Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული სპორტი > მსოფლიო ჩემპიონატი ნარდში.


Posted by: ნარდი 26 Nov 2020, 15:25
ონლაინში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი ნარდში, ეროვნულ ნაკრებთა შორის.
საქართველოს ნაკრები დიდი წარმატებით გამოდის ტურნირზე და მსოფლიო თასის მოგების რეალური კანდიდატია. 33 ნაკრებიდან დარჩენილია 12 ქვეყნის ნაკრები.
ჩვენი მომდევნო მეტოქე თურქეთის უძლიერესი ნაკრებია.
გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ მესამე ადგილს ვინაღდებთ.
https://wbif.net/index.php?tub_id=1140&lan_id=en&nav_id=39&age=running
პირველი მატჩი გაიმართება დღეს 23:00-ზე
მესამე მაგიდა: ოკალი VS მენაბდიშვილი

მატჩის სტრიმის ლინკს დავდებ 5 წუთით ადრე თამაშის დაწყებამდე, კომენტატორი მე ვიქნები.

საქართველოს ნაკრების განვლილი გზა.

საქართველო - ესპანეთი 4-1
საქართველო - უნგრეთი 3-2
საქართველო - ავსტრია 3-2
საქართველო - საბერძნეთი 3-2
საქართველო - იაპონია 1-4
საქართველო - დანია 5-0

გუდ ლაქ ჩვენებს!

Posted by: ENOTI 26 Nov 2020, 15:28
ნარდის ნაკრებზე ნუღა მანერვიულებთ კაცურად

Posted by: George_Best 26 Nov 2020, 15:30
QUOTE
საქართველო - იაპონია 1-4

ნარდი გავაუქმოთ და დომინოს მივაწვეთ up.gif

Posted by: ნარდი 26 Nov 2020, 15:34
George_Best
იაპონის ნაკრები დაახლოებით იგივეა რაც NBA ს ნაკრები კალათბურთში smile.gif)
სხვათაშორის საქართველოს დომინოს N:1 მოთამაშეა ეს მენაბდიშვილი smile.gif)

ENOTI
QUOTE
ნარდის ნაკრებზე ნუღა მანერვიულებთ კაცურად

შეგიძლია პოპკორნი მოიმარაგო და გაერთო უბრალოდ smile.gif)
ერთ-ერთი თამაშის სტრიმი ამ ჩემპიონატიდან.

მესამე რაუნდი იყო ეს ავსტრიასთან
https://www.youtube.com/watch?v=KIBpO81VgJo&t

ხვალ 22:00 ზე ნაზარიანი დაუპირისპირდება იბრაჰიმ კარაჩას და ზეგ 19:00 ზე ნაჭყებია ეთამაშება თურქეთის საუკეთესო მოთამაშე გენჩს.
სულ 5 თამაში იქნება და 3 მოგებას ვინც ააგროვებს ის იქნება გამარჯვებული.

Posted by: George_Best 26 Nov 2020, 15:38
ნარდი
ვიხუმრე კაცო, წარმატებები
ჩავუჯდები საღამოს,მაინტერესებს

QUOTE
სხვათაშორის საქართველოს დომინოს N:1 მოთამაშეა ეს მენაბდიშვილი )

არ არის დომინოს ტურნირები?

Posted by: ნარდი 26 Nov 2020, 15:40
George_Best
QUOTE

არ არის დომინოს ტურნირები?

დომინო ის სახეობა რასაც საქართველოში თამაშობენ მსოფლიოში არ იცნობენ ფართოდ, ისე კი ლათინურ ქვეყნებშია პოპულარული.
საქართველოში კი არა მგონი ევროპაში არ ყავს ნაკრები არავის, მოკლედ ნაკლებად გავრცელებული სპორტია ნარდისგან განსხვავებით, ნარდს მსოფლიოში 600 მილიონი ადამიანი თამაშობს wink.gif

Posted by: მეცხვარე 26 Nov 2020, 16:03
QUOTE (ნარდი @ 26 Nov 2020, 15:34 )
George_Best
იაპონის ნაკრები დაახლოებით იგივეა რაც NBA ს ნაკრები კალათბურთში smile.gif)
სხვათაშორის საქართველოს დომინოს N:1 მოთამაშეა ეს მენაბდიშვილი smile.gif)

ENOTI
QUOTE
ნარდის ნაკრებზე ნუღა მანერვიულებთ კაცურად

შეგიძლია პოპკორნი მოიმარაგო და გაერთო უბრალოდ smile.gif)
ერთ-ერთი თამაშის სტრიმი ამ ჩემპიონატიდან.

მესამე რაუნდი იყო ეს ავსტრიასთან
https://www.youtube.com/watch?v=KIBpO81VgJo&t

ხვალ 22:00 ზე ნაზარიანი დაუპირისპირდება იბრაჰიმ კარაჩას და ზეგ 19:00 ზე ნაჭყებია ეთამაშება თურქეთის საუკეთესო მოთამაშე გენჩს.
სულ 5 თამაში იქნება და 3 მოგებას ვინც ააგროვებს ის იქნება გამარჯვებული.

მადლობა ლევან გადამეტებულია N:1 ერთერთი საუკეთესო უკეთესია smile.gif)

Posted by: forum-ge 26 Nov 2020, 16:11
მეცხვარე
წარმატებები ტურნირზე smile.gif

Posted by: Seamus 26 Nov 2020, 22:01
QUOTE (George_Best @ 26 Nov 2020, 15:30 )
QUOTE
საქართველო - იაპონია 1-4

ნარდი გავაუქმოთ და დომინოს მივაწვეთ up.gif

lol.gif lol.gif

ხო გვყავს დომინოს ნაკრები?
კაპიტანი კაი ბიჭია, მევასება ნოდოს თამაში.
გიო გერმანულ სტილში უბერავს, დოიჩა, ძაან ცივსისხლიანია.

