Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ვისაც იაპონური პოეზია გიყვართ


Posted by: Aurellius 17 May 2011, 14:45
პირველ რიგში ბოდიშს მოვუხდი ფორუმელებს რომ ასე გაუთვითცნობიერებელი იაპონურ პოეზიში ვიწყებ ამ თემას.და მადლობას - კაკინომოტო ჰიტომაროს smile.gif

არის ასეთი ლექსი "i loved her like the leaves" რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში. მე კი შემოგთავაზებთ Geoffrey Bownas-ის თარგმანის ნაწყვეტს .

იაპონელებს იცით რომ სხვადასხვა სახის ლექსები აქვთ ,ზემოთაღნიშნული ეკუთვნის ჩოკას(Choka) ,ამ სტილის პოეზია გამოირჩევა იმით რომ თითოეული ლექსი მთავრდება ერთგვარი "ქვე-ლექსით" ,ერთგვარი შეჯამებით,რომელსაც "envoys" ეწოდება.

ნაწყვეტი არის სწორედ ეს "envoys" ლექსიდან " i loved her like the leaves"

The autumn moon
We saw last year
Shines again:but she
Who was with me then
The years separate forever.

On the road to Fusuma
In the Hikite Hills,
I dug my love-s grave.
I trudge the mountain path
And think : "Am I living still"?

...

თუ არ დაგეზარებათ თქვენთვის ღირებულ იაპონურ პოეზიას სიამოვნებით გავეცნობი თქვენივე კომენტარებითურთ smile.gif ამიტომ "დაპოსტეთ" ! smile.gif

Posted by: moonlight 17 May 2011, 14:58
ძველი გუბურა
ბაყაყი ჩახტა წყალში:
ტყაპ ! გაისმა სიჩუმეში.


ქუხილის შემდეგ,
ცა ცისფერია
შეღამებამდე.


სეტყვა დაიწყო. .
ქლიავი უკვე კალათაშია
შუადღეს აქეთ.


აყიყინებულ ბაყაყთაგან,
ნეტავ ერთს მაინც
ჩასძინებოდა.



ბორცვს მივუყვები სევდიანი
და, საოცრებავ,
უდარდელად ყვავის ასკილი!


,...



tuk.gif

თუ კაცს პოეზია სწყურია მისწრებაა!

Posted by: Aurellius 17 May 2011, 15:05
QUOTE
ბორცვს მივუყვები სევდიანი
და, საოცრებავ,
უდარდელად ყვავის ასკილი!


კაფკას უყვარს ხოლმე ასეთი რამეები smile.gif ადამიანების ტრაგედიას და აპათიურ განწყობას ბუნება აინუშიაც არ აგდებს smile.gif



Posted by: moonlight 17 May 2011, 15:21
ცხელმა აბანომ,
მინდორს მოსწყვიტა
ფაფუკლოყება გლეხის გოგონა.





...
რომბის ფორმებად
მოედინება მდინარეზე
წაქცეული მარტის წვიმები...

smile.gif



QUOTE
ადამიანების ტრაგედიას და აპათიურ განწყობას ბუნება აინუშიაც არ აგდებს



-.''ბუნება მბრძანებელია, იგი მონაა თავისა''
smile.gif

Posted by: wuma 5 Aug 2012, 12:49
ჰე რა თემა ვიპოვე


ამ ბეწვის ხიდს,
ველურმა სურომ,
მთელი ცხოვრება შემოახვია.


არ გინდა მოხვიდე და ნახო
მარტოობა? მხოლოდ ერთი ფოთოლი
კირის ხიდან.


მთვარით გათანგულნო!
ამოისუნთქეთ!
ღრუბელი მოდის!

მაცუო ბაშიო

Posted by: Kate789 5 Aug 2012, 16:29
აჰჰჰ,როგორ მიყვარს ჰაიკუები love.gif





Posted by: nat_nat777 5 Aug 2012, 16:36
რა კარგი თემაა : ) დაველოდები მე თქვენს პოსტებს...love.gif love.gif

იაპონური ნოველები, მოთხრობები, რომანები მიყვარს. პოეზიას ცუდად ვიცნობ...

