Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > საპატრულო ჯარიმები ნახევრდება


Posted by: mais 25 Oct 2013, 19:39
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ნასვამ მძღოლს 200 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, მართვის უფლებას ნახევარი წლით ჩამოართმევენ.

"ეროვნული ფორუმის" მიერ მომზადებული მეორე ინიციატივით, საპატრულო ჯარიმები ნახევრდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელიწადში მინიმუმ 40 ათასი მძღოლი ჯარიმდება მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, სიკვდილიანობით დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევაში კი 100-დან 99-ჯერ ალკოჰოლური სასმელი იყო მიზეზი.

ჯარიმების გადახდის ვადა ერთიდან 3 თვემდე იზრდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, 40-ის ნაცვლად 20 ლარიანი ჯარიმა გაფორმდება. საჯარიმო სანქციები მცირდება სიჩქარის გადაჭარბებისა და შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესის დარღვევის შემთხვევაშიც. 15 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბება 75 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სიჩქარის გადაჭარბების შედეგად საავარიო ვითარების შექმნის ან მოძრაობის შეფერხების დროს, 250-ის ნაცვლად მძღოლს 150 ლარის გადახდა მოუწევს. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან მანევრირების წესის დარღვევისთვის განსაზღვრული 50 ლარიანი სანქცია 20 ლარზე ჩამოდის. პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასვლის წესის დარღვევა და გავლის უპირატესობის მქონე ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნა მძღოლს 50-ის ნაცვლად, 30 ლარი დაუჯდება. ნახევრდება 100 ლარიანი ჯარიმა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და ამ დარღვევის განმეორებაზეც.

აღსანიშნავია, რომ საპატრულო ჯარიმებიდან ბიუჯეტში, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი შედის.
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=6649&lang=ge&Title=+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Posted by: Formula_M 25 Oct 2013, 19:43
სიმთვრალეზე კარგი ქნებს რო ჩამორთმევით შეცვალეს. აქუს წამოწყებაა ეს პროექტი, ცვეტში givi.gif მაგარი კაცია. შეაწუხეს ალბათ ჯარიმებმა

Posted by: Zura_SX 25 Oct 2013, 22:53
არანაირი ჯარიმა არ უნდა შეამცირონ ერტადერთი მომენტია ზოგ ადგილას სიჩქარე უნდა გაზარდონ და კამერები გაასაიდუმლოვონ. ლოთების და ბრადიაგობის ჯარიმა უნდა გაათმაგონ

Posted by: Fredy 25 Oct 2013, 22:59
დაბურულ შუშებზე კიდე არაფერს წერენ?


გააუქმეთ ან აუწიეთ პროცენტებს mad.gif mad.gif

Posted by: quattro 25 Oct 2013, 23:25
QUOTE
არანაირი ჯარიმა არ უნდა შეამცირონ

+100000000
შემცირება კიარა გაზრდა უნდა ჯარიმებს და მეტი კონტროლი პატრულისგან

ნახირივით დადის სასტავი ,ვისი ვისაშია ვინ სად უხვევს,მაშუქი,ფარები,ღერძულა,ამკრძალავი ნიშნები-ყველანაირი წესი იმენა ახატია უმეტესს და მაგათ კიდე შემცირება უნდა ჯარიმების ,რაცაა ის კიდია ყველას და facepalm.gif

არ გინდა დაჯარიმება?ნუ დაარღვევ

პატრულის მხრიდან კიდე პირიქით კონტროლი უნდა გაიზარდოს და ყველა დამრღვევი აჯარიმონ """ყველა""" კანონი ყველასათვის თანასწორი უნდა იყოს

Posted by: Fredy 26 Oct 2013, 00:59
quattro
QUOTE
შემცირება კიარა გაზრდა უნდა ჯარიმებს და მეტი კონტროლი პატრულისგან

ხელფასი გაგეზარდა ძმა? biggrin.gif

Posted by: ed-222 26 Oct 2013, 01:10
QUOTE (Fredy @ 26 Oct 2013, 00:59 )
quattro
QUOTE
შემცირება კიარა გაზრდა უნდა ჯარიმებს და მეტი კონტროლი პატრულისგან

ხელფასი გაგეზარდა ძმა? biggrin.gif

+1 biggrin.gif .........................................................................

