ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის სტრესის განმარტება და ხშირად დეპრესიაში ერევათ.
სტრესი, როგორც ერთ-ერთმა ფორუმელმა აღნიშნა,, სტიმულატორია და დოზირებულად, აუცილებელია ტვინისთვის და სხეულისთვის, ოღონდ “კარგი” სტრესი.
ყოველდღიური ელემენტარული რუტინაც სტრესია.
თუ ვმართავთ სტრესს ,სასარგებო ენერგიად , მერე კი პროდუქტად ( შედეგი) ვაქცევთ.
“ცუდი” სტრესი გამოწვეულია გარემოს მუდმივი ჭარბი ზეწოლით, რომელსაც ვერ გარდავქმნით სასარგებლო პროდუქტად და შედეგად ვიღებთ ორგანიზმის, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას, “გადაწვას”.
სტრესის მართვის უამრავი, ინდივიდუალური მეთოდი არსებობს და ჩვენზე უკეთ არავინ იცის, საბოლოოდ, რა გვეხმარება.
აი, დეპრესიას მტერს არ ვუსურვებ
))
მარტივ მაგალითს მოვიყვან : ვარ stress eater და ზედმეტი/ჭარბი სტრესის დროს მიჭირს საკვების რაოდენობის და სიჯანსაღის კონტროლი, დეპრესიის დროს კი პირიქით: ვკარგავ მადას ( გემოს და სუნის შეგრძნებას )და შეიძლება 3-4 დღე მშიერი ვიყო.
This post has been edited by Me.Myself.I on 11 Mar 2024, 19:26