Posted by: ნარდი 26 Nov 2020, 23:00



ხმა ვერ ჩავრთე საიდანღაც ერთვება, მომდევნო თამაშზე გამოვასწორებ ამ ხარვეზს.


Posted by: George_Best 26 Nov 2020, 23:17
ვერაფერი გავიგე რა ჯანდაბა ხდება biggrin.gif
ან ამ ქვებს რას დაათამაშებენ აქეთ იქეთ და აბრუნებენ
ან რატო დათმო ეგრევე მარსი,ხო ქონდა შDანსი
სადამდეა

Seamus
QUOTE
ხო გვყავს დომინოს ნაკრები?

კი,რო რამე ნებისმიერ ქვეყანას შევჭამთ yes.gif yes.gif
75 ფორას და სტავკიორობას მივცემთ და მოვუგებთ

Posted by: ნარდი 26 Nov 2020, 23:19
George_Best
ეს სტრეამლაბია თუ რაღაცა რამდენიმე წუთით ადრე ჩავწერე და ხმის ჩართვა აღარ მახსოვს. კომენტარებით უფრო საინტერესო იქნებოდა.
13 ქულამდეა 1-4 ვაგებთ ეხლა.

Posted by: George_Best 26 Nov 2020, 23:24
ნარდი
ლაივია?
გაუტყდა,ამ ხელს წესით მოიგებს biggrin.gif
მეც მევასება ნარდი,მაინტერესებს პროფესორები როგორ თამაშობენ,კომენტარით როცა იქნება მიგვილინკე ეგეც რა

ოპააა იაგნები biggrin.gif
მოგებულია ეგ ხელი

Posted by: ნარდი 26 Nov 2020, 23:26
George_Best
კი ლაივი მიდის, იმედია ხმის პრობლემას მოვაგვარებ. თუ არადა ხვალ უეჭველი ხმით იქნება, გამოვასწორებ ამ ხარვეზს.

ნაკრებში ყველა პრო გვყავს!

4 ქულა ამოუქაჩა! jump.gif

Posted by: George_Best 26 Nov 2020, 23:28
ნარდი
ერთიც მითხარი,ქულები რანაირად ითვლება,წეღან თურქი 4-1 იგებდა,ახლა ჩვენი 5-4 იგებს
არადა პროსტა ოინი იყო :დ

Posted by: ნარდი 26 Nov 2020, 23:31
George_Best
დავი ქონდა თურქს ნათქვამი, მერე ქვა რომ დაუჭირა 4 იანი გაუზარდა ჩვენმა, იმან მიიღო და 4 ქულაზე წავიდა თამაში smile.gif)
ანუ ჩარი მოუგო 4 ქულიანი.

Posted by: George_Best 26 Nov 2020, 23:33
ნარდი
user posted image

აქ რო ორი წერია,ანუ ჩვენმა უთხრა დავი?

haha esec mougo biggrin.gif
kai sayurebelia

Posted by: ნარდი 26 Nov 2020, 23:35
George_Best

არა, ჩვენიანს აღებული აქვს დავი და უფლება აქვს ჩარი უთხრას, ეტყვის კიდეც თუ წინ გავა.

QUOTE
kai sayurebelia

biggrin.gif up.gif
* * *
სამწუხაროდ წავაგეთ

0-1 ია ანგარიში და 4 თამაშია სათამაშო. 4 დან 3 უნდა მოვიგოთ ეხლა.

ეს არის თამაშის საბოლოო ანალიზი
user posted image
ჩვენმა მოთამაშემ მცირე უპირატესობით აჯობა თუმცა იღბალი ძალიან გადაიხარა თურქისკენ
4.5 ჩვენ 4.9 თურქი.

ხვალ ხმოვან სტრიმს შემოგთავაზებთ ნაზარიანი ხვდება კარაჩას.

Posted by: iliax 27 Nov 2020, 00:22
ნარდი
შენ რატო არ ხარ ნაკრებში? საქართველოს ჩემპიონატი ხო მოიგე, სპორტალზე წავიკითხე ამასწინათ.

ყოჩაღ ისე კაი შედეგები გვაქვს. ეს იაპონია ყველგან გვეკვეტება.

Posted by: ნარდი 27 Nov 2020, 00:28
iliax
გაუმარჯოს ილიას smile.gif
ძალიან გადატვირთული ვარ, ვარჯიშებს ვერ ვახერხებ ძველებურად ამიტომ ცოტა ფორმიდან ამოვვარდი, სოსო კარგი მოთამაშეა 4.5 ზე თამაშობს სადღაც ამიტომ ჩემი შეცვლა უპრობლემოდ შეუძლია, ადგილი დავუთმე მოკლედ.

QUOTE
საქართველოს ჩემპიონატი ხო მოიგე, სპორტალზე წავიკითხე ამასწინათ.

კი მოვიგე და მაგის მერე აღარც მივარჯიშია, ისე 7 დეკემბერს იქნება იგივე ტურნირი უფასოდ, თუ სურვილი გაქვს ჩაეწერე smile.gif

Posted by: iliax 27 Nov 2020, 11:52
ნარდი
QUOTE
გაუმარჯოს ილიას
ძალიან გადატვირთული ვარ, ვარჯიშებს ვერ ვახერხებ ძველებურად ამიტომ ცოტა ფორმიდან ამოვვარდი, სოსო კარგი მოთამაშეა 4.5 ზე თამაშობს სადღაც ამიტომ ჩემი შეცვლა უპრობლემოდ შეუძლია, ადგილი დავუთმე მოკლედ.