Posted by: axlguns 26 Oct 2013, 01:19
QUOTE
დაბურულ შუშებზე კიდე არაფერს წერენ?


გააუქმეთ ან აუწიეთ პროცენტებს

ყველაფერზე ლაპარაკობენ ამის გარდა mad.gif

Posted by: system32 26 Oct 2013, 01:28
QUOTE
წელიწადში მინიმუმ 40 ათასი მძღოლი ჯარიმდება მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო

QUOTE
ნასვამ მძღოლს 200 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, მართვის უფლებას ნახევარი წლით ჩამოართმევენ.

გამოდის რომ 40 000 მძღოლი დარჩება მომავალ წელს მართვის მოწმობის გარეშე givi.gif

Posted by: lilu777 26 Oct 2013, 16:14
თუ სიჩქარეზე დაჯარიმდი მაგრამ არც სმს მოგსვლია და არც რაიმე წერილი სახკში. გავიდა 3 თვე მაინც დაგაჯარიმებენ? ჯარიმებს არააქვს რაიმე ვადა?

Posted by: axlguns 26 Oct 2013, 17:36
system32
QUOTE
გამოდის რომ 40 000 მძღოლი დარჩება მომავალ წელს მართვის მოწმობის გარეშე

გზებიც განიტვირთებააააააა gigi.gif

Posted by: quattro 29 Oct 2013, 01:02
Fredy
QUOTE
ხელფასი გაგეზარდა ძმა?

არ ვარღვევ უბრალოდ, მიუხედავად იმისა რო ძალიან ბევრი სიარული მიწევს ყოველდღიურადalk.gif

Posted by: B-E-R-U 29 Oct 2013, 01:07
QUOTE (axlguns @ 26 Oct 2013, 17:36 )
system32
QUOTE
გამოდის რომ 40 000 მძღოლი დარჩება მომავალ წელს მართვის მოწმობის გარეშე

გზებიც განიტვირთებააააააა gigi.gif

თუ ნასვამები დადიან, უპრავოდაც ივლიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: crv777 29 Oct 2013, 01:16
QUOTE
საპატრულო ჯარიმები ნახევრდება

ეს კი კარგია, მაგრამ.......
QUOTE
აღსანიშნავია, რომ საპატრულო ჯარიმებიდან ბიუჯეტში, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი შედის.
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=6649&lang=ge&Title=+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

რა 8 მილიონი , ან რა დროში.....
ეს ნახეთ ბოლო 6 თვის მონაცემებია, ვის აბოლებენ ამ რვა მილიონით, ამათი ტრუხა სტატისტიკა დედა ვატირე......

აი რას პარსავენ ხალხს, კამერებიც კი თავიაანთ ნებაზე აქვთ დაყენებული, კარგაგ მახსოვს აეროპორტის გზაზე 90-ით მშვიდად მივდიოდი და კამერის ჯარიმა მომივიდა 100კმ იყო დაფიქსირებული
საბურავები ქარხნული სტანდარტია და ცდომილება გამორიცხულია, დიდი მახეა რა mad.gif
ხალხის კისერზე დასვეს სახელმწიფო ბიუჯეტი ამხელა უსამართლობით
http://forum.ge/?f=50&showtopic=34577015

Posted by: Fredy 29 Oct 2013, 01:52
QUOTE (quattro @ 29 Oct 2013, 01:02 )
Fredy
QUOTE
ხელფასი გაგეზარდა ძმა?

არ ვარღვევ უბრალოდ, მიუხედავად იმისა რო ძალიან ბევრი სიარული მიწევს ყოველდღიურადalk.gif

ეჰჰ ჩემო ილო, ბევრისგან გამიგია ეგ ფრაზა და შეუმჩნეველი კამერის მიერ დაწერილი ჯარიმების შემდეგ სხვანაირად ჭიკჭიკებენ ხოლმე.


არც მე ვარღვევ ძმა მარა ყველა კამერის და რადარის დედაც მოვდ###ნ. მითუმეტეს ამხელა ჯარიმების!!!



ჯერ ხელფასების რაოდენობას გადახედონ და მერე ჯარიმებისას.


Posted by: B-E-R-U 29 Oct 2013, 02:02
სიმთვრალეზე და ღვედზე მართლა მაგარი სიმკაცრე უნდა იყოს... დალშე რავი, უნდა გაანახევრობ ჯარიმები.

