არც ისე დიდი ხნის წინ, ოთარას იუბილე კონცერტ ვუყურე. ძალიან მოტეხილია. აკორდებიც ერევა უკვე.
არ დაიჯერებთ, მაგრამ 6 წლის რომ გავხდი, მშობლებს წაუყვანივარ თავისუფლების მოედანზე უნივერმაგში და
მაგნიტაფონი კასეტაზე უყიდიათ და თურმე შემეკითხა გამყიდველი:აბა ბიჭიკო, რომელი მომღერლის კასეტა გინდაო? არც დავფიქრებულვარ და მითქვია:
ოთარა
გამოქლიავებულა გამყიდველი ქალი
ერთხელ ვუყურე მაგის ინტერვიუს. ჟურნალისტი ქალი ეკითხება:
ბატონო ოთარ. რატომაა, რომ თქვენი მოწაფეები, ყველა კარგი გიტარისტი და ამასთანავე ლოთიაო?
ოთარა: შვილო აი მომისმინეთ! მოვიდა პირველად მოსწავლე. დავჯექით და ვეუბნები: აიღე ეს აკორდი.
ზის და სცხვენია. მომაქვს კონიაკი ვუსხავ. ბრახ გადაკრა ერთი ჭიქა. უკვე ცოტა მოდუნდა. დავუსხი მეორე, უკვე აჭიკჭიკდა.
მესამეს რომ ვუსხავ, აქეთ მასწავლის გიტარასო
მაგარი კაცია, ღმერთმა 120-მდე ამღეროს. თბილისის კოლორიტი და ბულბულია.