ smile.gif
აი ნახაზიც
http://www.radikal.ru
აივნის გახსნას და ამოშენებას ვაპირებ როგორც შუშაბანდის ისე.

გთხოვთ რჩევები მომაწოდოთ

Posted by: ივანიჩ 17 Sep 2014, 11:03
აქ ჰქონდა ერთ იუზერს თემა როგორ გადააკეთა 1ოტახიანი ხრუშოვკა 2 ოთახიანად და ნახე

Posted by: freezergio 18 Sep 2014, 17:16
QUOTE (IVANICHA @ 17 Sep 2014, 11:03 )
აქ ჰქონდა ერთ იუზერს თემა როგორ გადააკეთა 1ოტახიანი ხრუშოვკა 2 ოთახიანად და ნახე

მადლობა

მსგავს ვფიქრობ მეც
ეგეთი ნანახი მქონდა
სხვას არ აქვს კიდე იდეები

Posted by: mind_auger 28 Sep 2014, 00:39
გამარჯობა,
ხრუშოვკა მაქვს ბოლო სართული,ზემოთ სხვენი გავიფორმე,პროექტიც მაქვს,სადარბაზოს კიბის პროექტიც დამტკიცებული და ა.შ.

ეხლა მაინტერესებს სადარბაზოს კიბის სართულის დამატება რა ჯდება???გეცოდინებათ ვინმეს,იმდენი აკეთებს ამ ბოლო დროს,სულ მანსარდებია ჩემთან ვაჟაზე...

ვიფიქრე ძაან ძვირი თუ დაჯდა შიდა ხის კიბეს გავაკეთებთქო,მარა მემგონი შიდა კიბე უფრო ძვირი ჯდება და ძალიან ბევრი მინუსიც აქვს.

Posted by: kale1101 28 Sep 2014, 19:35
სად უნდა ვიპოვო კონსტრუქტორი, რომელიც ადგილზე გამომყვება და გამიწევს კონსულტაციას?

Posted by: GoshaD 8 Oct 2014, 21:36
რომელიმე უბნის (ან კონკრეტული ტერიტორიის) სამშენებლო კოეფიციენტები სად უნდა ვნახო? tas.ge-ზე არისო მითხრეს მარა ვერ მივაგენი.

Posted by: khatunia 10 Oct 2014, 18:07
არის ასეთი შემთხვევა. ახალ აშენებულ კორპუსში იყიდება ბინა(უნდა იყიდოს ახლობელმა) . არის მე 9 სართული. სახლი 10 სართულიანია.
მე 9 სართულზე, როგორც მშენებლი ამბობს არქიტექტორს მოუვიდა შეცდომა და აივანზე გასასვლელი კარები დაავიწყდა.
ახლა რომ შევატანინო ცვლილება პროექტში ძალიან ძვირი მიჯდებაო.
ამას ეუბნება, გაცილებით მარტივია, კორპუსის ჩაბარების შემდეგ ბინის მფლობელმა მოაგვაროს ეგ ამბავიო.

ანუ, ახლა არის 3 ფანჯარა იმ მხარეს და უნდა დაემატოს ერთი კარი და ერთ ერთი ფანჯრის ადგილზე უნდა გაიჭრას კარები. ( აივნის მხარეს კეთდება ერთი მისაღები და ერთი საძინებელი)

რამდენად რთულია ამ ყველაფრის მოგვარება ბინის მფლობელისათვის და რა ვადებზე და თანხებზეა დაახლოებით საუბარი თუ შეგიძლიათ მითხრათ.

მადლობა წინასწარ.

Posted by: ივანიჩ 10 Oct 2014, 21:35
goshia
ქალაქის ტერიტორია არის დაყოფილი სხვადასხვა ფუნქციურ ზონებად
ამ ზონებს აქვს თავისი კოეფიციენტები ყველას
რომელ ზონაში რომელი კოეფიციენტია შეგიძლიათ ნახოთ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში, რომელიც საკრებულოს მიერაა დამტკიცებული და არქიტექტურის სამსახურის საიტზეც დევს, N4-13 გადაწყვეტილება, 2009 წ 29 მარტი;
რაც შეეხება კონკრეტული ტერიტორია რომელ ფუნქციურ ზონაშია, ეგ რუკის მიხედვით შეგიძლიათ რომ ნახოთ, ნახეთ საიტზე ინტერაქტიული რუკა, ჩაურთეთ შესაბამისი ფუნქციონალები და იქ ნახავთ.


khatunia
კი მერე უფრო მარტივი იქნება
მაგრამ არც ეხლაა ძვირი, ეზარება ალბათ....
ტექნიკური შეცდომის გასწორება უნდა გააკეთოს...


Posted by: suzgsxr 11 Oct 2014, 15:36
გამარჯობათ.სახლს ვყიდულობ და გამოდგა რომ ავარიული იყო და მერე სამაგრი სამუშაოები გაუკეთებიათ.რას ფიქრობთ გამაგრებული ბინები ვარგა თუ ჯობია შევეშვა? მაინც ავარიულად არ ითვლება?

Posted by: Mam2703 11 Oct 2014, 17:21
მოგესალმებით,მაქვს ნებართვა სამერცხლულების გაკეთების,შიგნით სხვენში მინდა ოთახის გაკეთება, რამე ნებართვა სჭირდება?

Posted by: ივანიჩ 11 Oct 2014, 20:04
suzgsxr
ნუ მე მაინც თავს შევიკავებდი თუმცა გააჩნია რა დონის ავარიული შენობაა და როგორ გაამაგრეს... Mam2703 რამეს ცვლით კონსტრუქციულად?
მზიდ კედლებს ეხებით?

Posted by: lacrimos 7 Nov 2014, 23:55
გამარჯობათ,
ბინა არის ასეთი დაგეგმარებით თეთრი კარკასი, ხოდა რემონტის დაწყებას ვაპირებ. მაინტერესებს რას მირჩევთ როგორი დაგეგმარებულია?
რამე ოპტიმიზაცია კიდევ შესაძლებელია?

Posted by: ikakako 7 Jan 2015, 15:55
არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, აზომვითი ნახაზები, ტოპო, საკადასტრო, სიტუაციური გეგმა, შენობის შიდა აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის დაკვალვა. 599-51-02-83

Posted by: ikakako 7 Jan 2015, 15:55
არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, აზომვითი ნახაზები, ტოპო, საკადასტრო, სიტუაციური გეგმა, შენობის შიდა აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის დაკვალვა. 599-51-02-83

Posted by: ikakako 7 Jan 2015, 15:59
არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, აზომვითი ნახაზები, ტოპო, საკადასტრო, სიტუაციური გეგმა, შენობის შიდა აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის დაკვალვა. 599-51-02-83
* * *
არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, ფოტომონტაჟი, სწრაფად, ხარისხიანად და იაფად 599510283
* * *
აზომვითი ნახაზები, მიწის ნაკვეთის დაკვალვა, ფოტომონტაჟი, სწრაფად და ხარისხიანად
* * *
არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, აზომვითი ნახაზები, ტოპო, საკადასტრო, სიტუაციური გეგმა, შენობის შიდა აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის დაკვალვა. 599-51-02-83
* * *
არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, ფოტომონტაჟი, სწრაფად, ხარისხიანად და იაფად 599510283
* * *
აზომვითი ნახაზები, მიწის ნაკვეთის დაკვალვა, ფოტომონტაჟი, სწრაფად და ხარისხიანად

Posted by: topcha 7 Jan 2015, 16:43
გთავაზობთ სარემონტო სამუშაოების სრულიად ახალ პაკეტს.
1კვმ-100$დან. ფასში შედის ხელობაც და მასალაც. ეს არის მინიმალური ფასი და ის იცვლება ხარისხის მიხედვით.
თქვენ მოგემსახურებათ სანდო ხელოსნები ქართლიდან.
* * *
ფასები დაახლოებით ასეთია:
1. სანტექნიკა, გათბობა –– 50 ლარი
2, ელ.გაყვანილობა –– 7 ლარი
3. სტიაჟკა –– 6 ლარი
4. აშენება –– 0.6 ლარი
5. გალესვა –– 6–8 ლარი
6. კაფელი, მეთლახი –– 15–20 ლარი
7. თაბაშირ–მუყაო –– 6 ლარი
8. სამღებრო –– 8 ლარი
9. ლამინირებული იატაკი –– 5ლარი
10. კედლის დემონტაჟი – 30–100 ლარი

დაკვეთა შესრულდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ტ: 551-571-172 თემური.598-21-25-34 მურადი.

Posted by: KEROP 19 Jan 2015, 17:13
გამარჯობათ

კორპუსის წინ მაქ ბაღი , შემიძლია მაგ ტერეტორიის დაკანონება და მაზე საკუთარი სახლის აშენება ? ან ვის უნდა მივმართო მაგ საკითხზე რო გამარკვიონ ?

Posted by: ივანიჩ 20 Jan 2015, 00:55
KEROP
მშენებლობასთან დაკავშირებით უნდა მიხვიდე არქიტექტურის სამსახურში (შარტავას 7 მე2 სართული, მე7 ოთახი)
დაკანონებასთანაც იქვე, მე2 სართულზე, მერიის ქონების მართვის სააგენტოში
თუმცა გასათვალისიწნებელია ბევრი ფაქტორი:
კერძოდ:
რამდენი კვადრატული მეტრია,
რომელ ფუნქციურ ზონაშია
რამე შეზღუდვები ხომ არ არის მიმდებარე ტერიტორიაზე
და დასაშვებია თუარა კერძო სახლის მშენებლობა მანდ

Posted by: KEROP 20 Jan 2015, 19:18
QUOTE (IVANICHA @ 20 Jan 2015, 00:55 )
KEROP

თუმცა გასათვალისიწნებელია ბევრი ფაქტორი:
კერძოდ:
რამდენი კვადრატული მეტრია,
რომელ ფუნქციურ ზონაშია
რამე შეზღუდვები ხომ არ არის მიმდებარე ტერიტორიაზე
და დასაშვებია თუარა კერძო სახლის მშენებლობა მანდ

და მაგ ყველაფერს მერიაში გავარკვევ ?

დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: ივანიჩ 20 Jan 2015, 21:39
KEROP
მე მგონი დაგიწერე სად რა უნდა გაარკვიო

Posted by: MAGISTR 4 Feb 2015, 19:09
გამარჯობათ. დახმარება მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ ნებართვების საკითხებში.
მოკლეთ მაქვს დამხმარე ფართი 43 მ/კვ გაფორმებული და ყველა საბუთებით და მინდა რომ ზემოდან დავაშენო. შენობა მდებარეობს ვაზისუბანში და ეს შენობა კორპუსის წითელ ხაზებშია მოქცეული. მერიაშიც ვიყავი და 100% ხელმოწერაა საჭიროო +ყველას ხელმოწერას ნოტარიული დამოწმება ჭირდებაო. ზოგმა მითხრა კოეფიციენტის დაანგარიშება უნდაო და თუ დააკმაყოფილებსო პროექტი გაკეთდება და ჩვეულებრივად ააშენებო. მოკლეთ თუ ვინმემ იცით ზუსტათ როგორ უნდა გავაკეთო საბუთები რომ დავაშენო.

Posted by: ივანიჩ 5 Feb 2015, 12:37
MAGISTR
გასარკვევია ის თუ რომელ ფუნქციურ ზონაში ხვდება საპროექტო ტერიტორია.........

სავარაუდოდ საპროექტო ტერიტორია იქნება საცხოვრებელ ზონა 6_ში (სზ-6) (ვაზისუბანი ახსენეთ), რომელიც წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, რის გამოც ამ პატარა ფართობის მქონე შენობა ამ ფუნქციური ზონისათვის (საცხოვრებელი ზონა 6) წარმოადგენს შეუსაბამო ობიექტს. განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად, თუ შენობები აშენებულია წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე, ამ წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. მის შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შესაძლებლობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო კიდე ვალდებულია არ დაუშვას რეკონსტრუქციის შედეგად არსებულ მშენებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ აშენებული ობიექტების ისეთი განვითარება, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის მათი შეუსაბამობის ხარისხს. შესაბამისად, არ გაიცემა ნებართვაც.

პ.ს. გაარკვიეთ რა ფუნქციურ ზონაშია, შესაძლებელია ისეთში ხვდებოდეს სადაც დასაშვებია და ამიტომ წინასწარ გულს ნუ გაიტეხავთ biggrin.gif
არქიტექტორებთან კონსულტაცია შესაძლებელია არქიტექტურის სამსახურში, მერიაში - შარტავას 7, მე2 სართ, მე7 ოთახში.

Posted by: MAGISTR 5 Feb 2015, 19:52
[b]IVANICHA[/ b]
გაიხარე და მადლობა ყურადღებისთვის.


Posted by: gio_cxel 6 Feb 2015, 15:23
მაქვს პროექტი უკვე დამტკიცებული.
მოკლედ შესასწორებელია ბევრი რამ.
ეხლა მაინტერესებს. ჯობია სანამ აშენებას დავიწყებ, მანამდე გავასწორო და დავაკორექტირებინო პროექტი, თუ დავიწყო აშენება და თუ რამე მოითხოვს კიდევ შესწორებას, მშენებლობის დასრულებამდე შევასწორო და ავტვირთო ტას ჯი-ზე??
თIთქოს ჯარიმები არ არისო.. ზოგმა არისო და წინასწარ უნდა გააკეთო ყველაფერი. პოსტ ფაქტუმ არ შეიძლებაო... გამარკვიეთ რა..

მერიაში მითხრეს, რო ჯერ უნდა გაამზადო პროექტი და მერე დაიწყოო აშენება...

Posted by: ChelseaFc 8 Feb 2015, 21:18
გამარჯობათ, მაქვს ქუთაისში კერძო სახლი და ვაპირებ მოშენებას მეორე სართულზე, მოსაშენებელი ფართია 80 კვადრატი. მაინტერესებს რა დამიჯდება თეთრი კარკასი, ან რემონტით?

Posted by: Zia_kurosawa 14 Feb 2015, 01:02
GeoChelseaFc

555 310131 დაურეკე ქუთაისშია, დათო ჰქვია
ჩემი მშენებელია თბილისიდან.


კაროჩე მიშველეთ ვისაც რა შეგიძლიათ,
არხიტექტორშა გვყავს დებილი ბებერი უკრაინელი ქალი,
რომელსაც ისევ გრომიკო გონია გენსეკად და თავის თავი გონია
შოთა ყავლაშვილი..

პროექტში დამიტანა ტემპერატურული ნაკერი რომელიც რეალურად
გაუქმებულია, 63 წელში აშენებულ სტალინურ სახლზეა საუბარი smile.gif
ხოდა აი ამ პროექტის ნაწილში კორექტირება რა დამიჯდება,
მითხარით რა გეხვეწებით, ამ ხისთავიანი ქალის გამო
დავხოცეთ ჯერ ოჯახის წევრებმა ერთმანეთი და მერე მეზობლებმა,
ამ ტემპპერატურულ ნაკერს არ მიუქმებს პროექტზე! ეგ დურაკი ქალი ეგ..

Posted by: diapragma 14 Feb 2015, 12:17
Zia_kurosawa
QUOTE
პროექტში დამიტანა ტემპერატურული ნაკერი რომელიც რეალურად
გაუქმებულია, 63 წელში აშენებულ სტალინურ სახლზეა საუბარი
ხოდა აი ამ პროექტის ნაწილში კორექტირება რა დამიჯდება,
მითხარით რა გეხვეწებით, ამ ხისთავიანი ქალის გამო
დავხოცეთ ჯერ ოჯახის წევრებმა ერთმანეთი და მერე მეზობლებმა,
ამ ტემპპერატურულ ნაკერს არ მიუქმებს პროექტზე!

რა იცით, რომ ტემპერატურული ნაკერია, და თანაც გაუქმებული.

Posted by: Zia_kurosawa 14 Feb 2015, 22:37
diapragma
QUOTE
რა იცით, რომ ტემპერატურული ნაკერია, და თანაც გაუქმებული.


თვითონ გაიძახის წიმპერატურნი შოვ, შოვ, მაგის დედას რომ გაუშოვე...

მე5 სართულს დავადგით მე6 სართული. ამ ქალმა პროექტში დაიტანა
ტემპერატურული ნაკერი ანუ სივრცე რომელი კრიშებს შორის უნდა იყოს რეალურად smile.gif
არც მე4ზე არც მე3ზე და არც მე5ზე ორ კორპუსს შორის არ არის სივრცე,
ამოვსებულია და ათვისებულია ყველაფერი. ხოდა რაღა კრიშაში ტოვებ ნაკერს,
როდესაც დაბლა სართულებზე პირველიდან მე6მდე გაუქმებულია...

ვუნები დააკორექტირე პროექტი და ისე გააკეთე რომ კედელის აშენება აღარ იყოს საჭირო.
ვიყენე მეზობლის კედელს მეთქი. მერია დაგიმტკიცებს მასეო კიო, მაგრამ
მე არ მოგცემ მაგის უფლებასო! ჩემი დაქირავებული ტიპები მეუნებიან!!!

Posted by: Parssifal 25 Feb 2015, 14:05
QUOTE (Zia_kurosawa @ 14 Feb 2015, 22:37 )
diapragma
QUOTE
რა იცით, რომ ტემპერატურული ნაკერია, და თანაც გაუქმებული.


თვითონ გაიძახის წიმპერატურნი შოვ, შოვ, მაგის დედას რომ გაუშოვე...

მე5 სართულს დავადგით მე6 სართული. ამ ქალმა პროექტში დაიტანა
ტემპერატურული ნაკერი ანუ სივრცე რომელი კრიშებს შორის უნდა იყოს რეალურად smile.gif
არც მე4ზე არც მე3ზე და არც მე5ზე ორ კორპუსს შორის არ არის სივრცე,
ამოვსებულია და ათვისებულია ყველაფერი. ხოდა რაღა კრიშაში ტოვებ ნაკერს,
როდესაც დაბლა სართულებზე პირველიდან მე6მდე გაუქმებულია...

ვუნები დააკორექტირე პროექტი და ისე გააკეთე რომ კედელის აშენება აღარ იყოს საჭირო.
ვიყენე მეზობლის კედელს მეთქი. მერია დაგიმტკიცებს მასეო კიო, მაგრამ
მე არ მოგცემ მაგის უფლებასო! ჩემი დაქირავებული ტიპები მეუნებიან!!!

თუ თქვენ გყავთ დაქირავებული რა პრობლემაა მაშინ შეცვალოთ პროექტი? არ მოგწონთ და შეცვალეთ, ან სხვა დაიქირავეთ, რომელიც სასურველ და მისაღებ პროექტს შეადგენს. ახლა ჩვენ ქუთაისზე არ ვმუშაობთ, მაგრამ მანდაც იქნება სხვა არქიტექტურული ბიურო, სადაც შეგიძლია მიხვიდე რჩევა იკითხოთ. ხომ შეიძლება პროექტის თავისებურებიდან გამომდინარე სახურავზე აუცილებელიც იყო ტემპერატურული ნაკერი? გაარკვიე კარგად, როგორც წესი, მანდ ყველა სხვადასხვა პროექტის შენობა-ნაგებობას თავისებური დაგეგმარება აქვს და გარკვეულწილად ინდივიდუალური დაგეგმარებას საჭიროებს.
შენ არ გინდა და შენ ასე მიგაჩნია, რომ არ არის საჭირო და ა.შ. ეგრეც არ შეიძლება, კარგად გაარკვიე ყველაფერი.






Posted by: Maykuna 6 Mar 2015, 14:49
გამარჯობათ
ვეძებ სახლის დამპროექტებელს, ფართი 200 კვ. მიწა არ ეკუთვნის ქალაქს,მაქვს სახლის მონახაზი და შიდა ფართის ნახაზი,
ვარ რეალურად დაინტერესებული .

Posted by: topcha 11 Mar 2015, 00:42
QUOTE (Maykuna @ 6 Mar 2015, 14:49 )
გამარჯობათ
ვეძებ სახლის დამპროექტებელს, ფართი 200 კვ. მიწა არ ეკუთვნის ქალაქს,მაქვს სახლის მონახაზი და შიდა ფართის ნახაზი,
ვარ რეალურად დაინტერესებული .

გამარჯობა, თუ ნამდვილად რეალურად ხართ დაინტერესებული დამიკავშირდით და დეტალურად დავაპროექტოთ ყველაფერი. მყავს ყველანაირი სპეციალისტი. 551571172 თემური

Posted by: Citizen Cane 26 Mar 2015, 10:40
ერთი კითხვა მაქვს,

არ ვიცი სწორ თემაში ვკითხულობ თუ არა, გადამამისამართეთ

მშენებლობის ექსპერტიზას სჭირდება თუ არა ლიცენზია? თუ კი ვინ უნდა გასცეს ის და თუ არა, სადც ვნახო დოკუმენტი, რომ არ სჭირდება?

Posted by: jadarozi 30 Mar 2015, 12:00
მინდა საკუთარ ეზოში საპირფარეშოს აშენება სახლი ჯერ ექსპლუატაციაში მიღებული არ არის ესეც ახალი აშენებულია და შეტანილი მაქვს ჩაბარებაზე უკვე საბუთები. მითხრეს რო მოვლენ შესამოწმებლად დაგაჯარიმებენ თუ საპირფარეშოს მოწყობაზე ცალკე ნებართვა არ გექნება აღებულიო მაინტერესებს მართლა აჯარიმებენ ამის გამო? და ნებარვას რა ჭირდება პროექტის გაკეტება მომიწევს მაგაზეც? smile.gif

Posted by: ET-architects 30 Mar 2015, 13:08
ნებისმიერი ტიპის უნებართვო მშენებლობა ექვემდებარება ჯარიმას ან დემონტაჟს. არ მოგიწევთ პროექტის გაკეთება, თუმცა წერილობითი თანხმობა მაინც გჭირდებათ მერიიდან. საპირფარეშო (60 კვ. მეტრამდე ობიექტი) არის I კლასის ნაგებობა და თანხმდება ფოტომონტაჟით.

Posted by: jadarozi 30 Mar 2015, 14:37
ნებისმიერი ტიპის უნებართვო მშენებლობა ექვემდებარება ჯარიმას ან დემონტაჟს. არ მოგიწევთ პროექტის გაკეთება, თუმცა წერილობითი თანხმობა მაინც გჭირდებათ მერიიდან. საპირფარეშო (60 კვ. მეტრამდე ობიექტი) არის I კლასის ნაგებობა და თანხმდება ფოტომონტაჟით.

Posted by: 23gio23 30 Mar 2015, 22:27
გამარჯობათ თქვენი რჩევა მჭირდება, შევიძინე ბინა შავი კარკასით და მსურს ტიხრების გაკეთება ფართის სიგანეა 5.80 მსურს შუაზე გატიხვრა ერთი სპალნა მეორე მხარეს მისაღები ოთახი, სპალნის სიგანე რამდენი გავაკეთო და მისაღები ოთახის რამდენი? 5.80 როგორ გავანაწილო? 10სმ ტიხარი წაიგებს ანუ დარჩება 5.70

Posted by: ET-architects 31 Mar 2015, 00:30
ტიხრების განაწილება ხდება ავეჯის განლაგებასთან ერთად, შესაძლებელია რომ არ დაკარგოთ არც 10 სმ. რაც შეეხება ზომებს საძინებლის სიგანე მინიმუმ 2.8 მეტრი დაგჭირდებათ

Posted by: shevardeni20 6 Apr 2015, 15:39
მაინტერესებს 7-8 სართულიანი კორპუსის აშსაშენებლად რა ნებართვებია საჭირო და რა ჯდება დაახლოებით?
(პროექტის გარეშე)

Posted by: ტაბუ 6 Apr 2015, 17:49
მაქვს არქიკადის მე-13 თუ მე-14 ვერსიის ფაილი. ვინმეს შეგიძლიათ ძველ ვერსიად რომ გადამიკეთოდ, მე-11 არქიკადით რომ გავხსნა?

Posted by: khatunia 6 Apr 2015, 17:55
გამარჯობა,
მაინტერესებს ასეთი რამ.
ბინა, შავი კარკასი ვიყიდე და მშებელებმა მითხრა, რომ შემიძლია მისაღებად ამოვიშენო წინ "პლაშადკა"ს რასაც ეძახიან. (მხოლოდ ჩემი ბინაა იმ შესასვლელში)
რა პროცედურები უნდა გავიარო რომ ეს გავაკეთო, რა საბუთები, ნებართვები მჭირდება და რა ვადებთან და თანხებთანაა დაკავშირებული ხომ ვერ მეტყვით.
მერიის საიტზე ვეძებე მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ (შეიძლება საჭირო ტერმინოლოგიის არ ცოდნის გამო) ვერაფერი ვნახე.
მადლობა წინასწარ

Posted by: ივანიჩ 6 Apr 2015, 18:10
khatunia
შესასვლელი, კიბის უჯრედი და სხვა მსგავსი ადგილები ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაა და მათ უნდა მოგცენ თანხმობა
ფაქტიურად ბინის ფართის გადიდება გამოდის და ამიტომ.
რაც შეეხება ნებართვას, შიდა ტიხრების მოწყობას ან დემონტაჟს არაფერი ნებართვა არ სჭირდება, მზიდ კონსტრუქციებს არ უნდა შეეხოთ.

Posted by: khatunia 7 Apr 2015, 14:53
ივანიჩ
მადლობა პასუხისათვის:-)

"ამხანაგობის წევრები"- ეს ის ადამიანებია(ფირმაა) ვინც კორპუსი ააშენა?
რას ნიშნავს "მომცენ თანხმობა", სიტყვიერად მითხრა მშენებელემა მიიერთეო, მაგრამ ვერ ვრისკავ, იმიტომ რომ ქვედა სართულმა მიიერთა და სხვა კორპუსის მშენებელმა უთხრა დაგაჯარიმებს მერია 1800 ლარია ჯარიმაო.

ანუ მე შემიძლია დაველოდო სახლის ჩაბარებას და შემდეგ ყველანაირი საბუთების და ნებართვების გარეშე მივიერთო ეს შესასვლელი?


Posted by: ივანიჩ 7 Apr 2015, 15:29
khatunia
ვინაა მშენებელი? ფირმაა თუ ამხანაგობაა???

ამხანაგობის წევრები არიან ისინი ვისაც სამშენებლო ტერიტორიაზე აშენებულ საცხოვრებელ სახლში აქვს ფართი (ბინა ან კომერციული)
მშენებელს (ან დამკვეთსაც) შესაძლოა ჰქონდეს ასევე ფართი, ანუ წილი საერთო საკუთრებაში
თანხმობის მიცემა ნიშნავს ნოტარიულად დადასტურებულ ამხანაგობის კრების ოქმს სადაც განხილული იქნება ეგ საკითხი და წინაღმდეგი არავინ არ იქნება.

Posted by: khatunia 7 Apr 2015, 16:58
ივანიჩ
გასაგებია მადლობა:-)
მშნებელის იურიდიული სტატუსი არ ვიცი, დავაზუსტო უნდა.

Posted by: gio_cxel 20 Apr 2015, 09:44
აქაც დავწერ.


ერთი რამ მაინტერესებს.

მაქვს ნაკვეთი, ოფიციალური სერვიტუტით. მაინტერესებს, ჭიშკარი აუცილებლად ჩემი ნაკვეთის საზღვრებთან უნდა ჩავსვა, თუ სერვიტუტის დასაწყისშიც შემიძლია ჩავსვა?? და აქვს თუ არა ვინმეს უფლება მომთხოვოს , რომ სერვიტუტით თვითონაც ისარგებლოს??? ეგ ხომ მხოლოდ ჩემი ნაკვეთის არის წესით და კანონით? ცოტა ტაცია მეზობლები ჩანან და მინდა წინასწარ მოვაყომარო.

წყლის მრიცხველი ვიცი რომ ეზოს გარეთ უნდა იყოს. არის კიდეც სერვიტუტის ტერიტორიაზე. ამიტომ სერვიტუტის დასაწყისში უბრალოდ, ფორმალური რაიმე კარი რომ გავაკეთო, რომელიც არ ჩაიკეტება, გამიტრაკებს წყლის ხალხი ??

მადლობა მეგობრებო.

Posted by: intermilan 22 Apr 2015, 15:07
ხომ ვერ მეტყვით ვინმე, 70 კვადრატში თუ ჩავატევ 3 საძინებელს? 1 საძინებელი რომ იყოს 12 კვ.მ მე-2 საძინებელიც- 12 კვ.მ და მე-3 საძინებელი 10 კვ.მ. ამასთან ერთად სამზარეულო რომ იყოს სტუდიოს ტიპის?

Posted by: Nordic 23 Apr 2015, 23:32
თუ შეგიძLიათ შემომთავაზეთ ნორმალური კომპანია

Posted by: ალტერო+ 23 Apr 2015, 23:36
Nordic

დიზაინერი გჭირდებთ თუ არქიტექტორი მეგობარო დაგვიკავშირდით ან ნომერი მომწერეთ დაგირეკავთ


ფოტომონტაჟი, დაპროექტება, მშენებლობა რემონტი
https://forum.ge/?showtopic=34286121&f=&st=315&#entry44392428
დამატებით ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ პმ ით
598 10 15 43, 0790 33 00 79
პატივისცემით,
,,ალტერო+"

Posted by: oshi 27 Apr 2015, 20:16
დახმარება მჭირდება და იქნებ გამარკვიოთ ვინც იცით. სახლის მშენებლობა დავასრულე და ჩაბარება მინდა, მაგრამ რამოდენიმე შესწორება მოხდა მშებებლობისას. დაემატა სარდაფი და რამოდენიმე დეტალი შესწორდა. საქმე იმაშია, რომ არქიტექტორს, რომელმაც შეადგინა პროექტი , აღარ მინდა მივმართო და ამ შემთხვევაში პროექტის შესწორება და ჩაბარების საკითხი სხვა არქიტექტორს თუ შეუძლია და თუ კი მაშინ რა ეღირება მომსახურება? სახლი მდებარეობს თბილისში.
იქნებ PM მომწეროთ ან აქვე მიპასუხოთ.
მადლობა წინასწარ.

Posted by: dato291177 28 Apr 2015, 01:16
არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი. კანდელაკის 14. 555440087

Posted by: Novak 28 Apr 2015, 12:14
oshi
QUOTE
დახმარება მჭირდება და იქნებ გამარკვიოთ ვინც იცით. სახლის მშენებლობა დავასრულე და ჩაბარება მინდა, მაგრამ რამოდენიმე შესწორება მოხდა მშებებლობისას. დაემატა სარდაფი და რამოდენიმე დეტალი შესწორდა. საქმე იმაშია, რომ არქიტექტორს, რომელმაც შეადგინა პროექტი , აღარ მინდა მივმართო და ამ შემთხვევაში პროექტის შესწორება და ჩაბარების საკითხი სხვა არქიტექტორს თუ შეუძლია და თუ კი მაშინ რა ეღირება მომსახურება? სახლი მდებარეობს თბილისში.
იქნებ PM მომწეროთ ან აქვე მიპასუხოთ.
მადლობა წინასწარ.


თუ II კლასის შენობაა, მცირე ცვლილებები შეგიძლია დაიკიდო, არც დაგაჯარიმებენ და ექსპლუატაციაშიც მიიღებენ

Posted by: oshi 28 Apr 2015, 13:06
Novak
რას ნიშნავს მეორე კლასის შენობა?
არ ვიცი მცირე ცვლილებაა თუ არა მინუს სართულის დამატება. სხვა დიდი არაფერი. სხვენში ჩაისვა ორი ფანჯარა .

Posted by: Novak 28 Apr 2015, 13:16
oshi
QUOTE
რას ნიშნავს მეორე კლასის შენობა?
არ ვიცი მცირე ცვლილებაა თუ არა მინუს სართულის დამატება. სხვა დიდი არაფერი. სხვენში ჩაისვა ორი ფანჯარა .

ობიექტი თუ თბილის ეკუთვნის, და პროექტი ელექტრონულად შეათანხმე, ბრძანება გექნება რომელზეც ეწერება შენობის კლასი,
მინუს სართულის დამატებას რას გულისხმობ? სარდაფი არ გქონდა პროექტში და გააკეთე?
მტავარია თუ II კლასი იყო, მაგის დამატებით III კლასის არ გახდეს

Posted by: oshi 28 Apr 2015, 14:29
Novak
კი თბილისს ეკუთვნის და შეთAნხმებულიცაა ყველანაირად. ვნახავ რა აწერია.

ჰო, სარდაფი არ იყო პროექტით გათვალისწინებული და Dავამატეთ.

მადლობა Gამოხმაურებისთვის!

Posted by: ldmaster 30 Apr 2015, 18:22
დაკვალვა რა ჯდება ერთი წერტილი?

Posted by: Muscle137 1 May 2015, 21:07
ესე სამსართულიანი სასტუმროს(დაახლოებიტ 10 ნომრიანის) პროექტი ხომ არ დევს ნეტში სადმე?
ან ვინმეს ხომ არ გაქვთ? smile.gif

Posted by: natianatalia 3 May 2015, 14:29
QUOTE (ალტერო+ @ 23 Apr 2015, 23:36 )
Nordic

დიზაინერი გჭირდებთ თუ არქიტექტორი მეგობარო დაგვიკავშირდით ან ნომერი მომწერეთ დაგირეკავთ


ფოტომონტაჟი, დაპროექტება, მშენებლობა რემონტი
https://forum.ge/?showtopic=34286121&f=&st=315&#entry44392428
დამატებით ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ პმ ით
598 10 15 43, 0790 33 00 79
პატივისცემით,
,,ალტერო+"

მოშენების ამოშენება მინდა და მაინტერესებს ფოტომონტაჟი რა ღირს

Posted by: voyage 7 May 2015, 13:39
გთხოვთ გამიზიაროთ გამოცდილება, რისი მიხედვით უნდა დაითვალოს კ1 კოეფიციენტი
თანდართული ფოტოს მიხედვით,

მიწისპირა სართული?
კოლონებზე დარყდნობილი X სართულის გეგმილით?
თუ კონსოლურად გადმოსული Y სართულის გეგმილით?

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Novak 7 May 2015, 14:28
voyage

მიწისპირა სართულზე ითვლება, მაგრამ მზიდი კონსტრუქცია ამ შემთხვევაში X სართულის კონტრუზეა, და თუ არ ვცდები, მაგ კონტურის ფართი იქნება კ-1,

Posted by: basa1 8 May 2015, 15:49
მოგესალმებით,
მინდა შევძლო (ვისწავლო) მარტივი არქიტექტურული ნახაზის კითხვა
არსებობს თუარა რაიმე "ხაზების" განმარტებების ლექსიკონი, ან რაიმე წყაროს ხომ ვერ მიმსაწავლით სადაც შევძლებ თემის უკეთ გაცნობას?


Posted by: 23gio23 9 May 2015, 00:40
მისაღები ოთახის სიგანე 2.90 იქნება, როგორია ძაან არაკონფორტული იქნება ნეტავ?

Posted by: valerig 9 May 2015, 12:45
გამარჯობათ, მაქვს 200 კვ მეტრი მიწა თემქაზე, რა ფართობზე შემიძლია საცხოვრებელი ფართის აშენება??/

გამომეხმიანეთ ვინც იცის გთხოვთ smile.gif

Posted by: Novak 9 May 2015, 14:13
23gio23
QUOTE
მისაღები ოთახის სიგანე 2.90 იქნება, როგორია ძაან არაკონფორტული იქნება ნეტავ?


ეს ცოტა ზოგადი კითხვაა, ეგ დამოკიდებულია იამზე თუ საერთოდ რა ფართის საცხოვრებელია და დანარჩენი სათავსები რამხელებია, და ზოგადად ეგ იმ ადამიანის პრიორიტეტებზეა დამოკიდებული ვინც უნდა იცხოვროს, თორემ შეძლებით ყვეალფერი შეიძლება მთავარია შენ იყო კმაყოფილი
* * *
valerig
QUOTE
გამარჯობათ, მაქვს 200 კვ მეტრი მიწა თემქაზე, რა ფართობზე შემიძლია საცხოვრებელი ფართის აშენება??/


ზოგადი კითხვაა, ეგ დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ ფუქნციურ ზონაშია
ისე ყველაზე გავრცელებულია კ1-0.5-ია, შესაბამისად 200-დან 100 კვადრატულზე შეიძლება ააშენო და მთლიან ფართს კ-2 განგისაზღვრავს

Posted by: valerig 9 May 2015, 16:24
QUOTE
ზოგადი კითხვაა, ეგ დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ ფუქნციურ ზონაშია

თემქაზე smile.gif
როგორია?

Posted by: Novak 9 May 2015, 17:22
valerig


QUOTE
თემქაზე
როგორია?


კი გასაგებია თემქა პირველ კითხვაშიც გიწერია, მაგრამ თექმასაც აქვს ცალკე ზონალური დაყოფა,
ანუ გააჩნია თემქაზე სად, მაშინ მარტივად აგიხსნი და შეიძლება თვითონ გააკეთო დასკვნა:
თუ შენი ნაკვეთი ძირითად გზასთან ახლოს არის, და ირგვლი აქტიური დასახლება გაქვს, მაშინ სამშენებლოდ ხელსაყრელი კოეფიციენტები ექნება შენს ნაკვეთს
თუ ნაკლებ აქტიურ ზონაშია, შეიძლება დაბალი კოეფიციენტები იყოს, მაგრამ შენტვის სასვებით საკმარისი, აი თუ ტრიალ მინდორზეა, იქ უკვე გასარკვევია ზუსტად
შეგიძლია PM-ში საკადასტრო კოდი მომეწრო და ზუსტად გიპასუხებ, რა კოეფიციენტები აქვს ნაკვეთს ან
www.tas.ge - ზე არის ინტერაქტიული რუკა საიდანაც შეიძლება ამ ყვეალფრის ნახვა, უბრალოდ ესე თუ მიგახვედრებ
მაგ რუკაზე ძიებიაში ჩაუწერე კოდი, ამოაგდებს შენს ნაკვეთს, მერე მარჯვნივ დაინახავ + და ამოშალე პანელი, სადაც უნდა დააჭირო ფუნქციურ ზონებს, მერე შენს ნაკვეთს დაედება რაღაცა ფერის ლაქა, ზედა პანელზე I-ინფო-ს
არჩევით დააკლიკე ნაკვეთზე და ამოგიშლის ფანჯარას სადაც ეწერება კოეფიციენტები და ზონა

Posted by: valerig 9 May 2015, 21:20
Novak
QUOTE
www.tas.ge

არ მუშაობს sad.gif
დიდი მადლობა რომ შემეხმიანე, გავიგებ კოდს და მოგწერ.

Posted by: Floydiohead 11 May 2015, 13:43
გამარჯობა, თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ დააპროექტებდით ამ ბინას? 65 მ2 იქნება დაახლოებით აივნის გარეშე...

მაღლიდანაა შემოსასვლელი კარი


user posted image

Posted by: Novak 19 May 2015, 16:56
Floydiohead
QUOTE
გამარჯობა, თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ დააპროექტებდით ამ ბინას? 65 მ2 იქნება დაახლოებით აივნის გარეშე...

მაღლიდანაა შემოსასვლელი კარი


ისე სანამ დავაპროექტებდეთ სასურველია განვსაზღვროთ რამდენიმე დეტალი, მაგალითად რამდენი საძინებელია საჭირო?, საძინებლების რაოდენობა ცვლის გარემოებებს

Posted by: Floydiohead 23 May 2015, 00:09
QUOTE (Novak @ 19 May 2015, 16:56 )
Floydiohead
QUOTE
გამარჯობა, თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ დააპროექტებდით ამ ბინას? 65 მ2 იქნება დაახლოებით აივნის გარეშე...

მაღლიდანაა შემოსასვლელი კარი


ისე სანამ დავაპროექტებდეთ სასურველია განვსაზღვროთ რამდენიმე დეტალი, მაგალითად რამდენი საძინებელია საჭირო?, საძინებლების რაოდენობა ცვლის გარემოებებს

2 საძინებელი საშუალო ზომის და 1 პატარა ოთახი, 1 დივანი და მაგიდა რომ დაეტიოს კაბინეტისავით.. დანარჩენი მისაღები და სამზარეულო...

Posted by: shevardeni20 1 Jun 2015, 19:04
ხახლო საცხოვრებელ კორპუსებს შორის დაშორება რამდენი მეტრი უნდა იყოს?
ან რომელი კანონი არეგულირებს მაგას?

Posted by: Novak 2 Jun 2015, 10:32
shevardeni20
QUOTE
ხახლო საცხოვრებელ კორპუსებს შორის დაშორება რამდენი მეტრი უნდა იყოს?
ან რომელი კანონი არეგულირებს მაგას?


ესე პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს შორის დაშორების შესახებ კანონი არ არსებობს,
დაშორების რეგულირება ხდება საკადასტრო საზღვრის მიმართ, მაღალ კორპუსს რომელსაც ჩვეულებრივ ფანჯრები აქვს საზღვარს უნდა მოცილდეს 7,5 მეტრით,
თუ ფანჯრები არ აქვს ყრუ კედლით შეიძლება საზღვარზეც დაჯდეს, ანუ თუ მეორე კორპუსიც საზღვართან არის, შესაძლებელია საერთოდ მიედგას გვერდით
ანუ, გააჩნია სიტუაციას რა....
ისე 57-ე დადგენილება არეგულირებს ესეთ რაღაცეებს

Posted by: shevardeni20 4 Jun 2015, 11:37
QUOTE (Novak @ 2 Jun 2015, 10:32 )
ესე პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს შორის დაშორების შესახებ კანონი არ არსებობს,
დაშორების რეგულირება ხდება საკადასტრო საზღვრის მიმართ, მაღალ კორპუსს რომელსაც ჩვეულებრივ ფანჯრები აქვს საზღვარს უნდა მოცილდეს 7,5 მეტრით,
თუ ფანჯრები არ აქვს ყრუ კედლით შეიძლება საზღვარზეც დაჯდეს, ანუ თუ მეორე კორპუსიც საზღვართან არის, შესაძლებელია საერთოდ მიედგას გვერდით
ანუ, გააჩნია სიტუაციას რა....
ისე 57-ე დადგენილება არეგულირებს ესეთ რაღაცეებს

მადლობა ინფორმაციისთვის

ესეიგი დამერხა წინ ვიღაცის საძინებელს უნდა ვუყურო cry.gif

Posted by: jin2612 5 Jun 2015, 14:48
გამარჯობათ ბატონებო, ერთი რჩევა მჭირდება თუ შეიძლება დამეხმარეთ. ღობე მინდა ავაშენო და რა სიმაღლის შეიძლება იყოს ისე, რომ არქიტექტურასთან შეთანხმება არ დამჭირდეს?

Posted by: Novak 5 Jun 2015, 14:52
jin2612
QUOTE
გამარჯობათ ბატონებო, ერთი რჩევა მჭირდება თუ შეიძლება დამეხმარეთ. ღობე მინდა ავაშენო და რა სიმაღლის შეიძლება იყოს ისე, რომ არქიტექტურასთან შეთანხმება არ დამჭირდეს?


თუ კაპიტალურ ღობეს აკეთებთ
ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ შეთანხმება, 4 მეტრამდე სიმაღლის ღობე განეკუთვნება I კლასის შენობა ნაგებობას,
უნდა შეთანხმდეს ფოტომონტაჟით, სადაც მითითებული იქნება ძირითადი გაბარიტული ზომები და გამოსაყენებელი სამშენებლო მასალა


Posted by: jin2612 5 Jun 2015, 16:07

Novak
მადლობა . ესე იგი ყველა შემთხვევაში უნდა შევათანხმო, და გვერDით მეზობელთან შეთანხმება აუცილებელია?

Posted by: Novak 5 Jun 2015, 17:04
jin2612
QUOTE
მადლობა . ესე იგი ყველა შემთხვევაში უნდა შევათანხმო, და გვერDით მეზობელთან შეთანხმება აუცილებელია?


პმ-ში მოგწერეთ პასუხი

Posted by: ივანიჩ 5 Jun 2015, 17:07
jin2612
მის საკადასტრო საზღვარზე ნუ გადახვალთ და არაფერიც არ იქნება მეზობელთან შესათანხმებელი

Posted by: iraklus82 5 Jun 2015, 19:12
შენობის არქიტექტურული პროექტის,სიტუაციური გეგმის სტანდარტული ნახაზი თუ შეგიძლიათ დამიდოთ გზავნილებში, დიდი მადლობელი დაგრჩებით.თვასაჩინოებისთვის biggrin.gif

Posted by: gio_cxel 5 Jun 2015, 19:43
Novak
"სეტკის" ღობე რო გავაკეთო, მაგასაც რამე შეთანხმება და ფოტომონტაჟები ხო არ უნდა? smile.gif

Posted by: Novak 5 Jun 2015, 19:57
gio_cxel

Setkis ghobe sheidzleba, mara teoriulad magazec sheidzleba vinmem gachedos, me piradad gamiketebia setkik ghobe unebartvod, tan araertxel smile.gif

Posted by: gio_cxel 5 Jun 2015, 20:08
Novak
მადლობა smile.gif იმედია არავინ გაჭედავს smile.gif ისე საძირკველი რომ გავუკეთო ბეტონის, მაგას უკვე ჭირდება ნებართვა??

Posted by: Novak 5 Jun 2015, 23:14
gio_cxel

Gaachnia, tu cokolivit iqneba mtel perimetrze, sjobs sheatanxmo da tu certilovnad daabetoneb trubebs magaze araa aucilebeli

Posted by: juz111 6 Jun 2015, 18:48
სამშენებლო კომპანიები მითხარით თუ იცით, ჩემს ან მათივე მიწის ნაკვეთზე რომ ამიშენონ 120-150 კვ მ სახლი თეთრი კარკასი...


Posted by: SaamI 6 Jun 2015, 21:37
juz111
QUOTE
სამშენებლო კომპანიები მითხარით თუ იცით, ჩემს ან მათივე მიწის ნაკვეთზე რომ ამიშენონ 120-150 კვ მ სახლი თეთრი კარკასი...

https://www.facebook.com/media/set/?set=a.331627733593988.74851.238676122889150&type=3

Posted by: juz111 11 Jun 2015, 11:13
SaamI
მადლობა, თუმცა მაგ გვერძე ახალი არაფერი უდევთ და აშენებენ ისევ? ან კვადრატული რა ჯდება საშუალოდ თუ იცი

Posted by: SaamI 11 Jun 2015, 16:24
juz111
QUOTE
მადლობა, თუმცა მაგ გვერძე ახალი არაფერი უდევთ და აშენებენ ისევ? ან კვადრატული რა ჯდება საშუალოდ თუ იცი

QUOTE
https://www.facebook.com/media/set/?set=a.3...22889150&type=3

ჩვეულებრივად იხსნება პაპკა, სადაც ერთი სახლის მთელი მშენებლობის პროცესა მოცემული. მაგ კონკრეტული სახლი "გასაღების ჩაბარებით" დაახლოებით 700$ დაჯდება კვ.მ.


Posted by: Floydiohead 12 Jun 2015, 22:02
ამ თემაში შემოიხედეთ user.gif


https://forum.ge/?f=93&showtopic=34765701

Posted by: exploit 15 Jun 2015, 06:04
მშენებლობა დავასრულეთ მერიაში გვინდა ჩაბარება სახლის და მოგვთხოვეს

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (შემსრულებელმა არ შეიტანოს შენიშვნა). დისკით

სად ან ვინ უნდა გამიკეთოს ეს საკადასტრო აზომვა?

Posted by: SaamI 15 Jun 2015, 22:45
exploit
QUOTE
მშენებლობა დავასრულეთ

გილოცავ.
QUOTE
სად ან ვინ უნდა გამიკეთოს ეს საკადასტრო აზომვა?

მიმართე: https://www.facebook.com/ETarchitects?fref=ts
551 013 013

Posted by: exploit 15 Jun 2015, 22:55
SaamI
QUOTE

გილოცავ.

მადლობა smile.gif

QUOTE
მიმართე: https://www.facebook.com/ETarchitects?fref=ts
551 013 013

კიდევ ერთხელ მადლობა.

Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 15:35
სამოქალაქოში ვინმე თუ ხართ
გეგმარების ტიპებს სად ვნახავ ? ნეტში ვერ ვნახე ერთი ფურცელიც კი სამოქალქო არქიტექტურაზე

იქნებ რამე გქონდეთ რომ გადავხედო?

ბერიძის თბილისის გარდა



მგონი იქ არ მოვხვდი აქ რაღაც ძალიან პრაქტიკული საკითხები იხილება : cry.gif

მაინც იდოს რავი

Posted by: gio_cxel 23 Jun 2015, 21:28
არქიკადის 18 ვერსიაშია შეიძლება ნეტიდან გადმოვწერო უფასოდ? იქნებ დამილინკოთ თუა სადმე..

Posted by: gegu987 24 Jun 2015, 11:34
განხორციელებული მშენებლობის დადასტურება
II კლასის ობიექტი
წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
*** .განმარტებითი ბარათი



ვინ დამეხმარება დაახლოებით რა ტიპის და რას უნდა მოიცავდეს განმარტებითი ბარათი smile.gif ან იქნებ სადმე შეიძლება ნიმუშის ნახვა smile.gif

Posted by: gio_cxel 24 Jun 2015, 17:01
ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის შემდეგ კორექტირება შეიძლება?? ვთქვათ 1200 მ-ზეა პროექტში და 1200.5-ზე აშენდა . ხომ შეიძლება ექსპლოატაციაში მიღებამდე კორექტირება პროექტში ამ სიმაღლის??

Posted by: Floydiohead 25 Jun 2015, 00:51
როგორ შეაფასებთ ამ პროექტს? smile.gif

user posted image

Posted by: shkola20 25 Jun 2015, 14:51
ურუპრცედენტო ფასად: ბინების,სახლების,ოფისების, ბარ-რესტორნების: როექტირება, დიზაინი, ფოტომონტაჟი, პროექტის დამტკიცება მერიაში, შიდა ტიხრები, აზომვითი სამუშაოები მომწერეთ პირადში ყველაზე დაბალ ფასად შემიზლია ეს ყველაფერი

Posted by: Novak 26 Jun 2015, 20:30
gio_cxel
QUOTE
ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის შემდეგ კორექტირება შეიძლება?? ვთქვათ 1200 მ-ზეა პროექტში და 1200.5-ზე აშენდა . ხომ შეიძლება ექსპლოატაციაში მიღებამდე კორექტირება პროექტში ამ სიმაღლის??


კი შეიძლება, თან არ არის ეგ ისეთი სერიოზული დარღვევა რომ დაჯარიმდე, თუ მაინც და მაინც შეიძლება კროექტირების მიზეზად სულ სხვა რამე დაწერო და რეალური მიზეზი არც ახსენო და ვერც შეამჩნევენ
* * *
gegu987
QUOTE
განხორციელებული მშენებლობის დადასტურება
II კლასის ობიექტი
წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
*** .განმარტებითი ბარათი



ვინ დამეხმარება დაახლოებით რა ტიპის და რას უნდა მოიცავდეს განმარტებითი ბარათი  ან იქნებ სადმე შეიძლება ნიმუშის ნახვა



დაწერე საპროექტო ტერიტორიის(ნაკვეთის) შესახებ, მისამართი, კვადრატულობა, რელიფეის შესახებ ორი სიტყვა
შემდეგ დაწერე საპროექტო შენობის შესახებ, ფუნქცია. ძირითადი პარამეტრები, და კონსტრუქციული გადაწყვეტა
შემდეგ: შიგნიდან რა ხდება რა გეგმარებაა, სად რა არის დაპროექტებული\
და ბოლოს, გარეგნულ სახეზე, რა მასალით მოპირეთდა ან შეიღება, და საერთოდ რა მასალები იქნა გამოყენებული

ამ საკითხებს თუ მიმოიხილავ საკმარისია

Posted by: pan777 30 Jun 2015, 09:16
https://www.facebook.com/zviad.khachishvili/videos/vb.100001877238123/791418060930761/?type=3&theater

Posted by: სიყვა 10 Jul 2015, 16:16
გამარჯობა, გვჭირდება გამოცდილი კონსტრუქტორი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისთვის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის გასაკეთებლად (გეოლოგია გვაქვს). როგორც მითხრეს ფასი დაახლოებით $1 -ის ფარგლებშია კვ მ ზე.
გეგულებათ კარგი სპეციალისტი ვინც ასეთ ფასებში მუშაობს და ძალიან არ გაგვიწელავს ამ სამუშაოს გაკეთებას?

