თუ თქვენი დედამთილი ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, ის დროა რკინის აბჯარი ჩაიცვათ და თავზე უსაფრთხოების ყველაზე მაგარი ჩაფხუტი დაიფაროთ, ვერძი დედამთილის გაბრაზებისას ოჯახში თეფშები, ჭიქები, ჩანგლები და სხვადასხვა საოჯახო ნივთები დიდი წარმატებით და რეაქტიული სიჩქარით იფრენენ, თუმცა თავად მასაც ასეთივე სისწრაფით გადაუვლის გაბრაზება, ამიტომ ჩაფხუტით შესაძლებელია პერიოდულად ბავშვები ათამაშოთ ხოლმე.სამაგიეროდ ის არასოდეს ჩაერევა თქვენ საქმეებში, ვერძებს სხვისი პირადი ცხოვრება ნაკლებად ადარდებთ, არც ზედმეტად "გიჟი დედების" კატეგორიას განეკუთვნებიან, რომ შვილის დაჩაგვრისთვისთვის რძალზე შურისძიება დაგეგმოს ვერძმა დედამთილმა. უფრო პირიქით, იქეთ წაუთაქოს შეიძლება თავის "მუტრუკს" თქვენი წყენინებისთვის.
აი კურო დედამთილის ოჯახში თუ აპირებთ შესვლას, სასწრაფოდ მომიარჯვეთ კარგი კულინარიული წიგნი და ბევრი ეფექტური დიეტაც ისწავლეთ. რაო? გიკვირთ ეს ორი ერთად რატომ? იმიტომ რომ დედა კურო არ გაპატიებთ მისი შვილი შიმშილით მოკლათ ან ჩისბურგერებით კვებოთ, ამასთან ერთად თავად ისეთი კარგი მზარეულია რომ მისი მომზადებული კერძების დაგემოვნების შედეგად აუცილებლად დაგჭირდებათ დიეტების ცოდნა. ამას გარდა არ გაბედოთ, სახლში მის უნებართვოდ ავეჯის გადააგილება ან რემონტის წამოწყება. კუროს შეჩვეული გარემო უყვარს. გაბრაზება კი ყველა კურომ იშვიათი და ძაალიან საშინელი იცის. ჰოდა თუ არ გინდათ ეს გადაადგილებული ავეჯი რიგრიგობით მოგხვდეთ თავში დაეტიეთ იქ სადაც ხართ, ანუ თქვენს ოთახში.
აი, თუ თქვენი დედამთილი ტყუპი გამოდგა ჰოროსკოპით, გინდა ავეჯი გადაადგილეთ სახლში, გინდა საერთოდ სხვა უბანში გადაბარგდით საცხოვრებლად, თქვენი დედამთილი ამ ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით და აჟიოტაჟით შეხვდება. გაითვალისწინეთ, რომ მას ყველანაირი სახის, სორტის და კატეგორიის ჭორები აინტერესებს,ამიტომ თუ მუდოების კატეგორიას განეკუთვნებით, ასეთ "მოლაპარაკე" დედამთილთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ქრონიკული თავის ტკივილის კარგ პერსპექტივას შეგიქმნით და გირჩევთ დროზე გაეცალოთ იქაურობას.
გისამძიმრებთ, თუ თქვენი დედამთილი თქვენდა ჭირად კიბოს ზოდიაქოზე დაიბადა. კიბოები ყველაზე "წუნია" დედამთილების და სიდედრების კატეგორიას განეკუთვნებიან, ამიტომ დიდი ძალისხმევა და ოფლის ღვრა დაგჭირდებათ დედა კიბოს სიმპათიები რომ დაიმსახუროთ, ისიც ნაწილობრივ. (მუდმივი არ არსებობს ბუნებაში!). კიბო იშვიათი "გიჟი დედაა", მოგიწევთ მისი შვილისთვის დედამთილის დასანახად მაინც სულ "კი საყვარელო", "ახლავე საყვარელოს" ძახება, თუ არ გინდათ თქვენი კიბო დედამთილი საშვილიშვილოდ გადაიმტეროთ.
თუ თქვენი დედამთილი ლომის ზოდიაქოზეა დაბადებული, გაგიმართლათ და ორმაგად გაგიმართლათ თუ ეს პატივცემული ქალბატონი საკუთარი საქმით და კარიერითაა დაკავებული, რაც ძალიან ხშირი შემთხვევაა, ლომი დედამთილი მხიარული, "კაი დამრტყმელი, პურისმჭამელი-ყარაჩოხელი" ქალების რიცხვში გადის, ამიტომ თუ მის თავმოყვარეობას უხეშად არ შეეხებით, არც ის ჩაყოფს თავის ცხვირს..კი არადა თათს თქვენი და თქვენი ქმრის საძინებელში უდიერად.მოკლედ აქეთ და ერიდეთ რა.