მხოლოდ რამდენიმე ტანკა მაქვს წაკითხული : ))




გაივლის დრო და -
ჩამოჭკნებიან ულმობლად ეს ყვავილები,
დროს გადაჰყვება დაუნდობელს მათი სიტურფე…
მეც ჩამოვჭკნები,
ჟამთა დინება გაახუნებს ჩემს სილამაზეს… smile.gif

Posted by: MOLA 5 Aug 2012, 22:13
ცივი ქარია
მწუხრის ზარი ცაზე მიცურავს

Posted by: Nnino 5 Aug 2012, 22:23
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ _
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო!

* * *
სადღაც კუნძულზე
აღმოსავლეთ ოკეანეში
წყლისპირას ვზივარ თვალცრემლიანი
და პაწაწინა კიბორჩხალას
ვეთამაშები.


* * *
ერთხელ ხუმრობით დედაჩემი
მხარზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

* * *
გამეღვიძება _
დიდხანს ვწევარ თვალგახელილი...
ეს ჩვეულება ბავშვობიდან გამომყოლია...
რა სამწუხარო ჩვეულებაა!
მაინც ნუ მეტყვი საყვედურს, დედავ!

* * *
უსულო ქვიშავ,
შენ მუდამ ხარ სევდის მომგვრელი!
ხელს რომ მოგიჭერ, _
ჩუმი შრიალით
მყის თითებს შუა გაიპარები.

* * *
გრიგალმა სოფელს გადაუარა
და ერთ ღამეში
სილამიწის გორაკი დადგა...
საფლავი?
ვისთვის?


* * *
პატარა ცრემლი დაეცა მიწას,
პატარა,
როგორც ქვიშის მარცვალი...
მაგრამ რა მძიმე
იყო ის ცრემლი!

* * *
ო, ცრემლი, ცრემლი! თუ არის ქვეყნად
ამაზე დიდი საკვირველება...
თუ გულმა დარდი
ცრემლს გაატანა,
დაუბრუნდება ისევ სიცოცხლე!

* * *
“განა ამისთვის
ღირს კი სიკვდილი?”
“განა ამისთვის
ღირს კი სიცოცხლე?”
ო, მიანებე თავი ამ კამათს.

* * *
მთაზე ავედი,
მაღალ მწვერვალზე
და ქუდი ჩუმად დავუქნიე...
ვის? თვით არ ვიცი,
და მერე ისევ ჩამოველ მთიდან.

* * *
დიდი ხანია
ოცნებად მქონდა _
წავსულიყავი სადმე რკინიგზით.
აი, ჩამოვხტი მატარებლიდან
და აღარ ვიცი, საით წავიდე.


* * *
ერთხელ შევედი ცარიელ სახლში
და იქ მოვწიე ცოტა თამბაქო...
როგორ მინდოდა
ვყოფილიყავ
მარტო, სულ მარტო!

* * *
მინდა ჩავეფლო ბუმბულა თოვლში,
ჩავმალო სახე
ალმოდებული...
ასეთ სიყვარულს
დრო ვერ დააჭკნობს!


* * *
წვიმს უბედურად,
და ჩემი სახლიც
მოწყენილია,
ჩამოსტირის ყველას თავპირი...
ნეტავი მალე გადაიკაროს!


* * *
წავიდა, გაჰქრა დრო ბედნიერი,
როცა მიყვარდა
სხვათა კარზე დაკაკუნება,
რომ ხელგაშლილი
შემგებებოდნენ.


* * *
კომას ნისლიან ველ-მინდორზე
სადგურის ახლოს
მღერის ათასი ჭრიჭინობელა...
ვინ მეტყვის, რატომ?
რა ემღერებათ?


* * *
ფართოდ გაღებულ
სარკმელში მოსჩანს
ჩემთვის უცნობი
მასწავლებელი...
ეს იყო ჩემი კლასი ოდესღაც.


* * *
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ _
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო!


* * *
სამშობლო მთები!
მათ რომ გავცქერი,
რად მიჭირს მაშინ
ხმის ამოღება!
დიდ სილამაზეს სიტყვა რად უნდა!


