Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > კენკროვანი კულტურები


Posted by: mercedesML 14 Feb 2012, 00:58
გქონიათ თუ არა შეხება ჟოლოსთან და რამდენად სარფიანია მისი გაშენება.მოსასვლელად არც თუ ისე ძნელია.შრომატევადია ეგა რაა

Posted by: LSoso 14 Feb 2012, 01:03
http://1tv.ge/video/6189
საკმაოდ სარფიანია...

Posted by: mercedesML 14 Feb 2012, 15:31
LSoso
მადლობ ძმისგულო და მე მაინტერესებს დასავლეთში თუ ყიდის ჟოლოს ნერგებს ვინმე ტერიტორიულად დასავლეთში ვარ შემიძლია ნუ გავწვდე აღმოსავლეთსაც,ან რამდენი ღირს საშვალოთ ერთი ნერგი,ვიცი რომ მარტი აპრილის ბოლოს უნდა დაირგას და მაგიტომ მინდა კორდინატები იქნებ შევძლო და ვიყიდო ვნახოთ რამდენად მომგებიანია

Posted by: LSoso 14 Feb 2012, 19:21
http://forum.ge/?f=72&showtopic=34255969
აქაა სანერგეების მისამართები ძმი და გადაათვალიერე. ფასებს რაც შეეხება, ორი წლის წინ ვიყიდე და 4 და 5 ლარი მივეცი ჟოლოს და მაყვლის ნერგებში. ერთბაშად ბევრის ყიდვას მგონი აზრი არ აქვს, ორ წელიწადში იმდენად გამრავლდება თავისით რო შეიძლება ზედმეტიც იყოს და გამოხშირო.
წარმატებებს გისურვებ...

Posted by: mercedesML 14 Feb 2012, 21:57
LSoso
გაიხარე შემოგევლე და მადლობა ყველაფრისათვის,ისე და 4-5 ლარი ცოტა ძვირი არააა?ეგ გლეხთან ურფო იაფი ეგირება ალბათ

Posted by: LSoso 14 Feb 2012, 23:04
ძვირია აბა რა, ბოლო ბოლო ერთი 5 ძირი იყიდე და ძალიან მალე გაამრავლებ დაკალმებით. ძლიერი პლანტაცია რომ გექნება, ცოტა მიწილადე ძმი smile.gif

Posted by: mercedesML 15 Feb 2012, 11:10
5 ძალიან ცოტაა ძმისგულო 100 ძირს ვფიქრობ და ვნახოთ აბა რა იქნება თუ ვიშოვე ორ მოსავლიანი მინდა საზაფხულო ან საშემოდგომო მარტო არა,აი მერე ნამდვილად შეიძლება ყველაფერზე ფიქრი თუ 100 ძირს ჩაყრი რათქმაუნდა

Posted by: LSoso 15 Feb 2012, 19:08
უეკლო მაყვალიც სცადე ცოტა. მაყვალს ფასიც მეტი აქვს და დეფიციტურია. ღმერთმა ხელი მოგიმართოს...

Posted by: Tiperson 16 Feb 2012, 12:21
QUOTE (LSoso @ 14 Feb 2012, 01:03 )
http://1tv.ge/video/6189
საკმაოდ სარფიანია...

აქ რაღაც სხვა ჯიშზეა საუბარი ? რა ჯიშია და სად შეიძლება ამ ჯიშის ნერგების შეძენა ?

Posted by: LSoso 16 Feb 2012, 18:52
QUOTE (Tiperson @ 16 Feb 2012, 12:21 )
QUOTE (LSoso @ 14 Feb 2012, 01:03 )
http://1tv.ge/video/6189
საკმაოდ სარფიანია...

აქ რაღაც სხვა ჯიშზეა საუბარი ? რა ჯიშია და სად შეიძლება ამ ჯიშის ნერგების შეძენა ?

მანდ არ ვიცი რა ჯიშზეა ლაპარაკი მარა ამ ინფოს მივაგენი თუ რამეში გამოგადგება:
http://ka-ge.facebook.com/note.php?note_id=263298897045729



ჟოლოს წარმოების ტექნოლოგია

AGRO-COM-ის მიერ 2011 წლის 16 10, კვირა, 20:29-ზე


სასოფლო–სამეურნეო თვალსაზრისით ჟოლო მაღალშემოსავლიანი კულტურაა, რადგან მასზე ფასი სტაბილურად მაღალია (საბითუმო ფასი 2,0–2,5 ლარი/კგ) და კარგი საბაზრო მოთხოვნითაც ხასიათდება. იგი დარგვიდან მეორე წელს იწყებს მოსავლის მოცემას, სრულ მსხმოიარობაში კი შედის მეოთხე–მეხუთე წელს და სწრაფად აანაზღაურებს გაშენების დროს გაწეულ ხარჯებს. წმინდა შემოსავალი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით საშუალო მოსავლიანობის (8ტ/ჰა) პირობებში 12000–15000 ლარს შეადგენს. პლანაციის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა 15–20 წელიწადია.

ჟოლო მრავალწლიანი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა, რომლის მიწისქვეშა ნაწილი შედგება ფესურისა და გვერდითი დამატებითი ფესვებისაგან. ზაფხულის პერიოდში მიწისქვეშა კვირტებიდან ვითარდება ტოტები, რომლებიც ზაფხულის დასასრულისათვის ამთავრებენ ზრდას, ივითარებენ საკუთარ ფესვებს, კავშირს წყვეტენ დედა მცენარესთან და დამოუკიდებელ ერთწლიან მცენარედ გადაიქცევიან.

ჟოლო განვითარების ორწლიანი ციკლით ხასითდება: პირველ წელს ახლად აღმოცენებული ტოტები (ერთწლიანი ყლორტი) არ იძლევა ნაყოფს. იგი მხოლოდ მეორე წესლ იძლევა მოსავალს. მოსვალის დამწიფესბის და მოკრეფის შემდეგ ორწლიანი ტოტი ხმება. ამავე წელს ვითარდება ახალი ერთწლიანი ტოტები, რომლებიც იმავე ციკლს იმეორებენ. თუმცა არსებობენ ჯიშები რომლებიც მსხმოიარობენ ერთწლიან ნაზარდებზე და მოსავალს იძლევიან შემოდგომაზე. მსხმოიარობის ტიპის მიხედვით ჯიშები იყოფა ორ ჯგუფად: ზაფხულში მსხმოიარე (ტულეიმინი, კენბი, ნოვა, ენკორი და სხვა) და შემოდგომის მსხმოაირე (ჰერიტეჯი, ოტომნ ბლისი, პოლანა, ოტომნ ბრიტენი და სხვა).

ზაფხულში მსხმოიარე ჟოლოს ჯიშები მოსავალს იძლევა ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე.

შემოდგომაზე მსხმოიარე ჯიშები იკრიფება აგვისტო–ოქტომბერში.



ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა



ჟოლო მოითხოვს კარგად განათებულ მზიან ადგილს და ცუდად იტანს ჭარბ ტენიანობას. საბაღე ადგილის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება წყალგამტარ, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებს. უკეთესია ჩრთილოეთის, ჩრდილო –დასავლეთის და ჩრთილო–აღმოსავლეთის ფერდობების გამოყენება.

ჟოლო ნაკლებად მგრძნობიარეა ნიადაგის PH-ის მიმართ. მაგრამ უფრო კარგად ვითარდებიან 6,0–6,5 PH-ის ფარგლებში ოდნავ მჟავე ნიადაგებზე. კარბონატების მაღალ შემცველ ნიადაგებზე, სადაც PH>8, შეიძლება განვითადეს ფოთლის ქლოროზული მოვლენები.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჟოლოს დარგვა არ შეიძლება იმ ადგილებში, სადაც წინა წელს აწარმოებდენ პამიდორს, წიწაკას და კარტოფილს რადგან ასეთ ადგილებში გაშენებულ ჟოლოს ბაღებში შეიქმნება პრობლემები სხვადასხვა დაავადებების გასავრცელებლად.

გაშენების წინ ნიადაგი კარგად უნდა მომზადდეს – უნდა მოიხნას ან უნდა მოხდეს ნიადაგის დაჩიზელება, დაიფარცხოს და დაიფრეზოს. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სარეველების კონტროლს, აუცილებელია ნიადაგი სარევეელბისაგან წინასწარ გასუფთავდეს, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და მკვეთრად აქვეითებს მოსავალს.



ბაღის გაშენება



ჟოლო უნდა დაირგოს გვიან შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ყინვების დაწყებამდე ან ადრე გაზაფხულზე მარტში–აპრილის დასაწყისში.

გაშენების ოპტიმალური სქემაა 2,5–3,0 მ X 0,50–0,60 მ. ნერგის დარგვისას კეთდება 30–40 სმ სიღრმის და 50–60 სმ სიგანის კვალი (ტრანშე) სადაც ხდება ნერგის დარგვა. არ დაიშვება დარგვის პროცესში ფესვების გამოშრობა, ის ნერგები რომელიც ჯერ არ დარგულა, იფარება სველი ტილოს ქსოვილით, რათა დაცული იყოს მზისაგან და ქარისაგან.

ნერგი ირგვება ისე, რომ ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირიდან მოექცეს 2–3 სანტიმეტრით დაბლა. ნერგის გარშემო ნიადაგი იტკეპნება და ირწყვება წვიმიანი ამინდის შეთხვევაშიც კი (სასურველია წვეთოვანის სისტემის მონტაჟი). დარგვის შემდეგ ნერგი გადაიჭრება 10–12 სმ სიმაღლეზე. ამ დროს ძალიან ეფექტურია მულჩის გამოყენება. მულჩად გამოიყენება: ნამჯა, ტორფი, ნახერხი, კომპოსტი და სხვა.

დარგვის პერიოდში რეკომენდირებული არ არის სასუქების გამოყენება. დარგვის წელს აზოტოვანი სასუქი შეაქვთ ივნისის შუა რიცხვებიდან ხოლო კომპლექსური სასუქი NPK შემდეგი წლის გაზაფხულზე.

დარგვის პირველ წელს ჩვენი მიზანია მცენარის ფესვთა სისტემის გაძლიერება. ამიტომ დარგვის წელს მცენარეს არ ვაძლევთ ყვავილობის და მსხმოიარობის საშუალებას. ამ წელს ბაღში ტარდება ნიადაგის კულტივაცია 3–4 ჯერ და სარეველებთან ინტენსიური ბრძოლა.





ჟოლოს მოვლის აგროტექნიკა



აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, მორწყვა და მცენარეთა დაცვა.

აუცილებელია, რომ მცენარე შეძლებისდაგვარად დაცული იყოს სარეველებისაგან. ამისათვის გამოიყენება როგორც მექანიკური ( მულჩირება, გამარგვლა, გაფხვიერება) ასევე ქიმიური მეთოდები (ჰერბიციდების გამოყენება). რეკომენდირებულია რიგთაშორისების 2–3 ჯერ როტაციული კულტივატორით დამუშავება. თუ პლანტაცია აღემატება 1 ჰა–ს მაშინ აუცილებელია ჰერბიციდების გამოყენება. სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად ძირითადად გამოიყენება აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომი ჰერბიციდები.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მორწყვას. კარგი ირგიაცია 2–3 ჯერ ზრდის ჟოლოს პლანტაციის პროდუქტიულობას. ჟოლოს ზედაპირული ფესვტა სისტემა აქვს და მისთვის აუცილებელია ხშირი ზედაპირული მორწყვა. ამიტომ წვეთოვანი მორწყვის სისტემებს დიდი უპირატესობა გააჩნია ჩვეულებრივ მორწყვასთან შედარებით. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე რეკომენდირებულია მოღარვით მორწყვის შემდეგი ვადები: პირველი მორწყვა – ყვავილობის წინ; მეორე – გამონასკვის პერიოდში; მესამე და მეოთხე – სიმწიფის პერიოდში, მეხუთე – მოსავლის აღების შემდეგ.

ნიადაგის გამოყენების სიტემა შემდეგია: ადრე გაზაფხულზე რიგებში შეაქვთ კომპლექსური PK. აზოტოვანი სასუქების შეტანა კი ნაწილ–ნაწილ უნდა განხორცილდეს: პირველი შეტანა ხდება ადრე გაზაფხულზე (მარტი–აპრილი), როდესაც მცენარე ჯერ კიდევ მოსვენების მდგომაროებაშია. ამ ეტაპზე ნიადაგში შედის წლიური ნორმის 2/3. დარჩენილი ნაწილი შეტანილი უნდა იყოს ივნისის დასაწყისისათვის. თავი უნდა ავარიდოთ სასუქების შეტანას გვიან ზაფხულში და შემოდგომაზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზამთარგამძლეობის შემცირება.

ძალიან მნიშვნელოვანია ჟოლოს პლანტაციის დაცვა მავნებელ–დაავადებებისაგან. სეზონის განმავლობაში აუცილებელია პლანტაციის 4–5 ჯერ შეწამვლა. ჟოლოს განსაკუთრებით აზიანებს შემდეგი მავნებლები: ჟოლოს ხოჭო, კვირტის ჩრჩილი, ჟოლოს ღეროს ბუზი და სხვა. ასევე მეტად საშიშია შემდეგი დაავადებები: ანთრაქნოზი, ბოტრიცისი და დიდიმელა.









განხილვა



ჟოლო მოსავალს იძლევა გასული წლის ნაზარდებზე, რომელიც მოსავლის მოცემის შემდეგ ხმება. იმავე წელს ფესვის კვირტებიდან ამოდის ახალი ერთწლიანი ტოტები. ამ ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით აგებული არის სხვლის სტრატეგიაც. გასხვლა ტარდება გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ამ დროს ხდება ყველა ძველი ტოტის ამოჭრა და ახალი ნაზარდებსი გათხელება. აუცილებელია, რომ რიგის სიგანე არ აღემატებოდეს 40–სმ–ს, რადგან ფართო რიგებში მატულობს დაავადებების გავრცელების ალბათობა. პლანტაციაში ყოველ ერთ მეტრზე უნდა დარჩეს არაუმეტეს 16–20 ძლიერი ერთწლიანი ტოტი. დარჩენილ ტოტებს ამოკლებენ 1/4–ით. ასეთი ტიპის გასხვლა რეკომენდირებულია ზაფხულში მსხმოიარე ჯიშებისათვის. რაც შეეხება შემოდგომით მსხმოიარე ჯიშებს მათი გასხვლა ძალიან მარტივია: ყოველ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ხდება პლანტაციის მთლიანი გადაჭრა ძირამდე.







საყრდენი სისტემის მოწყობა



ცნობილია, რომ ჟოლოს ტოტები საკმაოდ სუსტია და ადვილად იზნიქება ნაყოფების სიმძიმით, ამიტომ ჟოლოს პლანტაციის გასაშნებელად საჭიროა საყრდენი სისტემის მოწყობა, ყველაზე მეტად გავრცელებულია მარტივი ტიპის შპალერსი საყრდენი სისტემა ან T–სებური საყრდენი სისტემა. საყრდენ სისტემაზე მცენრის დამაგრება ხდება სპეცილური სამაგრების მეშვეობით.

მარტივი ტიპის სატრდენი სისტემა შედგება ხის ბოძებისაგან და 90–100 სმ სიმაღლეზე გამბული ერთი მავთულისაგან. ბოძებს შორის მანძილი არის 10–12 მეტრი, ბოძის დიამეტრი 70–80 მმ, ხოლო ბოძის სიმაღლე 130–150 სმ. მავთული გამბულია ორივე მხრიდან.

T–სებური ტიპის შპალერი შედგება ხის ბოძებისაგან, რომლებზეც T–სებურად 1 მეტრ სიმაღლეზე ჰორიზონტალურად დამაგრებულია 40 სმ სიგრძის ფიცარი. ბოძებს შორის მანძილი 10–12 მეტრია. ბოძის სიმაღლე 130–150 სმ. ორი პარალალური მავთული გამბულია ორივე მხრიდან.









მოსავლის კრეფა



კენკრა მოსაკრეფად მზად არის, როდესაც მას აქვს დამახასიათებელი ღია ალისფერი შეფერვა და ადვილად სცილდება მცენარეს. კენკრა მეტად სათუთია, ამიტომ აუცილებელია ფაქიზი და ფრთხილი კრეფა. ნაყოფი ვერ უძლებს დახარისხებას, ამიტომ სასურველია მოსავალი მოიკრიფოს იმ ტარაში რომლითაც იგეგმება მისი რეალიზაცია. კრეფისას რეკომენდირებულია ორი საკრეფი კონტეინერის გამოყენება, ერთში იდება მსხვილი ნაყოფები, მეორეში საშუალო და წვრილი ნაყოფები. ჟოლოს ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, ამიტომ მისი კრეფა უნდა განმეორდეს ყოველ მეორე–მესამე დღეს. სიმწიფის პერიოდი განსხვავებულია ჯიშების მიხედვით და გრძელდება 2–3 კვირის მანძილზე.



მოსავლიანობა



მოსავლიანობა დამოკიდებულია ნიადაგობრივ პირობებზე, მოვლის აგროტექნიკურ ფონზე და ჯიშურ თავისებურებებზე. კარგი მოსავლის პირობებში 1 ჰექტარზე შესაძლებელია 8–10 ტონა მოსავლის აღება.





საქართველოს პირობებისათვის აპრობირებული და რეკომენდირებული ჯიშები





კენბი



კანადური ჯიშია მიღებულია ვიკინგისა და ლოიდ ჯორჯის შეჯვარებით.



მცენარე: ხასიათდება უეკლო ღეროებით, საშუალოდ ივითარებს ამონაყარს, ვირუსული დაავადებების მიმართ ამტანია, მგრძნობიარეა ფესვის სიდამპლის მიმართ.



ნაყოფი: წითელი ფერისაა. საადრეო სიმწიფის პერიოდის, შიდა და ქვემო ქართლში საკრეფი სიმწიფე იწყება ივნისის შუა რიცხვებიდან და გრძელდება ივლისის დასაწყისამდე. ნაყოფი დიდი ზომისაა, საშუალო მასა 2,9–3,2 გრ, კონუსური ფორმის, მკვრივი, შესანიშნავი არომატით, ღია წითელი, ადვილად მოსაკრეფი, შესანიშნავია ნედლად ხმარებისათვის.









ტულეიმინ Tulamen



მცენარე: ზაფხულში მსხმოიარეა, ფართოდ გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, საუკეტესო ჯიშია სათბურში წარმოებისათვის.

ნაყოფი: წითელი ფერისაა. საშუალო–საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, შიდა და ქვემო ქართლში საკრეფი სიმწიფე იწყება ივლისის დასაწყისიდან და გრძელდება ივლისის ბოლომდე. ნაყოფი ძალიან დიდი ზომისაა, საშუალო მასა 3,5–4,2 გრ, კონუსური ფორმის, მკვრივი, ალისფერი წითელი, ხასიათდება საუცხოო გემოთი.









ჰერიტეჯი Heritage



მცენარე: შემოდგომაზე მსხმოიარე, ხასიათდება ძლიერი ზრდის, ვერტიკალური ტოტებით. დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა, უხვმოსავლიანია.



ნაყოფი: წითელი ფერისაა. შიდა და ქვემო ქართლში საკრეფი სიმწიფე იწყება აგვისტოს შუა რიცხვებიდან და გრძელდება ოქტომბრის მეორე დეკადამდე. ნაყოფი დიდი ძალიან ზომისაა, მკვრივი, შესანიშნავი არომატით, ღია წითელი, შესანიშნავია ნედლად ხმარებისათვის.



ჯეველი Jewel



მცენარე: უხვმოსავლიანია, გამძლეა ძირითადი დაავადებების მიმართ.



ნაყოფი: შავი ფერისაა. საშუალო საადრეო სიმწიფის. შიდა და ქვემო ქართლში საკრეფი სიმწიფე იწყება ივლისის დასაწყისიდან და გრძელდება ივლისის ბოლომდე. ნაყოფი მსხვილი ზომისაა, პრიალა შავი ფერის, შესანიშნავი არომატით.









ირაკლი მერკვილიშვილი

მამუკა მერებაშვილი

Posted by: Tiperson 16 Feb 2012, 20:21
LSoso
მადლობა , საინტერესო ინფოა

Posted by: levvani 16 May 2012, 11:08
ძალიან მაინტერესებს ამ კულტურაზე ყველაფერი არავიკს არაფერი არ გიწერიათ არადა როგორც ვიცი კარგი მოსავალი აქვს და მოსავლელადაც ადვილია. თან მაინტერესებს როგორ ითესება ან ირგვება და რამდენ ხანში იძლევა ნაყოფს, რამდენ წლიანია და რავიცი მოკლედ რაც იცით დაწერეთ smile.gif

მაყვალი
ჟოლო
მოცხარი

ანუ უფრო ბუჩქოვანი,კულტურა.

Posted by: LSoso 16 May 2012, 14:38
QUOTE (levvani @ 16 May 2012, 11:08 )
ძალიან მაინტერესებს ამ კულტურაზე ყველაფერი არავიკს არაფერი არ გიწერიათ არადა როგორც ვიცი კარგი მოსავალი აქვს და მოსავლელადაც ადვილია. თან მაინტერესებს როგორ ითესება ან ირგვება და რამდენ ხანში იძლევა ნაყოფს, რამდენ წლიანია და რავიცი მოკლედ რაც იცით დაწერეთ smile.gif

მაყვალი
ჟოლო
მოცხარი

ანუ უფრო ბუჩქოვანი,კულტურა.


ჟოლოზე და მაყვალზე არის ინფო, მგონი მოცხარზეც უნდა იყოს.
http://forum.ge/?showtopic=34356399&f=&st=0&#entry29705600

Posted by: levvani 17 May 2012, 15:19
მითხრეს რომ სანამ დათესავ მიწის PH-ი გაიგეო, მაგრამ ის არ იციან სად მივიტანო მიწა გასასინჯად ხომ არ იცით გამარკვიეთ რა.

Posted by: mercedesML 17 May 2012, 17:52
მაინტერესებს ყველაფერი ამ მცენარეზე და იქნებ ვინმე აგრონომი იყოს რომელიც პატარა რამით მაინც დამეხმარება

Posted by: pro_leo66 17 May 2012, 18:30
QUOTE
მაინტერესებს ყველაფერი ამ მცენარეზე და იქნებ ვინმე აგრონომი იყოს რომელიც პატარა რამით მაინც დამეხმარება



ყველაფერი არ ვიცი მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი ძალიან გემრიელია

Posted by: jolo 17 May 2012, 18:33
რეალიზაცია სად შეიძლება ჟოლოსი და დაახლოებით რა ფასი?

Posted by: jolo 17 May 2012, 18:36
მეც მაინტერესებს ჟოლოზე ყველაფერი კაი იქნება ვინმე თუ დაგვეხმარება?

და იქნებ ვინმემ იცოდეს სადმე თუ შეიძლება ჟოლოს ჩაბარაბა რამე წარმოება არაა რომელიც იბარებს?

Posted by: mercedesML 17 May 2012, 18:42
jolo
და იქნებ ვინმემ იცოდეს სადმე თუ შეიძლება ჟოლოს ჩაბარაბა რამე წარმოება არაა რომელიც იბარებს
ყვეაზე მეტად ალბათ ეს უფროა საინტერესო

Posted by: dzleviskedeli 17 May 2012, 21:31
ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ნახევრად ბუჩქია 1,5 მ სიმაღლით, ერთწლიანი ვეგეტაციური ყლორტები ბალახოვანია, ხოლო ორწლიანი გამერქნებული და გენერატიულია (ნაყოფის მომცემი), რომელნიც ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ ხმება. ტოტებზე განლაგებულია ხშირი, მაგრამ შედარებით რბილი ეკლები. კენტფრთართული ფოთოლი 3-5 (იშვიათად 7) ფოთოლაკიანია, ზემოდან შიშველი, ქვემოდან კი მოთეთრო-მორუხო ქეჩისებრი ბუსუსებით მოფენილი. ფოთოლაკები ფორმით კვერცხისებრია, ბოლოში მოკლედ წაწვეტილი, კიდეებიხერხისებრ წვრილად დაკბილულია.
თეთრი ყვავილები ფოთლების იღლიებში მტევნისებრ და ყლორტების კენწრულ ნაწილში ფარისებრ-საგველანაირ თანაყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი წითელი, ძალიან იშვიათად ყვითელია. მომრგვალო ფორმის. მომწიფებული ადვილად სცილდება ყვავილსაჯდომსა და ჯამს, ნაყოფის ძირში ძაბრისებრი შიდა ჩაღრმავებით. ნაყოფი ძალიან გემრიელი და ფრიად სასიამოვნო სურნელებისაა. ყვავის ივნისიდან, ზოგან ივლისშიც იმისდა მიხედვით თუ რა სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან. ნაყოფი დაყვავილებიდან 35-40 დღეში მწიფდება (ივლის-აგვისტოში). მრავლდება თესლითა და ფესვის ნაბარტყით.
იზრდება კალთაშეთხელებულ ტყეებში, ტყისპირებში, ნახანძრალებზე, ნამეწყრალ ფერდობებზე გავრცელებულია მთის შუა და ზედა სარტყლებში ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე სიმაღლეზე. არც თუ იშვიათად ჰქმნის თავისი გაბატონებით ფორმირებულ არა მარტო დიდ ბიოჯგუფებს, არამედ დიდ ფრაგმენტულად გაბნეული თარგებსაც კი. თავისი ნიტროფილური ბუნების გამო მძლავრად ვითარდება ნახანძრალებსა და ტყეკაფებზე.
ნიადაგის სინესტისადმი მომთხოვნია, მაგრამ მდგარ წყალს ვერ იტანს, სინათლის მიმართაც მომთხოვნი მცენარეა.

Posted by: LSoso 17 May 2012, 21:59
QUOTE (levvani @ 17 May 2012, 15:19 )
მითხრეს რომ სანამ დათესავ მიწის PH-ი გაიგეო, მაგრამ ის არ იციან სად მივიტანო მიწა გასასინჯად ხომ არ იცით გამარკვიეთ რა.

iko-iko-ს მიმართე და აუცილებლად დაგეხმარება.


"მომავალი საუკუნე" არბოს ქ. კორპუსი-ა, მეტრო ღრმაღელესთან. ტ: 61-06-40


"ეტალონი" ჩარგლის ქუჩაზეა ზუსტად არ მახსოვს რა ნომერია მგონი #18 ტ: 14-21-05


"მულტიტესტი" დიდგორის #13 სოფელი დიღმის ასასვლელ გზაზე. ტ: 53-14-63


ეს ლაბორატორიის მისამართებია თუ რამეში გამოგადგება.

Posted by: LSoso 17 May 2012, 22:06
http://forum.ge/?showtopic=34356399&f=&st=0&#entry29705600

რა უბედურებაა ერთიდაიგივე ამდენი თემა???

Posted by: giogrigolia 19 May 2012, 14:45
გაქვთ უკვე ჟოლო ? მე რამდენადაც ვიცი დისტრიბუტორები თვითონ მიდიან და ყიდულობენ ადგილზე ბაზარში უნდა იკითხო სადაც ყიდიან ჟოლოს და იქ დაგაკვალიანებენ smile.gif

Posted by: dzleviskedeli 23 May 2012, 00:15
ესეც ასეეე






Posted by: levvani 24 May 2012, 14:27
გახარე დიდი მადლობა. iko-iko-ს ვესაუბრე ძალიან კარგად ესმის ეს საქმეები რაღაცეები მირჩია smile.gif

Posted by: davita74 28 May 2012, 03:13
jolo
mercedesML

მე მაქვს დარგული , შემოდგომით დავრგე და ეხლა უკვე ველოდები მოსავალს ტუ რამე გაინტერესებთ პირადში მომწერეთ საკონტაქტო ინფო და დაგიკავშირდებით. ჯერჯერობით მხოლოდ 700 ძირი მაქვს დარგული

Posted by: zonia 9 Jun 2012, 19:23
ზოგიერთ კენკროვან კულტურათა გაშენებისა და მოვლა-მოყვანის რეკომენდაციები

კენკროვანი კულტურების (მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი) სამრეწველო სორტიმენტი რომელიც წარმოდგენილია საქართველოს შიდა ბაზარზე, შედგება ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშებისაგან ,რომელთა უმეტესობა სრულად ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, ამიტომ ბუნებრივია დგება საკითხი მათი მუდმივი განახლებისა და სრულყოფისათვის.
მარწყვი - ჯიშების შერჩევისათვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნაყოფის სიმწიფეში ადრე შესვლა, უხვი მსხმოიარობა, ადგილობრივ პირობებთან შეგუება, ტრანსპორტაბელურობა, კარგი გემო, არომატი, სურნელება და სხვა.
გაშენება - მარწყვის ბაღების გაშენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის ნიადაგებზე, მაგრამ უმჯობესია პირველ რიგში შეირჩეს ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, მსუბუქი შედგენილობის წყალგამტარი ნიადაგები. მარწყვის ბაღების გაშენება შეიძლება როგორც გაზაფხულზე, ასევე ზაფხულში და შემოდგომაზე. გაშენების დროს ზოგიერთი ჯიშებისათვის საჭიროა დამამტვერიანებლების გათვალისწინება.
მარწყვის გაშენება შესაძლებელია; ერთზოლიანი, ორზოლიანი და სამზოლიანი მწკრივის სახით. .ჩვენი პირობებისათვის უმჯობესია მწკრივში 90X100X15-20 სმ კვების არეზე გაშენება. თანამედროვე ტექნოლოგიით რეკომენდებულია მწკვრივში ბაზოების გაკეთება, პოლიეთილენის გაფენა და მასზე გაშენება, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მოვლის ხარჯებს და აუმჯობესებს ხარისხსხობრივ მაჩვენებლებს.
გამრავლება სესაძლებელია, როგორც თესლით ისე ვეგეტატიურად; /ბუჩქების დაყოფით და პწკალებით/.
მოვლის –საკითხებიდან მნიშვნელოვანია ტენით უზრუნველყოფა, ძირითად მავნებელ-დაავადებათა საწინააღმდეგოდ რეკომენდებული საშუალებების გამოყენება, მაღალი და ხარისხოვანი მისავლის მისაღებად სეზონზე 3–4 ჯერ პწკალების მოშორება. ნიადაგის გაფხვიერება, სარეველებთან ბრძოლა,
ჟოლო. უძველესი, ნახევრადბუჩქისებური ფორმის ძვირფასი კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი მეტად არომატული და მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავებითა და ნახშირწყლებით
სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ჟოლო მაღალშემოსავლიანი კულტურაა. რადგან მასზე ფასი სტაბილურად მაღალია და კარგი საბაზრო მოთხოვნითაც ხასიათდება იგი დარგვიდან მეორე წელს იწყებს მოსავლის მოცემას, ხოლო რემონტატული ჯიშები იმავე წელს ივითარებენ ყვავილს და იძლევა ნაყოფს.
ჟოლოს მოითხოვს კარგად განათებულ მზინ, მსუბუქ თიხნარ ნიადაგებს. სხვა კენკროვან კულტურებთან შედარებით ნაკლებად ყინვა და გვალვაგამძლეა, ვერ იტანს ჭარბ ტენს, ჟოლოს გამრავლება ძირითადად ხდება ვეგეტატიური წესით; ფესვის ამონაყრებით, /ფესვის ნაწილებით/, გასაშენებლად სასურველია ნერგის დიამეტრი იყოს 8 – 10 მმ, დარგვის შემდეგ საჭიროა გადაიჭრას 15- 25 სმ სიმაღლეზე.
ჟოლო უნდა დაირგას გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ნერგის დარგვისას ფესვის ყელი სასურველია 2-სმ_ ით დაბლა იყოს მიწის ზედაპირიდან. გაშენების ოპტიმალური სქემაა 2,5-3მX0,5-0,6მ. გაშენების შემდეგ პლანტაციაში მნიშვნელოვანია ნიადაგის გაფხვიერება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, მორწყვა და მავნებელ დაავადებებისაგან მცენარეთა დაცვა, რეკომენდებულია ჰერბიციდების გამოყენება.
ნიადაგის განოყიერების სისტემა შემდეგია: ადრე გაზაფხულზე რიგებში შეაქვთ კომპლექსური NPK სასუქები. აზოტიანი სასუქების შეტანა კი ნაწილ-ნაწილ უნდა განხორცილდეს: პირველი შეტანა ხდება ადრე გაზაფხულზე, როდესავ მცენარე ჯერ კიდევ მოსვენების მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე ნიადაგში შედის წლიური ნორმის 2/3. დარჩენილი ნაწილი შეტანილი უნდა იქნეს ივნისის დასაწყისში. თავი უნდა ავარიდოთ სასუქებისშეტანას გვიან გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზამთარგამძლეობის შემცირება.
ჟოლო მოსავალს იძლევა გასული წლის ტოტებზე, რომელიც მოსავლის მოცემის შემდეგ ხმება, იმავე წელს ამოდის ახალი ერთწლიანი ნაზარდი. ამიტომ აუცილებელია ყოველ წელს ჩატარდეს სხვლა, გასხვლა ტარდება ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით. ძველი ტოტი უნდა ამოიჭრას და ახალი ნაზარდები უნდა შეთხელდეს. აუცილებელია, რომ რიგის სიგანე არ აღემატებოდეს 40 სმ, რადგან ფართო რიგებში მატულობს დაავადებების გავრცელების ალბათობა. პლანტაციის ყოველ ერთ მეტრზე უნდა დარჩეს არაუმეტეს 16-20 ძლიერი ერთწლიანი ტოტი. დარჩენილ ტოტებს ამოკლებენ ერთი მეოთხედით. ასეთი ტიპის გასხვლა გამოყენებულია ზაფხულში მსხმოიარე ჯიშებზე, არც შეეხება შემოდგომით მსხმოიარე ჯიშებს, მათი გასხვლა უფრო მარტივია: ყოველ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ხდება პლანტაციის მთლიანი გადაჭრა ძირამდე.
ჟოლო ერთიდაიგივე ადგილას იზრდება და ვითარდება 15 – 20 წელი, ხოლო პროდუქტიულობის პერიოდი შეადგენს 12 – 14 წელს. რაც შეეხება საყრდენი სისტემის მოწყობას, ცნობილია რომ ჟოლოს ტოტები საკმაოდ სუსტია და ადვილად იზნიქება ნაყოფის სიმძიმით, ამიტომ აუცილებელია მოეწყოს ორმაგი ტესებური შპალერული საყრდენი სისტემა, რომელზეც კანაფის საშუალებით დამაგრდება ტოტები. კენკრა მოსაკრეფად მზად არის, როდესაც მას აქვს დამახასიათებელი ღია ალისფერი შეფერილობა და ადვილად სცილდება მცენარეს. ჟოლოს ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, ამიტომ მისი კრეფა უნდა განმეორდეს ყოველ მეორე-მესამე დღეს.
კარგი მოვლის პირობებში შესაძლებელია 1 ჰა-ზე მივიღოთ 8-10 ტ მოსავალი.
მოცხარი. მრავალწლიანი ბუჩქნარი მცენარეა.. იგი შედარებით ყინვაგამძლეა, მაღალ სიცხეებს ვერ ეგუება, სინათლის მოყვარულია, თუმცა კარგად ხარობს ნახევრად დაჩრდილულ, ტენით უზრუნველყოფილ კარგად დამუშავებულ ადგილებზე..
შავი მოცხარის ნარგავებთან ერთად ჩვენში საკმაოდ გავრცელებულია წითელი მოცხარის ჯიშები, გვხვდება აგრეთვე თეთრი მოცხარიც. ერთიდაიგივე ადგილზე შავი მოცხარი მსხმოიარობს და ცოცხლობს 12-15 წელს, ხოლო წითელი მოცხარი 20 – 25 წელს.
მოცხარი მრავლდება ვეგეტატიური წესით, გამერქნებული კალმით, მწვანე კალმით, გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით. კალმების აჭრა ხდება მოსავლიანი ბუჩქებიდან, 15-20 სმ სიგრძის და 6-7 მმ სისქის, გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. სანერგეში კალმები უნდა დაირგოს მწკრივთა შორის 80 სმ და მწკრივებში 20 სმ მანძილზე. რაც შეეხება მოცხარის სამრეწველო პლანტაციის გაშენების საკითხს ადგილმდებარეობის შერჩევისას უკეთესია გამოიყოს ვაკე ადგილი 5-60 დაქანებით. მოცხარის დარგვა წარმოებს შემოდგომაზე – ფოთლების ცვენიდან ყინვების დაწყებამდე და ადრე გაზაფხულზე სავეგეტაციო პერიოდის დაწყებამდე ე.ი. კვირტების გამოწევამდე, ვინაიდან მოცხარის კვირტი გაზაფხულზე ძალიან ადრე + 5 0 იწყებს ვეგეტაციას და ყვავილობს 11-140. მისი სრულყოფილი ბუჩქის მისაღებად საჭიროა დარგვისთანავე ტოტზე 3-4 კვირტის დატოვება, მეორე წელს შეარჩევენ 3-4 კარგად განვითარებულ ტოტს და დანარჩენს ამოჭრიან და ა.შ ყოველ წელს ითხოვს გასხვლა – ფორმირებას.
მოცხარის ნარგაობის გაშენებისას მცენარეთა და მწკრივთა შორის მანძილი უნდა განისაზღვროს ასეთი სქემით. წითელი მოცხარი 3X1,0-1,25მ შავი მოცხარი 3X-1,5 მ..
მოცხარის კულტურა საკვები ელემენტების მიმართ მომთხოვნია, ამიტომ ნიადაგში გარდა ორგანული სასუქისა, აუცილებელია მინერალური სასუქების ნორმირებული დოზებით შეტანა გამოკვების მიზნით.
მაყვალი. წარმოადგენს ძვირფას, საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ კენკროვან კულტურას. საკარმიდამო და სამრეწველო ნარგაობის სახით შენდება მისი უეკლო ფორმები. ხოლო ველურად ეკლიანი ფორმები - განსაკუთრებით ტყის პირებში. მაყვალი ნაყოფის მოცემას მეორე წლიდან იწყებს და 12-15 წლის მანძილზე მსხმოიარობს. მაყვალის ჯიშები უმთავრესად შავი ნაყოფის მომცემია. ერთი ჰექტარი უეკლო მაყვალი 5-6 ტონა მოსავალს იძლ;ევა.
მაყვალის გამრავლება უმთავრესად ფესვების ამონაყრებითა და კალმების დაფესვიანებით ხდება.
მაყვალის ამონაყრების ამოთხრა და გაშენება შეიძლება შემოდგომაზე (ნოემბერი) და ადრე გაზაფხულზე. ამონაყრების ამოღება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, რათა მაყვალის დედა ბუჩქის ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს.
რაც შეეხება კალმით გამარვლებას ამ შემთხვევაში საჭიროა წინასწარ კარგად გაფხვიერებული და ზომიერად ტენიანი ნაკვეთი. Mმაღალხარისხოვანი და ნორმალური რაოდენობის სარგავი მასალის მიღების უზრუნველსაყოფად, საჭიროების მიხედვით უნდა ტარდებოდეს ნაკვეთის მორწყვა და სისტემატიური გაფხვიერება.
მაყვალი გარემოს დიდ მოთხოვნებს არ უყენებს და მისთვის შესაფერის ბუნებრივ პირობებში ერთობ მაღალ მოსავალს იძლევა. მაყვალის გაშენება ხდება ცალკე ნარგაობის სახით. ჩვენს პიროებებში საუკეთესოა ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის დაქანებები, რადგან სამხრეთის დაქანებებზე იგი სიცხისა და გვალვისაგან ზიანდება. ნიადაგის მომზადება გამოიხატება მის მოხვნასა და დარგვის წინ დაფარცხვაში. მოხვნა უნდა ტარდებოდეს დასავლეთ საქართველოს პირობებში 20-25 სმ სიღრმეზე, ხოლო აღმოავლეთ საქართველოს რაიონებში 25-30 სმ.
მაყვალის დარგვა წარმოებს შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრების შემდეგ. დარგვის წინ ბუჩქებზე ტოტი უნდა დამოკლდეს 15-20 სმ დატოვებით. ამით მცირდება მცენარის მიერ წყლის აორთქლება.
მაყვლის გასაშენებლად ურჩევენ რიგთაშორის მანძილს - 2 მეტრს, მცენარეებს შორის კი - 1 მეტრს. დარგვისთანავე ნარგავი უნდა მოირწყას მიგდებით ან 2_3 ძირზე ერთი ვედრო წყლის დასხმით. მორწყვის შემდეგ ბუჩქს უნდა მიეყაროს მშრალი მიწა.
დარგვის პირველ წელს მაყვალის მოვლა ძირითადად მდგომარეობს შემდეგ ღონისძიებათა გატარებაში. 1) ნიადაგის გაფხვიერება და სარეველა ბალახების მოსპობა; 2) მავნებელ-ავადმყოფობების მიმართ ბრძოლა; 3) მორწყვა საჭიროების მიხედვით; 4) გასხვლა და ყლორტების აკვრა შპალერზე. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მაყვალი ძალიან არ უნდა დაიტვირთოს მრავალი ყლორტებით, რადგან ის იწვევს ბუჩქის დასუსტებას და ამით მოსავლის შემცირებას. ამიტომ საჭიროა 6-7 ყლორტის დატოვება. ამასთანავე ნაყოფების დამსხვილების მიზნით საჭიროა დატოვებული ყლორტების 1/4 ¼ სიგრძეზე გაზაფხულზე შეკვეცა.
ტოტები ნაყოფების სიმძიმის გამო ადვილად იზნიქება, ამიტომ ყველაზე უკეთეს შედეგს იძლევა მარაოსებური აკვრა მავთულზე. ამ შემთხვევაში რიგში ჩაისობა სარი ყოველ 5-6 მ და მათზე 2-3 რიგად გაიჭიმება მავთული. ამ მავთულზე მაყვალის ტოტები ცერად აიკვრება. ამ წესით აკრული მაყვალი შედარებით დიდ მოსავალს იძლევა, ვიდრე სარზე აკრული.
მავნებლებიდან მაყვალს აზიანებენ ტილები, ბაღლინჯოები, ფოთლის ცხვირგრძელები, ბუგრები. ავადმყოფობებიდან უმთავრესად აღსანიშნავია ანთრაქნოზი, ნაცარი, თეთრი ლაქიანობა და სხვა.
კოკრების გაშლის მომენტში საჭიროა პლანტაციის დამუშავება რეკომენდებული პრეპარატებით.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე; კენკროვანი კულტურები, როგორიცაა მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი და სხვა ხასიათდებიან განსაკუთრებული თავისებურებებით, რაც ამ კულტურების მოყვანას დიდ სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობას ანიჭებს. კენკროვანი კულტურების თავისებურებანი გამოიხატება:
1. კენკროვნები ადრე იწყებენ ნაყოფის მოსხმას: მაგ. მარწყვი მსხმოიარობაში შედის გაშენების პირველ-მეორე წელს. მოცხარი მეორე წელს და სხვა.
2. ადვილად ეგუებიან დაბალ ტემპერატურას და ამიტომ მათი განვითარება ჩვენში შესაძლებელია საქართველოს ყველა რაიონში.
3. კენკროვანი კულტურები საქართველოს უხვი მზის პირობებში კარგად ეგუებიან ნახევრად დაჩრდილულ მდგომარეობას. ამიტომ კენკროვნებისათვის მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იქნას ხეხილის ბაღების რიგთაშორის ფართობები.
4. კენკროვნების ნაყოფები ადრე მწიფდება, მაგ., მარწყვი ჩვეულებრივ მაისიდან იკრიფება, დანარჩენი კენკროვნები კი ივლისიდან რომელსაც ადრეული ხილეულით მოსახლეობის კვების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
5. კენკროვნების სარგავი მასალის გამოყვანა ხდება ადვილად ვეგეტატიური წესით (ამონაყრებით, გადაწვენით, კალმით და სხვ.).
6. კენკროვანთა ნაყოფი სხვა ხილთან ერთად, მაღალხარისხოვან საკვებ პროდუქტად ითვლება. მარწყვი, შავი მოცხარი და სხვა კენკროვანები თავისი მდიდარი ქიმიური შედგენილობის გამო იხარება ნედლ ხილად, სამკურნალოდ და საშაქარლამო წარმოებაში (ამზადებენ მურაბებს, მარმელადებს, ლიქიორებს, წვენებს და სხვა).




http://sanerge.ge/

Posted by: GeoDevil 9 Dec 2012, 22:39
გამარჯობა. ჟოლოს თესლი მაქვს და არ ვიცი როდის და როგორ დავთესო.
იქნებ დამაკვალიანოთ ვინმემ.
ან ვის ეცოდინაბა ვის ვკითხო?

