სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მშობლებს შორის მწვავე დისკუსიაა ძაღლის ანტიპარაზიტულ პრეპარატ „ბარსისთან“ დაკავშირებით. როგორც „ფეისბუქში“ ზოგიერთი მომხმარებელი იუწყება, მშობელთა ნაწილი ცხოველისთვის განკუთვნილ პრეპარატს ბავშვების პარაზიტებისგან გასათავისუფლებლად იყენებს, რამაც შეიძლება, ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს.
"SOS ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია! და მას უცოდინარობა ქვია! ბარსი ძაღლის რწყილის წამალი, რომელიც იყიდება მხოლოდ ვეტ-აფთიაქში, ფართოდ გამოიყენება ე.წ დედების მიერ ყველაზე ძვირფას შვილებზე! ჰოდა სანამ, "თეკლამ მირჩია კარგიას" პრინციპით შვილს მოწამლავთ, წაიკითხეთ რა არის!
"ბარსი" ესაა რწყილების საწინააღმდეგო ნივთიერება ფიპრონილი, მესამე დონის ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ლეკვსაც კი კლავს, ეს ნივთიერება წლობით არ გამოდის ორგანიზმიდან, ილექება ცხიმოვან უჯრედებში და გამოსცემს სუნს, რომელსაც ვერ იტანენ მწერები. სწორედ ესაა ამ 2 წვეთის მოქმედება, ანუ თქვენ წამლავთ შვილს, რომ ტილი არ მიეკაროს და სხვასაც ურჩევთ!
გვერდითი ეფექტები აქვს: მწვავე ალერგია, თმის ბუდობრივი ცვენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ბიჭებში სასქესო ჰორმონის დისბალანსი და ლეიკემია! ვინც არ იცით გაიგეთ, რომ თქვენ კლავთ შვილებს ნელი სიკვდილით!" - წერს აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც თავად დედაა და სხვა მშობლებისგან გაიგო ბარსის მოხმარების შესახებ.
იმის გასარკვევად, ყიდულობენ თუ არა მშობლები ძაღლებისთვის განკუთვნილ პრეპარატს, იმისთვის რომ შვილებს ტილები მოაშორონ, ამ შეკითხვით AMBEBI.GE-მ ქალაქის რამდენიმე მსხვილ ვეტ-აფთიაქს მიმართა.
როგორც აღმოჩნდა, „ბარსის“ ბუმი დიდი ხანია გრძელდება. ერთ-ერთ ვეტ აფთიაქში განგვიმარტეს, რომ პრეპარატზე განსაკუთრებული მოთხოვნა რამდენიმე წლის წინ იყო. მათივე თქმით, მომხმარებლებს „ბარსის“ დანიშნულებასა და გამოყენების წესებს ყოველთვის დეტალურად უხსნიდნენ და თუ შეიტყობდნენ, რომ ბავშვისთვის უნდოდათ, აღარ ყიდდნენ.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი, რომელსაც ყოველდღიურად ათობით ბავშვთან აქვს შეხება, AMBEBI.GE-ს რამდენიმე შემთხვევის შესახებ უამბობს, რომელიც „ბარსის“ გამოყენების შედეგად დადგა:
7 წლის ბიჭის შემთხვევა მივიდა ანაფილაქსიურ შოკამდე, რომელიც იყო უძლიერესი ალერგიული რეაქცია. როგორც კი დამირეკეს და მითხრეს, რომ ბავშვი შეშუპდა და ძილიანობა სჭირდა და განმიმარტეს, რომ 15 წუთის წინ „ბარსი“ წაუსვეს, მომენტალურად გადავაყვანინე საავადმყოფოში. პაციენტმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე, რადგან შეიძლებოდა შემთხვევა ლეტალურად დასრულებულიყო. წარმოიდგინეთ, ასეთი ალერგიული რეაქცია ბავშვს წასმიდან დაახლოებით, 15 წუთში განუვითარდა“, - იხსენებს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კიდევ ერთ შემთხვევაში, 5 წლის გოგონას „ბარსის“ წასმის შემდეგ, რამდენიმე წუთში ბუდობრივი თმის ცვენა დაეწყო:
„გოგონას თმის გამყოფ ხაზში ანუ კანზე, სადაც „ბარსი“ დაასხეს, დაეწყო თმის ბუდობრივი ცვენა. საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა არ დასრულდა ლეტალურად, რადგან დროულად მიმართეს ექიმს, მშობლებმა ბავშვებს შეამჩნიეს უჩვეულო მდგომარეობა. შეამჩნიეს, რომ ყურების არეებში ბავშვს დაეწყო შეშუპება. არსებობს ასეთი დაუყოვნებლივ განვითარებადი ალერგიული რეაქციები.
პრეპარატი ორგანიზმში ძალიან სწრაფად იწოვება, მავნე ნივთიერებები გადადის სისხლში და განსაკუთრებით კი, პრეპარატში არსებული შედარებით დიდი ოდენობით ფიპრონილი იწვევს ასეთ რეაქციებს“, - განმარტა პედიატრმა.
https://www.ambebi.ge/article/236109-7-clis...nda-gamoiqenot/პ.ს.ჯერ ლეღვის ნახარშიო,ახლა ეს ძაღლისთვის განკუთვნილი პრეპარატით წამლავენ ბავშვებს,საიდან მოდიან ან სად იზრდება ეს ხალხი?
ასეთი დონის გაუნათლებლობა არ ტეხავს ხალხო?