Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > წეროს მოლოდინში


Posted by: lika_law 24 Dec 2023, 12:10
მეორე ახალ წელს ვხვდები ამ თემის გამხსნელის ამპლუაში. ..

წელიწადნახევარია, რაც ფორუმზე უბრალოდ შეკითხვით დავბრუნდი (სადღაც, 8 წლიანი პაუზის შემდეგ), კონკრეტულად ამ თემაში თან და მას მერე ყოველ ახალ წეროების თემას მე ვხსნი, თან - მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წეროების მოლოდინში smile.gif შემოვრჩი, რადგან მთელი არსებით და გულით მინდა წერო ყველასთან მალე მოფრინდეს და ეს თემა აღარ იხსნებოდეს, ოჯახის წევრებივით მყავხართ თითქოს და როგორც საკუთარი ახლობლის ორსულობა გამახარებს, ისე - თქვენი და თქვენი კიდე უფრო ასმაგად, რადგან არავინ იცის, როგორც ჩვენ, ,,წეროელებმა", რამხელა ძალისხმევის და სიმტკიცის გამოვლენა გიწევთ თითოეულ თქვენგანს ამ ეკლიან, მაგრამ ბოლოში ძალიან ბედნიერ გზაზე.

სწორედ ამიტომ, ჩემო ორქოს გოგოებო, 2024-ს შევხვდეთ იმედით, პოზიტივით და ყველას ყველას ყველას, ვინც წეროს ელოდებით - ოცნების ასრულების წლად გქცეოდეთ დამდეგი ახალი წელი 2kiss.gif yes.gif

შემართება, გამძლეობა და იღბალი მისურვებია, ყოჩაღები და ძლიერები ხართ ყველანი და მჯერა, რომ ამ თემაში ძალიან ბევრი ორხაზიანი ტესტი და წარმატებული ექოები დაიდება! baby.gif baby.gif

Posted by: მანანიკო 24 Dec 2023, 12:13
ვაიჰ.. რომ არიყო თემა გამოვხტი მეტიჩარასავით და გავხსენი. როგორ წავშალო არვიცი gigi.gif
* * *
აქ გადმოვიტან ჩემს პოსტს

გოგოებო საყვარლებო და წეროს მომლოდინეებო love.gif

იცოდეთ, რომ თქვენი წეროები გზაში არიან და
აუცილებლად იმედით იყავით, რომ თქვენმა უიმედობამ არ შეაშინოს და უკან არ დაახევინოს თქვენსკენ მომავალ გზაზე!

ახალი თემა, ახალი წელი დაგეწყოთ ბედნიერი ორხაზიანი ტესტებით, მზარდი ხეგეებით, ჯანმრთელი ორსულობით და ბედნიერი შეხვედრებით თქვენს პატარებთან!

Posted by: lika_law 24 Dec 2023, 12:35
მანანიკო
ორი იყოს smile.gif)) იქნებ ტყუპ-ტყუპად ,ოვიდეს წეროც smile.gif))
შეგიძლიათ დახუროთ, მოდერატორის ოფშენები აქვს ქვემოთ smile.gif) ან მე დავხურავ, იქნებ თქვენმა უფრო გაამართლოს smile.gif)

Posted by: keke34 24 Dec 2023, 14:42
გოგოებო ლამაზებო, მინდა რომ ყველა ქალი გახდეს დედა. ვუსურვებ ყველას მოთმინებას და ნაყოფიერ 2024 წელს.

Posted by: ninucanodo 24 Dec 2023, 16:11
keke34
ეს ორსულობა ხო კარგად მიდის ხო მევიდობაა

Posted by: lesila90 24 Dec 2023, 19:37
მალე ამ 2024 წელს ყველანი მომავლებში გადასულიყავით❤️❤️❤️

Posted by: Ani15 24 Dec 2023, 19:38
კარგ ხელზე გაგეხსნას ეს თემა ❤ ყველას გისურვებთ ბარაქიანი, ნაყოფიერი და მშვიდი და სულ ჟრიამული პოსტები დაგედოთ. 2024 წელს ყველა, უკლებლივ ყველა გავხდეთ დედები, ბედნიერი დედები ❤

Posted by: საბისაბი85 24 Dec 2023, 20:16
ყველას ბედნიერი ახალი წელი გოგოებო,აგსრულებოდეთ ყველა თქვენი ნატვრა❤️❤️❤️

Posted by: keke34 25 Dec 2023, 00:10
QUOTE (ninucanodo @ 24 Dec 2023, 16:11 )
keke34
ეს ორსულობა ხო კარგად მიდის ხო მევიდობაა

კი ჩემო კარგო უფლის ნებით ვიზრდებით ნელნელა.

Posted by: adeline 25 Dec 2023, 00:47
გილოცავთ ახალ თემას! ყველანი მალე გამხდარიყავით დედიკოები, ვინც წეროს ელოდებით! პატარა დრაკოშებს გისურვებთ ყველას გოგოებო :*

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 25 Dec 2023, 10:07
მოკლედ ამ თემაში 3 წერო მინიმუმ უნდა ავაფრინოთ სტაჟიანი წეროელების <3

Posted by: Iceicebaby 25 Dec 2023, 10:12
ამ თემას სულ ეკარგებოდეს აზრი, ამას ვისურვებ :დ
მინიმალური მოლოდინები და ასრულებული ოცნებები ყველას :*

Posted by: takoo1 25 Dec 2023, 19:25
ყველასთან მოფრენილიყოს წერო 2024 წელს❤️
ყველანი გამხდარიყავით დედიკოები ამ წელს ამინ❤️

user posted image

Posted by: narkozeli 25 Dec 2023, 21:54
ახალ თემას გილოცავთ!!

1.a-liza
2.Watermelon_Sugar_Hi
3.Gretag
4.NankA2203
5.Saleksandre
6.Freni_99
7.Gretag
8.A_N_A_a_n_a
9.Eve123
10.compte.paris75

ეს ათეული 2024 წლიდან დედის სტატუსით უნდა იყოთ! უპირობოდ!


Posted by: ივლისი 25 Dec 2023, 23:12
გილოცავთ ახალ თემას და დამდეგ შობა-ახალ წელს . ბედნიერი ყოფილიყოს და სურვილების ამსრულებელი წელი.

narkozeli
გრეტაგი სიაში ორჯერაა. ორმაგად მოეთხოვება , იმედები არ უნდა გაგვიცრუოს :დ

ა-ლიზა როგორაა ნეტავ? დღეს უნდა მისულიყო იმ ექიმთან ...

Posted by: adeline 25 Dec 2023, 23:18
ანალიზას ხო არ შეხმიანებიხართ რომელიმე?

Posted by: ninucanodo 26 Dec 2023, 00:59
გილოცავთ გოგოებო ახალი წელი ახალი თემა თვითოეულისთვის სასწაულის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს

Posted by: Freni_99 26 Dec 2023, 01:42
ეს თემა, გული მიგრძნობს, სასწაულად კარგი იქნება ყველასთვის <3

narkozeli
მთლად დედის ვერ, მაგრამ ვეცდები, ორსულის სტატუსით მაინც ვიყო წლის მიწურულს :დ

გრეტაგი მართლა უცნაურადაა ორჯერ ^^

ანალიზას ამბები მეც მაინტერესებს

Posted by: Ani15 26 Dec 2023, 12:55
A-liza რაყომ დაგვეკარგა, მოგვწერე რა ხდება შენსკენ

Posted by: narkozeli 26 Dec 2023, 13:29
QUOTE
გრეტაგი მართლა უცნაურადაა ორჯერ ^^


ტყუპების სუნი მცემს : ))) love.gif

Freni_99
QUOTE
ვეცდები, ორსულის სტატუსით მაინც ვიყო


love.gif

Posted by: ნიაკო12 26 Dec 2023, 13:30
გილოცავთ ახალ თემას, ბედნიერი შობა ახალი წლები ყველას და მომავალ წლის ახალ წელს ყველა მომლოდინე ბაიათი შეხვედროთ ახალ წლებს ❤️❤️❤️
* * *
adeline
ეხლა მივწერე და ჯერ არ უნახავს ალბათ.

Posted by: Gretag 26 Dec 2023, 16:45
ივლისი
narkozeli
ვაიმე ღმერთმა აახდინოს :დ <3 ორზე ვერც ვოცნებობ

ყველას ოცნებების ასრულები თემა და წელი ყოფილიყოს <3 და უკვე დედიკოები რომ არ გვტოვებთ და გვგულშემატკივრობთ ძაან გული მიჩუყდება <3

გვანც, შენს დას ემბრიონის შემოწმებაზე რა უთხრეს? ბლერმა რომ დაწერა დამაფიქრა ნაგ ამბავმა, მაგრამ მაინც მგონია საჭირო კვლევაა
* * *
Freni_99

ორსულის სტატუსზეც თანახმა ვართ smile.gif

Posted by: მანანიკო 26 Dec 2023, 18:36
lika_law

ძალიან კარგმა ხელმა გახსნა! bis.gif


გოგოებო ყველას, ყველას ვინც ელოდებით 2024 წელი ყოფილიყოს თქვენი წეროების შემოსევის წელი! love.gif



Posted by: სერაფიტი 26 Dec 2023, 20:29
აბა, მოისვით ყველამ ამ თემიდან წელს <3
გგულშემატკივრობთ<3


როგორაა a-liza?

Posted by: Saleksandre 26 Dec 2023, 21:17
ხომ არ იცით ანალიზას ამბავი რატო არ ჩანს ?

Posted by: ბანანი 26 Dec 2023, 21:41
Saleksandre
დაპოსტა სხვა თემაშიsmile.gif

Posted by: lesila90 27 Dec 2023, 08:43
Gretag
ჩემი ტყუპები ელოდება ტყუბ მეგობრებს წეროებიდან ❤️❤️❤️ისე გგულშემატკივრობთ ვცდილობ ხშირად შემოვიდე გულით გისურვებთ მალე ამ თემიდან მომავლებში გადასვლას❤️❤️❤️

A-liza-ს ამბები მეც მაინტერესებს სულ ვფიქრობ მასზე

Posted by: narkozeli 27 Dec 2023, 13:15
Gretag

არაა საჭიროო ემბრიოლოგი ეუბნება. მანდ ხო ორ სიტყვას ვეე ამოაღერღინებ და მიზეზი, თუ რატო არაა საჭირო, არ იცის. sad.gif

Posted by: Gretag 27 Dec 2023, 13:38
lesila90
ეგ რომ მოხდეს სასწაულზე სასწაული ამბავი იქნება. ბუნებრივად ორი არასოდეს მწიფდება ხოლმე და ინვიტრო თუ დავაპირე კიდევ აუცილებლად ორს გადავიტან. ჩაჯმუჯვნებს ვუგზავნი შენს ტყუპიკოებს <3
* * *
narkozeli
ვა რა უცნაურია. სხვა ქვეყნებში სადაც ვიკიგხე ყველგან შემოწმებას ურჩევენ. აუ ივიში გაიაროს ერთი კონსულტაცია თუ შეძლებს რა. დაიწყო ისევ?

Posted by: narkozeli 27 Dec 2023, 13:55
Gretag

არა ჯერ, შუაში ჩემდა გასაკვირად ინსემინაცია ურჩია ექიმმა და 18ში ქონდა ხეგეს დღე, რა თქმა უნდა არაფერი, რა დროს ინსემინაცია იყო ვერ გავიგე ცოტა :/

ეხლა ჯერ ისვენებს უნდა გადაწყვიტოს კიდევ ერთ ცდას აქ იზამს თუ ისევ იქ. მე მინდა აქაც სცადოს.

Posted by: Gretag 27 Dec 2023, 14:04
narkozeli
აი ჩემთამაც სრულიად უადგილო იყო ინსემინაცია. პირდაპირ უწერია 3-4 მცდელობაა საჭირო შედეგი რომ მიიღო. ქეთისთან ფიქრობ? მე ძალიან ველი ჩემი მეგობრის გადატანას თურქეთში. აქ 7 მცდელობა ჰქონდა და იქ 2 ემბრიონი ყავს დატესტილი (ნგს). როგორც ეუბნევიან მაგ ტესტის შედეგად კარგი ემბრიონის გადატანის წარუმატებელი შედეგი არ ჰქონიათ. თუმცა მანამდე კარგად ამზადებენ, ჰისტერო, ენდომეტრიუმის ბიოფსია, პრპ. დავწერე მერე რას იზავს.

Posted by: lesila90 27 Dec 2023, 20:14
Gretag
მადლობა საყვარელოო❤️❤️სულ რა მახსენდება იცით ორი ემბრიონი ხომ
მყავდა და ჩემს ქმარს უნდოდა ორივეს გადატანა. რა რისკებთან გვქონდა საქმე არ ვიცოდით. მე გულის სიღმეში რაღაცნაირად მეშინოდა. დღეს ამ უპოზიტიურესს ბარტყს რომ ვუყურებ ვფიქრობ კიდევ კარგი ორივე გადავიტანე თქო.

Posted by: narkozeli 28 Dec 2023, 17:38
Gretag

ვაა რა საინტერესოა,დაწერე აბა.
ქეთისთან კი, სხვა იდეა არც მაქვს :/ დღეს დაბ დღე აქვს და სურვილს რომ მეკითხებიან არაფერი მიხარიაო :| ძაან განვიცდი მეც

Posted by: Gretag 28 Dec 2023, 17:44
narkozeli
ეჰ რა რთულია, მესმის ძალიან sad.gif გილოცავ და ვუსურვებ ამ ოცნების ახდენას. გულით მჯერა შეუძლებელი არაფერია და აუცილებლად გახდება დედა <3 ქეთი ჩემთან მაინც არ კარგავს იმედს და იქნებ შენს დაიკოსაც რამე საინტერეაო შესთავაზოს. ისე ონლაინ კონსულტაციას ვერ გაივლის?
* * *
lesila90
ტყუპები მართლა ურთულესია და ყოჩაღ შენ. ისე რა სასწაული იყო ორი გყავდა სულ და ორივე რომ გამოვიდა

Posted by: narkozeli 28 Dec 2023, 17:49
Gretag

უღრმესი მადლობა ჩემი დაიკოს სახელით❤️
ნეტა აქვს ქეთის ონლაინ კონსულტაციები? არც მიფიქრია იცი? აბა გავარკვევ ხვალ დავრეკავ ინოვაში

Posted by: lesila90 31 Dec 2023, 14:19
Gretag
არვიცი აი დარწმუნებული ვიყავი რომ
პირველივე ცდაზე არ გამოვიდოდა და ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი ისევ ამ გზის გასავლელად. სასწაულია
ნამდვილად მაგრამ საკეისროს დროს ექიმმა
მკითხა რამდენი ხანი არ გყავდაო და რაღაცა მიაწვა იქ ენდომეტრიოზი ხოარ იყო ნეტა დამავიწყდა მეკითხა და ეხლა რაღა ემახსოვრება

Posted by: Freni_99 1 Jan 2024, 16:17
გილოცავთ, გოგოებო.. ბედნიერი წელი ყველას ! <3

a-liza
როგორ ხარ? აქეთ პოსტე რა, რამე ხომ არ გაწყენინეთ?

Posted by: საბისაბი85 2 Jan 2024, 09:39
გილოცავთ გოგოებო❤️ ბედნიერ და სიხარულით სავსე წელს გისურვებთ❤️❤️❤️

Posted by: narkozeli 2 Jan 2024, 09:43
https://vt.tiktok.com/ZSNWoT6A3/


ტესტომანებო რამდენმა იტირეთ?
I’m not crying, you’re crying weep.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif

პირველი შვილი ნაშვილები ჰყავთ.

Posted by: Anabeli111 2 Jan 2024, 23:17
გილოცავთ, გოგოებო, ახალ წელს და ახალ თემას ♡ ეს წელიყოფილიყოს ის მთავარი წელი, როცა თქვენი უსანუკვარესი სურვილი ასრულდება ♡.

როცა ავატარად ეს ფოტო დავაყენე, ახალი წლის დღეები იყო. წარმოუდგენლად და შეუძლებლადაც კი მეჩვენებოდა, რომ შეიძლება რეალობად ქცეულიყო როდესმე.. მაგრამ.. ადრე თუ გვიან, სურვილები სრულდება და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ♡

სულ სულ ყველა გგულშემატკივრობთ და ველი თქვენს ლამაზ 2ხაზიან ტესტებს და ხეგეებს ♡

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 3 Jan 2024, 11:56
ნეტა წლევანდელი წელი მინიმალური იმედგაცრუებებით და უმარტივესი და უჯანსაღესი ორსულობებით წავიდეს <3
ვიმსახურებთ სიმშვიდეს
მე ახალ წელს მენსტრუაციით შევხვდი, პირადად smile.gif)

Posted by: a-liza 3 Jan 2024, 12:48
დაგიბრუნდით გოგოებო love.gif ოცნებების ახდენის წელი ყოფილიყოს ყველასთვის ❤ მალე მოფრენილიყოს ყველასთან წერო, ვინც ნატრობს და ვინც ელოდება...


Freni_99
QUOTE
როგორ ხარ? აქეთ პოსტე რა, რამე ხომ არ გაწყენინეთ?
სანამ წარსულში არ დავტოვე ყველაფერი, მანამდე არ მინდოდა აქ დაპოსტვა... უკვე აქ ვარ ...

Posted by: Freni_99 3 Jan 2024, 13:00
a-liza
მიხარია წარსულში დატოვებაც და დაბრუნებაც :*
ეხო 5-შია ხო?


Watermelon_Sugar_Hi
ეგ არაფერი. რა გეგმებით ხარ?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 3 Jan 2024, 15:29
Freni_99
ალბაყ ზაფხულამდე არაფერი და მერე ინ ვიტროს ვცდი

Posted by: haushinka 4 Jan 2024, 17:29
გამარჯობა, თურქეთის აფთიაქის ნომერი თუ გაქვთ გამიზიარეთ გთხოვთ. მადლობა წინასწარ

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 5 Jan 2024, 09:40
გუშინ გავიგე ისეთი გოგოს ორსულობა, ძაააალიან დიდი ხანი რომ ცდილობდა და ისე გამიხარდა, ისე გავბედნიერდი <3
ასე გაგვხარებოდეს ყველას

Posted by: a-liza 5 Jan 2024, 14:13
Watermelon_Sugar_Hi
ყველასთვის ბედნიერი წელი ყოფილიყოს..
ვიყავი დღეს ექოზე. სიმშვიდეა. ჩამოსულია ყველაფერი.
გვასალიასთან გამიშვა გოგიმ და ისეთი დაძაბული ვიყავი, გვასალიამ, გათხოვილი ხარო მკითხა lol.gif ვერ შეიყვანა დაჩიკი smile.gif)

Posted by: lesila90 5 Jan 2024, 15:30
a-liza
აუუ ჩემი თავი გამახსენდა სპარტაკთან რომ ვიყავი :-D ნუ ხარ დაძაბულიო ))))
გოგოებო ყველას გილოცავთ საუკეთესოს მომტანი 2024 წელი ყველას

Posted by: a-liza 5 Jan 2024, 16:45
haushinka
QUOTE
გამარჯობა, თურქეთის აფთიაქის ნომერი თუ გაქვთ გამიზიარეთ გთხოვთ. მადლობა წინასწარ
მე პირადად არ ვიცი, სამწუხაროდ

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 5 Jan 2024, 17:35
a-liza
QUOTE
გათხოვილი ხარო მკითხა  ვერ შეიყვანა დაჩიკი )

აჰაჰ smile.gif)) რაც შენ ბოლო თვეში გიჩხიკინეს ეგ დაჩიკი გასაგებიცაა რომ გაქალიშვილდი smile.gif)

Posted by: lesila90 5 Jan 2024, 18:53
haushinka
მე
მაქვს ქემალფაშაშია
+90 (541) 650 08 08

Posted by: ninucanodo 5 Jan 2024, 21:15
a-liza
როგორ ხარ კეკეს ამბები ხო არ იცი რა როგორ არის ?

Posted by: Ani15 5 Jan 2024, 22:30
გილოცავთ გოგოებო. ანალიზას და კეკეს ამბების მერე მეც კი აღარ მქონდა აქ ყოფნის სურვილი, მაგრამ მივხვდი ვერ გავძლებ რომ არ გიგულშემატკივროთ და თქვენს თითოეულ ნაბიჯს არ ვადევნო თავლყური. წელს ძალიან ძალიან ბევრი წერო უნდა მოფრინდეს აქ.
* * *
ninucanodo
კეკე ძალიან მაგარი გოგოა, მჯერა ყოჩაღად გადაიტანს ამ ყველაფერს.
a-liza
ვგრძნობ შენც ძალიან მაგარი შემართებით დაგვიბრუნდი და "გაქალიშვილებული" ახალად დაიწყებ მზადებას დედობისთვის

Posted by: ივლისი 5 Jan 2024, 22:46
გილოცავთ გოგოებო ახალ წელს , ახალ თემას. ბევრი სიხარული მოეტანოს მომავალ თვეებს !
რომელ კეკეს გულისხმობთ ? რა მოხდა ?

Posted by: a-liza 5 Jan 2024, 23:22
lesila90
Watermelon_Sugar_Hi
ხომ იცით ჩემი და მამაკაცი ექიმების დამოკიდებულება. ამან კიდევ ბოლომდე გადამაშლევინა ფეხები და კარგად შემათვალიერა, რა არ დამძაბავდა. ან რა წესია, დასაფარებელი ხომ უნდა ჰქონდეთ, მითუმეტეს, მამაკაცი როცაა რადიოლოგი. გოგის ვერ გავუბედე, ქალთან გამიშვიმეთქი sad.gif( მერე გვასალიას ვკითხე, ვაგინალურად თუ მეთქი? იმედი მქონდა, ვაგინალურად არაო მეტყოდა.. ეჰჰ...
* * *
Ani15
QUOTE
ანალიზას და კეკეს ამბების მერე მეც კი აღარ მქონდა აქ ყოფნის სურვილი, მაგრამ მივხვდი ვერ გავძლებ რომ არ გიგულშემატკივროთ და თქვენს თითოეულ ნაბიჯს არ ვადევნო თავლყური. წელს ძალიან ძალიან ბევრი წერო უნდა მოფრინდეს აქ.
კარგად უნდა იყო და არ იტირო ხოლმე ჩვენს გამო , გაუფრთხილდი ბავშვს love.gif

* * *
ninucanodo
ივლისი
კეკეს ახლა არ აქვს იმის თავი აქ დაპოსტოს, ორიოდე სიტყვით გეტყვით, ნაყოფის ანომალიების გამო აბორტზე გაუშვეს sad.gif

Posted by: Freni_99 5 Jan 2024, 23:27
a-liza
არადა ეგ გვასალია ძაან მორიდებული ტიპი მახსოვს, აქეთ გაფარებდა ხოლმე :დ მოკლედ, უნდა გადალახო რა ეგ ყველაფერი, სხვა გზაა არაა )))

კეკეს რა დაემართა გოგოებო?

ვაი, წავიკითხე ეხლა sad.gif

Posted by: adeline 5 Jan 2024, 23:34
a-liza
კარგია, რომ გასუფთავდა ყველაფერი. ახლა დაისვენე მაქსიმალურად :*
კეკეს ამბავს ძალიან განვიცდი sad.gif

Posted by: Ani15 6 Jan 2024, 00:01
a-liza
ხოდა აღარ დავინახო ვინმემ მანერვიულოთ, თორე ჩემი ქმარიც გავაგიჟე და ექიმებიც.
მე სანამ ვაგინალურს ვიკეთებდი ნინო ჭავჭავაძესთან დავდიოდი, მერე გადავედი გვასალიასთან smile.gif
მოკლედ დღეს ვერც შარიქაძესთან დავრეკე, ავტომოპასუხის მერე ითიშებოდა. ორშაბათს ვცდი ისევ იქნებ 18 იანვარს დავამთხვიო

Posted by: lika_law 6 Jan 2024, 14:55
ვაი ( კეკეს ამბავი ძალიან განვიცადე sad.gif ანალიზ, მიხარია რომ დაგვიბრუნდი. ძალიან დიდი სიმპათიით ვარ შორიდან შენა მიმართ, ძალიან მაგარი გოგო ხარ ჩემთვის :*

Posted by: narkozeli 6 Jan 2024, 15:58
a-liza

ხომ გითხარი გაწკრიალებული დაგხვდებათქო❤️ ეგეც მოსალოცია ასე მარტივად რომ ჩაიარა


აუ კეკე თუ იყო არ ვიცოდი sad.gif ჯგუფიდან ვადევნებდი თვალს და ძაან განვიცადე გუშინ sad.gif
კეკე გამაგრდი sad.gif ❤️

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 6 Jan 2024, 22:29
Ani15
კეკეს ამბები არ ვიცი, რა მოხდ??

Posted by: a-liza 7 Jan 2024, 01:27
lika_law
QUOTE
ანალიზ, მიხარია რომ დაგვიბრუნდი. ძალიან დიდი სიმპათიით ვარ შორიდან შენა მიმართ, ძალიან მაგარი გოგო ხარ ჩემთვის :*
მადლობა დიდი <3

narkozeli
QUOTE
ხომ გითხარი გაწკრიალებული დაგხვდებათქო❤️ ეგეც მოსალოცია ასე მარტივად რომ ჩაიარა
❤ მადლობაა. ასე მარტივდ თუ ჩაივლიდა, არ მეგონა..

* * *
Freni_99
QUOTE
არადა ეგ გვასალია ძაან მორიდებული ტიპი მახსოვს,
არანაირი მორიდება, დაძაბული რატომ ხარო, და კარგად შემათვალიერა
facepalm.gif
* * *
adeline
QUOTE
კარგია, რომ გასუფთავდა ყველაფერი. ახლა დაისვენე მაქსიმალურად :*
მადლობა ❤
არა, დასვენების დრო არ მაქვს, ახლა კვერცხუჯრედისთვის ვეძებ ისევ ვიტამინებს. ფეისბუქის უცხოურ გვერდებზე 40+ ასაკში jarow-ის ფირმის უბინიქოლს ურჩევენ, 600-იანებს და ისეთი ფასები აქვს, მაგას მინიმუმ 3 თვე რომ დავლიო, ძვირი ჯდება ძალიან. ახლა ეს ორი ვნახე და ვერ ვხვდები რომელი აჯობებს, თუ ისევ სოლგარის ქოენზიმს დავუბრუნდე. ეგეც არაა იაფი, თუ 600-იანებს დავლევ. user posted image
* * *
ამ საღამოს , შობის სანთლის დანთების მერე ისევ გავიკეთე წმ. ირინეს ქამარი. ჩემმა ქმარმა შეამჩნია და გაიკეთეო? კი-მეთქი. ვიწყებ ბრძოლასმეთქი. არაო, მე არასდროს შემიწყვეტია, ვაგრძელებთ ბრძოლასო... ჯერჯერობით ეს 3 თვე თუ ბუნებრივად მოხდება რამე, მაგას რა ჯობია და მანამდე დავაგროვებთ გარკვეულ თანხას და ალბათ კიდევ ერთხელ ვცდით. მანამდე დანამატები მინდა მივიღო. ე ვიტამინი და ომეგა განვაახლე. ფოლატს და დ ვიტამინს უწყვეტად ვსვამ.. მიკრონ 5 -ზეც ვფიქრობ, მაგრამ მაგაზე წერია ორსულობის დროს უნდა შეწყვიტოო და ამიტომ თავს ვიკავებ, რომ მოხდეს
სასწაული და დადგეს ორსულობა ბუნებრივად, ხომ არ შევუშლი რამეში ხელსთქო.

Posted by: სერაფიტი 7 Jan 2024, 09:34
a-liza

ქოენზიმი ტრენდიოლიდან გიცდია? ჩემი დეიდაშვილი მაქედან იწერს. იაფიაო. ომეგათია და მის გარეშეც.

Posted by: adeline 7 Jan 2024, 12:10
a-liza
მიხარია ასეთი შემართებით რომ ხარ :*
ჯაროუს უბიქინოლს მე ვსვამდი. რებეკას საიტის ლინკი რომ ჩავაგდე აქ, იქაა მითითებულ ერთ - ერთ სანდო ბრენდად. 600-იანი აქვს მაგას? მე 200-იანს ვსვამდი დღეში სამჯერ. ჩვეულებრივ კოენზიმს არ გირჩევ, რადგან უბიქინონია და 25 წლიდან ორგანიზმს უჭირს უბიქინოლად გარდაქმნა. პირდაპირ უბიქინოლი ჯობს ბევრად.
მიკრონ 5 დჰეა შენი ასაკისთვის აუცილებელია. დჰეა სულფატი თან მაღალი არ გაქვს როგორც მახსოვს. ორსულობა რომ დადგება, შეწყვეტ. მე ასე გამაკეთებინა ქეთიმ.

Posted by: a-liza 7 Jan 2024, 13:54
adeline
600 -იანი არ აქვს, 200-იანებია და საკამოდ ძვირი ჯდება. თან მე ახლავე მინდა დავიწყო , სანამ ამაზონიდან ჩამოვა, დიდი დრო გავა. სერაფიტი
-მა ტრენდიოლი მითხრა და იქაც ვეძებდი, კარგი ფასებია, მაგრამ უცნობი წარმოებისაა და რა ვქნა არ ვიცი, ტრენდიოლიდან გამოვიწერო, მაგით დავიწყო და მერე ხომ არ გავაგრძელო ამაზონიდან რომელიმეთი, ჯაროუს ვერ გავწვდები.
* * *
ამ ორიდან დჰეა რომელი ჯობია? user posted image
* * *
და ეს ვნახე 600-იანი ამაზონზე. რამდენად სანდოა, არ ვიცი. ფასი მშვენიერია 2 თვისთვის. ომეგა 3 და ე ვიტამინიც შედის. თვთონ უბიქინოლი 600 -ია. ქვემოთ 2 კოლოფი ვნახე 36 დოლარად, ანუ 4 თვის. რატომ არ უნდა იყოს სანდო, რა ვიცი..
* * *
გამოხმაურებაც წავიკითხე და კარგი აქვს. აღწერილობაში კვერცხუჯრედებიც ნახსენებიაuser posted image

Posted by: Ani15 7 Jan 2024, 14:44
a-liza
უცნობი წარმოების დანამატებზე მეც მიფიქრია ხოლმე, ფასში საკმაოდ სხვაობაა, მაგრამ საბოლოოდ ვერასდროს გადავწყვიტე მათი მიღება, თუმცა არ ვიცი რატომ უნდა იყოს უხარისხო, პიარი და რეკლამა ხომ იცი რა მხელა საქმეს აკეთებს. შეგიძლია შესადარებლად თამთასაც ჩაუგდო და კითხო რჩევა

Posted by: a-liza 7 Jan 2024, 14:58
Ani15
თამთა მხოლოდ ფოლატს, დ და ე ვიტამინს აღიარებს biggrin.gif

Posted by: anibani18 8 Jan 2024, 11:02
a-liza
რა სასიახარულოა შენი ასეთი განწყობა <3 ძალიან, ძალიან ბედნიერი წელი გქონოდეს <3
ნეჩერელ მეიდის ვიტამინებს ვსვამ და შედეგი არის ნოლი, ქოენზინი რ ვიცი როგორი იქნება.
ისევ თამთულისთან აგრძელებ?

Posted by: adeline 8 Jan 2024, 11:11
a-liza
კოენზიმი, ომეგა და ეგეთები ძალიან სანდო ბრენდი თუ არაა, არავითარი შედეგი არ აქვს ისე.
* * *
გუშინ ახლობელმა ჩამიგდო კვასკვასა ტესტი. პირველი სუროგატით ყავს და მაგრად გამიხარდა. ქეთიმაც ხეგეს მერე ინტრალიპიდი გადაისხიო. ჩააბარა ხეგეს ანალიზი და უარყოფითი მოვიდა. საბოლოოდ შემძულდა ტესტები.

Posted by: a-liza 8 Jan 2024, 11:16
anibani18
adeline
გამოვიწერე უკვე და რა ვიცი, რაც იქნება-იქნება .
anibani18
ჯერ 3 თვე მინდა დავისვენო. თუ რამე მოხდება ამ 3 თვეში, ვნახავ. კორკოტაშვილთან მინდა კონსულტაციები თრომბოფილიებზე, ამ პრობლემას მაინც რომ მივხედო მანამდე.
* * *
adeline
აუუ, რატომ იტყუებიან ასე მწარედ ეს ტესტები?
* * *
ესენი ვიყიდე
user posted image
user posted image
* * *
anibani18
QUOTE
ნეჩერელ მეიდის ვიტამინებს ვსვამ და შედეგი არის ნოლი,

ამას ვსვამ მეც და არ ვიცი რას შვრება user posted image

Posted by: mashusha 8 Jan 2024, 16:18
a-liza


გილოცავ მშვიდობით დასრულებას. მე გინეკოლოგმა მიტხრა ბევრი ჰორმონი გაქვს მიღებული, ნაყოფი მიწეპებული იქნება და ჩამოსვლა გაუჭირდება, გაგაწვალებს. ამიტომ გაიკეთე გამოტუმბვაო. ხოდა, ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი შენზე. მე 7 კვირაში დავამტავრე ყველაფერი, შენ დიდი იყავი და მთელი პერიოდი წამლებს იღებდი. მოკელდ, კარგია ასე უპრობლემოდ რომ დარსულდა ყველაფერი. წინ ბედნიერი მომავლისკენ!

Posted by: a-liza 8 Jan 2024, 17:37
mashusha
დიდი მადლობა ❤ მეც , ცოტა არ იყოს, მეშინოდა, იმდენი პროგი მქონდა სანთლის თუ ნემსის სახით გაკეთებული. მაგრამ პარასკევი დღის ნაშუადღევის მერე რომ აღარ გამიკეთებია, შაბათი, კვირა, ორშაბათი ისე ვიყავი. ალბათ ეგეც დამეხმარა და პლუს ემბრიონი იყო პატარა. ორშაბათს დავლიე პირველი წამალი შუადღეს და მანამდე დილიდან უკვე მქონდა ჩალისფრად გამონადენი.საღამოს უკვე გამუქდა და მერე საიტოტეკმა წამოიყვანა. თუმცა, რომ მოველოდი, იმდენი გამონადენი მაინც არ მქონია და მიკვირს, სად გაქრა ამხელა ენდომეტრიუმი ან პროგების მოქმედება...

Posted by: lesila90 8 Jan 2024, 17:44
a-liza
მიხარია შენი შემართება. წინ ლამაზი მომავლისაკენ და წლის დასრულებას გისურვებ ბაიათი თუ არა დიდი ღიპით მაინც❤️❤️❤️რაღცნაირად სულ მახსენდები ❤️

Posted by: a-liza 8 Jan 2024, 22:31
lesila90
მადლობა , ჩემო კარგო ❤❤ როგორ ვპოულობთ ჩვენს თავში თავიდან ძალებს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ბრძოლას ვაგრძელებ.

Posted by: lesila90 8 Jan 2024, 22:39
a-liza
ძლიერები და ამტანები ვართ ასეთად შეგვქმნა განგებამ. სუსტ სქესს ტყუილად გვეძახიან )))

Posted by: anibani18 9 Jan 2024, 10:53
adeline
რომელია სანდო ბრენდები?
a-liza
ხო, მეც ვსვამ და მაინც ძლივს ვლასლასებ. თუმცა მე ისეთი ვიტამინები მინდა, რომელიც საოცარ ენერგიას მომცემს მიუხედავად იმისა, რომ არც მძინავს, ვერც ვჭამ და ვერც ვისვენებ smile.gif არსებობს ასეთი ნეტა smile.gif
მე ვსვამდი ადრე მიკრონ 5 დეას, მაგრამ აღარ მახსოვს რომელს. ერთადერთი ფასი მახსოვს, ბოლოს რომ გამოვწერე ამაზონიდან 55 დოლარი გადავიხადე.

Posted by: a-liza 9 Jan 2024, 16:05
lesila90
მართლაც რომ, რატომ გვეძახიან სუსტ სქესს, ვაპროტესტებ smile.gif)
* * *
გოგოებო, ელლგრუპს(ვაჟას 7-ში) აქვს გრავიდა დ3-ზე ფასდაკლებები. 1000-იანი აქვს 19 ლარად, 90 ცალია. და 2000-იანი 90 ცალიანი 40 ლარად. ვადა 2025/04. 2 კოლოფი ვიყიდე 1000-იანი. ამ კვირას ვიკეთებ ანალიზს , კარგა ხანია არ დამილევია დ ვიტამინი, ორსულობის შეწყვეტის მერე და ბარემ უწამლოდ ვნახავ რამდენი მაქვს და მაგის მიხედვით ან თითოს, ან 2-2-ს მივიღებ. მეუღლისთვისაც ვიყიდე. მოკლედ, წამლების დამარაგებაზე ვარ გადასული... ფასდაკლება არ ვიცი როდემდე გაგრძელდება, მაგრამ ძალიან კარგი ფასია, ვისაც გამოგიყენებიათ, იცით ალბათ. თამთამაც ადრე ეს დამინიშნა, მაგრამ მერე დეფიციტში იყო დღემდე აფთიაქებში და აქვადეტრიმს დავუბრუნდი ისევ. ეგეც კარგად მოქმედებს, მაგრამ 15 დღისაა ჩემი დაზღვევით 15 ლარად და ეს 3 თვის მარაგია 1 კოლოფი. იცოდეთ მაინც, თუ შეძენას აპირებთ.

Posted by: adeline 9 Jan 2024, 23:16
anibani18
ანი, მე აქედან ვარჩევდი და მშვენიერი შედეგი მივიღე:
https://www.itstartswiththeegg.com/supplements

Posted by: ნიაკო12 10 Jan 2024, 17:57
a-liza
ძლიერი გოგო ხარ და ყველაფერი მაგრად იქნება ❤️


კეკეს ამბავი არვიცოდი რაძნელია sad.gif

Posted by: kato17 10 Jan 2024, 22:22
გოგოებო ყველას გილოცავ შობა ახალ წელს გამრავლების და სურვილების ასრულების წელი იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის
* * *
პრეგნა 5 .თუ შეიძლება MTHFR გენის მუტაცის დროს ვინმე თუ იღებდით

Posted by: a-liza 10 Jan 2024, 23:47
ნიაკო12
მადლობა ნიაკო❤
kato17
QUOTE
პრეგნა 5 .თუ შეიძლება MTHFR გენის მუტაცის დროს ვინმე თუ იღებდით
ირემაძესთან რომ დავდიოდი, მან დამინიშნა ჩემს ორ ჰეტერო გენზე პრეგნაქეა, იქაც ფოლიუმის მჟავა შედიოდა და ვკითხე, არ უშლისმეთქი რამეს ხელს? არაო. მაგრამ ვფიქრობ, რომ 6 თვე ვსვი და არ უნდა დამელია. ლელას აზრით არც ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია იყო პრობლემა და სტიმულაცია მაგის ფონზე გამიკეთა.

* * *
adeline
QUOTE
anibani18
ანი, მე აქედან ვარჩევდი და მშვენიერი შედეგი მივიღე:
https://www.itstartswiththeegg.com/supplements

რა კარგი ინფორმაციაა. გადავხედე, ცოტა ადრე რომ მცოდნოდა, დჰეას ამ სიიდან გამოვიწერდი, არც ისე ძვირია იმასთან შედარებით, რაც მე გამოვიწერე.. შემდეგ გამოწერაზე აქედან ავარჩევ.

Posted by: narkozeli 10 Jan 2024, 23:55
მტჰფრ-ზე არავის დაუჯეროთ რომ ფოლიუმის მჟავას არაფერი უჭირს, არ დალიოთ. ფოლატი მხოლოდ.
დაკამაც ფოლიუმი დამინიშნა და ჩემს თავზე ვიწვნიე რომ არ უნდა დამელია.

Posted by: kato17 11 Jan 2024, 01:15
a-liza
ხო მეც ვკითხე და არ უშლის ხელსო ისევ ფოლატზე გადავალ ჩემით
* * *
narkozeli
რა უკუ ჩვენებას იწვევს? თვეზე მეტი კი ვსი ამ ბოლო დროს აღარ ვიღებდი და ისევ დამინიშნა

Posted by: adeline 11 Jan 2024, 05:52
a-liza
ძალიან ხშირად ვდებდი ამ ლინკს ანალიზ. გამოგრჩა ეტყობა :*
narkozeli
გეთანხმები. დაკამ მუდმივად დამინიშნა 5 მგ ფოლიუმის მჟავა - ცხენის დოზა მუდმივად, თან სინთეზური ფოლიუმი…

Posted by: anibani18 11 Jan 2024, 06:48
adeline
მადლობა :*
ხომ არ იცი შემთხვევით, მეხსიარებისთვის და კონცენტრაციისთვის რა შეიძლება დალიოს ადამიანმა?

Posted by: a-liza 11 Jan 2024, 09:27
adeline
ეტყობა გამომრჩა,შემდეგში ვიხელმძღვანელებ :*

Posted by: adeline 11 Jan 2024, 09:51
anibani18
გინკგო ბილობას სვამენ მაგ დროს, ოღონდ რამდენად ეფექტურია არ ვიცი. ჰოლანდ ბარეტსაც აქვს აქ, ბახტრიონზეა მაღაზია.

Posted by: Katie_ket 11 Jan 2024, 12:59
a-liza
მიკრონ 5 დჰეა ორჯერ გამოვწერე ამ საიტიდან https://www.dhea.com/ - ზუსტად ამას ყიდდნენ ვაჟაზე და ზუსტად ორმაგი ფასი გამოდიოდა, მაგრამ შეუწყვეტიათ წარმოება, რა საინტერესოა.. მიხარია, რომ "აღსდექი" და აგრძელებ ბრძოლას <3

პს: გოგოებო, ანტიმულერის გაკეთება სად ვურჩიო მეგობარს? ბრინჯივით დავიბენი :დ სანდოობის და ფასის თვალსაზრისით, ვინმეს ხომ არ გაგიკეთებიათ ამ ბოლო დროს..

Posted by: a-liza 11 Jan 2024, 13:22
Katie_ket
QUOTE
.. მიხარია, რომ "აღსდექი" და აგრძელებ ბრძოლას <3
მადლობა დიდი ❤
მრჩეველში ვურჩევ, გერმანიაში აგზავნიან ანალიზს. მე პირველად იქ გავიკეთე, მერე გაგუაში და დარწმუნებული ვარ, გაგუამ ,, დამაკლო " smile.gif) ინოვასაც აქებენ, მაგრამ 201 ლარი იყო მგონი ფასი, და მრჩეველში 156 ლარამდეა. ზუსტად არ ვიცი ახლანდელი ფასები

* * *
მიკრონ 5 კი, ვიცი, კარგია , როგორც
ვიცი, მაგრამ მე ბიოსტერონი მქონდა დანიშნული და ეს არასდროს გამომიყენებია.

Posted by: Katie_ket 11 Jan 2024, 13:42
a-liza
მადლობა <3 ისევ 154 ლარი ღირს თურმე!

Posted by: a-liza 11 Jan 2024, 14:41
Katie_ket
ძალიან კარგი. მეც კი მინდა გავიკეთო, მაგრამ თან მეშინია biggrin.gif

Posted by: Katie_ket 11 Jan 2024, 15:22
a-liza
მეც დავფიქრდი ეხლა, თუ გადავლახე შიში.. )

Posted by: ashley judd 11 Jan 2024, 15:55
გამარჯობა გოგოებო,

ახალი ვარ ამ განყოფილებაში.

ინსემინაციაზე რას მირჩევთ? ღირს გაკეთება?
ზოგან ვკითხულობ, რომ დიდად არ აქვს შედეგი.

Posted by: Freni_99 11 Jan 2024, 17:03
ashley judd
გამარჯობა.

ჩემი ცნობით, შედეგიანია მაშინ, როცა მხოლოდ მამაკაცის ფაქტორია და ქალთან ყველაფერი რიგზეა. ასევე, 1 გაკეთება და არგამოსვლა არაფერს ნიშნავს, მინ 3-4ჯერ უნდა მიაყოლოთ.

მე პირადად დიდად არ მომწონს ეგ მეთოდი, თუმცა, არ მიცდია.

Posted by: narkozeli 11 Jan 2024, 17:40
ჩემს დას აქვს მილიონი წარუმატებელი ინსემინაცია.


ხვალ აქვს ტესტის დღე და ვერაფერზე ვფიქრობ სხვაზე, ყველა ემოცია განმიახლდა რა.
ფრეშად გადაიტანა ამ ციკლში 30ში ქონდა გადატანა და 14ში დაუნიშნეს ხეგე მარა ტესტს ხვალ დილას გავიკეთებო და მე მიკანკალებს ყველაფერი უკვე.
არაფერი სიმპტომები არააქვს, ფაღარათის გარდა და ისიც ორსულობას ნაკლებად ახასიათებს როგორც მახსოვს

Posted by: a-liza 11 Jan 2024, 17:56
narkozeli
წარმატებები შენს დაიკოს ❤არადა, ახასიათებს ორსულობას ფაღარათი.. წაკითხული მაქვს, ჰორმონების ამბებში. თუმცა, ინ ვიტროს ამბებში არ ვიცი იგივენაირად თუ არის..

Posted by: Freni_99 11 Jan 2024, 18:00
narkozeli
აუუ, რა იქნება გამოუვიდეს, როგორ დაიტანჯა sad.gif
გაგვაგებინე ამბები, კეთილი სურვილები ჩვენგან <3

Posted by: a-liza 11 Jan 2024, 18:07
narkozeli ვიპოვე
user posted image

Posted by: Eve123 11 Jan 2024, 18:23
narkozeli
მე მქონდა გვანცა მასე ზუსტად და მეგონა მოწამლული ვიყავი, ნეტა მცოდნოდა მაშინ, რომ ახასიათებს ორსულობას.
ღმერთმა ქნას გამოჩნდეს მის ტესტზეც სანატრელი ორი ხაზი♥️

Posted by: narkozeli 11 Jan 2024, 20:19

a-liza
Eve123


აუუუ ავფორიაქდი ეხლააა

ნეტა გოგოებოოო ნეტა sad.gif



Freni_99
მადლობა❤️

Posted by: Saleksandre 11 Jan 2024, 20:46
გოგოებო როგორ ხართ ❤️ გილოცავთ ყველას შობას და ახალწელს ❤️ ერთი ნატვრა გვაერთიანებს ყველას აქ და აგვსრულებოდეს 2024 ში ❤️

ჩემს ამბებს გეტყვით მოკლედ, კიდევ კარგი რომ გამოვტოვე ციკლი ერა მინდოდა მიმეყოლებინა და კიდევ კარგი რომ არ ვქენი..

ის საშინელი ვირუსი შემეყარა და აი მართლა ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან, კორონა ამასთან არაფერია.. ჰოდა არ ვიცი ამ ვირუსის გამო თუ ჰორმონების არევის გამო, ციკლი ორჯერ მომივიდა. ანუ მოსვლიდან მეორედ მომივიდა 2 კვირაში .. ჰოდა ეხლა შემდეგ მოსვლას ველოდები რომ მოვემზადო ერასთვის.

Posted by: Freni_99 11 Jan 2024, 22:09
Saleksandre
ჰორმონებმაც იცის ეგრე, ჩემს მეგობარსაც დაემართა მაგ ამბებში და არაფერიაო.
აბა წარმატებები ^^

Posted by: adeline 11 Jan 2024, 23:24
narkozeli
წარმატებები შენს დაიკოს ხვალ :* მთელი გულით ვგულშემატკივრობ.

Posted by: a-liza 12 Jan 2024, 00:43
Saleksandre
წარმატებები ამ 2024 წელს❤ ვირუსებსაც შეეძლო არევა ნეტა? თუმცა ჩვენნაირ პაციენტებში ხშირად გამიგია ასეთი არეული ციკლი. დალაგდება და მიყვები შენს საქმეს :*

narkozeli ხვალ ველოდებით პირველ დადებით ტესტს ❤ შენს დაიკოს ფორუმელ წეროელად ვთვლით smile.gif
დამავიწყდა აღნიშვნა, კარგი იყო დადებითი ტესტების მომლოდინეთა სიები რომ გააკეთე , პერიოდულად განვაახლოთ smile.gif) :*
დღეს ინტერესის გამო გავიკეთე ტესტკასეტა. დადებითს მიჩვენებს ჯერაც. ალბათ შემდეგ მენსტრუაციამდე იქნება

Posted by: kato17 12 Jan 2024, 00:43
Saleksandre
მეც მასე მქონდა წინა ციკლზე ორჯერ მქონდა მეც და ექიმიც ჰორმონებს ვაბრალებთ, მაგრამ ისე მეც საშინელი ვირუსი მქონდა კოვიდზე არანაკლები , დავფიქრდი ეხლა დამთხვევა იყო თუ ვირუსმა გამოიწვია

Posted by: Panda-008 12 Jan 2024, 00:52
ვირუსი იწვევს ციკლის არევას, გოგოებო. ორგანიზმს დასაორსულებლად არ სცხელა მაგ დროს და ოვულაცია აგვიანებს და გვიან იწყება მენსტრუაცია, ან თუ უკვე მომხდარია, ლუთეალურ ფაზას ამოკლებს და ადრე იწყება.

Posted by: narkozeli 12 Jan 2024, 11:44
საშინელ ხასიათზე ვარ
user posted image

Posted by: adeline 12 Jan 2024, 12:21
narkozeli
ისევ მანდ აპირებს გაკეთებას? იქნებ როგორმე ქეთისთან გაიაროს კონსულტაცია, ონლაინაც იქნება შესაძლებელი

Posted by: narkozeli 12 Jan 2024, 12:27
adeline

დავრეკე ინოვა ინ ვიტროში და თავი გაიგიჟა ოპერატორმა არანაირი ონლაინ კონსულტაციაო :/

Posted by: Tekoteko333 12 Jan 2024, 12:31
გამარჯობა გოგონებო, ვარ 6 კვირის ორსული,
მაქვს ტოქსიკოზი და ძილიანობა, იმდენად სულ მეძინება რომ მუშაობაც მიჭირს და სისუსტისგან ძლივს ვდგები ფეხზე sad.gif რეაფემი მაქვს დანიშნული და ვიცი რომ იცის ძილიანობა მაგრამ ასეთი ძლიერი შეიძლება გამოიწვიოს?
ასევე მაინტერესებს ვისაც გადასხმა გაგიკეთებიათ რამდენად ეფექტურია?!

Posted by: Iceicebaby 12 Jan 2024, 12:35
Tekoteko333
მომავალი მშობლების კლუბში იკითხეთ smile.gif

ძილიანობა გადადის პირველი ტრიმესტიკსნენ 10-11 კვირიდან სადღაც, ჩემს შემთხვევაში ასე იყო.

narkozeli
ვწუხვარ sad.gif როგორ იქნება თვითონაც..
ჩამოსვლას ვერ მოახერხებს?

Posted by: ნიაკო12 12 Jan 2024, 13:03
narkozeli
რაცუდია :/
ეხლა ჰყავა კისევ ემბრიონები? აქეთ ცდაზე რას ამბობს

Posted by: Panda-008 12 Jan 2024, 14:05
Tekoteko333
ძილიანობა ორსულობას ახასიათებს და არამგონია, რამე უშველო smile.gif მეორე ტრიმესტრსი გაივლის წესით.

Posted by: narkozeli 12 Jan 2024, 14:06
Iceicebaby

ვერა ჯერ sad.gif ონლაინ კონსულტაცია არ ქონია ქეთის sad.gif

ნიაკო12
1 გადაუსვეს და 1 ყავს კიდე. ეს ფრეშად გადაიტანა მარა შემდეგ ციკლში არაო, 1 ციკლის მერე შემდეგი გადატანაო.

Posted by: Freni_99 12 Jan 2024, 14:24
narkozeli
sad.gif sad.gif რა სამწუხაროა.
პირადად რომ გაესაუბროს ქეთის? ის მაინც რო დაარიგოს, რა პერიოდში ჩამოვიდეს და რა ქნას

Posted by: narkozeli 12 Jan 2024, 14:45
Freni_99

ტელეფონით? ასე მგონია ეტყვის ასე ვერაო. ისე ანალიზები ზოგი ჰოლანდიურადაა ზოგი ფრანგულად და ამათ ყველას ვათარგმნინებ და ისე გადმოვუგზავნიო ამბობს ჩემი და.

Posted by: tako/barbi 12 Jan 2024, 16:52
narkozeli
რა სამწუხაროა sad.gif თარმნე ყველაფერი მიდი შენ ჩაწერილი და მიუტანე თან ოლაინ ჩართე,არგონია უარი გითხრას.

Posted by: a-liza 12 Jan 2024, 17:15
narkozeli
რამდენი იმედგაცრუებაა... ერთი თუ ჰყავს კიდევ, იქნებ ის ელოდება თავის რიგს ❤
ქეთისთან შენ რომ გააფორმო კონსულტაცია და მერე ჩართვა გააკეთო? რათქმაუნდა, წინასწარ შეათანხმებ ქეთისთანაც

Posted by: Gretag 12 Jan 2024, 17:51
narkozeli
ვწუხვარ sad.gif საშინლად რთულია ეს დაუსრულებელი იმედგაცრუება და ბრძოლა. კარგად გირჩიეს გოგოებმა, შენ მიდი კონსულტაციაზე. მე ვყოფილვარ ჩემი დის ნაცვლად მისი ანალიზებით. პლიუს ივის პორტალიც შემიძლია ჩაგიგდო და თუ მოუნდება ონლაინ კონსულტაცია აქვთ

Posted by: narkozeli 12 Jan 2024, 18:53
tako/barbi
a-liza
Gretag

მადლობა გოგოებო.. იმ ერთზე ისეთი ხელჩაქნეული და იმედგადაწურულია. ახლა ამ გადატანაზე პროტოკოლი შეცვალა ექიმმაო და ძაან იმედიანად იყო sad.gif
ვფიქრობ მართლა მასე ვქნა. მე მივალ ქეთისთან. დავრეკავ აბა ჩავეწერები

Gretag
ჩამიგდე კი ❤️ რაღაცა ხსნა ხომ უნდა იყოს.

Posted by: adeline 12 Jan 2024, 19:44
narkozeli
ქეთის მიწერეთ ფბ-ზე და აუხსენით სიტუაცია. არ მგონია უარი თქვას.

Posted by: kato17 12 Jan 2024, 22:11
narkozeli
ქეთისთან თქვენ რო მიხვიდეთ.რეგისტრატურაშიი სულ ნუ ეტყვით რომ თქვენ არ გჭირდებათ. მიუტანოთ კვლევის პასუხები რაც ბოლოს აქვს გამოკვლეული და ემბრიონების რეპორტი აცილებლად. ვფიქრობ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეექმნება და მიმართულებას მოქცემთ რიგორ მოიქცეთ

Posted by: Ani15 13 Jan 2024, 11:31
narkozeli
რა სამწუხაროა sad.gif მერამდენე გადატანა იყო. ნეტა იქ მაინც თუ ეუბნებიან მიზეზს, თუ იქაც ასაკს და კვერცხუჯრედის ხარისხს აბრალებენ

Posted by: keke34 13 Jan 2024, 11:36
QUOTE (narkozeli @ 25 Dec 2023, 21:54 )
ახალ თემას გილოცავთ!!

1.a-liza
2.Watermelon_Sugar_Hi
3.Gretag
4.NankA2203
5.Saleksandre
6.Freni_99
7.Gretag
8.A_N_A_a_n_a
9.Eve123
10.compte.paris75

ეს ათეული 2024 წლიდან დედის სტატუსით უნდა იყოთ! უპირობოდ!

ამ სიაში მეც დამამატე user.gif ვინც არის ვეტყვი რომ გოგოებო სამწუხაროდ დასრულდა ჩემი ორსულობა.. ნაყოფს ჰქონდა ანომალია,,, ერთი კიდური არ განუვითარდა,, ესაა ჩემი ბედიც ალბათ.. sad.gif

Posted by: Freni_99 13 Jan 2024, 11:47
keke34
როგორ ხარ?
ძაან რთული რამე გადაგიტანია, ვწუხვარ sad.gif
ყველაფერი კარგად იქნება მომავალში <3

Posted by: kato17 13 Jan 2024, 14:10
keke34
ისე განვიცადე შენი ამბავი . მაგრამ შენ ისეთი ყოჩაღი გოგო ხარ აუცილებლად გახდები ჯანმრთელი შვილის დედიკო . ცოტახანი დაასვენე ორგანიზმი და ახალი ძალებით შეუდექი დედობისკენ მიმავალ წარმატებულ გზას ❤

Posted by: keke34 13 Jan 2024, 15:53
QUOTE (Freni_99 @ 13 Jan 2024, 11:47 )
keke34
როგორ ხარ?
ძაან რთული რამე გადაგიტანია, ვწუხვარ sad.gif
ყველაფერი კარგად იქნება მომავალში <3

ცუდათ ვარ, სულ ვტირივარ, როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან არ ვიცი, დამეხმარეთ, მასწავლეთ.. ვერ ვიკავებ თავს, რაც დრო გადის უფრო ცუდათ ვარ.

Posted by: Freni_99 13 Jan 2024, 16:07
keke34
ძალიან ძალიან ძნელია, მესმის და შენი მდგომარეობაც ბუნებრივია. აცადე ცოტა ხანს შენს თავს, ნუ დააძალებ კარგად ყოფნას, ნელ-ნელა მოიკრებ ძალებს :*

რა თქვეს ექიმებმა, მაგ ვადამდე რატო ვერ აღმოაჩინეს?

Posted by: keke34 13 Jan 2024, 17:09
QUOTE (Freni_99 @ 13 Jan 2024, 16:07 )
keke34
ძალიან ძალიან ძნელია, მესმის და შენი მდგომარეობაც ბუნებრივია. აცადე ცოტა ხანს შენს თავს, ნუ დააძალებ კარგად ყოფნას, ნელ-ნელა მოიკრებ ძალებს :*

რა თქვეს ექიმებმა, მაგ ვადამდე რატო ვერ აღმოაჩინეს?

12-13 კვირაზე ვიყავი ეხოზე, ჩვენ რომ ჩამოვრჩებოდით ყოველთვის ერთი კვირით, ციკლიდან აღარ ვიწყებდით ათვლას, ნაყოფის განვითარებას მივყვებოდით, ეს რომ მეორე ტყუპი იყო, ისე 5 დღე ჰქონდა სულ ჩამორჩენა, მერე რომ მივედი 15 კვირის მაინც უნდა ვყოფილიყავი და ვიყავი 13.5 კვირის, გამიკვირდა, თან ეხომ მითხრა ბავშვი არ იცვლის მდებარეობასო, სქესსაც ვერ ვხედავდით, გადავამოწმოთო, მეორეთც გადავამოწმეთ კიდევ ისე იყო იმ მდგომარეობაში, არ მომწონსო, ფეხებს არ შლისო, სქესს ვერ ვხედავო, და კიდევ დქმიბარა ქხალი წლის მერე გადამოწმებაზე, მერე ლიდერმედშიც მიწევდა მისვლა შოვნაძესთან ეხოზე მივედი და მითხრა ანომალია აქვსო, მარცხენა ფეხის წვივი დქ ტერფი არ ჰქონდა, მარჯვენა ფეხზე იყო მიხორცებული, მერე არქანიასთანაც გადავამოწმე და იმან მითხრა ქალთევზას სინდრომი აქვსო
გამიშვეს გაგუაში და იქ გამიკეთეს აბორტი 8 დეკემბერს. წესით რიგით ციკლიდან 17 კვირის უნდა ვყოფილიყავი მაგრამ ნაყოფი იყო 14 კვირის,, ვეღარ ვითარდებოდა ვეღრ იზრდებოდა. ,

Posted by: Freni_99 13 Jan 2024, 17:22
keke34
ბოდიში, რომ თავიდან გაგახსენე/მოგაყოლე ეს ყველაფერი sad.gif არ დავუფიქრდი.
რა რთულია ეს ყველაფერი. ყველაფერი კარგად გექნება აუცილებლად :*

Posted by: keke34 13 Jan 2024, 17:49
QUOTE (Freni_99 @ 13 Jan 2024, 17:22 )
keke34
ბოდიში, რომ თავიდან გაგახსენე/მოგაყოლე ეს ყველაფერი sad.gif არ დავუფიქრდი.
რა რთულია ეს ყველაფერი. ყველაფერი კარგად გექნება აუცილებლად :*

რისი გამოკვლევა შეიძლება ამ დროს? მე ვირუსები მგონია. გამოკვლევით კი ყველაფერი უნდა გამოვიკვლიო.

Posted by: Freni_99 13 Jan 2024, 18:53
keke34
რაც წავიკითხე, გამომწვევ მიზეზებში ძირითადად გესტაციური დიაბეტი წერია. როგორ გქონდა ეგ მაჩვენებელი ?
ასევე, მონოზიგოტური ტყუპების შემთხვეცაშიც შეიძლება მოხდეს. მარა შენი არ იყო მგონი მონო, ხო?