და კიდევ იქნებ იცით რომელიმე ორგანიზაცია ვისთანაც გავივლი კონსულტაციას კენკროვან კულტურებზე. ყველაფერი მაინტერესებს.
ნებისმიერი ინფორმაცია გამომადგება.
მადლობა წინასწარ.

Posted by: kakhaaa 10 Dec 2012, 14:47
QUOTE (levvani @ 17 May 2012, 15:19 )
მითხრეს რომ სანამ დათესავ მიწის PH-ი გაიგეო, მაგრამ ის არ იციან სად მივიტანო მიწა გასასინჯად ხომ არ იცით გამარკვიეთ რა.

მექანიზაციის ცენტრში მიიტანე მანდ აკეთებენ მიწის ანალიზებს yes.gif

Posted by: GeoDevil 25 Dec 2012, 21:01
იქნებ იცით რომელიმე ორგანიზაცია ვისთანაც გავივლი კონსულტაციას კენკროვან კულტურებზე

Posted by: LSoso 25 Dec 2012, 23:54
QUOTE (GeoDevil @ 25 Dec 2012, 21:01 )
იქნებ იცით რომელიმე ორგანიზაცია ვისთანაც გავივლი კონსულტაციას კენკროვან კულტურებზე

https://www.facebook.com/david.birkadze
დათოს დაუკავშირდი, მახსოვს გადაცემა გააკეთა მაგ თემაზეც.

Posted by: verski 19 Feb 2013, 01:27
ვინ იცით მალინის და მაყვალის ნერგები ბევრი მინდა საკმაოდ

Posted by: LSoso 19 Feb 2013, 17:43
QUOTE (verski @ 19 Feb 2013, 01:27 )
ვინ იცით მალინის და მაყვალის ნერგები ბევრი მინდა საკმაოდ

თბილისის ზღვაზე სანერგეებია ბევრი, ერთის ნომერი მიწერია,5 ლარად მომყიდა შარშან, ახლა არ ვიცი ფასი. 599484912 ზაზა.

Posted by: verski 20 Feb 2013, 07:30
გაიხარე დიდი მადლობა ისე ცოტა ძვირად კი მოუყიდია.

Posted by: jolo 27 Feb 2013, 16:23
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3811224&p=2

Posted by: anna1008 19 Mar 2013, 14:03
უეკლო მაყვლის ნერგებთან დაკავშირებით დამიკავშირდით

Posted by: ramini19852 20 Mar 2013, 15:40
QUOTE
anna1008

პრაის ლისტი შეგიძლიათ რომ გამომიგზავნოთ? რა თქმა უნდა თუ გაქვთ სხვა კულტურებიც, პირადში მომწერეთ და მეილს მოგწერთ.

ასევე ჟოლოს და კენკროვანის ნერგები თუ გაქვთ იქნებ მომწეროთ.

Posted by: EVO_007 22 Oct 2013, 11:18
მოგესალმებით, ცოტ აარ იყოს ოდნავ მოგვიანებით დავინტერესედი ჟოლოს მოყვანის საკითხით. ამ მიმოწერას გადავავლე თვალი. დილეტანტი ვარ ამ ს აკითხში მაგრამ მიწასთან მიმუშავია. მოკლედ ფართი მაქვს 2500 კვ.მ. დავხანი და დავფარცხე. რათქმაუნდა ხელი მიმიწვდება გარკვეული კონსტრუქციის დადგმაზეც. ანუ მწკრივებში სტოლბებს და მავთულებს ვგულისხმობ. გარკვეული ოდენობით ნერგებსაც შემპირდნენ სანაცნობო. თქვენგან მჭირდება დახმარება იმასთან დაკავშირებით თუ სად შეიძLება პირველადი კონსულტაციის გავლა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. სად შეიძLება შევიძინო დამატებითI ნერგები დაბალ ფასად და ა შ. მეც ვქექავ გარკვეულ ინფოს ნეტ ში მაგრამ, მირჩევნია რჩევები მივიგო თქვენგან როგორც ამ ს აქმეში ჩახედული ადამიანებისგან.
არის თუ არა დღესდღეობით თბილისიის მიმდებარე ტერიტორიაზე სანერგე მეურნეობა და ვინმე ისეთი გამოცდილი აგრონომი ვისთანაც გავივლი ამ თემაზე კოსულტაციას.. ვისთან და სად შეიძLება მივიდე.
წინასწარ უგრემესი მადლობა ყველას.

Posted by: ramini19852 5 Dec 2013, 10:21
გამარჯობათ!
იქნებ ცოტა წამოვწიოთ ეს თემა smile.gif
ვინმე ვინც აქ პოსტავს გამოცდილია ამ საქმეში? გვაქვს ვინმეს წარმოდგენა ჟოლოს ჯიშებზე, მოვლაზე, მოსავლიანობაზე და ასე შემდეგ? ან სად შეიძლება პროფესიონალური კონსულტაციის მიღება
QUOTE
EVO_007


ახლა შევხედე შენს პოსტს, მეც იგივე კითხვები მაქვს, მოყვარულის დონეზე 10-15 კვადრატზე მაქვს ჟოლო, შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კარგი მოსავლიანობა აქვს, ეს იმ ადგილის დამსახურებაა სადაც დარგულია თუ ჯიშის არ ვიცი, არადა საკმაოდ მაღალი ფასი აქვს ყოველთვის, ჩემი აზრით საკამაოდ რენტაბელური ბიზნესია

Posted by: GeoDevil 5 Dec 2013, 16:59
QUOTE
ეს იმ ადგილის დამსახურებაა სადაც დარგულია

კი ადგილის დამსახურებაა. ან მოვლის თუ კარგად უვლი.
QUOTE
სად შეიძლება პროფესიონალური კონსულტაციის მიღება

ვეძებ 2 წელია და ვერ ვიპოვე. 2 წლის წინ ვიყიდე ნერგები ერთი კახელი კაცისგან, რომელიც საკმაო შემოსავალს იღებს ჯოლოდან. მან მომცა რჩევები, მაგრამ ამ 2 წელში მივხდი რომ მანაც არ იცის სწორად რაგაცეები.
სავარაუდოდ საქართველოში ამ საქმის კარგი სპეციალისტი არ არის. ან თუ არის 1-2 და რთული იქნება მოძებნა. ამიტომ ჩემი რჩევაა რაიმე ლიტერატურა მოიძიო ინტერნეტში და იქიდან ნელნელა დაამუღამო.

Posted by: ramini19852 5 Dec 2013, 19:44
მე რომელიც მაქვს ეს 2 მოსავალს იძლევა smile.gif თU ყველა ჟოლო ეგეთია?

Posted by: GeoDevil 6 Dec 2013, 09:49
ramini19852
არა ყველა ჟოლო 2 მოსავალს არ იძლევა, მაგრამ საქართველოში ბევრი ჯიშია 2 მოსავლიანი.

Posted by: ramini19852 6 Dec 2013, 10:09
ფაქტია რომ მაგარი საინტერესო საქმეა, ჩემი აზრით სერიოზულად შეიძლება დაინტერესდეს ადამიანი ამ საქმით და მერე მაგას დაამატო სხვა კენკროვნებიც, ია ტაკ დუმაიუ smile.gif

ახლა იმას ვფიქრობ ხომ არ გავაკეთო ეს ნარგავი ცოტა დიდ ფართობზე, გამომდინარე იქიდან რომ ჟოლოს ნერგების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება , ანუ აქვს ბევრი ამონაყარი რაც გაზაფხულზე გამოჩნდება და ის ვერ გამირკვევია ბევრი წყალი უნდა თუ უბრალოდ ნესტი საკმარისია.

Posted by: GeoDevil 6 Dec 2013, 12:47
QUOTE
ბევრი წყალი უნდა თუ უბრალოდ ნესტი საკმარისია

ბევრი წყალი აზიანებს. ფესვებს ულპობს და ხმება. მაგრამ ზაფხულზე პირიქით აუცილებელია მორწყვა განსაკუთრებით ნაყოფის მწიფობის დროს. უფრო დიდი ზომის ნაყოფს იძლევა. თუ არ მორწყე შეიძლება გახმეს.

ტერიტორიულად სად გაქვს ნარგავი?

Posted by: ramini19852 6 Dec 2013, 14:26
QUOTE
ტერიტორიულად სად გაქვს ნარგავი?

ზემო იმერეთში და იქ რომ 2 ნაყოფს მოიტანს,წარმოიდგინე აღმოსავლეთში რა კარგად გაიხარებს!!!

Posted by: ramini19852 17 Dec 2013, 12:25
up!!! ..................up.......

Posted by: kaki96_ 17 Dec 2013, 14:34
QUOTE
არა ყველა ჟოლო 2 მოსავალს არ იძლევა, მაგრამ საქართველოში ბევრი ჯიშია 2 მოსავლიანი.


ორმოსავლიანები მგონი მეორე სეზონზე ოძლევიან ნაყოფს და მოსავლიანობაც ისეთი არ აქვთ როგორც ერთიანებს

Posted by: ramini19852 17 Dec 2013, 14:57
QUOTE
ორმოსავლიანები მგონი მეორე სეზონზე ოძლევიან ნაყოფს და მოსავლიანობაც ისეთი არ აქვთ როგორც ერთიანებს

ჩემი აზრიტ მანდ ფასში მოიგებ, როცა მეორე მოსავალი მოვა მაშინ 1 მოსავლიანი არ იქნება, შესაბამისად ფასიც მაღალი უნდა იყოს.. ია ტაკ დუმაიუ wink.gif

Posted by: kavkasionsky 21 Dec 2013, 20:50
მიწის PH რას ნიშნავს თუ შეიძლება ვინმემ ამიხსენით რა. დილეტანტი ვარ ამ საქმეში.

Posted by: მაო 5 Mar 2014, 21:13
kavkasionsky
მეც დილეტანტურად ვიცი, რომ ნიადაგის მდომარეობის, მჟავიანობის ხარისხის განსაზღვრას გულისხმობს, მაგ: ჩაის დასავლეთის მჟავე ნიადაგი უხდება. არის საშუალო, ასევე დაბალი მჟავიანობის და კიდევ სხვაგვარი ნიადაგები, რომელიც სხვასახვა კულტურებს შეესაბამება.

Posted by: ramini19852 5 Mar 2014, 23:06
QUOTE
მაო

+1....................................................................................

Posted by: Killuminater 9 Mar 2014, 05:22
გამარჯობა
სიტყვაზე მოვიდა მოსავალი და მზად არის გასაყიდათ, არის იმის შანსი, რომ ვერ გაყიდო ?
წინასწარ ხდება შეთანხმება თუ სადმე აბარებთ ?
მოკლედ უკვე თენდება და კითხვა საშინლად ჩამოვაყალიბე მაგრამ იმედია მიხვდებით . :დ

Posted by: GeoDevil 14 Apr 2014, 17:33
ადრეც დავსვი ფორუმზე კითხვა:

ჯოლოში რა შეიძლება გამოვიყენო ბალახის გასანადურებლად?
აგრონომმა მომცა ერთი პრეპარატი, მაგრამ ფართეფოთლოვან მცენარეებს ვერ ანადგურებს.
სხვა საშუალება არ არსებობს საქართველოშიო.
თუ არსებობს საერთოდ მსგავსი საშუალება, რომ ჩამოვიტანო საზღვარგარეთიდან? ან სად შეიძლება რომ დავძებნო?
კარგი რუსული ფორუმები თუ იცით სადაც შეიძლება ამის კითხვა?

Posted by: ASIA 20 May 2014, 20:34
GeoDevil
ადრე იყო სიმაზინი - ფხვნილის სახით იყიდებოდა, შეიძლებოდა ასე მოგეყარა, ან წყალში გაგეხსნა და ბალახს ანადგურებდა, კარგი საშუალება იყო, ახლა აღარ იშოვება ან მე ვერ ვშოულობ,


Posted by: giigi 10 Jun 2014, 16:15
მოგესალმებით.გვიან შემოდგომაზე გორის რაიონის სოფელში დავრგე ვაშლის ნერგები 5X5 შემოდგომაზე მინდა ნერგებს შორის დავრგო ჟოლო,უეკლო მაყვლის და სმაროდინის ნერგები. მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს. რამეს ხომ არ მირჩევდით ჩემს შემთხვევაში?
* * *
მაყვალს მოცხარსა და ჟოლოს შორის რომელია უფრო უხვი ტენიანობის მიმართ გამძლე?

Posted by: GeoDevil 10 Jun 2014, 17:32
giigi
მე აგრონომი არ ვარ მაგრამ პირადი გამოცდილებით რაც ვიცი იმას გეტყვი. ჯოლო ვერ იტანს ნესტს. ძირი ულპება და ხმება. შესაძლებელია წამლობა რომ არ დაულპეს ძირი.

სავარაუდოდ მაყვალიც ეგრე იქნება.

რაც შეეხება იდეას. ამ კულტურებისთვის აუცილებელია მზიანი ადგილი და ჩრდილში გაუჭირდებათ.

Posted by: giigi 10 Jun 2014, 17:41
GeoDevil
გმადლობ.ერთი 5 წელი ვამუშავებ და ვაშლები რომ გაიზრდება სხვაგან გადავიტან.

Posted by: shuma89 12 Jun 2014, 00:20
Jolo ogive malinaa xo? me maqvs zestafonshi, sadgac 20 kvpadratulze ezoshi, daaxloebit 3e kviraa yovel mesame dges ikrifeba da chadis bankebshi murabebis da kompotebis saxit, dedachemi krefs xolme yovel mesame dilit da interesis ambavshi wonis 2 kiloze naklebi arcertxel ar moukrevia. Ukve sadgac ukve 15 kiloa mokrefili, imis gatvaliswinebit, rom fexmdzime meugle naxevar dges malonebshi atarebs biggrin.gif
Arc chemi patara dzma chamorcheba da ,andaxan mec shevdivar xolme.
Kidev isic rom 5-6 dziri gayvitlebulia naxevrad, wylis damwretidan jonavs wyali imat fesvebtan.

Kidev minimum 5 kg moikrifeba.

Erti rame kide, es shemodgomazec isxams, magram cotas, ase vtqvat wvrilebs da siciveebis gamo kargad ver amwifebs albat, wvrili rcheba da raodenobac naklebia, axla tu 20p moikkrifeba shemodgomaze 10 ver gamova kidev. Siciveebis bralia mgoni.


Tu vinmes unda axlac ki gavatan nergs, daje axlos tu xart wamogyvebit shemodgomaze da dagargvevinebt, jer rac axloblebistvis mimicia nergi yvela chemi xelit maqvs gadarguli, marto mamidachems gauxma imitom, rom is adgili uchaobdeba, daje egretwodebuli ayalo miwa adgil-adgil gamwvanda.


Mokled shemodgomaze 20-30 pneprgi chemze iyos.

Gazafxulze fotlebs ro gamoigebs merec ro gadargot shemdeg weliwads mainc mogcems nayofs. Gazafxulze 40-50 nergi shemidzlia gavce usasyidlod.


Wavikitxe ramdenime teoriuli informacia pirvel gverdze, bevri ram ar sheesabameba chems praqtikashi nanaxs.

Me arc sasuwi shemaqvs da xval fotoebs gadavugeb da gachvenebt nayofebsac da ra uwesrigod dargulma mxolod balqxis ganadgurebit isic mxolod gazafxulze. Axla ukve wamoizarda.


Karg mosavals idzleva magram amis biznesad qceva aramgonia girdes, gasagebis bazari ar gvaqvs saqartveloshi. Ise yidva rom mindoda 4 laramde damifases xolme.


Nergebs rac sheexeba shegidzliat pm momwerot msurvelebma, praqtikul gamocdilebasac ar davishureb mogawodebt.




Posted by: Zmuzu 3 Jan 2015, 21:08
სარეალიზაციოდ ჟოლო ჯობია თუ უეკლო მაყვალი

Posted by: shuma89 3 Jan 2015, 21:28
მჭირდება მალინის ნერგები, 50 ცალამდე.
იმერეთის რეგიონში თუ აქვს ვინმეს. 2000 კვადრატულზე მიბდა დავრგო. 1.5 მეტრის დაშორებით და ტიგებს შორის 2.5 მეტრი დავტოვო. ნორმალურია ასე დარგვა?

მაქვს ეზოში ახლაც, მაგრამ ნერგები გავაჩუქე და ახლა თავად დამჭირდა :-) :-)
იქ.ნებ ვინმემ შეძლოთ და დამეხმაროთ შოვნაში. . .



Posted by: GeoDevil 4 Jan 2015, 20:32
shuma89

იმერეთში კონკრეტულად სად?
2000 კვადრატზე მინიმუმ 2000 ნერგი დაგჭირდება. დაშორება ძალიან დიდია. 1 მეტრში 3 ნერგი უნდა დაირგოს. ტეგებს შორის მეც წავიკითხე რო რეკომენდირებული 2.5 მეტრია. მაგრამ მე 2 მეტრი ავიღე და მშვენიერია.
მოკლედ ჩემი რჩევა იქნება ან მეტი ნერგი აიღო ან პატარა ტერიტორიაზე გადაანაწილო ეგ 50 ნერგი. სხვანაირად გაირთულებ შრომას და შედეგს ვერ მიიღებ. smile.gif

Posted by: shuma89 4 Jan 2015, 22:08
შევამცირებ ფართობს რა პრობლემაა, მე მეტრნახევარში დარგვას იმმიტო ვფიქრობ, რომ როგორც მოგეხსენებათ ბლომად ნერგები იცის ძირებთან, მეორე და მესამე წელიწადს შეიივსებს ძირების რაოდენობას, სიგანეში 2 მეტრს დავრგავ, აი სიგრძეში კიდე მემგონი 1.5 მეტრიან დაშორებას მესამე წელიწადს შეივსებს, არსად მეჩქარება თან, ძირითადი საქმე სხვა მაქვს მალინა ისე იქნება თავის პონტში . . .

საკმაოდ ნესტიანი ადგილია და არხები უნდა გავუკეთო 8 10 მეტროში ალბათ, ზესტაფონის რაიონში მაქვს აჯამეთის ტერიტორიაზე.

Posted by: giigi 6 Jan 2015, 15:03
http://georgianeo.ge/failebi/USAID_NEO_raspberry_guidebook_12346.pdf

ყველაფერი ჟოლოს მოვლის შესახებ.

Posted by: zekota 7 Feb 2015, 00:55
კარგი ჯიშის მარწყვი მინდა ,პატარა ბიზნესი მინდა დავიწყო და ვნახოთ მერე როგორ გავართმევ თავს და გავზრდი მერე თუ გავქაჩე..
თუ ვინმემ რამე იცის ,,ცოტა გამოცდილება მეც გამიზიარეთ

Posted by: davita74 10 Feb 2015, 03:13
GeoDevil
shuma89

მოკლედ, ეხლა წავიკითხე თქვენი პოსტები , ალბად რემონტატულ ჯიშებზე საუბრობთ, ჩემი რჩევა იქნება დარგე ყოველ 50-60 სანტიმეტრში და რიგებს შორის დაშორება არავითარ შემთხვევაში არ გააკეთო 2,5 მეტრზე ნაკლები ეს დაშორება აუცილებელია აერიზაციისათვის მე 3 მეტრი მქონდა დაშორებული და ამ 3 მეტრის შუაში კიდევ კვალი მქონდა გაკეთებული და დაბალი ჯიშის ლობიო მქონდა გაშვებული ან დაბალი ჯიშის პამიდორი ან ბადრიჯანი, მე სადაც მქონდა იქ კარტოფილიც მაგრად მოდიოდა ასე რომ არ არის პრობლემა ადგილის ათვისების, , ოღონდ გაითვალისწინე მხოლოდ დაბალი ჯიში.
shuma89
რამდენი გაქვს ფართობი და რამდენი ნერგი გაქვს მითხარი და შევეცდები უფრო კარგად აგიხსნა, და თუ ზუსტად მეტყვი რამდენი რამდენზეა უფრო დაგაკვალიანებ. მითხარი Fართობი სიგრძე და სიგანე, და არ დაგავიწყდეს დარგე აუცილებლად აღმოსავლეტიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ რა თქმა უნდა ამის საშუალება გაქვს და ქანობი არ არის

Posted by: shuma89 10 Feb 2015, 13:55
davita74


ფართობი დიდია, 3 ჰექტარია, მაგრამ მე ცოტაზე მინდა, ერთ კუთხეს მივუჩენ ასე 200-400 კვადრატს.

თუ მომეწონა მერე დავამატებ.

ისე ფერმისათვის ეზო იქნება და ერთი ჰექტრის გარდა რო დანარჩენი გამოვიყენო სხვა საქმეში არც ეგაა პრობლემა.

Posted by: davita74 13 Feb 2015, 01:02
shuma89
1000 -ზე მაინც გაუშვი და იმ მეთოდით როგორც გითხარი 200 ცოტაა ძალიან
* * *
ჰო და კიდე დამწვარი ნაკელი მოიმარაგე დაგჭირდება ორმოებში ცოტ ცოტას ჩაყრა, თუ მახრა არის სადმე მაგ ტერირორიაზე "მარშალი არის ესეთი პრეპარატი და ეგეც დაგჭირდება მაგრამ ეგ ერთხელ, მერე აღარ გაეკარება მაქაურობას

Posted by: ramini19852 22 Feb 2015, 07:45
გამარჯობათ მეგობრებო!

davita74
როგორც ვხვდები გქონდა გაკეთებული ეს ნარგავი, მაინტერესებს რამდენად ღირს ამაში ინვესტიციის გაკეთება, რა შემოსავალია დაახლოვებით 1 ჰა-ზე და ძირითადი პრობლემები რა აქვს?
თუ არ შეწუხდები 2 სიტყვით რომ მითხრა... , მადლობა წინასწარ!

Posted by: shuma89 22 Feb 2015, 10:19
davita74


ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ აყალო მიწა ყვითელი ზედმეტად ნესტიანი მიწა როა მაგ არ შემისლის ხელს? უფრო სწორად თვითონ მცენარეს.
აი მაგალითად 25-30 სანტიმეტრი არის ფხვიერი თიხნარი წითელი ნიადაგი, იმის ქვეშ უკვე დაპრესილი აყალოა, რომელიც როგორც ვიცი არც წყალს ატარებს და არც ფესვი გავა მასში ისეთI დაპრესილი და ერთგვაროვანია.

ესეთI ნიადაგი რამდენად მისაღებია მალინისთვის?

Posted by: davita74 22 Feb 2015, 17:08
shuma89
QUOTE
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ აყალო მიწა ყვითელი ზედმეტად ნესტიანი მიწა როა მაგ არ შემისლის ხელს? უფრო სწორად თვითონ მცენარეს.
აი მაგალითად 25-30 სანტიმეტრი არის ფხვიერი თიხნარი წითელი ნიადაგი, იმის ქვეშ უკვე დაპრესილი აყალოა, რომელიც როგორც ვიცი არც წყალს ატარებს და არც ფესვი გავა მასში ისეთI დაპრესილი და ერთგვაროვანია.

ესეთI ნიადაგი რამდენად მისაღებია მალინისთვის?


ნერგს სადაც იყიდი აუცილებლად უთხარი როგორი ნიადაგისთვის გინდა , ანუ ტენს ვგულისხმობ და რაც ნიადაგს შეეხება პირველი გაფხვიერება ღრმად გააკეთე კვალში და მერე აღარ გაგიჭირდება თან დროდადრო ისედაც ხომ მოგიწევს ნიადაგის გაფხვიერება(მინი კულტივაციას ვგულისხმობ). დამწვარი ნაკელი შეიტანე ბუდნებში და კარგი იქნება ნაცარსაც თუ გაურევ, ხის ნაცარს ვგულისხმობ არავითარი პლასტმასის ნამწვავი, მითუმეტეს თუ ტენის პრობლემაც არის კვლებს შორის მანძილი დაიცავი და აერიზაციაც კარგად მოხდება, თან კვლებს შორის მანძილზეც გაუშვი ერთ კვალად რაიმე ტენის მოყვარული კულტურა, მაგრამ არა მაღალმზარდი.

ramini19852
QUOTE
გამარჯობათ მეგობრებო!

davita74
როგორც ვხვდები გქონდა გაკეთებული ეს ნარგავი, მაინტერესებს რამდენად ღირს ამაში ინვესტიციის გაკეთება, რა შემოსავალია დაახლოვებით 1 ჰა-ზე და ძირითადი პრობლემები რა აქვს?
თუ არ შეწუხდები 2 სიტყვით რომ მითხრა... , მადლობა წინასწარ!


კი, მქონდა გაკეთებული და რაღაც პირადი მიზეზების გამო შევეშვი( მიწა არ იყო ჩემი) მოკლედ დიდი არაფერი არ ჭირდება გადაყოლა, დაიცავი რგვის წესები, ძირითადად მხოლოდ სიდამპლეზე და ნაცარზე თუ მოგიწევს შეწამვლა, ეგეც დიდად არაფერი საჩალიჩო არ არის, რაც მთავარია არასდროს მიუდგე საქმეს შიშით ვაიდა არ გამომივა და ვაიდა რაგაც წინააღმდეგობები შემექმნებაო, თორე მალინა კიარა ამ მიდგომით არანაირი საქმე არ გამოგივა, ნიადაგი შეამოწმებინე PH- ზე და მიყევი და დაიწყე, 1 ჰექტარზე ერთიანად დარგვა რად გინდა ? მესამედზე ან მაქსიმუმ ნახევარზე დარგე და მეორე წლიდან იმდენი გექნება ფესვებიდან ამონაყარი რომ ნერგის ყიდვა არ დაგჭირდება და თან უკვე პრაქტიკული გამოცდილებაც გექნება, მე წელს ვაპირებ შერეული მეურნეობის გაკეთებას სადაც ყველაფერი მექნება- ჟოლოც, სხვადასხვა ბოსტნეული კულტურებიც ცოტა ქათამიც ჩოტა Gოჭუნებიც და ცოტა თხა და ცხვარიც, ნუ ერთიანად დიდ რაოდენობებს არ ვგულისხმობ მაგრამ მცირედით რასაც დავიწყებ ყოველ შემთხვევისთვის მეორე წლიდან მინიმუმ გავასამმაგებ მაინც, კო მართლა თუ Fუტკარიც გეყოლება ყველაზე კარგს იზავ, ან ვინმეს თუ ყავს იმას დაადგმევინე სკები ახლოში ან მაგ ტერიტორიაზე, ჟოლო თან თაფლოვანი ყვავილით ფამოირჩევა და თან ფუტკარი დამტვერვას მაგრად უწყობს ხელს და დამტვერვა მოსავლიანობისთვის პირველია. კარგი დამტვერვა მოსავლიანობას მინიმუმ 20-25%-ით ზრდის. ,მოკლედ თუ ყველაფერს კარგად მიხედავ 1 ჰა-ზე შეიძლება 5-7 ტონა უპრობლემოდ მიიღო,

Posted by: zekota 20 Mar 2015, 12:43
უეკლო მაყვალი არის საქართველოში,? მინდა თუ არის სადმე,ან თუ აქვს ვინმეს.

Posted by: davita74 20 Mar 2015, 14:21
zekota
დეზ.ბაზართან იკითხე სადაც ნერგებს ყიდიან იქ, ბევრის ყიდვა არ დაგჭირდება მერე თვითონ იძლევა ამონაყარს და შეგიძლია გადაამრავლო

Posted by: zekota 20 Mar 2015, 15:34
ფოთში ვცხოვრობ და დეზერტირებამდე 350 კმ-ს გავლა მეზარება.... არადა მაგრად მინდა,გამომგზავნიც არავინ მყავს რო დავაზაკაზო

Posted by: davita74 23 Mar 2015, 17:40
zekota
QUOTE
ფოთში ვცხოვრობ და დეზერტირებამდე 350 კმ-ს გავლა მეზარება

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
სენაკი ზუგდიდი, მაქ მოიკითხე მხოლოდ აუცილკებლად უნდა იკითხო რემონტატული ჯიშის და ტენიანობის ამტანი რადგან მაქ გინდა

Posted by: zekota 24 Mar 2015, 00:00
davita74

შეგიძლია დადო ლინკი,ან ფოტო ამ ჯიშების.? მინდა ვნახო როგორი მეთოდით შეიძლება მისი გამრავლება მერე,,
ძაან მაინტერესებს ეს ხილი და მინდა მოშენება

Posted by: zekota 1 Apr 2015, 10:46
მოკლედ ვიშოვე მაყვალი და რა მაინტერესებს, არის შესაძლებელი ტალავერზე გავაშენო,როგორც ვენახი.? (ვგულისხმობ მაღალ ტალავერს,დასავლეთში რო იციან ეგეთს ვგულისხმობ)

Posted by: zekota 15 Apr 2015, 13:40
???????????????????????????????????????????????????????

Posted by: Hello-Goodbye 15 Apr 2015, 18:52
გამარჯობათ. 1 ჰა–ზე რამდენია ხარჯი ჟოლოსი ვგულისხმობ, მოხვნიდან დაწყებული–აღებით დამთავრებული.

Posted by: shuma89 16 Apr 2015, 00:38

გააშენე, ოღონდ მოსავლის აღება არ გაგიჭირდეს მაღალზე ძნელია მმუშაობა.
Hello-Goodbye
სად გაქვს ნაკვეთი? რამდენს ითხოვენ მოხვნაში მანდ, ახლა უკვე გვიანიია დარგვა, საააკუთარიი თუ. გაქვს ნაკვეთი ახხლა მოხანი, სიმინდი ან ლიბიო მოიყვანე შემოდგომაზე დარგე მერე მალინა, მწკრივებბს შორის 2.5 დააშორე, სიგრძეზე 1მ.
რა ჯიშს რგავ და რა ფასად იყიდი ეგეც მოითვალეე.
სასუწი მაინცადქმაინც ბევრი არ უნდა, ნაკელი აჯობებს მგონი.

მე ასე ვაპირებ, ნერგები ჩემი მაქვს 60 80 ცალი. მე 3 მ სიგანის მწკრივებს ვაპირებ, 1.5 სიგრძეზ3 ვაშორებ, მოსავლის აღება ნამდვილად არ მეჩქარება, ანუ მთელ ფართობს არ დწვტვირთავ პირველივე წელს, მირჩევნია არ ვიყიდო ნერგები და რაც მაქვს ის დავრგო შორ შორს, მმეორე წელს მაინც შეივსება მწკრივები, ამონქყარი იცის დააა . . .
ეზოში მაქვს 25 კვადრატზე, მოუვლელია არ მცალია ხოლმე მაგისთვის და 25 კილო მაინც მოდის 25 კვადრატზე.
* * *

Posted by: zekota 16 Apr 2015, 01:34
ჟოლოს ფოტო დადეთ რა,,როგორ იზრდება და რამხელაა მოცულობაში

Posted by: shuma89 17 Apr 2015, 00:35
zekota

Aხლა გადაღებული ფოტო თუ გაწყობს გავალ ეზოში და გადავიღებ
* * *
zekota

Aხლა გადაღებული ფოტო თუ გაწყობს გავალ ეზოში და გადავიღებhttp://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: zekota 17 Apr 2015, 04:30
მაგარია,,,, და უკვე ამ ხელა ფოთლები აქვს.?
რა მაინტერესებს,, ჟოლოს ერთი ძირი რამდენ ხანს ცოცხლობს .? (ვარგისიანობას ვგულისხმობ,ანუ რამდენხანში უნდა ჩაანაცვლო ახალი ძირი,ძველს.?)

Posted by: shuma89 17 Apr 2015, 11:02
zekota

მე 6-7 წელია ეს ნერგები არ შემიცვლია, რაც დავრგე თავიდან, მომრავლდა მერე და ეგრეა რაა . . .

ყვავილს იწყებს უკვე, მაისის შუიდან უკვე მსხმოიარობს, მერე შემოდგომაზეც smile.gif

Posted by: zekota 17 Apr 2015, 12:11
კარგია,,, კარგ მოსავალს გისურვებ

Posted by: Hello-Goodbye 22 Apr 2015, 14:56
shuma89
იმდენი წავიკითე და იმდენი ვიდეო ვნახე თავისი გარჩვეებით ჩემი აზრი შემექნმნა რა და როგორ, უბრალოდ ესე ზეიპირად მაინც ძნელია რამე კონკრეტულზე იფიქრო, როდესაც ჟოლოსთან შეხება არ მქონია თუ ჭამას არ ჩავთვლით smile.gif)))
რამდენიმე ჰა-ზე ვფირობ გაშენებას, შენ რომელ ჯიშებს გაუწევ რეკომნდაციას შიდა ქართლში? შენ მოსავალს შენთვის იყენებ თუ გასაყიდად?

Posted by: zekota 23 Apr 2015, 11:01
ჟოლო რო ტალავერზე გავუშვა შესაძლებელია.?

Posted by: shuma89 23 Apr 2015, 12:46
Hello-Goodbye


მე ოჯახში მაქვს ეზოში ახლა და 25 კვადრატზე 25 კილოს კი ვკრეფ. დალშე არ დავინტერესებულვარ.
ახლა უნდა გავაშენო ასე


3 მეტრი რიგებს შორის.
ნერგებს შორის კიდე 1.5 მეტრი უნდა დავაშორო.
10 ნერგი წავა თითო რიგზე სულ 30 ნერგი მექნება, მეტი ამ ეტაპზე საკუთარი ძალებით არ მომიგროვდება და მე კიდე მაგის ნერგებში ფულის გადახდას ნამდვილად არ ვაპირებ biggrin.gif

რიგებს შორის 2.5-ზე ნაკლები მაინც არ ივარგებს, ამიტო ბარემ 3 მეტრს დავაშორებ, შუაში კიდევ ან კიტრს დავთესავ ან პომიტორს ან რამეს, ოჯახისთვის მაინც მომივა ცოტა wink.gif

სიგრძეზე კიდე 1.5 მეტრი შორია, მაგრამ მაგას იმიტო ვაკეთებ, რომ მეორე წელს მაინც შეივსება თვითონ აქვს ხოლმე ძირებთან ამონაყარი ნერგები, იმის მოთხრა და ცალკე მიწაზე გადატანა რო აღარ დამჭირდეს ბარემ იქვე დავტოვებ smile.gif
http://www.radikal.ru


სულ ვამუშავებ 7 მეტრი 15 მეტრზე ადგილს. ეგაა და ეგ.
ბიზნესად მაგას არ ვფიქრობ მე.

თუ ივარგებს და ამ 100 კვადრატზე მესამე წლიდან 100 კილოგრამამდე ავიღებ მერე გაყიდვაზეც ვიფიქრებ wink.gif
თუ არა და ჩვენ ვიყოთ კარგად wink.gif



https://ka-ge.facebook.com/note.php?note_id=263298897045729



Posted by: zekota 23 Apr 2015, 22:00
ჟოლო რო ტალავერზე გავუშვა შესაძლებელია.?

Posted by: shuma89 24 Apr 2015, 11:43
zekota

არ ავა.

როგორც მაყვლის ეკალი ეგრეა ჟოლო.
ყოველ მეორე წელს იხმობს წინა წლის ღეროებს.

Posted by: zekota 24 Apr 2015, 18:10
QUOTE (shuma89 @ 24 Apr 2015, 11:43 )
zekota

არ ავა.

როგორც მაყვლის ეკალი ეგრეა ჟოლო.
ყოველ მეორე წელს იხმობს წინა წლის ღეროებს.

მაყვალი ავაო გამიგია,,

აბა რამოდენიმე წელს ქაჩავს ჟოლოს ღეროო..?

მაყვალი ვიცი დაახლოებით სამი და ჰაჰაჰა ოთხი წელი ქაჩავს

Posted by: shuma89 26 Apr 2015, 20:02
წარმოიდგინე თხილის ბუჩქი, ეგ როგორ ავა ტალავერზე, ზუსტად ეგრეა მალინა, ნახე ფოტოები ზემოთ რო დავდე. დაივიწყე ტალავერზე მალინა

Posted by: zekota 26 Apr 2015, 20:43
მაყვალზე გეუბნები ,,თორე ჟოლოზე ვიცი დაახლოებით უკვე

Posted by: shuma89 26 Apr 2015, 23:25
მაყვალი სხვაა, უეკლო მაყვლის ჯიში ადის როგორც ვაზი ისე.
მეტი ინფო არ მაქვს.

Posted by: ramini19852 9 Jul 2015, 07:18
გამარჯობათ,
რას შვებით რამე ხომ არ გაგიკეთებიათ?>
აქ არ შემომიხედია დიდი ხანია,

უეკლო მაყვალი და ჟოლო დავრგე გვიან გაზაფხულზე, დამიგვინადა, 10 -10 ძირი.
გამომდინარე იქიდან რომ ვადები არ დავიცავი, მაინც კარგად გაიხარეს, მალინას ესხა ცოტა, მაყვალს დაუმწიფებელი ასხია უკვე smile.gif

shuma89
რას შვება შენი ჩანაფიქრი, პატარა , უნივერსალური ფერმის შესახებ?

Posted by: shuma89 9 Jul 2015, 09:41
ramini19852

რავიი, ჯერ ვერ გადავიტანდი ნერგებს, არც იყო იმდენი რომ გაზაფხულზე გადამეტანა.

ასე 150 კვადრატის საკმარისი ნერგები მექნება სავარაუდოდ შემოდგომისთვის და უნდა გადავიტანო, უკვე ადგილის დამუშავებას ვჩალიჩობ.

ასევე გემაში მაქვს 3 ჰექტრიან ფართობზე (ანუ ფერმის ეზოში) 10 მეტრიანი დაშორებით დავრგო ინდური თU იაპონური ხურმა ე.ქ ჰაჩია თუ როგორც ჰქვია.

ერთI ის მაფიქრებს, რომ ბალახს ხო არ გამიფუჭებს, სულ ცხვარმა უნდა ძოვოს და მზე რომ მოაკლდება ბალახს მერე არ გაატრაკოს, ამოსვლა არ დააგვიანოს და ა.შ.

Posted by: ramini19852 10 Jul 2015, 01:15
shuma89
წარმატებები smile.gif

ალბათ დამჭირდება ხოლმე დახმარება, კარგი იქნება ნომრებს თუ გავცვლიღ , ან მეილებს და შევხმიანდეთ ხოლმე, მაყვალი და მალინა მაინტერესებს, მინდა სერიოზულად მივუდგე ამ საქმეს.

Posted by: sowRon 17 Jul 2015, 17:10
აქ ძირითადად ისეთი ადამიანები წერენ როგორც ვხედავ პრაკტიკული გამოცდილება არ აქვთ.....
ყველაზე კარგი პერიოდია მალინის ჩასაყრელად გვიანი შემოდგომა..... ვიდრე ყინვებს დაიჭერდეს.....
გაზაფხულზე უნდა გადაიჭრას ახალი ჩაყრილი და მიწიდან 20 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა დატოვო..... ეს იმისთვისაა საჭირო რომ, ამონაყარი ბევრი წამოიღოს მიწიდან.....
შეიძლება უფრო მაღლაც გადაიჭრას მაგრამ, ამ შემთხვევაში სხმაზე წავა და ფესვზე ვერ იმუშავებს კარგად......

კიდევ გახაფხულზე თუ მიწას შემოუყრი, ისე როგორც კარტოფილს გათოხვნისას, უფრო მეტ ამონაყარს მიიღებ.....
ინფორმაცია დაიდო წინა გვერდზე ჰერბიციდთან დაკავშირებიტ და Hერბიციდს მოერიდეთ.....
თუ შეიტანთ მხოლოდ გვიან შემოდგომით, როცა ფოთლები გაცვივდება.....
ისიც უნდა შეიტანოთ ფრთხილად მაინც....
ჰერბიციდს რაც შეეხება ურაგანია ყველაზე კარგი.....
ბევრმა გაზაფXულზე დაასხა მარწყვის, და სხვა ჰერბიციდი და გაახმო......
ხელით მუშაობა მოგიწევთ ერთი სიტყვით.....
თოხი და მისი ჯანი biggrin.gif
* * *
თუ რაიმე დაგაინტერესებათ დაპოსტეთ და დაგეხმარებით......
საკმაოდ სარფიანი საქმეა, თუ შრომა არ გეზარება......
ნურავის ეგონება დარგავს და უშრომლად რაიმეს მიიღებს.....
ხო და კიდევ, 4-5 ლარი კოსმოსიდან მოტანილი ფასია.....
გლეხებისგან 1-1.5 იშოვი.....
ამაშიც დაგეხმარებით თუ დააინტერესდება ვინმე

Posted by: shuma89 24 Jul 2015, 00:58
QUOTE
4-5 ლარი კოსმოსიდან მოტანილი ფასია



Aმაში გეთანხმები, ყოველტვის სეე რო 50 ან თუნდაც 30 კგ დაკრიფო სად გაყიდი მაგ კოსმიურ ფასად. Gამორიცხულია. Mართლა 2 ლარში მოუწევს გაყიდვა.


Uსე იმერეთში 4 - 5 ლარი უნდა მალინას.
შარშან 5 6 ღირდა.

Mაგრამ დიდ რაოდენობას ვერ გაყიდი.

Posted by: vakoko 25 Aug 2015, 13:06
sowRon
4-5 ლარს ნერგის ფასს გულისხმობ ხო?

Posted by: shuma89 25 Aug 2015, 19:45
ramini19852
QUOTE

shuma89
რას შვება შენი ჩანაფიქრი, პატარა , უნივერსალური ფერმის შესახებ?



