Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > iOS 13.x.x


Posted by: ilia1987 4 Jun 2019, 09:51
ვინმესთან მოვიდა ახალი iOS-ი? iPhone SE მაქვს და ჯერ არ მოსულა. ჩამონათვალში წერია ეს მოდელიც.

Posted by: Lukkky 4 Jun 2019, 10:13
ilia1987
სექტემბრამდე არ მოვა , ჯერ ბეტა ვერსიაა გამოსული

Posted by: ilia1987 4 Jun 2019, 10:26
sad.gif(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
* * *
საიდან გადმოვწერო ბეტა????????????????????

Posted by: ლაშა117 4 Jun 2019, 10:41
ilia1987
ვერ გადმოწერ ჯერ მგონი დახურული ბეტაა drug.gif


ამათაც სამსუნგისნაირი პოლიტიკა აქვთ განახლებებზე. ნახევარი წლით ადრე აანონსებენ განახლებას biggrin.gif

Posted by: forumge 4 Jun 2019, 16:16
ლაშა117
დავაყენე მე iphone x ზე უპრობლემოდ

Posted by: ilia1987 4 Jun 2019, 16:46
QUOTE (forumge @ 4 Jun 2019, 16:16 )
ლაშა117
დავაყენე მე iphone x ზე უპრობლემოდ

როგორ დააყენე მთელი დღეა ვეწვალები მარა ვერ ვქენი

Posted by: forumge 4 Jun 2019, 16:51
ilia1987
Mac ი დაგჭირდება თუ გაქ გეტყვი როგორ უნდა დააყენო windows იდან ვერ დააყენებ

Posted by: ilia1987 4 Jun 2019, 16:52
არ მაქვს. ვინდოუსიდან ვეჩალიჩები და არ შვრება

Posted by: forumge 4 Jun 2019, 16:56
ilia1987
ვერ იზამ მაშინ დაელოდე სანამ პროფაილს დადებს ეფლი და მერე პირდაპირ აიფონიდან დააყენებ. ალბათ ბეტა 2 რომ გამოვა მერე დადებენ პროფაილს ამას ბევრი ბაგი აქვს

Posted by: TurmanMx 4 Jun 2019, 17:23
forumge
QUOTE
ilia1987
Mac ი დაგჭირდება თუ გაქ გეტყვი როგორ უნდა დააყენო windows იდან ვერ დააყენებ

როგორ დააყენე?
თუ შეგიძლია რო აგვიხსნა

Posted by: sanoma 4 Jun 2019, 19:44
პირველი ბეტას დაყენებას არავის გირჩევთ ტელეფონის ხმარება სტაბილურად თუ გსურთ :დ

Posted by: ლაშა117 4 Jun 2019, 20:01
QUOTE (forumge @ 4 Jun 2019, 16:56 )
ilia1987
ვერ იზამ მაშინ დაელოდე სანამ პროფაილს დადებს ეფლი და მერე პირდაპირ აიფონიდან დააყენებ. ალბათ ბეტა 2 რომ გამოვა მერე დადებენ პროფაილს ამას ბევრი ბაგი აქვს

მეორე იქნება სტაბილური?




=============================

Posted by: nikk26 4 Jun 2019, 20:23
QUOTE
მეორე იქნება სტაბილური?

დაელოდე სანამ ფინალური გამოვა. ყველაზე ჭკვიანური ეგ არის. რა გეჩქარებათ


რაღაც არ მომეწონა ეს განახლება. ანდროიდივით წვრილმანი useless ფუნქციებით გამოტენეს. იმედია სტაბილურობაზე არ იმოქმედებს

Posted by: ლაშა117 4 Jun 2019, 20:29
nikk26
რა წვრილმანი ფუნქციები? სვაიფი? თუ დარქ მოუდი? biggrin.gif

Posted by: nikk26 4 Jun 2019, 20:48
ლაშა117
დარქ მოდი კარგია რას ვერჩი. ლამაზიც არის და ელემენტსაც დაზოგავს. აი მაგალითად ფოტო ვიდეო editing-ის პარამეტრები რო დაამატეს ვის რა ჯანდაბად უნდოდა? biggrin.gif ფილტრებიო, "ბრაითნესის" კონტროლიო, ექსპოზიციის კონტროლიო. ათასი სისულელე. ეგეთი აურაცხელი პარამეტრები ეკრანზე იკავებს დიდ ადგილს და იქმნება ერთი დიდი Junkware. ამათი ნაწარმი იმიტო მომწონს რომ არის სუფთა სადა და მარტივი. სტივ ჯობსს ისე ეზიზღებოდა Junkware რომ ინთელსაც კი უარი უთხრა, მაკბუქებზე შენს სტიკერებს არ დავაკრავო და ამათმა ფილტრების და ბრაითნესის კონტროლი მომინდომეს ტელეფონში biggrin.gif

აფსუს სად არის ახლა სტივი და მაგის წიკები

Posted by: TurmanMx 5 Jun 2019, 11:18
ვინც დააყენეთნ პრაქტიკაში როგორია, რა სიახლეებია?

Posted by: MrPhoenix 5 Jun 2019, 13:07
TurmanMx
ბევრი განხილვა დევს უკვე იუთუბში და ნახე.

3დ თაჩი მოაშორესოო.. არადა ვეჩვეოდი უკვე no.gif

Posted by: forumge 5 Jun 2019, 14:44
MrPhoenix
არ მოუშორებიათ ჩვეულებრივად მუშაობს მეც ვუყურე ვიღაცეებმა დაწერეს მარა მიყენია მე და აშკარად ყველაფერი მუშაობს

Posted by: TurmanMx 5 Jun 2019, 14:59
ესეიგი რივიუებს გადავხედე და რამდენი სიახლეა სისტემაში და ხალხი ისე იძახდა რა არის ახალიო ))

Safari-ს Download Manager დამატებია და ნებისმიერი ფაილის გადმოწერა შეგიძლია რომელსაც ჩვეულებრივად File Manager-შ გიხსნის, MP3 იქნება თუ რამე ZIP ფაილი smile.gif

ამის გარდა სხვა ბევრი სიახლეები... ამდენი რამე iOS 11-იდან iOS 12-ზე არ მახსოვს
https://www.youtube.com/watch?v=rVO5XS9LlEo

Posted by: nikk26 5 Jun 2019, 15:01
ახალ აიფონებში აპარატურულ დონეზე მოაშორებენ 3d თაჩს და taptic engine-ს haptic engine შეცვლის. xr-ს როგორიც აქვს ეგეთი დონის ექნება მომავალ აიფონებს. მთლად taptic engine-ის დონის ვეღარ იქნება მაგრამ სულ არაფერს ჯობია. რატო გადაწყვიტეს ეგრე არ მესმის. იმედია მაკბუქებიდანაც არ ამოიღებენ 3d თაჩს. ძალიან მაგარი რამეა

Posted by: nikk26 5 Jun 2019, 15:06
QUOTE
Safari-ს Download Manager დამატებია და ნებისმიერი ფაილის გადმოწერა შეგიძლია რომელსაც ჩვეულებრივად File Manager-შ გიხსნის, MP3 იქნება თუ რამე ZIP ფაილი

დაიწყებენ ახლა პირატული მუსიკის ოხრად გადმოწერას და ეფლი რომ საავტორო უფლებების დაცვით იყო ცნობილი ეგეც წარსულს ჩაბარდება

მოკლედ რა. ტყუილად არ დამიწერია არ მომეწონა ეს განახლება მეთქი. საკუთარი ხელწერა დაკარგა იოს-მა

Posted by: MrPhoenix 5 Jun 2019, 15:19
nikk26
მთლად ეგრეც არ იქნება. არამგონია რომ მოეცათ უფლება პირატული ფილმების და სიმღერების გადმოწერა.. სავარაუდოდ მაგაზე შეზღუდვა იქნება. მანდ იქნება უბრალოდ ჩამონათვალი რაც აქამდე შეგეძლო გადმოწერა. რო აღარ ეძებო ცალკე სადღაც რა..

Posted by: nikk26 5 Jun 2019, 15:26
MrPhoenix
იუთუბზე ვნახე, თავისუფლად იწერენ მპ3 ფაილებს. შეიძლება ფინალურ ვერსიაში შეზღუდონ, რა ვიცი


აიპედებისთვის მაგარი განახლება დადეს. არასდროს ვყოფილვარ აიპედის მომხმარებელი და მომინდა რომ ვიყიდო. აიპედების ჰარდი ყოველთვის ძალიან მომწონდა. ახლა სოფტიც მაგრად მომეწონა. მარტო საათებს ვერ დავუმუღამე. არ მომწონს ეს სმარტ საათები. გინდ ეფლის იყოს გინდ სხვისი

Posted by: giorgipr 5 Jun 2019, 15:33
მე მაინტერესებს ელემენტთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებები თუ იქნება
ახალი ვერსიაა და რაიმე სასიკეთო თუ გვექნება ნეტა smile.gif

Posted by: forumge 5 Jun 2019, 16:47
MrPhoenix
რანაირად მოაშორეს მიყენია ios 13 და ჩვეულებრივად ვიყენებ 3d touch ს

Posted by: nikk26 5 Jun 2019, 17:38
QUOTE (forumge @ 5 Jun 2019, 16:47 )
MrPhoenix
რანაირად მოაშორეს მიყენია ios 13 და ჩვეულებრივად ვიყენებ 3d touch ს

არ მოუშორებიათ კაცო. აიფონების ჰარდში დევს სპეციალურად 3დ თაჩისთვის განკუთვნილი დეტალი და როგორ მოაშორებდნენ, მოვიდოდნენ და ამოიღებდნენ? მოშორებაზე ლაპარაკი იყო ახალ აიფონებში და არა უკვე გამოსულებში. ამ წლის აიფონებს უკვე აღარ ექნებათ taptic engine. მხოლოდ haptic. სოფტს რაც შეეხება სოფტით არანაირად არ შეწყდება taptic engine-ის მხარდაჭრა ძველ მოდელებზე. ios 14-საც ექნება 15-საც და ა.შ.

Posted by: ლაშა117 6 Jun 2019, 11:11
QUOTE
მარტო საათებს ვერ დავუმუღამე. არ მომწონს ეს სმარტ საათები. გინდ ეფლის იყოს გინდ სხვისი

ამდროს საათები არის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი და დახვეწილი რაც ამათმა გამოუშვეს. რაც საათი ვიყიდე ტელეფონს ჯიბიდან მინიმუმ 50%-ით ნაკლებად ვიღებ smile.gif

ერთადერთი რაც არ მომწონს, შეზღუდულია საათის დიზაინები, მაშინ როდესაც ანდროიდ საათებზე მთავარია ფანტაზია გეყოს და ნებისმიერ დიზაინს დააყენებ ან შენით ააწყობ

Posted by: ilia1987 6 Jun 2019, 11:20
https://www.youtube.com/watch?v=GLntbY93IXM

ამ ვიდეოშია ყველაზე ადვილად იოს 13 დაყენება

Posted by: TurmanMx 6 Jun 2019, 11:36
ვინც დააყენეთ iOS 13 როგორ მუშაობს? ბევრი Bug-ები აქ??

Posted by: forumge 6 Jun 2019, 11:49
MrPhoenix
რამოდენიმეჯერ უკვე დაგიწერე რომ მუშაობს 3D Touch ჩვეულებრივად, ყველგან სადაც აქამდე მუშაობდა ნებისმიერ აპლიკაციაში ან თამაშში აღარ ვაპირებ მეტი გამეორებას.

TurmanMx
არც ისე, რომ დავაყენე თავიდან იბაგებოდა ცოტა მარა მეორე დღეა უპრობლემოდ მუშაობს მარა 12.3 რომ შეადარო ნელია ეს უფრო პრეზენტაციაზე კი თქვეს ორჯერ სწრაფად გახსნის აპლიკაციებს და face id ორჯერ სწრაფი იქნებაო მარა არაფერი მსგავსი. ვნახოთ იმედია შემდეგ ბეტაში გაასწორებენ

Posted by: ilia1987 6 Jun 2019, 17:02
QUOTE (TurmanMx @ 6 Jun 2019, 11:36 )
ვინც დააყენეთ iOS 13 როგორ მუშაობს? ბევრი Bug-ები აქ??

აიფონ სე-ზე დავაყენე მე მომეწონა. Bug-ები აქვს მარა ისეთი არა რო ნერვები მოგიშალოს

Posted by: forumge 7 Jun 2019, 14:17
QUOTE (Firework @ 7 Jun 2019, 12:53 )

უბრალოდ ახალ აიფონზე აღარ აპირებენ 3D თაჩს

ისე ეგ ინფორმაცია არაა დადასტურებული და იმედია არ იზამენ ეგეთ სისულელეს

Posted by: Firework 7 Jun 2019, 16:12
QUOTE (forumge @ 7 Jun 2019, 14:17 )
QUOTE (Firework @ 7 Jun 2019, 12:53 )

უბრალოდ ახალ აიფონზე აღარ აპირებენ 3D თაჩს

ისე ეგ ინფორმაცია არაა დადასტურებული და იმედია არ იზამენ ეგეთ სისულელეს

ისე საერთოდ არ ვიყენებ მაგ ფუნქციას ხანდახან უბრალოდ ვაჭერ ხოლმე gigi.gif დიდად არ მანაღვლებს

თავიდან 3D თაჩი რომ დაანონსდა 6S-ზე ბუმი იყო მაგაზე მარა რეალურად პრაქტიკული საერთოდ არ არის. არადა როგორც მიღწევა ძალიან მაგარია რამეა.

Posted by: ლაშა117 7 Jun 2019, 17:45
QUOTE (Firework @ 7 Jun 2019, 16:12 )
QUOTE (forumge @ 7 Jun 2019, 14:17 )
QUOTE (Firework @ 7 Jun 2019, 12:53 )

უბრალოდ ახალ აიფონზე აღარ აპირებენ 3D თაჩს

ისე ეგ ინფორმაცია არაა დადასტურებული და იმედია არ იზამენ ეგეთ სისულელეს

ისე საერთოდ არ ვიყენებ მაგ ფუნქციას ხანდახან უბრალოდ ვაჭერ ხოლმე gigi.gif დიდად არ მანაღვლებს

თავიდან 3D თაჩი რომ დაანონსდა 6S-ზე ბუმი იყო მაგაზე მარა რეალურად პრაქტიკული საერთოდ არ არის. არადა როგორც მიღწევა ძალიან მაგარია რამეა.

არასდროს მქონია 3D თაჩიანი ტელეფონი და მაინტერესებს ანუ რა თემაა იკონკას დიდხანს რომ აწვები ხსნის დამატებით მენიუს ჰო?



Posted by: Firework 7 Jun 2019, 18:12
ლაშა117
დიდხანს დაჭერა არაფერ შუაშია, ძლიერად დაჭერაზე რეაგირებს და მაგიტომაა მაგარი რამე

Posted by: ლაშა117 7 Jun 2019, 18:53
QUOTE (Firework @ 7 Jun 2019, 18:12 )
ლაშა117
დიდხანს დაჭერა არაფერ შუაშია, ძლიერად დაჭერაზე რეაგირებს და მაგიტომაა მაგარი რამე

გასაგებია მეთქი Sub Menu-ზე ლაპარაკობდით biggrin.gif

Posted by: MrPhoenix 8 Jun 2019, 19:27
ლაშა117
მაგაზეა ლაპარაკი, უბრალოდ xr-ზე დიდი ხნის დაჭერის შემდეგაა და სხვა მოდელებზე ძლიერი დაჭერის შემდეგ.. და სწორად თუ მახსოვს შენ xr გაქ))

Posted by: ლაშა117 9 Jun 2019, 19:41
QUOTE (MrPhoenix @ 8 Jun 2019, 19:27 )
ლაშა117
მაგაზეა ლაპარაკი, უბრალოდ xr-ზე დიდი ხნის დაჭერის შემდეგაა და სხვა მოდელებზე ძლიერი დაჭერის შემდეგ.. და სწორად თუ მახსოვს შენ xr გაქ))

კი XR მაქვს და ნეტა ეგ ფუნქცია ეთისებოდეს. ისე მერთვება ხოლმე ფანარი რომ ვერც ვიგებ სანამ არ გახურდება ჯიგრულად

Posted by: MrPhoenix 11 Jun 2019, 12:01
ლაშა117
3D თაჩში სხვანაირადაა ისე რო შემთხვევით ვერ იზამ. უნდა დააჭირო, რო დააჭერ მერე მეტი ძალა უნდა გაატანო და ეგრე მუშაობს. თითქოს რაღაც ღილაკს აჭერ.. და ამის მოშორებას აპირებენ იმის გაკეთებას რაც XR-ზეა facepalm.gif

Posted by: Tenno 12 Jun 2019, 01:08
ზემოთხსენებულ იუთუბ ვიდეოში როგორცაა ისე დავაყენე ჩემს PC-ზე მიერთებით ipaos 13
რავიცი 1-2 ბაგი კი იყო, ქვემოთ bar-ზე ერთხელ იკონკამ გაჭედა 2 ცალი ერთმანეთზე იდო smile.gif
კიდე რამდენიმე უმნიშვნელო.
დალშე 2 დღე მშვენივრად მუშაობს... კიდე კაი დავაყენე რა მოიცდიდა შემოდგომამდე.

კითვა მაქვს, რამდენიმე usb thumbdrive და Hdd ვცადე... პრინციპში ვერ გავარკვიე:
1) NTFS ფორმატირებულს არ ხსნის?
2) ზოგი FAT32/FAT გახსნა, ზოგი არა
3) 2tb როა იმიტო არ გახსნა არც NTFS და არც FAT32-იანები? (ერთნაირი 2 სიგეიტის hdd მაქ)?

სადმე წერია რა შეზღუდვები (ტექნიკური) ექნება usb-C პორტში hdd-ების მიერთებას? ზომა? ფორმატი? რამე სხვა?

ერთი USB-C<>USB3.0 ორმხრიდან რო აქვს აქეთ იქით, ესეტი 32გბ ფლეშკაც მაქ NTFS ზეა და არც ეგ წაიკითხა... არადა FAT32 რაღადროისაა...

ისე, ცალკე iPadOS თემა არ გავხსნათ?

Posted by: sevastopol 12 Jun 2019, 08:06
MrPhoenix
ბაგია.

https://www.reddit.com/r/iOSBeta/comments/bzcm5j/news_3d_touch_not_working_on_ios_13_is_just_a_bug/?utm_source=share&utm_medium=ios_app

Posted by: Bck 20 Jun 2019, 19:03
3D Touch-ის ამოღებას კარგი მხარეც აქვს. ბატარეისთვის დამატებითი ადგილი გათავისუფლდება

Posted by: sevastopol 25 Jun 2019, 09:14
გამოვიდა Public Beta 13-ისთვის. ახლა ვაყენებ ჩემს 10-ზე. smile.gif)

iPad OS-ის დაყენებაც მინდა მაგრამ ბევრი ბაგები აქვს ჯერ კიდევო.

Posted by: Lukkky 25 Jun 2019, 11:16
QUOTE
3D Touch-ის ამოღებას კარგი მხარეც აქვს. ბატარეისთვის დამატებითი ადგილი გათავისუფლდება

არ ამოუღიათ , ბაგია დაიწერა ოფიციალურად

Posted by: ლაშა117 25 Jun 2019, 11:38
QUOTE (sevastopol @ 25 Jun 2019, 09:14 )
გამოვიდა Public Beta 13-ისთვის. ახლა ვაყენებ ჩემს 10-ზე. smile.gif)

iPad OS-ის დაყენებაც მინდა მაგრამ ბევრი ბაგები აქვს ჯერ კიდევო.

დაწერე მერე როგორია smile.gif

ღირს თუ არა განახლება

Posted by: Flasher 25 Jun 2019, 16:57
ფონტი თქვენთანაც შეიცვალა?
_______

Posted by: TurmanMx 25 Jun 2019, 18:13
ხალხნო ვინც დააყენეთ iOS 13 Public Beta დაწერეთ გამოცდილებები.
რამდენად ღირს დაყენება, რა ბაგები შეამჩნიეთ, რამდენად SMOOTH-ია და ასე შემდეგ

Posted by: ლაშა117 26 Jun 2019, 10:50
QUOTE (Flasher @ 25 Jun 2019, 16:57 )
ფონტი თქვენთანაც შეიცვალა?
_______

ქართული ფონტი კი ინგლისური იგივე დარჩა
* * *
TurmanMx
ბაგები ჯერ არ შემიმჩნევია, მაგრამ დიდი ვერაფერია ჩემი აზრით smile.gif

3D თაჩის ფუნქცია დაემატა Iphone XR-ზე
Dark Mode არის დასახვეწი, ზოგ აპლიკაციაში ნაცრისფერია ზოგში შავი, მენიუ უშნოდაა დაყოფილი ჯობდა შავი ფონი იყოს ერთიანი და თეთრი წარწერები
ნუ დიზაინის ელემენტებია შეცვლილი რაღაც რაღაცეებში, ხმის კონტროლერი და ა.შ
* * *
განახლებას ვერ აკეთებს აპლიკაციების ვერც wifi-ზე და ვერც mobile data-ზე

Posted by: MrPhoenix 26 Jun 2019, 13:55
ჯერ არ დააყენოთ.. ივლისში იქნება ნორმალური ვერსია შედარებით. 3-4 ბეტაზე...

