Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სტომატოლოგია > კბილების გასწორება --- ნაწილი 2


Posted by: ikebana 20 Mar 2013, 04:45
http://forum.ge/?f=71&showtopic=33698036

Posted by: MyDecember 20 Mar 2013, 23:00
ფიქსირ
-----------------------------------------------------------------

Posted by: Pink_ Panther 23 Mar 2013, 02:53
რამდენი ხანია მინდა ბრეკეტების გაკეტება და ვერ ვიკეთებ

ბრეკეტებიან ჩემ თავს ვერ აღვიქვამ, ასე მგონია გოგო აღარ ვიქნები ეგ რო მეკეთება,
თითქოს არამიმზიდველი საშუალო სქესის არსებად გადავიქცევი არ დამცინოთ

ხოდა რა მაინტერესებს..
აი ფეხმძიმედ რო ვიქნები, მაგ დროს სქესი და მიმზიდველობა ისედაც გადაიწევს უკანა პლანზე და მაგ დროს რო გავიკეთო???
როკომენდებულია ორსულობის დროს კბილების გასწორება? მაგ დროს ხო კალცი იკლებს და კბილებზე ისედაც პრობლემები და სუსტდება და რაღაცეები რა....

Posted by: babilina1983 29 Mar 2013, 19:05
Pink_ Panther


ნამდვილად არ არის ბრეკეტები ასეთი კატასტროფა

თან ახლა, გამჭვირვალე ღამის და ა.შ. უამრავი სახეობის ბერეკეტი არსბეობს, რომელიც ვიზუალურად ცუდი არაა


სამაგიეოდ მერე შედეგია მაგარი

Posted by: Pink_ Panther 30 Mar 2013, 11:05
babilina1983
ღამის ეს როგორ?
მაგას ხო ვერ იხსნი?

Posted by: MyDecember 30 Mar 2013, 16:43
Pink_ Panther
QUOTE
გამჭვირვალე ღამის

ღამის ბრეკეტი არ არსებობს ასეტი ცნება, ბრეკეტი ფიქსირებულია კბილებზე მკურნალობის დასრულებამდე.
არის ლინგვალური ბრეკეტი, რომელიც სასის და ენის მხრიდან ყენდება კბილებზე და შეუმჩნეველია.
ასევე არსებობს კბილის ფერთან მიახლოებული ბრეკეტები, რომელბიც ვიზუალურად თითქმის შეუმჩნეველია.
რაც შეეხება "ღამის" , შეიძლება იგულისხმებოდა მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატები, რომელთა ტარებაც პაციენტს სახლში და ღამით შეუძლია.

Posted by: Pink_ Panther 31 Mar 2013, 01:11
MyDecember
QUOTE
მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატები, რომელთა ტარებაც პაციენტს სახლში და ღამით შეუძლია.


რომელსაც ნაკლები ეფექტი აქვს... ხო?

Posted by: MyDecember 31 Mar 2013, 20:26
Pink_ Panther
QUOTE
რომელსაც ნაკლები ეფექტი აქვს... ხო?

ასე თქმა შეუძლებელია, გააჩნია კონკრეტულ ანომალიას, პაციენტს და შემთხვევას.

Posted by: makine 25 4 Apr 2013, 17:05
კერამიკის ბრეკეტების გაკეთება მინდა და რას მირჩევთ??ვის მივმართო?? დენტალ ჰაუსი ტაშკენტზე გაგიგიათ?? ან dental team clinics ვაჟაზე და წმ.ნიკოლოზის კუჩაზე?

Posted by: one-flower 15 Apr 2013, 12:30
სულ ოდნავ მაქვს 2 კბილი გასასწორებელი,მაინტერესებს ყველაზე იაფი რა დამიჯდება და რამდენ ხანში გამისწორდება. ან თუ შეიძლება მარტო ღამე რომ გავიკეთო და აგ შემთხვევაში თუ ექნება შედეგი.

Posted by: levis_o 16 Apr 2013, 15:13
http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=5001&Itemid=1&lang=ka
ამ კლინიკაზე თუ გსმენიათ რამე?

Posted by: MyDecember 16 Apr 2013, 17:05
one-flower
QUOTE
სულ ოდნავ  მაქვს 2 კბილი გასასწორებელი,მაინტერესებს ყველაზე იაფი რა დამიჯდება და რამდენ ხანში გამისწორდება. ან თუ შეიძლება მარტო ღამე რომ გავიკეთო და აგ შემთხვევაში თუ ექნება შედეგი.

თუ მხოლოდ ღამის ტარებაზე გინდათ მაშინ ფირფიტები დაგჭირდებათ..
გააჩნია რომელი კბილებია და რა არის გასასწორებელია..
ფირფიტების ფასები მერყეობს 100-160 ლარის ფარგლებში გააჩნია კლინიკას და ექიმს..

Posted by: one-flower 17 Apr 2013, 11:21
MyDecember
რამდენ ხანში გამისწორდება დაახლოებით არ იცი?
ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ბავშობაში იკეთებ ხოლმე მაგას

Posted by: T1ko 10 May 2013, 12:47
ბრეკეტების გაკეთებას ვაპირებ და ვის მირჩევთ?

Posted by: Mad_Dato 10 May 2013, 14:55
ღრძილზე მაწვება და მტკივა ტო
sad.gif

Posted by: sofia1234 23 Jun 2013, 12:28
http://swoop.ge/index.php?task=deal&id=7199&lang=ge&city=58
ამ კლინიკაზე ხო არაფერი გსმენიათ?
და კიდევ მაინტერესებს ბრეკეტები გამჭვირვალე ჯობს თუ მეტალის?

Posted by: ika0900 2 Jul 2013, 12:44
გამარჯობათ! დღეს ვიყავი სტომატოლოგთან და მითხრა უეჭველი დაგჭირდება ბრეკეტებიო, ხოდა მაინტერესებს ლაპარაკში რამდენად შემიშლის ხელს?

Posted by: kusu 2 Jul 2013, 17:11
იქნებ მირჩიოთ კბილების გასასწორებლად ვისთან მივიდე, ერთი 4 ექიმთან ვიკავი და ვერ გადავწკვიტე mad.gif mad.gif
* * *
ვინმე დამეხმარეთ, ახალი ვარ ფორუმზე, არ ვიცი ვისზე შევაჩერო არჩევანი biggrin.gif

Posted by: ikebana 4 Jul 2013, 03:22
ika0900
უმნიშვნელოდ და ისიც ცოტა ხნით. მალე მიეჩვევით.

Posted by: strelicia 4 Jul 2013, 15:42
kusu
QUOTE
იქნებ მირჩიოთ კბილების გასასწორებლად ვისთან მივიდე, ერთი 4 ექიმთან ვიკავი და ვერ გადავწკვიტე


ვაჟა ფშაველას 38,
ორთოდონტი: ნათია თათარაშვილი



Posted by: ika0900 4 Jul 2013, 20:47
ikebana
ძალაინ კარგი, მიხარია smile.gif
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის 2kiss.gif

Posted by: sophya 7 Jul 2013, 23:19
kusu
QUOTE
იქნებ მირჩიოთ კბილების გასასწორებლად ვისთან მივიდე, ერთი 4 ექიმთან ვიკავი და ვერ გადავწკვიტე

მე ნინო ბერიძის კლინიკაში ვისწორებ. ბევრი კარგი მსმენია ექიმებზე, კლინიკაზე.

ისე, მაინტერესებს, ექიმი შეძლებს თვიდან თვემდე დაადგინოს რა პროგრესია? აი მაგალითად, წინასწარ ამბობენ 1.5 წელი ან 2 წელი დაგჭირდებაო, მაგრამ ეგ ხო ინდივიდუალურია. როგორ იზომება პროგრესი? smile.gif ვიზუალურად არამგონია შესამჩნევი იყოს, მაგრამ რამე ტექნიკა არსებობს?

გამომრჩა წინა კონსულტაციაზე ეს რომ მეკითხა და თქვენ თუ იცით ვინმემ

rolleyes.gif


sofia1234
QUOTE
და კიდევ მაინტერესებს ბრეკეტები გამჭვირვალე ჯობს თუ მეტალის?

მე გამჭვირვალე მაქვს და იმაზე მეტად მომწონს, ვიდრე სავარაუდოდ მეტალის მომეწონებოდა :დ

Posted by: BloodElf 8 Jul 2013, 12:32
გამარჯობათ მიჭირდება ე.წ კბილების დამცავი კაპა .. დღეს გავიგე რომ თურმე არსებობს ასეთი რამე აქამდე არც მსმენია .. ვინმეს ხომ არ აქვს ინფორმაცია სად შეიძლება მისი შეძენა და რა ღირს დაახლოებით?

Posted by: ikebana 9 Jul 2013, 04:00
BloodElf
შეგიძლიათ გამოიწეროთ
http://www.amazon.com/DoctorS-Nightguard-Advanced-Comfort-Box/dp/B0036WTV2C

Posted by: kusu 12 Jul 2013, 13:51
QUOTE
ვაჟა ფშაველას 38,
ორთოდონტი: ნათია თათარაშვილი


QUOTE
ე ნინო ბერიძის კლინიკაში ვისწორებ. ბევრი კარგი მსმენია ექიმებზე, კლინიკაზე.

ისე, მაინტერესებს, ექიმი შეძლებს თვიდან თვემდე დაადგინოს რა პროგრესია? აი მაგალითად, წინასწარ ამბობენ 1.5 წელი ან 2 წელი დაგჭირდებაო, მაგრამ ეგ ხო ინდივიდუალურია. როგორ იზომება პროგრესი?  ვიზუალურად არამგონია შესამჩნევი იყოს, მაგრამ რამე ტექნიკა არსებობს?

გამომრჩა წინა კონსულტაციაზე ეს რომ მეკითხა და თქვენ თუ იცით ვინმემ

მადლობა ორივეს.
მეც ნინო ბერიძესთან გადავწყვიტე. ხვალე ვიკეტებ ბრეკეტს.ჯერ ზედა ყბა მერე ქვედაო. მეგონა ორივეს ერთად ჩამისვამდნენე, თქვენთანაც მასე იყო?მტკივნეულია?

მეც 1.5-2 წელი მითხრეს, არამგონია იზომებოდეს.





Posted by: avenged7fold 23 Jul 2013, 17:49
სიბრძნის კბილების ამოღება აუცილებელია ბრეკეტების გაკეთებამდე?
ერთგან მითხრეს ყბა რომ არ წამოიწიოს უნდა ამოიღონ
მეორემ ქართული ორთოდონტების გამოსავალია და არ ამოგიღებო

თქვენი აზრი მაინტერესბს ვისაც გქონიათ შეხება

Posted by: Hableconella 3 Aug 2013, 15:12
QUOTE
ნინო ბერიძის კლინიკა

sophya
მისამართს ხომ ვერ მეტყოდით?

Posted by: sophya 6 Aug 2013, 00:03
Hableconella
QUOTE
მისამართს ხომ ვერ მეტყოდით?

ვაჟაზეა, მოდულთან,

http://www.orthodont.ge/


Posted by: makine 25 6 Aug 2013, 10:18
გამჭირვალე ბრეკეტების გაკეთება მინდა...ორივე ყბაზე...ვიყავი ვაჟაზე რესპუბლიკურის მერე კოტონთან რაღაც სტომატოლოგიურია და ვიღაც ნინოსთან..მითხრა რომ ზედა ყბაზე სიბრძნის კბილები უნდა ამოიღოო..ცოტა შემეშინდა sad.gif ამიტომ გადავწყვიტე რომ გადავამოწმო სადმე,,,თან რაღაც ამ ქალზე გული არ მიმივიდა..მოკლედ სხვასთან მინდა მივიდე და გავიკეთო...ვისაც გამოცდილებაში გაქვთ მირჩიეთ რა

Posted by: kuskusa20 16 Aug 2013, 17:41
მე გავისწორე უკვე კბილები smile.gif უმაგრესი ექიმი მყავს ეკა ბუხრაშვილი. აბაშიძის #3

Posted by: ikebana 17 Aug 2013, 06:04
kuskusa20

ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 171850
რეგისტრ.: 15-August 13


რეკლამას ჰგავს და მიიღეთ როგორც გაფრთხილება.

Posted by: push_the_button 19 Aug 2013, 18:08
ორთოდონტის შეცვლა მინდა sad.gif
ორი წელი შესრულდება იანვარში და ფაქტიურად არ მაქვს შედეგი, ისეთი ასიმეტრიაა ამჟამად ჩემს ყბაში რომ რა გითხრათ
რამდენად უსიამოვნო პროცესია? ბრეკეტების თანხის დაფარვა სრულად მომიწევს თუ როგორაა საქმე? თან ვისთანაც მინდა გადასვლა, იმავე კლინიკაშია, შარში ვარ ხო sad.gif რა გავაკეთო არ ვიცი sad.gif

Posted by: Thea11 7 Sep 2013, 01:08
მე მიკეთია ბრეკეტები უკვე წელიწადზე ცოტა მეტია და მართლა აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე, წესიერად ვერ ვიცინი და ა.შ. რომ მცოდნოდა ასე დამაკომპლექსებდა, ალბათ არ გავიკეთებდი...

Posted by: maco79 11 Sep 2013, 01:29
დღეს ვიყავი ლალი კოჭლაშვილთან, ცედექსში. გსმენიათ ამ ორთოდონტის შესახებ? გერმანული ბრეკეტების ფასი ორივე ყბაზე 3800 ლარი მითხრა, საკმაოდ დიდი თანხაა და ვინც ხართ გარკვეულები იქნებ დამაკვალიანოთ. რა განსხვავება გერმანულ და ამერიკულ ბრეკეტებს შორის? ვითომ ამერიკული იგივე ჩინურიაო, მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია.

Posted by: MyDecember 11 Sep 2013, 22:32
maco79
QUOTE
დღეს ვიყავი ლალი კოჭლაშვილთან, ცედექსში. გსმენიათ ამ ორთოდონტის შესახებ? გერმანული ბრეკეტების ფასი ორივე ყბაზე 3800 ლარი მითხრა, საკმაოდ დიდი თანხაა და ვინც ხართ გარკვეულები იქნებ დამაკვალიანოთ. რა განსხვავება გერმანულ და ამერიკულ ბრეკეტებს შორის? ვითომ ამერიკული იგივე ჩინურიაო, მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია.

ბრეკეტ სისტემას სხვადასხვა ფირმები აწარმოებენ, შესაბამისად თანხებიც მერყეობს რა ხარისხის და რა ფირმის ბრეკეტით ხდება მკურნალობა..
როგორც გერმანულ, ისე ამერიკულ ბრეკეტების სხვადასხვა მწარმოებლები არიან, როგორც ჩანს თქვენს მიერ შერჩეული ორთოდონტი მაღალი ხარიხის მასალებით მუშაობს..
რაც შეეხება თანხას ესეც დამოკიდებულია, იხდით თუ არა მეორად ვიზიტისას და ასევე ექიმის სტაჟი, გამოცდილებაც გადამწყვეტია..
რაც შეეხება ექიმს შეგიძლიათ რამდენიმე ორთოდონტთან გაიაროთ კონსულტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ ორთოდონტიული მკურნალობა,
გამომდინარე იქიდან, თუ რომელი ექიმის მიერ დაგეგმილი მკურნალობა და თანხები იქნება თქვენთვის მისაღები..

Posted by: ikebana 11 Sep 2013, 23:47
დავამატებდი, რომ თავად პრეკეტ-სისტემის მწარმოებელი და ხარისხი არაა იმდენად მნიშვნელოვაბი შედეგის მისაღებად, რამდენადაც ექიმის ცოდნა და გამოცდილება.

Posted by: MyDecember 12 Sep 2013, 00:08
ikebana
QUOTE
დავამატებდი, რომ თავად პრეკეტ-სისტემის მწარმოებელი და ხარისხი არაა  იმდენად მნიშვნელოვაბი შედეგის მისაღებად, რამდენადაც ექიმის ცოდნა და გამოცდილება.

+1

Posted by: sonata 1 Oct 2013, 19:25
1-2 წინა კბილის მცირე კორექცია პლომბით შეიძლება? და ვიზუალურად ცუდად ხომ არ დამეტყობა?

Posted by: MyDecember 1 Oct 2013, 23:24
sonata
QUOTE
1-2 წინა კბილის მცირე კორექცია პლომბით შეიძლება? და ვიზუალურად ცუდად ხომ არ დამეტყობა?

თუ კორექციაში იგუისხმება გვირგვინის ფორმის აღდგენა, მოტეხილი საჭრელი ან გვერდითი კიდის რესტავრაციის შემთხვევაში
პირიქით მისაღებიცაა, ხოლო თუ კბილის დგომაა არასწორი ან მათ შორის სივრცეა და ასეთი რამის კორექცია ბჟენით არასასურველია..

Posted by: sonata 2 Oct 2013, 00:07
QUOTE
თუ კორექციაში იგუისხმება გვირგვინის ფორმის აღდგენა, მოტეხილი საჭრელი ან გვერდითი კიდის რესტავრაციის შემთხვევაში
პირიქით მისაღებიცაა, ხოლო თუ კბილის დგომაა არასწორი ან მათ შორის სივრცეა და ასეთი რამის კორექცია ბჟენით არასასურველია..

დიდი მადლობა, ერთი ცოტა მოკლეა, მეორე უფრო გრძელი და მინდა ერთ სისწორეზე იყოს.

Posted by: MyDecember 2 Oct 2013, 00:38
sonata
QUOTE
ერთი ცოტა მოკლეა, მეორე უფრო გრძელი და მინდა ერთ სისწორეზე იყოს

არაფრის. ისე ჯობია კონსულტაცია ორთოდონტთანაც გაიაროთ, შეიძლება, ერთი კბილის იყოს დაგრძელებული ან ჩაჭედილი (სხვადასხვა მიზეზის გამო) და ამის კორექცია
ორთოდონტმა მოახდინოს, ხოლო თუ ეს მხოლოდ გვირგვინის ნაწილის ხარჯზეა, სტომატოლოგი-თერაპევტი აღგიდგენთ ბჟენით..

Posted by: sonata 2 Oct 2013, 12:44
QUOTE
არაფრის. ისე ჯობია კონსულტაცია ორთოდონტთანაც გაიაროთ, შეიძლება, ერთი კბილის იყოს დაგრძელებული ან ჩაჭედილი (სხვადასხვა მიზეზის გამო) და ამის კორექცია
ორთოდონტმა მოახდინოს, ხოლო თუ ეს მხოლოდ გვირგვინის ნაწილის ხარჯზეა, სტომატოლოგი-თერაპევტი აღგიდგენთ ბჟენით..

გაიხარე, გმადლობ smile.gif

Posted by: Angel_oF_Sea 13 Oct 2013, 15:26
გამარჯობათ, საშინლად ასიმეტრიული კბილები მაქვს... ვიყავი ექიმთან და მოსახსნელი არაო ისე უდნა გაგიკეთოო.. გამოსაწევი მაქ წინ ალბათ ასე 4 კბილი და 1 კიდე ძაან წინაა პირველი.

და რა მაინტერესებს, მოსახსნელი რომ გამიკეთონ შეიძება? ძალიან გამიჭრდება მე იმ აპარატით სიარული მითმეტეს კიდე წელი..ახალგაზრდა გოგო ვარ და შეყვ არებული მყავს რამე. იმედია გესმით. ასე როგორ დავენახო, მოსახსნელი რო გამიკეთონ შეიძება?

Posted by: ikebana 13 Oct 2013, 22:10
Angel_oF_Sea
მოსახსნელის ეფექტურობა ნაკლებია. ზოგიერთი პათოლოგიების დროს შეიძლება საერთოდ უშედეგოც იყოს.

Posted by: MyDecember 13 Oct 2013, 23:20
Angel_oF_Sea
QUOTE
საშინლად ასიმეტრიული კბილები მაქვს...  ვიყავი ექიმთან და მოსახსნელი არაო ისე უდნა გაგიკეთოო.. გამოსაწევი მაქ წინ ალბათ ასე 4 კბილი და 1 კიდე ძაან წინაა პირველი.და რა მაინტერესებს, მოსახსნელი რომ გამიკეთონ შეიძება? ძალიან გამიჭრდება მე იმ აპარატით სიარული მითმეტეს კიდე წელი..ახალგაზრდა გოგო ვარ და შეყვ არებული მყავს რამე. იმედია გესმით. ასე როგორ დავენახო, მოსახსნელი რო გამიკეთონ შეიძება?

გააჩნია ანომალიას, განსაკუთრებით თუ ვერტიკალური მიმართულებითაა კბილები ასიმეტრიული, ამ შემთვევაში, რა თქმა უნდა მოუხსნელი, ანუ ბრეკეტ სისტემა ჯობია,,
რაც შეეხება იმას, რომ შეყვარებული გყავს და ამის აგმო იზღუდები, ვფიქრობ ცუდი არგუმენტია, შენი სილამაზისთვის აკეთებ ამას
რომლის ტარების შემთხვევაში სავარაუდიდ 1-2 წელიწადში კბილთა ნორმალური დგომა გექნება..
ხოლო რაც შეეხება ბრეკეტ სისტემას ან თუნდაც მოსახსნელ ფირფიტებს, ამასაში სასირცხვილო არაფერია ან მოსარიდებელი..

Posted by: Unico 15 Oct 2013, 23:05
ხუთშაბათს ბრეკეტები მექნება ^_^

სულ მკიდია როგორ მომიხდება, მთავარია კბილები გამისწორდება. პათოლოგიურად დეფორმირებული ყბა გაქვსო და ბრეკეტების გარდა არაფერი მიშველის, პლუს თუ არ გავისწორე, მერე პრობლემები მექნება ყბებთან დაკავშირებით smile.gif


QUOTE
ხოლო რაც შეეხება ბრეკეტ სისტემას ან თუნდაც მოსახსნელ ფირფიტებს, ამასაში სასირცხვილო არაფერია ან მოსარიდებელი..

+1

ჯანმრთელობას არაფერი შეედრება user.gif

QUOTE
სიბრძნის კბილების ამოღება აუცილებელია ბრეკეტების გაკეთებამდე?

QUOTE
მითხრა რომ ზედა ყბაზე სიბრძნის კბილები უნდა ამოიღოო..ცოტა შემეშინდა

სიბრძნის კბილი ისედაც არამყარია და სუსტია, გინდა გქონია და გინდა არა smile.gif
ჩემი სიბრძნის კბილი მაგალითად უკვე გაფუჭებას იწყებს biggrin.gif

Posted by: ikebana 16 Oct 2013, 00:14
Unico

+1 სწორი მიდგომაა


.............................

Posted by: PathsOfGlory 16 Oct 2013, 21:23
ikebana
გამარჯობა გამოცდილ ექიმს ვერ მირჩევთ ?
ხო რა მაინტერესებს კიდე კბილი , რომ დაიპლომბო და 2 კვირაში გაიკეთო ბრეკეტები პლომბს აგდებსო გამიგია და რას მეტყვით ამაზე მართალია ? : P
ნუ მარტო ზედა მხარეს მინდა გაკეთება და რამდენად რეკომენდირებულია ? : |

veeners <-- ქართულად რას ეძახიან არ ვიცი არ ვარ გარკვეული ამ სფეროში ინგლისურად ვიპოვე.. ბოდიშით : P რა ინფორმაცია გაგაჩნიათ ამ რაღაცაზე ? ჩემი აზრით საჭიროა თუ გინდა , რომ სრულყოფილი ღიმილი გქონდეს, ბრეკეტებს , რომ მოვიხსნი რამდენ ხანში უნდა გავიკეთო ? user.gif

Posted by: Unico 17 Oct 2013, 20:14
ikebana
მორჩა, ჩამისვეს biggrin.gif
რამხელა პროცედურა უნდა, საშინელებაა biggrin.gif თან მე ნერწყვიანი ყბა მაქვს და ექიმიც და მეც ვცდილობდით ენა არ მოხვედროდა მშრალ ადგილებს biggrin.gif

და რა უბედურებაა, საჭმელად მარტო რბილები უნდა ვჭამო sad.gif პიურე მაგალითად,
მჭადი, პურის ქერქი და ასეთი მაგარი საჭმელები ამიკრძალეს biggrin.gif მოსაკბეჩი საჭმელიც არაო, ანუ ვაშლს ვერ შევჭამ sad.gif უნდა დავაქუცმაცო და ისე biggrin.gif
ჯერ დისკომფორტს ვგრძნობ, ჭამისას cry.gif

Posted by: ikebana 17 Oct 2013, 22:50
PathsOfGlory
კონკრეტულად რა პრობლემა გაქვთ?
არ არის მართალი. არ უნდა ამოვარდეს.
ორივე ყბაზე უნდა მოხდეს ორთოდონტიული მკურნალობა. თუმცა თავიდან ზოგ შემთხვევაში ერთ ყბაზე მაგრდება, მოგვიანებით მეორეზეც.

ვინირებია ქართულადაც. არის თემა ვინირებზე, კატალოგში ნახავთ. თუ დამატებით გაგიჩნდებათ კითხვა, გიპასუხებთ.

Unico
კი, გარკვეული შეზღუდვები არის ბრეკეტის ტარებისას. იმედია მალე მიეჩვევით.

Posted by: Unico 18 Oct 2013, 19:57
ikebana
ნელ–ნელა ვეჩვევი, ცოტა ტუჩის შიდა, ლორწოიან მხარეს მიხეხავს და მტკივა, მარა ნელ–ნელა ვეგუები smile.gif

ახლა ვიდეოს ვუყურებ იუთუბზე და ეს რეზინები რაში სჭირდება ხალხს, ვერ გავიგე sad.gif
ყბებს შუა, ზედა ყბის სამაგრიდან ქვედა ყბის სამაგრამდე.




Posted by: PathsOfGlory 18 Oct 2013, 20:50
ikebana
პირველ რიგში დიდი მადლობა პასუხისთვის
რა პრობლემა მაქვს და 4 ზედა კბილი მაქვს გასასწორებელი საშინლად არ მომწონს.. sad.gif
ქვედა ყბაზე სავსებით მაკმაყოფილებს ძალიან სწორი კბილები მაქვს და მაგიტომ ვფიქრობდი ,რომ მარტო ზედაზე თუ შეიძლება გაკეთება თქო ..

ფირფიტებიო თუ რაღაც არ მინდა ნამდვილად მძულს რაღაც რკინიანი როა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: MyDecember 18 Oct 2013, 22:25
Unico
QUOTE
ცოტა ტუჩის შიდა, ლორწოიან მხარეს მიხეხავს და მტკივა

თუ რომელიმე ბრეკეტი ძალიან გიტრავმირებს ლორწოვანს (განსაკუთრებით ეშვების ბრეკეტები, რომლებსაც დამატებიტი კაკვები აქვთ)
შეგიძლია შეიძინო სპეციალური ცვლი დაამრგვალო და იმ ბრეკეტზე მოათავსო, რომელიც გიღიზიანებს ლორწოვანს..
უახლოეს პერიოდში სრულიად შეეჩვევი, უბრალოდ არ ამოწმო ტრავმირებული ადგილი ხშირად მოკვნეტის ან ზეწოლის სახით,
ამით უფრო მოიმატებ გაღიზიანებას..
QUOTE
ახლა ვიდეოს ვუყურებ იუთუბზე და ეს რეზინები რაში სჭირდება ხალხს, ვერ გავიგე

ზედა ყბიდან ქვედა ყბაზე და პირიქით ელასტიური ჭიმვები ხშირად ხბის წასაღებად, ან კბილთა ჯგუფის ერთიანი გადაადგილებისთვის ან სივრცის დასახურად გამოიყენება..
PathsOfGlory
QUOTE
ქვედა ყბაზე სავსებით მაკმაყოფილებს ძალიან სწორი კბილები მაქვს და მაგიტომ ვფიქრობდი ,რომ მარტო ზედაზე თუ შეიძლება გაკეთება თქო

ბრეკეტის ფიქსაციის შემდეგ, კბილთა რკალი მეტ ნაკლებად იშლება, მხოლოდ ერთ ყბაზე ფიქსაციის შემთხვევაში ძალიან რთულია ზედა და ქვედა კბილებს შორის
სწორი კონტაქტების შენარჩუნება, ამიტომაც სასურველი და აუცილებელიცაა ბრეკეტ სისტემის ორივე ყბაზე ფიქსაცია..

Posted by: PathsOfGlory 19 Oct 2013, 00:42
MyDecember
აჰაა... მადლობთ : X

Posted by: avenged7fold 19 Oct 2013, 03:10
Unico

საჭმელზე შეზღუდვა გაქვს? ვინ დაგიყენა ბრეკეტები?
მეც მიკეთია ბრეკეტები ჯერჯერობით მარტო ზედა ყბაზე უკვე დაახლოებით 3 კვირაა და ყველაფერს ვჭამ მეტ-ნაკლებად,დისკომფორტი მარტო პირველი 3-4 დღე მქონდა,დალშე მშვენივრად მიდის ყველაფერი smile.gif
ალბათ კუბლაშვილის დამსახურებაც არის,რომ მაქსიმალურად კომფორტულად მიკეთია ბრეკეტები



Posted by: Unico 19 Oct 2013, 10:53
MyDecember
მადლობა. ჩემს ექიმს ვეტყვი, მე მეგონა ეს ბრეკეტები უკვე ასეთად დამაგრდა და მორჩა, არაფერი შეიცვლებოდა, ხოდა თუ შეიძლება მაშინ მაგ ცვილზე ვკითხავ smile.gif


avenged7fold
კი შეზღუდვა მაქვს: მაგარი საჭმელი არ უნდა ვჭამო (მაგალითად მჭადი), მიწის თხილი, მზესუმზირა, კევი საერთოდ უნდა დავივიწყო
საკბეჩი საჭმელი, მაგალითად ვაშლი, მსხალი, კარალიოკი, პირდაპირ არ უნდა მივიღო, უნდა დავაქუცმაცო და ისე.
ახლა მაგალითად, ამერიკული საუზმე როა, რძეში ჩამბალი ბურბუშელები, იმას ვჭამ biggrin.gif
ბრეკეტებს უნდა მოვლაო, ექიმმა მითხრა.
და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაც უნდა.
იუთუბზე რა ვიდეოც ვნახე, ყველა იმას ამბობს, რაც ახლა ზემოთ გითხარი, ასე რომ წესით გასაოცარი არაფერია smile.gif
ერთი სული მაქვს როდის შევეჩვევი biggrin.gif

QUOTE
ვინ დაგიყენა ბრეკეტები?

როიალ დენტში, ჭავჭავაძეზე smile.gif

მე ორივე ყბაზე მაქვს, შენ კიდე გაგიმართლა, ერთზე დაგიმაგრეს sad.gif

Posted by: avenged7fold 19 Oct 2013, 11:50
Unico

ზედა ყბაზე მიყენია რომ შევეჩვიო,10 დღეში ქვედა ყბაზეც დამიმაგრებენ

QUOTE
კი შეზღუდვა მაქვს: მაგარი საჭმელი არ უნდა ვჭამო (მაგალითად მჭადი), მიწის თხილი, მზესუმზირა, კევი საერთოდ უნდა დავივიწყო


ეგენი კი რა თქმა უნდა,პირდაპი პიურეთი რომ დაიწყე ვიფიქრე საღეჟი საერთოდ აგიკრძალეს smile.gif

Posted by: Deresk 19 Oct 2013, 20:10
პირველად რომ გამიკეთეს ბრეკეტები თავს ესე ვგრძნობდი
user posted image
მაგრამ უკვე წელიწადნახევარი გავიდა და ვერც ვგრძნობ, თავიდან ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ახლა ვეპარები ხოლმე თხილს და მაგარ საღეჭ საკვებს biggrin.gif

Posted by: Unico 19 Oct 2013, 21:17
avenged7fold
QUOTE
ეგენი კი რა თქმა უნდა,პირდაპი პიურეთი

ეგ იმიტომ რომ მე მტკივა ჯერ sad.gif
ნიმესილს ვსვავ და არანაირი შედეგი : /
შიგნით ლორწოვანი გარსი არის დათეთქვილი რკინისგან biggrin.gif
აი ეხლა ცვლილს დავიმაგრებ და იქნება მაშინ მაინც მოვისვენო.

******
QUOTE
პირველად რომ გამიკეთეს ბრეკეტები თავს ესე ვგრძნობდი

lol.gif lol.gif

QUOTE
მაგრამ უკვე წელიწადნახევარი გავიდა და ვერც ვგრძნობ,

მშურს biggrin.gif

Posted by: Unico 25 Oct 2013, 21:38
ერთი კვირა გავიდა უკვე და საკაიფოდ შევეჩვიე ^_^
აღარც ლორწოვანას ედება (ეგ გამისწორა)
ჭამასაც მივეჩვიე
აღარც მაწვება კბილებზე (პირველი ოთხი დღე განსაკუთრებით მაწუხებდა ეს მიწოლა)
მოკლედ, ასე მგონია რაც დავიბადე სულ მედო ეს მექანიზმი bis.gif

Posted by: tamotamo1 3 Nov 2013, 13:44
მე პირადად ინდოელი სპეციალისტი რომ არის ცნობილი, იმასთან ვიყავი მედიში, ძალიან მომეწონა, თან განვადება აქვთ და 1700 ლარიან ბრეკეტებზე 94 ლარს ვიხდი თვეში. ძალიან მოსახერხებელია smile.gif

Posted by: ani_sebo 4 Nov 2013, 11:00
გეხვეწებით კარგი ორთოდონტი მირჩიეთ რაა,ისეთი საშინელი კბილები მაქვს იქნებ მეც მეღირსოს ლამაზი სიცილი sad.gif(( აღარ შემიძლია იმდენს მეუბნებიან,თამუნა კუბლაშვილი მირჩია ბევრმა მარა ძაან ძვირია,განვადება მაინც ქონდეთ smile.gif ნინო ბერიძის კლინიკაში ვაპირებ ეხლა კიდე მისვლას მანდ ნინოა მემგონი კარგი ხო?კიდე ხომ არ იცით ვინმე კარგი და კატასტროფა ფასები რომ არ ქონდეს.მაქვს ურთულესი პირის ღრუ. sad.gif(((

Posted by: Blue October 4 Nov 2013, 15:59
ani_sebo
მეც მაინტერესებს კარგი ორთოდონტი და სად იყენებენ კარგ მასალას?
როგორი უნდ აიყოს კარგი მასალა?
რაღაცეები ამიხსნეს, მაგრამ თუ ვინმე არის კომპეტენტური აქ იქნებ არ დაიზაროს.

2 თვეში ვაპირებ smile.gif

Posted by: ikebana 5 Nov 2013, 00:04
ani_sebo
კუბლაშვილთან იყო განვადება. აღარ აქვთ?

Posted by: avenged7fold 6 Nov 2013, 15:42
ani_sebo

კუბლაშვილთან განვადება არა მაგრამ ეტაპობრივი გადახდის სქემა აქვს,ბერიძესათან ნამყოფი ვარ,კვალიფიკაცია არ მომეწონა ერთ-ერთი ორთოდონტის

ეს 2 დღეა ქვედა ყბაზეც დამიმაგრეს ბრეკეტები და აი აქ დამეწყო უკვე დისკომფორტიი biggrin.gif
რეზინები მეკეთა კბილებს შორის დისტანციის გასაზრდელად და ასეთი ტანჯვა წამება მე არ განმიცდია ჯერ,ნერვების სრულ დონემდე განადგურებაა smile.gif

Posted by: ani_sebo 6 Nov 2013, 20:34
დღეს ვიყავი ბერიძესთან და თვითონ კი მომეწონა მარა 2500 მითხრა ბრეკეტი თავის პანორამა რაღაც რუღაცეებით smile.gif)თიბისის უპროცენტო განვადება აქვს და ეს უპროცენტო რაღაც არ მხიბლავს.კუბლაშვილთან რა ჯდება ხო არ იცით

Posted by: avenged7fold 7 Nov 2013, 02:25
ani_sebo

კუბლაშვილთან მეტალზე 3800 და კერამიკაზე 4600
მეტალის შემთხვევაში ანკეტას რომ გახსნი იხდი 200 ლარს,დამატებით 55 ლარს ორი რენდგენის
შემდეგ დაახლოებით 1-2 კვირის ინტერვალში იხდი 500 ლარს მერე კიდევ 1 კვირიდან - 1 თვემდე იხდი კიდევ 500 ლარს და მერე ყოველთვიური გადასახადი
ჩემ შემთხვევაში წელიწადნახევარზე ნაწილდება და გამომდის თვეში 145 ლარი

Posted by: TROJAN 13 Nov 2013, 20:47
სასწრაფოდ უნდა გავიკეთო და სად და ვის მირჩევთ?

მინანქარში ვიყავი ხათუნდა ბერიძესთან?

რას ფიქრობთ ამ კლინიკაზე და განსაკუთრებით ამ სპეციალისტზე?

810 თუ რაღაც მსგავსი ფასი მითხრა 1 ყბაზე,


* * *
აქ რა ფასებიც ვნახე პოსტებში ძაან აღემატება იმას რაც მე მითხრეს მინანქარში, კერძოდ ხათუნა დევდარიანმა.

850 ლარს არ ცდებოდა, ოღონდ მერე ყოველ თVე მისვლა მიწევს, რომ ბრეკეტი დაჭიმონ თუ რაღაც და ეს კიდევ დამატებით 60 ლარი

2 წელი გრძელდებაო

Posted by: Blue October 14 Nov 2013, 11:06
რა ფასებია :ხ აქციები რომ იდება ფასდაკლების ვინმეს გაუკეთებია მანდ?

Posted by: TROJAN 14 Nov 2013, 21:23
QUOTE
სასწრაფოდ უნდა გავიკეთო და სად და ვის მირჩევთ?

მინანქარში ვიყავი ხათუნდა ბერიძესთან?

რას ფიქრობთ ამ კლინიკაზე და განსაკუთრებით ამ სპეციალისტზე?

810 თუ რაღაც მსგავსი ფასი მითხრა 1 ყბაზე,


* * *
აქ რა ფასებიც ვნახე პოსტებში ძაან აღემატება იმას რაც მე მითხრეს მინანქარში, კერძოდ ხათუნა დევდარიანმა.

850 ლარს არ ცდებოდა, ოღონდ მერე ყოველ თVე მისვლა მიწევს, რომ ბრეკეტი დაჭიმონ თუ რაღაც და ეს კიდევ დამატებით 60 ლარი

2 წელი გრძელდებაო



ხალხო მიპასუხეთ რა, ძაან მალე მაქვს გადაწყვეტილება მისაღები

+ ნატო მოსემღვდლიშვილზე თუ გაგიგიათ რამე და პაროდონტოლოგ მაია ბერიძეზე? როგორები არიან თავიანთ საქმეში?

Posted by: avenged7fold 15 Nov 2013, 12:12
TROJAN

ეგ ვინც დაწერე არ გამიგია პირადად
მე გირჩევდი თამუნა კუბლაშვილს უნიდენტიში
უფრო ხელმისაწვდომ ფასში ამავე კლინიკაში თეა ზერეკიძე

http://www.vidal.ge/doctors/search.php?ID=7&gvari=&sfero=152&adgili=&spaces=

Posted by: Unico 15 Nov 2013, 21:22
avenged7fold
QUOTE
ეს 2 დღეა ქვედა ყბაზეც დამიმაგრეს ბრეკეტები და აი აქ დამეწყო უკვე დისკომფორტიი
რეზინები მეკეთა კბილებს შორის დისტანციის გასაზრდელად და ასეთი ტანჯვა წამება მე არ განმიცდია ჯერ,ნერვების სრულ დონემდე განადგურებაა

აააა biggrin.gif დაგეწყოო? დაგიდგეს მეორე ყბაზე? biggrin.gif

მიეჩვევი smile.gif ზუსტად 5 დღე დამჭირდა. ახლა ისე ვარ, თითქოს სულ მეკეთა რაც დავიბადე biggrin.gif


***
და ისა, ზოგადად:
რა ფასებთ წერთ ხალხო, კინაღამ გავგიჟდი :0 რით განსხვავდება ეს ბრეკეტები, ასეთი დიდი ფასთა სხვაობა რომ არის?
მე სულ ჩვეულებრივი ბრეკეტები გამიკეთეს, 1300 ლარიანი და ყოველთვიურ ვიზიტებზეც, ახლა 40 ლარი გადავიხადე და შემდეგშიც ეგრე იქნება თუ რამე არ დაამატა სხვა სერვისი smile.gif
მოკლედ, გადავრჩენილვარ givi.gif

Posted by: avenged7fold 15 Nov 2013, 22:40
Unico

დამეწყო,დამეწყო და უკვე გადამიარა
ვიგრძენი ის რაზეც საუბრობდი და მიკვირდა biggrin.gif

რა პროცედურა გაიარე პირველ ვიზიტზე?

Posted by: Unico 15 Nov 2013, 23:56
avenged7fold
მავთულის რკალი გამოცვალა და რეზინებიც biggrin.gif
ადრე მქონდა იასამნისფერი რეზინი, ახლა მაქვს უშნო ბეტივით ლურჯი biggrin.gif
ვფიქრობ, დეკემბერში ყვითელი ფერი ხომ არ ავარჩიო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

შენ რა ფერი გაქვს? biggrin.gif

სხვები რომ მიხვდნენ რაზეა საუბარი gigi.gif
აი ამათზე:
http://imageshack.us/photo/my-images/818/hpze.jpg/


Posted by: avenged7fold 16 Nov 2013, 00:06
Unico

ვერ ავარჩიე რაღაც ფერი
არც ისეთ ასაკში ვარ რომ კაშკაშა ფერებით ვიარო მაგრამ მინდა ვცადო რომელიმე
რა ფერს მირჩევ?

Posted by: Unico 16 Nov 2013, 11:33
avenged7fold
იასამნისფერი არ ყვირის, მაგიტომ ავარჩიე თავიდან.
ლურჯი უფრო ჩანს.
აი ყვითელი არ ვიცი რას იზამს. ღია ყვითელია, კვერცხის გულივით.
მწვანე ძალიან იყვირებს,ჩემი აზრით.

http://radikal.ru/fp/d288e652393142e3881bfaee78cc5cd5


Posted by: avenged7fold 16 Nov 2013, 22:34
Unico

იასამნისფერი შეიძლება ვცადო რა
თეთრს ვფიქრობ,ცოტათი რკინას დაფარავდა

http://mrskbj.blogspot.com/2010/05/jrs-braces-update.html

ამ ტიპს უდევს ცისფერი,მაგრამ კარგად გამოიყურება ძაან ღიაა,სითეთრეში გადადის

Posted by: TROJAN 17 Nov 2013, 18:52
avenged7fold

ძვირია მანდ, როგორც მითხრეს

QUOTE
Unico

ამ ადამიანის რჩევით მივალ როიალ დენტში თამარ თოფურიასთან 1300 ლარი ნორმალური ფასია, თან მე ალდაგის დაზღვევა მაქვს ანუ -20%.

პროსტა მე ჯერ პაროდონტიტზე უნდა ვიმკურნალო sad.gif

Posted by: bu_buu 18 Nov 2013, 21:11
კბილების კორექციისათვის მეკეთა ერთი წელი სინები, მაგრამ სინებით ჩემმა სტომატოლოგმა ვერ გამისწორა sad.gif( წინა კბილების კორექცია მინდა ... ეხლა გადაწყვეტილი მაქვს გადაფხეკით , კერამიკით ან რამით შევალამაზო და რას მირჩევთ ??? კარგი ექიმი დაკლინიკა მინდაა sad.gif(((

Posted by: felon 19 Nov 2013, 09:37
Kbilebis gasworeba minda zeda ybaze 3 kbili da qvedaze bevria gasasworebeli da romel stomatologs mirchevt? 17is var

Posted by: TROJAN 21 Nov 2013, 22:56
დღეს ნინო ბერიძესთან ვიყავი,

რავი ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა

მეტალის ბრეკეტები 650 ლარიო 1 ყბა, + თვეში 30 ლარი, მემგონი იაფია ხო?

ამაზეიაფადპრინციპში სანდო კლინიკაში არსად მინახავს, პირიქით საგრძნობლად ძვირებია ხოლმე

Posted by: Unico 23 Nov 2013, 20:20
ჩემი ბრეკეტები biggrin.gif biggrin.gif იმედია არ შეგეშინდებათ biggrin.gif
რაც ესენი მიკეთია, აღარ მერიდება გაცინების და არც ბრეკეტების ჩვენების biggrin.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Pink_ Panther 24 Nov 2013, 15:12
სვუპზე და მსგავს საიტებზე რომ დევს ხოლმე ფასდაკლებით ბრეკეტების გაკეთება მაგაზე რა აზრის ხართ?
500 ლარიო და ზაან იაფია და რავი///


http://www.swoop.ge/Deal/10242/-breketebi-orive-ybaze--bonusi-New-Dent-isgan-500-larad

Posted by: MyDecember 24 Nov 2013, 19:59
Pink_ Panther
QUOTE
სვუპზე და მსგავს საიტებზე რომ დევს ხოლმე ფასდაკლებით ბრეკეტების გაკეთება მაგაზე რა აზრის ხართ?

ასე შეძენა ბრეკეტის ორთოდონტთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე მარტივად რომ ვთქვათ უაზრობაა..
როგორც მანდ წერია ვაუჩერში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდებაო..
ამიტომ შეიძლება შეიძინოთ და ბრეკეტი ვერ დაიწყენოთ, გამომდინარე იქიდან, რომ
არსებობს რიგი უკეჩვენებები, რომელზეც ბრეკეტ სისტემის ფიქსაცია ვერ მოხერხდება..
იქნება ეს მცირე ასაკი, მრავლობითი კარიესი და აშ..
ამირომ ჯერ გაიარეთ კონსულტაცია თუნდაც ამ აქციის მომწოდებელ კლინიკაში
და უკვე დადებითი პასუხის შემდეგ შეიძინეთ ვაუჩერი..
რაც შეეხება თანხას, არ არის იაფი, რადგან კლინიკა აკეთებს ასეტ ფასდაკლებას ე.ი, წინასწარ გათვლილი აქვს..

Unico

ზედა ყბაზე ამოიღე რომელიმე კბილი?
პირდაპირი ხედიდან მეორე კბილი სასისკენ დგას და როგორც ჩანს მცირე ადგილი აქვს, შეიძლება სურათზე ჩანს ასე მხოლოდ..

Posted by: Unico 24 Nov 2013, 20:55
MyDecember
არ ამომიღია. ორი კბილი მაქვს შეწეული და მაგ ადგილებში ზამბარაა გაბმული.
ეყოფათ ადგილი, ორივე წინ ამოიწია, შესამჩნევად ^_^

Posted by: Pink_ Panther 24 Nov 2013, 22:15
MyDecember
კი, რათქმაუნდა ჯერ კონსულტაცია...
მადლობა, დამამშვიდეთ ცოტა...
ვაპირებ მანდ გაკეთებას და ვიღაც მატყუაღბი არ იყვნენთქო ვიფიქრე...

Posted by: Angel_oF_Sea 29 Nov 2013, 17:05
აუ ბავშვებო ოპერის უკან არისო რაღც კლინიკა დედა შვილი არიანო...მაგათთან მივიდე თუ ნარიაშვილთან? არ ვიცი რა

ჰო და კიდე მარტო ფირფიტის გაკეთება მინდა იმიტო რო ფსიქოლოგიურად ძაან აი სუსტი ვარ და რო ვერ ვიხსნიდე ისეთბს აი რავიცი მოვკვდები ალბათ: ( ჰოდა ზევიდან მაქ წამოსული კბილი და მაგას რას უზავენ?: ( . ქვევითაა რო უდნა ამოვიღო ეგ კი ვიცი: ( ..
* * *
QUOTE (Thea11 @ 7 Sep 2013, 01:08 )
მე მიკეთია ბრეკეტები უკვე წელიწადზე ცოტა მეტია და მართლა აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე, წესიერად ვერ ვიცინი და ა.შ. რომ მცოდნოდა ასე დამაკომპლექსებდა, ალბათ არ გავიკეთებდი...

აი ამის მეშნია მე: (.....


: ((((((

Posted by: KeP 6 29 Nov 2013, 20:23
Angel_oF_Sea
QUOTE
ოპერის უკან არისო რაღც კლინიკა

ცოტა ქვემოთ რომ არის ? თაბუკაშვილიდანაა ჩასახვევი, მგონი ძნელაძის ქუჩაა
არიან მანდ კარგები, მაგ თინა ქოიავა, ადრე დავდიოდი მაგასთან და კმაყოფიოლი ვიყავი
ფასები ეხლა არ ვიცი, ბრეკეტებსაც აკეთებს

27 წლის ვარ და ბრეკეტები მიშველის ? კი ხო ? biggrin.gif
მყველა კბილი მაქვს და 2 ზე ნერვი მოკლული + ბევრი პლომბები
გამოვა ამ ყველაფერზე?

Posted by: MyDecember 29 Nov 2013, 23:18
Angel_oF_Sea
QUOTE
აუ ბავშვებო ოპერის უკან არისო რაღც კლინიკა დედა შვილი

ორთოდონტიული ცენტრია ოპერის უკან, ლაღიძის 8 ნომერში. აი საიტიც: http://orthodontcenter.com
რაც შეეხება, რომელ ორთოდონტთან მიხვალ ეს ინდივიდუალურია, შეგიძლია კონსულტაცია რამდენიმესთან გაიარო
და შენთვის მისაღები მკურნალლობის გეგმა და ფინანსურადაც მოსახერხებელი იქნება თქვენთვის ის ექიმი აირჩიოთ..

KeP 6
QUOTE
27 წლის ვარ და ბრეკეტები მიშველის ? კი ხო ? 
მყველა კბილი მაქვს და 2 ზე ნერვი მოკლული + ბევრი პლომბები
გამოვა ამ ყველაფერზე?

რა თქმა უნდა შველა შეიძლება და 50 წლამდეც შესაძლებელია კბილების გასწორება
გააჩნია პაციენტის ზოგად ჯანმრთელობას და პირის ღრუს მდგომარეობას..
რაც შეეხება კბილების ჯანმრთელობას ამ შემთხვევაში ორთოპანტომოგრაფიული რენტგენის სურათიც დაგჭირდებათ,
რომ ყველა კბილის მდგომარეობა შემოწმდეს და ამის მიხედვითაც გეტყვიან რომელი ორთოდონტიული კონსტრუქციით
და რა გზით შეიძლება მოხდეს თქვენი კბილების გასწორება..

Posted by: juz111 30 Nov 2013, 11:57
ნინო კომახიძესთან ვინმეს ხომ არ გაუკეთებია ბრეკეტები?

დენტ-არტში ?


user.gif user.gif


Posted by: KeP 6 9 Dec 2013, 23:30
MyDecember
მადლობა, ჩემმა სტომატოლოგმა მირჩია ბრეკეტები
რამდენიმე ბჟენი მაქვს გასაკეთებელი და მერე არ იქნება პრობლმეა რომ მოწესრიგდება ყველაფერიო

აქ რა ბრეკეტზეცაა საუბარი ძალიან ძვირია ? დაახლ რა ფასი ექნება ?
http://orthodontge.com/tag/%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

Posted by: Angel_oF_Sea 11 Dec 2013, 03:29
რამაზ ნარიაშვილი სადაა არავინ იცით?: ( გთხოვთ იქნებ იცოდეთ ან ნომერი მაინც გქონდეთ ძალიან მჭირდება

Posted by: KeP 6 11 Dec 2013, 13:16
au ra pasebia karg breketebze
guli miskdeba rom vayvaliereb sad.gif(

Posted by: caramele 13 Dec 2013, 02:00
ბრიკეტები მეკეტა 3 წელი , მოხსნის შემდგომ კმაყოფილი არ ვარ, რა შეიძლება გავაკეთო? ვთლი რო წინა კბილები ზედ აყბაზე ძალიან გამოშვერილი მაქვს და პლიუს ქვედბეის წყობას არ მომწონს sad.gif
* * *
და კიდე, ქვედა ბაზე კბილები სხვადასხვა სიმაღლისაა, ამის გასწორება ბრიკეტებით შეიძლებოდა? მოკლედ ძნ დეპრესია მაქვს ამის გამო, მიკეთია რეტეინერი და მეზიზგება ჩემი კბილები. ბრიკეტებით კბილების სიმაღლეც სწორდება?

Posted by: ikebana 13 Dec 2013, 03:31
caramele
თუ შედეგით კმაყოფილი არ ხართ კვლავ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.
სხვადასხვა სიმაღლეში რას გულისხმობთ? ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგს შეიძლება კბილის კიდეები თანაბარი აღარ იყო. თუ გასწორებამდე კიდეები ერთ ხაზზე იყო, კბილების გადაადგილების შემდეგ შეიძლება კიდეები სხვადასხვა დონეზე აღმოჩნდეს, მაგრამ ამის გასწორება შეიძლება ბჟენით ან ვინირით.

Posted by: caramele 13 Dec 2013, 12:06
აჰა გასაგებია, ვინირით გათეთრებაც შეიზლება ხომ? მინდა ზედა ყვაზე წინა ექვსი კბილი გავითეთრო, და რამდენი ხანი ძლებს ვინირი?

Posted by: KeP 6 13 Dec 2013, 14:49
caramele
იკებანაც მოგწერს მაგრამ მეც გეტყვი რომ ექიმმა ზუსტად უნდა ნახოს შენი კბილები
მე ვიკითხე და არ გინდაო. მარტო გათეთრება თუ გინდა ქიმიურად გაითეთრე ... და სიმაღლე მგონი ვინირის გარეშეც კეთდება
გაითვალისწინე რომ უნდა დამუშავდეს კბილი და მერე დაედოს ვინირი .... http://orthodont.ge/vineer.htm
კარგად წერია ნახე

ეხლა გავიგე ლინგვალური ბრეკეტები - რამდენად კარგია ?
ბევრად ძვირია თუ როგორ არის sad.gif(

Posted by: caramele 13 Dec 2013, 20:23
KeP 6

დიდი მადლობა.
ბრეკეტებს რაც შეეხება, ეს რეტეინერი რამდენი ხანი უნდა მეკეტოს? აწი ბრიკეტებ მოხსნილზე რამის გასწორგამოსწორება შეიძლება?

Posted by: Unico 14 Dec 2013, 18:37
QUOTE
მიკეთია რეტეინერი

ბრეკეტების მერე კიდე რამე უნდა გავიკეთო? :0

ვაააააიმე biggrin.gif

ახლავე დავძებნი რა არის ეს რეტეინერი biggrin.gif
და ეს რამდენი ხანი უნდა მეკეთოს?
ჰმ, სერიალში ბეტის რატო არ ეკეთა რეტაინერი? უმსგავსოები ეგენი mad.gif mo.gif

Posted by: ika0900 14 Dec 2013, 18:50
ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ უკანა სამაგრები რისთვისაა? აი ბოლო კბილზე რგოლებს რო აცმევენ და იმაზეც ბრეკეტს რომ ამაგრებენ....

Posted by: MyDecember 14 Dec 2013, 19:51
Unico
QUOTE
ახლავე დავძებნი რა არის ეს რეტეინერი

მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გეტყოდა, რომ დასრულების შემდეგ
მიღებული შედეგის სტაბილიზაციისთვის საჭიროა რეტეინერი
ის შეიძლება იყოს მოუხსნელი ან მოსახსნელი..
ძირითადად ამ ორი ტიპისაა,
რეტეინერად შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ჩვეულებრივი მარტივი კონსტრუქციის მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატები:

user posted image

ასევე გამჭვირვალე პლასტასის მოსახსნელი კაპა:

user posted image

ხშირ შემთხვევაში კეთდება მოუხსნელი რეტეინერი პირველ 6 ან 8 კბილზე შიდა მხრიდან, ორთოდონტიული მავთულით, რომელიც კბილებზე ფიქსირებულია ბჟენით
user posted image

მოსახსნელი რეტეინერების ტარება ხდება თავდაპირველად მუდმივად, შემდეგ კი ხორციელდება მისი ეტაპობრივი მოხსნა.
(გააჩნია მანამდე ასწორებულ კლინიკურ შემთხვევას, ზოგჯერ პაციენტები იმყოფებიან რეტეინერის მუდმივ (ღამის) ტარებაზე..

ika0900
QUOTE
ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ უკანა სამაგრები რისთვისაა? აი ბოლო კბილზე რგოლებს რო აცმევენ და იმაზეც ბრეკეტს რომ ამაგრებენ....

რგოლები ბრეკეტ სისტემის ნაწილია და მათზე უკვე ფიქსირებულია ეგრედ წოდებული "ბრეკეტი" კაკვით..
რგოლები გამოიყენება უკეთესი ფიქსაციისთვის, ისინი ამცირებენ კბილების არასასურველ მობრუნებას, ძირითადად ისინი ყენდება მეექვსე ან/და მეშვიდე კბილებზე
და ხშირ შემთხვევაში მომავალში გამოიყენებიან ელასტიური ჭიმვების ფიქსაციისთვის..

user posted image

Posted by: caramele 14 Dec 2013, 19:54
ika0900
უკანა სამაგრებს მემგონი დღეს აღარც იყენებენ. მე სანამ ბრეკეტებს გავიკეთებდი რამდნეიმე ექიმთან ვიყავი და ზოგმა ეგ გამიკეთა, არადა არ იყო საჭირო, უმაგისოდ გამისწორეს შემდგომდ.... '


Unico
ბრეკეტებს რო გაიკეთებ და მოგხსნიან სადაგც ერთი თვე გეყოფა რომ ისევ ისეთი გაგიხდეს კბილები როგორც ბუნებრივად გაქვს, რეტეინერს უკნიდან გიმაგრებენ კბილებე რომ დააფიქსიროს წყობა და ასე ათ წელიწადში ერთხელ გამოიცვლი ალბათ

Posted by: Unico 14 Dec 2013, 20:23
MyDecember
ექიმმა არა, ექთანმა მითხრა რაღაც, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება.
გუგლმაც ამომიგდო, მაგრამ არ ვიცი რამდენი ხანი უნდა მეკეთოს. ჰმ, მთავარია ჭამისას არ შემიშალოს ხელი და ჯანდაბას, მახლავს biggrin.gif

Posted by: ika0900 14 Dec 2013, 22:45
MyDecember
caramele
გუშინ ჩამიდგა ექიმმა ეს ოხრობა...არ ვიცი რამდენად ვერ გათვალა მაგრამ სავარაუდოდ იმის გამო რომ ზედა ნაწილი ბასრი იყო, ენა დამიზიანა....საუბრის ან თუნდაც ნერწყვის გადაყლაპვის დროს იმაზე მედება და შეხორცების საშუალებას არ აძლევს..დღეს ვიყავი და ცოტა მოვამრგვალებინე, რაც შეიძლება მაქსიმუმზე დავათხელეო მაგრამ მაინც მიშლის.... საერთოდ რომ არ იყოს დიდად შეეშლება 1 წლიან გეგმას ხელი?

Posted by: Angel_oF_Sea 15 Dec 2013, 16:12
ბავშვებო 1 კბილი მაქ ზემოთ და მიდნა ფირფიტის გაკეთEბა და ასეთ შემთხვევაში ვერ გამიკეთებს ფირფიტას?

Posted by: jabajaja 5 Jan 2014, 17:25
მაინტერესებს ესდენტში კბილები ვინმემ გაისწორეთ ბრეკეტებით და თუ ხართ კმაყოფილები

Posted by: Bestpc 14 Jan 2014, 19:12
აუ მაგარი შარია ამ კბილების გასწორება რა

25 წლის ვარ მაგრა მიტყდება ბრეკეტების გაკეთება smile.gif არადა ზედა კბილები წინ წამომეწია + ერთმანეთს შეაჯდა

სხვა რამე ვარიანტი არაა კბილების გასასწორებლად ? ახლა რო ბრეკეტი ჩავისვა 2 წელი უნდაო + კიდე რასაც აქ ვკითხულობ შეიძლება არათანაბარი იყოს კბილები და გართულებები მოკლედ

სულ დავიძრობ ამ კბილებს და პროტეზს ჩავიდგავ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Unico 19 Jan 2014, 23:25
Bestpc
QUOTE
სულ დავიძრობ ამ კბილებს და პროტეზს ჩავიდგავ

საკუთარ კბილებს არაფერი სჯობია smile.gif

ikebana
MyDecember
რა მინდა გკითხოთ, პატივცემულებო, ბრეკეტის მავთული შეიძლება გაწყდეს?
დეფორმირდებაო, სადღაც წავიკითხე და შემეშინდა არ გატყდეს

Posted by: MyDecember 20 Jan 2014, 00:31
Unico
QUOTE
ბრეკეტის მავთული შეიძლება გაწყდეს?
დეფორმირდებაო, სადღაც წავიკითხე და შემეშინდა არ გატყდეს

ბრეკეტის რკალის გაწყვეტა და დეფორიმირება საკმაოდ რთულია,
მაგრამ პრაქტიკაში მინახავს რკალი გაწყვეტილი,
როგორ მოხდა როგორც წესი "არ ახსოვთ" პაციენტებს gigi.gif
ამიტომ ის რომ ბრეკეტის რკალს რაიმე მოუვა და იოლად დეფორიმირდება / გაწყდება ეს ასე არაა,
მათ გადასაკვეთად ჩვენ სპეციალურ საკვნეტელებს ვიყენებთ..

Posted by: Unico 30 Jan 2014, 20:52
ჩემი კიჭები სწორდებიან ^_^ ქვედა ყბის კბილები გამოჩდნენ, ზედაზე ერთია ოდნავ შეწეული. არადა სულ 4 თვე სრულდება რაც მიკეთია ^)^
ვახ, გული მიგრძნობს რეტაინერები უფრო დიდხანს მექნება sad.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: KeP 6 31 Jan 2014, 14:00
Bestpc
გამჭვირვალეც არსებობს, ფაქტიურად არც ჩანს და ზოგი შიგნითა მხრიდან კეთდება, ლინგვალური ქვია
ბევრგან კეთდება ორივე
რა ტქმა უნდა ჩVეულებრივზე ძვირია smile.gif)))

Posted by: I am the next Supreme 8 Feb 2014, 11:31
გამარჯობათ,
ვინმემ ხომ არ იცით, ნარიაშვილი სად გადავიდა? ადრე პუშკინზე იყო.

Posted by: afcika 8 Feb 2014, 14:56
ფისტულასს რა მოვუხერხოოო?????????????????????????????

Posted by: MyDecember 8 Feb 2014, 22:29
afcika
QUOTE
ფისტულასს რა მოვუხერხოოო?????????????????????????????

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს !

Posted by: annitta 10 Feb 2014, 14:20
ვაიმე მეცც ტვინი დამეღალა და ვერ გადავწყვიტე ბრეკეტი სად გავიკეთო??............. სვუპის აქციებს ვენდო??თითქმის ნახევარ ფასად აკეთებენ და ცოტა მეეჭვლება არადაა რა იაფიაა...... rolleyes.gif

Posted by: Unico 12 Feb 2014, 02:02
MyDecember
QUOTE
მაგრამ პრაქტიკაში მინახავს რკალი გაწყვეტილი,

მე გავტეხე. მარა არ ვიცი ნატეხი სადაა. ვითომ გადავყლაპე? ვაიმე ესღა მაკლია, ისედაც პანიკიორა ვარ და... თუმცა რახან ცოცხალი ვარ, ესე იგი არსად გაჭედილა.
და მე ვიცი როგორც გავტეხე : / ვაშლს ვთლიდი, გავჭერი ნაჭერი და ჩავიდე პირში, მერე კდიევ, კიდევ და ღეჭვისას ეტყობა ბაც და აღარ არის.. მარა ნატეხს ვერ ვპოულობ :/

პ.ს. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ყბის ბოლოსკენ აადრე კბილი ამოვიღე ფესვიანად. მაინცდამაინც ის კბილი გამიფუჭდა, რომელშიც დარიშხანი ჩადო ერთმა ჭკუისკოლოფმა და მერე დალპა და მომიწია ამოღება. ხოდა ბრეკეტის გაკეთებისას კი გამაფრთხილა, ძალიან გთხოვ მაგ მხარეს ფრთხილად იყავიო, მაგრამ არ გამოდის და რა ჯანდაბა ვქნა user.gif

Posted by: MyDecember 12 Feb 2014, 20:05
Unico
QUOTE
მე გავტეხე. მარა არ ვიცი ნატეხი სადაა. ვითომ გადავყლაპე?

რკალი გაგეტეხა თუნდაც ღეჭვის დროს ძალიან რთულია პრაქტიკულად შეუძლებელიც თითქმის..
სავარაუდოდ სხვა რაიმე ნაწილი მოსძვრა..
რკალი ძალიან დრეკადია და მისი მოტეხვა ან გადაჭრა ჩაკბეჩით ან კბილის კბილზე დაჭერით, თითქმის წარმოუდგენელია..
ჯობია აჩვენო შენ მკურნალ ექიმს და ის დეტალურად გეტყვის ნამდვილად გადაიჭრა რკალი, თუ მეორე მხარეს გავიდა რკალი, თუ რა გამომწვევი მიზეზია..

Posted by: პითონი 12 Feb 2014, 20:07
ხალხნო ერთი წელია სადღაც რაც კბილები ოდნავ დამეღუნა,1 კი ისერაა,საკაიფოდ biggrin.gif გამოირჩევაfacepalm.gif lol.gif

ხოდა ოპერაციით არ ხდება გასწორება?
თუ ხდება რა ჯდება

ან სხვა რა საშუალებები არსებობს და რა ჯდება

Posted by: Unico 12 Feb 2014, 22:20
პითონი
გაღუნული კბილების ოპერაციით გასწორება პირველად მესმის.
კბილები სწორდება ბრეკეტებით. ჩემი გამოცდილებით, ბრეკეტები ჯობია yes.gif

MyDecember
ვეტყვი, მისასვლელი ვარ ამ თვეში, როგორ მეშინია არ გამიბრაზდეს biggrin.gif

Posted by: პითონი 12 Feb 2014, 22:41
Unico
ჟურნალში იჩითება ხოლმე ეგ პონტი

Posted by: likable 17 Feb 2014, 22:14
თბილიში ყველაზე კარგად სად აკეთებენ?

Posted by: Unico 17 Feb 2014, 22:18
likable
რავიცი რა გითხრა. ყველას თავისი ექიმი მოსწონს და დაიარე რამდენიმე კლინიკა, ნახე რომელიმე ექიმი, რომელიც მოგეწონება, იმასთან დარჩი და გაიარე ბრეკეტებით გასწორების კურსი.

Posted by: teonastar12 18 Feb 2014, 16:03
likable
მედიში ვისწორებ მე. რავინი ქვია უცხოელია და მე კმაყოფილი ვარ. ლინგვალური ბრეკეტები გავიკეთე. და ძალიან მოსახერხებელია არ ჩანს საერთოდ. კბილების უკან კეთდება და წინიდან არაფერია.

Posted by: Angel_oF_Sea 19 Feb 2014, 11:15
ნინო ბერიძის კლინიკაშI კაი ექიმები რომლები არიან? ამ ნინოსთან 1 თვე სუ ჩაწერილები არიან და მაგდენი დრო ვერ დაველოდები
* * *
https://ka-ge.facebook.com/permalink.php?story_fbid=690692044277054&id=119843044695293

ამაზე რას ფიქრობთ ამ რავინს მაგრად აქებენ


და ნინოსთან მეტალის ბრეკეტები რა ღირს?
* * *
teonastar12

კონსულტაცია რა ღირს?? (და რამდენ ხანში გაგისწორდებაო რა გითრა?

აჰა დავრეკე და 20 ლარი ღრს კონსულტაციაო.. მოკელდ მაინტერესებს რა, მაინც წავალ: XD

Posted by: likable 19 Feb 2014, 21:54

teonastar12

აი ზუსტად ეგ მაინტერესებდა, რომელ ფილიალშია მედიში?

Posted by: italiashka 20 Feb 2014, 21:21
სალამი ხალხო,
ე.ი. ბავშვობასი 1 წლიანი ფირფიტების ტარების შემდეგ, მოვიგლიჯე და უნიტაზში მოვისროლე,
15 წლის ასაკში უკვე შეკვეთილი და გამზადებული ფირფიტების წამოსაღებად არ მივედი ექიმთან..
ეხლა 20 წლის ასაკში ჩემი ხელფასი რო მაქვს უცებ მომინდა გავისწორო კბილები, ოღონდ უკვე ბრეკეტებით...
და რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ?
ორ კონკრეტულ კლინიკაზე გკითხავთ
ერთი არის dental team clinics<< რომელიც ძალაინ ბევრ ფასდაკლებას დებს სხვადასხვა საიტზე.
მეორე მედი,
ორივეს შესახებ თუ იცით რამდენად ხარისხიანი მასალა აქვთ და რამდენად კარგად აკეთებენ...
კონკრეტულად კერამიკულ ბრეკეტებზე მაინტერესებს, მეტალისას ვერ გავიკეთებ, სამსახურში ძალიან ძალიან ცუდად გამოჩნდება.

Posted by: Jessica Rabitt 21 Feb 2014, 21:51
დღეს ის ორთორაღაც გადავიღე

ახლა ვფიქრობ მეტალის გავიკეთო თუ კერამიკული, მგონი კერამიკულს გვიანი ეფექტი აქვს ხომ? მეტალის იყოს მაშინ

Posted by: wuna 22 Feb 2014, 16:48
მაინტერესებს, ბრეკეტების გაკეთების შემდეგ ექიმთან ვიზიტები რამდენ ხანში ერთხელაა საჭირო და მოითხოვს თუ არა დამატებით ხარჯებს? თუ ეს ინდივიდუალურია???

Posted by: Jessica Rabitt 22 Feb 2014, 20:36
wuna
ყოველთვე და კორეკტირებას გიკეთებს , თანხა სადღაც 20-30 ლარია


პ.ს. მალე თავს დავიმახინჯებjump.gif ისე მიხარია: XD

Posted by: Scoorp 23 Feb 2014, 18:11
მაინტერესებს კბილების გარდა
ბრეკეტებით ყბის ფორმის ცვლილება არის შესაძლებელი?
ანუ მინდა რო ოდნავ უკან შეიწიოს, მესმის რო იდეალურად შეუძლებელია მაგრამ მაინც

Posted by: Jessica Rabitt 23 Feb 2014, 20:08
Scoorp
აქამდე კიდე არ გაგიკეთებია? უხხ უკვე ცოტა გასწორებული გექნებოდა

კი შეიძლება, აი მე მაგალითად ბავშვობაში სულ არ მქონდა ყბა ცოტათი წინ, ახლაც არ მეტყობა აი სუ ოდნავ მაქ და მითხრა ყველა ექიმმა რო ქვედა ყბაზეც გჭირდებაო და სახე სულ შეგეცვლებაო, მოკლედ ნამდვილად შესაძლებელია სახის დეფორმირება

მე ადრე ვიდეოებიც მაქვს ნანახი, ანუ იცი რა ხდება, კბილს ხო აქ ფესვი და ის გრძელდება და სახის ძვლებამდეა ეს კბილი რო მოძრაობს ადგილმდებარეობის ცვლილებისას ის ძვლებიც ფორმირდება და იცვლიან ადგილს, აი ეს იწვევს სწორედ ყბის შეწევას .

1 კვირაში ვიკეთებ რა მაგარია jump.gif

Posted by: teonastar12 24 Feb 2014, 17:00
likable
მედიშია კოსტავაზე. სათაო ფილიალში.
* * *
italiashka
მე მედიში გირჩევ. მე იქ ვისწორებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. + განვადებაც აქვთ და ეგ ძალიან მოსახერხებელია.

Posted by: likable 24 Feb 2014, 21:54
აჰა გასაგებია დიდი მადლობაა.. smile.gif))

Posted by: Scoorp 24 Feb 2014, 23:27
QUOTE (Jessica Rabitt @ 23 Feb 2014, 20:08 )
Scoorp
აქამდე კიდე არ გაგიკეთებია? უხხ უკვე  ცოტა გასწორებული გექნებოდა

კი შეიძლება, აი მე მაგალითად ბავშვობაში სულ არ მქონდა ყბა ცოტათი წინ, ახლაც არ მეტყობა აი სუ ოდნავ მაქ და მითხრა ყველა  ექიმმა რო ქვედა ყბაზეც გჭირდებაო და სახე სულ შეგეცვლებაო, მოკლედ ნამდვილად შესაძლებელია სახის დეფორმირება

მე ადრე ვიდეოებიც მაქვს ნანახი, ანუ იცი რა ხდება, კბილს ხო აქ ფესვი და ის გრძელდება და სახის ძვლებამდეა ეს კბილი რო მოძრაობს  ადგილმდებარეობის ცვლილებისას ის ძვლებიც ფორმირდება და იცვლიან ადგილს, აი ეს იწვევს სწორედ ყბის შეწევას .

1 კვირაში ვიკეთებ რა მაგარია jump.gif

არაა არ გამიკეთებია biggrin.gif
მაშინ ხო მოვიარე ნახევარი თბილისი
მართლა 6 ორთოდონტთან ვიყავი და ნუ ყველამ სხვადასხვა რამე მითხრა
ერთი ვინც მომეწონა 3800 ლარი ღირდა და gigi.gif
მერე რაღაც სხვა ამბები გამოხტა როგორც ხდება ხოლმე და ახლა თუ არა სექტემბერში ყველა ვარიანტში უნდა გავიკეთო smile.gif
ზერეკიძესთან უნდა მივიდე ამ დღეებში კონსულტაციაზე და
ანუ უკან შეწევა და ცოტა გვერდით გაწევაც მინდა biggrin.gif
იმედია შედეგს მომცემსს))))

ვისთან იკეთებ შენ?

Posted by: Jessica Rabitt 25 Feb 2014, 17:20
ნეტა როგორ მექნება
user posted image

Posted by: ikebana 26 Feb 2014, 04:19
teonastar12
თქვენ 4 სხვადასხვა ნიკით ეწევით "მედის" რეკლამირებას, რაც აკრძალულია. მიიღეთ როგორც გაფრთხილება.

Posted by: Pink_ Panther 26 Feb 2014, 13:53
სურათის გარეშე გასწორება ძაან რისკია?

ერთი წელი ზედა ყბა და ნახევარი წელი ქვედა ყბაო ასე მითხრეს.
ხოდა ამ ზედა ყბაზე გაფუჭებულ-დაპლომბილები არაფერი მაქვს. უსურათოდ რომ დავიწყო და ექვსი
თვის მერე სურათით და ქვედა ყბით შევუერთდე, რამე პრობლემა იქნება?
ექიმმა შესაძლებელიაო .

Posted by: teonastar12 26 Feb 2014, 15:35
QUOTE (ikebana @ 26 Feb 2014, 04:19 )
teonastar12
თქვენ 4 სხვადასხვა ნიკით ეწევით "მედის" რეკლამირებას, რაც აკრძალულია. მიიღეთ როგორც გაფრთხილება.


damijeret araris egre:) shemizlia suratic gamovagzavno chemi breketit:) martla ik vijketeb da aranairi sami saxeli ar makvs. zalian martivad sheizleba sheamocmot. am kompiuterit bevri xalxi sargeblobs saxlshi. aranairi kavshiri ar maqvs medistan da aranairi sami saxeli ar makvs. smile.gif)

Posted by: MyDecember 26 Feb 2014, 20:56
Pink_ Panther
QUOTE
სურათის გარეშე გასწორება ძაან რისკია?

ერთი წელი ზედა ყბა და ნახევარი წელი ქვედა ყბაო ასე მითხრეს.
ხოდა ამ ზედა ყბაზე გაფუჭებულ-დაპლომბილები არაფერი მაქვს. უსურათოდ რომ დავიწყო და ექვსი
თვის მერე სურათით და ქვედა ყბით შევუერთდე, რამე პრობლემა იქნება?
ექიმმა შესაძლებელიაო .

რითი აპირებთ გასწორებას, ფირფითებით თუ ბრეკეტ სისტემით?
სავარაუდოდ ფირფიტებით, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევასთან,
რადგან ის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და აუცილებელიც..
რაც შეეხება მკურნალობის ვადას ესეც ვარიაბელურია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული..

Posted by: Pink_ Panther 26 Feb 2014, 21:04
MyDecember
QUOTE
ფირფითებით თუ ბრეკეტ სისტემით?

ბრეკეტები

QUOTE
რადგან ის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და აუცილებელიც..

ანუ არ ღირს რენტგენის გარეშე? cry.gif
აბა რატო თქვა ექიმმა კიო, გაასაღოს უნდა ჩემზე?

Posted by: MyDecember 26 Feb 2014, 21:12
Pink_ Panther
QUOTE
ანუ არ ღირს რენტგენის გარეშე?
აბა რატო თქვა ექიმმა კიო, გაასაღოს უნდა ჩემზე?

როგორ გითხრათ, ყველა ექიმს თავისებური მიდგომა აქვს..
მაგრამ სასურველი იქნება თუ მკურნალობის დაწყებამდე გადაიღებთ ორთოპანტომოგრამულ სურათს..
თქვენ თუ ფინანსური მდგომარეობა გაძლევთ საშუალებას, რომ გადაიღოთ რენტგენი, შეგიძლიათ შეახსენოთ თქვენს ექიმს,
რომ თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას მსგავსი დიაგნოსტიკის ჩატარება..

Posted by: Pink_ Panther 26 Feb 2014, 21:55
MyDecember
ორსულად ვარ და არ შეიძლება რენტგენი.
არადა ძალიან მაწყობს ორსულობის პერიოდში გავისწორო და ბარემ ერთიანად ჩავდგე მერე ფორმაში..

Posted by: Unico 27 Feb 2014, 01:39
Scoorp
QUOTE
ბრეკეტებით ყბის ფორმის ცვლილება არის შესაძლებელი?
ანუ მინდა რო ოდნავ უკან შეიწიოს, მესმის რო იდეალურად შეუძლებელია მაგრამ მაინც

ყბის ფორმირება ხდება, მაგრამ უკან შეწევაზე არ ვიცი, ბუნებრივია წინ გამოიწევა smile.gif
ექიმს ჰკითხე.


პ.ს.
QUOTE
ნეტა როგორ მექნება

ჩემსას მერე დავდებ, ზედა შეწეულიც გამოდის წინ user.gif
სულ სხვანაირი შეგრძნებაა ზედა ყბა რომ ქვედა ყბას თანხვდება facepalm.gif

Posted by: ikebana 27 Feb 2014, 03:45
teonastar12
თქვენ ალბათ არ იცით, რომ მოდერატორი ხედავს IP მისამართს და მარტივად ამოწმებს ვინ, რას და რა სახელით პოსტავს ამ მისამართიდან. ასე რომ, იმედია გაფრთხილებას გაითვალისწინებთ. ნებისმიერი კითხვა, პრეტენზია მომწერეთ პირადად ან საჩივრების თემაში, რადგან მოდერატორის ქმედების "გარჩევა" ასევე აკრძალულია.
პატივისცემით,
მოდერატორი.


Posted by: PRODUCT 28 Feb 2014, 22:35
გამარჯობათ.
კბილების გასწორება მინდა და მოკლედ, 8 კბილები ამოსაღებიაო. ისეთი ფასი მომიხიეს ცოტა დავფიქრდი ღირს საერთოდ, ვინც გაიარეთ მთელი ეს პროცედურები დამეხმარეთ რა.

Posted by: Jessica Rabitt 28 Feb 2014, 22:43
ბრეკეტებს ვიკეთEბ და როგროც მითXრეს ჯერ ზედაზე გაგიკეთებ მერე ქვედაზეო, ნუ სწორად არ მახსოვს და ნამდვილად ასეა? ანუ ზედაზე გამიკეთებენ 1 მისვლაზე? და 2 ივეს არა?

Posted by: italiashka 28 Feb 2014, 23:22
მოკლედ მედიში კონსულტაციაზე ვიყავი და საკმაოდ უკმაყოფილო დავრჩი, თითქმის დარწმუნებული რო ვარ რო სიბრძნის კბილები ზედმეტია, მაგაზე ხმაც არ ამოუღია ექიმს, დაწვენილებია ღრძილში ნახევრად და აწვება მეშვიდე კბილებს, მაგის ამოღებაზე არაფერი უთქვამს...
და საერთოდ ძალიან ზედაპირულად დამითვალიერა ყბები,

ნინო ბერიძის ცენტრზე რას იტყვით ხალხო? ...

Posted by: ikebana 1 Mar 2014, 04:15
Jessica Rabitt
კი, ხშირად ჯერ ზედა ყბაზე მაგრდება. თუმცა ყოველთვის არა. მაგრამ თქვენ რადგან გითხრეს ესეიგი ჯერ ზედაზე გაგიკეთებენ.


italiashka
მიდით ნინო ბერიძესტანაც და თამუნა კუბლაშვილთანაც "უნიდენტში". საერთოდ ყოველთვის ჯობია რამდენიმე ექიმის შედარება ჩემი აზრით.

Posted by: Jessica Rabitt 1 Mar 2014, 11:05
PRODUCT
8 კბილი ამოსაღები რა უბედურებაა: ( რამდენის ხარ? მე დამეზარებოდა ბრეკეტების ტარება მასეთ მდგომარეობაშI, ცოტაც მოციადე ან პირდაპირ გაიკეთE იცი რა დაწვრილება როა და ზევიდან რომ უსვამენ, აბა 8 კბილი შენი არაა და გასწორებას რა აზრი აქვს, დასაპლომბი მაინც რო იყოს კიდე ხო

ნეტა ორშაბათშ 3 მარტი როა იმუშავებენ? დავრეკავ

Posted by: Unico 1 Mar 2014, 18:18
PRODUCT
მე საერთოდ არ ამომიღია კბილი ბრეკეტებისთვის.
ერთი ისედაც ბრეკეტებამდე მქონდა დაკარგული და მორჩა, მაქსიმალურად ვცდილობ გავუფთხილდე დანარჩენებს.

სხვაგანაც მიდი აბა. ეგეთი რა ყბა გაქვს, რომ 8 კბილი არ დაეტევა? biggrin.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: keen 1 Mar 2014, 20:57
PRODUCT
QUOTE
გამარჯობათ.
კბილების გასწორება მინდა და მოკლედ, 8 კბილები ამოსაღებიაო. ისეთი ფასი მომიხიეს ცოტა დავფიქრდი ღირს საერთოდ, ვინც გაიარეთ მთელი ეს პროცედურები დამეხმარეთ რა.


ალბათ ხუმრობ... biggrin.gif

Posted by: MyDecember 1 Mar 2014, 22:54
QUOTE
8 კბილები ამოსაღებიაო

აქ სავარაუდოდ საუბარია არა რვა კბილზე, არამედ მერვე კბილებზე, რომლებსაც ასევე სიბრძნის კბილებს უწიდებენ..
ორთოდონტიული მკურნალობის დროს მათი ამოღება, არც თუ ისე იშვიათად ხდება..

Posted by: italiashka 2 Mar 2014, 10:57
PRODUCT
მეც ამოსაღები მაქვს მერვე კბილები, თან ამოსული არცაა ჯერ და მიჯდება თითო მინიმუმ 70 ლარი. შენ უფრო ძვირი თუ გითხრეს, სხვა კლინიკაში გაიკეთე, უფრო იაფი დაგიჯდება. (კკბილების ექსტრაქცია გაიკეთე სხვა კლინიკაში, სადაც უფრო იაფია. )

Posted by: wuna 12 Mar 2014, 21:48
1 მარტს გავიკეთე ბრეკეტები tongue.gif ძალიან კმაყოფილი ვარ
სულ ჯამში ორივე ყბა დამიჯდა 425 ლარი (350 ლარი ბრეკეტები 30 ლარი რენტგენი და 35 ლარი ფასდაკლების კუპონი რისი მეშვეობითაც ასე იაფად გამოვედი)
კბილების ამოღება არ დამჭირდა smile.gif 8 თვე ან 1 წელი მოგიწევსო ასე მითხრა. პირველი დღე იყო შეგუების დღე biggrin.gif შეყვარებული დამცინოდა მთელი დღის განმავლობაში ისე სასაცილოდ ვჭმუხნიდი და ვმანჭავდი სახეს biggrin.gif ტკივილით არ მტკიოდა ძაან იმიტომ რომ ექიმმა პლომბები დამადო ისე რო ყბა ბოლომდე არ იკეტება და კბილები არ ეხება ერთმანეთს smile.gif ჩემს თანამშრომელს კი არ გაუკეთეს ასე და საშინელი ტკივილები ჰქონია თან სიბრძნოს კბილებიც ამოუღეს. ახხლა უკეთ ვგრძნობ თავს. ნელა ნელა რბილი რაგაცეების მოკბეჩას ვამუღამებ. კარტოფილით და იოგურტებით ვსკდები smile.gif

Posted by: ikebana 13 Mar 2014, 04:00
wuna
10 წლის მერე უნდა იყოთ კმაყოფილი, ჯერ ადრეა დასკვნის გაკეთება. ფასი კი არარეალურად დაბალია.

Posted by: Yan-LoonG 13 Mar 2014, 13:47
ვინირები
ეს რა ა რის ვერ მივხვდი user.gif
1 კბილის გასწორება მინდა ადრე მეკეთა რაღაც ოხრობა და ნაადრევად მოვიხსენი და მარცხენა ეშვი წინ წამოვიდა. და ცუდად ჩანს.
თან მეორე ეშვთან შედარებით წვეტიანი და ოდნავ დიდია ვამპირის პონტია რა, givi.gif
ხოდა მაგის საშუალებით მოვგვარდები?

და ეს ერთი კბილი რო შევცვალო ფაიფურის კბილით რა დამიჯდება?

Posted by: Nick-Nick:)) 13 Mar 2014, 22:33
გამარჯობათ : )) სიბრძნის კბილის ამოღება მტკივნეულია ? cry.gif ბრეკეტი მიკეთია და ექიმმა მითხრა საჭირო გახდება ალბათ ამოღებაო cry.gif

Posted by: ikebana 14 Mar 2014, 00:51
Yan-LoonG
კი, შეიძება მაგრამ ყოველთვის არა. სიტუაციას გააჩნია.

Nick-Nick:))
ანესთეზია კეთდება, რომ მტკივნეული არ იყოს. ისე ჯობდა ბრეკეტამდე ჩატარებულიყო ექსტრაქცია.

Posted by: Nick-Nick:)) 14 Mar 2014, 00:55
ikebana


არ უთქვას ჩემთვის ექიმს ბრეკეტის გაკეთებამდე, ახლა მითხრა 1 წელზე მეტია მიკეთია უკვე...დავიტანჯე რა.... :X

მადლობა დიდი

Posted by: Unico 14 Mar 2014, 01:12
ikebana
ჩემი კბილები გასწორდნენ უკვე biggrin.gif jump.gif
რა სასიამოვნოა ენის წვერს რომ გადაატარებ და არსად ამოწეული არ მეჩეხება biggrin.gif
ვაშლის ჭამაც დავამუღამე biggrin.gif
რამხელა ბედნიერებაა, დღეს დილიდან ჭკუაზე არ ვარ biggrin.gif

wuna
მიეჩვევი, თავიდან მეც ეგრე ვიყავი.

Posted by: juz111 18 Mar 2014, 11:22
wuna
სად გაიკეთე?

მეც მინდა და ვერ გავიგე სად მივიდე sad.gif

Posted by: Rain Cloud 19 Mar 2014, 14:38
QUOTE
მეც მინდა და ვერ გავიგე სად მივიდე


მე გავიკეთე უნიდენტში, ძალიან მაგარი კლინიკაა, რაც მთავარია, სუფთა და მოწესრიგებული. ბრეკეტზე მეტად კბილების დაბჟენა-გაწმენდით დავრჩი კმაყოფილი, არც არაფერი მტკენია და არც გამრთულებია.

Posted by: juz111 20 Mar 2014, 22:47
Rain Cloud
რა დაგიჯდა ბრეკეტები ?

Posted by: Rain Cloud 21 Mar 2014, 10:08
ორივე ყბა 2000 ლარი, ოღონდ აქ შედის ყველა ვიზიტის ფასიც და ასევე თუ შემთხვევით ბრეკეტი მოიტეხე ან რამე დაგჭირდა და არაგეგმიურ კონსულტაციაზე მიხვედი, ეგეც. თავდაპირველი კონსულტაცია უფასოა, სხვათა შორის და შეგიძლია, მიხვიდე smile.gif

Posted by: Scoorp 21 Mar 2014, 10:53
Rain Cloud

ვისთან გაიკეთე?
და თუა განვადებით ან ეტაპობრივად გადახდა შესაძლებელი?

Posted by: Rain Cloud 21 Mar 2014, 11:04
QUOTE

Scoorp

თეა ზერეკიძესთან, როგორც ვიცი, სხვებიც ძალიან კარგები არიან smile.gif 3 ეტაპად ხდება თანხის გადახდა, თავიდან იყო მგონი 500, მერე 800 და მერე 700. ასე მახსოვს, თუ გინდა, გადაამოწმე. რომ დარეკო, ალბათ გეტყვიან.

Posted by: Scoorp 21 Mar 2014, 11:23
Rain Cloud

კი ვიცი აქებენ ამ კლინიკას ძალიან smile.gif
უბრალოდ ცოტა მეტ თვეზე რო იყოს გადანაწილებული უკეთესი იქნებოდა sad.gif
კუბლაშვილთან ვიყავი ადრე კონსულტაციაზე
და თეასთან ვაპირებ ახლა მისვლას))
კერამიკული ბრეკეტები მინდა ოღონდ და ეგ ალბათ უფრო მეტი დაჯდება :ს

Posted by: Rain Cloud 21 Mar 2014, 11:43
კუბლაშვილთან მივედი მეც თავიდან კონსულტაციაზე და 4000-მდე ჯდებოდა. ოღონდ, ამბობენ საოცრებებს ახდენს, ყველანაირ კბილს ასწორებსო. მე განსაკუთრებული არაფერი მქონია, ვიზუალურად არც კი მაწუხებდა, მაგრამ ღრმა თანკბილვა მქონდა და კბილები დიდ ცვეთას განიცდიდნენ. კერამიკული ცოტა ძვირია, ჰო, მაგრამ მე ამ დარღვეული თანკბილვის გამო ორივე ყბაზე არ გამომდიოდა(ზომით დიდია ოდნავ და ქვედაზე არ შეიძლებოდა, ზედას გაცვეთდა) და იძულებით გავიკეთე მეტალის. ახლა უკვე სადღაც 5 თვე მაქვს დარჩენილი და თეა მეუბნება, რომ შედეგი კარგია. მთავარია, კარგად მოუარო, ყველაფერი ისე გააკეთო, რასაც გეტყვის smile.gif)

Posted by: Unico 21 Mar 2014, 20:26
ესეთი რეზინის რგოლები თურმე მეც მჭირდება sad.gif მე კიდე მეგონა რთულ შემთხვევებში უკეთდებოდათ და თანაც მე არ მომიწევდა biggrin.gif
ეჰ... sad.gif

Posted by: avenged7fold 24 Mar 2014, 23:01
Unico

ეგ რეზინები რა შემთხვევაში კეთდება?


Posted by: Unico 24 Mar 2014, 23:39
avenged7fold
არ ვიცი, მაგრამ დამატებით ეხმარება ზედა–ქვედა ყბისა და კბილების ერთმანეთთან შეთანხმებაში. კბილებმა თავიანთი ადგილი უნდა დაიკავონ, მარტო ბრეკეტის რკალით დაქაჩვა არ შველით.

დანარჩენს როცა გავიკეთებ ან აქაური სტომატოლოგები გეტყვიან yes.gif

Posted by: avenged7fold 27 Mar 2014, 20:46
Unico

აჰა გასაგებია

შენი კბილების პროგრესი როგორ მიდის? smile.gif

Posted by: Unico 27 Mar 2014, 22:27
avenged7fold
კარგად, ჩაწეული წინა კბილები ამოიწია, ეშვები თავის ადგილზეა, მეშვიდეები თუ მეექვსეები თუ რაც ჰქვია საღეჭებს.
მაგრამ რომ ჩამხედა, ასე თქვა ექიმმა, რომ კარგია, მაგრამ დროა რეზინების სისტემა დავიწყოთო, ანუ ეს იგულისხმა რა, ზედა და ქვედა ყბის დაკავშირება რეზინის რგოლებით sad.gif რანაირად შევჭამ საჭმელს, არ ვიცი givi.gif user.gif cry.gif

Posted by: avenged7fold 28 Mar 2014, 02:12
Unico

ეგ ჭამისას უნდა გეკეთოს? რა უბედურებაა ენა როგორ უნდა შემოიტარო მერე? biggrin.gif

Posted by: Rain Cloud 28 Mar 2014, 09:33
ჭამისას კი იხსნი, მაგრამ სადმე თუ ვარ, წინ და უკან სირბილი მაგის მოსახსნელ-გასაკეთებლად ნერვებს მიშლის.

Posted by: Addict 30 Mar 2014, 20:22
მე მესაჭიროება კბილების გასწორება. მაინტერესებს 24 წლის ვარ და შედეგი თუ ექნება საერთოდ და რამდენი ხანი დაჭირდება.

Posted by: MyDecember 30 Mar 2014, 23:08
Addict
QUOTE
მე მესაჭიროება კბილების გასწორება. მაინტერესებს 24 წლის ვარ და შედეგი თუ ექნება საერთოდ და რამდენი ხანი დაჭირდება.

კი გასწორება შეიძლება, თუ რაიმე პაროდონტის დაავადება არ გაქვთ, კბილები ჯანმრთელია, არ ირყევა და აშ..
რაც შეეხება შედეგი გექნებათ თუ არა თავისთავად უკეთესობა იქნება..
გააჩნია რა სახის ანომალია გაქვთ, რა აპარატებით აპირებთ გასწორებას და აშ..
შესაბამისად მკურნალობის ვადაც ამაზეა დამოკიდებული, რომელიც ხშირ შემთვევაში წელიწად ახევრიდან ორ წლამდე მერყეობს..
გაიარეთ კონსლუტაცია რამდენიმე ორთოდონტთან..

Posted by: Addict 31 Mar 2014, 21:22
MyDecember

მადლობა რჩევისათვის

http://www.radikal.ru

აი ასე გამოიყურება. მემგონი ძალიან საგანგაშო არ არის user.gif ჯანმრთელობის მხრივაც არ მაქვს პრობლემები

Posted by: MyDecember 31 Mar 2014, 23:52
Addict
QUOTE
აი ასე გამოიყურება

ასე ხურავთ პირს? ანუ მოსვენებულ მდგომარეობაში როცა ხართ? სავარაუდოდ ასე ხურავთ, რადგან მარცხენა მხარეს ეხება თქვენი კბილები ერთმანეთს..
თუ ასე ხურავთ და გვერდით და წინა არეში ასეთი სივრცე გაქვთ მკურნალობის კურსმა შეიძლება ორი წელიც შეადგინოს
კბეჩის და ღეჭვის ფუნქცია იქნება დარღვეული..
თქვენ ალბათ ესთეტიური დისკომფორტი გაწუხებთ მხოლოდ..


Posted by: Scoorp 1 Apr 2014, 00:01
არ არსებობს ესთეტიური დისკომფორტის გარდა არაფერი აწუხებდეს
sad.gif

Posted by: Addict 1 Apr 2014, 00:17
MyDecember
ეს არ არის ბოლომდე დახურული პირის სურათი.
ბოლომდე ვხურავ პირს უბრალოდ ქვედა კბილები უფრო გვერძე გადის :| კბეჩის და ღეჭვის არანაირი პრობლემა არ მაქვს
ყბა მაქვს ამოვარდნილი დიდი ხანია უკვე არც ეგ მაწუხებს ხოლმე (ტკაცუნს თუ არ ჩავთვლით)
ესთეტიკურ დისკომფორტს რაც შეეხება მართლა ძალიან არ მომწონს :| გასასწორებელი კბილები სხვაზეც არ მომწონს და საკუთარ თავზე მითუმეტეს

Posted by: MyDecember 2 Apr 2014, 00:22
Scoorp
QUOTE
არ არსებობს ესთეტიური დისკომფორტის გარდა არაფერი აწუხებდეს

რაც პაციენტს არ მოსწონს ის ვიგულისხმე, თორემ დარღვევები ექნება და როგორც ზემოთ პოსტში აღნიშნა
საფეთქელ-ქვედა ყბის სახრის ჩივილებიც ექნება..

Posted by: Unico 5 Apr 2014, 12:09
QUOTE
საფეთქელ-ქვედა ყბის სახრის ჩივილებიც ექნება..

მე რომ მითხრეს ესეთი რამ, იმიტომ დავიწყე კბილების ბრეკეტებით გასწორება, თორე მაინცდამაინც ესთეტიკურად არ მაწუხებდა შეწეული კბილები biggrin.gif

არ მინდა ყბების ტკივილები, ვერ გავუძლებ cry.gif

Posted by: Vidock 5 Apr 2014, 21:16
ხალხო თქვენი რჩევა მჭირდება
ბრეკეტებს ვიკეთებ მოკლედ და ექიმმა ესე მითხრა 2 ვარიანტქი გაქვსო
ნუ იქიდან დავიწყებ რო ორივე ვარიანტში სარძევე კბილი უნდა ამოიღოვო და ერთი კბილიც მაკლია მარჯვნივ ( სარძევე მარცხნივაა ) 1 ვარიანტში უკნიდან კბილებს ბრეკეტებით გადმოვწევ წინო და შეგივსებ სიცარიელესო მაგრამ ცოტ ცოტა ადგილები მაინც გექნებაო ( 2 წელი დასჭირდება ამასო )
მეორე ვარიანტი ისაა რომ თუ იდეალურად გინდა გაგისწორდეს კბილები მაშინ კბილების დაქლიბვა მოგვიწევსო ( მე უფრო ეს მინდა , სულ ვოცნებობ ძააალიაანნ კარგი კბილები მქონოდა biggrin.gif biggrin.gif ) ამასაც 2 წელი სჭირდებაო )
პ.ს 17 წლის ვარ და რას მირჩევთ ? ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება
გმადლობთ . sad.gif

Posted by: Vidock 7 Apr 2014, 01:26
მიშველეთ რა რამე ძაან გაურკვევლობაში გავიჩითე რომელი ვარიანტი ჯობს ? sad.gif(((

Posted by: cruella 7 Apr 2014, 20:07
ვიზუალურად თითქოს არც არაფერი მაგრამ მე მაწუხებს ის რომ კბილებს შორის ადგილები მაქვს რამდენიმეგან, ღრძილების ანთებების ნერვები არ მაქ. არაპროპორციულიც არის როცა ვხურავ. ადრე მეკეთა ფირფიტა და 2-3 თვეში თითქმის შედეგი ქონდა დანარჩენი 1 წელი ფიქსაციისთვის უნდა მკეთებოდა, მაგრამ რაღაც ტრენინგზე გავხდი წასასვლელი 1 კვირა გადავდე და მოკლედ მერე ვეღარ გავიკეთე, ისე მომეწონა ცხოვრება უიმისოდ biggrin.gif კბილები თავის ადგილს დაუბრუნდა ძალიან მალე. ადრე თუ გვიან მაინც უნდა გავისწორო გადაწყვეტილი მაქვს და ეხლა გამჭვირვალე ბრეკეტების გაკეთებაზე ვფიქრობ.

მაინტერესებს ბევრს ეუბნებიან ხშირად რომ 1 წელი საშუალოდ გეყოფაო და 2-ზე ადრე ვინმეს მოეხსნას ჯერ მართლა არ მინახავს. ხოდა ეგეთი შემთხვევა არსებობს საერთოდ?

შეიძლება ქვედა ყბაზე კბილის შიგნითა მხრიდან რომ დამაგრდეს ბრეკეტი? არ მინდა ეს გარედან ზემოთ კიდე აიტანს კაცი მარა ქვემოთ ყბაზე ფირფიტის რკინებიც საშინლად მიღიზიანებდა ტუჩს მაგას ვერ ავიტან გარედან sad.gif

და კიდევ გამჭვირვალე და ლითონის ბრეკეტები შედეგით განსხვავებაა? ფასზე ვიცი და მიღირს ოღონდ ის რკინები არ დავინახო. თან თინეიჯერიც აღარ ვარ ეხლა მაგით რომ ვიარო და თუ ერთნაირი ეფექტი აქვთ გამჭვირვალეს გავიკეთებ. მოკლედ ვინმემ მიპასუხეთ ფლიზ სანამ ისევ გადავიფიქრე და დავბერდი biggrin.gif

Posted by: ikebana 8 Apr 2014, 02:23
Vidock
ცოტა ვერ გავიგე მეორე ვარიანტში რა იგულისხმა ექიმმა. თუ ორთოდონტიული მკურნალობაა, კბილების დაქლიბვა რისთვის? თუ გვირგვინებს ან ვინირებს გთავაზობთ (რასაც დაქლიბვა სჭირდება) 2 წელი რატომ? შეიძლება რაღაც არასწორად გაიგეთ.
* * *

cruella
კი, 1,5 წელი ნორმალური დროა და ხშირად ამ ვადაში ხსნიან ბრეკეტს.
შიგნიდან თუ გინდათ დამაგრდეს, ლინგვალური უნდა გაიკეთოთ. მაგრამ ზედაზე ჩვეულებრივი და ქვედაზე ლინგვალური რამდენად შესაძლებელი ეგ არ ვიცი.
გამჭვირვალე და მეტალის ბრეკეტს ერთნაირი მოქმედება აქვთ აბსოლუტურად. მხოლოდ ესთეტიკაშია განსხვავება.

Posted by: Vidock 8 Apr 2014, 15:28
ikebana
1 კბილი მაკლია მარჯვნივ 1 იც მარცხნივ დამაკლდება რომ ამომიღებენ და მერე ის კბილები იასნია უნდა ჩავისვა და 2 კბილებს აქეთ იქიდან დაქლიბვა ხო სჭირდება რო ჩასვან ის კბილი რომელიც მაკლია და მაგიტოო რა .. ნუ ეს დაქლიბული კბილი კიდე 15 - 20 წელიწადს ქაჩავსო ეხლა 17 წლის ვარ დაახლოებით 37ის რო ვიქნები თუ წინა კბილები მეკლდა მაგრად არ მაწყობს ეგ ტო არსებობს რამე ისეთი რო თავიდან ამარიდოს ეგ შედეგი ?

Posted by: cruella 8 Apr 2014, 15:39
ikebana
დიდი მადლობა. კიდევ ერთს გკითხავ ეგ ლინგვალური დანერგილია ყველგან უკვე სადაც ბრეკეტი აქვთ თუ მარტო რამდენიმე კლინიკაშია? თუ ესეა მაშინ თუ შეგიძლია რეკომენდაცია გაუწიო რომელიმე კლინიკას და სტომატოლოგს ძალიან დამეხმარები. პმ მომწერე თუ გინდა ან აქ. მე მყავს ექიმი და კლინიკა, მაგრამ რომ მივიდე და მითხრან ლინგვალურს არ ვაკეთებთო ყოველი შემთხვევისთვის სხვა ვარიანტიც რომ მქონდეს.

Posted by: ikebana 9 Apr 2014, 04:15
Vidock
რომელი კბილი გაქვთ სარძევე და რომელი კბილი გაკლიათ? ორთოპანტომოგრამა გადაგიღეს და ჩანასახი არ არის იმ სარძევე კბილის ქვეშ?
15 წელი დაქლიბულმა კბილმა უნდა გაძლოსო? და მერე რა მოუვაო საინტერესოა.
მოიცადეთ 1-2 წელიდა იმპლანტები გაიკეთეთ.

cruella
ყველგან არ აკეთებენ. ვიცი რომ არის "მედიში" და მგონი "ნინო ბერიძის ცენტრშიც". მაგრამ რეკომენდაციას ვერცერთს ვერ გავუწევ, რადგან შედეგები არ მინახავს.

Posted by: Vidock 9 Apr 2014, 12:24
ikebana
კარგით უღრმესი მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: cruella 9 Apr 2014, 16:08
ikebana
დიდი მადლობა chups.gif

Posted by: strelicia 10 Apr 2014, 02:14
Vidock
ვისთნ იყავი კონსულტაციაზე საინტერესოა.
ერთი კონსულტაცია კიდევ გაიარე ზერეკიძე თეასთან . ყბას ოპერაციულად გაგისწორებს საშა კალანტაროვთან ერთად და 2 წელი არ დაგჭირდება ბრეკეტის ტარება. კბილების გაწევგამოწევას თვეები ეყოფა და ღამის კაპებიც შეეშველება.

ფინანსები საკმარისად დაგჭირდება ასე მგონია.
http://www.youtube.com/watch?v=Oaov5g2xQR8

Posted by: narcoleptic7 10 Apr 2014, 16:07
სტომატოლოგი რამაზი ნარიაშვილი, ხომ არ იცით სად გადავიდა, ადრე პუშკინზე იყო.

Posted by: Scoorp 10 Apr 2014, 16:22
narcoleptic7

რამაზი თუ რევაზი?

ავერსის კლინიკა როა ვაჟაზე იმის ზემოთაა, არ მისული კანდელაკამდე

Posted by: Moor 11 Apr 2014, 14:23
ოთარ დარჯანიადან და ნინო ბერიძიდან უნდა ავირჩიო რომელიმე

დამეხმარეთ mo.gif

Posted by: narcoleptic7 11 Apr 2014, 15:25
Scoorp ramazi, aversshi davreke da ar mushaobso, 1 celia vedzeb am gamqral kacs

Posted by: Scoorp 11 Apr 2014, 18:12
narcoleptic7

ავერში არც მითქვამს მუშაობსთქო ://
ტერიტორიულად გითხარი
მგონი ჰეფი დენტი ჰქვია მაგის კლინიკას

Posted by: KeP 6 11 Apr 2014, 18:17
თანამშრომელმა გაიკეთა ორივე ყბაზე - დასამაგრებლები უფერულია და რკინა - რკინისფერი
ფაქტიურად არ ეტყობა, ხალხი ეკითხება რა ქენი გაიკეთეო ? biggrin.gif
ესე საუბარშიც თუ არ დააკვირდი დიდად არ ჩანს ... არ მეგონა ესეთი ეფექტური თუ იქნებოდა - კერამიკული ქვია მგონი ?
რკინაც თეთრი უნდოდა მაგრამ გადაექერცლება ფერიო უთქვამთ - რამდენად მართალია არ ვიცი

Posted by: narcoleptic7 13 Apr 2014, 16:16
Scoorp nucubidzis2 shi mdebare happy dentze movidzie informacia da aghmochnda, rom ortopediashi mushaobs vighac aleko nariashvili, es shecdomaa tu damtxveva? Ramazi isev ver vipove

Posted by: Scoorp 13 Apr 2014, 16:20
narcoleptic7

რამაზი მამამისია თუ არ ვცდები
და მგონი რამაზი აღარ მუშაობს აქ
დარეკე და იკითხე ზუსტად

Posted by: Rain Cloud 15 Apr 2014, 10:48
იცით, რა მაინტერესებს? რეტეინერის ჩადგმა მტკივნეული პროცესია?

Posted by: MyDecember 15 Apr 2014, 11:17
Rain Cloud
QUOTE
იცით, რა მაინტერესებს? რეტეინერის ჩადგმა მტკივნეული პროცესია?

ისევე როგორც მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატის ჩადგმა და ბრეკეტის ფიქსაცია არაა მტკივნეული..
ასევეე არაა მტკივნეული რეტეინერის ჩადგმა..
როგორ შეიძლება იყოს რეტეინერი:
http://forum.ge/?showtopic=34511026&view=findpost&p=39082012

Posted by: Rain Cloud 15 Apr 2014, 12:43
MyDecember

დიდი მადლობა smile.gif
მგონი, ვუახლოვდები სანატრელ მომენტს და რეტეინერით დავინტერესდი smile.gif ბარემ ისიც მითხარით, თავად ბრეკეტის მოხსნა თუ არის მტკივნეული? ერთხელ დასჭირდა ერთი ცალი ყვავილის მოძრობა, უნდა შეეცვალა მდგომარეობა და იმის აძრობა ისე მეტკინა, მეგონა, მთელი ზედა ყბა ამომაგლიჯა. მთლიანად ბრეკეტების მოხსნა ასე გეტკინებაო, ესეც მითხრა.

Posted by: MyDecember 15 Apr 2014, 16:34
Rain Cloud
როგორც ასეთი ბრეკეტის მოხსნის პროცედურა მტკივნეული შეგრძნება არაა..
მაგრამ ცხადია ყველა ადამიანისთვის ტკივილის ზღვარი სხვადასხვაა..
მოხსნის დროს შესაძლებელია მცირედი დისკომფორტი, ზეწოლის შეგრძნება,
უმეტესწილად შეიძლება ქვედა ფრონტალურ (წინა) კბილებზე იგრძნოთ..

Posted by: haushinka 15 Apr 2014, 16:34
კლინიკა ნიუ დენტი როგორია და რომელ ფილიალში რომელ ექიმთან ჯობს მისვლა ? smile.gif

Posted by: Rain Cloud 15 Apr 2014, 16:39
MyDecember

მადლობა smile.gif

Posted by: haushinka 15 Apr 2014, 16:40
და ლინგვალური ბრეკეტები რამდენად მოსახერხებელია ?

Posted by: Unico 23 Apr 2014, 10:44
გუშინ ვიყავი სტომატოლოგთან და:
1) რკალები გამოცვალა – შედარებით უფრო მსხვილები ჩამიდგა
2) რეზინაც დაამაგრა ერთ ყბაზე – ეს რაღაც სხვანაირი რეზინაა.

საშინლად დეპრესიულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ გამაფრთხილა, რახან რკალები გამოვცვალეთ, ცოტა გეტკინებაო და ასეცაა, ისევ ფაფებზე გადავედი sad.gif ვერ ვღეჭავ და როდის მიეჩვევა ეს ოხერი კბილი ამ რკალს.

და ისა, ლიგატურები გამჭვირვალეც არის თურმე, მე რომ ვიდგამ ფერადებს, შემეძლო გამჭვირვალეც ამერჩია, ლოლ... მაგრამა ვაკვირდები და ფერადი უფრო მომწონს user.gif gigi.gif

Posted by: avenged7fold 23 Apr 2014, 10:48
Unico

ვავა
მეც ეგ ამბები მელის ალბათ,იმიტომ რომ წინა ვიზიტზე მითხრა შემდეგში რეზინებს დაგიმაგრებ და ქვედა ყბაზე რკალს გამოგიცვლიო
მოკლედ მეც დამერხა biggrin.gif

კაი ჭამით ვერ ჭამ,ვერ ჭამ სხვა როგორი შეგრძნებაა,ეს რეზინები რა ტიპები არიან?

Posted by: Unico 23 Apr 2014, 11:40
avenged7fold
მარტო ერთ ყბაზე დამჭირდა; გამჭვირვალეა, კბილიდან კბილამდეა გაჭიმული, რკალს მიჰყვება.
ჭამაში ხელს არ შემიშლის (მომავალში, ჯერ ამ მსხვილ რკალებს მივეჩვიო).
როგორც უკვე ვთქვი, ეს სხვანაირი რეზინაა და ჯერ ამის დანიშნულებას ვერ ვხვდები. ალბათ კბილებს შორის სივრცე რომ არ დარჩეს და კბილები მიეწყოს ერთმანეთს.
ხო, და სურათზე ეს რეზინა არ ჩანს biggrin.gif
პ.ს. აი ასეთი რეზინია, ოღონდ გამჭვირვალე
http://www.identalhub.com/userfiles/image/Rubber1.JPG
აი ეგრე მაქვს ზუსტად, ზედა ყბაზე მარტო

MyDecember
ვაიმე, დამავიწყდა სტომატოლოგისთვის მეკითხა და თქვენ მაინც დამამშვიდეთ: რკალების სისქე კიდე ხო აღარ გაიზრდება? biggrin.gif

Posted by: avenged7fold 24 Apr 2014, 01:17
Unico

აუ შენ მაგ რეზინაზე მეუბნები,მე მეგონა ქვედა ყბასა და ზედა ყბას შორის რომ არის გაბმული რეზინა მაგაზე ამბობდი
ეგ რაც დაგიყენეს მეკეთა 2 თუ 3 თვის წინ 1 თვის განმავლობაში ქვედა ყბაზე და მერე აღარც გაუკეთებიათ
დისკომფორტი არ მქონია,სულ უფეროს ვხმარობ,როგორც ყოველ ბრეკეტზე მომბულ რეზინაზე,ასევე ამ რეზინაზეც

Posted by: MyDecember 24 Apr 2014, 10:09
Unico
QUOTE
რკალების სისქე კიდე ხო აღარ გაიზრდება?

გააჩნია მკურნალობის რა ეტაპზეა თქვენი მკურნალი ექიმი..
სავსებით შესაძლებელია უკვე ფიქსირებულ რკალზე დაასრულოს მკურნალობა, ამაზე ზუსტად თქვენი ექიმი გიპასუხებთ..

Posted by: Unico 24 Apr 2014, 10:47
avenged7fold
ააა, მაშინ გამოდის მე ჩამოგრჩები, ამიტომ ჯერ შენ მოგიწევს მაგ რეზინების ტარება (თუ ექიმმა გითხრა, იმ შემთხვევაში) და მერე მე ალბათ sad.gif

MyDecember
ვაი მე და ვუიც მე...
მაისამდე ვერ ვკითხავ :დდ

და ისე რკალების სისქეს რა მნიშვნელობა აქვს? თხელი ნაკლები ძალით ექაჩება და სქელი მეტი ძალით თუ სხვა რამეშია საქმე?

Posted by: marimarimarimarimari 25 Apr 2014, 17:03
Dental Team Clinics თუ გაგიგიათ ვინმეს და ვინმე თუ დადიხართ? მე დაახლოვებით თვენახევარია რაც მივედი გამჭვირვალე ბრეკეტები გავიკეთე და საშინელი სიტუაციაა, რიგებია სულ და არ აქვს მნიშვნელობა როდის ჩაგწერენ ყოველთვის გიწევს ლოდინი. 12-ზე რომ ხარ ჩაწერილი 2-ის ნახევარზე ძლივს შედიხარ და იქნებ სხვა კლინიკა მირჩიოთ რიგში დგომა რომ არ მომიწიოს და ფასებიც ნორმალური რომ იყოს.თუ დადიხართ ვინმე ამ კლინიკაში გიცდიათ თუ არა ხელშეკრულების გაუქმება და კლინიკის შეცვლაbiggrin.gif

Posted by: Diamond Girl 25 Apr 2014, 17:18
ქვედა ყბაზე წინა ორი კბილის გასასწორებლად მთლიანად ბრეკეტები უნდა გავიკეთო თუ არის რაიმე სხვა საშუალება? ძალიან ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ კომპეტენტურებმა

Posted by: ann_an7 25 Apr 2014, 21:03
marimarimarimarimari
ეგ კლინიკა მირჩიეს და ანუ არ ღირს მანდ სიარული? sad.gif

Posted by: aleqsandre777 27 Apr 2014, 16:18
გამარჯობათ მაინტერსებს რას მირჩევთ კბილები მაქვს გაფუჩებული ანუ წელიწადში 2 ჯერ მიწევს გაკეტება საღეჭი კბილის...საკმაოდ დაგრეხილი კბილები კი მაქვს მინდა გასწორება რას მირჩევთ რკინები ჩავისვა რაც ძაან არმინდა 25 ვარ და მაგ პონტში თუ ერტხელ და სამუდამოდ გავიკეთო ყველა კბილი ფაიფურის თუ რაგაც smile.gif))

Posted by: TGroup 27 Apr 2014, 22:14
უკვე გადავწყვიტე ბრეკეტების გაკეთება და ჯერ კბილებიც მაქ გასაკეთებელი და რომელ კლინიკას მირჩევთ კონსუტალციაზე ბარემ იქ რო მიივდე მირჩიეთ რა

Posted by: Unico 27 Apr 2014, 23:19
TGroup
შენ თვითონ თუ არ მოგეწონა, ჩვენს ნათქვამს რა აზრი ექნება?
ამიტომ მოდი დაიარე კლინიკები, რომელი ექიმიც, კლინიკაც და მომსახურებაც მოგეწონება იქ დარჩი.
და კლინიკების მეტი რა არის, აგერ ნინო ბერიძეს კლინიკაო, იგერ როიალ დენტიო, მოკლედ ასარჩევად ბევრია.

aleqsandre777
QUOTE
წელიწადში 2 ჯერ მიწევს გაკეტება საღეჭი კბილის.

