მაგ კიდობნის გამო წავედი ნუნისში დაახლოებით 7-8 წლის წინ
. მაშინ ალაზნისპირელი იყო მოდაში.
თვითონ ნუნისი არის ჩვეულებრივი სოფელი, ეკოლოგიურად სუფთა ბუნებით და გარემოთი. გვირჩიეს რომ წავსულიყავით მატარებლით, რომ მოლითიდან გადასახვევის შემდეგ სულ ზემოთ ადიხარ, მსუბუქი ავტომობილით ძნელია ასვლა. მატარებელს ვილისები ელოდებიან და მათ აყავთ მგზავრები.
სასტუმროზე აქ უკვე დაწერე, ამიტომ აღარ გავიმეორებ, მაშინ 20 დოლარი ღირდა ერთი ადამინის საგზური, ახლა უფრო ძვირი ეღირება , ზუსტად არ ვიცი,
ნოეს კიდობანს რაც შეეხება, მეორე დილასვე გავედით სანახავად, ტყეში არის სასიარულო, შუადღისთვის ძლივს მივაღწიეთ. გზადაგზა მწყემსები გვხვედოდნენ და სიცილით მვეკითხებოდნენ კიდობნის სანახავად მიდიხართო? ბოლოს მივაღწიეთ და კიდობანი აღმოჩნდა უზარმაზარი კლდის ლოდი, თავზე პატარა სარკმლით.
ერთი სიტყვით , კიდობანი და დახურეული გამოქვაბულის კარებიდან გამომდინარე ენერგეტიკა რბილად რომ ვთქვა გადაჭარბებულია.
ისე დასასვენებლად კარგი ადგილია, მაგრამ მაშინ მობილური ტელეფონი არ იჭერდა და ტყეში თუ ხის კენწეროზე არ ახვიდოდი ვერ დარეკავდი, ახლა არ ვიცი როგორაა ამ მხრივ საქმე.
გოგირდის წყალი კი არის და სასწაულებსაც ყვებიან მისი სამკურნალო თვისებების შესახებ, მაგრამ თუ მაინცდამაინც ფსორიაზი არა აქვს ადამიანს არ ღირს ნუნისში ნოეს კიდობნის ვანახავად წასვლა