ეს წინადადება მომეწონა.

ერთ რიგს ვაკეთებ ტყემალს, 10 ძირი ათ ათ მეტრში.
მეორე რიგი ასევე ათი ძირი შავი ქლიავი.
მერე ერთი რიგი იაპონური ხურმა.
ამის მერე კი ისევ იმავეს გავიმეორებ და ეგაა ჩემი ნერგები სულ. მეტი არ მაქვს.

ამ შემოდგომაზე ესენია გეგმაში.
დანარჩენს მომდევნიო წელს დავრგავ.

ახლა მაინტერესებს ასე მონაცვლეობით ჯოობია თუ ერთმანეთის გვერდით ერთიდაიგივე ხილის რიგები?
* * *
მალინის ნერგებიი არ ვიცი მექნება თუ არა.
ჩახმა სულ გვალვისგან ძველი ძირები. ახლები კი არის, მაგრამ სახლის ეზოში აღარ დამრჩება და მთლად ასეც ვერ ვიზამ.

რასაც დავრგავ უნდა ვრწყა როგორც კი შევამჩნევ ნიადაგის გამოშრობას.

Posted by: bako70 26 Aug 2015, 11:46
sowRon
ხარისხიანი ნერგის ყიდვა სად შეიძლება? (ჯიში, თვისებები)

Posted by: davita74 19 Jan 2016, 19:47
bako70
QUOTE
ხარისხიანი ნერგის ყიდვა სად შეიძლება? (ჯიში, თვისებები)

გორში არის სანერგე სოფელ თემის სანერგე მეურნეობაში, შარშან ნორმალური ფასი ქონდა ნერგებს და წელს არ ვიცი როგორ იქნება , თუ გავარკვევ მოგწერ, მეც მინდა კარგი და საიმედო ნერგები 1000-1500 ცალი, თუ შენ გაარკვევ მანამდე იქნებ შენ გამაგებინო

Posted by: zekota 1 Feb 2016, 12:39
გასულ წელს ჩავყარე უეკლო მაყვალი კარგადაც გაიხარა,ოღონდ ნაყოფი არ მოუცია საერთოდ,ტალავერზე გავუშვი,წელს თუ არ მომცა ნაყოფი მოსაჭრელად გამეტება მენანება,,,

Posted by: ramini19852 1 Feb 2016, 12:50
zekota
მეც გასულ წელს ჩავყარე 10 ძირი, ხო იცი წინა წლის ყლორტი იძლევა მოსავალს, ჩემმა 2 ცალი მოისხა მარტო smile.gif სამაგიეროდ დიდი გაიზარდა და წელს მომცემს ალბათ მოსავალს.

მე გადავწინდე (გადავაწვინე) კიდეც და რეალურად ახლა ერთი 20 ძირი მაინც მექნება რაოდენობით რო დავთვალო, ან მეტი, არ მოძრა, საცოდაობაა, თუ წელს არ მოგცა მერე უკვე ... smile.gif

QUOTE
ხარისხიანი ნერგის ყიდვა სად შეიძლება? (ჯიში, თვისებები)


მე ვიყიდე შარშან მალინა და უეკლო მყვალი სოფელ მუხრანის გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს არის დასახლება და მანდ, ორივეთი ძალიან კმაყოფილი ვარ, ჰო მაყვალიც წამოვიღე ოღონდ არ მოუსხია ჯერ და მაგაზე ვერაფერს გეტყვი, ძაან მაგარი პატარა მეურნეობა ქონდა ახალგაზრდა კაცს, მესაიმოვნა რომ დამათვალიერებინა.

Posted by: zekota 1 Feb 2016, 13:05
მეც ეგე გადავაწვინე და ვამრავლე,მაგრამ თუ ნაყოფი ვერ მივიღე,მერე ძნელია ელოდო, მოისხამს თუ არა

Posted by: gogliko777 2 Feb 2016, 00:54
ramini19852
სალამი!
ტემო ქვია მაგ ბიჭს, აკი მშრომელი კაცია.
მე ვაპირებ ეხლა ვიყიდო მაგისგან ბევრი ჟOლოს ნერგები და გავაშენო - შენ რაც შარშან გაზაფხულზე ჩაყარე მოგცა მოსავალი? რომელი ჟიშI შეიძინეთ თემოსთან? ერთი სიტყვით კმაყოფილი ხარ თუ არა მაგის გაგება მინდა....

მადლობა წინასწარ!

Posted by: ramini19852 2 Feb 2016, 10:04
gogliko777

სახელი არ მახსოვდა.

დაფესვიანებული წამოვიღე და რომ ჩავრგე მიწიდან 10 სმ დარჩა ალბათ მეტი არა,
და ისეთი ამოიყარა რო ერთი 4-5 კილო უუეჭველი მოვკრიფე smile.gif სანამ ძაალიან არ გაყინა მანამდე ნაგლად ისხავდა smile.gif

მე ეგეთი მალინა არ მინახავს!!

სახელი არ მახსოვს მაგრამ ძალაინ კარგად ისხავს და იზრდება,
მიწას ვარჩევ მეც მინდა რომ დავრგო, თან ამონაყარი გაიკეთა უამრავი.
წესით რც გაქვს გუნებაში ნერგების რაოდენობა იმის 40 % რომ იყიდო მეორე წელს გექნება იმდენი ნერგი რამდენიც გინდოდა, ან მეტი.
მარწყვი, მალინა და უეკლო მაყვალი წამოვიღე, მარწყვი მე მგონი არ გამომადგა, არცერთს არ მოუსხია.

Posted by: Zmuzu 2 Feb 2016, 15:22
sowRon
QUOTE
თუ შეიტანთ მხოლოდ გვიან შემოდგომით, როცა ფოთლები გაცვივდება.....

მაგ დროს ბალახიც ხმება და ურაგანის მისხმა აზრს კარგავს

Posted by: davita74 4 Feb 2016, 00:57
sowRon
QUOTE
ყველაზე კარგი პერიოდია მალინის ჩასაყრელად გვიანი შემოდგომა..... ვიდრე ყინვებს დაიჭერდეს....

100% გეთანხმები

Posted by: davita74 11 Feb 2016, 22:24
იქნებ ვინმემ მომცეთ რჩევა როგორ დავრგო ჟოლო? ანუ მიმართულებას ვგულისხმობ, კვლები დასავლეთ აღმოსავლეტის მიმართულებით თუ სამხრეთ-ჩრდილოეთით??

არ მითხრათ ეხლა ჩრდილო აღმოსავლეთიტ ან სამხრეთ დასავლეთითო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ramini19852 2 Mar 2016, 08:29
გამარჯობათ,

მაქვს რემოტანტული ჯიშის მალინა, შარშანდელი ყლორტები რომლებსაც შარშანვე მოისხეს არ მომიჭრია, ნოემბრამდე ისხავდა, ახლა შევამჩნიე რომ ამ ძველ ყლორტებზე იკეთებს კვირტებს, ანუ ცოცხლდება და დავანებო თავი თუ გადავჭრა და ახალი ყლორტების ამოჭრას დაველოდო?

უეკლო მაყვალიც მაქვს და ის რომ წინა წლის ყლორტზე ისხავს ვიცი, ანუ შარშან არ ესხა და წელს უნდა მოისხას შარშან განვითარებულ ტოტებზე როგორც ვიცი

Posted by: davita74 2 Mar 2016, 13:02
ramini19852
სად გაქვს ტერიტორიულად??????? რას ერჩოდი შემოდგომით რატომ არ გადაჭერი, ეხლა შეიძლება შეამციროს მოსავლიანობა იმის გამო რომ ძველ ამონაყარზე იკეთებს თავიდან კვირტებს, მოკლედ ჩემი აზრით აჯობებს ახალი ამონაყრები თუ აქვს ის დატოვო და ძველები აჭრა

Posted by: GeoDevil 2 Mar 2016, 14:06
QUOTE
აჯობებს ახალი ამონაყრები თუ აქვს ის დატოვო და ძველები აჭრა

კი აჯობებს

Posted by: ramini19852 2 Mar 2016, 23:30
davita74
თბილისში, ის ძველები სულ უნდა მომეჭრა?დამენანა იმხელებია,
ახალი ამონაყარები გარშემო გაიკეთა ოღონდ შემოდგომაზევე, ჯერ რას გაიკეთებდა, კვირტები ახლა გამოაქვს,
ახლა რომ მოვაჭრა დაგვიანებულია?

Posted by: davita74 3 Mar 2016, 03:19
ramini19852
არა დაგვიანებული არ არის, მაინც გაიკეთებს ეხლა ამონაყრებს, ისე გაითვალისწინე მეორე მოსავალს რომ მოგცემს შემოდგომით, ანუ რომ დაასრულებს მსხმოიარობას ძირზევე მიწის პირამდე აჭერი ყველა, დამიჯერე უფრო კარგათაც იხარებ ნაკლები წამლობაც დაჭირდება და ნაყოფიც უფრო გამსხვილდება, ორჯერ გაძლევ მოსავალს ხომ?????? ერთს ალბად ივნისი-ივლისის თვეში და მეორეს შემოდგომით???? რემონტატული ჯიში ხომ გაქ??????? გაზაფხულზე რომელის დაასრულებს ნაყოფის დამწიფებას ის ეგრევე აჭერი ისინი შემოდგომისთვის არ დატოვო

თბილისში სად გაქვს რა ადგილას და რამდენი??????

Posted by: ramini19852 4 Mar 2016, 23:15
davita74
2 ჯერ კი არა, შარშან დაიწყო ივნისში, როგორც მახსოვს და ნოემბერში, რომ ყინავდა კიდევ ყვავიობდა და მწიფდებოდა, მსგავსი არ მინახია.
ცოტა მაქვს მე smile.gif 10 ძირი დავრგე შარშან აპრილში და ახლა 30 მაინც იქნება უკვე, შარშანვე ესხა.
საცდელად ნახევარს გადავჭრი და ნახევარს არა, ვნახოთ რა შედეგი იქნება.
სიამოვნებით გავაშენებდი ამ ჯიშს დიდი ფართობზე.

Posted by: davita74 4 Mar 2016, 23:30
ramini19852
QUOTE
სიამოვნებით გავაშენებდი ამ ჯიშს დიდი ფართობზე.

ეხლა ვიწყებ გაშენებას დაახლოებით 1 ჰექტრამდე ოღონდ ეტაპობრივად ანუ 3000 კვადრატულით ვიწყებ და ნელ-ნელა გავაფართოვებ, wink.gif wink.gif

რა ნახევარს აჭერი ყველა ნუ დატანჯეეეეეეე, ეგ უკვე ძველი ძირებიაააააა biggrin.gif biggrin.gif გენანება????/ ნუ გეშინია ეგ ისეთია 5 მაგდენს ამოიყრის. სად იყიდე ნერგი თუ გახსოვს და რამდენად?????

Posted by: ramini19852 5 Mar 2016, 00:25
მცხეთაში,სოფელს არ ვიცი რა ქვია ,5 ლარი მივეცი მგონი დაახლოვებით.


QUOTE
1 ჰექტრამდე ოღონდ ეტაპობრივად ანუ 3000 კვადრატულით ვიწყებ და ნელ-ნელა გავაფართოვებ,

მავთულები უნდა გაუჭიმო?
სად აკეთებ ტერიტორიულად?>

Posted by: davita74 5 Mar 2016, 00:33
ramini19852
ნორიოში ვაკეთებ, შემოდგომით ჩავყრი ნერგებს მანამდე შემოსაღობია მიწა დასამუშავებელია მღრღნელები მოსასპობი და რა ვიცი ბევრი პრობლემებია, სარწყავი არ არის და უნდა დავბურღო, მე ამაღლებულ კვლებში უნდა ჩავრგო და ადვილად მოვიშორებ სარეველებს და ტენიანობასაც უფრო შევინარჩუნებ, თბილისში სად გაქვს რა უბანში??

Posted by: ramini19852 5 Mar 2016, 10:08
davita74
ჰო ნორიო მარტყოფში წყლის პრობლემაა,
გლდანში მაქვს გაკეთებული, გიორგიწმინდაში, ნორიოდან ახლოსაა smile.gif

კაი აზრია ამაღლებული ბაზოები, მოსავლელადაც ადვილია wink.gif სიამოვნებით გავაკეთებდი მეც, წარმატებები!!

Posted by: gogliko777 5 Mar 2016, 13:02
შარშანდელები, რამაც შემოდგომაზე მოისხა, უნდა გამოხშირო, ანუ მხოლოდ ძლიერები დატოვო, და გაზაფხულზე-ივნისში რო მოგცემს მოსავალს, მერე გადაჭერი ძირში. პარსლელურად ახალამოდულო ღეროები (გაზაფხულის) მოგცემენ შემოდგომის მოსავალს. ასეა ეს სტანდარტებით, რომელი რემონტანტულუა ზუსტად? ჯიშის სახელი იცი? 90% ეგრა უნდა მოვლა...
ეხლა ვრგავ მე 4000 ძირს ნახევარ ჰექტარზე, ბოძებიც უნდა მივცე მერე, ვნახოთ რა გამივა )))

Posted by: ramini19852 5 Mar 2016, 21:03
gogliko777
წარმატებები!!!
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!!

მადლობა რჩევისთვის.
არ ვიცი სახელი, მაგრამ რაიონში მაქვს კიდევ და ისიც ასეთი გიჟია ოღონდ სხვადასხვა ჯიშია როგორც კი შეხედავ ეტყობათ,.
შენი ნერგები გაქვს?


Posted by: celica 26 Mar 2016, 20:58
ამ თემას ვეძებდი)) დილეტანტი ვარ მაგრამ მაინც ჩავყარე 2 დღის უკან მალინის 200 ძირი..წარმატებები ყველას

Posted by: davita74 26 Mar 2016, 23:08
gogliko777
QUOTE
ეხლა ვრგავ მე 4000 ძირს ნახევარ ჰექტარზე, ბოძებიც უნდა მივცე მერე, ვნახოთ რა გამივა )))

ნახევარ ჰექტარზე რამდენს რგავ????? 4000 ძირი 5000 კვადრატულზე???????

გქონია შეხება ჟოლოსთან????? თუ არ გქონია მე გირჩევ რომ არ დარგო, იმიტომ რომ ვერ დაატევ , ეს ერთი და რომც დაატიო გაგიფუჭდება, აერიზაციისთვის რამდენს აშორებ კვლებში????? ერთმანეთს შორის მინიმუმ მინიმუმ 60 სმ დააშორე თუ მარტივად და უპრობლემოდ გინდა მოუარო და დაავადებებსაც თავი აარიდო 5000 კვადრატზე 1000 დარგე და მომავალი წლიდან თვითონ შეივსება და მერე გამოხშირავ და დატოვებ მაქსიმუმ 2000 ძირს

celica
QUOTE
ამ თემას ვეძებდი)) დილეტანტი ვარ მაგრამ მაინც ჩავყარე 2 დღის უკან მალინის 200 ძირი..წარმატებები ყველას


რამდენად იყიდე ნერგი და რომელია? 2 მოსავლიანი? რემონტატული????

Posted by: celica 27 Mar 2016, 12:22
კი რემოტანტული ჯიშიაო..კალიფორნიაში არის გამოყვანილიო...2 ნაირი ყოფილა ერთი კანადური მრგვალ ნაყოფს იკეთებს და მეორე ამერიკული..მე ამერიკული გავუშვი,სასინჯად 200 ნერგი..რო ვისწავლო საქმე საერთოდ შეხება არ მქონია არც ჟოლოსთან არც მიწასთან,თუარ ჩავთვლით რომ ბავშვობაში ბაბუას რო ვეხმარებოდი...1.50 მივეცი ნერგში..მცირე რაოდენობას 3 ლარს აფასებს.. 50 სმ.დავაშორე ნერგიდან ნერგამდე და 1 მეტრი განი დავტოვე პლანტაციებს შორის..ვნახოთ რას იზავს 1 ნერგი თბილისშიც ცამოვიღე სახლში დავრგე აივანზე.. 1 მალინა და ერთი სან ანდრიასი ))

Posted by: davita74 27 Mar 2016, 12:30
celica
ეგ ნერგები ამონაყარს გაიკეთებს აუცილებლად და ისინი ხომ უნდა გადარგო? ჰოდა ის ამონყრები გადარგე გვერDით კვალში 2 მეტრის დაშორებით, ვერ მოუვლი 1 მეტრ დაშორების შემთხვევაში და არიზაციაც არ მოგდება, მინიმუმ 2 მეტრი უნდა დააშორო კვლებს შორის.
კარგი ფასია 1.50, სად იყიდე რომელ სანერგეში თუ საიდუმლო არ არის??? ან საკონტაქტო ინფო ხომ არ გაქვს?????

Posted by: celica 27 Mar 2016, 12:31
როგორც მითხრა გექტარზე 5000 ძირი მიდის დაახლოებითო...
* * *
თვითონ როგორც ამიხსნა ისე გავაკეთე,არც ვიცოდი რა და როგორ უნდა გამეკეთებინა..არაუშავს მთავარია ამონაყარი გაიკეთოს ადგილი მაქ.. მერე დავაშორებ უკვე 2 მეტრამდე..რო დავრგე მიწიდან 5 სმ დავტოვე დანარჩენი წავაჭერი..ეგეც თვითონ ამიხსნა..ეს არის მუხრანთან გდასახვევია და 150 მეტრში აქვს სანერგე ძალიან განათლებული და შრომისმოყვარე ბიჭია თემური ქვია.. 200 რო დავრგე დაახლოებით რა დონეზე გაიმრავლებს ძირებს საორიენტაციოდ?მე ზირების ამოყრაზე არ ვიყავი ორიენტირებული დავრგე ვნახო მთავარია იხარებს ჩემ ეზოში და ჩემ ხელში თუ არა ))

Posted by: celica 29 Mar 2016, 14:45
მარწყვი თუ აქვს აქედან ვინმეს ჩაყრილი? ან შეხება თუ ქონია? სან ანდრიასის ჯიშზე მაინტერესებს რამდენად კმაყოფილები ხართ..ერთი ძირი ჩავაგდე თბილიში სახლში მაინტერესებს რას იზავს ჩემ ხელში ))

Posted by: celica 31 Mar 2016, 22:40
თემა სულს ღაფავს სამცუხაროდ )) მაინც ვიკითხავ ))მალინის ნერგის დარგვიდან რამდენ ხანში უნდა შეეტყოს ცვლილება?10 დღე არის რაც დავრგე 5 სანტიმეტრზე გადავჭერი მიწის ზედაპირიდან როგორც დამარიგეს და ჯერ ჯერობით ისევ ისეა(( მეშინია არ ჩახმეს არ ჩალპეს თქო

Posted by: Zmuzu 1 Apr 2016, 09:14
მაინც რომელი ჯობია რეალიზაციისთვის, 2 მოსავლიანი თუ ერთიანი?

Posted by: gogliko777 1 Apr 2016, 10:41
celica
5 სმ მემოგნი ზედმეტი მოგსვლია იმისათვის რომ ეხლავე გაიხაროს.
აცადე და როგორც კი გამოთბებეა ახალ შვილებს წამოიღებს ძირიდან, მტვარია არც გამოახმო და არც დაალპო, მორწყვა უყვალს უყვარს ჟოლოს, მაგრამ ფესვის სიდამპლეც ადვილად უჩნდება.
მეც დავრგე ნახევარ ჰექტარზე 4000 ძირი, ვიღაც წერდა აქ ძლაიანა ხლოს არისო მაგრამ ვერ დავეთანხმები, სადიანაც წამოვირეთ იქაც ასე ქონდათ, თან სისტმატიზირებულად დავრგეთ, უნდა დავპლანოთ და შესაბამისად გამოვხშიროთ როდესაც ძაან გამრავლდება.

ერთ რჩევას მოგცემ, საწყის ეტაპზე დამულჩო სუფთა ნახერხით, თან გამოშრობასაც შეუშლის ხელს, ტან სარეველისგანაც დაცავს საწყის ეტაპზე

Posted by: celica 1 Apr 2016, 13:22
ანუ ნაკელი ან სხვა დანამატების ნაცვლად ნახერხი გამოვიყენო? როდის დარგე დაახლოებით? 10 დღეა ჩაყრილი მაქ ჯერ არანაირი კვალი არ არის და ცოტა ავნერვიულდი..მეც ესე მითხრა ვისგანაც წამოვიღე ჰექტარზე სადღაც 5000 ძირი მიდისო...ერთი ძირი თბილისშიც წამოვიღე არც ამას აქვს ჯერ რაიმე შედეგი..რა პერიოდიში უნდა ამოიყაროს დარგვიდან დაახლოებით

Posted by: gogliko777 1 Apr 2016, 14:44
celica
ძირიდან ჩემებსაც არ ამოუყრია, ზემოთ რა კვირტებიც ქონდა პატარები, ისინი გაიშალა.
არა, ნახერხი არის უბრალოდ იმისთვის რომ მულჩირება გაუკეთო, ანუ არ ამოვიდეს ბევრი სარეველა და თან არ გამოჩრეს და დასკდეს ქვეშ მიწა.

Posted by: Zmuzu 1 Apr 2016, 15:06
gogliko777
QUOTE
ა, ნახერხი არის უბრალოდ იმისთვის რომ მულჩირება გაუკეთო, ანუ არ ამოვიდეს ბევრი სარეველა და თან არ გამოჩრეს და დასკდეს ქვეშ მიწა.

ნახერხი კარგია, მაგრამ მორწყვის დროს წყალს არ ატარებს. უფრო ნამჯა, თივა ან გამხმარი ბალახი ჯობია

Posted by: gogliko777 1 Apr 2016, 20:22
Zmuzu
მართალი ხარ )
წვეტოვანს ვაყენებთ 1-2 კვირაში )))

Posted by: celica 1 Apr 2016, 21:35
gogliko777
სად გააშენე ტერიტორიულად რომელ რაიონში?

Posted by: gogliko777 1 Apr 2016, 23:20
celica
კასპის რაიონში, თბილისთან ახლოსაა

Posted by: celica 1 Apr 2016, 23:23
პირადში მოგწერ რაღაც მაინტერესებს

Posted by: presbiteri 2 Apr 2016, 21:34
QUOTE (celica @ 1 Apr 2016, 13:22 )
ანუ ნაკელი ან სხვა დანამატების ნაცვლად ნახერხი გამოვიყენო? როდის დარგე დაახლოებით? 10 დღეა ჩაყრილი მაქ ჯერ არანაირი კვალი არ არის და ცოტა ავნერვიულდი..მეც ესე მითხრა ვისგანაც წამოვიღე ჰექტარზე სადღაც 5000 ძირი მიდისო...ერთი ძირი თბილისშიც წამოვიღე არც ამას აქვს ჯერ რაიმე შედეგი..რა პერიოდიში უნდა ამოიყაროს დარგვიდან დაახლოებით

Nakelis magivrad ara. Mulchireba nishnavs dzirshi dayras. Anu rom dargav,
Dzirshi miayare naxerxi. Es imstvis, rom naxerxi xels ushlis ywlis aorqlebas
Da fesvebi ar gamoushreba morwyvis mere.

Posted by: celica 2 Apr 2016, 23:29
სადგაც 10-12 დღეა დავრგე დგეს დავრეკე რაიონში და მითხრეს ალაგ ალაგ გამოჩენილან შვილები )) ორ სამ დგეში ჩავდივარ და ეხლა რო მივაყარო ნერგებს ნაკელი თუ სეიძლება..ხოარ დააზიანებს ან რამე? ცოტ ცოტას მივაყრი თქო ვფიქრობ წაადგება

Posted by: davita74 4 Apr 2016, 00:29
celica

ნაკელი აუცილებლად დამწვარი უნდა იყოს და თან ღეროსთან ახლოს არ დაყარო ირგვლივ შემოუყარე 10- 15 ცმ რადიუსში და წყალი თვითონ ჩაიტანს ფესვებში
* * *
celica
ნახერხი რაც უფრო ძველი იქნება უკეთესია. თუ წვეთოვანს აყენებ ნახერხი ჯობია (ფოთლოვანის ჯობია) ნამჯა კარგია მაგრამ ნახერხის უპირატესობა ის არის რომ ნიადაგი თითქმის ყოველთვის ფხვიერია და მარტივია დასამუშავებლათაც თან ბალახისგანაც კარგად იცავს უბრალოდ თუ ქარიანი ადგილია მაშინ როგორც კი გამოშრება გაფანტავს მარტივად

Posted by: celica 4 Apr 2016, 09:14
davita74
დიდი მადლობა.წარმატებები ყველას აუცილებლად დავწერ ჩემ შედეგს

Posted by: celica 5 Apr 2016, 14:42
წვეთოვანი მორწვსის სისტემის მონტაჟი საორიენტაციოთ რა თანხები ჯდება ჰექტარზე არხი ნაკვეთიდან 20 მეტრში მდებარეობს.ხოარ იცით?

Posted by: davita74 5 Apr 2016, 16:00
celica

1 ჰექტარზე თუ მთლიანად ჟოლოთი გაქვს დატვირთული 5000 მეტრი ანუ 10 კოჭა დაგჭირდება დაახლოებით 1500 ლარი მოკლედ + ადგილამდე მიყვანის სხვა ხარჯებიანად დაახლოებით 1800 გელა უნდა გეყოს , მაგრამ შენ წყლის ავზი გააქვს??????
თუ არ გაქვს აუცილებლად დაგჭირდებაანუ არხიდან ავზში და ავზიდან ფილტრის გავლით წვეთოვანში, თორე სხვა ვარიანტში ფილტრის გარეშე გაჭედავს საწვეთურებს და დაიტანჯები მისი წმენდით 1 ჰექტარზე დაახლოებით 6 ტ წყალი მაინც დაგჭირდება მოსარწყავად , ასე რომ სისტემა უნდა ააწყო

6 ტონა დაახლოებით ჩემი გათვლით ვივარაუდე,

Posted by: gogliko777 5 Apr 2016, 19:21
QUOTE
6 ტონა

ცოტაა....
ნახევარ ჰექტარზე მჭირდება მე 7-8 ტონა საათში.....
ეხლა ბასეინი მინდა ამოვთხაროთ რომ იქ დავაგუბოთ წყალი და შემდეგ წვეთოვანში გაუშვათ. მაგრამ ჯერ წვეთოვანია დასაყენებელია....

Posted by: davita74 5 Apr 2016, 22:13
gogliko777
QUOTE
ცოტაა....

წვეთოვნის გარეშე ვიცი რომ ცოტაა, მე წვეთოვნით ვიგულისხმე რომ ეყოფა მეთქი

კიმაგრამ 8 ტონა საათში თან ნახევარ ჰექტარზე ძაან ბევრია, სად არის მიწა? ქვიანია??????????????

Posted by: gogliko777 5 Apr 2016, 23:26
davita74
რა შუაშია ქვიანი
14 რიგი, თითო 100 მეტრა ანუ სულ მჭირდება 1400 მეტრი წვეთოვანი, მეტრში 3 წერტილი, ანუ სულ 4200 წერტილი. თითო წერტილი საათში 2 ლიტრიანია. ანუ 8400 ლიტრა მჭირდება საათში. ეგეც შენი 8 ტონა თუ 1 საათი ამუშავე.....

აი ამ ტუმბის (მარცხენა) ვფიქრობ, თან 600 ვატიანია და დვიჟოკიც უპრობლემოდ გაქაჩავს.
ვინმეა ხომ არ გქონიათ შეხება?? ან რომელ ტუმბოს მირჩევთ?



Posted by: davita74 5 Apr 2016, 23:43
gogliko777
QUOTE
600 ვატიანია

დვიჟოკი კი გაქაჩავს მაგრამ რამდენად ძლიერია ? რაღაც მანძილზე ხომ უნდა მოახერხოს ნაკადის მიწოდება? არადა კარგი რამე კი ჩანს yes.gif yes.gif

QUOTE
14 რიგი, თითო 100 მეტრა ანუ სულ მჭირდება 1400 მეტრი წვეთოვანი, მეტრში 3 წერტილი, ანუ სულ 4200 წერტილი. თითო წერტილი საათში 2 ლიტრიანია. ანუ 8400 ლიტრა მჭირდება საათში. ეგეც შენი 8 ტონა თუ 1 საათი ამუშავე.....

ამ გათვლით დღეში ორჯერ რომ მორწყო ზაფხულის პერიოდში 35-40 ტონა მაინც წავა, მგონი ეგრეა ხო????? rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: gogliko777 6 Apr 2016, 07:35
davita74
10 მეტრამდე ააქვს ვერტიკალურად და მე ვერტიკალურქს 1-2 მეტრა მექნება (ბასეინის სიღრმე) და დალშე ჰორიზონტალურად ფართე ცენტრალურ მილში (60-70 მმ)

QUOTE
ამ გათვლით დღეში ორჯერ რომ მორწყო ზაფხულის პერიოდში 35-40 ტონა მაინც წავა, მგონი ეგრეა ხო?????   


რა იყო რა ამბავია ბრინჯი კი არაა )))
როცა გვალვა იქნება კვირაში 1-2-3-ჯერ მემგონი უნდა ეყოს.

Posted by: namo 6 Apr 2016, 11:22
უბრალოდ შლანგით რო მორწყა არ შეიძლება ? წვეთოვანი სისტემის მაგივრად ?

Posted by: davita74 6 Apr 2016, 15:27
namo
QUOTE
უბრალოდ შლანგით რო მორწყა არ შეიძლება ? წვეთოვანი სისტემის მაგივრად ?

წვეთოვანი ბევრად ეკონომიური და ეფექტურია

Posted by: GeoDevil 7 Apr 2016, 16:38
შიძლება ვინმეს გამოადგეს : http://www.myvideo.ge/v/2827466

Posted by: gia1970 7 Apr 2016, 18:29
ეგ ტუმბო კაი რამე ჩანს და ვინმეს გიცდიათ მისი გამოყენება?

Posted by: davita74 7 Apr 2016, 19:47
GeoDevil
QUOTE
შიძლება ვინმეს გამოადგეს : http://www.myvideo.ge/v/2827466

მაგარი რამეა, up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: zekota 8 Apr 2016, 09:29
2000-ზე მალინა რამდენი წავა.? დაახლოებით.?

და რამდენი მოვა დაახლოებით მოსავალი და მისი მოვლა რა დამიჯდება.?

Posted by: jint2 8 Apr 2016, 11:10
ამ ტუმბოს სად აკეთებენ, საკონტაქტო ხომ არ გაქვთ?

Posted by: davita74 11 Apr 2016, 01:07
zekota
QUOTE
2000-ზე მალინა რამდენი წავა.? დაახლოებით.?

1 ტონას მაინც მიიღებ თუ ნორმალურად მიხედავ,

Posted by: zekota 11 Apr 2016, 11:20
davita74


ამდენი მოვა..? დაახლოებით მინიმალური ჩაბარების ფასი ოთხი ლარია მგონი,, და რა დაჯდება დაახლოებით მისი მოვლა.?

Posted by: kotala11 2 May 2016, 16:05
მაინტერესებს ყველაფერი ამ მცენარეზე და იქნებ ვინმე აგრონომი იყოს რომელიც პატარა რამით მაინც დამეხმარება

Posted by: davita74 2 May 2016, 22:01
kotala11
კერძოდ რა გაინტერესებს???, სად გაქვს ფართობი რამდენის გაშენებას გეგმავ და მიწის მჯავიანობა რამდენია????, ხო მართლა წყალი თუ გაქვს ფართობზე სადაც ამას გეგმავ??

Posted by: Zmuzu 3 May 2016, 07:01
მაგარი შრომატევადი ყოფილა მალინა, 100 ძირი მაქვს მეორე წელია და ვნანობ რომ გავაშენე, ქარი რომ ამოვარდება ფოთლებს ამტრევს და წვეროებს ატეხავს. უეკლო მაყვალს ვერსფერი მოუხრხა. წელსაც ვაცლი ჟოლოს და თუ შემოსავალი არ მომცა მაყვლით ჩავანაცვლებ.

Posted by: gogliko777 3 May 2016, 13:01
Zmuzu
დაპლანილი გაქვს? ანუ დაბმული გაქვს ვაზივით თუ პროსტა ბუჩქებია?

Posted by: Zmuzu 3 May 2016, 14:43
gogliko777
QUOTE
დაპლანილი გაქვს? ანუ დაბმული გაქვს ვაზივით თუ პროსტა ბუჩქებია?

აკრული და დაცილებილი მაქვს 1,5 რიგებს შორის, ერთმანეთში 1მ , მაგრამ ქარი როგორც კი ამოვარდება წვეროებს და ფოთლებს ამტვრევს, მიმაგრების ადგილას ღეროს აზიანებს. ძალიან ბევრ ამონაყარს იკეთებს. ვაცილებ, 1 კვირაში ისევ ამოსულია

Posted by: davita74 3 May 2016, 14:54
Zmuzu
მე მქონდა ეგ პრობლემა მაგრამ საქარე ზოლის შექმნით მოვაგვარე ეგ ამბავი მიმართულებაც მგონი არასწორად გაქვს შერჩეული, , თან ერთმანეთს შორის 60-60 სანტიმეტრი დააშორე და მეორე რიგი 70 სანტიმეტრის მოშორებით გაუყოლე და გახშირდება და უფრო ამტანი გახდება, ანუ 70-80 სანტიმეტრი სიგანის კვაLში 2 რიგი გაუშვი, შემდეგ 2 მეტრი დააშორე და ისევ იგივე გიმეორე, ქარი საიდანაც არტYავს 5-8 მეტრამდე მოშორებიტ რაიმე სწრაფმზარდი ხეები ჩარგე შახმატურად და კარგ მოსავალს მოგცემს

Posted by: Zmuzu 3 May 2016, 16:39
davita74
QUOTE
Zmuzu
მე მქონდა ეგ პრობლემა მაგრამ საქარე ზოლის შექმნით მოვაგვარე ეგ ამბავი მიმართულებაც მგონი არასწორად გაქვს შერჩეული, , თან ერთმანეთს შორის 60-60 სანტიმეტრი დააშორე და მეორე რიგი 70 სანტიმეტრის მოშორებით გაუყოლე და გახშირდება და უფრო ამტანი გახდება, ანუ 70-80 სანტიმეტრი სიგანის კვაLში 2 რიგი გაუშვი, შემდეგ 2 მეტრი დააშორე და ისევ იგივე გიმეორე, ქარი საიდანაც არტYავს 5-8 მეტრამდე მოშორებიტ რაიმე სწრაფმზარდი ხეები ჩარგე შახმატურად და კარგ მოსავალს მოგცემს

უკვე რიგები შეივსო იმდენი ამონაყარი გაიკეთა.
წელს, სიმინდი დავუთესე ირგვლივ 2 რიგად და ვნახავ, თუ გაამართლა დავტოვებ, თუ არა და უეკლო მაყვლით ჩავანაცვლებ.

Posted by: davita74 4 May 2016, 03:29
Zmuzu
Zmuzu
QUOTE
წელს, სიმინდი დავუთესე ირგვლივ 2 რიგად და ვნახავ, თუ გაამართლა დავტოვებ, თუ არა და უეკლო მაყვლით ჩავანაცვლებ.

მოაშორე სიმინდიიიიიიიიიიიიიიიიი, არ გააკარო სიახლოვეს, გამოგიფიტავს მიწას აზოტისგან და დარჩება მალინა გაღიმებული, ამაღლებული კვლები გაუკეთე და მულჩი გაუკეთე 15 სანტიმეტრზე, სარეველასაც მოსპობს და მორწყვის სიხშირეც გაგინახევრდება

Posted by: Zmuzu 4 May 2016, 08:01
davita74
QUOTE
მოაშორე სიმინდიიიიიიიიიიიიიიიიი, არ გააკარო სიახლოვეს, გამოგიფიტავს მიწას აზოტისგან და დარჩება მალინა გაღიმებული, ამაღლებული კვლები გაუკეთე და მულჩი გაუკეთე 15 სანტიმეტრზე, სარეველასაც მოსპობს და მორწყვის სიხშირეც გაგინახევრდება

ჩათესვის დროს აზოტ-ფოსფოროვანი სასუქი ჩავატანე თითოეულ მარცვალს, მალინებში ნაკელი და მერე წუნწუხი შევიტანე.
სამულჩე მასალა არ მაქვს ჯერჯერობით.
ამდენი საწვალებელი რომაა იმიტომ მიცრუვდება გული.
თუ სხვა საქმეს არ აკეთებ მაშინ ღირს, მაგრამ მე სხვა საქმეებზეც მაქვს ხელი მოკიდებული.

Posted by: celica 5 May 2016, 22:46
davita74
შემოდგომაზე უნდა დავრგო თითქმის ჰექტარზე ეხლა იმ მიწაზე ქერია დათესილი.. რო აიღებენ ქერის მოსავალს უნდა მოვხნა და მოვაშენო მალინა. ქერი და მალინაც ვერ არიან კარგად როგორც სიმინდი და მალინა?

Posted by: ramini19852 6 May 2016, 17:05
სალამი,
გიორგობას გილოცავთ,

davita74
რემონტატული ჯიშის მალინასთან ახლოს დავრგე ერტხელ რომ ისხავს წელიწადში ეგ მალინა და ერთმანეტს ხო არ დამტვერავენ?

Posted by: davita74 8 May 2016, 22:53
ramini19852
კი დამტვერავენ ერთმანეთს.

celica
არაფერი არ უნდა დარგო მალინასთან , მართო მალინას ჩაამწკრივებ და მორჩა, გვერდით არაფრის დარგვა არარის რეკომენდირებულიიიი.
1 ჰექტარი უნდა დარგო??????????????? მომვლელი და მუშახელი გყაავს ამდენს რომ რგავ?????????, არ არსებობს თუ მარტო აპირებ მოვლას არ გარისკო ვერ მიხედავ მარტო

Posted by: celica 9 May 2016, 00:00
არა არაფრის დარგვას არ ვაპირებ გარდა ქარსაცავივით მხოლოდ ხილის ნერგებს მე უბრალოდ ის ვიკითხე ამ ეტაპზე აქვთ ჩემებს ქერი თუ რაგაც და ამ ზაფხულს იღებენ და მერე უნდა დავამუშაო მიწა მთლიანად. 1 ჰექტარი არ მაქვს 7500 ია მაგრამ საწყისად არ ვტვირთავ სულ იქიდან გამომდინარე რო ნერგი ფული ღირს,ნაკლების შეძენა მაქვს გათვლილი და მერე თვითონ გაიმრავლებენ... სატესტოდ 200 ნერგი გავუშვი და გაიხარეს ახალი ძირებიც მომცეს. ჯერ 2 თვეც არ გასულა..1500-2000 ვფიქრობ.თან რამდენადაც ვიცი ისეთი მოვლა არ უნდა როგორც დავუშათ სხვა კენკროვნებს...მარწყვსაც ვაპირებ შემოდგომაზე და იმდენი ყურადღება ჭირდება მართლა მეშინია არ გამშაროს.თავად სად გაქვთ ბაღი გაკეთებული?

Posted by: davita74 9 May 2016, 00:11
celica
გამარჯვებაში მქონდა ჟოლო გაკეთებული , ეგ სხვისი ფართი იყო, ცოტა ხნით მათხოვა და ეხლა ჩემი ნაკვეთი მაქვს ,წელს ავიღე გრძელვადიანი იჯარით, შეოდგომაზე ვრგავ ნორიოში, და შენ სად აპირებ დარგვას????

Posted by: celica 9 May 2016, 00:17
მალინას ხაშურის რაიონში მარა მარწყვს ნორიოსკენ მეფრინველეობის ფაბრიკა რო იყო თუარ ვცდები წილთუბანი ქვია ლილოს რო გაცდები ეგრევე ასახვევია მარცხნივ
* * *
მთლიანობაში კმაყოფილი ხარ ხო ჟოლოს თემით?

Posted by: namo 10 May 2016, 10:52
თესლისგან არ შეიძლება ჟოლოს გამრავლება ნერგები რომ არ იყიდო ამდენი ?

Posted by: GeoDevil 10 May 2016, 13:21
namo
შეგიძლია რამდენიმე ნერგი იყიდო და 1-2 წელში ბევრი ნერგი გექნება. თესლითაც შეიძლება მაგრამ ნერგი ჯობია.

davita74
ეხლა გამახსენდა ყვითელი ჟოლოს თესლი მაქვს. 2 წლის წინ გამოვიწერე. ხოარ გინდა დავით.

Posted by: davita74 10 May 2016, 20:29
GeoDevil
QUOTE
davita74
ეხლა გამახსენდა ყვითელი ჟოლოს თესლი მაქვს. 2 წლის წინ გამოვიწერე. ხოარ გინდა დავით.

კი როგორ არ მინდა??? ფასი რა აქვს და რამდენ გრამიანია???

Posted by: GeoDevil 10 May 2016, 21:12
davita74
წონა არ ვიცი. 10 შეკვრაა. შეკვრაში 25ც+. ფასი არაფერი მთავარია წარმატებული ფერმერი, რომ გახდები არ დამივიწყო და გამოცდილება გამიზიარე smile.gif
ეხლა ვნახულობდი და კიდევ მქონია ცოტა წითელი ჟოლო, მაყვალი და მზესუმზირის თესლი. მოკლედ რაც მაქვს მოგცემ.
დასვენების დღეებში შევხმიანდეთ და შევხვდეთ. ჩემი ნომერი იცი მგონი.

Posted by: davita74 10 May 2016, 21:16
GeoDevil
QUOTE
წარმატებული ფერმერი, რომ გახდები

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE
დასვენების დღეებში შევხმიანდეთ და შევხვდეთ.

QUOTE
დასვენების დღეებში შევხმიანდეთ და შევხვდეთ.

ოკ. შეგეხმიანები აუცილებლად,

მადლობა წინასწარ

Posted by: ramini19852 30 May 2016, 14:46

davita74
QUOTE
ramini19852
კი დამტვერავენ ერთმანეთს.

და ამ რემოტატულს გააფუჭებს? მოვსრა ის 1 ჯერადი მალინა? smile.gif თუ დავანებო

მოკლედ ამ შემოდგომაზე მინდა რომ გავაკეთო მალინის ნარგავი, რაღაცეები ვიკითხე და მითხრეს რო ძალიან ფიტავს ნიადაგს.

Posted by: Zmuzu 13 Jun 2016, 18:59
აბა რა ღირს ჟოლო? მე 4 ლარად ვაბარებ

Posted by: gogliko777 13 Jun 2016, 19:18
Zmuzu
ველოდებით ჩვენც დემო მოსავლას მარტში დარგული გადაჭრილი ნერგებისგან smile.gif
ბაზარზე აბარებთ? ჭურჭლად რის გაოყენებას მირჩევთ ახალბედა მეჟოლოვეს? smile.gif)))

Posted by: Zmuzu 13 Jun 2016, 22:07
gogliko777
QUOTE
ურჭლად რის გაოყენებას მირჩევთ ახალბედა მეჟოლოვეს? )))

პატარა პლასტმასის ვედროებია, 2კგ ეტევა, შიგნით ცელოფანი უნდა და ამ ვედროშივე მოკრეფ. ვინც იბარებს იმან მასწავლა.
მეც პირველად ვაკეთებ.