Posted by: ლაშა117 26 Jun 2019, 16:12
ერთ ბაგს მივაგენი, Dark Mode-ზე კონტაქტებში რომ შეხვალ და კონტაქტებს ჩამოსქროლავ კონტაქტების გრაფა ზემოდან აჯდება ქვედა მენიუს

Posted by: TopGear 28 Jun 2019, 10:44
3დ თაჩის გაუქმება იქნება ყველაზე იდიოტობა რასაც ეფლი გააკეთებს. თქვენი არ ვიცი და 3დ თაჩი ძაან მაგარი ფუნქციაა, ხშირად ვიყენებ და უაზროდ გახსნაში სურათების, ფაილების და ა.შ. მაგრად მეხმარება

Flasher
ლაშა117
დასქრინეთ აბა ქართული ფონტი რითი შეიცვალა

Posted by: ლაშა117 28 Jun 2019, 14:02
QUOTE (TopGear @ 28 Jun 2019, 10:44 )
3დ თაჩის გაუქმება იქნება ყველაზე იდიოტობა რასაც ეფლი გააკეთებს. თქვენი არ ვიცი და 3დ თაჩი ძაან მაგარი ფუნქციაა, ხშირად ვიყენებ და უაზროდ გახსნაში სურათების, ფაილების და ა.შ. მაგრად მეხმარება

Flasher
ლაშა117
დასქრინეთ აბა ქართული ფონტი რითი შეიცვალა

უკან დავბრუნდი 12-ზე, მესიჯებშიც ჩაბერა ორ-ორი გაეძრო იკონკები biggrin.gif


იტოგში ჯერ არ ღირს დაყენება, ისე ქართული ფონტი მომეწონა ძაან სისალიდნეა

Posted by: NikaJiadze 30 Jun 2019, 21:55
აიპად Air 2 მაქვს და ძალიან მინდა დავაყრნო აიპადოსის ბეტა ვერსია, რას იტყვით, ადრეა?

Posted by: MrPhoenix 2 Jul 2019, 10:12
NikaJiadze
აიპადზე შეგიძლია დააყენო.. აიპადი არაა ძირითადი დევაისი რო ბაგები გაგაცვალოს) მე მიყენია ახალი დიზაინის პონტში, ბაგები კი აქვს თან არაერთი...

Posted by: Lukkky 9 Jul 2019, 22:50
ტურბო სიმით გააწტიურებული , ვინმემ განაახლეთ 13 ზე ხო არ დაიბლოკა?

Posted by: ilia1987 18 Jul 2019, 09:54
ios 13 beta 4 არ დააყენოთ მაგარი ცუდი შეცდომა აქვს ტელეფონის ნომერს ვერ აკრიფავთ ვერ შედის PHONE

Posted by: guccia123 18 Jul 2019, 12:24
ilia1987
ჩემთან ჩვეულებრივად შედის 2 მოწყობილობაზე

Posted by: ilia1987 18 Jul 2019, 18:50
ახლა კონტაქტებში აღარ შედის რა უნდა ამ იოს????????? mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: pringles 25 Jul 2019, 13:37
როგორც წავიკითხე ახალ აიფონებში 3D თაჩს რაღაც leap haptics ჩაანაცვლებსო. ანუ ისევ ძლიერ დაწოლაზე ექნება რეაქცია როგორც აქამდე ოღონდ რაღაც სხვა ტექნოლოგია იქნება გამოყენებული. დეტალები ჯერ უცნობია

Posted by: Lasha244 30 Jul 2019, 23:00
დეველოპერ ბეტა 5 გამოვიდა......

Posted by: leica 10 Aug 2019, 16:21
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif



რას იტანჯავთ თავებს და მერე ილანძღებით იოსზე , არ შეგიძლიათ ფინალურს დაელოდოთ და მშვიდად დააყენოთ სტაბილური ვერსია? ბეტა არის დეველოპერებისთვის რო ბაგები გაასწორონ და ყველა რატო ჩქარობს აბ ბეტას დაყენებას რა გონიათ არ ვიცი

Posted by: პითონი 13 Aug 2019, 11:09
6ს ვიყიდე და 12.4 აქვს ბოლო განახლება

ეს არ მოვა ?

Posted by: crysiswarhead 13 Aug 2019, 13:23
პითონი
სექტემბერში გამოვა ოფიციალური,

developer beta 6 გამოსულა,

90% of all devices introduced in the last 4 years are using iOS 12.

Posted by: Lasha244 6 Sep 2019, 20:42
ცოტაც და ოფიციალური გამოვაააა boli.gif

Posted by: ლაშა117 8 Sep 2019, 20:57
QUOTE (Lasha244 @ 6 Sep 2019, 20:42 )
ცოტაც და ოფიციალური გამოვაააა boli.gif

2 დღეში



-------------------------------

Posted by: ratianee 9 Sep 2019, 15:42
ხვალ გამოდის ხომ? smile.gif

Posted by: Firework 9 Sep 2019, 15:47
ხვალ ახალი აიფონის პრეზენტაციაა?

Posted by: ლაშა117 9 Sep 2019, 17:12
ratianee
კი ხვალ უნდა დაიწყოს წესით

Firework
კი ხვალ არის

აი ლაივი - https://www.youtube.com/watch?v=ucXqcI_IBMg

Posted by: sevastopol 9 Sep 2019, 19:53
Firework
ხვალ ჩვენი დროით საღამოს 10-ზეა.

Posted by: Firework 9 Sep 2019, 20:18
ლაშა117
sevastopol
მადლობა

Posted by: tomhardy 10 Sep 2019, 09:10
დღეს შევძლებთ დაყენებას იოს 13 ის?

Posted by: sevastopol 10 Sep 2019, 12:36
tomhardy
კი, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ასე 11:30-ისკენ ალბათ.

Posted by: Poppysmic 10 Sep 2019, 14:18
QUOTE (sevastopol @ 10 Sep 2019, 12:36 )
tomhardy
კი, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ასე 11:30-ისკენ ალბათ.

ნეტა რა იქნება smile.gif არ მინახავს თვალით რა არის gigi.gif

Posted by: ლაშა117 10 Sep 2019, 19:51
QUOTE (sevastopol @ 10 Sep 2019, 12:36 )
tomhardy
კი, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ასე 11:30-ისკენ ალბათ.

არამგონია ასე მალე იყოს 19 სექტემბრის მერეო ყველა წერს

Posted by: ჯ ა ნ ო 10 Sep 2019, 19:54
მიყენია 13 და ახლა ოფიციალურად რომ გამოვაб რაც ახლა ბაგები აქვს, გამოსწორდება?

Posted by: Lasha244 10 Sep 2019, 20:45
ჯ ა ნ ო
QUOTE
მიყენია 13 და ახლა ოფიციალურად რომ გამოვა, რაც ახლა ბაგები აქვს, გამოსწორდება?

არაფერი ბაგები აღარ აქვს, ბოლო დეველოფერების ბეტა მიყენია, 13.1 biggrin.gif

Posted by: Poppysmic 10 Sep 2019, 21:09
Lasha244
ბეტა ვერსიებს როგორ აყენებთ ხოლმე ?? რამე საიტიდან იწერთ ?

Posted by: guccia123 10 Sep 2019, 21:25
Poppysmic
ios 13 developer beta profile საფარით მოძებნე. პროფილი დააყენე და მოვა ბეტა განახლებები მაგრამ არ გინდა სადაცაა გამოვა უკვე

Posted by: Poppysmic 10 Sep 2019, 22:15
guccia123
არა არააა ველოდები, ისე ვიკითხე. მეგონა მოძებნის გარეშე მოდიოდა.


ვუყურებ ახლა და ველოდები smile.gif

Posted by: minimal23gb 10 Sep 2019, 22:30
დღეს დაიდება იოს13?

Posted by: Poppysmic 10 Sep 2019, 22:49
QUOTE (minimal23gb @ 10 Sep 2019, 22:30 )
დღეს დაიდება იოს13?

დამთავრდა პრეზენტაცია და ნეტა არ გვაღირსებენ მალე ??? popcorn.gif

Posted by: LEOwish 10 Sep 2019, 23:16
არა. მგონი შემდეგი კვირის ბოლოსო sad.gif

Posted by: ჯ ა ნ ო 10 Sep 2019, 23:25
Lasha244
QUOTE
არაფერი ბაგები აღარ აქვს,ბოლო დეველოპერების ბეტა მიყენია, 13.1


13.1 ბეტა გიყენია თუ 13.1 ბეტა2 ? ახლა ბეტა 2ს ვაყენებ


13.0 მიყენია და ბოლო 2 კვირაა რაღაც ვეღარიყო ხოდზე

Posted by: Poppysmic 11 Sep 2019, 00:39
19 სექტემბერიო..


რა გაძლებს..

Posted by: matemana 11 Sep 2019, 01:06
Apple-ს პრეზენტაციას გადავავლე თვალი და ტიპებმა ანდროიდი დაკლონეს 100%.

1 Dark Mode. ამას ახსნაც არ უნდა დაკლონილია.
2 Swipe to type. დაკლონილია.
3 unknown caller-ზე საუკუნეა უკვე google-ს აპლიკაცია მიგდებს, რომ უცნობია და გინდა მივაბლოკოო? დაკლონილია.
4 რუკები დაკლონილია Google maps-დან. იმ ქალმა რომ თქვა ქუჩაში გადაადგილებაზე, პირველად ხედავთო. მოვკვდი სიცილით. Streetview გააკეთეს 1-1 ში. წლებია არსებობს. ჯამში გუგლს ბევრად მეტი ფუნქციონალი აქვს რუკებზე.
5 ახალი Photos აპლიკაცია დაკლონილია Google photo-დან. წლებით, თვეებით და ა.შ. დალაგება, სახეების გარჩევა და ა.შ. ნუ გუგლს გაცილებით მეტი ფუნქციონალი აქვს აქაც.
6 ვიდეოებზე რომ თქვა ახლა უკვე rotation-ს გაკეთებას შეძლებთო. Seriously? LOL.
7 sign in with facebook და sign in with google ბანძიაო და ჩვენ გავაკეთეთო და sign in with apple რომ გაჩითა ამოვყირავდი biggrin.gif

თუმცა, რათქმაუნდა კარგია რაც გააკეთეს, განვითარება ცუდი არასოდეს არაა. smile.gif

არ ჭირდება ახლა ამას ზედმეტი საუბარი, თავის მართლებები, apple-ს გაკეთებული უკეთესია და მსგავსი ტექსტებით გამოსვლა. ფაქტი სახეზეა. wink.gif

200$-იანი საკიდის და 999$-იანი მონიტორის სადგამის მადლი ფარავდეთ ეფლისტებს. pop.gif

Posted by: ჰეისან 11 Sep 2019, 10:09
matemana
ასე ვინ გაგამწარა? biggrin.gif

Posted by: crysiswarhead 11 Sep 2019, 10:16
ჰეისან
დავით როგორ ხარ? თემა შევქმენი და ჩამისწორე სათაური გეხვეწები

Posted by: matemana 11 Sep 2019, 10:28
QUOTE (ჰეისან @ 11 Sep 2019, 10:09 )
matemana
ასე ვინ გაგამწარა?                  biggrin.gif

ანდროიდში რომ სასტავი შემოდის, თუნდაც ფბზე და აქაც და ანდროიდი კლონავსო იოსსო, იმათთვის დავწერე აქაც და იქაც.

6s განახლდება? 12.4 ზე ვარ და ვერ გადამიწყვეტია დავაჯეილო თუ არა. biggrin.gif
12.4.1 მოსულია, რომელიც დაბლოკავს დაჯეილებას ამჟამად.

Posted by: Alameda 11 Sep 2019, 10:48
matemana

განახლდება 6S

Posted by: ლაშა117 11 Sep 2019, 11:08
QUOTE (matemana @ 11 Sep 2019, 01:06 )
Apple-ს პრეზენტაციას გადავავლე თვალი და ტიპებმა ანდროიდი დაკლონეს 100%.

1 Dark Mode. ამას ახსნაც არ უნდა დაკლონილია.
2 Swipe to type. დაკლონილია.
3 unknown caller-ზე საუკუნეა უკვე google-ს აპლიკაცია მიგდებს, რომ უცნობია და გინდა მივაბლოკოო? დაკლონილია.
4 რუკები დაკლონილია Google maps-დან. იმ ქალმა რომ თქვა ქუჩაში გადაადგილებაზე, პირველად ხედავთო. მოვკვდი სიცილით. Streetview გააკეთეს 1-1 ში. წლებია არსებობს. ჯამში გუგლს ბევრად მეტი ფუნქციონალი აქვს რუკებზე.
5 ახალი Photos აპლიკაცია დაკლონილია Google photo-დან. წლებით, თვეებით და ა.შ. დალაგება, სახეების გარჩევა და ა.შ. ნუ გუგლს გაცილებით მეტი ფუნქციონალი აქვს აქაც.
6 ვიდეოებზე რომ თქვა ახლა უკვე rotation-ს გაკეთებას შეძლებთო. Seriously? LOL.
7 sign in with facebook და sign in with google ბანძიაო და ჩვენ გავაკეთეთო და sign in with apple რომ გაჩითა ამოვყირავდი biggrin.gif

თუმცა, რათქმაუნდა კარგია რაც გააკეთეს, განვითარება ცუდი არასოდეს არაა. smile.gif

არ ჭირდება ახლა ამას ზედმეტი საუბარი, თავის მართლებები, apple-ს გაკეთებული უკეთესია და მსგავსი ტექსტებით გამოსვლა. ფაქტი სახეზეა. wink.gif

200$-იანი საკიდის და 999$-იანი მონიტორის სადგამის მადლი ფარავდეთ ეფლისტებს. pop.gif

რთულია არ დაგეთანხმო თუმცა მაინც კარგია რომ ნელნელა ანდროიდს ამსგავსებენ

ელემენტები მაინტერესებს ამ სამივესი ყველაზე მეტად

Posted by: Poppysmic 11 Sep 2019, 12:40
QUOTE (ლაშა117 @ 11 Sep 2019, 11:08 )

ელემენტები მაინტერესებს ამ სამივესი ყველაზე მეტად

11 Pro Xr-ზე 5 საათით მეტხანს გაძლებსო, პრეზენტაციაზე ბრძანეს spy.gif

Posted by: Firework 11 Sep 2019, 12:52
აიოს 13 ალბათ კარგი იქნება მაგრამ აიფონის კამერის ლინზების განლაგება იშვიათი მახინჯობა გამოუვიდათ smile.gif
11ის თემა გვინდა

Posted by: GATSBY77 11 Sep 2019, 15:37
ხალხო ეფლის ტექნიკას რა გამოსხივებას აქვს იცით? საათს განსაკუთრებით. რატომ უნდა ჩაიგდოს ადამიანმა თავისი ჯანმრთელობა საფრთხეში ამ ბოლო პროდუქტების გამო? აიფოუნს რა დონის გამოსხივება აქვს თუ წაგიკითხავთ რამე სტატია?

Posted by: ლაშა117 11 Sep 2019, 16:04
QUOTE (Poppysmic @ 11 Sep 2019, 12:40 )
QUOTE (ლაშა117 @ 11 Sep 2019, 11:08 )

ელემენტები მაინტერესებს ამ სამივესი ყველაზე მეტად

11 Pro Xr-ზე 5 საათით მეტხანს გაძლებსო, პრეზენტაციაზე ბრძანეს spy.gif

რაღაც არარეალურად მეჩვენება


XR ძლებს ერთი დღე ნორმალურ მოხმარებაზე. გადაუსწრიათ ანდროიდების ელემენტისთვის და ეგაა მაშინ

Posted by: Poppysmic 11 Sep 2019, 16:06
GATSBY77
მტრედი რო აფრინო ?!
* * *
ლაშა117
მე მაქვს Xr Max და საკმაოდ მყოფნის, მეორე დღემდეც

+5 საათი ვაფშე სასწაული იქნება smile.gif

Posted by: TurmanMx 11 Sep 2019, 17:05
ლაშა117
QUOTE
რაღაც არარეალურად მეჩვენება


XR ძლებს ერთი დღე ნორმალურ მოხმარებაზე. გადაუსწრიათ ანდროიდების ელემენტისთვის და ეგაა მაშინ

ცუდად უწერია biggrin.gif

XR-ზე თქვეს ყველაზე კაი ელემენტი ქონდა აიფონებშიო და 11-ს ექნება 1 საათით მეტი გამძლეობაო XR-სთან შედარებით, 11 Pro-ს 4 საათით მეტი XS-სთან შედარებით და 11 Pro Max-ს 5 საათით მეტი XS Max-სთან შედარებით

Posted by: ჯ ა ნ ო 11 Sep 2019, 17:18
13 მეყენა და 99 % მქონდა ბატარეას სიცოცხლისუნარიანობა დავაყენე გუშინ 13,1 და 100 გაუხდა და რაში იქნება საქმე? biggrin.gif

Posted by: TurmanMx 11 Sep 2019, 17:19
ჯ ა ნ ო
QUOTE
13 მეყენა და 99 % მქონდა ბატარეას სიცოცხლისუნარიანობა დავაყენე გუშინ 13,1 და 100 გაუხდა და რაში იქნება საქმე?

არაფერში მეგობარო, ყველაფერი რიგზეა დამშიდდი up.gif
ზოგჯერ ადამიანები ურევენ და biggrin.gif

Posted by: Poppysmic 11 Sep 2019, 18:48
TurmanMx
ვიშ, მომჩვენებია რაღაცეები ))))

Posted by: Lasha244 11 Sep 2019, 23:18
ჯ ა ნ ო

QUOTE
13.1 ბეტა გიყენია თუ 13.1 ბეტა2 ? ახლა ბეტა 2ს ვაყენებ


დღეს დავაყენე 13.1 ბეტა 3.

წინა განახლება რაღაცა ატრაკებდა,თავისით გადაიტვირთებოდა ხოლმე ტელეფონი და

ახლა ვაკვირდები და ამას რავი ბაგები აღარაფერი არააქ. ბოლო განახლებაა სავარაუდოდ რა.

19 ში ისედაც გამოდის ოფიციალური

Posted by: sh.samsona 17 Sep 2019, 15:28
მუქი მენიუს და სურათების/ვიდეოების ედითის გარდა რამე განსაკუთრებული ემატება?

Posted by: matemana 18 Sep 2019, 01:19
Yikes! iOS 13 Coming Next Week With iPhone LockScreen Bypass Bug


Posted by: ჰეისან 18 Sep 2019, 11:05
matemana
მაინც არ გასვენებს ешMacი, ხომ? biggrin.gif

Posted by: matemana 18 Sep 2019, 22:03
ჰეისან
ვინმემ ხომ უნდა დაწეროს რეალურად რა ხდება. სულ დადებითი ამბების დაწერა არასწორია. რუსთავი 2 რომ იყო და ახლა მთავარი არხია ეგეთ პონტში რა. biggrin.gif

Posted by: Alameda 18 Sep 2019, 22:40
matemana
სად არის მანდ
QUOTE
LockScreen Bypass


Posted by: natia_natia9 19 Sep 2019, 00:54
13.1 public beta 4 მოვიდა ჩემთან.

Posted by: matemana 19 Sep 2019, 01:03
Alameda

აჰა, შენი მსგავსი კითხვა დასვა მანდაც ვიღაცამ და კარგადაც უპასუხეს.

user posted image

დესკტოპზე გავიდა თუ არა ის კი არაა მთავარი. მთავარია ის, რომ აქვს წვდომა სისტემის იმ ნაწილთან, რასთანაც არ უნდა ქონდეს! ნუ ჯერ ბეტაა და სავარაუდოდ დაფიქსავს apple.

ისე 6s-ზე 13 ბეტაზე წერდნენ, რომ სიხშირეებს ყრისო. საინტერესო იქნება სრული რომ გამოვა რას იტყვიან. მხოლოდ ინფოს გაგების შემდეგ განვაახლებ, თორემ უკან ვეღარ დააბრუნებ ამ ijunk-ს...

ისე კარგად მოვიგდე ეს 6s. ჩემ დას ქონდა და pixel ვუყიდე მასაც და ეს 6s რაღაცების სატესტოდ მიგდია კომპთან. სხვა რამისთვის მაინც ვერ გამოვიყენებ. biggrin.gif

Posted by: Poppysmic 19 Sep 2019, 11:26
დღეს დღეს დღეს bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif


ხო არ მოსულა ვინმესთან ?

Posted by: ლაშა117 19 Sep 2019, 12:02
QUOTE (Poppysmic @ 19 Sep 2019, 11:26 )
დღეს დღეს დღეს bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif


ხო არ მოსულა ვინმესთან ?

ჯერჯერობით არა



შეიძლება არც მოვიდეს დღეს, ამერიკაში უკვე 19-ია მაგრამ არც იქ ჩანს

Posted by: Poppysmic 19 Sep 2019, 12:13
ლაშა117
გვიან იქნება ალბათ ჩვენთან, ეგრე ვფიქრობ smile.gif

Posted by: matemana 19 Sep 2019, 12:16
არ მოსულა 6s-ზეც. ამერიკული VPN-თ გავედი და მიანც არ იყო დილას. საღამოს შევძლებ შევამოწმო კიდევ ერთხელ, თუმცა განახლებას არ ვაპირებ ჯერ.

Posted by: ჰეისან 19 Sep 2019, 13:17
ხალხნო, სანამ 13.1 არ გაიჩითება, არ განაახლოთ, ჩემი რჩევაა

Posted by: LEOwish 19 Sep 2019, 13:55
საღამოს 9ის მერე იქნება, ისევე როგორც ყველა განახლება მოდის მაგ დროს.

Posted by: Firework 19 Sep 2019, 18:36
QUOTE (ჰეისან @ 19 Sep 2019, 13:17 )
ხალხნო, სანამ 13.1 არ გაიჩითება, არ განაახლოთ, ჩემი რჩევაა

ჯერ აიპადზე ვაპირებ დაყენებას, მაინც მაგრად ჭედავს და იქნებ უკეთესი იყოს biggrin.gif


Posted by: minimal23gb 19 Sep 2019, 20:39
QUOTE (ჰეისან @ 19 Sep 2019, 13:17 )
ხალხნო, სანამ 13.1 არ გაიჩითება, არ განაახლოთ, ჩემი რჩევაა

მიზეზები შეგიძლია გვითხრათ რატომ არ ვქნათ?

Posted by: matemana 19 Sep 2019, 20:43
QUOTE (minimal23gb @ 19 Sep 2019, 20:39 )
QUOTE (ჰეისან @ 19 Sep 2019, 13:17 )
ხალხნო, სანამ 13.1 არ გაიჩითება, არ განაახლოთ, ჩემი რჩევაა

მიზეზები შეგიძლია გვითხრათ რატომ არ ვქნათ?

შესაძლოა რაღაც პრობლემები ქონდეს, ისევე როგორც ნებისმიერ ახალი პროდუქტს გინდა ჰარდს და გინდა სოფტს. ახალში ყოველთვისაა ახალი პრობლემები. .1-ში დაიფიქსება რაღაცები და მერე შეიძლება უკვე განახლება უპრობლემოდ.

