ამ ბოლოს ყელში ამომივიდა და ფაქტიურად ტვინი მომიხნა ამ ექშენებით და სპეცეფექტებით სავსე პოსტაპოკალიფტურმა ფილმებმა.უკვე იმედიც აღარ მქონდა ამ ჟანრში თუ რამე წესიერს ვიპოვიდი,მაგრამ საბედნიეროდ შევცდი
http://www.imdb.com/title/tt0898367/აი ეს ფილმი თავის ჟარში უბრალოდ შედევრალურია.აუცულებლად უნდა უყურის პოსტ აპოკალიფსის ფანმა.
ახლა რატოა ესეთი პიზდეცი:პირველ რიგში სასიამოვნოა,ამ თემატიკასთან გასნხვავევული მიდგომა.აქ ვერ ნახავთ ვერც თავბრუნამხვევ ექშენს,მანქანით სანახაობრივ რბოლებს და რა საკვვირველია ვერ ლამაზ აფეთქებებს.
ბოლოს კი ამ ჟანრში რასაც ვუყურე,ყველა გათვლილია ზემოთ აღნიშნულზე.უკვე კლიშეებად იქცა,ჩამოყალიბებული ცივილიზებული საზოგადოება,რომლებსაც ისეთი ტექნიკა აქვთ,თავი აპოკალიფსში კი არა ქართული ოცნების დაპირებულ მომავალში გეგონება
,რა საკვირველია მთავარი გმირი არის ყოველთვის გარეგნულად უხეში,მაგრამ შინაგანად საყვარელი
სიმპათიური ახალგაზრა,თითქმის უნაკლო ადამიანი,რომელიც ყველას ეხმარება ვინც გზაზე შეხვდება,მიუხედავად რთული დროისა,ყველას აქვს იარაღი,რომლებიც ბლომად ტყვიებითაა დატენილი,ცუდი ძიები ყოველ წამს შეურაცხყოფას აყენებენ მთავარ გმირს,რომ შემდეგ ექშონ სცენა ვნახოთ,ასევე აბსოლიტურად ყოველთვის მთავარი გმირი რემბოს გარე ბიძაშვილია და ჩაკ ნორისზე მეტად უფრო ძლიერია.შეუძლია გადაურჩეს აფეთქებას,აიცილოს ტყვიები,ისროლოს ცალი ხელით ტყვიამფრქვევიდან და მსგავსი ღლეობები.ამოვიდა ყელში.
აი სწორედ ამიტომ მომეწონა ფილმი"გზა".თუ ნამდვილად გინდათ ნახოთ რა მოხდება აპოკალიფსის სემდეგ,რა დაემართება კაცობრიობას,როგორი საზოგადოება ჩამოყალიბდება და ზოგადად რა ამბები დატრიალდება გარე სამყაროში,ამ კითხვებზე ეს ნამუშევარი განსაკუთრებით რეალობასთან მიახლოებულ პაასუხს გაგცემთ.
სწორედ სამყაროსადმი რეალისტური მიდგომით და ყველა აპოკალიფსის შემადგენელი ნაწილის სიმართლესთან შესაბამისი გადმოცემით,ეს ფილმი გამოირჩევა სხვებისგან.ესააა რეალიზმი.დასტური იმისა,რომ კატასტროფის შემდეგ კიდევ ერთი ლამაზი სამყარო არ ჩამოყალიბდება და ადამიანებიც განვითარების ნაცვლად რეგრესს განიცდიან.
ფილმი არის პირდაპირი,მოუროდებელი,სასტიკი და კიდევ ერთხელ დავძენ.რეალური.
ფაქტიურად მთელი დროის განმავლობაში არ შეგხვდებათ ექშენი,არც აფეთქებები და არც სხვა ფათოსური ნაგავი,რასაც დღევანდელობაში ყოველ თვე გვტენიან ლამის.