გაუმარჯოს ლევან wink.gif

გასაგებია, მეთქი ბუდუ ზივზივაძის პონტია biggrin.gif

შენი კომენტარებით მართლა საინტერესოა გააგრძელე ეგ საქმე კარგად გამოგდის up.gif
QUOTE
კი მოვიგე და მაგის მერე აღარც მივარჯიშია, ისე 7 დეკემბერს იქნება იგივე ტურნირი უფასოდ, თუ სურვილი გაქვს ჩაეწერე

ნარდის აზრზე არ ვარ შაშ იაქით რო კარი უნდა აიღო ეგ ვიცი მარტო biggrin.gif

Posted by: ნარდი 27 Nov 2020, 21:19
ხმის პრობლემა გავასწორე და დღეს უკეთესი რეპორტაჟი გვექნება, მოგება აუცილებლად გვჭირდება, წაგების შემთხვევაში გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით 3 დან 3 ის მოგება დაგვჭირდება რაც ურთულესი რამეა თურქეთის მსგავს გუნდთან.

მოკლედ სადღაც ნახევარ საათში დავდებ სტრიმს.

ნაზარიანი VS კარაჩა

Posted by: levani-dinamo 27 Nov 2020, 21:35
ნარდი
დღესაც 23 საათზე იქნება? ჯგუფური ეტაპია თუ მთლიანად ერთიანია?

Posted by: Sno 27 Nov 2020, 21:40
QUOTE
ნარდის ნაკრებზე ნუღა მანერვიულებთ კაცურად

lol.gif lol.gif

Posted by: ნარდი 27 Nov 2020, 21:58


ვიწყებთ war.gif

Posted by: George_Best 27 Nov 2020, 22:29
რეები აკეთა თურქმა და მაინც რო ქონდა შანსი
კომენტარებით ბევრად კაი საყურებელია

Posted by: Essiittaaa 27 Nov 2020, 22:53
ახლა ამაზე ინერვიულე კიდე :დ 1-1 კაია

Posted by: ნარდი 27 Nov 2020, 23:05
ძალიან დამაჯერებლად მოიგო დღეს ედიკამ.
ასე რომ მოგვიწევს ბოლომდე ნერვიულობა tongue.gif
არც ჩვენ და არც თურქეთის ნაკრები არაა ის გუნდები ვინმემ დროზე ადრე გატეხოს, ბოლო გორებამდე შეიძლება მივიდეს საქმე გამარჯვებულის გამოსავლენად!

ხვალ შვიდ საათზე იქნება ნაჭყებია - გენჩის თამაში.


user posted image

user posted image
* * *
levani-dinamo
QUOTE

დღესაც 23 საათზე იქნება? ჯგუფური ეტაპია თუ მთლიანად ერთიანია?

გვიან ვნახე მონაწერი.

ხვალ 19:00 ზე იქნება, დროებს ერთმანეთში ათანხმებენ ხოლმე მოთამაშეები და შემდეგ საიტზე ანონსი იდება.
wbif.net ზე

როგორც ჩოგბურთშია სეტი აქაც ეგრეა 1-1 ანგარიში და 3 თამაში დარჩა.


რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატს, ე.წ ტრიპლ ელიმინეიშენია, ანუ როდესაც 3 წაგება დაუგროვდება ნაკრებს გავარდება, ჩვენს ნაკრებს 1 წაგება აქვს ლიდერ იაპონიასთან, ეს რომ წააგოს მეორე წაგება გამოუვა და გავარდნის კანდიდატი ხდდება. ამ დროისთვის 21 გუნდია გავარდნილი 12 დარჩენილია.
სრული სატურნირო მდგომარეობა ზემოთ რომ დევს ლინკი იქ შეგიძლია ნახო.

Posted by: levani-dinamo 28 Nov 2020, 00:00
ნარდი
ამას მეტოქის განადგურება ერქვა


Posted by: მეცხვარე 28 Nov 2020, 01:29
ლევან ხვალ 7 საათზეა თამაში smile.gif

Posted by: ნარდი 28 Nov 2020, 02:40
მეცხვარე
ჩავასწორე, მადლობა.

ეს იგივე სტრიმი უფრო ნავაროჩენი გაფორმებებით, პარალელურად მიდიოდა თურქული ვერსია smile.gif)
როგორ გულშემატკივრობენ ჩათში თურქები biggrin.gif


* * *
სტრიმი


* * *
მოკლედ ჩაიშალა დღევანდელი მატჩი, ძალიან იშვიათი ანომალია დაფიქსირდა, საიტმა გაჭედა backgammon studio-მ lam.gif
* * *
ხვალ გაიმართება იგივე დროს 19:00-ზე

Posted by: George_Best 28 Nov 2020, 23:34
QUOTE
ხვალ გაიმართება იგივე დროს 19:00-ზე

ხვალ არ გვაწყობს,რაგბის ნაკრები უფრო მნიშვნელოვანია biggrin.gif

Posted by: shotx 28 Nov 2020, 23:46
ჩემი უსაყვარლესი მაგიდის თამაში <3 ძალიან მინდა დონე ავიმაღლო აუცილებლად მოვიცლი მომავალში. სანამ დავიწყებ ყურებას ჩვენი მხეცი ბატონი ნოდარ გაგუა თამაშობს?

Posted by: ნარდი 29 Nov 2020, 18:52
shotx
QUOTE
ბატონი ნოდარ გაგუა თამაშობს?

არა, ონლაინ ნაკრებში არ თამაშობს ხოლმე არც გაგუა არც ფანქველაშვილი.

5 წუთში ჩავრთავ სტრიმს.




.....