ასევე ვინც ერკვევით დამაკვალიანეთ. ერთ-ერთ კონსტრუქტორთან კონსულტაციისას ფასში გვიანგარიშა ზედა ტერასაც. ფაქტიურად უბრალოდ ბრტყელი გადახურვაა, ანუ ფილა, სადაც არაფერი არაა პარაპეტის გარდა და ნუთუ ასე სტანდარტულად კვადრატულობაში უნდა დაანგარიშდეს? rolleyes.gif sleep.gif

Posted by: Novak 13 Jul 2015, 10:28
სიყვა
QUOTE
ასევე ვინც ერკვევით დამაკვალიანეთ. ერთ-ერთ კონსტრუქტორთან კონსულტაციისას ფასში გვიანგარიშა ზედა ტერასაც. ფაქტიურად უბრალოდ ბრტყელი გადახურვაა, ანუ ფილა, სადაც არაფერი არაა პარაპეტის გარდა და ნუთუ ასე სტანდარტულად კვადრატულობაში უნდა დაანგარიშდეს?


საინტერესო მიდგომაა smile.gif მაშინ არ იანგარიშებს ფასში და არ დადგიხაზავს კონსტრუქტორი მაგ ზედა ფილას და მშენებელმა გააკეთოს თავისი ჭკუით, რომელიც სავარაუდოდ გეტყვის რომ რა საჭიროა ორმაგი ბადე, როცა სულ ერთმაგით აშენებს და არცერთხელ არ დანგრეულა smile.gif (მარა თუ კარგი მშენებელი გეყლობა კონსტრუქციული ნაწილი სუფთა ფორმალობაა ზედამხედველობის სამსახურისთვის საჩვენებლად)

ერთი რამეს გირჩევთ, ნუ ეცდებით არქიტექტორის და კონსტრუქტორის ხარჯზე ეკონომიის გაკეთებას, და ააშენეთ ისე როგორც კონსტრუქტორი დახაზავს
კონსტრუქტორი არ აპროექტებს იმისთვის რომ სახლი აშენდეს და იდგეს (როგორც ზოგი მშენებელი ფიქრობს) კონსტრუქტორი გათვლას აკეთებს მიწისძვრის შემთხვევაში არათუ სახლის გამძლეობაზე
არამედ ისეთ სიმყარეზე, რომ შენობამ სერიოზული ბზარიც არ აიკიდოს,
არავინ იცის როდის რა მოხდება და ერთი სერიოზული ბზარი გაანახევრებს თქვენი უძრავი ქონების ფასს. რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არამტურის კვეთის შემცრიებით, რომელიც 500 $ დაგიზოგავთ მშენებლობის პროცესში

ასევე გაითვალისწინეთ როგორც კი მშენებლის ინიციატივით კონსტრუქტორის ნახაზებში შეიტანთ ცვლილებას
რამე რომ მოხდეს კონსტრუქტორს ეხსნება პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე, რადგან სამუშაოები არ შერულდა ნახაზის მიხედვით

Posted by: სიყვა 13 Jul 2015, 13:52
Novak
ანუ ფილის ნახაზი იმდენივე ჯდება, რაც სრული სართულის თავისი ტიხრებით, რიგელებით და გადახურვით? მეც მაინტერესებს ლოგიკა...
ნაკლები მასალის დაანგარიშებაზე და მშენებლობაზე არაფერი მიტქვამს smile.gif
ინდ საცხოვრებელი სახლი გვაქვს 8მეტრიან ხიმინჯებზე, 50იანი კოლონებით და რიგელებით და 20იანი ფილებით, რა შუაშია ეს შენიშვნები არ ვიცი თუმცა მადლობა რჩევებისთვის

პ.ს. ვეძებ კონსტრუქტორს smile.gifsmile.gif

Posted by: mamukasis 13 Jul 2015, 20:02
551252352 konstruqtori………………. .

Posted by: SaamI 13 Jul 2015, 20:23
სიყვა
QUOTE
პ.ს. ვეძებ კონსტრუქტორს

სადაც პროექტს აკეთებინებთ, კონსტრუქციაც იქ უნდა გააკეთებინოთ. არქიტექტორებს ყავთ თავიანთი კონსტრუქტორები და შედარებით იაფად გამოდის. როცა ცალკე არქიტექტურას აკეთებინებთ და ცალკე კონსტრუქციას, ყოველთვის უფრო ძვირი დაგიჯდებათ.
QUOTE
ინდ საცხოვრებელი სახლი გვაქვს 8 მეტრიან ხიმინჯებზე, 50იანი კოლონებით და რიგელებით და 20იანი ფილებით,

რა ამბავია 50 იანი კოლონები და 20 იანი ფილა, დუბაიში 7 სართულიანებს დაგვენ 30-იან კოლონებზე.

Posted by: სიყვა 13 Jul 2015, 20:50
SaamI
მალი გვიწევს 7იანი და კლნსოლებიც გვაქვს, სხვანაირად არ გამოდიოდა.
დრო არ აქვს ახლა ფიზიკურად ჩვენი არქიტექტორის.კონსტრუქტორს.. მხოლოდ კონსულტაცია გაუწია თავდაპირველი. კორპუსებზე მუშაობს..

Posted by: SaamI 13 Jul 2015, 21:09
სიყვა
QUOTE
მალი გვიწევს 7იანი და კლნსოლებიც გვაქვს,

მაინც 40-იანი თავს დის.
QUOTE
დრო არ აქვს ახლა ფიზიკურად ჩვენი არქიტექტორის.კონსტრუქტორს..

მერე ეგ თქვენი პრობლემა რატომაა?
https://www.facebook.com/ETarchitects?fref=ts ამას კითხეთ, თუ დსაინტერესდება შეიძლება თავის კონსტრუქტორს გააკეთებინოს.

Posted by: სიყვა 13 Jul 2015, 22:35
SaamI
მადლობა, ხოდა დაგვიზუსტებს კონსტრუქტორი თუ ამხელა საჭირო არ არის. მადლობა
mamukasis
მადლობა დავუკავშირდები
up.gif up.gif

Posted by: Novak 14 Jul 2015, 12:01
სიყვა
QUOTE
ანუ ფილის ნახაზი იმდენივე ჯდება, რაც სრული სართულის თავისი ტიხრებით, რიგელებით და გადახურვით? მეც მაინტერესებს ლოგიკა...


სრულ სართულში რას გულისხმობთ? გარე და შიდა ბლოკის კედლები არ ეხება კონსტრუქტორს
და რიგელი ისედაც ფილის შემადგენელი ნაწილია (თუკი ურიგელო ფილა არ ეწყობა)



Posted by: SpyZooka 16 Jul 2015, 11:04
მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზის მაგალითი რომ მაშვენოთ შეგიძლიათ? გუგლიდან.

მეც გავაკეთებ რუკაზე წიტელი ხაზებით თუ აზომვები ჭირდება ადგილზე მიწას ფიზიკურად და მერე კეთდება სიტუაციური?
დამეხმარეთ რა თუ შეიძლება smile.gif

Posted by: nucanucaa 18 Jul 2015, 11:16
აზომვითი ნახაზი არ უნდა მაგრრამ კოორდინატებს თუ მეტყვი დაგეხმარები მარტივია ან საკადასტრო კოდი თუ იცი

Posted by: gegu987 18 Jul 2015, 12:41
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ, სახლის ჩაბარება მინდა 2კლასი და ტას.ჯეზე რომელი განცხადება უნდა შევავსო ელექტრონული განცადებებიდან?ან სხვა რამე ხო არ ჭირდება?


პ.ს განორციელებული მშენებლობის დადასტურება ვიპოვე მაგრამ ველების შევსების შემდეგ არ მაგზავნინებს, მთხოვს აუცილებელ შესავსებში ზედამხედველობის სამსახურის რაღაც დაუარებულ დოკუმენტს (ექსპლუატაციაზე უარის დოკუმენტის რეკვიზიტები). ეს საერთოდ არ მაქვს რადგანაც პირველად ვგზავნი.


H E L P ... S O S ...

Posted by: Novak 19 Jul 2015, 09:54
gegu987
QUOTE
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ, სახლის ჩაბარება მინდა 2კლასი და ტას.ჯეზე რომელი განცხადება უნდა შევავსო ელექტრონული განცადებებიდან?ან სხვა რამე ხო არ ჭირდება?


პ.ს განორციელებული მშენებლობის დადასტურება ვიპოვე მაგრამ ველების შევსების შემდეგ არ მაგზავნინებს, მთხოვს აუცილებელ შესავსებში ზედამხედველობის სამსახურის რაღაც დაუარებულ დოკუმენტს (ექსპლუატაციაზე უარის დოკუმენტის რეკვიზიტები). ეს საერთოდ არ მაქვს რადგანაც პირველად ვგზავნი.



გაუმარჯოს
ჯერ მერიაში უნდა მიხვიდე მეორე სართულზე ზედამხედველობის სამსახურში, იმათმა უნდა ჩაიბარონ, თუ მშენებლობა დარღვევით არის ნაწარმოები, ეგენი მოგცემენ ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის დოკუმენტს, და მაგ დოკუმენტს ატვირთავ მანდ, მარა თუ სერიოზული ცვლილებები არ გაქვს მაშინ პირდაპირ ზედამხედველობა ჩაიბარებს და მიიღებს. უბრალოდ ადგილზე მისვლა მოგიწევს, იქვე შეავსებ დეკლერაციას ცვლილებების არ არსებობის შესახებ, და არსებული მდგომარეობის საკადასტრო აზომვითი ბარდება მგონი დისკით.

პ.ს. ნებისმიერ შემთხვევაში ჯარიმა შენ არ შეგეხება, II კლასზე გაუქმებულია

Posted by: gegu987 19 Jul 2015, 09:57
Novak
გაიხარე სპასიბა.

Posted by: jaro87 20 Jul 2015, 00:17
რას ნიშნავს კოეფიციენტი, ანუ მშენებელი რომ მოდის და ჩემ მიწაზე არსებობს კოეფიციენტი, რას ნიშნავს მე და რაც უფრო დიდია ჩემთვის კარგია ხო? კომპეტენტურად შეუძლია ვინმემ ამიხსნას?

Posted by: 4Motivi 20 Jul 2015, 08:24
მეგობრებო ხომ არ იცით ისეთი პირი, რომელსაც გამოცდილება აქვს და შეუძლია შენობის დემონტაჟის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა ?

მადლობა წინასწარ გამოხმარებისათვის

Posted by: Gendelf 30 Jul 2015, 10:35
მოკლედ მინდა რაღაცის დაკანონება კერძოთ კი აივანზე ძალიან ძველი მიშენებაა და იმის მოწყობა მინდოდა და მერიამ მომთხოვა დაკანონება და ლეგალიზება და მაგას თუ აკთებთ ვინმე და ფასი?

Posted by: pleita 2 Aug 2015, 23:05
ხალხო გამარჯობა, ეს ფოტომონტაჟი რა ჯდება დაახლოებით და პროექტი?? (2500 კვ მ)


http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=1077983

Posted by: nika-sin 3 Aug 2015, 23:06
QUOTE (jaro87 @ 20 Jul 2015, 00:17 )
რას ნიშნავს კოეფიციენტი, ანუ მშენებელი რომ მოდის და ჩემ მიწაზე არსებობს კოეფიციენტი, რას ნიშნავს მე და რაც უფრო დიდია ჩემთვის კარგია ხო? კომპეტენტურად შეუძლია ვინმემ ამიხსნას?

კ1 კოეფიციენტი განსაზღვრავს მიწის რა ნაწილზე შეგიძლია შენობის დადგმა. რაც უფრო მაღალია მით მეტს შეძლებ.
კ2 არის ყველა სართულების იატაკის ფართი, აქაც რაც უფრო მეტია მით მეტის აშენება შეგიძლია
კ3 არის მინიმალური გამწვანების კოეფიციენტი. ანუ თუ 0.1 არის კოეფიციენტი ნაკვეთის 10% უნდა დარჩეს გამწვანებული
* * *
QUOTE (pleita @ 2 Aug 2015, 23:05 )
ხალხო გამარჯობა, ეს ფოტომონტაჟი რა ჯდება დაახლოებით და პროექტი?? (2500 კვ მ)


http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=1077983

ფოტომონტაჟი საშუალოდ 100 ლარი. გააჩნია ფირმას.
პროექტსაც გააჩნია მერია რას ითხოვს. პატარა ფირმებში 10ლარიდან იწყება კვადრატული და შეიძლება 15$-ზე ავიდეს

Posted by: topcha 28 Aug 2015, 13:56
გთავაზობთ სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს. ჩავიბარებთ შავ კარკასს და ჩაგაბარებთ გარემონტებული ბინის გასაღებს. ასევე, მოლაპარაკების საფუძველზე შესაძლებელია მასალის ყიდვა და ტრანსპორტირება ჩვენ მოვახდინოთ. ამ მხრივ არ დაგჭირდებათ ყოველდღე მასალებზე სირბილი და ნერვების მოშლა. კეთდება დეტალური ხარჯთაღრიცხვა და იმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოც და ანაზღაურება. თქვენ მოგემსახურებიან სანდო და პატიოსანი ხელოსნები ,,ქართლიდან''.

ტელ: 551-90-50-80; 598-21-25-34.

Posted by: ვიღაც 7 Sep 2015, 10:32
სახლის აშენება მინდა,ნაკვეთი მაქვს და არქიტექტორი მჭირდება ვინც ნახაზს გამიკეთებს,პროექტს შემარჩევინებს და მსგავს რაღაცებში დამეხმარება და ვინც იცით და ვისაც გაგიკეთებიათ და კმაყოფილი ხართ თუ შეგილიათ ნომერი ან საიტი რომ მომცეთ.

Posted by: mamukasis 10 Sep 2015, 19:34
დაგეხმარებით ყველა დეტალის მოგვარებაში ........... არქიტექტორი მამუკა სინაურიძე სახლს პროექტს გადაგაწყვეტინებ ისე რომ მშენებლობა დაგიჯდეს იაფი 551 252 352

Posted by: Aksynia 11 Sep 2015, 13:38
დაგეხმარებით ყველა დეტალის მოგვარებაში ........... არქიტექტორი მამუკა სინაურიძე სახლს პროექტს გადაგაწყვეტინებ ისე რომ მშენებლობა დაგიჯდეს იაფი 551 252 352

იქნებ მითხრათ კ1 როგორ განვსაზღვრო ჩემი სახლისთვის, ანუ თუ ორი შენობა დგას, ჩემი შენობისთვის რამდენია განსაზღვრული და იმისთვის რამდენი, ცალ-ცალკე მაინტერესებს
* * *
mamukasis

დაგეხმარებით ყველა დეტალის მოგვარებაში ........... არქიტექტორი მამუკა სინაურიძე სახლს პროექტს გადაგაწყვეტინებ ისე რომ მშენებლობა დაგიჯდეს იაფი 551 252 352

თქვენი აზრი მაინტერესებს

Posted by: ივანიჩ 11 Sep 2015, 16:53
Aksynia
კ1 კოეფიციენტი განისაზღვრება კონკრეტული ტერიტორია რომელ ფუნქციუ ზონაშია მოხვედრილი იმის მიხედვით.
ანუ
დედაქალაქი დაყოფილია კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (მაგ საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, სარეკრეაციო და აშ) სადაც განსაზღვრულია კ1კ2 დაკ3 კოეფიციენტები.
გაარკვიეთ რა ზონაშია და იმის მიხედვით გექნებათ ეგ კოეფიციენტები.
პ.ს. ეს კოეფიციენტები იქნება მთელი მიწის ნაკვეთისათვის და არა მასზე მდგარი შენობებისათვის ცალცალკე

Posted by: Aksynia 11 Sep 2015, 17:26
ივანიჩ

2008 წელს მაქვს პროექტი შეთანხმებული საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა არის ჩემი და მაინტერესებს რამდენი იყო მაშინ ამ ზონისთვის?

Posted by: tsimakuridze1 14 Sep 2015, 10:22
ხომ ვერ მეტყვით სამრეწველო ზონა 2-ში შენობის განაშენიანებისთვის დადგენილი ნორმატივი სად ვნახო ? მითხრეს 57-ე დადგენილებაში მოძებნეო მაგრამ ვერ ვიპოვე

Posted by: temart 14 Sep 2015, 10:30
სარეცხი მანქანა სად დავდგა, რას მირჩევთ?

http://www.picz.ge

Posted by: ივანიჩ 14 Sep 2015, 10:35
Aksynia
ჩახედე პროექტს და იქ იქნება განმარტებითი ბარათი და იქ ეწერება
ესე ზეპირად მე რანაირად უნდა გითხრათ
givi.gif givi.gif givi.gif

tsimakuridze1
მანდ არა
საკრებულოს 2009 წლის 29 მარტის #4-13 გადაწყვეტილებაში უნდა ნახო, თუ თბილისზეა ლაპარაკი
http://tas.ge/?p=content&type=8&id=12450
პ.ს. ბოლო რედაქციაა თუ არა არ ვიცი.

იქ წერია, რომ
22. სამრეწველო ზონა 2 (ს-2) წარმოადგენს ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები. ამ ზონას ასევე მიეკუთვნება ნაგავსაყრელის ტერიტორიები.
* * *
temart
ვარიანტი ბ ჯობია ალბათ.

Posted by: tsimakuridze1 14 Sep 2015, 11:48
ივანიჩ

კი ეგ ვიცი, მაგრამ კოეფიციენტი არ ენიჭებათ ხოლმე სამრეწველო ზონა 2-ს და რაღაც ნორმატივით რეგულირდება განაშენიანება მიწაზე რომელიც 57-ე ში წერიაო ასე მითხრეს მე-9 ოთახში. მაგრამ 57-ე დადგენილებაში ვერ ვიპოვე მსგავსი რაღაც

Posted by: Citizen Cane 15 Sep 2015, 13:00
გამარჯობათ
400 კვადრატულ ნაკვეთზე მინდა სასტუმროს ტიპის შენობის აშენება, აახლოებით 6 სართული
რა ჯდება დაახლოებით მშენებლობა ხომ არ იცით?

ასევე კარგი ფირმა, სადაც პროექტებს ადგენენ

Posted by: Novak 15 Sep 2015, 13:22
Citizen Cane
QUOTE
400 კვადრატულ ნაკვეთზე მინდა სასტუმროს ტიპის შენობის აშენება, აახლოებით 6 სართული
რა ჯდება დაახლოებით მშენებლობა ხომ არ იცით?

ასევე კარგი ფირმა, სადაც პროექტებს ადგენენ


მნიშვნელოვანია სად არის ნაკვეთი, რომელ ფუნქციურ ზიონაში, შეიძლება კოეფიციენტები არ გაძლევდეთ იმ ფართის ათვისების უფლებას რას თქვენ გსურთ
მშენებლობას რაც შეეხება დამოკიდებულია ხარისხზე და მასალებზე, 200-250 $ ში მერყეობს თეთრი კარკასი კვადრატულზე,
ასევე დამოკიდებულია არქიტექტურაზე, შესაძლოა უფრო ძვირიც დაჯდეს

Posted by: SaamI 15 Sep 2015, 17:02
Citizen Cane
QUOTE
ასევე კარგი ფირმა, სადაც პროექტებს ადგენენ

https://www.facebook.com/ETarchitects?fref=ts

Posted by: temart 16 Sep 2015, 09:46
ივანიჩ
QUOTE
ვარიანტი ბ ჯობია ალბათ.

მადლობა.

Posted by: Citizen Cane 16 Sep 2015, 14:11
Novak
ურეკში
მგონი, არ ანაირი კოეფიციენტები იქ არ არის
ნუ დაზასუზტებელია, მარა ირგვლივ ყველგან ვისაც რა უნდა იმას აშენებს

Posted by: Novak 16 Sep 2015, 14:23
Citizen Cane
QUOTE
ურეკში
მგონი, არ ანაირი კოეფიციენტები იქ არ არის
ნუ დაზასუზტებელია, მარა ირგვლივ ყველგან ვისაც რა უნდა იმას აშენებს


ურეკში არ იქნება თბილისივით, მაგრამ რაღაც რეგულაციები მაინც იქნება,
საკურორტო ზონაა და აქტივობა არის სამშენებლო კუთხით

Posted by: nika-sin 25 Sep 2015, 16:53
QUOTE (Citizen Cane @ 16 Sep 2015, 14:11 )
Novak
ურეკში
მგონი, არ ანაირი კოეფიციენტები იქ არ არის
ნუ დაზასუზტებელია, მარა ირგვლივ ყველგან ვისაც რა უნდა იმას აშენებს

მხოლოდ არქიტექტურული ნაწილი (ინტერიერის დიზაინის გარეშე) 10-15$ ჯდება კარგ ფირმებში. შემიძლია მიგასწავლოთ კარგი ფირმაც.

Posted by: ალტერო+ 26 Sep 2015, 18:49
Citizen Cane


ვაპროქტებთ, ვაშენებთ და ვარემონტებთ დაგვიკავშირდით 598 10 15 43. 790 33 00 79 ზე
დაგინაგარიშებთ ინდივიდუალურად
https://forum.ge/?f=7&showtopic=34286121&st=345

პატივისცემით,
კომპანია ,,ალტერო+"

Posted by: Citizen Cane 8 Oct 2015, 17:05
ალტერო+
მადლობა
შეიძლება დაგიკავშირდეც კიდეც უახლოეს მომავალში. მაგრამ იქამდე იურიდიული დეტალები მაინტერესებს

მაინტერესებს მიწის ნაკვეთის გაყოფას და გაყოფის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში რა საბუთები სჭირდება გარდა აზომვითი ნახაზისა? ნოტარიუსი საჭიროა?
თუა შესაძლებელი გაყოფის რეგისტრაცია, თუ გაყოფილ ნაკვეთებზე ერთი საერთო შენობა რჩება?

Posted by: tsimakuridze1 9 Oct 2015, 10:24
QUOTE (Citizen Cane @ 8 Oct 2015, 17:05 )
მაინტერესებს მიწის ნაკვეთის გაყოფას და გაყოფის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში რა საბუთები სჭირდება გარდა აზომვითი ნახაზისა? ნოტარიუსი საჭიროა?
თუა შესაძლებელი გაყოფის რეგისტრაცია, თუ გაყოფილ ნაკვეთებზე ერთი საერთო შენობა რჩება?

გამოყოფილი ნაკვეთის მესაკუთრედაც თუ თავად დარჩები მაშინ არაფერი გარდა მიწის გამიჯვნის ნახაზისა, მაგრამ თუ გამოყოფა და გასხვისება გინდა მაშინ აუცილებლად შესაბამისი ხელშეკრულება უნდა დაერთოს თან თუ გინდა ნოტარიულად დამოწმებული თუ გინდა იურისტის მიერ შედგენილი.
შესაძლებელია გამიჯვნის რეგისტრაციის შემდგომ გამიჯნულ ნაკვეთებს შორის საერთო შენობის არსებობა, მაგრამ ხანდახან შეუძლებელია, რადგან კანონით ყველა ნაკვეთთან უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი მისასვლელი გზა.
* * *
მე-1000-ე გამოხმაურება ვარ biggrin.gif
____________________________

Posted by: tessa 10 Oct 2015, 19:47
მოშენების ამოშენება მინდა და მაინტერესებს რა თანხა დაჯდება საბუთების მომზადება ,35 კვ.მეტრია. ვისაც გაქვთ მსგავს საკითხთან დაკავშირებით გამოცდილებაც რომ გამიზიაროთ და რჩევაც რომ მომცეთ. მადლობთ

Posted by: ივანიჩ 10 Oct 2015, 21:12
tessa
მიშენება კანონიერია თუ უკანონო?
კორპუსია თუ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი?
2007 წლამდეა თუ მის მერე?

Posted by: llashaa 10 Oct 2015, 22:00
პროექტირებას მეც ვაკეთებ შეღავათიან ფასად :100 კვადრატულამდე 500$
100 კვადრატულის ზევით - კვადრატული მეტრის ფასი 3$
ფასსში შედის პროექტირება ,ვიზუალური მხარე (რენდერები), ფოტომონტაჟი, არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობა
დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია გაჩვენოთ ჩემი პროექტით მშენებარე ობიექტი 3800 კვ.მ
ტელ:558 19 92 29

Posted by: tessa 11 Oct 2015, 01:11
QUOTE (ივანიჩ @ 10 Oct 2015, 21:12 )
tessa
მიშენება კანონიერია თუ უკანონო?
კორპუსია თუ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი?
2007 წლამდეა თუ მის მერე?



1994 წელს არის კორპუსზე მიშენება გაკეთებული

Posted by: ივანიჩ 11 Oct 2015, 18:37
კანონიერად თუ უკანონოდ?? ანუ პროექტით იყო თავის დროზე თუ მის გარეშე?

Posted by: tessa 11 Oct 2015, 22:26
QUOTE (ივანიჩ,)

კანონიერად თუ უკანონოდ?? ანუ პროექტით იყო თავის დროზე თუ მის გარეშე?

იმ დროინდელი ქალაქის საბჭოდან ნებართვით და პროექტით

Posted by: ივანიჩ 12 Oct 2015, 11:23
tessa
პირველ რიგში ვიზუალია სანახავი და მერე ამ მიშენების მდგომარეობა
სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება მიშენების დასრულება ლეგალიზებით.
ანუ არქიტექტურაში ლეგალიზების განყოფილებაში შეიტანთ ამ მიშენების დასრულებაზე პროექტს, თან დაურთავთ იმ ძველ ნებართვას და პროექტსაც. დასრულების შემდეგ ხელახლა გააკეთებთ განაცხადს მის ლეგალიზებაზე.
ან მეორე უფრო რთული გზაა რეკონსტრუქციის პროექტს შეადგენთ და პირდაპირ სანებართვო განყოფილებას მიმართავთ, თუმცა იქ კორპუსის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა უფრო სირთულეებს წააწყდეთ, ანუ ერთიანი იერსახე თუ მოუწესრიგებელია შესაძლოა თქვენ ინდივიდუალურად ამ ფართის ამოშენების ნებართვა არ მოგცენ.

კიდევ ვიმეორებ არქიტექტურის სამსახურისთვის კორპუსის დღევანდელ იერსახეს, მის მდებარეობას და მის მდგომარეობას აქვს მნიშვნელობა და იმის მიხედვით ღებულობენ გადაწყვეტილებას.
პ.ს. განაცხადის წარდგენა ელექტრონულად ხდება საიტის მეშვეობით, www.tas.ge, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ და შესაბამის ნომენკლატურაში უნდა ატვირთოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. თუმცა ჯერ კარგი იქნებოდა შესაბამისი კონსულტაციის გავლა სამსახურის არქიტექტორებთან საკონსულტაციო ოთახში, მერიაში, შარტავას ქ7, მეორე სართული.

Posted by: Citizen Cane 12 Oct 2015, 14:39
tsimakuridze1
მადლობა
ჩემს შემთხვევაში ერთი ნაკვეთის ორი თანამესაკუთრე ვართ, გაყოფა გვინდა და ცალკე დარეგისტრირება. პირობებზე შეთანხმებული ვართ, მაგრამ შენობა ექცევა ორივე საკუთრების ტერიტორიაზე

Posted by: tala20 13 Oct 2015, 11:36
მიწის ნაკვეთი არის " სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3)" მოხვედრილი და მაინტერესებს კერძო სახლის აშენება თუ შეიძლება ამ ზონაში?!!

Posted by: ივანიჩ 13 Oct 2015, 13:00
tala20
შესაძლებელი არის კანონმდებლობით - თუმცა სჭირდება სპეციალური ზონალური შეთანხმება,
ამიტომ ეს საკითხი უნდა განიხილოს სპეციალურმა საბჭომ, რომელიც შექმნილია მერიაში და კვირაში ერთხელ იკრიბება მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.

Posted by: tsimakuridze1 14 Oct 2015, 15:49
QUOTE (Citizen Cane @ 12 Oct 2015, 14:39 )
tsimakuridze1
მადლობა
ჩემს შემთხვევაში ერთი ნაკვეთის ორი თანამესაკუთრე ვართ, გაყოფა გვინდა და ცალკე დარეგისტრირება. პირობებზე შეთანხმებული ვართ, მაგრამ შენობა ექცევა ორივე საკუთრების ტერიტორიაზე

მაგ შემთხვევაში მოხდება სამ ნაწილად გამიჯვნა.
ორივეს ცალკე ამონაწერი გექნებათ საკუთარ მიწაზე, შენობა კი დარჩება კვლავ თანასაკუთრების ტიპის.

Posted by: tamunia_ch 14 Oct 2015, 15:58
არქიტექტორ - დიზაინერებო, თქვენი რჩევა მჭირდება ბინის ტიხრებთან დაკავშირებით.

მოკლედ ჯამში არის 105 კვადრატული და მინდა გამოვიყვანო:
3 საძინებელი (აქედან 1-ში ვანა ტვალეტი, დანარჩენი შედარებით პატარები)
სამზარეულო და საერთო ოთახი (შეიძლება იყოს სტუდიოს ტიპის)
საერთო პატარა აბაზანა
გარდერობის ოთახი
პატარა სათავსო (რომელიც ვერ ჩავატიე sad.gif )

ესაა ნახაზი თავისი ზომებით, სადაც ჩემი აღნIშვნები გავაკეთე თუმცა არქიტექტურულად რამდენად სწორადაა ოთახების ზომების მიხედვით არ ვიცი....
1 საძინებლის და სამზარეულო-საერთო ოთახის შესასვლელი კარებიც ვერ მოვიფიქრე სად უნდა გაკეთდეს sad.gif და პატარა სათავსოც ვერსად ჩავატიე...

იქნებ ვინმემ მირჩიოთ რა და როგორ. მადლობა წინასწარ 2kiss.gif

Posted by: PAINKILLER 14 Oct 2015, 22:43
tamunia_ch


სჯობია მთლიანი ფართის ნახაზი დადო ტიხრების გარეშე, მაგ სურათზე ძალიან არეულია ყველაფერი....


Posted by: tamunia_ch 15 Oct 2015, 11:18
PAINKILLER
ტიხრების გარეშე არ მაქვს სამწუხაროდ sad.gif რაც მაქვს ესაა (ჩემი აღნიშვნების გარეშე)

Posted by: SaamI 15 Oct 2015, 19:11
tamunia_ch
QUOTE
არქიტექტორ - დიზაინერებო, თქვენი რჩევა მჭირდება ბინის ტიხრებთან დაკავშირებით.

ისთვის რომ ოპტიმალურად დააგეგმაროთ, ავეჯიც უნდა ჩახახოთ. ვანა ტუალეტის დასაგეგმარებლად აუცილებელია სანტექნიკური დგარების მდებარეობის გათვალისწინება.

Posted by: gegu987 16 Oct 2015, 12:28
გამარჯობათ, ვინმემ დამეხმარეთ. მაინტერესებს ტას.გე-ზე ელექტრონულ განცხადებებში რო არის გრაფა "განხორციელებული მშენებლობის დადასტურება". ეს რას ნიშნავს. მე ესე გავიგე თუ უმნიშვნელო დარღვევა გაქვს და ამ დარღვევას დაგიდასტურებს ანუ კორექტირება არ ჭირდება და ისე მიიღებს არქიტექტურა ამ პროექტს (აშენებულ სახლს).

Posted by: technologygroup 16 Oct 2015, 13:24
TG panel - მათთვის, ვისაც სურს ააშენოს სწრაფად და ეფექტურად!
სახლის TG პანელების აწყობის ვადა 3 დღიდან - 2 კვირის განმავლობაში. თბოიზოლაციის პანელების სისქე 12 სანტიმეტრი, უდრის 2000 სმ სისქის ,ქვის კედლის შეცვლის შესაძლებლობას. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა დახარჯოთ ზედმეტი ფული გათბობის და გაგრილების სისტემაში თქვენს სახლში. TG პანელების სტრუქტურა უძლებს მიწისძვრის 8 ბალამდე ბიძგებს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი წყარო, და მონახაზი ,რომელიც შეესაბამება ჩვენს ტექნოლოგიას.
ამ სამშენებლო მასალით შესაძლებელია : კოტეჯების, სასტუმროების, ოფისის, საწყობის, დაშენების აწყობა-მშენებლობა, კარკასული მშენებლობა, და სხვა.
მზა-კომპლეკტების ღირებულება შეადგენს 190 დოლარს - 1 კვ/მ .აღნიშნული ღირებულება, მოიცავს შიდა და გარე კედლებს, ფანჯრების და კარების კომპელქტს, იატაკის, ჭერის, სახურავის საყრდ ენ სისტემას, დიზაინის და მონტაჟს.
დასრულებული პროექტები შეგიძლიათ იხილოთ თბილისის ა ხლ ო მდ ებარე ტერიტორიებზე
ყურადღება აკცია!
პირველი 3 მომხმარებელს 20% -იანი ფასდაკლება მზა-კომპლ ექტებზე! აკციით გათვალისწინებული ღირებულება იქნება - 152 დოლარი, 1- კვ/მ.
+995599070133 - კონსულტაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
+995551113377 - რჩევები რუსულ და უკრაინულ ენაზე
+995598440077 - რჩევები რუსულ და უკრაინულ ენაზე.
www.tg.ge; info@tg.ge

Posted by: ივანიჩ 16 Oct 2015, 15:55
gegu987
აზრი სწორად გაგიგიათ
იმ შესწორებით რომ არქიტექტურის სამსახური არ იღებს ექსპლოატაციაში სახლს.
ზედამხედველობის სამსახური ცალკეა და იმის ფუნქციაა ეგ.

შესაბამისად ჯერ უნდა მიმართოთ ზედამხედველობას და მათ უნდა გითხრან უარი სახლის ჩაბარებაზე და მერე უნდა მიხვიდეთ არქიტექტურაში.
თუ არქიტექტურის სამსახური უმნიშვნელოდ ჩათვლის მაგ დარღვევებს, მოგცემთ შესაბამის წერილსაც რასაც მერე ისევ ზედამხედველობაში წარადგენთ.

Posted by: gegu987 17 Oct 2015, 21:33
ივანიჩ
ხო და ესეც მოვიქეცი და ზედამხედველობაში მითხრეს ეს დასტური იმას ნიშნავს რო აღიარებ სახლი დარღვევით გაქვს აშენებული და 2000 ლარი გადაიხადე და ექპლუატაციაში მივიღებთო. აქამდე რამდნეჯერაც ვიყავი ჯარიმის ხსენება არსად არ იყო. sad.gif
* * *
ნეტა ეხლა როგორ უნდა მოვიქცე რომ ჯარიმა არ გადავიხადო. 2000 ლარად ყველანაირ ხარვეზს აღმოვფხრი ან სახლის პროექტის კორექტირება ბევრად ნაკლები დაჯდება. მაგრამ ზედამხედველობაში (მოშორებაზე რო არიან და ეზარებათ ახსნა) ესე მითხრეს კორექტირება რომც გაგეკეთებინა მაინც ჯარიმა იქნებოდაო. არქიტექტურშიც რომ მივედი მომიშორეს. სამსახურში მეჩქარებოდა თორე არ წამოვიდოდი smile.gif

Posted by: ივანიჩ 18 Oct 2015, 00:53
gegu987
დეტალები გვითხარი
რომელი კლასია
ნებართვას ვადა გაუვიდა უკვე?
ყველა სამუშაო დასრულებულია უკვე?

Posted by: glarqiteqtura 18 Oct 2015, 14:14

GL-Dream Architecture
პროექტირება, არქიტექტურა და დიზაინი
glarqiteqtura@gmail.com
+995 571 13 88 33
პროექტის ღირებულება 1კვ.მ.-10 ლარი დან.
პროექტში შედის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი. ნაკვეთის ტოპოგრაფიული რუქის შედგენა და მშენებლობის ნებართვის მიღება არქიტექტურის სამსახურისგან.

Posted by: glarqiteqtura 18 Oct 2015, 14:38
QUOTE (bridgestone @ 22 Aug 2007, 00:22 )
მაინტერესებს, რა ღირს პროექტის შედგენა, რამე განსაკუთრებულის და ორიგინალურის კი არა, უკვე აპრობირებული პროექტის არჩევა და დასამტკიცებლად მომზადება.

მაგალითად, ერთსართულიანი სახლი, 100 კვ მეტრი პროექტის შედგენა-დამტკიცება ღირს X თანხა, 2-სართულიანი  150 კვ. მეტრის პროექტის შედგენა და დამტკიცება Y თანხა.

თუ ვინმემ იცით, მითხარით, და რომელი კომპანიები აკეთებენ?

http://service.saqme.ge/ka/uZravi_qoneba/689254.html?mode=None
* * *
GL-Dream Architecture პროექტირება, არქიტექტურა და დიზაინი glarqiteqtura@gmail.com https://www.facebook.com/GL-Dream-Architecture-824639590983009/ +995 571 13 88 33 პროექტის ღირებულება 1კვ.მ.-10 ლარი დან. პროექტში შედის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი. ნაკვეთის ტოპოგრაფიული რუქის შედგენა და მშენებლობის ნებართვის მიღება არქიტექტურის სამსახურისგან. ტელ: 571 13-88-33

Posted by: BUG-500 27 Oct 2015, 15:44
პირველ რიგში გამარჯობათ. მოკლედ ვცხოვრობ 8 სართულიან ბინაში სადაც დაახ. 15 წლის წინ გაუკეთდა მიშენება ლეგალურად. აქვს 3 სადარბაზო. მე_2 სადარბაზოს მე_8 სართულზე მცხოვრებ 2 პიროვნებას აქვს მე_9 სართული დაშენებული მხოლოდ მიშენებაზე, ესეც საკმაოდ დიდი ხნის წინ უნებართვოდ. დღეს დაკანონებული აქვს. რა შანსი მაქვს რომ მეც დავაშენო ჩემს ზემოთ? გთხოვთ შემეხმიანოთ PM დაინტერესებული ვარ ამ საკითხით

Posted by: musha_boquladze 28 Oct 2015, 14:59
გთხოვთ მირჩიოთ,
მოკლედ ვაპირებ 60 კვადრატულამდე პირველი კლასის შენობის ჩადგმას მიწის ნაკვეთზე.
შენობის სახურავი რომ იყოს ღია ვერანდა რომელსაც ექნება მოაჯირის მაგივრად 1 მერტამდე აგურის ამოშენება, სახურავი განიხილება თუ არა როგორც საცხოვრებელი ფართი? ანუ ასე თ შემთხვევაში გავცდები თუ არა იმ 60 კვადრატულს (პირველი კლასის შენობას). ჯამური სიმაღლე არ იქნება 4 მეტრზე მეტი.

პირველი კლასის 60 კვადრატულამდე შენობის აშენებას როგორც ვხვდები ბევრი ალია ბალია არ სჭირდება, მხოლოდ ფოტომონტაჟი და მარტივი ნახაზი. რემოდენიმე ხნის მერე თუ მოვინდომე მასზე დაშენება და თუ გავცდი 60 კვადრაულს, ხომ არ გამიპრობლემდება ნებართვის მიღება?

ასეთ შემთხვევაში არსებული 60 კვადრატულიანი შენობა შემოწმდება და გაკეთდება კონსტრუქციული ნახაზი და სხვა დანარჩენი ნახაზების ისევე უკდა გავაკეთო როგორც მოეთხოვება მეორე კლასის მ შენებლობას ხომ? ხომ არ არის ეს ზოგადად პრობლემატური, თუ უკვე არსებული 60 კვადრატულიანი შენობა იქნება კონსტრუქციულად სწორედ დაპროექტებული და გათვლილი მეორე სართულისთვის?

მადლობა

პ.ს ასევე მაინტერესებს აღნიშნულ 60 კვ/მ ფართის მქონე შენობას თუ ექნება გვერდზე ან წინ გადახურული აივანი რომელიც იქნება აგურის სვეტებზე დაყრდნობილი, ითვლება თუ არა ეს დამატებით ფართად და ავცდები თუ არა 60 მ/კვ-ს ანუ პირველი კლასის შენობის კრიტერიუმს?

Posted by: exploit 28 Oct 2015, 19:59
კორექტირებაზე მოგვივიდა თანხმობა, ეხლა საჭიროაო კალენდარული გრაფიკი და ხელახალი ნებართვის აღებაო

ჩემი არქიტექტორი წასულია ქალაქიდან და 1 კვირა არ იქნება, ვინმე არ ხართ არქიტექტორები რომ მიმყვეთ და შემატანინოთ მერიაში საბუთები?

Posted by: Novak 29 Oct 2015, 09:33
musha_boquladze
QUOTE
გთხოვთ მირჩიოთ,
მოკლედ ვაპირებ 60 კვადრატულამდე პირველი კლასის შენობის ჩადგმას მიწის ნაკვეთზე.
შენობის სახურავი რომ იყოს ღია ვერანდა რომელსაც ექნება მოაჯირის მაგივრად 1 მერტამდე აგურის ამოშენება, სახურავი განიხილება თუ არა როგორც საცხოვრებელი ფართი? ანუ ასე თ შემთხვევაში გავცდები თუ არა იმ 60 კვადრატულს (პირველი კლასის შენობას). ჯამური სიმაღლე არ იქნება 4 მეტრზე მეტი.

პირველი კლასის 60 კვადრატულამდე შენობის აშენებას როგორც ვხვდები ბევრი ალია ბალია არ სჭირდება, მხოლოდ ფოტომონტაჟი და მარტივი ნახაზი. რემოდენიმე ხნის მერე თუ მოვინდომე მასზე დაშენება და თუ გავცდი 60 კვადრაულს, ხომ არ გამიპრობლემდება ნებართვის მიღება?

ასეთ შემთხვევაში არსებული 60 კვადრატულიანი შენობა შემოწმდება და გაკეთდება კონსტრუქციული ნახაზი და სხვა დანარჩენი ნახაზების ისევე უკდა გავაკეთო როგორც მოეთხოვება მეორე კლასის მ შენებლობას ხომ? ხომ არ არის ეს ზოგადად პრობლემატური, თუ უკვე არსებული 60 კვადრატულიანი შენობა იქნება კონსტრუქციულად სწორედ დაპროექტებული და გათვლილი მეორე სართულისთვის?

მადლობა

პ.ს ასევე მაინტერესებს აღნიშნულ 60 კვ/მ ფართის მქონე შენობას თუ ექნება გვერდზე ან წინ გადახურული აივანი რომელიც იქნება აგურის სვეტებზე დაყრდნობილი, ითვლება თუ არა ეს დამატებით ფართად და ავცდები თუ არა 60 მ/კვ-ს ანუ პირველი კლასის შენობის კრიტერიუმს?


გამარჯობა

სწორ გადახურვას ფართად არ ჩაგითვლიან თუ კაპიტალურ კიბეს არ უჩვენებ ზევით ასასვლელს
დაშენებას რაც შეეხება, სწორედ იცი, II კლასის კირტერიუმით მოგიწევს რეკონსტრუქციის შეთანხმება, თავის ტოპოთი, გეოლოგიით და რა თქმა უნდა კონსტრუქციულ დასკვნას მოგტხოვენ რომ აშენებული კონსტრუქცია აიტანს დაშენებას
ხოლო გადახურულ აივანს მითუმეტეს კოლონებით ჩაგითვლიან ფართში.
ზოგადად 60 კვადრატულამდე ობიექტი გარე კონტურში იგულისხმება , რამდენიმე საფეხური რომ ქონდეს სახლს, რომელიც 60 კვადრატს გაცდება შეიძლება ისიც კი გაგოპრობლემონ, ამიტომ ნუ გარისკავ მაინც

Posted by: llashaa 1 Nov 2015, 14:55
QUOTE (exploit @ 28 Oct 2015, 19:59 )
კორექტირებაზე მოგვივიდა თანხმობა, ეხლა საჭიროაო კალენდარული გრაფიკი და ხელახალი ნებართვის აღებაო

ჩემი არქიტექტორი წასულია ქალაქიდან და 1 კვირა არ იქნება, ვინმე არ ხართ არქიტექტორები რომ მიმყვეთ და შემატანინოთ მერიაში საბუთები?

ონლაინ შეიძლება კალენდარული გრაფიკის გაგზავნა თუ მზად გაქვს PDF ფაილის სახით

Posted by: ივანიჩ 2 Nov 2015, 00:43
exploit
თვითონ იმას არ აქვს ინტერნეტტან წვდომა სადაც წასულია?

Posted by: PAINKILLER 2 Nov 2015, 10:12
QUOTE
თუ უკვე არსებული 60 კვადრატულიანი შენობა იქნება კონსტრუქციულად სწორედ დაპროექტებული და გათვლილი მეორე სართულისთვის?

musha_boquladze


ამდენს თუ იჩალიჩებ, ბარემ პროექტი გააკეთებინე და ნორმალური ფართის შენობა ჩადგი.

60კვ მეტრი და ზემოდან კიდევ ვერანდა რომ გააკეთო ბრტყელ სახურავზე, ეგ ერთი შეხედვით ჩანს მარტივი, სინამდვილეში შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეს ვიდრე ნორმალური გადახურვით და პროექტით რომ გააკეთო, დაჟე ცოტა მეტი ფართის სახლიც რომ იყოს (80კვ მაგალითად). მეორე სართულზე ასასვლელი წინასწარ ხომ უნდა გაითვალისწინო? ანუ მაგ 60 კვადრატს კიდევ გამოაკლდება ფართობი კიბისთვის, რავიცი მგონი არ ღირს პროექტის გარეშე გაკეთება....


QUOTE
ზოგადად 60 კვადრატულამდე ობიექტი გარე კონტურში იგულისხმება


როგორც ვიცი მასეა ნამდვილად, გარე კედლები კიდევ სადღაც 10 კვადრატს მოაკლებს + შიდა ტიხრებიც და დარჩება ჩვეულებრივი 2 პატარა ოთახი....

Posted by: ჰერმიონ 2 Nov 2015, 11:34
არქიტექტურის სამსახურში თუ მუშაობთ ვინმე, შემეხმიანეთ რა

Posted by: exploit 2 Nov 2015, 13:06
მოკლედ ჯარიმასაც დაგადებთ და ღობესაც დაგანგრევინებთო ზედამხედველობამ. ღობე რომელიც დამიჯდა 9000 ლარი უნდა დავანგრიო და ხელახლა ავაშენო მხოლოდ იმის გამო რომ ნებართვის მოცემამდე 3 დღით ადრე დავიწყეთ აშენება.

ამხელა ზარალში აგდებენ ადამიანს და სულ სირზე კიდიათ კანონია ეგეთიო.
არსად გასაჩივრების უფლებაც არ გაქვს ამათი კანონები #####ან ამათი აშენებული სახელმწიფო #####ან და ამათი ოჯახები #####ან. 1 წელი საძირკველი ჩასხმული მქონდა 1 მხარეც აშენებული არავის არაფერი უთქვამს. ღობე დამასრულებინეს თუ არა ზუსტად მეორე დღეს მომადგნენ ზედამხედველობიდან.
ამათი ჩასაფრებული დედები #####ან.

რამისაა სახლი მივაყიდო და ამ დედა#####ული ქვეყნიდან წავიდე.

Posted by: musha_boquladze 9 Nov 2015, 17:53
მეგობრებო,
ვაპირებ აშენებას პატარა სახლის 75 კვადრატული სულ (ერთი სართული და ზემოდან ერთი ოთახი და ღია ვერანდა)
ა) ნახაზი განლაგება ზომები და პროექტი ვიცი რაც მინდა ზუსტად და უკვე მაქვს ნახაზი (სამოყვარულო დონეზე შესრულებული)
ბ) გარე დიზაინი და მასალა ვიცი რაც მინდა და მანდაც შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე ვარიანტის დამუშავება იყოს საჭირო
გთხოვთ იმის გათვალისწინებით გამომეხმაუროთ რომ სახლი პატარაა და გიღირდეთ ხელის მოკიდება.
დამჭირდება:
1) არქიტექტორი , მინიმალური ჩარევა იქნება საჭირო, დამჭირდება უკვე განსაზღვრული ნახაზის შესრულება და გარე დიზაინის მხოლოდ რამოდენიმე ვარიაციის გაკეთება ფაქტიურად.

2) კონსტრუქტორი, ასევე იმის გათვალისწინებით რომ პატარა სახლია, ფაქტიურად უნდა შეადგინოს ნახაზი და უკვე გათვლილი კონსტრუქცია გამიმარტივოს და გამიიაფოს.

3) მშენებელი რომელიც გაუძღვბა მშენებლობას.
მშენებლობის დაწყება მინდა უკვე ადრეული გაზაფხულიდან
მანამდე პროექტირება უკვე მომავალ კვირაში დამჭირდება
გთხოვთ გამომეხმაუროთ პირადში.
მადლობა

Posted by: RvP10 10 Nov 2015, 13:00
გუდაურში ვაპირებ დაახლოებით 150 კვ/ს აშენება. მჭირდება პროექტიც და მშენებელიც. საკონტაქტო ინფორმაციები იქნებ ჩამომიწეროთ კომპანიების, რომლებიც ამ სამუშაოებს შეასრულებენ.

Posted by: temart 11 Nov 2015, 11:03
ხომ არ იცით საიტები სადაც ტარდება არქიტექტურული ესკიზების კონკურსი.


* * *
RvP10
QUOTE
გუდაურში ვაპირებ დაახლოებით 150 კვ/ს აშენება. მჭირდება პროექტიც

ეს ჩემი პროექტია, 1500$ დაგიპროექტებ თეთრ კარკასს 150 მ.კვ. გეოლოგია და ტოპოგადაღება უნდა მომიტანო.

http://www.picz.ge

Posted by: Kaxaberimax 23 Nov 2015, 22:42
ვინმეს ხომ არ შეუძლია დამეხმაროს და ნორმალური არქიტექტორი მირჩიოს ბათუმში, რომელმაც იცის ყველა საფეხური რაცაა საჭირო მანსარდის დასაშენებლად და პროექტის გაკეთებასთან ერათად გაუძღვება ყველა იმ საბუთის შეგროვებას რაც იქნება საჭირო მერიაში წარსადგენად!

Posted by: mikheili1985 5 Dec 2015, 18:18
გვაქვს გარაჟი რომელიც სიმაღლეში იმხელაა რომ შუაზე გვინდა გავყოთ რომ გამოვიყენოთ ფართი,საყრდნი ბალკები 8-9 ცალი ვიანგარიშეთ(ანუ სხვენივით რომ გაკეთდეს), დიამეტრით 9x9 სმ და ზემოდან მერე პოლს გავჭიმავთ, დიდ დატვირთვს არ ვფიქრობთ ანუ მარტო ბარგის შესანახად.არის 9კვადრატული მეტრი.საკმარისი იქნება 9x9 ბალკები თუ უფრო მსხვილი დაჭირდება? იქნებ ვენმემ დაგვეხმაროს.

Posted by: temart 6 Dec 2015, 11:54
მანსარდაში ერთი 20 სმ. სისქის კედელი შენობის ტემპერატორულ ნაკერს ესაზღვრება.