Posted by: crv777 29 Oct 2013, 11:39
QUOTE
სიმთვრალეზე და ღვედზე მართლა მაგარი სიმკაცრე უნდა იყოს... დალშე რავი, უნდა გაანახევრობ ჯარიმები.

+1

Posted by: rsmaan 29 Oct 2013, 12:39
სიმთვრალეზე ლიშენია იყოს თუ გინდა 5 წლიანი მაგრამ სხვა ჯარიმები უნდა შეამცირონ, ეს ღვედი მარაზმია საერთოდ მაგაზე ჯარიმა არ მიმაჩნია ლოგიკურად.
სიჩქარეზეც შესამცირებელია, 5 კმ/სთ გადაჭარბებაზე უნდა იყოს 20 ლარი ჯარიმა, 50 კმ/სთ გადაჭარბებაზე 100 ლარი, ქალაქში 200 კმ/სთ და მეტი სიჩქარით მოძრაობისას მანქანის ჩამორთმევა და ლიშენია 27 წლიანი.

ხო და რადარებიც პერიოდულად სხვადასხვა ადგილას უნდა იყოს რო ყველამ გოჩა და მისნაირი პროგრამები არ დაიყენონ. აზრზს კარგავს უბრალოდ.


Posted by: axlguns 29 Oct 2013, 12:51
წინ რო პატარა ბავშვი უზით მაგაზე შემოიღეთ ჯარიმები, ისე განვიცდი რო ვხედავ,თითქოს მე ვარღვევდე რამეს

Posted by: XVITARIA 29 Oct 2013, 13:02
QUOTE
წინ რო პატარა ბავშვი უზით მაგაზე შემოიღეთ ჯარიმები, ისე განვიცდი რო ვხედავ,თითქოს მე ვარღვევდე რამეს

+1
ღერზულას გადაკვეთაზეც კი არ უნდა შემცირდეს პირიქით გაიზარდოს.
QUOTE
ეს ღვედი მარაზმია საერთოდ მაგაზე ჯარიმა არ მიმაჩნია ლოგიკურად.

რატომ? ღმერთმა დაგიფაროს მაგრამ ავარიისას მე ორჯერ გადამარჩინა, ერთხელ ტრასაზე (მე პასაჟირი ვიყავი) მეორეჯერ ზამთარში ქალაქში მოყინულზე (საჭესთან ვიჯექი) 40 ით მივდიოდი და ხეს დავეჯახე, მანქანა გადასაგდები გამიხდა!! არ დაიწყოთ ეხლა 40 -ით არაფერი მოგივაო. შემხვედრს რომ დაეჯახო და ისიც 40-ით მოდიოდეს უკვე შეჯახებისას გამოგივა ისეთი დარტყმის ძალა როგორც 80 ით.

Posted by: Zura_SX 29 Oct 2013, 13:18
QUOTE
ეს ღვედი მარაზმია საერთოდ მაგაზე ჯარიმა არ მიმაჩნია ლოგიკურად.

ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ მე რაც მომივიდა ღვთის წყალობით არ დავიბენი და დროზე მოვედი აზრზე რა უნდა გამეკეთებინა. ღვედმა რო ამაკრო სკამზე უკვე ვიცოდი რო მანქანაზე უნდა მეფიქრა როგორმე უნდა გამეჩერებინა თორე გავფრინდებოდი ხევში... პატარა ხევში მაგრამ გაფრენილზე მოვკდებოდი და თუ არ გავფრინდებოდი მაგრად დავილეწებოდი. მთელი ყურადღება მანქანაზე გადავრთე

Posted by: ernesto 29 Oct 2013, 13:39
XVITARIA
Zura_SX
QUOTE
რატომ?

იმიტომ, რომ უღვედობით შენ მარტო შენს თავს ავნებ და დანარჩენი წესების დარღვევით, სხვას უქმნი სფრთხეს... ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს თავის თავზე და არა ჯარიმის შიშით.
დაპატრული რომ შენზე ზრუნვის საბაბით გაჯარიმებს, მარაზმია, აბა რა არის...
მიდგომაა ცუდი, იმის მაგივრად, რომ აგიტაცია-პროპაგანდა გაწიონ ღვედის აუცილებლობაზე და ხალხის შეგნება აამაღლონ, ჯარიმით ებრძვიან... აქედან დასკვნა, რომ ჯარიმის ამოღებაა აქ პრიორიტეტული, იმიტომ რომ პროპაგანდა ხარჯია და ჯარიმა შემოსავალი.