ზოგადად, დაგრეხილი კბილების გასწორება მაგისთვის არის კარგი: ყბაც დაისვენებს და ნორმალური წყობის კბილები გექნება, რაც კარიესთან ბრძოლაში დაგეხმარება.
მიდი რომელიმე სტომატოლოგიურ კლინიკაში და გაიარე კონსულტაცია.
QUOTE
სამუდამოდ გავიკეთო ყველა კბილი ფაიფურის თუ რაგაც

კბილი თუ მთელია და კედლები ჩამოშლილი არ არის, აი ეს რად გინდათ?
ჩემს მაგალითს გეტყვი: მე–8 კბილი (იგივე სიბრძნის) გამიფუჭდა, ნახა სტომატოლოგმა და კარიერი კი აქვს, მაგრამ კბილის კედლები მთელია და ამიტომ არ ამოვიღე, ვიპლომბავ. ამოღებას ყოველთვის მოვასწრებ და აი ახალი კბილი აღარ ამომივა sad.gif მე კიდე საკუთარი კბილები მინდა და არა ხელოვნური

marimarimarimarimari
აზრზე არ ვარ ეგ რომელი კლინიკაა.

QUOTE
გიცდიათ თუ არა ხელშეკრულების გაუქმება და კლინიკის შეცვლა

ერთხელ ვისთანაც მივედი ბრეკეტებზე, ისევ იმასთან ვარ. ზოგადად ძნელია ამ დროს ექიმის შეცვლა.
ჩემი სტომატოლოგი მაგალითად ამბობს რომ სხვის მიერ დადგმულ ბრეკეტებთან მუშაობა არ მოსწონს და არ უნდა.

Posted by: avenged7fold 2 May 2014, 19:01
გუშინ მქონდა ვიზიტი და ესეთი რაღაცეები დამიმაგრეს

http://www.rubberbandsforbraceshq.com/wp-content/uploads/2012/10/Colorful-inter-arch-rubber-band-on-braces.jpg

ქვედა ყბის შეწევისთვის აშკარად ეფექტური საშუალებაა,ფაფებზე არ გადავსულვარ და მოლოდინზე უკეთესიც არის

მოკლედ Unico არ შეგეშინდეს დიდი არაფერი მონსტრი არ არის,პროსტა ტვინის ბურღია ყოველ ჭამისას უნდა მოიხსნა და მერე გაიკეთო

Posted by: Scoorp 2 May 2014, 19:45
avenged7fold

საუბარში ხელს არ გიშლის?: : დდ

Posted by: avenged7fold 2 May 2014, 20:04
Scoorp

მაგ მხრივ რაც უფრო დრო გადის ყოველი ვიზიტის შემდგომ მით უფრო ავჩლიფინდი biggrin.gif

Posted by: Scoorp 2 May 2014, 20:10
avenged7fold

აუ ეგ ცუდია sad.gif

Posted by: avenged7fold 2 May 2014, 20:19
Scoorp


მაგასაც ეჩვევი,ვიზიტიდან 3-4 დღე წვალობ სანამ ახალ რკალს შეეჩვევა კბილები,მერე ისევ ჩვეულ რეჟიმში ჯდები

Posted by: Scoorp 2 May 2014, 20:29
ვაიმე ოდესმე თუ მივაღწევ ექიმთან აღარ მჯერა უკვე
რამდენი ხნით გადამედო უკვე mad.gif

Posted by: Pink_ Panther 2 May 2014, 22:32
გავიკეთე ბრეკეტები ვაღირსე bis.gif

და ოდნვადაც არ მემჩნევა ლაპარაკზე,
ძალიან მიხარია)))


მეჩვენება რომ ცოტა ქვემოთაა ჩემი ბრეკეტები,
თითქოს სხვებს უფრო კბილის ზედა ნაწილებზე
უმაგრიათ ხოლმე ..

თუ ინდივიდუალურია ეგ?

Posted by: Unico 2 May 2014, 22:44
Pink_ Panther
მე ვფიქრობ ინდივიდუალურია. სტომატოლოგი ამაგრებს სამაგრებს და ასწორებს სამაგრებს დეფორმაციიდან გამომდინარე, ასე რომ ინდივიდუალურ..

გილოცავ ^_^

avenged7fold
ეჰა, იქნებ არ დამჭირდეს, როგორ არ მინდა ყოველ წუთს ვიძრო და ვიკეთო biggrin.gif
უუუუ sad.gif

Posted by: Pink_ Panther 2 May 2014, 22:50
Unico
QUOTE
გილოცავ ^_^

მადლობა jump.gif


და რო კარგად ვერ ვღეჭავ, ყველა ვიზიტის მერე განმეორდება 3-5 დღე როგორც მივხვდი ხო?

Posted by: Unico 2 May 2014, 23:17
Pink_ Panther
აუ, აღარ მახსოვს.

რკალების სისქის შეცვლისას, დაჭიმვის გაზრდისას.. ამ დროს მტკიოდა

Posted by: ikebana 3 May 2014, 04:59
Pink_ Panther
გეჩვენებათ ალბათ. რამდენადაც ვიცი კბილის ზედაპირის ცენტრში მაგრდება.

MyDecember
რას იტყვით?

Posted by: Pink_ Panther 3 May 2014, 09:31
ikebana

ფოტოს გადავუღებ...

http://www.radikal.ru

აი, აშკარად ცენტრზე დაბლაა user.gif

Posted by: Unico 3 May 2014, 12:25
Pink_ Panther
რომ დასვა ბრეკეტ-სამაგრი, სანამ იმ ცემენტის გასამაგრებელ ნათურას მოგანათებდა (არ ვიცი რა ჰქვია მაგ დანადგარს), სარკის მიხედვით ხო ასწორებდა?
ხოდა ეგაა რა.. ჩემი ექიმი რომ დასვამდა, აქედან შეხედავდა, იქიდან შეხედავდა, სარკის მიხედვით ასწორებდა და მერე ცემენტს აშრობდა იმ სანათით biggrin.gif

სტომატოლოგმა იცის სად ჩააბეტონოს, ნუ გეშინია


აუ რა გლეხური ენით ვწერ givi.gif



Posted by: MyDecember 3 May 2014, 23:01
QUOTE (Pink_ Panther @ 3 May 2014, 09:31 )
ikebana

ფოტოს გადავუღებ...

http://www.radikal.ru

აი, აშკარად ცენტრზე დაბლაა user.gif

ikebana
QUOTE
რას იტყვით?

QUOTE
ეჩვენებათ ალბათ. რამდენადაც ვიცი კბილის ზედაპირის ცენტრში მაგრდება.

სავსებით მართალი ხართ, გარდა მცირე გამონაკლისებისა, ბრეკეტი უმეტესწილად კბილის ცენტრალურ ნაწილში ფიქსირდება..
ამისთვის სხვადასხვა ორიენტირები არსებობს..

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, შეიძლება ითქვას რომ ზედა ორ ცენტრალურზე (პირველ საჭრელებზე),
მცირედ ქვემოთაა დაწებებული, მაგრამ ეს შეიძლება მკურნალობის ამ ეტაპისთვის ექიმის არჩევანი იყოს..
რიგი ანომალიის დროს ზოგი ორთოდონტი ბრეკეტებს მცირედ სხვა განლაგებით აწებებს..

Posted by: Scoorp 7 May 2014, 11:51
ზერეკიძესთან დადიხართ ვინმე???

------

Posted by: KeP 6 11 May 2014, 20:00
ჩემი მეგობარი შაურმას ჭამს ბრეკეტებით, არაფერი მემარტებსო
ხომ არ შეიძლება ?smile.gif))))

Posted by: SNuKi 12 May 2014, 02:52
Scoorp
კი, მე დავიყენე 1 კვირის წინ თეასთან
და კიდევ 1 კვირაში მიწევს ვიზიტი.

Posted by: giorgil599 12 May 2014, 09:41
http://forum.ge/?f=71&showtopic=34511026

Posted by: Don2 12 May 2014, 12:06
QUOTE (KeP 6 @ 11 May 2014, 20:00 )
ჩემი მეგობარი შაურმას ჭამს ბრეკეტებით, არაფერი მემარტებსო
ხომ არ შეიძლება ?smile.gif))))

რატო არ შეიძლება?


18ის ვარ, 19ის ვხდები.
ბრკეტების გარდა სხვა გზა ნოუ ხო? :შ

Posted by: ann_an7 14 May 2014, 16:10
გუშინ გავიკეთე ბრეკეტები bis.gif

Posted by: KeP 6 14 May 2014, 20:22
Don2
ბრეკეტები ფირფიტას არ შეედრება smile.gif
კარგი შედეგი გექნება

იმას კიდევ შაურმამ ბრეკეტის ერთი სამაგრი მოუტეხა

Posted by: tekle504 20 May 2014, 10:26
მე პარასკევს ვიკეთებ ბრეკეტებს ნინო ბერიძესთან, გამჭირვალეს smile.gif
მანამდე 2 კბილი უნდა ამოვიგო და ზედა სასაზე კიდევ რაგაც გასაფართოებელი აპარატი უნდა დამიმაგროს 3თვითო, კბილებების ამოღების და ამ აპარატის უფრო მეშინია, სავარაუდოდ ლაპარაკში ძალიან შემიშლის ვიდრე ბრეკეტების sad.gif
გქონიათ ვინმეს ასეთი აპარატი? სასაზე მიბჯენილი, და ბოლო კბილებზე დამაგრებული?
მითხარით რომ არაა საშინელება sad.gif(((

Posted by: Pink_ Panther 20 May 2014, 16:13
tekle504
მაპატიე მაჰრამ ალბათ საშინელი რაღაც იქნება gigi.gif

Posted by: tekle504 21 May 2014, 09:39
Pink_ Panther მე ნუგეშს ველოდი და biggrin.gif კარგი ზეგ მექნება და თვითონ გამოვცდი sad.gif

Posted by: Pink_ Panther 21 May 2014, 14:04
tekle504
გვითხარი როგორი იქნება..
აქ ყველა ბრეკეტებიანი ვართ და კაცმა არ იცის როდის რას
გაგვიკეთებენ ჩვენც biggrin.gif

Posted by: Deresk 22 May 2014, 14:45
როგორია ცხოვრება ბრეკეტების მოხსნის შემდეგ?
კაპები რამდენს ხანს უნდა მეკეთოს?

Posted by: Unico 22 May 2014, 19:20
tekle504
გასაფართოებელიო? არა გმადლობთ, მე ეგეთი არ გამიკეთებია და არც გავიკეთებ, არ დამჭირდება biggrin.gif
რა გასაფართოებელი, ჩემი შიგნით ჩაწეული ყბა თავისით გაფართოვდა, მარტო ბრეკეტებზე რკალით smile.gif



***
და აი, უკვე მეც მიკეთია რეზინები : /
დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) გამოიცვალეო, ყბებს ძალიან ნუ ამოიქნევო, ვერ გააღებ დიდზეო და მთელი პაკეტი რეზინები გამომატანა biggrin.gif
ვაიმეჰ biggrin.gif
მერე დავდებ რეზინებამდე როგორია კიჭების განლაგება ^_^
სიმართლე გითხრათ, უკვე მომბეზრდა ბრეკეტები sad.gif ნეტა რეტაინერები რამდენ ხანს უნდა მეკეთოს user.gif

Posted by: tekle504 23 May 2014, 11:00
მასეთი განწყობით რომ ხვდებით მერე იმიტომაც გბეზრდებათ, საერთოდ არაა საშინელება ბრეკეტები, არც სამარცხვინო..
თქვენ არ ვიცი რა წარმოიდგინეთ ამ "გასაფართოებელში" მაგრამ დამიჯერეთ ბრეკეტს ათასჯერ ჯობია, საერთოდ არ ჩანს გარედან, თან 3თვეში მომხსნიან smile.gif)
ქვედაზე გამჭვირვალე ბრეკეტს მიკეთენ, ისეთი ლამაზია უკვე მიყვარს და ერთი სული მაქვს მალე გამიკეთონ : ))

Posted by: Unico 23 May 2014, 15:10
აი ასე სწორდებიან ბრეკეტით, კბილების ამოღების გარეშე, ჩემი კბილები biggrin.gif დიახ ბატონო, ყველა კბილი თავის ადგილზეა, ამოღება არც მჭირდება ^_^
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Rain Cloud 23 May 2014, 16:09
Unico
კბილის ამოღება რომ არ გჭირდება, არაა მთლად გასაოცარი ამბავი smile.gif ბევრს არ სჭირდება ამოღება smile.gif მე ოთხივე მერვე კბილი მაქვს, მაგრამ არც ერთის ამოღება არ დამჭირვებია

Posted by: Scoorp 23 May 2014, 21:35
მე მომიწევს სავარაუდოდ კბილების ამოღება და არ მინდაააააააააა
cry.gif
მეზარება ეგ პროცესი sad.gif((

Posted by: tekle504 24 May 2014, 09:34
არაა ხალხო ასეთი სანერვიულო კბილების ამოღებაც,ხოო ყველას ურჩევნია რომ არ ამოუღონ, მაგრამ ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, მერე რა თუ ვიღაცას არ ამოუღეს, ვიღაცას კიდევ საერთოდ არ ჭირდება ბრეკეტი tongue.gif
მთავარია კარგი სპეციალისტი შეგვხვდეს და ნუ იქნებით ცხვირჩამოშვებული
That's all smile.gif)) wink.gif

Posted by: Rain Cloud 27 May 2014, 09:11
ახალბრეკეტგაკეთებულებს მოგცემთ ერთ მეგობრულ რჩევას, აუცილებლად მოიქეცით ისე, როგორც ექიმი გეუბნებათ. რეზინების გაკეთება და მთელი დღე ყბადაბმული სიარული სასიამოვნო არაა, სამაგიეროდ მე პირადად რეზინების კეთებით 6 თვე მოვიგე. არიან ჩემ გარშემო ადმიანები, რომლებსაც 4 წელია უკეთიათ ბრეკეტი იმიტომ, რომ ეზარებათ რეზინების კეთება. მე პირადად მირჩევნია, მალე მოვიხსნა და ჯანდაბას, ვიარო რამდენიმე თვე რეზინებით smile.gif აბა, თქვენ იცით smile.gif

Posted by: ann_an7 28 May 2014, 10:20
არც მე დამჭირდა კბილის ამოღება smile.gif

Posted by: White&Black 30 May 2014, 09:26
მთლიანობაში რა ჯდება ეგ ბრეკეტები? და ერთიანად გიწევს თანხის გადახდა თუ რაღაც პერიოდის მანძილზე ვიზიტების მიხედვით.

Posted by: Scoorp 30 May 2014, 10:13
White&Black

გააჩნია კლინიკას და ექიმს))
ზოგან განვადებაც შეიძლება
ზოგან რაღაც თვეებზეა გადანაწილებული
არის ისეთები სადაც 3 თვეში უნდა დაფარო ყველანაირი თანხა
და მერე ყოველთვიურ ვიზიტებზე აღარ იხდი არაფერს

Posted by: White&Black 30 May 2014, 11:12
Scoorp
რამე ნორმალურ კლინიკაში რეალურად შედეგი, რომ ქონდეს და ტყუილა ფული არ მაყრევინონ. თან 20 წლის ასაკში ძაან ხო არ დამიგვიანდა? ზედა ყბის გასწორება მინდა მარტო ქვედაზე პრობლემა არ მაქვს.

Posted by: Scoorp 30 May 2014, 11:14
White&Black

მარტო ერთ ყბაზე არავინ გააკეთებს მემგონი
არა არაა დაგვიანებული smile.gif
რავიცი უნიდენტს აქებენ,ძვირია უბრალოდ ძალიან
ბერიძის კლინიკის რამდენიმე პაციენტი ვიცი უკმაყოფილო,მაგრამ ჰყავთ ხალხი

Posted by: White&Black 30 May 2014, 11:17
Scoorp
QUOTE
მარტო ერთ ყბაზე არავინ გააკეთებს მემგონი

ეგ რატო ვითომ? biggrin.gif ქვედა ყბა მშვენივრად მაქვს.
ძვირი რამდენად? მე 1000-1500 ლარის ფარგლებში ვფიქრობ, რომ ჩავეტიო.

Posted by: Scoorp 30 May 2014, 11:26
White&Black

მიდი კონსულტაციაზე რამდენიმე ექიმთან
და ფასებსაც გაარკვევ wink.gif
როგორც ვიცი ცალკე ერთ ყბაზე არ აკეთებენ, შეიძლება Mშვენივრად გაქვს მაგრამ ზედასთან გათანაბრება ხო უნდა მოხდეს
და დასჭირდეს შეიძლება ოდნავ ცვლილება
რავიცი

Posted by: MyDecember 30 May 2014, 12:22
QUOTE
მარტო ერთ ყბაზე არავინ გააკეთებს მემგონი
ეგ რატო ვითომ?
როგორც ვიცი ცალკე ერთ ყბაზე არ აკეთებენ, შეიძლება Mშვენივრად გაქვს მაგრამ ზედასთან გათანაბრება ხო უნდა მოხდეს

როგორც წესი ბრეკეტს ერთ ყბაზე არ კეთდება, რადგან ერთ ყბაზე ბრეკეტ სისტემის დაყენების შემთხვევაში ხდება კბილთა გადაადგილება.
ვინაიდან მეორე ყბაზე კბილთა მდებარეობა უცვლელი რჩება დიდი ალბათობაა იმის, რომ მომავალში აირიოს კბილთა კონტაქტები,
დაირღვეს კბეჩის და ღეჭვის ფუნქციები.
ამიტომაც არაა რეკომენდირებული (და არც სასურველი!) ბრეკეტ სისტემის მხოლოდ ერთ ყბაზე ფიქსაცია. (გარკვეული გამონაკლისების გარდა)

Posted by: White&Black 30 May 2014, 15:27
Scoorp
MyDecember
გმადლობ.

Posted by: sofunia 31 May 2014, 18:02
ძალიან მინდა ვინმე გამოცდილმა მიპასუხოს ამ კითხვაზე.მყავს 13 წლის გოგო,რომელსაც ჭირედება კბილების გასწორება,პარალელურად ქვედა ყბაც მარცხენა მხარეს გაიწია და ყბაც იტხოვს გასწორებას ვის მივმართო,კარგი სპეციალისტი მირჩიეთ და თუ გამოსწორდება ეს პრობლემა

Posted by: Don2 31 May 2014, 22:49
კბილების გასწორება მინდა.
ქვედა კბილების და ზედა ერთის :დ
სად მირჩევთ მისვლას? 18 წლის ვარ
და ბრეკეტების გაკეთება რა ჯდება?

Posted by: l-e-v-a-n 10 Jun 2014, 21:08
კბილების გასწორებისთვის ბრეკეტებზე სწრაფი მეთოდი არ არსებობს? სხვა რა ვარიანტია საერთოდ?




აი ამ კბილებისთვის რა ჯობია, რამდენი ხანი დაჭირდება (ბრეკეტებს) და ა.შ. მითხრათ რა ვინმემ cry.gif
სურათი სპოილერშI
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თან გათეთრებაც მინდა გავიკეთო, ოღონდ ჯერ უნდა გავისწორო ალბათ help.gif help.gif

Posted by: MyDecember 10 Jun 2014, 21:51
l-e-v-a-n
QUOTE
კბილების გასწორებისთვის ბრეკეტებზე სწრაფი მეთოდი არ არსებობს? სხვა რა ვარიანტია საერთოდ?

მკურნალობის დროს ფირფიტითაც და ბრეკეტითაც საშუალოდ თანაბარია,
მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია კლინიკური შემთხვევის სირთულეზე, ვიზიტების რაოდენობაზე და პაციენტის მიერ დანიშნულების ზუსტად შესრულებაზე..
რაც შეეხება სისწრაფეს, ბრეკეტის შემთხვევაში შეიძლება უკეთესობა მალევე შეამჩნიოთ..
მაგრამ ეს ყველაფერიც კარგად შერჩეულ მკურნალობის აპარატზე, ტაქტიკაზე და ექიმზეცაა დამოკიდებული..
QUOTE
აი ამ კბილებისთვის რა ჯობია, რამდენი ხანი დაჭირდება (ბრეკეტებს) და ა.შ. მითხრათ რა ვინმემ

ასე თქმა, თუ რა დრო დაგჭირდებათ რთულია წინასწარი დათვალიერების გარეშე,
საშუალოდ წელიწად ნახევარი მოგიწევთ ტარება ორთოდონტიული აპარატის..
თან აქ არ ჩანს ზედა ყბის კბილები და მათი შეთანასოვნება ქვედა ყბის კბილებთან..
QUOTE
თან გათეთრებაც მინდა გავიკეთო, ოღონდ ჯერ უნდა გავისწორო ალბათ

მკურნალობდის დაწყებამდე კარგი იქნება პირის ღრუს ჰიგიენური წმენდის ჩატარება,
რაც შეეხება გათეთრებას, მას უშუალოდ აპარატის მოხსნის შემდეგ ჩაიტარებთ..

Posted by: l-e-v-a-n 10 Jun 2014, 23:00
MyDecember
მადლობა დიდი პასუხისთვის.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაწმენდა იქნება საჭირო.
ახლა რაც შეეხება გასწორებას, ბრეკეტები ძალიან არ მინდა sad.gif , და ვინირებით ხომ შეიძლება გასწორება? მემგონი იქლბიბება კბილი და აჯდება შემდეგ ახალი ფენა? შედეგი რამდენ ხანში აქვს დაახლოებით? მე მეგონა გაცილებით სწრაფი მეთოდი იყო ვინირება sad.gif

Posted by: MyDecember 11 Jun 2014, 00:05
l-e-v-a-n
QUOTE
ვინირებით ხომ შეიძლება გასწორება? მემგონი იქლბიბება კბილი და აჯდება შემდეგ ახალი ფენა? შედეგი რამდენ ხანში აქვს დაახლოებით? მე მეგონა გაცილებით სწრაფი მეთოდი იყო ვინირება

ვინირები კბილების გასწორების გზა არაა.. ვინირები ეგრედ წოდებული პროთეზირების სახეა..
თუ აღინიშნება თანკბილვის ანომალია ან კბილთა სხვა დარღვევები, კბილების ვინირების დაყენების გზით "გასწორება" დაუშვებელია..
რადგან ორთოდონტიაში ხდება კბილთა გადაადგილება და მათთვის შესაბამისი დაყენება, ღეჭვის / კბეჩის ფუნქციის ნორმალურად ჩატარებისათვის..
აუცილებელია ჩაიტაროთ კონსლუტაცია ორთოოდნტთან (ვინც კბილებს ასწორებს) და ამის მიხედვით დაიგეგმოს მკურნალობის სამომავლო გეგმა..
შესაძლებელია სხვადასხვა ორთოდონტთან ჩაიტაროთ კონსულტაცია და შეჯერდეთ თქვენთვის სასურველ ვარიანზე..

Posted by: l-e-v-a-n 11 Jun 2014, 00:09
MyDecember
ანუ ჩემს შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ბრეკეტების ჩასმაა? sad.gif თან წელიწადნახევარი? sad.gif სხვა რამე საშუალება არ არსებობს ოდნავ უკეთესად მაინც რო გამოიყურებოდეს ჩემი კბილები?
კი მივიდოდი მე სტომატოლოგთან აქამდეც მარა ასე ტყუილად კონსულტაციისთვის... ქუთაისში... ტბილისში რო ვიყო მივიდოდი

Posted by: Scoorp 16 Jun 2014, 14:22
ვიყავი დღეს თეასთან bis.gif

ალბათ ნახევრად გამჭვირვალეს ჩავისვამ ))
მთლიანად მეტალი არ მინდა
სულ გამჭვირვალეც ძვირი ღირს
:/

კბილები არ გაქვს ამოსაღებიო
და კი გამიკვირდა, მაგრამ რავიცი ვენდობი : ))
ამ თვეში ბრეკეტიანი ვიქნები ალიბათ biggrin.gif

Posted by: sofunia 16 Jun 2014, 17:45
ეს თეა კარგია? მეც მირჩიეთ ვისთან მივიყვანო ბავშვი კბილების გასწორებაზე?

Posted by: Scoorp 18 Jun 2014, 14:05
თეამ მითხრა რო კბილების დაპლომბვა ბრეკეტების ტარებისას არაა პრობლემა :/
ხოოდა დაიპლომბეთ ვინმემ ბრეკეტიანმა?
ანუ რამე რო იყოს მოვიხსნი თუ როგორ?

Posted by: avenged7fold 18 Jun 2014, 22:52
Scoorp

მე დამჭირდა კბილის დაპლომბვა სანამ ბრეკეტებს გავიკეთებდი,ასე რომ პრობლემა არაა

Posted by: Scoorp 19 Jun 2014, 10:00
avenged7fold

სანამ გაიკეთებდი კი არა რო გაიკეთებ და მერე დაგჭირდეს ეგ მაინტერესებს)))

Posted by: Rain Cloud 19 Jun 2014, 11:58
Scoorp
არა, მე რომ მივედი კონსულტაციაზე, მითხრა, რომ არც ერთ კბილზე არ უნდა იყოს პატარა კარიესიც კი, თორემ მერე ვერ დაიპლომბავო. მარტო მერვე კბილს დაიპლომბავ, რომელზეც არ გეკეთება ბრეკეტი. ეგ დავიპლობმე ბრეკეტის პერიოდში და არ იყო პრობლემა.

Posted by: Scoorp 19 Jun 2014, 12:01
Rain Cloud

აბა მე რატო მითხრა არ მჭირდება მე რო დაიპლომბოო O_O
ანუ რაღაც სასწრაფოდ დასაპლომბი არაა,მაგრამ მერე რო გამირთულდეს
მე კი მაინც მივხედავ სანამ ჩავისვამ ბრეკეტებს
მაგრამ ხო ჯობია მითხრას რო მოდი გაიკეთე, მოიშორეო user.gif


Posted by: avenged7fold 19 Jun 2014, 12:09
Scoorp

აა ეგ არ ვიცი smile.gif



Posted by: Rain Cloud 19 Jun 2014, 12:25
Scoorp
კი, წესით უნდა გითხრას. შეიძლება, იმდენად უმნიშვნელო კარიესია და იმდენად მალე აპირებს, რომ მოგხსნას, ამიტომ არ გითხრა smile.gif მაინც კითხე კარგად, უცებ რომ გაგირთულდეს, ბრეკეტს ადრე ხომ ვერ მოიხსნი? smile.gif
წარმატებები ^_^

Posted by: Scoorp 19 Jun 2014, 12:48
Rain Cloud

არა რა მალე :დ
2 წელი ყველა ვარიანტში მომიწევს და ვეგუები უკვე smile.gif))
უბრალოდ კბილების წინა მხარეს არაფერი მაწუხებს biggrin.gif სადაც ბრეკეტი კეთდება და მაგაზე თქვა ეტყობა მე არ მაქვს პრობლემაო ))

Posted by: Rain Cloud 19 Jun 2014, 13:56
Scoorp
თუ ყველაფერს დაუჯერებ, რასაც გეტყვის, შეიძლება, ნაკლებიც გეყოს. მეც 2 წელი მითხრა თავიდან, მაგრამ რეზინებს არ ვიხსნიდი და 6 თვით შემიმცირა smile.gif

Posted by: Scoorp 19 Jun 2014, 14:54
Rain Cloud

მოიხსენი შენ უკვე?
დაჯერებით დავუჯერებ biggrin.gif

Posted by: Rain Cloud 19 Jun 2014, 15:32
შემდეგ კვირას ვიხსნი smile.gif და ძალიან ვღელავ smile.gif მგონია, რომ უნდა მეტკინოს მოხსნა biggrin.gif

Posted by: ikebana 19 Jun 2014, 21:52
Scoorp
ბრეკეტის ტარებისას ჰიგიენური პირის ღრუს მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. ამიტომ რეკომენდებულია სრული სანაცია, ყველა კარიესის დაბჟენა. მარტო დაბჟენის ტექნიკურ შესაძლებლობაზე არაა საუბარი.

Posted by: Scoorp 20 Jun 2014, 00:08
ikebana

მეც ასე ვიცი )
ნორმალურად არ ხდება მინიმუმ კბილების გახეხვა და კიდევ უამრავი მიზეზია, დაახლობით მაინც ვხვდები
და რატო უნდა მეუბნებოდეს ექიმი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენსო? თუნდაც ნადებისგან და ქვებისგან გაწმენდა რო აუცილებელია ბრეკეტების ჩასმამდე. ეგეც გამიგია.
რატო ეშლებათ მსგავსი რამეები

Posted by: ikebana 20 Jun 2014, 06:26
Scoorp
გაწმენდა და პოლირება აუცილებელია იმიტომ, რომ ბრეკეტის ფიქსაცია კარგად მოხდეს მინანქარზე. ბრეკეტის ტარებისას გაწმენდის პროცედურა პრობლემას არ წარმოადგენს და რაკომენდებულიცაა უფრო ხშირად ჩატარება, ვიდრე ბრეკეტის გარეშე პაციენტის შემთხვევაში.
ჰიგიენის დაცვას რაც შეეხება, ადვილი მისახვედრია რომ რთულია, ვიდრე ბრეკეტისგან თავისუფალი კბილების შემთხვევაში. არსებობს სპეციალური მოვლის საშუალებები და მეთოდები, რისი გამოყენებაც აუცილებელია, რომ ბრეკეტის მოხსნის შემდეგ დაზიანებული მინანქარი და ახალი კარიესები არ შერჩეს პაციენტს.

Posted by: sosovika 23 Jun 2014, 05:57
გამარჯობაათ , კბილების გასწორება მინდა ბრეკეტებით მირჩIეთ კარგი ორთOდონტი , ჰოტსალზე რომ იდება ხოლმე ნეტა როგორი ინიკებია , იქნებ ვინმე გამოცდილი დამეხმაროს , ბერიძესტან რა ჯდება რკინის ბრეკეტი ?

Posted by: makine 25 24 Jun 2014, 13:19
მე გავიკეთე უფერო ბრეკეტები საკმაოდ იაფად და კმაყოფილი ვარ..თუ დაინტერესდები პმ ში მომწერე

Posted by: Pink_ Panther 29 Jun 2014, 15:04
გთხოვთ გამოცდილებმა
მიპასუხეთ რა...
რო გავიკეთე ბრეკეტები ხო რათქმაუნდა
მქონდა ტკივილი ცოტა და მაგარ საკვებს ვერ ვჭამდი, მერე ნელნელა მოეშვა.
პირველი ვიზიტის მერე ისევ დამეჭიმა და რამდენიმე დღე ისევ ცოტა რბილ საკვებზე გადავედი.
გუშინ მეორე ვიზიტზე ვიყავი და საერთოდ არაფერი შეგრძნება არ მაქვს, არც დაჭიმული არც ტკივილი...
ხოდა ნორმალურია????
თუ დავურეკო ექიმს, არ მიჭერსთქო.
თან ორი ბრეკეტის დამატებას მიპირებდა და ეგეც არ გამიკეთა ამ ვიზიტზე.
ეჩქარებოდა და მალე მომიშორა ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა user.gif

Posted by: avenged7fold 29 Jun 2014, 18:27
Pink_ Panther

რკალზეა დამოკიდებული
მეორე ვიზიტის შემდეგ როგორჩ ჩანს რკალ არ გამოუცვლია და იმიტომ არ გაქვს შეგრძნება
ზეგ მიწევს ვიზიტი და ქვედა რკალი მაქვს გამოსაცვლელი,რაც შეიძლება სქელი რკალი უნდა დავაყენებინო biggrin.gif

Posted by: Rain Cloud 30 Jun 2014, 12:20
QUOTE
ეჩქარებოდა და მალე მომიშორა ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა


როგორი ნაცნობი შთაბეჭდილებაა sad.gif ხშირად ვარ ასეთ მდგომარეობაში. მივდივარ და 3 საათზე 4 ადამიანი რომაა ჩაწერილი, ჭკუიდან გადავდივარ.

Posted by: Scoorp 30 Jun 2014, 13:20
გამოთქვით მერე პრეტენზია
ისწავლეთ პრობლემებზე საუბარი რა smile.gif
მიფუჩეჩებული და მოშორებული არაფერი ვარგა
და საბოლოოდ ისევ ჩვენ ვიჭყლიტებით ნებისმიერ საქმეში
ერთხელ თქვენ ეტყვით,მეორედ სხვა,მესამედ მე და იმედია რამეს შეცვლიან smile.gif

Posted by: Rain Cloud 30 Jun 2014, 14:04
Scoorp

მე ვუთხარი, გასაგებია, რომ გეჩქარებათ, მაგრამ მე რომ მოხსნა მეჩქარება, ეგრე რომ გეჩქარებოდეთ, არ მგონია-თქო, მაგრამ ასე ერთი თქმით არ შველის. კლიენტს არ კარგავს, იცის, რომ რიგში მაინც ჩადგები, სხვა გზა აღარ გაქვს. თქვით თქვენც ^_^

Posted by: Scoorp 30 Jun 2014, 14:35
Rain Cloud


ვიტყვი აუცილებლად თუ დამჭირდა biggrin.gif
და ალბათ გამონაკლისი არც ვიქნები )))
რაო როდის მოგხსნის მერე ბრეკეტებს?

Posted by: Rain Cloud 30 Jun 2014, 15:04
Scoorp

აი, ხვალაც მივდივარ და მეტყვის. წესით, 1 კვირაში. გამიწელა, ისიც იმის გამო, რომ წინა ვიზიტზე ეჩქარებოდა და მერე მოდიო. თან აღარ მწერს, დარეკე გამოსვლისას და ისე მოდიო.

Posted by: Scoorp 30 Jun 2014, 15:06
Rain Cloud

რო მოგხსნის მანახე მერე როგორ გექნება კბილები რა smile.gif)
თუ გინდა და თუ გაქვს ისეთი ფოტო სადაც ახლაც გიჩანს,შევხედავდი როგორ გაქვს
მაინტერესებს უბრალოდ თეას გაკეთებული კბილები

Posted by: Rain Cloud 30 Jun 2014, 15:30
Scoorp

არა, შედეგზე არ ვწუწუნებ, უდავოდ კარგად მაქვს. იქვე ვნახე იმ დღის ფოტო, როცა ბრეკეტი უნდა გაკეთებინათ და ასე მეგონა, სხვა ადამიანის ყბა იყო smile.gif ან არა და ვიზუალურად სულაც არ მაწუხებდა smile.gif უბრალოდ, მინდა, რომ დროულად და უმტკივნეულოდ მომხსნას ^_^

Posted by: Pink_ Panther 30 Jun 2014, 17:41
Rain Cloud
Scoorp
წყნარად ვერ ვიტყვი, უნდა დავცხო მაშინ და
ეგ მეზარება gigi.gif
და თან ვერ ვერკვევი და იქნებ მომეჩვენა რო
მიაფუჩეჩა რავი user.gif

ხოდა მითხარით? ნორმალურია ვიზიტის მერე არ გიჭერდეს? ისევე იყო როგორც ვიზიტამდე...

Posted by: Rain Cloud 2 Jul 2014, 15:01
Pink_ Panther
გუშინ ერთი ბრეკეტი თავიდან დამაკრო, მიმართულება შეუცვალა და დღეს ისე მტკივა, მოკბეჩა კი არა, ძლივს ვღეჭავ. ზოგადად მტკივა ხოლმე, თუმცა გააჩია, ერთი-ორჯერ ყოფილა, რომ მოუჭერია, მაგრამ ძალიან არა და შესაბამისად მეც არ მტკიოდა დიდად.

Posted by: Scoorp 2 Jul 2014, 15:15
Rain Cloud


რატო დაგაკრო თავიდან?

Posted by: Pink_ Panther 2 Jul 2014, 15:56
მეც უნდა დამაკროს, ორი ბრეკეტი გამოტოვებული მაქვს....
და ქვედა ყბაზეც ჯერ არ მიყენია.
უჰ, რეები მაქვს გადასატანი user.gif

Posted by: Unico 2 Jul 2014, 20:29
Pink_ Panther
სამაგრზე და რკალებზეა დამოკიდებული ეგ დაქაჩულობის შეგრძნება.
მე ის მიკვირს ასე მალე რომ შეგიცვალა რკალი. მეორე ვიზიტი ნამეტანი ჩქარია.
შეიძლება კბილების გამო გაგიკეთა, არ ვიცი, მაგრამ მე მაგალითად რკალი გამომიცვალა 6 თვის შემდეგ.

***
აუ, ჩაწერა არ ვიცი და ერთი თვე გამიცდა მე, გამექცა ექიმი მივლინებაში და დავრჩი ასე გაღიმებული givi.gif

და რა მინდოდა კიდე მეთქვა ხალხნო, ჰიგიენის დაცვა გიჭირთ? მე მიჭირს ბრეკეტებზე. სულ შენიშვნას მაძლევს, სულ ვწვალობ და შედეგი ნოლია.. ნადები მაინც მალე ჩნდება.
რამე სპეციალური ჯაგრისი ხომ არ უნდა? ჩვეულებრივი ჯაგრისი ყველგან არ წვდება და მერე ასანთის ჩხირს ვიყენებ რომ გავწმინდო facepalm.gif

Posted by: MyDecember 2 Jul 2014, 22:14
Unico
QUOTE
რამე სპეციალური ჯაგრისი ხომ არ უნდა?

რა თქმა უნდა ამისთვის მოწოდებულია სპეციალური ბრეკეტის წვრილთავა ჯაგრისი..



და ეს აუცილებლად უნდა ეთქვა თქვენს ორთოდონტს, შეიძლება დაავიწყდა..
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ფლოსები, კბილებს შორის არსებული საჭმლის ნარჩენების გასაწმენდად..

Posted by: Rain Cloud 3 Jul 2014, 12:13
Scoorp
თავიდან იმიტომ დამაკრო, რომ კონკრეტულად ერთი კბილის დგომა არ მოეწონა და იმის ბრეკეტი შემიცვალა. მირჩევნია, ბარემ კარგი შედეგი მქონდეს და არ ვაჩქარებ. თვის ბოლოსკენ მაინც მომხსნის smile.gif
* * *
Unico
მე გამიკეთა თუ არა, მაშინვე მითხრა, როგორი ჯაგრისები უნდა მეყიდა. უნიშოპში იყიდება ყველანაირი ჯაგრისი ბრეკეტისთვის და ამ ბოლოს ჯი-პი-სი-შიც შემოიტანეს (ან ადრეც იყო და მე არ დავკვირვებივარ უბრალოდ).

Posted by: ikebana 4 Jul 2014, 06:27
მათ საყურადღებოდ, ვინც ბრეკეტებს ატარებს ან აპირებს.
როგორც უკვე ახსენა MyDecember-მა და აქამდეც ბევრჯერ თქმულა ამ თემაში, ბრეკეტის ტარებისას აუცილებელია სპეციალური ( და არა ჩვეულებრივი, როგორსაც ყველანი ვიყენებთ) ჰიგიენა და შესაბამისად სპეციალური საშუალებები, განსხვავებული ჯაგრისი, განსხვავებული ფლოსი, მათი გამოყენების განსხვავებული ტექნიკა, უფრო ხშირი გაწმენდა სტომატოლოგთან, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.
როგორც ჩანს ორთოდონტებს ხშირად ავიწყდებათ (?!) ამის თქმა ხაზგასმით პაციენტისთვის, არადაა ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია ორთოდონტიული მკურნალობის დროს, რომ მკურნალობის დამთავრების შემდეგ გასწორებული, მაგრამ კარიესული ლაქებით აჭრელებული კბილები და პაროდონტის დაავადება არ შერჩეს პაციენტს ხელში. ამიტომ გთხოვთ გაითვალისწონოთ.

Posted by: Unico 4 Jul 2014, 12:37
MyDecember
ხო, ან მითხრა და მე დამავიწყდა, ან თავად დაავიწყდა ეთქვა..
Rain Cloud
წავალ გავიქეცევი და ვიყიდი, სადაა ტერიტორიულად ნეტა? დავგუგლე და რომელიღაც კლინიკის მაღაზიააო smile.gif


ikebana
მადლობა და გააშავე ეგ ტექსტი, რომ გამოიყოს ^_^

Posted by: Scoorp 4 Jul 2014, 12:44
Unico

მარჯანიშვილზეა
http://unident.ge/

Posted by: Rain Cloud 4 Jul 2014, 13:54
Scoorp
გაიკეთე უკვე? smile.gif

Posted by: Scoorp 4 Jul 2014, 13:56
Rain Cloud

სამშაბათს ვიკეთებ
წეღან ჩავეწერე smile.gif)

bis.gif

Posted by: Rain Cloud 4 Jul 2014, 15:39
Scoorp
აბა, შენ იცი ^_^ ^_^

Posted by: Pink_ Panther 7 Jul 2014, 22:15
Unico
QUOTE
სამაგრზე და რკალებზეა დამოკიდებული ეგ დაქაჩულობის შეგრძნება.
მე ის მიკვირს ასე მალე რომ შეგიცვალა რკალი. მეორე ვიზიტი ნამეტანი ჩქარია.

რკალუ არა, რეზინკები შემიცვალა პირველზეც და მეორეზეც. პირველზეც დამეჭიმა და მეორეზე შეგრძნება ნული...

QUOTE
და რა მინდოდა კიდე მეთქვა ხალხნო, ჰიგიენის დაცვა გიჭირთ? მე მიჭირს ბრეკეტებზე. სულ შენიშვნას მაძლევს, სულ ვწვალობ და შედეგი ნოლია.. ნადები მაინც მალე ჩნდება.
რამე სპეციალური ჯაგრისი ხომ არ უნდა?

მე შემაქო რა კარგად უვლიო bis.gif
ჯაგრისი კი, რო დავიყენე და გამოვედი მაშინვე ვიყიდე, მითხრა იყიდეო.
ბოთლების სახეხი ჯაგრისი როა, მაგას გავს, მინიატურული love.gif

http://www.radikal.ru

Posted by: teo-teokuna 8 Jul 2014, 14:52
გამარჯობა, ხალხო...


რამდენიმე კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ გამცეთ პასუხი...


1. ბრეკეტების გაკეთება მინდა... სამსახურიდან გამომდინარე არ მინდა დიდად მეტყობოდეს ეს ბრეკეტები და გადავწყვიტე გავიკეთო კერამიკული, ვისაც გაქვთ (მე მეტალის გარდა არ მინახავს არავისზე ბრეკეტი sad.gif ) არ ეტყობა მართლა ძალიან?


2. საუბარში ხელს გიშლით ბრეკეტები>? :/


3. მგრძნობიარე კბილები მაქვს (ვაშლს საერთოდ ვერ ვჭამ) და შემდეგ რომ იხსნიან ბრეკეტებს კბილის ემალი არ ზიანდება? არ მინდა უარესი დავმართო კბილებს... :/


4. და ბოლოს... შეგიძლიათ მირჩიოთ ვინმე ორთოდონტი? ან კლინიკა?


ბევრი კითხვაა, ვიცი... მაგრამ... გამოცდილებას თუ გამიზიარებთ, მადლობელი ვიქნები... ^_^




Posted by: Rain Cloud 8 Jul 2014, 15:50
teo-teokuna
კერამიკული არ მაქვს, მაგრამ რაღაცებზე გიპასუხებ 2kiss.gif
1. ჩემს სანაცნობოში აქვს კერამიკული რამდენიმეს და ზოგს ფერი შეეცვალა და ცოტა შორიდან ისე ჩანს, თითქოს ძალიან გაყვითლებული კბილები აქვს. ასე, რომ როგორც ვატყობ, კერამიკულს მეტი მოვლა უნდა. ისე, სამსახურში მე არ მიშლის ხელს მეტალის ^_^ რა ვიცი, არავის შეუცხადებია არასდროს biggrin.gif
2. ნწ, საუბარში ხელს არ მიშლის, მარტო გაკეთებიდან 2-3 დღის განმავლობაში მაწუხებდა, უხერხულად ვკუმავდი პირს smile.gif
3. ჰოო...ჯერ არ მომიხსნია, მაგრამ ამბობენ, არ აზიანებს ემალსო smile.gif მგრძნობიარე კბილებისთვის სავლები ჰკითხე მერე სტომატოლოგს და დაგინიშნავს smile.gif
3. მე რადგან უნიდენტის გარდა სხვაგან არ დავდივარ, ამას გირჩევდი smile.gif ყოველ შემთხვევაში, კონსულტაცია აქ ყველა ორთოდონტთან უფასოა და ჩამოიარე ყველასთან smile.gif თუ მოგეწონება რომელიმე, კი აარჩევ smile.gif
თუ კიდევ შემიძლია რამით დახმარება, მზად ვარ smile.gif

Posted by: teo-teokuna 8 Jul 2014, 18:19
Rain Cloud

ძალიან დიდი მადლობა და ფასები შეგიძლია მითხრა დაახლოებით?


ტერიტორიულად სად არის ეგ უნიდენტი?


ფერის შეცვლა არ მაწყობს... biggrin.gif სულ უფერო რომ არის ეგ რა მასალაა არ ვიცი, ეგ როგორია ნეტავ?!


Posted by: Scoorp 8 Jul 2014, 19:59
მოკლედ არ მიწერია მგონი ამ ბრეკეტების გაკეთება smile.gif)))

პაროდონტიტი მაქვს რაც საერთო რენდგენის მიხედვით ჩანს
და თეამ თავი შეიკავა ჯერ აჩვენე კონკრეტულად მაგის სპეციალისტსო
ახლა კიდევ ცალკე მაგაზე უნდა მივიდე, სავარაუდოდ მკურნალობას დამინიშნავს ღრძილებზე
საკვერცხის და ფარისებრის პრობლემაც თუ შეილებოდა ღრძილებთან ყოფილიყო კავშირში ნამდვილად არ მეგონაsmile.gif)))

მოკლიიიეედ მე რო ბრეკეტებს გავიკეთებ ერთ "მაღარიჩს" ვიკისრებ ))))))

Posted by: Rain Cloud 9 Jul 2014, 09:19
teo-teokuna
ტერიტორიულად არის აღმაშენებლის 126-ში. ჩასახვევია და ვარდისფერი შენობაა. მე 2000 ლარი დამიჯდა რენდგენით და ყველა ვიზიტით. ყოველ ვიზიტზე არ ვიხდი ფულს smile.gif ამ ბოლოს ყოველ კვირა მიბარებს და მაგის ფულს რომ ვიხდიდე, გავიწეწებოდი biggrin.gif
მაგ უფეროზე გეუბნები, ახალგაკეთებული მართლა არ ეტყობა, მაგრამ მე რაც მინახავს, დროთა განმავლობაში ეცვლება ფერი. მეც ეგ მინდოდა თავიდან, მაგრამ მე არ მიკეთდებოდა ეგ უფერო.
Scoorp
არა უშავს, მოგირჩება უცებ და გაიკეთებ 2kiss.gif 2kiss.gif
მე რომ მოვიხსნი, მერე ვიკისრებ biggrin.gif

Posted by: teo-teokuna 9 Jul 2014, 17:35
Rain Cloud


აუუუ.... აღარ ვიცი რა ვქნა....


მეფიქრება... მეტალი რომ გავიკეთო დეპრესიაში ჩავვარდები და უფერო რომ გავიკეთო და ფერი შეეცვალოს, მაინც დეპრესიაში ჩავვარდები...



biggrin.gif

Posted by: Unico 9 Jul 2014, 20:23
Scoorp
Pink_ Panther
ვიყიდე ხალხ ეგ ციცქნა ჯაგრისი და რა მშვენიერი რამეა, რომ იცოდეთ ^_^
იმედია გამოყენება დაგვიანებული არ იქნება :დდდდ

ოქტომბერში ერთი წელი გახდება რაც ბრეკეტები გავიკეთე და როდის მოვიშორებ, ერთი სული მაქვს.
იმიტომ რომ, სიმინდის ჭამა მინდა და ვერ ვჭამ :@
user.gif

Posted by: Pink_ Panther 9 Jul 2014, 21:00
Rain Cloud
უნიდენტი მწვანე არ არის??? მეც მანდ დავდივარ ოღონდ პეტრიაშვილზე. user.gif


Unico
QUOTE
ვიყიდე ხალხ ეგ ციცქნა ჯაგრისი და რა მშვენიერი რამეა, რომ იცოდეთ ^_^

გილოცავ bis.gif
სასიამივნოა მაგით გამოსუფთავებული))))



QUOTE
იმიტომ რომ, სიმინდის ჭამა მინდა და ვერ ვჭამ :@

მე ვჭამ rolleyes.gif
ჯერ მარტო ზედა ყბაზე მიყენია და მაგიტომ
ვახერხებ ალბათ.

Posted by: ვივიანა 10 Jul 2014, 00:26
Pink_ Panther
უნიდენტო მოიასამნისფროა..
მწვანე არაა

Posted by: Pink_ Panther 10 Jul 2014, 08:50
vivianna
ამერია, მე ნიუდენტში დავდივარ
და მაგაზე ამბობდა მეგონა..სულ დენტებია
რავი უფ )))))

Posted by: Rain Cloud 10 Jul 2014, 14:25
ეჰ, სიმინდი, გასარჩევი მზესუმზირა, ნუშის ნამცხვარი sad.gif( მალე გავიდეს ეს თვე. მეტალის ხომ მაქვს, ჰოდა რომ გავიკეთე, 2 კვირა სარკის წინ ვოხრავდი და კაი ხანი ფოტო არ გადამიღია გაღიმებულს, მაააგრამ რომ გასწორდა და ჩამიწიკწიკდა, მომიხდა კიდეც biggrin.gif

Posted by: abelo 10 Jul 2014, 14:35

გადავიკითხე თემა და ვერ ვიპოვე


ბავშვთა სტომატოლოგს ვის მირჩევდით? (კბილების გასწორებას ვგულისხმობ)




Posted by: ikebana 11 Jul 2014, 02:46
abelo
"ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი"

Posted by: abelo 11 Jul 2014, 12:44
ikebana
დიდი მადლობა smile.gif


Posted by: Scoorp 30 Jul 2014, 11:57
ვეღირსე გუშინ
bis.gif
ზედა ყბაზე ბრეკეტებს
ვეჩვევი biggrin.gif

სექტემბერში ქვედა ყბაო : ))
და ასე კეთდება ზოგადად, თუ რატოა ინტერვალი?
* * *
QUOTE (Pink_ Panther @ 7 Jul 2014, 22:15 )
Unico
QUOTE
სამაგრზე და რკალებზეა დამოკიდებული ეგ დაქაჩულობის შეგრძნება.
მე ის მიკვირს ასე მალე რომ შეგიცვალა რკალი. მეორე ვიზიტი ნამეტანი ჩქარია.

რკალუ არა, რეზინკები შემიცვალა პირველზეც და მეორეზეც. პირველზეც დამეჭიმა და მეორეზე შეგრძნება ნული...

QUOTE
და რა მინდოდა კიდე მეთქვა ხალხნო, ჰიგიენის დაცვა გიჭირთ? მე მიჭირს ბრეკეტებზე. სულ შენიშვნას მაძლევს, სულ ვწვალობ და შედეგი ნოლია.. ნადები მაინც მალე ჩნდება.
რამე სპეციალური ჯაგრისი ხომ არ უნდა?

მე შემაქო რა კარგად უვლიო bis.gif
ჯაგრისი კი, რო დავიყენე და გამოვედი მაშინვე ვიყიდე, მითხრა იყიდეო.
ბოთლების სახეხი ჯაგრისი როა, მაგას გავს, მინიატურული love.gif

http://www.radikal.ru

ეს უნდა ვიყიდო ხვალ
რა ღირდა? biggrin.gif
დამავიწყდა გუშინ უნიშოფში შესვლა და კითხვა gigi.gif

Posted by: Pink_ Panther 30 Jul 2014, 14:35
Scoorp
გილოცავbis.gif

აფთიაქში 7 ლარი მივეცი როგორც მახსოვს, ერთი თავსახური მოყვება მარტო.
იმ დღეს კარფურში ვნახე, 3,5 მგონი, ისიც ხუთი ცალი იყო და ყველას თავსაფარი ქონდა...

Posted by: Scoorp 31 Jul 2014, 11:07
Pink_ Panther


მადლობა ! biggrin.gif


იმედია წონაშიც მოვიკლებ :დ
გემოს ვეღარ ვაყოლებ საჭმელს : (
ეჰ 2 წლიანი ამბავი მაინც არ იყოს
რა ამბავია ისე sad.gif

Posted by: Incredible 31 Jul 2014, 13:36
გამარჯობა, თუ იცით ქუთაისში აკეთებს ვინმე კარგად? ან თბილისიდან თუ ჩამოდის ხოლმე ვინმე?

Posted by: Blue October 31 Jul 2014, 16:35
Scoorp
სად გაიკეთე და რამდენად?
ვარჩევ რამდენი ხანია biggrin.gif

ჯერ ვერ გავერკვიო როგორ უნდა მივხვდე რომ კარგი მასალით გამიკეთებს და სწორად :/

Posted by: Scoorp 31 Jul 2014, 16:41
Blue October


უნიდენტში
თეა ზერეკიძესთან
გუშინწინ 1350 ლარი გადავიხადე
2 თვის მერე 500 უნდა გადავიხადო და კიდევ 2 თვის მერე 500 biggrin.gif
მანამდე 50 ლარი რენდგენში მივაყარე
ამ თანხაში შედის ვიზიტების თანხაც, და შემდეგ ბრეკეტების მოხსნის თანხაც (ფასიანია ეს საერთოდ კლინიკებში)

და ჩემი არის ნახევრად გამჭვირვალე
სულ მეტალის ბრეკეტები 1850 ლარი ჯდება

ესე ერთიანად შეიძლება ძვირი მოგეჩვენოს,მაგრამ მაგალითად ნინო ბერიძესთან 30 ლარი ღირს ყოველთვე ვიზიტი და რო გადათვალო 2 წელი და მიუმატო ბრეკეტების თანხას, ძვირი არ გამოდის, უბრალოდ მალე რო უნდა დაფარო ეგაა.
smile.gif))
თეას ვენდობი მაგ საკითხში,კარგ კლინიკაშიცაა და რავიცი, იმედია იმედებს არ გამიცრუებს gigi.gif

:რამდენივილაპარაკე:

Posted by: Blue October 31 Jul 2014, 16:44
Scoorp
უი რაამბავია biggrin.gif
ნინო ბერიძეს არ ედო ფასდაკლებები ჰოთსეილზე 400 რაღაც ლარად ? :/

Posted by: Scoorp 31 Jul 2014, 16:54
Blue October

უი არ ვიცი, არამგონია მაგას ჰოთსეილზე დაედო ფასდაკლებები
ისე განვადებები კი აქვთ კლინიკაში, დარეკე თუ გინდა
ისედაც არ აკლია ხალხი, მაგრამ მე პირადად ძალიან უკმაყოფილო თანამშრომელი მყავს პირადად ნინოსი smile.gif
ხოდა რავიცი მოვერიდე რატომღაც თავის დროზე.. smile.gif
თუმცა ბევრი კმაყოფილიც ჰყავს biggrin.gif
* * *
http://www.radikal.ru


არადა შეხედავ რა კარგად მიჩანს კიჭები biggrin.gif
ეჰ

Posted by: Unico 31 Jul 2014, 23:09
Scoorp
QUOTE
დამავიწყდა გუშინ უნიშოფში შესვლა და კითხვა

უნიშოფში 5 ლარი ღირს, ოღონდ ერთი ცალია.

და ეგეთი კოლოფით რამდენიმე არ შემხვედრია ჯერ.

Pink_ Panther
ჩვეულებრივ აფთიაქშიც არის? biggrin.gif მივადგე ერთი ჯიპისის, ცოტა სათუთებია და მარაგად მქონდეს biggrin.gif

QUOTE
ბრეკეტების მოხსნის

აუ ამას როდის ვეღირსები sad.gif
ოქტომბერში 1 წელი გახდება, მერე კიდე 6 თვეც და მინიმუმიც შესრულდება. ჰუჰ, აქედან გადათვლა ადვილი იქნება ^_^
რეტაინერებს უფრო შევეგუები, ასე მგონია biggrin.gif
როცა მე მინდა, მაშინ არ გადის მალე დრო vik.gif

Posted by: Pink_ Panther 1 Aug 2014, 00:29
Unico
QUOTE
ჩვეულებრივ აფთიაქშიც არის?  მივადგე ერთი ჯიპისის, ცოტა სათუთებია და მარაგად მქონდეს

კი, მგონი პსპში ვიყიდე.


და დღეს კარფურში ვიყიდე, ახლა დავტესტავ
http://www.radikal.ru

Posted by: Rain Cloud 1 Aug 2014, 09:09
Pink_ Panther
რა სასაცილოებია biggrin.gif უკან რა მაგარი წვეტი აქვს, კბილების გამოხეხვისას უცებ ვინმე რომ შემოგეჭრეს და თვალში რომ ჩაარჭო, ალბათ მაგისთვისაა biggrin.gif უნიშოპში ახლა ახალი აქვთ, ვარდისფერებია და უკანა კბილებისთვის არის კარგი smile.gif

Scoorp
აუ, შენ გასწორებამდე თუ ასეთი კბილები გაქვს, მერე მართლა ჰოლივუდის ღიმილი გექნება smile.gif

Posted by: Scoorp 1 Aug 2014, 09:57
Rain Cloud

არა აქ არ ჩანს ის დეფექტები რეალურად რაც მაქვს biggrin.gif
უბრალოდ რო ვიღიმი კარგად ჩანს მეტ-ნაკლებად
აქ ფოტოს ბრალიცაა ასე როა biggrin.gif


----


ისადა ტუჩები არ გაგიღიზიანდათ შიგნიდან? მე ვატყობ უკვე რო მტკივა
და ცვილი მირჩიეს ბრეკეტებზე დასადებად და კიდე რაღაც მალამო user.gif

Posted by: Unico 1 Aug 2014, 12:26
Scoorp
QUOTE
ისადა ტუჩები არ გაგიღიზიანდათ შიგნიდან? მე ვატყობ უკვე რო მტკივა

კი :დდდ
ხოდა, მაითმინეო. მაზი გამომიწერა თავის დროზე.
არადა ცვილი კარგია გადასაკრელად, მაგრამ მე ეგ ბედნიერება არ მქონდა sad.gif(

Pink_ Panther
კარფური უფრო ახლოსაა ჩემთან ვიდრე პსპ biggrin.gif
მიდი დატესტე biggrin.gif
მერე მეც ვცდი biggrin.gif


Posted by: Scoorp 1 Aug 2014, 12:30
Unico

იყიდება უნიშოპში ეგენიც biggrin.gif
დღეს უნდა გავიდე ვიყიდო
+ ფლოსიც :/
ვიცი რო ყოველი ჭამის მერე ვერ გამოვიყენებ,მაგრამ იყოს მაინც : (

Posted by: Rain Cloud 1 Aug 2014, 12:38
Scoorp
ცვილს მეც ვიყენებდი აქტიურად და აქვს შედეგი. ისე ძალიან აღარ გიღიზიანებს.

Posted by: Pink_ Panther 1 Aug 2014, 16:28
Rain Cloud
QUOTE
კბილების გამოხეხვისას უცებ ვინმე რომ შემოგეჭრეს და თვალში რომ ჩაარჭო, ალბათ მაგისთვისაა


ხო, მასე უწერია ინსტრუქციაში biggrin.gif


Unico
კარგებია, ცოტა პაწუკაა წინებთან შედარებით
მაგრამ სამაგიეროდ უფრო მყარებია და უხეშები, კარგად ასუფთავებს ბრეკეტების გარშემო.



ტუჩები არ გამღიზიანებია, ლოყა მებმებოდა ხოლმე
თავიდან ჭამისას lol.gif პირს ვაჩერებდი
ვითომ უკვე ჩავყლაპე ლუკმა და მოკუმული ღიმილით ვიპარებოდი ტუალეტში lol.gif
და მოაჭრა ცოტა რკალს და გამოსწორდა.

Posted by: Supernovaa 1 Aug 2014, 16:34
შუა კბილის გასწორება მინდა შუა ორის რა და რა დამიჯდება? ბერკეტები თუ რაღაცა უნდა გავიკეთო? მარტო 1ყბა მჭირს მგონი და რომელ სტომატოლოგს მირჩევდით კარგს

Posted by: tamt-tamta 1 Aug 2014, 22:54
მე "ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში" დავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ბრეკეტებით smile.gif ფასებიც რეალური და ხელმისაწვდომია თან არის განვადებაც, იქვე კლინიკაში გავაკეთე. გამჭირვალე ბრეკეტები მიკეთია და ვიზუალურად საერთოდ არ მეტყობა smile.gif 4 თვეში უკვე საკმაოდ კარგი შედეგი მაქვს smile.gif

Posted by: ikebana 2 Aug 2014, 05:39
tamt-tamta
რეკლამასავით ჟღერს.

Posted by: tamt-tamta 2 Aug 2014, 09:36
არავითარი რეკლამა. უბრალოდ გაგიზიარეთ ჩემი აზრი smile.gif მართლაც ძალიან მაგარი კლინიკაა smile.gif ბევრ ექიმთან ვიყავი კონსულტაციაზე, მაგრამ საბოლოოდ ნინო ბერიძესთან გადავწყვიტე ბრეკეტების გაკეთება და არც შევმცდარვარ smile.gif ძალიან მცირე დროში საკმაოდ კარგი შედეგი მაქვს smile.gif

Posted by: Unico 2 Aug 2014, 11:35
tamt-tamta
QUOTE
მცირე დროში საკმაოდ კარგი შედეგი მაქვს

მასე მეც მაქვს კარგი შედეგი ჩემს სტომატოლოგთან. რამდენს ვუძლებთ მეც და ჩემი ექიმიც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ერთი სურათი უნდა გადავიღო და დავდო :დდდდ
დაწყებისას და ახლანდელი მდგომარეობა.

მაგრამ მაინც, როცა ვინმე კითხულობს ვისთან მივიდეო, ვეუბნები: დაიარე ყველა სტომატოლოგიური კლინიკა, რომელი ექიმიც და მომსახურებაც მოგეწონება, დარჩი იქ : )))



Posted by: Scoorp 2 Aug 2014, 11:47
მცირე დროში აქვს ყველას შედეგი
მთავარი მაგ შედეგის შენარჩუნებაა მერე წლების მანძილზე smile.gif))

მე პირადად ისეთი კბილების ამოღება შემომთავაზეს თავის დროზე ბერიძის კლინიკაში lol.gif
არაფერ შუაში რო არ იყო საერთოდ და ფაქტიურად ჯანსაღი კბილები უნდა დამეკარგა

ასე რომ ინდივიდუალურია,ვისაც ვინ მოეწონება იქ უნდა მივიდეს
არაა საჭირო აქ რეკლამების კეთება
რო მოვიხსნი ბრეკეტებს და შედეგის და 2 წლიანი მომსახურების კმაყოფილი რო ვიქნები, მერე დავიწყებ უნიდენტის ქებას smile.gif
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რო არ შეიძლება მასაც შეეშალოს რამე, უბრალოდ იმედი მაქვს მაინც და მაინც ჩემთან არ მოუვა რამე biggrin.gif

Posted by: Incredible 3 Aug 2014, 12:38
http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=20989&Itemid=1&lang=ka
თუ იცით ესენი აფერისტები არიან თუ მართლა ასეთი იაფია?

Posted by: Supernovaa 3 Aug 2014, 20:54
ვინმე კარგი სტომატოლოგი მირჩიეთ შუა კბილი 2 მაქ გასასწორებელი და რა თანხებთანაა დაკავშირებული? აქ ვისაც გასწორებული გაქვთ იმათმა მირჩიეთ კარგი სპეციალისტი ნუ 5000ლარებში ნუ მიმიყვანთ

Posted by: Scoorp 4 Aug 2014, 14:20
ქოლგეითის ბრეკეტის ჯაგრისი რამ მაყიდინა
რა იდიოტობაა
არ გაეკაროთ

Posted by: irusha 7 Aug 2014, 13:47
მოკლედ, ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე..

და აი, ეხლა წარმოდგენა არ მაქვს, ვისთან მივიდე, რა ფასებია და ა.შ

თუ შეგიძლიათ რომ დამაკვალიანოთ?? :შ

Posted by: Scoorp 7 Aug 2014, 13:54
irusha

შენ რა ფასებში "გაწყობს" და შეგიძლია? )

Posted by: irusha 7 Aug 2014, 13:58
Scoorp

მე უფრო ხარისხზე ვარ ორიენტირებული.. )

ნიუდენტზე 15 % დაზღვევა მინაზღაურებს მგონი..

აი, ფეხს ვითრევ რომ მივიდე რა.. :შ

4 წელი რომ მითხრან შეიძლება გავგიჟდე.. sad.gif

უნიდენტი მირჩიეს ეხლა, ვინმე დადის მანდ?

Posted by: Scoorp 7 Aug 2014, 14:07
irusha

4 წელს არსად გეტყვიან
2 წელი და ცოტა მეტი შეიძლება გითხრან მაქსიმუმ
თუ რაღაც კატასტროფა მდგომარეობა არ გაქვს
უნიდენტში მე დავიწყე სიარული 10 დღის წინ
ფასები შემიძლია გითხრა
დანარჩენს 2 წლის მერე მოგახსენებ biggrin.gif

Posted by: irusha 7 Aug 2014, 14:10
Scoorp

გისმენ ყურადღებით.. smile.gif)))))) 2kiss.gif


თეა მირჩიეს მანდ და დავურეკავ ხვალ.. ყველა აქებს jump.gif
* * *
http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=21504&Itemid=1&lang=ka

ეს ესე უსაშველოდ იაფი რატომ არის.. O.o

Posted by: Scoorp 7 Aug 2014, 14:19
irusha

მეტალის ბრეტები ორივე ყბა ჯდება -1850 ლარი. იხდი სამ ეტაპად,
ამ თანხაში შედის 2 წლის მანძილზე ვიზიტების თანხაც, ანუ ყოველთვიურად გიწევს ვიზიტი

ნახევრად გამჭვირვალე ანუ პირველი 6 კბილი უფერული და დანარჩენი მეტალის
ჯდება 2350, ამის გადახდაც 3 ეტაპზე ხდება, 1350 გადავიხადე მე 10 დღის წინ,
სექტემბერში 500 უნდა გადავიხადო და ნოემბერშიც 500 biggrin.gif
აქაც შედის ვიზიტის თანხა და + ბრეკეტების მოხსნაც 2 წლის მერე

და სულ გამჭვირვალე 2850 ჯდება როგორც მახსოვს : ))


ამას ემატება 50 ლარი რენდგენის,რაც ყველა ვარიანტში უნდა გაკეთდეს
ესეთი ფასებია თეასთან
15-ში შვებულებაში გადის ისე და მალე დარეკე რო მოასწრო მაშინ ))
მე ორშაბათს მივდივარ ისევ bis.gif

სიიაფეს რაც შეეხება რავიცი, იაფია ბევრგან,მაგრამ... ესე ნებისმიერ კლინიკას რა ვქნა ვერ ვენდობი
დიდი გარანტია დღეს არცერთი ექიმისგან გვაქვს ზოგადად,მაგრამ მირჩევნია ცოტა მეტი გადავიხადო და უკეთესს ველოდო.
რავიცი ვნახოთ.

Posted by: irusha 7 Aug 2014, 14:22
Scoorp

მადლობების კორიანტელი.. 2kiss.gif


Posted by: Scoorp 7 Aug 2014, 14:31
irusha


არაფრის 2kiss.gif

რას გადაწყვეტ და სად მიხვალ გაგვიზიარე მერე : ))

Posted by: Unico 7 Aug 2014, 14:43
QUOTE
2 წელი და ცოტა მეტი შეიძლება გითხრან მაქსიმუმ

ოქტომბერში შესრულდება ერთი წელი რაც ვითმენ biggrin.gif

და ბრეკეტების მერე რომ რეტაინერს იკეთებთ, მაგის ფულიც გაითვალისწინეთ biggrin.gif

მე მოსაგროვებელი მაქვს sad.gif კი არ ვიცი რა ღირს რეტაინერები, ვკითხავ ერთი იქამდე : )))

Posted by: Scoorp 7 Aug 2014, 16:10
Unico

ითმენ ? smile.gif)
რა დრო გითხრეს შენ?

მე 2 წელზე ადრე მოხსნის იმედიც არ მაქვს :დ

არ ღირს ძალიან ძვირი 200 ლარამდე ჯდება მგონი მაქსიმუმ.
მაგრამ კბილებში რაღაცის ჩამაგრების სურვილი არ მაქვს :/

Posted by: Unico 7 Aug 2014, 16:29
Scoorp
დაახლოებით 2 წელი ბრეკეტები, ვნახოთ როგორ წავა პროცესიო და მერე კაი დიდხანსო რეტაინერები biggrin.gif რეტაინერები იმიტომ რომ ეს შედეგი უნდა შევინარჩუნოთო ^^

ვითმენ, სიმინდი მინდა, ვაშლი მინდა და ვერ ვკბეჩ, პურს ვერ ვკბეჩ, ეს ჰიგიენა და ნადები, მერე კიდე,
შანსი არაა გარეთ ვიყო სტუმრად და ვინმემ რამე არ შემომთავაზოს, მე კიდე უხერხულად ვიშმუშნები და უარს ვამბობ, ისეთი უცნაური მზერით მიყურებენ sad.gif


Posted by: Scoorp 7 Aug 2014, 16:31
Unico

დაჭერი ყველაფერი და ისე ჭამე
რავიცი კბეჩით ვერც მე
მაგრამ პურსაც ვჭამ და ვაშლსაც
არავის აუკრძალავს რამის ჭამა
უბრალოდ არ ჩაკბიჩოო ))
კევი,სუხარი და მსგავსი რამეები ამიკრძალეს

Posted by: Unico 7 Aug 2014, 20:30
Scoorp
QUOTE
მაგრამ პურსაც ვჭამ და ვაშლსაც
არავის აუკრძალავს რამის ჭამა

ვაშლს ვჭრი კი, ოღონდ სახლში, მაგრამ დანა ყოველთვის არ მაქვს თან.
ამის წინათ ვერ მოვითმინე და ვცადე მიწის თხილი მეჭამა biggrin.gif biggrin.gif

ჩემი ბრეკეტები ^_^
ქვევით ჩაწიკწიკდა, აი ზედა დამრჩა რა, კბილებს შორის დიდი დაშორებებია sad.gif
თურმე რამხელა ადგილი მქონია biggrin.gif biggrin.gif კიდევ კაი კბილები არ ამოვიღე smile.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Pink_ Panther 23 Aug 2014, 20:07
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

მითხარით რომ არის შედეგი თორწ წავალ
და მოვიხსნი user.gif

Posted by: MyDecember 23 Aug 2014, 21:20
Pink_ Panther
QUOTE
მითხარით რომ არის შედეგი თორწ წავალ
და მოვიხსნი

პირველი ეტაპი მკურნალობის კბილთა გათანაბრება, ამ ეტაპზე მიდის..
ქვედა ყბაზე არ იკეთებ ბრეკეტებს?
კიდევ მოსვენებულ მდგომარეობაში ასე გაქვს, ანუ კბილებს ვერ ახებ წინ ერთმანეთს, თუ უბრალოდ ფოტოშია ასე?

Posted by: Pink_ Panther 23 Aug 2014, 22:11
MyDecember
შემდეგ მისვლაზე ვიკეთებ ქვედას.
ორსულად ვიყავი და უსურათოდ გავაკეთეთ
ზედა ყბა, ახლა გავაჩინ,ე ცოტა მისახედი მაქვს ქვემოთ და სექტემბერში დავაყენებთ.

პირველ სურათში მე თითინ მაქვს ღია პირი
დანარჩენრბში დახურული მაქვს.
არ ედება წინა კბილები ერთმანეთს, სანამ გავისწორებდი უფრო ედებოდა user.gif


Posted by: ikebana 24 Aug 2014, 00:57
Pink_ Panther
ბოლო სურათში ყბები დახურული გაქვთ?

Posted by: Nutsa_nuc 24 Aug 2014, 04:37
გამარჯობა, მაინტერესებს 4 წლის ბავშვთა ასაკში ღრმა თანკბილვა მომავალში თავისით გამოსწორებადია?? თუ აქედანვეა საჭირო ჩარევა??

Posted by: Pink_ Panther 24 Aug 2014, 12:53
ikebana
დიახ (შეძლებისდაგვარად gigi.gif)

Posted by: MyDecember 24 Aug 2014, 22:06
Pink_ Panther
QUOTE
ბოლო სურათში ყბები დახურული გაქვთ?

QUOTE
დიახ (შეძლებისდაგვარად )

სავარაუდოდ თავიდანვეც გქონდათ მცირედ გამოხატული ღია თანკბილვა წინა და გვერდით არეებში, რაც ახლაც შეიმჩნევა..
წესით ქვედა ყბაზე ბრეკეტ სისტემის ფიქსაციის შემდეგ და შესაბამისი მანიპულაციების და ჭიმვების გამოყენების შედეგად ეს ალაგდება
და მიიღებთ ესთეტიურად / ფუნქციურად მისაღებ თანკბილვას..

Nutsa_nuc
QUOTE
გამარჯობა, მაინტერესებს 4 წლის ბავშვთა ასაკში ღრმა თანკბილვა მომავალში თავისით გამოსწორებადია?? თუ აქედანვეა საჭირო ჩარევა??

მოგესალმებით.. როგორც წესი ღრმა თანკბილვის მკურნალობას მცირე წლოვან ასაკში იშვიათად მივმართავთ,
რადგანაც არსებობს თანკბილვის აწევის ეტაპები და ეს ფიზიოლოგიურად რეგულირდება..
თუ ეს თანკბილვა მკვეთრად არის გამოხატული ან შერწყმულია სხვა ანომალიასთან,
ჯობია ჩაიტაროთ კონსულტაცია ორთოდონტთან
და იმყოფებოდეთ დაკვირვების ქვეშ..

Posted by: sosovika 30 Aug 2014, 12:59
რომელ კლინიკას ან ორთოდენტს მირჩევთ ? ვაპირებ უახლოეს მომავალში ბრეკეტების დაყენებას... დამაკვალიანეთ და დამეხმარეტ

Posted by: Pink_ Panther 31 Aug 2014, 16:29
MyDecember
QUOTE
წესით ქვედა ყბაზე ბრეკეტ სისტემის ფიქსაციის შემდეგ და შესაბამისი მანიპულაციების და ჭიმვების გამოყენების შედეგად ეს ალაგდება

ჭიმვები??? spy.gif
ეს ცალკეა რამე თუ ქვემოთ რო ბრეკეტს დავიყენებ მაგაში შედის???

Posted by: Mali_Mali 1 Sep 2014, 12:15
თვენახევარია რაც ზედა კბილებზე ბრეკეტი მაქვს, ქვედაზე ამ თვეში უნდა დამიყენონ.

ყველაფერის ჭამა მეზარება, ჯერ ლუკმა-ლუკმა უნდა დაჭრდა, მერე ბრეკეტების წმენდა :/

ქვევითაც რომ მექნება, ალბათ საერთოდ აღარ შევჭამ biggrin.gif


რა მაინტერესებს, თქვენც გაქვთ შეგრძნება თითქოს კბილები მოირყა? არადა რეალურად არაფერი არაა მორყეული, მაგრამ რაღაც ამეკვიატა რომ მერყევა :/

Posted by: goga80 2 Sep 2014, 12:55
გამარჯობათ
მაქვს ღია თანკბილვა და ასევე "არეული" კბილები. მაინტერესებს რა ღირს უნიდენტში ბრეკეტების გაკეთება და ვუსთან მირჩევთ მისვლას თამარ კუბლაშვილთან თუ თეა ჯანჯალაშვილთან?
Mali_Mali
როგორც ვიცი ეს ყველაფერი ჩვეულებრივია ბრეკეტების ტარებისას თუ ცოტათი არ მოირყა ისე არ გასწორდება.

Posted by: MyDecember 2 Sep 2014, 23:32
Pink_ Panther
QUOTE
ჭიმვები???
ეს ცალკეა რამე თუ ქვემოთ რო ბრეკეტს დავიყენებ მაგაში შედის???

რეზინებია ზედა და ქვედა ბრეკეტებს ედება და იწვევენ არსებული სივრცის ეტაპობრივ დახურვას.შეიძლება ქვედაზე დაწებების შემდეგ დაიხუროს კიდეც და არ დაგჭირდეს..

Mali_Mali
QUOTE
თითქოს კბილები მოირყა? არადა რეალურად არაფერი არაა მორყეული, მაგრამ რაღაც ამეკვიატა რომ მერყევა :/

კი ბრეკეტ სისტემის ტარებისას, ხშირად შეიმჩნევა მსგავსი ფაქტი,რომელიც უმეტესწილად მხოლოდ შეგრძნებაა და კბილების მორყევა არ აღინიშნება..

Posted by: Pink_ Panther 3 Sep 2014, 00:17
MyDecember
უი რაღაც მსგავზე ვილაპარაკე ჩემს სტომატოლოგთან და არ დაგჭირდებაო bis.gif


Mali_Mali
მეც ამ თვეში ვიყენებ ქვედა ყბაზე)))

და მორყევა მეც მეჩვენება, კიდევ შეგრძნება მაქვს რომ კბილებს შორის ადგილები გამიჩნდა.

Posted by: Mali_Mali 3 Sep 2014, 15:30
MyDecember
მადლობა ) გული მისკდებოდა

Pink_ Panther
კბილებს შორის ადგილი არა, მაგრამ ერთმანეთზე ისე ვეღარ ვადგამ კბილებს როგორც ადრე. კბილები რო მოიწია ალბათ იმიტომ user.gif

Posted by: salome456 5 Sep 2014, 14:11
თეა ზერეკიძესთან ვინც დადიხართ თუ იცით შვებულებაში ხომ არაა?? კონსულტაციაზე მინდა მისვლა და ნომ მინდაა smile.gif))

Posted by: Scoorp 5 Sep 2014, 14:25
salome456

15 აგვისტოს გავიდა შვებულებაში

კლინიკაში გადარეკე და გადაგრთავენ თუ რამეა )

Posted by: Kidnapped 12 Sep 2014, 14:11
დღეს ჩავისვი ბრეკეტები, რა უბედურებაა ეს როგორ ჭამთ საჭმელს? sad.gif

Posted by: avenged7fold 12 Sep 2014, 15:16
როგორ ხართ აბა?
როგორ მიდის მკურნალობა?

დიდი ალბათობით ორშაბათს მომხსნიან ბრეკეტებს,დიდი ალბათობით იმიტომ რომ წინა თვეში მითხრა ჩემმა ორთოდონტმა რომ უკვე შემიძლია მოგხსნაო,მაგრამ 1 თვეზე მეტი კიდევ ვაცადე შედეგის დასახვეწად,საერთოში უკვე ძაან დამღალა ამ ბრეკეტბმა
11 თვე გამომდის საერთო ჯამში მკურნალობა

ერთ მთავარ რჩევას მოგცემთ - რეზინები(ელასტიკები) იკეთეთ რაც შეიძლება ხშირად,არ დაგეზაროთ,ძილის წინ,როცა არ ჭამთ
პირადად მე ისეთ დროს ვიკეთებდი,როდესაც საუბარი არ მიწევდა,რეზინებით ვერ ისაუბრებ,უფრო იჩლიფინებ biggrin.gif
ვინც ეხლა ჩაისვით ბრეკეტები,მაგათთვის ჯერ ადრეა რეზინები ტარება,ორთოდონტი გეტყვით როცა რეზინების ტარების დრო იქნება

Posted by: Kidnapped 12 Sep 2014, 19:04
avenged7fold
QUOTE
ვინც ეხლა ჩაისვით ბრეკეტები,მაგათთვის ჯერ ადრეა რეზინები ტარება,ორთოდონტი გეტყვით როცა რეზინების ტარების დრო იქნება

რა რეზინები კაცო? tom.gif
კიდე რამე უნდა ჩავისვა? sad.gif

Posted by: ikebana 12 Sep 2014, 19:21
avenged7fold
რეზინებში თუ ყბათაშორის ჭიმებს გულისხმობთ, ყველას არ სჭირდება. პათოლოგიას გააჩნია. ნუ შეიყვანთ სხვებს შეცდომაში. სხვა ყველა სახის რეზინებს ექიმი ამაგრებს და არ იხსნება. 11 თვე ძალიან ცოტაა ბრეკეტებისთვის. ნამდვილად გაგიმართლათ, საწუწუნო არ გაქვთ smile.gif

MyDecember
თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: Unico 12 Sep 2014, 20:34
avenged7fold
პათოლოგიას გააჩნია. მე სხვადასხვანაირი რეზინები მაქვს: ერთი პირდაპირ ყბაზე კბილებს შორის, რომ ღრიჩოები შეივსოს.
და მეორე – ყბებს შორის. ეგეც თანკბილვისთვის არის თუ რაღაც მასეთი.

აუ 11 თვე შემშურდა.. ზუსტად ახლა სექტემბერში ვასრულებ 11 თვეს და ოქტომბერში ერთი წელიც შესრულდება : /
ჩემს კბილებს რომ ვუყურებ, ასე მგონია გაზაფხულამდე არ მომხსნის biggrin.gif


Posted by: avenged7fold 12 Sep 2014, 21:13
ikebana

რა თქმა უნდა ზოგს არ ჭირდება რეზინები,დავწერე რომ ორთოდონტი თავის დროზე მისცემს ტარების უფლებას.
ისე გამოვიდა თითქოს საოცნებო იყოს რეზინების ტარება smile.gif ესე ნამდვილად არ არის,ვისაც მოგიწევთ ტარება არ დაიზაროთ

Unico

შენც მალე მოგეხსნას smile.gif

Posted by: MyDecember 12 Sep 2014, 23:03
ikebana
QUOTE
თქვენ რას ფიქრობთ?

ელასტიური ჭიმვები სხვადასხვა სახისაა, ნაწილს აყენებს თვითონ ორთოდონტი და არის ისეთი რომელის მოხსნა გაკეთება ევალება პაციენტს,
მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს ექიმის დანიშუნულების ზუსტი დაცვით..
ელასტიური ჭიმვებიც საჭიროა გარკვეული ანომალიების დროს და დაუშვებელია პაციენტმა თავისი ნებით შეცვალოს დანიშნულება,
რადგან კარგის მაგივრად შეიძლება სულ სხვა/არასასურველი შედეგი მიიღოს..
რაც შეეხება მკურნალობის 11 თვიან ვადას, ძალიან გაგიმართლათ, რომ ასე მალე ამთავრებთ..
ხშირ შემთხვევაში სრული კურსისთვის უფრო მეტი დროა საჭირო

Posted by: Vivienne 14 Sep 2014, 22:39
გამარჯობათ,
ბრეკეტების მოხსნა ფასიანია თუ არა და საშუალოდ რა ღირს მაინტერესებს.
მადლობა smile.gif

Posted by: salome456 15 Sep 2014, 19:46
გავიკეთე ნახევრად გამჭირვალე ბრეკეტები , რკალი გამიკეთა ჩვეულებრივი მეტალის, მეგონა რკალსაც თეთრს აკეთებდნენ თუ ვცდებიი??
ჩვეულებრივი ჯაგრისისა და ბრეკეტების პატარა ჯაგრისის გარდა კიდებ რამე არის საჭირო ჰიგიენისთვიის?? ან სავლებიი???

Posted by: MyDecember 15 Sep 2014, 21:59
Vivienne
QUOTE
გამარჯობათ,
ბრეკეტების მოხსნა ფასიანია თუ არა და საშუალოდ რა ღირს მაინტერესებს.

იმ შემთხვევაში, თუ იმავე ექიმთან იხსნით ვინც დაგიყენათ უფასოა..
თუ სხვა ექიმთან მაშინ ინდვიდუალურია..

salome456
QUOTE
გავიკეთე ნახევრად გამჭირვალე ბრეკეტები , რკალი გამიკეთა ჩვეულებრივი მეტალის, მეგონა რკალსაც თეთრს აკეთებდნენ თუ ვცდებიი??

არსებობს არსებობს თეთრი ფერის რკალებიც, მაგრამ მათგან სწრაფადვე ხდება საღებავის ატკეჩვა, რის შემდეგაც უკვე ჩანს მეტალი..
QUOTE
ჩვეულებრივი ჯაგრისისა და ბრეკეტების პატარა ჯაგრისის გარდა კიდებ რამე არის საჭირო ჰიგიენისთვიის?? ან სავლებიი???

შეგიძლიათ გამოიყენოთ ფლოსები, სავლები, რომლებსაც დაგინიშნავთ თქვენი ორთოდონტი და კიდევ შეგიძლიათ ჩაიტაროთ კბილების ჰიგიენური წმენდა წელიწადში რამდენჯერმე..

Posted by: salome456 16 Sep 2014, 18:57
MyDecember
რკალი სულ ერთი უნდა მეკეტოს თუ რამდენიმე თვეში ცვლიანნ??? მირჩევნია რკალიც თეთრი იყოს .

Posted by: avenged7fold 17 Sep 2014, 01:54
რევიუს გაკეთება დამიგვიანდა და აგერ თქვენ და აგერ მე smile.gif
მომხსნეს ორშაბათს,ძაან გახარებული ვიყავი როგორც შედეგით,ისე ბრეკეტების გარეშე ყოფნით
დღეს ისევ ვიზიტი მქონდა და ქვედა კბილების უკან დამიმგრეს ფიქსატორი,მხოლოდ წინა 6 კბილის უკანა მხარეს მაქვს დამაგრებული და ამის შეგუებაც მიწევს,ენა მედება უხეშად,რაღაც სტრანი გრძნობაა,ეს უნდა მეკეთოს 2-3,ისევე როგორც ძილის წინ კაპის გაკეთება ზედა ყბაზე

ეს არის და ეს
ის რომ ვაიმე ეს რა მაგარია ან ეს რა მოვიშორე მსგავსი რამ არ მქონია,მაგრამ რაც იყო კარგი იყო smile.gif


Posted by: Unico 17 Sep 2014, 11:50
QUOTE
ეს უნდა მეკეთოს 2-3,

წელი? user.gif

გილოცავ გასწორებულ და ქათქათა კბილებს 2kiss.gif

Posted by: avenged7fold 17 Sep 2014, 12:53
Unico

გაიხარე 2kiss.gif

წელი,კი

სამწუხაროდ ბიFორ სურათი არ მაქვს და აგერ თქვენ აFთერი smile.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: MyDecember 18 Sep 2014, 00:18
salome456
QUOTE
რკალი სულ ერთი უნდა მეკეტოს თუ რამდენიმე თვეში ცვლიანნ??? მირჩევნია რკალიც თეთრი იყოს .

რკალები რამდენიმე თვეში ერთხელ იცვლება..
შეგიძლიათ ჰკითხოთ ზემოხსენებული "უფერული" რკალების შესახებ თქვენს ორთოდონტს..

Posted by: Vivienne 19 Sep 2014, 21:18
MyDecember
რეტეინერის გაკეთება რა ღირს საშუალოდ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ?
* * *
avenged7fold
რამდენი გადაიხადეთ მაგაში? და ვისთან დადიხართ? smile.gif

Posted by: avenged7fold 23 Sep 2014, 10:02
Vivienne

თამარ კუბლაშვილთან უნიდენტიში
3400 თუ 3600 არ მახსოვს ზუსტად,პერიოდული გადახდით

Posted by: MyDecember 23 Sep 2014, 21:44
Vivienne
QUOTE
რეტეინერის გაკეთება რა ღირს საშუალოდ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ?

საშუალოდ ერთი ყბა 100 დან 200 ლარამდე ჯდება..
ეს ფასიც დამოკიდებულია ექიმზე და რეტეინერის სახეობაზე..

Posted by: Unico 25 Sep 2014, 14:45
ვიყავი ჩემს სტომატოლოგთან.
კიდე ერთი წელი უნდა მეკეთოს, თუმცა თუ ყველაფერი კარგად წავა, შეიძლება რამდენიმე თვით ადრე მომხსნას.
და კიდევ, შეიძლება კნოპკები დამჭირდეს. ოღონდ ამაზე ვერ გამოვკითხე, რა არის ეს კნოპკები აზრზე არ ვარ.
სამაგიეროდ, რეტაინერებზე დავკითხე :დდდ

Posted by: Scoorp 25 Sep 2014, 14:52
Unico


კაპები და არა კნოპები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Unico 25 Sep 2014, 18:29
Scoorp
უიმეეეეეეე, ჩემი სირცხვილი biggrin.gif biggrin.gif
არასწორად გავიგონე facepalm.gif

Posted by: Pumped up kicks 11 Oct 2014, 21:58
ე.წ გვირგვინი მაქვს 1 კბილზე და ბრეკეტების გაკეთება შეიძლება ?

Posted by: Rain Cloud 16 Oct 2014, 12:18
მეღირსა და მოვიხსენი smile.gif) რამდენიმე დღე ეიფორიაში ვიყავი, მეგონა, ყველა მე მიყურებდა smile.gif) მაააგრამ, გავიკეთე რიტეინერი და დამეწყო ახალი დისკომფორტი. ენა ისე უხერხულადაა, უკანაა მიკუნჭული sad.gif 2-3 დღეში გადაგივლისო და იმდენი მაგათ რა ვუთხარი

Posted by: Summer_Rain 16 Oct 2014, 12:40
გამარჯობააა

მოკლედ, მეც მინდა მივიდე ვინმე ნორმალურ ორთოდონტთან და გავისწორო კბილები
უფრო სწორედ კბილების წყობა კარგი მაქვს , მაგრამ ზედა ყბა მაქვს გამოწეული და ზედა კბილები, განსაკუთრებით წინა 2 დიდი ზომის მაქვს.
ჰოდა ამ შემთხვევაში რა იქნება უპრიანი
ბრეკეტები, სინები თუ რა?
თან პატარა ასაკიც არმაქვს ცოტა მეუხერხულებ აბრეკეტებით სიარული მაგრამ გასწორება მინდა ყბის..
თან მეშინია შეჩვეულ სახის მოყვანილობას ისე არ შევუცვალო ფორმა რომ უარესი გამომივიდეს..

მოკლედ ვარ ასე ორჭოფულად

Posted by: MyDecember 16 Oct 2014, 20:54
Summer_Rain

ასე კლინიკურად ნახვის გარეშე, უფრო მისაღები და უკეთესი რომელი აპარატით იქნება მკურნალობის ჩატარება,
ცოტა რთულია თქმა..
მაგრამ გასწორება შესაძლებელია, რაც შეეხება სახის ნაკვთების ფორმის ცვლილებას
ზრდასრულ ასაკში ეს ნაკლებად შესაძლებელია, ხოლო რისი შეიძლება ეს ექიმის და პაციენტის ურთიერთ შეთანხმებით იგეგმება..

Posted by: sun-Ra 16 Oct 2014, 22:10
რამდენად არის შესაძლებლობა "წინ სამოსული" კბილების გასწორების?

ზედა კბილებს აქვთ დახრა წინ
ამის გამო ქვედა კბილები მეტისმეტად სიღრმეში შედიან და პატარა შევარდნილი ყბა მიჩანს
ალბათ ხვდებით რასაც ვამბობ tongue.gif




ბოლომდე გამოსწორება შესაძლებელია ამის?

Posted by: Mali_Mali 17 Oct 2014, 12:12
რეტეინერი რა არის? ანუ ბრეკეტის მოხსნის შემდეგ ეგ დამჭირდება აუცილებლად?

ვეღარ ვუძლებ უკვე sad.gif(( მძულს sad.gif(((
თან გუშინ მეორედ შემიცვალა რკალი და უკანა კბილის გამო ცოტა ზედმეტად მომიჭირა, მტკივააააა sad.gif(((

Posted by: MyDecember 18 Oct 2014, 12:45
sun-Ra
QUOTE
ზედა კბილებს აქვთ დახრა წინ
ამის გამო ქვედა კბილები მეტისმეტად სიღრმეში შედიან და პატარა შევარდნილი ყბა მიჩანს

დიახ, შესაძლებელია..
გააჩნია რამდენადაა წამოწეული კბილები წინ, ასაკს და კლინიკურ შემთხვევას..
რითია გამოწვეული მხოლოდ წინა კბილების წინ დახრით, თუ ქვედა ყბის უკანა მდებარეობით, თუ ორივე მიზეზით..
ყოველივე ამის შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, სრულად მოხდება არსებულის გამოსწორება, თუ მივიღებთ ოპტიმალურად მისაღებ შედეგს..

Mali_Mali
QUOTE
რეტეინერი რა არის? ანუ ბრეკეტის მოხსნის შემდეგ ეგ დამჭირდება აუცილებლად?

გადაავლე თვალი ძველ პოსტს, რეტეინერების შესახებ:
http://forum.ge/?showtopic=34511026&view=findpost&p=39082012
yes.gif

Posted by: sun-Ra 18 Oct 2014, 17:51
MyDecember
QUOTE
დიახ, შესაძლებელია..
გააჩნია რამდენადაა წამოწეული კბილები წინ, ასაკს და კლინიკურ შემთხვევას..
რითია გამოწვეული მხოლოდ წინა კბილების წინ დახრით, თუ ქვედა ყბის უკანა მდებარეობით, თუ ორივე მიზეზით..
ყოველივე ამის შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, სრულად მოხდება არსებულის გამოსწორება, თუ მივიღებთ ოპტიმალურად მისაღებ შედეგს..

ძალიანაც არ მაქვს, მაგრამ საკმარისად რომ დაკვირვებულმა თვალმა დაინახოს yes.gif
და სიტყვაზე თუ ორივე ერთადაა მიზეზი
ორივეს გამოსწორება ქირუგიული ჩარევის გარეშე შესაძლებელია?

და დაახლოებით რა ფასებია?
წელს მინდა გავიკეთო...

Posted by: MyDecember 18 Oct 2014, 19:15
sun-Ra
QUOTE
და სიტყვაზე თუ ორივე ერთადაა მიზეზი
ორივეს გამოსწორება ქირუგიული ჩარევის გარეშე შესაძლებელია?
და დაახლოებით რა ფასებია?
წელს მინდა გავიკეთო...


კი შესაძლებელია, მაგრამ ასე თქმა რთულია იმედია გესმით..
რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევას, ეს დამოდიკებულია ასაკზე და შემთხვევაზე.
ზრდასრულ ასაკში როდესაც ზრდის პროცესები დასრულებულია, სასურველი შედეგის მისაღწევად, ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა..

ფასები ყველა ექიმთან ინდივიდუალურია,
შეგიძლიათ ჩაიტაროთ კონსულტაცია რამდენიმე ექიმთან
და იმის მიხედვით აირჩიოთ სად გააგრძელებთ მკურნალობას..

Posted by: sun-Ra 19 Oct 2014, 01:31
MyDecember
QUOTE
კი შესაძლებელია, მაგრამ ასე თქმა რთულია იმედია გესმით..
რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევას, ეს დამოდიკებულია ასაკზე და შემთხვევაზე.
ზრდასრულ ასაკში როდესაც ზრდის პროცესები დასრულებულია, სასურველი შედეგის მისაღწევად, ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა..

ფასები ყველა ექიმთან ინდივიდუალურია,
შეგიძლიათ ჩაიტაროთ კონსულტაცია რამდენიმე ექიმთან
და იმის მიხედვით აირჩიოთ სად გააგრძელებთ მკურნალობას..

ოკ
მადლობა
გასაგებია ყველაფერი up.gif
ახალწლამდე ალბათ მივალ ექიმთან yes.gif

Posted by: NEIRON 19 Oct 2014, 18:50
ორთოდონტული აპარატის ჯაგრისები თბილისში სად იყიდება? ასარჩევად რომ იყოს

Posted by: teooosh 28 Oct 2014, 14:45
NEIRON

პატარა ჯაგრისებზე თუ ამბობ ნებისმიერ აფთიაქში იყიდება სხვადასხვანაირი ფერები და ფორმები

Posted by: Pink_ Panther 30 Oct 2014, 20:46
გილიცავთ ვინც მოიხსენით, ბიფორ აფთერ ფოტოები
დადეთ რა)))))


ქვედაზეც დავიყენე მე და ცოტა არ იგოს დამაკომპლექსა.
მარტო ზედათი კარგად ვგრძნობდი თავს, თითქოს მიხდებოდა კიდეც biggrin.gif
ახლა უკვე ნამეტანი ბეტივით ვგრძნობ...


ცოტა არ იყოს მომბეზრდა რა....

Posted by: Stunt&Drift 1 Nov 2014, 21:36
გამარჯობა მაინტერესებს მხოლოდ ქვედა ყბაზე შეიძლება გაკეთება ბრეკეტების? სტომატოლოგმა მითხრა რომ ორივე ყბაზეა აუცილებელიო და მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ შემთხვევა ანუ აქ რომ გავიკეთო ბრეკეტები და გერმანიაში წავიდე იქ "მოკიდებს" ხელს სხვა სტომატლოგი? კონსულტაციებს ვგულისხმობ

Posted by: MyDecember 1 Nov 2014, 22:56
Stunt&Drift
QUOTE
გამარჯობა მაინტერესებს მხოლოდ ქვედა ყბაზე შეიძლება გაკეთება ბრეკეტების? სტომატოლოგმა მითხრა რომ ორივე ყბაზეა აუცილებელიო და მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ შემთხვევა ანუ აქ რომ გავიკეთო ბრეკეტები და გერმანიაში წავიდე იქ "მოკიდებს" ხელს სხვა სტომატლოგი? კონსულტაციებს ვგულისხმობ

მოგესალმებით..
არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ხდება ბრეკეტ სისტემის ფიქსაცია ერთ ყბაზე..
მაგრამ სასურველი და უმჯობესია ბრეკეტის ფიქსაცია ორივე ყბაზე, ვინაიდან ერთ ყბაზე ბრეკეტის დაყენების დროს ხდება ამ ყბის კბილების გადანაცვლება და გასწორება..
ამ დროს კი საპირისპირო ყბის კბილები რჩება უცვლელად, რამაც მომავალში შეიძლება გამოიწვიოს ზედა და ქვედა ყბის კბილების ნორმალური ურთიერთშეხების დარღვევა..
რაც შეეხება გერმანიაში მკურნალობის გაგრძელებას ეს ჯობია გაარკვიოთ წინასწარ და წასვლამდე იპოვოთ ექიმი ვინც დაგთანხმდებათ გაგიგრძელოთ მკურნალობა..
რადგან იქ ჩასულს შეიძლება გითხრან, რომ საჭიროა ბრეკეტის მოხსნა და მისი თავიდან დაწებება..
აქედან წასვლისას კი დაგჭირდებათ მიწერილობა თქვენი ორთოდონტისგან, თუ რა სისტემის ბრეკეტი გიყენიათ და რა რკალები..

Posted by: Stunt&Drift 2 Nov 2014, 08:55
MyDecember
დიდი მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: TGroup 4 Nov 2014, 23:33
კარგად და იაფად სად აკეტებენ და დახლოებით რა ფასებია და დრეამ Dენთალ კლუბს მირჩევ

Posted by: makine 25 17 Nov 2014, 16:16
მე გავიკეთე ორი ყბა 1000 ლარად კერამიკის,უფერო,,ოდნავ მემჩნევა სიმები..ტვის ბოლოს უკვე უნდა მოვიხსნა და უბედნიერესი ვარ.... smile.gif

Posted by: lineika 26 Nov 2014, 13:24
გამარჯობა.
თუ იცით არსებობს რამე საშუალება,რომელსაც მხოლოდ ღამე გავიკეთებ კბილების დასასწორებლად? ბევრი არაფერი მაქვს გასასწორებელი, მაგრამ იდეალური არ მაქვს რა თქმა უნდა.
ბრეკეტებით ვერ ვივლი ჩემს ასაკში ვერაფრის,25 წლის ვარ.
კიდევ მაინტერესებს,ამ ასაკში თუ აქვს კარგი შედეგი გასწორებას. თუ ნარჩუნდება. ახლობელმა მითხრა გავიკეთე და ისევ დაუბრუნდა ცოტა ხანში საწყის მდგომარეობასო.(34ისაა)

Posted by: Rain Cloud 26 Nov 2014, 15:17
lineika
25 წელი დაგვიანებული არაა სამედიცინო თვალსაზრისით, თუ ამას გულისხმობ. თუ ვიზუალს გულისხმობ, არც ეგ არაა პრობლემა, 25წელზე დიდებსაც უკეთიათ სამსახურში ბედნიერად ^_^
მხოლოდ ღამე შეგიძლია, რკინები გეკეთოს, რომელთაც სასაზეც აქვთ შეხება, შემაწუხებელია და ლამის 5 წელი უნდა შედეგისთვის. მგონი, გირჩევნია, 1 წელი ბრეკეტი გეკეთოს და იდეალური შედეგი მიიღო ^_^

Posted by: annitta 26 Nov 2014, 17:36
lineika
თუ ბევრი არაფერი გაქვს გასასწორებელი რკინებიც გაგისწორებს მგონი,მეც მასე მსუბუქი პრობლემა მქონდა ,ივლისში გავიკეთე ოღონდ მუდმივად მეკეთა და ახლა უკვე 6 საათი მოხსნილი მაქვს..თუ მხოლოდ ღამე ატარებ ალბათ უფრო დიდი ხანი დაგჭირდება მაგრამ 5 წელი ნამდვილად არა ))))))

Posted by: lineika 26 Nov 2014, 21:28
Rain Cloud მადლობა გამოხმაურებისთვის ))

annitta
მადლობა. მეც ალბათ რკინებს გავიკეთებ,ფინანსურადაც უფრო მაწყობს და ისეც. დღისით ვერაფრით ვატარებ,რა ვქნა ))) ვისთან გაიკეთე შენ, რა დაგიჯდა თუ საიდუმლო არაა? ხოო და რამდენი წლის ხარ biggrin.gif

ბრეკეტი ერთადერთი ლინგუალურია ეგეთი,რომელიც არ ჩანს, კბილებს შიგნიდან კეთდება. უნიდენტში ვიკითხე დღეს და დაახლოებით 20 000 ლარი ჯდება ორივე ყბაო. (ნამდვილად 20 000,არ შემშლია). smile.gif გერმანიაში იგზავნებაო ანაბეჭდები თუ რაღაც და იქ მზადდება ბრეკეტებიო, ისეთი მეტალისგან რომ საშიში არ იყოსო.სხვა სიმსივნეს იწვევსო. არ ვიცი რამდენად მართალია ინფორმაცია. მაგრამ პრინციპში მართალი იქნება უნიდენტის რეზიდენტმა მითხრა,დღეს იქვე იყო და იკითხა,მე როცა დავურეკე.
საქართველოში სხვაგან არ კეთდებაო ასეთი . ალბათ ცოტა სხვა რამაა ეს კიდევ,თორემ მედისაც უწერია ლინგუალური ბრეკეტები და კიდევ სხვა კლინიკებსაც.Rain Cloud

Posted by: annitta 27 Nov 2014, 00:09
აამმ აქ შეიძლება ექიმის დაწერა???? დავწერ მოდი და წამიშალეთ თუ არ შეიძლება DD მოკლედ თინა მიქაძესთან გავიკეთე მე და თვითონ მირჩია რკინები ,მე ბრეკეტს ვფიქრობდი და მითხრა რკინაც გაგისწორებსო და მართლა მომწონს შედეგი,თან ასე მალე არ ველოდებოდი...320 დაგავიხადე ორივეზე მიკეთია
23ის ვარ )))))

Posted by: Pink_ Panther 29 Nov 2014, 13:36
დღეს ისეთი საშინელება გავიგეეეეე

ქვედაზე დავიყენე ცოტა გვიან, ხოდა დღეს ვკითხე ზაფხულისთვის მომხსნითქოოო, და
მარტო ზედა რო იყოს ზაფხულამდეც მოჰხსნიდი მარა ორივე ერთად უნდა მოიხსნასო და ქვედა არამგონია მოესწროსოოო weep.gif

მე მეგონა ზედას მოვიხსნიდი ბედნიერად
და ქვედა რას მიშლიდა მკეთებოდა რამდენი ხანიც საჭირო იქნებოდა.


რატო უნდა მოიხსნას ერთდროულად???

Posted by: Unico 30 Nov 2014, 22:19
ესეც ბრეკეტების მოქმედება კბილზე biggrin.gif
მაგარი გიფია :დდ

http://pix.ge/

Posted by: Scoorp 2 Dec 2014, 17:21
Unico


ძაან ცუდი გიფია lol.gif
ჭამის დროს მითუმეტეს gigi.gif


------

ბრეკეტების რეზინი ერთი ორჯერ მივაყოლე საჭმელს
მივაყოლე რა,მიმეყოლა :დ biggrin.gif
მარტო არ ვარ იმედია ამ ამბავში ))))))))

Posted by: Unico 2 Dec 2014, 17:56
Scoorp
მაპატიეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ცოტა მეცნიერულად შევხედე და იქიდან გამომდიანრე მომეწონა biggrin.gif

რეზინი არა, მაგრამ თხელი რკალები მაქვს გატეხილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რამოდენიმეჯერ biggrin.gif

Posted by: Rain Cloud 3 Dec 2014, 11:11
lineika
უიმე, დედა, რა 20000 biggrin.gif რა ამბავია biggrin.gif
მეც უნიდენტში გავიკეთე, მაგრამ ჩვეულებრივი მეტალის ბრეკეტი და 20000-სა და 2000-ს შორის ძააალიან დიდი სხვაობაა, ამისთანას რას აკეთებენ?
თუ შედეგი მაინც გექნება და თან უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს, რკინების გაკეთებაც არაა ცუდი ვარიანტი 2kiss.gif

Posted by: lineika 3 Dec 2014, 14:59
Rain Cloud
გეთანხმები smile.gif ადრე თუ გვიან ხომ მექნება რაღაც შედეგი? ყოველღამე გავიკეთებ,ბავშვი აღარ ვარ,რომ დამეზაროს და. 300 ლარის გადახდა მომიწევს თან სულ რაღაც.
ასე რომ ,გადავწყვიტე გავიკეთო რკინები. სულ არაფერს ყველა ვარიანტში აჯობებს. :*

Posted by: Jessica Rabitt 3 Dec 2014, 18:21
მე გავიკეთე სექტემბრის შუა რიცხვებში და ეხა დეკემბერი დაიწყო ანუ 2თვენახევარია რაც მიკეთა და აი ძაან მეტყობა, მართლა ყველა ადგილას მეტყობა განსხვავება, მეგონა რო მეტქი ამ შედეგს ასე 6-7 თვე დასჭირდება მაგრამ აი ძაან მეტყობა, ყოველდღე მგონი: დ იმასაც კი მეუბნებიან ზრდა არ გაქ ეტყობა დასრულებული და გაძვალებული არ გაქ ბოლომდეო თუ რავიცი , ისე ჩემს ექიმსაც უნდა ვკითხო... მოკელდ ძაან მაგარი შედეგი მაქვს

და რა მაინტერესებს იცით, ქვევით მაქვს სულ სწორი კბილები, თანწყობაც და ყველაფერი და არ მინდა გაკეთება თანხის გამო(ც) ხოდა ხო შემიძია ვუთრა, წინაზე ვუთხარი და გჭრდება ყველა იკთებსო და მე ახლა მილინეტრებში არ მაქ პრეტენზია რო ძაან ზუსტად იყოს, ხოდა რო ვუთრა ქვემოთ არ მინდათო ტეხავს? არ მიდნა და" ესთეტიკური მედიცინააა ბოლოსდაბოლოს: დ ჯანმრთელობას ხო არ ეხება არა?!

Posted by: MyDecember 4 Dec 2014, 01:06
Jessica Rabitt
QUOTE
და რა მაინტერესებს იცით, ქვევით მაქვს სულ სწორი კბილები, თანწყობაც და ყველაფერი და არ მინდა გაკეთება თანხის გამო(ც) ხოდა ხო შემიძია ვუთრა, წინაზე ვუთხარი და გჭრდება ყველა იკთებსო და მე ახლა მილინეტრებში არ მაქ პრეტენზია რო ძაან ზუსტად იყოს, ხოდა რო ვუთრა ქვემოთ არ მინდათო ტეხავს? არ მიდნა და" ესთეტიკური მედიცინააა ბოლოსდაბოლოს: დ ჯანმრთელობას ხო არ ეხება არა?!

იხილე ეს პოსტი, ბრეკეტის ერთ, თუ ორივე ყბაზე ფიქსაციაზე:
http://forum.ge/?showtopic=34511026&view=findpost&p=42725342

Posted by: Jessica Rabitt 4 Dec 2014, 13:39
MyDecember


ხომ მაგრამ სწორი მაქვს მართლა, მდებარეობაც არანაირი დახრილობა არ აქვს.. ხო სეიძლება ჯერ ზედა გავისწორო და თU მართლა ეგეთI პრობლემები შემექმნება მერე დავიყენებ... რა ვუყო .. არ მაქ ეს ფული ზედმეტი და... არც მჭIრდება,მე ასე ვთვლი და სხვებიც... ექიმის გარდა

Posted by: GREENBULLA 6 Dec 2014, 12:20
ზედაზე რკინები რა ღირს მიახლოებით და იაფად რო აკეთებდეს ისეთი სტომატოლოგი მირჩიეთ

Posted by: TGroup 8 Dec 2014, 02:58
ბრეკეტების გაკეთებას ვფიქრობ და 700 ლარის ფარგლებში სად შეიძლება კარგად და ხარისხინად ?

Posted by: Scoorp 9 Dec 2014, 16:58
მტკივა კიჭები
გუშინ ერთი შიდა ბრეკეტი დამიმატა თეამ და რეზინა რო ქაჩავს
უჰ :/
ქვედაზე ჯერ კიდევ არ გამიკეთებია ბრეკეტეი biggrin.gif
არადა მეხუთე თვე მიდის :3
ჰიგიენაზე მისაყვედურა
არადა მინიმუმ 3-ჯერ მართლა ვიხეხავ და თან ისე როგორც წესია
რა ჯანდაბა ვქნა არვიცი

Posted by: Unico 10 Dec 2014, 15:03
Scoorp
QUOTE
ჰიგიენაზე მისაყვედურა
არადა მინიმუმ 3-ჯერ მართლა ვიხეხავ და თან ისე როგორც წესია
რა ჯანდაბა ვქნა არვიცი

ველქამ თუ მაი ქლაბ biggrin.gif biggrin.gif
მე დამიდეს აქაც და მირჩიეს კლინიკაშიც, იუთუბზე ბრეკეტ ჰიგიენის ვიდეოები biggrin.gif ნახე შენც აბა..

ერთი ის დავამუღამე, რომ ჯაგრისი უნდა ატრიალო სხვადასხვა გრადუსიანი დახრილობით და ნუ, თუ ჩვეულებრივ ბრეკეტების გარეშე იხეხავდა 5 წუთი, ბრეკეტის გაკეთების შემდეგ ეს დრო უნდა გაორმაგდეს და გასამდეს. სადღაც 15 წუთი გინდა რომ სრულად გაისუფთაო და ბრეკეტებს შორის ნარჩენი არ დარჩეს.

ასე რომ, მეც ვიყავი ეგრე, წესიერად ვიხეხავ თქო, მაგრამ არ დამიჯერეს user.gif ნადებმა გაგცაო user.gif

Posted by: Scoorp 10 Dec 2014, 15:07
Unico

5 წუთი არ უნდა ბრეკეტების გარეშე biggrin.gif
3 წუთია ნორმა gigi.gif

და გამოგისწროდა მაგ 15 წუთიანი წვალების მერე მდგომარეობა? biggrin.gif

Posted by: Unico 10 Dec 2014, 15:19
Scoorp
ერთხელ რომ დავიცავი დრო, კი, კლინიკაში შემაქეს, გისწავლიაო.
და ამ ბოლო დროს ისევ დავაგდე ტემპი facepalm.gif
ვიზიტი ახლოვდება და ვიცი ისევ მისაყვედურებენ biggrin.gif


Posted by: Scoorp 10 Dec 2014, 15:54
Unico

15 წუთი რო ვიხეხო ხო ვიდინე სისხლი ღრძილებიდან :/
sad.gif
მოკლედ გავზრდი დროს კიდევ და ვნახავ რავიცი :შ

Posted by: Unico 10 Dec 2014, 17:01
Scoorp
ა, შენ ღრძილებს იხეხავ თუ კბილებს?
ჯაგრისი სხვადასხვა კუთხით უნდა მიუდგეს კბილს

Posted by: Scoorp 10 Dec 2014, 17:31
Unico

კბილებს : ))
უბრალოდ თავისთავად ხვდება ჯაგრისი ღრძილის ზედაპირს ხანდახან
როცა ქვემოდან ზემოთ მიმართულებით ხდება წმენდა მაშინ ხო საერთოდ

ვიცი ეგ ყველაფერი,
პაროდონტიტზე (თუ რაღაცაზე) ვმკურნალობდი და მაშინ ამიხსნეს კარგად როგორ უნდა მეხეხა,
რბილი ჯაგრისიო
კბილის პასტის ერთ ტუბიკს რო დაცლი,სხვა უნდა იყიდოო biggrin.gif არ შეიძლება 2ჯერ ერთი და იგივეო ))
და ჩამომიწერა სია
ეხლა იანვრის ბოლოს მიწევს ისევ მისვლა და ვნახოთ რას მეტყვის sleep.gif

Posted by: ვივიანა 10 Dec 2014, 22:11
Scoorp
Unico
სპეციალური ჯაგრისია ძალიან პატარები ბრეკეტებისთვის , იმათ არ იყენებთ ?

Posted by: Unico 10 Dec 2014, 22:15
ვივიანა
ორივეს ვიყენებ: დიდ ჯაგრისს და პატარა ჯაგრისს smile.gif

პატარას ერთი ცუდი თვისება აქვს: მალე ფუჭდება sad.gif

Posted by: ვივიანა 10 Dec 2014, 22:33
Unico
ხო ბევრი არ იყენებს გამიგია პატარა ჯაგრისს
up.gif
ისე ექიმები ზოგი ეარფლოუსაც უკეთებენ ხოლმე გამიგია..

Posted by: Scoorp 11 Dec 2014, 10:43
ვივიანა

ვიყენებ ))

ბრეკეტებს შორის სივრცეებს მაგით ვწმენდ.

Posted by: Unico 11 Dec 2014, 10:46
ვივიანა
რასაც ვერ ვიყენებ ესაა ფლოსი. სამაგრებს ედება და ვწვალდები და მერე ნერვები მეშლება.
პატარა ჯაგრისი ძალიან საყვარელი რამეა, იოლად შედის კბილებს შორის, რკალსა და კბილებს შორის.
მაგრამ ნადები რომ არ დაედოს, დიდი ჯაგრისით გამოხეხვა მაინც სასურველია. პატარას მაგდენი არ შეუძლია sad.gif

ნუ რავიცი, აქ სტომატოლოგებიც პოსტავენ, მე რასაც ვწერ ჩემი გამოცდილებაა. ვცადე მარტო პატარა ჯაგრისზე ვყოფილიყავი და მაინც შენიშვნა მივიღე ექიმისგან, ნადებია ნადებიო.

Posted by: Scoorp 11 Dec 2014, 16:27
უნიშოფის გარდა
ბრეკეტის ცვილი სად შეიძლება ვიყიდო? :/
გამამწარა ამ შიდა ბრეკეტმა sad.gif(((

Posted by: გრინბერგი 12 Dec 2014, 20:40
4 თვეა მიკეთია არც ჭამაში მიშლის ხელს , არც კბილები მტკიოდა და არც ეხლა მტკივა კაროჩე ჯიგრულად ვარ ექიმმა აღნიშნა კიდეც ძლიერი კბილები გაქვსო სარძევე კბილის ამოღების დროს B| biggrin.gif
2 წელი უნდა მეკეთოს და ერთი სული მაქვს როდის მოვიხსნი მაინტერესებს ჩემი თავი 2 წლის შემდეგ biggrin.gif

პ.ს ზოგდად თამბაქო ვიცი რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს იმათთვის ვისაც არ უკეთია ბრეკეტები biggrin.gif და ეხლა მე მაინტერესებს ვისაც უკეთია ბრეკეტები და მოიხმარს თამბაქოს რაიმე ზეგავლენა ხომ არ აქვს დამატებით ? O_O

Posted by: ikebana 13 Dec 2014, 07:03
გრინბერგი
ზოგადი ჯანმრთელობისთვის არანაირი განსხვავებაა არაა. ვიზუალს აუარესებს. ანუ რადგანაც ნიკოტინი ღებავს ნადებს და ბრეკეტების დროს ნადები ყველა ვარიანტში უფრო მეტია, შესაბამისად უფრო მეტია მუქი ნადები. თუ ბრეკეტები კერამიკისაა, თეთრი ან რკალი თეთრი, როგორ ამბობენ აყვითლებს.