* * *
იმ ქალიშვილის
დავიწყება არ შემიძლია,
მე რომ ტირილით
ერთი მუჭა
ქვიშა მაჩვენა.


* * *
ხუთი წელია
ეს გაშლილი ცა არ მინახავს...
როგორ გავძელი
უამისოდ
ამდენი ხანი!


* * *
თითქოს ძველისძველ
მეგობარს შევხვდი,
ისე მახარებს
ბუტბუტი
წყლისა.


* * *
ერთ დროს
სიცრუეს ხშირად ვამბობდი,
განა მქენჯნიდა მაშინ სინდისი!
გამახსენდება _
ჭირის ოფლში გავიწურები...




* * *
სასაცილოა?
არ მეცინება.
რა ხანია ვეძებ ამ დანას,
ის კი თურმე
ხელში მიჭირავს.


* * *
ქალიშვილს ვკითხე:
“არ გინდოდა, რომ მომკვდარიყავ?”
“ამას შეხედე?” _
სთქვა და მაჩვენა
ლამაზ კისერზე ჭრილობის კვალი.


* * *
როცა მოგიწევს
ემსახურო
ჭირვეულ რეგვენს,
რა საშინელი გეჩვენება
მთელი ქვეყანა!

* * *
“ერთი უქნარა გიჟი პოეტი!”
ის კაცი გულში ასე მეძახის.
დღეს ჩემი საქმე
ისე წავიდა,
რომ სწორედ მისგან ვისესხე ფული.

* * *
ნეტავი მომცა ისეთი საქმე,
რომ მიხაროდეს
მისი კეთება...
მერე თუნდ მოვკვდე _
აღარ დავეძებ.

* *
მეგობარს გული გადავუშალე...
და მომეჩვენა:
ამ საუბარში
რაღაც დავკარგე და გავღარიბდი...
მყისვე დავტოვე მისი ოთახი...

* * *
როცა გვიანღამ სამუშაოდან
მძინარე სახლში
დავბრუნდებოდი,
შვილს ავიყვანდი ხელში უმალვე...
ერთხელ სიკვდილმა მიმასწრო მასთან!

* * *
ფანჯრის მინები
დაბინდული
წვიმის წვეთებით!
რა ნაღვლიანი ფანჯარაა,
ო ღმერთო ჩემო!


* * *
“მძულს, მეზიზღება უმოქმედობა
ადათ-წესებში გაყინულ ქვეყნის!”
ასე ვსთქვი ერთხელ
და იმის შემდეგ
აღარ მასვენებს მშფოთვარე სევდა.


ისიკავა ტაკუბოკუ

გენიალურია!

Posted by: kranci 6 Aug 2012, 00:08
Nnino
ის პატარა მინიატურული წიგნი გაქვს შენც?user.gif

სადგურიდან
შინ მიმავალმა
მდინარის პირას,
წაბლის ხის ქვეშ
ავიღე კენჭი.

user.gif

Posted by: wuma 6 Aug 2012, 18:29
ალუბლის თვალწინ
ღრუბლის კვამლში
ჩაიძირა ეული მთვარე.


ეს სულერთია –
დასავლეთი თუ აღმოსავლეთი,
ყველგან თანაბარი ცივი ქარია.


როცა უკუნში სანთელი აანთე,
თითქოსდა ხელით
ელვა გეჭირა.


კვლავაც დგებიან
ბინდში მიმქრალი ქრიზანთემები,
მიწას წვიმით დაჭედებულნი.


ასეთ ცივ წყალში,
თოლიას ვეღარ დაუძინია
და ტალღებზე ფხიზლობს.

გვიან შემოდგომაზე
მომავალის სჯერა
მწვანე მანდარინს.

უშნო ყვავი,
ისიც ლამაზია ზამთრის დილას,
უმანკო თოვლზე.

მაცუო ბაშიო

Posted by: Nnino 6 Aug 2012, 19:36
kranci
yes.gif

მეგობრის სატრფომ (აწ უკვე ყოფილმა ქმარმა) მისახსოვრა 21 წლის იუბილეზე. smile.gif


Posted by: wuma 6 Aug 2012, 19:57
* * *
კამკამა ცაზე მისცურავს კვამლი.
მისცურავს მარტო,
თანდათან დნება...
ვინ მომაგონე, გამქრალო კვამლო!
ჩემივე თავი?