Posted by: Nismо 29 Oct 2013, 14:12
ეს ინფორმაცია საიდანაა ?

რაღაც არ მჯერა ამის, სააგენტომ თუ გააკეთა ამაზე განცხადება ?

Posted by: XVITARIA 29 Oct 2013, 14:25
QUOTE
იმიტომ, რომ უღვედობით შენ მარტო შენს თავს ავნებ და დანარჩენი წესების დარღვევით, სხვას უქმნი სფრთხეს

მთლად ეგრეც არაა, საავარიო სუტაციის დროს , თუნდაც პატარა ავარიისას ან მოცურებისას ღვედი საშუალებას გაძლევს დარჩე სკამზე და ხელიდან არ გაგივარდეს საჭე რაც თავისთავად გაძლევს იმის საშუალებას რომ სხვას ააცილო.

Posted by: rsmaan 29 Oct 2013, 14:27
XVITARIA
Zura_SX
მე ყოველთვის მიკეთია ღვედი, მაგაზე არ ვდაობ რო აუცილებელია და ბევრი გადარჩებოდა ღვედი რო კეთებოდა ავარიის დროს, მაგრამ მე ამით არავის საფრთხეს არ უქმნი ჩემი ნებაა მე ჩემ სიცოცხლეს გაუფრთხილდები თუ არა, არ მიმაჩნია სწორად ღვედის არ გაკეთებაზე და შუქნიშანზე წითელზე გავლაზე თითქმის ერთიდაიგივე ჯარომა როა.

ღვედზე ჯარიმა დამიწერეს 1 დეკემბერს რო გაეშვა ძალაში კანონი იმ დილას 9 საათზე. smile.gif გაფრთხილება მაინც ხო შეეძლოთ პირველი დილა იყო ეგრევე 40 ლარიანი დამიწერეს smile.gif მაგის მერე მიკეთია ღვედი

ernesto
+1

Posted by: VeNE 29 Oct 2013, 14:35
QUOTE
ნახევრდება 100 ლარიანი ჯარიმა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და ამ დარღვევის განმეორებაზეც.



რატო ბლინ mad.gif



QUOTE
არანაირი ჯარიმა არ უნდა შეამცირონ! 

Posted by: karlo-fan 29 Oct 2013, 14:59
QUOTE
ნახევრდება 100 ლარიანი ჯარიმა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და ამ დარღვევის განმეორებაზეც.

QUOTE
რატო  ბლინ

იმიტომ რომ ხშირად ვინუჟდენი გიწევს ოდნავ მაინც გადასვლა, ვიღაცა საჭეს გადმოკრავს, ვიღაცა ჩაგიხტება და ა.შ.

ამას მივესალმები, ოღონდ აი ნაგლად რო გადახვალ და პროწივზე მიდიხარ, ეგ უფრო უნდა დამძიმდეს...


Posted by: ME 29 Oct 2013, 15:22
ძალიან ცდებიან თუ მართლა ამცირებენ,

ჩემი აზრით პირიქით უნდა გამკაცრდეს კონტროლი, თან ძალიან, სხვანაირად ამ ბარდაგს არაფერი ეშველება,

ხო და, კიდევ ერთი, მართვის მოწმობის გამოცდაზე ერთი ტესტი უნდა დაამატონ, "მოთმინების ტესტი" smile.gif) თუ მოთმება და რიგის დალოდება არ შეგიძლია მართვის მოწმობა არ უნდა მოგცენ.