მთავარი გმირი არ არის ტერმინატორი,(ეს ძალიან სასიხარულოა)პირიქით,ის ისეთი ჩვეულებრივი და გადარჩენისთვის ბრძოლის კუთხით გამოუცდელი ადამიანია,როგორც ყოველი ჩვენგანი.ფილმში ნათლადაა გამოსახული თუ როგორაა რეალური ცხოვრების ადამიანთან მთავარი პერსონაჟი მიახლოებული,თუ რამდენად მძიმეა მისთვის თვითგადარჩენა და რამდენად უსუსურია შექმნილი ვითარების წინაშე.მას არ შეუძლია წიხლ ქვეშ გაიფინოს მოძალადე მკვლელების მთელი არმია,პირიქით,ერთ ჩვეულებრივ კაცთან დაპირისპირებაც კი საკმაოდ დიდი გამოცდააა მისთვის.იმის გამო რომ გმირის მოკვლა სრულიად ადვილა შეიძლება,იმის გამო რომ ზოგადად პერსონაჟი საკმარისად თვალნათლივაა გახსნილი და რა საკვირველია მისი სიტუაციასთან უძლურობის გამო ჩვენ თავს მის ადგილას ყოველ წამს ვაყენებთ,მთავარი გმირების მიმართ დიდი თანაგრძნობა გვიჩნდება და მთელი ფილმის განმავლობაში მათზე ვნერვიულობთ.
კარგადაა აღწერილი პოსტაპოკალიფტური სამყაროც,მოკლედ ვიტყვი,მთელი დედამიწა,ხეები,მცენარეები,(საერთოდ ყველაფერი რაც ცოცხალია)სიკვდილის პირასაა მისული.გამეფებულია კანიბალიზმი,ხალხი ერთმანეთს თვით გადარჩენის მიზეზით დაუფიქრებლად ჭამს,რამოდენიმე სცენა კი სამყაროს სრულიად რეალური წარმოსახვისთვის იმდენად მძიმე სანახავი იყო,(და თვითონ იმ მომენტში შექმნილი უიმედო სიტუაცია იმდენად ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი აღმოჩნდა),რომ ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა გამოიწვია,ეს რბილად რომ ვთქვათ უსიამოვნო მომენტები თავში დღემდე ჩამრჩა.რეჯისრომა შესანიშნავად დაგვანახა რომ პოსტ აპოკალიფტური სამყარო არანაირად არ არის ლამაზი და მიმზიდველი,პირიქით-ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია.ამიტომ ვამართლებ ყველა რთულად საყურებელ მძიმე სცენას რაც ამ რეალიზმისა და მესიჯების გადმოცემისთვის იყო საჭირო.შემქმნელებმა აშკარად გაბედული ნაბიჯი გადადგეს.