Posted by: minimal23gb 19 Sep 2019, 20:46
QUOTE (matemana @ 19 Sep 2019, 20:43 )
QUOTE (minimal23gb @ 19 Sep 2019, 20:39 )
QUOTE (ჰეისან @ 19 Sep 2019, 13:17 )
ხალხნო, სანამ 13.1 არ გაიჩითება, არ განაახლოთ, ჩემი რჩევაა

მიზეზები შეგიძლია გვითხრათ რატომ არ ვქნათ?

შესაძლოა რაღაც პრობლემები ქონდეს, ისევე როგორც ნებისმიერ ახალი პროდუქტს გინდა ჰარდს და გინდა სოფტს. ახალში ყოველთვისაა ახალი პრობლემები. .1-ში დაიფიქსება რაღაცები და მერე შეიძლება უკვე განახლება უპრობლემოდ.

გასაგებია, დიდი მადლობა.

Posted by: Firework 19 Sep 2019, 21:01
მოვიდა თქვენთან?
რადროს ველოდებით?

Posted by: minimal23gb 19 Sep 2019, 21:03
მოვიდა ამერიკულ VPN ზე

Posted by: Poppysmic 19 Sep 2019, 21:08
Firework
ჯერ არაა baby.gif baby.gif baby.gif baby.gif

Posted by: LEOwish 19 Sep 2019, 21:17
მოვიდა. ხომ ვთქვი 9ის მერე მოვა მეთქი biggrin.gif

Posted by: Poppysmic 19 Sep 2019, 21:18
არიქააა მოვიდაააააააააააააააააააააააააააააააააააა


bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Alameda 19 Sep 2019, 21:18
ჩემთან მოვიდა და ვერ გადავწყვიტე დავაყენო თუ არა biggrin.gif

VPN რად გინდათ?

Posted by: minimal23gb 19 Sep 2019, 21:21
QUOTE (Alameda @ 19 Sep 2019, 21:18 )
ჩემთან მოვიდა და ვერ გადავწყვიტე დავაყენო თუ არა biggrin.gif

VPN რად გინდათ?

მე გავრისკე და ვაყენებ. 5 საათს მიწერს sad.gif
* * *
ჩამოვიდა 34 წუთზე love.gif

Posted by: sergo_bero 19 Sep 2019, 21:30
Alameda
QUOTE
ჩემთან მოვიდა და ვერ გადავწყვიტე დავაყენო თუ არა

YOLO biggrin.gif

Posted by: minimal23gb 19 Sep 2019, 21:35
საათზე არ მოვაა? საათიც მინდა.

Posted by: Firework 19 Sep 2019, 21:36
მოვიდაა მარა დავაყენო არ დავაყენო :დდდდ

Posted by: > CasTieL < 19 Sep 2019, 21:37
მოვიდა ვააპდეიტებ smile.gif
...................

Posted by: Alameda 19 Sep 2019, 21:43
sergo_bero
QUOTE
YOLO

biggrin.gif
ვაყენებ

Posted by: Firework 19 Sep 2019, 21:45
QUOTE (Alameda @ 19 Sep 2019, 21:43 )
sergo_bero
QUOTE
YOLO

biggrin.gif
ვაყენებ

+
lol.gif

ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა

Posted by: just_mee 19 Sep 2019, 21:48
ჩემთან მოვიდა,მარა ჯერ არ დამიყენებია

Posted by: sTrSandro 19 Sep 2019, 21:48
iphone SE ზე ღირს საერთოდ განახლება ? 12,2 მიყენია ვაფშე რამეს შეცვლის ეს 13 ი ამ მობილურში ? არ მინდა რო დანელდეს როგორც 6 მოუვიდა თავის დროზე

Posted by: LEOwish 19 Sep 2019, 21:49
sTrSandro
არ დანელდება. პირიქით smile.gif

Posted by: Firework 19 Sep 2019, 22:00
mp3 ების გადმოწერა თუ იქნება შესაძლებელი და პირდაპირ Music ში ჩაგდება ეს მაინტერესებს

Posted by: tomhardy 19 Sep 2019, 22:01
არ მოსულა ჩემთან. 13.1 მიყენია ბეტა და მოვა ხო მაინც biggrin.gif ანუ წაშლა ხო არ მიწევს ამ ბეტასი და მერე ხო არ უნდა მოვიდეს განახლება ოფიციალური?

Posted by: This_Man 19 Sep 2019, 22:04
დააყენეთ უკვე ვინმემ? ახლა გავუშვი გადმოწერაზე და 5 საათს მიწერს

Posted by: Lasha244 19 Sep 2019, 22:15
tomhardy

QUOTE
არ მოსულა ჩემთან. 13.1 მიყენია ბეტა და მოვა ხო მაინც  ანუ წაშლა ხო არ მიწევს ამ ბეტასი და მერე ხო არ უნდა მოვიდეს განახლება ოფიციალური?


მეც ეგ მიყენია. მაგრამ მოვა მალე,დაელოდე boli.gif

Posted by: RedBulla 19 Sep 2019, 22:18
მოვიდა იტალიაში ვარ და

Posted by: JizZy 19 Sep 2019, 22:20
დავაყენე ძაან დონეა რა, დარკმა მაგრად გაასწორა


—————-

Posted by: Poppysmic 19 Sep 2019, 22:23
დავაყენეეეე, ქართულ შრიფტს რაღაცა სხვა ფორმა აქვს

Posted by: .apple. 19 Sep 2019, 22:24
მე მიყენია 13 გოლდენ მასტერი და არ მოდის smile.gif
და მგონი დაუნგრედი უნდა გაუკეთო რომ მოვიდეს
iPhone SE

Posted by: > CasTieL < 19 Sep 2019, 22:26
დავაყენე უკვე 13. ასწორებს Dark Mode

Posted by: This_Man 19 Sep 2019, 22:33
ძალიან ნელა მოდის ჩემთან, რამდენ ხანში გადმოიწერეთ დაახლოებით?

Posted by: natia_natia9 19 Sep 2019, 22:35
ჩემთან რატომ არ მოდის? sad.gif((((((((

Posted by: Poppysmic 19 Sep 2019, 22:39
This_Man
თავიდან 2 საათი დამიწერა და მერე დააკლდა, საბოლოო ჯამში 20-25 წუთი დაჭირდა მაქსიმუმ

Posted by: Alameda 19 Sep 2019, 22:45
tomhardy
ბეტა პროფილი წაშალე და მოვა

Posted by: This_Man 19 Sep 2019, 22:45
QUOTE (Poppysmic @ 19 Sep 2019, 22:39 )
This_Man
თავიდან 2 საათი დამიწერა და მერე დააკლდა, საბოლოო ჯამში 20-25 წუთი დაჭირდა მაქსიმუმ

ხოო ჩემთანაც ორი საათი წერია მარა ოც წუთზე მეტია ველოდები აშკარად

Posted by: sergo_bero 19 Sep 2019, 22:47
ჯერ-ჯერობით მშვენივრად მუშაობს.
აპლიკაციის ჩატვირთვა საგრძნობლადა გაუმჯობესებული.
აპების განახლებები რომ წამოვა, უფრო მეტს შეეხება

Posted by: LEOwish 19 Sep 2019, 22:55
აბა ასეთი საყვარელი ბაგი ვისთან არის? ფლეი პაუზა სადაცაა იმ ადგილზე დააჭირეთ ორი წამით biggrin.gif https://youtu.be/Wpk4Xv4ngVg

Posted by: TopGear 19 Sep 2019, 22:57
wink.gif
user posted image


---------------

Posted by: Poppysmic 19 Sep 2019, 22:59
LEOwish
ჩემთან ან აქვს..
ან ვერ მივხვდი biggrin.gif




კი კიი აქვს, გვიან ვნახე ჩასწორებული პოსტი.



დარქიიიი ჩემი არააა, რაღაც ვერ მოვირგე

Posted by: giorgigiorgi22 19 Sep 2019, 23:00
გამარჯობა. მაინტერესებს , რომ განვაახლო, აიქლაუდის პაროლის შეყვანას მომთხოვს აუცილებლად? არ მახსოვს პაროლი და ამის გარეშე ვერ დავაყენებ?

Posted by: Poppysmic 19 Sep 2019, 23:02
https://www.inc.com/jason-aten/ios-13-is-here-but-department-of-defense-is-telling-people-not-to-upgrade-yet-should-you.html


ჰუუჰ

Posted by: Firework 19 Sep 2019, 23:06
7 ზე დავაყენე შენელდა ცოტა მარა ღირდა მაინც ბევრი ფუქნცია დაემატა

Posted by: PuTKiiI 19 Sep 2019, 23:16
ლომბარდის აიქლაუდი მიყენია და რომ დავააფდეითო აკტივაციის ბლოკი ხომ
არ დამედება? იცით ვინმემ?

Posted by: This_Man 19 Sep 2019, 23:20
QUOTE (PuTKiiI @ 19 Sep 2019, 23:16 )
ლომბარდის აიქლაუდი მიყენია და რომ დავააფდეითო აკტივაციის ბლოკი ხომ
არ დამედება? იცით ვინმემ?

მეც ეგრე ვარ. ველოდები დაყენდება და დავწერ. მარა არამგონია აიქლაუდის პაროლი მოითხოვოს

Posted by: PuTKiiI 19 Sep 2019, 23:21
This_Man
დაგელოდები აბა.. მეც ეგრე მგონია მარა მეშინია გარისკვა ხვალ არ მეცლება მოსახსნელად

Posted by: LEOwish 19 Sep 2019, 23:21
საფარს აქვს ბევრი ბაგი. მათ შორის არის ზუმ აუთის არ ქონა, ანუ ორი დაჭერით მიახლოება აქვს და იგივე ორი დაჭერით უკან ზუმ აუთი აღარ.

Posted by: This_Man 19 Sep 2019, 23:25
ისე ვინც დააფდეითეთ დაწერეთ ითხოვს აიქლაუდის პაროლს?

Posted by: LEOwish 19 Sep 2019, 23:34
This_Man
მე მომთხოვა სეთინგებში რომ შევედი მაშინ, განახლების დასამთავრებლად შეიყვანე პაროლიო.

Posted by: This_Man 19 Sep 2019, 23:36
LEOწისჰ
ინსტალს რო დააჭირე მაშინ თუ მერე?

Posted by: natia_natia9 19 Sep 2019, 23:40
QUOTE (natia_natia9 @ 19 Sep 2019, 22:35 )
ჩემთან რატომ არ მოდის? sad.gif((((((((

ბეტა პროფაილი წავშალე და მაინც არ მოდის, რა სიკვდილი უნდა?

Posted by: This_Man 19 Sep 2019, 23:47
PuTKiiI
დაყენდა ბეზ პრაბლემ. პასკოდი მომთხოვა მარტო

Posted by: LEOwish 19 Sep 2019, 23:49
This_Man
ინსტალაციას რომ მორჩა სეთინგებში შევედი და ზემოთ დაწერა რომ ინსტალაციის დასასრულებლად შეიყვანე აიქლაუდის პაროლიო

Posted by: This_Man 19 Sep 2019, 23:52
LEOwish
რავიცი ჩემთვის არ მოუთხოვია

Posted by: leonsio213 19 Sep 2019, 23:56
This_Man
აუცილებლად მოგთხოვს პაროლს

Posted by: This_Man 19 Sep 2019, 23:59
leonsio213
არ ვიცი მეგობარო, ფაქტია არ მოუთხოვია ჩემთვის. ერთადერთი პასკოდი მთხოვა

Posted by: PuTKiiI 20 Sep 2019, 00:03
This_Man
რომელ ლომბარდში გაქვს თუ საიდუმლო არაა biggrin.gif

Posted by: This_Man 20 Sep 2019, 00:04
აგერ სქრინიც

user posted image

Posted by: PuTKiiI 20 Sep 2019, 00:05
This_Man
მანდ არის ესეც ვსიო დავაყენებ ამbiggrin.gif

Posted by: This_Man 20 Sep 2019, 00:07
წინა იოსზე აპლიკაციებსაც არ ანახლებდა და ამაზე წამოიღო მაგრად გამისწორდა. პროსტა ეს დარქ მოუდი რაღაც ნიტოდ მეჩვენება ალბათ შეჩვევა უნდა

Posted by: natia_natia9 20 Sep 2019, 00:34
ვერვ კომპიუტერით ვანახლებ. ყველას მიუვიდა განახლება ჩემ გარდა. რა წესია. :დდ user posted image

Posted by: Firework 20 Sep 2019, 00:38
ეს ვერ გავიგე რატომ აქვს განსხვავებული ფერი როცა ვაყენებ ან ეს პატარა ნიშანი რას აკეთებს?
user posted image
user posted image

Posted by: This_Man 20 Sep 2019, 00:40
natia_natia9
13.1 გაქვსო iOS-ის ვერსია და სავარაუდოდ მაგისი ბრალია.

The easiest way to remove the public beta is to delete the beta profile, then wait for the next software update.

ეს ვნახე ახლა. შემდეგ აფდეითს უნდა დაელოდო ან აქაა მეორე გზა https://support.apple.com/en-us/HT203282

Posted by: natia_natia9 20 Sep 2019, 00:42
QUOTE (This_Man @ 20 Sep 2019, 00:40 )
natia_natia9
13.1 გაქო იოსის ვერსია და სავარაუდოდ მაგისი ბრალია

ბეტა ვერსიაა. ვისაც ბეტა გვეყენა ოფიციალური ვეღარ უნდა დავაყენოთ? ))

Posted by: This_Man 20 Sep 2019, 00:45
natia_natia9
წინა პოსტს მიება მოგწერე

The easiest way to remove the public beta is to delete the beta profile, then wait for the next software update.

ეს ვნახე ახლა. შემდეგ აფდეითს უნდა დაელოდო ან აქაა მეორე გზა https://support.apple.com/en-us/HT203282

Posted by: natia_natia9 20 Sep 2019, 00:50
QUOTE (This_Man @ 20 Sep 2019, 00:45 )
natia_natia9
წინა პოსტს მიება მოგწერე

The easiest way to remove the public beta is to delete the beta profile, then wait for the next software update.

ეს ვნახე ახლა. შემდეგ აფდეითს უნდა დაელოდო ან აქაა მეორე გზა https://support.apple.com/en-us/HT203282

მადლობა. გასაგებია. რესთორის გაკეთება არ მინდა. დაველოდები შემდეგ update-ს.

Posted by: ლაშა117 20 Sep 2019, 01:16
საათზეც მოვიდა



-------------

Posted by: sergo_bero 20 Sep 2019, 01:37
Firework
ეგ მგონი ეკრანის ზომაზე ზრდის სურათს, მაგრამ რადგანაც ეგ ფოტო უკვე მაგ ზომისაა - არაფერს შვება

Posted by: Firework 20 Sep 2019, 03:23
sergo_bero
არა გავარკვიე, ეგ როცა ჩართულია სურათი მოძრაობს smile.gif


ჰო მართლა mp3 ებს იწერს ჩვეულებრივ და ფაილებში აგდებს. ცუდია რომ music ში არ ვარდება, მაგრამ ჩართვა და ჩაკეცვა შესაძლებელია :დ

Posted by: Poppysmic 20 Sep 2019, 10:26
Firework
საიდან იწერ?






Youtube რაღაცა გადმოსაწერი როა მაქედანაც წამოვა??


Posted by: Xuco_13 20 Sep 2019, 11:41
Firework
საიდან უნდა გადმოწერო mp3?ან როგორ უნდა გადმოწერო რო ამიხსნა თუ შეგიძლია ? მადლობა

Posted by: dato_abo 20 Sep 2019, 12:03
QUOTE
საიდან უნდა გადმოწერო mp3?ან როგორ უნდა გადმოწერო რო ამიხსნა თუ შეგიძლია ? მადლობა

მეც მაინტერესებს როგორ შეიძლება სიმღერების ჩაწერა. იქნებ მოგვწეროთ ვინც იცით? მადლობა წინასწარ

Posted by: otari-1988 20 Sep 2019, 13:54
6S-ზე თუ თააყენეთ ვინმემ დაწერეთ რა როგორ მუშაობს? ღირს გადასვლა თუ დავრჩე სადაც ვარ იქ? )))

Posted by: Firework 20 Sep 2019, 14:03
Poppysmic
Xuco_13
dato_abo
https://m.z1.fm/
გუშინ აქედან გადმოვწერე რაც მჭირდებოდა მოძებნა. რუსული არის ისე ბევრი ასეთი საიტი.

user posted image
user posted image

Posted by: This_Man 20 Sep 2019, 14:24
otari-1988
კარგად მუშაობს. პერფორმანსში ცვლილება საერთოდ არ შემიმჩნევია

Posted by: dato_abo 20 Sep 2019, 16:02
Firework
დიდი მადლობა ............

Posted by: ჯ ა ნ ო 20 Sep 2019, 22:07
13.1 მიყენია და რას მირჩევთ დავაყენო 13?

Posted by: SerLom1 20 Sep 2019, 22:14
ჯ ა ნ ო
ანუ ბეტა გიყენია და გინდა ოფიციალურზე დაბრუნდე?

Posted by: vechny 20 Sep 2019, 22:41
ძალიან მაგრად მუშაობს 6ს ზე.12 თან შედარებით საგრძნობლად სწრაფია

Posted by: ჯ ა ნ ო 21 Sep 2019, 10:22
SerLom1
კი ოფიციალური ჯობია ალბათ და როგორ დავავრუნო 13 ზე?

Posted by: პითონი 21 Sep 2019, 11:11
შემეშალა თემა


Posted by: LEOwish 21 Sep 2019, 11:18
ჯ ა ნ ო
გადმოწერე სისტემა აქედან https://ipsw.me/ და აითუნსით ჩაწერე. find my phone უნდა გამორთო.

Posted by: ლაშა117 21 Sep 2019, 11:35
24 სექტემბერს 13.1 გამოვა, სისტემას დაემატება CPU throttling

Posted by: vechny 21 Sep 2019, 11:37
ლაშა117
ვახ აღარ ხუმრობს ეფლი

Posted by: ლაშა117 21 Sep 2019, 11:42
vechny
ადრეც ჰქონდა ეგ ფუნქცია თუ სწორად მახსოვს iphone 7-ის პერიოდში

Posted by: LEOwish 21 Sep 2019, 15:02
ლაშა117
ყველა მოდელზე? სხვაგან წერენ რომ XS და XR-ზე იქნება მხოლოდ.

Posted by: ჯ ა ნ ო 21 Sep 2019, 15:41
LEOwish
თუ 13.1 გამოდის ოფიციალური დავტოვო ჯობია მგონი ხო?

Posted by: ლაშა117 21 Sep 2019, 16:21
QUOTE (LEOwish @ 21 Sep 2019, 15:02 )
ლაშა117
ყველა მოდელზე? სხვაგან წერენ რომ XS და XR-ზე იქნება მხოლოდ.

არ მინახავს რომ მარტო ამ ორ მოდელზე მოდის


გარდა მაგისა კიდე რაღაც ფუნქციები ემატებათ ძველ მოდელებს ისეთი რაც ახლებზე მოვიდა 13.0-ის დროს

Posted by: LEOwish 21 Sep 2019, 17:23
ჯ ა ნ ო
კი დაელოდე ბარემ 13.1. ოღონდ ჯერ ბეტა პროფილი წაშალე.

Posted by: matemana 21 Sep 2019, 20:50
QUOTE (ლაშა117 @ 21 Sep 2019, 11:35 )
24 სექტემბერს 13.1 გამოვა, სისტემას დაემატება CPU throttling

კაი ხანია apple ატროტლინგებს აიფონებს wink.gif

iphone 8-ს მერე ნაკლებად შენიშნავთო, მაგრამ მაგის დაბლა შესამჩნევი იქნება საკმაოდ სუსტი ჰარდის გამო.

Posted by: პითონი 21 Sep 2019, 22:01
6ს -ზე ბატარეა უფრო შემისუსტდა

...,,,,,,,,,,,,,,,,,,,,......

Posted by: ჰეისან 22 Sep 2019, 05:33
ერთი სული მაქვს, როდის გამოვა 13.1 sad.gif Messages აპლიკაცია ატრაკებს. საქართველოს ბანკიდან მომივიდა SMS-ი და ჩემი ძმაკაცის კონტაქტი მიახატა წინ. მეთქი რა ხდება... მივხურე Messages აპლიკაცია მთლიანად და თავიდან გავხსენი. მერე გასწორდა.

Posted by: gelapipo 22 Sep 2019, 10:57
Iphone 11 ის ფასი რატომ აქვს ვინმემ იცით, ამ ტელეფონს? ყველაფერი უკუღმა როგორ არის საქართველოში (facepalm)

Posted by: leica 22 Sep 2019, 15:18
80%-მა ფბზე დაწერა ბატარიას დედის სახე აეხაო და მართალია? :დ

Posted by: Firework 22 Sep 2019, 15:38
leica
ახალ მოდელებზე არამგონია პრობლემა იყოს მარა
7 ზე უფრო მალე ჯდება და ყველაზე ცუდი რაცაა ზოგჯერ ხურდება და გაჭედვას იწყებს

Posted by: leica 22 Sep 2019, 15:44
Firework
QUOTE
ახალ მოდელებზე არამგონია პრობლემა იყოს მარა
7 ზე უფრო მალე ჯდება და ყველაზე ცუდი რაცაა ზოგჯერ ხურდება და გაჭედვას იწყებს

ვეღარ უძლებს ჰარდი ძველ მოდელებზე

Posted by: Alameda 22 Sep 2019, 15:45
leica
X-ზე მეც შევამჩნიე, ბევრად სწრაფად ჯდება.

Posted by: sh.samsona 23 Sep 2019, 13:40
7 მაქ და ძაან მშვენივრად მუშაობს. თავიდან ერთი ორჯერ გაშეშდა ეკრანი მარა მერე აღარ უქნია. ბატარეა მშვენივრად მუშაობს არ შემიმჩნევია რომ უფრო მალე ჯდებოდეს.