Posted by: levani-dinamo 29 Nov 2020, 18:54
ნარდი
QUOTE
5 წუთში ჩავრთავ სტრიმს

დღესაც უნდა მოვიგოთ

Posted by: ნარდი 29 Nov 2020, 21:01


2-1 საქართველოს სასარგებლოდ bis.gif

ხვალ 22:00 ზე პირველი მაგიდა თამაშობს მათიკაშვილი VS ჩეტინელი (მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი)

ესეც სატურნირო მდგომარეობა.
შვეიცარია უკვე გავარდა, ნორვეგიაც დიდი ალბათობით გავარდება 0-2 აგებს ირანთან.

ბერძნებმა სახე ჩამოუღეს იაპონელებს არაფერს უთმობენ და 2-2 ზეა ანგარიში.

Posted by: მალატესტა 29 Nov 2020, 21:22
ამდენ ქვეყანაში მეორე ადგილზე ვართ?

ანუ ნარდიც ჩვენი თამაშია?

Posted by: levani-dinamo 29 Nov 2020, 21:29
მალატესტა
მოკლედ კალათბურთს და ნარდს უნდა მივაწვეთ. შეიძლება ჩვენი სპორტი ეგაა

Posted by: მეცხვარე 29 Nov 2020, 22:33
ლევან ზეგ თამაშობს მათიკაშვილი smile.gif)

Posted by: ramazi-rugby 30 Nov 2020, 01:00
01.12., 19:00 Flag Turkey Cihangir Cetinel ( cihangircetinel ) - Flag Georgia Bakar Matikashvili ( maquisard )
* * *
ჩვენი დროით 22.00 საათზე იქნება თამაში

Posted by: ნარდი 30 Nov 2020, 01:37
მოკლედ ზეგ საღამოს 10 საათზე გვექნება სტრიმი და იმედია ბოლო მეხუთე რაუნდში ნერვიულობა აღარ მოგვიწევს.

Posted by: shotx 30 Nov 2020, 03:26
QUOTE (მალატესტა @ 29 Nov 2020, 21:22 )
ამდენ ქვეყანაში მეორე ადგილზე ვართ?

ანუ ნარდიც ჩვენი თამაშია?

ნარდში რაც მახსოვს სულ ვართ ტოპ 10-ში

Posted by: ნარდი 1 Dec 2020, 21:54
5 წუთში ვიწყებთ ლინკსაც მოვაყოლებ!

გუდ ლაქ ბაქარ!
გუდ ლაქ ჩვენს ბიჭებს!



Posted by: dishosdzisdze 1 Dec 2020, 22:48
აი საღოოოოოოლლ! !!
გილოცავთ! !!

Posted by: shato2008 1 Dec 2020, 22:52
ყოჩაღ ბაქარ!
გილოცავთ!

Posted by: ramazi-rugby 1 Dec 2020, 22:55
ეგეც ჩემპიონ მირა
ხომ მიართვა მაგრად!
ყოჩაღ ბაქარ!

Posted by: levani-dinamo 2 Dec 2020, 03:32
რა ხდება რომელიმე ნაკრები გავარდა?

Posted by: ramazi-rugby 2 Dec 2020, 20:17
გავარდა შვეიცარია,ჩეხეთი ჯერჯერობით

Posted by: levani-dinamo 2 Dec 2020, 20:20
თუ არის შესაძლებელი ყოველი ტურის მერე ცხრილი რომ დაიდოს

Posted by: ramazi-rugby 2 Dec 2020, 20:28
საქართველო -თურქეთი 4-1
გილოცავთ ბიჭებო!

Posted by: levani-dinamo 2 Dec 2020, 20:29
შემდეგი დაპირისპირება როდის და ვისთანაა?

Posted by: ramazi-rugby 2 Dec 2020, 21:13
ჯერ არაა კენჭისყრა
უნდა დამთავრდეს მეშვიდე ტური
* * *
ბულგარეთი,გერმანია სავარაუდო მეტოქეები

Posted by: ნარდი 2 Dec 2020, 22:28
გავუფორმეთ თურქეთს 4-1 biggrin.gif

სატურნირო მდგომარეობა ისეთია ყურება რომ არ მოგბეზრდება gigi.gif

ნორვეგიამ სასწაული მოახდინა და 0-2 დან 3-2 მოუგო ირანს smile.gif)
https://wbif.net/index.php?tub_id=1140&lan_id=en&nav_id=39&age=running

user posted image

Posted by: madridman 2 Dec 2020, 23:16
სტრიმები გააძრეთ ბრატსი boli.gif

Posted by: ramazi-rugby 2 Dec 2020, 23:22
დარეგისტრირდით საიტზე https://heroes.backgammonstudio.com/
და შეძლებთ ყველა თამაშის ნახვას ლაივში

Posted by: Twilight 3 Dec 2020, 14:41
QUOTE (ramazi-rugby @ 2 Dec 2020, 22:22 )
დარეგისტრირდით საიტზე https://heroes.backgammonstudio.com/
და შეძლებთ ყველა თამაშის ნახვას ლაივში

სტრიმის ყურება ჯობია ლევანის კომენტარებით.

Posted by: ნარდი 3 Dec 2020, 16:58
დამთავრდეს ეს ტური, ჩაამთავრონ სხვა გუნდებმა და ახალ რაუნდს გავსტრიმავ ისევ

user posted image

საქართველოს ნაკრები!
2018 წელი მონტენეგრო (მენაბდიშვილი მაშინ არ იყო ნაკრების წევრი)

მარცხნიდან
ნაზარიანი, სარქისიანი, მათიკაშვილი, ქარელი, გაგუა, ნაჭყებია, ფანქველაშვილი.