* * *
როგორ შემაკრთო!
მან გამახსენა
ის ერთი კოცნა დაუვიწყარი...
ქუჩაზე ჭადარს მოსწყდა ფოთოლი
და ლოყას ჩემსას შეეხო ფრთხილად.

* * *
ვარ მოწყენილი,
რომ ჩემს გარშემო
ვერ ვხედავ ახლა ხასხასა ფერებს.
გავგზავნე კაცი,
ის მიყიდის წითელ ყვავილებს!


* * *
ვიჯექ ოთახში მარტო,
ბნელოდა.
უეცრად ვხედავ _
ჯოხს დაბჯენილი
კედლიდან ჩუმად გამოდის დედა.

* * *
ხშირად ქუჩაში გავალ უმიზნოდ,
ეგრე უმიზნოდ
შინ დავბრუნდები!
სიცილს მაყრიან
ტოლ-მეგობრები...

* * *
მოწმენდილია ცა შემოდგომის,
ირგვლივ არა სჩანს ღრუბლის ნაფლეთიც.
გიყურებ,
როგრო მარტო ხარ, ცაო!
ყორანმა მაინც გადაიფრინოს.

ისიკავა ტაკუბოკუ

Posted by: kranci 6 Aug 2012, 22:20
Nnino
QUOTE
მეგობრის სატრფომ (აწ უკვე ყოფილმა ქმარმა) მისახსოვრა 21 წლის იუბილეზე. 

smile.gif) კარგი წიგნია, მე მარჯანიშვილზე ვიყიდე და სანამ სახლამდე ავედი მთლიანად წავიკითხე გზაში biggrin.gif

ათი წელია, მე ვლაპარაკობ
და გაზაფხულის ვარსკვლავები
მისმენენ ჩუმად.

ტანაკა


Posted by: BATONI-DAVITI 7 Aug 2012, 19:55
QUOTE
როცა გვიანღამ სამუშაოდან
მძინარე სახლში
დავბრუნდებოდი,
შვილს ავიყვანდი ხელში უმალვე...
ერთხელ სიკვდილმა მიმასწრო მასთან!



ეს მართლა გენიალური ლექსია

რამხელა სევდაა ამ 5 სტროფში

Posted by: wuma 10 Aug 2012, 10:34
წვიმაა ქარში
თუ ქარი წვიმაში გამოსული
ამ შუაღამეს?


როგორ შემაკრთო!
მან გამახსენა
ის ერთი კოცნა დაუვიწყარი...
ქუჩაზე ჭადარს მოსწყდა ფოთოლი
და ლოყას ჩემსას შეეხო ფრთხილად.


ვარ მოწყენილი,
რომ ჩემს გარშემო
ვერ ვხედავ ახლა ხასხასა ფერებს.
გავგზავნე კაცი,
ის მიყიდის წითელ ყვავილებს!


აჰა,საცაა ხე წაიქცევა!
ზედ კი ჩიტები კვლავ უზრუნველად
თხზავენ ბუდეებს.


Posted by: wuma 11 Nov 2012, 12:01
* * *
იქ, სადაც
ფოთლები მიწაზე ყრია,
დრონი ჩერდება.

***
ნაშუადღევი.
ყვითელ ფოთლებს
ირეკლავს ტბორი.

***
ხელისგულებში მეფშვნება უკვე
ჩამოცვენილი
ხმელი ფოთლები.

Posted by: Aurellius 23 Jan 2013, 13:49
QUOTE
წვიმაა ქარში
თუ ქარი წვიმაში გამოსული
ამ შუაღამეს?


კარგია. მეც ვნახავ მერე რამე კარგ ლექსებს ... და დავდებ

Posted by: giojavaxa 2 Jan 2016, 14:38
რატომ მიყუჩდა ეს თემა ?

დადეთ ტანკები და ჰაიკუები..

