...ფიქრებში ჩუმად ჩაფიქრებული ვფიქრობდი შენზე...
თუ, რომ წრფელი გულით დაიჯერებ თუნდაც სასწაულს,
და ამ სასწაულს გულში ჩაიკრავ, შეისისლხორცებ,
ყოველ განვლილ წამს გააცოცხლებ, წარსულს არ მისცემ,
დროში გაყინავ, სუნთქვით გაათბობ...
თუ, რომ პირველი განცდის ელფერი ცაზე ლაჟვაროდბს,
მზეც კი ვერ ჩრდილავს...
და თუ პირველი განცდის სურნელი თვით გაზაფხულს ათრობს...
თუ შეგიძლია გიყვარდეს საკუთარ თავზე მეტად,
მისთვის იცოცხლო და ისულდგმულო...
თუ მისი სუნთქვით სუნთქავ, თუ მისთვის სუნთქავ,
მხოლოდ იმიტომ გიხარია ცისმარი დილა, რომ ყოველი დღე მასზე
ჩუმი ფიქრით, შორით ფერებით იწყება...
...ჩუმად, ჩემს ფიქრებში შენზე ჩაფლულს, მეფიქრება...
რომ ამაზე ტკბილად არასოდეს მიფიქრია, მიოცნებია,
რომ ეს ფიქრი დღეს ჩემი ერთად-ერთი მარგალიტია...
რომ ეს ხატება ჩემთვის მოვლენილი - საჩუქარია,
ვით ახდენილი, ცოცხლად განცდილი ოდესღაც ზმანება...
...კვლავ მეფიქრება და ამ ფიქრებში გართულს კვლავ დამათენდა
სხვა დილა უშენოდ მე აღარ მინდა, არ შემიძლია...
This post has been edited by Gio_G83 on 12 Aug 2017, 03:06
მიმაგრებული სურათი
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...