Posted by: keke34 13 Jan 2024, 19:30
QUOTE (Freni_99 @ 13 Jan 2024, 18:53 )
keke34
რაც წავიკითხე, გამომწვევ მიზეზებში ძირითადად გესტაციური დიაბეტი წერია. როგორ გქონდა ეგ მაჩვენებელი ?
ასევე, მონოზიგოტური ტყუპების შემთხვეცაშიც შეიძლება მოხდეს. მარა შენი არ იყო მგონი მონო, ხო?

დიაბეტზე არ მაქვს ანალიზი გაკეთებული , და ჩემი ტყუპი ცალცალკე იყო.

Posted by: Freni_99 13 Jan 2024, 20:04
keke34
ჰო, მგონი უფრო დიდ ვადაზე მოწმდება.
ექიმმა რა თქვა? ვისთან დადიხარ შენ, გამახსენე

Posted by: lesila90 14 Jan 2024, 12:43
narkozeli
რა ცუდიაა :/ როგორ არის აქეთ ჩამოსვლას არ აპირებს?
* * *
keke34
როგორ გამვიცადე შენი ამბავი ძალიან ძნელია. იტირე ამოუშვი ყველა ემოცია და მერე მიხედე ყველაფერს გამოიკვლიე ვირუსები აუცილებლად. ციტომეგალოსაც ახასიათებს მგონი არა?

Posted by: Margery 14 Jan 2024, 13:06
გოგოებო, გამარჯობა გილოცავთ ყველაფერს ერთად, ჩვენი მთავარი სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს love.gif love.gif love.gif :love : მოკლედ ლაპარასკოპიის მერე დავიწყე სტიმულაცია, ჯერ პირველია და სამი მივაყოლოთო ექიმმა
4 დღე დამინიშნა ნემსი გასაზრდელად ფოლიკულის, მენპტროპინი აწერია იგივე მენოპურია მგონი, ხოდა მაინტერესებს შემიძლია თუ არა წინასწარ გავამზადო და შპრიცით შევინახო მაცივარში?
კიდევ ვისვამ დივიგელს და ეს დღეებია ისე მტკიბა საკვერცხეები, მუცელში დისკომფორტი მაქვს, რო უნდა მოგივიდეს თითქოს და ახასიათებს ამ ორს ეს გვერდითი ეფექტი ?

Posted by: keke34 14 Jan 2024, 13:18
QUOTE (lesila90 @ 14 Jan 2024, 12:43 )
narkozeli
რა ცუდიაა :/ როგორ არის აქეთ ჩამოსვლას არ აპირებს?
* * *
keke34
როგორ გამვიცადე შენი ამბავი ძალიან ძნელია. იტირე ამოუშვი ყველა ემოცია და მერე მიხედე ყველაფერს გამოიკვლიე ვირუსები აუცილებლად. ციტომეგალოსაც ახასიათებს მგონი არა?

ეხლა უნდა დავიწყო ნოლიდან, უნდა შევცვალო ექიმები. რაღაც ახალი მინდა, ახალი მიდგომით და ახალი პროტოკოლით.. ვნახოთ როგორ იქნება საქმე.. ჯერ უნდა დავიკლო ეს მომატებული წონა.

Posted by: Ani15 14 Jan 2024, 13:35
Margery
წარმატებები, სტიმულაციის დროს 1 ზე მეტი ფოლიკული იზრდება ამიტომ ბუნებრივია დისკომფორტის შეგრძნება, დივიგელი არ გამოიწვევდა, უფრო ნემსის გამოა, მაგრამ ნუშეგეშინდებათ, ხანდახან სიარულიც მიჭირდა ხოლმე ბევრი ფოლიკი რომ მოდიოდა

Posted by: Margery 14 Jan 2024, 13:40
QUOTE (Ani15 @ 14 Jan 2024, 13:35 )
Margery
წარმატებები, სტიმულაციის დროს 1 ზე მეტი ფოლიკული იზრდება ამიტომ ბუნებრივია დისკომფორტის შეგრძნება, დივიგელი არ გამოიწვევდა, უფრო ნემსის გამოა, მაგრამ ნუშეგეშინდებათ, ხანდახან სიარულიც მიჭირდა ხოლმე ბევრი ფოლიკი რომ მოდიოდა

გმადლობ
იმედია საკმარისად გაიზრდება, უკვე აღარ ვიცი..,,,,,

Posted by: Ani15 14 Jan 2024, 13:43
Margery
სტიმულაციის გარეშე არ ხდება ოვულაცია?

Posted by: Margery 14 Jan 2024, 14:09
QUOTE (Ani15 @ 14 Jan 2024, 13:43 )
Margery
სტიმულაციის გარეშე არ ხდება ოვულაცია?

4 წელია ველოდები, სტიმულაციაც გავიკეთე, ისეც ვცადე, მაგრამ უშედეგოდ
ახლა მითხრა, რომ მიყოლებით სამი თვე გვაკეთოთო, გამიგია რომ მეორე მესამე სტიმულაციაზე დგება შედეგი ხშირად, არ ვიცი ჯერ იმედი კიდევ მაქვს....

Posted by: lika_law 14 Jan 2024, 15:09
keke34
როგორ განვიცადე, გოგოებმა დაწერეს აქ, მაგრამ დეტალები არ ვიცოდი. ჩემს მეგობარს დაემართა მასე ზუსტად ამ გაზაფხულზე, მაგრამ მასთან ერთი ნაყოფი და ბუნებრივი ორსულობა იყო და თავიდან სადღაც 12-13 კვირამდე იდეალურად მიდიოდა, კისრის ნაოჭი და აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაში იყო. მე-14 კვირიდან არ მოეწონათ, მუცელში წყალი აქვს ნაყოფსო, დაუნიშნეს მედიკამენტები, ათასი რაღაც კვლევა, ვირუსები, ის ეს... იწვალა 16 კვირამდე, მერე აღმოჩნდა მასთანაც, რომ ზრდაში ჩამორჩებოდა, იქამდე არ ქონდა ეს პარამეტრები დარღვეული, მე-18 კვირისკენ თავი და მუცელი გაეზარდა ნაყოფს და კიდურები ერთ მხარეს, მეორე მხარეს არა და ამშობიარეს sad.gif აი ისეთი დღეები გამოიარა და ახლაც ისეა, რომ არ იმჩნევს, მაგრამ ძაან ცუდად... მილიონი რამე გამოიკვლია, გერმანიაშიც გაგზავნა ანალიზები და მაინც ვერაფერი გაიგეს რატომ sad.gif

კარგად უნდა იყო,კეკე, ძალიან მაგრად! მჯერა, ასეც იქნება. აუცილებლად მალე გახდები დედა და ყველა ტკივილი უკან დარჩება ♥️

Posted by: Anabeli111 15 Jan 2024, 01:13
keke34
ძალიან, ძალიან ვწუხვარ... საშინლად რთული დღეები გადაგიტანია sad.gif შენი ეს განცდებივ ბუნებრივია და სჯობს, რომ ბოლომდე გამოუშვა, დაიცალო და ახლიდან მოიკრიბო ძალები. სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევებისგან არავინ ვართ დაზღვეული..

ჩემს ნაცნობს ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, როცა დიდ ვადაზე დაუდგინდა ნაყოფის ანომალია.. სხვადასხვა ფორმით.. ახლა ძალიან საყვარელი ბაიას დედიკოა.. ♡ შენც წინ უნდა გაიხედო და 2023ს გაატანო ეს რთული ამბავი..

წარმატება! ♡

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 15 Jan 2024, 09:38
keke34
ახლა კარგად რანაირად უნდა იყო? ამხელა ტრამვა მიიღე. ახლა უნდა იყო ცუდად, ბევრი იტირო და გამოიგლოვო ეს ამბავი
მე ძალიან დამანგრია ჩემი ტრამვების გაპუსწიაკებამ. უნდა მიყვე სხეულს, როცა ზედმეტებში გადავა გლოვა, მაგასაც იგრძნობ და მიხვდები.
ძალიან ვწუხვარ, რაც შეგემთხვა sad.gif

გოგოებო შემახსენეთ რა
ციკლიდან მერამდენე დღეს უნდა გადავამოწმო არის თუ არა დომინანტი საკვერცხეში?

Posted by: Gretag 15 Jan 2024, 12:40
Watermelon_Sugar_Hi

მე მეცხრე დღიდაბ ვიწყებდი, თან ღრუს ათვალიერებდნენ. საშუალოდ რომელ დღეებშუ გაქვს ხოლმე ოვულაცია? მიხარია რომ დაიწყე <3 რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს შენზე, ძალიან მალე უნდა იყოს კარგი ამბები.

Margery
მილები და მეუღლის სპერმოგრამა შემოწმებული გაქვთ?


keke34
ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა და სიტყვები ვერ ვიპოვე sad.gif ღმერთმა გამძლეობა მოგცეს და მარტო არ ხარ <3

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 15 Jan 2024, 14:33
Gretag
გოგო არც დამიწყია არაფერი, მე ხომ ცალი მილით დავრჩი და იმ თვეში ვუტო თუ არა ოპტიმისტურად ეგ მინდა ვიცოდე smile.gif)
წელს ყველა ვიმსახურებთ კარგ ამბებს, 2023-მა სახე გაგვაძრო

Posted by: a-liza 15 Jan 2024, 14:34
keke34
უნდა გაძლიერდე ახლა :* მეც სულ ვტიროდი, ახლაც რომ მახსენდება, ეგრევე მეტირება, მაგრამ უკვე ვცდილობ აღარ ვიფიქრო მომხდარზე. ძალიან რთულია, მითუმეტეს ახალმომხდარზე. ტირილი მშველოდა, შენც იტირე, დაიცლები და მერე უკვე ახალი გზების პოვნაზე იფიქრებ, ეგ გადაგატანინებს...

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 15 Jan 2024, 15:16
ფბ-ზე უშვილობის ჯგუფში დავემატე და ნათია ფოფხაძეს აქევენ ხალიან, არაფა აქ არ გამიგია დიდად

Posted by: Freni_99 15 Jan 2024, 18:52
Watermelon_Sugar_Hi
აქებენ კი, საკმაოდ ჭკვიანი ქალიც ჩანს. ნამყოფი ვარ კონსულტაციაზე და შემდეგ 1 თუ 2 ვიზიტზე. არ მომეწონათქო ასე ვერ ვიტყვი, მარა "რაღაც" არ მომეწონა სუბიექტურად და აღარ დავრჩი.

Posted by: Margery 15 Jan 2024, 23:18
QUOTE (Gretag @ 15 Jan 2024, 12:40 )
Watermelon_Sugar_Hi

მე მეცხრე დღიდაბ ვიწყებდი, თან ღრუს ათვალიერებდნენ. საშუალოდ რომელ დღეებშუ გაქვს ხოლმე ოვულაცია? მიხარია რომ დაიწყე <3 რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს შენზე, ძალიან მალე უნდა იყოს კარგი ამბები.

Margery
მილები და მეუღლის სპერმოგრამა შემოწმებული გაქვთ?


keke34
ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა და სიტყვები ვერ ვიპოვე sad.gif ღმერთმა გამძლეობა მოგცეს და მარტო არ ხარ <3

კი ლაპარასკოპია მაქვს გაკეთებული და ორივე გამტარია
მეუღლესთანაც რიგზეა...


* * *
გოგოებო ქორაგონი თუ გაგიკეთებიათ?
მე ადრე ოვიტრელი გავიკეთე და არ გახეთქა ფოლიკული
ეს კუნთში კეთდება

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 15 Jan 2024, 23:23
Freni_99
აუ ისე მეზარება ახალი რეპროდუქტოლოგის ძებნა
მაუნც მოვინიშნავ ამ ქალს

Posted by: Freni_99 15 Jan 2024, 23:35
Watermelon_Sugar_Hi
ჩემი რჩევა იქნება, რამოდენიმესთან მიხვიდე , გაესაუბრო და ვისკენაც გული გაგიწევს. არ ჟღერს კარგად, მარა ძაან ბევრს ნიშნავს, მოგწონდეს ექიმი ))

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 16 Jan 2024, 00:43
Freni_99
ხო, ეგრეა
ძალიან კი მეზარებ :/

Posted by: didebula45 16 Jan 2024, 10:07
იქნებ კონსულტაციაში დამეხმაროთ. გავიკეთე ტესტი აჩევენებს ორ ხაზს. ნუ ორივე კარგად ჩანს მაგრამ მაინც მკვეთრი წითელი არ არის და ალბათ ასე არც უნდა იყოს ხომ ?


ასევე შემდეგი ნაბიჯი რა არის, არ მინდა ჯერ ტყუილად ავაფორიაქო ხალხი და სად მივიდე მირჩიეთ რა, გამოუცდელობის ამბავიც მაქვს. ეხო უნდა გავიკეთო თუ ანალიზი და სად მირჩევთ თბილისში დიღომში?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 16 Jan 2024, 10:13
didebula45
არაუშავს თუ მეორე ხაზი ისეთივე მკვეთრი არ არის, მაინც ორსულობაა და გილოცავთ <3
შემდეგი ნაბიჯი არის ხეგეს გადაღება. ნებისმიერ ლაბორატორიაში აკეთებენ. ხეგე რომ დაადასტურებს ორსულიბას მერე გინეკოლოთან მიდით და ის დაგაკვალიანებთ.

Posted by: didebula45 16 Jan 2024, 13:12
QUOTE (Watermelon_Sugar_Hi @ 16 Jan 2024, 10:13 )
didebula45
არაუშავს თუ მეორე ხაზი ისეთივე მკვეთრი არ არის, მაინც ორსულობაა და გილოცავთ <3
შემდეგი ნაბიჯი არის ხეგეს გადაღება. ნებისმიერ ლაბორატორიაში აკეთებენ. ხეგე რომ დაადასტურებს ორსულიბას მერე გინეკოლოთან მიდით და ის დაგაკვალიანებთ.

ჯერ რომ გინეკოლოგთან მივიდე ხომ დამაკვალიანებს ყველაფერს სად რა ანალიზი მჭირდება?

ხვალ ჩავეწერე გაგუაში გოგა ნიქაბაძესთან და ვინმემ თუ იცით კარგია?

Posted by: ashley judd 16 Jan 2024, 23:39
ჟორდანიას კლინიკაზე რას მეტყვით?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 17 Jan 2024, 09:27
ashley judd
ჟორდანიაში მე დავდივარ წლებია და ჯერჯერობით-უშედეგოდ. გამიკეთებია ინსემინაციები, სტიმულაციები, გავიდა ლამის 2-3 წელი და არაფერი.

Posted by: ashley judd 17 Jan 2024, 13:27
Watermelon_Sugar_Hi
ვისᲗან დადიხარᲗ?

ლაბორატორია მაინტერესებს კიდევ როგორი აქვᲗ? სანდოა მანდ გაკეთებული ანალიზები?

Posted by: Freni_99 17 Jan 2024, 13:51
ashley judd
ვაკის ჟორდანიაში მაკა ჩიქოვანი ძალიან კარგია. გააჩნია რა კუთხით გეგმავთ მისვლას, რა "პრობლებით", ასე რომ ვთქვათ.
ლაბორატორიაც ნორმ აქვთ, როგორ ვიცი

Posted by: Margery 17 Jan 2024, 21:29
გოგოებო, ოვულაციის დროს დისკომფორტი გქონიათ? აი შებერილობა, თითქოს უნდა მოგივიდეს და რაღაც გქაჩავს მუცელში, სადღაც წავიკითხე ფოლიკი რომ სკდება და სითხე იღვრება ღრუში, ამას ახასიათებს დისკომფორტის შეგრძნებაო

Posted by: Freni_99 17 Jan 2024, 21:32
Margery
კი, ახასიათებს ოვულაციას მსგავსი სიმპტომები, 2-3 დღეც შეიძლება გაგრძელდეს

Posted by: სერაფიტი 18 Jan 2024, 10:33
Margery

კი, მე მაქვს მასეთი ოვულაცია ზუსტად.

Posted by: Margery 18 Jan 2024, 11:42
QUOTE (სერაფიტი @ 18 Jan 2024, 10:33 )
Margery

კი, მე მაქვს მასეთი ოვულაცია ზუსტად.

ფაქტობრივად ციკლის დამთავრებიდან მეწყება მსგავსი შეგრძნებები, ექოთი ვიცი რომ ოვულაცია მოხდა, სითხეც დაფიქსირდა და შეგრძნებები ციკლის მოსვლას ჰგავს

Posted by: Tekoteko333 18 Jan 2024, 19:34
სალამი, გქონიათ გამოცდილება, ორსულობის განმავლობაში ვარდისფერი გამონადენი როცა არ არის საშიში?! 7 კვირის ვარ და ყოველდღიურად მაქვს ცოტა ხოლმე, ექიმი მეუბნება სანთელმა იცის და არ ინერვიულოო, ექოზე მოვალ მეთქი და არა ჯერ ადრეაო, შემდეგ კვირაში უნდა მივიდე, ამასობაში შემერყა ფსიქიკა შიშისგან. რა ვიფიქრო აღარ ვიცი

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 19:46
Tekoteko333

საშიში არ არის მაგრამ საყურადღებოა. ძალიან გულგრილი ექიმი ჩანს და მე თქვენს ადგილას აუცილებლად შევიცვლიდი.
ნორმა არანაირად არ არის. შეიძლება პროგესტერონის ნაკლებობაა ან ჰემატომა.

Posted by: Tekoteko333 18 Jan 2024, 20:40
პროგესტერონისთვის ვიკეთებ პლეირისსაც და რეაფემის სანთელსაც, ეკასთან დავდივარ კორკოტაშვილთან, იმდენად ვენდობი მიჭირს გულგრილობა დავიჯეროsad.gif მაგრამ საგონებელში ვარ უკვე
* * *
სადღეღამისო ექოსკოპია სადმე არსებობს? არც ტკივილები მაქვს, სასწრაფო რომ გამოვიძახო გადამიყვანდნენ sad.gif შაბათს ვარ ჩაწერილი ტატიშვილში მაგრამ იქამდე ვერ გავძლებ sad.gif

Posted by: Freni_99 18 Jan 2024, 21:28
Tekoteko333
ვარდისფერია თუ მოვარდისფრო-მობეჟო რაღაცნაირი?
აქამდე არ ყოფილხარ საერთოდ ეხოზე ?

გაგუაში არიან ხოლმე როგორც ვიცი მორიგე ეხოსკოპისტები, მგონი ღუდუშაურშიც.

შენი სიმშვიდისთვის როგორც უკეთესი იქნება, ისე ქენი. თუ შეძლებ, მგონი აჯობებს შაბათს დაელოდო ასე ვინმე მორიგესთან მისვლას. არ ინერვიულო, კარგად გექნება ყველაფერი

Posted by: Tekoteko333 18 Jan 2024, 21:30
ღია ვარდისფერი და ეკა სულ მეუბნება სანთელმა იცისო, ორსულობის დადგენაზე ვიყავი ექოზე ჯერ წინა კვირაში და იქ ყველაფერი ნორმალურად იყო, ეხლა ორშაბათს უნდა მივსულიყავი 8 კვირის ვხდები და მოდიო მითხრა…
ჯანმრთელობის სახლშიც არისო მითხრეს, გაგუაში არ მინდა მისვლა sad.gif

Posted by: Freni_99 18 Jan 2024, 21:33
Tekoteko333
თუკი ღამე უნდა გაათენო მაგაზე ნერვიულობით, მიხვიდე და დამშვიდდე ჯობია. რაღაცნაირი ფერის გამონადენი ნამდვილად იცის სანთელმა.
გაგვაგებინე რას იზამ :*

Posted by: Tekoteko333 18 Jan 2024, 21:37
ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის,ორი წლის წინ ორჯერ მომეშალა მუცელი, ამ პერიოდის განმავლობაში მართლა ფრჩხილამდე ყველაფერი გამოვიკვლიეთ მეც და მეუღლემაც და თითქოს ახლა მშვიდად უნდა ვიყო და ახლა რაღა ხდება ვერ ვიგებ და ისტერიულად მეშინია sad.gif

Posted by: Freni_99 18 Jan 2024, 21:49
Tekoteko333
როცა ეგეთი შემთხვევები გაქვს წარსულში, ძალიან ბუნებრივია ეგ შიშები, მესმის.
შენი სიმშვიდისთვის არაგეგმიურ ეხოზეც შეგიძლია მიხვიდე ხოლმე, ნუ დაელოდები მაინცდამაინც დათქმულ დროს. და რომ დარწმუნდები, ყველაფერი რიგზეა, ნელ-ნელა გაივლის ეგ შიშებიც.
აბა, ყოჩაღად



Posted by: Tekoteko333 18 Jan 2024, 21:51
კი მეც ვუთხარი გუშინ არ მომეწონა და მოვალ ხვალ მეთქი და არა დამშვიდდი არაფერი არის საშიშიო, ისე დამამშვიდა ვიფიქრე ემოციებს ავყევი მეთქი მაგრამ ახლა ეს ისეთი მდგომარეობაა ვერ მომასვენებს sad.gif

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 22:30
Tekoteko333

შენი სიმშვიდისთვის რა თქმა უნდა მისვლა ჯობია <3 ეკას წესით არ შეეშლებოდა მასეთი რამეები და გულგრილიც არ უნდა იყოს, ძალიან ბევრია ფორუმიდან მისი კმაყოფილი.

Posted by: Tekoteko333 18 Jan 2024, 23:23
გოგონებო, ღუდუშაურში ვარ, მშვიდობაა, კარგადაა ჩემი ბაია, არც ჰემატომაა არც არაფერი…

Posted by: Freni_99 19 Jan 2024, 11:09
Tekoteko333
რა კარგია <3 მოდუნდი ეხლა შეძლებისდაგვარად, არ ანერვიულო პატარა

Posted by: Tekoteko333 19 Jan 2024, 11:48
გუშინ ისე დავიცალე ემოციურად, ძალა აღარ შემრჩაsad.gif დიდი მადლობა <3 <3

Posted by: narkozeli 19 Jan 2024, 13:56
https://www.facebook.com/share/v/7PLPvjkeE2WkY3Ba/?mibextid=CTbP7E

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი❤️

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 19 Jan 2024, 15:26
narkozeli
მეც ვუყყრე ამ ქალს და შემრცხვა თუკი ოდესმე უიმედოდ მიგრძვნია თავი smile.gif)

Posted by: mashusha 19 Jan 2024, 16:00
narkozeli
QUOTE
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი❤️



22 წელი როგორ არ დანებდა, მიკვირს.
ამ ასაკში ბავშვის გაზრდა მარტივი არაა. ბედნიერი იყოს შვილთან ერთად!

Posted by: a-liza 19 Jan 2024, 17:50
narkozeli
მეც ვუყურე.. საუბრიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ ბუნებრივად გააჩინა,არა?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 19 Jan 2024, 18:08
a-liza
შეიძლება მალავს კიდეც, მაგად ვერ გაიგებ
ძალიაბ მეუცბაურება 54 წლის ქალის ბუნრბრივი დაორსულება თან 22 წლიანი უშვილობის მერე და ბუნრბრივი მშობიატობა

Posted by: mashusha 19 Jan 2024, 18:18
a-liza
QUOTE
საუბრიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ ბუნებრივად გააჩინა,არა?



22 წელი ბრძოლა, მკურნალობაა. არ მიფიქრია, რომ ბუნებრვად დაორსულდა. ასეთ ასაკშიც ხდება , მაგრამ, ეს გამონაკლისია და არ მგონია 22 წლის უშვილობის ფონზე ასეთი გამონაკლისი მოხდეს. რა კარგი ბავშვი გააჩინა , ლამაზი და საყვარელი. როგორ კრუტუნებდა <3 ისე მიყვარს პატარები, 100 რომ მყავდეს, მაინც ცუდად გავხდები ჩვილის დანახვაზე <3

Posted by: Tekoteko333 19 Jan 2024, 19:57
გოგონებო გილოცავთ ნათლისღებას <3 ისევ კითხვით მოვედი. სურდო მაქვს და სიცხე 37,5, სანამ ჩემი ექიმი მიპასუხებს ვერ ვისვენებ ისევsmile.gif ჩაი დავლიე ბევრი თაფლით ლიმონით, თუ მაღლა ავა სიცხე ანტიბიოტიკი მაინც არ შეიძლება? sad.gif

Posted by: Freni_99 19 Jan 2024, 20:14
Tekoteko333
თაფლი, როგორც ვიცი, არ შეიძლება ორსულობაში ბოტულისზმის საფრთხის გამო. ლიმონიანია და ჟოლოიანი ჩაები სვი. ანტიბიოტიკი საერთოდ არაა სიცხის დროს საჭირო. თუ მაღლა ავა, მგონი პარაცეტამოლია ნებადართული, დაგიწერენ გოგოები.

მეორე თემაა "მომავალ მშობელთა
კლუბი", იქით უფრო დაგეხმარებიან ხოლმე, აქ ორსულობის მომლოდინეები ვართ )))

მალე გამოჯანმრთელება !

Posted by: a-liza 19 Jan 2024, 21:05
Watermelon_Sugar_Hi
mashusha
ჩემთვისაც დაუჯერებელია, ინ ვიტრო და უფრო მეტიც, დონორი კვერცხუჯრედი ვიფიქრე, 54 წლის ასაკში ასეთი ჯანსაღი კვერცხუჯრედი თუ აქვს, მე აღრაფერი მაქვს საწუწუნო, რა ვიცი. მერე ისე ყვებოდა და მეორეზეც რომ თქვა, ვიფიქრე, ბუნებრივად ხომ არ იყოთქო.. ღმერთმა გაუზარდოს, უსაყვარლესი პატარაა <3

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 19 Jan 2024, 21:59
a-liza
ბოლომდე არ მინახავს, მეორეზრ რა თქვა?
იცი ასეთ დროს ჯობია გულწრფელად თქ ნ რა როგორ :/

Posted by: a-liza 19 Jan 2024, 22:22
Watermelon_Sugar_Hi
,, თუ შევძლებ რომ კიდევ გავხდე დედა, აუცილებლად გავაჩენ და მაქვს კიდევაც იმედი, რომ გავაჩენ, მინდა"-ო.

Posted by: Tekoteko333 19 Jan 2024, 23:28
QUOTE (Freni_99 @ 19 Jan 2024, 20:14 )
Tekoteko333
თაფლი, როგორც ვიცი, არ შეიძლება ორსულობაში ბოტულისზმის საფრთხის გამო. ლიმონიანია და ჟოლოიანი ჩაები სვი. ანტიბიოტიკი საერთოდ არაა სიცხის დროს საჭირო. თუ მაღლა ავა, მგონი პარაცეტამოლია ნებადართული, დაგიწერენ გოგოები.

მეორე თემაა "მომავალ მშობელთა
კლუბი", იქით უფრო დაგეხმარებიან ხოლმე, აქ ორსულობის მომლოდინეები ვართ )))

მალე გამოჯანმრთელება !

ვაიჰ არ ვიცოდი თაფლზე sad.gif მადლობა <3

Posted by: narkozeli 20 Jan 2024, 01:41
a-liza
Watermelon_Sugar_Hi
mashusha

მეც ჩავთვალე რომ ბუნებრივს გულისხმობდა…

Posted by: a-liza 20 Jan 2024, 12:48
გოგოებო, დნმ ფრაგმენტაციას სად მირჩევთ? მეუღლე მინდა გამოვიკვლიო.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 20 Jan 2024, 13:56
a-liza
ჩვენ ჟორდნიაში გავიკეთეთ

Posted by: lesila90 20 Jan 2024, 14:04
Tekoteko333
მე მქონდა სადღაც 12 კვირამდე ღია ვარდისფერი გამონადენი ან ხორცისფერ კალგოტკას რომ
იყიდი და ჩაიცმევ მაგ ფერს ვადარებდი. ექიმმა ნორმაო მაგრამ პანიკაში ვიყავი სულ.

Posted by: Tekoteko333 20 Jan 2024, 19:22
QUOTE (lesila90 @ 20 Jan 2024, 14:04 )
Tekoteko333
მე მქონდა სადღაც 12 კვირამდე ღია ვარდისფერი გამონადენი ან ხორცისფერ კალგოტკას რომ
იყიდი და ჩაიცმევ მაგ ფერს ვადარებდი. ექიმმა ნორმაო მაგრამ პანიკაში ვიყავი სულ.

ვაიჰ როგორი მნიშვნელოვანია ხოლმე იგივე გამოცდილების მოსმენა-წაკითხვაsmile.gif ორი დღეა არ მქონია და ისე მიხარია ნერვები დამიმშვიდდა

Posted by: a-liza 20 Jan 2024, 20:05
Watermelon_Sugar_Hi
ექიმი მეუბნება, სადაც ანდროლოგი აკეთებს, იქ გაიკეთეთო. ჟორდანიაში ჰყავთ ანდროლოგი?

Posted by: ninucanodo 20 Jan 2024, 22:33
a-liza
შოთასთან არ გინდა ლიდერმედში?

Posted by: mashusha 20 Jan 2024, 22:33
a-liza
QUOTE
ჩემთვისაც დაუჯერებელია, ინ ვიტრო და უფრო მეტიც, დონორი კვერცხუჯრედი ვიფიქრე, 54 წლის ასაკში ასეთი ჯანსაღი კვერცხუჯრედი თუ აქვს, მე აღრაფერი მაქვს საწუწუნო, რა ვიცი. მერე ისე ყვებოდა და მეორეზეც რომ თქვა, ვიფიქრე, ბუნებრივად ხომ არ იყოთქო.. ღმერთმა გაუზარდოს, უსაყვარლესი პატარაა <3



ერთი თვის წინ ფეისზე რომელიღაცა კლინიკის გვერდი ამომიგდო. რეკლამაში ეწერა იმ ქალბატონებსაც გავაჩენინეძთ ბავშვები, რომელთაც უკვე შეწყვეტილი ჰქონდა მენსტრუალური ციკლიო. რამდენიმე მაგალითი ჰქონდათ მოყვანილი რეალური პრაქტიკიდან. ყველა მათგანი ცდებოდა 50 წელს.ანუ, ,,თავიდან ვაცოცხლებთ,, უკვე მიძინებულ საკვრეცხეებს და ისევ იწყება კვერცხუჯრედის გამომუშავებაო. დღევანდელი მედიცინის პირობებში გამორიცხული არაფერია, თუმცა, გააჩნია რა პრობლემა აქვს ქალს. ჩემთვის, გულწრფელად ვამბობ, არა აქვს მნიშვნელობა რა სახით ხდება ქალი დედა. უკვე სხვის გაჩენილს იშვილებს, გენეტიკურად თავისას გააჩენს, თუ გენეტიკურად სხვისას, მთავარია დედა ხდება.
შეიძლება იყიდა კიდეც კვერცხუჯრედი, მაგრამ, ამაზე ხმამაღლა საუბარი, აი, ვიყიდე, იმან გამიჩინა,ა სე მოხდა, ნუ, ძალიან ინტიმურია... ამ სიუჟეტის მტავარი მიზანი ბრძოლა და არ დანებება იყო და არა ის, საბოლოოდ რა ხერხს მიმართა. თუმცა, მაინც ვერ ვიფიქრე რომ ბუნებრივი წესით გააჩინა. თქვენი ხატრით მესამედ ვუსმინე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: narkozeli 20 Jan 2024, 22:59
გოგოებო დღეს ლიდერმედში ვინც გამომელაპარაკეთ რომელი ხართ? ❤️
ფორუმიდან გიცნობო და სანამ ნიკი მითხარი კი მოუწია ფოლიკულის მონიტორინგის რიგმა თამარ შონვაძესთან (მე სულ შოვნაძე რატომ მეგონა :დ)
ქმარს გამოვყევი ფარისებრის ეხოზე (ხასაიამ გამოგვიშვა ენდოკრინოლოგმა)
ამასობაში ლაბორატორიაში მოუწია ნიკას რიგმა და ვეღარ დავასრულეთ საუბარი (
* * *
a-liza
ნიკამ ხომასურიძეში გაიკეთა

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 20 Jan 2024, 23:09
a-liza
არ ჩავძიებივარ ნამდვილად, ეყილებათ აბა ვინ გააკეთებს smile.gif)

Posted by: a-liza 21 Jan 2024, 01:37
ninucanodo
QUOTE
a-liza
შოთასთან არ გინდა ლიდერმედში?

ამ ვერსიასაც განვიხილავ. ადრე ვიყავით შოთასთან და თვითონაც აკეთებს მე მგონი..ლიდერმედში აქვს გაკეთებული ადრე და ხარაბაძე აწერდა ხელს. როცა შოთასთან ვიყავით, მე ვაკეთებო გვითხრა. მასთან მივალთ კონსულტაციაზე, და დაგვაკვალიანებს...
* * *
narkozeli
QUOTE
ნიკამ ხომასურიძეში გაიკეთა

მანდაც ჰყავთ ანდროლოგი, კი. ნიშნიანიძისკენ მიმიწევს გული ამ ეტაპზე.
* * *
mashusha
სულ არ მიკვირს, რომ არ ამბობს, ეს წყვილის პირადია. მეც არ ვაჟღერებ ინ ვიტროს თემას, უბრალოდ, კითხვას ბადებს და ეფიქრება ჩემნაირ ხალხს, როგორ , რა გზით მიაღწია შედეგს ასეთ ასაკში და იმედს ბადებს.
ყველას თავისი არჩევანი აქვს, რა გზით და როგორ გახდეს დედა და მივიჩნევ ასჯერ მეტ გმირობად, ვინც იშვილებს, ვინც დონორის გზით ხდება დედა, მაგრამ მე არ ვარ მათ რიგებში,. მე მხოლოდ ჩვენი შვილი მინდა, არც მარტო ჩემი და არც მარტო ჩემი მეუღლის, მხოლოდ ორივესი...

Posted by: narkozeli 21 Jan 2024, 01:53
a-liza

ჩემი რეკომენდაციაც შოთას❤️

Posted by: a-liza 21 Jan 2024, 01:53
Watermelon_Sugar_Hi
QUOTE
არ ჩავძიებივარ ნამდვილად, ეყილებათ აბა ვინ გააკეთებს )
ემბრიოლოგები აკეთებენ მე მგონი, ან კომპიუტერი. აი, ანდროლოგი თვითონ რომ უყურებს და ხედავს, შოთამ მაშინ ასე გვითხრა, მე თვითონ ვაკეთებო

Posted by: Anabeli111 21 Jan 2024, 02:23
a-liza
მეც შოთას გავუწევდი რეკომენდაციას. ჩვენ დაგვეხმარა ♡

narkozeli
მეც შოვნაძე მეგონა :დდ შონვაძეა??

Posted by: narkozeli 21 Jan 2024, 03:22
Anabeli111

კიი შონვაძე ყოფილა :დდდ კარზეც ასე აწერია და დასკვნაზეც biggrin.gif


Posted by: lesila90 21 Jan 2024, 22:13
თურქეთში აკეთებენ საივერცხებია გაახალგაზრდავებასძმ აღარ მახაოვს რას ეძახიან. აქაც დაიწყეს ლიდერმედში მგონი. მე რომ დავდიოდი მაშინ ქალბატონი იყო 50 წლამდე 48-49 მგონი აქ დონორი უთხრეს აზრი არ აქვს ცდასო. ემბრიონებს ვერ იღებდა. იქ გაიკეთა ეგ პროცედურა და აგროცებდა ემბრიონებს სამი ჰქონდა ჯამში მერე რა ქნა აღარ ვიცი კი მაინტერესებს გურული გოგო იყო

Posted by: ninucanodo 21 Jan 2024, 23:50
lesila90
პრპ გულუსხმობ?ნეტა თუ მუშაობს მართლა რა საინტერესოა

Posted by: a-liza 21 Jan 2024, 23:57
lesila90
ninucanodo
ფეისბუქ გვერდებზე არის ხშირად ამ თემაზე საუბარი . დიდად კმაყოფილი არ ჩანს უმეტესობა. ერთმა , საერთოდ შემიწყდა მენსტრუაციაო. რამდენიმე დადებითი კომენტარიც იყო.

Posted by: Margery 22 Jan 2024, 00:24
QUOTE (narkozeli @ 20 Jan 2024, 22:59 )
გოგოებო დღეს ლიდერმედში ვინც გამომელაპარაკეთ რომელი ხართ? ❤️
ფორუმიდან გიცნობო და სანამ ნიკი მითხარი კი მოუწია ფოლიკულის მონიტორინგის რიგმა თამარ შონვაძესთან (მე სულ შოვნაძე რატომ მეგონა :დ)
ქმარს გამოვყევი ფარისებრის ეხოზე (ხასაიამ გამოგვიშვა ენდოკრინოლოგმა)
ამასობაში ლაბორატორიაში მოუწია ნიკას რიგმა და ვეღარ დავასრულეთ საუბარი (
* * *
a-liza
ნიკამ ხომასურიძეში გაიკეთა

ლიდერმედში დიდი ხანია დადიხართ ?

Posted by: narkozeli 22 Jan 2024, 00:29
Margery

მე არ მივლია აქამდე, ახლაც მეუღლეს მივყევუ ენდოკრინოლოგთან.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 22 Jan 2024, 12:40
არავის ტესტებსბარ ველოდებით?
დავიწყო მე?
სექსის გარდა სხვა წინაპირობა არ მაქვს ორსულობის ოღონდ smile.gif)

Posted by: Freni_99 22 Jan 2024, 16:29
Watermelon_Sugar_Hi
გამოუშვი )))
მთავარი წინაპირობა გქონია :დ

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 22 Jan 2024, 16:38
Freni_99
ჯერ ადრეა, 6 დღეა ციკლამდე, მაგრამ რომ ავახმაურო აქაურობ დავიწყებ 2-3 დღეში smile.gif)

Posted by: Freni_99 22 Jan 2024, 17:27
Watermelon_Sugar_Hi
მაშ, გელით ^^

Posted by: kamila84 22 Jan 2024, 18:26
გამარჯობა გოგონებო, მე პირველად ვწერ აქ, თუმცა ზაფხულიდან მოგყვებით და ყველას ისტორია ვიცი ასე თუ ისე. (განსაკუთრებით ანალიზას ვგულშემატკივრობ და მინდა მისი შემართება მეც გადმომედოს). ზაფხულში გავიკეთე ორჯერ ინვიტრო და არ გამოვიდა. მაშინ ყველას ვუთხარი და ცოტა ვინანე, რა ქენი -რას შვებით ამიკლეს და რეალურად აზრზე არავინ იყო რას ვაკეთებდი, არც მიკვირს, თავად შარშანდლამდე არ ვიცოდი ფოლეკული რა იყო smile.gif ახლა აქ ვწერ იმიტომ რომ ცოტა ზარმაცი ვარ და შეგულიანება მჭირდება. მარტში ვაპირებ მესამეს და მანამდე ვიტამინებს ვიღებ. ადელაიდეს რჩევას მივყევი, ის წიგნი წავიკითხე. ასევე ჩემმა მეგობარმა, რომელსაც პირველივე ჯერზე გაუმართლა, მირჩია თავისი ვიტამინები. მოკლედ ვღებულობ ამათ: ინოსიტოლი, ლ-კარნიტინი, ქოენზიმი 400, და ბ12. ასევე მირჩია აკუპუნქტურა. ვარ თითქმის 40 წლის ანტიმიულერი 1მდე.

Posted by: Katie_ket 22 Jan 2024, 18:31
QUOTE (narkozeli @ 21 Jan 2024, 03:22 )
Anabeli111

კიი შონვაძე ყოფილა :დდდ კარზეც ასე აწერია და დასკვნაზეც biggrin.gif

არავითარი! შო ნ ვაძე! მეილზე მაქვს დასტური :დდ

Posted by: Liza12 22 Jan 2024, 18:43
user posted image
მართალია გვანცა

Posted by: Margery 22 Jan 2024, 19:33
QUOTE (Watermelon_Sugar_Hi @ 22 Jan 2024, 12:40 )
არავის ტესტებსბარ ველოდებით?
დავიწყო მე?
სექსის გარდა სხვა წინაპირობა არ მაქვს ორსულობის ოღონდ smile.gif)

მე ველოდები, მაგრამ თან იმედი არ მაქვს რომ გამოვა... (( სტიმულაციები გავიკეთე და თეორიულად არის შანსები, მაგრამ უკვე იმდენჯერ გამიცრუვდა იმედი,
რომ ვიგებ ვიღაცები წლებია ელოდებიან და მაინც არ ნებდებიან მაგ დროს ჩემი თავის მრცხვენია

Posted by: Freni_99 22 Jan 2024, 19:48
kamila84
გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ფეხი ^^
გყავს შენახული თუ თავიდან იწყებ?
რა მიზეზით გადაწყდა ინვიტრო და სად იკეთებ?
მშვენიერი წიგნი წაგიკითხავს და მშვენივრად ემზადები, შედეგიც არ დააყოვნებს ^^

* * *
Margery
როდის ელოდები?
ყურების ჩამოყრა/უიმედობა რაღაც დროით ნორმალურია, მთავარია,გასაქანი არ მივცეთ.

Posted by: Ani15 22 Jan 2024, 19:53
kamila84
ინოსოლიტი და ლ ლარნიტინი უფრო მამაკაცებში არ ინიშნება?

Posted by: Margery 22 Jan 2024, 20:01
QUOTE (Freni_99 @ 22 Jan 2024, 19:48 )
kamila84
გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ფეხი ^^
გყავს შენახული თუ თავიდან იწყებ?
რა მიზეზით გადაწყდა ინვიტრო და სად იკეთებ?
მშვენიერი წიგნი წაგიკითხავს და მშვენივრად ემზადები, შედეგიც არ დააყოვნებს ^^

* * *
Margery
როდის ელოდები?
ყურების ჩამოყრა/უიმედობა რაღაც დროით ნორმალურია, მთავარია,გასაქანი არ მივცეთ.

ალბათ 10 დღეში, ერთი კვირის წინ გავიკეთე ნემსი და გაკეთებიდან მესამე დღეს რო ვნახეთ ექოზე უკვე გამსკდარი იყო
ოვულაციიდან არ ვიცი რამდენ ხანში აჩვენებს ტესტი ან ნემსის ეფექტი რამდენ ხანში გადის გაკეთებიდან, რომ მცდარი არ იყოს

Posted by: narkozeli 22 Jan 2024, 20:10
Katie_ket
Liza12

კარზეც შონვაძე აწერია და სავარაუდოდ მაგ მეილშია არასწორად :დ
user posted image
* * *
Watermelon_Sugar_Hi

მაგაზე მეტი წინაპირობა რა გინდა biggrin.gif ❤️

Posted by: kamila84 22 Jan 2024, 21:15
Ani15 ჰმმმ, აბა კარგად გავარკვიო, მადლობა. მაგრამ ისე ინოსიტოლზე აწერია ქალებისთვისო, ფეხმძიმე ქალიც კი ახატია smile.gif ლ-კარნიტინი კი ორივესთვის კარგიაო. ექიმი ფოლატის გარდა არაფერს აღიარებს. ვიტამინები ჩემი ინიციატივით დავიწყე. აუცილებლად გავითვალისწინებ ყველა რჩევას
Freni_99 მადლობა დიდი. ადრე დიდად არ მინდოდა, გვიან დავიწყე ფიქრი, და უშედეგო 1 წლის შემდეგ ინვიტრო გადაწყდა. ვერც ერთხელ ვერ გავყინე, 2 ზე მეტი არ გამოდიოდა. ანუ თავიდან ვიწყებ. ახლა მინდა ყველაფერი ვცადო და რომც არ გამოვიდეს არ ვინანებ მაინც რომ არ ვცადე

Posted by: a-liza 22 Jan 2024, 21:56
Watermelon_Sugar_Hi
აგვაჟრიამულე ახლა ❤ გელოდებით :*

kamila84
QUOTE
გამარჯობა გოგონებო, მე პირველად ვწერ აქ, თუმცა ზაფხულიდან მოგყვებით და ყველას ისტორია ვიცი ასე თუ ისე. (განსაკუთრებით ანალიზას ვგულშემატკივრობ და მინდა მისი შემართება მეც გადმომედოს).
დიდი მადლობააა გულშემატკივრობისთვის❤ წარმატებები და მალე გადაბარგება მომავლებში :* რა სასიამოვნოა, უცხო რომ ჩუმად გულშემაგტკივრობს smile.gif ჩემი თავი გამახსენდა , წინა წლების თემები წაუკითხავი არ დამიტოვებია,რომელიმე გოგოს ამბებს მივყვებოდი მერე და ვგულშემატკივრობდი.
ვისთან გაიკეთე ინ ვიტროები? რამდენი ფოლიკულიდან რამდენს ღებულობდი? ბლასტომდე ვერ მიხვედი?

Posted by: Freni_99 22 Jan 2024, 22:04
Margery
ოვიტრელის ხაზი საკმაოდ ინდივიდუალურია, ჩემი დაკვირვებით. 1 კვირაში წესით კი უნდა გამოჩნდეს ნამდვილი ხაზი. შეგიძლია ეხლაც გაიკეთო ტესტი და დატესტო, ჩანს თუ არა რამე კვალი და მერე მაგაზე ფიქრი მაინც აღარ მოგიწევს
* * *
kamila84
უნდა სცადო აუცილებლად და გამოგივა კიდეც, ეცადე კარგი განწყობებით დაიწყო

Posted by: kamila84 22 Jan 2024, 22:30
a-liza
გამარჯობა ანალიზა, გამიხარდა შენი მოკითხვა. 5-6 ფოლიკულიდან 4 ამოდიოდა. აქედან 1-2 ემბრიონი მივიღეთ. ორივეჯერ ფრეშად გადამისვეს. მიზეზი წარუმატებლობის არ უთქვამთ. მე ავსტრიაში ვცხოვრობ და აქ ვიკეთებ. მგონი აქ ფოლუკულებს სხვანაირად ითვლიან და ემბრიონსაც სხვანაირად ახარისხრბენ, ცოტა მაგ ნაწილმა დამაბნია. ამ ეტაპზე მინდა რაოდენობა და ხარისხი გამოვასწო ჩემიც და მეუღლისაც (არც ეგ არ ბრწყინავს) wink.gif
Freni_99 განწყობა კარგი მაქვს, პროცედურებიც თუ დავიწყე არ მეზარება. მოტივაციაც ამ ეტაპზე არის და მერე ვნახოთ

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 23 Jan 2024, 10:10
kamila84
საინტერესოა მანდაური მიდგომები smile.gif
a-liza
აუ ძაან გვჭირდება ყვდელას მოვიტაციისთვის რაღაც კარგი მოხდეს
წაეწყო და წაეწყო დებილობები წინა წელს

აუ ისე ცუდ რამეს ვუკეთEბ ჩემს თავს. ისე გავნეწყვე ორსულობისთვის (რატომ? აი რატომ, რა მეტაკა) რომ მომივიდეს ციკლი აი ძაააააააააააააან დავიგრუზები.

Posted by: kamila84 23 Jan 2024, 13:42
Watermelon_Sugar_Hi
მკითხეთ რაც გინდათ. ძალიან დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ პროტოკოლში. ერთადერთი პუნქციამდე 2 თვე კონტრაცეპტივზე ვარ. და კლექსანი მხოლოდ მეორე ჯერზე დამინიშნეს. კიდევ აქ IĊŚI ის ვიკეთებ და პუნქციიდან 2-3 დღეში გადააქვთ, ამიტომ ვერ ვერკვევი ამ ბლასტოებში და 5 დღიანებში.

Posted by: Freni_99 23 Jan 2024, 14:26
kamila84
თრომბოფილიები გამოკვლეული გაქვს თუ ისე დაგინიშნეს კლექსანი?
დაზღვევა აფინანსებს რამეს?
შემდეგზე იმავე ციკლში რომ არ გადაიტანო, არ განიხილავენ ამას ? დაისვენოს ორგანიზმმა

Posted by: lesila90 23 Jan 2024, 14:52
ninucanodo
კი პრპ არვიცი მაგრამ ფაქტია რომ
მიიღო იმ
გოგომ ემბრუონები უბრალოდ აგროვებდა
დადგა თუ არა ორსულობა არ ვიცი

Posted by: kamila84 23 Jan 2024, 20:12
Freni_99
არ მაქვს, ძალიან ზედმეტადაც არ ვერევი პროტოკოლში, ასე მითხრეს ყველაფერი რაც გჭირდება ამ წამლებშიაო და მეც მივყვები . დასვენება შეიძლება შევთავაზო, მეც ვფიქრობდი დამესვენა, მაგრამ სავარაუდოდ რადგან ბევრი არ ამოდის ალბათ არ მჭირდება დიდად დასვენება.
დაზღვევა ანაზღაურებს 5 ციკლს და თან გარკვეულ ნაწილს

Posted by: Freni_99 23 Jan 2024, 20:29
kamila84
გასაგებია, მადლობა ინფოსთვის.
ამჯერად უფრო მეტი ამოვა. მე ჯერ არ მქონია გადატანა,მაგრამ რატომღაც არ მომწონს იმავე ციკლში. ძაან დასტრესილი მგონია მაგ დროს ორგანიზმი, რომ მახსენდება ჩემი თავი.
2-2 გადაიტანე თუ 1 ? მაგ მხრივ რა მიდგომები აქვთ ?

მოგაყარე კითხვები )))

Posted by: სერაფიტი 23 Jan 2024, 20:58
kamila84

პირველ რიგში, წარმატებას გისურვებ <3

ავსტრიაში რა ღირს ინ ვიტრო პროცედურები თავის წამლებიანად?
აქ თითქმის 10 000 ლარამდე ჯდება. იაფია ამასთან შედარებით თუ ძვირი?

Posted by: a-liza 23 Jan 2024, 23:05
kamila84
ჩემნაირი მდგომარეობა ჩანს შენთანაც. 5-6 ფოლიკულია, შიგა და შიგ მეტიც გამოჩენილა, მეც 1 და 2 მივიღე ემბრიონი. ვფიქრობ, თვითონ შესთავაზო ექიმებს, რომ 5 დღემდე მიიყვანონ. გაყინე და დასვენებულ ორგანიზმზე სცადე გადატანა. ჩემთან ფრეშად გადატანამ არ გაამართლა. შემდეგზე გაყინულები გამოვალღვეთ და
გადავიტანეთ, მიმაგრდა 1 , თუმცა თუ თვალს გვადევნებდი, იცი ალბათ როგორც დასრულდა. რადგან ფრეშად გადატანა უკვე ნაცადი გაქვს და არ გამოვიდა, სცადე ეს გზაც. ვიტამინებს არც ჩემი ექიმი არ აღიარებს, მხოლოდ დ და ე ვიტამინი და ფოლატი. დანარჩენს თვითონ ვამატებ smile.gif)

Posted by: tako/barbi 23 Jan 2024, 23:26
a-liza
ამოგიჩემე და გბალეშიკობ ძალიან lol.gif 2kiss.gif

Posted by: kamila84 24 Jan 2024, 00:24
Freni_99
თავიდან 1 იყო მარტო და ერთი გადავიტანე. მერე რატომღაც 2 შემომთვაზეს და მართლა 2 გამოვიდა. როგორც ვიცი 3 ის გადატანის უფლება არ აქვთ.
სერაფიტი დიდი დიდი მადლობა
წამლები სადღაც 1500€ ჯდება. ინვიტროს პროცედურები 1500€ , და თითო განაყოფიერება იცსით 500-600. ანუ მარტო ინვიტრო 3000 დაახლოებით
a-liza როგორ არ ვიცი, ყველა დეტალი ვიცი <3 აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს და დასვენებას მოვითხოვ. ჩემს მეგობარს (42 წლის) , პროგი ქონდა თურმე ძალიან მაღალი და გაყინვა მოუწიათ თორე ფრეშად გადაქონდათ და კი გაუმართლა. მეც ყველას წარმატებებს გისურვებთ <3

Posted by: Freni_99 24 Jan 2024, 14:04
kamila84
არ ყოფილა ძვირი, უფრო მეტს ველოდი.
პროცედურამდე მეუღლესაც დაალევინე ვიტამინები, კი ამბობენ ხოლმე, არ სჭირდებაო,მარა წაადგება რამეში

* * *
a-liza
რა გეგმებით ხარ შენ?

Posted by: a-liza 24 Jan 2024, 14:31
tako/barbi
QUOTE
a-liza
ამოგიჩემე და გბალეშიკობ ძალიან 
დიდი მადლობაა ❤❤

kamila84 წარმატებები ასევე ❤ მეუღლისთვის ვიტამინებს მეც გირჩევდი.



Freni_99 ამ ეტაპზე არ მაქვს ჯერ არაფერი, რომ დავიწყო. ერთადერთი, მეუღლის კვლევები დავიწყე. სანამ ინ ვიტრომდე მივალ, იქნებ ბუნებრივად მოხდეს რამე, სპერმაც მინდა გადავამოწმო და შოთასთან ვიყავით დღეს. ჩააბარა სპერმოგრამა, 2 საათში დაგვიბარეს და ალბათ მაშინ გვექნება კონსულტაციაც, არა? გადახდილი გვაქვს კონსულტაციის თანხა, მაგრამ შოთას მხოლოდ თვალი მოვკარით, შეყუჟულია პატარა ოთახში და ანალიზებს აკეთებს. ალბათ სპერმოგრამამდე აზრი არ აქვს კონსულტაციას . გავიგებთ, რამე პრობლემები ხომ არაა სპერმაში. დნმ ფრაგმენტაციაზე ვფიქრობდი, მაგრამ თუ საჭიროა, შოთა გვეტყვის ალბათ მაგასაც.
მე ჩამომივიდა ვიტამინები, მაგრამ ჯერ ვერ ავიღე, დღეს გამოვიტან და დავიწყებ მაგასაც. აბორტის ციკლში ოვულაციაც მქონდა, ექოზე ვიყავი მეორედ და ყვითელი სხეული იყო. მგლურა გავიმეორე და დაწეულია, მაგრამ გარდამავალი ფაზაა მგონი -s უწერია, ასე ამიხსნა კორკოტაშვილმა. მენსტრუაციაც ზუსტად მომივიდა 19-ში და ამ თვეში ვერაფერს ვიზამ, სექსის მეტს smile.gif)

Posted by: Freni_99 24 Jan 2024, 15:36
a-liza
ჰო, რომ გაამზადებს სპერმოგრამას, მერე გაგესაუბრებათ. დნმ ფრაგმენტაციას მგონი დიდად არც აქვს აზრი, მაინც ვერაფერს შველი.
მგლურა ორსულობისას იმატებს ხოლმე თუ ისედაც შეიძლება მოიმატოს ნეტა ?
გაგვაგებინე შოთას ამბები

Posted by: Katie_ket 24 Jan 2024, 15:59
გოგოებო, ვიტამინების თემას გამოვეხმაურები
შარშან ამ დროს, სანამ სტიმულაციებს დავიწყებდი, თმა მცვიოდა ძალიან და გავიკეთე ყველაფრის ანალიზები: რკინა, ფერიტინი, ბ12, ფოლიუმი, თუთია. დ ვიტამინი
მაშინ დ-ს გრავიდას ვსვამდი 1000 იანს თამთას დანიშნულებით და მაინც ქვედა ზღვარზე მქონდა, ისევე როგორც ყველაფერი. მას შემდეგ გავიკეთე სტიმულაცია, გავშორდი ქმარს, მოკლედ შევეშვი ყველაფერს, ივნისში ერთხელ შემთხვევით მოვხვდი ქეთისთან და მისი დანიშნულებიდან მხოლოდ იზი მომ
https://www.vidal.ge/drugs/easy-mom
ეს ვსვი, ალბათ ჯამში 3 თვეც არა და კიდევ დ ვიტამინი ოღონ 2000 იანი ნუ თან ზაფხული იყო. სმა შევწყვიტე ალბათ ახალ წლამდე. ახლა ავიღე ისევ იგივე ანალიზები და შოკში ვარ ისეთი მომატებულია ყველა მონაცემი, მოკლედ იდეალურ ნორმაში smile.gif სხვას ვერაფერს მივაწერ ამ იზი მომის გარდა.

Posted by: narkozeli 24 Jan 2024, 16:08
Katie_ket

მეც იზი მამს ვსვამ და თმის ცვენა მაინც დამეწყო გაჩენიდან 3 თვეში (ეს ჰორმონულია და ამას ვერანაირი ვიტამინი ვერ შველის მგონი) და სხვა მხრივ მართლა კარგია. მეც ანალიზები გავიკეთე 2 კვირის წინ და ყველა მიკროელემენტი ნორმაშია.

Posted by: Freni_99 24 Jan 2024, 16:14
Katie_ket
1000იანი დოზა ძალიან პატარაა, თუკი დეფიციტი გაქვს.
აღარ გეკითხებოდი, რას შვებითქო, მაგრამ რადგან დაბრუნდი, ე.ი გეგმაში გაქვს რაღაც ))

* * *
narkozeli
გვანცა, კ ვიტამინი რო შედის მაგაში, არაუშავს ?

Posted by: Katie_ket 24 Jan 2024, 16:17
narkozeli
ხო თმა მეც ისევ მცვივა, და მიზეზი ვერ დავადგინე, უბრალოდ ახლები ამომდის და დავიკიდე. მაგრამ მიკროელემენტები კი მოიყვანა შესაშურ ნორმაში smile.gif
* * *
Freni_99
დეფიციტი არასდროს მქონია აი ზღვრებში მქონდა რა. მაგრამ 1000 როგორც ჩანს გინდ გისვამს და გინდ არა. თავიდან ავიღე ყველაფრის ანალიზი, რომ მივხვდე რა გავაკეთო. ჰორმონებიც ნორმაშია, თუ არ ჩავთვლით ნორმაზე 1 ერთეულით მომატებულ ფსჰ-ს. ხოდა ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რა ვქნა ამ გაზახულზე.. :დ მინიმუმ იზი მომს დავლევ :დ და კიდევ დჰეა-ზე მეფიქრება, მთელი შემოდგომა ხან საშვ. ყელის ბიოფსია გამიკეთეს, ხან მკერდზე მატარა სკრინინგმა 2-2 ჯერ კვლევაზე, და მაგ ამბებში ვიყავი, ამიტომ არ ვსვამდი არაფერს..

Posted by: Freni_99 24 Jan 2024, 16:22
Katie_ket
ამ გაზაფხულზე რამე გრანდიოზული უნდა ქნა :დ არ გამოგვაპარო იცოდე არაფერი.
მკერდზე და საშვ ყელზე ხო მშვიდობა იყო საბოლოოდ ?

Posted by: Katie_ket 24 Jan 2024, 16:31
Freni_99
კიი, დადგინდა მშვიდობა smile.gif მადლობა <3

Posted by: Saleksandre 24 Jan 2024, 17:34
გოგოებო, ამ თვეშიც დამასწრო ისევ 2 კვირით ციკლმა
და გავქანდი ქეთისთან

დამხვდა სიურპრიზი 2 ცალი ფოლიკულური ცისტა - მაგიტომაც დაასწრო და მოვიდაო. ჩამივარდა ეს თვე.

თვითონ გაიწოვსო, ნორკოლუტი დამინიშნა მხოლოდ.

რაღაცნაირად მშვიდი სიტუაცია მომეჩვენა ინოვაში, ხალხი იყო მაგრამ არა აურზაური, ქეთიმაც უფრო მეტი დრო დამითმო და რაც მქონდა კითხვები ყველაფერი ვკითხე.

ამ ეტაპზე ერას არ ვთლი საჭიროდო მაგრამ თუ საშუალება გაქვს და გაიკეთებ რათქმაუნდა ცუდი არ იქნებაო.
ზოგადად ენდომეტრიუმის “ბრალი” 10-15 % უშვილობის დროსო .. ძირითადად მაინც ემბრიონის ხარისხია დამნაშავეო..
მეთქი რადგან 35 დღიანი ციკლი მაქვს იქნებ ის ფანჯარაც არასტანდარტულ დღეს იღებათქო და კიბატონო მოგყვები მაგაშიო..

თრომბოფილიებზეც კიდევ ერთხელ ვკითხე თან მოვუბოდიშე მერამდენედ გეკითხებით ხომ არ გავიკეთოთქო და არაო, ისედაც ინიშნება საჭირო წამლებიო და ორსულობის დადგომამდე არაა საჭირო ანალიზებიო…

სქრეჩინგზეც ვკითხე,თუ აუცილებელი არაა ვერ გავიკეთებ ტკივილის ატანა არ შემიძლიათქო და შენ მარტივი ყელი გაქვს და არაა საჭიროო..

