ralozkolyaგამარჯობა, 600 იანი ბანდიტი დამწყებისთვის სწრაფი ბაიკია მითუმეტეს თუ შეხება არ გქონია რამდენიმე გაკვეთილის გარდა.
შეიძლება დაგიწერონ 600 იანით და 1000 იანით დავიწყეთ არაფერი მოგვსვლიაო მაგრამ არაფერს ნიშნავს ეგ და ყურადღება არ მიაქციო.
ბევრია მაღალ კუბატურიანი მოტოციკლი ჰყავს და საერთოდ ვერ იყენებს მოტოციკლის შესაძლებლობებს იმიტომ რომ არ იციან ტარება.
ყოველთვის იფიქრე განვითარებაზე ბევრ ვიდეოს უყურე სასწავლოს, ავარიებს და ძალიან ბევრ რამეს ისწავლი.
ნინძა 250 ან 300, ასევე KTM - ის Duke სერია თუ მოგწონს დაბალ კუბატურიანი მოდელებიც ჰყავთ.
GS500 იც კარგია დამწყებისთვის უბრალოდ ძველია ძალიან :დ
ასევე ჰონდას CB500 ან cb300f
ან cbr250 იდეალურია ქალაქში და ძალიან მანევრირებადი ბაიკია.
დიდ კუბატურიანი არ იყიდო ეგრევე და თავი არ დაიმშვიდო იმით რომ ნელა ივლი და არ წაგიცდება ხელი :დ
შანსი არაა 600 იანი გყავდეს და ბოლომდე არ გააწურინო, უბრალოდ იმხელა სურვილი გიჩნდება სწრაფად წასვლის როცა იცი რო ბაიკსაც შეუძლია მეტი.
გაკვეთილებს რაც შეეხება რამოდენიმე გაკვეთილში ვერ ისწავლი კარგად ტარებას ჩათვალე არც არის ეგ ტარების ცოდნა, ტარება მხოლოდ წონასწორობის დაცვა და წასვლა არ არის, მილიონი ფაქტორია გაზის კონტროლი მოსახვევში შესვლის დროს ასევე როგორ უნდა დახარო ბაიკი მოხვევის დროს, ასევე ექსტრემალური დამუხრუჭების ცოდნა და ა.შ.
ჩვენთან სწავლებას რაც შეეხება რაც მე ვიცი მხოლოდ მართვის მოწმობის გამოცდის გასავლელად ამზადებენ, ყველა სკოლაზე ვერ ვიტყვი ამას მაგრამ ძირითადად ეგრეა.
და კიდევ ერთი ყველაზე საჭირო რჩევა როდესაც ბაიკზე დაჯდები შიშის ფაქტორი უნდა გაიქრო, თორემ ბევრ რამეში დაგხევს შიში.
და ამ ვიდეოს უყურე კარგად
https://www.youtube.com/watch?v=tRMGpE4XQeQკარბურატორს და ინჟექტორს რაც შეეხება ორივეს აქვს თავისი დადებითი/უარყოფითი მხარე ასე რომ მაგის გამო მოტოციკლს ნუ დაიწუნებ.
ჩამოყვანას და აქ ყიდვას რაც შეეხება შენთვის სასურველ მოტოციკლს თუ ნახავ მისაღებ ფასად აქ იყიდე დეტალურად მაინც შეამოწმებ ყველაფერს
ჩამოყვანაც შეგიძლია მაგრამ რა მოტოციკლებიც ჩამოგითვალე ყველა არის ჩვენთან თითქმის.
This post has been edited by Andgula on 16 Nov 2018, 10:41