“გლობალ სელი“ არის ქართული კომპანია, რომელიც ყიდის მსოფლიო ქსელში ჩართულ საერთაშორისო სიმ-ბარათებს ევროპული და ქართული ნომრებით და უფასო ზარებით როუმინგში.
“გლობალ სელის” აბონენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ უფასოდ შემომავალი ზარები როუმინგში მსოფლიოს 164 ქვეყანაში, გამოიყენონ მობილური ინტერნეტი 149 ქვეყანაში მოგზაურობისას და ისარგებლონ საუკეთესო ევროპული ხარისხით მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. დახვეწილი და მუდმივად ინოვაციური მობილური სერვისები, სპეციალური ფასდაკლებები და აქციები, ბალანსის შევსების ყველა აპრობირებული მეთოდი, ხელსაყრელი შეთავაზებები სპეციალური პირებისათვის და, 24 საათიანი ცხელი ხაზი და LiveChat - "გლობალ სელის" უმაღლესი სტანდარტია.
დაარსების დღიდან, კომპანია მუდმივ ინოვაციას სთავაზობს აბონენტებს: გაფართოვდა "გლობალ სელის" დაფარვის ზონა, გაიზარდა იმ ქვეყანათა სია, სადაც უფასოა შემომავალი ზარი, რიგ ქვეყნებში 60%-ით შემცირდა გამავალი ზარის ტარიფი. სწორედ ამიტომ, კომპანია დღემდე წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო სიმ-ბარათების რეალიზაციას. "გლობალ სელის" ქსელში, 30 000- ზე მეტი აბონენტია ჩართული.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან „გლობალ სელმა“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. "გლობალ სელი," +995 559 00X XXX ინდექსის 10 000 სააბონენტო ნომრით, მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს.
საკონტაქტო : 110007
WWW.GLOBALCELL.GE კომპანიის ვებ გვერდი This post has been edited by globalcell-globalcell on 18 Sep 2015, 14:53