Posted by: gogliko777 14 Jun 2016, 10:53
Zmuzu
ხო მარა ეგ ვედროები სად უნდა იყიდო?
თU არ ვცდები მეორადებია არაჟნის, მაიონეზის და შეიძლება საღებავის....
მე ვიფიქრე გამჭვირვალე კონტეინერები რომაა მაგაშ ჩამეწყო....
ბაზარში აბარებ?

Zmuzu
საითკენ გაქ დარგული და რამდენი?
თვითონ კრიფავ? მე ვაპირებ ვიქირავო მკრეფავები... ნუ ეხლა ალბათ არა, ცოტაა ჯერ. შემოდგომას დამჭირდება ნამდვილად...

Posted by: GeoDevil 14 Jun 2016, 11:02
gogliko777
გააჩნია ვის აწვდი. ჭურჭელი შეათანხმე ვისაც მიყიდი იმასთან.
გამჭვირვალე კონტეინერები უკეთესი იდეაა ჩემი აზრით. იაფი ღირს და თან განიერია, ზემოდან დაწოლა ცოტა ექნება.

პლასმასის ვედროები: http://www.megaplast.ge/product

აქ ნახე ერთჯერადი კონტეინერები კილოგრამნახევრიანი აქვთ. შეიძლება 2იანიც ქონდეთ: http://ertjeradi.ge/?album=%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&pageback=gverdi3.php#

Posted by: gogliko777 14 Jun 2016, 12:49
GeoDevil
მადლობა smile.gif)
გაშლილობის გარდა, ჩანს რა პროდუქტი დევს შიგნით და მეტი ნდობაა კლიენტის მხრიდან.
ასევე ვგეგმავ მასიური მოსავლის აღებისას სილიკას პურცლები ჩავაყოლო რომ შენახვის ვადა გაუგრძელდეს, ვეძებ სანდო მომწოდებელს ამისათვის...

Posted by: Zmuzu 14 Jun 2016, 17:12
gogliko777
QUOTE
თU არ ვცდები მეორადებია არაჟნის, მაიონეზის და შეიძლება საღებავი

ბაზრობაზე ყველგან იქნება, მე 1.20 ვიხდი თითო ვედროში. ჩემთვის მოსახერხებელია. რაშიც ვკრეფ, იმასვე ვაბარებ
.
QUOTE
საითკენ გაქ დარგული და რამდენი?
თვითონ კრიფავ? მე ვაპირებ ვიქირავო მკრეფავები... ნუ ეხლა ალბათ არა, ცოტაა ჯერ. შემოდგომას დამჭირდება ნამდვილად...

სამტრედის რაიონში.
სანამ ცოტაა ვერევი, მაგრამ როცა მოიმატებს, მკრეფავების გარეშე შეუძლებელი იქნება. 2კგ-ს მოკრეფას 1 საათი დამჭირდა.

Posted by: gogliko777 27 Jun 2016, 15:43
აბა რას შვებით ჟოლოს პატრონები?
მე 5 ლარად ჩავაბარე რემოდენიმე კილო გუშინ, სიფთაზე, ოღონდ იმენნა სუპერი, მშრალი, დიდები და მწიფები.
ცუდი არ იქნება ბაზრის ფასებს თუ გაუზიარებთ ხოლმე ერთმანეთს....

წარმატებები ყველას!!!

Posted by: ramini19852 28 Jun 2016, 12:52
gogliko777
წარმატებები!!

რემონტატული ჯიში აქვს?

Posted by: namo 29 Jun 2016, 13:52
მოსავალს ადვილად იბარებენ ? თუ ჩალიჩი ჭირდება მყიდველის შოვნას ?
ბლომად ვისაც მოყავს მაგაზე მაქვს საუბარი

Posted by: Zmuzu 11 Jul 2016, 22:35
davita74
კვირტები წამოუვიდა ახლა და არ ვიცი რანდენი დავუტოვო.

Posted by: gogliko777 12 Jul 2016, 08:52
Zmuzu
saidan? geavidan amonayars gulisxmob??

Posted by: Zmuzu 12 Jul 2016, 09:52
gogliko777
მთლიანად ღეროზე, იღლიებში. ყველა რომ დავუტოვო გადაიბურდება. ვფიქრობ, 3-4 დავუტოვო ზევით, წვერში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული

Posted by: tato-tato 24 Jul 2016, 19:16
გამარჯობა

იქნებ მირჩიოთ, თბილისთან ახლოს რომელი ტერიტორიებია სასურველი ჟოლოს გასაშენებლად? ვიცი რომ ნიადაგი უნდა შემოწმდეს , მაგტამ კლიმატური პირობების კუთხით მაინტერესებს? მაგალითად, მცხეთისკენ, ნიჩბისი და ა.შ თუ არის მისაღები?

Posted by: GeoDevil 25 Jul 2016, 08:51
tato-tato
როგორც ვიცი ყველგან ხარობს საქართველოში. მიწას მიაქციე დიდი ყურადღება. +უნდა იყოს მზიანი ადგილი. რაც უფრო გვიან დგება სიცივე შემოდგომაზე მით უფრო მეტ მოსავალს გაძლევს.

მიწის არჩევისას მემგონი საკმარისია smile.gif ჩემზე გამოცდილი ხალხია აქ და ისინიც გირჩევენ ალბათ.




Posted by: Zmuzu 25 Jul 2016, 12:56
tato-tato
QUOTE
იქნებ მირჩიოთ, თბილისთან ახლოს რომელი ტერიტორიებია

გაითვალისწინე. რომ ქარიან ადგილას არ დარგო, ფოთლებს უმტვრევს

Posted by: floyd88 17 Aug 2016, 17:03
გამარჯობათ, ახლა ვკითხულობდი პოსტებს და გავიგე რამდენად სასრგებლო და მომგებიანი მცენარეა მალინა, მაგრამ სხვა კუთხითაც დამაინტერესა. ხომ არ იცით ითვლება თუ არ მალინა თაფლოვან მცენარედ? კახეთში ეზოში მყავს რამდენიმე ოჯახი ფუტკარი და რამდენად წაადგება ფუტკარს ეზოში რამდენიმე რიგი მალინა რომ დავრგა, ასე 50 ნერგი

Posted by: SoSeLa 17 Aug 2016, 17:05
მაინტერესებს ჟოლოს და მაყვლის გაშენება რა ჯდება და რამდენია მოსავალი 1 ჰექტარზე?

Posted by: Zmuzu 19 Aug 2016, 07:27
floyd88
QUOTE
ითვლება თუ არ მალინა თაფლოვან მცენარედ

რა ვიცი, ფუტკარი კია მისეული უხვად.
SoSeLa
QUOTE
მაინტერესებს ჟოლოს და მაყვლის გაშენება რა ჯდება და რამდენია მოსავალი 1 ჰექტარზე?

ჟოლო 1 ჰექტარზე 8-10 ტონა, მაყვალი 20 ტ
* * *
davita74
ძაან მაღალი გაიზარდა, ალბათ 3 მეტრი, ყვავილობას ახლა იწყებს, რომ გადავჭრა საქმეს ხომ არ გავაფუჭებ?

Posted by: SoSeLa 19 Aug 2016, 22:32
Zmuzu
მეგობარო და რამდენი ჯდება გაშენება თითოეულის ხომ არ იცი?

Posted by: Zmuzu 20 Aug 2016, 06:10
SoSeLa
QUOTE
Zmuzu
მეგობარო და რამდენი ჯდება გაშენება თითოეულის ხომ არ იცი?

არ ვიცი, მეზობლებში ავაგროვე. ისე, ნერგი1 ლარად ჩამოაგვთ ზამთრის ბაზრობაზე სამტრედიაში გორიდან

Posted by: SoSeLa 20 Aug 2016, 21:28
Zmuzu
და რამდენ-რამდენი უნდა დაირგოს თითოეული?

Posted by: Zmuzu 21 Aug 2016, 16:52
SoSeLa
QUOTE
ენ-რამდენი უნდა დაირგოს თითოეული?

https://drive.google.com/file/d/0B3By27k_VyD8OVpVYU5vRTMwcVk/view

Posted by: SoSeLa 22 Aug 2016, 15:48
Zmuzu
გაიხარე მეგობარო wink.gif

Posted by: maverick16 30 Aug 2016, 11:29
მაყვალით ვარ დაინტერესებული მაგრამ რეალიზაცის თემა მაინტერესებს, ვისაც ნერგები აქვს ძირითადად ლაპარაკობენ ექსპორტზე და საერთაშორისო ბაზარზე მარა მე მაინტერესებს 1-2 ტონა რო მქონდეს ვერსად ვერ ჩავაბარებ?

Posted by: GeoDevil 30 Aug 2016, 12:55
maverick16
ჩემი აზრით რეალიზაციის პრობლემა არ გექნება.

Posted by: maverick16 2 Sep 2016, 11:22
GeoDevil
QUOTE
ჩემი აზრით რეალიზაციის პრობლემა არ გექნება.

რის საფუძველზე ამბობ? რამე ქარხნები იბარებენ?

Posted by: GeoDevil 2 Sep 2016, 16:03
maverick16
ქარხნები არა. დისტრიბუცია იბარებს.

Posted by: davita74 5 Sep 2016, 13:23
Zmuzu
QUOTE
ძაან მაღალი გაიზარდა, ალბათ 3 მეტრი, ყვავილობას ახლა იწყებს, რომ გადავჭრა საქმეს ხომ არ გავაფუჭებ?

არააააააააა არ გადაჭრა ბევრი ყვავილი აქვს??? მხოლოდ ის ღეროები გამოხშირე რომელსაც მარტო ფოთოლი აქვს დან ძალიან მცირე ყვავილი, არ დაგავიწყდეს ნოემბრის ბოლოდან დეკემბტისკენ როდესაც უკვე ფოთლებს ჩამოყრის ყველა ამონაყარი მიწის პირთან დადაჭერი ანი გადაპარსე ბოლომდე და გაზაფხულზე ახალ ამონაყარს წამოიღებს, ამონაყარი იმდენი იქნება რომ მისი გადარგვაც კი დაგჭირდება გამოხშირვის მიზნით და რა თქმა უნდა ტერიტორიის გაფართოებაც მოგიწევს, რიგებს შორის რამდენი გაქვს დაშორება?
საქონლის ნაკეკით თუ გაამდიდრებ ნიადაგს არ გაგიკვირდეს რომ მახრა გაჩნდეს, ამიტომ ქატო მზესუმზირის ზეთი და მარშალი გაამზადეეეეე , შეიდზლება არც დაგჭირდეს მაგრამ მაინც გქონდეს გამზადებული
sa.gif sa.gif sa.gif

Posted by: gogliko777 5 Sep 2016, 15:00
davita74
გაუმარჯოს!
ის ღეროები რომლებიც წელს ამოვიდნდნ არ უნდა გადაიჭრას, ეგენი გაზაფხულზე იძლევიან პირველ მოსავალს.
სანამ ეხლა მოყვავილე მწვანე ღეროები გახმება, ძველები უნდა გადაიჭრას ძირში - მე ესე წამიკითხია.....

QUOTE
საქონლის ნაკეკით თუ გაამდიდრებ

სხვა რა სასუქს მირჩევთ ორგანულს მეგობრებო?
წვეთოვანი გვაქვს დაყენებული და ნებისმიერი სასუქი შემიძლია გაურიო რეზერვუარში შემდგომი მორწყვისთვის.




Posted by: davita74 5 Sep 2016, 21:38
gogliko777
QUOTE
გაუმარჯოს!
ის ღეროები რომლებიც წელს ამოვიდნდნ არ უნდა გადაიჭრას, ეგენი გაზაფხულზე იძლევიან პირველ მოსავალს.
სანამ ეხლა მოყვავილე მწვანე ღეროები გახმება, ძველები უნდა გადაიჭრას ძირში - მე ესე წამიკითხია.....

ყველა უნდა გადაჭრა ყველააააა
ბოლომდე უნდა გაპარსო და გაზაფხულზე ისედაც ახალს და უფრო ჯანსაღს ამოიყრის, არ უნდა დატოვო არცერთი
* * *
gogliko777
QUOTE
სხვა რა სასუქს მირჩევთ ორგანულს მეგობრებო?

კვლებში ჩაუთესე ფაცელია, თვითონ გაანაყოფიერებს და გააფხვიერებს ნიადაგს და სასუქითაც მოამარაგებს, კარგი იქნება კომპოსტს თუ დაამძადებ და ომას შენ თვთონ შეიტან კვლებში

Posted by: SoSeLa 6 Sep 2016, 00:12
davita74
დავით ჰექტარზე რამდენი მოდის სტანდარტულად?

Posted by: gogliko777 6 Sep 2016, 05:18
QUOTE
ყველა უნდა გადაჭრა ყველააააა

უვერენნი ხარ?
იმიტომ რომ წელს გაზაფხულზე მხოლოდ ძველმა ღეროებმა მომცა მოსავალი, ახლები ეხლა ისხავს, ჯერ არც დამწიფებულა.

შეიძლება სხვა ჯიDი გაქ შენ

Posted by: davita74 7 Sep 2016, 14:36
gogliko777
QUOTE
შეიძლება სხვა ჯიDი გაქ შენ


რემონტატოლი ჯიში, 2 მოსავლიანი,

სიმწიფე რომ დასრულდება ზამტრის დაწყებისას დაახლოებით დეკემბერში გადაპარსეეეეეეეე

wink.gif wink.gif

Posted by: GeoDevil 7 Sep 2016, 14:49
QUOTE
სიმწიფე რომ დასრულდება ზამტრის დაწყებისას დაახლოებით დეკემბერში გადაპარსეეეეეეეე

დავით მე სხვანაირად ვიცი. პირველ მოსავალს რო მორჩება შემდეგ ძველს ჭრი ძირში. და შემოდგომის მოსავლის შემდეგ სხლავ და ამაგრებ საყრდენზე. მე ესე მითხრეს ვისგანაც წამოვიღე ნერგი. არვიცი.

Posted by: gia1970 7 Sep 2016, 14:53
davita74
ხილისა და კენკროვანი კულტურის, ექსპორტი საქართველოდან
ეს თემა ნახე დავით?

Posted by: davita74 7 Sep 2016, 14:56
GeoDevil
ზოგი ძველს ჭრის და ახალს ტოვებს მაგრამ უმჯობესია ბოლომდე გაპარსო რადგან ფესვთა სისტემა უფრო ძლიერდება და ახალი ამონაყარი უკეთ ვითარდება, , სადღაც ყველანაირი ინფო მაქვს ამის შესახებ და მოვძებნი და დავდებ, ეს ჯიში რემონტატულს და ორმოსავლიანს ვგულისხმობ რუსეთში გამოიყვანეს და საკმაოდ გამოცდილმა სპეციალისტებმა შეისწავლეს, არის იქ საკმაოდ კარგი ნერგები მაგრამ იქედან შემოტანა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა

Posted by: GeoDevil 7 Sep 2016, 15:00
davita74
გაიხარე დავით. თუ რამე ინფოს იპოვი ყველაფერი დადე გამოგვადგება smile.gif

დავით ადრე გითხარი ჟოლოს თესლი მაქვსთქოდა მოგცემთქო. აღარ შემეხმიანე მერე და თუ შენ არ გინდა მივცემ ამ თემაში ვინმეს თუ უნდა.

Posted by: davita74 7 Sep 2016, 15:17
gia1970
QUOTE
ხილისა და კენკროვანი კულტურის, ექსპორტი საქართველოდან
ეს თემა ნახე დავით?

დამილინკე თუ შეგიძლია ეს გვერდი , თუ არ გეზარება smile.gif smile.gif
* * *
GeoDevil
აქეტ არ ვიყავი ძმა და ვერ შეგეხმიანე, მიეცი თუ უნდა ვინმეს არ არის პრობლემა, უბრალოდ თესლიდან ამოყვანას ნერგით გამრავლება ჯობს მგონი, რა თქმა უნდა როდესაც ნერგი საიმედოა, აი ეხლა დავლინკავ და კარგად მოუსმინე, გარკვევით ხსნის ყველაფერს თუ რატომ ჯობია ბოლომდე გაპარსვა, თავიდახ ხსნის რომ ახალ ამონაყარს ტოვებს და ბოლო დაკვირვების შედეგს ცალკე ხსნის რომ უკეთესია ბოლომდე გაპარსვა მოსავლის რაუდენობის გაზრდისთვის და გამრავლებისთვის, , მე ეს პრაქტიკაში მაქვს გამოცდილი. წელს ვაპირებ 2000 ძირის დარგვას და ვნახოთ, ჯერ სარწყავის პრობლემებს ვებრძვიიიი

https://www.youtube.com/watch?v=82X5FuXa290

Posted by: GeoDevil 7 Sep 2016, 15:50
QUOTE
მიეცი თუ უნდა ვინმეს არ არის პრობლემა,

ვიცი პრობლემა რომ არ არის. თუ არ გინდა მაგ შემთხვევაში მივცემ სხვას. ჩემი ნომერი მემგონი გაქვს თუარადა მოგწერ PM-ში.

QUOTE
უბრალოდ თესლიდან ამოყვანას ნერგით გამრავლება ჯობს მგონი

კი ჯობს ნამდვილად.

QUOTE
აი ეხლა დავლინკავ და კარგად მოუსმინე, გარკვევით ხსნის ყველაფერს თუ რატომ ჯობია ბოლომდე გაპარსვა,

კარგი ინფოა დავით up.gif წელს მეც ეგრე გავაკეთებ.

Posted by: davita74 7 Sep 2016, 16:01
GeoDevil
მომწერე ნომერი პირადში. და სად გეგმავ შენ გაკეთებას???

Posted by: GeoDevil 7 Sep 2016, 17:19
davita74
იმერეთში გაკეთებული მაქვს უკვე მარა შევეშვი აქტიურობას smile.gif დრო არ მაქვს. თან პრობლემები აქვს რაღაცეები.
მოგწერე pm-ში.

Posted by: davita74 7 Sep 2016, 17:23
GeoDevil
რატომ შეეშვი?
რა პრობლემები აქვს ბუზი გაუჩნდა თუ ადგილზე დაიწყო ლპობა ან ბუგრმა შეაწუხა??

Posted by: GeoDevil 7 Sep 2016, 17:34
davita74
პირველი მიზეზი მაინც დროა. მე თბილისში ვარ ვმუშაობ, ვსწავლობ, ვვარჯიშობ და ახალი საქმის დაწყებას ვცდილობ.

პრობლემები ძირითადად სარეველები და წყალია. წყალი ძალიან მარილიანია. ჭიდან ვიღებ.
დიდი ხნის დაუმუშავებელ ნაკვეთში დავრგე. თან კარგად ვერ დაამუშავა ტრაქტორმა. მოკლედ თავიდანვე ვერ დავგეგმე სწორად და შეცდომები დავუშვი. და რადგან დიდი ხნის დაუმუშავებელი იყო ბევრი სარეველა და დაავადებაც არის. მოვლის დრო კი არ მაქვს. sad.gif

Posted by: davita74 7 Sep 2016, 18:04
GeoDevil
შენ იმდენი და ისეთი პრობლემები ჩამოტვალე, ამ საქმეს ვერ დაიწყებ, ნიადაგის შენს ჭკუაზე მოყვანას შეძლებ მაგრამ სარწყავი აუცილებლად მისახედია და რაც მთავარია დრო უნდა გქონდეს ყურადღება რომ მიაქციო შენ თვითონვე, სხვის იმედად ნუ დაიწყებ, დამიჯერე ესეა ეს და შენ თვითონ უნდა მიხედო თუ გინდა მიაღწიო რამეს თორებ სხვასაც დაკარგავ და ჩადებულ თანხასაც,

Posted by: gia1970 7 Sep 2016, 18:39
davita74
წაგიკითხავს ის თემა
დალინკვები არ ვიცი როგორ უნდა
კაი რამეს სთავაზობს ეგ ადამიანი მემგონი აქაურებს
მაგრამ გული მიგრძნობს ვერ დაიქოქებაsad.gif

Posted by: davita74 7 Sep 2016, 18:55
gia1970
QUOTE
მაგრამ გული მიგრძნობს ვერ დაიქოქება

შენ გული გიგრძნობს და მე 90 %-ით დარწმუნებული ვარ რომ ვერ გაკეთდება, ეგ კიარა გაკეთებულიც რომ არ გაFუჭდეს იმის მეშინია ისეთი სიტუაციაა, არადა მაგარი საქმე კია, ამოისუნთქავდა ხალხი და ყველას რაღაც ხალისი მიეცემოდა

Posted by: gia1970 7 Sep 2016, 19:09
davita74
რას ამბობ შე დალოცვილო
მადლიზა ადამიანი მზადაა საექსპორტო გზა გახსნას და
ნეტა აქედან წასული და უცხოეთში მცხოვრები ქართველების 0.1% ჩალიჩობდეს ეგრე და აქაურ მშრომელ ხალხს პროდუქციის გასაღებაში ეხმარებოდეს რაღა გაგვიჭირდებოდა

Posted by: davita74 7 Sep 2016, 19:28
gia1970
მეც მაგას ვამბობ რომ სამადლო საქმეა,მაგრამ აქ ზემოდან არ შეუწყობენ ხელს და ისეთ ტარიფებს და გადასახადებს დაუწესებენ ხელს ჩააქნევინებენ, რასაც ეს დალოცვილი ადამიანი ამბობს განა არ შეუძლია სახელმწიფომ რომ გააკეთოს და გამონახოს ბაზარი? მაგრამ რა, არავინ არ იწუხებს სახელმწიფოდან თავს, მე პირადად ყველანაირად დავუდგები ამ კაცს გვერდით ამ საქმის წამოწყებაში, რაშიც შემეძლება დავეხმარები ამ საქმის განხორციელებაში უსასყიდლოდ, უსასყიდლოდ იმიტომ რომ ეს საქმე ისევ მშრომელ ადამიანს წაადგება, , როდესაც აეწყობა საქმე მეც სხვა მეწარმის მსგავსად დავიწყებ პროდუქტის მიწოდებას, მთავარია დაიძრას საქმე და მერე გლეხიც უფრო ხალისიანად მიხედავს მიწას

Posted by: namo 12 Sep 2016, 21:49
GeoDevil
QUOTE
ქარხნები არა. დისტრიბუცია იბარებს.

ქარხნები რად არ იბარებენ ?

Posted by: GeoDevil 13 Sep 2016, 10:19
QUOTE (namo @ 12 Sep 2016, 21:49 )
GeoDevil
QUOTE
ქარხნები არა. დისტრიბუცია იბარებს.

ქარხნები რად არ იბარებენ ?

არ არის მაგის ჩამბარებელი ქარხნები ფიზიკურად. ერთადერთი ქარელთან ბავშვთა კვების ქარხანაა ჰიპი თუ მაგის მსგავსი. შეიძლება უკვე აღარაა biggrin.gif ძალიან იაფად იბარებდნენ მახსოვს.

Posted by: koba4470 17 Sep 2016, 10:03
ვინმემ შეიძლება დაწეროს უეკლო მაყვალის მოყვანას რა სჭირდება 1 ჰექტარზე, ბიუჯეტი, ნერგების ფასიდან და დარგვიდან დაწყებული მოსავლის აღების და შენახვის ჩათვლით.

Posted by: spana84 19 Sep 2016, 17:20
ხომ არ იცით ჟოლოს რა ფასი ჰქონდა წელს? 5 დან 12 ლარამდეა ფასიო და ცოტა დიდი მარჟაა არა?

Posted by: kakige 23 Sep 2016, 12:22
davita74
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს
შესაძლებელია თუ არა დაკალმებით გავამრავლო ძირები ზამთარში და ადრე გაზაფხულზე გადავრგო? რათქმა უნდა სათბურში ყველა ნორმა დაცული იქნება, და რა ჯიშის ნერგები გაქვს?

Posted by: namo 29 Sep 2016, 19:35
QUOTE
ხომ არ იცით ჟოლოს რა ფასი ჰქონდა წელს? 5 დან 12 ლარამდეა ფასიო და ცოტა დიდი მარჟაა არა?

spana84

დისტრიბუტორები იბარებენ საშუალოდ 4 ლარად - ჩვენთAნ ძირითAდად გავრცელებულია საზაფხულო ჯიშის ჟოლო - (რომელიც ნაყობს ადრე ზაფხულში იძლევა) ზაფხულის ბოლოს ჟოლო ილევა და შესაბამისად მისი ჩაბარების ფასიც იზრდება .- შეიძლება ექვს ლარადაც ჩააბარო რადგან მაგალითAდ ვაკეში სექტემბსს ბოლოს გასაყდი ფასი 11 ლარსაც აღწევს. -რაც შეეხება მოცულობას თუ რამდენი იყიდება ზოგადად კი არ ვიცი

Posted by: spana84 6 Oct 2016, 00:59
ევროპაში, კონკრეტულად იტალიაში კარფურის ქსელში 18 ევრო ღირს კიოოგრამი ჟოლოც და მაყვალიც.


http://radikal.ru


Posted by: gia1970 6 Oct 2016, 01:07
spana84
რა ამბავია
ვალი აქვთ მაქაურ სუპერმარკეტებს დიდი?

Posted by: GeoDevil 6 Oct 2016, 10:32
gia1970
spana84
გაყინული აქაც ეგრე ღირს

Posted by: sandroia 6 Oct 2016, 11:46
ბაზარში 9 ლარი ღირს ეხლა ჟოლო
-----------------------------------------

Posted by: spana84 6 Oct 2016, 13:22
ფოტოს ვერ ვდებ თორე გაჩვენებდი. 125 გრამიანი შეფუთვით 2.28 ევრო ღირს. 18.24 გამოდის კილოს ფასი. ხარისხი რათქმაუნდა უმაღლესი. სხვათაშორის მაყვალსაც იგივე ფასი აქვს.

Posted by: gia1970 6 Oct 2016, 14:33
spana84
ფოტო დადებული გაქვს უკვეsmile.gif

Posted by: ramini19852 7 Oct 2016, 17:04
davita74
QUOTE
ფაცელია

ეს რა არის?

QUOTE
ყველა უნდა გადაჭრა ყველააააა
ბოლომდე უნდა გაპარსო და გაზაფხულზე ისედაც ახალს და უფრო ჯანსაღს ამოიყრის, არ უნდა დატოვო არცერთი
* * *

როგორც ვხვდები ეს ჟოლოს ეხება და არა მაყვალს, იმიტომ რომ მაყვალი წინა წლის ყლორტზე ისხავს

Posted by: spana84 7 Oct 2016, 22:48
QUOTE (gia1970 @ 6 Oct 2016, 14:33 )
spana84
ფოტო დადებული გაქვს უკვეsmile.gif

რატომღაც მე ვერ ვხედავ ჩემს დადებულ ფოტოს და ყველა ხედავთ ჩემს გარდა? smile.gif საინტერესოა smile.gif

Posted by: Zmuzu 13 Oct 2016, 22:13
davita74
როგორ უნდა გავარჩიო რემონტანტული არარემონტანტულისგან ვიზუალურდ. ჩემი ეკლიანია, ოღონდ არა წაწვეტებული ნაყოფით. მეორე წელია მაქვს და სექტემბრის ბოლოს მომცა ნაყოფი. ასე გვიანდელს იმას ვაბრალებ, რომ სექტემბერში ზამთრის ამნდები იყო იმერეთში.
ისე, სამტრედიაში, პრველად მე შევიტანე ამ დროს ჟოლო. ცოტა, მაგრამ მაინც

Posted by: spana84 14 Oct 2016, 22:31
Zmuzu

ფასი რა ქონდა კილოგრამს? 2 ჰექტარი მაქვს იმერეთში, იდეაკურია ჟოლოსთვის, მაქვს სარწყავი წყალიც და ვფიქრობ ღირს თუ არა გაკეთება.

Posted by: permer 15 Oct 2016, 14:29
ხურტკმელზე რას იტყვით?
ხურტკმელზე რას იტყვით?
ხურტკმელზე რას იტყვით?

Posted by: kosta-kosta 4 Nov 2016, 11:04
ვინ დამეხმარება ჟოლოს და მაყვალის პლანტაციის გაშენებაში? პრაქტიკული რჩევები მჭირდება, თეორიით თავი მაქვს გამოტენილი.რაც კენკროვანებზე წავიკითხე,სკოლაში არ მიკითხია მაგდენი, მაგრამ თეორია პრაქტიკისგან განსხვავდება.დიდად დამავალებთ და ვალშიც არ დავრჩები.

Posted by: leoni_1973 7 Nov 2016, 10:45
მეგობრებო პრაქტიკული რჩვები მჭირდება ჟოლოს გაშენებისთვის, ეხლა ვაპირებ. მაინტერესებს მიწის დამუშავების შემდგომ არის საჭირო თუ არა რაიმე სახის სასუქის ან/და დანამატის(მირჩევნია მირჩიოთ ის პრეპარატი რასაც მაღაზიაში შევიძენ, ნაკელი, და სხვა არა) შეტანა. მიწა არის მწირედი თიხნარი შავი მიწა, საშუალი დრენაჟის, პჰ 6-7, მწირედ ნაწილზე ეთესა ხახვი, დანარჩენი ცარიელი იყო. ასვე მაინტერესებს დარგვის პრიცედურები, რა ზომის ორმო უნდა, ჩარგვისას უნდა თუ არა სასუქის ჩაყოლება და სხვა.

Posted by: namo 20 Nov 2016, 21:27
leoni_1973

მიწის ანალიზი გჭირდება რომ გააკეთო და კონკრეტულად გეცოდინება რამე ელემენტის დამატება თუ გჭირდება

Posted by: leoni_1973 4 Dec 2016, 17:20
მადლობა რჩევისთვის, მაგრამ 20 ნოემბრამდე უკვე დარგული მქონდა ნერგები. ამასთან არამგონია 3 მეასედი მალინის გაშენებისთვის 300 ლარიანი ანალიზის გაკეთება ღირდეს. ისე როგორი მიწაა ზევი მიწერია. საწყენია თემა ასე, რომ მოკვდა.

Posted by: gmebonia 6 Dec 2016, 17:58
მოგესალმებით მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მალინის შტამბოვკის შესახებ, რომ გაიზარდოს მაღალი ბუჩქი და მიეცეს ხის ფორმირება ხომ არ გიცდიათ ვინმეს?

Posted by: asbalo 6 Dec 2016, 21:15
gmebonia, ასეთი რამ არ მინახავს, ალბათ სპეციალური ჯიშისაა, ადგილობრივი ჟოლო მესამე მეოთხე წელს ხმება და ვჭრი, მის ადგილს ამონაყარი იკავებს.

Posted by: leoni_1973 8 Dec 2016, 19:05
asbalo აქაც შენ ხარ?
ისე მასეთი მალინის ჯიში არც მე გამიგია. არ მგონია, რომ არსებობდეს. მალინა ამონაზარდებით შექმნილი ბუჩქია, ამონაზარდები კი 1-2 წელს ხარობს მხოლოდ, შემდეგ ხმება და მის ადგილს ახვა ამონაზარდი იკავებს, შესაბამისად ბუჩქს ხედ ვერ აქცევ.

Posted by: Zmuzu 14 Dec 2016, 08:00
spana84
QUOTE

ფასი რა ქონდა კილოგრამს? 2 ჰექტარი მაქვს იმერეთში, იდეაკურია ჟოლოსთვის, მაქვს სარწყავი წყალიც და ვფიქრობ ღირს თუ არა გაკეთებ

4 ლარად ვაბარებდი.
თუ ქარიანი ადგილია, არ გირჩევ.
უეკლო მაყვალს ვერ ერევა.

Posted by: gmebonia 15 Dec 2016, 15:28
QUOTE (leoni_1973 @ 8 Dec 2016, 19:05 )
asbalo აქაც შენ ხარ?
ისე მასეთი მალინის ჯიში არც მე გამიგია. არ მგონია, რომ არსებობდეს. მალინა ამონაზარდებით შექმნილი ბუჩქია, ამონაზარდები კი 1-2 წელს ხარობს მხოლოდ, შემდეგ ხმება და მის ადგილს ახვა ამონაზარდი იკავებს, შესაბამისად ბუჩქს ხედ ვერ აქცევ.

asbalo gmebonia, ასეთი რამ არ მინახავს, ალბათ სპეციალური ჯიშისაა, ადგილობრივი ჟოლო მესამე მეოთხე წელს ხმება და ვჭრი, მის ადგილს ამონაყარი იკავებს.

გიგზავნით ლინკებს რომლებსაც გადავაწყდი და აქედან დამებადა ეს კითხვა გაეცანით მეგობრებო, სავარაუდოდ შესაძლოა გამოვიდეს გაზაფხულზე უნდა ვცადო საცდელად რამოდენიმე ჯიშზე smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=UgsXgrBIQho

https://www.youtube.com/watch?v=uLQs3cop3hc&t=2s
* * *
ხო კიდევ ერთი რაც მაინტერესებს გამოცდილი ხალხისგან smile.gif კახეთში ამ 5 ჯიშიდან რომელს მისცემდით რეკომენდაციას? :
1. კაროლინა
2. კილარნე
3. ჟოზეფინა
4. ნოვა

წინასწარ დიდი მადლობა ....

Posted by: spana84 4 Jan 2017, 20:37
"პოლკა" ეს ჯიში არის თუ იცით საქართველოში? ერთერთი საუკეთესო სამრეწველო ჯიშია ევროპაში.

Posted by: namo 14 Jan 2017, 23:33
QUOTE

"პოლკა" ეს ჯიში არის თუ იცით საქართველოში? ერთერთი საუკეთესო სამრეწველო ჯიშია ევროპაში.


მე არ გამიგია რომ ვინმეს ქონდეს.

ერთმა მითხრა ჩამოვიტანეთ და აქ ნამეტანი ცხელოდა მისთვისო და არ გაიხარაო.

Posted by: ramini19852 16 Jan 2017, 09:57
სალამი,

პე ჰაქშის გაზომვა რა ჯდება და სად უნდა მოიძიო შესაბამისი ადამიანი აპარატურითურთ smile.gif

Posted by: kavkasionsky 16 Jan 2017, 11:27
ramini19852

სოფელ დიღომშია მულტიტესტი და მიწის ნიმუშები უნდა მიუტანო და ერთ კვირაში გეტყვიან პასუხს. ორი სინჯი რო მოუყტანო და მარტო პეჰაშზე გააკეთბინო სადღაც 15 ლარამდეა

Posted by: spana84 17 Jan 2017, 12:46
namo


აბა რა ჯიშებია საქართველოში და რამდენია მოსავლიანობა ხომ არ იცი მაგ ჯიშების?

Posted by: I_B_A 18 Jan 2017, 09:27
გამარჯობა ყველას!

ჟოლოს თესლის შეძენა სად შეიძლება იცის ვინმემ?

Posted by: GeoDevil 18 Jan 2017, 15:14
I_B_A
მე მაქვს და მოგცემ. ძველი გამოწერილია ამაზონიდან.

Posted by: 5nizza 19 Jan 2017, 00:34
I_B_A

რა ჯიშის თესლი გინდა გააჩნია , მეც მაქ თესლი

Posted by: ramini19852 31 Jan 2017, 10:56
სალამი,

დანერგე მომავლით ვინმემ გააკეთეთ ჟოლოს ბაღი?

ან რომელი უფრო მუშაა საქმეში? საზაფხულო თუ საშედგომო ჯიში?
შპალი პირველივე წელს აუცილებელია?
თუ შეიძლება რომ ზაფხულში გავუკეთო ახალგაშენებულ ბაღს შპალი და მანამდე თავისით გავუშვა?

Posted by: namo 5 Feb 2017, 20:02
ramini19852
QUOTE

პე ჰაქშის გაზომვა რა ჯდება და სად უნდა მოიძიო შესაბამისი ადამიანი აპარატურითურთ


შიგიძლია ლაბორატორიაში მიიტანო სინჯი

ან შეგიძლია უბრალოდ პჰ შის გამზომი იყიდო სადღაც ვნახე 40 ლარი ღირდა
* * *
spana84
QUOTE

აბა რა ჯიშებია საქართველოში და რამდენია მოსავლიანობა ხომ არ იცი მაგ ჯიშების?


სანერგეში რაც ვიცი და ვნახე არის კაროლინა ნოვა და კილარნი - რო კითხო ვითომ 20 ტონა უნდა მოვიდეს მარა - ლიტერატურაში რაც წაკითხული მაქვს არის საშუალოდ 5-6 ტონა ჰექტარზე. თუმცა თუ ოცი მოვა ძაან გამიხარდება.

Posted by: spana84 6 Feb 2017, 17:05
namo

იტალიში მაგალითად ანგარიშობენ 1.5დან 2.5 კილომდე ერთ ძირზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 10000 ძირის განთავსება ერთ ჰექტარზე პრობლემას არ წარმოადგენს (1 კვადრატი ერთ ძირზე) საშუალოდ კი გამოდის 20 ტონა. ნუ რათქმაუნდა ეს დაანგარიშება და სავარაუდო მოსავალი შესაბამისი სარწყავი სისტემის, სასუქების და მოვლის პირობებში იქნება რეალური.

Posted by: shuma89 6 Feb 2017, 17:27
იყიდება ორი მიწის ნაკვეთი, ერთი შემოღობილი, შენობით, ჭით და შენობით, მეორე შემოუღობავი. 3 და 4 ჰექტრიანები.

https://www.myhome.ge/ka/product?id=7554354


https://www.myhome.ge/ka/product?id=7554297

Posted by: ramini19852 7 Feb 2017, 11:37
shuma89
გაუმარჯოს, არ გაამრათლა ჟოლომ? მე მგონი გაშენებული გქონდა

namo
QUOTE
ნოვა და კილარნი

მეც ვიყავი სანერგეში,კარგად გამოვიკითხე ყველაფერი, ნოვაზე მითხრეს რომ ადრიანად ისხავს და კაროლინა ძალიან მიქეს, 1 ჰაზე შარშანდელი მოსავლიონობა სადღაც 8-10 ტონა გამოდისო, ანუ მეორე წლის ნარგავზე, რამდენად რეალურია ვერ გეტყვი.

Posted by: shuma89 7 Feb 2017, 18:29
ramini19852
ცოტა მქონდა ეზოში და იქაც წავიღე ცოტა, ალბათ 50 ძირი დაახლოებით, ივარგა მაგანაც და ფეიხომ სხვათაშორის, კარგად გაიხარა, მაგრამ აღარაა საჩემო ეგ საქმე, ვეღარ ვწვდები აქედან ყველაფერს, პლიუს სამსახური, ოჯახი და ასე შემდეგ.
ფინანსებიც ვერ მქონდა ვინმესთვის რო გადამეხადა მზარდი ბიზნესის დროს, როცა მისგან ვერ ღებულობ შემოსავალს და აქედან უნდა ახარჯო მიმდინარე ხარჯების ფული მაგდენს ვეღარ მოვერიე და შევეშვი ფერმერობას, ამიტო ვყიდი იქაურ ფართობს.


Posted by: namo 8 Feb 2017, 14:15
spana84

QUOTE
იტალიში მაგალითად ანგარიშობენ 1.5დან 2.5 კილომდე ერთ ძირზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 10000 ძირის განთავსება ერთ ჰექტარზე პრობლემას არ წარმოადგენს (1 კვადრატი ერთ ძირზე) საშუალოდ კი გამოდის 20 ტონა. ნუ რათქმაუნდა ეს დაანგარიშება და სავარაუდო მოსავალი შესაბამისი სარწყავი სისტემის, სასუქების და მოვლის პირობებში იქნება რეალური


შენ პირს შაქარი ! smile.gif
იმედია მასეთი მოსავლიანობა იქნება !


Posted by: theodous 9 Feb 2017, 11:56
რამხელა შემოსალაზე შეძLება ამით გასვლა?

და რამდენი უნდ აჩავდო საშუალოდ?

Posted by: Zmuzu 14 Feb 2017, 07:03
ეს,მაყვლის და ჟოლოს ნაჯვარი, ჟოლოში გადის თუ მაყვალში? და რამდენად კონკურენტუნარიანია ჟოლოსთან?

Posted by: shemoreva 20 Feb 2017, 20:49
არ ვიცი მგონი მანადეც დაწერეს ამ თემში რომ პრაქტიკული გამოცდილება თეორიულ სწავლებაზე გაცილებით მეტის მომცემია.

მოკლედ რომ აღვწერო ჩემი გეგმები: ვაპირებ სატესტო დონეზე გავაშენო ჟოლოს ბაღი და დავაკვირდე დაახლოებით 1-2 წელი როგორ შედეგს მომცემს.

მაინტერესებს თუ ვინმეს აქვს უკვე რაიმე თუნდაც მოყვარულის დონეზე ბაღი/??


Posted by: aqilevsa 17 Apr 2017, 01:19
მიწის ტესტი სად ტარდება ზუსტად შეგიძლია მითხრათ?
ჟოლოზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ პრაქტიკაში ვისაც გამოუცდია ისეთი ადამიანი უნდა ვნახო, ბევრი ვიკითხე და ზოგი 10-12 ძლებსო, ზოგმა 3-4 წელიო და ჯერ მარტო ამან დამაბნია.

Posted by: shuma89 17 Apr 2017, 10:06

მე მაქვს 25 კვადრატზე ეზოში, 2005-2006 წელს დარგული, რქმდენი წელი ძლებს არ ვიცი, მაგრამ ჩემთან სამი წლის წინ ჩახმა ნახევარი, ოღონდ ასაკის გამო არა, უბრალოდ სერიოზული გვალვა იყო და იმან გაახმო, მოსავალმა მანამდეც მოიკლო ერთი წლით ადრე მემგონი, დაწვრილდა ნაყოფი, არანაირი განოყიერება და სასუქი, არც ნაკელი არ მიმიკარებია, არც იმის მერე, კარგ მსხმოიარობაში 25 კილოს ქაჩავდა ერთ სეზონზე, გაზაფხულზე, მერე შემოდგომაზეც აქვს კიდევ მაგრამ ცოტა და წვრილები თან, ასე 7-8 კილო, ესაა პრაქტიკაში, ორჯერ მსხმოიარე ჯიში მაქვს, მხოლოდ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ვაშორებ შემხმარ ტოტებს, ანუ მესამე წელს ტოტი ხმება, დრთ ზელს რო ამოიღებს ყლორტებს მერე მეორე წელს ისხამს ეს ტოტი და მესამე წელს იხმობს, ამ დროს უკვე სხვა ტოტი აქვს და ის ისხამს, ციმბირიდან ჩამოტანილი ნერგებია, 25 წლის წინ ჩამოიტანა თავისთვის რამდენიმე ძირი ციმბირელი ბიცოლა ჰყავს მამაჩემს და იმან თბილიში, ლილოში დარგო ეზოში, 10-12 წლის წინ წამოვიღე მე, ახლაც ორჯერ ისხამს, ოღო.დ უკვე გაბანძდა, არც მიწას ვუმუშავებ, ზდდმეტად ხშირიცაა და მიწაც გამოეფიტა. ადრე გავაჩუწე ნერგები, ახლა აღარც არის უკვე ნერგები თორე გაჩუქებდით.