ფილმში ასევე დაყენებულია საკითხი,თუ რა რთულია თავის გადარჩენა შექმნილ მდგომარეობაში,მით უმეტეს იმისთვის,ვინც ადამიანობას არ კაგრავს და შიმშილს ამჯობინებს იმ ცხოველად ქცევას,რომელსაც თავის გადარჩენისთვის შეუძლია ნებისმიერი არანორმალური(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) საქციელი ჩაიდინოს.ერთი სიტყვით,ადამიანობისთვის დიდი მსხვერპლის გაღება მოგიწევს.მომეწონა თუ როგორ არის დასმული ადამიანობის დაკარგვა არ დაკარგვის საკითხი,და საერთოდ ზოგ მომენტში ფილმი გაგრძნობინებს,რომ თუ საკუთარი თავი არ დაკარგე და ამორალური მოქმედებები არ ჩაიდინე,გადარჩენა შეუძლებელი გახდება.თითქოს ეკრანის მეორე მხრიდან კითხვას გვისვამენ.შეიძლება საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე იცხოვროს ამ ახალ მსოფლიოში ადამიანმა?ან თავად შენ შეძლებდი ჩაგედინა ის საშინელება რაც ეკრანზე ხდება?(კიდევ ბევრის თქმა შეიძლება ამ კუთხით,მაგრამ ძალიან გამიგრძელდება).მაგრამ არ შემიძლია ერთი სათქმელი ვთქვა,არ ვიცი ეს დაგეგმილი იყო,თუ მე მომეჩვენა ასე პირადად,ერთ ერთმა მომენტმა განსაკუთრებით დამაფიქრა.მართლაც დამაჯერა,რომ ადამიანს ზოგჯერ პოსტ აპოკალიფტურ სამყაროშიც აქვს იმდენი მატერიალური სიმდიდრე,რომ ზოგი რამის დათმობა უწევს.ფილმში ცხადად ვნახე მინიშნება იმის შესახებ რა ამაოა ქონების შეგროვება,რასაც ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში ვაკეთებთ,რადგან ამ ყველაფერს ყოველთვის თან ვერ ვატარებთ და ბოლოს იმ ქვეყნად ვერ წავიღებთ.საოარია,ეს ყველაფერი შემქმნელებმა მხოლოდ ერთი პატარა კადრით,ასე ცხადად დაგვანახეს.ბრავო!!!!!!!!!!!რისპექტ!!!!!!!!!!!!!მოკლედ ყველაფერი კარგი
გადავალ ვიზუალურ მხარეზე,პოსტ აპოკალიფტური,მოქუფრული,მკვდარი,ნაცრისფერი და ყოვლად მიწასთან გასწორებული მსოფლიოს ატმოსფერო,უბრალოდ უმაგრესადაა გადმოცემული.თუ გავითვალისწინებთ,რომ ფილმს 25 მლნ ქონდა ბიუჯეტი საერთოდ პიზდეცია.ყველა ლოკაცია თითქმის თავისებური პოსტაპოკალიფტური სილამაზითაა ნაჩვენები.ეს ერთფეროვანი,მაგრამ მაინც ასეთი ეფექტური ფერები აღტაცებას იწვევს,ცალკე თემაა დაცარიელებული გზები,მიტოვებული,დანგრეული სახლები,ნანგრევებში ჩაწოლილი საცხორვებელი ადგილები,მანქანებისა და სხვადასხვა ძველი სამყაროს ნივთების ნარჩენები.ეს ყველაფერი ისეთ პოსტ აპოკალიფტურ ატმოსფეროს ქმნის,რომ ფოლაუტი გამახსენდა(სტალკერი განგებ არ ვახსენე,ამ თამაშს პოსტაპოკალიფტურს მე მაგალითად ვერ დავარქმევ,რადგან მის სამყაროში მთელი დედამიწა განადგურებული არაა,მხოლოდ გარკვეული ტერიტორიის ნაწილი).ერთი სიტყვით ვიზუალი პიზდეც,ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე.
ასევე შესამჩნევადაა ნაჩვენებუ,როგორ აწუხებთ პერსონაჟებს ავადმყოდობის,საჭმლის,ტანსაცმლის ნაკლებობის პრობლემები,რაც ისეთ საკითხებზე გვაფიქრებს,რაზეც უმეტესობა ფილმი საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას.