Posted by: George_Best 3 Dec 2020, 17:01
ნარდი
რამდენიმე კითხვა მაქვს

1.ვის ვხვდებით შემდეგ ეტაპზე?
2.რამდენი გუნდი დარჩა?
3.ჩემპიონი ვინ გახდება ან როგორ,ხო სამ წაგებამდეა და ვინც სამჯერ არ წააგებს ეგ ხდება,თუ ორი გუნდი რო დარჩება ერთმანეთს შეხვდებიან,თუ როგორ ირკვევა?

Posted by: ნარდი 3 Dec 2020, 17:06
George_Best
QUOTE

1.ვის ვხვდებით შემდეგ ეტაპზე?

კენჭისყრით გაირკვევა, ბულგარეთი-გერმანია ამ ორიდან იქნება სავარაუდოდ რომელიმე.

8 გუნდი რჩება ამ ტურის შემდეგ, გუნდს რომელსაც 3 წაგება ექნება ვარდება, ჩემპიონი ის გახდება ვინც 3 ჯერ არ წააგებს smile.gif
წაუგებელი ამ დროისთვის იაპონიაა, საბერძნეთთან შეიძლება წააგოს ეხლა ვნახოთ...
1 წაგებიანი არის საქართველო და საბერძნეთი.
სხვები ბოლო ხავსს ებღაუჭებიან smile.gif)

Posted by: ramazi-rugby 3 Dec 2020, 19:56
[
QUOTE

კენჭისყრით გაირკვევა, ბულგარეთი-გერმანია ამ ორიდან იქნება სავარაუდოდ რომელიმე.

ნორვეგია კიდევ სავარაუდო
გერმანია ნაკლებად
QUOTE

3.ჩემპიონი ვინ გახდება ან როგორ,ხო სამ წაგებამდეა და ვინც სამჯერ არ წააგებს ეგ ხდება,თუ ორი გუნდი რო დარჩება ერთმანეთს შეხვდებიან,თუ როგორ ირკვევა

ორი გუნდიც რომ დარჩება მანამ ითამაშებენ ვიდრე ერთ ერთი სამჯერ არ წააგებს
* * *
გავარდა ამერიკა,ირანი,შვეიცარია,ჩეხეთი

Posted by: ნარდი 5 Dec 2020, 15:57
შედგა კენჭისყრა.
ჩვენი მეტოქეა გერმანია!

war.gif

user posted image

Posted by: ramazi-rugby 6 Dec 2020, 13:41
გავარდება 2,3 ან 4 გუნდი.
ჩვენ და იაპონიის გარდა ყველა ბოლო იმედზეა

Posted by: ნარდი 6 Dec 2020, 19:00
დღეს 23:30 ზე იქნება სტრიმი
საქართველო გერმანია.

მენაბდიშვილი - კაიზერი

იაპონიას ტორტის ნაჭერივით მიართვეს ბულგარეთი smile.gif))


სოსო როგორც წესი პირველ თამაშს ხსნის ხოლმე, ჩვენი ნაკრების ტანკია, წინა ხაზზე ვუშვებთ რომ მეტოქის რიგებში მძიმე დარტყმით დემორალიზება შეიტანოს givi.gif

Posted by: მეცხვარე 6 Dec 2020, 19:00
დღეს 23 30 წუთზე გერმანიას ვეთამაშებით, სტრიმს ლევანი შემოგთავაზებთ

ძალიან რთული და ძლიერი მეტოქეა

Posted by: ნარდი 6 Dec 2020, 23:30
ვიწყებთ!

Posted by: mancunia89 7 Dec 2020, 00:37
რას ვშვებით?

სტრიმს ვერ ვუყურებ სამწუზაროდ

Posted by: levani-dinamo 7 Dec 2020, 01:33
mancunia89
პირველი თამაში წავაგეთ

Posted by: qristefore 7 Dec 2020, 02:17
მეგონა ამ დონეზე უკვე ძირითადად მარტო კამათელი წყვეტდა, მაგრამ საკმაოდ უხეშ შეცდომებს უშვებენ.
ამ გერმანელმა მარტო კამათელით მოიგო ეს თამაში მგონი. თავიდან ბოლომდე ვუყურე biggrin.gif

Posted by: მეცხვარე 7 Dec 2020, 02:37
სამწუხაროდ წავაგე , ძალიან ძლიერია ეს გერმანელი დღეს არ გამოუვიდა თამაში თუმცა იღბალი დღეს მაგისკენ იყო sad.gif

იმედია მოვიგებთ ზეგ გვაქვს 1 დაფაზე შეხვედრა

Bakar Matikashvili Volker Sonnabend

Posted by: ნარდი 7 Dec 2020, 03:05
მაგარი თარსი ვიღაცაა ეს გერმანელი რა smile.gif))

19-ე წუთზე ჩარი რომ ამოუტრიალა და სოსომ დაპასა დიდი შეცდომა დაწერა საიტმა, ძალიან კი გამიკვირდა მე პირიქით დიდი შეცდომა თეიქი მეგონა.
მატჩის შემდგომ პროგრამა ექსტრიმ გამონზე იქნა შემოწმებული ეგ ჩარი და სწორი აღმოჩნდა პასი, მანდ თეიქი იქნებოდა პირიქით დიდი შეცდომა.

საბოლოოდ კარგა გვარიანად აჯობა სოსომ თამაშით, იღბალმა ზურგი გვაქცია და სწორედ ამის გამო წავაგეთ.

Posted by: ნარდი 8 Dec 2020, 15:28
22:00 ზე გვექნება სტრიმი, მათიკაშვილი - ზონაბენდი!

ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონობისთვის გრძელდება!

გერმანიის დამარცხების შემთხვევაში მინიმუმ მესამე ადგილს ვინაღდებთ და მთავარი ფავორიტები ვხდებით მსოფლიო თასის!

ამ დროისათვის 0-1 ვაგებთ.