Posted by: GREENBULLA 14 Dec 2014, 13:01
ფასებიიიიიიიიიიიიიი დაწერეთთთთთთთთთთ ნუ ჭმოტობთთთთთთთთთთთთთთ

Posted by: chuvak_lexo 15 Dec 2014, 11:10
ikebana
http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=25135&Itemid=1&lang=ka
აშკარად ბრეკეტები უწერიათ

Posted by: ESHELON 16 Dec 2014, 10:29
გამარჯობა... ერთი კარგად გამარკვიეთ... გავიკეთე ბრეკეტები და გამიკეთეს მეხუთე კბილის ჩათვლით და უფრო იქით სხვა კბილების გასწორება არ შეიძლება თუ როგორაა მანდ საქმე? უკანა კბილებსაც არ აწყენდა გასწორება...

Posted by: MyDecember 16 Dec 2014, 23:29
ESHELON
QUOTE
გამარჯობა... ერთი კარგად გამარკვიეთ... გავიკეთე ბრეკეტები და გამიკეთეს მეხუთე კბილის ჩათვლით და უფრო იქით სხვა კბილების გასწორება არ შეიძლება თუ როგორაა მანდ საქმე? უკანა კბილებსაც არ აწყენდა გასწორება...


უმეტესწილად ბრეკეტები ფიქსირდება მეექვსე კბილების ჩათვლით, თუ არ აღინიშნება მოლარების დგომის ანომალია..
რაც შეეხება თქვენ შემთხვევას, სავარაუდოდ მოლარების დგომა ნორმალურია ან ექიმს არ სჭირდება მომავალში მეექვსე ან მეშვიდე კბილებზე დაყრდნობა
სივრცეების დასახურად ან რაიმე სხვა მსგავსი მანიპულაციის ჩასატარებლად..
სურათის გარეშე ცოტა რთულია, რომ გითხრათ საჭირო იყო თქვენ შემთხვევაში თუ არა მეექვსებზეც ბრეკეტების ფიქსაცია..
ისე კი რეკომენდირებულია ბრეკეტების ფიქსაცია მეექვსების (და ასევე ზოგ შემთხვევაში მეშვიდეების) ჩათვლით..

Posted by: pikopiki 19 Dec 2014, 01:50
გამარჯობათ მოკლედ ორთოდონტთან ვიყავი და ცოტა შემაშინა.ბრეკეტების გაკეთება მინდა რადგან ჩემი კბილები დაშორებულია რამოდენიმეგან მაგრამ მარტო ეგ არ აღმოჩნდა ჩემი პრობლემა ექიმმა მითხრა რომ ცოტა ყბის დეფორმაციაც მაქვს გვერდზე ოღონდ ოდნავ.ვინმეს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა და ბრეკეტებს თუ უშველია მაინტერესებს.ანუ ყბაც თუ გაუსწორებია.29 წლის ვარ

Posted by: Yin&Yang 22 Dec 2014, 14:32
შეიძლება უკვე ბევრჯერ დასმულ შეკითხვას ვსვამ და ბოდიში წინასწარ.
ქვედა ყბაზე წინა სამი კბილის თანკბილვის გასწორება ზრდასრულ ადამიანზე შესაძლებელია ? ერთი კბილი განსაკუთრებით შიგნითაა შეწეული. ბრეკეტი უნდა გავიკეთო და რამდენი ხანი დაახლოებით ? ფასებიც მაინტერესებს. მადლობა

Posted by: MyDecember 22 Dec 2014, 21:30
pikopiki
QUOTE
ჩემი პრობლემა ექიმმა მითხრა რომ ცოტა ყბის დეფორმაციაც მაქვს გვერდზე ოღონდ ოდნავ.ვინმეს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა და ბრეკეტებს თუ უშველია მაინტერესებს.ანუ ყბაც თუ გაუსწორებია.29 წლის ვარ

კი მსგავსი შემთხვევები არც თუ იშვიათია. დამოკიდებულია კლინიკურ შემთხვევასა და დეფორმაციის სირთულეზე..
ასევე გასათვალისწინებელია კბილთა რკალის დეფორმაციას გულისხმობდა ექიმი, თუ მთლიანად ყბის..
თქვენს ასაკში სავსებით შესაძლებელია ბრეკეტ სისტემით მკურნალობა და კბილების გასწორება..
რაც შეეხება დეფორმაციას ამაზე ფოტოს გარეშე რაიმეს თქმა ძალიან რთულია..

Yin&Yang
QUOTE
ქვედა ყბაზე წინა სამი კბილის თანკბილვის გასწორება ზრდასრულ ადამიანზე შესაძლებელია ? ერთი კბილი განსაკუთრებით შიგნითაა შეწეული. ბრეკეტი უნდა გავიკეთო და რამდენი ხანი დაახლოებით ? ფასებიც მაინტერესებს. მადლობა

კი შესაძლებელია..
მკურნალობის ვადა ინდივიდუალურია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული
საშუალოდ ორთოდონტიული მკურნალობა ერთიდან ორ წლამდე გრძელდება, ზოგჯერ უფრო ხანგრძლივადაც..
ფასებს რაც შეეხება ძალიან განსხვავდება დამოკიდებულია კლინიკაზე, ექიმზე, თუ რა მასალებით მუშაობს ექიმი და ა.შ.
საშუალოდ ორივე ყბა 800 ლარიდან იწყება და ზევით..

Posted by: Yin&Yang 22 Dec 2014, 22:08
MyDecember

დიდი მადლობა პასუხისთვის. როცა ერთ ყბაზეა რამდენიმე კბილის წყობა გასასწორებელი, მაინც ორივე ყბაზე კეთდება ბრეკეტი?

Posted by: io-io 24 Dec 2014, 18:14
MyDecember
გამარჯობა, ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა.
ვარ 28 წლის, გარდატეხის ასაკში ამოვიღე ზედა და ქვედა მეოთხეები იმის გამო, რომ დიდი კბილები მაქვს და ღრუში არ ეტეოდა.
რამდენიმე წელია ზედა სიბრძნის კბილები წამოვიდა და ზედა რკალი დამიგრიხა. ქვედა სიბრძნის კბილები არ ამოდის, კბილებს ებჯინება და ქვედაც დაგრეხილია.
მოკლედ, რამდენიმე ორთოდონტთან ვიყავი და ყბა-სახის ქირურგ ღვინიაშვილთან. გადავწყვიტე რომ არ ჩავიტარო რთული ოპერაცია(ღრძილების გაჭრა და ამოღება) და ორივე რკალი ისე გავისწორო. როგორც მეუბნებიან პირის ღრუში არის ამის რესურსი.
პანორამული სურათი გადაღებული მაქვს. გთხოვთ მირჩიეთ, კიდევ რა გადავიღო? კომპიუტერული ტომოგრაფია და 3D სურათი? ყველაფერი ეს ორთოდონტს მისცემს სრულფასოვან სურათს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ხომ არ მეშლება?
გმადლობთ წინასწარ

Posted by: kosta-rika 25 Dec 2014, 15:35
MyDecember
რკინებზე მაქვს ერთი კითხვა, მოკლედ 3 წელია მიკეთია smile.gif შედეგი-ნახევრად გასწორდა. ახლა უნდა მოგხსნაო. მოკლედ თავიდან ყოველმეორე დღეს გაიკეთე ღამეო, მერე ყოველ მესამე დღეს და ავედი ეხლა ყოველ მეხუთე დღეზე. თქვენი დახმარება იცით არში მჭირდება ვეღარ მივდივარ იმ ექიმთან და ასე უნდა გავაგრძელო კიდევ ერთი წელი და ვზარდო დღეები თუ შეიძლება რაღაც ეტაპის მერე სულ აღა გავიკეთო, მეშინია ის ნაწვალევი 3 წელი და ოდნავ გასწორებული კბილები კიდე წინ არ წამოვიდეს
მადლობა წინასწარ

Posted by: MyDecember 25 Dec 2014, 21:12
Yin&Yang
QUOTE
როცა ერთ ყბაზეა რამდენიმე კბილის წყობა გასასწორებელი, მაინც ორივე ყბაზე კეთდება ბრეკეტი?

ამ თემაზე წინა გვერდებზეც მისაუბრია და ჩემ პაციენტებთანაც ყოველთვის ორივე ყბაზე ვამაგრებ ბრეკეტ სისტემას..
თუ რატომ ამ პოსტში მოკლედ მაქვს ახსნილი: http://forum.ge/?showtopic=34511026&view=findpost&p=42725342
თუ ისევ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ დაწერეთ, გიპასუხებთ..

io-io
მოგესალმებით..
კბილთა წყობის არევა, არა მხოლოდ მერვე კბილების არამედ კბილთა ამოღების შემდეგ გაჩენილი სივრცეების ხარჯზეც მოხდა..
როგორც თქვენი მონაყოლიდან ვხვდები ვფიქრობ, რომ შესაძლებელია კბილთა დგომის გასწორება ორთოდონტიული აპარატების გამოყენებით..
მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მერვე კბილებს აქვთ ანომალური მდგომარეობა ან აწვებიან გვერდით მდგომ კბილს, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს მომავალში ამ კბილის დაზიანება.. სასურველი და მიზანშეწონილია ამ მერვე კბილის/სიბრძნის კბილის ექსტრაქცია..
პანორამული სურათი საკმაოდ ინფორმაციულია, როგორც ორთოდონტისთვის ისე ყბა-სახის ქირურგისთვის..
კომპიუტერული ტომოგრაფიის და 3D-ს გადაღება უკვე ექიმის გადაწყვეტილებით ხდება, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ორთოპანტომოგრამა / პანორამა ინფორმაციულად საკმარისი არაა..
გირჩევთ კიდევ ჩაიტაროთ კონსულტაცია სხვა ორთოდონტებთან, შეაჯეროთ ინფორმაცია და ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება..
რაც შეეხება დამატებით გამოკვლევებს, ჩაიტარეთ იმ შემთხვევაში თუ ამას ექიმი გეტყვით და აგიხსნით, თუ რა მიზნით არის საჭირო ამ დიაგნოსტიკური კვლევის ჩატერება..

kosta-rika
როგორც თქვენ აღნიშნეთ აპარატას ეტაპობრივად იხსნით და ზრდით დღეებს..
რაც სწორია და გარკვეული დროის ინტერვალში უნდა მოხდეს ამის ცვლა..
სამწუხაროდ იმის თქმა, თუ როგორ უნდა გააგრძელოთ თქვენ აპარატის მოხსნა რთულია..
ვინაიდან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კლინიკური შემთხვევა გქონდათ გასწორებამდე..
ასევე მას შემდეგ რაც გადახვედით აპარატის ეტაპობრივ მოხსნაზე ყოველ ვიზიტზე ექიმი აპარატის მორგებისას
თვითონ წყვეტს, თუ რა რეჟიმით უნდა გააგრძელოთ ფირფიტის ტარება..
გირჩევთ, რომ კვლავ მიმართოთ თქვენ ექიმს, თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებთ მაშინ მოძებნოთ სხვა ორთოდონტი,
რომელსაც აუხსნით თქვენი მკურნალობის ისტორიას და ის გააგრძელებს შენარჩუნების ეტაპს..

Posted by: Unico 26 Dec 2014, 19:45
ამ წლის ბოლო ვიზიტზე მივედი ^_^ და გავარკვიე ის კნოპკა რაც იყო - > დამატებითი სამაგრი კბილზე, რომელზეც მერე რეზინას გამოვაბავ და ჩემ შემთხვევაში ზედა მეექვსეს ქვედა ყბაზე მივაბავ.

მოკლედ, რეზინებით მაქვს ყბა დაბმული sad.gif cry.gif

1 წელი და ორი თვე გავიდა - ერთი სული მაქვს როდის მოვიცილებ user.gif

Posted by: pikopiki 30 Dec 2014, 22:11
აუ ვინმემ მიპასუხეთ აუცილებლად რაა ბარათაშვილის 10 ში dream dental group ში ხართ ვინმე ნამყოფი?ბრეკეტები მინდა და თუ მირჩევთ
* * *
ან ვინმემ მირჩიეთ კარგი ორთოდონტი.ბრეკეტების გაკეთება მინდა.ყბაზეც მაქვს ცოტა პრობლემა მარტო კბილებისთვის არ მინდა და ამიტომ კარგ ორთოდონტს ვეძებ

Posted by: goga80 4 Jan 2015, 12:48
თამარ კუბლაშვილსა და ნინო ბერიძეს შორის ვერ გავაკეთე არჩევანი და რომელს მირჩევთ?

Posted by: starshi12345 5 Jan 2015, 17:03
ორი დღეა საღიბკბილი მტკივა ყრუდ და ტკივილგამაყუჩებლის დალევაც არ მიცდია და რამეს ხო ვერ მირჩევთ

Posted by: Scoorp 5 Jan 2015, 17:29
goga80

კუბლაშვილს



============

Posted by: goga80 5 Jan 2015, 21:57
Scoorp
მადლობა მეც მაგას ვფიქრობდი ოღონდ ოდნავ ძვირია :/ მაგრამ ღირს მაინც.

Posted by: ann_an7 10 Jan 2015, 00:35
ხომ არ იცით რეტეინერის გაკეთება რა ღირს ??

Posted by: Supernovaa 11 Jan 2015, 00:23
სანამ ბრეკეტებს ჩავისვავთ ყველა კბილი უნდა წესრიგში უნდა იყოს ანუ პლომბს და მასეთ რამეს ვგულისხმობ კარიეს და ა.შ. ? ბრეკეტების გაკეთება მტკივნეულია?ცოტა ისეთ კითხვას ვსვავ lol.gif ისადა მოხსნაც თუ არი მტკივნეული? :დ კიდე რა მაინტერესებს მარტო ზედა ყბაზე მინდა მარა სიბრძნის კბილი ამომდის და მაინც შეიძლება? ხო ისე გავიგე თუ გავიკეთებთ ბრეკეტებს გარეგნულადაც რაგაც ცვლიებები ხდებაო და წინასწარ როგორი ვიქნები ვერ გავიგებ? :დ არ დამცინოთ ეხლა :დ ხო და სად მირცევდით გაკეთებას შუა კბილი მინდა ერთი უკან არი წასული მეორე წინ და ორ შუაკბილშორის გადასულია დაახლოებით,ჭამის პროცესი როგორია მაინტერესებს გტკივათ რო ჭამთ რამეს? ან გაკეთების შემდეგ რამე მტკივნეული პროცესები ხო არ იწყება?

Posted by: Unico 11 Jan 2015, 13:51
Supernovaa
QUOTE
სანამ ბრეკეტებს ჩავისვავთ ყველა კბილი უნდა წესრიგში უნდა იყოს ანუ პლომბს და მასეთ რამეს ვგულისხმობ კარიეს და ა.შ. ?

კი, ექიმმა არ გითხრა?
აბა დასაპლომ კბილზე თუ გაგიკეთა, აზრი არ ექნება ბრეკეტებს.

QUOTE
ბრეკეტების გაკეთება მტკივნეულია?

არა, მაგრამ უხერხულია, სულ პირი უნდა გქონდეს დიდზე გაღებული და მე ყბები დამეღალა sad.gif

QUOTE
ისადა მოხსნაც თუ არი მტკივნეული?

ჯერ არ მომისხნია sad.gif

QUOTE
მარტო ზედა ყბაზე მინდა მარა სიბრძნის კბილი ამომდის და მაინც შეიძლება? ხო ისე გავიგე თუ გავიკეთებთ ბრეკეტებს გარეგნულადაც რაგაც ცვლიებები ხდებაო და წინასწარ როგორი ვიქნები ვერ გავიგებ?

სიმართლე გითხრა ბრეკეტი ცვლის ყბას და კბილების წყობას, შესაბამისად მარტო ერთ ყბაზე გაკეთება არალოგიკურია.
ჩემი ყბა რომ გენახა 3-4 წლის წინ და ახლა, ისეთი ცვლილებაა, რომ ყველა გაოცებულია ჩემს გარდა. ერთი მე ვარ, რომელსაც მგონია რომ სულ ასეთი წყობა მქონდა. ეს რომ სტომატოლოგს ვუთხარი, მოკვდა სიცილით biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ჭამის პროცესი როგორია მაინტერესებს გტკივათ რო ჭამთ რამეს? ა

თავიდან, სანამ მიეჩვევი კბილების ქაჩვას.
ადაპტაციის პერიოდია ძნელი, ანუ ასე 4-5 დღე. მერე ისე მიეჩვევი, ვერაფერს იგრძნობ. ხანდახან თხილს მაინც ვაკნატუნებ ხოლმე biggrin.gif ოღონდ ეს ექიმმა არ იცის biggrin.gif

და ვისთან მირჩევთო, აი მე ვერავის გირჩევ. ინდივიდუალურია ეგ მომენტი. ყველას თავისი ექიმი მოსწონს და რავიც აბა user.gif

Posted by: merciamercia 23 Jan 2015, 02:47
რა მაინტერესებს, სხვადასხვა ფასდაკლების საიტებზე დევს , ფასდაკლების ვაუჩერები ბრეკეტებზე, გიყიდიათ ვინმეს ეგრე ფასდაკლება და კმაყოფილები ხართ? ღირს გარისკვა? user.gif
1500 ლარიანი მომსახურება ფასდაკლებით აქვთ 500 ლარად. ვერ ვხვდები, რა დაინტერესება აქვს კლინიკას, ამხელა ფასდაკლებას რომ აკეთებს... სავარაუდოდ ხარისხის ხარჯზე? იქნებ კომპეტენტურმა მიპასუხოთ...

Posted by: MyDecember 23 Jan 2015, 17:38
merciamercia
QUOTE
რა მაინტერესებს, სხვადასხვა ფასდაკლების საიტებზე დევს , ფასდაკლების ვაუჩერები ბრეკეტებზე, გიყიდიათ ვინმეს ეგრე ფასდაკლება და კმაყოფილები ხართ? ღირს გარისკვა? 
1500 ლარიანი მომსახურება ფასდაკლებით აქვთ 500 ლარად. ვერ ვხვდები, რა დაინტერესება აქვს კლინიკას, ამხელა ფასდაკლებას რომ აკეთებს... სავარაუდოდ ხარისხის ხარჯზე? იქნებ კომპეტენტურმა მიპასუხოთ...

თუ რამდენად უნდა ენდოთ ასე ვაუჩერით ყიდვას ვერ გეტყვით..
გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ უნდა გნახოთ ორთოდონტმა გჭირდებათ, თუ არა ბრეკეტ სისტემა, თუ ფირფიტა. კიდევ რამდენიმე ნიუანსია გასათვალისწინებელი..
კარგი და ხარისხიანი ბრეკეტი, მასალა ნამდვილად არ ღირს იაფი.. თუ რის ხარჯზე აკეთებს კლინიკა ასეთ აქციას რთული სათქმელია..
გირჩევთ მიხვიდეთ რამდენიმე კლინიკაში და გაიაროთ სხვადასხვა ორთოდონტებთან კონსლუტაცია..
ამის შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება..

Posted by: merciamercia 24 Jan 2015, 01:31
MyDecember
QUOTE
თუ რამდენად უნდა ენდოთ ასე ვაუჩერით ყიდვას ვერ გეტყვით..გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ უნდა გნახოთ ორთოდონტმა გჭირდებათ, თუ არა ბრეკეტ სისტემა, თუ ფირფიტა. კიდევ რამდენიმე ნიუანსია გასათვალისწინებელი..კარგი და ხარისხიანი ბრეკეტი, მასალა ნამდვილად არ ღირს იაფი.. თუ რის ხარჯზე აკეთებს კლინიკა ასეთ აქციას რთული სათქმელია..გირჩევთ მიხვიდეთ რამდენიმე კლინიკაში და გაიაროთ სხვადასხვა ორთოდონტებთან კონსლუტაცია..ამის შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.. 
       

საქართველოში ყველაზე ნორმალური კლინიკები რომელია? რამდენიმე რომ დამისახელო, ორიენტირად მაგ კლინიკებს ავიღებდი biggrin.gif
იმდენი რაღაც დენტია გახსნილი, ყველას ვერ შემოვივლი ნამდვილად biggrin.gif

Posted by: MyDecember 24 Jan 2015, 13:17
merciamercia
QUOTE
საქართველოში ყველაზე ნორმალური კლინიკები რომელია? რამდენიმე რომ დამისახელო, ორიენტირად მაგ კლინიკებს ავიღებდი 
იმდენი რაღაც დენტია გახსნილი, ყველას ვერ შემოვივლი ნამდვილად

კლინიკის და ექიმის რჩევა ძალიან დელიკატური საკითხია..
სჯობს შენ თვითონ ეწვიო, რომელიც შენ სახლთან ახლოსაა ტერიტორიულად ან ფიქრობ რომ კარგია..

Posted by: Scoorp 24 Jan 2015, 13:33
merciamercia

ნინო ბერიძის კლინიკაა ცნობილი
უნიდენტიც
რაღაც გერმანულ-ქართული კკლინიკა კიდევ მიცკევიჩზეა
დანარჩენი გაიკითხე

Posted by: akola 24 Jan 2015, 17:56
ორთოდონტული რეზინები სად შეიძლება ვიყიდო?
თანკბილვის გასასწორებელი

Posted by: merciamercia 25 Jan 2015, 21:29
MyDecember
QUOTE
კლინიკის და ექიმის რჩევა ძალიან დელიკატური საკითხია..
სჯობს შენ თვითონ ეწვიო, რომელიც შენ სახლთან ახლოსაა ტერიტორიულად ან ფიქრობ რომ კარგია..

ოკ, მადლობა

Scoorp
QUOTE
ნინო ბერიძის კლინიკაა ცნობილი
უნიდენტიც
რაღაც გერმანულ-ქართული კკლინიკა კიდევ მიცკევიჩზეა
დანარჩენი გაიკითხე

მადლობა 2kiss.gif, უნიდენტი ვიცი რომ კარგია... მაგრამ ძვირია მემგონი user.gif

Posted by: dreamer@ 25 Jan 2015, 21:38
ბრეკეტების დროს რომ ღრძილები შესივდება რისი ბრალია?
ექიმმა თქვა -იცისო.
მე არავისზე არ მინახავს
ბავშვს აქვს შესიებული ,სიწითლე არა აქვს
საერთოდ სენსიტიური ღრძილები აქვს.

გქონიათ ვინმეს ასე?

Posted by: MyDecember 26 Jan 2015, 22:13
dreamer@
QUOTE
ბრეკეტების დროს რომ ღრძილები შესივდება რისი ბრალია?
ექიმმა თქვა -იცისო.
მე არავისზე არ მინახავს
ბავშვს აქვს შესიებული ,სიწითლე არა აქვს
საერთოდ სენსიტიური ღრძილები აქვს.
გქონიათ ვინმეს ასე?

რამდენი წლის არის პაციენტი?
პუბერტალის / მოზარდობის პერიოდში ორთოდონტიული მკურნალობის დროს ხშირია მსგავსი შემთხვევები..
რაც გამოწვეულია პერიოდონტის რეაქციით კბილთა გადაადგილებაზე..
ასევე მსგავსი რეაქცია შეიძლება აღინიშნებოდეს კბილთა სწრაფი და ძლიერი ძალებით გადაადგილებისას..

Posted by: NEIRON 27 Jan 2015, 20:15
QUOTE (merciamercia @ 25 Jan 2015, 21:29 )

მადლობა 2kiss.gif, უნიდენტი ვიცი რომ კარგია... მაგრამ ძვირია მემგონი user.gif

ზოგ კლინიკასთან შედარებით, კია ძვირი
უნიდენტში 3 ეტაპად გიწევს გადახდა და მე მაწყობდა, პირველი 1000 ლ , ორ თვეში 500, კიდევ 2 თვეში 300ლ
კბილიდან რამდენჯერ მომიტყდა ბრეკეტის სამაგრი, უფასოა დაწებება და ახალიც დამიყენეს ყოველ ჯერზე biggrin.gif

მოკლედ კონსულტაცია უფასოა ნებისმიერ კლინიკაში და დაიარე, მე მასე გავაკეთე

Posted by: Hеllhаmmеr 27 Jan 2015, 21:26
merciamercia

თავგაზ <3

Posted by: merciamercia 27 Jan 2015, 22:02
NEIRON
QUOTE

ზოგ კლინიკასთან შედარებით, კია ძვირი
უნიდენტში 3 ეტაპად გიწევს გადახდა და მე მაწყობდა, პირველი 1000 ლ , ორ თვეში 500, კიდევ 2 თვეში 300ლ
კბილიდან რამდენჯერ მომიტყდა ბრეკეტის სამაგრი, უფასოა დაწებება და ახალიც დამიყენეს ყოველ ჯერზე  

მოკლედ კონსულტაცია უფასოა ნებისმიერ კლინიკაში და დაიარე, მე მასე გავაკეთე

უი, ეგ არ ვიცოდი, ეტაპებად თუ შეგეძლო გადახდა, მშვენიერი biggrin.gif ხო უნდა მივიდე კონსულტაციაზე, იქნებ ვაფშE არ მიკეთდება... biggrin.gif ისე რამდენი ხანი უნდა გეკეთოს შენ...
Hеllhаmmеr
QUOTE
თავგაზ <3

თავი გაბია mad.gif biggrin.gif
<3

Posted by: NEIRON 28 Jan 2015, 17:52
QUOTE (merciamercia @ 27 Jan 2015, 22:02 )
NEIRON
QUOTE

ზოგ კლინიკასთან შედარებით, კია ძვირი
უნიდენტში 3 ეტაპად გიწევს გადახდა და მე მაწყობდა, პირველი 1000 ლ , ორ თვეში 500, კიდევ 2 თვეში 300ლ
კბილიდან რამდენჯერ მომიტყდა ბრეკეტის სამაგრი, უფასოა დაწებება და ახალიც დამიყენეს ყოველ ჯერზე  

მოკლედ კონსულტაცია უფასოა ნებისმიერ კლინიკაში და დაიარე, მე მასე გავაკეთე

უი, ეგ არ ვიცოდი, ეტაპებად თუ შეგეძლო გადახდა, მშვენიერი biggrin.gif ხო უნდა მივიდე კონსულტაციაზე, იქნებ ვაფშE არ მიკეთდება... biggrin.gif ისე რამდენი ხანი უნდა გეკეთოს შენ...
Hеllhаmmеr
QUOTE
თავგაზ <3

თავი გაბია mad.gif biggrin.gif
<3

არ დავინტერესებულვარ , 3 დღის მერე სულ არ გადარდებს მანდ რა არის და რამდენი ხნით givi.gif , კბილის გახეხვისას გახსენდება მარტო, რომ პატარა ჯაგრისით გაქვს საჩალიჩო

Posted by: dreamer@ 28 Jan 2015, 20:16
MyDecember
QUOTE
რამდენი წლის არის პაციენტი?
პუბერტალის / მოზარდობის პერიოდში ორთოდონტიული მკურნალობის დროს ხშირია მსგავსი შემთხვევები..
რაც გამოწვეულია პერიოდონტის რეაქციით კბილთა გადაადგილებაზე..
ასევე მსგავსი რეაქცია შეიძლება აღინიშნებოდეს კბილთა სწრაფი და ძლიერი ძალებით გადაადგილებისას..


მეცხრე წელშია
სიწითლე და ტკივილი საერთოდ არ აქვს
მაგრამ ვიზუალურად ძალიან ცუდად გამოიყურება
ღრძილებზე შეიძლება დასჭირდელ მკურნალობა ვითომ თუ თავისით გაივლის ?
კიდევ 6-8 თვე მოუწევს ბრეკეტების ტარება((
მადლობა პასუხისთვის

Posted by: MyDecember 28 Jan 2015, 23:30
dreamer@
QUOTE
მეცხრე წელშია

ბრეკეტები უკეთია თუ მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატი?
QUOTE
ღრძილებზე შეიძლება დასჭირდელ მკურნალობა ვითომ თუ თავისით გაივლის ?

ასე თქმა ცოტა რთულია.. თუ ეს აქტიური ორთოდონტიული მკურნალობით არის გამოწვეული, როგორც წესი ცოტა ხანში უნდა ალაგდეს..
თუ მოახერხებთ პირის ღრუს სურათი დადოთ აქ ან პმში გამომიგზავნოთ, უფრო შემეძლება კონკრეტული პასუხის გაცემა..

Posted by: ll1992 10 Feb 2015, 02:54
გამარჯობაათ, https://www.swoop.ge/offers/81378 ძალიან იაფიაა, და რას მირჩევთ, გავიკეთო?? ვინმეს გიყყიდიათ მსგავსი საიტიდან?

Posted by: goga80 10 Feb 2015, 18:39
ll1992
ესე ადვილად გადაწყვეტილება არ მიიღოთ. აუცილებლად გაიარეთ ჯერ კონსულტაცია დარწმუნდით ორთოდონტის პროფესიონალიზმში და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

Posted by: Seirēn 13 Feb 2015, 23:24
ხალხო მიპასუხეთ რა, ბრეკეტები აუცილებლად 2ივე ყბაზე უნდა გაკეთდეს?:/ მარტო ზედაზე მჭირდება ისიც 2 კბილზე და გამიკეთებენ? ბავშვობაში მეკეთა რკინები 2 თვე ორივეზე გამიკეთეს და ქვედა ყბა გამომეწია წინ კიდევკარგი დროზე მოვიხსენი შემეტყო საკმაოდ.. ახლა ამის გაკეთებას ვფიქრობ

Posted by: MyDecember 14 Feb 2015, 12:34
Seirēn
QUOTE
ხალხო მიპასუხეთ რა, ბრეკეტები აუცილებლად 2ივე ყბაზე უნდა გაკეთდეს?

იხილე ეს პოსტი, ბრეკეტის ერთ, თუ ორივე ყბაზე ფიქსაციაზე:
http://forum.ge/?showtopic=34511026&view=findpost&p=42725342
QUOTE
მარტო ზედაზე მჭირდება ისიც 2 კბილზე და გამიკეთებენ?

no.gif

სჯობს ჩაიტაროთ რამდენიმე ორთოდონტთან კონსულტაცია
და შეჯერდეთ საბოლოო ვარიანტზე, იმის მიხედვით თუ რომელი ექიმის მკურნალობის გეგმა და მიდგომა მოგეწონებათ
და მისაღები იქნება თქვენთვის..

Posted by: pikopiki 15 Feb 2015, 19:20
LT dent. Dental house. dent adept. medicus dens.
ამ კლინიკებიდან რომელინეში თუ გაგიკეთებიათ ბრეკეტები აზრი მაინტერესებს.

* * *
ვინმეს თუ გქონიათ არასწორ თანკბილვასთან ერთად ქვედა ყბის ოდნავ გვერდზე დეფორმაცია და თუ გაგისწორებიათ ბრეკეტებით მომწერეთ რაააა გთხოვთ

Posted by: Seirēn 15 Feb 2015, 19:35
MyDecember
გასაგებია, მადლობა დიდი smile.gif

Posted by: rebelrebel 15 Feb 2015, 21:30
ყველაზე კარგი ექიმი ხო არ იციით რომ მირჩიოოთ

Posted by: goga80 17 Feb 2015, 23:03
rebelrebel
ყველაზე კარგი (საუკეთესო საუკეთესოებში) არის თამუნა კუბლაშვილი (ამერიკაში აქვს დამთავრებული ორთოდონტურა და იქვე მუშაობდა) მაგრამ სხვებთაბ შედარევით ძვირია . კიდევ იმავე კლინიკაში სადაც თამუნა მუშაობს (უნიდენტი) კარგია ასევე თეა ზერეკიძე მას რუსეთში აქვს დამთავრებული და დიდი ხანი იქვე მუშაობეა ( თეა ნაკლებად ძვირია)

Posted by: kimbra 18 Feb 2015, 10:30
მედიში თU გაგიკეთებიათ ვინმეს?

ან ხომ არიცით პრობლემური ღრძილების დროს თU შეიძლება გასწორება ?

Posted by: Scoorp 18 Feb 2015, 10:32
kimbra

პრობლემური ღრძილების დროს სასურველია ჯერ ღრძილებზე იმკურნალო და მერე გაიკეთო
და წელიწადში ორჯერ იმკურნალო მერე პარალელურად ღრძილებზე (ბრეკეტის ტარების დროსაც ანუ)

Posted by: kimbra 18 Feb 2015, 11:07
Scoorp
სულ ვმკურნალობ წელიწადში 5ჯერაც მაგრამ პერიოდულად მაინც მაქვს ანთება და ბრეკეტი რო გავიკეთო ხოარ დამცვივდება კბილები
გაუძლებს ჩემი ღრძIლები?

Posted by: Scoorp 18 Feb 2015, 11:18
kimbra

მაგას მე ვერ გეტყვი ))))
გააჩნია რა მდგომარეობაშია კბილები და რა მმდგომარეობაშია ღრძილები
წელიწადში 5-ჯერ საჭირო არაა )
თუმცა გააჩნია რას იკეთებ.

მე წელიწადში ორჯერ 6 დღიან კურსს ვიტარებ ღრძილებზე სამკურნალოდ.

ბრეკეტები თავისთავად აუარესებს ღრძილების მდგომარეობას,მაგრამ კბილების გაუსწორებლობაც არ უხდება ღრძილებს და ))
უფრო მეტად მოვლა სჭირდება ამ შემთხვევაში ყველაფერს.

Posted by: kimbra 18 Feb 2015, 12:15
Scoorp
ძირითადად სავლებებით ვმკურნალობ ,მაგრამ ეხლა ლაზერით გადავწყვიტე ,იმედია ცოტა დიდხნიან შედეგს მომცემს
კბილები ძალიან კარგ მდგომარეობაში მაქვს ,უბრალოდ გასასწორებელია smile.gif)

შენ რა მეთოდით მკურნალობ?ლაზერზე რა იცი ,ესეც დროებითIა?


Posted by: Scoorp 18 Feb 2015, 12:28
kimbra

მე ექიმთან დავდივარ (მანანა ივერიელთან)
მიწმენდს ჯერ ქვებისგან და ნადებისგან,მერე მალამოს მისვამს, სავლებიც რამდენჯერმე
ანუ ეს მეორდება რამდენიმე დღე
მერე ლაზერით მალამო შეჰყავს (თუ რაღაც მსგავსი)
და ბოლო დღეს ხდება გათეთრება
გარდა მაგის სავლებს მინიშნავს სახლში,და რაღაც წამლებიც დამინიშნა მარა არ დამილევია biggrin.gif
ეხლა ბრეკეტები მიკეთია და მაინტერესებს როგორ გაწმენდს
ორშაბათს მივდივარ და ვნახოთ smile.gif

არ ვიცი შენ რას იკეთებ და დროებითია თუ არა..
კბილების მდგომარეობაში კიდე ვიგულისხმე ის რომ თუ წყობა დარღვეულია ეგეც ეხმარება ღრძილებს დაზიანებაში
ანუ გახეხვისას არ ხდება კარგად წმენდა.


Posted by: Egyptian 19 Feb 2015, 15:06
უსწრო მასწორო კბილებს როგორ ასწორებენ ?:////
ზევით კბილები მაქვს ზოგი ცოტა სხვა ფორმის, ზოგი სხვა ფორმის
უფრო სწორედ ყველა კბილი სხვადასხვა ფორმისაა , ისე საშინლად არ გამოიყურება როგორც ჟღერს მარა გასწორება მინდა biggrin.gif დაროგორ ხდება?
ბრეკეტები რას უშველის ფორმას?


Posted by: Unico 19 Feb 2015, 21:02
Egyptian
კბილებს გააჩნია. ზოგს აი უბრალოდ ფირფიტაც შველის და ზოგს ბრეკეტი სჭირდება. ყველა ვარიანტში, ბრეკეტი 100% ასწორებს კბილების წყობას.

მაგრამ სტომატოლოგთან კონსულტაციას ვერ აცდები biggrin.gif

Posted by: Egyptian 20 Feb 2015, 09:10
Unico
QUOTE
მაგრამ სტომატოლოგთან კონსულტაციას ვერ აცდები biggrin.gif

ეგ ჰო თავისთავად biggrin.gif
მაგრამ მეზარება მთელი წელი ან მეტი მაგ ბრეკეტებით სიარული
რავი :/

Posted by: Unico 20 Feb 2015, 12:47
Egyptian
მიეჩვევი. მე წელი და 4 თვეა რაც მიკეთია... მივეჩვიე user.gif

Posted by: rebelrebel 20 Feb 2015, 21:29
goga80
სად არის ტერიტორიულად ხო ვერ მეტყვიი.მადლობა წინასწარ

Posted by: Scoorp 21 Feb 2015, 10:45
უნიშოფში მიიღეს ბრეკეტის ჯაგრისები ზომის მიხედვით
სხვადასხვანაირია smile.gif
ვინმეს თუ გჭირდებათ

Posted by: goga80 21 Feb 2015, 17:44
rebelrebel
აღმაშენებლის გამზირი 126 კლინიკა უნიდენტი. ბოლო სართულზეა მეათე კაბინეტში

Posted by: dreamer@ 24 Feb 2015, 00:45
MyDecember
QUOTE
ასე თქმა ცოტა რთულია.. თუ ეს აქტიური ორთოდონტიული მკურნალობით არის გამოწვეული, როგორც წესი ცოტა ხანში უნდა ალაგდეს..

ასე ამიხსნა ექიმმაც ,ხშირია მკურნალობის დროს და თავისით გაუვლისო
თუ არ გაუარა და ზედმეტებს მოვაცილებთო help.gif
ხოდა თვითონ კი მითხრა არაფერია სანერვიულოვო მაგრამ
როგორ არ ვინერვიულო
რომ არ გაუაროს და მოჭრა თუ მოცილება დასჭირდეს
არ დაეტყობა ცუდად?
არაფერი არ გამიგია ასეთი

დამამშვიდეეეთ baby.gif

Posted by: NEIRON 24 Feb 2015, 17:36
QUOTE (Scoorp @ 21 Feb 2015, 10:45 )
უნიშოფში მიიღეს ბრეკეტის ჯაგრისები ზომის მიხედვით
სხვადასხვანაირია smile.gif
ვინმეს თუ გჭირდებათ

უნიშOპშI ვიყიდე ეგ ჯაგრისებიც 2-3 თვის წინ,
მერე პსპ ში, რომელიღაც იტალიური ბრენდი იყო,
ბოლოს ლალალუტის ვიყიდე, ფასიც და ხარისხიც მომეწონა, თAნ მე სულ რკინის მავთUლი როა, ეგ მიტყდებოდა რამდენიმე დღEშI gigi.gif, ეს ლაკალუტის უფრო კარგი ხარისხისაა ვიდრე წინა 2

Posted by: MyDecember 24 Feb 2015, 22:14
dreamer@
QUOTE
ასე ამიხსნა ექიმმაც ,ხშირია მკურნალობის დროს და თავისით გაუვლისო
თუ არ გაუარა და ზედმეტებს მოვაცილებთო 
ხოდა თვითონ კი მითხრა არაფერია სანერვიულოვო მაგრამ
როგორ არ ვინერვიულო
რომ არ გაუაროს და მოჭრა თუ მოცილება დასჭირდეს
არ დაეტყობა ცუდად?
არაფერი არ გამიგია ასეთი

თუ რამდენიმე თვეში არ ალაგდა, შესაძლებელია ჭარბი ნაწილის მოცილება ქირურგიულად
და ნუ შეგეშინდებათ ცუდად არ გამოჩნდება..
პირიქით ცუდად ჭარბი ღრძილოვანი ნაწილი ჩანს..
დასადგენია უფრო რის გამოა გამოწვეული:
1. აქტიური ორთოდონტიული მკურნალობით
2. ანთებითი პროცესით
3. ხომ არ არის რაიმეზე ალერგიული რეაქციის შედეგი
4. ან კიდევ სხვა რაიმე მიზეზე?

მე გირჩევდით გაიაროთ კონსულტაცია პაროდონტოლოგთანაც..

Posted by: dreamer@ 25 Feb 2015, 06:41
MyDecember
QUOTE
თუ რამდენიმე თვეში არ ალაგდა, შესაძლებელია ჭარბი ნაწილის მოცილება ქირურგიულად
და ნუ შეგეშინდებათ ცუდად არ გამოჩნდება..
პირიქით ცუდად ჭარბი ღრძილოვანი ნაწილი ჩანს..
დასადგენია უფრო რის გამოა გამოწვეული:
1. აქტიური ორთოდონტიული მკურნალობით
2. ანთებითი პროცესით
3. ხომ არ არის რაიმეზე ალერგიული რეაქციის შედეგი
4. ან კიდევ სხვა რაიმე მიზეზე?

მე გირჩევდით გაიაროთ კონსულტაცია პაროდონტოლოგთანაც..

გმადლობ პასუხისთვის 2kiss.gif
ორთოდენტისტი იძახის რომ კბილების გადაადგილებამ გამოიწვია შესიება
სტომატოლოგმა რომ დაუთვალიერა გაწმენდის დროს თქვა - უფრო საკვების ნარჩენების ბრალია
და კიდევ უფრო დიდხანს სჭირდება გახეხვის დროს ჯაგრისით ღრძილებზე მასაჟი რომ ბოლომდე გასუფთავდეს.
ალერგია და ანთება არ უხსენებია.
რათმქუნდა ყოველი ტრაპეზის შემდეგ იხეხავს მაგრამ როგორც ჩანს გულდასმით არაmad.gif


ალბათ ორივე ფაქტორმა იმოქმედა ((

QUOTE
თუ რამდენიმე თვეში არ ალაგდა,

რამდენიმე თვეში, ბრეკეტების მოხსნიდან?

Posted by: MyDecember 25 Feb 2015, 23:31
dreamer@
QUOTE
რამდენიმე თვეში, ბრეკეტების მოხსნიდან?

მოხსნის შემდეგაც..
ასევე ბრეკეტების ფონზეც, როდესაც ორთოდონტი სუსტი ძალებით იმუშავებს კბილთა გადასაადგილებლად..

Posted by: dreamer@ 26 Feb 2015, 19:14
MyDecember
გმადლობ 2kiss.gif

Posted by: uttarx 27 Feb 2015, 13:01
ნინო ბერიძის კლინიკაში ვიყავი და ბრეკეტების ფასი მითხრეს 2000 ლარი და ძვირი ხო არა?

Posted by: paddy 1 Mar 2015, 15:39
მოკლედ კბილების გასწორება მინდა და ორთოდონტმა კონსულტაციაზე მითხრა რამდენიმე კბილი ყველა მხრიდან ძვალში არ ზის და გადაადგილებისას შეიძლება ვაფშე დაკარგოოsad.gif არ ვიცი რა ვქნა, იქნებ მირჩიოთ რამე..

Posted by: salome456 1 Mar 2015, 16:28
6 თვეა რაც ბრეკეტები მიკეთია და ბოლო მისვლაზე რეზინები გამიკეთა, რამდენადაც ვიცი რეზინებს მაშინ უკეთებენ როდესაც მკურნალობის ბოლოშია გასული პაციენტი, თუ მეშლებაა, ვფიქრობ ადრე ხომ არ გამიკეთა .
მითხრა 24 საათი უნდა გეკეთოსო, მაგრამ იმდენად მტკივა რო ღამე ვერ ვუძლებ და ვიხსნი sad.gif თქვენც ესე იყავით , მალე მიეჩვიეთ ?

Posted by: Unico 1 Mar 2015, 22:46
salome456
მიეჩვევი რეზინებს, ეგ დამატებით ეხმარება ბრეკეტებს, რომ კბილები ნორმალურად დალაგდეს.

QUOTE
რამდენადაც ვიცი რეზინებს მაშინ უკეთებენ როდესაც მკურნალობის ბოლოშია გასული პაციენტი, თუ მეშლებაა, ვფიქრობ ადრე ხომ არ გამიკეთა .

ეს არ ვიცი. მაგრამ რახან გაგიკეთა, ესე იგი ასე იყო საჭირო.

Posted by: Addict 3 Mar 2015, 18:53
შემოგიერთდით ბრეკეტებიანთა არმიას :3

სასწაულად მექავება კბილებიიიიი რამდენ ხანში გამივლიიიის?

Posted by: KeP 6 3 Mar 2015, 22:44
თუ იცით რა შემთხვევაში იღებენ სიბრძნის კბილებს? ანუ აუცილებლად ყვრლას უღებენ?
ქვემოთ ჩანასახები არ მაქვს Dა ზემოთ არ მინდა რომ ამომიღონ, საღი კბილებია

Posted by: Unico 4 Mar 2015, 21:50
Addict
QUOTE
სასწაულად მექავება კბილებიიიიი რამდენ ხანში გამივლიიიის?

ყველასთვის ინდივიდუალურია. მაგრამ სადღაც დაახლოებით 4-5 დღეში.


KeP 6
იმ შემთხვევაში, თუ თანკბილვას არღვევს.
ანუ ასეთ შემთხვევაში


Posted by: KeP 6 4 Mar 2015, 22:21
Unico
Iმედია გადავეჩები smile.gif))

Posted by: ikebana 5 Mar 2015, 06:47
KeP 6

იმ შემთხვევაშიც რეკომენდებულია ამოღება თუ წმენდა ვერ ხერხდება.

Posted by: KeP 6 11 Mar 2015, 15:16

ikebana

მადლობა
ზოგადად ვიცი რომ რთულად ამოსაღებ კბილად ითვლება
ჩაშლილი ან რამე პრობლემური თუ არ არი რატოა რთული ?
დიდი შიშები მაწუხებს biggrin.gif

Posted by: Unico 13 Mar 2015, 12:08
KeP 6
აბა შეხედე, ყბების შეერთებასთან ახლოს არის, ანუ ცუდი მისადგომი აქვს, რამხელაზე უნდა დააღო ყბა, ხო ხვდები?
ზოგი სიბრძნის კბილი საერთოდ ყბის ძვალს ეწებება თუ ჩაეზრდება და მოკლედ, მთელი რიგი გართულებებია.
http://www.radikal.ru

ჩემი სიბრძნის კბილი ყანყალებდა და ამიტომ ამის შენარჩუნებას აზრი არ აქვსო, იოლად კი ამოაძრო, მაგრამ ანტიბიოტიკებს ვერ ავცდი.
ზოგის შემთხვევაში ნაკერებსც ადებენ, მინი ქირურგიული ოპერაციაა gigi.gif

აუ ეს რა მაგარი ფოტოა lol.gif

Posted by: KeP 6 13 Mar 2015, 12:14
Unico

მაგარი ფოტოა მართლა smile.gif)
პანირამის გადაღება მინდა ჩემი სურვილით და ექიმაა გიჟი ხარ შენო smile.gif) ადრე მაქვს გადაღებული და ესეთი მდგომარეობა არ არის კიდევ კარგი
ჩვეულებრივად ჩამოდის მაგრამ რა ვიცი .... დღე უნდა დავიბჟინო მერვე და იმედია არხი არ გაიხსნება
წესით არ უნდა იყოს ღრმა, მაგრამ შიგნითა ღრუ - არ ვიცი რა ქვია, არის დიდიო ადრე მითხრეს და მალევე დავა ნერვამდეო

Posted by: Scoorp 13 Mar 2015, 12:45
აი ვერ ვხვდები
თუ უსარგებლო კბილია
რას ამოდის საერთოდ biggrin.gif
ვინ სთხოვს ან ვინ ეხვეწება? gigi.gif

ლოყაში გამომივიდა ნახევრად, ზემოდან იმდენად ანომალიურად ჩამოდის
სად ეკვეტება boli.gif
მარა არ ამომიღია, მეც მეშინია სიბრძნის კბილის ამოღების ცოტა არ იყოს და gigi.gif
და ასეთ გართულებულ მდგომარეობაში მითუმეტეს
user.gif
მაგრამ ვგონებ მომიწევს,
ბრეკეტებს რო მოვიხსნი ესენი მერე ისევ მიაწვება დანარჩენებს
და ამირევს ალბათ mad.gif

Posted by: Kidnapped 14 Mar 2015, 01:25
ბრეკეტების რეზინები სად იყიდება არ იცით? მეზარება სტომატოლოგთან გასვლა

Posted by: uta_inter 14 Mar 2015, 15:01
მოკლედ მაქვს ეგეთი პრობლემა და იმედია მიშველით smile.gif
2-3 წლის წინ კბილების გასწორება გადავწყვიტე,დავიდე ფირფიტა და შედეგი 6 თვეში ძალიან კარგი შედეგიც მომცა. როგორც კი მოვიხსენი, ისევ ამერია წყობა,რადგან ენა აწევა წინა ორ კბილს.
ახლა თავიდან მინდა რომ დავიყენო ბრეკეტი ან ფირფიტა, მაგრამ რა გარანტია მაქვს,რომ მოხსნიდან 2-3 თვეში ისევ იგივე არ დამემართება?!

Posted by: MyDecember 14 Mar 2015, 16:26
Kidnapped Kid
QUOTE
ბრეკეტების რეზინები სად იყიდება არ იცით? მეზარება სტომატოლოგთან გასვლა

აფთიაქებში და სტომატოლოგიურ მაღაზიაებში, აღმაშენებლის გამზირზე ბევრია და იკითხე..
მაგრამ უნდა იცოდე რა ფირმის, სიდიდის და ძალის რეზინებს გინიშნავთ თქვენი ექიმი..

uta_inter
QUOTE
მოკლედ მაქვს ეგეთი პრობლემა და იმედია მიშველით
2-3 წლის წინ კბილების გასწორება გადავწყვიტე,დავიდე ფირფიტა და შედეგი 6 თვეში ძალიან კარგი შედეგიც მომცა. როგორც კი მოვიხსენი, ისევ ამერია წყობა,რადგან ენა აწევა წინა ორ კბილს.
ახლა თავიდან მინდა რომ დავიყენო ბრეკეტი ან ფირფიტა, მაგრამ რა გარანტია მაქვს,რომ მოხსნიდან 2-3 თვეში ისევ იგივე არ დამემართება?!

მკურნალობის დასრულების შემდეგ, აუცილებელია მიღებული შედეგის შენარჩუნება, რომლის რამდენიმე გზა და მეთოდი არსებობს..
გამომდინარე რომ თქვენ თვითნებურად მოიხსენით ფირფიტები მიიღეთ რეციდივი და დაგერღვათ კბილთა დგომა..
კვლავ მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში, აუცილებლად გაკეთდეს რეტენციული აპარატი, რომლის სახეობებზე და მეთოდებზე
თქვენს მიერ შერჩეული ორთოდონტი მოგაწვდით ინფორმაციას..
და გირჩევთ თქვენთვის ოპტიმალურ ვარიანტს..

Posted by: uta_inter 14 Mar 2015, 17:49
QUOTE (MyDecember @ 14 Mar 2015, 16:26 )
მკურნალობის დასრულების შემდეგ, აუცილებელია მიღებული შედეგის შენარჩუნება, რომლის რამდენიმე გზა და მეთოდი არსებობს..
გამომდინარე რომ თქვენ თვითნებურად მოიხსენით ფირფიტები მიიღეთ რეციდივი და დაგერღვათ კბილთა დგომა..
კვლავ მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში, აუცილებლად გაკეთდეს რეტენციული აპარატი, რომლის სახეობებზე და მეთოდებზე
თქვენს მიერ შერჩეული ორთოდონტი მოგაწვდით ინფორმაციას..
და გირჩევთ თქვენთვის ოპტიმალურ ვარიანტს..

დიდი მადლობა smile.gif

.......................

Posted by: Caveman 16 Mar 2015, 02:44
საშინლად მტკივა კბილები. ქვედა ორი საღეჭი. მარჯვენა და მარცხენა. არხის დაბჟენა ან ამოღება მირჩიეს. კითხვა მაქვს: ეხლა თუ ქადავწყვიტე ამოღება და ვთვათ 5 თვის მერე იმპლანტაცია გავიკეთო ამ 2 კბილის კაი იდეაა თუ არა. ამ კბილებს როცა ამოვიღებ. უნდა შევინახო იმისთვის რომ მაგ ფორმის ილმპლანტები გამიკეთონ თუ არ აქვს აზრი?



ვიცი ჩაინიკური შეკითხვებია, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა.. უკვე აბსცესი განმივითარდა 0(

Posted by: MyDecember 17 Mar 2015, 00:53
Caveman
QUOTE
კითხვა მაქვს: ეხლა თუ ქადავწყვიტე ამოღება და ვთვათ 5 თვის მერე იმპლანტაცია გავიკეთო ამ 2 კბილის კაი იდეაა თუ არა. ამ კბილებს როცა ამოვიღებ. უნდა შევინახო იმისთვის რომ მაგ ფორმის ილმპლანტები გამიკეთონ თუ არ აქვს აზრი?

თუ გირჩიეს არხის დაბჟენა და კბილის ასე ვთქვათ "გადარჩენა" ეს ძალიან კარგია..
კბილის ამოღებას ნებისმიერ დროს მოასწრებთ, ხოლო საკუთარი კბილი ხელოვნურს ნამდვილად ჯობია..
ხოლო რაც შეეხება ამოღებიდან 5 თვის შემდეგ იმპლანტის ჩასმას, ვფიქრობ ეს საკმაოდ ბევრი დროა,
ვინაიდან კბილის ამოღებისგან გაჩენილი სივრცე შეიძლება დაიკარგოს გვერდითი კბილების თავისუფალ სივრცეში გადაადგილების ხარჯზე..
და მომავალში სივრცის დეფიცის გაჩენა იმპლანტის და ხელოვნური გვირგივინის ჩასასმელად..
ამიტომ იმკურნალეთ და დაიბჟინეთ არხები, თუ ამას გირჩევთ თერაპევტი..
ხოლო როცა დადგება საკითხი კბილის ამოღების, გიარეთ კონსულტაცია ორთოპედთან და დაგეგმოთ თუ რა კონტრუქციას გაიკეთებთ
ამოღებული კბილის ადგილას..

Posted by: ikebana 18 Mar 2015, 05:41
Caveman
გადაწყვეტილება დამოკიდებული რეალურ სურათზე, რაც ჩვენ არ გვაქვს. რათქმაუბდა თუ კბილი მკურნალობას ექვემდებარება, უნდა იმკურნალოთ. დიაგნოზი ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული კვალიფიციური ექიმის მიერ, რადგან მკურნალობის უშედეგო მცდელობას ან დროებითი რემისიის მიღებას დროის კარგვასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილის კარგაც მოჰყვება კბილის ირგვლივ, რაც უფრო გაართულებს და გააძვირებს იმპლანტაციას.
იმპლანტაციის გადაწყვეტის შემთხვევაში მაქსიმალურად მალე უნდა ჩატარდეს იმპლანტაცია ამოღების შემდეგ, როგორც ჩემმა კოლეგამ გითხრათ. თუ შესაძლებელია დაუყოვნებელი იმპლანტაციაც ვარიანტია.
კბილის ამოღებამდე უნდა დაიგეგმოს იმპლანტაციის და პროტეზირების ეტაპებიც. ჯობია ამოღებაც ჩაატაროს ქირურგმა-იმპლანტოლოგმა, რათა მაქსიმალურად ჩეინარჩუნოს იმპლანტაციისთვის საჭირო ქსოვილები.
* * *
კბილების შენახვა საჭირო არაა. იმპლანტები მაინც ძალიან განსხვავებულია და თანაც ინდივიდუალურად არ მზადდება smile.gif

Posted by: White&Black 23 Mar 2015, 11:30
გამარჯობა, მოკლედ კბილების გასწორება მინდა და რომელ კლინიკას მირჩევთ? სამსახურის დაზღვევა მაქვს ალდაგში და პროვაიდერი კლინიკების სია,რომ მომაწოდეს პირველივე ახლოს რაც იყო იქ გავიარე კონსულტაცია HEALTHY DENT სულხან საბას 9 ნომერში. მოკლედ, მეტალის ბრეკეტები 1 ყბა 720 ლარიო (30% დაზღვევა იხდის)
და შემდეგ 1 ვიზიტი 40 ლარი. როგორი ფასია? ან თვითონ კლინიკის შესახებ თუ გსმენიათ ვინმესან ეს ვიზიტები თვეში რამდენი იქნება საჭირო?

Posted by: Scoorp 23 Mar 2015, 12:13
White&Black

თვეში 1 ვიზიტი სავალდებულოა ყველა ვარიანტში, სანამ ბრეკეტებს არ მოიხსნი.
ფასი ნორმალურია
მაგაზე იაფიანებიც არის და ძვირიანებიც smile.gif
გააჩნია ხარისხს და ექიმს

Posted by: White&Black 23 Mar 2015, 14:16
Scoorp
გმადლობ. პრინციპში ფასებზე მეც გავარკვიე ანუ ჩვეულებრივი ფასია არც ძვირია არც იაფია.
აი ეგ მაინტერესებს მეც თვითონ კლინიკის შესახებ თუ გსმენიათ რამე? ფასზე მეტად ხარისხი მაინტერესებ, ჩემ გარშემო ვნახე რამდენიმე ადამიანი ვინც 1-2 წელი ატარა და შედეგი 0 (ვიღაც ბერიძესთან). იგივე არ მინდა დამემართოს და წლები ტყუილა დავკარგო.

Posted by: Scoorp 23 Mar 2015, 14:53
White&Black

არაფრის
ჰომ გასწორება ერთია, შენარჩუნება მეორე smile.gif
ყველას ჰყავს ზოგადად ალბათ კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტი
თვითონ მაგ კლინიკის სახელი კი გამიგია, მაგრამ რამდენად კარგი ორთოდონტები ჰყავს ვერ გეტყვი,არაფერი მსმენია

Posted by: buub 26 Mar 2015, 13:50
თინა მიქაძეზე მაინტერესებს იქნებ ვინმემ იცით ბრეკეტების გაკეთება მინდა და მასთან რა ჯდება და ღირს თუ არა მასთან მისვლა?

Posted by: teooosh 1 Apr 2015, 00:41
buub

თინა მიქაძე მოძველებული ვარიანტია ჩემი აზრით მასზე ბევრად უკეთესი სპეციალისტები არსებობენ

White&Black

მე გირჩევ არაყიშვილზე ალეკო ნარიაშვილს, მისი პაციენტი ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. 1 ყბა ღირს 580 ლარი მეტალის ბრეკეტები, ვიზიტი 60 ლარი smile.gif

Posted by: Unico 2 Apr 2015, 00:11
QUOTE
ვიზიტი 60 ლარი

ძვირია : /
მაგდენს ვიხდი როცა რკალსაც ვცვლი. და რკალს ყველა ვიზიტზე არ მიცვლიდა.
ზოგადად 40 ლარს ვიხდი, ორივე ყბაზე მიცვლის იმ ფერად რეზინებს.

წარმომიდგენია რკალის გამოცვლის ფასი რომ დაემატება, 60 კიარა 80 ლარი გამოვა facepalm.gif

Posted by: ttt21 3 Apr 2015, 11:17
რამდენად სანდოა? კარგი კლინიკაა?
http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=32407&Itemid=1&lang=ka

Posted by: purple_girl 3 Apr 2015, 22:27
ხალხნო, კითხვა მაქვს smile.gif

ორშაბათს ვიკეთებ ბრეკეტებს bis.gif bis.gif bis.gif
ხოდა, გუჭინწინ ამოვიღე მეხუთე კბილი ( სრულიად საღი sad.gif ), სჭირდებოდა თანკბილვის გასწორებას.
და რა მაინტერესებს... გამოდის რომ მეხუთე დღეს ვიკეთებ ბრეკეტებს ამოღებიდან, საშიში არ არის? sad.gif

Posted by: teooosh 4 Apr 2015, 10:16
Unico
ყველაფერი შეღის 60 ლარში, რკალი ყველა ვიზიტზე იცვლება ღა არა მარტო რკალი, ფერაღი რეზინები, რეზინები, პატარა რკინის ღეტალები ღა ა.შ

Posted by: MyDecember 4 Apr 2015, 12:17
purple_girl
QUOTE
გამოდის რომ მეხუთე დღეს ვიკეთებ ბრეკეტებს ამოღებიდან, საშიში არ არის?

არ არის საშიში. რამდენიმე დღე სანაამ მოგიშუშდებათ ჭრილობა კბილის ამოღებიდან
და უკვე ამის შემდეგ მოხდება ბრეკეტ სისტემის ფიქსაცია..
teooosh
QUOTE
რკალი ყველა ვიზიტზე იცვლება ღა არა მარტო რკალი, ფერაღი რეზინები, რეზინები, პატარა რკინის ღეტალები ღა ა.შ

ყველა ვიზიტზე არ იცვლება რკალი, თუ რა თქმა უნდა 2-3 თვეში ერთხელ არ დადიხართ..
რკალების ცვლასაც თავისი რეკომენდირებული ვადები აქვს..
2-3-4 კვირაში ერთხელ რკალის გამოცვლაც არ არის სასურველი..

Posted by: Unico 4 Apr 2015, 15:30
teooosh
QUOTE
რკალი ყველა ვიზიტზე იცვლება ღა არა მარტო რკალი, ფერაღი რეზინები, რეზინები, პატარა რკინის ღეტალები ღა ა.შ


რკალზე გითხრეს.
ფერადი რეზინები ხო.

და ისე რეზინებს მეც ვიცვლი, მაგაზე სტომატოლოგთან ვიზიტი არ მინდა. ფოქსსა და იმპალას რეზინებს ვიყენებ.
და პატარა რკინის დეტალები არ ვიცი biggrin.gif მე ზედმეტი დეტალები არ მაქვს პირის ღრუში smile.gif

ფოქსი და იმპალა ერთად ვერ ვნახე, მაგრამ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ user.gif

Posted by: გობალა 6 Apr 2015, 09:38
მოკლედ ქვედა ყბის II კბილი მაქვს უკან გაწეული და თან განიერი იმ ადგილზე, რაც მას ეკუთვნის
ხოდა ის ზედმეტი ნაწილი რომ ჩავაქლიბინო და მართულის გასასწორებელი გავაკეთებინო, წინ ხომ წამოვა, რახან ადგილი ექნება?
რა ქვია ამ პროცედურას (ვილირებაო თუ რაღაც მგონი) და ვის მირჩევდით?

პს. 30 წლის ვარ

Posted by: MBB 6 Apr 2015, 13:22
ძალიან მიკვირს ამდენი რომ აქებს ნინო ბერიძეს... მე ძალიან უკმაყოფილო ვარ. როდესაც ვიკეთებდი ამ კლინიკაში ბრეკეტებს ვუთხარი დეიმონის ბრეკეტები მინდა იმიტომ რომ მერე კბილების ამოღება არ დამჭირდესთქო და გამიკეთეს ჩვეულებრივი მაინც, არ დაგჭირდება ამოღებაო. გავიდა ერთი წელი და ეხლა მეუბნებიან უნდა ამოიღოო! ძალიან გაბრაზებული ვარ sad.gif(( მირჩიეთ რა ვინმე კარგი ორთოდონტი. გამიგია რომ უცხოელია ერთი არაბი თუ თურქი არ მახსოვს კაცია... ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: salome456 6 Apr 2015, 16:50
MBB
უცხოელი ერთი რავინი ვიცი ინდოელია მგონი და ბევრი აქებს . ჩემი ექიმი მეც მეუბნება მერვე კბილი არ ამოიღოო და გავგიჟდები მერე რო მითხრას ამოსაღები გაქვსო sad.gif

Posted by: MyDecember 6 Apr 2015, 22:06
გობალა
QUOTE
მოკლედ ქვედა ყბის II კბილი მაქვს უკან გაწეული და თან განიერი იმ ადგილზე, რაც მას ეკუთვნის
ხოდა ის ზედმეტი ნაწილი რომ ჩავაქლიბინო და მართულის გასასწორებელი გავაკეთებინო, წინ ხომ წამოვა, რახან ადგილი ექნება?
რა ქვია ამ პროცედურას (ვილირებაო თუ რაღაც მგონი) და ვის მირჩევდით?
პს. 30 წლის ვარ

თუ კბილთა დგომაა დარღვეული როგორც თქვენ ამბობთ, სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ორთოდონტთან
ის კი დაწვრილებით გეტყვით საჭიროა თუ არა ჩაქლიბვა კბილების, თუ ეყოფა ადგილი მათ რკალში ჩასაყენებლად..
გასწორებით დამოკიდებულია კლინიკურად რა სურათია პირის ღრუში, სავარაუდოდ დაგჭორდებათ ბრეკეტის გაკეთება
ან მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატი..

MBB
QUOTE
ვუთხარი დეიმონის ბრეკეტები მინდა იმიტომ რომ მერე კბილების ამოღება არ დამჭირდესთქო

გასწორება კბილების ამოღების გარეშე, ეგ დეიმონის მარკეტინგული გათვლაა..
საჭიროა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში კბილის ამოღება ამის გადაწყვეტა ხდება ანაბეჭდის აღების შემდეგ მოდელებზე ჩატარებული გაზომვების შემდეგ..
რაც შეეხება ამოღებას ამის გადაწყვეტა უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყების წინ ან აპარატის ფიქსაციიდან უახლოეს რამდენიმე თვეში..

დეიმონ სისტემა შედარებით ძვირი ჯდება, როგორც პაციენტისთვის ასევე ექიმისთვის და ის არაა გარანტი იმის
რომ ჩაიტარებთ მკურნალობას კბილის ამოღების გარეშე, თუ ამის საჭირობა არის..

რამდენი ხანია რაც გიკეთიათ ბრეკეტები? და რომელი კბილის (ების) ამოღებაზეა საუბარი?


Posted by: teooosh 6 Apr 2015, 22:24
MyDecember
2-3 თვეში ერთხელ სიარულს რა აზრი აქვს თუ საჭიროა თვეში რამდენჯერმეც დავდივარ.
Unico
ყველა ექიმს თავისი მეთოდი აქვს მე ჩემს ექიმს ვენდობი, შენ კიდე რატო გაღიზიანდი ვერ მივხვდი wink.gif

Posted by: Unico 7 Apr 2015, 11:54
teooosh
არ გავღიზიანდი.
ძვირია თქო.
თუ გეხალისება, გადაიხადე. ჩემი რა მიდის biggrin.gif

Posted by: purple_girl 7 Apr 2015, 22:49
MyDecember


დიდი მადლობა პასუხისთვის.

გავიკეთე ბრეკეტები bis.gif

მაგრამ... არანაირი ანაბეჭდი არ აუღიათ ისე ამომიღეს მეხუთე კბილი eek.gif
QUOTE
საჭიროა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში კბილის ამოღება ამის გადაწყვეტა ხდება ანაბეჭდის აღების შემდეგ მოდელებზე ჩატარებული გაზომვების შემდეგ..


ეჭვი შევიტანო ჩემი ორთოდონტის პროფესიონალიზმში? cry.gif

Posted by: MyDecember 8 Apr 2015, 10:02
purple_girl
არაფრის yes.gif
QUOTE
გავიკეთე ბრეკეტები

წარმატებულ და შედეგიან მკურნალობას გისურვებთ..
bis.gif
QUOTE
ეჭვი შევიტანო ჩემი ორთოდონტის პროფესიონალიზმში? 

არა..
ანაბეჭდების აღება და მათზე გაზომვების ჩატარება დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც ორთოდონტები ვიყენებთ..
ზოგი ორთოდონტი არ იყენებს ამ მეთოდს..

Posted by: KeP 6 8 Apr 2015, 11:51
ბრეკეტები არ მაქვს მაგრამ თქვენზე კარგად ვის Eცოდინება smile.gif))
ფლოსი უნდა ვიყიდო და რომელს მირჩევთ?
კიდევ კბილებს შორის სივრცისთვის რა შეიძლება გამოვიყენო?

სავლებები კარგია?

Posted by: MyDecember 8 Apr 2015, 21:49
KeP 6
QUOTE
ფლოსი უნდა ვიყიდო და რომელს მირჩევთ?

ბევრ ფირმას აქვს ფლოსი, აფთიაქში შეგიძლიათ აარჩიოთ..
QUOTE
კიდევ კბილებს შორის სივრცისთვის რა შეიძლება გამოვიყენო?

არსებობს წვრილთავიანი ჯაგრისები, რომელთა არჩევანი ძალიან დიდია აფთიაქებში..
შეგიძლიათ რამდენიმე სხვადასხვა ზომის და სიდიდის შეიძინოთ..
დაახლოებით ასეთი დიზაინი აქვთ:

http://pix.ge/

Posted by: KeP 6 8 Apr 2015, 22:03
MyDecember
მადლობა smile.gif ავარჩევ აუცილებლად

Posted by: Scoorp 9 Apr 2015, 12:34
MyDecember

ესენი იყიდება ზუსტად უნიდენტში

მარა ბოლო ორი ზომა როგორ უნდა გამოიყენო ადამიანმა ვერ ვხვდები biggrin.gif

Posted by: purple_girl 9 Apr 2015, 14:53
MyDecember

QUOTE
წარმატებულ და შედეგიან მკურნალობას გისურვებთ..



მადლობაა bis.gif bis.gif

მეოთხე დღეა მიკეთია და ისევ ძაან მტკივა კბილები sad.gif რამდენ ხანში გამივლის?

Posted by: MyDecember 10 Apr 2015, 00:01
Scoorp
QUOTE
ესენი იყიდება ზუსტად უნიდენტში

კი ცოტა ხნის წინ შემოიტანეს და დიდი არჩევანი აქვთ ბრეკეტის ჯაგრისების.. yes.gif

purple_girl
QUOTE
მეოთხე დღეა მიკეთია და ისევ ძაან მტკივა კბილები  რამდენ ხანში გამივლის?

ტკივილის ზღვარი ყველა ადამიანში ინდივიდუალურია..
ზოგს კორექციის შემდეგ 10-15 წუთი სტკივა კბილები, ზოგს მეორე დღეს რამდენიმე საათი, ზოგს დღეც..
ასევე გააჩნია კბილთა დგომასაც.. თუ ძალიან გტკივათ კბილები და ეს დისკომფროტს გიქმნით
რაიმე სუსტი ტკივილ გამაყუჩებელი დალიეთ, რასაც მაგალითად თავის ტკივილის დროს იღებთ..

Posted by: გობალა 16 Apr 2015, 11:21
MyDecember
QUOTE
თუ კბილთა დგომაა დარღვეული როგორც თქვენ ამბობთ, სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ორთოდონტთან
ის კი დაწვრილებით გეტყვით საჭიროა თუ არა ჩაქლიბვა კბილების, თუ ეყოფა ადგილი მათ რკალში ჩასაყენებლად..
გასწორებით დამოკიდებულია კლინიკურად რა სურათია პირის ღრუში, სავარაუდოდ დაგჭორდებათ ბრეკეტის გაკეთება
ან მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატი..



აი ასეთი ვარ და აზრი აქვს მისვლას? ბრეკეტებს ვერ გავიკეთებ

და ჩემთვსი მავთულის ფირფიტის გაკეთებას აზრი აქვს კბილების კიდეების დაქლიბვის შემთხვევაში

http://www.radikal.ru

Posted by: MyDecember 16 Apr 2015, 12:18
გობალა
QUOTE
აი ასეთი ვარ და აზრი აქვს მისვლას?

გასწორებას აქვს აზრი.. yes.gif
QUOTE
და ჩემთვსი მავთულის ფირფიტის გაკეთებას აზრი აქვს კბილების კიდეების დაქლიბვის შემთხვევაში

კი შესაძლებელია ფირფიტითაც გასწორება, მაგრამ დაგეთანხმებით ფირფიტებით გასწორების შემთხვევაში
შეიძლება საჭირო გახდეს ქვედა ყბის კბილების შემხები ზედაპირების ჩაქლიბვა..
მაგრამ ფირფიტის შემთხვევაში შედარებით მეტი დრო დაგჭირდებათ გასწორებაზე
ვიდრე ბრეკეტ სისტემით..
ნუ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ასევე თქვენს ასაკზე..

Posted by: luckboy 19 Apr 2015, 16:56
გამარჯობათ, ბრეკეტები რომელიც არ სჩანს გამოდგება ქვედა კიბლებზე? ქვემოთ მაქვს კბილები არასწორად მიხრილ მოხრილი და გასწორება მინდა, თუმცა თან ისე მინდა რომ არ ჩანდეს biggrin.gif

Posted by: Itgirl 20 Apr 2015, 15:43
ბრეკეტების/ფირფიტების ჩასმისას არის თუ არა აუცილებელი მე-8 კბილების ამოღება? რამდენიმე ორთოდონტთან ვიყავი კონსულტაციაზე, ზოგმა მითხრა, რომ უნდა ამოვიღო, ზოგმა მითხრა - არ დაგჭირდება და ზოგადად მე-8 ების ამოღება ძველი მეთოდიაო და ხშირ შემთხვევაში არ არის საჭიროო. მე-8 კბილები ნახევრად ამოსული მაქვს.

Posted by: Scoorp 20 Apr 2015, 16:17
Itgirl

ესე ერთმნიშნველოვნად ვერავინ გეტყვის საჭიროა თუ არა
გააჩნია ორთოდონტი როგორ ხედავს წყობას
ამოღება ბრეკეტების გაკეთების მერეც შეიძლება

ვისთანაც გადაწყვეტ მისვლას, იმას დაუჯერე და ეგ იქნება


Posted by: KeP 6 20 Apr 2015, 16:18
Itgirl
ამ თემაში 35-ე გვერდზე ნახე
მე ვიკითხე და ამიხსნეს smile.gif

Posted by: Itgirl 20 Apr 2015, 17:42
KeP 6
Scoorp
გმადლობთ გამოხმაურებისთვის!

Posted by: Nikusha04 21 Apr 2015, 19:25
მოკლედ ბრეკეტების გაკეთება მინდა ზედა რამოდენიმე კბილი მაქვს შეწეული ,ქვემოთ სწორედ მაქვს მხოლოდ 1 კბილი მაქვს შეწეული და რა მაინტერესებს მარტო ზემოთ რო გავიკეთო შეიძლება ? ვიღაცამ მითხრა მერე წესიერად ვერ დაკეტავ პირს ყბები აცდებაო, ხო და კიდე ფასი მაინტერესებს რა ჯდება კაი ბრეკეტები რო ჩავისვა დაახლოებით და სადაა კაი კლინიკა ?

Posted by: nino_nini 21 Apr 2015, 22:23
აუუ ხალხო ბრეკეტებს რამდენ ხანში შევეგუები?დღეს ჩავისვი და აღარ შემიძლია,ნერვებზე ძალიან მოქმედებს.

Posted by: Nikusha04 22 Apr 2015, 01:42
QUOTE (nino_nini @ 21 Apr 2015, 22:23 )
აუუ ხალხო ბრეკეტებს რამდენ ხანში შევეგუები?დღეს ჩავისვი და აღარ შემიძლია,ნერვებზე ძალიან მოქმედებს.

რა დაგიჯდა? სად ჩაისვი ? ძაან ცუდი რამეა? biggrin.gif

Posted by: nino_nini 22 Apr 2015, 02:40
QUOTE (Nikusha04 @ 22 Apr 2015, 01:42 )
QUOTE (nino_nini @ 21 Apr 2015, 22:23 )
აუუ ხალხო ბრეკეტებს რამდენ ხანში შევეგუები?დღეს ჩავისვი და აღარ შემიძლია,ნერვებზე ძალიან მოქმედებს.

რა დაგიჯდა? სად ჩაისვი ? ძაან ცუდი რამეა? biggrin.gif

300 ლარი ორივე ყბა + 25 ლარი ზომების აღება.თი & ელ დენტში,ალმასიანის ქუჩაზეა.
ვგრძნობ,რომ ყველა კბილი დაჭიმული მაქვს,მაგრამ ეს არ არის პრობლემა,გინდაც ამტკივდეს არც ეგ იქნება,მაგრამ ტუჩებს რომ ეხება,საშინელებაა.ვიზუალურად ისეთი პატარა და საყვარელი ჩანს,მაგრამ გაკეთებული ძალიან მაღალია.პირს თუ დავხუვარ,საერთოდ ვგიჟდები.ასე რომ რაც მოვედი ღია მაქვს(ნუ რამდენუმე წამით მოვხურავ ხოლმე,რომ დავისვენო).ვერც ვიძინებ.ლამისაა მოვიგლიჯო.ჩემი საკუთარი ფულით რომ ვისწორებდე,მაგაზეც წავიდოდი.აღარ შემიძლიაააა
ადრე სირმა მქონდა ზედა კბილებზე და იმას რამდენიმე საათში შევეგუე.ისიც საშინელება იყო,მაგრამ ამას ვერც შევადრი.
.

Posted by: Scoorp 22 Apr 2015, 10:28
nino_nini

ნუ განიცდი ეგრე მტკივნეულად და ნუ აღიქვამ კატასტროფად
შეეგუები მალე
ჯერ ხო მარტო ზედაზე გაგიკეთეს?
მეც არ მსიამოვნებს ტუჩს შიგნიდან რო ედება ამხელა პლასტმასი თუ რაცაა მარა რას ვიზამთ biggrin.gif
ცოტა უნდა მოითმინო
სამაგიეროდ მერე იმედია კმაყოფილი იქნები რო მოიხსნი და ჩათვლი რო ღირდა წვალებად biggrin.gif
გაგივლის მალე ეგ შეგრძნება და შეეგუები

Posted by: Itgirl 22 Apr 2015, 13:06
nino_nini

QUOTE
300 ლარი ორივე ყბა + 25 ლარი ზომების აღება.თი & ელ დენტში,ალმასიანის ქუჩაზეა.


ასე იაფი დაგიჯდა ორივე თან? მეტალის ბრეკეტებია? მე სადაც ვნახე, ბრეკეტების მინიმალური ფასი ორივე ყბაზე ორჯერ ძვირი იყო.

Posted by: MyDecember 22 Apr 2015, 13:22
QUOTE
ასე იაფი დაგიჯდა ორივე თან? მეტალის ბრეკეტებია? მე სადაც ვნახე, ბრეკეტების მინიმალური ფასი ორივე ყბაზე ორჯერ ძვირი იყო.

+1

Posted by: nino_nini 22 Apr 2015, 14:50
QUOTE (MyDecember @ 22 Apr 2015, 13:22 )
QUOTE
ასე იაფი დაგიჯდა ორივე თან? მეტალის ბრეკეტებია? მე სადაც ვნახე, ბრეკეტების მინიმალური ფასი ორივე ყბაზე ორჯერ ძვირი იყო.

+1

ხო,მეტალისაა.ჰოთსეილზე ვნახე ფასდაკლება.
* * *
QUOTE (Scoorp @ 22 Apr 2015, 10:28 )
nino_nini

ნუ განიცდი ეგრე მტკივნეულად და ნუ აღიქვამ კატასტროფად
შეეგუები მალე
ჯერ ხო მარტო ზედაზე გაგიკეთეს?
მეც არ მსიამოვნებს ტუჩს შიგნიდან რო ედება ამხელა პლასტმასი თუ რაცაა მარა რას ვიზამთ biggrin.gif
ცოტა უნდა მოითმინო
სამაგიეროდ მერე იმედია კმაყოფილი იქნები რო მოიხსნი და ჩათვლი რო ღირდა წვალებად biggrin.gif
გაგივლის მალე ეგ შეგრძნება და შეეგუები

მადლობა გამოხმაურებისთვის.
ხო,ჯერ ზედა გამიკეთეს.ქვედა 1 ან 2 თვის მერეო.
შენ რამდენი ხანია რაც ატარებ?
რაც დრო გადის თითქოს სულ უფრო მაღლდება.ლამისაა თავი გამისკდეს,სახეც დამეღალა.ჩემები მოხსნის უფლებას არ მაძლევენ,დამამშვიდებელი დალიეო.

Posted by: Scoorp 22 Apr 2015, 15:47
nino_nini

არაფერი არ უნდა მაღლდებოდეს
განცდა გაქვს ალბათ ეგეთი
ერთი თვეა რაც ქვედაზეც გამიკეთეს
ზედაზე მეცხრე თვეა უკვე
დალიე დამამშვიდებელი და გამაყუჩებელიც ტუ გტკივა და ეცადე დამშვიდდე

Posted by: Unico 22 Apr 2015, 16:01
QUOTE
აუუ ხალხო ბრეკეტებს რამდენ ხანში შევეგუები?დღეს ჩავისვი და აღარ შემიძლია,ნერვებზე ძალიან მოქმედებს.

გაკეთების დღიდან შიგნით მაქვს დათეთქვილ, დაწეწკილ, დასინიაკებული.

მაგრამ რას ვიზამ, სანამ არ მოვიხსნი იქამდე უნდა შევეგუო user.gif

Posted by: MyDecember 22 Apr 2015, 22:26
Unico
QUOTE
გაკეთების დღიდან შიგნით მაქვს დათეთქვილ, დაწეწკილ, დასინიაკებული.

ორთოდონტიული ცვილი გაუკეთე ბრეკეტებს ზედ
იმათ რომელიც გიღიზიანებს ლორწოვანს
ასევე შეგიძლია გვირილის ან ჩაის სავლები გაიკეთო დღეში 3-ჯერ
და შეწითლებულ / შეშუპებულ ლორწოვანზე ხოლისალის ან მწვანე მალამო წაისვა

Posted by: nino_nini 25 Apr 2015, 22:12
უკვე 5 დღე შესრულდა რაც ჩავისვი.ისე აღარ ვარ,როგორც პირველსა და მეორე დღეს ვიყავი,არცმტკივა,მაგრამ მე-3,მე-4 და მე-5 დღეებს შორის განსხვავება საერთოდ არ იგრძნობა.გამოდის,რომ ამის არსებობას სულ ვიგრძნობ(მოჭერას და უხეშ ზედაპირს)?

Posted by: quchi 11 May 2015, 13:23
ჩემ შვილს აქვს კბილებით წყობის პრობლემები, მინდა გაუკეთო ბრეკეთები, იქნებ მირჩიოთ სად გავუკეთო, რა ფასია მისდაღები და რას უნდა მივაცქციო ყურადღება გაკეთებისას?

Posted by: Nikusha04 12 May 2015, 01:12
დღეს ჩავისვი ბრეკეტები ჯერ მარტო ზედა კერამიკის არ მეგონა ესეთი საგრძნობი თუ იქნებოდა, მარა არაუშავს ერთადერთი ჭამის დროს მგონია რო მომძვრება და წესიერად ვერ ვჭამმმ sad.gif sad.gif

Posted by: Dark_Sky 20 May 2015, 22:22
ვინმემ მითხარით რატომ არ შეიძლება ჩიფსები ვჭამო? user.gif

შეიძლება ბრეკეტი მომძვრეს თუ კიდევ რაიმე სხვა სახის დატვირთვა აქვს ამ აკრძალვებს?

Posted by: Scoorp 20 May 2015, 23:44
Dark_Sky


ჩიფსებზე ვინ გითხრა არაო?
მაგარი ტიპის საჭმელი არ შეიძლება
ეგრე კევიც აკრძალული გვაქვს მაგრამ მე მაინც ვღეჭავ :/

Posted by: Dark_Sky 21 May 2015, 00:08
Scoorp
სტომატოლოგმა, თხილი მზესუმზირა ჩიფსები და ეგეთები... კევიც ხოდა თუ იმიტო ამიკრძალა რომ მომძვრება მაშინ მაინც დავღეჭავ და თუ სხვა რამის გამო ეგ მაინტერესებს და იქნებ ვინმემ იცოდეს ზუსტად )))

Posted by: Scoorp 21 May 2015, 10:19
Dark_Sky

მზესუმზირასაც ვჭამ, ხელით ვარჩევ უბრალოდ biggrin.gifD
არაფერი არ მოგძვრება )))))
მაგარი საჭმელი არ უნდა ჩაკბიჩო უბრალოდ
ნელნელა მიხვდები შენ თვითონაც

კითხე შემდეგ ვიზიტზე, რატო აგიკრძალა : ))

Posted by: buub 28 May 2015, 22:59
ორთოდონტიაში ბრეკეტების ფიქსაციისას ყბის გათიშვის საჭიროება რას ნიშნავს? რა პროცედურაა ამიხსენით ვინმემ

Posted by: MyDecember 2 Jun 2015, 18:09
buub
QUOTE
ორთოდონტიაში ბრეკეტების ფიქსაციისას ყბის გათიშვის საჭიროება რას ნიშნავს? რა პროცედურაა ამიხსენით ვინმემ

უშუალოდ ფიქსაციის დროს? ანუ როცა ხდება ბრეკეტის დაწებება თუ მკურნალობის პროცესში გითხრათ რომ დაგჭირდებათ?
რაც შეეხება ყბების გათიშვას ერთმანეთისგან ანუ დაშორებას, ხშირად ვიყენებთ ორთოდონტიაში,
როდესაც კბილები უკუთანკბილვაშია ერთმანეთთან და რიგ სხვა შემთშვევებში..
უფრო კონკრეტულად თუ იტყვით შევძლებ გაგცეთ პასუხი თქვენს კითხვაზე..

Posted by: San1 8 Jun 2015, 10:30
ძალიან ბევრგან და ხშირად მინახავს, ან საზაფხულო აქციაა ან რამე სხვა აქცია, როცა ორივე ყბააზე ბრეკეტები ღირს 450 ლარი
გამჭვირვალე ღირს 650 ლარი
ხოდა რამე იაფფასიანი მასალით ხო არ კეთდება, ღირს გაკეთება?

Posted by: prosvet 11 Jun 2015, 04:35
12 თვე შესრულდა რაც მიკეთიაააააააააა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
12 თვეც ვუძლებბბბ და ჰააააალილუუუუიაააააა !!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გაუძელითთთ ხალხნო და ჯამანთნო :DDDDDDDDDDD

Posted by: buub 11 Jun 2015, 15:49
MyDecember
ჯერ ფიქსაცია გაკეთდა ბრეკეტის ზედა ყბაზე და მითხრა შეიძლება მერე ყბების გათიშვა გახდეს საჭიროო, ქვედაზე 2თვეში გამიკეთებენ,

QUOTE
ყბების გათიშვას ერთმანეთისგან ანუ დაშორებას

ანუ დაშორებაა? და რა შემთხვევაში ხდება საჭირო და რა შედეგს იძლევა?

Posted by: MyDecember 11 Jun 2015, 21:20
San1
QUOTE
ძალიან ბევრგან და ხშირად მინახავს, ან საზაფხულო აქციაა ან რამე სხვა აქცია, როცა ორივე ყბააზე ბრეკეტები ღირს 450 ლარი
გამჭვირვალე ღირს 650 ლარი

ორივე ყბისთვის აღნიშნული ფასები საკმაოდ იაფია და როგორც წესი ეს გამოყენებულ მასალაზეც აღინიშნება..

buub
QUOTE
ანუ დაშორებაა? და რა შემთხვევაში ხდება საჭირო და რა შედეგს იძლევა?

კი სპეციალური გზით ხდება ზედა და ქვედა ყბის ერთმანეთისგან დაშორება გარკვეული აპარატებით..
რიგ შემთხვევაში მაგალითისთვის როდესაც ერთი ან რამდენიმე კბილი უკუთნაკბილვაშია
და საჭიროა ყბების დაშორება რომ ეს კბილები გადმოჯგუფდნენ და დადგნენ სწორად..
მაგალითად როცა ასეთი შემთხვევაა საჭიროა ყბების ერთმანეთისგან გათიშვა..

http://pix.ge/

Posted by: San1 12 Jun 2015, 22:20
MyDecember
QUOTE
ორივე ყბისთვის აღნიშნული ფასები საკმაოდ იაფია და როგორც წესი ეს გამოყენებულ მასალაზეც აღინიშნება..

და რა გამოდის რომ შედეგი იგივე არ აქვს რაც ძვირიანს? თუ რაში აისახება მასალის ხარისხი?

Posted by: Unico 13 Jun 2015, 16:52
QUOTE
თუ რაში აისახება მასალის ხარისხი?

რაში უნდა აისახებოდეს, გარდა იმისა, რომ ცუდი ბრეკეტები კბილებს ვერ გაასწორებს კარგად.

აუ, მე რამდენი ხანია მაქვს, უკვე სათვალავი ამერია.. ორი კბილი დარჩა გასასწორებელი, მეჯიუტებიან და არაფრით არ უნდათ წყობში ჩადგომა, ხოდა რეზინებიც არ შველის, ამიტომ დამატებით სამაგრებს გააკეთებს smile.gif


Posted by: l-e-v-a-n 24 Jun 2015, 23:25
კბილების გათეთრება-გასწორება მინდა, ვინმეს შეუძლია დამაკვალიანოს, რჩევები მომცეს სად მივიდე?
ჯერ რო გავითეთრო და მერე ჩავისვა ბრეკეტები ხო შეიძლება?

Posted by: salome456 26 Jun 2015, 16:31
l-e-v-a-n
ბრეკეტების ჩასმამდე უნდა მოხდეს პირის ღრუს გაწმენდა , ბრეკეტების მოხსნის მერე ჯობია გათეთრება ნუ მე ესე ვაპირებ ..


ზერეკიძესთან ვინც დადიხართ ან უკვე გაისწორეთ ყველას ორ წელი გეკეთათ ? სექტემბერში იქნება ერთი წელი რაც მიკეთია შედეგი უკვე მომწონს , თვითონაც აღნიშნავს რო გამისწორდა, მეგონა წელიწად ნახევარში მაინც მომხსნიდა და მეუბნება მაინც ორი წელი გჭირდებაო sad.gif sad.gif

Posted by: Scoorp 26 Jun 2015, 16:55
salome456

მე არც ვეკითხები მოხსნაზე ჯერ არაფერს smile.gif)
1 თვეში გახდება 1 წელი ჩემს შემთხვევაში
2 წელი ყველა ვარიანტში რო მომიწევს შეგუებული ვარ
იმის იქით არ მინდა უბრალოდ ძალიან გადამიცილოს დრო
ჩემ კბილებსაც სულ აქებს, და იმედია დაზეპირებულად არ იმეორებს gigi.gif
თავის დასამშვიდებლად )))

შეხედე შენც,
ახალი წლიდან შეუჩნდი რო 2 წლის თავზე მაინც მოგხსნას ყველა ვარიანტში

შეგიძლია პმ-ში მანახო როგორ მდგომარეობაში გაქვს ახლა?

Posted by: l-e-v-a-n 26 Jun 2015, 17:30
salome456
მადლობა პასუხისთვის, კბილების გასწორება კუბლაშვილთან მაქვს გადაწყვეტილი
გათეთრებაზე ვის მირჩევ?

Posted by: salome456 27 Jun 2015, 15:39
Scoorp
ბრეკეტების მოხსნის მერე ხო რეტეინერი უნდა გაკეთდეს და თუ იცი ამაში ცალკე ფულს ვიხდით ან რამდენ ხნიანია ? რა უბედურებაა ორი წელი გიკეთია ბრეკეტი მოიხსნი და კიდე რაღაც უნდა გაიკეთოო sad.gif sad.gif
l-e-v-a-n
QUOTE
გათეთრებაზე ვის მირჩევ?

არვიცი არავინ, მეც გასარკვევი მაქვს..

Posted by: Scoorp 27 Jun 2015, 17:25
salome456

რეტეინერი ფასში შედის როგორც მითხრეს თავიდან
ნუ ეს ჩვენი კბილების თავისებურებაა მგონი რო მაინც არევისკენ მიდის გასწორების შემთხვევაში
რეტეინერი ზოგს მთელი ცხოვრება უკეთიაო smile.gif)
ზოგს 3-4 წელი
გათეთრება როგორ გინდათ ? ზუმის აპარატით?
ძალიან თეთრი როა ხოლმე?

Posted by: salome456 27 Jun 2015, 18:32
Scoorp
QUOTE
გათეთრება როგორ გინდათ ? ზუმის აპარატით?
ძალიან თეთრი როა ხოლმე?

ვაიმე არვიცი , თეამ მითხრა კაპებითო , ბრეკეტებს რო მოიხსნი ხუთბალიანი სისტემით შევაფასებთ ემალსო და რავიცი მერე ვკითხავ ვისთან მირჩევს მისვლას.

Posted by: JizZy 2 Jul 2015, 13:18
სალამი, კბილების გასწორება მინდა მხოლოდ ზედა მხარეს. ვინმე მირჩიეთ რომელიც ძალიან მეძვირე არ არის და განვადებით გააკეთებს..


Posted by: gretta19 5 Jul 2015, 16:09
ეს ორთოდინტიული ცვილი სად იყიდება? rolleyes.gif

Posted by: Addict 5 Jul 2015, 21:13
QUOTE (gretta19 @ 5 Jul 2015, 16:09 )
ეს ორთოდინტიული ცვილი სად იყიდება? rolleyes.gif

მე თავიდან ბრეკეტები რომ გავიკეთე იქვე კლინიკასთან არსებულ მაღაზიაში ვიყიდე, პატარა ერთი ციცქნა პლასმასის ჩასადებშია ცვილი საასიამოვნო სუნით smile.gif))


ინტერდენტალურ ჯაგრისებს სად ყიდულობთ და რომელი ჯობია? მე მქონდა TePe და მალე ტყდება....

Posted by: l-e-v-a-n 7 Jul 2015, 01:43
კუბლაშვილთან გადავყწიტე გაკეთება, კერამიკას და თვითლიგირებად კერამიკას შორის რა სხვაობაა გარდა 200 ლარისა? biggrin.gif ეფექტურობის მხრივ ერთია კერამიკაც და მეტალიც და თვითლიგირებადი კერამიკაცო ასე თქვა კუბლაშვილმა, სხვა რა სხვაობაა რითი გამოირჩევა თვითლიგირებადი კერამიკა
და კიდე, კბილების გასწორება ავტომატურად იწვევს ყბის "ფორმაში ჩადგომას" თუ ცალკე,დამატებითი პროცესია?

Posted by: Caligola 7 Jul 2015, 12:10
ერთი თვის წინ ჩავისვი ბრეკეტები ზედა ყბაზე. და რამდენიმე დღის წინ ქვედაზეც. იმ დღესვე რბილი საკვები შევჭამე და მიუხედავად ამის ბოლო კბილების "უშკებიდან" სინა გამოძვრადა. ექიმს დავურეკე ავუხსენი რაც მოხდა და მითხრა ერთი თვის მერე რომ მოხვალ ჩავასწოროთო. მაინტერესებს რამდენად მართებულია მთელი თვე ასეთ მდგომარეობაში დატოვება. და იქონიებს თუ არა გავლენას მსგავსი შემთხევევები მომავალშიც.

Posted by: Scoorp 7 Jul 2015, 12:18
gretta19

უნიდენტში ვიყიდე
ნუ ალბათ სხვაგანაც იქნება

Addict

ინტერდენტალური როგორია? ბრეკეტის ჯაგრისს გულისხმობ თუ სხვა რამეა და არ ვიცი biggrin.gif

l-e-v-a-n

გააჩნია ყბა რა მდგომარეობაშია
და რამდენი წლისაა პაციენტი
ზრდასრულზე იმდენად კარგად ვერ გასწორდება ყბა, ჩამოყალიბებულია უკვე მაგ დროს ყველაფერი
და მოზარდზე უფრო დიდი შედეგი აქვთ ხოლმე როგორც ვიცი
ნუ ოდნავ შეიცვლება ფორმა
კბილების გასწორების დროს შვრებიან მგონი ისე რო ყბამაც შეიცვალოს ადგილი
ნუ მგონი ასეა

Posted by: pleita 7 Jul 2015, 16:38
გამარჯობა ბავშვებო. შარტავაზე რომ ლიზ დენტია 42 ნომერში. ხომ არ იცით კარგი ორთოდონტია ანა? (გვარი არ მახსოვს..). 350 ლარი რამდენად ნორმალური ფასია ორივე ყბაში???

Posted by: Scoorp 7 Jul 2015, 16:47
pleita

იაფია საკმაოდ ))

პირველად მესმის კლინიკის სახელი ისე

Posted by: MyDecember 8 Jul 2015, 11:11
Caligola
QUOTE
ერთი თვის წინ ჩავისვი ბრეკეტები ზედა ყბაზე. და რამდენიმე დღის წინ ქვედაზეც. იმ დღესვე რბილი საკვები შევჭამე და მიუხედავად ამის ბოლო კბილების "უშკებიდან" სინა გამოძვრადა. ექიმს დავურეკე ავუხსენი რაც მოხდა და მითხრა ერთი თვის მერე რომ მოხვალ ჩავასწოროთო. მაინტერესებს რამდენად მართებულია მთელი თვე ასეთ მდგომარეობაში დატოვება. და იქონიებს თუ არა გავლენას მსგავსი შემთხევევები მომავალშიც.

უმჯობესია რომ აღნიშნული პრობლემის მოოგვარება უახლოეს დღეებში მოხდეს.
ზოგ ექიმს გაწერილი აქვს გრაფიკი მაგრამ არა იმდენად რომ უახლოეს 3-4 დღეში ვერ მიგიღოთ 5 წუთით.
რკალის მეექვსე კბილის ბრეკეტიდან ამოვარდნის შემდეგ, მან შეიძლება გაგიღიზიანოთ ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილები (ღრძილი, ლოყა) ღეჭვისას ან პირის გაღება დახურვის დროს..
რაც შემდგომში გამოიწვევს აღნიშნული უბნის სიწითლეს ან ტრავმული წყლულის ჩამოყალიბებას..

pleita
QUOTE
გამარჯობა ბავშვებო. შარტავაზე რომ ლიზ დენტია 42 ნომერში. ხომ არ იცით კარგი ორთოდონტია ანა? (გვარი არ მახსოვს..). 350 ლარი რამდენად ნორმალური ფასია ორივე ყბაში???


ორივე ყბისთვის ძალიან იაფია..
თუ შენთვის გინდა კონსულტაცია, მოდი და დაგხედავ yes.gif bis.gif

Posted by: l-e-v-a-n 8 Jul 2015, 13:37
QUOTE
350 ლარი რამდენად ნორმალური ფასია ორივე ყბაში???

მე მაგაზე სადღაც 14 ჯერ მეტს ვიხდი და შენ განსაზღვრე როგორი ფასია
givi.gif
არ მჯერა მე მაგ ფასში გაკეთებულ 2ვე ყბა კაი რო გამოვიდეს საბოლოოდ
თუგინდ 1

Posted by: pleita 8 Jul 2015, 15:21
Scoorp
MyDecember
l-e-v-a-n
ზოგადად ფასი 1000 ია, მაგრამ ფასდაკლების საიტზე უდევთ. ისე, რომ დავფიქრდეთ ჩვეულებრივი მავთული და რეზინებია, ანუ ხელობა ჯდება ამდენი.. ლოგიკურად ნორმალური ფასი გამოდის, ჩემმა მეგობარმა გაიკეთა მანდ და ვერ ხვდება კარგია თუ არა facepalm.gif
როგორ ფასდება კარგი და ცუდი ყბა? biggrin.gif ან კონსულტაციაზე როგორ უნდა გავიგო??


Posted by: l-e-v-a-n 8 Jul 2015, 22:57
Scoorp
აჰა მადლობა პასუხისთვის


ხო მართლა, დღეს ია ოსაძესთან გავიწმინდე კბილები და გათეთრებაზეც ვკითხე და 300 ლარიო და ძაან მეიაფა,რატომღაც 4 ციფრას ველოდი, ასეც მახსოვდა რო 1500-2000 ლარი ღირდა მიახლოებით და ვცდებოდი თუ იამ მითხრა იაფი? biggrin.gif

Posted by: Scoorp 9 Jul 2015, 11:46
l-e-v-a-n

არა ეგრე ღირს
ზუმის აპარატით გათეთრებაზე გითხრა ალბათ ეგ
ცოტა ძვირი ღირდა ადრე როგორც მახსოვს ეგ
და ზოგადად გაწმენდა გაპრიალება მაგდენიც არ ჯდება

Posted by: l-e-v-a-n 9 Jul 2015, 16:15
Scoorp
გასაგებია მადლობა, გაწმენდაში 80 ლარი გადავიხადე

გუშIნ ჩამისვეს ის რეზინები, ოდნავ მტკივა, მარა ჭამა ვცადე ახლა და ძაან მიჭირს ჭამა : (( ფაქტიურად ვერ ვჭამ sad.gif არადა 18 მდე ასე უნდა მქონდეს

Posted by: Scoorp 9 Jul 2015, 17:37
l-e-v-a-n

რეზინები ჭამის დროს შეგიძლია მოიხსნა

Posted by: JizZy 9 Jul 2015, 18:24
ხვალ სურათი უნდა გადავიღო კბილებზე 30 ლარი ღირსო თორე ისე არ შეიძლებაო პირდაპირ ბრეკეტები. მინდა ყველა კბილი ჯამრთელი მქონდეს, არადა უკანა სიბრძნის კბილი ცოტათი მიქანავებს(გამოხრული არაა) და რაიმე პრობლემა შეიქმნება?


----------

Posted by: l-e-v-a-n 9 Jul 2015, 19:29
Scoorp
შენ მგონი სხვა რეზინებზე ამბობ
მე ჯერ ბრეკეტები არ ჩამისვამს და უკანა კბილებში ჩამისვეს ეს რეზინები კბილებს შორის ბრეკეტებამდე უნდა გქონდესო და უკანა კბილების ტკივილიც მაგან გამოიწვია
ამას ჯერერთი ასე ადვილად ვერ ამოვიღებ biggrin.gif და მერე ჩასმა საერთოდ გამორიცხულია biggrin.gif

Posted by: Scoorp 9 Jul 2015, 20:04
l-e-v-a-n

უი არ ვიცი მაშინ

Posted by: JizZy 9 Jul 2015, 23:56
QUOTE (JizZy @ 9 Jul 2015, 18:24 )
ხვალ სურათი უნდა გადავიღო კბილებზე 30 ლარი ღირსო თორე ისე არ შეიძლებაო პირდაპირ ბრეკეტები. მინდა ყველა კბილი ჯამრთელი მქონდეს, არადა უკანა სიბრძნის კბილი ცოტათი მიქანავებს(გამოხრული არაა) და რაიმე პრობლემა შეიქმნება?


----------

????????????????????????


----------------------------------------------------------------

Posted by: Addict 10 Jul 2015, 13:59
Scoorp

კი ბრეკეტის ჯაგრისს ვგულისხმობ, შეფუთვაზე ეგრე ეწერა biggrin.gif ერთ კონიან ჯაგრისებსაც ეძახიან

Posted by: Dark_Sky 10 Jul 2015, 14:07
აუ თვეში 2 ბრეკეტი მძვრება რაუბედურებაა აღარ შემიძლია
მარტო მემჭირს ეს თუ რახდება weep.gif weep.gif

Posted by: Unico 10 Jul 2015, 14:14
Dark_Sky
QUOTE
აუ თვეში 2 ბრეკეტი მძვრება რაუბედურებაა აღარ შემიძლია


ბუნებრივი კითხვა: რას ჭამ?

მაგარი და საკბეჩი პროდუქტი არ შეიძლება.

ვაშლი, ვაშლატამა უნდა დაჭრა ნაჭრებად და ისე შეჭამო, არ უნდა მოკბიჩო.


Posted by: Dark_Sky 10 Jul 2015, 14:39
Unico
ვაშლი საერთოდ არ მიჭამია რაც გავიკეთე რა მოკბეჩაზეა საუბარი ლამისაა ფაფებზე გადავიდე, ერთი ვაფშე ძილში მომძვრა
ლამისაა 5000 ლარი დამიჯდეს ეს ბრეკეტები mad.gif

Posted by: Scoorp 10 Jul 2015, 14:45
Addict

მაგასაც უნიდენტში ვყიდულობ
ზომების მიხედვით აქვთ
ყვითელი და მწვანე ფერის მაქვს
ერთი უფრო წვრილია,მეორე შედარებით მსხვილი
5 ლარი ღირს და რავიცი 1 თვე მყოფნის

Dark_Sky

მაშინ ან მასალა არ ვარგა ან ექიმი
ან საჭირო დროით არ აჩერებს ბრეკეტს რო აწებებს
ბევრი რამის ჩაკბეჩა დავიწყე აკრძალვის მიუხედავად biggrin.gif
ნუ ვაშლს ფიზიკურად ვერ ჩავკბეჩ რო მინდოდეს ))
1 -ხელ მომძვრა მარტო პირველად რო გავიკეთე და რავი


Posted by: Unico 10 Jul 2015, 14:45
Dark_Sky
მაშინ რჩება მეორე ვარიანტი:
ექიმმა კარგად არ ან ვერ ჩააბეტონა.


Scoorp
QUOTE
ბევრი რამის ჩაკბეჩა დავიწყე აკრძალვის მიუხედავად

მეც, მაგრამ ექიმს არ ვეუბნები biggrin.gif

ამიტომ მაინცდამაინც პაციენტების არ მჯერა, ექიმ ჰაუსის თქმის არ იყოს, იტყუებიან biggrin.gif

Posted by: Dark_Sky 10 Jul 2015, 14:48
QUOTE
მაშინ ან მასალა არ ვარგა ან ექიმი

Scoorp
უკაყოფილება რომ გამოვთქი აქეთ მახდევინა ბოდიშები. მასალა არაფერ შუაშია მოძრობის პრინციპი ყველას ერთი და იგივე აქვსო ასე გამომიცხადა

Posted by: Scoorp 10 Jul 2015, 14:53
Dark_Sky

სად დადიხარ, ვისთან?
და მაგ ბრეკეტების გაკეთებაში ფულს გართმევენ? :დ

Unico

არც მე ვეუბნები
კევსაც ვღეჭავ ხანდახან და უნდა გავუმხილო თეას,მაინტერესებს რა რეაქცია ექნება biggrin.gif biggrin.gif


Posted by: Dark_Sky 10 Jul 2015, 14:57
Scoorp
ხო ფულს მართმევენ 1 ბრეკეტი 50 ლარი და + რეზინებიც უნდა გამოვიცვალო ყოველ აძრობაზე 40 ლარი .
ყველგან ახდევინებენ როგორც ვიცია. არა?

Posted by: Scoorp 10 Jul 2015, 14:59
Dark_Sky

არა მე არ ვიხდი
არც ბრეკეტებში და არც ვიზიტში

Posted by: Dark_Sky 10 Jul 2015, 15:00
Scoorp
სულ თავიდან რამდენი გადაიხადე? მეტალი გიკეთია თუ გამჭვირვალე?

Posted by: Unico 10 Jul 2015, 15:01
Dark_Sky
მე ვიხდი რეზინების გამოცვლაზე, 40 ლარს თვეში.

თუ ორივე ყბაზე რკალებს ვიცვლი, მაშინ 90 ლარი (რეზინებთან ერთად ანუ, დავაზუსტებ)

რკალებს ყოველთვე არ ვიცვლი, ეს დამოკიდებულია კბილების გასწორების კურსზე

Posted by: Dark_Sky 10 Jul 2015, 15:03
Unico
მე რკალებს და რეზინებს ყოველთვე ვიცვლი და სულ 40 ლარს ვიხდი ორივეში

Posted by: keen 10 Jul 2015, 15:04
QUOTE
არა მე არ ვიხდი
არც ბრეკეტებში და არც ვიზიტში

მაგ. უნიდენტშია მასე... რკალებსაც ყოველთვე ცვლიან და რეზინებსაც და ეგ ყველაფერი შედის მომსახურების ფასში. ერთი შეხედვითა ძვირი, თორემ საბოლოოდ არც სხვაგან გამოდის ნაკლები... ნუ ექიმის პროფესიონალიზმი რა ღირს, ეგ ცალკე თემაა...

Posted by: Scoorp 10 Jul 2015, 15:06
Dark_Sky

ნახევრად გამჭვირვალე
პირველი 6 უფერულებია

2350 გადავიხადე

Posted by: Unico 10 Jul 2015, 15:07
Dark_Sky
ბრეკეტების ხელმეორედ დამაგრებაში?
თუ ეგ არ შედის?

ნუ ფაქტია და ეს ბუნებრივია, ყველა სტომატოლოგიურ კლინიკას თავისი ფასი აქვს.


Posted by: Dark_Sky 10 Jul 2015, 15:15
Unico
ანუ ყოველთვეში ვიზიტზე ეგ თანხა. მაგრამ თუ ამძვრება ბრეკეტი ის კიდევ ცალკე თანხა

Posted by: l-e-v-a-n 10 Jul 2015, 15:42
რჩევა მომეცით რა
კერამიკა გავიკეთო თუ თვითლიგირებადი კერამიკა
ერთI 4500 ჯდება მეორე 4700

მგონი დავამატო 200 ლარი ჯობია ხო ბარემ : ))



ეს რეზინები რა მტკივნეული ყოფილა, საჭმელი არ მიჭამია გუშინ დილის მერე, ბრეკეტებს რო ჩავისვამ ის რაღა იქნება აბა

Posted by: Scoorp 10 Jul 2015, 15:43
l-e-v-a-n



რა განსხვავებაა მაგათ შორის?


Posted by: Unico 10 Jul 2015, 15:45
QUOTE
ეს რეზინები რა მტკივნეული ყოფილა, საჭმელი არ მიჭამია გუშინ დილის მერე, ბრეკეტებს რო ჩავისვამ ის რაღა იქნება აბა

კბილებს ექაჩება და იმიტომ.

რომ მიეჩვევი, მერე აღარ იქნება მტკივნეული

Posted by: l-e-v-a-n 10 Jul 2015, 16:01
Scoorp
QUOTE
რა განსხვავებაა მაგათ შორის?

მეც ეგ ვიკითხე biggrin.gif კუბლაშვილსაც კი ვკითხავ მარა იქამდე აქაც მაინტერესებდა პასუხი
Unico
2 კეტონალი თU კეტონორი თU რაცაა ეგ დავლიე გუშინ არ მიშველა საერთოდ არ გაუყუჩებია ტკივილი, ახლა ნიმესილს ვცდი იქნება მეშველოს თორე მოვკვდი მშიერი biggrin.gif



























Unico
Scoorp
მადლობა ყურადღებისთვის





Scoorp
QUOTE
აქსენფორტე სცადე
ნიმესილსაც სჯობს მგონი
კონკრეტულად კბილებისთვისაა თან

ეგ უნიდენტში გითხრეს ? ურეცეპტოა?

Posted by: Unico 10 Jul 2015, 16:05
l-e-v-a-n
თავიდანვე ნიმესილი გეცადა biggrin.gif

მე მიყუჩებდა და ექიმმაც პირველი ეგ გამომიწერა.

Posted by: Scoorp 10 Jul 2015, 16:09
l-e-v-a-n

აქსენფორტე სცადე
ნიმესილსაც სჯობს მგონი smile.gif
კონკრეტულად კბილებისთვისაა თან

Posted by: Utopian 10 Jul 2015, 16:21
ერთხელ მომძვრა და ისიც გადამეყლაპა
თავიდან ძაან ვუფრთხილდებოდი და ბოლოსკენ უკვე ყველაფერს ვჭამდი


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ძალიან რთულად გადავიტანე ბრეკეტებთან განშორება :| :დ
ისე ვიყავი შეჩვეული რომ მომხსნეს ასე მეგონა რაღაც მნიშვნელოვანი ორგანო, ნაწილი დავკარგე mo.gif



რეტეინერი რამდენხანს უნდა მეკეთოს?
ზუსტად ვერ ვიხსენებ მგონი 5 წელი მითხრა
თითქმის გადის ეს დრო, მაგრამ მეშინია მოხსნის :| ისევ არ ამერიოს
მჭიდრო წყობა მაქვს



Posted by: Scoorp 10 Jul 2015, 16:26
Utopian

და რაც რეტეინერი გიკეთია ხო არ შეცვლილა?
გეკეთოს სულ მერე ეგ რეტეინერი თუ ძაან არ გაწუხებს smile.gif))

l-e-v-a-n

ურეცეპტოა
არა მანამდეც ვიცოდი მაგის შესახებ
სხვა რამისთვის ვსვამ ხოლმე
მარა კარგი გამაყუჩებელია ))
ნიმესილზე ნაკლებად მავნე

Posted by: pleita 10 Jul 2015, 16:32
QUOTE (l-e-v-a-n @ 10 Jul 2015, 15:42 )
რჩევა მომეცით რა
კერამიკა გავიკეთო თუ თვითლიგირებადი კერამიკა
ერთI 4500 ჯდება მეორე 4700

მგონი დავამატო 200 ლარი ჯობია ხო ბარემ : ))



ეს რეზინები რა მტკივნეული ყოფილა, საჭმელი არ მიჭამია გუშინ დილის მერე, ბრეკეტებს რო ჩავისვამ ის რაღა იქნება აბა

უიმე რა ფასებზეა საუბარი... ეს რა უბედურებაა?????


ვერ გავიგე ბოლო ბოლო საშუალო ფასი და ოპტიმალური ვარიანტი რომელია rolleyes.gif

Posted by: Utopian 10 Jul 2015, 16:34
Scoorp

ზუსტად ვერ გეტყვი
შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალა, მაგრამ თვალშისაცემი არ არის
ამიტომ ვერ ვიგებ mo.gif

არაა, არ მაწუხებს
მოხსნა მერჩივნა, მაგრამ თან ვერ ვრისკავ



Posted by: l-e-v-a-n 10 Jul 2015, 16:37
pleita
საშუალო ფასი თU გინდა უნიდენტში მიდი ვისთანაც Scoorp- არის მისული და ჩაისვი მეტალი
მე კერამიკა მინდა გამჭვირვალე თან კუბლაშვილთან ვარ, ყველაძე ძვირიანი ვარიანტია : )))
Scoorp
ვახ ნიმესილი მავნე თუ იყო არ ვიცოდი biggrin.gif დავლევ ნიმესილს ახლა თუ არ მიშველა მაშინ ჩავალ მაგ რაღაცას ვიყიდი

Posted by: Unico 10 Jul 2015, 16:52
QUOTE
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ძალიან რთულად გადავიტანე ბრეკეტებთან განშორება

ისე მომბეზრდა, მე მომახსნევინა და თუ ვიწუწუნო მოხსნის მერე, ჩამქოლეთ, უფლება გეძლევათ biggrin.gif


Posted by: Scoorp 10 Jul 2015, 16:54
Utopian

ფლოსს ვერ იყენებ როცა რეტეინერი გიკეთია ხო?

Posted by: salome456 11 Jul 2015, 21:47
მე ყველაფერს ვჭამ ბრეკეტებით , მაგარ საკვებსაც, თხილეულობასაც და კევსაც ვღეჭავ, თეას ვუთხარი კევსე და ხანდახან შეილებაო, რავიცი ესე მითხრა. მარტო ორჯერ მომძვრა ბრეკეტი მარა არ დამიკარგავს რკალზე ხომ არის დამაგრებული, და არავითარი თანხა არ გადამიხდია დამაგრებაში .. აი ყველაზე მეტად ამიტო მომწონს უნიდენტი ვიზიტებში ფულს რომ არ გახდევინებენ, თუმცა ყოველ მისვლაზე რიგში დგომა და ლოდინი ძალიან მოსაბეზრებელია ....

Utopian
QUOTE
რეტეინერი რამდენხანს უნდა მეკეთოს?
ზუსტად ვერ ვიხსენებ მგონი 5 წელი მითხრა
თითქმის გადის ეს დრო, მაგრამ მეშინია მოხსნის :| ისევ არ ამერიოს
მჭიდრო წყობა მაქვს

5 წელიი ? რა ამბავია მთელი ცხოვრება რაღაც უნდა გვეკეთოოს , მემგონი ვნანობ უკვე საერთოდ არ გამეკეთებინა ბრეკეტები . sad.gif
და რა პონტია ეს რეტეინერი შეგილია მითხრა, დღეც გიკეთიააა , შენით იხსნი ხოლმე და გამჭირვალეა თუ როგორიი ?

Posted by: Utopian 11 Jul 2015, 22:29
salome456

უწვრილესი რკალია პლომბით 5 კბილზე შიგნიდან მიმაგრებული
საერთოდ ვერ ვგრძნობ
არ მიშლის არაფერში, არის თავისთვის : ))





Posted by: salome456 12 Jul 2015, 10:55
Utopian
აა ანუ არ ჩანს ხო თუ შიგნიდანაა, ეგ არ ვიცოდი მაშინ კარგია smile.gif))

Posted by: Addict 13 Jul 2015, 11:56
"კითხვა სტომატოლოგთან" - თემაში დავსვი კითხვა მაგრამ არავინ მპასუხობს, რადგან ეს უფრო აქტიური თემაა აქ ვიკითხავ, შესაძლოა თქვენი გამოცდილებიდან მირჩიოთ რამე.

მოკლედ, 3-4 თვეა ბრეკეტებს ვატარებ. ბოლო პერიოდში ღრძილების პრობლემები დამეწყო, მაგრამ ექიმთან ვერ მივდივარ ჩუტყვავილას გამო.

კბილების გახეხვის დროს ცოტა სისხლდენა მაქვს ღრძილებიდან და კბილების გახეხვაც ზოგ ადგილას მტკივნეულია. ასეთ დროს რას აკეთებთ ხოლმე? ნამდვილად რაღაცა მიშველება ჭირდება ან სავლები ან რამე მედიკამენტი.