ფილმი საკმაოდ მარტივად აღსაქმელია,გმირებს არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული მიზანი გადარჩენის გარდა,ეს არის ბანალური გადაადგილება ა წერტილიდან ბე წერტილამდე,არანაირი ჩახლართული თავსატეხები და პიზდეც ინტელექტუალური ტვისტები.რაც არ უნდა გასაოცარი იყოს,ასეთი მიდგომა ფილმს წაადგა.ცალკე გამოვყოფდი დიალოგებს,რომლებიც ასევე ძალიან კარგადაა დაწერილი.თითქოს ისინი მარტივები არიან ერთი შეხედვით და ფილოსოფიურ ნააზრევს პიზდეცინტელექუალური სიტყვათა ლექსიკონით არ გადმოგვცემენ,მაგრამ ყველა მათგანი თავის ადგილზეა,ბევრმა სასიამოვნო გაკვირვება გამოიწვია ჩემში.ყველა დიალოგი ერთმანეთისგან განსხვავდება და მათი მოსმენა საკმაოდ საინტერესოა,რადგან არც ერთი მათგანი უადგილოდ არაა ფილმში შეტენილი.მოკლედ ამ კუთხით ფილმმა დაამტკიცა."ყველაფერი გენიალური-მარტივია".თუ რაღაც ესეთი
მინდა აღვნიშნო მსახიობების თამაში.არ ვიცი უმაგრესი ყველა საერთოდ,ვინმეს გამორჩევაც მიჭირს.აი მაგალითად უყურებ გმირს და არ გჯერა რომ ესააა ჰოლივუდის მსახიობი,ამის მაგივრად ხედავ ბინძურ,ჩამოძონძილ პოსტაპოკალიფტურ ადამიანს,რომელსაც შესანიშნავად ასრულებს აბსოლიტურად ყველა.მათი ასეთი დიდი ძალისხმევის დამსახურებაა,რომ იჯერებ ფილმში გადნვითარებული მოვლენების და სიტუაციების ნადვილობას.აი უბრალოდ გჯერაა რა,არ ვიცი სხვანაირად როგორ აღვწერო.
ვიგო მორტენსენი-ვაბშე პიზდეც.ალბათ არცაა გასაკვირი ასეთი დონის მსახიობისგან.
ბავშვი.-ეტყობა იხარჯება,და საკმაოდ დამაჯერებელ პერსონაჟს დებს
გაი პირსი-2 წუთით გამოჩნდა.ასე რომ სათქმელი არაფერია
მაიკლ კენეტ ვილიამსი-უბრალოდ უმაგრესად შემაცოდა თავი.5 წუთი იყო მგონი კადრში მაგრამ ყველაფერი გააკეთა რაც მოეთხოვებოდა.
და რობერტ დიუვალი-არ ვიცი,ისე ითამაშა მეათე ხარისხოვანი პერსონაჟი ამ კაცმა,რო პირდაღებული დავრჩი.ვერც კი ვიცანი სანამ მის სახელს კასტში არ ამოვიკითხავდი.
ერთი სიტვყით სიტყვა ძაან რო არ გამირგძელდეს "ზე როუდ"არის უკვე ჩემი საყვარელი პოსტაპოკალიფტური ფილმი.ამაზე რეალისტურად,პირდაპირ და მოურიდებლად,თამამად გადმოცემული სამყარო ამ ჯანრში მე პირადად არ მინახავს.
თუ გნებავთ ნახოთ თუ როგორი იქნება რეალისტური პოსტ აპოკალიფსი აუცილებალდ უყურეთ ამ ფილმს.მძიმე ფილმია,მაგრამ ძლიერი და რაც მთავარია-ემოციური.ოდნავ მაინც სუსტი გულის ადამიანები დამერწმუნეთ,ცრემლებს ვერ შეიკავებენ.
იმედია გააგებად გადმოვეცი ჩემი სათქმელი.პოტაპოკალიფტური ჟანრი მიყვარს იმიტომ,რომ საუალება გეძლევა ნახო ,დედამიწის განადგურების და ამის შემდეგ მასზე ცხოვრების გაგრძელების ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერპრეტაციები.თუ როგორი იქნება ჩვენი სამყარო მასშტაბური კატასტროფის მოხდენის შმეთXვევაში.ვიზუალით ეს არაერთხელ შესანიშნავად გადმოსცეს სხვადასხვა ხელოვანებმა,მაგრამ"გზა" სულ სხვა მიმართულებითაა წასული.
პ.ს.ბოდიშით მრავალი შეცდომისთვის ტექსტში
* * *