როგორ ფიქრობთ კონდესატს გაიჩენს ?
მინიმალურ სისქეს რას მირჩვთ?





Posted by: Neo777 8 Dec 2015, 16:06
ხალხო ?


მე ვერ ვნახე,

თუ იცით არის რესურსები სადაც იქნება ბინების ((ე.წ ჩეხური, ქალაქური და ა. შ)) პროექტები დადებული ?

ალბათ უფრო რუსული საიტები უნდა იყოს

Posted by: giorgi gocadzee 8 Dec 2015, 18:51
რა მაინტერესებს მაქ მიწა, გავაკეთე პროექტი
Ashampoo Home Designer Pro-ამ პროგრამით. სახლი 3დ-ში ყველა წვრილმანის გათვალისწინებით და ყველა დეტალის აზომვით. ეხლა სად უნდა დავამტკიცებინო ეს პროექტი (თუ რაც ქვია) და ვის მივმართო? ან რა უნდა დაჯდეს უკვე მზა ვიზუალის პროექტზე უბრალოდ ნებართვის გაცემა. არაა გამორიცხული ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო. მაგრამ საქმის უდიდესი ნაწილი მაინც გაკეთებულია. ვიზუალი გარე, შიდა და ზომები. ჰო მიწა 300-ია და სახლი გამოდის 110 პირველი სართული, მან ხო არ შეიძლება რამე პრობლემა გამოიწვისო ნებართვის დროს?

Posted by: ივანიჩ 8 Dec 2015, 22:47
giorgi gocadzee
არ გეწყინოს მეგობარო მაგრამ პროექტის გაკეთება მარტო 3დ კომპიუტერული პროგრამით არ ხდება.
პირველ რიგში უნდა გაითვალისწინო მიწის ნაკვეთის მდებარეობა, რომელ ფუნქციურ ზონაშია და რა კოეფიციენტებია დადგენილი. იქნებ რამე შეზღუდვები არსებობს? იქნებ რამე რეგულირების ზონაშია? წინასწარ ესენი თუ არ იცი ისე პროექტის დამუშავებას რა აზრი აქვს? იქნებ საერთოდ არ შეიძლება ინდივიდუალური სახლის აშენება მაგ მიწის ნაკვეთზე?
ესენი გარკვეული გაქვს?
მშენებლობის ნებართვის ასაღებად ეს სამი სტადია უნდა გაიარო:
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
2. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
3. მშენებლობის ნებართვის გაცემა.

სამივე სტადია უნდა გაიარო ელექტრონულად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საიტზე www.tas.ge სადაც უნდა დარეგისტრირდე და შესაბამის ელექტრონულ განაცხადებში უნდა ატვირთო მოთხოვნილი დოკუმენტაცია. პასუხიც მოგივა შესაბამისი (დადებითი, უარყოფითი ან შუალედური თუ რამე ხარვეზი დაგიდგინდა).
თუმცა იქამდე გირჩევ იმავე სამსახურის არქიტექტორებთან გაიარო შესაბამისი კონსულტაცია მერიაში მე2 სართულზე.

წარმატებები!

Posted by: giorgi gocadzee 9 Dec 2015, 10:37
QUOTE
ივანიჩ

რა უნდა მეწყინოს, პირიქით მადლობა პასუხისთვის.
QUOTE
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა

ამ ეტაპზე ვარ. თUმცა ჩემს უკანაც და ორივე გვერდზეც სახლებია და რაღა მე დამიშლიან.
QUOTE
2. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება

აი ეს მაინტერესებდა, კონკრეტულად, როგორც გავიგე ერთი კვადრატულის დაპროექტება 5დოლარიდან იწყებაო და 220 კვადრატი სახლლს 1100 უწევს. სწორედ ამ თანხას მინდა ავცდე და ამიტო გავხსენი თემა biggrin.gif
QUOTE
წარმატებები!

მადლობა

Posted by: ივანიჩ 9 Dec 2015, 16:12
giorgi gocadzee
თემაც გახსენი სადმე?
არ მინახავს
QUOTE
წორედ ამ თანხას მინდა ავცდე და ამიტო გავხსენი თემა

ეგ კი კაია მაგრამ თუ არ გაქვს ამ სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება შეიძლება რამე გამოგრჩეს.
QUOTE
მადლობა

არაფრის wink.gif

Posted by: giorgi gocadzee 9 Dec 2015, 18:13
QUOTE
თემაც გახსენი სადმე?

არა აქ დაწერა ვიგულისხმე, არ გამიხსნია სხვაგან smile.gif

Posted by: Mr_Orgasm 18 Jan 2016, 17:24
მაპატიეთ მაგრამ რა სამუშაოს ასრულებთ ესეთს პროექტირებაზე კვადრატულში 15$ რო იძახით, თუ ექსტერიერ ინტერიერის დიზაინი მე უნდა ავარჩიო, სად რა როგორ დადგეს და კომუნიკაციები როგორ ჯობია მე უნდა განვსაზღვრო, აი რაში უნდა გადავიხადო.
შეიძლება არაჯეროვნად ვაფასებ თქვენს შრომას მე მაპატიეთ მაგრამ, ძალიან ძვირია....

Posted by: ივანიჩ 18 Jan 2016, 17:33
Mr_Orgasm
ვინ თქვა 15 დოლარი ?
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Mr_Orgasm 18 Jan 2016, 17:36
ივანიჩ
მე ვისაც მივადექი ყველამ ასე მოხია, აქაც გაჟღერდა, ჩემი აზრით ოპტიმალური ფასია 10 ლარი.
როცა: ვიცი როგორი სახლი მინდა, რა მასალა და დიზაინი, განლაგება და ა.შ

Posted by: ივანიჩ 18 Jan 2016, 18:11
Mr_Orgasm
რავი აბა
ყველას თავისი საქმე რაღაცა ფასი უღირს
ისე ფირმების მეტი რა არი
აქაც ფორუმზეც
კითხე მათაც
ნახე გეპეის ან აკადემიის სტუდენტები, იმათაც ექნებათ თავიანთი რამე და შედარებით უკეთეს ფასში გაგიკეთებენ ვიდრე ეს Fოე Fოე კომპანიები

Posted by: SaamI 19 Jan 2016, 10:34
Mr_Orgasm
QUOTE
მაპატიეთ მაგრამ რა სამუშაოს ასრულებთ ესეთს პროექტირებაზე კვადრატულში 15$ რო იძახით, თუ ექსტერიერ ინტერიერის დიზაინი მე უნდა ავარჩიო, სად რა როგორ დადგეს და კომუნიკაციები როგორ ჯობია მე უნდა განვსაზღვრო, აი რაში უნდა გადავიხადო.

QUOTE
მე ვისაც მივადექი ყველამ ასე მოხია, აქაც გაჟღერდა, ჩემი აზრით ოპტიმალური ფასია 10 ლარი.

პროექტი მარტო არქიტექტურა არაა.
პროექტის განუყოფელი ნაწილებია: ტოპოგეგმა. გეოლოგია, გენგეგმა, არქიტექტურა, რენდერები თავისი ფოტომონტაჟით, და კონსტრუქციული პროექტი. 1000 ლარად მაგ ყველაფერს არავინ გაგიკეთებთ,

Posted by: 088 19 Jan 2016, 15:03
კორპუსის პროექტირება თავისი ნებართვით და ზედამხედველობით ანუ სრული სერვისი რა ჯდება ხომ არ იცით?

Posted by: mamukap 27 Jan 2016, 22:48
სიტუაციური გეგმა, რა ჯდება ხომ ვერ მეტყვით? 20 კვ/მ ფართის
* * *
უკაცრავად,სახელი არ ვიცოდი სწორად, აეროფოტოგადაღება მჭირდება და არა სიტუაციური გეგმა

Posted by: SaamI 28 Jan 2016, 10:31
088
QUOTE
კორპუსის პროექტირება თავისი ნებართვით და ზედამხედველობით ანუ სრული სერვისი რა ჯდება ხომ არ იცით?

https://www.facebook.com/ETarchitects/?fref=ts ანას დაურეკეთ: 551 013 013

Posted by: Novak 28 Jan 2016, 12:45
088
QUOTE
კორპუსის პროექტირება თავისი ნებართვით და ზედამხედველობით ანუ სრული სერვისი რა ჯდება ხომ არ იცით?


ესე პირდაპირი სტავკა არ არის, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რა ფართის მრავალბინიანი საცხოვრებელია,
არქიტექტურულ სირთულეზე, ზოგს უნდა რაც შეიძლება მეტი ფართი მიიღოს და ნაკლებად ადარდებს არქიტექტურული მხარე, ან პირიქით და ასე შემდეგ...

Posted by: GoshaD 30 Jan 2016, 03:14
QUOTE
ზოგს უნდა რაც შეიძლება მეტი ფართი მიიღოს და ნაკლებად ადარდებს არქიტექტურული მხარე, ან პირიქით და ასე შემდეგ...

drug.gif

Posted by: Gendelf 3 Feb 2016, 12:28
ამ სტილის სახლს რამდენად დააპროექტებთ?
user posted image
შიგნით უნდა იყოს 1 დიდი მისაღები სამზარეულო ვანა ტუალეტი და 2 საძინებელი 100 კვადრატულზე

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 5 Feb 2016, 12:48
Gendelf

100 კვადრატულის შემთხვევაში პირველ კლასში აღარ გადის და პროექტი ჭირდება... პირველ კლასს რაც შეეხება 100 ლარიდან 300 ლარამდე... და დანარჩენ კლასებზე უკვე სირთულის მიხედვით ხდება ფასის განსაზღვრა... თუ აშენება გადაწყვეტილი გაქვს შემიძლია დაგეხმარო და მოგცე ამომწურავი ინფორმაცია არქიტექტურულ თემაში... 598 93 1771 ეს ჩემი ნომერია შეგიძლია დამირეკო... ეს ჩვენი კომპანიის საიტი http://unig.ge/

Posted by: Gendelf 5 Feb 2016, 15:26
Datvlas_vin_gtxоvs
კი გადაწყვეტილი მაქვს ოღონდ გაზაფხულის შუაში ბოლოსკენ
QUOTE
პირველ კლასს რაც შეეხება 100 ლარიდან 300 ლარამდე

ეს კლასები რა პონტია? და ეგრე იაფი ღირს პროექტირება?
სხვა ყველა საბუთის მომზადება თუ შეგიძLიათ?

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 5 Feb 2016, 16:55
Gendelf
შენობა-ნაგებობა რომლის სიმაღლე არ აღემატება 5 მეტრს და არის 60 კვადრატამდე, გადის პირველ კლასში... ამ ტიპის ობიექტის მერიაში შეთანხმებას არ ჭირდება პროექტი და გეგმების,ჭრილების,ფასადების ხაზვა... ფოტომონტაჟით თანხმდება... სხვა კლასის ობიექტებს პროექტი, ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება, კონსტრუქციული დასკვნა, გეოლოგია და სხვა.... ჭირდება და ფასიც სირთულის მიხედვით ისაზღვრება...

Posted by: ივანიჩ 7 Feb 2016, 00:59
QUOTE
ეს კლასები რა პონტია?

საქართველოში შენობა-ნაგებობები მათი მშენებლობისა და ვარგისად აღიარებისთვის იყოფა 5 კლასად. დაყოფა ხდება რისკის ფაქტორის მიხედვით.

I კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის ფაქტორის გარეშე;
შენობები 60 მ²-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობით, 5 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავებით;
ნაგებობები 20 მ³-მდე მოცულობით, 10 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავებით;
II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით;
შენობები, განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით კ-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც კ-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ²-მდე ფართობით, 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავებით;
ნაგებობები, 60 მ³-მდე მოცულობით, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-დან 15 მ-მდე ჩაღრმავებით;
III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით;
შენობები, სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ²-დან 6 000 მ²-მდე ფართობით, 12 მ-დან 22 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავებით;
ნაგებობები, 60 მ³-დან 200 მ³-მდე მოცულობით, 15 მ-დან 30 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 15 მ-დან 20 მ-მდე ჩაღრმავებით;
IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით;
შენობები, სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ²-ზე მეტი ფართობით, 22 მ-ზე მეტი სიმაღლით;
ნაგებობები, 200 მ³-დან 1000 მ³-მდე მოცულობით, 30 მ-დან 50 მ-მდე სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 20 მ-დან 30 მ-მდე ჩაღრმავებით;
V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).
შენობები - სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები და გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები;
ნაგებობები- 1000 მ³-ზე მეტი მოცულობით, 50 მ-ზე მეტი სიმაღლითა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 30 მ-ზე მეტი ჩაღრმავებით;

პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით შენობა ნაგებობების მშენებლობისთვის ნებართვას გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, შესაბამისად ხედამხედველობას მშენებლობის პროცესში ასევე ანხორციელებს იგივე მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო ერთეული.მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვას გასცემს და შემდგომ ზედამხედველობას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

Posted by: reestriplus 7 Feb 2016, 13:27
QUOTE (Gendelf @ 3 Feb 2016, 12:28 )
ამ სტილის სახლს რამდენად დააპროექტებთ?
user posted image
შიგნით უნდა იყოს 1 დიდი მისაღები სამზარეულო ვანა ტუალეტი და 2 საძინებელი 100 კვადრატულზე

1000 ლარად დაგიპროექტებთ
_______________________________________________

Posted by: oshi 8 Feb 2016, 19:46
მეგობრებო ხომ არ იცით კარგი ფირმა ან ხელოსანი, რომელიც მსგავს ტიპის კონსტრუქციებს აკეთებს? სახლის შესასვლელში მინდა გარედან.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: pleita 8 Feb 2016, 23:38
გამარჯობა, სასწრაფოდ მჭირდება მრავალსართულიანი ბინის თავზე მანსარდის კონსტრუქციული ნახაზი . ვის მივმართო??
გმადლობთ

Posted by: llashaa 9 Feb 2016, 21:27
pleita

PM მომწერეთ უფრო კონკრეტულად თავის სურათებით კორპუსის smile.gif))

მხოლოდ კონსტრუქციული ნახაზი გჭირდებათ?

Posted by: Mesamyaroebi 10 Feb 2016, 00:21
ვხაზავ ავტოკადში და არხიკადში თუ ვინმეს გჭირდებათ შეგიძლიათ გამომეხმაუროთ.

Posted by: gege84 10 Feb 2016, 00:29
მოკლედ საცხოვრებელი კორპუსის 1 სართული იყიდა ვიღაცამ და აპირებს შიგნით კაფის გაკეთებას, სავენტილაციო მილი კიდევ დაახლოებით 300-400 დიამეტრის გამოიტანა ეგრევე პირველ სართულზე, ეჭვი მაქვს ზაფხული გაზაფხული მთელი სამეზობლო ფანჯარას ვერ გავაღებთ ამათი გადამკიდე იმიტომ რომ სუნი სახლებში შემოვა,
არის თუ არა რამე სტანდარტი ამ სავენტილაციო მილის დაყენების? მე რამდენადაც ვიცი სახურავზე უნდა მთავრდებოდეს ეგ მილი, სამეზობლოში ყველას ეგრე გვაქვს და თუ არის კიდევ რაიმე ბერკეტები რომ ამის წინააღმდეგ რაღაც მოვახერხოთ?

არ იცით არავინ პასუხი?

Posted by: kea 10 Feb 2016, 08:04
gege84
მგონი სამეზობლოს შეუძლია მოითხოვოს რო მილი ბოლომდე აიყვანოს.

2006-ში ჩვენს უბანშიც გახსნეს პირველზე საცხობი და მილი აუყოლეს მთელ 5 სართულს.

ახლა არ ვიცი როგორაა.

Posted by: ddchdze 14 Feb 2016, 12:37
გამარჯობათ.
მაინტერესებს: ღობე, რომელიც არის მავთულბადის, შემიძლია თუ არა შევცვალო ბლოკით? თუ ნებართვა სჭირდება?
მადლობა წინასწარ...............................

Posted by: Novak 15 Feb 2016, 11:27
ddchdze
QUOTE
გამარჯობათ.
მაინტერესებს: ღობე, რომელიც არის მავთულბადის, შემიძლია თუ არა შევცვალო ბლოკით? თუ ნებართვა სჭირდება?
მადლობა წინასწარ...............................



ნებართვა ჭირდება, I კლასის ობიექტია ღობე, ფოტომონტაჟის საფუძველზე შეთანხმდება, 5 დღე უნდა ნებართვის გაცემას შეტანიდან.

Posted by: supplies4u 16 Feb 2016, 20:54
გამარჯობათ, მაქვს კერძო სახლი და ჩემი მეზობლის ასევე კეძო სახლი შემოჭრილია 30 სმით ჩემს ეზოში - რა გამოსავალია ?

Posted by: Novak 17 Feb 2016, 10:41
supplies4u
QUOTE
გამარჯობათ, მაქვს კერძო სახლი და ჩემი მეზობლის ასევე კეძო სახლი შემოჭრილია 30 სმით ჩემს ეზოში - რა გამოსავალია ?



გამარჯობა

გააჩნია თქვენს შემთხვევაში ეს ფაქტი კონკრექტულად რა პრობლემას ქმნის? თუ უბრალოდ არ გინდათ თქვენს ნაკვეთზე შემოჭრილი იყოს მეზობლის სახლი, შესაძლებელია ნაკვეთის საზღვრების კორექტირება ფართის უცვლელად, ოღონდ ამის საშუალბას უნდა იძლეოდეს გარემო, ან სადაც ის შემოჭრილია ის ადგილი მიეცით და სანაცვლოდ მან მოიკოლოს სხვა ადგილას თქვენს სასარგებლოდ, ისევ და ისევ თუ ამის საშუალებას გარემოპირობები იძლევა

Posted by: Bess. 24 Feb 2016, 16:37
მაინტერესებს მიწაზე ყველა ტიპის შენობა უნდა დაპროექტდეს K1 კოეფიციენტის გათვალისწინებით? რა ტიპის შენობას არ სჭირდება ეს კოეფიციენტი? მაგალითად მსუბუქი კონსტრუქციის სენდვიჩპანელურ შენობას?

Posted by: Novak 24 Feb 2016, 17:07
Bess.
QUOTE
მაინტერესებს მიწაზე ყველა ტიპის შენობა უნდა დაპროექტდეს K1 კოეფიციენტის გათვალისწინებით? რა ტიპის შენობას არ სჭირდება ეს კოეფიციენტი? მაგალითად მსუბუქი კონსტრუქციის სენდვიჩპანელურ შენობას?


ყველა ტიპის ობიექტის დროს ხდება კ1-ის გათვალისწინება, შესაძლოა შეღავათი მხოლოდ დროებით საძირკვლის არ ქმონდე შენობაზე იყო, ისიც შესაძლოა

Posted by: Bess. 24 Feb 2016, 17:30
QUOTE (Novak @ 24 Feb 2016, 17:07 )

ყველა ტიპის ობიექტის დროს ხდება კ1-ის გათვალისწინება, შესაძლოა შეღავათი მხოლოდ დროებით საძირკვლის არ ქმონდე შენობაზე იყო, ისიც შესაძლოა

და რამე პრეცედენტი ხომ არ იცით ამდაგვარი: როდესაც სარდაფი უკვე აშენებულია K1-ის დარღვევით (ამაზე ნებართვა არსებობს) მაგრამ ახლა არ მაძლევენ პირველი სართულის დაშენების უფლებას- გამოსავალი ასეთ შემთხვევაში (თუ მიწა არ ემატება) არ არსებობს?

Posted by: Novak 25 Feb 2016, 11:47
Bess.
QUOTE
და რამე პრეცედენტი ხომ არ იცით ამდაგვარი: როდესაც სარდაფი უკვე აშენებულია K1-ის დარღვევით (ამაზე ნებართვა არსებობს) მაგრამ ახლა არ მაძლევენ პირველი სართულის დაშენების უფლებას- გამოსავალი ასეთ შემთხვევაში (თუ მიწა არ ემატება) არ არსებობს?


გამოსავალია კ-1 - ის გაზრდის მოთხოვნა, როგორც წესი თუ ნორმალური არგუმენტით აგზავნი განაცხადს, უარს არ ამბობენ, კ-1-ის გაზრდა უფასოა, ზონალურ საბჭოზე გავა, შენც დაგიბარებენ დასასწრებად, განხილვის დროს

Posted by: ese86 25 Feb 2016, 14:56
გამარჯობა, კერძო სახლში ვცხოვრობ და მინდა რომ Pანჯარა ამოვჯრა მეზობლის მხარეს, ანუ ჩემი სახლის კედელი პაქტიურად Gობეა, 2 სარტულზე მინდა ამოვჯრა და მეზობელს უნდა შევუთანხმდე თუ როგორ ხდება ეგ?

Posted by: Novak 25 Feb 2016, 18:34
ese86
QUOTE
გამარჯობა, კერძო სახლში ვცხოვრობ და მინდა რომ Pანჯარა ამოვჯრა მეზობლის მხარეს, ანუ ჩემი სახლის კედელი პაქტიურად Gობეა, 2 სარტულზე მინდა ამოვჯრა და მეზობელს უნდა შევუთანხმდე თუ როგორ ხდება ეგ?


მეზობელმა უნდა მგოცეს თანხმობა, შესაბამისი ნოტარიული დოკუმენტი გაკეთდება
შემდეგ ფოტომონტაჟის ფორმით შეთანხმდება არქიტექტურის სამსახურში ამოჭრის პროექტი და დაერთვება ეგ დოკუმენტი

Posted by: barkiaroki 1 Mar 2016, 16:01
გამარჯობა,

საგამოფენო დარბაზში გასაკეთებელი მაქვს ელექტროობისა და კლიმატის მარტივი პროექტი (ანუ პრაქტიკულად რა გვინდა ვიცით, გვჭირდება ნახაზებად ქცევა ამ თეორიის)

ხომ არ იციტ ვის მივმართო?

Posted by: shkola20 6 Mar 2016, 21:58
gamarjobat aivnis daproekteba minda da ikneb vinmea ak

Posted by: Novak 7 Mar 2016, 11:26
shkola20
QUOTE
gamarjobat aivnis daproekteba minda da ikneb vinmea ak


აივნის დაპროექტებაში, მრავალბინიან სახლზე (კორპუსზე) აივნის მიშენებას გულისხმობთ?
ცოტა მეტ ინფრომაციას თუ დაწერთ უფრო მეტად გამოგეხმაურებათ საჭირო ადამიანი.

Posted by: Kobalty 10 Mar 2016, 13:58
Novak
გაუმარჯოს.
ესეთი სიტვაციაა მოკლედ: კერძო ბინა ნახალოვკაში, ეზო იურიდიულად საერთო 2 მეზობელთან, მაგრამ ნუ რეალურად იზოლირებულია ჩემი წილი ეზო.
ეს საერთო ეზოს საზღვრები გადასულია მეზობლებთან, ალბათ 4-დან 3 მხარეს, ორთორუკას რომ დავხედე..
ხოდა ეს სახლი უნდა ჩაიდოს ბანკმა იპოთეკაში და როგორ, რა გზებით შეიძლება დაზუსტდეს ეზოს/სახლის საზღვრები ისე, რომ არ დაახარვეზოს რეესტრმა?
თუ შეგიძლია კონკრეტულად რომ დამიზუსტო და თქვენ თუ აკეთებთ მსგავს სერვის, რომ ეს ყველაფერი დაზუსტდეს, ნახევარი უბნის აზომვის გარეშე? smile.gif

მადლობა დიდი წიანსწარ დახმარებისთვის.

Posted by: Novak 10 Mar 2016, 15:29
Kobalty
QUOTE
გაუმარჯოს.
ესეთი სიტვაციაა მოკლედ: კერძო ბინა ნახალოვკაში, ეზო იურიდიულად საერთო 2 მეზობელთან, მაგრამ ნუ რეალურად იზოლირებულია ჩემი წილი ეზო.
ეს საერთო ეზოს საზღვრები გადასულია მეზობლებთან, ალბათ 4-დან 3 მხარეს, ორთორუკას რომ დავხედე..
ხოდა ეს სახლი უნდა ჩაიდოს ბანკმა იპოთეკაში და როგორ, რა გზებით შეიძლება დაზუსტდეს ეზოს/სახლის საზღვრები ისე, რომ არ დაახარვეზოს რეესტრმა?
თუ შეგიძლია კონკრეტულად რომ დამიზუსტო და თქვენ თუ აკეთებთ მსგავს სერვის, რომ ეს ყველაფერი დაზუსტდეს, ნახევარი უბნის აზომვის გარეშე?

მადლობა დიდი წიანსწარ დახმარებისთვის.


გამარჯობა

მე საკადასტრო სერვისებს არ ვაკეთებ
ეხლა რაც წარმოვიდგინე მონაყოლით
საუკეთესო გამოსავალია საკადასტრო საზღვრის კორექტირება ფართის უცვლელად
თუ კი ამის შესაძლებლობას სიტუაცია იძლევა
უფრო ზუსტად მაინც მაგ სპეციალობის ხალხი გეტყვის გამოსავალს


Posted by: kvintra12 12 Mar 2016, 12:19
კონსტრუქციული პროექტის მომზადება რა ჯდება? მე მაგალითად 1 დოლარად ვაფასებ მაგ საქმიანობას

Posted by: Novak 12 Mar 2016, 13:59
kvintra12
QUOTE
კონსტრუქციული პროექტის მომზადება რა ჯდება? მე მაგალითად 1 დოლარად ვაფასებ მაგ საქმიანობას


საშუალოდ ეგრეა ფასი, როცა გაანგარიშება ჭირდება ობიექტს ლირაზე მაშინ შეიძლება მეტიც დაჯდეს, და საერთოდ ობიექტის სირთულეზე დამოკიდებული
მაგრამ აქ ხალხი ისე წუწუნებს ყველაფერი იაფად უნდათ, გეგონება პროექტზე დაზოგილი ფულით ხდება მშენებლობა, არადა კაკ რაზ პროექტზე არ უნდა დაზოგო
და არმატურის და ბეტონის გამყიდველს ევაჭრო, მარა იმათი ფასი ფასია და პროექტანტების არა

Posted by: musha_boquladze 12 Mar 2016, 15:01
გამარჯობა,
ასეთი შეითხვა მაქვს. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ.
მცხეთის რაიონია და მავთულბადით შეღობვას ვაკეთებ. აბუ ტრუბაკვადრატი იქნება ჩასმული მიწაში 2 მ სიმაღლის და მავთულბადე 1.5 სიმაღლის. ასევე დაბეტონდება 2მ სიმაღლის ჭიშკარი.
ასეთ შეღობვას რამე ნებართვა სჭირდება?

Posted by: kvintra12 12 Mar 2016, 15:24
QUOTE (Novak @ 12 Mar 2016, 13:59 )
kvintra12
QUOTE
კონსტრუქციული პროექტის მომზადება რა ჯდება? მე მაგალითად 1 დოლარად ვაფასებ მაგ საქმიანობას


საშუალოდ ეგრეა ფასი, როცა გაანგარიშება ჭირდება ობიექტს ლირაზე მაშინ შეიძლება მეტიც დაჯდეს, და საერთოდ ობიექტის სირთულეზე დამოკიდებული
მაგრამ აქ ხალხი ისე წუწუნებს ყველაფერი იაფად უნდათ, გეგონება პროექტზე დაზოგილი ფულით ხდება მშენებლობა, არადა კაკ რაზ პროექტზე არ უნდა დაზოგო
და არმატურის და ბეტონის გამყიდველს ევაჭრო, მარა იმათი ფასი ფასია და პროექტანტების არა

smile.gif) გეთანხმები მაგიტომაც დავინტერესდი მეუბნებიან ძვირს იღებო და დაგვიკელიო და რაღა დავუკლო smile.gif მეტი smile.gif)))
* * *
QUOTE (musha_boquladze @ 12 Mar 2016, 15:01 )
გამარჯობა,
ასეთი შეითხვა მაქვს. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ.
მცხეთის რაიონია და მავთულბადით შეღობვას ვაკეთებ. აბუ ტრუბაკვადრატი იქნება ჩასმული მიწაში 2 მ სიმაღლის და მავთულბადე 1.5 სიმაღლის. ასევე დაბეტონდება 2მ სიმაღლის ჭიშკარი.
ასეთ შეღობვას რამე ნებართვა სჭირდება?

წისით უნდა I კლასს განეკუთვნება ღობე და ეგეთები როგორც ვიცი

Posted by: gavtadze 21 Mar 2016, 13:17
BO DeSign -ი გთავაზობთ არქიტექტურული სამუშაოების შესრულებას დაბალ ფასებში ხარისხიანად და დროის უმოკლეს მონაკვეთში, ასევე დიზაინის შექმნა 3D მოდელირება გარე ფასადის დიზაინი და სხვა. დაინტერესებულმა პირებმა დაგვიკავშირდით
ტელ: 557526632
ელ.ფოსტა: bondo.gavtadze@mail.ru
Facebook : https://www.facebook.com/Arc0Designs/?ref=a...ali%20kompaniaa

Posted by: gavtadze 25 Mar 2016, 11:50
3D დიზაინი მოდელირება თუ გსურთ თქვენივე დიზაინის მიხედვით შეგვიძლია პროექტის შედგენა და მოდელირება, Bo Design Facebook ვებ გვერძე დაგვიკავშირდით
https://www.facebook.com/Arc0Designs/

Posted by: constructor 31 Mar 2016, 22:18
QUOTE
კონსტრუქციული პროექტის მომზადება რა ჯდება? მე მაგალითად 1 დოლარად ვაფასებ მაგ საქმიანობას

1$ კვადრატული მასე ვერ იტყვი. ფასის დადგენა ინდივიდუალურია. ფასო დამოკიდებულია არა კვადრატულობაზე, არამედ სირთულეზე, კატეგორიაზე და იმაზე, თუ რამდენ დროს დახარჯავ პროექტის შესასრულებლად. ასევე იმაზე, თუ რა ხარისხით უკეთებ პროექტს და რა დონეზე უნდა იყოს დამუშავებული.
ლითონის კონსტრუქცია გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ვთქვათ ხის და რკინაბეტონის კარკასული. ასევე ფართობზეცაა დამოკიდებული. კაცმმა რომ 80 მ2 კერძო სახლი დაგიკვეთოს, 80 დოლარად უნდა გაუკეთო? ეს ახლის მშენებლობა და რეკონსტრუქცია თუა მაშინ გაცილებით ძვირი ჯდება, მითუმეტეს წინასაკვლევიღონისძიებებიც თუ შენი შესასრულებელია. smile.gif

Posted by: kvintra12 31 Mar 2016, 22:21
QUOTE
1$ კვადრატული მასე ვერ იტყვი. ფასის დადგენა ინდივიდუალურია. ფასო დამოკიდებულია არა კვადრატულობაზე, არამედ სირთულეზე, კატეგორიაზე და იმაზე, თუ რამდენ დროს დახარჯავ პროექტის შესასრულებლად. ასევე იმაზე, თუ რა ხარისხით უკეთებ პროექტს და რა დონეზე უნდა იყოს დამუშავებული.
ლითონის კონსტრუქცია გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ვთქვათ ხის და რკინაბეტონის კარკასული. ასევე ფართობზეცაა დამოკიდებული. კაცმმა რომ 80 მ2 კერძო სახლი დაგიკვეთოს, 80 დოლარად უნდა გაუკეთო? ეს ახლის მშენებლობა და რეკონსტრუქცია თუა მაშინ გაცილებით ძვირი ჯდება, მითუმეტეს წინასაკვლევიღონისძიებებიც თუ შენი შესასრულებელია.

ამ შემთხვევაში რკინაბეტონის მონოლითური კარკასული მრავალსართულიანი შენობა ვიგულისხმე

Posted by: General Discussion 31 Mar 2016, 22:49
არის 117 კვმ ბინა, მჭირდება პროექტირება, მხოლოდ ტიხრების განლაგების კუთხით.
კერძოდ, უნდა დაიყოს 3 ბინად, აქედან ერთი 50 კვმ უნდა იყოს, დანარჩენი 2 დარჩენილ ფართში თანაბრად, თითოს სადღაც 29.5 კვმ მოუწევს შიდა ფართს აივნების გამოკლებით

პირველ რიგში მაინტერესებს ფასი, თუ ვინმე არის აქ ამ საქმის მცოდნე. ფასიდან გამომდინარე გავაგრძელებთ,

Posted by: topcha 2 Apr 2016, 00:26
QUOTE (General Discussion @ 31 Mar 2016, 22:49 )
არის 117 კვმ ბინა, მჭირდება პროექტირება, მხოლოდ ტიხრების განლაგების კუთხით.
კერძოდ, უნდა დაიყოს 3 ბინად, აქედან ერთი 50 კვმ უნდა იყოს, დანარჩენი 2 დარჩენილ ფართში თანაბრად, თითოს სადღაც 29.5 კვმ მოუწევს შიდა ფართს აივნების გამოკლებით

პირველ რიგში მაინტერესებს ფასი, თუ ვინმე არის აქ ამ საქმის მცოდნე. ფასიდან გამომდინარე გავაგრძელებთ,

გამარჯობა. ჩვენ ვაკეთებთ რემონტს და საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, თუ მანახებთ ბინას, უფასოდ გაგიკეთებ შინაურულ პროექტს და გაგირემონტებთ კიდეც ბინებს. ,,შპს თოფჩა" 551905080

Posted by: kvintra12 2 Apr 2016, 03:38
უფასოთ პროროექტების გაკეთება იგივეა რაც უფასოთ მგზავრობა შეიძლება კონტროლიორი შეგხვდეს და 10ჯერ მეტი დაგიჯდეს მგზავრობა ჩვენ შემთხვევაში თქვენითითონ განსაზღვრეთ ვინ კონტროლიორია და ვინ მგზავრი ....

Posted by: Definitely_Maybe 2 Apr 2016, 12:18
General Discussion
1000 გელა

Posted by: General Discussion 2 Apr 2016, 23:38
topcha
Definitely_Maybe
მადლობა გამოხმაურებისთვის, დავფიქრდები,

Posted by: giorgi --- 6 Apr 2016, 17:09

მეგობრებო, გთხოვთ დამაკვალიანოთ შემდეგ საკითხში: ვაპირებ 1000 კვ. მეტრი მიწის ყიდვას. გავარკვიე, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელიც უნდა ვიყიდო ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსი.

ამის კოეფიციენტები არის შემდეგი: 1) კ1-0,5%; 2) კ2-0,8%; 3) კ3-0,25.

აქედან გამომდინარე, რამდენადაც მესმის, შესაძლებელია, რომ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა მაქსიმუმ იყოს 500 კვ.მზე განთავსებული. ასეა?

და თუ დავუშვათ 500 კვ.მ-ზე მოხდა სახლის აშენება, კ2 კოეფიციენტი იმას ნიშნავს, რომ ყოველი სართულის ფართი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 400 კვ.მ.? ვერ გავიგე წესიერად...
help.gif

ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ კ1 და კ2 კოეფიციენტებში.

მადლობა წინასწარ.

Posted by: Definitely_Maybe 6 Apr 2016, 17:49
giorgi ---
კ1 - სწორად გაიგე.

კ2. მაქსიმუმ შეგიძლია ააშენო 1000*0.8 = 800 კვადრატული. ანუ თუ პირველი სართული გექნება 500, მეორე სართულზე შეგიძლია ააშენო მარტო 300. ან პირველზე 400 და მეორეზეც 400 smile.gif

Posted by: giorgi --- 7 Apr 2016, 09:56
QUOTE (Definitely_Maybe @ 6 Apr 2016, 17:49 )
giorgi ---
კ1 - სწორად გაიგე.

კ2. მაქსიმუმ შეგიძლია ააშენო 1000*0.8 = 800 კვადრატული. ანუ თუ პირველი სართული გექნება 500, მეორე სართულზე შეგიძლია ააშენო მარტო 300. ან პირველზე 400 და მეორეზეც 400 smile.gif

გაიხარე! დიდი მადლობა.

---------------------------

Posted by: shiko 9 Apr 2016, 19:05
კიბის მოწყობა მინდა, პირველ სართულზე ბელეტაჟზე. მომთხოვეს ფოტომონტაჟი და ჩემით რომ ვიჩალიჩო ფოტოშოპში არ გამოვა? ისეთ ფასებს მთხოვენ ფირმები რომ კიბე არ მიჯდება მაგდენი :დ

Posted by: ივანიჩ 9 Apr 2016, 23:42
shiko
რა ფასებია ასეთი 70 ან მაქსიმუმ 100 ლარი ც არ ჯდება. თუ შენ თვითონ შეგიძლია გააკეთო მაშინ სხვასთან ნუ მიხვალ, უბრალოდ უნდა მიუთითო ზომები და გაბარიტები და მასალა.

Posted by: muhamedbeg 10 Apr 2016, 17:38
ადგილზე აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო დამტკიცებული პროექტის ზომებში ვერ ვეტევი სადღაც 1 მეტრომდე პრობლემები მექნება?

Posted by: Novak 10 Apr 2016, 19:30
muhamedbeg
QUOTE
ადგილზე აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო დამტკიცებული პროექტის ზომებში ვერ ვეტევი სადღაც 1 მეტრომდე პრობლემები მექნება?


თუ მეორე კლასის ობიექტია და წითელ ხაზს არ დაარღვევ არაა პრობლემა

Posted by: shiko 10 Apr 2016, 21:48
ივანიჩ
მაგალითისთვის ხომ არ გაქვს რამე რომ მანახო?

Posted by: ივანიჩ 11 Apr 2016, 00:12
shiko
ტას.გე-ზე ნახე რუკა,
ჩაურთე ხელმარცხნივ პირველი კლასის ობიექტები და იქაა ყველაფერი

Posted by: muhamedbeg 11 Apr 2016, 01:17
QUOTE (Novak @ 10 Apr 2016, 19:30 )
muhamedbeg
QUOTE
ადგილზე აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო დამტკიცებული პროექტის ზომებში ვერ ვეტევი სადღაც 1 მეტრომდე პრობლემები მექნება?


თუ მეორე კლასის ობიექტია და წითელ ხაზს არ დაარღვევ არაა პრობლემა

პირველი კლასია მარა მეორე კლასის საბუთები გამაკეთებინეს, წითელი ხაზი რა დოზანაა? ჩემ ფართობში ხდება ეს ყველაფერი და აქ უნდა მქონდეს ეს წითელი ხაზი?

Posted by: ივანიჩ 11 Apr 2016, 15:02
muhamedbeg
ეტყობა გასცდა პირველი კლასის მაჩვენებლებს და მაგიტომ

პ.ს. წითელი ხაზები თქვენი ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებია

Posted by: muhamedbeg 11 Apr 2016, 15:48
QUOTE (ივანიჩ @ 11 Apr 2016, 15:02 )
muhamedbeg
ეტყობა გასცდა პირველი კლასის მაჩვენებლებს და მაგიტომ

პ.ს. წითელი ხაზები თქვენი ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებია

რითი გასცდა 1 კლასს? ფართობი არ მომიმატებია, შენი ჩამოწერილი კლასები ვნახე წონა გვერდებზე 1 კლასში გადის
წითელ ხაზებს არ ვცდები, ექსპლუატაციაში მიღებაზე პრობლემები არ შემექმნება?

Posted by: ივანიჩ 11 Apr 2016, 17:25
muhamedbeg
სამსახურის პასუხში რა წერია დასაბუთება? ანუ რის გამო გადავიდა მე2 კლასის ობიექტში?
ესე ზეპირად მე როგორ გითხრათ...

Posted by: muhamedbeg 12 Apr 2016, 21:27
QUOTE (ივანიჩ @ 11 Apr 2016, 17:25 )
muhamedbeg
სამსახურის პასუხში რა წერია დასაბუთება? ანუ რის გამო გადავიდა მე2 კლასის ობიექტში?
ესე ზეპირად მე როგორ გითხრათ...

პასუხი არ მაქ რომ რამე ეწეროს მივედი არქიტექტურის განყოფილებაში და მითხრეს ასე და ასე უნდა გააკეთო, რის გამო და რატო გადაიყვანეს არ აუხსნიათ, ახლა ეს არაა პრობლემა აშენებისას აღმოჩენილ გარემოებების გამო ვერ ვჯდები ზომებში

Posted by: ივანიჩ 13 Apr 2016, 09:36
დაელოდე სამსახურის პასუხს და იმის მიხედვით გააკეთეთ

Posted by: muhamedbeg 13 Apr 2016, 12:30
QUOTE (ივანიჩ @ 13 Apr 2016, 09:36 )
დაელოდე სამსახურის პასუხს და იმის მიხედვით გააკეთეთ

რას დაველოდო? რამე უნდა მითხრან კიდევ? პროექტი მაქ და ვაშენებ უკვე რას უნდა დაველოდო რა პასუხს?

Posted by: ივანიჩ 13 Apr 2016, 12:58
muhamedbeg
ვერ მიხვდი, ცოტა გასაგებად დაწერეთ
I კლასის ობიექტს აშენებთ? არქიტექტურიდან შესაბამისი წერილობითი თანხმობა გაქვთ? ახლად აღმოჩენილი გარემოება რა არის? რატომ გადავიდა მე2 კლასში?

Posted by: muhamedbeg 13 Apr 2016, 14:42
QUOTE (ივანიჩ @ 13 Apr 2016, 12:58 )
muhamedbeg
ვერ მიხვდი, ცოტა გასაგებად დაწერეთ
I კლასის ობიექტს აშენებთ? არქიტექტურიდან შესაბამისი წერილობითი თანხმობა გაქვთ? ახლად აღმოჩენილი გარემოება რა არის? რატომ გადავიდა მე2 კლასში?

შენს მიერ დადებული წiნა გვერდებზე კლასების ჩამონათვალის მიხედვით გამოდის 1 კლასი, მარა არქირექტურაში მისვლისას როცა ვიწყებდი მითხრეს რომ ესა და ეს უნდა გააკეთო, გამოდის მეორე კლასისი საბუთები გამაკეთებინეს, ახლა მშენებლობაში ვარ და აღმოჩნდა ზომებში ვერ ვჯდები სადღაც 1 მეტრომდე, ექსპლუატაციაში მიღებისას პრობლემები მექნება?

Posted by: ივანიჩ 13 Apr 2016, 15:35
QUOTE
ზომებში ვერ ვჯდები

რის ზომებზეა ლაპარაკი?
დასაშვები ცდომილებები 1 მეტრზე ნამდვილად არაა...

დასაშვები მაჩვენებლები გათვალისწინებულია ,, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქ მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებაში.
გადახედე 62 ე მუხლს
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5014


Posted by: OZDEMIR 19 Apr 2016, 18:40
http://radikal.ru/big/7735be4d0c2d473a8ee0cb2b535764f5
გამარჯობათ smile.gif
მაქვს გარაჟი ჩემს ეზოში მაგრამ მყავს ორი ავტომობილი ეს გარაჟი ადრე მაღაზიად მქონდა გაკეთებული და მინდა ისევ გარაჟად დაბრუნება მაგრამ მინდა რომ ორივე მანქანა შევიყვანო და ერთი გარეთ არ ეგდოს
მინდა პროექტი კარგი რომელსაც დამიმტიკიცებენ და სადაც მანქანა აყენია მაქამდე შევძლებ გარაჟის გაკეთებას smile.gif რაც შეეხება მინდა მსუბუქი კონსტრუქციის ანუ არავითარი ბეტონი და ბლოკი მინდა სენდვიჩ პანელებისგან რკინის კარკასზე ავაწყო დახურული გარაჟი და რა კანონებია რა როგორ არვიცი და დამეხმარეთ ვინ მოკიდებს ხელს ამ საქმეს და მიიყვანს ბოლომდე ისეთი არ მინდა ვინც ფულს აიღებს და აღარ მოვა ან რამე პროექტებს მიჟღაპნის და ფეხებზე დაიკიდებს საქმეს smile.gif
დამიმტკიცოს და მოვრიგდებით ფინანსური თვალსაზრისით smile.gif ამ ადგილს ჩემსგარდა მაინც ვერავინ იყენებს რადგან გარაჟის წინა ადგილია კუთხეა და მე ვაჩერებ მანქანას
user posted image
ამ მასალით მინდა გაკეთება ძალიან მარტივია და მემგონი მსუბუქ კონსტრუქციაში გადის

Posted by: arut 19 Apr 2016, 21:34
QUOTE (OZDEMIR @ 19 Apr 2016, 18:40 )


მინდა პროექტი კარგი რომელსაც დამიმტიკიცებენ

მაშინით გიცანი აი smile.gif ყველაზე ნაღდია (თუ ნაცნობი ამ საქმეში არავინ გყავს) მერიის პირდაპირ სავსეა პატარ პატარა ოფისები რომლებსაც აქვთ გამოცდილება მერიის კაპრიზებთან,გაიარე მაგათან კონსულტაცია

Posted by: vakhtang1984 20 Apr 2016, 11:49
მოგესალმებით მეგობრებო,

მაინტერესებს რა დამიჯდება 60 კვ.მ-მდე ერთ სართულიანი საკუთარი სახლის პროექტი?


Posted by: OZDEMIR 20 Apr 2016, 12:08
QUOTE
მერიის პირდაპირ სავსეა პატარ პატარა ოფისები რომლებსაც აქვთ გამოცდილება მერიის კაპრიზებთან,გაიარე მაგათან კონსულტაცია

როგორ ხარ ?? smile.gif
კი ისე ეგ სულ დამავიწყდა smile.gif მაგრამ იქნებ აქაც იცოდნენ მსუბუქ კონსტრუქციაზე რა როგორ გაიცემა

Posted by: ივანიჩ 20 Apr 2016, 14:12
OZDEMIR
არამგონია მასეთ რეკონსტრუქციაზე მოგცენ ნებართვა

Posted by: OZDEMIR 20 Apr 2016, 15:09
QUOTE
OZDEMIR
არამგონია მასეთ რეკონსტრუქციაზე მოგცენ ნებართვა

ზოგადად ჩემს გარდა მაგას არავინ იყენებს მწკრივშიც არის გარაჟები + ბეტონისას ხო არ ვაშენებ ნიფნიფის გარაჟს ვაშენებ რო smile.gif შეიძლება დიღმის ქარში ერთხელაც აღარ იყოს და როგორც ვიცი მსგავს მშენებლობებზე ნებართვა ადვილად გაიცემა smile.gif ხალხი საწყობებს აშენებს ამით რომ მარტივი დასამტკიცებელია

Posted by: arut 20 Apr 2016, 23:20
QUOTE (OZDEMIR @ 20 Apr 2016, 12:08 )
QUOTE
მერიის პირდაპირ სავსეა პატარ პატარა ოფისები რომლებსაც აქვთ გამოცდილება მერიის კაპრიზებთან,გაიარე მაგათან კონსულტაცია

როგორ ხარ ?? smile.gif
კი ისე ეგ სულ დამავიწყდა smile.gif მაგრამ იქნებ აქაც იცოდნენ მსუბუქ კონსტრუქციაზე რა როგორ გაიცემა

თუ თავიდანვე თანხმობა არ მოგცეს,70% ასე ხდება რაც ვიცი,ნებართვა თუ მოგცეს ხშირ შემტხვევაში არადახურული,ანუ სეტკა,არმატურის ნაცნავი ან მაგდაგვარი რამე(არვიცი რა პრინციპიტ)მერე ცოტახანში იზოლირების ნებართვასაც გაძლევენ,თუ საერთოდ ყველაფერზე უარი ტქვეს მაგათი დედაც smile.gif

Posted by: ივანიჩ 22 Apr 2016, 11:43
arut
ანუ გარაჟის რეკონსტრუქციაზე როცა ხდება ფართის მომატება კორპუსის წითელი ხაზის ხარჯზე და ეზოსთვის ფართის დაკლების ხარჯზე 70%ს თანხმობას აძლევენ? ამის თქმა გინდოდათ?

Posted by: arut 22 Apr 2016, 23:40
QUOTE (ივანიჩ @ 22 Apr 2016, 11:43 )
arut
ანუ გარაჟის რეკონსტრუქციაზე როცა ხდება ფართის მომატება კორპუსის წითელი ხაზის ხარჯზე და ეზოსთვის ფართის დაკლების ხარჯზე 70%ს თანხმობას აძლევენ? ამის თქმა გინდოდათ?

წითელი ხაზი სადმე არი ნახსენები და მე გამომრჩა?

Posted by: ივანიჩ 23 Apr 2016, 22:21
arut
კითხვის ავტორმა ახსენა ჩემი ეზოაო და არავინ ჩემ გარდა არ იყენებსო
გარდა მაგისა სურათიდან კორპუსი და მიმდებარედ არსებული გარაჟები ჩანს
და სავარაუდოდ ეს გარაჟები არის კორპუსის წითელ ხაზებში შიგნით როგორც ეს 98%-შია
თუ არაა ესე მიუთითეთ მაშIნ

Posted by: arut 24 Apr 2016, 00:12
QUOTE (ივანიჩ @ 23 Apr 2016, 22:21 )

და სავარაუდოდ ეს გარაჟები არის კორპუსის წითელ ხაზებში

არც მე არვიცი არის თუ არა წითელ ზოლში და მემგონი საერთოდ გადავუხვიეთ თემას

Posted by: ივანიჩ 24 Apr 2016, 22:02
შემოვა ალბათ და დაწერს კითხვის ავტორი

Posted by: aladini 27 Apr 2016, 13:58
გამარჯობა!

თუ შეგიძლიათ, მიპასუხეთ.

კორპუსის ნახევარსარდაფიდან გვინდა კარის და ამოსასვლელი კიბის გამოჭრა , რომელიც ტროტუარზე გამოდის ქუჩის მხარეს (ფართო ტროტუარია, 5 მეტრამდე სიგანის)

მერიის ცხელ ხაზს ველაპარაკე და თუ ფართობი თქვენია, მაშინ არსებული მდგომარეობის ფოტო, ფოტო-რენდერი (ამოჭრილი კიბით, კარით და ზომებით) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ატვირთეთო tac.ge-ზე და ეგააო.
ამხანაგობა უნდა მეთქი-ვკითხე და რახან საკუთარია, არ ჭირდებაო

ეგრე გავაკეთეთ და დაგვიდგინეს ხარვეზი, კერძოდ:

"იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოთ ესკიზური ნახაზები (გეგმა, ჭრილი) დეტალურად ყველა გაბარიტული ზომის მითითებით. გარდა ამისა ველში "ფაილის მიმაგრება უნდა აიტვირთოს საკადასტრო გეგმა მასზე საპროექტო კიბის მონიშვნით. გაითვალისწინეთ: იმ შემთხვევაში, თუ კიბის მოწყობა დაგეგმილია თანასაკუტრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, დამატებით წარმოსადგენი იქნება ამხანაგობის კრების ოქმი (მობინადრეთა თანხმობა) რაც უნდა აიტვირთოს საჭიროების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3 თანხმობის" ველში (ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოწვეული კრების შედეგად შედგენილი ) ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით კრების დამსწრე წევრების რაოდენობის მითითებით.
ხოლო იმ შემტხვევაი თუ კიბე ეწყობა საკადასტრო საზღვრის მიღმა, დაურეგისტრირებელ ნაკვეთზე, აღნიშნული საჭიროებს თანხმობის მოპოვებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოდან. სამსახური გაგიწევთ შუამდგომლობას და აღნიშნული საკითხი გადაგზავნილი იქნება აღნიშნულ უწყებაში, რომლის გადაწყვეტილებასაც გაცნობებთ დამატებით."

ხოდა, ეხლა ვეღარ გავიგე რა უნდა ვქნათ?