მირჩიეთ რამე სანამ ექიმთან მივალ sad.gif((

Posted by: Scoorp 13 Jul 2015, 12:12
Addict

კბილის პასტა გინდა სამკურნალო პირველ რიგში (სენსოდინი,პარადონტაქსი,პრეზიდენტი,ლაკალუტ აქტივი) ოღონდ სისხლდენისთვის რო იყოს მაგას დააკვირდი
ზოგადად ფტორიან და მათეთრებელ კბილის პასტებს მოერიდე და არ გამოიყენო
და კბილის ჯაგრისი გინდა პატარათავიანი (10 ლარამდე ღირს)
ნუ შეგიძლია გვირილაც გამოივლო, დაამშვიდებს ალბათ

და როგორც კი გაგივლის ჩუტყვავილა მიდი სპეციალურად ღრძილებზე სამკურნალოდ
გაგიწმინდავენ ქვებისგან,ნადებისგან და იქ დაგინიშნავს ექიმი სავლებსაც და დასალევ წამალსაც

Posted by: Addict 13 Jul 2015, 12:23
Scoorp


მადლობა რჩევისთვის. რომ დავაკვირდი ახლა არც კბილის პასტა მაქვს სწორად შერჩეული, არც ჯაგრისი... sad.gif

Posted by: Scoorp 13 Jul 2015, 12:34
Addict

არაუშავს : ))
ზოგადად გამოხეხვასაც ცოდნა უნდა
არასწორი გამოხეხვაც აზიანებს კბილებს და ღრძილებს


Posted by: აკაცია 13 Jul 2015, 12:37
კბილების გასწორება რა ღირს?

ვინ რამდენად გაიკეთეთ დაწერერთ

Posted by: pleita 16 Jul 2015, 23:05
l-e-v-a-n
QUOTE
საშუალო ფასი თU გინდა უნიდენტში მიდი ვისთანაც Scoorp- არის მისული და ჩაისვი მეტალი
მე კერამიკა მინდა გამჭვირვალე თან კუბლაშვილთან ვარ, ყველაძე ძვირიანი ვარიანტია : )))

Scorp რა არის?? გუშინ ვიყავი კონსულტაციაზე ბერიძის კლინიკაში, ექიმს მქონი ეკა ერქვა.. როგორც მან მითხრა მეტალის ბრეკეტები მეტად ეფექტურია ორთოდონტიის თვალსაზრისით, თუმცა ვიზუალი არასახარბიელო აქვს smile.gif
1600 ლარი ჯდება ამერიკული მეტალი, ორივე ყბა.. ალბათ ნორმალური ფასია, თუმცა ვფიქრობ იგივე მასალა შესაძლოა სხვაგანაც გამიყენებოდეს და ბევრად ნაკლები ღირდეს.. მთავარი ალბათ დამაგრების ხარისხია

Posted by: Unico 16 Jul 2015, 23:11
pleita
QUOTE
Scorp რა არის??

იუზერია biggrin.gif smile.gif

QUOTE
მეტალის ბრეკეტები მეტად ეფექტურია ორთოდონტიის თვალსაზრისით, თუმცა ვიზუალი არასახარბიელო აქვს

ვიზუალურად არც ისეთი საშინელებაა მეტალის ბრეკეტები smile.gif
მართლა მაინტერესებს რატომ ფიქრობენ აუშნოებსო. user.gif

ფასზე ვერაფერს გეტყვით, თქვენი გადასაწყვეტია yes.gif

Posted by: l-e-v-a-n 18 Jul 2015, 20:32
დღეს ჩავისვი თვითლიგირებადი კერამიკა ზედა ყბაზე და მხოლოდ 1 კბილი მტკივა როცა ვაჭერ სხვა up.gif
რა მაინტერესებს, რა არ შეიძLებაო ზოგადად კი დამიწერეს, მაგარი საჭმელიო, ხილი დაჭრილი ჭამეო, ჩიფსები, თხილი, და ეგეთები არ ჭამოო მარა რა მაინტერესებს, ხშირად რასაც ვჭამთ ისეთი საკვებიდან რომლების ჭამა არ შეიძლება უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვით გამოცდილები ვინც ხართ ? ნაყინი, კევიც მაინტერესებს

ან პურზე რას მეტყვით?ჩვეულებრივად ჭამთ პურს?

Posted by: Scoorp 18 Jul 2015, 23:38
l-e-v-a-n

ნაყინზე რა პრობლემაა
ნუ მე ჩასაკბეჩს ხანდახან კოვზით ვჭამ
პურს რბილ ნაწილს ვეტანები
მაგარს ხელით ვტეხ ნაწილებად და ისე))))
სხვა რავიცი ხილს ვჭრი ოღონდ არა წვრილად
ნუ გააჩნია რამდენად მაგარია
თხილს ვჭამ მაგალითად
უკანა კბილებით უფრო
biggrin.gif
სხვა რავი თუ რამე გაინტერესებს იკითხე
თანდათან შენც მიხვდები პრაქტიკაში რა და როგორ

Posted by: l-e-v-a-n 19 Jul 2015, 01:06
Scoorp
ხო ეგ ცოტა მეც დავამუღამე ბულკი ვიყიდე და ხელით ვიტენიდი პირში biggrin.gif პროსტა არ მტკიოდა და ახლა უკანა კბილებზეც გადამივიდა ტკივილი ჭამის მერე, გადამივლის იმედია
მადლობა ყურადღებისთვის

კბილის გამოხეხვა ყოველი ჭამის მერეო და ყოველი ჭამის მერე იხეხავთ მართლა?
მე ჩვეულებრივად ვაპირებ გავაგრძელო გამოხეხვა, ანუ დილას და საღამოს, ყოველი ჭამის მერე წყალს გამოვივლებ რო ნარჩენები არ დამრჩეს და რავი საკმარისი იქნება მგონი, თორე წეღან გამოვიხეხე კბილები და რაღაც ისეთი შეგრძნება დამრჩა რო თითქოს კბილზე დამაგრებული 1 ბრეკეტი გადავაადგილე biggrin.gif

კევი რო არ შეიძLება ცუდია sad.gif
შაურმა, ჰოთდოგი ჩიზბურგერიც არ შეიძლება მგონი არადა კი ვჭამდი ხშირად მაგათ : (

ახლა სულ პილმენზე და სასისკზე უნდა ვიყო sad.gif sad.gif sad.gif givi.gif



ესეც ჩემი 4700 ლარიანი თვითლიგირებადი კერამიკა biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ვივიანა 19 Jul 2015, 01:23
l-e-v-a-n
თამარასთან გაიკეთეე?

Posted by: Unico 19 Jul 2015, 01:28
l-e-v-a-n
QUOTE
კბილის გამოხეხვა ყოველი ჭამის მერეო და ყოველი ჭამის მერე იხეხავთ მართლა?

აუცილებელია.

შენ თავადვე მიხვდები რომ ჰიგიენის გარეშე არაფერი გამოვა.
გაგიყვითლდება კბილები, ნადები მოედება და ცუდი იქნება.
პლუს, გაჩხერილი ნარჩენები ლპება და უსიამოვნოა.

სპეციალური პატარა ჯაგრისები გამოიყენე.


თუმცა, ვის რას ვეუბნები, მე მალე მიჩნდებოდა ნადები givi.gif facepalm.gif
მეგობრებთან სტუმრად ვერაფერს ვჭამდი. მეთქი თან ჯაგრისი არ მაქვს facepalm.gif
სითხეებზე ვიყავი გადასული gigi.gif
ახლაც ვწვალობ.

Posted by: Scoorp 19 Jul 2015, 01:32
l-e-v-a-n


მაინც ვერ ვხვდები ეს თვითლიგირებადი კერამიკა რა არის და რა განსხვავებას იძლევა რეალურად
კევს ხანდახან ვღეჭავ მაინც
უბრალოდ დიდი ხნით ვცდილობ არ დავღეჭო
ბრეკეტის ჯაგრისით სასურველია ყოველი ჭამის მერე იხეხო მართლა
თავიდან დავრბოდი ნებისმიერი რამის ჭამაზე
მარა ახლა ვიღას ახსოვს
ზოგადად კბილებს სამჯერ ვიხეხავ და ბრეკეტებსაც მაგ დროს ვაყოლებ
ისე ფლოსი ძაან მნიშვნელოვანია ჩვენთვის
შეჭამ ჩვეულებრივ ყველაფერს მალე
ერთი ჩურჩხელაზე დავიტანჯე ახალ წელს და გოზინაყზე მარა მაინც ვჭამე))))

Posted by: l-e-v-a-n 19 Jul 2015, 02:01
ვივიანა
yes.gif
Unico
რავი ყოველ ჭამაზე გამოხეხვა ... biggrin.gif
QUOTE
სპეციალური პატარა ჯაგრისები გამოიყენე.

მარტო ეგ რას უშველის ჩვეულებრივიც ხო უნდა და მერე პლიუს ეგ
QUOTE
მეგობრებთან სტუმრად ვერაფერს ვჭამდი. მეთქი თან ჯაგრისი არ მაქვს  

სხვაგან თუ შეჭამ ეგრევე ტუალეტში უნდა შეხვიდე და გამოივლო წყალი თორე აბა ისე იმდენი ნარჩენი რჩება პირში biggrin.gif ენას რო გადავისმევდი კბილებზე ახლა რაღას გადავისმევ biggrin.gif წყალი up.gif
Scoorp
QUOTE
მაინც ვერ ვხვდები ეს თვითლიგირებადი კერამიკა რა არის და რა განსხვავებას იძლევა რეალურად

რავი კუბლაშვილმა არაფერი სხვაობა არ არისო, მარტო ვიზუალიო მეტი არაფერიო, დღესაც ვკითხე იქამდეც ვეკითხებოდი, არადა ინტერნეტში რო ვნახე ინფორმაცია სხვა რაღაცეები წერია, ექიმთან ვიზიტების რაოდენობას ამცირებსო, ფერს არ იცვლისო, შედეგს უფრო მალე იძლევაო, კბილების ამოღების შანსს ამცირებსო და სატარებლადაც უფრო კომფორტულიაო ეს ინტერნეტში ... კუბლაშვილმა მარტო ვიზუალიო, კერამიკა გავაკეთოთო (3800 ლარი ღირდა) მარა მაინც ეს ვარჩIე 1.5 წელი ხო უნდა მეკეთოს სულ ცოტა და ვიზუალის სხვაობაც მიღირს, ერთიანად მაინც არ ვიხდი მაგ თანხას
QUOTE
კევს ხანდახან ვღეჭავ მაინც

უკევობას ავიტან პროსტა შაურმის, ჩიზბურგერის და ჰამბურგერების გარეშე გამიჭირდება biggrin.gif
ღორის ხორციც მიყვარდა, მწვადებიც : ((
ეგრე არ მინდა, აკრძალული თU მაქ მაქსიმალურად ვეცდები რო დავიცვა , შედეგი თუ არ დამიდგა რა აზრი აქ აბა ისე

QUOTE
ერთი ჩურჩხელაზე დავიტანჯე ახალ წელს და გოზინაყზე მარა მაინც ვჭამე))))

lol.gif

Posted by: wox1997 19 Jul 2015, 03:54
Scoorp

შენ ბევრი იცი როგორც მივხვდი და შეგიძლია მითხრა ჩვეულებრივად როცა მინდა გამოვიხეხო კბილები, არც ღრძილების პრობლემისთვის, არც გათეთრებისთვის, რომელ კბილის პასტას მირჩევ?

და მეორე კითხვა: პრეზიდენტის მათეთრებელს ვხმარობ რავი უკვე კაი ხანია თვეებია , მეზარება ახლის ყიდვა და დამიზიანებს კბილებს? ესეც იმიტომ დამჭირდა, რომ ბავშვობაში მაგარ მუღამს ვუჭერდი კბილების გამოხეხვას. ბევრ კბილის პასტას ვყიდულობდი და ხან მარწყვის გემოთი ვიხეხავდი ხან პიტნის biggrin.gif ქოლგეითი იყო მაშინ პონტში. მერე მეგობართან ვრჩებოდი ხოლმე და სულ მავიწყდებოდა წაღება კბილის ჯაგრსის და სახლში, რომ ვბრუნდებოდი გაყვითლებული მქონდა კბილები. მერე თანდათანობით მომბეზრდა ეს გიჟური ხეხვა + ღრძილებიც ამტკივდა და მარტო ძილის წინ ვიხეხავდი და გამიყვითლდა რა.

ხოდა რა ვქნა ეხლა, მივიდე ექიმთან გამისუფთავებენ კბილებს, რაღაც წყლის ჭავლიო თუ რა ქვია ნადებს რო აშორებს მაგით ?
თუ გამათეთრებლით ვიხეხო სისტემატიურად?

l-e-v-a-n

წინა ზედა ორი კბილი, ერთი პატარა და ერთი დიდი რა პონტში გაქვს?

Posted by: Scoorp 19 Jul 2015, 12:24
wox1997

მუდმივად ერთი და იმავე კბილის პასტის გამოყენება არ შეიძლება არავისთვის, სულ რო არანაირი პრობლემა ჰქონდეს იმისთვისაც კი
მათეთრებელის გამოყენება ხო საერთოდ, ძაან ცოდოა კბილებიც და ღრძილებიც :/

ახლის ყიდვა როგორ გეზარება biggrin.gif ხო მაინც ყიდულობ მაგას როცა გჭირდება და ))
ლაკალუტ აქტივი შემიძლია გირჩიო, პარადონტაქსი, სენსოდინი
უფრო დაწვრილებით აფთიაქშიც გირჩევენ რო იკითხო თუ სისხლმდენი ღრძილებისთვის არ გინდა

არავითარ შემთხვევაში არ იხეხო კბილები გამათეთრებლით :შ
ერთი კბილის პასტის გამოყენებას რო მორჩები, მერე სხვა დასახელების უნდა იყიდო
და ა.შ ატრიალო წრეზე
მე შემიძლია გირჩიო ექიმი ვისთანაც წელიწადში ორჯერ დავდივარ
და ღრძილებს მკურნალობს (მალამოებით,სავლებით,ლაზერით)
და ბოლო ვიზიტზე კბილებსაც წმენდს
თითო ჯერზე 6 ვიზიტი მიწევს
და 150 ლარს ვიხდი
თუ გაწყობს მსგავსი რამე გეტყვი ნომერს.

Posted by: Unico 19 Jul 2015, 12:35
l-e-v-a-n
აბა წარმოიდგინე, ქუჩაში იყიდე ხაჭაპური, ჭამ გემრიელად და ნაყრდები. მაგრამ საჭმლის ნარჩენები ბრეკეტებზეა ჩაჩხერილი, გაიცინებ და ჰოი დედასაააა biggrin.gif

უნდა ატარო თან ჯაგრისები. მე მეზარებოდა, მავიწყდებოდა და ამიტომ სახლში ვჭამდი მარტო biggrin.gif
ეს ბოლო თვეებია გავბედე გარეთ ჭამა biggrin.gif


ხორცის ჭამას რაც შეეხება, მე ვჭრი ნაჭრებად არისტოკრატივით და ისე ვჭამ givi.gif facepalm.gif

Posted by: l-e-v-a-n 19 Jul 2015, 14:19
wox1997
პრეზიდენტის მათეთრებელი კაია ყოველდღიური გამოყენებისთვისაა ეგ დღეში 2ჯერ ზო იხეხავ?
გააგრძელე მაგით
ხშირად ცვალე
სენსოდინიც კაია, დააკვირდი როცა ყიდულობ გამოყენების სიხშირე წაიკითხე, სხვა მათეთრებლების შემთხვევაში კვირაში ერთი გამოხეხვაა..

ჩემს კბილს რაც შეეხება ეგ კბილი გატეხილი მაქვს და პლომბია ეგ ზემოდან ჰადაფარებული ღრძილზეხ გადადებულია ცუდმა ექიმმა გამიკეთა

კბილის გაწმენდა ია ოსაძესთან მიდი უეჭველი, 50 და 80 ლარიანო ვარიანტებია და კბილოს პასტებზეც კითხე იგივეს გეტყვის რასაც მე, happydent.GE დარეკე და ჩაეწერე იასთან
Unico
მე ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ შევჭამ გარეთ მითუნეტეს მარტო ზედა ყბაზე მაწ ჯერ

Posted by: pleita 19 Jul 2015, 14:28
Unico
QUOTE
ვიზუალურად არც ისეთი საშინელებაა მეტალის ბრეკეტები
მართლა მაინტერესებს რატომ ფიქრობენ აუშნოებსო. 

ვაიმე გული მისკდება ბრეკეტებიანი ადამიანის ღიმილს რომ ვხედავ biggrin.gif არ ვიცი როგორ გადავიტან...


მოკლედ თემურ ნორიაშვილთან გადავწყვიტე გაკეთება, ვინმეს ხომ არ გქონიათ შეხება?? rolleyes.gif

Posted by: Unico 19 Jul 2015, 16:58
pleita
QUOTE
ვაიმე გული მისკდება ბრეკეტებიანი ადამიანის ღიმილს რომ ვხედავ

რატოოოო? სულ ტყუილად biggrin.gif

აგერ ჩემი ბრეკეტებიანი ღიმილი biggrin.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ბრეკეტების ორწლიანი ხმარების შემდეგ user.gif არადა როგორ ცუდად მქონდა ყბა smile.gif

Posted by: pleita 19 Jul 2015, 21:51
Unico
ისე დღეს ერთ გოგოს დავუნახე , ისე კოპწიად ჰქონდა.. აბა ჩემს მეგობარს რა სჭირს, მართლა გრანიტის საჭრელი ცეხი აქვს პირში biggrin.gif
თქვენიც კარგად გამოიყურება. ვაიმე ორი წელი sad.gif

Posted by: uta_inter 20 Jul 2015, 12:17
მეორე თვე დაიწყო რაც მიკეთია. პირველი კვირა ვფრთხილობდი,მერე ნელ-ნელა დავიკიდე. ახლა არც მწვადს ვერიდები და არც კევის ღეჭვას biggrin.gif
ერთადერთი სიმინდს ვერ დავუმუღამე biggrin.gif

Posted by: Scoorp 20 Jul 2015, 12:22
uta_inter

1 ცალ სიმინდს რიკოთიდან თბილისამდე ვჭამდი ზუსტად მარცვალ მარცვალ lol.gif

Posted by: uta_inter 20 Jul 2015, 12:28
QUOTE (Scoorp @ 20 Jul 2015, 12:22 )
uta_inter

1 ცალ სიმინდს რიკოთიდან თბილისამდე ვჭამდი ზუსტად მარცვალ მარცვალ lol.gif

lol.gif lol.gif lol.gif

--------------------------------

Posted by: l-e-v-a-n 22 Jul 2015, 15:13
შაურმას ჭამთ ? შეიძლება საერთოდ შაურმის ჭამა?

Posted by: Scoorp 22 Jul 2015, 15:25
l-e-v-a-n

მე ზოგადად არც შაურმას ვჭამ და არც ჰამბურგერებს
თუ ვერ ითმენ დაჭერი და ისე ჭამე
არ მოკბიჩო

Posted by: l-e-v-a-n 22 Jul 2015, 15:59
Scoorp
ოქეი, მადლობა

რა კაია რო იკითხავ რამეს და რო გპასუხობენ ფორუმზე არც თუ ხშირი მოვლენაა : )))
მეც გიპასუხებთ აწი ვინც ჩაისვამთ ცოტა გამოცდილება მექნება biggrin.gif

Posted by: Unico 22 Jul 2015, 21:30
QUOTE
რა კაია რო იკითხავ რამეს და რო გპასუხობენ ფორუმზე არც თუ ხშირი მოვლენაა : )))

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეს წყნარი განყოფილებაა ^^
მე არ ჩხუბი არ მახსოვს.

პ.ს.
QUOTE
პრეზიდენტის მათეთრებელი კაია

აუ ეს უნდა ვიყიდო smile.gif

Posted by: Addict 26 Jul 2015, 10:06
ბავშვებო, ღრძილების გაღიზიანების გამო ლაკალუტის პასტაზე და სავლებზე გადავედი და კბილებს აყვითლებს ძალიან sad.gif თქვენი გამოცდილებითაც ასეთი ეფექტი აქვს?

Posted by: Scoorp 26 Jul 2015, 13:17
Addict


სავლები უფრო აყვითლებს
მაგრამ არა ძალიან
რო დაამთავრებ გადაგივა არ შეგეშინდეს

Posted by: purple_girl 27 Jul 2015, 03:08
გამარჯობა,

მეოთხე თვეა მიკეთია ბრეკეტები, ამ ბოლო დროს ვატყობ რომ ყბა დამივიწროვდა თუ ფორმა შEიცვალა...
მოკლედ აშKარად ცუდი ეფექტი მაქვს ((((
გავიგე, რომ ორთოდონტმა მარტო ზეწოლით არ უნდა იმუშAოსო,
პირიქით უნდა გაშAლოს კბილთA დგომა...

მოკლედ, კომპეტენტურებს გთხოვთ დახმარებას,
რამდენად შესაძLებელია რომ ჩEმი ორთOდონტი არასწორად მუშაობდეს და ამის შედეგი იყოს
სახის ფორმის ცვლილება? თუ მეჩVენება? ((((((

Posted by: MBB 30 Jul 2015, 15:55
purple_girl

მეც იგივე პრობლემით ვარ :@ ეხლა ვეძებ ვინმე ნორმალურს რომ გადავიდე ამ შტერი ქალისგან!

შენ ვისთან მკურნალობ?

Posted by: MyDecember 31 Jul 2015, 12:17
purple_girl
რას გულისხმობთ "ყბა დამივიწროვდა თუ ფორმა შEიცვალა..." ამაში?
ბრეკეტების ფონზე უმეტესწილად ხდება კბილთა რკალის გაშლა და ამის ხარჯზე კბილთა დგომის კორექცია..
ხშირად სპეციალური ჭიმვებით ხდება ყბების ურთიერთ შეთანასოვნებაში მოყვანა, რაც შესაბამისად იწვევს ცვლილებებსაც ადამიანის სახის პროფილში,
რა თქმა უნდა ეს პაციენტის ვიზუალური მხარის გასაუმჯობესებლად ხდება..
თუ გაქვთ მკურნალობამდე გადაღებული ფოტო და ახლანდელი შედეგი, უფრო კონკრეტულად გეტყოდით,
თუ როგორ მიდის თქვენი მკურნალობა..

Posted by: kravai9 3 Aug 2015, 23:24
,,სტომატოლოგიური მომსახურეობის ჯგუფი საქართველო" ვინმემ იცით როგორია? ვაჟას 35 ნომერში არიან...
https://www.facebook.com/pages/Stomatologiuri-momsaxurebis-jgufi-saqartvelo/1582615132001788?sk=timeline

Posted by: JizZy 4 Aug 2015, 17:05
მარტო ჩვეულებრივად ვიხეხავ კბილებს(საღამოთ და დილით ჩვეულებრივი პასტით)ბრეკეტი 1თვეა მიკეთია და ხოარაა რაიმე პრობლემა?

პატარა ჩოთქი როა კბილებს შუა როუნდა გაატარო ეგ სად ვიყიდო და რა ვუთხრა?? აფთიაქში იქნება?
---

Posted by: Unico 4 Aug 2015, 20:10
JizZy
QUOTE
აფთიაქში იქნება?

პსპ–ში იყო.

კიდევ არის აღმაშენებელზე რომ უნიდენტის მაღაზიაა, იქ.

Posted by: kravai9 6 Aug 2015, 18:18
გეხვეწებით ვინმემ მითხარით ეს პრივატ დენტი რა არის?? აჩვენებენ დაღრეცილი კბილების ფოტოებს, რომელსაც გგნონია რომ ბრეკეტების ტარების მეტი ვერაფერი უშველის და მერე სწორ არაჩვეულებრივ კბილებს და 3D რესტავრაციაო უწერიათ, სხვა კლინიკებში ასეთი რამ არ მინახია, კონსულტაცია 60 ლარია და არ მინდა ტყუილად მივიდე და ვინმემ არ იცით?

Posted by: l-e-v-a-n 10 Aug 2015, 22:51
გარჩეული მზესუმზირის ჭამა აკრძალულია ?

Posted by: Pink_ Panther 11 Aug 2015, 12:52
მოკლედ საქმე ასეა....
დიდი არაფერი არ მჭირდა კბილებზე
მაგრამ ორსულობაში ავიტეხე ბრეკეტები, წავედი
და გავიკეთე.
უკვე თითქმის წელიწადნახევარი გავიდა.
3 წუთიან ვიზიტში 40 გელა ეგ კაი,,გავიარეთ,
ერთხელ ბრეკეტი ავიძრე(ფისტაშკით) და იმის დამაგრება 20 გელა, ეგეც კაი,
მერე წინა ორი კბილი აშკარად სწორად
მქონდა გაკეთებამდე და აცდა მერე ერთმანეთს
და გადავაადგილებინე ერთზე ბრეკეტი, ეგეც 20
გელა.
კორექციის მერე არც მტკივა ხოლმე, არც მეჭიმება დიდად.
ქვედა ყბაზე კბილებს შუა ადგილები გამიჩნდა.
თავიდან რო ერთორთ თვეშივე შეიცვალა ფორმა კბილებმა, მას მერე ასე არის და არის.
ხოდა ფულს არ ვჩივი თუ ასეა საჭირო, მაგრამ
არც ის მინდა დებილივით ფული მახდევინოს და
გამიწელოს მაქსიმალურად, თან მომბეზრდა მოხსნამდე მალე მინდა მივიდე.

რას მეტყვით???
შესაცვლელი მყავს ექიმი??
სხვის გაკეთებულ ბრეკეტზე სხვა თუ გამიგრძელებს და ა.შ?
რა მირჩევთ?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 11 Aug 2015, 13:04
Pink_ Panther

რა საშინელება... მე 4 წელი მეკეთა ბრეკეტები (ძალიან რთულად მქონდა საქმე)... ხოდა თავიდან გადავიხადე 400 დოლარი და შემდეგ 4 წელი 1 თეთრიც არ გადამიხდია. მინიმუმ 100 ვიზიტი მაინც მქონდა, თვეში 2-ჯერაც მიწევდა მისვლა ხანდახან. ბრეკეტები ბევრჯერ ჩამომცვენია, ზოგჯერ რამდენიმეც, თუმცა ყველაფერი უფასო იყო და ჩემი ექიმიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა, ამიტომაც დღეს მაქვს იდეალური კბილები.

პ.ს. თეა ზერეკიძესთან დავდიოდი პლეხანოვზე.

Posted by: Unico 11 Aug 2015, 13:11
l-e-v-a-n
QUOTE
გარჩეული მზესუმზირის ჭამა აკრძალულია ?

შეჭამ იოლად, უბრალოდ კბილებში გაგეჩხირება.

ისე, გაურჩეველს გარჩეული ჯობია ჭამო, აი პირდაპირ გარჩეულები რომ იყიდება იმას ვგულისხმობ smile.gif


Posted by: l-e-v-a-n 11 Aug 2015, 19:06
Unico
მადლობა პასუხისთვის
ანუ ხელით ვარჩევ და ისევ ვჭამ მარა ვერ დავამუღამე მაინც გავანებე თავი აზრი არ აქვს biggrin.gif
Pink_ Panther
თეა ზერეკიძეს აქებენ და კარგი ვარიანტია ოღOნდ 400 დოლარში ვერ ჩაეტევი მგონი სადღაც 2000 ლარი უნდა
თU მეტის საშუალება გაქვს კუბლაშვილთან ვარ მე, 3900 ღირს მეტალის ბრეკეტები, 4700 თვითლიგირებადი კერამიკა

Posted by: Unico 11 Aug 2015, 20:45
l-e-v-a-n
ტი შტოო, მე იცი რას ვაკეთებდი? გარჩეულებს ვაგროვებდი და მერე ერთიანად ვსანსლავდი biggrin.gif გემრიელი მოხალული თუა, იფ იფ...


Posted by: l-e-v-a-n 11 Aug 2015, 23:39
Unico
ხო მასე კიდე შეილება
აბა ისე მეკვეხება ბრეკეტებში
რა კაი იყო ენას გადმოისმევდი და გაისუფთავებდი ნარჩენებისგან კბილებს biggrin.gif

მე ჯერ სად ვარ ქვედა ყბაზე ჩასასმელი მაქ სექტემბერში
მაგას კიდე მივეჩვევი მარა იმ პირველ 3 დღეს ვერ ვიტან, ჯერ რეზინებს ხო გისვამენ და ის დღე, მეორე და მესამე დღე ფაქტიურად ვერ ვჭამ, მერე იგივე ბრეკეტების ჩასმის მერე

Posted by: Unico 12 Aug 2015, 00:12
l-e-v-a-n
QUOTE
მარა იმ პირველ 3 დღეს ვერ ვიტან, ჯერ რეზინებს ხო გისვამენ და ის დღე, მეორე და მესამე დღე ფაქტიურად ვერ ვჭამ, მერე იგივე ბრეკეტების ჩასმის მერე

გამოვლილი მაქვს და არ ვიცი რით განუგეშო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Posted by: l-e-v-a-n 12 Aug 2015, 01:01
Unico
ცუდი გრძNობაა ძაან, ისე არ გაწუხებს მარა რო დააწვება რაღაც საშინელი ყრუ ტკივილი გაქვს და ვერ ჭამ, ახლა ეგეთი პრობლემა მაქვს 1 კბილზე მარტო, არ ვიცი რატო biggrin.gif ჭამაში ოდნავ მიშლის ხელს ნუ ეგ არაფერი

რა უნდა ვთქვა, კუბლაშვილმა ხო გამომატანა შაბლონური ტექსტი რა არ შეიძLება გაფრთხილებები და ა.შ. ხოდა იქ ეწერა ეგ ტკივილი ბუნებრივიაო და შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 წამალიო ერთი ასპირინი ეწერა, მეორე გადატანილი იყო მეორე ხაზზე და ზედა სტრიქონში რა ასოებიც იყო გადაშლილი იყო ქსეროქსის გამო რა ანუ არ ჩანდა პირველი ასოები იმ მეორე წამლის და ასპირინი კბილის ტკივილთან მეთქი რა შუაშიათქო, მომერიდა დარეკვა , ნიმესილი მირჩიეს აქ ადრე თემაში , მამაჩემსაც ვკითხე და ნიმესილი ძლიერია ძაან გიშველისო მარა შედეგი 0 მქონდა
დაჟე ნიმესილი ია ოსაძემაც მირჩია და რეცეპტიც მაგან მომცა 10 ცალი მქონდა და 3 დღეში დავხარჯე ეგ 10 , ჭამის წინ 2ს ვსვამდი 1 სააათით ადრე ჭამამდე და მერე კიდე ჭამამდე 10 წუთით ადრე biggrin.gif

ახლა მართლა უნდა ვცადო ასპირინი

Posted by: Pink_ Panther 12 Aug 2015, 13:43
l-e-v-a-n
უკვე მიკეთია ბრეკეტითქო....
კორეკციები და მოხსნაც მაგდენი დამიჯდება??
და თუ მომიღებს სხვის ბრეკეტიანს?

Posted by: l-e-v-a-n 12 Aug 2015, 14:56
Pink_ Panther
QUOTE
უკვე მიკეთია ბრეკეტითქო....
კორეკციები და მოხსნაც მაგდენი დამიჯდება??
და თუ მომიღებს სხვის ბრეკეტიანს?

მიღებით კი მიგიღებს, მიდი კონსულტაციაზე უფასოა
მე საორიენტაციოდ ჩამოგიწერე ისე ბრეკეტების ჩასმის ფასები
შენი შემთხვევის ფასს მე ხო ვერ დავადგენ

Posted by: Pink_ Panther 12 Aug 2015, 17:14
l-e-v-a-n
მადლობა


.....................

Posted by: Unico 14 Aug 2015, 20:03
l-e-v-a-n
ვისთვის როგორ.
მე მშველის:
ციტრამონი, ანალგინი და ნიმესილი.
აქედან ურეცეპტო ციტრამონი და ანალგინია.
ნიმესილს კბილზე ვხმარობ, ჩემი სტომატოლოგები მაგას მირჩევენ (ვისთანაც კი არ ვყოფილვარ, ყველამ - კბილის ტკივილზე ნიმესილიო).

კუჭს მტკენს მარტო კეტონალი. აი ძალიან მიღიზიანებს. ბორჯომიც არ მშველის ხოლმე.

სხვა გამაყუჩებელი არ მიცდია biggrin.gif


პ.ს. სამშაბათს ვიზიტი მიწევს და მივალ, ერთი ვკითხავ როდის მოვიხსნი ამ მახინას... თან რეტაინერების ფასსაც ვკითხავ smile.gif

Posted by: l-e-v-a-n 15 Aug 2015, 11:31
Unico
QUOTE
მე მშველის:
ციტრამონი, ანალგინი და ნიმესილი.
აქედან ურეცეპტო ციტრამონი და ანალგინია.
ნიმესილს კბილზე ვხმარობ, ჩემი სტომატოლოგები მაგას მირჩევენ (ვისთანაც კი არ ვყოფილვარ, ყველამ - კბილის ტკივილზე ნიმესილიო).

კუჭს მტკენს მარტო კეტონალი. აი ძალიან მიღიზიანებს. ბორჯომიც არ მშველის ხოლმე.

ნიმესილმა შედეგი არ მომცა აი საერთოდ არა
კეტონალი არა და კეტონორი იყო აფთიაქში ეგ ვიყიდე და 0 მაგაზეც შედეგი
ესეიგი ასპირინი არ გიცდია
QUOTE
თან რეტაინერების ფასსაც ვკითხავ

300 ლარი

Posted by: Scoorp 17 Aug 2015, 13:03
l-e-v-a-n



აქსენფორტე სცადე მერე


Posted by: MBB 17 Aug 2015, 16:41
Pink_ Panther

თუ მიხვალ კუბლაშვილთან დაპოსტე რა. მეც მინდა გადასვლა ნინო ბერიძის კლინიკაში დავდივარ და უკმაკოფილო ვარ.

Posted by: Scoorp 17 Aug 2015, 17:37
გადასვლით როგორც ვიცი არ მიგიღებენ სხვისი გაკეთებული ბრეკეტებით
მაშინ უნდა მოიხსნათ ეგ და თავიდან გაიკეთოთ
ჩემი თანამშრომელი იყო თეასთან კონსულტაციაზე (ბერიძესთან დადიოდა ისე)
და თეამ უარი უთხრა გაგრძელებაზე
რავიცი სცადეთ მაინც
თან კოლეგები არიან და თავიდან აირიდებენ ყველა ვარიანტში მსგავს რამეს

Posted by: Unico 18 Aug 2015, 17:56
ახალ წლამდე მოვიხსნიო, ახალ წლამდე მოვიხსნიო bis.gif bis.gif

ცოტა–ღა დამრჩა ^_^

ექიმმა მითხრა, ბოლოში გავდივართ უკვეო.


Posted by: l-e-v-a-n 20 Aug 2015, 23:09
Unico
როდის გაქვს გაკეთებული რომელ თვეში?
და ექიმი?
Scoorp
მადლობა, ვცდი მაგასაც აუცილებლად



Posted by: Unico 20 Aug 2015, 23:29
l-e-v-a-n
ოქტომბერში, 2013 წელს.
მაააშ. იქიდან მოყოლებული ვარ biggrin.gif

ექიმი როიალ დენტიდან არის, ჭავჭავაძეზეა.

Posted by: l-e-v-a-n 20 Aug 2015, 23:53
Unico
უჰ აბა აწი კი უნდა მოეხსნათ, აწი კი არა აქამდეც biggrin.gif

Posted by: Unico 20 Aug 2015, 23:58
l-e-v-a-n
დროა კი lol.gif lol.gif lol.gif

http://radikal.ru/big/f69504c1bd9f4fe8b1e480fdfc9b3823

Posted by: Scoorp 21 Aug 2015, 12:06
აუ მეც მინდა უკვე ვიხსნიდე user.gif
ჯერ კიდევ ვიტან
მარტივადაც შევეჩვიე
შიშით ვერ ვეკითხები მოხსნაზე,
რო ვკითხავ მინდა მიპასუხოს მალე მოგხსნიო და არა 1 წელიწადში მაგალითად biggrin.gif
სულ თავის ქნევაში კია კარგი შედეგი გაქვსო biggrin.gif


Posted by: keen 24 Aug 2015, 17:04
კუბლაშვილის პაციენტებო... გრაფიკს ვერ მეტყვით? ახლა შვებულებაშია თუ აწი აპირებს?

Posted by: l-e-v-a-n 26 Aug 2015, 15:31
keen
მემგონი აგვისტოს ბოლომდე ვიქნები შვებულებაშიო არ მახსოვს ზუსტად, მე ვიზიტი 12 ში მაქვს...






ბრეკეტებისთვის სპეციალური ჯაგრისი რაც უნიდენტში მოგვცეს ჩამივარდა რაკოვინაში და სად შეიძლება ახლის ყიდვა? ქუთაისში ვარ და აფთიაქებში ექნებათ?

Posted by: keen 26 Aug 2015, 16:41
l-e-v-a-n
QUOTE
მემგონი აგვისტოს ბოლომდე ვიქნები შვებულებაშიო არ მახსოვს ზუსტად, მე ვიზიტი 12 ში მაქვს...

გასაგებია, მადლობა smile.gif

QUOTE
ბრეკეტებისთვის სპეციალური ჯაგრისი რაც უნიდენტში მოგვცეს ჩამივარდა რაკოვინაში და სად შეიძლება ახლის ყიდვა? ქუთაისში ვარ და აფთიაქებში ექნებათ?

ნამდვილად არ ვიცი... ისიც არ მახსოვს, რა ჯაგრისზეა საუბარი...

Posted by: l-e-v-a-n 26 Aug 2015, 17:26
http://www.picz.ge/img/s2/1508/26/f/ff6b11490a60.jpg

Posted by: Scoorp 26 Aug 2015, 17:41
l-e-v-a-n


იყიდება ეგენი აფთიაქში მარა ძალიან წვრილებია და მე ვერ გამოვიყენე თავის დროზე
ნუ სანამ ჩამოხვალ სულ არაფერს აჯობებს smile.gif

Posted by: goga80 28 Aug 2015, 16:15
მეც კუბლაშვილთან დავდივარ. ყველა ვიზიტი მიხარია ხოლმე, თამუნა და ნატაც არიან ძალიან საყვარლები ^___________^ . თავიდან ძაან მაგრად ვუვლიდი ბრეკეტებს (1 თვე მაგარი საჭმელი არ მიჭამია :დ) მერე მივუშვი კევსაც ვღეჭავ, მწვადსაც ვჭამ დაარაფერს არ ვერიდები :დ (ჯერ ბრეკეტი არ მომტეხია. ტფუ, ტფუ, ტფუ თვალი არ მეცეს :დდ)

Posted by: l-e-v-a-n 28 Aug 2015, 16:25
goga80
მწვადს და ეგეთ რაღაცეებს ვჭამ მეც ოღონდ პატარ-პატარა ნაჭრებად ვჭრი და მერე , მჭადსაც ვჭამ biggrin.gif
პურის კანს ვერ ვერევი
მეტალის ბრეკეტები გაქ ? 3900 ლარიანი?

Posted by: ვივიანა 28 Aug 2015, 17:45
goga80
თამუნას დაუჯერე ყველაფერი და ჰოლივუდის ღიმილი გარანტირებული მაქვს.
მაგაზე მაგარი საქართველოში არავინაა.

Posted by: goga80 28 Aug 2015, 20:22
l-e-v-a-n
არაფერს არ ვერიდები ვაშლის გარდა (მაგას ვჭრი. ფიზიკურად ვერ ვკბეჩ თორე მაგასაც ჩვეულებრივ შევჭამდი)
კი ჩვეულებრივი მაქვს, თავიდან კერამიკის მინდოდა და თვითონ თამუნამ მითხრა უარი.

ვივიანა
ვუჯერებ და იმედია კუსკუსა კბილები მექნება მალე ^____^ დროზე მოვიდეს შემდეგი ვიზიტი მომენატრნენ :დდ

Posted by: l-e-v-a-n 28 Aug 2015, 20:30
goga80
QUOTE
თავიდან კერამიკის მინდოდა და თვითონ თამუნამ მითხრა უარი.

თამუნამ რატო თქვა უარი? biggrin.gif
ნატა აქტიურობდა ისე მეტალი ჩაისვი არ გინდა კერამიკაო, არადა წელიწადნახევარი ეგრე სიარული არ მინდოდა, თან თავიდანაც და მერე ჩასმის დროსაც ვკითხე რა სხვაობაათქო და არაფერი მარტო ვიზუალურად ჯობიაო, არადა ინტერნეტში თვითლიგირებად კერამიკაზე იმდენი + წერია, ხოდა მაგათ რატო არ უყვართ მაგის გაკეთება ვერ ვხვდები
უფრო სუსტი ხო არ იქნებათქო ან დროის მხრივ ხო არ ჯობია ეგ კერამიკათქო და არაო ერთნაირია ეფექტიო ხოდა მაშინ იყოს კერამიკამეთქი მარტო ვიზუალის გამო მიღირს ეგ 800 ლარითქო და შენ რა მიზეზით გითხრეს უარი?
ვაშლის ჭამა ვცადე, დავანამცეცე მარა მაინც მაგარია და გავანებე თავი, არც ვგიჟდები მაინცდამაინც ისე ვაშლზე, ატამი მიყვარს და კი ვჭამ და მსხალსაც

Posted by: goga80 28 Aug 2015, 21:16
l-e-v-a-n
ორივე ყბაზე კერამიკას ვერ გაგიკეთებო (თანკბილვის გამო) მაშინ ერთ ყბაზე უნდა გამეკეთებინა გამჭრვალე მეორეზე მეტალის (ისე მოტყდებოდა) და ნატამაც და თამუნამაც არ მირჩიეს. მომენატრა მაგათი ხუმრობები (თამუნას სიმღერაც :დდ)

Posted by: l-e-v-a-n 28 Aug 2015, 21:31
goga80
QUOTE
ორივე ყბაზე კერამიკას ვერ გაგიკეთებო (თანკბილვის გამო)

თანკბილვა მგონი მაქ ქვედა ყბაზე მეც და 800 ლარი ზედა ყბისთვის გადავიხადე? sad.gif(((( ანუ ქვემოთ მეც მეტალი მიწევს ;(

Posted by: goga80 28 Aug 2015, 21:38
l-e-v-a-n
ჰო რაღაცნაირი ოვერბაითი მაქვს შეიძლება აგძვრესო. რო მიხვალ კითხე შენ შეიძლება არ დაგჭირდეს *ნუგეში* :დდ

Posted by: Addict 29 Aug 2015, 01:35
^_^ მას შემდეგ რაც ბრეკეტები ჩავისვი მის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი... biggrin.gif ახლა 3 თვე რეზინები უნდა გავიბა კბილებზე, ყველაზე ძალიან რაც არ მიყვარს და ყველაზე მეტად რაც მესაჭიროება... ჯვარედინი თანკბილვა ვის გაქვთ გამიზიარეთ თქვენი შედეგები smile.gif

Posted by: goga80 29 Aug 2015, 10:51
Addict
მე მაქვს ჯვარედინი თანკბილვა ;---;, მაგრამ ჯერ რეზინები არ დამიწყია. დღემდე მზარავს ის ფაქტი, რომ ლაპარაკის დროს რაღაცები მექნება გამობმული პირში (განსაკუთრებით ჯვარედინი თანკბილვისთვის რეზინები :'(

Posted by: Scoorp 29 Aug 2015, 11:52
Addict
goga80

ჯვარედინი როგორია არ ვიცი და თანკბილვა კი მაქვს :დ
და რეზინებიც გაბმული მაქვს)))
მარა ადვილად შევეჩვიე
რეზინებით ვჭამ კიდეც ხანდახან

Posted by: Addict 29 Aug 2015, 13:52
Scoorp

http://radikal.ru/big/6820741ed3e74812819d5042fac979e9

აი ეს სურათი მოვძებნე. ასეთია ჯვარედინი თანკბილვა, ქვედა კბილები ისეა განლაგებული გეგონება ყბა გვერძეა მოქცეულიო. მე უფრო მეტად მაქვს გვერძე გასული ქვედა მარჯვენა მხარე და ყბის სახსარზეც ცუდად იმოქმედა და ტუჩის დგომაც ასიმეტრიული მქონდა. ახლა კი მაქვს პროგრესი.

goga80
ზედა ყბაზე 2 კბილზე შიდა მხარესაც მაქვს ბრეკეტი მიწებებული, იმათ გამოვდებ რეზინს და ქვედა 4 კბილზე ვამაგრებ biggrin.gif (ჩონგურს გავუბი სიმები) მიჩვევა კი იცის მაგრამ მაინც არაკომფორტულია. ერთხელ ლაპარაკის დროს გამიწყდა biggrin.gif

Posted by: Unico 30 Aug 2015, 10:17
Scoorp
QUOTE
რეზინებით ვჭამ კიდეც ხანდახან

არ გიწყდება? biggrin.gif

მე ერთხელ ვცადე რეზინით მეჭამა, გამიწყდა და საშინელი შეგრძნება იყო biggrin.gif


Posted by: Scoorp 30 Aug 2015, 23:29
Unico

კი გამწყდომია ბევრჯერ მარა მერე რა biggrin.gif
ეხლა ორი დღე ყაზბეგში ვიყავი და მოუხსნელად მეკეთა,ისე ვიხეხე და ვჭამე :დ
დამეზარა ეს პროცედურები რა. თან ყველგან არაა მაგის საშუალება გამოიძრო ჭამის წინ მერე ისევ ჩაისვა და ბლაბლა

Addict

მაგ სურათით ვერ მივხვდი მარა ახსნილიდან გამომდინარე მეც ჯვარედინი მქონია
ყბა წამივიდა გვერდზე, ან კბილები და მაგის გამო ყბაც არ ვიცი sleep.gif
რეზინები რაც დავიწყე შედეგი მომწონს რამდენიმე თვის კვალობაზე
მარა მე მეშინია ბრეკეტების მოხსნის მერე ისევ არ აირიოს,ეგ სერიოზულად მაშინებს

Posted by: ვივიანა 31 Aug 2015, 00:42
l-e-v-a-n
თანკბილვა ყველას გვაქვს biggrin.gif კბილთა შეთავსებაა.
კერამიკა ისე ადვილად ტყდება შედარებით.
ლექციებზეც გვეუბნებოდა ხოლმე არ მიყვარსო

Scoorp
არ აგერევა :*
მერე რეტეინერს აკეთებენ წესით. კაპას ან რაიმეს რაც მოსახერხებელია

Posted by: fujita 31 Aug 2015, 15:27
ზედა კბილები როა დაშორებული, წინა კბილები (სურათი ვერ ვნახე რო დამედო)
ეგ სწორდება? ანუ ახლოს მიიწევა კბილები ერთმანეთთან?

Posted by: l-e-v-a-n 31 Aug 2015, 16:55
ვივიანა
თანკბილვა ქვედა ყბაზე მაქ და მანდ თუ მეტალს მისვამენ, ზედა ყბაზე მაქ ესეიგი მარტო კერამიკა და კერამიკა ხო 4700 ღირდა , მეც 4700 უნდა გადავიხადო? biggrin.gif

Posted by: ikebana 31 Aug 2015, 17:10
ერთი რაღაც მინდა განვმარტო გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.: თანკბილვა ეს არის ზედა ყბის კონტაქტი ქვედა ყბასთან ანუ ზოგადად ყბების შეხება ერთმანეთთან. ანუ თანკბილვა აქვს ყველას. არის თანკბილვის სხვადასხვა სახეები --- ნორმალური და პათოლოგიური.

Posted by: fujita 31 Aug 2015, 18:05
ჯიგრებო მეც გამომეხმაურეთ რაა smile.gif
ვფიქრობ ღირს თუ არა ამხელა თანხის გასროლა smile.gif
თან იქნებ კარგი ექიმი ირჩიოთ

Posted by: ვივიანა 31 Aug 2015, 20:09
l-e-v-a-n
აი თანკბილის განმარტება :
QUOTE
თანკბილვა ეს არის ზედა ყბის კონტაქტი ქვედა ყბასთან ანუ ზოგადად ყბების შეხება ერთმანეთთან.

ანუ შენ ამბობ რომ თანკბილვის არევა გამოიწვია ქვედა ყბამ ?
თუ იმას გულისხმობ რომ 1 ყბაზე გაიკეთო ბრეკეი, ეგ დიდი შეცდომაა smile.gif

fujita
დიასთემა გაქვს ანუ წინა 2 კბილს შორის დაშორება. პირადად უნდა გადაწყყვიტო და +ექიმთანაც მიდი.გირჩევს რა და როგორ სჯობს.
კუბლაშვილზე დაწერეს- ძვირს იღებს მაგრამ შედეგი აქვს სუპერ, ნომერ პირველი ორთოდონტია საქართველოში IMHO.
თეა ზერეკიძეც კარგია.
ვისი შედეგებიც მაქვს ნანახი იმას ვწერ და ვისთანაც შეხება მქონია.
სხვებიც იქნებიან კარგები აუცილებლად, ესენი ძVირია და გაიკითხე გეტყვიან.

Posted by: fujita 31 Aug 2015, 20:16
ვივიანა
მადლობა, გაიხარე smile.gif
QUOTE
დიასთემა გაქვს ანუ წინა 2 კბილს შორის დაშორება

ხო ეგ და კიდე მაგ ორ კბილის შემდეგი კბილებიც დაშორებულია
მიხვდებით ალბათ როგორსაც ვგულისხმობ

Posted by: ვივიანა 31 Aug 2015, 20:18
fujita
დიასთემა + ტრემა ანუ.
სიბრძნის კბილი ამოსული გაქვთ ისე ?

Posted by: l-e-v-a-n 31 Aug 2015, 20:29
ვივიანა
ზედა ყბაზე მაქ ჩასმული უკვე თვითლიგირებადი კერამიკა
ქვედა ყბაზე გაქ თანკბილვაო ასე მითხრა, ან მე გავიგე არასწორად, ზედა ყბაზე ნორმალურად მქონდა კბილები ანუ, ქვედა ყბაზე მაქ ცოტა ოღროჩოღროდ biggrin.gif

Posted by: ვივიანა 31 Aug 2015, 20:38
l-e-v-a-n
ალბათ გითხრა პათოლოგიური თანკბილვაო biggrin.gif
კუბლაშვილთან იკეთებ ?

Posted by: fujita 31 Aug 2015, 20:52
ვივიანა
ხოო ეგაა
აუ არ ვიცი ამოსულია თუ არა biggrin.gif
ტკივილით არაფერი მტკენია და მაგან ხო ტკივილი იცის და
მოკლედ არ ვიცი რააა

კუბლაშვილი, თეა ზერეკიძეც - ესენი სად მუშაობენ?

Posted by: l-e-v-a-n 31 Aug 2015, 21:01
fujita
QUOTE
კუბლაშვილი, თეა ზერეკიძეც - ესენი სად მუშაობენ?

უნიდენტში
ვივიანა
გაკეთებული არ მაქ უკვე biggrin.gif ზედა ყბაზე მისვია, ქვედა ყბაზეც ჩამისვამენ სექტემბერში
ანუ მეტალს ჩამისვამენ ქვემოთ და მაინც კერამიკის 4700 ლარს ვიხდი ასე გამოდის





http://www.picz.ge
ასეთის ყიდვა მომიწია, ოღონდ ქოლგეითის, ზომით ისეთივეა მარა ძაან დრეკადია : (

Posted by: Unico 1 Sep 2015, 22:56
პათოლოგიური თანკბილვა არ ვიცი და მე მქონდა საშინლად: ზედა ყბა დავიწროებული და კბილები შიგნით შეწეული, ქვედა ყბა რაღაცნაირი წყობით.

თუ არ გაიკეთებ ბრეკეტს, რაღაც დროის მერე ყბების შეერთების ადგილებში ტკივილები გექნებაო და ამან უფრო დამაშინა sad.gif

ახლა ჩემს თაბაშირს რომ ვუყურებთ მეც და ექიმიც, მე ვერ მოვდივარ აზრზე როდის მქონდა ასეთი საშინელება და ექიმი კიდე რომ ადარებს, კმაყოფილია biggrin.gif


Posted by: goga80 2 Sep 2015, 14:56
მარტო მე მგონია რომ ბრეკეტი მომტყდა და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გიჟივით სარკის წინ ვამოწმებ თუ სხვებიც ასე ხართ :დდ ? baby.gif

Posted by: Unico 3 Sep 2015, 20:45
goga80
ბრეკეტი არა, მაგრამ რკალი გამიტეხია biggrin.gif biggrin.gif

Posted by: goga80 4 Sep 2015, 00:18
Unico
მე ჯერჯრობით არაფერი არ მომიტეხავს (თვალი არ მეცეს :დ) მაგრამ რკალი როგორ გატეხე?

Posted by: Unico 4 Sep 2015, 00:46
goga80
ქვედაზე ერთი საღეჭი კბილი მაკლია წარსულში უნიათო ექიმის გამო, ხო და დაშორებაა ბოლო საღეჭსა და ერთ კბილს შორის, ამიტომ საკვების ღეჭვისას არის საფრთხე რკალი ჩაიღუნოს და გატყდეს.

დღემდე გამოუცნობ მოვლენად რჩება ნატეხი რა ვუყავი: ჩავყლაპე თუ მოვინელე თუ გადმოვარდა თუ რაც :დდდ


Posted by: Weasley 6 Sep 2015, 04:08
გამომეხმაურეთ გთხოვთ. რამდენიმე დღეა ბრეკეტები გავიკეთე დენტ აპორტში ვარკეტილში. არხერთი კბილი არ ამომიღო, არ დამიპლომბა დასაპლომბი და არ გადამიღოსურათი. ტყუილად გადავყარე 620 ლარი?sad.gif( ჰოთსეილზე ვნახე და იაფად გავიკეთე გამჭირვალეები ძაან მეშინია

Posted by: goga80 6 Sep 2015, 14:49
QUOTE
არხერთი კბილი არ ამომიღო

თუ ამოსაღები არ იყო არ ამოგიღებდა (როდესაც ოვერქრაუდინგია მაშინ იღებენ კბილს)

QUOTE
არ დამიპლომბა დასაპლომბი

აუცილებლად უნდა დაგეპლომბა ყველა დასაპლომბი კბილი და პროფესიონალურად გაგესუფთავებინა, რადგან ბრეისეიბის დროს ჰიგიენა ხშირ შემთხვევაში უარესდება.

QUOTE
არ გადამიღოსურათი.

ყველა ორთოდონტს თავისი მიდგომა აქვს, მაგრამ უმჯობესია გადაეღო ორთოპანთონოგრამა, აეღო იმფრეშენები და გადაეღო სურათები.

Posted by: taknatuna 6 Sep 2015, 15:03
2თვის შედეგი. ეხლა ულვე ქვედა ყბაზე უნდა გავიკეთო. ძალიან კარგი შედეგი მაქვს მართლა. ♥♥♥

Posted by: taknatuna 6 Sep 2015, 15:08
2 კბილი ამომიღეს ზედა ყბაზე.
სამი თვე შემისრულდა უკვე რაც მიკეთია.
ბოლო სურათი არის ამ ეტაპის...

Posted by: Unico 6 Sep 2015, 21:45
Weasley
მე მაპატიე, მაგრამ დასაპლომბი კბილი უნდა დაემპლომბა. გასწორების მომენტში რომ კბილი აგტკივდეს ან ჩამოგეშალოს, ბრეკეტ სისტემას სერიოზულად დააზარალებს.
დანარჩენებს არა უშავს. მეც არ მაქვს კბილი ამოღებული ბრეკეტისთვის. ეგ დამოკიდებულია იმაზე ადგილი გაქვს თუ არა.
პანორამასაც არა უშავს. წესით უნდა გადაეღო, მაგრამ იქნებ თაბაშირის ასლი გააკეთა? რავიცი, რავიცი. რაც ცუდად მომხვდა თვალში, ესაა დასაპლომბი კბილის უყურადღებოდ დატოვება.


taknatuna

მაგარი შედეგია yes.gif

Posted by: Weasley 6 Sep 2015, 22:50
Unico
goga80
მადლობა <3 დავიპლომბავ მაშინ ჩემით, ძალიან არაპროფესიონალი ჩანს მარა უკვე გავიკეთე biggrin.gif გვიანაა

Posted by: Unico 6 Sep 2015, 23:24
Weasley
QUOTE
დავიპლომბავ მაშინ ჩემით

შენით როგორ დაიპლომბავ?

თუ უკვე ბრეკეტი გიკეთია, ვერაფერსაც დაიპლომბავ, სანამ ბრეკეტს არ მოიხსნი smile.gif

Posted by: Weasley 7 Sep 2015, 03:31
Unico
ჩემი ინიციატივით biggrin.gif ქვედა ყბა ოთხშაბათს უნდა გავიკეთო და ჯერ შემიძლია დაპლომბვა

Posted by: goga80 7 Sep 2015, 09:55
Weasley
თვითონ ორთოდონტი არ დაგიპლომბავდა მაგრამ უნდა ეთქვა მაინც :დდ

Posted by: Addict 7 Sep 2015, 20:23
taknatuna

ძალიან მომეწონა შენი შედეგი, რამხელა პროგრესია smile.gif))
თუ საიდუმლო არაა რომელ ორთოდონტთან დადიხარ?

Posted by: kravai9 7 Sep 2015, 23:25
taknatuna
რომელ კლინიკაში გაიკეთე ბრეკეტები და რა დაგიჯდა?

Posted by: ikebana 8 Sep 2015, 18:06
taknatuna
მშვენიერი შედეგია. smile.gif

ორთოდონტიის დაწყებამდე ნამდვილად უნდა მოწესრიგდეს პირის ღრუს, ყველა დაზიანებული კბილის მკურნალობა ჩატარდეს, ისევე როგორც ღრძილების მკურნალობა.

Posted by: lepori 8 Sep 2015, 18:24
არ დავიზარე და წავიკითხე პოსტები გარდასულ დროთა
>>> ბევრი საინტერესო რამეც გავიგე

ექიმის რჩევა კი ერთი იყო>> რამდენიმე ნახე და ვინ მოგეწონება იმასთან გაიკეთეო

ჰოდა რომ მივიდე ექიმთან >>>
ფასის გაგება, მკურნალობის დაგეგმვა და ა.შ (
უფასო იქნება თუ მაგაშიც ფულს გამომართმევენ? rolleyes.gif

Posted by: goga80 8 Sep 2015, 20:35
lepori
გააჩნია კლინიკას უმეტეს შემთხვევაში კონსულტანცია უფასოა. სანამ ჩაეწერები კითხე :33

Posted by: taknatuna 8 Sep 2015, 20:49
Addict
kravai9
ე.ი დავდივარ ვაჟა ფშაველაზე სტომატოლოგიური მომსახურების ჯგუფი ქვია, ჩემს ორთოდონტს ქვია გიორგი თაბორიძე. ძალიან კარგი ბიჭია და კარგი მცოდნე საქმის.
დამიჯდა 450 ზედა ქვედა ყბაზე, ჯერ ზედაზე გამიკეთეს მხოლოდ, ამ თვის ბოლოს მიკეთებენ ქვედაზე. 2 კბილის ამოღება დამჭირდა ზედა ყბაზე, რადგან ადგილი არ მქონდა კბილებს შორის, იმდენად მჭიდრო განლაგება იყო.
დღეს ვიყავი კორექციაზე და რეზინებიც დამიმაგრა რკინის სინთან ერთად და ძალიან დამეჭიმა კბილები ლამისაა მოვიძრო biggrin.gif
ისე, გაზაფხულზე ქორწილის მსგავსი მაქვს biggrin.gif და ბრეკეტებიანი პატარძალი ხო არ ტეხავს?
biggrin.gif
Eს დღევანდელი. :-)

Posted by: Addict 9 Sep 2015, 01:03
taknatuna

მშვენიერია, ხელმისაწვდომი ფასიც ჰქონიათ
რაც შეეხება ბრეკეტებიან პატარძალს, არანაირად არ ტეხავს - გაიღიმე თამამად!

Posted by: lepori 9 Sep 2015, 12:43
goga80
QUOTE
გააჩნია კლინიკას უმეტეს შემთხვევაში კონსულტანცია უფასოა. სანამ ჩაეწერები კითხე :33

მადლობა პასუხისთვის

გავითვალისწინებ აქაურ რჩევებს და ქბულს ექიმებს ჩამოვუვლი biggrin.gif

Posted by: rezo_ozer 9 Sep 2015, 20:21
კბილების 3დ რესტავრაციას სად აკეთებენ ხო არ იცით? ძაან რო არ გამწეწონ

Posted by: Unico 9 Sep 2015, 20:25
taknatuna
QUOTE
და ბრეკეტებიანი პატარძალი ხო არ ტეხავს?

არ ტეხავს biggrin.gif

მე ისე ვიკრიჭები ხოლმე biggrin.gif როცა გასასწორებელი არ მქონდა, მაშინ მასე გაღიმებასაც ვერ ვბედავდი biggrin.gif

Posted by: taknatuna 9 Sep 2015, 21:24
Unico
სხვათაშორის, რაც ბრეკეტები გავიკეთე მეც ეგრე ვარ, სულ ვიცინი სულ ვიღიმი, ვცდილობ პირიქით ბრეკეტები გამოვაჩინო და არა პირიქით biggrin.gif

Posted by: rezo_ozer 9 Sep 2015, 21:54
QUOTE (rezo_ozer @ 9 Sep 2015, 20:21 )
კბილების 3დ რესტავრაციას სად აკეთებენ ხო არ იცით? ძაან რო არ გამწეწონ

ამაზე არავინ არაფერი იცით?

Posted by: Unico 9 Sep 2015, 22:03
rezo_ozer
მე არ ვიცი.

თან ისეთი, ძაან რომ არ გაგწეწონ sad.gif

იქნებ სხვებმა იცოდნენ

Posted by: taknatuna 9 Sep 2015, 22:36
Fეისბუკზე დებენ ხოლმე მაგ 3დ რესტავრაციაზეე

Posted by: rezo_ozer 10 Sep 2015, 20:44
taknatuna
ლინკი ხო არ იცი? ან როგორ მოვძებნო?

Posted by: keen 11 Sep 2015, 11:32
QUOTE
2 კბილის ამოღება დამჭირდა ზედა ყბაზე, რადგან ადგილი არ მქონდა კბილებს შორის, იმდენად მჭიდრო განლაგება იყო.

ზუსტად ეგრე იყო ჩემი შვილის კბილები, თან ორივე ყბაზე. მსგავს სიტუაციაში, ალბათ ყველა ორთოდონტი პაციენტს კბილების ამოსაღებად გაუშვებდა. აი კუბლაშვილმა როგორ მოახერხა იმ კბილების რკალში მოთავსება, არ ვიცი. მანამდეც ვიცოდი მისი პროფესიონალიზმის შესახებ და საბოლოოდ დავრწმუნდი smile.gif

Posted by: Irron_Man 12 Sep 2015, 20:55
user posted image

ერთი რჩევა მჭირდაბა, სანამ სტომატოლოგს მივაკითხავ (ესეც მოსაძებნი მყავს) ამ კბილებს რა უშველის? მარტო ზედა ორი კბილის და კიდევ რამოდენიმეს გაქლიბვა წავა?
(ბოდიშით არაესთეტიური სურათისთვის)

Posted by: l-e-v-a-n 13 Sep 2015, 00:53
Irron_Man
ფინანსები თქვი შენ თორე მაგას კი არა სქესს იცვლის ხალხი biggrin.gif



ვაიმე, დღეს რეზინები ჩამისვეს ქვედა ყბაზე ხო ვიცოდი რო არ უნდა მეჭამა მარა არ მქონდა სხვა საჭმელი და.....
მოკლედ საშინლად ამტკივდა კბილი, ადრეც ხო მტკიოდა ხოლმე ვწერდი ხშირად (ზედა ყბაზე რეზინების ჩასმის მერე 2-3 დღე და ზედა ყბაზე ბრეკეტების ჩასმის მერე ისევ 2-3 დღე ) მარა ასე არ მტკენია არასდროს
ჩავალ ახლა ვიყიდი ციტრამონს, ანალგინს, აქსენფორტეს და რაც უნიდენტის ფურცელში წერია - ასპირინსაც

Scoorp
აუ აქსენ ფორტე რეცეპტით ყოფილა sad.gif
ანალგინი დავლიე 2 ტაბლეტი ახლა ვნახოთ იქნებ მეშველოს







http://www.picz.ge
ასპირინის მერე რა წერია მაინც ვერ გავიგე და სულ მავიწყდება კითხვა რაა












აჰა მიშველა მგონი 2მა ანალგინმა, მარა ადრე როგორც მიშვებოდა ისე მაინც მაქ ახლა, კბილს რამეს რო დავადებ /შევახებ, ან კბილებს ერთმანეთს მტკივა ისევ,

Posted by: Scoorp 13 Sep 2015, 11:25
l-e-v-a-n

ვინ მოგატყუა რო რეცეპტითაა? biggrin.gif

ორი დღის წინ ვიყიდე ავერსში ურეცეპტოდ )))

არავინ მოგატყუოს

Posted by: Irron_Man 13 Sep 2015, 14:10
სქესის შეცვა უფრო იაფია, ვიდრე მე რაც შემომთავაზეს, თითო კბილში 300 ლარი 300X32. I cri evertiem ;"(
Anyway გაქლიბვა რა ჯდება და რამდენად რეკომენდირებულია და კარგ კლინიკას ჰო არ მირჩევდით კიდრ, ფრიად მადლიერი ვიქნებოდი ;_;

Posted by: l-e-v-a-n 13 Sep 2015, 16:00
Irron_Man
ეგ ძაან ბევრია
ია ოსაძეს გირჩევ უდავოდ
თუ დამიჯერებ და იასთან მიხვალ, კმაყოფილი დარჩები ძაან, ატვეჩაი ვარ
http://www.picz.ge

კბილების გასწორებაზე კუბლაშვილს გირჩევ უნიდენტში , მეც მაგასთან მაქვს გაკეთებული, მეტალის ბრეკეტები 3900 ლარი დაგიჯდება, გამჭვირვალე თუ გინდა 4700
Scoorp
ვიყიდე დღეს, შემეშალაო, ასე ვუთხარი სხვა აფთიაქში რეცეპტი არ მომთხოვესთქო მარა ძვირი იყოთქო და ვიყიდე 10 ლარი და რაღაც ღირდა ვნახოთ რას მიზამს, ჯერ ასპირინი დავლიე ახლა შუშხუნა, ძააან მაგარია ეს შუშხუნა მალე გიშველისო თან კუბლაშვილის ფურცელშიც ეგ ეწერა და ვნახოთ აბა, მერე დავაყოლებ მაგას 30 წთ-ში თუ არ მიშველა, თორე უკვე ძაან მშია :/

Posted by: JizZy 13 Sep 2015, 16:05
გუშინ ბრეკეტი მომიჭირეს და გამოსვლისთანავე შაურმას ვეტაკე lol.gif lol.gif

რო ვაჭერ ზედა კბილს მტკივა სასტიკად ვითომ მოჭერის შემდეგ ასეა სულ??


--------

Posted by: l-e-v-a-n 13 Sep 2015, 16:14
JizZy
biggrin.gif biggrin.gif
მეც მასე მომივიდა
გუშინ გამიკეთეს მეც რეზინები ოღონდ და მეც შაურმას ვეტაკე, რა მექნა მაგრად მშიოდა, დავჭერი მარა არ უშველა
QUOTE
რო ვაჭერ ზედა კბილს მტკივა სასტიკად

ზუსტად მასე ვარ მეც, დაჭერის დროს მტკივა, ვერაფერს ვერ ვჭამ ახლა
ნიმესილმა არ მიშველა, რეცეპტითაა მაინც შენ არ მოგცემენ
ასპირინი შუშხუნა დავლიე ახლა და ვნახოთ
კეტონორი თუ ეგეთი როა ეგეც ვაფშე უშედეგოა

ასპირინმაც თუ არ მიშველა აქსენ ფორტეს დავლევ, იტოგში ზედა პოსტები გადაიკითხე biggrin.gif

Posted by: Addict 13 Sep 2015, 20:59
Irron_Man


რად გინდა გაქლიბვა?! ბრეკეტები ისე დაალაგებს რომ ერთ დონეზე იქნება ყველა კბილი :3 იმჰო

Posted by: aloha__ 14 Sep 2015, 01:42



კბილის დაპლომბვა მინდა, ორი დღეა მტკივა და სად მივიდე რას, მირჩევთ?user.gif

Posted by: l-e-v-a-n 14 Sep 2015, 01:47
aloha__
QUOTE
კბილის დაპლომბვა მინდა, ორი დღეა მტკივა და სად მივიდე რას, მირჩევთ?

ია ოსაძესთან
ზემოთ დავდე სავიზიტო ბარათის სურათი, დაურეკე, ჩაეწერე

Posted by: Irron_Man 14 Sep 2015, 17:13
ოხარე ორსავე სოფელსა
Addict
წინა ორი კბილი მაქვს გრძელი თოხივით და მაგას არამგონია შველიდეს ბრეკეტები

Posted by: Addict 14 Sep 2015, 21:28
Irron_Man

კონსულტაცია გაიარე მაინც, ცოდოა გასაქლიბად, ბუნებრივ კბილს რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებ ჯობია.

Posted by: keen 15 Sep 2015, 13:14
Irron_Man
QUOTE
ამ კბილებს რა უშველის? მარტო ზედა ორი კბილის და კიდევ რამოდენიმეს გაქლიბვა წავა?

სხვებს გაქლიბვა რად უნდა? უკეთესად თავად სტომატოლოგი გეტყვის, მაგრამ ასე რაც ჩანს, ორი კბილი რომ ცოტა მოიქლიბოს და მაგათ გვერდზე ორი, პირიქით ამოაშენონ, მგონი საკმარისია. ნუ, თუ სხვა კბილებს არ შეუშლის ხელს.

Posted by: Scoorp 15 Sep 2015, 15:16
შეიძლება არც იყოს საჭირო მოქლიბვა
მეც წინა ორი კბილი შედარებით გრძელი მაქვს,მაგრამ არ მიქმნის დისკომფორტს და რავიცი ))

Posted by: Unico 16 Sep 2015, 11:47
მე ვარ მაგარ შარში biggrin.gif

მალე მიწევს ბრეკეტების მოხსნა (სავარაუდოდ ნოემბრისთვის), ხოდა რეტაინერებს ვერ გაგიკეთებ სანამ 8 კბილზე გვირგვინს არ გადაიკრავო (ბორცვებია გაცვეთილიო) და პლუს ერთი საღეჭი კბილი რომ მაკლია, ხიდია ჩასადგმელი.

ნეჩო, გადავაგორებ, მაგრამ 8 კბილია მკვდარი ანუ დაპლომბილი. რომ დავფიქრდი შემეშინდა.

რა რთულია კბილების შენარჩუნება mo.gif

Posted by: l-e-v-a-n 18 Sep 2015, 20:31
ჩამისვეს ქვედა ყბაზეც

სამწუხაროდ კერამიკა არაო, მეტალი ჩამისვეს და რა საშინელებაა : ( ძაან ცუდი გამოვიდა ვიზუალზე

ჭამის დროსაც ძააან დისკომფორტია, ნუ ჭამას ავიტან მარა ვიზუალზე ძაან ცუდია მართლა sad.gif თან წელიწად ნახევარი..... : (


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Unico 19 Sep 2015, 16:49
l-e-v-a-n
მეტალი მაქვს ორივე ყბაზე, არ ჩანს ცუდად, დამიჯერე biggrin.gif

წელიწადნახევარზე კი აი რა გითხრა. თავადაც ერთი სული მაქვს მოვიშორო, ისე მომბეზრდა sad.gif

Posted by: chupa82 25 Sep 2015, 15:59
მინდა 12 წლის ბავშვს ბრეკეტები გავუკეთი, ხოდა იქნებ მირჩიოთ რას უნდა მივაქციო ყურადრება, მასალას ვგულისხმობ. ფასდაკლებების საიტზე რომ დევს ხოლმე ეგ სანდოა? იქნებ დამაკვალიანოთ

Posted by: vikingi 26 Sep 2015, 22:21
მეორე დღეა რაც კერამიკის ბრეკეტები დავიყენე და ღეჭვის დროს ძალიან მტკივა კბილები. ფაქტიურად ვერ ვღეჭავ ვერაფერს. გქონიათ ვინმეს ასეთი გამოცდილება? რამდენ ხანში გაივლის დაახლოებით?

Posted by: goga80 27 Sep 2015, 11:41
vikingi
ყველამ გამოვიარეთ ეგ პერიოდი :დდ შენ ეტყობა სფეისერები არ გქონია biggrin.gif (ჰო მაქსიმუმ 1 კვირა გაგიგრძელდეს ტკივილი)

Posted by: vikingi 27 Sep 2015, 17:03
goga80
QUOTE
ყველამ გამოვიარეთ ეგ პერიოდი :დდ შენ ეტყობა სფეისერები არ გქონია  (ჰო მაქსიმუმ 1 კვირა გაგიგრძელდეს ტკივილი)

ეეჰ gigi.gif

Posted by: Addict 28 Sep 2015, 23:45
vikingi

მე საკმაოდ დიდ ხანს დამჭირდა ბრეკეტებთან შეგუება, საშუალოდ 1 კვირა - 10 დღე ჭირდება, მე ორი მაგდენი დამჭირდა რომ რამე მეჭამა ნორმალურად. თავიდან საგრძნობლად დავიკელი წონაში. მაგის გარდა დიდი დისკომფორტია ტუჩის შიდა მხარეს რომ წიწკნის ბრეკეტი, ამ შემთხვევაში ცვილი ცოტათი მაინც მეხმარებოდა.
მიეძალე რბილ საკვებს საწყის ეტაპზე.
მე ვაშლს დღემდე ვერ ვჭამ თუ არ დავაქუცმაცე

Posted by: კორდელია 29 Sep 2015, 16:04
მაინტერესებს, როდესაც ჯვარედინი თანკბილვის გამო ხდება ყბის ამოვარდნა პერიოდულად. გასწორების შემდგომ ეს პრობლემა მოგვარებადია?

Posted by: taknatuna 29 Sep 2015, 21:21
დღეს გავიკეთე ქვედა ყბაზე, ისე მტკივა რომ პიურეს გარდა ვერაფერი ვჭამე sad.gif
3-4 დღეშ მივლის ხოლმე sad.gif მაგრამ იქამდე კატასტროფააა sad.gif(

Posted by: vikingi 30 Sep 2015, 21:41
Addict
ზედა ყბაზე ცოტა მივეჩვიესავით ის ის იყო და ეხლა ქვედაზე დამიყენა და ისევ ახლიდან დაიწყო დაუღეჭავად ყლაპვა biggrin.gif

QUOTE
მაგის გარდა დიდი დისკომფორტია ტუჩის შიდა მხარეს რომ წიწკნის ბრეკეტი

ერთ კბილზე აჩმახებდა ბრეკეტი თავიდან და გავასწორებინე ექიმს, ეგ პრობლემა აღარ მაქვს ჯერ ჯერობით...

QUOTE
მე ვაშლს დღემდე ვერ ვჭამ თუ არ დავაქუცმაცე

ვაშლზე და ეგეთ რაღაცეებზე გამაფრთხილა რომ ჩაკბეჩა არც ერთ ვარიანტში არ შეიძლებაო. უნდა დაჭრა და ისე ჭამო.

პ.ს. და რა მაინტერესებს ეს ტკივილები ყველა პროცედურის მერე იქნება თუ თავიდანაა მარტო სანამ შევეგუები?

Posted by: Itgirl 1 Oct 2015, 00:07
vikingi
ბრეკეტის ყოველი კორექციის მერე მტკივა ხოლმე კბილები, ოღონდ მარტო ჭამისას, რამდენიმე საათის განმავლობაში. უშუალოდ კორექციის პროცედურაც არაა მთლად უმტკივნეულო. თუმცა, ყველასთვის ინდივიდუალურია - ზოგს მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლების მიღება ჭირდება კორექციის შემდეგ.

Posted by: Unico 1 Oct 2015, 00:32
vikingi
QUOTE
პ.ს. და რა მაინტერესებს ეს ტკივილები ყველა პროცედურის მერე იქნება თუ თავიდანაა მარტო სანამ შევეგუები?

რკალს რომ გამოგიცვლის, მაშინ ორი სამი დღე იქნება ტკივილი (ახალი რკალი მოგიჭერს კბილებზე და იმიტომ)



Posted by: taknatuna 1 Oct 2015, 08:37
ქვედა ყბაზწ მომტყდა ბრეკეტი არადა არ მიჭამია არაფერი მაგარი:-(:-(:-(:-(

Posted by: Unico 1 Oct 2015, 19:41
taknatuna
კბილზე რომ გაგიკეთა, ის სამაგრი მოგძვრა?
თუ რკალი გატყდა?

ექიმს დაურეკე და შეუთანხმდი ვიზიტზე.
სამაგირ არ მომძრობია, მაგრამ რკალი გამტეხია :დდდ

Posted by: GooDxGaMeR 5 Oct 2015, 20:04
მეტალის ბრეკეტები დავიყენე დღეს მხოლოდ ქვედა ყბაზე და 650 ლარი დაჯდა ქუთაისის პირობებზე როგორი ფასია მაინტერესებს ხო არ მაგოიმებს ჩემი სტომატოლოგი ?

Posted by: tako20 7 Oct 2015, 21:29
გამარჯობათ, ორთოპანტომოგრამა სად გადავიღო მარჯანიშილზე ხოარიცით ?

Posted by: barbaq 8 Oct 2015, 15:11
მეც მაინტერესებს პანორამის გადაღება სად შეიძლება ავერსის გარდა და რა ღირს?

Posted by: Scoorp 8 Oct 2015, 15:41
tako20
barbaq


უნიდენტში შეგიძლიათ გადაიღოთ

Posted by: barbaq 8 Oct 2015, 15:42
რა ღირს ხომ არ იცი? და სადაა უნიდენტი?

Posted by: Scoorp 8 Oct 2015, 15:44
barbaq


50 ღირდა მგონი თუ არ მეშლება
http://unident.ge/

კახიძის ქუჩაზე
აღმაშენებლიდანაა ჩასახვევი

Posted by: nutsiko 8 Oct 2015, 18:15
კბილების გასწორება ვისაც უნდა, უამრავი შეთავაზება და ფასდაკლებაა ფასდაკლების საიტებზე.

მეც, თავის დროზე, იქ გავიკეთე და კმაყოფილი ვარ.
ეგაა, რომ დამეგლიჯა ნერვები და ცალკე გავიყვლიფე ფინანსურად (თვითდაფინანსებაზე ვარ).

მალე მოვიშორებ და ვიქნები ბედნიერი (ჭამა მენატრება და ნორმალურად ლაპარაკი).


Posted by: Unico 15 Oct 2015, 17:04
nutsiko
ააა, ახლა დავფიქრდი, გიწერია რომ ჯერ ისევ გაქვს.

როდის იშორებ? user.gif

Posted by: buub 16 Oct 2015, 11:44
კორექციაზე 3კვირაში ერთხელ დადიხართ თუ 2კვირაში?

Posted by: Scoorp 16 Oct 2015, 12:55
buub

მაგას თვითონ ექიმი წყვეტს
ხან შეიძლება 2 კვირაში დაგიბაროს
ხან თვენახევარში

Posted by: sophietsitsagi 25 Oct 2015, 22:57
გამარჯობა, მგიონი მალე შემოგიერთდებით :დ ახლა გადაწყდა რომ უნდა გავიკეთო, სად და როგორ არ ვიცი და რამდენიმე კითხვა მაქვს გამოცდილ ხალხთან და თუ შეძლებთ მიპასუხეთ რა ^^. მაშ ასე.
1) რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი ჯანმრთელი კბილის ამოღება.
2) სიბრძნის კბილებიდან არცერთი მაქვს ამოსული, ამგრამ სავარაუდოდ დაძრულია, ეს პრობლემა როგორ გვარდება, ამოღება რამდენად მომიწევს.
3)კბილის დაბჟენა რამდენად პრობლემაა ბრეკეტიაბიანი თუ ხარ
4) უნიდენტიზე მაინტერესებს, რაღაც სხვადასხვ ა ექიმთან სხვადასხვა ფასებიაო, აქ როგორ ხდება მეტალის ბრეკეტების ამბები ვინმემ თუ იცით ფასებში რო გამარკვიოთ.
5) ოპერასთან რომ არის ორთოდონტიული ცენტრი მაგაზე რა აზრის ხართ.
პ.ს. 20 წლის ვარ.

Posted by: Egyptian 26 Oct 2015, 11:40
NiaDent
appledent
medicus dent
elite
monaco dental
რომელი კლინიკაზე რამე იცით?
ბრეკეტების გაკეთების მხრივ რომელს მირჩევთ ამ კლინიკებიდან?
ან სხვა დაწერეთ

Posted by: amenhotep 26 Oct 2015, 13:43
QUOTE (Scoorp @ 8 Oct 2015, 15:44 )
barbaq


50 ღირდა მგონი თუ არ მეშლება
http://unident.ge/

კახიძის ქუჩაზე
აღმაშენებლიდანაა ჩასახვევი

სალამი, შეგიძლია მითხრა უნიდენტში სხვადასხვა ექიმთან რატომ განსხვავდება მეტალის ბრეკეტების ფასი? ანუ შენი გეწერა 2350 ზერკიძე და კუბლაშვილთან 3900 ლარი. ხარისხითაცაა გასნხვავება?

Posted by: Scoorp 26 Oct 2015, 13:49
amenhotep

კუბლაშვილი უფრო ძვირიანი ექიმია და იმიტო (ანუ ერთერთ თუ ერთადერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება)
მასალა არამგონია დიდად განსხვავდებოდეს

Posted by: amenhotep 26 Oct 2015, 15:19
QUOTE (Scoorp @ 26 Oct 2015, 13:49 )
amenhotep

კუბლაშვილი უფრო ძვირიანი ექიმია და იმიტო (ანუ ერთერთ თუ ერთადერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება)
მასალა არამგონია დიდად განსხვავდებოდეს

1400 ლარი მხოლოდ კარგი ექიმისთვის ნამეტანია ჩემი აზრით, მაგრამ ეგ არაფერი

შენ თუ გაგიკეთებია უნიდენტში კბილების გათეთრება? ღიირს მანდ გაკეთება თუ სხვაგან?

ბრეკეტები უფრო ექიმზეა დიდი წილი დამოკიდებული და მაინც ჯობია მანდ გავიკეთო, გათეთრებისგან განსხვავებით

Posted by: Scoorp 26 Oct 2015, 15:21
amenhotep

რავიცი, ზოგს უღირს და იკეთებს
ვისაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა



არა უნიდენტში არ გამითეთრებია კბილები

Posted by: keen 26 Oct 2015, 15:34
amenhotep
QUOTE
1400 ლარი მხოლოდ კარგი ექიმისთვის ნამეტანია ჩემი აზრით, მაგრამ ეგ არაფერი

ჯერ როცა ექიმზეა საუბარი, მითუმეტეს ორთოდონტზე, აბა რაში უნდა იყოს სხვაობა? ერთ კბილს რომ ცუდად დაგიპლომბავენ ან ამოგიღებენ, კიდევ გადაიტანს ადამიანი და როცა ყველა კბილს, ასევე ყბების მდებარეობა-მდგომარეობას ეხება, ნებისმიერს უნდა ანდო საკუთარი თავი?

QUOTE
რავიცი, ზოგს უღირს და იკეთებს
ვისაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა

სულ არ მქონდა ბევრი (თანხას საბედნიეროდ თვეებზე ყოფენ), მაგრამ იმის მერე, რაც პირადად მე წარსულში სტომატოლოგების "პროფესიონალიზმს" დღემდე ვიმკი, ნებისმიერს ნამდვილად ვერ ვანდობდი ჩემი შვილის კბილებს. კუბლაშვილი კი ის შემთხვევაა, რომელსაც თვალდახუჭული ენდობი ადამიანი... თუმცა, ზერეკიძეც კარგი ორთოდნოტია, როგორც გამიგია...

QUOTE
მასალა არამგონია დიდად განსხვავდებოდეს

მარტო მასალა რომ იყოს საქმე, ყველას პროფესიონალი დაერქმეოდა...

Posted by: Scoorp 26 Oct 2015, 15:44
keen

ზოგადად თვალდახუჭული არავის უნდა ენდოს დღეს ადამიანი smile.gif
საუკეთესო ექიმთან ვყოფილვარ,მაგრამ იმდენად ალოგიკური და უაზრო რამე უთქვამს თუ დაუნიშნავს

ევროპის მასშტაბით ერთერთმა საუკეთესო ქირურგმა თავისი უყურადღებობით დაღუპა ბებიაჩემი.
ამით იმის თქმა მინდა რო ყველას ეშლება, იმიტო რო ადამიანები ვართ.
უბრალოდ იყო ექიმი უფრო მეტად საპასუხისმგებლოა ვიდრე სხვა ნებისმიერი საქმე.

სხვა კლინიკებთან შედარებით უნიდენტი ერთერთია იმ მცირეთაგან რომელსაც ვენდობი და იმიტო მივედი მეც თეასთან.
არც 2400 ლარია ცოტა, 3 თვეში დავფარე მითუმეტეს.

მაგრამ იგივე პრინციპით, მირჩევნია გადავიხადო ცოტა მეტი და მქონდეს კარგი შედეგი (ეს წლების მერე გამოჩნდება კიდევ)

უბრალოდ კუბლაშვილის თანხა მაინც ძალიან ძვირია რაც არ უნდა თვეებზე ყოფდნენ, და სხვანაირი სტაბილური შემოსავალი სჭირდება smile.gif) რაც ყველას არ აქვს ფიზიკურად

და ეხლა ფაქტია ზერეკიძე-კუბლაშვილის გარდაც ასწორებს ბევრი კბილებს ხო? უბრალოდ მოძებნა უნდა კარგ ექიმს.

ეს ჩემი აზრია.

Posted by: keen 26 Oct 2015, 16:01
Scoorp
QUOTE
ზოგადად თვალდახუჭული არავის უნდა ენდოს დღეს ადამიანი smile.gif

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ავტორიტეტები არ არსებობენ, მითუმეტეს ექიმებში, სულ ორი მედიკოსია, რომელსაც აი ასე თვალდახუჭული ვენდობი. კუბლაშვილმა იმდენად რთული კბილები გაასწორა სრულიად უპრობლემოდ და აგერ მეორე წელია მიღწეულ შედეგს ინარჩუნებს, რომ შეუძლებელია, მის პროფესიონალიზმში ეჭვი შევიტანო...

საუკეთესო ექიმი პირობითია, ეგეთები ვიცი ვედრო მანეთად. ბევრს სახელი უვარდება თავში და იკიდებს ყველაფერს, ზოგი რა და ზოგი კიდევ - რა. თამუნაზე მაგას ვერ ვიტყვი... ტიპს უყვარს რა თავისი საქმე და ვერ წარმომიდგენია, ოდესმე რამე მიაფუჩეჩოს. თორემ, ექიმიც ადამიანი რომაა და შეიძლება რაღაც შეეშალოს, ეგ მეც ვიცი. მთავარია, მისი გამოსწორება შეიძლებოდეს და ეს შეცდომა ვიღაცის სიცოცხლის ფასად არ დაჯდეს.

QUOTE
არც 2400 ლარია ცოტა, 3 თვეში დავფარე მითუმეტეს.

თუ არ ვცდები 18 თვეზე გადაანაწილეს და გაცილებით ადვილი დასაფარი იყო ასე... უბრალოდ, კუბლაშვილთან რომ ძვირია, უმიზეზოდ არაა. ანუ მეორეხარისხოვანია ის ფაქტორი, რომ სახელი აქვს და ა.შ. თითქმის 3 წელი დაჭირდა ჩემს შვილს კბილების გასწორება და იმ შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, რასაც ვხედავდი, აი არანაირად არაა ძვირი. პირიქით... თუმცა თავიდან მეც ეგრე ვფიქრობდი, რომ ძვირი იყო...

კბილებს რა თქმა უნდა ბევრი ასწორებს, მაგრამ როგორ? აი საქმე ეგაა... და 500 ლარიანი კბილების გასწორება საბოლოოდ რამდენი ჯდება ხოლმე, ეგეც საინტერესოა...

Posted by: sophietsitsagi 26 Oct 2015, 16:50
ეს 2350 და 3900 მეტალის ბრეკეტების ფასია? 1850დან იწყებაო, ეს ძაან იაფია მეტალისთვის? და თანხის დაფარვის რა პრინციპია უნიდენტიში ამაშიც გამარკვიეთ რა კარგად

Posted by: Scoorp 26 Oct 2015, 16:56
sophietsitsagi

2350 ლარად წინა 6 კბილი უფერულია და დანარჩენი მეტალის (თეასთან)

გადასახადს რაც შეეხება:

პირველი თვე 1350
ორი თვის მერე 500
და კიდევ ორი თვის მერე 500

შარშან ასე იყო
ახლა თუ რამე შეიცვალა არ ვიცი

Posted by: sophietsitsagi 26 Oct 2015, 17:21
თეა კუბლაშვილი? ნელნელა ვერკვევი ორთოდენტებში და..
მთლიანად მეტალი თეასთან რა ჯდება? და ხო ორნაირია მეტალისაც, ერთი რეზინებით რო მაგრდება და მეორე თავისი ჩამკეტი რო აქვს და მაბდ რომელია?
* * *
თუ ზერეკიძე კაცო ამერია. :დ ზოგადად კარგ ექიმად ითვლება თეა?

Posted by: amenhotep 26 Oct 2015, 18:01
QUOTE (sophietsitsagi @ 26 Oct 2015, 17:21 )
თეა კუბლაშვილი? ნელნელა ვერკვევი ორთოდენტებში და..
მთლიანად მეტალი თეასთან რა ჯდება? და ხო ორნაირია მეტალისაც, ერთი რეზინებით რო მაგრდება და მეორე თავისი ჩამკეტი რო აქვს და მაბდ რომელია?
* * *
თუ ზერეკიძე კაცო ამერია. :დ ზოგადად კარგ ექიმად ითვლება თეა?

ეგეთი დეტალები ჯობია იქ გაარკვიო, ზუსტად გეცოდინება.


Posted by: sophietsitsagi 27 Oct 2015, 20:02
ეგეთი დეტალები ჯობია იქ გაარკვიო, ზუსტად გეცოდინება. [/QUOTE]
რიგები არის ხოლმე უნიდენტიში? რამდენი ხნით ადრე ჩავწერო?
და კუბლაშვილის ფასს ვერ გავწგვდები, თეასთან მივალ სავარაუდოდ და ოპერატორს პირდაპირ ვუთხრა რომელ ორთოდონტთან მინდა?

Posted by: Dark_Sky 29 Oct 2015, 14:15
პირველი საბჯენი მეტალის ბრეკეტი გადამეყლაპა და რამე მომივა? (( თან ბრტყელი ბოლო აქვს და გამოწეული რკინა. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: marimarita 29 Oct 2015, 15:33
14 წლის ბიჭს მინდა ზედა ყბის ბრეკეტი გავუკეთო,მხოლოდ ერთი (ზედა,მეხუთე)კბილი აქვს შეწეული და ამის გამო, ვერ გადავწყვიტე სად მივიყვანო, ან რა დაჯდება დაახლოებით მაინც თუ ვინმემ იცით?..

Posted by: Qetty 3 Nov 2015, 02:40
გამარჯობა! მაინტერესებს სად კეთდება,ვინ აკეთებს ყველაზე მაგრად ბრეკეტებს,სადაც ვიყავი იმათი გასწორებული კბილები დიდად არ მომეწონა,ზოგს გამობზეკილი კბილები აქვს,ზოგს შიგნით შეწეული,მე კი სწორად მინდა მქონდეს hollywood smile მოკლედ,თან იქნებ
ნორმალურ ფასადაც იცოდეთ ვინმემ.შემეხმიანეთ :)))

Posted by: l-e-v-a-n 3 Nov 2015, 02:43
Qetty
უნიდენტში
კუბლაშვილი
მარა ძაან ძვირია
მეტალის ბრეკეტები 3900 ჯდება
მე კერამიკა მაქ 4700 ლარი : )


marimarita
ცალ ყბაზე ნორმალური ორთოდონტი არ გააკეთებს, ორივე ყბაზე უნდა გაკეთდეს

Posted by: Qetty 3 Nov 2015, 17:31
მადლობა smile.gif)) ცალყბაზე არც მინდა თუ გავიკეთებ ერთიანად

Posted by: sophietsitsagi 3 Nov 2015, 21:16
დღეს გავიკეთე უნიდენტიში თეასთან, სასიამოვნო სიტუაცია დამხვდა ნამდვილად. ცოტაა მაწუხებს მარა გეშველებაო და რავიცი

Posted by: blablablaaa 4 Nov 2015, 19:19
მე დღეს გავიკეთე ჰოტსეილზე ვნახე 1000 ლარიანი 350 ადო მარა (ესეთი დიდი ფასდაკლებაა? თუ იტყუებიან მაგაში დავეჭვდი) კაი ბრეკეტები არისო გერმანულებიო რავიცი აბა იმედი მაქ დიდი არ დამაგოიმეს და ჩინური არ შემომტენეს biggrin.gif
და აქ გადავიკითხე თემა რო საშინელი ტკივილი აქვსო რავი მთელი დღე გავიდა ცოტა რო ამტკივდა ცეტრამონი დავლიე და იმის მერე არ მაწუხებს ცოტა მქაჩავს და ეგაა და ნორმალურია ეგ? იქნებ ბანძია და მაგიტო არ მტკივა მეთქი biggrin.gif

სხვაგან სადაც 1000 დამიფასეს და რო ვკითხე რატოა ესეთი სეილი ეს 300 ლარიანი სხვა არისო სუსტიაო და არ გაგისწორებს ნუ ყველა თავის "ტავარს" აქებს........... არა და მე საიდან ვიცი ის რო სხვა არის ეს სხვა როცა საერთოდ ვერ ვერკვევი biggrin.gif
ხო და მაგ ლოგიკით გავიკეთე მერე სეილით იმედია არ შევცდი smile.gif)) მთავარია გამისწოროს კბილები რის დიდი იმედიც მაქ

Posted by: marimarita 5 Nov 2015, 11:55
l-e-v-a-n მხოლოდ ერთი კბილის გულისთვის მინდა გავუკეთო,ისიც ზედა მეხუთე კბილია არც კი ჩანს და ორივე ყბაზე დასჭირდება? ეს ცუდია,თანაც მართლაც ძვირია.. sad.gif

მადლობთ.

Posted by: fujita 8 Nov 2015, 00:08
როგორც გავიგე კუბლაშვილია ძაან ძვირია, ხოდა თეა ზერეკიძე როგორი ექიმია? ღირს მანდ მისვლა? და ეს ფული რასაც წერთ ხოლმე მაგ. 2500 ლარი ამაში ის ბრეკეტებიც შედის თუ რა ფასია ეს?
გარდა ამ ფასისა მკურნალობის დროს კიდევ დამჭირება სხვა ხარჯებიც?
ხოდა ქვედა ყბის გასწორებაც მინდა, ცოტა წინ მაქვს გამოწეული და კიდევ ზედა ყბაზე კბილების გასწორება და ეს როგორ დაჯდება ნეტა

Posted by: sophietsitsagi 8 Nov 2015, 15:27
QUOTE
როგორც გავიგე კუბლაშვილია ძაან ძვირია, ხოდა თეა ზერეკიძე როგორი ექიმია? ღირს მანდ მისვლა? და ეს ფული რასაც წერთ ხოლმე მაგ. 2500 ლარი ამაში ის ბრეკეტებიც შედის თუ რა ფასია ეს?
გარდა ამ ფასისა მკურნალობის დროს კიდევ დამჭირება სხვა ხარჯებიც?
ხოდა ქვედა ყბის გასწორებაც მინდა, ცოტა წინ მაქვს გამოწეული და კიდევ ზედა ყბაზე კბილების გასწორება და ეს როგორ დაჯდება ნეტა



თეასთან გავიკეთე მე, 2350 ჯდება მეტალის ბრეკეტები +500 წინა 6 გამჭირვალე და კიდე +500 სულ გამჭირვალე. ამ თანხაში შედის ყველაფერი რაც თეას კბინეტში კეთდება: რეზინების და რკალის გამოცვ,ა კონსულტაცია, მოხსნა.. ხოდა კბილის ამოღება თუ დაგჭირდება რა თქმა უნდა ეგ ცალკე ხარჯია, +55 ლარი ღირს იქვე 2ნაირ რენტგენს გიღებენ და ამას + 6თვეში ერთხელ კბილების გაწმენდა, ეგეც შენი ხარჯია. ყბის გასწორებაც ნუ თუ გასწორებადია შედის ბრეკეტებში, მეც მაქვს ქვედა ყბის პრობლემა და სხვა არაფერი უთქვამს.

Posted by: fujita 8 Nov 2015, 17:28
sophietsitsagi
მადლობა გაიხარე პასუხისთვის
კბილების გაწმენდა რა ჯდება ისე? ძვირია ეგ?
ანუ ზედა ყბაზე რომ მინდა კბილების გასწორება და ქვედაზე ყბის ეს შევა მაგ თანხაში? თუ ერთი ყბის პრობლემის ფულია ეგ?

Posted by: sophietsitsagi 8 Nov 2015, 17:58
ერთ ყბაზე თითქმის არასდროს აკეთებენ ბრეკეტს, 2350-ში ორივე შედის. არ ვიცი გაწმენდა რა ჯდება, 1 კვირაა ჯერ რაც მაქვს :დ :დ
კონსულტაციაზე მიდი აუცილებლად, უფასოა და დაგაკვალიანებს ყველაფერს გეტყვის, ძალიან კარგი ქალია.

Posted by: fujita 8 Nov 2015, 18:19
ხო ვაპირებსავიტ მისვლას, ვნახოტ რა იქნება
კაი მადლობა smile.gif

Posted by: sityvadzunwilemuri 8 Nov 2015, 18:22
რამაზ ნარიაშვილი სად ჯანდაბაში გადავიდა არავინ იცით დავიჯერო? ადრე პუშკინზე იყო, რამდენი წელია ჩემი კბილები დაეძებენ ამაოდ.

Posted by: Scoorp 8 Nov 2015, 19:05
sityvadzunwilemuri


რამაზთან არა მარა 2 წლის უკან რევაზთან ვიყავი კონსულტაციაზე
ვაჟაზე ავერსის კლინიკის ზემოთ თუ უკან


Posted by: teo-teokuna 9 Nov 2015, 14:17
QUOTE (blablablaaa @ 4 Nov 2015, 19:19 )
აქ გადავიკითხე თემა რო საშინელი ტკივილი აქვსო რავი მთელი დღე გავიდა ცოტა რო ამტკივდა ცეტრამონი დავლიე და იმის მერე არ მაწუხებს ცოტა მქაჩავს და ეგაა და ნორმალურია ეგ? იქნებ ბანძია და მაგიტო არ მტკივა მეთქი biggrin.gif

აუჰ რავი... თვეზე მეტია მიკეთია... მეც მეშინოდა.. ვიცოდი საშინელი ტკივილები უნდა მქონოდა, მაგრამ... პირველი 3-4 დღე მტკიოდა, ისიც მარტო ჭამის დროს... იმის მერე მე კბილი არ მტკენია... biggrin.gif


შედეგს თვალით რომ ვერ ვხედავდე, ვიტყოდი, არ სწორდება მეთქი... მაგრამ ფაქტია... კბილები სწორდება... უმტკივნეულოდ (happy)

Posted by: sophietsitsagi 9 Nov 2015, 15:49
QUOTE

QUOTE (blablablaaa @ 4 Nov 2015, 19:19 )
აქ გადავიკითხე თემა რო საშინელი ტკივილი აქვსო რავი მთელი დღე გავიდა ცოტა რო ამტკივდა ცეტრამონი დავლიე და იმის მერე არ მაწუხებს ცოტა მქაჩავს და ეგაა და ნორმალურია ეგ? იქნებ ბანძია და მაგიტო არ მტკივა მეთქი

აუჰ რავი... თვეზე მეტია მიკეთია... მეც მეშინოდა.. ვიცოდი საშინელი ტკივილები უნდა მქონოდა, მაგრამ... პირველი 3-4 დღე მტკიოდა, ისიც მარტო ჭამის დროს... იმის მერე მე კბილი არ მტკენია...


იმავე დღეს მეც ოდნავ რო მქაჩავდა ცოდა ეჭვებში ვიყავი მეთქი მეტკინოს რა უბედურებაა :დ ჰოდა 2-3-4 დღეს მთელი სახე მტკიოდა ამ კბილებისგან, არაფერი მიჭამია მგონი. სუ ტკივილგამაყუჩებლებზე ვიყავი რო თვალებიდან გამომეხედა. ნუ ისე მიყუჩებდა რო ადამიანობას ვინარჩუნებდი მარა ვერაფერს ვჭამდი :დ ენითაც ვერ ვეხებოდი კბილებს წესიერად :დ ეხლა 1-2 დღეა ტკივილები აღარ მაქვს მარა მექაჩება მაინც და მყარ საჭმელს ვერ ვჭამ.

Posted by: teo-teokuna 9 Nov 2015, 18:00
QUOTE (sophietsitsagi @ 9 Nov 2015, 15:49 )

იმავე დღეს მეც ოდნავ რო მქაჩავდა ცოდა ეჭვებში ვიყავი მეთქი მეტკინოს რა უბედურებაა :დ ჰოდა 2-3-4 დღეს მთელი სახე მტკიოდა ამ კბილებისგან, არაფერი მიჭამია მგონი. სუ ტკივილგამაყუჩებლებზე ვიყავი რო თვალებიდან გამომეხედა. ნუ ისე მიყუჩებდა რო ადამიანობას ვინარჩუნებდი მარა ვერაფერს ვჭამდი :დ ენითაც ვერ ვეხებოდი კბილებს წესიერად :დ ეხლა 1-2 დღეა ტკივილები აღარ მაქვს მარა მექაჩება მაინც და მყარ საჭმელს ვერ ვჭამ.

აუჰ არაა.. მსგავსი არაფერი მქონია... ტკივილგამაყუჩებელი არც დამილევია... ვახ.. ჩემშია ნეტავ პრობლემა? biggrin.gif



Posted by: sophietsitsagi 9 Nov 2015, 19:26
QUOTE
აუჰ არაა.. მსგავსი არაფერი მქონია... ტკივილგამაყუჩებელი არც დამილევია... ვახ.. ჩემშია ნეტავ პრობლემა?

ვაჰ არ ვიცი მარა წრფელი გული მშურს შენი და ყველა შენნაირის :დ ჭკუიდან გადამდგა. თან მარტო ზედაზე მიკეთია ჯერ, 1 თვეში ქვედაზეო და ზედაზე უკანა კბილებზე დამიმატოს უნდა და მორალურად ვემზადები :დ

Posted by: Egyptian 10 Nov 2015, 11:04
QUOTE
NiaDent
appledent
medicus dent
elite
monaco dental
რომელი კლინიკაზე რამე იცით?
ბრეკეტების გაკეთების მხრივ რომელს მირჩევთ ამ კლინიკებიდან?
ან სხვა დაწერეთ

კიდე დამაიგნორეთ
;დ

Posted by: blablablaaa 10 Nov 2015, 16:32
კი მართლები ყოფილხართ biggrin.gif
რაც დავწერე ეგ პოსტი მეორე მესამე დღეს გამაყუჩებლებს ვსვავდი და ეხა აღარ მტკივა უბრალოდ მექაჩება რა რავი შედეგი მეჩვენება მარა მემგონი ოდნაავ რაგაც გამოსწორდა შეიძლება მეშლება biggrin.gif

შეგძნებაა გეგონება კბილებს შორის კბილის ჩხირი გაგიჭედონ და გქაჩავდეს biggrin.gif:D

Posted by: sophietsitsagi 10 Nov 2015, 21:03
QUOTE

QUOTE
NiaDent
appledent
medicus dent
elite
monaco dental
რომელი კლინიკაზე რამე იცით?
ბრეკეტების გაკეთების მხრივ რომელს მირჩევთ ამ კლინიკებიდან?
ან სხვა დაწერეთ


კიდე დამაიგნორეთ
;დ


გამარჯობა, ეგ კლინიკები რომლებიც ჩამოწერე (მეც ვარჩევდი) ჰოთსეილზე და სვუპზე როა ძირითადად ეგენია. არ მსმენია მე პირადად არაფერი როგორ მკურნალობენ და რამდენად სანდოა. ზოგად, მე პირადად არ ვენდობი ეგეთ ფასდაკლებებს, მითუმეტეს რომ ძალიან ძვირიანი რაღაც ასეთ იაფ ფასადაა შემოთავაზებული, თანაც არ არის კბილების გასწორება ისეთი მარტივი რამე რო ნებისმიერს ანდო. რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ რომ მაგ შემთხვევაშიც შეიძლება შეგხვდეს კარგი ექიმი და ძალიან კარგი შედეგი მიიღო, მაგრამ, ჩემი აზრით, ნაკლებ ალბათურია რომ პრესტიჟულ კლინიკებზე კარგი შედეგი მოგცეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით რამდენიმე კლინიკას განვიხილავდი ჩემთვის. ესენი იყო:
ზიბექსი (ვაჟაზე)
ნინო ბერიძეს ორთოდონტული ცენტრი (ვაჟაზე)
ოპერის ქვემოთ რომ არის დიდი კლინიკა, სახელს ვერ ვიმახსოვრებ
და უნიდენტი.
ამ კლინიკებში მეგულებოდა საუკეთესო ექიმები. საბოლოოდ წავიკითხე შეფასებები, მერე მოვიძიე ორთოდონტებზე ინფორმაცია და მივადექი თეა ზერეკიძეს უნიდენტიში.
არ ვიცი, ვისაც უსარგებლია ფასდაკლებებით, მაგ კლინიკებზე უფრო იმათ დაეკითხე და სხვა ორთოდონტულ ცენტრებს რაც შეეხება, მგონი მოგაწოდე ინფორმაცია შეძლებისდაგვარად.

Posted by: Egyptian 11 Nov 2015, 10:40
sophietsitsagi
მადლობბ
QUOTE
და უნიდენტი.

გავითვალისწინეებ, უნიდენტის დავადგი თვალი

Posted by: sophietsitsagi 11 Nov 2015, 17:47
QUOTE
გავითვალისწინეებ, უნიდენტის დავადგი თვალი


ძალიან სასიამოვნო გარემო დაგხვდება, ცხოვრებაში პირველად არ ვიყავი კბილის ექიმთან დაძაბული.

Posted by: Itgirl 12 Nov 2015, 13:23
ბევრმა იკითხა აქ, რამდენად ღირს ფასდაკლების საიტებზე შეძენილი კუპონებით იაფი ბრეკეტების გაკეთება. როგორც ჩემმა ორთოდონტმა მითხრა, ამ შემთხვევაში ძირითადად ჩინური წარმოების ბრეკეტებს აკეთებენ, რომლებიც ერთნაირია ყველა კბილისთვის და ნაკლებად ეფექტურია. კარგი ხარისხისაა გერმანული და ამერიკული ბრეკეტები - ყველა კბილს აქვს მისთვის განკუთვნილი ბრეკეტი (მაგ: საჭრელ კბილებს სხვა, ეშვს სხვა და ა.შ.). შესაბამისად, ჩინურთან შედარებით ფასიც ბევრად დიდია.

Posted by: blablablaaa 14 Nov 2015, 21:25
მე გავიკეთე ფასდაკლების საიტიდან და ყველა ბრეკეტი სხვადასხვანაერია არის გერმანულები , მეც როცა ვიკითხე არაფასდკალების ექიმთან ასე მითხრეს მარა რამდენად დაზღვეული ხარ ვინც მაგას გეუბნება რო სწორს იძახის და არაიმის გამო რო კლიენტი დაკარგოს ? იქნებ იმანაც ჩინური გაგიკეთოს და ფული ჩაიჯიბოს შენ თუ ვერ ერკვევი ვერც იმას მიხვდები ვერც ამას,,,,

Posted by: sophietsitsagi 15 Nov 2015, 02:58
ხოოდა მეც მაგას ვამბობ, არ გამოვრიცხავ რო სვუპზე და ჰოთსეილზე ნაყიდმაც კარგი შედეგი მოგცესთქო მარა მე ღრმად მწამს რო ხარისხი ფასის პირდაპირპროპორციულია :დ
კი მაგრად დამენანა 2350 გელ მაგრამ...ვერ ვრისკავ ასეთი რაღაცების დროს

Posted by: teo-teokuna 15 Nov 2015, 21:54
მე მედიში გავიკეთე.... რავინთან... ბევრი კარგი მსმენია ამ ექიმზე და მეც მომწონს...


იმედია ასევე ვიფიქრებ ერთი წლის მერე... ^_^


შედეგი ამ ეტაპზე რასაც ვხედავ ძალიან მომწონს და მახარებს...


ვნახოთ... ვნახოთ.. ვნახოთ. biggrin.gif

Posted by: ESHELON 15 Nov 2015, 22:57
გამარჯობა

კითხვა მაქვსsmile.gif) ბრეკეტების მოხსნის მერე კიდე რაღაც orthodontic retainer არის საჭიროო...თუ იცით ყველას ჭირდება ეს? და მუდმივია თუ როგორ?

Posted by: Scoorp 16 Nov 2015, 10:59
ESHELON


კი ყველას სჭირდება
შეგიძლია მთელი ცხოვრება დაიტოვო ან რამდენიმე წელი მაინც smile.gif))
ანუ კბილები რო არ აირიოს ისევ მაგისთვისაა
უფრო რო შეინარჩუნო შედეგიsmile.gif
კბილების შიგნიდან კეთდება ოღონდ smile.gif

Posted by: Itgirl 16 Nov 2015, 15:40
blablablaaa
მართალი ხარ, თუ ჩახედული არ ხარ ამ საკითხში, ადვილი შესაძლებელია მოგატყუონ, ამიტომ ბევრი კითხვები უნდა დასვა და ყველაფერს დეტალურად გაეცნო, ნებისმიერი პროცედურის გაკეთებას ადევნო თვალი, დააკვირდე თვითონ ბრეკეტების შეფუთვას, ან მოითხოვო მისი შეფუთვა, სადაც მითითებული იქნება მწარმოებელი ქვეყანა biggrin.gif ორთოდონტის ამ ახსნის შემდეგ ჩემს ბრეკეტებს დავაკვირდი და ნამდვილად სხვადასხვა ბრეკეტებია სხვადასხვა კბილზე. ახლა ვეძებ ვინმეს, ვისაც ჩინური წარმოების ბრეკეტები უკეთია, რომ შევადარო და ჩემი თვალით დავრწმუნდე რამდენად მართალია ორთოდონტის ახსნა :დ
თუ საიდუმლო არაა რამდენი დაგიჯდა თითო ყბა და ვიზიტებში (კორექციაში) თუ იხდი თანხას?

Posted by: taknatuna 16 Nov 2015, 15:46
6 თვე გავიდა ჩემი ბრეკეტების დაყენებიდან და კმაყოფილი ვარ მართლა, 2 კიჭი ამოვიღე და მარჯვენა ზედა ყბაზე უკვე საგრძნობლად არის შემცირებული ადგილი, ანუ +6 თვეში ჩემი აზრით ერთ მხარეს მაინც უნდა შეივსოს მთლიანად,
ისე ქვედა ყბაზე როდესაც გავიკეთე გამიჭირდა ძალიან,
ყველაფერს უგემურად ვჭამ, რომ ვერ ვღეჭავ კარგად და ვერ ვკბიჩავ, რამაც გამოიწვია წონაში კლება, დაახლოებით 3 კგ მაინც დავიკელი უკვე და თუ ასე გაგრძელდა ანორექსია დამემართება ალბათ biggrin.gif არადა მადა საკმაოდ კარგი მაქვს biggrin.gif

Posted by: l-e-v-a-n 16 Nov 2015, 18:21
ESHELON
3 წელი კეთდება მგონი ეგ ფიქსატორი
გააჩნია ექიმს, გააჩნია პაციენტს

ჩემს შემთხვევაშI ასე მითხრეს, ვნახოთ


5 თვე გავიდა თუ არ ვცდები , ერთი სული მაქ როდის ამოვიღებ, იმ დღესვე უნდა წავიდე და გავითეთრო biggrin.gif

ეს ჩემი კბილები რაც იყო 5 თვის წინ


http://www.picz.ge

ეს სიბრძნის კბილები რანაირად ამოდის drug.gif

Posted by: Itgirl 17 Nov 2015, 11:05
taknatuna
პირველი თვეები მეც უგემურად ვჭამდი ზუსტად მაგ მიზეზის გამო - ვერ ვჭეღავდი კარგად. სხვებს არ ქონიათ ეგ პრობლემა რომ გავიკითხე )) მარტო არ ვარ თურმე

l-e-v-a-n
სიბრძნის კბილები ამოიღე ბრეკეტების გაკეთებამდე?

Posted by: l-e-v-a-n 17 Nov 2015, 11:08
Itgirl
არა, არ უთქვამს კუბლაშვილს ამოიღეო, ალბათ არ უშლის ჯერ და ბრეკეტებბის მოხსნის მერე მექნება ამისაღები.. მაგ დროს კაი 20 წლის ვიქნები :დ

Posted by: sophietsitsagi 19 Nov 2015, 03:57
QUOTE
ეს ჩემი კბილები რაც იყო 5 თვის წინ

აუ უნიდენტიში გადაიღე ხო?
ბრეკეტებს რო ვიკეთებდი ვთხოვე გადმომიგზავნეთ მეც მეთქი რენტგენი და სადაც გადაიღე იქ ჩადი და ჩაგიწერენო ისინიო :დ
ჰოდა ეხლა რო მივიდე ჩამიწერენ? :დ ისეთი დაძაბული გამოვედი საერთოდ არ მახსოვდა რენტგენი..
1 თვის წინ იყო..

Posted by: Meerk4t 19 Nov 2015, 14:12
სალამი, ვინ სად და რამდენად იკეთებთ ბრეკეტებს?
დენტოკლუბში 1600 ლარიო 2 ყბა და გული წამივიდა sad.gif

Posted by: Scoorp 19 Nov 2015, 14:51
Meerk4t


წინა გვერდებს გადახედე
და მერე ნახე შენ გულის წასვლა

Posted by: l-e-v-a-n 19 Nov 2015, 14:59
sophietsitsagi
ვინც გიღებს ის დისკზე გიწერს, მაღალი ბიჭი იყო ჩემ დროს სომხური გვარით მგონი



Meerk4t
4700 ლარს ვიხდი მე tongue.gif

Posted by: sophietsitsagi 21 Nov 2015, 01:24
QUOTE
Meerk4t

2350 biggrin.gif
მეტალი

Posted by: teo-teokuna 23 Nov 2015, 17:59
Meerk4t


1500 ლარი... მედიში... მეტალი...

Posted by: Addict 24 Nov 2015, 22:34
Meerk4t

უნიდენტი - კომპოზიტური (გამჭვირვალე) ბრეისები - 3350 ლარი

ამავე ექიმთან მეტალის ბრეისები ღირს - 2350, წინა 6 კბილი გამჭვირვალე და დანარჩენი მეტალის ღირს - 2850

Posted by: Scoorp 25 Nov 2015, 10:58
Addict


უი გაძვირდა თეასთან?
მომისწრია
თორე ვივლიდი ახლა მეტალის ბრეკეტებით

biggrin.gif

Meerk4t

2350 - მე gigi.gif
წინა 6 გამჭვირვალე,დანარჩენი მეტალით


#გამარჯობა

Posted by: sophietsitsagi 25 Nov 2015, 18:39
QUOTE
უი გაძვირდა თეასთან?
მომისწრია
თორე ვივლიდი ახლა მეტალის ბრეკეტებით





კიი გაძვირდა :დ მეც შენი დაწერილი ფასები ვიცოდი და ცოტა არ მესიამოვნა გაძვირებული რო დამხვდა :დ



საზოგადო კითხვა მაქვს ახლა, ფერადი რეზინების გაკეთების ნაირსახეობა როა, რომელი სრისთვისაა ვინმემ თუ იცით მიპასუხეთ რა. მაგალითისთვის რამდენიმე სურათს მივამაგრებ.user posted image
user posted image
user posted image
user posted image
ჰელფ რა

Posted by: Unico 26 Nov 2015, 10:58
sophietsitsagi
QUOTE
რომელი სრისთვისაა ვინმემ თუ იცით მიპასუხეთ რა. მაგალითისთვის რამდენიმე სურათს

უშუალოდ სამაგრზე რომ უკეთიათ, ეგ ფერადი რეზინები ბრეკეტ სამაგრისთვისაა ყველა smile.gif

უბრალოდ ზოგს ურჩევნია ფერად-ფერადი ჰქონდეს, ზოგს ერთ ფერში. მე ერთ ფერში მაქვს ხოლმე, ხან წითელი, ხან მწვანე, ხან ყვითელი.