Posted by: ValenTine_Kelly 2 Jan 2016, 14:56
უმშვენიერესი და უსაყვარლესი მონაკვეთი

What do love and hate matter
When I’m here alone,
Listening to the sound of the rain
late in this autumn evening.

Posted by: ახალგაზრდა 2 Jan 2016, 23:04
ჩვენ მხოლოდ წუთით შევიყარეთ
და კვლავ დავშორდით –
ისევ მარტო ვარ ჩემს ფიქრებთან, უცხო, ეული…
თუკი ვერ გნახავ, სანატრელო, რაღად ღირს ყოფა,
მიჯობს ბობოქარ ტალღებს შევრთო ტანჯული სული…

Posted by: Ashik 2 Jan 2016, 23:29
შემოდგომის პირველი დილა-
სარკე რომელშიც ვიხედები,
მამაჩემის სახეს მიჩვენებს.

Posted by: marimari11 3 Jan 2016, 16:48
დავფიქსირდე ვნახავ მერე თემას....

Posted by: BELLA-DONNA 3 Jan 2016, 21:12
QUOTE
ჩვენ მხოლოდ წუთით შევიყარეთ
და კვლავ დავშორდით –
ისევ მარტო ვარ ჩემს ფიქრებთან, უცხო, ეული…
თუკი ვერ გნახავ, სანატრელო, რაღად ღირს ყოფა,
მიჯობს ბობოქარ ტალღებს შევრთო ტანჯული სული…

მიყვარს. love.gif


* * *
სიკვდილი არ მაფრთხობდა,
სიცოცხლე არ მათრობდა,
შეგხვდი და... მომეძალა ფიქრი სევდიანი,
რაგინდ გრძელიც მქონდეს სიცოცხლე ბოძებული,
ხანმოკლე იქნება ჩემი ხეტიალი...

* * *
თუკი ბებრი ფიჭვის ჩრდილქვეშ დაუნჯებული
სუნთქვა ნიავის, მოქროლილის ინაბას მთაზე,
ჩურჩულით მამცნობს საიდუმლოს,
რომ გენატრები,
გამოვფრინდები უმალ შენსკენ მომავალ გზაზე...

Posted by: giojavaxa 4 Jan 2016, 23:09
***
მათხოვარი გზად !
ზაფხულობით მაგის საბან–გობანი
მიწაა და ცა..

***
მშობელ მხარეში
ბალახი რომ ბალახია ,–
ჰყვავის ჩვენთვის ატმის ხესავით !

ისსა კობაიასი

Posted by: მოიისფრო 10 Jan 2016, 01:09
***
ზაფხულის დილა.
ბრმა ეფერება
იის თაიგულს.

სოგიო ჰასეგავა


* * *
თოვლი
სულ ბარდნის. . .
თუ დაინახავ.

სანტოკა ტაკედა

***
როგორ შევნატრი ჩამოცვენილ
ალუბლის ყვავილს. ნეტავ შემეძლოს,
მეც დავმთავრდე ასე ლამაზად.

ტანაკა

Posted by: მოიისფრო 16 Jan 2016, 19:21
***
ათი წელია, მე ვლაპარაკობ
და გაზაფხულის ვარსკვლავები
მისმენენ ჩუმად.

Kawase Hasui
(თარგ. ლელა მეტრეველი)

Posted by: giojavaxa 17 Jan 2016, 22:13
ცუნენობუ

შესაღამურდა.კარიბჭესთან აჩქამდა ბრინჯი,
გზის პირს ჩრდილები დაიკლაკნენ შავლეგ ფესვებად
და მშვიდად, მშვიდად-
როგორც ცათა ზეგარდმო ნიჭი,
სახლის ერდოზე შემოდგომის ღამე ეშვება.
(თამაზ ჩხენკელის თარგმანი)

Posted by: მოიისფრო 19 Jan 2016, 00:55
*
მაკრატელიც კი
ყოყმანობს წამით
ქრიზანთემების ბაღის წინაშე.

*
მხოლოდ მწვერვალი ფუძის მთისა
გადარჩენიათ
გაფოთლილ ხეებს დაუმარხავი.