საკუთრებაში ქოლ-ოპერატორმა ალბათ ის იგულისხმა, რომ სადაც კიბე გამოდის , ის ადგილიც საკუთარი უდნა ყოფილიყო და არა ტროტუარი

თუმცა ეგ ტროტუარი შეიძლება კორპუსის საკუთრებაში შედიოდეს და ამ შემთხვევაში ამხანაგობის ნებართვა მინდა.
მარა თუ არავის საკუთრება არაა, როგორც ესენი წერენ, გვიშუამდგომლებენ ქონების მართვის სააგენტოში.

ხოდა, საკადასტრო ზოლს მიღმაა თუ არა, ეგ როგორ გავიგო და ამის დამადასტურებელი ცნობა რა ფორმით მოვიპოვო, რომ არქიტექტურამ შუამდგომლობა გაგვიწიოს ქონების მართვაში?
და ის დანარჩენი ესკიზური ნახაზები (გეგმა, ჭრილი) ვის გავაკეთებინო?
ვინმე ნორმალური ბიურო არ იცით, რომ თითონ მიხედოს და ადამიანურად მომიგვაროს ეს ამბავი?

მადლობა წინასწარ

Posted by: muhamedbeg 29 Apr 2016, 14:58
aladini
გადაავლე ბოლო გვერდებს თვალი ვინც პასუხებს სცემენ ყველას ექნება ბიურო გაგიკეთებენ ყველაფერს

Posted by: MK-ARCHITECTURE 29 Apr 2016, 17:11
გამარჯობათ გთავაზობთ საპროექტო სამუშსაოებს, პროექტის შეთანხმებას მშენებლობის ნებართვის მირებას, I II III IV კლასის საპროექტო სამუშაოებს აზომვით ნახაზებს !!! ტელ : 598 26 33 27 , 571 73 88 87 კონსულტაცია აღნიშნულ სფერში !!![B]
* * *
QUOTE (vakhtang1984 @ 20 Apr 2016, 11:49 )
მოგესალმებით მეგობრებო,

მაინტერესებს რა დამიჯდება 60 კვ.მ-მდე ერთ სართულიანი საკუთარი სახლის პროექტი?

გამარჯობათ... 60 კვ/მ მდე შენობა ნაგებობა არ წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს. ეს არის დამხმარე ნაგებობა. როგორცკი ნაგებობა დაემსგავსება საცხოვრებელ სახლს უარს იტყვის მერია შეტანხმებაზე... ადრე არ აქცევდნენ ამას ყურადღებას ეხლა დიდი ყურადრება ექცევა ისე თუ მაინც ცდით ჩვენთან დაგიჯდებათ 150 ლარი დოკუმენტაციის გაგზავნა !!!

Posted by: user101 30 Apr 2016, 16:40
ბინის დაპროექტებაში ვის მივმართო? მჭირდება ახლას აშენბული ბინის დიზაინი და პროექტის გაკეთება, იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ. გმადლობთ.

Posted by: moonlight 30 Apr 2016, 23:01
ივანიჩ
პროექტი როცა დამტკიცებულია მაგრამ შესასწორებელია
(ნოლი ნიშნულიდან მიწის დონეები, ზოგან მიწის მოჭრის საჭიროებაც დადგა,რაც პროექტში არ იდო)
ამ დროს კორექტირებაზე შეტანა დასაზუსტებლად , და თან მშენებლობის გაგრძელება თუ არის დასაშვები?

Posted by: ივანიჩ 1 May 2016, 01:51
moonlight
წესით არა
მაგრამ
მაგისი კონტროლი ხშირად არ ხდება და

Posted by: bulsara 3 May 2016, 11:03
გამარჯობა,
წოდორეთში მაქვს მიწა და პატარა სახლის აშენებას ვაპირებ. მაინტერესებს თუ დამჭირდება პროექტის გაკეთება. ჩემით რომ ავაშენო პროექტის გარეშე დამაშლევინებენ? მცხეთის რაიონს ეკუთვნის წოდორეთი.

Posted by: SaamI 3 May 2016, 23:18
user101
QUOTE
ბინის დაპროექტებაში ვის მივმართო? მჭირდება ახლას აშენბული ბინის დიზაინი და პროექტის გაკეთება, იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ

https://www.facebook.com/ETarchitects/?fref=ts

Posted by: giotochka 5 May 2016, 15:13
გამარჯობათ, მაინტერესებს არიან თუ არა ამ თემაში მშენებლები?სულ მალე უნიკალური შეთავაზება მექნება მათთვის კარებებთან დაკავშირებით. ნუ დაიზარებთ დაფიქსირდით და თავად შეგეხმიანებით პმ. თუ გეგულებათ ვინმეს დამითაგეთ. 2kiss.gif

Posted by: aladini 6 May 2016, 11:09
MK-ARCHITECTURE
QUOTE
გამარჯობათ გთავაზობთ საპროექტო სამუშსაოებს, პროექტის შეთანხმებას მშენებლობის ნებართვის მირებას, I II III IV კლასის საპროექტო სამუშაოებს აზომვით ნახაზებს !!! ტელ : 598 26 33 27 , 571 73 88 87 კონსულტაცია აღნიშნულ სფერში !!![B]

წინა გვერდზე რაც დავწერე, ეგ რა დამიჯდება თქვენთან?

Posted by: Lady HaWaI 15 May 2016, 19:10
bulsara

ადრე მეც დამჭირდა ეგ და აქ დამაკვალიანეს. ყველა პროცედურა გჭირდება ჩვეულებრივად. უბრალოდ მშენებლობის ნებართვას გაძლევს მცხეთა. პროექტიც გჭირდება და ნებართვაც.

Posted by: tbilisi502 16 May 2016, 16:00
600 კვ მეტრზე გვინდა ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება, თითო სახლი დაახლოებით იქნება 200 კვადრატი. ნებართვა და კოეფიციენტები გვაქ, გვჭირდება არქიტექტორი რომელიც პროექტებს შეადგენს. მაინტერესებს ფასი (ორივესთვის მისაღები რომ იყოს), თუ ვინმე ამ საქმით ხართ დაკავებული ნომერი მომწერეთ და გადმოგირეკავთ.

Posted by: SaamI 17 May 2016, 21:39
tbilisi502
QUOTE
600 კვ მეტრზე გვინდა ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება, თითო სახლი დაახლოებით იქნება 200 კვადრატი. ნებართვა და კოეფიციენტები გვაქ, გვჭირდება არქიტექტორი რომელიც პროექტებს შეადგენს.

https://www.facebook.com/ETarchitects/?fref=ts
551 013 013 ანა.

Posted by: ლაციო 21 May 2016, 22:06
100-120 კვ კერძო სახლის პროექტის გაკეთება მინდა და ვინ აკეთებთ და მიახლოვებითი ფასი რა დაჯდება იქნებ მომწეროთ

Posted by: giorgi gocadzee 22 May 2016, 09:31
გამოცდილ ხალხთან ერთი კითხვა მაქვს. 150კვ მიწას მაძლევენ და მინდა ავაშენო უპროექტო 60კვ სახლი და რა პროცწდურა ჯნდა გავიატო და საერთოდ ნებართვა უნდა ასეთ სახლს ან შეთანხმება ვინმესთან? თუ ლიჟბი ჩაეტიოს და თუ გინდა 2 ააშენე 150კვ შენი ნებაა?

Posted by: tsimakuridze1 22 May 2016, 12:26
QUOTE (giorgi gocadzee @ 22 May 2016, 09:31 )
გამოცდილ ხალხთან ერთი კითხვა მაქვს. 150კვ მიწას მაძლევენ და მინდა ავაშენო უპროექტო 60კვ სახლი და რა პროცწდურა ჯნდა გავიატო და საერთოდ ნებართვა უნდა ასეთ სახლს ან შეთანხმება ვინმესთან? თუ ლიჟბი ჩაეტიოს და თუ გინდა 2 ააშენე 150კვ შენი ნებაა?

მიწის ნაკვეთები იყოფა კატეგორიებად სამშენებლოდ გამოყენებად ნაკვეთებად და სამშენებლოდ გამოუსადეგარ ნაკვეთებად რომლებსაც იძულებით შეუსაბამოს სტატუსს ანიჭებენ თავისი კონფიგურაციისა და ფართობის სიმცირის გამო.
150კვ.მ ფართით მცირეა და შესაძლოა იძულებით შეუსაბამო სტატუსი მიანიჭონ, იმის დასადგენათ თუ რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნულ მიწაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება საჭიროა დადგინდეს მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ამას ჭირდება ტოპო+ ბანერი+ ფოტომასალა) მაგრამ თქვენ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ქალაქგეგმარებითი დასკვნის მომზადების კუთხით მიმართოთ არქიტექტურის სამსახურს და დაადგინოთ რამდენად მიაჩნია არქიტექტურას მაგ მიწაზე სახლის მშენებლობის შესაძლებლობა.

მოკლედ:
შეიტანეთ განაცხადი ქალაქგეგმარებითი დასკვნის მომზადებაზე (ამისათვის დაგჭირდებად მხოლოდ მიწის ფოტომასალა).

Posted by: giorgi gocadzee 22 May 2016, 17:03
QUOTE
tsimakuridze1

მადლობა ინფორმაციისთვის, მერიაში შეიტან განაცხადს.

Posted by: Sofo123456789 24 May 2016, 16:39
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, დაახლოებით რა დაჯდება 70 კვ სახლის მშენებლობა შავი კარკასი?

Posted by: Lanchxutis Guria 25 May 2016, 14:08
გამარჯობა,

დაშენების ნებართვის ასაღებად (ძალიან ადრე იყო გარკვეული სამუშაოები დაწყებული და ეხლა ვაგრძელებ, ნებართვა ვერ მოიძებნა ძველის) მჭირდება შემდეგი დოკუმენტები როგორც არქიტექტურის სამსახურში მითხრეს:

1) ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
2) სატიტულო ინფორმაცია (ფუნქციური დანიშნულება, მთავარი არქიტექტორის პირადი ნომერი...)
3) შენობა ნაგებობის ფართობი (საერთო, კანონიერი, მიშენება-დაშენება)
4) არსებული სიტუაციის ფოტოსურათები
5) ამხანაგობის კრების ოქმი
6) შენობა ნაგებობის ფოტომონტაჟი
7) კონსტრუქციული დასკვნა ჩასატარებელი სამუშაოს შესაძლებლობაზე

რათქმაუნდა ხელმოწერები და ინფორმაცია რეესტრიდან მე უნდა გავაკეთო, მაგრამ ხომ არ იცით ვინმე გამოცდილი სანდო კომპანია რომელიც მოკლე ვადებში გამიკეთებს ნებართვისთვის საჭირო ჩამოთვლილ მონტაჟებს და აზომვებს რაც აქ არის ჩამოთვლილი? გუშინ გახსნილი კანტორა არ მინდა, სერიოზული ხალხი რომ იყოს გამოცდილებით

ასევე, არქიტექტურის სამსახურში არ მომინიშნეს დასაშენებელი სახლის შიდა ნახაზი არქიტექტურული და მართლა არ არის საჭირო? მერე არ მომთხოვონ რომ ავტვირტავ ამ ყველაფერს.

მადლობა წინასწარ

Posted by: ლაციო 27 May 2016, 16:37
Sofo123456789
QUOTE
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, დაახლოებით რა დაჯდება 70 კვ სახლის მშენებლობა შავი კარკასი?

ვერ გაიგებ givi.gif მეც მაინტერესებს მარა კვ 100$ დან 400$ ამდე ყველანაირი ფასი მითხრეს და გაიგე ეხლა რეალურად რა ჯდება givi.gif givi.gif

Posted by: SaamI 27 May 2016, 18:21
ლაციო
QUOTE
ვერ გაიგებ  მეც მაინტერესებს მარა კვ 100$ დან 400$ ამდე ყველანაირი ფასი მითხრეს და გაიგე ეხლა რეალურად რა ჯდება

ხარჯთაღრიცხვა უნდა გააკეთებინოთ რამდენიმე დაინტერესებულ პირს და ყველაფერი ნათელი გახდება.

Posted by: muhamedbeg 2 Jun 2016, 17:41
რამდენია ჯარიმა პროექტის დარღვევაზე? შენობას პროექტით დაგეგმილიდან ვატრიალებ 1 მეტრამდე, წითელი ხაზებს არ ვარღვევ

Posted by: Novak 3 Jun 2016, 13:51
muhamedbeg
QUOTE
რამდენია ჯარიმა პროექტის დარღვევაზე? შენობას პროექტით დაგეგმილიდან ვატრიალებ 1 მეტრამდე, წითელი ხაზებს არ ვარღვევ


შენობის კლასს გააჩნია და ფუქნციას გააჩნია, II კლასზე საცხოვრებელზე არ არის ჯარიმა, III და IV ზე შესსაბამისად 3000 და 4000 ლარი

Posted by: ნათია_ბათია 6 Jun 2016, 18:28
გამარჯობათ,

მოკლედ მინდა ნაკვეთის დაყოფა, აზომვა დაკვალვა და ა.შ. რაც სჭირდება.

პმ-ში მომწერეთ ვინც აკეთებთ ესეთ რაღაცეებს

Posted by: ლაციო 8 Jun 2016, 16:04
ვის შეუძლია პროექტი + ხარჯთ აღრიცხვა რომ გამიკეთოს და მერიაში ნებართვის აღებაშიც დამეხმაროს? 20 ივნისამდე მჭირდება პროექტი + ხარჯთ აღრიცხვა ფასზეც შევთანხმდებით. მიახლოვებით ისეთი როგორც ქვემოთ სურათშია. სახლის ზომები 10-6 ზე 2 სართულიანი. ისრით ნაჩვენები კედლები უნდა იყოს სულ მინის თავიდან ბოლომდე. კარებებზე ფანჯრებზე და სხვა დეტალებზე შემდეგ მოვილაპარაკებთ. ხარჯთ აღრიცხვა მჭირდება შავი კარკასის და თეთრი კარკასის ცალ ცალკე.
user posted image

Posted by: Definitely_Maybe 15 Jun 2016, 10:58
ლაციო
საინტერესოა ვინმე თუ დაგთანხმდა ამ პირობებით ამ პროექტის შესრულებაზე?

Posted by: musha_boquladze 15 Jun 2016, 11:53
მეგობრებო რა მაინტერესებს,
პირველი კლასის შენობის პროექტია, სხვა ფერით რომ შევღებო შენობა ვიდრე პროექტშია მოცემული, შეიძლება?

Posted by: bomjigamer 3 Jul 2016, 22:56
ejob.ge ზე დადეთ პროექტის სრული დეტალები და შეგეხმიანებით

Posted by: tsimakuridze1 8 Jul 2016, 11:33
QUOTE (musha_boquladze @ 15 Jun 2016, 11:53 )
მეგობრებო რა მაინტერესებს,
პირველი კლასის შენობის პროექტია, სხვა ფერით რომ შევღებო შენობა ვიდრე პროექტშია მოცემული, შეიძლება?

არ შეიძლება
_____________________________________

Posted by: abes777 14 Jul 2016, 20:44
https://forum.ge/?f=29&showtopic=34876094

Posted by: ივანიჩ 15 Jul 2016, 13:08
abes777
რომელ კანონზე ამბობ დააკონკრეტე
პ.ს. ზონები და სტატუსები ერთიდაიგივე არაა

Posted by: TT+ 15 Jul 2016, 14:07
კომპანიების კატალოგი, რომლებიც არქიტექტურისა და პროექტირების მიმართულებით მუშაობენ

http://inndesign.ge/mshenebloba/proeqtireba-arqiteqtura/

Posted by: ქართლოსი 26 Jul 2016, 23:08
დაახლოებით ესეთ მოხვეულ კიბეს ვინ აკეთებს?
https://www.google.com/search?q=%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94&safe=active&biw=1242&bih=599&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwit8ZOC55HOAhViIpoKHRdfDKsQ_AUICCgB#imgrc=Ls6kogsGQFTAPM%3A

Posted by: abes777 28 Jul 2016, 12:49
QUOTE (ივანიჩ @ 15 Jul 2016, 13:08 )
abes777
რომელ კანონზე ამბობ დააკონკრეტე
პ.ს. ზონები და სტატუსები ერთიდაიგივე არაა

2016 წლის 27 მაისს მიღებულზე.
კონკრეტულად. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, რკმელკც მრავლადაა მაგითად შეკბეთილში, ურეკში, ტაბახმელაში, წავკისში და ასე შემდეგ, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს ვეღარ ააშენებ.
სტატუსს ან შეგიცვლიან არა არაა.
კიდე უფრო კონკრეტულად დალინკულ თემაში მიწერია.
მუხლი 16, კონკრეტული ფუნქციური ზონების რეგლამენტები.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3292207
სოფზ' — დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამხმარე შენობა-ნაგებობებისა კანონმდებლობის შესაბამისად და, ასევე, საკულტო შენობა–ნაგებობების განთავსება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე;

Posted by: ივანიჩ 28 Jul 2016, 13:12
abes777
ეგ დოკუმენტი თბილისს ეხება მარტო
შეკვეთილში და სადმე სხვაგან იქაური მუნიციპალიტეტი დაადგენს

გარდა ამისა ზემოთაც დავწერე რომ ზონები და სტატუსები სხვადასხვაა და ჯერ ეგ უნდა გავარჩიოთ.
სოფზონა და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ერთიდაიგივე არაა

Posted by: abes777 29 Jul 2016, 08:49
ივანიჩ
დანიშნულება წერია სასოფლო-სამეურნეო, ზონა წერია სასოფლო სამეურნეო.
ზონა- არქიტექტურის სამსახურის რუკაზე ვნახე.
დანიშნულება მერიის რუკაზე.
რა იგულისხმება სტატუსსში და სად ვნახო?
რადგან არის სხვაობები, შეგიძლიათ ინფორმაცია მომაწოდოთ უფრო ვრცლად? ანუ კონკრეტულად შეიძლება თუ არა სააოფლო-სამეურნეოზე მშენებლობა? კანინში წერია სოფზონაზე არ შეიძლებაო და გაურკვეველია ცოტა.

Posted by: rsmaan 1 Aug 2016, 12:27
გამარჯობა
ნაკვეთი მდებარეობს მუხიანის დაჩებზე
გვინდა სახლის პროექტი თავისი ნებართვებით
უმარტივესი მართხკუთხედი პროექტია 80 კვ.მ. 1 სართულიანი
http://radikal.ru/big/901b6542d1484387a9dc63d02c719060
ვინმე აკეთებს ესეტ პროექტს ?
ნებართვას რა დაჯდება ?
და დრო რამდენი დაჭირდება?

Posted by: rsmaan 3 Aug 2016, 10:52
შვებულებაშია ეს განყოფილება ? biggrin.gif

Posted by: muhamedbeg 3 Aug 2016, 13:41
უკვე მშენებლობისას პროექტის გადაკეთება რთულია? რა პროცედურებია გასავლელი? და რა ვადებია?

Posted by: ივანიჩ 5 Aug 2016, 17:27
muhamedbeg
გააჩნია რას ცვლით
პროცედურები ზუსტად იგივეა რაც მანამდე, პროექტის შეთანხმებისას და ნებართვის გაცემისას.

Posted by: gio_cxel 23 Aug 2016, 10:14
ივანიჩ
და ფინანსურად რა ჯდება კორექტირება პროექტის? ანუ ძირეულად რომ არ გადაკეთდეს, ერთ სართულს რომ მანსარდა დაემატოს მხოლოდ.
როგორ ანგარიშობენ ამ შემთხვევაში, კვადრატულობით, რა ფართიც ემატება, თუ ვისაც როგორ გაუსწორდება?

Posted by: ივანიჩ 23 Aug 2016, 11:10
QUOTE
თუ ვისაც როგორ გაუსწორდება?

ჰო რა
ყველა არქიტექტორს თავისი ფასი აქვს
ვიღაცა კვადრატულს 5 დოლარად აკეთებს
ვიღაცა 15ად და აშ.

Posted by: gio_cxel 23 Aug 2016, 16:57
ივანიჩ
რო რამე იყოს თქვენ აკეთებთ პროექტირებას? კორექტირება მინდა .
ჩაბარების ვადის მიწურულს რომ დავაკორექტირო, კორექტირება ავტომატურად აგრძელებს ჩაბარების ვადას, თუ მაინც უნდა გადავავადო??

ჩაბარებისას რაზე ჭედავენ ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებდა კიდევ. რა გავითვალისწინო ?

Posted by: ივანიჩ 23 Aug 2016, 17:32
gio_cxel
მე საერთოდ არ ვარ არქიტექტორი wink.gif

Posted by: gio_cxel 23 Aug 2016, 17:44
ივანიჩ
უი ..... biggrin.gif მისკუზი biggrin.gif
* * *
და მეორე კლასზე. პოსტ ფაქტუმ, ანუ მშენებლობის დასრულების შემდგომ, ჩაბარების ვადის გასვლამდე რომ დავაკორექტირო იმ სახით, რა სახითაც ავაშენებ, რა პრობლემას შეიძლება წავაწყდე? როგორც ვიცი მეორე კლასზე ჯარიმები არ არის....

Posted by: ნისლი 3 Sep 2016, 22:40
სახლის პროექტის გარდა არქიტექტორს რა საბუთების მოწესრიგება ევალება?
(მითხრა ყველაფერს მე გაგიკეთებო)

Posted by: ივანიჩ 3 Sep 2016, 23:21
ნისლი
გააჩნია საპროექტო ტერიტორიას
ზოგჯერ გეოლოგიური კვლევა და დასკვნაა საჭირო
ასევე კონსტრუქტორის დასკვნა საჭირო შენობის მდგრადობაზე (თუ მიშენება ან დაშენება ხდება) ან ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნა, ასევე შეიძლება სხვა სამსახურიდანაც იყოს საჭირო რაიმე სახის წერილობითი ინფორმაცია
ნუ მოკლედ გააჩნია რა.

პ.ს. ისე გეკითხათ რაზე იღებს პასუხისმგებლობას და რას აგვარებს...

Posted by: gogliko777 15 Sep 2016, 09:55
gio_cxel
არაფერიც არ ხდება, მე ზუსტად ეგრე გავაკეთე, მაგრამ მაინც არ გამოვიდა ისე რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური ბედნიერი ყოფილიყო.
როდესაც დაახარვეზეს დასრულებული მშენებლობა, მერე მივედი ამ საბუტებით არქიტექტურაში და მოვითხოვე არსებული ხარვეზებით ჩაბარება - ხარვეზები იყო წიპა შესასვლელი კარის უზორი )))) ვერანდის მოაჯირის წვრილ ძელებს შორის დაშორება, ერთი პატარა ფანჯარა 15 სმ-ით აცდენილი იყო.... და რა რაღაც ეგეთი წვრილმანები რა.... ტიპებმა ისე დასკანალნა შეამოწმეს ჩემი სახლი რომელიც მინდორში დგას ფაქტიურად, მომინდა დამეჭირა ყვერებით და რუსთაველზე ახალაშენებული ბილტმორი თუ რა ჯანდაბაა, მაგის ფალოიდააბრაზნი ###თამბჯენიდან გადმომეყარა.....

პ.ს. მაგარი დოღია მაგ სტრუქუტრაში.....

Posted by: RS-FELIX 20 Oct 2016, 15:20
გამარჯობათ, მაქვს მიწის ნაკვეთი მართკუთხედი ფორმის: სიგანით (შესასვლელი მხარე) 12,5 მეტრი და სიგრძით 40მ (ჯამში 500 კვმ),
user posted image
გეგმაში მქონდა ზუსტად ნაკვეთის შუაში სახლის აშენება 9 მეტრის სიგანის და 15 სიგრძის, შედეგად განში მრჩებოდა 1,75 მეტრი ღობემდე ორივე მხარეს უკანა ეზოში გასასვლელად ( (12,5მ. - 9მ. ) : 2 = 1,75მ. ), ვინაიდან 15 მ. სიგრძის სახლს გასანათებლად წინიდან და უკნიდან (სიგანის მხარს ვგულისხმობ) არსებული ფანჯრებით განათება არ ეყოფოდა, გეგმაში მქონდა ფანჯრების გაკეთება სიგრძის მხრიდანაც, მაგრამ როგორც მიხსნიან ამ ახალი ნორმატივის თანახმად (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილება #14-39) ფანჯრის გაკეთება ღობიდან 3 მეტრამდე ახლოს არ შეიძლება, არადა მე ღობემდე მრჩება 1,75 მ ორივე მხრიდან და ამ პარამეტრში აშკარად ვერ ვეტევი, რა შეიძლება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, არანაირად არ მინდა იმ გეგმაზე უარის თქმა როგორც ჩაფიქრებული მაქვს სახლის ფორმა, ზომა და ასშ სახლის პარამეტრების.
P.S. უშუალოდ პროექტი არ მაქვს გაკეთებული, ვხელმძღვანელობ ინტერნეტიდან ამოღებული სახლის დიზაინით, შესაბამისად მჭირდება კომპეტენტური არქიტექტორის ან არქიტექტურული ჯგუფის რჩევა და არ გამოვრიცხავ შეთავაზებული პირობების შემთხვევაში საბოლოოდ მისი მომსახურების გამოყენებას.

Posted by: VipSpace 21 Oct 2016, 14:53
მეგობრებო, გთავაზობთ ძალიან საინტერესო და მარტივ სერვისს სამშენებლო პორტალზე www.vipspace.ge
ნებისმიერი მომხმარებელი უფასოდ აქვეყნებს განცხადებას მარტივი კომბინაციით: "სახურავის გადახურვა.." , "ოთახების შეღებვა..", "რემონტის შემდეგ ბინის დალაგება..", "ელექტროობის მონტაჟი..", "კარებზე საკეტის შეცვლა..". ყველა კატეგორია და პროფესია არის გათვლილი, თანაც საქართველოს ყველა კუთხისთვის.
გამოქვეყნების თანავე შეტყობინება მეილზე მისდის უკვე იქ დარეგისტრირებულ ოსტატებს და კომპანიებს. მოკლე ხანში ღებულობთ მრავალ შემოთავაზებებს, რომლებს შორის აირჩევთ საუკეთესოს. თუ გსურთ კონტაქტობთ საიტის დახმარებით, თუ არა და პირისპირ თელეფონით. გათვლილია ხელოსნების რეიტინგის გამჭირვალობა და შესრულებული სამუშაოების შეფასებები, რომ დამკვეთი მაქსიმალურად დაცული იყოს. ოსტატები ტვირთავენ პროფილის პორთფოლიოში თავიანთ ნამუშევრებს. თუ ეს პორთფოლიო ცარიელია, შეგიძლიათ დაინტერესდეთ ნამუშევრებით (სურათებით) ან სამუშაოს შესრულების მისამართით. და სხვა საინტერესო პრაქტიკული ფუნქციები...

Posted by: kukaracha_mokles 21 Oct 2016, 20:24
მოკლედ რა მაინტერესებს ხალხო
პროექტი როგორ გავაკეტო იაფად და კარგად
გუდაურისთვის კოტეჯი მინდა პატარა იქნებ დამეხმაროთ

Posted by: SaamI 22 Oct 2016, 06:05
kukaracha_mokles
QUOTE
მოკლედ რა მაინტერესებს ხალხო
პროექტი როგორ გავაკეტო იაფად და კარგად

https://www.facebook.com/238676122889150/photos/a.250888825001213.56615.238676122889150/250911468332282/?type=3&theater

Posted by: Definitely_Maybe 22 Oct 2016, 16:33
QUOTE
პროექტი როგორ გავაკეტო იაფად და კარგად

ასეთი რამე არ არსებობს. ან იაფად ან კარგად

Posted by: JPEG 22 Oct 2016, 20:59
დაშენება მაქვს ხრუშოვკების , აივანი მაქვს 20 მ2 მინდა შუამდე გადავხურო პროექტი და ნებართვა უნდა ამას?

Posted by: ივანიჩ 22 Oct 2016, 23:34
JPEG
კი
smile.gif
--------------------------

Posted by: caucasica 2 Nov 2016, 21:56
გამოცხადებულია ტენდერი "ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში საველე ეკო - ტურისტული
ინფრასტრუქტურის ტექნიკური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებასთან დაკავშირებით"
განცხადების ნომერი SPA160027608
წინადადებების მიღება იწყება 04.11.2016 00:00
წინადადებების მიღება მთავრდება 08.11.2016 16:30
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24`000.00 GEL
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=208065&lang=ge
ერთი დასაგეგმარებელი ობიექტები:
1.1. ეკო - ტურისტული ბილიკი გურგენიანის რეინჯერთა სადგურიდან ნინოსხევის ჩანჩქერამდე საფეხმავლო მონაკვეთი;
1.2. ეკო - ტურისტული ბილიკი გურგენიანის რეინჯერთა სადგურიდან ნინოსხევის ჩანჩქერამდე საცხენოსნო მონაკვეთი;
1.3. ეკო - ტურისტული ბილიკი ადმინისტრაციიდან მდ. შრომისხევზე მდებარე როჭოს ჩანჩქერამდე საფეხმავლო მონაკვეთი;
1.4. ადმინისტრაციული ეზო და პერიმეტრი :
• ეზოს განათების პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მოზადება; •არსებული დაახლოებით 130 მეტრი დეკორატიული ღობის რეაბლიტაციის პროექტის მოზადება;
• არსებული ადმინისტრაციული ეზოს პერიმეტრის დაახლოებით 200 მეტრი ხის ღობის რეაბლიტაციის პროექტის მომზადება;
• ადმინისტრაციული ეზოს ვიდეომონიტორინგი პროექტის მომზადება;
• ადმინისტრაციული ეზოში დაახლოებით 200 კვ.მ ღია ავტოსადგომის დაპრექტება;
1.5. საკემპინგე (საკარვე) ადგილი ადმინისტრაციის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე;

კიდევ არის 2 ტენდერი
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ტურისტული ინფრასტრუქტურის
ტექნიკური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის მომსახურების - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13`500.00 GEL

მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლის ადმინისტრაციაში ტურისტული ინფრასტრუქტურის
ტექნიკური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის მომსახურების - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14`500.00 GEL


Posted by: temart 9 Nov 2016, 21:00
ახალ აშენებულ მრავალბინიან სახლში ბინების ნომერაციაში 13 რომ ამოვგდოთ წესებს ხომ არ დავარღვევთ?

ანუ ბინების ნომერაცია რომ ასე მიდიოდეს, 7,8,9,10,11,12, 14,15, და ა.შ.

Posted by: ივანიჩ 9 Nov 2016, 21:14
და რატომ უნდა ამოვაგდოთ, მიზეზი?

Posted by: temart 10 Nov 2016, 09:41


ივანიჩ
გარკვეული ცრურწმენების გამო ,13 თარსად ითვლება.
არავის არ უნდა ეს ნომერი.

Posted by: muhamedbeg 11 Nov 2016, 14:22
მშენებლობის ვადის გადაცილებაზე რამდენია ჯარიმა?


Posted by: ივანიჩ 11 Nov 2016, 20:54
muhamedbeg
მაგაზე არაა ჯარიმა. (ჩემი აზრით არაა სწორი მაგრამ მაინც)
უბრალოდ ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ ახალი ნებართვის მისაღებად თავიდან იხდი მშენებლობის მოსაკრებელს რაც გქონდა მანამდე გადახდილი იგივე ოდენობით.

Posted by: muhamedbeg 13 Nov 2016, 10:00
////////////////////////////////////////////////////////?????

Posted by: ddchdze 14 Nov 2016, 14:06
ვინმე ნორმალური პოტო-მონტაჟის სპეციალისტი მირჩიეთ........

Posted by: nika-sin 14 Nov 2016, 15:45
QUOTE (RS-FELIX @ 20 Oct 2016, 15:20 )
გამარჯობათ, მაქვს მიწის ნაკვეთი მართკუთხედი ფორმის: სიგანით (შესასვლელი მხარე) 12,5 მეტრი და სიგრძით 40მ (ჯამში 500 კვმ),
user posted image
გეგმაში მქონდა ზუსტად ნაკვეთის შუაში სახლის აშენება 9 მეტრის სიგანის და 15 სიგრძის, შედეგად განში მრჩებოდა 1,75 მეტრი ღობემდე ორივე მხარეს უკანა ეზოში გასასვლელად ( (12,5მ. - 9მ. ) : 2 = 1,75მ. ), ვინაიდან 15 მ. სიგრძის სახლს გასანათებლად წინიდან და უკნიდან (სიგანის მხარს ვგულისხმობ) არსებული ფანჯრებით განათება არ ეყოფოდა, გეგმაში მქონდა ფანჯრების გაკეთება სიგრძის მხრიდანაც, მაგრამ როგორც მიხსნიან ამ ახალი ნორმატივის თანახმად (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილება #14-39) ფანჯრის გაკეთება ღობიდან 3 მეტრამდე ახლოს არ შეიძლება, არადა მე ღობემდე მრჩება 1,75 მ ორივე მხრიდან და ამ პარამეტრში აშკარად ვერ ვეტევი, რა შეიძლება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, არანაირად არ მინდა იმ გეგმაზე უარის თქმა როგორც ჩაფიქრებული მაქვს სახლის ფორმა, ზომა და ასშ სახლის პარამეტრების.
P.S. უშუალოდ პროექტი არ მაქვს გაკეთებული, ვხელმძღვანელობ ინტერნეტიდან ამოღებული სახლის დიზაინით, შესაბამისად მჭირდება კომპეტენტური არქიტექტორის ან არქიტექტურული ჯგუფის რჩევა და არ გამოვრიცხავ შეთავაზებული პირობების შემთხვევაში საბოლოოდ მისი მომსახურების გამოყენებას.

ე.წ. skylight-ები გააკეთე smile.gif

Posted by: R.bellagio 14 Nov 2016, 16:20
https://www.photobox.co.uk/my/photo?album_id=4522919882&photo_id=21457443268
ფართის სრულად ათვისება მინდა და თუ დამეხმარებით მადლობას გეტყვით.იქნებ ვინმემ საინტერესო შემომთავაზოთ რამე.

Posted by: Macancala 5 Jan 2017, 20:37
დიალუქსის კარგი სპეციალიასტი მჭირდება
PM მომწერეთ რა თუ იცით ვინმე

Posted by: kvasito 12 Jan 2017, 00:54
მეგობრებო, მოკლედ ბაკურიანში მაქვს მიწის ნაკვეთი 400 კვ.მ. მაინტერესებს რამდენი კვ.მ სენობის აშენების უფლებას მომცემს არქიტექტურის სამსახური? ან თუ არის შესაძლებებლი მიწის ნაკვეთის პირობითად 150|250 კვ.მ-ად დაყოფა და ორი მანსარდული ტიპის სახლის აშენება? შეიძლება თუ არა ვაბშე სასტუმროს აშენება და ა.შ იქნებ დამაკვალიანოთ რა


Posted by: irakli34 19 Jan 2017, 15:53
მეგობრებო, ვინმემ იცის სად, რომელ საიტზე შეიძლება კოტეჯის დიზაინები ვნახო, (ხის კოტეჯების არ მინდა, თანამედროვე ბლოკის კოტეჯები) ბაკურიანში მინდა ავაშენო და დიზაინის ძებნაში ვარ, იქნებ დამეხმაროდ!!!!

Posted by: Definitely_Maybe 22 Jan 2017, 21:55
irakli34
არქიტექტორს რატომ არ ეძებ? smile.gif

Posted by: Nutsa_nuc 20 Feb 2017, 01:10
შეკითხვა მაქვს და იქნებ გამარკვიოთ ან რაიმე გზა მირჩიოთ სად შეიძლება გავიგო. კორპუსის მშენებლობის ნებართვას იძლევიან თუ პროექტში გამწვანება არ შედის ? და კორპუსის ჩაბარების შემდეგ სადაც გამწვანება უნდა ყოფილიყო თუა შესაძლებელი მანქანების ადგილებად დახაზვა და გაყიდვა ?

Posted by: Uma 21 Feb 2017, 15:31
საყოველთოდ ცნობილია გაეროს პროფილური ორგანიზაციები - UNDP, UNEP, UNHCR და, რა თქმა უნდა, UNESCO. ჩვენს თანამემამულეებს გაცილებით ნაკლები წარმოდგენა აქვთ გაეროს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი სპეციალიზებული ორგანიზაციის თაობაზე, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება ადამიანთა დასახლებებისა და მდგრადი ქალაქგანვითარების გაეროს სააგენტო; არაოფიციალურად - გაეროს პროგრამა „ჰაბიტატი“. ამ ორგანიზაციის მისია, გლობალური მასშტაბით, გამოიხატება მისი შეწყვილებული, არსობრივად განუყოფელი სლოგანებით: „მდგრადი ქალაქგანვითარება“ და „ღირსეული საცხოვრისი“ ოფიციალური დევიზია - „ქალაქების უკეთესი მომავლისთვის“ (“For a Better Urban Future”).

"ჰაბიტატი" განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1960-იან წლებში, როდესაც მსოფლიოს რუკაზე გაჩნდა მრავალი ახალი სახელმწიფო და როდესაც ურბანიზაციის მსოფლიო-ისტორიულმა პროცესმა უპრეცედენტო აჩქარება შეიძინა. ამ პროცესის თანმხლებმა დემოგრაფიულმა ბუმმა და ცენტრისკენულმა მიგრაციულმა ტალღებმა მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის 54,5% ქალაქებში ბინადრობს. იმის მიუხედავად, რომ ქალაქებს დედამიწის ტერიტორიის მხოლოდ 2% უჭირავს, მათში კონცენტრირებულია ეკონომიკის 70%; ისინი მოიხმარენ ენერგიის 60%-ს; გამოყოფენ სათბურის გაზის 70%-ს; აწარმოებენ ნარჩენების 70%-ს. დემოგრაფიული გათვლებით, 2050 წლისთვის მსოფლიოში ქალაქების მოსახლეობა გაორმაგდება.

ამ გამოწვევის ფონზე დგება კითხვები: რა გზით, რა ახლებური ფორმებით განვითარდეს განსახლების ტრადიციული სისტემები? როგორ ვუპასუხოთ ქალაქად საცხოვრისის მაძიებლების აფეთქებისებურ ზრდას? რას ნიშნავს, რისგან შედგება და როგორ იზომება ქალაქური ცხოვრების ხარისხი? როგორი უნდა იყოს ამ მხრივ გაეროს წევრ-სახელმწიფოების პოლიტიკები, სტრატეგიები თუ სამოქმედო გეგმები? სწორედ ამ და კიდევ სხვა მრავალი პრობლემის შესაფასებლად, გასაცნობიერებლად და ურბანული პროცესების მართვის ინსტრუმენტების ასაწყობად ჩამოყალიბდა ორგანიზაცია - გაეროს პროგრამა „ჰაბიტატი“.

„ჰაბიტატი“ , ძირითადად, საკონსულტაციო ორგანიზაციაა; მისი ინსტრუმენტები მეთოდური რეკომენდაციები, ინდიკატორული ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკების გავრცელებაა. მუშაობა წარიმართება 7 მიმართულებით:
- ურბანული კანონმდებლობა, მიწის მართვა;
- სივრცითი დაგეგმვა და ქალაქგეგმარება;
- ქალაქის ეკონომიკა;
- ძირითადი ქალაქური სერვისები;
- საცხოვრისი და ჯურღმულების გაუმჯობესება;
- რისკების შემცირება და მათზე რეაგირება;
- ურბანული კვლევები და შესაძლებლობების გაძლიერება.
ამ მიმართულებებით მიმდინარეობს ურბანული ინდიკატორების დანერგვა და გაძღოლა ადგილობრივ, ნაციონალურ და რეგიონულ დონეებზე; მოსახლეობის მონაწილეობის გააქტიურება ურბანული დაგეგმვის პროცესში; საცხოვრისის ფორმების შეფასება და უზრუნველყოფის შესაძლებლობების ძიება, სანიტარიის პრობლემატიკის წამოწევა, სიღარიბის დაძლევის სექტორული კონპონენტის შემოთავაზება და სხვა.

ამ კონტექსტში განვიხილავთ, როგორ გამოიყურებიან „ჰაბიტატის“ პირუთვნელ „სარკეში“ საქართველოს დასახლებები, ჩვენი საბინაო სექტორი დღეს?

მომხსენებელი - არქიტექტორ-ურბანისტი - ლადო ვარდოსანიძე
https://www.facebook.com/events/589227304612608/

Posted by: ივანიჩ 21 Feb 2017, 23:20
QUOTE
კორპუსის მშენებლობის ნებართვას იძლევიან თუ პროექტში გამწვანება არ შედის ?

ყველა არქიტექტურულ პროექტში უნდა იყოს გამწვანების კოეფიციენტი მინიმალურ დონეზე მაინც.
QUOTE
და კორპუსის ჩაბარების შემდეგ სადაც გამწვანება უნდა ყოფილიყო თუა შესაძლებელი მანქანების ადგილებად დახაზვა და გაყიდვა ?

ეს რაღა უბედურებააა
ახალი გზაა ფულის შოვნის?
down1.gif down1.gif down1.gif

Posted by: micxikine.me 22 Feb 2017, 03:14
QUOTE (Oracle @ 29 May 2010, 22:00 )
საბოლოოდ გადავწყვიტე რომ თემა გამეხსნა, ფორუმელების იმედად დავრჩი smile.gif რადგან არქივში 2 დღის მონდომებული ძებნის მიუხედავად ყავლაშვილის პროექტის ბინის ნახაზი ვერ აღმოვაჩინე smile.gif
ჯერ ჩემს კორპუსს ვეძებდი, შემდეგ Google Maps-ის დახმარებით და დაკვირვებების შედეგად სხვა ანალოგიური პროექტის კორპუსების ოთახების ნახაზის ძებნა დავიწყე თუმცა ესეც უშედეგოდ, ბოლოს მითხრეს რომ სავსებით შესაძლებელია ჩვენთან არქივში არ იყოსო user.gif (არადა პროექტის ჩაბარების აქტი კი ვიპოვე, დაწყების და ნახაზის ვერანაირ კვალს ვერ მივაგენი).
რემონტის გაკეთებას ვაპირებ, კედლების განლაგების შეცვლაც მინდა, მაინტერსებს რომელია საყრდენი, რომელში გადის მილები, რომელს შეიძლება შევეხო და ა.შ.
ამიტომ, თუ ვინმე ცხოვრობთ აღნიშნული ტიპის კორპუსის (კვადრატული ფორმის, ბიჯგებზე დგას smile.gif გლდანშია უმეტესობა smile.gif) 2 ოთახიანში (პატარა ლიფტის გამოსასვლელიდან მარჯვნივ) და თუ გაქვთ ეს ნახაზი, (დედას ან მამას შენახული ექნება biggrin.gif )უმორჩილესად გთხოვთ დამიქსეროქსეთ, დამისკანერეთ ან როგორმე მომაწოდეთ smile.gif

თუ არ გაქვთ, "ნაკოლი" მაინც მომეცით სად შეიძლება რომ ვიპოვო smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

რომელ არქივში უნდა მიხვოდე როცა ესთი რამე გინდა?

Posted by: ივანიჩ 22 Feb 2017, 11:39
QUOTE
რომელ არქივში უნდა მიხვოდე როცა ესთი რამე გინდა

არქივი არის ერთი დიდი–ცენტრალური, ვაჟა ფშაველას გამზირზე #1.
მას აქვს ტერიტორიული ორგანოები, მათ შორის თბილისის არის–ზაქარიაძის ქუჩაზე (ვაჟა ფშაველასა და ნუცუბიძის ქუჩებს შორის).
ამ ორიდან ერთერთში.

მე ვფიქრობ თბილქალაქპროექტის მიერ დამუშავებული დოკუმენტები უნდა მოიძებნოს ტიპიური კორპუსების არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმ პერიოდში როცა შოთა ყავლაშვილი იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი, სადღაც 1960 წლიდან ალბათ უფრო.

Posted by: micxikine.me 22 Feb 2017, 12:22
QUOTE (Pshaveli @ 11 Jan 2012, 16:12 )
Oracle
მაგ კედელზე მარტო მზიდი კონსრუქციის პრობლემა არ არის.
გასქელებულ კედელში შეიძლება სავენტილაციო შახტა გადიოდეს(როგორც სამზარეულოსი, ასევე ტუალეტის) და მისი მონგრევით მეზობლები დარჩნენ ვენტილაციის გარეშე.
ტიპიური პროექტის შოვნა შეიძლება:
"თბილქალაქპროექტის" არქივში(მარჯანიშვილზე, მეტროს უკან, შესასვლელი ეზოდან).

ანუ ამათ აქვთ სტანდარტული პროექტების ყავლაშვილი, ხრუშოვკა,მოსკოვური, ჩეხური შენახული?
* * *
QUOTE (LEON_ @ 3 Jan 2013, 01:33 )
გამარჯობათ გილოცავთ ახალ წელს .

მაენტერესებს თბილისში ზოგიერთ ბინებს რატომ ჰქვია ეგრეწოდებული ჩეხური პროექტის ბინები ?

ერთმა პიროვნებამ მითხრა რო სინამდვილეში ეგ ჩეხური ბინები ყავლაშვილის პროექტი არისო .

ხალხი ერთმანეთისგან მკაფიოდ ანსხვავებს ჩეხურს და ყავლაშვილის პროექტის ბინებს და რატომ შეერქვა ჩეხური ? მე რამდენადაც ვიცი მსგავსი პროექტის ბინები ჩეხეთის დედაქალაქში პრაღაში არაა smile.gif

http://pix.ge/

ამ კითხვაზე აქვს ვინმეს პასუხი?

Posted by: kura_ku 25 Feb 2017, 19:12
გამარჯობათ, ხომ ვერ მეტყვით პროექტის დახაზვა რა დამიჯდება? ოღონდ უშუალოდ ისეთი არქიტექტორი მჯირდება რომელსაც ეკლესიის პროექტი აქვს დახაზული. თვითონ პროექტი არანაირი დიდი სირთულის არ არის ..დარბაზული სტილის ტაძარია 10 მ. სიგრძის და 6 მ. სიგანის..... დახმარებისთვის მადლობა წინასწარ.

Posted by: SaamI 26 Feb 2017, 22:38
QUOTE
ეს რაღა უბედურებააა
ახალი გზაა ფულის შოვნის?

გამწვანების დედაც...
რადგან ამ ქვეყანაში ფულიანობა უმთავრესი ღირსებაა, ფული მთავარი ფასეულობა ყოფილა.

Posted by: micxikine.me 28 Feb 2017, 20:54
QUOTE (ივანიჩ @ 22 Feb 2017, 11:39 )
QUOTE
რომელ არქივში უნდა მიხვოდე როცა ესთი რამე გინდა

არქივი არის ერთი დიდი–ცენტრალური, ვაჟა ფშაველას გამზირზე #1.
მას აქვს ტერიტორიული ორგანოები, მათ შორის თბილისის არის–ზაქარიაძის ქუჩაზე (ვაჟა ფშაველასა და ნუცუბიძის ქუჩებს შორის).
ამ ორიდან ერთერთში.

მე ვფიქრობ თბილქალაქპროექტის მიერ დამუშავებული დოკუმენტები უნდა მოიძებნოს ტიპიური კორპუსების არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმ პერიოდში როცა შოთა ყავლაშვილი იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი, სადღაც 1960 წლიდან ალბათ უფრო.

მადლობა

თუ ვერავინ ვნახე დამწყები ან დამამთარებელი კურსის სტუდენტი მე დავივლი

Posted by: lexomd 1 Mar 2017, 11:35
Datvlas_vin_gtxоvs
ივანიჩ
ძველი კერძო სახლის ყიდვას ვაპირებთ ნაძალადევში, დანგრევას და ახლის აშენებას. მიწაა დაახლ. 130 კვ. გვაინტერესებს ნებართვის აღება და პროექტი რა დაგვიჯდება 100კვ სახლისთვის?

Posted by: ივანიჩ 1 Mar 2017, 22:16
lexomd
პროექტი უნდა დაამუშაოს კერძო არქიტექტორმა. ფასსაც ის გეტყვით. ზოგი 1 კვმ_ს 5 დოლარად აკეთებენ და ზოგი 50 დოლარად. ზოგიც უფასოდ.
ნებართვა უფასოა. იხდით მხოლოდ განაშენიანების მოსაკრებელს 1 კვმ -1 ლარი.

პ.ს. 130 კვმზე რამდენის აშენების უფლებას მოგცემენ ეგ წინასწარ გაარკვიეთ არქიტექტურის სამსახურის კონსულტანტებთან თქვენი ნაკვეთის მდებარეობის, ფუნქციური ზონის და სხვა მაჩვენებლების მიხედვით.

Posted by: lexomd 2 Mar 2017, 09:08
ივანიჩ
მადლობა. ეგ უფასო არქიტექტორი სად ვიპივო?

Posted by: ივანიჩ 2 Mar 2017, 10:05
ნაცნობ მეგობრებ ახლობლებში.
თუმცა კარგ არქიტექტორს უფასოდ ვერ იპოვით...

Posted by: micxikine.me 2 Mar 2017, 23:00
QUOTE (lexomd @ 2 Mar 2017, 09:08 )
ივანიჩ
მადლობა. ეგ უფასო არქიტექტორი სად ვიპივო?

მერიას ჰქონდა ადრე მზა პროექტწბი, აქ ამ თემაში უამრავლჯეტა დადებული
მარა მაინც გჭირდება აქიტექტორი კონკრეტულ ადგილს რო მიაბას პროექტი

Posted by: rolex 5 Mar 2017, 10:41
გამარჯობათ, ქუთაიშში ვინმე არქიტექტორის ნომერი დაწერეთ რა თუ იციტ პროექტი რომ გააკეთოს სახლის 2kiss.gif

Posted by: Lex 5 Mar 2017, 13:00
SaamI

გამარჯობა, სახლის ნოლი სართული ერთი მხარე იქნება მიწაში და რა უნდა გაერიოს ბეტონში რომ სინესტე არ იყოს მაგ მხარეს კედელზე?

ან ბლოკით თუ შეიძლება ამოშენება ?

Posted by: ივანიჩ 5 Mar 2017, 22:45
QUOTE
მერიას ჰქონდა ადრე მზა პროექტწბი, აქ ამ თემაში უამრავლჯეტა დადებული
მარა მაინც გჭირდება აქიტექტორი კონკრეტულ ადგილს რო მიაბას პროექტი

ეგ პროექტები ისევ არის ხელმისაწვდომი არქიტექტურის სამსახურის საიტზე.
თუმცა ზუსტად მასე აშენება ამბობენ რომ ძვირი ჯდება
თუ რამეს შეცვლი კიდე, უნდა ათანხმო აუცილებლად-პროექტის ავტორთან

Posted by: ketevanchika 14 Mar 2017, 10:07
მოგესალმებით, მაინტერესებს დაშენების ფასი კვადრატულობით უნდა ვუთხრა თუ როგორ? მხოლოდ პროექტი თუ სჭირდება დამტკიცების გარეშე. რა ეღირება 1 კვადრატის ფასი?

Posted by: ივანიჩ 14 Mar 2017, 11:28
QUOTE
მხოლოდ პროექტი თუ სჭირდება დამტკიცების გარეშე

ეს რას ნიშნავს?
ყველა დაშენებას სჭირდება არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის ნებართვა
შესაბამისად, დაშენების არქიტექტურული პროექტი და ნებართვა თანხმდება შესაბამის სამსახურთან მუნიციპალიტეტში.

Posted by: ketevanchika 14 Mar 2017, 12:08
ივანიჩ
ეგ ვიცი ყველას რომ სჭირდება, უბრალოდ მე უნდა გავუკეთო პროექტი და დიზაინი, დასამტკიცებლად სხვას მისცემს უკვე მზა პროექტს და ისე. უბრალოდ ნახაზების და რენდერების ფასი რა იქნება ეგ მაინტერესებს.