აი პირველ სურათში რომ რკალს შემოჰყვება ლურჯი რეზინი - ეგ კბილის მიჯრით წყობაში ეხმარება. მეკეთა ეგეთEბი, ოღOნდ თეთრი-გამჭვირვალე.

ხო, პირველივე სურათში რომ მწვანეა (ქვედა და ზედა ყბას აერთEბს), ეგეც წყობისა და გასწორებისთვის არის. მაგას ახლაც ვატარებ მე, ოღონდ გამჭვირვალებს.

არადა არ მევასება ეს რეზინები user.gif

ყოველ ჭამაზე: მოიხსენი, ჭამე, გაიხეხე, გაიკეთე ...

Posted by: Scoorp 26 Nov 2015, 11:56
Unico

gigi.gif

მე აღარ ვიხსნი, რეზინებთან ერთად ვჭამ მშვენივრად
კი მიწყდება ხოლმე, მარა lol.gif

არ მეყლაპება

Posted by: sophietsitsagi 26 Nov 2015, 13:24
ზოგადად ფერადი რეზინები რისთვისაა ვიცი, მეც მაქვს ბრეისები :დ გაკეთების სტილზე ვიკითხე. ზოგს ჯვარედინად აქვს, ზოგდ 8-იანის ფორმაზე, ზოგს 2 რეზინა ერთ ბრეისზე და რა განსხვავებაა ვერ მივხვდი. პირველი თვეა ჯერ რაც მაქვს და 8იანებად გამიკეთა მე წინა კბილრბზე და უკანებზე ჩვეილებრივად და აღმაფრთოვანა და დავინტერესდი :დ

Posted by: Unico 26 Nov 2015, 17:46
sophietsitsagi

ჩემი აზრით, რეზინის ჩამოცმის სტილია ეგ. სამაგრებს რასაც ვუყურებ ერთნაირია ყველა და განსხვავებული რომ იყოს ვიფიქრებდი, ამის "ბრალია" თქო user.gif

Scoorp
QUOTE
კი მიწყდება ხოლმე, მარა

აღარ მაქვს მაგდენი რეზინა givi.gif

თან რომ წყდებოდა, ღრძილზე მხვდებოდა და მტკიოდა sad.gif

Posted by: fujita 27 Nov 2015, 19:59
დღეიდან მეც ჩავეწერე თქვენს კლუბში biggrin.gif
ზერეკიძესთან გავიკეთე მეტალის ბრეკეტები
2 წელი მითხრა დრო, რა გაძლებს biggrin.gif
ჯიგრულად მაქვს არ მტკივა არაფერი, იმედია ესე მექნება სულ

Posted by: sophietsitsagi 27 Nov 2015, 20:09
QUOTE
ჯიგრულად მაქვს არ მტკივა არაფერი, იმედია ესე მექნება სულ

დღეს თუ ჩაეწერე გვიან საათებში ან ხვალ ალოდე ტკივილს :დდ
მეც 2 წელი მითხრა თეამ, 1 კვირაში ვიკეთებ ქვედა ყბაზე.
ზედა პირველი 1 კვირა მტკიოდა, მერე გამიარა და გუშინ და დღეს წინა კბილი(რომელიც სწორდება) ეგ მტკივა ისევ :/

Posted by: fujita 27 Nov 2015, 20:51
sophietsitsagi
ანუ ყველაფერი წინაა ხო biggrin.gif
მაგას არ ვჩივივრ, მარა ეს ჭამაზე რო გამიჭირდება ეგ კი ვიცი biggrin.gif

ისე კი მოვიმარაგე ტკივილგამყუჩებლები და ვნახოთ აბა რა იქნება

Posted by: sophietsitsagi 27 Nov 2015, 21:12
QUOTE
მაგას არ ვჩივივრ, მარა ეს ჭამაზე რო გამიჭირდება ეგ კი ვიცი


დაილოცოს ტკივილგამაყუჩებელი.
ეჰ ჭამა..
რამდენიმე დღის წინ კარტოფილი ფრი ვჭამე რესტორანში დანა-ჩანგლით :დ :დ
ჩაკბეჩა როგორ უნდა მგონი აღარ მახსოვს ;დ ვერ ვეღირსები კაი ხანი ალბათ :დ

Posted by: Unico 27 Nov 2015, 22:19
QUOTE
რამდენიმე დღის წინ კარტოფილი ფრი ვჭამე რესტორანში დანა-ჩანგლით :დ :დ

lol.gif lol.gif lol.gif

ვაიმე, ჩემი თავი გამახსენდა, სულ პირველ დღეებში user.gif

2 წელი და ერთი თვეა რაც მიკეთია. მიეჩვევით :დდდ

Posted by: fujita 27 Nov 2015, 22:49
sophietsitsagi
ჰაჰ biggrin.gif წარმომიდგენია ფრის როგორ ჭამს ადამიანი დანა-ჩანგლით biggrin.gif
Unico
სულ რამენი ხანი უნდა გეკეტოს?


აუ ეს ბრეკეტის ჯაგრისები როგორი მეყიდა არ ვიცოდი, დავიბენი მარტივ-მამრავლებად biggrin.gif

Posted by: Unico 27 Nov 2015, 22:51
fujita
მალე მოვიხსნი. ერთ ან ორ თვეში.

წინა თვის ვიზიტი გავაცდინე და ამიტომ გადამევადა facepalm.gif

Posted by: fujita 27 Nov 2015, 22:58
Unico
აუ რა კაია smile.gif

ბედნიერო





Posted by: Addict 28 Nov 2015, 00:26
Scoorp

მანამდე არ ვიცი რა ღირდა, მე მარტში მივედი და ასეთი ფასები დამხვდა. კი მეძვირა მაგრამ მთელი ცხოვრება კბილების გასწორება მინდოდა biggrin.gif

ახლა პატარა კარიესი შევნიშნე კბილზე, ბრეკეტებიანი კბილები თუ დაგიპლომბავთ ვინმეს გამიზიარეთ გამოცდილება რააა...

Posted by: Meerk4t 28 Nov 2015, 13:50
აუ ანუ ნორმალური ფასია 1600 ორივე :დ
ისე რამდენად კარგია ეს დენტოკლუბი? რომა ლორთქიფანიძეა ექიმი :3

Posted by: sallyBourbon 28 Nov 2015, 13:55
fujita



თეა ზერეკიძე ხომ ?

აღმაშენებელზე ?

დაახლოებით რა ჯდება ბრეკეტები..

მე ადრე ვიყავი მანდ და 1500ლ მითხრა ფასი, 6 თვეში გაგისწორდებაო, ქვედა ყბაზე 2 კბილი დამებრიცა სიბრძნის კბილის ამოსვლის გამო sad.gif


ეხლა მომატებული იქნება ფასები..



* * *
Meerk4t



მგონი ფასი თანკბილვის სირთულეზეც არის დამოკიდებული..

მე 2 კბილმა ამირია მონასტერი ქვედა ყბის biggrin.gif



საიტი ვნახე ეხლა დენტოკლუბის.. შენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა რომ იყავი კონსულტაციაზე? კარგი სპეციალისტები არიან ?








Posted by: Unico 28 Nov 2015, 16:18
Addict
QUOTE
ახლა პატარა კარიესი შევნიშნე კბილზე, ბრეკეტებიანი კბილები თუ დაგიპლომბავთ ვინმეს გამიზიარეთ გამოცდილება რააა...

კბილი, რომელიც ჩართულია ბრეკეტ სისტემაში, რომელზეც დამაგრებულია სამაგრი, უკვე ვეღარ დაიპლომბება.

ეს ან ბრეკეტების მორგებამდე უნდა გაეკეთებინა ექიმს, ან ბრეკეტებს რომ მოიხსნი, მერე smile.gif

მე დავიპლომბე სიბრძნის კბილი, ისიც იმიტომ, რომ არ იყო ზედ ბრეკეტი დამაგრებული. მაინც სუსტიაო და ექიმმა არ დაამაგრა. მაგრამ მერე დასაპლომბი შეიქმნა biggrin.gif

აწი უბრალოდ ეცადე ჰიგიენა გამკაცრებულად დაიცვა yes.gif

Posted by: Addict 28 Nov 2015, 21:52
Unico

მადლობა რჩევისთვის

ეს კარიესი ახალია, სანამ ბრეკეტებს დავიმაგრებდი მანამდე არ მქონდა, მოწესრიგებული კბილებით მივედი ორთოდონტთან.
ისე რომ ვთხოვო რკალი მომხსნას დავიპლომბო და მერე დამიმაგროს biggrin.gif თუ მოხერხდება


sallyBourbon

თეა ზერეკიძესთან რა ფასებიცაა ცოტა ზევით დავწერე შეგიძლია იხილო... user.gif

Posted by: Unico 28 Nov 2015, 21:57
Addict
ეგ უკვე ჩემს კომპეტენციაში არ შედის biggrin.gif

ჰკითხე აბა smile.gif

Posted by: fujita 28 Nov 2015, 23:01
sallyBourbon
ხო თეა ზერეკიძესთან მივედი, ყველაზე იაფი არის მეტალის ბრეკეტები რომელიც 2350 ჯდება და სხვა რადა როგორაა არ ვიცი
პირველად შესატანი არის 1050 ლარი, მერე ორ-ორ თვეში 500, მერე კიდე 500 და ბოლოს 300


მე ორი კბილი მაკლია, ხოდა რედგენი რომ გადავიღე თეამ გადარჩიო, ანუ ბავშვობაში კბილებს ხო ვიცვლით და მერე მუდმივი კბილი ხო ამოდის და ეგ მუდმივი არ მომსვლია თურმე, გაჭედილია თუ რაღაცა, ხოდა ჩამოგიყვან მაგ კბილებსო biggrin.gif პირველად გავიგე ესეთი რამე თუ ხდებოდა ამხელა კაცი ვარ და კიდე კბილი უნდა გამეზარდოს biggrin.gif

Posted by: sallyBourbon 29 Nov 2015, 10:15

Addict
fujita



მადლობა..










აბა მალე ლამაზ ღიმილს გისურვებთ ჩემის ჩათვლით smile.gif















Posted by: Meerk4t 29 Nov 2015, 11:50
QUOTE
საიტი ვნახე ეხლა დენტოკლუბის.. შენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა რომ იყავი კონსულტაციაზე? კარგი სპეციალისტები არიან ?

ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა კლინიკამ, თან გაკეთება დავიწყე კბილების (პროვაიდერია ეგ კლინიკა დაზღვევით) ხოდა რავიცი მშვენიერი ექიმები არიან.

Posted by: uta_inter 30 Nov 2015, 11:50
ვინმემ ხომ არ იცით ბრეკეტისთვის (კბილების ჩამოსაქაჩი) რეზინები სად იყიდება? ოპერის უკან, ბავშვთა 13-ეპოლიკლინიკაში რომ არ მომიწიოს მისვლა biggrin.gif

Posted by: Scoorp 30 Nov 2015, 11:56
uta_inter


მე უნიდენტის წინ ვყიდულობ
http://unident.ge/
უნიშოფში
სხვაგან არ ვიცი სად იყიდება

Posted by: Addict 1 Dec 2015, 22:12
uta_inter

უნიშოპი უნიდენტის პირდაპირ, ან აღმაშენებლის 117-ში არკაში შეხვალ და იქ არის სტომატოლოგიური მაღაზია. ბოლოს მანდ ვიყიდე, მე რომელი ზომაც მჭირდებოდა უნიშოპში არ ჰქონდათ.

Posted by: blablablaaa 1 Dec 2015, 22:59
ერთი თვე გავიდა რაც ზედაზე გავიკეთე და რო მივედი ქვედაზე ჯერ ადრეაო კიდე უნდა გასწორდესო ერთ თვეში მოდიო.... მარტო ახალ რეზინები გამიკეთა და არ ამტკივებია რავიცი ასე უნდა იყოს ალბათ ხო?

Posted by: sophietsitsagi 2 Dec 2015, 06:17
QUOTE

blablablaaa


სად დადიხარ? მეც 1 თვისწინ გავიკეთე და 1 კვირაში უნდა მივიდე ქვედა ყბაზე, გამიკეთოს დროზე მირჩევნია :/

Posted by: blablablaaa 4 Dec 2015, 02:34
ელიზ დენტში დავდივარ..................................

Posted by: ikebana 5 Dec 2015, 06:34
Addict

რათქმაუნდა აუცილებლად უნდა დაიბჟინოთ თუ კარიესი შენიშნეთ. ბრეკეტების ტარებისასა ჰიგიენის დაცვა რთულდება, როგორც ყველა ვიცით. ახალი კარიესების გაჩენაც გასაკვირი არაა. სანამ ბრეკეტებს მოიხსნით კარიესი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ექიმმა აუცილებლად უნდა მოახერხოს დაბჟენა. რაც უფრო პატარაა კარიესი მით უფრო ადვილია.

Posted by: Addict 5 Dec 2015, 19:08
ikebana

მეც ასე ვფიქრობ. თან ისეთ ადგილასაა წერტილი, რომ არც ბრეკეტს უშლის ხელს და არც მავთულს.

Posted by: taknatuna 8 Dec 2015, 14:30
მე 7 თვე დაიწყოოო.
თქვენინსურათებიც დადეთ რა....

ამორებული კბილების ადგილის შევსებას რამდენი ხანი სჭირდება დაახლოებით?
user.gif

Posted by: sophietsitsagi 9 Dec 2015, 14:36
კბილებს სად იწმენდთ და რა ფასად?

Posted by: DeathCab 10 Dec 2015, 15:23
https://www.swoop.ge/offers/115761 ამაზე რას ფიქრობთ? ღირს?

Posted by: Itgirl 15 Dec 2015, 12:22
DeathCab
"ფასდაკლების შეძენამდე დარეკეთ კლინიკაში და გაიარეთ კონსულტაცია. კონსულტაცია უფასოა."

გაიარე კონსულტაცია, ყველა დეტალი დააზუსტე და ამის შესაბამისად მიიღე გადაწყვეტილება. ))

Posted by: l-e-v-a-n 17 Dec 2015, 02:58
რეზინები როდიდან ისმება ხოლმე?
სადღაც 6 თვე გავიდა რაც ჩავისვი ბრეკეტები, ახლა მიწევს დეკემებრში ვიზიტი წინ მაქ

Posted by: Addict 17 Dec 2015, 20:42
l-e-v-a-n

რეზინების ჩასმა ალბათ ინდივიდუალურია

მე არ მახსოვს ზუსტად რამდენ ხანში დამინიშნა, მერე მქონდა წყვეტა, მერე ისევ დამინიშნა სხვა ზომის რეზინები და სხვანაირად განალაგა.
მიანდეთ ყველაფერი ექიმს :3 მე მიყვარს ექიმები და ვენდობი

Posted by: RiskEverything 20 Dec 2015, 14:13
გამარჯობა, კბილების გასწორება და დაპლომბვა მინდა და როგორ არის რეკომენდირებული ჯერ დავიპლომბო და მერე გავისწორო თუ პირიქით. თუ მნიშვნელობა არ აქ? ჯერ რომ დავიპლომბო მერე გასწორების დროს არ ავარდება?
მადლობა წინასწარ...

Posted by: Addict 20 Dec 2015, 20:38
RiskEverything


ბრეკეტები აუცილებლად მოწესრიგებულ კბილებზე უნდა გაიკეთოთ. შეიძლება ბრეკეტები რამდენიმე წელი გეკეთოს და პირის ღრუს ჰიგიენა უფრო რთულდება ამ დროს და გაუარესდება დასაპლომბი კბილების მდგომარეობა. მე სანამ გავიკეთებდი ბრეკეტებს ერთი წერტილი არ დავტოვე კბილებზე, ახლა ერთ კბილზე გამიჩნდა წერტილი და აუცილებლად უნდა დავიპლომბო რომ არ გაუარესდეს. ასე რომ გირჩევთ სრულყოფილად ნამკურნალები კბილებით მიხვიდეთ, თავად ექიმიც ამას გეტყვით.

Posted by: No_KiA 21 Dec 2015, 10:52
სალამი,
გუშინ გავიკეთე გამჭირვალე ბრეკეტები, რატომღაც მეჩვენება რომ ეს მეტალის ბრეკეტებზე უფრო მსხვილია და უფრო უხეში. მართალია ვიზუალურად არ მეტყობა და უფრო კარგად ჩანს კბილებეზე, მაგრამ ძალიან არაკომფორტული სატარებელია. ნუ მოკლედ ვერ ვეგუები ჯერ ) მაინტერესებს საკეტებზე რაიმე რეზინი ან რბილი მასალა არ ყენდება რომ ესე უხეშად არ ედებოდეს ღრძილებს?

Posted by: sophietsitsagi 24 Dec 2015, 01:15
QUOTE
მაინტერესებს საკეტებზე რაიმე რეზინი ან რბილი მასალა არ ყენდება რომ ესე უხეშად არ ედებოდეს ღრძილებს?

ორთოდონტული ცვილი იყიდე

Posted by: Addict 25 Dec 2015, 00:50
No_KiA

2 კვირა მაინც ასეთი დისკომფორტი გექნებათ, მეც სულ მიკვირდა ასეთი უხეში რატომ იყო ბრეკეტი, ხომ შეიძლებოდა მომრგვალებული ბოლოები ჰქონოდა, ერთადერთი გამოსავალია, როგორც უკვე გირჩიეს, ცვილი, რომელიც შეგიმსუბუქებთ დისკომფორტს, დროთა განმავლობაში უკვე ცვილი აღარ დაგჭირდებათ.

Posted by: გეტო 27 Dec 2015, 08:28
მოკლედ დავიქლიბე კბილები და დაახლოებით ესე მაქ ფორმა შუა ორი კბილის მარჯვნივ რომ კბილია, ანუ მარცხენა მხარეს კარგად მაქ და მარჯვენა მხარეს უფრო დაბბალია თან უკნიდან რომ ვუსვამ ენა თითქოს გამოსულია ძაან უკან კბილი, რა გავაკეთო?

user posted image

Posted by: taknatuna 28 Dec 2015, 13:43
sad.gif დილით ჰამბურგერს ვჭამდი და მომტყდა ბრეეკეტი მაგრად დავიგრუზე რა sad.gif

Posted by: ll1992 28 Dec 2015, 14:41
sityvadzunwilemuri
რამაზ ნარიაშვილი არაყიშვილის 5 ში გადავიდა

Posted by: Addict 29 Dec 2015, 21:57
დღეს პირველად ფერადი რეზინები ჩავისვი, რა კაი ყოფილა biggrin.gif

Posted by: Kidnapped 2 Jan 2016, 12:49
Addict
სადაც ვყიდულობ იქ არ ქონდათ ჩვეულებრივი და მეც ფერადი ჩავისვი. უხარისხოა მალე წყდება.
მიმასწავლეთ მაღაზიები სად იყიდება რეზინები.

Posted by: Addict 3 Jan 2016, 00:04
Kidnapped Kid

უნიშოპი უნიდენტის პირდაპირ, ან აღმაშენებლის 117-ში არკაში შეხვალ და იქ არის სტომატოლოგიური მაღაზია. ბოლოს მანდ ვიყიდე რეზინები, მე რომელი ზომაც მჭირდებოდა უნიშოპში არ ჰქონდათ.

თვითონ ბრეისებზე გავაკეთებინე ფერადები, თორემ გასაბმელად სტანდარტულ რეზინებს ვიყენებ.

Posted by: Kidnapped 3 Jan 2016, 01:00
Addict
დიდი მადლობა :*

Posted by: ემპეწრი 4 Jan 2016, 02:29
სანამ სტომატოლოგთანბმივიდოდე მითხარით უცებ ვინმე კომპეტენტურმა
სიმები მიკეთია
იმ დღეს ვრეცხავდი, ცუდად დავიჭირე და სულ წინა ცენტრალური ნაწილი, საიფანაც ვაფართოებ ორივე მხარეს რამფენიმე მილიმეტრით ჩამოტყდა ჰოდა ივარგებს ახლა აწი ეგ?
შევატყე რო კბილები ოდნავ დაიბრიცა,ვაბშე სხვანაირად ჰოდა ან მაგის ბრალია ან იმის რო ორი თვეა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არაა და როგორც ჩემი სტომატოპოგი იტყოდა გარმონივით ვატრიალებ givi.gif
მოხსნილი მაქ დილიდან რო კიდე არ დაიბრიცოს, ხოდა საშინლად მაწუხებს sad.gif

Posted by: Addict 4 Jan 2016, 20:15
მეგობრებო, გაგიზიარებთ 10 თვის შედეგს:

ესაა ამჟამინდელი მდგომარეობა:
http://radikal.ru/big/a192e1e517b443758b384bcf0f868d0c

ხოლო, ასეთი იყო ბრეკეტებამდე:
http://radikal.ru/big/2114d7db91cb4ab396e0d3267817847f

Posted by: ემპეწრი 5 Jan 2016, 01:30
ვაიმეეეე
მოხსნილი სიმის და ამ ზედა ყბის გადამკიდე, რამე მაზოხისტურ აქტს განვახორციელებ, ისე მაწუხებს biggrin.gif
ლომკა მაქ იმენა :/

ესეთი ვარიანტებია-ზედა,ყბის ამოშანთვა, ამოკაწვრა, გაზით კბილების სათითაოდ დაძრობა, ღრძილების გადაჭრა ისევ და ისევ ზედა ყბიდან რაღა,თქმა უნდა
კომპეტენტურმა ხალხმა მირჩიეთ რომელი გზაა აქედან რეკომენდირებული mo.gif







ოკთ user.gif

Posted by: ემპეწრი 7 Jan 2016, 00:38
ვისაც სიმები გიკეთიათ იმათ გეკითხებით
მოხსნილი თუ გაქვთ რამდენიმე საათი თავი გტკივათ ხოლმე?
აზრზე არ ვარ რამე კავშირშია,თუ არა
პროსტა,არაერთხელ შემიმჩნევია როცა მოხსნილი მაქვს მტკივდება ხოლმე თავი
ხოდა აი დღეს მტკივა ძააალიან ძლიერად 5 საათიდან
ერთი საათის წინ დავლიე დიკლობერლი, ისევ ისე მტკივა sad.gif პლუს ღრძილებზე რაღაც საშინელი შეგრძნება

რა გავაკეთო? კედელს რო მივათხლიშო გამივლის? :/

დღეს უნდა,წვსულიყავი მაჩაიძესთან, დამეძინა, გვიან გავიღვიძე, ზეგამდე გადაიდო, ზეგამდე კიდე მომკლავს ეს თავ-ყბა :/

Posted by: Leli70 9 Jan 2016, 22:51
გამარჯობათ, მე გავიკეთე ნინო მჭედლიშვილთან 6 თვის წინ ბრეკეტები ძაან კარგი ექიმია, საშინელი მდგომარეობა მქონდა და კვე შემიძლია ვთქვა რომ თითქმის გამისწორდა, თან საკმაოდ ნორმალურ ფასად.. შედეგს დავდებ თუ გინდათ )))) ეხლა რეზინებზე გადავედით და ისე მტკივა ყბები ლამის მოვიგლიჯო ))))

Posted by: taknatuna 12 Jan 2016, 13:01
Mე8 თვე დაიწყო. ალბათ 1 წელში მექნება მოხსნის ბედნიერება ♥♥♥

Posted by: axavild 15 Jan 2016, 22:54
მოკლედ.. კბილების გასწორება მინდა და ექიმმა სარძევე კბილი გაქვს უეჭველი ამოსაღებიო და რა მაინტერესებს, ბრეკეტები დაახლოებით რამდენხანში შემიმცირებს ამოღებული კბილის სივრცეს? :შ

Posted by: taknatuna 15 Jan 2016, 23:07
axavild
1 წელი ყველა ვარიანტში უნდა

Posted by: Unico 16 Jan 2016, 00:28
axavild
სარძევე კბილი თუ საღეჭი ან ეშვი?



როგორი კბილია? ანუ, გაფუჭებულია თუ საღია? საღი კბილის ამოღება ტეხს sad.gif

Posted by: axavild 16 Jan 2016, 00:33
Unico აი, ადრეული ბავშვობის კბილი :დ რომელიც ძალიან სუსტია და ადრე თუ გვიან ჩამომივარდება :შ

სულ ამირ-დამირია კბილების თანმიმდევრობა sad.gif

Posted by: Unico 16 Jan 2016, 00:50
axavild
ააააა, მაშინ ჯობია ამოიღო, თუ ექიმიც ეთანხმება.

კბილების სივრცის ამოვსებას რაც შეეხება, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: ექიმის პროფესიონალიზმზე და შენი ყბის მოცულობაზე. თუ დიდი ადგილია, მაშინ ამოღებული კბილის სივრცე არ შეივსება ეგრე იოლად. თუ ექიმმაც არ ივარგა, ხო ცუდია.

მაგრამ თუ გჯერა ექიმის, მიენდე და ეგ კითხვა მას დაუსვი smile.gif რას გეუბნება, ისე?

დრო უნდა ცხადია.

Posted by: axavild 16 Jan 2016, 01:00
Unico ჯერ კბილებს ვიწესრიგებ და ზაფხულისკენ ვგეგმავ ბრეკეტებს :დ

ისე, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებაო :შ

Posted by: Tweetyy 16 Jan 2016, 19:46
გამარჯობა, მეგობრებო
მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია ორთოდონტის გამოცვლა, საერთოდ თუ შესაძლებელია ესეთი რამ და ბრეკეტების შეცვლა დამჭირდება ამ შემთხვევაში? გთხოვთ მირჩიოთ კარგ ექიმი და რამდენად შეიძლება მკურნალობა გააგრძელოს სხვა ექიმმა უკვე დაყენებულ ბრეკეტებზე.

Posted by: ju-ki 18 Jan 2016, 11:31
მარიკა გამარჯობა.გააცჰნია პირის ღრუსში რა მდგომარეობა გაქვს.ავერსის კლინიკაში გადაიღე ორთოპანტომოგრამა და მიდი ვაჟა ფშაველას 38 ში ნათია თათარაშვილი ორთოდონტო.კლინიკას დენტა პლუსი ქვია.მეც ამოღებული მაქვს 8 კბილები იმიტომ რომ მე-4 ს ამოგებას მერჩივნა ნამდვილად.ნათია საკმაოდ კარგი სპეციალისტია,მე მისი პაციენტი ვარ ირინა.
ეს ორატოპანტომოგრამა არის მატლიანად შენი პირის გრუს რენდგენი სადაც კარგად ჩანს ყველა კბილის მდგომარეობა.აუცილებლად გადაიგე
* * *
Tweetyy
სამწუხაროდ ცოტა რთულია ექიმის გამოცვლა smile.gif გააჩნია რა მდგომარეობა გაქვთ პირის ღრუში.სცადეთ კონსულტაციაზე მიბრძანდით ვაჯა ფშაველას 38 ში.კლინიკა დენტა პლუსი ორთოდონტი ნათია თათარაშვილი.

კონტაქტის დეტალების დადება იკრძალება.
მოდერატორი.

Posted by: VlV 19 Jan 2016, 17:10
გამარჯობა smile.gif მოდერაციასთან ბოდიში, მაგრამ ყველაზე კითხვადი თემა ესაა.

ელგიდიუმი ხომ არ გიყიდიათ ამ პერიოდში სადმე? მიმასწავლეთ რა.
სითი ფარმაში ვიყიდე ერთხელ და 3 თვის წინ, აღარ გვაქვსო და ხომ არ იცით, მიიღეს ან სადმე სხვაგან თუ იშოვება.

Posted by: Scoorp 20 Jan 2016, 11:46
VlV


ჯიპისიში არ აქვთ?

Posted by: Tweetyy 21 Jan 2016, 01:38
ju-ki
მადლობა, ვცდი აუცილებლად.

Posted by: datadara 22 Jan 2016, 11:07
გუშინ ამომიღეს სიბრძნის კბილი გამიჭრეს და კაროჩე.... არ მინდა გახსენება ;დ თავი ხერხში მეგონა
რა მაინტერესებს რომელი საკვები ახორცებს ჭრილობას სწრაფად?

Posted by: ikebana 22 Jan 2016, 23:14
datadara
საკვები ნაკლებად მოქმედებს შეხორცების სისწრაფეზე. ყოველშემთხვევაში ახლა რამის შეცვლა შეხორცებაზე არ აისახება ასე უცებ.
არსებობს სიბრძნის კბილზე ცალკე თემა.

Posted by: VlV 24 Jan 2016, 10:25
მადლობა Scoorp 2kiss.gif

ვიყიდეე bis.gif
მიუღიათ სითი ფარმაში. თანაც გაუიაფებიათ. რა ვიცი, ბოლოს 20 ლარამდე ღირდა.
სამაგიეროდ, ახლა ქემეი აღარ აქვთ, საბჭოთა დრო მოდის user.gif

Posted by: damski-kaprizi 25 Jan 2016, 12:47
მე ნათია თათარაშვილს გირჩევდით.ვაჟა ფშაველას 38

Posted by: lineika 27 Jan 2016, 19:54
გამარჯობა
წინა ორი კბილიდან ერთ-ერთი მოტეხილი მაქვს ბავშვობაში. ვინირი მაქვს.
შესაძლებელია ბრეკეტის გაკეთება მაინც? ზეწოლა შეიძლება ვითომ?

ან სინების მაინც.

Posted by: salome456 27 Jan 2016, 21:27
გამარჯობა, უნიდენტში კბილები თუ გაგიწმენდავთ ? თეასთან დავდივარ ბრეკეტებზე და თვითონ მირჩია მათ სტომატოლოგთან მკურნალობა , ჯერ უნდა გამიწმინდოს და მაინტერესებს კარგად თუ აკეთებენ და რამდენი ჯდება , როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი ყავდათ და ვეღარ მოვახერხე გარკვევა sad.gif

Posted by: sophietsitsagi 28 Jan 2016, 01:37
QUOTE
გამარჯობა, უნიდენტში კბილები თუ გაგიწმენდავთ ? თეასთან დავდივარ ბრეკეტებზე და თვითონ მირჩია მათ სტომატოლოგთან მკურნალობა , ჯერ უნდა გამიწმინდოს და მაინტერესებს კარგად თუ აკეთებენ და რამდენი ჯდება , როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი ყავდათ და ვეღარ მოვახერხე გარკვევა


გამარჯობა, მეც თეასთან დავდივარ უნიდენტიში და ჯერ არა მაგრამ მალე მომიწევს გაწმენდა და მეც მაინტერესებს ფასები sad.gif ვეცდები გავარკვიო როგორმე

Posted by: დიაბლო 28 Jan 2016, 22:01
sophietsitsagi
60 ლარის ფარგლებში უნდა ღირდეს წესით



კბილებს ვისთან ისწორებთ?

Posted by: MyDecember 28 Jan 2016, 22:53
axavild
QUOTE
მოკლედ.. კბილების გასწორება მინდა და ექიმმა სარძევე კბილი გაქვს უეჭველი ამოსაღებიო და რა მაინტერესებს, ბრეკეტები დაახლოებით რამდენხანში შემიმცირებს ამოღებული კბილის სივრცეს? :შ

პმ, ვისაუბროთ კბილებზე და მულტფილმებზე
fig.gif

Posted by: axavild 28 Jan 2016, 23:04
MyDecember კი კი biggrin.gif თებერვლის შუა რიცხვებში შეგეხმიანები(თ) :დ იქამდე სხვა პროცედურებს მივხედო biggrin.gif

Posted by: ვივიანა 12 Feb 2016, 00:57
VlV
ფარმადეპოში ვიყიდე 1 თვის წინ, იქნებ ჰქონდეთ.

Posted by: salome456 12 Feb 2016, 19:43
sophietsitsagi
QUOTE

QUOTE
გამარჯობა, უნიდენტში კბილები თუ გაგიწმენდავთ ? თეასთან დავდივარ ბრეკეტებზე და თვითონ მირჩია მათ სტომატოლოგთან მკურნალობა , ჯერ უნდა გამიწმინდოს და მაინტერესებს კარგად თუ აკეთებენ და რამდენი ჯდება , როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი ყავდათ და ვეღარ მოვახერხე გარკვევა


გამარჯობა, მეც თეასთან დავდივარ უნიდენტიში და ჯერ არა მაგრამ მალე მომიწევს გაწმენდა და მეც მაინტერესებს ფასები  ვეცდები გავარკვიო როგორმე

გავიწმინდე უკვე და 70 ლარი გადავიხადე , კბილის დაბჟენაც მინდა და მგონი უნიდენტში კატასტროფა ფასები აქვთ smile.gif ))

Posted by: Scoorp 13 Feb 2016, 00:40
ძააან ძვირია უნიდენტის ფასები
ჩემმა თანამშრომელმა კბილის დაპლომბვაში 150 ლარი გადაიხადა
ნერვიც არ მოუკლავს თან მემგონი ))))

salome456

ეგეც რა ამბავია sleep.gif
და რამდენიმე თვეში ისევ გასაწმენდია

Posted by: axavild 13 Feb 2016, 00:59
და რატომ იხდით ამდენს? biggrin.gif

________________________________

Posted by: sophietsitsagi 14 Feb 2016, 23:17
QUOTE

salome456



QUOTE

Scoorp



აუ ძაან ბევრია 70 sad.gif სხვაგან ცოტა ნაკლებ ფასად იცით?
და როგორ წმენდენ რკალს ჭირდება მოხსნა? თუ ჩვეულებრივ როგორც მიკეთია ბრეისები ეგრევე იწმინდება?

Posted by: kravai9 15 Feb 2016, 17:56
რატომ არის ძალინ დიდი სხვაობა ბრეკეტების ფასებს შორის სხვადასხვა კლინიკებში? რა შედეგი შეიძლება მომიტანოს დაბალფასიანი ბრეკეტების გაკეთებამ? ანუ შეიძლება კბილები არ გასწორდეს?
* * *
https://www.facebook.com/Stomatologiuri-mom...001788/?fref=ts
და თუ იცით ეს ნორმალური კლინიკაა და ნორმალური ბრეკეტები აქვთ?

აქ მაინც მიპასუხეთ რა ვინმემ თუ იცით... mo.gif

Posted by: Scoorp 15 Feb 2016, 18:08
kravai9

არ გამიხსნა მე ფბ. გვერდი

ბრეკეტების ფასებს შორის კი არა მანდ ექიმებს და მათ პროფესიონალიზმს შორის უფრო არის ფასის სხვაობა smile.gif)

Posted by: Unico 15 Feb 2016, 18:09
kravai9
QUOTE
https://www.facebook.com/Stomatologiuri-mom...001788/?fref=ts
და თუ იცით ეს ნორმალური კლინიკაა და ნორმალური ბრეკეტები აქვთ?

არ ხსნის user.gif

QUOTE
რატომ არის ძალინ დიდი სხვაობა ბრეკეტების ფასებს შორის სხვადასხვა კლინიკებში?

რავი აბა.
მე მაგალითად ექიმის ცოდნის მიხედვით ვყოფ. მასალასაც თავისი ფასი აქვს, ცხადია.


ყველა კლინიკა თავის ფასს ადებს mo.gif

პ.ს. აუ, გაწმენდა ჩემს ექიმთანაც 70 ლარი ღირს drug.gif


Posted by: salome456 15 Feb 2016, 19:57
axavild
QUOTE
და რატომ იხდით ამდენს?

იმიტო რო არვიცით სხვაგან უფრო ნაკლებ ფასში და კარგად რო წმენდნენ , შენ თუ იცი გვითხარი მაშინ biggrin.gif biggrin.gif
sophietsitsagi
QUOTE
აუ ძაან ბევრია 70  სხვაგან ცოტა ნაკლებ ფასად იცით?
და როგორ წმენდენ რკალს ჭირდება მოხსნა? თუ ჩვეულებრივ როგორც მიკეთია ბრეისები ეგრევე იწმინდება?

ადრე სხვაგან 40 გადავიხადე, მარა ქვები კარგად არ მომაცილა და ეარ ფლოუთი არ გაუწმენდავს, და აქ რაც მართალია თან გადამყვა .
მე ჩემმა ორთოდონტმა რკალი მომხსნა , ცოტა ხანი ურკალოთ იყავიო და ამ პერიოდს დავამთხვიეთ გაწმენდაც.
* * *
kravai9
QUOTE
რატომ არის ძალინ დიდი სხვაობა ბრეკეტების ფასებს შორის სხვადასხვა კლინიკებში? რა შედეგი შეიძლება მომიტანოს დაბალფასიანი ბრეკეტების გაკეთებამ? ანუ შეიძლება კბილები არ გასწორდეს?

მასალაშია მგონი სხვაობა , და როგორც გავიგე იაფი სადაცაა იქ ჩინურით აკეთებენ . ნუ რათქმაუნდა ექიმის ცოდნის მიხედვითაც.
მაგალითად ჩემმა დაქალმა ერთ ჩვეულებრივ კლინიკაში გაიკეთა, 600 ლარი გადაიხადა მარტო ზედაზე ეკეთა 8 თვეში მოხსნა ექიმმა და ნუ კმაყოფილია თვითონ ვიზუალურადაც გასწორებული აქვს, რეალურად კარგი შედეგი წლების მერე უფრო ჩანს ხოლმე ...

Posted by: taknatuna 15 Feb 2016, 22:19
kravai9
სტომატოლოგიური მომსახურების ჯგუფი საქართველო ხომ არ ეწერა?

ვაჟაზე აქვთ კლინიკა და ხეთაგუროვზე, მანდ დავდივარ მე და რავიცი ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, იაფიცდამიჯდა და კბილებიც გასწორდა, biggrin.gif 9 თვეა მიკეთია და 1 წელი ყველაზემაქსიმუმი რომ დაგჭირდეს კიდევო, დაა ნუ სავარაუდოდ ახალი წლებისკენ ახალი კბილები მექნება რა biggrin.gif
ერთადერთი რაც ცარ მომწონს, როცა ვარ ჩაწერილი კორექციაზე იმ დროსარასდროს არ შევდივარ :@

Posted by: kravai9 17 Feb 2016, 00:04
Scoorp
Unico
დიდი მადლობა

salome456
ხომ ვერ მეტყვი რომელ კლინიკაში გაიკეთა?


taknatuna
კი, სტომატოლოგიური მომსახურების ჯგუფი საქართველო მიწერია, მანდ მინდოდა გაკეთება და თან ვყოყმანობ და კარგია, რომ მითხარი
* * *
ვისთან დადიხარ ისიც მითხარი რა...

Posted by: salome456 17 Feb 2016, 13:46
kravai9
QUOTE
salome456
ხომ ვერ მეტყვი რომელ კლინიკაში გაიკეთა?


პმ ში მოგწერ smile.gif)))

Posted by: buub 17 Feb 2016, 19:51
kravai9

მეც მანდ გავიკეთე ბრეკეტები ივნისში ოღონდ ხეთაგუროვის ფილიალში აგვისტოში უკვე ვისხნი
ფასს რაც შეეხება კვალიფიკაციის მიხედვით აქვთ ალბათ სხვებს გაზრდილი თორე ბრეკეტი სტანდარტული მასალისგან მზადდება
ხოდა აღნიშნული კლინიკის ფასისდა მიუხედავად მე საკმაოდ კმაყოფილი ვარ

Posted by: taknatuna 17 Feb 2016, 21:47
kravai9
ვაჟაზე დავდივარ გიორგი ქვია, მანდ ერთი ჰყავთ ორთოდონტი მარტო

ჩემი კიჭების სურათები წინა გვერდებზე დევს და შეგიძლია ნახო, 9 თვეა მიკეთია და შეგიძლია ნახოოო

Posted by: kravai9 18 Feb 2016, 01:06
buub
taknatuna
დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარეთ, გადაწყვეტილია, მანდ მივალ, თან სულ ოდნავი თანკბილვა მაქვს და არ მინდა უაზროდ ძვირის გადახდა სხვაგან.

Posted by: sophietsitsagi 18 Feb 2016, 05:46
სანამ უნიდენტიში მივიდოდი
QUOTE
რატომ არის ძალინ დიდი სხვაობა ბრეკეტების ფასებს შორის სხვადასხვა კლინიკებში? რა შედეგი შეიძლება მომიტანოს დაბალფასიანი ბრეკეტების გაკეთებამ? ანუ შეიძლება კბილები არ გასწორდეს?



მასალაზე მეტად ექიმის გამოცდილებას აქვს ფასი ალბათ. სანამ უნიდენტიში მივიდოდი ვიყავი 1-2გან და ორივეგან კბილის ამოღება მომთხოვეს, ჰოდა ჯანმრთელი კბილის შესანარჩუნებლად მიღირდა მაგ სხვაობის გადახდა :დ

Posted by: taknatuna 18 Feb 2016, 08:43
buub
რამდენი ხანია გიკეთია? მე ახალი წლებისკენ ვფიქრობ მოხსნას

Posted by: buub 18 Feb 2016, 17:25
taknatuna

მე მერვე თვეა უკვე და აგვისტოსკენ მოვიხსნითო მითხრა ექიმმა

Posted by: taknatuna 23 Feb 2016, 21:02
პირველი დღიდან დღემდე .

Posted by: IFFY 26 Feb 2016, 14:19
თქვენი რჩევა და დახმარე მჭირდება.
ზედა ყბა მაქვს დაბადებიდან წინ წამოწეული. 28 წლის ასაკში რამდენად რეალურია ბრეკეტებით ამ პრობლემის მოგვარება?

Posted by: taknatuna 27 Feb 2016, 22:56
IFFY
რამდენადაც ვიცი ბრეკეტების გაკეთება 50 წლამდეა შესაძლებელი


Posted by: prosvet 4 Mar 2016, 00:24
ვინირებაზე რას ფიქრობთ? მინუსები იქნებ მითხრათ? და სასურველია თუ არა 19წლის ასაკში გამეთება რამე ისეთი მინუსი ხომ არ აქვს რის გამოც იმ ვიზუალისთვის ხაზის გადასმა შეიძლება რასაც გვაძლევს? ვიზუალურად ძალიან მომწონს და ვფიქრობ გამეთებას ივნისში ბრეკეტებს ვიხსნი და ბარემ გავიკეთებ და რას მირჩევთ ზოგადად ან ვის მირჩევთ რომელ კლინიკას იქნებ პმ მომწეროთ რო რეკლამა არ გამოვიდეს და რა ფასებია საშუალოდ? ძალიან ბევრი კითხვა კი დავსვი მაგრამ იქნებ თავისიფალი დრო ფამონახოთ და მიპასუხოთ კარგ საქმეს გამიკეთებთ მადლობა წინასწარრრრ..

Posted by: tsi-pf 5 Mar 2016, 19:26
გამარჯობა!
ვინმე ორთოდონტიაში გარკვეული თუ ხართ, იქნებ დამეხმაროთ.
5 თვეა მიკეთია ბრეკეტები და თვეში ერთხელ დავდივარ ჩვეულებრივ ვიზიტზე, უბრალოდ ყოველ ვიზიტზე მარტო ბრეკეტის ფერს მიცვლის ჩემი ორთოდონტი და ეგაა :დ ერთადერთხელ მომიჭირა ზედა ყბაზე ეს ე.წ. მავთული თუ რაც ჰქვია, ისიც დასაწყისში 1 თვის მერე და ვსიო, შედეგი აშკრად მქონდა თავიდანვე, მაგრამ ახლა მგონია, ბოლო თვეები აღარაფერი იცვლება, მარტო ფერებს რომ მიცვლის და ფერების გამოცვლისას რამე იცვლება ფერების გარდა და მე ვერ ვამჩნევ?
ადრე სინები მეკეთა ბავშვობაში და მახსოვს, ყოველ მისვლაზე მიჭერდა ხოლმე ექიმი ამიტომ მიჩნდება პროტესტის გრძნობა :დ
რავი იქნებ ბრეკეტების შემთხვევაში სხვა სისტემაა და არაა ასე რუტინულად მოჭერა საჭირო, არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს smile.gif))

Posted by: taknatuna 6 Mar 2016, 15:25
tsi-pf
არ იდარდო, თავიდან მეც ეგრე ვიყავი დაახლოებით 6თვის მერე დაიწყო უკვე სხვადასხვა რეზინების გამოყენება, გააჩნია კბილს რომელი ტიპის რეზინა სჭირდება. ქვედა ყბაზე მეც 5 თვეა მიკეთია და ჯერ მხოლოდ რეზინებს მიცვლის.
სად დადიხარ?

Posted by: nino_nini 7 Mar 2016, 14:04
უკვე 10 თვეზე მეტია მიკეთია ბრეკეტები და გადავწყვიტე მოვიხსნა.ერთი რაც გასწორდა,იმის მერე არანაირი ცვლილება აღარ არის და ამაზე მეტი შედეგი რაღა უნდა ჰქონდეს.და გინდაც ჰქონდეს აღარ მაინტერესებს.მართალია,ძალიან აღარ მტკივა ხოლმე,მაგრამ სამაგიეროდ ნერვებზე მოქმედებს.ზედაპირი სულ უფრო ძალიან იგრძნობა,გეგონება ზომაში გაიზარდაო.დღის განმავლობაში იმდენად არა და ღამით რომ დავწვები,მაშინ მაღიზიანებს ძალიან.განსაკუთრებით ბოლო კორექციის შემდეგ მაქვს იმის შეგრძნება,რომ დაბმული ვარ.ისეთი არაფერი პრობლემა არ მქონია,ორი ზედა შუა კბილი მქონდა ისე რა გამოწეული და ორი დაბლითა შეწეული.დაბლითები მაწუხებდა და ისინი გასწორდა რაც მთავარია,ზედა ორი კი 100 %-ით არ გასწორებულა,ოდნავ ისევაა გამოწეული,მაგრამ მაგაზე გართულება არც ადრე მქონია და არც ახლა მაქვს.თან ზოგადად კარგი ფორმის კბილები მაქვს,ზომაშიც თითქმის ერთნაირებია.
ექიმს წინასწარ საერთოდ არ უთქვამს,რომ დამაჭერდა და მეტკიეობოდა.მართალია,ამ დონის რაღაცას ვერ წარმოვიდგენდი,მაგრამ თვითონ ხომ უნდა ეთქვა.რომ მეკაწრება და კბილები გაბინძურებული მაქვს,მაგაზე აღარაფერს ვამბობ.
მოკლედ რამდენიმე შეკითხვა მაქვს:
-ბრეკეტების მოხსნის შემდეგ კიდევ რამე უნდა გამიკეთოს?
-უფლება აქვს,დროზე ადრე მოხსნაზე უარი მითხრას?თავიდან მითხრა 1,5-2 წელი უნდა გეკეთოსო.თან ერთხელ ზედა ყბაზე რგოლების გამოცვლის ნაცვლად რეზინი გადამიჭირა.ვგრძობდი,ყველა კბილი როგორ მქონდა შეკრული და დაჭიმული.4 დღე გავუძელი და მერე მოვიძრე.ხოდა მაგაზე გაბრაზდა ძალიან,ასე შეიძლება 3 წელი გეკეთოს და არ გაგისწორდესო.
-სხვა მომხსნის სხვის გაკეთებულს?
-თქვენმა ექიმმა წინასწარ გითხრათ,რომ გეტკიეობოდათ და ა.შ?
ექიმს რომ დაველაპარაკები,მინდა მეტ-ნაკლებად გარკვეული ვიყო და ჯერ თქვენ მაგიტომ გეკითხებით.

Posted by: sophietsitsagi 7 Mar 2016, 17:45

nino_nini

არ არის კარგი აზრი რასაც აპირებ, თუ დაჟინებით მოითხოვ მოგხსნის ალბათ მარა რავიცი.. რო გეტკინებოდა მაგას მგონი გაფრთხილება არ უნდა, კბილების მოძრაობა უმტკივნეულოდ როგორ წარმოგიდგენია?
კბილებს თუ მოუვლი წესიერად არ დაგიბინძურდება, სპეციუალური ჯაგრისები გამოიყენე, სავლები და ძაფი, დილა საღამოს 10-15 წუთს მაინც ვუთმობ კბილების გასუფთავებას და საერთოდ არ ვგრძნობ სიყვითლეს ან მსგავსს, + სტომატოლოგთა გაწმენდა რეკომენდებულია 6 თვეში 1ხელ მაინც.
ეგ რეზინი ე.წ. power chain-ია რომელიც კბილები რომ მიჯრით იყოს მიწყობილი მაგაში ეხმარება.
ბრეკეტების მოხსნის შემდეგ კეთდება რეტეინერი, რომელიც რამდენიმენაირია. 1 არის გამჭირვალე ე.წ. კაპები, 1 სინა რაც გეკეთა ბავშვობაში ეგ, და ერთი არის კიდევ კბილებზე შიგნიდან მაგრდება მავთული და ეგ უნდა გქონდეს. ეს რეტეინერი კეთდება ფორმის შესანარჩუნებლად თორე რაც გაგისწორდა ისევ თავის ადგილს დაუბბრუნდება და წყალში გადაყრილი დრო და ფული გამოგივა.
ხოდა სადაც 10 თვე გაუძელი ცოტა ხანიც გქონდეს ბარემ შედეგი რო დაიდოს და მოიხსენი მერე, ნერვებს ნუ აყვები, ყველა მაგ დღეში ვართ :დ

Posted by: prosvet 7 Mar 2016, 18:39
QUOTE (prosvet @ 4 Mar 2016, 00:24 )
ვინირებაზე რას ფიქრობთ? მინუსები იქნებ მითხრათ? და სასურველია თუ არა 19წლის ასაკში გამეთება რამე ისეთი მინუსი ხომ არ აქვს რის გამოც იმ ვიზუალისთვის ხაზის გადასმა შეიძლება რასაც გვაძლევს? ვიზუალურად ძალიან მომწონს და ვფიქრობ გამეთებას ივნისში ბრეკეტებს ვიხსნი და ბარემ გავიკეთებ და რას მირჩევთ ზოგადად ან ვის მირჩევთ რომელ კლინიკას იქნებ პმ მომწეროთ რო რეკლამა არ გამოვიდეს და რა ფასებია საშუალოდ? ძალიან ბევრი კითხვა კი დავსვი მაგრამ იქნებ თავისიფალი დრო ფამონახოთ და მიპასუხოთ კარგ საქმეს გამიკეთებთ მადლობა წინასწარრრრ..

მიპასუხეთ რა ვინმემ facepalm.gif

Posted by: nino_nini 7 Mar 2016, 22:22
sophietsitsagi
მადლობა გამოხმაურებისთვის.
შიგნით რაც მაგრდება ის რა ფორმისა და ზომისაა?და მაგის არსებობასაც სულ ვგრძნობდე,როგორც ბრეკეტების?

Posted by: amenhotep 7 Mar 2016, 23:10
QUOTE (prosvet @ 7 Mar 2016, 18:39 )
QUOTE (prosvet @ 4 Mar 2016, 00:24 )
ვინირებაზე რას ფიქრობთ? მინუსები იქნებ მითხრათ? და სასურველია თუ არა 19წლის ასაკში გამეთება რამე ისეთი მინუსი ხომ არ აქვს რის გამოც იმ ვიზუალისთვის ხაზის გადასმა შეიძლება რასაც გვაძლევს? ვიზუალურად ძალიან მომწონს და ვფიქრობ გამეთებას ივნისში ბრეკეტებს ვიხსნი და ბარემ გავიკეთებ და რას მირჩევთ ზოგადად ან ვის მირჩევთ რომელ კლინიკას იქნებ პმ მომწეროთ რო რეკლამა არ გამოვიდეს და რა ფასებია საშუალოდ?      ძალიან ბევრი კითხვა კი დავსვი მაგრამ იქნებ თავისიფალი დრო ფამონახოთ და მიპასუხოთ კარგ საქმეს გამიკეთებთ მადლობა წინასწარრრრ..

მიპასუხეთ რა ვინმემ facepalm.gif

რამდენადაც მე ვიცი თვითონ ვინირის გაკეთებას არანაირი უარყოფითი შედეფი არ აქვს, მაგრამ მე საერთიდ არ მომწონს, სიყალბის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ადამიანს საკუთარი კბილები არ ჰონდა ჯანსაღად და არაჯანმრთელობის გრძნობა მიჩნდება, ბრეკეტები თითქმის მოიხსენი და არ მოგწონს შენი კბილები? პატარა ხომ არ გაქვს ზომაში? გათეთრება უფრო კარგი იქნებოდა ჩემი აზრით

Posted by: sophietsitsagi 8 Mar 2016, 01:15
QUOTE
შიგნით რაც მაგრდება ის რა ფორმისა და ზომისაა?და მაგის არსებობასაც სულ ვგრძნობდე,როგორც ბრეკეტების?



აარა ძაან თხელი და გლუვია, ჩემს მეგობარს აქვს და პირველი რამდენიმე დღე ენა მედებოდაცუდად უბრალოდო, ეხლა ჩვეულებრივად აქვს ვერც გრძნობს რო ყკეთია.

Posted by: prosvet 8 Mar 2016, 12:27
QUOTE (amenhotep @ 7 Mar 2016, 23:10 )
QUOTE (prosvet @ 7 Mar 2016, 18:39 )
QUOTE (prosvet @ 4 Mar 2016, 00:24 )
ვინირებაზე რას ფიქრობთ? მინუსები იქნებ მითხრათ? და სასურველია თუ არა 19წლის ასაკში გამეთება რამე ისეთი მინუსი ხომ არ აქვს რის გამოც იმ ვიზუალისთვის ხაზის გადასმა შეიძლება რასაც გვაძლევს? ვიზუალურად ძალიან მომწონს და ვფიქრობ გამეთებას ივნისში ბრეკეტებს ვიხსნი და ბარემ გავიკეთებ და რას მირჩევთ ზოგადად ან ვის მირჩევთ რომელ კლინიკას იქნებ პმ მომწეროთ რო რეკლამა არ გამოვიდეს და რა ფასებია საშუალოდ?      ძალიან ბევრი კითხვა კი დავსვი მაგრამ იქნებ თავისიფალი დრო ფამონახოთ და მიპასუხოთ კარგ საქმეს გამიკეთებთ მადლობა წინასწარრრრ..

მიპასუხეთ რა ვინმემ facepalm.gif

რამდენადაც მე ვიცი თვითონ ვინირის გაკეთებას არანაირი უარყოფითი შედეფი არ აქვს, მაგრამ მე საერთიდ არ მომწონს, სიყალბის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ადამიანს საკუთარი კბილები არ ჰონდა ჯანსაღად და არაჯანმრთელობის გრძნობა მიჩნდება, ბრეკეტები თითქმის მოიხსენი და არ მოგწონს შენი კბილები? პატარა ხომ არ გაქვს ზომაში? გათეთრება უფრო კარგი იქნებოდა ჩემი აზრით

კი პატარა კბილები მაქვს და არ მომწონს sad.gif 2-3 თვეში მომხსნიან ალბათ (

Posted by: Violett 8 Mar 2016, 15:36
ბრეკეტი სულაც არ არის მსგავსი ხარისხის. უამრავი ქვეყნის Dა ფირმისაა, რაც შედეგსაც განსაზღვრავს.
ფასში განსხვავება სწორედ ამიტომ არის.
და არსებობს ისეთი ბრეკეტი რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ თითქმის უმტკივნეულოა.

რაც შეეხება ჰიგიენას, ყოველი ჭამის შემდეგ გაიხეხეთ, ძილის წინ, გამოიყენეთ ე.წ ზღარბუნები- უნჯობესია კონუსისს ფირმის და გაასუფთავეთ კვილი ბრეკეტის გვერდზე. 2 თვეში ერთხელ პროფესიული წმენდა ჩაიტარეთ.




Posted by: fujita 9 Mar 2016, 00:54
თქვენ რა სულ კბილების ტკივილზე წუწუნებთ biggrin.gif
მე საერთოდ არ მტკივა
დაჟე ეშვის გაშიშვლებაზე იმხელა ოპერაცია გამიკეთეს და კბილის ნარკოზიდან რო გამოვედი არც ის ჭრილობა არ მტკენია, ექიმი გაგიჟდა biggrin.gif
აწი აღარც მეტკინება ალბათ

Posted by: Dark_Sky 11 Mar 2016, 11:58
თქვენი დახმარება მჭირდება ვისაც გაქვთ გამოცდილება, ბრეკეტები მიკეთია უკვე 10 თვეა. გაკეთების პირველივე თვეში ლოყაში მერჭობოდა რკალის დაბოელოება, რამდენჯერმე გაცინების დროს ძლიერადაც შემერჭო. ამ 10 თვის შემდეგ შევამჩნირ ორივე მხარეს პატარა ნაჩხვეტი და ოდნაც შესიებული, ერთს შავი წერტილიც აქვს, ლარინგოლოგს ვაჩვენე და არმოეწონა, აუცილებლად ეჩვენე თერაპევტსო, თერაპრვტმაც ნახა ამ ეტაპზე საშიში არ არის გამაგრებები არ გაქვსო და მაზები და სავლებები დამინიშნა, ოდნავ უკეთესობაც იგრძნობა, მითხრა საკმაოდ რთული ასალაგებრლიაო, ცოტა შევშინდი. თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა და როგორ გამასწორეთ.? ან რა გართულება შეიძლება მოყვეს?

Posted by: tsi-pf 11 Mar 2016, 15:44
QUOTE
არ იდარდო, თავიდან მეც ეგრე ვიყავი დაახლოებით 6თვის მერე დაიწყო უკვე სხვადასხვა რეზინების გამოყენება, გააჩნია კბილს რომელი ტიპის რეზინა სჭირდება. ქვედა ყბაზე მეც 5 თვეა მიკეთია და ჯერ მხოლოდ რეზინებს მიცვლის.
სად დადიხარ?

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif
მე რუსთავში დავდივარ "დენსი" ჰქვია კლინიკას, თბილისშიც აქვთ ფილიალები
კიდევ რა მაინტერესებს, მე-8 კბილი მაქვს ოთხივე ამოსაღები და ზოგი მეუბნება, რომ 1 კვირა ყბადასიებულმა უნდა ვიარო ამოღების მერე, ზოგი ამბობს, 1-2 დღე და არაფერი შეგეტყობაო და მაგის შიშით კიდევ არ ამომიღია იმიტომ, რომ ვსწავლობ და ვმუშაობ და 1 კვირა სახლში ვერ ვიქნები ფიზიკურად და რა ვქნა რა გავაკეთო არ ვიცი sad.gif

Posted by: Scoorp 11 Mar 2016, 16:49
tsi-pf

მე არ დამსიებია საერთოდ
კარგად თუ ამოგიღებენ მგონი არ იქნება პრობლემა
ოთხივეს ერთად ნუ ამოიღებ უბრალოდ ))
1 კვირა მქონდა დისკომფორტი და მსუბუქი ტკივილი

Posted by: fujita 11 Mar 2016, 21:26
Dark_Sky
ცვილს არ ხმარობ?

Posted by: nino_nini 11 Mar 2016, 21:51
QUOTE (Dark_Sky @ 11 Mar 2016, 11:58 )
თქვენი დახმარება მჭირდება ვისაც გაქვთ გამოცდილება, ბრეკეტები მიკეთია უკვე 10 თვეა. გაკეთების პირველივე თვეში ლოყაში მერჭობოდა რკალის დაბოელოება, რამდენჯერმე გაცინების დროს ძლიერადაც შემერჭო. ამ 10 თვის შემდეგ შევამჩნირ ორივე მხარეს პატარა ნაჩხვეტი და ოდნაც შესიებული, ერთს შავი წერტილიც აქვს, ლარინგოლოგს ვაჩვენე და არმოეწონა, აუცილებლად ეჩვენე თერაპევტსო, თერაპრვტმაც ნახა ამ ეტაპზე საშიში არ არის გამაგრებები არ გაქვსო და მაზები და სავლებები დამინიშნა, ოდნავ უკეთესობაც იგრძნობა, მითხრა საკმაოდ რთული ასალაგებრლიაო, ცოტა შევშინდი. თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა და როგორ გამასწორეთ.? ან რა გართულება შეიძლება მოყვეს?

რკალი ნორმალურად უნდა ჩამოაჭრას და აღარ ჩაგერჭობა.თუ მაინც გრძლად მოუვიდა,ორთოდონტული ცვილია საჭირო მაგ დროს,როგორც ვიცი.
მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა,ოღონდ მარტო ერთი დაბოლოება მერჭობოდა და ცვილი არ მიყიდია,ბამბას ვიდებდი ხოლმე.თან რამდენიმე დღე მჭირდებოდა,მერე არაფერი აღარ იგრძნობოდა.ნაჩხვლეტები და სხვა რაღაცეები არ მქონია.
თან ზუსტად კორექციის დამთავრებისთანავე არ გერჭობა,რომ მაშინვე მოსთხოვო დამოკლება,მაგრამ თვითონ ხომ უნდა ჩამოაჭრას როგორც წესიაbiggrin.gif
შენ მარტო პირველ თვეში შეგერჭო?და თვითონ ორთოდონტი რას გეუბნება?
პ.ს.სად დადიხარ?

Posted by: l-e-v-a-n 11 Mar 2016, 22:03
8 თU 9 თვე კი არის რაც მიკეთია
ხვალ მაქ ვიზიტი , ჯერ აქამდე ყოველ ვიზიტზე მარტო რკალს მიცვლიდა
ეგ რეზინები არაკომფორტულია როგორც თქვენგან ვიცი, ალბათ აწი მეც მომიწევს
არაფერი არ მაწუხებს ისე, ჭამით ვერ ვჭამ შაურმას თორე არც ტკივილი და არც არაფერი უკვე
თვითლიგირებადი კერამიკა მაქვს ზედა ყბაზე
წლის ბოლოს ვფიქრობ რო უნდა მომხსნან biggrin.gif იმედია არ ვცდები
მერე მგონი სიბრძნის კბილების ამოკვეთა მომიწევს

http://www.picz.ge
აი ასეთი დაწოლილი კბილები გინახავთ? biggrin.gif
მაგათი ამოღება უკვე კი იქნება სავარაუდოდ მტკივნეული : (


სიყვითლეები კი შემეპარა მე, ფაქტიურად თავიდანვე, არადა თავიდან კარგად ვუვლიდი biggrin.gif ახლა მეზარება მაგრად, იმ სპეციალურ ჯაგრისს აღარ ვხმარობ საერთოდ
კბილებს ვიხეხავ 2ჯერ კარგად და სავლებიც 2ჯერ

Posted by: Violett 12 Mar 2016, 01:11
Dark_Sky
რატომ არ უთხარი ორთოდონტს? და მოაჭრიდა დაბოლოებას. ცვილი?
ცოტახანს ნახე , თუ ალაგება დაიწყო კაია, თუ არადა პაროდონტოლოგთან მიდი.


nino_nini
შეგიძლია კევი დაღეჭო Dა ეგეც დაიკრა, როცა ცვილს ვერ შოულობ ან უცებ გათავდა

ზოგადად სიფრთხილეა საჭირო პირის ღრუს ლორწოვანთან, ადვილად ზიანდება ძალიან Dა ცუდ შედეგებს იწვევს.

l-e-v-a-n
უარესებიც გვინახავს biggrin.gif ააფერია საშიში, კარგი ქირურგი მალე ამოგიღებს.
მე მაგალითად 4ვე მერვეს ამოგიღებდი.
ცენტრი ჯერ არ გაგსწორებია?
ზედა Dა ქვედა ყბა ნორმალურად გაქვს თუ რონელიმე წინ ან უკანაა?
2ჯერ გახეხვა რა არის biggrin.gif ყველა ჭამის მერე გაიხეხე. ზღარბუნას იყენებ? პროფესიულ წმენდაზე იყავი?

Posted by: l-e-v-a-n 12 Mar 2016, 01:19
Violett
QUOTE
ცენტრი ჯერ არ გაგსწორებია?

ზუსტად არ ვიცი რაზე ამბობ, მარა მგონი კი, წინა მისვლაზე ცენტრში რაღაც შეუცვალეს ბრეკეტებს მდგომარეობა
QUOTE
2ჯერ გახეხვა რა არის  ყველა ჭამის მერე გაიხეხე.

biggrin.gif 2ჯერ ვჭამ up.gif
QUOTE
ზღარბუნას იყენებ?

არ ც ეგ ვიცი რაარის
QUOTE
პროფესიულ წმენდაზე იყავი?

ბრეკეტების ჩასმამდე წინა დღეს biggrin.gif მის მერე არა

QUOTE
აფერია საშიში, კარგი ქირურგი მალე ამოგიღებს.

კი ეგ ვიცი პროსტა ამოღების მერე იქნება ალბათ ცუდი, თორე...

Posted by: nino_nini 12 Mar 2016, 01:41
ბრეკეტების მოხსნის მერე სიბრძნის კბილები ყველამ უნდა ამოიღოს?

Posted by: tsi-pf 12 Mar 2016, 01:43
Scoorp
ვისთან ამოიღე შენ მე-8 კბილები?

l-e-v-a-n
ჩემი მერვეებიც მასე მხარ-თეძოზე წამოწოლილები არიან biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sophietsitsagi 12 Mar 2016, 02:43
http://radikal.ru/big/188f4b2e15284f9ea99a9359c7f62b08

ჩემი მერვეც ვერაა მგონი მთლად კარგად :დდ მარა როდის მომიწევს ამოღება არ ვიცი, ნოემბერში გავიკეთე ზზედაზე და ქვედა ყბა ჯერ არ გაუკეთებია, ხვალ მივდივარ და წესით უნდა გამიკეთოს ქვედა ყბაზეც. წინასწარ მტკივა რო ვიცი როგორ დღეში ჩავვარდები ხვალ-ზეგ sad.gif საშინელებაა ჩემი ქვედა კბილები..

Posted by: Dark_Sky 12 Mar 2016, 11:12
fujita
ცვილს არ ვიყენებდი რამდენჯერაც გავიკეთე სულ მძვრებოდაViolett
nino_nini
Violett
პირველივე თვეში რომ შემერჭო კორექციაზე რომ მივედი ვუთხარი. დამიმოკლა. ყოველთვის აჭრიდა ბოლოებს მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ისევ წამოვდე ლოყა და თან ძლიერად. მერე შემთხვევით დავითვალიერე და აღმოვაჩინე. ეხლა ალაგება დაიწყო აშკარად მაგრამ ბოლომდე არა ჯერ

Posted by: Violett 12 Mar 2016, 11:50
l-e-v-a-n
ცენტრი არის კბილეს შორის გამავალი ხაზი, სახის ცენტრიც ამავე დროს.
biggrin.gif კი ჭამ 2ჯერ მაგრამ, ძილის წინ გახეხვ და დილით უზმოზზე სადაა? biggrin.gif თუ ერთი დილით მძინარე ჭამ და მეორე დაძინებამდე ?
ზღარბუნა პატარა ჯაგრსია ბრეკეტებისთვის - ძალიან კარგია.
პროფესიული ჰიგიენა შეგიძლია ეხლაც ჩაიტარო, ჰკითხე ოღონდ შენს ექიმს.
ცოტახანს გაგიძნელდება ჭამა, ცოტა ტკვილები ინება მალე გაგივლის 4-6 დღეში.

nino_nini
ზოგადად 8 კბილი რისკ ფაქტორია იმის რომ გასწორებულ კბილებს აურევს, ისედაც ბრეკეტების შემდეგ რეტეინერია საჭირო რომ შედეგი შსენარჩუნდეს. მაგრამ ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია.

Dark_Sky
როცა შეგაწუხებს მიდი და მოგაჭრას სულ. შეგეძძლო საღეჭი რეზინაც გამოიყენო.
დააკვირდი პორცესს, არ ინერვიულო წინასწარ up.gif

Posted by: l-e-v-a-n 12 Mar 2016, 12:19
Violett
მაგ პატარა ბრეკეტების ჯაგრისს აღარ ვხმარობ , ზემით დავწერე თავიდან კი ვიყენებდი მარა მეზარება უკვე biggrin.gif
ჭამას რაც შეეხება, ძირითადად შუადღეს ვდგები და თან ვჭამ ხოლმე, მერე ვიხეხავ და გავდივარ..
და მერე ძილის წინ ვჭამ და ვიხეხავ თან
ძაან იშვიათად თუ დილით მომიწია ადგომა, მაშინ არ ვჭამ მარა ვიხეხავ, შუადღის ჭამის მერე წყალს ვივლებ კარგად და ნარჩენებისგან ვისუფთავებ.... ნუ ამას სულ ვაკეთებდი ბრეკეტებამდეც..

Posted by: Violett 12 Mar 2016, 13:03
l-e-v-a-n
რომ ადგები გინდ დილა იყოს გინდ შუადღე უნდა გაიხეხო biggrin.gif
ანუ გამოდის რომ ერთხელ საჭმლის მიღების შემდეგ არ იხეხავ. biggrin.gif

გეზარრება კაია, იცი რამდენი რამე მეზარება? biggrin.gif
ანუ თავის მოვლა გეზარება givi.gif
გათეთრება იოლი გამოსავალი არაა ))


Posted by: l-e-v-a-n 12 Mar 2016, 14:52
Violett
ამხელაზე გაგრძელდა საუბარი და ბარემ ყვეკაფერი გასაგები რო იყოს თავიდან დავწერ

უნიში გრაფიკი ისეთი მაქვს რო მარტო კვირაში 1 ხელ მიწევს დილით ადგომა.
თან ძილი ძაან მიყვარს
ოთახს მუქი ფარდებით ვაბნელებ

7 დღიდან 6 დღე ვიღვიძებ შუადღეს, მერე ნელნელა ავეფხიკები საწოლიდან, შევჭამ გამოვიხეხავ მივდივარ უნიში. მერე ვEამ მეორედ საღამოს და თან ვიხეხავ

იმ 1 დღეს როცა ცოტა ადრე მიწევს გაღვიძება,არ ვჭამ მარა ვიხეხავ და ისე მივდივარ, მერე ნაშუადღევს მიწევს ჭამა, არ ვიხეხავ კბილებს , ვირეცხავ უბრალოდ:დ და საღამოს ჩვეულებრივად

არ ვხმარობ არც ფლოსს და არც ბრეკეტების ჯაგრისს
ყოველი გამოხეხვის მერე სავლებს ვივლებ

ეგაა და ეგ bis.gif

Posted by: fujita 12 Mar 2016, 21:13
აუ ისე მეც მალე მომიწევს ალბათ გაწმენდა კბილების და რა ღის ეგ ხომ ვერ მეტყვიტ ?

იმედია ძაან ძვირი არაა user.gif

Posted by: Violett 13 Mar 2016, 02:26
fujita
საშუაკოდ 40-50 ლარიდან ზევით, კლინიკას გააჩნია.
შეგიძლია რეზიდენტებთანაც მიხვიდე ალვიუსში ან უნიდენტში მაგალითად, საკმაოდ კარგად აკეთებენ- ფასი კი ბევრად დაბალია.

l-e-v-a-n
biggrin.gif up.gif

Posted by: fujita 13 Mar 2016, 16:19
Violett
და ეგ 40 გელა ერთი კბილია თუ მთლიანად? biggrin.gif

Posted by: Scoorp 13 Mar 2016, 17:16
tsi-pf

გიორგი ღვინიაშვილთან

Posted by: Violett 13 Mar 2016, 23:30
fujita
არა biggrin.gif ყველა კბილი biggrin.gif

Posted by: fujita 14 Mar 2016, 21:49
Violett
QUOTE
არა  ყველა კბილი

გაიხარე smile.gif

Posted by: nino_nini 19 Mar 2016, 17:23
რეტეინერების ფასი როგორია?ეგეც იმაზეა დამოკიდებული,ვისთან ისწორებ?კბილებს შიგნიდან რომ მაგრდება,მაგის ფასი მაინტერესებს.

Posted by: pleita 19 Mar 2016, 18:17
რა ვიცი რავიცი ამ ბერიძის კლინიკას უაზროდ აქვს მგონი ავარდნილი თავში. თან როგორც გავიგე, საკმაოდ კარგადაც ატყუებენ პაციენტებს მწარმოებელი ქვეყნების შესახებ. რეალურად ჩინურს გერმანულ და იტალიურ პროდუქციად ასაღებენ smile.gif

ქალაქში თითქმის ყველა ორთოდონტი ერთი და იგივე მასალით მუშაობს სა ფასების უზარმაზარი სხვაობაა...
ბერიძის კლინიკაში თითონ ნინოსთან 1500 დან იწყება მეტალის ბრეკეტების ფასი .იმავე კლინიკაში სხვა ექიმთAნ გაცილებით ნაკლები ფასი მითხრეს იგივე მეტალზე. დაფაქ biggrin.gif

მოკლედ ზეგ ზედა ყბაზე ვიკეთებ კერამიკას და დიდი იმედი მაქვს მეორე ცდა ბედნიერად დასრულდება , არ მოვიგლიჯავ და გადავყრი mad.gif
და იმის იმედიც მაქვს რომ წესიერი ორთოდონტი შევარჩიე. მატყუარა და ფულზე გადაგიჟებული რომ არაა ეგ უკვე მომწონს biggrin.gif

Posted by: Violett 19 Mar 2016, 22:51
pleita
თუ საიდუმლო არაა ვისთან იკეთებ?
ადრე გეკეთა და მოიხსენი? რა მოხდა? sad.gif

Posted by: pleita 20 Mar 2016, 07:20
Violett
მიქაძესთან გავიკეთე ადრე ღამისთვის სასიანი სინა. გამმაგიჟა ნაგავში გადაცაგდე პირდაპირ .
თემურ ნორიაშვილი. ახალგაზრდა ბიჭია.

Posted by: pleita 22 Mar 2016, 12:54
მორჩა ჩავიმონტაჟე !! jump.gif

იტალიური წარმოების სიას ბრენდის ბღეკეტები. ფასი 900 გელ. მეორე დღეა და ოოდნავ ქაჩვას ვგრძნობ. არავითარი ტკივილი. ორთოდონტმა თავიდან ძალიან მცირე ზეწოლას ვაძლევთ რომ სახსარი არ დაზიანდეს და დისკომფორტიც შესაბამისად არ იქნებაო. ძალიანაც მომწონს. გასწორების დროს 6 თვეს ვვარაუდობთ. jump.gif მაგრამ უფრო მეტის წინააღმდეგიც არ ვარ : D

http://www.radikal.ru
* * *
უიმე ამ ფოტოზე რაღაც ჩაშავებული მიჩანს, მასე არაა biggrin.gif თითქმის შეუმჩნეველია, მხოლოდ მავთული ჩანს წვრილი აი ასე jump.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

არაფერიც არ მტკივა. აქამდე უნდა მეგრძნო დისკომფორტი. მოკლედ ცამდე კმაყოფილი ვარ ჩემი ექიმის jump.gif tan.gif

Posted by: ketevana1234 26 Mar 2016, 18:44
QUOTE (pleita @ 19 Mar 2016, 18:17 )
რა ვიცი რავიცი ამ ბერიძის კლინიკას უაზროდ აქვს მგონი ავარდნილი თავში. თან როგორც გავიგე, საკმაოდ კარგადაც ატყუებენ პაციენტებს მწარმოებელი ქვეყნების შესახებ. რეალურად ჩინურს გერმანულ და იტალიურ პროდუქციად ასაღებენ smile.gif
 
ქალაქში თითქმის ყველა ორთოდონტი ერთი და იგივე მასალით მუშაობს სა ფასების უზარმაზარი სხვაობაა...
ბერიძის კლინიკაში თითონ ნინოსთან 1500 დან იწყება მეტალის ბრეკეტების ფასი .იმავე კლინიკაში სხვა ექიმთAნ გაცილებით ნაკლები ფასი მითხრეს იგივე მეტალზე. დაფაქ biggrin.gif

მოკლედ ზეგ ზედა ყბაზე ვიკეთებ კერამიკას და დიდი იმედი მაქვს მეორე ცდა ბედნიერად დასრულდება  , არ მოვიგლიჯავ და  გადავყრი mad.gif
და იმის იმედიც მაქვს რომ წესიერი ორთოდონტი შევარჩიე. მატყუარა და ფულზე გადაგიჟებული რომ არაა ეგ უკვე მომწონს biggrin.gif

8 თვეა ბრეკეტები მიკეთია, სანამ დავიყენებდი, მთელი ქალაქი მოვიარე. ცოტა კი მეძვირა, მაგრამ ბერიძესთან გადავწყვიტე მაინც. ესეთი დეტალური გამოკვლევა არავის ჩაუტარებია. კლინიკაში გრძნობ, რომ ყველა თავის საქმის პროფესიონალია. კარგი და იაფი არაფერია smile.gif ვნახოთ რა იქნება, ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ!

Posted by: pleita 26 Mar 2016, 19:16
ketevana1234
QUOTE
წერილები: 1
რეგისტრ.: 26-March 16

smile.gif))

Posted by: tsi-pf 27 Mar 2016, 18:51
Scoorp

ბევრმა მიქო ეგ ღვინიაშვილი და როგორ დავუკავშირდე კლინიკაში უნდა ჩავეწერო მიღებაზე თუ პირადად უნდა დავუკავშირდე, შეგიძლია მითხრა?

Posted by: Scoorp 28 Mar 2016, 10:46
tsi-pf


კლინიკა როიალ დენტის ნომერი ნახე ინტერნეტში და დარეკე და გადაგრთავენ გიორგისთან
ძვირია უბრალოდ რო იცოდე მაინც :/

Posted by: tsi-pf 28 Mar 2016, 18:41
Scoorp

150 ლარიდან იწყებაო, ასე მითხრეს კლინიკას რომ მივწერე ფბ-ზე და მაქედან რომ იწყება ანუ უსასრულობამდე გრძელდება? biggrin.gif

Posted by: Scoorp 29 Mar 2016, 12:05
tsi-pf

არა 150-იდან არ იწყება
80-დან 200მდე შეიძლება დაჯდეს
გააჩნია რა მდგომარეობაშია
შეგიძლია კონსულტაციაზე მისვლა და ფასსაც გეტყვის გიორგი

Posted by: taknatuna 30 Mar 2016, 12:21
წავედი მე 11 თვეში.
კბილების გაწმენდაზე ჩავეწერე იმ თვეში

Posted by: pleita 1 Apr 2016, 12:45
l-e-v-a-n
sophietsitsagi
თქვენი ორთოპანტომოგრამების შემდეგ მივხვდი რატომ მეცა აღტაცებით ქალი - გადასარევი პირის ღრუ გაქვს, რად გინდა ბრეკეტიო lol.gif lol.gif

წარმატებები smile.gif



პ.ს. 10 დღისაა ჩემი ბრეკეტები და ყოველ დღე უფრო და უფრო მომოწონს jump.gif

ადრე ერთ-ერთი იუზერის გამოხმაურება წავიკითხე - ასე მგონია უსქესოს გამხდის ბრეკეტი, ყოვლად არამიმზიდველსო, მეც ზუსტად მასე ვფიქრობდი და თურმე საერთოდ არაფერს უშლის ხელს biggrin.gif

ჩემს მეგობარს(1 წელია უკეთია) ვუპროტესტებდი იმ დღეს ვაიმე თხილეულს როგორ აკნატუნებ თქო და დღემდე მეგონა რომ ვერ გავეკარებოდი მსგავს სასუსნაოს. დღეს დავაფიქსირე რომ ყოველ დღე მივირთმევ ნამცხვარს, რომელსაც უამრავი თხილ-ნიგოზი აქვს თან მსხვილ მსხვილი lol.gif

taknatuna
ჩაწიკწიკებული კბილები გაქვთ, გილოცავთ ! ^_^

Posted by: pleita 3 Apr 2016, 15:47
აუ რა არის ეს უკვე მეორედ ამძვრა ბრეკეტი ბოლო. ამჯერად ორივე. რისი ბრალია??? ჩემი არასწორი კვების, წებოს, ორთოდონტის თუ კერამიკის??? help.gif
ასე ყოველ კვირა თუ ვიწებე რაღა ჯანდაბა გამოვა??!!!!

Posted by: axavild 3 Apr 2016, 15:52
pleita აუფ :/ ტეხავს :/

ისე, მე ძალიან ფრთხილად ვეკიდები ჭამასაც და მოვლასაც.. აი უფაქიზესად :შ და საჭმელი საერთოდ ძალიან ვაქუცმაცებ :დ სერიოზულად მეშინია რამე არ მოუვიდეს

Posted by: pleita 3 Apr 2016, 17:39
axavild
კერამიკა გაქვთ თქვენც? ჩემს მეგობარს მეტალის აქვს და არასდროს ასძრობია, ჩემზე ბევრად უარესად იკვებება. შაურმას ძიძგნის კბილებით lol.gif
კბეჩს კიდეც ხილს და ყველაფერს. ეს რა ჯანდაბაა :/

Posted by: sophietsitsagi 3 Apr 2016, 17:49
pleita

ახალი გაკეთებული როცა გაქვს როგორც მე ვიცი უკანა კბილებზე ხშირად ძვრებათ ხოლმე, მე ერთხელამძვრა სუ ფაფებზე და სუპებზე ვიყავი და :დ

QUOTE
თქვენი ორთოპანტომოგრამების შემდეგ მივხვდი რატომ მეცა აღტაცებით ქალი - გადასარევი პირის ღრუ გაქვს, რად გინდა ბრეკეტიო


ჰოდა ეს იმას ნიშნავს რომ ძაან ცუდადაა საქმეო? :დ
არადა მეთვითონ რო ვუყურებ ორთოპანტომოგრამას მგონია რო არაფერი ეტყობა ზედ, ჩემი აზრით ცაწიკწიკებული კბილები ჩანს :დ :დ მარა სარკეში სუ სხვა ეფექტი აქვს :დ ვერ ვარჩევრენტგენულ გამოსახულებას კარგად :დდდ

Posted by: l-e-v-a-n 3 Apr 2016, 18:37
pleita
QUOTE
თქვენი ორთოპანტომოგრამების შემდეგ მივხვდი

ვერ გავიგე რა მIთხარი biggrin.gif
QUOTE
წარმატებები

შენც biggrin.gif
QUOTE
ადრე ერთ-ერთი იუზერის გამოხმაურება წავიკითხე - ასე მგონია უსქესოს გამხდის ბრეკეტი, ყოვლად არამიმზიდველსო, მეც ზუსტად მასე ვფიქრობდი და თურმე საერთოდ არაფერს უშლის ხელს

QUOTE
თურმე საერთოდ არაფერს უშლის ხელს

givi.gif პირადი გამოცდილება მაინც სხცაა ხო biggrin.gif
QUOTE
აუ რა არის ეს უკვე მეორედ ამძვრა ბრეკეტი ბოლო. ამჯერად ორივე. რისი ბრალია???

რავი, მე სადღაც 10 თვეა რაც ჩასმული მაქვს და არაფერი არ მოსვლია არასდროს, მეც მიყვარს თხილიანი ნამცხვრები და ვჭამ ხოლმე, ზოგადად ფაქტიურად ყველაფერს ვჭამ, ერთადერთი შაურმის ჭამა რო ვცადე შარშან, კბილები მეტკინა მერე და აღარ მიცდია, სამაგიეროდ ჩემს სახლთან ახლოსაა ფრაიბურგი, სადაც მზადდება უგრემრიელესი შაურმა, ტოსტერში შემწვარი პური არ აქვთ, იქვე ამზადებენ, ძაან რბილია და უპრობლემოვ ვჭამ კვირაში 2ჯერ up.gif

Posted by: io-io 3 Apr 2016, 18:39
30 წლის ვხდები. ერთი წელი ხდება რაც მიკეთია, მკურნალობა კარგად მიდის. ვიზუალურად უკვე კარგად არის, მაგრამ თანკბილვაა გასასწორებელი.
ყველაზე უფრო ის მადარდებს, რომ სამი მერვე კბილი ჯერ არ ამოსულა და არ ამირიოს ისევ წყობა. ღრძილების გაჭრას და ამოღებას არ ვაპირებ.
იმედია ჩემი მერვეები მშვიდად იქნებიან როგორც არიან.

საჭმელს რაც შეეხება, თითქმის ყველაფერს ვიხეხავ, არ მეზარება smile.gif

Posted by: pleita 3 Apr 2016, 20:19
QUOTE (sophietsitsagi @ 12 Mar 2016, 02:43 )
http://radikal.ru/big/188f4b2e15284f9ea99a9359c7f62b08


აი შეადარეთ biggrin.gif

http://radikal.ru/big/cd725fcdf47f4b8a898386c6b028f6f3

ეს ჩემი ბროლ-ბალახშია givi.gif

QUOTE
ახალი გაკეთებული როცა გაქვს როგორც მე ვიცი უკანა კბილებზე ხშირად ძვრებათ ხოლმე, მე ერთხელამძვრა სუ ფაფებზე და სუპებზე ვიყავი და :დ


ექიმთან პაციენტი ბიჭი მოვიდა იმასაც ასძვრა და ვფიქრობ ცუდი წებო ხომ არ აქვს ექიმს..

ფაფები და წვნიანი სულ რა უბედურებაა , არ ცვლის ცხოვრების წესსო.

l-e-v-a-n
მეტალის გაქვთ?



QUOTE
მე სადღაც 10 თვეა რაც ჩასმული მაქვს და არაფერი არ მოსვლია არასდროს


io-io
QUOTE
თანკბილვაა გასასწორებელი

ქუდი არ გიკეთიათ?

Posted by: sophietsitsagi 3 Apr 2016, 20:44
QUOTE
ფაფები და წვნიანი სულ რა უბედურებაა , არ ცვლის ცხოვრების წესსო



აახალი ჩასმული რომ მქონდა მაშინ თორე ეხლა არა კაცო.
ძაან პანიკაში ვიყავი თავიდან და..
ხოდა ახალწელს მრთქი აღარ მტკივა მორჩათქო და მწვადი ვჭამე, პატარა ძვალი ქონდა და ვერ შევამჩნიე და იმან მომაძრო უკანა კბილზე ეც. ეხლა ყველაფერს ვჭამ აბსოლუტურად და არ შემქმნია მეტი პრობლემა.
QUOTE
ეს ჩემი ბროლ-ბალახშია


აუ მართლა რა მიჯრით მიწყობილია :დ :დ კარგია მარტო თანკბილვა თუ გაქვს გასასწორებელი.
მეც ღრმა თანკბილვა, + ცენტრი და + კბილები ხო საერთოდ sad.gif

Posted by: l-e-v-a-n 3 Apr 2016, 20:58
pleita
არა მეტალი არა, თვითლიგირებადი კერამიკა
2kiss.gif "გაქვ" იმედია ჩემთვის არ გითქვამს biggrin.gif

Posted by: pleita 3 Apr 2016, 21:30
sophietsitsagi
QUOTE
ვჭამ აბსოლუტურად და არ შემქმნია მეტი პრობლემა.

ახალს და ძველს შორის რა განსხვავებაა ნეტა.. წებო როგორც თავიდან იჭერს, ისე იჭერს მერეც. არამგონია მეტად მყარდებოდეს.. მაინც მგონია რომ ცუდი წებოა. ხვალ გავუპროტესტებ ჩემს ორთოდონტს.
QUOTE
მწვადი ვჭამე

ამ უიქენდზე ვაპირებ ზუსტად biggrin.gif

პატიოსნად მიგიხედავთ, მე მეგონა ბრეკეტებს ჩავისვამ და გავხდები- ფაფებზე გადავალ თქო.
რა შემაჩერევს user.gif



QUOTE
მეც ღრმა თანკბილვა, + ცენტრი და + კბილები ხო საერთოდ


მდე და შემდეგ ფოტოებს თუ ატვირთავთ კარგი იქნება.


l-e-v-a-n

აბა ჩემს კერამიკას რა ჯანნდაბა უნდა aba.gif
და ეს თვითრეგულირებადი როგორ მაინტერესებს თითონ გადადის ბოლოები? biggrin.gif და მოსაჭრელი მავთული სად მიდის??


QUOTE
" იმედია ჩემთვის არ გითქვამს

მითქვამს yes.gif

Posted by: l-e-v-a-n 3 Apr 2016, 21:45
pleita
შენობით მომმართე ჯობია yes.gif
შენს კერამიკას რა უნდა არ ვიცი biggrin.gif
აი ესაა თვითლიგირებადი
https://orthodontge.com/2014/10/18/%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94-2/

http://orthodont.ge/ge/news/detail/3

http://www.mullerdent.ge/n/index.php?a=main&pid=41&lang=geo

http://www.med.ge/index.php/articles/stomatology/489-2014-04-22-20-14-30


მჭადს მეც ვჭამ, ოღონდ მთლიანად ნუ ჩაკბიჩავთ , მოტეხეთ და მერე

Posted by: sophietsitsagi 3 Apr 2016, 22:30
QUOTE
მდე და შემდეგ ფოტოებს თუ ატვირთავთ კარგი იქნება



აუცილებლად ავტვირთავ შესამჩნევი შედეგი როცა მექნება,ზედა ყბაზე ნოემბრიდან მაქვს და ქვედაზე ჯერ 1 თვეც არ გასულა. ზემოთ გადადებული მქონდა კბილები და აღარ მაქვს თითქმის და ქვემოთ ჯერ არაფერი ეტყობა :დ ზაფხულამდე დავდებ აუცილებლად ^_^

პ.ს. ვაფასებ თავაზიანობას, თქვენობით რომ მომმართავ ძალიან კარგია, არ ჩამომართვა მე ცუდ ტონში თქვენობით რომ არ ვლაპარაკობ ^_^
არ არის საჭირო, მეუცნაურება :დ

Posted by: Scoorp 3 Apr 2016, 22:54
QUOTE (pleita @ 3 Apr 2016, 17:39 )
axavild
კერამიკა გაქვთ თქვენც? ჩემს მეგობარს მეტალის აქვს და არასდროს ასძრობია, ჩემზე ბევრად უარესად იკვებება. შაურმას ძიძგნის კბილებით lol.gif
კბეჩს კიდეც ხილს და ყველაფერს. ეს რა ჯანდაბაა :/

შაურმა რა მოსატანია
გოზინაყს ვჭამ ჩვეულებრივ :დ
ნუ ცოტა გვერდულად მაგრამ მაინც :დდ
ერთი სიმინდი ვერ გავრისკე =)))

Posted by: pleita 4 Apr 2016, 12:37
l-e-v-a-n
QUOTE
შენობით მომმართე ჯობია

chest.gif

ეს ბრეკეტები ზოგავენ თქვენს დროს და საშუალებას იძლევიან მივაღწიათ მკურნალობის მაქსიმალურ რეზულტატს. თქვენ აკეთებთ თქვენს საქმეს, მოგზაურობთ, სწავლობთ, ვარჯიშობთ, ურთიერთობთ მეგობრებთან და არ გარბიხართ 2–3 კვირაში ერთხელ გაყვითლებული ელასტიკების გამოსაცვლელათ ორთოდონტთან. ანუ თქვენ გიჩნდებათ მეტი თავისუფალი დრო!

ამ ბერიძის სახელსრაც უკავშირდება ყველაფერი სულელურად მე მეჩვენება , თუ მართლა ასეა არ ვიცი biggrin.gif
თავისსავე პროდუქციას უკეთებენ ანტირეკლამას, ანუ არათვითრეგულირებადი თუ გიკეთია "ყოველ 2-3კვირაში დარბიხარ გაყვითლებული ელასტიკების გამოსაცვლელად" ? biggrin.gif

ნდაა.. boli.gif



sophietsitsagi


QUOTE
ზაფხულამდე დავდებ აუცილებლად


წარმატებები. ქუდი არ დაგინიშნა ორთოდონტმა?


QUOTE
თქვენობით არ არის საჭირო, მეუცნაურება :დ



მარტო არა ვარ და ეგ იმიტომ biggrin.gif
მე პირიქით მეხამუშება და მეუცნაურება, თუმცაღა იყოს პო ვაშემუ. smile.gif


Posted by: sophietsitsagi 4 Apr 2016, 19:03
QUOTE
ქუდი არ დაგინიშნა ორთოდონტმა?



აარა ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ უხსენებია, იმედია რამე უზარმაზარ და თვალსაჩინოს არ დამინიშნავს თორემ ისედაც საკმაოდ ცუდად გამოვიყურები ბრეკეტებით :დ

Posted by: io-io 4 Apr 2016, 19:16
pleita
QUOTE

ქუდი არ გიკეთიათ?

ქუდი ანუ ფირფიტა? ამ შაბათს აპირებს smile.gif
პანორამაზე ძაან მომწონს თქვენი კბილები. მერვეები ამოგაღებინეს მკურნალობის წინ, პროცესში ან მერე?

Posted by: pleita 4 Apr 2016, 20:54
sophietsitsagi
ქვედა ყბის შესაწევად გამოიყენება .მხოლოდ ღამით იხმარება.

io-io
არა, აი თავზე ჩამოსაცმელია და ნიკაპს იჭერს biggrin.gif თანკბილვის გასასწორებლად გამოიყენებენ .
მერვეები ამოსულია და არის თავის ადგილზე მშვენივრად. არ ჩავრეულვართ , მხოლოდ ზედა ყბაზე დავამაგრეთ ბრეკეტები.
QUOTE
პანორამაზე ძაან მომწონს თქვენი კბილები

მადლობა, მეც მომეწონა jump.gif
Scoorp
QUOTE
გოზინაყს ვჭამ ჩვეულებრივ :დ
ნუ ცოტა გვერდულად მაგრამ მაინც

აუ ეგ გვერდულა ჩაკბეჩა რა სასაცილოა :lol

QUOTE
სიმინდი ვერ გავრისკე =

თხილის ტეხვაზე კბილით რა აზრის ხართ biggrin.gif

Posted by: io-io 4 Apr 2016, 21:02
pleita
QUOTE
არა, აი თავზე ჩამოსაცმელია და ნიკაპს იჭერს  თანკბილვის გასასწორებლად გამოიყენებენ .
მერვეები ამოსულია და არის თავის ადგილზე მშვენივრად. არ ჩავრეულვართ , მხოლოდ ზედა ყბაზე დავამაგრეთ ბრეკეტები.
QUOTE
პანორამაზე ძაან მომწონს თქვენი კბილები

მადლობა, მეც მომეწონა

ხოდა შემხვდით და ლაივშიც მაჩვენეთ chest.gif

Posted by: pleita 4 Apr 2016, 21:04
io-io
ქუდით ? chest.gif
დამხატავთ?

Posted by: io-io 4 Apr 2016, 21:33
pleita
QUOTE
ქუდით ? 
დამხატავთ?


იყოს უქუდოდ. არა, ხატვის ნერვები არ მაქვს

Posted by: sophietsitsagi 4 Apr 2016, 22:20
QUOTE
ქვედა ყბის შესაწევად გამოიყენება .მხოლოდ ღამით იხმარება.

პირიქით ღრმა თანკბილვა მაქვს, ქვედა ყბა მაქვს შეწეული, მოოშნად :დ გადავრჩები მავთულ-ხლართებს ესეიგი

Posted by: Scoorp 5 Apr 2016, 10:59
pleita


არაა
კბილით რაიმეს გატეხვას ვერიდებოდი ყოველთვის smile.gif))
უბრეკეტოდ და ბრეკეტიანი მითუმეტეს))

ქუდს მე ვატარებდი წლების წინ
როცა რკინები მეკეთა და ოთოსთან დავდიოდი :დ

ახლა აღარც მეგონა თუ გამოიყენებოდა

Posted by: Unico 5 Apr 2016, 11:06
QUOTE
თხილის ტეხვაზე კბილით რა აზრის ხართ

ცუდის biggrin.gif

არამარტო ბრეკეტს, კბილსაც მოიტეხს კაცი ^^


პ.ს. მე გამიჯანჯლდა.. ორწელიწადნახევარია უკვე და ისე მინდა მოვიშორო, ვერც წარმოიდგენთ biggrin.gif
არადა, ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა: რეზინები გამითავდა ერთი თვეა, ეს რომ გაიგოს, დამკლავს; პლუს ბოლო ერთი თვის ვიზიტი ჩავუგდე biggrin.gif

პ.პ.ს. წავიტირე, წავიწუწუნე და წავედი აბა მე givi.gif

Posted by: pleita 5 Apr 2016, 12:21
sophietsitsagi
QUOTE
გადავრჩები მავთულ-ხლართებს ესეიგი

ბრეკეტებს შორის რეზინებით ასწორებენ მაგას და საკმაოდ უსიამოვნო პროცესია , ვისუალზე აღარაფერს ვამბობ biggrin.gif

Scoorp
QUOTE
არაა
კბილით რაიმეს გატეხვას ვერიდებოდი ყოველთვის

კიდევ კარგი : )))))
QUOTE
ახლა აღარც მეგონა თუ გამოიყენებოდა

არადა საკმაოდეფექტური და უპრობლემო საშუალებაა..

Unico
QUOTE
მე გამიჯანჯლდა.. ორწელიწადნახევარია უკვე


QUOTE
ისე მინდა მოვიშორო,



QUOTE
ერთი თვის ვიზიტი ჩავუგდე


ეს მონდომებას არ ჰგავს biggrin.gif

ორწელიწადნახევარი ძაალიან დიდი დროა :/ ამდენ ხანს როგორ ატარებთ პირში ამდენ უცხო ნივთს sleep.gif


გუშინ 14 იან მავთულზე გადავედით jump.gif

სულ ორი კვირაა გასული და უკვე შესამჩნევად ზედა კბილები წინაა გამოწეული jump.gif თუ არ ამიძრობ ხოლმე ბრეკეტებს, ძალიან მალე მოვიხსნითო jump.gif

არადა არც მიშლის biggrin.gif



Posted by: Scoorp 5 Apr 2016, 12:44
მე ბოლო პერიოდი ძალიან მაწუხებს უკვე
ღრძილები და ტუჩის შიდა მხარე გამიღიზიანა და მტკივა პერიოდულად
ცვილს კი ვიყენებ მაგრამ რეზინებზე უფრო რთული სატარებელია
ნელნელა მბეზრდება მეც

Posted by: sophietsitsagi 5 Apr 2016, 14:06
QUOTE
ბრეკეტებს შორის რეზინებით ასწორებენ მაგას და საკმაოდ უსიამოვნო პროცესია , ვისუალზე აღარაფერს ვამბობ



ეგ ვიცი მარა პირდახურული რო ვიქნები ხო არაფერი შემეტყობა :დ :დ

Posted by: KeP 6 5 Apr 2016, 14:17
ბრეკეტების გაკეთებას 30 წლის ასაკში აზრი ექნება ?
თუ კი, ალბათ მაშინ დიდი დრო დაჭირდება ...
საერთოდ გავიკეთო, ტყუილად ხომ არ ვიწვალებ.

Posted by: Unico 5 Apr 2016, 14:28
pleita
ეგრე ადვილი რომ იყოს :დდდ
რამდენჯერაც მივედი, მალე მოგხსნი მალეო და მომწყინდა უკვე..
ამიტომ დავიწყე გაცდენები :დდდ

მარა მაინც მოუწევს ^^ აი მაისამდე თუ არ მომხსნა, მივალ სხვასთან და იქ მოვიხსნი :@ ვიცი რომ იდეალურად უნდა ყველაფერი, მაგრამ ასე ყველაფერი იდეალურად არ გამოვა. არადა თავად აქვს ნათქვამი, რომ ძალიან მაგრად გასწორდა. მეც ვხედავ რომ გასწორდა. უბრალოდ პროფესიული წიკებივით აქვს, ზუსტად უნდა ჯდებოდესო და ყოველ ვიზიტზე, იმდენხანს ათვალიერებდა სარკით user.gif

KeP 6
QUOTE
ბრეკეტების გაკეთებას 30 წლის ასაკში აზრი ექნება ?

ექნება smile.gif

ბრეკეტის ტარების დროს განსაზღვრავს კბილების პათოლოგია და ის ფაქტი, თუ რამდენად მოგყვება კბილი გასწორებაზე.
საშუალოდ 2 წელი ატარებენ ბრეკეტებს და მერე რეტეინერებს.

Posted by: KeP 6 5 Apr 2016, 14:38
Unico
QUOTE
დროს განსაზღვრავს კბილების პათოლოგია და ის ფაქტი, თუ რამდენად მოგყვება კბილი გასწორებაზე.


საინტერესოა, მადლობა.
ადრე მეკეთა ბავშვობაში თინას დროს და მერე რეთეინერი რა იყო ვინ იცოდა.
მოვიხსენი და ამერია ეგრევე, არადა ძალიან მალე გამისწორდა, ადვილად მიყვება.
ისეთი კარგი რკალი მქონდა, ყბას დაჭირდა გაფართოება და ჩაჯდა ყველაფერი თავის ადგილზე.
ეხლა ძალიან არა მაგრამ ამერია თანკბილვა და აირია სულ.

Posted by: taknatuna 6 Apr 2016, 22:11
sad.gif მეც მომწყინდა უკვე ძააან 1 წელი მიხდება მალე და იმედია გავძლებ როგორღაც კიდევ 1 წელი რაა

Posted by: sophietsitsagi 7 Apr 2016, 00:20
ვამაყობდი რა კარგად ვუვლითქო, 1ხელ მომძვრა მარტო ბრეკეტითქო. ჰოდა გამოვდივარ დღეს მაკდონალდსისან და მეექვსე კბილზე აღარ მაქვს ბრეკეტი, ალბათ გემრიელი იყო :დ

Posted by: axavild 7 Apr 2016, 00:27
ხალხ, გაკეთებიდან დაახლოებით რამდენხანში შეგეტყოთ ცვლილებები?

Posted by: sophietsitsagi 7 Apr 2016, 02:08
QUOTE
გაკეთებიდან დაახლოებით რამდენხანში შეგეტყოთ ცვლილებები


2-3 კვირაში
1-1,5 თვეში უკვე საგრძნობლად

Posted by: pleita 7 Apr 2016, 09:55
sophietsitsagi
lol.gif

აუუ სულ მეშინია არ გადამეყლაპოს biggrin.gif თან რომ გატყდეს , მთლიანი კომპლექტი უნდა გამოვწეროთ თავიდან,რადგან ყველა კბილს ინდივიდუალური ბრეკეტი აქვსო.. დამაშინა, თუ მართლა ასეა არ ვიცი :/


Posted by: Scoorp 7 Apr 2016, 10:38
pleita


ეგრეა
ყველა კბილს თავისი ბრეკეტი აქვს

Posted by: buub 8 Apr 2016, 21:18
ბრეკეტის მოხსნის შემდეგ რეტეინერზე მაინტერესებს მოსახსნელ გამჭირვალე რეტეინერსა და ლინგვურ არამოსახსნელი რეტეინერს შორის საჭიროებას ორთოდონტი განსაზღვრავს თუ მე შემიძლია ავირჩიო?


user posted image

Posted by: ვივიანა 9 Apr 2016, 13:37
pleita
არ შეიძლება ეგეთი რაღაცების ჭამა sad.gif არც კბილისთვისაა კარგი და არც ბრეკეტისთვის.
თვითლიგირებადი ახალია ორთოდონტიაში, საკმაოდ ძვირიც ღირს, მაგრამ რიგი უპირატესობები აქვს.

buub
წესით ექიმმა უნდა გითხრათ, მაგრამ უმჯობესი იქნება მოუხსნელი.


Posted by: pleita 9 Apr 2016, 15:24
ვივიანა
QUOTE
არ შეიძლება ეგეთი რაღაცების ჭამა  არც კბილისთვისაა კარგი და არც ბრეკეტისთვის.

როგორის?

QUOTE
რიგი უპირატესობები აქვს.

ზოგადად, კბილების გასწორება ორთოდონტის მეთვალყურების გარეშე ჩემი აზრით დაუშვებელია, რაღაც თუ არასწორად გამოვა , ბევრად რთულპრობლემასშექმნის და მერე მაინც ექიმმა უნდა ასწოროს.

ჯანდაბა რა ! მიხაროდა შაბათია უკვე და არ მომძრობია ბრეკეტი თქო, ვიჯექი ასე ჩემთვის(არ მივირთმევდი biggrin.gif) და წკაპ, უცებ მომძვრა მეორე კბილზე :/
ნეტავ ყოველ კვირა უნდა ვირბინო? facepalm.gif

Posted by: nino_nini 9 Apr 2016, 16:23
ისეთი კლინიკა თუ იცით სადაც სხვის გაკეთებულ ბრეკეტებს მომხსნიან მომწერეთ ძალიან გთხოვთ.მესამე დღეა ქვედა ყბაზე მარცხენა მხარეს სულ უკანა კბილის გარშემო ძალიან დიდი დასიება მაქვს და მტკივა ძალიან,ყურზეც კი გადადის.თერაპევტს ეჩვენე,ბრეკეტების ბრალი არ არისო,მაგრამ სანამ ამ ჯადოებს გავიკეთებდი,ასეთი და კიდევ სხვა სასიზღრობები არ მემართებოდა.ასე რომ მაინც უნდა მოვიხსნა.1 წელი ხდება 21-ში.

Posted by: ემპეწრი 10 Apr 2016, 02:17
გამტყდარ პროტეზს ეშველება რამე? ერთ ბზარზეა გამტყდარი, რო დაწებდეს ან რამე
მოხსნილი მქონდა და რო ვნახე გამტყდარი დამხვდა, აზრზე არ ვარ რატო გატყდა :l

Posted by: ვივიანა 10 Apr 2016, 19:05
pleita
მაგარი საჭმელი.
თხილი, ჩიპსი, სუხარი, კურკიანი ხილი- მათ შორის ყურძენთანაც კი ფრთხილად უნდა იყოს პაციენტი, კურკიანი ხილის დაჭრა და ისე მიღება, საღეჭი რეზინა , ძალიან ცხელი, ძალიან ცივი, გამდნარი ნაყინი, ხორცი ძალიან მოხარშული და დაჭრილი პატარა ნაჭრებად. ( არც მწავდი და არც თხილის გატეხვა კბილით biggrin.gif )

ორთოდონტის გარეშე კბილებს როგორ გაისწორებს ადამიანი biggrin.gif თვითმკურნალობა ვერანაირად ვერ მოხერხდება.

თვითლიგირებადი ბრეკეტი არ ნიშნავს იმას რომ პაციენტი თავად მკურნალობს.

ემპეწრი
ორთოპედიული პროთეზი გაქვს?
ზოგი აწებებს, მაგრამ ბევრიც ახლოს გაკეთებას ანიჭებს უპირატესობას.

Posted by: ემპეწრი 11 Apr 2016, 02:20
ვივიანა
ორთოპედიული პროტეზი რაღაა? :დ
ფირფიტა მაქვს რა :დ

ახლოს თუ ახლის?
რაღა ახლის ეს მესამე მიკეთია ზედა ყბაზე :დ ერთი გამიტყდა რეცხვის დროს, მეორე ბარში დამრჩა მთვრალს ნაგავში :დდდ

Posted by: pleita 11 Apr 2016, 08:48
ვივიანა
საერთოდ არ მივირთმევდი და თავისით მომძვრა ბრეკეტი და ე.ი სხვა რაღაცაშია საქმე biggrin.gif
მე თუ მკითხავთ , ყველაფრის მირთმევა შეიძლება (დაჭრილის, რომ არ მოვკბიჩოთ) . ოღონდ ფრთხილად.

QUOTE
თვითლიგირებადი ბრეკეტი არ ნიშნავს იმას რომ პაციენტი თავად მკურნალობს.

თავად არ მკურნალობს, ვიზიტებს შორის მანძილი ძალიან დიდია, შესაბამისად შეცდომის შემთხვევაში - გამოსწორებასაც ბევრი დასჭირდება.


Posted by: ვივიანა 11 Apr 2016, 10:45
pleita
თუ ერთი და იგივე ბრეკეტი გძვრებათ დიდი შანსია ბრეკეტის ბრალიც იყოს, მაგრამ თუ სხვადასხვა აქ პაციენტს უფრო მიუძღვის ბრალი.

არასწორი ინგორმაცია გაქვთ თვითლიგირებად ბრეკეთთან დაკავშირებით.
დიდი დრო სულაც არ ნიშნავს იმას რომ რაღაცას გააფუჭებს, უბრალოდ ერთ რკალს ამდენი დრო ესაჭიროება, საქმეს გააკეთებს რკალი ? ვსო, დამთავრდა, ინარჩუნება რასაც საჭიროა.
ტკივილი ძალიან უმნიშვნელო.
ჰიგიენის თვალსაზრისით - არ აქვს რეზინები , საკვების ნარჩენებისგან უფრო კარგად ხდება გაწმენდა, რეზინის ადგილას რაც არ უნდა ზღარბუნები იყენოთ ვერ გამოიყენებთ ნორმალურად.
ხშირად კბილის ამოღების გარეშე მკურნალობა ( 8 კბილს არ ვთვლი : დ )
ზუსტადაც დრო
და კიდევ სხვა დეტალები.

Posted by: pleita 11 Apr 2016, 11:24
ვივიანა
არა, სამივეჯერ სხვადასხვა , ორი ბოლოები კვების დროს (ეს თავისთავად ჩემი ბრალია), მაგრამ მესამედ მეორე კბილზე მომძვრა ,ფილმს ვუყურებდი მშვიდად და უცებ წკაპუნი გავიგე biggrin.gif

ნაცნობი ორთოდონტის შემთხვევა იყო მასეთი,პაციენტი საზღვარგარეთ წავიდა ბრეკეტების დაყენების შემდეგ და 4 თვეშისაშIნელი პრობლემით მივიდა, სხვა მიმართულება მიიღO კბილებმა.. სხვა დაკვირვება და ინფო არ მაქვს ამ სახის ბრეკეტზე biggrin.gif



Posted by: ვივიანა 11 Apr 2016, 22:22
pleita
4 თვე ძალიან ბევრია ნებისმიერი ბრეკეტისთვის. ორთოდონტიულ მკურნალობის დროს არაა სასურველი უცხოეთში ამდენი დროით წასვლა.
გააჩნია მკურნალობის რა ეტაპზეც იყო.
იმედი მაქვს საქართველოში რომ ჩამოვალ თვითლიგირებადით ვუმკურნალებ უმეტესობას :დ და თან დეიმონით :დ


Posted by: pleita 11 Apr 2016, 22:58
ვივიანა
QUOTE
4 თვე ძალიან ბევრია ნებისმიერი ბრეკეტისთვის.

ჰოდა ბარემ თვეში ერთხელ ვივლი და მეოთხედს გადავიხდი თანხისას biggrin.gif

ნუ მე ყოველ კვირას დავდივარ facepalm.gif

ბავშვებო, ბრეკეტი რომ გძვრებათ, მიდიხართ და იწებებთ, ამაშI თანხას იხდით?ჩვეულებრივ მეორადი ვიზიტისას, თუ როგორ? rolleyes.gif


Posted by: sophietsitsagi 12 Apr 2016, 12:53
QUOTE
ბავშვებო, ბრეკეტი რომ გძვრებათ, მიდიხართ და იწებებთ, ამაშI თანხას იხდით?ჩვეულებრივ მეორადი ვიზიტისას, თუ როგორ?

არაფერს ვიხდი მე პირადად, ვურეკავ, მეკითხება აწუხებს თუარა, თუ მაწუხებს მიბარებს და თუ არადა თავის დროზე მოდიო მეუბნება. ახალ წელს მომტყდა ერთხელ და მაშინ დამაწება და ეხლა რო ამძვრა ჯერარ მივსულვარ და რავი, მაშინ არაფერი გადამიხდია

Posted by: pleita 12 Apr 2016, 14:04
sophietsitsagi
როგორ, მომძვრალი ბრეკეტი არ გაწუხებთ? ჯერ მკურნალობის პროცესსაც ხომ აფერხებს , აბა რა აზრი აქვს ყველა კბილის დამაგრებას ერთ ზოლზე..
ორი დღე მქონდა ამძვრალი მეორე კბილზე და ასე მეგონა შევარდა სადღაც შიგნით biggrin.gif

Posted by: fujita 12 Apr 2016, 15:31
აუ ეშვი მაქვს ამოსაყვანი ხოდა ორჯერ მოძვრა ბრეკეტი, ხოდა გუშინ რო მივედი დასამაგრებლად, თეა მიმაგრებდა და რო ჭიმავდა მძვრებოდა, სამჯერ მომძვრა, დავიტანჯე მეც და თეაც, ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონიაო biggrin.gif მერე რაღაც წებო გააძრო და იმით მიმიწება და ეხლა კარგათაა მგონი, იმედია არ მომძვრება აღარასდროს თორეე

გუშინ მთელი დღე თეას კაბინეთში ვიჯექი biggrin.gif ვინმე აქაური თუ იქნებოდა კი მნახავდა biggrin.gif

Posted by: numberone 12 Apr 2016, 16:17
გამარჯობა, მიანტერესებს რა ჯდება ზედა და ქვედა ყბა?? და თუ ხდება ყბის შეწევა? ანუ ყბა არის გამოწეული და რითი შეიძლება რო შეწიონ ადრე ვიკეთებდი რაგაც შემიკერეს და იმან აარაფერი შედეგი არ მომცა... მადლობა

Posted by: buub 12 Apr 2016, 22:57
მე სადაც დავდივარ მომძვრალი ბრეკეტის ფიქსაცია ფასიანია მაგალითად

numberone

ზოგ შემთხვევაში რაღაც დონეზე ბრეკეტები შველის მაგრამ თუძალიან გამოწეულია და ვერ დაექვემდებარა ოპერაციული ჩარევა ყბის ძვლის ფრაგმენტების პროპორციული ამოკვეთა და შემდეგ ფირფიტებით და ჭანჭიკებით რეკონსტრუქცია boli.gif

Posted by: sophietsitsagi 13 Apr 2016, 00:34
QUOTE
როგორ, მომძვრალი ბრეკეტი არ გაწუხებთ?


ხო ანუ უკანა კბილზე ამძვრა და რკალი თავისთვისაა არ მერჭობა. მკურნალობის პროცესს აფერხებს ალბათ მარა რავიცი, ეტყობა ესეა საჭირო :დ არამგონია ახალტურებდეს ექიმი.
თან ჯერ საკმაოდ მტკივა და ეხლა რო დავებარებინენ და რკალი მოეხსნა კიდე უფრო მეტკინებოდაsad.gif

Posted by: pleita 13 Apr 2016, 08:16
buub
ჰო ნუ წესით ფასიანი უნდა იყოს, საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ლიგატურებიც იცვლება..
numberone
კლინიკას გააჩნია, ტერიტორიულ მდებარეობასაც biggrin.gif მაგალითად ჩემს ორთოდონტთან გარეუბანში 400 ლარი ღირს მეტალი და ცენტრალურში 700 biggrin.gif
sophietsitsagi
რატომ გკტკივათ? რამდენი ხანი გავიდა დამაგრებისან? მე სამი კვირაა მიკეთია და უკვე მავთულიც შევცვალეთ .14 იანი დამიყენა. საერთოდ არ მტკიებია o.O


აუ ისევ მომძვრა ამ მეორე კბილზე და გადავირევი უკვე weep.gif წებოს ჩამოფხეკა აძრობის პროცესი ძალიან მაღიზიანებს
http://smayliki.ru/smilie-691511367.html

Posted by: sophietsitsagi 13 Apr 2016, 10:17
QUOTE
რატომ გკტკივათ? რამდენი ხანი გავიდა დამაგრებისან? მე სამი კვირაა მიკეთია და უკვე მავთულიც შევცვალეთ .14 იანი დამიყენა. საერთოდ არ მტკიებია o.O

მეც სადღაც 3 კვირაა მიკეთია ქვდა ყბაზე,ზედაზე 5 თვე იქნება. ანუ ძაან არ მტკივა მარა რო ვგრძნობ უკვე არ მომწონს biggrin.gif 6 კვირაში დამიბარა მე, ამ თვის ბოლოს მივალ და შემცვლის რკალს და დამაწებებებს

Posted by: pleita 13 Apr 2016, 11:09
sophietsitsagi
QUOTE
ამ თვის ბოლოს მივალ და შემცვლის რკალს და დამაწებებებს

ეუჰ ყოჩაღ გამძლეობას biggrin.gif

წების მოსაძრობი რაიმე სითხე არ არსებობს? ასე რომ აფხიკოს ყოველ ჯერზე??? http://smayliki.ru/smilie-692391015.html

Posted by: numberone 13 Apr 2016, 12:07
buub
pleita
მადლობა პასუხისთვის, არა ძაან გამოწეული არ არის ანუ ზედა კბილები და ქვედა კბილებ ედება ერთმანეთს როდესაც არ უნდა ედებოდეს, და რომელ კლინიკაში დადიხართ? 400 იაფია ძაან ორივე ყბაზე ხო?

Posted by: pleita 13 Apr 2016, 12:39
numberone
არა რა თქმა უნდა, 400 ერთ ყბაზე, კერამიკა 900 ერთ ყბაზე. რამოდენიმე კლინიკაშია, მე ბოგდან ხმელნიცკზე მივდივარ ხოლმე.

