გადაუდებელი დახმარების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, 2012 წელს შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –„112“.
„112“ არის ერთიანი, 24–საათიანი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც გადაუდებელი დახმარების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან ერთიანი სატელეფონო ნომრის 1–1–2 საშუალებით.
1–1–2–ის, როგორც გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის ამოქმედებამდე, საქართველოში არსებობდა გადაუდებელი დახმარების სამი დამოუკიდებელი ნომერი: სახანძრო–სამაშველო – 111; საპატრულო პოლიცია – 122; სასწრაფო–სამედიცინო დახმარება – 113.
„112“–ის, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი ცენტრის ამოქმედებას აქვს შემდეგი უპირატესობები:
არსებული რამდენიმე ნომრის ნაცვლად ერთი ნომერი
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიულობის მაღალი ხარისხი
ერთიანი ელექტრონული სისტემა
ინფორმაციის შენახვის და ანალიზის შესაძლებლობა
საგანგებო სამსახურების ეკიპაჟების მონიტორინგის შესაძლებლობა
მეტი კომფორტი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ტურისტებისათვის
ცნობადი ნომერი ევროპის მასშტაბით
2014 წლის ბოლოს შეიქმნა საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომელსაც დაექვემდებარა მთელი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
შეინიშნება გარკვეული სასიკეთო ძვრები რაონების მიმართულებით, ამ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერები უნიფორმაზე და სპეც აღჭურვილობაზე.
თბილისი შემდეგ ყველაზე კარგად აღჭურვლია ზუგდიდის სახანძრო სამშველო სამსახური.
თბილისი სახანძრო-სამშველო სამსახურის ტექნიკა :
1. FORD CARGO 1824 LRSC 4X2 სახანძრო ცისტერნა 5ტ - 14 ცალი
2. FORD CARGO 1830 Double სახანძრო ცისტერნა 3ტ - 13 ცალი
3. FORD CARGO 3535 სახანძრო ცისტერნა 7ტ - 2 ცალი
5. FORD CARGO 3532D სახანძრო სამაშველო - 1 ცალი
6. FORD CARGO 1826 D ამწე მანიპულატორი 2ტ/წყ - 1 ცალი
7. FORD CARGO 2530D კიბე 30მ, 5ტ/წყ - 1 ცალი
8. MAN Bronto სახანძრო კიბე-კალათა 54მ - 1 ცალი
9. Magirus Deutz სახანძრო კიბე 30მ - 1 ცალი
10. Magirus Iveco სახანძრო კიბე 32მ - 1 ცალი
11. KAMAZ სახანძრო ავტოცისტერნა - 3 ცალი
12. Ford Transit Double Cabin სწრაფი რეაგირების - 4 ცალი
13. ÖAF GRAF U STIFT 12.220 FA სახანძრო - 1 ცალი
14. Land Rover Defender სამაშველო - 2 ცალი
სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც გაერთიანდა ერთ ორგანიზაციად - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი
თბილისი სასწრაფოს ტექნიკა:
1. FIAT DUCATO - 80 ცალი
2. FIAT DOBLO - 15 ცალი
3. FORD TRANSIT CUSTOM - 13 ცალი
რაიონების სასწრაფოს ტექნიკა:
1. FORD TRANSIT CUSTOM - 80 ცალი
2. Volkswagen Transporter 4*4 - 100 ცალი
საპატრულო პოლიციაზე
Kublicha-ა მოგვახსენებს.
წინა თემა :
112 - SOSპოსტების ტოპ 10 -ეული
1. da_to 401
2 .Kublicha 389
3. xaji85 190
4. vatman 117
5. Accident 63
6. SwaT-2011 47
7. ZEUS 18
8. Berkem Al Atomi 15
9. ლლევ 15
10. ika55775 15