Posted by: RedBulla 23 Sep 2019, 14:17
მგონი 8 ზე შედარებით მალე ჯდება
ელემენტიც 85% ზეა
მგონი ზუსტად ვერ გეტყვით

Posted by: В.И. Ленин 23 Sep 2019, 14:21
ამას ვერაფერს მოვუხერხებ? კონტაქტები ადრე ოთხ-ოთხი იყო და ახლა ესე აჩვენებს. რედაქტირება არ უკეთდება?

user posted image

Posted by: giorgi4212 23 Sep 2019, 15:46
ჩემიც 8 პლუს მალე ჯდება ... მალე გამოვიდეს 13.1 თორე ელემენტი ვეღარ ძლებს

Posted by: guccia123 23 Sep 2019, 17:03
giorgi4212
დააყენე ბეტა რა პრობლემაა ?

Posted by: ლაშა117 23 Sep 2019, 18:19
მე პირიქით 1 საათი მომემატა XR-ზე

აი აპლიკაციების სწრაფად ჩატვირთვა ვერ ვიგრძენი ისევ ისე იტვირთება როგორც ადრე

Posted by: Poppysmic 23 Sep 2019, 20:18
QUOTE (В.И. Ленин @ 23 Sep 2019, 14:21 )
ამას ვერაფერს მოვუხერხებ? კონტაქტები ადრე ოთხ-ოთხი იყო და ახლა ესე აჩვენებს. რედაქტირება არ უკეთდება?

user posted image

ფავორიტები რომ წერია მაგის გაყოლებაზე მარჯვნივ "ქვევით მიმართულია ისარია", მაგას დააჭირე და მარტო ოთხი ფავორიტი კონტაქტი გამოჩნდება

Posted by: В.И. Ленин 23 Sep 2019, 20:23
QUOTE (Poppysmic @ 23 Sep 2019, 20:18 )
QUOTE (В.И. Ленин @ 23 Sep 2019, 14:21 )
ამას ვერაფერს მოვუხერხებ? კონტაქტები ადრე ოთხ-ოთხი იყო და ახლა ესე აჩვენებს. რედაქტირება არ უკეთდება?

user posted image

ფავორიტები რომ წერია მაგის გაყოლებაზე მარჯვნივ "ქვევით მიმართულია ისარია", მაგას დააჭირე და მარტო ოთხი ფავორიტი კონტაქტი გამოჩნდება

ეგ ვიცი, კიდევ სამი გამოდის, სულ შვიდი. ანუ ისევ ისე აღარ იქნება ხო 4+4?

Posted by: giorgi4212 23 Sep 2019, 22:30
guccia123
ჩვეულებრივი 13.0 მიყენია ... ბეტის დაყენება არ მინდა, მერე ტელეფონი ითიშება და ათასი უბედურება ემარტება ... ველოდები ოფიციალურ Bug Fix...

Posted by: natia_natia9 24 Sep 2019, 02:11
დღეს გამოვა 13.1? smile.gif

Posted by: Poppysmic 24 Sep 2019, 11:31
QUOTE (В.И. Ленин @ 23 Sep 2019, 20:23 )

ეგ ვიცი, კიდევ სამი გამოდის, სულ შვიდი.
ანუ ისევ ისე აღარ იქნება ხო 4+4?

რავი ჩემთან ოთხი ჩანს, მაგას რო ვაჭერ ქვევით კიდე ერთი რიგი ჩამოდის 4 ფავორიტი ნომრით

Posted by: deep purple_in rock 24 Sep 2019, 12:05
ჩემთან 13 ს განახლებაც არ მოსულა ჯერ sad.gif

Posted by: В.И. Ленин 24 Sep 2019, 13:06
QUOTE (Poppysmic @ 24 Sep 2019, 11:31 )
QUOTE (В.И. Ленин @ 23 Sep 2019, 20:23 )

ეგ ვიცი, კიდევ სამი გამოდის, სულ შვიდი.
ანუ ისევ ისე აღარ იქნება ხო 4+4?

რავი ჩემთან ოთხი ჩანს, მაგას რო ვაჭერ ქვევით კიდე ერთი რიგი ჩამოდის 4 ფავორიტი ნომრით

აი ჩემთან როგორ გამოდის.

user posted image

Posted by: RedBulla 24 Sep 2019, 16:27
აბა რამოდენიმე საათიც და მოვა 13.1
ვნახოთ რა გამოასწორეს

Posted by: Lasha244 24 Sep 2019, 16:52
natia_natia9

QUOTE
დღეს გამოვა 13.1?


კი, 21:00 საათიდან love.gif

Posted by: programmer1997 24 Sep 2019, 20:21
სვიაზის დაკარგვა და მსგავსი რაღაცეები შეამჩნიეთ?

Posted by: В.И. Ленин 24 Sep 2019, 21:21
მოვიდა

Posted by: Lasha244 24 Sep 2019, 22:24
მოვიდა 13.1 როგორც იქნააა boli.gif აბა განაახლეთ უკვე?

Posted by: minimal23gb 24 Sep 2019, 22:27
QUOTE (programmer1997 @ 24 Sep 2019, 20:21 )
სვიაზის დაკარგვა და მსგავსი რაღაცეები შეამჩნიეთ?

ჩემს ათზე ემართება ხშირად, ჰკარგავს მიღებას.

Posted by: natia_natia9 24 Sep 2019, 22:34
ე.ი. რა ხდება ახლა. ვერ ვაყენებ ახალ აიოსს. ადგილი არ გაქვსო მიწერს, როცა წესით ყველა ვარიანტში უნდა მქონდეს. 300 ფოტოსა და 5 აპლიკაციის გარდა არაფერი მაქვს ტელეფონში. რაღაც აშკარად იკავებს ადგილს, მაგრამ რა??? როგორ წავშალო ის რასაც ვერ ვპოულობ და ვხედავ ტელეფონში? sad.gif((

Posted by: Lasha244 24 Sep 2019, 22:35
QUOTE (programmer1997)
სვიაზის დაკარგვა და მსგავსი რაღაცეები შეამჩნიეთ?


არაფერი მსგავსი no.gif

Posted by: Firework 24 Sep 2019, 22:52
natia_natia9
შეიძლება რაღაც ბაგი იყოს ჩემსას მოუვიდა მასე. დაარესტარტე ტელეფონი მერე უცებ შედი system storage ში და მეხსიერების დათვლას რომ დაიწყებს შეიძლება შეამჩნიო მაგ დროს რამე უცნაური. ჩემთან ერთ-ერთ აპლიკაციას ეწერა 7GB როცა სინამდვილეში 500მბ, წავშალე და ეშველა.

ჰო მართლა ეს other რას ემსახურება ან როგორ გავასუფთაო ხომ არ იცით?
user posted image

Posted by: minimal23gb 24 Sep 2019, 22:54
user posted image

ამას რა ვუშველო?

Posted by: matemana 24 Sep 2019, 22:55
13.1-ს დაყენება კიდე შეიძლება. დავარეზეტე და გავამზადე 6s გასაახლებლად. მალე განვაახლებ. დამტენის კაბელი ვათხოვე ახლობელს და არ მაქ მაგის დამტენი. უკაბელო დატენვა მაგას არ აქ და არც type C. სხვანაერად რომ დავტენო. ასე რომ დამტენის კაბელს ველოდები. ალბათ .2-ც მოუწევს სანამ კაბელი მექნება.

Posted by: natia_natia9 24 Sep 2019, 22:59
QUOTE (Firework @ 24 Sep 2019, 22:52 )
natia_natia9
შეიძლება რაღაც ბაგი იყოს ჩემსას მოუვიდა მასე. დაარესტარტე ტელეფონი მერე უცებ შედი system storage ში და მეხსიერების დათვლას რომ დაიწყებს შეიძლება შეამჩნიო მაგ დროს რამე უცნაური. ჩემთან ერთ-ერთ აპლიკაციას ეწერა 7GB როცა სინამდვილეში 500მბ, წავშალე და ეშველა.

ჰო მართლა ეს other რას ემსახურება ან როგორ გავასუფთაო ხომ არ იცით?
user posted image

მაგ other-ს 5გბ მიაქვს, აზრზე არ ვარ რა არის. 130 ფოტოზე ჩამოვედი და იგივეა. ვერაფერი გავუგე რა..

ჩემთან აშკარად რაღაცას უკავია ადგილი მაგრამ რას არ ვიცი... ბეტა ვერსიას 5გბ-მდე მიაქვს.

https://m.youtube.com/watch?v=jj8ZFba_lvg

Posted by: Firework 24 Sep 2019, 23:02
minimal23gb
1. iPhone Storage-ში შედი. თუ რამე აფდეითი გაქვს გადმოწერილი, წაშალე და ახლიდან გადმოწერე

2. სწრაფ Wi-Fi-ზე სცადე გადმოწერა

თუ არ გამოვიდა, მერე აითუნსითაც სცადე განახლება

Posted by: minimal23gb 24 Sep 2019, 23:11
QUOTE (Firework @ 24 Sep 2019, 23:02 )
minimal23gb
1. iPhone Storage-ში შედი. თუ რამე აფდეითი გაქვს გადმოწერილი, წაშალე და ახლიდან გადმოწერე

2. სწრაფ Wi-Fi-ზე სცადე გადმოწერა

თუ არ გამოვიდა, მერე აითუნსითაც სცადე განახლება

კომპიუტერზე ბექაფი აუცილებელია?

Posted by: პითონი 24 Sep 2019, 23:26
განახლების მერე რესეტი რეკომენდებულია?

რას იტყვით?

Posted by: Firework 24 Sep 2019, 23:34
QUOTE (minimal23gb @ 24 Sep 2019, 23:11 )
კომპიუტერზე ბექაფი აუცილებელია?                                       

კომპიუტერით წლების წინ მაქვს დააფდეითებული და აღარ მახსოვს მგონი კი... როგორც კი შეაერთებ, ბექაფს იწყებს და მერე შეგიძლია აფდეითი.

Posted by: minimal23gb 24 Sep 2019, 23:43
QUOTE (Firework @ 24 Sep 2019, 23:34 )
QUOTE (minimal23gb @ 24 Sep 2019, 23:11 )
კომპიუტერზე ბექაფი აუცილებელია?                                       

კომპიუტერით წლების წინ მაქვს დააფდეითებული და აღარ მახსოვს მგონი კი... როგორც კი შეაერთებ, ბექაფს იწყებს და მერე შეგიძლია აფდეითი.

დიდი მადლობა

Posted by: gruzin_1987 25 Sep 2019, 08:12
7-ზე დავაყენე IOS 13, ფოტოებში ძველი 4S-დან გადაღებული სურათები გამოჩნდა როგორც ცალკე ფოლდერი, აწერია photos from mac. როგორ გადმოიტანა ან როგორ წავშალო ეს სურათები, მანამდე არ იყო ამ ტელეფონში და ახლა როგორ გაჩნდა. აიქლაუდის თემაა თუ რა ვერ ვხვდები, აიქლაუდში ფოტოები გათიშული მაქვს.

Posted by: NVIDIA MAN 25 Sep 2019, 11:53
ბეტა პროგრამაზე ვზივარ 13.1

ძალიან კარგად მუშაობს X-ზე

Posted by: Poppysmic 25 Sep 2019, 12:31
ძველ ვერსიაზე არ დავკვირვებივარ როგორ ვაკეთებდი, მაგრამ ახლა ასეთი რაღაც მოხდა. ვაიბერში ვიდეო ქოლი მქონდა და მარჯვენა ზედა კუთხეში არის ორი ერთმანეთისკენ მიმართული ისრები, რომელსაც დავაჭირე და მომცა საშუალება თან რაღაცეები მეკეთებინა ტელეფონში ლაპარაკის პარალელურად, მაგრამ ვერაფრით ვეღარ დავუბრუნდი ვიდეოს, ანუ როგორც ჩანს ხოლმე ეკრანზე ვიდეო ქოლი. ეკრანის ზედა მხარეს იყო გამწვანებული და ვერც დაჭერით და ვერც ჩამოშლით ვერ დავუბრუნდი..

ჰოდა როგორ უნდა ჩავრთო ხოლმე ისევ ?! მახსოვს რომ უპრობლემოდ ვუბრუნდებოდი..

Posted by: ლაშა117 25 Sep 2019, 13:20
13-ის მერე აპლიკაციების ზომა შემცირდებაო და მაინც იგივეა. წავშალე ახლიდან გადმოვწერე და მაინც იგივეა

Posted by: LEOwish 25 Sep 2019, 16:56
ვიკიპედიაზე რა საშინელი ფონტით აჩვენებს. ასოებს შორის დაშორება რას გავს facepalm.gif

Posted by: Poppysmic 25 Sep 2019, 19:15
LEOwish
საშინელი sad.gif


საფარიდანაც და სხვა ბრაუზერიდანაც სხვადასხვა ზომის ქართული ასოებია

Posted by: LEOwish 25 Sep 2019, 21:55
კიდევ რა მაინტერესებს. *111# რომ ვკრეფავ ასე უხეშად გადადის “რეფრეშ სიმბოლო” და “please wait”? ჩემი სე არის და დიდ ეკრანებზეც მასეა? მეტი თვალსაჩინოებისთვის ნახეთ ვიდეო https://youtu.be/4YhUcUGY6xc

Posted by: Freestyle 25 Sep 2019, 22:19
LEOwish
აურია შენმა სემ??


ბიჯო ბრაუზერებს მიქრეშავს 13 აფდეითის მერე, ისედაც ჭედავს წამიერად შიგადაშიგ, ადრე არ შემიმჩნევია მსგავსი რამ..

ეშველება ვითომ ბეტას მერე თუ ჩაკლეს სეს დრო?

Posted by: LEOwish 25 Sep 2019, 22:41
Freestyle
12.4.1 ვერსიაზე ნორმალურად იყო
* * *
Freestyle
საფარის გარდა რა ბრაუზერი უნდა გამოიყენო. თუ საფარიც ქრაშავს?

Posted by: Freestyle 26 Sep 2019, 00:02
LEOwish
კი ტო საათივით მუშაობდა, ხრომს ვხმარობ და 3 წუთში ერთხელ ქრეშავს sad.gif

კიდე დღეს დაემართა ზარების ისტორიაში ჩაწერილ ნომრებს
არ მანახებდა, ყველას უცხო ნომერად აღიქვამდა, რესტატის მერე ეშველა მაგას.

Posted by: Alameda 26 Sep 2019, 09:26
LEOwish

X მაქვს და უარესად გადადის

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: scarf 26 Sep 2019, 10:27
ფოტოები თუ სწრაფად ჩავსქროლე, იქრეშება 13.1 X-ზე sad.gif

Posted by: LEOwish 26 Sep 2019, 10:50
scarf
სეზე 13.0 იქრაშებოდა მაგრამ 13.1ზე უკვე აღარ.

Posted by: ლაშა117 26 Sep 2019, 12:48
გადატვირთვის მერე XR-ზე ნახევარი წუთი შტერდება, რა აპლიკაციაც არ უნდა გახსნა ნაცრისფერი ხდება ეკრანი და არ ტვირთავს

მარა მაგ ნახევარი წუთის მერე ცხოველივითაა წამიც არ უნდა გახსნას biggrin.gif

ვერსია 13.1



ადრე მახსოვს Iphone 3G-ზე მეყენა ძალიან მაგარი პროგრამა, *100# მქონდა ჩაწერილი შიგნით და ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე პირდაპირ გამოჰქონდა ჩემტვის სასურველი ინფორმაცია


დავიჯერო რამე არ იქნება ისეთი რომ ვიჯეტში დავამატო?


Posted by: TopGear 26 Sep 2019, 21:28
ფბ მესენჯერის ეფლიქეიშენმა დამტანჯა, სულ თავიდან უნდა სეთ აფი. აიოს 13.1ზე ვარ და 13ზეც ასე აკეთებდა. Any solutions?

Posted by: LEOwish 27 Sep 2019, 23:02
13.1.1 განახლება გამოვიდა
————————-

Posted by: Lasha244 27 Sep 2019, 23:07
QUOTE (LEOwish)
13.1.1 განახლება გამოვიდა


ახლა ვაყენებ,ბაგებია გამოსწორებულიო

Posted by: ლაშა117 28 Sep 2019, 13:06
ელემენტის ბაგი დაფიქსესო და რავიცი რაც 13.1-ზე გადავედი პირიქით უკეთესად მიძლებდა biggrin.gif

Posted by: Lasha244 28 Sep 2019, 15:36
ელემენტის ბაგი ახლა უარესი აქვს. მალე ჯდება ძაან... იმედია გამოასწორებენ შემდეგ განახლებაში facepalm.gif

Posted by: В.И. Ленин 29 Sep 2019, 16:29
გამოვიდა 13.1.1

..............................

Posted by: ლაშა117 30 Sep 2019, 11:48
არ დავკვირვებივარ და 13-მდე Volte არ გვქონდა ვაშლზე?

Posted by: Lasha244 30 Sep 2019, 12:24
შემდეგი განახლება იმედია მალე მოვა,თორე ელემენტი ელვის სისწრაფით ჯდება facepalm.gif

Posted by: LEOwish 30 Sep 2019, 12:47
ეს ბაგი იცით? lol.gif ვიჯეტებიში გადადით. მერე ჩამოუსვით ნელა ქვემოთ და მერე რომ გაბუნდდება, უცბად აჰკარით ზემოთ. https://youtu.be/rLEZmGVPXM4

Posted by: პითონი 30 Sep 2019, 17:45
LEOwish
ჩემთან არ აქვს
Lasha244
6ს მთლად მომიკვდა მეც;დ

Posted by: ლაშა117 30 Sep 2019, 18:01
QUOTE (LEOwish @ 30 Sep 2019, 12:47 )
ეს ბაგი იცით? lol.gif ვიჯეტებიში გადადით. მერე ჩამოუსვით ნელა ქვემოთ და მერე რომ გაბუნდდება, უცბად აჰკარით ზემოთ. https://youtu.be/rLEZmGVPXM4

აუ PUBG-დან გამომაგდო ამის დედავატირე biggrin.gif

Posted by: Lasha244 30 Sep 2019, 20:25
პითონი

QUOTE
6ს მთლად მომიკვდა მეც;დ


გვპირდებიან, რომ შემდეგ განახლებაზე გამოსწორდებაო. ბევრმა გამოთქვა უკმაყოფილება მაგაზე boli.gif

Posted by: LEOwish 30 Sep 2019, 21:32
ამ ჟამს 13.1.2 გამოვიდა, ანუ 3 დღეში. ბეტა ვერსია გამოდის ხოლმე კვირაში ერთხელ და ეს რა იყო biggrin.gif

Posted by: Lasha244 30 Sep 2019, 22:50
iOS 13.1.2 მოვიდა. ვნახოთ აბა, ელემენტის ამბავი თუ გამოასწორეს...

Posted by: matemana 1 Oct 2019, 00:03
13.1.2-ზე ვაახლებ ახლა კაკ რაზ... ვნახოთ, თუ გამოასწორეს პრობლემები. აი, ამიტომ ვწერ ყოველთვის, რომ ეგრევე არ უნდა გააკეთო განახლება. განსაკუთრებით ასეთ ჩაკეტილ სისტემებზე, სადაც ვერაფერს გაასწორებ აფდეითებამდე. უკანაც ვერ ბრუნდები რომ რამე და არც გუგლის პიქსელებივით ორი სისტემა არ გიყენია ერთდროულად, რომ თუ განახლებისას რამე დაემართა, მეორე პართიშენიდან ჩაიტვირთოს ძველ სისტემაზე. ჯერ მარტო ეს ფუნქციაც კი ძალიან მაგარია. ამას გარდა, აფდეითები ჩართულ სისტემაზე ყენდება მეორე ფართიშენზე მუშას არ ეკარება და უცებ არესტარტებ და ირთვება განახლებული სისტემა. იმედია ეფლი ამასაც მალე დაკლონავს გუგლისგან...

Posted by: leica 1 Oct 2019, 00:50
QUOTE
ეგრევე არ უნდა გააკეთო განახლება. განსაკუთრებით ასეთ ჩაკეტილ სისტემებზე, სადაც ვერაფერს გაასწორებ აფდეითებამდე

ნინჩოებს და ანჩოებს რას გააგებინებ, პროფესორებივით აღტყინებულები რომ წერენ ფბზე - იიი, ჩემთან არ მოვა აფდეითი? ან - იიი, დღეს დავაყენე ახალი აფდეითიიი და უცბად პრუწ... თან რომ ჰკითხო, ვერ გეტყვიან განსხვავებას ახალ და ძველ სისტემას შორის, მთავარია აფდეითი დააყენეს lol.gif

Posted by: vakhtang2015 1 Oct 2019, 09:59
6ს მაქ განვაახლე და სტატუზბარის ბაგიც მქონდა ელემენტი მალე ჯდებოდა,დაუნგრეიდი გავაკეთე 12 ვერსიაზე smile.gif

Posted by: ლაშა117 1 Oct 2019, 10:30
შტერდება მომენტებში, მოკლედ მაგარი არასტაბილურია 13.0 ალბათ კიდე კაი ხანი დაჭირდება ამის დასტაბილურებას

Posted by: Poppysmic 1 Oct 2019, 12:59
ელემენტი სულ გაგიჟდა და ძაან მალე ჯდება xr max-ზე, ცოტა მემგონი სენსორსაც უჭირს, მაგრამ ვფიქრომ რომ ბრონის ბრალი ხომ არ არის

Posted by: leica 1 Oct 2019, 13:18
ეს მეცამეტე ვერსია მაგარი თარსი გამოუვიდათ რაღაც lol.gif
მეთორმეტე რო გამოვიდა მაშინაც ქონდა ეგეთი ბაგები?

Posted by: ლაშა117 1 Oct 2019, 13:43
QUOTE (leica @ 1 Oct 2019, 13:18 )
ეს მეცამეტე ვერსია მაგარი თარსი გამოუვიდათ რაღაც lol.gif
მეთორმეტე რო გამოვიდა მაშინაც ქონდა ეგეთი ბაგები?