ბუსონი

Posted by: მოიისფრო 21 Jan 2016, 23:14
*
გვიან შემოდგომაზე

მომავლის სჯერა

მწვანე მანდარინს


მაცუო ბაშო

Posted by: giojavaxa 24 Jan 2016, 16:38
მოიისფრო
QUOTE
გვიან შემოდგომაზე

მომავლის სჯერა

მწვანე მანდარინს


ძალიან მაგარია !

Posted by: giojavaxa 28 Jan 2016, 23:11
He does not come.
Tonight in the dark of the moon
I wake wanting him.
My breasts heave and blaze.
My heart chars.

Ono no Komachi

Posted by: მადამ ფისუნია 29 Jan 2016, 02:10
https://www.facebook.com/events/474801019397141/


მეგობრებო ეს იცით? love.gif

Posted by: narmonana 11 Feb 2016, 22:36
ეხლა ვიპოვე ჩემი ძველი ჰაიკუ,იმ დროინდელია ზოოპარკი რო დაიტბორა და ცხოველები დაიფანტნენ

ფანჯრიდან ვუსმენდი ქალაქის,
ჩუმი ბრდღვინვა.
მე ვარ თუ ვეფხვი?

Posted by: giojavaxa 15 Feb 2016, 17:08
narmonana
not bad smile.gif smile.gif

სათიბი. ცელი.
მოთიბულ ყანას დაენარცხა
თმის ერთი ღერი.

ისიკავა კეირო

Posted by: ninc_lfc 12 Mar 2016, 14:13
პოეზია მაინცდამაინც არ მიყვარს.
მაგრამ ეს იაპონური სტილი მთლად საჩემოა.

QUOTE
სადგურიდან
შინ მიმავალმა
მდინარის პირას,
წაბლის ხის ქვეშ
ავიღე კენჭი.

QUOTE
ათი წელია, მე ვლაპარაკობ
და გაზაფხულის ვარსკვლავები
მისმენენ ჩუმად.

ტანაკა

QUOTE
გვიან შემოდგომაზე
მომავალის სჯერა
მწვანე მანდარინს.

QUOTE
ცხელმა აბანომ,
მინდორს მოსწყვიტა
ფაფუკლოყება გლეხის გოგონა.

QUOTE
ბორცვს მივუყვები სევდიანი
და, საოცრებავ,
უდარდელად ყვავის ასკილი!

Posted by: giojavaxa 3 Jun 2016, 12:52
* * *
ჭრიჭინობელას მოძახილში
რთულია ამოიცნო
მისი სიკვდილის ნიშნები.
- მაცუო ბაშო

ღამე. გომური.
სად მიიკარგნენ კოღოები?
ეჰ, წასულია ზაფხულის საქმე.
- მაცუო ბაშო

Posted by: giojavaxa 24 Jul 2016, 17:38
ღამით მდინარე სეტაზე


თვალს ვერ ვაშორებთ ციცინათელებს,
მაგრამ მენავე დაგვითვრა და
მიაქანებენ ჩვენს ნავს ტალღები.


მაცუო ბაშო

"ნიოს ტბისაკენ" თარგ. ზაალ ჩხეიძე

Posted by: daviti8888 29 Jul 2016, 17:09
QUOTE (giojavaxa @ 24 Jul 2016, 17:38 )
ღამით მდინარე სეტაზე


თვალს ვერ ვაშორებთ ციცინათელებს,
მაგრამ მენავე დაგვითვრა და
მიაქანებენ ჩვენს ნავს ტალღები.


მაცუო ბაშო

"ნიოს ტბისაკენ" თარგ. ზაალ ჩხეიძე

მაგარია ..

ნეტა აქამდე რატო არ ვიცოდი

Posted by: giojavaxa 5 Feb 2017, 22:35
* * *
საომრად წამიყვანეთ.
ბოლო არ უჩანს ამ უსასრულო სიბერეს.
სამურაი არ ელოდება სიკვდილს.

უცნობი ავტორი

Posted by: narmonana 5 Feb 2017, 23:06
ცივი ჰაერი შემოეპარა
სიგარეტის ბოლს.
და შენზე ფიქრიც ჩუმად შემოყვა.