მიწის ტესტი სატრაქტოროები სადაცაა 30 ლარში კეთდება, ოღონდ მიკროელემენტებზე არ კეთდება იქ. მჟავიანობას ზომავენ, კალიუმს კალციუმს აზოტს და კიდევ რათაცას, მე გავაკეთე ადრე და მაქედან ვიცი, მიკროელემენტები არც იხე მნიშვნელოვანია მგონი.
ყველა რაიონშია სატრატორო. თუ ვინმეს კითხვები გაქვთ შეგიძლიათ მომწეროთ ან დამირეკოთ, ჩემი მწირი გამოცდილებიდან გამოტანილ დასკვნებს და პრაქტიკაში მიღებულ გამოცდილებას ყველას გაგიზიარებთ.
593 411056 ან 514 792 792 ბექა.

Posted by: HarleyQ 19 May 2017, 12:26
QUOTE (spana84 @ 6 Feb 2017, 17:05 )
namo

იტალიში მაგალითად ანგარიშობენ 1.5დან 2.5 კილომდე ერთ ძირზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 10000 ძირის განთავსება ერთ ჰექტარზე პრობლემას არ წარმოადგენს (1 კვადრატი ერთ ძირზე) საშუალოდ კი გამოდის 20 ტონა. ნუ რათქმაუნდა ეს დაანგარიშება და სავარაუდო მოსავალი შესაბამისი სარწყავი სისტემის, სასუქების და მოვლის პირობებში იქნება რეალური.

10 000 ძირის დარგვას 1 ჰექტარზე ვერანაირად ვერ შეძლებ, რიგებს შორის მანძილი 2-2.5 მეტრი მაინც უნდა იყოს ელემენტარულად რომ გაიარო, დაკრიფო და განიავება შეეძლოს და არ ჩალპეს უჰაერობისგან ნაყოფი. მასე მარტივად არაა ჟოლოს მოყვანის ამბავი. თუ გაინტერესებთ თეორიული მასალა აგერ გადაიკითხეთ https://drive.google.com/file/d/0B3By27k_VyD8OVpVYU5vRTMwcVk/edit პრაკტიკაში კიდევ არაა ნამდვილად მარტივი ჟოლოს პლანტაციის გაშენება დ ასაკმაო ხარჯებსაც მოითხოვს

Posted by: sowRon 22 May 2017, 01:31
1 ჰექტარზე საშუალოდ 20000 ნერგის განთავსება შეიძლება.....
ჰექტარი 100×100 ზე რომ ავიღოთ.....
2.5 მეტრი პლანებს შორის მანძილი, რას საკმარისია, მივიღებთ სიგანეში 40 პლანს....
ნერგებს შორის კი 15-20 სანტიმეტრი საკმაროსია სრულებით..... 1 პლანში წავა 500 ძირი ჟოლო....
40 პლანი×500 ძირი თითო პლანში 20000 ძირია
* * *
2.5 კილოზე ვერ ახვალ ვერანაირად....
1 კილო მაქსიმუმია.....
* * *
ვინმემ თუ გადათვალა უხეშად მაინც რა ჯდება 1 ჰა ჟოლოს ნაკვეთის Gაშენება.....
20000 ძირი 20000 ლარი, სანერგეში 1 ლარი ღირს, მაგრამ გლეხისგან შეიძლება შემოდგომით ცოტა იაფად იშოვო....
ერთ პლანზე 15 ბოძი მაინც დაგვჭირდება.... 40×15 ესეიგი 600 ბოძი. 6 ლარი ღირს ბოძი და 3600 ლარის ბოძი გვინდა.....
1 პლანზე 3 პირი მავთული იბმევა.... თითო პლანზე გვინდა 300 მეტრი მავთული.... 40×300 გამოდის 12000 მეტრო.... 1 კილოში საშუალოდ 12 მეტრი მავთულია და გამოდის რომ 1 ტონა დაგვჭირდება, 1 ტონა მავთულის ფასია 2800 ლარი....
წვეთოვანი სისტემას რაც შეეხება, ზუსტად ფასები არ ვიცი მაგრამ, ვვარაუდობ რომ 5000 ლარი დაჯდება..... (შლანგი, 2 ფილტრი, 1 დიდი ზომის, მეორე პატარა, პლუს ჩამკეტი კრანები, საქაჩი მატორი)
ესე იგი გამოდის
20000 ნერგები
3600 ბოძები
2800 მავთული
5000 წვეთოვანი მორწყვის სისტემა
31400 გამოდის.....
ამას + მუშა ხელი + მიწის მოსამზადებელი და მოსაწყობი და + გაუთვალისწინებელი ხარჯი(ამ ყველაფრის ტრანსპორტირება, მავთულის დამჭიმები, მავთულის ბოძებზე დამაკავებბლები და 1000 წვრილი ხარჯი მოკლედ, რაც პატარა თანხა არ გამოვა ბოლო ჯამში)
* * *
გაცილებით იაფი ჯდება ისეთი ჟოლოს ბაღის გაშენება, რომელიც ამ ახალი რემონტატული ჯიშების შემოტანამდე არსებობდა საქართველოში..... გორის რაიონის რამოდენიმე სოფელშია ასეთი ბაღები .....

Posted by: HarleyQ 22 May 2017, 10:06
QUOTE
ნერგებს შორის კი 15-20 სანტიმეტრი საკმაროსია სრულებით..... 1 პლანში წავა 500 ძირი ჟოლო....
40 პლანი×500 ძირი თითო პლანში 20000 ძირია

15-20 სმ ძალიან ცოტაა. 60 სმ-ია ჩვეულებრივ დაშორება და მაქსიმუმ 30 სანტიმეტრი. ეგეც არაა რეკომენდირებული. რა აზრი აქვს ბევრის დარგვას , თუ ვერ დაისხა ნაყოფი. 15-20 სანტიმეტრში თუ დარგავ ერთმანეთში გადაიიხლართება ფესვები.

Posted by: ramini19852 22 May 2017, 11:15
კარგია რომ აქაურობა გაცოცხლდა,

მოკლედ დავიწყოთ იქიდან რომ ბოლო 6 თვეა აქტიურად ვკითხულობ და ვეკითხები გამოცდილ ხალხს ჟოლოზე.
შედეგი არის ასეთიო რაც მოვიკითხე:
1. ერთ ჰაზე 7-8000 ნერგი უნდა დარგო, რიგთაშირის მანძილი 2.2-2.5 მეტრი.
2. 50% მეუბნევა რომ ჯობია შერეული ნერგები დავრგო, ანუ რემონტატული და ჩვეულებრივი(ერთ მოსავლიანი), მეორე 50% ამბობს რომ ჯობია რემონტატულით დავტვირთო.
3. შეწამლვა ჭირდება მაგრამ ჭირდება მინიმალური.
4. ბაზრის პრობლემა არ არის, თუ სადმე მიუდგომელ ადგილზე არ ხარ.
5. შპალზე ჯობს გაუშვა და წვეთოვანი დაუყენო (რა ხარჯებთანაა დაკავშირებული თავად დათვალეთ)
6. მე-3 წლიდან ნერგიც გექნება და მოსავალიც
7. ყველაზე დიდი პრობლემაა მოკრეფვა, არ დაიჯეროთ რომ 50 თეთრად ვინმე მოგიკრეფთ, მინიმუმ ლარს ითხოვენ.
8. ბალახი- ძალიან საკირიტოა, ყოველ დღე თუ არ იქნები შიგნით ანუ თუ არ გამარგვლავთ ისე გადაუვლის ბალახი რომ დაჩაგრავს.

დანარჩენი თქვენც დაამატეთ smile.gif
ხარჯები ადვილი დასათვლელია თუ ფასები იცით, აკაციის ბოძების და შპალერის ფასებს აღარ დავწერ აქ, არც არტეზიული ჭის და ნასოსის-წვეთოვნის.
მიწა უნდა იყოს დრენაჟირებული და პეჰაში 5-7.

sowRon არ ჯდება მაგდენი რაც გიწერია,
დავაკორექტირებდი ძირების რაოდენობას და 1 ლარად ეგეთ ჯიშს ვერსად იყიდი რომელიც გამოგადგება, არც ბოძები ღის მაგდენი , მაგის ნახევარ ფასში იყიდი.
წვეთოვანი ძვირი დაჯდება უფრო , არტეზიულთან ერთად, პლიუს ფილტრები.

Posted by: HarleyQ 22 May 2017, 11:23
QUOTE
8. ბალახი- ძალიან საკირიტოა, ყოველ დღე თუ არ იქნები შიგნით ანუ თუ არ გამარგვლავთ ისე გადაუვლის ბალახი რომ დაჩაგრავს.


მულჩირება უნდა გაუკეთო აუცილებლად, მაგის გამარგვლას რა აუვა კაცო. მეტრი ღირს 65 თეთრი მე როგორც ვიცი და 4 წელი ძლებს.
* * *
QUOTE
ერთ ჰაზე 7-8000 ნერგი უნდა დარგო, რიგთაშირის მანძილი 2.2-2.5 მეტრი.

კი მასეა ნორმა ნამდვილად
* * *
QUOTE
ყველაზე დიდი პრობლემაა მოკრეფვა, არ დაიჯეროთ რომ 50 თეთრად ვინმე მოგიკრეფთ, მინიმუმ ლარს ითხოვენ.

ეგ ნამდვილად არ ვიცი , ასე ამბობენ 50 თეთრიო, გავრცელებულია ეგ ფასი. შეიძლება რეგიონების მიხედვით არის ეგეც არ ვიცი biggrin.gif

Posted by: ramini19852 22 May 2017, 11:38
HarleyQ
1 კილომეტრი მულჩი ღირს 255 ლარი ოღონდ ეჭვი მაქვს მეორე წელს აღარ ივარგებს.

მულჩს ვფიქრობ მეც თუმცა მაგას უარყოფითი მხარეც აქვს, ნერგიდან შემოსავალს უნდა დაემშვიდობო smile.gif_
რაც არ უნდა ხარისხიანი მულჩი იყიდო 2 წელზე მეტს ვერ გაძლებს სავარაუდოდ.

Posted by: HarleyQ 22 May 2017, 11:47
QUOTE
1 კილომეტრი მულჩი ღირს 255 ლარი ოღონდ ეჭვი მაქვს მეორე წელს აღარ ივარგებს.

ხარისხები არის მანდაც. შეიძლება ეგ დაბალი ხარისხისაა. ის 65 თეთრიანი ალბათ უკეთესია. მე ვიცი მარწყვზე გამოიყენა ერთმა და 3 წელი ნაღდად გაძლო. ნუ ასე მითხრა და მოტყუებით არმგონია მოეტყუებინა, რადგან თითონ არ ყიდის და სარგებელი არ ექნებოდა biggrin.gif რატომ უნდა დაემშვიდობო ნერგებს? გასხალი და დააკალმე. შეგიძლია ბუნებრივი მულჩი გამოიყენო მაშინ, ნახერხი ან რამე ეგეთი. არ ვიცი ეგ უფრო ინდივიდუალურად წყვეტს ალბათ ყველა, ვის რა ეხერხება და ხელექიფება.

Posted by: gia1970 22 May 2017, 22:09
ჟოლო გაყიდვადია?
რა ღირს დაახლოებით ხოლმე?

Posted by: HarleyQ 23 May 2017, 10:05
QUOTE
ჟოლო გაყიდვადია?
რა ღირს დაახლოებით ხოლმე?

ყველაზე დაბალი ფასი, აი სულ რომ გადაყრა მოგინდეს 7 ლარია კილო, შემოდგომაზე 12-13 ლარია. ჟოლოზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი, კულინარიულად ძალიან გამოყენებადია. თურქეთიდან შემოდის 460 ტონამდე ჟოლო ნედლი და გაყინული სახით. თუ შოკ-მაცივარს გააკეთებ 800 გრამიანი გაყინული ჟოლო ზამთარში 20-23 ლარი ღირს. მაცივრის გარეშე საშუალოდ ჟოლოს თვითღირებულება არის 2.60, თუ მაცივარში შეინახავ 0.15 თეთრი დაემატება. მოკლედ ძალიან მომგებიანია და საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება. თუმცა ძალიან სპეციფიურია და საკმაო ცოდნას და მოვლას მოითხოვს. თანხის ჩადებაც სჭირდება და კარგად დაგეგმარება.
ერთ რამეს გეტყვი. თუ გინდა ჟოლოთი გამდიდრდე მოიყვანე ბიო-ჟოლო. ევროპაში საცალო ფასი ბიოჟოლოზე 1 კგ 100 ევროა 2017 წლის მონაცემით. და შენ მოიყვანე რაც შეიძლება მეტი და რამდენსაც მოიყვან იმდენს იყიდიან. ოღონდ არ ვიცი რამდენია ზღვარი მინიმუმზე. შეიძლება მინიმუმ 20 ტონა უნდა მიაწოდო რომ იყიდონ, ან მინიმუმ 100 ტონა. მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ევროპაში ბიობაზარზე დიდი მოთხოვნაა განსაკუთრებით კენკროვანზე. ისე ჩვეულებრივი 1 კგ ჟოლოს ფასი 23 ევროა . ოღონდ მინიმუმ 100 ტონაა საჭირო, რაც ცოტა რთული ამბავია, კოოპერატივების გარეშე ეგ ამბავი ცოტა რთულად იქნება, მაგრამ აი სერბეთმა როგორ უნდა გვაჯობოს ეგ მითხარით? ევროპაში 170 მილიონისას ყიდის მარტო ჟოლოს.
* * *
ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინე რომ კლიმატის და მჟავიანობის მიმართ ძალიან მომთხოვნია ჟოლო, ყველგან ვერ მოიყვან.
შიდა ქართლი და ქვემო ქართლი ყველაზე საუკეთესო ვარიანტებია მაგისთვის. . მოკლედ ვისაც სურვიილი აქვს მოიყვანოს ჟოლო და აუცილებლად იშოვნის ფულს. რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს, პირიქით მოთხოვნაა და დეფიციტი

Posted by: ramini19852 23 May 2017, 11:09
HarleyQ
QUOTE
ყველაზე დაბალი ფასი, აი სულ რომ გადაყრა მოგინდეს 7 ლარია კილო, შემოდგომაზე 12-13 ლარია. ჟოლოზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი, კულინარიულად ძალიან გამოყენებადია. თურქეთიდან შემოდის 460 ტონამდე ჟოლო ნედლი და გაყინული სახით. თუ შოკ-მაცივარს გააკეთებ 800 გრამიანი გაყინული ჟოლო ზამთარში 20-23 ლარი ღირს. მაცივრის გარეშე საშუალოდ ჟოლოს თვითღირებულება არის 2.60, თუ მაცივარში შეინახავ 0.15 თეთრი დაემატება. მოკლედ ძალიან მომგებიანია და საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება. თუმცა ძალიან სპეციფიურია და საკმაო ცოდნას და მოვლას მოითხოვს. თანხის ჩადებაც სჭირდება და კარგად დაგეგმარება.
ერთ რამეს გეტყვი. თუ გინდა ჟოლოთი გამდიდრდე მოიყვანე ბიო-ჟოლო. ევროპაში საცალო ფასი ბიოჟოლოზე 1 კგ 100 ევროა 2017 წლის მონაცემით. და შენ მოიყვანე რაც შეიძლება მეტი და რამდენსაც მოიყვან იმდენს იყიდიან. ოღონდ არ ვიცი რამდენია ზღვარი მინიმუმზე. შეიძლება მინიმუმ 20 ტონა უნდა მიაწოდო რომ იყიდონ, ან მინიმუმ 100 ტონა. მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ევროპაში ბიობაზარზე დიდი მოთხოვნაა განსაკუთრებით კენკროვანზე. ისე ჩვეულებრივი 1 კგ ჟოლოს ფასი 23 ევროა . ოღონდ მინიმუმ 100 ტონაა საჭირო, რაც ცოტა რთული ამბავია, კოოპერატივების გარეშე ეგ ამბავი ცოტა რთულად იქნება, მაგრამ აი სერბეთმა როგორ უნდა გვაჯობოს ეგ მითხარით? ევროპაში 170 მილიონისას ყიდის მარტო ჟოლოს.
* * *
ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინე რომ კლიმატის და მჟავიანობის მიმართ ძალიან მომთხოვნია ჟოლო, ყველგან ვერ მოიყვან.
შიდა ქართლი და ქვემო ქართლი ყველაზე საუკეთესო ვარიანტებია მაგისთვის. . მოკლედ ვისაც სურვიილი აქვს მოიყვანოს ჟოლო და აუცილებლად იშოვნის ფულს. რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს, პირიქით მოთხოვნაა და დეფიციტი

100 ტონაო დიდმა ბიძიებმა ევროპიდან, მაგაზე ნაკლები ლოტი არ მიიღებაო.

დანარჩენში გეთანხმები

Posted by: HarleyQ 23 May 2017, 11:30
QUOTE
100 ტონაო დიდმა ბიძიებმა ევროპიდან, მაგაზე ნაკლები ლოტი არ მიიღებაო.

ხო ეგრეც ვივარაუდე, სხვა კენკროვანებზეც ეგრე ითხოვენ, უფრო ნაკლები რაოდენობა არ უღირთ უბრალოდ და მაგიტომ.

Posted by: barka.2 8 Jan 2018, 12:22
გამარჯობა
მე გაზაფხულზე ვაპირებ რამდენიმე პლანის ჩაყრას თავიდან ერთი ორი წელი საცდელად და მერე ვნახოთ
რჩევები გამომადგება
ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა გასაღებაა.
მალფუჭებადი პროდუქტია და თუ დროზე არ გაყიდე ფუჭდება.
ასევე მაინტერესებს ვისაც გამოცდილება გაქვთ მუშას რამდენს უხდით კრეფაში?


Posted by: shuma89 8 Jan 2018, 21:42
barka.2
მე მაქვს გამოცდილება კრეფაში, ჩემს ეზოში რო გამიშვეს ახლა შენ დაკრიფეო არ გვცალია ჩვენო ასე 500 გრამის დაკრეფას 2 საათI დავჭირდი, მე თუ მკითხავ 10 ლარი რო მომცეს კაცმა კრეფაზე 1 კილოგრამზე ნამდვილად არ დავთანხმდები, მაგრაი რთUლი საკრეფია მართლა.

Posted by: barka.2 8 Jan 2018, 22:29
კი მაგას ვხვდები რომ რთულია .
10 მუშას რომ მივცე აქეთ დამჭირდება გადახდა :დ
ვისაც გამოცდილება აქვს ის მაინტერესებს რამდენს უხდის მუშას

Posted by: Nat_asha 9 Jan 2018, 14:35
QUOTE (barka.2 @ 8 Jan 2018, 22:29 )
კი მაგას ვხვდები რომ რთულია .
10 მუშას რომ მივცე აქეთ დამჭირდება გადახდა :დ
ვისაც გამოცდილება აქვს ის მაინტერესებს რამდენს უხდის მუშას

50 თეთრი იყო 1კგ ადრე. ეხლა მემგონი 80 თეთრზე ნაკლებად აღარავინ კრეფს

Posted by: barka.2 9 Jan 2018, 17:00
მადლობა 80 მგონი ცოტა ბევრია მგონი სხვა გზა არც იქნება

Posted by: memberii 10 Feb 2018, 18:36
გამარჯობა,
ახლა ვაპირებ ჟოლოს გადატანას სხვა ადგილზე და შეიძლება თუ იცით? მინიმუმ 2 წლის იქნება,სხვა ნაკვეთში მინდა გადავიტანო და თებერვალში თუ შეიძლება მაინტერესებს...

Posted by: shuma89 11 Feb 2018, 00:01
memberii
მგონი თვის ბოლოსკენ ნუ 15-ის მერ კი შეიძლება როგორც მე ვიცი

Posted by: memberii 11 Feb 2018, 10:57
QUOTE (shuma89 @ 11 Feb 2018, 00:01 )
memberii
მგონი თვის ბოლოსკენ ნუ 15-ის მერ კი შეიძლება როგორც მე ვიცი

მადლობა

Posted by: SoSeLa 14 Feb 2018, 13:15
მოგესალმებით. რა მაინტერესებს ვინმეს რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ ლურჯ მოცვთთან დაკავშირებით, თქვენი რჩევა მჭირდება და რამოდენიმე კითხვაც მაქვს. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: shuma89 14 Feb 2018, 15:44
SoSeLa
გაყიდვა არ მგონია ადვილი იყოს, არიქა და საზღვარგარეთ გადისო და მე არ მინახავს ვინმე იბარებდეს გასატანად ან ვინმეს ეთქვას წაიღესო არც ეგ და არც მალინა და ასე შემდეგ თხილის და დაფნის გარდა არაფერი გააქვთ მგონი biggrin.gif

Posted by: SoSeLa 15 Feb 2018, 02:08
shuma89
მე ვიცი ვისაც გააქ და იბარებენ კიდეც, უბრალოდ მაინტერესებს კაი მცოდნეს აზრი რაღაც საკითხებზე ))

Posted by: barka.2 20 Feb 2018, 10:53
ცოტახანში ვაპირებ ჩაყრას და იმედია გამომივა


Posted by: shuma89 22 Feb 2018, 22:00
SoSeLa
შარშან რა ფასად იბარებდა?
მალინა თუ გააქვს და რა ფაშ იხდის? როგორ დაფასოებულს ითხოვს და ასე შემდეგ.

barka.2

გამოვა აუცილებლად.

ისე მალინაზე მაინტერესებს რიგებს შორის რაიმე სხვა კულტურა თუ შეიძლება.
მაგალითად ორი რიგი სიმინდი ან ორი რიგი დაბალი ლობიო.
თან გათოხნი და მალინისთვისაც კარგი იქნება.

Posted by: Nat_asha 23 Feb 2018, 10:24
shuma89
სიმინდი არ ვიცი და პარკოსნები კარგი იქნება, აზოტითაც გაამდიდრებს, იონჯა შეიძლება არ წავიდეს, გვიან ზაფულზე და შემოდგომაზე ჟოლოსთვის სასუქის მიწოდება არ მიდის. ისე პამიდორი, კარტოფილი და წიწაკა რომ ჟოლოსთან არ შეიძლება ვიცი, დაავადებების გამო. არც წინამორბედი კულტურა არ უნდა იყოს ეს ზემოთჩამოთვლილი თუ ჟოლოს დარგვას აპირებ. მოკლედ ალბათ აგრონომს ეცოდინება ეგ ამბავი უფრო კარგად.
ვაფშე ჟოლო ძაან ცუდად არის სარეველებთან და ამიტომ მულჩს უკეთებენ ხოლმე.

Posted by: shuma89 23 Feb 2018, 13:09
Nat_asha
მულჩი ძირებიდან 0.5 მეტრზე რო გავუკეთო მეტი არც უნდა მგონი, ნახერხს ვიშოვი.
3 მეტრიანი რიგები უნდა გავაკეთო ალბათ.
შუაში 2მ-იანი ზოლი დამრჩება მულჩის გარეშე და იქ დავთესავ ალბათ რაიმე პარკოსანს, ეს კიდევ იმისთვის მიგონია კარგი, რომ ტენს შეინ არჩუნებს გვალვებში, ჩრდილი იქნება მაინც დააა . . .

ისე ბადრიჯანზეც ვფიქრობ, მგონი ახლა უკვე დროა ჩავთესო ჩითილები რო დროზე მქონდეს არააა . . .

ისე კარგი აზრი ჩანს, ბადრიჯანი რიგებს შორის 2მ-იან კვალზე ალბათ 3 ზოლს აიტანს პირველ წელს მაინც, მერე ალბათ ორ ზოლზე მეტის ადგილი არც დარჩება.

Posted by: SoSeLa 24 Feb 2018, 20:54
shuma89
მალინა არა მგონი , 4ლარი იყო როგორც ვიცი ბერძნები არიან ექსპორტზე გააქვთ. მალინა რამდენი მოდის ჰექტარზე ხომ ვერ მეტყვი? მულჩი ყველაზე კარგია 7-8 წელი დაცული ხარ სარეველებისგან და უკეთესად იზრდება მცენარე

Posted by: Fermeri.23 25 Feb 2018, 00:09
მოკლედ მე ვაშენებ წელს მაყვალს და მალინას. არის ძალიან მომგებიანი. მაგალითად მალინას უნდა ძალიან დიდი შრომა და მაყვალს შედარებით ნაკლები, მაყვლის ფასი არ დაეცემა რამდენიც არ უნდა მოვიდეს რადგანც რაც მეტი მოვა საქართველოში მით უკეთესი რადგან ექსპორტზე გავა. მე რაც ვიცი ის არის რომ მესამე წელს მიიღებ 100% მოსავალს. 1 ჰა ზე დაახლოებით 15 ტ. რავიცი თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ და რაც ვიცი იმაზე გიპასუხებთ. მე 500 ძირი მაყვლით და 500 მალინით ვიწყებ. მაყვალში სიგანეზე დაშორება უნდა იყოს 2.5 მ და სიგრძეში 1.5 მ
* * *
მალინის ძირის ფასი 1 ლარი და მაყვალი 2 ლარია. მუშა ღირს 20 ლარი თუ შენ აჭმევ საჭმელს და თუ არ აჭმევ 25 ლარი, მალინის მოკრეფა რთულია თან ყოველდღე უნდა კრეფა აქედან გამომდინარე თუ ისეთი მუშა არ გყავს ვისაც ხელებიდან ცეცხლის გასდის ცუდია დიდი ხარჯია. მალინა კიდევ უპრო სწრაფად იკრიფება. გასაღების პრობლემა არ არის. ვაჭრები იხვეწებიან.
* * *
მაგალითად მალინა 1 დღე თუ არ მოკრიფე მერე ფუჭდება და მაყვალი გაძლებს თან მაყვალი 4 დღეში ერთხელ იკრიფება და 1 თვე აქვს პერიოდი, მალინა კი ივნისი თუ ივლისიდან რომ დაიწყება სანამ ყინვა არ მოვა გაძლევს მოსავალს
* * *
ხო და კიდევ, მალინასაც და მაყვალსაც უყნა წყალი ანუ თუ ბაღი არ ირწყვება ან შეიძლება მორწყო და შეიძლება ვერ მორწყო ეგეთი რამ არ გამოგადგებათ ამ შემთხვევაში აუცილელად დაგჭირდებათ ბასეინი და წვეთოვანი.

Posted by: akkai 25 Feb 2018, 15:44
Fermeri.23
რამდენად იყიდე მაყვალი თუ საიდუმლო არაა?
უეკლო მაყვალი მირჩიეს და ძირი 5 ლარი ღირსო.
ძვირია??

Posted by: Fermeri.23 25 Feb 2018, 19:06
akkai კი ძვირია, 2 ლარი ღირს, მე არ მიყიდია ბიძაჩებს აქვს ბევრი მაყვალიც და მალინაც და ბიძა მაძლევს, მარა თვითონ ყიდის. https://www.mymarket.ge/ka/product/view/11500939/ აი ნახე მისი ყველა განაცხადი

Posted by: barka.2 28 Feb 2018, 16:37
მეც წელს ვაშენებ მაყვალს იმედია ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: akkai 13 Mar 2018, 15:45
ჩავყარე მაყვალი სადრაც 3 კვირის წინ და უკვე ამოყარა კვირტები

") არ დააყინოს მეშინია

Posted by: akkai 13 Mar 2018, 15:49
ჯერ 1 რიგი გავუშვი საცდელად/
ირწმუნებიან წელს უკვე მოსავალი უნდა მოგცეს ივლისი-აგვისტოს თვეშიო.


Posted by: Zmuzu 22 Mar 2018, 21:07
შავი მოცხარის და კოწახურის ბაზარი როგორია, რა ფასებშია და აქვს თუ არა აზრი მის მოშენებას?

Posted by: maverick16 6 Apr 2018, 17:19
akkai
რა ჯიშია?

Posted by: akkai 6 Apr 2018, 20:18
maverick16
იაპონური გიგანტი.
ესეც დღევანხელი ფოტო.
ყველა ნერგმა გაიხარა

Posted by: Rachvelo90 9 Apr 2018, 18:53
ჟოლოს საზღვარგარეთ, ევროკავშირში გატანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. გაყინულ ჟოლოს ვგულისხმობ რათქმაუნდა. დამაინტერესა და წეღან სტატიტიკას გადავხედე 240 000 ტონაზე მეტი ჟოლოს იმპორტს ანხორციელებს წელიწადში ევროკავშირი. ყველაზე მეტი ჟოლო სერბეთს შეაქვს, დაახლოებით 100 000 ტონა წელიწადში და ფასი როგორც მიახლეობით გავიგე 2 ევროა ადგილზე დაახლოებით (შესასყიდი ფასი). რაც საკმაოდ ნორმაურია აქ რომ 6 ლარში ჩაიბარონ ერთი კილო. მოკლედ დიდი მომავალი აქვს ჟოლოს საქართველოში, ოღონდ ბევრმა უნდა მოიყვანოს, რომ მინიმუმ 300 ტონა მაინც შეიკრას ექსპორტისთვის.

Posted by: maverick16 12 Apr 2018, 12:26
akkai
QUOTE
იაპონური გიგანტი.

საინტერესოა, დაწერე მერე რას იზამს ინტერნეტში არანაირი ინფორმაცია არ იძებნება მაგ ჯიშზე

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 12 Apr 2018, 14:38
Fermeri.23
შეგიძლია მითხრა სად იყიდე მაყვალი და რა კლიმატია საჭირო რომ გაიხაროს? ჩვენთან ტყეში მოდის

Posted by: shuma89 12 Apr 2018, 14:51
Rachvelo90
QUOTE
ოღონდ ბევრმა უნდა მოიყვანოს, რომ მინიმუმ 300 ტონა მაინც შეიკრას ექსპორტისთვის.

ერთი ტრაილერიც რო გაავსო არავინ იტყვის უარს მიღებაზე, 40 ტონიანია ტრაილერები და იმაში კიდევ 25-30 ტონა ჩავა მეტი არა დაფასოებული ჟოლო.

ასე რომ ორი სამი რეისის ვარიანტიც რო იყოს გაყინული 3 ტრაილერი წელიწადში მაგასაც მშვენივრად მიიღებენ, მაგრამ სამაცივრე მოწყობილობები გინდა სერიოზული, პლიუს წარმოება და თავი ქუდში გაქვს, უბრალოდ არავინაა ისეთი რომ მივიდეს კაცთან და უთხრას მოიტა ჩავიბარებო, მე რო დავრგო და დიდი რაოდენობის მოვიყვანო ადამიანი უნდა იყოს რო ჩაიბაროს და გაყინოს, თან უნდა წაიღოს.

Posted by: kautokeino 13 Apr 2018, 13:28
QUOTE (HarleyQ @ 23 May 2017, 10:05 )
QUOTE
ჟოლო გაყიდვადია?
რა ღირს დაახლოებით ხოლმე?

ყველაზე დაბალი ფასი, აი სულ რომ გადაყრა მოგინდეს 7 ლარია კილო, შემოდგომაზე 12-13 ლარია. ჟოლოზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი, კულინარიულად ძალიან გამოყენებადია. თურქეთიდან შემოდის 460 ტონამდე ჟოლო ნედლი და გაყინული სახით. თუ შოკ-მაცივარს გააკეთებ 800 გრამიანი გაყინული ჟოლო ზამთარში 20-23 ლარი ღირს. მაცივრის გარეშე საშუალოდ ჟოლოს თვითღირებულება არის 2.60, თუ მაცივარში შეინახავ 0.15 თეთრი დაემატება. მოკლედ ძალიან მომგებიანია და საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება. თუმცა ძალიან სპეციფიურია და საკმაო ცოდნას და მოვლას მოითხოვს. თანხის ჩადებაც სჭირდება და კარგად დაგეგმარება.
ერთ რამეს გეტყვი. თუ გინდა ჟოლოთი გამდიდრდე მოიყვანე ბიო-ჟოლო. ევროპაში საცალო ფასი ბიოჟოლოზე 1 კგ 100 ევროა 2017 წლის მონაცემით. და შენ მოიყვანე რაც შეიძლება მეტი და რამდენსაც მოიყვან იმდენს იყიდიან. ოღონდ არ ვიცი რამდენია ზღვარი მინიმუმზე. შეიძლება მინიმუმ 20 ტონა უნდა მიაწოდო რომ იყიდონ, ან მინიმუმ 100 ტონა. მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ევროპაში ბიობაზარზე დიდი მოთხოვნაა განსაკუთრებით კენკროვანზე. ისე ჩვეულებრივი 1 კგ ჟოლოს ფასი 23 ევროა . ოღონდ მინიმუმ 100 ტონაა საჭირო, რაც ცოტა რთული ამბავია, კოოპერატივების გარეშე ეგ ამბავი ცოტა რთულად იქნება, მაგრამ აი სერბეთმა როგორ უნდა გვაჯობოს ეგ მითხარით? ევროპაში 170 მილიონისას ყიდის მარტო ჟოლოს.
* * *
ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინე რომ კლიმატის და მჟავიანობის მიმართ ძალიან მომთხოვნია ჟოლო, ყველგან ვერ მოიყვან.
შიდა ქართლი და ქვემო ქართლი ყველაზე საუკეთესო ვარიანტებია მაგისთვის. . მოკლედ ვისაც სურვიილი აქვს მოიყვანოს ჟოლო და აუცილებლად იშოვნის ფულს. რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს, პირიქით მოთხოვნაა და დეფიციტი

თუ შეგიძლია გვითხრა ეს ფასები დოკუმენტურად სად დასტურდება? ანუ მაგ სტატისტიკას რის საფუძველზე აჟღერებთ. დამაბნეველია ცოტა ასეთი სხვაობა ფასებში. მაგალითად აგერ ბოლო გვერდზე ადამიანი ამბობს სერბეთში ადგილზე ფასი ჟოლოსი 2 ევროაო. ახლაც რომ შეხვიდეთ გერმანული სუპერმარკეტების საიტებზე, უმაღლეს დონეზე დაფასოებულ შეფუთული გაყინული ბიო ჟოლო 100გ 2,5 ევრო ღირს მაქსიმუმ. შენ ამბობ 100 ევრო ღირს ბიო ჟოლოო.
ან საქართველოს ფასებშიც რამხელა სხვაობაა. ზოგი იძახის 2,5 ლარს იხდიან და მიაქვთო, შენ ამბობ 7 ლარიო. დამაბნეველია ცოტა და იქნებ უკეთ გაგვარკვიით ვინც იცით

Posted by: Rachvelo90 13 Apr 2018, 14:10
QUOTE (kautokeino @ 13 Apr 2018, 13:28 )
QUOTE (HarleyQ @ 23 May 2017, 10:05 )
QUOTE
ჟოლო გაყიდვადია?
რა ღირს დაახლოებით ხოლმე?

ყველაზე დაბალი ფასი, აი სულ რომ გადაყრა მოგინდეს 7 ლარია კილო, შემოდგომაზე 12-13 ლარია. ჟოლოზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი, კულინარიულად ძალიან გამოყენებადია. თურქეთიდან შემოდის 460 ტონამდე ჟოლო ნედლი და გაყინული სახით. თუ შოკ-მაცივარს გააკეთებ 800 გრამიანი გაყინული ჟოლო ზამთარში 20-23 ლარი ღირს. მაცივრის გარეშე საშუალოდ ჟოლოს თვითღირებულება არის 2.60, თუ მაცივარში შეინახავ 0.15 თეთრი დაემატება. მოკლედ ძალიან მომგებიანია და საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება. თუმცა ძალიან სპეციფიურია და საკმაო ცოდნას და მოვლას მოითხოვს. თანხის ჩადებაც სჭირდება და კარგად დაგეგმარება.
ერთ რამეს გეტყვი. თუ გინდა ჟოლოთი გამდიდრდე მოიყვანე ბიო-ჟოლო. ევროპაში საცალო ფასი ბიოჟოლოზე 1 კგ 100 ევროა 2017 წლის მონაცემით. და შენ მოიყვანე რაც შეიძლება მეტი და რამდენსაც მოიყვან იმდენს იყიდიან. ოღონდ არ ვიცი რამდენია ზღვარი მინიმუმზე. შეიძლება მინიმუმ 20 ტონა უნდა მიაწოდო რომ იყიდონ, ან მინიმუმ 100 ტონა. მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ევროპაში ბიობაზარზე დიდი მოთხოვნაა განსაკუთრებით კენკროვანზე. ისე ჩვეულებრივი 1 კგ ჟოლოს ფასი 23 ევროა . ოღონდ მინიმუმ 100 ტონაა საჭირო, რაც ცოტა რთული ამბავია, კოოპერატივების გარეშე ეგ ამბავი ცოტა რთულად იქნება, მაგრამ აი სერბეთმა როგორ უნდა გვაჯობოს ეგ მითხარით? ევროპაში 170 მილიონისას ყიდის მარტო ჟოლოს.
* * *
ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინე რომ კლიმატის და მჟავიანობის მიმართ ძალიან მომთხოვნია ჟოლო, ყველგან ვერ მოიყვან.
შიდა ქართლი და ქვემო ქართლი ყველაზე საუკეთესო ვარიანტებია მაგისთვის. . მოკლედ ვისაც სურვიილი აქვს მოიყვანოს ჟოლო და აუცილებლად იშოვნის ფულს. რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს, პირიქით მოთხოვნაა და დეფიციტი

თუ შეგიძლია გვითხრა ეს ფასები დოკუმენტურად სად დასტურდება? ანუ მაგ სტატისტიკას რის საფუძველზე აჟღერებთ. დამაბნეველია ცოტა ასეთი სხვაობა ფასებში. მაგალითად აგერ ბოლო გვერდზე ადამიანი ამბობს სერბეთში ადგილზე ფასი ჟოლოსი 2 ევროაო. ახლაც რომ შეხვიდეთ გერმანული სუპერმარკეტების საიტებზე, უმაღლეს დონეზე დაფასოებულ შეფუთული გაყინული ბიო ჟოლო 100გ 2,5 ევრო ღირს მაქსიმუმ. შენ ამბობ 100 ევრო ღირს ბიო ჟოლოო.
ან საქართველოს ფასებშიც რამხელა სხვაობაა. ზოგი იძახის 2,5 ლარს იხდიან და მიაქვთო, შენ ამბობ 7 ლარიო. დამაბნეველია ცოტა და იქნებ უკეთ გაგვარკვიით ვინც იცით

გაბუქებულია 7 და 10ნ ევრო. როგორც დავწერე სერბეთში ასაღები ფასი 2 ევროა. გადავხედე სტატიებს და იქიდან გამომდინარე ვწერ. ასევე ჟოლოს დიდი ექსპორტიორია ბოსნია ჰერცოგოვინა და იქ შარშან ევროპიდან ჩასულან ჟოლოს მაგნატები შეხვედრა გაუმართიათ, რომელიც უშედეგოდ დასრულდაო. ანუ მოითხოვდნენ 1 კილო ჟოლოს 1 ევროდ და ჰერცოგოვინა არ დასთანხმდა, მინიმუმ 1,5 ევროს ითხოვდა კილოზე. სტატიები ვნახე ჟურნალებში და იმაზე და იმაზე დაყრდნობით ვწერ და არა ზეპირად.

Posted by: kautokeino 13 Apr 2018, 14:28
Rachvelo90
ეგრე იქნება მჯერა. და უკეთესია რეალობაზე ვილაპარაკოთ ყველამ ვიდრე რაღაც ფანტაზიებზე.
ანუ, ყველაზე კარგი ვარიანტი ასეთ შემთხვევაში გაყინვაა და დეფიციტის დროს გაყიდვა. ერთი ორად გაზრდის მოგებას.
ისე, 1 ლარს თუ მარტო მოკრეფაში იღებს მუშა, მერე მაგას დახარისხებაც ხომ უნდა , გაყინვა, დაფასოება, შენახვა, ტრანსპორტირება.. კი ავა მაღალ თვითღირებულებაზე. მომგებიანი კი იქნება, მაგრამ საოცნებო არაფერია. შრომა უნდა და ალბათ, ერთი ერთში დატოვებს 'ქართულად' რომ ვთქვათ))

Posted by: maverick16 13 Apr 2018, 14:38
შარშან გლეხურად სამგორის ბაზარში გავიარე და ვინც ყიდიდა იმათ ვკითხე ჩასაბარებელი ფასი 6 ლარი იყო და 8 ლარად ყიდიდნენ. რამდენს იბარებდნენ მაგაზე ვერ მივიღე პასუხი უჟმური მასტები იყვნენ და ეჭვის თვალით მიყურებდნენ biggrin.gif

Posted by: Rachvelo90 14 Apr 2018, 18:47
QUOTE (kautokeino @ 13 Apr 2018, 14:28 )
Rachvelo90
ეგრე იქნება მჯერა. და უკეთესია რეალობაზე ვილაპარაკოთ ყველამ ვიდრე რაღაც ფანტაზიებზე.
ანუ, ყველაზე კარგი ვარიანტი ასეთ შემთხვევაში გაყინვაა და დეფიციტის დროს გაყიდვა. ერთი ორად გაზრდის მოგებას.
ისე, 1 ლარს თუ მარტო მოკრეფაში იღებს მუშა, მერე მაგას დახარისხებაც ხომ უნდა , გაყინვა, დაფასოება, შენახვა, ტრანსპორტირება.. კი ავა მაღალ თვითღირებულებაზე. მომგებიანი კი იქნება, მაგრამ საოცნებო არაფერია. შრომა უნდა და ალბათ, ერთი ერთში დატოვებს 'ქართულად' რომ ვთქვათ))

კი მასეა. მე გაყინულ ჟოლოზე ვამბობ 2 ევროდ იღებს ევროპა თქო. თუმცა ეგ ბაზარი ძალიან ცვალებადია და ხან შეიძლება 1 ევრო ღირდეს ასაღები ფასი 1 კილო ხან 3 ევრო. თუმცა 2 ევრო (6 ₾არი) კარგ ფასად მიმაჩნია მე და ღირს მოშენება და მაგ საქმეს მიყოლა.

Posted by: Nat_asha 15 Apr 2018, 16:25
Rachvelo90
1 ევროდ ჟოლოს არავინ არ აბარებს, რომელი წლის სტატიებია გადახედე აბა. 1 ევრო რომ იყოს ჩასაბარებელი მაშოვნინე და საქართვლოში მე შემოვიტან. უშრომველად თუ დავითრევ საქართველოში თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ძალიან მაგარი ბიზნესია. ჟოლოზე საქართველოშ დეფიციტია... საკონდიტროებში მუდმივად იბარებენ ჟოლოს და დიდი სუპერმრკეტებიც... 5 ლარზე მეტი არ დაჯდება თვითღირებულება.
https://www.cbi.eu/market-information/fresh-fruit-vegetables/fresh-berries/europe/

http://www.freshplaza.com/article/144634/Spain-Growth-of-raspberry-prices-and-export

მასეთი დაბალი საექსპორტო ფასი რასაც შენ წერ არსად მინახავს და დამილინკე მართლა მაინტერესებს.