ძალიან კმაყოფილი წამოვედი - ცისტას თუ არ ჩავთვლით sad.gif

Posted by: a-liza 24 Jan 2024, 18:14
შოთა დღეს მომეწონა,პირველად რომ მივედით გულმა არ გამიწია მისკენ. მოკლედ, ამ სპერმოგრამით ინ ვიტრო პრობლემა არააო. ბუნებრივიდაც
შეიძლება გამოვიდესო. როცა ინ ვიტროს გადაწყვეტთ, 1.5-2 თვით ადრე დავნიშნავო მკურნალობას. მაგასაც 1 თვიანი ეფექტი აქვსო. რომ გაიგო ურეაპლაზმა გვქონდა და ვიმკურნალეთ, გვითხრა, რომ სპერმაზე ახდენს გავლენას,ეწებება ერთმანეთსო ( ალბათ უჯრედები იგულისხმა) და ნაყოფი 3 თვეზე მეტს ვერ გაქაჩავსო. მაგის ანალიზსაც გააკეთებს სპერმიდან. იმ კვირაში იქნება პასუხი. ასევე , ჰორმონებზე ანალიზიც გვინდაო, რომ მკურნალობა სწორად წავიყვანოთ. მომეწონა ენთუზიაზმი, ეს თუა-ამას გავაკეთებთ, ის თუა- ამას ვიზამთ. ზერელე დამოკიდებულება არ იყო. ახლა რომ დავუნიშნო პროფერტილები, რა აზრი აქვსო, შენ 3 თვე მაინც გჭირდებაო, რომ ჰორმონები დაგილაგდესო. ამ ჰორმონების ხსნებაზე, თმის ცვენას სულ ვუჩიოდი, მაგრამ ახლა რაც ხდება, საშინელებაა. ყველგან ჩემი თმაა, რომ ვივარცხნი, ან ვიბან, ბღუჯა ჩამოდის, ბალიშზე იმდენი დევს დილით, თითქოს ვიღაცამ გამპუტა. დავიჯერო, 2 თვიანი
ორსულობის ბრალი არის?
* * *
დამეხმარეთ ამ უცნაური სპერმოგრამის წაკითხვაში user posted image

და ესეც

user posted image
* * *
Katie_ket
როგორ გულშემაგტკივრობ.. ვისთან აპირებ სიარულს? თამთა თუ ქეთი? იზი მომს უნდა გავეცნო რას შვრება..
Saleksandre მე გირჩევ, ორსულობის დადასტურებისთანავე შეძენილი გადაიკონტროლო.

Posted by: Freni_99 24 Jan 2024, 20:15
a-liza
რა ჰორმონები გაქვს არეული?
ერთი შეხედვით ნორმ სპერმოგრამა ჩანს, მე მეტად დიდად ვერ ვერკვევი.

Posted by: kamila84 24 Jan 2024, 20:19
a-liza
მე როგორც წავიკითხე და ვიკითხე თავის დროზე, სამი რაღაც არის მნიშვნელოვანი: კონცენტრაცია (მანდ დაბალი
აქვს), მობილითი, ანუ მოძრაობენ თუ არა ( წესით ნორმაში აქვს და ისარი რატო აქვს დაბლა არ ვიცი ქართულ ვერსიაში) და მორფოლოგია, რაც არ აქვს ჩატარებული, მორფოლოგია თუ ნული არ არის ინვიტროს არ უშლის ხელს. თუმცა ჩემთან უმოძრაობის და მორფოლოგიის პათოლოგია გამოვლინდა და იცსი მაგიტო მირჩიეს, ინსემიაცია და მარტო ინვიტროს არ გამოვაო. ბოლო თვეებია ვიტამინებზე მყავს და ცხოვრების წესშიც პროგრესი აქვს და ვნახოთ
პ.ს. შემისწორეთ თუ რამე მეშლებს, სპერმოგრაფიაში ტრეინინგი გვჭირდება ისე smile.gif

Posted by: a-liza 24 Jan 2024, 20:27
Freni_99
QUOTE
რა ჰორმონები გაქვს არეული?
ერთი შეხედვით ნორმ სპერმოგრამა ჩანს, მე მეტად დიდად ვერ ვერკვევი.
ორსულობის მერე არეული გექნებაო. მე ჯერ არაფერი არ გამიკეთებია ჰორმონებზე. ხვალ ვიკეთებ tsh, ft4, ბ12, რკინას, თმის ცვენის გამო ბოლო ორს, ასე მითხრა ოჯახის ექიმმა და მეც მაწყობდა ეს ანალიზები. შაბათს ენდოკრინოლოგთან მივდივართ ორივე და მაქსიმალურად დავანიშნინებ, რაც შეეძლება. ექოზეც მინდა ვნახო. რამდენი ფოლიკულია, შაბათს თუ მოვახერხე ეგეც.

kamila84
QUOTE
მორფოლოგია, რაც არ აქვს ჩატარებული
მორფოლოგიის გასწვრივ 9 და მერე კიდევ 3-4 რომ წერია, ეგ მივიჩნიე მე მორფოლოგიად. ოღონდ, 9 ცოტა დაუჯერებელია.

Posted by: kamila84 24 Jan 2024, 20:59
a-liza ააჰ კი ეგაა, ნორმა 4ზე მეტად ითვლება და საშუალო მგონი 10-15, გაიდლაინებს გააჩნია. ჩემსას 2 ქონდა. რატო არ გჯერა, კარგი ბიჭი გყოლია

Posted by: a-liza 24 Jan 2024, 21:09
kamila84
ადრე სულ 3 და 4 ჰქონდა, ახლა 9 მათ ფონზე მიკვირს.. 15 დღეა 800-იანი ფოლატი დავაწყებინე. ეგ ხომ არ მოქმედებს smile.gif)

Posted by: kato17 24 Jan 2024, 23:57
გოგოებო ვინმე ყოფილხაღ გადატანამდე პროგს მარტო სანთლებით რომ იღებდით და რეაფემი 200+100 დღეში სამჯერ საკმარისია ვითომ ეს დოზა? ან პროგს გადატანის დღეს ამოწმეთ ხოლმე ? მე მხოლოთ ციკლის მე2 დღეს და მე13 დღეს გადავამოწმე 1 ქვემოთ რომ უნდა იყოს.კიდე არის საჭირო ნეტა ანალიზი ?

Posted by: Freni_99 25 Jan 2024, 00:07
kato17
ჩემი ექიმი, როგორც ვიცი, გადატანის შემდეგაც ამოწმებინებს. თუმცა, ბევრი არ ამოწმებინებს. ნემსი გადატანის შემდეგაც არ დაუნიშნავს ?

Posted by: adeline 25 Jan 2024, 00:23
Katie_ket
narkozeli
იზი მომს ვსვამ მეც. იოდიც შედის და ენდოკრინოლოგმა მითხრა, ბაიასაც მოუხდებაო. თმის ცვენისთვის ვემზადები და აქ ნაქები კუპრის შამპუნიც შევიძინე. ვნახოთ, რას იზავს.
* * *
a-liza
მორფოლოგია ნორმალურია ანი. აგლუტინაციას კოენზიმი უხდება ძალიან. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ შოთასი.
* * *
kato17
დღეში 900 მგ გამოგდის პროგი ხომ? ასეთ შემთხვევაში სავსებით საკმარისია ეგ დოზა.

Posted by: kato17 25 Jan 2024, 00:35
Freni_99
გადატანა ჯერ მქონია 26 ში მაქვს .წინა ინვიტრიებზე პროგის ნემს ვიკეთებდი გადატანამდე 5 თუ 6 დღით ადრე სანთებთან ერთად . ეხლა სხვა ექიმთან ვიკეთებს და ნემსი არ დაუნიშნავს სანთლის დოზაა მეტი 200ანს +100ანი რეფემი სამჯერ . და ვნერვიულობ რომ არ ეყოს ეს სანთელი თან ნახევარი გამოდის გარეთ როგორც გინდა გავფრთხილდე.ვკითხე ნემსზე და ჯერ არაო.ალბათ გადატანის მერე დამინიშნავს . არადა ვაგზალზე ვიშოვე და მოვიმარეაგე ხგ მდე დოზის პროგესტერონის ნემსი თბილისის გამოშვება რომ იყო ვაგზალზე ქონდათ თითო ყუთი შემორჩენილი..ერთი ეს იყო ხოლმე იაფი ინვიტროს წამლებში და ესეც დეფიციტშია

Posted by: a-liza 25 Jan 2024, 00:56
kato17
პირველ გადატანაზე მე ფრეშად გადავიტანე და 2 ყვითელი სხეული მქონდა, ისოც აკეთებდა თავის საქმეს, და სანთელიც მქონდა დანიშნული სამჯერ 200-იანი. მეორე გადატანა ფრეში არ იყო, არც ყვითელი სხეულები მქონდა და სანთლებთან ერთად ნემსიც მქონდა დანიშნული. თამთა გადატანამდე 2 დღით ადრე, გადატანის დღეს და მერე ყოველ მესამე დღეს მამოწმებინებდა. გადატანის მერე 3 -ჯერ მინიმუმ.
adeline როგორ ხართ? პატარა მშვიდი ბაიაა? <3
QUOTE
მორფოლოგია ნორმალურია ანი. აგლუტინაციას კოენზიმი უხდება ძალიან. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ შოთასი.
* * *
შოთამ ჯერ თავი შეიკავა დანიშნულებისგან. მეც არ ვიცი როდის დავიწყებ , მანამდე ნელ-ნელა მეუღლის ჰორმონებს გამოვიკვლევთ.

Posted by: kato17 25 Jan 2024, 01:07
a-liza
რამდენი გქონდა გადატანის დღეს პროგი თუ გახსივს ან რამდენის ქვემოთ არ უნდა იყოს . ქეთიც არსდროს მაკეთებინებდა გადატანის დღეს და არც ხგმდე და არვიცი რამდენი უნდა იყოს

Posted by: adeline 25 Jan 2024, 02:32
a-liza
ბაია ძალიან სიყვარულია. მთელი ღამე ძინავს, ძუძუზე გიჟდება და ისეთი ტკბილია, მთელი აღმოსავლური სამყაროს-რაჰათ ლუხუმებს უდრის love.gif მალე გისურვებ ასეთ სიტკბოს :*
ყველაფრის პასუხები რომ მოვა, მერე დანიშნავს შოთა რაც საჭიროა. იზი მამი შენც რომ დაიწყო, კარგი იქნება ნამდვილად.

Posted by: a-liza 25 Jan 2024, 09:01
kato17
ასე მახსოვს, გადატანამდე 2 დღით ადრე მქონდა 44 , მერე 39 თუ არ ვცდები , 50-იანი პროგესტანი მქონდა დანიშნული, და 25 პროლუტექსები მქონდა შეძენილი. თამთამ იყოს ჯერ 25-იანი, კარგად გაქვსო , მაგრამ გადატანის დღეს რომ ცოტა ჩამოვიდა, 2 პროლუტექსზე გადადიო. მომდევნო სამ დღეში 55 მქონდა. ორსულობა რომ დგება, 10-ს ზემოთ უნდა იყოს და მერე ემატება. რაც მეტია, უკეთესია. ნიაკოს 10 ჰქონდა და ნადირაშვილი ნემსებს არ უნიშნავდა. მერე დიაკონიძესთან მივიდა და იმან დანიშნა დამატებით პროგები.
* * *
adeline
QUOTE
ბაია ძალიან სიყვარულია. მთელი ღამე ძინავს, ძუძუზე გიჟდება და ისეთი ტკბილია, მთელი აღმოსავლური სამყაროს-რაჰათ ლუხუმებს უდრის  მალე გისურვებ ასეთ სიტკბოს :*
საყვარელი love.gif ბედნიერი დედა-შვილობა:*
ვფიქრობ მეც იზი მამზე. ალბათ დავიწყებ.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 25 Jan 2024, 13:06
a-liza
ისე შენი გამოცდილება რომ შევაფასოთ ცივი გონებით თამთა მართალი გამოდის ხომ თავის მოქმედებაში?
ფაქტიურად რაც თავიდან თქვა ის მოხდა ბოლოს მაინც
* * *
adeline
QUOTE
ბაია ძალიან სიყვარულია. მთელი ღამე ძინავს, ძუძუზე გიჟდება და ისეთი ტკბილია, მთელი აღმოსავლური სამყაროს-რაჰათ ლუხუმებს უდრის

წარმომიდგენია, როგორ ღუღუნებთ <3 მართლაც ყველამ უნდა აისრულოს ეს სანუკვარი სურვილი
შენ წერდი მგონი ქეთი ჭუმბურიძეზე ხომ?
თვალი დავადგი მაგ ექიმს. რეპროდუქტოლოგი არაა მგონი, სამართავად ხომ ორსულობის?

Posted by: a-liza 25 Jan 2024, 14:05

QUOTE
a-liza
ისე შენი გამოცდილება რომ შევაფასოთ ცივი გონებით თამთა მართალი გამოდის ხომ თავის მოქმედებაში?
ფაქტიურად რაც თავიდან თქვა ის მოხდა ბოლოს მაინც

კი, საბოლოოდ თამთას ნათქვამი გამართლდა. კლექსანებით და წამლებით გაქაჩა 9 კვირამდე პულსაციამ, თორემ ემბრიონი არ იზრდებოდა. თამთა გენეტიკურ კვლევას მთავაზობდა თავიდანვე და ამ ამბის მერეც იგივე მითხრა, მაგრამ მე ჯიუტად არ მინდა კვლევა. ძლივს ვღებულობ 1 და 2 კინკილა ემბრიონს და იმ ბიოფსიითაც არ მინდა დავასუსტო.
* * *
Watermelon_Sugar_Hi
როდის იწყებ ტესტებს?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 25 Jan 2024, 14:18
a-liza
ნუ ის მაინც კაია რომ შენი ექიმის რეპუტაცია შენს თვალში აღდგენილია და მაგაზე სადარდებელი მაინც არ გაქვს
3 დღეა ციკლამდე. რისი იმედი მაქვს ოღონდ smile.gif ალბათ ვირთობ თავს ამაზე ფიქრით

Posted by: adeline 25 Jan 2024, 15:16
Watermelon_Sugar_Hi
ჭუმბურიძე არის ზღაპარი პრობლემური ორსულების მართვაში. პიროვნულადაც ძალიან კარგია: მშვიდი, გაწონასწორებული, თბილი და გულისხმიერი. რეპროდუქტოლოგიცაა კი, უბრალოდ 12 კვირამდე მე ოსიძესთან და ნატოსთან ვიყავი და იმათ დამიგეგმეს ყველაფერი იდეალურად. მომავლებში დავწერე და აქაც დავწერ - ამ ადამიანების დამსახურებაა ჩემი უფლისწულის დაბადება: ოსიძე, ბერია, კორკოტაშვილი, ჭუმბურიძე და ნინო გაბიძაშვილი - ენდოკრინოლოგი. ახლა უკვე პედიატრი ირაკლი რცხილაძე იზრუნებს იმაზე, რომ ჯანმრთელი და ძლიერი ბიჭი გაიზარდოს love.gif
QUOTE
წარმომიდგენია, როგორ ღუღუნებთ <3

თუ დამიჯერებ, გეტყვი, რომ ზოგჯერ მგონია ამხელა სიყვარულს ვერ გავუძლებ. მთელი სამყარო მინდა ვაჩუქო; ჩემი სამყაროს ცენტრია smile.gif
a-liza
მადლობა 2kiss.gif შენთვისაც მალე მესურვებინოს იგივე !

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 25 Jan 2024, 17:03
adeline
adeline
საუკეთესო დედა ჰყავს ბიჭოს ❤️
მადლობა რეკომენდაციისთვის. თუ დამჭირდა მერე მოგეერ დეტალურად :*

Posted by: Gretag 25 Jan 2024, 23:01
adeline
გილოცავ და ულამაზეს და უბედნიერეს დედა-შვილობას გისურვებთ <3 მიყვარს ასე ბედნიერად დასრულებული ისტორიები <3

kato17
მეც არ მინიშნავდა ქეთი და ვფიქრობ საჭიროა. ბუნებრივად რომ დადგა ორსულობა არც გადამამოწმებინეს არ გვინდა ჯერო. ჩემი ინიციატივით გავიკეთე და 13 იყო. მერე კი დამინიშნეს მაგრამ რომ არ გამეკეთებინა ვინ იცის როდის ვნახავდით და რამდენი იქნებოდა. პლიუს გადატანისას როცა შემიმოწმებია ჩემით არასდროს არ იყო ძალიან მაღალი. მე ალბათ მაინც ვთხოვდი ექიმს და გავიკეთებდი. აუხსენით რომ შენივე სიმშვიდისთვუს გჭირდება
* * *
Watermelon_Sugar_Hi
გაქვს ტესტი თუ დავიწყოთ 3 დღის ათვლა? biggrin.gif

Posted by: a-liza 25 Jan 2024, 23:05
გოგოებო,მეუღლის ურეაპლაზმა და მიკოპლაზმა უარყოფითია. ახლა მოვიდა ცალკე ანტისპერმული და ნორმაზე მაღალია. ანუ რა ხდება? ბუნებრივ ორსულობას ეს ბლოკავს თუ რა ხდება? user posted image
* * *
მოკლედ, რასაც გავეცანი ახლა,ანტისპერმული ანტისხეულები იწვევს:

სპერმატოზოიდების მოძრაობის შეზღუდვას. ამ დროს ანტისხეულები სხვადასხვა ადგილას მიემაგრება სპერმატოზოიდის მემბრანას, იწვევს სპერმატოზოიდების აგლუტინაციას (შეწებებას) და აფერხებს მათ მოძრაობას. რამდენად შეასუსტებს ანტისხეულები სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს, მათ რიცხვსა და ფიქსაციის ადგილზეა დამოკიდებული;

საშვილოსნოს ყელის ლორწოში სპერმატოზოიდების მოძრაობის შეფერხებას;

კვერცხუჯრედის გარსში სპერმატოზოიდების შეღწევის შეფერხებას.

გარდა ამისა, ანტისპერმული ანტისხეულები ნაყოფის ზრდა-განვითარებაზეც ახდენს გავლენას.

საინტერესოა, ეს ხომ არაა მიზეზი ჩემი ემბრიონის ზრდის შეფერხების? ან ბუნებრივად რომ არ დგებოდა ორსულობა. ბარემ ჰორმონების ანალიზებსაც ავაღებინებ მეუღლეს და ისევ მივალთ შოთასთან, რომ დროულად დაუნიშნოს მკურნალობა ან კიდევ კვლევები ამ ვარიკოცელეზე , რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგლუტინაცია და ეს ანტისპერმული ანტისხეულები. ახლა
ვფიქრობ, იქნებ მეც მაქვს ეს ანტისხეულები და ოვულაციამდე ან პრეზერვატივით მქონდეს სექსი, ან სულ არ მექნება და იქნებ გაძვრეს რომელიმე, სანამ ანტისხეულების ტიტრი დაბალია.

Posted by: ashley judd 26 Jan 2024, 02:38
კარგ რეპროდუქტოლოგს და კლინიკას რომელს მირᲩიეᲗ?
აქამდე ᲟორდანიაᲨი დადიოდა და ვინმე Თუ გაგიკეᲗებიაᲗ მანდ ინ ვიტროს?
ინ ვიტროს ფასებიც რა რეინჯᲨი მერყეობს?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 26 Jan 2024, 07:23
Gretag
რავიცი, კი ვტრაბახობდი მარა ახლა მეშინია გაკეთების და რრთი ხაზის sad.gif ორი დღე დარჩა მენსტრუმდე :დ

Posted by: a-liza 26 Jan 2024, 12:14
Watermelon_Sugar_Hi
ხვალ გაიკეთე, მე მედიკამენტოზურის ციკლშიც გავიკეთე, ტესტომანი ვარ გამოუსწორებელი smile.gif) ყვითელი სხეული რომ მქონდა, იმედიც ჩამესახა და ვიკეთე ეს ტესტები...

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 26 Jan 2024, 12:57
a-liza
შენ ორსულიც გაიკეთებ ტესტებს, რომ გააჩენ მერეც, რომ დაბერდები მერეც smile.gif))))
ხვალ დილით გავიკეთებ, თუ არ დამავიწყდა.

Posted by: a-liza 26 Jan 2024, 16:08
Watermelon_Sugar_Hi
lol.gif

Posted by: lesila90 26 Jan 2024, 18:00
a-liza
შენ ანალიზა კი არა ტესტომანი უნდა გერქვას lol.gif

Posted by: kato17 26 Jan 2024, 19:05
გოგოები ციკლის 22 დღეს გადატანა თუ გქილონიათ ან გაგიგიათ რო ვინმეს ჰქონია ?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 26 Jan 2024, 19:21
ესე იგი
გადაცდენამდე 2 დღე, საღამოს შარდი, ბბ ტესტი, ერთი ხაზი. არანაირი ლანდი და მოჩვენება smile.gif
ხვალ თუ არ მომივ კასეტას ვცდი.

Posted by: a-liza 26 Jan 2024, 19:34
Watermelon_Sugar_Hi
ოვულაცია დადასტურებული გქონდა?
* * *
lesila90
QUOTE
a-liza
შენ ანალიზა კი არა ტესტომანი უნდა გერქვას
biggrin.gif უფრო მომიხდებოდა, კი smile.gif))

* * *
kato17
მგონი კეკეს ჰქონდა. მე მე-20 დღეს მქონდა

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 26 Jan 2024, 19:47
a-liza
არა, ასე ჰაერზე მქონდა იმედი smile.gif

Posted by: Freni_99 26 Jan 2024, 19:59
ashley judd
გამარჯობა. აქ ძირითადად ინოვას და ბეტა პლუსის პაცინეტები ვართ, ლიდერმედშიც დადიან გოგოები. ბოლო პერიოდში ჟორდანიაში ვინმეს გაეკეთებინოს, არ მახსოვს.
ფასი 10000 ლარის ფარგლებში +-


Posted by: a-liza 26 Jan 2024, 20:34
Watermelon_Sugar_Hi
QUOTE
არა, ასე ჰაერზე მქონდა იმედი
მაშინ შეიძლება ვარაუდი გვიან ოვულაციაზეც და შესაბამისად მეორე ხაზის გვიან გამოჩენაზეც smile.gif)

* * *
ashley judd
QUOTE
კარგ რეპროდუქტოლოგს და კლინიკას რომელს მირᲩიეᲗ?
რთული თემაა, ნაქებთან მივედი რამდენიმესთან და საერთოდ არ მომეწონა; ზოგს პროფესიონალიზმი დავუწუნე smile.gif), ზოგს - ემპათია არ გააჩნდა პაციენტის მიმართ, და უხეშობა და ცინიზმი ბლომად ჰქონდა, ზოგსაც ენთუზიაზმი აკლია და ლამის მე ვუხსნიდი იქით რა გაეკეთებინა. ერთადერთი, ცაავა მომეწონა ყველანაირად, თუმცა ბევრჯერ გავბრაზებულვარ მასზე თავისი ზედმეტი სიფრთხილის გამო, მაგრამ დროის გასვლის მერე მივხვდი, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს. მოკლედ, ძალიან რთულია რჩევა, ფეისბუქჯგუფებში ლიდერობს ირემაძე, რომელიც არის ძალიან გაპიარებული და მაგაზე სერიოზულად მუშაობენ... აქ ფორუმზე ვერავინ ვნახე მისი პაციენტი. მარტო მე და გრეტაგი ვიყავით მგონი ცოტა ხნითsmile.gif)

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 26 Jan 2024, 20:46
a-liza
კაცი იმედით ცხოვრობს smile.gif) ამ თვიდან გავაკონტროლებ ოვუს

Posted by: ashley judd 26 Jan 2024, 21:02
Freni_99
a-liza
მადლობა, გოგოებო.
მარᲗლა რᲗული Თემაა კი (((

ბეტა პლუსი არ გამიგია.

Posted by: kato17 26 Jan 2024, 21:39
a-liza
21 დღეს მქონდა მეც გადატანა წინა ინვიტრო და დადგა ორსულობა ეხალ 22 დღეს შეილაბა მომიწის დაიმედია არ იქნება დახურული ინპლანტაციის ფანჯარა . კეკე თუ შეემოხვალ დამიწერე რა როდის გქონდა გადატანა მეც მახსოვს რონ გვიან ქონდა

Posted by: a-liza 26 Jan 2024, 21:49
kato17
მივწერე ფეისბუქზე , ნახავს ალბათ და შემოვა :*

Posted by: kato17 26 Jan 2024, 21:51
a-liza
მადლობაააა ❤❤❤

Posted by: keke34 26 Jan 2024, 22:08
Gogebo rogor xart? Aq var.. nelnela yvelaperi dalagdeba, votaxani gavcherdi wamlebisgan da eqimebisgan.

Posted by: a-liza 26 Jan 2024, 22:10
ashley judd
QUOTE
ბეტა პლუსი არ გამიგია.
ვივამედის შენობაშია, დიღომში. ბეტა პლუს ფერტილიტი-სრული სახელწოდება ასეა.

Posted by: keke34 26 Jan 2024, 22:12
QUOTE (kato17 @ 26 Jan 2024, 21:51 )
a-liza
მადლობაააა ❤❤❤

Kato მე-20 დღეს მქონდა გადატანა , თავიდან ვიძახდი 22 დღეს მქონდათქო მაგრამ ციკლის დღე აღარ მახსოვდა...

Posted by: kato17 26 Jan 2024, 22:36
keke34
ხო ეტყობ მაგიტომ მახსოვდა რომ გვიან გქონდა გადატანა

Posted by: keke34 26 Jan 2024, 22:56
QUOTE (kato17 @ 26 Jan 2024, 22:36 )
keke34
ხო ეტყობ მაგიტომ მახსოვდა რომ გვიან გქონდა გადატანა

კიი, ჯერ დასერვა გამიკეთა და მერე გადამიტანა მეოცე დღეს, წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო.

Posted by: kato17 26 Jan 2024, 23:46
keke34
მადლობაა დიდი ❤❤

Posted by: ashley judd 26 Jan 2024, 23:57
a-liza
მადლობა, ექიმი ვინაა მანდ?
* * *
ინსემინაციის ფასებიც მიᲗხარიᲗ, რა

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 27 Jan 2024, 09:30
ashley judd
ჟორდანიაში მგონი 600-700 ბიხდიდი

Posted by: a-liza 27 Jan 2024, 10:17
Watermelon_Sugar_Hi
რა ხდება დილის შარდზე?
* * *
ashley judd
QUOTE

a-liza
მადლობა, ექიმი ვინაა მანდ?

თამთა ცაავასთან დავდივარ მე. კიდევ არიან სხვა რეპროდუქტოლოგებიც, მაია მიქავა , ალიონა ბურმისტოვა. უკრაინელი ემბრიოლოგი ჰყავთ ტოკარევი.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 27 Jan 2024, 15:16
a-liza
არც არაფერი :დ ჩავხედე რეალობას თვალებში smile.gif)

Posted by: a-liza 27 Jan 2024, 17:58
Watermelon_Sugar_Hi
არაუშავს, შემდეგი თვე შენია :*

Posted by: ნიაკო12 27 Jan 2024, 18:07
გოგოებო გილოცავთ ნინოობას დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ ❤️

Posted by: a-liza 27 Jan 2024, 21:42
ნიაკო12
მეც გილოცავ-ნინიკო-ნიაკო <3 ყველას გილოცავთ გოგოებო, გფარავდეთ წმინდა ნინო

Posted by: ნიაკო12 27 Jan 2024, 23:13
a-liza
❤️❤️❤️❤️❤️



...

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 29 Jan 2024, 10:13
a-liza
აწმყო თუ არა გვწყალოოობს
მომავალი ჩვენიაა smile.gif)

გოგოებო, პრე-ორსულობა რომელ ვიტამინებს მირჩევთ? მივწერე ექიმსაც და თქვენს ვერსიებსაც დაველოდები
ფერტილიტის ვსვამდით ადრე ორივე

პროფერტილი დალიეო მინიმუმ სამი თვეო დილით ორი აბიო
ხალხო 255 ლარი ღირს თUრმე 1 თვის დოზა help.gif

Posted by: a-liza 29 Jan 2024, 15:18
Watermelon_Sugar_Hi
ომეგას ვსვამ, 700-იანს, ფოლატს ვსვამ 800-იანს, კოენზიმ-უბიქინოლს ვსვამ 600-იანს, ე ვიტამინს ვსვამ 400 გამოდის დილა-საღამოს, და უბიქინოლის ვიტამინშიც შედის ომეგა და ე ვიტამინი. სელენსაც ვიყიდი დავლევ, ზედ მწვანე ჩაის დ ა ძირტკბილას ფესვის ნაყენებსაც დავაყოლებ და ამ ფასად 2 თვე გამომდის დალევა smile.gif)

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 29 Jan 2024, 15:24
a-liza
ანუ კაი რამეები შედის ხო? smile.gif) მე მარტო ფოლიუმი მეცნო აქედან
რა უღმერთო ფასია sad.gif

Posted by: Tekoteko333 29 Jan 2024, 15:25
გამარჯობა, კითხვა მაქვს smile.gif ანტისხეულებს კლინიკა უნივერსის გარდა აქცევს ვინმე ყურადღებას? მართალია ექიმს ვენდობი ძალიან, მაგრამ ამბობენ არავინ აქცევს მაგ კლინიკის გარდა ყურადღებას ანტისხეულებსო. ვეღარ გავიგე…

Posted by: a-liza 29 Jan 2024, 15:31
Watermelon_Sugar_Hi
ძალიან მცირე რაოდენობით შედის კოენზიმი და ე ვიტამინი, რაც არ უნდა 2 დალიო, მე უფრო მეტს ვსვამ ისე ცალკე. სელენი არ ვიცი. მინდა ეგეც დავიწყო და დამავიწყდა ენდოკრინოლოგისთვის მეკითხა.თან ფოლიუმის მჟავა შედის და მე პირადად თრომბოფილიის გამო არც მინდა მივიღო, მაგრამ მართლა რა ფასია. ცალ-ცალკე ვსვამ ამ ყველაფერს და მეტი დოზით გამომდის თან და ამაზონიდან რომ ვიწერ, ამდენს კი ვიხდი დაახლოებით, მაგრამ 2 თვისაა ყველა დანამატი..
* * *
Tekoteko333
გამარჯობა. მეც ასე მეგონა, მაგრამ ნიშნიანიძემ მეუღლეს დაუნიშნა ეს კვლევა.
* * *
Tekoteko333
ვინაა თქვენი ექიმი?

Posted by: Tekoteko333 29 Jan 2024, 15:40
ეკა კორკოტაშვილი, 9 კვირის ორსული ვარ, სექტემბერში გამიკეთა და ნორმაში იყო, ორსულობის დროს ზოგადად ვიცი რომ იცის მატება ანტისპერმალურმა ანტისხეულებმა, იქამდე მეუღლესაც გაუკეთა და იმკურნალა, მაგრამ სულ ასე კონტროლია საჭიროა ორსულობის დროსაც?

Posted by: a-liza 29 Jan 2024, 15:48
Tekoteko333
ქალზე არ ვიცი, მეუღლეს აუღო ანალიზი შოთა ნიშნიანიძემ. ჩემზე ჯერ არავის უთქვამს. და ორსულზე რაღად უნდა? ლიმფოციტოთერაპიის ამბავი ხომ არაა ნეტა?

Posted by: Tekoteko333 29 Jan 2024, 16:00
QUOTE (a-liza @ 29 Jan 2024, 15:48 )
Tekoteko333
ქალზე არ ვიცი, მეუღლეს აუღო ანალიზი შოთა ნიშნიანიძემ. ჩემზე ჯერ არავის უთქვამს. და ორსულზე რაღად უნდა? ლიმფოციტოთერაპიის ამბავი ხომ არაა ნეტა?

მიკეთებს ლიმფოციტოს კი, მაღალი გქონდაო მითხრა და კიდევ კარგი რომ გავაკეთეთ ლიმფოციტო-ო… ძალიან დავპანიკდი ისედაც ისე ემოციურად ვარ, შემეშინდა sad.gif

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 29 Jan 2024, 16:09
a-liza
ხო არ ვიცი, ასე ცალცალკე შეკოწიწებას კი მირჩევნია ერთად, რომ არა ეს ჯოჯო ფასი
აი ეგ ანალიზი უნდა გავიკეთო უეჭ ამ ხელფასზე, ძალიან ინტერესში ვარ, თრომბოფილიის

Posted by: Tekoteko333 29 Jan 2024, 18:37
კიდევ ერთი კითხვა მაქვსsmile.gif მეგობარს ნაცხში ჩხირები იყო ბევრი და მკურნალობა დანიშნეს იმკურნალა და აინტერესებს აუცილებელია განმეორებითი ნაცხის ანალიზი თუ არა? ექიმმა არ უთხრა რომ უნდა მისულიყო ანტიბიოტიკის შემდეგ, მხოლოდ ეს იყო სხვა არაფერი

Posted by: a-liza 30 Jan 2024, 08:44
Tekoteko333
განმეორებით არ მახსოვს გამეკეთებინოს მკურნალობის მერე, მაგრამ თუ თვითონ აქვს სურვილი,2 კვირის მერე ჯობია მე მგონი.

Posted by: Natruliiiii 31 Jan 2024, 11:10
გოგოებო როგორ ხართ? აუ გთხოვთ მითხარით რაა, ვირუსი მქონდა მაღალი სიცხეებით 5 დღის წინ და რამდენჯერმე დამწევი (ნუროფენი) და ტკივილგამაყუჩებელი (დექსალგინი) დავლიე და ეხლა ტესტი მიჩვენებს 2 ხაზს. უნდა მეშინოდეს ამ პრეპარატების გამო და ვირუსის? ძალიან ვნერვიულობ sad.gif

Posted by: Freni_99 31 Jan 2024, 12:59
Natruliiiii
როგორც ვიცი, საწყის ეტაპზე არ მოქმედებს მედიკამენტები და ეგეთები. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად გექნებათ. გაგვაგებინე კარგი ამბები ^^

Posted by: SoFia33 31 Jan 2024, 14:00
გოგოებო, დიღმის მასივში რომელ კლინიკას მირჩევთ მშობიარობისთვის და რომელ ექიმს გაუწევთ რეკომენდაციას?
თითქმის 10.5 კვირის ვარ და ვერ გადავწყვიტე სად დავდგე აღრიცხვაზე. ინ ვიტროთი ნატანჯ-ნაწვალები შედეგია და ვინმე გამოცდილ ექიმს ვეძებ, სასურველია ინ ვიტროს პაციენტებთან მუშაობის გამოცდილებით.
დავარაშვილის კლინიკას განვიხილავდი, მაგრამ კონკრეტული ექიმი ვერავინ ვიპოვე, სოფო თამაზაშვილი მიქეს, თუ გსმენიათ რამე მასზე?
ამ ეტაპზე ინ ვიტრო სადაც გავიკეთე იმ კლინიკის (ბეტაპლიუსი) გინეკოლოგი მეთვალყურეობს, მაგრამ ვერც მაგას ვენდობი ბოლომდე.
აქვე გკითხავთ, ვინც ინვიტროთი დაორსულდით, პროგესტერონის ნემსები რომელ კვირაზე შეგიწყვიტათ? მე 8.5 კვირაზე შემაწყვეტინა, მხოლოდ სანთლის სახით (ლუთეინა 3 ჯერ დღეში) და პერორალურად ვიღებდი (დუფასტონი 2ც დღეში). დღეს ვიყავი ხეცურიანთან და მშვიდობაა ექოზე და ამის ფონზე ექიმმა დუფასტონის შეწყვეტა მითხრა 11 კვირიდან და მხოლოდ სანთლის სახით დამიტოვა 12 კვირამდე. ცოტა ადრე ხომ არაა დოზების შემცირება? ასე ბრმადაც ვერ ვენდობი და მეშინია. ამიტომ ვეძებ სასწრაფოდ კარგ ექიმს.

ნატო ბერაია და ქეთი ჭუმბურიძე ინოვაში ძალიან მომწონს, ორივესთან მქონია ადრე შეხება და ვენდობი, უბრალოდ ლოკაცია არ მაწყობს, თან ისეთ ექიმს ვეძებ, სადაც მშობიარობას დავგეგმავ.
თქვენი რეკომენდაციების იმედი მაქვს. <3

Posted by: a-liza 31 Jan 2024, 14:22
SoFia33
დიღმის ტერიტორიაზე ალბათ კორკოტაშვილი( უნივერსი) და თამარ დიაკონიძე (ახალი სიცოცხლე) . თუ თრომბოფილია გაქვთ, მითუმეტეს ეს ორი. სხვა არ ვიცი. თამაზაშვილი გამიგია.

Posted by: Katie_ket 31 Jan 2024, 16:37
გოგოებო როგორ ხართ? საშარდე გზების ინფექციასთან თუ გქონიათ ვინმეს შეხება smile.gif უფრო სწორად ჯერ არ ვიცი, შარდის საერთოში მშვიდობაა მაგრამ.. უცნაური შეგრძნებები მაქვს. და რომელ ექიმს მივმართო ან რა ანალიზია დამატებით საჭირო, ხომ არ გსმენიათ შემთხვევით

Posted by: a-liza 31 Jan 2024, 17:07
Katie_ket ზოგადად უროლოგის კომპეტენციაა, მაგრამ მე ოჯახის ექიმთწნ ვიყავი. ცისტიტი მქონდა მგონი, ხშირი შარდვა, მაგრამ ბევრი, ცოტა არა. შარდვის ბოლოს მქონდა ტკივილი, თითქოს რაღაც იბზარებოდა. შარდის ანალიზში ლეიკოციტები მომატებული და ნიტრატები. როე 30. ანტიბიოტიკი დამინიშნა ოჯახის ექიმმა, ციპრო-დენკი 500-იანი დილა -საღამოს, 12 საათში. პირველივე მიღების მერე უკეთესობა მქონდა. 5 დღე მქონდა დანიშნული. დღეს განმეორებით უნდა ჩამებარებინა შარდი და ვერ მოვახერხე.
შენს შემთხვევაში ალბათ უფრო ღრმა კვლევა შარდის, რადგან
ჩვეულებრივ ანალიზში არ ჩანს. ბაქტერიოლოგიას ეძახიან მგონი? სისხლის საერთოც და ალბათ ექოსკოპიაც საშარდე გზების.

Posted by: Katie_ket 31 Jan 2024, 20:11
a-liza
მადლობა ანი. წვის შეგრძნება მაქვს, საერთოში არაფერია, როეც ნორმაშია, გამოვაწერინებ ბაქტერიოლოგიურსაც, აშკარად არ მეჩვენება smile.gif

Posted by: Freni_99 31 Jan 2024, 21:43
Katie_ket
საშარდე თემები უროლოგის კომპეტენციაა, ბაქტერიოლოგიური ჩააბარე აუცილებლად და ეხოც გადაიღე, თირკმლის თემა არ იყოს, იგივე სიმპტომები აქვს ხოლმე დაახლოებით.


მე ვერავის ვურჩევ ვერც კორკოტაშვილს და ვერც დიაკონიძეს, ჩემს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.



Posted by: a-liza 31 Jan 2024, 22:15
Freni_99
QUOTE
მე ვერავის ვურჩევ ვერც კორკოტაშვილს და ვერც დიაკონიძეს, ჩემს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.
ზოგადად რჩევა რთულია, მაგრამ დიღმის ტერიტორიაზე სხვა არავინ მახსენდება. ნინო ქანთარიაა გაგუაში და ბევრი უკმაყოფილოა, ჰერაში უფრო მარტივ ორსულობას მართავენ, ასე მგონია. დავარაშვილში აზრზე არ ვარ ვინ ჰყავთ. თამაზაშვილიო და ეგ კი გამიგია. საბახტარაშვილია კიდევ მანდ და იქ საერთოდ არავის ვურჩევ.

Posted by: Freni_99 31 Jan 2024, 22:18
a-liza
ჰო, ძაან გართულდა ექიმის რჩევის ამბავი )) ალბათ ჯობია გავიჭირვოთ და ტერიტორიის მიხედვით არ შევარჩიოთ.
რას შვები შენ?

Posted by: a-liza 31 Jan 2024, 22:24
Freni_99
არაფერს ჯერ. თანხების მობილიზებას ველოდები.. ერთადერთი მეუღლის გამოკვლევა გადავწყვიტე და მასზე გადავერთე. დღეს დავასრულეთ შოთას ანალიზები და პასუხებს ველოდებით, პარასკევს მივალთ ალბათ. იქნებ ბუნებრივად მოხდეს რამე, სანამ ისევ დავიწყებ.
* * *
Freni_99
შენ როდის გეგმავ ?

Posted by: Freni_99 31 Jan 2024, 22:42
a-liza
პროცესში ბუნებრივის მოლოდინი კი, მაგრამ ისე, არ ელოდო მაგას რა, მალევე დაიწყე. კარგია ეს პოზიტიური ისტორიები, ამას ასე გამოუვიდა იმას ისე, მაგრამ რავი, იღბალია რა, ხომ იცი.
ეჰ, მე რავი, იქითა წელს ალბათ ))

Posted by: a-liza 31 Jan 2024, 23:05
Freni_99
ახლა ფიზიკურად ვერ დავიწყებ, მარტისთვის თუ დავიწყე, კარგია. მანამდე სპერმას მოვაძლიერებთ, მეც დანამატებს ვსვამ და მეტ-ნაკლებად მომზადებული ვიქნებით .

Posted by: Freni_99 31 Jan 2024, 23:09
a-liza
მარტი სტარტისთვის გადასარევი თვეა ^^
თან მანამდე ვიტამინებიც იზამენ თავიანთ საქმეს

Posted by: a-liza 1 Feb 2024, 20:41
Freni_99
ვნახოთ, იმედია მესამე მაინც გაამართლებს...

Posted by: Margery 1 Feb 2024, 20:52
საღამომშვიდობის გოგოებო, მოკლედ წინა თვეში ჩატარებულმა სტმულაციამ უშედეგოდ ჩაიარა, მიუხედავად იმისა რომ სამი ფოლიკული მქონდა და სამივე გასკდა ექოზე რომ ვნახეთ sad.gif(( მიყოლებით უნდა გავაკეთოთ სამი, თუ არაფერი გამოვიდა, მერე უკვე გავჩერდები და ინ ვიტროზე დავიწყებ ფიქრს... უბრალოდ ვერ ვიგებ ყველაფერი, რომ წესრიგშია, თეორიულად არაფერი უშლიდა ხელს ორსულობას, მაგრამ მაინც არ გამოვიდა...შესაძლოა რომ ფოლიკულში კვერცხუჯრედი არ ყოფილიყო? თუ უკვე ძალიან ბევრს ვფიქრობsad.gif(

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 2 Feb 2024, 09:25
Margery
ერთი სტიმულაცია გაიკეთე მარტო? არაფერი არაა თუ არ გამოვიდა, ყურები არ ჩამოყარო. გაიკეთე შემდეგ თვეშიც, ჯერ რა დროს ინ ვიტროა
რამდენი წლის ხარ?

Posted by: Iceicebaby 2 Feb 2024, 10:06
Margery
გამარჯობა ^_^ ერთი სტიმულაციით წარმოდგენის შექმნა ნამდვილად არ ღირს. პროლაქტინი, ტსჰ და მსგავსნი ალბათ შემოწმებული იყო ჰო?
აბსოლუტურად არანაირი ხელისშემშმლელი არაფერი მქონდა (რაც მქონდა, იმას ვმკურნალობდი და ყველაფერი წესრიგში) ასაკი 29 წელი, მაგრამ არ დგებოდა. მე უბრალოდ მოსაცდელი დრო არ მქონდა ანტიმიულერის გამო და ძალიან მალევე დავგეგმე ინვიტრო. ვფიქრობ რადგან პირველივე ცდაზე გამომივიდა, ბუნებრივადაც მქონდა შანსი ალბათ გამომსვლოდა, დრო რომ მქონდა. თუ ასაკი და ამჰ ხელს გიწყობს, ცოტა მოეშვი და მიჰყევი ექიმს, იმედია გულისხმიერი და ჭკვიანი ექიმი გყავს smile.gif

Posted by: Henyd0r1 2 Feb 2024, 10:31
ხალხნო,რეპროპოლი ჭამამდე ისმევა თუ ჭამის მერე?
და დღეში 1ხელ ხო?

Posted by: Margery 2 Feb 2024, 11:14
QUOTE (Iceicebaby @ 2 Feb 2024, 10:06 )
Margery
გამარჯობა ^_^ ერთი სტიმულაციით წარმოდგენის შექმნა ნამდვილად არ ღირს. პროლაქტინი, ტსჰ და მსგავსნი ალბათ შემოწმებული იყო ჰო?
აბსოლუტურად არანაირი ხელისშემშმლელი არაფერი მქონდა (რაც მქონდა, იმას ვმკურნალობდი და ყველაფერი წესრიგში) ასაკი 29 წელი, მაგრამ არ დგებოდა. მე უბრალოდ მოსაცდელი დრო არ მქონდა ანტიმიულერის გამო და ძალიან მალევე დავგეგმე ინვიტრო. ვფიქრობ რადგან პირველივე ცდაზე გამომივიდა, ბუნებრივადაც მქონდა შანსი ალბათ გამომსვლოდა, დრო რომ მქონდა. თუ ასაკი და ამჰ ხელს გიწყობს, ცოტა მოეშვი და მიჰყევი ექიმს, იმედია გულისხმიერი და ჭკვიანი ექიმი გყავს smile.gif

კი პროლაქტინი და თიესეიჩი ნორმაშია, ენდოკრინოლოგთანაც დავდივარ პერიოდულად, მანამდე სანამ დავიწყებდით ჰორმონებიც შევიმოწმე და ეგეც ნორმაში მქონდა, ანტიმიულერი ორი წლის უკან გავიკეთე და კარგი მაჩვენებელი იყო, არ ვიცი ნერვიულობის ფონზე შეიძლება ეგ კარგი მაჩვენებელიც აღარ მაქვს(((( როცა ანტიმიულერი დაბალია ფოლიკულები არ მწიფდება?

Posted by: member1986 2 Feb 2024, 12:38
QUOTE (Freni_99 @ 31 Jan 2024, 21:43 )
Katie_ket


მე ვერავის ვურჩევ ვერც კორკოტაშვილს და ვერც დიაკონიძეს, ჩემს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.

ეკას მთავარი პრობლემა ის არის რომ თრიმბოფილიის უკან არ იხედება, გადაკეტილი აქვს მაგაზე და ეგ ჰგონია მარტო პრიბლემა. ამასობაში იმდენი რამეა გასათვალისწინებელი…
* * *
QUOTE (Tekoteko333 @ 29 Jan 2024, 15:40 )
ეკა კორკოტაშვილი, 9 კვირის ორსული ვარ, სექტემბერში გამიკეთა და ნორმაში იყო, ორსულობის დროს ზოგადად ვიცი რომ იცის მატება ანტისპერმალურმა ანტისხეულებმა, იქამდე მეუღლესაც გაუკეთა და იმკურნალა, მაგრამ სულ ასე კონტროლია საჭიროა ორსულობის დროსაც?

ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების ანალიზს გაგიკეთებდა, ანტისპერმულს არა. ლიმფოციტო მაგ შემთხვევაში კეთდება ❤️

Posted by: Iceicebaby 2 Feb 2024, 14:21
Margery
ნერვიულობა ზოგადად არაფრისთვისაა კარგი, მაგრამ ამჰ-თან არაფერ შუაშია, საკვერცხეების მარაგია რაც მოგანიჭნა დედაბუნებამ :დ იკლებს ყოველწლიურად, მაგრამ საგრძნბლად არა, კარგი მაჩვენებელი კიდევ ბევრი წელი გეყოფათ smile.gif ამჰ მხოლოდ მარაგთანაა კავშირში და ფოლიკულების მომწიფებასთან არაფერ შუაშია. ჩვეულებრივად ყოველ თვე მქონდა ხოლმე დომინანტი ^^ და მაქვს ახლაც, ბოლოს რო ვიყავი მშობიარობის მერე ჩექაფზე. უბრალოდ სულ 3 ცალია ))

Posted by: morenheit_ 2 Feb 2024, 15:53
გამარჯობა გოგონებო, დიდი ხანია აქ არ შემომიხედავს. რჩევა მინდა გთხოვოთ, თურქეთის კოლანის კლინიკაში თუ გაგიკეთებიათ ვინმეს ინ ვიტრო, იქნებ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება. აქ სამი წარუმატებელი მცდელობა მქონდა, მაგრამ მინდა კიდევ ვცადო. ამ კლინიკაზე მირჩიეს ბოლოს, დავეკონტაქტე მათ საკონტაქტო პირს, საკმაოდ დიდი თანხები მომწერა და ამის გადახდა გამიჭირდება ძალიან, მაგრამ თუ ნამდვილად არის მეტი შანსი, ვიდრე საქართველოში, იქნებ რაიმე მომეხერხებინა. ზოგადად, თურქეთის კლინიკებში რაიმე გასნხვავებული პროტოკოლი აქვთ თუ იცით? უკვე აღარ ვიცი რას მოვეჭიდო. ის ქალი, ვინც ამ კლინიკაში დაორსულდა აქ უიმედოდ ითვლებოდა, 48 წლის ასაკში გააჩინა ჯანმრთელი შვილი თავისი კვერცხუჯრედით. იქნებ გქონდეთ გამოცდილება ამ ჯგუფში რომელიმეს და გამიზიაროთ. მადლობა წინასწარ.

Posted by: Margery 2 Feb 2024, 17:15
QUOTE (Iceicebaby @ 2 Feb 2024, 14:21 )
Margery
ნერვიულობა ზოგადად არაფრისთვისაა კარგი, მაგრამ ამჰ-თან არაფერ შუაშია, საკვერცხეების მარაგია რაც მოგანიჭნა დედაბუნებამ :დ იკლებს ყოველწლიურად, მაგრამ საგრძნბლად არა, კარგი მაჩვენებელი კიდევ ბევრი წელი გეყოფათ smile.gif ამჰ მხოლოდ მარაგთანაა კავშირში და ფოლიკულების მომწიფებასთან არაფერ შუაშია. ჩვეულებრივად ყოველ თვე მქონდა ხოლმე დომინანტი ^^ და მაქვს ახლაც, ბოლოს რო ვიყავი მშობიარობის მერე ჩექაფზე. უბრალოდ სულ 3 ცალია ))

გმადლობ გამხნევებისთვის ❤️ მეორე სტიმულაციასაც გავაკეთებ ალბათ ამ თვეში
ინ ვიტრო საქართველოში გაიკეთეთ? ექიმმა მითხრა შესაძლოა არც იყო კვერცხუჯრედი ან დაბალი ხარისხისო, ლაპაროთი ენდომეტრიოზი დამიდგინდა 1-2 ხარისხის, ეგ კიდე ახდენს ხარისზე გავლენას sad.gif(

Posted by: Freni_99 2 Feb 2024, 18:03
morenheit_
დიდი ალბათობით დონორით გააჩენდა, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს. ანუ მაგ ასაკშიც კი ორსულდებიან ბუნებრივად, მაგრამ იშვიათად, რა თქმა უნდა და ძირითადად ეგეთებს ინვიტრომდე მისვლა არც სჭირდებათ.
ასაკი და ანტიმიულერი რა გაქვთ? რა დასახელდა აქ მიზეზად გამოუსვლელობის?
თურქეთს აქებს ბევრი, ვისთან დადიოდით აქ ?

* * *
Margery
ასაკი რა გაქვთ? ენდომეტრიოზი თითქმის ყველას აქვს, ჩათვალეთ, ზოგს დადგენილი, ზოგს დაუდგენელი. მაგაზე არ ინერვიულოთ დამატებით.

Posted by: Panda-008 2 Feb 2024, 18:22
QUOTE (member1986 @ 2 Feb 2024, 12:38 )
ეკას მთავარი პრობლემა ის არის რომ თრიმბოფილიის უკან არ იხედება, გადაკეტილი აქვს მაგაზე და ეგ ჰგონია მარტო პრიბლემა. ამასობაში იმდენი რამეა გასათვალისწინებელი…

+++++
მაგისი მთავარი სტრატეგიაა 1 კასრი გამათხელებელი, გჭირდება თუ არ გჭირდება. თან აროგანტულია. რა ნამუსით უნდა განაცხადოს ექიმმა, ჯერ ორსულობის შეწყვეტის შემთხვევა არ მქონიაო, თუ ორი კვირის დაწყებული არ აქვს მუშაობა.

Posted by: Freni_99 2 Feb 2024, 18:38
Panda-008
ზუსტად.
ლიმფოციტოთერაპია კიდევ ოქროს სტანდარტი, ყველა პრობლემას რომ ერგება და მხოლოდ მისი მიგნება როა.


Posted by: narkozeli 2 Feb 2024, 19:40
ხო მაგრამ ფაქტია ბევრთან დადო ეკამ შედეგი. დამთხვევაა თუ არა, ფაქტია აქაც ბევრი მიიყვანა რამდენიმე შეწყვეტილი ორსულობის ანამნეზიანი ბოლომდე. ვერ დაუკარგავ

Posted by: adeline 2 Feb 2024, 19:57
ეკას დამსახურებაა ჩემი ბაია დიდწილად. ლიმფოციტო მე არ გამიკეთებია, რადგან ინტრალიპიდს ვისხავდი. თრომბოფილიის გარდა ბევრ რამეს აქცევდა ჩემთან ყურადღებას.

Posted by: Freni_99 2 Feb 2024, 20:02
narkozeli
კი და ჩემს გარშემო ბევრთან ვერ დადო. ვისთანაც დადო, გულწრფელად მიხარია მათ გამო. ადელა, ანაბელი და მია მახსენდება აქედან.

adeline
კარგი იქნებოდა ეკაც ინტრას სთავაზობდეს პაციენტებს და არა უკვე მოძველებულ ლიმფოს

Posted by: a-liza 2 Feb 2024, 21:17
უკვე დავიბენი, ვის უნდა ვენდო, ვერ ვხვდები..ალბათ მხოლოდ ღმერთს უნდა მივენდო... ზოგი აქებს ეკას, ზოგი დიაკონიძეს, ზოგი პირიქით,. სად წავიდე და სად წავიქცე, გამაგებინეთ lol.gif სიმწრის სიცილია.
დაკა საერთოდ გამორიცხავს თრომბოფილიას. ერთი ნინო შარაშენიძესთან უნდა მივიდე ორსულობამდე, რადგან ორსულებს არ ღებულობს და ჩემი ანამნეზით რას მეტყვის..
* * *
Freni_99
QUOTE
დიდი ალბათობით დონორით გააჩენდა, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს
თუ თურქეთში ჰქონდა ინ ვიტრო, იქ დონაცია-სუროგაცია გამორიცხულია.

* * *
შოთასთან ვიყავით დღეს ანალიზის პასუხებით. ყველა ჰორმონი წესრიგშია. მხოლოდ დ ვიტამინი აქვს 21. და მაგაზე უკვე ადრევე დავაწყებინე გრავიდა დ3. შოთამ 5-მდე გაუზარდა დოზა. 1000-იანია. დაუნიშნა ფერტილმენ პლუსი და ანდროზიტოლ პლუსი. პრობლემას ვერ ვხედავო ჰორმონალურს.ეს სპერმა ინ ვიტროსთვის კარგია და ბუნებრივისთვისაც შეიძლებაო. სანამ ინ ვიტროს შევუდგები, მანამდე ბუნებრივად იქნებ რამე იყოს და დალევს ამ წამლებს.რომელიც არ უნდა გადაწყდეს, მაინც გააუმჯობესებს სპერმას. საკმაოდ ძვირადღირებული კი ყოფილა

Posted by: Margery 2 Feb 2024, 21:39
QUOTE (Freni_99 @ 2 Feb 2024, 18:03 )
morenheit_
დიდი ალბათობით დონორით გააჩენდა, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს. ანუ მაგ ასაკშიც კი ორსულდებიან ბუნებრივად, მაგრამ იშვიათად, რა თქმა უნდა და ძირითადად ეგეთებს ინვიტრომდე მისვლა არც სჭირდებათ.
ასაკი და ანტიმიულერი რა გაქვთ? რა დასახელდა აქ მიზეზად გამოუსვლელობის?
თურქეთს აქებს ბევრი, ვისთან დადიოდით აქ ?

* * *
Margery
ასაკი რა გაქვთ? ენდომეტრიოზი თითქმის ყველას აქვს, ჩათვალეთ, ზოგს დადგენილი, ზოგს დაუდგენელი. მაგაზე არ ინერვიულოთ დამატებით.

30 წლის ვარ, კი ენდომეტრიოზი არაა პრობლემა, თან კერები რაც იყო მომიწვეს, მილებიც გამტარი მაქვს
მაგრამ შესაძლოა საკვერცხის ხარისხზე ახდენდეს მაინც გავლენასო მოწვის მერეცო
და არ ვიცი ((( ემოციური გავხდი ძალიან, ნერვიულობით არ ეშველება ეგეც ვიცი
თურქებს ძალიან აქებენ, ბევრი ჩადის ჩემ ირგვლივ და საერთოდ სხვა დიაგნოზს უსვამენ, ერთთან მალევე ორსულობა დადგა უბრალოდ მკურნალობით, არა ინ ვიტრო
მანანდე 5-6 წელი არ ჰყავდა

Posted by: adeline 2 Feb 2024, 22:39
Freni_99
ინტრალიპიდის პროტოკოლი ინვიტროს ექიმებმა იციან უფრო. ეკა არ აკეთებს ინვიტროს. აი თამთა რომ არ უსხავს, ეგ მართლა გასაკვირია.
* * *
a-liza
ანდროზიტოლს ქეთი ნიშნავს და ძალიან კარგია ნამდვილად.

Posted by: Gretag 3 Feb 2024, 00:33
გამარჯობა გოგოებო, პროგესტან დექსა (მუცელზე გასაკეთებელი) მაქვს 7 ამპულა და ვინმეს თუ გჭირდებათ გაჩუქებთ. მარტში გასდის ვადა. გვიან ვნახე და იმედია გამოჩნდება ვინმე, დასანანია
user posted image
* * *
რაც შეეხება ეკას, კარგს ვერაფერს ვიტყვი ჯერ. პირადად არ მომწონს უკიდეგანოდ ყველა ექიმს რომ ლანძავს. ქეთი ლიდერობს ამ სიაში. მე პირადად ყველა მისვლაზე ქოჩიაშვილთან ინვიტროს მთავაზობდა. სანამ მყავდა ემბრიონები გადმოიტანეო. ახლა ხელახლა გაიკეთე ქოვიაშვილთანო. მეგობარი რეზუს უარყოფითია, 28-ე კვირაზე არ გააკეთებინა ანტირეზუსდიმუნოგლობულინი და ბავშვს პრობლემები ჰქონდა ამის გამო. მოკლედ ბევრი ფაქტორის გამო ვერ გავაგრძელებ მასთან მკურნალობას. ბოდიში თუ ვინმე მისი პაციენტი ხართ, დარწმუნებული ვარ სასარგებლოსაც ბრვრს აკეთებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ნებისმიერ ექიმთან ძალიან უნდა გაგიმართლოს

Posted by: a-liza 3 Feb 2024, 09:45
Gretag ეკას ჯერ არ შემოუთავაზებია ჩემთვის ქოჩიაშვილი, პირიქით, მეუბნება, რომ ინ ვიტრო არაფერში გჭირდებაო, დაგიხვევენ ინ ვიტროს ექიმები ხელზეო..ბოლო ვიზიტზე თითქმის ყველა ანალიზგაკეთებული მივედი, დრო რომ არ დამეკარგა, გარდა ჰორმონებისა და არ ესიამოვნა ეგეც, მე რაში გჭირდებიო, თუ შენით იკეთებ ამ ანალიზებსო. ერთს მივხვდი- არცერთ ექიმს არ მოსწონს ცოტა გათვითცნობიერებული პაციენტი.. როგორც ვიცი, მგლურა როცა კიდევ ზღვარზე მაქვს, მაგის მკურნალობა გამათხელებლით საჭიროა, არაო, უჩემოდ არაფერი დაიწყოო. რას უშლიდა ხელს ამ პერიოდში თუნდაც ოქსაპარი გამეკეთებინა საპროფილაქტიკოდ 0.4, ვერ ვხდები. რაც უფრო მალე მოვერევი ამ მგლურას არ ჯობია? მეტი სხვა რითი მკურნალობენ?
არ ვიცი, მართლა ამ ექიმების არჩევით დავიღალე, მგონი ყველაფერზე ხელს ჩავიქნევ, ქვეყანაში ნორმალური ექიმი ვერ გვიპოვია, ვისაც რაღაც სხვა ინტერესები არ ამოძრავებდეს. ეკამ დამინიშნა ფერტილოგენი- დავძებნე- რომელი ბრენდიათქო. ვინმე ლიანა რურუას დამზადებული წამალი როგორ დავლიო ხალხო, გამაგებინეთ... რათქმაუნდა, არ ვიყიდე.ამაზონიდან გამოწერილებს არ ვენდობი, არაცნობილი ბრენდიათქო, მაგრამ ძვირადღირებულს ვერ შევწვდი , მაგ შედარებით იაფიანზე მეთანაღრება გული და გადავირიე, რურუას წამალი როგორ დავლიო!

