მოგეხსენებათ, 2 და 6 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს ამხანაგურ გასვლით შეხვედრებს რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები მომდევნო ორშაბათიდან თბილისში შეიკრიბება და ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, 31 მაისის ჩათვლით დედაქალაქში საწვრთნელ შეკრებას გაივლის. რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში წყალტუბოს სამგურალის მაისურით ხუთი გოლი გაიტანა. მომდევნო ორ შეხვედრაში ტრავმის გამო, ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. 2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს. 6 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).
თამაშები ჩვენი დროით:
2 ივნისი | 22:45
რუმინეთი V საქართველო
6 ივნისი | 20:00
ნიდერლანდები V საქართველო * * *
იმ რუმინელი ლეგიონერების სია, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს:
მეკარეები: ფლორინ ნიცე (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), იონუჟ რადუ (მილანის ინტერი, იტალია);
მცველები: იონუი ნედელჩარუ (აეკ-ი ათენი, საბერძნეთი), ვლად ჩირიჩეში (სასუოლო, იტალია), კრისტი განია (არისი სალონიკი, საბერძნეთი), ადრიან რუსი (ფეჰერვარი, უნგრეთი, 5/0)
ნახევარმცველები: რაზვან მარინი (კალიარი. იტალია), ნიკოლაე სტანჩუ (სლავია პრაღა, ჩეხეთი), იანის ჰაჯი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია), ალექსანდრუ მაქსიმი (გაზიანტეპი, თურქეთი), ალექსანდრუ ბალუცე (პუშკაშის აკადემია, უნგრეთი), ერიკ ბიკფალვი (ურალი, რუსეთი), კონსტანტინე ბუდესკუ (დამაკი, საუდის არაბეთი), ალექსანდრო მიტრუცა (ალ-აჰლი, საუდის არაბეთი);
თავდამსხმელები: კლაუდიუ კეშერუ (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), დენის ალიბეკი (კაიზერი, თურქეთი).
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ტრავმების გამო, ნაკრებს ვერ დაეხმარებიან თავდამსხმელები: დენის მანი, ვალენტინ მიჰაილა (ორივე – პარმა), გეორგე პუშკაში (რედინგი) და ფლორინ ანდონე (ვილიარეალი), ასევე მცველი ალინ ტოტსკა (გაზიანტები).
This post has been edited by belimbor on 19 May 2021, 13:25
ისეთი შაბეჭდილება მრჩება, ბევრ გულშემატკივარს ერთი სული აქ ხვიჩას კარიერა წინსწრებით "გადაახვიოს" და საბოლოო ბუღალტერია დათვალოს. არადა მთელი კაიფი სწორედაც რომ პროცესშია © java83