კი და 12.4-ის მერე ყველაფერი დალაგდა. აპლიკაციების ვერ მუშაობს გამართულად, შეიძლება მესენჯერი გახსნა ჩაკეცო და ამოკეცვისას ნაცრისფერი გახდეს ეკრანი და აღარ ჩაიტვირთოს

Posted by: matemana 1 Oct 2019, 14:36
QUOTE (leica @ 1 Oct 2019, 13:18 )
ეს მეცამეტე ვერსია მაგარი თარსი გამოუვიდათ რაღაც lol.gif
მეთორმეტე რო გამოვიდა მაშინაც ქონდა ეგეთი ბაგები?

არა! ეფლი არასოდეს ლაგავს, ჭედავს ან ნელდება. კითხე აქ ნებისმიერს დაგიდასტურებს lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif

Posted by: Firework 1 Oct 2019, 14:48
აიპადზე მომეწონა 13, ეს ეკრანის გაყოფა ვერ დავამუღამე მარტო smile.gif

Posted by: LEOwish 1 Oct 2019, 18:25
გვეკაიფება ეიფლი. საფარში უკან გამოსვლის მერე ლინკზე დაჭერის დროს წახტომი აქვს და ხანდახან სხვა ლინკზე ეჭირება facepalm.gif https://youtu.be/CDwTf7br9mw

Posted by: ლაშა117 1 Oct 2019, 18:39
სენსორიც გამოშტერდა დამტანჯა მთელი დღეა facepalm.gif


საღამოს განვაახლებ და ვნახოთ რა ეშველება

Posted by: Lasha244 1 Oct 2019, 22:53
ელემენტის ამბავი თუ არ გამოასწორეს,ცუდადაა ჩვენი საქმე facepalm.gif

Posted by: ლაშა117 2 Oct 2019, 00:16
QUOTE (Lasha244 @ 1 Oct 2019, 22:53 )
ელემენტის ამბავი თუ არ გამოასწორეს,ცუდადაა ჩვენი საქმე facepalm.gif

ელემენტს არ ვუჩივი კაკრას. მგონი ინდივიდუალურია ეს პრობლემები

Posted by: Firework 2 Oct 2019, 18:03
ზოგჯერ იუთუბის აპში ვიდეოს რომ ჩართავ, ჩაკეცავ ან ჩააქრობ ტელეფონს რეფრეშდება და ახლიდან შედის, ხანდახან აღარ ინახავს იმას რასაც უყურებდი. შეგიმჩნევიათ?

Posted by: Poppysmic 3 Oct 2019, 12:46
ლაშა117
არა არაა აშკარად მასიური ეგ ამბავი, ვინც გადავიდა ჩემს გარშემო ყველამ ეგ მკითხა პირველ რიგში და მეც დავიტანჯე ელემენტით

Posted by: matemana 3 Oct 2019, 13:08
6s-ც ცუდად მუშაობს. 12.4-ს საკმაოდ დიდხანს ყოფნიდა ელემენტი ეს ახალი ძაან ბანძია. ნუ გასაგებია 2 წელზე ძველ ტელეებს ურხევ ეფლი update-ბით!

Posted by: This_Man 3 Oct 2019, 14:01
QUOTE (matemana @ 3 Oct 2019, 13:08 )
6s-ც ცუდად მუშაობს. 12.4-ს საკმაოდ დიდხანს ყოფნიდა ელემენტი ეს ახალი ძაან ბანძია. ნუ გასაგებია 2 წელზე ძველ ტელეებს ურხევ ეფლი update-ბით!

ვერ დაგეთანხმები, როგორც აქამდე ყოფნიდა ზუსტად ისეა ჩემთან

Posted by: ratianee 3 Oct 2019, 19:34
რამდენი ახალი აფდეითი დავაყენე იმდენი პროცენტით დაიკლო battery health მა
ეს რა მაიმუნობაა რა არის 97 ზე იყო და ბოლო 2 თვეში 88 ზე ჩამოვიდა sad.gif

Posted by: matemana 3 Oct 2019, 19:42
QUOTE (ratianee @ 3 Oct 2019, 19:34 )
რამდენი ახალი აფდეითი დავაყენე იმდენი პროცენტით დაიკლო battery health მა
ეს რა მაიმუნობაა რა არის 97 ზე იყო და ბოლო 2 თვეში 88 ზე ჩამოვიდა sad.gif

2 წელზე ძველ აიფონს სახეს ახევს apple განახლებებით გასაგები მიზეზების გამო. 2 თვეში 9% სერიოზული ვარდნაა. ტელეფონი ხომ არ ხურდება დატვირთვაზე ან დატენვისას ნორმალურზე მეტად?

Posted by: ratianee 3 Oct 2019, 19:45
matemana
ხანდახან ცხელდება ცოტას კი როცა იტენება,ორიგინალი სატენით ვტენი ყოველთვის და ვცდილობ ხოლმე 80 ზე როცაა გავთიშო მარა ხშირად მიჯდება ბოლომდე და მეთიშება sad.gif

Posted by: sevastopol 3 Oct 2019, 20:58
ratianee
https://www.facebook.com/isupport.com.ge/

შეცვალე აბა ბატარეა.

Posted by: Lasha244 3 Oct 2019, 21:59
ratianee

QUOTE
რამდენი ახალი აფდეითი დავაყენე იმდენი პროცენტით დაიკლო battery health მა
ეს რა მაიმუნობაა რა არის 97 ზე იყო და ბოლო 2 თვეში 88 ზე ჩამოვიდა


ჩემიც 87 ზეა weep.gif აიფონ 8 მაქვს და წელიწად ნახევარია უკვე რაც ვხმარობ. მგონი დროა შევცვალო ბატარეა...

Posted by: ჯ ა ნ ო 3 Oct 2019, 22:25
13.1.2 ის განახლება მომივიდა ახლა.


ბატარეას რაც შეეხება 4 თვეა მაქცს, 2 თვეში 99% ზე ჩამოვიდა და რაც 13 დავაყენე 100% ზე ავიდა და ასეა ახლაც biggrin.gif

Posted by: ratianee 3 Oct 2019, 22:56
ჯერ ადრეა შEცვლა,80 მდე არ შევცვლი ბატარიას და 80 ზე რო ჩამოვა ტელეფონს შEვცვლი ალბათ და X დავითრევ როგორმე smile.gif

Posted by: Kniaz_Gruzii 5 Oct 2019, 12:55
სალამი

7 Plus ზე 13 რომ დავაყენე რაღაც ამომიგდო კონტაქტებში, ჰოდა ჩართვას მივეცი.

ახლა ვინც კონტაქტებში არ მყავს რომ მირეკავს არა დაფარული ნომერი იმას ეუბნება დაკავებას მე კიდევ missed call ად შემომდის, საიდან უნდა გავთიშო? დარეკოს ნებისმიერა

Posted by: LEOwish 5 Oct 2019, 13:02
Kniaz_Gruzii
do not disturb გექნება ჩართული.
ან ეს: settings/phone/silence unknown callers.

Posted by: Kniaz_Gruzii 5 Oct 2019, 13:39
LEOwish

გაიხარე დიდი მადლობა

QUOTE
ან ეს: settings/phone/silence unknown callers.


ეს ყოფილა ჩართული smile.gif

Posted by: leica 5 Oct 2019, 18:43
QUOTE (ჯ ა ნ ო @ 3 Oct 2019, 22:25 )
13.1.2 ის განახლება მომივიდა ახლა.


ბატარეას რაც შეეხება 4 თვეა მაქცს, 2 თვეში 99% ზე ჩამოვიდა და რაც 13 დავაყენე 100% ზე ავიდა და ასეა ახლაც biggrin.gif

სოფტები არაა უვერენი სიზუსტის გარანტია, მეტნაკლებად სწორად ზომავს აპლიკაცია . ზუსტი მდგომარეობა თუ გაინტერესებს ალბათ ექსპერტიზა უნდა ჩაუტარო ბატარიას

Posted by: ratianee 6 Oct 2019, 16:11
ელვის სისწრაფით იკლებს

user posted image

cry.gif

Posted by: ჯ ა ნ ო 7 Oct 2019, 08:00
leica


რომელი აპლიკაციაა ეგ?

Posted by: Poppysmic 8 Oct 2019, 12:33
ჯ ა ნ ო
თვითონ ტელეფონის სეთინგებიდან ნახულობ მაგას.. ელემენტის მონაცემებში შედი და იქ ჩანს

Posted by: Firework 8 Oct 2019, 14:30
ratianee
აი ჩემი რა დღეშია biggrin.gif
user posted image
სად აყენებენ ორიგინალ ელემენტებს ხარისხიანად? ისე რომ არ გამინადგურონ ტელეფონი

Posted by: guccia123 8 Oct 2019, 14:43
Firework
ifixit იდან გამოწერე და შენით გამოცვალე. 30$ ად ბატარეა და ინსტრუმენტებია. ბატარეა კიდევ ხარისხიანია და არა ჩინური ნაგავი

Posted by: RedBulla 8 Oct 2019, 15:21
83% ზეა ჩემი ელემენტი
მინდა გამოცვლა უკვე თორე იმენააა

Posted by: ratianee 11 Oct 2019, 14:55
სადამდე გაგრძელდება ნეტა

user posted image

Posted by: Xuco_13 11 Oct 2019, 15:39
ratianee
ვა რატო იკლებს ესეთი სისწრაფიდ? რა ტელეფონი გაქვს ან როგორ ტენი ? ან დღეში რამდენჯერ?

Posted by: ratianee 11 Oct 2019, 20:21
Xuco_13
აიფონ 7,რავი რო ჯდება ვტენი აბა რავქნა biggrin.gif დღეში 1 ჯერ ალბათ

მანქანაში არ ვტენი,კედლის სატენით ვტენი სულ,ორიგინალი სატენი და Uსბ მაქვს

იოს 13 ის დაყენების მერე ალბათ 8 პროცენტით დაიკლო ელემენტმა ან 10 ით,96 ზე იყო ვაფშე მგონი smile.gif

Firework
ეგ ძაან გაბანძებულია უკვე,ყველა წუთში უნდა ტენო sad.gif

Posted by: Firework 12 Oct 2019, 00:00
ratianee
ხო გამოსაცვლელია მარა მეზარება რა sad.gif

Posted by: NikaJiadze 12 Oct 2019, 12:30
ეს როსი მაჩვენებელია იქნებ მითხრათ? 32 გგ მაქ და დავიტანჯე. user posted image

Posted by: LEOwish 12 Oct 2019, 16:52
კიდევ რა შეცდომა შევამჩნიე, ოღონდ ძალიან იშვიათად ხდება ასე. სურათზე მოცემულია ზარის ორნაირი შემოსვლა, პირველი სურათი არის როცა დაბლოკილია, ხოლო მეორე კი როცა ჩართულია ეკრანი. როდესაც დაბლოკილი და გამორთული მაქვს მობილური, ზარი შემოდის როგორც მეორე სურათზეა ისე, ოღონდ ასე ხანდახან ხდება.

Posted by: Firework 12 Oct 2019, 20:23
NikaJiadze
აიოს 13 ის შემდეგ ჩემთანაც დაემატა ეგ რაში მიაქ 5გბ ვერ გავიგე

LEOwish
ხო ჩამქრალზე პირველი როგორცაა მასე უნდა შემოდიოდეს ყოველთვის რომ შემთხვევით არ დაგეჭიროს. მე არ შემიმჩნევია ეგ ბაგი.

Posted by: This_Man 14 Oct 2019, 14:20
LEOwish
ჩემთანაც ქნა ეგრე ერთხელ

Posted by: Nescafe13 14 Oct 2019, 16:36
ratianee
QUOTE
აიფონ 7,რავი რო ჯდება ვტენი აბა რავქნა  დღეში 1 ჯერ ალბათ


რამდენჯერაა დატენილი ნახე აბა
8 ბევრია ძალიან უფდეითის შემდეგ


Posted by: ratianee 15 Oct 2019, 15:24
Nescafe13
ibackup ის გარდა რამე პროგრამა იცი რითიც შეიძლება ლუპ ჩარჯის ციკლის ნახვა?

Posted by: LEOwish 15 Oct 2019, 22:43
13.1.3 ვერსია გამოვიდა უკვე ცოტა ხნის წინ.

Posted by: minimal23gb 15 Oct 2019, 23:32
13 რაც მოვიდა no service მიწერს ხშირათ, ტელეფონი X. თქვენთანაც შვება იგივეს?

Posted by: Xuco_13 16 Oct 2019, 11:29
LEOwish
და რამე შეცვალეს ან არი სიაახლე ?

Posted by: sevastopol 16 Oct 2019, 12:16
Xuco_13
უბრალოდ ბაგების გამოსწორება, მეტი არაფერი ისეთი.

Posted by: leica 16 Oct 2019, 12:22
იმას ვერ ვიგებ, როგორც კი ახალი iOS-ი გამოდის, ეგრევე რომ აახლებენ და მერე წუწუნებენ - ბაგებიაო. დააცადე ერთი-ორი თვე, სანამ გააპრიალებენ კარგად და მერე აღარ მოგიწევს წუწუნი და ნერვების შლა.

Posted by: giorgipr 16 Oct 2019, 14:16
QUOTE (minimal23gb @ 15 Oct 2019, 23:32 )
13 რაც მოვიდა no service მიწერს ხშირათ, ტელეფონი X. თქვენთანაც შვება იგივეს?

კიიიიი
ჩემთან ქნა რამდენიმე დღე მასე, სიმი დაკარგა ხოდა მერე თავისით გამოსწორდა
რამის გული გამისკდა მეთქი რა დედის ***ნა ჭირსთქო lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: amg63 28 Oct 2019, 11:12
https://www.forbes.com/sites/gordonkelly/2019/10/13/apple-ios-13-1-2-phone-calls-dropping-iphone-11-pro-max-update-iphone-xs-max-xr-upgrade/#c83b50e65549

ვისაც ბოლო ვერსია გაქვთ თქვენთანაც კარგავს სიგნალს ? დამტანჯა, ზარის დაწყებიდან წუთიც არ გადის რომ არ გამეთიშოს.

Posted by: giorgipr 28 Oct 2019, 16:27
amg63
კი ჰკარგავდა... Network Settings დაარესეტე და გამოსწორდება smile.gif

Posted by: ლაშა117 28 Oct 2019, 17:08
QUOTE (giorgipr @ 28 Oct 2019, 16:27 )
amg63
კი კარგავდა
ნეთვორკის სეთინგები დაარესეტე და გამოსწორდება smile.gif

ეგ სადააა





===============================

Posted by: В.И. Ленин 28 Oct 2019, 21:47
გამოვიდა 13.2 ჩადგმით.

...................

Posted by: ჰეისან 28 Oct 2019, 22:28
ამ წუთას მოვრჩი 13.2-ის დაყენება და მართლაც შევატყვე რაღაც ცვლილებები. Assistive Touch უფრო სწრაფად რეაგირებს შეხებაზე, ვიდრე აქამდე. Messages აპლიკაციაც აღარ "უბერავს". Phone აპლიკაციაში ხანდახან ნომერი მეწერებოდა სახელის ნაცვლად... არადა, როცა ვამოწმებდი, ეგ ნომერი ჩაწერილი მქონდა კონტაქტების სიაში. მოკლედ, კარგი განახლებაა. ახლა აკუმულატორის გაქაჩვას დავაკვირდები.

Posted by: amg63 28 Oct 2019, 22:41
QUOTE (giorgipr @ 28 Oct 2019, 16:27 )
amg63
კი ჰკარგავდა... Network Settings დაარესეტე და გამოსწორდება smile.gif

არ უშველა მაგან. განახლება გამოასწორებს იმედი მაქვს.

Posted by: LEOwish 28 Oct 2019, 23:47
ეს შეცდომა ისევ ისეა. ussd ნავიგაცია, ანუ მაგალითად *111#

Posted by: ლაშა117 29 Oct 2019, 12:14
ყველაზე ცუდ განახლებად აღიარეს 13.0 ვერსია



ტვიტერზე არ ჩერდება პოსტები პრობლემებზე

Posted by: Lasha244 29 Oct 2019, 13:31
საშინელი განახლებაა ახლა რაც მოვიდა. გაანადგურა ელემენტი ისე მალე ჯდება !

Posted by: LEOwish 29 Oct 2019, 13:43
QUOTE (LEOwish @ 12 Oct 2019, 16:52 )
კიდევ რა შეცდომა შევამჩნიე, ოღონდ ძალიან იშვიათად ხდება ასე. სურათზე მოცემულია ზარის ორნაირი შემოსვლა, პირველი სურათი არის როცა დაბლოკილია, ხოლო მეორე კი როცა ჩართულია ეკრანი.  როდესაც დაბლოკილი და გამორთული მაქვს მობილური, ზარი შემოდის როგორც მეორე სურათზეა ისე, ოღონდ ასე ხანდახან ხდება.

ეს ბაგი ისევ დატოვეს. ძალიან წელავენ გამოსწორებას sad.gif

Posted by: ლაშა117 29 Oct 2019, 15:10
LEOwish
ნეტა რაც სტაბილური ჰქონდათ ისიც არ აერიათ, დედა ეტირა ტელეფონს ლაგავს, ჭედავს, იფრიზება და რესტარტდება




რესეტმაც არ უშველა

Posted by: matemana 29 Oct 2019, 15:34
მდაა აი ძალიან გაბანძდა ეფლი ბოლო დროს სოფტში. იქეთ mac os-ები ურევს აქეთ ios-ები. 6s-ზე დედა უტირა ტელეფონს, სულს ღაფავს! ამასთან შედარებით pixel-ზე, android 10-ს ბეტადან მოყოლებული დღემდე არაფერი მსგავსი პრობლემა არ მქონია.

Posted by: sevastopol 29 Oct 2019, 18:14
matemana
ბოდიში და მგონი ტელეფონის შეცვლის დრო დაგიდგა მეგობარო...

ან ბატარეა მაინც გამოცვალე ტელეფონზე, 4 წლის წინ გამოვიდა ეგ ტელეფონი.

Posted by: amg63 29 Oct 2019, 18:58
თიბისის აპლიკაციაში ფეის აიდი თქვენთანაც გაქრა? vis.gif

Posted by: ჰეისან 29 Oct 2019, 20:38
amg63
არა... ჩემთან ჩვეულებრივად შევედი TBC-ს აპლიკაციაში ამ წუთას FaceID-ის საშუალებით

Posted by: MrPhoenix 29 Oct 2019, 21:00
რავი ჩემთან მშვენიერად მუშაობს გარდა იმისა რო აპლიკაციას რო ჩაკეცავ 5 წუთში ახლიდან იტვირთვება.. საშინელებაა იმენა, იუთუბს რო უყურებ ჩაკეცავ ფეისბუქზე ან სადმე რო შეხვიდე უპასუხო, ბრუნდები და ახლიდან ირთვება აპლიკაცია - ამასობაში კარგავ ვიდეოს...

Posted by: amg63 29 Oct 2019, 21:43
აპლიკაციიდან ყოფილა გასააქტიურებელი. თავისით გაქრა რატომღაც.
MrPhoenix
ჩემთან იგივეს შვებოდა ფეისბუქზე. ყოველი ჩაკეცვის შემდეგ არეფრეშებდა.

Posted by: matemana 29 Oct 2019, 21:55
QUOTE (sevastopol @ 29 Oct 2019, 18:14 )
matemana
ბოდიში და მგონი ტელეფონის შეცვლის დრო დაგიდგა მეგობარო...

ან ბატარეა მაინც გამოცვალე ტელეფონზე, 4 წლის წინ გამოვიდა ეგ ტელეფონი.

biggrin.gif

ღმერთმა დამიფაროს აიფონი ვიყიდო, ან ვიხმარო მთავარ ტელეფონად.

ეგ ჩემი დის ნაქონია და სახლში მიგდია სატესტად უბრალოდ. Google-ს ტელეფონი ვაყიდინე ჩემ დასაც და მეც Google-ს ტელეფონი მაქვს და ძალიან კმაყოფილები ვართ განსაკუთრებით კამერით. ეგ იმიტომ დავწერე, რომ ისეთი მარტივი რაღაცაც კი როგორიცაა ზარი, ეგეც კი არ მუშაობს ios 13-ზე. დარეკავ და no service და ზარი ითიშება! ტელეფონის ბრალი არაა ios 13-ს ბრალია. ბატარეა ჯდება მალე და ბევრი ნიუანსი. 94%-ზეა ბატარეა არ უნდა ჯდებოდეს ასე მალე. მაგ ძველს კიდე არ ეტყობა ახლებზე U1-ც კი წყვეტს მუშაობას და რიგ შემთხვევებში ტელეფონის replacement ხდება საჭირო.

ჯამში ios 13 ძალიან პრობლემური განახლება იყო და ტყუილად არ აძაგებს ბევრი ჩემი ჩათვლით.

Posted by: sevastopol 29 Oct 2019, 22:33
matemana
10ს მაქსი მაქვს და ჯერ პრობლემა არ შემხვედრია. smile.gif)

Posted by: MrPhoenix 29 Oct 2019, 23:17
matemana
QUOTE
ღმერთმა დამიფაროს აიფონი ვიყიდო, ან ვიხმარო მთავარ ტელეფონად.

მეც ვიძახდი მასე როდესღაც.. მაგრამ 10 რო დავიჭირე ხელში.. სულ სხვა დონეა რა... 10ს, 10ს მაქსი მითუმეტეს... და როცა საათიც გაქვს და ყურსასმენები მაშინ ხო საერთოდ)) ერთმანეთში ძაან მაგრად მუშაობს. 10ზე დაბლა მოდელი რო მომცენ ისევ ანდროიდზე გადავიდე მირჩევნია biggrin.gif

Posted by: khkh 30 Oct 2019, 09:00
QUOTE (MrPhoenix @ 29 Oct 2019, 21:00 )
რავი ჩემთან მშვენიერად მუშაობს გარდა იმისა რო აპლიკაციას რო ჩაკეცავ 5 წუთში ახლიდან იტვირთვება.. საშინელებაა იმენა, იუთუბს რო უყურებ ჩაკეცავ ფეისბუქზე ან სადმე რო შეხვიდე უპასუხო, ბრუნდები და ახლიდან ირთვება აპლიკაცია - ამასობაში კარგავ ვიდეოს...