Posted by: Henyd0r1 3 Feb 2024, 09:58
QUOTE (Henyd0r1 @ 2 Feb 2024, 10:31 )
ხალხნო,რეპროპოლი ჭამამდე ისმევა თუ ჭამის მერე?
და დღეში 1ხელ ხო?

უზმოზე ვსვამ და იმედია არაფერს ვაფუჭებ vik.gif vik.gif

Posted by: Gretag 3 Feb 2024, 10:39
QUOTE (Henyd0r1 @ 3 Feb 2024, 09:58 )
QUOTE (Henyd0r1 @ 2 Feb 2024, 10:31 )
ხალხნო,რეპროპოლი ჭამამდე ისმევა თუ ჭამის მერე?
და დღეში 1ხელ ხო?

უზმოზე ვსვამ და იმედია არაფერს ვაფუჭებ vik.gif vik.gif

ეს დანამატები სასურველია ჭამის შემდეგ მიიღოთ (უმეტესობას როგორც წესით დილის საუზმის შემდეგ ნიშნავენ).

Posted by: a-liza 3 Feb 2024, 11:36
Gretag
QUOTE
ეს დანამატები სასურველია ჭამის შემდეგ მიიღოთ (უმეტესობას როგორც წესით დილის საუზმის შემდეგ ნიშნავენ).
დილით იმდენ დანამატს ვსვამ, 2 ლიტრი წყლის დალევის გეგმას იქვე ვასრულებ.

Posted by: Mia20 3 Feb 2024, 11:51
a-liza
მე ეკა ორსულობის მართვაში მომეწონა და ბევრი შემიძლია ვაქო მაგ მხრივ)) დაორსულებისთანავე რომ უნდა ჩართო ისეთია
მარა დაორსულებამდე მგონია რომ ძაან ბოდიალობს ბევრს და ჯობს სხვა ექიმი

Posted by: adeline 3 Feb 2024, 13:18
a-liza
ეკა ჩემთან მხოლოდ თრიმბოფილიას მართავდა. დანარჩენი სხვა ყველა კუთხით მე იდეალურად მმართა ოსიძემ, ბერიამ და ჭუმბურიძემ.

Posted by: member1986 3 Feb 2024, 13:24
a-liza
ფერტილოგენი მე დავლიე და სხვათაშორის არ ვარ უკმაყოფილო, ჩემი ენდომეტრიუმი ცოტა მოიყვანა ჭკუაზე. ეგ ბალახი მირჩევნია კიდე იმ რაღაცა ვითომ დანამატებს, კიდე მითხრა მედდიაგნოსტიკაში იყიდებოდა და არ ვიყიდე, უაზროდ ფულის ყრაა. გაბერილი ფასები და სარგებელი ინდივიდუალური.

Posted by: ashley judd 3 Feb 2024, 13:35
ინსემინაციას გაუმარᲗლებია ვინმეს ᲨემᲗხვევაᲨი, როცა ქალის მხრიდან იყო პრობლემა?

Posted by: Mia20 3 Feb 2024, 14:53
a-liza
მე ეკა ორსულობის მართვაში მომეწონა და ბევრი შემიძლია ვაქო მაგ მხრივ)) დაორსულებისთანავე რომ უნდა ჩართო ისეთია
მარა დაორსულებამდე მგონია რომ ძაან ბოდიალობს ბევრს და ჯობს სხვა ექიმი

Posted by: a-liza 3 Feb 2024, 15:26
adeline
Mia20
მე მითხრა, დაორსულებამდე უნდა მოსულიყავიო. 14-ში გავიგე ორსულობა, ოქსაპარს და კარდიომაგნილს ვღებულობდი და 27-ში მივედი ეკასთან. კლექსანის 0.6 დოზაზეც 6 დღის გადასული ვიყავი ალბათ, ეკასთან მისვლამდე. ანუ, წესით ძალიან დაგვიანებული არ იყო ჩემი მისვლაც ეკასთან, მითუმეტეს ვიკეთებდი გამათხელებლებს. ბეთანელი, შარაშენიძე ან მახალდიანი, ამათგან ერთ-ერთთან მივალ და ვნახოთ, რას მეტყვიან.

Posted by: adeline 3 Feb 2024, 17:08
a-liza
გადატანამდე რამდენიმე თვით ადრე მივედი მე. იდეალურად მომამზადა გადატანისთვის, ოღონდ თრომბოფილიის კუთხით. სხვა მხრივ, ქეთის დანიშნულება ყველაფერი მოეწონა.
* * *
მახალდიანთან ტყუილად მიხვალ. არ აღიარებს თრომბოფილიას და გამათხელებლებს. ბეთანელთან ნამყოფი ვარ და მე ვერ დამეხმარა. შარაშენიძეზე ვერაფერს გეტყვი თრომბოფილიის კუთხით; როგორც ჰემატოლოგი კი ნამდვილად ძლიერია.

Posted by: SoFia33 3 Feb 2024, 17:40
გოგოებო, ერთი კითხვა მაქვს- ორსულობის პირვწლ ტრიმესტრში ვაგინალური გამონადენი თუ გქონიათ? გამჭვირვალე/მოთეთრო, სპეციფიური სუნის გარეშე?
ორსულობის პირველივე დღეებიდან მაქვს, რომ დავგუგლე მომატებული ჰორმონალური ფონია მიზეზი და საკმაოდ ხშირიაო, ამიტომ საყურადღებოდ არ ჩამითვლია, ლოგიკურად მომეჩვენა მომატებული ესტროგენის ფონზე, მაგრამ ახლა მეგობარმა ცოტა დამაშინა, სანამ ექიმი მიპასუხებს, თქვენ თუ გქონიათ მსგავსად?

Posted by: Freni_99 3 Feb 2024, 18:13
SoFia33
ბუნებრივია კი, ახასიათებს ორსულობას მსგავსი გამონადენი.


adeline
შენი აზრი მაინტერესებს, 43 წლის ქალს რომ ეუბნები, ინვიტრო არ გჭირდება, ტყუილად გაკეთებინებენო (ანამნეზი რომ იცი თან), რამდენად სწორია ?

* * *
a-liza
შარაშენიძე ბეთანელთან გადაგამისამართებს, მახალდიანი მართლა არ ცნობს ფილიებს , ოღონდ მგონი იმ მარტივებს, რაც უმეტესობას გვაქვს. მგლურასთან და ეგეთებთან რა დამოკიდებულება აქვს, არ ვიცი. გამათხელებელსაც ნიშნავს ისე ანამნეზიდან გამომდინარე

Posted by: Margery 3 Feb 2024, 18:31
გოგოებო, ფარისის ნაყოფიერების ინდექსი რას ნიშნავს? სპერმოგრამაში წერენ
ანუ თუ დაბალია განაყოფიერების შანსიც დაბალია?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 3 Feb 2024, 19:17
adeline
სამი ექიმი რატომ ისე? ოსიძე კაი, კორკოტაც კაი და ის ორი?
Freni_99
აუ ინვიტროს გზაზე მდგარ ადამიანს ეგ არ უნდა უთხრა თან ასე ნაწვალებს

Posted by: Freni_99 3 Feb 2024, 21:15
ashley judd
ქალის მხრიდან პრობლემის შემთხცევაში (თან მითუმეტეს მილებს თუ ეხება ეს პრობლემა) ნაკლებად გამართლებულია ინსემინაცია

* * *
Margery
პირველად მესმის, ჩვეულებრივ სპერმოგრამაში წერია ?

* * *
Watermelon_Sugar_Hi
ანუ ინვიტრო მარტო გჭირდება-არგჭირდებაც ხო არაა. რავი მე ასე მესმის.
25 წლის გოგო დაიცდის 1 წელსაც ,მეტსაც, იმკურნალებს თუ რამე, მარა 40+ ადამიანს მსგავსისკენ მოუწოდებდე, რავი აბა.


Posted by: Mia20 3 Feb 2024, 22:29
a-liza
შენ შემთხვევაში ეკასთან სწორად ხარ მისული.. თრომბოფილიის პრობლემა გაქვს და შენ სხვა ექიმებმა სწორი დოზები არ შეგირჩიეს თავიდანვე

Posted by: Margery 4 Feb 2024, 00:46
QUOTE (Freni_99 @ 3 Feb 2024, 21:15 )
ashley judd
ქალის მხრიდან პრობლემის შემთხცევაში (თან მითუმეტეს მილებს თუ ეხება ეს პრობლემა) ნაკლებად გამართლებულია ინსემინაცია

* * *
Margery
პირველად მესმის, ჩვეულებრივ სპერმოგრამაში წერია ?

* * *
Watermelon_Sugar_Hi
ანუ ინვიტრო მარტო გჭირდება-არგჭირდებაც ხო არაა. რავი მე ასე მესმის.
25 წლის გოგო დაიცდის 1 წელსაც ,მეტსაც, იმკურნალებს თუ რამე, მარა 40+ ადამიანს მსგავსისკენ მოუწოდებდე, რავი აბა.

კი ჩვეულებრივში, ფარისის ან კრიუგერის ინდექსებით ხელმძღვანელობენ , დავგუგლე მერე რო ვერ მივხვდი

Posted by: adeline 4 Feb 2024, 01:15
Watermelon_Sugar_Hi
მე-4 ენდოკრინოლოგი გამომრჩა biggrin.gif 12 კვირამდე მმართა ოსიძემ და ბერიამ. ქეთი როცა აქ არ იყო, ნატო აკვირდებოდა დეტალურად ყველაფერს და მაძლევდა დანიშნულებებს. 12 კვირის მერე გადავბარგდი ჭუმბურიძესთან.
Freni_99
არა, არ ვეთანხმები მაგაში ნამდვილად. ისე ეკას მოსაცდელში კი ვხედავდი ძალიან ასაკოვან ორსულებს; ინვიტრო არცერთი არააო ამბობდა.
ეკა პროგსაც ადრე აწყვეტინებს, თუმცა მე არ დავემორჩილე მაგაში და ქეთის მივყევი. ისე ყელის დამოკლებაზე რომ ვნერვიულობდი, ზუსტი პროგნოზი დადო - შანსი არაა დაგიმოკლდესო და ასეც მოხდა. კლექსანი 24 საათით ადრე მომიხსნა მაგანაც და დავარაშვილმაც საკეისრომდე. ზუსტად დაემთხვა ორივეს აზრი. თრომბოფილიის მართვაში ეკას მე ვერავის შევადარებ. დაკასთანაც ვიყავი, მანანასთანაც, დიაკონიძესთანაც, ბეთანელთანაც.

Posted by: NankA2203 4 Feb 2024, 13:14
გამარჯობა გოგონებო, ეხლა ვუსმინე იმედზე თრომბოფილიასთნ დაკავშირებით ჰემატოლოგს ლევან მახალდიანს. გენეტიკურ თრომბოფილიას არ აღიარებს საერთოდ, თუ კომბინირებული და მძიმე ფორმა არ აქვსო. მხოლოდ შეძენილზე გაამახვილა ყურადღება. ძირითადად ჩვენ გენეტიკური გვაქვს ყველას აღებული, შეძენილი საერთოდ არც გამიკეთებია და ვეღარ გავიგე საერთოდ რა უნდა ვქნათ.

Posted by: a-liza 4 Feb 2024, 15:42
NankA2203
QUOTE
მხოლოდ შეძენილზე გაამახვილა ყურადღება.

არადა, მარტივი კომბინაციაც შეიძლება საბედისწეროა, პროფილაქტიკური დოზა მაინც რას უშლით რომ დანიშნონ. ე.ი. მგლურას ჩათვლის საყურადღებოდ..

Posted by: NankA2203 4 Feb 2024, 17:03
a-liza
დავიბენი საკმაოდ. 90% ს აქვს საქართველოშიო გენეტიკურიო და ამიტომ აზრი არ აქვსო

Posted by: a-liza 4 Feb 2024, 17:57
NankA2203
ვახ, ვიღაცისთვის შეიძლება არაფერი იყოს, და ვიღაცისთვის საბედისწერო. ის , რომ 90%-ს აქვს საქართველოში, მე რას მაძლევს?ასე , პირობითად, 90%-ს შვილი ჰყავს და ჩვენ 10%-მა არც ვიფიქროთ შვილზე? ასეთ სისულელეს რომ იტყვის ექიმი, არც მაქვს სურვილი მასთან ამ პრობლემით მივიდე , სხვა მხრივ ალბათ პროფესიონალია და ღმერთმა არავის დაგვაჭირვოს მახალდიანი.

Posted by: Freni_99 4 Feb 2024, 20:00
adeline
კი, ანალიზაც დადებს შედეგს თავისით,დარწმუნებული ვარ, უბრალოდ რისკია რა დროში გაწელვა. თან იქნებ არ მინდა ერთი და ბევრი მინდა ))
შენ მანამდე გიცდია 0,4იანი დოზით და არ გამოვიდა ? თუ პირდაპირ ეგრე დაიწყე ?

* * *
NankA2203
a-liza
მგონი ეგრე არ არის, გოგოებო. თუ გამოვლინება გაქვს/გქონდა (მოშლები ანუ), ყველა აღიარებს და ნიშნავენ კიდეც მკურნალობას. ისე შარაშენიძეც მაგ აზრისაა, რომ 90%-ს აქვს ეგ გენები და რეალურად ეგრეცაა ჩვენს პოპულაციაში. უბრალოდ, ზოგთან აქვს გამოვლინება , ზოგთან არა.

Posted by: a-liza 4 Feb 2024, 20:30
Freni_99
არა, რა თქმა უნდა, ბუნებრივის იმედით ამ ასაკში ვერ დაველოდები,. სანამ ფოლიკულებს ბლომად მითვლიდნენ, მაშინ არ დადგა ბიოქიმიურის მეტი და ახლა მითუმეტეს რა იქნება. უბრალოდ, სანამ ისევ მოვემზადები ინ ვიტროსთვის ფინანსურად, მანამდე თავისთავად ბუნებრივის იმედსაც არ ვკარგავ. ვცდილობ ეს დროც არ გამეწელოს და დროულად დავიწყო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. დიდი ხარჯები იყო წინა თვეებში და ჩვენი საშუალო შემოსავლით ვხლაფორთობთ რაღაცას smile.gif) ჯერჯერობით ნახევარი ინ ვიტროს თანხა გვაქვს და მეორე ნახევარსაც ალბათ გაზაფხულისთვის შევძლებთ... ვნახოთ რა იქნება...

Posted by: Freni_99 4 Feb 2024, 22:45
a-liza
გეთანხმები ყველაფერში.
ფინანსების თემა რთულია ნამდვილად და დასანანია, მაგის გამო რომ გვეშლება ხელი ბევრ რამეში.
გამოგივა აუცილებლად :*

Posted by: Natruliiiii 5 Feb 2024, 12:49
Freni_99
მადლობაა, ხეგე ჩავაბარე ციკლი რომ უნდა მომსვლოდა იმ დღეს ზუსტად და 129 მაჩვენა, ეხლა კიდევ გავიმეორე 4 დღეში და ვნახოთ პასუხი რა იქნება

Posted by: narkozeli 5 Feb 2024, 17:35
დღეს ტესტზე გამიშვა ხეცურიანმა, ყვითელი სხეულია 17მმ და ენდომეტრიუმი 9 მმ.
ანტრალურები მაქვს ბლომად)
ტესტი უარყოფითია.
მარცხენა საკვერცხესთან მტკიოდა და იმიტომ მივედი
user posted image

Posted by: Ani15 5 Feb 2024, 18:23
მგონი მარტო მე ვარ ჰემატოლოგთან რომ არ ვარ საერთოდ ნამყოფი smile.gif მორჩილაძემ არ ჩათვალა საჭიროდ და მეც დავემორჩილე,
გოგოებო ერთი კითხვა მაქვს, რეზუსუარყოფითი ვარ, ანტისხეულ3ბზე სამჯერ მაქვს ანალიზი გაკეთებული და არ არცერთხელ არ იყო მომატებული, 28 კვირაზე რომ კეთდება იმუნოგლობულინის ვაქცინა მანც კეთდება?

Posted by: narkozeli 5 Feb 2024, 18:28
Ani15

მომატებული ანტისხეულების დროს არც შეიძლება მაგ ნემსის გაკეთება, საპრევენციოა. თუ მოიმატა ესეიგი რეზუსკონფლიქტი იწყება და რომ არ დაიწყოს მაგიტომ კეთდება ნემსი.
აუცილებლად გაიკეთე.
ჩემმა მეგობარმა (ფორუმელია) არ დაგვიჯერა, სინაურიძემაც უთხრა პირველ ორსულობაში ნაკლებად ხდება რეზუსკონფლიქტი და არ გინდაო, არ გაიკეთა და 32 კვირაზე დაეწყო, ბავშვმა ზრდა გააჩერა და ნაადრევად ამშობიარეს.
უპირობოდ ყველა რეზუსუარყოფითიანმა უნდა გაიკეთოს ანტირეზუსგლობულინი 28 კვირაზე.
მეც გავიკეთე ორივე ორსულობაში.
ისე ჩემი ორივე შვილიც რეზუსუარყოფითიანი გავაჩინე (ანუ ვერც მოხდებოდა რეზუსკონფლიქტი მარა თავის დაზღვევა მიღირდა 150 ლარად) იგივეს გირჩევ❤️

Posted by: Ani15 5 Feb 2024, 18:47
narkozeli
კი მეც მასე გამიგია, რომ პირველ ორსულობაში არ აკეთებენ მარამ მართლა ბევრი უარყოფითი წავიკითხე და ნამდვილად არ გავრისკავ არც მე, მითუმეტეს მეუღლეს დადებითი აქვს და უფრო დიდი შანსია ბავშვს დადებითი ქონდეს სისხლი.
გვანცა ზუსტად 28 კვირაზე კეთდება და აუცილებლად კლინიკაში?

Posted by: narkozeli 5 Feb 2024, 19:00
Ani15

28 კვირაზე კეთდება (29მდე)

პირველად კლინიკაში გამიკეთეს ჩაჩავაში (მკლავზე)
მეორე ორსულობაში გინეკოლოგმა თუ გინდა სახლში გაიკეთეო, მარტო ვიყავი და მკლავზე ვერ გავიკეთე ამიტომ ტრაკზე დავირჭე)) ორივეგან შეიძლება.
თუ ალერგიული არ ხარ, სახლშიც შეგიძლია გაიკეთო.

Posted by: Ani15 5 Feb 2024, 19:16
აჰა ძალიან კარგი, ანუ თუ ვიზიტი არ დამემთხვა მაგ ვადაზე გაგუაში, ახლობელ ექთანს მაინც გავაკეთებინებ სახლში

Posted by: Panda-008 5 Feb 2024, 23:29
Ani15
გაიკეთე აუცილებლად, ვერ ვხვდები, რატომ რისკავს ზოგი და არ იკეთებს. არ აქვს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომ თავი შეიკავკ. ოღონდ როგორც ვიცი, არ იშოვება ადვილად ამ მომენტში იმუნოგლობულინი და მოიმარაგე წინასწარ. ზოგმა თურქეთში იყიდა.

Posted by: a-liza 6 Feb 2024, 00:06
narkozeli
მერამდენე დღეა გვანცა?

Posted by: narkozeli 6 Feb 2024, 00:27
a-liza

წარმოდგენა არ მაქვს sad.gif ციკლი არ აღმდგენია ჯერ რაც გავაჩინე.
ნეტა როდის მოხდა ოვულაცია. ორსულობას მე კი გამოვრიცხავ მარა თამარმა ხეგეს თუ გაიკეთებ კარგი იქნებაო, დარწმუნებული იყო რატომღაც ჩემს ორსულობაში

Posted by: a-liza 6 Feb 2024, 00:35
narkozeli
რატომ დაეჭვდა ნეტა? 18-იანი ყვითელი სხეული და 8.6 მმ ენდომეტრიუმი მქონდა მე-15 დღეს. დავიტოვო იმედი? lol.gif

Posted by: Iceicebaby 6 Feb 2024, 10:05
narkozeli
გვანცა, ამდენი ანტრალური შენი ანტიმიულერით საიდან მოიტანე, მასწავლე )))))))

Posted by: narkozeli 6 Feb 2024, 10:50
a-liza
არ ვიციი მეც გაოცებული დავრჩი))

Iceicebaby
რაღაცა ცოტა მეეჭვება მარა გადამოწმებაც მეზარება, შანსი არაა ამდენი ფოლიკული წამოსულიყო ჩემს ანტმიულერზე. მარა ნუ შევეშვი :დ

Posted by: Natruliiiii 6 Feb 2024, 14:40
გოგოებო პირველი ხეგე 129 და 4 დღეში გამეორებული 590 როგორი შედეგია, კარგი ზრდაა?

Posted by: a-liza 6 Feb 2024, 15:35
Natruliiiii ძალიან კარგია <3 გილოცავ :*

Posted by: Iceicebaby 6 Feb 2024, 15:43
narkozeli
ჰო, მარა ხეცურიანია რავი. მაგხელა რაღაც როგორ შეეშლებოდა, მე ვიყავი 2-3 თვის წინ და ჩემს ფოლიკულებს რო შეხედა, მეორე ახლავე სცადე დღესო რაო, დომინანტიც გაქვს და ენდოც კაიაო ))
3 ცალი იდო საცოდავად ))

Posted by: SoFia33 6 Feb 2024, 17:01
გოგოებო, ვისაც ინვიტროთი გყავთ ბაიები, მაინტერესებს თუ დაფიქსირებულა, რომ ნაყოფის ფეტომეტრიული ასაკი უსწრებდეს გესტაციურს? 12 კვირამდე მოვაღწიე, წინა კვლევებზე 2–5 დღით უსწრებდა CRL, მაგრამ დღეს გესტაციით 11,5 კვირაზე ფეტომეტრიით გამოვედი 12.5–ის, ერთკვირიანი წინსწრებაა და ცოტა დამაეჭვა ამ ფაქტმა. თან არ ვიყავი ისეთ კლინიკაში, სადაც ინ ვიტროს პაციენტები ხშირია და შესაბამისად, პასუხიც არ იქნებოდა ადექვატური თუ რამდენად ხშირია ასეთი ფაქტი. ვერც ინტერნეტში მოვიძიე მასალა. თქვენ გამოცდილებას მაინც დავეყრდნობი smile.gif

Posted by: Natruliiiii 6 Feb 2024, 17:08
a-liza
მადლობა <3 ისე როგორც ვიცი ყოველ 48-ში უნდა ორმაგდებოდეს ხო?
* * *
SoFia33
ეხოზე პლიუს-მინუს 1 კვირას ან წინსწრებას ან ჩამორჩენას ეუბნებიან და ეს ბუნებრივი ორსულობის დროსაც ასეა და მგონია ტყუილად ნერვიულობ. გოგოებიც იტყვიან მარა მე ესე ვიცი და არაფერი გაქვს სანერვიულო, პატარაზე იფიქრე, ბედნიერი დედობა smile.gif

Posted by: Liza12 6 Feb 2024, 17:20
SoFia33
მთავარია ჩამორჩენაა არაა და რომ უსწრებს უკეეთესიცაა რატო ნერვიულობ. ბედნიერი დედობა

Posted by: SoFia33 6 Feb 2024, 17:20
Natruliiiii
მადლობა <3 ვცდილობ ძალიან არ ვინერვიულო, მაგრამ რაც მე წვალებ–წვალებით მოვედი აქამდე მეშინია რამე არ გამომეპაროს smile.gif ბუნებრივზე ლოგიკურად ვხვდები, რომ ზუსტი ოვულაციის და ჩასახვის თარიღს ვერ ადგენენ, მაგრამ ინ ვიტროზე დაზუსტებულია ემრბიონის ასაკიც და გადატანის დღეც, ამიტომ ჩავვარდი ეჭვებში smile.gif

Posted by: Natruliiiii 6 Feb 2024, 17:29
SoFia33
კი მესმის, მაგრამ ნაყოფის განვითარებსაც აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ზუსტად იცოდე ბუნებრივის დროსაც მაგრამ ჩამორჩენა ქონდეს ან პირიქით წინსწრება, ნაყოფზეა დამოკიდებული და არ ინერვიულო smile.gif

Posted by: a-liza 6 Feb 2024, 17:56
Natruliiiii
QUOTE
მადლობა <3 ისე როგორც ვიცი ყოველ 48-ში უნდა ორმაგდებოდეს ხო?
კი , ყველაზე კარგი ვარიანტია გაორმაგება 48 საათში. თუმცა, რომ დამჭირდა, ვეძებე ბევრგან და სამ დღეში გაორმაგებაც დასაშვებია. შენს შემთხვევაში გაორმაგებულზე მეტიცაა <3

Posted by: Ani15 6 Feb 2024, 17:57
SoFia33
ვფიქრობ ინვიტროს დროს უფრო მეტია შანსი ცდომილება იყოს ვადებში, რადგან გადატანა რომელ დღეს გქონდათ მაგაზეც ხომ იქნება დამოკიდებული. გესტაციური ბადა მენსტრუაციის პირველი დღიდან ითვლება და ინვიტროს დროს ალბათ თუ გვიან გადაიტან ჩამორჩენა იქნება თუ ადრე გადაიტან წინ გაუსწრებს, ეს ჩემი მოკრძალებული ლოგიკაა
თქვენ ციკლის მერამდენე დღეს გქონდათ გადატანა

* * *
Panda-008
მადლობა, რა კარგია რომ ვიკითხე, ამდენი წვალების მერე ნამდვილად არ მინდა რამე გამომრჩეს, ეხლავე დავიწყებ ზრუნვას ❤

Posted by: a-liza 6 Feb 2024, 18:21
Ani15
ლოგიკური ჩანს <3

Posted by: SoFia33 6 Feb 2024, 18:25
Ani15
გესტაციური ასაკი ინვიტროს დროს ციკლის მიხედვით არ ითვლება, გადატანის დღეს ემატება 2კვ+ იმდენი დღე, რამდენდღიანი ემბრიონიც გადაგაქვს. ჩემს შემთხვევაში დაემატა 2კვ 5 დღე. ანუ უხეშად, იმიტაციურ ოვულაციის დღეს (საშუალოდ 2 კვირა) დაემატება ემბრიონის განაყოფიერების დღეები. ჩამორჩენა უფრო ლოგიკურია ინ ვიტროზე, რადგან გადატანის დღესვე შეიძლება არ მიემაგროს და რამდენიმე დღე დასჭირდეს. აი წინსწრებას როგორ ახერხებს მაგის ლოგიკას ვერ ვიჭერ smile.gif

Posted by: Ani15 6 Feb 2024, 20:40
SoFia33
მიმაგრება როდის მოხდა რა მნიშვნელობა აქვს, აქ ემბრიონის ასაკზეა საუბარი. ბუნებრივში მენსტრუაციის დღიდან რომ ითვლიან იმ დღეს ხომ არ ჩაისახა. მე რამდენ ექოზეც ვყოფილვარ მენსტუაციის დღის მიხედვით რომ ითვლიან ზუსტად შეესაბამება ფეტომეტრიულ ვადას. რაც მთავარია წინ უსწრებ ჩამორჩენა ხომ არაა, სანერვიულო ნამდვილად არაა ❤
რომელიმე აპლიკაციით გამოთვალე აბა ვადა, რომელს დაემთხვევა

Posted by: მირა 6 Feb 2024, 21:13
მოგესალმებით...
ახალი ვარ აქ და მგონი სწორ ადგილას ვწერ <3
მენსტ მქონდა 17 დეკემბერს.. შემდეგ 11 იანვარს... ეხლა მიწევს წესით 4 თებერვალს... მაგრამ 3 თებერვალსმქონდა ოდნავ მუქი გამონადენი და მორჩა... დღეს 4იანვარია რისი ნიშანია? ტესტი გავიკეთე უარყოფითია... ტკივილი და შეგრძენბა თითქოს ციკლის მოსვლის მქონდა წინა დღეს (თუ ფსიქოლოგიური მომენტი მაქვს ამჯერად არვიცი)
გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა? user.gif
გ თ ხ ო ვ თ მსგავსი გამოცდილება რომ გამიზიაროთ <3
მადლობა წინასწარ

Posted by: Ani15 6 Feb 2024, 21:19
მირა
დღეს 6 თებერვალია, ტესტი როდის გაიკეთეთ? თუ კიდევ არ დაგწყებიათ მენსტრუაცია კიდევ გაკეთეთ ტესტი

Posted by: მირა 6 Feb 2024, 21:32
უი ტექსტი დავაკოპირე :DDD კი დღეს 6 თებერვალს ისევ არ მოსულა ციკლი ამ საღამოს გავიკეთე არაფერია .... დილას ისევ გავიკეთებ, ის 3 რიცხვში ოდნავ მუქი გამონადენი რაიყო ? :sad.gif(((
* * *
სავარაუდო ოვულაციიდან 2 კვირა გადის ხვალ.. წესით უნდა აჩვენოს თუ არის ორსულობა?

Posted by: Ani15 6 Feb 2024, 23:29
მირა
მუქი გამონადენი ორსულობამაც იცის და მენსტრუაციის დაწყების წინაც ხდება ხოლმე, წესით ოვულაციიდან 2 კვირაში უნდა აჩვენოს მაგრამ თუ არ აჩვენა 2-3 დღე შეიძლება კიდევ ჩავუსაფრდეთ სასიხარულო ამბავს ❤

Posted by: a-liza 6 Feb 2024, 23:37
მირა
იქნებ გვიანი ოვულაციაა? მონიტორინგზე იყავით?

Posted by: mashusha 7 Feb 2024, 14:07
მირა
QUOTE
ის 3 რიცხვში ოდნავ მუქი გამონადენი რაიყო ? sad.gif((



მე მქონდა ერთხელ და მერე აღმოჩნდა, რომ მიმაგრების დღეს მქონია ეგ გამონადენი. ცოდნია მიმაგრებას, სისხლძარღვი სკდება ხანო, ასე მიტხრეს. ისე, მენზოს წინაც იცის ხოლმე მუქი გამონადენი. აცალე ცოტა ხანს და ზუსტად გაიგებ. ასე მკითხობა დაგაწყვეტს ნერვებს

Posted by: narkozeli 7 Feb 2024, 19:48
გოგოებო გამახსენეთ რა, ნორმალურ სიტუაციაში ენდომეტრიუმი დაახლოებით რა სისქის არის ხოლმე მენსტრუს დაწყების წინ?
ჯერ თხელდება და მერე იშლება თუ წინა დღეს სქელია პირიქით და რომ დაიწყება ციკლი მერე თხელდება?

Posted by: მირა 7 Feb 2024, 21:05
მონიტორინგზე არ ვყოფილვარ, ერთი მყავს და ეხლა მეორე დავაპირე და ამიტომ მოუთმენლად ველი... პირველზე კი გვიანი ოვულაცია მქონდა 5 წლის წინ.

და ისე ციკლის მოსვვლა ერთი და იგვე რიცხვში რომ იტყვიან ხოლმე ეგ მცდარი მოსაზრებაა ხომ, ყოველ თვე ერთ და იგივე რიცხვში როგორ მოვა აქამდე არ დავფიქრებულვარ ამაზე smile.gif)))

Posted by: Freni_99 7 Feb 2024, 22:18
narkozeli
რომ დაიწყება მენსტრუ, მერე თხელდება. წინა დღეს ამჩნევენ ხოლმე, ხვალ რომ უნდა დაიწყოს მაგალითად

* * *
მირა
გააჩნია რამდენდღიანი ციკლი გაქვს, თუ 31 დღიანი, ეგრე კი დაემთხვევა ხანდახან რიცხვები

Posted by: Tekoteko333 7 Feb 2024, 23:20
QUOTE (მირა @ 7 Feb 2024, 21:05 )
მონიტორინგზე არ ვყოფილვარ, ერთი მყავს და ეხლა მეორე დავაპირე და ამიტომ მოუთმენლად ველი... პირველზე კი გვიანი ოვულაცია მქონდა 5 წლის წინ.

და ისე ციკლის მოსვვლა ერთი და იგვე რიცხვში რომ იტყვიან ხოლმე ეგ მცდარი მოსაზრებაა ხომ, ყოველ თვე ერთ და იგივე რიცხვში როგორ მოვა აქამდე არ დავფიქრებულვარ ამაზე smile.gif)))

სალამი, თუ უფრო მალე გინდათ გაიგოთ მდგომარეობა, იქნებ ხეგეს ანალიზი გაიკეთოთ, თუ ორსულობაა მაშინვე გამოჩნდება <3

Posted by: a-liza 7 Feb 2024, 23:35
narkozeli
გვანცა, ისეთ ეჭვებში ხართ შენ და ხეცურიანი, უკვე შენნაირი ლამაზი გოგოს მოლოდინში ვარ :*

Posted by: narkozeli 8 Feb 2024, 06:36
Freni_99

მადლობა❤️ ხვალ კვლევებს ვიკეთებ ნარკოზით (გასტრო და კოლონოსკოპია) მენსტრუ არ მაწყობს, იმედია დღეს და ხვალ არ დამეწყება

a-liza

ჰაჰაჰჰ❤️ არა ორსულობას გამოვრიცხავ, არ გამირისკავს biggrin.gif
გუშინაც კი გავიკეთე ტესტი მარა მაინც :დ უარყოფითია რა თქმა უნდა biggrin.gif
* * *
ვაახ სანამ წინა პოსტი ავკრიფე ციკლი დამეწყო :/
უნდა გადავდო კვლევა sad.gif

Posted by: Margery 8 Feb 2024, 11:12
გოგოებო იცით რა მაინტერესებს, დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ გავიკეთე ანტიმიულერის ანალიზი და
მაღალი მაჩვენებელი მქონდა, ახლა ვიცი რომ მოაკლდებოდა, მაგრამ შესაძლოა რომ საგრძნობლად ჩამოსულიყო? ამას იმიტო ვკითხილობ, რომ ჩემმა ექიმმა 5-5 ფოლიკული გაქვს წამოსულიო და ეგო მაღალ ამჰ არ მიანიშნებსო,
წინა თვეში 10 მქონდა ერთგან მეორეში 8
და ასე ფოლიკულებით გადაწყვეტა რამდენად სწორია? ვაპირებ რომ გავიმეორო ეს ანალიზი

Posted by: Freni_99 8 Feb 2024, 11:40
Margery
საგრძნობლად ვერ შემცირდებოდა, თუ რამე ოპერაციული ჩარევა არ გაგიკეთებია საკვერცხეზე. 1 თვის ეხოთიც ვერ იმსჯელებ, მომდევნოზე შეიძლება სხვა სურათი დაგხვდეთ

* * *
narkozeli
ვაიმე, უნდა მეთქვა, რადგან ორსულისას მიამსგავსა, დაგეწყება აწითქო ))
გვანცა, ის კისტა რამხელაა ეხლა, საკვერცხეზე რომ გაქვს?


Posted by: Iceicebaby 8 Feb 2024, 11:43
Margery
რამდენი გქონდა და სად გაიკეთე ანალიზი?
ზოგადად ყველა ციკლში განსხვავებული რაოდენობის მოდის ხოლმე, ზოგჯერ შეიძლება საკმაოდ იყოს, ზოგჯერ საშუალოდ.
5-5 საშუალოა, 10 და 8 კარგი.
ამიტომ საგანგაშოს ვერ ვხედავ. არ ვიცი ამჰ რამდენად სწორად და კარგად არის გაკეთებული, მაგრამ ამ მონაცემებით 2 მაინც იქნება, ან 2.5
რაც 30 წლის ასაკში მისაღები მაჩვენებელია.

რაც შეეხება კლებას, ინდივიდუალურია და ბევრ დეტალზეა მიბმული. მე როგორც მითხრეს, შეიძლება 2-3 წელი შეგინარჩუნდეს ეგ მაჩვენებელიო, შეიძლება რაღაცამ დაათრიგეროს და მნიშნვნელოვნად დაიწიოს მაგ დროშიც. თუმცა, საერთო ჯამში მგონია რომ 2-3 წლის განმავლობაში რადიკალური სხვაობა ვერ იქნება.

Posted by: narkozeli 8 Feb 2024, 12:05
Freni_99

საკვერცხის ხელაა დაახლოებით)) 5 სანტიმეტრია
user posted image
აი წითლად საკვერცხეა და ლურჯად მონიშნული კისტაა.

Iceicebaby

მე მგონია რომ ხეცურიანმა ვერ დათვალა ფოლიკულები სწორად ახლა რომ ვიყავი. ჩემი ანტიმიულერი ალბათ 0.3-ზეა ჩამოსული და რანაირად უნდა მქონდეს ამდენი?
ძაან პატივს ვცემ თამარს, ჭკვიანი ეხოსკოპისტია უდაოდ მარა ვერც ორსულობა გაარტყა, აი დარწმუნებულზე დარწმუნებული იყო ტესტი გაიკეთე დადებითი იქნებაო biggrin.gif დაჟე ხეგეზე მიშვებდა.
ქლეარბლუებიც გავიკეთე რომ ზუსტი პასუხი მიმეღო და ციკლიც კი დამეწყო. რავიცი
თან თავს ვიცავდი ისე რომ 1% არ იყო ორსულობის შანსი და მეც კი დამაეჭვა რა biggrin.gif

აუ შენ მამუკა გურგენიძეზე თუ იცი რამე მომწერე ფბ-ზე რა)) მაგასთან ვიკეთებ ამ სკოპიების))

Posted by: Margery 8 Feb 2024, 12:38
QUOTE (Iceicebaby @ 8 Feb 2024, 11:43 )
Margery
რამდენი გქონდა და სად გაიკეთე ანალიზი?
ზოგადად ყველა ციკლში განსხვავებული რაოდენობის მოდის ხოლმე, ზოგჯერ შეიძლება საკმაოდ იყოს, ზოგჯერ საშუალოდ.
5-5 საშუალოა, 10 და 8 კარგი.
ამიტომ საგანგაშოს ვერ ვხედავ. არ ვიცი ამჰ რამდენად სწორად და კარგად არის გაკეთებული, მაგრამ ამ მონაცემებით 2 მაინც იქნება, ან 2.5
რაც 30 წლის ასაკში მისაღები მაჩვენებელია.

რაც შეეხება კლებას, ინდივიდუალურია და ბევრ დეტალზეა მიბმული. მე როგორც მითხრეს, შეიძლება 2-3 წელი შეგინარჩუნდეს ეგ მაჩვენებელიო, შეიძლება რაღაცამ დაათრიგეროს და მნიშნვნელოვნად დაიწიოს მაგ დროშიც. თუმცა, საერთო ჯამში მგონია რომ 2-3 წლის განმავლობაში რადიკალური სხვაობა ვერ იქნება.

ციტოში გავიკეთე, 4.160 მქონდა 29 წლის ასაკში,
ხოდა ვერ გავიგე, წინა თვეში ბევრი მქონდა, ახლა ნაკლები, ამით განსაზღვრა მგონი რთულია
თან არ ვიცი უკვე ფსიქოლოგიური მომენტია თუ რა არის, ციკლი როფორც კი მიმთავრდება შეგრძნებები მეწყება რომ ისევ უნდა დამეწყოს, მუდმივად ასე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ოვულაციაც მქონია
ზოგადად, ვისთანაც ვყოფილვარ ყველამ პირდაპირ თუ ირიბად ინ ვიტროზე მიმითითა, მარტივი გზა არის ექიმებისთვის, დამატებითი კვლევებისგან თავის არიდების

Posted by: SoFia33 8 Feb 2024, 13:18
გოგოებო, ყოველ ჯერზე ახალ–ახალი შფოთვებით მოვდივარ თქვენთან, მაგრამ გამიგებთ, პირველი ორსულობაა და 7 წლის წვალების შედეგი. მოკლედ, მოვაღწიე გესტაციით 12 კვირამდე, დავარაშვილში გავიკეთე ექოსკოპია და მითხრეს რომ CRL-ით 13 კვირას შეესაბამებოდა, ანუ 1 კვირით წინ უსწრებს გესტაციას. ექიმს ვკითხე და მითხრა რომ ყველა ნაყოფის ზრდის ტემპი ინდივიდუალურია და მთავარია ძალიან დიდი წინსწრება და ჩამორჩენა არ გვქონდეს გესტაციურ ვადასთანო. ინ ვიტრო კლინიკის ექიმი არაა, ამიტომ ინ ვიტროს კუთხით რამდენად ხშირია ეგ ფაქტი არ ვიცი.
გესტაციური ვადით 12 კვირაზე ვიყავი ჩაწერილი მათითაშვილთან, მიწევდა ხვალ ვიზიტი. ფეტომეტრიით კი ხვალ 13 კვირის გამოვდივარ. დილით დამირეკეს და გამიუქმეს ჯავშანი–შეუძლოდ ყოფნის გამო და გადამიდეს ვიზიტი 1 კვირით, რაც ფეტომეტრიული ასაკით 14 კვირა გამოდის და დაგვიანებულია. ძალიან უსამართლოდ გამოვიდა, იცოდნენ თუ რა კრიტიკული ვადა იყო და უფრო ადრე ვერ ჩამწერე იმის გამო, რომ სხვა დღეები ვიღაცეებს ქონდათ ჯავშანი. მოკლედ,შემომთავაზეს სამშაბათს ცოცხალი რიგი, სამშაბათს გამოვდივარ 13.5 კვირის, ძალიან კრიტიკული მიჯნა ხომ არაა? რა ვქნა არ ვიცი, შარიქაძესთან ხვალ იწყება ჯავშნები და იმედია ორშაბათს მაინც ჩავეწერები. მესამე ვარიანტი ხეცურიანთან ცოცხალი რიგია sad.gif სხვა ვის მირჩევთ? იმ კვირამდე დალოდებაზე თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: Freni_99 8 Feb 2024, 13:42
SoFia33
1 კვირით რომ უსწრებს, ეგ კარგიც კია, მაგაზე ტყუილად არ ინერვიულო.
რადგან მნიშვნელოვანი კვირაა, მე მივიდოდი ხეცურიანთან, არ აქვს ხოლმე დიდი რიგები და მარტივად შეხვალ. და მერე კიდე მივიდოდი იმათთან როცა მომიწევდა. უბრალოდ რაღაცეები მერე აღარ ჩანს, როგორც ვიცი და მაგიტომ
* * *
Margery
ვისთან დადიხარ? მეუღლე გამოკვლეულია?

* * *
narkozeli
კაი დიდი ყოფილა, მიკვირს, ოპეს რო არ გეუბნებიან. ენდომეტრიულიაო?

Posted by: ნიაკო12 8 Feb 2024, 13:59
SoFia33
კარგია პიროქით რომ უსწრებს, ჩემიც ხან ერტი კვირით უსწრებდა მერე ხან ორი კვირიტაც მერე ისევ 10 დრეზე ჩამოვიდა და ასე, ყვლე ნაყოფი ინდივიალურად ვითარდება.
ვიზიტების დროს ყოველთვის გესტაციური ასაკის მიხედვით უნდა მიხვიდე და ეგ ვადა გაითვალისწინო ხოლმე ორსულობის ვადად, ნაყოფის ფეტომეტრიის ვადა მხოლოდ და მხოლოდ ნაყოფის განვითარებაზე უთითებს. ❤️

Posted by: Margery 8 Feb 2024, 14:09
QUOTE (Freni_99 @ 8 Feb 2024, 13:42 )
SoFia33
1 კვირით რომ უსწრებს, ეგ კარგიც კია, მაგაზე ტყუილად არ ინერვიულო.
რადგან მნიშვნელოვანი კვირაა, მე მივიდოდი ხეცურიანთან, არ აქვს ხოლმე დიდი რიგები და მარტივად შეხვალ. და მერე კიდე მივიდოდი იმათთან როცა მომიწევდა. უბრალოდ რაღაცეები მერე აღარ ჩანს, როგორც ვიცი და მაგიტომ
* * *
Margery
ვისთან დადიხარ? მეუღლე გამოკვლეულია?

* * *
narkozeli
კაი დიდი ყოფილა, მიკვირს, ოპეს რო არ გეუბნებიან. ენდომეტრიულიაო?

ლიდერმედში, კი გამოკვლეულია წესრიგშია ყველაფერი
ყველაზე ცუდი ისაა, როცა არ იცი რა პრობლემა გაქვს და საით მიმართო ძალები, სულ მინდოდა რამე ანალიზი არ მქონოდა ნორმაში, რომ ეთქვათ ამის ბრალია და მკურნალობაც იმ მიმართულებით წამეყვანა...
გადაცემას ვუყურე, ფსიქოლოგი ჰყავდათ მოწვეული და ის ჰყვებოდა ფსიქოლოგიური ფაქტორით გამოწვეულ უშვილობაზე, სტრესი რომ ახდენს გავლენას რიგ ჰორმონებზე და მერე ეს ჰორმონები ჩვენ რეპროდუქციაზე,
თეორიულად ყველამ ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში გვიჭირს facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 8 Feb 2024, 14:23
SoFia33
ხეცურიანთან მარტივად შეხვალ, მე რომ დამჭირდა 20 წუთი ლოდინიც არ მომიწია

Posted by: Panda-008 8 Feb 2024, 14:28
Margery
ფოლიკულების რაოდენობით ანტიმიულერის შეფასება არაა სწორი.
5-6 მქონდა მეც ექო რომ გადავიღე და ექიმმა შეიცხადა, უი, რა ცოტააო. სადაც გამიშვა, იქ კატასტროფული ამჰ მომივიდა პასუხი და რომ გადავამოწმე, 4 მქონია :-)

სტრესს რაც შეეხება, პირადი გამოცდილებით, მაგისი ნაკლებად მჯერა biggrin.gif სტრესის პიკში რომ ვიყავი, მაშინ დავორსულდი.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 8 Feb 2024, 14:32
Panda-008
სტრესი ალბათ ორსულობის გამო თუ გაქვს მაგ შემთხვევაში ჭედავს ორგანიზმი :დ

Posted by: Margery 8 Feb 2024, 15:47
QUOTE (Panda-008 @ 8 Feb 2024, 14:28 )
Margery
ფოლიკულების რაოდენობით ანტიმიულერის შეფასება არაა სწორი.
5-6 მქონდა მეც ექო რომ გადავიღე და ექიმმა შეიცხადა, უი, რა ცოტააო. სადაც გამიშვა, იქ კატასტროფული ამჰ მომივიდა პასუხი და რომ გადავამოწმე, 4 მქონია :-)

სტრესს რაც შეეხება, პირადი გამოცდილებით, მაგისი ნაკლებად მჯერა biggrin.gif სტრესის პიკში რომ ვიყავი, მაშინ დავორსულდი.

smile.gif რა კარგია, ძნელია ზოგადად არ დაისტრესო ამ მოცემულობაში,
ზოგადად მეც არ მგონია რომ ფოლიკულების რაოდენობით ივარაუდო ამჰ, ჩემი ანალიზიდან მალევე ექოზე მივედი და ექიმმა შენი ანტიმიულერის ფონზე უფრო მეტი ფოლიკი უნდა გქონდესო, დაეჭვდა თითქოს
ყველა ციკლში განსხვავებული რაოდენობა მოდის, ასე ვერ განსაზღვრავ

Posted by: SoFia33 8 Feb 2024, 17:10
ნიაკო12
Freni_99
შარიქაძესთან მოვახერხე ორშაბათს ჩაწერა. გესტაციით 12.4 კვირა გამოდის, სამშაბათს გაკეთებული ექოსკოპიის ფეტომეტრიით კი 13.4 კვირა. მგონი მაინც ვასწრებ, ახლა იმედია უფრო არ გაიზრდება წინსწრება და 14 კვირას არ გადაცდება ორშაბათამდე. NIPT-ც გაკეთებული მაქვს და ამ დღეებში ველოდები პასუხს, სამშაბათის ექოსკოპიითაც ზომები ახლოსაც არ იყო ზღვრულ დონესთან და ეგეც მაიმედებს.Watermelon_Sugar_Hi
ხეცურიანთან ვიყავი 2ჯერ, ოღონდ წინასწარ ჩაწერით, ცოცხალი რიგით ძალიან ბევრი ელოდა ორივეჯერ. ჩაწერილზეც კი მომიწია ლოდინი 40 წუთი. sad.gif ალბათ ზოგიერთ დღეს ნაკლები ყავს.

Posted by: Gretag 8 Feb 2024, 17:22
narkozeli
ხეცურიანი იმდენად სწრაფად ნახულობს 100%-ით არც მე ვენდობი, მაგრამ მაგ ეხოზე 8-9 მეც დავინახე და ალბათ მართლა არის. მე სულ ცოტას მითვლიდა ხოლმე. მომდევნო ციკლშიც გადაამოწმე <3

Margery
მეც 3.8 მქონდა 2 წლის, მაგრამ ხან 8-9, ხან 4-5 იყო ხოლმე. ჩემი ყოველო დღე ძალიან სტრესულია და სტრესიც თრგუნავს თურმე. ბოლო დროს 10-12-ია ჩემთანაც, მაგრამ ნამდვილად ყველა ციკლში სხვადასხვა რაოდენობაა. მაინც გადაამოწმეთ მომდევნო ციკლშიც

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 8 Feb 2024, 17:24
აუ ეს სტრესიც ისეთი თემაა რა
თუ მარტო ნეტარმა და მოჭიკჭიკე ადამიანებმა უნდა აჩინონ შვილები გადავშენდებოდით აქამდე smile.gif))
ომშიც ორსულდება ხალხი, გაუპატიურების დროსაც და უბედურების დროსაც.

Posted by: Gretag 8 Feb 2024, 17:24
Natruliiiii
აუ მახსოვხართ და ძალიან მიხარია თქვენი ამბავი <3
* * *
Watermelon_Sugar_Hi
კი სისულელეა ეგ. ზოგადად როგორ არ მოქმედებს, მაგრამ “მოეშვი და გამოვა” ძაან დებილობა ნათქვამია

Posted by: Natruliiiii 8 Feb 2024, 17:46
Gretag
დიდი მადლობა <3 კიი ასე მოულოდნელად მობრძანდა ჩემი მეორე ბარტყი და ჯერ კიდევ ვერ გამიაზრებია smile.gif კიდევ მიწევს გადაკონტროლება ხეგესი და მერე ეხოზეც მივალ

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 8 Feb 2024, 19:24
Gretag
ხო პრობლემა რომ გაქვს ფიზიკური მოშვება რას გიშველის ადამიანს smile.gif)

Posted by: emiblack 9 Feb 2024, 09:03
narkozeli
ლაქტაციის დროს მულტიფოლიკულურია საკვერცხე . ანუ მთელი ეს თვეები ხო ვერ მწიფდებოდა და დაგროვილია ასე ხალხურად რომ გითხრა ))) ამიტომაცაა ლაქტაციის პერიოდში ტყუპზე ორსულობა ხშირი. უცებ შეიხლება რამოდენიმე მომწიფდეს .
* * *
იმედია მარტიდან შემოგიერთდებით წეროს მოლოდინში. ველოდები ერთი ანალიზის პასუხს, უნდა მივიდე ოფთალმოლოგთან, სტომატოლოგთან , დავიწყო ფოლიუმის მიღება და დავიკლო 5 კილო.
ვშფოთავ საშინლად , მაგრამ გადავწყვიტე!
* * *
Watermelon_Sugar_Hi
სტრესის ფონზე პროლაქტინი იმატებს და მართლა მცირდება დაორსულების შანსი. მაგრამ ინდივიდუალურია რა, ვიღაც მაღალ პროლაქტინზეც ორსულდება ან სულაც არ ეწევა პროლაქტინი. მე უსტრესოდ ორსულობის მოლოდინი რა ვიცი ვერ წარმომიდგენია.

Posted by: mashusha 9 Feb 2024, 15:15
emiblack
QUOTE
ლაქტაციის დროს მულტიფოლიკულურია საკვერცხე . ანუ მთელი ეს თვეები ხო ვერ მწიფდებოდა და დაგროვილია ასე ხალხურად რომ გითხრა ))) ამიტომაცაა ლაქტაციის პერიოდში ტყუპზე ორსულობა ხშირი. უცებ შეიხლება რამოდენიმე მომწიფდეს .



შეიძლება არ ვიცი სწორად, მაგრამ, მგონი მოლევის დროსაც ბევრს გამოისვრის..

Posted by: narkozeli 9 Feb 2024, 15:24
Gretag

ხო, ჩემს დას შევახედე და იმანაც მითხრა 10 ცალი ნამდვილად დავთვალეო, ორივეს გაგვიკვირდა რამდენი ფოლიკულის მონიტორინგი მაქვს გამოვლილი ხომ წარმოგიდგენია და არასდროს 2-3 ფოლიკულზე მეტი არ მქონია (ისიც ჯამში)
ძაან უცნაურია.

emiblack
ხო აი ეგაა ალბათ ჩემი ქეისის ახსნა, არის ლოგიკა.

ძაან მიხარია რომ გაბედე და დაიწყე დაგეგმვა <3 მართლა გულწრფელად გეუბნები არცერთ წამს არ ვნანობ რაც ვინერვიულე და ნერვები ვიგლიჯე დაგეგმვის პროცესში, რამდენჯერ მიფიქრია ერთი მყავს და დავნებდები რა თავს ვიკლავთქო აი ეხლა ჩემს თავს სულ ყოჩაღ გვანცა ყოჩაღთქო ვეუბნები givi.gif იმდენად დიდი ბედნიერება ყოფილა ორი შვილი, საერთოდ სხვა სამყაროა.
არცერთი წამით არ ინანებ, არ შეგეშინდეს და მიაწექი <3
დასამენეჯებლადაც არაფერი განსაკუთრებული. ყველაფერი მშვენივრად დალაგდა. უფროსი შვილიც ისეთი მზრუნველი და ემპათიური გახდა, საერთოდ შეცვალა ძმამ. მოკლედ ძალიან სწორად მდომებია მეორე. :დ

mashusha
კლიმაქსი მეწყება ვითომ? givi.gif
* * *
Watermelon_Sugar_Hi

იგივეს გეტყოდი შენც რაც ემიბლექს დავუწერე. სულ ვფიქრობ ამაზე კარგი არაფერი გამიკეთებია ბოლო წლებშითქო.
არადა გულის სიღრმეში მაგრა მეშინოდა ორშვილიანობის. ბევრიც მაშინებდა. არადა უტკბილესი ყოფილა, არაფერი საოცარი სტრესი და სირთულე არ ახლავს ნამდვილად. პირიქით, უკვე გამოცდილი დედა ხარ, ნაკლებს შფოთავ, იცი როდის რა მოხდება, არ ელოდები რაიმე განსაკუთრებულ სიურპრიზს და ტკბები დედობით ბევრად მეტად, ვიდრე პირველ შვილზე.

Posted by: mashusha 9 Feb 2024, 15:34
narkozeli
QUOTE
კლიმაქსი მეწყება ვითომ?
* * *

biggrin.gif biggrin.gif შენთვის ძალიან ადრეა.
რაღაც ამდგავარი მიტხრეს 3-4 წლის წინ ექოზე. რა ვიცი, ჯერ არაფერი დამწყებია smile.gif)

Posted by: narkozeli 10 Feb 2024, 11:31
mashusha

მშვენიერი))

ეს ნახეთ გოგოებო?

user posted image

Posted by: ნიაკო12 10 Feb 2024, 13:42
narkozeli
რაკარგად თქვი, მე ვერ წარმომიდგენია ჯერ თაიას მეტი ვერავინ მარა მეთითონ ორი ძმა მყავს ერთი უფროსი ერთი პატარა და დედმამიშვილობას მაიმც სხვანაირი სიყვარული აქვს, ჩემ გოგოსაც ეყოლება სამომავლოდ აუცილებლად smile.gif

ყველას გულით გისურვებთ თქვენი სანუკვარი სურვილების ასრულებას ამ წელს გოგოებო ❤️

Posted by: mashusha 10 Feb 2024, 14:06
narkozeli

9 თვე მუცელში ნემსებს ტყუილად არტყმევინებენ გოგოებს და ათასგავრ ანალიზს თრომბოფილიაზე ტყუილად ატარებინებენ? არადა, სანამ ეგ ნემსები არ დაიწყო ბიძაშვილმა, მანამ ვერ შეინარჩუნა ბავშვი. ორივეზე დაჭირდა. აქაც თიტქოს მაგ წესით მოუწესრიგდათ გოგოებს ორსულობა

არაა საჭირო ექიმებს ყველაფერი დაუჯერო. შეიძლება მე ვერ გავიგე რამე სწორად. თანაც, ძალიან მინდა ტქვა ორსუად ვარო .. რაღაცნაირად გოგოს ველოდები და სიურპრიზს მოულოდნელ, უპრობლემო დაორსულება-მშობიარობაზე : ))

Posted by: მირა 10 Feb 2024, 21:13
ხეგეს ანალიზი გადაცდენამდე აჩვენებს? ანუ გადაცდენა არის როცა თვის იმავე რიცხვში არ მოვა როცა წინა თვეში? თუ როცა 26 დღიანი ციკლი არის ან 28 იანი მაგ დღიდან არი გადაცდენაsmile.gif))

Posted by: ნიაკო12 10 Feb 2024, 21:53
მირა
დიახ ზოგადად რამდენდღიანი ციკლიც გაქვთ იმის მიხედვით არის გადაცდენაც, ტუ 28იანი გაქვთ მაგალიტად და 29-ე დღეს არ მოგივიდათ ციკლი მაგ დრიდან ითვლით გადაცდენის დღეებს.
ხეგეს ანალიზი უფრო ზისტი გადაცდენის შემდგომ არის მაგრამ არის შემთხვევებიც
რომ მანამდენაც აჩვენოს

Posted by: mashusha 10 Feb 2024, 22:22
მირა
QUOTE
ხეგეს ანალიზი გადაცდენამდე აჩვენებს?



კი, აჩვენებს თუ გაქვს ადრეული ოვულაცია. მე მაქვს მასე. სამი ორსულობიდან, სამივე 6 დღით ადრე აჩვენა. თუმცა, ასე იშვიათად ხდება და რაც მთავარია, უნდა იცოდე შენი ოვულაცია როდის იყო. ჯობია არ აიშალო ნერვები და გადაცდენის შემდეგ ნახო. ზოგს ცოტა გვიანი აქვს და გადაცდენიდან რამდენიმე დღეში აჩვენებს.

Posted by: მირა 10 Feb 2024, 22:59
გადაცდენა ზეგ იქნება 11 იანვარს მომივიდა წინა თვეში და მაქსიმუმ 31 დღიანი ციკლის დროს იგივეზე დაემთხვეოდა ასე და წინა 28 დღეზე მოვიდა ამიტომ ვიფიქრე უკვე გადაცდენა ითვლება დღეს თუ არ (

Posted by: Freni_99 10 Feb 2024, 23:16
მირა
ერთხელ და ორჯერ სხვადასხვა დროს მოსვლა არაფერს ნიშნავს, სტანდარტულად რამდენდღიანი გაქვს/გქონდა, მაგას მიაქციე აწი ყურადღება.
რადგან ზეგ ელოდები, ხეგე გაჩვენებს უკვე, ტესტიც შეგიძლია სცადო.
არეული გაქვს ისე მენსტრუ?

Posted by: mashusha 10 Feb 2024, 23:17
მირა

თუ საერთოდ 28 დღიანი გაქვს, არის თიტქოს გადაცდენის ნიშნები, მაგრამ, მაინც გირცევდი აცალო ცოტა ხანს. თუ გვიანია მიმაგრება, არ გაჩვენებს ჯერ და უნდა დაიტანჯო. აცალე 31 დღე მაინც..

Posted by: მირა 12 Feb 2024, 08:11
ვერ მოვითმინე და გუშინ წინ გავიკეთე ასეთი შედეგი უარყოფითია ხო? sad.gif( გადაცდენა დღესარი რადგან წინა თვეში 11 ში მქონდა იმის წინ კი 17 ში (
* * *
ვერ მოვითმინე და გუშინ წინ გავიკეთე ასეთი შედეგი უარყოფითია ხო? sad.gif( გადაცდენა დღესარი რადგან წინა თვეში 11 ში მქონდა იმის წინ კი 17 ში (user posted image

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 12 Feb 2024, 09:29
მირა
ხო, ეს უარყოფითია sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: Freni_99 12 Feb 2024, 10:17
მირა
ექიმი გყავს თუ შენით ცდილობ? რამდები ხანია?