Posted by: მეცხვარე 8 Dec 2020, 21:10
პირველი დაფა თამაშობს დღეს და მოგება აუცილებლად გვესაჭირეოება ძლიერ გერმანელს ძალიან ძლიერი ბაქარი უპირისპირდება smile.gif

Posted by: ნარდი 8 Dec 2020, 22:01
სტრიმი


მოკლედ ტექნიკური ხარვეზი იყო და სტრიმი გამეთიშა ბოლომდე რომ ჩავედი მაშინ გავიგე სამწუხაროდ...

12-0 ვაგებთ კროუფორდით ეხლა და ალბათ წავაგეთ ... sad.gif

აჯობა ბაქარმა თამაშით მაგრამ უშანსოდ წააგო.
* * *
9 საათზე იქნება სტრიმი!

0-2 ვაგებთ.

Posted by: მეცხვარე 9 Dec 2020, 20:17
დღეს 21.00საათზე ედუარდ ნაზარიანი ანდრეას ჰოფმანს ხვდება საქართველო გერმანია 0 :2

სტრიმი იქნება ლევანი დადებს smile.gif წარმატებები ჩვენ ერთერთ ყველაზე ძლიერ მონარდეს

Posted by: Twilight 9 Dec 2020, 21:02
იწყება საქართველო - გერმანიის მე-3 მატჩი
სამწუხარ ჯერ ვაგებთ 0:2. წაგების უფლება აღარ გვაქვს.

Posted by: მეცხვარე 9 Dec 2020, 21:15
https://www.youtube.com/watch?v=d3DnhD9xlTs

Posted by: qristefore 9 Dec 2020, 21:42
კარგი იყო გილოცავთ!
30ჯერ გილოცავთ

Posted by: ნარდი 9 Dec 2020, 21:47
გილოცავთ ბიჭებო!

ანგარიშია 1-2
მაგარი ხარ ედო!

ამ სტრიმს რა ვუყო არ ვიცი დღესაც ხარვეზი იყო, ხვალისთვის რამეს მოვიფიქრებ რომ გამოვასწორო.

Posted by: levani-dinamo 9 Dec 2020, 22:15
ნარდი
QUOTE
გილოცავთ ბიჭებო!

ანგარიშია 1-2

იმედია 3-2 დაიდება. ძალთა ფარდობითობით რეალურია?

Posted by: ნარდი 9 Dec 2020, 22:39
levani-dinamo
სამივე თამაშში კლასით დავჩაგრეთ გერმანია, არავინ არ იცის რა მოხდება, სამართლიანი იქნება ჩვენი მოგება რადგან უკეთესი გუნდი გვყავს!
ბოლო 2 თამაშია მოსაგები 25% შანსია, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ!

Posted by: ramazi-rugby 9 Dec 2020, 22:52
გავარდა თურქეთი.ნორვეგიამ მოუგო.დარჩა 7 გუნდი

Posted by: George_Best 10 Dec 2020, 20:47
დღეს არ არის თამაში ??
30 ჰიტლერკაპუტ

Posted by: ramazi-rugby 10 Dec 2020, 21:07
წავაგეთ გერმანიასთან
1-3
მეხუთე მატჩი ფორმალობაა.
დაველოდოთ ტურის დამთავრებას

Posted by: levani-dinamo 10 Dec 2020, 21:10
ramazi-rugby
ეს ჩვენთვის მეორე წაგებაა ხო? შემდეგ მეტოქეს როდის გავიგებთ?

Posted by: ramazi-rugby 10 Dec 2020, 23:36
ეს ტური რომ მორჩება ,მერე
კი მეორე წაგებაა

Posted by: ნარდი 12 Dec 2020, 16:36
მერვე რაუნდში ესეთი სიტუაციაა.

ჩვენ წავაგეთ გერმანიასთან და ბოლო შანსის იმედად დავრჩით, ფავორიტის სტატუსი დავკარგეთ. თუმცა ტურნირს ძველებურად ვაგრძელებთ უბრალოდ გაგვირთულდა საქმე.

თურქეთმა წააგო ნორვეგიასთან და გამოეთიშა ტურნირს.
საბერძნეთი აგებს დანიასთან 1-2
ბულგარეთი უგებს ლიდერ იაპონიას 0-2 (ამას სენსაციის სუნი უდის)

ეხლა თამაშობს ბულგარეთი და თუ მოიგო 6 გუნდი დავრჩებით
წააგო მაია პეიჩევამ და 1-2 გახდა იაპონია-ბულგარეთი

Posted by: ramazi-rugby 13 Dec 2020, 23:00
გავარდა საბერძნეთი
ალბათ მიყვება ბულგარეთი
მეცხრე ტურში გადადის 5 გუნდი
ან 6,თუ ბულგარეთი სენსაციას გამოაცხობს იაპონიასთან

Posted by: ramazi-rugby 18 Dec 2020, 22:25
ხვალ იწყება საქართველოს ჩემპიონატის გრანდფინალი

Posted by: George_Best 18 Dec 2020, 22:26
ჩვენ აღარ ვთამაშობთ?
სამ წაგებაზე არ ვარდებოდით,ჩვენ ორი წავაგეთ

Posted by: levani-dinamo 18 Dec 2020, 22:29
George_Best
ბრუნო საქ ჩემპში თამაში არ გინდა?

Posted by: ramazi-rugby 18 Dec 2020, 22:54
ხვალ საღამოს დამთავრდება მერვე ტური და გაიმართება კენჭისყრა
გავიგებთ ჩვენს მეტოქეს მეცხრე ტურში
* * *
თუ ბულგარეთი გავარდა,ალბათ ნორვეგიას შევხვდებით

Posted by: ramazi-rugby 21 Dec 2020, 23:54
ვისვენებთ შემდეგ ტურში
იაპონია- გერმანია(გერმანია თუ წააგებს ვარდება)
დანია -ნორვეგია(აქედან ერთი ვარდება)
ვრჩებით სამი ან ოთხი .