Posted by: ივანიჩ 14 Mar 2017, 12:36
QUOTE
ნახაზების და რენდერების ფასი

დადგენილი რამე ფასები ასე არ არსებობს მე როგორც ვიცი. მოლაპარაკების ამბავია

Posted by: lexomd 15 Mar 2017, 14:59
ივანიჩ
topcha
SaamI
Novak

ბარეღამ ვის ავაშენებინო ისიც მირჩიეთ smile.gif და რა დაჯდება 120 კვ სახლი დახლოებით შავი კარკასი

Posted by: ივანიჩ 15 Mar 2017, 15:13
გამოცდილი და მცოდნე ადამიანია SaamI და მას მიმართეთ.

Posted by: temart 16 Mar 2017, 12:36
რა ღირს შენობაზე ამ სამუშოების ჩატარება?

1.ისტორიული კვლევითი ნაწილი
2.საინჟინრო გეოლოგიური კვლევა
3.საინჟინრო კონსტრუქციული კვლევითი ნაწილი

Posted by: ukimerioni-61 16 Mar 2017, 22:30
rolex
QUOTE
გამარჯობათ, ქუთაიშში ვინმე არქიტექტორის ნომერი დაწერეთ რა თუ იციტ პროექტი რომ გააკეთოს სახლის


597576315 თემური

Posted by: gion 18 Mar 2017, 13:37
გამარჯობა,
ნაკვეთის ყიდვა მინდა და არ ვიცი ვის მივმართო კონსულტაციისთვის. მოკლედ 1000 კვადრატია და ადრე იყო სარეკრიაციო2 და ახლა გრგ არის გაკეთებული და საცხოვრებელი2 გახდა. ოღონდ ნახევრის მოჭრა მინდა ანუ 500ის ყიდვა. როგორც გავიგე მანდ გრგ ცვლილება უნდა მოვახდინო და ყველას ხელმოწერაა საჭირო. ან რო ვიყიდო და ვთქვათ ჯერ არ ავაშენო, მესაკუთრეც ვერ იშენებს? ღირს თუ არა თავის ატკიება?

Posted by: ივანიჩ 20 Mar 2017, 15:20
გრგ ვის სასარგებლოდავ გაკეთდა ის თუ თანახმაა წესით არ უნდა იყოს პრობლემა.
ცვლილება კი დაჭირდება, თუ მიწის ნაკვეთი დაიყოფა, ის ცალკე საკადასტრო ერთეულად უნდა დარეგისტრირდეს და შესაბამისად მისი მონაცემებიც უნდა აისახოს ამ გრგ–ში.
QUOTE
ან რო ვიყიდო და ვთქვათ ჯერ არ ავაშენო, მესაკუთრეც ვერ იშენებს?

როცა გინდა მაშინ ააშენებ შეზღუდვა მაგაზე არაა, თუმცა გრგ იმისთვის თანხმდება რომ ტერიტორია რაღაც დონეზე ერთად, ერთდროულად განვითარდეს და არა ისე რომ უსასრულოდ გაიწელოს მშენებლობა.

Posted by: Charles Spencer Chaplin 24 Mar 2017, 10:29
საცხოვრებელი სახლის პროექტირებისთვის, (ეკონომ კლასი) 250 კვ.მ ორ სართულად პლიუს მანსარდი (ესკიზები მაქვს), თუ შეგიძლიათ ამ საქმით დაკავებული არქიტექტორების საკონტაქტოები მომცეთ
* * *

Posted by: KANCELARIA 28 Mar 2017, 15:28
გამარჯობა,

გთავაზობთ კოლხი ჯგუფის მასალებს უკვე თბილისის საწყობში.

მასალები არის მაღალი ხარისხის, ფასები მისაღები და ადამიანური.

- კრამიტი - იტალიური, გერმანული, ისრაელის- სხვადასხვა ფერი, ფორმა
- შინგლი - იტალიური
- ალუმინის სახურავი იტალიური

- იტალიური კერამოგრანიტი იატაკის
- ესპანური და გერმანული კლინკერის იატაკის ფილები და კიბეები
- კლინკერის ქვაფენილი
- გრანიტის ფილები
- ხის ან კომპოზიტური დეკინგი და კლადინგი
- ხალიჩის ფილები
- LVT იატაკის ფილები

- LED სანათები

- HPL კომპაქტ ლამინატი - იტერიერი-ექსტერიერი

- OSB 3 ნესტგამძლე ფანერა - რუმინული, იტალიური

ვთავაზობთ დიზაინერებს და არქიტექტორებს თანამშომლობას.

599 03 70 70 გიორგი

www.kolkhigroup.ge

Posted by: ინაველ 3 Apr 2017, 00:27
ფიფლზ

8X4-ზე მსუბუქი კონსტრუქციის შენობის დიზაინი-დაპროექტება-აშენება ვის შეუძლია ხარისხიანად?
მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს

არის აქ ვინმე ვინც კარგად აკეთებს ამ საქმეს?

Posted by: alin_alin 6 Apr 2017, 10:04
მოგესალმებით

HELP

შევიძინეთ 300 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სოფ.გლდანში.შევიტანეთ განაცხადებები მერიაში.
300 კვ.მეტრზე 100 კვ.მეტრის საცხოვრებელი სახლი უნდა აშენდეს( პროექტი შეტანილი გვაქვს).
ღობის აშენებაზე მოგვივიდა დადებითი პასუხი
ქალაქგეგმარებაზე უარი მოგვივიდა, გრგ-ს ითხოვენ და რატომ ითხოვენ ვერ ვხდებით რადგან გრგ-ს "კვადრატული" არეალი არის 5000 კვ.მეტრი.(გრგ-ს გაკეთება საკმაოდ ძვირი ჯდება, თან დროში იწელება ეს ყველაფერი)
და ჩვენ უბრალოდ სახლის აშენება გვინდა ამ 300 კვადრატულზე.
და რატომ ითხოვენ გრგ-ს? რამდენად მიზანმიმართულია ეს მოთხოვნა?
ვინმეს თუ ჰქონდა მსგავსი პრობლემა?
გთხოვთ დამეხმაროთ
როგორ გადაწყდა პრობლემა?
რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში...

მადლობა წინასწარ

Posted by: matusala_HFS 7 Apr 2017, 16:21
"ტერიტორიის გენგეგმა არსებული და საპროექტო შენობა–ნაგებობის დატანითა, ფუნქციებისა და ზომების მითითებით"

ეს მჭირდება და ვის მივმართო?

Posted by: marcvala 11 Apr 2017, 20:06
მოკლედ მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება.
ჩემ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოხვდა სატრანსპორტო ზონაში და ხელს მიშლის გალავნის პროექტის შეთანხმებაში.
არქიტექტურის სამსახურმა კი მირჩია ხალხის ნახვა რომელიც აკეთებს აღნიშნული სატრანსპორტო ზონის ცვლილებას და ხომ არ გაქვთ ვინმეს საკონტაქტო?

Posted by: zviozvio 22 Apr 2017, 17:40
ამ შენობის პროექტი და უფრო ხარისხიანი სურათი ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს?

Posted by: ივანიჩ 24 Apr 2017, 16:55
და ეს რა შენობაა, რამე ცნობილია?

Posted by: kotcio 26 Apr 2017, 11:09
Charles Spencer Chaplin
მეც მჭირდება არქიტექტორი 250 კვ. ბინის პროექტისთვის, თქვენ რომ ეძებდით ხომ არ გაარკვიეთ რამე?

Posted by: ვიღაც 26 Apr 2017, 14:49
ფბ-ზე მხვდება ხოლმე, არქიტექტორი ლაშა ჟორჟოლიანი,ესე აწერია და როგორი არქიტექტორია ხომ არ იცით ვინმემ? ღირს თუ არა საქმის დაჭერა ანუ?

Posted by: SaamI 27 Apr 2017, 00:02
kotcio
QUOTE
მეც მჭირდება არქიტექტორი 250 კვ. ბინის პროექტისთვის, თქვენ რომ ეძებდით ხომ არ გაარკვიეთ რამე?

https://www.facebook.com/ETarchitects/?fref=ts

Posted by: kura_ku 27 Apr 2017, 13:14
გამარჯობათ. დახმარება მჭირდება თქვენი მეგობრებო .. მიწის ნაკვეთში იდგა სახლი ეხლა დანგრეულია 2 კედლია მარტო დარჩენილი, რუკაზეც ჩანს უბრალოდ რეგისტრირებული არაა (წითელ ხაზებში) მისი რეკონსტრუქცია რომ მოვახდინო პროექი მაინც დამჭირდება ? და კიდევ ერთი ეს მიწა არის ახლოს ისტორიულ ძეგლთან დაახლოებით 20-25 მეტრში 60 კვადრატამდე სახლი რომ ავაშენო პროექტს მანდაც მომთხოვენ ?

Posted by: juz111 13 May 2017, 11:50
ვიღაც
QUOTE
ბ-ზე მხვდება ხოლმე, არქიტექტორი ლაშა ჟორჟოლიანი,ესე აწერია და როგორი არქიტექტორია ხომ არ იცით ვინმემ? ღირს თუ არა საქმის დაჭერა ანუ?

მე გავაკეთებინე ლაშას პროექტი, კარგი ბიჭია, გირჩევ...

Posted by: boka21 15 May 2017, 17:30
სალამი, სენდვიჩ პანელების საწყობის გაკეთება მინდა და რამე სტანდარტული პროექტი სად და როგორ შეიძლება ვნახო...

ან

თუ გაქვთ დამიდეთ რა ...დახლებით 120 კვადრატზე ლაპარაკი და ...როგორც დიდი პრექტიროვშიკებს... იმედი გექნებათ და იმედი სადმე არის კიდე სტანდარტული კადის ფაილები..

მადლობა

წინასწარ !!!!

Posted by: gvamer 16 May 2017, 10:44
ბინის დიზაინს რომელ პროგრამაში (უმჯობესია საიტი) აკეთებთ?

http://www.homestyler.com აქ მქონდა აწყობილი, მაგრამ გათიშულია.

მთლად პროფესიონალურიც არ მინდა smile.gif

Posted by: pra_rezi 25 May 2017, 11:47
რა უნდა გკითხოთ
მიწა არის სასოფლო სამეურნეო
როგორც მიწის პატრონი იძახის კერძო სახლის აშენება შეიძლება ესეთ ნაკვეთზე და კორპუსის ან კომერციული ფართის არაო

იმავე ნაკვეთში (გამიჯნულში) კი დგას კერძო სახლი უკვე
მეც კერძო სახლის აშენება მაინტერესებს
უბრალოდ ეს სასოფლო სამეურნეო რო აქ სტატუსი მაგი არ მომწონს რაღაც

პრობლემა ხომ არ იქნება რამე??

Posted by: ივანიჩ 25 May 2017, 12:03
pra_rezi
მანდ მთავარია თუ რომელ ფუნქციურ ზონაშია მიწის ნაკვეთი...
თუ სასოფლო ზონაშია, მაშინ აკრძალულია 2016 წლის ზაფხულიდან,
თუ სარეკრეაციო ზონა2 ან 3 –შია მაშინ შესაძლებელია თუმცა უფრო გართულებული პროცედურებით.
დააზუსტეთ ინტერაქტიულ რუკაზე, ან თვითონ არქიტექტურის სამსახურში მერიაში, შარტავას 7, ან რაიონულ გამგეობებში.

Posted by: NaVRoZz 25 May 2017, 12:14
boka21

შემიძლია შემოგთავაზოთ როგორც პანელები, ასევე მშენებლობა ...
პროექტირებაში ფულს არ გადაგახდევინებთ ...
ფასები და ხარისხი შეგიძლიათ ძალიან მარტივად გადაამოწმოთ ...

579 000 999

Posted by: Archit3ct 31 May 2017, 11:23
მოგესალმებით,
გთავაზობთ არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშაოების შესრულებას. ყველანაირი შენობა-ნაგებობის პროექტირება, როგორც სტადიურ ისევე მუშა პროექტის შედგენას და საავტორო ზედამხედველობას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555 117717 ; 555 766655 ; ან მოგვწერეთ ფორუმზე პირად შეტყობინებაში;

Posted by: picundela 2 Jun 2017, 17:29
გამარჯობათ
კორპუსის ბინაში მინდა რო ხის კარ ფანჯარა შევცვალო მეტალოებით,
პლიუს ამოვაშენო ორი ფანჯრის ადგილზე კედლები.



ფოტოები გადავუღე გადავაგზავნე მარა დღეს უარი მომივიდა.

წესივრათ არაა აღწერილი ფოტოებში პარამეტრებიო.

ნუ მოკლეთ ხელახლა გააკეთეთო,


ეხლა მინდა ვინმე არქიტეტქორი ვნახო რო ეს გამიკეთო .

ვინმე არ იცით შეღავატაინ ფასებში რო აკეთებდეს?

მგონი ფოტოშოპში უნდა დამუშავება მარტო.

Posted by: kiwiii 7 Jun 2017, 23:34
კითხვა მაქვს......4მ ღობის მშენებლობის ნებართვაში-1 კლასი.მარტო ღობის აშენება უგულისხმება? ატვირთულ სურათზე სამანქანო ჭიშკარისც არის დატანილი.ანუ სამანქანო ჭიშკარს,ცალკე ნებართვა ჭირდება?

Posted by: ივანიჩ 8 Jun 2017, 12:06
kiwiii
ცალკე ნომენკლატურა მაგაზე მგონი არ არის.
ეგეთი ტექნიკური დეტალები ცხელ ხაზზე უნდა დააზუსტოთ - 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)

Posted by: Archit3ct 14 Jun 2017, 14:12
მოგესალმებით,
გთავაზობთ არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშაოების შესრულებას. ყველანაირი შენობა-ნაგებობის პროექტირება, როგორც სტადიურ ისევე მუშა პროექტის შედგენას და საავტორო ზედამხედველობას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555 117717 ; 555 766655 ; ან მოგვწერეთ ფორუმზე პირად შეტყობინებაში;

Posted by: musha_boquladze 14 Jun 2017, 16:46
მეგობრებო,
ღობის შესათანხმებლად მჭირდება ღობის ფოტომონტაჟი.
რა დამიჯდება და ვინ აკეთებს?

Posted by: Archit3ct 15 Jun 2017, 12:58
QUOTE (musha_boquladze @ 14 Jun 2017, 16:46 )
მეგობრებო,
ღობის შესათანხმებლად მჭირდება ღობის ფოტომონტაჟი.
რა დამიჯდება და ვინ აკეთებს?

გამარჯობა, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ან დაგვიკავშირდით 555766655

Posted by: ika91 15 Jun 2017, 23:32
მეგობრებო სასწრაფოდ მჭირდება რკინის საწარმო რომელიც არც თუ ისე რთულ კონსტრუქციას დამიმზადებს.თუ რამე იცით გთხოვთ მომწერეთ ძალიან მეჩქარება

Posted by: khatunia 16 Jun 2017, 10:09
მაინტერესებს ასეთი რამ. თუ სახლი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული არის თუ არა სხვენის დაკანონება შესაძლებელი და ასევე სარდაფის. ანუ სარდაფი ვიყიდეთ ბინის მშენებლისაგან და არ გაგვიფორმებია, ამბობს სანამ არ მიიღებენ ექსპლუატაციაში ვერ გაიფორმებთო.

Posted by: ივანიჩ 16 Jun 2017, 13:55
khatunia
სახლია თუ კორპუსია?
ახლა შენდება და დასურულებელია?
ექსპლუატაციაში მიღება მაქსიმუმ 1 თვის ამბავია ხოლმე თუ ყველანაირი სამუშაოები დასრულებულია და დარღვევები არ აქვს მაგ მშენებელს

Posted by: khatunia 16 Jun 2017, 14:36
ივანიჩ
კორპუსია, შესახლებულია უკვე ორი წელია, მაგრამ მშენებელი რატომღაც არ ჩქარობს რომ ექსპლუატაციაში შევიდეს. დარღვევები არის უამრავი ფანჯრები გამოჭრეს თითქმის ყველა სართულზე მაცხოვრებლებმა . არის შანსი მაგ დარღვევების გამო არ მიიღონ ექსპლუატაციაში?

Posted by: ივანიჩ 16 Jun 2017, 16:31
QUOTE
არის შანსი მაგ დარღვევების გამო არ მიიღონ ექსპლუატაციაში

კი
თუმცა შესაძლოა ჯარიმის გადახდითაც მოგვარდეს ეგ საქმე.
დეტალები ზედამხედველობის სამსახურში უნდა დააზუსტოთ.

Posted by: Garsevanishvili 18 Jun 2017, 03:10
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9

Posted by: Archit3ct 19 Jun 2017, 15:39
მოგესალმებით,
გთავაზობთ არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშაოების შესრულებას. ყველანაირი შენობა-ნაგებობის პროექტირება, როგორც სტადიურ ისევე მუშა პროექტის შედგენას და საავტორო ზედამხედველობას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555 117717 ; 555 766655 ; ან მოგვწერეთ ფორუმზე პირად შეტყობინებაში;

Posted by: le_1981 23 Jun 2017, 15:51
მოგესალმებით. მაინტერესებს თუ ვინმემ იცით, რამდენადაა შესაძლებელი ახალ, დასრულებულ, ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსში ვერანდის გადახურვაზე ნებართვის აღება, ან ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი გამოცდილება ამ ბოლო დროს რომ დამაკვალიანოთ.

Posted by: F-mari-L 26 Jun 2017, 01:53
სივრცითი ანალიზი მიდნა რომელიმე უბნის....

Posted by: gigi_gigii 18 Jul 2017, 23:23
კვარდატულის აშენება რა ჯდება თავისი რემონთით? მიახლოვებით ერთი კვადრატული მეტრი.კერძო სალის

Posted by: matusala_HFS 27 Jul 2017, 18:13
კერძო სახლის ასაშენებლად პროექტირების და ტოპოგრაფიის გარდა დამჭირდება გეოლოგია და კონსტრუქცია? ზოგმა არ გჭირდებაო და ვერ გავიგე მეირიაც არ ითხოვს ვინმემ ხომ არ იცით ზუსტად?

Posted by: SaamI 28 Jul 2017, 19:05
matusala_HFS
QUOTE
კერძო სახლის ასაშენებლად პროექტირების და ტოპოგრაფიის გარდა დამჭირდება გეოლოგია და კონსტრუქცია? ზოგმა არ გჭირდებაო და ვერ გავიგე მეირიაც არ ითხოვს ვინმემ ხომ არ იცით ზუსტად?

გოლოგიის გარეშე კონსტრუქტორი პროექტს ვერ გაგიკეთებთ.
მერია კონსტრუქციულ პროექტს არ ითხოვს შესათანხმებლად, მაგრამ ვალდებული ხართ ობიექტზე გქონდეთ. (თუ ადგილზე მოვიდნენ მოგთხოვენ)

Posted by: matusala_HFS 30 Jul 2017, 13:30
QUOTE (SaamI @ 28 Jul 2017, 19:05 )
matusala_HFS
QUOTE
კერძო სახლის ასაშენებლად პროექტირების და ტოპოგრაფიის გარდა დამჭირდება გეოლოგია და კონსტრუქცია? ზოგმა არ გჭირდებაო და ვერ გავიგე მეირიაც არ ითხოვს ვინმემ ხომ არ იცით ზუსტად?

გოლოგიის გარეშე კონსტრუქტორი პროექტს ვერ გაგიკეთებთ.
მერია კონსტრუქციულ პროექტს არ ითხოვს შესათანხმებლად, მაგრამ ვალდებული ხართ ობიექტზე გქონდეთ. (თუ ადგილზე მოვიდნენ მოგთხოვენ)

კონსტრუქცია არ დამჭირდება?
მერიაში ვიყავი და გეოლოგია არ დაგჭირდება ესეთ პროექტზეო და რომ მოვიდნენ და არ მქონდეს მაგ შემთხვევაში რახდება ?

Posted by: SaamI 30 Jul 2017, 17:09
matusala_HFS
QUOTE
მერიაში ვიყავი და გეოლოგია არ დაგჭირდება ესეთ პროექტზეო

როგორ პროექტზე? 60 კვადრატამდეა?

Posted by: D3adPoo1 30 Jul 2017, 21:52
გამარჯობათ, მოკლედ ახალი და უცოდინარი ვარ ჯერ ამ საქმეში და თქვენი დახმარება მჭირდება, მაქვს დიდი მიწის ნაკვეთი და უნდა დავყო 100-100 კვადრატად. თითოეულ 100 კვადრატზე უნდა ჩავდგა 1 კოტეჯი რომელსაც ვფიქრობ რომ იქნება ორ სართულიანი თითო სართულზე 40 კვადრატი სულ 80. ან 30-30 კვადრატი და სულ სამოცი. პლიუს აივანი 10 კვადრატი. (ეს ყველაფერი თეთრ კარკასამდე) მთლიან ჯამში ვაპირებ 20 ცალის ესეთის ჩადგმას ამ მიწაზე. მითხრეს რომ 60 კვადრატულიანს თუ გავაკეთებდი ბევრი ვალედებულებები მეხსნებოდა და რაზეა ლაპარაკი? ძირითადად ფასზე ვარ ისე ორიენტირებული რაც შეილება იაფი მინდა დამიჯდეს. პროექტის გასაკეთებლად ვისთან მირჩევთ მივიდე? რა ჯდება? და 20 ივეს პროექტის გაკეთება მომიწევს? თუ ერთს რო გავაკეთებ იმის ანალოგს აღარ დაჭირდება?

Posted by: Plat_7 30 Jul 2017, 23:30
D3adPoo1
60 კვადრატამდე მშენებლობა გადის პირველი კლასის ნაგებობაში, რაც არ საჭიროებს სამშენებლო პირობებისა და პროექტის შეთანხმებას, მისთვის საჭიროა მხოლოდ ნაკვეტის ფოტომონტაჟი, რომლის საფუძველზეც მიიღებ თანხმობას, თუ არადა გავა მეორე კლასის მშენებლობაში, რომლისდროსაც ზემოხსენებული ეტაპების გავლა მოგიწევს

Posted by: SaamI 31 Jul 2017, 00:13
D3adPoo1
QUOTE
მაქვს დიდი მიწის ნაკვეთი და უნდა დავყო 100-100 კვადრატად. თითოეულ 100 კვადრატზე უნდა ჩავდგა 1 კოტეჯი რომელსაც ვფიქრობ რომ იქნება ორ სართულიანი თითო სართულზე 40 კვადრატი სულ 8

ეგრე პატარა ნაკვეთებზე, დიდი ალბათობით არაფრის აშენების უფლებას არ მოგცემენ.
შესაბამისად ნაკვეთებად დაყოფას აზრი არ აქვს.
QUOTE
20 ივეს პროექტის გაკეთება მომიწევს? თუ ერთს რო გავაკეთებ იმის ანალოგს აღარ დაჭირდება?

თუ ყველა ერთნაირი იქნება, ნებისმიერი არქიტექტორი დაგიკლებთ ფასს, მაგრამ პროექტი (ან ფოტომონტაჟი) ყველას დაჭირდება.
QUOTE
რა ჯდება?

დაურეკეთ 551 013 013 უფრო დეტალურად აგიხსნიან.

Posted by: matusala_HFS 31 Jul 2017, 00:18
QUOTE (SaamI @ 30 Jul 2017, 17:09 )
matusala_HFS
QUOTE
მერიაში ვიყავი და გეოლოგია არ დაგჭირდება ესეთ პროექტზეო

როგორ პროექტზე? 60 კვადრატამდეა?

არა 60+ ია 90 ის ფარგლებში ვფიქრობ

Posted by: SaamI 31 Jul 2017, 00:22
matusala_HFS
QUOTE
არა 60+ ია 90 ის ფარგლებში ვფიქრობ

60კვადრატს ზემოთ ყველაფერი ჩვეულებრივადაა საჭირო. გეოლოგიის და კონსტრუქციული პროექტის ჩათვლით.


Posted by: matusala_HFS 31 Jul 2017, 00:35
QUOTE (SaamI @ 31 Jul 2017, 00:22 )
matusala_HFS
QUOTE
არა 60+ ია 90 ის ფარგლებში ვფიქრობ

60კვადრატს ზემოთ ყველაფერი ჩვეულებრივადაა საჭირო. გეოლოგიის და კონსტრუქციული პროექტის ჩათვლით.

ჯერ ერთი სართული რომ ავაშენო 60 კვადრატამდე და შემდეგ მოვითხოვო დაშენების უფლება და მეოერე სართულიც ავაშენო ამ შემთხვევაში რა საბუთები დამჭირდება ? ხომ არ ჯობია რომ ესე გავაკეთო? 60 კვადრატამდე ხო პროექტიც არ დამჭირდება ? მადლობა პასუხებისთვის

Posted by: SaamI 31 Jul 2017, 00:53
matusala_HFS
QUOTE
ჯერ ერთი სართული რომ ავაშენო 60 კვადრატამდე და შემდეგ მოვითხოვო დაშენების უფლება და მეოერე სართულიც ავაშენო ამ შემთხვევაში რა საბუთები დამჭირდება ?

როცა დაშენებაზე შეიტანთ განაცხადს, მაშინ მოგთხოვენ სრულ პროექტს. პლიუს კონსტრუქციულ დასკვნას, არსებულის მდგრადობაზე და დაშენების შესაძლებლობაზე.

Posted by: matusala_HFS 31 Jul 2017, 01:02
QUOTE (SaamI @ 31 Jul 2017, 00:53 )
matusala_HFS
QUOTE
ჯერ ერთი სართული რომ ავაშენო 60 კვადრატამდე და შემდეგ მოვითხოვო დაშენების უფლება და მეოერე სართულიც ავაშენო ამ შემთხვევაში რა საბუთები დამჭირდება ?

როცა დაშენებაზე შეიტანთ განაცხადს, მაშინ მოგთხოვენ სრულ პროექტს. პლიუს კონსტრუქციულ დასკვნას, არსებულის მდგრადობაზე და დაშენების შესაძლებლობაზე.

ანუ უფრო საჩალიჩოა და არ ღირს
სრული პროექტი რასნიშნავს პროექტში შედის ტოპოგრაფია და გეოლოგია?
პროექტი, გეოლოგია და ტოპოგრაფია მინდა მარტო მეორე კლასის შენობისთვის თუ კონსტრუქციაც მჭირდება?

Posted by: D3adPoo1 31 Jul 2017, 01:14
Plat_7
მადლობა smile.gif შესაბამისად ფასის პონტში ყველავარიანტში 60ს არ უნდა ავცდე smile.gif)
SaamI
მადლობა კონსულტაციისთვის. მიწა ერთ შ.პ.ს ზეა გაფორმებული და ერთ გაშლილ ფართზე უნდა აშენდეს 20 ივე უბრალოდ თითოს ეზო მიეკუთვნება 70 კვადრატი იმ 100 იდან დარჩენილი. ან სასტურმოს ტიპის იქნება ან საცხოვრებელი გასაყიდად ჯერ არ ვიცი და რატომ უნდა მითხრან უარი?

Posted by: SaamI 31 Jul 2017, 01:25
matusala_HFS
QUOTE
კონსტრუქციაც მჭირდება?

yes.gif yes.gif
D3adPoo1
QUOTE
რატომ უნდა მითხრან უარი?

ახალი რეგულაციებით 200--250 კვადრატზე ნაკლებზე სახლის აშენების უფლებას მერია არ იძლევა.
ერთ დიდ ნაკვეთზე რამდენიმე პატარა სახლის ჩადგმა დასაშვებია. ოღონდ მანდაც არის ე.წ. განაშენიანების კოეფიციენტი.
თუ თბილისი არაა და სხვა რეგიონია, შეიძლება განსხვავებული რეგულაცია იყოს.

Posted by: Plat_7 31 Jul 2017, 12:27
SaamI
QUOTE
ახალი რეგულაციებით 200--250 კვადრატზე ნაკლებზე სახლის აშენების უფლებას მერია არ იძლევა.


რაზეა საუბარი ვერ მივხვდი შეგიძლია დალინკო?



Posted by: ივანიჩ 31 Jul 2017, 15:13
QUOTE
ან სასტურმოს ტიპის იქნება ან საცხოვრებელი გასაყიდად ჯერ არ ვიცი და რატომ უნდა მითხრან უარი?

ჯერ დაადგინეთ რომელ ფუნქციურ ზონაშია ეგ თქვენი ნაკვეთი და რისი მშენებლობაა ზედ ნებადართული.
QUOTE
რაზეა საუბარი ვერ მივხვდი შეგიძლია დალინკო?

საუბარია ქალაქ თბილისში მოქმედ განაშენიანების რეგულირების წესებზე.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3292207
მუხლი 16 ნახეთ.

Posted by: Archit3ct 25 Aug 2017, 11:45
მოგესალმებით,
გთავაზობთ არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშაოების შესრულებას. ყველანაირი შენობა-ნაგებობის პროექტირება, როგორც სტადიურ ისევე მუშა პროექტის შედგენას და საავტორო ზედამხედველობას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555 117717 ; 555 766655 ; ან მოგვწერეთ ფორუმზე პირად შეტყობინებაში;

Posted by: solomona_111 6 Sep 2017, 13:08
გამარჯობა.მაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე ბინა,არის პირველი სართული და გზის პირას აქვს ფანჯრები რომელთაგან ერთი მინდა ვაქციო კარად.რა ეტაპები უნდა გავიარო ან ვის მივმართო,რამე მირჩიეთ რა. ბინა არის 65კვ.მ

Posted by: ივანიჩ 6 Sep 2017, 23:26
solomona_111
თუ მაგ ფანჯრებს და ზოგადად ფასადს აქვს კულტურული ღირებულება, მაგის ნებართვას სავარაუდოდ არ მოგცემენ.
ისე პირველ ეტაპზე გაიარეთ არქიტექტორთან კონსულტაცია არქიტექტურის სამსახურში.
ძეგლის სტატუსის გამო, საკითხი დამატებით კულტურის სამინისტროსთანაც უნდა შეთანხმდეს სპეციალური საბჭოს მეშვეობით

Posted by: Tornike8989 8 Sep 2017, 18:28
მოგესალმებით ყველას.
ბათუმში მინდა ბინის შეძენა, მომეწონა ერთი პროექტი მაგრამ ჯერ პირველი სართულიც არ არის ამოყვანილი. ხო არ გსმენიათ ამათზე რამე? ინდობა, არ ინდობა? ჯევერს დეველოპმენტი ქვია...

/http://geverse.ge/

Posted by: selina 15 Sep 2017, 17:21
Archicad ის თემაში ვიკითხე და კაციშვილი არ შედის იქ აქ ვიკითხავ

Archicad 16 ში პდფ ში რომ ვინახავ ქართული წარწერები იკარგება შრიფტები ჩაწერილი მაქვს, ვცადე ვერც ადობე რეადერში ხსნის ქართულ შრიფტებს ვერ ფოიქსტ პანტომში რა მოუხერხო?

Posted by: ninoto 15 Sep 2017, 17:52
selina
QUOTE
პდფ ში რომ ვინახავ ქართული წარწერები იკარგება

სილფაენში რომ აკრიფო და კლავიატურაზე ჩართო ქართული ენა სინჯე?

Posted by: selina 15 Sep 2017, 19:48
QUOTE (ninoto @ 15 Sep 2017, 17:52 )
selina
QUOTE
პდფ ში რომ ვინახავ ქართული წარწერები იკარგება

სილფაენში რომ აკრიფო და კლავიატურაზე ჩართო ქართული ენა სინჯე?

კი ვცადე სულფაენიც, კლავიატურაზე ჩართვა რა კავშირშია პდფ ფაილთან? თუმცა კლავიატურით ჩარულიც დავწერე მაგრამ იგივე სიტუაციაა

Posted by: ninoto 15 Sep 2017, 20:15
selina
ფონტების პრობლემა მეგონა, პროგრამაზე დაწერს ვინც ერკვევა smile.gif

Posted by: Kublicha 17 Sep 2017, 21:09
QUOTE (გიო777 @ 26 Oct 2012, 19:21 )
გამარჯობათ. შემთხვევით ხომ არ გაქვთ ქალაქური პროექტის ბინის აზომვითი ნახაზი. სადაც მითითებული იქნება ზომები ცალ-ცალკე ოთახების (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე)

ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე, ხომ არ გაქვთ, მეც მაინტერესებს.
(სასურველია 2ოთახინი)

Posted by: tbilisiforum 1 Oct 2017, 22:52
ვინც გარკვეული ხართ დამეხმარეთ, ცხვარიჭამიაში ვიყიდე მიწის ნაკვეთი რიომელზეც დგას 2 სართულიანი სახლი (მგონი 1 სართულად ითვლება) მიწა აზომილია და ამ მიწაზე მონიშნულია რომ მიწაზე არის შენობა ნაგებობა მაგრამ არაა აზომილი.. მინდა ამ სახლზე მიშენება დაშენება და მაინტერესებს სად უნდა მოვიძიო ძველი პროექტი? მცხეთას ეკუთვნის? იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ

Posted by: Gemballa 12 Oct 2017, 16:35
გამარჯობა, მინდა კულტურულ ძეგლზე სხვენის დაშენება. მაქვს ესკიზე თანხმობა არქიტექტურის სამსახურის.
მშენებლობის ნებართვის მისაღებად მჭირდება სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის დარეგისტრირება.

ვინმეს აქ შეუძლია თუ არა დახმარება ამ მიმართულებით?

Posted by: llashaa 12 Oct 2017, 16:57
Gemballa
PM smile.gif
დაინტერესების შემთხვევაში გაჩვენებთ ნამუშევრებს (ძეგლებს )

Posted by: khatuna89 15 Nov 2017, 01:42
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11069562/ დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

Posted by: SuccessLab 17 Nov 2017, 21:28
გამარჯობათ, მოკლედ მინდა გარაჟის რეკონსტრუქცია ბლოკით და შემდეგ კომერციულ ფართად დარეგისტრირება... ხო და როგორც გავიგე თბილისის არქიტექტურულ ჯგუფში 2016 წლის მერე ყველა მშენებლობა შეჩერებულია მათ შორის რეკონსტრუქცია და მსგავსი რაღაცეები... ხო და ჩემს გარშემო რომ ვიყურები აშკარად მიმდინარეობს მშენებლობები ზუსტად გარაჟების სხვათაშორის და მაინტერესებს ეს ხალხი როგორ ახერხებს რომ ააშენონ ბლოკით ეს გარაჟები? იქნებ მირჩიოთ რა გზები არსებობს ამისთვის, თეთრი თუ შავი არ აქვს მნიშვნელობა. მადლობა წინასწარ დიდი.

Posted by: ივანიჩ 20 Nov 2017, 11:25
QUOTE
ხო და როგორც გავიგე თბილისის არქიტექტურულ ჯგუფში

ეს რა არის?
QUOTE
2016 წლის მერე ყველა მშენებლობა შეჩერებულია მათ შორის რეკონსტრუქცია და მსგავსი რაღაცეები

დააზუსტეთ მერიის არქიტექტურის სამსახურში, არამგონია სიმართლე იყოს

QUOTE
მაინტერესებს ეს ხალხი როგორ ახერხებს რომ ააშენონ ბლოკით ეს გარაჟები?

კორპუსის წითელ ხაზებში თუა, გარაჟის რეკონსტრუქცია დასაშვებია თუ გარეთაა მაშინ ჭედავენ ხოლმე.
QUOTE
შემდეგ კომერციულ ფართად დარეგისტრირება

მაგას ცალკე არქიტექტურის სამსახური არ არეგისტრირებს. და მგონი არც არავინ.

Posted by: SuccessLab 21 Nov 2017, 15:09
QUOTE (ივანიჩ @ 20 Nov 2017, 11:25 )
QUOTE
ხო და როგორც გავიგე თბილისის არქიტექტურულ ჯგუფში

ეს რა არის?
QUOTE
2016 წლის მერე ყველა მშენებლობა შეჩერებულია მათ შორის რეკონსტრუქცია და მსგავსი რაღაცეები

დააზუსტეთ მერიის არქიტექტურის სამსახურში, არამგონია სიმართლე იყოს

QUOTE
მაინტერესებს ეს ხალხი როგორ ახერხებს რომ ააშენონ ბლოკით ეს გარაჟები?

კორპუსის წითელ ხაზებში თუა, გარაჟის რეკონსტრუქცია დასაშვებია თუ გარეთაა მაშინ ჭედავენ ხოლმე.
QUOTE
შემდეგ კომერციულ ფართად დარეგისტრირება

მაგას ცალკე არქიტექტურის სამსახური არ არეგისტრირებს. და მგონი არც არავინ.

გამარჯობა წითელ ზოლშია კი ეს ფართი და მინდა რომ ბლოკით ავაშენო და მერე კომერციულ ფართად დავარეგისტრირო მაგრამ რომ გავიკითხე ყველამ მითხრა რომ არ ამაშენებინებდნენ...

Posted by: 1KA_1KA 22 Nov 2017, 18:49
გამარჯობათ.დახმარება მინდა და ვინც გარკვეულია მსგავს საკითხებში გთხოვთ დამეხმარეოთ.შევიძინეთ 1000კვ მიწა სარეკრეაციო ზონა 3 ში 72.13.10.604 გვინდა ავტოსერვისის გაკეთება.მერიაში გვეუბნებიან რომ შეგვიძლია 350 კვადრატის ათვისება.არის რაიმე ხერხი რომ კოეფიციენტი გავზარდოთ?

Posted by: ივანიჩ 24 Nov 2017, 17:09
QUOTE
არის რაიმე ხერხი რომ კოეფიციენტი გავზარდოთ

უნდა მიმართოთ განაშენიანების საკითხთა კომისიას (ეწ ზონალურ საბჭოს). ეგეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას ის იღებს, თუმცა ითვალისწინებს არქიტექტურის სამსახურის პოზიციასაც.

Posted by: სეპია 26 Nov 2017, 12:42
QUOTE (SuccessLab @ 17 Nov 2017, 22:28 )
გამარჯობათ, მოკლედ მინდა გარაჟის რეკონსტრუქცია ბლოკით და შემდეგ კომერციულ ფართად დარეგისტრირება... ხო და როგორც გავიგე თბილისის არქიტექტურულ ჯგუფში 2016 წლის მერე ყველა მშენებლობა შეჩერებულია მათ შორის რეკონსტრუქცია და მსგავსი რაღაცეები... ხო და ჩემს გარშემო რომ ვიყურები აშკარად მიმდინარეობს მშენებლობები ზუსტად გარაჟების სხვათაშორის და მაინტერესებს ეს ხალხი როგორ ახერხებს რომ ააშენონ ბლოკით ეს გარაჟები? იქნებ მირჩიოთ რა გზები არსებობს ამისთვის, თეთრი თუ შავი არ აქვს მნიშვნელობა. მადლობა წინასწარ დიდი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები
27/05/2016, 14-39

მუხლი 39. ავტოსადგომები საზოგადოებრივი გზების მიღმა
1. ახალი მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში საზოგადოებრივი გზის მიღმა ავტოსადგომი უნდა მოეწყოს ამ მუხლით განსაზღვრული წესით.
***
16. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრებში აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მათი რეკონსტრუქცია ან/და ფუნქციის ცვლილება, გარდა ქვემოთ მოცემული შემთხვევებისა:
ა) თუ ერთიანი პროექტის საფუძველზე დაგეგმილია არსებული დროებითი შენობა–ნაგებობების (გარაჟების) აღება-გადატანა მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის ან/და სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით;
ბ) თუ გარაჟების მშენებლობა განხორციელდება რელიეფის (მიწის ქვეშა ავტოსადგომები) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამოყენებით და ამით ხელი არ შეეშლება მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი მიზნებით გამოყენებას.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ სამი წლით, რომლის ამოწურვის შემდეგაც დროებითი შენობა-ნაგებობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პირველივე მოთხოვნისთანავე ექვემდებარება დემონტაჟს.
18. ამ წესების ამოქმედებამდე „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების საფუძველზე მოწყობილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ სამი წლით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პირველივე მოთხოვნისთანავე ექვემდებარება დემონტაჟს.

Posted by: tanana2002 27 Nov 2017, 17:23
გამარჯობა,
მაქვს დაახლებით 15კვმ ძველი შენობა სადაც უნდა გავაკეთო ღვინის მაღაზია.
მჭირდება გარე და შიდა დიზაინი

პირადში მომწერეთ თუ ვინმე დაინტერესდებით

Posted by: mamukap 30 Nov 2017, 22:11
გამარჯობათ მაქვს 50 კვადრატული ფართი,მჭირდება დიზაინერი
თუ ვინმეს გაუწევთ რეკომენდაციას ტელეფონის ნომერი პირადში მომწერეთ

Posted by: GEOVIPS 4 Dec 2017, 23:44
გამარჯობათ,
გთავაზობთ საცხოვრებელი სახლების (კარკასის) კონსტრუქციული ნაწილის პროექტირებას.
პროექტი მოიცავს 2 ნაწილს:
- მუშა ნახაზი
- სპეციფიკაცია (სამშენებლო მასალის მოცულობა)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მუშა ნახაზის მოსამზადებლად გამოიყენება პროგრამები:
- Autodesk Autocad
- Autodesk Inventor
- ArchiCad
რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად მარტივად და აღსაქმელად იყოს შედგენილი ნახაზი, როგორ 2D ასევე 3D ში შესრულებული ელემენტები (რთული კვანძები).
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კონსტრუქციული გაანგარიშებისთვის გამოიყენება პროგრამები:
- ЛИРА-САПР
- SCIA Engineer
- ETABS
აღნიშნულ პროგრამებში შესრულებული საანგარიშო მოდელი, ანგარიშის რეზულტატი და რეზულტატის პროფესიონალური ანალიზი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას საიმედო და ეკონომიკურად ხელსაყრელი ვარიანტის.

1მ² პროექტირების ფასი: 2.5₾_დან, დამოკიდებულია შესასრულებელი პროექტის მოცულობასა და სირთულეზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
(+995) 551 00 31 62
(+995) 555 55 39 62

მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: JasperK 6 Dec 2017, 04:23
გამარჯობათ.

თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცებისას (თუ არ ვცდები 2007 წელს) ჩემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს მიენიჭა საზოგადოებრივ საქმიანი (სსზ1) ზონის სტატუსი. რამოდენიმე წლის შემდეგ მოხდა გენერალური გეგმის კორექტირება და მიწის ნაკვეთი გახდა სარეკრეაციო ზონა (რზ1) სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა.

სინამდვილეში ეს კერძო ნაკვეთი იყო და იქ არც ადრე არც ახლა არანაირი სარეკრეაციო ზონა ან პარკი ან სხვა რამ არ არსებობდა. ახლომახლოსაც არ არის და არც იყო არანაირი პარკი ან სკვერი. ხეებიც კი არ არის ამ ნაკვეთზე.

გთხოვთ მირჩიოთ შემიძლია თუ არა ჩემი უფლებების გაუარესების გამო მოვითხოვო დაუბრუნდეს ნაკვეთს საზოგადოებრივ საქმიანი ზონის სტატუსი. საერთოდ ჰქონდა თუ არა კანონით ასეთი ცვლილების გაკეთების უფლება თბილისის მერიას და შემიძლია თუ არა მოვითხოვო საკომპენსაციოდ სხვა ნაკვეთი მაინც სადაც მშენებლობის უფლება მექნება.

მადლობა

Posted by: General Discussion 6 Dec 2017, 11:28
გამარჯობა,
tas.ge ზე პროექტს რომ ვაგზავნი შესათანხმებლად, ნებისმიერს შეუძლია ამის ნახვა? ანუ საჯაროა და ვინ მოისურვებს ყველა ნახავს რა მინდა, როგორი დიზაინით ვაშენებ და როგორი გეგმარება მაქვს?
ვინ იცით ამის შესახებ რამე

Posted by: bambucho11 6 Dec 2017, 11:56
გამარჯობათ,
როგორ გავიგო ჩემი მიწის ნაკვეთი (81.21.01.898) რა ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონაშია და რა განაშენიანების კოეფიციენტები აქ, მე ვგულისხმობ K1 და K2

Posted by: General Discussion 6 Dec 2017, 12:17
bambucho11
პერიფერიული ზონაა ეგ,
კოეფიციენტებზე განაცხადი უნდა გააგზავნო tas.ge ზე, ან თუ არ გეხერხება მიდი მერიაში, არქიტექტურის სამსახურში და ისინი შეგივსებენ.

Posted by: bambucho11 6 Dec 2017, 13:36
General Discussion

დიდი მადლობა, tas.ge ზე ვიპოვე ინფორმაცია.
საცხოვრებელი ზონა - 1 ეუთვნის ჩემი ნაკვეთი.

ხომ არ იცით, შემიძლია თუ არა სტრუკტურული ზონა შევცვალო დავუშვათ საცხოვრებელი ზონა - 3 -ად ?

Posted by: General Discussion 7 Dec 2017, 10:58
bambucho11
მე მაგდენი აღარ ვიცი, მეც დამწყები ვარ smile.gif)
მგონი ჯობია თითონ არქიტექტურის სამსახურში მიხვიდეთ და ყველაზე დეტალურად მანდ გეტყვიან.

Posted by: სეპია 7 Dec 2017, 16:19
QUOTE (bambucho11 @ 6 Dec 2017, 14:36 )
General Discussion

დიდი მადლობა, tas.ge ზე ვიპოვე ინფორმაცია.
საცხოვრებელი ზონა - 1 ეუთვნის ჩემი ნაკვეთი.

ხომ არ იცით, შემიძლია თუ არა სტრუკტურული ზონა შევცვალო დავუშვათ საცხოვრებელი ზონა - 3 -ად ?

საცხოვრებელი ზონა არ არის ტერიტორუილ-სტრუქტურული ზონა, არამედ არის ფუნქციური ზონა.

კანონით ყველანაირი ზონის ცვლილება დასაშვებია. მაგრამ პრაქტიკულად მხოლოდ ფუნქციური ზონის ცვლილებაა შესაძლებელი ანუ განხილვადი, რასაც დასაბუთებული გაცხადება ჭირდება.

Posted by: mamukap 9 Dec 2017, 01:17
JasperK
მეც იგივე სიტუაცია მაქვს, აუქციონცე მოვიგე მიწის ნაკვეთი 2003 წელს, პროექტიც მქონდა მერიაში დამტკიცებული და უცებ მეუბნებიან რომ პროექტს ვადა გაუვიდა,ხოლო საჯარო რეესტრში ჩემ სახელზე გაფორმებული მიწის ნაკვეთი სატრანსპორტო ზონად გამოაცხადეს,

სასწაულია როცა საკუთრების ხელშეუხებლობაზე საუბრობენ და ამასთანავე კანონიერად მაყაჩაღებენ

Posted by: Definitely_Maybe 10 Dec 2017, 21:41
mamukap
ეს ყაჩაღობა არაა. თუ შენ ნაკვეთს სატრანსპორტო ზონა დაადეს გამოდის რომ ქალაქს ასე ჭირდებოდა. კომპენსაცია მოითხოვე? სხვა ნაკვეთში გადაცვლა ან ფულადი?

ფაქტიურად დაკანონებული კრიმინალია როდესაც
QUOTE
ყველანაირი ზონის ცვლილება დასაშვებია
თან ისე, ვისაც როგორ და როდის მოუნდება.

Posted by: სეპია 11 Dec 2017, 16:57
QUOTE (Definitely_Maybe @ 10 Dec 2017, 22:41 )
mamukap
ფაქტიურად დაკანონებული კრიმინალია როდესაც 
QUOTE
ყველანაირი ზონის ცვლილება დასაშვებია
თან ისე, ვისაც როგორ და როდის მოუნდება.

კრიმინალი ზონის ცვლილება თავისთავად ვერ იქნება — ეს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების აუცილებელია ოფციაა, რომლის გარეშეც ისინი გახდებიან ხისტები და იმპერატიულები, როგორიც იყო საბჭოთა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტები და იცვლებოდა მხოლოდ 25 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ამის საპირისპიროა გერმანულ-ფრანგული მოდელი ინდიკატიური ხასიათის, მიწათსარგებლობის გეგმები, რომლებსაც რევიზიის ვადა აქვთ 5-10 წელი, და არა 1 დღე! კრიმინალი აი აქ შემოდის, როდესაც ზონის ცვლილება პრაქტიკაში გადაიქცევა გარიგეგბების წყაროდ და ვაჭრობის საგნად, და ხდება თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში — ეს მოუვიდა ჩვენს მიწათსარგებლობას თბილისში.

Posted by: Definitely_Maybe 11 Dec 2017, 17:23
სეპია
QUOTE
კრიმინალი აი აქ შემოდის, როდესაც ზონის ცვლილება პრაქტიკაში გადაიქცევა გარიგეგბების წყაროდ და ვაჭრობის საგნად, და ხდება თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში — ეს მოუვიდა ჩვენს მიწათსარგებლობას თბილისში.


ზუსტად მაგას ვგულისხმობდი.

Posted by: **marki&& 24 Dec 2017, 15:11
გამარჯობათ, ერთი ასეთი შეკითხვა პროექტანტებთან, თბილისში ვაშენებ საკუთარ სახლს, 80 კვ.მ ზევით ქვევით, მხოლოდ ბალავერია ჩასხმული, შეიძლება თუ არა გამზადებულ პროექტში ცვლილებეის შეტანა, ანუ უკანა მხარის ფასადში ფანჯარა მინდა რომ გადაავადგილო, დაახლოებით 40-50 სმ

Posted by: ივანიჩ 25 Dec 2017, 10:36
**marki&&
პროექტის კორექტირება გააკეთეთ და თავიდან შეათანხმეთ არქიტექტურასთან

Posted by: automax 3 Jan 2018, 11:16
მოკლედ გვჭირდება პროექტირება და ნებართვა ქალაქ რუსთავში 2 სართულიანი მაღაზიის ასაშენებლად, მიწა არის ცენტრალური გზის ნაპირზე.

მოკლედ გვჭირდება ადამიანი ვინც ყველაფერს გაგვიმზადებს ნებართვიან პროექტიან დიზაინიანად.

საკადასტრო კოდს და დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით პირადში.

გთხოვთ შემეხმიანეთ.

Posted by: tsimakuridze1 9 Jan 2018, 11:51
სალამი ყველას !
პირველ რიგში მოგილოცავთ შობა-ახალ წელს!
სასწრაფოდ მესაჭიროება რესტავრატორის (შენობა-ნაგებობების რესტავრატორი) დახმარება. თუ იცით ვინმე გამაგებინეთ.

Posted by: khatunia 23 Feb 2018, 17:44
გამარჯობა,
ასეთი კითხვა მაქვს. კერძო კომპანიამ ააშენა სახლი, რომლის ბოლო სართული ვიყიდეთ იმიტომ, რომ სხვენის დაშენება შეიძლებოდა.
მოხდა ისე რომ ექსპლუატაციაში არ მიიღო კოპრუსი მერიამ, მშენებლები საერთოდ გაქრნენ.
არის თუ არა რაიმე მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ბოლო სართულის მაცხოვრებლები შევძლებთ სხვენის სართულად გაკეთებას (დაშენებას).
თუ კი საიდან უნდა დავიწყოთ და ვის მივმართოთ.
მადლობა წინასწარ.

ასევე მაინტერესებს: სახლი მიატოვეს დაუმთავრებელი, ანუ არც სადარბაზო გააკეთეს, ეზოზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ამ შემთხვევაში მერიას რომ ვთხოვოთ დახმარება თუ აქვს აზრი საერთოდ?