წინასაორსულე ანალიზებს ჩავაბარებდი მე, თუ არ ჩაგიბარებია

Posted by: a-liza 12 Feb 2024, 13:38
გოგოებო, უკვე მეორე ციკლია, მენსტრუაციამდე 3-4 დღით ადრე მეწყება მოყავისფრო გამონადენი, ცოტ-ცოტა. ასე ადრე და პლუს კიდევ მოყავისფრო რისგან შეიძლება იყოს? ტესტები გაკეთებული მაქვს, მკაცრად უარყოფითია, რათქმაუნდა.. რომ ველოდი, იმ დღეს წამოვიდა წინა ციკლზე უკვე მენსტრუაციას როგორც ახასიათებს,. ახლაც 14-ში ველოდები და ასე წვეთობით მაქვს მოყავისფრო გამონადენი. ან როდიდან დავიწყო ათვლა ახალი ციკლის... წინა ციკლში არ მივაქციე ყურადღება იმ გამონადენესბს და როცა მომივიდა დაზუსტებულად, 19 იანვრიდან დავიწყე ათვლა წინაზე და ოვულაციაც 31-ში მქონდა სავარაუდოდ, რადგან იმ დღეს გამონადენი მქონდა მოვარდისფრო, აქამდე ოვულაციის გამონადენი არ მქონია. 3-ში ვიყავი ექოზე და ყვითელი სხეული იყო. ანუ, სწორად დამიწყია ციკლის ათვლა, იმ 3 დღით ადრე რომ არ მივაქციე ყურადღება.. ახლაც ასე მოვიქცე? ან რატომ დამეწყო ეს გამონადენები ამდენი დღით ადრე. პროგესტერონის ნაკლებობის დროს ადრე იწყება მენსტრუაცია, მაგრამ მენსტრუაციასაც ვერ ვარქმევ ..

Posted by: მირა 12 Feb 2024, 13:39
ეხლა ვეცადე წინა თვეში ჩემით.. რომელი ანალიზები? ერთი შვილი მყავს მეორეც ვცდილობ smile.gif))
* * *
არ მომსვლია ჯერ ციკლი და ადრე ხომარიყო ეგ ანალიზი? თუ უნდა გამოჩენილიყო მაინც? ოდნავ გამონადენი მქონდა მუქი 3 რიცხვში მხოლოდ ერთხელ მაშინ და ვსო არ მოსულა ჯერ...

Posted by: Freni_99 12 Feb 2024, 13:49
მირა
ორსულობის დასაგეგმ-მოსამზადებელი ))
სგგდ ინფექციები, ტსჰ, პროლაქტინი და ეგეთები, ეხო ასევე, გეცოდინება ოვულაცია როდის იყო/რამე ხელისშემშლელი ხომ არაა.

თუკი ის ვადაა, რასაც ამბობ, წესით
აჩვენებდა, თუ ძაან გვიანი ოვულაცია არ იყო. ტესტიც გაიკეთე

* * *
a-liza
მაგეებში მეც ვიჭრებოდი ხოლმე, მე ენდომეტრიოზის გამო ხშირად მქონდა ყავისფერი 1-2 დღით ადრე. შეიძლება ჰორმონალური ფონია და დრო უნდა და დალაგდება თავისით.

Posted by: მირა 12 Feb 2024, 14:03
აბა დაველოდები როდის მობრძანდება smile.gif) და შემდეგ რომ მივიდე ექოსკოპიაზე მე10 დღეს და ფოლიკულის მონიტორინგი გავაკეთო..

* * *
მანამდე გავიკეთე ტესტი და უარყოფითი იყო.. გვიანი ოვულაცია სადღაც მაქსიმუმ 31 ე დღეს ხომ? ანუ 31 ში თუ მოხდებოდა 3 ში მიმაგრების გამო ხომარ მქონდა ეგ ერთი წვერთი მუქითქო მაგას ვფიქრობ sad.gif აბა ვნახოთ დაველოდო დღის ბოლომდე და ხვალ დილას ტესტ გავიკეთებ
* * *
QUOTE (Watermelon_Sugar_Hi @ 12 Feb 2024, 09:29 )
მირა
ხო, ეს უარყოფითია sad.gif sad.gif sad.gif

კი აქ ეგრე ჩანს მაგრამ თუ გვიანი ოვულაცია იყო და 1 კვირის ან 10 დღის ვარ აჩვნებდა ნეტა? sad.gif აქ 3 კვირა რომ წერია მინიმუმი ეგ მაძლევს კიდე იმედს ოხერი

Posted by: Freni_99 12 Feb 2024, 14:15
მირა
პირველ რიგში არ ჩაიციკლო, მითუმეტეს 1 თვის გამოუსვლელობაზე. ანალიზები და ეხო იმიტომ გირჩიე რონ ნახავ, ყველაფერი რიგზეა და მშვიდად დაელოდები. ოვულაციის დღის ცოდნაც გაზრდის შანსებს.
აბა, წარმატებები

Posted by: მირა 12 Feb 2024, 14:36
QUOTE (Freni_99 @ 12 Feb 2024, 14:15 )
მირა
პირველ რიგში არ ჩაიციკლო, მითუმეტეს 1 თვის გამოუსვლელობაზე. ანალიზები და ეხო იმიტომ გირჩიე რონ ნახავ, ყველაფერი რიგზეა და მშვიდად დაელოდები. ოვულაციის დღის ცოდნაც გაზრდის შანსებს.
აბა, წარმატებები

კი ეგ ფსიქოლოგიური მომენტი საშინელებაა smile.gif
მადლობა დიდი ვნახოთ რა როგორ იქნება <3

Posted by: Ani15 12 Feb 2024, 18:36
a-liza
ყავისფერი გამონადენი ენდომეტრიოზს ახასიათებს, როგორც ვიცი შენ არ გაქვს ენდომეტრიოზი, უფრო მედიკამენტოზურის ბრალი ხომ არ არის, ცოტა სტრესი ხომ არაა ორგანიზმისთვის, ან იქნებ სულაც ორსულობაა smile.gif
გამათხელებელს ისევ იკეთებ?

Posted by: a-liza 12 Feb 2024, 19:52
Freni_99
Ani15
წამოვიდა დღეს მენსტრუაცია. ალბათ დღეიდან უნდა ჩავთვალო. ხვალ ვნახავ მაინც ექოზე, რა ხდება. მედიკამენტოზურის მერე ორი ციკლი მქონდა, ორივეზე იყო ყვითელი სხეული, მაგრამ ფოლიკულების რაოდენობა მაინტერესებს მე-2 -3 დღეს.

Posted by: member1986 12 Feb 2024, 22:27
გოგოებო დამამშვიდებელს რამეს სვამდით? დეპრესიისკენ მივდივარ შეწყვეტილი ორსულობების ფონზე, ყცელაფერზე ტირილიმინდა…

Posted by: sofia1111 13 Feb 2024, 10:59
გამარჯობა გოგოებო. ყველას გისურვებთ ოცნებების ახდენას.

თქვენი გამოცდილებით სრულად მოდიფიცირებულ გადატანის ციკლში, გადატანამდე პროგესტერონის ნორმა რამდენია? 5 დღიან ბლასტოს გადატანაზეა საუბარი.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 13 Feb 2024, 11:52
member1986
როდის მოხდა შეწყვეტა? გლოვა ბუნებრივი ეტაპია და გადასალახი :*

Posted by: narkozeli 13 Feb 2024, 12:30
member1986

პერიქეა ნახე ფბ-ზე და მიწერე აბა :* მე ძალიან მიშველა მასეთ რთულ პერიოდში სანამ ფსიქოლოგთან მივიდოდი <3

Posted by: kekuna 14 Feb 2024, 15:06
გოგოებო გამარჯობა. გთხოვთ გამარკვიოთ, სპერნოგრამის ანალიზზე თავშეკავება რამდენი დღე უნდა იყოს? მე 5 მახსოვს და სად მირჩევთ მასალის ჩაბარებას? ანუ მიტანაც რომ შეიძლებოდეს
* * *
ასევე გთხოვთ მირჩიოთ მილების გამტარიანობის შემოწმება სად და ვისთან ჯობია <3

Posted by: ნიაკო12 14 Feb 2024, 15:14
kekuna
3 სრული დღე მაინც. ჩვენ ესე გვითხრეს ხოლმე და მე4ე დღეს აბარებდა ხოლმე.

Posted by: narkozeli 14 Feb 2024, 15:15
kekuna

3დან 5 დღემდე უნდა იყოს თავშეკავება.

მილების გამტარიანობა ნინო დათოშვილთან, ინოვაში.

Posted by: kekuna 14 Feb 2024, 15:17
narkozeli
მადლობა დიდი, და სად აკეთებენ სპერნოგრამას რომელ ლაბორატორიაში? ნინო დათოშვილთან ქაფით კეთდება|?

Posted by: narkozeli 14 Feb 2024, 15:23
kekuna

კონტრასტი შეყავს ნინოს (რა ქვია იმ მასალას არ ვიცი)
სპერმოგრამა ნებისმიერ სანდო ლაბორატორიაში. მე ჟორდანიაში გავაკეთებინე

Posted by: kekuna 14 Feb 2024, 15:40
narkozeli
უდიდესი მადლობა <3

Posted by: Tekoteko333 14 Feb 2024, 16:58
გამარჯობა, გოგონებო ვინც ფრაქსიპარინს იკეთებთ, როგორ უვლით ჩალურჯებებს და გამაგრებებს? “კუნძულებივით მაქვს გამაგრებები sad.gif გეპარინი მითხრა ექიმმა და ვისმევ ხოლმე მაგრამ დიდად არ მშველის, დღეში ორჯერ ვიკეთებ თან და ადგილი აღარ დამრჩა ჭიპის გარშემო sad.gif

Posted by: a-liza 14 Feb 2024, 22:04
kekuna
ხელაია ჩაჩავაში გვიშვებდა სპერმოგრამაზე. ახლა, ბოლოს პირადად ნიშნიანიძემ გააკეთა. კონსულტაციაზე ვიყავით და იმ დღესვე ჩააბარებინა სპერმოგრამა და 2 საათში პასუხზე დაგვიბარა. პასუხის მერე გვქონდა კონსულტაცია.

Posted by: Liza12 14 Feb 2024, 22:37
Tekoteko333
არაყი შეათბე ცელოფანი დაასველე თბილითვე და დაიდე გაიჩერე მთელი ღამე .
kekuna
3დღიანი იდეალურია .მეტი არაა საჭირო.

Posted by: Tekoteko333 14 Feb 2024, 23:37
QUOTE (Liza12 @ 14 Feb 2024, 22:37 )
Tekoteko333
არაყი შეათბე ცელოფანი დაასველე თბილითვე და დაიდე გაიჩერე მთელი ღამე .
kekuna
3დღიანი იდეალურია .მეტი არაა საჭირო.

ორსულად ვარ და შეიძლება მსგავსი ტამპონი ორსულობის დროს? მხოლოდ ცელოფანი ვცადე ადრე, ღამით გავიჩერე კანზე

Posted by: Henyd0r1 15 Feb 2024, 08:30
რეპროპოლზე ვკითხულობდი როგორ უნდა დავლიოთქო და თურმე სულ ტყუილად ) დალევა რომ დავიწყე ფეხმძიმედ ყოფილა უკვე მეუღლე.

მოკლედ 30დან 22 პაკეტი მაქვს ხელუხლებელი და თუ ვინმეს გჭირდებათ, მომწერეთ.

წარმატებები!

Posted by: Liza12 15 Feb 2024, 10:55
Tekoteko333
კი მთელი ორსულობა ვიკეთე პრპგის ნემსი და ეგ საფენები იყო ჩემი გადამრჩენელი

Posted by: Tekoteko333 15 Feb 2024, 11:45
QUOTE (Liza12 @ 15 Feb 2024, 10:55 )
Tekoteko333
კი მთელი ორსულობა ვიკეთე პრპგის ნემსი და ეგ საფენები იყო ჩემი გადამრჩენელი

მადლობა, მოვსინჯავ აუცილებლად, მე-12 კვირაში ვარ, ჯერ მუცელი არ მეტყობა მაგრამ ეს “კუნძულები” ისე მაქვს ნანემსარის, გული მისკდება sad.gif

Posted by: Liza12 15 Feb 2024, 12:10
Tekoteko333
ლიოტონიც სცადე წაისვი და გადაიკარი პარკი .ხან ის სცადე ხან ეს და გექნება შედეგი.

Posted by: Tekoteko333 15 Feb 2024, 15:26
QUOTE (Liza12 @ 15 Feb 2024, 12:10 )
Tekoteko333
ლიოტონიც სცადე წაისვი და გადაიკარი პარკი .ხან ის სცადე ხან ეს და გექნება შედეგი.

დიდი მადლობა ყველაფერს დავტესტავ <3

Posted by: adeline 15 Feb 2024, 16:11
Tekoteko333
ბადიაგას ფხვნილი იყიდება აფთიაქებში. მაგას ვაყრიდი სველ მარლაზე და ვიდებდი, მაგრამ მერე მომბეზრდა და შევეშვი. ისე ეფექტურია საკმაოდ.

Posted by: kekuna 15 Feb 2024, 17:09
გოგოებო, კარგი ანდროლოგი მირჩიეთ რა, ტერატოსპერმიაა დიაგნოზი sad.gif

Posted by: a-liza 15 Feb 2024, 18:00
kekuna
ხელაიასთან და ნიშნიანიძესთან მკურნალობდა ჩემი მეუღლე. ტერატოსპერმია( ასთოც ერია მგონი დიაგნოზში) დაუსვა მაშინ ალეკომ და ნოვოფერტილი და კიდევ რაღაც ნემსი და დანამატი დაუნიშნა, თუმცა ურეაპლაზმაზეც მკურნალობდა თან. სპერმოგრამის შედეგი კარგი იყო. ახლა გადავწვიტეთ შოთასთან მისვლა. შოთამ უფრო სიღრმისეული გამოკვლევები დანიშნა, ჰორმონებზე, ურეაპლაზმაზე და ანტისპერმულ ანტისხეულებზე. ორი დანამატი დაუნიშნა მხოლოდ. ალეკოსიც
კმაყოფილი ვიყავით, მაგრამ შოთასი მომეწონა ის, რომ მიზეზს ეძებს ანალიზებით. ალეკო უფრო ზედაპირული მომეჩვენა.

Posted by: member1986 15 Feb 2024, 19:35
QUOTE (Watermelon_Sugar_Hi @ 13 Feb 2024, 11:52 )
member1986
როდის მოხდა შეწყვეტა? გლოვა ბუნებრივი ეტაპია და გადასალახი :*

სულ 4 შეწყვეტილი მაქვს, ბოლო წინა წლის ბოლოს. უკვე ძალიან მოქმედებს ნერვულ სისტემაზე…
* * *
QUOTE (narkozeli @ 13 Feb 2024, 12:30 )
member1986

პერიქეა ნახე ფბ-ზე და მიწერე აბა :* მე ძალიან მიშველა მასეთ რთულ პერიოდში სანამ ფსიქოლოგთან მივიდოდი <3

მადლობა ვცდი. ფსიქოლოგზეც ვფიქრობ

Posted by: a-liza 15 Feb 2024, 20:20
member1986
სტრესამი დამინიშნა ექიმმა. უნდა ვიყიდო.. ვაგოსტაბილს ვსვამდი და სუსტიაო. ვცდი სტრესამს. მეც სულ მეტირება, როგორც კი ამ თემას შევეხები...

Posted by: Freni_99 15 Feb 2024, 20:31
a-liza
რა ქენი შენ, ეხოზე რომ აპირებდი

Posted by: a-liza 15 Feb 2024, 20:52
Freni_99
ვიყავი ექოზე, მეორე დღეს მარცხენაში 3 ფოლიკული იყო, უდიდესი 10 მმ, მარჯვენაში 1 ცალია 6.8 მმ და ერთიც ატრეზირებული, წინა ციკლიდან გადმოყოლილი

Posted by: Tekoteko333 15 Feb 2024, 22:10
QUOTE (member1986 @ 15 Feb 2024, 19:35 )
QUOTE (Watermelon_Sugar_Hi @ 13 Feb 2024, 11:52 )
member1986
როდის მოხდა შეწყვეტა? გლოვა ბუნებრივი ეტაპია და გადასალახი :*

სულ 4 შეწყვეტილი მაქვს, ბოლო წინა წლის ბოლოს. უკვე ძალიან მოქმედებს ნერვულ სისტემაზე…
* * *
QUOTE (narkozeli @ 13 Feb 2024, 12:30 )
member1986

პერიქეა ნახე ფბ-ზე და მიწერე აბა :* მე ძალიან მიშველა მასეთ რთულ პერიოდში სანამ ფსიქოლოგთან მივიდოდი <3

მადლობა ვცდი. ფსიქოლოგზეც ვფიქრობ

თრომბოფილიაზე გაქვთ ანალიზი გაკეთებული?
* * *
QUOTE (kekuna @ 15 Feb 2024, 17:09 )
გოგოებო, კარგი ანდროლოგი მირჩიეთ რა, ტერატოსპერმიაა დიაგნოზი sad.gif

გაგნიძეს ზოგი აქებს, ზოგი კი პირიქით, თუმცა ჩვენს შემთხვევაში კმაყოფილი ვართ მეუღლესთან . უბრალოდ უნივერსში მოხვედრა ნიშნავს, რომ კანტორაში ხვდებით, სადაც გწურავენ ბოლო თეთრამდე…

Posted by: LooLaa 16 Feb 2024, 19:00
QUOTE (Tekoteko333 @ 14 Feb 2024, 23:37 )
QUOTE (Liza12 @ 14 Feb 2024, 22:37 )
Tekoteko333
არაყი შეათბე ცელოფანი დაასველე თბილითვე და დაიდე გაიჩერე მთელი ღამე .
kekuna
3დღიანი იდეალურია .მეტი არაა საჭირო.

ორსულად ვარ და შეიძლება მსგავსი ტამპონი ორსულობის დროს? მხოლოდ ცელოფანი ვცადე ადრე, ღამით გავიჩერე კანზე

კანიდან ხდება ალკოჰოლის შეწოვა. ორსულობის და ლაქტაციის დროს სპირტიანი და არყიანი საფენები არ შეიძლება.

Posted by: Tekoteko333 16 Feb 2024, 21:34
QUOTE (LooLaa @ 16 Feb 2024, 19:00 )
QUOTE (Tekoteko333 @ 14 Feb 2024, 23:37 )
QUOTE (Liza12 @ 14 Feb 2024, 22:37 )
Tekoteko333
არაყი შეათბე ცელოფანი დაასველე თბილითვე და დაიდე გაიჩერე მთელი ღამე .
kekuna
3დღიანი იდეალურია .მეტი არაა საჭირო.

ორსულად ვარ და შეიძლება მსგავსი ტამპონი ორსულობის დროს? მხოლოდ ცელოფანი ვცადე ადრე, ღამით გავიჩერე კანზე

კანიდან ხდება ალკოჰოლის შეწოვა. ორსულობის და ლაქტაციის დროს სპირტიანი და არყიანი საფენები არ შეიძლება.

მეც ვიფიქრე ეგ და არ გამიკეთებია ჯერჯერობით არაფერი, ჰეპარინი მითხრა ექიმმა და მაგას ვიკეთებ მხოლოდ, მხოლოდ ცელოფანის დაფენა ვცადე ადრე და ცოტა შედეგი ჰქონდა

Posted by: Liza12 16 Feb 2024, 23:08
LooLaa
გაცხელებულ არაყში ხომ კვდება ყველანაირი მავნე ნივთიერება? აბა ორსულობისას ნემსს რომ ვიკეთებს სპირტიანი ბამბით რომ ვიმუშავებთ ეგეც საშიშიაა ? დავფიქრდი ახლაა მართლაა.
* * *
დაახლოებით 5მლ ვაცხელებდი წამებით ნუ ამ წამებში კი დუღდებოდა ორქლდებოდა და ცხელცხელს პარკზე ვაწვეთებდი .

Posted by: lesila90 17 Feb 2024, 10:17
Tekoteko333
ჩემზე უარესად არ მგონია გქონოდეს აი ჯოჯოხეთი გამოვიარე გეფიცები ვერ ვჯდებოდი ვერ ვწვებოდი ექიმთან ვიყავი თურქეთში დაბარებუკი და ძლივს ვიმგზავრე ვერ ავდექი რომ გამევლო ხალხი დამეხმარა და მერე მუცელზე გასაკეთებეკი პროგით ჩამინაცვლა რადგან ადგილი არ მქონდა რომ გამეკეთებინა ნემსინისეთი გაქვავებები მქონდა. თბილ საფენებს ვიკეთებდი სპირტიც მშველოდა და იოდის კლეტკა ძაან კაია სცადე.

Posted by: Tekoteko333 17 Feb 2024, 14:13
QUOTE (lesila90 @ 17 Feb 2024, 10:17 )
Tekoteko333
ჩემზე უარესად არ მგონია გქონოდეს აი ჯოჯოხეთი გამოვიარე გეფიცები ვერ ვჯდებოდი ვერ ვწვებოდი ექიმთან ვიყავი თურქეთში დაბარებუკი და ძლივს ვიმგზავრე ვერ ავდექი რომ გამევლო ხალხი დამეხმარა და მერე მუცელზე გასაკეთებეკი პროგით ჩამინაცვლა რადგან ადგილი არ მქონდა რომ გამეკეთებინა ნემსინისეთი გაქვავებები მქონდა. თბილ საფენებს ვიკეთებდი სპირტიც მშველოდა და იოდის კლეტკა ძაან კაია სცადე.

იოდი ვცადე, რამდენ ხანში გაგიარათ ზოგადად? მშობიარობის შემდეგ ალბათ ჰო? ასე მგონია სანამ არ შეწყდება ნემსის გაკეთება სრულად მაინც არ გაივლის ეს “კუნძულები”.

Posted by: HAPPYWE 17 Feb 2024, 16:42
გოგოებო გამარჯობათ
მენოპურს როცა 2 ცალს ან 3 ცალს გინიშნავენ ერთ გამხსნელში ხსნით? თუ ყველას ცალ-ცალკე გამხსნელებში?

ასევე ხომ არ იცით მენოპურის და გონალის ფასი ლუიზასთან?

Posted by: a-liza 17 Feb 2024, 18:38
HAPPYWE
მე სამს ვხსნიდი 2 გამხსნელში. ასე დამინიშნა მაშინ ექიმმა.

Posted by: HAPPYWE 17 Feb 2024, 18:42
a-liza
დიდი მადლობა love.gif
ჩემთვის არაფერი უთქვამს ექიმს და 3 გავხსენი 1 ცალ გამხსნელში, იმედია არაფერი დავაშავე sad.gif არანაირი მითითება არ მოუცია კონკრეტული, უბრალოდ 3 მენოპური მიწერია

Posted by: a-liza 17 Feb 2024, 18:58
HAPPYWE
დაშავებით არა მგონია, თუმცა მე ასე დამიკონკრეტა ექიმმა. შეეხმიანეთ, არ მოგერიდოთ.

Posted by: HAPPYWE 17 Feb 2024, 19:13
a-liza
ახლა კი შევეხმიანები, უბრალოდ ორჯერ უკვე ასე გავიკეთე

Posted by: lesila90 18 Feb 2024, 13:07
Tekoteko333
რომ დავამსრულეე მალევე გამიარა და ის გაქვავებული ნელ ნელა გავიდა სადღაც 1-2 თვეში მაქსიმიმ ან უფრო ადრე. დილა საღამოს იოდის კლეტკა გაიკეთე. მე ბოლოს ექიმმა გამიკეთა და გაგიჟდა ეს რა დღში გაქვს არ დაგოჩირქდესო არვიცი ფსიქოლოგიური მომენტი იყო თუ რა გამიწითლდა მისი გაკეთებული და 39 სიცხეც მომცა მაშინ პანიკა
მქონდა და მალევე დავიეყე მუცელზე გაკეთება

Posted by: Tekoteko333 18 Feb 2024, 21:07
QUOTE (lesila90 @ 18 Feb 2024, 13:07 )
Tekoteko333
რომ დავამსრულეე მალევე გამიარა და ის გაქვავებული ნელ ნელა გავიდა სადღაც 1-2 თვეში მაქსიმიმ ან უფრო ადრე. დილა საღამოს იოდის კლეტკა გაიკეთე. მე ბოლოს ექიმმა გამიკეთა და გაგიჟდა ეს რა დღში გაქვს არ დაგოჩირქდესო არვიცი ფსიქოლოგიური მომენტი იყო თუ რა გამიწითლდა მისი გაკეთებული და 39 სიცხეც მომცა მაშინ პანიკა
მქონდა და მალევე დავიეყე მუცელზე გაკეთება

ისეთი გამაგრებულია ხოლმე და ამობურცული sad.gif მუცელს ვერ ვეფერები შიშით, ბაია იყოს კარგად და ავიტანთ ყველაფერს <3 კი იოდს ვიკეთებ ხოლმე

Posted by: LooLaa 18 Feb 2024, 21:44
QUOTE (Liza12 @ 16 Feb 2024, 23:08 )
LooLaa
გაცხელებულ არაყში ხომ კვდება ყველანაირი მავნე ნივთიერება? აბა ორსულობისას ნემსს რომ ვიკეთებს სპირტიანი ბამბით რომ ვიმუშავებთ ეგეც საშიშიაა ? დავფიქრდი ახლაა მართლაა.
* * *
დაახლოებით 5მლ ვაცხელებდი წამებით ნუ ამ წამებში კი დუღდებოდა ორქლდებოდა და ცხელცხელს პარკზე ვაწვეთებდი .

ნემსის გაკეთების დროს 10 წამით ვიდებთ სპირტიან ბამბას და თან პატარა ადგილზე. კომპრესის დადება ხომ უფრო დიდი ხნით ხდება.
გაცხელებული აორთქლდებოდა ცოტა, მაგრამ მაინც მოვერიდოთ აჯობებს.

Posted by: სერაფიტი 21 Feb 2024, 11:29
გოგოებო,ეკა კორკოტაშვილის ნომერი რომ დაწეროთ? ან სადაა როგორ ჩაეწეროს? ნაცნობს უნდა
* * *
ჰემატოლოგს ეძებს, კარგს.
ნინო შარაშენიძე იცით? როგორია?

Posted by: Freni_99 21 Feb 2024, 14:04
სერაფიტი
ნინო შარაშენიძე კარგია, მაგრამ ორსულებს არ იღებს, თუ მაგისთვის უნდა, მაგდა ბეთანრლთან ამისამართებს

Posted by: Tekoteko333 21 Feb 2024, 17:45
QUOTE (სერაფიტი @ 21 Feb 2024, 11:29 )
გოგოებო,ეკა კორკოტაშვილის ნომერი რომ დაწეროთ? ან სადაა როგორ ჩაეწეროს? ნაცნობს უნდა
* * *
ჰემატოლოგს ეძებს, კარგს.
ნინო შარაშენიძე იცით? როგორია?

ეკა კორკოტაშვილი არის უნივერსში, ასევე ჩაჩავაში სამშაბათს და ხუთშაბათს

Posted by: kekuna 22 Feb 2024, 15:32
გამარჯობა. გოგოებო სპერმის მორფოლოგია 4 პროცენტზე დაბალი, არის შანსი მკურნალობით აწევის?

Posted by: a-liza 22 Feb 2024, 16:15
kekuna
რათქმაუნდა, 3 ჰქონდა მეუღლეს 1.5 წლის წინ და 1 თვის ნოვოფერტილით მკურნალობამ 4-მდე აუწია. 3 თვე ჰქონდა დანიშნული და აღარ გადაგვიმოწმებია იმ მკურნალობის მერე.ახლა კიდევ არც უმკურნალია, მხოლოდ რამდენიმე დღე დალია ფოლატი და ნიშნიანიძეს გაკეთებულ სპერმოგრამაში 9% იყო მორფოლოგია.

Posted by: adeline 22 Feb 2024, 16:24
სერაფიტი
ეკა არის უნივერსში, ჩაჩავაში და ვაკის კარაპს მედლაინში. ბეთანელთან მქონდა ნოლი შედეგი მე პირადად.
* * *
a-liza
აბა როგორ ხარ? რა ეტაპზე ხარ ახლა?

Posted by: a-liza 22 Feb 2024, 16:33
adeline
QUOTE
a-liza
აბა როგორ ხარ? რა ეტაპზე ხარ ახლა?
არამიშავს. ჯერჯერობით ფინანსებს ვუყრი თავს. პარალელურად მეუღლე და მე დანამატებს ვღებულობთ, რომ ეს შესვენების პერიოდი გამოვიყენოთ..

* * *
შენ როგორ ხარ? პატარა როგორაა? <3

Posted by: kekuna 25 Feb 2024, 09:39
გამარჯობა გოგოებო. პროფერტილს რომელ ქსელურ აფთიაქში ყიდულობთ?

Posted by: a-liza 25 Feb 2024, 11:13
kekuna
მე მგონი ყველაზე იაფად ელელგრუპს აქვს. მე არასდროს მიყიდია, მაგრამ შემომტანები არიან და შეადარე აბა ფასები.

Posted by: Tekoteko333 25 Feb 2024, 23:23
QUOTE (kekuna @ 25 Feb 2024, 09:39 )
გამარჯობა გოგოებო. პროფერტილს რომელ ქსელურ აფთიაქში ყიდულობთ?

გამარჯობა, ქსელურში მგონი არც აქვთ, რკინიგზის საავადმყოფოსთან (ლუბლიანაზე) ვყიდულობდი აფთიაქში, მგონი კაფსულა ერქვა აფთიაქს

Posted by: kekuna 26 Feb 2024, 09:36
Tekoteko333
ფასი ხომ არ გახსოვთ?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 26 Feb 2024, 09:52
რაღაცნაირად დუნედ მივდივართ
რამდენი ხანია არავის ტესტზე არ დაგვითხრია თვალები baby.gif

Posted by: Tekoteko333 26 Feb 2024, 10:54
QUOTE (kekuna @ 26 Feb 2024, 09:36 )
Tekoteko333
ფასი ხომ არ გახსოვთ?

სამწუხაროდ არ მახსოვს ზუსტი ფასი, ერთი კვირის დაახლოებით 70-80 ლარი იყო თუ არ ვცდები

Posted by: ბანანი 26 Feb 2024, 12:14
Watermelon_Sugar_Hi
QUOTE
რაღაცნაირად დუნედ მივდივართ
რამდენი ხანია არავის ტესტზე არ დაგვითხრია თვალები


აუუ აბა, აშკარად მოტივაცია გვჭირდება, თორემ მეც დავნებდი თითქოს, არაფერს აღარ ვაკეთებ


აგვაჟრიამულეთ ვინმემ რაააა<3

Posted by: Nina-Nina123456 26 Feb 2024, 13:39
გამარჯობა გოგონებო, თუ გაქვთ ზოგადი ინფორმაცია გთხოვთ მიპასუხოთ, ინვიტრო მშობიარობის შემდგომ (გართულებების გარეშე) რამდენი ხანი არ არის რეკომენდებული განმეორებით ორსულობა ბუნებრივი/ინვიტრო, მადლობა წინასწარ <3

Posted by: a-liza 26 Feb 2024, 16:09
Watermelon_Sugar_Hi
ბანანი
მაცადეთ 10 დღე, ნუ ხართ სულსწრაფები lol.gif
* * *
Nina-Nina123456
მე მგონი, იგივე რეკომენდაციებია , როგორც ბუნებრივი ორსულობის შემდეგ არის.

Posted by: compte.paris75 26 Feb 2024, 20:19
გოგოებო
ვყიდი ფრანგულ ენოქსაპარინს 0,4, Lovenox ის დასახელებით.
ფასი 4ლ
სულ მაქვს 27 ნემსი (აქედან 24 ცალის ვადაა 04/2024, და 3 ცალის ვადაა - 03/2024)
ტერიტორიულად თბილისი, ვაჟას ბოლოში ინოვასკენ
თუ დაგანინტერესებთ პირადში მომწერეთ

user posted image

Posted by: a-liza 26 Feb 2024, 22:53
compte.paris75
მინდა, მე ავიღებ <3 შენკენ რა ხდება, სიახლეები გვინდა :*

Posted by: Nina-Nina123456 27 Feb 2024, 01:31
გამარჯობა გოგონებო, თუ გაქვთ ზოგადი ინფორმაცია გთხოვთ მიპასუხოთ, ინვიტრო მშობიარობის შემდგომ (გართულებების გარეშე) რამდენი ხანი არ არის რეკომენდებული განმეორებით ორსულობა ბუნებრივი/ინვიტრო, მადლობა წინასწარ <3

Posted by: adeline 27 Feb 2024, 01:40
Nina-Nina123456
9 თვე მითხრეს, თუ საკეისროს ნაწიბური კარგადაა და სხვა ყველაფერიც წესრიგშია.
a-liza
ბაია ძუძუზე აფანატებს. ერთი სული მაქვს, როდის მოგილოცავ ასეთ ბასასოს :*

Posted by: a-liza 27 Feb 2024, 11:56
adeline
QUOTE
a-liza
ბაია ძუძუზე აფანატებს

საყვარელი :*
QUOTE
ერთი სული მაქვს, როდის მოგილოცავ ასეთ ბასასოს :*
დიდი მადლობაა ❤ იმედია დადგება ჩემთანაც გაზაფხული smile.gif

Posted by: Tekoteko333 27 Feb 2024, 14:16
გამარჯობა გოგოებო, ომეგაზე ალერგია გქონიათ ვინმეს? მიუღებლობა უფროსწორად.
თავბრუსხვევა, ხელების დასიება და გულისრევა მაქვს როცა ვსვამ

Posted by: a-liza 27 Feb 2024, 17:36
Tekoteko333
მე პირადად არ მქონია და არც გამიგია. იქნებ სხვა წამლის ალერგიაა, კიდევ რას ღებულობ?

Posted by: Tekoteko333 27 Feb 2024, 21:50
QUOTE (a-liza @ 27 Feb 2024, 17:36 )
Tekoteko333
მე პირადად არ მქონია და არც გამიგია. იქნებ სხვა წამლის ალერგიაა, კიდევ რას ღებულობ?

ახლა ტოკსიკოზის გამო ვერ ვსვამ და აუცილებელია და როგორ დავლიო აღარ ვიცი… ორსულობამდე ვსვამდი ადრე და ძალიან ცუდად მხდიდა, არა არ იყო სხვა წამლების ზემოქმედება

Posted by: a-liza 27 Feb 2024, 21:55
Tekoteko333
იქნებ სხვა ომეგით ჩაანაცვლო, ექიმმა შეგიცვალოს.

Posted by: Tekoteko333 27 Feb 2024, 23:33
QUOTE (a-liza @ 27 Feb 2024, 21:55 )
Tekoteko333
იქნებ სხვა ომეგით ჩაანაცვლო, ექიმმა შეგიცვალოს.

სოლგარს ვსვამდი ადრე, მადლობა <3 ვკითხავ

Posted by: Nina-Nina123456 27 Feb 2024, 23:49
გამარჯობა გოგონებო, თუ გაქვთ ზოგადი ინფორმაცია გთხოვთ მიპასუხოთ, ინვიტრო მშობიარობის შემდგომ (გართულებების გარეშე) რამდენი ხანი არ არის რეკომენდებული განმეორებით ორსულობა ბუნებრივი/ინვიტრო, მადლობა წინასწარ <3

Posted by: Buki2024 29 Feb 2024, 10:54
გამარჯობა,
PH თუ გიკონტროლებიათ ვინმეს და ტესტები თუ იყიდება საქართველოში?


Posted by: ashley judd 29 Feb 2024, 15:56
მილების გამტარობა უნდა Შემიმოწმონ ხვალ, რამე გამაყუᲩებელი რომ დავლიო, ნაკლებად მტკივნეული იქნება?

Posted by: ninucanodo 29 Feb 2024, 16:41
ashley judd
მე დექსალგინის ნევსი გავიკეთე კითხეთ მქინც ექიმს

Posted by: Buki2024 1 Mar 2024, 17:04
ashley judd

მე ადრე მაქვს გაკეთებული და არ მირჩიეს გამაყუჩებელი, ისე ცოტა ხანს გრძელედება პროცედურა ნუ დაისტრესებით წინასწარ.
წარმატებები.

Posted by: mashusha 3 Mar 2024, 11:35
მომავალო დედიკოებო, გილოცავთ დედის დღეს!
გაისამ ამ დროს, არც ერთს არ გეცალოთ ამ თემის წასაკიტხად, ყველას გულზე პაწია, ტკბილსუნიანი გორგალი გყავდეთ აკრული!

Posted by: Margery 3 Mar 2024, 22:30
გამარჯობა გოგოებო, დიდი ხანია არ შემოვსულვარ აქ, მოკლედ გადაცდენა მქონდა ამ თვეში, მაგრამ ტესტი არ გავიკეთე, ორი დღის გამო, დღეს ჩვეულებრივად დამეწყო, მქონდა საშინელი ტკივილი, არადა რაც ლაპარო გავიკეთე და შეხორცებები მომიწვა ენდომეტრიოზიდან გამოწვეული, ტკივილი დამავიწყდა რა არის, საღამოს კიდევ პაკეტზე ვნახე, მოზრდილი შეკრული მასა, ძაან მერიდება რო ვწერ ასე დეტალურად, მაგრამ ხორცის ნაგლეჯს ჰგავდა, გამონადენიც მუქი მქონდა ვოდრე ჩვეულებრივ, ხოდა არ ვიცი, ერთი ვიფიქრე, რომ იქნებ თხელი ენდომეტრიუმის გამო არ მოხდა მიმაგრება და ჩამოიშალა, მაგრამ გამონადენიც არ მაქვს ჭარბი
ან ენდომეტრიოზმა წამოყო ისევ თავი... ზეგ მივდივარ ექიმთან
ვინმეს თუ გქონიათ მსგავსად? sad.gif

Posted by: a-liza 4 Mar 2024, 00:41
mashusha
მადლობაა ❤❤ ყველას ,ვინც ელოდება, ვუსურვებ მომავალ 3 მარტს დედის ამპლუაში ყოფნას❤ ვინც უკვე დედიკოა-ბედნიერი დედა-შვილობა თქვენ love.gif
* * *
Margery
გამარჯობა.,
უფრო კოლტები მგონია, რადგან ემბრიონს , სანაყოფე პარკს ამ ვადაზე ვერც შეამჩნევდი, ეს ჩემი აზრია. სხვები რას გვეტყვიან თუ ჰქონდათ მსგავსი შემთხვევა..

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 4 Mar 2024, 11:00
Margery
კოლტს უფრო ჰგავს. მე სულ მასეთი მენსტრუაცია მაქვს, ნაკუწებივით ჩამომდის პირველ დღეს
მასე ადრეულ ვადაზე არ იქნებოდა არაფერი ჩამოსასვლელი
mashusha
ამინ!

Posted by: Katie_ket 4 Mar 2024, 13:49
გოგოებო, ლამაზებო, გამახსენეთ პლიზ, იდეალში LH უნდა იყოს ფსჰ-ზე მაღალი, თუ პირიქით smile.gif

Posted by: a-liza 4 Mar 2024, 13:58
Katie_ket
Fsh ნაკლები უნდა იყოს 1- 1.5 -ით .

Posted by: Katie_ket 4 Mar 2024, 14:26
a-liza
მადლობა საყვარელო <3

Posted by: Tekoteko333 4 Mar 2024, 22:00
გამაეჯობა, გოგონებო ადრე დავსვი კითხვა ნანემსარის გამაგრებებზე და “კუნძულებივით” ამოსვლაზე…
მოკლედ, არაფერმა მიშველა, არც ცელოფანის დაკვრამ,არც იოდი არც ჰეპარინის მალამო, ჯერ მე-14 კვირაში ვარ, რომ ვუყურებ იმხელაზე ამობურცული ხოლმე ნანემსარი ადგილები ჭიპის ირგვლივ, მეშინია, იმედია ნორმალურია ასე გამობურცვა და გამაგრება? ასე გქონდათ თქვენც? sad.gif

Posted by: Gretag 4 Mar 2024, 22:26
Tekoteko333

რომელს იკეთებთ?

* * *
mashusha

მადლობა <3 მეც გილოცავთ გოგოებო, მალე აგვსრულებოდეს ეს ნატვრა და უბედნიერესი დედიკოები ვყოფილიყავით

Posted by: Tekoteko333 4 Mar 2024, 22:55
QUOTE (Gretag @ 4 Mar 2024, 22:26 )
Tekoteko333

რომელს იკეთებთ?

* * *
mashusha

მადლობა <3 მეც გილოცავთ გოგოებო, მალე აგვსრულებოდეს ეს ნატვრა და უბედნიერესი დედიკოები ვყოფილიყავით

ფრაქსიპარინს ვიკეთებ დღეში 2ჯერ, ზემოთ შემეშალა 15 კვირა დაიწყო უკვე ორსულობის, ასე ძალიან რატომ მაგრდება ან იბურცებაsad.gif ექიმმა ჰეპარინი მითხრა გამაგრებებზე წასასმელად მაგრამ შედეგი არ აქვს

Posted by: Gretag 4 Mar 2024, 22:57
რომ შეცვალოთ? გამათხელებელი არ უნდა იწვევდეს წესით ასეთ გამაგრებებს. ასევე, როგორც ვიცი ბარძაყზე და მკლავზეც შეიძლება გაკეთება და დააზუსტეთ ექიმთან. მე ალბათ სხვა ანალოგით ვცდიდი ჯერ ჩანაცვლებას ექიმის ნებართვით

Posted by: Tekoteko333 4 Mar 2024, 23:21
QUOTE (Gretag @ 4 Mar 2024, 22:57 )
რომ შეცვალოთ? გამათხელებელი არ უნდა იწვევდეს წესით ასეთ გამაგრებებს. ასევე, როგორც ვიცი ბარძაყზე და მკლავზეც შეიძლება გაკეთება და დააზუსტეთ ექიმთან. მე ალბათ სხვა ანალოგით ვცდიდი ჯერ ჩანაცვლებას ექიმის ნებართვით

არა ვერ შევცვლით, ესეც ვკითხე იქნებ სხვა ადგილას მეთქი და უარი მითხრა sad.gif

Posted by: Gretag 5 Mar 2024, 11:20
Tekoteko333

კორკოტაშვილია თქვენი ექიმი? არ ვიცი მე კლექსანიც გსმიკეთებია და ოქსოპარიც. მაგ ვადაზე ვერ გეტყვით კონკრეტულად ეგ რატომ უნდა, მაგრამ უფრო ალერგიულ რეაქციას ჰგავს და თან როდემდე შეძლებთ მაგ ადგილზე გაკეთებას

Posted by: Mia20 5 Mar 2024, 11:46
Tekoteko333
ნემსის გაკეთების ტექნიკა ნელ ნელა უნდა დაამუღამო.. მკაცრად ნუ შეიყვან ნემსს. და ნელა შეუშვი სითხეც
მე გავრისკე ისე და 1 კვირა ბარძაყზე ვიკეთე

Posted by: Tekoteko333 5 Mar 2024, 13:18
QUOTE (Gretag @ 5 Mar 2024, 11:20 )
Tekoteko333

კორკოტაშვილია თქვენი ექიმი? არ ვიცი მე კლექსანიც გსმიკეთებია და ოქსოპარიც. მაგ ვადაზე ვერ გეტყვით კონკრეტულად ეგ რატომ უნდა, მაგრამ უფრო ალერგიულ რეაქციას ჰგავს და თან როდემდე შეძლებთ მაგ ადგილზე გაკეთებას

კიკი ეკა მყავს, ეკამ ნუ გეშინია არაუშავსო და არ შეგვიცვლია ფრაქსი, არც წამალი და არც ადგილი
* * *
QUOTE (Mia20 @ 5 Mar 2024, 11:46 )
Tekoteko333
ნემსის გაკეთების ტექნიკა ნელ ნელა უნდა დაამუღამო.. მკაცრად ნუ შეიყვან ნემსს. და ნელა შეუშვი სითხეც
მე გავრისკე ისე და 1 კვირა ბარძაყზე ვიკეთე

მეუღლე მიკეთებს მე პანიკური შიში მაქვს ნემსისsmile.gif სწორად აკეთებს ნელა უშვებს და ნემსიც სწორად უჭირავს გადავქექეთ ინტერნეტი ისწავლა ტექნიკებიsmile.gif

Posted by: kamila84 5 Mar 2024, 13:43
გამარჯობა გოგონებო, მოკლედ გუშინ ვიყავი ექიმთან და გაბრაზებული ვარ. გაყინვას და მერე გადატანას არ დამთანხმდა. არადა ასისტენტმა ადრე ტელეფონზე კიო, დაგასვენებთო, როგორც თქვენ მირჩიეთ. პუნქციის კვირაში ფრენა დავგეგმე, მეთქი კარგად დავისვენებ. ახლა მაინტერესებს, ფრეშად გადატანის დღეს ფრენა თუ არის რეკომენდირებული, კლექსანს ვიკეთებ. მადლობა

Posted by: Freni_99 5 Mar 2024, 16:32
kamila84
თქვენ ავსტრიაში ხართ ხომ, როგორც მახსოვს ? რა მიზეზით არ დაგთანხმდათ?
წესით არ იქნება პრობლემა, დაფრინავს და მგზავრობს ხალხი გადატანის დღესვე

Posted by: kamila84 5 Mar 2024, 16:58
QUOTE (Freni_99 @ 5 Mar 2024, 16:32 )
kamila84
თქვენ ავსტრიაში ხართ ხომ, როგორც მახსოვს ? რა მიზეზით არ დაგთანხმდათ?
წესით არ იქნება პრობლემა, დაფრინავს და მგზავრობს ხალხი გადატანის დღესვე

მადლობა, მითხრეს 1-2 კინკილა გქონდა და ვერ გავრისკავთო, გამოლღობის დროს ხარისხი შეიძლება დაეკარგოსო, მე მგონია რომ ბულშით მიზეზია. ისე აქვთ აწყობილი სქემა რომ ორშაბათობით ამთხვევენ პუნქციებს და ოთხშაბათ-ხუთშაბათს აქვთ გადატანა, მე მე ავურევ. ნუ ორზე მეტი რომ მქონდეს, რა თქმა უნდა, გაყინავენ მაგრამ 1-2ზე არ იწუხებენ ალბათ თავს.

Posted by: Freni_99 5 Mar 2024, 19:22
kamila84
სავარაუდოდ, მართალი ხართ. რაღა დროს ხარისხის დაკარგვებია. თან იქნებ ან პროგი ან რამე მაჩვენებელი არ იყოს მწყობრში, მაინც უნდა გადაიტანონ?


Posted by: SoFia33 9 Mar 2024, 22:38
გამარჯობა გოგოებო,
ერთი კითხვა მაქვს, ვინმეს თუ ჰქონია პლაცენტის ნაადრევი მომწიფება?
17 კვირის ფეხმძიმე ვარ და შარიქაძემ ექოსკოპიაზე ხაზი გაუსვა ნაადრევ მომწიფებას, მომწიფების ხარისხით თითქმის 30 კვირისას შეესაბამებაო. დაუკავშირა თრომბოფილიას, კარგია რომ გამათხელებლებს ღებულობ, მაგათ გარეშე უარესი სურათი იქნებოდაო.
გენეტიკური თრომბოფილია გაკეთებული მაქვს ორსულობამდე და დაკა კაპანაძემ საშიშ ივრაფერი დაინახა, კარდიომაგნილი დამინიშნა მხოლოდ. ორსულობის დადასტურების მერე გადავაკონტროლე ჰომოცისტეინი და ნორმაში იყო. მას მერე მხოლოდ კოაგულოგრამას ვამოწმებ, რომელიც ნორმაშია. კლექსანს დღემდე უწყვეტად ვიღებ და ასევე კარდიომაგნილსაც.
დღესაც ავიღე კოაგულოგრამა და დედიმერი, რომელიც ნორმაში მაქვს.
იმ კვირაში დაკასთან ვაპირებ მისვლას აუცილებლად. მანამდე რამე რჩევა ხომ არ გექნებათ? ხომ არ გსმენიათ გადამწიფებაზე რამე? ვერც ინტერნეტში მოვიძიე რამე. სანამ დაკასთან მივალ, მანამდე ვერ ვისვენებ, მეშინია დოზა არ იყოს მაინც დასამატებელი

Posted by: Freni_99 10 Mar 2024, 00:05
SoFia33
დაკა, როგორც ვიცი, გენეტიკურ თრომბოფილიებს დიდად არ ცნობს, მაგრამ რადგან ჩვენებაა, იმედია მიიღებს ზომებს.
მომავალ მშობელთა კლუბშიც დაპოსტე, გამოცდილები გამოგეხმაურებინ.
სანერვიულო არამგონია იყოს, არ ინერვიულო

Posted by: Margery 10 Mar 2024, 12:36
გამარჯობა გოგოებო, მაინტერესებს სპერმოგრამაში ფარისის ნაყოფიერების ინდექსი, როცა ნორმაზე დაბალია რას ნიშნავს? ჩემმა ექიმმა არაფრად ჩათვალა, 120ზე მეტი უნდა ყოფილიყო და 101 გვქონდა, შემდეგ ერთ-ერთ ანდროლოგს მივწერე და მითხრა დაორსულების დაბალ შანსს ნიშნავსო...

Posted by: Panda-008 10 Mar 2024, 19:35
Margery
ფარისის ინდექსი რაღაც საბჭოური გადმონაშთია და მგონი სხვაგან არსად იყენებენ. ცალკეული მაჩვენებლებია გასათვალისწინებელი - რაოდენობა, მოძრაობა და მორფოლოგია.

Posted by: Margery 10 Mar 2024, 19:53
QUOTE (Panda-008 @ 10 Mar 2024, 19:35 )
Margery
ფარისის ინდექსი რაღაც საბჭოური გადმონაშთია და მგონი სხვაგან არსად იყენებენ. ცალკეული მაჩვენებლებია გასათვალისწინებელი - რაოდენობა, მოძრაობა და მორფოლოგია.

ანალიზში არის მითითებული, სხვა მაჩვენებლებთან ერთად

Posted by: Tekoteko333 11 Mar 2024, 00:02
QUOTE (SoFia33 @ 9 Mar 2024, 22:38 )
გამარჯობა გოგოებო,
ერთი კითხვა მაქვს, ვინმეს თუ ჰქონია პლაცენტის ნაადრევი მომწიფება?
17 კვირის ფეხმძიმე ვარ და შარიქაძემ ექოსკოპიაზე ხაზი გაუსვა ნაადრევ მომწიფებას, მომწიფების ხარისხით თითქმის 30 კვირისას შეესაბამებაო. დაუკავშირა თრომბოფილიას, კარგია რომ გამათხელებლებს ღებულობ, მაგათ გარეშე უარესი სურათი იქნებოდაო.
გენეტიკური თრომბოფილია გაკეთებული მაქვს ორსულობამდე და დაკა კაპანაძემ საშიშ ივრაფერი დაინახა, კარდიომაგნილი დამინიშნა მხოლოდ. ორსულობის დადასტურების მერე გადავაკონტროლე ჰომოცისტეინი და ნორმაში იყო. მას მერე მხოლოდ კოაგულოგრამას ვამოწმებ, რომელიც ნორმაშია. კლექსანს დღემდე უწყვეტად ვიღებ და ასევე კარდიომაგნილსაც.
დღესაც ავიღე კოაგულოგრამა და დედიმერი, რომელიც ნორმაში მაქვს.
იმ კვირაში დაკასთან ვაპირებ მისვლას აუცილებლად. მანამდე რამე რჩევა ხომ არ გექნებათ? ხომ არ გსმენიათ გადამწიფებაზე რამე? ვერც ინტერნეტში მოვიძიე რამე. სანამ დაკასთან მივალ, მანამდე ვერ ვისვენებ, მეშინია დოზა არ იყოს მაინც დასამატებელი

გამარჯობა, ვინ გყავთ გინეკოლოგი? ექოსკოპისტს ენდობით? მეც გენეტიკური მაქვს და წინა ექოზე რომ ვიყავი მითხრა ერთი კვირით უსწრებს ნაყოფი განვითარებასო, ახლა 15 კვირის ვარ, მაგრამ ეს არ არის დიდი სხვაობა.
გადაამოწმოთ იქნებ ექო სხვაგან

Posted by: VioLeTa~Khv~ 13 Mar 2024, 21:19
გამარჯობათ გოგოებო!
მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და მეც წეროს მოლოდინში ვარ.. )
მაინტრრესებს ვინმეს თუ დაგილევიათ ფრმოსტონი?ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დასქვეითებლად ვსვავ და ციკლი ძალიან შემიმცირდა და წამლის ბრალი ხომ არაა?

Posted by: Freni_99 14 Mar 2024, 10:44
VioLeTa~Khv~
გამარჯობა და წარმატებები ^^
მგონი იცის კი, ესტროლი დავლიე ერთხელ და შემიმცირა, მახსოვს. უფრო მცოდნეებიც გამოგეხმაურებიან.
მოგვიყევი შენი ამბავი

Posted by: Laverne_de_Montmorency 14 Mar 2024, 13:39
გამარჯობა, აქ ძალიან გამოცდილები ხართ და მაინტერესებს ესეთი შემთხვევა თუ გქონიათ. გადაცდენამდე 6 დღით ადრე დამეწყო სისხლიანი გამონადენი. ძალიან ადრე იყო პერიოდისთვის და ჩავთვალე, რომ მიმაგრების ამბავი შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ გავიკეთე ტესტები (ერთი მამა ჩეკი და ერთი ბბ) და სუსტ დადებითს იძლეოდა ყველა. ძალიან მკრთალი ხაზით. მეორე დღეს წავედი ხეგეზე და პასუხი იყო უარყოფითი - 1.87. შემდეგ გადავივიწყე ეს ამბავი და 3-4 დღეში ჩემმა დამ მითხრა ხუმრობით, მოდი ჩემზე ვცადოთ მეც თუ მანახებს მაგ რაღაც ხაზებსო. იმას არ ანახა რა თქმა უნდა. მეც ავცანცარდი და კიდევ გავიკეთე და ბბ ამომიგდო 2 ტესტზე ძალიან უკვე კარგად რომ ჩანდა ისეთი ხაზი. აჟიტირებულმა გავიკეთე მამა ჩეკი და იქაც ხაზი იყო. ამჯერად უფრო გამუქებული (ფოტოებს ვდებ). ამ დღეს უკვე სისხლიანი გამონადენი გადაიზარდა მენსტრუაციაში (ზუსტად ამ დღეს მიწევდა). მეორე დღესვე შეშინებული გავქანდი ხეგეზე და უკვე 0.1 იყო ხეგე. ეს ტესტები რას მაჩვენებდა არ ვიცი. აორთქლების ხაზები არ იყო, რადგან ჩემი დის ოფიციალური უარყოფითი იყო იგივე ტეტსი და ჩემსას ვარდისფერი ხაზები ჰქონდა. შესაძლებელია ქიმიური ყოფილიყო? დღეს ყველა ტესტი უკვე უარყოფითი მაქვს. ხეგე რომ 2 იყო და 0.1-ზე ჩამოვიდა ეს მიანიშნებს ამას? თუ ცვალებადია სხვადასხვა დროს მისი დონე არაორსულ ქალებში? გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
user posted image
user posted imageuser posted image

Posted by: VioLeTa~Khv~ 14 Mar 2024, 15:55
QUOTE (Freni_99 @ 14 Mar 2024, 10:44 )
VioLeTa~Khv~
გამარჯობა და წარმატებები ^^
მგონი იცის კი, ესტროლი დავლიე ერთხელ და შემიმცირა, მახსოვს. უფრო მცოდნეებიც გამოგეხმაურებიან.
მოგვიყევი შენი ამბავი

მადლობა დიდი

Posted by: Gretag 14 Mar 2024, 19:14
Laverne_de_Montmorency

გამარჯობა, ვწუხვარ იმედგაცრუების გამო. ბიოქიმიურს ჰგავს. როგორც ჩანს ახალი დაწყებული იყო პირველ ხეგეზე და მხოლოდ რამოდენიმე დღეს გაგრძელდა. ხეგე სანამ არის სისხლში სულ მცირე რაოდენობითაც კი მაინც ჩანს ტესტებზე. რა პრობლემა გაქვთ რომ დაწეროთ თუ სურვილი გექნებათ

Posted by: Laverne_de_Montmorency 14 Mar 2024, 19:50
QUOTE (Gretag @ 14 Mar 2024, 18:14 )
Laverne_de_Montmorency

გამარჯობა, ვწუხვარ იმედგაცრუების გამო. ბიოქიმიურს ჰგავს. როგორც ჩანს ახალი დაწყებული იყო პირველ ხეგეზე და მხოლოდ რამოდენიმე დღეს გაგრძელდა. ხეგე სანამ არის სისხლში სულ მცირე რაოდენობითაც კი მაინც ჩანს ტესტებზე. რა პრობლემა გაქვთ რომ დაწეროთ თუ სურვილი გექნებათ

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ანუ შესაძლებელია ხომ ყოფილიყო ორსულობა თუნდაც ბიოქიმიური მიუხედავად იმისა რომ ხეგე დაბალი იყო? ამის გაგება მინდოდა ზუსტად. თორემ გაურკვევლობა ყველაზე რთული გადასატანი იყო ამ ამბავში.
პრობლემა არ ვიცი მაქვს თუ არა, პირველი თვეა მცდელობის. მაქვს სრული გამოკვლევა ჰორმონებთან და ვირუსებთან დაკავშკრებით ჩატარებული. მქონდა ოდნავ მომატებული პროლაქტინი, რაც დარეგულიებულია (ბრომოკრიპტინს ვსვამ ყველაზე დაბალ დოზას), ფარისებრის ჰორმონები შემოწმებულია და ნორმაა (TSH 2-ზე დაბლა რომ ჩამოსულიყო ელთიროქსინს ვსვამ). LH - 8.26, FSH - 9.19. ოვულაცია ყოველთვიური მაქვს (მონიტორინგი მაქვს რამდენიმე გაკეთებული მიყოლებით) დაახლოებით 9-12 დღეებში, ენდომეტრიუმი წინა თვეში ოვულაციისას 12 მმ იყო და ფოლეკული 20 მმ და გასკდა. პროგესტერონი მაქვს ოვულაციიდან მე-7 დღეს (25 იყო) და მე-9 დღეს (28) შემოწმებული, მეტი აღარ გადამიმოწმებია. ციკლი მომდის ხოლმე ოვულაციიდან მე-14 მე-16 დღეებში, თუმცა როგორც წესი მაქვს 2-3 დღე სისხლიანი გამონადენი მოსვლამდე. რაც ვიცი რომ პრობლემურია ერთადერთი DHEA-სულფატია, რომელიც ნორმაზე მაღალი მაქვს - 340 რომ არის ნორმა, მე მაქვს 420, თუმცა პოლიკისტოზი გამორიცხეს (ტესტოსტერონიც და ინსულინიც ნორმაა). ამაზე ვაპირებ გინეკოლოგთან მისვლას და ჰორმონს დავანიშნინებ, რადგან ვიცი მოშლას იწვევს ეს დეა.
ფიზიკური დათვალიერებითაც თითქოს ყველაფერი რიგზეა პაპშიც და კოლპოსკოპიაზეც. ინფექციები და ვირუსები გატესტილი მაქვს და უარყოფითია. მეუღლეც შემოწმებულია შოთა ნიშნიანიძესთან და ნორმაში აქვს ყველაფერი.
სხვა რა შემიძლია გადავამოწმო, რას მირჩევთ? რაღატომაც პანიკური შიში მაქვს რომ არაფერი გამომივა, აბსოლუტყრად უსაფუძვლოდ თან და ეს შემთხვევა რომ დაემთხვა პირველივე თვეს, ძალიან გამიმწვავდა ფობია. თუ მეცოდინება რომ ორსულობა იყო, თუნდაც შეწყვეტილი, გამიხარდება ალბათ კიდეც.