MrPhoenix

13.2 ზე გაასწორეს როგორც ვნახე

Posted by: Riesgraf 30 Oct 2019, 09:29
QUOTE
და როცა საათიც გაქვს და ყურსასმენები მაშინ ხო საერთოდ

განსაკუთრებით Mac თუ გაქვს. Mac-თან ერთად სულ სხვა დონეა აიფონი. ჩათვალე 22 საუკუნეში ხარ biggrin.gif

QUOTE
10ზე დაბლა მოდელი რო მომცენ ისევ ანდროიდზე გადავიდე მირჩევნია

ცოტა ხნის წინ ვეძებდი აიფონის ალტერნატივას აქაური ფასების გამო. Note 10-ს ისეთი კამერა აქვს წინა წლის აიფონი უკეთესად იღებს. ultra wide-ით 4K 60-ს ვერ იწერს. wide-ით კი იწერს მაგრამ 4K 60-ზე სტაბილიზაცია არ აქვს. სოფტით ისევ ის რაც წლების წინ იყო, არასტაბილური და ლაგებიანი.
რაც სტაბილურია (OnePlus) იმას უკაბელო დატენვა და წყალგამძლეობაც კი არ აქვს. ნუ კამერა აქაც საშინელი. სამსუნგზე საშინელიც კი

ფიქსელ 4-ს 2019 წელს ულტრა Wide არ აქვს. 4K 60-ს საერთოდ ვერ იწერს ვერც წინა და ვერც უკანა კამერით. აიფონ 11-ს წინა კამერით რეალურ დროში შეუძლია 120fps-ის დამუშავება და ფიქსელი წინა კი არა უკანა კამერით ვერ იწერს 60fps-ს, 120-ზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. აიფონ 8-ს შეუძლია 4K 60 ვიდეოს გადაღება. წარმოიდგინე რამხელა სხვაობაა. ერთი ღამით გადაღებაში ჯობდა გუგლი და იქაც აჯობა აიფონმა

ჰუავეი თავისი სამსუნგზე უარესი სოფტით. ვითომდა უფრო დიდი, 1/1.7 ზომის სენსორებით რომელსაც წესით უკეთესი შედეგი უნდა მოეცა მაგრამ 1/2.55-იანი სენსორების მქონე სმარტფონებმა მაინც გადაკუზეს ჰუავეის კამერა. სოფტზე კიდევ გავიმეორებ რომ მაგაზე უარესი არაფერი მინახავს

ასე რომ გავარტყი ყველა ანდროიდს რაც კი გამოსულა. კამერის გასატესტად თუ შევეხებოდი ხანდახან მაგაზეც კი აღარ დავხარჯავ დროს ისეთ სირობებს აკეთებენ love.gif

Posted by: MrPhoenix 30 Oct 2019, 10:06
Riesgraf
QUOTE
განსაკუთრებით Mac თუ გაქვს. Mac-თან ერთად სულ სხვა დონეა აიფონი. ჩათვალე 22 საუკუნეში ხარ

არ მქონია და მაგიტო არ მითქვამს არაფერი მაგაზე))
QUOTE
ცოტა ხნის წინ ვეძებდი აიფონის ალტერნატივას აქაური ფასების გამო. Note 10-ს ისეთი კამერა აქვს წინა წლის აიფონი უკეთესად იღებს. ultra wide-ით 4K 60-ს ვერ იწერს. wide-ით კი იწერს მაგრამ 4K 60-ზე სტაბილიზაცია არ აქვს. სოფტით ისევ ის რაც წლების წინ იყო, არასტაბილური და ლაგებიანი.
რაც სტაბილურია (OnePlus) იმას უკაბელო დატენვა და წყალგამძლეობაც კი არ აქვს. ნუ კამერა აქაც საშინელი. სამსუნგზე საშინელიც კი

ფიქსელ 4-ს 2019 წელს ულტრა Wide არ აქვს. 4K 60-ს საერთოდ ვერ იწერს ვერც წინა და ვერც უკანა კამერით. აიფონ 11-ს წინა კამერით რეალურ დროში შეუძლია 120fps-ის დამუშავება და ფიქსელი წინა კი არა უკანა კამერით ვერ იწერს 60fps-ს, 120-ზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. აიფონ 8-ს შეუძლია 4K 60 ვიდეოს გადაღება. წარმოიდგინე რამხელა სხვაობაა. ერთი ღამით გადაღებაში ჯობდა გუგლი და იქაც აჯობა აიფონმა

ჰუავეი თავისი სამსუნგზე უარესი სოფტით. ვითომდა უფრო დიდი, 1/1.7 ზომის სენსორებით რომელსაც წესით უკეთესი შედეგი უნდა მოეცა მაგრამ 1/2.55-იანი სენსორების მქონე სმარტფონებმა მაინც გადაკუზეს ჰუავეის კამერა. სოფტზე კიდევ გავიმეორებ რომ მაგაზე უარესი არაფერი მინახავს

ტელეფონში კამერა ხო არაა მთავარი არა.. ისეთი წვრილმანები აქვს apple-ს რო აღარ გინდა სხვა ტექნიკა... რაც ყველაზე მაგრამ მომწონს ამ ტელეფონებში არის ფეის აიდი და ჟესტები. ჟესტები შეიძლება რომელიღაც ანდროიდმა გაიმეორა და გააკეთა მაგრამ, ფეის აიდი ვერც ერთმა, ბოლობოლო ტელეფონებს როგორღაც სახით განბლოკავ და აპლიკაციაში თითის ანაბეჭდიო ან პინ კოდი/პაროლი... პლანშეტებებზე, საათებზე, ყურსასმენებზე და ლაპტოპებზე აღარ ვითქვი არაფერს.. უკონკურენტო თუ არა ძაან ცოტაა ვინც მივიდა apple-ს დონემდე.

Posted by: matemana 30 Oct 2019, 10:31
QUOTE (MrPhoenix @ 30 Oct 2019, 10:06 )
მაგრამ, ფეის აიდი ვერც ერთმა, ბოლობოლო ტელეფონებს როგორღაც სახით განბლოკავ და აპლიკაციაში თითის ანაბეჭდიო ან პინ კოდი/პაროლი... პლანშეტებებზე, საათებზე, ყურსასმენებზე და ლაპტოპებზე აღარ ვითქვი არაფერს.. უკონკურენტო თუ არა ძაან ცოტაა ვინც მივიდა apple-ს დონემდე.

ე მანდ გაჩერდი ახლა. მაგ საქმეში პიქსელმა ჩახია. ბევრად უფრო სწრაფად ხსნის და თან არანაერი ხელების ასმა და მსგავსი არ უნდა. სახის ანლოქია და ხელის ასმა რატომ უნდა უნდოდეს. თვალდახუჭული რომ ხსნის ეგ არ ქონდა ბეტაში. სტაბილურში ამოიღეს და ამატებენ ახლა ისევ!

რა სისულელეა თითის ასმა რო უნდა აიფონს. ბარემ ეკრანში ანაბეჭდი გაეკეთებინათ და ზუსტად იგივე ექსფერიენსი იქნებოდა. პიქსელი კი სოლის წყალობით ბევრად სწრაფი და ეფექტურია. არანაერი ხელის ასმები და მსგავსი სიაულელე. სახის ანლოკი ხელის ასმით. lol.gif

Posted by: ლაშა117 30 Oct 2019, 10:33
ისე გაგიკვირდებათ და ჩემ XR-ზე და Galaxy s10-ზე ბევრად ჩქარი და სტაბილური oneplus 7 აღმოჩნდა facepalm.gif

Posted by: MrPhoenix 30 Oct 2019, 10:50
matemana
QUOTE
რა სისულელეა თითის ასმა რო უნდა აიფონს

მაგის პლიუსსაც გეთქვი... როცა მოგდის სმსი დაბლოკილზე არ ჩანს, ნახვა გინდა მიითან სახეს ტელეფონთან გახსნის სმსს წაიკითხავ და შეეშვები, გაითიშება ისევ.. ანდროიდზე ეგრევე იხსნება მთავარი მენიუ, მერე უნდა ჩამოიტანო პანელი რო ნახო სმსი და ტელეფონი დაბლოკო ისევ....

QUOTE
მანდ გაჩერდი ახლა. მაგ საქმეში პიქსელმა ჩახია.

სანამ მხოლოდ ტელეფონის განბლოკვაში იქნება ეგ, აზრი არააქვს მაგ სწრაფ პიქსელის სკანერს.)) თან წაკითხული მაქ რო მაგასაც პრობლემები აქ რაღაც))

Posted by: Riesgraf 30 Oct 2019, 11:10
MrPhoenix
QUOTE
არ მქონია და მაგიტო არ მითქვამს არაფერი მაგაზე))

ხოდა მიამატე Mac-იც და აიფონს ვეღარაფერზე გაცვლი გარანტიას გაძლევ biggrin.gif პირდაპირ Mac-იდან ნახავ აიფონზე შემოსულ ზარებს და მესიჯებს და შეგეძლება იქიდანვე უპასუხო. ფაილების გაგზავნაც უმარტივესად ხდება ყველანაირი კაბელის გარეშე. ჩართავ AirDrop-ს და წამებში გაიგზავნება გიგაბაიტიანი ფაილები აქეთ-იქით. გადაიღებ აიფონით ფოტოს და პირდაპირ შენს კომპიუტერში გაჩნდება და ა.შ. მოკლედ დიდი კაიფია biggrin.gif

QUOTE
ტელეფონში კამერა ხო არაა მთავარი არა.

კიბატონო, კიდევ ბევრი დეტალია. აპლიკაციების ხარისხი, ყველაზე სწრაფი პროცესორები, 4-5 წლიანი განახლებები, N1 ეკოსისტემა, N1 Face ID როგორც შენ დაწერე და ა.შ.

Posted by: LEOwish 30 Oct 2019, 11:18
matemana
საჭიროა თითის ასმა. იქნებ უბრალოდ საათი ან ნოტიფიკაციები მაინტერესებს, რატომ უნდა შევარდეს ეგრევე ჰოუმ მენიუში.

Posted by: MrPhoenix 30 Oct 2019, 11:25
Riesgraf
QUOTE
ხოდა მიამატე Mac-იც და აიფონს ვეღარაფერზე გაცვლი გარანტიას გაძლევ  პირდაპირ Mac-იდან ნახავ აიფონზე შემოსულ ზარებს და მესიჯებს და შეგეძლება იქიდანვე უპასუხო. ფაილების გაგზავნაც უმარტივესად ხდება ყველანაირი კაბელის გარეშე. ჩართავ AirDrop-ს და წამებში გაიგზავნება გიგაბაიტიანი ფაილები აქეთ-იქით. გადაიღებ აიფონით ფოტოს და პირდაპირ შენს კომპიუტერში გაჩნდება და ა.შ. მოკლედ დიდი კაიფია

აიპედი მაქვს და ჩემთვის საკმარისია ეგ)) სანამ საქმისთვის/სამსახურისთვის არ დამჭირდება ლაპტოპი მანამდე ტყუილი ხარჯი გამომივა და რად მინდა)

Posted by: Riesgraf 30 Oct 2019, 11:40
MrPhoenix
QUOTE
აიპედი მაქვს და ჩემთვის საკმარისია ეგ

მაგ შემთხვევაში არც მე ვიყიდდი Mac-ს. ბოლო განახლებაში ისეთი მაგარი რამეები დაემატა აიპედს რომ ყოველდღიურ ხმარებაში დიდი განსხვავება აღარ არის Mac-სა და აიპედს შორის

LEOwish
QUOTE
რატომ უნდა შევარდეს ეგრევე ჰოუმ მენიუში

იმიტომ რომ სისწრაფის ილუზია შექმნას. აიღე ფიქსელ 4, ორი ინფრაწითელი კამერა აქვს, აიფონს ერთი მაგრამ განბლოკვის პროცესი ზუსტად ერთი სისწრაფით ხდება. მაგრამ რადგან ფიქსელი პირდაპირ Home გვერდს ხსნის ბევრს ჰგონია რომ ფიქსელის Face ID უფრო სწრაფია

შეტყობინებების ნახვაზე გეთანხმები. ჩემთვისაც უკეთესია რომ ჯერ lock screen-ზე მესიჯები მიჩვენოს და მერე თავად გადავწყვიტო მინდა თუ არა home გვერდზე შესვლა

Posted by: matemana 30 Oct 2019, 12:54
QUOTE (LEOwish @ 30 Oct 2019, 11:18 )
matemana
საჭიროა თითის ასმა. იქნებ უბრალოდ საათი ან ნოტიფიკაციები მაინტერესებს, რატომ უნდა შევარდეს ეგრევე ჰოუმ მენიუში.

საათი თუ გაინტერესებს შეხებაც არ უნდა პიქსელს შენ მიახლოებას აფიქსირებს და ისედაც განახებს.

ჯერ ერთი მიხვედი აიფონთან მიიტანე სახე ხო უნდა აუსვა ხელი? მიხვედი პიქსელთან მიიტანე სახე ჩამოუსვი ხელი. აი რა განსხვავებაა მესიჯის ნახვაში? ერთგანაც უნდა ხელის ასმა და მეორეგანაც ჩამოსმა. სამაგიეროდ სახის ანლოკი არის სახის ანლოკი და არა სახის და ხელის.

მერე მეორე pixel-ს აქვს ფუნქცია ბოლო აპლიკაციას დაუბრუნდეს unlock-ს მერე და პირდაპირ home-ზე არ შევარდეს. lock screen-ს ნახვა თუ გინდა აქვს მაგის ფუნქციაც და თუ ჩაურთავ განახებს!

ჩემ ბიძაშვილს რომ xiaomi ვაყიდინე ეკრანში ანაბეჭდი რომ აქვს ზუსტად მაგის მსგავსი experience გაქვთ თქვენ. მაინც თითს უსვამთ ეკრანებს. ახლა იასნია აქ ეფლისტები გაამართლებენ, მაგრამ ნამდვილი სახის ანლოკი აქვს pixel-ს.

QUOTE (Riesgraf @ 30 Oct 2019, 11:40 )
იმიტომ რომ სისწრაფის ილუზია შექმნას. აიღე ფიქსელ 4, ორი ინფრაწითელი კამერა აქვს, აიფონს ერთი მაგრამ განბლოკვის პროცესი ზუსტად ერთი სისწრაფით ხდება. მაგრამ რადგან ფიქსელი პირდაპირ Home გვერდს ხსნის ბევრს ჰგონია რომ ფიქსელის Face ID უფრო სწრაფია

რა სისწრაფის ილუზია ისედაც ბევრად სწრაფია სოლის ჩიპის წყალობით აიფონზე. თითის ასმაც არ უნდა ეგრევე ხსნის. ეს ყველამ აღნიშნა გაქანებულმა ეფლისტებმაც კი youtube-ზე და აქ ისეთი სასტავი ყავს ეფლს ჯიუტად ამტკიცებენ ტყუილს lol.gif

მესიჯებზე დავწერე უკვე ზემოთ. ყოველთვის ჰოუმზე არ შედის. ისე ეფლს ჰოუმიც არ აქვს და მიყრილია ყველაფერი დესკტოპზე, კაი დანაგვიანებული windows-ს დესკტოპი როა ისე გამოიყურება ზუსტად. biggrin.gif

Posted by: MrPhoenix 30 Oct 2019, 13:13
matemana
QUOTE
ჯერ ერთი მიხვედი აიფონთან მიიტანე სახე ხო უნდა აუსვა ხელი?

არ სჭირდება ასმა შეტყობინება რო წაიკითხო. ერთი ტაპით ირთვება ეკრანი და სახეს ნახავს თუ არა ეგრევე ხსნის ტექსტს... თუ დაგჭირდა პასუხის გაცემა მაგშემთხევაში არის 3დ ტაჩის ფუნქიცია რომელიც ასევე მანდვე აკეთებეს ან დააჭერ და გადავა აპლიკაციაში.

QUOTE
ახლა იასნია აქ ეფლისტები გაამართლებენ

წლებია ანდროიდზე ვიყავი))

QUOTE
ისე ეფლს ჰოუმიც არ აქვს და მიყრილია ყველაფერი დესკტოპზე, კაი დანაგვიანებული windows-ს დესკტოპი როა ისე გამოიყურება ზუსტად. 

არ სჭირდება.. იმიტო რო ძაან მაგარი ძიების სისტემა აქვს ეფლს))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Riesgraf 30 Oct 2019, 13:31
QUOTE
აი რა განსხვავებაა მესიჯის ნახვაში?

ის განსხვავებაა რომ აიფონზე ხელის ასმა-ჩამოსმა არ გჭირდება. ან ეკრანზე დაწკაპავ ან ჩართვის ღილაკს დააჭერ და ავტომატურად განიბლოკება და შეტყობინებებიც გამოჩნდება. და მერე თუ Home გვერდზე შესვლა მოგინდება აუსვამ ხელს და მორჩა

ფიქსელმა ჯერ ის პრობლემა მოაგვაროს თვალებდახუჭულზე რომ ეხსნება ბლოკი და ნამდვილობაზე მერე ვილაპარაკოთ. მაგის გარდა რამდენიმესგან მოვისმინე რომ სტაბილურად ვერ მუშაობს და ზოგჯერ სახეს არ აღიქვამს ფიქსელებზე. ორი ინფრაწითელი კამერა ჩადეს რადართან ერთად, მთელი ზოოპარკი მოაშენეს ზედა ჩარჩოში და მაინც ვერ გაქაჩეს ეფლის დონემდე. რა აზრი ჰქონდა მაგდენი სენსორის ჩადებას თუ გამართულად მაინც ვერ იმუშავებდა წარმოდგენა არ მაქვს
* * *
MrPhoenix
საერთოდ თუ დააკვირდი ანდროიდებზე ერთი გამართულად მომუშავე განბლოკვის სისტემა არ არსებობს. ფიქსელებზე პრობლემა აქვს, სამსუნგმა თითის ანაბეჭდი ჩადო ეკრანში და მაგასაც პრობლემა აქვს, სახით განბლოკვისთვის კიდევ RGB კამერას იყენებს სამსუნგი და სანამ დააყენებ თვითონვე გაფრთხილებს უსაფრთხო არ არისო. ჰუავეისაც პრობლემები ჰქონდა სახით განბლოკვაზე. უკან დამაგრებული თითის ანაბეჭდიღა დარჩა რა ანდროიდებს, დანარჩენი რაც სცადეს ყველაფერში ჩაისვარეს

Posted by: ლაშა117 30 Oct 2019, 14:09
QUOTE (Riesgraf @ 30 Oct 2019, 11:40 )
MrPhoenix
QUOTE
აიპედი მაქვს და ჩემთვის საკმარისია ეგ

მაგ შემთხვევაში არც მე ვიყიდდი Mac-ს. ბოლო განახლებაში ისეთი მაგარი რამეები დაემატა აიპედს რომ ყოველდღიურ ხმარებაში დიდი განსხვავება აღარ არის Mac-სა და აიპედს შორის

LEOwish
QUOTE
რატომ უნდა შევარდეს ეგრევე ჰოუმ მენიუში

იმიტომ რომ სისწრაფის ილუზია შექმნას. აიღე ფიქსელ 4, ორი ინფრაწითელი კამერა აქვს, აიფონს ერთი მაგრამ განბლოკვის პროცესი ზუსტად ერთი სისწრაფით ხდება. მაგრამ რადგან ფიქსელი პირდაპირ Home გვერდს ხსნის ბევრს ჰგონია რომ ფიქსელის Face ID უფრო სწრაფია

შეტყობინებების ნახვაზე გეთანხმები. ჩემთვისაც უკეთესია რომ ჯერ lock screen-ზე მესიჯები მიჩვენოს და მერე თავად გადავწყვიტო მინდა თუ არა home გვერდზე შესვლა

არაა მასე, პიქსელის განბლოკვა ბევრად სწრაფია smile.gif ყველაზე სწრაფია ამ ეტაპზე

Posted by: Riesgraf 30 Oct 2019, 14:31
QUOTE
არაა მასე

ზუსტად მასეა როგორც დავწერე. ინფრაწითელი კამერით ინფორმაციის მიღება/დამუშავება ზუსტად ისეთივე სისწრაფით ხდება როგორითაც აიფონზე. შენ სისწრაფეს თუ იმას ეძახი რომ ფიქსელი რადარის მეშვეობით ხვდება როდის აიღე ხელში და ავტომატურად განიბლოკება მაშინ კი, ფიქსელი უფრო სწრაფია მაგრამ ინფრაწითელი კამერა და დანარჩენი სენსორები იგივე სისწრაფით მუშაობს. ნუ მე საერთოდ არ მომწონს რომ მოძრაობის დაფიქსირების დროს დაუკითხავად ახდენს განბლოკვას, ასე რომ მაგ ფუნქციას მაინც გამოვურთავდი. თან მარტო სისწრაფე არ არის, მთავარია რამდენად სტაბილური და უსაფრთხო იქნება. მაგ მხრივ კიდევ მაგრად რომ ჩაისვარა გუგლმა ყველამ ვნახეთ

Posted by: matemana 30 Oct 2019, 14:40
QUOTE (MrPhoenix @ 30 Oct 2019, 13:13 )
matemana
QUOTE
ჯერ ერთი მიხვედი აიფონთან მიიტანე სახე ხო უნდა აუსვა ხელი?

არ სჭირდება ასმა შეტყობინება რო წაიკითხო. ერთი ტაპით ირთვება ეკრანი და სახეს ნახავს თუ არა ეგრევე ხსნის ტექსტს... თუ დაგჭირდა პასუხის გაცემა მაგშემთხევაში არის 3დ ტაჩის ფუნქიცია რომელიც ასევე მანდვე აკეთებეს ან დააჭერ და გადავა აპლიკაციაში.

QUOTE
ახლა იასნია აქ ეფლისტები გაამართლებენ

წლებია ანდროიდზე ვიყავი))

QUOTE
ისე ეფლს ჰოუმიც არ აქვს და მიყრილია ყველაფერი დესკტოპზე, კაი დანაგვიანებული windows-ს დესკტოპი როა ისე გამოიყურება ზუსტად. 