Posted by: ucha-kochi 24 Feb 2018, 18:44
თუ შენობა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, დაშენება მიშენება ან სხვა სახაცვლილება შენობის პროექტში ცვლილების შეტანით უნდა გაკეთდეს და უნდა შეთანხმდეს მერიის არქიტექტურის სამსახურში. დიდი ალბათობით მშენებლობის ნებართვას ვადა გასული ექნება და ახალი პრეოქტი წარდგენა მოგიწევთ, ანუ არსებული და დაშენების პროექტი. ჯობია პროექტის ცვლილებაზე თვითონ პროექტის ავტორს მიმართოთ ანუ არქიტექტორს ვინც დააპორექტა შენობა. ავტორი შეგიძლიათ ნახოთ არქიტექტურის სამსახურის საიტზე. თუ მანდ ვერ ნახეთ არქიტექტორთა კავშირს მიმართეთ იქ ექნებათ კონტაქტები. თუ პროექტის ავტორი უარს გეტყვით პროექტში ცვლილებების შეტანაზე, უნდა სთხოვოთ დაგრთოთ ნება რომ მის პროექტში ცვლილება სხვა არქიტექტორმა შეიტანოს და მოძებნოთ არქიტექტორი.

Posted by: khatunia 27 Feb 2018, 11:48
ucha-kochi
დიდი მადლობა:-)

Posted by: freemason13 28 Feb 2018, 10:34
გამარჯობათ. თუ მიწის ნაკვეთს ლანდშაპტური ზონის სტატუსი მიენიჭა, შესაძლებელია თუ არა იქ მშენებლობა,ანდაც საერთოთ სტატუსის შეცვლა?

Posted by: ucha-kochi 28 Feb 2018, 13:55
QUOTE (freemason13 @ 28 Feb 2018, 10:34 )
გამარჯობათ. თუ მიწის ნაკვეთს ლანდშაპტური ზონის სტატუსი მიენიჭა, შესაძლებელია თუ არა იქ მშენებლობა,ანდაც საერთოთ სტატუსის შეცვლა?

ლანშაფტურ -სარეკრეაციო ზანაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა-ნაგებებისა კანონმდებლობის შესაბამისი წესით და საკულტო შენობა-ნაგებობების განთავსება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე.

Posted by: freemason13 28 Feb 2018, 14:33
ucha-kochi
QUOTE
ლანშაფტურ -სარეკრეაციო ზანაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა-ნაგებებისა კანონმდებლობის შესაბამისი წესით და საკულტო შენობა-ნაგებობების განთავსება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე.



სტატუსის შეცვლა როგორ ხდება თუ საერთოდ შესაძლებელია?

Posted by: ucha-kochi 28 Feb 2018, 15:05
არ ვიცი ხდება თუ არა, თუ ხდება ან ზონალულ საბჭოზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველზე.

Posted by: freemason13 1 Mar 2018, 10:55
ucha-kochi

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: gochela1 9 Mar 2018, 18:12
მაქვს არქიტექტორული ნახაზი ორ სართულიანი სახლის,ვეძებ კონსტრუქტორს,რომელიც გააკეთებს კონსტრუქციულ ნახაზს

Posted by: SaamI 9 Mar 2018, 19:12
gochela1
QUOTE
მაქვს არქიტექტორული ნახაზი ორ სართულიანი სახლის,ვეძებ კონსტრუქტორს,რომელიც გააკეთებს კონსტრუქციულ ნახაზს

წესით პროექტი თავის კონსტრუქციული ნაწილიანა უნდა გაეკეთებინა ავტორს. ახლა კონსტრუქტორმაა რომ გითხრათ, კონსტრუქციულად ეგრე არ გამოვაო, არქიტექტურას გადააკეთებთ?

Posted by: gochela1 9 Mar 2018, 19:25


სართულიანი სახლის,ვეძებ კონსტრუქტორს,რომელიც გააკეთებს კონსტრუქციულ ნახაზს

წესით პროექტი თავის კონსტრუქციული ნაწილიანა უნდა გაეკეთებინა ავტორს. ახლა კონსტრუქტორმაა რომ გითხრათ, კონსტრუქციულად ეგრე არ გამოვაო, არქიტექტურას გადააკეთებთ?[/quote]

მქონდა კონსტრუქციული ნახაზიც,მაგრამ კორექტირება დამჭირდა,კორექტირებული არქიტექტურა მაქვს,სამწუხაროდ კონსტრუქტორს არ აქვს დრო,მე კი მეჩქარება,სახლის ზომები იგივე დარჩა,გენგეგმაც,მშენებლობის ნებართვაც მაქვს,მხოლოდ სარდაფის ნაწილი მოიხნა და კიბის უჯრედი რომელიც სახლის გვერდით იყო მიდგმული(ორ სარათულზე) მინდა რომ სახლის შიგნით შევიდეს


Posted by: Definitely_Maybe 16 Mar 2018, 17:22
gochela1
მოგიწევთ არამარტო კონსტრუქციის არამედ არქიტექტურის და მშენებლობის ნებართვის კორექტირებაც. ასე რომ მარტო კონსტრუქტორი ვერ უშველის მაგ საქმეს smile.gif

Posted by: gion 25 Mar 2018, 10:54
სადმე არის არქიტექტორების სია? ადამიანმა სახლის აშენება რომ დააპიროს როგორ/სად უნდა შეარჩიოს არქიტექტორი?

Posted by: SaamI 25 Mar 2018, 20:18
gion
QUOTE
სადმე არის არქიტექტორების სია? ადამიანმა სახლის აშენება რომ დააპიროს როგორ/სად უნდა შეარჩიოს არქიტექტორი?

მომსახურების სრული კომპლექტი:
https://www.facebook.com/pg/GBIC-238676122889150/photos/?tab=album&album_id=250888825001213

Posted by: Definitely_Maybe 27 Mar 2018, 12:48
gion
თუ კარგი ხარისხი გინდა გამოაცხადე კონკურსი. ეს არის იდეალური ვარიანტი. უბრალოდ ცოტა დროშიც გაიწელება და თანხაც მეტი დაჯდება ვიდრე ერთი არქიტექტორის დაქირავება მაგრამ მიიღებ გაცილებით უკეთეს შედეგს.
კონკურსის გამოცხადებასაც თავისი პირობები აქვს

Posted by: kline 2 Apr 2018, 22:16
მეგობრებო თუ იცით სასოფლო-სამეურნეო სტატუსის შეცვლა შესაძლებელია ნაკვეთისთვის?
მშენებლობის ნებართვას არ გასცემენ sad.gif

Posted by: SHANSKY 23 Apr 2018, 21:25
მოგესალმებით მეგობრებო..კითხვა მაქვს სპეციალისტებთან..ჩემმა ახლობლებმა შეიძინეს მიწის ნაკვეთი ორთაჭალაში რესტორან ასტორიას უკან.. თუ ვინმემ იცის დასაშვები სიმაღლე და რა ოდენობის საცხოვრებელი ფართის აშენება შეიძლება ამ ადგილას..

Posted by: kvantanamera 25 Apr 2018, 10:36
მოგესალმებით,
,,საჭიროა რუკაზე მოინიშნოს საპროექტო ფართის წილობრივი ამონაწერი, რისთვისაც გეძლევათ რუკკის ცვლილები უფლება"-ამას ვინ აკეთებს ხომ არ იცით?
პ.ს ხდება თბილისურ ეზოში ბინის რეკონსტრუქცია (1 კლასი)

Posted by: ივანიჩ 25 Apr 2018, 11:05
QUOTE
ამას ვინ აკეთებს ხომ არ იცით?

ვინც წარადგინა განცხადება სავარაუდოდ ის rolleyes.gif

Posted by: kvantanamera 25 Apr 2018, 11:40
ივანიჩ,
პროფესია მაინტერესებს. არქიტექტორი , კონსტრუქტორი, ფართის ამზომველი (რეგისტრაციისას) და ა.შ
ვის უნდა მივმართო?

Posted by: ივანიჩ 25 Apr 2018, 12:58
არქიტექტორმა უნდა შეძლოს თავისუფლად

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 16 May 2018, 12:08
გამარჯობა,

ვაპირებ ძველი შენებული ბინის შეძენას და მჭირდება მანამდე მცოდნეს შევაფასებინო კორპუსი და ბინა სიმყარის კუთხით. ამ დროს ვის შეიძლება რომ მივმართო თუ იცით?

Posted by: ივანიჩ 16 May 2018, 14:11
mCvanE_shteFsEli_
კონსტრუქტორი გჭირდებათ
პოვნა ბევრგან შეიძლება - დაწყებული სამხარაულის ბიუროთი დამთავრებული მერიის წინ არსებული კანტორებით.
ასევე სამშენებლო-საპროექტო ორგანზიაციებს ჰყავთ ხოლმე თავიანთი ექსპერტი.

პ.ს. დამატებით მეზობლებს ჰკითხეთ, ამხანაგობის თავმჯდომარეს და აშ
იქ მაცხოვრებელმა შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოგაწოდოთ

Posted by: tumana777 16 May 2018, 23:47
გამარჯობა მეგობრებო. მოკლედ ასეთი სიტუაცია მაქვს: გაპზე შეტანილი მქონდა განაცხადი და როგორც იქნა მაღირსეს პასუხი, მაგრამ ერთი პრობლემაა, დამიწესეს რეგულირების ხაზები, გზის მხრიდან მესმის, მაგრამ კუთხის ნაკვეთი არაა და გვერდიდანაც დამისვეს ხაზი, თან 10 მეტრი. ორი სახლის აშენებას ვაპირებდი მაგრამ ასე აღარ გამოდის და რა შეიძლება რომ გავაკეთო? ან რა მიზეზით დამისვეს გვერდიდანაც რეგულირება საინტერესოა. ს/კ 01.72.14.004.705user posted image

Posted by: temart 17 May 2018, 19:51
GEOVIPS
300 კვ.მეტრ კოტეჯს რამდენად დააპროექტებთ,მხოლოდ არქიტექტურული ნაწილი.

ოფიციალური შტამპის გარეშე

Posted by: Definitely_Maybe 21 Jun 2018, 14:32
temart
15 000 გელა. არქიტექტურული ნაწილი (ესკიზი, არქიტექტურული პროექტი, მუშა დოკუმენტაცია)

Posted by: kvantanamera 21 Jun 2018, 15:45
15 000 გელაოოოოოო. რა ფასებს იძახით?

Posted by: Definitely_Maybe 22 Jun 2018, 12:28
kvantanamera
მერიასთან 1000 ლარადაც გააკეთებენ. + გეოლოგია და ტოპოგადაღებასაც მოაყოლებენ ბონუსად. გააჩნია რა პროდუქტის მიღება გინდა.

15 000 გელა დოლარებშ და კვადრატულებშ რო გადაიყვანო, 300 კვ.მ. სახლისთვის გამოდის 20 დოლარი.

Posted by: General Discussion 23 Jun 2018, 14:41
Definitely_Maybe
QUOTE
სახლისთვის გამოდის 20 დოლარი

ეს ნორმალური ფასია დღეს ბაზარზე? თუ მაღალი

Posted by: Definitely_Maybe 24 Jun 2018, 00:29
General Discussion
რეალური ფასია. ..............

Posted by: Davidgeo 26 Jun 2018, 14:12
გამარჯობა! მეგობრებო მაინტერესებს 600კვ მიწა მაქვს, მინდა შევღობო უბრალო სეტკით და რაიმე სახის ნებართვა მჭირდება თუ იცით? ან რამე პატარა რომ ავაშენო 40 კვ დე შიგნოთ ამასაც ნებართვა უნდა ?

Posted by: suffering 26 Jun 2018, 16:32
გამარჯობათ
მოკლედ მიწა მაქ ბაკურიანში და სახლი მინდა ჩავდგა 100 კვადრატი რო იყოს
ხოდა ყველაზე იაფი სახლის პროექტი თავის მშენებლობის ნებართვით რა ჯდება
და კიდე ამ პროექტს რო აიღებ ვადას თვითონ უთითებ რამდენ ხანში ააშენებ თუ
თვითონ გიდგენენ ვადებს

მადლობა წინასწარ

Posted by: ივანიჩ 26 Jun 2018, 18:49
Davidgeo
ღობის მოწყობაც და 60 კვმ მდე შენობის აშენებაც არის ე.წ. პირველი კლასის სამუშაოები, რომელზედაც გაიცემა წერილობითი თანხმობა არქიტექტურის სამსახურისგან 5 სამუშაო დღეში.
დაგჭირდებათ ამონაწერი რეესტრიდან, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები და საპროექტო ფოტომონტაჟი ზომების, გაბარიტების და მასალის მითითებით.
განაცხადი კეთდება ელექტრონულად - არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით www.tas.ge. თუ საპროექტო ობიექტი თბილისშია.
და თუ სხვა რაიონშია-მაშინ წერილობითი ფორმით უნდა მიმართოთ შესაბამის მუნიციპალურ სამსახურს.

suffering
მშენებლობის სამი ეტაპია:
1. სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (ე.წ. გაპ) დადგენა (დაგიდგენენ ზონას, შეზღუდვებს, მოთხოვნებს და რაც მთავარია განაშენიანების კოეფიციენტებს);
2. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
3. მშენებლობის ნებართვის გაცემა.

1. პირველი ეტაპისთვის თქვენ მიმართავთ შესაბამის მუნიციპალურ სამსახურს (თუარ ვცდები ბორჯომშია, ბაკურიანს თავისი არ ექნება მგონი) გაპი-ის დადგენაზე
2. მეორე ეტაპისთვის ამ გაპით დადგენილი პირობების საფუძველზე კერძო არქიტექტურს უნდა გაკეთებინოთ პროექტი და შესათანხმებლად წარუდგინოთ მუნიციპალურ სამსახურს;
3. მშენებლობის ნებართვაზეც მათ უნდა მიმართოთ შესაბამისი კალენდარული გრაფიკით და მოსაკრებლის ქვითრით.

პ.ს. მე-2 და მე-3 ეტაპი ერთდროულადაც შეიძლება გაიაროთ.

მოსაკრებელი- იხდევინება განაშენიანების კვადრატულობის მიხედვით, თბილისში 1კვმ-ზე =1 ლარია და საკურორტო ზონებში მეტია, მგონი 5 ლარი;

სხვა ოფიციალური გადასახდელი არაა, არქიტექტურული პროექტის დამზადებაზე კერძო არქიტექტორს თქვენ უნდა მოურიგდეთ, ზოგს თავისი შრომა 5 დოლარად უღირს და ზოგს 50-ად.

Posted by: Davidgeo 27 Jun 2018, 13:19
QUOTE (ივანიჩ @ 26 Jun 2018, 18:49 )
Davidgeo
ღობის მოწყობაც და 60 კვმ მდე შენობის აშენებაც არის ე.წ. პირველი კლასის სამუშაოები, რომელზედაც გაიცემა წერილობითი თანხმობა არქიტექტურის სამსახურისგან 5 სამუშაო დღეში.
დაგჭირდებათ ამონაწერი რეესტრიდან, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები და საპროექტო ფოტომონტაჟი ზომების, გაბარიტების და მასალის მითითებით.
განაცხადი კეთდება ელექტრონულად - არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით www.tas.ge. თუ საპროექტო ობიექტი თბილისშია.
და თუ სხვა რაიონშია-მაშინ წერილობითი ფორმით უნდა მიმართოთ შესაბამის მუნიციპალურ სამსახურს.

მადლობა მეგობარო, მაგრამ საქმე რაშია იციი, გავაკეთე ღობის პროექტი და რომ გავაგზავნე უარი მოვიდა. მომწერეს ის რომ ტერიტორია არის გაუნაშენიანებელიო და არ მომცეს ნებართვა. უნდა მოხდესო ტწრიტორიია განაშენიანება. და რა გავაკეთო აღარ ვიცი...

Posted by: ივანიჩ 27 Jun 2018, 16:12
QUOTE
და რა გავაკეთო აღარ ვიცი...

გაასაჩივრეთ ზემდგომ ინსტანციაში და წარადგინეთ თქვენი დასაბუთებული არგუმენტები.

Posted by: GPS navigation 6 Jul 2018, 18:11
აბა კაი არქიტექტორ პროექტიროვშიკი მირჩიეთ.

საოჯახო სასტუმროს პროექტის სრული დიზაინი მინდა და ვინ რა ფასში შემომთავაზებთ გაკეთებას.

მომწერეთ ვის რა ტექნიკური დეტალი გაინტერესებთ და გიპასუხებთ.

შენობა იქნება დამრეც ფერდობზე ასაშენებელი ტერასებათ მაქსიმალური სართულიანობა 2
600-დან 700 კვადრატამდე
ნომრების რაოდენობა მინ. 10
შენობის წინ აუზით დაახლოებით აი ამ სტილში

user posted image

Posted by: თამროთამარა 27 Jul 2018, 02:03
GPS navigation
მეც მაინტერესებს რა ფასს გეტყვიან.

Posted by: valo 27 Jul 2018, 08:24
ივანიჩ
QUOTE
1. სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (ე.წ. გაპ) დადგენა (დაგიდგენენ ზონას, შეზღუდვებს, მოთხოვნებს და რაც მთავარია განაშენიანების კოეფიციენტებს

სალამი მეგობარო, მიწის შეძენას ვაპირებ, რომელზეც პირველი კლასის მშენებლობის ნებართვა გაცემული არის (59კვ.მ.სახლი), მინდა დაახლოებით 100-150 კვ.მ სახლის აშენება,
საორიენტაციოდ რა ვადაში ჭირდება ამ ინფოს გაგებას ხომ ვერ მეტყვი? და მერიაში მიუსვლელად თუ შეიძლება, დისტანციურად ამის გაგება, მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: ივანიჩ 27 Jul 2018, 10:11
QUOTE
მინდა დაახლოებით 100-150 კვ.მ სახლის აშენება,
საორიენტაციოდ რა ვადაში ჭირდება ამ ინფოს გაგებას ხომ ვერ მეტყვი?

ადრე შეიძლებოდა ქალაქგეგმარებითი დასკვნის გამოთხოვა თუ სწორად მახსოვს 5 სამუშაო დღე იყო მაგის საპასუხოდ, მაგრამ ახალი სამსახურის შექმნასთან ერთად მგონი ეგ მიდგომა შეიცვალა -
ყოველ შემთხვევაში არც არქიტექტურის და არც ურბანული დაგეგმარების სამსახურის საიტებზე (www.tas.ge და urban.tbilisi.gov.ge ) აღარ არის მსგავსი საშუალება.
ასე რომ მისვლა მოგიწევთ მერიაში და დეტალების დაზუსტება

Posted by: valo 27 Jul 2018, 10:21
ივანიჩ

დიდი მადლობა

Posted by: nikala2010 27 Jul 2018, 11:33
გამარჯობათ

მალე ვაპირებ კერძო სახლის მშენებლობის დაწყებას

მაქვს პროექტი, ხომ არ ხართ აქ ვინმე მშენებლები რომ გააკეთოთ თქვენი შემოთავაზებები

მოკლედ მშენებლის შერჩევის პროცესში ვარ


Posted by: sun_waiting 28 Jul 2018, 19:12
პირველ კლასს განეკუთვნება:

1. 60კვ.მ-მდესართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მეტრამდე ჩაღრმავების შენობა.

5 მეტრში დიდი იმედი მაქვს, სახურავის სიმაღლეც არ შედის. თუ შედის?

Posted by: gio153 30 Jul 2018, 21:08
user posted image


გამარჯობა

ახალ კორპუსში მსურს შემდეგი რამის გაკეთება:
მონიშნულ ადგილზე კარების ღიობის გვერდით არის ჩასხმული ბეტონი მთლიანად...მონოლითს უძახიან თუ არ ვცდები..მინდა ამ კედელზე გაზის გამათბობლის მონტაჟი და შესაბამისად მოუწევს გაჭრა გამწოვი მილის ადგილზე...რამოდენიმე ხელოსანმა უარი თქვა,ნებართვა ჭირდება მაგის გახვრეტასო,..რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

და ასევე მინდა მეტალოპლასტმასის კარების შეცვლა და გადაკეთება.ფანჯარად რომ გადავაკეთო...ეს როგორ ხდება და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ამის ნებართვა ?

Posted by: ივანიჩ 2 Aug 2018, 16:18
QUOTE (sun_waiting @ 28 Jul 2018, 20:12 )
5 მეტრში დიდი იმედი მაქვს, სახურავის სიმაღლეც არ შედის. თუ შედის?

შედის. რომ არ შედიოდეს ცალკე იქნებოდა განსაზღვრული.

* * *
gio153
ახალაშენებულ კორპუსებზე ცოტა გართულებულია ეგეთი სახის ნებართვების მოპოვება. ვგულისხმობ გაზის მილსაც და კარფანჯრის გადაკეთებასაც. როგორც წესი უარზე არიან ხოლმე და ამიტომ ჯერ ვფიქრობ ჯობია უშუალოდ სამსახურში დააზუსტოთ დეტალები.

ხშირად უარის მიზეზი არის ის რომ ახალ კორპუსს მოწესრიგებული იერსახე აქვს და თქვენი გადაკეთებით ეს იერსახე დაირღვევა (სავარაუდოდ).
ან მეორე ვარიანტია თუ კორპუსი ჯერ არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, მაშინ დამკვეთს ასეთ დროს პროექტის კორექტირება უწევს და ამაზე არცერთი დამკვეთი არ მიდის ხოლმე და არ თანხმდება.

Posted by: gio153 2 Aug 2018, 22:13
ივანიჩ

მადლობა გამოხმაურებისთვის

ექსპულატაციაში მიღებული არაა ჯერ და მაშინ ჯობია მერე მივიდე მერიაში. თუ ეგრეა მემგონი დიდი შანსები არც მაქვს sad.gif

Posted by: kwintra 8 Aug 2018, 12:20
მეგობრებო როგორც მივხვდი 60 კვმ სახლის აშენებას პროექტი არ ჭირდება. ეს 60 კვმ მხოლოდ ერთი სართულიანი შენობა ხო?

Posted by: ივანიჩ 8 Aug 2018, 18:38
QUOTE
პროექტი არ ჭირდება.

პროექტი არ სჭირდება
მაგრამ უნდა ფოტომონტაჟის შეთანხმება (ზომების,გაბარიტების და მასალის მითითებით) არქიტექტურის სამსახურთან- მათი საიტის მეშვეობით -www.tas.ge

Posted by: lacrimos 10 Aug 2018, 11:45
იქნევ ვინმემ გამაგებინოთ მშენებელმა ან არქიტექტურაში გარკვეულმა კაცმა, როგორ არის ახალ აშენებული კორპუსი რიგელების გარეშე. ანუ რიგელი აქვს მხოლოდ შენობის პერიმეტრზე, სადაც აივნებია და პერიმეტრი. ყოველ 7 მეტრში არა როგორც კლასიკური ვარიანტში გვხდება ხოლმე "ნავასტროიკებში". ტიხრების მოწყობა შეიძლება როგორც გაუხარდება ადამიანს მარა სიმყარის მხრივ კაია თუ ცუდია ეს იქნებ გამარკვიოთ. სახლი 8 სართულიანია გამჭოლი ორივე მხარეს აივნებით და ფანჯრებით. სართულზე 3 ბინაა სამივე გამჭოლი ერთ რიგზე ჩამწრკივებული, 100 კვადრატული, მერე 50 და ისევ 100. ანუ 50 იანი ორივე არის შუაში მოქცეული ამ ორ 100 კვ ბინებს შორის და მომიჯნავე კედლები შუა ნაწილში არის 9 მეტრიანი სიგრძის და 40სმ დიაფრაგმით გამიჯნული, დანარჩენი ბლოკით.
მოკლედ ავიჭერი ძაან რა ხდება და იქნებ გამარკვიოთ.
მშენებელი იძახის არასტანდარტული მშენებლობააო, რიგელების გარეშეო და კაია, ხოდა მაინტერესებს თქვენი აზრი, რაღაცას მაგოიმებს თუ რა ხდება. smile.gif
სადღაც ესეა სადარბაზოს უჯრედის გარეშე.
წითელი ხაზები 40 ცმ იანი დიაფრაგმაა, ლუჯი რიგელი, მწვანე აივნები. კოლონები არ მიმითითებია ნუ სტანდარტულაადაა განლაგებული.


user posted image

Posted by: tatanashvili1 28 Aug 2018, 08:01
გამარჯობათ მეგობრებო. სახლის აშენებას ვაპირებ და მინდა დავითვალო ხარჯები. ერთერთ კომპანიაში მითხრეს პროექტის გრეშე შეუძლებელიაო და სასურველი სახლის სურათს ჩავაგდებ და იქნებ უფასო პროექტი გქონდეთ ვინმეს რო დაახლოვებით გავთვალო თანხები. სულ სავარაუდოდ 120 კვადრატს ვფიქრობ 60-60.მადლობა წინასწარ user posted image

Posted by: gochela1 10 Sep 2018, 22:58
გამარჯობა,ვაშენებ მეორე კლასის შენობას,მინდა რომ ბოლო მესამე სართულის სიმაღლე გავზარდო 10 სანტიმეტრით,ნაცვლად შეთანხმებული პროექტის მიხედვით მოცემული +3.1-ის იატაკის ფილიდან გადახურვის ფილამდე,გავზარდო 3.2 მეტრამდე.ასე მითხრეს რადგან მეორე კლასის შენობაა ჩაბარებამდე წინასწარი კორექტირება არ გინდაო(გადაწყვეტილი მქონდა ჩაბარებამდე ორი თვით ადრე კორექტირებაზე განაცხადი გამეკეთებინა) მაგრამ ჩაბარების დროს დაგიხარვეზებენო,დახარვეზებული გადაეცემა არქიტექტურას და კორექტირების გარეშე არქიტექტურა შეითანხმებსო და ამის შემდეგ ზედამხედველობა ჩაიბარებსო,რამდენად მართალია ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: anaila 28 Sep 2018, 13:31
https://forum.ge/?act=ST&f=93&t=35037660&st=0#entry53503638

Posted by: wolf_ge 1 Oct 2018, 06:59
ვეძებ ახალგაზრდა კრეატიულ არქიტექტორ-დიზაინერს ექსტერიერის გასაკეთებლად... სრული თავისუფლება, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩანახატები ან/და სასურველია უკვე შესრულებული პროექტები. პ.ს. ბრტყელი გადახურვა იქნება.

Posted by: KANCELARIA 1 Oct 2018, 10:50
გამარჯობა,

თბილისში დიდ დიღომშI ვაპირებ სახლის აშენებას, მინდორია... არ მინდა შემოღობვა და დამაჯარიმებენ ამის გამო?

Posted by: Definitely_Maybe 1 Oct 2018, 13:33
KANCELARIA
მაგაზე რატომ უნდა დაგაჯარიმონ, შენი ნებაა. პირიქით უნდა წაგახალისონ კიდეც smile.gif


* * *
wolf_ge
QUOTE
ვეძებ ახალგაზრდა კრეატიულ არქიტექტორ-დიზაინერს ექსტერიერის გასაკეთებლად... სრული თავისუფლება, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩანახატები ან/და სასურველია უკვე შესრულებული პროექტები. პ.ს. ბრტყელი გადახურვა იქნება.

ცოტა უფრო კონკრეტულად დაწერე რისი პროექტი გინდა. ან ექსტერიერის გაკეთებაში რას გულისხმობ, ინტერიერი გაქვს უკვე?

Posted by: wolf_ge 1 Oct 2018, 20:29
ესეიგი აშენებულია სახლი შავი კარკასი ბრტყელი გადახურვით, მჭირდება სახურავი სავარაუდოდ მოაჯირით, გარედან მოპირკეთება, ღობე, აუზი და ეზოს მოწყობა.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 5 Oct 2018, 17:39
gochela1

კანონის თანახმად, არც ისე და არც ასე არ გიწევს ჯარიმა, თუმცა მაინც მოახდინე კორექტირება წინასწარ, შენგან რა მიდის?

პ.ს. ზედამხედველობაში დავრეკე ჯარიმა გეკუთვნისო (არასწორი ინფორმაციაა, მაგრამ ფაქტია ეგრე მითხრეს)

Posted by: constructor 9 Oct 2018, 17:13
QUOTE (lacrimos @ 10 Aug 2018, 11:45 )
იქნევ ვინმემ გამაგებინოთ მშენებელმა ან არქიტექტურაში გარკვეულმა კაცმა, როგორ არის ახალ აშენებული კორპუსი რიგელების გარეშე. ანუ რიგელი აქვს მხოლოდ შენობის პერიმეტრზე, სადაც აივნებია და პერიმეტრი. ყოველ 7 მეტრში არა როგორც კლასიკური ვარიანტში გვხდება ხოლმე "ნავასტროიკებში". ტიხრების მოწყობა შეიძლება როგორც გაუხარდება ადამიანს მარა სიმყარის მხრივ კაია თუ ცუდია ეს იქნებ გამარკვიოთ. სახლი 8 სართულიანია გამჭოლი ორივე მხარეს აივნებით და ფანჯრებით. სართულზე 3 ბინაა სამივე გამჭოლი ერთ რიგზე ჩამწრკივებული, 100 კვადრატული, მერე 50 და ისევ 100.  ანუ 50 იანი ორივე არის შუაში მოქცეული ამ ორ 100 კვ ბინებს შორის და  მომიჯნავე კედლები შუა ნაწილში არის 9 მეტრიანი სიგრძის და 40სმ  დიაფრაგმით გამიჯნული,  დანარჩენი ბლოკით.
მოკლედ ავიჭერი ძაან რა ხდება და იქნებ გამარკვიოთ.
მშენებელი იძახის არასტანდარტული მშენებლობააო, რიგელების გარეშეო და კაია, ხოდა მაინტერესებს თქვენი აზრი, რაღაცას მაგოიმებს თუ რა ხდება. smile.gif
სადღაც ესეა სადარბაზოს უჯრედის გარეშე.
წითელი ხაზები 40 ცმ იანი დიაფრაგმაა, ლუჯი რიგელი, მწვანე აივნები. კოლონები არ მიმითითებია ნუ სტანდარტულაადაა განლაგებული.


user posted image

ეს არის ე.წ. "ურიგელო" გადახურვა და არასტარნდარტული სულაც არ არის, ძალიან ბევრი შენდება მასე თბილისშიც. რაც შეეხება სიმტკიცეს და სიმყარეს, რიგელიან და ურიგელო კარკასებს შორის არ უნდა იყოს, თუ სწორედ არის დაპროექტებული.

"ურიგელო" კარკასის უპირატესობები: - გაადვილებულია ტიხრების მოწყობა, არქიტექტურული გეგმარება, შიდა ინტერიერში არ ჩანს ჩამოწეული რიგელები, ასევე ადვილია წერში საკომუნიკაციო მილების გატარება. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს - გართულებულია მშენებლობის დროს არმირების მოწყობა, უფრო სქელი ფილა სჭირდება რიგელიანთან შედარებით, სვეტთან ახლოს განივი არმირების ზონაში არ შეიძლება საკომუნიკაციო, კიბის და ლიფტის ღიობების მოწყობა, ანუ "ურიგელო ფილა" მალის შუაში უნდა ამოჭრა, მაშინ როცა რიგელიანი შეგიძლია სვეტთან ახლოსაც ამოჭრა და მასალის ხარჯიც (არმატურა, ბეტონი) რიგელიანთან შედარებით ურიგელოს უფრო მეტი აქვს, სხვამხრივ განსხვავება არ არის, მშვიდად შეგიძლიათ მაგ სახლში იცხოვროთ smile.gif))

Posted by: ddchdze 15 Oct 2018, 15:07
გამარჯობათ.ერთი კითხვა მაქვს:
სადაც ვცხოვრობ ეზო არის ერთი ნომერი და სახლი არის გაყოპილი ორ მპლობელზე.
რა აუცილებელი პირობები მოითხოვება რომ გაიმიჯნოს სახლიც და ეზოც და სხვადასხვა ნომრები მიენიჭოს?
მადლობა წინასწარ

Posted by: ordena82 15 Oct 2018, 15:21
გამარჯობა!
მაინტერესებს ჩემმა ინვესტორმა აიღო თუ არა მშენებლობის და პროექტის ნებართვა და რომელ საიტზე შეიძლება ვნახო?

Posted by: abes777 17 Nov 2018, 21:52
გამარჯობა. პროექტირების დროს მაინტერესებს ხარჯების კლასიფიკაცია. არქიტექტურის ცალკე, უსაფრთხოების ცალკე, გამწვანების ცალკე. კიდევ არის რამე? ცალცალკე რა ფასები აქვს არქიტექტურის გარდა.

Posted by: F-mari-L 28 Nov 2018, 02:20
ვინმე ვერ დამეხმარებით კოეფიციენტების დათვლაში?
რაღაც მგონი არასწორად ვითვლი .... გთხოვთ მომწერეთ პირადში ... <3

Posted by: asterix13 2 Dec 2018, 21:01
გამარჯობა ვეძებ საპროექტოს სუსტი დენები , ელექტროობა , ავტომატური ხანძარქრობა

მომწერეთ პირადში ნომერი გამოცდილება შესაძლებლობები

Posted by: Definitely_Maybe 2 Dec 2018, 22:34
ordena82
tas.ge
abes777
არქიტექტურა, კონსტრუქცია, გათბობა ვენტილაცია კონდიცირება, წყალ კანალიზაცია დრენაჟი, ელექტრობა, ვერტიკალური გეგმარება, ხარჯთაღრიცხვა, მშენებლობის ორგანიზაცია, ლანდშაფტი,

პროექტს გააჩნია, ხასიათს და სირთულეს. კიდევ არის ბევრი დისციპლინა თუმცა ესენი ძირითადია (იმედია არაფერი გამომრჩა)


Posted by: F-mari-L 9 Dec 2018, 17:39
თბილისის გენგეგმა არავსი არ გაქვთ? (dwg file)

Posted by: B l a c k J a c k 9 Dec 2018, 23:42
ddchdze
QUOTE
გამარჯობათ.ერთი კითხვა მაქვს:
სადაც ვცხოვრობ ეზო არის ერთი ნომერი და სახლი არის გაყოპილი ორ მპლობელზე.
რა აუცილებელი პირობები მოითხოვება რომ გაიმიჯნოს სახლიც და ეზოც და სხვადასხვა ნომრები მიენიჭოს?
მადლობა წინასწარ

სამწუხაროა რომ ახლა ვნახე ეს პოსტი. მე გავაკეთე გამიჯვნა და თავში ვიცემ ხელებს.
მოკლედ უნდა გააკეთო აზომვა-ოპღონდ აუცილებლად ჯიპიესით და აუცილებლად ყველაფერი გააზომინე.
მე მქონდა მასე ნაკვეთი და მოიყვანა მეზობელმა ტიპი-გარიგებული და რამე კი არ იყო. ადგა ეს ტიპი და გავწომეო და ერთი კვირაში მოიტანა დოკუმენტები.
დავარესიგტრირეთ ნაკვეთები და ზუსტად 1 თვეში მოერე მეზობელი მოივდა: გადაფარვა არისო ჩემ ნაკვეთთანო და ჩემსა ვერ ვარეგისტრირებო.
ამ ამზომველს მივადექი რა გაზომე მეთქი ან ვერ ნახე ნახაზი მეზობელთან რომ გადადის მეთქი: მე მარტო გავყავიო ნაკვეთიო.
ამასობაში პირველმა მეზობელმა ღობეს შენობა დააშენა. მეორე მზებელი საერთოდ ღობეს მთხოვს და მოკლედ.
საუკეთესოა: მოიყვანე ჯიპიესით ამზომველი. დაიარე და დე ფაქტო რაც გეკუთვნის ეგ გაზომე და დააფიქსირე.
ამის მერე არავის არაფერს დაპირდე და ხელი არაფერზე მოუწერო.

Posted by: fargali 15 Dec 2018, 20:43
მოგესალმებით, მაინტერესებს რეგიონებში რამდენად სავალდებულოა III კლასის შენობა-ნაგებობაზე, არქიტექტურული პროექტი შესაბამისობაში იყოს 41 დადგენილებასთან (მშენებლობის ტექნიკურ რეგლამენტთან). საუბარია სასოფლო-სამეუნრეო დანიშნულების ნაკვეთზე ასაშენებელ 800კვ.მ-მდე ფართის ღია ფარდულზე, რომლის გარკვეულ ნაწილზე მოეწყობა მაცივრები და მოხდება ხილის დახარისხება.

Posted by: davpi 28 Jan 2019, 13:16
მოგესამებით და მოგმართავთ შეკითხვით. შევიძინე 1000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში [საცხოვრებელი ზონა 1], მაგრამ მერია მთხოვს განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ), წინააღმდეგ შემთხვევაში სახლს ვერ ავაშენებ. ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ სად და ვის გავაკეთებინო ეს "გრგ"? ან რა თანხა ჯდება 1 კვ მეტრი "გრგ"-ს გაკეთება? ზოგადად, როგორც გავიგე, "გრგ" საკმაოდ დიდი პრობლემაა თბილისის შემოგარენში, მათ შორის ტაბახმელაშიც. შეიძლება ნაკვეთი გქონდეს, მაგრამ სახლის აშენების ნებართვა არ მოგცენ, გრგ-ს არქონის გამო... იქნებ მირჩიოთ რამე.

Posted by: SaamI 28 Jan 2019, 18:23
davpi
QUOTE
იქნებ მირჩიოთ რამე.

ერთ ნაკვეთზე გრგ-ს გაკეთდება ძალიან ძვირი გამოდის და დაამტკიცებენ თუ არა კაცმა არ იცის.
მთელ უბანზე უნდა გაკეთდეს. ნახევარმა მაინც თუ არ გადიხადა, ერთისთვის კატასტროფულად ძვირია.

Posted by: DiTa 5 Feb 2019, 01:10
მოგესალმებით, მიწა მაქვს რომელზეც არის სახლი. ამჟამინდელი კოეფიციენტით იმავე მიწაზე მშენებლობა ვეღარ გამოდის.
ყური მაქვს მოკრული ინფორმაციისთვის რომ შესაძლებელია პირველი კლასის ნაგებობის (60კვ. მეტრამდე ფართობის) დადგმა მშენებლობის ნებართვის გარეშე. შემიძლია თუნდაც ხის კოტეჯის (60კვმდე) ჩადგმა ამ მიწაზე თუ გაატრაკებენ?

Posted by: ივანიჩ 5 Feb 2019, 01:41
QUOTE
დადგმა მშენებლობის ნებართვის გარეშე. შემიძლია თუნდაც ხის კოტეჯის (60კვმდე) ჩადგმა ამ მიწაზე თუ გაატრაკებენ?

ყველა ვარიანტში საჭიროებს წერილობით დასტურს არქიტექტურისგან
ამ თანხმობის გარეშე თუ ჩადგამ იგივეა რაც უნებართვო მშენებლობა.

Posted by: DiTa 5 Feb 2019, 13:27
ივანიჩ

მაქვს შანსი? ვცადო? თუ უარს მხევენ მაინც? biggrin.gif

ბაკურიანშია და ანუ ბორჯომის არქიტექტურის სამსახურს უნდა მივმართო.





Posted by: ივანიჩ 5 Feb 2019, 17:08
DiTa
კი ბორჯომს უნდა მიმართოთ.
ბაკურიანში ახალი რეგულირების გეგმა დაამტკიცეს თუარ ვცდები და იმის მიხედვით უნდა მოხდეს განაშენიანება

Posted by: DiTa 6 Feb 2019, 20:19
ივანიჩ

კი, K2 კოეფიციენტი 1.3 იყო ამ მიწაზე და ახლა 0.2-ია.

ამიტომ დავიწყე ფიქრი პირველი კლასის ნაგებობაზე.

Posted by: asterix13 17 Feb 2019, 14:27
მოგესალმებით როგორ შეიძლება ვნახო tas.ge-ზე კონკრეტული პროექტი თავისი ელექტროობის ნახაზებით?

Posted by: vego 22 Feb 2019, 10:06
გამარჯობა, მოკლედ ,იქნებ მირჩიოთ, კედლის ნანგრევზე და საძირკველზე , სიძველის ექსპერტიზას ვინ გააკეთებს. წინასწარ მადლობა, ექსპერტი მჭირდება მოკლედ

Posted by: SaamI 22 Feb 2019, 14:47
asterix13
QUOTE
როგორ შეიძლება ვნახო tas.ge-ზე კონკრეტული პროექტი თავისი ელექტროობის ნახაზებით?

ელექტროობის ნახაზი tas.ge-ზე არ იტვირთება.

Posted by: autocad080@gmail.com 7 Mar 2019, 12:37
user posted image
ჩვენი კომპანია გთავაზობთ დროის უმოკლეს პერიოდში:

ნებისმიერი სირთულის პროექტის მომზადებას და მერიაში ნებართვის აღებას;
ფოტოფიქსაციას და აზომვითი ნახაზების მომზადებას;
დასრულებას და ლეგაილზებას;
სიტუაციური გეგმას;
41-ე დადგენილებით გათვალისწინებული პროექტების მომზადებას(3დან 5 კლასამდე პროექტები);
ფოტომონტაჟის მომზადებას;
კონსრტუქციული ნახაზის მომზადებას და კონსტრუქციულ დასკვნას;
შიდა აზომვითი ნახაზების მომზადებას;
ახალ აშენებულ ბინებში ფართის დაზუსტებას;
გეოლოგიას;
ტოპოგრაფიას;
გრგ–ს მომზადებას;
ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს;
რემონტს;
მშენებლობას;
მშენებლობის ხარჯთაღრიცხვას.
გვეწვიეთ ჩვენს ოფისში – გლდანში (ახმეტელის მეტროს მიმდებარედ), ხიზანიშვილის ქუჩა N30–ში II სართულზე და დარწმუნდით ჩვენს ხარისხსა და სანდოობაში.

ენდეთ პროფესიონალებს ,,Outsource Projects,,

შ.პ.ს ,,აუთსორს პროჯექთი,,
მის:ქ. თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა 30 (II სართული)
მეილი: autocad080@gmail.com

Posted by: marikoo 10 Mar 2019, 12:17
გამარჯობა,

5 წლის წინ გაკეთებული პროექტით ეხლა დავასრულეთ სახლის მშენებლობა და გვინდა რომ ჩავაბაროთ. არქიტექტორი გვეუბნება, რომ როცა პროექტი გააკეთეს შენობის სიმაღლე სხვანაირად ითვლებოდა და მეორე კლასში გადიოდა, ეხლა რაღაც კანონი შეცვალეს და მესამე კლასში გადისო, ანუ, მთავარი გზიდან 2 სართულია ზემოთ და 2 სართული არის ქვემოთ, ხევში, პროექტის შედგენისას გზიდან გადაითვალეს სახლის სიმაღლე და მეორე კლასში გაიყვანეს და ეხლა კანონი შეიცვალა და სულ ქვემოდან ითვლიანო, ამიტომ ჯარიმა უნდა გადაიხადოთ, რომ ჩაბარება შევძლოთო.

თუ კანონი შეიცვალა მე ხო თავის დროზე სწორედ მქონდა, არაფერი არ დამირღვევია, რატო უნდა გადავიხადო ჯარიმა?
როგორც მშენებლობის ნებართვის გაცემის დადგენილებაში ვკითხულობ მიწის ზედაპირიდან 14 მდე არის მეორე კლასი, მიწის ზედაპირი როგორ ითვლება ვერ გავიგე.
ეჭვი მაქვს რომ არქიტექტორს შეეშალა თავის დროზე და ეხლა მატყუებს, გადავქექე https://matsne.gov.ge და რაღაცეები ვერ გავიგე, შეგიძლიათ დამეხმაროთ რო სიტუაციაში კარგად გავერკვე?

Posted by: autocad080@gmail.com 27 Mar 2019, 11:56
ჩვენი მიმიდნარე პროექტი ქ.რუსთავში, რომლის არქიტექტორული პროექტის შეთახმება და მშენებლობის ნებართვის მიღება მოხდება რამოდენიმე დღეში.
105 კვ.მ კომერციული ობიექტი, ორი ავტოსადგომით, გამწვანებით და დეკორატიული ღობით.

ენდეთ პროფესიონალებს ,,Outsource Projects,,

შ.პ.ს ,,აუთსორს პროჯექთი,,
მის:ქ. თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა 30 (II სართული)
მეილი: autocad080@gmail.com
ტელ: 591 01 83 13
user posted image

Posted by: Definitely_Maybe 27 Mar 2019, 18:49
autocad080@gmail.com
შშმ პირი როგორ მოხვდება მაგ კომერციულ ფართში?

Posted by: Hieronymus 14 Apr 2019, 20:08
მეგობრებო ვინც ერკვევით ნებართვებში იქნებ დამეხმაროთ:

1 კლასის მშენებლობისთვის რა საბუთებია წარსადგენი მუნიციპალიტეტში იქნებ მითხრათ ?

სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მოთხოვნები ხომ არ არის?

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მინდა 59 კვ,მ შენობის დადგმა...


Posted by: Kobalty 16 Apr 2019, 16:09
SaamI
გამარჯობა

თუ იცით, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძიდან რამდენია მინიმალური დაშორება - სახლის ასაშენებლად?
თუ არ იცით, სად შეიძლება ეს დავადგინო?

Posted by: autocad080@gmail.com 16 Apr 2019, 21:30
QUOTE (Hieronymus @ 14 Apr 2019, 20:08 )
მეგობრებო ვინც ერკვევით ნებართვებში იქნებ დამეხმაროთ:

1 კლასის მშენებლობისთვის რა საბუთებია წარსადგენი მუნიციპალიტეტში იქნებ მითხრათ ?

სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მოთხოვნები ხომ არ არის?

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მინდა 59 კვ,მ შენობის დადგმა...

მიბრძანდით ქობულეთის მუნიციპალიტეტში და არქიტექტურის სამსახურს გამოართვით აღნიშნული ინფორმაცია, თან შეეცადეთ თითოულ საბუთთან დაკავშირებით გაიაროთ შესაბამისი კონსულტაცია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ტელ: 0 426 26 72 36
მის.: დავით აღმაშენებლის გამზ.N141
ქ. ქობულეთი, აჭარა, საქართველო

Posted by: Hobart 24 Apr 2019, 23:14
Kobalty
Vertikaluri 4, horizontaluri 3m,wesit.

Posted by: ABESA03 25 Apr 2019, 19:07
გამარჯობა ! მაინტერესებ წითელი ხაზების კოორდინატები საიდან ამოვიღო ხომ არ იცით ?

Posted by: MGS 27 Apr 2019, 00:07
autocad080@gmail.com
გამარჯობა,
ორი შეკითხვა მაქვს.
1) თბილისში მაქვს 50 კვადრატული ერთ სართულიანი სახლი და 70 კვადრატული ეზო დაახლოებით. ამ ეზოში მინდა ერთი ოთახის ჩადგმა. ამის ნებართვის აღებას თუ შეძლებთ და რა დაჯდება.
2) 50 კვადრატული ერთ სართულიანი სახლის კონსტრუქციის გამოთვლა და ნახაზის აგება რა ჯდება თქვენთან დაახლოებით? სოფელში ვაპირებ ავაშენო. კიდე გეოლოგიასაც რახან აკეთებთ, გეოლოგიური დასკვნა რა თანხასთანაა დაკავშირებული ამ პატარა სახლისთვის?

Posted by: POKERISBLUFF 27 Apr 2019, 00:26
f a p

Posted by: Kobalty 28 Apr 2019, 14:21
QUOTE (Hobart @ 24 Apr 2019, 23:14 )
Kobalty
Vertikaluri 4, horizontaluri 3m,wesit.

მადლობა..
ეს ყველაზე დიდ გადამცემ ანძაზეა, ეს ლიმიტი?
ასევე, სად წერია ეს მონაცემები, ხომ ვერ მიმითითებ?

Posted by: kvasito 10 May 2019, 18:27
მეგობრებო მომიჯნავე მიწის ნაკვეთიდან (მეზობლის საზღვრიდან) რამდენ მეტრში შეიძლება შენობის აშენება? სადღაც წავიკითხე 3 მეტრი უნდა იყოს დაშორებაო და ამ მანძილის შემცირება თუ შეიძლება?

მაგალითად შენობის ორი კედელი რომ მოხვდეს ორი მეზობლის საზღვრიდან 1.5 მეტრში რა შეიძ₾ება რომ გავაკეთო, გარდა იმისა რომ ფანჯარა არ მქონდეს და გლუვი კედელი იყოს? ერთმა მითხრა მეზობლებმა თანხმობაც რომ მოგცენ ორი მხრიდან საზღვარს ვერ დაარღვევ ახალი რეგულაციით სახანძრო უსაფრთხოებისთვის არის საჭიროო და გეხვეწებით ვინც იცით მითხარით რა.

რომ წარმოიდგინოთ (სახით ჩვენსკენ მდგომარეობაში რუსული Г ოღონდ შემოატრიალეთsmile.gif)) ორი კედლები რომ იყოს მეზობლის საზღვრიდან 1.5 მეტრში დანარჩენი ორი თავისთავად 3 მეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული მეზობლის საზღვრებიდან

Posted by: Unknown232324 25 May 2019, 18:49
გამარჯობა! თაღსა და კამარას შორის რა სხვაობაა ვერ მეტყვით? ეკლესიების არქიტექტურას ვსწავლობ ძაან ხშირად მხვდება ეს სიტყვები და ავირიე მაგრად ბოლო ბოლო რომელი რას ნიშნავს ვერ გაივგე.

Posted by: Novak 2 Jun 2019, 16:23
kvasito
QUOTE
მეგობრებო მომიჯნავე მიწის ნაკვეთიდან (მეზობლის საზღვრიდან) რამდენ მეტრში შეიძლება შენობის აშენება? სადღაც წავიკითხე 3 მეტრი უნდა იყოს დაშორებაო და ამ მანძილის შემცირება თუ შეიძლება?

მაგალითად შენობის ორი კედელი რომ მოხვდეს ორი მეზობლის საზღვრიდან 1.5 მეტრში რა შეიძ₾ება რომ გავაკეთო, გარდა იმისა რომ ფანჯარა არ მქონდეს და გლუვი კედელი იყოს? ერთმა მითხრა მეზობლებმა თანხმობაც რომ მოგცენ ორი მხრიდან საზღვარს ვერ დაარღვევ ახალი რეგულაციით სახანძრო უსაფრთხოებისთვის არის საჭიროო და გეხვეწებით ვინც იცით მითხარით რა.

რომ წარმოიდგინოთ (სახით ჩვენსკენ მდგომარეობაში რუსული Г ოღონდ შემოატრიალეთsmile.gif)) ორი კედლები რომ იყოს მეზობლის საზღვრიდან 1.5 მეტრში დანარჩენი ორი თავისთავად 3 მეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული მეზობლის საზღვრებიდან


3 მეტრი იმ შემთხვევაშია საჭირო თუ ღიობს (ფანჯარას/კარს) აწყობს მაგ ფასადზე
თუ ყრუ კედლი უნდა მიუშვირო მეზობლის საზღვარს, შეგიძლია ზედ საზღვარზეც განათავსო, არანაირი დაშორებით
სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც არ არის პრობლემა თუ ხანძარმედეგობას უზრუნველყოფ (ანუ ცეცხლგამძლე მასალით ააშენებ მიჯნის კედელს)
განსხვავებულია მხოლოდ უკანა საზღვარი(ქუჩის მიმართ უაკანა),
უკანა საზღვრის მიმართ დგინდება 3 მეტრიანი რეგულირების ხაზი რომელსაც ვერ დაარღვევ შენობით


Posted by: con 7 Jun 2019, 15:22
ვეძებ გამოცდილ არქიტექტორს (კიბეების პროფილით)


Posted by: Internet_Contraband 20 Jun 2019, 20:23
თუ შეგიძლიათ მირჩიოთ არქიტექტორ/პროექტის შემქმნელი, რომელსაც აქვს გამოცდილება ძველი თბილისის სახლებზე და მერიასთან ურთიერთობის (არა აუცილებელი პირობაა, მაგრამ რეკომენდებული)

Posted by: Hobart 23 Jun 2019, 12:54
QUOTE (Unknown232324 @ 25 May 2019, 18:49 )
გამარჯობა! თაღსა და კამარას შორის რა სხვაობაა ვერ მეტყვით? ეკლესიების არქიტექტურას ვსწავლობ ძაან ხშირად მხვდება ეს სიტყვები და ავირიე მაგრად ბოლო ბოლო რომელი რას ნიშნავს ვერ გაივგე.