Posted by: KeP 6 13 Apr 2016, 13:02
pleita

რკინა ვიცი რომ ეფექტურია ვიდრე კერამიკა.
საინტერესოა დიდი განსხავვებაა ?

Posted by: pleita 13 Apr 2016, 13:05
KeP 6
რავიცი აბა, მე კერამიკა მიყენია, ჩემს მეგობარს მეტალი და არასდროს აძრობია(არც ისე ნაზად იკვებება) . თუმცა, მომძვრალი მეტალითაც მოდიან ჩემს ორთოპედთან პაციენტები. კერამიკა მეტად საფრთხილოაო..ვიზუალი რა თქმა უნდა ჯობია, მე პირში სახერხი ცეხით ვერ ვივლი biggrin.gif

Posted by: taknatuna 13 Apr 2016, 16:57
KeP 6
მე მეტალი მაქვს, ერტხელ მჭადს ვჭამდი და მაგან მომტეხა ერთხელ კიდე სენდვიჩმა, მას მერე ვერიდები მსგავს საკვებს, ვჭრი ყველაფერს და ისე ვჭამ. მაგარი შიშები კი მაქვს რომ არ მომტყდეს კიდე

როგორც ვიცი კერამიკა უფრო მეტად ნაზი მოსავლელიაა,
თუ პრობლემა არ გაქვს მე პირადად მეტალს გირჩევდი

Posted by: KeP 6 13 Apr 2016, 17:51
pleita
taknatuna

ოკ მადლობა.
ლინგვალური თუ როგორ ქვია, კბილების შეიგნიდან რომ კეთდება და საერთოდ არ ჩანს ყველასე კარგია.
თითქმის ორმაგი ფასიც ღირს, შედეგიც ნელნელა დგება და მხოლოდ მსუბუქ შემთხვევებში გამოიყენება.

Posted by: taknatuna 13 Apr 2016, 18:29
KeP 6
ნეტა მაგ შემთხვევაში მოტეხვის ალბათობა როგორიაა, საჭმელს შიგნიდან უფრო არ ვღეჭავთ biggrin.gif

Posted by: victoria27 13 Apr 2016, 19:19
გამარჯობათ.

იქნებ მირჩიოთ
მინდა ბრეკეტის გაკეთება. ქვედა ყბაზე მე- 5 და მე-6 კბილი ამოსაღები მაქვს, ფესვებია მხოლოდ დარჩენილი.
ბრეკეტის გაკეთებადე უნდა ამოვიღო თუ შესაძლებელია ჯერ გასწორება და მერე ამოღება?
მერე ინპლანტი უნდა ჩავისვა და წინასწარ ამოღების შემთხვევაში ბრეკეტის მოხსნის მერე ყბის ძვალი ხომ არ განილევა?

Posted by: ვივიანა 13 Apr 2016, 22:26
KeP 6
მეტალოს ბრეკეტით უფრო ნაკლები დრო გჭირდება, ხშირად უფრო ეფექტიანია, ნაკლებ მინანქარს მოიცასს- ანუ რითიც კბილს ემაგრება ზომით პატარაა ხოლმე, შედარებით კერამიკასთან .

Posted by: pleita 15 Apr 2016, 21:50
დღეს რაღაც სასწაული ფიქსატორი ჩამიდგა lol.gif არ ვაცადე მუშაობა, ვიგუდებოდი lol.gif

http://www.radikal.ru

მოკლედ, ვისაც კერამიკა გინდათ და ზედდმეტად ფრთხილი არ ხართ არ გირჩევთ!! დავვიტანჯე. ახლა უკვე კვირაში ორჯერ მძვრება weep.gif
წეღან დავიმაგრე, ეხლა მწვადი უნდა მივირთვა და მგონი ისევ შემრჩება ხელში weep.gif

Posted by: l-e-v-a-n 15 Apr 2016, 22:01
აუ მომბეზრდა მე უკვე მაგრად, არადა ჯერ მარტო 9 თვეა გასული და რო ვატყობ მგონი 1 წელი კიდე მომიწევს ტარება :/
როგორც კი მოვიხსნი იმ დღესვე უნდა წავიდე გავითეთრო კბილები biggrin.gif

Posted by: buub 18 Apr 2016, 17:15
numberone

მასე მეც კი მქონდა ზედა ქვედა ერთმანეთზე იყო მაგრამ მეათე თვეა ეხლა და ყველადერი მწყობრში ჩადგა, მე სადაც გავიკეთე ერთი წლის წინ 450ლარად აკეთებდნენ ორივე ყბას

Posted by: numberone 18 Apr 2016, 17:50
buub შეგიძლიათ მისამართი მითხრათ??

Posted by: khatia_s 19 Apr 2016, 00:26
სოფო ბაქრაძესთან თუ დადიოდით რომელიმე ? მაინტერესებს კმაყოფილები ხართ თუ არა მისი მომსახურებით?

Posted by: Unico 19 Apr 2016, 13:31
სადღაც 25 აპრილსკენ დამიბარა, შევხედავ და ჩაგწერ მოსახსნელად მეორე ექიმთანო (თავად არ აძრობს, პლუს მე ხიდიც მაქვს გასაკეთებელი და პლომბები გამოსაცვლელი. ზოგი გაცვთაო და ჯობია შევცვალოთო. ისე მეც ვგრძნობ რომ გაცვთა, ჭამისას და კბილების დაჭერისას.). ხოოოოდა, ტფუ ტფუ ტფუ... იმედია მალე მოვიძრობ...

მერე დავდებ დო ი პოსლეს givi.gif user.gif

Posted by: buub 19 Apr 2016, 21:10
numberone

ვორონცოვზე ხეთაგუროვის 6ში თელასის გვერდით, მაგრამ ბრეკეტებზე ფასდაკლება აღარ აქვთ

Posted by: ვივიანა 19 Apr 2016, 22:08
Unico
რეტეინერს რას გიკეთებს? :*

Posted by: Unico 19 Apr 2016, 23:46
ვივიანა
კაპებს თუ სწორად გავუგე.

Posted by: l-e-v-a-n 20 Apr 2016, 01:36
ეჰ რა საშIნელებაა ჯერ 2 წელი ეს საშIნელი ბრეკეტები უნდა ატარო, მერე კიდე 3 წელი რიტეინერი
რამდენ რამეზე გაქვს შეზღუდვა
ცალკე ფინანსები

არადა ხალხი ვაფშე არ უვლის კბილებს და როგორი სწორი და ქათქათა კბილები აქვთ :/ მშურს ყველასი biggrin.gif

Posted by: KeP 6 20 Apr 2016, 10:43
QUOTE
მშურს ყველასი


თანამშრომელი 43 წლისაა და ერთხელ არ არის სტომატოლოგთან ნამყოფი.
ჩემი ბაბუა 64 წლის გარდაიცვალა და არცერთი კბილი არ ქონდა დაპლომბილი.

ჩვენ რა დავაშავეთ, მშურს აღარ ქვია ამას biggrin.gif

Posted by: buub 20 Apr 2016, 10:49
კაპები ან რეტეინერი რა ჯდება? აგვისტოში ვიხსნი ბრეკეტს და ფინანსურად რომ შევემზადო რამე კატასტროფული ფასი თუ ღირს

Posted by: Unico 20 Apr 2016, 13:20
buub
ჩემ შემთხვევაში, კაპები, ანუ მოსახსნელი, ღირს 400 ლარი ორივე ყბაზე.

სხვაგან რა ღირს, არ ვიცი.



***
დავგუგლე ამ კაპებზე, მეთქი რას მიკეთებს და კიდე თუ თვეში ერთხელ ვიზიტი მომიწევს, გავგიჟდები :დდდდდდდდდდდდდ

Posted by: taknatuna 20 Apr 2016, 16:10
გუშინ ქვედა ყბაზე შემიცვალა რკინა და ისე მტკივა ისეე გუშინ პიურეს გარდა ვერაფერი ვჭამე, ჯერ ისედაც 47 კილოზე ჩამოვედი და კიდევ ეს მინდა/.?
ლამის ანორექსია დამეწყოს biggrin.gif

Posted by: ვივიანა 21 Apr 2016, 00:31
Unico
400 ლარი? :O რომელ კლინიაში იკეთებ?
თან ხომ არ ითეთრებ?

კაპა სულ უნდა გეკეთოს, მხოლოს ჭამისას მოიხსნა, არ ჩანს კბილებზე.


Posted by: buub 21 Apr 2016, 11:04
Unico
ვივიანა

რაღაც მეძვირება მაგ პლასმასისთვის :დ
მე როგორც ვიცი კაპები მარტო ღამე უნდა გეკეთოსო არა?

Posted by: ვივიანა 21 Apr 2016, 12:53
buub
მეც მეძვირა 400 გელა :დ
წესით მთელი დღე , ჭამისას უნდა მოიხსნა.
მე მოუხსნელი რეტეინერი მომწონს- შინირება ეშვიდან ეშვამდე ან პრემოლარები, თუ საჭიროა მეექვსეებიც.

Unico
QEთ მაგარ კაპას გიკეთებენ თუ რბილს? ხომ არ გახსოვს? :*

Posted by: Unico 21 Apr 2016, 14:58
ვივიანა
გაწმენდის გარეშე არ გამიკეთებს, ცხადია :დდდ
ეგ კიარა, პლომბებს ვცვლი.

არც ის ვიცი მაგარია თუ რბილი. ერთი ვკითხავ მაგაზე რომ მივალ 25ში ^^

ძვირია კიი :დდდდ მაგრამ ახლა უკვე გვიანია და ვარ ^^


Posted by: ვივიანა 21 Apr 2016, 23:53
Unico
გაწმენდა და გათეთრება სხვადასხვაა.
გათეთრება კაპებითაც კეთდება და მეთქი მაგის გამო ხო არ ღირსთქო :დ
:*

Posted by: buub 22 Apr 2016, 13:13
ვივიანა

მეც მოუხსნელი მირჩევნია ხო ვიცი ჩემი თავის ამბავი არ მემახსოვრება მაგის გაკეთება sad.gif

Posted by: ვივიანა 22 Apr 2016, 20:55
buub
ექიმმა უნდა გითხრას მაინც sad.gif ყველას სხვადასხვა მიდგომა აქვს.

Posted by: pleita 24 Apr 2016, 10:22
taknatuna
აუ ჩემზე რატომ არ მოქმედებს ასე , რატოოომ help.gif weep.gif
იმედი მქონდა ბრეკეტებს რომ გავიკეთებ- გავხდები თქო და რა გამაჩერებს user.gif
l-e-v-a-n
რატომ არ საშინელი? სანამ გავიკეთებდი მეც ასე მეგონა. თურმე ძალიანაც მშვენიერია tan.gif



სენსაცია!! ერთი კვირა გავიდა და არცერთი ამძვრა bis.gif bis.gif

გუშინ ხრტილებიც ვაკრატუნე და რაჭული ლორიც ვძიძგნე givi.gif

Posted by: taknatuna 24 Apr 2016, 10:41
ზუსტად 1 წელია რაც მიკეთია დააა 2 ჯერ მომძვრა მხოლოდ ბრეკეტი, და 2ვე ქვედა ყბაზეე :შ
ვუფრთხილდები ძნ აწი biggrin.gif

Posted by: axavild 24 Apr 2016, 17:20
ხალხ, ვინირი თითო კბილი მითხრეს 250 ლარი და 6 კბილზე მჭირდება.. აი, სასტიკად მეძვირება და ასეთი ფასები ადევს ზოგადად? :/

და სხვაგან რომ გავიკეთო შეიძლება? თუ ჩემმა ექიმმა უნდა გამიკეთოს მაინცდამაინც?

Posted by: buub 24 Apr 2016, 19:51
taknatuna

მე 10 თვეა და ჯერ არცერთხელ ისე ვუფრთხილდები ისე რო რავი, არადა ერთ კბილზე ექიმმა მითხრა შეიძლება ვერც დამაგრდესო რადგან პლომბიანი მხარე იყო

Posted by: pleita 25 Apr 2016, 01:02
taknatuna
მეტალია და იმიტომ. წებო რასაც ესხმება რელიეფურია და შიგნით კარგად ესხმება შესაბამისად ემაგრება.

კერამიკას გლუვი ზედაპირი აქვს და ადვილად ძვრება :/

Posted by: KeP 6 25 Apr 2016, 12:09
axavild

ეგ კიდევ კარგი ფასებია მგონი smile.gif
ვინირებზე რომ ვიკითხე ჩვეულებრივ კლავენ ნერვებს და ამუშავებენ კბილს.
მაგას ჯობია კარგად დავამუშაოთ და ჩაისვა გვირგვინიო ესე მითხრეს.
შენ პირდაპირი ვინირი რატომ "დაგინიშნეს" ?

Posted by: levanichxuta 25 Apr 2016, 16:34
ერთი რაღაც მაინტერესებს ზედა ყბა მაქ გამოწეული და 16 წლის ასაკში თუ შეილება მაგის გსწორება ბრეკეტებით

Posted by: taknatuna 25 Apr 2016, 16:58
1 წლის შემდეგ.
ალბათ ყველაზე კარგი რაც გამიკეთებიაა ბრეკეტები გაკეთებაა
ზედა ყბაზე შემიცვაალა რკინა, მგონი ყველაზე სქელი მიკეთია,
15 იანი მეკეთა აქამდე და ამაზე დიდი არის რამე
ქვედაზე 13 იანი მეკეთა მემგონი და ახლა 15 იანზე გადავედით


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: pleita 27 Apr 2016, 13:18
ერთი ალუჩის მეშინოდა და ჩავახრაშუნე ეგეც მშვენივრად მსხვერპლის გარეშე bis.gif

Posted by: Scoorp 27 Apr 2016, 13:21
pleita




აუ ნერწყვი მომადგა ალუჩის წაკითხვაზეც კი lol.gif

Posted by: fujita 27 Apr 2016, 13:21
pleita
რა კაი ვინმე ხარ biggrin.gif საყვარელი biggrin.gif

Posted by: pleita 27 Apr 2016, 13:47
Scoorp
QUOTE
აუ ნერწყვი მომადგა ალუჩის წაკითხვაზეც კი

მე უკვე უკაცრავად და კუჭის წვენი მომადგა, ვეღარ მოვშორდი ამ ოხერს givi.gif


fujita

QUOTE
რა კაი ვინმე ხარ  საყვარელი 

ჰოო, აბა როგორ?! love.gif


მე ვერ გავიგე თანკბილვის გასწორება როგორ შეიძლება ორივე ყბაზე ბრეკეტის დამაგრების გარეშე. ზედა კბილები კი გამოდის, მაგრამ ისე არ გამიხდეს - რუს ქალებს რომ აქვთ ხოლმე ყურცქვიტა კბილები წინ წამოსული mo.gif
ქვედას ქუდი ისე ეფექტურად ვერ შეწევს როგორც ბრეკეტი. ხანგრძლივობაში აცდენილია ეფექტები. rolleyes.gif

Posted by: pleita 28 Apr 2016, 16:48
აჰა, გავაყოლე ალუჩას მეხუთე ბრეკეტი bis.gif

Posted by: sophietsitsagi 29 Apr 2016, 00:14
QUOTE
აჰა, გავაყოლე ალუჩას მეხუთე ბრეკეტი


აუ ძაან მეცინება უკვე შენი ბრეკეტების მოძრობა-დამაგრებაზე ;დ :დ ბოდიში:დ

ზეგ მივდივარ მეც ამძვრალის დასამაგრებლად, + რკალს შემიცვლის სავარაუდოდ დაწინასწარ მტკივა

Posted by: axavild 29 Apr 2016, 00:26
QUOTE (KeP 6 @ 25 Apr 2016, 12:09 )
axavild

ეგ კიდევ კარგი ფასებია მგონი smile.gif
ვინირებზე რომ ვიკითხე ჩვეულებრივ კლავენ ნერვებს და ამუშავებენ კბილს.
მაგას ჯობია კარგად დავამუშაოთ და ჩაისვა გვირგვინიო ესე მითხრეს.
შენ პირდაპირი ვინირი რატომ "დაგინიშნეს" ?

ყველა კბილი ჯანმრთელია :დ თან არც ვიზუალს ვუწუნებ... უბრალოდ გადაადგილებულია ორი კბილი.. მერე კბილად ეშვია და მესამე კბილად - მეორე კბილი

ეშვზე მითხრა ვინირებაო და ამ ეშვის გამო ექვსივე უნდა გავაკეთოთო და ნამდვილად არ მინდა :/

მარტო ეშვის გაქლიბვა მინდა (biggrin.gif) და არა ამდენი ვინირი ან იმპლანტი :/


Posted by: pleita 29 Apr 2016, 00:45
sophietsitsagi
QUOTE
უ ძაან მეცინება უკვე შენი ბრეკეტების მოძრობა-დამაგრებაზე ;დ :დ ბოდიში:დ

რას ამბობ, დიდი შეღავათია 13 დღეს გაძლო bis.gif არადა დღეს შაურმაც ვკბიჩე. ისევ ალუჩა თუ მიმუხთლებდა.

QUOTE
რკალს შემიცვლის სავარაუდოდ დაწინასწარ მტკივა


ეს ტკივილები არ უნდა იყოსო წესით, ჩემი ორთოპედი ამბობს..
მე საერთოდ არ მტკენია 12 დან 14 ზე რომ გადავედით..



Posted by: sophietsitsagi 29 Apr 2016, 13:00
QUOTE
მე საერთოდ არ მტკენია 12 დან 14 ზე რომ გადავედით.


ხო არ ვოცო ვნახოთ, ზედაზე მტკიოდა 1-2 კვირა და ქვემოთას უფრო მალე კი შევეჩვიე და.. არ ვიცი ვნახოთ

Posted by: ვივიანა 29 Apr 2016, 18:11
pleita
ორთოპედი არა, ორთოდონტი biggrin.gif


Posted by: pleita 29 Apr 2016, 20:52
ვივიანა
ეს რა დამმართნია givi.gif

ჩემმა ORTOPEDMA ნატურალური გზით გამოსული ეცადე რომ იპოვო, გავასტერილებთ არაა პრობლემაო givi.gif givi.gif

Posted by: ვივიანა 29 Apr 2016, 21:50
______________________________________

Posted by: taknatuna 30 Apr 2016, 13:40
ალუჩა არ ჩაკბიჭოთ დანი გაჭერით და ისე შეჭამეთ. შარშან ენ რაოდენობის ვჭჭამე ეგრე

Posted by: pleita 30 Apr 2016, 14:42
ვივიანა
იიი givi.gif

2kiss.gif



taknatuna
ალუჩის მუღამები სადღაა მერე user.gif



მეხუთე არავის აქვს სათადარიგო და მეტალს დამიყენებს bis.gif

ვივლი ჯეკ ბეღურასავით givi.gif


Posted by: taknatuna 30 Apr 2016, 15:19
pleita
მაგდენ წვალებას არ გერჩივნნა მეტალის დაგეყენაა?


Posted by: pleita 1 May 2016, 00:10
taknatuna
მე , როგორც , უდიდეს ესთეტს, არ მერჩივნა givi.gif

Posted by: pleita 7 May 2016, 13:31
http://www.radikal.ru

ვუყურებ და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მივირთვა biggrin.gif

Posted by: taknatuna 7 May 2016, 20:56
pleita
ეგ ძალიან რბილია და არ მოგტეხავს

Posted by: Scoorp 9 May 2016, 10:33
QUOTE (taknatuna @ 30 Apr 2016, 13:40 )
ალუჩა არ ჩაკბიჭოთ დანი გაჭერით და ისე შეჭამეთ. შარშან ენ რაოდენობის ვჭჭამე ეგრე

მე ვკბეჩ ჩვეულებრივ
ვრისკავ ალბათ,მაგრამ რავიცი თვალი არ ეცეს biggrin.gif
ოღონდ უკანა კბილებით ვუტევ ხოლმე lol.gif

Posted by: taknatuna 9 May 2016, 13:13
Scoorp
არააა მრიჩევნია დანიტ დავჭრა biggrin.gif

Posted by: taknatuna 10 May 2016, 14:59
დაახლოებით ოქტომბრისკენ მოვიხსნი ბრეკეტებს ^_^ რაკაიაა

Posted by: Armastus 10 May 2016, 15:00
კერამიკის ბრეკეტი მიკეთია ზედა ყბაზე და ქვედა ყბაზე რამდენი ხნის მერე შეიძლება გაკეთება?

Posted by: TGroup 10 May 2016, 15:10
ბრეკეტები მირჩიეთ 1000 ლარამდე რო ღირდეს და კაი სპეციალისტი

Posted by: taknatuna 10 May 2016, 15:16
Armastus
გააჩნია ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს ზოგი 1 თვეში, ზოგი 3 თვეში ზოგი იმავე დღესს.
მაგას შენი ორთოდონტი გეტყვისს

Posted by: Armastus 10 May 2016, 15:31
QUOTE (taknatuna @ 10 May 2016, 15:16 )
Armastus
გააჩნია ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს ზოგი 1 თვეში, ზოგი 3 თვეში ზოგი იმავე დღესს.
მაგას შენი ორთოდონტი გეტყვისს

ჰო ანუ იმიტომ მაინტერესებს ვფიქრობ დროს წელავს ჩემი ორთოდონტი. პირველად როცა ვისვამდი მითხრა ერთი თვის შემდეგ ჩაგიდვამო იმ მისვლაზე არა ახლა არ შეიძლებაო კბილები დააჯდებაო თუ რაღაც biggrin.gif მეორე კორექციაზე დამჭერები ჩაგისვი ახლა და მოგტყდებაო....

დაშორებები მაქვს კბილებს შორის და ზედა კბილები ქვედა კბილებზეა გადმოსული. მეგონა ზედა კბილები ხელს შეუშლიდა ბრეკეტს და ამიტომ..


Posted by: taknatuna 10 May 2016, 16:41
Armastus
მე მაისში ჩაივისვი ზედა დაა ოქტომბერში ქვედა,

Posted by: Armastus 10 May 2016, 18:01
QUOTE (taknatuna @ 10 May 2016, 16:41 )
Armastus
მე მაისში ჩაივისვი ზედა დაა ოქტომბერში ქვედა,

:OO რაამბავია... ალბათ თანკბილვა იყო გასასწორებელი და მაგიტომ?

არა უბრალოდ როცა ჩამისვა მითხრა შემდეგ მოსვლაზე ქვედა ყბაზე ჩაგისვამო და მიწელავს იტოკში დროს რაც მეტჯერ მივალ მეტ ფულს აიღებს არ კიდია?

მივაკითხავ ამ დღეებში :/

Posted by: Scoorp 10 May 2016, 18:37
Armastus

მე ზედა ივლისის ბოლოს გავიკეთე და ქვედა მარტში smile.gif))
ასე რომ ძაან ინდივიდუალურია
არადა გასასწორებელი ისეთი არაფერი იყო მართლა ზემოთ :დ

Posted by: kravai9 10 May 2016, 19:09
მოკლედ ვიყავი კონსულტაციაზე და გაკვირვებული დავრჩი, თანკბილვა მაქვს სულ ოდნავ გამოხატული, არც ვიფიქრებდი ბრეკეტებზე, რომ არა ზედა მეორე კბილები, რომლებიც ცოტა მოკლეა და მინდა დავიგრძელო და ვერ ვიკეთებ რადგენ ქვედა კბილს ედება და რომ დავიგრძელო წატეხავს, ისეთები მითხრა ექიმმა, მგონი საბოლლოოდ გადავიფოქრე, მინიმუმ წელიწადნახევარი მოგიწევს ტარებაო, მერე ერთი იმდენი კიდე უნდა გეკეთოსო გასწორებულზე, 3 წელი მაინც უნდა გადადოო ამისთვისო, ასე 20 დღეში ერთხელ ჩემთან უნდა იაროოო და შეიძლება ხრახნიანი რაღაცა დაგჭირდეს და პირს ბოლომდე ვერ დახურავო, ქვედა კბილები შესაწევია და ტუჩიც დაგიწვრილდებაო sad.gif ასე რომ ფული უნდა დავაგროვო და ვინირები გადავიკრა, კატასტროფულად ძვირია მაგრამ ამას ყველაფერი ჯობია...
ცხოვრებაში როგორ გამოიყურება ვინირები? პროტეზის ეფექტი ხომ არა აქვს? ეკრანზე და ფოტოებში ძალიან მომწონს ე.წ. ჰოლივუდის ღიმილი

Posted by: Armastus 11 May 2016, 18:40
QUOTE (Scoorp @ 10 May 2016, 18:37 )
Armastus

მე ზედა ივლისის ბოლოს გავიკეთე და ქვედა მარტში smile.gif))
ასე რომ ძაან ინდივიდუალურია
არადა გასასწორებელი ისეთი არაფერი იყო მართლა ზემოთ :დ

არა რასამბობ მაგდენიხანი შანსი არაა არ გავაწელინებ ახლა წავალს სხვა ორთოდონტთან და კონსულტაციას გავივლი შეიძლება არ შეიძლება გავიგებ

Posted by: TGroup 13 May 2016, 02:24
ბრათსი ვიყავი დღეს კონსუტლაციაზე და ფასი მითხრა ბრეკეტების 30 ლარი მერე ყოველთვირაუდ და რო მორჩება მოკურნალობა რკინები რო შედეგი შენარჩუნდესო 350 ლარიო ამ რკინებშI და მეორესთან მივდაივრ და ბოლოს მისვამს პლასმას

Posted by: taknatuna 13 May 2016, 21:38
TGroup
მეძვირა რაღაც

Posted by: Benvenuti 14 May 2016, 13:04
რა ღირს გაკეთება ორივე ყბაზე, ვითომ ვიზუალს დადებითად შეცვლის მერე? მე არ მაქ მაინც და მაინც დაღუნული კბილები მარგრამ, ფორმა არაოვალურია, აი გაშლილი მინდა იყვეს, ფასები მითხარით მაგის

Posted by: kravai9 14 May 2016, 20:33
ყბის და ტუჩების ფორმა შეგეცვალათ ვინმეს ვინც ბრეკეტებით გაისწორეთ კბილები?

Posted by: holden kolpildi 14 May 2016, 20:40
6 თუ 7 წლის წინ მავთულებით გავისწორე კბილები
საკმაოდ მარტივად სულ რაღაც 2 წელი მეკეტა ორივე ყბაზე
ნუ მერე მოხდა ისე რომ რეტეინერი არ ვატარე და დამიშორდა ოდანავ დაბლა ორი კბილი ხოდა ბრეკეტები უშველის ხოოო?

Posted by: lelukaa 14 May 2016, 23:48
მეორე თვეა მიკეთია ბრეკეტები და ცამდე ბედნიერი ვარ, ასე თუ გამაბედნიერებდა ეს ბრეკეტები არ მეგონა თორე მთელი ბავშვობა არ ვახვეწნინებდი დედაჩემს გავიკეთოთო

Posted by: Unico 15 May 2016, 21:47
kravai9
QUOTE
ყბის და ტუჩების ფორმა შეგეცვალათ ვინმეს ვინც ბრეკეტებით გაისწორეთ კბილები?

კი, საგრძნობლად smile.gif

Posted by: lelukaa 15 May 2016, 23:26
Unico
მოხსნის მერეა შეცვლილი?

Posted by: axavild 16 May 2016, 01:42
ხალხ, ერთი პატარა კბილი ძალიან მტკივა.. რამის დაღეჭვა შეუძლებელია.. და გამივლის? :? მეშინია რამე არ მოუვიდეს

Posted by: kravai9 16 May 2016, 19:15
Unico
ეგ არ მინდოდა არადა, მითხრა ტუჩი დაგიწვრილდებაო და ყბაც შეიწევს ქვედაო, არადა ოდნავადაც არ მაქვს გამოწეული ყბა sad.gif

Posted by: TGroup 17 May 2016, 01:13
ბრეკეტების გამო ვის ამოგიღიათ კბილები 4 კბილები უნდა ამოვიღოთო და მტკივნეულია ადგილ იარაოო sad.gif

Posted by: Scoorp 17 May 2016, 16:37
TGroup


მეოთხე კბილებს იღებ
ანუ ეშვებს?
ოთხივეს? თუ ვერ გავიგე ისე გიწერია

Posted by: holden kolpildi 17 May 2016, 20:49
TGroup
QUOTE
ბრეკეტების გამო ვის ამოგიღიათ კბილები 4 კბილები უნდა ამოვიღოთო და მტკივნეულია ადგილ იარაოო

მე ამოვიღე 2 ჯანსაღი კბილი მეოთხეეები
საერტოდ ვერაფრი ვიგრძენი მარა მე ბრეკეტებით არ გამისწორევუა მავთულებIUტ გავისწორე

Scoorp
QUOTE
ანუ ეშვებს?

მეოტხეე ეშვი არა ამაგის ამოღება არ შეიძლება
ეშვის შემდგომია.... როგორც მე მასაც მეოთზე კბილის აMოღება მოუწევს თანკბილვის ''წერტილიდან'' ითვლებ რაოდენობა
4 კბილი რომ ამოძრონ რარაც დარჩება პირში მე ის 2 დამენანა biggrin.gif

Posted by: Scoorp 18 May 2016, 10:39
holden kolpildi

ა ხო შემეშალა
მეოთხე მახსოვდა ეშვი biggrin.gif
მარა ჯანსაღი მეოთხეების ამოღება ძაან მენანება
ადრე მეც მირჩიეს მარა რავიცი :/
მერვეები თუ აქვს ამოსული ალბათ იმის ამოღება ჯობია

Posted by: holden kolpildi 18 May 2016, 11:31
Scoorp
მეც დამენანა მაგრამ მიტხრა უფრო სწრაფად გასწორდება ხოდა (ეშვბეი მქონდა გადმოგრეხილი ) ნამდვილად არ მინდოდა დიდხანს მავთულებით სიარული და ამოვიღე 2 წელიწადში სრულად გამისწორდა

Posted by: kravai9 18 May 2016, 19:14
QUOTE
მეც დამენანა მაგრამ მიტხრა უფრო სწრაფად გასწორდება ხოდა (ეშვბეი მქონდა გადმოგრეხილი ) ნამდვილად არ მინდოდა დიდხანს მავთულებით სიარული და ამოვიღე 2 წელიწადში სრულად გამისწორდა

მალე შეგევსო კბილის ადგილას დატოვებული ცარიელი ადგილი? მე მითხრა ვერ შეგივსებ მაგ ადგილსო, არადა მაწყობდა ამოღება, ზუსტად ეშვზე მედება ზედა კბილი რომლის დაგრძელებაც მინდა და მაგიტომ ვერ ვიკეთებ.

Posted by: ვივიანა 18 May 2016, 21:49
kravai9
ამოღება გინდოდა?

მეოთხე კბილების ამოღებისას უამრავ რაღაცას ექვევა ყურადღება, გაზომვები ცალკე.
პროფილი, ანფასი, სახის მოყვანილობა.
ამოღების შემდეგ ფართო ღიმილი Vეღარ იქნება.
21-ე საუკუნეში ღიმილოს დროს მეექვსე კბილებიც უნდა ჩანდეს, სხვა შემთხევაში ე.წ შავი კარიდორები ჩნდება ლოყასა და კბილებს შორის ღიმილსას.

მაგრამ ძალიან ინდივიდუალურია მეოთხეების ამოღება. ზოგჯერ ამის გარეშე შედეგი ვერ იქნება.

Posted by: taknatuna 18 May 2016, 22:37
TGroup
მე ამოვიღე მეოთხე კბილები ზედა ყბაზე, არ მტკენია,მაგრამ ცრემლები კი წამომივიდა biggrin.gif ახლა შემევსოო

ვივიანა
QUOTE
ამოღების შემდეგ ფართო ღიმილი Vეღარ იქნება.

ეგ მეც შემჩნეული მაქვსს

Posted by: TGroup 19 May 2016, 01:48
რასლაპარაკობთ აბა ბრეკეტებს 2 წელი რისთვის უნდა ვატარო გიჟი კიარვარ ღიმილი თუარმოქნდა წესიერი ცალკე ფინანსური ხარჯები 1000 რაღაცას და ბოლოს შედეგი თუარმქონდა კარგი გავაფრენ ამდენ დათმობაზე მივდივარ ანუ 4 კბილები რო ამოვიღო კაი ღიმილი არ მექნება მაგის თქმას ცდილობთ ?

Posted by: ვივიანა 19 May 2016, 15:13
taknatuna
რეზინებს დაახლოებით რამდენ ხანში ერთხელ გიცვლის?
ტკივილი გაქვს რკალის გამოცვლისას და გამოცვლის შემდეგ დღეებში?

TGroup
არა კარგი ღAიმილი გექნება :დ მაგას არ ვამბობ, ზოგადად ვგულისხმობ.

Posted by: taknatuna 19 May 2016, 20:19
ვივიანა
რეზინებს 3 კვირაში ერთხელ.
და ტკივილი კიიიი 2-3 დღ მტკივა ხოლმე sad.gif

Posted by: tekle333 20 May 2016, 17:44
გამარჯობათ.მირჩიეთ ნორმალური კლინიკა ნორმალური ფასებით , კბილები მაქვს გასაკეთებელი და სულ ფეხს მივითრევ smile.gif ვინირებას კარგად სად აკეტებენ. მე-4 კბილი მაკლია საერთოდ ორივე მხარეს და გადაკვრა არ მიდნა ჯანსაღი კბილებიც უნდა მივაყოლო , იმპლანტი არ მინდა. ვინირით მთელ კბილს შემივსებენ/?

Posted by: kravai9 20 May 2016, 18:57
ვივიანა
კი ამოღება მინდოდა, ფართე ღიმილი ისედაც არ მაქვს, მაგრამ ვერ შეგივსებო და...
მადლობა პასუხისათვის

Posted by: lasha-17 24 May 2016, 11:47
QUOTE (taknatuna @ 25 Apr 2016, 16:58 )
1 წლის შემდეგ.
ალბათ ყველაზე კარგი რაც გამიკეთებიაა ბრეკეტები გაკეთებაა
ზედა ყბაზე შემიცვაალა რკინა, მგონი ყველაზე სქელი მიკეთია,
15 იანი მეკეთა აქამდე და ამაზე დიდი არის რამე
ქვედაზე 13 იანი მეკეთა მემგონი და ახლა 15 იანზე გადავედით


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რომელ კლინიკაში დადიხართ და ვიზიტზე მისვლა რა ღირს?

მე უკვე მიკეთია ბრეკეტები და ექიმის შეცვლა მინდა sad.gif

Posted by: Female User 30 May 2016, 21:29
ადამიანი თუ გინდა დაწყევლო ბრეკეტები უნდა უსურვო. თან თუ შედეგი არ გაქვს ბოლოს ხომ საერთოდ
* * *
QUOTE (Unico @ 15 May 2016, 21:47 )
kravai9
QUOTE
ყბის და ტუჩების ფორმა შეგეცვალათ ვინმეს ვინც ბრეკეტებით გაისწორეთ კბილები?

კი, საგრძნობლად smile.gif

კი. მთელი ოვალი გამიფართოვდა თითქოს

Posted by: Unico 31 May 2016, 10:58
ვსიო, გემშვიდობებით :დდდ

მოვიხსენი ბრეკეტი ორწელიწადნახევრიანი ”ტანჯვის” შემდეგ :დდდ

ძლივს რა..

ერთია უცნაური: უბრეკეტო კბილებში ჩემ თავს ვერ ვცნობ :დდდდ მერე დავდებ დო ი პოსლეს.

კაპისთვის ანაბეჭდი ამიღო, კინაღამ დავიხრჩე იმ მასის პირში გაჩერებისგან :დდდდ არ დაკეტო პირი, თორე დავიღუპებითო user.gif

Posted by: Scoorp 31 May 2016, 12:13
Unico


გილოცააავ bis.gif

იმედია მალე შემოგიერთდებით მეც ნაბრეკეტებ და ახლა უკვე უბრეკეტო ხალხს lol.gif

კევის მსგავს ფერად მასას რო გაწებებენ კბილებზე,მაგას გულისხმობ? biggrin.gif biggrin.gif


კმაყოფილი ხარ მთლიანობაში? smile.gif)

Posted by: Unico 31 May 2016, 14:01
Scoorp
ხო, ეგ კევივით მასა biggrin.gif
გემო კი ჰქონდა კევივით biggrin.gif

QUOTE
კმაყოფილი ხარ მთლიანობაში?

ჯერ ეიფორიაში ვარ.
სარკეში ვიჭყიტები და მომწონს, თან გამიწმინდეს და ქათქათაა biggrin.gif
ვიღიმები და ჩანს კიჭები.. ოღონდ არ მეგონა სხვადასხვა ზომის კბილები თუ მექნებოდა, ლოლ biggrin.gif რომ გასწორდნენ, გამოჩნდნენ biggrin.gif

ლითონის წკირი დამიმაგრა კბილების უკან.
კაპებს ველოდები ^^ ზომები ამიღო მაგისთვის ^^

Posted by: Scoorp 31 May 2016, 15:12
Unico


კარგია smile.gif))

ხო ეგ კევივით მასა ცუდია იმ მხრივ რო რო იღებენ პირიდან,გგონია ყველა კბილი მიყვება თან biggrin.gifD

რეტეინერს აპირებ?

Posted by: Unico 31 May 2016, 15:31
Scoorp
კი, კაპების სახით, მგონი ეგაა რეტეინერები ^^

მაგრამ ჯერ ისედაც ორ კბილზე გვირგვინია გადასაკრავი, ამის გარდა, ერთი კარიესიანია დასაპლომბია და ერთიც ქვედაზე დაკარგული მაქვს დიდი ხნის წინ და მანდ ხიდია გასაკეთებელი.

მოკლედ, ვერ მოვცილდი საბოლოოდ ექიმს lol.gif lol.gif

Posted by: Gooramos 31 May 2016, 21:00
კაპები თუ ელაინერები არ ვიცი ხან როგორ წერია და ხან როგორ biggrin.gif ეგ ბრეკეტების მაგივრობას გამიწევს?

Posted by: Scoorp 1 Jun 2016, 10:25
Gooramos


არა ბრეკეტების მაგივრობას ვერაფერი გაგიწევს.
ბრეკეტების მოხსნის მერე ყენდება კაპი ან რეტეინერი

Posted by: ვივიანა 1 Jun 2016, 22:22
Unico
გილოცაავ ^^
ეგ "მავთული" ზედა და ქვედა ყბაზეც გაგიკეთა ? და კაპებსაც გიკეთებს ?

Scoorp
ზედა ყბაზე ზოგს ისე გულის რევის შეგრძნება აქვს sad.gif
რამდენი ხანია გიკეთია ? თეასთან დადიხარ ხო ?

Gooramos
ელაინერებით მკურნალობა არის ერთ-ერთი მეთოდი კბილების გასწორების ანუ კაპებით.
შემთხვევას გააჩნია, შესაძლოა ბრეკეტის მაგივრობა გაგიწიოს :დ
საქართველოში იკეთებ ? თუ საიდუმლო არაა რომელ კლინიკაში და რა ფასად ?

Posted by: taknatuna 1 Jun 2016, 22:40
სამშაბათს ვცემ ჩემს ექიმს. მოკლედ რა ხდება. ქვედა ყბაზე მარცხენა მხარეს სულ უკან ამომივიდა სიბრძნის კბილი ხოდა სიბრძნის კბილის გვერდით კბილზე ბრეკეტი არ დამიმაგრა. შემდეგის შემდეგზე დამიმაგრა და ახლა უკაბა მხარეს დამებრიცა კბილების განლაგება. გამოწეულია ბოლოდან მესამე კბილი ძალიაჯ. ერთი ეას მეტყვის საინტერესოა

Posted by: Unico 1 Jun 2016, 23:16
ვივიანა
კიიი ,ორივეზე და კაპიც უნდა გამიკეთოს, უბრალოდ ჯერ ვერ მივედი. იმედია არ მეჩხუბა ამისთვის. ორშაბათს მოვიხსენი და ახლა ოთხშაბათია

Posted by: ვივიანა 1 Jun 2016, 23:52
taknatuna
რას გეტყვის და მერვე კბილს ამოგაღებინებს. სხვა გზა არცა, ალბათ ბრეკეტი რომ გაეკეთებინა მაშინაც არ იქნებოდა.
მერვე კბილი ყველას ნერვებს გვიშლის, არ ინერვიულო :*

Unico
მოუხსნელი თუ გიკეთია- ანუ "Mავთული" Aრაფერი სანერვიულო არაა.
მაგარ კაპებს გიკეთებს თუ რბილს?

Posted by: Scoorp 2 Jun 2016, 10:40
ვივიანა

უი კაპს შეუძლია ბრეკეტის მაგივრობა გაწიოს? არვიცოდი
biggrin.gif

კი თეასთან დავდივარ
ორი წელი გახდება ივლისის ბოლოს რაც ზედა ყბაზე მიკეთია
და ქვედაზე 1 წელი და 2 თვე smile.gif))

Posted by: taknatuna 2 Jun 2016, 10:57
ვივიანა
არა რაა კბილი ამოვიღო, ისედაც 2 კბილი ამოვიღეე

Posted by: ვივიანა 2 Jun 2016, 21:45
Scoorp
კი :დ უახლესი მეთოდია ორთოდონტიაში. ამერიკაში ამბობენ ბრეკეტი წარსულია უკვე, მოძველდაო.
სკანირებას აკეთებ კბილების, აგზავნი იქ სადაც აქვთ პროგრამა და იქიდან დაახლოევით 15-20 კაპა ჩამოდოს. სადღაც 20 დღე იმეთებ ერთ კაპას, რომელსაც მიმართულება აქვს მიცემული ისეთი რომ საბოლოოდ კარგი შედეგი მიიღო.
ყველა შემთხვევაში ვერ გაკეთდება ალბათ.

თეასთან ვიყავი 2ჯერ ჯგუფში :დ
მაგარი ვიღაცაა :დ



taknatuna
მერვე კბილს თუ გინდა კბილად ნუ ჩათვლი :დ
უმეტესად ხელის შეშლის მეტს არ აკეთებს.
იყავი ექიმთან?

Posted by: taknatuna 2 Jun 2016, 22:06
ვივიანა
არაა სამშაბათს მიწევს, არაა მერვე კბილი მე6 კბილზეა საუბარი

Posted by: ვივიანა 2 Jun 2016, 22:18
taknatuna
უი სიბრძნის კბილი ამომივიდაო და მე მაგაზე ვთქვი ამოღება.
sad.gif ბოდიში.

მეექვსე კბილზე რაც არ უნდა გაეკეთებინა და როცა არ უნდა გაეკეთებინა მერვე რომ ამოვიდოდა აუცილებლად რაღაცას დააშავებდა თუ ადგილი არ ეყოფოდა.

Posted by: taknatuna 2 Jun 2016, 22:30
ვივიანააი სურათს გადავიღებ მერე თუ გამოჩნდება და განახებთ ვერ ავხსენი კარგად biggrin.gif
ქვედა დაბრეცილი არ მქონია საერთოდ მარა მაინც გამიკეთა დაა ახლაუფრო დამებრიცა მგონი sad.gif

Posted by: lelukaa 2 Jun 2016, 22:59
კორექტირების მერე ტკივილები ყველას გაქვთ?
მეორედ ვიყავი უკვე და მხოლოდ საღამომდე მაქვს უმნიშვნელო დისკომფორტი

Posted by: taknatuna 2 Jun 2016, 23:22
lelukaa
კიიიი გეტკინებაა

Posted by: ვივიანა 3 Jun 2016, 00:22
taknatuna
წესით ორივე ყბაზე უნდა გაკეთდეს ბრეკეტი :* არ ინერვიულო გამოსწორებადია.

lelukaa
გააჩნია ბრეკეტს. თვითლიგირებადს ნაკლებად აქვს ტკვილი გამოხატული.

Posted by: lelukaa 3 Jun 2016, 12:40
taknatuna
ვივიანა
საქმეც ისაა რომ უკვე ორჯერ დავიკორექტორე და არ მტკენია არცერთხელ.
პირველად საერთიდ არ მიგრძვნია ტკივილი, მეორედ მხოლოდ იმ დღეს მქონდა ძალიან უმნიშვნელო ტკივილი და დისკომფორტი.
აქ კიდე ვკითხულობ რამდენიმე დღე იცის ტკივილიო.

QUOTE
გააჩნია ბრეკეტს

ჩვეულებრივი, მეტალის ბრეკეტია smile.gif

Posted by: Scoorp 3 Jun 2016, 12:45
lelukaa


მეც არ მაქვს ხოლმე ტკივილი დიდად
არადა მოლოდინი მაქვს რო არიქა უნდა მეტკინოს თქო :დ


Posted by: lelukaa 3 Jun 2016, 13:04
Scoorp
ჰოო? ესეიგი ტყუილად ვპანიკობ biggrin.gif

Posted by: Scoorp 3 Jun 2016, 13:06
lelukaa

რავი ალბათ biggrin.gif
ან ჩვენ არ გვჭირს რამე)))))

Posted by: ვივიანა 3 Jun 2016, 23:12
lelukaa
:დ მაგას რა სჯობს მერე?
არაა აუცილებელი ტკივილი, ეგეც ინდივიდუალურია ხშირად და ორგანიზმზეა დამოკიდებული.

Posted by: TGroup 4 Jun 2016, 02:10
ვივიანა
http://www.amazon.com/gp/product/B01C6GZJSI/ref=ox_sc_mini_detail?ie=UTF8&psc=1&smid=AU67DRIPLKWHM ეს დავითრიე მაგრად მეზარება იმ რაღაცის გამოხეხვა გადავხედე იუთუბს Dა ძანნ მაგარი რარაცა რო ჩამოვა დავწერ შეფასებას ბბრატსი :დ

Posted by: buub 4 Jun 2016, 13:05
1 წელი ლოლიავის მერე გავთამამდი და ალუჩას შევწირე ჩემი ბრეკეტი და 2ცალი ერთდროულად ამძვრა sad.gif

ახლებს დამაკრავენ თუ იგივეს დაამაგრებს ნეტა

Posted by: SnowFlakes 4 Jun 2016, 14:37
ნინო ბერიძესთან დადიხართ ვინმე? უფრო სწორად მის კლინიკაში ანა მეტრეველთან.

Posted by: გობალა 4 Jun 2016, 14:47
კბილების გასწორება მინდა გაქლიბვით და თავიდან აშენებით და რა ქვია ამ მეთოდს და რა ღირს, ნორმალურს ვის მირჩევთ?
ერთი ვიცი, მაგრამ კბილში 300 ლარს იღებს და მგონი ნამეტანი დიდი ფასია

Posted by: SnowFlakes 4 Jun 2016, 15:10
ამ ტიპის ფირფიტებით ვინმე ისწორებთ კბილებს?
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/d7/Retainer.jpg

Posted by: ვივიანა 4 Jun 2016, 15:58
TGroup
ზღარბუნათი გეზარება ? :დ
წესით ეგ კარგი უნდა იყოს.

buub
იგივეს გაგიკეთებენ წესით.


Posted by: lelukaa 4 Jun 2016, 16:10
Scoorp
ვივიანა
დავმშვიდდი smile.gif

ასე ძალიან რატო მაბედნიერებს ეს ბრეკეტები არ ვიცი, რომ ვამბობ მომწონს თქო შეშლილი ვგონივარ ზოგს biggrin.gif

დღეს ქვედაზეც ვიკეთებ bis.gif

Posted by: SnowFlakes 4 Jun 2016, 16:32
QUOTE (lelukaa @ 4 Jun 2016, 16:10 )
Scoorp
ვივიანა
დავმშვიდდი smile.gif

ასე ძალიან რატო მაბედნიერებს ეს ბრეკეტები არ ვიცი, რომ ვამბობ მომწონს თქო შეშლილი ვგონივარ ზოგს biggrin.gif

დღეს ქვედაზეც ვიკეთებ bis.gif

მეც ძალიან მომწონდა და არასდროს მეჩქარებოდა მოხსნა :დ

ვისთან გაიკეთე?
* * *
აუ, ძაან ავირიე. ბერიძის კლინიკას თავში აუვარდაო, ზოგი ჩინურ მასალას ხმარობს და ძვირად ყიდისო. იმ დღეს რაღაც ახალგახსნილ კლინიკაში მივედი და 300 ლარი ოროვე ყბაო (მეტალის ბრეკეტებზე მითხრეს) . ბოლოს და ბოლოს ვისთან მივიდე ვერ გავიგე :| თამარ კუბლაშვილი თუ თეა ზერეკიძე? თუ კიდევ ვინმე სხვაა? ნამდვილად არ მინდა ბრეკეტი ან ფირფიტა ვატარო 2 წელი და შედეგი ვერ მივიღო. თან უკვე მეკეთა ბრეკეტები 10 წლის წინ. ბევრი სამუშაო აღარ არის მაგრამ, არ დავასრულე მკურნალობა როგორც ვატყობ.

Posted by: DeathCab 6 Jun 2016, 11:21
რომელია ყველაზე ეფექტური დროის ამბავში?
ოდნავ მაქვს გასასწორებელი და მგონი მალე უნდა მომხსნან
ადრე კონსულტაციაზე ვიყავი და მითხრეს მალე მოიხსნიო

და კიდევ ის მაინტერესებს რამდენად მტკივნეულია ეს დაჭიმულობა თავიდან

Posted by: SnowFlakes 6 Jun 2016, 11:27
DeathCab

ბრეკეტები ყველაზე სწრაფ ეფექტს იძლევა და ყველაზე კარგსაც. ფირფიტა უფრო ახანგრძლივებს და გაცილებით დიდ დისკომფორტსაც ქმნის. კონსულტაცია უმეტეს კლინიკებში უფასოა და გაესაუბრე რომელიმეს ან რამდენიმე ორთოდონტს.

Posted by: DeathCab 6 Jun 2016, 11:38
ტკივილზე რას იტყვით?
მეზარება მაგ ტკივილების ატანა :'(
* * *
და აი მალევე ეტყობა თუნდაც ოდნავი შედეგი?
ერთადერთი მაგ შედეგის ხათრით თუ გავუძლებ მაგ წამებას :დ
ჩემს მშობლებს რა ვუთხარი რა რო ჩემს ჭკუაზე მატარეს პატარა რო ვიყავი და დროულად არ ამომაღებინეს ეს ერთი კბილი :დ

Posted by: SnowFlakes 6 Jun 2016, 12:00
DeathCab


ყველა შემთხვევაში 6 თვე უნდა ივარაუდო. როგორც არ უნდა იყოს,მხოლოდ ეგ ერთი კბილი კი არის შეიძლება ჩამოსაწევი ან გასაწევი მაგრამ, მაგ დროს სხვა ყველა კბილი იცვლის ადგილს და შესაბამისად ყველა უნდა "მოჯდეს". ასევე იცვლება კბილის წყობის რკალი და შეიზლება მაგის გაფართოებაც საჭირო იყოს. ყოველთვის იფიქრე მერე როგორი ლამაზი ღიმილი გექნება მაგაზე :დ

მე ჯერ ბრეკეტი მეკეთა 2 წელი და რეტეინერი 1,5. ახლა ისევ მინდა რაღაც დეტალების გამოსწორება და სულაც არ მეზარება :დ ამბობენ რომ გიჟი ვარ :დ თუმცა,სულაც არ ვფიქრობ მასე და ლაიფთაიმ შედეგი ყოველთვის ღირს იმ 2 წლად. დღეს მივდივარ დენს-ში და უნდა გავიარო კონსულტაცია ხვალ ნინო ბერიძესთან და ზეგ თამარ კუბლაშვილთან :დდ

Posted by: DeathCab 6 Jun 2016, 12:03
ნინო ბერიძესთაბ 1 წელი მოგიწევს მაქსიმუმ ტარებაო კონსულტაციაზე მითხრეს
ძალიან ოდნავ მაქვს რა :დ

შემოვუერთდები მალე ბრეკეტებიანების კლუბს :'(

Posted by: SnowFlakes 6 Jun 2016, 12:05
DeathCab

რამდენი წლის ხარ?

1 წელი რა არის მერე ; ) არ გიღირს?

Posted by: DeathCab 6 Jun 2016, 12:15
SnowFlakes
23

ჰო, მიღირს, სხვა რა გზა მაქვს :დ
მოვლა-პატრონობა რთულია?
კვების მხრივ არ მაქვს გართულება
ისედაც არ ვიკლავ თავს ალუჩების და თხილების ჭამით

Posted by: SnowFlakes 6 Jun 2016, 12:20
DeathCab

არაფერია რთული. კარგად თუ მოუვლი და ჰიგიენას დაიცავ,კბილების ხარისხი გამოგისწორდება კიდეც ; )

Posted by: DeathCab 6 Jun 2016, 12:25
SnowFlakes
მადლობა მხარდაჭერისთვის :3

მეტალი იქნება თუ კერამიკა მაგას თვითონ წყვეტენ?
თუ როგორაა საქმე?

Posted by: SnowFlakes 6 Jun 2016, 12:39
DeathCab

მეტალის ბრეკეტი უფრო კომფორტულია და შეგრძნებაც უფრო ნაკლებად აქვთ როგორც ვიცი. კერამიკის თითოეული ფირფიტა არის უფრო დიდი ზომაში.

არაფრის ^_^

Posted by: ვივიანა 6 Jun 2016, 20:06
SnowFlakes
კუბლაშვილის მერე აღარავინ მოგეწონება :დ
რა არ მოგწონს , რას უწუნებ ნამკურნალევს?


DeathCab
ერთი კბილის ამოღება არაა რეკომენდებული, მერე ცენტრი დაგერღვეოდა და უამრავი სხვა რამ მოჰყვებოდა.
მთლიანად ხდება კბილთა რკალის გასწორება და "ფორმაში" მოყვანა.
უმეტესად რასაც ვხედავ კერამიკა ტვითლდებასავით :დ
თან მეტალი ვფიქრობ რომ უკეთესად ასრულებს საქმეს.
მიდი კონსულტაციაზე და ყველაფერს გეტყვიან :*



ისე პაციენტებო საფეთქელ-ქვედაყბის სახსართან როგორ ხართ?

Posted by: Unico 6 Jun 2016, 22:40
ვივიანა
დღეს ვიყავი ჩემს კლინიკაში, ჩემი სტომატოლოგი შემხვდა, დამამშვიდა, მთავარია ხიდი ჩაისვა და კაპებს დავამაგრებთო biggrin.gif ეშინია რომ არ გაიქცეს კბილები ძველ მდგომარეობაზე.

გადამამისამართა იმპლატანტების განყოფილებაში და ვაი, ვაი... ამ ხიდის ჩასმამ მაწვალააა biggrin.gif უფრო სწორად ჯერ არ ჩაუსვამს. წარმოგიდგენია, რთUლი პაციენტი ვყოფილვარ biggrin.gif ღრძილმა შეაღწია ერთ-ერთ "საყრდენ" პლომბში და მოუწიათ ლაზერით მოჭრა.. პლუს ძალიან ნერწყვმდენი ვყოფილვარ და წვალებით ამოავსო კბილის კედელი.
სამზე მივედი და რვაზე წამოვედი.. biggrin.gif ოდნავ მწკიწკნის ახლა.. სინჯები ამიღეს და ველოდები როდის დამიმზადებენ biggrin.gif

და ისა, მითხარით ვინმემ, რომ მე არ ვარ ერთადერთი ვინც ენას ვერ აჩერებს პირში biggrin.gif


გეუბნებით რა, ბრეკეტების გადამკიდე, გადავეჩვიე კბილის დაპლომბვას. ანესთეზიის ნემსის ჩხვლეტაზე კინაღამ შევხტი lol.gif facepalm.gif

Posted by: SnowFlakes 7 Jun 2016, 09:23
ვივიანა

რკალი რომ კიდევ უფრო გაეშალა თავის დროზე იმ კაცს ცუდი არ იქნებოდა :დ ქვედა კბილები ძალიან მჭიდროდ მაქვს და ერთი კბილი მანდაც გადაიხარა. საერთო ჯამში კარგად მაქვს და დარწმუნებული ვარ ბევრი არ მივიდოდა ახლა ორთოდონტთან მაგრამ, მე მაინც ვხედავ ცოტა სამუშაოს :დ

დენსში თუ დენსიში ვიყავი თამარ ხვედელიძესთან და ძალიან მომეწონა ეგ ქალიც ^^

Posted by: ვივიანა 9 Jun 2016, 11:27
Unico
biggrin.gif biggrin.gif :*
ნერწყვდენა ისე უზმოზე მისვლამაც იცის, წასვლამდე ცოტა წაისმუსნე ხოლმე და შესაძლოა ნაკლები გქონდეს ან შეიძლება მართლაც ეგრე იყო, არაუშავს.
კარგია ძალიან მიდიხარ დასასრულისკენ :*



SnowFlakes
ამერიკული ღიმილი მოგწონს ანუ ^^
რომ არ მოგატყუო მეც მომწონს biggrin.gif
თუ გაწუხებს და ფსიქოლოგიურად მზად ხარ გაიკეთე, ასევე ფინანსურად.
მერვე კბილები გაქვს ?

Posted by: SnowFlakes 10 Jun 2016, 10:47
ვივიანა

ყველა მეუბნება რა გჭირს გასასქორებელიო და მე ვხედავ რაც არის , თან ქვედა ყბაზე მერვე კბილი აღაღ ამომივიდა (მგონი სწორად მახსოვს :დ) მოკლედ, ჩარჩენილია ღრძილში და სიმჭიდროვეს იწვევს, ბრეკეტი რიმც დავიმაგრო ადგილი არ ექნება მაგ კბილის გამო გასაწევად. ეგ უნდა ამომიღონ და ფაქტობრივად მინი ოპერაციას ვიკეთებ :/ ჰოდა, ყბა სახის ქირურგმა უნდა გამიკეთოს. 250 ლარი ღირს მართლა თუ მე მაგოიმებენ ნეტა :|

Posted by: Scoorp 10 Jun 2016, 11:38
SnowFlakes

ერთი კბილი 250 ძალიან ძვირია
ვივიმ მირჩია მეც გიორგი ღვინიაშვილი როიალ დენტში
ორი მერვე ამოვიღე (ცალცალკე)
თუ ორი გაქვს ამოსაღები გირჩევ ერთდროულად ამოიღო
ძალიან კარგი ექიმია მართლა
და მაგდენიც არ დაგიჯდება

Posted by: ვივიანა 10 Jun 2016, 16:14
SnowFlakes
აი ეგ სურათი არ ვიცი ზუსტად წინიდან არის თუ არა გადაღებული, მაგრამ თითქოს ცენტრი ოდნავ დარღვეულოა, მილიმეტრებში . ზუსტად ვერ ვიტყვი სურათის გამოა შეიძლება.
მერვე კბილის ამოღება ძალიან ხშირად ხდება , მითუმეტეს ორთოდონტიულუ მკურნალობის დროს, ქვედაზე თუ ეგრეა ვერც გასწორდება.
აი Scoorp ვინც გითხრა, გიორგი ღვინიაშვილი მეც მასთან ამოვიღე პირადად და ძალიან მომწონს. ნაკლები დაგიჯდება ნამდვილად.

ისე საქართველოში არ არის სტანდარტული კაპები, 2 ყბისთვის ერთდროულად. ჩაისვამ და გაგისწორებს
SnowFlakes შენს შემთხვაში იქნებოდა კარგი ჩემი აზრით, არ დაგჭირდებოდა მეორედ გაკეთება.
არც უყიდება საქართველოში თორემ ადვილი გამოსაკენებელია.


Posted by: SnowFlakes 10 Jun 2016, 18:27
ვივიანა
Scoorp

მეც ვგრძნობ რომ ძალიან ძვირია და სად არის ეგ ექიმი, სად დავრეკო ჩასაწერად?

ცენტრი დარღვეულია , არაა სურათის ბრალი და ეგ იმიტომ მოხდა რომ ცალ მარეს მაქვს ატომღაც კბილი ამოღებული :/

ძალიან მეზარებოდა მაგრამ, უნდა გავიკეთო. ჯერ ფირფიტებზე დავიწყე ფიქრი და სავარაუდოდ ისევ ბრეკეტს გავიკეთებ.

Posted by: SnowFlakes 13 Jun 2016, 13:06
სმაილ დენტი როგორია,ვნმე ხომ არ დადიხართ მანდ?
* * *
ვივიანა
QUOTE
კუბლაშვილის მერე აღარავინ მოგეწონება :დ
რა არ მოგწონს , რას უწუნებ ნამკურნალევს?



ვნახე კუბლაშვილი და ვერავისთან ვეღარ მივალ მას მერე <3

ბრეისების ჩადგმამდე დასაბჟენი მაქვს კბილები და სად მირჩევთ მისვლას?

Posted by: პრინცი_ოიგენი 16 Jun 2016, 00:18
SnowFlakes
მაგრად მეცნობი biggrin.gif
თსუში ხომ არ სწავლობ?

Posted by: ვივიანა 16 Jun 2016, 00:24
SnowFlakes
ხომ გითხარი კუბლაშვილზე biggrin.gif
რაო რა გითხრა თამარამ ? როგორი გეგმა შემოგთავაზა ?
ორთოდოტმა ამოგიღი ერთ მხარეს კბილი ?
თუ თანხის დაზოგვა გინდა შეგიძლია რეზიდენტებთან მიხვიდე უნიდენტში ან ალბიუსში.
თუ არა მაშინ სანო დენტში ნათია ვარსდისანიძე, ია ოსაძე- ჰეფიდენტი. ესენი ვიცი, კარგები არიან ძალიან.
სხვებიც შეგიძლია გაიკიტხო, ან იუზერებიც გირჩევენ შემოვლენ ^^

Posted by: barbaq 17 Jun 2016, 00:13
ალბიუსში ან უნიდენტში რა ფასებია ბრეკეტებზე იცით ვინმემ?
რეზიდენტებთანაც მაინტერესებს

Posted by: ვივიანა 17 Jun 2016, 11:57
barbaq
უნიფენტში 3 ორთოდონტია- კუბლაშვილი- 3000დან ზევითაა ფასები დაახლოებით, ზერეკიძე- ანალოგიური ფასით და ერთი კაცია-გვარი არ ვიცი.
ალბიუსში ვინაა ორთოდონტი არ ვიცი sad.gif
რეზიდენტებს რაც შეეხრბა- ალბიუსსა და უნიდენტსს არ ჰყავს ორთოდონტიის რეზიდენტები, თერაპიაში ჰყავს- ფასები 5-20 ლარამდეა ბჟენზეა- საკმაოდ კარგი მასალით აკეთებენ.
ორთიდონტიაში რეზიდენტები ჰყავს თინა მიქაძეს, ნატო მოსღვდლიშვილა, ნიუდენტს, სხვა არ ვიცი. ფასები არ ვიცი sad.gif

Posted by: barbaq 17 Jun 2016, 13:13
როგორ ფიქრობთ ღირს რეზიდენტთან მისვლა? რა განსხვავებაა იქნება?

Posted by: ვივიანა 17 Jun 2016, 21:41
barbaq
ორთოდონტ რეზიდენტებზე არ ვიცი არაფერი.
თერაპიაზე კი შემიძლია რეზიდენტები გირჩიო ორივე კლინიკაში. Aლბიუსში რეზიდენტები ორტOპედიაშიც კი არიან.

Posted by: barbaq 17 Jun 2016, 22:28
არა თერაპია აღარ მინდა, ყველაფერი მოვიწესრიგე უკვე, ზედა მერვეებიც ამოვიღე.
ქვევით დამრჩა და ცოტა მეშინია არ არის ამოსული ჯერ.

ახლა ვარჩევ სად მივიდე,მაგრამ არ მინდა ძაან ძვირის გადახდა. მიქაძესთან 500 ღირს რეზიდენტებთანო ვიკითხე დღეს

Posted by: ვივიანა 17 Jun 2016, 23:55
barbaq
თინას რეზიდენტებთან მიდი. 3ს ვიცნობ და სამივენი კარგები იქნებიან.

Posted by: barbaq 19 Jun 2016, 01:31
ქვედა ყბაზე მარტო ერთი მერვე რომ მქონდეს ამოღებული არ გამისწორდება?
დღეს კინაღამ მოვკვდი ამოღებისას და მეორეს ვერ გავუძლებ საერთოდ არაა ამოსული და ეს ცოტა ჩანდა მაინც

Posted by: ვივიანა 19 Jun 2016, 01:39
barbaq
გეტკინა ?
ვისთან ამოიღე ?

Posted by: barbaq 19 Jun 2016, 01:48
არა ტკენით არ მტკენია, უბრალოდ ცოტა იწვალა, ოდნავ იყო ამოსული და ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს sad.gif
არაა ცნობილი კლინიკა, მაგრამ ძაან კაი ექიმია აღარ იცოდა როგორ დავემშვიდებიე biggrin.gif

Posted by: SnowFlakes 20 Jun 2016, 19:22
პრინცი_ოიგენი
არა smile.gif)

barbaq
მე ამოვიღე 5 დღის წინ მასეთი მერვე კბილი. ღრძილი აუცილებლად უნდა გაიჭრას და ამოიღონ. ვერაფერს გაიგებ,უბრალოდ არასასიამოვნოა და შემდეგ მოვლა უნდა. ნაკერები მაქვს და ხვალ მივდივარ ამოსაღებად. მაგის ამოუღებლად ვერ გაგისწორებენ, სავარაუდოდ ეგ კბილი ჰორიზონტალურად ზევს და იკავებს მოკლედ ადგილს :დ

ვივიანა
QUOTE
ხომ გითხარი კუბლაშვილზე 
რაო რა გითხრა თამარამ ? როგორი გეგმა შემოგთავაზა ?
ორთოდოტმა ამოგიღი ერთ მხარეს კბილი ?
თუ თანხის დაზოგვა გინდა შეგიძლია რეზიდენტებთან მიხვიდე უნიდენტში ან ალბიუსში.
თუ არა მაშინ სანო დენტში ნათია ვარსდისანიძე, ია ოსაძე- ჰეფიდენტი. ესენი ვიცი, კარგები არიან ძალიან.
სხვებიც შეგიძლია გაიკიტხო, ან იუზერებიც გირჩევენ შემოვლენ ^^



რა და თვითრეგულირებადი მირჩია მაგრამ, ძალიან ძვირი მიჯდება. ამიტომ ისევ ჩვეულებრივ მეტალის ბრეკეტებს გავიკეთებ და მომიწევს რეზინების აქტიურად ხმარება. რეზიდენტებს ვერ ვენდობი ,მეორედ ვიკეთებ ბრეისებს და არც ასაკით ვარ ისეთი პატარა,რომ კიდე მესამეჯერ მომიხდეს გაკეთება. ცოტა ზვირს გადავიხდი და მშვიდად ვიქნები. იმედია ზუსტად იმ შედეგს მივიღებ რაც მინდა.

თამარმა ის ბრეკეტი უბრალოდ იმიტომ მირჩია (დეიმონ ბრეისებია იგივე) რადგან უფრო მალე იძლევა შედეგს და რკალს კარგად შლისო,თუმცა მე მგონია რომ ჩვეულებრივი ბრეისიც ისევე გაშლის,რადგან ამ 12-13 წლის მერე ექსფენდერები ისედაც არ იდგმება და რაც არ უნდა იყოს მხოლოდ იმის გამო,რომ თვიტრეგულირებადია და მოწერებზე იშვიატად ვივლი,არ მიღირს 4700 ლარის გადახდა + 300 ლარია ბოლოს ფიქსატორი.
* * *
სფეისერები მაქვს ჯერ და ძალიან მტკივა კბილები :დ

Posted by: ვივიანა 20 Jun 2016, 20:34
SnowFlakes
თვითლიგირებადი ისე მეტად ჰიგიენურიცაა, ნაკლებად მტკივნეულიც. რიგი უპირატესობები აქვს.
დეიმონი მითუმეტესს. მეც ძალიან მომწონს თამარის არ იყოს :დ ფუფუნებაცაა და კომპორტიც, ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც.

თამართან რომ კარგი შედეგი გექნება მაგის მჯერა, პროფესიონალია ამ საქმის. ^^
არ ინერვიულო , ისეთი ღიმილი გექნება როგორიც გსურს ^^

barbaq
აბა ეგ არაფერია, მეც ამოვიღე ერთი ეგეთი კბილი up.gif

Posted by: SnowFlakes 21 Jun 2016, 12:14
ვივიანა

ჰო,ვიცი რომ ძაან კარგია და გული მეთანაღრება. სულბრაღაც 400 ლარის სხვაობაა და ვფიქრობ რომ არ ღირს ეკონომია :/ არ ვიცი მოკლედ ჯერ რას ვიზამ.


28მდე მაქვს დრო.

Posted by: barbaq 22 Jun 2016, 00:39
ნიმესილზე შევჯექი ისე მტკივა. კარგადაა ჭრილობაო ექიმმა მაგრამ ანტიბიოტიკს დაგინიშნავ მაინცო და რავი
მეორეს შანსი არაა არ ამოვიღებ biggrin.gif

Posted by: Scoorp 22 Jun 2016, 10:37
barbaq


კარგ ექიმთან რო ამოიღებ ეგეთი შიში აღარ გექნება smile.gif)

Posted by: SnowFlakes 22 Jun 2016, 12:59
barbaq

მაინც მოსაშორებელი გექნება და სჯობს ახლავე მოირჩინო ყველა ^^

გილოცავ :დ
* * *
ბრეისების დროს კბილების მოვლის საშუალებებს სად ყიდულობთ?


ჰოდა,კიდევ რა მაინტერესებს. ფლოსი ვერ ვიშოვნე,რომელიც ბრეკეტების დროს გამომადგება, წყლის აპარატი კიდე ანუ ვოთერფიქი მეძვირება,თან უნდა გამოვიწერო და მერე გადამყვანი დავუყენო და მეზარება ეგეც. ყველაფერი ასე რთულად მისაღწევი რატომ არის რა :/

Posted by: SnowFlakes 27 Jun 2016, 11:07
ხვალ ბრეისებს ვიდგამ :ბის:

----------------------------------------------------------------------------------

Posted by: paradise_seeker 27 Jun 2016, 14:46
გამარჯობათ smile.gif

თეო მარგველანთან გაგიკეთებიან ვინმეს კოსტავაზე ?


საფირში 2400 ორი ყბა + 60 ლარი ყოველთვიური ვიზიტი ნორმალურია?

მეოთხე ამოვიღო თუ სიბრძნის რომელიც ღრძილქვეშაა?

:დ

Posted by: ვივიანა 28 Jun 2016, 01:29
SnowFlakes
აბა შენ იცი ^^ რომელი გადაწყვიტე?

paradise_seeker
სიტუაციას გააჩნია, მაგრამ თუ რქიმი გაძლევს არჩევანის საშუაკებას კარგ იქრურგთან მერვეები- მეოთხეებზე Aრც კი იფიქრო თუ ასეთი შანსი გაქვს.
პ.ს თავად 3 ამოუჭრელი მერვე მაქვს ამოღებული.

Posted by: amenhotep 28 Jun 2016, 02:23
ვისაც არ გქონდათ არანაირი დარღვევა კბილების, უბრალოდ ნუ არ იყო ასე ვთქვათ ლამაზი ღიმილი და გაიკეთეთ ბრეკეტები სურათები დადეთ რა მაგრად მაინტერესებს ღირს თუ არა ჩემთვის

ხვალ დავდებ სურათს, ანუ ისეთი ღიმილი მინდა აი კბილები ფართოდ რომ არის გაშლილი სწორად და რო ედება თითქოს პირის კიდეებს შიგნიდან

Posted by: SnowFlakes 28 Jun 2016, 10:23
paradise_seeker
ნორმალური რა არის არ ვიცი მაგრამ, პირადად მე 3 ორთოდონტი ვნახე სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და შემდეგ შევარჩიე. მხოლოდ ფასზეც არ არის საქმე. ზოგადად ორთოდონტია ნაწილობრივ ექიმის ხედვასაც მოითხოვს. მთავარია ენდო ექიმს და ყველა თეთრი იყოს worth it smile.gif)))

ვივიანა
თვითლიგირებადი. დეიმონის პრინციპი აქვს ამასაც მაგრამ,სახელს ვერ ვიხსენებ ,მწარმოებელია მოკლედ სხვა და დღეს ვკითხავ.


amenhotep
შენ რაც გინდა არის რკალის გაშლა და ტუჩის კუთხის მაქსიმალურად შევსება. პირველად ბრეისები გავიკეთე 20 წლის ასაკში და მაშინ კიდევ უფრო ვიწრო რკალი მქონდა, მესამე კბილიდან იწყებდა მოხვევას და გეგონება სხვა კბილები არ მქონდაო ნუ არ ჩანდა ღიმილის დრო smile.gif)) ახლა მიჩანს 4 კბილი smile.gif)) და კიდე მინდა გაიშალოს.

ექსფენდერებს 12-13 წლის შემდეგ აღარც დგამენ ,რადგან სასა ძვლოვანი ხდება მაგ ასაკის შემდეგ მაგრამ, სწორედ ეს თვითლიგირებადი ბრეისები იძლევა მაგის მაქსიმალურ საშუალებას,რომ რკალი გაშალოს და გქონდეს fuller smile.

სამწუხაროდ არ მაქვს იმ დროინდელი სურათები ისე რომ შევადარო,რადგან სურათის გადაღების დროს ვცდილობდი დიდად არ გამეღიმა smile.gif)) ახლა რაც მაქვს დევს აქ ზემოთ.

https://www.youtube.com/watch?v=5OQgDePAluM

Posted by: paradise_seeker 28 Jun 2016, 22:26
მოკლედ დავბრეკეტდი ზედა ყბის ნაწილზე ჯერ)) კოფე/ჩაიზე როგორაა ამბავი?))) ეგ დამავიწყდა გამერკვია

Posted by: SnowFlakes 28 Jun 2016, 22:42
paradise_seeker

გილოცავ : ) ჩაი და ყავა თუ კერამიკა არ გიდგას შეგიძლია დალიო ჩვეულებრივად და არ ინერვიულო ბრეკეტის ფერის შეცვლაზე. როგორი ბრეისია?

მე დღეს ზომები ამიღო, სურათები გადამიღო და ხვალ მიდგამს ორივე ყბაზე. ა, ჰო ის რგოლებიც დამიმაგრა უკან კბილებზე.

Posted by: paradise_seeker 29 Jun 2016, 11:28
SnowFlakes
მადლობაsmile.gif

საფირი გავიკეთე 2400 მიჯდება ჯამში.


ჯერ მხოლოდ ზედა 6 კბილზე მაქვს და აი საერთოდ არ მაწუხებს bis.gif რგოლები ჯერ არ დაუმაგრებიათ, ბანძობაა?

მერვეები იდეაში ამოსაღებია, მარა ჯერ 1-2 თვე დავიკიდოთო და ბრეკეტიანზე შეიძლება ნამდვილად ამოღება ნეტა? :s


Posted by: ვივიანა 29 Jun 2016, 13:04
SnowFlakes
შენ რა ქენი გაიკეთე? ^^ ^^
ზედა ყბის გაფართოება სასის მეშVეობით დაახლოებით 17წლამდეა შესაძლებელი.

paradise_seeker
ისე ძალოან ცხელი და ძალიან ცივი არ შეიძლება, შესაძლოა ბრეკეტი ააძროს.
ფერადებს ერიდე თუ საფირი გაქვს, ფერს უვცლის ბრეკეტს მაინც sad.gif
შენც გილოცავ ^^

Posted by: Scoorp 29 Jun 2016, 16:23
paradise_seeker


ბრეკეტებიანმა ამოვიღე სიბრძნის ორი კბილი,პრობლემა არაა მაგ მხრივ

Posted by: SnowFlakes 29 Jun 2016, 18:12
ვივიანა

გავიკეთე და ძალიან ბედნიერი ვარ ^^
ცოტა ტკივილი მეწყება უკვე და მოვიმარაგე იოგურტები biggrin.gif

Posted by: ვივიანა 29 Jun 2016, 23:48
paradise_seeker
კი შეიძლება, არაფერი მოუვა ბრეკეტს :დ

SnowFlakes
3მ-ის ფირმაა ? კარგად ევრ ვხედავ .
გილოცაავ :* დარმწუნებული ვარ ძალიან კარგი შედეგი გექნება ^^

Posted by: SnowFlakes 30 Jun 2016, 00:41
ვივიანა
მადლობა ^^


როგორც ვხვდები ეს მიკეთია. https://www.ormcoeurope.com/images/Product-Content/DamonSystem2.jpg

Posted by: ვივიანა 30 Jun 2016, 01:34
SnowFlakes
ეგ დეიმონია ^^
დეიმონი გაიკეთე ?
მე ეს ვიფირე http://www.orthodontist-dubai.com/wp-content/uploads/2015/04/smart-clip.png
ბრეკეტი არ ჩანს კარგადა მაგიტომ ვერ ვხვდბეი :*

Posted by: SnowFlakes 30 Jun 2016, 12:45
ვივიანა

მგონი ეგ არის ხო. მოკლედ,ესენი კეტავს მავთულს და ამით განსხვავდება დეიმონის სისტემისგან. დეიმონის მავთული მოძრაობს და ამას ჩამკეტები აქვს და ამიტომ აღარ ჭირდება პატარა რეზინები თითოეულ ბრეკეტს. მგონი დისკომფორტიც ნაკლები აქვს ისე, მე უფრო მეტ ტკივილს ველოდი და გამაყუჩებელიც არ დამილევია ჯერ.

paradise_seeker
შენ როგორ ხარ?

Posted by: ვივიანა 30 Jun 2016, 13:07
SnowFlakes
დეიმონის ბრეკეტში რკალი ისეთი სხვა ჯუთხით ჯდება, დეიმონს თავისი სპეციალური რკალები აქვს, რომელზეც მოთავსებულია 2 სტოპერი- უნდა მოეჭიროს და მათ შორის მოთავსებული კბილები არ Mოძრაობენ. ოღონდ Aეშვიდან Eშვამდე შეიძლება მხოლოდ.
ტკივილი თითქმის არ გექნება :დ
ჩემი აზრით ეგ ყველაზე დიდი პლუსია.
მეორე პლუსი კი ჰიგიენაა - რეზინის ქვევით ყოველთვის რჩება ნარჩენი, რაც არ უნდა იწმინდო კბილები.
ეგეც ძალიან კარგი ბრკეეტია, კარგად მუშაობს საკმაოდ. რამდენჯერმე მაგაზეც გამიკეთებია - რკალის გამოცვლა, ბრეკეტის დამაგრება. შედეგიც კარგი აქვს up.gif

Posted by: SnowFlakes 30 Jun 2016, 13:12
ვივიანა

მე ცოტა ვნერვიულობდი და მეგონა დეიმონი ასრულებდა იმ საქმეს,რაც მე მინდა ანუ რკალის გაშლა. ჰოდა,თამუნამ დამამშვიდა და მითხრა რომ ეს ძალიან კარგად შლის რკალს და + თუ დამიჯერებ და რეზინებსაც იხმარ მერეო გადასარევად გაიშლებაო. დეიმონს ეს ჯობსო და რა ვიცი :დ შედეგი მომცეს მთავარია. ადვილი მოსავლელია ძალიან და ტკივილი თითქმის არ მაქვს და რატოა ასე? :დ

Posted by: paradise_seeker 30 Jun 2016, 18:26
SnowFlakes
მე კარგად, ფაფებს და კვერცხს ვჭამ ჯერ-ჯერობით და კარგად ვერ ვხვდები როგორ მოვუარო სამსახურში ჭამის შემდეგ. იმ პატარა ჩოთქს ვიგლასუნებ მარა მშველის თუ არა არ ვიცი.


შენ კარგი კბილები გქონია ისედაც smile.gif

Posted by: SnowFlakes 30 Jun 2016, 22:58
paradise_seeker

ბევრი არაფერი ეტყობა გარედან და იმდენი "სამუშაოა" რომ კი მოუნდება 18 თვე smile.gif))


მე მაქვს პატარა კოსმეტიკის ჩანთა და დამაქვს კბილის ჯაგრისი, პატარა ჩოთქები, პატარა კბილის პასტა :დ სხვანაირად ვერ ვიქნები და რა ვქნა აბა. დღეს გარეთ ძაან მომშივდა და ვჭამე კაფეში, წავედი მერე და გამოვიხეხე კბილები :დ
* * *
paradise_seeker

ცვილი არ გჭირდება? ქვედა ტუჩი და მარჯვენა ლოყა ძალოან მტკივა : ))))

Posted by: mishoji 1 Jul 2016, 11:14
დღეს მომერყა სულ უკანა ბრეკეტი. მომძბრალი არაა ჯერ და.ცვილოთ შეილება მივიკრა?? 6ში მიწევწ ვიზიტი

Posted by: SnowFlakes 1 Jul 2016, 12:24
mishkaji

ცვილი რამდენად მიამაგრებს მაგას გააჩნია. რატო მოგერყა, რამე ჭამე?
დაურეკე ექიმს და მიდი დღესვე, არ მიგიღებს?

Posted by: Scoorp 1 Jul 2016, 12:36
mishkaji

ცვილი მისაწებებელი არაა biggrin.gif
მიდი ექიმთან და გაამაგრებს,ან თავიდან დააწებებს

Posted by: mishoji 1 Jul 2016, 13:30
ხო ატამს ვჭამდი. დავჭერი პატარ-პატარებად და ისე, მერე კურკა თუ რაცაა ის რო დარჩა პროსტა პირში ჩავიდე და ბრეკეტს მოხვდა :დდდ

არამგონია მიმიღოს. უნიდენტში გავიკეთე ბრეკეტები. 5 დღეში მიწევს მისვლა და დიდად სავალალოა ისე?

Posted by: Scoorp 1 Jul 2016, 13:43
mishkaji

არა 5 დღეში თუ მიდიხარ
არაფერი მოხდება

Posted by: paradise_seeker 2 Jul 2016, 13:07
SnowFlakes

ყავის/ჩაის/წვენების მერეც იხეხავ?


ცვილი ვიყიდე და რახან ნაყიდი მქონდა ერთგან მივიკარი biggrin.gif სულ ოდნავ ვიგრძენი რო კანზე მედებოდა, მარა ტკივილით არ მტკენია:დ

Posted by: COLON 2 Jul 2016, 17:34
ბრეკეტების გაკეთება მინდა, მაგრად არ ვიცი ვისთან მივიდე. იქნებ ვინმე მირჩიოთ, ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი- როგორია?
ფინასურად რამდენი დამიჯდება, მიახოვებით მიანც რო მითხრათ.

Posted by: Pink_ Panther 2 Jul 2016, 17:57
paradise_seeker
ნიკისთვის არც შემიხედავს თავიდან, ერტი ორი პოსტი რო წავიკითხზე შენი, ეგრევე
გამახსენდი biggrin.gif
ორსულებში ვპოსტავდით ერთად ))))





ამ ჩემს ორთოდონტს მე ვკარნახობ, ეს კბილი ცოტა მოსაბრუნებელია,
შუა კბილების ზოლი არ ემთხვევა და ა.შ.
და მერე კი ასწორებს, მგონი ხედვა არ უვარგა.



SnowFlakes
რკალის გაშლაში რას გულისხმობ, უფრო ფართო ღიმილი რო გქონდეს???
მაგას თუ აკეთებს ბრეკეტი მოვთხოვ მეც ჩემს ორთოდონტს.



Posted by: ვივიანა 2 Jul 2016, 19:14
სავლებს არ იყენებთ ხოლმე ?
თუ კბილის ჯაგრისი ტარება არ შეგუძლიათ , არ მოგწონთ, ვერ იყენებთ, როდესაც სახლიდან გაუსლები ხართ , შესაძლოს სავლები იყიდოთ და გამოივლოთ ჭამის შემდეგ, იგივეს ვერ იზამს რასაც ჯაგრისი მაგრამ , უჯაგრისობას სჯობს.


Posted by: Scoorp 2 Jul 2016, 21:12
ვივიანა

ვივ

რომელ სავლებს გვირჩევ?

Posted by: SnowFlakes 2 Jul 2016, 22:19
paradise_seeker
QUOTE
ყავის/ჩაის/წვენების მერეც იხეხავ?


როგორც წესი ყავას ვსვამ დიილით და მერე აღარ. ძირითადად წყალზე ვარ მერე და რომელიმე წვენი თუ დავლიე არ ვიხეხავ მაგრამ, წყალს მაინც ვივლებ თუ სხვა არაფერია.

ვივიანა
მე ვიყენებ ლისტერინს ან ორალ ბის.
ფლოსინგი მიჭირს და ახლა ვფიქრობ ვოთერპიკი ვიყიდო,ძალიან კარგი რევიუები ვნახე იუთუბზე და ბრეკეტების დროს მისწრებააო.
რაც ბრეკეტები ჩავიდგი მას მერე ფლოსი არ მიმიკარებია და ვერ ვარ რაღაც :/

Pink_ Panther
QUOTE
რკალის გაშლაში რას გულისხმობ, უფრო ფართო ღიმილი რო გქონდეს???
მაგას თუ აკეთებს ბრეკეტი მოვთხოვ მეც ჩემს ორთოდონტს.



კი მაგას აუცილებლად აკეთებს ბრეისები,ოღონდ რეზინების ტარებაც საჭიროა. დეიმონის სისტემაზე სწორედ მაგას ამბობენ რომ შლის რკალს მაგრამ, სტანდარტული ბრეკეტებით გაიკეთა ახლახანს ჩემმა მეგობარმა. მესამე კბილიდან იწყებდა მოხვევას და გვერდებზე კბილები აღარ უჩანდა,ჰოდა ახლა 5 კბილი უჩანს და შეევსო ტუჩის კუთხეები ანუ. აუცილებლად მოითხოვე.

COLON
მე ბევრი ვიარე და უნიდენტში მივედი თამარ კუბლაშვილთან. იაფი არაა 4300 ღირს ყველაფერი + ბოლოს ფიქსატორიც და ვიზიტები უფასო.
* * *
QUOTE
ცვილი ვიყიდე და რახან ნაყიდი მქონდა ერთგან მივიკარი  სულ ოდნავ ვიგრძენი რო კანზე მედებოდა, მარა ტკივილით არ მტკენია:დ

აუ,მე აბა ლოყა და ტუჩები გადამიტყავდა sad.gif ცვილი მაცოცხლებს. როდის გადამივლის ნეტა :/

Posted by: io-io 3 Jul 2016, 16:26
ნინო ბერიძის კლინიკაში ვინმე მკურნალობთ? მე ნოემბერში ვასრულებ ბრეკეტებს smile.gif

Posted by: ვივიანა 3 Jul 2016, 18:48
Scoorp
ლისტერინია ძალიან კარგი, 3 ან 4 ფერის არის და რიგ-რიგობით გამოყენება შეიძლება, ერთს რომ დაასრულებ, მერე სხვაფერი და ესე. აფთიაქებში იყიდება როგორც ვიცი. ^^

SnowFlakes
ირიგატორზე ამბობ ხო ? კარგია საკმაოდ, ჩემმა მეგობარმა გამოიწერა ამაზონიდან მგონი.
ლორწოვანზე თუ გაწუხებს , ან რამე გაგიჩნდება მეტროჟილ დენტას გამოყენება შეგიძლია, პატარა ფლაკონებში და სასარგებლოა ლორწოვანის დაზიანების დროს.

Posted by: Unico 3 Jul 2016, 21:14
QUOTE
ლისტერინია ძალიან კარგი, 3 ან 4 ფერის არის და რიგ-რიგობით გამოყენება შეიძლება, ერთს რომ დაასრულებ, მერე სხვაფერი და ესე. აფთიაქებში იყიდება როგორც ვიცი. ^^

მე მირჩიეს იასამნისფერი და მაგარი სავლებია ^^

ადრე ლაკალუტს ვხმარობდი, მაააგრამ ეს ლისტერინი უფრო მაგარია. აი აშკარად ვგრძნობ რა. ლისტერინის მოქმედება ცოტა დიდხანს გრძელდება.

Posted by: SnowFlakes 3 Jul 2016, 23:46
ვივიანა
გამოწერას ვფიქრობ მეც და რაცმეზარება არის მერე აქ გადამყვანზე შეერთება. არადა , უნიშოპს რაც აქვს ეგ არ მინდადა 200 ლარი ღირს.

მგონი აღარ მტკენს ისე ძალიან როგორც მანამდე. დიდი იმედი მაქვს რომ მერე აღარ შემაწუხებს sleep.gif

Posted by: paradise_seeker 4 Jul 2016, 09:58
Pink_ Panther
უი მახსოვხარ ჩემი თანაორსულელი ხარ )))))))

ვისთან გაიკეთე?




Posted by: Scoorp 4 Jul 2016, 10:28
QUOTE (Unico @ 3 Jul 2016, 21:14 )
QUOTE
ლისტერინია ძალიან კარგი, 3 ან 4 ფერის არის და რიგ-რიგობით გამოყენება შეიძლება, ერთს რომ დაასრულებ, მერე სხვაფერი და ესე. აფთიაქებში იყიდება როგორც ვიცი. ^^

მე მირჩიეს იასამნისფერი და მაგარი სავლებია ^^

ადრე ლაკალუტს ვხმარობდი, მაააგრამ ეს ლისტერინი უფრო მაგარია. აი აშკარად ვგრძნობ რა. ლისტერინის მოქმედება ცოტა დიდხანს გრძელდება.

ძვირი ღირს? biggrin.gif



user.gif

user.gif

Posted by: Unico 4 Jul 2016, 10:55
Scoorp
საშუალო ფასისაა.. დამავიწყდა, მაგრამ ის მახსოვს რომ ძვირი არ ღირდა, სადღაც 6 ლარში ჩავეტიე, პსპ-ს ჰქონდა იასამნისფერი biggrin.gif ლისტერინ თოთალ ქეა

დიდი ბოთლიც არის და პატარაც. ერთხელ აქცია ჰქონდათ და კბილის ჯაგრისი მოაყოლეს.

Posted by: Scoorp 4 Jul 2016, 11:20
Unico

აჰა
ვნახე პსპ-ს საიტზე
5-8 ლარის ფარგლებშია


ანუ ეგ სამკურნალოდაც გამოდგება თუ რისთვისაა? biggrin.gif

:კაიდროსვკითხულობ:

Posted by: Unico 4 Jul 2016, 16:13
Scoorp
გვირგვინის გადაკვრამდე ზედმეტი ღრძილი მომიწვეს და სავლებად და ზოგადად ღრძილებისთვის დამინიშნა ექიმმა.

ოღონდ მე დილა-საღამოს ვივლებდი. მძაფრი გემო აქვს და ოდნავ შეიძლება დაგწიწკნოს.

Posted by: barbaq 4 Jul 2016, 21:23
ამოღებული მერვეებით მივედი კონსულტაციაზე და ქვევით ისე მჭიდროდ გაქვს კიდე დაგჭირდება მეოთხეების ამოღებაცო, გამოჩნდება გასწორების დროსო. 8 კბილის ამოღება სულ არ მიღირს გასწორებად. ვინმეს გქონიათ ასე?
ქვევითა დიდად მაინც არ მაწუხებს, სულ არ გავიკეთებდი ჩემზე რომ იყოს

Posted by: SnowFlakes 4 Jul 2016, 21:59
barbaq

სხვასთანაც რომ მიხვიდე? უმრავლესობას აქვს უფასო კონსულტაცია. 8 კბილი არ ამომიღია მაგრამ, 5 კბილი გამომივიდა მერვეების ჩათვლით. ისე,მერვეებს არც ვთვლი რადგან ერთი საერთოდ არ იყო ამოსული და დანარჩენები მაინც ამოსაღები მექნებოდა ბრეისების გარეშეც. ვისთან დადიხარ?

Posted by: barbaq 4 Jul 2016, 22:13
ხო სვაგანაც უნდა მივიდე, ვაჟაზე არის რაღაც კლინიკა, იაფადაა შედარებით და იმიტომ მივედი, ორი კბილი მაქვს წინ გამოწეული ზედა ეგ მაწუხებს მარტო და არმინდა ბევრი გადავიხადო.

Posted by: ვივიანა 5 Jul 2016, 01:19
barbaq
მერვეების ამოღება ჩათვალე რომ არც იყო, პირიქით, ხშირად იმდენ პრობლემას ქმნის ამოღება სჯობს ბევრად.

Scoorp
ანტიბაქტერიული, საკვების მიღების შემდეგ როდესაც ვერ იხეხავ, მაინც ასე თუ ისე ნადების წარმოქმნას ხელს უშლის- ისეც ვერა როგორც კბილის პასტა, მაგრამ მაინც დამხარეა და კარგია.


Posted by: barbaq 5 Jul 2016, 01:23
ხო მაგრამ 8 კბილის ამოღება ნამდვილად არ მინდა.
ძალიან მტკივნეულია ზოგადად ბრეკეტების ტარება?

Posted by: ვივიანა 5 Jul 2016, 01:27
barbaq
არ ვიცი შენი შემთხვევა და ამიტომ ვერც 8 კბილის ამოღებას დაგაძალებ და ვერც 2სას :დ
ინდივიდუალურია , გააჩნია ბრეკეტს, გააჩნია სიტუაცუასა და გააჩNია ადამიანის ტკივილის აღქმას.

Posted by: amenhotep 5 Jul 2016, 02:13
ალბიუსში გაგითეთრებიათ ვინმეს? 500 ლარში ჩავეტევი?

Posted by: l-e-v-a-n 5 Jul 2016, 02:20
QUOTE
სავლებს არ იყენებთ ხოლმე ?

მე მაგალითად უკვე მეზარება ძაან იმ პატარა ჯაგრისებით წვალება, კბილებს ვიხეხავ დღეში 2ჯერ ჩვეულებრივად ჩვეუელებრივი ჯაგრისით და პასტით და მერე სავლებით ვივლებ biggrin.gif

ვივიანა
SnowFlakes
ეგ 4700 ლარიანი ბრეკეტები მისვია მეც თამუნასთან ვარ
მარა რავი 1 წელი გავიდა და მაინცდამაინც დიდ შედეგს ვერ ვატყობ, ზედა ყბაზე გამჭვირვალეა, ქვემოთ არა... თვითლიგირებადი უნდა იყოს ორივე მგონი..
თან როგორც ვიცი 4-5 თვე უნდა ჩაისვას რეზინები და ჩემთვის ჯერ არც ჩაუსვამთ ანუ სავარააუდოდ 1.5 წელში ვერ მოვრჩებით baby.gif

ხო კიდე, ეგ სიბრძნის კბილბები ჩემებიც ამოსაჭრელიაო ასე თქვა მარა თავიდან ამოიღე და მერე ჩავიდგათ ბრეკეტებიო არ უთქვამს, ალბათ ბრეკეტების დასრულების მერეც შეიძლება?

Posted by: Scoorp 5 Jul 2016, 11:02
ვივიანა


ჰეჰ დღეს დამინიშნა მანანა ივერიელმა ზუსტად ეგ სავლები givi.gif
რა საშინელი პროცედურაა კბილების და ღრძილების მოვლა-გაწმენდა mad.gif user.gif

Posted by: SnowFlakes 5 Jul 2016, 15:26
l-e-v-a-n
QUOTE
ეგ 4700 ლარიანი ბრეკეტები მისვია მეც თამუნასთან ვარ
მარა რავი 1 წელი გავიდა და მაინცდამაინც დიდ შედეგს ვერ ვატყობ, ზედა ყბაზე გამჭვირვალეა, ქვემოთ არა... თვითლიგირებადი უნდა იყოს ორივე მგონი..
თან როგორც ვიცი 4-5 თვე უნდა ჩაისვას რეზინები და ჩემთვის ჯერ არც ჩაუსვამთ ანუ სავარააუდოდ 1.5 წელში ვერ მოვრჩებით


გულს ნუ მიხეთქავ :/ ამ ბრეკეტების იმედი მაქვს.

ისე,რასაც ვატყობ,ჯერ არ მტკივა კბილები და ასე მგონია ადგილიდან არ იძვრიან :დ მოკლედ, შედეგი მივიღო და რაც უნდა ის უქნია :|
* * *
barbaq
QUOTE
ძალიან მტკივნეულია ზოგადად ბრეკეტების ტარება?


თავიდან შესაგუებელია და დაახლოებით 2 კვირის შემდეგ როგორც წესი ისე ეჩვევი რომ ვერ გრძნობ.

Posted by: TopGear 5 Jul 2016, 21:19
Aqua Dentზე გსმენიათ რამე? ორთოდონტებზე. ხომ არ დადიხართ ვინმე მანდ

Posted by: paradise_seeker 5 Jul 2016, 22:43
ppl, ზუსტად ერთი კვირაა რაც დამიბრეკეტეს ზედა ყბის წინა კბილები მეხუთეების ჩათვლით. ამას შეეგუე და დაგირეკავთ შემდეგ ვიზიტზეო.

შევეგუე, შევეთვისე, შევერწყი, დავუმეგობრდი ამ ბრეკეტებს და კიდე არ მიბარებენ ადრეაო.
cry.gif

თქვენ რა ეტაპები გაიარეთ სანამ სრულ არმატურას ჩაგიყენებდნენ?


Posted by: SnowFlakes 5 Jul 2016, 22:59
paradise_seeker

ახლაც და 11 წლის წინაც ერთდროულად ჩავიდგი ზედა და ქვედა ყბა.

ამჯერად უბრალოდ 10 დღით ადრე დამიმაგრეს "სფეისერები"/ რეზინები,რომლებმაც ცოტა დააშორა კბილები საიმისოდ რომ რგოლები სეტეულიყო კბილებს შორის.

შენს შემტხვევაში მასე რატომ არის არ ვიცი, ასეა საჭიროო?

Posted by: amenhotep 5 Jul 2016, 23:42
l-e-v-a-n
თუ იცი შენს ექიმთან განვადება თუ კეთდება?

Posted by: l-e-v-a-n 6 Jul 2016, 00:25
amenhotep
შიდა განვადება აქვს, თავიდან გადავიხადე 200-950-950 3 ვიზიტზე ეს იყო მალმალე ეს 3 ვიზიტი, როგორც მახსოვს
და მერე დარჩა 2600 ლარი და ეგ გადანაწილდა 18 თვეზე

Posted by: ALIEN_WARE 6 Jul 2016, 13:13
https://www.twingo.ge/offer/3379-metalis-breketebi-2-yba-mxolod-350-larad-klinikashi-dent-adept-kuponis-fasi-30-lari
ამაზე რას მეტყვით მინდა მეც გაკეთება და როგორ მოვიქცე?

Posted by: SnowFlakes 6 Jul 2016, 13:29
ALIEN_WARE

არ ვიცი რატომ მაგრამ,ვერასდროს ვენდობი მსგავს შემოთავაზებებს. არსებობს ბრეკეტებში განსხვავება,რომელი ქვეყანა აწარმოებს,მავთულები საიდან შემოაქვთ და ა.შ. ძალიან იაფია 350 ლარი, იმდენად იაფი რომ უარესი არ დაგმართონ მაგათმა.

Posted by: ALIEN_WARE 6 Jul 2016, 13:38
SnowFlakes
როგორ მოვიქცე მითხარი აბა ყველაზე სანდო რომელია ნუ იქნება ლამაზი ბრეკეტი მთავარია მიმკურნალოს ერთი კბილი მაქვს მხოლოდ შეწეული

Posted by: amenhotep 6 Jul 2016, 13:49
l-e-v-a-n
ვაჰ მაგარია, და შენ მგონი აპირებდი კბილების გათეთრებას და ბოლო ბოლო სად ჯობია ? ალბიუსში დავრეკე და 450 ლარი და საშუალოდ 5 ტონითო, მედიში 350 დან 490 ლარამდეო, უნიდენტში კაპებით ათეთრებენ და მე ლაზერული მინდა ამ ზაფხულისთვის და შემდეგ ბრეკეტებს ჩავისვამ

Posted by: l-e-v-a-n 6 Jul 2016, 13:54
amenhotep
არ ვიცი ჯერ არ გამირკვევია გათეთრების ამბავი
ჩემი ფავორიტი არის ია ოსაძე და მაგასთან ვფიქრობ გათეთრებას მარა გამიგია ზუმით გათეთრება არის საუკეთესო და რამდენიმე ადგილზეაო ეგ.. ხოდა მეც საუკეთესო მინდა

Posted by: goga80 6 Jul 2016, 16:04
რეტეინერები მთელი დღე უნდა მეკეთოს თუ მარტო ღამე? baby.gif chest.gif

Posted by: amenhotep 6 Jul 2016, 17:29
l-e-v-a-n
მეც საუკეთესო მინდა და დაჟე უნიდენტში მხოლოდ ოპალსენსის კაპებით აკეთებენ, თუ ზუმია საუკეთესო მაშინ ამ ერთ ერთ ძვირადღირებულ კლინიკას რატო არ აქვს ეგ ზუმი. თამ გამიგია არის ზუმის მეთოდი და ზუმის აპარატი

Posted by: ვივიანა 6 Jul 2016, 18:22
goga80
მოუხსნელი გაიკეთე და არ შეგაწუხებს.
მოსახსნელი კი ღამეც უნდა გეკეთოს და დღის განმავლობაშიც.

amenhotep
ბრეკეტების გაკეთებას თუ აპირებ, უბრალოდ გაიწმინდე სკალერითა და ეარფლოუთი და როდესაც მოიხსნი ბრეკეტებს მერე გაითეთრე.

Posted by: SnowFlakes 6 Jul 2016, 21:25
ALIEN_WARE

არ ვიცი , ძალიან ინდივიდუალურია ეგ და ექიმს რომ შეხვდები უნდა ენდო მის გეგმას.

მე უნიდენტში დავრჩი ბოლოს. მანამდე სხვა ორი ორთოდონტი ვნახე.

goga80
როდის მოიხსენი ბრეკეტები?

amenhotep

მართალია ვივიანა. გაიწმინდე და ბრეკეტის შემდეგ გაითეთრე.

Posted by: amenhotep 7 Jul 2016, 00:16
SnowFlakes
ვივიანა
არა სექტემბრისთვის მინდა რო გავიკეთო და მანამდე დასასვენებლად თეთრი კბილებით მინდა წასვლა. ნორმალური კბილები მაქვს ანუ ტყუილი უეფექტო გათეთრება არ იქნება, და თუ გაგითეთრებიათ მირჩიე რა კლინიკა.

Posted by: l-e-v-a-n 7 Jul 2016, 00:25
amenhotep
QUOTE
უნიდენტში მხოლოდ ოპალსენსის კაპებით აკეთებენ

ოპალსენი არ გამიგია და კაპები კი ვიცი რაცაა მარა ეგ ლაზერული მეთოდით გათეთრება არ არის მგონი
აქ პოსტავდა ერთი ფორუმელი ikebana და ეგ იყო გარკვეული მაგ საკითხებში მაგრამ არ დაუპოსტავს დიდი ხანია თორე მოგვცემდა რჩევებს
მე არ მეჩქარება ჯერ, სულ ცოტა ნახევარი წელი მაინც biggrin.gif

https://forum.ge/?showtopic=33574928&view=findpost&p=25343293
QUOTE
ზუმის მეთოდს" საქართველოში ეძახიან ფოტოგათეთრებას, თუმცა თავად გამათეთრებელი აპარატი "ზუმის" ანალოგია ხშირად. ორიგინალი "ზუმი" სულ 2 კლინიკას ჰქონდა თბილისში 1 წლის წინ. ახლა არ ვიცი როგორ შეიცვალა სიტუაცია. უბრალოდ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ "ზუმის მეთოდი" ყოველთვის არ ნიშნავს "ზუმის" აპარატით გათეთრებას.

Posted by: ALIEN_WARE 7 Jul 2016, 00:55
SnowFlakes
ფასი რა ჯდება მანდ მეტალის რომ გავიკეთო?

Posted by: l-e-v-a-n 7 Jul 2016, 01:14
ALIEN_WARE
3900 მეტალის
http://www.picz.ge

Posted by: goga80 7 Jul 2016, 01:21
SnowFlakes
გუშინწინ მოვიხსენი და ჯერ კიდე ვერ ვეგუები უბრეკეტო ჩემს თავს baby.gif

* * *
l-e-v-a-n
ნატას ხელწერა :დ jump.gif

Posted by: ALIEN_WARE 7 Jul 2016, 01:41
l-e-v-a-n
აი ფასი საღოლ ოპერაციაა თუ რა არის მაგარი ძვირია მარტო ზედა მხარეს მინდა მე გაკეთება

Posted by: l-e-v-a-n 7 Jul 2016, 01:45
ALIEN_WARE
კუბლაშვილთან ასეთი ფასებია ... biggrin.gif
მარტო ცალ ყბაზე არ კეთდება , ნუ რეკომენდირებული არ არის არავითარ შემთხვევაში
უნიდენტში არის მეორე კიდევ, დამავიწყდა გვარი, თეა ქვია როგორც მახსოვს, იმასაც აქებენ ძაან, სადღაც ამის ნახევარი ფასები აქვს თუ არ ვცდები
goga80
ჰო biggrin.gif წელიწადზე მეტი გავიდა , ახლა თვეში 145 ლარი გახდა თვეში 150 biggrin.gif

Posted by: ALIEN_WARE 7 Jul 2016, 01:49
l-e-v-a-n
ფასდაკლებები როდისაა მეორე ვარიანტი რომ მითხარი მასთან რომ გავიკეთო ფასდაკლებების სეზონი არ აქვთ? განვადებით თუ გავიკეთებ მხოლოდ

Posted by: l-e-v-a-n 7 Jul 2016, 02:38
ALIEN_WARE
არამგონია ფასდაკლებები ქონდეთ.. არც გამიგია არავისგან
მეორე ვარიანტი რომელზე ამბობ? 4500 ლარიანზე? და რა აზრი აქვს ბარემ თვითლიგირებადი აიღე 200 ლარის გამო? biggrin.gif

Posted by: ALIEN_WARE 7 Jul 2016, 02:45
l-e-v-a-n
არა მეირეში მეორე ექიმი ვიგულისხმე biggrin.gif თეა რომ თქვი იგივე ბრეკეტებს აკეთებს ეგ იგივე ხარისხი?

Posted by: l-e-v-a-n 7 Jul 2016, 02:51
ALIEN_WARE
თეა ზერეკიძე
არაფერი არ ვიცი, კონსულტაციაზე ჩაეწერე უფასოა
აქებენ არანაკლებ კუბლაშვილზე, ზოგი ვაფშე იძახის კუბლაშვილსაც ჯობიაო , ასე რომ ჩემი აზრით საუკეთესოები არიან
განვადებაზე, ფასებზე და ფასდაკლებებზე კონსულტაციაზე გაიგებ ზუსტად
(995 32) 294-03-94
(995 32) 296-71-26
(995 32) 295-44-57
(995 32) 296-44-66
https://ka-ge.facebook.com/UniDent-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-122687207771255/

Posted by: ALIEN_WARE 7 Jul 2016, 03:34
l-e-v-a-n
გაიხარე მადლობა

Posted by: SnowFlakes 7 Jul 2016, 09:16
goga80

ექიმმა რაო, რამდენ ხანს უნდა გეკეთოსო? მე მოხსნიდან 1 თვე სულ მეკეთა და ნხოლოდ ჭამის დროს ვიხსნიდი. მერე მხოლოდ ღამე. ასე იყო დაახლოებით 1 წელი და გამიტყდა რითეინერი, აღარ დავამზადებინე ახალი და ამერია ისევ კბილები :დ ამიტომ მიდგას ახლა მეორედ ^^
* * *
l-e-v-a-n


რომელიმე ეტაპზე კბილების ტკივილი გქონია? იმდენად უნტკივნეულოა რომ ასე მგონია ტყუილად მიკეთია biggrin.gif

Posted by: goga80 7 Jul 2016, 12:32
SnowFlakes
არვიცი ისეთი არაფერი არ უთქვამს, მოვლის წესები ამჯხსნა და გამომიშვა. ეხლა მალევე მიწევს მისვლა ქვედა ყბის რეტეინერის ასაღბად და ვკითხავ, მანამდე მეკეთება სულ biggrin.gif

Posted by: ვივიანა 7 Jul 2016, 12:44
SnowFlakes
თვითლიგირებადს ტკივილი თითქმის არ ახასიათებს :დ


Posted by: SnowFlakes 7 Jul 2016, 13:04
ვივიანა

ტრადიციული ბრეკეტები რომ მეკეთა მახსოვს რამდენიმე დღე წყალზე ვიყავი და წვნიანებსაც ძლივს ვჭამდი :დ რატომ არ აქვს ტკივილი? ვცდილობ გავერკვიო biggrin.gif

Posted by: l-e-v-a-n 7 Jul 2016, 13:26
SnowFlakes
ჯერ ზედა ყბაზე მერე ქვედა ყბაზე რო ჩამისვეს თავიდან 2 დღე მტკიოდა ოღონდ ჭამის დროს მხოლოდ, ისე არა
მის მერე რკალების შეცვლის და მოჭერის დროს მქონდა რამდენიმე საათიანი იგივე სიტუაცია ნუ არაფერი იტოგში ისეთი

Posted by: SnowFlakes 7 Jul 2016, 13:31
l-e-v-a-n

ჰოდა,რანაირად არის ამხელა განსხვავება ჩვეულებრივ ბრეკეტებს და ამათ შორის. ძაან უცნაურია. თითქოს ზუსტად ვიცი პრინციპი და უამრავი ვიდეო ვნახე მაგრამ, ტკივილი როგორ არის ასე მინიმუმამდე დაყვანილი ვერ ავხსენი მაინც :დ 29ში ჩავიდგი ორივე ყბა და უკვე ისე ვარ,თითქოს არაფერი მქონდეს.

Posted by: SnowFlakes 7 Jul 2016, 16:13
ასე ვუყურებ ყოველ დღე და ჯერ არაფერი შეცვლილა :დ

Posted by: barbaq 9 Jul 2016, 00:17
მეც გავიკეთე გუშინ ზედა ყბაზე და ვერც ვგრძნობ ^_^
არადა 5 წელი ტკივილის შიშით ვერ ვიკეთებდი. უბრალოდ მაგარ საჭმელს არ ვეკარები ძალით რომ არ ვიტკინო

Posted by: SnowFlakes 9 Jul 2016, 15:38
barbaq

გილოცავ.
ტკივილი იმდენად არ აქვს მაგრამ, მე ტუჩის შიდა მხარეები უფრო მაწუხებდა. ცვილს ვხმარობდი პირველი 1 კვირა და ახლა აღარ მტკენს ^^

Posted by: barbaq 9 Jul 2016, 21:04
მეც წინასწარ ვიყიდე ცვილი მაგრამ არც გამიხსნია ჯერ biggrin.gif

Posted by: Lady_Bird 11 Jul 2016, 14:02
დღეს ბავშვები მყავდა თეასთან კონსულტაციაზე უნიდენტში. კონსულტანტმა ფასების ფურცელი რომ მომცა მეტალის, ნახევრადგამჭვირვალე და გამჭვირვალე ბრეისებზე მითხრა რომ მათ შორის სხვაობა მხოლოდ ფასში და ესთეტიურ მხარეშია. დრო ერთნაირად დაგვჭირდება მკურნალობისას. ვისაც გაქვთ ნახევრად გამჭვირვალე ან გამჭვირვალე ბრეკეტები რამდენად კმაყოფილები ხართ? ფერს ხომ არ იცვლის დროთა განმავლობაში?

Posted by: SnowFlakes 11 Jul 2016, 14:46
Lady_Bird

ეგ ბრეკეტები ცოოტა უფრო დიდიც არის. უფრო მეტად არის კბილიდან გამოწეული ანუ.
საერთოდ ეგ ბრეისები ვისაც უკეთია ეუბნებიან,რომ თავი შეიკაონ მუქი სასმელისგან და საჭმელისგანაც. ზოგიერთი სანელებელი (ახლა ვერ ვიხსენებ) რჩება ცოტა ყვითლად . რამდენიმე ტუტორიალი ვნახე და მაგას ამბობდნენ.

Posted by: Scoorp 11 Jul 2016, 15:41
QUOTE (Lady_Bird @ 11 Jul 2016, 14:02 )
დღეს ბავშვები მყავდა თეასთან კონსულტაციაზე უნიდენტში. კონსულტანტმა ფასების ფურცელი რომ მომცა მეტალის, ნახევრადგამჭვირვალე და გამჭვირვალე ბრეისებზე მითხრა რომ მათ შორის სხვაობა მხოლოდ ფასში და ესთეტიურ მხარეშია. დრო ერთნაირად დაგვჭირდება მკურნალობისას. ვისაც გაქვთ ნახევრად გამჭვირვალე ან გამჭვირვალე ბრეკეტები რამდენად კმაყოფილები ხართ? ფერს ხომ არ იცვლის დროთა განმავლობაში?

მე მაქვს ნახევრად გამჭვირვალე
და ფერი იცვალა
გაყვითლდა
biggrin.gif

ანუ არც მეტალი მომეწონებოდა დიდად, თვალში მე ძაან უხეშად მხვდება
უხეში ორივეა,ორივე მიღიზიანებს ტუჩს შიგნიდან
თუმცა გამჭვირვალე მგონი უფრო მეტად მტკენს
თუ ბავშვებს პრობლემა არ აქვთ დაუყენეთ სულ მეტალის
ანუ ესთეტიურად ესეც ფერს რო იცვლის არც ისე კარგად ჩანს რა

Posted by: cherrylin 11 Jul 2016, 17:37
რა კარგია რომ გიპოვეთ ^_^ 4 დღეა რაც ბრეკეტები გავიკეტე და ვერ ვჭამ მაინც ვერაფერს sad.gif საშინლად მტკივა და დაახლოებით რამდენი ხანი ვიქნები ასე?

Posted by: Gillen 11 Jul 2016, 21:02
QUOTE (cherrylin @ 11 Jul 2016, 17:37 )
რა კარგია რომ გიპოვეთ ^_^ 4 დღეა რაც ბრეკეტები გავიკეტე და ვერ ვჭამ მაინც ვერაფერს sad.gif საშინლად მტკივა და დაახლოებით რამდენი ხანი ვიქნები ასე?

დაახლოვებით 7-10 დღე, ვერ განუგეშებ.

ზედა ყბაზე რკალი შემიცვალეს. თუ არ ვცდები მესამე რკალია და სპეისერების შემდეგ ყველაზე დიდი ტკივილი ამას აქვს.

კარგი ინტერდენტალური ჯაგრისები რომელ ბრენდს აქვს ლაკალუტის გარდა?
პსპ-ში ვიყიდე და ერთი გამოყენების შემდეგ გადასაგდებია.

Posted by: Lady_Bird 11 Jul 2016, 22:36
Scoorp
SnowFlakes

მადლობა პასუხებისთვის . არა ბავშვებს პრობლემა არ აქვთ მეტალზე. ალბათ მეტალზე შევჩერდებით.

Posted by: SnowFlakes 12 Jul 2016, 12:53
cherrylin
QUOTE
რა კარგია რომ გიპოვეთ ^_^ 4 დღეა რაც ბრეკეტები გავიკეტე და ვერ ვჭამ მაინც ვერაფერს  საშინლად მტკივა და დაახლოებით რამდენი ხანი ვიქნები ასე?


პირველი 1 კვირა გაგიჭირდება და მერე ისეთი ბუნებრივი ხდება, ყველაფერს ადვილად და უმტკივნეულოდ დაღეჭავ.
პირველი დღეები მაწონს,ნაყინს,არაჟანს და იოგურტებს ვჭამდი.

Gillen
უჰ,სფეისერები რა ცუდი იყო :/ უამრავი გამაყუჩებელი მივიღე მაგ პერიოდში.

მე რასაც დავაკვირდი ყველაფერი აქ უფრო ძვირია და ამაზონიდან გამოვიწერე პატარა ბრაშები. ფლოსსი ზალიან დიდ დროს მართმევს და ახლა ვაპირებ ვოთერფლოსერის გამოწერას.

ვინმეს ხომ არ გამოგიწერიათ? მაინტერესებს როგორია და მართლა ეგეთი კარგია,როგორც ამბობენ?
* * *
ამის გამოწერას ვფიქრობ https://www.amazon.com/gp/product/B00HFQQ0ZQ/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER

Posted by: Lady_Bird 12 Jul 2016, 19:52
SnowFlakes
მგონი ჯობია გერმანული ამაზონიდან გამოწერო. როგორც მგონია 220V ზე არ იქნება ეგ და პრობლემები არ შეგექმნას დატენვაზე . სანამ გამოწერ გაარკვიე რამდენ ვოლტზე მუშაობს .

საქართველოში რა ღირს ანალოგიური პროდუქცია ხომ არ იცით? კურსი ისევ მაღალია და შეიძლება დიდი სხვაობა არც გამოდიოდეს ფასში თუკი იყიდება აქ

Posted by: Gillen 12 Jul 2016, 21:17
SnowFlakes

QUOTE
ვაპირებ ვოთერფლოსერის გამოწერას.