არ სჭირდება.. იმიტო რო ძაან მაგარი ძიების სისტემა აქვს ეფლს))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ვაიმე შეტყობინებაზე რომ ტაპ გააკეთო აქაც გახსნის შეტყობინებას სახის ანლოქის მერე. რა არი გაუგებარი. ახლა ანდროიდს ადრით ios-ს? იმდენი ეგეთი წვრილ წვრილი feature აქვს, რომ დათვლაც გაგიჭირდება მაქამდე wink.gif sms-ს რემაინდერიც აქვს უცებ თუ არ გინდა ნახვა და ცოტა ხანში ხელახლა რომ შეგახსენოს ეგეც აქვს.

ძიების სისტემა ანდროიდს არ აქვს ხომ? აპლიკაციებსაც ეძებს და სეთინგებსაც. პლიუს ამას შეგიძლია ყველაზე ხშირად გამოყენებადი აპები ჩაურთო და მისით განახებს მენიუში ზედა მხარეზე ყველაზე ხშირად გამოყენებადებს. მასე დალაგებული როგორიც ანდროიდს აქვს ფიზიკურად ვერ ექნება ios-ს მაგის ფუფუნება არ აქვს მაგ სისტემას.

მაგ feature-ბზე გამოკიდებას ჯობია ზარის აღების ბაგი მოაგვარონ. ეგერ iOS 13-ს თემაში წერენ უკვე მერამდენე გვერდია. მაგას თავი დაანებე შუა ზარის დროს გითიშავს no service. ტელეფონის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დარეკვაა და .3 update-ს ჩათვლით პრობლემა აქ. ვნახავ iOS 13.2-ში იმედია გამოასწორეს. feature-ებში android-ს ვერასოდეს დაეწევა. ზედა მენიუს გახსნაც home screen-ზე ჩამოსმით შეიძლება არ ჭირდება ეკრანის კიდედან ჩამოსმა, მაგეებს რადგან წერთ ე.ი. არც იცით ამ ფუნქციის შესახებ. ძველ პიქსელებს თითის ანაბეჭდზეც აქვთ swipe მაგ მენიუს გამოსაჩენად. მოკლედ მორგებით იდეალურადაა მორგებული ანდრო და თუ რამე სხვანაერად გინდა გააკეთებ სხვანაერად. არც ამის ფუფუნება აქ iOS-ს.

ტყუილად მედავებით ახლა. საკუთარი თავისთვის მორგებული სისტემა ყოველთვის აჯობებს ქარხნულად ერთიდაიმავეს. თქვენ ახლა რობოტებივით თუ ხართ ეფლისტები და ყველას აბსოლუტურად ერთნაერი სისტემა მოგწონთ, ეგ არის ტყუილი! გამოდის იმიტომ მოგწონთ, რომ სხვა გზა არ გაქვთ.

Posted by: ლაშა117 30 Oct 2019, 14:40
QUOTE (Riesgraf @ 30 Oct 2019, 14:31 )
QUOTE
არაა მასე

ზუსტად მასეა როგორც დავწერე. ინფრაწითელი კამერით ინფორმაციის მიღება/დამუშავება ზუსტად ისეთივე სისწრაფით ხდება როგორითაც აიფონზე. შენ სისწრაფეს თუ იმას ეძახი რომ ფიქსელი რადარის მეშვეობით ხვდება როდის აიღე ხელში და ავტომატურად განიბლოკება მაშინ კი, ფიქსელი უფრო სწრაფია მაგრამ ინფრაწითელი კამერა და დანარჩენი სენსორები იგივე სისწრაფით მუშაობს. ნუ მე საერთოდ არ მომწონს რომ მოძრაობის დაფიქსირების დროს დაუკითხავად ახდენს განბლოკვას, ასე რომ მაგ ფუნქციას მაინც გამოვურთავდი. თან მარტო სისწრაფე არ არის, მთავარია რამდენად სტაბილური და უსაფრთხო იქნება. მაგ მხრივ კიდევ მაგრად რომ ჩაისვარა გუგლმა ყველამ ვნახეთ

რა მნიშვნელობა აქვს ინფრაწითელი სენსორი სწრაფად მუშაობს თუ ნელა, რიგითი მომხმარებლის დონეზე ვინ უყურებს სენსორის სისწრაფეს კაი რა smile.gif


ფაქტი ფაქტია კომფორტის დონეზე ის ჯობია და უფრო სწრაფია

Posted by: matemana 30 Oct 2019, 14:46
QUOTE (Riesgraf @ 30 Oct 2019, 14:31 )
QUOTE
არაა მასე

შენ სისწრაფეს თუ იმას ეძახი რომ ფიქსელი რადარის მეშვეობით ხვდება როდის აიღე ხელში და ავტომატურად განიბლოკება მაშინ კი, ფიქსელი უფრო სწრაფია მაგრამ ინფრაწითელი კამერა და დანარჩენი სენსორები იგივე სისწრაფით მუშაობს. ნუ მე საერთოდ არ მომწონს რომ მოძრაობის დაფიქსირების დროს დაუკითხავად ახდენს განბლოკვას, ასე რომ მაგ ფუნქციას მაინც გამოვურთავდი. თან მარტო სისწრაფე არ არის, მთავარია რამდენად სტაბილური და უსაფრთხო იქნება. მაგ მხრივ კიდევ მაგრად რომ ჩაისვარა გუგლმა ყველამ ვნახეთ

შენ თვითონ წაიკითხე ახლა რა დაწერე lol.gif

ანუ რადარი აღიქვამს ხელის მიტანას და ტელეფონი ემზადება გახსნისთვის. სახის აღქმის მერე უმალვე იხსენება. ბევრად სწრაფად ვიდრე აიფონი. იმდენად სწრაფად, რომ lock screen-ს გამოჩენის ფუნქციის ჩამატება მოუწიათ. თითქოს ღილაკს დააჭირე და ეგრევე ანითოო და მაინც წერ აიფონი უფრო სწრაფიაო.

მარტო მოძრაობა არ ყოფნის სახე უნდა დაანახო, რომ გაიხსნას. თორემ ჯიბეში მოძრაობაზე და გვერდზე მაგიდაზე, რომ გიდევს იმ მოძრაობაზე არ იხსნება. ხელს რომ მიიტან ტელესთან ეკრანიც გაანათებს და დროსაც ნახავ თუ დაგაინტერესა ხელშეუხებლად, სულ განათებული AOD-ს გარეშეც wink.gif

მაგ სენსორის დამატება, მარტო ამ ფუნქციონალისთვის ღირდა. იყავით ახლა ატყუეთ ერთმანეთი აიფონი უფრო სწრაფიაო სახის unlock-შიო, თავის ხელის შეხების საჭიროებიანად lol.gif

ლაშა117
10000000000000% ++++

Posted by: Riesgraf 30 Oct 2019, 14:55
QUOTE
რიგითი მომხმარებლის დონეზე ვინ უყურებს სენსორის სისწრაფეს კაი რა

ხოდა მე ვარ რიგითი მომხმარებელი და გეუბნები რომ საერთოდ არ მომეწონებოდა ეკრანზე უბრალოდ დახედვის დროს დაუკითხავად რომ განიბლოკოს სმარტფონი. შეიძლება სულ სხვა მიზეზით მომინდეს დახედვა. ელემენტარული, შეიძლება ეკრანის გაწმენდა მომინდეს და ამ დროს სმარტფონი თავისით განიბლოკება. ასე რომ ეგ ჩემთვის კომფორტი კი არა დისკომფორტია. შენ თუ მოგწონს კი ბატონო


matemana
QUOTE
მაინც წერ აიფონი უფრო სწრაფიაო

აიფონი უფრო სწრაფიაო აქ არავის დაუწერია, არც მე და არც სხვას. კარგად გაიაზრე წაკითხული

Posted by: MrPhoenix 30 Oct 2019, 15:02
matemana
QUOTE
ვაიმე შეტყობინებაზე რომ ტაპ გააკეთო აქაც გახსნის შეტყობინებას სახის ანლოქის მერე. რა არი გაუგებარი.

კითხულობ საერთოდ რას ვწერ? ტაპი ეკრანს უნდა რო აინტოს (ანდროიდზეც კი უნდა) ან ტაპი ან პავერის ღილაქი.

QUOTE
ძიების სისტემა ანდროიდს არ აქვს ხომ?

აქვს მაგრამ როგორიც აიოსს აქვს ისეთი არა. ყველაფერს ეძებს.. ნომრებს, სმსებს, აპლიკაციებს, ინტერნეტის გვერდებსაც.. თუ აპლიკაცია არ გაქ დააჭერ ძიება აპპსთორში ეგრევე გადავა და მოგიძებნის.

QUOTE
მოკლედ მორგებით იდეალურადაა მორგებული ანდრო და თუ რამე სხვანაერად გინდა გააკეთებ სხვანაერად. არც ამის ფუფუნება აქ ios-ს.
რატო უნდა ვიწვალო მორგებაზე? ამხელა თანხა ვიხადო და კიდე ვიწვალო რო მოვირგო სისტემა facepalm.gif

QUOTE
თქვენ ახლა რობოტებივით თუ ხართ ეფლისტები და ყველას აბსოლუტურად ერთნაერი სისტემა მოგწონთ, ეგ არის ტყუილი! გამოდის იმიტომ მოგწონთ, რომ სხვა გზა არ გაქვთ.

სამჯერ დავწერე წლებია ანდროიდზე ვიყავითქო და ისევ ეფლისტი ხარო drug.gif facepalm.gif რობოტივით ვინცაა ყველამ კარგად ვხედავთ.

Posted by: matemana 30 Oct 2019, 15:02
Riesgraf

ხოდა მე ვწერ პიქსელი უფრო სწრაფია მეთქი და შენ მედავები. რა გინდა აბა თუ მეთანხმები, რომ პიქსელი უფრო სწრაფია, ე.ი. იმაშიც მეთანხმები, რომ აიფონი უფრო ნელია!

მარტივია.

მაგას კი რაც შენ არ მოგწონს გამორთავ იოლად. დაგავიწყდა android ყოველთვის გაძლევს option-ებს. გამორთავ motion detection-ს და გახდება აიფონი. დაჭირდება tap ან power button-ზე დაჭერა. მესიჯზეც შეგიძლია გახსნის მერე განახოს მარტივად tap-თ. მოკლედ რა.

სოლი მართლაც კარგი რაღაცაა და უკვე უზერები წერენ კიდეც, რომ ბევრად გაუმჯობესდაო. ნუ Google-ს ტონა Ai აქვს უკვე ჩატენილი ტელეფონში და რათქმაუნდა სწავლობს მომხმარებელს.

adaptive battery როგორცაა. განახლების, ან დარესეტების მერე 2-3 დღეში დებს იდეალურ შედეგს, მოხმარების რეჟიმებს სწავლობს. AI-თ ძალიან ბევრ რამეს აკეთებს უკვე Google. ეგ არის პირველ რიგში ის რაც smartphone-ს smartphone-დ აქცევს wink.gif სხვა კომპანიები წლებით ჩამორჩებიან Google-ს შესაძლებლობებს ამაში wink.gif

Posted by: Riesgraf 30 Oct 2019, 15:29
matemana

QUOTE
ხოდა მე ვწერ პიქსელი უფრო სწრაფია მეთქი და შენ მედავები. რა გინდა აბა თუ მეთანხმები, რომ პიქსელი უფრო სწრაფია, ე.ი. იმაშიც მეთანხმები, რომ აიფონი უფრო ნელია! მარტივია.

ძალიან გინდა ახლა უნარებში რომ გადავიდეთ? არც აიფონზე დამიწერია უფრო სწრაფია მეთქი და არც ფიქსელზე. ცხრაჯერ გავიმეორე რომ განბლოკვას ორივე სმარტფონზე თანაბარი დრო სჭირდება. ფიქსელის "უპირატესობა" არის რადარში და მაგაზეც დავწერე რომ არ მომწონს (ავხსენი რატოც) და მაინც გამოვურთავდი მეთქი. ვისაც მოგწონთ კიდევ იხმარეთ

Posted by: matemana 30 Oct 2019, 16:27
Riesgraf

ხოდა მე ვამბობ რომ მაგ რადარით პიქსელი ბევრად სწრაფად ხსნის ვიდრე აიფონი, იმიტომ რომ წინასწარ ემზადება გასახსნელად!

Posted by: MrPhoenix 30 Oct 2019, 17:06
matemana
ვერ ვხდები რა მუღამს იჭერ ამ კამათით. მოგწონს ანდროიდი კი ბატონო, არავინ გეუბნება ნუ მოგწონსო.. მაგრამ არ მოგწონს აიოსი აიფონი და ამასობაში აქ ხარ და რაღაც გვიმტკიცებ. თუ არ მოგწონს ნუ შემოდიხარ შე კაი ადამიანო. ანდროიდი მქონდა და მანდ ვაქტიურებდი ისე რო აქ არც შემოვსულვარ, თუ შემოვიდოდი ისიც საქმეზე(იმიტომ რო მაგ დროსაც აიპედი მქონდა) და არა ჩვენთან ეს უკეთესია და ა.შ. აიოსზე ვარ ახლა და ანდროიდის განყოფილებაში საერთოდ აღარ შევდივარ. აზრს ვერ ვხედავ. მაინც მე ჩემ აზრზე ვიქნები შენ შენსაზე და ასევე ყველა smile.gif

Posted by: LEOwish 30 Oct 2019, 19:04
დრო და საათი გაქრა ზემოთ. რატომ აზრზე არ ვარ ახლა უნდა გადავტვირთო biggrin.gif
* * *
QUOTE (LEOwish @ 30 Oct 2019, 19:04 )
დრო და საათი გაქრა ზემოთ. რატომ აზრზე არ ვარ ახლა უნდა გადავტვირთო biggrin.gif

არ დასჭირდა გადატვირთვა, თავისით დააბრუნა.

Posted by: matemana 30 Oct 2019, 20:27
MrPhoenix

როგორაა იცი აქ ცალკე სამყაროა, სადაც ყველაფერში საუკეთესო ეფლია. ისეთები იწერება. ანდროიდზეო კამერებიო ჭედავსო ლაგავსო, პირველი ეფლს ქონდაო ვიდრე გუგლოს უკაბელო დატენვებიო, სტერეო სპიკერებიო, OIS-ო. ანდროიდი ვირუსდებაო ეფლი არაო, ეფ სთორიდან შეუძლებელიაო (ახლახანს წაშალეს კიდევ 17 მალვეარ აპლიკაცია აფ სთორიდან) და მოკლედ ასეთები რა. ხოდა შემოვდივარ ხოლმე გადავავლებ თვალს და მწარე სიმართლეს ვწერ. ეს ეფლისტებს არ მოწონთ და ბრაზდებიან. აგერ 13 ვერსიებში ბაგები რო იყო მაგაზე იცინოდნენ, ხოდა ამ კონკრეტულ თემაშიც კი დაიწერა ის რაც მე დავწერე, რომ ეს პრობლემები აქვს მეთქი 13 ვერსიას.

მოკლედ, რეალობის ცივ წყალს ვასხამ აქაურობას wink.gif

Posted by: MrPhoenix 30 Oct 2019, 21:25
matemana
და აზრი? აზრს შეუცვლი გგონია? მაინც თავისაზე იქნებიან...

Posted by: Firework 30 Oct 2019, 21:37
matemana

QUOTE
ანდროიდზეო კამერებიო ჭედავსო ლაგავსო

შენ რომ ვერ ამჩნევ იმას კი არ ნიშნავს რომ არ ჭედავს, აბა რო ამჩნევდე ხო მოისვრიდი biggrin.gif

QUOTE
მოკლედ, რეალობის ცივ წყალს ვასხამ აქაურობას wink.gif

აზრი არა აქვს. რაღაც უმნიშვნელო ბაგი შეიძლება ქონდეს მაგრამ ეგ არ ცვლის იმ ფაქტს რომ აიოსი ამ ეტაპზე საუკეთესოა.

Posted by: ლაშა117 31 Oct 2019, 11:03
დღეს დილით მიღება დაკარგა გადავტვირთე და დაუბრუნდა მაგრამ ნეტა არ მექნა facepalm.gif


სადღაც 20 წუთი ნებისმიერი აპლიკაციის, მესიჯების, დასარეკში შესვლის დროს იფრიზებოდა და ორი წუთის მერე სენსორს გრძნობა უბრუნდებოდა...

Posted by: matemana 31 Oct 2019, 11:59
QUOTE (Firework @ 30 Oct 2019, 21:37 )
matemana

QUOTE
ანდროიდზეო კამერებიო ჭედავსო ლაგავსო

შენ რომ ვერ ამჩნევ იმას კი არ ნიშნავს რომ არ ჭედავს, აბა რო ამჩნევდე ხო მოისვრიდი biggrin.gif

QUOTE
მოკლედ, რეალობის ცივ წყალს ვასხამ აქაურობას wink.gif

აზრი არა აქვს. რაღაც უმნიშვნელო ბაგი შეიძლება ქონდეს მაგრამ ეგ არ ცვლის იმ ფაქტს რომ აიოსი ამ ეტაპზე საუკეთესოა.

რაო რას ამბობდი? -> https://forum.ge/?showtopic=35115417&view=findpost&p=55427028

QUOTE
გამარჯობა, აიფონ 11 ვიყიდე 2 კვირაა და ღამით კამერა ლაგავს ძალიან ისე რომ აიფონ 8 არ შვება ეგრე და გადაღებისასაც მცირე მოძრაობაზეც ფოტოა აფუჭებს ძალიან (ეს უფრო ნაკლები სიხშირით ემართება) თვითონ ტელეფონმაც გაჭედა რამდენჯერმე. ეიფლ სითიშია ნაყიდი და რომ მივედი მითხრეს განახლებას დაელოდეო თუ არადა მერე მოდი შევამოწმებთო. პ.ს შემოწმება რა სახით ხდება ხომ ვერ მეტყვით? ან სოფტის ბრალი შეიძლება იყოს?


lol.gif lol.gif

Posted by: Riesgraf 31 Oct 2019, 12:10
ჰა რა ხდება, iOS 11 მეორდება? ორი აიფონი გვაქვს, ორივე გამართულად მუშაობს ჯერ-ჯერობით

Posted by: LEOwish 31 Oct 2019, 12:46
ჰოთ სპოტი არ მუშაობს ვერ ვაზიარებ ინტერნეტს sad.gif

Posted by: Firework 31 Oct 2019, 12:52
matemana
მასე რომ უყურო ვინც ყიდვას აპირებს ან ვისაც პრობლემა აქვს ძირითადად ის ხალხი პოსტავს და ყველა პრობლემაზე ნიშნის მოგებით მე ნუ დამთაგავ ახლა smile.gif

Posted by: sevastopol 31 Oct 2019, 13:03
LEOwish
აპნ-ში ჰოტსპოტში უნდა გაწერო 3g.ge თუ მაგთი ხარ უზერნეიმში და მაგის მაღლა რაც ველია მაგაშიც.

Posted by: LEOwish 31 Oct 2019, 13:09
sevastopol
მიწერია ეგენი
* * *
QUOTE (LEOwish @ 31 Oct 2019, 12:46 )
ჰოთ სპოტი არ მუშაობს ვერ ვაზიარებ ინტერნეტს sad.gif

მუშაობს. ვისაც ვუზიარებდი ინტერნეტს იმის ვაიფაი არ მუშაობდა

Posted by: deep purple_in rock 1 Nov 2019, 02:43
user posted image

სალამი ხალხს. ასე მიჩვენებს ვიდეოზე და რისი ბრალია? მხოლოდ ახლა დაეწყო, რაც 13 დავაყენე

Posted by: LEOwish 1 Nov 2019, 09:37
deep purple_in rock
მეხსიერება აღარ გექნება მობილურში და ეგ ვიდეო ატვირთული იქნება აიქლაუდზე. ჩართე ვაიფაი და გაუშვებს ვიდეოს.

Posted by: minimal23gb 1 Nov 2019, 15:34
რამდენი ზარი შემოვა, ან დავრეკავ, საუბრის მერე No Service-ს მიწერს. iPhone X, iOS 13.2 მოვდღან ესეთი აფდეითი, ბევრს აქვს იგივე პრობლემა.

Posted by: Lasha244 1 Nov 2019, 17:50
მგონი, ყველაზე ცუდი განახლებაა iOS 13. facepalm.gif

Posted by: deep purple_in rock 2 Nov 2019, 00:04
LEOwish
ანუ ვაიფაის გარეშE ვერ გავხსნი ? სურატებზეც ეგრე არ მიხსნის

Posted by: scarf 5 Nov 2019, 15:46
minimal23gb

QUOTE
რამდენი ზარი შემოვა, ან დავრეკავ, საუბრის მერე No Service-ს მიწერს. iPhone X, iOS 13.2 მოვდღან ესეთი აფდეითი, ბევრს აქვს იგივე პრობლემა.


LTE გაქვს ალბათ ჩართული ხომ? გადაიყვანე 3G-ზე სანამ აფდეითი გამოვა და მოგვარდება

Posted by: minimal23gb 6 Nov 2019, 09:37
QUOTE (scarf @ 5 Nov 2019, 15:46 )
minimal23gb

QUOTE
რამდენი ზარი შემოვა, ან დავრეკავ, საუბრის მერე No Service-ს მიწერს. iPhone X, iOS 13.2 მოვდღან ესეთი აფდეითი, ბევრს აქვს იგივე პრობლემა.


LTE გაქვს ალბათ ჩართული ხომ? გადაიყვანე 3G-ზე სანამ აფდეითი გამოვა და მოგვარდება

კი LTE მაქვს. ეს პრობლემა დაეწყო 13.0 დან, მის მერე რამდენიმე აფდეითი მოვიდა.

Posted by: Fallen Angie 6 Nov 2019, 10:55
minimal23gb
ჩემიც ეგრეა და არ უშველა აფდეითმა sad.gif
ეარფლეინ მოუდს ჩავრთავ-გამოვრთავ ხოლმე და შველის იმ წუთას, მარა დავიტანჯე. მავიწყდება ზოგჯერ, დავდებ ტელეფონს და მერე აღმოვაჩენ რო არ იჭერდა.
ოღონდ სულ არ შვება, დღის რაღაც მონაკვეთში აცუნდრუკდება ხოლმე და მერე აღარ შვება.