Posted by: Zmuzu 15 Apr 2018, 20:26
ჟოლოს ჩაბარება ბაზარზე, იმერეთში, 4 ლარია............

Posted by: Nat_asha 15 Apr 2018, 21:53
Zmuzu
იმერეთის ბაზარზე იქნება მასე, იმიტომ რომ მთავარი ქალაქი თბილისია და ტრანსპორტირება იმერეთიდან ცოტა ძნელია იმიტომ რომ არატრანსპორტირებადი პროდუქტია... მალფუჭებადი, თბილისთან ახლოს, მაგალითად კასპიდან და გორიდან ადვილად ხდება და უფრო ძვირადაც აბარებენ. გაყიდვასაც ცოდნა უნდა. ყველა ვერ ყიდის კარგ ფასად და ბაზრის მოძიება ერთერთი მნიშვნელოვანია, ის გამოთქმა ხომ გაგიგიათ ზოგის ბამბაც ჩხრიალებს და ჩემი კაკალიც არაო. ვიცი ეხლა რომ ვიღაც გამოვა და იტყვის რომ ინტერნეტიდან გადმოკატავებულ ინფორმაციებს ვიძახი, biggrin.gif მაგრამ რავქნა biggrin.gif

Posted by: Rachvelo90 15 Apr 2018, 22:30
QUOTE (Nat_asha @ 15 Apr 2018, 16:25 )
Rachvelo90
1 ევროდ ჟოლოს არავინ არ აბარებს, რომელი წლის სტატიებია გადახედე აბა. 1 ევრო რომ იყოს ჩასაბარებელი მაშოვნინე და საქართვლოში მე შემოვიტან. უშრომველად თუ დავითრევ საქართველოში თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ძალიან მაგარი ბიზნესია. ჟოლოზე საქართველოშ დეფიციტია... საკონდიტროებში მუდმივად იბარებენ ჟოლოს და დიდი სუპერმრკეტებიც... 5 ლარზე მეტი არ დაჯდება თვითღირებულება.
https://www.cbi.eu/market-information/fresh-fruit-vegetables/fresh-berries/europe/

http://www.freshplaza.com/article/144634/Spain-Growth-of-raspberry-prices-and-export

მასეთი დაბალი საექსპორტო ფასი რასაც შენ წერ არსად მინახავს და დამილინკე მართლა მაინტერესებს.

გეუბნები მასეა თქო და გინდ დაიჯერე გინდ არა. გერმანიაში მაღაზიაში 1 კილო 13 ევრო ღირს, ვიცი ეგ, მაგრამ მე ვამბობ ჩასაბარებელ ფასს. ალბათ მინიმუმ 2 ევრო უნდა იყოს ჩემი აზრით. მაღაზიამდე ათასს გზას გადის პროდუქტი. თუ იცი გერმანული დაგიდებ შარშანდელ სტატიებს და წაიკითხე. ბოსნია და ჰერცოგოვინას ქალაქ ზენიცაში შედგა შეხვედრა ჟოლოს იმპიორტიორ და ექსპორტიორებს შორის და შეთანხმება ვერ შედგაო. იმპორტიორები 1 ევროს სთავაზობდნენ 1 კილოში და ბოსნია-ჰერცოგოვინა მინიმუმ 1,5 ევროს ითხოვდა.(Kilopreis-Preis von einem Euro.) თან გაითვალისწინე ისიც, რომ ბოსნია, ასევე სერბეთი, რომლებიც ჟოლოს უდიდესი ექსპორტიორები არიან ახლოს არიან ევროპასთან და ტრანსპორტირების ხარჯები ბევრად ნაკლები ჯდება. და შეეშვით ამ გაბუქებულ ინფორმაციებს და ვიღაცის ნაჭორავებზე აგებულ ტყუილებს. აი გადახედე Bei einem Treffen in der bosnischen Stadt Zenica, wurden Verhandlungen zwischen den Himbeeren-Erzeuger und den Exporteuren geführt. Die Hersteller wehren sich gegen den vorgeschlagenen Kilopreis-Preis von einem Euro. https://www.kosmo.at/bih-dilemma-rotes-gold-keine-einigung-beim-kaufpreis-von-himbeer/

Posted by: BioIka 16 Apr 2018, 13:40
Rachvelo90
მანდვე მეორე სტატიაში წერია "Mit mehr als 110.000 Tonnen Himbeeren war Serbien voriges Jahr weltweit der führende Exporteur. Die staatlichen Einnahmen durch den Verkauf von Himbeeren belaufen sich auf mehr als 250 Millionen Euro." ანუ სერბიას დაახლოებით 2,3 ევროდ გააქვს ექსპორტზე ჟოლო. დაახლოებით ეგრეა შენ როგორც წერ.

ერთი ადამიანი რამდენ ჟოლოს კრიფავს საშუალოდ 8 საათიანი დღის განმავლობაში, ხომ არ იცით ვინმემ?




Posted by: trapo 16 Apr 2018, 17:04
გამარჯობათ ყველას.
დამაინტერესა მარწყვის მოყვანამ და შემოვედი ფორუმში, ვიფიქრე ინფორმაციას გავიგებ-თქო მაგრამ სამწუხაროდ ერთი სიტყვაც ვერ ვნახე. და ვინც იცის იქნებ გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება ???

Posted by: Rachvelo90 16 Apr 2018, 18:39
QUOTE (BioIka @ 16 Apr 2018, 13:40 )
Rachvelo90
მანდვე მეორე სტატიაში წერია "Mit mehr als 110.000 Tonnen Himbeeren war Serbien voriges Jahr weltweit der führende Exporteur. Die staatlichen Einnahmen durch den Verkauf von Himbeeren belaufen sich auf mehr als 250 Millionen Euro." ანუ სერბიას დაახლოებით 2,3 ევროდ გააქვს ექსპორტზე ჟოლო. დაახლოებით ეგრეა შენ როგორც წერ.

ერთი ადამიანი რამდენ ჟოლოს კრიფავს საშუალოდ 8 საათიანი დღის განმავლობაში, ხომ არ იცით ვინმემ?

მაგას ვამბობ მეც. მერყეობს ფასები და კარგ სეზონზე 2,5 ევრო ღირს საშუალოდ. მაგალითად როგორც შენ თქვი სერბეთმა ასე გაყიდა 2016 წელს. აქედან თუ წაიღებენ ჩემი აზრით მაქსიმუმ 2 ევრო გადაიხადონ, რადგან ჩვენ ბევრად მოცილებულები ვართ ევროპას და ტრანსპორტირების ხარჯები იზრდება. 8 საათი არ შეიძლება კრეფა. მხოლოდ დილის საათებში იკრიფება ჟოლო, მერე სიცხეზე ფუჭდება მალე.

Posted by: Rachvelo90 17 Apr 2018, 19:02
QUOTE (Nat_asha @ 15 Apr 2018, 16:25 )
Rachvelo90
1 ევროდ ჟოლოს არავინ არ აბარებს, რომელი წლის სტატიებია გადახედე აბა. 1 ევრო რომ იყოს ჩასაბარებელი მაშოვნინე და საქართვლოში მე შემოვიტან. უშრომველად თუ დავითრევ საქართველოში თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ძალიან მაგარი ბიზნესია. ჟოლოზე საქართველოშ დეფიციტია... საკონდიტროებში მუდმივად იბარებენ ჟოლოს და დიდი სუპერმრკეტებიც... 5 ლარზე მეტი არ დაჯდება თვითღირებულება.
https://www.cbi.eu/market-information/fresh-fruit-vegetables/fresh-berries/europe/

http://www.freshplaza.com/article/144634/Spain-Growth-of-raspberry-prices-and-export

მასეთი დაბალი საექსპორტო ფასი რასაც შენ წერ არსად მინახავს და დამილინკე მართლა მაინტერესებს.

შემოიტან 1,5 ევროდ ბოსნია-ჰერცოგოვინიდან? ათასობით ტონა მოჰყავთ და დიდი სიამოვნებით მოგყიდიან ევრონახევრად კილოს სეზონზე.

Posted by: trapo 18 Apr 2018, 09:40
ყველას დიშლაზე კიდია მარწყვის ბიზნესი, მერე იტყვით სოფლის მეურნეობა არ ვითარდებაო

Posted by: Nat_asha 18 Apr 2018, 10:07
Rachvelo90
სამწუხაროდ გერმანული არ ვიცი და ვერაფერიც ვერ გავიგე სრულად, ფასები კი გავიგე biggrin.gif მაგრამ ბაზრის მოძებნაში მარტო გერმანიას როატომ გულისხმობთ? ყველა ქვეყანას თავისი საექსპორტო ფასი აქვს და ძალიან ბევრი ფაქტორია. ამ კონკრეტულ შემთხვევით და ბოსნიაჰერცოგოვინით ვერ განსაზღვრავ ფასს. გერმანია ბევრად შორსაა საქართველოსგან და ტრანსპორტირებაც უფრო ძვირი ჯდება, თანაც გერმანიისთვის ჟოლო აღარ არის დეფიციტური, თუნდაც ბოსნიაჰერცოგოვინის ფაქტორიდან გამომდინარე, მაგრამ აი მე მაქვს ჟოლო სიტყვაზე. ბაზრის მოძებნას სხვა კუთხით დავიწყებ. ჯერ მოვიძიებ სამეზობლო ქვეყნებში, მაგრამ თურქეთი ნამდვილად არ იქნება მათ რიცხვში, რადგანაც თურქეთიდან შემოდის იმპორტით ჟოლო ჩვენს ქვეყანაში, რაც პირველ რიგში იმაზე მიუთითებს რომ საექსპორტოდ არ ააქვს 1ქვეყანას საქმე. კარგი ვთქვათ წავედი ექსპორტზე. მიმოვიხედავ, აგერ აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში მოვძებნიდი ბაზარს და არა გერმანიაში, ტრანსპორტირებაც იაფი დამიჯდება და ფასსაც მეტს მომცემენ. 2-ჯერ მეტს ვიდრე საქართველოში. დაახლოებით 10 ლარამდე მაინც გადამიხდიან. ჯერეგერთი ევროპის ბაზარზე ომ მოგინდეს შესვლა ნახევარი საქართველო მაინც უნდა ჟოლოს მოყვანით დაკავდეს. ექსპორტზე რო იწყებ მუშაობას ერთხელ მიწოდება ხო არ არის, ბაზარზე თუ გინდა შესვლა მუდმივად ხომ უნდა აწარმოო. ასე რომ არარეალურს მე არაფერს არ ვწერ და კიდევ ხარისხს და ძალიან ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა. ბოსნია ჰერცოგოვინა რადგანაც ასე აიაფად აბარებს ალბათ ძალიან დიდი რაოდენობით მოჰყავთ და ამიტომაც ევროპაც შესაბამის ფასს სთავაზობს, რადგანაც იციან რომ იძულებულები იქნებიან ჩააბარონ დაბალ ფასად და სხვა ქვეყნისგან შეიძება ძვირად იყიდონ, და ეს მაშნ მოხდება რაც მაგ იაფი ქვეყნიდან ამოწურავენ და კიდევ ექნებათ მოტხოვნა, შენც ამ მომენტს უნდა დაელოდო და შესთავაზო ფასი.. ძალიან ბევრი რამეა მანდ და ასე ერთი მაგალითით ვერ იმსჯელებ> მოკლედ რავიცი ვინც როგორც გინდათ ისე მოიქეცით და იფიქრეთ მაგრამ ზოგადად ეგ მიდგომა რომ რაც არ უნდა იმუშაო და მოიყვანო არაფერს ფასი არ ააქვს მასე არ არის და არ მომწონს ეგ მიდგომა. მე კი მაქვს 25 ძირამდე ჟოლო და ვნახოთ აბა ექსპორტზე თუ გავალ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: levani169 18 Apr 2018, 10:34
trapo
რა გაინტერესებს შე კაი კაცო ეგ დაწერე,გირჩევთ რამეს.ესე პროლოგით ხომ არ გავალთ ეპილოგამდე თუ არ იკითხე? biggrin.gif (კაია.......ზაფხულის მარწყვი ოღონდ)

Posted by: trapo 20 Apr 2018, 09:36
QUOTE (levani169 @ 18 Apr 2018, 10:34 )
trapo
რა გაინტერესებს შე კაი კაცო ეგ დაწერე,გირჩევთ რამეს.ესე პროლოგით ხომ არ გავალთ ეპილოგამდე თუ არ იკითხე? biggrin.gif (კაია.......ზაფხულის მარწყვი ოღონდ)

ბიზნესის კუ/თხით popcorn.gif popcorn.gif popcorn.gif

Posted by: levani169 20 Apr 2018, 21:25
trapo
ადგილი,რეგიონი(საადრეო-საგვიანო),ფინანსები+მუშახელი,მეთოდი რა გაინტერესებს კონკრეტულად?
ორ-სამ წელში ყველა თავს ანებებს ხოლმე იმდენად შრომატევადია მარწყვის მოვლა.

Posted by: shuma89 20 Apr 2018, 21:55
levani169
სათბურში მოყვანა იქნება მომგებიანი ჩემი აზრით, ოღონდ სრულად ავტომატიზებული უნდა იყოს, მორწყვა ტემპერატურა ტენიანობა ვენტილაცია განათება.

წვეთოვნიდან უნდა გაუშვა სასუქებიც და სხვა პრეპარატები რაც იქნება საჭირო, მხოლოდ კრეფა უნდა დარჩეს რასაც მუშახელი დასჭირდება.

ასეთი სისტემით მგონი ყველა კულტურა ღირს რომ მოიყვანო, მუშახელი ბევრად მეტად ზრდის თვითღირებულებას ვიდრე ავტომატიზაციაში ჩადებული უნვესტიცია.

Posted by: levani169 21 Apr 2018, 00:02
QUOTE (shuma89 @ 20 Apr 2018, 21:55 )
levani169
სათბურში მოყვანა იქნება მომგებიანი ჩემი აზრით, ოღონდ სრულად ავტომატიზებული უნდა იყოს, მორწყვა ტემპერატურა ტენიანობა ვენტილაცია განათება.

წვეთოვნიდან უნდა გაუშვა სასუქებიც და სხვა პრეპარატები რაც იქნება საჭირო, მხოლოდ კრეფა უნდა დარჩეს რასაც მუშახელი დასჭირდება.

ასეთი სისტემით მგონი ყველა კულტურა ღირს რომ მოიყვანო, მუშახელი ბევრად მეტად ზრდის თვითღირებულებას ვიდრე ავტომატიზაციაში ჩადებული უნვესტიცია.

მარწყვის შემთხვევაში მუშახელის ხარჯს ვერანაირად ვერ აუვლი გვერდს,მოკრეფაა მთელი შრომა თორემ დანარჩენს მულჩით და ჰერბიციდით ასდიან ხოლმე!

Posted by: Zmuzu 21 Apr 2018, 10:25
შავი მოცხარის მოყვანა თუ ღირს?.........................................

Posted by: trapo 23 Apr 2018, 15:10
QUOTE (levani169 @ 20 Apr 2018, 21:25 )
trapo
ადგილი,რეგიონი(საადრეო-საგვიანო),ფინანსები+მუშახელი,მეთოდი რა გაინტერესებს კონკრეტულად?
ორ-სამ წელში ყველა თავს ანებებს ხოლმე იმდენად შრომატევადია მარწყვის მოვლა.

ტაბახმელაში მინდა გავაკეთო პარნიკის მეშვეობით ადილმდებარეობის კუთხით შეიძლება რამე პრობლემა წარმოშვას ?? და კიდე მორწყვა რა ინტესივობით სჭირდება თუ იცით ეგეც დამიწერე, მადლობაა წინასწარ

Posted by: levani169 23 Apr 2018, 17:32
QUOTE (trapo @ 23 Apr 2018, 15:10 )
QUOTE (levani169 @ 20 Apr 2018, 21:25 )
trapo
ადგილი,რეგიონი(საადრეო-საგვიანო),ფინანსები+მუშახელი,მეთოდი რა გაინტერესებს კონკრეტულად?
ორ-სამ წელში ყველა თავს ანებებს ხოლმე იმდენად შრომატევადია მარწყვის მოვლა.

ტაბახმელაში მინდა გავაკეთო პარნიკის მეშვეობით ადილმდებარეობის კუთხით შეიძლება რამე პრობლემა წარმოშვას ?? და კიდე მორწყვა რა ინტესივობით სჭირდება თუ იცით ეგეც დამიწერე, მადლობაა წინასწარ

გაზაფხულის მარწყვს იმდენად არაფერი მორწყვა,ტენიანია მიწა და ყოფნის ხოლმე,ზაფხულშიც კვირაში ერთხელ ეყოფა.
ადგილმდებარეობა ცოტა გვიან იქნება რაც ერთი მხრივ კარგია რადგან მილევისას უფრო ძვირდება ფასი თან + თბილისის შემოგარენია და არ გაგიჭირდება მომხმარებლამდე მიტანა.
ისე კი ადგილობრივებში გაიკითხო თუ მოჰყავს ვინმეს და რა ჯიშები!

Posted by: ჯუან 23 Apr 2018, 22:25
გაუმარჯოს
სოფელი მაქვს კასპში ოკამი
მაქვშ მიწები რომელიც 3 წელია არ დამიმუშავებია და მინდა რომ მალინა გავაშენო.მაგრამ მინდა ვინმეს დახმარება
ნაკვეთის შემოღობა პრობლემას არ წარმოადგენს.სარწყავი წყალი მაქვს ნ რაოდენობით.
მითხარით მირჩიეთ რა როგორ დავიწყო როდის და აი ეს მულჩი რა არის და როგორ კეთდება?

Posted by: akkai 23 Apr 2018, 22:48
ჯუან
რაც დაგვიანებული არაა შეგილია შემოღობო მასრებით და ეკლიანი მავთულით.( ნუ 5-6 რიგი მინიმუმ)
მიწა შეგილია მოხნა და დაფარცხო (ვინც მოგიხნავს მიხვხება რას ვგულისხმობ)

ნუ მოაწესრიგო წყლის სისტემა. ბაკი დადგა და ასე შემდეგ.
თვითონ მალინის დარგვა უკვე გვიანი მგონია..თებერვლის ბოლოა კაი პერიოდი მაგისთვის.
მოკლედ წელი ჩაგდებული გაქ და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მიაწექი.

Posted by: trapo 25 Apr 2018, 14:37
QUOTE (levani169 @ 23 Apr 2018, 17:32 )
QUOTE (trapo @ 23 Apr 2018, 15:10 )
QUOTE (levani169 @ 20 Apr 2018, 21:25 )
trapo
ადგილი,რეგიონი(საადრეო-საგვიანო),ფინანსები+მუშახელი,მეთოდი რა გაინტერესებს კონკრეტულად?
ორ-სამ წელში ყველა თავს ანებებს ხოლმე იმდენად შრომატევადია მარწყვის მოვლა.

ტაბახმელაში მინდა გავაკეთო პარნიკის მეშვეობით ადილმდებარეობის კუთხით შეიძლება რამე პრობლემა წარმოშვას ?? და კიდე მორწყვა რა ინტესივობით სჭირდება თუ იცით ეგეც დამიწერე, მადლობაა წინასწარ

გაზაფხულის მარწყვს იმდენად არაფერი მორწყვა,ტენიანია მიწა და ყოფნის ხოლმე,ზაფხულშიც კვირაში ერთხელ ეყოფა.
ადგილმდებარეობა ცოტა გვიან იქნება რაც ერთი მხრივ კარგია რადგან მილევისას უფრო ძვირდება ფასი თან + თბილისის შემოგარენია და არ გაგიჭირდება მომხმარებლამდე მიტანა.
ისე კი ადგილობრივებში გაიკითხო თუ მოჰყავს ვინმეს და რა ჯიშები!

გაიხარე მადლობა. პარნიკში მინდა თუ დავგეგმავ

Posted by: akkai 9 May 2018, 18:17
2 თვე გავიდა რაც ჩაყრილი მაქ.
ამ ეტაპზე ვართ უკვე

Posted by: 5nizza 18 May 2018, 22:42
ევროპას სერბეთი - პოლონეთი -უკრაინა ამარაგებს ან მოამარაგებს ჟოლოთი .

აპრილის თვეში 2.55 დოლარადაა შემოსული 6.5 ტონა ჟოლო საქართველოში სწორედ ეროპა პოლონეთიდან .
08112031000 იმპორტი პოლონეთი 69601 6,300.0 6,300.0 16,113.4 2.557679764

მარტის თვეშიც 5 ტონამდეა შემოსული

საქონლის კოდი რეჟიმი პარტნიორი ქვეყანა საბაჟო საზღვარზე რაოდენობა დამატებითი ზომის ერთეული რაოდენობა კგ ღირებულება დოლარი
08112031000 იმპორტი გერმანია 69601 320.5320.5 1881.481974 $5.87
08112031000 იმპორტი პოლონეთი 69601 3780 3780 10664.42421 $2.82
08112031000 იმპორტი თურქეთი 69601 50 50 177.9553155 $3.56
08112039000 იმპორტი პოლონეთი 69601 1440 1440 1676.603378 $1.16
08112051000 იმპორტი პოლონეთი 69601 720 720 2111.521071 $2.93
08112059000 იმპორტი გერმანია 69601 30 30 134.8397481 $4.49


საქართველო ვერ გაიტანს ევროპაში იმიტომ რომ შორსაა . რასაც მოიყვანთ ადგილობრივ ბაზარს ან დააკმაყოფილებს ან ვერა თუ მაინცდამაინც ექსპორტზე ფიქრობთ იფიქრეთ არაბებზე - საუდები - ემირატები - კატარი - ერაყი მშვენიერი ბაზარია .

ლურჯი მოცვიც ვისაც მოყავს თითქმის ყველას ახლოაღმოსავლეთში გააქვს . მანდ ერთი კონკურენტი გეყოებათ თურქეთი როცა ევროპაში პოლონეთი და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები გყავთ კონკურენტი მომავალში ალბათ ბელორუსია უკრაინაც დამეატება . ევროპაში ჟოლოს ხელით აღარ კრეფენ ასე რომ არა მგონია თქვენ მაგათ ინდუსტრიული ჟოლოს დამზადებში კონკურენცია გაუწიოთ.

ბლუბერი (ანუ მოცვი) კიდე შეიძლება ადრე მოდის ჩვენთან ვიდრე ევროპაში და მაგიტომ.

Posted by: shuma89 19 May 2018, 00:10
5nizza
ეს ინფორმაციები საიდან?

ძალიან მაინტერესებს.
ისე მარკეტებში არ მინახავს გასაყიდად ჟოლო, სად იყიდება საქართველოში ჟოლო მარკეტებში ხო არ შეგიძლიათ მითხრათ?

6500 კილოგრამი ჟოლო რო შემოვიდა გამოდის რომ დღეში 200 კილოზე მეტი გაიყიდა ვინ ყიდულობს ამ ჟოლოს ან სად იყიდება?

Posted by: 5nizza 19 May 2018, 09:39
shuma89


mof.gov.ge -ზეა მაგრამ საბაჟო კოდები უნდა იცოდე - საკონდიტროები ყიდულობენ სავარაუდოდ ან ბავშვთა კვება ან ბარამბო ან სანტე ან ვიღაცას ჭირდება 200 კილო ზღვაში წვეთია.

Posted by: shuma89 19 May 2018, 11:48
5nizza
მე 25 კვადრატზე მაქვს ტალავრის ქვეშ და ძალიან კმაყოფილი ვარ მმოსავლით, თუმცა ხარისხით მაინცადამაინც არა, ისე 25-30 კილომდე მოდის სულ.
კრეფა და ტრანსპორტირება როა რთული ისე რთული არაფერი არ არის საერთოდ მაგ საქმეში.

Posted by: Zmuzu 19 May 2018, 22:14
ჯუან
QUOTE
3 წელია არ დამიმუშავებია და მინდა რომ მალინა გავაშენო.მაგრ

http://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/zholo-dargva-movla-moqhvanis-teqnologia.html

Posted by: Rachvelo90 20 May 2018, 11:13
იმპორტი პოლონეთი 69601 1440 1440 1676.603378 $1.16

ანუ გამოდის რომ პოლონეთს 1 კილო ჟოლო ჩვენთან 1 დოლარად შემოაქვს? 2 ლარი და 70 თეთრია და მაშ ჩაუგდია ქართული ჟოლოს წარმოებაც. ამას ვწერდი მეც წინა გვერდებზე, 1 ევროდ გააქვთ სერბეთიდან და ბოსნია-ჰერცოგოვინადან ევროპაში ჟოლო. აქ კიდევ რამდენიმე გადაცემას ვუსმინე და უჰ უცებ მოინდომეს 4 დოლარად ჟოლოს ექსპორტი ევროპაში lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: 5nizza 20 May 2018, 19:34
Rachvelo90


08112031000 იმპორტი პოლონეთი 69601 3780 3780 10664.42421 $2.82
08112031000 იმპორტი თურქეთი 69601 50 50 177.9553155 $3.56
08112039000 იმპორტი პოლონეთი 69601 1440 1440 1676.603378 $1.16

ჟოლოს კოდია 08112031000 - და 2.82 დოლარადაა შემოსული

ეს კოდი კი 08112039000 ნიშნავს კენკროვნები მათ შორის ჟოლო და დანარჩენი ანუ გაუგებარია რა არის ჟოლოსებრი რაღაცაა ან ჟოლოს მაღალი კონცენტრაციის მატარებელი ნივთიერება ან დაჭყლეტილი ჯოლო ან ჟოლოს და შაქრის ნექტარი ან რაღაც მოკლედ ჟოლო არაა როგორც სპრედი კარაქი არაა ეგ 1440 კგ .

გულს ნუ უხეთქავ ხალხს biggrin.gif


Posted by: Nat_asha 21 May 2018, 10:14

shuma89
ჟოლოს საქართველოში საკკონდიტრო მაღაზიები ხმარობენ დღეშ 200 კილოზე მეტს მარტო თბილისში. 80 % ხილის ტორტებში მალინაა და მოსართავადაც იყენებენ. ტარტებშიც ...
5nizza
მეც მაგას ვამბობ რომ ბევრ რამეზეა ფასი, ტრანსპორტირება რა უჯდება, როგორი მოსავალი იყო და კიდევ მაგ ქვეყნებს იციან რომ დიდი რაოდენობით მოყავთ და რომ თქვან 5 $-ად გავყიდიო, არ იყიდის ევროპა და ამდენ ჟოლოს რა უნდა უქნან? ამიტომ ისინიც შესაბამისად აგდებენ ფასს რომ მთლიანად გაიტანოს ევროპამ და არ გაუფუჭდეთ. ვაჭრობა ცალკე დარგი მაგიტომაა, რომ მანდ ხელშეკრულება სანამ დაიდება ათასი მოლაპარაკება მიდის.. რაც მეტი რაოდენობით მოყავს ქვეყანას და ქვეყნის ექსპორტის % მეტი აქვს პროდუქტზე იმას დიდ ფასს არავინ მისცემს უბრალოდ და ამიტომაც არც ღირს ვაჭრობად. სამაგიეროდ გყავს სხვა მეზობელი ქვეყნები, მაგალითად აზერბაიჯანი . მანდ ბევრად დიდ ფასად გაყიდი ჟოლოს და უფრო ადვილადაც, თუნდაც ტრანსპორტირება გინდა თუ სხვა საკითხის მოგვარება ვიდრე გერმანიაში მაგალითად. გარდა ამისა ნაყოფის ფასი ხარისხითაც განისაზღვრება, შემადგენლობისსა და გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე. სერბეთის ჟოლო გიჭამიათ? მისი არომატი იცით? დაბალია არომატი, ფასიც დაბალია.. და მოკლედ. ვინც ექსპორტის საქმეში გავა მერე ის იტყვის რამდენი ფაქტორია და მაგით ვერ იტყვი რომ რადგან სერბეთი ყიდის 4 ლარად შენი ჟოლოს ფასი დავარდება, ტანაც ის ასაღები ფასია და მაგას ემატება ათასი გადასახადი და ტრანსპორტირების თანხა და დამიჯერე 10 ლარზე ავა მისი თვითღირებულება. ასე რომ არც ეგრე არაა საქმე და არც ისე.

Posted by: namo 21 May 2018, 15:25
ჯუან
QUOTE

მითხარით მირჩიეთ რა როგორ დავიწყო როდის და აი ეს მულჩი რა არის და როგორ კეთდება?


მალინის ამბავში ერთ ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ბალახი - უცებ თვალსა და ხელს შუა შეიზლება ისე გაბალახდეს საძებნი გახდეს შენი მალინა.

ამისთბის რამდენიმე ვარიანტია და უნდა უეჭველი თადარიგი დაიჭირო ტორემ კრახით დასრულდება მალინის ამბავი.

ერთი არის რო უნდა გამარგლო - ამას დრო უნდა და რესურსი

მეორე არის რო გამოიყენო ჰერბიციდი - თუ იყენებ უნდა გამოიყენო სანამ 15 სმს გაცდება და სანამ ყვავილობაში შევა მცენარე, - შუა რიგებისთვის ტოტალური / ყველაფერს რო აჩანაგებს (ეგ მალინნას თუ მიესხა კარგად მეყოლე) და სელექციურები მცენარესთან ახლოს

მესამე ვარიანტია მულჩი - ეგ არის გადასაფარებელი მიწაზე ასე ვთქვათ, ბალახი არო არ ამოვიდეს. დამულჩვა შეიძლება ნამჯით ნაფოტებით ნახერხით სპეციალური დასამულჩი ქსოვილით / შედეგად ბალახი აღარ ამოვა მარა მცენარესთან ახლოს მაინც გამარგვალა დაგჭირდება. მულჩი შეიძლება ძვირი იყოს მაგრამ კარგია, და გამარგვლის ფული აღარ დაიხარჯება ყოველ წელს.


Posted by: shuma89 21 May 2018, 17:27
ცელოფნით დამულჩვისას რამდენი წელი შეიძლება იყოს ის ცელოფანი?
საერთოდ აღარ უნდა მერე აღება და გამარგვლა?
ანუ 10-12 წელი მუშაობს თუ არ ვცდები ნერგი და მერე უნდა გაახლება, ცელოფანი მეეჭვება მაგდენხანს გაჩერდეს, ცელოფანს როგორ შეცვლი მერე ეგაა საქმე.



ხო და კიდევ ცელოფნით მულჩირების შემტხვევაში წვეთოვანის მილი ცელოფნის ქვეშ უნდა იყოს? თუ ზემოდანაც შეიძლება? სადაც ძირები იქნება იქ რო იდინოს კი ეყოფა.
წვეთოვანის გარეშე არ ივარგებს თავისთავად.


Posted by: Nat_asha 22 May 2018, 10:49
shuma89
ეგ მულჩები არის 1 წლიანი, 2, წლიანი , 3 წლიანი და ა.შ. ფასიც მატულობს მაგის მიხედვთ თუ რამდენწლიანია. ხარისხებიც სხვადასხვა არის. უნდა გაიგო რომელია კარგი ხარისხის. 3 წლიან სამულჩეებს როგორც წესი 5 წელი ამუშავებენ თუ კარგი ხარისხის არის. თუ არ ვარგა შეიძლება მეორე წელსვე გაფუჭდეს.

Posted by: shuma89 22 May 2018, 11:50
ეგ გასაგებია, მაგრამ მულჩის ცელოფანს როგორ შეცვლის ადამიანი მრავალწლიან მალინაზე?
ყოველ 50სმ ში 4-6 ტოტი ექნება და იმაზე ცელოფნის დაფარება როგორ უნდა მოახერხო ადამიანმა?

ისე წვეთოვანი მაინტერესებს ზემოდან კეთდება? და ძირი სადაცაა იქ წვეთავს? თუ ცელოფნის ქვემოთ რჩება?
რო გაიჭედოს მაგალითად ვერ მიხვდები ცელოფნის ქვეშ როცა არის.

Posted by: maverick16 22 May 2018, 12:08
shuma89
ყველაზე იაფი მულჩი თივა, კარგად ასრულებს თავის მოვალეობას, მაყვალზე ვიყენებ ძირებს შორის, პროსტა ჟოლო ხო ახლო ახლოა ძირები და რამდენად გამოვა არ ვიცი. თან ნერგის გამრავლება თუ გინდა მაშინაც არ გაწყობს მულჩი იმიტო რო ამონაყარი არ ექნება და ვისაც ფორმირებული ბაღი აქ უკვე იმას კი აწყობს.

Posted by: Nat_asha 22 May 2018, 13:05
მაგას ალბათ ვისაც მალინა აქვს და იყენებს ის იტყვის biggrin.gif მასე გარკვეული ნაღდად არ ვარ.

Posted by: shuma89 22 May 2018, 20:49
თივას ქარი წაიღებს, ჩემსკენ კარგი ხეირიანი ქარებია.

ისე მაინტერესებს თვითდამტვერვადი ყვავილი აქვს მალინას? თუ ფუტკარი და მისთანები სჭIრდება საქმეს?
ქარიანში ფუტკარს უჭIრს, ამიტომ მოსავალიც ნაკლები იქნება.

Posted by: Nat_asha 23 May 2018, 09:33
shuma89
ქარი რომ ჟოლოს და მაყვალს არ უყვარს ეგ ვიცი და პრაქტიკაშიც დამიდასტურდა. დიღომში მაქვს ჟოლო და აქეთ ქარები იცის, ყოველ ქარის ამოვარდნაზე ფოთლები ეშუშება და წვავს.. ქარიან ადგილას კომერციული დანიშნულებით სავარაუდოდ ჟოლო კარგი იდეა არ უნდა იყოს. ჩემს ეზოში 2 ადგილას დავრგე ჟოლო. ერთ ადგილას ძალიან გამიპარტახა ქარმა, მარტო სანაყოფე მტევნები შერჩა, რამდენჯერაც ფოთოლი ამოუვა იმდენი ქარი მოშუშავს და მეორე ადგილი უფრო მოფარებულია და ქარი არ ურტყამს და ის საკაიფოდ წავიდა.. უკვე მწვანე ჟოლო ასხია

Posted by: maverick16 23 May 2018, 13:04
shuma89
QUOTE
თივას ქარი წაიღებს, ჩემსკენ კარგი ხეირიანი ქარებია.

მეც მასე მეგონა მარა შენ წარმოიდგინე და არ მიაქვს რატომღაც, საშუალო სიძლიერის ქარებზე გამოცდილია და ურაგანში არ გამომიცდია ჯერ biggrin.gif თვითდამტვერვადი აქვს და ფუტკარი მოუმატებს უფრო.

Posted by: Nat_asha 23 May 2018, 15:31
shuma89
ეს რაც შეეხება დამტვერვას და ფუქტკრებს
https://www.youtube.com/watch?v=kKFwBh6mmp0

Posted by: Zmuzu 31 May 2018, 23:18
Nat_asha
QUOTE
Zmuzu
იმერეთის ბაზარზე იქნება მასე, იმიტომ რომ მთავარი ქალაქი თბილისია და ტრანსპორტირება იმერეთიდან ცოტა ძნელია იმიტომ რომ არატრანსპორტირებადი პროდუქტია... მალფუჭებადი, თბილისთან ახლოს, მაგალითად კასპიდან და გორიდან ადვილად ხდება და უფრო ძვირადაც აბარებენ

5 ლარამდე ავიყვანე. ბაზარში აღარ გამაქვს. ადგილიდან მეყიდება. 1 კვირიანი რიგი მაქვს ახლა. მაყვალს ველოდები, ახალი ამონაყრები 2 მეტრს გაცდა და რას ვშვები ახლა? გვერდითი ყლორტები შევამოკლე, დაახლოებით 2 მტკაველი დავუტოვე, არ ვიცი რა სიგრძეზე გადავჭრა და თუა ახლა მაგის დრო

Posted by: sowRon 1 Jun 2018, 03:24
მაინტერესებს თუ იცით ვინმემ სად გაშენდა ახალი ტიპის მალინის ბაღი და გაამართლა....
პირადად ვარ შემსწრე, რამოდენიმე ოჯახმა დაფინანსება მიიღო, გააშენეს ახალი ბაღები, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს....
ჯობნის ძველი სისტემით რომელი ბაღიც შენდება....

Posted by: GEO-BOY 1 Jun 2018, 10:38
გამარჯობა მეგობრებო.
თუ არ შეწუხდებით იქნებ ვინმემ ვინც იცით დაწეროთ როგორ ხდება მაყვალის და მალინის გასხვლა და ასევე როგორ ხდება არსებული ძირებიდან მათი გამრავლება(გაფესვიანება).
ან ლინკები დადოთ საიდანაც შეიძლება ვისწავლო.
მადლობა დიდი წინასწარ.


Posted by: sowRon 1 Jun 2018, 21:34
მალინა ისხვლება ადრე გაზაფხულზე, მიწიდან დახლოვებით 70-80 სანტიმეტრზე....
უმეტეს შემთხვევაში, ძირმა რომელმაც მოსავალი უკვე მოგვცა იცის გახმობა და იგივე ძირზე სხვა ახალი ძირი ამოაქვს თავად, ხმელი მოიჭრება და ახალი ძირი რჩება.... ეს ეხება უკვე გამართულ მალინის რიგს....
თუ ახალი გაშენებულია ჯობია უფრო დაბლა გადაიჭრას, ამონაყარი რომ ბევრი ქონდეს და გამრავლდეს, დაახლოვებით 40 სანტიმეტრზე.....
გამრავლებას რაც შეეხება, მალინა მრავლდება ამონაყრის საშუალებით...
მაყვალვლის რომელი ტოტიც ისხავს მომავალ წელს ხმება და უნდა მოიჭრას და დადგეს ახალ ტოტებზე, მიხვდებით თავად თუ გადაწყვეტ გაშენებას....
მაყვლალი მე რაც ვიცი მრავლდება ე.წ დაწიდვნით.....

Posted by: sowRon 2 Jun 2018, 22:24
user posted image
ესეც ჟოლო
* * *
user posted image
ეს ჩვენი ქართული ჯიში
* * *
user posted image
დაიწყება სეზონი ცოტახანში

Posted by: maverick16 6 Jun 2018, 11:30
user posted image ეგეც ჩემი მაყვალი თივის მულჩირებით

Posted by: Zmuzu 6 Jun 2018, 11:42
გავიმეორებ კითხვას.

მაყვალს ველოდები, ახალი ამონაყრები 2 მეტრს გაცდა და რას ვშვები ახლა? გვერდითი ყლორტები შევამოკლე, დაახლოებით 2 მტკაველი დავუტოვე, არ ვიცი რა სიგრძეზე გადავჭრა და თუა ახლა მაგის დრო

Posted by: maverick16 6 Jun 2018, 14:02
Zmuzu
ყველა ერთწლიანი ტოტი უნდა დაამოკლო ნახევარი მეტრიდან ერთ მეტრამდე სიმაღლეზე, როგორც მოსახერხებელია და მერე რასაც ამოიტანს 4-5 ტოტს ისინი გაუშვა 1.8 მეტრამდე და თავები გადააჭრა ხოლმე, თავებს რო გადააჭრი იქვე გამოიტანს გვერდითა ტოტებს ეგენი 30 სანტიმეტრზე გადაჭერი. 1 წლიან ტოტებზე მთელი ზაფხული კონტროლი მოგიწევს დრო და დრო

Posted by: Zmuzu 6 Jun 2018, 22:09
maverick16
ჩემ მაყვალს, რომელიც 2 მეტრზე მაქვს გადაჭრილი, გამობმული აქვს. ახალი ამონაყრები, ზოგან 2 და ზოგან კი 3, გასცდა 3 მეტრს და გადაწვა. ეგ შევამოკლო 1 მეტრამდე? ჩემი, ვერტიკალურად ზრდის ჯიშია. საბოლოოდ, ახალი ამონაყარი რამდენი დავტოვო?

Posted by: shuma89 6 Jun 2018, 23:36
როგორ მრავლდება მაყვალი?
ნერგი მინდა და 3 ლარამდე ღირსო.

Posted by: maverick16 7 Jun 2018, 00:37
shuma89
გადაწვენით ან ბუჩქის გაყოფით, კალმებითაც მრავლდება მარა სუსტი ნერგი მიიღება.
Zmuzu
2 მეტრამდე არ უნდა გაგეშვა, ეგ 2 მეტრიანები წლევანდელი ამოსული თუა დაამოკლე 1 მეტრზე, მერე რასაც გამოიტანს ამ გადაჭრილი ტოტიდან ისინი გაუშვი 1.8მდე. ამონაყარი მიწიდან რაც მოდის დამოუკიდებლად ყველა უნდა დატოვო ,მერე გადაჭრა მეტრაზე და ასე შემდეგ. თუ რიგის გარეთაა ან ძირებს შორის შუაშია ამოსული ისინი ამოიღე და ნერგად გამოიყენე.

Posted by: Zmuzu 7 Jun 2018, 09:09
maverick16
maverick16
QUOTE
ამონაყარი მიწიდან რაც მოდის დამოუკიდებლად ყველა უნდა დატოვო ,მერე გადაჭრა მეტრაზე და ასე შემდეგ. თუ რიგის გარეთაა ან ძირებს შორის შუაშია ამოსული ისინი ამოიღე და ნერგად გამოიყენე.

საბოლოოდ რამდენი ტოტი დავტოვო ბუჩქზე მომავალი წლისთვის? წინასწარ მადლობა

Posted by: maverick16 7 Jun 2018, 10:13
Zmuzu
მაქსიმუმ 7 ტოტი უნდა დარჩეს ერთწლიანი.

Posted by: Zmuzu 7 Jun 2018, 13:22
maverick16
QUOTE
Zmuzu
მაქსიმუმ 7 ტოტი უნდა დარჩეს ერთწლიანი.

ვერტიკალურად იზრდება და როგორ უნდა გადავანაწილო, რომ არ აიბურდოს?
QUOTE
კალმებითაც მრავლდება მარა სუსტი ნერგი მიიღება.

შემდეგ წელს მაინც ამოდის მსხვილი ტოტი, უბრალოდ 1 წელი იკარგება, რაც ცუდია

Posted by: maverick16 7 Jun 2018, 13:45
Zmuzu
QUOTE
ვერტიკალურად იზრდება და როგორ უნდა გადავანაწილო, რომ არ აიბურდოს?

ვერტიკალურად კი იზრდება უნდა გაშალო, ისე რო რიგებს შორის შეავსო ადგილი

Posted by: Zmuzu 8 Jun 2018, 12:03
maverick16
QUOTE
ვერტიკალურად კი იზრდება უნდა გაშალო, ისე რო რიგებს შორის შეავსო ადგილი

სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცით 2-ს ვტოვებდი (( თუ არ ვცდები ერთერთი აგროკავკასიაა.
მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის.