* * *
საქართველოს ჩემპიონატი მოიგო ბაქარ მათიკაშვილმა

Posted by: ფექსიბო 22 Dec 2020, 01:17
QUOTE
ვისვენებთ შემდეგ ტურში

ეს მაგრად გაგვიმართლა ხო?

Posted by: მეცხვარე 22 Dec 2020, 04:45
თუ იაპონიამ მოუგო გერმანიას საპრიზო ადგილზე გავალთ

უკეთესი ვარიანტებიც შეიძლებოდა smile.gif

Posted by: ramazi-rugby 29 Dec 2020, 19:31
მოუგო გერმანიამ იაპონიას
გავარდა დანია
დავრჩით ჩვენ,იაპონია,გერმანია ნორვეგია
შემდეგ ტურში ნორვეგია გველოდება ალბათ,
მაგათთან არ გვითამაშია
და აალბათ ისევ გერმანია -იაპონია?
ვნახოთ მორჩება ტური და იქნება წილისყრა
* * *
არც გერმანია -ნორვეგია შეხვედრიან ერთმანეთს
შეიძლება ეგრეც დაჯდეს
დან ჩვენ -იაპონია.
ვნახოთ 30 ში ბოლო ტურია საღამოს გვიან
და მერე იქნება განაწილება
* * *
არც იაპონია-ნორვეგიას უთამაშიათ
და უფრო ეგრეც დაჯდება 100%
საქართველო- გერმანია
იაპონია- ნორვეგია

Posted by: ფექსიბო 29 Dec 2020, 21:17
ყველას ორ-ორი წაგება გვაქვს ხომ?

Posted by: მეცხვარე 29 Dec 2020, 21:27
იაპონიას 1. დანარჩენ 3 ქვეყანას 2

Posted by: ფექსიბო 29 Dec 2020, 21:55
QUOTE
იაპონიას 1. დანარჩენ 3 ქვეყანას 2

მადლობა

Posted by: ramazi-rugby 1 Jan 2021, 22:15
საქართველო-ნორვეგია
იაპონია- გერმანია
ჩვენთან ერთად თუ იაპონიაც მოიგებს,ფინალში ვართ
მაგრამ ორჯერ უნდა მოვუგოთ

Posted by: levani-dinamo 1 Jan 2021, 22:33
ramazi-rugby
თამაშები როდის იქნება?

Posted by: ramazi-rugby 1 Jan 2021, 23:06
10 იანვარია ბოლო ვადა
მანამდე უნდა მორჩეს
ჯერ არაა კალენდარი შეთანხმებული


* * *
https://wbif.net/index.php?nav_id=39&age=running
აქ არის შედეგები

Posted by: ნარდი 2 Jan 2021, 00:14
https://www.youtube.com/watch?v=cJCmvuOjHjg

მოულოდნელად შეათანხმეს თამაში და დაიწყეს, ვერ მოვასწარი სტრიმისთვის მომზადება, კომენტარების გარეშე გავუშვი.

ცუდადაა საქმე 8-0 ვაგებთ.

Posted by: mancunia89 2 Jan 2021, 01:52
ბოლოს რა ხელი წავაგეთ

ტიპი ჯერ ქვას ვერ აცოცზლებდა კაი ხანს და მერე ისე გააცოცხლა თან მოკლა და მოიგო :დ

Posted by: George_Best 2 Jan 2021, 03:20
აუ ბოლო მართლა რა ცუდი ხელი წავაგეთ
რამდენი გუნდი დარჩა სუ

Posted by: მეცხვარე 2 Jan 2021, 13:08
დღეს 23.00 ვთამაშობ ნორვეგიელთან სტრიმს ლევანი გაუშვებს

0.1 ვაგებთ

Posted by: ნარდი 2 Jan 2021, 23:02



...........

Posted by: levani-dinamo 2 Jan 2021, 23:58
ნარდი
აჰა მშვენიერი მოგება იყო

Posted by: ნარდი 3 Jan 2021, 00:04
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს გამარჯვებას, 1-1 ანგარიში გათანაბრდა, ხვალინდელ დღეზე ბევრი რამეა დამოკიდებული, გამარჯვება და ცალი ფეხი ფინალში გვაქვს!

Posted by: levani-dinamo 3 Jan 2021, 01:18
ნარდი
დაე ბიჭებს მსოფლიო ჩემპიონობა დაედოთ

Posted by: მეცხვარე 3 Jan 2021, 16:15
დღეს 6 საათზე პირველ დაფაზე ითამაშებენ

ბაქარ მათიკაშვილი Hans Marius Eikseth

ანგარიშია 1.1

სტრიმი იქნება
* * *
https://www.youtube.com/watch?v=ClFnVfd-ccM

Posted by: George_Best 4 Jan 2021, 21:41
როდისაა შემდეგი,წინაზე იმენა არ გამართლებაც არ ერქვა,რო ამბობთ კამათელი არაფერს წყვეტს დიდადო,აი თუ არ წყვეტს biggrin.gif

Posted by: მეცხვარე 5 Jan 2021, 20:53
5 წუთში იწყება მნიშვნელოვანი თამაშია 1 2 ვაგებთ

Posted by: Seamus 5 Jan 2021, 21:56
რაები აგორა ბოლო ხელში drug.gif

Posted by: ნარდი 5 Jan 2021, 21:59
5 წუთის გაღვიძებულიც არ ვიყავი, ძლივს ვილაპარაკე სტრიმში.


