Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ISP FAQ > აიპი მისამართის ძირფესვიანად შეცვლა


Posted by: __ნიკოლოზი__ 22 Nov 2017, 15:07
გამარჯობა. ერთერთ საიტზე დამბლოკეს უმიზეზოდ წლების წინ. მინდა აიპი შევცვალო, და კვლავ დავრეგისტრირდე. გარდა აიპის შეცვლისა, საჭიროა თუ არა შეიცვალოს კომპიუტერი, ვაიფაი მოწყობილობა? რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვეღარ დააკავშირონ ძველი ექაუნთი და ახალი?

Posted by: Wildwesthero 22 Nov 2017, 15:53
__ნიკოლოზი__
თუ აიპის მიხედვით დაგადეს ბანი მაშინ მარტო აიპის ცვლილება გიშველის.

Posted by: __ნიკოლოზი__ 22 Nov 2017, 17:36
Wildwesthero
შველაზე არაა, ეხლა ჩემი აიპითაც დავარეგისტრირებ ახალ ექაუნთს, უბრალოდ კიდე დამბლოკავენ. მე მინდა ისეთი რამის გაკეთება, რომ ყველაფერი შეიცვალოს რაზეც კი წვდომა შეიძლება ქონდეთ. ანუ რო ვღარ მოხერხდეს ძველი და ახალი ექაუნთის დაკავშირება. ანუ მაინტერესებს რაზე აქვთ წვდომა. მხოლოდ აიპი უნდა შევცვალო თუ კომპიუტერი, როუტერი, მაკი და სხვა რაღაცეები რაც არის. ვერ ვერკვევი მე. არამგონია მხოლოდ აიპის ხედავდნენ. რაღაც სხვებსაც ხომ ხედავენ?

Posted by: ninicool 22 Nov 2017, 17:56
__ნიკოლოზი__
__ნიკოლოზი__
QUOTE
გამარჯობა. ერთერთ საიტზე დამბლოკეს უმიზეზოდ წლების წინ. მინდა აიპი შევცვალო, და კვლავ დავრეგისტრირდე. გარდა აიპის შეცვლისა, საჭიროა თუ არა შეიცვალოს კომპიუტერი, ვაიფაი მოწყობილობა? რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვეღარ დააკავშირონ ძველი ექაუნთი და ახალი?

როგორც წესი, აიპი და ბრაუზერი ჩანს ხოლმე მხოლოდ. ტელეფონის შემთხვევაში, ტელეფონის ჯიშიც.

Posted by: Detroit 22 Nov 2017, 19:18
მაკიც ეცოდინებათ. ვპს ით შედი ან ახალი მოწყობილობა და აიპი.

Posted by: __ნიკოლოზი__ 22 Nov 2017, 20:41
ninicool
მადლობა.
Detroit
ვპსით და მსგავსი "არალეგალური" გზებით არ არის მისაღები. ოფიციალურად მინდა ყველაფრის გაკეთება.
ახალ მოწყობილობაში რას გულისხმობ. ახალი მაზერბორდია საჭირო, ახალი ვაიფაი როუტერი, ახალი აიპი თუ უბრალოდ ახალი ლან კარტა რო ჩავდგა, ახალ ივაიფაის ნაცვლად მაკი რო დავკლონო და აიპიც შევაცვლევინო პროვაიდერს.

Posted by: Anatoly_Onoprienko 22 Nov 2017, 22:17
__ნიკოლოზი__
მეც მაინტერესებს ეს თემა ძალიან.როგორ შევცვალო აიპი მიასმართი რაღაც პროგრამებით და რაღაცეებით არმინდა. მინდა მთლიანად ოფიციალურად შეიცვალოს იქნებ ვინმემ აგვიხსნათ 2 კაცის მადლს მოისხავთ biggrin.gif

Posted by: __ნიკოლოზი__ 22 Nov 2017, 22:28
Anatoly_Onoprienko
მიხვალ პროვაიდერთAნ და ეტყვი შეცვალეო. შეცვლიან.დაუშვათ კავკასუსი გაქვს. შეგიძლაი დაურეკო ნაცნობი თუ მუშაობს და ეტყვი შემიცვალეო და შეგიცვლის. ან მიხვალ კავკასუსის ოფისში.

Posted by: sonyrock 22 Nov 2017, 22:30
IP-ის შეცვლა თუ გინდათ ოპერატორს უნდა სთხოვოთ, მაკს რაც შეეხება- ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობიან მოწყობილობებს აქვთ, ანუ როუტერი, ლან კარტა, ან მაზერის ლან ჩიპი, შეიძლება მაგის შეცვლა

Posted by: __ნიკოლოზი__ 22 Nov 2017, 22:35
QUOTE (sonyrock @ 22 Nov 2017, 22:30 )
ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობიან მოწყობილობებს აქვთ, ანუ როუტერი, ლან კარტა, ან მაზერის ლან ჩიპი, შეიძლება მაგის შეცვლა

უნდა შეიცვალოს მაზერი თუ დადგეს ახალ ილან კარტა ზედ და დაიკლონოს მაკი. მაგას ვკითხუ;ლობ.

Posted by: sonyrock 22 Nov 2017, 23:38
ლან კარტა ახალი როუტერიანად, გააჩნია რომელ მაკს ბლოკავენ

Posted by: __ნიკოლოზი__ 7 Dec 2017, 01:35
sonyrock
დაბლოკილი რომელი მაკია არ მაინტერესებს რადგან რეგისტრაციის გავლა ახლაც შემიძლია. ჩემთვის მთავარია, დაინტერესების შემთხვევაში ვერ მოახდინონ იდენთიფიცირება, რომ მე ის ძველი იუზერი ვარ რომელიც ადრე დაბლოკეს. ამისთვის რა უდნა შეიცვალოს? კომპიუტერიც იგივე მაქვს, ვაიფაი მოწყობილობაც.
მაგალითად ებაი ამაზონი და ეგეთი საიტები როა რას ხედავენ? ჩემს მთავარ აიპს რომელიც პროვაიდერმა უნდა შეცვალოს, ჩემს კომპიუტერის აპს ანუ ლან კარტის რაღაც ნომერს, ჩემი როუტერის რაღაც ნომერს? კიდევ არის რამე სხვა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)