რა კარგი აზრია. თუ იყიდი აუცილებლად დაწერე შთაბეჭდილებები.

ძაფით გასუთთავების თავი არც მე მაქვს, მიუხედავად იმისა რომ რაღაც პლასტმასის ძაფი ვიყიდე და იმით უფრო მარტივად აქცევ ფლოსს მავთულის შიგნით.
#როდისგავა2წელი

Posted by: sophietsitsagi 12 Jul 2016, 21:39
თეასთან ვინც დადიხართ, უკანა კბილებზე რგოლები გაქვთ? :დ და წინა კბილებზე ლიგატურები 8-ის ფორებზე გიკეთიათ? :დ ძაან მეუცნაურება, ყველა ჩემს ნაცნობს აქვს გარშემო უკანა კბილებზე რგოლები, ეს რეზინებიც უცნაურია

Posted by: SnowFlakes 12 Jul 2016, 22:56
Lady_Bird

აქ ვნახე,უნიშოპში და 200 ლარამდეა ოღონდ შედარებით ძველი მოდელი + ჯაგრისიც არ მოყვება.

გადამყვანი მაქვს და მგონი არ უნდა იყოს პრობლემა.

Gillen
იუთუბზე ბევრ ვლოგერს ვუყურე,ვინც ბრეისებს ხმარობს და ტიპებს გაძლევენ რას ხმარობენ და როგორია. ჰოდა,ამბობენ რომ ამის გარეშე ძალიან რთულია + ძაფზე ეფექტურია ეს ისედაც და მერეც გადასარევად გამოიყენებ. მგონი ცუდი არ უნდა იყოს. გამოვწერ და ვნახოთ.

Posted by: Lady_Bird 13 Jul 2016, 01:13
SnowFlakes
მეც ვფიქრობ ბავშვებისთვის გამოვიწერო. მგონია რომ ამის გარეშე გაუჭირდებათ . თან მგონი ყველანაირად კარგია სულ გამოიყენებ. კარგი იქნებოდა აქაც ყოფილიყო არჩევანი ამაზეც და ელექტრო ჯაგრისებზეც. ახალი მოდელები თითქმის არ შემხვედრია.
თუ გამოიწერ დაწერე შთაბეჭდილებები

Posted by: Scoorp 13 Jul 2016, 11:22
QUOTE (sophietsitsagi @ 12 Jul 2016, 21:39 )
თეასთან ვინც დადიხართ, უკანა კბილებზე რგოლები გაქვთ? :დ და წინა კბილებზე ლიგატურები 8-ის ფორებზე გიკეთიათ? :დ ძაან მეუცნაურება, ყველა ჩემს ნაცნობს აქვს გარშემო უკანა კბილებზე რგოლები, ეს რეზინებიც უცნაურია

რგოლები? ბრეკეტს გულისხმობ თვითონ?
ლიგატური რას ნიშნავს არ ვიცი givi.gif

biggrin.gif biggrin.gif

ცოტა გასაგებად ამიხსენი და გეტყვი როგორც მიკეთია მე=))

Posted by: vikingi 13 Jul 2016, 11:33
რეზინებს ვინც იკეთებთ ხოლმე სად ყიდულობთ? აფთიაქებში იშოვება?

Posted by: Scoorp 13 Jul 2016, 11:46
vikingi

უნიდენტის წინ ვყიდულობ უნიშოპში

Posted by: vikingi 13 Jul 2016, 15:23
Scoorp
QUOTE
უნიდენტის წინ ვყიდულობ უნიშოპში

აღმაშენებელზეა ხო ეგ მაღაზია?

Posted by: Scoorp 13 Jul 2016, 15:38
vikingi

ხო
124 თუ 126 ნომერთან ჩასახვევია
კახიძის ქუჩაა მგონი

Posted by: vikingi 13 Jul 2016, 15:51
Scoorp
QUOTE
ხო
124 თუ 126 ნომერთან ჩასახვევია
კახიძის ქუჩაა მგონი

ოკ, მადლობა wink.gif

Posted by: SnowFlakes 14 Jul 2016, 10:25
QUOTE (Scoorp @ 13 Jul 2016, 11:22 )
QUOTE (sophietsitsagi @ 12 Jul 2016, 21:39 )
თეასთან ვინც დადიხართ, უკანა კბილებზე რგოლები გაქვთ? :დ და წინა კბილებზე ლიგატურები 8-ის ფორებზე გიკეთიათ? :დ ძაან მეუცნაურება, ყველა ჩემს ნაცნობს აქვს გარშემო უკანა კბილებზე რგოლები, ეს რეზინებიც უცნაურია

რგოლები? ბრეკეტს გულისხმობ თვითონ?
ლიგატური რას ნიშნავს არ ვიცი givi.gif

biggrin.gif biggrin.gif

ცოტა გასაგებად ამიხსენი და გეტყვი როგორც მიკეთია მე=))

http://www.biomedheals.com/wp-content/uploads/2016/02/molar-braces-789.jpg

ამას გულისხმობს მგონი რგოლებში და ეს უნდა იყოს მგონი ლიგატური
http://2.bp.blogspot.com/-6sC4Cx40Edk/UaS_mZ2S7YI/AAAAAAAAALE/41MiQHByWbw/s1600/6267743509_1b7010abbd_z.jpg

Posted by: goga80 14 Jul 2016, 21:12
QUOTE
თეასთან ვინც დადიხართ, უკანა კბილებზე რგოლები გაქვთ? :დ და წინა კბილებზე ლიგატურები 8-ის ფორებზე გიკეთიათ? :დ ძაან მეუცნაურება, ყველა ჩემს ნაცნობს აქვს გარშემო უკანა კბილებზე რგოლები, ეს რეზინებიც უცნაურია


თეასთან არ დავდივარ მაგრამ მეც მეექვსეებზე და მეშვიდეებზე მეკეთა რგოლები :დდ
baby.gif baby.gif chest.gif

Posted by: SnowFlakes 15 Jul 2016, 13:28
სკალერის აპარატით გაგიწმენდიათ კბილები? ბრეკეტების ტარების დროს რათქმა უნდა.

Posted by: l-e-v-a-n 15 Jul 2016, 15:54
SnowFlakes
https://www.amazon.com/Waterpik-WP-100-Ultra-Water-Flosser/dp/B000GLRREU/
ამას ჭირდება გადამყვანი? არ იმუშავებს ჩვენთან?



აი ეს 2 ვნახე უნივერსალი
https://www.amazon.com/Updated-Version-Professional-Rechargeable-ToiletTree/dp/B00OQFH0OY/
https://www.amazon.com/Inductive-Rechargeable-Irrigator-ToiletTree-Products/dp/B0145MFYJ0/

ამ 2ს შორის რა განსხვავებაა? რა უპირატესობა აქ ერთს ან მეორეს?

Posted by: TGroup 15 Jul 2016, 16:09
l-e-v-a-n
https://www.amazon.com/gp/product/B01C6GZJSI/ref=oh_aui_detailpage_o01_s00?ie=UTF8&psc=1 ეს მაქ მე და ყველას ჯობია მანდედან სიმძლავრით და ძანნ კმაყოფილი ვარ უბრლაოდ ლარიან გადამყავნს უყიდი და ეგაა

Posted by: klubnika 15 Jul 2016, 16:15
მე მინდა გასწორება, ცედექსში ვიყავი აბაშიძეზე
ვიღაც ახალგაზრდა ბიჭია, ქართველი არ არის
გსმენიათ ?

Posted by: amenhotep 15 Jul 2016, 16:49
კბილები სად გავითეთრო შეგიძლიათ მითხრათ? ერთ კარგ კლინილაში მითხრეს 450 ლარი და 5 ონიტო და ფეისბუქზე განცხადებებს დებს ზოგი კლინიკა 5დან 9 ზოგჯერ 14 ტონამდე ვათეთრებთო

Posted by: SnowFlakes 15 Jul 2016, 17:32
QUOTE (amenhotep @ 15 Jul 2016, 16:49 )
კბილები სად გავითეთრო შეგიძლიათ მითხრათ? ერთ კარგ კლინილაში მითხრეს 450 ლარი და 5 ონიტო და ფეისბუქზე განცხადებებს დებს ზოგი კლინიკა 5დან 9 ზოგჯერ 14 ტონამდე ვათეთრებთო

ასე მგონია არ არის ეგ პროცედურა მაინცდამაინც კარგი. შეიძლება ვცდები მაგრამ, 9 ტონით კბილის გათეთრება ერთ პროცედურაზე ცოტა ბევრი არ არის?

l-e-v-a-n

როგორ არ იმუშავებს.
გადამყვანი შეიძლება არც დაჭირდეს (დენის გადამყვანს ვგულისხმობ და არა მხოლოდ შესაერთებელს) მე ფენი მქონდა ამერიკიდან,რომელსაც უბრალოდ შესაერთებლით ვხმარობდი აქ მაგრამ, ზოგი რამ ამ ვოლტიჯზე გადაიწვება და იმას ბლოკი გადამყვანი უნდა ხოლმე.

დეტალური განსხვავებები არ ვიცი რა არის მაგრამ, მე ის უფრო მოსახერხებელი მგონია, სატარებლად და ადგილსაც დიდს არ დაიკავებს. რევიუები იმასაც კარგი აქვს ძალიან. გამოვიწერე უკვე და ვნახავ როგორია , როგორ მუშაობს და ა.შ.

Posted by: ვივიანა 15 Jul 2016, 22:05
SnowFlakes
სკალერით და ეარფლოუთი ისე სამ თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს ბრეკეტები როცაა.
ჩვეულებრივად, რკალს მოგხსნიან და გაგიწმენდენ.

Posted by: cherrylin 15 Jul 2016, 23:09
რეზინებს რა ფერებს ირჩევთ ხოლმე? გამჭირვალეები მაქვს და ცოტა გაყვითლდა sad.gif არადა ყოველი ჭამის შემდეგ ვიხეხავ. რომელი ფერი იქნება ნაკლებად შესამჩნევი? მირჩიეთ რა love.gif

Posted by: SnowFlakes 15 Jul 2016, 23:29
ვივიანა
QUOTE
სკალერით და ეარფლოუთი ისე სამ თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს ბრეკეტები როცაა.
ჩვეულებრივად, რკალს მოგხსნიან და გაგიწმენდენ.


უნიდენტში უნდა გავითეთრო ესეიგი აუცილებლადრომ რკალი მომხსნან და მაშინვე დამიმაგრონ. რკალის მოუხსნელად არ გამოვა?

Posted by: ვივიანა 15 Jul 2016, 23:40
SnowFlakes
თამარას კითხე და თვითონვე გეტყვის, შეიძლება აძლევს უფლებას რკალის მოხსნის გარეშეც, ხომ იცი ყველას თავისი ტექნიკა აქვს :*

Posted by: sophietsitsagi 16 Jul 2016, 08:14
QUOTE
ამას გულისხმობს მგონი რგოლებში და ეს უნდა იყოს მგონი ლიგატური


Scoorp
QUOTE
http://www.biomedheals.com/wp-content/uplo...-braces-789.jpg

კი აი ამას ვგულისხმობ რგოლებში, პირდაპირ ბრეისები მაქვს მიმაგრებული და პირველი ვარ ცისზეც ესე გამიგია :დ ლიგატურები ის ფერად ფერადი რეზინები რაც რკალს ამაგრებს ის ვიგულისხმე

Posted by: SnowFlakes 16 Jul 2016, 12:17
sophietsitsagi

ეგ რგოლები მეექვსეებზე და მეშვიდეებზე მაქვს.
რეზინები არ მაქვს მაგრამ, ალბათ ვერცხლისფერი ან რამე სხვა ფერი უფრო აიტანს ვიდრე გამჭვირვალე ^^

ვივიანა
ჰო ^^

Posted by: cherrylin 16 Jul 2016, 17:32
QUOTE
რეზინები არ მაქვს მაგრამ, ალბათ ვერცხლისფერი ან რამე სხვა ფერი უფრო აიტანს ვიდრე გამჭვირვალე ^^

https://s-media-cache-ak0.pinimg.com/736x/d6/9f/da/d69fda0afa90637ab1e3fd2239bce8f7.jpg
ამ რეზინებს ვგულისხმობ ^^ ვერცხლისფერს ვფიქრობ მეც, მაგრამ მეშინია ძალიან არ გამოიკვეთოს ((

Posted by: SnowFlakes 16 Jul 2016, 21:40
cherrylin
რამე უფრო ნათელი ფერი ? ^^ ცისფერი მომწონს ,ვიზეც მინახავს ლამაზია

Posted by: Lady_Bird 20 Jul 2016, 19:09
ცისფერი ნანდვილად ლამაზია. ბავშვებს გავუკეთე თეასთან ბრეკეტები. ცისფერი ამოირჩია ერთმა და მეორემ ლურჯი . ლურჯი კიდევ უფრო ამუქებს ბრეკეტს და ცოტა უხეშია. ცისფერი პირიქით და ახლოდანაც უფრო ესთეტიურად გამოიყურება . ინტერნეტში ფოტოებსაც რომ გადავხედე ღია ფერები უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე მუქი
* * *
SnowFlakes
რომ ჩამოვა შენი ირიგატორი აუცილებლად დაწერე შთაბეჭდილება . მეც მინდა გამოვწერო ბავშვებისთვის. აქ მგონი კატასტროფულად ძვირი ღირს ამაზონთან შედარებით

Posted by: salome456 20 Jul 2016, 23:24
გამარჯობათ, თეასთან ვინც დადიხართ თუ იცით რეტეინერის გაკეთება ფასიანიაა თუ შედის იმ ფასში რასაც თავიდან იხდის პაციენტიი ?

Posted by: SnowFlakes 21 Jul 2016, 09:32
Lady_Bird
აუცილებლად ^^ გზაშია და ველი მოუთმენლად

Posted by: lasha-17 21 Jul 2016, 18:12
ბრეკეტების მოხსნა დაახლოებით რა ღირს ხომ არ იცით?

Posted by: Universe 22 Jul 2016, 17:00
პირველი კონსულტაცია ფასიანია?

----

Posted by: Lady_Bird 22 Jul 2016, 18:59
Universe
პირველადი კონსულტაციები როგორც წესი უფასოა. უბრალოდ უნდა დარეკო მაინც და ჩაეწერო.

Posted by: Universe 22 Jul 2016, 21:56
Lady_Bird
მადლობა smile.gif[b][/b]

Posted by: Armastus 24 Jul 2016, 23:37
კერამიკული ბრეკეტები მიკეთია მარტიდან და ძალიან მარტივად მძვრება ბრეკეტი. ბოლო კორექციის მერე სანამ სახლში მივედი მარშუტკაშივე მომძვრა თავისით წკაპ ქნა და ამვარდა. წებოს ბრალია თუ ორთოდონტის თუ რისი იქნებ დამეხმაროთ? არადა ბევრ მეგობარს უკეთია და რავი ვაშლს ჩვეულებრივ კბეჩენ, გოზინაყს ჭამდა საერთოდ ერთი და რავი :///

და თუ იცით კარგი სპეციალისტი სხვის ჩასმულ ბრეკეტებზე რომ გააგრძელებს მკურნალობას (გასწორებას)

Posted by: Scoorp 25 Jul 2016, 11:03
Armastus


სავარაუდოდ არავინ გააგრძელებს სხვის ჩასმულ ბრეკეტებზე მუშაობას
ნუ კონსულტაციაზე მისვლა და კითხვა შეგიძლია

Posted by: Armastus 25 Jul 2016, 22:29
'სტომატოლოგიური მომსახურების ჯგუფი’ ვინმეს გაგიკეთებიათ აქ?

Posted by: cherrylin 26 Jul 2016, 20:45
ჰეჰ ერთ თვეზე ნაკლებია რაც გავიკეთე და უკვე მოვახერხე ერთი ბრეკეტის ჩამოძრობა :დდ გამიბრაზდა ორთოდონტი ((

Posted by: io-io 29 Jul 2016, 12:32
ნინო ბერიძის კლინიკაში ვინმე დადის? თვენახევარში მომხსნიან ბრეკეტბს. მგონი ძალიან კარგი შედეგი მაქვს.

Posted by: Beholder 31 Jul 2016, 20:29
სალამი ყველას. უკვე 21 წლის ვარ და ვფიქრობ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ერთი სიტყვით გადავწყივიტე კბილებს მივხედო. 1 კბილი ქვედა ყბაზე მაქვს გასასწორებელი, 2 - ზედა ყბაზე. როგორ ფიქრობთ რამდენ ხანში შეიძლება გამისწორდეს და მთლიანი პროცედურა რა თანხა დამიჯდება? (როგორც ვხვდები 2 წელზეა საუბარი...)

კლინიკებსაც თუ მირჩევთ კარგი, იქნება, გამოცდილი ორთოდონტებით...

Posted by: lasha-17 1 Aug 2016, 10:34
ვინმე ექიმი მირჩიეთ სასწრაფოდ, ბრეკეტების მოხსნა მინდა sad.gif
ვისთანაც გავიკეთე იმასთან აღარ მინდა მისვლა...

Posted by: Scoorp 1 Aug 2016, 10:51
lasha-17


სხვამ არამგონია მოხსნას

Posted by: YummyTummy 1 Aug 2016, 17:39
მე მაქვს უოთერპიკი და ნამდვილად კარგი რამეა, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ფლოსს არ ცვლის!! მაგრამ დამატებით კარგი საშუალებაა ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვისთვის.

lasha-17 უპრობლემოდ მოგხსნის სხვა, მე კუბლაშვილთან დავდივარ და მგონია, ისიც მოგხსნის. ფასი სამწუხაროდ არ ვიცი, არა მგონია ძვირი დაჯდეს მხოლოდ მოხსნა. უნიდენტში დარეკე, კუბლაშვილის ასისტენტთან მოითხოვე დაკავშირება და ჰკითხე, იქნებ გითხრას ფასი

* * *
klubnika რავინს ხომ არ გულისხმობ? ინდოელი ორთოა და რამდენიმე კლინიკაში მუშაობს

Posted by: lasha-17 1 Aug 2016, 19:51
QUOTE (YummyTummy @ 1 Aug 2016, 17:39 )

lasha-17 უპრობლემოდ მოგხსნის სხვა, მე კუბლაშვილთან დავდივარ და მგონია, ისიც მოგხსნის. ფასი სამწუხაროდ არ ვიცი, არა მგონია ძვირი დაჯდეს მხოლოდ მოხსნა. უნიდენტში დარეკე, კუბლაშვილის ასისტენტთან მოითხოვე დაკავშირება და ჰკითხე, იქნებ გითხრას ფასი

მადლობა, დავურეკავ smile.gif

Posted by: l-e-v-a-n 3 Aug 2016, 01:13
რანაირად ხმარობთ მაგ water f loss ? biggrin.gif დღეს ჩამომივიდა და პირველივე ხმარებაზე დამისისხლიანა სასწაულად ღრძილები, ანთებითI თU მგრძნობიარე თუ რაღაცნაირი ღრძილები კი მაქ მარა კაი ხანია უკვე სავლებს ვხმარობ დღეში 2ჯერ და რავი...


დღეს რეზინა ჩამისვეს, ჭამის დროს უნდა მოიხსნა მარტოო
მოხსნა კი ადვილია მარა მერე ისევ უკან მიბმაზე ვიწვალე მგონი ნახევარი საათი, სასწაულად ვიწვალე, ადვილად როგორ აბრუნებთ უკან??

Posted by: Scoorp 3 Aug 2016, 12:03
l-e-v-a-n

რავიცი შეჩვევაა ეგეც
მე სარკის გარეშე ვისვამ მაგ რეზინასაც უკვე))

და ჭამის დროსაც არ ვიხსნი :დდ

Posted by: barbaq 3 Aug 2016, 12:25
პატარა ჯაგრისი სად იყიდება ან რომელია კარგი? 1 თვეში 3 გამიტყდა უკვე პსპში ნაყიდი.

კორექციაზე მარტო რეზინები იცვლება და სულ ესაა? facepalm.gif

Posted by: Scoorp 3 Aug 2016, 13:09
barbaq


არა ხან რკალებს გიჭერენ,ცვლიან,რეზინებს ამატებენ,ან გიხსნიან
უნიდენტის წინაა უნიშოფი და იქ იყიდება გამძლეები

Posted by: SnowFlakes 4 Aug 2016, 11:27
Lady_Bird

მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვოთერფლოსერი არის საოცრად კარგი რამ. ძალიან სასიამოვნოა შემდგომი შეგრძნება. ყოველი ჭამის შემდეგ ვხმარობ და თუკი სადმე რამეა ყველაფერი გამოაქვს + ღრძილებს ამასაჟებს. მოკლედ, რეკომენდაციას ვუწევ <3

Posted by: YummyTummy 4 Aug 2016, 16:42
l-e-v-a-n
ყველაზე დაბალ მოუდზე დააყენე და ნელ-ნელა გაზარდე. თუმცა რადგან პრობლემური ღრძილები გაქვს, შენს ადგილზე, მაინც გავივლიდი სტომატოლოგთან კონსულტაციას გამოყენებამდე.

რაც შეეხება რეზინების გაკეთებას, ჩემსას პარკში რაღაც პატარა, კაუჭიანი tool ედო, რომელიც ძალიან მიმარტივებს გაკეთებას და პრობლემა ნამდვილად არ მქონია მაგ მხრივ. წესით შენსასაც უნდა მოყოლოდა. იქნებ ვიდეოები იპოვო გაკეთების

Posted by: l-e-v-a-n 4 Aug 2016, 16:58
YummyTummy
კი ქონდა ეგ კაუჭი მარა ვერ დავამუღამე ვაფშე 2ვე მხარე ვცადე მარა ვერა რა...
ახლა ხელით დავამუღამე ასე თუ ისე, ჯერ ზემოთ ვამაგრებ და მერე ქვემოთ ხელით

ღრძილებს რაც შეეხება, მართალი ხარ ჯერ უნდა მეკითხა... ყველაზე დაბალ რეჟიმზე მაქვს ისე კი..

Posted by: SnowFlakes 6 Aug 2016, 23:20
l-e-v-a-n
რა უცნაურია, არადა ისე მსიამოვნებს ვოთერ ფლოსერი რომ შვებაა ხოლმე მას მერე შეგრძნებები. თან, კბილების გამოხეხვის შემდეგაც რამდენი რამ გამოაქვს :დ გავგიჟდი! განსაკუთრებით საღეჭი კბილების შორის რაც გროვდება და ჯაგრისი რომ ვერ აღწევს.მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ.

ისე, რამდენიმე მილი ხომ მოყვება მაგას და რომელს ხმარობ?

Posted by: juve1111 7 Aug 2016, 00:17
რომელ წლამდეა კბილების გასწორება შესაძლებელი?

40 წლის ადამიანს შეუძლია? არ ვარ მაგდენის, მაგალითისთვის მაინტერესებს.

სერიოზულად კი, ფასები მაინტერესებს, რადგან წინა 2 კბილის გასწორება მინდა, ზედა მხარეს.

რამდენ თვეშია შესაძლებელი?

Posted by: l-e-v-a-n 7 Aug 2016, 01:18
SnowFlakes
2 მილი მოყვა
https://www.amazon.com/gp/product/B0145MFYJ0/
ედსაა
NORMAL-SOFT-PULSE აქვს
ვცადე ყველაზე, PULSE ყველაზე ნელია მგონი რავი , თავიდან სოფტით დავიწყე და დავასისხლიანე მთელი აბაზანა biggrin.gif
juve1111
ცალკე 2 კბილი არ სწორდება
2ვე ყბაზე ისმება ბრეკეტები
მინიმუმ 1.5 წელი

Posted by: juve1111 7 Aug 2016, 02:06
l-e-v-a-n

ანუ ერთი კბილი აზის მეორეს და მაგათი გასწორება მინდა, ეგ ვიგულისხმე, სხვებს არ აქვს პრობლემა.

საქართველოში რომ ჩავისვა ბრეკეტები და შემდეგ სხვა ქვეყანაში სხვა ექიმთან ვიარო ხოლმე არ გამოვა?

მე როგორც ვიცი, როდესაც ჩაისვამ ექიმთან სულ გიწევს სიარული ხოლმე. ისე არ არის, რომ გაიკეთო და 1.5 წლის გასვლის მერე მიხვიდე მხოლოდ ექიმთან.


Posted by: SnowFlakes 7 Aug 2016, 08:46
l-e-v-a-n
ჩემსას ეს პირები მოყვა https://smedia.webcollage.net/rwvfp/wc/cp/20829121/module/waterpik/_cp/products/1463752652904/tab-244d47de-2596-40eb-9f47-a921838ef82a/f90b5dcd-1dfa-473f-acae-77ed460cb714.jpg.w480.jpg

ისე სისხლი მეც წამომივიდა, ოღონდ საღეჭი კბილის მხრიდან მაგრამ, მესამე გაკეთებაზე ეგეც არ იყო.ეტყობა მიჩვევაცუნდა ან ხომ ამბობენ კარგიაო სისხლი რომ გამოდისო :დდდდ ნუ, ექიმს ჰკითხე მაიც.


* * *
juve1111
QUOTE
მე როგორც ვიცი, როდესაც ჩაისვამ ექიმთან სულ გიწევს სიარული ხოლმე. ისე არ არის, რომ გაიკეთო და 1.5 წლის გასვლის მერე მიხვიდე მხოლოდ ექიმთან.


ეგრე არ არის არსად. ყოველ 6 კვირაში ერთხელ მაინც მოგიწევს მისვლა. სხვა შემთხვევაში არსებობს ვინირი და ეგ გაიკეთე მაშინ ,კოსმეტიკურ შედეგს მიიღებ მომენტალურად.

Posted by: l-e-v-a-n 7 Aug 2016, 14:18
SnowFlakes
რა მინდა გკითხო, ახლა ლურჯ ცელოფანში რომლებიც დევს ეგ ატარეო
მერე 1 კვირაში გადადი შავებზეო
ეგ დავიმახსოვრე
კიდე 1 დეტალი იყო, ახლა მისვია ქვედა ყბაზე ბოლოს წინა კბილთან და მერე უნდა გადახვიდე ბოლო კბილზე უნდა გადაიტანოო და ეგ როდიდან ეგ აღარ მახსოვს biggrin.gif რამდენ ხანშI უნდა გადავიტანო ბოლო კბილზე?

და კიდე, თვითონ ამ რეზინებს რა სიხშირით ცვლი? ყოველდღე უნდა შეცვალო ?

Posted by: SnowFlakes 7 Aug 2016, 14:27
l-e-v-a-n

ეგენი არ ვიცი როდის უნდა გადაიტანო ბოლო კბილზე :დ მე არ დამიწყია ჯერ რეზინები ^^

რეზინებს კიდე ვცვლიდი ყოველ დღე ,თან ეშვება და რაც უფრო მჭიდროა უფრო მალე აქვს შედეგიც ; )

Posted by: abes777 8 Aug 2016, 17:57
რომ არ ჩანდეს ისე თუ შეიძლება გაკეთება გამასწორებელი მექანიზმის? ანუ უკანა მხრიდან.

Posted by: YummyTummy 8 Aug 2016, 19:14
l-e-v-a-n

ცოტა რომ შეეჩვევი, ტკივილები როცა აღარ გექნება, მერე გადაიტანე. მე სადღაც 10 დღეში გავაკეთე.
* * *
juve1111

არა მგონია რომ 40 წელი გვიანი იყოს, მეც არ ვარ პატარა ნამდვილად smile.gif

იდეაში შეგიძლია რომ სხვა ექიმთან იარო. თამუნა კუბლაშვილი არის ორთდონტების ამერიკული ასოციაციის წევრი და ამ ორგანიზაციის ყველა წევრი მუშაობს ერთნაირი მეთოდებით. თამუნას შეუძლია გითხრას რომელ ექიმთან უნდა მიხვიდე და გაგატანს შესაბამის მიმართულებებს, რომლებსაც ანახებ უცხოელ ექიმს. წინასწარ უნდა შეუთანხმდე მაინც რა თქმა უნდა.

სხვა ექიმებზე სამწუხაროდ არ ვიცი.

Posted by: l-e-v-a-n 9 Aug 2016, 00:41
YummyTummy
მადლობა
ანუ სადღაც იმ შავებზე რო გადავალ მერე 3-4 დღის მეერე გადავიტანო ბოლო კბილზე ხო?

Posted by: YummyTummy 9 Aug 2016, 18:52
l-e-v-a-n

კი, დაახლოებით მასე გავაკეთე მე.

უნიდენტში ვინმეს გაგიწმენდიათ კბილები?

Posted by: l-e-v-a-n 9 Aug 2016, 20:15
YummyTummy
უნიდენტში არა მარა ია ოსაძესთან გამიწმენდია და საერთოდ ყველაფერს რასაც აკეთებს , იას გავუწევდი რეკომენდაციას
ჰეფიდენტში მუშაობს ნუცუბიძIს 2 ნომერში და კიდე მიცკევიჩზე დამავიწყდა კლინიკის სახელი.. თუ გდაწყვეტ, მომწერე და გეტყვი იას ნომერს და შეუთანხმდები დროზე

Posted by: Gillen 9 Aug 2016, 20:22
QUOTE (barbaq @ 3 Aug 2016, 12:25 )
პატარა ჯაგრისი სად იყიდება ან რომელია კარგი? 1 თვეში 3 გამიტყდა უკვე პსპში ნაყიდი.

კორექციაზე მარტო რეზინები იცვლება და სულ ესაა? facepalm.gif

კბილთაშორის ჯაგრისს თუ გულისხმობ, ყველაზე გამძლე ლაკალუტისაა, ავერსში იყიდება.პსპ-ში ნაყიდი ერთ გამოყენებასაც ვერ უძლებს.

პლზ, დაწერეთ ვოთერფლოსერებზე მეტი, რომელი ბრენდი გაქვთ და რამდენად კმაყოფილი ხართ.

Posted by: Lady_Bird 9 Aug 2016, 23:14
SnowFlakes
l-e-v-a-n


მადლობა woter floss ზე რომ დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

SnowFlakes

რომელი მოდელი გმოწერე შეგიძლია ლინკი
დადო?
* * *
წყლით რომ ავსებთ რეზერვუარს რამდენ ხანს ყოფნის? საკმარისია ერთი პროცედურის ბოლომდე ჩატარებისთვის თუ დამატებას ითხოვს.

Posted by: YummyTummy 10 Aug 2016, 12:56
l-e-v-a-n

მადლობა, ჩემი სტომატოლოგიც კარგია მაგრამ უნიდენტში მინდა რომ ვცადო, თამუნას რკალს მოვახსნევინებდი და უფრო კარგად გაწმენდნენ.

კბილთაშორის ჯაგრისებზე ფასის და გამძლეობის შეფარდების მხრივ ყველაზე კარგი ვარიანტი ჩემთვის კარფურის არის, 6 ლარი ღირს 5 ცალი და თითო სადღაც 2 გაწმენდას უძლებს. ამას წინათ მირჩიეს უნიდენტში იყიდება გერმანულებიო, 25 ლარი ღირს 5 ცალი და თითო 2 კვირა ძლებსო. თუ მართლა მასეა, კარგი ვარიანტი ჩანს ეგეც

Posted by: Scoorp 10 Aug 2016, 13:15
YummyTummy

უნიდენტის წინაა უნიშოფი და ცალობით ზომების მიხედვით იყიდება ბრეკეტის ჯაგრისი
5 ლარი ღირს
1 თვეც გაუძლია ჩემთვის
ნუ ძალიან აქტიურად თუ გამოიყენებ 2 კვირა ნამდვილად გეყოფა
მე მაგას გირჩევდი

Posted by: SnowFlakes 11 Aug 2016, 14:10
Lady_Bird
აი,ეს არის https://www.amazon.com/gp/product/B00HFQQ0ZQ/ref=oh_aui_detailpage_o00_s00?ie=UTF8&psc=1

ძალიან შევეჩვიე. რეზერვუარი იცლება სწრაფად და 3 ან 4-ჯერაც ვავსებ ხოლმე მაგრამ,მარტივია და უცებ შეუშვერ ონკანს და ივსება. არ მოითხოვს ანუ დიდ პროცესს. კბილების გამოხეხვის შემდეგ ვიკეთებ ხოლმე და მაინც იმდენი რამ გამოაქვს კბილების შორიდან და არა ბრეისებიდან,რომ ვგიჟდები.

არადა, ისე გავიზარდე ფლოსი რა იყო არ ვიცოდი, ძაფის ხმარება დავიწყე 19 წლიდან და ისიც ძალიან მერთულებოდა ხოლმე. აი,იმ შვებას და სისუფთავის შეგრძნებას ვერ ვგრძნობდი იმდენად არ მომწონდა პროცესი.

მოკლედ,კარგი რამეა ძალიან და ყველამ უნდა იხმაროს ეს არა მხოლოდ ბრეისების შემთხვევაში.

Posted by: Lady_Bird 11 Aug 2016, 21:21
SnowFlakes
რა კარგია რომ კმაყოფილი ხარ. მართლაც ყველასთვის კარგია არამარტო ბრეკეტებზე. მაქსიმალურად კარგად იცავ ჰიგიენას. მეც ვათვალიერებ მოდელებს და 220vიანებიც არის სხვა ფირმის ოღონდ. შენ ალბათ ადაპტორს ხმარობ? ამას მხოლოდ 110 V აქვს მითითებული. გადამყვანიც ამაზონიდან გამოწერე? როგორ უნდა შევარჩიო ეგ ძაბვის გადყვანი ალბათ დაბალი სიმძლავრის ეყოფა ამას

Posted by: l-e-v-a-n 11 Aug 2016, 21:29
Lady_Bird
მე მაქვს 240 იანი ნაყიდი უფროსწორად როგორც აწერია საერთაშორისოა და თავისი ადაპტერი აქ ანუ შენ სადაც არ უნდა იყო ჩვეულებრივად ამუშავებ ამრკაშიც და ევროპაშიც
ცოტა უფრო ნაკლები მივეცი მარა როგორც ვატყობ ასე სურათებიდნა სნოუფლეიქის უკეთესია, თან ჯაგრისი მოყვება biggrin.gif

მაგიტო არ ვიყიდე ეგ რო გადამყვანი ჭIრდებდა biggrin.gif biggrin.gif
ესაა ჩემი https://www.amazon.com/Inductive-Rechargeable-Irrigator-ToiletTree-Products/dp/B0145MFYJ0/


აი ესაა კიდევ კარგი ჩანს, არც ამას არ ჭირდება არანაირი გადამყვანი, უნივერსალ ვოლტაჟი აქ
https://www.amazon.com/Updated-Version-Professional-Rechargeable-ToiletTree/dp/B00OQFH0OY/

Posted by: lelukaa 12 Aug 2016, 14:28
l-e-v-a-n
QUOTE
და კიდე, თვითონ ამ რეზინებს რა სიხშირით ცვლი? ყოველდღე უნდა შეცვალო ?

მე ვიცვლი დაახლოებით 4 საათში ერთხელ, ექიმმა მითხრა ესე.

გადატანას რაც შეეხება ეგ ინდივიდუალური არ არის?



ამ რეზინებმა როგორც ჩანს მიჩვევამდე ტკივილის გამოწვევა იცის, არცერთ კორექციაზე არ მქონია 1 დღეზე მეტი ტკივილი და რეზინების მერე ლამის 6 დღე მტკიოდა საკმაოდ.

Posted by: paradise_seeker 12 Aug 2016, 17:11
ძალიან კარგად მიდის პროცესი, მაგრამ რომ ვაკვირდები მგონი მარტო პრეკეტები არ მიშველის მესამე კბილები მაქვს ეშვებივით და რომ გასწორდება ყველაფერი ეგ მაინც ბანძად გამოჩნდება.

რამე არის ანტივამპირული საშუალება? )) მიშენება-მოშენება ან რამე მსგავსი რომ კბილი გაადიდოს ცოტა

Posted by: SnowFlakes 13 Aug 2016, 17:46
Lady_Bird


ადაპტორი მქონდა და აღარ ჰქონდა მაგას მნიშვნელობა. აქ იყიდი 20 ლარად (ასე ღირდა შარშან) ნებისმიერ მოწყობილობას ამუსავებს ,გარდა მტვერსასრუტების და დიდი მოწყობილებების.

ჯაგრისი მოყვება,რომელიც ნუ ისედაც იყიდება. კარგი ჯაგრისია ძალიან.

l-e-v-a-n
ლევან შენ როგორ ხარ? კიდე სისხლს გადენს? biggrin.gif

Posted by: datuna1987 16 Aug 2016, 14:14
მოგესალმებით, მაქვს ესეთი შეკითხვა...

წინა მხარეს ერთი სარძევე კბილი მაქვს, რომელიც მიფუჭდება და ვიზუალურადაც არ არის ლამაზი და მსურს მისი ამოღება და ამოღებულ ადგილას იმპლანტის გაკეთება. მაგრამ საქმე იმაში გახლავთ რომ ვინაიდან სარძევე კბილია, ზომაში არის პატარა და სრულყოფილი იმპლანტის ადგილი არ რჩება...ამიტომ ბრეკეტის საშუალებით ალბათ ჯერ უნდა გაფათოვდეს სარძევე კბილის ადგილი და შემდგომ მოხდეს იმპლანტირება..?? გთხოვთ ამიხსნათ პროცედურა და პრაქტიკაში რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები..?

წინასწარ გმადლობთ.


Posted by: klubnika 18 Aug 2016, 11:20
YummyTummy
QUOTE
რავინს ხომ არ გულისხმობ? ინდოელი ორთოა და რამდენიმე კლინიკაში მუშაობს

კი ეგაა

Posted by: YummyTummy 19 Aug 2016, 12:58
klubnika

ჩემი აზრით რავინი არ ვარგა. 2 კბილი საერთოდ არ ამომივიდა და ამიტომ სივრცეები მაქვს კბილებს შორის. ჰოდა რავინმა მითხრა, ჯერ უნდა ამოიღო კბილიო, ბრეკეტებით გავასწორებთ და მერე ხელოვნური კბილი უნდა ჩაისვაო. აი ძალიან ბულშით იყო, ანუ მე კბილი უნდა ამომეღო და მერე ხელოვნური ჩამესვა მაგას რომ მარტივად ემუშავა და თავი არ შეეწუხებინა. მერე რომ გავიკითხე აღმოჩნდა რომ ყველას ეუბნება კბილები უნდა ამოიღოო. ჩემს ერთ-ერთ ახლობელს საერთოდ 2 კბილის ამოღება მოსთხოვა. ახლა კუბლაშვილთან დავდივარ და არ დამჭირვებია არაფრის ამოღება.

დღემდე მივტირი იმ 20 ლარს რომელიც კონსულტაციაში გადავყარე. თითქმის ყველა ორთოს კონსულტაცია უფასო აქვს. რავინთან ალბათ უმრავლესობა აღარ ბრუნდება და ამიტომ აქვს ფასიანი.


Posted by: BabeRock 19 Aug 2016, 14:21
კარგი ორთოდონტი მირჩიეთ რა, კბილები მაქვს გასასწორებელი

Posted by: marikrusi 20 Aug 2016, 19:18
გამარჯობათ მეგობრებო.. საკმაოდ ბევრი გვერდი გადავიკითხე მაგრამ ვერაფერი საჩემო((((
მოკლედ ჯანმრთელი კბილები მაქვს. დგომაც ნორმალური. დაბოლოებები მაქვს სხვადასხვა სიგრძის და რა თქმა უნდა არ მომწონს.. თუმცა იმდენად ცუდად არ გამოიყურება რომ ან დავიქლიბო ან რამე ზიანი მივაყენო სხვა, უკეთესი ვიზუალური შედეგისთვის..
მხატვრული რესტავრაცია ბჟენით შეგიძლიათ მითხრათ რა არის? მინუსები პლიუსები, ვერ ვნახე ინფო ვერსად sad.gif( რაც ვიცი ისაა რომ მარტივად კეთდება და არ მოითხოვს სხვა კბილის დაზიანება დაქლიბვას..

Posted by: teoj 27 Aug 2016, 05:47
ბრეკეტებისთვის (და ზოგადად სხვა სტომატოლოგიური პროცედურებისთვის) სად მირჩევდით მისვლას ?
" მედი" ზე რა აზრის ხართ ? ძალიან მჭირდება მციდნეების რჩევა smile.gif

Posted by: barbaq 29 Aug 2016, 14:04
water flosser ამაზონის გარდა სად შეიძლება ავარჩიო ამერიკიდან რომ წამომიღონ?

Posted by: kuntsula 30 Aug 2016, 11:16
QUOTE
ბრეკეტებისთვის (და ზოგადად სხვა სტომატოლოგიური პროცედურებისთვის) სად მირჩევდით მისვლას ?

მეც მაინტერესებს იგივე, და ძალიან არ მინდა ბევრი ფულის გადაყრა, არადა უხარისხოდაც არ მინდა გავიკეთო...

Posted by: Scoorp 30 Aug 2016, 11:44
ნელნელა ყელში ამომდის ბრეკეტები
უკვე
თეამ შემოდგომაზე მოგხსნიო მაგრამ ზუსტად ვიცი რო გამიწელავს

Posted by: Unico 30 Aug 2016, 22:46
QUOTE
ნელნელა ყელში ამომდის ბრეკეტები
უკვე
თეამ შემოდგომაზე მოგხსნიო მაგრამ ზუსტად ვიცი რო გამიწელავს

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მე დამემართა ეგრე biggrin.gif

რომ მოვიხსენი, დღესასწაული მქონდა.


Posted by: ვივიანა 1 Sep 2016, 14:50
Scoorp
Unico
ბოლოს ყველა ეგრეა მგონი, 90% მაინც ^^

სექტემბრის ბოლოს მგონი უკვე საკუთარი პაციენტები მეყოლება და შედეგებსაც გაჩვენებთ ხოლმე biggrin.gif

Posted by: Unico 1 Sep 2016, 17:22
ვივიანა
ჩემი ექიმი რომ შიშობდა კბილები არ შეიწიონო, და ყველანაირი რეტეინერი უნდოდა. ხოდა რავიცი, თვეები გავიდა მოხსნიდან, მიკეთია მარტო ფიქსირებული (ჩაცემენტებული) რეტეინერები და კბილები ისევ ისეა biggrin.gif არანაირი გამოწევა.. მინდა ახლა მე კაპები?

უი, იმ ორსულობისას გასიებულ ღრძილებზე biggrin.gif 3 თვემდე არ დაგინახოო ჩაჩავას სტომატოლოგმა, რენტგენს ვერ გადაგიღებ და სოდიანი სავლები ივლეო..

მიშველა სხვათაშორის. მე თავადაც გამაკვირვა სოდიანი წყლის ძალამ biggrin.gif

Posted by: ვივიანა 4 Sep 2016, 18:24
Unico
მოუხსნელი რეტეინერი ძალიან კარგია, მთვარია კარგად გაკეთდეს და არაფერი მოუვა კბილებს. ^^

კი, გვირილის სავლებიც კარგია ძაან.

Posted by: aleqsandre777 5 Sep 2016, 10:32
კარგი ორთოდონტი მირჩიეთ ბათუმში ძალიან გთხოვთ

Posted by: taknatuna 9 Sep 2016, 15:38
Scoorp
QUOTE
ნელნელა ყელში ამომდის ბრეკეტები

აუ მეც ეგრე ვარრრ, და ახალი წლისთვის მოგხსნიო sad.gif იმედიაა მოვიხსნი

Posted by: MyDecember 12 Sep 2016, 19:29
aleqsandre777
QUOTE
კარგი ორთოდონტი მირჩიეთ ბათუმში ძალიან გთხოვთ

რუსუდან დუმბაძე

Posted by: barbara7 13 Sep 2016, 22:39
ორთოდონტი თუ შემოდის იქნებ მიპასუხოთ. კბილების გასწორება მინდა, მოკლედ ერთი კბილი მაკლია მე-6. მე7 და მე-8 კბილები გადმოხრილია და იმპლანტი რომ ჩადგეს საჭიროა გასწორება, ისედაც გჭირდებაო რომ ჩახედეს, თუმცა, გარეგნულად წინიდან არა მაქვს "ოღრო-ჩოღრო" თანწყობა თითქოს რა ვიცი, მაგრამ სახსრებისათვისაც და ჯანმრთელობისათვის საერთო ჯამში ჩვენება მაქვს როგორც მათ ახსნეს. ახლა რა მაინტერესებს, იმ კლინიკაშივე მეტალო-კერამიკის გვირგვინი გადამიკრეს ორ კბილზე თავიდანვე ინფორმირებული იყო ვინც გვირგვინს მიკეთებდა რომ ბრეკეტები მჭირდებოდა, ზომას რომ მიღებდა ორთოდონტსაც დაუძახა ჩახედე მაინცო, თან მაჩქარებდა დროულად გადაიკარი და მეორე მხარესაც ბარემ ახლავეო, რაღას წელავო (მეორე მხარეს ჯერ არ გამიკეთებია) მერე უბრალოდ სხვა კლინიკაშიც ვარჩიე გადამოწმება, სადაც დაზღვევა მაქვს ფასების შესადარებლად, ნეტა მეტალო-კერამიკამდე მომეფიქრებინა ისე. იმ მეორე კლინიკაში ორთოდონტმა მითხრა ბრეკეტები რომ დაგიყენო მეტალო-კერამიკა უნდა მოიშოროო, არ მაგრდება მასზეო, არადა ამხელა ხარჯი გავწიე 2 კვირის წინ და გამოდის რომ სულ ტყუილად? ან იქ რომ მპირდებოდნენ ბრეკეტის ჩადგმას რისი იმედი ქონდათ და როგორ აპირებდა ექიმი ამ მანიპულაციის ჩატარებას, თუკი არ მაგრდება ზოგადად მეტალოზე. გამეცით რა პასუხი, ძალიან აღელვებული ვარ, არც რაიმე ბერკეტი არსებობს თანხის დაბრუნების ფაქტიურად, კეთილი ნებით მაგას არ იზავენ, სასამართლოში ხომ არ წახვალ, რატომ ხდება ასეთი გაუგებრობები ვერ ვხვდები.

Posted by: YummyTummy 15 Sep 2016, 15:25
barbara7

მოკლედ საქართველოში ექიმთან ვერ მიხვალ რა, რა საშინელებაა!

ორთოდონტი არ ვარ მაგრამ შენ ადგილზე კიდევ გადავამოწმებდი ერთ ისეთ ორთოდონტთან, რომელსაც კარგი რეპუტაცია აქვს (მაგალითად კუბლაშვილი ან ზერეკიძე). თუ ისინიც დაგიდასტურებენ იმ სტომატოლოგიური კლინიკის შეცდომას, მიდი და მოსთხოვე ფული უკან. თუ არ დაგიბრუნეს, უჩივლე და ფულსაც დაიბრუნებ და ზიანის კომპენსაციასაც მიიღებ. არ დატოვო ასე ეგ საქმე, პირველი არ ხარ ვისაც ეგ გაუკეთეს. წინა პაციენტს რომ არ დაეკიდებინა და პასუხი რომ ეგო კლნიკას, შენ აღარ გაგიკეთებდნენ მასე

Posted by: barbara7 16 Sep 2016, 09:08
YummyTummy
მართალი ხარ, მაგრამ ყველგან როგორ შეიძლება სადაო გაგიხადონ საქმე, დამღლელია. გადამომწმებით აუცილებლად გადავამოწმებ... კუბლაშვილი და ზერეკიძე რომელ კლინიკებში არიან ხომ არ იცი?

Posted by: ვივიანა 17 Sep 2016, 19:42
შესაძლოა ვინმეს აინტერესებდეს :


ორთოდონტიული ცენტრი განაგრძობს უფასო ორთოდონტიული პაციენტების მიღებას სარეზიდენტო ბაზაზე. მკურნალობას აწარმოებენ რეზიდენტები ექიმი- ორთოდონტების მეთვალყურეობის ქვეშ. მიღება: ორშაბათი- პარასკევი 10სთ-15სთ

რ.ლაღიძის ქ 8

Posted by: YummyTummy 21 Sep 2016, 13:10
barbara7

უნიდენტშია ორივე, პლეხანოვზე. წარმატებები, გვითხარი მერე რას იზამ

Posted by: ESHELON 25 Sep 2016, 14:13
გამრჯობა.
შეგიძლიათ რჩევა მომცეთ/?
რეტეინერი თუ კაპი?
კაპი როგორც ვიცი მარტო ღემე უნდა გეკეთოს და რამდენად ეფექტურია.
ჰო და კიდე , რეტეინერი რომ გავიკეთო, რამდენად შევძლებ გემრიელად ჩავკბიჩო ვაშლი;დ მომენატრა ვაშლის ადამიანური ჭამა :დ:დ

Posted by: io-io 25 Sep 2016, 15:24
ერთი კვირის წინ მომხსნეს და რიტეინერებზე გადავედი. მე რეკომენდაციას ვუწევ ორთოდონტ ნინო ესაკიას (ნინო ბერიძის კლინიკაში). თვითონ კლინიკაზე არაფერს არ ვამბობ, არც ცუდს და არც კარგს, მაგრამ ჩემი ორთოდონტით კმაყოფილი ვარ

http://radikal.ru

Posted by: ვივიანა 25 Sep 2016, 17:28
ESHELON
კაპა უმჯობესია დღისითაც გეკეთოთ ისე.
მე პირადად რეტეინერს გირჩევდით, ყველაფერს ჩვეულებრივად ჩაკბეჩთ. 1 კვირა მოგიწევთ შეჩვევა მხოლოდ.

Posted by: NoControl 25 Sep 2016, 21:01
თითქმის ყველა გვერდი ჩავიკითხე და რატომღაც ნინო ბერიძის კლინიკისგენ მიმიწევს გული.
მაგრამ ვერ გადამიწყვეტია რომელი ბრეკეტი გავიკეთო გამჭირვალე თუ მეტალი?

Posted by: ვივიანა 25 Sep 2016, 23:36
NoControl
მეტალის, გამჭირვალე გარკვეული პერიოდის შემდეგ თითქოს ყვითლდება( ბევრი ბრეკეტი ასეა) - მერე უფრო აღარ მოგეწონება.
+ უმეტესად გამჭირვალე უფრო ძVირი ღირს.

Posted by: RiskEverything 26 Sep 2016, 16:09
გამარჯობა, ორთოპანტომოგრამის (კბილების სურათის) მიტანის შემდეგ ორთოდონტმა მითხრა, რომ ზედა ყბაზე მარცხნივ და მარჯვნივ ბოლო კბილები, რომლებიც ჯერ არ ამოსულა (მგონი სიბრძნის კბილებია) ამოსაღებიაო, რადგან ზემოთ ადგილი არ არის და ხელს შეუშლისო. მაინტერესებს ესეთი შემთხვევა თუ გქონიათ, რამდენად მიზანშეწონილია და რას მირჩევთ? ხო არ ჯობია სხვაგანაც მივიდე?

თუ შეიძლება მიპასუხეთ, მადლობა...

Posted by: Scoorp 26 Sep 2016, 16:34
RiskEverything


ყოფილა მსგავსი შემთხვევები.
რომელ კლინიკაში იყავით?

ანუ რა გაეჭვებთ? ამოუსვლელი კბილის ამოღება რო გთხოვათ? biggrin.gif


Posted by: RiskEverything 26 Sep 2016, 16:50
Scoorp
Eliz-dent-ში ვიყავი. უბრალოდ ბრეკეტების გამო კბილების ამოღება არ მინდა.

ისე, თუ გადავწყვიტე ამოღება, ვისთან მივიდე?

Posted by: Scoorp 26 Sep 2016, 17:03
RiskEverything


გიორგი ღვინიაშვილს გირჩევ
როიალ დენტში

Posted by: RiskEverything 26 Sep 2016, 18:01
Scoorp
რამდენ ლარს იღებს?

Posted by: Gvanca^_^ 26 Sep 2016, 19:11
კბილები სწორი მაქვს..მაგრამ კბილებს შორის დაშორებები მაქვს საკმაოდ..ამას უშველის ბრეკეტი?(

Posted by: Scoorp 26 Sep 2016, 20:23
RiskEverything

ერთი კბილის ამოღება 120 ლარი დამიჯდა
გააჩნია სირთულეს რა
მიხვალ კონსულტაციაზე და გეტყვის ფასს

Posted by: barbara7 26 Sep 2016, 21:41
ორივე ყბის კომპიუტერული ტომოგრაფია შეღავათიან ფასად თბილისში სად კეთდება ხომ არ იცით?

Posted by: MyDecember 27 Sep 2016, 22:04
Gvanca^_^
QUOTE
კბილები სწორი მაქვს..მაგრამ კბილებს შორის დაშორებები მაქვს საკმაოდ..ამას უშველის ბრეკეტი?(

დიახ, უშევლის.

barbara7
QUOTE
ორივე ყბის კომპიუტერული ტომოგრაფია შეღავათიან ფასად თბილისში სად კეთდება ხომ არ იცით?

ორთოპანტომოგრამული რენტგენის ფასი (ორივე ყბა ერთად) საშუალოდ 30 ლარია, ფაქტიურად ყველგან.

Posted by: barbara7 27 Sep 2016, 22:48
MyDecember
QUOTE
ორთოპანტომოგრამული რენტგენის ფასი (ორივე ყბა ერთად) საშუალოდ 30 ლარია, ფაქტიურად ყველგან.

რენტგენი არა კომპიუტერული ტომოგრაფია გაიკეთეო ექიმმა და სადაც ვიკითხე 100 ლარია ორივე ერთად, ცალკე სახსარი თითო მხარეს 50 ლარი, სულ გამოდის 200 ლარი

Posted by: taamo 29 Sep 2016, 16:11
ბრეკეტების გაკეთება მინდა და ხომ ვერ მირჩევთ კარგ (სანდო) ორთოდონტს? კიდევ მაინტერესებს თუ ვინმეს გაქვთ ,,გამჭვირვალე" ბრეკეტების გამოყენების გამოცდილება, ანუ თეთრად რომ ჩანს კბილებზე იმას ვგულისხმობ. ბევრად ძვირია ჩვეულებრივ მეტალის ბრეკეტებთან შედარებით?

Posted by: *Meryl* 1 Oct 2016, 02:23
როგორ მენატრება ბრეკეტები
ზედმეტი რამდენიმე 1000 რომ მექნება ისევ გავიკეთებ
იმდენი წელი მეკეთა, შემეზარდა ბოლოს და უკვე 4 წელია მოვიხსენი მაგრამ მაინც ვერ ვეგუები სკილინა კბილებს ))

* * *
taamo
მე მთელი ცხოვრება მეკეთა ჯერ რკინები მერე ბრეკეტები, მოვლილი მაქვს ყველა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით კლინიკა და ორთოდონტი, ფრფიტას კარგად ფლობს მიქაძე, უბრალოდ არ ვიცი საერთოდ კიდევ თუ არსებობს და ფირფიტაში ფულის გადაყრას ჯობს ბრეკეტები გაიკეთო, ბრეკეტებში ყველანაირად მისაღები, ფასით, მომსახურებით და პიროვნულადაც ნინო ბერიძეს გირჩევდი, ოღონდ პირადად ნინოს, რადგან ის კლინიკაში სხვებიც არიან რომლებითაც აღფრთოვანებული ნაღდად არ ვარ. ძალიან ძვირიან კლინიკებშიც ვარ ნამყოფი სადაც ორთოდონტები უბრალოდ გაგნებაში არ იყვნენ რა მჭირდებოდა, ნუ მე უბრალოდ კლიელბი არ მქონდა გასასწორებელი ))
რაც შეეხება გამჭვირვალე ბრეკეტებს, ეგ რესინაა უფერო რომელიც მინიმუმ 3 კვირა გიკეთია და ამ დროში ყვითლდება და გამოუხეხავი კბილის ეფექტს ტოვებს, მე პირადად აშკარა ბრეკეტები მერჩივნა გამჭვრვალეს, ფერად რეზინებს ვიკეთებდი და მიხაროდა ))

Posted by: YummyTummy 1 Oct 2016, 20:51
მე მაქვს ზედა ყბაზე გამჭვირვალე ბრეკეტი უკვე ერთი წელია. ფერი არანაირად არ შეუცვლია. რაც შეეხება ლიგატურებს, თუ რეზინის გამჭვირვალე გაგიკეთათ ექიმმა, აუცილებლად გაყვითლდება მალევე და ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახავი. მაგრამ არსებობს თუ რეზინის ნაცვლად თეთრი მავთულით დაგიმაგრეს (ჩემი ორთოდონტი, როგორც წესი, ასე აკეთებს) მაშინ არაფერი არ გაყვითლდება.

გამჭვირვალე ბრეკეტი უფრო ძვირია, მე ქვედა ყბაზეც მინდოდა, მაგრამ რადგან ღრმა თანკბილვა მქონდა, უარი მითხრეს. ვთვლი, რომ ბავშვს გამჭვირვალე არაფერში არ ჭირდება, მაგრამ თუ ზრდასრული ადამიანი ხარ და მუშაობ, მეტალის ბრეკეტები შეიძლება უხერხული იყოს, განსაკუთრებით სამსახურში.

Posted by: ვივიანა 1 Oct 2016, 22:47
taamo
გააჩნია რამდენი გაქვს გამოყოფილი თანხა.
4000მდე კუბლაშვილი რა თქმა უნდა up.gif
ან ზერეკიძე.
მეტი არავინ ვიცი ვისაც გირჩევდი.
რაც შეეხება გამჭირვალე ვრეკეტს- გააჩნია რა მადგომარეობა გაქვს, ზოგ შემთხვევაში ექიმი თავად არ აკეთებს.
ჩემი რჩევა იქნება ბევრ კლინიკაში მიხვიდე, ბევრი ორთოდონტი ნახო.

Posted by: otikosi 4 Oct 2016, 18:57
გამარჯობათ, თქვენი რჩევა მჭირდება. მინდა კბილების გასწორება , ადრე ორჯერ მეკეთა სინები და ისე დამიმახინჯა ორივეჯერ ( ერთხელ სუკ გვერდზეწ ამოიღო, დამეორემ
ეშვები გამიომიწოა) მივიხსენი და გადავაგდე. ხო ძალიან გასაწორებელიაა რ მაქვს, ოდნავი ჩარევა უმდა, ორი იმედგაცრუების შემდეგ ამჯერად მინდა ბრეკეტების გაკეთება და ვფიქრობბ გავიკეთო ნინო ბერიძესთან, და ვისაც გაქვთ გამიცდიკება კარგი კლინიკაა ხო? და მაგ კლი ნიკაში რომელი ექიმია კარგი? მადლობა წინასწარ!

Posted by: taamo 9 Oct 2016, 15:16
*Meryl*

ერთ ჩემს ნაცნობს უკეთია ეგ გამჭვირვალე ბრეკეტები და მგონი არ შეცვლია ეგრე მალე ფერი. ჩვეულებრივ მეტალის ბრეკეტებზე პრობლემა არ მაქვს, გავიკეთებდი, უბრალოდ სამსახურის გამო ვიკავებ თავს.

ვივიანა

ერთ ყბაში 1000 ლარზე მეტს ვერ გადავიხდი. sad.gif

Posted by: marituri 19 Oct 2016, 10:50
იმპლანტის ჩასმა მინდა და მერე ბრეკეტების და როგორც სადღაც წავიკითხე იმპლნტმა შეიძლება ხელი შეუშალოს მერე ბრეკტებს?
რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?

Posted by: paradise_seeker 20 Oct 2016, 10:20
აუ მომძვრა ბოლო ბრეკეტი ქვედა ყბაზე მეტალის რომელშიც ჯდებოდა სულ ბოლო ადგილი და დარჩა რკალი უაზროდ. არ მაწუხებს, მარა მაინც დროზე უნდა მივიდე ხო? sad.gif

Posted by: SnowFlakes 20 Oct 2016, 12:49
გუშინ დამიმაგრა თამარმა რკალის გასაშლელად უფრო მსხვილი მავთული და ისე მოუჭირა ყურებიდან ვგრძნობ წნევას :დდ

Posted by: ვივიანა 20 Oct 2016, 21:32
taamo
ნამდვილად არ ვიცი რომ გირჩიო sad.gif

marituri
უკეთესია თუ ბრეკეტების შემდეგ მოხდება იმპლანტის ჩასმა, ერთად დაგეგმავენ ორთოდოტი-იმპლანტოლოგი.

paradise_seeker
კი კარგი იქნება თუ მალე მიხვალ.

SnowFlakes
როგორ მიდის შენი კბილების ამბები ? ^^ კმაყოფილი ხარ ?

Posted by: Scoorp 26 Oct 2016, 12:12
შარშან ზამთარში თეამ ზაფხულში მოგხსნიო
ნუ რა თქმა უნდა ზაფხულში ვერ მომსხნა
ზაფხულში რო ვკითხე შემოდგომაზე მოგხსნიო
გუშინ ვიყავი და დეკემბერ-იანვარშიო თუ რეზინებს 24 საათი ატარებო :დ

ხოდა ესე დიდხანს უნდა ველოდო კიდე? facepalm.gif
კიდე რამდენჯერ უნდა მითხრას მომავალ დროზე და მერე გადამაგდოს biggrin.gif

ვინმემ დამამშვიდეთ :'(

Posted by: საკურა. 28 Oct 2016, 20:57
მოკლედ, იქნებ ვინმეს გამოგადგეთ, გაითვალისწინეთ.....
წლების წინ მეკეთა ბრეის სისტემა, იდეაში საკმაოდ კარგ ორთოდონტთან დავდიოდი (აქ შეგიძლიათ გაიცნოთ) ,.....
დაახლოებით 1 თვის წინ გადავიღე პანორამა და აღმოჩნდა რომ ზემოთა ყბის წინა 4 კბილზე, ფესვები მაქვს "გაწოვილი", კბილებს ფესვი ფაქტიურად არ აქვს... smile.gif
ძვალი სრულიად ჯანსაღია, არასდროს არ მქონია ღრძილების პრობლემა (აღნიშნულიც იწვევს ხოლმე ფესვების "გაწოვას"), კარტე გადავიღე და აღმოჩნდა, რომ ფესვები არის "ჩატეხილი" (როგორც ამიხსნეს, არასწორი ზეწოლისგან ( რკალი, რომელიც ბრეისის დროს გამოიყენეს, იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო)) და 98% არის ბრეისის გამო.....
დავძებნე ინფო და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირია, მაგრამ პრაქტიკაში არის მსგავსი შემთხვევები.....
მოკლედ, შეიძლება ვიღაცას ვაშინებ, მაგრამ, რომ მახსენდება რა გადავიტანე, თავი ვალდებულად ჩავთვალე დავწერო....
ადამიანის ანატომიას ეწინააღმდეგება ჩემი ეხლანდელი მდგომარეობა, მინ. 3 წელია მაქვს ესე (თითქმის 3 წლის წინ მოვიხსენი ბრეისი) და ოთხივე კბილი საკმაოდ მყარად ზის და ჯანმრთელია, არ ვაჭარბებ ოღონდ, რამდენიმე ექიმთან ვიყავი და ყველას გაოგნებული სახე აქვს, უკვირთ იმდენად მინიმალური ნაწილია ფესვის დარჩენილი....
2 წლის წინანდელი პანორამა მაქვს შენახული და აღმოჩნდა, რომ იქაც იდენტური სიტუაციაა, მაგრამ ჩვენმა პროფესიონალმა ყბა-სახის ქირურგებმა ვერ შენიშნეს მაშინ, ასევე "პროფესიონალი" ორთოდონტის ნამოქმედარი და არ მითხრეს...
არავის ვაშინებ, ვიცი, რომ ბევრი კარგი ორთოდონტია და რა ჯობს ესთეტიკურად ლამაზ ღიმილს, მაგრამ გაითვალისწინეთ სანამ ვინმესთან მისვლას გადაწყვეტთ....
ძალიან საშინელი შეგრძნებაა, როცა ძვალიც ჯანმრთელი გაქვს, პრობლემა არ გაქვს იდეაში ისეთი (გარდა თაკბილვისა), თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ ლამაზი ფორმის თეთრი კბილები გაქვს და უცებ აღმოაჩენ რომ ეს კბილები არის უფესვო და შეიძლება ერთ დილასაც გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ იმპლანტი გჭირდება... biggrin.gif მართლა სხვა შეგრძნებაა, არაჯანსაღი ემალი ან ცუდი ფორმის კბილი, რომ მქონდეს ალბათ ნაკლებად განვიცდიდი, მაგრამ რომ წარმოვიდგენთ ვიღაც ძროხას გამო (სხვა სახელს ვერ ვუძებნი) შეიძლება ესეთი კბილი დავკარგო, ეხლაც მეტირება მგონი ისე ვწერ.... biggrin.gif
მგონი არა, მართლა მეტირება.... (((

SnowFlakes
წაიკითე შენ...)))) მეც ეგრე მიშვებოდა.. ))))

Posted by: Scoorp 28 Oct 2016, 23:02
საკურა.


დაწერე კლინიკის სახელი
და ასევე ექიმის სახელი და გვარი
აქ დასამალი არაფერია
თუ ამდენ რამეს წერ ისიც უთხარი ხალხს ვისთან არ მივიდნენ smile.gif
მე მაგის მეშინია სხვათაშორის და გავრისკე როცა ბრეკეტები ჩავისვი
ანუ არა იმის რო არასწორად გამისწორებენ,არამედ პაროდონტიტი მჭირს ისედაც ანი განლევა მიდის და საშინელი პროცესია.

Posted by: საკურა. 29 Oct 2016, 00:43
Scoorp
არვიცი ახლა რომელ კლინიკაშია, ია ქვია, გვარი არმახსოვს..... 98% ესეა, მაგრამ 2% ვტოვებ "სინდისზე".... ))) smile.gif
QUOTE
მე მაგის მეშინია სხვათაშორის და გავრისკე როცა ბრეკეტები ჩავისვი
ანუ არა იმის რო არასწორად გამისწორებენ,არამედ პაროდონტიტი მჭირს ისედაც ანი განლევა მიდის და საშინელი პროცესია.

ასაკი? მკურნალობა არ შველის?....
ყველაზე მეტად იმპლანტის მეშინია, ავადმყოფურად ვიცი ხოლმე ყველაფრის მოძიება და "ჩიჩქნა" და ცუდი რაღაცეებიც ამოვიკითხე...
ვიცი, რომ ხალხი სპეციალურად იღებს კბილებს, რომ იმპლანტი ჩაისვან, ტიტანიუმიც იდეაში ის მეტალია, რომელსაც ყველაზე ადვილად იღებს ორგანიზმი და თუ ძვალი ჯანსაღია და პროცედურა კარგად ჩატარდა იდეაში არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ ისეთი ინფორმაციაც ამოვიკითხე, სადაც წერია სიმსივნეს იწვევსო და პანიკაში ვარ...

Posted by: juve1111 29 Oct 2016, 15:02
ყველაზე ადრე რამდენ ხანში გამისწორდება ზედა წინა 2 კიჭუნები, მეტყვის ვინმე ზუსტ დროს?

ექსპრეს მომსახურებით


user posted image

Posted by: fujita 30 Oct 2016, 11:54
juve1111
მარტო ზედაზე არ კეთდება ბრეკეთEბი, ანუ ორივე ყბაზე გაგიკეთებენ
და აქედან დროს ვერავინ გეტყვის, ექიმთან მიდი კონსულტაციაზე და ეგაა
უფასოა კონსულტაცია
მე თეა ზერეკიძესთან დავდივარ და სუპერ ბუპერ ექიმია biggrin.gif

Posted by: juve1111 30 Oct 2016, 13:19
fujita

მიახლოებით მაინც მინდა ვიცოდე :/



Posted by: fujita 31 Oct 2016, 23:08
juve1111
მე არ ვიცი, ვერ გეტყვი smile.gif
მარა როგორც ვიცი ხოლმე ერთიწელი მაინცაა ხოლმე მინიმუმ smile.gif სიტყვაზე ნუ მენდობი, კონსულტაცია უფასოა და მიდი, მე ზერეკიძეს გირჩევ

Posted by: ჯი-ნია-ნი 1 Nov 2016, 15:57
მეგობრებო,

ორი დღეა გავიკეთე ბრეკეტები, გამიღიზიანა ტუჩის შიგნითა არე და ენა.

ვიცი რომ რაღაც დამცავი არსებობს, რისი ბრეკეტების გადასმის შემდეგაც არ ღიზიანდება,მაგრამ არ ვიცი რა ჰქვია.

ხო ვერ დამეხმარებოდით?

Posted by: ვივიანა 1 Nov 2016, 20:47
ჯი-ნია-ნი
მეტროგილდენტალი, ჟელეა-მაზივით და წაისვი დაზიანებულ ადგილას.
ბრეკეტზე შესაძლებელია დაიმაგრო ცვილი- ორთოდონტულიც იყიდება, უმეტესად თეთრია, მოატეხავ და დაიკრავ, ან ვარდისერი ცვილი რომელსაც გაადნობ , ისე რომ დარბილდეს და მიიკრავ. და კუსტარული მეთოდი biggrin.gif კევი დაღეზე და მიიკარი ის. biggrin.gif
აღარ დაგიზიანდება ლორწოვანი.

Posted by: ჯი-ნია-ნი 1 Nov 2016, 21:10
ვივიანა
მადლობა ^_^
ბამბებით გატენილი ვწევარ ახლა, რომ მეხება სულს მიხუთავს.
აფთიაქები მოვიარე და ცვილი მხოლოდ თმის მოსაშორებელი არსებობსო, ისედაც გაღიზიანებულს, ლამის შემკმაკვდა, არადა გაგებული მქონდა და თურმე მართალი ვიყავი : ))) მაზზე გავუშვი ახლა, იმედია ეგ მაინც ექნებათ.

პ.ს. პლომბებივით რაღაც დამიმაგრეს უკანა კბლებზე, ქვედა ყბაზე, ხოდა არცერთი კბილი არ ეხება ერთმანეთს, ვერ ვღეჭავ და ამის ბრალია თუ ტკივილის ვერ გავიგე,მეშველება თუ მაღალი მოუვიდათ?
პ.ს.ს. როგორც ასეთი კბილები არ მტკივა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვეხები. უფრო ღრძილები მექაჩება თითქოს.
არადა გამაფრთხილეს ბრეისიანებმა, ისეთი მტკივნეულია, ორი კვირა მაინც გეტკინება და წამლები მოიმარაგეო. მე კიდე ტუჩების და ენის მეტი დიდად არაფერი მტკივა

Posted by: ვივიანა 1 Nov 2016, 23:00
ჯი-ნია-ნი
აღმაშენენელის 126-ში არკაშე შესასვლელია და სტომატოლოგიური მაღაზიაა ერთი, მეორე იქვეა კრილოვზე უნიშოპი და მესამე კრილოვისა Dა აღმაშენებლის კვეთწზე რომ ნაჭრების მაღაზიაა მაგის მოპირპირე მხარეს აღმაშენებელზე არკაა - იქაც სტომატოლოგიური მაღაზიაა, აუცილებლად ექნებათ ცვილი.
კევი სცადე- პაციენტების 90% კევი ურჩევნიათ ხოლმე ცვილს. დაღეჭე და მიიკარი სადაც გაწუხებს.


რაც შეეხება ქვედა უკანა კბილებზე მოთავსებულ "ბალიშებს", ამას აკეთებენ ყბების "გასათიშად", რადგან არ შეეხნენ კბილები ერთმანეთს. უკანა კბილებზე მოთავსებული ბრეკეტები ხშირად ეხება ერთმანეთს , საკვებისის მიღებისას ზეწოლის გამოა შესაძლოა ბრეკეტები მოძვრეს.

მიიღე რაიმე მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი. ^^


Posted by: merciamercia 2 Nov 2016, 00:02
fujita
QUOTE
მარტო ზედაზე არ კეთდება ბრეკეთEბი, ანუ ორივე ყბაზე გაგიკეთებენ

რატო? spy.gif ჩემ დას მარტო ზედაზე გაუკეთეს, თუ არ ჭირდება ქვედას მაინც აკეთებენ ქვედაზე ?

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 00:40
merciamercia
ქვედაზე გაკეთება სასურველია. მე პირადად ვთვლი რომ აუციოებელიც, ერთეული შემთხვევბის გარდა- როდესაც პაციენტს იდეალურად
აქვს ქვედა. ( ან ზედა, თუ ქვედაზე უკეთია მხოლოდ).
მიზეზი კი ის არის რომ ბრეკეტები ასწორებს არა ერთეულ კბილებს არამედ უნდა მოახდინოს კბილების განლაგება სწორ პოზიციაში ერთმანეთის მიმართ.
არასწორი პოზიცია იწვევს მაგალითად პრობლემებს სახსარში, გადატვირთვა პაროდონტის ქსოვილის და სხვა რაღაცები.
ისეთი სიტუაციაც არსებობს როდესაც ზედა ყბის კბილის გასწორება ვერ ხდება, რადგან ქვედა "საწინააღმდეგო" ბლოკავს ( თუ ქვედაზე არ აქვს ბრეკეტი) , შემდეგ პაციენტი უკმაყოფილოა.
ამიტომ ბრეკეტებს როდესაც Iკეთებს ადამიანი ვფიქრობ შანსს აძლევს საკუთარ თავს კბილთა სისტემას ბოლომდე უმკურნალოს და რატომ არ უნდა გააკეთოს ეს ?!

Posted by: ჯი-ნია-ნი 2 Nov 2016, 11:24
ვივიანა
რა კარგი გოგო ხარ, იმ მაზმა მიშველა ცოტა არ იყოს და, მაგრამ რომ მედება ისევ მეჭრება.
დღეს სამსახურის მერე წავალ, ცვილი მჭირდება საოცრად :დ

კევი დიდი სიამოვნებით, მაგრამ.. ვერ ვღეჭავ ვერაფერს, კევს მითუმეტეს. უკანა კბილებს ვერ ვახებ ერთმანეთზე, მარტო ბალიშები ეხება ზედა კბილს და მორჩა sad.gif

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 11:51
QUOTE (საკურა. @ 29 Oct 2016, 00:43 )
Scoorp
არვიცი ახლა რომელ კლინიკაშია, ია ქვია, გვარი არმახსოვს..... 98% ესეა, მაგრამ 2% ვტოვებ "სინდისზე".... ))) smile.gif
QUOTE
მე მაგის მეშინია სხვათაშორის და გავრისკე როცა ბრეკეტები ჩავისვი
ანუ არა იმის რო არასწორად გამისწორებენ,არამედ პაროდონტიტი მჭირს ისედაც ანი განლევა მიდის და საშინელი პროცესია.

ასაკი? მკურნალობა არ შველის?....
ყველაზე მეტად იმპლანტის მეშინია, ავადმყოფურად ვიცი ხოლმე ყველაფრის მოძიება და "ჩიჩქნა" და ცუდი რაღაცეებიც ამოვიკითხე...
ვიცი, რომ ხალხი სპეციალურად იღებს კბილებს, რომ იმპლანტი ჩაისვან, ტიტანიუმიც იდეაში ის მეტალია, რომელსაც ყველაზე ადვილად იღებს ორგანიზმი და თუ ძვალი ჯანსაღია და პროცედურა კარგად ჩატარდა იდეაში არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ ისეთი ინფორმაციაც ამოვიკითხე, სადაც წერია სიმსივნეს იწვევსო და პანიკაში ვარ...

უნივერსში ხო არააა? biggrin.gif
თიგიშვილი თუ რაღაც ეგეთი გვარით ვიცი ია

26
მკურნალობა არ შველის
აჩერებს პროცესს შედარებით
დროთა განმავლობაში მაინც ტიტვლდება კბილი,მერე რყევა მიდის და ბოლოს რაც მოუვა შენც მიხვდები
ნუ ჰიგიენა მაქსიმალურად უნდა დაიცვას პაციენტმა, ცივი-ცხელი სასმელებისგან თავი შეიკავოს და ჩაკბეჩისგანაც biggrin.gif

ერთმა ორთოდონტმა მირჩია მაგის გამო თავის შეკავება ბრეკეტებზე,სხვათაშორის
მაგრამ რატომღაც მაინც გავრისკე sad.gif
და იმედია არ ვინანებ

ოჰ სიმსივნეს დღეს მემგონი ყველაფერი იწვევს,ჰაერი,საჭმელი,გამოსხივებები,ეპილაციები,ბლაბლა
ეგ მეოცე ხარისხოვანი მგონია მაინც

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 12:20
Scoorp
ზოგადად პაროდონტის დაავადებები უკუჩვენებაა ბრეკეტების, მაგრამ ხარისხს გააჩნია, მდგომარეობას.
ლაზერით მკურნალობა არ გიცდია ღრძილების ?
აგრეთვე ვექტორის აპარატითაც მკურნალობენ.


* * *
ჯი-ნია-ნი
უი sad.gif
ის მალამო წაისვი ხშირად არაფრრს გიზამს.
ისე ნაცნობი ვინმე თუ გყავს სტომატოლოგიურში ყბელა ორთოპედს აქვს ცვილი და მოგცემენ. არ გექნება პრობლემა. აუციოებლად იხმარე.
ზოგადად ენაზე და პირის ღრუს ლორწოვანის ხშირი ტრამვირება არ არის რეკომენდებული, დაავადებების სწრაფი წამოქმნა და გავრცელება ახასიათებს. 3-4 დღე არაფერია მაგრამ როდესაც ბრეკეტისგანაა გამოწვეული მუდმივია ტრამვა.
საშიში არ არის, მაგრამ საფრთხილო და მისახედია.

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 13:17
ვივიანა


მანანა ივერიელი გეცოდინება
ხოდა მაგასთან დავდივარ წელიწადში ორჯერ
5 დღიანი კურსია, წმენდს კბილებს,რაღაც სავლებს ვივლებ,მალამოს მისმევს
ორი დღე ლაზერითაც ატარებს პროცედურას
პლიუს მაგას წამლებსაც მინიშნავს ხოლმე

სხვა რამეც თუ შეიძლება გაკეთდეს არ ვიცი sad.gif


Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 13:25
Scoorp
კი ვიცი, მასწავლიდა.
ვექტორის აპარატით მკურნალობა hb დენტშია , მიცკევიჩზე. ნინო აბაშიძე- ივერიელთან ერთადაა კათედრაზე.

და ახალი პაროდონტოლოგია ალბიუსში- ამერიკული სკოლა აქვს გავლილი, როგორც ამბობენ სხვა გზით მკურნალობს. სახელსა და გვარს გაგიგებ თუ გინდა.

უბრალოდ სცადე, კონსულტაციაზე მიდი, რას შემოგთავაზებენ ახალს საინტერესოა.
აბაშიძე ვექტორს და ალბიუსი არ ვიცი.

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 13:44
ვივიანა



ვექტორს მანანაც იყენებს.
თუ შეგიძლია გამიგე აბა სახელი და გვარი :*

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 13:56
Scoorp
აჰა ძაან Kარგი.
თეა ნაცვლიშვილი, ალბიუსი.
შეიძლება სულ არ მოგეწონოს არ ვიცი, მაგრამ მაინც ღირს ხოლმე კონსულტაცია.

Posted by: საკურა. 2 Nov 2016, 14:15
Scoorp
კი, კი ეგ....
მაღალი, "მოსული" გოგოა.. :დ
QUOTE
ერთმა ორთოდონტმა მირჩია მაგის გამო თავის შეკავება ბრეკეტებზე,სხვათაშორის
მაგრამ რატომღაც მაინც გავრისკე
და იმედია არ ვინანებ

რატო გარისკე?....
გადაიღე ერთი პანორამა და გულით გირჩევ მოიხსენი, არავითარი თანკბილვა არ ღირს მგონი უშუალოდ კბილად, რავი ესე მგონია .... smile.gif

QUOTE
ოჰ სიმსივნეს დღეს მემგონი ყველაფერი იწვევს,ჰაერი,საჭმელი,გამოსხივებები,ეპილაციები,ბლაბლა
ეგ მეოცე ხარისხოვანი მგონია მაინც

ეგრეა...
ეპილაცია, სხვადასხვა მოვლის საშუალებები (შამპუნი, დეოდორანტი, კრემები), სოლარიუმი, ბრეკეტებიც კი, მოკლედ რავიცი, რა აღარ....
მაგრამ მე მაინც ქალი პანიკა ვარ.... smile.gif საშინელებები მესიზმრება ხოლმე... (((( ასე მგონია თუ როდესმე დამჭირდა, აუცილებლად ღრმა სიბერეში უნდა დამჭირდეს, თორე დარდი გადამიყოლებს ... :დ

ვექტორი მეც მინდა....
ღრძილების პრობლემა არ მაქვს, მაგრამ პროფილაქტიკისთვის...
1% არ უნდა დავუშვა რომ ანთებითი პროცესი განვითარდეს....
როქსის კბილის პასტას ვიყენებდი და შევეში, სხვა მირჩიეს, ირიგატორიც უნდა ვიყიდო, კბილის ჯაგრისი მაქვს მგონი 90 სახეობის...
დილით და საღამოს გიჟივით ვიმასაჟებ, ძალიან კარგია სისხლის ცირკულაციისთვის, ოღონდ მანამდე ჩაის ხის ეთერზეთს ვისვამ ხოლმე ხელზე, ბაქტერიების 'დასახრუკად"...... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 14:28
საკურა.
ზუსტად რომ არასწორი თანკბილვაა ხშირად პაროდონტიტის გამომწვევი და კიდევ სხვა უამრავი დაზიანების. და პირიქით დაზიანებული პაროდონტი იწვევედეს ანომალიებს. მედიცინა ვერ თანხმდება რომელია მიზეზი და რომელი შედეგი, იმდენად ერთმანეთთანაა კავშირში.
ზოგადად ძალიან დიდი ჯაჭვია ყბა- კბილთა სისტემა- რომელიც თავის მხრივ მთლიან ორგანიზმთანაა დაკავშირებული.

ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს რომ მაგალითად სიმსუქნე შესაძლოა კავშირში იყოს თანკბილვის ანომალიასთან ? biggrin.gif


Posted by: საკურა. 2 Nov 2016, 14:33
ვივიანა
QUOTE
ზუსტად რომ არასწორი თანკბილვაა ხშირად პაროდონტიტის გამომწვევი და კიდევ სხვა უამრავი დაზიანების. და პირიქით დაზიანებული პაროდონტი იწვევედეს ანომალიებს. მედიცინა ვერ თანხმდება რომელია მიზეზი და რომელი შედეგი, იმდენად ერთმანეთთანაა კავშირში.

კი, უბრალოდ გააჩნია კბილის ფესვი რამდენად ჯანმრთელია...
როცა უკვე განლეულია ფესვი, იქ ბრეისის დაყენება ნიშნავს რომ 99% კბილს კარგავ.....
QUOTE
ზოგადად ძალიან დიდი ჯაჭვია ყბა- კბილთა სისტემა- რომელიც თავის მხრივ მთლიან ორგანიზმთანაა დაკავშირებული.
ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს რომ მაგალითად სიმსუქნე შესაძლოა კავშირში იყოს თანკბილვის ანომალიასთან ?

შემიძლია, ძალიან ბევრი ვიკითხე, იმდნეი რომ უკვე ტვინი ამიდუღდა....
მაგ. კბილი, რომელსაც ფესვი მკვდარი აქვს, არ შეიძლება პირის ღრუში იქნეს დატოვებული, არადა რეალურად შეიძლება ვიზუალურადაც ესთეტიკური იყოს და ღეჭვის დროს უდიდეს ფუნქციას ასრულებს, მაგრამ იმდენად დიდ ზეგავლენას ახდენს მკვდარი კბილის ირგვლის არსებული ბაქტერიები მთელ ორგანიზმზე, რომ წავიკითხე, აი ტირილი მომინდა.....
+ თითოეული კბილი პასუხისმგებელი და კავშირშია კოკრეტულ ორგანოზე....
მოკლედ, კბილები ყოფილა ადამიანის აგებულების ყველაზე "მტკივნეული" წერტილი ჩემთვის და 27 წელი მოვანდომე ამის გაგებას....
თან ერთადერთი ნაწილია, რომლის რეგენერაციის უნარიც სხეულს არ გააჩნია....

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 14:59
საკურა.
ის რომ რეზორბირებულ ანუ განლეულ ფესვზე ბრეკეტის დაყენება არ შეიძლება ამაში 2 აზრი არაა.
ჩვეულებრივად ამოიღებ მაგ კბილს და მოამზადებ ადგილს მაგალითად იმპლანტისტთვის , თუ პაციენტს სურს.
ამოვიღებ იმიტომ რომ ისედაც ამოსაღებია ეგ კბილი რამდენიმე ხანში და 1 კბილის გამო მაგალითად არ უმკურნალო თანკბილვის ანომალიას, რომელიც ქმნის პრობლემას პაროდონტზე, პრობლემას სახსარზე, ღეჭვის ფუნქცია დარღვეული აქვს პაციენტს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. თავისმხრი რეზორბირებული ფესვი საერთოდაც არ არის კაგი პირის ღრუში იყოს.
ხოლო თუ რეზორბირებულია არა ერთეული კბილები, არამედ მასიურად მაშინ ზოგადი დაავადებები უნდა ვეძებოთ, ასაკიც გასათვალისწინებელია.

რაც შეეხება ღეჭვის ფუნქციას რეზორბირებულ ფესვზე: ფუნქცია აქვს , მაგრამ ძალის მოქმედების შედეგად უფრო სწრაფად განიცდის რეზორბციას- აი სწორედ ამიტომაც არ შეიძლება ბრეკეტის დამაგრება. ყბე-კბილთა სისტემაში ძალის გადანაწილება უმთვარესია.

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 15:34
ვივიანა
საკურა.

მადლობა ვივ ^_^

კი კონსულტაციაზე მაინც მივალ
ყოველთვის საინტერესოა სხვების აზრიც.

რავიცი სხვებმა მითხრეს რო არც ისეთი მწვავე ფორმის იყო რო ბრეკეტებისგან თავი შემეკავებინა.
ძალიანაც დაგრეხილ-მიგრეხილი კბილებიც არ მქონია,მაგრამ ვივიმ ჩემზე უკეთ იცის, ეს თანკბილვა ხშირად უარესია პაროდონტისთვის :შ

ეგ კი არა აი ივერიელმა ენა რო გამომაყოფინა,დამხედა და მეუბნება შენ ხერხემლის გამრუდება გაქვსო მანდ მომეკითხა lol.gif

და ასევე კავშირშია ღრძილების პრობლემა საკვერცხეებთანაც თურმე :დ როგორც ზერეკიძემ მომახსენა smile.gif)

მოკლედ მთელი ორგანიზმი ერთი სისტემაა და არ მიკვირს ეგ ამბები.

საკურა.

სიბრძნის კბილები რომელ ორგანოსთანაა კავშირში? :/


Posted by: Andro_forza juve 2 Nov 2016, 15:36
Scoorp
QUOTE
ყოველთვის საინტერესოა სხვების აზრიც.

გავცვალოთ აზრები, დაიკო?

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 15:38
QUOTE (Andro_forza juve @ 2 Nov 2016, 15:36 )
Scoorp
QUOTE
ყოველთვის საინტერესოა სხვების აზრიც.

გავცვალოთ აზრები, დაიკო?

lol.gif

გამასწარი ეხლა აქედან

Posted by: Andro_forza juve 2 Nov 2016, 15:47
Scoorp
QUOTE
გამასწარი ეხლა აქედან

რატომ ბრაზობ, ჩიტოოოო?

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 15:53
Scoorp
^^ არაფრიის :*
თეამ თუ გაგიკეთა ანუ არ გექნებოდა არაფერი საგანგაშო ღრძილებზე.
biggrin.gif ივერიელის წიგნში ცალკე თავია ენაზე და იქ ხატია ენის რომელი მხარე რას შეესაბამება და ასევე შეფერილობა :დ


Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 15:56
Andro_forza juve

გოგი ხარ, ხოშტარია? boli.gif

ვივიანა

აუ მანანა მაგარი ტიპია biggrin.gif
ერთხელ დამსვა რაღაც სტატიები მაკითხა რუსულად, აი იცოდეო რა როგორ ხდებაო,რა პროცესები მიდისო :დდ

თეა სულ მიჭედავს ჰიგიენაზე lol.gif

Posted by: საკურა. 2 Nov 2016, 16:05
ვივიანა
QUOTE
ამოვიღებ იმიტომ რომ ისედაც ამოსაღებია ეგ კბილი რამდენიმე ხანში და 1 კბილის გამო მაგალითად არ უმკურნალო თანკბილვის ანომალიას, რომელიც ქმნის პრობლემას პაროდონტზე, პრობლემას სახსარზე, ღეჭვის ფუნქცია დარღვეული აქვს პაციენტს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. თავისმხრი რეზორბირებული ფესვი საერთოდაც არ არის კაგი პირის ღრუში იყოს.

დროს გააჩნია, 3 წელია ესე ვარ და მდგომარეობა რომ ნახეს, შეიძლება 15-20 წელიც იყოს, შეიძლება 1 წელი, სხვა მხრივ კბილი აბსოლიტურად ჯანმრთელია, და 15-20 წელი, ძალიან დიდი დროა....
თან მეორე საკითხიც არის, როცა ფესვის განლევის მიზეზი ღრძილების ანთებაა და კბილები სხვა მხრივ ჯანმრთელია, მე ვისურვებდი თუნდაც 5 წლით დიდხანს მექნას ეს ჩემი კბილები.... პ.ს. სუბიექტური აზრია ოღონდ ეს, იმიტომ რომ სასტიკად ვარ დაპანიკებული იმპლანტზე, თორემ არასწორი თანკბილვა რომ ძალიან ცუდია, არამარტო ღრძილებისთვის, არამედ ყბა-სახისთვისაც (არასწორად იკეტება ყბა, შესაბამისად სახსრის ცვეთაც მიმდინარეობს) დამტკიცებულია....
ადამიანია და გუნება მოკლედ....
Scoorp
QUOTE
სიბრძნის კბილები რომელ ორგანოსთანაა კავშირში? :/

https://www.google.ge/search?q=tooth+connection+to+organs&espv=2&biw=1920&bih=974&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwifmtL-g4rQAhVF0xQKHSMgDDgQ_AUIBigB#imgrc=rNtpfhQEawy7rM%3A

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 16:08
...................................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 16:08
საკურა.

ნაწლავები
და გულია ის?
ვერ "ვიცანი"

მადლობა smile.gif

Posted by: საკურა. 2 Nov 2016, 16:13
Scoorp
სტატიები იყო და იქ დეტალურადაა გაწერილი, ეს სურათი უბრალოდ ვნახე, არ მახსოვს იმ სტატიის ლინკი, რომ არ მოგატყუო....
ხომ არის, ადამიანები რომ ოცნებობენ წარსულში დაბრუნებას, შეცოდმების გამოსასწორებლად....
თანახმა ვარ უკან დავბრუნდე 20 წლით და თავიდან გავიარო ყველაფერი, მარტო იმიტომ რომ კბილები "ვაიძულო" იყოს იდეალური... biggrin.gif

პ.ს. კბილებზე "პასუხისმგებლები" არიან წინაპრები, კონკრეტული კბილი გადმოგეცემა კონკრეტული ხაზის წინაპრისგან, და მეტყველებს გარკვეულ თვისებებზე (თუ ცაგარელს დავუჯერებთა) ж ВжВж biggrin.gif

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 16:18
Scoorp
მანანა შიშის ზარს გვცემდა ხოლმე გამოცდაზე, მაგასთან მოხვედრა სიკვდილს ტოლფასია, სამივეჯერ ისე ავისხლიტე თავიდან მანანასთან დაჯდომა რომ დრემდე არ მჯერა biggrin.gif თან კურსზე ვიყავი პირველ ჯგუფში და ჯგუფშიც პირველი სიაში, 99% მანანასთან მიწევდა მაგრამ აშკარად ზევსი მფარველობს :დ

თეა მაგარი ტიპია ;დ
აქტიური ბრეკეტები გაქვს ხო ?

საკურა.
იმპლანტებს რას ერჩი ?
მაგაზე კარგი მგონი სტომატოლოგიაში არ გამოუგონებიათ biggrin.gif

დრო ზუსტად ძალაზე დამოკიდებული, რამდენად მოკბიჩავ ვაშლს წინა კბილებით, რამდენ ზესუმზირას აცმაცუნებ წინა კბილებით და ა.შ. ეს განსაზღვრავს ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.

როგორ დგას იცი საკითხი ? ერთეული კბილები vs ყბა-კბილთა სისტემა :დ ზუსტად ვის რა უღირს ისე აკეთებს არჩევანს.


ეს პოსტი აქეთ გადმოვიტანე :დ

საკურა.
თანკბილვა როგორი გაქვს ეხლა ? კმაყოფილი ხარ ? თუ მხოლოდ 3 კბილი გაწუხებს .

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 16:19
საკურა.

biggrin.gif

ვაიმე შენ როგორი მონდომებული ხარ biggrin.gif

კი,ზოგადად გენეტიკა ბევრ რამეს განსაზღვრავს
და ბედნიერებაა ვისაც ჯანსაღი კბილები,თმები,მხედველობა და კარგი სახის კანი აქვს biggrin.gif
ნუ ჩემთან შედარებით რა თქმა უნდა :დ

ვივიანა

აქტიური ბრეკეტი რომელია? gigi.gif

ხო მანანას ეტყობა მკაცრია,ზოგჯერ ზედმეტადაც :დ
მაგრამ ცოდნა აქვს და თან უყვარს როცა ყველაფერს გიხსნის და ისე გაძლევს რჩევებს
და ეგ მომეწონა
ზოგმა რო იცის ულაპარაკოდ გამოშვება biggrin.gif

მგონი მორიელია lol.gif

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 16:23
კბილების შემთხვევაში ხშირად ხდება ასე მაგალითად :
დედის ყბები, მამის კბილები. ან პირიქით.
და ზომებში თუ ცვლილებაა დედის ყბები პატარაა და მამის კბილები დიდი უკვე ცუდადაა საქმე :დ
შესაძლოა არცერთის ჰქონდეს და ბაბუის ან დიდი ბებიისგან გადმოეცეს რაღაც.

Scoorp
ყველას თავისი სადარდებელი რომ აქვს :დ
მე ის მადარდებს ვიღაცას რომ წონასთან არ აქვს პრობლემა და ბედნიერად ცხოვრობს.
გადანაწილებულია ყველაფერი უმეტესად.
biggrin.gif

Posted by: საკურა. 2 Nov 2016, 16:28
ვივიანა
თანკბილვა დარღვეული მაქვს, მაგრამ ზემო ყბაზე ბრეკეტი გამორიცხულია რეზორბციის გამო, ქვემოთა ყბაზე მინდა გავიკეთო, იდეაში აზრი არ აქვს ერთ ბრეკეტს, მაგრამ ყველა ვარიანტში ვცადო უნდა, თანკბილვის გამოც მინიმალურად მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ, სივრცე მაქვს დარჩენილი და იმპლანტი არ მინდა და იქნებ შეავსოს + სახსრის ძვალი მაქვს გათხელებული....
ყველაზე მეტად სახსარი მაშინებს, ამიტომ ან ბრეკეტი, რაც შეიძლება სწრაფად, ან იმპლანტი...
Scoorp
QUOTE
თუ მხოლოდ 3 კბილი გაწუხებს .

3 კბილი არა, წინა 4 კბილია, რომელიც სიმართლე რომ გითხრა არ მაწუხებს პირდაპირი გაგებით, არც ვიცოდი თუ ფესვზე პრობლემა იყოს, მაგრამ რომ მახსენდება ეს პრობლემა ვიგრუზები... biggrin.gif
ქვემოთ 2 მეექვსე თავისუფალია, ერთი ბრეისის გამო, ერთზე ანთებითი პროცესი იყო, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა შეივსოს ეს სივრცე, თორე ღეჭვიდან გამომდინარე, სერიოზულ პრობლემას უქმნის ძვალს....

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 16:28
ვივიანა

კი,ყველას თავისი საზრუნავი და პრობლემა აქვს smile.gif)
ნუ ნეტა ძალიან სერიოზული ნურაფერი შეგვაწუხებს და ცოტ-ცოტას ყველაფერს ავიტანთ :დ

საკურა რას იტყვი ა ? biggrin.gif

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 16:28
Scoorp
აქტიური არის რეზინებით რომ მაგდება ;დ

კიი მანანა მორიელია, ნოემბრის ბოლოს აქვს დაბადების დღე ეგრე მახსოვს biggrin.gif
ძალია დიდი ცოდნა აქვს, თან გადმცემის უნარი, ლექციებზე ყველაფერს კარგად გვიხსსნიდა.
ოღონდ ხანდახან ისეთი შერცხვენა იცოდა სტუდენტების რომ არ ვიცი, მორიელური :დ


Posted by: საკურა. 2 Nov 2016, 16:34
Scoorp
QUOTE
ვაიმე შენ როგორი მონდომებული ხარ

კი,ზოგადად გენეტიკა ბევრ რამეს განსაზღვრავს
და ბედნიერებაა ვისაც ჯანსაღი კბილები,თმები,მხედველობა და კარგი სახის კანი აქვს 
ნუ ჩემთან შედარებით რა თქმა უნდა :დ

მე ზედმეტად მონდომებული ვარ, ავადმყოფურად და სერიოზულად მეშინია, რომ ერთხელ თავს რამნეს ავუტეხავ....
ამიტომ, ეს პრობლემა მოვაგვარო და პირველ რიგში ფსიქოლოგთან მივდივარ, აღარ შემიძლია ეს ამდენი ინტერნეტში ძიება, უარყოფითის ძებნა და მერე ფიქრი, რომ მაინც და მაინც მე მომივა... smile.gif
ვივიანა
QUOTE
ყველას თავისი სადარდებელი რომ აქვს :დ
მე ის მადარდებს ვიღაცას რომ წონასთან არ აქვს პრობლემა და ბედნიერად ცხოვრობს.
გადანაწილებულია ყველაფერი უმეტესად.

ჩემი ერთადერთი პრობლემა არის სახსარი და წინა 4 კბილმა რაც შეიძლება დიდხანს გამახაროს, არ მაქვს იდეალური წყობა, მაგრამ თანკბილვაც მკიდია, კბილების ფორმაც მაკმაყოფილებს, ემალიც, ღიმილიც, ღრძილებზე პრობლემა არ მაქვს და მივხედავ...
მეცინება ახლა... ЖВ 2 თვის წინ გინდა თუ არა ჩაწიკწიკებული კბილები უნდა მქონდესთქო, ახლა ესენი მოგვარდეს და ნუ მექნება... жв

Scoorp
QUOTE
ნუ ნეტა ძალიან სერიოზული ნურაფერი შეგვაწუხებს და ცოტ-ცოტას ყველაფერს ავიტანთ :დ
საკურა რას იტყვი ა ? 

ბევრი +...
ისეთი დაგრუზული ვარ, აი მგონი 1 თვეა უკვე არ მძინავს, ან ვიძინებ და საშინელებები მესიზმრება, აღარაფერი აღარ მიხარია და აღარ მინდა, საზიზღარ ხასიათზე ვარ, აი ყველაფერი მიდნა გავაფუჭო და რომ დავფიქრდები, ადამიანე სისეთი პრობლემები აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რა მაწუწუნებსთქო.... ხოდა, ამაზე მეტად არაფერი დამემართოს არ შეიძლება?... sad.gif

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 16:34
ვივიანა


ხო მეც არ მომეწონა ერთხელ
ჩემი თანდასწრებით ასისტენტს მიმართა ძალიან ცუდად
არადა ახალი იყო ის გოგო და ისეთი არაფერი დაუშავებია
ტაქტის ნაკლებობის ამბავი იყო მოკლედ და არ მესიამოვნა ძალიან

კი ამ ეტაპზე რეზინებით ვარ,წინა რამდენიმე თვე დამასვენა
თუმცა ისე აქტიურად ვერ მიკეთია როგორც უნდა მეკეთოს,ჭამის დროს ძალიან მტკივა კბილები :დ

ვაიმე იმედია მალე მომხსნის user.gif
მომენატრა უბრეკეტო კბილები

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 16:34
საკურა.
ბრეკეტები გეკეთა უკვე ხო ? მეექვსე კბილი არ გაქვს ? და გინდა რომ ბრეკეტი გაიკეთი და თავისუფალი ადგილი მეშიდემ შეგივსოს ?
ჩაისვი იმპლანტი და დაისვენებ, მინიმუმ 3 საკმაოდ ძლიერ იმპლანტოლოგს გეტყვი საქართვლოში ვინც მუშაობენ და მუდმივად დადიან უცხოეთში სემინარებსაც კითხულობენ, კარგი შედეგებიც აქვთ.
სახსრის პრობლემას ვინ მკურნალობს კარგად საქართველოში მართლა არ ვიცი. Scoorp
Scoorp
კი ზუსტად ეგრეა, იდეალურები ვერავინ ვართ ^^

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 16:40
საკურა.


სახსრის პრობლემაში რას გულისხმობ?
რა გაწუხებს?

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 16:42
Scoorp
ყბათაშორისი რეზინები არა, აი ბრეკეტს რომ აქვს გარედან ეგ.
ჭამის დროს ისე მართლა რთულია, არ გიწყდება ? ისე ეფექტი უფრო დიდი აქვს.

biggrin.gif რას გეუბნება თვითონ ?

საკურა.
ტყუილად ნერვიულობ, რაც უფრო მეტს წაიკითხავ და მეტს მოძებნი, უფრო დაპანიკდები, ისიც გაითვალისწიენ რომ ინტერნეტი არის სივრცე სადაც მასალა ვერ იფილტრება, ზოგჯერ სიმართლე არ წერია, ზოგჯერ გაზვიადებულია, ამიტომ ყველაფერს არ უკირკიტო. რაც უფრო ნაკლებად ინერვიულობ ნაკლები პრობლემა გექნება, უბრალოდ ფსიქოლოგიიდან გამომდინარეც ასეა :*

წინა კბილებზე დატვირთვა არ განავითარო დიდი და ბევრად ნაკლებად გექნება პრობლემა. სახსარზეც მკურნალობას შეძლებ. თუ არადა გამომიგზავნე შენი კატე და აქ ვაჩვენებ ერთ-ერთ საკმაოდ ძლიერ სპეციალისტს სახსრისას, კლინიკაშია ჩემთან.
არ ინერვიულო, მოგვარებადია შენი ამბები.

Posted by: საკურა. 2 Nov 2016, 16:42
ვივიანა
QUOTE
ბრეკეტები გეკეთა უკვე ხო ? მეექვსე კბილი არ გაქვს ? და გინდა რომ ბრეკეტი გაიკეთი და თავისუფალი ადგილი მეშიდემ შეგივსოს ?

ზემოთ მეკეთა ბრეკეტი, ქვემოთ არის არასწორი თანკბილვა, როგორც ჩემი თაობის უმრავლესობას (თინა მიქაძის დასმული დიაგნოზით) ქვედა ყბის სივრცე მაქვს პატარა, ამიტომ კბილი უეჭველი უნდა ამომეღო.
მე-7 წამოწევა არა, მე-7 იმდენად ძლიერი კბილია, დიდი ალბათობით ვერ წამოიწევა დიდად, ერთი კბილი არის წინ შეწეული, ის რომ ჩაჯდეს რკალში, შესაბამისად რკალი გაიშალოს, და წინა კბილები წამოვიდეს მე-6 სივრცისკენ, ნუ მე-7 თუ ცოტას წინ წამოიწევს შეივსება და ეგაა....
უბრალოდ მეორე პრობლემაც არის, რკალი შეიძლება გაიშალოს, მაგრამ უკან არ წამოვიდესო....ეხლა ბერიძესთან ვარ ჩაწერილი, რას მეტყვის.,...მე რასაც ვფიქრობ ისე თუ იქნება, იდეაში ჩემთვის იდეალური ვარიანტია....
QUOTE
ჩაისვი იმპლანტი და დაისვენებ, მინიმუმ 3 საკმაოდ ძლიერ იმპლანტოლოგს გეტყვი საქართვლოში ვინც მუშაობენ და მუდმივად დადიან უცხოეთში სემინარებსაც კითხულობენ, კარგი შედეგებიც აქვთ.

აი მესიკვდილება იმპლანტი რა, თანხის ფაქტორი არ არის აბსოლიტურად, აი მკიდია, მაგრამ არ მინდა ეს ტიტანიუმი სხეულში და რა გავაკეთო....
ინფორმაცია დავძებნე, ცირკონის იმპლანტების წარმოება დაიწყეს (მარტო გვირგვინი არა, სრულიად ცირკონი), მაგრამ რომელი უფრო კარგია ორგანიზმისთვის ჯერ არ არის დადგენილი, იდეაში ტიტანიუმზე კარგი არისო, მაგრამ ძალიან ახალი ჯერ... ხოდა მინდა დრო რაც შეიძლება გავწელო, იქნებ რამე გაირკვეს....
p.s. მითხარი სამივე ისე, თუ უკიდურესი სიტუაცია იქნა დამჭირდება....
QUOTE
სახსრის პრობლემას ვინ მკურნალობს კარგად საქართველოში მართლა არ ვიცი.

გიორგი გვენეტაძესთან ვიყავი, ძალიან მიქეს, უბრალოდ იყო რაღაცეები რაც არ მომეწონა... ძირიტადად დროის ფაქტორი, ძალიან ბევრი პაციენტი ყავს, სულ ოპერაცია, ძირიტადად კისტას იღებს და ჯერ ხო საათნახევარი ველოდე, მერე 10 წუთი ძლივს მიმიღო და ვერც ვკითხე ნორმალურად ვერაფერი.... ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გამომიწერა, მაგრამ უშუალოდ ძვლის გაძლიერებაზე არაფერი უთქვამს და უკმაყოფილების შეგრძნება მაქვს....

* * *
ვივიანა
QUOTE
ტყუილად ნერვიულობ, რაც უფრო მეტს წაიკითხავ და მეტს მოძებნი, უფრო დაპანიკდები, ისიც გაითვალისწიენ რომ ინტერნეტი არის სივრცე სადაც მასალა ვერ იფილტრება, ზოგჯერ სიმართლე არ წერია, ზოგჯერ გაზვიადებულია, ამიტომ ყველაფერს არ უკირკიტო. რაც უფრო ნაკლებად ინერვიულობ ნაკლები პრობლემა გექნება, უბრალოდ ფსიქოლოგიიდან გამომდინარეც ასეა :*
წინა კბილებზე დატვირთვა არ განავითარო დიდი და ბევრად ნაკლებად გექნება პრობლემა. სახსარზეც მკურნალობას შეძლებ. თუ არადა გამომიგზავნე შენი კატე და აქ ვაჩვენებ ერთ-ერთ საკმაოდ ძლიერ სპეციალისტს სახსრისას, კლინიკაშია ჩემთან.
არ ინერვიულო, მოგვარებადია შენი ამბები.

წინა კბილებს მაქსიმალურად ვერიდები, მაგრამ ვინაიდან მე-6 არ არის, ყველა ვარიანტში იმაზე მეტი დატვირთვაა ვიდრე მეგონა...
ვინ არის ექიმი, გავივლიდი კონსულტაციას სიამოვნებით კარგ სპეციალისტთან....
კატეც მაქვს და პანორამაც, ვუფრთხილდები თვალის ჩინივით, ნეტა რად მინდა ამ პანორამას რომ ჩავკირკიტებ და გულს ვიხეთქავ .. : biggrin.gif
* * *
Scoorp
ძვალი მაქვს გათხელებული, პანორამაზე გამოჩნდა....
ზოგადად გამოიხატება საფეთქელ-ქვეა ყბის სახსრის ტკიბილში, ყბის ტკაცუნში, პირის გაღების დისკომფორტში და ტკივილში, ზოგს სწორად დახურვაც უჭირს პირის, გონია რომ იჭედება, მოკლედ, ნებისმიერი ეს ნიშნაი, ნიშნავს რომ ყბის სახსარს აქვს პრობლემა....
რეალურად ყველაზე სუსტი სახსარია, რომელზეც მოდის ყველაზე ძლიერი დატვირთვა, 3 მიმართულებით მოძრაობს, ამ დროს თხელია საკმაოდ, მოქმედებს ნებისმიერი ფაქტორი, ღეჭვა, მიმიკა, თანკბილვაც და ძალიან ხშირია პრობლემები...
პირველ ადგილზე არის სიმსივნე და მეორეზე ყბა-სახის სახსარის პრობლემა (რაც ამოვიკითხე), ოღონდ ვისაც პრობლემა აქვს იმის 90% მგონი არ იცის და ყურადღებას არ აქცევს... biggrin.gif

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 16:50
ვივიანა


უი მოიცა დავიბენი ახლა biggrin.gif
ყბათაშორისია კბილიდან კბილზე რო მაგრდება (ბრეკეტზე გარედან) ეგ ხო?
მაგას ვატარებ biggrin.gif

და უშუალოდ ბრეკეტს გარედან რო აქვს რეზინი ეგ მგონი ადრე მქონდა,კი არ შემიმჩნევია givi.gif
არადა არ ვარ დაუკვირვებელი :დდ

რავიცი თვითონ მოსწონს ყოველ ვიზიტზე შედეგი,მაგრამ მე დიდად ვერ ვატყობ ესე ცვლილებას ყოველთვე
ნუ გასაკვირიც არაა
ეხლა ბოლოს მითხრა იანვრისკენ შეიძლება მოგხსნაო

რეზინებით ჭამა არც ისე მიჭირს :დდ

საკურა.

მეც გირჩევ თავს ნუ დაიპანიკებ ტყუილად.
უარყოფითი ემოციებით ნუ დაიტვირთები და ნუ გაიჟღინთავ თავს smile.gif)
რაც დასამართნია არ აგვცდება მაინც :დდ lol.gif

შენ ეცადე მეტნაკლებად ჯანსაღად იცხოვრო,იკვებო
ვიტამინები მიიღე პერიოდულად
სახსრებისთვის,კალცი,რამე რუმე
რაც სჭირდება კიდე ძვალს user.gif
ეგ მეც მინდა ისე :/

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 16:52
საკურა.
მეშვიდე კბილის ჩასმა მეექვსეს ადგილას შესაძლებელია , მაგალითად ორთოდონტული მინიიმპლანტის მეშვეობით.
თუ არ გაქვს ალერგია ზუსტად მაგ მეტალზე, არაფერს გააკეთებს ცუდს, ე.წ. ხელოვნური კბილია, კარგად შესრულებული თუა სამუშაო არანაირი პრობლემა არ არის ხოლმე.
კახა გურგენიძე, გალაკტიონ მახვილაძე და მეტრეველი კახა.

უი გიორგი biggrin.gif არ ვიცოდი სახსარზე თუ მუშაობდა, ძალიან ჭკვიანია ზოგადად, მანდ სულ ხალხია, 2-3 საათიდან იწყება ხოლმე ოპერაციები. მანამდე მიდი დილით ჩაეწერე, ადრე თუ იქნება გიორგი. როდის დაგიბარა კიდევ ?

Posted by: საკურა. 2 Nov 2016, 16:54
Scoorp
QUOTE
მეც გირჩევ თავს ნუ დაიპანიკებ ტყუილად.
უარყოფითი ემოციებით ნუ დაიტვირთები და ნუ გაიჟღინთავ თავს )

ეს არის ჩემი პირველი მისია....
ახლა მართლა არ მაქვს თავი, მოვაგვარო რაც აუცილებელი და სასწრაფოა და მერე ვიწყებ ამ კუტხით მუშაობს....
QUOTE
შენ ეცადე მეტნაკლებად ჯანსაღად იცხოვრო,იკვებო
ვიტამინები მიიღე პერიოდულად
სახსრებისთვის,კალცი,რამე რუმე
რაც სჭირდება კიდე ძვალს
ეგ მეც მინდა ისე :/

ველედას კალცის მიღება დავიწყე, იდეაში ყველაზე კარგი კალცია + ბევრ მინერალს შეიცავს...
ომეგა და ველედას კალცი ვაპირებ რომ სისტემატიურად მივიღო....წლები და თუ საჭიროა მთელი ცხოვრება, ოღონდ კალციც დონე ვაკონტროლო, თირკმლებს რომ არ შეექმნას პრობლემა...
+ მაქსიმალურა დვერიდები ყბის დატვირთავს და უაზროდ ღეჭვას....
ახლა უნდა დავიწყო ფიზიოთერაპია, უშუალოდ ძვლის სახსარში შეყავთ აპარატით პრეპარატები.....
QUOTE
რაც სჭირდება კიდე ძვალს
ეგ მეც მინდა ისე :/

რაც შეიძლება ბევრი რძის ნაწარმი და ძვლის ნახარში... ЖВ ЖВ biggrin.gif

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 17:10
საკურა.

ძვლის ნახარში და ხორცი ბოდიში :დ
ვეგეტარიანელი ვარ

ხაჭო-არაჟანსაც არ ვცნობ

ასე რომ შენზე მეტად მე მჭირდება მგონი ვიტამინები biggrin.gif

Posted by: საკურა. 2 Nov 2016, 17:10
ვივიანა
QUOTE
კახა გურგენიძე, გალაკტიონ მახვილაძე და მეტრეველი კახა.

გალაკტიონთან ვიყავი მე-6 კბილზე, და პანიკურად მეშინია ამ კაცის, ოღონდ ძლაიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ ექსტრაციის პროცესი მახსენდება საშინლად .....
აი ტანში გამცრა ახლაც... biggrin.gif
QUOTE
მეშვიდე კბილის ჩასმა მეექვსეს ადგილას შესაძლებელია , მაგალითად ორთოდონტული მინიიმპლანტის მეშვეობით.

აი ამაზე არ მიფიქრია... smile.gif რა კარგი გოგო ხარ... biggrin.gif
იდეაში მე-7 და მე-8 შეიძლება რომ გადმოადგილეს....
უუუ... biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
უი გიორგი  არ ვიცოდი სახსარზე თუ მუშაობდა, ძალიან ჭკვიანია ზოგადად, მანდ სულ ხალხია, 2-3 საათიდან იწყება ხოლმე ოპერაციები. მანამდე მიდი დილით ჩაეწერე, ადრე თუ იქნება გიორგი. როდის დაგიბარა კიდევ ?

პირველის ნახევარზე ვყავდი ჩაწერილი და პირველის 20 წუთზე შევიდა საოპერაციოში.... ЖВ
კარგი ტიპია ძალიან, აშკარად იცის თავისი საქმე, მაგრამ მარტო ეგ არაა საკმარისი, თან ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე....
როცა გარჩევ ამდენი ექიმიდან, შენტან მოვდივარ, ესეიგი გენდობი და რაღაც მნიშვნელოვანს განდობ და ელემენტარულად იმისთვის მაინც უნდა გამოყო დრო რომ ამიხსნა რა და როგორ...
არადა რეალურად რაც ვკითხე ყველაფერზე მიპასუხა, პირიქით, ოპერაციაზე გადიოდა და გადადო, ჯერ პაციენტი გავუშვაო, მაგრამ სიტუაცია იყო ისეთი, რომ მე თვითონ მეუხერხულა იმ კითხვების ბოლომდე დასმა, რაც მაწუხებდა....
* * *
Scoorp
QUOTE
ძვლის ნახარში და ხორცი ბოდიში :დ
ვეგეტარიანელი ვარ

ხორცს ნუ მიიღებ თუ გინდა, ცილებს ისედაც აინაზღაურებ, მაგრამ ძვლის ნახარში არის აუცილებელი და ყველაზე კარგი....
არ გეგონოს რომ ვიჭრები, შეხედულებას ამ საკითხზე ესე ნამდვილად ვერ შეგიცვლი, არც ვაპირებ რათქმაუნდა, პირიქით, მომწონს შენი მიდგომა, მაგრამ სუფთა სახით კალცის მიღებაც კი არ არის ისეთი ეფექტური, როგორც ნახარში, თან კალცი იწვევს თირკმელის პრობლემებს და კონტროლი უნდა, როგორც მედიკამენტს...შეიძლება მხოლოდ კბილებთან დაკავშირებული კი არა, ზოგადად ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნას თუ რძის ნაწარმს და ხორცს არ ცნობ და რამე უნდა მოიმოქმედო... smile.gif ))))

Posted by: Scoorp 2 Nov 2016, 17:24
საკურა.


კი ვიცი ეგ, გამიგია.
ნახარშს ისედაც არ ვჭამდი და მაგის გამო რო აზრს ვერ შევიცვლი კი მიხვდებოდი შენც ))

გენეტიკურად იმედია არ აღმომაჩნდება სახსრების პრობლემა, ძალიან ადრე ნუ იჩენს ნეტა თავს (თუ აპირებს საერთოდ.)
და სიბერეში ჯანდაბას sad.gif

კალცს იმ რაოდენობით და სიხშირით არასდროს ვიღებ რო პრობლემა შემიქმნას :დ
ბი-კომპლექსის ვიტამინი დავლიე ამ სექტემბერს
და კალცი მგონი წელიწადზე მეტია არ მიმიღია.