ესე უსამართლოდ დასრულდა ჩვენი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე sad.gif

Posted by: George_Best 5 Jan 2021, 22:29
რავი ძმაო იმენა წინა ხელშიც და ახლაც კამათელმა ყველაფერი ქნა რო წაგვეგო
პროგრამაააა biggrin.gif

Posted by: ramazi-rugby 10 Jan 2021, 19:30
ფინალ ითამაშებს იაპონია-ნორვეგია
ნორვეგიას ორი მოგება უნდა
იაპონიას ერთი
ჩვენ და გერმანია მესამე მეოთხე ადგილები

Posted by: მეცხვარე 10 Jan 2021, 22:21
მესამე ადგილისთვის ვხდებით გერმანიას

Posted by: ramazi-rugby 17 Jan 2021, 15:55
იაპონიამ მოიგო მსოფლიო
11 დან 10 მოგება
მეორე ნორვეგიაა 11 დან 8 მოგება
ჩვენ და გერმანია მესამე მეოთხე ადგილები

Posted by: ramazi-rugby 19 Jan 2021, 22:32
6 თებერვლოდან დაიწყება ნარდის ტურნირები
სპორტული ნარდის ფედერაციის ეგიდით.
მსურველებს შეგიძლიათ მონაწილეობა.
ინფორმაცია ფედერაციის საიტზე.
აქედანაც მოგაწვდით სიახლეებს ვინც დაინტერესდება

Posted by: ramazi-rugby 5 Feb 2021, 22:09
ხვალ საქართველოს ჩემპიონატი იწყება ნარდში
მსურველებს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ

Posted by: levani-dinamo 5 Feb 2021, 22:32
ramazi-rugby
მანდ თამაში როგორ ხდება? რეგისტრაცია თუ როგორ?

Posted by: ramazi-rugby 6 Feb 2021, 23:40
levani-dinamo
თამაში ცოცხალ რეჟიმში
მაგიდასთან პირისპირ.
რეგისტრაცია ტურის დაწყების წინ შეგიძლიათ გაიაროთ იქვე
პრო ლიგაში შესატანი 60 ლარია
რაც საპრიზო ფონდად ნაწილდება

მოყვარულებში 10 ლარია რეგისტრაცია
საპრიზო არაა
ოთონდ პირველადგილოსანი შემდეგ ტურს უფასოდ თამაშობს.

სეზონის ბოლოს სარეიტინგო ქულები ჯამდება და ტოპ 16 პლუს ორი მოყვარული გრანდ ფინალს თამაშობს.

შემდეგი ტურის თარიღს გამოვაცხადებთ
დღეს პირველი ტური შედგა

ოფისი სასტუმრო პრიმავერას პირველ სართულზეა
თამაშებიც იქვე იმართება.
თუ კიდევ რამე დაგაინტერესებთ,მოიწერეთ

Posted by: ramazi-rugby 5 Mar 2021, 23:06
დაიწყო მსოფლიო ონლაინ ჩემპიონატი 2021
საქართველოდან 6 მონაწილეა
ვეცდებით წარმატებით ვითამაშოთ
* * *
შედეგები ამ საიტზე

https://www.wbif.net/index.php?nav_id=39&age=running

Posted by: ნარდი 17 Mar 2021, 02:13
საერთაშორისო ონლაინ გუნდური ჩემპიონატი დაიწყო.

ქვეყანას უფლება აქვს 2 გუნდის გამოყვანა, ჩვენ 2 ნაკრები გამოგვყავს.
რამდენიმე ქვეყანას ასევე 2 გუნდი ყავს.

შედეგები ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ.

https://drive.google.com/file/d/13Rxfmki4PI1oKSpWon1m6syuWiT4-72o/view

ჩვენი A ნაკრები ლიბანს ხვდება. ამ დროისთვის 1-1 ია ნაგარიში
ჩვენი B ნაკრები რუსეთის A ნაკრებს ხვდება. ამ დროისთვის 0-1 ია ანგარიში.

წარმატებები.

ხვალ 00:00 ზე ლიბანის N:1 მოთამაშეს ვხვდები და გამარჯვების შემთხვევაში უდიდეს უპირატესობას მოვიპოვებთ.
* * *
სტრიმი ვისაც გაინტერესებთ.



სარქისიანი ვს გებეილი

Posted by: ramazi-rugby 5 Apr 2021, 13:35
QUOTE
საერთაშორისო ონლაინ გუნდური ჩემპიონატი დაიწყო

ორივე გუნდი გადავედით მეოთხე ტურში
2 მოგება ,1 წაგება
ირველი გუნდი თურქეთის A ნაკრებს ხვდება
მეორე-გერმანიას
ორივე უძლიერესი გუნდია.
ვნახოთ რაშედეგი დაიდება.


* * *
QUOTE
დაიწყო მსოფლიო ონლაინ ჩემპიონატი 2021

დასრულდა 5 ტური
მენაბდიშვილი და სარქისიანი 4 მოგება,1 წაგება
მათიკაშვილი და ნაზარიანი 3 მოგება 2 წაგება
ცხოვრებაშვილი და უკლება 2 მოგება,3 წაგება

Posted by: ramazi-rugby 14 Jun 2021, 11:50
QUOTE
დაიწყო მსოფლიო ონლაინ ჩემპიონატი 2021

10 ტურის შემდეგ
ბაქარ მათიკაშვილი 8- მოგება 2 წაგება
რამაზ უკლება 7-3
ედუარდ ნაზარიანი6-4
კარენ სარქისიანი 6-4
სოსო მენაბდიშვილი 6-4
512 დან დარჩა 192 მონაწილე
* * *
30 აგვისტოდან ტრირში (გერმანია) იწყება
მსოფლიო ჩემპიონატი
სწრაფ ნარდში და გუნდურში
პირველი ღია ტურნირი პანდემიის შემდეგ
ღმერთმა ნუ ქნას რამე მიზეზით გადაიდოს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)