თუკი ღმერთმა ბედად ქალწული დედამთილის რძლობა გარგუნათ, მზითევში აუცილებლად გაიყოლეთ კარგი მტვერსასრუტი,სარეცხი მანქანა და უთო, ამ "სისუფთავე-წესრიგის მოყვარულ მანიაკს" ერთხელაც რომ დაანახოთ თქვენი აერული ოთახი, მიმოფანტული ნივთები და დაურეცხავი ჭურჭელი ჩათვალეთ რომ ომი გამოცხადებულია და ხანგრძლივად მოგიწევთ მტვერსასრუტებით დედამთილთან ხმალაობა.
აი თუ სასწორი შეგხვდათ დედამთილად, იცოდეთ, რომ მისი ერთი შეხედვით მომღიმარი სახის და "დედიკო, შვილიკო, ცუნცულიკოს" უკან კარგად შენიღბულ "დამასკიროვკებული" რკინის ლედი დგას, ის ყოველთვის თავისას გაიტანს როგორც ქმართან ისე შვილთან, ისე რომ მისი რამეში "გამოჭერა" და დადანაშაულება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება თქვენი მხრიდან. ასეთ დედამთილს მხოლოდ დიპლომატიით უნდა აჯობოთ.
თუ თქვენი დედამთილი მორიელი აღმოჩნდა, მისი ზოდიაქოს ცოტა არ იყოს და შხამიანი სახელი ნუ შეგაშინებთ მაინც და მაინც, მორიელმა იცის ვინ რას იმსახურებს, ამიტომ თუ მის მიმართ გულწრფელი და ალალი იქნებით, რაიმე ჩათლახობებს არ დაგეგმავთ მის ზურგს უკან და ზედმეტად არ გაიტლეკთ ენას მის წინააღმდეგ, მორიელი დედამთილი შეიძლება თქვენს დიდ მოკავშირედ და მეგობრად იქცეს.
რაც შეეხება მშვილდოსან დედამთილს, ეს დედამთილების "განსაკუთრებული კატეგორიაა", მხიარული, გულუხვი და საშინლად ხმაურიანი. იგი ხშირად გაგიკეთებთ სხვადასხვა სახის საჩუქრებს თავისი გემოვნებით
) სამაგიეროდ არასოდეს ჩაერევა თქვენ საქმეებში და არ მიგითითებთ არეულობაზე სახლში, იმიტომ რომ ეს საკითხი მისთვისაც მეათასე ხარისხოვანია. მოკლედ როგორც იტყვიან " მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი".
თხის რქა დედამთილის ოჯახში თუ შედიხართ, მთელი თქვენი დიპლომ-სერტიფიკატ-სიგელები მოიმარჯვეთ და ისე წარუდექით მომავალ სადედამთილოს. ყველაფერ ამასთან ერთად, თუ კარგ კარიერასაც იკეთებთ და "ბომონდურ საზოგადოებაშიც" გეთქმით ერთი ორი სიტყვა, თქვენი დედამთლი ფრიად აღფრთოვანებული დარჩება თქვენით და სანათესაოშიც სიამაყით მოიწონებს თავს საკუთარი რძლით.
თუკი თქვენი დედამთილი მერწყულია, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ მის გვერდით მხიარულება არ მოგაკლდებათ. მას არ ახასიათებს "ჭეშმარიტი, დედური წიკები", ამიტომ არც თქვენ გაგიბურღავთ ტვინს შეგონებებით, თუ რატომ არ გაუუთავეთ შარვალი მის შვილს სამსახუში წასვლის წინ ან ყავა რატომ გაუკეთეთ ზედმეტად შაქრიანი.თუმცა იმ ფაქტთან კი ნამდვილად მოგიწევთ შეგუება, რომ დედამთილის მრავალრიცხოვანი დაქალები თქვენი ოჯახის ხშირი სტუმრები იქნებიან. მერწყულს ხალხმრავლობა უყვარს.
თევზი დედამთილი კი, ალბათ ყველაზე რბილი და უპრეტენზიო სადედამთილოა მთელ ზოდიაქოში, თუმცა ეს ერთი შეხედვით. ხომ გაგიგონიათ "დამდგარ წყალში, ბევრი ბაცილებიაო", ჰოდა რა ვიცი გაითვალისწინეთ მაინც ეს გამოთქმა, თუ რძლად თევზის ოჯახში მოგიწიათ შესვლა..კი არადა შეცურვა.