რომელს მირჩევდი შენ ისე?
გარკვეული ხარ ))

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 17:27
საკურა.
გალაკტიონს რას ერჩI ? უსაყვარლესია, ასისტენტი ვიყავი რამდენიმე ოპერაციაზე და კარგი პიროვნებაა პროფესიონალთან ერთად.

თამარ კუბლაშვილთან მიდი კონსულტაციაზე არ გინდა ?
და ბრეკეტები ნახე damon Q, ინტერნეტში მოიძიე მასალა, თამარი აკეთებს როგორც ვიცი.

რატომ გიორგისთან ბევრი ხალხი იყო ? :დ
იქნებოდნენ ბევრი ექიმები, რომელიც სულ ხუმრობენ და ხორხოცებენ, სტუდენტები ? ეგენიც დადიან. ნუ გეშინია კითხვების დასმის უამრავი პაციენტია შენნაირი :* კითხის დასმა კი უხერხული არაა, და არც სულელური კითხვა არსებობს როდესაც მითუმეტეს პროფესიონალი არ ხარ მაგ საქმის.

არ ვარ მე საქართველოში, ორთოდონტიას ვსწავლობ :დ თუ გინდა კატე მართლა გამომიგზავნე.

Posted by: საკურა. 2 Nov 2016, 17:32
Scoorp
QUOTE
რომელს მირჩევდი შენ ისე?
გარკვეული ხარ ))

ველედა....
http://www.vidal.ge/drugs/aufbaukalk-2
დღის და ღამის არის....

ვივიანა
QUOTE
გალაკტიონს რას ერჩI ? უსაყვარლესია, ასისტენტი ვიყავი რამდენიმე ოპერაციაზე და კარგი პიროვნებაა პროფესიონალთან ერთად.

არ ვერჩი, პირიქით, ძალიან კარგი ტიპია, უბრალოდ პროცესი იყო იმდენად ცუდი რომ გახსენება არ მსიამოვნებს... (((
QUOTE
თამარ კუბლაშვილთან მიდი კონსულტაციაზე არ გინდა ?
და ბრეკეტები ნახე damon Q, ინტერნეტში მოიძიე მასალა, თამარი აკეთებს როგორც ვიცი.

ეს ამერიკიდან ახალი ჩამოსული რომ არის ისაა ხო? უნიდენტშია მგონი... ბერიძის მერე ვაპირებ მისვლას ამასთანაც....
QUOTE
რატომ გიორგისთან ბევრი ხალხი იყო ? :დ
იქნებოდნენ ბევრი ექიმები, რომელიც სულ ხუმრობენ და ხორხოცებენ, სტუდენტები ? ეგენიც დადიან. ნუ გეშინია კითხვების დასმის უამრავი პაციენტია შენნაირი :* კითხის დასმა კი უხერხული არაა, და არც სულელური კითხვა არსებობს როდესაც მითუმეტეს პროფესიონალი არ ხარ მაგ საქმის.

ძალიან ბევრი ხალხი, თან ოპერაციაზე შემასწრო 10 წუთით ადრე, და რომ გამოვიდა ეგრევე მეორეზე შედიოდა და ძლივს ჩავეკვეხე....
მითხრა ისე, დამირეკე და მითხარი, თუ რამე პრობლემა იქნა, შევცვალოთ კურსიო....
QUOTE
არ ვარ მე საქართველოში, ორთოდონტიას ვსწავლობ :დ თუ გინდა კატე მართლა გამომიგზავნე.

რომ გამოგიგზავნო, გული გაგისკდება... biggrin.gif
მინდა კი... smile.gif

Posted by: ვივიანა 2 Nov 2016, 17:53
საკურა.
რაღა ახალი ჩამოსული, 15 წელია საქართველოშია :დ კი უნიდენტშია, მე Pირადად ყველაზე მეტად მომწონს ორთოდონტებში.

ანთების საწინააღმდეგო რა დაგინიშნა ? ისე ტკივილი, ტკაცუნი მსგავსი რამე გაქვს სახსარზე ?
მეილს მოგწერ ჩემსას პირადში და ჩამიგდე იქ :*
უუფ , ისეთები მაქვს ნანახი უკვე აღარაფერი მიკვირს ^^
* * *
უი დღეს ღამე გავხსნი თემას ^^
იმედია არ გამიბრაზდებიან და შეიძლება

Posted by: საკურა. 3 Nov 2016, 09:11
ვივიანა
QUOTE
ანთების საწინააღმდეგო რა დაგინიშნა ? ისე ტკივილი, ტკაცუნი მსგავსი რამე გაქვს სახსარზე ?
მეილს მოგწერ ჩემსას პირადში და ჩამიგდე იქ :*
უუფ , ისეთები მაქვს ნანახი უკვე აღარაფერი მიკვირს ^^

ტკაცუნი მქონდა ადრე და ცოტათი უსიამოვნო შეგრძნება....
ბლოკიუმ ფლექსი დამინიშნა 15 დღის მანძილზე, დიმექსიდის კომპრესები და ნაპროფის გელი....
კალცი არ დაუნიშნავს, მაგრამ ვსვამთქო და არ ვარ წინააღმდეგი, გააგრძელეო.... biggrin.gif
QUOTE
უუფ , ისეთები მაქვს ნანახი უკვე აღარაფერი მიკვირს ^^

თან მეშინია...(((( რამე კიდევ უფრო ცუდი არ გითხრას.... (((
p.s. ვნახავ და გამოგიგზავნი...მადლობა წინასწარ .... smile.gif ^_^
* * *
ვივიანა
თამუნა გამხდარა ამერიკის ორთოდონტიული ასოციაციის ელჩი საქართველოში.....
ახლა ამომიგდო სიახლე....

Posted by: ჯი-ნია-ნი 3 Nov 2016, 10:30
რომ არ მეთქვა არ შემეძლო..
ცვილი არის ბედნიერება : ))
მერე რა რომ ჩაის დალევის დროს დნება ხოლმე :დ

Posted by: საკურა. 3 Nov 2016, 10:35
ჯი-ნია-ნი
QUOTE
ცვილი არის ბედნიერება : ))
მერე რა რომ ჩაის დალევის დროს დნება ხოლმე :დ

აბა ცვილი?.... გამაბედნიერე მეც... :დ

Posted by: Scoorp 3 Nov 2016, 10:55
საკურა.

ბრეკეტის ცვილეზე ამბობს)))
ტუჩის შიდა მხარეს აღიზიანებს პერიოდულად ბრეკეტი
და ცვილს აკრავ ბრეკეტს გარედან და აი ეგაა ბედნიერებაო biggrin.gif

Posted by: საკურა. 3 Nov 2016, 11:00
Scoorp
აა.... ^_^
აუ, მე მგონი ქვემოთ გავიკეთებ და ვოცნებობ, რომ არ მითხრას აზრი არ ექნებაო....
დღეებს ვითვლი, ბერიძესთან ვარ 15 ჩაწერილი და ვივიანამ, რომ მითხრა, ისედაც ვაპირებდი, მაგრამ აღარ გადავდებ, დავრეკე უნიდენტში დ აპირველის ახევრისთვის იქნება თამუნას ასისტენტი და ჩავეწერები.....
აუ რა ენაზე ვწერ... ЖВ biggrin.gif
მინდა რო შედეგი იყოს, ოდნავ მაინც გასწორდეს თანკბილვა, სახსარის გამო.....

Posted by: merciamercia 3 Nov 2016, 13:00
QUOTE (ვივიანა @ 2 Nov 2016, 00:40 )
merciamercia
ქვედაზე გაკეთება სასურველია. მე პირადად ვთვლი რომ აუციოებელიც, ერთეული შემთხვევბის გარდა- როდესაც პაციენტს იდეალურად
აქვს ქვედა. ( ან ზედა, თუ ქვედაზე უკეთია მხოლოდ).
მიზეზი კი ის არის რომ ბრეკეტები ასწორებს არა ერთეულ კბილებს არამედ უნდა მოახდინოს კბილების განლაგება სწორ პოზიციაში ერთმანეთის მიმართ.
არასწორი პოზიცია იწვევს მაგალითად პრობლემებს სახსარში, გადატვირთვა პაროდონტის ქსოვილის და სხვა რაღაცები.
ისეთი სიტუაციაც არსებობს როდესაც ზედა ყბის კბილის გასწორება ვერ ხდება, რადგან ქვედა "საწინააღმდეგო" ბლოკავს ( თუ ქვედაზე არ აქვს ბრეკეტი) , შემდეგ პაციენტი უკმაყოფილოა.
ამიტომ ბრეკეტებს როდესაც Iკეთებს ადამიანი ვფიქრობ შანსს აძლევს საკუთარ თავს კბილთა სისტემას ბოლომდე უმკურნალოს და რატომ არ უნდა გააკეთოს ეს ?!

მე Mაქვს ორი კბილი ზემოთ გასასწორებელი, ვიზუალურად არ მომწონს, თორე სულ დავიკიდებდი, მაგის გამო ორივე ყბაში რკინები არ მინდა... არც რკინების იდეა მხიბლავს დიდად, რამე სხვა გზა არსებობს თუ იცი, კბილის გასასწორებლად? user.gif
ვინირებაზე რას იტყვი, მაგის ფუნქციაა რა არის ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ვივიანა 3 Nov 2016, 21:51
საკურა.
ბრეკეტების Mერე გქონდა ეგ შეგრძნება? ნუ ნერვიულობ ნურაფერზე :*
ხოო ვნახე თამარზე ^^

merciamercia
შეგიძლია ფირფიტა, გამჭირვალე ბრეკეტი. საქართველოში არ იყიდება მაგრამ არსებობს "მიობრეისი" - ზუსტად 1-2 წინა კბილის გასასწორებლად შესაძლებელია გამოიყენო, იმედია როდესმე შემოიტანენ და დაიწყებენ გამოყენებას :დ
Vინირების დროს ხდება კბილის ზედაპირის დაქლიბვა, რამდენიმე კბილზე გაიკეთებ და გექნება ისეთი კბილები როგორიც მოგწონს :დ
არ ვიცი შენი წინა კბილი როგორაა რომ უფრო ზუსტად გითხრა.

Posted by: merciamercia 3 Nov 2016, 23:45
ვივიანა
QUOTE
შეგიძლია ფირფიტა, გამჭირვალე ბრეკეტი. საქართველოში არ იყიდება მაგრამ არსებობს "მიობრეისი" - ზუსტად 1-2 წინა კბილის გასასწორებლად შესაძლებელია გამოიყენო, იმედია როდესმე შემოიტანენ და დაიწყებენ გამოყენებას :დ
Vინირების დროს ხდება კბილის ზედაპირის დაქლიბვა, რამდენიმე კბილზე გაიკეთებ და გექნება ისეთი კბილები როგორიც მოგწონს :დ
არ ვიცი შენი წი

მადლობა 2kiss.gif
ამ Dღეებში კიდე შეგაწუხებ კითხვებით biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: საკურა. 4 Nov 2016, 10:29
ვივიანა
ექსტრაციის მერე.... ((((
QUOTE
ბრეკეტების Mერე გქონდა ეგ შეგრძნება? ნუ ნერვიულობ ნურაფერზე :*

ხო, უნდა დავმშვიდდე....
9-ში მივდივარ ენდოდონტისტთან, ჯერ ბათუმში უნდა ჩავიდე, ეს გზა მკლავს, თან ეს ზამთარი, თან 6-7 საათი დაჭირდება ალბათ კბილის დაპლომბვასო, მაგრამ კარგად ჩაიაროს და არ დავეძებ....
მანამდე 8-ში ჩავეწერე თამუნასთან, თუ მნახა და მითხრა ქვემოთ გაკეთდება ბრეისი, თანკბილვაც გამოსწორდება და სივრცეს შევავსებო, ჩათვალე, რომ ნერვიულობის 70% ვიშორებ.. biggrin.gif

* * *
merciamercia
ვივიანა
QUOTE
შეგიძლია ფირფიტა, გამჭირვალე ბრეკეტი. საქართველოში არ იყიდება მაგრამ არსებობს "მიობრეისი" - ზუსტად 1-2 წინა კბილის გასასწორებლად შესაძლებელია გამოიყენო, იმედია როდესმე შემოიტანენ და დაიწყებენ გამოყენებას :დ

ეს გამჭირვალე ბრეკეტი, რომ არის, სრულად რომ ფარავს კბილს, ის არის?...
შემოვიდა, ვიცი ვინც აკეთებს და ძალიან კარგი გოგოა.. ბრეისის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ძლიერ რკალზე ვერ გადავალ შენთან და მერე აგერევა და ფესვების და სახსარის განლევის გამო, საერთოდ გირჩევ შეეშვაო....
მაგრამ არ დავნებდები.... biggrin.gif

Posted by: ვივიანა 4 Nov 2016, 14:20
merciamercia
არ არის პრობლემა ^^

საკურა.
ბათუმში? თბილისიდან ? თბილისშიც არიან საუკეთესო თერაპევტები, ამხელა Gზაზე რამ გადაგაწყვეტინა წასვლა :O
იყავი კონსულტაციაზე ბერიძის კლინიკაში?
ბრეკეტები არის მეტალის და არის გამჭირვალე, ეს განსხვავებაა მხოლოდ.
სრულად რომ ფარავს კაპებია, მაგითიც მკურნალობენ, უბრალოდ საქართველოში ვინმე აკეთებდეს არ ვიცი, თან ძვირი ღირს საკმაოდ.

Posted by: საკურა. 4 Nov 2016, 14:57
ვივიანა
კი, თბილისიდან ბათუმში, ენდოდონტისტთან, კბილის დასაპლომბად... smile.gif
პ.ს. თბილისშიც მირჩიე ვინმე ისე, სხვა დროს რომ გავითვალისწინო....

QUOTE
იყავი კონსულტაციაზე ბერიძის კლინიკაში?

არა, თამუნასთან ვარ სამშაბათს და ბერიძესთან 15-ში....

Posted by: salome456 4 Nov 2016, 21:15
თეასთან მოვიხსენი ბრეკეტები როგორც იქნა, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი ბოლომდე, მესამე დგეა რაც მომხსნა და წინა კბილი წინ წამომეწია თან რომ ვიცინი მეტყობა და სხვებმაც შეამჩნიეს უკვე, ერთ კვირაში რეტეინერს მიკეთებს და ალბათ ამ კბილს აღარაფერი ეშველება ხომ თუ უკვე მოვიხსენი, იქნებ ქონია ვინმეს მოხსნის მერე ასეთი შემთხვევა, ისე ვარ განერვიულებული რო გაღიმება აღარ მინდა sad.gif(((((

Posted by: ვივიანა 4 Nov 2016, 22:50
საკურა.
ჭიპაშვილი ნუცა, უნიდენტი, ძვირი იქნება, მაგრამ ძალოან კარგი.
1 კბილი გიჯდება 1200 ? და რას აკეთებს ექიმი? სახელი გვარი იცი?

salome456
კაპას გიკეთებს თუ რეტეინერს?
იქნებ გამოასწოროს, მიდი ხვალვე, არ გადადო

Posted by: საკურა. 5 Nov 2016, 02:54
ენდოდონტია...
უკვე დაბჟენილი კბილის ხელახალი დაბჟენა -800 ლარი და გვირგვინის აშენება....
რუსლან გვარიშვილი, ბათუმშია, მაიდენტ ქვია კლინიკას.... ერთი კბილი მაქ რომელიც უეჭველი ამასთან უნდა გავიკეთო და მე-7 კბილი არასრულადაა დაბჟენილი არხები და ამაზე ისევ ესეთ კატასტროფულ ფასს მაგრად ვერ გადავიხდი, და მივალ უნიდენტში... მადლობა ♥

Posted by: ვივიანა 5 Nov 2016, 17:14
საკურა.
მიკროსკოპის ქვეშ რომ ტარდება მკურნობა მაგ კლინიკაზე ამბობ ანუ.
მგონი ერთადერთი მიროსკოპია საქართველოში.

Posted by: საკურა. 5 Nov 2016, 21:05
ვივიანა
კი,მგონი ერთადერთია, მარტო ეს მუშაობს ამ აპარატზე....
კისტასაც იღებს ამ აპარატით, კბილის დაზიანების და ქირურგიული ჩარევის გარეშე, ამასაც მარტო ეს აკეთებს ჩვენთან, რამდენადაც ვიცი....

Posted by: otikosi 7 Nov 2016, 05:41
გამარჯობათ, დღეს გავიკეთე ბრემეტები ბერიძის კლინიკაში smile.gif შემოგიერთდებით აქაც თუ რაღაც კითხვები მექნრბა. იმედია მიმიღებთ smile.gif

Posted by: YummyTummy 7 Nov 2016, 13:45
ხალხო, რა მაინტერესებს, ვინც კუბლაშვილთან მკურნალობს - თავიდან ჰო გაძლევენ ჩამოწერილ ფასებს. ეგ ფურცელი დავკარგე და ვინმეს ხომ არ გაქვთ შენახული? ვერ ვიხსენებ ზუსტად რა ფასი ჰქონდა ჩემს ბრეკეტებს.


ასევე მაინტერესებს, განვადება ჰო არის 16 თვეზე და თუ 16 თვეში ვერ მორჩი და კიდევ 1 წელი უნდა გეკეთოს ბრეკეტები, მაინც იხდი გადასახადს ყოველ თვე?

Posted by: საკურა. 8 Nov 2016, 15:51

კუბლაშვილთან ვიყავი დღეს და რავინივით "დამაპაშოლა"......
გამორიცხე ბრეკეტიო და ძვლის მდგომარეობაც არ არის კარგი + პარადონტიტის ნიშნებიც არისო....
გამიშვა მახარაძესთან, ჩემი პანორამის ნახვის დროს ტიპს თვალები გაუფართვოდა და მეთქი უკვე 4-ჯერ ვიტირე ექიმთან, მიდით არაუშავს, ავიტანთქო... biggrin.gif (რა მაცინებს).....
რაც შეიძლება მალე უნდა შეივსოს ორი მეექვსე, იმპლანტით + მკურნალობა, სახსარზე და პარადონტიტზე....
და უეჭველი გაიზომე ძვალში კალცის შემადგენლობაო, ამას ხვალ გავიგებ....
ბათუმში წასვლას აზრი არ აქვს, ზოგადად იმ კბილის დაბჯენას არ აქვს აზრი და მე-7 აქ დაიბჟინე რა პრობლემააო....
და მიხვდა მგონი რო ძალიან ვღელავდი და ზედმეტ დროს უთმობ ამ კბილებს, არც გაბედო და მთელი დღე არ იფიქრო, რას ქვია მთელი თვე ესეთ პანიკაში ხარ და ღამით ნორმალურად არ გძინავს, არ გცხვენიაიო?... biggrin.gif
და რომელი ტიპის იმპლანტითქო და არაფერსაც არ გეტყვი, მერე უნდა ადგე და გუგლო და ინერვიულო, შენი საქმე არაა, რომელსაც მე გადავწყვეტ იმას ჩაგისვამ, შენ შენი საქმე გააკეთეო... :დ



Posted by: Gillen 8 Nov 2016, 21:49
QUOTE (YummyTummy @ 7 Nov 2016, 13:45 )
ხალხო, რა მაინტერესებს, ვინც კუბლაშვილთან მკურნალობს - თავიდან ჰო გაძლევენ ჩამოწერილ ფასებს. ეგ ფურცელი დავკარგე და ვინმეს ხომ არ გაქვთ შენახული? ვერ ვიხსენებ ზუსტად რა ფასი ჰქონდა ჩემს ბრეკეტებს.


ასევე მაინტერესებს, განვადება ჰო არის 16 თვეზე და თუ 16 თვეში ვერ მორჩი და კიდევ 1 წელი უნდა გეკეთოს ბრეკეტები, მაინც იხდი გადასახადს ყოველ თვე?

გააჩნია რომელი ბრეკეტი გაიკეთე, სხვადასხვა ფასებია.

Posted by: YummyTummy 9 Nov 2016, 14:56
Gillen

დასაწყისშია სხვადასხვა, პირველ 2 ვიზიტზე, მერე ყველა ერთსა და იმავე თანხას იხდის

Posted by: l-e-v-a-n 10 Nov 2016, 20:17
მე 8 კბილები ამოიღეო კუბლაშვილმა და შემდეგ ვიზიტამდე მინდა მოვასწრო...
უნიდენტში კაი ქირურგი ვინ ყავთ? მტკივნეულია ოპერაცია? :/
ერთად ჯობია ამოღება 4ვესი ხო ალბათ ?

Posted by: ვივიანა 10 Nov 2016, 22:20
l-e-v-a-n
უნიდენტის ქირურგი არ ვიცი ვინ არის, ისე გიორგი ღვინიაშვილს გირჩრვდი.
4ვე კბილის ამოღება რავიცი, ინდივიდუალურია, მე ამოვიღე 4ვე მერვე ერტად, ზოგს 1 ამოღება უჭირს. ღვინიაშვილი თავადაც შეგატყობს.

Posted by: l-e-v-a-n 10 Nov 2016, 22:38
ვივიანა
უნიდენტში ვფიქრობ მაინც, იქვეა კუბლაშვილიც და თუ რამე სირბილი არ მომიწევს აუხსნის უფრო biggrin.gif თან მაინც არამგონია ცუდი ქირურგი იყოს მანდ... ნუ იმედია ეცოდინება ვინმეს, თუ მართლა ცუდია, მაშინ რა თქმა უნდა არ ღირს
4ვე რო ამოიღე, რთული იყო ეგ? ზედებზე ოპერაცია ჭირდებაო , გაჭრაო თუ რაღაც...
მტკივნეულია?
რა დაგიჯდა? biggrin.gif
და პოსტოპერაციის პერიოდიც როგორია თუ მეტყვი?

Posted by: fujita 16 Nov 2016, 21:11
l-e-v-a-n
უნი დენტში გავ8კეტე მეც ოპერაცია, ზერეკიძის პაციენტი ვარ და
მგონ8 ნინო მაღლაკელიძეა, სწორად თუ მახსოვს არ ვიცი, ზერეკიძეს სარტულზეა,
ბავშვობაში კბილი არ ამომივიდა, ხოდა კბილი გამიშიშვლა, ანუ ღრძილი მომაჩრა რომ კბილი გამ9ჩენილიყო და ბრეკეტი დაემაგრებინა,
ხოდა რავი ძაან მაგარი ექიმია, მე კმაყოფილი ვარ მისიტ და რიავიცი biggrin.gif.

Posted by: ვივიანა 17 Nov 2016, 00:46
l-e-v-a-n
ჩემი სამი კბილი იყო "გასაჭრელი" , მეოთხე უბრალოდ ძალიან ცოტქზე ჩანდა.
მტკივნეული ვერ იქნება კბილის ამოღება, თუ ანესთეზია ნორმალირადაა გაკეთებული :დ
უბრალოდ მე საერთოდ პირის ღრუს ვერ ვგრძნობდი, სადღაც 7-8 ნემსი გამიკეთეს.
ზოგს ერთი კბილის ამოღებაც ერთულება, ძალიან ინდივიდუალურია, ჩემთვის კომპორტული იყო.
შესიება მქონდა Oდნავ 3 დღე. ნატიბიოტიკებს ვიღებდი, მიუხედავად იმისა მტკიოდა თუ არა 4-5 დღე.
საჭმელს ვერ ვჭამდე 1 კვირა.
და ხო , ნაკერები არ მედო საერთოდ.
თანხა არ მახსოვს sad.gif

Posted by: l-e-v-a-n 23 Nov 2016, 21:34
fujita
ვივიანა
გადავწყვიტე უნიდენტშI , მაღლაკელიძესთან

4ვე ერთად მინდოდა მარა არ გირჩევო, მერე გაგიჭირდება ძაან 1 კვირა საჭმის ჭამაო, 1 მხარეს გავიკეთოთ ჯერ და 2 კვირის მერე მეორე მხარესო და ნუ ეგრე ვიზამ

ფასები ძვირი ყოფილა biggrin.gif
არადა ველოდი 4ვეს ამოღება 300 ლარში ჩავეტევი, მაქსიმუმ 350 თქო და 800 ლარი გამოვიდა biggrin.gif

http://www.picz.ge

Posted by: ვივიანა 24 Nov 2016, 00:36
l-e-v-a-n
ხო უმეტესად ეგრე აკეთებენ , ცალ მხარეს 2 კBილი, მერე მეორე მხარეს.
ხო ყველგან სხვადასხვა ფასებია.

Posted by: ჯი-ნია-ნი 26 Nov 2016, 20:41
ერთი თვე გახდება რამდენიმე დღეში და ისეთი შედეგია, თვალებს ვერ ვუჯერებ. 2 წელი დაგჭირდებაო კი მითხრა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდება, ალბათ ბევრად ნაკლები დამჭირდება..
ხოდა, რა უნდა მეკითხა, წეღან წინა კბილები ერთმანეთს დავაჭირე რაღაცნაირად, ხოდა მეტკინა ძაან, ისეთი გრძნობა მაქვს მას შემდეგ,თითქოს მომერყა ერთი კბილი sad.gif
არის შანსი რო ასე მარტივად მოირყეს?: ))

მეზმის და ვიაზრებ რომ გასწორების დროს მოძრაობს კბილები და არის შეგრძნებები მსგავსი, მაგრამ პანიკიორი გავხდი

Posted by: l-e-v-a-n 26 Nov 2016, 23:36
ვივიანა
შენ აი მართლა საღოლ 4ვე კბილი ერთად კი არა დღეს 2 ამოვიღე და გაგიჟებას ვარ ფაქტიურად.. თვითონ ოპერაციის დროს არაფერი არ მაწუხებდა მარა...
მოვედი სახლში და ჯერ ხო მაგრად მტკივა ეგ ნაწილი, დავლიე გამაყუჩებელი... პირს ვერ ვაღებ ვაქტიურად რა ჭამა წყალს ძლივს ვსვამ
40 წუთი ჩამეძინა და რო გამოვიღვიძე ბალიში გადასაფარებელი "პროსწინა" ლეიბი ყველაფერი სისხლით იყო მოთხვრილი
როცეფინი 3ჯერ (ნემსი )და მერე აუგმენტინი დამინიშნა...
5 საათია გასული სადღაც ოპერაციიდან...
http://www.picz.ge
http://www.picz.ge

Posted by: Scoorp 27 Nov 2016, 00:03
l-e-v-a-n

სისხლი უნდა გადმოგეფურთხებინა და დაგედო ცივი გარედან. შეწყდებოდა სისხლდენა
ყბის ტკივილი გაგიგრძელდება რამდენიმე დღე,მაგრამ მემგონი ძალიან გაქვს გასიებული :/ მე ოდნავადაც არ დამსიებია არცერთ მხარეს. მეც ღვინიაშვილთან ამოვიღე და ვარ ძალიან კმაყოფილი,ყველანაირი გართულების გარეშე. არც 200 ლარი დამჯდომია თითო კბილი
უნიდენტში მაინც უაზროდ გაბერილი ფასებია რასაც ვუყურებ რაა.
ხვალ მსუბუქი რამე ჭამწ,ფაფები,იუგურტი და ა.შ.

ვივი მართლა გმირია )))

Posted by: l-e-v-a-n 27 Nov 2016, 00:25
Scoorp
სისხლი გადმოვაფურთხე თავის დროზე სანამ მეძინა ვაფურთხებდი აბა სად წავიღებდი მარა დამეძინა და...
ცივის დადება ვერ მოვასწარი რაღაც, იქ მომცა ოპერაციის მერე სადღაც 10-15 წუთი მედო და სახლში რო მოვედი +5 წუთი
ახლა ვიდებ კიდე იქნებ მეშველოს
ძაან ყურადღებიანი ექიმია ისე , თვითონ დამირეკა როგორ ხარო... სისხლდენა თუ გექნება რაღაც მარლა თუ რაღაც მითხრა და ეგ ჩაიდეო, ეგ კი ვიყიდე მარა არ მიშველა ვაფშე , შეიძLება ცუდად ვიდებდი
უნიდენტში ძაან დიდი ფასებია, რა თქმა უნდა, მაგაში ეჭვი არც აქამდე შემპარვია მარა იქვე რო იყო მაგიტო გადავწყვიტე მანდ, თან არ ველოდი ამხელა ფასებს...

ჭამა არ ვიცი რა მეშველება ხვალ, დღეს დილით კი მქონდა ნაჭამი და დღეს გავძლებ, ხვალ აღარ ვიცი... ასე თუ ვიქენი ხვალაც, ვერაფერს ვერ შევჭამ, წყლის დალევის დროს ცრემლები წამომივიდა ლამის
ყოველი ნერწყვის გადაყლაპვა მტკივა :/


ეგ არის რა, მე თვითონ არ მიყვარს, რჩევას რო ეკითხები ადამიანს და მერე მაინც არ გიჯერებენ biggrin.gif
მარა პრინციპში ინდივიდუალურია ყველაფერი, მეორე მხარეს რა მეშველება აღარ ვიცი... იქეთა ქვედა კბილი უფრო რთულიაო, ზედა უფრო ადვილი

Posted by: Scoorp 27 Nov 2016, 08:45
l-e-v-a-n

მეორე მხარე ამოიღე ღვინიაშვილთან და ნაკლებიც დაგიჯდება smile.gif

იქვე იყო რა გამართლებაა ვერ ვხვდები :დ უნიდენტში ცხოვრობ თუ ვაკეში გასვლა გეშორება) )))
ნუ შენი გადასაწყვეტია,მაგრამ მე გირჩევ სცადო ღვინიაშვილი
არანაირი ბამბა მარლა არაა საჭირო საერთოდ

Posted by: l-e-v-a-n 28 Nov 2016, 01:11
Scoorp
ანუ ბრეკეტებზე უნიდენტში დავდივარ და მაგიტო რავი, გამართლება არ არის მეთქი კარგი კლინიკაა ექიმები ცუდი არამგონია იყოს ვინმე მანდ რავი, საუკეთესო თუ არა საშუალო დონის მაინც ხო იქნება მინიმუმ ყველა...

ნინოზე რაც შემიძლია ვთქვა, ძაან ყურადღებიანია, ოპერაციის მერე საღამოს დამირეკა როგორ ხარ რას შვებიო...
გვიან ღამე 2-3 საათზე სისხლდენა გამიძლიერდა უკვე ნორმა აღარ იყო , სასწრაფოს გამოძახებასაც ვაპირებდი არ მიშველა არანაირმა სოდიანმა და მარილიანმა წყლის გამოვლებამ, არც სავლების გამოვლებამ...
ასე გვიან თU მიპასუხებდა არ მეგონა, დიცინონი იყიდეო და გავიქეცი ეგრევე აფთიაქში , 2 აბი დავლიე ეგრევე, 15 წუთი გავიდა არ მიშველა, მივაყოლე მე-3 ც და მერე კი მიმეძინა, დღეს უკეთ ვარ, ტკივილი არ მაწუხებს, სისხლდენაც არ მაქვს, ნუ ნერწყვი სისხლიანი მაქვს..
საჭმელიც ვჭამე ასე თU ისე , ძაან კი გამიჭირდა, მარა შიმშილს ვერ გავუძლებდი biggrin.gif ხაჭო ვჭამე და წიწიბურა
ესეც ახლანდელი...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

1 კვირაში ეგვიპტეში მივდივარ იმედია იქამდე ჩაცხრება ყველაფერი და ჭამასაც შეუზღუდავად შევძლებ biggrin.gif
ბოდიშით თუ ძაან შეგაწუხეთ ჩემი პირადი ისტორიებით sleep.gif cry.gif

Posted by: Scoorp 28 Nov 2016, 10:30
l-e-v-a-n


ვაიმე შვილო biggrin.gif

ძალიან ხარ დასიებული,არაბუნებრივადაც მემგონი, (ვივი შენ რას იტყვი? biggrin.gif )ნუ არ ვიცი შეიძლება ინდივიდუალურია ყველას ორგანიზმი და ა.შ.
მაგრამ მაინც
ჩემმა დაქალმაც ორი ამოიღო ერთდროულად გიორგისთან და ოდნავადაც არ დასიებია და შენ რატო გაქვს ეგრე ვერ ვხვდები sleep.gif

Posted by: ვივიანა 28 Nov 2016, 11:51
l-e-v-a-n
დიდხანს რომ
არ გედო ცივი შეიძლება მაგის ბრალიცაა, მე რომ მივედი მგონი ნახევარ საათზე მეტი ცივებით ვიყავ, ზუსტადაც ვერ ვიტყი :დ და საერთოდ არ მქომია გასიებული, ოდნავ ლოყები გაფუმფულებილი მქონა :დ
წამლები სვი 4-5 დღე, ანტიბიოტიკი- მიუხედავად იმისა გტკივა თუ არა.
პიურე ჭამე, რამე წვენები საწრუპით თუ გაწუხებს, და ეგეთი რაღაცები. მდნარი ყველი :დ
* * *
ჯი-ნია-ნი
შედეგს შენ დაინახავ თავიდან, ყველაფრრი გასწორდება, მაგრამ შემდეგ საჭიროა ყბების გაფართოება, თანკბილვის გასწორება, კბილების შეთანასოვნება სწორად- ამას კი დრო სჭირდება.

Scoorp
biggrin.gif არადა ეხლაც რომ მითხრან ერთად ამოვიღებდი ისევ :დ

Posted by: aleqsandre777 4 Dec 2016, 16:20
გამარჯობათ მაქვს რამოდენიმე შეკითხვა და დამეხმარეთ. ესეიგი ვცხოვრობ ბათუმში და გადავწყვიტე ბრეკეტების გაკეთება ჰოთსეილზე ბრეკეტებზე ფასდაკლება და რას ფიქრობთ ხარისხი დახლოებით ერთი და იგივეა თუ მაინც აქცენტი ექიმზეა თუ როგორ შედეგიანად გაკეთებს ბრეკეტს და შემდეგ პერიოდს .... და ბავშვობაში ერთი კბილი 6 ამოვიღე და აღარ ამოვიდა შესაბამისად კბილებმა ერთმანეთს მიაწვა და აირია :დ შესაძლებელია თუ არა ბრეკეტით ის ადგილი 6 კბილი გავანთავისუფლოდ რო შემდეგ გამიკრთოს ეგ კბილი?და ბოლო 2 კბილი სიბრძნის ძაან ბოლოშია და ვფიქრობ ამოსღებია ბრეკეტის დროს და ოპერაცია იქნება გასაკეთებელი და გასაჭრელი ისე ვერ მოხერხდება ამოღება ?შემდეგ რო ჩამოვოდე ბათუმში სხვა ექიმი ვერ შეძლებს რეზინების გამოცვლას და ა.შ რო სულ არ ვიარო თბილისში?

Posted by: Gillen 4 Dec 2016, 19:34
მეც ამოსაღები მაქვს მე-8 კბილები. ვერ გადავიტან ასეთ ამბებს. biggrin.gif
გიორგი ღვინიაშვილი რომელ კლინიკაშია?

Posted by: ვივიანა 4 Dec 2016, 21:15
Gillen
როიალ დენტში. ყიფშიძეზეა.

Posted by: aleqsandre777 5 Dec 2016, 11:49
გამარჯობათ მაქვს რამოდენიმე შეკითხვა და დამეხმარეთ. ესეიგი ვცხოვრობ ბათუმში და გადავწყვიტე ბრეკეტების გაკეთება ჰოთსეილზე ბრეკეტებზე ფასდაკლება და რას ფიქრობთ ხარისხი დახლოებით ერთი და იგივეა თუ მაინც აქცენტი ექიმზეა თუ როგორ შედეგიანად გაკეთებს ბრეკეტს და შემდეგ პერიოდს .... და ბავშვობაში ერთი კბილი 6 ამოვიღე და აღარ ამოვიდა შესაბამისად კბილებმა ერთმანეთს მიაწვა და აირია :დ შესაძლებელია თუ არა ბრეკეტით ის ადგილი 6 კბილი გავანთავისუფლოდ რო შემდეგ გამიკრთოს ეგ კბილი?და ბოლო 2 კბილი სიბრძნის ძაან ბოლოშია და ვფიქრობ ამოსღებია ბრეკეტის დროს და ოპერაცია იქნება გასაკეთებელი და გასაჭრელი ისე ვერ მოხერხდება ამოღება ?შემდეგ რო ჩამოვოდე ბათუმში სხვა ექიმი ვერ შეძლებს რეზინების გამოცვლას და ა.შ რო სულ არ ვიარო თბილისში?

Posted by: Scoorp 5 Dec 2016, 11:59
aleqsandre777


ექიმი არ ვარ,მაგრამ იმის თქმა შემიძლია რო სხვა ექიმი რეზინებს არ გამოგიცვლის.
ერთი ექიმია შენი მკურნალი და ის იღებს პასუხისმგებლობას შენი კბილების სისწორეზე, ანუ მოგიწევს თბილისში სიარული დაახლოებით 1 თვიანი ინტერვალით,თუ აქ გადაწყვეტ გაკეთებას.
ჰოთსეილს კი რავი ვერ ვენდობი მე პირადად, თუმცა შეიძლება კარგი ექიმი შეგხვდეს და იაფადაც გამოხვიდე smile.gif))
დანარჩენს ასე ზეპირად ვერავინ გირჩევს,კონსულტაციაზე უნდა მიხვიდე და აჩვენო ექიმს შენი მდგომარეობა
ყველა თავისებურად ხედავს ალბათ ყბა-სახის და კბილების წყობას
მანდაც იქნება ალბათ კარგი ექიმი,თუ სიარულის პრობლემა გაქვს

Posted by: ვივიანა 5 Dec 2016, 22:10
aleqsandre777
Scoorp-ის რჩევას ვერაფერს დავამატებდი, გაითვალისწინე up.gif

Posted by: YummyTummy 15 Dec 2016, 20:23
aleqsandre777

არც მე გავრისკავდი ჰოთსეილზე ყიდვას, სჯობს ისეთ ექიმთან მისვლა, ვინც ნაცნობმა გირჩია. სხვადასხვა ექიმთან ვერ ივლი, ერთი უნდა აირჩიო და ბოლომდე იმასთან უნდა იარო. ცოტა უფრო ძვირია ლიგატურებიანი ბრეკეტები, თუ მაგას გაიკეთებ ვიზიტების რაოდენობა შემცირდება და თვეში ერთხელ სიარულის ნაცვლად დაახლოებით 3 თვეში ერთხელ მოგიწევს

Posted by: ვივიანა 15 Dec 2016, 20:50
YummyTummy
ლიგატურიანი ბრეკეტი უფრო იაფია, აი თვითლიგირებადია ძვირი.

Posted by: Scoorp 26 Dec 2016, 13:43
ბავშვებო ზერეკიძის ნომერი დამიპიემეთ რა ან მაგის ასისტენტის
წამშლია ნომერი :;/

Posted by: ჯი-ნია-ნი 6 Jan 2017, 13:08
გამარჯობა,

კბილებს ელექტრო ჯაგრისით ხომ არ იხეხავთ რომელიმე?

ბრეკეტებს ხომ არ გააფუჭებს? ან რამდენად კარგად ხეხავს? რომელი ფირმის მოგწონთ?

დავიტანჯე ჩვეულებრივი ჯაგრისით, ნადებს აჩენს, რამდენიც არ უნდა ვიხეხო

Posted by: MyDecember 6 Jan 2017, 23:11
ჯი-ნია-ნი
QUOTE
დავიტანჯე ჩვეულებრივი ჯაგრისით, ნადებს აჩენს, რამდენიც არ უნდა ვიხეხო

ჩვეულებროვ ჯაგრისთან ერთად გამოიყენეთ დამატებითი აპროქსიმალური ჯაგრისები
ბრეკეტების გასახეხად..
არსებობს ბევრი სახეობა და მწარმოებელი.. აფთიაქებშიც იყიდება ..
დეტალური ინფორმაცია თუ როგორ დაიცვათ უკეთესი ჰიგიენა ბრეკეტების ტარებისას
თქვენმა ორთოდონტმა უნდა მოგაწოდოთ..


Posted by: Dark_Sky 7 Jan 2017, 03:51
გამარჯობაა,, სად შევიძინო რეზინები? აქ ადრე ერთმა დაპოსტა მე თIთონ ვიცვლიო ჰოდა მინდა ვცადო rolleyes.gif

Posted by: ჯი-ნია-ნი 7 Jan 2017, 19:57
MyDecember
მაგ ყველაფერს ვაკეთებ, უბრალოდ მაინც ისეთი შეგრძნებაა, რომ მთლად კარგად არ შორდება.
მოკლედ, ვიყიდე გუშინ საღამოს ორალბის ელექტრო ჯაგრისი და მგონი ამოვისუნთქე.

Posted by: tekle333 9 Jan 2017, 11:26
გამარჯობათ მეგობრებო , ცერეკის კბილი თუ გაგიკეთებიათ ვინმეს? ვფიქრობ გავიკეთო ცერეკი, გვერდებზე კბილების გაქლიბვას და იმპლანტს რატომღაც ვფიქრობ ეგ ჯობია, ვისთან მირჩევთ მივიდე რომ კარგად დამაკვალიანოს?

ავერსის კლინიკაზე რა აზრის ხართ ? ღიირს მანდ მისვლა?

Posted by: YummyTummy 9 Jan 2017, 16:55
ჯი-ნია-ნი

მე ვიყენებ ფილიპსის სონიქეას და ძალიან მომწონს. ერთი პერიოდი დამტენს ვერ ვპოულობდი და ჩვეულებრივი ჯაგრისით ვიხეხავდი, ჰოდა უსწრაფესად გამიჩნდა ნადები

Posted by: ჯი-ნია-ნი 10 Jan 2017, 14:55
YummyTummy
ჰო, მეც ძალიან მარტივად მიჩნდება ნადები sad.gif
4 დღეა კმაყოფილი ვარ ელექტრო ჯაგრისით : ))

Posted by: xunwa 14 Jan 2017, 00:50
558793465 თუ ორთოპედია გსურთ დამირეკეთ ირაკლი იკითხეთ

Posted by: l-e-v-a-n 16 Jan 2017, 15:44
როგორ ჯობია კბილების გათეთრება
ლაზერული თუ ზუმის აპარატით?
ან თუ იცით უნიდენტში როგორ აკეთებენ

Posted by: amenhotep 16 Jan 2017, 15:49
l-e-v-a-n
მე გავიკეთე ალბიუსში და იმენა გამითეთრეს, ლაზერით

Posted by: l-e-v-a-n 16 Jan 2017, 16:31
amenhotep
რა დაგიჯდა? ყველა კბილი ხო?

Posted by: lelukaa 18 Jan 2017, 00:45
ბრეკეტებზე ბოლო კბილზე სამაგრიდან გამოძვრა რკინა თუ სინა თუ რა ქვია სწორად არ ვიცი, შაბათამდე ვერ მივდივარ ორთოდონტთან, ძაან ვაგვიანებ? რეზინების გაკეთებას აქვს აზრი?

Posted by: BabeRock 18 Jan 2017, 01:01
lelukaa
QUOTE
ბრეკეტებზე ბოლო კბილზე სამაგრიდან გამოძვრა რკინა თუ სინა თუ რა ქვია სწორად არ ვიცი, შაბათამდე ვერ მივდივარ ორთოდონტთან, ძაან ვაგვიანებ? რეზინების გაკეთებას აქვს აზრი?

არ ინერვიულო მაგაზე. თავიდან რკინა სულ მძვრებოდა. უბრალოდ იფრთხილე არ გაგიკაწროს სასა.
რეზინა გაიკეთე მაინც

Posted by: ვივიანა 18 Jan 2017, 01:07
lelukaa
ცვილი ან კევი დაიმაგრე ლოყა რომ არ Dაგიზიანდეს . არაუშავს.

Posted by: BabeRock 18 Jan 2017, 01:13
QUOTE
მოკლედ, ვიყიდე გუშინ საღამოს ორალბის ელექტრო ჯაგრისი და მგონი ამოვისუნთქე.

ჩემმა ორთოდონტმა პირდაპირ მითხრა რომ ბრეკეტებტან ელექტრო ჯაგრისი არ გამომეყენებინა და ამიტომ ვიყენებ ჩვეულებრივს + რაღაცა მოცუცქნული ჯაგრისია. + გლისტერინის სავლებს, ეს ჩემი ინიციატივით.

Posted by: lelukaa 18 Jan 2017, 07:54
ბრეკეტებზე ბოლო კბილზე სამაგრიდან გამოძვრა რკინა თუ სინა თუ რა ქვია სწორად არ ვიცი, შაბათამდე ვერ მივდივარ ორთოდონტთან, ძაან ვაგვიანებ? რეზინების გაკეთებას აქვს აზრი?

Posted by: GooDxGaMeR 19 Jan 2017, 17:55
გამარჯობათ ,1 თვეა რაც მოვიძვრე ეს ავადსახსენებელი - ორივე ყბაზე მქონდა მოძრობის შემდეგ რარაც ფიქსაცია მარტო ქვედა ყბაზე გამიკეთა ჩემა ორთოდენტმა , მაგრამ ისიც უკვე კვირაზე მეტია მომძვრა - მე და ჩემებიც ბევრ ვერაფერს სხვაობას ვატყობთ კბილების თანწყობას ბრეკეტების1 წლის ტარების შემდეგ , არის რაღაც შედეგი მაგრამ არა ისეთი როგორსაც მოველოდი, ზედა კბილები მისაწევი მქონდა და იგივ პოზიციაზე დარჩა უბრალოდ თანწყობაა ოდნავ გაუმჯებესებული - ხო ვერ დამკვალიანებთ აქვს აზრი ეხლა რომ ორთოდენტს შევჩივლო ? რას მირჩევთ

Posted by: TamunaKr 19 Jan 2017, 20:29
დაახლოებით რა ჯდება მარტო ქვედა ყბაზე ბრეკეტები,ყველაზე ხარისხიანი? დავრეკე საკმაოდ კარგ კლინიკაში და ამერიკული და გერმანული გვაქვსო. ამერიკული 1000 და გერმანული 1200,მაგრამ თუ მარტო ქვედა ყბა გინდა,მაშინ შუაზე გაიყოფაო. ანუ გამოდის 500 ან 600 ლარი. ახლობელი მეუბნება ძალიან იაფიაო და ცოტა დავეჭვდი.

Posted by: l-e-v-a-n 19 Jan 2017, 20:37
TamunaKr
უნიდენტში მიდი თეა ზერეკიძესთან






QUOTE
როგორ ჯობია კბილების გათეთრება
ლაზერული თუ ზუმის აპარატით?
ან თუ იცით უნიდენტში როგორ აკეთებენ










TamunaKr
QUOTE
ნომერს

http://d.unident.ge/?lang=ge&p=19

Posted by: TamunaKr 19 Jan 2017, 21:10
l-e-v-a-n
QUOTE
უნიდენტში მიდი თეა ზერეკიძესთან

ნომერს ხომ ვერ მომცემ ბარემ? და ფასებსაც დავაზუსტებდი.

Posted by: TamunaKr 21 Jan 2017, 18:35
ვისაც მარტო ერთ ყბაზე გაგიკეთებიათ ბრეკეტი,მართლა არ მოგცათ შედეგი?ანუ თუ მინდა მარტო ერთი კბილის გასწორება, მაგის გამო ორივე ანუ ზემოთაც და ქვემოთაც უნდა ვატარო?( დღეს ვიყავი უნიდენტში და ეგრე მითხრეს, მარტო ქვემოთ გაკეთებას აზრი არ აქვსო. არადა ქვემოთ მინდა შუა კბილი მაქვს ცოტა უკან შეწეული. ბრეკეტების ფასი მეტალის 2300 და სხვები კიდე უფრო მაღლა ადის. (. რას მირჩევთ დავთანხმდე თუ სხვებთანაც მივიდე. ან თუ არსებობს სხვა რამე გზა ერთი კბილის გასწორების. ბრეკეტების გარეშე. ნუ დღეს იქ ყველანაირი იმედი გადამიწურეს. მარტო ბრეკეტებია გამოსავალიო(. არადა წელიწადნახევარი ჯერ მაგის გაძლება და მერე ლოდინი(
* * *
ანუ კიდე რა მაინტერესებს. ვთქვათ გავიკეთე ბრეკეტი ორივე ყბაზე( ვნახე უკვე რომ აუცილებელია),მაგრამ სხვა კბილების წყობა კარგი მაქვს( ესე მითხრა თეამ) , რო მივიხსნი,ის რაც მომწონს და არ მინდა რომ შემეცვალოს,მაინც შეიცვლება)? ანუ ერთი კბილის გასწორების გამო,მთლიანი წყობა შემეცვლება? მაგდენი შემრცხვა რო თეასთვის მეკითხა).

Posted by: ვივიანა 22 Jan 2017, 15:31
TamunaKr
ბრეკეტ სისტემა კეთდება ორივე ყბაზე, შენ შესაძლოა 1 კბილი არ მოგწონდეს, მაგრამ იყოს უამრავი ნიუანსი რაც ფუნქციისთვის აუცილებელია, ნორმალური ფუნქციისთვის და მათი გასწორებაც უნდა მოხდეს ამიტომ. ჯაჭვირი რეაქციასავითაა ყბა-კბილთა სისტემა.
ერთ ყბაზე გაკეთებას არ გირჩევდი, თუ იკეთებ გაიკეთე ბოლომდე, დაასრულე მკურნალობა.
არ ვიცი როგორი შემთხვევა გაქვს, რა და როგო შეიცვლება თეამ იცის. კარგი ორთოდონტის ხელში იქნები ნამდვილად.

Posted by: TamunaKr 22 Jan 2017, 18:06
ვივიანა
QUOTE
ერთ ყბაზე გაკეთებას არ გირჩევდი, თუ იკეთებ გაიკეთე ბოლომდე, დაასრულე მკურნალობა.

კი ეგ უკვე ვიცი და არც მინდა ერთ ყბაზე. გუშინ რომ ვიყავი თეასთან,ზუსტად მაგაზე მელაპარაკებოდა. გოგო შემოვიდა ჩემს მერე,რომელსაც მარტო ერთ ყბაზე ქონდა განაკეთები სხვა ორთოდონტთან და საშინელი შედეგი ქონდა. სულ აერია წყობაო. მე უბრალოდ უფრო ნალებად ხანგრძლივი პროცესი მინდოდა თუ არის რამე გასწორების,აქ ვიღაც წერდა აღარ მახსოვს რომელ გვერდზე ერთი კბილი გაისწორა გამოქაჩვითო თუ რაღაც ეგეთი. ბრეკეტებამდე სანამ მივალ მინდა რო სხვა გზებიც გავიგო თუ არსებობს. ჯერ ის რომ წელიწადნახევარი ლოდინი მაგ სისტემის, და ყველაზე მეტად რომ ვერ მოვუარო ისე როგორც საჭიროა და კარიესის პრობლემა დამეწყოს არ მინდა. ძალიან ჯანმრთელი მაქვს ეხლა კბილები ყველანაირად.

Posted by: taamo 22 Jan 2017, 18:09
ვინმეს ხომ არ გქონიათ შეხება ჩაჩავას კლინიკასთან. რამდენად კარგად აკეთებენ ბრეკეტებს? ან ვინ თუ ჰყავთ კარგი ორთოპედი? ფასდაკლება აქვთ ეხლა და დამაინტერესა ღირს თუ არა

Posted by: salome456 24 Jan 2017, 15:00
რეტეინერი მიკეთია და პლომბები მომძვრა ორ კბილზე, ვისთან შეიძლება მისვლა ხომ Aრ იცით?

Posted by: l-e-v-a-n 24 Jan 2017, 20:32
TamunaKr
თეა არის ალბათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ჩემი აზრით, უფრო ძვირიანებიც არიან, იგივე უნიდენტში კუბლაშვილი 2ჯერ ძვირია თითქმის მარა თეაზე ცუდი არ გამიგია მე და ასე რომ არ ღირს თანხის დაზოგვაზე ფიქრი და სხვა ექიმების ძებნა (ეს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა) , 18 თვეზე გადაგინაწილდება გადასახადი, 3 შესატანი გექნება წინასწარ და დარჩენილი თანხის (სადღაც ნახევარი) გადანაწილდება 18 თვეზე
ნუ მაგას მემგონი თეაც გეტყოდა და უფრო ზუსტად შენ გეცოდინება
და კითხვები დაუსვი ყველაფერი, მორიდგება არ გამოდგება ამ საქმეში, მაგრამ ბრეკეტების ჩასმა ნიშნავს რო მიიღო უკეთესი შედეგი და არალოგიკურია თავისთავად რო ბრეკეტებმა წყობა გაგიფუჭოს და არიოს, ეგ შეიძლება მოხდეს დაბალკვალიფიციურ ორთოდონტის ხელში






QUOTE
როგორ ჯობია კბილების გათეთრება
ლაზერული თუ ზუმის აპარატით?
ან თუ იცით უნიდენტში როგორ აკეთებენ


Posted by: GooDxGaMeR 25 Jan 2017, 01:28
QUOTE
გამარჯობათ ,1 თვეა რაც მოვიძვრე ეს ავადსახსენებელი - ორივე ყბაზე მქონდა მოძრობის შემდეგ რარაც ფიქსაცია მარტო ქვედა ყბაზე გამიკეთა ჩემა ორთოდენტმა , მაგრამ ისიც უკვე კვირაზე მეტია მომძვრა - მე და ჩემებიც ბევრ ვერაფერს სხვაობას ვატყობთ კბილების თანწყობას ბრეკეტების1 წლის ტარების შემდეგ , არის რაღაც შედეგი მაგრამ არა ისეთი როგორსაც მოველოდი, ზედა კბილები მისაწევი მქონდა და იგივ პოზიციაზე დარჩა უბრალოდ თანწყობაა ოდნავ გაუმჯებესებული - ხო ვერ დამკვალიანებთ აქვს აზრი ეხლა რომ ორთოდენტს შევჩივლო ? რას მირჩევთ


არავის გაქვთ რჩევა ?

Posted by: ვივიანა 25 Jan 2017, 01:30
GooDxGaMeR
ვერ მივხვდი რა უნდა შესჩივლოთ.
რეტეინერი გაგიკეთათ Dა ის მოგძვრათ ?
შედეგი არ მოგწონთ ?

Posted by: GooDxGaMeR 25 Jan 2017, 01:57
ვივიანა

QUOTE
ვერ მივხვდი რა უნდა შესჩივლოთ.


ეს ხუმრობით lol.gif

QUOTE
რეტეინერი გაგიკეთათ Dა ის მოგძვრათ ?


ეგ ისაა ხომ მე რომ ფიქსატორს ვეძახი - ქვედა ყბაზე გამიკეთა მაგრამ მომძვრა ამ ახალ წლებზე კინაღამ გადამცდა და წერილი წავიღე )

QUOTE
შედეგი არ მოგწონთ ?


კი ასე ერთი კვირის შემდეგ შევატყვე განსაკუთრებით ზედა ყბაზე - წინ მქონდა გამოწეული კბილები და დიკომფორტს მიქმნიდა დიდი წლად ამიტომაც გავიკეთე და ვატრა 1 წელზე მეტი და ეხლა ისევ იგივე შეგრძნება მაქვს - ზედა ყბის კბილები ზედმეტად წინ არის ქვედა ყბის კბილებზე

Posted by: ვივიანა 25 Jan 2017, 02:10
GooDxGaMeR
ფიქსატორი თუ აღარ გიკეთიათ, აუციოებლად უნდა გაიკეთოთ, შანსი იმისა რომ კბილები ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდება საკმაოდ დიდია.
როდესაც მხოლოდ ერთ ყბაზე კეთდება ბრეკეტი ხშირად ხდება ასეც, გასაკვირია არაა.

Posted by: GooDxGaMeR 25 Jan 2017, 02:12
ვივიანა

ორივეზე მეკეთა და ფიქსაცია მხოლოდ ქვედაზე გამიკეთა , ერთს შეგეკითხები ეხლა რომ ვუთხრა ვთვათ შედეგი არ მომწონსთქო ისევ იმ ძველ ბრეკეტებს დამაგებს თუ , ხელახლა მომწიევს თანხის გადახდა და ახლის შესყვიდა ეგ მაინტერესებს

Posted by: ვივიანა 25 Jan 2017, 02:16
GooDxGaMeR
კაპაც არ გაქვს ? აი გამჭირვალე ერთი ყბის კბილებზე კეთდება.
უი ბოდიში, რატომღაც მეგონა მეგონა ერთ ყბაზე გეკეთა. რეზინებს თუ იყენებდი ყბათაშორისებს ? შენთვითონ უნდა გამოგეცვალა დღეში 2-ჯერ ან ერთხელ.
ისე რომ იცოდე ასაკის მატებასთან ერთად ქვედა ყბა წინ მოდის.
არ ვიცი რომ არ მოგატყუო sad.gif

Posted by: GooDxGaMeR 25 Jan 2017, 02:30
ვივიანა

QUOTE
კაპაც არ გაქვს ? აი გამჭირვალე ერთი ყბის კბილებზე კეთდება.


არაფერno.gif ი არ მაქვს )



QUOTE
ისე რომ იცოდე ასაკის მატებასთან ერთად ქვედა ყბა წინ მოდის.


ზედა მაქვს წინ

QUOTE
უი ბოდიში, რატომღაც მეგონა მეგონა ერთ ყბაზე გეკეთა. რეზინებს თუ იყენებდი ყბათაშორისებს ? შენთვითონ უნდა გამოგეცვალა დღეში 2-ჯერ ან ერთხელ.


კი სულ ბოლოს ყველაზე პატრა ზომას მგონი ბანნები ეხატა ) - მე რასაც ვიყენებდი უკანა კბილებზე რგოლები მეკეთა და წინა კბილებიდან მაქამდე ვჭიმავდი "ვამაგრებდი" მაგ რეზინებს

QUOTE
არ ვიცი რომ არ მოგატყუო


ჰო ეგ მაინტერესებდა - სილამაზეზე მეტად ამ დისკომფორტის გაქრობა მინდოდა , მოკლედ გავარკვევ თუ რაიმე მეშვლება - მადლობა გამოხმაურებისათვის yes.gif

Posted by: lelukaa 26 Jan 2017, 15:50
BabeRock
ვივიანა
არ მაწუხებდა სერთოდ. უბრალოდ ვინერვიულე რომ ის რამდენიმე დღე რეზინის კეთებას აზრი არ ექნებოდა smile.gif
კი დავიკორექტირე ამასობაში smile.gif))

ბავშვისთვის მინდა ვიყიდო ელ.ჯაგრისი, 6 წლისაა, ჰოდა საბავშვოს ვერ მივაგენი ვერსად, ჰო არსად გეგულებათ?

Posted by: basky 30 Jan 2017, 10:45
ნარიაშვილის კოორდინატები ხომ არავინ იცით? დამეხმარეთ რა

Posted by: Unico 30 Jan 2017, 18:51
გატეხილი რეტეინერის შემთხვევა გქონიათ ვინმეს? biggrin.gif biggrin.gif

ასეთი რამე პირველად ვნახე რა. არ ვიცი რის გამო, მაგრამ ფიქსირებული (ლითონის წკირის ფორმით რომაა) რეტეინერი მაქვს გატეხილი, ქვედა ყბაზე : /


Posted by: ვივიანა 31 Jan 2017, 00:36
Unico
მიდი სადაც გაიKეთე და გამოგიცვლიან :*
მინახავს თან არაერთი :დ


Posted by: Unico 31 Jan 2017, 01:24
ვივიანა
კი, აუცილებლად მივალ.

მაგრამ მე მაინტერესებს, როგორ გავტეხე? რის გამო?

რა ვჭამე ნეტა ასეთი ან რავიცი.. შოკში ვარ მე biggrin.gif

საჭმელი როგორ იმოქმედებდა თქო სულ ვფიქრობ, როცა კბილის უკან მაგრდება წესით და დაფარულია.


აუ ისე, რო დამინახავს ექიმი, გაგიჟდება lol.gif რატო არ უვლიო user.gif

Posted by: l-e-v-a-n 31 Jan 2017, 15:05
ვივიანა
Unico
თქვენ არ ფლობთ რამე ინფორმაციას სად ათეთრებენ კბილებს კარგად? ან უნიდენტში რა მეთოდით ათეთრებენ? biggrin.gif ან რომელი ჯობია ლაზერი, ზუმი თუ სხვა? baby.gif

Posted by: Unico 31 Jan 2017, 15:07
l-e-v-a-n
გათეთრება არ ვიცი, გაწმენდა კი ბატონო.

Posted by: nino_nini 3 Feb 2017, 00:30
ბრეკეტების გაკეთებიდან რამდენიმე თვის მერე ზედა კბილები ქვემოთ ხომ არ ჩამოგივიდათ?

Posted by: ვივიანა 3 Feb 2017, 10:49
nino_nini
თუ თქვენმა ორთოდონტმა გადაწყვიტა კბილების "დაგრძელება" ჩამოგივიდოდათ, ინდივიდუალურია ეს.

Posted by: buub 4 Feb 2017, 13:48
გამჭირვალე კაპების ტარებას თუ კბილების შიდა მხარეს მავთულით დამაგრებას ექიმი არჩევს თუ მეც შემიძლია ავირჩიო? ეს გამჭირვალე კაპი მგონია მალე გატყდება და ვინ რამდენი ხნის განმავლობაში ატარეთ ბრეკეტის მოხსნის მერე?
ესეც ჩემი 18თვიანი ბრეკეტსისტემის ტარების შემდგომი შედეგი

Posted by: ვივიანა 4 Feb 2017, 16:31
buub
ექიმს გააჩნია, ზოგი არჩევანის საშუალებას აძლევს, ზოგი საკუთარი გამოცდილებიდან რომელიმეს თავაზობს.
არ გაგიტყდებათ ნამდვილად. ძალიან იშვიათად რომ გატყდეს.
ზოგადად ორივეს აწვს დადებითი-უარყოფითი.
კაპა მოსახსნელია- პაციენტზეა შემდგომი ეტაპი დამოკიდებული. შინირება ანუ "მავთულით შიდა მხარის გამაგრება" მოუხსნელი.

Unico
ყველაფერი ხდება :დ
თერაპევტმა გაგიკეთა ?
რა ქენი მოაგვარე ?

Posted by: Unico 5 Feb 2017, 00:25
ვივიანა
არა ჯერ არ მივსულვარ :დდდ
ერთი კბილიც მაქვს ამოსაღები და სანამ არ ვიმშობიარებ, არაო.

მეც უკვე ისე დავმძიმდი, ფეხები მტკივა პერიოდულად და ბევრს ვერ დავდივარ, თუ სადმე გადაუდებელი აუცილებლობა არაა.

გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში მოვახერხებ მისვლას, მჯერა ჩემი ბიჭი მომცემს ამის საშუალებას. საჭმელს დავუტოვებ და ეგაა user.gif

Posted by: საკურა. 5 Feb 2017, 23:02
ვივიანა
ვივი, როგორ ხარ....
ჩემი ღრძილები მგონი რეცესიას განაგრძობენ...:დ
თეამ (ნაცვლიშვილი) თავიდან დამაიმედა, მაგრამ ორთოდონტთან ერთად ჩემიკატე რომნახა, ცოტა არ იყოს და არ მოეწონა...))))
ხოდა ორი ვარიანტია, კარგ შემთხვევაში თანკბილვის გამოა რეცესია, ეს წინა კბილების ფესვებიც იმიტომ გაიწოვა და შეიძლება რომბჟენებით გამოსწორდეს, ცუდ შემთხვევაში ყბის სახსარის პრობლემააო....
ხოდა მართლა შესაძლებელია ბჟენებით გამოსწორება?
რაღაც აპარატი მითხრეს, არ მახსოვს რა ქვია,მგონი შენი ყვის მოდელს აკეთებს და ყველა მიმართულებით და ყველა სფეროში ხედავენ როგორ მოძრაობს ყბები და ამის მიხედვით ადგენენ, თუ ეს არიქნა, მერე უკვე უშუალოდ ყბა უნდა გადაიღონ რაღაც აპარატით და ყბა-სახის ქირურგიაო, ამაზე ფიქრიც არ მინდა... smile.gif
ერთ-ერთ ვარიანტად მითხრეს, შიგნიდან მუდმივი რეტენიერის დაყენება, რომ შედარებით დიდხანს გაძლოსო... sad.gif
რაიმე მსგავსი გსმენია? ზოგადად მანდ როგორ არის ყბა-სახის ქირურგია განვითარებული, იმედია არ დამჭირდება, მაგრამ აქ არამგონია ვინმეს ვანდო, მინდა ვიცოდე სად ღირს გაკეთება, რა ჯდება და ა.შ.
აუ, მგონი ნაადრევად ვშფოთავ ხო? sad.gif

Posted by: mariam-bejo 7 Feb 2017, 20:01
გამარჯობა
ფირფიტის გაკეთებას ვაპირებდი ზედა ყბაზე, დაშორებები მაქვს და შემჭიდროების მიზნით, მაგრამ ექიმმა მარტო ზედას ვერ გავაკეთებ ქვედა თუ არ გავწიეო და ამიტომ ქვემოთა ორივე სიბრძნის კბილი უნდა ამოიღოო.

ხოდა მენანება ძაან ეს ორი საღი კბილი, ნუ ვიცი რომ კონკრეტული შემთხვევაა და ასე პასუხს ვერ მეტყვით და ა.შ. მარა ზოგადად სიბრძნის კბილების ამოღებაზე რა პრაქტიკაა იქნებ მითხრათ, საშიშია თუ არა და ა.შ.

და სხვა გზა თუ არის რამე თქვენი აზრით კბილების გასწორებით ისე რომ არ ამოვიღო

მადლობები

Posted by: ვივიანა 7 Feb 2017, 23:24
Unico
ვაიმე პატარა ^^ წარმომიდგენია როგორ ელოდებიით.
კარგად იქნება ყველაფერიი :*

საკურა.
კარგად შენ როგორ ხაარ ^^
ბჟენზე არ გამიგია როგორ კეთდება ფესვებთან დაკავშირებით რომ Aრ მოგატყუო.
რეტეინერი კი მართლა კარგია, ძალიან ხშურად იყენებ მაგ მიზნით.
სახსარზე კი არ ვიცი ვინ გირჩიო საქართველოში ამ ეტაპზე.
აქ სახსარზე მკურნალობენ ჯერ მარტო ძალიან კარგად.
ოპერაციაზე კი 3დ-ს ნახვამდე ნაადრევია.
ეს 3დ არის რომელიც ყველა განზომილებაში გვაჩვენებს ყბა-კბილთა სისტემას.
სხვა აპარატი არ ვიცი რა იგულისხმეს sad.gif
ნუ მერვიულობ წინასწარ :*


mariam-bejo
თუ ამოღების ჩვენებაა ამოსაღებია. ორთოდონტიაში ხშირად ხდება. საშიში კი არაფერია ნამდვილად. კარგი ქირურგი ჩვეულებრივად ამოიღებს.

Posted by: nino_nini 8 Feb 2017, 20:17
QUOTE (ვივიანა @ 3 Feb 2017, 10:49 )
nino_nini
თუ თქვენმა ორთოდონტმა გადაწყვიტა კბილების "დაგრძელება" ჩამოგივიდოდათ, ინდივიდუალურია ეს.

როგორც ჩანს გადაწყვიტა და თან ისე რომ ჩემთვის არაფერი უთქვამს biggrin.gif
ხოდა ზედა ტუჩი იმაზე მაღლა აიწია ვიდრე იყო,ღრძილიც უფრო დიდად ჩანს.ზედა კბილები ქვედებს ძალიან ფარავს და ქვედა ყბაც შეიწია(გამოწეული არ მქონია).

Posted by: საკურა. 9 Feb 2017, 09:59
ვივიანა
QUOTE
ბჟენზე არ გამიგია როგორ კეთდება ფესვებთან დაკავშირებით რომ Aრ მოგატყუო.
რეტეინერი კი მართლა კარგია, ძალიან ხშურად იყენებ მაგ მიზნით.

ფესვებზე არა ვივი, გვირგვინზე, ოღონდ ისე, რომ თანკბილვა გამოსწორდეს უკანა კბილების....
QUOTE
აქ სახსარზე მკურნალობენ ჯერ მარტო ძალიან კარგად.

სად ხარ შენ?....
მე ისიც კი მახარებს, რომ იცი თუნდაც სადღაც აკეთებენ კარგად ოპერაციას და შემიძლია რომელიმე ქირურგს ვენდო... :დ
QUOTE
ეს 3დ არის რომელიც ყველა განზომილებაში გვაჩვენებს ყბა-კბილთა სისტემას.
სხვა აპარატი არ ვიცი რა იგულისხმეს

კატეზე ამბობ? ვერ ავხსენი ალბათ, მე თვითონაც არ ვიცი და, დავაზუსტო უნდა....

Posted by: ვივიანა 9 Feb 2017, 15:17
nino_nini
ესე ახსნით ვერ გავიგებთ, უბრალოდ სწორ თანკბილვაში რომ ჩაჯდეს, ნორმა დაცული რომ იყოს ხდება ასეთი რაღაცები.

საკურა.
კი ბჟენით თანკბილვის აწევა ხდება, ზუსტად სახსრის მკურნალობა სრულდება ასე.
მე მინსკში, ბელარუსში ვარ. ოპერაცია როგორ კეთდება არ ვიცი. თვითონ სახსარს მკურნალობენ ძალიან კარგად.
ხოო, კატეზე ვთქვი sad.gif

Posted by: საკურა. 9 Feb 2017, 16:08
ვივიანა
QUOTE
ი ბჟენით თანკბილვის აწევა ხდება, ზუსტად სახსრის მკურნალობა სრულდება ასე.

რამდენადაც ამიხსენეს, არასწორი თანკბილვის გამო არასწორი დატვითვაა სახსარზე, ასეა?...
აუ, დროზე გავიკეთო მაშინ და ნეტა შეიძლებოდეს გამოსწორება....
ისე აქ აკეთებს ვინმე მსგავს ბჟენებს?...
QUOTE
მე მინსკში, ბელარუსში ვარ. ოპერაცია როგორ კეთდება არ ვიცი. თვითონ სახსარს მკურნალობენ ძალიან კარგად.

აუ არ გინდა მალე ჩამოხვიდე?... biggrin.gif

Posted by: Scoorp 9 Feb 2017, 16:14
საკურა.


აცადე გოგო ჯერ ისწავლოს biggrin.gif

Posted by: საკურა. 9 Feb 2017, 16:53
Scoorp
მალე ისწავლოს... biggrin.gif

შენ რას შვები, როგორ მიდის მკურნალობა, კმაყოფილი ხარ?...
რეცესია ისევ გრძელდება?....
მე მეშინია რომ არ შეწყდეს... ((((

Posted by: ვივიანა 9 Feb 2017, 22:38
საკურა.
კი ზუსტად ეგრეა.
მაგალითად აქ, ჯერ კეთდება კაპა რელაქსაციისთვის, შემდეგ მაგარი კაპა თანკბილვის აწევისთვის, სწორდება ყველაფერი და სადღაც 1 წლის მერე კეთდება ბჟენები. ვინ აკეთება არ ვიცი, არც გამიგია.
სახსარს არ ვსწვალობ მე biggrin.gif ჩემი მეგობარია სახსარზე. მე ერთი წელი დამრჩა, იმას წელიწად-ნახევარი :დ
ზოგადად სახსრის მკურნალობა კომპლექსურია- ჯერ ორთოპედი სახსარს მკურნალობს , შემდეგ ან ორთოდონტი აგრძელებს ან თერაპევტი, ანდაც ორივე , შემთხვევას გააჩნია.


Scoorp
biggrin.gif biggrin.gif
შენი ბრეკეტები როგორაა ? ^^

Posted by: საკურა. 10 Feb 2017, 00:07
ვივიანა
მე მძიმე შემთხვევა ვარ, ორთოდონტი ჩემ კბილებს ვერ გაეკარება...biggrin.gif
ნუ ქვემოთ ყბაზე შეიძლება... :დ
QUOTE
მაგალითად აქ, ჯერ კეთდება კაპა რელაქსაციისთვის, შემდეგ მაგარი კაპა თანკბილვის აწევისთვის

ეს ახლა ჩემთვის არ უნდა გეთქვა ხომ იცი, იმიტომ რომ ეგრევე ვინტერესდები და გთხოვ უფრო დაკონკრეტებით ამიხსნა რას გულისხმობს... :დ
QUOTE
ჯერ ორთოპედი სახსარს მკურნალობს , შემდეგ ან ორთოდონტი აგრძელებს ან თერაპევტი, ანდაც ორივე , შემთხვევას გააჩნია.

ორთოპედის სახსრის მკურნლობაში რა სახის მკურნალობა მოიაზრება ზოგადად? ყბა-სახის ქირურგთან ვიყავი მე და წამლები დამინიშნა უბრალოდ..
ვსო, დაგტანჯავ ახლა.. :დ

Posted by: Scoorp 10 Feb 2017, 11:18
საკურა.

ბრეკეტებით მკურნალობაზე მეკითხები? biggrin.gif
ღრძილებზე ეხლა უნდა მივიდე თვის ბოლოსკენ
შენ ივერიელთან არ ყოფილხარ ხო?
სიმართლე გითხრა არ ვიცი,მგონი პროცესი მაინც მიდის, (ნელა,მაგრამ მაინც) sad.gif

ვივიანა
ვაიმე რავიცი,ერთი სული მაქვს უკვე რა :@
თეამ გაზაფხულზე მოგხსნიო, ყველა სეზონზე ეგრე მეუბნება,გავგიჟდი უკვე რა
რეზინები მიკეთია ეხლა და მგონი გავდივართ ბოლოსკენ რა biggrin.gif

Posted by: საკურა. 10 Feb 2017, 12:34
Scoorp
არა, ღრძილებზე....
QUOTE
შენ ივერიელთან არ ყოფილხარ ხო?

არა, კმაყოფილი ხარ?.... პაროდონტოლოგია?
მე თეასთან ვარ ნაცვლიშვილთან....
ანთება არ მაქვს, ამიტომ არავითარი პროცედურა არ ჩამტარებია, ერთადერთი რაც გააკეთა გაზომა რეცესიის პროცესი, ვნახოთ პროგრესირდება თუ არა, თუ ბრეისის დროს მიმდინარე პროცესია, რომელიც შეჩერდაო....
უბრალოდ კბილების გამოხეხვის "ტექნიკა" დამიწუნა, ძალიან ძლიერად აწვები ჯაგრისს და არ შეიძლებაო და აუცილებლად გამოიყენე ირიგატორიო......
მერე ღრძილების პლასტიკა, მაგრამ ჯერ უნდა დააკვირდეს.....

Posted by: Scoorp 10 Feb 2017, 12:54
საკურა.

ღრძილებზე ნუ მე ვატყობ რომ წინა კბილები ცოტა შიშვლდება
იმედია მეჩვენება. არვიცი sleep.gif
პაროდონტოლოგია ივერიელი, კი
კმაყოფილი რავი, 6 თვეში ერთხელ დავდივარ და 1 კვირიან მკურნალობას მიტარებს
პროცესი უნდა შეჩერდესო თორე უკეთესობა ვერ გვექნება.
თეა სადაა?
მინდა სხვასთან მისვლაც, აქ ვივიმაც მირჩია ადრე ვიღაცა, კონსულტაციაზე მაინც მივალ,მოვისმენ სხვის აზრსაც

Posted by: საკურა. 10 Feb 2017, 15:10
Scoorp
ხო, მაგრამ რას მკურნალობს? ანთება არ გაქვს როგორც ჩანს, რის კურსს გიტარებს აბა....
QUOTE
თეა სადაა?
მინდა სხვასთან მისვლაც, აქ ვივიმაც მირჩია ადრე ვიღაცა, კონსულტაციაზე მაინც მივალ,მოვისმენ სხვის აზრსაც

ალბიუსში....თეა ნაცვლიშვილი, მაგრამ ახლავე ჩაეწერე თუ გინდა, შეიძლება 1 თვეში იყოს ადგილი, შეიძლება 2 თვეში.....

Posted by: Scoorp 10 Feb 2017, 15:46
საკურა.
კონსულტაცია რა ღირს?


პაროდონტიტი მაქვს და იმას მკურნალობს
ანთებაში არ ვიცი რა იგულისხმება (სისხლდენა და ესე გამოხატულად არ მაქვს)
მაგრამ პროცესი მიდის კბილის გაშიშვლების
მკურნალობაში შედის-კბილი-ღრძილის (თუ არ ვიცი როგორ ჰქვია biggrin.gif ) გაწმედა
მალამოს მისვამს მერე და ვიჩერებ 10 წუთით
ასევე ლაზერით მკურნალობს ღრძილზე და ნუ + დასალევ წამალს მინიშნავს
და მეც მსაყვედურობს იმაზე რო კბილებს სწორად არ/ვერ ვიხეხავ :დდ

Posted by: Scoorp 15 Feb 2017, 15:19
50 ლარი ღირს თეასთან კონსულტაცია sleep.gif რა ამბავიაა
მარტო კონსულტაცია რო მაგდენი ეღირება მკურნალობაში ალბათ ათმაგს დავტოვებ sad.gif
არადა მინდა სხვამაც ნახოს ღრძილები
რა გავაკეთო :///

Posted by: ვივიანა 15 Feb 2017, 15:33
საკურა.
აი რაც დავწერე, კაპა რელაქსაციისთვის და ა.შ Aი მაგას აკეთებს ორთAოპედი და ამ მხრივ მკურნალობს სახსარს. კვილების მოძრაობა მოქმედებს სახსარზე, ერთმანეთთანაა კავშირში.
ყველა შემთხვევაში არაა ბრეკეტები გასაკეთებელი, ზოგჯერ თერაპიით მთავრდება, ყველა შემთხევვა განსხავებულია.

Scoorp
დაამთვარებ მალე, არაუშავს ^^
ეგრე ღირს კონსულტაციები, ღრძილების მკურნალობა არც მგონია იაფი ღირდეს. კარგი პარიდონტოლოგი Mართლა იშვიათია.

Posted by: Scoorp 15 Feb 2017, 16:22
ვივიანა

მანანასთან 25 ღირდა და თუ მკურნალობას გადაწყვეტდი მასთან ეგ 25-იც იმ კურსის თანხაში შედიოდა მერე.
კურსში 200 ლარს ვიხდი ივერიელთან და ორმაგ ფასს ნამდვილად ვერ მივცემ თეასთან
თუმცა არ ვიცი :/

Posted by: ვივიანა 15 Feb 2017, 17:01
Scoorp
ხო , შენი გადასაწყვეტია. ყველა კლინიკას და ექიმს სხვანაირად აქვს.

Posted by: Scoorp 16 Feb 2017, 17:02
ვივიანა

ვივ დანბლანში ხო არ გეგულება ვინმე კარგი? პაროდონტოლოგიის მხრივ
რო მირჩიო სახელი გვარით?

Posted by: ვივიანა 16 Feb 2017, 19:33
Scoorp
უი საერთოდ არ ვიცი მაგ კლინიკაში ვინმე, ჩემს ჯგუფელებსაც ვკითხე და ისინიც არ იცნობენ sad.gif

Posted by: CigarettesAfterSex 17 Feb 2017, 16:41
გამარჯოობა , ძაან გასასწორებელი არ მაქვს კბილები , სხვას ჩემს ადგილას ალბათ არ მოუნდებოდა გასწორება მაგრამ უკეთესი ფორმა მინდა ქონდეს და ყველაზე მოკლე დროში რამდენი ხანი შეიძლება ბრეკეტი ვატარო ? 1 წელი ბევრი მგონია ზედმეტად

Posted by: l-e-v-a-n 20 Feb 2017, 01:41
CigarettesAfterSex
მეც ეგრე ვიყავი მიახლოებით, ყველა მეუბნებოდა რაც გინდაო მარა მე გათეთრება უფრო მაწუხებდა და მეთქი ბარემ ამასაც მოვაგვარებთქო
1 წელი არა
1.5 წელი მინიმუმ
მარა მალევე მიეჩვევი

უბრალოდ თეთრი და სწორი კბილები ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს, მე ბიჭი ვარ მარა მეზიზღება ჩემი გაღიმება, უფრო ალბათ იმის გამო რო სათანადოდ თეთრი არაა, ანალოგიურად და უფრო მეტად ახდენს გავლენას გოგოზე ჩემთვის ლამაზი კბილები, თუმცა გოგოებში ასე თუ ისე უფრო ნაკლებადაა ულამაზო კბილები

Posted by: CigarettesAfterSex 20 Feb 2017, 12:19
l-e-v-a-n
QUOTE
მეც ეგრე ვიყავი მიახლოებით, ყველა მეუბნებოდა რაც გინდაო მარა მე გათეთრება უფრო მაწუხებდა და მეთქი ბარემ ამასაც მოვაგვარებთქო
1 წელი არა
1.5 წელი მინიმუმ
მარა მალევე მიეჩვევი

უბრალოდ თეთრი და სწორი კბილები ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს, მე ბიჭი ვარ მარა მეზიზღება ჩემი გაღიმება, უფრო ალბათ იმის გამო რო სათანადოდ თეთრი არაა, ანალოგიურად და უფრო მეტად ახდენს გავლენას გოგოზე ჩემთვის ლამაზი კბილები, თუმცა გოგოებში ასე თუ ისე უფრო ნაკლებადაა ულამაზო კბილები


მე ვიფიქრე 6 თვიანიც იქნება თქო ძაან ბევრია sad.gif , გათეთრება პასტებითაც ხო თეთრდება და არ გიცდია თუ არაა ეფექტური

Posted by: l-e-v-a-n 20 Feb 2017, 13:59
CigarettesAfterSex
პასტებით არანაირი შედეგი არ მქონია, ნუ მე შეილება ვერ ვატყობ
არ ჯდება კბილების გათეთრება ბევრი, გავარკვიე რაღაც დეტალები რამდენიმე კლინიკა სადაც კარგად ათეთრებენ : დენსი, ალბიუსი, ცედექსი
ალბათ მე ცედექსში ვცდი პირველ ეტაპზე, შედარებით ნაკლები აქვთ ფასი, ეგ ეფექტი მაინც დროებითია და 1 წელში ან 2 ში მაინც მეორედ დამჭირდება და მერე მივალ სხვაგან biggrin.gif
გასწორებას რაც შეეხება, 1.5 წელია მინიმუმი რა.. მეც მასე მითხრეს თავიდან, კაკრაზ 1.5 წელი გავიდა ამ თვეში ჩემთვის, კი ვკითხე არ მიწევს ჯერ მოხსნათქო biggrin.gif მარა არ ვჩქარობ, მობეზრებული მაქთქო რო გითხრა მთლად მასე არა, უფრო ის მინდა რო ბოლობოლო მომხსნან და მერე ეგრევე გავითეთრო და ეგაა ვიქნები ნორმალური კბილებით biggrin.gif მარა მირჩევნია მოვიცადო კიდე რამდენიმე თვე (ალბვათ მაქსიმუმ 3 თვე... იმიტო რო რეზინები მომხსნეს კაი ხანია) და შედეგი იყოს კარგი, აზრადაც არ მომსვლია რო დამეჩქარებინა ეს პროცესი, თან ისეთ ორთოდონტთან ვარ რო 100% დარწმუნებული ვარ შედეგში

Posted by: CigarettesAfterSex 20 Feb 2017, 15:31
l-e-v-a-n
QUOTE
გასწორებას რაც შეეხება, 1.5 წელია მინიმუმი რა.. მეც მასე მითხრეს თავიდან, კაკრაზ 1.5 წელი გავიდა ამ თვეში ჩემთვის, კი ვკითხე არ მიწევს ჯერ მოხსნათქო  მარა არ ვჩქარობ, მობეზრებული მაქთქო რო გითხრა მთლად მასე არა, უფრო ის მინდა რო ბოლობოლო მომხსნან და მერე ეგრევე გავითეთრო და ეგაა ვიქნები ნორმალური კბილებით  მარა მირჩევნია მოვიცადო კიდე რამდენიმე თვე (ალბვათ მაქსიმუმ 3 თვე... იმიტო რო რეზინები მომხსნეს კაი ხანია) და შედეგი იყოს კარგი, აზრადაც არ მომსვლია რო დამეჩქარებინა ეს პროცესი, თან ისეთ ორთოდონტთან ვარ რო 100% დარწმუნებული ვარ შედეგში

და რას ატყობ კმაყოფილი ხარ ? ჯერ დასრულებული არაა მაგრამ მაინც , რა დაგიჯდა გასწორება და რომელი ტიპის ბრეკეტით ისწორებ ბარემ თემის წაკითხვა მეზარება


Posted by: l-e-v-a-n 20 Feb 2017, 15:41
CigarettesAfterSex
მეც შენი არ იყოს დიდად არ მქონდა თანწყობა არეული, უფრო ქვედა კბილებზე და ახლა იასნია გასწორებულია , მე რასაც ვფიქრობ უკვე იდეალურია მარა ალბათ კიდე საჭიროა
თვითლიგირებადი კერამიკა მაქვს ზემოთ(გამჭვირვალე), ქვედა ყბაზე კერამიკა არაო და მეტალის მაქ
4700 ლარი (გინაწილებენ 18 თვეზე განვადებასავითაა)
+მოხსნის მერე 300 ლარი ფიქსატორის
მეტალი რო ჩამესვა 3900. ლარი ღირდა

იგივე კლინიკაში (უნიდენტში) არის მეორე ორთოდონტი თეა ზერეკიძე რომელსაც ძაან აქებენ, მე მაგასთან მისვლას გირჩევდი ფასი გაცილებით ნაკლები მემგონი სადღაც 2000 ლარის ფარგლებში

Posted by: CigarettesAfterSex 20 Feb 2017, 15:48
l-e-v-a-n
QUOTE
მეც შენი არ იყოს დიდად არ მქონდა თანწყობა არეული, უფრო ქვედა კბილებზე და ახლა იასნია გასწორებულია , მე რასაც ვფიქრობ უკვე იდეალურია მარა ალბათ კიდე საჭიროა
თვითლიგირებადი კერამიკა მაქვს ზემოთ(გამჭვირვალე), ქვედა ყბაზე კერამიკა არაო და მეტალის მაქ
4700 ლარი (გინაწილებენ 18 თვეზე განვადებასავითაა)
+მოხსნის მერე 300 ლარი ფიქსატორის
მეტალი რო ჩამესვა 3900. ლარი ღირდა

იგივე კლინიკაში (უნიდენტში) არის მეორე ორთოდონტი თეა ზერეკიძე რომელსაც ძაან აქებენ, მე მაგასთან მისვლას გირჩევდი ფასი გაცილებით ნაკლები მემგონი სადღაც 2000 ლარის ფარგლებში

მადლობა მინდა მოვაბა თავი მაგრამ , მგონია რო დამაკომპლექსებს ბრეკეტები და საერთოდ არ გავაღებ პირს biggrin.gif

Posted by: l-e-v-a-n 20 Feb 2017, 16:04
CigarettesAfterSex
არ დაგაკომპლექსებს, პირიქით დამიჯერე
ბევრი არი ისეთი მოხსნა არ უნდა ვაფშე, ჩემი ნაცნობია ერთი გოგო და 3 წელია ატარებს და არ დადის ვიზიტებზე, არ მინდა მოხსნა ამის გარეშე ვერ წარმომიდგენიაო biggrin.gif ნუ იასნია მაგარი სისულელეა ეგ რო მოხსნა არ გინდოდეს, ვერ წარმომიდგენია, მარა დაკომპლექსებით არ დაგაკომპლექსებს yes.gif

Posted by: AnEeEeE=]] 22 Feb 2017, 15:09
ბრეკეტებზე რო მივიდე მერვე კბილებს ამომიღებენ/? user.gif ისე ვერ გაკეთდება ეს ბრეკეტები? ამ მერვე კბილების გამო შემეწია ქვედა კბილები , არადა ამოღების სასტიკად მეშინია user.gif

Posted by: Scoorp 22 Feb 2017, 15:48
AnEeEeE=]]


ყველას არ უწევს ამოღება
მიდი კონსულტაციაზე და გეტყვიან
არც ამოღებაა ისე პრობლემა smile.gif

Posted by: ვივიანა 23 Feb 2017, 00:14
AnEeEeE=]]
ანუ კბილები აგირია მერვეების ამოსვლამ ?
კონსულტაციაზე გეტყვიან ზუსტად.


Posted by: AnEeEeE=]] 25 Feb 2017, 11:14
ვივიანა
ამირია ეხლათქი ვერ ვიტყვი ორი კბილი არ მომწონს ქვემოთ რა, უკან შეიწია აშკარაა რომ ვეღარ ეტევა=)) ჰომივალ კონსულტაციაზე ერთი რას მეტყვიან=)0
Scoorp
ძაან არმინდა რო ამომიღონ , ამხელა კბილების ამოღებსაც ვერ გადავიტან biggrin.gif

Posted by: ვივიანა 26 Feb 2017, 17:04
AnEeEeE=]]
რენდგენს გადაგიღებენ და დიდი ალბათობით სიტუაცია რომ არ გაურესდეს მაგ ყვაზე 2ვე მერვეს ამოღებას გირჩევენ.
მერვე კბილის ამოღება მიზანშეწონილია თუ რიგ პრობლემებს იწვევს. არაფერი თან გადასაყოლი კბილი არაა ხშირ შემთხვევაში, ტყუილად "მისტირი" :დ ვისაც ამოუღია, გადაგვიტანია და ნუ დარდობ შენც გადაიტან biggrin.gif

Posted by: elene_e 7 Mar 2017, 23:09
მოგესალმებით,

მინდა მეტალის ბრეკეტების გაკეთება ორივე ყბაზე. იქნებ მირჩიოთ ისეთი კლინიკა სადაც მისაღები ფასები იქნება და ექიმი რომლის ნდობაც შეიძლება smile.gif

მეორე მაინტერესებს რამდენად მისაღებია ბრეკეტის გაკეთება, იქიდან გამომდინარე რომ სახსრის გარკვეული პრობლემები მაქვს, ამოვარდნილია ცოტა ცალი სახსარი

მადლობთ წინასწარ smile.gif

Posted by: maryyam 9 Mar 2017, 16:23
QUOTE (taknatuna @ 6 Sep 2015, 15:03 )
2თვის შედეგი. ეხლა ულვე ქვედა ყბაზე უნდა გავიკეთო. ძალიან კარგი შედეგი მაქვს მართლა. ♥♥♥

პირადი შეტყობინება ნახეე ^_^

Posted by: Addict 15 Mar 2017, 20:43
CigarettesAfterSex

2 წელია ბრეკეტებს ვატარებ, 2 თვეში უნდა მომხსნან. თავიდან მეგონა რომ ეს 2 წელი მთელი საუკუნე იქნებოდა, დღევანდელი გადმოსახედიდან მალე გაიარა. თან მერე ეჩვევი ბრეკეტს, თან შედეგს რომ ხედავ სულ აღარ ფიქრობ იმას, რომ მალე მოიხსნა

Posted by: LUCKY7 15 Mar 2017, 22:22
Addict
რომელ ექიმთან დადიოდი?

Posted by: White&Black 16 Mar 2017, 09:27
elene_e
QUOTE
მინდა მეტალის ბრეკეტების გაკეთება ორივე ყბაზე. იქნებ მირჩიოთ ისეთი კლინიკა სადაც მისაღები ფასები იქნება და ექიმი რომლის ნდობაც შეიძლება

მე Eliz Dent_ში გავიკეთე, ანა ნოდიასთან. 19-20 თვე მქონდა. 2 თვეა რაც მოვიხსენი და ძაან კმაყოფილი ვარ ^_^ არცერთი კბილის ამოღება არ დამჭირვებია მაგრამ რეტეინერის მოხსნამდე მერვე კბილების ამოღება მომიწევს biggrin.gif
ფასებს რაც შეეხება მე ფასდაკლება მომიწია და მაშინ 400 თუ 500 ლარი გადავიხადე ბრეკეტებში, დანარჩენი უკვე 3-4 კვირაში ერთხელ კორექციაზე ვიზიტი 20 ლარი + კიდე დამატებით კაპა, რაღაც კბილების დასაბამი რეზინები, რეტეინერები მოკლედ ჯამში სადღაც 2000 ლარამდე ავედი

Posted by: Addict 18 Mar 2017, 21:36
LUCKY7

თეა ზერეკიძესთან დავდივარ "უნიდენტში" ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით

Posted by: LUCKY7 18 Mar 2017, 22:10
Addict
რა დაგიჯდა და განვადება თუ აქვთ?

Posted by: Addict 18 Mar 2017, 22:48
LUCKY7
განვადება არ აქვთ, როგორც ასეთი, მაგრამ არის თანხის 4 ნაწილად გადახდა. თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც პირველ ჯერზეა გადასახდელი (1350 გადავიხადე პირველად, თუ სწორად მახსოვს). მე მაქვს გამჭვირვალე ბრეისები და მთლიანობაში დაჯდა 3650 ლარი 2 წლის წინ, შესაძლოა ახლა სხვა ფასი იყოს. მეტალის ბრეისები უფრო ნაკლები ღირს, არის კიდე ასეთი ვარიანტი, რომ წინა კბილებზე გამჭვირვალე კეთდება და უკანა კბილებზე მეტალის.

Posted by: fujita 22 Mar 2017, 18:51
მოკლედ ასეთი სიტუაცია მაქვს რა და თქვენ რას მირჩევთ smile.gif
თეა ზერეკიძეს პაციენტი ვარ ხოდა ბრეკეტები მიკეთია 1,4 წელი
ჩემი მთავარი პრობელმა მდგომარეობს იმაში რომ ორივე ზედა ეშვი ბავშვობაში არ ამომივიდა და შიგნით ღრძილშია გაჩრებული, გავიკეთე ოპერაცია და ნელნელა ვქაჩავთ რა ერთ ეშვს, ხოდა დღეს გადავიღე 3D რედგენი და თეამ ძალიან ნელა მოდისო რაა, დიდი დრო დაჭირდებაო, ალბათ 1 წელი მინიმუმ კიდევო და თუ დრო გეჩქარება მერილენდის ხიდით ამოიშენეო, მაგას თუ გადაწყვიტავ 6 თვეში მოგხსნი ბრეკეტს და მერე გაიკეთე მერილენდიო
თუ არადა 2 წელი მაინც უნდა გეკეთოს კიდევო
ხოდა რას მირჩევთ, ეს მერილენდის ხიდი ვარგა რამედ? თუ ისევ ჩემს კბილს მივაწვე და გავიყვანო დაწყებული საქმე ბოლომდე? სადაც ამდენი ვიწვალე ვფიქრობ რომ ბარემ ეგრე ვქნა, უბრალოდ რჩევის სახით თქვენ რას მეტყვით

ვივიან გამოდი გამომეხმაურე <3

Posted by: ვივიანა 22 Mar 2017, 20:19
fujita
მერილენდის ხიდი რა არის გითხრა ახლა, წარმოიდგინე ეშვი ხომ გაკლია, თავისფალი ადგილი სადაცაა, 2 კბილს შორის გაგიკეთებენ პატარა ძაფივით, ან რაღაც საყრდენს და ზედ ბჟენით აგიშენებენ კბილს. რამდენ ხანს გექნება ეს მერილებდის ხიდი ? გააჩნია როგორ ჩაკბეჩ Dა როგორ Gაგიძლებს, 10 წელი თუ ძლებს არც ვიცი,მაქსიმუმი 4-5 გამიგია. ანუ სულ უნდა იკეთო. ზოგადად კი ეშვზე როგორც კბილზე მოდის საკმაოდ დიდი ძალა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კბილია.
და ყოველთვის ( იშვიათი გამონაკლისების გარდა) შენი კბილი სჯობს გვირგინსაც, იმპლანტსაც, პროთეზსაც და ყველაფერსაც ამქვეყნად.
მე პირადად როგორც მომავალი ორთAოდონტი გირჩევდი რომ საკუთარი ეშვები ჩაგესვა რკალში. როგორც პაციენტიც იგივეს გირჩევდი :დ
2 წელი არ არის კატასტროფა დრო, ვფიქრობ რომ თუნდაც ნაკლები ფული, დრო დაგეხარჯება მომავალში + ეგ ეშვები რაღაც დროის მერე გექნება ამოსაღები- ამის დიდი შანსია, რადგან ხშIრად მსგავსი ამოუჭრელი კბილები დროთა განმავლობაში კისტას წარმოქმიანს.
10-15 წელში წარმოიდგინე მანდ იმპლანტის გაკეთება მოგიწევს. სულ მერილენდის ხიდით ვერ იქნები, ან
ჩვეულებრივი ორთოპედიული ხიდი- გვერდზე კბილები გექნება დასაქლიბი.
არჩევანი შენზეა მაინც საბოლოო.

მგონი ცალსახას ეშვების "ჩამოსვლას" ვემხრობი :დ

Posted by: fujita 22 Mar 2017, 20:27
ვივიანა
მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა ამომწურავი პასუხისთვის 2kiss.gif
მეც იქვე ადგილზე ვუთხარი რომ გავაგრძელებდი ეშვის ჩამოყვანას და არ მინდოდა ეგეთი მაიმუნობები, თუმცა მაინც გამომიშვა იფიქრეო და მეც ვიკითხე რადგან დრო მქონდა smile.gif
ანუ შენც მირჩევ, ხოდა ეგაა ვივყან ისევ ეშვს sa.gif
რაც მე მაგაზე ოპერაცია გადავიტანე, თან ორჯერ მაგას შევარჩენ, მაგ ეშვს? biggrin.gif

Posted by: ვივიანა 22 Mar 2017, 22:45
fujita
არაფრის რისი მადლობა ^^
ხო, მეც ბუნებრიობისკენ უფრო მივდიბარ ყოველთვის, ხიდებს, იმპლანტებს სულ გაიკეთებ ^^
ისე როგორ მიდის მკურნალობა, კმაყოფილი ხარ ?

Posted by: fujita 23 Mar 2017, 19:54
ვივიანა
რავიცი აბა რა გითხრა, ორივე ყბაზე კი მიკეთია ბრეკეტი, თუმცა კაი ხანი ჯერ მარტო იმ ეშვის ჩამოწევითაა დაკავებული მხოლოდ
არადა მითხრა 6 თვეში მოიხსნიო, ანუ ადვილად გამისწორდებოდა რო რამე smile.gif

მოკლედ ხვალ მივდივარ ისევ და გავაგრძელებ ჩემი კბილის ჩამოყვანას

Posted by: taknatuna 24 Mar 2017, 14:01
დღეს მოვიხსენი ბრეკეტებიი.
ახლა გათეტრება მინდა. ვინმეს გაგიტეტრებიათ? რომელს მიჩევთ?

Posted by: fujita 24 Mar 2017, 22:31
ვივიანა
ეჰ ისეთები მითხრა დღეს თეამ რო sad.gif
მეორე ეშვზეც იგივე პრობლემა მაქვს, ანუ ფესვის ბოლომოკაუჭებულია და ჰაიმორიტის მხარეს არის გაჭრილი sad.gif
დავემშვიდობე ჩემს კბილებს sad.gif
იმპნანტიც კი ვერ გაკეთდებაო
დავრჩი ისევ მერილნენდის ამარა sad.gif
ფოტოები გადავუღე კომპში იმ 3დ რედგენს და გამოგიგზავნი მერე პირადში

ჰაიმორიტი არ უნდა დაგემართოს თორე დარხეული გაქვსო რა facepalm.gif

Posted by: ვივიანა 26 Mar 2017, 13:40
taknatuna
გილოცავ ^^ ძალიან კარგია ^^

fujita
არაუშავს, თუ ეგრეა საქმე გაიკეთე როგორც გეუბნება, არ ინერვიულო მაგაზე.
ძალიან ხშირად ხდება მაგავსი რაღაცები.
იმპლანეტბზე კი გაარკვიე ცოტა გვიან კარგ იმპლანტოლიგთან, შესაძლოს რამე მოახერხონ, მაგ სფეროში იმდენი სიახლეა და ისეთებს აკეთებეენ :დ
ჰაიმორიტი არ დაგემართება, მიხედე თავს, აკონტროლო ხშირად კბილები და იქნები კარგად.
კარგი, ჩამიყარე როცა მოახერხებ. ^^
არ ჩამოყარო ყურები.

Posted by: salome456 26 Mar 2017, 14:06
ბრეკეტების მერე ვისაც გაგითეთრებიათ დაწერეთ რა ვისთან იყავით და რა ფასად გაითეთრეთ??

Posted by: clairdelune 31 Mar 2017, 16:22
გთხოვთ ვინმემ თუ იცით მირჩიეთ რა... ,,სტომატოლოგიური მომსახურეობის ჯგუფი საქართველო" რომ არის ვაჟაზე იქ ვფიქრობ ბრეკეტების გაკეთებას და ორი ორთოდონტი ყავთ ანა და გიორგი და იქნებ მირჩიოთ რომელთან მივიდე? ვინმეს არ გქონიათ შეხება ამ სტომატოლოგიურთან ან ვინმე თქვენს ახლობელს? ნებისმიერი თქვენი შთაბეჭდილება მაინტერესებს ამ კლინიკაზე...

Posted by: maryyam 2 Apr 2017, 13:03
QUOTE (clairdelune @ 31 Mar 2017, 16:22 )
გთხოვთ ვინმემ თუ იცით მირჩიეთ რა... ,,სტომატოლოგიური მომსახურეობის ჯგუფი საქართველო" რომ არის ვაჟაზე იქ ვფიქრობ ბრეკეტების გაკეთებას და ორი ორთოდონტი ყავთ ანა და გიორგი და იქნებ მირჩიოთ რომელთან მივიდე? ვინმეს არ გქონიათ შეხება ამ სტომატოლოგიურთან ან ვინმე თქვენს ახლობელს? ნებისმიერი თქვენი შთაბეჭდილება მაინტერესებს ამ კლინიკაზე...

მეც მაინტერესებს ინფორმაცია მაგ კლინიკაზე. მესამე ორთოდონტიც ყავთ როგორც ვიცი თამარ ხოდონაშვილი მაგრამ სხვა ფილიალში მუშოაბს . მეც ვერ გადავწყვიტე რომელ ორთოდონტთან გავიკეთო. ფასი საკმაოდ მისაღები აქვთ.

Posted by: ვივიანა 2 Apr 2017, 14:21
clairdelune
maryyam
კონსულტაციზე მიდით სამივესთან და აარჩიეთ, როგორ მკურნალობის გეგმას შემოგთავაზებთ ან რას გეტყით.
ეოორც ამბობენ ადამიანმა ორთოდონტი უნდა აირჩიოს და ჰყავს მთელი ცხოვრებაო.

Posted by: LUCKY7 3 Apr 2017, 00:55
ზერეკიძემ 2600 მეტალის ბრელეტებიო რა უაზრო ფასები აქვთ...

Posted by: cisiqiteli 3 Apr 2017, 16:44
ზღარბუნა ჯაგრისი კბილთა შორისი ჯაგრისია?

Posted by: ვივიანა 3 Apr 2017, 18:26
LUCKY7
უაზრო ? biggrin.gif
სხვასთანაც მაგდენი ჯდება, უბრალოდ ერთიანად არ გეტყვის ყველა :დ

cisiqiteli
კი, ბრეკეტები როდესაც გიკეთია ბრეკეტის გარშემო უნდა გაწმინდო.

Posted by: BabeRock 3 Apr 2017, 18:35
ესე იგი რა იუნნდა ვიკითხო, ბრეკეტები მიკეთია და ამასობაშI მგონი კბილებზე დამერხა, მგრძნობიარობა მაქვს მომატებული და ერთ კბილზე შავი წერტილი გამიჩნდდა..
ჰოდა ბრეკეტებით სტომატოლოგთან მისვლა შეიძლება?

Posted by: MyDecember 3 Apr 2017, 18:41
clairdelune
maryyam
რამდენიმე ორთოდონტთან გაიარეთ კონსულტაცია და ვისი მკურნალობის გეგმაც თქვენთვის მისაღები იქნება და შესაბამისად ფასებიც ადეკვატური მასთან დაიწყეთ მკურნალობა..
QUOTE
ამბობენ ადამიანმა ორთოდონტი უნდა აირჩიოს და ჰყავს მთელი ცხოვრებაო.

+1LUCKY7
QUOTE
ზერეკიძემ 2600 მეტალის ბრელეტებიო რა უაზრო ფასები აქვთ...

თუ მეორადი ვიზიტების (კორექციების) ფასიც შედის აღნიშნულ თანხაში, მაშინ ძალიან ძვირიც არაა..
მაგრამ მაინც დამოკიდებულია რა ხარისხის მასალით მუშაობს ექიმი, რა მკურნალობის გეგმას გთავაზობთ და როგორ შედეგზე ორიენტირდება..
გამომდინარე ზემოთ ჩამოთვლილიდან უკვე შეძლებთ სასურველი ორთოდონტის პოვნას..
cisiqiteli
QUOTE
ზღარბუნა ჯაგრისი კბილთა შორისი ჯაგრისია?

თუ ბრეკეტის მოსავლელ ჯაგრისებზე საუბრობთ,
დაახლოებით ასეთი ფორმის და დიზაინის გახლავთ
შეგიძლიათ იკითხოთ აფთიაქებში: ინტერდენტალური ჯაგრისები
http://pix.ge/
http://pix.ge/
BabeRock
QUOTE
ესე იგი რა იუნნდა ვიკითხო, ბრეკეტები მიკეთია და ამასობაშI მგონი კბილებზე დამერხა, მგრძნობიარობა მაქვს მომატებული და ერთ კბილზე შავი წერტილი გამიჩნდდა..
ჰოდა ბრეკეტებით სტომატოლოგთან მისვლა შეიძლება?

დიახ შესაძლებელია. უმეტეს შემთხვევაში ბრეკეტები კბილების დაბჟენას ხელს არ უშლის..

Posted by: BabeRock 3 Apr 2017, 18:42
MyDecember
QUOTE
დიახ შესაძლებელია. უმეტეს შემთხვევაში ბრეკეტები კბილების დაბჟენას ხელს არ უშლის..

მადლობა

Posted by: l-e-v-a-n 4 Apr 2017, 00:53
აუ დამეხმაროთ იქნებ
ბრეკეტების მოხსნა მიწევს უკვე , მაისში ალბათ და გათეთრება მჭირდება უეჭველი, ხოდა უნიდენტში ვარ კუბლაშვილთან მარა გათეთრება მქონდა გადაწყვეტილი ცედექსში ლაზერით, იმიტო რო ესენი კაპებით ათეთრებენ, და იტოგში ასე მითხრა კუბლაშვილმა ეს კაპებით თუ რაღაცეები მაინც უნდა ატარო 3 წელი ღამეო და შენთვისაც ნაკლები ხარჯია იმაში გავუშვებთ მათეთრებელსო და ნაკლებიც დაგიჯდება ვიდრე მერე იქ ცალკე იხადო ფულიო, არადა ძლივს გადაწყვეტილი მქონდა რო კაპებით გათეთრება არ მინდოდა და ლაზერი მინდოდა ცედექსში, ხო არ მატყუებენ ესენი რამეს? biggrin.gif
დამაკვალიანეთ რა baby.gif
https://orthodontcenter.files.wordpress.com/2011/10/ortodont3.jpg
აი ეს უნდა ატარო ღამეო და ბარემ გავუშვებთ მათეტრებელს მაგაშიო...

Posted by: Pey1 4 Apr 2017, 16:28
გამარჯობათ, დენთალ სთარში მაქვს 50%-იანი ფასდაკლება ბრეკეტებზე, დაზღვევა მიფინანსებს და თუ იცით კარგად აკეთებენ მანდ, ვინმეს გსმენიათ? ვაკეში არის ეს კლინიკა

უფეროს გაკეთება მინდა და რა არის საშუალო ფასი?

Posted by: clairdelune 6 Apr 2017, 14:34
გამჭირვალე ბრეკეტები კერამიკისაა თუ საფირის? და ხარისხით რომელი ჯობია? როგორც ვიცი ერთი თეთრი ფერისაა მეორე გამჭირვალე, არადა ორივეს გამიჭირვალეს ეძახიან რატომღაც, რომელი უფრო შეუმჩნეველია?

Posted by: ვივიანა 6 Apr 2017, 15:49
clairdelune
კერამიკის ანუ ფაიფური ბრეკეტი თეთრი ფერისაა.
საფირის ბრეკეტი კი გამჭირვალეა, ხელვნურად გამოყვანილი საფირია, რომელსაც სინათლის არეკვლვა შეუძლია.
კერამიკა ფერს იცვლის დროთა განმავლობაში, საფირი საკმაოდ ადვილად მტვრევადია.

Posted by: clairdelune 6 Apr 2017, 20:49
ვივიანა
დიდი მადლობა პასუხისათვის, ვიზუალურად რომელი უფრო შეუმჩნეველია?

Posted by: ვივიანა 6 Apr 2017, 22:01
clairdelune
მგონი რომ საფირი.
ფასშიც განსხვავებაა, საფირი უფრო ძვირი ღირს.
არაფრის up.gif

Posted by: merciamercia 9 Apr 2017, 22:34
ვივიანა
დღეს გადაცემა ექიმებში კაპებით კბილების გასწორებაზე იყო გადაცემა, ისეთივე ეფექტურია როგორც ბრეკეტები? ან რა სახის თანკბილვის დარღვევის დროს გამოიყენება?

Posted by: juve1111 10 Apr 2017, 01:10
კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშე?
საინტერესოა რა ჯდება :/

იქნებ ვინმემ იცოდეთ

http://rustavi2.ge/ka/video/23970?v=2

Posted by: ვივიანა 10 Apr 2017, 02:34
merciamercia
ინვიზალაინი, ელაინერი- ეს ორი ფირმაა ბაზარზე, ძალიან რთულად ხდება რკალების გაფართოება, თუ ხდება საერთოდაც, ამიტომ ერთეული კბილები როდესაც არის გასასწორებელი სჯობს ამ შემთხვევაში გამოიყენონ, სხვა დროს ნაკლებად ან Aრ არის ეფექტური და ბოლოს შესაძლოა ბრეკეტი დასჭირდეს ისევ. თანაც ორთოდონტი იღებს მზა კაპებს და პაციენტის სურვილს ვერ გაითვალისწინებს.

juve1111
ერთი ორთოდონტი გამიგია, სადღაც 5000-მდე ჯდება. ანალიზი კეთდება უცხოეთსI, ისიც რამდენიმე ქვეყანაში.

Posted by: merciamercia 10 Apr 2017, 22:01
ვივიანა
QUOTE
ინვიზალაინი, ელაინერი- ეს ორი ფირმაა ბაზარზე, ძალიან რთულად ხდება რკალების გაფართოება, თუ ხდება საერთოდაც, ამიტომ ერთეული კბილები როდესაც არის გასასწორებელი სჯობს ამ შემთხვევაში გამოიყენონ, სხვა დროს ნაკლებად ან Aრ არის ეფექტური და ბოლოს შესაძლოა ბრეკეტი დასჭირდეს ისევ. თანაც ორთოდონტი იღებს მზა კაპებს და პაციენტის სურვილს ვერ გაითვალისწინებს.

მადლობა, 2kiss.gif

Posted by: ვივიანა 10 Apr 2017, 23:54
merciamercia
არაფრის, რისი მადლობა ^^

Posted by: barbara7 11 Apr 2017, 21:24
QUOTE
ინვიზალაინი, ელაინერი- ეს ორი ფირმაა ბაზარზე,

ვივიანა
ხომ არ იცით დაახლოებით რა არის ფასი და კუზანოვდენტის გარდა სხვა კლინიკებში თუ მიმართავენ ამ მეთოდს?

Posted by: ვივიანა 11 Apr 2017, 21:48
barbara7
ზუსტად ფასები არ ვიცი, უბრალოდ ორთოდონტების ჯგუფში ვნახე ერთ-ერთი წერდა რომ მკურნალობს, 5000 დაახლოებით ფასი. თუ ზუსტად გაინტერესებს რომელ Kლინიკაშია Mივწერ ^^

Posted by: MyDecember 11 Apr 2017, 21:57
ახალი თემა:

https://forum.ge/?act=ST&f=71&t=34941821

bis.gif

Posted by: barbara7 11 Apr 2017, 22:11
ვივიანა
აუ მე მეგონა ბრეკეტზე იაფია, მიწერე თუ არ დაგეზარება მაინც?

Posted by: Rubby 22 Oct 2018, 12:52
გამარჯობა უნიდენტში ვფიქრობ ბრეკეტებს და თამარ კუბლაშვილს რამდენად მირჩევთ თუ თეასთან მივიდე მანდვე? smile.gif მადლობა წინასწარ

Posted by: strelicia 26 Oct 2018, 22:54
ვივიანა
QUOTE
სადღაც 5000-მდე ჯდება.

3 000 $- ის ექვივალენტი ლარებში.

QUOTE
ერთი ორთოდონტი გამიგია,

ნინო ორჯონიკიძეა ოფიციალური წარმომადგენელი.

Rubby
QUOTE
გამარჯობა უნიდენტში ვფიქრობ ბრეკეტებს და თამარ კუბლაშვილს რამდენად მირჩევთ თუ თეასთან მივიდე მანდვე?  მადლობა წინასწარ

თეა !

Posted by: framoj 26 Oct 2018, 23:01
strelicia
ინვიზალაინის წარმომადგენელია ნინო ორჯონიკიძე ? ანუ უნიშოპში შეკვეთა შეიძლება ამას გულისხმობთ ?
* * *
ეხლა მივხვდი ანუ ნინო ორჯონიკიძესთან შეიძლება ინვიზალაინის გაკეთება, 3000 დოლარი ღირს.

Posted by: strelicia 26 Oct 2018, 23:06
framoj

ნინო ორჯონიკიძე არის ორთოდონტი.

Posted by: framoj 26 Oct 2018, 23:07
strelicia
ვიცი gigi.gif
თავადაც ორთოდონტი ვარ და სხვა კუთხით მაინტერესებდა ინვიზალაინის ოფიციალურობა.

Posted by: strelicia 26 Oct 2018, 23:09
framoj
წესით ნინოს იცნობ, კითხე და აგიხსნის :0)

Posted by: merciamercia 1 Nov 2018, 16:56
მოკლედ კბილი დავიპლომბე და ექიმმა მითხრა ჯობია გადაიკრაო რომ არ ჩაგტყდეს კბილიო და ხშIრად არ გაგიხდეს დასაპლომბიო და ეს გადაკვრა რა არის ამიხსენით, უნდა გაიქლიბოს და ზემოდან გადაეკრას თუ როგორ ხდება?

Posted by: ჯუღაშვილი 21 May 2019, 11:09
რკალის (ის მავთული) დაახლოებით რამდნიმე მილიმეტრი დროთა განმავლობაშ დასუსტდა და მოტყდა (მანამდე აძრობილი იყო ბრეკეტიდან სულ უკანა კბილზე) და გადავყლაპე სავარაუდოდ საჭმელთან ერთად, ხო არაუშავს? biggrin.gif

Posted by: аnderson 5 Jul 2019, 22:27
QUOTE
ინვიზალაინის გაკეთება, 3000 დოლარი ღირს.



სამი ათას დოლარად ახალ ყბას ვიყიდი :| mo.gif

Posted by: David032796 8 Oct 2019, 21:18
გამარჯობა, მოკლედ ბრეკეტების ელადტიური აჭმივები თუ რეზინები ყბის გასასწორებლად, ექიმმა გამიკეთა და სხემდეგ რეზინები მომცა, შენთვითონ გაიკეთე ყოველ ღამეო. ხოდა მეგონა მსრტივი იწნრბოდა საერთოდ აზრზე ვერ კოვედი როგორ შეიძლება ამ.რეზინების ყოველდღე დამოუკიდებლად გაკეთება მითუმეტეს კბილებს შიგნიდან. აქ არ იყიდება რაიმე ხალსაწყო აფთიაქებში?

Posted by: BabeRock 25 Sep 2022, 16:18
ბრეკეტის რეზინი კახიძის გარდა სხვაგან სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: qartlimela 2 Apr 2023, 19:02
QUOTE (merciamercia @ 1 Nov 2018, 16:56 )
მოკლედ კბილი დავიპლომბე და ექიმმა მითხრა ჯობია გადაიკრაო რომ არ ჩაგტყდეს კბილიო და ხშIრად არ გაგიხდეს დასაპლომბიო და ეს გადაკვრა რა არის ამიხსენით, უნდა გაიქლიბოს და ზემოდან გადაეკრას თუ როგორ ხდება?

კი, დაქლიბავს, დააპატარავებს და მერე გადააკრავს ზემოდან.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)