Posted by: VioLeTa~Khv~ 14 Mar 2024, 21:12
ჩემი ამბავი ცოტა რთულად არის, 39 წლის ვარ მაქვს ენდომეტრიოზი, დაბალი მარაგი, ფსჰ მაღალი, ფოლიკულა არ სკდება, ორჯერ მაქვს ენდომეტრიული კისტის ოპერაცია გაკეთებულუ. გვიან გავთხოვდი და გვიან დავიწყე მკურნალობა.. იანვრიდან ვმკურნალობ ფემოსტონით ფსჰ რომ ჩამოვიდეს ქვევით მაგრამ უშედეგოდ… დღეს უკვე შემიცვალეს წამალი ესტროფემი დამინიშნა ექიმმა ორჯერ.. სტიმულაციას ვგეგმავ და ეს ჰორმონი მიშლის ხელს ჯერ ვერ ვიწყებ.
ვინმეს თუ გქონიათ ან გაქვთ ჩემნაირი ქეისი საინტეესო იქნებოდა ჩემთვის.
წარმატებებს გისურვებთ ყველას და საკუთარ თავსაც❤️
* * *
ჩემი ამბავი ცოტა რთულად არის, 39 წლის ვარ მაქვს ენდომეტრიოზი, დაბალი მარაგი, ფსჰ მაღალი, ფოლიკულა არ სკდება, ორჯერ მაქვს ენდომეტრიული კისტის ოპერაცია გაკეთებულუ. გვიან გავთხოვდი და გვიან დავიწყე მკურნალობა.. იანვრიდან ვმკურნალობ ფემოსტონით ფსჰ რომ ჩამოვიდეს ქვევით მაგრამ უშედეგოდ… დღეს უკვე შემიცვალეს წამალი ესტროფემი დამინიშნა ექიმმა ორჯერ.. სტიმულაციას ვგეგმავ და ეს ჰორმონი მიშლის ხელს ჯერ ვერ ვიწყებ.
ვინმეს თუ გქონიათ ან გაქვთ ჩემნაირი ქეისი საინტეესო იქნებოდა ჩემთვის.
წარმატებებს გისურვებთ ყველას და საკუთარ თავსაც❤️

Posted by: Freni_99 14 Mar 2024, 21:52
VioLeTa~Khv~
არაფერი არ არის რთულად, ცოტა მოთმინება და გამოვა ყველაფერი.
ვისთან დადიხარ? სტიმულაცია ინვიტროსთვის თუ ისე ? დაბალ მარაგში ანტიმიულერი იგულისხმება? რამდენია?

* * *
Laverne_de_Montmorency
პირველ რიგში შიშებზე უნდა იმუშავო, რთულია, მაგრამ გამოსვლადია.

ხეგე 5 მაჩვენებლამდე ორსულობად არ ითვლება, ტესტებიც აქაური გამოცდილებიდან ხშირად ცდება ამ ბოლო დროს, თუმცა, ისიც შეიძლება მართლა ბიოქიმიური ყოფილიყო.

პირველივე მცდელობაზე არგამოსვლა კიდევ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ასაკი? წინასწარ რომ გაკონტროლებულია ყველაფერი, ეგ დიდი პლიუსია

Posted by: Gretag 14 Mar 2024, 22:02
Laverne_de_Montmorency

ჩემი აზრით ასეთი ხაზები და ამდენ ტესტზე უფრო ბიოქიმიურს ჰგავს. მშვენიერი მდგომარეობა გაქვთ და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გექნებათ შედეგიც. გენეტიკური თრომბოფილია ხომ არ გაქვთ შემოწმებული? მე ალბათ ერთადერთი მაგას გადავამოწმებდი და პროგესტერონს ციკლი 19-21 დღეებში.


VioLeTa~Khv~

არაფერია სანერვიულო, აქ ისეთები ვართ ვერაფრით შეგვაშინებთ biggrin.gif იქნებ თქვენს შემთხვევაში ესტროფემმა უფრო გაამართლოს. აქ ერთ გოგონას ძალიან კარგად მოუწესრიგდა ესტროფემით

Posted by: Laverne_de_Montmorency 14 Mar 2024, 22:20
მადლობა გოგოებო. რაღაცნაირად დამამშვიდეთ. ვიცი რომ პირველ რიგში ეგ შიში და შფოთვაა მოსაშორებელი და ვიმუშავებ მაგაზე.
თრომბოფილია არ მაქვს გამოკვლეული. დაველაპარაკები აბა მაგაზე გინეკოლოგს

ასაკი - 33 წლის ვარ smile.gif

Posted by: narkozeli 14 Mar 2024, 23:09
Laverne_de_Montmorency

მე მქონდა რამდენიმე წლის წინ ესეთი შემთხვევა- ტესტმა მიჩვენა მკრთალი ხაზები, აქაც დავდე და ყველამ დაინახა ეს ხაზები, წავედი მრჩეველში ჩავაბარე ხეგე და მოვიდა 0.2 პასუხი ანყ უარყოფითი. 2 დღეში კიდევ გავიკეთე ტესტი და უკვე მკვეთრი ორი ხაზი იყო, ჩავაბარე ისევ მრჩეველში და ამჯერად დადებითი მოვიდა. სამწუხაროდ ეგ ორსულობა მაინც შემიწყდა მალევე.
იმის თქმა მინდა რომ ზოგჯერ ფაქტია ტესტი უფრო ადრე აჩვენებს, ხეგე მგონი რაღაც რაოდენობის მერე ხდება რეაქტივზე აღქმული.

ახლა ორი შვილის დედა ვარ უკვე❤️

Posted by: Laverne_de_Montmorency 15 Mar 2024, 04:20
ბარემ ამასაც განახებთ. ეს არის მეუღლის ანალიზი მკურნალობის შემდეგ. ექიმი - შოთა ნიშნიანიძე. უთხრა, რომ აღარაფერია საგანგაშო და გვეცადა. მე ამ 1+ აგრეგაციის და აგლუტენაციის მეშინია. მანამდე 3+ ჰქონდა. ვნახე მუკალტინი შველისო და ხომ არ მიიღოს ვფიქრობ. ამჯერად მისახმარებლად ორივე ვსვამთ პროფერტილს და ასევე, მეუღლე დამატებით რაღაც ვიტამინების კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს შეღწევადობას.

როგორ ფიქრობთ, მართლა არაა საგანგაშო ანალიზი?
* * *
ახლა ვნახე და ქართულ ვერსიაში შეცდომებია თარგმანშიც (წელვადობა ნორმა წერია, როცა ინგლისურში არანორმალური წერია) და მატება/კლების ნიშნებშიც. აი ინგლისურია სწორი და ვურთავ ამას.
user posted image

Posted by: a-liza 15 Mar 2024, 11:23
გოგოებო, გამარჯობა.
გუშინ გადავარჩიე წამლები და აღმოვაჩინე, რომ ანკერმანი ბ12 მაქვს, რომელსაც ვადა გასდის ამ თვეში. თუ ვინმე ღებულობთ, 1 მთლიანი ფირფიტა მაქვს დარჩენილი, გაჩუქებთ .

Posted by: VioLeTa~Khv~ 15 Mar 2024, 13:05
Freni_99
Gretag
❤️
მე დიანა ჯანუყვაძესთან დავდივარ, ანტიმიულერი ვიგულსიხმე 1,3 მაქვს.
სტიმულაციას ჯერ ისე ვცდით ხელოვნურად გავხეთქავთ ფოლიკულს .. თუ არ გამოვიდა ასე მერე ინვიტრო.
ესტროფემის იმედი მაქვს ვნახოთ, ფემოსტონი ორი თვე დავლიე მაგრამ საერთოდ არ იმოქმედა. დიდად არ ვარ გათვიცნობიერებული ამ ამბებში ..

Posted by: kekuna 15 Mar 2024, 15:22
გოგოებო თეა ჩარკვიანზე რას მეტყვით?

Posted by: Ani15 15 Mar 2024, 21:13
გოგოებო ვის რა გამოცდილება და ინფო გაქვთ პლაცენტის მცირე აშრევებაზე, 28 კვირის ვარ, ბოლო 3-4 დღე მქონდა მუცლის და წელის მოვლითი ტკივილები და ექოზე გამოჩნდა აშრევება და მაგ ადგილას სისხლის დაგუბება. ექიმმა დეტალურად კი ამიხსნა მდგომარეობა, მაგრამ თქვენგან მაინც მაინტერესებს თქვენ თუ გქონიათ გამოცდილება დამიწერეთ რა და როგორ განვითარდა sad.gif

Posted by: Freni_99 16 Mar 2024, 09:44
Ani15
მცირე თუა, არ უნდა იყოს ხო საშიში?
რა თქვა ექიმმა, რა რეკომენდაციებია?
მომავლებში დაპოსტე აბა, იქ უფრო ეცოდინებათ.

* * *
VioLeTa~Khv~
მშვენიერი ანტიმიულერი გქონია, ვინ თქვა რო დაბალია.
გამოვა ყველაფერი, გაგვაგებინე ამბები ^^

* * *
Laverne_de_Montmorency
ერთი შეხედვით, საკმაოდ ნორმ სპერმოგრამაა. მეტად ვერ ვერკვევი მე. შოთამაც რადგან თქვა კაიაო, კაია ე.ი ))

Posted by: NankA2203 17 Mar 2024, 18:28
მეგობრებო ეგზოსომებით საკვეეცხის გააქტიურებაზე გსმენიათ რამე?

Posted by: Freni_99 17 Mar 2024, 19:59
NankA2203
რას ნიშნავს ?

Posted by: narkozeli 17 Mar 2024, 21:11
Ani15

ხომ გყავს ძლიერი ექიმი? წოლითი არ დაგინიშნეს? საყურადღებოა❤️

Posted by: NankA2203 17 Mar 2024, 23:49
Freni_99

https://www.facebook.com/share/r/BPHdu8K42waEvGLV/?mibextid=oFDknk
ამ ვიდეოს გადავაწყდი და პირველად მესმის მე პირადად. იქნებ ვინმემ იცოდეს აქ.

Posted by: Tekoteko333 18 Mar 2024, 19:43
სალამი გოგონები, ვინმეს გქონიათ ორსულობის განმავლობაში კუჭ-ნაწლავის პრობლემები? მონელებას არ ვგულისხმობ, შებერილობას და აი თითქოს ნაწლავები რომ გტკივა, არ ვიცი რამდენად სწორად ავხსენი smile.gif

Posted by: Margery 19 Mar 2024, 10:38
გამარჯობა გოგოებო, მოკლედ ძალიან დიდი ისტორია მაქვს ექიმებთან დაკავშირებით, უამრავთან ვიყავი, მაგრამ შედეგი 0
ახლა მივედი უბრალო გინეკოლოგთან, რომელმაც აღმოაჩინა, რომ თურმე ანალიზებში, რომელშიც მეც ვხედავდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, ყოფილა პატარ-პატარა პრობლემები, ციკლიდან მე8 დღეს დამიბარა, ნახა რომ ფოლიკულიც მქონდა გასახეთქად მომზადებული, მანამდე მუდმივად სტიმულაციებს მიკეთებდნენ, როცა ბუნევრივადაც შეძლებია ჩემ საკვერცხეს))) უბრალოდ მაქვს ენდომეტრიოზი, რომელიც ხარისსხს აქვეითებს და სავარაუდოდ ამიტომ არ დგება ორსულობა, ახლა დამინიშნა მხოლოდ ვიტამინები, არაჰორმონები და მაინტერესებს ვინმეს თუ მიგიღიათ? ლაიფენი ენდომეტრიოზისთვის, ინოფოლაკი, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს და ფერტილქეა, ეს ვიტამინების კომპლექსია

Posted by: Ani15 20 Mar 2024, 00:02
narkozeli
კი გვანც, დავით გაგუა მყავს, გუშინ კლინიკაშიც დამაწვინეს, დოპლერის მონაცემებიც არ იყო კარგი, ჭიპლარის აორტა ნულოვანი ანუ სისხლი აღარ მიეწოდებოდა, დღეის მდგომარეობით ცოტა აღდგა მიწოდება იმედია ნელ ნელა წავა უკეთესობისკენ და 29 კვირაზე საკეისრო არ დამჭირდება sad.gif

Posted by: narkozeli 20 Mar 2024, 13:10
Ani15

არაფერზე ინერვიულო, 29კვირაზე დაბადებული უჯანმრთელესი დისშვილი მყავს ❤️ მაგრამ დარწმუნებული ვარ არ დაგჭირდება და სრულ ვადამდე მიხვალ უპრობლემოდ ❤️

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 21 Mar 2024, 18:06
Margery
ინოფოლიკს მე ვსვამდი და კი გავაჩინე ყოჩაღი ბაია smile.gif
Ani15
ნუ ახლა სასურველი ნაღდად არაა მარა არც სადარდებელი და საშინელება არაა 29 კვირაზე გაჩენა :* იქნებადა მიდიხარ ბოლომდე, ჯერ არ ინერვიულო ❤️

Posted by: kekuna 22 Mar 2024, 10:55
გოგოებო, მილების
გამტარიანობის შემოწმება ქაფით მტკივნეულია?

Posted by: a-liza 22 Mar 2024, 13:14
kekuna
ექოთი ? მე ექოს კონტროლის ქვეშ გამიკეთეს ქაფით და არ იყო მტკივნეული. 2 წუთი უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, თითქოს კუჭის აშლილობის დროს რომ დაგივლის ტკივილი, ეგეთი იყო. რენტგენზე არ ვიცი

Posted by: ნიაკო12 22 Mar 2024, 13:14
Ani15
ანი როგორ ხარ რამე სიახლე ხომარაა ❤️

Posted by: kekuna 22 Mar 2024, 14:31
a-liza
კი ექოთი, ვისთან გაიკეთეთ? პასუხს მაშინვე იგებ ხომ?

Posted by: a-liza 22 Mar 2024, 15:46
ნიაკო12
კარგად, ნიაკო <3 შენ როგორ ხარ? პრინცესა როგორაა :*
სიახლე არაფერია.
kekuna მე საბახტარაშვილში სიჭინავამ გამიკეთა. პასუხი რამდენიმე წუთში მომცეს. მაგრამ რენტგენს გირჩევდი.

Posted by: kekuna 22 Mar 2024, 15:54
a-liza
რენგტენი მაქვს წლების წინ გაკეთებული

Posted by: a-liza 22 Mar 2024, 16:08
kekuna
მე მგონი რენტგენივით უტყუარი ვერ იქნება ექო. ახლა რომ ვიკეთებდე, რენტგენს გავიკეთებდი. 100 ლარია მგონი სხვაობა

Posted by: ნიაკო12 22 Mar 2024, 17:25
a-liza
კარგადაა იზრდება და მაიმუნობს :*
მიჩუმებულია ეს თემა რაღაც ტესტების ამბებში და აბა მალე შემოგენატოსთ ორხაზიანი ტესტუკები ყველას :* ❤️
* * *
kekuna
მეც ეგეტი მაქ გაკეტებული რეტგენიტ თუ რარაცა, მერე დისკიც მომცეს. მე როგორც ბოლოს აღმოჩნდა მქონია პრობლემა მილებში და იქაც მტკივნეული იყო მარა მალევე გადის ეს ტკივილი. ზოგი საერთოდ ძალიან მცირე დისკომფორტს გრძნობს, ჩემთვის იყო მტკივნეული მაგრამ უცებ რჩები და გავიწყდება ფაქტიურად. გააცნია ალბათ მილების მდგომარეობას ან ინდივიდუალურია რა ალბათ უფრო, მანამდე გამაყუჩებელი ნემსიც გამიკეთეს სანამ ჩამიყვანდნენ, უნივერსში მაქ რამდენიმე წლის წინ გაკეტებული.

Posted by: Laverne_de_Montmorency 22 Mar 2024, 17:54
გოგოებო, დღეს მოვიდა ჩემი ანტიმიულერის პასუხი. 1.1 მაქვს. ვარ 33 წლის და რამდენად ნორმალური მაჩვენებელია? ძაან ცუდია?

Posted by: Panda-008 22 Mar 2024, 18:46
Laverne_de_Montmorency
საშუალოზე ცოტა დაბალია, მაგრამ ცუდი ნამდვილად არაა. ამისი მეათედით ორსულდება ხალხი.
კისტის ოპერაცია და მსგავსი პროცედურები ამცირებს დროზე ადრე.

Posted by: Ani15 23 Mar 2024, 01:23
narkozeli
ნიაკო12
Watermelon_Sugar_Hi
მადლობა გოგოებო, საბედნიეროდ ამ ეტაპზე გადავრჩი საკეისროს, სახლშიც გამომწერეს, მაგრამ მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ დოპლერი რომ რევერსული ანუ სისხლის ნაკადის უკუსვლა არ დაიწყოს ნაყოფიდან პლაცენტისკენ sad.gif ყოველი დღე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და იქნებ გავქაჩოთ 7 თვემდე

Posted by: ნიაკო12 23 Mar 2024, 02:28
Ani15
ყველაფერი კარგად იქნება ყოჩაღი ბაია გყავს :* ❤️❤️❤️

Posted by: lesila90 23 Mar 2024, 21:14
Ani15
არ ინერვიულო აგერ ვარ 32 კვირამდე გაჩენილი ბაიებით❤️❤️იწექი არ იფიქრო ცუდზე ფილმებს უყურე რომ
კვირეები არ თვალო❤️❤️ერთი რამ დაიმახსოვრე ბაიას როცა უნდა მაშინ მოევლინება ამ ქვეყანას ❤️❤️
* * *
a-liza
სუო მახსოვხარ რომ
იცოდე❤️❤️შემოვალ ხოლმე ნეტა რამე სიახლე ხომ არ აქვს თქო და წერით ვერ ვახერხებ ხშირად მოწერას ამ გადარეულების გადამკიდე.

Posted by: a-liza 23 Mar 2024, 22:48
lesila90
QUOTE
a-liza
სუო მახსოვხარ რომ
იცოდე❤️❤️შემოვალ ხოლმე ნეტა რამე სიახლე ხომ არ აქვს თქო

მადლობა დიდი <3 როგორ არიან ტყუპები :* არაფერია სიახლე. ჯერ ფინანსურად და ემოციურადაც ვემზადები. ამ პერიოდში ვაკონტროლებ ოვულაციებს, იქნებ მოხდეს ბუნებრივად სასწაული. პროგებს ვახმარ და ასე...
* * *
ნიაკო12
QUOTE
მალე შემოგენატოსთ ორხაზიანი ტესტუკები ყველას :* ❤️
ღმერთმა გისმინოს :**

Posted by: lesila90 24 Mar 2024, 10:22
a-lizaტყუპები უკვე აუღებელი ციხე სიმაგრეებია. ჯიუტზე ჯიუტებია და ყველაფერთან ერთად ერთმანეთზე ეჭვინობენ ))))
წარმატებები და მალე გაგვეგოს კარგი ამბავი❤️❤️

Posted by: Margery 24 Mar 2024, 15:03
QUOTE (Watermelon_Sugar_Hi @ 21 Mar 2024, 18:06 )
Margery
ინოფოლიკს მე ვსვამდი და კი გავაჩინე ყოჩაღი ბაია smile.gif
Ani15
ნუ ახლა სასურველი ნაღდად არაა მარა არც სადარდებელი და საშინელება არაა 29 კვირაზე გაჩენა :* იქნებადა მიდიხარ ბოლომდე, ჯერ არ ინერვიულო ❤️

ორსულობამდე სვამდით? ანუ მითხრა რომ კვერცხუჯრედის ხარისხს აუმჯობესებსო, რადგან ენდომეტრიოზი მაქვს, სავარაუდოდ დაბალია ხარისხი

Posted by: Ani15 24 Mar 2024, 20:39
lesila90
უფ გადავქექე გუგლი და ფორუმები, მე მირჩევნია ყველა შესაძლო შედეგი წინასწარ ვიცოდე ცუდიც და კარგიც, 32 კვირას თუ გადავლახავ ვიცი მეტი შანსი გვაქვს ❤️
Margery
ენდომეტრიოზზე ძაან ნუ ჩაიციკლები დამიჯერე, არც მთლად ეგრე არ არის დადასტურებული რაზე ახდენს გავლენას, თან ვერც ვერაფერს ცვლი, ჩემ შემთხვევაში გადასარევი ხარისხის ემბრიონები მივიღე ენდომეტრიოზის ფონზე

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 24 Mar 2024, 20:41
Margery
კი, ორსულობამდე ვსვამდი

Posted by: Margery 24 Mar 2024, 21:29
QUOTE (Ani15 @ 24 Mar 2024, 20:39 )
lesila90
უფ გადავქექე გუგლი და ფორუმები, მე მირჩევნია ყველა შესაძლო შედეგი წინასწარ ვიცოდე ცუდიც და კარგიც, 32 კვირას თუ გადავლახავ ვიცი მეტი შანსი გვაქვს ❤️
Margery
ენდომეტრიოზზე ძაან ნუ ჩაიციკლები დამიჯერე, არც მთლად ეგრე არ არის დადასტურებული რაზე ახდენს გავლენას, თან ვერც ვერაფერს ცვლი, ჩემ შემთხვევაში გადასარევი ხარისხის ემბრიონები მივიღე ენდომეტრიოზის ფონზე

ოვულაცია ხდება და ორსულობა არ დგება, მეუღლის ანალიზი ნორმაშია, ამიტომ ვფიქრობ, რომ გავლენა აქვს ხარისხზე,
შესაძლებელია, რომ საერთოდ არ იყოს მომწიფებულ ფოლიკში კვერცხუჯრედი?

Posted by: Laverne_de_Montmorency 24 Mar 2024, 22:39
Margery ნაადრევი ოვულაცია თუ ხდება, მაშინ შესაძლებელია მოუმწიფებელი კვერცხუჯრედი გამოიყოს, რომელიც არ განაყოფიერდება. რომელ დღეს ხდება თქვენთან ოვულაცია და რამდენდღიანი ციკლი გაქვთ?

Posted by: Margery 24 Mar 2024, 23:21
QUOTE (Laverne_de_Montmorency @ 24 Mar 2024, 22:39 )
Margery ნაადრევი ოვულაცია თუ ხდება, მაშინ შესაძლებელია მოუმწიფებელი კვერცხუჯრედი გამოიყოს, რომელიც არ განაყოფიერდება. რომელ დღეს ხდება თქვენთან ოვულაცია და რამდენდღიანი ციკლი გაქვთ?

სტიმულაციას რომ ვიკეთებდი მე12-13 დღეს ხდებოდა
წინა თვეში ჩვეულებრივ მივედი ექოზე მე9 დღეს და 20მმ იყო უკვე, გასკდა თუ არა აღარ გადამიმოწმებია, 28 დღიანი მაქვს ჩვეულებრუვ

Posted by: a-liza 24 Mar 2024, 23:29
lesila90
QUOTE
ტყუპები უკვე აუღებელი ციხე სიმაგრეებია. ჯიუტზე ჯიუტებია და ყველაფერთან ერთად ერთმანეთზე ეჭვინობენ ))))
წარმატებები და მალე გაგვეგოს კარგი ამბავი❤️❤️
სიყვარულები :* love.gif

* * *
NankA2203
QUOTE
მეგობრებო ეგზოსომებით საკვეეცხის გააქტიურებაზე გსმენიათ რამე?
დღეს შემხვდა ფეისბუქზე. სტელა ძოწენიძეა ექიმი. მეც დამაინტერესა. 200 მეტრშია ეგ კლინიკა ჩემი სახლიდან. ფასზე მივწერე და ვნახოთ რას მეტყვიან.

Posted by: kekuna 25 Mar 2024, 09:55
ინსემინაცია თუ გაგიკეთებიათ და რამდენად არის შანსი?

Posted by: Margery 25 Mar 2024, 11:05
QUOTE (kekuna @ 25 Mar 2024, 09:55 )
ინსემინაცია თუ გაგიკეთებიათ და რამდენად არის შანსი?

გააჩნია, მე გავიკეთე, მაგრამ არ გამოვიდა, მეუღლეს ახალი გადატანილი ჰქონდა ვირუსი და შესაბამისად სპერმოგრამაც არ იყო შესაშური, მაგრამ ჩემმა "ჭკვიანმა" ექმმა არაფრად ჩათვალა და მაინც გამიკეთა...

Posted by: a-liza 25 Mar 2024, 11:19
kekuna
QUOTE
ინსემინაცია თუ გაგიკეთებიათ და რამდენად არის შანსი?
ძალიან იშვიათად ამართლებს და თან ბევრი ცდა უნდა. მაგას ჯობია, თანხები, რომელიც მაგ ცდებში უნდა
დახარჯო, ინ ვიტროსთვის შეაგროვო.

Posted by: kekuna 25 Mar 2024, 11:40
a-liza
Margery
მადლობა ინფორმაციისთვის. პროცედურა მტკოვნეულია? ვისთან გაიკეთეთ?

Posted by: ninucanodo 25 Mar 2024, 11:46
kekuna
არ არის მტკ8ვნეული დამუშავებული სპერმა გადააქვთ კათეტერით მილებში გზას უმოკლებენ სპერმას როცა მამაკაცის ფაქტორია ამართლებს ხშირად ,მაგრამ მინ 3 ჯერ მაინც უნდა სცადო მიყოლებით.

Posted by: Margery 25 Mar 2024, 14:02
QUOTE (kekuna @ 25 Mar 2024, 11:40 )
a-liza
Margery
მადლობა ინფორმაციისთვის. პროცედურა მტკოვნეულია? ვისთან გაიკეთეთ?

მეც ვთვლი, რომ მაგაში თანხის გადახდა არ ღირს, მეტწილად მაშინ აკეთებენ როცა მამაკაცის პრობლემაა
თან ვერ ვიგებ რატომ ჯდება ამხელა თანხა, როცა არაფერი არ ჭირდება განსაკუთრებული
800 ლარი გადავიხადე მე

Posted by: Laverne_de_Montmorency 25 Mar 2024, 20:00
გოგოებო, თუ იცით, FsH 9.2 ბევრია?

Posted by: a-liza 25 Mar 2024, 20:12
Laverne_de_Montmorency
გააჩნია ლაბორატორიის ზღვრებს. ზოგს ზედა ზღვარი აქვს 8, ზოგს- 12 , ვისტამედს მაგალითად - 15. ამის მიხედვით უნდა განსაზღვროთ, თუმცა, უმჯობესია მაინც 8-ზე მეტი რომ არ იყოს.

Posted by: Laverne_de_Montmorency 25 Mar 2024, 23:19
a-liza
12.5 არის ანალიზში ზედა ზღვარი ფოლეკულური ფაზის. ამის მიხედვით ცუდ მაჩვენებლად ითვლება? LH 8.26
ანტიმიულერიც გავიკეთე და 1.1 არის. გაგუას ანალიზებია.

33 წლის ვარ და მგონი დიდად კარგი მაჩვენებლები არაა sad.gif

Posted by: a-liza 26 Mar 2024, 09:02
Laverne_de_Montmorency
თუ ზღვარი 12.5-ია, კარგი მაჩვენებელია. Lh- ცალკე აღებული კარგია, მაგრამ fsh და LH-ის თანაფარდობა უნდა იყოს სხვანაირი. ანუ fsh LH-ზე დაბალი უნდა იყოს 1.5-2-ით, თუმცა ეგ დიდად არ უშლის ხელს და მოგვარებადია. გაგუას დიდად არ ვენდობი ანტიმიულერის ანალიზში. სავარაუდოდ მეტიც გექნება. ფოლიკულები როგორ მოდის, რამდენია-ესეცაა გასათვალისწინებელი. საბოლოოდ, საჩქაროა, მაგრამ არა საგანგაშო. რამდენიმე სტიმულაციით შესაძლებელია ბუნებრივად ცდა თუ მილები და სპერმოგრამა ნორმაშია.

Posted by: Laverne_de_Montmorency 26 Mar 2024, 09:19
a-liza
ექოსკოპიურად ოცულაცია დასტურდება ყოველ ციკლზე, საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით. ენდომეტრიუმი სამშრიანია და 12 მმ-დე იზრდება. ოვულაცია უფრო ხშირად მარცხენა საკვერცხიდან არის ხოლმე და ფოლიკული 20-21 მმ. სკდება მე-12 დღეს 27 დღიანი ციკლის. როგორც მითხრეს, მარჯვენა საკვერცხე ამ ციკლზე ოდნავ გაზარმაცებული იყო და მარცხენა იდეალური. მგონი ეგ მაჩვენებლებიც მაგის ბრალია. ანტრალურები ახლა იყო 8 მარცხენაში და 3 მარჯვენაში. ამ ციკლზე მარცხენა საკვერცხემ ორი დომინანტი წამოიღო თავისით, ანუ თუ გამიმართლა ტყუპები მეყოლება user.gif სტიმულაციას მეუბნებიან, რომ არ ვსაჭიროებ. ჯერ მეორე თვეა ვცდილობ და თუ დროში ძალიან არ ვიჭედები, ვფირობ, ესე 6 თვე ვცადო ბუნებრივად. ჰორმონები მქონდა არეული და დამილაგდა - მაღალი დეა სულფატი მქონდა და დექსას მასმევს ნინო ქანთარია მაგისთვის. ამ თვეში დავიწყე. ასევე, ბრომოკრიპტინს ვსვამ პროლაქტინის დასარეგულირებლად და დიდი ხანია უკვე ეგეც ნორმაშია ჩამდგარი. ისე, სად გადავამოწმო ანტიმიულერი და სხვა ანალიზები?
თითქმის ყველაფერი შემოწმებული მაქვს. ეხლა უნდა შევემოწმო გენეტიკურ თრომბოფილიაზე. ერთადერთი, არასდროს შემიმოწმებია მილები, მაგრამ თავიდანვე ვეტაკო თუ არა ამ მილებსაც მაგას განვიხილავ smile.gif))
მეუღლის სპერმოგრამა ნორმაშია. 75% მოძრავი, 54% წინსვლითი და 16% მორფოლოგიურად ნორმალური. აგლუტინაცია აქვს მცირე და მკურნალობს პროფერტილით, ცე ვიტამინით და მუკალტინით. შოთამ უთხრა სცადე პარალელურადო.

Posted by: a-liza 26 Mar 2024, 09:45
Laverne_de_Montmorency
საგანგაშო ნამდვილად არაა, მითუმეტეს, თუ მხოლოდ მეორე თვეა ცდილობ. ტყუილად რომ არ დაკარგო ეს მოლოდინის 6 თვე, ჯობია მილები გამოიკვლიო. ერთი ციკლი ჩავარდება, მაგრამ ღირს.

Posted by: Laverne_de_Montmorency 26 Mar 2024, 09:58
a-liza
სად მირჩევთ გამოკვლევას და რა მეთოდით? რაც ვნახე დიდად სანდო არც რენტგენია და არც ექოსკოპია.

Posted by: a-liza 26 Mar 2024, 10:14
Laverne_de_Montmorency
მე საბახტარაშვილში გამოვიკვლიე ექოთი-სონოსალპინგოგრაფიით, მაგრამ რენტგენს ვურჩევდი ყველას და ინოვაში ნინო დათოშვილი აკეთებს. თოდუაში ჩანგელია და ჩოგოვაძე. უფრო ინოვას ვენდობი

Posted by: Laverne_de_Montmorency 26 Mar 2024, 10:34
a-liza
მადლობა! დაველოდები ამ თვეს აბა და თუ არაფერი, მერე გამოვიკლევ მაგასაც smile.gif

Posted by: ninucanodo 26 Mar 2024, 18:15
გოგოებო საღამო მშვიდობის ამ ბოლო დროს ვინც გაიკეთეთ თრომბოფილიის სადაზღვეომ გენეტიკური დაგიფინანსათ?ან შეძენილი

Posted by: a-liza 26 Mar 2024, 19:44
ninucanodo
გენეტიკურს მგონი არ აფინანსებს. და შეძენილზე ფორმა 100 -ში მეწერა, გადავაგზავნე და უარი მომივიდა, ანალიზის საჭიროებას ვერ ვხედავთო. მერე დამეზარა, გადართული ვიყავი ჩემს ორსულობაზე და ლუპუს ანტიკოაგულანტი რომ ამომივიდა, აღარ გადამიგზავნია. შეიძლება დაეფინანსებინათ. ფორმა 100 სწორად შეავსებინე ექიმს.

Posted by: kamila84 27 Mar 2024, 13:53
გოგონებო, ხვალ გადამაქვს 2 ფრეშად, ერთადერთი რასაც მირჩევენ არის ბევრი პროტეინი და 3 ლიტრი წყალი, პროტეინის შეიქებიც წაახმარეო. აქ რასაც ვკითხულობ კიდევ მგონი ანანასი, ბანანი... კიდევ რა წავახმარო?

Posted by: a-liza 27 Mar 2024, 15:40
kamila84
წარმატებები :*
ერთი ის გაითვალისწინეთ, რაც მე მწარედ მახსოვს, გადატანამდე არ დალიოთ ბევრი წყალი. მე სპაზმი დამემართა, წელში ვერ ვსწორდებოდი. სარკის ჩადგმისას ექიმიც დავტანჯე და მე ხომ ცივი ოფლი მასხამდა, არაფერი მინდოდა შარდის ბუშტის დაცლის გარდა.. გადატანის მერე კი ბატონო, დალიეთ ბევრი წყალი. დილით უზმოზე ანანასი მიირთვით და მერეც 5 დღე ვჭამდი მე. კიბეებზე სიარული არაა სასურველი, ან სვენებ-სვენებით.. დილით კივი შეკრულობის თავიდან ასაცილებლად. ბანაობა მხოლოდ და მხოლოდ თბილი წყლით და დასაწყისში ისიც ცალ-ცალკე სხეულის ნაწილების ბანაობით შრმოიფარგლეთ, ერთიანად შხაპის ქვეშ მოერიდეთ.

Posted by: kamila84 27 Mar 2024, 17:30
დიდი მადლობა <3 კი მახსოვს თქვენი ტანჯვა :/ აქ სავსე შარდის ბუშტს არ თხოვენ, ისედაც ვხედავთო. გუშინ მქონდა პუნქცია და ჯერ კიდევ დისკომფორტი მაქვს. დღეს აკუპუნქტურაზე მივდივარ და ხვალაც გადატანის მერე, ეგებ მიშველოს. ანანას მოვიმარაგებ, ერთი კი მაქვს გაუჭრელი smile.gif

Posted by: Laverne_de_Montmorency 27 Mar 2024, 18:07
kamila84
აკუპუნქტურაზე ვისთან დადიხართ და სად?

Posted by: kamila84 27 Mar 2024, 18:14
QUOTE (Laverne_de_Montmorency @ 27 Mar 2024, 18:07 )
kamila84
აკუპუნქტურაზე ვისთან დადიხართ და სად?

გამარჯობა, მე ავსტრიაში დავდივარ ერთერთ აკუპუნტქურისტთან, მაგრამ როგორც ვიცი თბილისშიც არის, ადრე ერთმა ფორუმელმა გაიკეთა

აჰ ქუთაისში გაუკეთებია, ახლა დავსერჩე, თეა რევიშვილი ,'ლაგუნაზე' მუშაობსო..

Posted by: Laverne_de_Montmorency 27 Mar 2024, 19:46
kamila84
გასაგებია, მადლობა smile.gif
ძალიან მაგარ რაღაცეებს ვკითხულობ ამერიკულ ფორუმებზე აკუპუნქტურის შესახებ და ვიფიქრე, თბილისშიც თუ იყო ვინმე კარგი სპეციალისტი, ვცდიდი.

Posted by: NatiaGull 28 Mar 2024, 11:14
გოგოებო, ვაგზლის აფთიაქის ნომრები ვისაც გაქვთ გთხოვთ მომწეროთ,

Posted by: HAPPYWE 28 Mar 2024, 12:16
NatiaGull
599945205 ლუიზა

Posted by: a-liza 28 Mar 2024, 17:51
kamila84
როგორ ჩაიარა გადატანამ? 10 დღეში სამციფრიან ხეგეს გისურვებთ <3

Posted by: Anna-Mari 29 Mar 2024, 13:29
გოგოებო თამარ ძოწენიძე თუ გაგიგიათ და როგორი ექიმია? ღირს ლაპარო-ჰისტერო მასთან?

Posted by: Tekoteko333 29 Mar 2024, 13:41
გოგონებო სალამი, დაახლოებით 20-21 კვირის (ან მეტი-ნაკლები) ორსულობისას ფრენაზე როგორი გამოცდილება გაქვთ? ექიმისგან თანხმობაა smile.gif უბრალოდ ჩემი შიშები მაქვს მაინც

Posted by: narkozeli 29 Mar 2024, 21:25
Tekoteko333

23-24 კვირაზე ვიფრინე უპრობლემოდ❤️ ბევრი წყალი სვი + კომპრესიული ელასტიური წინდა და ეცადე სულ არ იჯდე და გაიარ გამოიარო ხოლმე.

Posted by: Tekoteko333 29 Mar 2024, 22:03
QUOTE (narkozeli @ 29 Mar 2024, 21:25 )
Tekoteko333

23-24 კვირაზე ვიფრინე უპრობლემოდ❤️ ბევრი წყალი სვი + კომპრესიული ელასტიური წინდა და ეცადე სულ არ იჯდე და გაიარ გამოიარო ხოლმე.

დიდი მადლობა ❤️❤️❤️ აი თუ დავძლიე ჩემი შიშები ვნახოთ

Posted by: NatiaGull 29 Mar 2024, 22:27
HAPPYWE
მადლობა ❤️


გოგოებო, ნემსს ვერ ვშოულობ “პაბალი”, ვინმე ხო არ გეგულებათ რომ აგზავნიდეს ან აქ ჰქონდეს? ნებისმიერ თანხას გადავიხდი…

Posted by: Margery 30 Mar 2024, 01:02
QUOTE (Anna-Mari @ 29 Mar 2024, 13:29 )
გოგოებო თამარ ძოწენიძე თუ გაგიგიათ და როგორი ექიმია? ღირს ლაპარო-ჰისტერო მასთან?

მე გავიკეთე ჰისტერო, ჭკვიანი ექიმია, უბრალოდ თვითონ არც გამსაუბრებია ამ მანიპულაციის შემდეგ, დანიშნულებაც მისმა დამხმარემ მომცა და მისგან გავიგე რა როგორ ჩატარდა

Posted by: takoo1 30 Mar 2024, 10:37
Anna-Mari
ჩემი ექიმი იყო,ნუ ორჯერ ვნახე სულ მკურნალობამდე და უკვე ორსულმა.
მე ისეთი არაფერი დამჭირვებია ჩარევა და რაღაც.უბრალოდ მედიკამენტები დამინიშნა.
ჭკვიანი გოგოა ისე,ჩემზე ეგეთი შთაბეჭდილება დატოვა.
უკვე ორსული ინოვაში მივედი და სხვასთან გადამამისამრთა,ეგ იყო სულ smile.gif

Posted by: daniretaxe 30 Mar 2024, 16:27
პინეოში როგორი ფასები და პირობებია?

Posted by: Gretag 30 Mar 2024, 19:09
NatiaGull

გამარჯობა, თურქეთში თუა ადელაინი წერდა ერთ გოგოზე და ჩამოგიტანდათ. ესპანეთშიც თუ არის და ურეცეპტოდ მომცემენ შემიძლია წამოგიღოთ

Posted by: Anna-Mari 30 Mar 2024, 19:26
Margery
takoo1
მადლობა გოგოებო

ლაპარო მილების გამო ვის გაქვთ გაკეთებული და რამდენად გქონდათ შედეგი?

Posted by: Gretag 30 Mar 2024, 20:16
Anna-Mari

მეგობარს აქვს გაკეთებული ძოწენიძესთან ლაპარო-ჰისტერო და კმაყოფილია. რაც ნთავარია შედეგიც აქვს. მილების შესამოწმებლად იკეთებთ?

Posted by: adeline 30 Mar 2024, 23:53
როგორ ხართ გოგოებო? ველოდები ამ თემის აჟრიამულებას სასწაულად :*

Posted by: Eve123 31 Mar 2024, 15:15
გამარჯობა გოგოებო, როგორ ხართ? ♥️ დიდიხანია არაფერი დამიპოსტავს. მოკლედ დავიწყე ისევ 18 საათიანი და ჩემი ფოლიკი თვითონ გაიზარდა. მე13 დღეს 15მმ იყო და მომდევნო დღეს, გვიან გავიკეთე ოვიტრელი, ვაიდა არ გამსკდარიყო. ზუსტად მომდევნო დღეს ოვიტრელიდან, ვიგრძენი წიწკვნები და ტკივილი, ანუ ოვულაცია. ეხლა გასულია 12 დღე ოვიტრელიდან და ხაზი მგონი უფრო გამუქდა, ან მეჩვენებაuser posted image
* * *
user posted image
აი ასე უფრო ეტყობა

Posted by: a-liza 31 Mar 2024, 22:38
Eve123
გამარჯობა <3 გამიხარდა შენი გამოჩენა და საკმაოდ დამაიმედებელი ტესტებით <3 მეც მგონია,რომ მუქდება. ოვიტრელის კვალი თუ იყო აქამდე, ბოლოზე მომატებულია სიმუქე. მგონი ავჟრიამულდით ისევ <3

Posted by: Gretag 31 Mar 2024, 22:38
QUOTE (adeline @ 30 Mar 2024, 23:53 )
როგორ ხართ გოგოებო? ველოდები ამ თემის აჟრიამულებას სასწაულად :*

მე ცოტა ხანს შესვენება მაქვს, მეუღლე მკურნალობს. ციცქნა რას შვება? ძველ თემებს ვკითხულობდი და რამდენი რამ გამოგივლია. იმედია პატარა ყველაფერს დაგავიწყებს და ყველა დღეს გაგიფერადებს. ძალიან ძლიერი და ყოჩაღი გოგო ხარ <3
* * *
Eve123

კარგად, შენ როგორ ხარ? მეც გამიხარდა შენი გამოჩენა. ამდენ ხანს რომ არ გაღიავდა და გაქრა უკვე დამაინედებლად ჩანს. თუმცა მე მომატყუა ადრე ოვიტრელის ლანდებმა და ხვალ და ზეგაც თუ იყო მერე ალბათ შეგვიძლია მოგილოცოთ. 14-ე დღემდე არ ვენდობი მე პირადად ოვიტრელის ფონზე ხაზებს

Posted by: a-liza 31 Mar 2024, 22:45
adeline
ძალებს ვიკრებ smile.gif ბუნებრივად კი მაინც არ გამოდის, სანამ ისევ შევუდგები მესამე ცდას. ამ თვეში ადრეული ოვულაცია მქონდა, fsh 7.76 (ვისტამედს ზედა ზღვარი 15 უწერია), სპერმას მკურნალობს მეუღლე მეორე თვეა,ფერტილმენით და ანდროზიტოლ პლუსით.. წინაზეც იგივე ვისტამედის
ანალიზით 8. და რაღაც იყო fsh. რატომღაც მგონია, რომ მილების პრობლემა ხომ არ მაქვს? ზედიზედ ორი და წინა ციკლებიც ყველანაირად კარგი იყო,ენდომეტრიუმზეც არასდროს მქონია პრობლემა და არც ახლა.. რას ელოდება ეს ჩემი შვილი, ნეტა ვიცოდე... არც იმ გზით მოდის, არც ამ გზით smile.gif))

Posted by: adeline 1 Apr 2024, 00:17
Gretag
გადაცემა რომაა ,,როგორ გადავრჩი” ხომ იცი? ზოგჯერ მგონია, რომ ძალებს მოვიკრებ და მაგ გადაცემაში მოვყვები მართლაც როგორ გადავრჩი smile.gif
კარგადაა ბასასო; ძალიან ჭკვიანია და დედას ცხოვრებაა. მალე შენც, ანალიზას და ყველას გეყოლებათ ცქნაფოები დარწმუნებული ვარ. მებრძოლი გოგოები ყოველთვის ვიმარჯვებთ!
a-liza
ფსჰ გადასარევი გაქვს. ანდროზიტოლს ქეთი ნიშნავს და ვიცი, რომ ძალიან კარგია. მილები არ გაქვს შემოწმებული??

Posted by: a-liza 1 Apr 2024, 00:59
adeline
2022-ში სონოსალპინგოგრაფიით, ექოთი. მაშინ ირემაძესთან დავდიოდი
და რანტგენით არ გამაკეთებინა. იქვე საბახტარაშვილში სიჭინავასთან. ორივე გამტარი იყო. მაგის მერე კი დადგა ორჯერ ბიოქიმიური, ბოლოს 2022 წლის ივლისში. და მორჩა. მერე ცრუ ხაზები მქონდა, ერთხელ ხეგეც გავიკეთე ზედიზედ ორჯერ 48 საათში,იმდენად ლანდავდა, წინა თემებში ვწერდი, მაგრამ უარყოფითი იყო ვისტამედის ხეგეები. აწი რა აზრი აქვს გამოკვლევას, მაინც ინ ვიტრო უნდა ვცადო და ტყუილად დავკარგავ დროსაც და ფინანსებსაც.

Posted by: Eve123 1 Apr 2024, 09:34
a-liza
Gretag
მომენატრა მეც აქაური ჟრიამული და ერთმანეთის გულშემატკივრობა ♥️♥️♥️ ყველაფერი მაინც ბოლოს ისე გამოვა, როგორც ჩვენ გვინდა, მე ამის მჯერა ♥️♥️♥️
აი დღევანდელია ზედა ტესტი და რა ვიფიქრო არ ვიცი. უცხოურ საიტებზე, 16 დღეს არაა გამორიცხული ოვიტრელის კვალიო.user posted image
* * *
user posted image
ესეა რომ გაშრა

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 1 Apr 2024, 09:40
ვაიმე როგორ მომენატრეთ გოგოებო ❤️
ყველა რო ვგდივართ და არავის აღარ გვაქვს თავი საქმეს შევუდგეთ
ძაან გვათრია 2023-მა

Eve123
მეც დავიწყე 18 საათიანი ისევ, ყველაზე კარგად ეგ გამომდის. იმედია ამ საქმესაც
წაადგება

Posted by: Eve123 1 Apr 2024, 09:48
Watermelon_Sugar_Hi
ყველა უნდა შევეცადოთ, რომ 2024 მაინც იყოს ოცნებების ახდენის წელი, მაქს 2025 - უკვე ბარტყებით ♥️
მეც უაზრო დიეტებს, 18 საათიანი ვარჩიე და შენც აუცილებლად წაგადგება, აი ნახავ მალე შედეგს ♥️♥️♥️

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 1 Apr 2024, 12:00
Eve123
ოცნებების ახდენის წელი თუ არა, მინიმუმ სიმშვიდის წელი მაინც იყოს, რომ ძალების მოკრება შევძლოთ ❤️

Posted by: Eve123 1 Apr 2024, 12:27
Watermelon_Sugar_Hi
კი, სიმშვიდეც ნამდვილად აუცილებელია ამ ამბავში♥️

Posted by: Gretag 1 Apr 2024, 12:42
Eve123

ეს ბოლო ნამდვილად კარგ ამბავს ჰგავს. ამ ვადაზე ოვიტრელის კვალი ასეთი მუქი ვეღარ იქნება. მგონი მოსალოცად გაქვს საქმე :*

Watermelon_Sugar_Hi
აუ არ თქვა, მეც სასტიკად მათრია 2023-მმა. ვეღარც ვუთქვამ 2024-ს ვერაფერს შიშით, უკუღმა ესმის :დ

Posted by: ბანანი 1 Apr 2024, 12:45
Eve123
ძალიან დამაიმედებლად გამოიყურებაა აი ძალიან <3 ხეგეს ხომ არ ფიქრობ?

Posted by: kamila84 1 Apr 2024, 12:50
QUOTE (a-liza @ 28 Mar 2024, 17:51 )
kamila84
როგორ  ჩაიარა  გადატანამ?  10  დღეში  სამციფრიან  ხეგეს  გისურვებთ  <3

დიდი მადლობა ანალიზ, მოკლედ 3ს ველოდებოდი გადატანის დღეს, 2 უნდა გადამეტანა და ერთი გამეყინა, ისე მიხაროდა. აღარ ვაპირებ ამის მერე და მეთქი ახლა მომიწევს ☺️ ექიმმა რა სამიო, ეს ორიც უხარისხოა და დიდი იმედები არ გქონდესო
* * *
QUOTE (kamila84 @ 1 Apr 2024, 12:50 )
QUOTE (a-liza @ 28 Mar 2024, 17:51 )
kamila84
როგორ  ჩაიარა   გადატანამ?  10  დღეში  სამციფრიან  ხეგეს  გისურვებთ  <3

დიდი მადლობა ანალიზ, მოკლედ 3ს ველოდებოდი გადატანის დღეს, 2 უნდა გადამეტანა და ერთი გამეყინა, ისე მიხაროდა. აღარ ვაპირებ ამის მერე და მეთქი ახლა მომიწევს ☺️ ექიმმა რა სამიო, ეს ორიც უხარისხოა და დიდი იმედები არ გქონდესო

ტექსტის ბოლო იკარგება :/
მოკლედ მაგის მერე წავედი ზღვაზე და კარგად დავისვენე 3 დღე. პროტოკოლს მივყვები, ანანასს ვჭამ smile.gif და ვცდილობ შედეგზე არ ვიფიქრო. ვნახოთ.

Posted by: BloodElf 1 Apr 2024, 12:58
გამარჯობა გოგოებო, ფაქტობრივად ახალი ვარ თქვენს თემაში, თუმცა ადრეც მქონდა მცდელობები და უშედეგოდ..
თავიდან რომ მოვყვე პირველ ქორწინებაში რამოდენიმე ექიმი შევიცვალე.. რეალურად რაღაც ეტაპამდე მივდიოდი და შემდეგ ვიცვლიდი ექიმს.. ბოლო ექიმი იყო თათია ტუღუში რომელმაც პირდაპირ მომახალა რომ ინსემინაციის გარეშე არაფერი მეშველებოდა, თუმცა ვინაიდან ბევრი პაციენტი ყავს თათიას შემდეგ მისვლამდე ვავიწყდებოდი და უკვირდა რომ ყველაფერი წესრიგშია და რაღაა მიზეზი, რამდენჯერმე ჩემს კითხვაზე მეყოლებოდა თუ არა შვილი უცინია კიდეც ხალხი როგორი პრობლემით მოდის და ეს რეებს მეკითხებაო.. მოკლედ საშინელი სტრესი, ნერვიულობა , ზეწოლა ოჯახის მხრიდან და რა არ გავიარე საბოლოოდ ქმარიც გამშორდა (ერთ ერთი მიზეზუ ეს იყო) და საერთოდ შევწყვიტე ამაზე ფიქრი..
ახლა ვარ მეორე ქორწინებაში, 34 წლის, არანაირი ციკლის ჩავარდნა ან რამე სერიოზული პრობლემა არ მქონია, მილები შემოწმებული მაქვს, ჰორმონები წესრიგში (ერთადერთი ანტიმიულერია ნორმის ქვედა ზღვარზე), ვირუსები გადამდე..
წინა ზაფხულს აღმოჩნდა რომ მაქვს პოლიპი 8 მმ და ჰისტეროსკოპია გავიკეთე,, ვინაიდან ექიმების მიმართ მაქვს ნდობა დაკარგული, გადავწყვიტე დამეწყო იმ გინეკოლოგთან მისვლით რომლის ხელშიც გავიზარდე და ასე თუ ისე სრული ინფორმაცია აქვს ჩემზე და 1000 უსარგებლო პროცედურას არ დამინიშნავს..
მოკლედ დასაწყისისთვის მივიღეთ ის რომ 19-25 მმ იზრდებოდა ფოლიკული თუმცა არ სკდებოდა, ჰორმონები მწყობრში ჩამდგარი ყველანაირად.. გავიკეთე ნემსი თუმცა პირველ თვეში არ გასკდა.. (ძველი მკურნალობის დროს დარწმუნებული არ ვარ სწორად კეთდებოდა თუ არა მონიტორინგი თვის მანძილზე ეხოზე მართლა არ ვყოფილვარ მაშინ ამდენჯერ).. ამ თვეში მივიღე კლოსტილ ბეგიტი ნახევარი აბი ხუთი დღე 29 მმ იყო და ისევ ნემსი დამჭირდა რომ გამსკდარიყო.. ექიმი ამბობს რომ რადგან მომწიფება ხდება უკვე კარგია და რადგან გახეთქვაც მოხერხდა ეს ძლიან კარგია რადგან ხან ძალიან რთულდება ეს ყველაფერი.. თუმცა მე მგონია რომ აისბერგის მხოლოდ წვერია ეს და რეალურად არც პროგრესი მაქვს და არც არაფერი ვიცი ჩემს მდგომარეობაზე.. ამ კვირაში ველოდები პერიოდს, მიუხედავად ექიმის გაფრთხილებისა ტესტი არ გამეკეთებინა გადაცდენამდე, გავიკეთე მაინც გუშინ და უარყოფითია..

მოკლედ ვიცი არ მაქვს უფლება ვიწუწუნო ადამიანები წლობით ცდილობენ და არ წუწუნებენ მაგრამ ვგრძნობ რომ საშინლად მოქმედებს ემოციურად..
ვფიქრობ პირდაპირ ხომ არ ვცადო ინ ვიტრო თუმცა ერთი რომ ფინანსებს მოითხოვს და მეორეა რომ თითქმის ყველა წინააღმდეგია, ანუ თვლიან რომ უბრალოდ უნდა მოვიცადო და ყველაფერი იქნება..
მოკლედ არ ვიცი რას ვითხოვ რჩევას, გამხნევებას ან რავი..

პ.ს დაახლოებით რა ჯდება ინ ვიტრო თუ იცით?

Posted by: Gretag 1 Apr 2024, 13:24
BloodElf

უჰ საკმაოდ რთული ამბებო გამოგივლიათ და წუწუნის უფლება ყველას აქვს და იმედია სულ მალე მიკღებთ შედეგს :*

1. მერამდენე დღეს გაიკეთეთ ოვიტრელი? 29-მდე რატომ მიიყვანეთ, მებევრება ცოტა
2. პროგესტერონი თუ გადაგიმოწმებიათ 21-23-ე დღეებში?
3. ანტიმიულერი რამდენი გაქვთ?
4. მეუღლესთან როგორი სიტუაციაა?

ინვიტროსთვის 8-9 უნდა გაითვალისწინოთ თუ გენეტიკურ კვლევებს არ აპირებთ (ასევე გააჩნია რომელ კლინიკაში გადაწყვეტთ)
* * *
kamila84

ჯერ არ გადაგიტანიათ? წარმატებები და ბედნიერი დასასრული <3

Posted by: BloodElf 1 Apr 2024, 13:36
Gretag
მეთორმეტე დღეს გავიკეთე
წინა დღით გავიკეთე ეხო და 25 მმ იყო და 4 მ ით გაიზარდა ერთ დღეში, თვითონ ექიმიც შოკში იყო
არ გადამიმოწმებია პროგესტერონი სამწუხაროდ, ანტიმიულერი თათიასთან რომ გავიკეთე 1.4 იყო როგორც მახსოვს ამ ექიმთან აღარ გამიკეთებია.
მეუღლეს ვერ ვიტყვი რომ გადასარევი ანალიზი აქვს მაგრამ ასე თუ ისე წესრიგში ჰქონდა.

Posted by: narkozeli 1 Apr 2024, 13:37
ნეტა იცოდეთ როგორ გგულშემატკივრობთ ❤️❤️❤️ მგონი ამ სამყაროში ყველაზე სხვანაირად და გულით წეროს მომლოდინე გოგოების მესმის❤️

ბოლო ცდა, ბოლო გადატანა ქონდა ჩემს დას და გუშინ ტესტის გაკეთებამდე დაეწყო ციკლი... გრეტაგ-ის რჩევებს ვაპირებთ რომ მივყვეთ ესპანეთში, მადრიდში და ვნახოთ აბა რა გამოვა. ამ ზაფხულს მოუყრიან თავს ფინანსებს და სექტემბრიდან შეუდგება.
დაზღვევას ესპანეთში ვერ გამოიყენებენ სამწუხაროდ. ჰოლანდიაში 4 ინსემინაციის და 3 ინ ვიტროს მცდელობა დაუფინანსდათ.

Posted by: Gretag 1 Apr 2024, 13:53
narkozeli
აუ როგორ მეწყინა sad.gif უკვე მერიდებოდა კითხვა, რა რთულია რა. ძალიან ბევრი მცდელობაც არ ჰქონია, ეჭვიც არ მეპარება გამოუვა. ძაან დიდი მადლობა, მეც სულ ვგრძნობ ამ თემაში შენს გულშემატკივრობას <3

BloodElf
ალბათ სჯობს 8-9-ე დღიდან დაიწყოთ მონიტორინგი და მალევე გაიკეთოთ ოვიტრელი. ციკლის მერამდენე დღე გაქვთ? მომდევნოზე იქნებ პროგესტერონიც ნახოთ და მეუღლეზეც გირჩევთ შოთა ნიშნიანიძეს. ჩვენ კმაყოფილები ვართ და მგონია რომ დიდი წვლილია და ყველა რეპროდუქტოლოგი აფუჩეჩებს ამ თემას

Posted by: narkozeli 1 Apr 2024, 13:54
Gretag

რატომაღაც მეც და ჩემი დაც იმ განწყობით ვართ რომ ძალიან მალე გამოვა ❤️❤️❤️ 2024 წელს უნდა ახდეს ოცნებები! ❤️ 2023 მართლა მძიმე წელი იყო მგონი ყველასთვის sad.gif

Posted by: Gretag 1 Apr 2024, 13:55
ჩავასწორე, არ ჰქონია ბევრი მცდელობები და მეც ძაან მჯერა გამოუვა <3

Posted by: BloodElf 1 Apr 2024, 14:01
Gretag
24-ე დღეა დღეს ზუსტად, 11-12 დღე გავიდა ოვულაციიდან პროგესტერონზე ვეტყვი ექიმს აუცილებლად..
ზოგადად კაცებზე ძალიან მიკვირს რომ ერთი ანალიზის მეტრს არაფერს აკეთებენ თითქმის, ეს ანალიზიც როგორც ვიცი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მეუღლეს დაველაპარაკები არ მეტყვის უარს რომ თვითონ წავიდეს და გამოიკვლიოს თავი..

Posted by: a-liza 1 Apr 2024, 14:21
kamila84
როგორც მივხვდი, გადაიტანე,რადგან ანანასია ნახსენები smile.gif დასვენებაც ხელს შეუწყობს. უხარისხოებს რომ ეძახიან ან საშუალო ხარისხებს, ზუსტად მათგან გამოჩეკილან ჯანმრთელი ბავშვები. ფორუმზეც რამდენი გინდა,იმდენია ამის მაგალითი.
* * *
BloodElf
ვეთანხმები გრეტაგს; სპერმა კარგი უნდა იყოს,რომ შედეგი დადგეს.რადგან გვიჭირს ორსულობის მიღება, ყველაფერი უნდა გამოირიცხოს. ინ ვიტროს ვიკეთებდი და მაინც მკურნალობდა მეუღლე. ახლა შევიცვალეთ ექიმი, ნიშნიანიძის დანიშნულებით მკურნალობს, ბუნებრივადაც შეიძლება დადგესო გვითხრა ანალიზის მიხედვით,მაგრამ 2-3 თვიანი მკურნალობა მაინც გადავწყვიტეთ. იმ ინ ვიტროსაც ჭირდება ჯანმრთელი სპერმატოზოიდი. უფრო კარგად აარჩევენ საუკეთესოს, ვიდრე უარესებში ეძებონ უკეთესი.
რაც შეეხება ფოლიკულის გასკდომას, თუკი 4 მმ იზრდება (ესეც გასარკვევია, 2 მმ-ის ნაცვლად 4 რატომ იზრდება), უფრო ადრე რომ გაიკეთო ნემსი? 18 მმ-ზე უკვე კეთდება და ვერც მოასწრებს 25 მმ-მდე გაზრდას, კარგ ზომაზე გახეთქავს.
* * *
narkozeli
QUOTE
ნეტა იცოდეთ როგორ გგულშემატკივრობთ ❤️❤️❤️ მგონი ამ სამყაროში ყველაზე სხვანაირად და გულით წეროს მომლოდინე გოგოების მესმის❤️
ნამდვილად ვგრძნობთ გულშემატკივრობას <3 ისეთი ახლობელია ფორუმელი წეროელები, მომავალი დედები და უკვე დედები ჩემთვის, ასე,მგონია ერთი ოჯახი ვართ smile.gif
შენი დის ამბავი მეც მაინტერესებდა ძალიან. სამწუხაროა ,რომ ისევ იმედგაცრუებაა... საშინელი გრძნობაა. ოსიძესთან ვერ მოხერხდა ონლაინ კონსულტაცია, თითქოს ბოლოს ამ აზრზე იყავი

Posted by: kamila84 1 Apr 2024, 14:36
QUOTE (Gretag @ 1 Apr 2024, 13:24 )

kamila84

ჯერ არ გადაგიტანიათ? წარმატებები და ბედნიერი დასასრული <3

კი კი გადავიტანე ორი 29ში BC და C ხარისხები, 8ში მიწევს ტესტი. აქ სხვანაირად ახარისხებენ ემბრიონებს, როგორ სიმეტრიულად იფურჩქნება იმის მიხედვით smile.gif ექიმმა ლამის მითხრა დიდად გადასატანი არ არის მარა ეგებ რამე ეშველოს შენს უტერუსშიო, ბათ სთეი პოზიტივო

Posted by: BloodElf 1 Apr 2024, 14:38
a-liza
სავარაუდოდ წამალმა შეუწყო ხელი სწრაფ ზრდას, თორემ წამლის გარეშე 18-19 მმ იყო ჩვეულებრივ. ექიმის გარეშე ჩემით ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას მართალი გითხრათ .. დაახლოებით რა ზომა ითვლება კარგ ზომად?