Posted by: LEOwish 6 Nov 2019, 11:53
აფგრეიდს ვერ ვუკეთებ აიქლაუდს. უფასო მაქვს და მინდა 1 დოლარიანი. ამას მიწერს.

Posted by: minimal23gb 6 Nov 2019, 19:38
QUOTE (Fallen Angie @ 6 Nov 2019, 10:55 )
minimal23gb
ჩემიც ეგრეა და არ უშველა აფდეითმა sad.gif
ეარფლეინ მოუდს ჩავრთავ-გამოვრთავ ხოლმე და შველის იმ წუთას, მარა დავიტანჯე. მავიწყდება ზოგჯერ, დავდებ ტელეფონს და მერე აღმოვაჩენ რო არ იჭერდა.
ოღონდ სულ არ შვება, დღის რაღაც მონაკვეთში აცუნდრუკდება ხოლმე და მერე აღარ შვება.

მეც ეგრე ვასწორებ. რაც დავაკვირდი შემოსული ან გასული ზარების მერე შვება.

Posted by: Fallen Angie 6 Nov 2019, 20:57
minimal23gb
კი, ჩემთანაც ზუსტად მაგ დროს შვება, ოღონდ ყოველთვის არა.
მთელი დღე შეიძლება ჩვეულებრივად ვრეკო, მირეკონ, არ დაკარგოს მიღება და მერე საღამოს დაიწყოს, ვინმე რო დამირეკავს ან მე დავრეკავ.
რა ქსელი გაქვს? მე რაც ვნახე ყველა მაგთია, ვისაც ეს პრობლემა აქვს

Posted by: Alameda 6 Nov 2019, 21:35
Fallen Angie
მეც მაგთი მაქვს და მასე აკეთებს. გაიგე ახლა, ამათი ბრალია თუ iOS-ის

Posted by: Fallen Angie 6 Nov 2019, 22:24
Alameda
აი, ვინც კი წერს ყველას ახალი მე-13 ვერსიაზე დაეწყო და ყველას მაგთი აქვს. ესეიგი რაღაც ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და მაგთი ცოცხალი თავით არ აღიარებს :| ჩვენი ბრალი არააო, 2-ჯერ დავრეკე უკვე.
ერთხელ უკან გადმომირეკეს, Voice Over LTE თუ გაქვს ჩართული გამორთეო და არ მაქვს ჩართული ისედაც. ფაქტია, რომ აფდეითებმა არ უშველა. რაც ეს დაიწყო იმის მერე 2-3 აფდეითი მოვიდა და მაინც ასეა sad.gif

Posted by: Alameda 6 Nov 2019, 22:40
Fallen Angie
sad.gif
ძალიანაც რომ მინდოდეს, ქსელის შეცვლა არ გამოვა.
ჩემთან ინტერნეტსაც აქვს პრობლემები.
ხშირად არ მუშაობს, არადა მაგ დროს მიღება კარგი აქვს (ყოველ შემთხვევაში ბოლომდეა ხოლმე შევსებული) და LTE აწერია.

იმედია გვეშველება რამე

Posted by: MrPhoenix 6 Nov 2019, 23:03
13.3 ბეტა გამოვიდა. ჩაკეცილი აპლიკაცებიის მეხსიერებიდან ამოგდება გამოასწორესო და კიდე სხვადასხვა ბაგები..

Posted by: Fallen Angie 6 Nov 2019, 23:29
Alameda
არა, ქსელის შეცვლა ჩემთვისაც არაა ვარიანტი. ინტერნეტზე არ მქონია არასდროს პრობლემა, სულ ჩართული მაქვს, სამსახურში ისეთი საზიზღარი ვაიფაია სულ ლტე მაქვს ჩართული და იდეალურად მუშაობს.
Reset network settings გააკეთე? ინტერნეტის პრობლემას უნდა უშველოს წესით.

Posted by: minimal23gb 7 Nov 2019, 12:13
Fallen Angie
QUOTE
რა ქსელი გაქვს? მე რაც ვნახე ყველა მაგთია, ვისაც ეს პრობლემა აქვს

მაგთი მაქვს მეც, ჩემს მეგობარს ჯეოსელი აქვს და არ შვება ეგრე. რა მოდელები გაქვთ? მე X მაქვს. FB ჯგუფებში ვინც წერდა იგივე პრობლემაზე ყველას X ქონდა.

ფაქტია რომ აფდეითებმა მართლა არ უშველა, შეიძლება მართლა ვერ შეეწყვნენ მაგთი და ახალი IOS.

Posted by: Fallen Angie 7 Nov 2019, 13:43
minimal23gb
მეც X მაქვს, რაცხაშია საქმე sa.gif
ცოტაც და ავჯანყდები, ძაან გაიღუნა ტვინი

Posted by: Alameda 7 Nov 2019, 13:59
Fallen Angie
minimal23gb
X მაქვს მეც.
Reset network settings ვცადე, მაგრამ შედეგი არ მაქვს.
განსხვავება მხოლოდ ისაა რომ რესეტის მერე მიღებას ბოლომდე აჩვენებს (მანამდე ეგეც იკარგებოდა), მაგრამ არც ზარები შემოდის და არც ინტერნეტი მუშაობს.
სადღაც ერთი საათის წინ მომეყარა მესენჯერის შეტყობინებები, როგორც ჩანს რაღაც პერიოდი გაითიშა.

Posted by: minimal23gb 7 Nov 2019, 14:30
Fallen Angie
Alameda
მდააა

ნეტავ უცხოეთში რას წერრენ ამ პრობლემაზე, ან თუ აქვთ ეს პრობლემა საერთოდ.

Posted by: MrPhoenix 7 Nov 2019, 15:48
minimal23gb
რუსულ ფორუმზეც ბევრი იწერება მაგ პრობლემაზე...

Posted by: matemana 7 Nov 2019, 16:14
QUOTE (Fallen Angie @ 6 Nov 2019, 22:24 )
Alameda
აი, ვინც კი წერს ყველას ახალი მე-13 ვერსიაზე დაეწყო და ყველას მაგთი აქვს. ესეიგი რაღაც ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და მაგთი ცოცხალი თავით არ აღიარებს :| ჩვენი ბრალი არააო, 2-ჯერ დავრეკე უკვე.
ერთხელ უკან გადმომირეკეს, Voice Over LTE თუ გაქვს ჩართული გამორთეო და არ მაქვს ჩართული ისედაც. ფაქტია, რომ აფდეითებმა არ უშველა. რაც ეს დაიწყო იმის მერე 2-3 აფდეითი მოვიდა და მაინც ასეა sad.gif

მაგთი რომ ღორი კომპანიაა და მაგათი ინტერნეტი ბოლო დროს ჭედავს და ა.შ. კაი, მაგრამ აქ მაგთი რა შუაშია? ios 13-ს აქ ბაგები. ბოლოს როგორც ვიცი მაგთი მთელ მსოფლიოს არ ემსახურებოდა და პრობლემები კი აქვთ სხვებსაც.

Posted by: В.И. Ленин 7 Nov 2019, 23:20
13.2.2 ჩამოტარებით.

...................

Posted by: sevastopol 7 Nov 2019, 23:39
В.И. Ленин
მშვენიერია. იმედია რამის პრობლემა მოგვარდა.

Posted by: MrPhoenix 7 Nov 2019, 23:42
sevastopol
წერია რო რამის და დაჭერის პრობლემები მოგვარებულიაო..

Posted by: minimal23gb 7 Nov 2019, 23:58
წესით no service პრობლემა უნდა მოგვარდეს. ამა გამოვცდი.

Posted by: Fallen Angie 8 Nov 2019, 00:32
matemana
საქართველოში ფაქტია, რომ მარტო მაგთიზე აქვს ეს პრობლემა. ძალიან ბევრი პოსტი დაიწერა ქართულ ჯგუფებში და ყველას მაგთი აქვს, ესეიგი რაღაც აიოსის და ქსელის ერთობლივი პრობლემაა.
მე აქამდე არ ვყოფილვარ მაგთის უკმაყოფილო, ინტერნეტზეც არ მქონია არასდროს პრობლემა, რავიცი.
* * *
არიქა, მგონი გვეშველა bis.gif
ჩამონათვალში მიუჭყაპნით დაჭერის პრობლემა მოგვარდაო

Posted by: matemana 8 Nov 2019, 00:43
Fallen Angie

მე ჯეოსელი მაქვს წლებია და 6s-ზე ჯეოსელზეც აქვს პრობლემა. მაგთი არაფერშუაშია გეუნები. საზღვარგარეთ რანაერად აქვთ პრობლემა, რითი ახსნი?

წავედი დავააფდეითო ის უბედური biggrin.gif

Posted by: EKAA11 8 Nov 2019, 00:49
QUOTE (LEOwish @ 12 Oct 2019, 16:52 )
კიდევ რა შეცდომა შევამჩნიე, ოღონდ ძალიან იშვიათად ხდება ასე. სურათზე მოცემულია ზარის ორნაირი შემოსვლა, პირველი სურათი არის როცა დაბლოკილია, ხოლო მეორე კი როცა ჩართულია ეკრანი. როდესაც დაბლოკილი და გამორთული მაქვს მობილური, ზარი შემოდის როგორც მეორე სურათზეა ისე, ოღონდ ასე ხანდახან ხდება.

ხო, ეს მეც მაინტერესებს smile.gif













....................

Posted by: Alameda 8 Nov 2019, 01:27
QUOTE
წერია რო რამის და დაჭერის პრობლემები მოგვარებულიაო..

ვაა, გვაღირსეს? დავაყენებ აბა...

კიდე ერთი ბაგი შევამჩნიე. სქრინშოთის გადაღებისას, შენახვამდე თუ რამეს მონიშნავ ზედ, არ იმახსოვრებს. ფოტოებში შენახვის მერე უნდა დააედითო. იმედია ამასაც მიაგნეს და გაასწორეს.

EDIT: არ გაუსწორებიათ smile.gif

Posted by: MrPhoenix 8 Nov 2019, 12:06
Alameda
QUOTE
კიდე ერთი ბაგი შევამჩნიე. სქრინშოთის გადაღებისას, შენახვამდე თუ რამეს მონიშნავ ზედ, არ იმახსოვრებს. ფოტოებში შენახვის მერე უნდა დააედითო. იმედია ამასაც მიაგნეს და გაასწორეს.

13.3 ბეტა 1-ში გასწორებულია

Posted by: ლაშა117 8 Nov 2019, 12:07
განვაახლე მაგრამ დაჭერის პრობლემა ისევ არის, რესეტმაც არ უშველა ქსელის პარამეტრების

Posted by: minimal23gb 8 Nov 2019, 14:26
ლაშა117
QUOTE
განვაახლე, მაგრამ დაჭერის პრობლემა ისევ არის, რესეტმაც არ უშველა ქსელის პარამეტრების

ძალიან ცუდია

Posted by: ლაშა117 8 Nov 2019, 14:29
QUOTE (minimal23gb @ 8 Nov 2019, 14:26 )
ლაშა117
QUOTE
განვაახლე მაგრამ დაჭერის პრობლემა ისევ არის, რესეტმაც არ უშველა ქსელის პარამეტრების

ძალიან ცუდია

ნამდვილად. არც ჩაკეცვის თემაა ბოლომდე გამოსწორებული, მომენტში კეცავს და მომენტში ახლიდან უშვებს

Posted by: minimal23gb 8 Nov 2019, 23:17
რაც 13.2.2 დავაყენე აღარ დაუკარგია მიღება. chups.gif

Posted by: giorgipr 9 Nov 2019, 10:39
minimal23gb
ჩემმა დაკარგა ახლა სადღაც 5 წუთის წინ. ჰოდა, სანამ არ მივარესტარტე, არ აიღო ქსელი... iOS 13.2.2

Posted by: Fallen Angie 9 Nov 2019, 17:16
ჩემთან არ დაუკარგავს რაც ახალი აფდეითი დავაყენე, მგონი ეშველა

Posted by: minimal23gb 9 Nov 2019, 17:51
Fallen Angie
არც ჩემტან არ დაუკარგავს yes.gif

Posted by: matemana 10 Nov 2019, 15:03
ჩემთანაც აქვს პრობლემა, კაროჩე რა ამის და რა windows 10-ს update-ები. ელემენტარულია ბლინ ტელეფონის დარეკვა და ამასაც ვერ აკეთებენ ამდენი ხანი სწორად. რაღა ჯანდაბას აკეთებენ პროგრამისტები apple-ში?

Posted by: პითონი 10 Nov 2019, 17:28
ერთხელ ვიყიდე აიფონი (6S). სისტემა მომწონდა ძალიან და ვიდი (აკუმულატორი სუსტი რომ აქვს, ვიცი). ახლა იმენნა ვიდიღა დამრჩა. სულ რაღაც პრობლემა აქვს განახლებების მერე facepalm.gif

ყველაზე სტაბილურეეე drug.gif

Posted by: sevastopol 10 Nov 2019, 22:52
პითონი
6ს რამდენი წლის წინ გამოვიდა გადაითავალე აბა.

იყიდე X და მერე ვილაპარაკოთ.

Posted by: matemana 10 Nov 2019, 23:29
QUOTE (sevastopol @ 10 Nov 2019, 22:52 )
პითონი
6ს რამდენი წლის წინ გამოვიდა გადაითავალე აბა.

იყიდე X და მერე ვილაპარაკოთ.

წელს არ აქვს მნიშვნელობა, როცა ამხელა კომპანია ოფიციალურად ასაფორთებს "უსტაბილურესი" სისტემით, ნებისმიერი მოწყობილობა უნდა მუშაობდეს გამართულად! თუ ვერ ქაჩავს მაშინ შეუწყვიტოს მხარდაჭერა უფრო ადრე, სანამ სტაბილური ვერსია ქონდა.

X-ს კი არა 11 pro-ებსაც აქვთ bug-ები 13 ვერსიაზე. ტელეფონი არაფერშუაშია სოფტია ბაგებით სავსე.

ტელეფონზე იმის თქმა შეიძლება, რომ ბანძი intel-ს მოდემები უყენია iphone-ებს, თუმცა ეფლი ცდილობს ამის გამოსწორებას და სავარაუდოდ შემდეგ მოდელში უკვე გამოასწორებს ამას.

Posted by: ჰეისან 10 Nov 2019, 23:32
matemana
ისა და, შემთხვევით ამაზე ხომ არ გაქვს პასუხი?

https://forum.ge/?showtopic=34398675&view=findpost&p=55467045

biggrin.gif

Posted by: matemana 11 Nov 2019, 01:47
QUOTE (ჰეისან @ 10 Nov 2019, 23:32 )
matemana
ისა და, შემთხვევით ამაზე ხომ არ გაქვს პასუხი?

https://forum.ge/?showtopic=34398675&view=findpost&p=55467045

biggrin.gif

მართალი გითხრა არ მიძებნია დიდად. მე ეგ პრობლემა როუტერში მოვაგვარე. openwrt მიყენია და ასე შეუძლია მაკს მიაბას hostname

config host
option name myhost
option mac de:ad:be:ef:ca:fe

ეს ცადე აბა დარუთული თუ გაქვს. რუთი უნდა. რუთის გარეშეც ცადე აბა შეძილება იმუშაოს დარესტარტებამდე (su-ს გარეშე გაუშვი რათქმაუნდა რუთის გარეშე თუ ხარ)

adb shell
su
getprop net.hostname
setprop net.hostname <new_hostname>

P.S. ეს თემა დახურვის მერე ვნახე https://forum.ge/?showtopic=35124754&f=&st=0&#entry55467329 ეგ ეფლმა გააკეთა ეგრე, რომ ბატარეის შეცვლის მერე სერვისი დაუწეროს. სულ ახალი iphone 11 pro max რომ იყიდო ორი ცალი, დაშალო და გადაანაცვლო ელემენტები, მასე დააწერს. third party და home repair-ს ებრძვის. მაინცდამაინც ეფლს უნდა აჩუქო მილიონები, რომ ბატარეა შეგიცვალოს, რაც რათქმაუნდა ყველა ტელეფონს მოუწევს, რადგან ბატარეა ცვეთადია. 100% გაფუჭდება.

Posted by: ჰეისან 11 Nov 2019, 03:29
matemana
არაა და-Root-ული, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ... სხვა გამოსავალი ნამდვილად არაა? Router-ში ჩალიჩი უაზრობად მიმაჩნია, რადგან სხვა Router-შიც იგივე პრობლემა იქნება და ყველგან მაგის ჩალიჩს მირჩევნია, ტელეფონშივე მოვაგვარო პრობლემა. არადა, Samsung-ებს, Huawei-ს და Xiaomi-ს ტელეფონებს პრობლემა არ ჰქონიათ ჩემს MikroTik-ზე...

su-ს გარეშე ვცადე წეღან და არ წაიღო

Posted by: პითონი 11 Nov 2019, 09:52
sevastopol
და ეგ ამართლებს?


Posted by: MrPhoenix 11 Nov 2019, 13:30
პითონი
QUOTE
და ეგ ამართლებს?

და რატო არ ამართლებს? ახალი ამბავი არაა ეგ რო ძველ ტელეფონში ახალი სისტემის დაყენება სარისკოა (უფრო მეტ მეხსიარებას, ოპერატიულს, უკეთეს პროცესორს ითხოვს)

მაგრამ ეპლს არ ვამართლებ, 13 ძაან პრობლემური გამოუშვეს, არამარტო 6ს-ზე არამედ ახალ მოდელებზეც პრობლემებია...

Posted by: matemana 11 Nov 2019, 18:46
MrPhoenix
გამაგიჟებთ თქვენ მე. ჯერ ყველა იმას იძახით რა მაგარია ეფლიო დიდი ხანი აქვს მხარდაჭერაო და ახლა ყველა იმას წერთ ახალი სისტემა იასნია უფრო ბანძიაო ძველ ტელეფონზეო. ბოლო-ბოლო, ჩამოყალიბდით. ამხელა კომპანია რომ მხარს უჭერს ოფიციალურად, მითუმეტეს ისეთ ჩაკეტილ და ჩახერგილ სისტემას როგორიცაა ios, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჭედავდეს და საზიზღრობა არ უნდა იყოს ოფიციალურად მხარდაჭერილ ჰარდზე!

Posted by: Riesgraf 11 Nov 2019, 19:12
MrPhoenix
QUOTE
უკეთეს პროცესორს ითხოვს

ანდროიდები ითხოვენ, აიფონზე სხვა სიტუაციაა. ეფლს უკეთესი პროცესორის პრობლემა ძველ მოდელებზე არ აქვს იმიტომ რომ ამათი ორი წლის წინ გამოშვებული A11 უფრო სწრაფია ვიდრე წელს გამოშვებული Snapdragon 855+. აგერ შედარება. ორი სხვადასხვა სმარტფონი წელს გამოშვებულ პროცესორზე. ორივეს აიფონ 8-მ აჯობა. მაგიტომაც აგზავნის ეფლი ძველ მოდელებზე განახლებებს 4-5 წელი, იციან რომ პროცესორი გაქაჩავს. აი ანდროიდებზე 2 წელში განახლებების მიწოდება უკვე წყდება

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: LEOwish 19 Nov 2019, 00:20
13.2.3 ვერსია გამოვიდა რამდენიმე წუთის წინ.

Posted by: ლაშა117 19 Nov 2019, 10:43
LEOwish
დავაყენე სეიმ შით smile.gif ჩაკეცილ აპლიკაციებს არეფრეშებს

Posted by: MrPhoenix 19 Nov 2019, 12:14
ლაშა117
ისევ? lol.gif facepalm.gif

Posted by: ლაშა117 19 Nov 2019, 14:45
QUOTE (MrPhoenix @ 19 Nov 2019, 12:14 )
ლაშა117
ისევ? lol.gif facepalm.gif

ჰომ



არადა ამ განახლების ჩეინჯლოგში არც უწერიათ ეს პრობლემა

Posted by: MPOWER007 21 Nov 2019, 15:31
ახლა დავაყენებ და გეტყვით biggrin.gif

drug.gif drug.gif drug.gif

Posted by: SerLom1 9 Dec 2019, 01:36
Downgrade როგორ გავაკეთო iPhone SE-ზე 13-დან 12-ზე? Ipsw.me -ზე რა firmware-ებიც დევს ყველა unsigned არის და მოგეხსენებათ iTunes-მა მოუხსნა მხარდაჭერა

Posted by: Alameda 9 Dec 2019, 10:16
SerLom1

ვერ გააკეთებ.

Posted by: Poppysmic 9 Dec 2019, 19:19
მაგარი არეულია ეს ბოლო. ესეთი რამე დავაფიქსირე ტელეფონის ნომერს რო მოვძებნი კონტაქტებში და მესიჯის გაგზავნა მინდა მესიჯებში მაგდებს მაგრამ არ მიხსნის იმ კონტაქტზე მესიჯის დასაწერს, ისევ უკან უნდა გავიდე კიდევ ერთხელ დავაჭირო მესიჯის ღილაკს და მერე ხსნის. აქამდე როგორ იყო ნეტა და თქვენთანაც ასეა?

Posted by: sh.samsona 10 Dec 2019, 09:47
QUOTE (Poppysmic @ 9 Dec 2019, 19:19 )
მაგარი არეულია ეს ბოლო. ესეთი რამე დავაფიქსირე ტელეფონის ნომერს როცა მოვძებნი კონტაქტებში და მესიჯის გაგზავნა მინდა, მესიჯებში მაგდებს, მაგრამ არ მიხსნის იმ კონტაქტზე მესიჯის დასაწერს, ისევ უკან უნდა გავიდე კიდევ ერთხელ დავაჭირო მესიჯის ღილაკს და მერე ხსნის. აქამდე როგორ იყო ნეტა და თქვენთანაც ასეა?

ჩემთან ვცადე ახლა და ჩვეულებრივად მიხსნის მესიჯებს და იმ კონკრეტულ კონტაქტს, რომელსაც ავირჩევ.

Posted by: В.И. Ленин 11 Dec 2019, 13:06
13.3-მაც შემოაბიჯა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)