Posted by: bazuka 29 Oct 2013, 16:48
ME
QUOTE
ძალიან ცდებიან თუ მართლა ამცირებენ,

ეს და
QUOTE
ჩემი აზრით პირიქით უნდა გამკაცრდეს კონტროლი,

ეს საერთოდ სხვადასხვა რამეა, კონტროლი პრაქტიკულად არის 0
აი მარტივ მაგალითს მოვიყვან
დოლიძეზე ვმუშაობ და სასტუმრო აჭარას წრეს რომ ვურტყავ, სპორტის სასახლის მხრიდან, სულ მანქანებია წინ, და გიწევს მცირე საცობის გავლა
და ამ დროს (მარცხნიდან) მარტო მსუბუქი ავტოები კი არ არღვევენ და "სტაიანკის" მხრიდან ეკვეტებიან, ყვითლებიც ოხრად აკეთებენ იგივეს
და მსგავსი რამ ხდება ქალაქის ნებისმიერ წერტილში, კიდევ კარგი დღის განმავლობაში ბევრი მოძრაობა არ მიწევს
თორე სადამდე მოვითმენდი მსგავს ნაგლობას არვიცი. მაგრა ტეხავს ცირკის დათვივით საცობში რომ დგეხარ და
რომ ელოდები როდის მოვა "შენი რიგი" და ამ დროს მარხნიდან, შემხვედრზე ვიღაც ჩაგიშხუილებს და ეკვეტება
შენს წინ მიმავალ გამოუცდელ მძღოლს და ნადლად იკავებს შენს ადგილს.

Posted by: ernesto 29 Oct 2013, 17:04
XVITARIA
QUOTE
თუნდაც პატარა ავარიისას ან მოცურებისას ღვედი საშუალებას გაძლევს დარჩე სკამზე და ხელიდან არ გაგივარდეს საჭე

მქონია ეგეთი სიტუაცია უღვედოდ და არასოდეს ავცილებივარ სკამს და არც არასოდეს გამშვებია საჭიდან ხელები... ეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ მანქანა გადატრიალდება. დანარჩენი თუ ზიხარ ისე, როგორც წესია, მსგავსი არ გემუქრება. ისეთებზე არ ვამბობ, საზურგეს რომ ვერ მიაყუდებ, წინ რომ არიან გადმოხრილები და დაძაბულები რომ არიან

Posted by: B-E-R-U 29 Oct 2013, 17:31
rsmaan
QUOTE
ეს ღვედი მარაზმია საერთოდ მაგაზე ჯარიმა არ მიმაჩნია ლოგიკურად

და რატოა მარაზმი, მაგ ღვედმა გადამარჩინა ორჯერ, თორემ გავიტანდით მეც და გვერძე მჯდომიც ლაბავოის თავებით. ძალიან მაგარი რამეა ღვედი და საჭიროა. შესაბამისად, გინდა არ გინდა, ჯარიმა უნდა იყოს, ღვედის გაუკეთებლობაზე.

Posted by: ქართლოსი 29 Oct 2013, 21:39
QUOTE
საპატრულო ჯარიმები ნახევრდება

სიმთვრალეზე უნდა გახუთმაგდეს!!!!!

Posted by: rsmaan 29 Oct 2013, 22:31
B-E-R-U
ჯარიმა რათ უნდა მერე მაგას შეგნების ამბავია შენი სიცოცხლე შენ ხელშია გინდა გაიკეთე და იყავი უსაფრთხოდ გინდა თავი შეაკალი ლაბავოის ვისი რა საქმეა

Posted by: dolidzee 30 Oct 2013, 00:09
QUOTE
იმის მაგივრად, რომ აგიტაცია-პროპაგანდა გაწიონ ღვედის აუცილებლობაზე და ხალხის შეგნება აამაღლონ, ჯარიმით ებრძვიან...

საქართველოში თუ ჯარიმებით არ ებრძოლეს აზრი არ აქვს ყველა "ღლეზე მკიდია" და ყველა შუმახერი ჩვენთან დადის არ იცი?

Posted by: B-E-R-U 30 Oct 2013, 00:46
QUOTE (rsmaan @ 29 Oct 2013, 22:31 )
B-E-R-U
ჯარიმა რათ უნდა მერე მაგას შეგნების ამბავია შენი სიცოცხლე შენ ხელშია გინდა გაიკეთე და იყავი უსაფრთხოდ გინდა თავი შეაკალი ლაბავოის ვისი რა საქმეა

მარტო შენი არა, გვერძე მჯდომისაც სენს ხელშია smile.gif

ნარკოტიკზეც იგივე შეიძლება ითქვას, მოდი მაშინ მორფი კანონიერი გავხადოთ. თუ ჯარიმა არ იქნა ღვედზე,მაშინ ბევრი არ გაიკეთებს და შედეგიც ცუდი იქნება.