ბოდიში ცოტა რომ ჩაგეკითხოთ 70% იყო ცოცხალი სპერმატოზოიდების რაოდენობა 65% მოძრავი და ნუ ზოგადად მონაცემები ოდნავ მეტი ოდნავ ნაკლები იყო, თუმცა ექიმმა ჩათვალა რომ არაფერი ისეთი ეს არაა.. ვიტამინების კომპლექტს სვავს ეხლა სხვას არაფერს..

Posted by: kamila84 1 Apr 2024, 14:42
QUOTE (a-liza @ 1 Apr 2024, 14:21 )
kamila84
როგორც  მივხვდი, გადაიტანე,რადგან  ანანასია  ნახსენები smile.gif დასვენებაც  ხელს  შეუწყობს. უხარისხოებს  რომ ეძახიან  ან საშუალო  ხარისხებს,  ზუსტად მათგან    გამოჩეკილან  ჯანმრთელი  ბავშვები.  ფორუმზეც  რამდენი  გინდა,იმდენია  ამის  მაგალითი. 
* * *

მადლობა smile.gif როგორც ვხვდები უფრო მიმაგრებაზე აქვს გავლენა ამ
კლასიფიკაციას და არა ბავშვის ხარისხზე. დეკემბერში AB მქონდა და 75 % შანსი წარმატებისო მარა არ გამოვიდა. მოკლედ საერთოდ არ ეთქვა ჯობდა, უარყოფითი ტესტი თუ იქნება მომკლავს თუ რას მიზამს თუ მივუვარდები smile.gif ვერ არიან აქაც smile.gif
* * *
QUOTE (narkozeli @ 1 Apr 2024, 13:37 )
ნეტა იცოდეთ როგორ გგულშემატკივრობთ ❤️❤️❤️ მგონი ამ სამყაროში ყველაზე სხვანაირად და გულით წეროს მომლოდინე გოგოების მესმის❤️

ბოლო ცდა, ბოლო გადატანა ქონდა ჩემს დას და გუშინ ტესტის გაკეთებამდე დაეწყო ციკლი... გრეტაგ-ის რჩევებს ვაპირებთ რომ მივყვეთ ესპანეთში, მადრიდში და ვნახოთ აბა რა გამოვა. ამ ზაფხულს მოუყრიან თავს ფინანსებს და სექტემბრიდან შეუდგება.
დაზღვევას ესპანეთში ვერ გამოიყენებენ სამწუხაროდ. ჰოლანდიაში 4 ინსემინაციის და 3 ინ ვიტროს მცდელობა დაუფინანსდათ.

ჩემმა მაგობარმა ანტვერპენში გაიკეთა, გააჩნია სად ცხოვრობს თქვენი და მაგრამ გრონინგენშიც რო ცხოვრობდეს, 3 საათიც არ დაჭირდება. ძალიან კმაყოფილია სერვისით. თუ გინდათ გაგიგებთ ზუსტად რომელ კლინიკაში. დაფინანსებას რაც შეეხება, ეგებ სუბსიდირებული სესხები მოიძიოს. ჰოლანდიაში ბევრი სუბსიდირებული სესხებია ყველა სიტუააციისთვის მგონი

Posted by: Eve123 1 Apr 2024, 16:27
Gretag
ბანანი
ნეტა მართლა იყოს გოგოებო და ოვიტრელმა კიდევ არ მომატყუოს.
ხვალ დილით მივდივარ ხეგეზე და დღის მეორე ნახევარში გვექნება ზუსტი პასუხი ♥️

Posted by: kamila84 1 Apr 2024, 16:33
გგულშემატკივრობთ ყველა, გელოდებით ხვალ <3

Posted by: Eve123 1 Apr 2024, 16:46
kamila84
მადლობა დიდი♥️ ასევე, სულ მალე სასიხარულო ამბავი დაგეპოსტოთ♥️♥️♥️

Posted by: a-liza 1 Apr 2024, 17:59
BloodElf
სპერმის ანალიზის მაჩვენებლებში თუ მინიმალურ ნორმაზე მეტს გიჩვენებს მოძრაობა და რაოდენობა, კარგია. ძალიან კარგი თუ ვიტამინებს ღებულობს.

* * *
Eve123
მე ეჭვი არ მეპარება,რომ ორსულობაა <3

Posted by: Eve123 1 Apr 2024, 19:13
a-liza
ღმერთმა გისმინოს ♥️♥️♥️

Posted by: adeline 1 Apr 2024, 19:24
BloodElf
კლოსტილბეგიტი უაზროდ ზრდიდა ჩემთან ფოლიკებს და არ სკდებოდა. ახასიათებს მაგ წამალს ეგ. ბევრად უკეთესი მედიკამენტებია დღეს სტიმულაციისთვის. ექიმს შევიცვლიდი თქვენს ადგილას.
* * *
Eve123
მეც ვფიარობ, რომ ორსულობაა. წარმატებები ხვალ smile.gif

Posted by: Eve123 1 Apr 2024, 20:24
adeline
დიდი მადლობა, გაიხარე ♥️♥️♥️

Posted by: narkozeli 1 Apr 2024, 21:16
Gretag

❤️❤️❤️

a-liza

ვერა, ონლაინზე უარი გვითხრეს ინოვაში.

პირველი აქ დავწერ როგორც კი ეგ დღე დადგება და მე მჯერა რომ მალე იქნება❤️❤️❤️

Posted by: Eve123 2 Apr 2024, 06:49
დილის ტესტი გაღიავდა კი არა, ეს ფოტოები რომ არა, ვიფიქრებდი დამესიზმრა. გუშინ ჩემ დაქალს ვუთხარი, იმედია საპირველაპრილო ხუმრობა არაათქო და მართლა მაგრად მეღადავა ცხოვრება cry.gif
ხეგეზე წასვლის აუცილებლობას ვეღარ ვხედავ.

Posted by: a-liza 2 Apr 2024, 08:51
Eve123
დავიჯერო, ოვიტრელი იყო? თან უფრო მუქდებოდა. კიდევ ნახე ტესტი,იქნებ კონცენტრაცია არ იყო საკმარისი. ჩემთან შუადღის მერე მუქდებოდა,დილით უფრო ღია იყო.
narkozeli
QUOTE
პირველი აქ დავწერ როგორც კი ეგ დღე დადგება და მე მჯერა რომ მალე იქნება❤️❤️❤️
აუცილებლად მალე დადგება. ამ 2024 წელს იმედიანად ვუყურებ <3 ჩემი მედიკამენტოზურის დროს გოგი ცერცვაძემ მითხრა, დრაკონი შეგიყვარდებაო, smile.gif)) დამაიმედა ასე ,ერთი შეხედვით, თითქოს ცივმა და გულგრილმა ექიმმა.

Posted by: Eve123 2 Apr 2024, 09:25
a-liza
ვცადე და არც იმაზე გამოჩნდა მკვეთრად. არა და პროგესტერონსაც(რეაფემი) ვიღებ დღეში ორჯერ, კარდიომაგნილსაც ვსვამ. რა მოხდა ვერ ვხვდები.

Posted by: kamila84 2 Apr 2024, 12:27
QUOTE (Eve123 @ 2 Apr 2024, 09:25 )
a-liza
ვცადე და არც იმაზე გამოჩნდა მკვეთრად. არა და პროგესტერონსაც(რეაფემი) ვიღებ დღეში ორჯერ, კარდიომაგნილსაც ვსვამ. რა მოხდა ვერ ვხვდები.

ივ, დაელოდეთ გადაცდენას, მე კატეგორიულად მიკრძალავენ ტესტებს სტიმულაციის დროს <3

Posted by: anastasia252525272632 2 Apr 2024, 12:50
გამარჯობა , შემიწყდა ორსულობა 4კვიდა და 6 დღეზე, ექიმმა დაელოდე და თავისით გამოვაო არც გამოტუმბვა და არც მედიკამენტოზური აბორტი არ დამინიშნა , ვინმეს მსგავსი ხო არ გქონიათ ძაან მეშინია თავისით როგორ უნდა გამოვიდეს

Posted by: BloodElf 2 Apr 2024, 13:35
QUOTE (adeline @ 1 Apr 2024, 19:24 )
BloodElf
კლოსტილბეგიტი უაზროდ ზრდიდა ჩემთან ფოლიკებს და არ სკდებოდა. ახასიათებს მაგ წამალს ეგ. ბევრად უკეთესი მედიკამენტებია დღეს სტიმულაციისთვის. ექიმს შევიცვლიდი თქვენს ადგილას.
* * *

თვითონვე გამაფრთხილა, რომ მცირე ბიძგის მიცემა და წაშველება შეუძლია, დანარჩენი უკვე რეპროდულოგის საქმეა.. უბრალოდ შეიძლება ნაადრევად დავიღალე მაგრამ მარტო მილების გამტარიანობა ორჯერ მაქვს გაკეთებული იმიტომ რომ ერთი ექიმი იმ კონკრეტულის კვლევას არ ენდობოდა და მის ნდობით აღჭურვილ პირთან გამაგზავნა.. სხვა ყველაფერზე არ ვსაუბრობ..
აცრები გამაკეთებინა ერთმა ექიმმა წითელა-წითურა-ყბაყურასი, მაგრამ ფოლიკულის მონიტორინგი რასაც ქვია ნორმალური მგონი არ მქონია აქამდე.. რომ ვფიქრობ ეს ყველაფერი კიდევ თავიდან უნდა გავიარო სხვასთან საშინლად ვითრგუნები..დიდი პლიუსი რაც აქვს ამ ადამიანს არანაირი ფინანსური ინტერესის გამო არ აკეთებს არაფერს.. ვფიქრობ რამდენიმე სტიმულაცია ვცადო და ბოლოს და ბოლოს თვითონვე მირჩევს ვისთან მივიდე..
აქვე მაქვს კიდევ კითხვები, რამდენად შესაძლებელია პოლიპი ადრეც ყოფილიყო უბრალოდ კვლევებისას არ გამოჩენილიყო?
და კიდევ ბევრი ამბობს რომ სტრესი პირველი მტერია ამ ყველაფრის.. მე თვითონაც წავიკითხე რომ როცა ორგანიზმი სტრესშია, ტვინი აღიქვამს რომგარემო ბავშვის გაჩენისთვის არასასურველია და ავტომატურად ბლოკავს ამ ინსტიქტს..
პირველ ქორწინებაში ისეთები გავიარე მე როგორ გადავრჩი ის მიკვირს.. ახლა ბევრად უკეთესი სიტუაცია მაქვს არ მაქვს სტაბილური გარემო და პლიუს ძალიან განვიდი მეც ამ წარუმატებლობებს.. ჰოდა თეორია ერთია მაგრამ პრაქტიკაში რამდენად რეალურია რომ სტრესი მოქმედებდეს ასე?

Posted by: Tekoteko333 2 Apr 2024, 15:25
QUOTE (anastasia252525272632 @ 2 Apr 2024, 12:50 )
გამარჯობა , შემიწყდა ორსულობა 4კვიდა და 6 დღეზე, ექიმმა დაელოდე და თავისით გამოვაო არც გამოტუმბვა და არც მედიკამენტოზური აბორტი არ დამინიშნა , ვინმეს მსგავსი ხო არ გქონიათ ძაან მეშინია თავისით როგორ უნდა გამოვიდეს

გამარჯობა, ვწუხვარ, მე 6 კვირაზე შემიწყდა და არაფერი დამჭირვებია. სისხლდენის არ შეგეშინდეთ თუმცა ექიმთან გქონდეთ აუცილებლად კონტაქტი. ექოზე გადამოწმებით ჩანს ჩამოვიდა სრულად თუ არა, ამიტომ მე ასე მითხრა გადამოწმება ექოზე.
ჩემს შემთხვევაში სხვა არაფერი დამჭირვებია.
უდიდესი სტრესია, შეეცადეთ მომავალზე იფიქროთ, აუცილებლად კარგად იქნება ყველაფერი <3 დასვენების შემდეგ შეეცადეთ გამოიკვლიოთ მიზეზები <3

Posted by: kamila84 2 Apr 2024, 20:06
QUOTE (anastasia252525272632 @ 2 Apr 2024, 12:50 )
გამარჯობა , შემიწყდა ორსულობა 4კვიდა და 6 დღეზე, ექიმმა დაელოდე და თავისით გამოვაო არც გამოტუმბვა და არც მედიკამენტოზური აბორტი არ დამინიშნა , ვინმეს მსგავსი ხო არ გქონიათ ძაან მეშინია თავისით როგორ უნდა გამოვიდეს

ძალიან ვწუხვარ, ანასტასია, ამის გამოვლა რომ გიწევთ, დიდი სტრესია ორგანიზმისთვისაც და მენტალურად. მეც მე-6 კვირაზე შემიწყდა, ძლიერი სისხლდენა და ტკივილები მქონდა, სამწუხაროდ მარტო ვიყავი იმ ღამეს. ეცადეთ მარტო არ იყოთ და ტკივილგამაყუჩებელი დალიოთ, როგორც კი ოდნავ დისკომფორტს იგრძნობთ, ზოგს არც აქვს ტკივილი საერთოდ. მეორე დღეს აუცილებლად მიდით ექოსკოპიაზე როგორც თეკომ გირჩიათ. კიდევ, ბევრს არაფერს ელოდოთ რომ დაინახავთ, სისხლდენა და კოლტები. ყველაფერი კარგად იქნება <3

Posted by: Freni_99 2 Apr 2024, 22:02
anastasia252525272632
გამარჯობა. პირველ რიგში ვწუხვარ თქვენი ამბის გამო. მეც შემწყვეტია მაგ ვადაზე და ნამდვილად არაფერი დამჭირვებია, მენსტრუაცია დამეწყო უბრალოდ. შეგიძლიათ დასრულებისას ეხოზე გადააკონტროლოთ ან ხეგე გაიკეთოთ, მეტი სიმშვიდისთვის.

* * *
kamila84
წარმატებები და წარმატებები ^^
უხარისხო თავი აბია მაგ უტაქტო ექიმს. აგერ ვნახავთ

* * *
Eve123
საღამოსაც ხომ არ გიცდია ტესტი?

Posted by: Margery 3 Apr 2024, 10:43
QUOTE (Anna-Mari @ 30 Mar 2024, 19:26 )
Margery
takoo1
მადლობა გოგოებო

ლაპარო მილების გამო ვის გაქვთ გაკეთებული და რამდენად გქონდათ შედეგი?

ენდომეტრიოზზეც იყო ეჭვი, თან მანამდე ინოვაში გავიკეთე მილების კვლევა და მითხრეს მარჯვენა მილი გაუმტარია, მანამდე ჩაჩავაში რომ გავიკეთე მარცხენაზე მითხრეს რთულად გამტარიაო, ხოდა საბოლოოდ ლაპარო გადავწყვიტე, აღმოჩნდა რომ ორივე გამტარია და მაგ მხრივ არ დამჭირდა ჩარევა

Posted by: Anabeli111 3 Apr 2024, 21:45
BloodElf
მახსოვს შენი ისტორია და ბოლო პოსტიც. ხშირად ვფიქრობდი , ნეტა ახლა რას შვრება-მეთქი. პირველ რიგში მიხარია, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს ♡

ჩემი აზრით, სჯობს თავიდანვე ცოტა "ყოჩაღ" ექიმთან მიხვიდე და მათი აზრიც მოისმინო. ქეთისთან, თამთასთან ან ვინმე მსგავსთან. მესმის რიგები და ა.შ, მაგრამ ასე უფრო ბევრი დრო შეიძლება დაკარგო.

ასევე, გოგოებს დავეთანხმები და დასაწყისში მეუღლემაც გამოიკვლიოს სპერმოგრამა. ნიშნიანიძესთან მივიდეს (ჩემი და მეუღლის გამოცდილება კარგია მასთან). წარმატებები

Posted by: a-liza 4 Apr 2024, 13:24
გოგოებო, ბოლო ორი ციკლია ვიძახებ ვისტამედის ლაბორატორიას, და fsh -ის ანალიზს ვიკეთებ. ზედა ზღვარი ვისტამედს ფოლიკულურ ფაზაში აქვს 15, მე მქონდა ერთ ციკლში 8.78 და მომდევნოში 7.76. დღეს ავიღე ისევ იგივე ლაბორატორიაში, აქ უკვე ზედა ზღვარი 12 უწერია და ჩემი პასუხი მოვიდა 18.5 , ამასთან, წუხელ დავიძინე პირველის ნახევარზე, ამ დილით ლაბორატორია ექვსის ნახევარზე მოვიდა, ეს იმოქმედებდა? პლუს წავიკითხე,რომ ამ ჰორმონს სწევს მაღლა გარკვეული მედიკამენტები და ჩამონათვალში იყო ბრომოკრიპტინი. მე პროლაქტინისთვის წუხელ 12 საათზე დავლიე დოსტინექსი, ნახევარი აბი. ეგ ხომ არ იმოქმედებდა? უკვე არ ვიცი რას დავაბრალო. ციკლის მეორე დღეა დღეს. ახლა ვფიქრობ, ხვალ სხვა ლაბორატორიაშიც გადავამოწმო და ვაჟას ავერსს მგონი ენდობით, ხომ?

Posted by: Freni_99 4 Apr 2024, 14:22
a-liza
მე ვენდობი ვაჟას ავერსს, ძირითადად მანდ ვიკეთებდი ხოლმე.
დანარჩენ კითხვებზე არ მაქვს პასუხი sleep.gif

Posted by: a-liza 4 Apr 2024, 16:29
Freni_99
მადლობა <3 შენ რას შვრები, სიახლე ხომ არ გაქვს?

Posted by: Freni_99 4 Apr 2024, 22:11
a-liza
არაა, ამ ეტაპზე არ იგეგმება ჯერ ))
შენ როდის ფიქრობ დაწყებას ?

Posted by: a-liza 5 Apr 2024, 07:29
Freni_99
ალბათ, მაისისთვის. ვნახოთ, როგორ წამოვა ფოლიკულები.

Posted by: Saleksandre 5 Apr 2024, 10:59
როგორ ხართ გოგონებო ❤️
დიდი ხანი არ შემოვსულვარ, მოკლედ მე გავიკეთე ერა და 3 კვირაში მექნება პასუხი. მანამდე შვებულება მაქვს smile.gif))) პროცედურა იყო ძალიან უსიამოვნო და მტკივნეული , თუმცა ძალიან მალე მორჩა.


Posted by: kamila84 5 Apr 2024, 12:32
QUOTE (a-liza @ 5 Apr 2024, 07:29 )
Freni_99
ალბათ, მაისისთვის. ვნახოთ, როგორ წამოვა ფოლიკულები.

ანალიზა, შეგიძლიათ მითხრათ რას ნიშნავს ფოლეკულები როგორ წამოვა? მაგის მიხედვით წყვეტთ დაიწყებთ თუ არა პუნქციისთვის მზადებას? იმიტომ გეკითხებით რომ მე ფაქტიურად ციკლამდე 1 კვირით ადრე ვიწყებ ანუ არ ვიცი რა სიტუაცია იქნება ფოლიკულების მხრივ.

Posted by: a-liza 5 Apr 2024, 15:22
kamila84
ციკლამდე 1 კვირით ადრე რას იწყებთ? ალბათ რამე განსხვავებული პროტოკოლია და მეც გამიზიარეთ, იქნებ მაგან უფრო იმოქმედოს.
ჩემს შემთხვევაში ციკლის მეორე დღეს მივდივარ ექოზე, სადაც ნახულობენ რამდენი ფოლიკული მოდის და რა ზომებია, ასევე fsh -ის ანალიზს ვიკეთებ, თუ არის რამდენიმე და თანაბარი ზომის ფოლიკული, ვიწყებთ უკვე სტიმულაციას. ანუ ,თუ მხოლოდ 2 ან 3 ჩანს და არეული ზომებით, ზოგი 8 ,ზოგი 3, ან 4 მმ, მაშინ თავს ვიკავებთ. ერთ-ერთი ინ ვიტრო სტიმულაციის წინ ექიმმა ესტროლი დამინიშნა ციკლის მეორე დღიდან და მაგან წამოიყვანა მეტი ფოლიკული ინ ვიტროს ციკლში.
* * *
Saleksandre
გამიხარდა შენი გამოჩენა <3 ძალიან ავიღეთ ხელი ამ თემაზე ამ ბოლო დროს, ბევრი იმედგაცრუება იყო და გონზე მოსვლა დაგვჭირდა,როგორც ჩანს. ეს წელი აუცილებლად ნაყოფიერი გვექნება <3

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 5 Apr 2024, 15:53
Saleksandre
როგორ კეთდება ერა ტესტი და რას ამბობს?

Posted by: kamila84 5 Apr 2024, 16:31
QUOTE (a-liza @ 5 Apr 2024, 15:22 )
kamila84
ციკლამდე 1 კვირით ადრე რას იწყებთ? ალბათ რამე განსხვავებული პროტოკოლია და მეც გამიზიარეთ, იქნებ მაგან უფრო იმოქმედოს.
ჩემს შემთხვევაში ციკლის მეორე დღეს მივდივარ ექოზე, სადაც ნახულობენ რამდენი ფოლიკული მოდის და რა ზომებია, ასევე fsh -ის ანალიზს ვიკეთებ, თუ არის რამდენიმე და თანაბარი ზომის ფოლიკული, ვიწყებთ უკვე სტიმულაციას. ანუ ,თუ მხოლოდ 2 ან 3 ჩანს და არეული ზომებით, ზოგი 8 ,ზოგი 3, ან 4 მმ, მაშინ თავს ვიკავებთ. ერთ-ერთი ინ ვიტრო სტიმულაციის წინ ექიმმა ესტროლი დამინიშნა ციკლის მეორე დღიდან და მაგან წამოიყვანა მეტი ფოლიკული ინ ვიტროს ციკლში.
* * *
Saleksandre
გამიხარდა შენი გამოჩენა <3 ძალიან ავიღეთ ხელი ამ თემაზე ამ ბოლო დროს, ბევრი იმედგაცრუება იყო და გონზე მოსვლა დაგვჭირდა,როგორც ჩანს. ეს წელი აუცილებლად ნაყოფიერი გვექნება <3

3 ციკლიანი პროტოკოლია, პირველი ციკლზე ვიღებ მარტო კონტრაცეპტივს, მეორე ციკლზეც და ამავდროულად მე-17 დღეს მივდივარ ანალიზებზე, 22ე დღეს ვიწყებ დეკაპეპტილს, და მესამე ციკლის პირველ დღეს ვამატებ პურეგონს და მენოპურს პუნქციამდე. დოზები ირჩევა ანალიზების მიხედვით, პუნქციამდე 5-6 ჯერ მისვლა მიწევს სისხლის ანალიზები და ექოსკოპია. რავი ჯერ არ გაუმართლებია ამ მეთოდს ჩემთვის და მთლადაც ვერ გირჩებთ :დ

Posted by: Tekoteko333 5 Apr 2024, 18:26
სალამი გოგონებო, ვარ 19 კვირის ორსული, დღეს მითხრა ექოზე თავის ტვინზე ნაყოფს აქვს კისტაო 6 მმ, გული იქვე გამისკდა სანამ ექიმთან შევედი. ექიმმა დამამშვიდა, ამ ვადაზე შესაძლებელია გაჩნდეს ტვინის ჩამოყალიბების პროცესის გამო და გაწოვადიაო.
გქონიათ მსგავსი გამოცდილება? sad.gif

Posted by: Freni_99 5 Apr 2024, 19:52
Tekoteko333
სალამი. აქ ორსულობის თემებში ნაკლებად გარკვეული ხალხი ვართ, დედების კლუბში იკეთხო ჯობია. მეც გამიგია რო იწოვება ძირითად შემთხვევებში, არ ინერვიულო

* * *
kamila84
მართლა რა უცნაური და საინტერესო პროტოკოლია, ჩვენთან ძირითადად ანალიზამ როგორც დაწერა, ეგრე ხდება.
როდის გიწევს ხეგე, 8ში ხო მგონი? ტესტს არ იკეთებ მანამდე ?

Posted by: Saleksandre 5 Apr 2024, 21:27
Watermelon_Sugar_Hi
ერა ტესტი გვეუბნება ზუსტად როდის იხსნება ფანჯარა რომ იმ დროს გადაიტანონ ემბრიონი. ინოვაში პროცედურის ღირებულებაა 3500 ლარი. მანამდე მოსამზადებელი პერიოდი ზუსტად ისეთია როგორიც გადატანამდე გვაქვს და გადატანის ნაცვლად იღებენ ენდომეტრიუმიდან მასალას და აგზავნიან კვლევისთვის. პასუხი არის 3 კვირაში.
* * *
a-liza
ყველაფერი კარგად იქნება ძალიან მალე ❤️ ცოტას კი ვწვალობთ მაგრამ ყველაფერს გავუძლებთ და მალე ჩავიხუტებთ ბაიებს ❤️

Posted by: Nini97 6 Apr 2024, 13:02
გამარჯობა, რამდენიმე თვეა ვგეგმავ ორსულობას, ერთი მყავს. დეკემბერში 5 კვირაზე მომეშალა. ამ თვეში 3 დღის წინ მქონდა ოვულაცია ტესტით ვაკონტროლებდი და ასევე მაქვს ხოლმე ოვულაციის სიმპტომები. ოვულაციის შემდეგ დამრჩა დაჭიმულობა და მარცხენა მხარეს საკვერცხის წიწკვნის შეგრძნება. ავიკვიატე კისტა ხომ არ მაქვს მეთქი ან ხოარ გასკდა :დ თუ შეიძლება განაყოფიერება მომხდარიყო და ეგ იწვევდეს ამ სიმპტომს :)

Posted by: VioLeTa~Khv~ 6 Apr 2024, 23:25
გამარჯობათ გოგოებო!
მაინტერესებს სტიმულაციას რომ იწყებ მაგ დროს ბუნებრივად ხომ შეიძლრბა რომ დაორსულდე?

Posted by: Freni_99 7 Apr 2024, 01:06
Nini97
გამარჯობა. ყველაფერი შეიძლება, ასე ვერ გაიგებთ. როცა მოლოდინში ვართ, უფრო ვაკვირდებით "სიმპტომებს".

დაახლოებით 10 დღეში გაირკვევა და ჩვენც გაგვაგებინეთ, წარმატებული პირველი პოსტი იყოს ^^

* * *
VioLeTa~Khv~
გამარჯობა.
სტიმულაციას რისთვის? თუ პუნქცია არ იგეგმება, რა თქმა უნდა, მაგისთვის არ კეთდება ?

Posted by: Nini97 7 Apr 2024, 09:11
Freni_99
აუცილებლად გაგაგებინებთ <3
იქნებ მოგიტანოთ ჩემმა სტუმრობამ თქვენც ორ ხაზიანი ტესტები <3

Posted by: kamila84 7 Apr 2024, 11:56
QUOTE (Freni_99 @ 5 Apr 2024, 19:52 )
Tekoteko333
სალამი. აქ ორსულობის თემებში ნაკლებად გარკვეული ხალხი ვართ, დედების კლუბში იკეთხო ჯობია. მეც გამიგია რო იწოვება ძირითად შემთხვევებში, არ ინერვიულო

* * *
kamila84
მართლა რა უცნაური და საინტერესო პროტოკოლია, ჩვენთან ძირითადად ანალიზამ როგორც დაწერა, ეგრე ხდება.
როდის გიწევს ხეგე, 8ში ხო მგონი? ტესტს არ იკეთებ მანამდე ?

კი, დღეს დილით შემიჩნდა ეშმაკი smile.gif სამწუხაროდ უარყოფითია, ხვალ დილით მაინც გავიკეთებ სისხლის ანალიზს, პროტოკოლს დავასრულებ.

აქ ვიცი ყველა მებრძოლი, მიზანდასახული გოგონები ხართ და ძალიან პატივს გცემთ, ბევრი წავიკითხე თქვენზე. მაგრამ მაინტერესებს ვინმეს თუ გიფიქრიათ ალტერნატიულ ცხოვრებაზე? ჩემს ირგვლიც ჩემ ასაკში უფრო უშვილო მეგობრები მყავს ვიდრე შვილიანები, ალბათ ამიტომაც ცოტა უფრო მარტივია ჩემთვის დანებებაზე ფიქრი.

Posted by: Gretag 7 Apr 2024, 12:05
kamila84

ანუ ლონგ პროტოკოლით გიკეთებენ. მაგ დროს რაოდენობაში ოდნავ ცოტას იღებენ, მაგრამ ხარისხიანს. გამათხელებელს იკეთებთ?

Posted by: kamila84 7 Apr 2024, 12:24
QUOTE (Gretag @ 7 Apr 2024, 12:05 )
kamila84

ანუ ლონგ პროტოკოლით გიკეთებენ. მაგ დროს რაოდენობაში ოდნავ ცოტას იღებენ, მაგრამ ხარისხიანს. გამათხელებელს იკეთებთ?

აჰ ეგ არ ვიცოდი, დიაგნოზში მიწერია კისტისკენ მიდრეკილი, მაგიტომ მეგონა დამსვეს კონტრაცეპტივზე 2 თვე რო კისტა გამოირიცხოს. გამათხელებელი კლექსანი პირველ ჯერზე არ დაუნიშნავთ, მე2 და მე3ზე კი. მითხრეს ერთ ჯერზე 20% მაქვს შანსი, ანუ 5-6 ჯერ უნდა ვცადო რომ 90%კენ ავიდე ერთხელ წარმატების. მაგრამ მეტს არ ვაპირებ, ბათ ნევერ სეი ნევერ…

Posted by: Gretag 7 Apr 2024, 13:06
kamila84

ძალიან პირობითია ეს პროცენტები, აგერ 6-ზე ავედი მე და კი უნდა მიმეღო ამასობაში ორსულობა მაგ სტატისტიკით. მილები გამტარია? ვფიქრობ მაინც უნდა სცადოთ, მაგრამ პირველ რიგში პრობლემა იქნებ მოეკვლიათ. გენეტიკური და შეძენილი თრომბოფილია თუ გაქვთ გაკეთებული და ნაცხის ბაქტერიოლოგია?

კი, ევროპაში ბევრად ნაკლები წნეხია ფსიქოლოგიურად. აქ მეზობლების ჩათვლით ყველას აუნტერესებს რატომ არ გყავს შვილი და რა პრობმემა გაქვს

Posted by: kamila84 7 Apr 2024, 13:26
რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარს მეორე ცდაზე გამოუვიდა. თრომბოლიების გარდა ყველაფერი გამოკვლეულია და წესრიგშია. ნუ რეზერვი შემცირებულია და ხარისხიც, 40 წლის ვარ. კი წნეხი საერთოდ არ მაქვს, პირიქით არავინ მირჩევს. ჩემი ქმარიც მეუბნება მაგის გარეშეც ბედნიერები ვართო, ხან მეც ვიჯერებ ხან არა. შეიძლება კიდევ შევიცვალო აზრი, თქვენმა ფორუმმა გადამაწყვეტინა მეორე და მესამე, პირველზე ვაპირებდი გაჩერებას. მოტივაცია აუცილებელია ასეთ საქმეში <3

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 7 Apr 2024, 13:41
Saleksandre
უფ კაი მწარე კი იქნება, ისე ჩანს
ღმერთით წაგადგეს ეს პროცედურა სიკეთისკენ ❤️

Posted by: Saleksandre 7 Apr 2024, 15:46
Watermelon_Sugar_Hi
ძალიან, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ წამიერი .. სამჯერ განმეორდა მასალის აღება, საკმარისი რაოდენობის გვჭირდებაო.. ანუ სამჯერ მეტკინა უსაშველოდ..

რატომ ვწვალდებით ასე იქნება ქონდეს ვინმეს პასუხი sad.gif

Posted by: A_N_A_a_n_a 7 Apr 2024, 18:12
გამარჯობა გოგოებო. ოვულაციის ტესტის პრაქტიკა არ მქონია და ბევრი არაფერი ვიცი მის შესახებ. როგორი გამოცდილება გაქთ იქნებ მითხრათ.ამთვეში გადავწყვიტე გადავაკონტროლო ტესტით.user posted image
* * *
ამტესტის მიხედვით არა არის ოვულაცია ჯერ ხო?

Posted by: Freni_99 7 Apr 2024, 19:43
kamila84
ძალიან ინდივიდუალური და პირადი გადასაწყვეტია, ისევე როგორც საერთოდ ყოლა-არყოლის ამბავი. ბედნიერება კი, რა თქმა უნდა, ამაზე არ არის დამოკიდებული, ჩემი აზრით.
ხვალინდელი პასუხი გაგვაგებინე <3

* * *
A_N_A_a_n_a
ამ ტესტის მიხედვით არ არის ოვულაცია, საკონტროლო ხაზისმაგვარი ან უფრო მეტადაც მუქი უნდა იყოს მეორე ხაზი. მერამდენე დღეა?

Posted by: kamila84 7 Apr 2024, 20:15
QUOTE (Freni_99 @ 7 Apr 2024, 19:43 )
kamila84
ძალიან ინდივიდუალური და პირადი გადასაწყვეტია, ისევე როგორც საერთოდ ყოლა-არყოლის ამბავი. ბედნიერება კი, რა თქმა უნდა, ამაზე არ არის დამოკიდებული, ჩემი აზრით.
ხვალინდელი პასუხი გაგვაგებინე <3

* * *
A_N_A_a_n_a
ამ ტესტის მიხედვით არ არის ოვულაცია, საკონტროლო ხაზისმაგვარი ან უფრო მეტადაც მუქი უნდა იყოს მეორე ხაზი. მერამდენე დღეა?

კი რა თქმა უნდა, ვისაც ძალიან უნდა ან საერთოდ არ უნდა და ეს იცის, ბედნიერია. ჩემნაირების საკითხია რთული, რომ გვინდა მაგრამ ისე ძალიანაც არა, რომ ეს რთული გზა გავიაროთ, ძალიან დამღლელი გზაა… უფრო ემოციურად ვიდრე ფიზიკურად. ბოდიში ამდენს რო ვწუწუნებ, მაგრამ ვიცი თქვენ გესმით wink.gif ხვალ მოგწერთ, მადლობა გულშემატკივრობისთვის

Posted by: Gretag 7 Apr 2024, 23:06
kamila84

ნამდვილად დამღლელი გზაა და სრული უფლება გაქვთ იწუწუნოთ. ყველას გვესმის აქ ეს მდგომარეობა. იქნებ მოხდეს სასწაული და გაგვახაროთ ხვალ.

Posted by: Freni_99 8 Apr 2024, 01:41
kamila84
რა ბოდიში, აბსოლუტურად გასაგებია ეგ დაღლაც და "წუწუნიც" ყველასთვის, განსაკუთრებით ალბათ მათთვის, ვინც იგივე გზაზეა.
ხვალ რა პასუხიც არ უნდა იყოს, ყველაფერი კარგად იქნება. კეთილი სურვილებით <3

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 8 Apr 2024, 11:32
Saleksandre
აუუ წარმომიდგენია sad.gif( გაყუჩება არ ხდება კი მარა? sad.gif

Posted by: BloodElf 8 Apr 2024, 12:10
QUOTE (kamila84 @ 7 Apr 2024, 11:56 )


აქ ვიცი ყველა მებრძოლი, მიზანდასახული გოგონები ხართ და ძალიან პატივს გცემთ, ბევრი წავიკითხე თქვენზე. მაგრამ მაინტერესებს ვინმეს თუ გიფიქრიათ ალტერნატიულ ცხოვრებაზე? ჩემს ირგვლიც ჩემ ასაკში უფრო უშვილო მეგობრები მყავს ვიდრე შვილიანები, ალბათ ამიტომაც ცოტა უფრო მარტივია ჩემთვის დანებებაზე ფიქრი.

მიფიქრია კი.. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ვიცი ესეც თავდაცვის ინსტიქტია და უბრალოდ იმედგაცრუება მაშინებს..
თუმცა სანამ 100% არ ვიქნები დარწმუნებული რომ არცერთი გზით (მათ შორის შვილად აყვანის) არაფერი გამოვა.. მანამ არ დავყრი ალბათ ფარხმალს, იმიტომ რომ სხვა მხრივ ჩემს თავთან მართალი ვერ ვიქნები..
ისეთი ადამიანიც ვიცი ვინც დაიღალა ამ ყველაფრით ფარხმალიც დაყარა და სულ რომ არ ელოდა კი ყავს ეხლა 2 წლის ბიჭაჭო ..

* * *
QUOTE (Anabeli111 @ 3 Apr 2024, 21:45 )
BloodElf
მახსოვს შენი ისტორია და ბოლო პოსტიც. ხშირად ვფიქრობდი , ნეტა ახლა რას შვრება-მეთქი. პირველ რიგში მიხარია, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს ♡

ჩემი აზრით, სჯობს თავიდანვე ცოტა  "ყოჩაღ" ექიმთან მიხვიდე და მათი აზრიც მოისმინო. ქეთისთან, თამთასთან ან ვინმე მსგავსთან. მესმის რიგები და ა.შ, მაგრამ ასე უფრო ბევრი დრო შეიძლება დაკარგო.

ასევე, გოგოებს დავეთანხმები და დასაწყისში მეუღლემაც გამოიკვლიოს სპერმოგრამა. ნიშნიანიძესთან მივიდეს (ჩემი და მეუღლის გამოცდილება კარგია მასთან). წარმატებები

ძალია დიდი მადლობა <3
დიდი იმედი მქონდა რომ აქ აღარ დავბრუნდებოდი, მაგრამ მომიწია ისევ smile.gif)
მეუღლე წავა აუცილებლად, თავიდანვე გამოთქვა სურვილი ცალკე გამოკვლევის მაგრამ რადგან ექიმმა არაფერი თქვა მეც ვუთხარი რომ არ იყო საჭირო..
ექიმს რაც შეეხება ორი თვე ალბათ კიდევ დავაცდი.. შემდეგ მივმართავ სხვას.. ქეთი ოსიძე გამიგია (თუ ეგ იგულისხმეთ) და რამდენიმე კმაყოფილი პაციენტიც ვიცი, ასევე ახლობელმა მირჩია თეონა ტიბუა ინოვაშია თუ არ ვცდები თუ სმენია ვინმეს ან რამდენად კმაყოფილები არიან საინტერესოა?

Posted by: Gretag 8 Apr 2024, 12:49
Watermelon_Sugar_Hi

ზოგგა აკეთებენ ნარკოზით მაგასაც და სქრეჩინგსაც. ეგ ორი თითქმის ერთნაირი პროცედურებია და ნამდვილად მტკივნეულია. შენ როგორ ხარ? :* გაქვს რამე გეგმა?

BloodElf
არაფერი სერიოზული არაა თქვენთან და ვფიქრობ მალე უნდა მიიღოთ შედეგი. თუმცა დიდხანს მოცდა და დროის კარგვაც არ ღირს. ჩემი პირადი გამოცდილებით თუ ინვიტროს აპირებ მხოლოდ მაშინ უნდა მიმართო ქეთის. სხვა შემთხვევაში ნაცხის ბაქტერიოლოგია და მსგავს თემებს ძალიან აფუჩეჩებენ. ნებისმიერი გინეკოლოგი უკეთ უმკურნალებს. წელიწადნახევარი მასვეს პრობიოტიკი, რომელმაც ვერაფერი ვერ გააკეთა და ბოლოს მითხრეს რა ვქნათ რთული სამკურნალოაო. პლიუს უამრავი ანტიბიოტიკი მაყლაპეს, რომელმაც თავის მხრივ სხვა რამე გააფუჭა. გინიშნავენ რაც გაიდლაინში უწერიათ და თავს არ იტკიებს დიდად არავინ. ჩემით მოვიძიე სხვა პრობიოტიკები და იდეალურად მოწესრიგდა ყველაფერი. ინვიტროს თემაში ნამდვილად საუკეთესოა ქეთი

Posted by: HAPPYWE 8 Apr 2024, 15:50
გოგოებო გამარჯობათ
LH -ის პასუხი მომივიდა 0,83 მგონი დაბალია და რას ნიშნავს ეს? smile.gif
წესით პუნქცია უნდა მქონდეს 2-3 დღეში

პ.ს ექიმსაც მივწერე და პასუხს ველოდები

Posted by: kamila84 8 Apr 2024, 16:59
როგორც ველოდი უარყოფითია სისხლის ანალიზითაც.
კი ვიძახდი ამის მერე დავნებდებითქო, მაგრამ რთული ყოფილა smile.gif
...ხო და, საქართველოში ვაპირებ მალე და თრომბოლიებს გამოვიკვლევ, კი აზრზე არ ვარ რა არის, მაგრამ მაგასაც გამოვიკვლევ smile.gif ძალიან კარგები ხართ ყველა <3

Posted by: BloodElf 8 Apr 2024, 17:08
ახლა მოვდივარ მონიტორინგიდან, მეხუთე დღეა და 2 დომინანტი ფოლიკული გვაქვს 12 მმ მდე, აქამდე სულ ერთი იყო ხოლმე დომინანტი, მე-11 დღეს დამიბარა და იმედი მაქვს თავისით გასკდებაო..
წინაზე რომ დავწერე მკითხეს აქ 29 მდე რატონ გაიზარდაო და ახლა გამახსენდა რომ ელოდებოდა გასკდომაა 25 მმ ზე და მეორე დღეს უკვე 29 იყო ამიტომ სასწრაფოდ გავიკეთე ნემსი.. ვნახოთ აბა..

Posted by: Gretag 8 Apr 2024, 18:02
kamila84
ვწუხვარ sad.gif ამდენი წვალება და იმედგაცრუება ძალიან რთულია. მომწონს გეგმები რომ გაქვს <3 გენეტიკური თრომბოფილია არის სისხლის შედედების დარღვევაა, რომელიც მშობლებისგან გადაეცემა (შესაძლოა რამოდენიმე გენის მუტაცია იყოს ან არცერთი). მართვადია სრულად, უბრალოდ საყურადღებოა და გამათხელებლებია საჭირო.

BloodElf
ჩემუ აზრით 25-მდეც არ უნდა მიგეყვანათ, ბევრია. არაუშავს, ან ციკლში უფრო კარგად გააკონტროლებთ და ყველაფერი გამოვა. მეხუთე დღისთვის საკმაოდ დიდებია 12. მე ალბათ 9-ე დღესაც შევამოწმებდი. სტანდარტულად 8-9-ე დღეს ვნახულობ ხოლმე პოლიპის დიაგნოსტიკისთვისაც და ფოლეკულების მონიტორინგის მიზნითაც

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 10 Apr 2024, 10:32
Gretag
ჩემი გეგმა წონაში კაი კლებაა, 20-25 კილო მაინც მინდა დავიკლო ოქტომბრამდე. ეგ მიზეზი რომ არ ჰქონდეთ თითზე დასახვევად ექიმებს smile.gif) და საჩემოდაც მინდა რა, კოვიდის, დეპრესიის, ამდენი სტიმულაციის მერე ძალიან მოვიმატე

Posted by: Laverne_de_Montmorency 10 Apr 2024, 17:39
გოგოებო, დამიდასტურდა თრომბოფილია. ეს გენები. სანამ ექიმთან წავალ, დამამშვიდეთ და მითხარით, რომ მოგვარებადია. საშიში მუტაციებია?
user posted image

Posted by: narkozeli 10 Apr 2024, 18:52
Laverne_de_Montmorency

თან საკმაოდ მნიშვნელოვანი გენების მუტაციაა. ოვულაციიდანვე გამათხელებელს ჩაგართვევინებს ექიმი სავარაუდოდ.
რა კარგია რომ გაიკეთეთ❤️

Posted by: Laverne_de_Montmorency 10 Apr 2024, 20:36
narkozeli
პრობლემა ისაა, რომ 4 კვირის ორსული ვარ უკვე, თან მგონი ტყუპებზე sad.gif ძალიან დავგავიანე? ორშაბათს მივდივარ დაკა კაპანაძესთან და რომ ვესაუბრე, იქამდე არაფერი გინდაო. იქამდე ავიღე ანალიზი, სანამ ორსულად ვიქნებოდი და მერე ეს ამბავიც გავიგე.

Posted by: Iceicebaby 11 Apr 2024, 09:28
Laverne_de_Montmorency
ინვიტრო არაა, როგორც ჩანს, რადგან გამათხელებელზე ახლა საუბრობთ.
აუცილებლად დაიწყეთ და ექიმი შეცვალეთ

Posted by: Laverne_de_Montmorency 11 Apr 2024, 09:45
Iceicebaby
არაა ინვიტრო. ბუნებრივია. მანამდე ვიტარებდი კვლევებს თრომბოფილიაზე და სანამ პასუხი მოვიდა, ბუნებრივად დადგა ორსულობაც. როგორც ვიცი, დაკა კაპანაძე არის თრომბოფილიების მიმართულებით საუკეთესო და არ მირჩევთ?
ჩემი გინეკოლოგი ნინო ქანთარიაა და იმან გადამამისამართა დაკასთან. ვინმე უკეთესი თუ არის, იქნებ მირჩიოთ.

Posted by: Iceicebaby 11 Apr 2024, 11:36
Laverne_de_Montmorency
როგორც აქაური გამოცდილებებით ვიცი, ვერ ვიტყვი რომ ფრთხილია თრომბოფილიასთან მიმართებაში.
მაგ გენის მუტაციების შემთხვევაში დაორსულების მზადებისთვისაც სასურველია წინასწარ დაწყებაც, ასევე საკმაოდ დიდი როლი აქვს პირველი ტრიმესტრის წარმატებულად გავლისთვის.
სხვა ექიმი არ ვიცი ვინ გირჩიოთ, ეკატერინე კორკოტაშვილია სხვა ალტერნატივა, რომელსაც მგონია რომ პირიქით, ზედმეტი მოსდის :დ
შუალედური ვინმე იყოს, ალბათ თამარ დიაკონიძეა.
გადაიმოწმეთ პროგესტერონიც

Posted by: Laverne_de_Montmorency 11 Apr 2024, 11:44
Iceicebaby
პროგესტერონი გუშინ გადავიმოწმე და 29 მქონდა. მანამდე 4 დღით ადრე 35. როგორც ვიცი, მონაცვლეობს დღის მონაკვეთის მიხედვით და მთავარია 20-ს ზემოთ დარჩეს და არ ჩამოვიდეს. გუშინ ექოსკოპიაზე 2 ყვითელი სხეული იყო საკმაოდ დიდი ზომებით და შესაბამისად, წესით პროგესტერონს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

Posted by: Iceicebaby 11 Apr 2024, 11:46
Laverne_de_Montmorency
უნდა პროგრესირებდეს ეგეც, დღის მონაკვეთს არ აქვს მნიშვვნელობა, მითუმეტეს ორი ყვითელი სხეულის ფონზე. ვფიქრობ, მიეხმარეთ სჯობს.
მაგაზე რას ამბობს გინეკოლოგი?

Posted by: Laverne_de_Montmorency 11 Apr 2024, 12:02
Iceicebaby
დღეს მივდივარ კონსულტაციაზე. მანამდე დავურეკე და მითხრა, რომ სანამ საშვილოსნოს ღრუში არ დადასტურდება ორსულობა, მანამდე ვერაფერს დავნიშნავო და გუშინ კი დაინახეს პატარა წერტილი ექოსკოპიაზე, თუმცა იმდენად პატარა ვადაა, წინასწარ ექოსკოპისტიც თავს იკავებს დანამდვილებით თქვას სანაყოფე აპკია თუ არა და 2 დღეში დამიბარა გადამოწმებაზე.
-------------------------------
ახლა გამოვედი ექიმიდან და დამინიშნა უტროჟესტანის სანთლები 200-იანი დღეში ორჯერ. გამათხიერებლებზეც მიწერა დაკას და როგორც კი უპასუხებს დამირეკავს. სავარაუდოდ კლექსანი დაგჭირდებაო.

Posted by: kamila84 11 Apr 2024, 15:50
QUOTE (Laverne_de_Montmorency @ 10 Apr 2024, 20:36 )
narkozeli
პრობლემა ისაა, რომ 4 კვირის ორსული ვარ უკვე, თან მგონი ტყუპებზე sad.gif ძალიან დავგავიანე? ორშაბათს მივდივარ დაკა კაპანაძესთან და რომ ვესაუბრე, იქამდე არაფერი გინდაო. იქამდე ავიღე ანალიზი, სანამ ორსულად ვიქნებოდი და მერე ეს ამბავიც გავიგე.

რა კარგია, გილოცავთ პირველ რიგში <3 გაგვაგებინეთ რას დაგინიშნავენ. სიმშვიდე და მობილიზებაა ერთდროულად ახლა საჭირო. ერთდროულად ვერ გამოდის ხოლმე მაგრამ უნდა ვეცადოთ smile.gif

Posted by: BloodElf 16 Apr 2024, 09:35
QUOTE (BloodElf @ 8 Apr 2024, 17:08 )
ახლა მოვდივარ მონიტორინგიდან, მეხუთე დღეა და 2 დომინანტი ფოლიკული გვაქვს 12 მმ მდე, აქამდე სულ ერთი იყო ხოლმე დომინანტი, მე-11 დღეს დამიბარა და იმედი მაქვს თავისით გასკდებაო..
წინაზე რომ დავწერე მკითხეს აქ 29 მდე რატონ გაიზარდაო და ახლა გამახსენდა რომ ელოდებოდა გასკდომაა 25 მმ ზე და მეორე დღეს უკვე 29 იყო ამიტომ სასწრაფოდ გავიკეთე ნემსი.. ვნახოთ აბა..

გუშინ იყო მე 11 დღე მივედი ისევ მონიტორინგზე მარცხენივ არის დომინანტი ფოლიკული 20მმ, დამიბარა დღეს, მერე კიდევ შევხედავ და გადავწყვეტ ნემსი გაიკეთო თუ არაო.. მართალი გითხრათ ვერ მივხვდი ერთ დღეში რა შეიძლება შეიცვალოს, თუ არ წყვეტს მეთქი არაფერს ერთი დღე გავიკეთებ ნემსს პირდაპირ მაგრამ მაინც გადაწყვიტა დღეს მივსულიყავი.. წუხელ მთელი ღამე ვიფიქრე, ვინერვიულე და დღეს მეუღლემ შემომთავაზა რომ დროებით დავანებო თავი ყველაფერს , წინასწარ შევიმუშავო სტრატეგია smile.gif) და ერთ ან ორ თვეში სხვასთან მივიდე.. ახლა მჭირდება თქვენგან რჩევა.. მაქვს ორი ვარიანტი თეონა ტიბუა ან ქეთი ჭუმბურიძე.. ორივე ისეთმა ადამიანმა მირჩია რომ ჩემი თვალით ვნახე რა გზა გაიარეს და შედეგიც ნახეს..

Posted by: Nini97 16 Apr 2024, 17:52
გამარჯობა გოგოებო,რამდენიმე დღის წინ ვწერდი რომ ოვულაციის მერე დამრჩა დაჭიმულობის შეგრძნება, დღეს გავიკეთე ტესტი ოვულაციიდან გასულია 11-12 დღე და ასეაuser posted image
ხვალ კიდევ გავიკეთებ მემგონი არ მეჩვენება

Posted by: a-liza 16 Apr 2024, 19:25
Nini97
არ გეჩვენებათ <3 არის! ხეგე გაიკეთეთ და 48 საათში ისევ გადაამოწმეთ
* * *
BloodElf
რა ქენით, ექოზე იყავით?

Posted by: adeline 16 Apr 2024, 23:11
a-liza
აბა როგორ ხარ? ხომ არ დაიწყე მზადება სტიმულაციისთვის?

Posted by: kamila84 17 Apr 2024, 12:43
QUOTE (Gretag @ 7 Apr 2024, 13:06 )
kamila84

ძალიან პირობითია ეს პროცენტები, აგერ 6-ზე ავედი მე და კი უნდა მიმეღო ამასობაში ორსულობა მაგ სტატისტიკით. მილები გამტარია? ვფიქრობ მაინც უნდა სცადოთ, მაგრამ პირველ რიგში პრობლემა იქნებ მოეკვლიათ. გენეტიკური და შეძენილი თრომბოფილია თუ გაქვთ გაკეთებული და ნაცხის ბაქტერიოლოგია?

გრეტა, რამე ფიდბექი თუ მოგცეს წარუმოტებლობების მერე? მე არაფერს მეუბნებიან, შანსებს მითვლიან და მერე ყველაფერი გამართლებაზეა, ჩემს შემთხვევაში ბევრს ვერაფერს გამოვასწორებ. სპერმის გამოსწორება შეიძლება, თუმცა როგორც ვხვდები მაგას ისედაც დიდი გავლენა არ აქვს ინვიტროს დროს

Posted by: a-liza 17 Apr 2024, 12:43
adeline
დავიწყე კი <3 , დაგროვებით გადავწყვიტეთ. დღეს 10 სთ- ზე მქონდა პუნქცია,ჯერაც პალატაში ვარ. 6 კვერცხუჯრედი ამოიღეს და რამდენია მწიფე ჯერ არ ვიცი...
არ ვიძახდი, მინდოდა მოულოდნელი სიურპრიზი ყოფილიყო smile.gif) მაგრამ რადგან მკითხე, აღარ დაველოდე საბოლოო შედეგს...

Posted by: kamila84 17 Apr 2024, 12:46
QUOTE (a-liza @ 17 Apr 2024, 12:43 )
adeline
დავიწყე კი <3 , დაგროვებით გადავწყვიტეთ. დღეს 10 სთ- ზე მქონდა პუნქცია,ჯერაც პალატაში ვარ. 6 კვერცხუჯრედი ამოიღეს და რამდენია მწიფე ჯერ არ ვიცი...
არ ვიძახდი, მინდოდა მოულოდნელი სიურპრიზი ყოფილიყო smile.gif) მაგრამ რადგან მკითხე, აღარ დაველოდე საბოლოო შედეგს...

ვააა როგორ მიხარია!!! ყოჩაღ 6 კარგია! გაგვაგებინეთ შემდეგი ეტაპები <3

Posted by: BloodElf 17 Apr 2024, 13:19
a-liza
არა აღარ წავედი, ერთი ორი თვე აზრებს მოვუყრი თავს, დავალაგებ გეგმას, ცოტა დავმშვიდდები და სხვასთან მივალ მირჩევნია

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 17 Apr 2024, 13:45
a-liza
აბა ღმერთი შენკენ!

Posted by: kekuna 17 Apr 2024, 17:19
გოგოებო ორსულობის გარდა რა შემთხვევაში აჩვენებს ტესტი დადებითს?

Posted by: Freni_99 17 Apr 2024, 17:36
a-liza
რა მაგარია! აბა ყოჩაღობა შენს 6 ცალს ^^
დაგვააფდეითე ხოლმე:*

* * *
Nini97
ნამდვილად არის მეორე ხაზი, მეორე ტესტმა რაო?

* * *
kekuna
ორსულობა გამოირიცხა?

* * *
kamila84
თუ ფინანსები გიწყობს ხელს, რადგან საქართველოში აპირებ ჩამოსვლას, აქაც რომ სცადო? ან კონსულტაცია გაიარო ვინმესთან

Posted by: a-liza 17 Apr 2024, 18:54
kamila84
Watermelon_Sugar_Hi
Freni_99
მადლობა გოგოებო <3
6-დან 3 არის მომწიფებული... ვნახოთ რას იზამენ..

Posted by: adeline 17 Apr 2024, 19:07
a-liza
აუ რა მაგარია; ბედნიერ ხელზე დაგეწყოს და მალე უჯანმრთელესი ტყუპჩიკებით გაგეხაროს :* ძაან კარგია დაგროვება :*
ასტროლოგიურადაც მაგარი პერიოდია რომ იცოდე wink.gif თან დღეიდან! იუჰუუუუ!!!!

Posted by: kekuna 17 Apr 2024, 19:09
Freni_99
ჯერ მხოლოდ ტესტით დაუდასტურდა, ექოსკოპია და სისხლის ანალიზი არ გაუკეთებია. გადაცდენიდან 1 კვირაა გასული

Posted by: Freni_99 17 Apr 2024, 19:13
kekuna
თუ გადაცდენაა და ტესტიც აჩვენებს, ე.ი ეგაა )) ეხოზეც გამოჩნდება უკვე წესით

Posted by: kekuna 17 Apr 2024, 19:19
Freni_99 2 დღის წინ ტესტზე მეორე ხაზი უფრო მუქო იყო ვიდრე დღესო და ამან გამოიწვია კითხვა, გარდა ორსულობისა რა შეილება იყოს.

Posted by: a-liza 17 Apr 2024, 19:27
adeline
QUOTE
აუ რა მაგარია; ბედნიერ ხელზე დაგეწყოს და მალე უჯანმრთელესი ტყუპჩიკებით გაგეხაროს :* ძაან კარგია დაგროვება :*
ასტროლოგიურადაც მაგარი პერიოდია რომ იცოდე  თან დღეიდან! იუჰუუუუ!!!!
<3 დიდი მადლობაა ..
6-დან 3 ცოტა მეწყინა... მაგრამ დანარჩენები ცოტა ზარმაცობდნენ, თამთამ მაინც ვცადოთ ისინიცო,მაგრამ არ გამოვიდა. მთავარია ესენი მივიდნენ ახლა ბოლომდე და სამი კარგი ბლასტო მივიღო..

* * *
kekuna
არ ვიცი თუ გახსოვს, დილას გული მისკდებოდა და შუადღე-საღამოს გულს მიხარებდა ჩემი ტესტები. შეიძლება კონცენტრაცია არ იყოს საკმარისი. დილა-შუადღეს გაიკეთოს.

Posted by: kekuna 17 Apr 2024, 19:34
a-liza
საღამოს ტესტები უფრო მუქი ქონდა ვიდრე დილის.

Posted by: a-liza 17 Apr 2024, 19:38
kekuna
მაშინ კონცენტრაციის თემაა.

Posted by: kekuna 17 Apr 2024, 19:43
a-liza
ზოგადად როდის ჯობია პირველი
ვიზიტი? რამდენ კვირაზე ჩანს ეხოზე?

Posted by: a-liza 17 Apr 2024, 20:52
kekuna
გადაცდენიდან 10-12 დღეში გამოჩნდება წესით

Posted by: Gretag 18 Apr 2024, 00:17
kamila84

პირველ ორზე მითხრეს რომ ერა ტესტი უნდა გამეკეთებინა და შესაძლოა აცდენა იყო. მესამეზე, მიუხედავად იმისა რომ შემოწმებული და კარგი ემბრიონი გადავიტანე მაინც კვერცხუჯრედის ხარისხი მითხრეს. ბოლო სამზე ვაგინოზს და არეულ ფლორას ბრალდებოდა. საბოლოო ჯამში მაინც სავარაუდო ვარიანტებს გეუბნევიან. სპერმოგრამას არავინ გვამოწმებინებდა ინვიტროს წინ და საბოლოოდ ყოველთვის კითხვის ნიდნის ქვეშ დგებოდა ეგეც. ვფიქრობ უმჯობესია მაინც მოწესრიგებული იყოს და ვინ იცის, იქნებ ბუნებრივადაც გამოვიდეს.

Posted by: lika_law 18 Apr 2024, 16:04
a-liza
გამიხარდა შენი შემართება. აბა წარმატებები <3

ყველას გგულშემატკივრობთ ისევ შორიდან, გოგოებო smile.gif

Posted by: Nini97 18 Apr 2024, 16:07
Freni_99
user posted image
ასეა ხეგე დღეს ჩავაბარე და 9.14 არის
მგონი დღეს უფრო მუქი უნდა ყოფილიყო ხო

Posted by: Freni_99 18 Apr 2024, 17:20
Nini97
გადაცდენა არის უკვე ? 2 დღეში ხეგეს გამეორება კაი იქნებოდა

Posted by: Nini97 18 Apr 2024, 18:18
Freni_99
არაა ხვალ ველოდები ციკლს, კი კი აუცილებლად გადავაკონტროლებ

Posted by: Freni_99 18 Apr 2024, 19:03
Nini97
მაშინ არ არის დაბალი მაჩვენებელი, ახალი მიმაგრებული იქნება და ზეგ გაზრდილი იქნება უკვე.
პირველი ორსულობაა? ანამნეზი როგორი გაქვს, რამის მიხმარება ხომ არ არის საჭირო?
ფოლიუმი დაიწყე, თუ არ სვამ ჯერ

Posted by: Nini97 18 Apr 2024, 19:07
Freni_99
ერთი მყავს უტროჟესტანს ვსვავდი 12 კვირამდე, ახლა დეკემბერში საწყის ეტაპზე მომეშალა, ახლა ვნახავ ზეგ შედეგს და თუ გაზრდილია დუფასტონს დავიწყებ

Posted by: Freni_99 18 Apr 2024, 20:28
Nini97
თრომბოფილიები გამოკვლეული გაქვს?
დუფასტონი მგონი სუსტია, დაწერონ იქნებ გოგოებმაც რა ჯობია.