Posted by: maverick16 8 Jun 2018, 12:59
Zmuzu
არასწორია, 2 დატოვებ და მომავალ წელს მარტო 2 გექნება მსხმოიარე

Posted by: akkai 8 Jun 2018, 20:37
QUOTE (maverick16 @ 6 Jun 2018, 11:30 )
user posted image ეგეც ჩემი მაყვალი თივის მულჩირებით

მერამდენე წელია რაც დარგული გაქ ?

ეს ჩემი.გაზაფხულზე ჩავყარე ნერგი

Posted by: sowRon 8 Jun 2018, 23:50
QUOTE (akkai @ 8 Jun 2018, 20:37 )
QUOTE (maverick16 @ 6 Jun 2018, 11:30 )
user posted image ეგეც ჩემი მაყვალი თივის მულჩირებით

მერამდენე წელია რაც დარგული გაქ ?

ეს ჩემი.გაზაფხულზე ჩავყარე ნერგი

წვეთოვნის შლანგი პირველ პირ მავთულზე დაამაგრო ეცადე და მიწაზე არ იყოს.....

Posted by: akkai 8 Jun 2018, 23:57
sowRon
ეს მე მომწერე ალბათ ხო?

კი აწეული გვაქ უკვე წვეთოვანის შლანგი ზემოთ.

Posted by: sowRon 9 Jun 2018, 00:02
ძაან კარგი თუ აწიე.....
წარმატებები ✌

Posted by: maverick16 10 Jun 2018, 11:42
akkai
ეგ არი მეორე წლის მაყვალი
sowRon
შლანგს რაც შეეხება მე საერთოდ არ მაქ წვეთოვანი მარა რატო უნდა იყოს მაღლა?

Posted by: akkai 10 Jun 2018, 13:29
maverick16
შემოთოხვნის დროს ხელს უშლის.
მე ამ .კზეზის ვამო ავწიე და სხვა მიზეზი თუა გავითვალისწინებ

Posted by: Zmuzu 10 Jun 2018, 14:18
თბილისის რომელ ბაზაზე ბარდება მაყვალი და რამდენად იბარებენ?
* * *
akkai
sowRon
შავ მოცხარზე რა აზრის ხართ, ღირს მოშენება? თუა ბაზარზე მოთხოვნა

Posted by: maverick16 10 Jun 2018, 22:43
akkai
დააფარე თივა და ნუ წვალობ თოხნაზე. გაზაფხულზე ვაფარებ სქლად და მერე მინიმუმ 4 გათოხნას ვიცდენ თავიდან პლიუს მორწყვა ჭირდება 2 ჯერ ნაკლები მულჩირებულს

Posted by: sowRon 13 Jun 2018, 09:29
QUOTE (maverick16 @ 10 Jun 2018, 11:42 )
akkai
ეგ არი მეორე წლის მაყვალი
sowRon
შლანგს რაც შეეხება მე საერთოდ არ მაქ წვეთოვანი მარა რატო უნდა იყოს მაღლა?

თაგვიც ჭამს, და მიწაზე როა დაგდებული, შეიძლება ტალახით გაიბიდნოს იმ ადგილებში, საიდანაც წყალი წვეთავს....

Posted by: maverick16 18 Jun 2018, 12:31
sowRon
თაგვი რას ჭამს კაცო პლასმასის შლანგს? ეგ მაღლა დაკიდებული უფრო გაფუჭდება მზისგან

Posted by: Zmuzu 18 Jun 2018, 23:25
maverick16
QUOTE
გვერდითა ტოტებს ეგენი 30 სანტიმეტრზე გადაჭერი. 1 წლიან ტოტებზე მთელი ზაფხული კონტროლი მოგიწევს დრო და დრო

სიმაღლეში როდის დაიწყებს ზრდას? ბარემ აქვე გკითხავ - შავი მოცხარის გაშენება თუ ღირს? კოწახურიც ადვილად მრავლდება

Posted by: maverick16 19 Jun 2018, 10:19
Zmuzu
გაზაფხულიდან შემოდგომამდე სულ იზრდება. მოცხარზე და კოწახურზე არაფერი ვიცი

Posted by: Zmuzu 20 Jun 2018, 08:10
maverick16
ერთმანეთში 1.5 მეტრი გაქვს დაცილებული?

Posted by: maverick16 20 Jun 2018, 10:13
Zmuzu
არ მახსოვს 1,5 ან 1,2 ეგაა მაგის მაქსიმუმი და მინიმუმი

Posted by: SoSeLa 20 Jun 2018, 13:21
maverick16
გამარჯობა , რომელი ჯიშია ეგ და რამდენია დაახლოებით მოსავლის რაოდენობა, ზევით იკითხეს მაგრამ პასუხი არაა, სად ხერხდება ჩაბარება და რა ფასში?

Posted by: maverick16 20 Jun 2018, 15:21
SoSeLa
აქაც გიპასუხებ სხვებმა რო ნახონ, ჯიში სამმაგი გვირგვინი, სრული მოსავალი ჰექტარზე მესამე წელს 10-15 ტონა, შარშან ნავთლუღის ბაზარზე 3 ლარად იბარებდნენ მეტი ამ ეტაპზე არ ვიცი წელს პირველი მოსავალი მექნება, მცირე რაოდენობით.

Posted by: sowRon 21 Jun 2018, 09:35
QUOTE (maverick16 @ 18 Jun 2018, 12:31 )
sowRon
თაგვი რას ჭამს კაცო პლასმასის შლანგს? ეგ მაღლა დაკიდებული უფრო გაფუჭდება მზისგან

თაგვი რომ ყველაფერს ღრნის არ ახალია ეგ....

Posted by: romka 23 Jun 2018, 12:43
გამარჯობათ მაყვლის შესახებ მაინტერესებს ყველაფერი, მაგალითად როგორ მოვლას საჭიროებს დარგვის წელს ნოემბერში დავრგე triple crown ეს ჯიში მერე ადრე გაზაფხულზე გადავჭერი და ორ ტოტზე მეტი არ ამოიყარა ზოგისგან მსმენია ათ და მეტს იყრისო ალბათ ეს მეორე წელიწადს ხდება ახლა გაზრდილია ღეროები ერთ მეტრამდე დარგვის პირველ წელს როგორი ინტესივობით უნდა მოირწყას ზაფხულის უწვიმარ დღეებში კვირაში რამდენჯერ და რა რაოდენობის წყალია ერთ ძირზე საჭირო და მალე საზრდელად რა შეგაქვთ შიგნით რომ უფრო ძლიერი იყოს მე სასუქის დაყრას ვფიქრობ ამონაყარი ყლორტები ერთ მეტრამდეა გაზრდილი და საჭიროებს გასხვლას თუ როგორ მოვიქცე

Posted by: maverick16 23 Jun 2018, 12:50
romka
რო გადაიჭრება თუ წვიმიანი დღეები არ მოუწია მალევე მაშინ მორწყვა უნდა, ისე ადრე გაზაფხულზე კი არა ჩემთან სადღაც ივნისის ბოლოსკენ მოუწია გადაჭრა, შარშან ივლისი აგვისტო წვიმა საერთოდ არ იყო და 3 ჯერ მოვრწყე, თივით მულჩირება გაუკეთე და ნაკლები წყალი დაგჭირდება წინა გვერდზე გადადი და ნახე როგორ მაქვს.

Posted by: romka 23 Jun 2018, 13:20
maverick16
რა სიმაღლეს ტოვებ ძირიდან და გადაჭრით რა უპირატესობა აქვს ნახერხით რომ გაუკეთო არ წავა ისე 3 ჯერ მორწყვა იკმარა კარგი ნაკეთები გაქვს უხვ მოსავალს გისურვებ
* * *
ადრე გაზაფხულზე გადაჭრის შემდეგ ამოიყარა ორი ძირი და დაახლოებით ერთ მეტრამდეა საჭიროა მათი ეხლა გადასხვლა

Posted by: maverick16 23 Jun 2018, 13:45
romka
კი ეხლა 70 სმზე გადაჭერი და რასაც გამოიტანს ისენი 1.8 მეტრამდე გაუშვი. გასხვა ეგ ამის და მოსავლიანობას ზრდის

Posted by: romka 23 Jun 2018, 13:52
maverick16
ერთ წლიანი ნერგის ფესვთა სისტემა უძლებს ამდენ დატვირთვას თქვენ ასე აკეთებთ პირველ წელს და ტოტი რამდენი გამოაქვს საშუალოდ ცოტა მოვლენებს ვასწრებ მაგრამ ინტერესის გამო ვსვავ ამდენ შეკითხვებს და რამდენი უნდა დაუტოვო
* * *
თქვენი მობილურის ნომერი მითხარით და შეგეხმიანებით
* * *
maverick16ერთმა მითხრა 2 მეტრამდე რომ გაიზრდება მერე გადაჭერი მარტო თავებიო ვეღარ გავიგე როგორ მოვიქცე ესეიგი მინდა რომ კარგ ბუჩქად იქცეს

Posted by: maverick16 23 Jun 2018, 15:40
romka
კი უძლებს კი არა ეგრეა საჭირო, შენ როგორც გითხრეს მასე იქნება დაბალ მოსავლიანი, რო გადაჭრი სადღაც 4 მაინც გამოაქ

აესეთ პონტში გააკეთებ https://a.radikal.ru/a07/1806/f8/04f89b9a2fdc.jpg

Posted by: romka 23 Jun 2018, 15:49
maverick16
გასაგებია გაიხარე და სასუქი რომ მივაყარო ყლორტის უკეთ გაზრდისთვის ხო არ გააფუჭებს მორწყვით როგორ რწყავ წვეთოვანი ვეღარ დავაყენე

Posted by: maverick16 23 Jun 2018, 16:05
აესეთ პონტში იქნება, მორწყვით წვეთოვანი სასურველია მარა მე ჩვეულებრივ მიგდებით ვრწყავ
user posted image

Posted by: romka 23 Jun 2018, 16:09
maverick16
ამონაყარ უნდა გაუშვა 1.80 და მერე თავები გადაჭრა

Posted by: maverick16 23 Jun 2018, 17:59
romka
მოიცა უკეთესად გავაკეთებ აესე იქნება პირველ წელს, ყავისფერი არი ის ნერგი რომელიც დაირგვება გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, მერე კვირტებიდან გამოიტანს ახალ ტოტებს, რომელიც გადაიჭრება 70 სმზე და შემდეგ მაქედან წამოსული ტოტები უკვე 1.8ზე. ზემოთ სურათი რაც დავდე ის გამოდგება შემდეგ წელს მიწიდან ამოსულ ამონაყარზე.
* * *
user posted image

Posted by: akkai 23 Jun 2018, 18:17
მოსავალი მაქ უკვე smile.gif
გაზაფხულზე დარგულია და ამით ვიმშვიდებ თავს თორე უფრო დიდ ნაყოფს ველოდი.

Posted by: maverick16 23 Jun 2018, 20:30
akkai
ეგ ისაა პირველივე წელს ისხავსო? მე მგონი არ გავს პირვეწელს მსხმოიარეს, ცოტაა ძაან.

Posted by: romka 23 Jun 2018, 21:36
maverick16
ერთი ძირი ამდენ დატვირთვას გაუძლებს ნუ რა მაინტერესებს ზემოთა ტოტები წელსვე უნდა გადაიჭრას

Posted by: maverick16 23 Jun 2018, 21:40
romka
კი წელსვე უნდა გადაიჭრას

Posted by: romka 23 Jun 2018, 21:48
maverick16
გასაგებია ძმა უკვე გავიგე თუ როგორ უნდა გავაკეთო გაიხარე
* * *
maverick16
შენ რომ გაქვს სურათი დადებული მეორე წლისაა თუ რამდენის

Posted by: Nat_asha 25 Jun 2018, 11:13
ცნობისთვის მოცვში 11.50 მივეცი 1 კგ-ში მარკეტში.
მოცხარი 7.50

Posted by: barka.2 25 Jun 2018, 11:33
მაყვლის რქები ჩავყარე წელს ასხია უკვე.
ნაყოფი გავაცალო ?
ფესვის განვითარებას ხომ არ შეუშლის ხელს

Posted by: maverick16 25 Jun 2018, 15:07
romka
კი მეორე წლისაა
barka.2
თუ ფოთოლზე არ ეტყობა რო უჭირს, არ შეუშლის ხელს.

Posted by: romka 25 Jun 2018, 16:46
maverick16
გასაგებია კარგად დატოტილია და ყვავილიც ბლომად აქვს

Posted by: akkai 27 Jun 2018, 07:53
QUOTE (maverick16 @ 23 Jun 2018, 20:30 )
akkai
ეგ ისაა პირველივე წელს ისხავსო? მე მგონი არ გავს პირვეწელს მსხმოიარეს, ცოტაა ძაან.

რაოდენობა შეილება ცოტაა მაგრამ ნაყოფის ზომა როგორია?
პატარაა ეს3ც ?

Posted by: Zmuzu 27 Jun 2018, 13:17
Nat_asha
QUOTE
მოცხარი 7.50

მოცხარის მოშენება მინდა და ვერ გადამიწყვეტია, ღირს თუ არა.
წითელი ღირდა ეგ ფასი?

Posted by: Nat_asha 27 Jun 2018, 13:56
Zmuzu
კი, 2 კვირის წინ 9.50 ღირდა. ოღონდ მარკეტში , ასაღები ფასი რა არის არ ვიცი. მე ცემი შვილისთვის ვყიდულობ, შაქარმოყრილს კარგად ჭამს

Posted by: bavaria87 27 Jun 2018, 14:42
გამარჯობათ, ჟოლოს ფასი ბაზარში ძალიან დავარდაო გავიგე და როგორც მითხრეს გორის ბაზარში დიდი ტრაილერით ყიდიან ჟოლოს 1 კილოს 2 ლარადო და მართალია ეს ინფო? შემოტანილი ხომ არაა სხვა ქვეყნიდან იაფად? თუ ასეა მაშინ ყოჩაღ ამ მთავრობას და ქვეყანას. 10 წელი ეწვალო, რაღაც მეურნეობა გამართო და ერთ დღეს ასე ყველაფერი ვიღაცამ დაგიმარხოს მიწაში.

Posted by: Nat_asha 27 Jun 2018, 15:50
bavaria87
ეგეთი არაფერი გამიგია, ბაზარში არაფერი გაიაფებული არაა, მაღაზიაში ისევ 11 ლარი ღირს და 2 ლარად არ გამიგია ნამდვილად

Posted by: Zmuzu 27 Jun 2018, 17:44
bavaria87
QUOTE
გამარჯობათ, ჟოლოს ფასი ბაზარში ძალიან დავარდაო გავიგე და როგორც მითხრეს გორის ბაზარში დიდი ტრაილერით ყიდიან ჟოლოს 1 კილოს 2 ლარადო და მართალია ეს ინფო? შემოტანილი ხომ არაა ს

ვიცი. რომ თბიილისში არ გაიაფებულა. დასავლეთში, იმერეთში გუშინ გავყიდე სახლიდან 5 ლარად. ბაზარში 4-ად იბარებენ. ბათუმში უფრო ძვირი იქნება

Posted by: Nat_asha 27 Jun 2018, 17:54
Zmuzu
თბილისში კიდევ უფრო ძვირი, მაგას ტრანსპორტირების ხარჯს დაუმატებენ და კიდევ მოგებასაც და 7-8 ლარი მაინც გამოვა ჩასაბარებელი ფასი თბილისში მინიმუმ. ამიტომ თბილისთან აახლოს ვინცაა ის მომგებიან ვარიანტშია

Posted by: kaxaberski66 27 Jun 2018, 19:16
თბილისში ნათლუხის ბაზარში 4ლარი ღირს კილო.

Posted by: levani169 27 Jun 2018, 19:53
Nat_asha
QUOTE

თბილისში კიდევ უფრო ძვირი, მაგას ტრანსპორტირების ხარჯს დაუმატებენ და კიდევ მოგებასაც და 7-8 ლარი მაინც გამოვა ჩასაბარებელი ფასი თბილისში მინიმუმ.

QUOTE
თბილისში ნათლუხის ბაზარში 4ლარი ღირს კილო.

აი,რომ გეუბნები ხოლმე რომ ზედმეტად ოპტიმისტურად უყურებ აგრაგულ ბიზნესრისკებს მეთქი,ხედავ რომ ისევ სცდები თან სულ რარაც 90-იოდე %-ით ფასში,გვენდე და დაგვიჯერე ბებერ (აგრარიკოს) ლომებს! biggrin.gif

Posted by: maverick16 27 Jun 2018, 21:01
akkai
ზომა კარგია უბრალოდ პირველწელს მსხმოიარე ჯიში არ არის მოგატყუეს, ეგ დაისხა იმ ტოტმა რომელიც ნერგს უკვე ქონდა ხო ეგრეა? პირველს მსხმოიარე მაყვალი მიწიდან ამოსულ ერთწლიან ტოტებზე ისხავს პირდაპირ. თან კიდე ჯიში მითხარი როგორც მახსოვს იაპონური გიგანტი რომელზეც ინტერნეტში ვერაფერი ვნახე, მარცვალი მაგრად გავს სამმაგ გვირგვინს

kaxaberski66
QUOTE
თბილისში ნათლუხის ბაზარში 4ლარი ღირს კილო.

ხო ორი კვირის წინ 5 ლარი ღირდა, იტოგში ადგილზე წარმოებული პროდუქცია იაფდება და შემოტანილი ძვირდება ესაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.

Posted by: bavaria87 27 Jun 2018, 22:24
QUOTE (kaxaberski66 @ 27 Jun 2018, 19:16 )
თბილისში ნათლუხის ბაზარში 4ლარი ღირს კილო.

4 ლარად თუ ვაჭარი ყიდის, მაშინ ეგ 3 ლარად ჩაიბარებდა. 80 თეთრი კილოზე მაინც მკრეფავს უნდა მისცე და რაღა გამოგდის 1 კილო 2 ლარი? ეგეც კარგი თუ მოიყვანე და არ გაფუჭდა, ან მკრეფავმა არ გააფუჭა. მოკლედ ამ ქვეყანაში არაფრის ბიზესი არ ღირს სოფლის მეურნეობაში მგონი გარდა საქონლისა.

Posted by: levani169 27 Jun 2018, 22:41
bavaria87
QUOTE

4 ლარად თუ ვაჭარი ყიდის, მაშინ ეგ 3 ლარად ჩაიბარებდა. 80 თეთრი კილოზე მაინც მკრეფავს უნდა მისცე და რაღა გამოგდის 1 კილო 2 ლარი?

ტრანსპორტირება გამოგრჩა,ნავთლუღშივე ხომ ექნება გლეხს პლანტაცია და! biggrin.gif

Posted by: bavaria87 27 Jun 2018, 22:58
QUOTE (levani169 @ 27 Jun 2018, 22:41 )
bavaria87
QUOTE

4 ლარად თუ ვაჭარი ყიდის, მაშინ ეგ 3 ლარად ჩაიბარებდა. 80 თეთრი კილოზე მაინც მკრეფავს უნდა მისცე და რაღა გამოგდის 1 კილო 2 ლარი?

ტრანსპორტირება გამოგრჩა,ნავთლუღშივე ხომ ექნება გლეხს პლანტაცია და! biggrin.gif

ეს იმათ წაიკითხონ აქ დიდ გეგმებს რომ აწყობენ ხოლმე და ზოგი ვაკეში, თბილი სავარძელში მოკალათებულიც რომ მოძღვრავს მიდი ძმა მომგებიანია, 8 ლარი ღირს კილოვო. არადა ასეთ ხალხს დარწმუნებული ვარ ბარიც კი არ აქვთ დარტყმული მიწაზე.

Posted by: shuma89 28 Jun 2018, 19:53
ყველაფერი იმის ბრალია რომ მთავრობა არაფერს აკეთებს შემოტანილი პროდუქციის გასაძვირებლად, იმიტო რო თავად შემოაქვს რომელიმე ჩინოვნისკს ალბათ.

ამერიკამ ჩვენს რუსთავის უნაკერო მილების იმპორტს რა გაუკეტა ნახეთ?
40 პროცენტიანი ფასნამატის სახით გაუკეთა გადასახადი.
რომ შინაური წარმოება რაც აქვთ იმათ ფასს დაწეოდა, ახლა მარტო ხარისხის გამო აარჩიეთო.
ხო შეიძლება ჩვენთანაც გააკეთონ ეგრე, დაადონ მაგალითად შემოტანილ სოფლის მეურნეობის პროდუქტს გადასახადი ისე, რომ დაეწიოს აქაური ნაწარმის ფასსს და ეგ იქნება.


Posted by: akkai 29 Jun 2018, 07:07
maverick16
არ ვიცი.შეილება #####უვდი.არ გამოვრიცხავ.
ჯერ მიმასწავლეს და რო მივედი მერე ვნახე ეს განცხადება.

იყიდბა (შემოდგომა,გაზაფხულით)უეკლო გიგანტი მაყვლის ფესვიანი ნერგები.კულტურა მუშაობს როგორც რიადზე(შპალერზე)ასევე ხეივანზე(ტალავერზე).არ საჭიროებს არანაირ შეწამლას,არ ეკარება არანირი მავნებელი.ნაყოფი 4ჯერ დიდია ჩვეულებრივთან შედარებით.გამოირჩევა განსაკუთრებული სიტკბოთი და არომატით,იდეალურია საკამპოტედ,სამურაბედ და ჯემის მოსამზადებლად.ასევე სარფიანია ბიზნესის განხრით:1კგ-ს საბითუმო ფასია 5ლ.
ამჟამად ვიღებ შეკვეთებს.მცენარის გადარგვა ხდება შემოდგომა-გაზაფხულით
---------------------------------------------------------------------------


.გადარგვა დაწყებულია!
ნერგის ამოღება გრძელდება.
უეკლო გიგანტი მაყვალი.25-30ტ.ჰექტარზე.ნაყოფი ტკბილი და არომატული.ნერგი გამოყვანილია გადაწვენით და არა დაკალმებით!
უმაღლესი ხარისხი!
ფასი 2-4ლ.რაოდენობის და სიძლიერის მიხედვით.


ფოტოც ეს 1ონდა დართული.

Posted by: Nat_asha 29 Jun 2018, 09:43
levani169
არანაირად არ ვცდები კაცო ნავთლუღში შეიძლება 4 ლარი ღირს მაგრამ დიღომში 10 ლარი ღირს მე ვყიდულობ ხოლმე ბავშვისთვის და ვიცი. ვიღაცამ დიდი რაოდენობით მოიყვანა და მყიდველი არ ყავდა, რომ არ გაფუჭებოდა შეიძლება დაბალ ფასში აბარებს. შარშან ნავთლუღში 7 ლარად ვყიდულობდი სეზონზე. წელს არ ვყოფილვარ. სწორედ არასწორი მარკეტინგის , უფრო სწორედ მარკეტინგის არ ცოდნის გამო ერთმა კაცმა შეიძლება ბევრს გაუფუჭპს საქმე. თუ საორიენტაციო მყიდველი არ გყავს წინასწარ და მტელი გაზაფხული მარკეტინგით არ ხარ დაინტერესებული და მოგყავს 900 ტონა ჟოლო, მასე მოგიწევს მერე 2 ლარად ჩაბარება smile.gif
ეგ ყველაფერი მთავრობის ბრალია რომ არ ახდენს ინფორმირებას ფერმერების, არც მარკეტინგის გამართვაში ეხმარებიან. ძალიან თავისუფლად შეუძლია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩადოს დიდი რაოდენობით თანხა. მოამზადოს 1000-ობით დაუსაქმებელი ახალგაზრდა მარკეტინგში და სახელმწიფომ უხადოს 1-2 წელი ხელფასი რომ ამ გლეხებს დაეხმარონ კლიენტებსი მოძიებასა და პროდუქციის გაყიდვაში. ამის შემდეგ ფერმერი დაინახავს რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფერმერისთვის გაყიდვებს და როგორი მომგებიანია ოდესაც ხარ პირველი ხელი და პირდაპირ შენგან ყიდულობს გამყიდველი, 2 ლარის მაგივრად ყიდი 5-6 ლარად, ისიც ყიდს 7-8 ლარად. ამით მოოგებულია ყველა. ფერმერი ფიქრობს რომ გაყიდვების აგენტი რომ დაიქრიაოს და ფული უხადოს სისულელეა და ფულის გადაყრა და ამიტომ ურჩევნია თითონ გაყიდოს, მაგრამ გაყიდვას ცოდნა და მიდრეკილება უნდა, ეგრე არაა რომ გინდა მარტო. ამის შემდეგ ხდება ის რომ ვერ ყიდის და აბარებს კაპიკებში smile.gif
აი ესეა საქმე. კოოპერატივები რომ გაკეთდეს და დაიქირაონ გაყიდვების აგენტები, ბევრად კარგად იქნება საქმე დამიჯერე. გაყიდვების აგენტს მცირე ფიქსირებული და გაყიდვებიდან პროცენტული ბონუსური ხელფასი ენიშნება და ამიტომ მოტივირებულია გაყიდვების რაოდენობაზე. სწორედ ესეთი სისტემები არეგულირებენ ბაზარზე ფასებს და სტაბილურს ხდიან. დღს კიდე ზოგან 2 ლარი ღირს და ზოგან 10 ლარი. აი ესაა რეალობა.
* * *
bavaria87
QUOTE
ეს იმათ წაიკითხონ აქ დიდ გეგმებს რომ აწყობენ ხოლმე და ზოგი ვაკეში, თბილი სავარძელში მოკალათებულიც რომ მოძღვრავს მიდი ძმა მომგებიანია, 8 ლარი ღირს კილოვო. არადა ასეთ ხალხს დარწმუნებული ვარ ბარიც კი არ აქვთ დარტყმული მიწაზე.

შეატ

მე თუ მგულისხმობ ბარიც დარტყმული მაქვს და თოხიც biggrin.gif და აც რეალურად ბაზარში ფასებია იმას ვამბობ. ვცხოვრობ დიღომში და როდესაც ვყიდულობ პროდუქტს ფასსაც ვწერ ხოლმე რომ იცოდნენ რეალურად რა მივეცი ^_^ ასე რომ მე არავის არ ვმოძღვრავ. გვერდიგვერდ ერთიდაიგივე მიმართულების მაღაზიიდან ერთი შეიძლება გაკოტრდეს და მეორე გამდიდრდეს და ეს იმისი დამსახურებაა ვინ როგორ ამუშავებს. ეს კონკრეტულად გაყიდვებზე მაქვს საუბარი და მოსავლის მოსავლიანობას არ ვეხები, თუმცა მანდაც არის ბევრი ფაქტორი.. ასე რომ ვისაც გონია რომ არაა მომგებიანი ნუ გააკეთებს და ვისაც გონია რომ მომგებიანია, მარტო გაკეთება არ შველის საქმეს, უნდა შესაბამისად იმოქმედოს, რადგანაც ქვეყანა აწყობილი არ არის, ამიტომ ყველაფრის კეთება თითონ მოგიწევს და ეს თავიდანვე უნდა გქონდეს გააზრებული და ქათამივით კვერცხი რომ მოგადგება მაშინ კი არ უნდა დაიწყო კაკანი biggrin.gif

Posted by: Zmuzu 1 Jul 2018, 19:21
akkai
მოთეთრო, კონკრეტულად ღია ყავისფერი ლაქები მაყვალზე ნაცარია?

Posted by: akkai 2 Jul 2018, 00:27
Zmuzu
არა.
მე როგორც ვიცი მაყვალს არ უჩნდება ეგ დაავადება.
უფრო თხილს და ხილს.
დღევანდელი ფოტო

maverick16
ვინც მოგვუიდა იმასთან ვიყავი დღეს და მოვლა დაგვიწონა.
არ გაქვთ კარგი გათოხნილი და მორწყვა დააკელითო.
შეილება თავს იპრავებს შეილება მართალიცაა.
ისე მორწყვა დავაკელით ნამდვილად (ოღონდ ეს არ მითქვამს მისთვის biggrin.gif )

Posted by: permer 2 Jul 2018, 11:54
maverick16
წელს, მაისში ჩავყარე 1 ჰა-ზე ჩესტერი.
ვერ მოვრწყე როგორც საჭიროა და ცოტა, მეოთხედი გამიხმა.

akkai- ის სურათზე როა იმხელა ნაზარდი არააქვს, მაგრამ ასხია ალაგ-ალაგ.
ჯერ არ მწიფს.
მომავალ წელს რისი იმედი მქონდეს, ნივიღებ შემოსავალს?
1 კვირაა წვეთოვანი დავდე.
მკვებავი რა მივცე?

Posted by: maverick16 2 Jul 2018, 14:19
permer
მიიღებ რათქმაუნდა მორწყვა არ უნდა დააკლო ოღონდ. წვიმა როცა არ მოდის და ესეთი სიცხეა 2 კვირაში ერთხელ მაინც კარგი მორწყვა უნდა.
akkai
გადახედე წინა გვერდებზე სურათი მიდევს თივა მაქვს დაფარებული არც თოხვნა უნდა და არც იმდენი მორწყვა.

Posted by: jjj 2 Jul 2018, 16:01
QUOTE (maverick16 @ 2 Jul 2018, 10:19 )
akkai
გადახედე წინა გვერდებზე სურათი მიდევს თივა მაქვს დაფარებული არც თოხვნა უნდა და არც იმდენი მორწყვა.

თივის მულჩით სარეველების პრობლემა მოხსნილი გაქვს? ვეღარ ამოდის საერთოდ?

Posted by: Zmuzu 2 Jul 2018, 18:01
maverick16
QUOTE
მიიღებ რათქმაუნდა მორწყვა არ უნდა დააკლო ოღონდ. წვიმა როცა არ მოდის და ესეთი სიცხეა 2 კვირაში ერთხელ მაინც კარგი მორწყვა უნდა.

ე.ი. ზედმეტი მომირწყავს, ყველა მესამე დღეს. ალბათ, მაგან გადამიყავისფრა ნაყოფი

Posted by: maverick16 2 Jul 2018, 20:36
jjj
QUOTE
თივის მულჩით სარეველების პრობლემა მოხსნილი გაქვს? ვეღარ ამოდის საერთოდ?

მოხსნილია ფაქტიურად პირველ წელს რო დავაფარე აქა იქ ამოვიდა ის სარეველა რომელმაც სიბნელეში გაქაჩა მაინც, მარა ძაან სუსტად იყო მაყვალს ვერაფერს უზავდა არც მომიგლეჯია და ამ წელს დავამატე თივა ვაბშე არ ამოსულა, რაც უფრო სქლად დაადებ უფრო კაია მზეზე იწვება მერე თივა და მეჩხერდება. და მეორე პლიუსი კიდე უფრო კარგი , მორწყვისას ნესტს ინარჩუნებს, აორთქლება ნელ ნელა ხდება და ნაცრის რისკს ამცირებს, ნიადაგი ქერქს არ იკეთებს.

Posted by: permer 2 Jul 2018, 21:37
maverick16
QUOTE
მიიღებ რათქმაუნდა მორწყვა არ უნდა დააკლო ოღონდ.


შენს პირს შაქარი.

პე-ჰაში ძალიან მაღალია = 8.6--8.1
დაწევა შეიძლება, მაგრამ 1 ჰა 3000 ლ ჯდება.
კალიუმი ჭარბად

აზოტი - ფოსფორი ძალიან დაბალი.
ამოფოსი ვიყიდე დღეს, წყალში გახსნილი უნდა დავუსხა.

უკეთესს ხომ ვერ მირჩევთ?

მულჩა ძალიან კარგია სარეველებთან ომისთვის.

Posted by: jjj 3 Jul 2018, 12:19
QUOTE (maverick16 @ 2 Jul 2018, 16:36 )
jjj
QUOTE
თივის მულჩით სარეველების პრობლემა მოხსნილი გაქვს? ვეღარ ამოდის საერთოდ?

მოხსნილია ფაქტიურად პირველ წელს რო დავაფარე აქა იქ ამოვიდა ის სარეველა რომელმაც სიბნელეში გაქაჩა მაინც, მარა ძაან სუსტად იყო მაყვალს ვერაფერს უზავდა არც მომიგლეჯია და ამ წელს დავამატე თივა ვაბშე არ ამოსულა, რაც უფრო სქლად დაადებ უფრო კაია მზეზე იწვება მერე თივა და მეჩხერდება. და მეორე პლიუსი კიდე უფრო კარგი , მორწყვისას ნესტს ინარჩუნებს, აორთქლება ნელ ნელა ხდება და ნაცრის რისკს ამცირებს, ნიადაგი ქერქს არ იკეთებს.

რა სისქეზე უნდა მინიმუმ თივა?

P.S. თივაზე ადრე ერთი მინუსი მითხრეს, რომ სოკოვანი დაავდებების ბუდე ხდებაო, მაგრამ პრინციპში ეგრეც რომ იყოს შეწამვლა მაინც მარტივად მოხსნის მაგ "პრობლემას"...

Posted by: maverick16 3 Jul 2018, 23:26
jjj
რავი ერთ მტკაველზე ალბათ უკვე გამშრალ თივას თუ გამოიყენებ არ იქნება დაავადებები

Posted by: namo 4 Jul 2018, 11:39
პეჰაშის დაწევას რაც შეეხება. რაჭაში არის კარიერები და იყიდება თაბაშირი მაგრამ ფხვნილივით არ არის უფრო ქვებივითაა - როგორ ფიქრობთ ეგ რო დავაყარო ნიადაგს და გადავხნა ექნება ეფექტი პეჰაშზე ?
გამყიდვლმა მითხრა საბოლოო ჯამში ერთ ორ წელიწადში ეგ თაბაშირის ქვები მაინც დნებაო - მართლა დნება ასე ხომ არ იცით ?

Posted by: Nat_asha 4 Jul 2018, 11:56
namo
თაბაშირი ოდნავ სველზეც ეგრევე იკვრება და ქვავდება. ცემენტში იყენებენ და ნიადაგიდან თაბაშირი რომ აითვისებოდეს ეჭვი მეპარება. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ სავარუდოდ ვერ აითვისებს. როგორ უნდა დაიშალოს ნიადაგში თაბაშირის ქვები არ ვიცი, პირიქით შეიკვრება ჩემი აზრით. თუ ფხვნილის სახით მოაფრქვევ ეგ სხვა არის, მაგრამ ქვები ეჭვი მეპარება მე პირადა და არ ვიცი. ვინც იცის ალბათ გეტყვის კომპეტენტურ პასუხს. ისე თაბაშირს რაღაცა სასუქის ვარიანტში რომ იყენებენ ეგ ვიცი, მაგრამ რაღაცა მინარევების სახით , შეერეულს მგონი.

Posted by: levani169 4 Jul 2018, 13:47
QUOTE (namo @ 4 Jul 2018, 11:39 )
პეჰაშის დაწევას რაც შეეხება. რაჭაში არის კარიერები და იყიდება თაბაშირი მაგრამ ფხვნილივით არ არის უფრო ქვებივითაა - როგორ ფიქრობთ ეგ რო დავაყარო ნიადაგს და გადავხნა ექნება ეფექტი პეჰაშზე ?
გამყიდვლმა მითხრა საბოლოო ჯამში ერთ ორ წელიწადში ეგ თაბაშირის ქვები მაინც დნებაო - მართლა დნება ასე ხომ არ იცით ?

კირში გერევა თაბაშირი,კირია სიმჟავის გასანეიტრალებელი და ქვების (გამომწვარი ქვა) სახით.

ისე კი გიპსოკარდონის ფილები რომ დააგოთ ნაკვეთში? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: namo 4 Jul 2018, 13:51
Nat_asha

QUOTE
ისე თაბაშირს რაღაცა სასუქის ვარიანტში რომ იყენებენ ეგ ვიცი, მაგრამ რაღაცა მინარევების სახით , შეერეულს მგონი.

სასუქი როგორც ასეთად არ ითვლება თაბაშირი - იყენებენ ჭარბ კირიანი ან ბიცობი ნიადაგების ასე ვთქვათ "გამოსასწორებლად" რომ ამ მინერალების სიჭარბებებ მცენარე არ დათრგუნოს.
* * *
levani169
QUOTE
კირში გერევა თაბაშირი,კირია სიმჟავის გასანეიტრალებელი და ქვების (გამომწვარი ქვა) სახით.

ისე კი გიპსოკარდონის ფილები რომ დააგოთ ნაკვეთში?

არ მერევა

კირს იყენებენ მჟავე ნიადაგებზე - დასავლეთ საქართველოში მაგალიტად.

ხოლო ტუტე ნიადაგებზე გამოიყენება გოგირდი ან თაბაშირი - (კიდევ სხვა რაღაცეებიც გამოიყენება) პეჰაშის დასარეგულირებლად


Posted by: Nat_asha 4 Jul 2018, 15:06
namo
საერთოდ სასუქი მიწის გამოსასწორებლად არის, საკვებად რისგანაც უკეთეს ნიადაგს იღებენ. თაბაშირი ნიადაგს კვებავს კალციუმით მაგრამ PH-ს არ ზრდის. ასე რომ თაბაშირი შეიძლება კალციუმის სასუქად ჩაითვალოს smile.gif

Posted by: namo 4 Jul 2018, 15:30
QUOTE
საერთოდ სასუქი მიწის გამოსასწორებლად არის, საკვებად რისგანაც უკეთეს ნიადაგს იღებენ. თაბაშირი ნიადაგს კვებავს კალციუმით მაგრამ PH-ს არ ზრდის. ასე რომ თაბაშირი შეიძლება კალციუმის სასუქად ჩაითვალოს


პეჰაში ჩამოყავს დაბლა ტუ არის 9 გახდება 8,5 სიტყვაზე რომ ვთქვათ

გადმოვაკოპირებ სახელმძღვანელოდან

TabaSiris Setanas bicobi niadagebis qimiuri melioraciisaTvis

moTabaSireba ewodeba. bicobi niadagebi xasiaTdebian STanTqmili natumis maRali SemcvelobiT, mtrianobiT, cudi struqturiT, araxelsayreli wylisa da haeraciis reJimiT, tenian pirobebSi Ffuvdebian wylis cudi gamtari da webvadi xdebian. gvalvian pirobebSi imdenad mkvrivdebian, rom SeuZlebelia misi damuSaveba. bicobi niadagebis moTabaSirebiT swordeba yvela es uaryofiTi Tviseba da xelsayreli pirobebi iqmneba mcenareTa da mikroorganizmebis ganviTarebisaTvis.
bicob niadagebze urCeven 1-3 t TabaSiris Setanas, saSualo da Rrma bicobebze 3-5 t, qlorid sulfatur bicobebze 5-8 t, sodian bicobebze 8-10 t da meti.

ასევე გამოიყენებენ კარბონატობის დასარებულირებლად.


Posted by: Nat_asha 4 Jul 2018, 16:12
namo
ვერ გავიგე რაზე ვდავობთ? შენ რაც დაწერე სრულიად არ ეწინააღმდეგება ჩემს დაწერილს და...

Posted by: namo 4 Jul 2018, 17:31
Nat_asha
QUOTE
ვერ გავიგე რაზე ვდავობთ? შენ რაც დაწერე სრულიად არ ეწინააღმდეგება ჩემს დაწერილს და...


რავი... არც არაფერს არ ვდავობთ smile.gif ვსაუბრობთ უბრალოდ.

Posted by: Nat_asha 6 Jul 2018, 21:34
ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ აგარაში გაიხსნა მაყვლის და სხვა ხილის მიმღები პუნქტები. გააქვთ ისრაელში. მაყვლის ჯიშს მნიშვნელობა არ ააქვს, იბარებენ 3.50 ლ-ად. ყავთ თავიანთი მანქანები და ადგილიდან წაიღებენ თითონ. 595-64-39-39 სანდრო აი ეს არის ნომერი. აქვთ შოკ მაცივრები და ყინავენ. ვისაც აინტერესებს შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომერზე და პირადად გაესაუბროთ..

Posted by: Zmuzu 7 Jul 2018, 14:04
Nat_asha
QUOTE
ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ აგარაში გაიხსნა მაყვლის და სხვა ხილის მიმღები პუნქტები

იმერეთისკენ როდის გამოიჩოჩებენ, ხომ არ იცი?

Posted by: Nat_asha 7 Jul 2018, 17:32
Zmuzu
ქარელიდან კი არ იბარებენ, მთელი საქართველოს მასშტაბით მე რამდენადაც ვიცი.

Posted by: permer 8 Jul 2018, 10:32
maverick16
QUOTE
მიიღებ რათქმაუნდა მორწყვა არ უნდა დააკლო ოღონდ. წვიმა როცა არ მოდის და ესეთი სიცხეა 2 კვირაში ერთხელ მაინც კარგი მორწყვა უნდა.


მორწყვა დავაკელი თავიდან, ახლა წვეთოვანი გავაკეთე და 2 ჯერ ვრწყავ კვირაში.
კასპშია და 2 კვირაში 1 ხელ ცოტა მგონია.
შენ სად გაქვს?

კიდო, რამდენი უნდა მოვიდეს 1 ჰა-ზე?

პჰაშია მაღალი= 8.1
კალიუმი ძალიან მაღალი,
აზოტი- ფოსფორი- ძალიან დაბალი.
გიდროამოფოსის შეტანას ვაპირებ.


Posted by: maverick16 8 Jul 2018, 12:14
permer
მე კიდე ვისაც დავავალე ვერ მომირწყა და ნაყოფი გამიფუჭდაა biggrin.gif მულჩირება თუ არ გაქვს კვირაში 2ჯერ აუცილებელიც კი იქნება. ჰექტარზე 10 ტონიდან 15 მდე მესამე წელს

Posted by: Zmuzu 8 Jul 2018, 16:34
maverick16
ერთი, 3-4 წლიანი ბუჩქი რამდენს ისხამს სეზონზე ან ერთ მოკრეფაზე?

Posted by: maverick16 8 Jul 2018, 19:12
Zmuzu
არ ვიცი მეგობარო მეორე წლის მაქვს მე

Posted by: romka 4 Aug 2018, 13:33
akkai
რამე სასუქები შეგაქვს,მაგალითად 242424,ფოსფორი, კალიუმი, ბლექჯეკი, მულტიმასტერი,თუ როგორ ინარჩუნებ ნაყოფს ჩემ ნაცნობს გაუხმა ნაყოფი

Posted by: akkai 4 Aug 2018, 21:37
romka
ფოთლოვანი კვება. ფოსფორი.აზოტი .კალიუმი და ზომიერად წყალი. უფრო ხშირად რო მომერწყა უკეთესი იქნებოდა ალბათ

Posted by: romka 5 Aug 2018, 06:45
akkai
გასაგებია ფოთლოვანი კვებისთვის რას იყენებ მეც მაქვს დარგული და უნდა მივაქციო ყურადყება გაისად რომ ნაყოფი არ დავკარგო წყალი წვეთოვანი გაქვს გაკეთებული ისე ძლიერი გვალვის შემთხვევაში საშუალოდ ორჯერ ან სამჯერ უბდა მოირწყას კვირაში თქვენს სურათში შეშინებულია ნაყოფი ვფიქრობ რომ რაღაცის ნაკლებობის ბრალია, ფოთლოვანი როგორი რაციონით შეგაქვთ?