Igivea , kamara tagia klesiebshi

Posted by: Hobart 25 Jun 2019, 19:13
QUOTE (Kobalty @ 28 Apr 2019, 14:21 )
QUOTE (Hobart @ 24 Apr 2019, 23:14 )
Kobalty
Vertikaluri 4, horizontaluri 3m,wesit.

მადლობა..
ეს ყველაზე დიდ გადამცემ ანძაზეა, ეს ლიმიტი?
ასევე, სად წერია ეს მონაცემები, ხომ ვერ მიმითითებ?

Ui ara chveulebrivi megona, kvelaze didze arvici kai didi mandzili unda ikos

Posted by: alva 30 Jul 2019, 13:07
მსგავსი სახლის პროექტის (წინა მიშენების გარეშე) მხოლოდ ნახაზის მომზადება რა ღირს შეგიძლიათ მითხრათ?

https://www.homedit.com/concrete-and-wood-house-brings-the-outdoors-in/south-africa-house-by-bloc-architects/

Posted by: Definitely_Maybe 30 Jul 2019, 18:35
alva
კვადრატული 35-40 დოლარი.

თუ ნაგავი გინდა 5 ლარადაც ნახავ მერიასთან smile.gif

Posted by: kvasito 31 Jul 2019, 12:56
მეგობრებო ესეთი პრობლემის წინაშე დავდექი,

ადრე ჩემს მშობლებს უნდოდათ სახლის საშენება მუხათწყაროში, სარდაფით უნდოდათ გაკეთება და 80 -90 კვ.მ მიწის ფართზე ამოღებულია დაახლოებით 3.5 მეტრ სიმაღლე მიწა, ეხლა მინდა ისევ ამ ამოღრუტნულის მიწით ამოვსება, მაგრამ ვერსად ვერ ვშოულობ მიწას, კლდეს, ქვას, რავიცი სამშენებლო ნარჩენს რომ ჩავყარო და ამოვავსო, რამდენი სატვირთო მანქანა გავაჩერე იმდენმა უარი მითხრა, თან ვეუბნები ხომ მაინც უნდა გადაყარო, წამო ფულს მოგცემ და ჩემს მიწაზე დაყარეთქო და არ შვებიან, რაღაც საბუთი თუ არ გამოუწერეს ისე ვერ აკეთებენ,

იქნებ ვინმეს გქონდეთ გამოცდილება, ან სად ვიშოვო მიწა, ან სად მივიდე, რამდენიმე მშენებლობებზე რომ მივედი ერთმა ბრიგადირმა მე ვერ ვწყვიტავო, მეორემ ფირმის დამფუძნებელთან გაარკვიოე და ა.შ

იქნებ დამეხმაროთ რა

Posted by: ikaika_11 19 Aug 2019, 15:29
მოგესალმებით,
ვეძებ არქიტექტორს, რომელიც იქნება გამოცდილი და ექნება ფანტაზიის უნარი. მჭირდება პროფესიონალი და არა ისეთი მე რო მეკითხება ფერების შეხამებას...
ასევე თუ იცით რამე საიტები, სადაც შეიძლება სახლების ნახვა თავის ნახაზებით კარგი იქნება

Posted by: sაlოmეa 22 Aug 2019, 18:24
საკადასტრო კოდი რო გითხრათ მეტყვით რა მიზნიბრიობისაა მიწა?
არქიტექტურის სამსახური აღარ მუშაობს და საიტზე ვერაფერი გავიგე

მადლობა წინასწარ

Posted by: zura1993 23 Aug 2019, 19:38
მეგობრებო ერთი კითხვა მაქვს.

კორპუსის ეზოში წითელ ზონაში მეზობელს უდგას გარაჟი, განცალკევებული, რკინებით და ჟეშტებით აშენებული, არ არის კანონიერი. ხოდა ახლა ისე განაგლდა, რომ ეგ გარაჟი არ ყოფნის და კიდე ადიდებს ამ გარაჟს თითქმის ორჯერ. თან ისე, რომ კეტავს ერთ-ერთ გასასვლელს. ვის მივმართო ეგ მახინჯობა რომ არ ააშენებინონ?

Posted by: makratela 27 Aug 2019, 16:14
ყველას სალამი...
გთხოვთ დამეხმაროთ და გამარკვიოთ...
ყველამ იცით ალბათ ჩეხური ბინები, და რა ვიწრო ავნები აქვთ, 60 სმია სიგანე. მინდა გავზარდო 1 მეტრამდე. რამდენად დასაშვებია, მომცემენ უფლებას თუ იცით???
ირგვლივ ბევრს აქვს გაკეთებული იგივე სხვადასხვა დროს და ახლა რამდენად იძლევიან ამის ნებას?
იქნებ მირჩიოთ სად, ვის მივმართო და რა არის ამისთვის საჭირო??
უღრმესი მადლობა წინასწარ.
P.S ბინა მე-7 სართულზეა და ჩემს ქვემოთ მხოლოდ პირველ სართულზეა მიშენება,(სადაც გეგმის მიხედვით აივანი საერთოდ არაა). ბინა გლდანშია და ხედს და რამე ეგეთს არ აფუჭებს...

Posted by: anaila 29 Aug 2019, 09:57
მოგესალმებით,
ჩვენს კომპანიას უნდა არქიტექტორებთან შეხვედრა,
რამ უნდა დაანიტერესოს არქიტექტორი რომ დათანხმდეს შეხვედრას სამშენებლო მ,ასალების მწარმოებელ კომპანიას?
ვარიანტები მომწერეთ არქიტექტორებმა, გთხოვთ

Posted by: belimbor 3 Sep 2019, 11:20
http://www.plans.ru/project/2305

ეს პროექტი რომ ჩემს მიწაზე მომირგოთ და ნებართვა ამაღებინოთ, რა დამიჯდება კვადრატი? ე.წ. "პლაშადკა" არ მინდა

Posted by: autocad080@gmail.com 3 Sep 2019, 20:56
QUOTE (belimbor @ 3 Sep 2019, 11:20 )
http://www.plans.ru/project/2305

ეს პროექტი რომ ჩემს მიწაზე მომირგოთ და ნებართვა ამაღებინოთ, რა დამიჯდება კვადრატი? ე.წ. "პლაშადკა" არ მინდა

მიწის საკადასტრო მომწერეთ და პროექტირების და ნებართვის ფასაც გეტყვით.

Posted by: matechala 3 Sep 2019, 23:44
belimbor
https://www.facebook.com/DOMUM-Architecture-Design-By-Natia-Gonadze-101292507917981/

ამათ დაუკავშირდი, საკმაოდ კარგი ხედვა აქვს და არც მეძვირე არაა

Posted by: belimbor 4 Sep 2019, 09:49
autocad080@gmail.com

QUOTE
მიწის საკადასტრო მომწერეთ და პროექტირების და ნებართვის ფასაც გეტყვით.


პირადში მოგწერთ

Posted by: el siete 7 Sep 2019, 18:02
გამარჯობა

ქალაქური პროექტის 1 ოთახიანის ნახაზი ხომ არ გაქვთ? გადაკეთება მინდა და ოთახების ზომები მაინტერესებს

Posted by: Definitely_Maybe 8 Sep 2019, 18:15
belimbor
QUOTE
http://www.plans.ru/project/2305

ეს პროექტი რომ ჩემს მიწაზე მომირგოთ და ნებართვა ამაღებინოთ, რა დამიჯდება კვადრატი? ე.წ. "პლაშადკა" არ მინდა


და რად გინდა ამ გამზადებული ესკიზით სახლის აშენება? არ გირჩევნია შენს სურვილებზე მორგებული პროექტი დაუკვეთო არქიტექტორს?
გიღირს სადღაც 5000 დოლარის ეკონომია რომ მთელი ცხოვრება ამ გაუგებარი ტიპის სახლში გაატარო?

Posted by: Tamu123tamu 18 Sep 2019, 14:37
სახლის პროექტის ღირებულება ხომ არ იცით დაახლოებით რა ღირს - თავის კონსტრუქციებით, ხარჯთაღრიცხვებით და ა.შ. ყველა საჭირო დოკუმენტით. და კომპანიებს ხომ ვერ მირჩევდით ? და ასევე რა მაინტერესებს იცით - შეიძლება ერთი პროექტი 2-მა ადამიანმა გამოიყენოს ? ანუ იყოს ერთი პროექტი და ორმა ააშენოს ამ პროექტით სახლი

Posted by: Definitely_Maybe 18 Sep 2019, 19:15
Tamu123tamu
QUOTE
სახლის პროექტის ღირებულება ხომ არ იცით დაახლოებით რა ღირს - თავის კონსტრუქციებით, ხარჯთაღრიცხვებით და ა.შ. ყველა საჭირო დოკუმენტით


40-50 დოლარი 1კვ.მზე. გააჩნია სახლის გაბარიტებს.

QUOTE
შეიძლება ერთი პროექტი 2-მა ადამიანმა გამოიყენოს ? ანუ იყოს ერთი პროექტი და ორმა ააშენოს ამ პროექტით სახლი

კი თუ წინასწარ იქნება შეთანხმებული არქიტექტორთან

Posted by: OGGI 25 Sep 2019, 10:32
გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება ვინც არქიტექტურაში გარკვეული ხართ! ასეთი შეკითხვა მაქვს, უკვე არსებული პროექტი მაქვს, პდფ ვერსიაა და მჭირდება გადაკეთება. რამდენად არის შესაძლებელი ? არქიტექტორმა რომელმაც გამიკეთა, მეუბნება რომ წამეშალაო სერვერზე ფაილები.. იქნებ დამაკვალიანოთ? თუ არის შესაძლებელი და რა ღირს? წინასწარ გმადლობთ.

Posted by: nikaate 29 Nov 2019, 11:09
გვაქვს საფასადე მასალები (ასევე ვენტილირებადი ფასადი) : კომპაქტ ლამინატი HPL (ე.ჭ. ფუნდერმაქსი), ალუმინის რულონები, ალუკობონდი, კლადი, ფილები...
სახურავი: შინგლი, კრამიტი, ალუმინი, სპილენძი...
აგური და აგურის ფილები - ნატურალური თიხა + კლინკერი (მოდიფიცირებული თიხა)
კლინკერის იატაკის ფილები, კიბეები აქსესუარებით, აუზების მოსაპირკეთებელი კლინკერები...
კლინკერის ქვაფენილი...
ლამინირებული ვინილის იატაკები.....
რბილი იატაკი , ხალიჩები, ფილები და რულონები....
სპორტული მოედნის საფარები......
კერამიკა და გრანიტის ფილები...
კომპოზიტური მასალები - დეკი; კლადი...
ნატურალური, თერმულად დამუშავებული ხე - სხვადასხვა ჯიშები...
ალუმინის შეკიდული ჭერი...
ვაკეთებთ ასევე შეკვეთებს, ჩამოგვაქვს აღნიშნული პროდუქცია- გვაქვს ექსკლუზივებიც + საწყობის მარაგები, დიდი ნაშთები!
შპს კოლხი ჯგუფი - 599037094 - ნიკა, ბრენდ მენეჯერი

Posted by: ივანიჩ 1 Dec 2019, 21:07
QUOTE (OGGI @ 25 Sep 2019, 11:32 )
გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება ვინც არქიტექტურაში გარკვეული ხართ! ასეთი შეკითხვა მაქვს, უკვე არსებული პროექტი მაქვს, პდფ ვერსიაა და მჭირდება გადაკეთება. რამდენად არის შესაძლებელი ? არქიტექტორმა რომელმაც გამიკეთა, მეუბნება რომ წამეშალაო სერვერზე ფაილები.. იქნებ დამაკვალიანოთ? თუ არის შესაძლებელი და რა ღირს? წინასწარ გმადლობთ.

თუ ბოლო 9 წლის განმავლობაში გაქვთ შეთანხმებული, არქიტექტურის სამსახურის საიტზე იქნება და იქიდან ჩამოტვირთავთ უფასოდ

Posted by: alekoasa 3 Dec 2019, 21:42
შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრაში მჭირდება დახმარება კეთილო ხალხო, y კოეფიციენტის მნიშვნელობა სიტყვაზე 0,4,
ეს ფორმულა ვერა და ვერ გავიგე წესივრად, ზოგი როგორ ხსნის ზოგო როგორ smile.gif ესეც სურათი user posted image

Posted by: gion 5 Dec 2019, 18:45
QUOTE (Definitely_Maybe @ 8 Sep 2019, 18:15 )
და რად გინდა ამ გამზადებული ესკიზით სახლის აშენება? არ გირჩევნია შენს სურვილებზე მორგებული პროექტი დაუკვეთო არქიტექტორს?
გიღირს სადღაც 5000 დოლარის ეკონომია რომ მთელი ცხოვრება ამ გაუგებარი ტიპის სახლში გაატარო?

რაიო? 5000 დოლარიო? რა იყო პროექტი ღირს 5000 დოლარი? განა რას აკეთებენ მაგისთანას ეს ქრქიტექტორები. არ მითხრა ახლა 1 თვე ზიან დილიდან საღამომდე და მუშაობენ ოფლს ღვრიან? ასეთი ხელფასი აქვთ პროგრამისტებს თვეში ამერიკაში და ევროპაში და რაში უნდა მისცე 5000 დოლარი ერთ პროექტში არქიტექტორს. ღადაობ?

Posted by: Mr Angry 5 Dec 2019, 19:39
gion
QUOTE
რაიო? 5000 დოლარიო? რა იყო პროექტი ღირს 5000 დოლარი? განა რას აკეთებენ მაგისთანას ეს ქრქიტექტორები. არ მითხრა ახლა 1 თვე ზიან დილიდან საღამომდე და მუშაობენ ოფლს ღვრიან? ასეთი ხელფასი აქვთ პროგრამისტებს თვეში ამერიკაში და ევროპაში და რაში უნდა მისცე 5000 დოლარი ერთ პროექტში არქიტექტორს. ღადაობ?


ემაგ კუბიკს სახლს ეძახი? რისი ლინკიც დადე

5000 დოლარი ბევრი დაგიწერეს, 2000 დოლარადაც მშვენივრად აკეთებს ბევრი და უფრო იაფადაც თუ ნიჭიერ სტუდენტს გამონახავ და მოსაწონს გაგიკეთებს


Posted by: SaamI 5 Dec 2019, 19:42
Tamu123tamu
QUOTE
სახლის პროექტის ღირებულება ხომ არ იცით დაახლოებით რა ღირს - თავის კონსტრუქციებით, ხარჯთაღრიცხვებით და ა.შ. ყველა საჭირო დოკუმენტით

20-30$
QUOTE
და კომპანიებს ხომ ვერ მირჩევდით ?

https://www.facebook.com/BBstudio.ge/ 551 013 013
OGGI
QUOTE
არქიტექტორმა რომელმაც გამიკეთა, მეუბნება რომ წამეშალაო სერვერზე ფაილები.. იქნებ დამაკვალიანოთ? თუ არის შესაძლებელი

შესაძლებელი როგორ არაა. თავიდან უნდა აიგოს არქიკადში ან ავტოკადში. ის არქიტექტორი რატომ არ გიკეთებთ?
თუ შეთანხმებული პროექტია, მერიის საიტიდან გადმოტვირთეთ.
belimbor
QUOTE
ეს პროექტი რომ ჩემს მიწაზე მომირგოთ და ნებართვა ამაღებინოთ, რა დამიჯდება კვადრატი?

ალბათ ფასის გამო გინდათ მაგ პროექტის გამოყენება. მნიშვნელოვან შეღავათს არ მოგცემთ.

Posted by: gfs001 5 Dec 2019, 22:22
მოგესალმებით, მიწის ნაკვეთი მაქვს რომელიც სატრანსპორტო ზონა 1 -ს და გამწვანებულ ტერიტორიას ეკუთვნის. თუ იცით არის შანსი მსუბუქი კონსტრიქციით ავტოსამრეცხაოს განთავსების ნებართვა მომცემენ?

Posted by: shrek777 7 Dec 2019, 05:54
სანტექნიკა გათბობის პროექტირება მინდა, 800 კვ. მ-ზე, თუ იქნება მსურველი მომწერეთ

Posted by: kea 19 Dec 2019, 01:43
მოკლედ აშენებული სახლი და დასრულებული მჭირდება რო ჩაიბარონ, რეესტრში გატარდეს როგორც დასრულებული.
არქიტექტორი და მშენებელი მყავდა, რა თქმა უნდა ფული შეჭამა და არ დაასრულა, სხვა მშენებელს დავასრულებინე.
მინდა სახლი ჩავაბარო მარა იმ წინა არქიტექტორს ვადების დარღვევისთვის ჯარიმა ადევს.
კსიც ვერ გავიგე ეს ჯარიმა ჩემი გადასახდელია თუ რაა.
მოკლედ აურია ყველაფერი და აქეთ მიკივის პრასწიტუტკასავით.
რა საშუალება არსებობს რო უბრალოდ მოვიყვანო ზედამხედველობა და ჩაიბარონ სახლი, არქიტექტორი დამჭირდება ალბათ მაგისთვის.

მერე აუცილებლად დავწერ და ვეცდები ბევრმა გაიგოს მაგ დამპალი კომპანიის და ცრუპენტელა არქიტექტორის შესახებ.

Posted by: belimbor 19 Dec 2019, 10:27
SaamI

ფასის გამო ნამდვილად არა. პროექტი მომეწონა. აბა ქართველ არქიტექტორებს ასეთი სახის პორტფოლიოები არ გიდევთ...

Posted by: SaamI 19 Dec 2019, 22:31
kea
QUOTE
მინდა სახლი ჩავაბარო მარა იმ წინა არქიტექტორს ვადების დარღვევისთვის ჯარიმა ადევს.

მშენებლობის ვადების დარღვევისთვის ჯარიმა არქიტექტორს არ/ვერ ექნება. შენობის მეპატრონე ჯარიმდება.
QUOTE
რა საშუალება არსებობს რო უბრალოდ მოვიყვანო ზედამხედველობა და ჩაიბარონ სახლი, არქიტექტორი დამჭირდება ალბათ მაგისთვის.

თუ დარღვევები არ გაქვთ და კორექტირება არ გჭირდებათ, არც არქიტექტორი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ პირადად შეიტანოთ განცხადება. განცხადებაზე პროექტის ავტორის ხელმოწერა აუცილებელია.


* * *
belimbor
QUOTE
პროექტი მომეწონა.

მე ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დავინახე. ჩამოაყალიბეთ ზუსტად რა გიდათ და საშუალო არქიტექტორი უკეთესსაც დაგიხაზავთ.
QUOTE
აბა ქართველ არქიტექტორებს ასეთი სახის პორტფოლიოები არ გიდევთ...

გასაყიდ პროექტებს გულისხმობთ თუ უკვე გაკეთებულებს?
აგერ ბატონო გასაყიდი პროექტები
https://www.facebook.com/giorgi.r.b/photos/a.250888825001213/358882847535143/?type=3&theater
https://www.facebook.com/giorgi.r.b/photos/a.250888825001213/250888931667869/?type=3&theater
https://www.facebook.com/giorgi.r.b/photos/a.250888825001213/250888888334540/?type=3&theater
https://www.facebook.com/giorgi.r.b/photos/a.250888825001213/892220074201415/?type=3&theater
https://www.facebook.com/giorgi.r.b/photos/a.250888825001213/250911474998948/?type=3&theater
ესეც განხორციელებული
https://www.facebook.com/pg/giorgi.r.b/photos/?tab=album&album_id=331627733593988
https://www.facebook.com/pg/giorgi.r.b/photos/?tab=album&album_id=2087360641354013
https://www.facebook.com/giorgi.r.b/photos/a.250888825001213/392377860852308/?type=3&theater
https://www.facebook.com/giorgi.r.b/photos/a.250888825001213/383103138446447/?type=3&theater
https://www.facebook.com/giorgi.r.b/photos/a.250888825001213/1067043873385700/?type=3&theater

Posted by: kea 19 Dec 2019, 23:21
SaamI
QUOTE
განცხადებაზე პროექტის ავტორის ხელმოწერა აუცილებელია.

ანუ ისევ იმ აფერისტის ხელმოწერა მჭირდება რო სახლი დავარეგისტრირო?
დარღვევები არ არის.
მადლობა.
შემთხვევით კომპანიას ხომ ვერ მირჩევთ, რემონტს რო აკეთებენ მეტნაკლებად სინდისიერად.
ამ უნამუსო ხალხის შემხედვარე სულ დამეკარგა ადამიანებზე წარმოდგენა.

Posted by: SaamI 19 Dec 2019, 23:45
kea
QUOTE
შემთხვევით კომპანიას ხომ ვერ მირჩევთ, რემონტს რო აკეთებენ მეტნაკლებად სინდისიერად.

"მეტნაკლებად" არ ვიცი და, საქართველოში საუკეთესო ხარისხით ვაკეთებთ. ოღონდ აგვისტომდე დაკავებული ვართ.

Posted by: belimbor 20 Dec 2019, 10:46
SaamI

თქვენ ჩემზე კარგად იცით, მაგრამ გარედან როგორ გამოიყურება, ეგ არაა ჩემთვის პროექტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია შიგნით ოთახების სწორი განლაგება. რასაც ვნახულობ მარტივად უცხოურ საიტებზე. FB-ზე ექსტერიერის დადება არ არის საკმარისი ჩემთვის. Tas.ge-ზე უფრო ვათვალიერებ მზა პროექტებს ხოლმე. იმ სახლში რაც მომწონს, არის ერთ-ერთ მხარეს მრგვალი კედელი და ოთახების ნორმალური გადანაწილება, რომელშიც კორექტირებების შეტანა მინდა. განსაკუთრებული რა უნდა დაინახო, მთავარია მოგეწონოს. თუ გცალიათ თქვენ, დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებოდით ოფისში

Posted by: SaamI 22 Dec 2019, 21:29
belimbor
QUOTE
ჩემთვის მნიშვნელოვანია შიგნით ოთახების სწორი განლაგება.

სწორი მიდგომაა. მთავარი კომფორტია. მაგრამ გასაყიდ პროექტებზე გეგემებს ვერ გავასაჯაროებთ.
QUOTE
ოთახების ნორმალური გადანაწილება

1. კიბის მხრიდან საქვაბეში შესასვლელი სიმაღლეში არ ჩაეტევა.
2. სახლში მთავარი შესასვლელი სამზარეულოს გავლით არაკომფორტულია.
3. საერთო ოთახი ძალიან პატარაა.
....
* * *
QUOTE
თუ გცალიათ თქვენ, დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებოდით ოფისში

ოფისი არ მაქვს. ამჟამად ძირითადად წავკისში ვარ ობიექტზე. გასაუბრება და კონსულტაცია თუ გინდათ თბილისშიც შეიძლება შეხვედრა.

Posted by: power light 25 Dec 2019, 00:23
მოგესალმებით.
ნაკვეთს რომლის შეძენითაც ვარ დაინტერესებული, მშენებლობის ნებართვა გაცემული აქვს 2014 წელს. მაინტერესებს ვადები თუ აქვს ამ ნებართვას? თუ თავიდან გასაკეთებელი იქნება ნებართვა მშენებლობაზე? ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. დიდ-დიღომში.
სახლის პროექტიც აქვს დამტკიცებული 2015-ში და თანხმობაც აშენებაზე. მაგრამ არანაირი მშენებლობა არ აქვს დაწყებული.

Posted by: POKERISBLUFF 30 Dec 2019, 20:54


Posted by: belimbor 31 Dec 2019, 10:52
გაპის აღება შეჩერებულია მარტამდე ოღონდ არაოფიციალურადო და სიმართლეა?

Posted by: ივანიჩ 6 Jan 2020, 16:30
QUOTE
მშენებლობის ნებართვა გაცემული აქვს 2014 წელს. მაინტერესებს ვადები თუ აქვს ამ ნებართვას? თუ თავიდან გასაკეთებელი იქნება ნებართვა მშენებლობაზე? ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. დიდ-დიღომში.
სახლის პროექტიც აქვს დამტკიცებული 2015-ში და თანხმობაც აშენებაზე

ნებართვა თუ გაცემულია-იქვე მითითებული იქნება ვადაც.
თუ ვადა გასულია - მშენებლობის დასაწყებად ახალი ნებართვაა საჭირო, თავისი ახალი კალენდარული გრაფიკით.

Posted by: autocad080@gmail.com 7 Jan 2020, 14:31
13user posted image
გთავაზობთ ბინების და კომერციული ფართების შიდა აზომვას, სარდაფების, ავტოფარეხის, სხვენის აზომვით ნახაზებს, ფართების გაერთიანებას და გამიჯვნას ☎️ 591 01 83 13

Posted by: Unknown232324 7 Jan 2020, 18:44
გამარჯობა! გილოცავთ შობას და ახალ წელს!

ნაკვეთზე მინდა პატარა 2 ოთახიანი სახლის გაკეთება პატარა სამზარეულოთი და აბაზანა-ტუალეტით, ჯამში 30-35 კვადრატს რომ არ გასცდეს.

2 ვარიანტზე ვფიქრობ ან პანელური სახლი ან რავიცი ჩვეულეუბრივად აშენება რა, ხოდა მე როგორც მითხრეს პანელური იაფი გამოდისო ბევრად და თქვენ რას მირჩევდით?

7-8 ათასი დოლარი ბიუჯეტი.

Posted by: jackass23 3 Feb 2020, 20:28
გამარჯობა. გრგ-ის გაკეთება რა ჯდება? ვთქვათ, რამდენიმე მფლობელმა რო გააკეთოს ერთად, დაახლოებით 5-მა, 10 000მ/კვ ზე რა მოუწევს თითოს? მთლიანი ფასი რა იქნება? და რა არი შანსი იმისა, რო დამუშავებული გრგ-ით გათვალისწინებული ზონები არ გაითვალისწიბოს მერიამ და უარი თქვას??

Posted by: katie_9 6 Feb 2020, 17:46
გამარჯობა,
9 სართულიან სახლზე მინდა სხვენის პრივატიზება და მერე დაშენება. მინდა რა, 6 ოჯახს გვინდა.
სახლი არ მიიღეს ექსპლუატაციაში დარღვევების გამო.

ვერ ვარკვევ რომელ სტრუქტურას უნდა მივმართო და რა საბუთები დამჭირდება.
მერია მეუბნება ეს იუსტისციის სახლის თემააო, იუსტიციის სახლი მერიაში მიშვებს, არქიტექტურის სამსახურმა კიდე იუსტიციის სახლთან გადამამისამართა.
საბოლოო პასუხი ამ სტრუქტურებთან საუბრისა არის: ვერაფერს ვერ იზამთ.
სახლს ექსპლუტაციაში არ მიიღებენ იმიტომ რომ მშენებელი კომპანია აორთქლდა. აღარ არსებობს ბუნებაში. მათთან დაკავშირების შანსი აღარაა.

ჰოდა გვეშველება რამე? პრაქტიკაში როგორ ხდება ამ სიტუაციიდან გამოსვლა?




Posted by: ივანიჩ 6 Feb 2020, 18:49
QUOTE
9 სართულიან სახლზე მინდა სხვენის პრივატიზება

ეს საჯარო რეესტრში
QUOTE
მერე დაშენება.

ეს არქიტექტურაში.
QUOTE
სახლი არ მიიღეს ექსპლუატაციაში დარღვევების გამო.

ესეც მერიაში, მუნიციპალურ ინსპექციაში

.
QUOTE
აღარ არსებობს ბუნებაში. მათთან დაკავშირების შანსი აღარაა.

სამართალმემკვიდრე არ ჰყავთ? ბინები ან ოფისები, სხვენი, სარდაფები, მთლიანად ის მიწა რაზეც დგას კორპუსი - ვისი საკუთრებაა აბა?

Posted by: autocad080@gmail.com 7 Feb 2020, 16:26
user posted image
ჩვენი კომპანია გთავაზობთ დროის უმოკლეს პერიოდში:

ნებისმიერი სირთულის პროექტის მომზადებას და მერიაში ნებართვის აღებას;
ფოტოფიქსაციას და აზომვითი ნახაზების მომზადებას;
დასრულებას და ლეგაილზებას;
სიტუაციური გეგმას;
41-ე დადგენილებით გათვალისწინებული პროექტების მომზადებას(3დან 5 კლასამდე პროექტები);
ფოტომონტაჟის მომზადებას;
კონსრტუქციული ნახაზის მომზადებას და კონსტრუქციულ დასკვნას;
შიდა აზომვითი ნახაზების მომზადებას;
ახალ აშენებულ ბინებში ფართის დაზუსტებას;
გეოლოგიას;
ტოპოგრაფიას;
გრგ–ს მომზადებას;
ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს;
რემონტს;
მშენებლობას;
მშენებლობის ხარჯთაღრიცხვას.
გვეწვიეთ ჩვენს ოფისში – გლდანში (ახმეტელის მეტროს მიმდებარედ), ხიზანიშვილის ქუჩა N30–ში II სართულზე და დარწმუნდით ჩვენს ხარისხსა და სანდოობაში.
ენდეთ პროფესიონალებს ,,Outsource Projects,,

შ.პ.ს ,,აუთსორს პროჯექთი,,
მის:ქ. თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა 30 (II სართული)
მეილი: autocad080@gmail.com
მობ. 591 01 83 13 ლადო

Posted by: kaxaberski66 9 Feb 2020, 11:37
autocad080@gmail.com
გამარჯობათ.
სახლი მაქვს ერთ სართულიანი 115მ კვადრატი.
მინდა დავაშენო მეორე სართული მაგდენივე ფართის .
რა დამიჯდება პროექტის შედგენა და ნებართვა?

Posted by: ივანიჩ 14 Feb 2020, 11:41
QUOTE (kaxaberski66 @ 9 Feb 2020, 12:37 )
autocad080@gmail.com
გამარჯობათ.
სახლი მაქვს ერთ სართულიანი 115მ კვადრატი.
მინდა დავაშენო მეორე სართული მაგდენივე ფართის .
რა დამიჯდება პროექტის შედგენა და ნებართვა?

ნებართვა უფასოა

მოსაკრებელს იხდით კვადრატულობით-

"მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 (ოთხი) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარს.”.

პროექტის შედგენაზე კიდევ კერძო არქიტექტორს უნდა გაურიგდეთ- ზოგი იაფად აკეტებს ზოგი ძვირად

Posted by: i.ormotsadze 9 Mar 2020, 18:03
გამარჯობა. მაქვს მიწის ნაკვეთი რეგიონში (იმერეთში) მინდა 2 პატარა სახლის აშენება (თითო 50-55 კვ.მ, სიმაღლე დაახლოებით 4.5 მ) მჭირდება ამისთვის მშენებლობის ნებართვა ? როგორც ვიცი, 60 კვადრატულამდე, საჭირო არ არის. რა პროცედურების გავლა მჭირდება, რომ დავიწყო მშენებლობა ? მადლობა.

Posted by: ივანიჩ 10 Mar 2020, 18:16
i.ormotsadze
შენობა-ნაგებობები თავისი პარამეტრების მიხედვით იყოფა 5 კლასად,
აქედან მხოლოდ პირველი კლასის შენობას - უფრო ზუსტად კი - 60 მ​2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობას, პროექტი და ნებართვა არ სჭირდება, მაგრამ საჭიროა წერილობითი დასტური შესაბამისი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურიდან. იქ წარსადგენ დოკუმენტაციასაც მუნიციპალიტეტი ადგენს.

Posted by: i.ormotsadze 10 Mar 2020, 19:41
QUOTE (ივანიჩ @ 10 Mar 2020, 18:16 )
i.ormotsadze
შენობა-ნაგებობები თავისი პარამეტრების მიხედვით იყოფა 5 კლასად,
აქედან მხოლოდ პირველი კლასის შენობას - უფრო ზუსტად კი - 60 მ​2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობას, პროექტი და ნებართვა არ სჭირდება, მაგრამ საჭიროა წერილობითი დასტური შესაბამისი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურიდან. იქ წარსადგენ დოკუმენტაციასაც მუნიციპალიტეტი ადგენს.

მაგრამ როგორც დღეს მითხრეს, ეს კანონი შეიცვალა და ახლა, მხოლოდ 50 კვ2 არის დასაშვები და თანაც , არასაცხოვრებელი ფართიო. დიდი მადლობა

Posted by: ივანიჩ 11 Mar 2020, 18:03
QUOTE
მაგრამ როგორც დღეს მითხრეს, ეს კანონი შეიცვალა

არვიცი ვინ რა გითხრათ მაგრამ ეგ პარამეტრები დღესაც ძალაშია.

Posted by: safar1981 3 Apr 2020, 23:16
salami
mainteresebs ra passhi damixazavs arkitektori saxlis proeqts.
msheneblobis nebartva agebuli makvs.
saxlic paktiurad ashenebulia. 2 sartuliani, parti, 60kv.m. pirveli sartuli da meorec igive parti.

Posted by: ივანიჩ 4 Apr 2020, 23:23
safar1981
პროექტის გარეშე ააშენეთ? ეგ უნებართვო მშენებლობაა და ჯარიმას და დემონტაჟს ექვემდებარება
პოსტ ფაქტუმ ნებართვას არავინ მოგცემთ smile.gif

Posted by: JORJ1 5 Apr 2020, 11:25
ბინის ნახაზს ონლაინ ვერ ამოვიღებ ?

ჰელფ ფლიზ (

Posted by: RS-FELIX 5 Apr 2020, 13:36
იმ ნორმის ლინკი მომეცით რომელიც ნაკვეთზე სახლის პარამეტრების მოთხოვნებს ადგენს

Posted by: lash07 8 Apr 2020, 18:49
გამარჯობათ,

არქიტექტორისგან მესაჭიროება კოსულტაცია, შესამაბისი ანაძღაურებით, პირადში მომწერეთ.


მადლობა წინასწარ

Posted by: nika123 8 Apr 2020, 18:51
ვის შეუძლია პროექტის მომზადება GWP-ში წარსადგენად? ანუ სასმელი წყლის მილის შეყვანა მინდა. gwp-მ პროექტირებაში იმხელა თანხა მომიხია რო.....
აქ თუ არის ვინმე ვისაც გაუკეთებია პროექტი?

Posted by: machaxela 20 Apr 2020, 19:17
nika123
QUOTE
ვის შეუძლია პროექტის მომზადება GWP-ში წარსადგენად? ანუ სასმელი წყლის მილის შეყვანა მინდა. gwp-მ პროექტირებაში იმხელა თანხა მომიხია რო.....
აქ თუ არის ვინმე ვისაც გაუკეთებია პროექტი?

პროექტის გაკეთება არ არის პრობლემა, მაგრამ თქვენ ისეთ კლიაუზნი ორგანიზაციასთან გაქვს საქმე აზრი არა აქვს, სულ რომ სუპერ პროექტი მიუტანო იმით გაკეთების უფლებას მაინც არ მოგცემს აი "იმხელა თანხასაც" სწორედ მაგიტომ გეუბნება. ბევრჯერ გვაქვს გამოცდილი .ან ვინმე ისეთი იპოვე ვისაც უარს ვერ ეტყვიან ან შეეგუე თანხას და გადაიხადე.

Posted by: SaamI 21 Apr 2020, 12:00
nika123
QUOTE
gwp-მ პროექტირებაში იმხელა თანხა მომიხია რო.....

რამდენი? 500 ლარი ღირდა და გააძვირეს?

Posted by: giorgi22 24 Apr 2020, 20:42
მოგესალმებით,
ინდ სახლის მშენებლობის ვადა გადამიცდა რამდენიმე თვე, არასწორად მახსოვდა თარიღი sad.gif რა ვარიანტია ეხლა ჯარიმა არის გადასახდელი? კორონას პერიოდში რამე შეღავათები ხო არაა ვადებზე?

Posted by: SaamI 24 Apr 2020, 22:09
giorgi22
QUOTE
ინდ სახლის მშენებლობის ვადა გადამიცდა რამდენიმე თვე, არასწორად მახსოვდა თარიღი. რა ვარიანტია ეხლა ჯარიმა არის გადასახდელი?

მოსაკრებელი გექნებათ თავიდან გადასახდელი.
QUOTE
კორონას პერიოდში რამე შეღავათები ხო არაა ვადებზე?

არსად არაფერი თქმულა.

Posted by: giorgi22 25 Apr 2020, 09:36
SaamI
და პირდაპირ ექსპლუატაციაში რომ ჩავაბარო?
მკაცრად ამოწმებენ ძაან?

Posted by: SaamI 26 Apr 2020, 02:13
giorgi22
QUOTE
და პირდაპირ ექსპლუატაციაში რომ ჩავაბარო?
მკაცრად ამოწმებენ ძაან?

მაგას აუცილებლად ნახავენ.
რამდენით გადააცილებთ, მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, როცა ჩასაბარებლად მზად გექნებათ, მაშინ შეიტანეთ განცხადბა და მაშინ გადაიხადეთ.

Posted by: abes777 26 Apr 2020, 02:34
QUOTE (nika123 @ 8 Apr 2020, 18:51 )
ვის შეუძლია პროექტის მომზადება GWP-ში წარსადგენად? ანუ სასმელი წყლის მილის შეყვანა მინდა. gwp-მ პროექტირებაში იმხელა თანხა მომიხია რო.....
აქ თუ არის ვინმე ვისაც გაუკეთებია პროექტი?

რაც გვპიმ უნდა განიხილოს და მერე მერიამ, მითიმეტეს თუ ასფალტის გაჭრა უწევს, ისევ გვპს მიმართო ჯობია.
მყავს რამდენიმე ეგეთი მარა ეხლა ისეთი სიტუაციაა რო ნერვებს დაგაწყვეტენ, პატარა პროექტებზე თავს არ იწუხებენ. კონტრაქტირები არიან და დიდ საქმეს იღებენ ხოლმე რა. დრო თუ ბევრი გაქვს და არ გეჩქარება, შეგიძლია ცადო. ორშაბათს დამიპიემე გამახსენე და ჩაგიგდებ ნომრებს.

Posted by: nika9282 27 Apr 2020, 21:03
გამარჯობათ, ვეძებ არქიტექტორს ვინც მოვა ობიექტზე გააკეთებს აზომვას არსებული აივნის ნებართვისთვის. სარეკოსტრუქციო პროექტსშეიტანს არქიტექტურის სამსახურში და მოახდენს სრულ ოპერაციულ ხარჯთაღრიცხვას.
ამ საქმეში გამოცდილი ხალხი შემეხმიანეთ.

სახლი არის გლდანში, გიორგიწმინდის დასახლებაში.
591 116808

Posted by: nika123 28 Apr 2020, 20:56
QUOTE
რამდენი? 500 ლარი ღირდა და გააძვირეს?


500 ლარი რომ ეთქვათ მაგაზე პრობლემა არ იქნებოდა. სავარაუდო თანხა დამითვალეს 1600 ლარი
sleep.gif


QUOTE
რაც გვპიმ უნდა განიხილოს და მერე მერიამ, მითიმეტეს თუ ასფალტის გაჭრა უწევს, ისევ გვპს მიმართო ჯობია.
მყავს რამდენიმე ეგეთი მარა ეხლა ისეთი სიტუაციაა რო ნერვებს დაგაწყვეტენ, პატარა პროექტებზე თავს არ იწუხებენ. კონტრაქტირები არიან და დიდ საქმეს იღებენ ხოლმე რა. დრო თუ ბევრი გაქვს და არ გეჩქარება, შეგიძლია ცადო. ორშაბათს დამიპიემე გამახსენე და ჩაგიგდებ ნომრებს.


ასვალტი არაა დაგებული, ალბათ მომიწევს ისევ GWP-სთან პროქტის გაკეთება,
პრობლემა იმაშია კიდევ რო შემდგომ რა თანხა დამიჯდება ამ 100 მეტრის გაყვანა.

Posted by: ztskhvaradze 6 May 2020, 14:34
ივანიჩ
თუ შეგიძლიათ რომ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე. ე.ი. სახლი ძველი აშენებულია. თავის დროზე აშენდა უკანონოდ, თუმცა შემდეგ სააკაშვილის დროს რაღაც პროგრამა იყო რომლის ფარგლებშიც მოხდა სახლის დაკანონება. ამჟამად ამონაწერში ჩვეულებრივად მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა #1 თავისი შესაბამისი კვადრატულობით. მიწის ნაკვეთი მლიანად მოქცეული მწვანე ზონაში. მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია რომ მოხდეს მეორე სართულის დაშენაბა უკვე არსებულ შენობაზე? პირველი სართული, რაც უკვე აშენებულია არის 37კვ.მ. მიწის საერთო ფართი კი 300 კვ.მ.

Posted by: ივანიჩ 6 May 2020, 19:03
ztskhvaradze
,,მწვანე ზონა" - ასეთი არ არსებობს
არსებობს სარეკრეაციო ზონები (1,2,3) ასევე ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა.
საჭიროა დაზუსტდეს ზუსტად რომელ ფუნქციურ ზონაშია და იმის მიხედვით გაირკვევა რისი აშენების შესაძლებლობა გექნებათ, რადგანაც ზოგან დასაშვებია ინდივიდუალური სახლები, ზოგან კი არა.
ნახეთ რუკაზე საკადასტრო კოდის მეშვეობით tas.ge
ან დააზუსტეთ მერიაში, ან არქიტექტურის ან ურბანულ სამსახურებთან smile.gif

Posted by: gio_cxel 8 May 2020, 21:28
ფოტომონტაჟის გაკეთება მჭირდება.
თუ ვინმეს გაქვთ საკონტაქტო, იქნებ მომწეროთ.

Posted by: omarichi777 9 May 2020, 13:17
...............................................................................................

Posted by: safar1981 21 May 2020, 00:53
salami, aset ragacas movkari kuri, zogad tbilisshi vrceldeba es tu kvela raionshi da kvela klasis msheneblobaze?

teritoria, saguramos ert-erti sopeli. mshenebloba 2 klasis sacxovrebeli.

rodesac atanxmeb proeqts da ickeb msheneblobaso da amotxri sadzirkvels tu ragac unda moikvano shesabamisi samsaxuri da anaxo rom zustad ise gakvs amotxrili rogorc proeqtshi gakvs.

eseti cesi arsebobs martla???

Posted by: BAVART 4 Jun 2020, 11:39
ვეძებ მშენებელთა ბრიგადას რომლებიც ამიშენებენნკერძო სახლს120კვმ შავ კარკას. 597120999ან თუ იცით ნომრები მომწერეთმადლობა
* * *
ვეძებ არქიტექტორს. ამ სტილის სახლის პროექტიტებისYვის ჯამში 1+2 უნდანიყოს 120-130კვმ ვინ შეძლებთ?user posted image

Posted by: kikoliko86 8 Jun 2020, 16:49
გამარჯობა,

ღობის სიმაღლეზე მაინტერესებს რამდენი მეტრზე იძლევიან ნებრათვას?
მითხრეს დახურული ღობე მაქსიმუმ 1.8 მეტრი უნდა იყოსო? ამაზე მაღალი რომ მოვითხოვო რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს?

და ჩაბარების დროს ღობის სიმაღლე საიდან იზომება, შიდა ეზოს მხრიდან თუ გარედან?

Posted by: ივანიჩ 8 Jun 2020, 21:47
QUOTE
ღობის სიმაღლეზე მაინტერესებს რამდენი მეტრზე იძლევიან ნებრათვას?
მითხრეს დახურული ღობე მაქსიმუმ 1.8 მეტრი უნდა იყოსო? ამაზე მაღალი რომ მოვითხოვო რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს?


მოკლედ ღობე სიმაღლის მიხედვით იყოფა კლასებად-
გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე - I კლასის შენობაა და მასზე -მშენებლობის მარტივ შეტყობინებაზე გადაწყვეტილება მიიღება 5 სამუშაო დღის ვადაში)
და
გრუნტის ზედაპირიდან 2.2 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობე; მეორე კლასში გადის და გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის დეტალური შეტყობინების შემთხვევაში 10 სამუშაო დღის ვადაში.)

Posted by: vaeli 14 Jun 2020, 00:17
გამარჯობა, რა დამიჯდება სახლის დაპროექტება? 8X10 მეტრზე, ორი სართული პლიუს მანსარდა?

Posted by: Definitely_Maybe 14 Jun 2020, 11:39
vaeli
სრული სამშენებლო დოკუმენტაცია - $12 000.

Posted by: vaeli 14 Jun 2020, 11:46
Definitely_Maybe მადლობა

Posted by: NanukaU 9 Jul 2020, 08:13
გამარჯობათ კითხვა მაქვს ასეთი, როდესაც ლიცენზირებული A ტიპის ინსპექტირების ორგანო აკეთებს გამოკვლევას შენობის ვარგისად აღიარების დროს, ანუ როცა მან უნდა დადოს დასკვნა არის თუ არა ესა თუ ის შენობა ვარგისი ასაშენებლად, (საქმე ეხება ორ სართულს) და შესავალში წერს სართულების დახასიათებას, და აღწერს კონკრეტულად რომელ წლებში აშენდა სართულები, და წერს ყალბ თარიღს, კერძოდ მეორე სართული დაშენდა 2020 წელს, და წერს რომ სამუშაოები დასრულდა 2002 წელს ანუ 18 წლის წინ.. ამ შემთხვევაში პასუხი ვის უნდა მოეკითხოს, დამკვეთს თუ ამ ლიცენზირებულ ორგანოს. გარდა იმისა რომ ამ კომპანიამ დასკვა უნდა დადოს შენობის ვარგისად აღიარებისე ევალება თუ არა რომ გადაამოწმოს დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცია , ან მინუმუმ ეჭვი შეიტანოს მასში .თუ პასუხიმგებლობა ამ შემთხვევაში უშუალოდ დამკვეთზეა. თან დასკვნა დიდის ამბით იწყება ასე რომ თუ ცრუ და ყალბ მონაცემებს დაწერენ პასუხი მოეკითხებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370 მუხლის შესაბამისად ..მადლობა წინასწარ.
* * *
კიდევ ერთი კითხვა მაქვს ძვირფასებო, როცა განაცხადს აკეთებ არქიტექტურის სამსახურში 2007 წლამდე დაწყებული მშენებლობის დასრულება შემდგომი ლეგალიზებით , თუ ამასობაში 2020 წელს ამოვიყვანე მეორე სართულის კელდები და ფანჯრები გამოვჭერი , და იმ პირველ სართულსაც 2020 წელს მივადგი ბლოკით დამატებით ფართი , და მერე გამოვაგზავნე განაცხადი, ექვემდებარება რაიმე გამონაკლისს? ანუ ჯდება კანონში? თუ ჯერ უნდა შეათანახმო და მერე ამოიყვანო კელდები და ფანჯრები. , ანუ ღიობები უფრო სწორად . ..

Posted by: >>>james Bond< 10 Jul 2020, 15:05
QUOTE (NanukaU @ 9 Jul 2020, 08:13 )

კიდევ ერთი კითხვა მაქვს ძვირფასებო, როცა განაცხადს აკეთებ არქიტექტურის სამსახურში 2007 წლამდე დაწყებული მშენებლობის დასრულება შემდგომი ლეგალიზებით , თუ ამასობაში 2020 წელს ამოვიყვანე მეორე სართულის კელდები და ფანჯრები გამოვჭერი , და იმ პირველ სართულსაც 2020 წელს მივადგი ბლოკით დამატებით ფართი , და მერე გამოვაგზავნე განაცხადი, ექვემდებარება რაიმე გამონაკლისს? ანუ ჯდება კანონში? თუ ჯერ უნდა შეათანახმო და მერე ამოიყვანო კელდები და ფანჯრები. , ანუ ღიობები უფრო სწორად . ..

უნდა შესულიყავი ნომენკლატურით - დასრულება შემდგომი ლეგალიზებით, აიღებდი ნებართვას რომ დაგესრულებინა სამუშაოები, დასრულების შემდგომ კი შეხვიდოდი ლეგალიზაციით და დაალეგალიზებდი შენობას. ახლა გამოდის რომ 2020 წელს გაქვს უკვე უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობა და შეიძლება არ დაგილეგალიზონ თუ არ მოშალე ეგ ნაწილი რაც ახალია.

Posted by: NanukaU 10 Jul 2020, 15:29
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის,მე მაქვს დავა აღნიშნულ თემაზე , და ყველგან ყველაფერს ვკითხულობ სადაც ხელი მიმიწვდება,ანუ ჩემმა მეზობელმა გააკეთა ასე და ჩვენ წინააღმდეგები ვართ. სწორეს ეს საშინელი მეორე სართულის ღიობები იყურება ჩვენს ოთახებში , და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ ეს არ მოხდეს.გარდა ამისა ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობის კანონიც დაირღვა, რადგან ამაზე უნდა ეკითხა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებისათვის , და 2/3 ს მაინც ხმა უნდა მიეცა ამ თემაზე, მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა, გაგანია კარანტინის პერიოდში მარტში აშენა და აშენა..ისე რო ძაღლადაც არ ჩაგვაგდო, არადა ერთი კედელი გვყოფს...სითავხედესაც ხომ უნდა ქონდეს რაღაც საზღვარი...და პირველი შეკითხვა რომ დავსვი იმაზე პასუხი არ გაქვთ ? მადლობა წინასწარ..

Posted by: >>>james Bond< 10 Jul 2020, 17:33
QUOTE (NanukaU @ 10 Jul 2020, 15:29 )
პირველი შეკითხვა რომ დავსვი იმაზე პასუხი არ გაქვთ ?

შენობის სიძველის დადგენისას ექსპერტიზის ავტორს ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგიტომაა ექსპერტი თორემ დამკვეთი რასაც იტყვის იმას ნებისმიერი დაწერს.
მაგრამ თქვენ რასაც ამბობთ ეგ მგონი შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ დასკვნაა, თუ მანდ არასწორად არის აშენების თარიღი მაგაზე რამდენად დააკისრებენ ექსპერტს პასუხისმგებლობას არ ვიცი, წესით შენობი მდგრადობაზე დასკვნაში ნახსენები დათარიღება საფუძვლად არ უნდა დაედოს შენობის სიძველის განსაზღვრას.

Posted by: NanukaU 10 Jul 2020, 17:40
მადლობა დიდი , თუმცა საინტერესოა რაზე დაყრდნობით დაწერა 2002 წელი, როცა მშენებლობა ჩემს თვალწინ მიმდინარეობდა 2020 წელს ...მე მაინც მგონია რომ დამკვეთიც რაღაცნაირად გარეულია ამ ამბავში.აბა ასე ჰაერზე საიდან მოიტანა 2002 წელი ინსპექტირებამ , თუმცა არქიტექტურაში მითხრეს რომ წლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვსო, 2002 წელს აშენებულს ვასრულებინებთ და 2020 წელს აშენებულს არაო....ტიპიური გაყალბებაა ...

Posted by: ramchik 15 Jul 2020, 01:35
გამარჯობა, მიშენების ლეგალიზება მინდა ყოფილი პატრონი მეუბნება რომ 2007 წლამდეა აშენებული ტას ჯიზე მხოლოდ 2010 წლის ორთოა სადაც ჩანს და 2005-ის ორთოცაა სადაც არ ჩანს, 2006 წლის ბოლოს იყო თუ არა ჩემი მიშენება როგორ ვნახავ მაგ მონაცემებს ?