Posted by: Nini97 18 Apr 2024, 22:18
რავი არ გამომიკვლევია ერთი რომ მყავს არც მიფიქრია მაგაზე,ახლა თუ ისე არ განვითარდა ყველაფერი როგორც უნდა იყოს ყველაფერს გამოვიკვლევთ
დაახლოებით 6 წლის წინ გავაჩინე პირველი Freni_99

Posted by: Freni_99 18 Apr 2024, 23:08
Nini97
ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები და გაგვაგებინე კარგი ამბები <3

Posted by: Nini97 18 Apr 2024, 23:32
Freni_99
მადლობა და ზეგ აუცილებლად გაგაგებინებთ პასუხს

Posted by: kusia 19 Apr 2024, 18:37
გამარჯობა

გოგონებო თქვენი გამოცდილების გაზიარება და კარგი რჩევა მჭირდება.

ახალი დიერჯი პროგრამის ფარგლებში ღუდუშაურში ექიმის აყვანა მიაბეს 1 ადგილიან ინდივიდუალურ პალატის საფასურს ზემოდან, რის გამოც 1 ადგილიანი პალატა, რომლის ღირებულებაც გახლავთ 1350 ლარი, თუ არ აიღე სხვა შემთხვევაში ვერ აიყვანს ექიმს. ანუ მაგ პალატის ფულს ემატება ექიმის ფულიც, რაც 2000 ლარი გამოდის, ეს ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე.საკეისროზე მეტია. ხოლო ეს ხარჯი მთლიანად ფორმდება იმ ადამიანზე (მაგ. მეუღლეზე) ან ვინც იქნება თავდგომი იმ ერთ ადგილიან პალატაში.
ეს არის კლინიკის შინაგანაწესით განსაზღვრულიო,ამ პირობით არის დიარჯი სისტემაში ჩართულიო. ანუ იძულებულს ხდიან ორსულს გადაიხადოს სავალდებულოდ იმ 1 ადგილიანი პალატის საფასური, თუ უნდა რომ აყვანილი გინეკოლოგი ყავდეს და უფლებას არ აძლევებ რომ შედარეიბთ იაფი, მაგალითად 2 ადგილიანი სტანდარტული პალატის ფული გადაიხადოს და თან აიყვანოს ექიმი. კერძო დაზღვევაც მაქვს, მაგრამ ის პირად ექიმის ფულს არ მინაზღაურებს. არადა როგორც ვიცი ამ დიერჯი პროგრამის ფარგლებში ვითომ ფინანასდებაო კერძო აყვანილი ექიმიცო. აგერ სტატია
https://bm.ge/news/drg-modelit-mshobiarobisa-da-sakeisro-kvetis-momsakhurebis-tarifebi-1-222-larit-gansazghvra-saministro
ხოდა ღუდუშაურში დიერჯის პროგრამის ფარგლებში პირადი ექიმის აყვანის ფულს სახელმწიფოს ხომ არ ახდევინებენ ცალკე და ორსულს საკუთარი ჯიბიდან კიდევ ცალკე ?ან როგორ უნდა გავიგო ეგ? spy.gif თუ დიერჯი კერძო ექიმის აყვანას აფინანსებს მაშინ ეს მექანიზმი ძვირადღირებულ პალატაზე აყვანილი ექიმის თანხის დამატებით მიბმა რატომ გააკეთეს?


ახლა რატომ დავწერე ამდენი: ვინაიდან ფიზიოლოგიური მშობიარობა დიარჯის სახელმწიფო პროგრამით და ღუდუშაურში აყვანილი ექიმით ჯდება 2000 ლარი, გთხოვთ მირჩიოთ პინეოში ვინემ გამოცდილი გინეკოლოგთა ნუსხა,იქნებ ვინმე შევარჩიო. პინეოში როგორც გავარკვიე კონსულტაციით ეს თანხები არ არის გადასახდელი, დაჟე კერძო ექიმის აყვანის შემთხვევაშიც კი თანხას დიერჯის პროგრამიდან ვიღებთო. ამიტომ სათადარიგო ვარიანტად მაინც რომ განვიხილო მინდა. პ.ს აუცილებლად მესამე დონის სამშობიარო რომ იყოს.

Posted by: Nini97 20 Apr 2024, 16:51
გამარჯობა გოგოებო სამწუხაროდ ხეგეს პასუხი 48 საათის მერე 9.1 დან 12.5 მდე ავიდა მხოლოდ. ორშაბათსაც გავიკეთებ ხეგეს და გინეკოლოგთან მივალ,რა პრობლემები იწვევს ამას? უკვე მეორედ მოხდა ასე sad.gif

Posted by: Freni_99 20 Apr 2024, 19:27
Nini97
რა სამწუხაროა sad.gif
ვფიქრობ, რადგან მეორე შემთხვევაა უკვე, თრომბოფილიის ანალიზებს დანიშნავს, გამათხელებლის ჩართვა არის შესაძლოა საჭირო. მეუღლე გამოკვლეულია? თუ არა, შეიძლება მანდაცაა პრობლემა

* * *
kusia
მომავალ მშობელთა კლუბში ან დედების კლუბში დაპოსტეთ

* * *
a-liza
შენკენ რა ამბებია?

Posted by: a-liza 20 Apr 2024, 23:53
Nini97
იქნებ ორშაბათს რამე სასიკეთო იყოს. მანამდე ტესტებით აკონტროლე. ფრენის ვეთანხმები, თრომბოფილიებს გამოვიკვლევდი შენს ადგილზე


* * *
Freni_99
QUOTE
a-lizaო
შენკენ რა ამბებია?
ჩემთან 6
-დან 3 იყო მომწიფებული და ორი განაყოფიერდა მხოლოდ. აქედან ერთი კარგად ვითარდება, მეორეც კარგია მესამე დღის შედეგებით,მაგრამ განაყოფიერების დროს 2 რომ უნდა ყოფილიყო, 4 იყოო, მითხრა თამთამ რაც ჰქვია და დამავიწყდა. მე მგონი ბირთვზეა საუბარი, მერე დავგუგლე და სავარაუდოდ ეგაა. თუმცა, შესაძლოა ფრაგმენტაციაც იყოსო და ამიტომ ემბრიოლოგმა მასაც მისცა შანსიო. მერე უჯრედები რომ დაიყო,უკვე ეგ არ ჩანსო და ამ ეტაპზე როგორც საჭიროა ,ისე ვითარდებაო. თუმცა გენეტიკურ კვლევას მირჩევს, რადგან
შესაძლოა ორსულობა არც დადგეს, თუ დადგა, 5-6 კვირაზე შეწყდეს, ან უფრო გვიან გამოჩნდეს ანომალიებიო. მოკლედ, ეს მეორე კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ ბლასტომდე მივიდა ისიც, ალბათ ცალკე გავყინავ და პირველთან ერთად არ გადავიტან. კვლევას არ ვაპირებ, რადგან ძალიან ვარ თანხებში გაჭედილი და არც ვენდობი 100% კვლევის შედეგებს. 1% თუ არის შეცდომის შანსი, მირჩევნია ის 1% მაინც გამოვიყენო,და გადავიტანო. თამთა ორივეს კვლევას მირჩევს, მაგრამ არ მინდა ამ მიზეზებით..

Posted by: lika_law 21 Apr 2024, 08:45
a-liza
რა საინტერესოა რა იწვევს ამ ყოველივეს. მხოლოდ ერთი რომ გადაიტანო, არ არის ექიმი თანახმა? ზედმეტი რისკი რომ არ გაწიო ორივეს გადატანაზე...

Posted by: Freni_99 21 Apr 2024, 10:21
a-liza
მე გირჩევ, აუცილებლად გააკეთო კვლევა და ისე გადაიტანო. 1% არაფერს ნიშნავს, უამრავ დროს და რესურსს დაზოგავ.

გაყინავ მაგეებს და სტიმულაციას მიაყოლებ ხო ეხლა?

Posted by: a-liza 21 Apr 2024, 11:41
lika_law
Freni_99
ცალ-ცალკე ვაპირებ გაყინვას და ვფიქრობ, იმ საეჭვოს, თუ მივიდა ბლასტომდე, ბიოფსია ავუღო და გავყინო. კვლევაზე მერეც შევძლებ იმ შენახული ბიოფსიის გაშვებას.პირველის გადატანა გადავწყვიტე. მეორე სტიმულაციისთვის აღარ დამრჩა თანხა, ეს თვითონ 2500 ლარი იყო ,სადაც შედიოდა პუნქცია, სპერმის დამუშავება, ემბრიონების მიღება,მაგრამ სტიმულაციის მედიკამენტებით და ანალიზებით ხარჯი 5300 ლარამდე ავიდა. ახლა ამათი გაყინვაც დაემატება, 600 ლარი მგონი ცალ-ცალკე როცა გავყინავ და აღარ დამრჩა მეორე სტიმულაციის დასაწყები. ამ ახალ ციკლზე ვფიქრობ იმ ემბრიონის გადატანას, რომელიც კარგად მიდიოდა თავიდანვე. ორივეს ვერ გავრისკავ,ერთ-ერთის ორსულობა თუ განვითარდა, მერე უნდა ვინერვიულო, რომელია. თუ ორივე განვითარდება და რომელიმეს ანომალია აღმოაჩნდა, ჯანმრთელსაც ვრისკავ რომ მოვიშორო არაჯანსაღი. ამიტომ ასე გადავწყვიტე. ეს 1 თვე აღდგომის დასვენების რეჟიმზე იქნებიან და სტიმულაციას მაინც ვერ ვიწყებდით, და ჯობია გადატანისთვის მოვემზადო, დასვენებები მაგაში არ შემიშლის ხელს. თუ არაფერი გამოვიდა, მერე ისევ დავიწყებ. 1 თვე ისედაც მეკარგებოდა და ახლა უბრალოდ გადატანის 1550 ლარიც დამეკარგება, თუ არ დადგა ორსულობა.

Posted by: Freni_99 21 Apr 2024, 13:53
a-liza
გასაგებია, უბრალოდ როცა ამდენი ხარჯებია ისედაც, ბარემ დამშვიდებულად იზამდი უფრო.
წარმატებები და ბევრი იღბალი <3

Posted by: a-liza 22 Apr 2024, 16:06
Freni_99
მადლობა <3
გოგოებო, დღეს მეხუთე დღეა და ორივე ნაადრევი ბლასტოს სტადიაზეა. მქონდეს იმედი?

Posted by: kamila84 22 Apr 2024, 17:05
QUOTE (a-liza @ 22 Apr 2024, 16:06 )
Freni_99
მადლობა <3
გოგოებო, დღეს მეხუთე დღეა და ორივე ნაადრევი ბლასტოს სტადიაზეა. მქონდეს იმედი?

ჩემთან 3 ან 4-დღეს გადააქვთ, ანუ ალბათ მაქამდე არც მიდის? მე მითხრეს რომ ბუნებრივ გარემოში ურჩევნიათ მოათავსონ, მეტი შანსი აქვს ემბრიონს... ვერ გავიგე წესიერად.
ანუ აქაური გადმოსახედით დიდი იმედები უნდა გქონდეს, ეგენი უკვე გადაგიტანდნენ კაი ხანია :დ
* * *
QUOTE (Gretag @ 18 Apr 2024, 00:17 )
kamila84

პირველ ორზე მითხრეს რომ ერა ტესტი უნდა გამეკეთებინა და შესაძლოა აცდენა იყო. მესამეზე, მიუხედავად იმისა რომ შემოწმებული და კარგი ემბრიონი გადავიტანე მაინც კვერცხუჯრედის ხარისხი მითხრეს. ბოლო სამზე ვაგინოზს და არეულ ფლორას ბრალდებოდა. საბოლოო ჯამში მაინც სავარაუდო ვარიანტებს გეუბნევიან. სპერმოგრამას არავინ გვამოწმებინებდა ინვიტროს წინ და საბოლოოდ ყოველთვის კითხვის ნიდნის ქვეშ დგებოდა ეგეც. ვფიქრობ უმჯობესია მაინც მოწესრიგებული იყოს და ვინ იცის, იქნებ ბუნებრივადაც გამოვიდეს.

ხო ანუ ფაქტიურად განსაკუთრებული მიზეზი არც თქვენ გაქვთ, აცდენას ბევრი არ აღიარებს. კიდევ აპირებთ? მე აღარ მინდა უკვე მაგრამ შეიძლება შევიცვალო აზრი :/
* * *
QUOTE (Nini97 @ 20 Apr 2024, 16:51 )
გამარჯობა გოგოებო სამწუხაროდ ხეგეს პასუხი 48 საათის მერე 9.1 დან 12.5 მდე ავიდა მხოლოდ. ორშაბათსაც გავიკეთებ ხეგეს და გინეკოლოგთან მივალ,რა პრობლემები იწვევს ამას? უკვე მეორედ მოხდა ასე sad.gif

ნინი როგორ ვწუხვარ ... გაგვაგებინეთ როგორ ხართ <3

Posted by: kato17 22 Apr 2024, 17:39
a-liza
მე5 დღე თუა ნაადრევი ბლასტო როგორ არის მე 4 დღეს გახდა ბლასტო ნეტა? ექიმი რას ამბობს?

Posted by: a-liza 22 Apr 2024, 21:03
kato17
მეხუთე დღეს ხომ ხდება ბლასტო და ან გადააქვთ ან ყინავენ. ამ დილით არ იყო დასრულებული. შეიძლება ამაღამ გახდეს გვიან ბლასტო. ნაადრევი ანუ ბლასტოს წინა ეტაპი.
* * *
kamila84
აქ აღარ გადააქვთ მესამე დღეს. ლიდერმედი ყინავს 3 დღის ემბრიონს და გადატანის წინ გამოალღობენ, მიიყვანენ 5 დღის ბლასტომდე და მერე გადააქვთ.

Posted by: Freni_99 23 Apr 2024, 09:58
a-liza
მეექვსე დღისებიც ძაან კაია,მაგაზე არ იდარდო, ჩემიც ზოგი მეექვსეა.
რა ქნეს აბა ?

* * *
Nini97
როგორ ხარ? იყავი ექიმთან?

Posted by: a-liza 23 Apr 2024, 14:19
უკვე ნერვიულობაც აღარ შემიძლია. კარგად რომელიც ვითარდებოდა, ბლასტომერის სტადიაზე შეჩერდა. მეორე, საეჭვო რომელიც იყო, ( 4 პრონუკლეოზი ჰქონდა თავიდან) 3.2.3 ხარისხისაა. ბიოფსიას აუღებენ და გაყინავენ, თუ გაუძლო ბიოფსიას. მერე , როცა მექნება საშუალება,
გავაგზავნი კვლევაზე. მორიგი უშედეგო სტიმულაცია, ნერვები, დრო, ხარჯები... ალბათ, არ ღირს გაგრძელება

Posted by: Freni_99 23 Apr 2024, 14:30
a-liza
ვაახ, რა რთულია sad.gif
არ ვიცი რა გითხრა. რას გეუბნება თამთა ?

Posted by: kato17 23 Apr 2024, 15:40
a-liza
უუფ რა რთულია რა, ეგზოსომებზე და პრპ რა აზრის არის თამთა ჩემი აზრით ჯობია ამ პროცედურების შემდეგ ცადო სტიმულაცია.

Posted by: a-liza 23 Apr 2024, 15:40
Freni_99
თამთამ შეწყვეტილი ორსულობის მერე დონორი მითხრა და რადგან იცის,რომ არ მინდა ეს ალტერნატივა, რას მეტყვის. ემბრიონების კვლევაც მითხრა მაშინ. ახლა არ ვიცი რას ვიზამ. არც თანხები არ მაქვს გაგრძელების და არც ნერვები.
* * *
არ ვიცი ეგზოსომებზე და პრპ-ზე რა აზრისაა თამთა. ამას იმდენი თანხების მობილიზება უნდა და დრო, 1 წელს ამაში დავკარგავ.

Posted by: Ninnuciko 23 Apr 2024, 22:56
გამარჯობა. დაახლოებით 2 წელია სტუმრის სტატუსით ვადევნებ ამ თემას თვალს. ვერ წარმოიდგენთ როგორ გგულშემატკივრობთ. დარწმუნებული ვარ, რომ.აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ. არ დანებდეთ ❤️

Posted by: adeline 23 Apr 2024, 23:23
a-liza
2 შეწყვეტილი მაქვს და მაგ ლოგიკით ქეთისაც დონორზე უნდა გავეშვი. ჩემს მამიდაშვილსაც პირველი შეწყვეტილის მერე დონორი უთხრა თამთამ smile.gif
პირადში მოგწერე და ნახე :*

Posted by: Iceicebaby 24 Apr 2024, 09:44
a-liza
ვწუხვარ sad.gif მაგრამ რა დროს დანებებაა, ძალიან ძვირფასია ახლა დრო. მესმის ფინანსები ძალიან დიდი ხელისშემშლელი ამბავია, მაგრამ როგორმე ყველანაირი ყველაფრის დახმარებით, ახლა არ გაჩერდე. არ გაშინებ, მაგრამ თან რეალობას გეუბნები. ჩემი ასაკი იცი ალბათ 32-ის ვარ, 3 წლის წინ მქონდა 0.5 ამჰ და მოდიოდა 5-6 ფოლიკული. ახლა არ გადამიმოწმებია ანალიზი მაგრამ მენსტრუაცია ფაქტრობრივად 2 დღე მაქვს ისიც ძალიან ცოტა და ექოზე ორი ფოლიკული.
ფინანსების მობილიზებას და იღბალს გისურვებ :*

Posted by: kamila84 24 Apr 2024, 12:06
გოგონებო, მოკლედ თქვენი რჩევით თრომბოფილიები გამოვიკვლიე, მგონი ყველა, ყველაზე ძვირიანი პაკეტი ავიღე smile.gif მაქვს მარტო ერთი მუტაცია mthfr A1298C . როგორც მივხვდი ფოლიუმი უნდა შევცვალო ფოლატით. თან გამიხარდა, თან მეწყინა, რამის ბრალი ხო უნდა იყოს რასაც უშველი, ასაკს ვერაფერს უშველი smile.gif

Posted by: Katie_ket 24 Apr 2024, 16:48
https://www.facebook.com/publika.ge/videos/2356163147928303/
ესენი ვინ არიან პროსტა!
* * *
a-liza
გამაგრდი და არ დანებდე, სანამ მამუკა მდინარაძე აგვიკრძალავს! ძალიან მაგარი გოგო ხარ <3

Posted by: narkozeli 24 Apr 2024, 19:35
a-liza

თვალს გადევნებ ეს დღეებია. ფინანსებზე ვფიქრობ გოგოები დაგიდგებით გვერდში ვისაც რა შეგვიძლია.
სტიმულაცია რა გიჯდება თამთასთან? (თუ ისევ თამთასთან გეგმავ)
ბარემ რომ მიაყოლო პირდაპირ. ვნახოთ აბა ფორუმის ძალა, დედები და მომავალი დედები გვერდში დაგიდგებით მაქსიმალურად. აქ ყველას რთული პერიოდი აქვს მაგრამ შენ მგონი ამ წუთას ყველაზე მეტად გჭირდება ეს მხარდაჭერა.
მომწერე თუ წინააღმდეგი არ ხარ და მე დავაორგანიზებ ამ თემას❤️
* * *
ბანანი-ს იდეაა ეს ყველაფერი❤️ მეც მქონდა ადრე მსგავსი იდეა და მოგწერე კიდეც მაშინ ხოდა ვფიქრობ ახლა ზუსტად ის დროა რომ მოვიყვანოთ სისრულეში ეს კარგი ამბავი და შენს პატარას დავეხმაროთ რომ მოევლინოს სამყაროს ❤️

Posted by: happy-go-lucky 24 Apr 2024, 19:48
narkozeli
a-liza
ძალიან კარგი ინიციატივაა. სიამოვნებით თქვენს გვერდში მიგულეთ.

Posted by: a-liza 24 Apr 2024, 20:00
ძალიან დიდი მადლობა , გოგოებო <3 მაგრამ არ მინდა ვინმე შევაწუხო ჩემი პრობლემებით. ღვთის წყალობით, იქნება რამე. ,,დამეზოგა" გადატანის და გაყინვის თანხა და ისევ დამრჩა გარკვეული ფინანსები და ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმაც ,,მაიძულა" მისგან მიმეღო
გარკვეული თანხა და მიგროვდება უკვე იმდენი, რომ შემიძლია დავიწყო დაგროვების ან მოდიფიცირებულის პროგრამით <3
დღეს მთელი დღე გულაჩვილებული დავდივარ, ამდენი მოსიარულე სიკეთეები რომ არსებობთ,მაგრამ უარი უნდა გითხრათ თქვენს ინიციატივაზე, ცუდად არ გამიგოთ, გთხოვთ :* love.gif

Posted by: Ninnuciko 24 Apr 2024, 22:24
როგორც გუშინ დავწერე, დიდი ხანია თვალს ვადევნებ აქაურობას. ისე გგულშემატკივრობ, მეტი არ შეიძლება, არაფრით არ უნდა დანებდე ❤️ აუცილებლად გახდები დედა, აუცილებლად!

* * *
გოგოებო ალიზას მონიშვნა მინდოდა და ვერ ვქენი sad.gif როგორ უნდა მოვნიშნო, როცა პირადად ვინმეს მივმართავ მასწავლეთ რა sad.gif

Posted by: a-liza 24 Apr 2024, 22:52
Ninnuciko
ძალიან დიდი მადლობა <3 მივხვდი პირველ მოწერილზეც მე რომ მგულისხმოდი :* იმდენად ემოციური დღე მქონდა დღეს, გამომრჩა მადლობა მეთქვა <3 ყოველთვის ვიძახდი, რომ ბოლო ფოლიკულამდე ვიბრძოლებმეთქი, მაგრამ საკმაოდ რთული ყოფილა ეს გზა, ხან ვეცემი, ხან ფენიქსივით აღვსდგები, 2 დღე ვგოდებ, ვტირი და მერე ისევ ღვთის ნებით რაღაც ძალა, ან მოტივატორი გამოჩნდება და ისევ ვაგრძელებ...
მადლობა გოგოებო ყველას <3
* * *
რაც შეეხება მონიშნვას, ვინც გინდა მონიშნო, მაგის სახელზე დააჭერ და ჩახტება სამესიჯო უჯრაში და აგრძელებ წერას.

Posted by: Ninnuciko 24 Apr 2024, 23:00
იმხელა სიძლიერეს იჩენთ, აუცილებლად გამოგივათ და ძალიან დიდი სტიმული და მაგალითი იქნებით აქ მომავალში, წეროს მომლოდინე გოგონებისთვის.
ეს გზა კი ნამდვილად ძალიან რთული და დამღლელია.
* * *
a-liza
ვისწავლე, მადლობა ❤️

Posted by: adeline 25 Apr 2024, 02:33
a-liza
გვანცას ინიციატივას ვუერთდები! შენს გვერდით მიგულე:*

Posted by: emiblack 25 Apr 2024, 11:32
narkozeli
ძალიან კარგი იდეაა <3
a-liza
იმდენად ყოჩაღი ხარ წარმოუდგენელია არ დაგიფასდეს <3

Posted by: a-liza 25 Apr 2024, 11:54
დიდი მადლობა ,გოგოებო <3 მესმის, მთელი გულით გინდათ მხარდაჭერა,მაგრამ ღვთის წყალობით, ისევ გამოჩნდა რამდენიმე ნათელი წერტილი და შევძლებ კიდევ ერთხელ ცდას. უბრალოდ, ახლა მინდა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღო.სამყარო მეხმარება, რომ კიდევ ერთხელ ვცადო და მინდა ეს შანსი მორიგ უშედეგო ცდად არ დარჩეს. ემბრიოლოგებზე ვაკეთებ აქცენტს.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 25 Apr 2024, 16:11
a-liza
ამწუთას თუ არა, თუ დაგჭირდება აქ ვართ ❤️

Posted by: Malen 25 Apr 2024, 18:51
a-liza
ამ თემაში არ ვპოსტავ ხოლმე მაგრამ ვკითხულობ დიდი ხანია და სიძლიერის, პოზიტივის და ნებისყოფის მაგალითი ხართ. ❤️

Posted by: narkozeli 26 Apr 2024, 09:31
a-liza

თუ რამე, აქ ვართ❤️


გოგოებო, ჩემი დაქალის ტესტია, გადაცდენამდე 4 დღე აქვს, ვიცი რომ ბბ ტესტი არასანდოა მარა მაინც
არის შანსი რომ დადებითი იყოს? იაფიანებზე არ ჩანს
user posted image
* * *
რო გაშრა ასეაო
user posted image

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 26 Apr 2024, 12:40
narkozeli
დადწბითია
❤️

Posted by: narkozeli 26 Apr 2024, 13:09
Watermelon_Sugar_Hi

აუუ ძაან უნდა მარა მე არ ვაიმედებ ჯერ, ბბ ტესტი როა, ეგ ხო მატყუარაა sad.gif

ხვალ დილას გაიკეთებს სხვებსაც. დღევანდელ იაფიან ტესტებზე არაფერიაო და გადავყარეო, ვერ ვნახე ფოტო

Posted by: a-liza 26 Apr 2024, 13:11
ძალიან დიდი მადლობა ,გოგოებო <3
მიხარია ასეთი კარგები რომ ხართ :*


Malen
QUOTE
ამ თემაში არ ვპოსტავ ხოლმე მაგრამ ვკითხულობ დიდი ხანია და სიძლიერის, პოზიტივის და ნებისყოფის მაგალითი ხართ. ❤️

დიდი მადლობა <3 არ ვიცი როდემდე მეყოფა ძალა,მაგრამ ... მაინც ვიბრძოლებ smile.gif)) სისხლის არადა, ბოლო ფოლიკულამდე smile.gif)
* * *
narkozeli
ასეთი მსუქანა და ვარდისფერი ხაზი, კია ბბ ,მაგრამ დამაიმედებლად ჩანს.

Posted by: Gretag 26 Apr 2024, 13:32
QUOTE (kamila84 @ 22 Apr 2024, 17:05 )
QUOTE (Gretag @ 18 Apr 2024, 00:17 )
kamila84

პირველ ორზე მითხრეს რომ ერა ტესტი უნდა გამეკეთებინა და შესაძლოა აცდენა იყო. მესამეზე, მიუხედავად იმისა რომ შემოწმებული და კარგი ემბრიონი გადავიტანე მაინც კვერცხუჯრედის ხარისხი მითხრეს. ბოლო სამზე ვაგინოზს და არეულ ფლორას ბრალდებოდა. საბოლოო ჯამში მაინც სავარაუდო ვარიანტებს გეუბნევიან. სპერმოგრამას არავინ გვამოწმებინებდა ინვიტროს წინ და საბოლოოდ ყოველთვის კითხვის ნიდნის ქვეშ დგებოდა ეგეც. ვფიქრობ უმჯობესია მაინც მოწესრიგებული იყოს და ვინ იცის, იქნებ ბუნებრივადაც გამოვიდეს.

ხო ანუ ფაქტიურად განსაკუთრებული მიზეზი არც თქვენ გაქვთ, აცდენას ბევრი არ აღიარებს. კიდევ აპირებთ? მე აღარ მინდა უკვე მაგრამ შეიძლება შევიცვალო აზრი :/
* * *

არ ვიცი sad.gif ახლა მეც ძალაგამოცლილი ვარ. რომ წარმოვიდგენ კიდევ ერთხელ უნდა გავიარო მთელი ეს პროცესი მაჟრიებს. ჩემთან შენარჩუნების პრობლემაც არის და დადგომისაც. ფსიქიკა სერიოზულად შემირყია ყოველთვე ციკლის ოვულაციის და ორსულობის ლოდინმა. ვფიქრობ მეც შევეშვები
* * *
narkozeli

დადებითს ჰგავს, მაგრამ ბევრჯერ მომატყუა მეც. ასეთი იყო ჩემო და უარყოფითი იყო
user posted image

Posted by: narkozeli 26 Apr 2024, 13:42
a-liza

ევიტესტი ვაყიდინე ეხლა და გაიკეთებს ხვალ დილას.

მეც განმიახლდა ყველა ემოცია user.gif

Gretag

ხო, დაახლოებით მეც შენი მსგავსი ტესტი მქონდა და უარყოფითი იყო მაშინ. მოკლედ სხვა ტესტზე თუ არ დაილანდა, ეს ნაღდად არაა სანდო.

Posted by: Gretag 26 Apr 2024, 13:56
narkozeli

კი, ჩემი გამოცდილებიდანაც სხვაზეც თუ არ ჩანს ნორმალური ხაზი უარყოფითია. იქნებ გამოჩნდეს ევიზე. ეგეთი ხაზით უარყოფითიც მქონია და დადებითიც, მაგრამ კასეტაზე და ვარდიანზეც კი ჩანს დადებითის შემთხვევაში

Posted by: a-liza 26 Apr 2024, 15:12
Gretag
შენც კარგად #####ებიხარ. მეც მქონდა კარგი ხაზი რამდენჯერმე...ცრუ, რათქმაუნდა

ეს რა დამიდიეზა? smile.gif) უცენზურო არაფერი მითქვამს, ვფიცავ smile.gif)

Posted by: kamila84 26 Apr 2024, 17:41
[QUOTE=Gretag,26 Apr 2024, 13:32 ] [QUOTE=kamila84,22 Apr 2024, 17:05 ] [QUOTE=Gretag,18 Apr 2024, 00:17 ] kamila84
[/QUOTE]
აუ მეც პერსონალის დანახვა აღარ შემიძლია უკვე, არადა ყველა საყვარლები იყვნენ smile.gif

თრომბოფილიები გამოვიკვლიე, მაქვს მარტო ერთი მუტაცია mthfr A1298C , ფოლიუმი უნდა შევცვალო მარტო ფოლატით? და გამათხელებლებიც არ მჭირდებოდა მგონი საერთოდ

Posted by: Gretag 26 Apr 2024, 18:55
kamila84

ეს ყველაზე მარტივი და მსუბუქია. კი, ფოლატით ჩაანაცვლებ და სულ ეგაა. ვფიქრობ ცოტა დასვენება გვჭირდება და მერე მოვიფიქრებ მე. ახლა ისე მაქვს არეული ტვინი ხან რას ვაპირებ და ხან რას და საბოლოოდ ვერაფერს ვაკეთებ

Posted by: narkozeli 27 Apr 2024, 14:51
გოგოებოო ჩემი დაქალის ამ დილის ტესტი
user posted image


დადებითიაააა❤️❤️❤️❤️❤️ აჰა ძლივს არ შეცდა ბბ ტესტი
მარაა ზოგ ტესტზე ჩანს ზოგზე არა
გადაცდენამდე 2 დღეა, 29ში ელოდება, ოვულაცია ქონდა 14ში
user posted image

Posted by: Gretag 27 Apr 2024, 16:11
narkozeli

დადებითია, გილოცავთ! ვარდიანზე და კასეტაზე რომ არ ჩანს ეგ არაუშავს, მთავარია ევიზე კარგი ხაზია. რამე სიმპტომები აქვს?

Posted by: narkozeli 27 Apr 2024, 16:20
Gretag

ხო აი ნახე ამ დილის ტესტზე რა მაგრად აბრდღვიალდა
user posted image
უბრალოდ სხვებზე რომ ლანდიც არაა ეს რა უცნაურია
user posted image
user posted image

ალბათ ჯერ 15მდეა ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცია და წესით ხვალიდან იმათზეც გამოჩნდენა. ყოჩაღ ევიტესტს რა
ბბ-ს არ ვენდე მეც მარა ევიტესტი ხო სანდოა უფრო? თან ასეთი ხაზი
ფოლიკულის მონიტორინგზე 13ში უთხრეს სადაცაა გასკდებაო და 14ში გამსკდარი დახვდა. ანუ მე13 დღეა დღეს და ახლა აჩვენა ისიც მარტო მგრძნობიარე ტესტებმა, იაფიანებზე კი ხედავ.. არ მეგონა ასე გვიან თუ აჩვენებდნენ სხვები, ოვულაცია რომ არ იცოდეს ზუსტად, ვიფიქრებდი გვიანი ოვულაციაათქო.
* * *
სიმპტომები ციკლის მოსვლის მაგვარი, უსიამოვნო დაჭიმულობა და ყრუ დისკომფორტიო. გალფერს, დევიტა, ფოლატს და სუპრასტინს (ალერგიის გამო) ამას ღებულობს. ორშაბათს მივა გინეკოლოგთან და მანამდე დალიე რასაც სვამ სუპრასტინის გამოკლებითთქო ვეუბნები

Posted by: Gretag 27 Apr 2024, 16:33
narkozeli

ვარდიანზე არის ხაზი და კასეტები ბოლო დროს ძალიან ურევენ. ევიტესტი სანდოა კი, მაგის ცრუ დადებითი არ მსმენია. ფაქტია ორსულობაა. ხეგეს არ აპირებს?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 27 Apr 2024, 17:36
ციტოშიც
დაუწყიათ თრომბოფილიის
კვლევა
თუ სულ იყო და მე დღეს გავიგე?

Posted by: Gretag 27 Apr 2024, 18:03
Watermelon_Sugar_Hi

ციტოზე არ მსმენია, მაგრამ დიდ ლაბებს აქვთ უკვე. შენ აპირებ? როგორ ხარ?

Posted by: narkozeli 27 Apr 2024, 18:44
Gretag

ორშაბათს მივა ხეგეზე, კვირას არის რამე ლაბორატორია?

Watermelon_Sugar_Hi

შეძენილები ყველა ლაბორატორიას აქვს თითქმის და ციტოსაც ქონდა, გენეტიკურიც დაიწყეს?

Posted by: Gretag 27 Apr 2024, 21:08
narkozeli

ვისტამედში ვიკეთებდი მე კვირას

Posted by: a-liza 27 Apr 2024, 21:29
narkozeli
აშკარად დადებითია. ევი ტესტი 20-ზე რეაგირებს.ამიტომ არ ჩანს ალბათ სხვებზე..

Posted by: narkozeli 27 Apr 2024, 23:13
Gretag

ვეტყვი აბა❤️

a-liza

ხოო მეც მასე მგონია. წესით ხვალიდან ან მაქს ზეგიდან გამოჩნდება იაფიანებზეც, უბრალოდ ზეგ უკვე ციკლის დაწყების დღეა და მიკვირს რომ აქამდე არ აჩვენა

Posted by: a-liza 28 Apr 2024, 00:31
narkozeli
ბოდიალა ემბრიონია ალბათ <3

Posted by: narkozeli 28 Apr 2024, 08:31
ეჰჰ არც ევი ტესტი არ ყოფილა სანდო…
ეს ამ დილის ტესტები
user posted image
user posted image

Posted by: Gretag 28 Apr 2024, 09:42
narkozeli
ძაან უცნაურია ევიტესტზე ეგეთი ცრუ დადებითი. მე ალბათ მაინც ხეგეს გავიკეთებდი. შესაძლოა რამე იყო ან ესენი ცდებიან

Posted by: a-liza 28 Apr 2024, 09:53
narkozeli
უი, რა მკაცრად უარყოფითია.. ასე რატომ აურიეს ამ ტესტებმა? გამოდის, ტესტ კასეტას უნდა ვენდოთ მხოლოდ?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 28 Apr 2024, 09:55
მე არ მფონია რომ ბბ ცდება
ალბათ აღარ ვითარდება მერე და ბბ უბრალოდ ძააან ადრე იჭერს მცდელობასავ კი

Posted by: Gretag 28 Apr 2024, 10:53
Watermelon_Sugar_Hi

ბბ ცდება ხოლმე კი. წინა გვერძე რომ დავდე ეგეთ ტესტზე 0.8 მომივიდა ხეგე. უბრალოდ ევიტესტზე არ მქონია ცრუ დადებითები და თან ეგეთ ხაზებზე.

Posted by: narkozeli 28 Apr 2024, 12:20
აუ არ ვიცი კი ხედავთ ევიზე ბრდღვიალა ხაზი იყო მარა იაფიანებზე მაშინაც არაფერი იყო.
ხეგეს ხვალ დილას ჩააბარებს ავერსში მარა ალბათ დიდად აღარც აქვს აზრი sad.gif

Posted by: lesila90 28 Apr 2024, 15:34
a-liza
ეხლა ძლივა შემოვედი აქ შენი ამბის გასაგებად და გამიხარდა რომ დაიწყეე. აი გულით გისურვებ მალე აქაურობის აჟრიამულებას ❤️❤️სულ სანამ
შემოვალ ვფიქრობ ნეტა იყოს ნეტა იყოს აი მოლოდინი მაქ ძალიან დიდი ❤️❤️ისეთი მებრძოლი ხარ აუცილებლად უნდა გახდე დედა❤️❤️❤️რა ხდება ეხლა რა გითხრა ემბრიონებზე?
* * *
narkozeli
სანამ წავიკითხავდი ტესტი რომ დადე შენი დის მეგონა და უცებ ისე გამიხარდაა ))) იქეთ რატო არ დაწერა თქო ვიფიქრე )))

Posted by: narkozeli 28 Apr 2024, 16:57
lesila90

ეეჰ ნეტა გისმინოს ღმერთმა sad.gif ეს ბუნებრივად ცდილობს.

ისე ჩემს დას შემდეგი გადატანა მაისში აქვს, ვნახოთ აბა..

Posted by: lesila90 28 Apr 2024, 17:39
narkozeli
უფლის წყალობით მალე გააგვაზარებ შეჯც შენის დის ამბებით❤️❤️როგორ არის ისე მშვიდად იყოს

Posted by: ნიაკო12 28 Apr 2024, 19:07
a-liza
აუცილებლად დაგიფასდება მაგდენი წვალება მჯერა ძალიან მალე ❤️

Posted by: mashusha 28 Apr 2024, 20:36
ნარკოზელი
QUOTE
აუ არ ვიცი კი ხედავთ ევიზე ბრდღვიალა ხაზი იყო მარა იაფიანებზე მაშინაც არაფერი იყო.
ხეგეს ხვალ დილას ჩააბარებს ავერსში მარა ალბათ დიდად აღარც აქვს აზრი




რა უცნაურია. ან რატომ იყო, ან რატომ აღარ არის ორი ხაზი... თან რა ბრდღვიალები იყო... ასე ერთ დღეში ჰორმონი ისე ვერ დაიწეოდა, რომ საერთოდ არ აჩვენოს ტესტზე

Posted by: a-liza 28 Apr 2024, 21:41
lesila90
love.gif
მესამე ინ ვიტროს ცდა სრული ფიასკო იყო. ვერცერთი ვერ მივიდა ბლასტომდე.
ამ თვეს ბევრი დასვენება ემთხვევა და ამიტომ შემდეგ თვემდე გადავდე მორიგი მცდელობა.

Posted by: lesila90 29 Apr 2024, 08:25
a-liza
ძაან მეწყინა. დაისვენე შეირგე ეს ზაფხული მოეშვი და სექტემბრიდან ახალი ძალებით დაიწყე ოღონდ სხვა მიდგომებით. მე შენს ადგილას პრპ განვიხილავდი ამდენჯერ ასე წვალება შემდეგში სულ სხვა მიდგომა
გინდა. წადი რა ერთხელ თურქეთში მოისმინე რას გეტყვიან

Posted by: kamila84 29 Apr 2024, 12:24
QUOTE (Gretag @ 26 Apr 2024, 18:55 )
kamila84

ეს ყველაზე მარტივი და მსუბუქია. კი, ფოლატით ჩაანაცვლებ და სულ ეგაა. ვფიქრობ ცოტა დასვენება გვჭირდება და მერე მოვიფიქრებ მე. ახლა ისე მაქვს არეული ტვინი ხან რას ვაპირებ და ხან რას და საბოლოოდ ვერაფერს ვაკეთებ

დიდი მადლობა, გამოვიწერე სოლგარის ფოლატი, რა იცი რა ხდება ... კი კი მე ვისვენებ. მოგზაურობები დავგეგმე და მერე თუ მოვიწყინე ეგებ ვცადო კიდევ ერთხელ smile.gif

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 29 Apr 2024, 15:10
ახლა ჩემს ამბებს რაც შეეხება
მე ხომ წონის პრობლემა მაქვს, 30-35 კილოზეა ლაპარაკი. ვერაფრით დავიკელი, სულ სტრესი და ხელის შეშლა sad.gif
ვიყავი ენოკრინოლგთან და ოზემპიკი მირჩია, მეორე ხარისხის სიმსუქნე დამიდგონა.
ვიკეთებ ახლა მოსამზადებწლ ანალიზებს და მეშინია თან sad.gif შექყვეტიდან 2 თვეში შეიძლება ორსულობაო მარა მაინც მეშინია სამომავლოდ რამე გავლენა არ ჰქონდეს ნაყოფზე sad.gif
* * *
გლუკოზაც მაღალია sad.gif
არ მიჩვენებია ჯერ ექიმისატვის user posted image

Posted by: Ani15 29 Apr 2024, 18:29
narkozeli
ჩააბარა ხეგე? როგორ მაინტერესებს, ასე ბრდღვიალა ევი ნუთუ შეცდა sad.gif

Posted by: ninucanodo 29 Apr 2024, 18:51
Watermelon_Sugar_Hi
Watermelon_Sugar_Hi
ჩვეულებრივი დიაბეტია მე მაგალითად ამ დროს თიოგქმას გადასხმებმა მიშველა და დიეტამ და მალევეც ორსულად, მეორე ორსულ9ბაც მასე დაემთხვა 14 კილო დავიკელი ნაღვლ8ს ოპერქციის დროს და მაშინ დავრჩი ორსულად.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 29 Apr 2024, 19:40
ninucanodo
ეს ანალიზია დიაბეტი კაცო?
პრე დიაბეტს მაინც ველოდი cry.gif

Posted by: narkozeli 29 Apr 2024, 20:52
Ani15

ჩააბარა და პასუხიც მოვიდა, უარყოფითია sad.gif

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 29 Apr 2024, 21:01
narkozeli
ვწუხვარ sad.gif
რა დაუსრულებელი წრეა რა

Posted by: ninucanodo 30 Apr 2024, 13:48
Watermelon_Sugar_Hi
კი დიაბეტია თანაც 1 ტიპს უახლოვდები 191 საკმაოდ მაღალია და 2 საათის მერეც 147 შეგრჩა . მოკლედ კაი ენდოკრინოლოგი და სუპერ დიეტა აუცილებელია ისე გლიკოზირებულ8ც გაიკეთე გირჩევ

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 30 Apr 2024, 15:07
ninucanodo
ველაპარაკე ენდოკრინოლოგს
არ არის დიაბეტი, პრე დიაბეტია
ცალსახად მისახედია კი


Posted by: HAPPYWE 30 Apr 2024, 15:20
გოგოებო გამარჯობათ
ხომ ვერ მირჩევთ შედარებით იაფად სად შეიძლება ვიყიდო ან გამოვწერო, პროფერტილი ქალის, ბინოქვინი, მიკრონ 5 დჰეა.
ძალიან ძვირია, 3 თვე ვსვამდი, კიდევ მინდა ყიდვა... ან რით შემიძლია ჩავანაცვლო, სამივეს თბილისში რომ ვყიდულობ კი ადის 600-700 ლარამდე მეტი თუ არა

Posted by: Iceicebaby 30 Apr 2024, 15:42
HAPPYWE
დაიკიდეთ რა პროფერტილი და მაგაში 500 ლარის ხდა, აბსოლუტურად არ ღირს ეგ თანხა და არც რამე განსაკუთრებულის მომცემია.
რაც შეეხება დანარჩენს, ამაზონიდან გამოიწერეთ, გავიხსენებ რომელი ბრენდისას ვსვამდი
Life Extension
NOW Supplements

Posted by: HAPPYWE 30 Apr 2024, 15:49
Iceicebaby
დიდი მადლობა
love.gif

Posted by: a-liza 30 Apr 2024, 17:55
narkozeli
სასწაულია, რა ხაზები იყო! ყველა დაზიანებული როგორ იყო??
* * *
Watermelon_Sugar_Hi
მიყვები ენდოკრინოლოგის რჩევებს და მალე ფორმაში ჩადგები <3

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 30 Apr 2024, 18:38
a-liza
ხვალ ძუძუს და ფარისებრის ექო მაქვს და ვღელავ, მწიწკნის იღლია და მარცზენა ძუძუ რამდენიმე კვირაა sad.gif ახლა ციკლსაც
ველიდები მარა მაინც
მე ოღონდ სადარსებელი მომეცი რააააა

Posted by: river-song 30 Apr 2024, 19:48
6 დღე გადამიცდა ციკლი და ტესტი მიწერს რო ორსულად ვარ, სისხლის ანალიზი გავიკეთო თუ ეხოზე მივიდე პირდაპირ, 6 კვირიდან აჩვენებსო, ანუ იქეთ კვირას გამოდის უკვე 6 კვირა , ხოდა ციკლი თუარ დამეწყება ვფიქრობ ბარემ ეხოზე მივიდე ,
ენდომეტრიოზი მაქვს და ძაან მეშინია რო საშვილოსნოს გარე ორსულობა შეილება იყოს cry.gif სიმპტომები არ მაქვს წესით, მარა იმდენი წავიკითხე რო რაღაცნაირად მეშინია მაგისი user.gif
* * *
QUOTE
მწიწკნის იღლია და მარცზენა ძუძუ რამდენიმე კვირაა

უი ეგ ცისტებმა იცის, მეც მაქვს ხოლმე პერიოდულად და ეხოზე მითხრეს ცისტები გაქვსო და რო სკდება ეგ გწიწკნისო =))

Posted by: mashusha 30 Apr 2024, 21:37
narkozeli
QUOTE
ჩააბარა და პასუხიც მოვიდა, უარყოფითია



რა ცუდია sad.gif დადებითს რატომ აჩვენებდაო, ხომ არ თქვეს?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 30 Apr 2024, 22:10
river-song
ვნახოთ აბა ხვალ რას მეტყვის

Posted by: narkozeli 30 Apr 2024, 22:58
ციკლი დაეწყო დღეს კოლტებად და ჭარბად. ხვალ თამარი იქნება ხეცურიანი?


სავარაუდოდ მიემაგრა და შეწყდა სანამ ხეგე 20-30ს მიაღწევდა.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 1 May 2024, 11:02
narkozeli
მე წგრე მგონოა გვანც
მაგქს ვგულიწხმობ რომ არ ტყუის ბბ უბრალოდ ძააან ადრე იჭერს ბიოქიმიურებსაც sad.gif

Posted by: narkozeli 1 May 2024, 12:35
Watermelon_Sugar_Hi

კიი,მცდელობა იყო ფაქტია, ხეგეც ზღვარზე მოუვიდა, უარყოფითია მარა 4.8-ო (5დან არის დადებითი) იყო მცდელობა და ვერ მიმაგრდა ფაქტია sad.gif

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 1 May 2024, 16:30
მოკლედ ჩემს ძუძუებს და იღლიებს არქფერი სჭირთ ექოზე
მარა მამოგრაფიას მაინც გავიკეთწბ, ბარწმ ბოლომდე დავმშვიდსე

Posted by: Summer2024 6 May 2024, 01:27
გამარჯობა,

ძალიან დიდი ხანია ფორუმზე ვარ, ძირითადად მკითხველის როლში. თქვენი გამლცდილება მჭირდება.

ჩემი ისტორია ასეთია: 12 წლიანი სქესობრივი ცხოვრება,
გაკეთებული მაქვს მილების გამტარობა დათოშვილთან: გამტარი მაგრამ ბოლომდე არ დაიცალა ასეთი პასუხი იყო. ასევე გაკეთებული მაქვს ვირუსები, გენეტიკური ანალიზი, ორ ფორმაზე მომივიდა მხოლოდ დადებითი.
ვიყავი ჩაჩავაში ჩიქოვანთან, ქოჩიაშვილთან, ოსიძესთან, უბილავასთან და ბოლოს თამთა ცაავასთან. გაკეთებული მაქვს ერთი ინსემინაცია. ანალიზები ყოველთვის მაქვს იდეალურ მდგომარეობაში, ოვულაცია ბუნებრივად დგება, ასევე მეუღლის სპერმაც იდეალურია.

სანამ ინ ვიტროს გადავწყვეტ რამე ხომ არ გამომრჩა თუ შეგიხლიათ რამე მირჩიოთ, ბოლო გაფართხალება რამდენიმე თვე მინდა ბუნებრივად კიდევ ვცადო, ბოლოს დიაკონიძესთანაც ვიყავი გენეტიკურის გამო, სავარაუდოდ 2-3 შემთხვევა მქონდა ბიოქიმიური ორსულობის, ტესტი დადებითი იყო მაგრამ სანამ ხეგემდე მივედი ციკლიც მოვიდა და ხეგეც 5-7 ამ ფარგლებში მეტი არა. დიაკონიძეზე რას ფიქრობთ ბუნებრივის შემთხვევაში ?

ყველაზე მეტად ნერვების მომშლელია როცა მიზეზი არ იცი :/

Posted by: mashusha 6 May 2024, 11:50
narkozeli

გვანცა, შენს დასთან რა ხდება?

Posted by: narkozeli 6 May 2024, 12:33
mashusha

9 მაისს აქვს ასპირაცია და ვნახოთ აბა.

Posted by: a-liza 6 May 2024, 13:07
Summer2024
გამარჯობა.ძალიან რთული და დამღლელი გზაა sad.gif(
თქვენი ასაკი? ანტიმიულერი რამდენი გაქვთ? ფოლიკულების რაოდენობა როგორი გაქვთ?

Posted by: Summer2024 6 May 2024, 18:51
a-liza
ასაკი 33
ანტიმიულერი 4.3

ფოლიკულების რაოდენობაც ნორმ

Posted by: HAPPYWE 6 May 2024, 19:52
გოგოებო გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, მალე აგვსრულებოდეს ყველას, სანუკვარი სურვილები! love.gif

თუ გამოცდილება გაქვთ, მიკრონ 5 დჰეას და ბინოქვინის (იგივე ქოენზიმი ) ნაცვლად, ამაზონიდან ეს ორი რომ გამოვწერო იგივეა ხომ? რამე სხვა არ დავლიო, თუ მირჩევთ
user posted image

user posted image

Posted by: river-song 6 May 2024, 22:16
Summer2024
ისე სადღაც წავიკითხე აუხსნელ უნაყოფობის დროს უფრო კარგი შედეგები აქვსო ინვიტროს user.gif

ენდომეტრიოზი არ გქონდეს ისე, მაგან ზოგჯერ არიცის სიმპტომები და იწვევს ხოლმე უნაყოფობას, მარა ცუდი ისაა რო ლაპარასკოპიით დგინდება დიაგნოზი =))

Posted by: a-liza 6 May 2024, 22:29
Summer2024
არც ასაკია დიდი და ანტიმიულერი გადასარევი. ერთადერთი, პოლიკისტოზური ხომ არაა, სხვა მხრივ მშვენიერი მონაცემებია. რამდენიმე თვე მოდუნდით, არც იფიქროთ და ბუნებრივადაც ადვილად შესაძლებელია დარჩეთ. ინ ვიტრომდე ალბათ ჯერ ისევ რამდენიმე ციკლი ჯობია ბუნებრივად სცადოთ.

Posted by: NankA2203 7 May 2024, 10:27
Summer2024
გამარჯობა , ენდომეტრიუმი როგორ გაქვთ? როგორ სქელდება? მე ჰისტეროსკოპიას გავიკეთებდი, დავათვალიერებდი შიგნიდან, ყოფილა აქ შემთხვევა რომ ძAლიან წვრილი პოლიპები ქონიათ , ისე რომ ეხოზე არ ჩანდა და ჰისტეროს მერე დამდგარა ორსულობა, რადგან სხვა მონაცემები იდელაურია ამას ვსინჯავდი

Posted by: haushinka 7 May 2024, 15:43
NankA2203
ენდომეტრიუმი ყოველთვის სქელდება, სტიმულაციების დროსაც სავარაუდოდ პროტოკოლით რაც აქვთ მხოლოდ იმ წამლებს მინიშნავდნენ, ზედმეტად არ დამჭირვებია რაიმე იმიტო რო პრობლემა არასდროს არაფერი მქონია და ყოველ სტიმულაციის მერე ექიმი ორსულს მელოდებოდა იმდენად იდეალურად მიდიოდა ყველაფერი biggrin.gif ერთადერთი ქეთის რო ჩავაჯინდი პასუხი გამცა შეიძლება ყველაფერი იდეალურად არი მაგრამ ფოლეკულები კი გაქვს მაგრამ კვერცხუჯრედი არ იყოსო და მაგას სანამ ინვიტროს არ გაიკეთებ ვერ გავიგებთო.

ლაპაროს დროს ვიცი რო რეზერვი მცირდება და ჰისტეროს დროსაც ასეა?

ძველი იუზერი აღვადგინე და ამით დავპოსტავ summer2024 ვარ

Posted by: a-liza 7 May 2024, 19:54
haushinka
ჰისტეროს დროს არ მცირდება რეზერვი. ალბათ, ინ ვიტროს გადაწყვეტილებამდე ჰისტეროსკოპია ჯობია. სწორად გირჩია NankA2203 -მ .

Posted by: NankA2203 8 May 2024, 09:00
haushinka
ჰისტეროს დროს არაფერი არ შავდება, მითუმეტეს თუ სადიაგნოსტიკოა კი დაგიწერა a-liza -მ. არ ვიცი მააგხელა ანტიმიულერზე რატო უნდა იყოს კვერცხუჯდერის პრობლემა. არ მგონია მე ეგ.

Posted by: adeline 8 May 2024, 13:06
HAPPYWE
ეგ ძალიან კარგი ფირმაა. დჰეა გამოწერე კი და კოენზიმს რაც შეეხება, 100 მლ დაბალი დოზაა, თანაც უბიქინოლი ჯობს. 200-იანი უბიქინოლი გამოწერე. დღეში 600 მგ არის რეკომენდირებული.

Posted by: a-liza 8 May 2024, 13:55
HAPPYWE
თუ სოლგარს განიხილავ, 12 მაისის ჩათვლით აქვს პსპ-ს 200-იანი ქოენზიმი 87 ლარად.ამვილაბის 120-იანი 39 ლარად. 30-30 კაფსულაა

Posted by: HAPPYWE 8 May 2024, 17:36
adeline
a-liza
დიდი მადლობა გოგოებო love.gif

Posted by: Laverne_de_Montmorency 9 May 2024, 21:41
haushinka
დეა-ს და 17-ოჰ პროგესტერონი თუ გაქვთ შემოწმებული?

Posted by: mashusha 12 May 2024, 17:44
narkozeli
QUOTE
9 მაისს აქვს ასპირაცია და ვნახოთ აბა.



გვანცა, რა ქენით?

Posted by: narkozeli 12 May 2024, 22:56
mashusha

არაფერი, არ წამოვიდა საკმარისი ფოლიკული და 1 თვით გადაიწია პროცესმა..

Posted by: mashusha 13 May 2024, 11:16
narkozeli
QUOTE
არაფერი, არ წამოვიდა საკმარისი ფოლიკული და 1 თვით გადაიწია პროცესმა..



ძალიან ცუდი, მაგრამ, მომავალი თქვენია!

Posted by: BVBBVB11 13 May 2024, 17:48
გამარჯობა

ასეთი კითხვა მაქვს და იქნებ მიპასუხოს მცოდნემ.

ქალს აქვს ერთი საკვერცხე ( მეორეზე კისტა ქონდა და მოკვეთეს წლების უკან) ხოლო კაცს ერთი სათესლე ჯირყვალი ( დაზიანებული ქონდა და მოკვეთეს წლების უკან). ახლა მაინტერესებს მათ ბავშვის ყოლაში რამდენად შეუშლის ხელს ეს ყველაფერი? არის შანსი რო ბავშვი ეყოლოთ?

Posted by: a-liza 13 May 2024, 21:53
BVBBVB11
თუ სპერმა და კვერცხუჯრედი კარგია, რათქმაუნდა, არის შანსი როგორც ბუნებრივად, ასევე ინ ვიტროს დახმარებით..


narkozeli
QUOTE
არაფერი, არ წამოვიდა საკმარისი ფოლიკული და 1 თვით გადაიწია პროცესმა..
როგორი რთულია... მაგრამ ისევ ლოდინი ჯობია ,რომ მეტი ემბრიონი მიიღოს <3

Posted by: Iceicebaby 15 May 2024, 11:26
გამარჯობა გოგონებო,

მაღალ ფსჰ-ზე რომელ ექიმს რა მიდგომა აქვს, რომ გამიზიაროთ?!

პ.ს. 11.5, ზედა ზღვარი 12-ია.

Posted by: a-liza 15 May 2024, 15:24
Iceicebaby
დიაკონიძე- 2 თვე ფემოსტონი, ბიოსტერონი.
ცაავა- ფემოსტონი.
ფორუმი- მიკრონი-დჰეა smile.gif)
ამ ეტაპზე მე ვსვამ მიკრონს.ჩემით დავინიშნე.

Posted by: Iceicebaby 15 May 2024, 16:09
a-liza
რა მაჩვენებელზე ეგ?

Posted by: kato17 15 May 2024, 16:44
გოგოებო გადატანა დაიგეგმა შაბათს , დღეს tsH ჩავაბარე და 3.45 მომივიდა რამის არის გავგიჟდეე არადა აპრილში ჩაბარებულზე 1.31 მქონდა ასე ერთ თვეში რამ აწია არ შემიწყვეტიქა წამალი, 125 ანის ნახევარს ვიღებ თვეეებია. დოზა გაზარდრდეო ექიმა დღესვეო მარა მოასწრებს დაწევას გადატანამდე ნეტა? სამი დღე დარჩა, ზაფხულის აქეთია დავიტანჯე გადატანაზე ყველა თვე ვემზადები და სულ სხვადასხვა მიზეზით მეშლება ხელი . ენდოკრინოლოგი ჩავრთოთო მარა ასე უცენბ რას მოასწრებს ვინმეს გადაგიტანიქთ მაღალ TSH ზე ამხელა არადროს მქონია

Posted by: a-liza 15 May 2024, 18:30
Iceicebaby
როცა ვმკურნალობდი, ზედა ზღვრისკენ იყო ხოლმე 9,10.. უფრო მაღალზეც იგივეს ნიშნავენ,რამდენადაც ვიცი.
* * *
kato17
სამ დღეში როგორ დაიკლებს არ ვიცი, ჯობია გადადო, გარისკვას გადადებას ვამჯობინებდი მე პირადად. და ეს ციკლი ენდოკრინოლოგმა მართოს, დაიკლებს აუცილებლად. შეიძლება ამ სამ დღეშიც დაიკლოს, მაგრამ 1.5-მდე არა მგონია. თან ორსულობის დადგომისთანავე იმატებს tsh, და ისევ აგივარდება.

Posted by: lesila90 15 May 2024, 23:03
kato17
ერთსადაიმავე ლბორატორიაში გაიკეთე?

Posted by: kato17 15 May 2024, 23:59
lesila90
არა წინა თვეში 1.31 რო მომივიდა ლიდერმედში.ეხლა 3.45 ავერსში .კი ძაან გავიჭედე უკვე ფინანსებში მარა ვფქრობ ხვალ გადავამოწმო

* * *

a-liza
ექიმაა ft4 ჩააბარე და თუ კარგია არ შეგვიშლის ხელსო და ახლა მაგზე ვნერვილობ რო მაინც დაგეგმოს გადადატანა სად მაგს გასრისკი ემბრიონები ენდოკრინოლოგგან გადამისამართა
უნდა გადავამაწო ჩემით ანალიზი იმედია შეცდა ავერსი

Posted by: river-song 16 May 2024, 19:49
ორსულობისას ჰემატომა თუ გქონიათ ვინმეს? პროგესტერონი დამინიშნეს არვიცი შველის თუარა, თრომბოფილიაც გაქვსო თან სამი გენის მუტაცია მქონდა ჰეტეროზიგოტული და ეგ იწვევსო, მე რო წავიკითხე გუგლში მთლად ეგრე ცხადია არაა რო თრომბოფილია იწვევს =)) თან კვანძები მაქვს და რაღაც კვლევები ვნახე პროგესტერონი ხელს უწყობს ზრდაშიო და ცოტა დილემაში ვარ არვიცი გავაგრძელო თუარა დალევა ამ პროგესტერონის :/

Posted by: adeline 16 May 2024, 21:32
river-song
ჰემატომის გასაწოვად პროგი და კლექსანი ინიშნება. სხვანაირად არ გამოვა ეგ ამბავი. პლიუს მოსვენებითი რეჟიმი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)