Posted by: NIN_O 6 Feb 2017, 00:02
ღრმად ჩაისუნთქე გაქვავებული მზერა
სუიციდი უზრდელობაა, როგორც
უხეირო საჩუქრის დაბრუნება.

შოთა გაგარინი


კარგი რამეა ჰაიკუ love.gif

Posted by: giojavaxa 13 Feb 2017, 20:14
ჩემი ჰაიკუებია,2016 წლის ნოემბერში დაწერილი

***
ჩვენი ცხოვრება სალამია
და სალმის მიღმა დარჩენილი
ათასი ფიქრი.

***
მე ველი ზამთარს და
თოვლის გორებს
რომ გუნდაობით დაღლილებმა
ვუსმინოთ ერთურთს.


***

როცა შენ გხვდები საღამოა
ან შუა დღე
და სიახლოვე უკვე
სიცივის.

***
ავი ძაღლების სიახლოვე
როგორ მიაგავს მრისხანებით
დატბორილ გულებს.

Posted by: hobgoblin 18 Mar 2017, 15:20
* * *
სახლის ფანჯრები
არასოდეს არ იღება
სასურველ მხარეს

* * *
ერთხელ ხუმრობით დედაჩემი
მხარზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

* * *
როცა მოგიწევს
ემსახურო
ჭირვეულ რეგვენს,
რა საშინელი გეჩვენება
მთელი ქვეყანა!

* * *
“მძულს, მეზიზღება უმოქმედობა
ადათ-წესებში გაყინულ ქვეყნის!”
ასე ვსთქვი ერთხელ
და იმის შემდეგ
აღარ მასვენებს მშფოთვარე სევდა.

Posted by: Hyperzet 19 Mar 2017, 04:16
QUOTE
მეგობარს გული გადავუშალე...
და მომეჩვენა:
ამ საუბარში
რაღაც დავკარგე და გავღარიბდი...
მყისვე დავტოვე მისი ოთახი...

QUOTE
მაკრატელიც კი
ყოყმანობს წამით
ქრიზანთემების ბაღის წინაშე.

QUOTE
ერთხელ ხუმრობით დედაჩემი
მხარზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

ძალიან მაგრებია love.gif


Posted by: მადამ ფისუნია 23 Mar 2017, 03:08
წყალწაღებულმა - ვტაცე ხელი,
ხავსს ვეჭიდები - საშველს ვეძებ...
ძნელია წუთი განშორების!”
(ბასიე)

Posted by: AnneSh 25 Mar 2017, 17:58
ღამით მარტო ფრენს
ციცინათელა
მაგრამ ცაში ხომ ვარსკვლავებია
fingal.gif

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 26 Mar 2017, 23:56
კენკი ფუკუოკა - დღე ტოკიოში

უხასიათოდ მივაბიჯებ
ნაგასაკისკენ
გარდაცვლილ სულთა
მოსაგონებლად
ფუძის მთის ძირში
საკურა ყვავის




Posted by: wuma 11 Apr 2017, 14:27
* * *
საომრად წამიყვანეთ.
ბოლო არ უჩანს ამ უსასრულო სიბერეს.
სამურაი არ ელოდება სიკვდილს.


* * *
შპალერის ყვავილს
ლურსმანი მოარიდა
და უკვე იცი, არავის გაწირავს.


Posted by: AnneSh 14 Apr 2017, 20:17
დუმილის ლექსიკონს
ვფურცლავ და ვიზეპირებ
ამ გაზაფხულზე.

Posted by: Noblesse 28 Jun 2017, 01:43
მიამოტო მუსაშის გო შინ ნო რო ანუ ხუთი ბეჭდის წიგნიი უძილერესია ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა smile.gif მოკლე და აზრიანია

Posted by: HurricaneKat. 29 Jun 2017, 11:43
ამ ლამაზ და სათუთ თემას რას უშვებით? sad.gif
* * *
mad.gif

http://radikal.ru

ჭიანჭველას ვკლავ
და ვხვდები_
ჩემი სამი შვილი მიყურებდა.

http://radikal.ru

შემოდგომის პირველი დილა-
სარკე რომელშიც ვიხედები,
მამაჩემის სახეს მიჩვენებს.


http://radikal.ru

ქარი ფუჯის მთიდან,
მარაოზე ვდებ,
აი, სახსოვარი ედოდან

http://radikal.ru

უკვე მარტო ვარ,
წარწერას ქუდზე: “ჩვენ ორნი ვართ”
როგორმე ბრინჯით ჩამოვირეცხავ.