Posted by: Ras_al_Ghul 31 Jul 2020, 15:52
სალამი მეგობრებო,

რას მირჩევდით ამ ბინაში, ორი ნორმალური საძინებელი თუ გამოვა (ან ერთი ცოტა დიდი, მეორე შედარებით პატარა საძIნებელი რო იყო (ბავშვებისთვის)) თუ დავტოვო 1 ოთახად?

user posted image

რამეს ხომ არ შემომთავაზებდით,
ახლა ასეა "დაპლანული"
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: სეტიელი 5 Sep 2020, 00:12
გამარჯობა. მეზობლის ნაკვეთის მიჯნასთან სახლის კედლის აშენება აღარ შეიძლება მართლა? 3 მეტრით უნდა მოშორდეს ღობეს?

მადლობა

Posted by: NanukaU 7 Sep 2020, 19:11
მოგესალმებით იქნებ მომცეთ რჩევა ეს დასკვნა დამაბრკოლებელი იქნება მშენებლობის ნებართვისათვის? აუცილებლად უნდა გამოვასწორო?


,,1 - ტერიტორიაზე აშენებული საცხოვრებელი სახლის ძირის კონტური არ ცდება რეგისტრირებულ საზღვარს.
2 - შენობის სახურავი კი ცდება რეგისტრირებულ საზღვარს და იჭრება სამეზობლო მიჯნებში სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში 23 სმ და 28 სმ-ით. შენობის სამხრეთი ნაწილში 37 სმ და 27 სმ-ით.
3 - შენობა-ნაგებობის რეგისტრირებული კონტური ნაკლებია ფაქტიურად არსებული შენობის კონტურზე, კერძოდ აღმოსავლეთ ნაწილში არსებული შენობა 73 სმ და დასავლეთ ნაწილში 96 სმ-ით მეტია რეგისტრირებულ კონტურზე.”


Posted by: gion 14 Sep 2020, 20:01
QUOTE (სეტიელი @ 5 Sep 2020, 00:12 )
გამარჯობა. მეზობლის ნაკვეთის მიჯნასთან სახლის კედლის აშენება აღარ შეიძლება მართლა? 3 მეტრით უნდა მოშორდეს ღობეს?

მადლობა

მე ვაკეთებ პროექტს და ზედ წითელ ხაზზე ჯდება ყრუ კედელი. თბილისში.

Posted by: 30fyllos 16 Sep 2020, 19:49
გამარჯობა კეთილო ხალხო.იმედია სწორ ადგილას ვპოსტავ.გეგმარების გადაკეთება მინდა,რომ მისაღები-სამზარეულო განიერი იყოს,ძაან ვიწრო მეჩვენება და რას შეიძლება რო მოვაკლო,რომ უფრო გაგამიერდეს? საძინებლები 10-12 კვ სრულიად საკმარისი იქნება მარა შესაძლებელი იქნება ასეთი რაღაც? user posted image

Posted by: marituna 20 Sep 2020, 00:11
ძააალიან მჭირდება რჩევა.

გამარჯობა.
სოფელში მინდა სახლის (სახლების) აშენება, თუ შეგიძლიათ დამაკვალიანეთ... მოქმედება საიდან უნდა დავიწყო?


Posted by: ივანიჩ 20 Sep 2020, 11:49
marituna
მონახეთ კერძო არქიტექტორი, რომელიც ტერიტორიის მიხედვით შეადგენს შესაბამის პროექტს, ასევე დაგჭირდებათ კონსტრუქტორი და ინჟინერი. მარტო მუშას ნუ მიანდობთ სახლის აშენებას, რომელშიც უნდა იცხოვროთ.

Posted by: malcom 20 Sep 2020, 13:21
QUOTE (gion @ 14 Sep 2020, 20:01 )
QUOTE (სეტიელი @ 5 Sep 2020, 00:12 )
გამარჯობა. მეზობლის ნაკვეთის მიჯნასთან სახლის კედლის აშენება აღარ შეიძლება მართლა?  3 მეტრით უნდა მოშორდეს ღობეს?

მადლობა

მე ვაკეთებ პროექტს და ზედ წითელ ხაზზე ჯდება ყრუ კედელი. თბილისში.

eg 3 metriani dashoreba raionebshia, tbilishi 255 dadgenileba moqmedebs

Posted by: Definitely_Maybe 20 Sep 2020, 20:17
Ras_al_Ghul
მაგ ბინაში 2 საძინებელი ვერ გამოვა. მშვენიერი გეგმარებაა რაცაა გამოხაზული.
შემოსასვლელში კარადა აკლია, ცოტა სამზარეულო რო შემცირდეს (მაცივარი ამოვარდება, მარცხნივ კოლონასთან რომ დადგა). ეგ რენდერი მაგარი მაიმუნობაა smile.gif
* * *
30fyllos
user posted image

სამზარეულო მაინც გამოვა ასე თუ ისე ნორმალური, საძინებელს თუ შეამცირებ და სამზარეულოს ცალკე ზონას დაუტოვებ.

Posted by: Freestyle 21 Sep 2020, 16:49
user posted image

ორი საძინებელი გამოვა რამენაირად ? sad.gif
* * *
user posted image


როგორ გამოვიყვანო?

Posted by: Definitely_Maybe 21 Sep 2020, 21:34
Freestyle
QUOTE
ორი საძინებელი გამოვა რამენაირად ?

ორი საძინებელი კი არა სამზარეულოს ჩატევაც გაგიჭირდება იმ პატარა კბილში ზევით.

Posted by: Freestyle 21 Sep 2020, 21:48
Definitely_Maybe
ვაჰ არადა კაი ფასი ედო, 70 კვ 2 საძინებლით ნორმალური პროექტი ვერ ვნახე ნორმალურ ფასად sad.gif

Posted by: Definitely_Maybe 21 Sep 2020, 22:44
Freestyle
საკმაოდ რთული ფორმა აქვს ბინას, მარტო დერეფანში იკარგება 7-8 კვადრატული. კარგი განლაგების შემთხვევაში 70-ში შესაძლებელია ასე თუ ისე ნორმალური ბინის გამოყვანა 2 პატარა საძინებლით, თუმცა ასეთი განლაგების შემთხვევაში ვერ გამოვა. სანამ საერთო ოთახში მოხვდები 7-8 მეტრი ბნელი დერეფანი უნდა გაიარო.

Posted by: Freestyle 22 Sep 2020, 19:49
Definitely_Maybe
კი მესმის, მაგხელა დერეფანიბარც მე მინდა პატარა ბინისთვის

Posted by: basti-bubuuu 9 Oct 2020, 16:49
გამარჯობათ-მაქვს კერძო სახლი 60მ2.თუმცა თავად მთლიანი სახლი არის დიდი და განაწილებულია 3 ოჯახზე-ანუ გვაქვს საერთო სახურავი და კედლების ნაწილი.სურვილი მაქვს რომ დავაშენო მეორე სართული(80მ2).მაინტერესებს საერთოდ ესეთ შემთხვევაში არქიტექტურულად თუშეიძლება დაშენება(ვგულისხმობ მეზობლებთან საერთო სახურავს და ეს თუ შესაძლებელია მაქვს თუ არა შანსი მივიღო ნებართვა ასეთ შემთხვევაში.
მადლობთ

Posted by: malcom 10 Oct 2020, 11:07
QUOTE (basti-bubuuu @ 9 Oct 2020, 16:49 )
გამარჯობათ-მაქვს კერძო სახლი 60მ2.თუმცა თავად მთლიანი სახლი არის დიდი და განაწილებულია 3 ოჯახზე-ანუ გვაქვს საერთო სახურავი და კედლების ნაწილი.სურვილი მაქვს რომ დავაშენო მეორე სართული(80მ2).მაინტერესებს საერთოდ ესეთ შემთხვევაში არქიტექტურულად თუშეიძლება დაშენება(ვგულისხმობ მეზობლებთან საერთო სახურავს და ეს თუ შესაძლებელია მაქვს თუ არა შანსი მივიღო ნებართვა ასეთ შემთხვევაში.
მადლობთ

Me,oblebis tanxmoba dagchirdebat da ra tqma unda miwis parametrebs da koeficentebs gaachnia

Posted by: Jay-Kay 19 Oct 2020, 13:58
გამარჯობა

მაინტერესებს მზიდი კედელი ან კოლონა რა დაშორებებით უნდა იყოს.

საბუარია დაახლეობით 8X9 მეტრიან სახლზე (ორ სართულიანი)

Posted by: alva 10 Nov 2020, 21:46
https://www.concepthome.com/ ის პროექტების გადაკეთებაზე ვინმე თუ მუშაობს ჩვენთან?
ანუ რომ მქონდეს ამათი პროექტი სრული და დამიკორექტიროს?

Posted by: Definitely_Maybe 11 Nov 2020, 00:15
alva
რა უნდა მაგის გადაკეთებას მაგრამ იგივე დაგიჯდება მაგის პროექტირება რაც ახლის, შენს გემოვნებაზე მორგება. ასე რომ ჯობია ცარიელი ფურცლიდან დაიწყო.

Posted by: სეტიელი 18 Nov 2020, 18:20
გამარჯობა. მიწის ნაკვეთზე სახლის დასაპროექტებლად ვეძებ მოაზროვნე არქიტექტორს.. ისეთს, ვისთვისაც ეს საქმე მხოლოდ რუტინა და შემოსავლის წყარო არ არის.

თუ დაინტერესდება ვინმე, შემეხმიანოს იქნებ ..

მადლობა

Posted by: alva 27 Nov 2020, 09:24
დახრილ ნაკვეთზე სახლის პროექტის გაკეთებას ვაპირებ.
ორი ვარიანტია, ან უნდა დავაყენო წერტილოვან ფუნდამენტზე ან უნდა ჩავასხა მონოლითი რომ ფართი არ დაიკარგოს სახლის ქვეშ.
არქიტექტორი თანაბრად იღებს ორივე სართულის დაპროექტებაში თანხას, არადა ქვემოთ სამუშაო გაცილებით ნაკლებია. სულ მცირე იმიტომ რომ ტიხრები არ არის გათვალისწინებული.
რამდენად ნაკლები უნდა ღირდეს ქვედა სართული დაპროექტება თქვენი აზრით?

Posted by: anna1234 29 Nov 2020, 22:29
ვეძებ ნაკვეთს დიდ დიღომში, ვინმეს თუ გაქვთ გამომეხმაურეთ და ფასები მიუთითეთ. 300-400კვ მჭირდება

Posted by: MOJITO 10 Dec 2020, 09:54

გრგ-ს დაგეგმარებითი დავალებისათვის მჭირდება არქიტექტორი . ვისაც დავუკავშირდი თავიდან რიხით მიპასუხეს, გავარკვევთ და მოგწერთო და მერე ყველა დაიმალა ))

Posted by: tbilisiforum 10 Dec 2020, 15:45
მეგობრებო მაქვს დამტკიცებული პროექტი, ცხვარიჭამიაში.. ვადა გადამიცდა ვერ დავიწყე მშენებლობა.. გაზაფხულზე ვაპირებ.. მაგრამ მინდა პროექტის ვიზუალური გადაკეთება და 20% შემცირება.. ამისთვის კორექტირებაზე შემაქვს საბუთები თუ ახალ პროექტზე? მცხეთის რაიონს ეკუთვნის

Posted by: ივანიჩ 13 Dec 2020, 01:52
QUOTE
ამისთვის კორექტირებაზე შემაქვს საბუთები თუ ახალ პროექტზე? მცხეთის რაიონს ეკუთვნის

პროექტის კორექტირება და მერე ახალი ნებართვის აღება მცხეთის მუნიციპალიტეტში

Posted by: tbilisiforum 15 Dec 2020, 12:33
QUOTE (ივანიჩ @ 13 Dec 2020, 01:52 )
QUOTE
ამისთვის კორექტირებაზე შემაქვს საბუთები თუ ახალ პროექტზე? მცხეთის რაიონს ეკუთვნის

პროექტის კორექტირება და მერე ახალი ნებართვის აღება მცხეთის მუნიციპალიტეტში

მადლობა პასუხისყვის.. თუიცით ონლაინ ატვირთვა თუ ხდება?

Posted by: ივანიჩ 15 Dec 2020, 12:55
QUOTE
თუიცით ონლაინ ატვირთვა თუ ხდება?

მცხეთაში არ იყო ხოლმე ეგ სერვისი (მარტო თბილისშია სრულად)
ახლა თუ გადავიდნენ ამ ონლაინ სერვისებზე არ ვიცი.

Posted by: maxmax2021 25 Dec 2020, 15:41
#online 3dsmax courses # interior design # online teaching # graphics #photoshop#bonus #free lessons
იწყება გრაფიკული პროგრამის - 3dsMax -ის შესასწავლი ონლაინ კურსები. კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსმენელისთვის, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება სადიზაინერო - სამშენებლო სფეროში. ასევე, განკუთვნილია დამწყები და უკვე მოქმედი დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის. პროგრამის ონლაინ შესწავლა ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფში. კურსი დაყოფილი არის ორ ნაწილად: პირველი საბაზისო-სტანდარტული პროგრამა მოიცავს 25 ონლაინ ლექციას, ხანგძლიობა -1 საათი. პროგრამა 2- 3DSMAX VRAY NEXT- პროფესიონალური მაღალი ხარისხის პროექტირება და ვიზუალიზაცია. ასევე 20, ონლაინ ლექცია- 1 საათი. გრაფიკი : კვირაში 3ჯერ, დროის წინასწარი შეთანხმებით. +ბონუსი: photoshop-ის გაკვეთილები უფასოდ!
საკონტაქტო ნომერი: 599367334
3DsMax training online courses is starting. The course is for any student who want to improve their knowledge in the field of design and construction. Also is useful for practicing designers and architects. Program will be teach online individually or in small groups. The course is divided into two parts: the first basic-standard program includes 25 online lectures, duration - 1 hour. Program 2- 3DSMAX VRAY NEXT- Design and visualization for professional high quality work. Will be held 20 online lecture - 1 hour. Schedule: 3 times a week, by prior arrangement. +bonus!-photoshop lessons for free! For contact call: 599367334
Анонсируем старт обучающих онлайн курсов графической программы 3DsMax. Курс предназначен для всех студентов, желающих улучшить свои знания в области проектирования и строительства. Также пригодится практикующим дизайнерам и архитекторам. Программа будет проходить онлайн индивидуально или в небольших группах. Курс разделен на две части: первая базовая стандартная программа включает 25 онлайн-лекций, продолжительность - 1 час. Программа 2- 3DSMAX VRAY NEXT- Дизайн и визуализация для профессионального высокого качества. 20 онлайн-лекций - 1 час. График: 3 раза в неделю по предварительной договоренности.+бонус-бесплатные уроки фотошопа! контактный номер: 599367334user posted image

Posted by: gadamgdebi 20 Jan 2021, 17:26
სააკადესატრო აზომვით სამუშაოებზე ვინ იცით მარტვილში ნომერი დამიწერეთ რაა

Posted by: revolution 6 Feb 2021, 19:22
გვესაჭიროება გამოცდილი არქიტექტორი. ვისაც გამოცდილება გაქვთ, შეგიძლიათ თქვათ ეს რა ნიშნავს? ახალი რეგულაციებით მშენებლობას ზღუდავენ? განსაკუთრებით პატარა ნაკვეთებს ჩაგრავენ?

მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თბილისის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესებით დაშვებული ნებისმიერი ფორმით გამოყენება და განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ტერიტორიები უზრუნველყოფილია სათანადო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის:

ა) ინდივიდუალური განაშენიანების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შიდა გეგმარებაში (არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო საზღვრის მიმდებარედ გათვალისწინებული ტროტუარების სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.5 მეტრს, ამასთან, გზის სიგანე ორმხრივი მოძრაობის შემთხვევაში არანაკლებ 5.5 მეტრს, ცალმხრივი მოძრაობის შემთხვევაში კი – 3.5 მეტრს.

ბ) მრავალფუნქციური კომპლექსის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი ობიექტის განთავსებისას საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შიდა გეგმარებაში (არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო საზღვრის მიმდებარედ გათვალისწინებული ტროტუარების სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2.5 მეტრს, ამასთან, ორმხრივი მოძრაობის შემთხვევაში გზის სიგანე არანაკლებ 6.0 მეტრს, ცალმხრივი მოძრაობის შემთხვევაში კი – 3.5 მეტრს, გარდა აღნიშნული ობიექტების ინდივიდუალურ განაშენიანებაში მშენებლობისა.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5089671?publication=0

Posted by: nika88 10 Feb 2021, 21:38
Გამარჯობა, მაინტერესებს 200კვ.მ საწყობის ტიპის შენობის პროექტი რა დამიჯდება დაახლოებით, პროექტის დამტქიცებამდე რო დავიწყო მშენებლობა არ შეიძლება?

Posted by: ივანიჩ 11 Feb 2021, 18:37
QUOTE
პროექტის დამტქიცებამდე რო დავიწყო მშენებლობა არ შეიძლება?

არა
უფრო მეტიც ნებართვაც უნდა გქონდეს აღებული
თუარადა მუნიციპალური ინსპექცია დაგაჯარიმებს უნებართვო ან/და პროექტის გარეშე მშენებლობისათვის

Posted by: romanoz87 3 Mar 2021, 00:34
გამარჯობა. მჭირდება ბინის ორად გაყოფა და ხომ ვერ მეტყვით ვის შეიძლება მივმართო რომ დამიგეგმოს სად რისი გაკეთება შეიძლება, აბაზანა სველი წერტილები და ასე შემდეგ?

Posted by: bigbadboomboom 15 Mar 2021, 16:17
გამარჯობა.

მაქვს 500 კვ, დაბა სიონში.
სასოფლო სამეურნეო - ასე აწერია ამონაწერში

მინდა პატარა სახლის აშენება , 1 კლასში რომელიც ჩაჯდება.

რა მჭირდება ამისთივს? გთხოვთ დამეხამროთ.

პროექტი ? სად უნდა ჩავაბარო. ან კონსულტაციისტვის სად დავრეკო რომელ სამსახურში ?

Posted by: polemos0108 20 Mar 2021, 17:31
გამარჯობა.
თბილისში საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ბინების პროექტები სად მოვძებნო?
ლვოვის, ჩეხური, თუხარელი, მოსკოვის და სხვა.

Posted by: Definitely_Maybe 20 Mar 2021, 22:09
polemos0108
თუხარელის მქონია კომპში smile.gif
user posted image

Posted by: ივანიჩ 2 Apr 2021, 15:09
QUOTE (bigbadboomboom @ 15 Mar 2021, 17:17 )
გამარჯობა.

მაქვს 500 კვ, დაბა სიონში.
სასოფლო სამეურნეო - ასე აწერია ამონაწერში

მინდა პატარა სახლის აშენება , 1 კლასში რომელიც ჩაჯდება.

რა მჭირდება ამისთივს? გთხოვთ დამეხამროთ.

პროექტი ? სად უნდა ჩავაბარო. ან კონსულტაციისტვის სად დავრეკო რომელ სამსახურში ?

რომელ მუნიციპალიტეტსაც მიეკუთვნება სიონი, იქ იქნება შესაბამისი სამსახური რომელიც გასცემს მასეთ ნებართვა/თანხმობას.

Posted by: anaila 7 Apr 2021, 00:45
romanoz87
QUOTE
გამარჯობა. მჭირდება ბინის ორად გაყოფა და ხომ ვერ მეტყვით ვის შეიძლება მივმართო რომ დამიგეგმოს სად რისი გაკეთება შეიძლება, აბაზანა სველი წერტილები და ასე შემდეგ?

მომწერეთ ბინის საპროექტო გეგმარება, გაგიწევთ კონსულტაციას

Posted by: achi7878 10 Apr 2021, 19:22
მოგესალმებით, ნაკვეთზე რომლის შეძენასაც ვგეგმავთ, არის ორ სართულიანი შავი კარკასი. საკადასტროზე მხოლოდ ნაკვეთი ჩანს,შენობა ნაგებობა არ არის.(უფრო სწორად, კონკრეტულ საკადასტრო ამონაწერში არ არის დაფიქსირებული შენობა ნაგებობა, თორემ საკადასტრო რუკაზე ჩანს რომ არის ნაგებობა 2 სართულიანი) იქნებ ვინმემ მირჩიოს როგორ მოვიქცეთ, სასოფლო სამეურნეოა ნაკვეთი 500 კვ.მ . შენობა დგას 52 კვ.მ ზე ორი სართული. მადლობა წინასწარ

Posted by: Definitely_Maybe 12 Apr 2021, 19:46
achi7878

თავის დაზღვევის მიზნით სანამ მიწას იყიდით, მფლობელს სთხოვეთ რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაადგენინოს მერიას. გაპ-ს ეძახიან.
თუ იმ შავი კარკასის დანგრევა გინდათ მაშინ დემონტაჟის ნებართვის აღებაც მოგიწევთ. ანაზომის და დემონტაჟის პროექტის წარგენა უნდა. ეგ შეიძლება ახალი შენობის პროექტის შეთანხმებასთან ერთადაც მოხდეს.

Posted by: MAGISTR 14 Apr 2021, 12:51
მოგესალმებით.
1) ავტოფარეხში მინდა ორმოს ამოჭრა (ე.წ. იამის) და თუ ჭირდება ნებართვა?
2) ამ ამოჭრილი მიწის გადაყრა ავტოფარეხის უკან. ფერდია და მანდ რომ ჩავშალო.

Posted by: achi7878 17 Apr 2021, 01:23
Definitely_Maybe მადლობა პასუხისთვის, ნაგებობის დანგრევას არა, აღდგენას ვფიქრობთ, უბრალოდ ასე რომ შევიძინოთ მხოლოდ ნაკვეთი და შეძენის შემდეგ ავაზომინო და დავარეგისტრირო შენობაც ნაკვეთზე.

Posted by: Definitely_Maybe 19 Apr 2021, 18:19
achi7878
გასაგებია, შენობის დარეგისტრირებას რა პროცედურები ჭირდება ვერ გეტყვით. რეესტრში უფრო ეცოდინებათ

MAGISTR
QUOTE
ამ ამოჭრილი მიწის გადაყრა ავტოფარეხის უკან. ფერდია და მანდ რომ ჩავშალო.

სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმაა.

Posted by: Citizen* 19 Apr 2021, 19:31
გამარჯობა, ლიანდაგთან სიახლოვეში როდესაც არის საპროექო ტერიტორია, რა შეზღუდვები მოქმედებს ხომ არ იცით? თბილისზეა საუბარი, დიდუბეზე. მადლობა წინასწარ

Posted by: Freestyle 19 Apr 2021, 21:35
რა მაინტერესებს, კორპუსს რა საძირკველი აქვს ვერ ვნახავ საკადასტრო თ ვიცი? რაღაც ნახაზი ხო ექნება გაკეთებული და სად შეიძლება ნახვა?

Posted by: ივანიჩ 19 Apr 2021, 22:14
QUOTE
1) ავტოფარეხში მინდა ორმოს ამოჭრა (ე.წ. იამის) და თუ ჭირდება ნებართვა?
2) ამ ამოჭრილი მიწის გადაყრა ავტოფარეხის უკან. ფერდია და მანდ რომ ჩავშალო.

მიწის დაყრა შეიძლება
სამშენებლო ნაგვისა არა, უნდა გამოიძახოთ სერვისი რომელიც ამ ნაგავს შესაბამისი თანხის საფასურად გადაყრის ნაგავსაყრელზე/
Citizen*
სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია, რომლის ზუსტი ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურს აქვს (ზოგან მილსადენებია, ზოგან გადაფრენის ზოლები, ზოგან აშშ საელჩო და აშ)
რკინიგზის ტერიტორიაზე ადრე ე.წ. ჩარჩო გეგმების დამუშავებამდე მოქმედებდა გარკვეული შეზღუდვები, ახლა რა სიტუაციაა არ ვიცი, მოკლედ იქ უნდა დააზუსტოთ

Freestyle
საძირკვლის ტიპს გულისხმობთ? ძველი კორპუსია თუ შედარებით ახალაშენებული?

Posted by: Freestyle 19 Apr 2021, 22:38
ივანიჩ
QUOTE
საძირკვლის ტიპს გულისხმობთ? ძველი კორპუსია თუ შედარებით ახალაშენებული?

ახალაშენებულია, ხო ანუ ხიმინჯებზეა თუ რა აქვს ქვევით, რამდენად მყარია რო გავაკრვიო

Posted by: ივანიჩ 20 Apr 2021, 11:12
Freestyle
თუ ახალაშენებულია საკადასტროთი ნახეთ პროექტი არქიტექტურის სამსახურის საიტზე და იქ იქნება მითითებული (www.tas.ge)

Posted by: NanukaU 20 Apr 2021, 11:51
დილა მშვიდობისა, კითხვა მაქვს თქვენთან სახლის ჩაბარების პროცედურის დროს კანონში არის თუ არა გაწერილი რომ შესაძლებელი უნდა იყოს რომ სახლს წრე შემოუარო, საქმე იმაშია რომ სახლის ერთი კედელი არის ფაქტიურად გაულესავი რადგან გვერდით უდგას სათავსო და ისე ახლოსაა მიბჯენილი რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო სახლის ერთი მხარის გალესვა.მოკლედ არის მონიტორინგის გარეშე და რა ხდება უმ გაულესავ კედელში მისი დანახვა შეუძლებელია, იქნება თუ არა ეს დამაბრკოლებელი სახლის ჩაბარების პროცედურის დროს , თან როცა ოჯახი რომლის სათავსოსო მივადგით ასე ახლოს ჩვენი სახლი წინააღმდეგი იყო მშენებლობის , სწორედ ამ მიზეზით რომ ძალიან ახლოს მივადიტ ჩვენი სახლი .მადლობა წინასწარ.

Posted by: gogla1977 31 May 2021, 12:02
გამარჯობა, ვეძებ არქიტექტორს, რომელიც გამიკეთებს დაშენების უფლებას და შეათანხმებს პროექტს მერიაში.

Posted by: Oqrialeli 19 Aug 2021, 09:39
გაუმარჯოს. ძაღლის სახლის გაკეთება მინდა, რამე პროგრამა არ იცით? ფიცრების დაჭრა რა ზომებად უნდა და ა.შ. რომ დამითვალოს, ცოტა მარტივი თუ იქნება დიზაინს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ

Posted by: benjjy 16 Sep 2021, 12:25
პროექტირება 5-10 $ - ამ თანხაში შედის პროექტის მომზადება, შეტანხმება და მენეჯმენტის გაწევა (ურთიერთობა სხვა დარგის სპეციალისტებთან)
რაც შეეხება კიდევ საჭიროა :
კონსტრუქციები 1$
საინჯინრო -
საგზაო - 700
ტოპო და გეოლოგია - 1000
ეს არის საორიენტაციო ფასები.
ორ 100 კვადრატიან სახლს ახლა ვაპროექტებ და დამკვეთს დაახოებით 6000 ლარი დაჭირდა ორივესთვის.

Posted by: Definitely_Maybe 19 Sep 2021, 11:59
benjjy
მაგ თანხაში მშენებლობის დროს დეტალური გადაწყვეტები დაჭირდება მშენებელს ეგ ნახაზებიც შედის?

Posted by: SaamI 19 Sep 2021, 13:27
gogla1977
QUOTE
ვეძებ არქიტექტორს, რომელიც გამიკეთებს დაშენების უფლებას და შეათანხმებს პროექტს მერიაში.

კორპუსია თუ კერძო სახლი? კორპუსის შემთხვევაში ეგ ძალიან პრობლემატურია.
* * *
NanukaU
QUOTE
კითხვა მაქვს თქვენთან სახლის ჩაბარების პროცედურის დროს კანონში არის თუ არა გაწერილი რომ შესაძლებელი უნდა იყოს რომ სახლს წრე შემოუარო,

არა.
QUOTE
სახლის ერთი კედელი არის ფაქტიურად გაულესავი რადგან გვერდით უდგას სათავსო და ისე ახლოსაა მიბჯენილი რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო სახლის ერთი მხარის გალესვა.მოკლედ არის მონიტორინგის გარეშე და რა ხდება უმ გაულესავ კედელში მისი დანახვა შეუძლებელია, იქნება თუ არა ეს დამაბრკოლებელი სახლის ჩაბარების პროცედურის დროს

პროექტში ჩაიხედეთ. რაც პროექტში გაქვთ იმას უნდა შეესაბამებოდეს.

Posted by: Roqsalana 22 Sep 2021, 23:47
თქვენი რჩევა და დახმარება მჭირდება.მერიაში ღობის ნებართვაზე შევიტანე განაცხადი,პასუხი მომივიდა ხარვეზით. მიზეზი იყო ის რომ საგზაო დეპარტამენტმა უნდა დაათვალიეროს და შესაბამისი თანხა გადავიხადო.
მაინტერესებს სად უნდა მივიდე და რა დაწესებულებას უნდა მივმართო?
და კიდევ მეორე შეკითხვა, ჩემი სახლი არის ჩიხში და ჩემ გარდა სხვა მეზობლებსაც სურთ ამ საბუთის გაკეთება, სხვა მეზობლებთან შეთანხმებით საკადასტრო კოდების დართვა შესაბამის განაცხადში და თანხის გაყოფა შესაძლებელია?

Posted by: qishooo 13 Oct 2021, 15:14
გამარჯობა, 72 კვ/მ სახლისთვის არქიტექტურული პროექტი რა დამიჯდება მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად?
დაახლოებით რამდენი უნდა ვიანგარიშო

Posted by: Grows 13 Oct 2021, 17:30
ნორმალური საპროექტო-სამშენებლო კომპანიები არ იცით? მიმითითეთ 1-2
ფლზ

Posted by: SaamI 13 Oct 2021, 19:12
Grows
QUOTE
ნორმალური საპროექტო-სამშენებლო კომპანიები არ იცით? მიმითითეთ 1-2

https://www.facebook.com/Giorgirb2008/photos


Posted by: Nysing 20 Oct 2021, 04:37
გამარჯობათ

თამარაშვილის ქუჩაზე აივანზე მეტალოპლასტამასის კარფანჯარის დაყენების ნებართვას მომცემენ? გიზს პირია და ხმაური შემოდის ძაან სხვებს აქვთ ეგრე გაკეთებული და ვის უნდა მივმართო?

მადლობა წინასწარ

Posted by: anaila 3 Nov 2021, 03:11
benjjy
QUOTE
საგზაო - 700

დოლარი თუ ლარი?
QUOTE
ტოპო და გეოლოგია - 1000

დოლარი თუ ლარი?

Posted by: PeTeR4Ik 28 Nov 2021, 17:56
კორპუსის პროექტირება რა ჯდება? 40000 კვადრატული დაახლოებით.

Posted by: Definitely_Maybe 30 Nov 2021, 20:03
PeTeR4Ik
QUOTE
კორპუსის პროექტირება რა ჯდება? 40000 კვადრატული დაახლოებით.

დაახლოებით $20-30. სრული სამშენებლო დოკუმენტაცია.

Posted by: FROM GEORGIA 22 Dec 2021, 10:51
QUOTE (anaila @ 3 Nov 2021, 03:11 )
benjjy
QUOTE
საგზაო - 700

დოლარი თუ ლარი?
QUOTE
ტოპო და გეოლოგია - 1000

დოლარი თუ ლარი?

ლარი
რეალური ფასია დღეს ინდ სახლის პროექტირების 8-12 დოლარი როდესაც საპროექტო ჩაგაბარებს გამზადებულ პროექტს შეთანხმებულს მუნიციპალიტეტში

არის ძვირიანებიც მარა საშუალოდ ეგ ფასია

Posted by: Dystopian 22 Dec 2021, 19:50
მოგესალმებით მეგობრებო დახმარება მჭირდება. კერძოდ მეორე კლასის შენობაზე პროექტისგან გასხვავებით მცირე რაგაცეები შეიცვალა და მსურს პროექტის კორექტირება და შესაბამისად მერიასთან შეთანხმება. თუმცა მე- 5 ეტაპის ოქმი დაწერილი მაქვს. ვადა 4 თვეში გადის მშენებლობის ნებართვას და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე , ანუ ადგილზე გადაკეთება მინდა მოვახდინო ფასადია ძირითადად და პრაქტიკა როგორია ხომ ვერ დამეხმარებით !
მადლობა

Posted by: Luka251 1 Jan 2022, 21:20
გამარჯობათ. მაინტერესებს კონკრეტულ არასასოფლო მიწის ფართობს რამდენი აქვს კოეფიციენტი და რისი აშენება შეიძლება ? სად შეიძლება ეს ყველაფერი გავიგო დაწვრილებით?

Posted by: SAROKAWA 3 Jan 2022, 15:01
QUOTE
მაინტერესებს კონკრეტულ არასასოფლო მიწის ფართობს რამდენი აქვს კოეფიციენტი და რისი აშენება შეიძლება ? სად შეიძლება ეს ყველაფერი გავიგო დაწვრილებით?

ქალაქი დაყოფილია ზონებად და ქვეზონებად და კოეფიციენტებიც აქვს შესაბამისი
მერიის რუკაზე რომ ჩაწეროთ საკადასტრო კოდი და მონიშნოთ შესაბამისი ზონირება - უნდა აჩვენოს
http://maps.tbilisi.gov.ge/

Posted by: Luka251 3 Jan 2022, 21:58
SAROKAWA


დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

Posted by: Dystopian 6 Jan 2022, 18:43

მოგესალმებით მეგობრებო დახმარება მჭირდება. კერძოდ მეორე კლასის შენობაზე პროექტისგან გასხვავებით მცირე რაგაცეები შეიცვალა და მსურს პროექტის კორექტირება და შესაბამისად მერიასთან შეთანხმება. თუმცა მე- 5 ეტაპის ოქმი დაწერილი მაქვს. ვადა 4 თვეში გადის მშენებლობის ნებართვას და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე , ანუ ადგილზე გადაკეთება მინდა მოვახდინო ფასადია ძირითადად და პრაქტიკა როგორია ხომ ვერ დამეხმარებით !
მადლობ

Posted by: SaamI 10 Jan 2022, 14:22
Dystopian
QUOTE
მეორე კლასის შენობაზე პროექტისგან გასხვავებით მცირე რაგაცეები შეიცვალა და მსურს პროექტის კორექტირება და შესაბამისად მერიასთან შეთანხმება.

ჯობია კორექტირებაც პროექტის ავტორს გააკეთებიოთ.

Posted by: Dystopian 11 Jan 2022, 12:23
QUOTE (SaamI @ 10 Jan 2022, 14:22 )
Dystopian
QUOTE
მეორე კლასის შენობაზე პროექტისგან გასხვავებით მცირე რაგაცეები შეიცვალა და მსურს პროექტის კორექტირება და შესაბამისად მერიასთან შეთანხმება.

ჯობია კორექტირებაც პროექტის ავტორს გააკეთებიოთ.

მადლობა გამოხმაურებისთვის, რათქმაუნდა ავტორს გავაკეთებინებ უბრალოდ პრაქტიკა მაინტერესებს. ხოარ დამაჯარიმებენ? ანუ ბოლო ეტაპზე რო ვაკორექტირებ? ვადა ჯერ არ გასულა მშენებლობის მარა ეტაპები მაქ უკვე ჩაბარებული.?

Posted by: SaamI 11 Jan 2022, 21:59
Dystopian
QUOTE
პრაქტიკა მაინტერესებს. ხოარ დამაჯარიმებენ?

სიყვარულს რას გოუგებ ჩემო ოლღა.... biggrin.gif
მასეა ჩვენი მერიისსაქმე. ისე ხშირად ცვლიან რეგულაციებს, არავინ აღარაფერი იცის...

Posted by: makarena 25 Jan 2022, 11:59
გამარჯობა, არქიტექტორის კონსულტაცია მჭრიდება, იქნებ ვინმე დამეხმაროს.

მოკლედ, მეზობლებს გვინდა ცარიელი მიწის ნაკვეთები გავმიჯნოთ. მისი არის 1000 კვადრატი და იქიდან გვიჭრის 350 კვადრატს, ჩვენი არის 550 კადრატი და ჩვენც ჩვენი ნაკვეთიდან ვუჭრით მაგდენს. ანუ ზომას არ ვცვლით, ვცვლით ფორმას.

ჩვენი ნაკვეთი არის არა-სასოფლო სამეურნეო, მისი სასოფლო, გამიჯვნით გავმიჯნეთ, მაგრამ მერე მე ვერ გავაერთიანებ ხომ? რა გამოსავალს ხედავთ? როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ?

Posted by: SaamI 25 Jan 2022, 22:24
makarena
QUOTE
გამარჯობა, არქიტექტორის კონსულტაცია მჭრიდება, იქნებ ვინმე დამეხმაროს.

საქმეს ნუ ირთულებთ. ეგ შეიძლება გააკეთოთ რეესტრში ე.წ. საზღვრის კორექტირებით. ანუ, ფართობის შეუცვლელად, სამეზობლო საზღვარი ნებისმიერი ფორმით შეგიძლიათ გაავლოთ. თუ გინდათ გვირილები დახატეთ. რეესტრში ნახაზს შეიტანთ და გაატარებენ. ორივე მესაკუთრის მისვლა სავალდებულოა.
ზონებს რეესტრისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მერიაში მშენებლობაზე რომ შეიტანთ, იქ როგორ იქნება არ ვიცი.

Posted by: Luka251 11 Feb 2022, 15:32
გამარჯობათ. მაინტერესებს რას გულისხმობს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი ? რა განსხვავებაა ამ ორს შორის? ფუნქციური ზონა: საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2):

Posted by: SAROKAWA 15 Feb 2022, 16:53
კ1 არის მიწაზე რამდენ კვადრატულს აითვისებ (განაშენიანება)
და
კ2 არის ჰაერში რამდენ კვადრატულს აითვისებ (განაშენიანების ინტენსივობა)



Posted by: Luka251 15 Feb 2022, 23:52
მადლობა პასუხისთვის.




_________________________

Posted by: Pshaveli 23 Feb 2022, 13:09
მჭირდება კერძო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის(ქალაქგარეთ) კონსტრუქცუული პროექტის დამუშავება და მისი ექსპერტიზა. სახლი არის სარდაფი+2 სართული+ორქანობიანი სახურავი სხვენით. სრული რკ/ბ კარკასი. საერთი ფართი 430 კვ.მ. რა შეგიძლიათ შემომთავაზოთ?

Posted by: Luka251 23 Feb 2022, 16:10
მაინტერესებს მინიმუმ რამდენ კვადრატულზე არის კორპუსის მშენებლობა ნებადართული? მაქსიმუმ 6 სართული.

Posted by: constructor 21 Apr 2022, 16:32
QUOTE (Pshaveli @ 23 Feb 2022, 13:09 )
მჭირდება კერძო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის(ქალაქგარეთ) კონსტრუქცუული პროექტის დამუშავება და მისი ექსპერტიზა. სახლი არის სარდაფი+2 სართული+ორქანობიანი სახურავი სხვენით. სრული რკ/ბ კარკასი. საერთი ფართი 430 კვ.მ. რა შეგიძლიათ შემომთავაზოთ?

არქიტექტურული პროექტი გაქვთ? თუ გაქვთ, გამომიგზავნეთ და შევაფასებ

Posted by: ironmansnap 7 May 2022, 11:28
ვეძებ არქიტექტორს რომელიც დამიპროექტებს ორ სართულიან კერძო სახლს დაახლ 180მ2. მომწერეთ პიემში და დაგიკავშირდებით.

Posted by: inga1988 25 May 2022, 13:03
გამარჯობა. tas.ge-ზე ინტერაქტიულ რუკაზე აუქციონების ველს რომ მოპწიჩკავ და თეთრი ხაზები ჩნდება.მაინტერესებს. მაგ ნაკვეთის გატანა შეიძლება აუქციონზე? თუ პირიქით არ შეიძლებაა? ანუ რას ნიშნავს ეგ თეთრი ხაზები??

Posted by: Attolini 1 Jun 2022, 00:38
არქტიტექტორული და კონსტრუქციული პროექტი თავის შეთანხმებით დამიფასეს $27 მშენებარე კვ. მეტრზე.
ძვირია თუ ნორმალური ფასია?

Posted by: SaamI 1 Jun 2022, 22:08
ironmansnap
QUOTE
ვეძებ არქიტექტორს რომელიც დამიპროექტებს ორ სართულიან კერძო სახლს დაახლ 180მ2. მომწერეთ პიემში და დაგიკავშირდებით.

Attolini
QUOTE
არქტიტექტორული და კონსტრუქციული პროექტი თავის შეთანხმებით დამიფასეს $27 მშენებარე კვ. მეტრზე.
ძვირია თუ ნორმალური ფასია?

დაუკავშირდით:
https://www.facebook.com/search/top/?q=bibi%20studio%20-%20ბიბი%20სტუდია

Posted by: revolution 16 Jul 2022, 11:45
ფარულ რიგელზე რა მოსაზრებებია, როგორც კონსტრუქციული ასევე არქიტექტურული და დიზაინის მხრივ.
რა მინუსები და რა პლიუსები აქვს.

მაგ. იატაკის ზემოთ, რომ ამოდის სტიაშკა რა სიმაღლით იწევს

Posted by: metreveli-123 23 Aug 2022, 13:09
გამარჯობა, რომელიმე ფირმა რომელიც ხის ფრეიმზე აკეთებს პროექტს გეგულებათ სადმე? ან არის ვინმე საქართველოში?

Posted by: flameboy 3 Sep 2022, 11:59
გამარჯობათ ჩვენებური ქალაქური პროექტი როგორ მოვძებნო ინტერნეტში რუსულად ანუ იდეებისთვის მჭირდება smile.gif

Posted by: gordas 22 Sep 2022, 03:14
QUOTE (Definitely_Maybe @ 30 Nov 2021, 20:03 )
PeTeR4Ik
QUOTE
კორპუსის პროექტირება რა ჯდება? 40000 კვადრატული დაახლოებით.

დაახლოებით $20-30. სრული სამშენებლო დოკუმენტაცია.

კვადრატულის პროექტირება ღირს $20-30?

Posted by: Definitely_Maybe 29 Sep 2022, 20:25
gordas
კი. გადასახადების გარეშე

Posted by: makarena 21 Oct 2022, 10:34
makarena
QUOTE
გამარჯობა, არქიტექტორის კონსულტაცია მჭრიდება, იქნებ ვინმე დამეხმაროს.

მოკლედ, მეზობლებს გვინდა ცარიელი მიწის ნაკვეთები გავმიჯნოთ. მისი არის 1000 კვადრატი და იქიდან გვიჭრის 350 კვადრატს, ჩვენი არის 550 კადრატი და ჩვენც ჩვენი ნაკვეთიდან ვუჭრით მაგდენს. ანუ ზომას არ ვცვლით, ვცვლით ფორმას.

ჩვენი ნაკვეთი არის არა-სასოფლო სამეურნეო, მისი სასოფლო, გამიჯვნით გავმიჯნეთ, მაგრამ მერე მე ვერ გავაერთიანებ ხომ? რა გამოსავალს ხედავთ? როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ?


ამის პასუხად აქ დავწერ, მოვლენების განვითარებას, თუ ვინმეს მსგავსი სიტუაცია ექნება.

შესაძლებელია მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლა. მე შევცვალე სტატუსი, არა-სასოფლოდან გავხადე სასოფლო საკარმიდამო. შესაბამისად, ამის მერე გავმიჯნეთ ნაკვეთები (ანუ 2 საკადასტრო მივიღე მე, 2 -მეზობელმა), შემდგომ გავცვალეთ ის საკადასტრო კოდები, რა ნაწილიც გვინდოდა და ამის მერე გავაერთიანეთ. რათა 1 საკადასტროდ გვექცია. მე ჩემი, მას -თავისი. საბოლოოდ მივიღეთ იმ ნაკვეთის ფორმა, რაც გვინდოდა.

დროის ამბავში, 2.5 თვე მოვუნდი სტატუსის შეცვლას არა-სასოფლოდან სასოფლოზე. იმხელა ბიუროკრატიას წავაწყდი, ამის მერე გამიჯვნა/გაცვლა/გაერთიანებაზე დაახლოებით 2 თვე დაიახარჯა. ანუ 4.5 თვე წავიდა ამაზე.

Posted by: metreveli-123 25 Nov 2022, 20:52
გამარჯობა, მჭირდება ნახაზი 60 კვმ2. ფოტო მონტაჟით და პროექტის დამტკიცებით, ვინმეს შეუძლია დამეხმაროს?
P.s ვიცი რომ არ უნდა ნებართვა და ასშ მჭირდება არქიტექტორი

Posted by: F1ve 27 Nov 2022, 22:23
მოგესალმებით,

ჩემით "დავაპროექტე" ბინა და რჩევებს მივიღებ თუ გამიზიარებთ smile.gif

მოკლედ პირველი ფოტო არის სამშენებლო კომპანიის მიერ გაკეთებული პროექტი. მეორე კი არის ჩემ მიერ კორექტირებული პროექტი (საძინებლის გვერდით პატარა ოთახი გარდერობის ოთახია)

არსებული:
user posted image

ჩემი პროექტი:
user posted image

Posted by: Qetevan199811 1 Dec 2022, 15:32
არქიტექტურულად და დიზაინერულადაც ყველაზე მაგარია აგურით მოპირკეთება ინტერიერი გინდა თუ ექსტერიერი, თერმული მასააქვს და არის ელეგანტური, ბილდინგტეკს აქვს მგონი ყველაზე მაგარი აგური, და ნახეთ თუ გინდათ,
არქიტექტორებიც ყავთ, ბრიგადაც თვითონ აპირკეთებენ აგურით, და უმაღლესი ხარისხის საფასადე ფილები, დეკორატიული აგურებიც აქვთ მგონი.
https://agurebi.ge/
user posted image

Posted by: daniretaxe 13 Dec 2022, 19:45
პეკინზე ავიღე პატარა ფართი, იყო საბანერო ადგილი სადაც სტიკერი იყო გაკრული. ხოდა რომ ვიქირავეთ გადავაკარით ბანერი. აღმოჩნდა რომ ნებართვა არ ჰქონდა , რამდენით შეიძლება დამაჯარიმონ? სულ 1 კვადრატი ნებართვაა

Posted by: Qetevan199811 16 Apr 2023, 00:07
user posted image
საფასადე კომპანიაა მარა ამათზე მაგარი არქიტექტორები არავის ყავს, პროსტა მინუსი ისაა რო უცხოებელი არიან, არქიტექტორები ქართველები თუყავთ არვიცი
https://agurebi.ge/
* * *

Posted by: SaamI 17 Apr 2023, 00:20
Qetevan199811
QUOTE
ამათზე მაგარი არქიტექტორები არავის ყავს,

საიდან იცი?
აგურის გამყიდველს, რაში ჭირდება საუკეთესო არქიტექტორი? არქიტექტორები მითუმეტეს?

Posted by: Salodem1992 7 May 2023, 16:11
გამარჯობა, მჭირდება თქვენგან რჩევა, ჩემი ბინა მდებარეობს 3 სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე კერძოდ საბურთალოზე ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე, კორპუსი არის არასტანდარტული და არ არის გზის პირას, მოშენება არის უკანონოდ გაკეთებული და როდესაც შევიძინე ბინა აზომვითი ნახაზით დავიკანონე, არის მაღალი პირველი სართული ქვევით სარდაფიც ჩემია, ჩემს მეზობელს ზუსტად გვერდზე აქვს მოშენება მასაც დაკანონებული აქვს, ეხლა ჩვენ გვინდა რომ მივაშენოთ და გავადიდოთ ცოტა ბინა სადამდეც ჩემს მეზობელს აქვს მოშენებული,რამდენად არის შესაძლებელი რომ მერიიდან ნებართვა ავიღოთ და რა პროცედურები იქნება გასავლელი, ბინას ინდივიდუალური შესასვლელი აქვს და არა სადარბაზოდან. გთხოვთ იქნებ ვინმემ იცოდეთ მადლობა წინასწარ

Posted by: Delisi1234 18 May 2023, 12:21
იქნებ გამარკვიოთ, თბილისში, კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის თუ არა პირველი მიწისზედა სართულის გარდა, სხვა მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირი

Posted by: L07 2 Jun 2023, 10:51
14 სართულიანი თუხარელის ნახაზები ხომ არ იცით სად შეიძლება მოვიძიო?
ოროთახიანში საყრდენი კედლები რომლებია მაგის გარკვევას ვცდილობ

Posted by: alva 10 Jul 2023, 21:27
QUOTE (F1ve @ 27 Nov 2022, 22:23 )
მოგესალმებით,

ჩემით "დავაპროექტე" ბინა და რჩევებს მივიღებ თუ გამიზიარებთ smile.gif

მოკლედ პირველი ფოტო არის სამშენებლო კომპანიის მიერ გაკეთებული პროექტი. მეორე კი არის ჩემ მიერ კორექტირებული პროექტი (საძინებლის გვერდით პატარა ოთახი გარდერობის ოთახია)

არსებული:
user posted image

ჩემი პროექტი:
user posted image

ამ ტიპის ნახაზებზე ვინმე თუ მუშაობთ, მაგრამ არა ბინების და სახლების, არამედ ინდუსტრიულზე.
გთხოვთ მომწერეთ და გამიზიარეთ პორტფოლიო.
საუბარი მაქვს მაღაზიების, სტელაჟების პროექტირებაზე.

Posted by: Definitely_Maybe 14 Jul 2023, 10:36
alva
სამშენებლოზე უკეთესი კი გაგიკეთებია. smile.gif გაზი და სარეცხი მანქანის ადგილი გაკლია.

Posted by: kalichenko 14 Jul 2023, 11:25
QUOTE (bridgestone @ 22 Aug 2007, 00:22 )
მაინტერესებს, რა ღირს პროექტის შედგენა, რამე განსაკუთრებულის და ორიგინალურის კი არა, უკვე აპრობირებული პროექტის არჩევა და დასამტკიცებლად მომზადება.

მაგალითად, ერთსართულიანი სახლი, 100 კვ მეტრი პროექტის შედგენა-დამტკიცება ღირს X თანხა, 2-სართულიანი 150 კვ. მეტრის პროექტის შედგენა და დამტკიცება Y თანხა.

თუ ვინმემ იცით, მითხარით, და რომელი კომპანიები აკეთებენ?

სადაზღვეო კომპანია ირაო (კოტე) 593 27 28 20

Posted by: Definitely_Maybe 15 Jul 2023, 20:05
kalichenko
სადაზღვევო კომპანიაც აკეთებს პროექტებს?



Posted by: Devilhunter 27 Jul 2023, 12:43
გამარჯობა,
GEECB - https://geecb.ge/index.php/ka/
მოგეხსენებათ პირველი ივლისიდან მერია ითხოვს ენერგოეფექტურობის სერთიფიკატებს.
სოფტი უაზროდაა თარგმნილი და ინტერფეისი საგრძნობლად განსხვავდება ვიდეოტურორიალში ნაჩვენებისგან.
სად ან როგორ შეიძლება გავერკვე ამ პროგრამაში?

Posted by: Grows 15 Oct 2023, 17:16
სახლებს/კოტეჯებს რა პროგრამაში ხაზავენ? დიზაინს რა სოფტში აკეთებენ?

------------------------------------------------------------------

Posted by: ჯუღაშვილი 8 Nov 2023, 19:33
არქიტექტორი რომელიც იღებს თანხას რამდენით უნდა განსხვავდებოს ის თანხა როცა არქიტექტორი დარბის მშენებლობის ნებრათვებზე გაპი და ა.შ. და ამეებსაც გიგავრებს
და თან მცხეთის მუნიციპალიტეტში

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)