#54209422 · 12 Feb 2019, 00:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოპარვა? სიტიპარკი კი არა, შუსუსუც კი იპარავს. ერთხელ წაიყვანეს ჩემი ჭრელა, რომ ვთქვა ვინმეს ვუშლიდი ან ვაფერხებდითქო, არა. უბრალოდ გაჩერება არ შეიძლებოდა, უზნაძეზე. ჩემთან ერთად კიდევ რამდენი მანქანა წაასხეს არ ვიცი, მაგრამ აშუშუს საელჩოსთან რომ მივაკითხე, იქ გაკვირვებული გვეკითხებოდნენ, ყველა უზნაძიდან როგორ წამოიღესო? ხოდა ჯარიმას იკითხავთ ალბათ, კილომეტრაჟით დათვალეს, კაი 90 ლარი მიმიჩოთქეს. თავიდან სატრანსპორტოში ვრეკე, იმათმა ჩვენს სადგომზე არ არისო, მერე ვიღაც ხვთისნიერმა 112-ში დარეკეო, იმათმა შუსუსუს ვიღაც ტიპის ტელეფონი მომცეს და კიო, ამ სეკუნდში შემოიყვანესო და აშუშუს საელჩოსთან მოდიო. ასე რომ...
თან სამინისტროებთან ტროტუარებზე კი არა, ლამის ხეზე ავიდნენ და იქ დატოვონ მანქანები, კაციშვილი არ აჯარიმებს. ორთაჭალაში, ფინანსთა სამინისტროსთან, ფრესკოს მოპირდაპირე მხარეს, ლამის შადრევანში ჩააყენონ მანქანები, ჯარიმა არა იხვი. ეხლა პრაკურატურის ჭიშკრიდან რომ გამოაჭრიან, ღერძულას კვეთენ და ცალმხრივი/ორმხრივი სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. მერე ეს ჩინოვნიკები შკოდიანი სასტავი, ეგრეხებათ წესების დაცვა, გოიმი ხომ არ არის ან წითელზე გაჩერდეს, ან ღერძულა არ გადაკვეთოს, მიდი მოვდივარ დატასაობენ როგორც უნდათ. მანდვე ორთაჭალაში სკოლასთან შუქნიშანი და სულ ბავშვები მოძრაობენ, რასაც შევსწრებივარ, კინაღამ გაიტანა შკოდიანმა სირმა, შუქნიშანზე გაჩერებას არ კადრულობს, გადადის საწინააღმდეგო მხარეს და იქიდან უვლის, ამ დროს წითელი ანთია, თან ბავშვები არც ჩანან რომ გადადიან. მართლა ეს გაქსუებული ქაჯები რა, უნდა გადმოათრიო და ძვალ-რბილი გაუერთიანო
This post has been edited by Asmeta1084 on 12 Feb 2019, 00:29
|