Posted by: narmonana 8 Jan 2018, 11:25
ჩემი გონება -
იანვრის ნისლი.

სადაც შენ სჩანხარ მარტო.

Posted by: giojavaxa 10 Jan 2018, 23:54
* * *
სევდა მომგვარა
ჩემი დის ნაღვლიანმა გამოხედვამ,
როდესაც წარმოვთქვი -
"იესო უბრალო კაცი იყო".

~ იშიკავა ტაკუბოკუ

Posted by: narmonana 26 Mar 2018, 01:05
გზის პირებზე
ყვავის ჭერამი,
პაპაჩემის საფლავზეც
აყვავდებოდა იასამანი,

გაზაფხულია

Posted by: Katerina :-) 26 Mar 2018, 15:54
თვალსაწიერი უნდა გაიფართოო,
ჩემო ბიჭუნავ, მითხრა მამამ
და ველოსიპედი მაჩუქა

Posted by: HurricaneKat. 26 Apr 2018, 12:33
როგორ შევნატრი ჩამოცვენილ
ალუბლის ყვავილს. ნეტავ შემეძლოს,
მეც დავმთავრდე ასე ლამაზად.

user posted image

Posted by: AnneSh 26 Apr 2018, 20:05
ავტორი - იოსა ბუსონი.

ნელა მიდიან გაზაფხულის
გრძელი დღეები,
ხოლო მე ისევ ვცხოვრობ წარსულში.

Posted by: s-n-r 1 May 2018, 20:27
ღამის ბურუსში,
სადაც ტალღები
ეხეთქებოდნენ
მდინარის ნაპირს,
იდგა ქალი და პაპიროსს სწევდა.


თავის სოფელში დაბრუნებული
დაღლილი მგზავრი რომ დაიძინებს -
ო, ასე მშვიდად,
ო, ასე ჩუმად,
კარზე მოგვადგა თეთრი ზამთარი.


მთაზე ავედი,
მაღალ მწვერვალზე
და ქუდი ჩუმად დავუქნიე
ვის? მეც არ ვიცი.
და მერე ისევ ჩამოველ მთიდან.

Posted by: LenaFlower 1 May 2018, 20:42
მშობელ მხარეში
ბალახი რომ ბალახია, -
ჰყვავის ჩვენთვის ატმის ხესავით!

Posted by: NaziSalute 2 May 2018, 15:30
ანუ აზრი არის და რითმა არა ?
თუ ქართულად ნათარგმნია ეგეთი?

Posted by: HurricaneKat. 2 May 2018, 15:55
NaziSalute
ჩათვალე რომ არის აღმოსავლური პროზაული იმპრესიონიზმი yes.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 10 May 2018, 22:30
ჰაიკუს და იაპონური სატრფიალო პოეზიის მამავ, შენ გელით
https://forum.ge/?showuser=203786

Posted by: karlsoni 18 May 2018, 20:39
古池 /ჶურუ(ი) იკე
蛙飛び込む /კაერუ ტობიკომუ
水の音 /მიძუნო ოტო

ძველ გუბურაში
ბაყაყი ჩახტა,
წყლის ჩქაფუნია.
* * *
静けさや / შიძუკასაჲა
岩に滲み入る / ივანი შიმიირუ
蝉の声 / სემინო კოე

სრულ სიჩუმეში
კლდეს განგმირავს
ციკადას მოთქმა

Posted by: პოსეიDON 18 May 2018, 20:57
QUOTE (wuma @ 11 Apr 2017, 14:27 )

* * *
შპალერის ყვავილს
ლურსმანი მოარიდა
და უკვე იცი, არავის გაწირავს.

love.gif


love.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)