Posted by: donmixo777 30 Oct 2013, 00:47
მაგარ სისულელეს იზავენ თუ ჯარიმებს გაანახევრებენ........


Posted by: GrigolS 31 Oct 2013, 12:31
ძალიან მაგრად ნახევრდება ....
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/258372-motociklis-mdzgholi-da-misi-mgzavri-shekruli-chafkhutis-gamouyeneblobisthvis-100-larith-dajarimdeba.html

Posted by: __FLASH__ 31 Oct 2013, 19:14
სიმთვრალეზე რაც უნდათ ის უქნიათ მარა ღვედი გააუქმონ რა!!!


კუჭზე მაქ პრობლემები და ღვედს ვერ ვიკეთებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


იბიომატ!!!!

Posted by: xaligari 31 Oct 2013, 22:45
QUOTE
დაბურულ შუშებზე კიდე არაფერს წერენ?


გააუქმეთ ან აუწიეთ პროცენტებს  mad.gif  mad.gif
+1 და თქვენი ფანი გავხდები biggrin.gif აუ მართლა ცოტა მაინც აუწიონ როგორც უკანებზე 75% ეგრე რომ იყოს წინაზეც ან 60 ზე მაინც რომ იყოს rolleyes.gif
QUOTE
ღვედი გააუქმონ რა!!!
ქალაქში მაინც boli.gif ტრასაზე იყოს

Posted by: ed-222 31 Oct 2013, 22:50
ერთი კითხვა მაქ, ჯარიმა მომივიდა მობილურზე, 4 ოქტომბერს რო, გადავაჭარბე სიჩქარე, (100 ლარიანი)
მაგრამ სახლში არაფერი არაა მოსული, ეხლა ვადა 4 ნოემბრამდე მაქ, თუ დაველოდო წერილს?

Posted by: BLACK-DOG 31 Oct 2013, 23:52
QUOTE (ed-222 @ 31 Oct 2013, 22:50 )
ერთი კითხვა მაქ, ჯარიმა მომივიდა მობილურზე, 4 ოქტომბერს რო, გადავაჭარბე სიჩქარე, (100 ლარიანი)
მაგრამ სახლში არაფერი არაა მოსული, ეხლა ვადა 4 ნოემბრამდე მაქ, თუ დაველოდო წერილს?

ნუ ნერვიულობ მოგიტანენ სახლში yes.gif

Posted by: ragnar 1 Nov 2013, 11:04
თუ ეს ჯარიმების შემცირება იმის გამო ხდება, რომ ვერ უძლებენ ხალხის კრიტიკას ძალიან ტეხავს.
ეგეთი საკითხები პოლიტიკურად არაპოპულარულია, მაგრამ სასიცოხლოდ აუცილებელი.
ათასი თემაა გახსნილი საცობებზე, ავარიებზე, ქალ მძღოლებზე და ა.შ. მაგრამ მთავარი მიზეზი არის დაუსჯელობის სინდრომი.
არასწორია მდიდარ ქვეყნებთან შედარება ჯარიმების რაოდენობის მხრივ. ისინი მისული არიან შეგნების სხვა დონესთან და არ არის საჭირო უზარმაზარი ჯარიმების დაწესება რო არანორმალურები მოთოკონ. ამიტომაც არ არის მათი ჯარიმები ხელფასებთან მიმართებაში მაღალი.
ჩვენთან 20 და 40 ლარის ჯარიმა ჩირად არ უღირთ მძღოლებს და ამიტომ არის საჭირო მაღალი.
5-10 წლის განმავლობაში ჩაჯდებიან ჩარჩოებში, მიეჩვევიან წესების დაცვას და როცა ეს ყველაფერი ჩვეულებაში გადავა და მხოლოდ ჯარიმების შიშით არ დაიცავენ წესებს მერე შევამციროთ რა პრობლემაა.

Posted by: ///G-Power 1 Nov 2013, 12:49
ჩაბურვაზე რა ხდება თორე სმით მე არ ვსვამ და დარღვევითაც არც თუ ისე ცოტას ვარღვევ და ღვედიც კიდე არ მიშლის biggrin.gif ჩაბურვას აუწიონ პროცენტი ეგენი ხო არ ჩუკნიან ბლიად აკვარიმში ვზივარ თუ სუპერმარიკეტში ვერ გამიგია ბლიად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)