Posted by: bavaria87 5 Aug 2018, 16:21
გამარჯობათ, ამ საქმეში ვინც ხართ ჩახედულები რეალურად ( ჟოლოს მოყვანა) რამდენი შეკითხვა მაქვს: 1. ჟოლოს მოშენებაზე ვფიქრობ და რამდენად მომგებიანია? სადაა რისკი ამ საქმეში ყველაზე მეტად? 2. 1 ჰექტარზე მინიმუმ რამდენი კილო ჟოლოს დაკრეფა შეიძლება სეზონზე და 3. გასაღების ბაზარი რამდენად პრობლემურია? არის რაიმე კომპანია, ვინც მოვა და ერთიანად წაიღებს? ფასი როგორაა ამ შემთხვევაში?

Posted by: maverick16 5 Aug 2018, 16:34
bavaria87
მეორე მესამე წელს თავის თავი უნდა ამოიღოს, ყველაზე დიდი რისკი არი ამინდი რათქმაუნდა და ყველაზე ძვირი კრეფა, თუ ცხელ მხარეში გეგმავ ან ძალიან საადრეო ჯიში უნდა აიღო რო ივნისის დასაწყისში უკვე მოლეული გქონდეს ან ძალიან საგვიანო ჟოლოს ნაყოფი ფაქიზია და იწვება მზეზე, თან მორწყვაც არ შველის მაყვალისგან განსხვავებით. ჰექტარზე თუ გექნება გასაღების პრობლემა არამგონია გქონდეს სადღაც 5-6 ტონა უნდა აიღო ჯიშს გააჩნია შეიძლება მეტიც. ფასი იქნება 3 ლარიდან ზემოთ

Posted by: bavaria87 5 Aug 2018, 16:41
QUOTE (maverick16 @ 5 Aug 2018, 16:34 )
bavaria87
მეორე მესამე წელს თავის თავი უნდა ამოიღოს, ყველაზე დიდი რისკი არი ამინდი რათქმაუნდა და ყველაზე ძვირი კრეფა, თუ ცხელ მხარეში გეგმავ ან ძალიან საადრეო ჯიში უნდა აიღო რო ივნისის დასაწყისში უკვე მოლეული გქონდეს ან ძალიან საგვიანო ჟოლოს ნაყოფი ფაქიზია და იწვება მზეზე, თან მორწყვაც არ შველის მაყვალისგან განსხვავებით. ჰექტარზე თუ გექნება გასაღების პრობლემა არამგონია გქონდეს სადღაც 5-6 ტონა უნდა აიღო ჯიშს გააჩნია შეიძლება მეტიც. ფასი იქნება 3 ლარიდან ზემოთ

მადლობა პასუხისთვის. სადღაც 3 ჰექტარზე ვფიქრობ გაშენებას ქართლში. ანუ 6 ტონა ჰექტარზე მესამე წელს უნდა მომცეს? ჟოლოსთან შეხება ბავშვობიდან მაქვს, გვიდგას სოფელში და ადრე 2 მიასდზეც გავაშენე, ბავშვობაში, მაგრამ ახლა დიდ მაშტაბზე ვერ ვხვდები ზუსტად რა პერიოდი უნდა მაქსიმალურ შევსაბამდე მიყვანას. 3 ჰექტარზე 18 ტონა გამოდის მოსავალი და სადღაც 50 000 ლარი უნდა შემოიტანოს. ხარჯები (მოკრეფა, შეწამლა, შრომა, წყალი) ალბათ მაქსიმუმ 20 000 ეყოფა წელიწადში ამ 3 ჰექტარზე ხომ?

Posted by: romka 5 Aug 2018, 20:42
maverick16
მაყვლის ნაყოფი გადაურჩა. შენთან გვალვებს ჩემთან რაც ქონდა ნიშანი გამოტანილი გაახმო სიცხემ ისე რამე პრეპარატები არაა რომ დაიცვას ნაყოფი დაწვისგან

Posted by: akkai 6 Aug 2018, 09:18
QUOTE
ისე ძლიერი გვალვის შემთხვევაში საშუალოდ ორჯერ ან სამჯერ უბდა მოირწყას კვირაში

romka
არ ვიცი რომელ რეგიონში გაქ ნაკვეთი მავრამ მაინცნც ბევრი მგონი.
მე 10.დღეში ერთხელ ვფწყვდი გვალვის პერიოდში.

Posted by: maverick16 6 Aug 2018, 09:56
romka
ზოგი გადარჩა ზოგი არა, წყალი უნდა ინტენსიურად ამ დროს
bavaria87
ჯერ გაშენება უნდა დაითვალო მერე ყველაფერი დანარჩენი, ერთ ერთი ძვირი კომპონენტი ვენახის სარია 4 ლარის ფარგლებში ღირს. 6 ტონაზე მეტიც იქნება მესამე წელს

Posted by: bavaria87 6 Aug 2018, 12:50
QUOTE (maverick16 @ 6 Aug 2018, 09:56 )
romka
ზოგი გადარჩა ზოგი არა, წყალი უნდა ინტენსიურად ამ დროს
bavaria87
ჯერ გაშენება უნდა დაითვალო მერე ყველაფერი დანარჩენი, ერთ ერთი ძვირი კომპონენტი ვენახის სარია 4 ლარის ფარგლებში ღირს. 6 ტონაზე მეტიც იქნება მესამე წელს

ვენახის სარი ალბათ ბეტონის ბოძებს გულიხსმობთ ხომ? ვენახებში რაც აქვთ ხოლმე ბეტონის ბოძები. ეგ რათქმაუნდა, პლუს შემოღობვა და გამაშენიანება, რაც საკმაოდ შრომატევადია.

Posted by: namo 8 Aug 2018, 17:11
მეგობრებო ჟოლოს ნერგები ხომ არ გინდათ რომ შეიძინოთ ?

ოღონდ ბლომად

....................................................................................

Posted by: DORO 9 Aug 2018, 19:03
...................................................\სხვა თემაა :დ

Posted by: gig55 10 Aug 2018, 18:59
namo
სად გაქვს ნაკვეთი, როგორ. გადაურჩინე ნაყოფი გვალვებს?რემოტანტული ჟოლო გაქვს?

Posted by: SoSeLa 11 Aug 2018, 20:34
ვინმეს ზედმეტი ინფორმაცია ხომ არ გააჩნია ახალ ჟოლოს ჯიშზე "დიამონდ ჯუბილეე"-ზე ? 2 ჯერ იძლევა მოსავალს წელიწადშიო და სურათებშიც ჩანს რომ ბევრად დიდ ნაყოფს ისხავს.

Posted by: shuma89 11 Aug 2018, 21:55
namo
მე შეიძლება დამჭირდეს, ფასს გააჩნია, 150 ცალის ფარგებში შეიძლება დამჭირდეს.

Posted by: namo 12 Aug 2018, 23:06
gig55
დუშეთისკენ მაქვს ნაკვეთი - სარწყავით ბუნებრივია. მარა წყალი მაინც არ მყოფნის და მიწაც ნამეტანი კარბონატული აღმოჩდა და მირჩევნია რო გავყიდო ეს ნერეგები და სადმე წესიერ ადგილას გაიხარებენ უკეთ.
* * *
shuma89
QUOTE

მე შეიძლება დამჭირდეს, ფასს გააჩნია, 150 ცალის ფარგებში შეიძლება დამჭირდეს.

მე ბევრი მიდა რომ გავყიდო

Posted by: gig55 13 Aug 2018, 07:25
namo
გასაგებია კარბონატულში რა იგულისხმება

Posted by: akkai 13 Aug 2018, 08:04
namo
მიწის ანალიზი წინასწარ არ გქონდა გაკეთებული ?

Posted by: namo 13 Aug 2018, 13:46
QUOTE

მიწის ანალიზი წინასწარ არ გქონდა გაკეთებული ?

მქონდა მარა მარტო რიცხვები საქმეს არ შველის თუ არ გესმის რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
gig55
QUOTE

გასაგებია კარბონატულში რა იგულისხმება

მინერალები ნიადაგში - კირი გლეხურად რომ ითქვას,

Posted by: gig55 13 Aug 2018, 20:15
namo
კირი pH ამაღლებს მგონი

Posted by: namo 14 Aug 2018, 14:36
QUOTE
კირი pH ამაღლებს მგონი

კიბატონო
.... ატუტიანებს

ჰა აბა არავის არ გინდათ ნერგი. წესიერი ნიადაგი თუ გაქვთ გაიხარებს უეჭველი.

Posted by: virus-extra 27 Aug 2018, 13:12
maverick16
პოსტების მიხედვით საკმაოდ ინფორმირებული ჩანხართ smile.gif
პრაქტიკულადაც და თეორიულადაც...
სამმაგი გვირგვინი ( უკელო მაყვალის ჯიში ) გამორჩეულია გემოვნური მახასიათებლით და უხვი მოსავალით...
საორეინტაციოდ რომ ვიცოდე 700 ძირზე რამდენი იქნება საშუალო მოსავალი?
თუნდაც 1 წელს ან 2 წელს smile.gif
უბრალოდ საორიენტაციო ციფრი მჭირდება smile.gif
წინასაწარ მადლობა.
https://www.youtube.com/watch?v=SeDHQsD0zCk

Posted by: gig55 27 Aug 2018, 14:52
virus-extra
მეორე წელს 3 -5 კილო მეოთხე წელს 10 კილო მეხუთე მეექვსე წელს 15 კილო ბუჩქზე კარგი მოვლისა და სწორად გასრხვლის შემთდხვევაში

Posted by: maverick16 27 Aug 2018, 20:00
virus-extra
აგერ რაც გიპასუხეს ეგრეა პრინციპში,


მოდერს მივმართავ თუ ნახავს, ბევრი სხვადასხვა თემა მაყვალზე და მალინაზე იქნებ გააერთიანოს ამ თემაში

Posted by: virus-extra 29 Aug 2018, 15:18
maverick16
gig55
ვინცობა დავკრიფე 10 ტონა , როგორ შევინახო ?
რა პირობები ჭირდება ?
* * *
რამდენიხანი ინახება...
ჩვეულებრივ პირობებში

Posted by: maverick16 29 Aug 2018, 19:34
virus-extra
2-4 დღე უმაცივროდ. 10 ტონა თუ გექნება მოელაპარაკები კლიენტს ბაღიდან იყიდის ეგრევე

Posted by: gig55 29 Aug 2018, 21:39
virus-extra
10ტონაზე შესანახ მაცივარი არ ღირს ,საშუალოდ
40 ან 50 ტონას ზემოთ ღირს

Posted by: SoSeLa 30 Aug 2018, 18:13
gig55
maverick16
ეგ რაოდენობა ნამდვილია ?? 10 -15 კილო ძირზე? ანუ 25ტონა მოვა ჰექტარზე? როგორც ვიცი მაქსიმუმ 12-15 ტონა მოდის

Posted by: gig55 30 Aug 2018, 20:09
SoSeLa
ეს მონაცემები უწერია Triple crown ს კარგად მოვლის შემთხვევაში და დროულად სწორად გასხვლის შემთხვევაში ავა ერთი ბუჩქი 15 კილოზე თუ ამისთვის ხელსაყრელ პირობებს შეუქმნი

Posted by: SoSeLa 30 Aug 2018, 23:52
gig55
კი მეგობარო უწერია მაგრამ არის ვინმე აქ ვისაც მაგდენი მიუღია?

Posted by: gig55 31 Aug 2018, 12:08
SoSeLa
მაგდენი აღარ ვიცი, ისე თუ პირობას შეუქმნი რატო არ უნდა მიიღო საქმეს თუ სწორად აკეთებ ყველაფერი გამოდის მთავარი ცოდნაა

Posted by: SoSeLa 31 Aug 2018, 12:31
gig55
მარტო ეგეც არაა, ამინდები, მიწა და წყალი. ყველაფერზეა დამოკიდებული

Posted by: gig55 31 Aug 2018, 22:49
SoSeLa
მიწის ანალიზი უნდა გააკეთო და რაც ეკლება ამ კენკროვანისთვის უნდა შეიტანო ,წყლის პრობლემაც მოგვარებადია,თუ მდინარის ვარიანტი არაა თქვენს ნაკვეთში ჭა ამოჭერი იყიდე 10 ტონიანი საათში წყლის ნასოსი დადგი ცისტერნები თქვენი ნაკვეთის სიდიდის მიხედვით ,შემდეგ დაამონტაჟე წვეთოვანი ,მთავარი ინტერესია თორე კაცს ყველაფრის მიღწევა შეუძლია

Posted by: SoSeLa 1 Sep 2018, 18:24
gig55
კი ინტერესი შეიძლება გქონდეს მაგრამ ფიზიკურად ვერ მიაღწიო მაგ შედეგს , 15 არ ვიცი მაგრამ 7-10 კილო უკვე უზარმაზარი რაოდენობაა )) რაც შეეხება წყალს, მდინარე არის ჩამოყოლებაზე და + 3 არტეზიული ჭა მაქ შიგნით ნაკვეთზე smile.gif მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ნასოსი და ცისტერნა დამჭირდება თუ შეიძლება პირდაპირ ისე დააყენო ნასოსი რომ მილებში წავიდეს ცისტერნის მაგივრად

Posted by: gig55 1 Sep 2018, 23:01
SoSeLa
იყიდება ქყლის ტუმბოები მდინარე თუ გაქვს ახლოში მდიდარი ყოფილხარ ცისტერნა არ უნდა დაგჭირდესს

Posted by: SoSeLa 1 Sep 2018, 23:59
gig55
რა ფართს გაქაჩავს ეგრე?

Posted by: gig55 2 Sep 2018, 07:02
SoSeLa
მე ეგ არ მაქვს ჩემსკენ მინარე ძალიან შორსაა და არ ვიცი,ისე სიძლიერე განსხვავებული ექნება . vano22 რომ არის მას კითხე გამოცდილია ,მაგ ტუმბოების ამბავში, სად გაქვს ნაკვეთი?
* * *
SoSeLa
https://m.youtube.com/watch?v=yUKuZ03CwGA გადახედე კარგი ვარიანტია ,მოიძიე ინფორმაცია თუ გამოგადგება შენ პირობებში

Posted by: SoSeLa 2 Sep 2018, 13:35
gig55
სამეგრელოში, გაიხარე

Posted by: gig55 2 Sep 2018, 22:32
SoSeLa
გასაგებია ღმერთმა ხელი მოგიმართოს

Posted by: SoSeLa 3 Sep 2018, 13:34
gig55
შენც ასევე მეგობარო smile.gif

Posted by: Zmuzu 5 Sep 2018, 11:45
ჩემი აზრით, ჟოლო და მაყვალი ცალკ-ცალკე თემა უნდა იყოს

Posted by: JorJe 13 Sep 2018, 00:32
გამარჯობა მეგობრებო
ვფიქრობ უეკო მაყვალის ან ჟოლოს მოყვანას, მაქვს 2 წლიანი კაკლის ბაღი და ასე თუ ისე ვიცნობ აგრო ბიზნესს (რბილ სავარძელში მოკალათებული ვაკელი არ ვარ biggrin.gif ).

გადავიკითხე თემები და მაქვს მთავარი კითხვა

რომლის გაშენებაა უკეთესი ჟოლო თუ მაყვალი?

როგორც გავიგე ჟოლოს ფასი უფრო მაღალია, თუმცა მოვლაც უფრო ძვირი ჯდება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჟოლო მსხმოიარობისას ყოველდღე უნდა მოიკრიფოს, მაყვალი თითკმის კვირაში ერთხელ. სხვა არგუმენტები?

საწყისად მსურს 20 მეასედზე გასინვა, რათქმაუნდა მულჩირებით და სავარაუდოდ წვეთოვნით, კახეთში ტენიან ნიადაგზე. PH-ს დავარეგულირებ არაა პრობლემა.


მოკლედ რას მირჩევთ ოღონდ არგუმენტირებულად. მადლობა წინასწარ

აქვე დავთაგავ რამოდენიმე ადამიანს, რომლის აზრიც განსაკუთრებით მაინტერესებს

Zmuzu
akkai
maverick16

Posted by: akkai 13 Sep 2018, 09:23
JorJe
მიწის ანალიზი უნდა გააკეთებიო პირველ რიგში.
და გაარკვევ რომ კულტურასთანაა თავსებადი შენი მიწა.
და მეორე რაც მთავარია წყალი გააქ ნაკვეთში?
მის გარეშე გაგიჭირდება
წელს მაგარი გვალვები იყო და მეც პრობლემა შემექმნა დავაკელი მორწყვა.
ჭკუა ვისწავლე და 2 დღეა წყალი მაქ უკვე უშუალოდ მიწიდან ნაკვეთში.ამაზე უკვე მატორს დავაყენებ და მერე წვეთოვან სისტემაში გავუშვებ
აღარ ვარ სხვაზე დამოკიდებული.

Posted by: JorJe 13 Sep 2018, 11:22
QUOTE (JorJe @ 13 Sep 2018, 00:32 )
გამარჯობა მეგობრებო
ვფიქრობ უეკო მაყვალის ან ჟოლოს მოყვანას, მაქვს 2 წლიანი კაკლის ბაღი და ასე თუ ისე ვიცნობ აგრო ბიზნესს (რბილ სავარძელში მოკალათებული ვაკელი არ ვარ biggrin.gif ).

გადავიკითხე თემები და მაქვს მთავარი კითხვა

რომლის გაშენებაა უკეთესი ჟოლო თუ მაყვალი?

როგორც გავიგე ჟოლოს ფასი უფრო მაღალია, თუმცა მოვლაც უფრო ძვირი ჯდება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჟოლო მსხმოიარობისას ყოველდღე უნდა მოიკრიფოს, მაყვალი თითკმის კვირაში ერთხელ. სხვა არგუმენტები?

საწყისად მსურს 20 მეასედზე გასინვა, რათქმაუნდა მულჩირებით და სავარაუდოდ წვეთოვნით, კახეთში ტენიან ნიადაგზე. PH-ს დავარეგულირებ არაა პრობლემა.


მოკლედ რას მირჩევთ ოღონდ არგუმენტირებულად. მადლობა წინასწარ

აქვე დავთაგავ რამოდენიმე ადამიანს, რომლის აზრიც განსაკუთრებით მაინტერესებს

Zmuzu
akkai
maverick16

აქეთ გვერდზეც გადმოვიტან ბარემ, რომ არ დაიკარგოს
* * *
akkai
QUOTE
მიწის ანალიზი უნდა გააკეთებიო პირველ რიგში.

სავარაუდოდ დღეს გავაკეთებ ანალიზს, პრინციპში მთავარი PH-ია, რომლის დარეგულირებაც შეიძლება უპრობლემოდ

QUOTE
და მეორე რაც მთავარია წყალი გააქ ნაკვეთში?

ნაკვეთის ბოლოში მუდმივი არხია, დიდი.
ერთი პომპა და ეგაა, მაგ მხრივ პრობლემა არ მექნება.

მიუხედავად ამისა, კითხვა მაინც აქტუალურია, რომელი ჯობია და რატომ მაყვალი თუ ჟოლო? smile.gif

Posted by: Nat_asha 13 Sep 2018, 11:50
JorJe
QUOTE
მიუხედავად ამისა, კითხვა მაინც აქტუალურია, რომელი ჯობია და რატომ მაყვალი თუ ჟოლო?

ორივეს თავისი პლიუს-მინუსები გააჩნია.
დავიწყებ განხილვას და თუ რამე შემეშლება შემისწორეთ ვინც იცით რომ არასწორია biggrin.gif
მაყვალი: არის ძლიერ გამძლე კენკროვანი, ადვილად ხარობს, მრავლდება, მედეგია დაავადებების მიმართ, ჯერჯერობით საქართველოში არაა გავრცელებული დაავადეებები და ვისაც აქვს არავინ არ წამლის. მორწყვის გარეშეც ძლებს. ურწყავ და ცხელ ადგილებშიც ხარობ. უმჯობესია არ მოირწყას ვიდრე გადამეტებულად ირწყვებოდეს, რადგანაც ზედმეტი წყლიტ დალპება. მსხმოიარობა დამოკიდებულია, მოვლაზე , მორწყვაზე და ჯიშზე. ტრანსპერტაბელურია, არ არის მალფუჭებადი და ძლებს დიდხანს. ფასი ჟოლოსთან შედარებით დაბალი.
ჟოლო: გემრიელი და სასარგებლო კენკროვანი, არ ხარობს ადვილად, სჭირდება განსაკუთრებული მიწის მჟავიანობა და ტენიანობა, აუცილებელია რწყვა, სასურველია წვეთოვანი სისტემით, რადაგანაც დაწვიმებით მორწყვის შედეგად უჩნდება სხვადასხვა დაავადებები. აქვს სუსტი იმუნიტეტი. საჭიროებს შეწამვლას. არატრანსპორტაბელურია და მალფუჭებადი პროდუქტია და ფუჭდება მალე. ფასი მაყვალთან შედარებით მაღალი.

Posted by: akkai 13 Sep 2018, 11:54
QUOTE
უმჯობესია არ მოირწყას ვიდრე გადამეტებულად ირწყვებოდეს, რადგანაც ზედმეტი წყლიტ დალპება.


ზაფხულში 15 დღეში ერთხელ/
გვალვის პერიოდში 10 დღეში ერთხელ/
როგორც მე ვიცი ეს არის იდეალური.


QUOTE
არ არის მალფუჭებადი და ძლებს დიდხანს.

პრობლემა გამოჩნდება მაშინ თუ მოკრეფვის პერიოდში იწვიმებს.

ძლიერი და რამოდენიმესაათიანი წვიმა გააფუჭებს ნაყოფს.

ეს ალბათ ორივეს ეხება.მაყვალსაც და ჟოლოსაც.


გააჩნია ალბათ რეგიონს სად აპირებ

Posted by: Nat_asha 13 Sep 2018, 13:26
akkai
QUOTE
როგორც მე ვიცი ეს არის იდეალური.

იდეალური კი მაგრამ მაყვალი მაგალითად საერთოდ რომ არ მოირწყას ისედაც დაისხამს, რასაც ჟოლო ფიზიკურად ვერ გაუძლებს და გახმება. კახეთში მაგალითად ჩესტერი საერთოდ ურწყავში აქვთ და ისხამს, იმდენს ვერა მაგრამ მაინც ისხამს. ჟოლო კიდე ურწყავში წარმოუდგენელია . ანუ ამას ვგულისხმობდი biggrin.gif რომ უწყლობის შემთხვევაში მაყვლის უპირატესობა

Posted by: gig55 13 Sep 2018, 20:36
Nat_asha
მაყვალი კი უძლებს უწყლობას , მაგრამ უწყლოდ ზარალში ხარ ნაყოფის უმეტესი ნაწილი გაგიფუჭდება ,ასე მუშაობა კი არ ღირს მცენარეს ყველა პირობა უნდა შეუქმნა საარსებოდ ,რომ კარგად განვითარდეს
* * *
user posted image ჩემთან ესე განვითარდა ,ნოემბერში დავრგე მცოდნეებო თქვენი აზრით არის კარგი განვითარებული

Posted by: totenkopf 14 Sep 2018, 20:36
რა დროსაა ეს ფოტო გადაღებული?
ჩემთან ამ სტადიაში მაისში იყო....
ახლა სამ მეტრიანი ყლორტები აქვს

Posted by: ramona 14 Sep 2018, 20:49
ჟოლოს წყალი უყვარს. უწყლოდ ვერ გაიხარებს.

Posted by: maverick16 14 Sep 2018, 21:23
JorJe

დაგიწერეს უკვე პრინციპში გამძლე მაყვალი უფროა უწყლოობას თვითონ მცენარე უფრო კარგად იტანს, სარეველებთან ბრძოლა მაყვალში უფრო ადვილია რადგან ძირი გაქვს ერთი და მერე იტოტება, ძირებს შორის ამონაყარი მაინც არ უნდა განავითარო გაუკეთებ მულჩირებას იაფ ვარიანტში თივით და ეგაა, ჟოლოზე კიდე ყოველ მეტრში 15 დამოუკიდეველი ტოტი უნდა განავითარო მსხმოიარობის პერიოდში ერთნაირად უნდა რწყვა, იმიტო რო ნაყოფი იწვება მაყვლის, შეწამვლა ერთხელ ჭირდება ბუგრზე.

ჟოლოს პლიუსი ისაა რო მაყვალზე ბევრად დიდი ხნის შემოსულია ბაზარზე და იმ დროს როცა მაყვალი არავის შეიძლება უნდოდეს ჟოლოს გაყიდი, (თუმცა მაყვალსაც იბარებენ უკვე რაოდენობა თუ გაქვს) წყალს თუ მოაკლებ ნაყოფთან ერთად შანსია რო მცენარეც გახმეს მაყვლისგან განსხვავებით. რავი კიდე პლიუსი შეიძლება ის ვთქვათ რო დამოუკიდებელი ტოტების დაკავება აუცილებელი არაა აქეთ იქიდან მავთულს გაუბავ რო არ გადაწვეს თუ ძლიან ქარიან ადგილში არ გაქვს, კიდე ერთი პლიუსი, მაყვალზე როგორც გასხვლა(ძველი ტოტების ამოჭრა) ასევე თავების გადაჭრაა საჭირო, რემონტატული ჟოლო შეგიძლია ელექტრო ცელით მიაყოლო და ერთიანად გადაჭრა.

მოკლედ სერიოზული ასაწონ დასაწონია და ალბათ ათანაბრებს ერთმანეთს, რაც შეეხება მაყვლის ჩამბარებელ პუნქტს წინა გვერდებზე ეწერა ინფო დავრეკე და მითხრეს რომ წელს 100 ტონა მაყვალი მიიღეს და ფასი იყო 2.5 დან 3.5 მდე.


ერთი ორ ფორუმელს უნდოდა ნერგების ყიდვა ადრე მოკლედ გავაკეთე 200 ნერგი დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს მზად იქნება ვისაც გინდათ, მეტი ვერ გავაკეთე რადგან ძაან შრომატევადია რამდენი ნერგიცაა იმდენი ორმო უნდა ამოიღო ან გრძელი ტრანშეა გათხარო და რადგან უეჭველი კლიენტი არ მყავდა დამეზარა biggrin.gif

Posted by: gig55 15 Sep 2018, 07:29

totenkopf ერთი თვის უკან ,აქ ყლორტები ზოგს 3 მ მეტი აქვს წელს მორწყვაც დავაკელი წყლის პრობლემის გამო ეხლა ვაგვარებ ამ პრობლემას, ისე რამე სასუქი შეიტანე შიგნი?

Posted by: totenkopf 15 Sep 2018, 20:30
სამჯერ მივეცი ჩვეულებრივი გვარჯილა... ერთი თვის ინტერვალით...
* * *
ისე რაც არ უნდა მორწყო ბუნებრივი წვიმის ნაირი ეფექტური ვერანაირად ვერ იქნება...
აგვისტოს დასაწყისში რამდენიმე დღე წვიმდა და გადაირია მაყვალი, აკვრას ვერ ავუდიოდი)))))))
* * *
მე 50 ძირი გავაკეთე ნერგი და მეც შემეზარა მერე იგივე მიზეზით :დდდდდ
კლიენტი არ მყავდა და ხომ არ გადავყრიდი... წვალება უნდა და ნამდვილად ღირს ორი ლარი ერთი ნერგი....

* * *
ერთი შეცდომა დავუშვი კიდე... ძაან ბევრი ყლორტი დავუტოვე ზოგს, 10_12... და ცოტა გვალვამ შეაწუხა.. მარა გადაიტანა მაინცცც..... თან ვმუშაობ და ვერ მოვრწყე კარგად... 6_7 ყლორტზე მეტი არ უნდა გაუშვა

Posted by: shuma89 15 Sep 2018, 21:25
QUOTE
ისე რაც არ უნდა მორწყო ბუნებრივი წვიმის ნაირი ეფექტური ვერანაირად ვერ იქნება


ღამე რო მორწყო 6-7 საათით დაწვიმების მეთოდით ეგეც ვერაა ბუნებრივი წვიმის მსგავსი? აი ღამის 10-11 საათიდან დილის 6-7 საათამდე. აწვიმო მთელი ღამე. მთელ ნაკვეთში ერთნაირად აწვიმებ. არ გააკეთებს ბუნებრივი წვიმის იმიტაციას?

Posted by: totenkopf 15 Sep 2018, 22:20
გააჩნია მანამდე როგორი ამინდები იყო... თუ მანამდე ერთი თვეა გვალვა , არ ეყოფა ეგ 6_7 საათი/))))))

Posted by: akkai 17 Sep 2018, 23:38
QUOTE (shuma89 @ 15 Sep 2018, 21:25 )
QUOTE
ისე რაც არ უნდა მორწყო ბუნებრივი წვიმის ნაირი ეფექტური ვერანაირად ვერ იქნება


ღამე რო მორწყო 6-7 საათით დაწვიმების მეთოდით ეგეც ვერაა ბუნებრივი წვიმის მსგავსი? აი ღამის 10-11 საათიდან დილის 6-7 საათამდე. აწვიმო მთელი ღამე. მთელ ნაკვეთში ერთნაირად აწვიმებ. არ გააკეთებს ბუნებრივი წვიმის იმიტაციას?

დაწვიმების მეთოდით მორწყვა როგორ ხდება?

არ. გამიგია მსგავსი მეთოდი.

Posted by: shuma89 17 Sep 2018, 23:49
QUOTE (totenkopf @ 15 Sep 2018, 22:20 )
გააჩნია მანამდე როგორი ამინდები იყო... თუ მანამდე ერთი თვეა გვალვა , არ ეყოფა ეგ 6_7 საათი/))))))

ვგულისხმობ ყოველ ღამე მორწყვას. დაწვიმების მეთოდით.

Posted by: totenkopf 18 Sep 2018, 11:00
ჰოოო ეგ კაი რამე იქნება მაგრამ როგორ ხდება... პირველად მესმის...

Posted by: simato 18 Sep 2018, 16:52
გამარჯობა!

რომელიმე კენკროვანის მოყვანის დაწყება 1-2 თვის შემდეგ შესაძლებელია, თუ დაგვიანებული იქნება უკვე ხომ ვერ მეტყვით?
მოცვზე ვფიქრობდი და ინტერნეტში რაც გადავიკითხე მოცვი ირგება გაზაფხულზე, ან შემოდგომაზეო, თან მიწის ნიადაგი უნდა მომზადდეს ერთი თვით ადრეო.
ანუ ეხლა შემოდგომა სანამ არის, გამოდის ოქტომბერში რომ მიწის ნიადაგი მოვამზადო, ნოემბერში დარგვა შესაძლებელია?

რეალიზაცია როგორ ხდება კენკროვანის? პრობლემურია?

Posted by: totenkopf 18 Sep 2018, 23:00
მაყვალი ეგრე დავრგე შარშან შემოდგომით მაგრამ რაც მალე დაამუშავებ მიწას და მოამზადებ მით უკეთესი, მერე წვიმები დაიწყება და გაწვალდები

Posted by: gig55 19 Sep 2018, 03:59

simato
გირჩევ რომ შემოდგომით დარგო ფესვთა სისტემა უფრო კარგად განვითარდება ,მაყვლის შემთხვევაში ასეა სხვაც ესე აჯობებს გაზაფხულზე დარგული თუ კარგად არ მორწყე შესაძლოა გაგიხმეს

Posted by: simato 19 Sep 2018, 12:38
totenkopf
gig55

მადლობა! ანუ გამოდის ჯობია შემოდგომაზე მოვასწრო ფესვების დარგვა, მაგრამ თუ ზამთარშიც დავრგე ეგეც არაუშავს ხომ? ანუ ზამთარში დარგული უბრალოდ, უფრო საწვალებელი იქნება. სწორად მივხვდი?

Posted by: totenkopf 19 Sep 2018, 13:35
იმერეთში ისეთი მიწებია რომ გაწვიმდება ვეღარაფერს შეიყვან Dასამუშავებლად... იდეალურ ვარიანტში უკვე დამუშავებული უნდა იყოს, ამ თვის ბოლოს დაამიქსერებ და მზადაა დასარგავად.. ზამთარში დარგვა არ ვიცი როგორ გამოვა
* * *
ყინვები რომ დაიწყოს ადრიანად როგორ უნდა დარგო... რავი აბა.....
ნოემბერი იდეალური პერიოდია დასარგავად

Posted by: gig55 19 Sep 2018, 19:02
simato
ნოემბრის 15 ტიდან კარგია. დარგვა თვის ბოლომდე მანამდე თითქმის ორითვეა მოხანი მიწა 30 სმ და გააფხვიერე ჯერ დრო გაქვს ზამთრისკენ დარგული არ ივარგებს კარგად ვერ მოიკიდებს ფესვს ნიადაგში და შეიძლება მომავალ წელს გახმეს, ნერგის საყიდლად რომ მიხვალ მსხვილერწიანი და რომელსაც კარგად აქვს ფესვთა სისტემა განვითარებული ის წამოიღე წვრილი ღეროთი გამოყვანილი ნერგი კარგად ვერ ვითარდება და შესაძლოა გახმეს კიდეც მე გავაკეთე ესედა არ გაამართლა ხარისხიანი ნერგი და ვეგეტაციის პერიოდს სრულყოფილად გაივლის

Posted by: sandroia 24 Sep 2018, 21:02
user posted image

ესეც ჩემი მალინა

Posted by: kshaneli 24 Sep 2018, 21:40
sandroia
მალადეც ბრათ. საღოლ. რა ჯიშისაა? ამდენი ერთად როგორ ასხია?

Posted by: sandroia 25 Sep 2018, 09:58
kshaneli
QUOTE
sandroia
მალადეც ბრათ. საღოლ. რა ჯიშისაა? ამდენი ერთად როგორ ასხია?

აზრზე არ ვარ რა ჯიშია, თანამშრომელმა ჩამომიტანა ხევსურეთიდან ამ გაზაფხულზე და დავრგე, იმის მერე სულ ასხია
ეს სურათიც ეხლა შაბათს არის გადაღებული

თან მეუბნებოდა არომატი ისეთი არა აქვსო მაგრამ რომ მოისხა და გავსინჯე არომატიც საკაიფო ჰქონდა

ოღონდ ღეროს ბოლოშI ასხია მხოლოდ, ანუ ღეროს გაYოლებაზე არ ასხია საერთოდ და ბოლოშI მოისხა ამდენი

Posted by: gig55 27 Sep 2018, 07:56
sandroia
მომავალ წელს უფრო გამრავლდება და მეტს მოისხავს ,ახლაც კარგად ასხია ნერგის პირობაზე, ეს სად გაქვთ დარგული?

Posted by: sandroia 27 Sep 2018, 09:26
gig55
QUOTE
მომავალ წელს უფრო გამრავლდება და მეტს მოისხავს ,ახლაც კარგად ასხია ნერგის პირობაზე, ეს სად გაქვთ დარგული?

დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში

ეს არის დარგული რამოდენიმე ძირი კომშის ხის ქვეშ
მაინტერესებს მზის გულზე გადავრგო თუ არა?

Posted by: gig55 28 Sep 2018, 19:18
sandroia
ასე ვთქვათ პლანტაციებს. ვინ აჩეროებს ,მაგრამ შესაბამისი მოვლა უნდა თქვენც ცადეთ , ისე თუ წყლის პრობლემა არ გაქვთ გირჩევდით რომ გააშენოთ დიდ ფართობზე წარმატებებს გისურვებთ ყველა კარგ საქმეში

Posted by: sandroia 28 Sep 2018, 22:39
gig55
მადლობა,
წყალი ონკანისაცაა და გზის პირზე არაგვი მოდის smile.gif

Posted by: gig55 29 Sep 2018, 00:26
sandroia
წყალი თუ გაქვს და მიწა მდიდარი. კაცი ყოფილხარ, ვიღაც აკეთებს წყლის ტუმბოებს არც დენი უნდა არც საწვავი თვითონ წყლის. დინებაზე მუშაობს გაიკითხე მოიძია არ უნდა გაგიჭირდეს მოძებნა

Posted by: akkai 29 Sep 2018, 16:25
მაყვალის რამოდენიმე რიგი ვისაც გაქვთ იმასთან .მაქვს შეკითხვა.
რიგებს შორის რა მანძილი გაქვთ დატოვებული და რიგში ნერგებს შორის რა მანძილი.?

და მულჩირების მუღამი რო ამიხსნათ რა 2 სიტყვით.
რა სარგებლობა მოაქ.
როგორ კეთდებს (არ მაქ საერთოდ ნანახი .
ვიღაცას ეწერა ცელოფანით მაქ გაკეთებულიო და როგორ გაქვთ თქვენ.
მადლობა

Posted by: totenkopf 30 Sep 2018, 13:29
რიგებს შორის 2 მეტრი მაქვს დაშორება... 2.20იც კარგი იქნება... ნერგებს შორის ერთი მეტრი... მულჩირება არ ვიცი, არამაქვს

Posted by: gig55 30 Sep 2018, 21:41
akkai
მულჩირებას თივითაც აკეთებენ, ნახერხითაც, მაგრამ შრომა თუ არ გეზარება გაფხვიერება ჯობია წელიწადში მინიმუმ სამჯერ

Posted by: elpaso77 23 Oct 2018, 23:16
მოგესალმებით ხომ ვერ მეტყვით როგორია ჩაბარება რეალიზაცია კენკროვანი ხილის დღეეს? ჭიირს? მოთხოვნა ბაზარზეა თუ სახელმწიფო იბარეებს?

Posted by: Zmuzu 26 Oct 2018, 18:30
მოცხარის გაშენება შემიძლია, მაგრამ არ ვიცი გასაღდება თუ არა.
ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?

Posted by: Freestyle 20 Feb 2019, 20:27
მოცვსა და მაყვალს შორის ვერ გავაკეთე არჩევანი , გაქვთ ვინმეს? გამოუშვით რჩევები, პლიუსები მინუსები..

Posted by: sandre545 12 Nov 2019, 17:40
მეგობრებო მარწყვის მოყვანისთვის საუკეთესო რეგიონი რომელია ჩვენთან?

საშუალოდ სეზონზე რამდენჯერ ისხავს საუკეთესო და ნორმალურ რეგიონში?

50 ჰა-ზე მოყვანა რამდენად ჭკვიანურია?

და უცხოეთში თუ გაუტანია ვინმეს, რამდენად რეალურია და რა პროცედურებთანაა დაკავშირებული?

Posted by: levani169 12 Nov 2019, 19:07
sandre545
QUOTE
მეგობრებო მარწყვის მოყვანისთვის საუკეთესო რეგიონი რომელია ჩვენთან?

საშუალოდ სეზონზე რამდენჯერ ისხავს საუკეთესო და ნორმალურ რეგიონში?

ის რომელიც გასაღების ბაზართან და ზოგადად ლოჯისტიკურ ლოკაციასთან (მაცივარი,ტრანსპორტი და ასე შემდეგ) ახლოსაა.
4-5-ჯერ ისხავს კახეთში.
ბაზარს თუ ნახავ ჭკვიანური ნამდვილად არის.

Posted by: sandre545 13 Nov 2019, 09:36
levani169
მადლობა

ფასი რა აქვს საშუალოდ სეზონზე?

ასევე მაინტერესებს თუ არის სადმე ინფორმაცია რამდენი მოდის საშუალოდ სეზონზე საქართველოში, რამდენს იბარებენ აქ ჩამბარებელი პუნქტები, რამდენი გადის ექსპორტზე და ა. შ.

Posted by: levani169 13 Nov 2019, 14:50
sandre545
QUOTE
ფასი რა აქვს საშუალოდ სეზონზე?

ლარი-ლარნახევარი ჩასაბარებელი ფასი.......წელს ეგრე იყო.არის სეზონები ხალხს დაკრეფაც აღარ უღირთ,მუშახელის ფულს ვერ ანაზღაურებს.
მოკლედ სათბურის და არასეზონზე მოყვანის გარეშე აზრი არ აქვს თუ თავად არ გაგაქვს ბაზარზე.

Posted by: sandre545 20 Nov 2019, 10:00
levani169
QUOTE
მოკლედ სათბურის და არასეზონზე მოყვანის გარეშე აზრი არ აქვს თუ თავად არ გაგაქვს ბაზარზე.

სწორედ ეს მიზანი აქვთ ჩემს ინვესტორებს, სათბურში მთელი წლის განმავლობაში მოყვანა.

თუ აქვს სათბურის პირობებში რეგიონს მნიშვნელობა? სასურველია ადგილი რომელიც ზაფხულში ნაკლებად ცხელი, ხოლო ზამთარში ნაკლებად ცივი იქნება, ქარი და ნესტიც არ არის სასურველი.

მუხრანი რამდენად ოპტიმალურია? კლიმატური პირორების მხრივ?

გასათვალისწინებელია ლოჯისტიკის თემაც და თბილისთან, კერძოდ აეროპორტთთან თუ ახლოს იქნება გვაწყობს.


Posted by: damdam 10 Dec 2019, 02:33
იყიდება სან ანდრეასის და უეკლო მაყვლის ნერგწბი

Posted by: tavadze 10 Dec 2019, 17:15
akkai
QUOTE
და მულჩირების მუღამი რო ამიხსნათ რა 2 სიტყვით.
რა სარგებლობა მოაქ.

მაგალითად, ბალახს რომ გათიბავ, შეგიძლია, მცენარეს ძირში შემოუყარო - ეგეც მულჩირებაა. სიცხეში ტენს ინარჩუნებს და ამიტომაა კარგი მცენარისთვის.
სხვა რამეებითაც კეთდება მულჩირება.

Posted by: levvani 18 Feb 2020, 14:49
ჟოლოს გასაღების ხერხები შეგიძლიათ დაწეროთ?

Posted by: akkai 12 May 2020, 23:00
გვალვების სეზონი იწყება მალე და 10 დღეში ერთხელ წვეთოვანით მორწყვა 2-3 საათი საკმარისია ?

თუ 2 კვირაში ერთხელ ჯობია


Posted by: DORO 18 May 2020, 10:24
user posted image

წავა ყვავილობაში სულ მალე

Posted by: nrnaaa 21 May 2020, 22:59
გადავიკითხე თემა და ბოლოს ცოტაარიყოსდა ფასის ამბავი არმესიამოვნა:დ მაგრამ მაინც მინდა გავაკეთო დაახლოებით 0.3ჰ ზე პროგრამა დანერგე მომავლის ფარგლებში მაყვალი და ცოტა ჟოლოც ან ნახევარ ნახევარზე, ვინმეს გაქვთ გაკეთებული ამ პროგრამით ბაღი?

Posted by: levvani 27 Apr 2021, 15:18
გამოცდილები ვინც ხართ რეალიზაციას ადგილზე ახენთ თუ თავად მიგაქვთ მომხმარებლამდე?

Posted by: levvani 29 May 2021, 12:30
nrnaaa
ჩვენ გავაკეთეთ მაგ პროგრამით. ჰქონდათ პროგრამა რომელიც 0.5 ჰა.-დან იწყებოდა დაფინანსება. თუ 0.5 ჰა. გაქვს და უფრო მეტი მაგ შემთხვევაში მიაკითხე.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)