forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (51) « პირველი ... 49 50 [51]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს საბაგიროები: ნაწილი III, ნაწილი III
gig@@@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 529
წევრი No.: 215133
რეგისტრ.: 29-February 16

გამოგზავნილია: 19 Feb 2018, 05:33  #52211878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რატომ განადგურდა თბილისის საყვარელი “თეთრი ფრინველი” – ლისის ტბის საბაგიროს სამწუხარო ისტორია

თბილისში, ლისის ტბის დასასვენებელ პარკის საბაგიროს გზის მშენებლობა 1978 წელს დასრულდა და 4 აგვისტოს გაიხსნა. მისი ქვედა სადგური ნუცუბიძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის პირველი შესახვევის გადაკვეთაზე, ზედა კი, ონკოლოგიურ საავადმყოფოსთან მდებარეობდა, რომელიც მაშინ ახალი გახსნილი იყო. საბაგირო გზის სადგურს გასაფრენად გამზადებული ფრინველის ფორმა ჰქონდა. პროექტის მთავარი ინჟინერი ვახტანგ ლეჟავა იყო.
1112 გრძივი მეტრის საბაგირო გზაზე ორი სამგზავრო ვაგონი მოძრაობდა, რომელთაგან თითო 25 მგზავრს იტევდა. სადგურებს შორის მანძილი 3-5 წუთის განმავლობაში იფარებოდა. გამტარუნარიანობა – საათში 740 კაცი.
​XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, ლისის ტბის საბაგირო სარემონტოდ იყო გაჩერებული. მოულოდნელად ზედა სადგურში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ალმა მთელი ღამის განმავლობაში მარცხენა ბაგირი გაადნო და გაწყდა, რის გამოც მარცხენა ვაგონი თავისივე ბაგირით ძირს ჩამოვარდა და დაიმტვრა. სადგურს ცეცხლის კვალი დღესაც ეტყობა. ამბობენ, რომ ცეცხლი ტაქსის მძღოლებმა გააჩინეს, რომლებიც “თეთრ ფრინველს” კონკურენტად აღი19807211_1589045384448655_837702897_oქვამდნენ.
​ამის შემდგ, მარჯვენა ვაგონი ჩამოხსნეს, 2010 წელს კი ბაგიერებიც მოხსნეს. ამის შემდეგ, ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჩქარებული ტემპით წარიმართა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები. 2011 წელს სამივე საყრდენი გადაჭრეს. ამჟამად კი, ახალი შენობების გამო, ძველი გზა ვეღარ აღდგება.
​როგორც “სითი კვირას” არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისის ტრამვაის” წევრმა ირაკლი ჟოჟუაშვილმა განუცხადა, საბაგირო გზა ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, ვიზიტორებისა და ლისის ტბისთვის, უმოკლესი გზით, ერთადერთი ნორმალური სატრანსპორტო საშუალება იყო.
“საბაგიროს აღდგენის მცდელობა ორჯერ იყო. რეაბილიტაციის პროექტიც მომზადდა, მაგრამ საბაგირო გზის ქვედა სადგურთან კორპუსები აშენდა, ისე რომ საბაგირო ვეღარ გაივლიდა. იქ, სადაც პირველი საყრდენი იყო, ახლა უზარმაზარი კორპუსის ეზოა”,- აცხადებს იგი.
აი რას წერდა მაშინდელი პრესა ლისის ტბის საბაგიროს შესახებ: “კიდევ ერთი კარგი საჩუქარი მიიღეს ჩვენი დედაქალაქის მშრომელებმა. გუშინ საექსპლუატაციოდ გადაიცა საბაგირო გზა პარტიზანების სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში – ლისის ტბაზე და პირველი მგზავრებიც უკვე მიიღო.
საბაგირო გზის მშენებლობას აწარმოებდა ინჟმშენის ტრესტის N4 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო (უფროსი გ. კოტარია, მთავარი ინჟინერი თ. ჯაფარაშვილი, სამუშაოთა მწარმოებელი ზ. ცინცაძე). 19488631_1581867511833109_2526947424794216815_o
მშენებლობის პროცესში იყო ხელისშემშლელი პირობებიც, რომლებმაც საგრძნობლად შეაფერხეს მშნებლობის ნორმალური წარმოება და მისი დროულად ექსპლუატაციაში გადაცემა. პირვანდელი პროექტით, ზედა სადგურის მშენებლობა გათვალისწინებული იყო უშუალოდ ლისის ტბის ახლო ტერიტორიაზე. ონკოლოგიური საავადმყოფოს გახსნასთან დაკავშირებით საჭირო გახდა ამ ნაგებობისათვის ადგილის შეცვლა, რაზედაც ძალზე ბევრი დრო დაიხარჯა. გაჭიანურდა საბაგირო გზის სარემონტო სამუშაოები საჭირო მოწყობილობების, დანადგარებისა და გვარლების უქონლობის გამო”,- წერს მაშინდელი პრესა.
ლისის ტბის საბაგირო გზაზე სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა „ლიფტმონტაჟის“ სამმართველო (უფროსი ვ. კუკულავა). კავშირგაბმულობის სამუშაოები “მრეწვკავშირმონტაჟის“ სამმართველოს დაევალა, ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს „საქელექტრომონტაჟის“ სამმართველო (უფროსი ვ. ქოჩორაძე) ასრულებდა.
“მშენებლობის ბოლო ეტაპი ყოველთვის დაძაბული და შრომატევადია. ერთ მთლიან სახეს იღებს წლების ნამუშევარი, მწყობრში დგება დედაქალაქის მეოთხე, ყველაზე გრძელი საბაგირო და იგი ყოველმხრივ უნაკლო და შემოწმებული უნდა იყოს.19577104_1581748671844993_7559840156689589068_o
დღედაღამ მშენებლობაზეა, მუშების გვერდით ფუსფუსებს საბაგირო გზის პროექტის მთავარი ინჟინერი ვახტანგ ლეჟავა. ​იწერება კიდევ ერთი ლამაზი და საამაყო ფურცელი ჩვენი დედაქალაქის ცხოვრებაში…
​მწვანეში ჩაფლული ლისის ტბის შემოგარენი. გაზაფხული ძალაში შევიდა, წიწვის მათრობელი სუნი იფრქვევა ირგვლივ.
​საბაგირო გზის სადგურის ლამაზი ნაგებობა კარგად მორგებულია პეიზაჟს – მას ფრთებგაშლილი, გასაფრენად მომზადებული ფრინველის სახე აქვს, ხვეული კიბით მაღლა, სულ მაღლა ადიხარ და… ეს სიმაღლე კიდევ ერთი ახალი თვალსაწიერია ჩვენი ქალაქის განუმეორებელი სილამაზის შესაგრძნობად. ცოტაც და ცას გაკვეთს საჰაერო ვაგონები – ახალი საბაგირო გზა მიიღებს პირველ მგზავრებს.”
“​უკვე დაიწყო მეორე საბაგირო გზის მშენებლობა გამარჯვების პარკიდან ღია ცისქვეშ მდებარე ქალაქ -მუზეუმამდე, კუს ტბის ტერიტორიის მარჯვნივ. ამჟამად მიმდინარეობს კუს ტბის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები”, – წერენ გასული საუკუნის გაზეთები.





თუ მართლა ტაქსის მძღოლებმა განძრახ გააჩინეს ხანძარი უნდა ეპოვათ ეგ ნაბიჭვარი ტაქსის მძღოლები და უნდა გაეჟიმათ მერე საკუთარი თვალწინ უნდა დაეწვათ მათი მანქანები და ციხეში ამოსალპობად უნდა გაეშვათ სახელმწიფო ქონების განძრახ განადგურებისთვის. მაგათ დედებს შ###ეცი.

ლისის საბაგირო ერთერთი ღირსშესანიშნავი იყო თბილისში და უმოკლესი გზა ნუცუბიძიდან ლისის ტბამდე. ტვინი #####ეს ამდენი კორპუსების და სასტუმროების მშენებლობით.
ძველი ტრანზიტით ვეღარ აღდგება ამ პროჭებმა ჩააკვეხეს კორპუსები ერთადერთი შეიძლება ქვედა სადგურის მხარეს ცოტა გვერდზე 50 მეტრში რომ მანქანის სამრეცხაო აი ეგ რომ შეისყიდონ და დაანგრიო და მანდ თუ აშენდება ახალი სადგური მაქედან თუ გამოვა რამე სხვა ადგილიდან არამგონია. 50 მეტრი გინდ აქეთ ყოფილა გინდ იქით ჩემის აზრით ეს ვარიანტი ჯობია ყველას.

This post has been edited by gig@@@ on 19 Feb 2018, 05:56
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (51) « პირველი ... 49 50 [51]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0287 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]